39
1.სსსსსსსსსსსსს სსსსსსს. ნნნნნნნნნნ ნნნნნ ნნნნნნ - სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსს. სს სსსსსსსსს, სსსსსს სსსს სსსსსსსსს, სსსსსსსსს სსსსსს. სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსს სსსსსსსსსს სსსსსსს - სსსსსსსსს სსსსსს სსსსს სსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსს, სსსსსსს სსსსსსსსსს სსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსსს. სსსსსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსს. სს სსსსსსსს: სსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსს, სსსსსსსსსსსსს სსსსსსსს, სსსსსსს სსსსსს სს სსსსსსს სსსსსსსსსსსს - ნნნნნნნნნნნ. ნნნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნ სსსსსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსს სსსსსსს. სსს სსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსს. სსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსს სსსსს სსსსსსსსსს სსსსს: ნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნნ, ნნნნნნნნნნნ ნნნნნ, ნნნნნნნნნნნნ ნნნნნნნ, ნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნ, ნნნნნნნნნნ ნნ ნნნნნნ ნნნნნნნნ ნნნნნნნნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნ, ნნნ ნნნნნნ 30.000 ნნნნნნნნნნნ. სსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსს სსსს სსსს სსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსს, სსსსსსს სს სსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსს, სსს სსსს სსსსსს სსსსსსსსსს სსსსს სს სსსსს სსსს სსსსსსსსსს სსსს სსსსსს სსსსს სსსსს სსსსსსსსსს სსსს სსსსსსსსს სს სსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსს, სსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსს სსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსს, სს სსსსსსსსსს სს სსსს სსსსსსსსსს სსსსსსს სსსსს, სსსსსსს სსსსსსსსს, სსსსსსსსს სს სსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსსსსსს სსსსსს. სს სსსსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსსსსს სსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსს სს სსსსსსსსს სსსსსსსსსს სს სს სსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსს, სს სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსს სსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსს-სსსსსსსსსსს სსსსსსსსსსს. სსსსსსსს სსსსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსს. 1

WordPress.com€¦  · Web view2019. 2. 12. · 1.საკანონმდებლო პროცესი. ნორმატიული აქტის მიღება

  • Upload
    others

  • View
    1

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: WordPress.com€¦  · Web view2019. 2. 12. · 1.საკანონმდებლო პროცესი. ნორმატიული აქტის მიღება

1.საკანონმდებლო პროცესი.

ნორმატიული აქტის მიღება - პარლამენტის კანონშემოქმედებითი ფუნქცია მატერიალიზდება ნორმატიული აქტების მიღებით. ამ აქტებიდან, როგორც უკვე მივუთითეთ, ძირითადია კანონი. საქართველოს პარლამენტის მიერ ნორმატიული აქტების - კანონების მიღება ხდება წინასწარ დადგენილი წესებით, რომელთა ერთობლიობა ქმნის საკანონმდებლო პროცესს. საკანონმდებლო პროცესი რამდენიმე ეტაპისაგან შედგება. ეს ეტაპებია: საკანონმდებლო ინიციატივა, კანონპროექტის განხილვა, კანონის მიღება და კანონის გამოქვეყნება - პრომულგაცია.

საკანონმდებლო ინიციატივა საკანონმდებლო პროცესის საწყისი სტადიაა. იგი გულისხმობს კანონით განსაზღვრული სუბიექტების მიერ პარლამენტში განსახილველად კანონპროექტის შეტანის უფლებას. საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტები არიან: საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი, საპარლამენტო ფრაქცია, პარლამენტის კომიტეტის, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები, არა ნაკლებ 30.000 ამომრჩეველი. საკანონმდებლო ინიციატივის მქონე პირს აქვს უფლება საკანონმდებლო ორგანოში განსახილველად შეიტანოს წინადადება კანონის მიღების, შეცვლის ან გაუქმების შესახებსაკანონმდებლო ინიციატივის უფლების განხორციელებისას საჭიროა საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის ტექსტის წარდგენა, მას უნდა ახლდეს დასაბუთება იმისა თუ რატომ არის აუცილებელი მისი მიღება ასევე ახსნა განმარტება მისი მიზნებისა და ძირითადი დებულებების შესახებ, მონაცემები სამართლებრივი რეგულირების მოცემულ სფეროში კანონმდებლობის მდგომარეობის შესახებ, იმ კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების ნუსხა, რომელთა ცვლილებას, დამატებას ან გაუქმებას გამოიწვევს მოცემული კანონპროექტის მიღება. თუ კანონპროექტით გათვალისწინებულია ახალი სტრუქტურების შექმნა ან არსებულის გაფართოება და ეს გამოიწვევს სახელმწიფო ხარჯების ზრდას, ამ შემთხვევაში კანონპროექტს უნდა დაერთოს შესაბამისი საფინანსო-ეკონომიკური დახასიათება. შემოსული კანონპროექტი წინასწარი განხილვისათვის გადაეცემა შესაბამის კომისიას. კომისია უფლებამოსილია შეიტანოს შესწორებები და დამატებები კანონპროექტში. თავის მხრივ, კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს კომისიასთან უთანხმოების შემთხვევაში, კანონპროექტი ალტერნატივის სახით დააყენოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

საკანონმდებლო პროცესის შემდეგი, მესამე სტადიაა კანონპროექტის განხილვა, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის 3 მოსმენაა.

1

Page 2: WordPress.com€¦  · Web view2019. 2. 12. · 1.საკანონმდებლო პროცესი. ნორმატიული აქტის მიღება

პირველ პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვის შემდგომ ორიდან ერთ-ერთი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ:- საკანონმდებლო აქტის პირველი მოსმენით მიღების შესახებ;- გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ახალი კანონპროექტის შემუშავების შესახებ;

პირველი მოსმენის შემდგომ თუ კანონპროექტმა ვერ დააგროვა საჭირო ხმების რაოდენობა ის უარყოფილად ცხადდება და ფორმდება დადგენილება უარყოფის შესახებ, მისი გატანა იმავე სესიაზე დასაშვებია, თუ იგი გადამუშავდა, რაზეც დასკვნას წარადგენს იურიდიული დეპარტამენტი.პირველი მოსმენის განხილვის შემდეგ კანონპროექტი გადაეცემა წამყვან კომიტეტს შენიშვნების ასახვისთვის და მეორე მოსმენის კენჭისყრისთვის პირველი მოსმენიდან 3 კვირის ვადაში წამყვანი კომიტეტი განიხილავს კანონპროექტს მეორე მოსმენაზე გასატანად.

მეორე მოსმენაზე პარლამენტი კენჭისყრით იღებს ორიდან ერთ-ერთ გადაწყვეტილებას:- კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების შესახებ;- დამატებითი დამუშავებისთვის კანონპროექტის წამყვან კომიტეტში დაბრუნების შესახებ;

კანონპროექტი რომელიც მეორე მოსმენით ვერ დააგროვებს საჭირო ხმებს, ჩავარდნილად ითვლება. ასეთ შემთხვევაში ფორმდება დადგენილება მიუღებლობის შესახებ. მეორე მოსმენის შემდეგ კანონპროექტი გადაეცემა წამყვან კომიტეტს(პასუხისმგებელს) მესამე მოსმენისთვის მოსამზადებლად, წამყვანი კომიტეტი 5 დღის ვადაში ასახავს მეორე განხილვისას გათვალისწინებულ შენიშვნებს საკანონმდებლო აქტის პროექტში და გადასცემს მესამე მოსმენით განხილვისთვის, მესამე სხდომაზე მიიღება კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი. შემდეგი სტადია ესაა კანონის მიღება, რაც ხორციელდება მესამე მოსმენით. მესამე მოსმენისათვის პარლამენტის წევრებს ურიგდებათ კანონპროექტის რედაქტირებული ვარიანტი, რომელშიც მხოლოდ რედაქციული შესწორებების შეტანა შეიძლება. კანონპროექტის მიღება სრულდება კენჭისყრით. კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კანონის ამა თუ იმ სახისათვის დადგენილი უმრავლესობა.

პრეზიდენტის მიერ კანონის ხელმოწერა - საკანონმდებლო პროცესის ბოლო სტადიაა კანონის ხელმოწერა და გამოქვეყნება. პარლამენტის მიერ კანონის მიღების შემდეგ, იგი 5 დღის ვადაში გადაეცემა პრეზიდენტს, რომელიც 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს, ამით მთავრდება საკანონმდებლო პროცესი.

2

Page 3: WordPress.com€¦  · Web view2019. 2. 12. · 1.საკანონმდებლო პროცესი. ნორმატიული აქტის მიღება

მაგრამ, თუ პრეზიდენტი არ ეთანხმება წარმოდგენილ კანონს და ხელს არ მოაწერს მას, მაშინ იგი იმავე 10 დღის ვადაში, თავისივე მოტივირებული შენიშვნებით, უკან უბრუნებს პარლამენტს. ე.ი. პრეზიდენტი გამოიყენებს თავისი სუსპენზიური ვეტოს უფლებას. პარლამენტი განიხილავს პრეზიდენტის შენიშვნებს და კენჭს უყრის. ვეტოს დასაძლევად საკმარისია ხმათა იგივე რაოდენობა, რაც ამ სახის კანონპროექტისთვისაა დადგენილი. თუ პარლამენტი მიიღებს პრეზიდენტის შენიშვნებს, კანონის საბოლოო რედაქცია კვლავ გადაეცემა პრეზიდენტს, რომელიც 7 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს.

შესაძლოა პარლამენტმა არ გაიზიაროს პრეზიდენტის შენიშვნები და კენჭი უყაროს კანონის პირვანდელ ვარიანტს. ამ შემთხვევაში კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა პარლამენტის სიითი შემადგენლობის არა ნაკლებ სამმა მეოთხედმა. თუ ამის შემდეგ პრეზიდენტი დადგენილ ვადაში ხელს არ მოაწერს და არ გამოაქვეყნებს კანონს, მაშინ მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

2.საქართველოს მთავრობა.საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. მთავრობა ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე

3

Page 4: WordPress.com€¦  · Web view2019. 2. 12. · 1.საკანონმდებლო პროცესი. ნორმატიული აქტის მიღება

მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან. მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი.აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში მთავრობის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და მთავრობის ნორმატიული აქტებით. მთავრობა თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს სამთავრობო პროგრამით.მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სამინისტროების, მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულების, აგრეთვე სპეციალური დანიშნულების სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით.

საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე. მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან. სამინისტრო იქმნება მთავრობის უფლებამოსილების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და მმართველობის განხორციელების უზრუნველსაყოფად და მას ხელმძღვანელობს მინისტრი. მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი. მთავრობის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, გარდა პარტიულისა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ანაზღაურებას სხვა საქმიანობისათვის, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე მთავრობის წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად მთავრობა უფლებამოსილია დანიშნოს სახელმწიფო რწმუნებულები. სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილება განისაზღვრება კანონით. მთავრობის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით, რომლის პროექტს პარლამენტს წარუდგენს მთავრობა.

მთავრობის მეთაურია საქართველოს პრემიერ-მინისტრი. პრემიერ-მინისტრი განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრებს. პრემიერ-მინისტრი მთავრობის საქმიანობისთვის ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. ახალარჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას პარლამენტის წინაშე და განაგრძობს

4

Page 5: WordPress.com€¦  · Web view2019. 2. 12. · 1.საკანონმდებლო პროცესი. ნორმატიული აქტის მიღება

მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე. პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე. პრემიერ-მინისტრის გადადგომის ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე. პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს. საქართველოს პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს და არ დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს, თუ პარლამენტი განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის 1/3 - ზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება. პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას. უნდობლობის საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტს. უნდობლობის საკითხის აღძვრასთან ერთად ინიციატორები წამოაყენებენ პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ხოლო პრემიერმინისტრობის კანდიდატი პარლამენტს წარუდგენს მთავრობის ახალ შემადგენლობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. თუ პარლამენტი საკითხის აღძვრიდან არაუადრეს 7 და არაუგვიანეს 14 დღისა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს ახალ მთავრობას, უნდობლობა გამოცხადებულად ჩაითვლება. ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება. მთავრობას უფლებამოსილება უწყდება ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნის მომენტიდან. თუ პარლამენტი უნდობლობის საკითხის აღძვრის შემდეგ არ გამოუცხადებს მთავრობას უნდობლობას, დაუშვებელია პარლამენტის იმავე წევრთა მიერ მომდევნო 6 თვის განმავლობაში უნდობლობის საკითხის აღძვრა.

5

Page 6: WordPress.com€¦  · Web view2019. 2. 12. · 1.საკანონმდებლო პროცესი. ნორმატიული აქტის მიღება

ნდობის საკითხს კენჭი ეყრება მისი დასმიდან არაუადრეს მე-7 და არაუგვიანეს მე-14 დღისა. თუ პარლამენტი ნდობას არ გამოუცხადებს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი ნდობის არგამოცხადებიდან არაუადრეს მე-8 და არაუგვიანეს მე-14 დღისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს. საქართველოს პრეზიდენტი არ დაითხოვს პარლამენტს, თუ პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის არგამოცხადებიდან 7 დღის ვადაში სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება. მთავრობას უფლებამოსილება უწყდება ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნის მომენტიდან.

3.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არის საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას, კონსტიტუციურ კანონიერებას და ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.საკონსტიტუციო სასამართლო თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, კოლეგიალობის, საქვეყნოობის, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის, უფლებამოსილებათა მთელი ვადით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დამოუკიდებლობის, ხელშეუხებლობისა და შეუცვლელობის საწყისებზე.საკონსტიტუციო სასამართლოს მოწყობა, კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით. საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზაციისა და კონსტიტუციური სამართალწარმოების სხვა წესები განისაზღვრება კანონით და საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით.საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი თავის მოვალეობათა შესრულებისას დამოუკიდებელია. იგი ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. მის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია და ისჯება კანონით.საკონსტიტუციო სასამართლო შედგება ცხრა მოსამართლისაგან – საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისაგან, რომელთაგან აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის ორი მოადგილე და საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება.

6

Page 7: WordPress.com€¦  · Web view2019. 2. 12. · 1.საკანონმდებლო პროცესი. ნორმატიული აქტის მიღება

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადა 10 წელია. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ადრე ეკავა ეს თანამდებობა. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი საკონსტიტუციო სასამართლოში დებს ფიცს.საკონსტიტუციო სასამართლო შედგება პლენუმისა და ორი კოლეგიისაგან. პლენუმის შემადგენლობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრავე წევრი. პლენუმის სხდომებს უძღვება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. კოლეგიის შემადგენლობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი წევრი. კოლეგიის სხდომებს უძღვება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.

კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს სარჩელის ან წარდგინების რეგისტრაციის მომენტიდან, განსაკუთრებულ შემთხვევაში სარჩელის განხილვის ვადას არაუმეტეს 2 თვით აგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარე. სასამართლოს უფლება არ აქვს იმსჯელოს მთლიან კანონის ან ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია მიმართონ:ა)საქართველოს მოქალაქეებმა და სხვა ფიზიკურმა პირებმა თუ მიაჩნიათ რომ დაირღვა ან შესაძლებელია დაირღვეს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებები;ბ)საქართველოს სახალხო დამცველს თუ მას მიაჩნია რომ დაირღვა კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებები.

4.საერთო სასამართლოების სისტემა.

საქართველოს საერთო სასამართლოებია: რაიონული (საქალაქო) სასამართლო, სააპელაციო სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლო.საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა ერთიანია. სამხედრო სასამართლოები შეიძლება შეიქმნას საომარი მდგომარეობის დროს და მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში. სამხედრო სასამართლოების შექმნის წესი და კომპეტენცია განისაზღვრება კანონით. საგანგებო ან სპეციალური სასამართლოების შექმნა დაუშვებელია.ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით პირდაპირ მიმართოს სასამართლოს.

მაგისტრატი მოსამართლეების შემადგენლობას რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

7

Page 8: WordPress.com€¦  · Web view2019. 2. 12. · 1.საკანონმდებლო პროცესი. ნორმატიული აქტის მიღება

რაიონული (საქალაქო) სასამართლო არის პირველი ინსტანციის სასამართლო, რომელიც მის განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განიხილავს ერთპიროვნულად ან, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით.რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი მოსამართლეა, ერთი განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებს, ხოლო მეორე – სამოქალაქო და სხვა კატეგორიის საქმეებს, გარდა საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. მოსამართლეთა სპეციალიზაცია ხორციელდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს ამ სასამართლოს მოსამართლეთაგან, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – სასამართლო კოლეგიათა თავმჯდომარეთაგან, 5 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.მოსამართლე ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ხოლო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლეთა – საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამისად საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ან საქართველოს პარლამენტს. თუ ისინი არ მისცემენ თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული მოსამართლე დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.სააპელაციო სასამართლო იქმნება და მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.სააპელაციო სასამართლოში იქმნება:ა) სამოქალაქო საქმეთა პალატა;ბ) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა;გ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა;დ) საგამოძიებო კოლეგია.სააპელაციო სასამართლოს პალატებსა და საგამოძიებო კოლეგიაში მოსამართლეთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.თითოეულ პალატასა და საგამოძიებო კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც შესაბამისი პალატისა და კოლეგიის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

8

Page 9: WordPress.com€¦  · Web view2019. 2. 12. · 1.საკანონმდებლო პროცესი. ნორმატიული აქტის მიღება

უზენაესი სასამართლო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლოა. უზენაესი სასამართლო დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში. უზენაესი სასამართლო არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც საქართველოს საპროცესო კანონით დადგენილი კანონით განიხილავს საკასაციო საჩივრებს სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე,უზენაესი სასამართოლოს ძირითადი ფუნქციაა ხელი შეუწყოს სამართლის განვითარებას. დადგენილი წესის თანახმად უზენაესი სასამართლოები კანონის განმარტების დინამიურ როლს ასრულებენ და ზედამხედველობას უწევენ სასამართლოების მიერ კანონის გამოყენებას.უზენაეს სასამართლოს თავჯდომარე ხელმძღვანელობს ის საერთო ხელმძღვანელობას უწევს უზენაესი სასამართლოს საქმიანობას უძღვება უზენაესი სასამართლოს პლენუმს და სხდომებს და სხვა.უზენაესი სასამართლოს სტრუქტურა1. სამოქალაქო საქმეთა პალატა;2. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა;3. სისხლის სამართლის საქმეთა პალატა;4. დიდი პალატა;5. პლენუმი;6. სადისციპლინო პალატა;7. საკვალიფიკაციო პალატა;უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებს,იგი შედგება უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის სხვა პალატების თავჯდომარეებისა და პლენუმის მიერ უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობიდან 2 წლის ვადით არჩეული არანაკლებ 12 მოსამართლისგან, დიდი პალატა საქმეს 9 მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს.უზენაესი სასამართლოს პლენუმი შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, უზენაესი სასამართლოს წევრების, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარისა და თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების თავმჯდომარეთაგან. პლენუმი უფლებამოსილი:1. უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის წარდგინებით აირჩიოს დიდი პალატის შემადგენლობა2. უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის წარდგინებით აირჩიოს უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობები და თავჯდომარეები3. დანიშნოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრი

9

Page 10: WordPress.com€¦  · Web view2019. 2. 12. · 1.საკანონმდებლო პროცესი. ნორმატიული აქტის მიღება

4. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, კონკრეტული საქმის განხილვასთან და სასამართლო პრაქტიკის განზოგადებასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს წარდგინება ნორმატიული აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე;უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას 3 წევრის შემადგენლობით 3 წლის ვადით ამტკიცებს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. სადისციპლინო პალატის წევრი სრულყოფილად ახორციელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას. ასევე განიხილავს კანონით დადგენილი წესით საჩივრებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებებზე.უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა განიხილავს საჩივრებს მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებებზე. საკვალიფიკაციო პალატას 3 წევრის შემადგენლობით 2 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.საკვალიფიკაციო პალატის წევრი არ შეიძლება იყოს ის პირი რომელიც უკვე არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. პალატის წევრი სრულიად ახორციელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას. საკვალიფიკაციო პალატა იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:1.მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე;2.მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილები გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახდებ; მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 28 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში. მოსამართლედ არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი, აგრეთვე ის პირი, რომელიც გათავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან დისციპლინური გადაცდომის გამო. რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. საქართველოს ყველა მოსამართლის უფლებამოსილების ვადაა ათი წელი.რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძვლებია:ა) პირადი სურვილი;

10

Page 11: WordPress.com€¦  · Web view2019. 2. 12. · 1.საკანონმდებლო პროცესი. ნორმატიული აქტის მიღება

ბ) წელიწადში ოთხ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების განუხორციელებლობა;გ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა;დ) მოსამართლის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა;ე) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;ვ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ზ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;თ) 65 წლის ასაკის მიღწევა;ი) კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენა;

5.იუსტიციის უმაღლესი საბჭომოსამართლის დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ეფექტიანობის და ხარისხის უზრუნველყოფის, მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების, საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების, სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავების და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და სასამართლო ხელისუფლების მიერ გამწესებული 15 წევრისაგან. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტს წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული საქართველოს პარლამენტის 3 წევრი და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც თანამდებობრივად შედის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თუ იგი არ არის საქართველოს პარლამენტის წევრი, შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, გარდა იმ წევრებისა, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან, და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისა, უფლებამოსილების ვადა შეადგენს 4 წელს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა არ შეიძლება შეასრულოს თავისი მოვალეობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი უნდა დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს იუსტიციის

11

Page 12: WordPress.com€¦  · Web view2019. 2. 12. · 1.საკანონმდებლო პროცესი. ნორმატიული აქტის მიღება

უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არა უადრეს 30 დღისა და არა უგვიანეს 7 დღისა.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

6.ადგილობრივი თვითმმართველობა.ადგილობრივი თვითმმართველობა არის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტი არის დასახლება (თვითმმართველი ქალაქი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები, ან დასახლებათა ერთობლიობა (თვითმმართველი თემი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები (შემდგომ − მუნიციპალიტეტის ორგანოები), რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება მუნიციპალიტეტებში − თვითმმართველ ქალაქსა და თვითმმართველ თემში.ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია“, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

7.საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. პრეზიდენტის არჩევის წესი:საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია. ერთი და იგივე პირი საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ.

12

Page 13: WordPress.com€¦  · Web view2019. 2. 12. · 1.საკანონმდებლო პროცესი. ნორმატიული აქტის მიღება

საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელს მაინც. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 წევრი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები. კვოტები განისაზღვრება პროპორციული გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვითა და ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგების პროპორციის მიხედვით. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება პარლამენტის სასახლეში. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეუძლია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს უფლება აქვს ხმა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. არჩევნების პირველი ან მეორე ტური შემდგარად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუ არჩევნები არ შედგა ან საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩია, 30 დღის ვადაში იმართება საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება უფლებამოსილების შეწყვეტიდან 45 დღის ვადაში. თუ არჩევის თარიღი ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან 45 დღის ვადაში. თუ საქართველოს პრეზიდენტის არჩევის თარიღი ემთხვევა პარლამენტის არჩევნების ან მის წინა თვეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვიდან 45 დღის განმავლობაში. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს ნიშნავს პარლამენტი, გარდა ხელახალი არჩევნებისა, რომელსაც ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე.საქართველოს პრეზიდენტი: 1. მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა

13

Page 14: WordPress.com€¦  · Web view2019. 2. 12. · 1.საკანონმდებლო პროცესი. ნორმატიული აქტის მიღება

დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას; მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს; 2. საქართველოს სახელმწიფოს სახელით დებს კონსტიტუციურ შეთანხმებას საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან; 3. კონსტიტუციითა და ორგანული კანონით დადგენილი წესით ნიშნავს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს; 4. მთავრობის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს; ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს; ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით მონაწილეობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესებაში; მთავრობის წარდგინებით პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრობის კანდიდატებს; 5. ორგანული კანონით დადგენილი წესით წყვეტს მოქალაქეობის საკითხებს; 6. შეიწყალებს მსჯავრდებულებს; 7. კანონით დადგენილი წესით ანიჭებს სახელმწიფო ჯილდოებსა და პრემიებს, უმაღლეს სამხედრო, სპეციალურ და საპატიო წოდებებს, უმაღლეს დიპლომატიურ რანგებს; 8. უფლებამოსილია მთავრობის წარდგინებითა და პარლამენტის თანხმობით შეაჩეროს ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობა ან დაითხოვოს იგი, თუ მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას; 9. ახორციელებს კონსტიტუციით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი საჭიროებს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას. სამართლებრივი აქტი, რომელიც საჭიროებს თანახელმოწერას, ქვეყნდება და სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხოლოდ თანახელმოწერის შემდეგ. თანახელმოწერილ სამართლებრივ აქტზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას. თანახელმოწერას არ საჭიროებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც უკავშირდება: 1. პარლამენტის არჩევნების დანიშვნას, პარლამენტის დათხოვნას, პარლამენტის სესიის ან სხდომის მოწვევას; 2. კონსტიტუციური შეთანხმების დადებას; 3. კანონის ხელმოწერას და გამოქვეყნებას, პარლამენტისთვის კანონის შენიშვნებით დაბრუნებას;

14

Page 15: WordPress.com€¦  · Web view2019. 2. 12. · 1.საკანონმდებლო პროცესი. ნორმატიული აქტის მიღება

4. პრემიერ-მინისტრის დანიშვნას; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნას; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის თანამდებობაზე განწესებას; ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის წარდგენას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნას; საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნას; 5. სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებას; 6. მოქალაქეობის საკითხთა გადაწყვეტას; 7. მსჯავრდებულთა შეწყალებას; 8. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის ან სასამართლოსათვის მიმართვას; 9. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებების განხორციელების ორგანიზებას.

8.საქართველოს პარლამენტის სტრუქტურა.პარლამენტი ერთპალატიანია, შედგება 150 დეპუტატისგან, რომელთა შორის 77 აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემის, ხოლო 73 კი ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. პარლამენტის ყველა დეპუტატი ირჩევა ოთხი წლის ვადით. პარლამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც უძღვება პარლამენტის მუშაობას, ხელს აწერს პარლამენტის მიერ მიღებულ აქტებს. პარლამენტის თავმჯდომარეს ჰყავს 7 მოადგილე. პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი მოვალეობების განუხორციელებლობის შემთხვევაში, ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას. პარლამენტის წევრები ქმნიან საპარლამენტო ფრაქციებს პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით. პარლამენტში იქმნება მუდმივმოქმედი დარგობრივი კომიტეტები და დროებით საკითხთა კომისიები. პარლამენტის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ორგანოა ბიურო. ბიუროში შედიან: თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, საპარლამენტო ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეები. ბიურო ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას უწევს საქართველოს პარლამენტის მუშაობას. წლის განმავლობაში იმართება 2 საპარლამენტო სესია: გაზაფხულზე (თებერვალი-ივნისი) და შემოდგომაზე (სექტემბერი-დეკემბერი) პარლამენტის მუშაობს უზრუნველყოფს პარლამენტის აპარატი.9.პარლამენტის საკონტროლო უფლებამოსილებები(პარლმენტის წევრთა კითხვა და ინტერპელაცია; იმპიჩმენტი როგორც საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი; საპარლამენტო კონტროლის სხვა ფორმები)კითხვა:-პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს:-მთავრობას

15

Page 16: WordPress.com€¦  · Web view2019. 2. 12. · 1.საკანონმდებლო პროცესი. ნორმატიული აქტის მიღება

-პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს-მთავრობის წევრს-ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების ორგანოს-სახელმწიფო დაწესებულებას

საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა არანაკლებ 7 კაციან ჯგუფს უფლება აქვს ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს:- მთავრობას- პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს- მთავრობის წევრს, რომელიც ვალდებულია უპასუხოს დასმულ შეკითხვას პარლამენტის სხდომაზე;

იმპიჩმენტი არის საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურა, რომლის მიხედვითაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევისას ან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისას დგება განსაზღვრული თანამდებობის პირების იურიდული პასუხისმგებლობა. იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენება შეიძლება:- საქართველოს პრეზიდენტის;- მთავრობის წევრის;- უზენაესი სასამართლოს მოსამართლის;- გენერალური პროკურორის;- გენერალური აუდიტორის;- ეროვნული საბჭოს წევრის;

10.საქართველოს სახალხო დამცველი.

საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვას ზედამხედველობს საქართველოს სახალხო დამცველი, რომელსაც 6 წლის ვადით სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა დაუშვებელია.სახალხო დამცველის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით. სახალხო დამცველის დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს

16

Page 17: WordPress.com€¦  · Web view2019. 2. 12. · 1.საკანონმდებლო პროცესი. ნორმატიული აქტის მიღება

პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, სახალხო დამცველი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდესსაქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სახელმწიფოებრივი გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით ზედამხედველობას უწევს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა, საჯარო დაწესებულებათა და თანამდებობის პირთა მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ფარგლებსა და მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირისთვის სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვასა და პატივისცემას, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა თუ სხვა გარემოებისა.საქართველოს სახალხო დამცველი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.საქართველოს სახალხო დამცველად აირჩევა საქართველოს მოქალაქე.კენჭისყრის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტს აცნობებს კანდიდატთა სიას და მათ წერილობით თანხმობას საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე არჩევის შესახებ. ყოველ ასარჩევ კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. კენჭისყრა ფარულია. კენჭისყრის შედეგად არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა. თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ერთზე მეტმა კანდიდატმა მიიღო, მაგრამ მიღებულ ხმათა რაოდენობის ტოლობის გამო არჩეული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატურებს ერთად ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება ის, ვინც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებისა. მიღებულ ხმათა ტოლობის შემთხვევაში კენჭისყრის პროცედურა გრძელდება სახალხო დამცველის გამოვლენამდე.საქართველოს სახალხო დამცველს საქართველოს პარლამენტი ირჩევს თანამდებობაზე მყოფი საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს 60 და ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 30 დღისა.საქართველოს სახალხო დამცველს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:1. დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;2. ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას;3. მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;4. სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

17

Page 18: WordPress.com€¦  · Web view2019. 2. 12. · 1.საკანონმდებლო პროცესი. ნორმატიული აქტის მიღება

5. დაიკავა ან უკავია საქართველოს სახალხო დამცველის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;6. ნებაყოფლობით გადადგა;7. გარდაიცვალა.საქართველოს სახალხო დამცველი დამოუკიდებლად ამოწმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას , ასევე მათი დარღვევის ფაქტებს როგორც მიღებული განცხადებისა და საჩივრის საფუძველზე , ისე საკუთარი ინიციატივით .საქართველოს სახალხო დამცველი განიხილავს საქართველოს მოქალაქეთა , უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა , აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირთა , პოლიტიკურ და რელიგიურ გაერთიანებათა განცხადებებსა და საჩივრებს , რომლებიც ეხება სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა , საჯარო დაწესებულებათა და თანამდებობის პირთა ქმედებებს ან აქტებს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ უფლებათა და თავისუფლებათა , აგრეთვე იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებებით დადგენილ უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის შესახებ , რომელთა მონაწილეც არის საქართველო .

11.საქართველოს მოქალაქეობა.საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება: ა) დაბადებით; ბ) ნატურალიზაციით. ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით. ნატურალიზაციის სახეებია: ა) საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება; ბ) საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება; გ) საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება; დ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება. საქართველოს მოქალაქეობის დაბადებით მოპოვება არსებობს დაბადებით მოქალაქეობის მიღების ორი პრინციპი სისხლის და ნიადაგის სისხლის პრინციპი ეროვნულ პრინციპად მოიხსენიება, ხოლო ნიადაგის ტერიტორიულად, სისხლის პრინციპით მოქალაქეობა მშობლების მოქალაქეობის შესაბამისად განისაზღვრება დაბადების ადგილის მიუხედავად. ასევე მოქალაქეობის

18

Page 19: WordPress.com€¦  · Web view2019. 2. 12. · 1.საკანონმდებლო პროცესი. ნორმატიული აქტის მიღება

მისაღებად საკმარისია ერთ-ერთი მშობლის მოქალაქეობა. ნიადაგის პრინციპის დროს მოქალაქეობა დაბადების ადგილის შესაბამისად მიიღება, მიუხედავათ იმისა თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან მშობლები. ა) პირი, რომლის დაბადების მომენტისათვის მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა; ბ) საქართველოს ტერიტორიაზე სუროგაციის შედეგად დაბადებული პირი, თუ მისი არცერთი მშობლის მოქალაქეობის ქვეყანა მას საკუთარ მოქალაქედ არ მიიჩნევს; გ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადა; დ) საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირი, რომლის ერთ-ერთი მშობელი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მეორე მშობელი უცნობია. უცნობ მშობელთა შვილის მოქალაქეობა არასრულწლოვანი პირი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და რომლის ორივე მშობელი უცნობია, საქართველოს მოქალაქედ მიიჩნევა, ვიდრე საწინააღმდეგო არ დადგინდება. სრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება სრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 10 წლის განმავლობაში; ბ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა; გ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები; დ) საქართველოში მუშაობს, ან/და საქართველოში აქვს უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ან საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს.არასრულწლოვანი:1. არასრულწლოვან პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა დაბადებით არ მოუპოვებია, საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ მისი ერთერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა. 2. არასრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი საქართველოს მოქალაქემ შვილად აიყვანა.

19

Page 20: WordPress.com€¦  · Web view2019. 2. 12. · 1.საკანონმდებლო პროცესი. ნორმატიული აქტის მიღება

3. საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებულ ლტოლვილის სტატუსის მქონე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვან პირს, რომელიც საქართველოში 5 წლის განმავლობაში ცხოვრობს, საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების შეუმოწმებლად. გამარტივებული წესი:საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებულ პირს, რომელიც კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 5 წლის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭება, თუ მან დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა და იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები;საგამონაკლისო:

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. პირმა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისათვის დადგენილ ფარგლებში უნდა იცოდეს: ა) საქართველოს სახელმწიფო ენა; ბ) საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.

სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება: სხვა ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა, ძალაში შედის საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ამ პირის სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებისთანავე.

პირი საქართველოს მოქალაქეობას ნატურალიზაციით ვერ მოიპოვებს, თუ: ა) მას ჩადენილი აქვს საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ;

20

Page 21: WordPress.com€¦  · Web view2019. 2. 12. · 1.საკანონმდებლო პროცესი. ნორმატიული აქტის მიღება

ბ) იგი მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში; გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება; დ) იგი იძებნება საქართველოს ან სხვა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ ან/და მის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო ან გაძევების პროცედურა.

საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა: ა) არამართლზომიერად; ბ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით; გ) მშობლის/მშობლების არჩევანის შედეგად. 2. პირს საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა; ბ) არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. საქართველოს მოქალაქეობა არამართლზომიერად შეწყვეტილად მიიჩნევა, თუ პირი საქართველოს მოქალაქეობას ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის გარეშე დაკარგავს.

საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სახეები საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება: ა) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით; ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვით; გ) ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა 1. საქართველოს მოქალაქეს აქვს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის უფლება. 2. საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე, თუ:

21

Page 22: WordPress.com€¦  · Web view2019. 2. 12. · 1.საკანონმდებლო პროცესი. ნორმატიული აქტის მიღება

ა) მას შეუსრულებელი აქვს საქართველოს წინაშე სამხედრო ან სხვა ვალდებულება; ბ) იგი ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ან არსებობს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, რომელიც უნდა აღსრულდეს.საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა 1. საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ: ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში; ბ) საქართველოს მოქალაქეობას ყალბი დოკუმენტების წარდგენით მოიპოვებს; გ) მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, და სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე არ მიიღებს თანხმობას საქართველოს სახელმწიფოსგან საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე.

საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადებას დაინტერესებული პირი პირადად ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლის აღმოჩენისას სახელმწიფო ორგანო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინებით მიმართავს სააგენტოს.საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს სააგენტო კომისიის დახმარებით.კომისია შედგება 6 წევრისაგან, რომლებსაც ნიშნავს სააგენტოს თავმჯდომარე. კომისიის 2 წევრი (მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე) ინიშნება სააგენტოს თანამშრომლებისაგან, 2 წევრი − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და 2 წევრი − საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოსამსახურეებისაგან, ამ უწყებების წარდგინებით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების, მინიჭებაზე უარის თქმის ან შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, ხოლო ამ განცხადებასა და წარდგინებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – განკარგულებას.

22

Page 23: WordPress.com€¦  · Web view2019. 2. 12. · 1.საკანონმდებლო პროცესი. ნორმატიული აქტის მიღება

საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების შესახებ განცხადებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პირს უფლება აქვს, იმავე საფუძვლით მიმართოს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ.

საქართველოს მოქალაქეებად, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა ამ კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან მოიპოვებენ, მიიჩნევიან: ა) 1975 წლის 31 მარტამდე დაბადებული პირები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, 1993 წლის 31 მარტისთვის იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და რომლებსაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა; ბ) 1975 წლის 31 მარტის შემდეგ დაბადებული პირები, რომლებიც 1993 წლის 31 მარტისთვის ცხოვრობდნენ საქართველოში და რომლებსაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა; გ) საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირები, რომლებმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვეს საქართველოს ტერიტორია და, ამდენად, ვერ აკმაყოფილებენ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს, თუ მათ არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

12.საარჩევნო ადმინისტრაცია.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან და იქმნება ამ კანონის შესაბამისად. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილება და შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონით. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება: ა) ცესკოსა და მისი აპარატისგან; ბ) უსკოსა და მისი აპარატისგან; გ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან; დ) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანოა ცესკო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობს და აკონტროლებს ყველა

23

Page 24: WordPress.com€¦  · Web view2019. 2. 12. · 1.საკანონმდებლო პროცესი. ნორმატიული აქტის მიღება

დონის საარჩევნო კომისიებს და უზრუნველყოფს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვან გამოყენებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. თუ ერთდროულად ტარდება საერთო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციებს ასრულებენ საერთო არჩევნებისთვის ჩამოყალიბებული საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები.საქართველოს პრეზიდენტი ამ მუხლით დადგენილი წესით შეარჩევს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ცესკოს 5 წევრის კანდიდატურებს. საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს წევრების უფლებამოსილების ვადაა 5 წელი. ცესკოს წევრობის კანდიდატი შეირჩევა ღია კონკურსის წესით. ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 30 დღისა, ხოლო ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში – მისი წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ. კომისიის შემადგენლობის ნახევარი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით უნდა იყოს დაკომპლექტებული. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 14 დღისა. თუ აღნიშნული ვადები ემთხვევა არჩევნების ჩატარების პერიოდს, საქართველოს პრეზიდენტი კონკურსს აცხადებს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა, ხოლო ცესკოს წევრს უფლებამოსილება უწყდება ახალი წევრის არჩევისთანავე. ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აქვს არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.ცესკოს წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს: ა) პირი, რომელსაც არა აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი; ბ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში; გ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში;დ) ნასამართლევი პირი;ე) საარჩევნო სუბიექტი/სუბიექტობის კანდიდატი და მისი წარმომადგენელი; ვ) დამკვირვებელი.

ცესკოს თავმჯდომარე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირია.

24

Page 25: WordPress.com€¦  · Web view2019. 2. 12. · 1.საკანონმდებლო პროცესი. ნორმატიული აქტის მიღება

2. ცესკოს თავმჯდომარე: ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს ცესკოში; ბ) უძღვება ცესკოს სხდომას; გ) განკარგავს ცესკოს ფინანსურ სახსრებს;და ა.შ.

საოლქო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი ტერიტორიული ორგანო. საოლქო საარჩევნო კომისიას ქმნის ცესკო სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით, შტამპი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები. საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ცესკოს მიერ განსაზღვრული ფინანსების ხარჯვისათვის პასუხისმგებელი არიან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ბუღალტერი. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს არჩევნებისათვის გამოყოფილი ფინანსების ნებისმიერ კომერციულ ბანკში ან/და მის ფილიალში გახსნილი ანგარიშიდან ხარჯვის უფლება.საოლქო საარჩევნო კომისია შედგება 12 წევრისაგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები.კენჭისყრის ჩასატარებლად და ხმების დასათვლელად საარჩევნო ოლქი იყოფა საარჩევნო უბნებად. საუბნო საარჩევნო კომისია შედგება 12 წევრისაგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები.საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს ცესკო სრული შემადგენლობის უმრავლესობით.საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის მდივანს შესაბამისი ვაკანსიის წარმოშობის შემდეგ, კომისიის პირველივე სხდომაზე, წევრობის უფლებამოსილების ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით, კომისიის წევრთაგან ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისია. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს. ამავდროულად, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები არ შეიძლება იყვნენ ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები.საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებია: ა) ცესკოს დადგენილება და განკარგულება, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება და განკარგულება, ცესკოს მდივნის განკარგულება, ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;

25

Page 26: WordPress.com€¦  · Web view2019. 2. 12. · 1.საკანონმდებლო პროცესი. ნორმატიული აქტის მიღება

ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, კომისიის მდივნის განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები; გ) საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.

საოლქო საარჩევნო კომისიას ქმნის ცესკო სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით, შტამპი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები. ცესკო უფლებამოსილია განკარგულებით შექმნას თითო საოლქო საარჩევნო კომისია ერთი ან ერთზე მეტი თვითმმართველი ერთეულის საზღვრებში, ხოლო ათი საოლქო საარჩევნო კომისია – ქალაქ თბილისში. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი. საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წევრს 5 წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ცესკო. 2.საუბნო საარჩევნო კომისია შედგება 12 წევრისაგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები. საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს ცესკო სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

13.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ტერიტორიული ერთეული, რომელიც საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ და ამ კანონით დადგენილი წესით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი პრინციპების საფუძველზე. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დასაშვებია მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული ხელისუფლების ორგანოების შექმნა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბათუმი.აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს თავისი დროშა და გერბი, რომლებიც განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშასა და გერბში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო დროშისა და გერბის ელემენტები.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა ზომით საქართველოს სახელმწიფო დროშის სამი მეხუთედი უნდა იყოს.აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ოფიციალური ღონისძიების ჩატარებისას სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურ სიმბოლოებთან (დროშასა და გერბთან) ერთად გამოიფინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

26

Page 27: WordPress.com€¦  · Web view2019. 2. 12. · 1.საკანონმდებლო პროცესი. ნორმატიული აქტის მიღება

დროშა და გერბი, ხოლო საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვისას აღიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშაც.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებათა საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია.აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას არა აქვს უფლება, დაადგინოს ისეთი შეზღუდვები ან მიიღოს ისეთი ზომები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ხელს შეუშლის მოქალაქის, საქონლის, მომსახურების ან კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ან ამ ტერიტორიის გავლით.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას და აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არჩევითი ორგანოა და მისი ფორმირება ხდება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლებით ფარული კენჭისყრით, არჩევნების საფუძველზე არჩეული არა უმეტეს 21 დეპუტატისგან. უმაღლესი საბჭოს დეპუტატების არჩევის წესი და მათი რაოდენობა განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით.

ვარიანტი 2 ???აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არჩევითი ორგანოა და მისი ფორმირება ხდება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლებით ფარული კენჭისყრით, არჩევნების საფუძველზე ირჩევენ 6 დეპუტატს, რომელთა უფლებამოსილების ვადა 4 წელია, მისი დათხოვნა შეუძლია პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თანხმობით. აჭარის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის საფუძვლებია: 1. თუ უმაღლესი საბჭოს მოქმედებით საფრთხე ექმნება ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ორგანოების კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებას; 2. უმაღლესი საბჭო ვერ ახორციელებს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებებს; 3. თუ უმაღლესმა საბჭომ ორჯერ არ დაამტკიცა აჭარის მთავრობის პრეზიდენტის მიერ წარდგენილი თავჯდომარის კანდიდატურა.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება წყდება:ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე;ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლისთანავე.

27

Page 28: WordPress.com€¦  · Web view2019. 2. 12. · 1.საკანონმდებლო პროცესი. ნორმატიული აქტის მიღება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლებას და განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა შედგება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებისაგან სტრუქტურა : 1) უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე; 2) მოადგილე; 3) უმაღლესი საბჭოს ბიურო ; 4)6 კომისია; 5)6 ფრაქცია; 6) გენდერული თანასწორობის საბჭო ; საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გადააყენოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, თუ:ა) მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებას;ბ) იგი ვერ ახორციელებს ამ კანონით ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების შექმნა დასაშვებია მხოლოდ შემდეგ სფეროებში:ა) ეკონომიკა, ფინანსები და ტურიზმი;ბ) ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა;გ) განათლება, კულტურა და სპორტი;დ) სოფლის მეურნეობა.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ სრული შემადგენლობის ორი მესამედით და ძალაში შედის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებისთანავე.

14.პოლიტიკური გაერთიანებების შექმნისა და დაფინანსების წესი.

28

Page 29: WordPress.com€¦  · Web view2019. 2. 12. · 1.საკანონმდებლო პროცესი. ნორმატიული აქტის მიღება

პოლიტიკური გაერთიანებების შესაქმნელად მოქალაქეთა არანაკლებ 300 კაციანი ჯგუფი, წინასწარი შეთანხმებით, ნებართვის გარეშე ატარებს დამფუძნებელ ყრილობას. პარტიის შექმნასა და საქმიანობას საფუძვლად უდევს რამდენიმე პრინციპი: პარტიაში გაწევრიანების და გასვლის ნებაყოფლობა, დამოუკიდებლობა თვითმმარველობა, არჩევითობა ანგარიშვალდებულება, ყველა პარტია თანასწორია კანონის წინაშე, პარტიის შექმნა მიზანი და საქმიანობა საჯაროა. საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს უფლება შექმნას პოლიტიკური გაერთიანება და ჩაერთოს მის საქმიანობაში. დამფუძნებელი ყრილობა იღებს პარტიის წესდებას, ამას ესწრება და ოქმს ამოწმებს ნოტარიუსი, წესდება მოხსენიებულია ყველაფერი: პარტიის სახელწოდება იურიდიული მისამართი, მიზანი, წევრის მიღება გაშვება და მათი უფლებები, ასევე ხელმძღვანელ-აღმასრულებელი პირების უფლება-მოვალეობები, ვადები და პარტიის სიმბოლო თუკი არსებობს.პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი ორგანო - პარტიის წევრთა ყრილობა; 1. პარტიის ხელმძღვანელი ორგანო – პარტიის წევრთა ყრილობა არის პარტიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო . იგი მოიწვევა წესდებით დადგენილ ვადაში , მაგრამ არანაკლებ 4 წელიწადში ერთხელ. პოლიტიკური პარტიის აღმასრულებელი ორგანო - გამგეობა;პარტიის აღმასრულებელ ორგანოს – გამგეობას წესდებით დადგენილი ვადით , არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით ირჩევს ყრილობა. პოლიტიკური პარტიის მაკონტროლებელი ორგანო - სარევიზიო კომისია; პარტიის სარევიზიო ორგანოს – სარევიზიო კომისიას წესდებით დადგენილი ვადით , არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით ირჩევს ყრილობა. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა თანხა პარტიების საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერისა და ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით.სახელმწიფოს მიერ პარტიების საარჩევნო კამპანიის დაფინანსება რეგულირდება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის საფუძველზე.

შემოწირულობების მიღება იკრძალება: ა)სხვა ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მოძრაობებისგან, ლექციების, სემინარებისა და საჯარო ღონისძიებების მიმდინარეობისთვის. ბ)სახელმწიფო ორგანოსგან, სახელმწიფო ორგანიზაციებისგან, საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საზოგადოებისა. გ)არასამეწარმეო იურიდიული პირისგან და რელიგიური ორგანიზაციიდან. დ)მოქალაქეობის არმქონე პირისგან1.საჯარო ღონისძიებებით არ უნდა აღემატებოდეს 30 000-ს

29

Page 30: WordPress.com€¦  · Web view2019. 2. 12. · 1.საკანონმდებლო პროცესი. ნორმატიული აქტის მიღება

2.თითოეული მოქალაქისგან 60 000 3.თითოეული იურიდიული პირისგან 120 000

15.კონსტიტუციის გადასინჯვის წესი.ვადაში არ მოაწერა ხელი მაშინ ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავჯდომარე.ახალი კონსტიტუციის გადასინჯვის წესი კონსტიტუცია გადაისინჯება კონსტიტუციური კანონით, რომლის პროექტის წარდგენის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს ან არანაკლებ 200000 ამომრჩეველს. კონსტიტუციური კანონის პროექტი წარედგინება პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ. კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3. კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა მომდევნო მოწვევის პარლამენტის მიერ ერთი მოსმენით განხილვიდან და სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3 მიერ მისი უცვლელად დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში. კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა კონსტიტუციის 46-ე მუხლით დადგენილ ვადაში, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 3/4 . კონსტიტუციური კანონი, რომელიც უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით და საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა კონსტიტუციის 46-ე მუხლით დადგენილ ვადაში. კონსტიტუციურ კანონს კონსტიტუციის 46-ე მუხლით დადგენილი წესით ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტი. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა შეჩერდება ამ მდგომარეობის გაუქმებამდე.

16.პარლამენტის წევრის სტატუსი. პარლამენტის მუშაობის წესი.პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება მის მიერ ფიცის დადებისთანავე და მთავრდება ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე. პარლამენტის წევრს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ: ა) უფლებამოსილება მოეხსნა პირადი განცხადებით;

30

Page 31: WordPress.com€¦  · Web view2019. 2. 12. · 1.საკანონმდებლო პროცესი. ნორმატიული აქტის მიღება

ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; გ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად; დ) დაიკავა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა მასთან შეუთავსებელ საქმიანობას; ე) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა; ვ) არასაპატიო მიზეზით 4 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა პარლამენტის მუშაობაში; ზ) გარდაიცვალა. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს, გარდა ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წყვეტს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობისას ან ვადამდე შეწყვეტისას კენჭი ეყრება დადგენილებას შესაბამისად უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ. თუ ეს დადგენილება მიღებული არ იქნა, კენჭისყრის გარეშე ფორმდება დადგენილება შესაბამისად პარლამენტის წევრის უფლებამოსილების არცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ. თუ პარლამენტის წევრი არასაპატიო მიზეზით 4 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა პარლამენტის მუშაობაში, შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს შესაბამის დასკვნას.დაუშვებელია პარლამენტის წევრის სტატუსთან სამეწარმეო საქმიანობის ან საჯარო სამსახურში რაიმე თანამდებობის შეთავსება. შეუთავსებლობის შემთხვევები განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით, ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.პარლამენტის წევრს აქვს პარლამენტის წევრის მოწმობა და ატარებს სამკერდე ნიშანს, რომელთა დებულებებს, ნიმუშებსა და აღწერილობას ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. პარლამენტის წევრს აქვს იმუნიტეტი ინდემნიტეტი და თავისუფალი მანდატი.

იმუნიტეტი - პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით, გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობს პარლამენტს. თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში თანხმობას არ გასცემს, დაკავებული ან დაპატიმრებული პარლამენტის წევრი უნდა განთავისუფლდეს. ინდემნიტეტი - პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც პარლამენტის წევრს. დაუშვებელია ამ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი მასალის დაყადაღება. ეს უფლება პარლამენტის წევრს

31

Page 32: WordPress.com€¦  · Web view2019. 2. 12. · 1.საკანონმდებლო პროცესი. ნორმატიული აქტის მიღება

უნარჩუნდება უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც. პარლამენტის წევრი პასუხისგებაში არ მიეცემა თავისი მოვალეობის შესრულებისას პარლამენტში ან მის გარეთ გამოთქმული აზრებისა თუ შეხედულებებისთვის. თავისუფალი მანდატი - საქართველოს პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია ,თავისი მოვალეობის შესრულებისას იგი არ არის შეზღუდული ამომრჩეველთა და მისი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანების განაწესებითა და დავალებებით. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების სხვა პირისთვის გადაცემა დაუშვებელია. თავისუფალი მანდატი პარლამენტის წევრს არ ათავისუფლებს რეგლამენტით დადგენილი წესით ამომრჩევლებთან მუშაობისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისგან.

პარლამენტი იკრიბება მორიგ ან რიგგარეშე სესიაზე. მორიგ სესიაზე პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით იკრიბება წელიწადში ორჯერ – საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე. საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და იხურება ივნისის ბოლო პარასკევს, ხოლო საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს. პარლამენტის სესია იხსნება და დახურულად ცხადდება პლენარულ სხდომაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე იკრიბება მხოლოდ მორიგ სესიებს შორის პერიოდში. პარლამენტის მორიგი სესია არ საჭიროებს ოფიციალურად მოწვევას. რიგგარეშე სესია მოიწვევა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.პირველ პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვის შემდგომ ორიდან ერთ-ერთი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ:- საკანონმდებლო აქტის პირველი მოსმენით მიღების შესახებ;- გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ახალი კანონპროექტის შემუშავების შესახებ;

პირველი მოსმენის შემდგომ თუ კანონპროექტმა ვერ დააგროვა საჭირო ხმების რაოდენობა ის უარყოფილად ცხადდება და ფორმდება დადგენილება უარყოფის შესახებ, მისი გატანა იმავე სესიაზე დასაშვებია, თუ იგი გადამუშავდა, რაზეც დასკვნას წარადგენს იურიდიული დეპარტამენტი.პირველი მოსმენის განხილვის შემდეგ კანონპროექტი გადაეცემა წამყვან კომიტეტს შენიშვნების ასახვისთვის და მეორე მოსმენის კენჭისყრისთვის პირველი მოსმენიდან 3 კვირის ვადაში წამყვანი კომიტეტი განიხილავს კანონპროექტს მეორე მოსმენაზე გასატანად.

32

Page 33: WordPress.com€¦  · Web view2019. 2. 12. · 1.საკანონმდებლო პროცესი. ნორმატიული აქტის მიღება

მეორე მოსმენაზე პარლამენტი კენჭისყრით იღებს ორიდან ერთ-ერთ გადაწყვეტილებას:- კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების შესახებ;- დამატებითი დამუშავებისთვის კანონპროექტის წამყვან კომიტეტში დაბრუნების შესახებ;

კანონპროექტი რომელიც მეორე მოსმენით ვერ დააგროვებს საჭირო ხმებს, ჩავარდნილად ითვლება. ასეთ შემთხვევაში ფორმდება დადგენილება მიუღებლობის შესახებ. მეორე მოსმენის შემდეგ კანონპროექტი გადაეცემა წამყვან კომიტეტს(პასუხისმგებელს) მესამე მოსმენისთვის მოსამზადებლად, წამყვანი კომიტეტი 5 დღის ვადაში ასახავს მეორე განხილვისას გათვალისწინებულ შენიშვნებს საკანონმდებლო აქტის პროექტში და გადასცემს მესამე მოსმენით განხილვისთვის, მესამე სხდომაზე მიიღება კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი. შემდეგი სტადია ესაა კანონის მიღება, რაც ხორციელდება მესამე მოსმენით. მესამე მოსმენისათვის პარლამენტის წევრებს ურიგდებათ კანონპროექტის რედაქტირებული ვარიანტი, რომელშიც მხოლოდ რედაქციული შესწორებების შეტანა შეიძლება. კანონპროექტის მიღება სრულდება კენჭისყრით. კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კანონის ამა თუ იმ სახისათვის დადგენილი უმრავლესობა.

33