12
გამოცემის მეთოთხმეტე წელი “LITERATURULI MESKHETI” გიორგი ლეონიძე # 1 ( 157 ) იანვარი 2012 წელი ფასი 40 თეთრი “литературули месхети” “დადგით მესხეთში აკვნები, აღზარდეთ კვლავ რუსთაველი” ცამდე აზიდულს და უსასრულოს, როგორ გიხდება მკვრივი გუმბათი, მე რომ შემეძლოს მთელ საქართველოს მზის შარავანდით გადავხურავდი. და ჩამოვკრავდი ყველა სამრეკლოს, მიძინებულ მთებს სულს ჩავუდგამდი, მტერსა და ორგულს უნდა გაეგო, რა საოცარი რწმენით ვსუნთქავდით. ო, წმინდა ჯვარო, გუმბათზე მდგარო, მუხლმოდრეკილი გვედრი მავანი, მხოლოდ შენ უწყი ქართველი ერის დიდი წარსულიც და მომავალიც. დაგვიმწყალობე ყოველი მართვე, გაგვიმთლიანე დაჭრილი გული, და დაუბრუნე თვითეულ ქართველს რწმენა, დიდი ხნით დავიწყებული! ზურაბ მამულაშვილი “ახლა კი, როდესაც აღდგა საქართ- ველოს თავისუფლება, აუცილებელია, შეგნებულად დაფარული წარსულის წარმოჩენა და საქართველოს ობიექ- ტური მატიანის დაწერა უხსოვარი დროიდან დღემდე (აღნიშნულ სა- კითხზე ბოლო სხდომაზე იმსჯელა წმ.სინოდმა და მიიღო სათანადო გადაწყვეტილება). ამას ჯერ კიდევ XIX ს-ში და XX ს-ის დასაწყისში ცდილობდნენ ჩვენი სასიქადულო მა- მულიშვილნი, მაგრამ მათი ნააზრევი მაშინდელი სახელმწიფოებრივი იდე- ოლოგიის საპირწონედ, ბუნებრივია, ვერ იქცა. მაგალითად, გავიხსენოთ წმინდა ილია მართალი, რომელიც ქართველ- თა ფესვებს უკავშირებს ურარტულ წიაღს, რასაც, ალბათ, ისიც განაპი- რობებდა, რომ ურარტუელთა სამ მთავარ ღვთაებას შორის უპირველესს “ქალდი” ერქვა. “ურარტუელნი ქართველთა წინა- პარნი ყოფილან, ქართველთა სისხლ- ხორცნი”, — წერს იგი “ქვათა ღაღად- ში” და ამ აზრს მისი დროის უცხოელ მეცნიერთა კვლევებიც ამყარებს. თავის ცნობილ ნაშრომში — “ივე- რიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში”, — კათალიკოს-პატრიარ- ქი კირიონიც არაერთხელ აღნიშნავს, რომ ქართველნი შთამომავალნი არიან ქალდეველთა, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს უძველესი მსოფლიო ისტორიისა და კულტურის განვითარებაში. საყურადღებოა, რომ “ქალდი” დღე- საც ჰქვია უძველეს ქართულ კუთხეს ტრაპიზონის მთებში, სადაც ოდითგან ცხოვრობდნენ ლაზები. “ქალდეად” ლაზურ-ჭანურ სივრცეს მოიაზრებს დიდი მეცნიერი პავლე ინგოროყვაც. ამ ტოპონიმთან დაკავშირებით კი პირველი ინფორმაცია ჩვენს წერილო- ბით წყაროებში ლეონტი მროველთან გვხვდება. “ქართლის ცხოვრებაში” ვკითხულობთ: “კუალად გამოვიდნენ სხუანი ნათესავნი ქალდეველნი და დაეშენეს იგინიცა ქართლს”. სიტყვა “ქალდიდან” უნდა იყოს ნაწარმოები ჩვენი ერის ეთნონიმი “ქართიც”, რომელსაც, ალბათ, უფრო ინფორმაციის უქონლობის გამო, მეც- ნიერთა დიდი ჯგუფი მხოლოდ ჩრდი- ლოეთ-აღმოსავლეთ საქართველოს აღმნიშვნელად მიიჩნევდა. სინამდვილეში “ქალდი” საერთო ქართული სამყაროს, კოლხეთის ცენტრს, მის გულს ერქვა. გვიან- დელ პერიოდში კი, უცხოტომელთა ზეწოლის შედეგად, ამ ცენტრმა ქართული ტომებითვე დასახლებულ ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, იმავე წიაღში, გადმოინაცვლა და შეიქმნა ქართლის სამეფო, რომლის სახელწოდებაც, როგორც დიდი ილია ვარაუდობს, სწორედ “ქალდიდან” მომდინარეობს. ამდენად, ქალდი — ქართი — ქარ- თლი — ქართველი, ჩვენი ერის ისტორიული გზის, ჩვენი ერთობის გამომხატველი ტერმინია.” ილია მეორე საქართველოს პატრიარქი რწმენა, დიდი ხნით დავიწყებული! საშობაო ეპისტოლედან: გილოცავთ შობა-ახალ წელს! გილოცავთ შობა-ახალ წელს! საფარა

No.1 (157)

  • Upload
    -

  • View
    373

  • Download
    0

Tags:

Embed Size (px)

DESCRIPTION

გაზეთ "ლიტერატურულ მესხეთის" 2011 წლის I ნომერი. ელექტრონული ვერსია. გაზეთი გამოდის თვეში ერთხელ.

Citation preview

გამოცემის მეთოთხმეტე წელი “LITERATURULI MESKHETI”

გიორგი ლეონიძე

#1 (157)იანვარი

2012 წელიფასი 40 თეთრი

“литературули месхети”

“დადგით მესხეთში აკვნები, აღზარდეთ კვლავ რუსთაველი”

ცამდე აზიდულს და უსასრულოს,როგორ გიხდება მკვრივი გუმბათი,მე რომ შემეძლოს მთელ საქართველოსმზის შარავანდით გადავხურავდი.და ჩამოვკრავდი ყველა სამრეკლოს,მიძინებულ მთებს სულს ჩავუდგამდი,

მტერსა და ორგულს უნდა გაეგო,რა საოცარი რწმენით ვსუნთქავდით.ო, წმინდა ჯვარო, გუმბათზე მდგარო,მუხლმოდრეკილი გვედრი მავანი,მხოლოდ შენ უწყი ქართველი ერისდიდი წარსულიც და მომავალიც.

დაგვიმწყალობე ყოველი მართვე,გაგვიმთლიანე დაჭრილი გული,და დაუბრუნე თვითეულ ქართველსრწმენა, დიდი ხნით დავიწყებული!

ზურაბ მამულაშვილი

“ახლა კი, როდესაც აღდგა საქართ-ველოს თავისუფლება, აუცილებელია, შეგნებულად დაფარული წარსულის წარმოჩენა და საქართველოს ობიექ-ტური მატიანის დაწერა უხსოვარი დროიდან დღემდე (აღნიშნულ სა-კითხზე ბოლო სხდომაზე იმსჯელა წმ.სინოდმა და მიიღო სათანადო გადაწყვეტილება). ამას ჯერ კიდევ XIX ს-ში და XX ს-ის დასაწყისში ცდილობდნენ ჩვენი სასიქადულო მა-მულიშვილნი, მაგრამ მათი ნააზრევი მაშინდელი სახელმწიფოებრივი იდე-ოლოგიის საპირწონედ, ბუნებრივია, ვერ იქცა.

მაგალითად, გავიხსენოთ წმინდა ილია მართალი, რომელიც ქართველ-თა ფესვებს უკავშირებს ურარტულ წიაღს, რასაც, ალბათ, ისიც განაპი-რობებდა, რომ ურარტუელთა სამ მთავარ ღვთაებას შორის უპირველესს “ქალდი” ერქვა.

“ურარტუელნი ქართველთა წინა-პარნი ყოფილან, ქართველთა სისხლ-ხორცნი”, — წერს იგი “ქვათა ღაღად-

ში” და ამ აზრს მისი დროის უცხოელ მეცნიერთა კვლევებიც ამყარებს.

თავის ცნობილ ნაშრომში — “ივე-რიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში”, — კათალიკოს-პატრიარ-ქი კირიონიც არაერთხელ აღნიშნავს, რომ ქართველნი შთამომავალნი არიან ქალდეველთა, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს უძველესი მსოფლიო ისტორიისა და კულტურის განვითარებაში.

საყურადღებოა, რომ “ქალდი” დღე-საც ჰქვია უძველეს ქართულ კუთხეს ტრაპიზონის მთებში, სადაც ოდითგან ცხოვრობდნენ ლაზები.

“ქალდეად” ლაზურ-ჭანურ სივრცეს მოიაზრებს დიდი მეცნიერი პავლე ინგოროყვაც.

ამ ტოპონიმთან დაკავშირებით კი პირველი ინფორმაცია ჩვენს წერილო-ბით წყაროებში ლეონტი მროველთან

გვხვდება. “ქართლის ცხოვრებაში” ვკითხულობთ: “კუალად გამოვიდნენ სხუანი ნათესავნი ქალდეველნი და დაეშენეს იგინიცა ქართლს”.

სიტყვა “ქალდიდან” უნდა იყოს ნაწარმოები ჩვენი ერის ეთნონიმი “ქართიც”, რომელსაც, ალბათ, უფრო ინფორმაციის უქონლობის გამო, მეც-ნიერთა დიდი ჯგუფი მხოლოდ ჩრდი-ლოეთ-აღმოსავლეთ საქართველოს აღმნიშვნელად მიიჩნევდა.

სინამდვილეში “ქალდი” საერთო ქართული სამყაროს, კოლხეთის ცენტრს, მის გულს ერქვა. გვიან-დელ პერიოდში კი, უცხოტომელთა ზეწოლის შედეგად, ამ ცენტრმა ქართული ტომებითვე დასახლებულ ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, იმავე წიაღში, გადმოინაცვლა და შეიქმნა ქართლის სამეფო, რომლის სახელწოდებაც, როგორც დიდი ილია

ვარაუდობს, სწორედ “ქალდიდან” მომდინარეობს.

ამდენად, ქალდი — ქართი — ქარ-თლი — ქართველი, ჩვენი ერის ისტორიული გზის, ჩვენი ერთობის გამომხატველი ტერმინია.”

ილია მეორე – საქართველოს პატრიარქი

რწმენა, დიდი ხნით დავიწყებული!

საშობაო ეპისტოლედან:

გილოცავთ

შობა-ახალ

წელს!

გილოცავთ

შობა-ახალ

წელს!საფარა

ლიტერატურული მესხეთი2 2012 წელი, იანვარი

შალვა ამინაშვილი პროზა

დასასრული მე-10 გვ.

ის იყო ძროხა, ჩემი ახლად ნამშობიარე-ბი “შველია”, გავაყოლე ნახირს, სახლში შემოვბრუნდი, ნელისგან ჩამოტანილი, რაჟდენ გოგობერიშვილისაგან საგანგებოდ ჩემთვის გამოგზავნილი “ლიტერატურული საქართველო” და სხვა გაზეთების წასაკით-ხად მოვემზადე, რომ ნოდარ ოქრუაშვილმა დამიძახა: თითქოს არ მესიამოვნა, რადგან მის მოსვლას არაყის სმა უნდა მოჰყვეს, ვიცი. არადა, ჩაფიქრებული მქონდა, დღეს არ დამელია. ჩვენები, ცოლიცა და შვილე-ბიც, რძალიც კი, მსაყვედურობენ, დღეში ორჯერ თვრებიო. ვის რას ვუშავებ, რომ ვთვრები-მეთქი, მაგრამ, ვიცი, რომ არა აქვს გამართლება ამდენ სმას. დროა წამხდარი. დრომ ამიყოლია, თორემ, ჩემი ლოთობა ვის გაეგო. აჰა, აი ახლაც...

— შეიძლება შემოვიდე? — ჭიშკრიდანვე მეკითხება ნოდარი.

— რა გინდა, ნოდარ, რათ უნდა შემოხვი-დე, — არასტუმართმოყვრულად ვხვდები ნოდარს.

— ჯერ, დილა მშვიდობისა.— გაგიმარჯოს.— დღეს არ დავლევ, ნოდარ, მოდი, ხანდა-

ხან დავისვენოთ სმისგან.— ვინ გასმევს, რომ არ დალევ კიდეც.— მაშ, რისთვის მოხვედი?!— წამოდი, გეძახიან!— ვინ მეძახის?— ბიჭები რაღაცას დავობენ და ვერ შე-

თანხმებულან.— ჩემი უბედურება იმაშია, ყველაფერს

ადვილად ვიჯერებ, ვიცი, რომ ნოდარი რაღა-ცას მატყუებს, მაგრამ, ცნობისმოყვარეობა მძალავს.

— რაზე დავობენ?— ვისია ეს ლექსი: “დამისხი, დამალევინე, ე ღვინო ოხერ-ტიალი,ეგება წაღმა ვიფიქროსოფლის უკუღმა ტრიალი!”— ვაჟასია.— ჰო და, მაგაზე დავობენ. ერთნი ამბობენ,

ვაჟა-ფშაველა ლოთი კი არ იყო, მაგას არ დაწერდაო. მეორენი — ხალხური იქნებაო. მერე თქვეს, წადი შალიკო ამინაშვილი მო-ძებნეთ, ის გვეტყვის სიმართლესო. და, აი, მეც წამოვედი.

წავყევი ნოდარს, ოღონდ თან ვაჟა-ფშავე-ლას ერთტომეული გავიყოლე.

მართლაც საკირეებთან (საკირეები ჰქვია, თორემ სადღაა საკირე. ადრე ყოფილა, კირი უწვიათ ჩვენ მამა-პაპას, ახლა იქ ჩანგრეულე-ბიღაა და ნაგავსაყრელი) ბიჭები, ბიჭები კი არა კაცები იყვნენ შეკრებილნი, კაცები კი არა, თუ სიმართლე გინდათ, ბერიკაცები, 60-65 წლისანი, რომელთაც ცხოვრებამ ვა-ჟა-ფშაველაც დაავიწყათ და, მგონი, რაღაც-რაღაცეებიც. იქ მალე დამიჯერეს, რომ იმ გემრიელი სიტყვების ავტორი სწორედ ვაჟა იყო და არა სხვა ვინმე. წიგნიც ვაჩვენე, ლექ-სიც... იმის თქმაც დამჭირდა, ვაჟა-ფშაველა ლოთი კი არა იყო, მაგრამ სმაც უყვარდა, ქეიფიც და მოლხენაც, თანაც, ჯიხვის მწვა-დებს გეახლებოდათ და ჩვენსავით ლობიოს კი არ ეკვლევინებოდა.

ეს პატარა ინცინდენტი ასე მშვიდობიანად დამთავრდა, მაგრამ, ნოდარი აღარ მომეშვა.

საკირეებთან შეკრებილი კაცები და ბერი-კაცები შეთქმულებივით უცბად გაიფანტნენ, ყველამ თავის სახლს მიაშურა.

— ღვინო მაქვს, ჩვენი ოქუანთ კოლასე-ული, ბევრი კი არ არის, “კოკა-კოლას” ორი ბოთლია. წამომყევი. არადა, მარტო ვერ დავლევ. ხომ იცი, ვერ შევინახავ. რისთვის შევინახო, დასამჟავებლად?

— ნოდარ, მადლობელი ვარ. ასე ხშირად მიწევს თქვენსა პურის ჭამა, შენი გამოსაკ-ვები ვარ?

— შენც ხომ მიგყევარ ხოლმე დასალევად?— არა ვარ ახლა, ნოდარ, ღვინის სმის

განწყობაზე. ასე დილაადრიან გამოვთვრე?!— ნუ გამოვთვრებით. ორ-ორი, სამ-სამი

ჭიქა დავლიოთ და დავშორდეთ.— კარგი ახლა, ნოდარ. დავიფიცე, ნოდარს

აღარ გავყვე-მეთქი.— რათ დაიფიცე?— იმიტო, რომ, ვატყობ, ზედმეტი მომდის.

ყოველდღე ღვინის სმამ გამალოთა. სახლშიც ვეღარ მიტანენ.

წვიმდა. წვრილად სცრიდა გულის გამაწვ-რილებლად. ხელჩანთიანი გოგოები სკოლი-საკენ მიაბაკუნებდნენ ლამაზ ფეხებს.

— კარგი, ახლა, წამომყევი. ნუ გამაწბი-ლებ. დალევა მინდა.

— აგერ, დარჩიაანთ გოგია წაიყვანე.— გოგია ავადაა, ვეღარ სვამს. გული

აწუხებს.

— მაგდენი სმით ჩვენც გოგიასავით დაგ-ვემართება.

— გოგია სმამ კი არ ჩააგდო, ჯაფამ. იმხე-ლა მორებს რომ ეწეოდა, მა რა მოუვიდოდა!

— ზურაბა წაიყვანე.— ზურაბას სახლში აღარ შემოვუშვებ.— რატომ?

— უწმაწურ სიტყვებს ხმარობს, ჩემს ცოლთან და დედაჩემთან, წონას ვერ იჭერს.

— ვალიკო წაიყვანე, ბაჩია წაიყვანე...— ვალიკოს ტრაბახის თავი არა მაქვს, ნა-

ხევარ საათიანი ამბების მოყოლა იცის, ვიჯ-დე და ვუსმინო? ბაჩიასთან ნაჩხუბარი ვარ.

— იდექი აქ. გამოივლის ვინმე და შეიპა-ტიჟე.

— მე შენთან მინდა დალევა.— დალევის შემდეგ ვითენთები და მეძი-

ნება. არადა, ქვეყნის საქმეები მაქვს გასა-კეთებელი.

— რა საქმეები გაქვს. ტალახია. ვერც და-იბარება, ვერც გაითოხნება. სწორედ სმის და ქეიფის ამინდია.

— მოთხრობები მაქვს დასაწერიც, გადა-საბეჭდიც.

— რად გინდა რომ წერ, მაინც ხომ არავინ გიბეჭდავს.

— რათა, ხანდახან ხომ მიბეჭდავენ.— შენც ხანდახან წერე.— ხანდახან ვწერ, აბა, რა, მართლა მწე-

რალი კი არა ვარ, ყოველდღე რომ ვწერო.— რა ვიცი, მე მართლა მწერალი მეგონე.— მოყვარული მწერალი ვარ, უფრო სწო-

რედ, მწერლობის მოყვარული.— რა ძალა გადგას, ფულს მაინც არ გაძ-

ლევენ.— ზოგს რომ ჰგონია, მწერლები ფულის

გულისთვის წერენო, ასე არ ყოფილა, ფულს მომცემენ, ჰო კარგი, არ მომცემენ და მაინც უნდა ვწერო, ოღონდ დამიბეჭდონ. რომც არ მიბეჭდავდნენ, მაინც უნდა ვწერო, ასეთია მწერლების ხვედრი. ბულბულები ვართ, მაინც უნდა ვიგალობოთ.

— თუ ძაღლებივით ტყუილად უნდა იყე-ფოთ!

— არა, ტყუილად არ ვიყეფებით. არც ისე იშვიათად ბეჭდავენ ჩემს რაღაც-რაღაცეებს. ჰონორარს ვერ მაძლევენ, მაგრამ ჩემს ნაწერებს ათასები კითხულობენ და ჩემს ხმას ვაწვდენ ისე, რო ძაღლს ტყუილად შე-მადარე, ჩემი გალობის გამოძახილი ხშირად მომისმენია.

— სხვა დროს დაწერე.— სხვა დროს გასათოხნი მექნება. აი ასეთი

წვიმიანი ამინდები უნდა გამოვიყენო დასა-წერად და გადასაბეჭდად.

— მიწა ისეა გაჟღენთილი წვიმით, ერთ-კვირიანი მზიანი დღეა საჭირო, რომ მიწა გასათოხნად გამოშრეს. ხვალ დაწერე, ზეგ დაწერე.

— შენ არ იცი, წერასაც აჩქარება უნდა. მიწაც ხომ ასეა, თუ დროზე არ გათოხნე, ბალახი გადაუვლის და მერე ორმაგად საწვა-ლებელი ხდება, ჯერ უნდა გამარგლო, მერე გათოხნო. წერის საქმეც უარესია. მოფიქრე-ბული მოთხრობა თუ ნოველა იმ დღესვე თუ არ დაწერე, მეორე დღემდე ან დაგავიწყდება, ან გაფერმკრთალდება. როგორც თონე, მანამ ცხელია, თუ არ ჩააკარი, განელდება და ცომს ვეღარ დაიჭერს. მოთხრობამ თონეზე უფრო იცის განელება.

— კარგი, აბა, წავედი! მაშ, იცოდე, მეორედ აღარც შენ დამიძახო და, საერთოდ, ხელი აიღე ჩემგან...

— თანახმა ვარ.— ფეხს ავუჩქარე და სახლისკენ წამოვედი.ნოდარი თითქმის ფეხდაფეხ მომყვა.— მართლა მითხარი? არა გრცხვენია? წა-

მომყევი! ღორის ხორცი გვაქვს მოხარშული. შენ რომ გიყვარს, ის თევზიც გვაქვს შემწ-ვარი. წამომყევი. ჯერ ხომ უზმო ხარ, ჯერ ხომ პური არ გიჭამია.

გავჩერდი. ჩემ თავს ვატყობ, რომ ღორის ხორცის სურნელმა და შემწვარი თევზის წარმოდგენამ ჩამაფიქრა.

— მაგის გარდაც, — განაგრძობს ნოდარი ჩემს ცდუნებას, — შენ ხომ არ გინახავს, ჩემი თეკოს სურათები მოგვიტანა მანანამ, ამერიკიდან გამოგზავნილი.

... მე და ნოდარი უკვე მაგიდას ვუზივართ, ერთმანეთის პირისპირ ვსხედვართ.

მანანამ სუფრა გაგვიწყო. ცივად მოხარ-შულ ღორის ხორცს ოხშივარი ასდიოდა. თევზი ტაფაზე იწვებოდა. მანანამ ბროლის გრაფინით არაყი ჩამოდგა, ჯერ თითო ჭიქა ჭაჭის არაყი მიირთვითო.

ფანჯრიდან ჩანდა, წვიმის წყალი წკრი-ალით მოდიოდა კრამიტიდან და ნაკადულად ქცეული ახლად აბიბინებულ ბალახში იფან-ტებოდა. ხბოს შესცივნიყო, წვიმას მორი-დებოდა და საქათმეში ეპოვა თავშესაფარი. ქათმები და იხვები დერეფანში შეყუჟულიყვ-ნენ და გამოდარებას უცდიდნენ.

ჭაჭა სამ-სამი ჭიქა დავლიეთ და მანა-ნას ვთხოვეთ არყის გრაფინი მაგიდიდან აეღო (არადა, ვიცი, სული წაგვძლევდა და ჭაჭას კიდევ მივეტანებოდით. ასე, რომ, მოუხდა მსუქანი ღორის ხორცს). ოქუაანთ კოლასეული ღვინო მანანამ “კოკა-კოლას” ბოთლიდან პირვიწრო დოქში ჩაცალა და ისე მოიტანა. პირველი ჭიქები მანანამ შეგვივსო, მერე ბოდიში მოიხადა, რამდენიმე წუთით ნელისთან გადავალ და მალე მოვალო.

— შენ რაღად გვინდიხარ, წადი, სადაც გინდა, — უთხრა ნოდარმა და პირველი ჭიქით ჩვენი დამეგობრების, დაახლოების სადღეგრძელო დალია. მართალაც ბოლო ორმა თუ სამმა წელმა დაგვაახლოვა მე და ნოდარი, თორემ, ადრე, მგონი, ვერც ვიტან-დით ერთმანეთს. ასაკი ჩემსა და ნოდარს შორის განსხვავება მთელი ოცი წელია. რამ დაგვაახლოვა და... ეშმაკად ავიტეხე, ვირი უნდა ვიყიდო თავის ურმიანად, თორემ მი-ჭირს-მეთქი შორს ნაკვეთში ფეხით სიარული. მართლაც ვიყიდე, მაგრამ, მერეღა მივხვდი, თუმცა წინასწარაც მაფრთხილებდნენ, ვირის შენახვა და მოვლა, ჩემი ასაკის კაცისთვის ადვილი არ ყოფილა. კარგი, დღეს შეაბი ვირი ურემში, ტყიდან შეშა მოიტანე, ხვალაც შეაბი, ნაკვეთში წადი კარტოფილი წაიღე დასათესად, მაგრამ, მუდამდღე ტყეში ხომ არ ივლი და არც ყოველდღე ნაკვეთში გექ-ნება საქმე. დანარჩენ დღეებში ვირი უნდა წაიყვანო სადმე, პალოზე გამოაბა ისეთ ადგილზე, რომ საძოვრად ბალახი არ მოაკლ-დეს. შუადღისას კიდევ უნდა მიხედო სახე-დარს და სხვა ადგილზე გადააბა, ვინაიდან ადრეულ ადგილზე ბალახი უკვე მოძოვილი ექნება. საღამოს კიდევ უნდა ჩახვიდე, ამ-ჯერად — ამოსაყვანად. აბა, მინდორში ხომ ვერ დასტოვებ მგლების შესაჭმელად. მაშ მე

დღეში სამჯერ სოფლის გარეთ, მინდორში წამსვლელ-მომსვლელი ვიყავი?!

ახლა ვირის თავიდან მოშორება, ე.ი. გაყიდვა გადავწყვიტე. ნოდარმა გაიგო და მითხრა, ვირს ნუ გაყიდი, მე მოვუვლი და ორივემ გამოვიყენოთო. ამრიგად, სახედარი ნოდარის ვაჩუქე. ხელწერლიც კი დავწერე, ისე, ხუმრობით, თორემ რა ხელწერილი გვინ-დოდა. თუ არ დაგეზარებათ ეს ხელწერილიც წაიკითხეთ, განსხვავებული შრიფტით რომ არის აწყობილი:

ხელწერილიმე, საქართველოს მოქალაქე შალვა ლევა-

ნის ძე ამინაშვილი (მე რა, რომ ახლანდელ პასპორტებში ჩვენი ბრძენი ხელისუფლების გენიალური მოსაზრებით მამის სახელის ხსენებას საჭიროდ არ სთვლიან) ვაძლევ ხელწერილს ჩემს უმცროს მეგობარს ნოდარ ვალიკოს ძე ოქუაშვილს, რითაც ვადასტუ-რებ, რომ ჯერ კიდევ 2003 წლის მაისში თუ თიბათვეში, მე მას საჩუქრად გადავეცი ჩემი კუთვნილი მამრობითი სქესის, დაახლოებით ათი-თერთმეტი თვის ასაკის, ღია შავი ფერის ჩოკი (ამჟამად მუტრუკი, ანუ დაღვინებულ-დავირებული), ყარამან ყარამანის ძე ყარა-მანაშვილი, იმ პირობით, რომ ის მოუვლის და პასუხისმგებელია ვირის ჯანმრთელო-ბაზე, სიჯანსაღეზე და გამოკვებაზე. როცა დამჭირდება ეს ვირი ან შეშის, ან სხვა რამ ტვირთის გადაზიდვაზე, ნოდარი უარს არ მეტყვის და მომეხმარება კიდეც, ვინაიდან მე ვირის მართვის მოწმობა არა მაქვს და ვერ შევძლებ მის დამოუკიდებლად ურემზე შებმას და წაყვანას. ჩემი მხრივ მეც ვალ-დებული ვარ ნოდარს მივეხმარო როცა მას დასჭირდება, წავყვე შეშაზე, ჯაგზე ან სხვა რამ ტვირთის გადაზიდვაზე.

რაკი ვირს ვაღიარებ ნოდარის საკუთრე-ბად, მე არა მაქვს უფლება ყარამან ყარამანის ძე ან გავყიდო, ან გავაჩუქო. ნოდარს უფლე-ბას ვაძლევ, ვისაც უნდა ათხოვოს ვირი ჩემს დაუკითხავად. ოღონდ, ჩემს დაუკითხავად მისი გაყიდვის და გასხვისების უფლება არა აქვს. 15.III.2004 წ.”.

ამ ხელწერილის მიცემა განაპირობა იმან, რომ ნოდარი მუდმივ შიშშია, ვირი არ გაყი-დოსო. ვირს როგორ გავყიდი, როცა ამ ვირს მის საკუთრებად ვაღიარებ.

ჩვენ, ყარამან ყარამანის ძის ნოდარისათ-ვის ჩუქების აღსანიშნავად რამდენჯერმე დავლიეთ მაღარიჩი. როცა ამ ხელწერილს მივართმევ, ნოდარ ვალიკოს ძეს, ვავალ-დებულებ, კიდევ ერთი მაღარიჩი იკისროს, თუნდ ღვინით, თუნდ თუთის, თუნდ ჭაჭის, თუნდ ჭანჭურის არაყით, ოღონდ, ერთი ბოთლი ლუდიც დააყოლოს, ლიტრანახევ-რიანი პლასტმასის ბოთლით, “ყაზბეგი” რომ ჰქვია, გოგი თოფაძის ნაწარმი და რიგიანი პურმარილი გაშალოს, რომელიც, საერთოდ, ნოდარს არასოდეს არ ეშლება.

...ჰოდა, ხშირად ერთად ყოფნამ ხან ტყე-ში, ხან ხმელი ხან ნედლი შეშის მოსატანად, მინდვრიდან ხან თივის ან ფუჩეჩის ზიდვამ, მერე ტაბლასთან პურის ჭამამ (ტყიდან რომ დაბრუნდები დაღლილ-დაქანცული, პური მოგშივდება, აბა რა იქნება. პურს კიდევ უარაყოდ ან უღვინოდ ხომ არ მიირთმევს ქართველი კაცი), მერე იმანაც, რომ ნოდარი ყველანაირ განსაცდელში გამოვცადე, მისი ყურადღებიანობა და გულისხმიერება ავწონ-დავწონე, ურემზე თვითონ დაჯდებოდა, მე კი დამსვამდა. ტყეში მძიმე შეშის აწევას არ დამანებებდა, ყველანაირად მიმსუბუქებდა საქმეს, სადაც ვთხოვდი უყოყმანოდ მომდევ-და. ყოველივე ამან ისე დაგვაახლოვა, ორი დღე რომ არ გვენახა, მესამე დღეს უსათუოდ უნდა მოგვეძებნა ერთმანეთი.

მერე მშობლების სადღეგრძელო ვთქვით, მერე გაჭირვებულებისა, მერე იმათი, ვინც ჩვენი ხელიდან შენდობას მოელის, მერე ჩვე-ნი დაბეჩავებული და ხვალ ასაღორძინებელი საქართველოსი და მივადექით ჩვენს ყოველ დღე და ყოველ საათს გასახსენებელ ეკას და თიკოს სადღეგრძელოს. ეს სადღეგრძელოც მშვიდად დავიწყეთ და მშვიდადვე დავლიეთ კიდეც, როგორც არაერთხელ გვითქვამს და არაერთხელ შეგვისვამს.

ნოდარის შვილი, თეკო ამერიკაშია, ჩემი შვილიშვილი ეკა, გერმანიაში. ნოდარი თა-ვისი თეკოთი ამაყობს, მე ჩემი ეკათი. რო-გორ არ ვიამაყო, გერმანულ ენაზე ჩააბარა გამოცდები და იქაურ ფილოლოგიურზე მოეწყო. ხედავთ, რას შეგვასწრო ღმერთ-მა, ბედმა თუ უბედობამ, დალხინებამ თუ გაჭირვებამ. რა უნდათ ქართველ გოგოებს, ერთს ოკეანის გაღმა, მეორეს — გერმანიაში.

ეკა და თეკო

ნახ. რობერტ ბერიძისა

2012 წელი, იანვარი 3ლიტერატურული მესხეთი

მაია ბლიაძე

ნინო ჯიქურაშვილი ნინო კაჭკაჭიშვილი შოთა წურწუმია

გივი ნემსაძე

სოფიო ქურციკიძე

პოეზია

* * *ლ.ასათიანის ლექსზე —

“სასაფლაო” მინაწერი

“მე მინახავს სასაფლაო,უფლის ხელით დახატული.მის სიმშვიდეს რომ აშფოთებსერთი ანცი ნაკადული.”მეც მინახავს, მის კიდეებსრა პეპლები დაფრინავენ,საამურად გაშლილ ყვავილთალერსით რომ დახედავენ.მეც მიქარვებს დარდს და ვარამსნაკადული საამური,ვდუმ და ვუსმენ მის ტკბილ რაკრაკსმოწყენილი საათობით.სამარენიც, —

სამუდამო სამყოფელი მომავლისა,აღარა სჩანს ისე მკაცრი,როგორც პირველ შეხედვისას.გიფიქრია კი ოდესმე, შენს მომავალ სამარეზე?თუ როგორი უნდა იყოსტრიალ ველზე, თუ მაღლობზე.მე კი ხშირად მიფიქრია,ვვოცნებობდი კიდეც ხშირად,ჩემი ოცნების ხორცშესხმავნახე ნაკადულის პირად.ლამაზია აქ სამარე –შავი მიწის მყუდრო ბინა,თითქოს ქრისტეს ტანჯულ მკერდზესამუდამოდ ჩაგეძინა.

მოსეირნე მუზა

ახლა მოუნდათ სიარული მანქანებს გზაზე,შორს დაინახავ მაწანწალა ძაღლებს

ნაგავზე,შავ-შავ ღრუბლებში მიმალულა

ეს მთვარეც ცაზე,ჩვენ კი დავდივართ

ამ პატარა დედამიწაზე.

მოლოდინის მელოდია

მზე, მუსიკა, ნოტი,თეთრი ვარდის ტოტი.სიყვარულის წვიმარატომ აღარ მოდის?ვარდისფერი დილაგათენდება როდის?დაბრუნდები ნეტავ?ვეღარ ვუძლებ ლოდინს.ჩქარა, თორემ გახმათეთრი ვარდის ტოტიდა გზისფერი გახდამზე, მუსიკა, ნოტი.გული შენთვის ფეთქავს,გელის, მოხვალ როდის?შეეჩვევა გზისფერს,უსასრულო ლოდინს.

ზმანებასიზმარეულის სამყაროა ეს ძველი ხიდი —

ცოდვის კუნძული.მასზე არცერთი მგზავრი აღარ მოდის და

მიდის,მხოლოდღა ქუჩის თუ იკადრებს ძაღლი,

ძუნძულით გადაივლის და აყმუვლდება,

აიკლებს არეს. არც მთვარე სწყალობს ამ დაწყევლილ

სოდომს და გომორს,ღრუბლებს იფარებს,

როდესაც ხიდს გაუსწორდება,ძველი ხიდი კი კვლავ აგზავნის

მთვარესთან ამბორსდა მის დაღმეჭილ მკერდზე ამ დროს

ცრემლი გორდება, –სინანულისა, სიყვარულისა...და ძველ წარსულთა დღეთა

ცოდვის ნამავს იარებს.

შენ და მთვარეშენ და მთვარე მელით გარეთარემარე ჩაიბარეთ.მთელი ღამე მითვალთვალეთჩემ სარკმელთანშენ და მთვარემ.ცაში-მთვარე,შენ კი — გარეთმელოდებით მთელი ღამედა ლოდინით შემაყვარეთთავი ასე, შენ და მთვარემ...ვარსკვლავებმა გვითვალთვალესჩვენ და მთვარეს, მთელი ღამე.

* * *მიყვარს როდესაც ღამდება, მწუხრი მოიცავს ცას.შენ რომ მოხვალ და მაკოცებ,აღარ ვინატრებ სხვას.ვიქნები შენი ფერია გაგიფერადებ გზას,მუქ ფერებს ვერ დაინახავ,ვერც ნაცრისფერს და შავს.მხოლოდ ვარდისფერს შეამჩნევ ჩემი ტუჩების მსგავსს.

გამოვარიდე შენს მკლავებს თავი

გამოვარიდე შენს მკლავებს თავიამ მკერდის იქით ყინული მიდევს,უმწეო გრძნობის ჩამოვა ზვავიჩაშლის ჩვენ შორის გადებულ ხიდებს.ჩემი გულიდან გაქცევას ლამობსდაბუდებული ავი და ცუდი,ამ ჯოჯოხეთში დარი არ დარობს,შველას არცერთი გზიდან არ ვუცდი.თებერვლის ქარში იმედებს ვფანტავ,დათოვლილ ბილიკს მივყვები კენტად,აკინძულ ცრემლებს ნამქერს გავატანდა გავითენებ ამ ღამეს თეთრად.იქნებ არც ღირდა ეს გრძნობა რამედ,ვნების პატრუქი უალოდ ჩაქრა,კვლავ მარტოობის მოვიდა ღამედა მუხლმოდრეკით ვეცემი ხატთან.ღმერთო, შემინდე!... ცოდვილი სულისანთლის ციალზე ლანდივით კრთება,ღამეს კი... როგორც უდაბნოს წყურვილსმოაქვს აჩრდილთა უწყვეტი წყება.გამოვარიდე შენს მკლავებს თავი,ღმერთო, შემინდე ეს თავნებობა.

მე ჩემი მძიმე ჯვარიც მეყოფა და საუკუნო დარდის მეფობა.

შენს თვალებს ეძებს

ეს ღამე ჩოქვით

შენს თვალებს ეძებს ეს ღამე ჩოქვით,ფერთა სიმუქე მზარავს და მახრჩობს,დღესაც არ მჯერა, რომ უკვე მოკვდიდა რომ დავდივარ ქუჩაში მარტოდ.ცივა და წვიმის წვეთები თრთოლვითქუჩაში რწყავენ დაღალულ მგზავრებს,შენს აჩრდილს ეძებს ეს ღამე ჩოქვითდა სიბნელეში ვეძებ შენს თვალებს.სიზმრად გამოჩნდა დამწვარი მოლი,სამყარომ რუხი ჩაიცვა ფარჩა,მე არ მომიხდა შეშლილის როლინუგეშად მხოლოდ სიკვდილი დამრჩა.ქუჩაში დავალ ცრემლით და ლოცვით,მინდა რომ ისევ ფერმუქად წვიმდეს,შენ ჩემთვის უკვე მრავალჯერ მოკვდიდა სიკვდილამდე მოკვდები კიდევ.უშენოდ ღამეს დუმილი თენთავს,გარეთ კი ქარი თარეშობს სველი,

ვგრძნობ, რომ სულ ახლოს, ახლოს ხარ ჩემთან,თუმც მეტად გრძელი არის სავალი.შორიდან ისმის ლანდების ფეთქვა,ღამის აჩრდილებს სიბნელე ართობს,დიდი ხანია აღარ ხარ ჩემთანდა დავრჩი ქვეყნად მეც მარტოდ მარტო.

ისევ შენმიჭირს გამხელა, მაგრამ გული წუხს უმიზეზოდ,ქვეყნის ვნებებმა ტალღებივით გადამიარეს,მომეცი ხელი, რომ მონაქროლ ნიავს მივენდო,თორემ დაფშვნილი ქვამარილი სცვივა იარებს.ჩვენ ორი ხელით ვერ ვიფარავთ სულის სიშიშვლეს,მაგრამ ამასაც მძიმე უღლით მაინც გავიტან,და თუმცა იგრძნობ უკვე მხრებზე წელთა სიმძიმეს,დაგელოდები და დავიწყებ ისევ თავიდან.და თუკი ზეცა უცაბედად შემეკრა რისხვით,დაუნდობელი და უგულო, როგორც არასდროს,მე შემიძლია, მაგრამ მხოლოდ შენი გულისთვის,სიკვდილს უშიშრად კვლავ შენობით ველაპარაკო.ღამის წყვდიადში, როცა ჩრდილი ამედევნება,შენი თვალების იდუმალი ნათება მიხმობს.ჩემში სურვილი და ოცნება არ იდევნება,მე ხომ გულის ბაღს უთვალავი ყვავილი მიმკობს.

წვიმაწვიმს...ცა ნაზად ტირის...გარეთ სიჩუმე გამეფდა...ვიღაც დაკარგულ დღეებს ითვლის,ცხედართან დროს შერცხვა და გაჩერდა.ცრის...ფიქრებს ოცნება ცვლის...ქრის...ქარი სასტიკად რბის...ცრემლები გარეთ, ცრემლები შინ.წვიმს, წვიმს, წვიმს...ცრის, ცრის, ცრის...დრო უმოწყალოდ მღლის.წვიმს...

სტუდენტთა შემოქმედება

* * *ახლა მიპყრობს დედაუშენობის სევდა,თვალებს ვახელ, შენ ხარ,ვიძინებ და გხედავ,მელანდები ყველგან…ნისლია თუ მზეა, ღამეა თუ დღეა…მენატრები დედა, მენატრები დედა!გულში მიდევს სევდა,გული სკდება ნეტა?ვერ გაუძლებ ვიცი,…ვერ გაუძლებ დედაშენი წასვლის სევდას,ისევ მოდი ჩემთანნუ დამტოვებ მარტო, ნუ დამტოვებ კენტად...ყოფნა მინდა შენთან, შენ დაგეძებ ყველგან...მენატრები დედა,…მენატრები დედა.

* * *ბევრჯერ მოგენატრება ჩემი ხმა და თვალები,მაგრამ აღარ ვიქნები,

შენთან აღარ დავრჩები.შენი გული იძგერებს და წამებით დადნები,დამიძახე, გავჩნდები, გადაგარჩენ,

გპირდები, მაგრამ, აღარ გჭირდები?..სიყვარულით მართობდი,

ახლა ბოღმით ივსები?მე ქალი ვარ იცოდე და ვარ ძალზედ ძლიერი.ვიცი მაინც მომელი, ვიცი, რომ გენატრები…გესმის? წავალ, გავქრები,წავალ, გადვიკარგები,შენთან აღარ ვიქნები.

* * *თეთრი თმა და თეთრი წვერიმოსეირნე სევდა გერთვის,გენატრება ალბათ ცოლი მოკისკისე მშვენიერი,მაშინ როცა არ ელოდი გაირინდა ყველაფერი,ის წავიდა ამქვეყნიდანმწარე ბედით, ოხვრით, კვნესით.ალბათ ფიქრობ, როგორ არის,რას აკეთებს იმ ქვესკნელში?მიწა სველი მის გულს ტკეპნის უძლური ხარ და ვერ შველი,შენთან არის, სული მისი ენატრები და იქ გელის.

* * *როცა ვიხსენებ გარდასულ ტრფობას,გული მეწვის და სულში ქარია, შეყვარებული მგზავრია ჩემთვის,სიყვარული კი თანამგზავრია.

* * *ნაცვლად იმისა, სიამეს მგვრიდესჩხოროწყუს მზე და ჩხოროწყუს ჩრდილი,მშობლიურ მხარეს მოწყვეტილი “ყრმა “პატარა მესხეთს ვარ მინდობილი...

უსახელო პოეტის ბედი

ამ საღამოსაც მარტოობამ იჩინა თავი,დანისლულ თვალებს

ცრემლიანი გუგა უპყრიათ,მღელვარე ტალღებს

წაუშლიათ ქვიშაზე კვალი,ელვა ახევებს ჩაბნელებულ

ზეცას ღრუბლიანს.ვიღაცა სევდით დათრგუნული

დაჰყვება ნიავს,უჩინარ სახით შემოივლის

ირგვლივ ხევ-ღელეს, კვლავ მარტოსული, ცრემლიანი,

მიდის და მიაქვსვარდის ფურცელი და ცრემელებით

მიწას ასველებს.მზე იწურება, ზღვაში ჩადის,

ცალგვერდ წითელი,ლანდივით ხედავს მკრთალ სხივებში

გოგოს თმაგაშლილს,მისთვის ყოველთვის აკრძალული

და გემრიელისწორედ ისეთი,

როგორც იყო ედემის ვაშლი.ამ დღესაც ტალღებს წაუშლიათ

ქვიშაზე კვალი,ვარდის ფურცელსაც აფარფატებს

ნიავი ცალად,ბედს უსაშველოს, მიუსაფარს,

ცხოვრებით დაღლილს,ეპატრონება უსახელო პოეტი მარად!

ლიტერატურული მესხეთი4 2012 წელი, იანვარი

ამ სათაურით 1961 წელს გამოიცა ომში და-ღუპული პოეტის — გიორგი ნაფეტვარიძის ლექსებისა და მოთხრობების საკმაოდ მოზრ-დილი კრებული. ეს წიგნი, თავისთავად, ბევ-რი რამის მთქმელია, მაგრამ, უპირველესად, იგი საინტერესოა იმითაც, რომ მასში მეორე მსოფლიო ომში დაღუპული პოეტის მხოლოდ დაუბეჭდავი ნაწარმოებებია თავმოყრილი.

უაღრესად მძაფრი და წარუშლელი შთა-ბეჭდილება მოახდინა მისმა მოთხრობებმა. პირადად მე სულიან-ხორციანად შემძრა და ტირილამდე მიმიყვანა მეუღლისადმი ფრონტიდან გამოგზავნილმა წერილებმა, დღიურებმა, ფიქრმა და ტკივილმა, სტრი-ქონებს შუა რომ იჩენს თავს და მხატვრულ სიტყვაში იმალება.

ერთი სიტყვით, გამოვიდა წიგნი, რომელ-შიც პოეზიას ამოუდგა მხარში პროზა და ჩვენ დაუმთავრებელი ბალადით პირველად გავიცანით გიორგი ნაფეტვარიძე, როგორც პროზაიკოსი, რომელმაც იცის, რა არის ომი.

მე კი, დღესაც, მისი გამოქვეყნებიდან მთელი ორმოცდაათი წლის გავლის შემდე-გაც, ტანში მაჟრჟოლებს, როცა ეს წიგნი და ამ წიგნთან დაკავშირებული ერთი უსიამო ამბავი მახსენდება.

... მაშინ “საბლიტგამს”, რომელსაც შემ-დეგ “ნაკადული” უწოდეს, მარჯანიშვილის თეატრის წინ, “უნივერმაღის” შენობაში, მტკვრის მხარეზე, თითქმის მთელი მესამე სართული ეკავა.

ქუთაისიდან თბილისში ახალგადმოსული ვარ და ამ გამომცემლობაში ვმუშაობ.

ზაფხულია. გამოღებულ ფანჯრებში მტკვრიდან გრილი, სასიამო სიო უბერავს.

მომცრო ოთახში, რომელშიც ხუთი თუ ექვსი თანამშრომელი ვსხედვართ და რამ-დენიმე მაგიდაა ერთიმეორეზე მიდგმული, ქალბატონი ნათელა არჯევანიძე შემოვიდა — გიორგი ნაფეტვარიძის ქვრივი. ხელში ზონარშემოჭერილი საქაღალდე უჭირავს, ყოველთვის შუბლგახსნილი და გულიანად შემხვედრი ქალი, ახლა რატომღაც უგუნე-ბოა.

სკამი მივაწოდე. დაჯდა და ისე, რომ ამ ყავისფერ, ზონარშემოჭერილ საქაღალდეზე თვალი არ მოუშორებია, თქვა:

— ამაში გოგის ნაწერებია, ფრონტიდან რომ მიგზავნიდა, სულ ამაშია ყველაფერი. მეორე ცალებიც აღარ მრჩება. კარგი იქნე-ბოდა, რომ გადაგეხედა და დაგელაგებინა.

დაახლოებით ასე თქვა და მოკლედ მიამბო, როგორ მივიდა მწერალთა კავშირში ირაკლი აბაშიძესთან, რომელიც მაშინ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო, როგორ ურჩია ბატონმა ირაკლიმ, რომ ერთ წიგნად გამო-ეცათ ეს ყველაფერი — პოეზიაც, პროზაც, წერილებიც, დღიურებიც, მთლიანად ის, რაც პოეტს დარჩა და დღემდე არსად დაბეჭდილა.

საქაღალდე მაგიდიდან აიღო და გამომი-წოდა.

რასაკვირველია, დავეთანხმე — საშუალე-

ბა მეძლეოდა ამით მაინც გამომეხატა ჩემი პატივისცემა ჩვენს ახალგაზრდულ მწერ-ლურ ოჯახში გამორჩეული მეგობრის წინაშე.

ქალაბატონი ნათელა წავიდა იმ იმედით, რომ მე ამ მასალებს გადავხედავდი, ქრო-ნოლოგიურად დავალაგებდი და ერთი-ორ დღის შემდეგ მზად მექნებოდა რემენგტონზე გადასაბეჭდად.

აღარ მოვყვები ახლა გამომცემლობიდან როგორ წამოვედი ცოტათი ადრე, როგორი სიფრთხილით მომქონდა მართლაც გასაფ-რთხილებელი ხელნაწერები, როგორ გად-მოვიარე ვერის ხიდი, ამოვათავე ელბაქიძის აღმართი, ზემელზე, მარჯვნივ, აფთიაქთან, შესახვევის იქით გავუხვიე. ისეთი სიცხეა, სულზე მისწრება იქნება ერთი კათხა ლუდი.

არც იმას აღვწერ, გაზეთ “კომუნისტის” წინ სალუდეში რომ შევედი და ყანჩებივით ფეხწამოდგმულ მაგიდებს შუა, მყუდრო კუთხე მოვიძიე.

იქიდან მალე ამოვედი. ბელინსკის ქუჩის გადაკვეთაზე, საიდანაც ორიოდე ნაბიჯზე-ღაა ჩემი სახლი, თავში რაღაცამ დამკრა: ხელში სიცარიელე ვიგრძენი...სადაა მობა-რებული საქაღალდე!

რანაირად დავეშვი ბელინსკის ქუჩაზე,

რანაირი შესახედაობა მქონდა, როგორ გა-დავჭერი მანქანებით სავსე ცენტრალური ქუჩა და როგორ შევვარდი სალუდეში, არ მახსოვს... დამამახსოვრდა ოღონდ, დახლ-ზე გადმოყუდებული კაცი, რომელიც გაჰყ-ვიროდა:

— არ შაშინდე, კაცო, აქაა შენი “პაპკა”.მებუფეტე იყო ის კაცი. აშენდა მისი ოჯა-

ხი... მაგიდაზე ჩემი “პაპკა” შენიშნა, აიღო და შეინახა...

კიდევ კარგი, დროზე რომ შენიშნა, თორემ შეიძლებოდა თავის მოსაკლავად გამხდომო-და საქმე.

*არ მინდა ვთქვა ის, რაც ჩემამდე არაერთ-

ხელ უთქვამთ, მაგრამ “დაუმთავრებელი ბა-ლადა” მართლაც დაუმთავრებელი სიცოცხ-ლეა და ამ წიგნის დამწერმა კაცმა საკუთარი ხელით დაწერა თავისი ბიოგრაფია, როგორც შეეძლო და მოუხერხდა, ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თვი-თონ ეთქვა მართალი სიტყვა თავის თავზე.

ამაყი და სიკვდილის თვალებში ჩამხედვა-რი, წერდა სანგრებში, ბლინდაჟებში, ფრონ-ტზე ჩამოვარდნილი წამიერი სიჩუმის დროს, ომის პირველსავე დღიდან მოყოლებული ბოლო, საბედისწერო დღემდე.

— მე ვწერ. დრო მაქვს და ვწერ ყველა-ფერს, რაც მაგონდება. ზოგი რამ მართლაც ღირსია ჩაწერისა, ხოლო ზოგი — წაკითხვის.

მერედა, რას იგონებს, იცი? რითი დაჭეჭ-ყია გული და რა დამახსოვრებია ხორცზე ამოდაღულივით სამუდამოდ?

ჯარში რომ გაიწვევდნენ, იცოდა. ასე რომ, გამოძახება მოულოდნელი არ უნდა ყოფილი-ყო მისთვის — წინასწარ გაუთვალისწინებია

ყველაფერი. როგორც კი ომის დაწყება გაუგია, მაგრამ ივნისის ის შავი ღამე მაინც მოულოდნელად მოსულა და თავისთავად მომხდარა მოსახდენი.

— ღამეა. კვირა დაღამდა. ვიწექით გა-რეთ. სამის ნახევარზე დამიძახეს. ნათელა გაშრა. ნახევარ საათში სრულ სამზე უნდა გამოვცხადებულიყავი. წამოვედი უმალვე. ჭიშკრამდე მომყვა იგი თვალცრემლიანი. მამა გამოვიდა მის დასაბრუნებლად. ვაკოცე შუბლზე. ხელი ჩავიქნიე და წავედი.

და აი, მე ვხედავ თავისი სოფლის გზაზე მიმავალ ჩემი სიყრმის მეგობარს, რომელიც ნამდვილად გიორგი ნაფეტვარიძეა. ნაცნო-ბია ჩემთვის მისი სიმშვიდე და თავდაჭერი-ლობა. ასე იცის მან, როცა ძალიან უჭირს, ვხედავ მას ისეთს, როგორიც მინახავს — ენერგიული და აზრიანი, უეცრად რომ აფეთქდება ხოლმე. მიდის მკერდსავსე და გულმოღეღილი. დროდადრო ნაყვავილარ სახეზე მთვარის შუქი გადაევლება. მიუყვება მშობლიური სოფლის ორღობეს, სადაც მისმა მოკლე წუთისოფელმა გაიარა.

— მე მივდიოდი მარტო. ვბორძიკობდი კოლბოხებზე. ვწევდი პაპიროსს და მივდი-ოდი გაბრუებული. არ ვფიქრობდი არაფერ-ზე. მივდიოდი, მივუყვებოდი ჩემი სოფლის მდუმარე შარას. არსად არ ენთო სანთელი, არ ყეფდნენ ძაღლები, არ ყიოდა მამალი. არავინ შემხვედრია. მესმოდა ჩემი ფეხის ხმა შუაღამის დუმილში.

ვინაა ის, რიგით გამოძახებული წვევამდე-ლი, მართლა მოხალისე?

— შეცდომით გამაღვიძეს, მაინც წავედი რაიონში. სოფსაბჭოდან, სახლში აღარ მივბ-რუნდი.

კარგია შეცდომით გაღვიძება, მაგრამ იქ, სადაც “შეცდომით” მიჰყავთ, ის ადგილი არაა კარგი. გამოდის, რომ თავისი სურვი-ლით მიდის, რაკი იცის, ხვალ მაინც უნდა წავიდეს, იქნებ სასწაული მოხდეს და აღარ გამოიძახონ, სოფლისათვის ასე საჭირო, გასაფრთხილებელი კაცი, იქნებ ცოტა ხნით მაინც მოიშოროს ეს უსიამო ტვირთი?

არა, ის არ იფიქრებდა ასე...— აჰა! მივდივართ!იხატება ზღვისპირი, ახალგაზრდა სერჟან-

ტი. ღრუბლიანი დღეა და თქორავს, როგორც ტროპიკულ მხარეში იცის. სერჟანტს გადა-პარსული თავიდან ესპანური ქუდი მოუხდია. მერე ზღვისპირა გზაზე გამოჩნდება — მწკრივში დგას და მიდის. ძილი სიარულში, ძილი ფეხად.

— იცი, რას ნიშნავს ძილი სიარულის დროს მწკრივში? არა, არავინ არ იცის ეს. იცის მხოლოდ იმან, ვისაც უძინია ასე.

ის მიდის და წერს სიარულის დროს. შკლოვსკიც წერდა გაქცეულებით სავსე მატარებელში, მკვდრების ვაგონებში. ილია ერენბურგი, საფრანგეთში გერმანიის არმიის შესვლის დღეს იქ მყოფი, ფიქრობდა რომან-ზე “პარიზის დაცემაზე”. რილეევი სისხლით წერდა ციხის კედლებზე ლექსებს.

— მე ვწერ ამ წერილს ორიგინალურ პირო-ბებში და ვრწმუნდები, აზროვნება შეიძლება ყოველ ვითარებაში. ეს შეიძლება ცუდი იყოს, შეიძლება კარგი.

ძნელია, ალბათ, ამაზე უფრო მართლად დახატო მწერალმა, რა რანგისაც არ უნდა იყო, საკუთარი თავი. ხომ უნდა იგრძნო, თუ გრძნობა გაქვს, ხომ უნდა დაინახო, თუ გაქვს თვალი, ამის დამწერი კაცი და მისი ხასიათი.

— რაღა დავწერო ან რა მნიშვნელობა აქვს ამ შენიშვნებს, — თუმცა შეფარვით, მაგრამ მაინც წამოსცდება “დღიურებში” ერთგან: გამომადგება ოდესმე? ვითომ დავბ-რუნდები?

სრულიადაც არაა ჭირვეული კითხვა და არც უმიზეზოდ გასჩენია ყირიმში, სევას-ტოპოლის მისადგომებთან, საპუნგორაზე... მოსალოდნელია ესეც... მაგრამ სანამ პირში სული უდგას და ცოცხლობს, იმ ცოდვა-ბრა-ლიან ჯოჯოხეთიდან ერთხელ კიდევ ისე და იმნაირად გამოგვძახებს ქუთაისში, სტუდენ-ტობის წლებში რომ იცოდა ჩვეულებრივი მეგობრული სერობის დროს, როცა სუფრაზე ლირიკული განწყობილება გამეფდებოდა:

— ერთი კია, მშიშრები ყველაზე ადრე და ყველაზე უაზროდ იღუპებიან. მე მშიშარა არ უნდა ვიყო, თუმცა ჯერ შესაშინებელი არა-ფერი შემხვედრია. მეჩვენება, რომ მხიარული თაობაა ჯარში და ასე ჯობია. ვინც უკვდავე-ბისათვის ფიქრობს, იგი ცუდი ჯარისკაცია.

და აი, ის ფრონტზეა, — ჯერჯერობით არც ხელი აკლია და არც ფეხი. რაც მთავარია, თავიც თავის ადგილზე აქვს. პირდაპირ ყურ-თან გაიარა ტყვიამ და საოცარი ინსტიქტის ძალით, უმალ წაწვა და ქვასავით დაეცა მიწაზე. მაღლა კი თვითმფრინავები...

— თვითმფრინავები, როცა პიკირებას ახ-დენენ, ეშვებიან ძირს საშინელი სისწრაფით. ჩვენ ქუდებს ვისვრით ზევით, როცა თვითმ-ფრინავი იწვოდა ჰაერში. ქუდებს ვისვრით ზევით მაყრებივით.

ის არაა მარტო და საკუთარ უკვდავებაზე არ ფიქრობს. სხვა რამემ გაუხსნა მას გონება და ეს სხვა რამე ახლოდან დანახული ომია:

— მე რომ მწერლად არ დავბადებულიყავ, გმირი გავხდებოდი. ახლა გმირი ჩემთვის მასალაა. მე უკვე ვფიქრობ, რომ ტყუის რე-მარკი, ტყუის ბარბიუსი. ნუთუ ისინი მართ-ლად არ წერენ? გეგონება, მათ სანგრები არ უნახავთ, როგორც მოგზაურებს, ღამე არ გაუთევიათ შიგ...

და იქვე, ეს უკვე მეუღლისადმი გამოგზავ-ნილ ბოლო წერილში:

— ჩემი ცხოვრების შესახებ მინდა მოგ-წერო, თუმცა ძალიან ძნელია წერა. მე აქ დღიურებს ვწერ, რომელთაც აქვთ ერთგვარი მნიშვნელობა პირადად ჩემთვის, შენთვის, ჩემო ძვირფასო მეგობარო. ბევრი რამ დარ-ჩება სამუდამოდ გაუგებარი, თუ აღარ მექნა შენთან ერთად საშუალება ამ ნაწერების გაშიფვრისა.

და ბოლოს. უმწეო, შესაბრალის მდგომა-რეობაში დარჩენილი კაცის სატკივარი და საყვედური:

— ვერავის გადავეცი შთაგონება. არც შვილი მრჩება, შვილი, რომელიც შეიძლება მგვანებოდა მე...

... მე ვერ ვიტყვი, რომ ეს წიგნი შვილის მა-გიერაა და შვილძირობას უწევს ამის დამწერს — უშვილძირო კაცს. ეს შეიძლება ასეცაა, მაგრამ ამისი თქმა მაინც არ მინდა. მინდა მხოლოდ, სწორედ აქ და ამ ადგილზე, სადაც გახსნილია მისი ყველაზე დიდი ტკივილი, ადამიანებს გავაგონო მისი ხმა:

“მწერლებო, პოეტებო, ხუროთმოძღვ-რებო, დაიჭირეთ ჩემი სული, ჩაკეტეთ იგი სიტყვაში ან ქვაში!..”

ბრჭყალებშია ჩასმული ეს სიტყვები. მე არ ვიცი, მისია თუ სხვისი. მე ის ვიცი მხო-ლოდ, რომ ეს სიტყვები არაა გულის გარეშე ნათქვამი...

ვასილ გვეტაძებალადაბალადა

დაუმთავრებელი

მოგონებებიდან

მარჯვნიდან პირველი გიორგი ნაფეტვარიძე, მის გვერდით ზის შალვა ამისულაშვილი;მეორე რიგში დგანან ვასილ გვეტაძე, ბორის ინასარიძე და გრიგოლ იმედაძე

სევასტოპოლი. კატაკომბები

2012 წელი, იანვარი 5ლიტერატურული მესხეთი

ლაპარაკია აკაკის ლექსზე “ვაჟა-ფშა-ველას” ვაჟას მიერ ლექსითვე პასუხზე: “დაგვიანებული პასუხი აკაკის”. ორივე ლექსი 1913 წელს დაიწერა.

1977 წლის ჟურნალ “ცისკრის” №8-ში გამოქვეყნდა ვენორი ქვაჩახიას წერილი “რა უპასუხა ვაჟა-ფშაველამ აკაკი წერე-თელს”? როგორც ვიცით, ამ საკითხზე ეს ერთ-ერთი ბოლო პუბლიკაციაა და მას გამოხმაურება (შეფასება) არ მოჰყოლია. საჭირო კი იყო ამ წერილს მაშინვე საკად-რისი პასუხი გასცემოდა. გაუგებარ დუ-

მილში გავიდა წლები...როგორც წერილის ავტორი გვირჩევს:

საკითხის არსში გასარკვევად იქნებ აჯო-ბებდა საკითხი ასე დავსვათ: “რაო, რად ვერ დაუმორჩილებია სიტყვაგზიანსა და ენაწყლიან, მარგალიტების მფლობელ ვაჟას სიტყვა”?! ეს კითხვა სხვადასხვა ვარიაციებით მეორდება თითქმის ერთ ფურცელზე: “რა იყო? რა მოხდა, რა სიტყ-ვა იყო ასეთი? თვითონ პასუხზე ასე რად ამბობს — დამაგვიანდა?.. რა არის ის მზისა მთვარის დამხშობი, სამშობლოს დამამხობელი, კარის გამომჭრელი”? (ავ-ტორს სიტყვა “გამომჯრელი” არ ესმის და “გამომჭრელს” ხმარობს (“გამოჯარა” ნიშ-ნავს “გამოხურა”).

აი თურმე რა ყოფილა:“უვარგისობის მიზეზიფშავლობა არის სწორედა.”ავტორი ასკვნის: “ვაჟამ აკაკის ლექ-

სი საბაბად გამოიყენა, როგორც შეჰფე-რის გენიალურ შემოქმედს. განაზოგადა, კვლავაც ეფიფინა (“მუდამ მთქმელი ვარ ამისა”) ერთიან საქართველოს და ვითომ აკაკის პასუხად ქვეყანას ამცნო კიდევ და კიდევ კუთხურობის დამღუპველობა, ყვე-ლაზე დიდი მტერი ერისა, დამხშობი მზის და მთვარისა, სამშობლოს დამამხობელი”.

როგორც ვხედავთ, წერილის ავტორ-მა ფშაურ დიალექტზე წერა, რომლითაც ვაჟა “მარგალიტებს თესავს”, “კუთხურ დამღუპველობად” მიიჩნია (!). ის, რითაც ამაყობს ვაჟა (ამ ლექსში და, საერთოდ), მიწასთან გაასწორებინა თვითონ პოეტს წერილის ავტორმა. მას სერიოზულად სჯერა, რომ “ვაჟას ამ ლექსში ისე გაძნე-ლებია სიტყვების დამორჩილება”, რომ იგი სიტყვას ვერ ამბობს, “მუნჯდება” და ა.შ.

დასანანია, რომ აღნიშნულმა წერილმა ისეთი სოლიდური ჟურნალის ფურცლებ-ზე გააღწია, როგორიც “ცისკარია” და იგი დაიბეჭდა თამაზ ჩხენკელის ფუნდამენ-ტური წერილის “ვაჟას ქართული”- ს გა-მოქვეყნების შემდეგ (“ლიტერატურული საქართველო”, 17.09.1976 წ.).

ვაჟა — ფშაველას გრამატიკული პუნქ-ტუაცია რომ დაეცვა და სიტყვები “უვარ-გისობის” და “ჲსნო” ბრჭყელებში ჩაესვა, ალბათ, სადავო არაფერი აღარ იქნებოდა, მაგრამ, ნუთუ ძნელი მისახვედრია, რომ ბრჭყალების როლს აქ ასრულებს სიტყვე-ბის ხაზგასმა (“მარგალიტების მფლობელ-სა”, “უშნო” და “ფშავლობა”) და თვით ლექ-სის იდეური ენერგია, სიამაყის ტონიდან დაძრული? “უვარგისობას”, “ფშავლობა” და “უშნო” უპირისპირდება “მარგალიტე-ბის მფლობელს” (“მარგალიტების მთეს-ველს”) და დარტყმაა “სხვის სიტყვაზე”, ეპიგრაფად წამძღვარებულ სტროფის ში-ნაარსზე.

დიახ, ვაჟამ თავის ლექსს ეპიგრაფად საგანგებოდ წარუმძღვარა აკაკის ლექსის პირველი სტროფი:

“ენას გიწუნებ,ფშაველო,მგოსანო მაღალ მთისაო,თუმც კი გვითესავ მარგალიტს,მკითხველიც იმას მკისაო”.და იგი შეუსაბამობა-წინააღმდეგობას

ხედავს აკაკის ნათქვამში: “როგორ, თუკი ენას მიწუნებთ, ამ დასაწუნი, “უშნო” ენით როგორღა ვთესავ მარგალიტს”? — გაოცე-ბული კითხულობს ვაჟა. ამ გაოცებას თან

სდევს უდიდესი სიამაყეც (როგორც “მარ-გალიტების მფლობელისა”) და გულისტკი-ვილიც, რადგან ამას აკაკის ეუბნება.

რატომ “იფიქრა ძალიან ბევრი” ვაჟამ პასუხის გასაცემად? ამ, ერთი შეხედვით, პრიმიტიულ კითხვას ახსნა ესაჭიროება. ვაჟას პასუხი უნდა გაეცა პოეტისათ-ვის, რომელიც, ი.გოგებაშვილის თქმით, “მთლიანი საქართველოა”. ცნობილია, რომ

თავისი შე-მოქმედების პატრიოტულ მოტივში ვა-ჟამ აკაკის ე რ თ გ ვ ა რ ი გავლენა გა-ნიცადა. ამი-ტომ, ბუნებ-რივია, ვაჟას წინაშე იდგა დილემა: პო-ლ ე მ ი კ უ რ ი ტენდენციის მიუხედავად, მ ხ ც ო ვ ა ნ ი პოეტის მი-მართ შე-ენარჩუნები-ნა უღრმესი პატივისცემა მოკრძალე-ბისა და თაყ-ვანისცემის გ რ ძ ნ ო ბ ა (რასაც შე-სანიშნავად მიაღწია).

მ ე ო რ ე მხრივ, უნდა დაეწერა ისე-თი პასუხი, რ ო გ ო რ ი ც “მარგალიტების მთესველს” შეეფერებო-და და, ბოლოს, პასუხი გაეცა უმთავრეს ბრალდებაზე — “ფშაური ენის” “უვარგი-სობაზე”.

ვაჟამ ლექსი სტრუქტურულად, დი-დოსტატურად გამართა. დაიწყო იმით, რომ “ბევრი იფიქრა”. შემდეგ პირობითო-ბას უშვებს, რომ თითქოს ენაზე მოსული სიტყვა “გაექცა”, ეპიგრაფად წამძღვა-რებული სტროფის შინაარსზე “თავდასხ-მისთვის”: როგორ მომივიდა ეს, მარგა-ლიტების მფლობელს? რომ სამშობლოს ჩემი “უშნო” ენით ვერაფერს ვაგონებ?! “უშნო” ბრჭყალებში ჩასმული არაა, მაგ-რამ ხაზგასმულია (დასანანია, რომ მსოფ-ლიო ლიტერატურის სერიით 1985 წელს გამოცემულ ვაჟას “თხზულებებში” ეს სამი სიტყვა: “მარგალიტების მფლობელ-სა”, “უშნო” და “ფშავლობა” ხაზგასმული არაა). ლიტერატურული უმეცრებაა ამ სიტყვის) ისევე, როგორც “უვარგისობის”) პირდაპირი მნიშვნელობით გაგება. ვაჟა თავისი შემოქმედების და ფშაური კილოს გამარჯვებას აფორისტული გამოთქმით აგვირგვინებს: “ბულბულისათვის გალო-ბა დაუწუნია რომელსა”? ჰქონდა თუ არა 1913 წელს ამისი თქმის უფლება ვაჟა-ფშაველას?! — ნამდვილად ჰქონდა. იმ დროისათვის მთელ საქართველოში უკვე აღიარებულია, როგორც დიდი პოეტი. ვაჟამ თავისი შემოქმედებით დაამტკიცა ფშაური დიალექტის არა “დასაწუნრობა”, არამედ მისი სიდიადე, ღირსება (და ამით ამ ლექსშიც მოხსნა აღნიშნული ბრალდე-ბა). ამ აზრს შემდგომში დიდი ქართველი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია ასე იტყვის: “სასწორის ერთ მხარეს ვაჟას რუსთველი და გურამიშვილი რომ არ დახ-ვედროდნენ, ფშაურ დიალექტს მოახვევდა

ქართულ მწერლობას. ასეთი დიდი სტრი-ქონია იგი, როგორც ენობრივი მოვლენა. ვაჟა, როგორც ენობრივი მოვლენა, ჯერაც შეუსწავლელია”.

საკითხი დგება დიალექტური ფორმების ლიტერატურული ენის საკუთრების რანგ-ში აყვანამდე, რაც ვაჟამ ჩინებულად შესძ-ლო. თამაზ ჩხენკელმა თავის წერილში “ვა-ჟას ქართული” ქართველ ენათმეცნიერთა

გ ა მ ო ნ ა თ ქ -ვამებზე დაყ-რ დ ნ ო ბ ი თ აჩვენა, რომ ფშაური რი-გითი კილო კი არ არის, ა რ ა მ ე დ ძველი ქარ-თული ენის ძ ი რ ე უ ლ ი გ ა ნ ა ტ ო ტ ი დიალექტია და უპირატე-სობა ენიჭე-ბა შემდეგი ასპექტებით:

ა). მასში ც ო ც ხ ლ ა დ არის დაცუ-ლი არქაული გრამატიკუ-ლი ფორმები და ლექსიკა;

ბ). იგი არის “მისტე-რიული” ენა, ჯვრის, “ხა-ტის ენა”:

გ). იგი არის “უდი-დესი პო-ეზიის ფან-

ტასტიკური ქვეყნის” (ვახტანგ კოტეტიშ-ვილი) ენა, რომლის პოეზიაც “ერთ გენი-ალურ პოეტად ფასობს”.

ამიტომაც უკვირს ვაჟას აკაკისადმი მიძღვნილ საპასუხო ლექსში:

“რატომ არ ჰგუობს არ ვიცი, ამ ჰანგს ბუნება ბარისა”?! რატომ არ ჰგუობს და, ამაზეც კარგად

მიუთითა თ.ჩხენკელმა: — XIX საუკუნის დასასრულის და XX საუკუნის დასაწყისის საქართველოს “ბარის” ენა დეგრადაციას განიცდიდა, დაკარგული ჰქონდა ერთიანი სტილი საყრდენი, კაპიტალიზმის ჩასახვა-განმტკიცების, ვაჭრული აღებ-მიცემობის პერიოდში გამოცდილი ჰქონდა პოეტური ამაღლებულობის საფანელი. ამიტომაც “ბარელთა” ყურს უცხოდ მოხვდა “მთიდან ყვირილი ხარისა”.

ვაჟას ადრიდანვე მოუხდა ბრძოლა ფშა-ური კილოს დასაცავად. გავიხსენოთ “მცი-რე შენიშვნა” (1888 წ.), “ენა” (1901 წ.). მას მიაჩნდა, რომ კრიტიკოსთა თავდასხმები მხოლოდ ფშაურ დიალექტს კი არა, მთლი-ანად ძველ ქართულ “ჰანგს” შეეხებოდა. უნდა ითქვას, არც დიდი აკაკის ტონს აკ-ლდა სიმწარე და სიმახვილე. 1913 წელს ქუთაისში ილიას ხსოვნის საღამოზე მიწ-ვეული ვაჟა დავით კლდიაშვილს ეუბნება: “ახირებული ადამიანია ეს ჩვენი აკაკი. და-მიწერა: “ენას გიწუნებ, ფშაველოო”. კაცო, მე ამ ჩემი ენით მომწონს თავი, თორემ სხვა რა არის ჩემს ლექსებში და პოემებში! თუ ენაც დასაწუნია, მაშ აღარაფერი ყო-ფილა და ბარემც ასე სთქვი პირდაპირ და ის იქნება! უცნაური კბენა იცის ხოლმე”. ეტყობა ამის შემდეგ დაწერა “დაგვიანებუ-ლი პასუხი აკაკის”, სადაც მოითხოვს, რომ ჩემს ენას “ჭორები მოაშორეთა”. ამგვარი ამბის მოწამე “ლამის დამუნჯდეს”, მაგრამ

მაინც წინ მიდის, “არ ეშინიან შარისა”.1913 წელსვე და, ეტყობა, ქუთაისში მიწ-

ვევის შემდეგ (სადაც პოეტს დიდებულად დახვდნენ), გზაში (როგორც ჩემმა ძმამ იოსებ (გურამ) ჯანგირაშვილმა მიმითი-თა). დაწერა ვაჟამ ერთი მეტად საყურად-ღებო ლექსიც — “იმერეთს”, რომელიც ასე იწყება:

“ერთხანად ჩემო მძრახაო, ლიხსთიქითურო დედაო! ვხედავ, რომ შამრიგებიხარ...” რა ჰქონდა შესარიგებელი იმერეთს ვა-

ჟასთან? — სწორედ ის, რომ ადრე ფშაურ კილოს უწუნებდნენ!..

ვ.ქვაჩახიას აზრით: “მუდამ მთქმელი

ვარ ამისა” ნათქვამით ვაჟა კვლავ ეფო-ფინება საქართველოს. ეს სწორია, მაგ-რამ იმათ კი არ “ეფიფინა”, რომ დიალექ-ტიზმები არ შემოვიტანოთ მწერლობაშიო (რაც “კუთხური დამღუპველობაა: თურ-მე), არამედ სხვა რა სათქმელით. რისი მთქმელია, რა “აშინებს” (ე.ი. აღელვებს, ადარდებს) ვაჟას? — არა ის, რომ ქართუ-ლი დიალექტებიდან მწერლობაში შევიდეს ხალხში დაბანდებული უამრავი სიტყვა და ამით ქართული წარმოშობის, ქართუ-ლი კილო-კავის ხმა ისმოდეს სრულიად საქართველოში, არამედ — ზნეობრივი დეგრადაციის და “ტვინთხელაძეთა’ (ვაჟა) მიყოლით ერს დაკნინებისა და გადაგვა-რების შავმა აჩრდილმა არ გადაუაროს! ვაჟა ამ ასპექტით უაღრესად პირდაპირი და აღმართული ორლესულია. ესაა მისი “ჯვარცმული ფიქრი”.

“ცხონდა ამისა მთქმელია:“ციხე რომ შიგნიდან ტყდება,მაშინ იმარჯვებს მტერია”ტვინთხელაძეთა მიმყოლირა გზას გაიკვლევს ერია”?!“მუდამ მთქმელი ვარ ამისა”-ში უნდა

იგულისხმებოდეს აგრეთვე სამოციანელ-თათვის (და ვაჟასთვისაც) ერთობ ნა-ნატრი ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეა. პოლემიკა სხვა სიმაღლეზე აიყვანა ვაჟამ და აკაკის ეუბნება: “მთავარია სათ-ქმელი გვქონდეს, ქართულად ვწეროთ, ქართული და საქართველო შევინარჩუნო-თო! (გავიხსენით აკაკის იუბილეზე რომ ლექსით მიმართა: “გადაგვარების მოსურ-ნე შაჭამოს ტურა-მელამა”!).

დასასრულს კვლავ კ.გამსახურდიას ნათქვამი უნდა გავიემეოროთ: “ვაჟა, რო-გორც ენობრივი მოვლენა, ჯერაც შეუს-წავლელია”. ამ მხრივ მომავალმა უნდა თქვას თავისი ჯეროვანი სიტყვა!

P.S. ფშაური “ენა”, კილოკავი, მართლაც თვალუწვდენელი ზღვა და ოკეანეა თავი-სი გამომხატველობა-გამომსახველობით, ემოციური თუ გრამატიკული ნიუანსებით. მარტო ის რად ღირს, რომ ზოგიერთი ზმნა ოთხპირიანია! (იხ.ირაკლი გოგოლაურის (იგივე გოგოთურ მიგრიაული) ნაშრომი, ჟურნალი “პირიმზე” №4 გვ.122). ფშაველი ქალი რომ მეტყველებს, თითქოს წყარო მოჩუხჩუხებს ლიკლიკით. მახსოვს პირვე-ლი ფოლკლორული საღამო ფილარმონი-აში 1979 წელს. მაღაროსკარელი ფშაველი ქალი ნინო ქისტაური სიტყვით გამოდი-ოდა. ისე ლამაზად ყვებოდა ამბავს, რომ მსმენელ-მაყურებელმა რამდენჯერმე ტაშით შეაჩერა — დააჯილდოვა! ასე ლა-პარაკობდა დედაჩემიც. ახლა ვნანობ, მის ლაპარაკს, მაგნიტოფონი სად მქონდა, კალმით მაინც რვეულში რატომ არ ვწერ-დი!

ღმერთმა შემაძლებინოს ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში (თუ ფშაურ ხალხურ პო-ეზიაში) ფშაური კილოკავის “ყვავილოვ-ნებზე” მომავალში “ადეკვატური” წერი-ლების წერა!

კიდევ ერთხელ იმის შესახებ, თუ რა უპასუხა ვაჟა-ფშაველამ აკაკი წერეთელს

უშანგ ჯანგირაშვილი

იოსებ ჯანგირაშვილი

ახლახან გენიალური მწერლის ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წელ-თან დაკავშირებით დაისტამბა უშანგი და იოსებ ჯანგირაშვილების ლი-ტერატურული წერილები “ვაჟა-ფშაველას მხატვრულ სამყაროში”. ამ კრე-ბულიდან გთავაზობთ ქ. ბორჯომში მოღვაწე უშანგ ჯანგირაშვილის და იოსებ ჯანგირაშვილის პუბლიკაციას.

ლიტერატურული მესხეთი6 2012 წელი, იანვარი

გაგრძელება. დას.იხ.№4-12. 2011წ.

ის ტო რია ნა ტა ლია ლე ვა ნის ას ულ სან და ძე-ჯვა რი ძი სა

ნატალია სანდაძე-ჯვარიძისა

(1896-1898 წლები)

თავი მეთორმეტემოახლოვდა ნიშნობის დღეც. მე უთხარი

ჩემ დას, უნახავად დაეთანხმა მამა და მე ეს არ მომეწონა: მამა უნახავად რომ პირობა მიეცი იმ კაცს, იქნება ჩემ დამ არ მოიწონა. მამამ მითხრა, მე მანამ ცოცხალი ვარ, სანამ ჩემ ქალებს არ შეუძლიათ, რომ წინ გადამიდგ-ნენ და როცა აღარ ვიქნები, მაშინ რაც უნდა ის ჰქნანო. აბა, ამის გამგონე, ჩემი და რაღას იტყოდა. მამაჩემმა იყიდა ნიშნობისთვის რაც საჭირო იყო, ყველა ფერი მე, ანეტამ და დუ-შამ გავამზადეთ. ყველა ფერი, ასე განსაჯეთ, სტოლებიც კი გავშალეთ, დავაფარეთ სუფრა,

დავალაგეთ ლოტო, დომინო, კარტი, ნარდი. მოვიდნენ ჩვენი შინაური სტუმრები, დასხდ-ნენ და ვისაც რა თამაში უნდოდა, გაშალეს და დაიწყეს თამაშა. ვნახოთ, რომ მოვიდნენ ახალქალაქიდან ჩვენი მონიშნეები: სიძე კაცი რომ დავინახე, შევამჩნიე, რომ ცოტა დაბალი ტანისა იყო. არ მესიამოვნა და ვსთქვი ჩემ გულ-ში: ვაი, რა გლახა იქნება, პატარძალი მაღალი და ლამაზი ტანისა იყოს, სახითაც ლამაზი, თეთრ წითელი, სრული, ისე რომ, ლოყები ზედ ადნება, დინჯი, აუჩქარებელი და უწყინარი. მაგრამ, რომ იტყვიან, უწუნო ადამიანი არ შეიძლებაო, ეს კი მართალია, ცოტა თვალები ღრმად ჰქონდა, ის იყო სწორედ მისი მიზეზი, ის იყო სხვა არაფერი. ეს თვალები რომ ღრმად არ ჰქონოდა, უმანკოებით უმანკო იქმნებოდა. დატრიალდა ჩემი და ანეტა, მიიღო მენიშნეები, ყველას თავის შესაფერი ადგილი დაუთმო. მე, როგორც ცოტა ხნის სტუმარი, პატივი მცა და მიმაჯვდინა სიძის გვერდზე და თან მითხრა: შენ, როგორც ცოლის და, უნდა გაართო ჩვენი ახალი სიძე კაციო. ალექსის თავისი მოხუცი დე-დაც წამოეყვანა, მზახალსაც მოუსვეს მამაჩემი. მანამ ვახშამს გაშლიდნენ, მე და ჩემი ახლად გაცნობილი სიძე ვმუსაიფობდით. ბევრნაირი შეკითხვები მივეცი, ბევრნაირად გამოვცადე და გავიცანი მისი ჭკუა. რომ დავატყე ჭკვიანი კაცი ყოფილა, მაშინ გული გავუკეთე და ვთქვი ჩემ ფიქრში: იმიტომაც არის ნათქვამი: ოქროც პატარაა, მაგრამ ფასი დიდი აქვსო!..

იმ ღამეს შინაური ნიშნობა გადავიხადეთ, დავწექით და დავიძინეთ. მეორე დღეს მო-ვიწვიეთ ნათესავ მეგობრები. საათის სამისთ-ვის მოვიდნენ სტუმრები. დედაჩემს ჰქონდა გამზადებული ყავა. გააწყო სტოლი. მოიტანა შინაური ნამცხვრები, მურაბა და გაუმასპინძ-ლდა სტუმრებს. გავათავეთ ყავა. ავალაგეთ სტოლი და ჩაუსხედით ლოტოს, მანამ ჩვენი დიასახლისები სადილს მოამზადებდნენ. ასე რომ, ოთხის ნახევარზე გავშალეთ სუფრა, დავს-ხედით მაგიდასთან, ამოვირჩიეთ ტოლუმბაში, ანუ, თამადა, სუფრის უფროსად. ამ დროს ადგა ღვდელი, შეიმოსა. დანიშნულებს უკურთხა ბეი, გაიხადა შესამოსი, მერე გვიკურთხა სუფრა და ნება დაგვრთო, როგორც გსურდეთ ისე მოილხინეთო, ოღომდაც, მე ნუ დამაძალებთ სასმისს, თქვენც გთხოვთ პირდაპირ, როგორ ხასიათზეც ვიქნები, ისე მოვიქცეთ. ამასაც გეტყვით, რომ შეიძლება მეც კაცი ვარ და არა ანგელოზი, თუ ახოტაზე მოველი, თქვენზეც მეტი დავლიოო. ასე შეუდექით ჭამას და სმას, მანამდე თამადას სადღეგრძელო ეთქვა, მანამ-დე მამაჩემს ჩონგური და შესაფერი სიმღერა ჰქონდა მომზადებული. დაიწყებოდა სადღეგრ-ძელო ხალხის მილოცვით და დამთავრდებოდა ჩონგურის ჟღერით და სასიამოვნო თათრული სიმღერით. მოკლედ რომ ვთქვა, ძალიან მხი-არულება იყო სუფრაზე. ასე რომ იტყვიან, ქუდი ჭერსა ვკარით. ოთხის ნახევარზე დავს-ხედით სადილზე, ინათლა და ისევ ვქეიფობდით.

გაშუქდა. ავდექით და მრთელი კრებულით გავისეირნეთ დუდუკით და ღვინით ხელში. გავშალეთ რაბათის როსჩაში პატარა სუფრა. იკვროდა დუდუკი, თამაშობდა ხალხი ლეკურს და, ვისაც სურვილი ჰქონდა, ის უჯდა სუფრას და შეექცეოდა. რომ დაცხა, ნასვამი ხალხი სიც-ხემ შეაწუხა და აიშალნენ და დიდი ჰარალ თა-რალოთი მოვბრუნდით სახლისკენ. სტუმრებმა მეტი შეწუხება აღარ ისურვეს, გამოგვეთხოვნენ და ვაჟებმა სახლამდე მიაცილეს დუდუკით; ორი დღე მზახლებს მამამ თავი არ დაანება და მესამე დღეს გაემგზავრნენ ახალქალაქისაკენ. წავიდა ჩვენი სიძე კაციც მათთან, მაგრამ, რა თქმა უნდა, გული და გრძნობა დანიშნულთან დარჩა. წასვლაზე რომ დანიშნულს გამოეთხოვა და ხელი ჩამოართვა, აღარ უნდოდა მოშორება. მე აღარ მომერიდა და უთხრა: დუშა, მართლა რომ სულო ჩემო, მამათქვენისა რომ არ მერი-დებოდეს და არ მრცხვენოდეს, მომავალ კვირას აქ ვიქნებოდიო. მაგრამ, არა უშავს რა, ჩემო სულო. ოცდახუთი დღე სულ ხელად გაივლის და შენს თავს სიკვდილის მეტი ვეღარავინ გა-მაშორებსო. ეტლი უცდიდათ. გამოგვეთხოვნენ და წავიდნენ. ეხლა ჩვენ დები შეუდექით საქმეს. ვინაიდგან ცოტა დრო იყო ქორწილამდის, დიდი სიჩქარე გვჭირდებოდა. შეუკერეთ ერთი ხელი კარგი ლოგინი; ისეთი საბანი შეუკერეთ, რომ უკეთესი არ იქნებოდა. გაუკეთეთ ოთხი ცალი ბალიში, ორი ცალიც ყურ-თუკი ისეთი ბუმბუ-

ლით, რომ სულ ბატის გერმა იყო დედაჩემის კოხტა თითებით დარჩეული... შეუკერეთ თეთ-რეული, ნახევარ ნახევარი დუჟინა, შეუკერეთ სამი კაბა, სულ ახალი ტუფლები და სხვა. ისე მალე გაირბინა ოცდა ხუთმა დღემ, რომ სულ საკერავში დავაღამეთ. სწორედ რიგიანათ არც კი გვილაპარაკია დებს ერთად. ლევანი რომ მიდიოდა ურაველში, მე მითხრა, ნატო, შენ მოემზადე, მე ბოქაულისგან ნებართვას ავიღებ და გავყვეთ ნეფე პატარძალს ახალქალაქშიო. მე ძალიან გამეხარდა, მაგრამ! უყურეთ ბედს, აქაც მეტოქე აღმომიჩნდა, ჩემმა რძალმა, რომელსაც ერთს საქმეშიც კი არ მოგვცა დახმარება, ასე, ხელი ხელზე რომ დაეტოვა და მოწამესავებ იჯდა და გვიყურებდა, ამან მოინდომა პადრუ-გად წასვლა, სთხოვა ჩემ ძმას და ვასომაც ნება დართო. ვინაიდგან უშვილო ცოლი ჰყავდა, შვილის სიყვარული მასზე ჰქონდა დაყრილი და ამისთვის დიდი ხათრი ჰქონდა ცოლისა. ჩემ დას ეს არ ესიამოვნა, თუმცა, უნდა გითხრათ, რომ მე თუ და ვიყავი, ისიც რძალი იყო... მაგრამ ჩემი დის უკმაყოფილება იცით რამ გამოიწვია თურმე? დედამთილმა ცალკე დაავალა და კი-დევ, დანიშნულმა ცალკე.

დედამთილმა უთხრა თურმე, შვილო, იცო-დე, ქორწილში თუ უარი გვითხრეს თქვენმა სიძემ და დამ და არ ისურვეს წამოსვლა ახალ ქალაქში, მე აღარ დავთვლი ნატოს, ჩემი შვილის ცოლის დათ ვიგულისხმებ უცხო პირადაო და დანიშნულსაც ესვე აზრი გამოეხატა. ისიც კარგად იცოდა ჩემმა დამ, რომ მე ძალიან ვიყავი დაინტერესებული, რომ მენახა მათი ოჯახი თუ რაფერ იქმნებოდა ჩემთვის სასიამოვნო, ესეც იცოდა, რომ მამაჩემი ოთხ სულს არ გაგვაგ-ზავნიდა და აი ეს იყო უსიამოვნო მისთვის. ეჰ, აქაც მიმტყუნა ჩემა ბედმა. აი ამასობაში გავიდა კიდეც ოცდა ოთხი დღე, აგერ მეორე დღეს მოვ-ლენ. მოვლენ მექორწინენი, ჩვენც მოვემზადეთ ყოველ მხრით. ერთი სუფრის გაშლაღა გვაკლ-და. აგერ მეორე დღეს მოვიდნენ მეფე თავისი მაყრებით და ნათესავებით. მეჯვრეთ მოეწვია, თუ გაგიგონიათ, პეტრე ყირქესალოვი. მამა-ჩემმა ძალიან კარგი ქორწილი გადაიხადა ისე, რომ დიდ ხანს ხალხში სახსოვრად იყო დარჩე-ნილი. გათავდა ქორწილი, დილის შვიდ საათზე ხალხი დაიშალა. ვაი შენს დამკარგავ, უბედურ დასა!.. ჩავაცვით სამგზავრო ტანი სამოსი, მუქი ბორდოს ფერი შალის კაბა, ალის ფერ სამკლავ გულისპირით, ალისფერივით აბრეშუმის სარტ-ყელით. დავახურე ჩიხტა კოპი. იქ ვინც იყვნენ ყველა ამას ამბობდა, აი დედოფალიო... მეეებ-ნევიან მაყრები, ნატო მზახალო, ჩვენ ახალ ქა-ლაქში ჩვენ პატარძალს ვისიმე თვალი ეცემაო. ეს ჩვენი სიძე კაცი მიყურებს, რომ მე არფერი ნიშანი არ მეტყობა მგზავრობისა, ვეღარ მოით-მინა და გამეხუმრა: კარგი, კარგი, დაო ნატო, ეყოფა ჩემ პატარძალს ამდენი გალამაზება, მე ისეც მომწონს, ეხლა ვგონებ ჯერი თქვენზეა. ჩქარა ჩაიცვი, ხომ ხედავთ, ფაიტონები იცდიან. მე უარი განუცხადე, დიდი მადლობელი ვარ ძმისა სწორო სიძე კაცო, ჩემს მაგივრად ჩემ რძალს ვაგზავნი, ვგონებ, რომ სული ერთი ვართ. არა, კაცო! იმათ თავეთი ადგილი აქვთ და თქვენ კიდევ თქვენი. ორზე მეტი აღარ ისურვა მამაჩემმა და გასაცილებლად გავყევით პატარ-ძალს. ჩემმა ძმებმა სამი ფაიტონი დაიქირავეს. მიველით მინაძის ხიდამდი, იქ გავაჩერებინეთ ფაიტონები, გადმოვსხედით, გავშალეთ სუფრა მინდორზე. სვეს კარგათ, ისაუზმეს. ყველამ გზა დაულოცეთ, უსურვეთ ბედნიერება და ერთმანეთის სიყვარული. გამოვეთხოვეთ და

გავისტუმრეთ.ჩემ დას რომ ჩავეკონე, ეს დასამიწებელი

გული რაღაცა ცუდს მითქვამდა და ძალზე მიტოკავდა: ისინი გაექანნენ ფაეტონებით. მანამ მოეფარებოდნენ, უცქეროდით, მაგ-რამ წინასწარ გრძნობამ გულიდგან თითქოს რაღაცა მომწყვიტა... ასე, რომ ჩემმა ძმებმა მინაძის მინდორშიც ქორწილის ოდენა ხარჯი გადაიხადეს. მერე დედოფლის მხარემ მო-ვიწმინდეთ ცრემლიანი თვალები, ჩავსხედით ჩვენს ნაქირავებ ეტლში ყურ ჩამოყრილები და გავეშურეთ ახალციხის ძველ ნაწილში. ერთი წელი რომ გავიდა, მომწერა საბრალო ჩემმა დამ, ჩემთვის არ იდარდო, ძალიან კარგ ოჯახში ჩავარდი, ისეთი კარგი ხალხი არიან, რომ ენით აუწერელი, მართალია ორი მული მყავს სახლში, რომლებიც ალექსის გერი დები არიან მეორე მამიდან, ისე უყვართ თავისი გერი ძმა, რომ ვერავინ ვერ შეატყობს ამათ, რომ მამა სხვა და სხვა ჰყოლიათ. დედამთილი ხომ თვალში და პირში გვიყურებს რძალსაც და შვილსაც. მულე-ბი ხომ თავს მევლებიან, ამას კი თავის ქებით არ გეტყვი დაო, მეზობლები კიდევ ჩემ მზეს ჰფიცავენ. ერთი ჩემი დარდი ის არის, რომ მე ერთი წელიწადი თავისუფლად ვერ ვიარე. ახლა მოსარჩენი ვარ, ვნახოთ მამაი წამიყვანს თუ არა ვაი, მე თუ არ წამიყვანა, რა მეშველება: დედამ-თილის რომ იცოდე, როგორ მრცხვენია. რატომ არ წამოხვედი ახალქალაქში. არც კი გეინტე-

რესება ჩვენი ოჯახის ნახვა. ეხლა ორი შვილი გყავს და, რომ არ მოდიხარ, როცა სამი და ოთხი გაგიხდება, მაშინ დარწმუნებული ვარ სულაც აღარ მოიხალისებ. მე კიდევ ის გამეხარდა, რომ ძალიან კმაყოფილი იყო თავისი ოჯახის წევრე-ბისაგან. მერე გავიგე, რომ მამაჩემს ჩამოეყვანა ახალციხეში. თურმე ილოგინა და ქალი შეიძინა. მომივიდა წერილი, ნატო მამასთან ვარ და ქალი შემეძინაო. მე არ მომიწყეს ოჯახში ხელი და ვერ წაველი სანახავად; გავიგე, ორმოცი დღე რომ შესრულებოდა, უკვე ჩამოსულიყო ჩემი სიძე და წაეყვანა. მერე რვა თვისა რომ გაუხდა ბოვშვი და კაი დასაყვავებელი გახდა, უთხრა ალექსიმ ცოლს: დუშკა, გენაცვალე, მოდი ჩემ სიმამრს ჩაუქროლოთ და გავახაროთო: იმასაც ეს უნ-დოდა. მოემზადნენ და ესტუმრნენ მამაჩემს. მე ვზივარ ოთახში და რაღაცას ვკერავ, ვნა-ხოთ, რომ ჩვენმა ძველელმა გლეხმა ფანჯარა დარეკა. ავიხედე და დავინახე ხელში წერილი. გავირბინე ხელად კარზე, მომცა წერილი და მითხრა: ეს წერილი შენმა ძმებმა გამომატანესო და წავიდა. იმ წუთას გავხსენი პაკეტი და წავი-კითხე. ნატო, მე და ალექსი ახალციხეში ვართ. ამისთვის შემახვეწე დედამთილს, რომ ხელი მოგიწყოს და გამოგგზავნოს ლევანთან ერთად, ჩვენ თავს სიკვდილ სიცოცხლეა. ვინ იცის, ქვეყნის ბრუნვა რას დაგვიპირებს. ამისათვის რავდენიმე დღე ერთად გავატაროთ და დავტკ-ბეთ ერთმანეთის ცქერით. მე რომ ეს წერილი წავიკითხე, ღმერთმა კი აპატიოს და, რომ გაიგო წერილის შინაარსი, შეხტა და შემოტრიალდა. ერთი უყურეთ იმის გატყვლარჯას, ლევან აღას ქალია და მეფის წვერიძის რძალი და აბა როგორ იქმნება, რას მეჭიმება. არ ეკადრება თუ რა, ამოვიდეს აქ და გნახოს. მე ნებას არ მოგცემ და თუ შენთავად წახვალ, ადექი და წაბრძანდიო. მე გული მომიკვდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. მე რომ დედამთილის უნებურად არ წავიდოდი და წყენა რა საჭირო იყო. საბრალო ჩემ დასაც ეგონებოდა, რომ მე არ მინდოდა მათი ნახვა და არ წაველი. თურმე, ერთი თვე დარჩა და შემდეგ წავიდა ჩემგნით გულ დაწყვეტილი.

ერთი წლისა რომ გაუხდა ბოვშვი, საბრალო ქალს, ძუძუ მოეწია, მოვიდა დრო და ეყოლა ვაჟიშვილი. ქალს დაარქვა დედის სახელი ნინა და ვაჟს ძმისა სტეფანე. ესენი ამ ფუფუნება-ში ცხოვრობდნენ და შეხაროდნენ თავის ორ შვილს, მემრე ჩემმა სიძემ დაპატიჟა ჩემი პა-ტარა და მაკრინე და კარგი დრო გაატარებინა. ალექსიმ თავით ფეხამდე შემოსა თავისი ცოლის და და კიდევ ერთი საკერავი მანქანა აჩუქა. ჩემი და თურმე აპირებდა ახალციხეში დაბრუნებას. ვაიმე შენს დამკარგავს დაო. ამ დღის მოგონება-ზე მე უბედური, მიკვირს, არ მოვკვდი, მაგრამ, დამერწმუნეთ, ჩემთვის სიკვდილი უმჯობესი იყო. ძარღვები მიკრთის, თითქოს პარალიჩმა შემიპყრო. ისე ვგრძნობ თავს, თითები აღარ მემორჩილება მე მწუხარებისგან დატანჯულს და მაინც ვცდილობ განვაგრძო, რომ ეს ჩემი თავგადასავალი ნახევარზე არ დამრჩეს... ჰო, ამას მოგახსენებდით, რომ დააპირა წამოსვლა მაკრინემ და გაიგეს, დუსაი ეტყვის, მაკრინე, დღეს ხათრი შემინახე, აბანოში წავიდეთ, ერ-თხელ კიდევ ერთად ვიბანოთ და ხვალ გაგის-ტუმრებო. დარჩება ჩემი და, წავლენ აბანოში. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ჩემი და ძალიან სრული იყო. იმის ბედზე თურმე ცივ წყალს არ მისცემენ, რომ გაენელებინა მდუღარე წყალი. მეტი რა ღონე იყო, უბანებელი ხომ არ დაბრუნ-დებოდნენ სახლში და ეს ჩემი უბედური და ამ ცხელი წყლით იბანავებს. რომ გამოვლენ აბა-

ნოდან, ეს თავის თავად, ცხადია, იმ გახურებულ ორგანიზმს მოხვდება ცივი ჰაერი, გაცივდება და იმ ჩემ დამწვარ დას, ახალგაზრდას, სულ სამი წლის პატარძალს, გაუჩნდება ანთება!.. ჩემი საბრალო სიძე, მოიწვევს ექიმებს, მაგრამ, ექიმები ეტყვიან, ამაოდ ცდილობ, ისეთი ან-თება აქვს თქვენ მეუღლეს, რომ ამის მორჩენა ყოვლად შეუძლებელიაო... შემოიკრავს თავში ხელს საბრალო ადამიანი, მაგრამ გვიანაღა იყო. აბა, რაღას უშველიდა, როდესაც ექიმებმა ხელი აიღეს სულ საღი ჯანისა და ღონით სავ-სე ქალზე. ვაი, შენ დამკარგავსა, დაო!.. სულ ოცდაოთხ საათში გათავდა... საწყალი ჩემი და თურმე ისეთი გულ-დამწვავად ტირის, რომ იქ მყოფნელები, ქალი თუ კაცი, ყველა აატირა. ვაიმე, დაო, უდროოდ დაკარგულო. ვაიმე, დაო, რატომ არ ვიცოდი ჩვენი თავ გადასავალი, მე უბედურმა, რატო უარი არ გითხარი და რათ დაგეთანხმე. ვაიმე, ტკბილო, უწყინარო დაო. ეხლა ეს ამბავი როგორ გადავცე ჩემ დებს, მეტადრე ნატოს, რომელიც ყოველ წუთს შენს ნახვის ნატვრაში იმყოფებოდა. თურმე ისეთი გულსაკლავ სიტყვებს წარმოსთქვამს ახალგაზ-რდა ქალი შვილი, რომ იქ მყოფელებს პირდაპირ დასწვამს. მივლენ მოხუცი ქალები და ძლივს მოაშორებენ. თურმე ისე სტიროდნენ მულები, რომ თავებს აკლავდნენ: ძვირ-ფასო რძალო, მაგისთანა კარგი და მასიამოვნებელი იმიტომ იყავი, რომ ეგრე ცოტა დღე ქქონდაო?!..

ასეა წუთი სოფელი, თუგინდა თავიც მოეკ-ლათ, რაღას გახდებოდნენ, სიკვდილს ხომ ხელიდგან ვეღარ წაართმევდნენ: ასე ამნაირად გამოესალმა საწყალი ქმარ-შვილს, ერთგულ ოჯახს და გაუხარელ სამშობლოს. მე უბედურ ეტლზე გაჩენილს მანამდე არ შემატყობინეს, სანამ ჩვენმა სიძემ, მეორე ცოლი არ შეირთო. მე დაჩვეული, რომ ორ კვირაში ერთი წერილი მომდიოდა, ეხლა, ესე უცბათ, რაც დრო გადი-ოდა და ჩემი თვალები გზისკენ იგრიხებოდა, იმდენი წერილი მიგვიანებდა. ვდარდობ, ვამბობ ჩემ თავად: ვაიმე, დაო, ნეტავ როგორ ხარ, ავად ხომ არ გახდი. შენ უმიზეზოდ წერილს არ დამიგვიანებდი. ახ, ღმერთო ჩემო, ნეტავ რა მიზეზია. ერთხელ რომ კიდევ ასე ვჩიოდი, ლე-ვანმა მითხრა, ისე ეტყობა დუშაი შენ სამუდა-მოდ გაგებუტა. მე უბედური ვერ დავუკვირდი სიტყვას, ეს შეიძლება იფიქრო, რომ უეჭველად უჭკუო ყოფილა ეს ქალი. ნუ თუ ესე პირდაპირ უთქვამს და კიდევ ვერ მიმხვდარაო. ამაზე ვერ გაგამტყუნებ, წამკითხველო, ვინაიდგან თქვენი აზრი ეთანხმება ჩემს გაუგებრობას, მაგრამ, აი რაშია საქმე: მე რომ ისეთი მოსიყვარულე გული მქონდა, ვერ ვიმეტებდი და ამან დამიხშო აზრი და გონება იმ ჟამად. უთხარი ლევანს: ვისზედაც გინდა სთქვი, რომ გაგებუტაო და დუშაზე ნუ მეტყვი, შენ კიდევ ვერ ამჩნევ, ჩვენ შორის რა განუყრელი სიყვარულია და იმიტომაც ჰფიქრომ, გაგებუტაო.. გავიდა მისი სიკვდილის შემდეგ ერთი წელი. დადგა მორწმუ-ნეთა ყველიერი. ჩემმა დედამთილმა გაგზავნა მამამთილი ჩემ გათხოვილ მულებთან. ოთხი მული მყავდა, ერთი გაუთხოვარი იყო და ის სამი გათხოვილი მული თავიანთი ქმრებით და შვილებით მოიპატიჟა ყველიერი რომ ერთად გაგვეთენებინა. ვინაიდგან უფრო მეტი მხიარუ-ლება იქნებოდა, მოვიდნენ სამივე მული თავეთი ქმარ შვილით, შევიყარეთ სულ ახალგაზრდები. ხნიერი მარტო დედამთილ მამამთილი გვერია. ისეთი მხიარულება იყო ჩვენს ოჯახში, რომ ქორწილი გეგონებოდათ;

ყველიერის სამშაბათ საღამოს ჩაფრობინა ვითამაშეთ. აი ასეთი იყო ეს თამაშა: ერთი კოჭი უნდა ყოფილიყო. ამ კოჭს ააგდებდა ერთი ვინმე, მაგალითად კოჭს ხომ ოთხი გვერდი აქვს. ერთ გვერდს ეწოდებოდა მოსე, მეორეს ერქვა ჭიტოლი, მესამეს თაფო, მეოთხე გვერდს კიდევ ერქვა თოხანი.

ააგდო კოჭი უფროსმა სიძემ და კოჭი მოჯდა თოხანზე და მიიღო ვეზირობა. ააგდო მეორე სიძემ და კოჭი დაჯდა მოსეზე, ესე იგი, მიღო მეფობა; ააგდო ეხლა მესამემ, ჩემმა ქმარმა და კოჭი დაჯდა თაფზე. ლევანმა მიიღო ჩაფქობა. ეხლა ააგდო მეოთხემ და კოჭი მოჯდა ქურდზე, ანუ ჭიტოლზე. ეს იყო ჩემი მეორე მული, ზემოთ რომ მოგახსენეთ, მეფობა ერგო მეთქვი, ის იყო იმ ქურდის ქმარი. ჩაფარმა ლევან ჯვარიძემ დაიჭირა ქურდი და წარუდგინა მეფესა. მეფემ ეს ქურდი გადასცა ვეზირსა, ესე იგი ჩვენ პირ-ველ სიძესა, ალექსანდრე მელიქიძეს. ვეზირმა კიდევ ჩაფარს. ამათ ვერც ერთმა ვერ დაიმორ-ჩილეს ეს ავაზაკი. იძულებულნი გახდნენ ესენი და ქურდი მეორედ წარუდგინეს მეფეს, რომ უფრო მეტი მხიარულება ყოფილიყო. მეფემ არ შეიბრალა ეს ქურდი და თვითონვე გადაუჭრა სასჯელი: უთხრა ქურდს: შე ავაზაკო, შენა, რადგან ამისთანა სისულელე ჩაიდინე, ამისთვის აქ ვინც კრებული არის, თვითეულ კაცის წინ უნდა ოთხზე დადგე სახედარივით და ყველას ტლინკები უნდა ესროლოო. ჩვენ ერთი ძველე-ბური ტახტი გვქონდა. იმ ტახტზე ვთამაშობდით

2012 წელი, იანვარი 7ლიტერატურული მესხეთი

გაგრძელება მე-10 გვ.

ის ტო რია ნა ტა ლია ლე ვა ნის ას ულ სან და ძე-ჯვა რი ძი სა

და ვისაც მოკეცვა არ შეეძლო, ჩემსავებ ჩვენ ტახტის პირთან სკამებზე ვისხედით. ეს ჩემი მული ანასტასია ანდრიევნა ძალიან ოხუნჯი ქალი იყო. ჩადგა შუაში, მოიხარა წელში, ორივე ხელზე დაეყრდნო პირუტყვივით და ასე იქ მყოფნელებს თითო ტლინკი მოარტყა და თან ამბობდა: ვირი გამხადეთ და ვირს მგონი ყვე-ლაფერი ეპატიებაო. ჩვენ რომ გვიყუროთ, ვი-ცინით ისე, რომ ფერდები ხელით გვიჭირავს, ზოგი დავაყივლეთ მამალივით, ზოგი ვირივით დავაყროყინეთ, ზოგი ვამღერეთ, ზოგს მოკლე ანეგდოტები ვალაპარაკეთ და ზოგიც კიდევ ვაცეკვეთ. ის უფრო საინტერესოდ დაგვჩა, რომ დედამთილი ვათამაშეთ მძიმური-მირზაული, იმდენი ვიცინეთ და ვითამაშეთ, რომ ლაზათი-ანად მოგვშივდა. დავშალეთ თამაშა, გავშალეთ სუფრა და გემოზე ვივახშმეთ. დავწექით და დავიძინეთ. მანამდე ლოგინებს გავშლიდი, გული უცბათ დამეხურა და უთხარი საერთოდ ყველას: იცით, ჩემო ძვირფასო და ძმანო, მე ისეთ ეტლზე ვარ გაჩენილი, რომ ამაღამ ამდე-ნი ვისიამოვნე, უსათუოდ ამ ჩემ სიამოვნებაში შხამი რომ არ ჩაეწვეთა, შეუძლებელია. გულმა შემომკვნესა, უთუოდ საწყენ რამეს გავიგებ. აი, ხომ ხედავთ, თქვენც ნახავთ თუ არა? მე მუდამ წინააღმდეგი ვიყავი ცრუმორწმუნოებისა, მაგრამ იმ ღამეს, რაც ძილში ვნახე, ამიხდა მართლა და ეხლა არ ვიცი, მუდამ რომ ვფიქ-რობდი, იმიტომ ვნახე ესეთი სიზმარი თუ,

მართლა ამბობენ ძველებურები, ყველაფერი მართალია, თქვენ ტყუილად არ გწამთო. შეიძ-ლება მართლა ასეც იყოს. იმ ღამეს რომ დავი-ძინე, მე რაღაც ფიქრებმა წამიღეს და დიდხანს ძილი არ მომივიდა. თითქმის გათენებამდე საათ ნახევარი ძლივს იქნებოდა, რომ ჩამეძინა. ვნა-ხოთ, მოვიდა სიზმარში ერთი თეთრ წვერა კაცი და მითხრა: შვილო, შენ მუდამ გიყურებ, რომ შენ შენი დისთვის ძალიან სტირი და ათასნა-ირად დარდობ. ამისთვის ძალიან მებრალები, გულ ახდილად გეტყვი, რომ შენი და აღარ არის, ერთი წელია რაც გამოესალმა წუთისოფელსა. ეს რომ მითხრა მოხუცმა, ერთი ისეთი დავიღ-რიალე ძილში, რომ გადმოვღვარე ცხარე ცრემ-ლები. წარმოგიდგენიათ, თურმე ცხადადაც ვტირივარ. ჩემი ქმარი, დედამთილ მამამთილი, სიძეები, მულები, ყველას გამოღვიძებიათ ჩემ ტირილზე. წამომჯდარან ლოგინებში და ყურად-ღებად გადაქცეულან. იძახიან თურმე, ღმერთო, ეს ქალი გულთმისანი იყო? ნეტა რა იყო, რომ წინასწარ იგრძნო და გვითხრა წუხელის: ქალე-ბო, გული რაღაცა ცუდს მითქვამს, იცოდეთ, რომ ცუდ რამეს გავიგებ საწყენსაო. ნეტავი რა ნახა, საინტერესოა!.. რომ გაიღვიძებს, ნეტა სიმართლეს გვეტყვის თუ არაო? ამ დროს მეც გამომეღვიძა. გავახილე თვალი, ვნახე, რომ უკვე გათენებულა. წამოვჯექი ლოგინზე, ბა-ლიშს ხელი შევახე. ვნახე რომ ცრემლებით ისე დამელბო, რომ გასაწური გამხდარიყო. მივიხედ მოვიხედე, ვნახე რომ სუყველანი წამომჯდა-რიყვნენ ლოგინში და ყველა მე შემომყურებდა. დავიწერე პირჯვარი და ვსთქვი: მადლობა ღმერთს, რომ სიზმარი ყოფილა მეთქვი. ჩემმა ქმარმა მითხრა: ერთი გვითხარი, რა ნახე იმის-თანა, რომ მაგდენი გიტირია და ბალიში ერთიან დაგილბიაო. მეც უთხარი: რას ამბობ, ლევან, მაგას როგორ მეუბნევი, რა კარგი რამეა რომ ვსთქვა: უწინ დღე დამელიოს, რომ ეგ მართალი იყოს. ჩამაცივდა ლევანი: ნატო, მე მოგიკვდე თუ არ მეტყვი: მე მაშინ ძალა უნებურად ვილა-პარაკე. აი ეს იყო ჩემი სიზმარი. მაშინ ლევანმა მითხრა: ეგ რა ნამდვილი სიზმარი გინახიაო... შენ იცოცხლეო და განზრახ სიცილი დაიწყო, ვითომ გეხუმრებიო. ჩემმა მამათილმა უთხრა: ბიჭო, რანაირი ლაპარაკი იცი, შენ ცოლსაც ხომ მეტი ჭკუა არა აქვს, დაიჯერებს და რასაც არი აიტეხავს. ყველანი გაჯავრდნენ, ვითომ უნდათ გადააკეთონ მისი სიტყვა, მაგრამ, მე ხომ ბოვ-შვი არ ვიყავი, დავიწყე ტირილი. სუყველამ დამიფიცეს. მე ჩავიცვი ტანი სამოსი და ვსთქვი ჩემ გულში: მოიცადეთ, მე ეხლა გავალ კალი-დორში, თუმცა ჩემ დღეში არ ჩამიდენია, რომ ვისმესთვის ყური დამეგდოს, რადგან ვიცი, რომ ყველა უსიამოვნება ყურის დაგდებით წარმოს-დგება, მაგრამ... ეხლა სხვა საქმეა! მინდა ამათი ფიცი დავამტკიცო. გაველი და კალიდორის კარებთან მივიმალე. ორი მინუტის შემდეგ უთხრა დედამთილმა საყვედურით: შვილო, ლევან, ძალიან შეცდომა დაუშვი, შენ ჭკვიანი მეგონე, მაგრამ, არ ყოფილხარ ჭკვიანი. ბიჭო, ეხლა რომ არ გეთქვა ამ ბედნიერ დღეებში, არ იქნებოდა, დიდმარხვა რომ დადგებოდა მაშინ გეთქვაო?.. ამ ყველიერს გაატარამდით სიამოვ-ნებით. დედა მოუკვდეთ ჩემ ქალებს, ესენიც მაგასთან ერთად უნდა დაიჩაგრნენო. მე ეს სიტყვები რომ გავიგე, ვაიმე, თურმე მართალი ყოფილაო! ეს სიტყვები რომ წარმოვსთქვი, ეს კი მახსოვს და სხვა არაფერი. თურმე უგონოთ დავეცი კარების წინ კალიდორში. მიცადეს, მიცადეს და რომ აღარ შეველი, დედამთილმა მაშინვე იაზრა, ეს ქალი ნეტა ამდენ ხანს სად

წავიდა, ადექით ქალებო, მოვნახოთო: ჩაიცვა-მენ საჩქაროთ, გამოვლენ და მნახავენ, რომ უგონოთ ვგდივარ ძირს გაყვითლებული!.. გა-მოვა მამამთილიც და რომ დამინახავს, ერთი ისეთი სილას გამკრავს ლოყაზე, რომ თვალები ღია დამრჩება. გავახილე თვალები და უცებ გონს მოველი, დავინახე სუყველა გარს შემომხ-ვევია. მითხრა მამამ: ქალო, მე რომ აქ არ ვყო-ფილიყავი, შე საწყალო, შენა, რათა გაქვს მაგ-ნაირი გული, ესენი მაგას ვერ გაბედავდნენ, რომ შენთვის მაგისთანა სილა ეტკიცათ და ისევე გათავდებოდიო. მერე რას ფიქრობდი, შენი შვილებისთვის ვის უნდა ეგდო ყური?! მერე, როგორც იყო, შეველი ოთახში, კარგათ მოველი გონზე. ავიღე ჩემი დის სურათი და ჩავიკარი გულში. და რაც ამ დროს მე წარმოვსთქვი, ეს საჭირო აღარ არის... ვინაიდგან ჩემი დასუსტე-ბული ძარღვები ვეღარ შეუძლებენ გამეორებას. დედამთილმა მითხრა, შვილო, ნატო, რაღა დროს ტირილია, შენმა სიძემ სხვა ქალი გადა-იგორა მკლავზეო. ვაი, ეს ორეულად მწვავდა ჩემ მისუსტებულ გულს, მაგრამ მე უბედურ მთვარეზე დაბადებული რას გავხდებოდი... კვდარი ვის გაუცოცხლებია, რომ მე გამეცოც-ხლებინა. ვიტირე, ვიცემე თავში და ბოლოს ქმარ შვილის ხათრისთვის, ვინაიდგან დიდი მოვალეობა მქონდა მათ მოვლა შენახვისა, ჩემ ბედს დავემორჩილე და შეუდექი ისევ ჩემ ქმარ შვილის მოვლას. გამოვიდა რავდენიმე ხანი,

ლევანმა წამიყვანა ახალციხეს. თურმე მამაჩე-მი მეტი მწუხარებისგან ავად გახდა. ამ დროს ხომ ერთი გასათხოვარი და კიდევ მყავდა მაკ-რინე. თურმე მამაჩემს დაუყენებია ერთი ბერძ-ნის ქალი მდგმურად ერთ ოთახში, გვარად სა-უროვი. ძალიან მეოჯახე, ჭრა-კერვის მცოდნე და, მასთანავე, მშრომელი. ეს ქალი დაუკვირდა ჩემი დის მდგომარეობას და როგორც ნამდვილ დას ისე უყურებდა და გული შესტკიოდა. უყუ-რებდა რომ მამაჩემი ავად იყო, მოხუცი კაცი. ვინ იცის, ამ ავადმყოფობას რა შედეგი ექნებო-და, ფიქრობდა ეს ქალი. ვაიმე ჩემს ხაზაინს, რომ რამე მოუვიდეს, ნეტავი ეს საბრალი ქა-ლიშვილი რას იზამს, როდესაც რძალი ეყვედ-რება სახლში და ის კი არაფერში არ მიეხმარება. ეჰ, მე ბევრიც გული შემტკივა, რას უშველი ამ საბრალოს, როცა მე შეძლება არა მაქვს, რომ დაგეხმარო. ძმა კარგი ჰყავს, მაგრამ... საქმე რძალია, რძალი თუ არ აუხსნის ქმარს, რომ ვასო ეს ჩემი მული ეხლა ბარიშნაა, ეხლა ამას სულ სხვანაირად უნდა ჩაცმა, დახურვა, რომ არ დაიჩაგროს. აბა ძმამ რა იცოდა თავის ნაშრომ მონაგებს აძლევდა ცოლს და ეუბნევოდა, აბა ოლღა, მოიქეცი ისე, როგორც საჭიროა, ვინაიდ-გან, როგორც ქალი, შენ უფრო კარგად იცი ოჯახს რა ესაჭიროება. ან ჩასაცმელი ან დასა-ხური და ან კიდევ სასმელ საჭმელიო. მხოლოდ ამას კი გთხოვ, თუ ერთი ბეწვიც ჩემი სიყვარუ-ლი გაქვს, ხომ უყურებ, მამაჩემი ლოგინად წევს, შრომა აღარ შეუძლია და უფრო მიხედე ჩემ დას მაკრინეს, რომ რაც საჭირო იქნება, უყიდო, რომ როგორც ობოლს, გული არ დაეჩაგროს. ჩემი რძალი დგვარელი გიგო გოგოლაძის ქალი იყო. როგორც ხეობელი ქალი, ეტყოდა ხოლმე ქმარს: ვასო, კაცო, რა თქმა უნდა, თუ კი საჭირო რამე იქმნება, ყველაფერს ვიყიდიო. ეს ყველაფერი კი სიტყვით თავდებოდა და არა საქმით. დახედა საბრალო ქალმა, რომ ხან რა იყო საჭირო და ხან რა. თავის მეორე ძმას სტოპას მოსთხოვა, ის თავის დღეში უარს არ ეტყოდა, მაგრამ, სა-უბედუროდ, ჩვენ და ძმანი საშინელი თავმოყ-ვარენი ვიყავით და დავალება და მოთხოვნა ძალიან გვეძნელებოდა. იფიქრა ამ ქალიშვილმა, მოდი ერთხელ საქმეს ავირჩევ, რაც ჩემთვის ხელ საყრელი იქნება, ვიმუშავებ და ჩემ თავს გავახარებო. ავად მყოფმა მამამ შეიტყო თავის მაკრინეს საშინელი განწირულება და შეეკითხა: შვილო, რათა ხარ ეგრე დაღონებულიო? რა გაწუხებს, მადლობა ღმერთს, სულ უნუგეშო არა ხარ, ღმერთმა მიცოცხლოს, ხუთი ვაჟი შვილი მყავს, თუ მე ავად ვარ, ერთი ძმაც არის გიპატრონებს. მაშინ გამოუტყდა მამას და უთ-ხრა თავისი განზრახვა: მე გადავწყვიტე, რომ ძვირ ფასი დედა აღარა მყავს, საყვარელი და ერთგული მამა ლოგინში მიწევს, მე კიდევ მა-მაჩემო, ყელზეც რომ გადამჭრან, ჩემ თავმოყ-ვარეობას ვერ შევლახავ და რომ ფეხშიშველიც დავრჩე, მე მაგას ვერა ვსთხოვ ჩემს ძმებს, რომ მიყიდეთ მეთქვი. ამისთვის მოვიფიქრე, ჩემთ-ვის ხელ საყრელი საქმე გავიჩინო, ვიშრომო, ვიშრომო და მანამ კარგათ გამიხდება მამიკო, სრულიად არავის არ შევამჩნევინო ჩამი ნაკლუ-ლობა. ეხლა რომ კალმახის ბადეს აქსოვინებენ, ის ბადე ძალიან ვიწროა, სულ განი არის ორ-მოცდა ორი თვალი და ერთი არშინის მოქსოვა ღირს სამი კაპეიკი, დღეში უკანასკნელ ათ არ-შინს მაინც მოვქსოვ. ათი არშინი კიდევ კარგია, თან ოჯახს შეუვლი და თან დღეში ექვს შაურს ვისარგებლებ. მერე იმ ფულით ძაფებს ვიყიდი, ცოტა ოდენ მიტკალს, გავაკეთებ ბალიშის ჩი-ხოლს ან სალფეტკებს ან ცხვირსახოცებს და ან

კიდევ პარანგის გულებს მოვქარგავ.მამას ძალიან მოეწონა და უთხრა: კარგი

გიფიქრია, თუ დღეს შეგიძლია აიღე და ქსოვე. რაკი ნება დართო, წავიდა თამამად. ამ კალმა-ხის ბადეს ტბის მოთავენი აძლევდნენ იჯარით, რომელიმე ბადის მქსოველ ქალებს და ის ქალე-ბიც მოგებით უნაწილებდნენ მცხოვრებლებს. აი სწორედ იმ დროს ბადის მქსოველი ქალი ჩვენი მეზობელი, კესარია, გელაძის ცოლი, აქსოვინებდა. მაკრინემაც მიმართა იმ ქალს, დაუთმო იმ ქალმა, რავდენი არშინიც მოისურვა მაკრინემ. ასე დაიწყო ბადის ქსოვა. ერთ დღეს, ქსოვის დროს, თურმე, მოუსწრო ჩემმა ძმამ, რომელიც იყო მღებარი. რომ დაინახა, უთხრა: დაო, რამ გაიძულა, რომ მუხლებს ინტვრევ, სამი კაპეიკის გულისთვის, თუ გეხალისება, მე, როგორც მღებარი და, მასთანავე, ბადის მქსოველი, ხომ იცი, რომ არა ერთსა და ორ ქალს ვაქსოვინებ ბადეს, თითქმის ყველა ბადის მქსოველებს ჩემგან აქვთ ერთი ლუკმა პური მონაპოვარი. მე, დაიკო, ერთხელ მინდოდა შენ-თვის მეთქვა, მოქსოვ მეთქვი ბადეს, მაგრამ ვერ გაგიმეტე და თუ კი ეხლა აგიღია ეს უბარაქო რამ, მოდი, დაო, მოქცემ ხოლიკოს, რომელიც ყველაზე ადვილია, ამას რომ შეგასწავლი, მერე დიდ ბადეებსაც მოგაქსოვინებ და გაგიხდება რამე. თან გაეხუმრა თურმე, მეც მასარგებლებ და შენც გვარიან მზითევს გაიწყობო.. ჩემმა დამ ეს კალმახის ბადე რომ მოათავა, სხვა აღარ

აიღო. როგორც ძმამ დაარიგა, ისეც მოიქცა. ჩემი და ძალიან ჩქარი იყო და მოხერხებული. ძმამ ერთი აუხსნა და ის იყო. ისე ჩქარა ქსოვ-და თურმე, რომ მებადური ქალები რა იყვნენ იმასთან. იმოდენა ფული მოაგროვა, როგორც ვაჟკაცმა. ახმარებდა ავად მყოფ მამას და თავის თავსაც. ამ დროს მამაჩემის მდგმურს ანასტა-სიას აეყვანა ერთი ახალ გაზრდა ბიჭი, ასე ოცი წლისა, ნახლებნიკად, ისეთი ჭკვიანი, მოხერ-ხებული და, მასთანავე ისეთი დაფიქრებული ყოფილა ეს ვაჟი, რომ იმის საქციელს და ჭკუას გაუკვირვებია ხაზეიკა. ეს ახალგაზრდა კაცი მიაქცევს ამ ჩემს გასათხოვარ დას ყურადღებას მის ყოფა-ქცევაში, სიმარდეში, მიმოსვლაში. ძალიან დაინტერესდება და როდესაც მოხდება ისე, რომ ბალკონზე ამის ხაზაიკას დაუწყებს ლაპარაკს ჩემი და, ამ დროს ეს ვაჟი მიიმალება კარებს უკან და იტყვის თავის გულში: მოდი, ერთი ლაპარაკში ჭკუა გამოუცადოო და თუ დაფიქრებული და დალაგებული ლაპარაკი იცის, სწორედ რომ შესანიშნავი ქალიშვილი იქნებაო. დაუგდებს ყურს და რომ გაიგებს ამ ქალის მუსაიფს, სწორედ რომ გადაირევა და ჩაუვარდება გულში ამ მაკრინეს სიყვარული. მაგრამ ვის გაუბედოს და უთხრას თავის გულში ნადები, ვინაიდგან ახალციხეში არავინ ჰყავს ნათესავი. შეუყვარდა ამ კაცს ჩემი და ისე, რომ ხანდა ხან სამსახურშიც აღარ მიდის. ამბობს თა-ვის გულში, დღეს ვინ იცის ეზოში რავდენჯერ შევა და გავა და კიდევ კარგია, რომ ფანჯრიდან მაინც დავინახავო. საღამოს დუქნების დაკეტ-ვის დროს წავა ფოტო-გრაფიაში, მოისყიდავს ფოტოგრაფისტს, იყიდის ჩემი დის სურათს და იფიქრავს, ეს ბარიშნა ისეთი თავ მოყვარეა, როგორც ეტყობა რომ კიდევ გაიგოს მე მაქვს მაგის სურათი, ვერ უჩივლებს ფოტოგრაფს, რომ ჩემზე არაფერი იფიქროს ხალხმაო. მერე მის სურათს ჩაასმევინებს ვენოკში იმავე ფო-ტოგრაფს, გადაუხდის სასყიდელს ორეულად და წაიღებს სახლში. ერთ დღეს შენიშნავს რომ ჩემი და ზის ეზოში, აუღია ვეფხვის ტყაოსანი და კითხულობს. უცქირა უცქირა თვალებში აკოშ-კიდან და გადაირია. ერთიც უცბათ წარმოსთ-ქვა: ნეტავი ვინ იქნება ის ადამიანი, რომელიც მაგ მოხდენილ სახეს ჩაჰკოცნისო. ამ სიტყვებს მოჰკრავს ყურს თავისი ხაზაიკაი და იტყვის. ეჰ, ბიჭო, ტყუილად აგშლია საღერღელი. ეგ შენ არ წამოგყვებაო. მერე გავა კალიდორში და ეტყვის ტასიას: ხაზაიკა, გენაცვალე, თუ ჩემი ხათრი გაქვს, მე გავიგე, რომ თქვენ სახლის პატრონებს ჰქონიათ ვეფხის ტყაოსანი და ვითომც შენ უნდა წაიკითხო, შენს მაგივრად მითხოვეო და თუ არ დაგიჯერა, ნუ დაერიდები, პირდაპირ უთხარი, რომ ჩემმა ნახლებნიკმა უნდა წაიკითხოსო. ძალიან ინტერესი აქვს მაგ წიგნისა და მეც ხათრი არ გაუტეხე, წამოველი და ჩემ მაგიერად იმიტომ გთხოვე, რომ, ვიფიქრე, ვაიმე თუ იმას არ მისცეს და მეც მეწყინოსო. არა, ძვირფასო დისსწორო, დაო ტასია. ჯერ ერთი, რომ შენი ხათრისთვის რომ მითხრან, კლდიდან გადა-ვარდები. მგონი ამაში დარწმუნებული ხართ... და, მეორე კიდევ, წიგნს რატომ არ მოგცემთ, წიგნი ისეთი საგანია, რომ არავის არ დაეშლება. თურმე ამ ვაჟმა იმიტომ ითხოვა, რომ სულ სხვა განზრახვა ჰქონდა. რომ ცოტა ხანი იკითხა, მერე, რა თქმა უნდა, თავის მოვალეობას ხომ ვერ უღალატებდა და წავიდა სამუშაოდ. ასე ამნაირად გადაიკითხა მრთელი წიგნი და რომ დაამთავრა, წიგნის შუა ჩასტოვა ეს მაკრინეს სურათი, ერთი ღია წერილიც

დასწერა. აგერ თქვენი წიგნი, დიდად გმად-

ლობთ, უცნობო ქალი-შვილო. მე ძალიან მომწონხართ, მომწონხარ კი არა და პირდაპირ მიყვარხარ, ამისთვის გთხოვ, რომ თუ შენი ნებაც იქნება და არ დამიწუნებ და გამომყვები, ძალიან ადვილად შეგიძლია, რომ გადმომცე ცნობა თანხმობისა! ვინაიდგან ერთ შენობაში ვცხოვრობთ, ეს არაფერი ძნელი არ იქნება თუ კი მოისურვებ. და რომ ნახავთ ამ თქვენს სუ-რათს ამ წიგნში, რა თქმა უნდა გაგიკვირდებათ და გულიც მოგივათ. იქნების კიდეც დამწყევ-ლო. თუ ტურფავ ჯერ სიყვარული არა გაქვს გამოცდილი, არ გამამტყუნო და არ დამძრახო, სიყვარულით კაცი გაგიჟდება, სიყვარულით კაცი ველად გავარდება, სიყვარულით კაცს თავს მოამდაბლებინებს და სიყვარული ყმად გარდაჰქმნის ადამიანს. მეც სწორედ ამავე სიყ-ვარულმა შემიპყრო. რომ დავმშვიდებულიყავი ცოტა არის მაინც. ეს უწესობა ჩავიდინე, ვიყი-დე შენი ფოტოსურათი, რომელიც მე ძალიან კარგათ ვიცი აკრძალულია და გაქვს სრული უფლება, რომ უჩივლო ფოტოგრაფისტს და დააჯარიმებინო, მაგრამ შენ როგორც მესმის და გამჩნევ, კიდეც თავმოყვარე ქალიშვილი სჩანხარ და თავმოყვარე ადამიანი ამისთანა საქმეებს შორს უვლის, ყოველ შენთხვევაში თუ შემიბრალებ და არ გამაუბედურებ სამუდამოდ, შეხვალ ჩემს მდგომარეობაში. გწერ მუდამ შენ-თან მყოფნელი და ამბის მომლოდინე კირილე ლუარსაბის ძე ოთანაძე. იმას მოგახსენებდი მკითხველო, რომ ლევანმა ახალციხეში წამიყ-ვანა, მამა ავად გამხდარიყო და მის სანახავად მეთქვი. ორი დღე გაჩერდა და მესამე დღეს ისევ დაბრუნდა სოფელ ურაველში; როგორ გაეხარ-და ჩემ დას ჩემი დანახვა, ვერ წარმოგიდგენთ. ორი სამი დღე რომ გავიდა, ვნახოთ ჩემი რძალი წავიდა მეზობლებში სანახვად. იპოვა ჩემმა დამ თავისუფალი დრო და დაბალი ხმით მითხრა: ნატო, მეორე ოთახში გამოდი, შენთან ერთი სა-იდუმლო სიტყვა ამქვს სათქმელი. მეც ფეხი ფეხ გავყევი დაინტერესებული. შეველით ოთახში, ამოიღო წიგნიდან თავისი სურათი და მაჩვენა. მე ძალიან მომეწონა და უთხარი, მაკრინე, რა მშვენივრად გადაუღიხარ ალბერტოვს, ნამდვი-ლად კოპია შენი სახისა. მეტადრე ეს ვენოკი რა მშვენივრად გშვენის ახალგაზრდა ქალს, თით-ქოს სამოთხეში ანგელოზი ზისო!..მერე ამოიღო ჯიბიდან ღია წერილი და მითხრა: აბა ეს წერილი წაიკითხე. რომ ავიღე და წავიკითხე, ცოტა არ იყოს არ მესიამოვნა, თუმცა ის კაცი თვალითაც არ მენახა, მაგრამ ისე კი ვიცოდი, ალექსი სა-ლარიძის პრიკაზშიკი იყო, რომელიც სასმისის სკლადში მუშაობდა. უცბათ წარმოვიდგინე, ამ ყურუმსაღს უყურე პირდაპირ რომ სიყვარუ-ლიც გამოუცხადებია... ჯერ ხომ იმას არაფერი სპიციალბა არა აქვს და ნეტა კი რა იმედით აპირებს დასახლებას?! რითი უნდა აცხოვროს ცოლშვილი. ჩემს გულში არ მესიამოვნა, მაგრამ თავი შევიკავე, ვიძახი, ვნახო ჯერ ავი და კარგი გავიგო, ავწონ დავწონო და თუ საჭიროდ ვცანი ჩემი განზრახვა, მაშინ მოურიდებლად აღარ დავფარო და წარმოვთქვა სათქმელი. პირადად კი ვკითხე, როგორა, მაკრინე, კაი ბიჭია? შენც ხომ არ გიყვარს, გულ ახდილად მითხარი. რომ მიყვარდეს, როგორ ფიქრობ, შენ დაგიმალავ?

ვნახოთ, რომ ეს ჩვენი სასიძოთ მსურველი გამოუტყდება ტასიას: ხაზაიკა, მე, როგორც დე-დას, ისე გიყურებ, ამისთვის მინდა ჩემი გულის პასუხი გაგიზიარო, ვნახოთ, რას დამარიგებთ. რომ დააბოლოებს ეს ვაჟი თავის გულის ნადებს, ტასია აი რას უპასუხებს: არ ვიცი, ძმაო, კირი-ლე, რა გითხრა. მამასთან რომ მქონდეს საქმე, ისე მე ვიცი, მაგრამ მაგ ქალს ისეთი ძმები ჰყავს, რომ იმისთანას ვერაფერს ვერ გავაწყობ. არიან საშინლად სიტყვაზე მტკიცე ვაჟკაცები და თუ ერთხელვე უარი მითხრეს, ფეხებზე რომ დავემხო და ავკოცნო, მაინც თავის სიტყვას უკან აღარ აიღებენ. აი ძმაო, მე რა გითხრა. მე გამოუტყდები თავის მამას და თავის დას. ისინი რას მიპასუხებენ იმისდაგვარად მოვიქცეთო.

მანამდე ეს ქალი რამეს გვეტყოდა, მე მი-უჯექი მამაჩემს და ვუთხარი: ტასიას ვიღაცა ზედა-თმოგველი ლუარსაბის შვილი აუბარებია ნახლედნიკად. ის ბიჭი როდესმე დაგინახია, ნეტა როგორი ბიჭია. როგორ არ დამინახია, შვი-ლო, ლამაზი, თეთრ წითელი ბიჭია. რა იყო, რაზე დამკითხე. იცი, მამა, რა გითხრა. თურმე მაგ ბიჭს ჩვენი მაკრინესთვის სიყვარული გამოუც-ხადებია. ეს რომ უთხარი, ავად მყოფს ერთი გულიანად გაეცინა და მითხრა; რა გგონია, ვითომ იზარალამს თუ რას დააშავებს, რომ წაჰ-ყვეს. იცი, მაგ კაცის მამა რა კაცია? ძალიან კაი გვარის ხალხი არიან. ნათქვამია შვილო, კვიცი გვარზე ხტისო. იმ მამის შვილი გლახა არ იქნე-ბა. მე ვარ და ასე დავარდი. მე, როგორც ვატყობ ჩემს თავს, ასე ძალზე რომ დამასუსტა, ეს ხმელი ჯდომის ნიშანია. ვიქნები ცოტა ხანი ასე და უცბათ გავთავდები, რომ ვერც კი გაიგებ. თუ მართლა გულით უყვარს და სიყვარული გულით გამოუცხადა და თუ დამიჯერებს მაკრინე, უარი არ უთხრას და თუ ვისმეს მოგზავნის ჩემთან, მე პირობას მივცემ. შენ რას იტყვი ამაზე ნატო? ხომ უყურებ, შვილო, რომ რძალი ყურადღებას არ აქცევს, აქ ვწევარ, მაგრამ, ასე ნუ მიყურებ. მე ყველაფერს ვწონამ და უკვირდები, ძმები

ლიტერატურული მესხეთი8 2012 წელი, იანვარი

ავგუსტ სტრინბერგი

მაია ანჯელოუ

ამ ადამიანის უბედურება ის იყო, რომ წარ-ჩინებული და მდიდარი მოხელის შვილი გახ-ლდათ, თანაც, მისი გვარი თავადაზნაურულ გვართა ნუსხაში არ იყო ფიქსირებული, გამომწვევად ჟღერდა და ყველას უფრო იმით აღიზიანებდა, რომ უცხოურად იწერებოდა, რის გამოც მას არასწორად წარმოსთქვამდ-ნენ, ზედმეტი ასოები უშლიდა ხელს.

ჭაბუკი ბუნებამ სასიამოვნო გარეგნობით დააჯილდოვა. ამის დაფასება ძალუძდა და საგულდაგულოდ უვლიდა თავს: ყოველ ნახევარ წელიწადში აუცილებლად ყიდუ-ლობდა ახალ ტანსაცმელს, რომელსაც მისი ბრძანებით ყოველ დილას წმენდნენ და მხო-ლოდ ქათქთა მანჟეტიანი დადიოდა, ჭყაპში შარვალს რის ვაივაგლახით ჩექმებში კი არ იჩრიდა, კალოშებს იცვამდა, ახლომხედველი გახლდათ და იძულებული იყო ლორნეტი მოეშველებინა. მისი აზრით, მისთვის, ასე ახალგაზრდისთვის, სათვალის ხმარება ადრე იყო.

მავანთ შურდათ მისი, მავანნი კიცხავდნენ, მაგრამ ყველა მისი უბედურების მიზეზი მისი აღზრდა იყო, და კარგი იქნება ეს ამბავი ყვე-ლა მშობელმა და მოძღვარმა გაფრთხილებად ჩათვალოს.

იმის მიუხედავად, რომ სკოლა დედაქალაქ-ში დაამთავრა, მაინც გადაწყვიტა ის მაზრის სათვისტომოში ჩაეწერათ. როცა იქ ჩავიდა, მხარბეჭიანი, ექვსი ფუნტის სიმაღლის სტუ-დენტების გარემოში მოხვდა, როგორნიც მანამდე არ ენახა. ისინი მისთვის უცნობ ენაზე ლაპარაკობდნენ და ეჭვის თვალით უყურებდნენ მის ელეგანტურ ტანსაცმელს. თავიდან მასთან ბრუდენშატის დალევას ყველა ერიდებოდა: მისი მორიდებულობა, თავმდაბლობა ხომ ქედმაღლობად მიიჩ-ნიეს, მაგრამ ბოლოს მამასახლისმა ყველას შესთავაზა “შენობით” ელაპარაკათ მასთან, “წყალსადინარი ორმოდან” (დედაქალაქს იმ დროს ასე ეძახდნენ პროვინციაში), ჩამოსულ ახალგაზრდასთან.

მან ყველა ბოკალის ბოლომდე დაცლაზე უარი თქვა და ამით გულისწყრომის ქარიშ-ხალი დაატრიალა.

არაერთხელ სცადა თავის თანატოლებთან დაახლოება, მაგრამ ისინი ცდილობდნენ სოლიდურ საზოგადოებაში გაებათ მათთვის უფრო სახარბიელო, მომგებიანი ნაცნობობის ქსელი.

სათვისტომოში მის მეორე მოსვლას დიდი უსიამოვნება მოჰყვა, რადგან არ შეეძლო ცხენების შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღე-ბა, რადგან ცოტა ხნის წინათ ვიღაცამ ლორ-ნეტი გაუტეხა. კავალერისტთა ბრძოლა ასე მიმდინარეობდა: სათვისტომო იყოფოდა ორ

ჯგუფად — მხედრებს თეატრალური გარდე-რობიდან დათრეული მუზარადი ეხურათ და აბჯარი ჰქონდათ ასხმული, ხანჯალი ეჭირათ და, სკამებზე შემომსხდარნი დაჭენაობდნენ ოთახში, რის შემდეგაც საყვირების გულ-შემზარავ ხმაზე შეტევაზე გადადიოდნენ. დამტვრეულ სკამებს უკვე უვარგისი თეატ-რალური რეკვიზიტის გრაფაში წერდნენ.

სათვისტომოს ერთ-ერთ ასეთ თავყ-

რილობაზე ვიღაცა პოეტმა დიდი გზნებით წაიკითხა პოემა “ფრანტი”, რომელმაც საერთო აღტაცება გამოიწვია. მასში ის ბედკრული თხემით ტერფამდე იყო გამოსა-ხული შარვლიანად, ძეწკვებიან-საათიანად, მანჟეტებიანად და კალოშებიანად. არც მისი ახლომხედველი თვალები, ქათქათა ცხვირ-სახოცები და მშობლები იყო დავიწყებული.

იმ დღის შემდეგ ფრანტს სათვისტომოში აღარ შეუვლია და თავისი ნახევრად დავიწ-ყებული თანაკლასელების მოძებნას შეუდგა.

ქალაქში უცნაური ხმები გავრცელდა, ვიღაც ამტკიცებდა, რომ ის ტრაქტორში ჩან-გლით ჭამდა საჭმელს, ვიღაცას გაუგონია, თითქოს მას სადილზე ზედიზედ ოთხი ჭიქა არაყის დალევაზე უარი ეთქვას, ვიღაცას კი ის, თითქოს, სტოკჰოლმსვეგენზე მოჯირითე ენახოს. ლექციებს არასოდეს არ აცდენდა, უბრალოდ, ჩერჩეტი იყო და მეტი არაფე-რი, თანაც, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა. ის უბედური დილით როგორღაც გააღვიძა ჯან-ღონით სავსე სტუდენტმა და ფულის სესხება სთხოვა. პროტესტმა არ გაჭ-რა — სტუდენტს ეჭირა დაზღვეული წერილი, რომელიც მან “პატივისცემის ნიშნად” თავი-სი ხელით მიართვა ფრანტს და, რასაკვირ-ველია, მოესწრო კიდეც კონვერტის გახევა და მასში ჩადებული ფულის ორ არათანაბარ ნაწილად გაყოფა. თან იფიცებოდა, წერილი არ წამიკითხავსო, მაგრამ როცა ადრესატმა უკმაყოფილების გამოხატვა გაბედა, მას ეს სათვისტომოს მორიგი არჩევნების დროს გაუხსენეს.

ამის შემდეგ ის სამკითხველოშიც არ შედი-ოდა იმიტომ, რომ ზურგს უკნიდან ღვარძლი-ანი, შეურაცხმყოფელი რეპლიკები ესმოდა.

ახალგაზრდა კაცს მის ბედში მყოფ სხვა

მეგობრებთან ერთად ცალკე სადგომის დაქი-რავება მოუხდა, სადაც მათ განმარტოებით შეეძლოთ გაზეთების კითხვა და კარტის თამაშიც.

ქალაქში ლაპარაკობდნენ საიდუმლო ორგიებზე, გარყვნილ ცხოვრებაზე და თუ მანამდე მხოლოდ აბუჩად იგდებდნენ ყველა კარგად ჩაცმულ სტუდენტს, ახლა ისინი უკვე სძულდათ.

როცა მისი და ლოზანას პანსიონში სასწა-ვებლად გაემგზავრა, თავისი მწევრის ლეკვი ამას დაუტოვა, რადგან ლეკვის წაყვანა არ შეეძლო.

უფსალაში ამ საწყალი ლეკვის მიმართ უფრო მეტ ინტერესს იჩენდნენ, ვიდრე იქ სტუმრად ჩასული ნებისმიერი დედოფლის მიმართ. ტროტუარის კიდეზე მწკრივდე-ბოდნენ და ხმამაღლა იცინოდნენ მასზე, იმ ბედშავს დიდ ძაღლებს უქსევდნენ, ზოგჯერ კი, ვითომ შემთხვევით, ხელჯოხს არტყამდ-ნენ. როცა ყინვამ ოცდასამ გრადუსს მიაღწია და ლეკვი იყინებოდა, ფრანტმა მას ჩული — ცხენის ზურგზე გადასაფარებელი მოაცვა. ძაღლის ტანზე საძაგრავი აქ არავის ენახა. საერთო აღშფოთება გულის გამგმირავი ყიჟინით გამოიხატა: “ძაღლს ჩული აცვია!” ადამიანებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ჩული მხოლოდ ცხენებს სჭირებოდათ.

მალე ძაღლის შინ გაგზავნა მოუხდა: ერთ-ხელ, როცა მასთან ერთად სარდაფში ჩავიდა, პირში კონიაკით გაჟღენთილი შაქრის ნატეხი ჩასჩარეს, რის შემდეგ დაავადდა.

ფრანტს როგორღაც მისმა ერთმა ახლო ნათესავმა საოცრად ლამაზი ჯოხი აჩუქა. ამ ჯოხს არ იშორებდა და მის შესამკობად ბუ-ნიკისთვის ვერცხლის ფირფიტა შეუკვეთა. ეს ზედმეტი ფუფუნება რიქსდალერი, ანუ, როგორც უფსალელი მოქეიფეები იტყოდნენ, “ოთხი ბოკალი პუნში” დაუჯდა.

და, რამდენადაც იუველირმა პატივმოყვა-რეობის ან წინდაუხედაობის გამო ფირფი-ტაზე თავისი დამღა დასვა, ეს, კაცმა რომ თქვას, უმნიშვნელო დეტალი ფრანტის ახალი ტანჯვა-წამების მიზეზი გახდა. როგორღაც ერთი სტუდენტი თავის ხელჯოხს ეძებდა და ის მოვერცხლილი ბუნი მოხვდა ხელთ. ასე

გაიხსნა საიდუმლო, რომელიც მალე მთელი ქალაქისთვის გახდა ცნობილი: “თქვენ ჯერ ვერ მოასწარით თქვენი ხელჯოხის დანახვა?” — კითხულობდნენ სათვისტომოში.

მთელი რვა დღე მხოლოდ ხელჯოხზე ლაპარაკობდნენ. მას დასცინოდნენ, ფეხს ჰკრავდნენ ხოლმე, ჰოდა, ის ფირფიტა ჩაიზ-ნიქა, ხელჯოხზე ლაქი წაიშალა და მაინც, მისი დამტვრევა ვერ შეძლეს. ის სიყვარუ-ლით მყარად იყო გაკეთებული. ფრანტის უბედურებაც სწორედ ეს იყო.

ერთ მშვენიერ დღეს ხელჯოხი გაქრა. ფრანტი ამაოდ ეძებდა მას იქ, სადაც ჩვე-ულებრივ ტოვებდა — საკალოშეს იქით.განცხადება დაწერა და სახლის კედელზე გამოაკრა — მის მპოვნელს ჯილდოს ჰპირდე-ბოდა. იქ დიდი ბრბო დაჯარდა, იცინოდნენ, ყვიროდნენ და განცხადების ქვეშ დამცინავ სიტყვებს აწერდნენ.

ერთ დილას ხელ-ჯოხის მფლობელი სახლიდან გავიდა რათა, ჩვეულებისამებრ, მდინარის სანაპიროზე გაესეირნა. შეამჩნია, რომ ერთ ადგილას მიწა გზისპირას ძალიან ფხვიერი, ხოლო კორდი ისე იყო გადაჯეგილ-ამოყრილი, თითქოს მასზე მთელ ფარას გადაევლოსო. მაგრამ ფარას აქ დიდი ხანია არ უძოვია, ტენიან ნიადაგს კი აშკარად აჩნ-და რკინის ქუსლსაკრავების კვალი. ბალახში რაღაც ბრწყინავდა. ის ავბედითი ფირფიტა იყო, მის ახლოს კი ხელჯოხი ეგდო, ნაწნავე-ბი, ფეხებით გათელილი, მშვილდივით გაღუ-ნული, მაგრამ გაუტეხელი ხელ-ჯოხი — აი, თურმე, რატომ იყო მიწა ასე გადაჯეგილი. იმას, რომ ხელ-ჯოხი ქურდს რომ არ მოუტა-ცია, გადარჩენილი ვერცხლი ადასტურებდა. აბა, ვის უნდა ექნა ეს?

ახალგაზრდა კაცი ბუნებამ და განგებამ ამდენი რამის ნიჭით დააჯილდოვა, ის კი ამ პატარა ქალაქში მთელი ოთხი წლის მან-ძილზე გარიყულივით ცხოვრობდა, თითქოს არც იყო სტუდენტი, თუმცა, სტუდენტად ითვლებოდა. მას თითქოს არც არასოდეს უმღერია ქოროში, არ ყოფილა სათვისტომო-ში ან სტუმრად, არ სწვევია მეჯლისებსა და კონცერტებს, მას ყოველთვის შეურაცხყოფ-დნენ. ის თავისი ტოლ-სწორი ამხანაგების წრეში ბრიყვ, მედიდურ, ქარაფშუტა, გარყ-ვნილ ვინმედ, ერთი სიტყვით, ფრანტად იყო შერაცხული. არადა, სინამდვილეში ის ხომ სულ სხვა კაცი იყო.

ოთხი უნუგეშო, გაუხარებელი წლის შემ-დეგ მან ბრწყინვალედ ჩააბარა გამოსაშვები გამოცდები და, იცით, რა თქვეს უფსალაში?

კარგით, ერთი...

თარგმნა ჯუმბერ თითმერიამ

კაცები

როცა პატარა ვიყავი, ხშირადფარდის მიღმიდან ვუმზერდი, როგორ დაამიჯებდნენ აღმა-დაღმა გზაზე კაცები.მთვრალი კაცები. ბერიკაცები.მდოგვივით მწარე ახალგაზრდები.შეხედეთ ერთი, კაცები მუდამსადღაც მიდიან.იციან, მე რომ იქ ვარ თხუთმეტი წლის დავშიმშილობ მათი ყურებით.ჩემი ფანჯრის ქვეშ ჩერდებიან,მხრებს იჩეჩავენ ქალიშვილების ძუძუებივით,ქურთუკის ბოლო ეტყაპუნებათ, -უკან,კაცები.ერთ მშვენიერ დღეს მოგიმწყვდევენხელის მტევნებში ნაზად, თითქოსდაუკანასკნელი თოთო კვერცხი იყო ამქვეყნად.შემდეგ მოგჭყლეტენ, როგორც პატარას.მშვენიერია პირველი სრესა, ჩქარი, ძლიერი.სასიამოვნოდ შემოჭრილი უმწეობაში.ცოტაც და მეტი.იწყება ტკენა, გამოგლეჯილი ღიმილი შიშს რომ დასტრიალებს,როცა ჰაერი უჩინარდება,თქვენი გონება ფეთქდება, სკდება მძვინვარედ, წყვეტით,სამზარეულოს ასანთის თავის მსგავსად, — ჩაშლილი.ეს არის ჩვენი წვენი, რომელიც მის ფეხებს მოსდის,თხუპნის ფეხსაცმელს.როდესაც მიწა უბრუნდება საკუთარ წესრიგსდა ენა ცდილობს დაიბრუნოს გემოს შეგრძნება,

როცა სხეული იხურება მიჯახუნებით,სამარადჟამოდ,ვერცერთი კლიტე ვეღარ გააღებს.შემდეგ ფანჯარა იგმანება გონების მიღმა,სწორედ იქ, სადაც ფარდა იწევა და კაცები დააბიჯებენ.რაღაცის ცოდნა, გამგზავრება რაღაც ადგილას,მაგრამ მე ახლა მხოლოდღა ვდგევარდა ვიმზირები.ალბათ...

შავკანიანთა მოდგმის აღთქმა

რადგან ჩვენ ჩვენი წინაპრები გადავივიწყეთ,ჩვენი შვილები უკვე პატივს არ მოგვაგებენ,რადგან ჩვენ ჩვენი წინაპრების გზებს ვერ მივხედეთ,მუხლმოყრილებმა რომ გაჰკვალეს ეკალ-ბარდებში,ჩვენი შვილები საკუთარ გზას ვერ პოულობენ.რადგან ჩვენ ჩვენი წინაპრების ღმერთი გავდენეთ,ჩვენი შვილები ვერ ლოცულობენ.რადგან ჩვენ ჩვენი წინაპრების არ მოგვწონს მოთქმა,შვილებს არ ესმით ჩვენი ტირილი,რადგან ჩვენ ჩვენი მშობლების სიბრძნე ქარს გავატანეთ,გზაარეული შვილებიგზაარეულებს აჩენენ შვილებს,რადგან მივეცით დავიწყებას, როგორ გვიყვარდეს,კარიბჭეს მტერი მოადგა უკვედა ჩაგვახედა სარკეში, სადაც ჰყვირის სამყარო, -“სიძულვილის სამადლობელი”.ამიტომ დავდეთ აღქმა, ერთურთს ჩავჭიდოთ ხელი,რომ ჩავეკონოთ ჩვენს თავმდაბლობას,რომ ვუერთგულოთ ჩვენს სიმარტოვეს,რომ უმეცრება ჩვენი გავფანტოთ,რომ დავაპუროთ ჩვენი შიმშილი,რომ შევიმოსოთ დაკონკილი სიშიშვლე ჩვენი,რომ ჩავიდინოთ მხოლოდ სიკეთე,იმის შეგრძნებით, რომ გაცილებით მეტი ვართ ვიდრე,მხოლოდ მეურვე ძმების და დების,ჩვენ თვითონა ვართ საკუთარი ძმები და დები.ღირსმისაგებლად, მათთვის, ვინაც უფლისთვის იღწვისდა ადიდებს ოქროს ენებით,მადლმისაგებლად იმავე ღმერთის,ვინაც დაგვტოვა ჩვენ უიმედო და ცარიელი,ჩვენ დავდეთ აღქმა.

თარგმნა

ფრიდონ ქარდავამ

თარგმანები

ფრანტი

2012 წელი, იანვარი 9ლიტერატურული მესხეთი

ჩვენთან, მესხეთში, ცოლის შერთვა ძალიან ძნელი დავა იყო. ქალიშვილები ხდებოდნენ ოცი-ოცდახუთი წლის ასაკისა, ვაჟები კი ოცდა ათი ასაკისაც, ზოგჯერ ძლივს ინიშნებოდნენ. რა იყო ამისი მიზეზი? — სიღატაკე. ვაჟის პატრონს მთელი წლის განმავლობაში უნდა ევლო პატარძლთან, თან წაეღო საჩუქრები, სასმელ-საჭმელი, ყოველ დღეობაზე უნდა წაეყვანა პატარ-ძალი, მიეტანა პატარძლისთვის ორი-სამი ხელი ხასი ტანსაცმელი და სხვა. მერე ნიშ-ნობა, მოსაკითხი და ქორწილები. ქორწილის დროს უნდა წაეღო ხორცი, არაყი და სხვა პროდუქტები. მერე მეზურნეების ხარჯები, მღვდლის, დიაკვნების გადასახადი, მერე ქორწილში მთელი სოფელი და ნათესავები უნდა დაეპატიჟნა. ამოდენა ხარჯის გაწევის საშუალება ყველას არ ჰქონდა. გარდა ამი-სა, მთავარი მიზეზი ის იყო, რომ, როგორც ქალიშვილებს, ისეც ვაჟიშვილებს არ ჰქონ-დათ საშვალება, რომ ერთმანეთი ენახათ. როგორც ვაჟებმა, ისეც ქალიშვილებმა არ იცოდნენ ერთმანეთი რა სახის ადამიანები იყვნენ, ისინი მოელოდნენ მარტო თავიანთ ბედ იღბალს ღმერთისგან. რა თქმა უნდა, მათ ძალიან უნდოდათ ენახათ ერთმანეთი, მაგრამ ამის მოხერხება ძალიან ძნელი იყო. მაგალითად, თუ გასათხოვარი ქალი წავი-დოდა შემთხვევით წყლის მოსატანად, თავ პირს აიხვევდა ისე, რომ მარტო თვალები უჩანდა, მაგრამ თვალებზეც ჩამოფარებული ჰქონდათ თხელი ჩიქილა და მარტო თითონ იჭყიტებოდა დამფრთხალ კურდღელივით. ძალიან ფრთხილობდა, არავინ დამინახოსო და არ გამშინჯოსო. ვაჟიშვილებიც, ცოტა არ იყვეს, ქალიშვილების ნათესავებს ერიდე-ბოდნენ, ვაი თუ გვნახონ და არ მოვეწონოთო. თუ სადმე ქორწილში იქნებოდა ქალიშვილი და შეიტყობდა, რომ იქ უცხო კაცი იყო მისუ-ლი, ქალებში ჩაიმალებოდა და აღარ გამოჩნ-დებოდა, სახლში წასვლის დროსაც ქალებს ამოეფარებოდნენ და ისე წავიდოდნენ, რომ თვალიც ვერავინ მოგვკრანო. ნათესავების რჩევით ვაჟის პატრონი, ქალის პატრონთან გზავნიდა მოციქულს, ერთ კაცსა და, თუ ქალის პატრონი იქნებოდა ცოტა ჯიუტი კაცი, მაშინ ორ ან სამ კაცს. ამ მოციქულებს ჩვენთან ელჩებს ეძახდნენ. ეს ელჩები ღამით ესტუმრებოდნენ ხოლმე, რომ არავის გაეგო ეს საიდუმლო საქმე. ერთი ლიტრა არაყიც ჰქონდა ჯიბეში რომელიმე ელჩსა. თუ საქმე მოგვარდებოდა, ამ არაყს მაშინ დალევდ-ნენ, თუ არა და სულაც არ გამოაჩენდნენ, უკანვე წაიღებდნენ,. ქალის პატრონი, რა თქმა უნდა, ამ ელჩებს შეეკითხებოდა, რაზე გარჯილხართ, რაზე მობრძანებულხართო. ისინი უპასუხებდნენ, ჯერ ღმერთის წყალო-ბით, მერე თქვენი თანხმობით. თუ ბედი და იღბალი იქნება, ამა და ამ კაცს თქვენთან დამოყვრება უნდაო და შუამავლად ჩვენ გა-მოგვგზავნაო, ქალს გეკიდებათო. ეს ელჩები ჯერ სამეფოს ძალიან შეაქებდნენ, რომ კარგი ბიჭიაო, სოფელიც კარგიაო, კარგი სახლ-კარი აქვსო. ერთი სიტყვით, ცას ეკრებიან, ისე ფიცულობენ, დასაწუნი არა აქვს რაო და ჩვენ უნდა გვენდოთო. ქალის პატრონი ცოტა დუმილის შემდეგ ჰკითხავდა, რავდენი ახჩა მიწა უჭირავსო. იმ დროს ჩვენთან ერთი ახჩა ორ ჰექტარზე ცოტა მეტი ითვლებოდა. მერე ჰკითხავდა, რავდენი უღელი ხარ-კამეჩი ჰყავსო, ძროხები, ცხვრები, ცხენი, ღორი და სხვა. საბძელი თუ აქვსო. უფრო საბძელს ჰქონდა დიდი მნიშვნელობა. თუ საბძელი არ ექნებოდა ბარში, ქალს არავინ აძლევდა. ეს ელჩები ეფიცებოდნენ, თუ ერთი ყავდა, ათს ეუბნებოდნენ ტყუილად. ეხლა ქალის დედა წამოდგებოდა. მე თუ ბიჭი არ ვნახე, სულ ერთია, თანახმა არ ვიქნებიო. თუ ჩემი სიძე ლამაზი არ იქნება, აბა ჩემ ქალს წყალში ხომ ვერ გადავაგდებო. მაშინ ელჩები ეტყოდნენ,

მაშინ ისიც თქვენი ქალის ნახვას მოინდო-მებს და აქედან რა გამოვაო. ეს ქალი ცოტა გაჯავრებით ეტყოდა, აბა, ქალის ნახვა სად გაგონილაო, რომ ჩემ ქალს ფეხში ცული შემოვკრაო. ცხენია თუ საქონელი ხომ არ არის კბილი გაუშინჯონო. მე ამ აზრის გარდა თავის მამა რას იტყვის მე არ ვიცი, ცოდო მაგამ იკითხოსო.

ქალის მამა ცოტა ფიქრის შემდეგ იტყოდა: ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ცოტა უნდა გვადროვოთ, ჩვენც საცა მოკეთე გვყავს, იქაც მტერი გვყავსო, ცოტა მოვიფიქროთ და პასუხს მაშინ გეტყვითო. როცა ელჩებს ამ პირობით გაისტუმრებდნენ, შეუდგებოდნენ ძიებას, რამდენად მართალი იქნებოდა ელ-ჩების ნათქვამი. ჯერ სასიძო უნდა ენახათ, მერე ოჯახს ნახავდნენ რაიმე მიზეზით. ტარდი უნდა ენახათ, სანახვე. თუ ტარდი დიდი იქნებოდა, დარწმუნდებოდნენ, რომ საქონელი ბლომად ჰყოლიაო. ნახავდნენ ოჯახში მაშა აქვს თუ არაო. ამასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. დაკითხვები ნათე-სავებთან, დოსტებთან, მეგობრებთან.ეს ამბავი მთელი წელიწადი გრძელდებოდა. ზოგი თუ აქებდა, ზოგიც აძაგებდა ხოლმე. ეს ელჩებიც სულ მალ-მალე მიდიოდნენ და მო-დიოდნენ, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ. ბოლოს მაინც ეტყოდნენ, ჩვენი თვალით უნდა ვნახოთო. მართალია ჩვენ სასიძოს გააჩნია რამე თუ არაო. აქ ერთს მაგალითს მოგიყვანთ რაც ჩემი თვალით მინახია. ჩვენს სოფელში (ქილდა. ახალქალაქის რაიონი. რედ.) ერთ ახალგაზრდა ღარიბ ბიჭს ცოლად უნდა შეერთო მეზობელ სოფელში ქალი. ბევრი ელჩები გზავნა ამ ქალის პატრონთან, მაგრამ ვერა გააწყო რა. ქალის მშობლებს თუმცა მოსწონდათ ეს ვაჟი, მაგრამ მაინც ჯიუტობდნენ, ოჯახი უნდა ვნახოთო. ამ კაცს სულ არაფერი გააჩნდა და ღატაკი იყო. მე-ზობლებმა ეს საქმე ასე მოუხერხეს: რომელ დღესაც ამ ბიჭის ოჯახი უნდა გაეშინჯათ, თავიანთი საუკეთესო საქონელი დააბინა-ვეს ამ ბიჭის ბოსელში. მის ჩამოფხვავებულ ოდაში სულ ხალიჩები და ჩვენებური ჭრელი ფიჩვები ჩამოჰკიდეს, სტოლები გააწყეს. ერთი სიტყვით, ჩვენს სოფელში რაც გააჩნ-დათ, იქ მოაგროვეს. ეს სახლი ბეგის სახლს დააგვანეს. როცა ქალის მშობლები ესტუმრ-ნენ და ყველაფერი თავინთი თვალით ნახეს, სულ გადაირივნენ. ჩვენთან, ჯავახეთში, შალგის სელი ძალიან გვარობდა და ბლომად იყო ხოლმე შავი ზეთი. საჩქაროდ გამოუცხეს ჯავახური ზეთის ბიში და ჩვენებური ორ-ნახადი ქერის არაყი, მისცეს მათ თვალში, ისე გამოათვრეს, რომ არარა გაეგებოდათ. მხოლოდ, როცა გაისტუმრეს, იძახდნენ: აი ოჯახი, ოჯახი ასეთი უნდაო. ასე მოტყუებით მოიყვანეს ეს პატარძალი. შემდეგში ყველა-ფერი ნათელი გახდა ამ პატარძლისთვის, მაგრამ, რას გააწყობდა. თან სირცხვილი და თან ჯვარდაწერილი იყო და მღვდლის შიში ჰქონდათ და ამ ღატაკ კაცთან გაატარა სი-ღარიბეში თავისი ცხოვრება.

ზეთის ბიშით რომ გამოძღნენ,ბადე წყალში გადააგდეს,თუმცა თევზი არ ამოჰყვა,სულ არაფრად არ ჩააგდეს.ნუთუ ყველს ბედ-იღბალიყველას შუბლზე აწერია?არა, ეს სულ ცრურწმენაა,ყველა თაცვისი მტერია.მაშინ შავბნელი დროებაყველას თითო დაღს ასვამდა,ზოგი ხანჯლით თავს იკლავდა,ზოგიც შიშით აღგსა სვამდა.

1961 წელი, დ.ასპინძამოგვაწოდა

ზინა ზედგინიძემ

ძვირფასო მკითხველო!ზაქარია ალელიშვილის სახელი ჩვენი გაზეთის ფურცლებზე არაერთხელ გაჟღერებუ-

ლა. მისი ვრცელი ნარკვევი “შავი ღრუბელი მესხეთ-ჯავახეთში 1918-1919-1920 წლებში”, რამდენიმე წლის წინ დავბეჭდეთ, რომელმაც ცხოველი ინტერესი გამოიწვია როგორც მკითხველთა ფართო წრეში, აგრეთვე, სამეცნიერო საზოგადოებაში. ეს ნარკვევი იმითაცაა ყურადსაღები, რომ თავად ავტორი თვითმხილველი და აქატიური მონაწილე იყო იმ ავბე-დითი მოვლენებისა, რომელიც თავს გადახდა გასული საუკუნის 20-იან წლებში მესხეთს. საბედნიეროდ, ახლახან, ჩვენი გაზეთის ერთ-ერთი აქტიური მკითხველი ზინა ზედგინიძე შემთხვევით წააწყდა მის სხვა ნაწერებსაც, მათ შორისაა “მესხეთ-ჯავახეთის ქართველების ქორწილების ძველი წესები”, რომელსაც დღევანდელ ნომერში ვაქვეყნებთ. დარწმუნებული ვართ, რომ იგი დააინტერესებს როგორც ამ დარგში მომუშავე მეცნიერებს, სტუდენტებს, აგრეთვე საზოგადოების ფართო ფენებსაც.

მესხეთ-ჯავახეთის ქართველების

ქორწილების ძველი წესები

1ჩვენი ზიარი ბურთია,დიდებული და დიდია,არც არაფერზე არა ძევს,არც არაფერზე ჰკიდია.არც ფეხის ბიძგი სჭირდება,არც უნდა ხელის შეხება,შეუჩერებლად მიგორავს,არაფერს შეეჩეხება.

(დედამიწა)

2თეთრი და შავი ასულიროდი იღლება ჯირითით,დილაზე თეთრი შავს მისდევს,საღამოს ხდება პირიქით.

(დღე და ღამე)

3უაღრესად მსუბუქია,არც იჭმება, არც ისმება,მაგრამ მაინც მის გარეშესიცოცხლე არ შეიძლება.

(ჰაერი)

4დღე და ღამე დათარეშობს,უგზო-უკვლოდ, უთავბოლოდ,წინ თუ რამე დაუხვდება,თან უნდა რომ გაიყოლოს.

(ქარი)

5მინდორ-ველებს სიცივეშისაბანივით ეფარება,რომ გათბება წყლად იქცევა,და ზღვისაკენ იპარება.

(თოვლი)

6ვნატრობთ, გულით მოველიო,იმის გზისკენ გვაქვს თვალები,როცა მოვა, მაშინათვე,ყველა სახლში ვიმალებით.

(წვიმა)

7დედამიწის პირმშო არის,ვარსკვლავებთან უყვარს ფრენა,ჩვენთვის არის საამაყომისი ცაზე გამოჩენა. (დედამიწის თანამგზავრი)8ახალი წლიდან იწყებამისი წონაში დაკლება,დეკემბრის ოცდათერთმეტშიიგი სრულიად გაქრება.(კალენდარი)

9როცა უცქერ, სულ გაოცებსიგი ისეთ ამბებს ჰყვება,თვალს დახუჭავ, ის ვერ გხედავს,მაგრამ მაინც გაჩუმდება.(წიგნი)

10ახლად შობილი მტრედიაფრთადაკეცილი ორადა,ყველასთან ერთ დღეს მიფრინავს,ამბების მოსაყოლადა.

(გაზეთი)

11რკინის თაგვს ერეკებიანსოროში რკინის ქუდითა,თაგვი გარბის და ხვრელს ავსებს,თავისი ბამბის კუდითა.

(ნემსი)

12ოთხფეხა არის, არა ჭამს,არც არასოდეს ასმევენ,სტუმარს კი ყველგან, ყოველთვისმივლენ და შესთავაზებენ.

(სკამი)

13ქალა ახდილი თავია,განზე მიბმული ბაწრითა,ცეცხლმოკიდებულ ბალახს ჭამს,კუჭი ევსება ნაცრითა.(ყალიონი)

14ნაბიჯს წინ დგამს, ნაბიჯს — უკან,ვერც ახერხებს წასვლას ვერსად,მაგრამ გამვლელ-გამომვლელიყველა იმას ართმევს ხელსა.

(კარები)

15ლუკმას მიაწვდი, პირიდანქუხილით წამოვარდება,მის პატრონს გული არ უფრთხის,ვერც მტერი გაუმაგრდება.(თოფი)

16დღე და ღამ შრომობს, არავისსთხოვს შესვენების უფლებას,ის თუ გაჩერდა, პატრონიცმაშინვე დაიღუპება.

(გული)

17დედას თავს სჭრიან ყოველ წელს,შვილის ხვედრია დიდება,ყველას შერცხვენა მოელის,ვინც იმას შეეჭიდება.

(ღვინო)

18უფეხოსა და ყელყარყატსასეთი ბედი არგუნეს,ქვევრში ჩაძვრება, ჭიპით სვამს,პირით კი უკან აბრუნებს.

(ორშიმო)

19თოკზე ასხმულსა ბურთებსამეთვალყურეობს ბებია,თოკი ძოვს, თოკი იზრდება,ბურთებიც იბერებიან.

(საზამთრო)

20ორ ნაწილად გაყოფილ გულსსფეროს ფორმის ძვალი ფარავს,ვინ ჩამოთვლის ბებიასთვისშენც რამდენჯერ მოგიპარავს.

(კაკალი)

21მის აბრეშუმის კაბაზეარ უკერია ღილები,კაბას რომ გახდი, მთელ ტანზედაფარულია კბილებით.

(სიმინდის ტარო)

22ერთმანეთს ჩახუტებულანსაქმესაც ასე სჭირდება;ერთი დგას, მეორე გარბის,პირველს კი ვერა სცილდება.

(წისქვილის ქვები)

23სანამ მდინარის მკვიდრია,არვის არგია არასა,ამოვა, თვალებს გაახელსდა ხალხს მოახმარს ძალასა.

(ელექტრო დენი)

24სიცოცხლეში არ ნახულობს,არაყის და ღვინის გემოს,რომ მოკვდება, მერე ხდებაღვინის მსმელი საგანგებო.(თხა)

25ფეხი პირზე აქვს მიბმული,ჯაჭვითა, არა გრძელითა,ფეხზე ვერ დგება, სუფრაზედაატარებენ ხელითა.

(ყანწი)

26მთელი წლის შრომის ნაყოფიმის კუჭში ჩადის სრულადა,ინელებს, მაგრამ პირიდანგადმოსჩქეფს ნაკადულადა.

(საწნახელი)

27ლხინის მაგიდის მშვენებას,ბრძოლის ყელიანს, კოპწიასპირველად თამადა კოცნის,მერე კი სხვებიც კოცნიან.(ყანწი)

28პირს არ აღებს, კბილი არ აქვს,მაგრამ ისე იკბინება,რომ არსად არ უხერხდებაკისრის გარდა ხელის ხლება.

(ნემსი)

29ერთ ყუთში რკინის პალოზეორი სპორტსმენი აბია,ორივე გარბის, სირბილშიერთი თორმეტჯერ სწრაფია.

(საათის ისრები)

30საბანი მხურავს შემკული,ოქროს ათასი ღილითა,ავდგები, ღილებს დავეძებ,ერთიც არა ჩანს დილითა.

(ცა და ვარსკვლავები)

31ისე წიგნს აღარ კითხულობსბებიაჩემი კეკელა,თუ ცხვირზე არ დაიჯინანათელფრთიანი პეპელა.

(სათვალე)

32არ ვსაჭიროებ ინჟინრებსდა არც მშენებელ ოსტატებს,წყალზე ვერცხლის ხიდს ავაგებ,მშვენებით თვალებს მოგტაცებს.

(ყინვა)

პლატონ ზუმბაძე

წაუკითხეთ პატარებს!

გამოცანები

ზაქარია ალელიშვილი

ლიტერატურული მესხეთი10 2012 წელი, იანვარი

ორივე ცხრა მთისა და ცხრა ზღვის იქითაა გადაკარგული. ორივე გოგო უცხო ქვეყანაში მუშაობს და სწავლობს. ერთი ინგლისურად აზროვნებს, მეორე — გერმანულად. ცხადია, არც ერთს არ ულხინს. ერთიც წვალობს და მეორეც. ერთს თავისი თბილისი ესიზმ-რება, ხან ბებიის სოფელი დიდი ბოგვი, ანუ ჯორჯიაშვილი. მისი ბებიაც ხომ ჯორჯიაშ-ვილია გვარად. მეორესაც ხან დედის და ბებიის სოფელი. ერთიც ფულს უგზავნის მშობლებს, მეორეც. თეკომ გამოგზავნილი ფულით მშობლებს ვალები გაასტუმრებინა, ეკამ გამოგზავნილი ფულით დედას ძროხა აყიდვინა, ზამთრის სამყოფი შეშაც. ეს პატა-რა გოგოები (25 წლისანი არიან) გვინახავენ შეჭირვებულ ქართველ მშობლებს, ეს პატარა ციცინათელები გვათბობენ და გვინათებენ.

— რა ვიცი, იქნებ ვეღარც მოვესწრო თეკოს ნახვას, მე მოვუკვდე იმას, — ამბობს ნოდარი და ცრემლები დაეწვეთა პერანგზე.

თეკო ხშირად რეკავს ხოლმე მობილურით. მის პატარა დისშვილს, ნიკას თუ ლუკას,

რომ ეკითხებიან, სად არის თეკო დეიდა, პასუხობს: თეკო ტელეფონშია, ტელეფონით ესმის მისი ხმა და მაშ რა უნდა იფიქროს ბავშვმა.

ნოდარი უხმოდ ტირის.ეკაც ხშირად გვირეკავს ხოლმე მობილუ-

რით: “როგორა ხარ, პაპაა!” რომ ჩამესმის მისი ხმა, ენა ჩამივარდება ხოლმე და სიხა-რილით ტირილი მომებჯინება ყელთან, ხმის ამოღების უნარი მეკარგება. ხმა როგორ უნდა ამოვიღო, ეკა მეტიტინება საყვარლად. მე ჰო, ჰოოთი ვპასუხობ. ჩემს აღელვებას და ტირილს ხომ ვერ მოვასმენინებ.

— “დატვირთული ვარ, ბევრს ვმუშაობ. ათი კილო დავიკელიო!”- დედისთვის თუ დეიდისთვის უთქვამს. თავად რა წონისა იყო, მაღალი, გამხდარი, გაჩხიკულო გოგო, რომ

ათი კილო კიდევ დაიკლო.ახლა ჩემი ცრემლი დაეცა პერანგზე.მობილურით გვითხრა, ისე მენატრებით,

ლამის გავგიჟდეო. საქართველო მენატრე-ბაო, ქართულად დამლაპარაკებელი მენატ-რებაო. ჩვენ ხომ ეგრე გვგონია, გერმანია დიდი კულტურის ხალხიაო. ლიტერატურა და ხელოვნება ამათი, კი ბატონო (თუმცა ჩვენი ლიტერატურა და ხელოვნება რითია მათზე ნაკლები, ოღონდ მასშტაბები გაითვა-ლისწინე), მაგრამ თვითონ გერმანელი ხალხი საოცრად ცივია და ჩაკეტილი, უღიმილო, ანგარიშიანები და ანგარებიანები, კაპიკს ვერ დაახარჯინებ ზედმეტს, რას ჰქვია ან კინოში ან ავტობუსში ბილეთი აგიღოს, თუნდაც თაყვანისმცემელმა, რას ჰქვია პური გაჭამოს და ღვინო მოგაწოდოს, რას

ჰქვია შენს მაგივრად სასაუზმეში დანახარ-ჯი გადაიხადოს. ჩვენი ბეჩავი ქართველები უფრო ღიმილიანები არიან, მხიარულები, ხალისიანები, ერთმანეთის მოყვარულნი. ქართველები გენიალურები ვყოფილვართ. ვგიჟდები, არ ვიცი, სადამდე გავუძლებ სა-ქართველოს მონატრებას.

მეც უხმოდ ვტირი.შემოდის მანანა. გვნახა ნამტირალები,

ცრემლმორეულები. სახეებს ვმალავთ, მაგ-რამ, მანანა ყველაფერს ხედავს. რა გატირებ-თო, გვისაყვედურა.

— ჩვენი თეკო და ამისი ეკა ვადღეგრ-ძელეთო, — ტირილნარევი ხმით განმარტა ნოდარიმ.

— ადღეგრძელეთ და ღმერთმა კარგათ გვიმყოფოს, რაღათ ტირითო?! — გვითხრა მანანამ და ჯერ ქმარს, მერე მეც მაკოცა, მოგვეფერა. ნოდარმა ღვინით სავსე თავისი ჭიქა მიაწოდა მანანას.

— ვენაცვალე ორივეს, — თქვა მანანამ, ჭიქა გამოცალა და თვითონაც ატირდა. სამზარეულოში გავიდა, ჩვენც ხმით რომ არ ავღრიალებულიყავით.

ეკა და თეკომეორე გვერდიდან

მეშვიდე გვერდიდან

კიდევ ახალგაზრდები არიან, რომ უთხრა შენს ძმებს, მე და მაკრინეს, დარწმუნებული ვარ, სულს ამოიღებენ და ჩვენ ჩაგვიდგამენ, მაგრამ წინ გაუძღოლელად კი ვერ მოიფიქრებენ და ჩვენც ისეთი თავმოყვარება გვაქვს, რომ მშიერი მოვკვდებით და მოთხოვა არ შეგვიძლია. ამის-თვის, ჩემი აზრით რომ პატრონი უშოვო ჩემს საბრალო შვილს, ჩემ სიცოცხლისავე, ვგონებ, ურიგო არ იქნება და ისე ჩავალ სამარეში, რომ ჩემი მასიამოვნებელი შვილის ჯავრი აღარ ჩამყ-ვება. ერთი რომ დაუძახებ, მაკრინე! მანამ მოვა, იქიდანვე დამიძახებს და რომ მეტყვის, ეხლავე შენთან დავიბადებიო, იცი, შვილო, ეს ჩემთვის რა ღირს. ამ ლაპარაკში ვიყავით, რომ ჩვენი მდგმური შემოვიდა, ვიღაცა ნათესავს ქუთაისი-დან გამოეგზავნა ფორთოხალი პატივის საცე-მად. რავდენიმე ცალი ავადმყოფს შემოუტანა, იქნების ესიამოვნოს და პირი ამოისველოსო. ამ დროს ჩემი რძალიც გამძღარიყო მუსაიფით და ისიც მოვიდა. ტასიამ გვთხოვა, აბა, ქალებო, თითო თქვენც გაფცქვენით. ამ დროს ავადმ-

ყოფმა დაუძახა მაკრინეს: აბა, საყვარელო შვი-ლო, საპონი და წყალი მომიტანე, მინდა ხელები დავიბანო. მაკრინემ იმ წუთას მიურბენინა და დააბავინა. მოხუცი წამოვაჯდვინეთ ლოგინში. ისეთი სუფთად უწვა ახალგაზრდა ქალს, რომ თავ ნათელი გადასდიოდა. აიღო ერთი ცალი ფორთოხალი, გაფცქვნა და თითო თითოდ გვითავაზა და გვითხრა: აბა, ქალებო, ვინ იცის, ქვეყნის ბრუნვა თუ ხვალ რას მოგვიტანს. ამისთვის არ მიუკადრიხართ და ჩემი ხელით გაფცქვნილი თითო ფართოხლის ნაჭერი მიირ-თვითო. ყველამ ავიღეთ, როგორც მოგვაწოდა და შევჭამეთ. ჩემი რძალი კი, ჩემის აზრით, ვერ მოიქცა კარგათ. რომ გამოართვა ხელითგან, იმ წამსვე, სადაც ავადმყოფი იყო, იმის თვალწინ ტახტის ქვეშ ისროლა. ეს შენიშნა მამამ, ერთი ისეთი ამოიოხრა, რომ გულიც, გეგონებოდათ, ტან ამოაყოლაო. მერე უთხრა ტასიას: შვილო, ტასო, ეხლა რაც გინდა დააშაოს, ამის შემდეგ მე აღარ მეწყინება. თუ კი ამან ეს იკადრა და ჩემ თვალ წინ ჩემი ნათავაზებული გადააგდო, ჯერ ეს ერთი, შვილო, თქვენცა მხედავთ, რომ ჩემი მაკრინე როგორ მივლის და ყურს მგდებულობს, არც ბანებას მაკლებს და არც დარეცხვას, ორ

დღეში ერთხელ საცვალს მიცვლის და ისე სხვა. რომ ვიწვე უსუფთაოდ, ის სხვა იქნებოდა და რომ სიმართლე ვსთქვა, მაშინაც კი ჭკვიანი ადა-მიანი ისე არ მოიქცეოდა. თუ გული მოუვიდა, გასულიყო შვილო, ტასო კარზე და გადაეგდო. ეჰ, ნეტავი თქვენი სიცოცხლით, მანამ ავად ვარ ჩემ მაკრინეს გავათხოვებდე და ღმერთმა უშველოთ, მერე, როგორც უნდათ, ისე მოიქც-ნენ. ბრმა აღარ დარჩება და კუტო. სავსე ოჯახს დაუტოვ, ღმერთმა მშვიდობით მოახმაროთ და კიდევ, მე ჩემთვის სამკვდრო მაქვს შენახული, ისე, რომ ჩემ შვილებს მე არაფერზე არ შევაწუ-ხებ. მერე რომ გაჩუმდა მოხუცი და ჩაფიქრდა, უთხრა ტასიამ: იცი, ძია, რა გითხრა, ჩემთან რომ ნახლებნიკია, აი ძია გეფიცები ჩემ ელენეს, ალექსის და ჟორჟიკას, რომ ისეთი ახალგაზრდა იშვიათია. ასე, რომ, ჩემი აზრით, ერთი თუ იქნე-ბა ეგრეთი ახალგაზრდა და მაგრე ჭკვიანი. იცი, ძია, როგორ მოსწონს ჩვენი მაკრინე, პირდაპირ გიჟდება. მე ეს ერთი კვირაა, რაც გამომიტყდა მაკრინე სიყვარულში. ასე ამბობს, არ ვიცი რავდენათ მართალია, თუ არ მომცემს, იცოდე, ხაზაიკა, ჩემ ცოდოს დაიდებენო. ასე მეუბნება, ვისაც გინდა მისცენ ჩემს გარდა, სულ ერთია,

არ გავატან, მოვკლავ და მერე მაინც უმაგისოდ რაღად მინდა სიცოცხლეო, მეც დამიჭერენ და გამაგზავნიან ციმბირშიო. ერთი კვირაა გამი-ჭირვა სიცოცხლე, ხაზაიკა, მიდი და უთხარიო, მე რაც მართალია, ვერ გავბედე, ხომ იცი, ცოტა ბედისა ვარ. რასაც არის გამჭორვენ, იტყვიან, ერთი უყურეთ, ტასიას თავისი ნახლებნიკისთ-ვის მაკრინეი შეუყვარებიაო და, კიდევ, რას არ მოჩმახავენ. ეხლაც კიდევ სიტყვა მოვიდა და იმიტომ წარმოვსთქვი. ეს, რა თქმა უნდა, თქვე-ნი საქმისა თქვენ იცით, აგერ ნატოც აქ არის, მოილაპარაკეთ, აწონ დასწონეთ. გიორგის და სტოპასაც ვკითხოთ, როგორც ძმები, ვნახოთ ისინი რას იტყვიან, ვასოც ამოვა აწყურიდან, იმასაც დავეკითხოთ. თუ ყველას თანხმობა იქნება, გეფიცებით, რომ არ დააშავებთ.ეს ისეთი კაცი დადგება, რომ ცოლშვილის შენახვა არ გაუჭირდება.

სტილი დაცულია

გაგრძელება იქნება

ის ტო რია ნა ტა ლია ლე ვა ნის ას ულ სან და ძე-ჯვა რი ძი სა

ბიეთის ტაძარი XVI საუკუნის II ნახევრის შესანიშნავი ცენტრალურ-გუმბათოვანი ძეგლია. ამჟამად ტაძრის გუმბათი, კამა-რები და კედლები ჩამონგრეულია, გადარ-ჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთი ფასადი, რომელზეც, შუა სარკმლის ზემოთ, გამოსა-ხულია მოჩუქურთმებული ჯვარი. გუმბათი დასავლეთის ორ ბურჯსა და აფსიდის კედ-ლებს ეყრდნობოდა. თლილი ქვით მოპირკე-თებული ფასადების სარკმლები და შესასვ-ლელი მოჩუქურთმებული ყოფილა, ხოლო ინტერიერი — მოხატული.

აკადემიკოსმა ვახტანგ ბერიძემ საგანგე-ბოდ შეისწავლა ბიეთის ტაძარი და ძეგლის არქიტექტურისა და დეკორის ანალიზის მი-ხედვით იგი XIII-XIV საუკუნეებს მიაკუთვნა.

ამასთან, მან ზედმეტად და უსარგებლოდ ჩათვალა ბიეთის აგების თარიღის დაზუს-ტების ცდა. მისი სიტყვით, ხელმოსაკიდი ამისთვის არაფერი გვაქვსო.

პროფესორმა შოთა მესხიამ გააანალიზა ტაძარზე არსებული დაქარაგმებული წარ-წერები და დაადგინა, რომ იგი აშენებულია XIII საუკუნის მეორე ნახევარში და მისი ამ-შენებელია ავაგ მხარგრძელის ქალიშვილი ხოშაქი.

ბიეთის ტაძრის პირველ წარწერაში იკით-ხება: “ქე ადდე ხში რლ ესე საყდარი აღა-შენა”. მეორე წარწერაში იკითხება: “ქ.წ.ო ღთის მშობელი მე ოხ ვყავ ხ შს შვილითურთ ორთავე შ ნა ცხოვრებასა”.

როგორც ირკვევა, ტაძრის ამშენებელია

ვინმე ხში, რომელსაც ერთი შვილი ჰყავს. ქარაგმების გახსნით გამოდის, რომ ხში — ხოშაქია, ხოშაქი ქალის სახელია.

საქართველოს ისტორია იცნობს სამ ხო-შაქს: ა).რატი სურამელის დედას ხვაშაქ ცო-ქალს, ბ).ივანე მხარგრძელის მეუღლეს ხო-შაქს და გ). ავაგ მხარგრძელის ქალს ხოშაქს.

ბიეთის წარწერა და თვითონ ტაძარი, რო-გორც ეს ვ.ბერიძემ დაადგინა, არ შეიძლება ეკუთვნოდეს XII საუკუნეს და, მაშასადამე, ამ ტაძრის მშენებელი არ შეიძლება იყოს ხვაშაქ ცოქალი. წარწერა არ შეიძლება ეკუთვნოდეს ივანე მხარგრძელის მეუღლეს ხოშაქს, რადგან მას ორი შვილი ავაგი და თამთა ჰყავდა. ამის გარდა, წარწერებში იგი ხშირად თავის შვილად იხსენიებს ზაქარია მხარგრძელის შვილს შანშესაც.

ამრიგად, ბიეთის წარწერის და ტაძრის ამშენებელი გამოდის ავაგის ქალიშვილი ხოშაქი, რომელსაც მართლაც ერთი შვილი ყავდა. იგი საკმაოდ კარგად არის ცნობილი ქართულ და სომხურ წყაროებში (ჟამთააღ-მწერელი კირაკოსი, სტეფანოსი). იგი მისი დედის, რაჭის ერისთავის კახაბერაძის ასუ-ლის გვანცას ქალიშვილია, რომელიც 1269 წელს მონღოლ აბარა ყაენის ვაზირს — შა-ჰიბ დივანს, ხოჯა შამსადინს მისთხოვდა. მათი შვილი XIV საუკუნის პირველ წლებში გიორგი ბრწყინვალის გამეფებასთან და-კავშირებით მოიხსენიება საქართველოს მთავართა შორის: “ზაქარია ავაგას ასულის ხოშაგის ნაშობი”. ასე, რომ, ზაქარია ხოშა-ქის შვილი XIII საუკუნის მიწურულს და XIV საუკუნის დამდეგის მოღვაწეა.

ბიეთის წარწერაში, როგორც ვნახეთ, ხოშაქი შვილითურთ იხსენიება, მაგრამ აქ არაა დასახელებული ხოშაქის მეუღლე. ცხადია, ხოშაქი მონღოლთა ვაზირის, ხოჯა

სამსადინის დღეგრძელობას თუ სულს ვერ შეავედრებდა ბიეთის ქართულ მართლ-მადიდებლურ საყდარს. შემთხვევითი არ არის, რომ ქართული წყარო ზაქარიას ხოჯა სამსადინს კი არა, ხოშაქის ძეობით მოიხსე-ნიებს. ხოჯა სამსადინი აბარა ყაენის კარზე ყველაზე გავლენიანი და მდიდარი დიდებუ-ლი იყო, მას ევალებოდა მონღოლთა საგამ-გეო ქვეყნებში ხარკის აკრეფა.

ბიეთის ეკლესიას ჩრდილოეთის მხრიდან მიშენებული აქვს სამლოცველო, რომელიც წარწერის თანახმად 1493 წელს აუგია ზაალ თოხას ძეს.

და ბოლოს. ბიეთის ტაძრის გვერდით არის ძველი ქართული სოფელი გურკელი. XIII საუკუნეში, როცა რუსუდან მეფემ თა-ვისი შვილი დავით ნარინი მონღოლი ბათო ყაენის კარზე გაგზავნა დასამტკიცებლად, მას თან გააყოლა მასთან თანაშეზრდილები — ქართლის ერისთავის, გრიგოლ სურამე-ლის შვილი ბექა, მურვან გურკელელი მა-ხუნჯაგის-ძე და ბეშქენ ამირეჯიბი.

მურვან გურკელელი მახუნჯაგის-ძე “ქართლის ცხოვრებაში” ჟამთააღმწერელ-თან ხშირად მოიხსენიება როგორც მონღო-ლების წინააღმდეგ მებრძოლი და იმ დროს ქართველ დიდებულთა შორის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი.

ზემოთ აღწერილი ისტორია მიგვანიშ-ნებს, რომ სამცხის ეს კუთხე ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.

სამწუხაროდ, ამჟამად ეს ტაძარი სავა-ლალო დღეშია და შველას ითხოვს. აქ ყო-ველწლიურად უამრავი დამთვალიერებე-ლი ჩამოდის. ადგილობრივები სინანულით აღნიშნავენ, რომ ტაძრის აღდგენისათვის ჯერჯერობით პრაქტიკული ნაბიჯები არა-ვის არ გადაუდგამს და თუ ასე გაგრძელდა, შესაძლებელია ძეგლის დარჩენილი ნაშთი მთლიანად განადგურდეს.

ალბათ, კულტურის სამინისტრო დაინტე-რესდება ამ ფაქტით და გაატარებს შესაბა-მის ზომებს ძეგლის გადარჩენისათვის.

ვალერიან ლომიძე

ბიეთის ტაძარი შველას ითხოვს!

2012 წელი, იანვარი 11ლიტერატურული მესხეთი

სამეცნიერო ექსპედიცია ერუშეთსა და შავშეთ-იმერხევშიბუბა კუდავა, გოჩა საითიძე, თეიმურაზ ჯოჯუა

გაგრძელება იქნება

გაგრძ. დასაწყ. იხ. №10-12 2011 წ.

ვაჟას თქმით, დიობანის მთელი მო-სახლეობა, მაჰალე ქოქლიეთის გარდა, თურქულად მეტყველებს; თუმცა მან იქვე ნახევრად ხუმრობით შენიშნა, რომ გათურ-ქებული ქართველების სალაპარაკო ენაში მრავლადაა შემორჩენილი ქართული სიტყ-ვები, ზოგჯერ — მთელი ფრაზებიც. მაგა-ლითად, დიობნელები ამბობენ: “ზრუხუებ ოურბენიათ” (ე. ი. ძროხები გაქცეულან). ვაჟამ სიცილით თქვა, შეიძლება დიობნე-ლებს ჰგონიათ, ეს ფრაზა თურქულიაო. ასეთსავე მდგომარეობაში არიან სოფელ წყალსიმერის ცენტრალური მაჰალეს — მერქეზის მცხოვრებლები. იმერხევის ხე-ობის ყველა დანარჩენი მოსახლე საუბრობს ქართულ ენაზე.

თემელას ძმამ — ნაითმა ისიც მითხრა, რომ სოფელ იფხრეულში შემორჩენილია ძველი ეკლესიის ნანგრევები, რაც აქამდე მკვლევართათვის უცნობი იყო; ნიკო მარის მოგზაურობის დღიურიდან ვიცოდით, რომ

იფხრეულში იყო ე. წ. “თამარის ციხე”, თუმ-ცა ეკლესიაზე იგი არაფერს წერდა. ნაითის თქმით, ეს ეკლესია მდებარეობს მიწის ქვეშ. სახელწოდება „იფხრეული“ მოდის ბალახის სახეობიდან, რომელსაც იმერხეველები იფხვრს უწოდებენ.

ნაითმა დიობანის შესახებაც მომაწოდა ინფორმაცია — ამ სოფლის ყველა მაჰა-ლეს მოსახლეობა, გარდა ქოქლიეთისა, თავის თავს თურქად აღიარებს — მხოლოდ ქოქლიეთის მცხოვრებლები თვლიან თავს ქართველებად და ლაპარაკობენ მშობლიურ ენაზე. ნიკო მარს აღნიშნული აქვს, რომ ქოქლიეთში მან ნახა ძველი ეკლესიის ნან-გრევები — უნდა გადავამოწმო, დღესაც შემორჩენილია ეს ეკლესია თუ არა.

ვინიშნავ ამ ინფორმაციას და თან თვალს ვადევნებ საერთო მხიარულებას — ცეკვა-ვენ, ცეკვავენ, ცეკვავენ (აქაურთა ტერმი-ნოლოგიით რომ ვთქვათ სამობენ) ხორუმს, არ ჩერდებიან, გაოცებას ვარ, როგორ არ იღლებიან ერთი და იგივე მონოტონური მოძრაობების შესრულებით. უკვე ღამის პირველი საათია, 8 აგვისტოც დაიწყო. დავიღალე, მაგრამ არ ვიმჩნევ, მინდა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოვიპოვო, ყოველდღე ხომ ვერ მოვხვდები ამდენ ქართველთან ერთად? ვბრუნდები ჩვენს კარავთან, სადაც სუფრაა გაშლილი და კაი ლაზათიანი სმა-ჭამაც მიმდინარეობს. ვუერთდები საერთო მხიარულებას. ჩვენს სუფრასთან მამუკასა და ბაირამის გარდა, კიდევ რამდენიმე იმერხეველი ქართველია შეკრებილი, თქვენ წარმოიდგინეთ, სვამენ კიდეც.

ერთ-ერთი თანამესუფრე სოფელ დასამო-ბადან, სოფელ წყალსიმერის სკოლის მას-წავლებელი, სახელად ზექი ყურძენაშვილი, მაწვდის ცნობებს სოფელ დასამობის ეკლე-სიის შესახებ, რომელიც მოხსენიებული აქვს ნიკო მარს. ზექის თქმით, ეკლესია ბოლო დრომდე იყო შემორჩენილი, რამდენიმე წლის წინ კი იგი მთლიანად დაუნგრევიათ. ახლა მის ადგილას ვიღაც მოსახლე ახალ კერძო სახლს აშენებს. ზექი გვიყვება გადმოცემას, რომლის მიხედვითაც ვიღაც დედაბერს მოუნდომებია ამ ეკლესიის დანგრევა, მაგრამ დაუწყია ეს საქმე თუ არა, მაშინვე მოკრუნჩხულა და ადგილზე მომკვდარა (ეს გადმოცემა, სხვათა შორის, საკმაოდ ძველია, რადგან იგი ნიკო მარის დღიურშიც არის დაცული).

ამის შემდეგ ზექი ყურძენაშვილმა ჩამოგ-ვითვალა, თუ რა მოჰყავთ მის სოფელში: “სიმიდი, ყართოფილი, ლობია; სიმიდი წინ-წინ კარგა მოდიოდა, ახლა კარგა აღარ მოდის; კიტრი, ტომატისი, ანუ პომიდორი, ჭარხალი... ენ (ყველაზე) კაი სიმიდი დასა-მობ მოდის, ჩუნქუ (რადგან) არხი გამოყვა-ნილია და იმით მოდის, წყალი არ იყოს, არ მოვა, ფენა (ძალიან) ცხელა”.

ზექის არც იმერხევში ფართოდ გავრცე-ლებული საჭმლის სახეობების ჩამოთვლა დავიწყებია: “ვაკეთებთ ლობიო-ჩორბას, მემრე ყართოფილ ვწვავთ, ვხარშავთ, სინში ჩავჭრით ბიბერს (წიწაკას); მემრე ფშვინლას გავადნობთ იაღშიშიგან (ცხიმში); მემრე ქა-ლარჯო-ჩორბა, წოვა-ჩორბა, ლახანა-ჩორბა,

ხარჩო, ჭადი”. ზექის ხელოსნობისა და იმერხევის მეურ-

ნეობის ტრადიციული დარგების შესახებაც გავესაუბრე. მისი თქმით, ძველად იმერხევი განთქმული იყო ქსოვა-რთვით, აქაური ქალები შესანიშნავ წინდებს ქსოვდნენ; სამწუხაროდ, ამჟამად ამ დარგს ნაკლებად მისდევენ (“წინდა ქსოვენ და ბევრ აღარ აკეთებენ; ასრე გაჩეჩვენ, მემრე დაართვენ და მოქსოვენ; ბევრ სოფლებში აღარ ქსოვენ — ახლებმა არ იციან, ძველები, დედაბერები ქსოვენ”).

ამის მერე ჩემს იმერხეველ მეგობრებს — ზექის, მამუკასა და ბაირამს ჩამოვათვლევი-ნე სოფელ ჩიხორის უბნები, ანუ მაჰალეები, და შევადარე ნიკო მარის მიერ ჩამოთვლილ მაჰალეებს. შედარების შედეგად გამოირკვა, რომ ამ 100 წლის მანძილზე რამდენიმე მა-ჰალე გამოჰყოფია ჩიხორს და ცალკე სოფ-ლად ჩამოყალიბებულა, კერძოდ, დასამობა (დერეიჯი), ნიოლეთი (არდაჩლი) და ბრილი; ხოლო თეთრაქეთი, წითელაძე (“წითლები”),

ლიბანი, გიგიეთი, აგარა, ჭედრიული, ბე-რიეთი, წყერიეთი, ვარდიყანა, ნაწურათი, ანდრიაწმინდა და თვით ჩიხორის მერქეზი კვლავ სოფელ ჩიხორის მაჰალეებია; ჩი-ხორში დაახლოებით 100 ოჯახი ცხოვრობს.

იქვე ზექი მაწვდის ინფორმაციას შერ-თულის მახლობლად შემორჩენილი ე. წ. “თამარის ხიდის” შესახებ, რომელიც ჩვენ პირველად შარშან, 2003 წელს, ვნახეთ და აღვწერეთ. ეს ერთმალიანი ხიდი მდინარე იმერხევზე შერთულიდან დაახლოებით 2-3 კილომეტრში მდებარეობს. მას ადგილობ-რივი მოსახლეობა “ქემერ ქოფრუს”, ანუ ქართულად “გაკოჭილ ხიდს” უწოდებს.

ხელსაყრელ სიტუაციას ხელიდან როგორ გავუშვებდი და ზექის ჩვენი წლევანდელი ექსპედიციის ერთ-ერთი უმთავრესი “სამიზ-ნის”, შავშეთში მდებარე შუა საუკუნეების ცნობილი ქართული ციხე-სიმაგრის გარყ-ლობის შესახებაც ვკითხე. საქმე ისაა, რომ იგი აგერ უკვე რამდენიმე საუკუნეა დაკარ-გულად ითვლება და მისი ლოკალიზაცია არ ხერხდება; XIX-XX საუკუნეების არცერთ მკვლევარსა და მოგზაურს მის შესახებ არა-ნაირი ინფორმაცია მოეპოვება. როგორც აღვნიშნე, ჩვენი მიზანი გარყლობის ციხის მოძებნაა. სამწუხაროდ, ზექის გამოკითხვამ ვერანაირი შედეგი მოგვცა. მართალია, მან კარგად იცის სოფელ გარყლობის ამჟამინ-დელი სახელწოდება ჩორაქლი და ამ სო-ფელში ნამყოფიც არის, მაგრამ გარყლობის ციხის თაობაზე აქამდე არაფერი სმენია. არაუშავს, მთავარია გული არ გავიტეხოთ, მჯერა, გარყლობის ციხეს აუცილებლად ვიპოვით. გარყლობის ციხე ზექიმ არ იცის, მაგრამ უსტამისის, იგივე წეფთის ციხე ხომ იცის ?! და უკვირს, გულწრფელად უკვირს, “ოოო, ე რა ციხე გოუკეთებიან, რავა აწიკეს ქვები, რა ქნეს, მაგრები იყვნენ ჩვენი დედე-ები, ახლა ჩონ სახლი ვერ გეგვიკეთებია”.

განვაგრძობ საუბარს ზექი ყურძენაშ-ვილთან. მიყვება თავისი მაჰალე დავლათის

შესახებ; თვალებგაბრწყინებული მამცნობს მის სოფელში რამდენიმე ადგილას აღმოჩე-ნილი ოქროს თაობაზე, რასაც მე უკვე მიჩ-ვეული ვარ, ისტორიები ოქროზე ჩვენთვის მოსახდელი ავადმყოფობასავითაა, უნდა უსმინო, სხვა გზა არა გაქვს. ამთავრებს ზექი ოქროს შესახებ ბაასს, და მე კვლავ მეცნიერებისაკენ ვაბრუნებ, კერძოდ, იგი ახლა ჩამომითვლის სოფლებს, რომლებიც, შერთულიდან მოყოლებული, მდინარე იმერ-ხევის გვერდითა ხეობებში შედიან როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ.

თავდაპირველად ზექი თავისი გვარის შესახებ მაწვდის ინფორმაციას. მისი თქმით, ყურძენაშვილები დავლათში ჩიხორის მაჰალე თეთრაქეთიდან ჩამოსულან XX საუკუნეში, ხოლო ასევე დავლათში მოსახ-ლე ჯარბიძეები — ზაქიეთიდან. ამის მერე გადავდივართ შესახვევებზე. პირველად, თუკი ვმოძრაობთ სამხრეთიდან ჩრდილო-ეთის მიმართულებით, ანუ შერთულიდან დიობანისაკენ, ხელმარცხნივ არის სოფელ

ჩიხორის შესახვევი, საიდანაც შევდივართ ჩიხორის მერქეზში, პაწა ჩიხორში, ლიბანში, თეთრაქეთში; შემდეგი შესახვევი, ამჯერად მარჯვნივ, იქაა, სადაც მდინარე იმერხევს გიგაძისწყალი უერთდება: აქედან გზა ადის გოგირდის აბანოსკენ, აგარასა და ბრილის-კენ; კიდევ უფრო ზევითაა ჩემს მიერ ზე-მოთ ნახსენები სოფლების — ჩაღლაიანის, მადენის, ობას და ა. შ. გადასახვევი მარც-ხნივ; ცოტა ზევით დუტლუს (სურევნის) შესახვევია მარცხნივ; იქვე მახლობლად მარჯვნივაც შედის გზა სოფელ ჩაქველთასა და ჯვარისხევისკენ.

ზექი საინტერესო მოსაუბრე გამოდგა. ამის შემდეგ მან დავლათში გავრცელებული მცენარეულობის ჯიშები ჩამომითვალა, კერძოდ, კატარი, სოჭი, ნაძვი, თხრმელა, რკო (საინტერესოა, რომ აქაურები მუხას რკოს უწოდებენ, ხოლო რკოს — კოკოლას).

ჩემი ახალი მეგობარი შინაური ფრინ-ველებისა და ცხოველების შესახებაც მესაუბრება. ჩემს შეკითხვაზე მპასუხობს, რომ “წინ-წინ თხა, ცხვარი ბევრი ყოფილა, ახლა მარტო საქონელი — ზროხა, ხარი, ქათამი, აგრეთვე, ფუტკარი გვყავს, კაი თაფლი მოდის, ზოგი ალაგზე იყიდება, ზოგი ისტანბულ მიაქვან. სხვა აქ არაფელი არ გეიყიდება”.

შინაური ცხოველებისა და ფრინველების შემდეგ გარეული ფაუნის წარმომადგენ-ლებსაც შევეხეთ. ზექი ამბობს, რომ იმერ-ხევის ტყეებში ბინადრობს მგელი, მელა, ტურა, გარეული ღორი, დათვი და სხვ. ამათგან ყველაფერზე ნადირობა ნებადარ-თულია დათვის გარდა, ამ უკანასკნელზე სანადიროდ სპეციალური ნებართვის აღე-ბაა საჭირო, რომელიც ძალიან ძვირი ღირს, დაახლოებით 500 დოლარი. დათვი ტყეში რომ შემოგხვდეს და შეჭმა დაგიპიროს, მაინც არ უნდა ესროლო, მორჩილად უნდა დაელოდო, სანამ შეგახრამუნებდეს. კარგა ხანი დამჭირდა, სანამ იმერხეველებს სიტყ-

ვა “ნადირობის” მნიშვნელობას ავუხსნიდი. ეს ტერმინი აქაც გამოიყენება, მაგრამ სულ სხვა მნიშვნელობით: “ნადირ რას ვეტყვით იცი? ზროხა არ იწველის, ნადირი აქვს, გაყიდო უნდა”.

ნადირობის შემდეგ თევზაობის თემაზე ჩამოვარდა ლაპარაკი. ერთხმად აღნიშნეს, რომ მდინარე იმერხევში, აგრეთვე, პატარა ღელეებში ბევრი თევზია, მაგრამ მათზე თევზაობაც იასაღია (ე. ი. აკრძალულია).

ამის შემდეგ იმერხევული ამინდის სა-კითხებითაც დავინტერესდი, მამუკას და ზექის ვკითხე, თქვენში დიდი თოვლი თუ იცის-მეთქი, რაზეც დადებითი პასუხი მი-ვიღე. ხანდახან იმხელა თოვლი მოდის, რომ ადამიანს დაფარავსო, მითხრეს. ზამთრის სიცივეს რომ არ შეეწუხებინათ, ძველად იმერხეველი ქალები თბილ და ღუნღულა წინდებს ქსოვდნენ. ზექი: “წინ-წინ ჩვენი ნე-ნეები მატყლ გაჩეჩავდენ, დაართავდენ, იმ უკან საფეიქროში შალ მოქსოვდენ, ზამთარ ჩეიცომდენ, არ შეგვცივდესო. კაი გამედი-

ოდა, თბილი იყო, წყალი არ შევიდოდა. ახლა აღარ კეთდება, აღარ იციან”.

ვითომ დიდი მოცეკვავე ვიყო, ერთობ კომპეტენტური იერით ცეკვის, ანუ იმერ-ხევულად რომ ვთქვათ, სამობის საკითხე-ბითაც დავინტერესდი. ბიჭები მპასუხობენ, რომ იმერხევში სამობენ დელიხორუმს, ჯილველოის, ათაბარის... ეს სულ ძველი ცეკვებია. ისე, ცოდვა გამხელილი სჯობს და ახლა უფრო მეტად აქაური ახალგაზრდობა თანამედროვე ცეკვებს ეტანება. იგონებენ, რომ მათი წინაპრები კარგად სამობდნენ. წინაპრებზე ჩამოვარდა სიტყვა და სიამაყით მამცნობენ, რომ დღემდე იყენებენ დედე-ების მიერ გაკეთებულ ჭურებს, რომლებშიც ძირითადად კარტოფილს ინახავენ გრილი ტემპერატურის გამო (ეჰ, ჩვენო საწყალო წინაპრებო).

ძველად ჩვენი წინაპრები ჭურს რისთ-ვისაც იყენებდნენ, ყველას კარგად მოგვეხ-სენება. სამწუხაროდ, ამჟამად ყურძნისგან მხოლოდ ტკბილზე ტკბილ დასალევს — ბექმეზს ადუღებენ. ამ უკანასკნელს თუ-თისგანაც აკეთებენ. “ბექმეზ მოადუღებ, იაღს ჩაასხამ, მემრე სიმიდის ფქვილ ჩააყრი, გემრიელ გამოდის”. რახს აქაურები არ ამზადებენ.

დღესასწაულების შესახებაც ვუსვამ შეკითხვას, რომელ დღესასწაულებს ზე-იმობენ, როგორ აღნიშნავენ მათ. ზექი მპა-სუხობს: “ჩვენ აქა ორი თანე (ცალი) დიდი ბაირამი (დღესასწაული) გვაქ — რემეზანი და ყურბან ბაირამები. სხვა თურქული ბა-ირამებიც გვაქ — 23 აპრილის და სხვ. ჩვენი ძველი დედეების ბაირამები აღარ გვაქ”.

ვამოწმებ ნიკო მარის მოგზაურობის დღიურში დაცულ ინფორმაციას ზიარეთე-ბის (სალოცავების) შესახებ. მისი თქმით, ჯერ კიდევ XX ს-ის დამდეგს ადგილობრივი მოსახლეობა ძველ ზიარეთებში დადიოდა და ღმერთს მისი და მისი ოჯახის ჯანმრ-თელობასა და ბედნიერებას შესთხოვდა. ზიარეთებში განსაკუთრებით ინტენსიურად დაფეხმძიმების მოსურნე ქალები დადიოდ-ნენ. გავრცელებული ტრადიციით, ქალი ზიარეთში დაიძინებდა, და სიზმარში რასაც ნახავდა, ის აუცილებლად აუსრულდებო-და. ზექი მეუბნება, რომ ზიარეთები ახლა აღარ არსებობს, მოსახლეობამ ყოფილი სალოცავი ადგილები ოქროს მოძიების იმედით სულ გადათხარა: “ზიარეთები სულ ამოთხარეს, ეგონათ, ოქრო იქნებაო”. თუმცა ეს ტრადიცია მთლად მივიწყებული რომ არ არის, ამას თავად ზექი საკუთარ მაგალითზე მიდასტურებს: “მეც დაწოლილი ვარ ზიარეთში ერთხელ. მოხობანია ერთი სოფელი შერთულის ახლოს, იმ მოხობანის იაილაზეა ზიარეთი ჯანჯირი”.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზექი სოფელ წყალსიმერის სკოლის პედაგოგია. მისი თქმით, ამ სოფლის მოსახლეობა ქართულად არ საუბრობს, განსხვავებით მეზობელი სოფლების — შოლტისხევისა და ბზათას მაცხოვრებლებისაგან, რომლებიც ქართულ ენაზე ლაპარაკობენ.

ლიტერატურული მესხეთი12 2012 წელი, იანვარი

თქმულებები

ხალხური პოეზია

“მართალი იქნები, უფალო, როცა დავას დაგიწყებ. მაინც მოგახსენებ სამდურავს: რატომ წყალობს ბედი ბოროტმოქმედს, რატომ არიან უზრუნველად მატყუარები”?

იერემია წინასწარმეტყველი. თ12.1

ლიტერატურული მესხეთი32 2011 წელი, ოქტომბერი

“კოლორ-პრინტში”

რუსთაველის 40/1. ტელ.: 99-98-82

სსიპ ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

მერაბ ბერიძე, დურმიშხან ბერიძე, რამაზ ბერაძე, სერგო მელიქიძე (პასუხისმგებელი მდივანი), ვახტანგ ინაური

ქ. თბილისში გაზეთ “ლი-ტერატურული მესხეთის”

შეძენა შეგიძლიათ თავისუფ-ლების მოედანზე –

ალ. პუშკინის ქუჩა №5-ის წინ, საქართველოს რაიონებ-ში – “საქპრესის” ჯიხურებში

ი ხ ა რ ე ე რ ო ! ! !

მ ი ლ ო ც ვ ა

* * *აბუნტებულა გლეხობა,მხარს აძლევს ერთ-მეორესა,ბეგების ფარჩა-ატლასზეზედ გაიწმენდენ ფეხებსა.

* * *ნათლიდედამ ჩაუხალაერბოკვერცხი სვინასაო,ყმაწვილს უთხრა: ხიხიაა,მსურს მივართვა ფინასაო.

* * *ახალი მთვარე რომ გამოვამთვარე ვნახე ნებზედა,ჩემსა გუნებაზედა,პურიცომი მღვიარი,საქმე ბარაქიანი...ჭია მკვდარი,კბილი მთელი,ღმერთო, მოგვეც ბევრი პური.

მთქმელი სოფიო ზედგინიძე, 82 წლის.

* * *— ალი ხოჯა და მელიაშაირს გავუკრა ხელია.მე შაირსა რა დამილევსურმის ჭაპანზე გრძელია.— აქედანა და ხერთვისისულ მტკავლით ამიზომია,ხარანშიაც* ჩამიყრია,ცულის ტარითაც ჩამიტენია.უბე კალთა სავსე მაქვს,ზოგიც ღლიებში მტენია.— ილექსე, ბიჭო, ილექსე,სანამ მამალი ყიოდეს,ისრე გაგიხდი საქმესა,ფრჩხილებში ოფლი გდიოდეს.შენი კბილების ჩახჩახიერდოში ამოდიოდეს.

*ხარანი – დიდი ტომარამთქმელი ელე ზედგინიძე

სოფ. ჭობარეთი, ასპინძის რაიონი. 81 წლის. ჩაიწერა

ზინა ზედგინიძემ 1969 წელს

ამას წინათ, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, გაიმართა “ადამ მიცევიჩის” სა-ხელობის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი – კონკურსში ასოცდათორმეტი ქვეყნის ახალგაზრდა შემოქმედთა ნაღვაწი იყო წარდგენილი და რაოდენ სასიხარულოა, რომ გამარჯვება წილად ხვდა, ჩვენს თანამემამულეს, ჩინებულ პოეტს, გაზეთ “ლიტე-რატურული მესხეთის” ორგზის ლაურეატს – ლექსო დორეულს! მრავალჟამიერ ჩვენო ლექსო! წინ, ახალი სიმაღლეებია!..

გაზეთის “ლიტერატურული მესხეთი” რედაქცია.

* * *მტერი შემოესია ჩვენს მხარეს და ყვე-

ლაზე ცნობილ ციხეს — თმოგვს ალყა შემოარტყა. ალყის გამო ხალხი შეწუხდა. იმათი რაზმი წყალგაღმაა, ხიდი წყალგა-მოღმა. ერთმა დედაბერმა უთხრა: მე ჩავალ და გაღმა გადავალო. რო დამინახამთ, რო ავედი იქა, მაშინ ციხის კედლიდან კირი გად-მოყარეთო. რაზმმა რო დაინახა ეს ბებერი, ეგონათ, გამოუშვეს, რო უნდა ჩაგვბარდ-ნენო და გაატარეს. ამ დროს ციხიდან კირი გადმოყარეს. ხალხი გაკვირვებული იყო, თუ რას ყრიდნენ. მერე მოხუცს სტაცეს ხელი და უფროსს მიუყვანეს. ის შეეკითხა, თუ რას ყრიდნენ. მან კი უპასუხა, რო ცი-ხისთავი ეუბნებოდა ხალხს, ეგ ფქვილები გაგვიმწარდა და უნდა გადავყაროთო და, ალბათ, იმას ყრიანო. მტერმა იფიქრა, ჩვენ ამათ, ალყაში მოქცევით და შიმშილით და-ღუპვას ვუპირებდით, ესენი კი გამწარებულ ფქვილს ყრიანო მტკვარში, ჩვენ ამათ რას დავაკლებთო და გადაწყვიტეს ალყა მოეხს-ნათ და წასულიყვნენ.

მთქმელი ექვთიმე დავლაშერიძე, 77 წლის. ჩაწერილია 1978 წელს.

* * *ერთხელ ხერთვისის ფაშამ ინიჩრები

გამოგზავნა სოფელში (ხიზაბავრაში), რომ საქონლის საკვები ჩაეტანათ. სოფლის ბო-ლოს კატო ცხოვრობდა, რომელსაც ქმარი დაღუპული ყავდა და ერთ პატარა ბიჭს ზრდიდა. ეს ორი ინჩო მივიდა კატოსთან და მოსთხოვეს ბზე. კატომ, რომელიც ცომს ზელდა, უთხრა, რომ შესულიყვნენ საბძელ-ში და იქ პურის ბზე აევსოთ ტომრებში, ხოლო ქერის ბზისთვის ხელი არ ეხლოთ, რადგან პატარა უშობელისთვის უნდოდა. თან თავისი ბიჭი გააყოლა. ცოტა ხანში ბოვშვი ტირილით შემოვიდა და დედამისს უთხრა, რომ ქერის ბზე მიაქვთო. კატო გაბრაზდა, შევიდა საბძელში და უთხრა ინიჩარებს: ხომ გითხარით, ქერის ბზე არ წაიღოთო. ერთმა ინიჩარმა რომ შეხედა კა-ტოს, მოეწონა, ალერსი მოუნდომა და ხელი

წაატანა. კატომ, ალერსი ეგრე არ უნდაო და, იქვე დაგდებულ კომბალს ხელი სტაცა და ორივეს ძვალი და რბილი გაუერთიანა. ცოცხალ-მკვდრები და ცარიელ-ტარიელები გამორეკა. ჩავიდნენ ინიჩრები ფაშასთან და უჩივლეს: არც ბზე მოგვცა და გვცემა კიდეცაო. გადაირია ფაშა, ვინ არის ეგ ქალი, სწრაფად მომგვარეთო. კატოც თავის შვილ-თან ერთად ჩასულა ხერთვისის ფაშასთან და ყველაფერი მოუყოლია. ფაშამ ინიჩრები იხმო და გაარკვია, რომ კატო მართალი იყო, ინიჩრებისთვის 50-50 მათრახი უთავაზებია, კატოსთვის კი უთქვამს: აფერუმ, დედაკა-ცოო და ერთი მეწველი ძროხა ხბოიანად უჩუქებია და ისე გაუშვია. თან დაუმატებია, რომ შენი შემწუხებელი არც ერთი კაცი არ იქნებაო.

მთქმელი ლუკა ფილიშვილი,84 წლის, ახალციხის რაიონი

სოფელი ქიქინეთი.

ნეფის წყაროერთხელ, მეზობელ სოფელში, ერთი კაცი

დაინიშნა. ქორწილი გადაიხადა და როცა პატარძალი მოჰყავდა, გზაზე თათრები ჩა-უსაფრდნენ. როცა წყაროსთან მივიდნენ და შეისვენეს, მთელი მაყრიონი მთვრალი იყო. მაშინ ნეფემ გამოიღო ხელი და შეებრძოლა მომხვდურს. მან ბევრიც დახოცა, მაგრამ თვითონაც შეაკვდა მათ და მაყრიონიც. თათრებმა დედოფლის წაყვანა მოინდომეს. ქალმა იფიქრა, მე ამათთან უნდა ამომხდეს სული, ამათი ჯილაგი უნდა ვამრავლოო, ამას ისევ სიკვდილი მირჩევნიაო და ხან-ჯალი დაიცა გულში, სჯობს ჩემ ქმართან ერთად დავიღუპოო.

იმ წყაროს სოფლელები დღესაც ნეფის წყაროს ეძახიან. იქვეა ნეფე-დედოფლის საფლავიც და ეს წყარო ჭურას ტბის სამხ-რეთ დასავლეთით მდებარეობს.

მთქმელი ბასილ ნიკოლოზის ძე ხატიძე,

90 წლის, ასპინძა, ჩაიწერა ზურაბ ქუქჩიშვილმა 1984 წელს.

გამოჩენილი პუბლიცისტის, მკვლევარის, განმანათლებლის, პოეტისა და ფოლკლო-რისტის ივანე გვარამაძის — “ვინმე მესხის” დაბადებიდან 180 წლისთავთან დაკავში-რებით არაერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართა გასული წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის ადმინისტრაციის ინიციატივით, თუმცა, განსაკუთრებით აღსანიშნავია, დიდი მამულიშვილისადმი მიძღვნილი წიგნის — “ივანე გვარამაძის პირადი არქივის აღწე-რილობის” გამოცემა, რომელიც მოამზადა ამავე მუზეუმის თანამშრომელმა გრიგოლ ჯვარიძემ, რომლის შექმნას თითქმის ათი წელი მოანდომა. მან ფუნდამენტურად შეის-წავლა, აღწერა და საზოგადოებას წარუდ-გინა ივ.გვარამაძის პირად ხელნაწერებსა და მის ცხოვრებასთან დაკავშირებული მასალების კლასიფიკაცია.

ეს წიგნი გათვალისწინებულია სამცხე-ჯავახეთის ისტორიით დაინტერესებული

პირებისათვის. იგი შესანიშნა-ვი გზამკვლევია ამავე მუზეუმის ხ ე ლ ნ ა წ ე რ თ ა ფონდში სამეც-ნიერო მუშაობი-სათვის.

წიგნი გამოიცა ტექნიკურ მეცნი-ერებათა დოქტო-რის შალვა გვარა-მაძის ქველმოქ-მედებით.

გამოცემის რედაქტორია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მიხეილ ქავთარია, რეცენზენტები — ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ციური ლაფაჩი და ასოცირებული პროფესორი ნატო ყრუაშვილი.

ქეთევან დავლაშერიძე

ახალი გამოცემები

შესანიშნავ პოეტს და დედას, დალი ყარაულაშვილს, ვულოცავთ დაბადების დღეს და ვუსურვებთ:

“მედგრად შებმოდე ყოფის ქარიშხალს,არ დაგეხაროს ალამივით აღმართული მწერლის კალამი”.

გულწრფელი პატივისცემითგაზეთის “ლიტერატურული მესხეთი” რედაქცია

მოქალაქეთა საყურადღებოდ!გამოსაცემად მზადდება კრებული — “მესხეთში გავრცელებული ლეგენდები, თქმულე-

ბები, ზღაპრები, ანდაზები, გამონათქვამები”,დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ მოგვაწოდონ საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი

გამოუქვეყნებელი მასალები.რედაქციაში შემოსული ყველა მასალა ასევე დაიბეჭდება ჩვენს გაზეთში.წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის.

გაზეთ “ლიტერატურული მესხეთის” რედაქცია