17

terenti graneli

Embed Size (px)

DESCRIPTION

ტერენტი გრანელი

Citation preview

Page 1: terenti graneli
Page 2: terenti graneli

დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. დედა ხუთი წლისას გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა – მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას ხშირად დაჰყავდა პატარა ტერენტი წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიაში, კვირის წირვებზე. ამ თბილი დედაშვილური დამოკიდებულების ნიშნად პოეტმა სონეტი უძღვნა დედინაცვალს. მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, მშობლებმა შვიდი წლის ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს. სკოლაში „მოწაფეთა მეფეს“

Page 3: terenti graneli

ეძახდნენ. წიგნების სიყვარული ტერენტის გაუღვივა ზუგდიდის მაზრაში საყოველთაოდ ცნობილმა მწიგნობარმა იაკობ შანავამ. პირველად მის ბიბლიოთეკაში ეზიარა მომავალი პოეტი კლასიკური ლიტერატურის შედევრებს. ტერენტი სწავლასთან ერთად საოჯახო საქმიანობაშიც სიბეჯითეს იჩენდა: სკოლიდან მობრუნებული გვიან ღამემდე იჯდა მამის სახელოსნოში და წაღებს კერავდა. უბედურმა შემთხვევამ (ოჯახს სახლი დაეწვა) ტერენტი მეექვსე კლასიდან მოსწყვიტა სწავლას. მიუხედავად ამისა, იგი უფრო მეტი მონდომებით ეწაფება შანავას ბიბლიოთეკის წიგნებს. ცხოვრების სიმკაცრის გამო გულჩათხრობილი და სევდიანი გახდა. სინამდვილე, რომელშიც ტერენტი გრანელს უხდებოდა პირველი ნაბიჯების გადადგმა, წინააღმდეგობებით იყო სავსე. ამ პერიოდში გაიტაცა იგი ეროვნული თავისუფლების იდეამ.

1918 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, მუშაობდა რკინიგზაზე, გაზეთების რედაქციებში. სწავლობდა შალვა ნუცუბიძის მიერ თბილისის უნივერსიტეტთან დაარსებულ კურსებზე, რომელიც ცნობილი იყო „ნუცუბიძის კურსების“ სახელით. ეს სასწავლებელი, რომელიც სრული გიმნაზიის უფლებებით მოქმედებდა, ტერენტი გრანელმა დაამთავრა 1920 წელს. თბილისშივე დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა (1917–1918). გრანელის ლექსები ხასიათდება სევდითა და მისტიციზმით (კრებულები: „სამგლობიარო ხაზები“, 1921; „სულიდან საფლავები“, 1922; „Memento mori“, 1924; „ტერენტი გრანელი“, 1926), რის გამოც მწერლობაზე იდეოლოგიური ზეწოლის შედეგად დიდხანს ყურადღება არ ექცეოდა. 1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა. ტერენტი გრანელს 1926 წლიდან თითქმის არცერთი გაზეთი არ უბეჭდავდა ლექსებს მასზე დაიწყეს ზეწოლა პროლეტარმა პოეტებმა და მთელმა სისტემამ. 80–იანი წლებიდან ამ უთვალსაჩინოესი ლირიკოსის შემოქმედება ღირსეულად დაფასდა. გამოიცა მისი ლექსების სრული კრებულები. 1927 წელს თბილისში გამოიცა ერთჯერადი გაზეთი „ტერენტი გრანელი“ტერენტი გრანელი 1930 წელს მოათავსეს სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საიდანაც იგი გამოიქცა და თბილისში “არამიანცის” სავაადმყოფოში გარდაიცვალა1934,, დამარხეს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, ხოლო შემდგომ 1987 წელს გადაასვენეს დიდუბის პანთეონში.

ადრეული პატრიოტული მოღვაწეობა

ქვეყნისა და ხალხის მხურვალე მოტრფიალე ტერენტი იმ ინტელიგენციის მხარეზე დადგა, რომლის მიზანი რუსეთის იმპერიალისტური რეჟიმისაგან განთავისუფლება იყო. იგი წერდა: „ეროვნული თავისუფლება ეს უდიდესი პრობლემაა ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში… დაე ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ გვწყურია თავისუფალი ცხოვრება, და არავის ნებას არ მივცემთ აბუჩად აიგდოს ჩვენი უზენაესი უფლებები“.[1]

ოცი წლის ტერენტი მთელი სერიოზულობით მსჯელობს ეროვნულ პრობლემაზე: „ამ დაბაში (იგულისხმება ოჩამჩირე) იშვიათად ნახავთ ქართულის მცოდნე პირებს… ნუთუ ამ ხალხს არ შეუგნია ქართული ენის სიდიადე, ნუთუ მათ არ აინტერესებთ სამშობლო ენა. თვითმპყრობელობის დროს ქართული ენის უცოდინარობას ნიკოლოზის მთავრობას ვაბრალებდით, დღეს ვის უნდა დავაბრალოთ?! თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ეს ჩვენს გულგრილობას და გადაგვარებას ადასტურებს. გახსოვდეთ, რომ

Page 4: terenti graneli

თქვენ სამშობლო გავალებთ თქვენი მშობლიური ენის შესწავლას. ამისათვის, ჩემი აზრით, წერაც ზედმეტია“.[2]

თბილისი და სამწერლო-პუბლიცისტური კარიერა

ტერენტის სწავლა სწყუროდა. იაკობ შანავას დახმარებით დაითანხმა მამა და, უფროს დასთან მაშოსთან ერთად, 1918 წელს თბილისს გაემგზავრა. ამავე წელს გარდაეცვალა მამა. უსახსროდ დარჩენილი ტერენტი მუშაობას იწყებს თბილისის რკინიგზის სადგურზე ჯერ ვაგონების გადამბმელად, ხოლო შემდეგ კონდუქტორად. მაგრამ აქ დიდხანს ვერ ჩერდება. რამდენიმე თვის შემდეგ იგი მუშაობას იწყებს ნაციონალ-ფედერალისტების გაზეთ „სახალხო საქმის“ რედაქციაში, შიკრიკად. ამავე გაზეთის მდივანმა სიმონ ყაუხჩიშვილმა დაუბეჭდა ტერენტის თავისი პირველი ლექსი“[3]. სიმონ ყაუხჩიშვილი იგონებს: «”ეს იყო 1918 წელს… იმ ხანებში ჩვენთან სამუშაოდ მოეწყო ერთი ახალგაზრდა, სახელად ტერენტი. მის მოვალეობას შეადგენდა საქმიანი ქაღალდების სტამბაში წაღება… ერთხელ ჩვენ ორნი ვიყავით ოთახში. უცბად შუაზე გადაკეცილი ქაღალდი დამიდო მაგიდაზე, თვითონ კი გარეთ გავარდა. ქაღალდი გავხსენი. ვხედავ, შესანიშნავი ლექსია. არ მეგონა, თუ ტერენტი ლექსებს წერდა. გავბედე და არავისთვის მიკითხავს, ისე დავბეჭდე… ქართულ პოეზიაში მისი პირველი ნაბიჯების დამლოცველი მე ვიყავი”[4].»

პოეტმა ფსევდონიმი „გრანელი“ 1919 წელს დაირქვა. ამ ფსევდონიმის არჩევას, ტერენტის დების მაშო და ზოზია კვირვკელიების გადმოცემით, საფუძვლად დაედო ლათინური სიტყვა „granum“, რაც მარცვალს ნიშნავს. პოეტს ეს სიტყვა გადატანითი მნიშვნელობით აურჩევია: «„მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო“.»

მეორე გადმოცემის თანახმად, ტერენტი ეტრფოდა ოპერა – ”აბესალომ და ეთერი” – მარეხის პარტიის შემსრულებელ იტალიელ მომღერალ ქალს, გვარად გრანელს და მისი პატივისცემით აურჩევია ეს ფსევდონიმი. მაგრამ სიყვარული უოღბლო აღმოჩნდა, ორი წლის უცნაური სიყვარულის შემდეგ მსახიობი თავის სამშობლოში გაემგზავრა. ფსევდონიმმა – გრანელი – შემოინახა ტერენტის სპეტაკი სიყვარულის ისტორია[5][6].

ამ დროს ქართულ პოეზიაში მომძლავრებული იყო სიმბოლისტური მიმდინარეობა. ვერც ტერენტი ასცდა მოდერნიზმს და, სიმბოლისტური პოეზიით გატაცებულმა, 1919 წელს გამოსცა სამხატვრო-სალიტერატურო გაზეთი „ია“ და ჟურნალი „კრონოსის სარკე“. ჟურნალში დაბეჭდილ მის სონეტებსა და რეცენზიას, სადაც ვალერიან გაფრინდაშვილის „დაისები“ არის შეფასებული, აშკარად ეტყობა სიმბოლისტური ესთეტიკის კვალი.

Page 5: terenti graneli

1919 წელს გალაკტიონი სცემს „არტისტულ ყვავილებს“. ტერენტი გრანელმა მაშინვე იგრძნო და აღიარა გალაკტიონ ტაბიძის პოეტური სიდიადე, მისი სიახლე. თავის მხრივ, გალაკტიონიც არანაკლებ აფასებდა ტერენტი გრანელის პოეტურ ტალანტს.

სამწერლო კარიერის დასაწყისი

1920 და 1921 წლებში ტერენტი გრანელმა გამოსცა ლექსების ორი პატარა წიგნაკი: „პანაშვიდები“ (რომელშიც გობრონ აგარელის ლექსებიც არის დაბეჭდილი) და „სამგლოვიარო ხაზები“. საკუთარმა ხელწერამ და მომწიფებულმა შემოქმედებითმა ხმამ მკაფიოდ იჩინა თავი მის პირველსავე ლექსებში. პირველი წარმატებებით აღფრთოვანებულმა პოეტმა 1922 წელს გამოსცა ლექსების მოზრდილი წიგნი „სულიდან საფლავები“. ამ კრებულს შესანიშნავი რეცენზიები უძღვნეს ტრისტან მაჩაბელმა, პაატა ორბელიანმა და კონსტანტინე გამსახურდიამ. ჭაბუკი პოეტი მართავს ლიტერატურულ საღამოებს. პოეტს აღტაცებით ხვდებიან ყველგან.

ინტერესები

ტერენტი გრანელი რუსთაველის გამზირზე ხშირად უნახავთ პოეზიის მოყვარულ ახალგაზრდებთან. პოეტი აღტაცებით ესაუბრებოდა მათ პოეზიისა და მუსიკის დანიშნულებაზე, ესთეტიკურ იდეალებზე, ტერენტი გრანელი წერდა: „ხელოვნების ცხოველმა შუქმა უნდა გაანათოს ჩვენი ცხოვრების ბნელი კუნჭულები, აამოძრაოს ადამიანის შემოქმედება და თვალწინ გადაუშალოს საუცხოო სურათები სილამაზისა, სიმშვენიერისა და ჭეშმარიტებისა, უნდა მძლავრად ამეტყველდეს ჭეშმარიტი ხელოვნება, თორემ ლამის ადამიანი მხეცად იქცეს უმაღლეს განცდათ მოკლებული და ბოროტების მორევში სავსებით გადავარდნილი“[7]

ტერენტი ბევრს კითხულობს, განსაკუთრებით პოეზიას. კარგად იცნობს მსოფლიო ლიტერატურის კორიფეებს, რუსულ მწერლობას, ფრანგ სიმბოლისტთა შემოქმედებას: ბაირონის, შელის, მიუსეს, ნოვალისის, ომარ ხაიამის პოეზიას, ნიცშეს ფილოსოფიას. მისი საყვარელი რუსი პოეტებია პუშკინი, ბლოკი, ტიუტჩევი, ფეტი, ნადსონი. მშვენივრად კითხულობს ბლოკისა და ესენინის ლექსებს, გრძნობს მათთან სულიერ ნათესაობას. მიუხედავად იმისა, რომ დოსტოევსკის აღმერთებს, უჭირს მისი რომანების კითხვა. თუ ზოგიერთ ზედმეტობას ჩამოვაცილებთ, დოსტოევსკის ხელოვნება და აზრები გენიალურიაო.

მეგობარი პოეტის გობრონ აგარელის რჩევით ხშირად ესწრება უნივერსიტეტში სერგი დანელიასა და გრიგოლ წერეთლის ლექციებს ანტიკურ პოეზიასა და ფილოსოფიაზე. მის განსაკუთრებულ აღფრთოვანებას თურმე ანაქსიმანდრესა და ანაქსაგორას კოსმოლოგიური შეხედულებები იწვევდა.

სოციალური მდგომარეობა და ხასიათი

Page 6: terenti graneli

ნაზი ბუნების ტერენტი მეტად ზრდილი და თავაზიანი, გულახდილი, უშუალო და თავმდაბალია. თავისებური ხასიათი აქვს: ხან ბავშვივით აზიზია, ხანაც უმიზეზოდ ჭირვეული და იჭვიანი, უფრო ხშირად კი სათნო და გულუბრყვილო. წყნარია. ხმამაღლა იშვიათად იცინის. ბილწსიტყვაობა სძაგს. მისი ყველაზე სალანძღავი სიტყვაა: შენ პოეზიისა რა გაგეგებაო. საერთოდ ძუნწი მოსაუბრეა. საკმარისია პოეზიაზე ჩამოვარდეს საუბარი, რომ მისი თვალები ელვარე ნაკვერცხლებს დაემსგავსოს. ამ დროს იგი დაუნდობელია და პირში მთქმელი.

ამ პერიოდში გრანელი დიდ ხელმოკლეობას განიცდის, არსად არ მსახურობს. საქმის გაკეთების ეშინია. თავად არ იცის, რითი უნდა ირჩინოს თავი, ან სად უნდა გაათიოს ღამე. ამაყია, არავის აგებინებს თავის გასაჭირს. არ უყვარს საუბარი პირად ცხოვრებაზე. ჰონორარს აიღებს თუ არა, მაშინვე ხელგაშლით ხარჯავს, უყვარს მეგობრების გამასპინძლება, თუმცა, ასეთი შემთხვევა მეტად იშვიათია.

“გაწითლების” შედეგები

1921 წელს რუსეთმა მოახდინა საქართველოს ანექსია.დაიწყო მასობრივი დახვრეტები, რეპრესიები და იდეოლოგიური ზეწოლები,რაც ინტელიგენციასაც შეეხო.ტერენტი გრანელი დარჩა სამშობლოს ერთგული.იგი ხმამაღლა უარყოფს “პარტიულ პოეზიას”.ტერენტი გრანელი 1924 წელს ერთ-ერთ ლექსში სტალინს აკრიტიკებს და დიქტატორს უწოდებს.ასევე ანტიკომუნისტურია მისი ლექსები -”1921″,”პოეზია”, “ფიქრები ქაქუცას მკვლელობის დღეს” და ა.შ. იგი მძიმედ განიცდის საქართველოს მძიმე ტრაგედიას, მაგრამ ქართველ ხალხს მიმართავს გამამხნევებელი სიტყვებით. პოეტი მაინც არ კარგავს მომავლის იმედს და არ ვარდება სასოწარკვეთილებაში. იგი მუდამ ბოლომდე მებრძოლია, როგორც ჭეშმარიტი ქართველი. როგორც ცნობილია გრანელს არც-ერთი ლექსი არ მიუძღვნია “წითლებისათვის”.მისი პოეზიის თემები მოტივვები აბსოლუტურად შეუსაბამო იყო კომუნისტური იდეოლოგიიისთვის. ტერენტი გამოცხადდა შოვინსტ და მავნებელ პოეტად დაიწყო მისი შევიწროვება.პროლეტარმა პოეტებმა დაგმეს მისი პოეზია, ხოლო 1926 წლიდან კი მას საერთოდ აღარ უქვეყნებდნენ ლექსებს,მის სახელს სერიოზული ტაბუ დაედო.არსებობს ვარაუდები იმის შესახებ,რომ ტერენტი გრანელი აუცილებლად მოხვდებოდა 1937 წლის რეპრესიებში.

“MEMENTO MORI”

ტერენტი გრანელის პოეზიამ მწვერვალს 1924 წელს მიაღწია. ამ პერიოდში გამოსცა მან ახალი ლექსების წიგნი „Memento mori“.თავდაპირველად წიგნის სათაური უნდა ყოფილიყო “გაფრენილი დღეები”თუმცა იმდროინდელი საქართველოს ვითარების გამო მან წიგნს სახელი შეუცვალა “MEMENTO MORI”.იგი დილაუთენია სტამბაში წავიდა, კრებულს სახელი შეუცვალა და “MEMENTO MORI”(ლათ:გახსოვდეს სიკვდილი) დაარქვა. [8]. ამავე წელს რუსთაველის თეატრში ტერენტი გრანელს დიდი სალიტერატურო საღამო გაუმართეს და საგანგებო გაზეთიც მიუძღვნეს, სადაც ივანე გომართელი, გიორგი ნადირაძე, კონსტანტინე კაპანელი, ვასილ ბარნოვი, პლატონ კეშელავა და სხვები მაღალ შეფასებას აძლევენ ტერენტი გრანელის პოეზიას.

Page 7: terenti graneli

ბოლო წლები და სიკვდილი

1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა. 1928 წლიდან კი იწყება პოეტის მკვეთრი სულიერი დეპრესია. ამ პერიოდის წერილები, სადღიურო ჩანაწერები და ლირიკა მოწმობენ მის სულიერ მსხვრევას. რა თქმა უნდა, ტერენტი გრანელი კარგად გრძნობდა თავის ამ უდიდეს პიროვნულ-ადამიანურ ტრაგედიას და ეს უფრო ამძაფრებდა მის ტრაგიზმს. აკაკი ანდრიაშვილი იგონებს: “ტერენტის დაეწყო კოშმარული ჰალუცინაციები. ეჩვენებოდა, ვითომ იქ სადაც იატაკი მიწურისა იყო, შუაღამისას მისი გარდაცვლილი მამა წამოიწევდა. მერე დაიწყებდა ტერენტისთან საუბარს, მაგრამ არა პირდაპირ, უშუალოდ, არამედ ვითაც მესამე პირის მეშვეობით. ეს ვიღაც მესამე პირი გადასცემდა ტერენტის მამის ნათქვამს. საჭირო იყო რაიმე ზომების მიღება, თორემ ტერენტი საშინელი საფრთხის წინაშე იყო”[2].

“…ფიროსმანივით მიტოვებულმა და მივიწყებულმა, მძიმედ დაავადებულმა ტერენტი გრანელმა სამუდამ დახუჭა თვალები 1934 წლის 10 ოქტომბერს „არამიანცის“ საავადმყოფოში. რამდენიმე კაცისაგან შემდგარმა პროცესიამ პოეტის ცხედარი პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიაბარა. ტერენტი გრანელის ცხედარი 1987 წელს გადაასვენეს დიდუბის პანთეონში.”[9]მაშოს და ზოზიას

რა ვქნა, მას შემდეგ დიდი ხანია,

რაც არ მინახავს ჩემი სოფელი.

მარტო მივდივარ, ჩუმი ღამეა,

მივდივარ ასე შეუცნობელი.

პოეტს ცისფერი ოცნება დაღლის,

რადგან სიცოცხლე მეტად რთულია.

და მესიზმრება ის ჩვენი სახლი,

რომელიც უკვე გაყიდულია.

მე შემიყვარეს ბევრმა გულებმა,

(ახლა ეს მთვარე უფრო მკრთალია).

მწამს, დებო, თქვენი შეხედულება,

ჩემს ცხოვრებაზე რომ მართალია.

Page 8: terenti graneli

ახლა მარტო ვარ, ის დრო წავიდა,

როცა ქუჩაში ვახდენდი დებოშს.

ნუ დარდობთ ჩემზე, იყავით მშვიდად,

მე მალე მოვალ, ძვირფასო დებო!

1926

Memento mori

ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,

ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია.

ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,

ჩემი გული და სისხლი – ეს “Memento mori”-ა.

დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი,

ჩემს გარშემო ციხეა – მწუხარების სავანე.

რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი,

მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე.

სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია,

ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი.

ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია

ვარსკვლავები – სიმბოლო თეთრი მარადისობის.

Page 9: terenti graneli

ახლა რა ვქნა არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ,

როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის.

მე ძლიერი ტალანტი, ზეციური არსება,

ჩემი ნაზი სამშობლო – ლაჟვარდები ცისფერი.

რა ვქნა, შავი ღამეა, მძიმე და უსაშველო,

მახსოვს ჩემი სოფელი, მისი ყრუ ადგილები.

ახლა რაღაც სხვა მინდა, რაღაც სხვა, უსახელო,

რომ დაღუპვა მომელის, ვიცი დანამდვილებით.

ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა,

მე, ძვირფასო, ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია.

ჩემი გვარი: გრანელი – პოეზიას დარჩება,

ჩემი გული და სისხლი – ეს ”MEMENTO MORI”-ა.

პაოლო იაშვილი წერს:

გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი,

და თვალთა დათხრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დახვდები.

ლექსო, გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი,

თუ უნაპიროდ, სამუდამოდ არ გაჩაღდები.

არი მკვლელობა, არი ომი, არი ხანძარი,

მიწისძვრა, ჭირი, ტყეში ყოფნა მარად თულებად,

მაგრამ არ არის ტანჯვა უფრო უზარმაზარი,

Page 10: terenti graneli

როგორც პოეტის შთაგონებით დასნეულება.

ლავრენტიმ მოწონების ნიშნად გაიღიმა.

აქვე მინდა გავიხსენო ერთი შემთხვევაც. ერთხელ ბატონმა შალვა dadianma

ბერიასთან წამიყვანა. კაბინეტში ვისხედით. შემთხვევით სიტყვამ მოიტანა (ბატონი შალვა მწერლებზე საუბრობდა) და იგი მოულოდნელად შეეკითხა ბერიას. ლავრენტი ბატონო, პოეტ ტერენტი გრანელს თუ იცნობდით ან თუ გსმენიათ მის შესახებ რაიმე. ბერია ფეხზე წამოდგა, ჩვენს წინ დადგა და რიხიანად წარმოთქვა: – ტერენტი დიდებული პოეტი გახლდათ, ბატონო შალვა”. პაუზა უმალ შეივსო, – “კი, დიდებული პოეტი იყო ის ცხონებული, მაგრამ”. ახლა პაუზა ბატონმა შალვამ გაჭიმა, “მაგრამ ცხოვრებას მან ვერ გაუგო და დამარცხდა, თავი დაიღუპა”. ბერია, რომელიც ნახევრადშებრუნებული იდგა ფანჯარასთან, უეცრად შემოტრიალდა და გამჭოლი, გამყინავი თვალებით შემოგვხედა. მცირე დაყოვნების შემდეგ კი, თითქმის პათეტიკურად წარმოთქვა: – “ცხოვრებას კი არა, ბატონო შალვა” – და ამ უკანასკნელს ხაზი გაუსვა, თვით ცხოვრებამ ვერ გაუგო მას”.

ეს ისე იყო ნათქვამი, ტანში გამცრა, დავიბენი, ამისთანა პასუხს არ ველოდი და ვერც წარმოვიდგენდი. გულმა ბაგა-ბუგი დამიწყო, თვალწინ ტერენტი წარმომიდგა თავისი განუმეორებელი ღიმილით:

“ქართველმა ხალხმა გიჟი მიწოდა

მზე მიდის გაღმა

ცის ხმა ისმოდა”.

ბესო ჟღენტი

მწერალთა კავშირში მივედი. მეორე სართულზე, აივანთან, ბესარიონ ჟღენტი დემნა შენგელაიას ელაპარაკებოდა… დაველოდე და კაბინეტში რომ შევიდა, შევყევი… ჩემი განზრახვა (ტერენტი გრანელზე მონოგრაფიის გაკეთება) რომ გაიგო, ისე აყვირდა, თითქოს ჭინჭრით დამესუსხოს.

Page 11: terenti graneli

- არა! არა!.. ტერენტი გრანელი არ გინდა! ტერენტი გრანელზე არაფერი არ დაწერო! ის ხომ მავნებელი იყო! ის ხომ ტროცკისტი იყო, მენშევიკი! სოციალ-ფედერალისტი იყო!.. -გაცეცხლებული იძახდა.

- რისი ტროცკისტი, რომელი მავნებელი, ბატონო ბესო! ტერენტი გრანელი ერთი ნიჭიერი, თავის თავის უბედური პოეტი იყო, – მშვიდად, აუღელვებლად მოვახსენე ჩემი აზრი. გამიკვირდა, რომ სამოციანი წლების მეორე ნახევარში, როცა ადამიანურ შეხედულებებში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა, ბატონი ბესო რატომღაც ძველ თეზისებს იმეორებდა.

- არ გინდათ ტერენტი გრანელი!.. არა! არა!.. ტერენტი გრანელზე არ დაწეროთ!.. ტერენტი გრანელი მავნებელი იყო! – იძახდა ბატონი ბესო და, მისი კაბინეტიდან რომ გამოვედი, დერეფანშიც ეს სიტყვები ჩამესმოდა…

galaqtioni

“იგი გამოხვეულია თბილ, ჭუჭყიან ძონძებში და აგვისტოს მზე დაუნდობლად აჭერს შიშველ თავზე.

ვინ არის ეს კაცი? – იკითხეს.

გრანელია, პოეტი, – იყო პასუხი.

იმავე ქვაფენილზე მიდის იგივე ფეხშიშველა ადამიანი და ახლა კი მას თბილი ძონძებიც არა აქვს. თოვს, ზამთარია, ის კი თეთრეულის ამარა მიდის.

ვინ არის ეს კაცი, – იკითხეს. გრანელია, პოეტი, – იყო პასუხი.“

ლერი ალიმონაკი – კვირის წირვები

მოდის თავისთვის მარტო, მოდის და ცისფერი, ჩაფერფლილი თვალებით ისე შესცქერის ზეცას, სადაც არის კიბე დაიწყება და ასვლას შეუდგებაო….

ჩუმად, უტყვად ჩაიარა იქ, ”ახალგაზრდა კომუნისტის” მწერლები რომ იკრიბებოდნენ, ოპერის პირდაპირ. უეცრად ფრიდონ ნაროუშვილის გამყინავი ხმა ჩაესმა: გიჟია, სულელია, გვარცხვენს პოეტებს!…”

ციებიანივით შეაჟრჟოლა ტანში. ”გნომიო!” მიაძახა ჩურჩულით და ისე გააგრძელა გზა, უკან არც კი მოუხედავს. ზურგსუკან იგრძნო, ელვისუმალ როგორ მოწყდა ნაროუშვილი ადგილს, ხელიდან წიგნი გააგდებინა და სილა გააწნა; თავბრუ დაეხვა, იქვე ხეს მიეყრდნო და ჩიკეცა, შეებრალა საკუთარი თავი და ჩუმად ატირდა.

Page 12: terenti graneli

ნაროუშვილი კი ისევ შემზარავად გაიძახოდა: ”მათხოვარია, გიჟია, ავადმყოფია, გვარცხვენს პოეტებს!”

თავდება საღმოს წირვა და საყდარი ნელ-ნელა ცარიელდება, გამოდიან ნელი და მძიმე ნაბიჯებით და მწუხარე სახებით, მაგრამ შთაგონებულნი და რწმენით აღვსილნი.

მღვდელი სახარებას კეცავს. უმზერს თეთრ ცხენზე ამხედრებულ მხედარს გველეშაპს რომ გმინავს. გაფითრებული მზერა ქრისტეზე გადააქვს. და ესმის, უხმობს ჯვარცმული. მზერა ღვთისმშობელზე გადააქვს. მოჟონავს ცრემლი და რაღაც იდუმალის მოლოდინში ცახცახებს: ”გამომეღვიძა მგონი გარდაცვალების შემდეგ”.

”შვილო ვკეტავთ ტაძარს”, – შეეხმიანა მღვდელი. გამოერკა ექსტაზიდან.

”რას დამგვანებულა, ძლივსღა ვიცანი”, – მისწვდა მის დახშულ სმენას და ჟრუანტელი დაუარა.

მართლაც საშინლად ჩამოძენძილა, თმა მხრებამდე ჩამოზრდია, წვერი ჩაბურძგვნია, ამ 5 წელიწადში მთლად დაბერებულა. მუსიკა შეესმა მის მთვლემარე სულს, ჩაესმა იდუმალი ბგერები და სიტყვები ამოეტვიფრა: თავში გველი მყავს”.

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,

ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

სული საზღვარს გადასცილდა ფრენით,

ახლაც მახსოვს მისამართი შენი.

ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,

რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.

წინ მეშლება სხვა ოცნების არე,

მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.გაზაფხულის საღამოა მშვიდი,

ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

Page 13: terenti graneli

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,

ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.

გალაკტიონში არის დემონი

და ჩემში უფრო ანგელოზია.ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს,

ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია.

გალაკტიონში მიწა ანათებს

და ჩემში უფრო ზეცის სხივია.

შორს ქარი კივის, ახლო მტერია,

ახლა ღამდება, შვიდია სრული.

გალაკტიონში ლურჯი ფერია

და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,

ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.

გალაკტიონში არის დემონი

და ჩემში უფრო ანგელოზია.

წიგნიდან გივი ცქიტიშვილი – “ვიცი, დრო მოვა ჩემი გაგების”

ჭეშმარიტ ქართველ პოეტთან ტერენტი გრანელთან დიდი ხნის ხანგრძლივი მეგობრობა მაკავშირებდა. დღეს მინდა მოგითხროთ ერთი ეპიზოდი, თუ როგორ გავიცანით ერთმანეთი.

1923 წლის გაზაფხულზე ცნობილმა ქართველმა მხატვარმა მოსე თოიძემ რუსთაველის თეატრთან ახლოს, დღევანდელი კულტურის სამინისტროს შენობაში (ადრე “ჩემოს” სახელით იწოდებოდა) გამართა თავისი სტუდიის მოწაფეთა

Page 14: terenti graneli

ნამუშევრების დიდი გამოფენა. რამდენიმე სურათი მეც მქონდა აქ წარმოდგენილი. მათ შორის ერთ ყველაზე დიდ ტილოს ეწოდებოდა “სევდა”. ეს გახლავთ ლამაზი ქალი, რომელსაც ტანზე გველი ჰყავდა შემოხვეული. სიმბოლურად ამ ნახატში ჩაფიქრებული მქონდა სამშობლო, მისი მძიმე ბედი.

გამოფენას დიდძალი ხალხი ესწრებოდა. ერთხელ, მოულოდნელად, ერთი ახალგაზრდა მომიახლოდა, ხელი ჩამომართვა და მითხრა.

- ყოჩაღ, მხატვარო, შენ კარგი სურათი დაგიხატიაო! – შემდეგ დასძინა: – მე ვარ პოეტი ტერენტი გრანელი!

ეს ისეთი მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ მე შევცბი! ტერენტის მე დიდი ხანია ვიცნობდი მისი წიგნებით, მისი შესანიშნავი ლექსებით, მაგრამ პირადად, იმ დღეს შევხვდი.

საგამოფენო დარბაზი ძველი იყო, ნახანძრალი, ხანძრის შემდეგ არც კარები ჰქონდა, არც ფანჯრები და ყველგან ქარი დათარეშობდა. ერთ დღეს საშინელი ქარიშხალი ამოვარდა, რამაც ძალიან შემაშფოთა. გავვარდი გამოფენის დარბაზისკენ და რას ვხედავ! მოსე თოიძე, ირაკლი თოიძე, მათი ბევრი მოწაფე უკვე მოსულან და დარბაზში მიმობნეულ ნახატებს აგროვებენ. ვხედავ, ჩემი ნახატები, რომელნიც ქაღალდზე მქონდა შესრულებული, იატაკზე მიმოყრილა და მათ ტერენტი გრანელი აგროვებს. მე ამან ძალიან ახლოს მაგრძნობინა ტერენტი გრანელი როგორც ადამიანი, როგორც შემოქმედი, სხვისი შრომის დამფასებელი. ტერენტი მომიახლოვდა, მოგროვილი ნახატები გამომიწოდა და მითხრა:

- ნუ გეშინია, კორნელი! ეს სურათები ისევ აღდგება და შენ ამის გამო არ ინერვიულოო.

არ გასულა დიდი დრო. ერთხელ, საღამო ხანს, კარებზე კაკუნი გავიგონე. გავაღე; კარებთან გალაკტიონ ტაბიძე, ტერენტი გრანელი და დრამატურგი გენო ქელბაქიანი იდგნენ. სოფლიდან ჩამოტანილი “ადესა” მქონდა. გამეხარდა მათი სტუმრობა. ოთახში შემოვიპატიჟე.

მალე დაიწყო კამათი, საკუთარი ლექსების კითხვა. გალაკტიონმა რამდენიმე თავისი ახალი ლექსი წაიკითხა, ტერენტიმ – თავისი. მეც გავთამამდი და ჩემი ერთი მეტად სევდიანი ლექსი წავიკითხე. ტერენტის არ მოეწონა. ძალიან განაწყენდა. წასვლა დააპირა.

გენო ქელბაქიანი წინ გადაუდგა. არ უშვებდა. ტერენტი ვერ დაწყნარდა, არ ჩერდებოდა. ახლა გალაკტიონიც ჩაერია საქმეში. მან ჩემ მაგიერ დადო პირობა, რომ მე ამის შემდეგ ასეთ სედიან ლექსს არ დავწერდი.

ამის შემდეგ ჩვენ ისე კარგი განწყობილებით დავამთავრეთ იმღამინდელი შეხვედრა. სიკვდილამდე ასეთი განწყობილებით ვიყავი და ასე გულწრფელად ვმეგობრობდი ტერენტი გრანელთან.

Page 15: terenti graneli

****************************************8

რუსთაველზე ჩქარი ნაბიჯით მოდიოდა,,დაკუჭული შარვლით,თითქოს ვიღაცას ეძებსო ისე იმზირებოდა,უეცრად ერთი ჭაბუკის წინ შედგა და მოულოდნელად კითხა: "ვინ ხართ?" -" ელიზბარ ზედგენიძე, პროლეტარი პოეტი!" უხმოდ გაშორდა. მეორე დღეს ისევ შეხვდა, მიესალმა, ხელი ჩამოართვა და მოულოდნელად უთხრა: "7 შაური მასესხე" - მოიქექა ჯიბეები და 9შაური მისცა. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ შეხვდა,ზუსტად 7 შაური სთხოვა. ელიზბარს აღარ აღმოაჩნდა ფული და შინ მიიპატიჟა. ტერენტი ცოტა შეყოყმანდა, როცა გაიგო მთაწმინდაზე ცხოვრობდა უყუყმანოდ დასთანხმდა.

სუფრა აივანზე გააწყვეს, ხელისგულივით მოჩანდა აივნიდან მთელი თბილისი, მისი საყვარელი ავლაბარი და პეტრე-პავლე, გარინდებულმა დიდხანს უზირა თბილისს,არავის დაურღვევია მისი დული იგრძნეს სადღაც შოსრს რომ დაჰქროდა მისი ფიქრები. უცებ შემობრუნდა და მასპინძელს მიმართა:

"ბედნიერი ყოფილხარ! მე რომ აქ ვცხოვრობდე იცი რას ვიზამდი? მე რომ აქ ვცხოვრობდე სულ სხვა ვიქნებოდი,სხვანაირ ლექსებს დავწერდი, სხვა ცხოვრება მექნებოდა!"

მას ხომ არასოდეს უგრძვნია მშობლიური სახლის სიმყუდროვე და სითბო"

ლერი ალიმონაკი