18

Click here to load reader

MoJ Communication Summary Report by IMG

  • Upload
    gepra

  • View
    85

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: MoJ Communication Summary Report by IMG

იუსტიციის სამინისტროს კომუნიკაციის შეფასებითი ანგარიში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს

საკომუნიკაციო პროცესის შეფასებითი

ანგარიში

მომზადებულია ინტეგრირებული მენეჯმენტის ჯგუფის (IMG) მიერ,

USAID-ის პროგრამა PAR-ის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში

თბილისი

10 ივნისი, 2009 წელი

1 of 18 USAID PAR Task Order #06-04-0409-25

Ministry of Justice, Communication Strategy

Page 2: MoJ Communication Summary Report by IMG

იუსტიციის სამინისტროს კომუნიკაციის შეფასებითი ანგარიში

შინაარსი

შესავალი......................................................................................................................................................................... 3

სტრუქტურა და პერსონალი ....................................................................................................................................... 5

სტრუქტურული ერთეულები და მათი დასახელებები.................................................................................... 5

ანგარიშვალდებულება............................................................................................................................................ 5

თანამშრომლები – განათლება და გამოცდილება .............................................................................................. 6

თანამშრომლები – ფუნქციები ............................................................................................................................... 6

საქმიანობის რეგულირება და კოორდინაცია .......................................................................................................... 7

მატერიალურ–ტექნიკური ბაზა ................................................................................................................................. 9

საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება.............................................................................................................. 9

აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი ................................................................................... 11

შეფასების სისტემა ...................................................................................................................................................... 12

ზოგადი დახასიათება ................................................................................................................................................ 13

ძლიერი მხარეები ................................................................................................................................................... 13

ხელისშემშლელი პირობები................................................................................................................................. 14

ინიციატივები ......................................................................................................................................................... 15

სასურველი ცვლილებები და მოლოდინები.......................................................................................................... 16

დანართი 1 – გამოკითხულთა სია....................................................................................................................... 17

დანართი 2 – შესწავლილი დოკუმენტების ჩამონათვალი ............................................................................. 18

2 of 18 USAID PAR Task Order #06-04-0409-25

Ministry of Justice, Communication Strategy

Page 3: MoJ Communication Summary Report by IMG

იუსტიციის სამინისტროს კომუნიკაციის შეფასებითი ანგარიში

შესავალი

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, მისი სტრუქტურული

ერთეულების და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (შემდგომში ქვე–

უწყებების) საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და ზოგადად კომუნიკაციური პროცესის შეფასებით

ანგარიშს, რომელიც მომზადდა სამინისტროსა და მისი ქვე–უწყებების კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი

თანამშრომლების1 ინდივიდუალური ინტერვიუების ანალიზის საფუძველზე. ამასთან, მოცემული

ანგარიშისთვის შესწავლილ იქნა ის ნორმატიული და სტრატეგიული სახელმძღვანელო დოკუმენტაცია2,

რომელიც არეგულირებს საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული

ერთეულების ფუნქციონირებას, როგორც ცენტრალურ აპარატში, ასევე სხვადასხვა ქვე–უწყებებში.

საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესის არსებული მდგომარეობის შეფასებითი ანგარიში

წარმოადგენს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავების

პროექტის პირველი ფაზის დასასრულს. საკომუნიკაციო სტრატეგიის გეგმის დოკუმენტი კი თავად

წარმოადგენს სამინისტროს ზოგადი სტრატეგიული განვითარების გეგმის ერთ–ერთი მიმართულებას,

რომელშიც ნათლადაა ასახული გამართული და ორმხრივი საზოგადოებასთან ურთიერთობების

სისტემის არსებობის პრიორიტეტულობა. სამინისტროს ხედვაში ასევე დაფიქსირებულია, რომ

მოცემული საჯარო დაწესებულება საკუთარი ძირითადი ფუნქციის შესრულებას ხედავს

„საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო ადმინისტრაციით“, ასევე ნიშანდობლივია, რომ

მისია ხაზს უსვამს გამჭვირვალობის, ეფექტიანობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას

დემოკრატიულ საზოგადოებაში. ერთ–ერთი სტრატეგიული მიზანია „იუსტიციის სამინისტრო

ეფექტიანად რეაგირებს მოქალაქეების მოთხოვნებსა და ორგანიზაციულ საჭიროებებზე“, რომლის

ამოცანაა „გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გაზრდა“.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, იუსტიციის სამინისტროს საკომუნიკაციო პროცესის არსებული

მდგომარეობის აუდიტი შემდეგი მიზნების განხორციელებას ემსახურებოდა:

1 იხ. დანართი #1 2 იხ. დანართი #2

3 of 18 USAID PAR Task Order #06-04-0409-25

Ministry of Justice, Communication Strategy

Page 4: MoJ Communication Summary Report by IMG

იუსტიციის სამინისტროს კომუნიკაციის შეფასებითი ანგარიში

– სტრატეგიულ მიზნებში დაფიქსირებული გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებასთან

სამინისტროსა და მისი ქვე–უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობების განხორციელების

შესაბამისობის შეფასება

– სამინისტროს საკომუნიკაციო პროცესის დაგეგმარებისა და განხორციელების

ინსტიტუციონალური საფუძვლებისა და რეგულაციების შესწავლა

– ყველა სტრუქტურული ერთეულის საზოგადოებასთან ურთიერთობების პროცესის მართვის,

კოორდინაციისა და შეფასების კვლევა

აღნიშნული მიზნების მისაღწევად, იუსტიციის სამინისტროს საკომუნიკაციო სტრატეგიის

შემუშავებაზე პასუხისმგებელი გუნდის და უცხოელი ექსპერტის მიერ შესწავლილ იქნა და შეფასდა

კომუნიკაციური პროცესის შემდეგი კომპონენტები:

– სტრუქტურა და პერსონალი

– საქმიანობის რეგულირება

– მატერიალურ–ტექნიკური ბაზა

– საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება

– საკომუნიკაციო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი

– შეფასების სისტემა

იუსტიციის სამინისტროსა და მისი ქვე–უწყებების თანამშრომლების ინტერვიურება და შესაბამისი

დოკუმენტაციის ანალიზი განახორციელა მოწვეულმა ექსპერტმა და პროექტის შემსრულებელმა

გუნდმა, შემდეგი შემადგენლობით:

1. სინკლერ კორნელი

2. სალომე შელია

3. კონსტანტინე მაღრაძე

4. გიორგი ხარებავა

5. იოსებ გალუმაშვილი

4 of 18 USAID PAR Task Order #06-04-0409-25

Ministry of Justice, Communication Strategy

Page 5: MoJ Communication Summary Report by IMG

იუსტიციის სამინისტროს კომუნიკაციის შეფასებითი ანგარიში

სტრუქტურა და პერსონალი

სტრუქტურული ერთეულები და მათი დასახელებები

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროსა და მის ქვე–უწყებების დიდ უმრავლესობას3 გააჩნია

სპეციალური სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია შიდა და გარე კომუნიკაციაზე.

ამასთან სპეციფიკური ამოცანებიდან გამომდინარე, რომელიც ამა თუ იმ ორგანოს გააჩნია, იცვლება

კომუნიკაციური ერთეულის დასახელებაც, მათ შორის კი, ტერმინი საზოგადოებასთან ურთიერთობა

უმეტეს შემთხვევაში გვხვდება. ზოგიერთ შემთხვევაში ამ ტერმინს ემატება საერთაშორისო

ორგანიზაციებთან ურთიერთობები, ზოგჯერ მარკეტინგი, მას–მედიასთან ურთიერთობა, ხოლო

სპეციპიკურ შემთხვევაში – დეკლარაციების ანალიზიც.

შესწავლილი უწყებებიდან მხოლოდ ერთს არ გააჩნდა სპეციალური სტრუქტურული ერთეულები,

რომელიც პირდაპირ, თავისი დასახელებიდან და რა თქმა უნდა, ფუნქციებიდან გამომდინარე იქნებოდა

კომუნიკაციაზე ორიენტირებული. თუმცა აღნიშნულ უწყებაშიც საზოგადოებასთან ურთიერთობებზე

პასუხს კონკრეტული თანამშრომელი აგებდა.

ანგარიშვალდებულება

მიუხედავად განსხვავებული მიდგომებისა, იუსტიციის სამინისტროში და მის ქვე–უწყებებშიც

კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები და მათი წარმომადგენლები პირდაპირ

ანგარიშვალდებულები არიან ხელმძღვანელობასთან და დავალებებიც/დირექტივებიც მაღალი დონის

მენეჯმენტიდან მოდის. არის შემთხვევები, როდესაც ფორმალურ დონეზე, საზოგადოებასთან

ურთიერთობების სტრუქტურული ერთეულები ექვემდებარებიან სხვა ერთეულებს (მაგ:

ადმინისტრაციულ დეპარტამენტს), თუმცა ფაქტობრივად, ყოველდღიურ ინსტრუქციებს სხვა

ხელმძღვანელი პირებისგან იღებენ.

3 ინტერივიურების პროცესში, მოხდა გასაუბრება სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და 6 ქვე–უწყების წარმომადგენელთან

5 of 18 USAID PAR Task Order #06-04-0409-25

Ministry of Justice, Communication Strategy

Page 6: MoJ Communication Summary Report by IMG

იუსტიციის სამინისტროს კომუნიკაციის შეფასებითი ანგარიში

თანამშრომლები – განათლება და გამოცდილება

კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი ერთეულების თანამშრომელთა აბსულუტურ უმრავლესობას

უმაღლესი განათლება გააჩნიათ, თუმცა არც ერთი მათგანს არ უსწავლია უშუალოდ საზოგადოებასთან

ურთიერთობების ან კომუნიკაციის სფეროს სპეციალობები და/ან არ გაუვლია შესაბამისი ტრენინგები.

ძირითადად მათი სპეციალობებია ჟურნალისტიკა, ფსიქოლოგია და ეკონომიკა. პერსონალის

უმეტესობას, განსაკუთრებით კი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, ჟურნალისტური

გამოცდილება გააჩნიათ და ამიტომაც უფრო მეტად სატელევიზო, პრესისა და რადიო საშუალებებთან

ურთიერთობებზე არიან კონცენტრირებულნი.

თანამშრომლები – ფუნქციები

ინტერვიურების შედეგად, იუსტიციის სამინისტროსა და მისი ქვე–უწყებების საზოგადოებასთან

ურთიერთობების სამსახურების მიერ შემდეგი ძირითადი საქმიანობები ხორციელდება:

– მედია საშუალებებთან ურთიერთობა (საინფორმაციო მასალების მომზადება, პრეს–რელიზების

გავრცელება, ინტერვიუების ორგანიზება, პრეს–კონფერენციებისა და მედია–ბრიფინგების

ორგანიზება და სხვ.)

– მედია მონიტორინგი (საინფორმაციო საშუალებების ზოგადი ანალიზი, პრეს–დაიჯესტების

მომზადება და მათი გავრცელება, მედია გაშუქების არქივაცია)

– თანამშრომლების ინფორმირება (შიდა ქსელში მედია მონიტორინგის შედეგების გავრცელება)

– ღონისძიებების და კამპანიების დაგეგმვა – ორგანიზება

– სარეკლამო და პრომო მასალების დამზადება

– სარეკლამო კამპანიების მართვა

– საზოგადოებრივი აზრის და მომხმარებლების მოთხოვნილებების კვლევა (იშვიათ

შემთხვევებში)

მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ფუნქცია, არ არის დოკუმენტალიზირებული, ასახული და გაწერილი

სამუშაო აღწერილობაში, თითოეულ თანამშრომელს ნათლად აქვს გააზრებული საკუთარი ფუნქცია და

მასზე დაკისრებული მოვალეობები უშალო ხელმძღვანელთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე.

6 of 18 USAID PAR Task Order #06-04-0409-25

Ministry of Justice, Communication Strategy

Page 7: MoJ Communication Summary Report by IMG

იუსტიციის სამინისტროს კომუნიკაციის შეფასებითი ანგარიში

საქმიანობის რეგულირება და კოორდინაცია

პერსონალისა და პროცესების მართვის თვალსაზრისით, საკომუნიკაციო საქმიანობის რეგულირება

ხდება ვერტიკალური იერარქიის პრინციპის საფუძველზე. დავალებები მოდის ზემოდან ქვემოთ და

გადანაწილდება შემდეგი პრინციპით:

ხელმძღვანელი (მინისტრი, ქვე–უწყების უფროსი)

კომუნიკაციური სტრუქტურული ერთეულის უფროსი

ერთეულის თანამშრომელი

მსგავსი ვერტიკალით, ქვემოდან ზემოთ, ხორციელდება ანგარიშგებაც საზოგადოებასთან

ურთიერთობების პროცესის მიმდინარეობის თაობაზე. თუმცა, რეპორტინგი არ წარმოებს რაიმე

დადგენილი წერილობითი ფორმით და ან რაიმე გამოხატული რეგულარობით.

სამინისტროსა და მისი ქვე–უწყებების საკომუნიკაციო ერთეულების ურთიერთობა სხვა სტრუქტურულ

ერთეულებთან არ ატარებს, ასევე, რეგლამენტირებულ ხასიათს და ეფუძნება საზოგადოებასთან

ურთიერთობების სტრუქტურული ერთეულის ხემძღვანელის პირად კონტაქტს და უწყების პირველი

პირის ავტორიტეტს, რომელიც უშუალო კოორდინაციას უწევს პიარ სამსახურს. ჯერჯერობით, არ

ყოფილა შემთხვევა, როდესაც საზოგადოებასთან ურთიერთობების თანამშრომლები მიმდინარე

სიტუაციის, სამომავლო გეგმებისა და სტრატეგიების განსახილველად ერთად შეხვედრილიყვნენ.

7 of 18 USAID PAR Task Order #06-04-0409-25

Ministry of Justice, Communication Strategy

Page 8: MoJ Communication Summary Report by IMG

იუსტიციის სამინისტროს კომუნიკაციის შეფასებითი ანგარიში

რაც შეეხება კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულების ურთიერთობას სხვა

უწყებებთან და ერთმანეთთან, აქაც მკვეთრად გამოკვეთილი ურთიერქმედების სისტემა არსებობს, რაც

სამინისტროს პირველი პირის უშუალო დამსახურებაა და ზოგადად იმ ახალი პოზიციის

გამოხატულებაა, რომლის მიხედვითაც იუსტიციის სამინისტრო უნდა იყოს ერთიანი სტრუქტურა,

სადაც ცენტრალურ აპარატს ერთგვარი კოორდინატორის როლი მიენიჭება. იუსტიციის სამინისტროს

ადმინისტრაციული დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამმართველო მომავალში

კოორდინაციას გაუწევს სხვა ქვე–უწყებების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ყოველდღიურ

საქმიანობას, რაც გამოიხატება შემდეგში:

– დაგეგმილი აქტივობების გეგმის წინასწარ შეთანხმება სამმართველოს უფროსთან, რაც

უმეტესად ინფორმირებისა და საქმის კურსში ჩაყენების ფორმას ატარებს, ვიდრე ნებართვის

აღებას რაიმეს განხორციელებაზე

– სამინისტროს მაღალი დონის მენეჯმენტის გადაწყვეტილებებისა და სურვილების მიწოდება

სამმართველოს მიერ სხვა უწყებების პიარ სამსახურებთან

– ერთობლივი საკომუნიკაციო პროექტების არსებობის შემთხვევაში, სამინისტროს სამმართველოს

მიერ პროექტების ხელმძღვანელობა

– მედიასთან ურთიერთობაში სამმართველოს მხარდაჭერა ქვე–უწყებების საზოგადოებასთან

ურთიერთობების განყოფილებების მიმართ

– ტექნიკური დახმარება ერთმანეთს შორის (მაგ: ფოტოაპარატის, ვიდეოკამერის, კომპიუტერის

და სხვა საშუალებების თხოვება)

თუმცა ეს სისტემა არ არის გაწერილი და რეგლამენტირებული.

თითოეული პიარ სამსახურების უფროსებისა და თანამშრომლების ურთიერთქმედება ძირითადად

შემდეგ პრინციპებს ეფუძნება:

– უფროსი ადგენს დავალებებს და შემდეგ თვალყურს ადევნებს მათ ადექვატურ შესრულებას

– ანგარიშგება და ინფორმაციის გაცვლა ხდება ვერბალური სახით (არა სისტემატიურად)

– თანამშრომლების ინიციატივები ძირითადად წარმოჩინდება უკვე არსებული დავალების

ეფექტიანად შესრულების კუთხით

ამასთან, ყველა ქვე–უწყების საკომუნიკაციო სტრუქტურულ ერთეულში გუნდური მუშაობა არსებობს

და კონკრეტული დავალებები სრულდება (1) ურთიერგაგების, (2) ურთიერთდახმარებისა და (3)

ურთიერთდაზღვევის საფუძველზე.

8 of 18 USAID PAR Task Order #06-04-0409-25

Ministry of Justice, Communication Strategy

Page 9: MoJ Communication Summary Report by IMG

იუსტიციის სამინისტროს კომუნიკაციის შეფასებითი ანგარიში

მატერიალურ–ტექნიკური ბაზა

იუსტიციის სამინისტროსა და მისი ქვე–უწყებების საკომუნიკაციო სტრუქტურული ერთეულების

თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილია იმ აუცილებელი მინიმუმით, რაც მისი საქმიანობის

შესრულებისთვის არის საჭირო, მათ შორის:

– პერსონალური კომპიუტერული ტექნიკით/ინტერნეტით

– ადექვატური საოფისე სივრცით/ავეჯით

– საკანცელარიო ნივთებით და სხვა წვრილმანი საჭიროებებით

თუმცა, რამოდენიმე გამონაკლისის გარდა, სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა

დააფიქსირეს მათი საქმიანობისთვის აუცილებელი დამატებითი ტექნიკური აღჭურვილობის

საჭიროება, მათ შორის (1) ფოტოაპარატის, (2) ვიდეოკამერის და (3) განსაკუთრებული ფუნქციის

კომპიუტერული აპარატურის. ამასთან, საკომუნიკაციო ერთეულებს, ძირითად შემთხვევებში არ

გააჩნიათ სამსახურეობრივი სატრანსპორტო საშუალებები. მაგრამ, ეს ნაკლოვანებები, მოცემულ ეტაპზე,

ჩანს, რომ სერიოუზულად არ მოქმედებს პიარ სამსახურების საქმიანობის ეფექტიანობაზე.

საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება

ძირითადი საკომუნიკაციო არხები და საშუალებები, რომლებსაც სამინისტროს საკომუნიკაციო

ერთეულები იყენებენ საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში, მასობრივი მედია საშუალებებს

წარმოადგენენ, სადაც წამყვანი ადგილი უჭირავს ტელევიზიებს და საინფორმაციო სააგენტოებს.

ელექტრონულ მედია საშუალებებთან პიარ სამსახურის წარმომადგენლებს კარგად აწყობილი

ურთერთქმედების სისტემა გააჩნიათ, რომელიც შემდეგი ძირითადი კომპონენტებისაგან შედგება:

– სამინისტრო ან მისი ქვე–უწყება პერმანენტულად ავრცელებს მედია–რელიზებს საინფორმაციო

სააგენტოებსა და ტელევიზიებში(ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის ან სიახლის

შემთხვევაში ბეჭდვით მედიასა და რადიოებშიც) ან აწყობს პრეს–კონფერენციებს.

9 of 18 USAID PAR Task Order #06-04-0409-25

Ministry of Justice, Communication Strategy

Page 10: MoJ Communication Summary Report by IMG

იუსტიციის სამინისტროს კომუნიკაციის შეფასებითი ანგარიში

– ელექტრონული მედია საშუალებები სხვადასხვა ფორმით, მაგრამ თითქმის მუდმივად

ესწრებიან სამინისტროს/ქვე–უწყებების ღონისძიებებს და რეაგირებენ მიწოდებულ

ინფორმაციაზე, რაც გამოიხატება უწყების აქტივობების გაშუქებაში

– მედიის წარმომადგენლების დაინტერესების შემთხვევაში, საზოგადოებათან ურთიერთობების

სამსახურების თანამშრომლები პასუხობენ მათ საჭიროებებს

– პიარ სამსახურების მოთხოვნის საფუძველზე ჟურნალისტები და მედია პროდიუსერები

„ასწორებენ“ მათ მიერ მომზადებულ მასალას

რაც შეეხება სხვა ტიპის საკომუნიკაციო საშუალებებს, მათი გამოყენება არ ატარებს ინტენსიურ ხასიათს,

თუმცა აქ შეიძლება შემდეგი ორი არხის გამოყოფა, მათივე მახასიათებლების ჩვენებით:

ვებ–საიტი შეხვედრები სამიზნე აუდიტორიასთან

– ყველა უწყებას გააჩნია საკუთარი საიტი

– ზოგიერთი ვებ–გვერდი არ მოიცავს დეტალურ

და სასარგებლო ინფორმაციას

– ზოგიერთი საიტი ფუნქციონალურად მწირია4

– არ არის ადვილად მართვადი

ადმინისტრატორებისთვის

– მომხმარებლისთვის რთულად აღსაქმელი და

ძნელად გასაგები სტრუქტურა გააჩნიათ

– სხვადასხვა უწყებები სხვადასხვა მიზნისა და

სხვადასხვა ხასიათისას ახორციელებენ

– არის მაგალითები მიზამნიმართული და

პერმანენტული ხასიათის შეხევრებისა5

– არ ხორციელდება განსხვავებულ სამიზნე

ჯგუფებთან მიმართებაში

– არ ხდება ხელმძღვანელი თანამდებობის

პირების ბოლომდე მონაწილეობა

რაც შეეხება კომუნიკაციას შიდა აუდიტორიასთან, ამ შემთხვევაში გამოიყენება ძირითადად (1) ელ.

ფოსტის მისამართების სია და (2) განცხადებების დაფა6. ზოგიერთ შემთხვევაში კი ინფორმაცია

ვრცელდება გაფართოებული თათბირების დროს, სადაც მონაწილეობენ ზედა და საშუალო დონის

მენეჯმენტის წარმომადგენლები. პიარ სამსახურები პრეს–რელიზებსა და მედია მონიტორინგის

შედეგებს ავრცელებენ სხვადასხვა უწყებებისა და დეპარტამენტების ხელმღვანელებს შორის ელ.ფოსტის

მისამართების სიის გამოყენებით.

4 დადებით გამონაკლისად შეიძლებ ჩაითვალოს სამოქალაქო რეესტრის, განსაკუთრებით კი საჯარო რეესტრის ოფიციალური ვებ–გვერდები 5 შეიძლება გამოიყოს პროკურატურის კამპანია ბავშვებთან შეხვედრების კუთხით და სამოქალაქო რეესტრის სკოლებში სწავლების კამპანია პირადობის მოწმობების პროპაგანდის მიზნით 6 საჯარო რეესტრის სააგენტოში შიდა ინფორმირებისთვის იყენებენ კომპიუტერულ ქსელსაც

10 of 18 USAID PAR Task Order #06-04-0409-25

Ministry of Justice, Communication Strategy

Page 11: MoJ Communication Summary Report by IMG

იუსტიციის სამინისტროს კომუნიკაციის შეფასებითი ანგარიში

აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი

მოცემული თავისთვის საჭირო იქნება საქმიანობის მთლიანი პროცესის ძირითადი კომპონენტების

შეფასება, როგორიცაა:

1. სიტუაციის ანალიზი

2. მიზნების დასახვა

3. გადაწყვეტის გზების გამონახვა

4. დაგეგმვა

5. დაბიუჯეტება

6. განხორციელება

7. შეფასება

8. ანგარიშგება

განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტროში და სხვადასხვა დოზით, ასევე, სხვა ქვე–უწყებებშიც

გადაწყვეტილებების მიღება ხდება ხელმძღვანელი პირების მიერ, ვინც წინასწარ დაუგეგმავი

პროცედურით, პირდაპირ აწვდის სიახლეებზე ინფორმაციას საზოგადოებასთან ურთიერთობაზე

პასუხისმგებელ პირებს. საკომუნიკაციო სტრუქტურული ერთეულები კონკრეტული დავალებების

შესრულებაზე არიან პასუხისმგებლები, მათ შორის, აღნიშნული დავალებების შესრულების დაგეგმვასა

და განხორციელებაზე. დაბიუჯეტება და შეფასება არ წარმოადგენს პიარ სამსახურების ფუნქციებს,

რადგან ფონდების მოძიება მიიჩნევა ხელმძღვანელების პირდაპირ მოვალეობად, ხოლო უფროსების

მიერ საზოგადოებასთან ურთიერთობების თანამშრომლების შეფასება სუბიექტურ ხასიათს ატარებს.

ანაგარიშგება კი ხდება სპონტანური საუბრების გზით, წინასწარ განსაზღვრული პროცედურების

გამოყენების გარეშე.

11 of 18 USAID PAR Task Order #06-04-0409-25

Ministry of Justice, Communication Strategy

Page 12: MoJ Communication Summary Report by IMG

იუსტიციის სამინისტროს კომუნიკაციის შეფასებითი ანგარიში

შეფასების სისტემა

იუსტიციის სამინისტროსა და მისი ქვე–უწყებების საკომუნიკაციო ერთეულების მიერ წარმოებული

საზოგადოებასთან ურთიერთობების შეფასების ძირითად საშუალებას მედია მონიტორინგის

დოკუმენტების შემუშავება წარმოადგენს, სადაც შედის საკუთარი რესურსებით მომზადებული პრეს–

დაიჯესტები და გარედან მობილიზებული მედია მონიტორინგის ანგარიშები. თუმცა, ამას შეზღუდული

სარგებელი მოაქვს. მათ შორის:

– მედია მონიტორინგის სისტემა იძლევა ძირითადად რაოდენობრივი შეფასების საშუალებას, რაც

გამოიხატება გაშუქებული სიუჟეტების ან გასული სტატიების რაოდენობრივ აღწერაში

– მედია მონიტორინგის შინაარსობრივი ანალიზი, მხოლოდ ორი სახის დასკნას იძლევა

(ნეგატიური თუ პოზიტიური)

– პრეს–დაიჯესტი, რომელიც ეგზავნება თანამშრომლებს ყოველდღიურად (ზოგჯერ დღეში

ორჯერ) მხოლოდ კრებულია სამინისტროს, მისი ქვე–უწყებების, ან ზოგადად სფეროს შესახებ

დამზადებული მედია პროდუქციისა.

გარდა იმისა, რომ საკომუნიკაციო პროცესების შეფასებისთვის არ ტარდება შიდა და გარე კვლევები7,

განხორციელებულ საქმიანობებშიც შეიძლება შემდეგი ხარვეზების პოვნა:

– ხდება საქმიანობის დუბლირება, როდესაც სხვადასხვა უწყებების მიერ მომზადებული

ანგარიშები ფარავენ ერთმანეთს, ან მოიცავენ გარედან შეძენილი მედია მონიტორინგის

სისტემების ანგარიშებს

– მედია–დაიჯესტის, რის მომზადებაზეც საკმაოდ დიდი ადამიანური და დროითი რესურსი

იხარჯება, გავრცელების შემდეგ, არ არის კონტროლის მექანიზმი, რომელიც შეამოწმებდა თუ

როგორ იყენებენ თანამშრომლები მიღებულ დაიჯესტს საკუთარი საქმიანობის

გაუმჯობესებაში, ან როგორ ეხმარება თავად პიარ სამსახურებს ეს სისტემა დაგეგმარების

პროცესში

7 გამონაკლისია საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული კვლევები

12 of 18 USAID PAR Task Order #06-04-0409-25

Ministry of Justice, Communication Strategy

Page 13: MoJ Communication Summary Report by IMG

იუსტიციის სამინისტროს კომუნიკაციის შეფასებითი ანგარიში

ზოგადი დახასიათება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი ქვე–უწყებების საკომუნიკაციო პროცესის

კონკრეტული მიმართულებების ანალიზის პროცესში გამოიკვეთა ზოგადი სურათიც, რომლის

ფარგლებშიც, საერთო წარმოდგენის შექმნისთვის, მნიშვნელოვანი მექანიზმია შემდეგი კომპონენტების

გამოყოფა და აღწერა:

– ძლიერი მხარეები

– ხელის შემშლელი პირობები

– სამომავლო ინიციატივები

ძლიერი მხარეები

საზოგადოებასთან ურთიერთობების მიმართულებით, იუსტიციის სამინისტროსა და მის

დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ–ებში გამოიკვეთა მიზანმიმართული საკომუნიკაციო პროცესის

არსებობა, მათ შორის: (1) ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული საკომუნიკაციო კამპანიების

განხორციელების გამოცდილება; (2) ელექტრონული და ბეჭდვითი მედიის წარმომადგენლებთან

მჭიდრო ურთიერთობი; (3) სტრატეგიული გეგმით გაზიარება და გააზრება8 და (4) მაღალი დონის

მენეჯმენტის მხარდაჭერა.

განხორციელებული პროექტებიდან შეიძლება შემდეგი წარმატებული მაგალითების გამოყოფა:

– მთავარი პროკურატურის კამპანია სკოლებსა და ბავშვთა სახლებში

პროკურორების მიმართ საზოგადოებაში არსებული უარყოფითი დამოკიდებულების განეიტრალების მიზნით,

ხორციელდება რეგულარული სახის შეხვედრები სხვადასხვა სკოლებისა და ბავშვთა სახლების

მოსწავლეებთან, რომლის დროსაც ხდება მცირეწლოვანთა დამნაშავეობისა და ნარკომანიის წინააღდეგ

მიმართული გზავნილების მიწოდება ბავშვებისთვის

– სამოქალაქო და საჯარო რეესტრების ვებ–გვერდების ინტერაქტიური ხასიათი

სააგენტოების სერვისების სათანადო საინფორმაციო მხარდაჭერისა და მოქალაქეთა კომფორტული

მომსახურების მიზნით მაქსიმალურად გამარტივდა საჭირო ინფორმაციის ვებ–გვერდების მეშვეობით მოძიება

და მიღება, რამაც შეამცირა რიგები და გაზარდა მოსახლეობის კმაყოფილების დონეც

– სამოქალაქო რეესტრის პირადობის მოწმობების კამპანია სკოლებში

8 ძირითადად სამოქალაქო და საჯარო რეესტრების მიერ

13 of 18 USAID PAR Task Order #06-04-0409-25

Ministry of Justice, Communication Strategy

Page 14: MoJ Communication Summary Report by IMG

იუსტიციის სამინისტროს კომუნიკაციის შეფასებითი ანგარიში

პირადობის მოწმობების ქონის აუცილებლობისა და მათი გაცემის პროცესის გაადვილების გამო სამოქალაქო

რეესტრის სააგენტომ განათლების სამინისტროს მხარდაჭერით გამართა საინფორმაციო შეხვედრა მოწმობების

მნიშვნელობისა და მისი აღების პროცედურების თაობაზე ყველა საჯარო სკოლაში, რისთვისაც გამოიყენა

საკუთარი მთავარი და რეგიონალური ოფისების წინასწარ მომზადებული თანამშრომლები

– საჯარო რეესტრის მიერ წარმოებული საინფორმაციო–სარეკლამო კამპანიები მომსახურების

ახალი ფორმების თაობაზე

საჯარო რეესტრის ინოვაციური სერვისული პროდუქტების სამიზნე აუდიტორიამდე მიტანის მიზნით

დამზადდა სხვადასხვა სახის საინფორმაციო სატელევიზიო კლიპები, რომელთა მედია განთავსება მოხდა

პარალელურად, რამაც გაზარდა საინფორმაციო ეფექტი

– აღსრულების ეროვნული ბიუროს კამპანია სასამართლო აღმასრულებლების აკრედიტაციის

თაობაზე

სპეციფიური სამიზნე აუდიტორიის არსებობის გამო აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებმა გამოიყენეს

განსხვავებული საკომუნიკაციო საშუალება და არხი, რათა ეფექტიანად მიეწოდებინათ ინფორმაცია

აკრედიტაციაში მონაწილეობის მსურველი იურისტებისა და იურიდიული კომპანიების თანამშრომლებისთვის

სხვადასხვა უწყების პიარ სამსახურების მიერ განხორციელებულმა ზემოთ აღწერილმა ყველა პროექტმა

სხვადასხვა სახის და დონის წარმატებას მიაღწია, სადაც ნათლად წარმოჩინდა სტრატეგილი მიდგომის

შემდეგი ელემენტები: (1) სწორად შეირჩა სამიზნე აუდიტორია; (2) განისაზღვრა საკომუნიკაციო

გზავნილები; (3) მოხდა ზუსტი საკომუნიკაციო არხების პოვნა და (4) პროექტების მართვა ატარებდა

გეგმიურ და მიზანმიმართულ ხასიათს.

აღნიშნული პროექტების წარმატება და სპეციფიური მიზნების მიღწევა, ასევე, კომუნიკაციის

ალტერნატიული გზების გამოყენებით იყო განპირობებული. მათ შორის: (1) საჯარო შეხვედრებით; (2)

თანამედროვე ინტერნეტ ტექნოლოგიებითა და (3) საინფორმაციო მასალების გავრცელებით.

მსგავსი პროექტების მეტად გამოყენება მომავალში გაზრდის სამინისტროსა და მისი ქვე–უწყებების

საკომუნიკაციო პრაქტიკის ეფექტიანობას, რისი ასახვაც სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმებში, მეტად

სრულფასოვან ხასიათს მიანიჭებს საზოგადოებასთან ურთიერთობების პროცესს.

ხელისშემშლელი პირობები

მნიშვნელოვანია ის ხელისშემშლელი პირობები, რომლებიც გამოიკვეთა კომუნიკაციაზე

პასუხისმგებელი პირების ინტერვიურების დროს. მათ შორის:

14 of 18 USAID PAR Task Order #06-04-0409-25

Ministry of Justice, Communication Strategy

Page 15: MoJ Communication Summary Report by IMG

იუსტიციის სამინისტროს კომუნიკაციის შეფასებითი ანგარიში

– იუსტიციის სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის ნეგატიური/დახურული იმიჯი

– საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერების შეზღდული ცოდნა სამინისტროს

განვითარების სტრატეგიული გეგმის თაობაზე9

– პიარ თანამშრომლების ნაკლები მონაწილეობა ბიუჯეტირების პროცესში

– დაგეგმარების სპონტანური ხასიათი (არსებობს მაქსიმუმ ერთკვირიანი წინასწარი გეგმები,

რომელთა შედგენაც ძირითადად ხდება ხელმძღვანელობის დავალებების საფუძველზე)

– ზოგიერთი ვებ–გვერდის არსებობის მიუხედავად, მათი ნაკლები გამოყენება საკომუნიკაციო

პროცესში

ხელისშემშლელი პირობებიდან უმეტესობის გამოსწორების მექანიზმები ჩაიდება სტრატეგიული

დაგეგმარებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში, რაც იმუშავებს საკომუნიკაციო

პროცესის ეფექტიანობის გაზრდაზე.

ინიციატივები

იუსტიციის სამინისტროსა და მისი ქვე–უწყებების საკომუნიკაციო პროცესის შეფასების დროს

გამოიკვეთა, ასევე, კონკრეტული ინიციატივები და საპროექტო იდეები, რომელთა განხორციელებაც

იგეგმებოდა უახლოეს მომავალში, მათ შორის:

– სამინისტროს ახალი საიტის შემუშავება

– მთავარი პროკურატურის საიმიჯო კამპანიის განხორციელება

– ბიომეტრიული პასპორტების საინფორმაციო კამპანიის მართვა სამოქალაქო რეესტრის მიერ

– საჯარო რეესტრის სარეკლამო კამპანია და ცვლილებები ვებ–გვერდზე

მოცემული ინიციატივების არსებობა იძლევა იმის დასკვნის საშუალებას, რომ იუსტიციის

სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ–ების კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი პირებს

გააჩნიათ სტრატეგიული, გრძელვადიანი მიდგომები და სპეციალური სახელმძღვანელო დოკუმენტის

შექმნის მოთხოვნილება.

9 მოცემულ ეტაპზე, საკომუნიკაციო სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფმა გაავრცელა საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელ პირებს შორის სტრატეგიული გეგმის სამუშაო ვარიანტი

15 of 18 USAID PAR Task Order #06-04-0409-25

Ministry of Justice, Communication Strategy

Page 16: MoJ Communication Summary Report by IMG

იუსტიციის სამინისტროს კომუნიკაციის შეფასებითი ანგარიში

სასურველი ცვლილებები და მოლოდინები

იუსტიციის სამინისტროს პიარ სამსახურების თანამშრომლების ინტერვიურების დროს, პერსონალის

მხრიდან დაფიქსირდა გარკვეული სახის სურვილები და მოლოდინები, რაც შემდეგი სახის

არგუმენტებში გამოიხატა:

– დაგეგმარების პროცესის არსებობა მნიშვნელოვანია. გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის

შემუშავება კი შესაბამისად გაზრდის პიარ სამსახურების საქმიანობის ეფექტიანობას

– თანამშრომელთა უმრავლესობის სურვილია მიიღოს მეტი პროფესიული ინფორმაცია და

ჩაიდოს ინვესტიცია მათ გადამზადებაში

– მეტი მონაწილეობა გადაწყვეტილების პროცესში (როგორც საზოგადოებასთან

ურთიერთიერთობების სტრუქტურული ურთიერთობების შიგნით, ასევე პიარ თანამშრომლებსა

და ხელმძღვანელობას შორის) უფრო ეფექტიანს გახდის საკომუნიკაციო პროცესის

განხორციელებას

– მატერიალურ ბაზის გაუმჯობესება და ტექნიკური საშუალებების გაუმჯობესება გაზრდის

კონკრეტული საკომუნიკაციო პროექტების

– სხვადასხვა უწყებების პიარ სამსახურების მეტად კოორდინირებული საქმიანობა და ხშირი

შეხვედრები გაადვილებს ერთიანი მიზნების მიღწევას

16 of 18 USAID PAR Task Order #06-04-0409-25

Ministry of Justice, Communication Strategy

Page 17: MoJ Communication Summary Report by IMG

იუსტიციის სამინისტროს კომუნიკაციის შეფასებითი ანგარიში

დანართი 1 – გამოკითხულთა სია

# სახელი, გვარი უწყება სტრუქტურული ერთეული თანამდებობა ინტერივიუს

თარიღი

1. ხათუნა იოსავა უფროსი 03.06.2009

2. თათული მახარობლიშვილი მრჩეველი 03.06.2009

3. შორენა ანჯაფარიძე მრჩეველი 04.06.2009

4. ნინო კორკელია მრჩეველი 03.06.2009

5. ეკა ჩოჩუა

სამინისტროს

ცენტრალური

აპარატი

საზოგადოებასთან

ურთიერთობების სამმართველო

მრჩეველი 04.06.2009

6. შორენა გიგაური უფროსი 03.06.2009

7. მაია აბრამიშვილი

საერთაშორისო

ორგანიზაციებთან და

საზოგადოებასთან

ურთიერთობების განყოფილება

მრჩეველი 03.06.2009

8. ქეთევან კვინიკაძე

აღსრულების

ეროვნული ბიურო

ადმინისტრაცია უფროსი 04.06.2009

9. ეკა მამალაძე უფროსი 05.06.2009

10. თეა ქიმერიძე

სამოქალაქო

რეესტრის

სააგენტო

საზოგადოებასთან და მას–

მედიასთან ურთიერთობების

სამსახური

მთავარი

სპეციალისტი 05.06.2009

11. ეკა ერგემლიძე უფროსის

მოადგილე 03.06.2009

12. ცირა პატარაია მრჩეველი 04.06.2009

13. დავით ასათიანი

საჯარო რეესტრის

სააგენტო

საზოგადოებასთან

ურთიერთობებისა და

მარკეტინგის სამსახური მრჩეველი 04.06.2009

14. მაია ტყებუჩავა ნოტარიუსთა პალატა

სამეცნიერო

და სასწავლო

დირექტორი

05.06.2009

15. მერი წულუკიძე

დეკლარაციების

საინფორმაციო

ბიურო

დეკლარაციების ანალიზისა და

საზოგადოებასთან

ურთიერთობების განყოფილება

წამყვანი

სპეციალისტი 05.06.2009

16. ნატალია გლადჩენკო უფროსი 08.06.2009

17. სოფიო ჯობავა ეროვნული არქივი

საზოგადოებასთან და

საერთაშორისო

ორგანიზაციებთან

ურთიერთობების განყოფილება

უფროსი

სპეციალისტი 08.06.2009

17 of 18 USAID PAR Task Order #06-04-0409-25

Ministry of Justice, Communication Strategy

Page 18: MoJ Communication Summary Report by IMG

იუსტიციის სამინისტროს კომუნიკაციის შეფასებითი ანგარიში

დანართი 2 – შესწავლილი დოკუმენტების ჩამონათვალი

1. საქართელოს იუსტიციის სამინისტროს სტრატეგიული განვითარების გეგმის სამუშაო ვარიანტი

(1 ივნისის რედაქცია)

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო

მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს დებულება

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულება

4. საქართველოს მთავრობა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოs 2007-2011 წლების სტრატეგიული

გეგმა - (2008 წლის 23 დეკემბერს რედაქციით)

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შრომის

შინაგანაწესი

18 of 18 USAID PAR Task Order #06-04-0409-25

Ministry of Justice, Communication Strategy