36
ანამარია გარდაცვლილი გოგონა პროლოგი ძველი ეგვიპტე ნილოსის დელტის წვეროდან ჩრდილოეთის მიმართულებით, დაახლოებით ოციოდე კილო-მეტრი სავალი გზა იყო ეგვიპტის პირველ დედაქალაქ მემფისამდე. ძნელიდ დასაჯერებელია, რომ ასეთი დიადი ცივილიზაცია ერთი ადამიანის ცხოვრებისა და ქმედების შედეგი უნდა ყოფილიყო, თუმცა, როგორც ყველაფერი ღირსშესანიშნავი, ძველი ეგვიპტის ისტორიაც მემფისის დაარსებიდან იწყება, რომლის სათავეშიც ნულოვანი დინასტიისპირველი მეფე, მენესი იდგა. იმის შემდეგ, რაც კისერზე სახელმწიფოს მართვის რთული პასუხისმგებლობა დააწვა, მენესიგრძნობდგულის აუხსნელ, დაუოკებელ მისწრაფებას, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა. ის, რაღაც შინაგანი ინტუიციით ხვდებოდა, რომ ამ სამყაროში ადამიანების გარდა, არსებობს რაღაც უფრო ძლიერი, ყველაფრის საწყისი ძალა. მენესი საკუთარი ფიქრებისგანაც კი შეშინებული იყო, რადგან ვერ გაეგო, რატომ ან როგორ დაისადგურა მის გონებაში მსგავსმა იდეამ, თითქოს ამ სამყაროს შემქმნელი ადამიანზე გაცილებით დიადი, ყოვლისმომცველი არსებაა. იმდენად გაიტაცეს აზრებმა, რომ ზოგჯერ მთელი არსით გრძნობდა ვიღაცის დიდ, მწვანე თვალებს, რომელიც ზეციდან აკვირდებოდა მეფესა და მის თანამედროვეებს. მენესს ღამე კოშმარებიც დასჩემდა. ხშირად ბრაზი იპყრობდა, რომ სასთუმალთან მოდარაჯე ქურუმები,ყოველ ღამით ხედავდნენ მძინარე მეფის შფოთვას.თუმცა, კადრები მაინც არ წყდებოდა. თავიდან ბინდნარევად ხედავდა ვიღაც ქალს,რომელიც ოთხივე მხრიდან თეთრი კედლით იყო გარშემორტყმული. შემდეგ ბინდი ისე იწმინდებოდა, როგორც დაორქლილ ფანჯრებზე გადასმული ნაჭერი აწკრიალებს ხოლმე შუშას და გარემო პეიზაჟიც ადვილად დასანახი ხდებოდა. ოთხკედელსშუა მოქცეულ ქალს გასასვლელი არ ჰქონდა - არც კარები, არც ფანჯარა. ისიც გასაკვირი იყო, როგორ სუნთქავდა ისეთ სივრცეში, სადაც ჭიანჭველისოდენა ხვრელიც კი არ იყო ჰაერისთვის, თუმცა მენესი ამაზე ცოტას ფიქრობდა, რადგან იცოდა, რომ სიზმარში ყველაფერი შესაძლებელია. ქალი სკამზე იჯდა ზურგით და ტეთრ სამოსზე წელამდე შავი თმა ჩამოშლოდა. სიზმრის ყველაზე დამთრგუნველი ნაწილი ის იყო, რომ ქალი წვრილი, წკრიალა ხმით სიმღერას მოუყვებოდა ხოლმე. სხვა შემთხვევაში, მენესს შეიძლება მოსწონებოდა კიდეც, მისი პირიდან

ანამარია · 2017. 5. 1. · ანამარია გარდაცვლილი გოგონა პროლოგი ძველი ეგვიპტე

  • Upload
    others

  • View
    0

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: ანამარია · 2017. 5. 1. · ანამარია გარდაცვლილი გოგონა პროლოგი ძველი ეგვიპტე

ანამარია

გარდაცვლილი გოგონა

პროლოგი

ძველი ეგვიპტე

ნილოსის დელტის წვეროდან ჩრდილოეთის მიმართულებით, დაახლოებით ოციოდე კილო-მეტრი სავალი გზა იყო ეგვიპტის პირველ დედაქალაქ მემფისამდე. ძნელიდ დასაჯერებელია, რომ ასეთი დიადი ცივილიზაცია ერთი ადამიანის ცხოვრებისა და ქმედების შედეგი უნდა ყოფილიყო, თუმცა, როგორც ყველაფერი ღირსშესანიშნავი, ძველი ეგვიპტის ისტორიაც მემფისის დაარსებიდან იწყება, რომლის სათავეშიც „ნულოვანი დინასტიის“ პირველი მეფე, მენესი იდგა. იმის შემდეგ, რაც კისერზე სახელმწიფოს მართვის რთული პასუხისმგებლობა დააწვა, მენესიგრძნობდა გულის აუხსნელ, დაუოკებელ მისწრაფებას, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა. ის, რაღაც შინაგანი ინტუიციით ხვდებოდა, რომ ამ სამყაროში ადამიანების გარდა, არსებობს რაღაც უფრო ძლიერი, ყველაფრის საწყისი ძალა. მენესი საკუთარი ფიქრებისგანაც კი შეშინებული იყო, რადგან ვერ გაეგო, რატომ ან როგორ დაისადგურა მის გონებაში მსგავსმა იდეამ, თითქოს ამ სამყაროს შემქმნელი ადამიანზე გაცილებით დიადი, ყოვლისმომცველი არსებაა. იმდენად გაიტაცეს აზრებმა, რომ ზოგჯერ მთელი არსით გრძნობდა ვიღაცის დიდ, მწვანე თვალებს, რომელიც ზეციდან აკვირდებოდა მეფესა და მის თანამედროვეებს. მენესს ღამე კოშმარებიც დასჩემდა. ხშირად ბრაზი იპყრობდა, რომ სასთუმალთან მოდარაჯე ქურუმები,ყოველ ღამით ხედავდნენ მძინარე მეფის შფოთვას.თუმცა, კადრები მაინც არ წყდებოდა. თავიდან ბინდნარევად ხედავდა ვიღაც ქალს,რომელიც ოთხივე მხრიდან თეთრი კედლით იყო გარშემორტყმული. შემდეგ ბინდი ისე იწმინდებოდა, როგორც დაორქლილ ფანჯრებზე გადასმული ნაჭერი აწკრიალებს ხოლმე შუშას და გარემო პეიზაჟიც ადვილად დასანახი ხდებოდა. ოთხკედელსშუა მოქცეულ ქალს გასასვლელი არ ჰქონდა - არც კარები, არც ფანჯარა. ისიც გასაკვირი იყო, როგორ სუნთქავდა ისეთ სივრცეში, სადაც ჭიანჭველისოდენა ხვრელიც კი არ იყო ჰაერისთვის, თუმცა მენესი ამაზე ცოტას ფიქრობდა, რადგან იცოდა, რომ სიზმარში ყველაფერი შესაძლებელია. ქალი სკამზე იჯდა ზურგით და ტეთრ სამოსზე წელამდე შავი თმა ჩამოშლოდა. სიზმრის ყველაზე დამთრგუნველი ნაწილი ის იყო, რომ ქალი წვრილი, წკრიალა ხმით სიმღერას მოუყვებოდა ხოლმე. სხვა შემთხვევაში, მენესს შეიძლება მოსწონებოდა კიდეც, მისი პირიდან

Page 2: ანამარია · 2017. 5. 1. · ანამარია გარდაცვლილი გოგონა პროლოგი ძველი ეგვიპტე

გაჟღერებული ჰანგები, თუმცა, ასეთ სივრცეში გამომწვდეული ადამიანის სურათის ფონზე, ყოველი სიტყვა, ყოველი ბგერა შემზარავ წინათგრძნობას უქმნიდა: „არ წასულა, დაბრუნდება წმინდა მიწის პატრონი1, ძაღლი თავის მთაზე ავა, გარდაცვლილთა ბატონი.“ - ასე მღეროდა ქალი. ყოფილა შემთხვევები, ოფლში გაწურულ მენესს ყვირილითაც გაუღვიძია. უცნობი ქალის სიზმარი რამდენჯერმე განმეორდა. ზოგჯერ გაურკვეველ ენაზე ელაპარაკებოდა ხოლმე მენესს. ზურგით აღარ იჯდა, თუმა მისი სახე მაინც ნისლიანი იყო. ეტყობოდა, მეფის გასაგონად საუბრობდა. მენესს ძლიერ აინტერესებდა რას ეუბნებოდა ქალი. რამდენჯერმე, ახალგაღვიძებულს გაურკვეველი ტერმინები თავის ენაზეც ჩაუწერია, შემდეგ კი სხვადასხვა პროფესიის განათლებული ხალხი მოუწვევია საზღვარგარეთიდან რომ ისინი მაინც დახმარებოდნენ, თუმცა უშედეგოდ. მენესმა ვერაფრით ვერ დაადგინა, რა ენა შეიძლებოდა ყოფილიყო სიზმარში ნანახი უცნაური ქალის საუბარი. ერთხელ, რამდენიმე დღით, თითქოს კოშმარები დაეხსნენ. თავისი სასახლის ყვავილებიან ეზოში მომღიმარი, უდარდელად სეირნობდა, როცა არსაიდან კატა გაჩნდა მის ცხვირწინ. მას თითქოს ადამიანის კანი ჰქონდა გადაკრული. ცხოველი ბალნის გარეშე თავისთავად შემზარავი სანახავია და მენესსაც დამზაფრავი შიში სულში სულ უფრო და უფრო ღრმად ეჭრებოდა. კატა დაჟინებით ჩააშტერდა თვალებში და ხმამაღალი კნავილი ადამიანურ ლაპარაკში გადაეზარდა.

- წიგნი უნდა დაწერო მენეს - თქვა კატამ. მეფე კი ადგილზე გაგქვავდა.

1წმინდა მიწის პატრონი - ძველეგვიპტური სიკვდილისღმერთის, ანუბისის ერთ-ერთი ეპითეტი. ანუბისს ძირითადად ძარლისთავიანი ადამიანის სახით გამოსახავდნენ.

თავი პირველი

- ცოტა შეუფერებელი დღეა, მაგრამ ყველაფერი კარგად ჩაივლის, შენ არ შეგეშინდეს - ამშვიდებდა გაბრიელი ელენეს. ახალგაზრდა გოგონას, რომელსაც აღელვებისგან ხელები უოფლიანდებოდა, ნერვიულად საწერ კალამს აჩხაკუნებდა. დროდადრო პერანგის ღილებს აწვალებდა და დაბნეული აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს. ელენე ჟურნალისტი იყო, თუმცა ახლა მთელი ყურადღება თავის ბლოგზე გადაეტანა, სადაც ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტებზე წერდა თემას.

- აგრესიულები არიან? - ჰკითხა დირექტორს.

Page 3: ანამარია · 2017. 5. 1. · ანამარია გარდაცვლილი გოგონა პროლოგი ძველი ეგვიპტე

- არა. ზოგჯერ თვალყურის დევნება სჭირდებათ, რომ წამლებს უნიტაზში არ გადაუძახონ ან ენის ქვეშ არ დამალონ. სხვა შემთხვევაში, მშვიდად არიან ხოლმე. შიზოფრენია არ არის განუკურნებელი სენი. ეს უბრალოდ სულის დაავადებაა. უმეტესობამ საკუთარი თავი დაკარგა. ძირითადად გაჭირვებული, უსამართლო ცხოვრების ბრალია. ზოგი წარსულში გაიყინა, რადგან აწმყო ზედმეტად სასტიკი აღმოჩნდა მათთვის.

- ძალიან საინტერესოა - თქვა ელენემ. ასეთი დიალოგისას თავის დაქნევისა და გასაგებიას თქმის გარდა, არაფერი ახსენდებოდა.

- ეს ქეთევანია - მიუთითა გაბრიელმა ექთანზე. ქეთევანი ხანში შესული, ჭაღარაგარეული ქალი იყო ცოტა მკაცრი გამოხედვით. - უკეთ გაგაცნობს ყველას და შენთან ერთად იქნება, რომ დისკომფორტი არ იგრძნო.

- დიდი მადლობა დახმარებისთვის.

- არაფერს - გაუღიმა გაბრიელმა. ფსიქიატრისა და კლინიკის დირექტორის კვალობაზე ზედმეტად ახალგაზრდა ჩანდა. როგორც ელენემ შეიტყო, აქამდე გაბრიელის მამას, თეიმურაზს ეკუთვნოდა საავადმყოფო. 30 წლის განმავლობაში მთავარი ექიმი იყო, თუმცა, სამი წლის წინ, ერთი პაციენტი მოიყვანეს სამკურნალოდ. მეზობლები უჩიოდნენ, უპატრონო ძაღლებს იჭერს და დაუნდობლად ატყავებსო. შეშლილის თვალები ჰქონდა, ცივი და უემოციო, ტკივილისა და სიკვდილის წყურვილით გაჟღენთილი. ასე 150 კილო იქნებოდა. ერთხელ ისე გადაირია, რომ ექიმებს დაესხა თავს. დაცვამ ვერ შეაკავა. დერეფნებში დარბოდა ისტერიულად და გარშემო ყველაფერს ლეწავდა. თეიმურაზი მის დაწყნარებას ცდილობდა, როცა გადარეულმა პაციენტმა ხელში აიყვანა და მესამე სართულის ფანჯრიდან გადააგდო. ექიმმა ბეტონის იატაკს დაარტყა თავი, რაც სასიკვდილო აღმჩნდა მისთვის. ელენეს ძალიან უკვირდა, რომ ასეთი ტრაგედიის შემდეგ, თეიმურაზის ვაჟმაც მამამის საქმე განაგრძო.

- ვინც კი საღ გონებაზე იყო, დღეს იმათაც რაღაც დაემართათ - უთხრა შეწუხებულმა ქეთევანმა გოგონას. - ყოველთვის ასე ხდება, როცა იციან, რომ ვიღაც ახალი მოდის. ძალიან აჟიტირებულები არიან ხოლმე.

- ვინ მოდის? - ჰკითხა ელენემ და თან თავისი ჩანთის საკეტს დაუწყო წვალება.

- 23 წლის გოგონა. ძალიან ნიჭიერი მწერალია.

- ანამარიაზეა ლაპარაკი? - თვალები გაუფართოვდა ელენეს.

- ჰო, ანამარიაზე. როგორც ჩანს, უკვე მთელმა თბილისმა იცის მისი ამბები. -ეშმაკურად ჩაეღიმა ექთანს.

Page 4: ანამარია · 2017. 5. 1. · ანამარია გარდაცვლილი გოგონა პროლოგი ძველი ეგვიპტე

ქეთევანმა ღია მწვანე კარები შეაღო და ირგვლივ თითქოს სხვა სამყარო გადაიშალა. პირველი, რაც ელენეს თვალში მოხვდა, ერთი შუა ხნის კაცი იყო, რომელსაც, ოდნავ უფრო ხანში შესული, თეთრწვერა მოხუცი თვალებგაფართოებული ეჩხუბებოდა.

- მე შენ გენდობოდი, ისე ადვილად გამიმეტე და მიღალატე! - ეს ჩხუბი საყვედურებს უფრო ჰგავდა, რომლის მიღმა, რაღაც გაურკვეველი სევდა იმალებოდა.

- შენს თავს დააბრალე. ყველას თვალდახუჭული რომ ენდობოდი, მაგან დაგღუპა - ხარხარებდა შუა ხნის კაცი.

- ეს ღმერთია - გადაუჩურჩულა ქეთევანმა ელენეს. - მეორე კი ეშმაკი. ყოველთვის ასე ჩხუბობენ. ერთხელ ერთმანეთს მოვაშორეთ, გვეგონა, უკეთ გახდებოდნენ, მაგრამ ეშმაკმა იმდენჯერ ურტყა თავი კედელს, სანამ ტვინის შერყევა არ მიიღო. მახოვს, ძლივს მოვაცილე სისხლის ლაქა ფითქინა კედელს. ღმერთი კი გამუდმებით მოთქვამდა, თუ ეშმაკი აღარ არსებობს, მაშინ ღმერთიც ვერ იარსებებსო. ამის შემდეგ, აღარ დაგვიშორებია. გადაცემაში მოწვეულ, დაკარგული ძმების შეხვედრას ჰგავდა მათი ხელახალი შეერთება, თუმცა მეორე წამიდან, ისევ ჩვეულ მოკამათეთა ამპლუას დაუბრუნდნენ და ასე გრძელდება დღემდე.

- რატომ თვლიან თავს ღმერად და ეშმაკად? - ჰკითხა ელენემ.

- ეშმაკი თავიდან ციხეში იჯდა, მაგრამ გაბრიელის მამამ, ბატონმა თეიმურაზმა დაუსვა დიაგნოზი და დადგინდა, რომ არაჯანსაღი ფსიქიკა ჰქონდა. ცოლი ღალატობდა. ერთ დღესაც, საყვარელთან წაასწრო და საკუთარი მეუღლე მოკლა, მაგის საყვარელს კი..... მოაჭრა - რაღაც ძალიან ეუხერხულა წინადადების დასრულება ქეთევანს.

- მოაჭრა? - ჰკითხა გაოგნებულმა.

- ჰოო. მე თუ მკითხავ, ძალიან სწორადაც მოიქცა - გაეცინა ქეთევანს.

- და ღმერთი?

- ღმერთი უბრალოდ ღმერთია. ცოლ-შვილი არ ჰყავს, გიორგი ჰქვია. ასე ქუჩა-ქუჩა დადიოდა და ქრისტიანულ რელიგის ქადაგებდა. თავიდან ყურადღებას არ აქცევდნენ, შემდეგ კი ხალხს ესხმოდა თავს. ყველანი მოღალატეები და უმადურები ხართო, უყვიროდა ხოლმე. ერთ-ერთი პალატიდან გამოსული კაცი ღმერთსა და ეშმაკს შეუერთდა. უსიტყვოდ, გაჩუმებული უსმენდა მათ დიალოგს. ხან ერთს უყურებდა, ხან მეორეს. რამდენიმე წუთის შემდეგ ხელი ჩაიქნია და ისევ პალატაში შესვლა დააპირა, თუმცა ექთნის დანახვამ გაახარა,ნაზად გაეღიმა და კლინიკის სტუმარს მიუახლოვდა, გვერდით ამოუდგა. არაფერს ამბობდა, უბრალოდ იდგა და შესცქეროდა.

Page 5: ანამარია · 2017. 5. 1. · ანამარია გარდაცვლილი გოგონა პროლოგი ძველი ეგვიპტე

- ესაა ახალი? - იკითხა ღმერთმა.

- არა, ეს გოგონა ახალი ექთანია - უპასუხა ქეთევანმა და ელენს თვალი ჩაუკრა. ალბათ, სჯობს ექთნად გამასაღონო, იფიქრა ელენემაც.

- სასიამოვნოა ახალგაზრდავ. გაიცანი, ეს მიქაელია - მიუთითა ღმერთმა ელენეს გვერდზე მდგომ მდუმარე კაცზე - და მე ის ჩემს მარჯვენა ხელად ვაკურთხე - დაამატა ამაყი გამომეტყველებით.

- რამდენიმე დღის წინ მოიყვანეს მიქაელი. ხმას არ იღებს, მუნჯი არაა, უბრალოდ არ ლაპარაკობს. ღმერთმა კი სიხარულისგან ღრუბლებში იწყო ფრენა, ჩემი სიკვიდლის ანგელოზიაო, ამბობს და უხარია, რომ ეშმაკი უმცირესობაში მოჰყვა. - აუხსნა ქეთევანმა ელენეს. ნელ-ნელა შემდეგ პალატასაც მიუახლოვდნენ. ოთახები დერეფნის მიმართულებით ორივე მხარეზე იყო ჩამწკრივებული და კარებს გამჭვირვალე შუშები ჰქონდა, რომ ექიმებს პაციენტების გაკონტროლება არ გასჭირვებოდათ. ერთ-ერთი ოთახის კარი ღია დარჩენოდათ, საწოლზე ქალი იჯდა. ცალი თვალით ელამი იყო. ელენე ვერ მიხვდა, სევდიან გამომეტყველებას ფიზიკური დეფექტი სძენდა თუ მართლა ცუდ განწყობაზე იყო. ქალი აშკარად ახალგაზრდის შთაბეჭდილობას ტოვებდა, თუმცა „მოხუც ახალგაზრდას“ უფრო ჰგავდა. სახის კანზე რამდენიმე შრამი ნაოჭებივით მოუჩანდა.

- მადონა ჰქვია. კასპის ერთ-ერთი რაიონის სოფლიდანაა - უთხრა ქეთევანმა. ელენე წინასწარ შეემზადა დამზაფვრელი ისტორიისთვის, რადგან ექთანს ხმაშიც ეტყობოდა, რომ ცოტა არ იყოს, ტრაგიკული ამბის მოყოლას აპირებდა. - ყოველთვის გულჩვილი იყო, კეთილი. ბავშვობიდან ვიღაც კაცი უყვარდა უპასუხოდ, გაგიჟებით. ხუთი წლის წინ კი იმ კაცმა ცოლი მოიყვანა.

- მაგან გააგიჟა? - აღმოხდა ელენეს.

- ჰო, იმის მერე სოფლის ბავშვები აბრაზებდნენ ხოლმე, ირაკლიმ ცოლი მოიყვანაო. ეს კი ხან ქვებს ესროდა, ხან საცემად დასდევდა. ბოლოს ჩათვალა, მახინჯი ვარო და გადაწყვიტა, სახლის პირობებში პლასტიკური ოპერაცია გაეკეთებინა. ადგა და დანით დაიჭრა სახე. შრამებიც ამიტომ აქვს.

- რა საშინელებაა - ისეთი სახე მიიღო ელენემ, თითქოს სატირლად ემზადებაო. მიქაელი ისევ გვერდით დაჰყვებოდა და ხმას არ იღებდა. შემდეგი ოთახიდან ქალის ხმამაღალი, ნერვიული ლაპარაკი გამოდიოდა:

- თქვენს მახინჯ ადვოკატზე მთელი ინფორმაცია მაქვს - მოხუცი ვიღაცას ტელეფონში უყვიროდა. - ვიცი, როგორ მოისყიდეთ მოსამართლე. ბინძური და

Page 6: ანამარია · 2017. 5. 1. · ანამარია გარდაცვლილი გოგონა პროლოგი ძველი ეგვიპტე

უწესო ხალხი ხართ, არ შეგარჩენთ ასეთ უსამართლო საქციელს. ყველას ციხეში ჩაგაყუდებთ - არ ჩერდებოდა ქალი.

- სინამდვილეში ტელეფონი გამორთულია - გადაულაპარაკა ქეთევანმა ელენეს. - ლია ჰქვია. ოცი წლის წინ, მაგისმა შვილმა რაღაც ბიზნესი წამოიწყო და სახლი ჩადო ბანკში, რომ საწყისი ინვესტიციისთვის საკმარისი თანხა ჰქონოდა. ბიზნესმა არ გაამართლა, თავისი ბავშვობის სახლი კი ბანკმა წაართვა და შემდეგ სხვამ შეიძინა აუქციონზე. მის ახალ მფლობელსაც უჩივლა ლიას ოჯახმა, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. ამის შემდეგ გაგიჟდა, თან სჯერა, რომ მისი სახლის ამჟამინდელმა მეპატრონეებმა მოსამართლე მოისყიდეს და მოტყუებით გადაიფორმეს ბინა ყოველ დღე, თავის წარმოსახვაში ურეკავს და ლანძღავს.

- საბრალო - თავი დანანაებით გააქნია ელენემ.

* * *

საღამოს, ყველა პაციენტი თავის პალატაში იწვა. ზოგი ძილს მიეცა, ზოგი კიფიქრებში ჩაიძირა. მადონას დაკარგული სიყვარული არ ასვენებდა. ცხადად ედგა თვალწინ ახალგაზრდა ბიჭის ლაღი, ბავშვური ღიმილი. ყველაზე ბედნიერად ცხოვრების მხოლოდ ერთი მომენტი ახსოვდა, ერთ-ერთი ზაფხულის პეიზაჟი, როცა სურსათით დატვირთული მიდიოდა სოფლის შარა გზაზე. წამით, ნავაჭრი მიწაზე დადო და სიცხისგან შუბლზე მომდგარი ოფლი მოიწმინდა.

- დაგეხმარო? - მოესმა ზურგიდან ყველაზე ტკბილი, სანატრელი ხმა. მთელი სხეული აუკანკალდა, უკან მიიხედა და ის დაინახა, ვისი ფიქრითაც დახუნძლული იძინებდა ხოლმე ყოველ ღამე. მადონამ ვერაფერი უპასუხა. ნერვიულობისგან თითქოს დამუნჯდა, გაქვავდა. ბიჭს თვალსაც ვერ უსწორებდა. - ენა გადაყლაპე? - ჰკითხა ირაკლიმ ხუმრობით და მადონას ტვირთს ხელი დასტაცა, გოგონას სახლისკენ აიღო გეზი. გოგო კი უსიტყვოდ მიჰყვებოდა თავისი სიყვარულის თითოეულ ნაბიჯს და სწორედ ეს ნაბიჯები - ორღობის გავლით, თავის სახლამდე მთელი მისი განვლილი ცხოვრების გზა იყო. ქეთევანი ღმერთთან და მიქაელთან ერთად იყო პალატაში. მიქაელს ღამე დაძინება უჭირდა. ექთნის მოტანილი წამალი კი ისე უპრობლემოდ, ძალდატანების გარეშე დალია, სახტად დარჩა ქეთევანი.

- ნუთუ ყველაფერი იმის ბრალია, რომ ახალი მოდის ამ ჯოჯოხეთში? - ჰკითხა ექთანს ღმერთმა.

Page 7: ანამარია · 2017. 5. 1. · ანამარია გარდაცვლილი გოგონა პროლოგი ძველი ეგვიპტე

- კონკრეტულად, რას აბრალებ იმ ახალ გოგოს? თან, ჯერ არც მოსულა და ცოტა სასტიკად ხომ არ იქცევი, რომ უკვე რაღაცაში ადანაშაულებ? - უსაყვედურა ქეთევანმა.

- უჩვეულო ფიქრები დამჩემდა ამ ბოლო დროს - გამოტყდა ღმერთი - თითქოს ყველაფერი კარგად არის, მაგრამ მერე ვიღაც ჩნდება და მთელ სამყაროს თავზე განგრევს. ასე იყო მაშინაც, როცა ჩემმა ერთგულმა ანგელოზმა მიღალატა და გველისსახით შეცურდა ედემის ბაღში ადამიანების საცდუნებლად. ისტორია ხშირად მეორდება. ყოველთვის არის ვიღაც, ვინც მოულოდნელად გამოჩნდება ხოლმე და ყველაფერს აფუჭებს. - განაგრძობდა ღმერთი - ვითომ რამდენი წლისაა? - ჰკითხა ეჭვით ქეთევანს.

- 23-ის - უპასუხა ექთანმა.

- როგორი ახალგაზრდა ყოფილა - თავი დანანებით გააქნია კაცმა, თითქოს გოგონას ასაკის გაგების შემდეგ, თავი დამნაშავედ იგრძნო, რომ წეღან ყველაფრის არევ-დარევაში დაადანაშაულა - რითი მოვკდა?

- ფიქრობ, რომ მოკვდა? - კითხავზე კითხვითვე უპასუხა ქეთევანმა.

- აღარაფერს ვფიქრობ, რაც ადამიანებს ჩამოვშორდი. არავინ მეკითხება.ზოგჯერ მაინტერესებს, რა ხდება მათ სამყაროში, თუმცა ჩემი საქმე აღარ არის.... ცოდოა 23 წლის გოგონა ჯოჯოხეთისთვის - უცნობის მიმართ ეჭვისიბრალულში გადაეზარდა ღმერთს და თავადვე დაფიქრდა: რადგან ადამიანების მიმართ სიბრალულისა და მათზე ზრუნვის განცდა ისევ შერჩენოდა, იქნებ ჯერ კიდევ ჩაუმქრალი ზეციური სიდიადის ნაპერწკალი ბჟუტავდა მის სულში...

- რატომ თვლი, რომ ჯოჯხოეთში ვართ? წეღან თავად თქვი, ყველაფერი კარგად არისო. ჯოჯხოეთში კი არასდროს არაფერია კარგად - შეუსწორა ქეთევანმა.

- ნეტავ რითი მოკვდა? - ექთნის ლაპარაკი ვითომ ვერ გაიგო, ისე გააგრძელა თავის სადარდებელზე თემა.

- ალბათ გული გაუჩერდა - ჩაილაპარაკა თავისთის მიყუჟულმა მიქაელმა. ქეთევანი გაოგნებისგან გაშეშდა. ღმერთიც კი შეხტა მოულოდნელობისგან, რადგან მიქაელის ხმა აქამდე გაგონილი არ ჰქონდათ. თუმცა, როგორც ექთანი, ისე ღმერთიც მიხვდა, რომ არ ღირდა ზედმეტად გაემახვილებინათ ყურადღება მის ლაპარაკზე. ვაი თუ შეეშინებინათ და სიტყვა აღარ დაეძრამეორედ. - გული გაუჩერდა - დარწმუნებით გაიმეორა მიქაელმა.

- ყველა გარდაცვლილს გული უჩერდება - უთხრა ქეთევანმა.

- ვიცი, მაგრამ ამ გოგონას უეცრად გაუჩერდა.

Page 8: ანამარია · 2017. 5. 1. · ანამარია გარდაცვლილი გოგონა პროლოგი ძველი ეგვიპტე

- საიდან იცი? - ჰკითხა ღმერთმა,

- მე ხომ შენი სიკვდილის ანგელოზი ვარ. მე ყველაფერი ვიცი - თამამად უპასუხა მიქაელმა.

რამდენიმე დღით ადრე

მზის სხივები ოთახში შემოჭრას ლამობდნენ, თუმცა, ფანჯარასთან ჩამოკიდებული მუქი ფერის ფარდა უშლიდა ხელს. ბოლოს, თითქოს ღონე მოიკრიბა მნათობმა და თავისი ძალა მთელი სიცხადით დაანახა გოგონას, როცა ჩაბნელებული ოთახი მზის სიკაშკაშემ გააბრდღვიალა.

- ნეტავ, მთვარიანობის ჟამსაც თუ ასეთი თავდაჯერებული იქნები - გაეცინა ანამარიას - დასანანია, რომ მხოლოდ ბუნების სტიქიების განკარგვის ძალაღა შეგრჩა, თუმცა რა მაქვს სათქმელი, ალბათ ამაზეც მადლიერი ხარ - ფეხზე წამოდგა და ფარდა გადასწია. - აჰა, საქმე გაგიიოლე - მზის სხივი ახლა უფრო გათამამდა. გოგონას სუსტ, წამლებისგან ძალაგამოცლილ სხეულს მკლავები შემოხვია. მისი შავი თმა თვალისმომჭრელმა ბზინვარებამ მოიცვა, თეთრი კანი კი ალმასივით აბრჭყვიალდა სინათლის ფონზე.

- რამის თქმა გინდა? - გაეცინა გოგონას - ყრუ-მუნჯებთან დიალოგს კი შევეჩვიე, თუმცა მაინც ბოლომდე ვერ ვიაზრებ ხოლმე, რისი თქმაც სურთ ჩემთვის. მზის სხივი ანამარიას სხეულს ჩამოშორდა და ოთახის სხვა ნივთებისკენ გადაინაცვლა. ჯერ კედელი გაანათა, მერე პატარა თარო, ბოლოს კი მთელი სიმძლავრით მიეჯახა ოთახის კარებს. ამ შეჯახებას ხმა რომ ჰქონოდა, ანამარია უთუოდ მიუხვდებოდა სათქმელს, თუმცა გოგონას მზისთვის აღარ ეცალა. ჩაფიქრებული გაჰყურებდა ჰორიზონტს და მხოლოდ ერთ კითხვაზე ეძებდა პასუხს. კითხვაზე, რომელიც გამუდმებით აწუხებდა, მისი სულის კუნჭულებში აღწევდა და წლების განმავლობაში უსიამოვნოდ უღიტინებდა: „ნეტავ, ჰორიზონტის გარღვევის შემდეგ მაინც თუ ვნახავ იმას, ვინც მთელი ცხოვრება ჩემს გამოჩენას ელის?“ ფიქრებისგან გართული გონს, რომ მოეგო, ოთახში ჰაერი ნელ-ნელა ქრებოდა და მის ადგილს ფარდებიდან მოყოლებული, მთელს სივრცეში გაფანტული ცეცხლი იკავებდა. შეშინებულმა გოგონამ ხმამაღლა დაიყვირა და კარისკენ გაიქცა, მაგრამ ხის სახელურსაც ცეცხლი ეკიდა, როგორც მთლიან გასასვლელ კარს.

- მიწა შესჭამს შენს გახრწნილ ლეშს - გაიგონა ხმამაღალი, საზარელი ხმა, რომელმაც იმ წამსვე დაუგუბა ყურები. ცეცხლის ალში გახვეული ოთახის შუაგულში კაცი იდგა.

Page 9: ანამარია · 2017. 5. 1. · ანამარია გარდაცვლილი გოგონა პროლოგი ძველი ეგვიპტე

უფრო სწორად, მონსტრი, რომელსაც ადამიანის ტანი ჰქონდა, ტურის მაგვარი წვეტიანი სახე, მაღალი ყურები და მოხრილი, არწივის დიდი ნისკარტი. უკნიდან გრძელი, ორწვერა კუდი ეშმაკის რქებივით მოუჩანდა.გოგონამ რამდენჯერმე ხმამაღლა დაიყვირა. თითქოს არავის ესმოდა მისი, შველა არსაიდან ჩანდა.საზარელმა ურჩხულმა კი კლანჭებიანი ხელი ყელზე ჩაჰბღუჯა და ჰაერში ასწია. - მახასარი ვერ დაიცავს ამ გარდაცვლილ გოგონას - ღრიალებდა ცხოველივით და პირიდან დორბლებს ჰყრიდა. ანამარიამ იფიქრა, რომ თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წუტებს თვლიდა და როგორც წესი,გაახსენდა ის, ვინც ასეთ დროს, ყველაზე ხშირად ახსენდებათ ხოლმე - ვინც ყველაზე მეტად უყვართ.

- მასხარა - ყვირი სურდა, მაგრამ უჰაერობისგან ძლივსღა ამოთქვა ხველებით უკანასკნელი სიტყვები და ისე დანებდა სიკვდილს, თითქოს მის სიცოცხლეს არც არასდროს ჰქონია ფასი.

* * *

ანამარიას ყვირილი არავის ესმოდა. მისი ოთახის გარეთ მთელი სავაადმყოფოს მიმართულებით ხალხი ქაოტურად ირეოდა. ხანძარი კი მხოლოდ მაშინ შენიშნეს, როცა ექთანმა გადაწყვიტა, რომ გოგონას წამლის დალევის დრო მოვიდა და ანამარიას ოთახის კარების შეღებისთანავე, ერთი მაგრად შეჰკივლა. ცეცხლი მხოლოდ ალაგ-ალაგ შერჩენილიყო და ისიც უსუსურად მიწურულიყო. ოთახი დანახშირებულ-გაშავებული, ანამარია კი იატაკზე უგუნოდ მიგდებული დახვდა. იმ დღეს და კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნებოდა მითქმა-მოთქმა ძლიერ ხანძარზე, რომელიც ყველასგან გასაკვირად და სასარგებლოდ, მცირე მასშტაბს არ გასცდენია.თუმცა, ყურადღების ცენტრში ცოცხლად გადარჩენილი გოგონა იდგა. ექსეპრტიზის ჩატარების შემდეგაც, ვერ დაადგინეს, როგორ ან რანაირად გაჩნდა ცეცხლი. ის კი სამუდამოდ გაურკვეველი დარჩა, რატომ იყო ანამარია მთლიანად გალუმპული. მისტიკურად გადარჩენილმა გოგონას ამბავმა გარეთაც გააღწია და რამდენიმე დღის განმავლობაში, ჟურნალისტები საავადმყოფოს ტერიტორიას არ სცილდებოდნენ. გამომძიებლებს კი სრულიად არაადეკვატური, გიჟისთის დამახასიათებელი პასუხებით ისტუმრებდა, როგორიცაა „მანათობელიჩიტი2მოფრინდა და წყალი შემასხურა“. საბოლოოდ, სუიციდის მცდელობას ან სხვა პაციენტების ბოროტ ხუმრობას მიაწერეს, რომლებიც აქამდეც დიდ აგრესიას ავლენდნენ ანამარიას მიმართ. გადაწყდა, რომ სხვა კლინიკაში უნდა გადაეყვანათ დაუყოვნებლივ. გაბრიელს კი სიხარულის დამალვა ძალიან გაუჭირდა, როცა ახალი პაციენტის საინტერესო და

Page 10: ანამარია · 2017. 5. 1. · ანამარია გარდაცვლილი გოგონა პროლოგი ძველი ეგვიპტე

ბნელითმოცულ ისტორიას გადახედა: ნიჭიერი და წარმატებული გოგონა ჩანდა ანამარია. წიგნებს წერდა, ალკოჰოლს თითქმის არ სვამდა, ვარჯიშობდა და სწავლობდა. ჯანმრთელი, ლაღი იყო, სანამ, ერთ მშვენიერ დღეს, სრულიად მოულოდნელად, უნივერსიტეტის დერეფანში უგონოდ არ დაეცემოდა. სამედიცინო დასკვნაში ეწერა, რომ გულის გაჩერებდან ათი წუთის შემდეგ ტვინისთვის სისხლის მიწოდება შეწყდა, თუმცა უჯრედები ნახევარი საათის განმავლობაში ცოცხალი იყო, იქამდე, სანამ გულისცემა უეცრად არ აღდა და მისი ორგანიზმი ჩვეულ რიტმს არ დაუბრუნდა. გაბრიელს აქამდე ჯერ არც ერთი მსგავსი შემთხვევისთვის არ ჰქონდა ყური მოკრული. ფიქრობდა, რომ სწორედ ასეთი სიტუაციები ითვლებოდა სამედიცინო სასწაულად. ანამარიას მამის ასავალ-დასავალი უცნობი იყო. დედამისი კი დეპრესიის ურთულესი ფორმით იტანჯებოდა, რაც მდგომარეობის გენეტიკურ ფორმაზე მიუთითებს. რამდენიმე წელი დედამისმაც ფსიქიატრიულში დაჰყო. ამტკიცებდა, რომ ანამარიას მამა მოჩვენებაა, რომელიც მხოლოდ მაშინ იღებს ადამიანის სახეს, როდესაც ბოლომდე ირწმუნებენ მის არსებობას. გოგონა ზოგჯერ ზედმეტად მშვიდი იყო და რომანებს წერდა ხოლმე, ბოლო სამი წლის განმავლობაში, სანამ საგიჟეთში მოხვდებოდა, 2 წიგნი გამოსცა. უკანასკნელ წიგნის სცენარიში მთავარი პერსონაჟი მისი მოსახელე იყო და ფინალურ ნაწილში გულის შეტევით გარდაიცვალა. იმის შემდეგ, რაც გული გაუჩერდა, ანამარიამ საკუთარი თავი გააიგივა თავის პერსონაჟთან და იფიქრა, რომ თავადაც გარდაცვლილი იყო. ზოგჯერ მშვიდდებოდა, ზოგჯერ კი პანიკური შეტევებისას ნამდვილ ცხოველს ემსგავსებოდა. წინა კლინიკაში მხოლოდ ერთი მეგობარი ჰყავდა, რომელსაც იმპერატორს ეძახდა. მხოლოდ მასთან ლაპარაკობდა ხოლმე, მაგრამ ყველასთვის გაურკვეველ, უცხო ენაზე, რომელსაც თვლიდნენ, რომ თავად პაციენტების გამოგონილი იყო.

2მანათობელი ჩიტი - ეგვიპტურ მითოლოგიაში მნათობელ ჩიტს იბისს ეძახდნენ, რომელიც საკრალური ფრინველი იყო და თოტის ერთ-ერთ გამოვლინებად მიიჩნეოდა.

თავი მეორე

ძველი ეგვიპტე

მოჩვენებებისგან შეწუხებულმა მენესმა გლეხის ტანისსამოსი ჩაიცვა და ორყველაზე სანდო მცველთან ერთად სასახლიდან გავიდა. ქალაქგარეთ, ნილოსისპირა ერთ-ერთ სოფელს მიადგა, სადაც ერთი გრძნეული ეგულებოდა. მისი სახლის ცნობა, არც ისე

Page 11: ანამარია · 2017. 5. 1. · ანამარია გარდაცვლილი გოგონა პროლოგი ძველი ეგვიპტე

რთული გამოდგა: ეზო ისეთი შავი იყო, თითქოს მიწა ცეცხლს შეეჭამა. შუაგულში კი დიდი საფრთხობელა იდგა, რომლის გაშლილი ხელებიც, ადამიანისას ძალიან ჰგავდა. რბილი მასალით გაკეთებულ ხელის მტევნებზე საკენკი ეყარა, რომელსაც სამი შავი, წითელნისკარტიანი ჩიტი შეექცეოდა. მეფე ვერ მიხვდა, რაში სჭირდებოდა საფრთხობელა ამ სახლ-კარის პატრონს თუ კი ჩიტების დაფრთხობას არ ცდილობდა. ჭიშკარში ჯერ მენესის ერთი მცველი შევიდა, შემდეგ მეფე, უკან კი მეორე ამოუდგა, რომ ზურგიდანაც დაეცვა საშიშროების შემთხვევაში. ქოხიდან მოხუცი, დამანჭული დედაბერი გამოვიდა, რომელსაც წინა ორი სახრავი კბილი არ ჰქონდა.

- დიდო ხელმწიფევ - შესძახა ქალმა - მოხარული ვარ, რომ თქვენი ნახვის პატივი მხვდა წილად - აღმოხდა მოხუცს. მენესს საერთოდ აღარ უნდოდა სადიდებელი სიტყვების მოსმენა ამ ქალისგან, რადგან ყოველი ბგერის წარმოთქმისას გვარიანად ინერწყვებოდა კბილების ადგილას დარჩენილი სიცარიელიდან. შესვლისას, მეფემ კარგად დაათვალიერა გრძნეულის სახლი. თითოეულ კუნჭულში ადამიანის ხელის ფორმის თილისმები ეკიდა, რომელზეც დიდი, ლურჯი თვალი ეხატა. აქა-იქ ფერადი სითხეებით ავსებული კოლბები ედო. მოხუცი უსიტყვოდ დაჯდა პატარა მაგიდაზე და მეფესაც ანიშნა, მოდიო. მენესმაც დაუჯერა. დედაბერს არაფერი უკითხავს. პაპირუსის პატარა, ოთხკუთხედ ნაჭრებზე შესრულებული ჩანახატები ჯერ ქაოტურად არია, შემდეგ ერთი ნახატი აიღო და მაგიდის შუაგულში დადო.

- დიდო მეფეო, თქვენი გონება გაურკვეველ ფიქრებს მოუცავს - აღმოხდა დედაბერს. სხვა შემთხვევაში, ნებისმიერს დასჯიდა ასეთი სითავხედისთვის, მაგრამ მეფემ იცოდა, რომ ეს მოხუცი ნამდვილი გულთმისანი იყო და შესაძლებელია, მეფის მხსნელიც გამხდარიყო. - კოშმარები გაწუხებთ, რადგან ბედი დიდი საიდუმლოსთვის გამზადებთ - ერთ ნახატს მეორე მიუდო გვერდით ალქაჯმა.

- ანუ, ჩემს ხილვებს თავისი მიზეზი აქვს? - კმაყოფილების ღიმილი შეეპარა მეფეს სახეზე.

- თქვენ მათ სჭირდებით - მიუგო დედაბერმა.

- ვის ვჭირდები? - ჰკითხა ხელმწიფემ.

- იმათ, ვინც ადამიანზე დიადნი და ხელმწიფეებზე უძლეველნი არიან. მათი სახელი ყველაფრის საწყისია და შეიძლება, ყველაფრის დასასრულიც იყოს. ცოტაოდენი მოთმინება გმართებთ... ამის შემდეგ, თავად იხილავთ საოცრებას. მთავარია, რომ ის გააკეთოთ, რასაც გეტყვიან.

Page 12: ანამარია · 2017. 5. 1. · ანამარია გარდაცვლილი გოგონა პროლოგი ძველი ეგვიპტე

- რა უნდა გავაკეთო, ან როგორ დაველაპარაკო მათ? - შეწუხდა მეფე. გრძნეულმა ნახატები შეაკოწიწა, ერთმანეთზე დაალაგა და მეფეს გაუწოდა. მენესმა კი მხოლოდ ახლა შენიშნა, რომ დედაბერს ორივე ხელი დამწვარი ჰქონდა.

- გამომართვით მეფეო - სთხოვა ქალმა. მეფემ ნახატები გამოართვა და შეათვალიერა. - თქვენ გეყოლებათ შვილები, შვილების შვილები და მათი შვილები. თუმცა, მხოლოდ ერთი თქვენგან მოვლენილი შეძლებს, საიდუმლოების ამოხსნას. ეს ტაროს კარტია, რომელიც ამოუხსნელ ძალას ფლობს. პირველივე კარტი, რომელსაც ახლა დაჰყურებთ, ღამე ბალიშის ქვეშ დაიდეთ. სიზმარში ნახავთ იმას, ვისაც თქვენთან დაკავშირება სურს. მეფე გულისყურით უსმენდა გრძნეულს. წამოსვლისას უმარავი ოქროს მონეტა უწყალობა და კარტიანად წამოვიდა უკან. დედაბრის სახლის დატოვების შემდეგ, უკან მოიხედა, რათა უცნაური საფრთხობელა კიდევ ერთხელ შეათვალიერებინა, თუმცა სახლისა და ეზოს მაგივრად, უდაბნო დახვდა. ცაში კი სამი შავი ჩიტი დაფრინავდა. რამდენიმე წუთის წინ ნანახი თითქოს სადღაც გამქრალიყო. მენესი თვალებს ვერ უჯერებდა. ერთიანად აღელვებული, შიშითმოცული, თუმცა, ამავე დროს, გახარებული იყო, რადგან, მხოლოდ მეფეს თუ ეკადრებოდა ასეთი სასწაულის მომსწრე გამხდარიყო.

* * *

ელენე მესამე დღეს ატარებდა ფსიქიატრიულში. ზოგჯერ მომენტს ეძებდა, რომ გაბრიელი თვალებით დაეჭირა და რაიმე, წინასწარ მოფიქრებული კითხვით მაინც შეეკავებინა ორიოდე წუთით. გაბრიელი ძალიან სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა კაცი იყო. გარდაცვლილი მამის მსგავსად წითური თმა და წვერი ჰქონდა. თვალები კი გაზაფხულის ბიბინა ბალახივით მწვანე. ყოველთვის სერიოზული, დარბაისელი იყო, საქმიანი გამომეტყველებით და მომხიბლელი ღიმილით თუ კი ვინმეს ერთ წვეთს მაინც გამოსტყუებდა. ელენეს უკვირდა კიდეც, რატომ უყვარს ის სამსახური, რომელმაც მამამისი იმსხვერპლაო. ეს არავინ იცოდა, მაგრამ ერთი აშკარა იყო - გაბრიელს სიამოვნებას ანიჭებდა ხალხის დახმარება, კარგი ექიმი და კარგი ადამიანი იყო. ყოველთვის თავშეკავებას ინარჩუნებდა გადარეული პაციენტების მიმართ, არასდროს ეტყობოდა დაღლილობა. სასიამოვნო, ბოხი ხმა და ლამაზი თითები ჰქონდა. პირველად, რომ დაინახა ელენემ, სწორედ კაცის თითებისკენ გაეპარა თვალი. შემდეგ კი აღარანაირი მნიშნელობა აღარ ჰქონდა, როგორი სახის კაცი შერჩებოდა ხელში, მთვარია, რომ შეუდარებელი, თითქოს მოქანდაკის ხელით გამოყვანილი თითები ჰქონდა. მისვლისთანავე გაბრიელს დაუწყო ძებნა, თუმცა ისეთი სიტუაცია იყო, თავიდანვე მიხვდა, რომ დირექტორს მისთვის ნამდვილად არ ეცლებოდა. ღმერთი და ეშმაკი

Page 13: ანამარია · 2017. 5. 1. · ანამარია გარდაცვლილი გოგონა პროლოგი ძველი ეგვიპტე

ისევ ჩხუბობდნენ. ამჯერად კი, უფრო გაცხარებით. მადონა ხმამაღლა ყვიროდა რაღაცეებს, ლია ტელეფონში ეჩხუბებოდა წარმოსახვით მტრებს. ქეთევანი, კიდევ სამი ექთანი და რამდენიმე ექიმი სახეწაშლილები აქეთ-იქით დარბოდნენ. ყველასპანიკა ეხატა გამომეტყველებაზე, თუმცა არც ისეთი საშინელი მდგომარეობა იყო, როგორადაც თავად თვლიდნენ. უბრალოდ, ელენეს ის უკვირდა, რომ დიდიადნ-პატარიანად, ექიმიან-პაციენტიანად, ყველა უსაფუძვლო ნერვიულობას მოეცვა. ბოლოს, როგორც იქნა, ისევ ქეთევანი დაიმარტოხელა და ჰკითხა, რა ხდებაო. თურმე ანამარია მოიყვანეს წინა ღამეს, გაბრიელი კი მასთან იყო შესული და სინჯავდა. ელენე ღმერთს მადლობას სწირავდა, რომ ამ საავადმყოფოში მოუწია ცოტახნითმუშაობა, რადგან მისი მეზობელი გაბრიელის ნათესავი იყო და პრობლემა არ შეჰქმნია ამ მხრივ. სრულიად მოულოდნელად კი იმ გოგონას ნახვის შანსი გამოუჩნდა, რომელზე ინფორმაციის მოპოვებისთვის სხვა ჟურნალისტები თირკმელსაც კი გაჰყიდიდნენ, თუმცა, ახლა ანამარიას მიმართ ეგოისტური ეჭვიანობს შეგრძნებაც დაეუფლა, რადგან მისვლის პირველ დრესვე მოსტაცა გაბრიელის ყურადღება. ანამარიას დანახვამ გაბრიელი სახტად დატოვა. მთელი დღე ემზადებოდა, როგორ დახვედროდა ყველაზე რთულ შემთხვევას, რაც კი პრაქტიკაში ჰქონია. პირველად კი გოგონა ისეთი წყნარი და მშვიდი იყო, ეჭვიც კი შეეპარა, მართლა ეს იყო ის ფსიქოპატი, რომელზეც ამდენი სმენოდა თუ ვიღაცამ პაციენტი შეუცვალა. ანამარია სკამზე იჯდა, ექიმი მხოლოდ მის ზურგს ხედავდა თეთრი სამოსითა და შავი გრძელი თმით, რომელიც წელამდე ჩამოყრილი ჰქონდა. ფანჯარისკენ იყურებოდა და ჩუმად ღიღინებდა უცნობ მელოდიას.

- ანამარია - ჩაიჩურჩულა გაბრიელმა და გოგონას ნელა მიუახლოვდა. ანამარია გაბრიელისკენ შემოტრიალდა.

- თქვენ ექიმი ხართ - კითხვას უფრო ჰგავდა, თუმცა ინტონაციით თხრობიითი წინადადება იყო.

- მართალია - უპასუხა გაბრიელმა. გოგონამ ცივად შეათვალიერა ექიმი. საწოლზე გადაჯდა და ფეხები მოკეცა, მუხლებს ხელები შემოხვია. მზერა ფანჯარას გააყოლა. ისე შეჰყურებდა სივრცეს, თითქოს ცაში ვიღაცის გამოჩენას ელოდა.

- ფანჯარას გისოსები რატომ აქვს? გეშინიათ, რომ გადავხტები ან გავიპარები?

- ჰო - გამოუტყდა გაბრიელი. გოგონა ექიმის თვალებს დაჟინებით დააკვირდა და ისე გაეღიმა, თითქოს ვიღაც ძალიან ახლობელს ახსენებსო.

- მეხუთე სართულიდან გიჟიც კი არ გადახტება... ლამაზი თვალები გაქვთ - გამოსცრა წყნარად.

Page 14: ანამარია · 2017. 5. 1. · ანამარია გარდაცვლილი გოგონა პროლოგი ძველი ეგვიპტე

- შენც ლამაზი თვალები გაქვს - გაეცინა გაბრიელს და მხოლოდ ახლა მიაქცია ყურადღება გოგონას თვალებს. სხვადასხვა ფერის ჰქონდა. ერთი ცისფერი, მეორე კი რუხი. სიგარეტის ფერფლს მიამსგავსა. აქა-იქ შავი წერტილები დასთამაშებდა.

- არ მიყვარს წვიმა - უსიამოვნოდ შეეშმუშნა სახე - მწერლებს უყვართ ბალახზე ფეხშიშველი ხეტიალი, წვიმაში ცეკვა და მსგავსი რამეები. მე კი, როგორც ჩანს, ცუდი მწერალი ვარ. კომფორტი და სითბო მერჩივნა ხოლმე ყოველთვის. ახლა კი იწვიმებს და ფანჯრიდან დანახული წვეთებიც გამაღიზიანებს, მინას, რომ დაეღვენთება ცრემლებივით.

- მოწმენდილი ცაა, არამგონია იწვიმოს

- იწვიმებს დაცოცხლებს დააწვიმთ. მკვდრებს ვეღარ დაგვასველებს გაბრიელ - ჩურჩულებდა გოგონა.

- ჩემი სახელი - გაუკვირდა ეექიმს - არ მითქვამს, რომ გაბრიელი მქვია.

- ოჰ - გაეცინა ანამარიას - შესაძლოა კლინიკაში მოსვლისას გავიგონე. მოიცა, როგორ იყო? ააა, ჰო, ჰო. ამბობდნენ, რომ გაბრიელი ახალი პაციენტით ძალიან დაინტერესდა და განსაკუთრებულად ელის მის მოსვლასო.

- გამომიჭირე - უხერხულად გაეცინა ექიმს.

- არაფერია. კარგ ხასიათზე მომისწარით. აი გუშინ, რომ ძილის მაგივრად მთელი ღამე მეყვირა და მეჩხავლა, ის უფრო დიდი უხერხულობა იქნებოდა.

- ასეც ხდება ხოლმე? - ჰკითხა კაცმა.

- რომ ვყვირი ხოლმე? ვითომ არ იცოდეთ. ჩემზე ალბათ მთელი ინფორმაცია გაქვთ.

- შენგან მინდა ვიცოდე - გაბრიელი იმ სკამზე ჩამოჯდა, სადაც წეღან გოგონა იჯდა და ღიღინებდა.

- მოდი გამოვიცნო - თვალები ეშმაკურად მოჭუტა გოგომ - გინდათ გმირი იყოთ ხო? ერთადერთი, რომელმაც ანამარიას ყველაფერი დააფქვევინა უცნაურ ხანძარზე - ისე შესძახა გოგონამ ეს სიტყვები, თითქოს სატელევიზიო შოუს კონკურსში გამარჯვებულის სახელს აცხადებსო.

- რატომაც არ მენდომება ერთნადერთი ვიყო, ვინც შენი ნდობა მოიპოვა.- გულახდილად უპასუხა გაბრიელმა.

- უკვე მომწონხართ - თვალი ჩაუკრა გოგონამ. ეშმაკური გამომეტყველება, ბავშვური და ლაღი ღიმილი, თითქოს მარტის მზესავით მატყუარა აღმოჩნდა მის სახეზე. ხასიათის ასეთი სწრაფი ცვლილება გაბრიელს არ გამოჰპარვია. ანამარია ნელა

Page 15: ანამარია · 2017. 5. 1. · ანამარია გარდაცვლილი გოგონა პროლოგი ძველი ეგვიპტე

წამოდგა და ფანჯარასთან დადგა. საოცრად ნისლიანი სახე ჰქონდა. წარბშეკრული, დაჟინებით მისჩერებოდა ფანჯრის მიღმა გადაშლილ სივრცეს. გაბრიელს ახლა ეჭვი აღარ ეპარებოდა იმაში, რომ ვიღაც რეალურს ან გამოგონილს ეძებდა გოგონა ჰორიზონტს მიღმა.

- ექიმო - მოულოდნელად, ჩურჩულით მიმართა გაბრიელს. - შეგიძლიათ ახსნათ, როგორი თვალები მაქვს? სამედიცინო ტერმინებით არა. აი, თითქოს ჩვეულებრივი გამვლელი ხართ, რომელსაც ქუჩაში შევეფეთე და მოულოდნელად თვალები მივაპყარი. როგორ აღწერდით ამ უცნაური მზერის შეგრძნებას? - ჰკითხა ანამარიამ.

- უცნაური კითხვაა - დაფიქრდა გაბრიელი.

- ვიცი, უბრალოდ, პირველი რეაქცია მაინტერესებს, როცა ადამიანი ჩემს თვალებს ხედავს.

- კეთილი - თავი დაუქნია გაბრიელმა - თავიდან შევხტებოდი, რადგან ყველაფერი, რაც იშვიათია, მოულოდნელობის შეგრძნებას აღძრავს, თუმცა რამოდენიმე წამის შემდეგ, გამეღიმებოდა.

- რატომ?

- არ ვიცი. ორნაირი თვალები გაქვს. უფრო სწორად, ჯერ ორი დავაფიქსირე შენი ხასიათის ცვლილების მიხედვით. წეღან, ცოტა მხიარული იყავი და მოდი, დავუშვათ, რომ ვითომ მაშინ შემეფეთე, როცა ხალისიანი განწყობა გქონდა.

- დავუშვათ - დაეთანხმა გოგონა. უცნაური ნაღველისა და მწუხრის ფერი გადაჰკრავდა გოგონას სახეს.

- როცა იღიმი, უჩვეულოდ გიციმციმებს თვალები, თუმცა მაინც იტყუებიან. ანათებენ, იღიმიან, მაგრამ თან გაფრთხილებენ, ახლოს არ გიშვებენ. ნებისმიერ დროს მზადაა შენი მზერა, რომ თავისი შავი მარწუხებით მომიგრიხოს კისერი.

- ძალიან სასიამოვნოა - აღფრთოვანებისგან ტაში შემოჰკრა ანამარიამ - იქნებ გააგრძელოთ? - სთხოვა ექიმს.

- უცნაური თვისება გახასიათებს. ნუთუ მოგწონს, როცა საშიშად გთვლიან? წეღან ვთქვი, რომ საშიში თვალები გაქვს, შენ კი სიამოვნებისგან აპლოდისმენტებით დამაჯილდოვე.

- არ ვიცი, აქამდე არ შემიმჩნევია. - უდანაშაულოდ აიჩეჩა მხრები.

- მოდი, იცი რა ვქნათ?

Page 16: ანამარია · 2017. 5. 1. · ანამარია გარდაცვლილი გოგონა პროლოგი ძველი ეგვიპტე

- უკვე კომპრომატები - თვალები გადაატრიალა ანამარიამ და ისევ საწოლზე წამოგორდა მობეზრებული სახით. გაბრიელმა ინანა, რომ საუბრის აზარტში შესული უცნაური პაციენტი, წამში მოადუნა.

- ასე უფრო საინტერესო იქნება თუ მოგვიანებით გავაგრძელებთ საუბარს, რადგან შენს თვალებს უძილობის ფერიც დაჰკრავს და როცა დაისვენებ, შედარებით მაღალფარდოვნად შევეცდები, რომ დაგახასიათო - თავი იმართლა გაბრიელმა.

- მე, რომ მაღალფარდოვნება არ მითხოვია?

- ვფიქრობ, რომ მწერლის თანდასწრებით, არ ღირს მოკვდავთა ენაზე საუბარი.

- კარგი, თანახმა ვარ. ოღონდ ჩემს გასახარებლად თუ ეცდებით ლამაზი ეპითეტების შეთხზვას, იმის იმედით, რომ შემდეგში გულიგადაგიშალოთ და ჩემი სიგიჟის შავი დემონები გავაშიშვლო, ძალიან შემცდარხართ. არაბუნებრივობას წამიერად ვამჩნევ ხოლმე.

- პირველად მნახე და უკვე მემუქრები - გაეცინა გაბრიელს, თუმცა ღიმილი მაშინვე სახეზე შეაშრა და გამოუთქმელი გაოგნება გამოიხატა, რადგან მზის სხივები სადღაც გაქრა, გარეთ კი კოკისპირულად გაწვიმდა. ანამარია ნელა, გრაციოზული მოძრაობით ფეხზე წამოდგა და აბრეშუმის ფარდებს ნაზად შეეხო თოვლივით თეთრი თითებით.

- იწვიმებს და ცოცხლებს დააწვიმთ, მკვდრებს წვიმა ვეღარ დაგვასველებს გაბრიელ - ჩურჩულებდა გოგონა. გაბრიელს შიში არ გამოუმჟღავნებია ანამარიასთან, თუმცა იმ დღიდან მოყოლებული, ყოველთვის ჰქონდა განცდა, რომ არაფრის გამომჟღავნება არ იყო საჭირო, გოგონა ისედაც ყველაფერს გრძნობდა, მას თითქოს უსიტყვოდ ესმოდა გარშემომყოფთა ფიქრები. - მოგვიანებით შევხვდებით - ფიქრებიდან გამოანთავისუფლა გოგონას ხმამ.

- ჰო, შევხვდებით - თავი დაუქნია გაბრიელმა და ანამარიას ოთახიდან გავიდა. * * *

ელენე ანამარიას მოსვლის დღიდან ცდილობდა, როგორმე თვალი მაინც მოეკრა მისთვის, თუმცა ოთახიდან არასდროს გამოდიოდა. ბლოგის წერა ადრე მხოლოდ ჰობად მიაჩნდა, მაგრამ საგიჟეთის თემამ ხალხის ყურადღება ზედმეტად მიიქცია. ამ პერიოდში, ანამარია უკვე ყველაზე მისტიკით მოცული გოგონა იყო მთელს ქალაქში. უცნაური ხანძრის, საგიჯეთში მოხვედრისა და თავისი გარეგნობის დამსახურებით,მისი წიგნები უკეთ მიიღო მკითხველმა და საკმაოდ დიდი ტირაჟითაც იყიდებოდა. თავს გადამხდარმა უბედურებამ იმდენი მაინც ქნა, რომ

Page 17: ანამარია · 2017. 5. 1. · ანამარია გარდაცვლილი გოგონა პროლოგი ძველი ეგვიპტე

ახალგაზრდა ანამარიაწარმატებული დებიუტით გაეცნო მკითხველს. ამასთან, ელენემაც იგემა ყურადღების ცენტრში ყოფნის შეგრძნება თავისი ბლოგის დახმარებით, მას შემდეგ, რაც დაწერა, რომ სწორედ იმ სახელგნათქმული კლინიკის შთაგონებით წერდა საინტერესო თემებს, სადაც ანამარიას მკურნალობდნენ. ბედნიერებასთან ერთად, ელენეს შემაღონებელი ეჭვიანობის განცდაც ეუფლებოდა, რადგან უცნაური გოგონას მოსვლის დღიდან, გაბრიელი თითქოს მიწამ შთანთქა. ძველი გაბრიელი თითქმის აღარ არსებობდა. მისი და ელენეს ურთიერთობა მხოლოდ გამარჯობითა და სწრაფი მოკითხვით შემოიფარგლებოდა, რადგან ყოველი ნახვისას პაციენტებისკენ, ყველაზე ხშირად კი ანამარიასთან მიიჩქაროდა ხოლმე.

- ამბობენ, რომ მაგ გოგოს ეშმაკის მსგავსი რქები აქვს - უთხრა ღმერთმა ელენეს. უკვე კარგა ხნის მოპოვებული ნდობით სარგებლობდა აქაურ ავადმყოფებთან და ყველა ჭორს ისე დაუფიქრებლად უყვებოდნენ, როგორც ერთგულ მესაიდუმლეს.

- ეგ ტყუილია - გაეცინა ელენეს - თუმცა, შენ უკეთ უნდა იცოდე, რომ რქებიანი ადამიანები არ არსებობენ.

- იქნებ იმის ქალიშვილია? - ღმერთმა ქურდულად გააპარა თვალი ეშმაკის პალატისკენ. - ანტიქრისტე, სხვადასხვაფერის თვალებით.

- ყოვლისშემძლეა? - ჩაერთო ლაპარაკში მადონა.

- ჩვეულევბრივი გოგონაა - მოესმათ უკნიდან ბოხი, ოდნავ მკაცრი ხმა.გაბრიელი დაბღვერილი მიუახლოვდა ჭორიკნების ბუდეს – 23 წლის ბავშვს ზედმეტად ბევრს ხომ არ აკისრებთ?

- ამან თქვა, მე რაა - მხრები აიჩეჩა მადონამ და ღმერთს დააბრალა ყველაფერი. გაბრიელი ნამდვილად ავტორიტეტი იყო. მის დანახვაზე ყველა წამსვე ჭკვიანდებოდა.

- მიქაელმა ჩუმად მითხრა, რომ ღამე გარეთ გამოვიდა და გაიგონა, როგორ მღეროდა ანამარია. რაღაც საშნელებას მღეროდა - ჩაუშვა ღმერთმა თავისი მეგობარი.

- მიქაელი გარეთ ვერ გამოვიდოდა, ღამე კარებს ვკეტავთ.... მაგრამ, მოიცა, მღეროდაო? - გაბრიელმა მოულოდნელად ისე შეჭმუხნა წარბები, თითქოსფიქრებში შფოთვა შეეჭრა, შემდეგ ანამარიას ოთახისკენ აღელვებულმა გაიხედა. ელენეს გაბრიელის მიმიკის არც ერთი დეტალი არ გამოჰპარვია. ყოველთვის დაკვირვებული იყო. ექიმის დანახვისას კი განსაკუთრებით მეწვრილმანე ხდებოდა. მამაკაცის ცქერისარც ისე დიდი ფუფუნება ჰქონდა და თუ კი ნახავდა, თავს ძალას ატანდა, რომ მისი სახის ყოველი დეტალი, ხასიათის სერიოზულიდან უფრო სერიოზულისკენ ცვლილების პროცესიც კი დაწვრილებით შეესწავლა. მოულოდნელად დერეფანში მომავალი ანამარია გამოჩნდა. ელენემ პირველმა

Page 18: ანამარია · 2017. 5. 1. · ანამარია გარდაცვლილი გოგონა პროლოგი ძველი ეგვიპტე

შენიშნა მაღალი, ზედმეტად გამხდარი სილუეტი, რომელიც არაამქვეყნიურ ქმნილებას უფრო ჰგავდა გრძელი ფეხებითა და ხელებით. ფერმკრთალ, გადაფითრებულ კანსა და სხეულზე სიგამხდრის გამო ყველა ძვალი გამოკვეთილად ეტყობოდა. ელენეს ანამარიას ლავიწის ძვლის დანახვა მოუნდა, რადგან ქალის სხეულის სილამაზეს სწორედ იმით აფასებდა, რამდენად ემჩნეოდათ ლავიწებიგულ-მკერდზე, თუმცა გრძელი, შავი თმა უფარავდა პატარა მკერდსა და გრძელ ყელს. მოჩვენების ლანდივით ნელა, თავაწეული მოაბიჯებდა. ღია ფერის კანზე ტუჩების მოწითალო შეფერილობა უფრო მკვეთრად ეტყობოდა. რაც უფრო უახლოვდებოდა ელენეს, მით უფრო გადადიოდა მისი წითელი ფერი ვარდისფერში, შემდეგ კი, როცა გარკვევით დაინახა გოგონას სილუეტი, ლურჯი ფერი დაჰკრავდა ტუჩებზე, ისე, თითქოს სიცივისგან იყინებაო. ელენეს ანამარიას თითოეულ, მისკენ გადმოდგმულ ნაბიჯთან ერთად სინქრონულად ემატებოდა ამოუხსნელი შიში იმისა, რომ უცხოპლანეტის შვილი უახლოვდებოდა. გარშემომყოფებმაც იგრძნეს მათკენ მომავალი წარმოუდგენლად ველური ძალა და წამის მეასედში ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, ბუზის გაფრენის ხმა არ ისმოდა. ანამარიას სახეს ანცი ღიმილი დასთამაშებდა. პირდაპირ სახეში ანათებდა თავის ამოუცნობ თვალებს. ელენეს აქამდეც სმენოდა ჰეტეროქრომიის შესახებ, რომელიც სხვადასხვა ფერის თვალებით ხასიათდება და მელანინის ნაკლებობით ან სიჭარბითაა გამოწვეული, თუმცა, იმ წამებში შეეძლო დაეფიცებინა, რომ მელანინი აქ არაფერ შუაში იყო. ანამარიას იდუმალ თვალებში ზებუნებრივი ძალები ბუდობდნენ. მონაცრისფრო შეფერილობის თვალზე შავი წერტილები ისე გაბნეოდა, გეგონება სიმჟავემ ამოჭამაო. ელენეს ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა, როგორც მზისთვის თვალის გასწორების მცდელობისას: გტკივა გეწვის, ცრემლი გერევა. მზე სიმხურვალისა და სითბოს სიმბოლოა, თუმცა, რაც უფრო უახლოვდები, მით უფრო გარდაიქმნება ხოლმე ეს სითბო სულის ჩამხუთავ სიცხეში და გწვავს, განადგურებს, ზოგჯერ კი პირიქით - გყინავს. ელენეს სხეულიკანკალმა აიტანა, რომელიც ფეხის ტერფებიდან აცოცებული პატარა ჭიანჭველებივით ჟრუანტელს ჰგვრიდა. ეს ჟრუანტელი კი ყინულივით ეხვეოდა მთელს ტანსა და კისერზე. ისე უჭერდა, თითქოს მის დახრჩობას ცდილობენო. რაღაც მომენტში ანამარიას თვალებიდან გამონთავისუფლებული ჩურჩულის ხმებიც მოესმა. ფუღურუებიდან ღამის სიჩუმეში გამოფრენილ ათასობით ღამურის ფრთების ხმას ჰგავდა, ანდაც ზაფხულის წყნარსა და მშვიდ საღამოს, რომ არსაიდან მოსული სიო ხეებს აალაპარაკებს, ზუსტად ისეთი ჰანგები ჩაესმოდა. ჰანგები, რომელიც რაღაც მელოდიას ღიღინებდნენ და კარგად თუ მიაყურადებდი, შესაძლოა რაიმე ფრაზაც გამოგერკვია შიშისმომცველი ჩურჩულიდან. ანამარია მსუბუქი ღიმილით აკვირდებოდა ელენეს. გოგონას, რომელსაც რაღაც იდუმალი ძალა აკანკალებულს, გათოშილს აშეშებდა და განძრევის საშუალებას არ აძლევდა. ელენეს ამ შიშის ფონზე, თავისთვის დამახასიათებელი ინტერესი მაინც არ დაუკარგავს და ისეთი წინათგრძნობა ეუფლებოდა, რომ კარგად უნდა

Page 19: ანამარია · 2017. 5. 1. · ანამარია გარდაცვლილი გოგონა პროლოგი ძველი ეგვიპტე

დაემახსოვრებინა კრიალა, მზეზე აციმციმებული ზღვასავით აუღელვებელი მეორე თვალი. ის ერთიანად განსხვავდებოდა თავზარდამცემი რუხისგან.ელენეს ისეთი შეგრძნება დაეუფლა, გეგონება ანამარიაში მთელი სამყაროს ბალანსი განაწილებულიყო: კაცი და ქალი, სიკვდილი და სიცოცხლე, მშვიდობა და ომი, სიყვარული და სიძულვილი. ეს ყველაფერი მთელი თავისი სიძლიერით ჩასახლებულიყო უცნაურ გოგონაში და ყოველთვის, როცა ვიღაცას შეხედავდა, სამყაროს ცოდვებისა თუ სიკეთის იდუმალ ძალას უბრალო მოკვდავებზე სცდიდა. აფრთხობდა, აფორიაქებდა ხალს, ხოლო თავად, სადისტურ სიამოვნებას იღებდა ძალაუფლების დემონტსრირებით.ანამარიამ მზერა გაბრიელზე გადაიტანა, ელენეს კი ისეთი შეგრძნება მიეცა, თითქის რამდენიმეწუთიანი პაუზის შემდეგ, მხოლოდ ახლა შეძლო ამოსუნთქვა.

- არ მეგონა თუ გამოხვიდოდი - მიუგი გაბრიელმა.

- მომეჩვენა, რომ ვიღაც მეძახდა - ჩაიჩურჩულა და სხვა პაციენტებს შეხედა, რომლებმაც ნელა დაიხიეს უკან და ცოტა შორიდან ათვალიერებდნენ, როგორც მუზეუმის ექსპონანტს.

- შენი თვალები აინტერესებთ - აუხსნა გაბრიელმა.

- მივხვდი, ძალიან შემაწუხეს თავიანთი ყაყანით და ამიტომაც გამოვედი. როცა ხალხი მხედავს, ენა ეყლაპებათ ხოლმე. ვიფიქრე, გადაეყლაპებათ ისევ და გაჩერდებიან მეთქი - გამოუტყდა ექიმს.

- მომწონს შენი გულახდილობდა - გაეცინა გაბრიელს. იმაზე თეთრი კბილები ჰქონდა, ვიდრე გოგონას წარმოედგინა. ლოყები ოდნავ ეჩხვლიტებოდა ხოლმე ღიმილისას და მისი სიცილის მნახველს ეჩვენებოდა, რომ ყოველდღიური დარბაისლობისგან გაყინული ბაგეები ულღვებაო. - დღეს კარგი ამინდია არა?

- კარგი რაა - გაეცინა გოგონას. - ამინდზე უნდა მელაპარაკოთ?

- არა, მზიან ეზოში გასეირნება უნდა შემომეთავაზებინა.

- გარეთ? - ოდნავ აღელდა ანამარია.

- რა მოხდა, ხომ არ გეშინია?

- არა, რას ამბობთ - ყრუდ, თითქოს ნაძალადევად გაიღიმა გოგომ და ექიმს გარეთ გაჰყვა. შემოსასვლელი ეზოდან შენობის უკანა მხარეს გავიდნენ, სადაც ვარდებითა და ლურჯი ფერის გიაცინტებით აჭრელებული ბაღი იყო. პატარა კვირტები აკაშკაშებულ მზის გულზე გაეშვირათ, ვითომ დრომ დროზე სწრაფად გაირბინა და გუშინდელი სუსხიანი ზამთრის შემდეგ მერცხლებიანი გაზაფხული დადგა.

Page 20: ანამარია · 2017. 5. 1. · ანამარია გარდაცვლილი გოგონა პროლოგი ძველი ეგვიპტე

- წვიმით გაჟღენთილი დღე იყო. ასე სწრაფად როგორ გამოიდარა - ნიკაპი მოისრისა გაბრიელმა. მზის შუქზე ოქროსფრად უციმციმებდა თმა. წვერი კი ბამბასავით ფაფუკი მოუჩანდა, თითქოს თოვლივით ნაზი, მაგრამ თბილი შეგრძნება დაგეუფლებოდა მასთან შეხებისას. ანამარია დუმდა და მომღიმარი სახით შეჰყურებდა ცას. მზისგან აჭრელებულ ბაღში სამი შავი ჩიტი დაფრინავდა. წითელი ნისკარტი ღამის ნათურასავით აშკარასა და უცნაურს ხდიდა ფრინველებს. გაბრიელი კარგა ხანს ათვალიერებდა, მათ ჭიკჭიკს მიაყურადა, რაღაც მომენტში ისიც მოეჩვენა, რომფრინეველი ერთმანეთს გაურკვეველ ენაზე ელაპარაკებოდნენ. ანამარიას კი ფართოდ გაეხილა თავისი დიდრონი თვალები, დაუხამხამებლად გაესწორებინა მზერა მზისთვის და აწითლებული უპეებიდან გავარვარებული ცრემლები ღაპა-ღუპით სცვიოდა.

- გაგიჟდი? რას აკეთებ? - შესძახა გაოგნებულმა გაბრიელმა. ანამარია ღრმა ძილიდან გამოღვიძებულივით შეფართხალდა და ცრემლები მოიწმინდა.

- ადამიანები ყოველთვის არასწორ შეკითხვებს სვამთ. რას ვაკეთებ კი არა, ის გაინტერესებთ თუ როგორ ვაკეთებ - უთხრა გაბრიელს ღიმილით და მოჭიკჭიკე ჩიტებს შეხედა - ამბობენ, როცა მათი სტვენა საამურია, ისინი ღმერთს ესაუბრებიანო. ისეთს არა, ამ ეშმაკებისგან მივიწყებულ ადგილას, რომ გყავთ. ნამდვილ ღმერთს ვგულისხმობ.

- საინტერესო თეორიაა - ჩაფიქრდა გაბრიელი. ფრინველები ყველაზე ახლო მდებარე ხის ტოტთან ჩამოსხდნენ - ისე გვაკვირდებიან, როგორც ადამიანები ვაკვირდებით ხოლმე უჩვეულო ცხოველებსა თუ ფრინველებს.

- არ გვაკვირდებიან, გვითვალთვალებენ, თუმცა სჯობს ის მითხრათ, რისთვისაც აქ გამომიყვანეთ. ჩემი გულის მოგება გსურთ, თან გაინტერესებთ, როგორ გადავურჩი ხანძარს არა?

- თუ თავს გარდაცვლილად მიიჩნევ, მაშინ რატომ გგონია, რომ ცეცხლს გადაურჩი?

- ცეცხლს ჩემი სული გადაურჩა გაბრიელ, ხორცი კარგა ხნის დამპალია და საერთოდ აღარ მამძიმებს.

- ხორციც გაქვს და სულიც. მსუბუქად კი იმიტომ გრძნობ თავს, რომ ამ ჩიტებივით მცირე საჭმელს კენკავ - გაეცინა გაბრიელს.

- დღეს უკვე მეორედ იცინით, ლოყები კი ძალიან სასიამოვნოდ გეჩხვლიტებათ ხოლმე. არადა, თქვენზე ამბობენ, ნამდვილი უემოციო რობოტიაო - დანანებით გააქნია თავი ანამარიამ.

- ეგ საიდან გაიგე - წარბები შეჭმუხნა გაბრიელმა და წვერი უხასიათოდ მოისრისა.

Page 21: ანამარია · 2017. 5. 1. · ანამარია გარდაცვლილი გოგონა პროლოგი ძველი ეგვიპტე

- ყველასგან, ვის ფიქრებში ჩაძრომაც არ დამეზარა.- ეშმაკურად გახედა ექიმს და დაელოდა, როდის განავრცობდა გაბრიელი ამ თემას, თუმცა არაფერი უთქვამს. სასიამოვნოდ ფართო ღიმილით ჩამოჯდა ხის გრძელ სკამზე და სამ ჩიტს დააკვირდა, რომლებიც უხმოდ, გაშეშებული ისხდნენ ტოტზე, თითქოს პლასტმასის სათამაშოებად იქცნენ და გახევდნენო. ანამარია იქვე, სკამთან ახლოს ხეზე დაკიდებულ საქანელაზე ჩამოჯდა.

- ადრე ეს ადგილი ბავშვების საავადმყოფო იყო. ეზოს გადაკეთება უნდოდათ ჩვენი მოსვლის შემდეგ. ზედმეტად ლამაზი ადგილია თქვენნაირი ხალხისთვისო, ამბობდნენ, მაგრამ არაფერი შევაცვლევინე. - მიმართა საქანელაზე მოკატავე გოგოს, რომელიც მართლა ბავშვს ჰგავდა. მაღალს, უჭმელს, ფითქინას. ეს გოგო იქამდე ინარჩუნებდა ბავშვურობას, სანამ თვალებში არ ჩახედავდი და რაღაც უხილავი ძალა არ მოგგვრიდა ერთდროულად შიშისა და სიდიადის ეფექტს.

- ძალიან მაინტერესებს, გული რატომ გაგიჩერდა - ჰკითხა ცნობისმოყვარეობით შეპყრობილმა კაცმა.

- წავიქეცი და გავითიშე - მოიღუშა ანამარია.

- ასე უბრალოდ?

- მანამდე რაღაც დამემართა. მგონია, რომ მკვლელობა უფრო იყო - გამოუტყდა ანამარია.

- თავს დაგესხნენ?

- ჰო, უფრო სწორად, არ ვიცი... უცნაური დღე იყო. უნივერსიტეტის დერეფანში მივდიოდი. როგორც ყოველთვის, ბებიაჩემთან ისეთი ნაჩხუბარი ვიყავი, არ ვიცოდი, სახლიდან გამეგდო 80 წლის ქალი თუ მე წავსულიყავი. არადა, დედაჩემმა თავის დროზე განჭვრიტა, რომ ვძაგდი მაგ ავ ძაღლს და სიკვდილამდე სახლის გადმოფორმება ჩემს სახელზე მოასწრო. ვაფრთხილებდი, არ მჭირდება ეს სახლითქო. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან, მაინც დავაღწევდი თავს ყოველდღიურ ცხოვრებას და მამასთან წავიდოდი.

- მამაშენს იცნობ? - ჰკითხა გაბრიელმა.

- მაპატიეთ, ვერ ვიტან, როცა მაწყვეტინებენ. - ნესტოები დაბერა ანამარიამ.

- ბოდიში.

- მახსოვს, ერთხელ მთელი არსით ვიყავი ჩამძვრალი ქაღალდებში. სუნთქვაც კი მიწყდება ხოლმე წერისას. ის ბებერი კი რაღაცას მეჩიჩინებოდა გადაბმულად, შეუჩერებლად. რომ ვერაფრით გამომაფხიზლა, ფურცლებზე წყალი გადამისხა.

Page 22: ანამარია · 2017. 5. 1. · ანამარია გარდაცვლილი გოგონა პროლოგი ძველი ეგვიპტე

რამდენიმე წამით იქვე, მაგიდაზე დანას მივაშტერდი. რაღაც ხმა მიმეორებდა, ყელი გამოჭერი ამ დედაბერსო, თუმცა მაშინვე აზრზე მოვედი და მხოლოდ დავიღრიალე. ხალხის მოვკლა ჩემი საქმე არ არის. პირიქით, მე სხვა მისია მქონდა დედამიწაზე.

- ეს ამბავი იმიტომ გაგახსენდა, რომ მე შეგაწყვეტინე ლაპარაკი და ახლა ჩემი მოკვლის სურვილიც გაგიჩნდა?

- არა, უბრალოდ პატარა გაფრთხილება იყო. ადამიანის მოკვლის სურვილი ხშირად არ მიჩნდებოდა ხოლმე. მხოლოდ იმას ვნატრობდი, რომ ბებიაჩემი თავისი ბუნებრივი სიკვდილით მომკვდარიყო. მეც შემეძლო, მისთვის სიკვდილი დამესწრაფებინა, მაგრამ მამაჩემს იმედს ვერ გავუცრუებდი. თუმცა, ძალიან შორს წავედი. მემგონი ჩემი სიკვდილის მომენტს ვყვებოდი, რომელიც ყველასთვის საინტერესო გამოდგა, რადგან სრულიად ჯანმრთელ გოგონას, მოულოდნელად გული გაუჩერდა. ჩემთვის კი სასიკვდილო აღმოჩნდა ეს ამბავი და ძალიანაც ვნანობ, რომ ბევრი რამის გაკეთება ვერ მოვასწარი. პირველ რიგში კი შურისძიება...

- ვისზე უნდა გეძია შური? - ფრთხილად ჰკითხა გაბრიელმა. შეეშინდა, ვაი თუ ისევ ეგონოს, რომ ლაპარაკში ვეჩრებიო. ანამარიამ ცალი თვალი მოჭუტა და ძალიან სერიოზული სახით გახედა კაცს, თითქოს ახლაც დანას ეძებდა, რომ ექიმი მოეკლა. გაბრიელი კი დაიძაბა. ანამარიას უეცრად სიცილი წასკდა, რაც ეშმაკით შეპყრობილის აღვირახსნილ ხარხარს უფრო ჰგავდა. კაცი ვერ მიხვდა, თვითონაც გაეცინა თუ შეშინებოდა ასეთი რეაქციის.

- კარგი, ვხუმრობ - ადამიანური ღიმილი გადაეფინა სახეზე ანამარიას. – უბრალოდ, ადამიანების შეშინება, რომ მიყვარს, ეგ თქვენც იცით.

- ო ღმერთო, ხალხით თამაში რატომ მოგწონს? განდიდების მანიით შეპყრობილი ხარ და ამას შენს პირად საქმეში ნამდვილად მივუთითებ, მაგრამ ახლა ის უფრო მაინტერესებს, ვისზე უნდა გეძია შური.

- საზიზღარ კაცზე.... ერთხელ, როგორც უკვე ავღნიშნე, უნივერსიტეტის დერეფანში მივდიოდი, როცა ვიღაც კაცი შევამჩნიე. იდგა და პირდაპირ მე მიყურებდა. რამოდენიმე წუთი თვალებდაუხამხამებლად მომჩერებოდა.

- რატომ მიყურებს? - ვკითხე მეგობარს. მან კი აქეთ-იქით გააცეცა თვალები, საეჭვოს ვერაფერს ხედავდა. მე თუ მკითხავ, საერთოდაც ვერ ხედავდა იმ კაცს. ღრმად ჩავისუნთქე და მისკენ დავიძარი. უცნაური, მოგრძო სახე ჰქონდა, დიდი კეხისგან დაკლაკნილი ცხვირი. თვალები კი ერთმანეთთან ზომაზე მეტად ახლოს. რაღაცნაირად უგემოვნოდ ეცვა - შეუფერებელი ფერის სამოსი. გავიფიქრე, რომ დრაკულა სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო, რომელიც ვამპირების მეჯლისზე თავის ცოლებს ეცეკვებოდა სისხლის წყურვილისგან კბილებაკაწკაწებული, ხარბი და

Page 23: ანამარია · 2017. 5. 1. · ანამარია გარდაცვლილი გოგონა პროლოგი ძველი ეგვიპტე

შემაძრწუნებელი თვალებით, მაგრამ დრაკულა, ალბათ, გემოვნებიანი ვამპირი იყო და ვიზუალურადაც არ იქნებოდა ასეთი მახინჯი.

- ანამარია! - დამიძახა კაცმა და რაღაცნაირად გაეღიმა. აი, იმ ღიმილის დანახვისას დავასკვენი, რომ დრაკულას გარდა, მუტანტ ვირთხასაც მახსენებდა. ძველ ეგვიპტეში ცხოვრობდნენ ცოტათი ცოფიანი თაგვები, მგლის სახის ნაქვთებით. ზოგჯერ აკვანში მიძინებულ ბავშვს ასხდებოდნენ და ყელს უღრღნიდნენ ხოლმე. სპეტაკი ჩვილების სისხლი ბედნიერებასა და მაწიერების შეგრძნებას ჰგვრიდათ.

- ვინ ხარ? - ვკითხე წარბშეკრულმა. სიმართლე, რომ ვთქვა, დიდად არ შემშინებია. იქვე დაცვა იდგა, თან ბავშვები ქაოტურად ირეოდნენ ჩემს გარშემო და თავს დაცულად ვგრძნობდი ხალხმრავალ ადგილას, თუმცა კაცი საყელოზე წამეტანა და ხელი გულზე მომადო. დენის დარტყმას ჰგავდა ეს შეხება. თვალები გადამიტრიალდა, კრუნჩხვებში ჩავვარდი, ლურჯ ტალღებს ვგრძნობდი, რომელიც ჩემს სხეულში შედიოდა და გამოდიოდა. ამ კაცის შემზარავი სიცილი ჩამოსმოდა ყურში. ამდენი ხალხი კი ვერც ამჩნევდა ჩემს მკვლელს. გარს მეხვეოდნენ და ქოთქოთებდნენ, ზოგი კიოდა, ზოგი სასწრაფოში რეკდა. მხოლოდ ერთხელ გავიგონე ნაცნობი ხმა, რომელმაც მთელი სიძლიერით, ჭექაქუხილივით დაიქუხა. იმ წამს მეგონა, სამყაროც კი შეაზანზარა მისმა სიდიადემ.

- ხელი გაუშვი! - ღრიალებდა ნაცნობი ხმა და ცივი, სასიამოვნო ხელებით ჩემს სხეულს არ უთმობდა ვირთხისმაგვარ არსებას. იმ წამებში საოცარი ბედნიერება ვიგრძენი, რადგან ჩემს გადასარჩენად ვიცოდი, რა შორი გზაც გამოიარა საამური ხმის პატრონმა. ალბათ ათასი სამყარო გადაიფრინა, მის ხელებზე დადებული ყველაზე ძლიერი ბორკილი გახლიჩა შუაზე და მხოლოდ იმიტომ, რომ მე გადავერჩინე..... მთელი თავისი ძალა სრულიად უსაფუძვლოდ მიახარჯა ჩემს გადარჩენას. ახლა ის სუსტი სამყაროს სუსტი ბატონია - ანამრიამ თხრობა დაასრულა, თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა და გაბრიელს შეხედა. - ესაა ჩემი სიკვდილის ისტორია.

- იქნებ ტკბილმა ხმამ მოახერხა და გადაგარჩინა. ამაზე არ გიფიქრია? რაკი ამდენი გამოიარა შენი გულისთვის, მისი ძალისხმევა ფუჭი ვერ იქნებოდა. მე თუ მკითხავ, უთუოდ გადაგარჩინა.

ძველი ეგვიპტე

მენესს უცნაური სურათი ეხატა თვალწინ, გვერდითაც უცნაური არსება ედგა, რომელსაც შავი ძაღლის სახე და წითელი თვალები ადამიანის ათლეტურ, დაკუნთულ სხეულზე ება. ხელში გრძელი სკიპტრა ეკავა. საჯდომზე კი შავი კუდი

Page 24: ანამარია · 2017. 5. 1. · ანამარია გარდაცვლილი გოგონა პროლოგი ძველი ეგვიპტე

გახარებული, ბედნიერი ძაღლივით უთამაშებდა.თავისდა გასაკვირად, მენესს არ შეშინებია. მეტიც, რაღაც მშობლიური, ახლობელი იგრძნო მის სურნელში, რომელიც აყროლებული ცხოველისას კი არა, ფაფუკი, სუფთა ჩიტის არომატს უფრო აღძრავდა.

- არ შეგეშინდეს - უთხრა მენესს ძაღლმა და საჩვენებელი თითით ცოტა მოშორებით გამართული სანახაობისკენ გაახედა: ოქროთი მოჭედილი დარბაზი ალმასისებურად ბრწყინავდა. დარბაზის შუაგულში კი დიდი სასწორი იდგა, რომლის ერთ მხარეს ადამიანის გული იდო, მეორე მხარეს კი ოქროსფერი ბუმბული.

- ბუმბულს თუ გადასწონის გული, მაშინ ადამიანი ცოდვებით დამძიმებულია. - განუმარტა მენესს ძაღლითავიანმა. - ახლა შენს წინაშე 22 დიადი ღმერთია, თუმცა მათ ვერ ხედავ. ისინი ჩუმად, შეუმჩნევლად უცქერენ ადამიანის სულის გამოცდას. - მართლაც, თავისი აცრემლებული მოკვდავი ფარაონის სამოსში გამოწყობილი კაცის უკან იდგა. ფარაონს მუქი მწვანე კანი ჰქონდა, მისი სამოსი სხვადასხვა ძვირფასი ქვებით იყო მორთული, ხელში ორგვარი სკიპტრა ეკავა. ერთი მოკლე კაუჭს ჰგავდა და ამეთვისტოს თვლებით დამშვნებეულიყო, მეორე კი რამდენიმე მათრახის ზონრით გაეკეთებინათ და მარგალიტების ასხმით შეემკოთ. მენესის წმინდა გულს წამიერი ბოღმა შეეპარა. გრძნობდა, ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარი იყო, უცნობი ხელმწიფე მიწიერ მეფეს არ უყურებდა. ის ახლა დარბაისელი, აუღელვებელი მზერით აკვირდებოდა სასწორს, რომელზეც ადამიანის გული იწონებოდა. იქვე ახლოს, თხისფეხებით, ნიანგისთავიანი დემონი იდგა, რომელიც ხარბად, დორბლებით მოსვრილი შეჰყურებდა ადამიანის გულს. ეტყობოდა, მზად იყო, ნებისმიერ დროს შეეჭამა მოკვდავის წმინდა ნაწილი. მოულოდნელად უცნაური ფრინველი მოფრინდა და იმ ჯოხზე ჩამოჯდა, რომელიც სასწორს ორ ნაწილად ჰყოფდა.

- იბისი - ჩაიჩურჩულა მენესმა - არასდროს მინახავს ეს ფრინველი - გრძელნისკარტა თეთრ ჩიტს ფრთაზე ორი შავი ბუმბული ამშვენებდა. პატარა ფეხები კი გაშავებული ჰქონდა.

- ფეხები დაიწვა - უთხრა ძაღლისთავიანმა გვერდზემდგომმა.

- რატომ? - გული დასწყდა მენესს.

- იმიტომ, რომ მის სხეულში თოტია1, რომელსაც ექსპერიმენტების ჩატარება უყვარს და ხშირად თავად არის ხოლმე საკუთარი გამოგონების მსხვერპლი.

- დასანანია - თავი გააქნია სანახაობით გართულმა მენესმა და ხელებდამწვარი დედაბერი გაახსენდა.

Page 25: ანამარია · 2017. 5. 1. · ანამარია გარდაცვლილი გოგონა პროლოგი ძველი ეგვიპტე

მწვანეკანიანი ფარაონის უკან მდგომმა ადამიანმა თავჩაღუნული, რიდით აღსავსე საუბარი დაიწყო: „არასდროს მიქურდია, არავინ ამიტირებია, არ მიღალატია მეუღლისთის, სასამართლოში არ მიმიცია ყალბი ჩვენება... ვაძლევდი წყალს მწყურვალებს, საჭმელს მშიერს და ტანსაცმელს შიშველს“...

- მართალია - მოკაუჭებული სკიპტრა აღმართა მწვანეკანიანმა და მათრახებით ასხმული ჯოხი ნიანგისთავა დემონს მთელი ძალით მოუქნია. - შენი ადგილი აქ არ არის, ვერ ეღირსები ადამიანის გულს დღეს, ვინაიდან, ის წმინდაა და სასუფეველს დაიმკვიდრებს! - დემონი კოჭლი სირბილითა და გამაყრუებელი წკმუტუნით გაიქცა დარბაზიდან. ფარაონი ფეხზე წამოდგა, აუჩქარებელი ნაბიჯებით მიაუახლოვდა მენესს.

- შენ თუ აგიტირებია ვინმე, მენეს? - ჰკითხა ღიმილით.

- არ ვიცი, არ მახსენდება - უპასუხა მენესმა თამამად. მას არაფრის არ უნდა შეშინებოდა, რადგან თავადაც ხელმწიფე იყო.

- არ აუტირებია - დაამატა ძაღლისთავიანმა.

- ამას იმიტომ ამბობ, რომ ბაბუაშენია?

- არა, ამას იმიტომ ვამბობ, რომ.... - წამით ორივე გაჩუმდა. თვალებდაჭყეტილ მენესს შეხედეს, რომელსაც გაოგნებისგან წარბები შუბლზე ასვლოდა და ძაღლისთავიანს შესცქეროდა.

- ოსირის2, მიკვირს, სამყაროს განმკარგველსაც, რომ არ შეგიძლია ენის პირში გაჩერება - მრისხანებით დაჰყეფა ძაღლისთავიანმა

- ახლა ჩემი სახელიც იცის უკვე. ყოჩაღ ანუბის3! - ბრაზმორეულმა მწვანეკანიანმა, რომლის სახელიც, როგორც გაირკვა ოსირისი იყო, ირონიული ღიმილით დაუკრა ტაში ანუბისს. შემდეგ კი კვლავ ორივე გაშეშდა, მიხვდნენ, რომ ერთმანეთის ვინაობა გაუცნობიერებლად გათქვეს. ოსირისმა უკმაყოფილოდ გადაატრიალა თვალები და მენესს თავისი ერთ-ერთი სკიპტრა ისე სწრაფად ჩაარტყა თავში, გააზრებაც ვერ მოასწრო..... საღი გონება არ დაუკარგავს, უბრალოდ, ბრაზი ერეოდა ვიღაც უცხომ როგორ მოტყუებითა და არაკანონიერად დაამარცხა მემფისის ბრძანებელი.

- ბაყაყისფერიანი მახინჯი! - უმეორებდა საკუთარ თავს და ცდილობდა ჩაშავებულ გარემოში პატარა სინათლის ნაპერწკალი მაინც ეპოვა. წარმოდგენაც არ ჰქონდა, ამ სიზმრისგან როგორ დაეღწია თავი, რომ რეალობას დაბრუნებოდა. ბოლოს ორმა წითელმა ნათებამ მოსჭრა მზერა, რომელიც ჯერ მხოლოდ წერტილებად მოსჩანდა, შემდეგ კი თვალების ფორმა მიიღო.

- ძაღლო, შენ ხარ? - დაუყვირა მენესმა.

Page 26: ანამარია · 2017. 5. 1. · ანამარია გარდაცვლილი გოგონა პროლოგი ძველი ეგვიპტე

- ჩემი წინაპარი, რომ ხარ, ეგ ყვირილის უფლებას არ გაძლევს - ჩაიბუზღუნა ძაღლისთავიანმა, რომელიც ახლა უკვე გარკვევით ჩანდა და გარემოც აღარ იყო, ისეთი შავი, როგორიც აქამდე.

- ვისი შვილი ხარ. რომელი ვაჟის? - ჰკითხა მენესმა. თავი მოისრისა. უნდოდა ჩარტყმისგან დარჩენილი ტკივილი ეგრძნო, რომ უცხო მეფის გაკიცხვა და ლანძღვა გაადვილებოდა, თუმცა ახალდაბადებულივით ენერგიულად გრძნობდა თავს.

- მხოლოდ ვაჟი? ნუთუ ქალიშვილის არსებობა დაგავიწყდა? - ისე იკითხა ანუბისმა, თითქოს მენესს გოგონას მაგირვად საყვედურობსო. მეფეს ტყუპი ვაჟი ჰყავდა, ექვსიოდე წლისანი იქნებოდნენ. გოგონა კი რამდენიმე თვის იყო. მეუღლის ფეხმძიმობისას ღრმად სწამდა, რომ მესამეც ვაჟი იქნებოდა, თუმცა ახლა დამნაშავე ღიმილით ახსენდებოდა ექიმის სიტყვები: „პრინცესაა“ და თავისი იმედგადაწურული ღრმა ამონასუნთქი, რომელზეც დღემდე სინდისი ჰქენჯნის. პირველი შეხება ახსოვს თავის ქალიშვილთან - ნაზი კანი და ტკბილეულის სურნელით გაჟღენთილი არომატი. იისფერი დიდი თვალები და პაწაწინა, ნაზი ხელები, რომელიც პირველივე შეხვედრისას მაგრად ჩაბღუჯა მამის ნეკა თითს ისე, რომ დღემდე არ გაუშვია. მენესს გოგონას დანახვისთანავე დაებადა კითხვა საკუთარ თავთან: „რა იქნებოდა, თუ კი ქალიშვილს დატოვებდა ტახტის მემკვიდრედ?“. ამის შემდეგ თავისი ახალდაბადებული პირმშო საზეიმოდ, მაღლა ასწია და წარმოთქვა: - მე მას ბასტეტს ვარქმევ, რომელიც კატასავით ცბიერი იქნება სხვათა მიმართ, რათა საკუთარი თავის დაცვა შეძლოს, თუმცა კეთილი გული ექნება და ერთგული ხასიათი. ის იქნება მშვენიერი, საჭირო და ამავე დროს საშიში, როგორც ნილოსი ადიდებისას.

- ბასტეტის ვაჟი ხარ? - ჰკითხა აღელვებულმა მენესმა ანუბისს.

- ჰო, მაგრამ ჩემი გარეგნობა ნუ შეგაშინებს. ეს ზეციური სახეა. ყოველთვის, როცა დედამიწაზე ვეშვები ადამიანების გამოსაცდელად, ოქროსფერთმიან მზეჭაბუკად გარდავიქმნები ხოლმე და ყველას ვაჯადოებ. ხშირად, კი ისინი თან მიმყავს, ზეცაში.

- მშვენიერია - ბოლომდე არც კი მოუსმინა მენესმა. მხოლოდ იმას მოჰკრა ყური, რისი გაგონებაც გულზე მალამოსავით მოედო და შვებით ამოისუნთქა - მის ქალიშვილს ნახევრად ცხოველი მემკვიდრე არ ეყოლებოდა.

- წიგნი უნდა დაწერო მენეს - დაურღვია ანუბისმა საამური ფიქრები.

- ეგ აქამდეც მომისმენია, მაგრამ ვერ ვხვდები, რა წიგნი.

- იმას ხედავ, რისი დანახვაც მხოლოდ შენს გონებას ძალუძს. ჩვენც კი უძლურნი ვართ შენი ხილვების მიმართ.

Page 27: ანამარია · 2017. 5. 1. · ანამარია გარდაცვლილი გოგონა პროლოგი ძველი ეგვიპტე

- მაგრამ... ამ ხილვებმა მე დიდი ხანია, დამტოვეს, თან ვერაფრით გავარკვიე, რა ენაზე მელაპარაკება ვიღაც ქალი.

- რახან მისი ენა არ გესმის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ იცი. იქნებ შენი სული ღრმა ძილს მისცემია და მხოლოდ გამოღვიძების შემთხვევაში დაეუფლები იმას, რაც ცასავით მიუწვდენელი გეგონა. ხილვები დაბრუნდება და აღწერ ყველაფერს, რასაც ნახავ. თუმცა იცოდე, მისი წაკითხვის უფლება, მხოლოდ ერთს ექნება. ერთს, რომელიც დღეების ან საუკუნეების შემდეგ მოევლინება სამყაროს და ძალიან საჭირო გახდება ჩვენთვის, ღმერთებისთვის.

- დავწერ - დაჰპირდა მენესი.

თოტი1 - სიბრძნისადამეცნიერებისძველეგვიპტურიღვთაება.

ოსირისი2 - ოსირისი ძველეგვიპტურმითოლოგიაშიმცენარეულობისადაწყლისღმერთი, მიცვალებულთამფარველიდამსაჯულია.

ანუბისი3 - ანუბისი (ბერძნ. Άνουβις; ძველეგვიპტურად „ინპუ“) — ძველეგვიპტური სიკვდილისღმერთის ბერძნული სახელი.[1] ძველადგაიგივებულიიყო ტურასთან დაშემდგომშიცხშირადგამოისახებოდატურისანძაღლისთავით

თავი მესამე

ელენე ანამარიას ნახვიდან რამდენიმე დღის განმავლობაში უჩვეულო შეგრძნებას მოეცვა - ეჩვენებოდა, რომ უთვალთვალებდნენ. თან ვიღაც ისეთი, რომელიც ნებისმიერი ნივთის ანარეკლი ან ჩრდილი შეიძლებოდა ყოფილიყო. როცა მოსაღამოვდებოდა და ღამის განათება მთელს ქუჩას აბრდღვიალებდა მთვარის შუქის ფონზე, ელენე ასფალტზე დაჰხედავდა ხოლმე საკუთარი სხეულის სილუეტს - შავს, თუმცა უფრო გამხდარსა და მაღალს. რამდენიმე წუთი გაუნძრევლად იდგა და აკვირდებოდა, ვაიდა რაიმე საეჭვო მოძრაობა წამოსცდენოდა საკუთარ ჩრდილს. ღამ-ღამობით ზოგჯერ შიში აღვიძებდა და ფანჯრიდან ხეების მოძრაობას აკვირდება, მიაყურადებდა ხოლმე ქარის ნელ ზუზუნს. თითქოს თავადვე ეძებდა რაღაც საეჭვოსა და ფათერაკებით მოცულს. რამდენჯერმე გარეთ პატარა ცხოველის დაინახა, რომელიც სწრაფად გადაადგილდებოდა ხიდან ხეზე და გულაჩქარებულმა დედამისის გაღვიძება დააპირა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ღამით, როცა ყველას სძინავს, როდესაც ყველაფერი წყვდიადში ეფლობა, ადამიანებს ემოცია

Page 28: ანამარია · 2017. 5. 1. · ანამარია გარდაცვლილი გოგონა პროლოგი ძველი ეგვიპტე

უმძაფრდებად და შესაბამისად, შიშიც მარტივად იპყრობთ. ელენემ თავის ბლოგზე ანამარიასთან შეხვედრის დეტალები მხატვრულად აღწერა და ასე გააცნო მკითხველს: „ანამარიას გამოჩენამ საავადმყოფოს კეთლებიც კი ფორიაქში ჩაძირა. არ ვიცი, მის სულს ასეთი რა სასჯელი აკისრია, რომ გოგონას თვალები სიკვდილისა და ტკივილის წყურვილით იყო გაჟღენთილი. ზღაპრულ პერსონაჟს ჰგავდა, თუმცა ეს ზღაპარი ტერორითა და დაუსრულებული ტანჯვით მოცულია. წამით მომჩვენა, რომ იგი ფიფქია იყო ღამესავით შავი თმით, თოვლივით თეთრი კანით, რომელმაც დედინაცვალს მოწამლული ვაშლი აჭამა, ხოლო შვიდი ჯუჯა შვიდნაირი სიკვდილით დახოცა. მისი დანახვისას წამწამები ისე დამიმძიმდა, თითქოს დემონები შემომსხდარიყვნენ, ჰაერიც რაღაც უხილავმა ცოდვამ შთანთქა და ნელ-ნელა, წამებით ვიგუდებოდი. ანამარია კი იღიმოდა. ისე იღიმოდა, გეგონება გარშემომყოფთა შიშსა და წუხილს ზეიმობსო. არ ვიცი, რატომ დამეუფლა მსგავსი შეგრძნება. მხოლოდ ცუდის თქმა არ შემიძლია, რადგან ანამარიას ანარეკლი გაორებულ სულს ჰგავდა და ორგვარად ავლენდა თავის ძალაუფლებას. პირველი, ზუსტად ისეთი იყო, როგორიც აღვწერე: დაუნდობელი, ცივი, ჩაბნელებული, ცბიერი. მეორე ნაპირას კი ჩვეულებრივი გოგონა იდგა და გარშემომყოფთ ხსნას ევედრებოდა. გოგონას ათასი ვერდაუწერელი სტრიქონისა თუ სიტყვის გადმოცემა სურდა, მაგრამ მკითხველი არსად ჩანდა. მეორე ანამარია ნაზი იყო, სუსტი და დაუცველი. სიცოცხლეს ვეღარ ნატრობდა, იმდენი დარდი უძგერდა გულში, რომ ღმერთს შებრალებას, ხსნას ევედრებოდა. ამიტომ, მისტიკურ გოგონას, რომლის შესახებაც დაუსრულებლად შემიძლია ლაპარაკი, მკითხველს კი დაუსრულებელი კითხვის სურვილი აქვს, ორგვარია, ორსახაა, ორსულიანი. არავინ არ ჰყავს, სულ მარტოა, ყველასგან მოშორებული და მხოლოდ თავისი ფანტაზიით იკვებება. ეძახის მათ, ვინც არ არსებობს, ეძებს იმათ, რომელიც საკუთარი ფიქრებისა თუ წარმოსახვის არარეალური ნაყოფია. ამიტომ, თამამად ვიტყვი, რომ ეს გოგონა გასაგიჟებლად საინტერესოა. მთელი არსებით მსურს მასზე რაც შეიძლება მეტი დავწერო და პირობას ვდებ, რომ მაქსიმალურს გავარკვევ მის წინა ცხოვრებაზე... უფრო სწორად, როგორ ცხოვრობდა ანამარია იქამდე, სანამ გარცადვლილი გოგონას მეტსახელი შეერქმეოდა“. მეორე დღეს ელენე ლექციაზე იჯდა და ცდილობდა, ლექტორის ნათქვამიდან ერთი წინადადება მაინც ჩაეწერა, თუმცა უშედეგოდ. ყოველი ამოსუნთქვისას სხვადასხვაფერისთვალებიან გოგონასკენგაურბოდა გონება. ასევე გაბრიელზეც ეფიქრებოდა. ცოტა არ იყოს, დარდობდა კიდეც, რომ ანამარიასთან სულ მარტო დარჩენა უწევდა ხოლმე და კაცმა არ იცის, საშიში შეიძლება გამომდგარიყო ეს მისთვის თუ პირიქით, სასარგებლო.

- შენი ბლოგი წავიკითხე გუშინ - გადაუჩურჩულა გვერდით მჯდომმა ბარბარემ, რომელიც მისი თანაკურსელი იყო, თუმცა აქამდე არასდროს გამოლაპარაკებია,

Page 29: ანამარია · 2017. 5. 1. · ანამარია გარდაცვლილი გოგონა პროლოგი ძველი ეგვიპტე

რადგან ელენე თავის კურსზე ნაკლებად საინტერესო „წიგნებში ჩაფლულ“ და მუდამ სწავლაზე გადაყოლილად ითვლებოდა. ცოტათი გაეხარდა კიდეც, რომ თავისმა ბლოგმა ბარბარეც დააინტერესა.

- მოგეწონა? - ჰკითხა ჩუმად.

- ძალიან. ანამარია ნანახი მყავს. ჩემი მეზობლის მეგობარი იყო ადრე. ვერ ვხვდები, რამ გააგიჟა ან ასე ძირფესვიანად რატომ შეიჩვალა.

- კარგად იცნობდი? - ელენემ ბარბარეში მოულოდნელად თევზი დაინახა, რომელიც შესაძლოა ოქროსიც გამომდგარიყო და უფრო მეტის გარკვევის საშუალება მისცემოდა.

- არა, რამდენჯერმე მყავდა ნანახი. გამოცდებზე, რომ ავდიოდი, მაშინ გამაცნო ლილემ. ლილეს ხო იცობ? ჩემი მეზობელია, ჩვენს სემინარებსაც ესწრებოდა ხოლმე. ღიახორბლისფერთმიანილამაზი გოგო.

- კი, კი, მახოვს - თავი დაუქნია ელენემ.

- აი, მაგასთან ერთად დადიოდა ანამარია უნივერსიტეტში. კარგი მეგობრები იყვნენ ადრე. შემდეგ, მემგონი იჩხუბეს დალილემ ანამარიას ჩათვლით, ყველასთან გაწყვიტა კონტაქტი, ვისთანაც მეგობრობდა. ოღონდ, არ ვიცი, რატომ.

- შენთანაც?

- კიი, ჩემთანაც - წამით სახე მოეღუშა ბარბარეს. კურსზე ყველაზე მშვენიერ გოგონად ითვლებოდა. დაბალი იყო, თუმცა პროპორციული, ლამაზი ტანი ჰქონდა, დიდი წაბლისფერი თვალები, დაბუშტული ტუჩები, რომლის კუთხეშიც შავი ხალი საოცრად სექსუალურსა და მიმზიდველს უხდიდა სახის მოყვანილობას.

- ვწუხვარ - უთანაგრძნო ელენემ. - თუმცა, იქნებ შევძლოთ მასზე უფრო მეტის გარკვევა?

- ლილეზე?

- ლილეზე, ანამარიაზე. არ გაინტერესებს, რა მოხდა და რატომ დაშორდნენ? - ელენემ ოქროს თევზს ანკესი გადაუგდო და მოთმინებით დაელოდა, როდის წამოეგებოდა.

- ეგ ყოველთვის მაინტერესებდა - გამოუტყდა ბარბარე. შემდეგ ისევ ჩაფიქრდა რაღაცაზე და ცოტახანში სალაპარაკოდ მოქოქილმა სკამიც კი ელენეს მიმართულებით შეატრიალა, რომ უფრო კარგად ელაქლაქა. - მემგონი, ანამარიას მისამართის დადგენასაც შევძლებ. მისი კურსიდან რამდენიმეს ვიცნობ.

- რაზე სწავლობდა? - ჰკითა ელენემ ნემსკავზე წამოგებულ ბარბარეს.

Page 30: ანამარია · 2017. 5. 1. · ანამარია გარდაცვლილი გოგონა პროლოგი ძველი ეგვიპტე

- ჰუმანიტარულზე.

- ლილეს როგორ დავუკავშირდეთ თუ ყველასთან გაწყვიტა კონტაქტი?

- ლილეს მეგობრებს ვიცნობ - ეშმაკურად ჩაეღიმა ბარბარეს - ყველაფერში დაგეხმარები, მაგრამ უჩემოდ არაფერი გააკეთო, რადგან ანამარიას ამბებით ზედმეტად დავინტერესდი ამ ბოლო დროს. მე დაგეხმარები, შენ კი სანაცვლოდ მოვლენათა ეპიცენტრში გეყოლები. მოსულა? - ხელი გაუწონა ჩამოსართმევად.

- მოსულა - ღიმილით ჩამოართვა ელენემ.

* * *

ანამარია, როცა გამოვიდა თავისი პალატიდან, არც ერთი ექთნის ჭაჭანება არ იყო. თითქოს დანარჩენი პაციენტებიც მიწამ შთანთქა. დერეფანი ახლა ძალიან ვიწრო ეჩვენებოდა, გეგონება კელდები ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ ერთმანეთს და თავად შუაში გასაჭყლეტად განწირულს, ამოსუნთქვის საშუალებაც აღარ ჰქონდა. გოგონა წამით შედგა, გულაძგერებულმა დერეფნის ბოლოში მდგარ კაცს მიაპყრო თვალები. უცხო სტუმრისგან შეშინებული კედლები გოგონას დაეხსნენ. გარშემო ყველაფერს ფერი წაერთვა:მოკვდა ქარი, მზე, ბუნება. გარემოს რუხი ნისლი გადაჰკვროდა, შავ-თეთრი გახდა სამყარო და ამ ყველაფრის ფონზე, ანამარია ღიმილით მიშტერებოდა ორმეტრიან სილუეტს ნაცნობი კაცისას რომელსაც შავი ძაღლის პირქუში სახე ჰქონდა. ადამიანის ტანზე თანამედროვე, კლასიკური ტანისსამოსი ეცვა ჭრელი პერანგითა და ჰალსტუხზე ჩარლი ჩაპლინის შავ-თეთრი სურათებით გაფორმებული. გოგონა გახევებული ნაბიჯით დაიძრა მისკენ. აქამდეც წარმოედგინა მასთან შეხვედრა. ათასი სურათი ერეოდა ხოლმე თავში, ათასი პასუხგაუცემელი კითხვა უტრიალებდა და ახლა, როცა ასე ცხადად ხედავდა, რეალურსა და დიადს, თითქოს ენა ჩაუვარდა.

- ანამარია - აღმოხდა კაცს.

- ნუთუ სიმართლეა? - ჰკითხა აკანკალებული, ბზარშეპარული ხმით.

- მინდოდა მენახე - გოგონას ხელს თავისი შეახო. სათუთი და ცივი ჰქონდა. ზეცასთან შეხებას ჰგავდა ეს მომენტი. ზეცასთან, რომელსაც დუმილის მწარე სევდა დაჰკრავდა.

- დიდხანს გელოდი - ამოილუღლუღა ანამარიამ. - მინდოდა, რომ წაგეყვანე და ჩემი განაჩენი გამოგეტანა, თუმცა არავინ მოსულა ჩემთან.

Page 31: ანამარია · 2017. 5. 1. · ანამარია გარდაცვლილი გოგონა პროლოგი ძველი ეგვიპტე

- განაჩენს ცოცხალს ვერ გამოვუტან - მიუგო კაცმა. ანამარიამ ერთ-ერთი პალატის გამჭვირვალე კარებს შეხედა, რომელზეც მთლიანად არეკლილიყო ნახევარადამიანის სილუეტი.

- მეცამეტევ - ჩაიჩურჩულა გოგონამ. ღიმილით შეახო სახეზე ხელი. რბილი და ფუმფულა ბეწვი ჰქონდა. განსაკუთრებით გლუვი ყურის ძირში იყო ნაზი ბალანი. თვალები დახუჭა, მოფერება განაგრძო. თავისი პატარა ძაღლი გაახსენდა - კოჭლი, უჯიშო, ბუთქუნა. სახე თითქოს საღებავებით მოუხატესო, ისე იყო შავ-თეთრი ზოლებით გაფორმებული. ანამარიამ, აწკმუტუნებული და გაყინული იპოვნა ერთ თქეშიან ზამთრის ღამეს.... - ძნელია აქ - წარმოთქვა მოგონებების სევდით დამხრჩვალმა. თვალებიდან ცრემლები ცხვირის გავლით, ტუჩზე ჩამოუგორდა.

- ასეთი უძლური არასდროს ვყოფილვარ... არასდროს ვყოფილვართ ჩვენ, ყველანი - მიუგო ძაღლისთავიანმა კაცმა.

- მეცამეტე. - გაიმეორე დაღონებულმა გოგონა. კაცის სახება ნელ-ნელა გაფერმკრთალდა და ბოლოს გაქრა. ანამარია მოღუშული, ამავე დროს კი ემოციებით აღსავსე იყო.

* * *

მეორე დღეს ელენე კლინიკაში მივიდა. გაბრიელი ეზოს კართან იდგა უჩვეულოდ შეწუხებული და სიგარეტს ეწეოდა. შუა და საჩვენებელ თითებს შორის მარჯვედ მოექცია სიგარეტის ღერი. მომნუსხველი მწვანე თვალებით ერთ წერტილს მიშტერებოდა ჩაფიქრებული. წითური წარბები ოდნავ შეეჭმუხნა, გაბრაზებული ბავშვივით განცალკევებით გამოსულიყო, ყველასგან შორს. ცოტა უჩვეულო შესახედი იყო თეთრი ხალათის გარეშე.

- გამარჯობა - მიესალმა ელენე ხმამაღლა, რომ ოდნავ მაინც მიექცია გაბრიელის ყურადღება. ცოტახანს ურეაქციოდ იდგა კაცი, შემდეგ კი გოგონას შეხედა და გაუღიმა.

- გამარჯობა ელენე. როგორ მიდის სწავლის საქმე? - ელენეს ბრაზი მოერია. ზუსტად ისეთი შეკითხვა იყო, ბიძიები, რომ უსვამენ ხოლმე მესამე კლასის ძმისშვილებს. თან ადვილად შესამჩნევი იყო, გოგონას დანახვისას, როგორ გადაიკრა სახეზე ნაძალადევი ღიმილის ნიღაბი. არადა, აშკარა იყო, რომ უსიამოვნო განწყობას გაჭირვებით მალავდა.

Page 32: ანამარია · 2017. 5. 1. · ანამარია გარდაცვლილი გოგონა პროლოგი ძველი ეგვიპტე

- ყველაფერი კარგად მიდის. მადლიერი ვარ, რომ თქვენც მეხმარებით. - უპასუხა გოგონამ და გაახსენდა, სწორედ ასეთი ხელოვნური ინტონაციით უხდის ხოლმე მადლობას ლექტორებს, რომლებიც კონსპექტებს აძლევენ. გაბრიელმა ხელახლა აზიდა ტუჩის კუთხეები მაღლა, წვერიანი ნიკაპი ხელით მოისრისა და ისევ ერთ ადგილს მიაჩერდა ჩაფიქრებული. მისი მზერა საავადმყოფოს შენობასთან ჩერდებოდა, ოდნავ მაღლა აღმართულიყო და რომელიღაცა წერტილს დაჟინებით, სიამოვნებაგარეული აკვირდებოდა, თითქოს მთელი თავისი ცხოვრების სამყოფს ივსებდა.

- შეხვედრამდე ელენე, ცოტახნით უნდა გავიდე - თქვა და გოგონას სწრაფად ჩამოშორდა. დამშვიდობებაც ვერ მოასწრო ელენემ. თან ძალიან გაუკვირდა, რომ სამუშაო საათებში ასე თავგამოდებით ეჩქარებოდა სადღაც სხვაგან. ზოგადად, ექიმის გაცნობის შემდეგ, ადამიანისთვის რთულად წარმოსადგენი ხდებოდა, რომ ამ საავადმყოფოს გარეთაც ჰქონდა ცხოვრება გაბრიელს.ელენე თავის ყველაზე დიდ ჭორიკანა მეგობართან, ქეთევანთან მივიდა, რომელიც გოგონასდანახვისთანავე ლაპარაკის ხასიათზე დადგა. თან, არც ისე მხიარულად და ენერგიულად გამოიყურებოდა, როგორც სჩვევია ხოლმე. თავს უკმაყოფილოდ აქეთ-იქით აკანტურებდა და ერთი სული ჰქონდა, ელენეს ეკითხა, რა მოხდაო.

- რამე მოხდა? - გოგონამაც აუსრულა გულის წადილი.

- დღეს კივილი მომესმა ანამარიას ოთახიდან - ამოიოხრა ქალმა. - მასთან შევვარდი. მე კი არა, ხუთი ექიმი შეესია. კრუნჩხვებში ჩავარდნილიყო საწყალი გოგო, ხროტინებდა, ვერ სუნთქავდა.

- რატომ? - ძალიან შეწუხდა ელენე.

- არ ვიცი. თვალები გადაუტრიალდა, კანკალება და იგუდებოდა. გაბრიელისკენ თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი. მასაც ძალიან შეეშინდა. გვერდზე გადმოატრიალეს, მკერდი ცივი წყლით დაუზილეს და გონს მოვიდა, მაგრამ შემზარავი სანახავი იყო. თან ამ უჰაერობის ფონზე, ხმამაღლა ეძახდა ვიღაცას. როგორ ახერხებდა, არც კი ვიცი.

- ვის ეძახდა? - დაინტერესდა ელენე, თან ძალიან გაღიზიანდა, გაბრიელის უხასიათოდ ყოფნის მიზეზი სწორედ ანამარიას ცუდად გახდომა მიიჩნია. ბრაზი მოერია, რადგან გულთან ასე ახლოს მიჰქონდა იმ გაგიჟებული გოგონას ამბავი გაბრიელს და სიმართლე, რომ ითქვას, ელენეც განიცდიდა, ცოტა არ იყოს. ბოლოს და ბოლოს თავისი აღიარების გასაღებსა და თილისმას, რამე ცუდი რომ დამართოდა, ისე გაჰყვებოდა ქარს ელენეს წარმატება, თითქოს ქარისივე მოტანილი ყოფილიყო.

Page 33: ანამარია · 2017. 5. 1. · ანამარია გარდაცვლილი გოგონა პროლოგი ძველი ეგვიპტე

- მასხარას ყვიროდა.... რამდენჯერმე ასე დაიძახა: „მასხარააა, მასხარაა“ - მაქსიმალურად მიჰბაძა ქეთევანმა ანამარიას ხმას. ძალიან სასაცილო სანახავი ამბის მოყოლისას როლში შეჭრილი 50 წლის ქალი.

- ვინაა მასხარა?

- აბა მე რა ვიცი. გონზე, რომ მოვიდა, აქეთ-იქით გააცეცა თავისი სხვადასხვა თვალები. გაბრიელს შეხედა და ჰკითხა, თუ ისედაც მკვდარი ვარ, მაშინ რაღატო მაწამებენ ასეთი ტკივილითო. თავიდან საშინელი სანახავი იყო ეს ყველაფერი, შემდეგ კი სევდიანი. - ძალიან შემეშინდა, არ მომკვდარიყო. - გამოტყდა ქეთევანი.

ძველი ეგვიპტე

ერთ-ერთ გნოსტიკურ ტექსტში ჰერმეს ტრისმეგისტოსი გვამცნობს: „დადგება დროება, რომელიც ყველას აუწყებს, რა ამაოდ ეთაყვანებოდნენ ეგვიპტელები თავიანთ ღვთაებებს... ისინი ზეცას დაუბრუნდებიან, ეგვიპტე კი სამუდამოდ მიეცემა დავიწყებას“. ერთ დღეს, ადამიანების სიყვარული ღმერთების მიმართ დაუძლურდა და მათ მხოლოდ უბედურების ჟამს ახსენდებოდათ ისინი. უბედურების ჟამს ახსენდებოდათ გულმხურვალე ლოცვა, ვედრება, თუმცა ჩაივლიდა თუ არა რთული დროება და ისევ დარი დაისადგურებდა მათ ცხოვრებაში, ღმერთებს კვლავ გულის მივიწყებულ თაროებზე ათავასებდნენ, ელოდნენ სიღატაკეს, გაჭირვებას, სიკვდილს, რათა კვლავ გახსენებოდათ საკუთარი შემქმნელი. ოქროთი მოჭედილ დარბაზში რამდენიმე ღმერთი შეკრებილიყო. მდუმარედ იდგნენ და ხან ერთმანეთს შეჰყურებდნენ, ხანაც იმედგადაწურულები მხოლოდ მტანჯველფიქრებსა და სევდას მოეცვათ.

- მე მათ სიყვარულს ვჩუქნიდი - ამოთქვა სიყვარულის ღმერთმა - ბოლოს კი თავად დავრჩი უსიყვარულოდ.

- ჩემი გამოჩენის ეშინოდათ, ვერაფრით შთავაგონე ადამიანები, რომ სიკვდილი მხოლოდ თავისი მოულოდნელობის გამოა საშინელი. სინამდვილეში კი კეთილი ხალხისთვის მას საამური შვება და ბედნიერება მოაქვს. ამოიხორა ანუბისმა - დღეს კი თავად მიპყრობს საზარელი შეგრძნება იმისა, რომ მტავჯველი სიმარტოვე, სისუსტე და გაქრობა მელოდება. მზის უზენაესი ღმერთი, რა, ყველაზე მოწყენილი იყო იმ დღეს. მისი სიძლიერით

Page 34: ანამარია · 2017. 5. 1. · ანამარია გარდაცვლილი გოგონა პროლოგი ძველი ეგვიპტე

სავსე მზერა და შეუდრეკელი ხასიათი, ახლა, რაღაც ძალიან მძიმე, ბურუსითმოცულ ფიქრებს შთაენთქა. ხოლო მზემ, რომლის სიმბოლოც თავადვე იყო, სადღაც მიიმალა, დაკარგა მხურვალება, ნათება და ყოველმხრივ ძალაგამოცლილი, ვეღარ ათბობდა დედამიწას.

- მე აღვასრულე ოთხი კარგი რამ ჰორიზონტის შუაგულში - გულჩათხრობილმა წარმოთვა სიტყვა - მე შევქმენი ოთხი ქარი, რომ ყველას შესძლებოდა სუნთქვა თავის სიცოცხლეში. მე ავადიდე ნილოსი, რომ პატარა კაცს ჰქონოდა ისეთივე შეძლება, როგორც დიდს. მე შევქმენი ადამიანები ისე, რომ ყველა თანასწორი ყოფილიყო. არ მიბრძანებია მათთვის, ჩაედინათ ბოროტება. მათი გულები აღმოჩნდა დახშული ჩემი ნათქვამის მიმართ. ამ დროს კი, როცა სხვა ღმერთების ასავალ-დასავალი ყველასთვის უცნობი იყო, დარბაზის კედლები ნათელი სხივით აივსო. რას წამით ეგონა, რომ თავისმა მზემ კვლავ დაიბრუნა სინათლის უნარი, როცა მეროიტებისსამეფოსმთავარიღვთაება,9 ჰელიოპოლისელიღმერთისმბრძანებელი წამოიმართა მათ წინაშე.

- მახასარ! - შესძახა თვალებგაბრწყინებულმა რამ და ძმას გადაეხვია. შევარდენის ნისკარტი გახარებულმა მახასარის ადამიანურ ცხვირს გაუხახუნა პაცივისცემისა და ბედნიერების ნიშნად. - აღარც კი გვქონდა შენი ნახვის იმედი ძმაო. ვფიქრობდით, რომ სეხტმა შენც თავის შავ ნისლში გაგხვია და სამუდამო დავიწყებას მისცა შენივე სული.

- ვიცი, როგორი უიმედოა ჩვენი წუთები - თანაგრძნობით მოუთათუნა მახასარმა რას მხარზე ხელი და სხვა ღმერთებს ისე გაუღიმა, თითქოს მიუხედავად თავისივე სიტყვებისა, მაინც დარჩენოდა ადამიანის გულის მსგავსად სუსტი, თუმცა აძგერებული რწმენა.

- სეხტმა ოსირისი მოკლა! - წარმოთქვა განრისხებით რამ - ეს პირველი ცოდვაა, როდესაც ძმამ ძმა მოკლა თავისივე ნებით. გესმის ეს რას ნიშნავს? ღმერთებმა ადამიანებს დაასწრეს ყველაზე შემზარავი და მიუტევებელი ცოდვის ჩადენა ჩემო ძმებო.

- ადამიანები უკვე კარგა ხნის დაკარგული გვყავს - ამოიოხრა თოტმა - მათი რწმენა სიცარიელეს გაუტოლდა.თავადვე ვშორდებით საკუთარ საწყისს. თუმცა არის რაღაც, რასაც ვერ დავემალებით, ვერ გავექცევით: მშობელს ყოველთვის უყვარს თავისი პირმშო, მაშინაც კი, თუ ის უღირსია. ფუჭად ვდგევართ აქ, ასე, შეურაცხყოფილნი და მათი განადგურების გეგმებს ვაწყობთ. ჰო! ადამიანებს ჩვენ აღარ ვახსოვართ, თუმცა არ შეგვიძლია მათი დახოცვა, მეტიც, თავსაც გავწირავთ იმათთვის, ვინც აღარ გვიწამა. სულისშემძვრელია, მაგრამ სიმართლეა! ღმერთები ყოველთვის იხოცებიან ადამიანების გამო. ასე იყო, არის და სამარადისოდ იქნება!

Page 35: ანამარია · 2017. 5. 1. · ანამარია გარდაცვლილი გოგონა პროლოგი ძველი ეგვიპტე

- მართალი ხარ ძმაო - მიუგო მიცვალებულების მფარველმა ღვთაება სერკეტმა - ახლა მხოლოდ მკვდრებს სჯერათ ჩვენი. ისინი ნანობენ ურწმუნოებას, ძლიერ ნანობენ, თუმცა მაინც მისტირიან სიცოცხლის წუთებს.

- ერთი შანსი გვაქვს, ჯერ ისევ არ არის ყველაფერი დაკარგული - თქვა მახასარმა. ყველა ღმერთმა მისკენ მიაპყრო ზეციური ნაპერწკლით ანთებული თვალები. მახასარი ცნობილი იყო, როგორც ყველაზე ბრძენი, სამართლიანი და ყოვლისშემძლე. - მენესმა წინასწარმეტყველება დაწერა. მან იხილა გზა, რომლის მეშვეობითაც ბოროტი ღმერთების დამარცხებას შევძლებდით და ოსირისის დახმარებით გადამალა წიგნი იქ, სადაც ვერც ერთი ზეციერი და ვერც დედამიწელი ვერ მიაგნებდა იქამდე, სანამ არ დაიბადებოდა ერთადერთი მემკვიდრე მენესის შტოსი. თუმცა, სეხტმა წიგნის ხელში ჩაგდება მოინდომა. წამებით, რომ ვერ ათქმევინა ოსირისს მისი ადგილსამყოფელი, მოკლა თავისივე ძმა. სხეული კი ნაწილებად დაჭრა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოცხლოთ! ვიცოცხლოთ, რადგან მენესის მემკვიდრე, რომელიც წიგნის ადგილსამყოფელს მიაკვლევს და ურწმუნოებისგან გაანთავისუფლებს სამყაროს, აუცილებლად დაიბადება.

* * *

საღამოს გაბრიელმა ღირსად ჩათვალა საკუთარი თავი, რომ ამ ადგილს ცოტა ხნით მაინც მოშორებულიყო და თავისთვის, წყნარად გაეტარებინა ერთადერთი საღამო, როცა საკუთარ თავთან განმარტოებული, აღარაფერზე იფიქრებდა. განსაკუთრებით კი იატაკზე განთხმულ ანამარიას ამოიგდებდა გონებიდან, რომელიც მომაკვდავივით იკლაკნებოდა და თვალის გუგუებგამქრალი, უჰაერობისგან ხრიალებდა. თავის საყვარელ ბარში მივიდა, სადაც მუდამ სიმშვიდე და წყნარი მუსიკა იყო. თავს ისე გრძნობდა ხოლმე აქ, როგორც სიკვდილის შემდეგ ედემის ბაღში მოხვედრილი დაბნეული, თუმცა სილამაზისგან დაბრმავებული ადამიანის სული.

- რამე ისეთი მაგარი დამისხით, რომ ეს საღამო გადამატანინოს - სთხოვა ბარმენს.

- არმანიაკი - უთხრა იქვე, ბართან მჯდომმა უცხო კაცმა - ამას გირჩევდით, მხოლოდ ამ ბარში იყიდება, საფრანგეთის ერთ-ერთი პროვინცია აწარმოებს და სამი ჭიქა საკუთარ ვინაობასაც კი დაგავიწყებთ.

- მადლობ - გაეცინა გაბრიელს და არმანიაკი დაასხმევინა. ცოტა მოტკბო, ყურძნის არომატი და ძალიან ძლიერი ალკოჰოლის გემო იგრძნობოდა - უცნაურია, მაგრამ სასიამოვნო - თქვა გაბრიელმა.

- მისი სპირტი ჯერ კიდევ შუასაუკუნეებში გამოიყენებოდა სამკურნალოდ. ადრე 10-15% ალკოჰოლის შემცველობა ჰქონდა, ლუდივით უსაფრთხო იყო, შემდეგ სპირტი

Page 36: ანამარია · 2017. 5. 1. · ანამარია გარდაცვლილი გოგონა პროლოგი ძველი ეგვიპტე

გააოთხმაგეს, თუმცა ხარისხიანია, მისგან მოწამლული არავინ მინახავს.- გაბრიელს გაეცინა. აშკარად სასმელებში დახელოვნებულსა და გარკვევულს ჰგავდა კაცი. დაკუნთული, ჩაფსკვნილი ტიპი იყო გრძელი რუხი წვერით, ყელზე კი იმდენი სვირინგი ჰქონდა, კანისფერი ადგილიც კი აღარ შერჩენოდა. თუმცა, ვიზუალური გარეგნობის მიუხედავად, ძვირფასი ტანსაცმელი ეცვა და ძალიან სასიამოვნოდ მეტყველებდა.

- უცნაურია, რომ აქამდე არ მსმენია. არადა, ისეთი დაძაბული დღეა, მზად ვარ მთელი კვირით ალკოჰოლიკი გავხდე.

- ქალები როგორც ყოველთვის? - გაეცინა კაცს.

- ქალები - გაეცინა გაბრიელს, ყოვლთვის თვლიდა, რომ უცხო, შეიძლება საუკეთესო მსმენელი აღმოჩნდეს - ოღონდ სასიყვარულო კუთხით არა, მაგრამ სჯობდა სასიყვარულოთი ყოფილიყო, უფრო მსუბუქად გადავიტანდი

- აგრეთვე - თავი დააქნია კაცმა - ქალები... უფრო სწორად, ქალიშვილი, პატარა გოგონა, რომლის ნახვაც იმდენი ხნით ამიკრძალეს, საუკუნეებად მეჩვენება.

- მეურვეობა ჩამოგართვეს? - ჰკითხა გაბრიელმა თანაგრძნობით.

- ჰოო, შეიძლება ასეც ითქვას. იმედია ჩემზე წარმოდგენა არ შეგეცვლებათ, თუ ვიტყვი, რომ გისოსებს მიღმა ვიყავი გამომწყვდეული. დიდი შრომისა და ტანჯვის შემდეგ, თავი დავაღწიე, თუმცა მაინც არ შემიძლია მივიდე და თვალებში ჩავხედო.

- ძალიან ვწუხვარ - მიუგო გაბრიელმა - შეიძლება გკითხოთ, რისთვის იჯექით? - კითხვაზე კაცს გაეღიმა.

- თანამედროვე ენაზე თუ ვიტყვი, ისეთი პროგრამა შევქმენი, რომელმაც თავად გამყიდა. უცნაურია არა გაბრიელ? საკუთარი ქმნილება, რომ გაგითხრის სამარეს

- ძალიან დასანანია

- არაფერია, მოვა დრო და ყველაფერს ავინაზღაურებ - გაბრიელს შეხედა კაცმა, კარგად აათვალიერა - თქვენი სახელი? - ჰკითხა ღიმილით.

- გაბრიელი - გაბრიელმა ხელი გაუწოდა ჩამოსარმევად.

- ძალიან სასიამოვნოა - კაცმაც ჩამოართვა - მე მახასარი მქვია.