2
გარემოსდაცვითი პოლიტიკის გაუმჯობესება და მათ შესაბამისად მოქმედება უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური ზრდის, მდგრადობის, და ადამიანების კეთილდღეობისთვის. ის ასევე მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე რეაგირებისთვის. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, ახალი ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის (EU4Environment) მოქმედება მიზნად ისახავს ბუნებრივი კაპიტალის, ადამიანების კეთილდღეობის დაცვას და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსის რესპუბლიკა, საქართველო, მოლდოვას რესპუბლიკა და უკრაინა. გარემოს დაცვის და ეკონომიკური მხარეების თავმოყრით, ევროკავშირი გარემოსდაცვისთვის ხელს უწყობს პოლიტიკის შემუშავებას და საკანონმდებლო ცვლილებებს, დაგეგმარებისა და ინვესტიციების „გამწვანებას”, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების წახალისებას, ახალი ბიზნეს-მოდელების მიღებას, და „მწვანე სამუშაოების“ ჩამოყალიბებას. ასევე, ხელს უწყობს გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესებას, დაცული ტერიტორიების და ტყეების მართვის გაუმჯობესებას, და მდგრად ვაჭრობას. მოქმედების მასშტაბი განისაზღვრა ყველა პარტნიორ ქვეყანასთან თანამშრომლობის ფარგლებში. მოქმედება ეფუძნება წარსული თანამშრომლობის ისეთი პროგრამების მნიშვნელოვან მიღწევებს, როგორიცაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ეკონომიკის გამწვანება (EaP GREEN), სატყეო სექტორში კანონის დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესება (FLEG), და ზურმუხტის ქსელი, რომლებიც დასრულდა 2017-18 წლებში. ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის ითვალისწინებს გაძლიერებულ თანამშრომლობას, რომელიც რეკომენდირებულია „20 ძირითადი შედეგი 2020 წლისთვის“ 2017 წლის ნოემბრის აღმოსავლეთ პარტნიორების სამიტის ფარგლებში. მოქმედების განხორციელება მოხდება ხუთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ: ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UN Environment) გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE), გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაცია (UNIDO), მსოფლიო ბანკი. ევროკომისია პროცესს უწევს ზოგად ხელმძღვანელობას. EU4Environment განმახორციელებელი: ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) ყველა პარტნიორთან თანამშრომლობით EU4Environment სომხეთი, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ბელარუსის რესპუბლიკა, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა, უკრაინა ,,ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის” მოქმედების განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში Action funded ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მოქმედება © marcinjucha/shutterstock დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით შემდეგ მისამართზე: [email protected] #strongertogether

EU4Environment - OECD · 1.უფრო მწვანე გადაწყვეტილების მიღება სამინისტროთა შორის

  • Upload
    others

  • View
    1

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: EU4Environment - OECD · 1.უფრო მწვანე გადაწყვეტილების მიღება სამინისტროთა შორის

გარემოსდაცვითი პოლიტიკის გაუმჯობესება და მათ შესაბამისად მოქმედება უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური ზრდის, მდგრადობის, და ადამიანების კეთილდღეობისთვის. ის ასევე მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე რეაგირებისთვის.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, ახალი ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის (EU4Environment) მოქმედება მიზნად ისახავს ბუნებრივი კაპიტალის, ადამიანების კეთილდღეობის დაცვას და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსის რესპუბლიკა, საქართველო, მოლდოვას რესპუბლიკა და უკრაინა.

გარემოს დაცვის და ეკონომიკური მხარეების თავმოყრით, ევროკავშირი გარემოსდაცვისთვის ხელს უწყობს პოლიტიკის შემუშავებას და საკანონმდებლო ცვლილებებს, დაგეგმარებისა და ინვესტიციების „გამწვანებას”, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების წახალისებას, ახალი ბიზნეს-მოდელების მიღებას, და „მწვანე სამუშაოების“ ჩამოყალიბებას. ასევე, ხელს უწყობს გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესებას, დაცული ტერიტორიების და ტყეების მართვის გაუმჯობესებას, და მდგრად ვაჭრობას. მოქმედების მასშტაბი განისაზღვრა ყველა პარტნიორ ქვეყანასთან თანამშრომლობის ფარგლებში.

მოქმედება ეფუძნება წარსული თანამშრომლობის ისეთი პროგრამების მნიშვნელოვან მიღწევებს, როგორიცაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ეკონომიკის გამწვანება (EaP GREEN), სატყეო სექტორში კანონის დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესება (FLEG), და ზურმუხტის ქსელი, რომლებიც დასრულდა 2017-18 წლებში.

ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის ითვალისწინებს გაძლიერებულ თანამშრომლობას, რომელიც რეკომენდირებულია „20 ძირითადი შედეგი 2020 წლისთვის“ 2017 წლის ნოემბრის აღმოსავლეთ პარტნიორების სამიტის ფარგლებში.

მოქმედების განხორციელება მოხდება ხუთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ: ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UN Environment) გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE), გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაცია (UNIDO), მსოფლიო ბანკი.

ევროკომისია პროცესს უწევს ზოგად ხელმძღვანელობას.

EU4Environmentგანმახორციელებელი: ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) ყველა პარტნიორთან თანამშრომლობით

EU4Environmentსომხეთი, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ბელარუსის რესპუბლიკა,

საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა, უკრაინა

,,ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის” მოქმედების განხორციელება აღმოსავლეთ

პარტნიორობის ქვეყნებში

Action fundedby the European Union

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული

მოქმედება

© marcinjucha/shutterstock

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით შემდეგ მისამართზე: [email protected]

#strongertogether

Page 2: EU4Environment - OECD · 1.უფრო მწვანე გადაწყვეტილების მიღება სამინისტროთა შორის

1. უფრო მწვანე გადაწყვეტილების მიღება

სამინისტროთა შორის პოლიტიკაზე დიალოგისპლატფორმების ხელშეწყობა მწვანე ზრდის, მწვანეეკონომიკის მიზნებისა და დაგეგმვის პროცესში სხვამდგრადობის საკითხების ინტეგრირების გზით

დახმარება საინვესტიციო საჭიროებების შეფასებაში

სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასებისთვის საკანონმდებლო ჩარჩოების რეფორმირებასა და შესაძლებლობების გაძლიერებაში მხარდაჭერა, საერთაშორისო მოთხოვნებთან სრულად შესაბამისობაში მოყვანის მიზნით

ცნობიერების ამაღლება მწვანე ეკონომიკის, გარემოსდაცვით ქმედებების და მდგრადი ცხოვრების წესის თაობაზე

განმახორციელებელი: გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UN Environment), და გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაცია ( UNIDO) (კოორდინატორი)

2. ცირკულარული ეკონომიკა და ზრდის ახალიშესაძლებლობები

მცირე და საშუალო საწარმოების (SME) დახმარება სტრატეგიული და ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მდგრადობის საკითხების ინტეგრირების მიზნით

ცნობადობის გაზრდა მწვანე პროდუქტების ერთიან ბაზართან დაკავშირებული ევროკავშირის კონცეფციების და ინსტრუმენტების თაობაზე

მწვანე საჯარო შესყიდვების პოლიტიკის შემუშავებისა და დანერგვის ხელშეწყობა

ნარჩენების მართვის არსებული გამოწვევების აღმოფხვრაზე მორგებული დახმარება

ტექნიკური დახმარება მწვანე ეკონომიკის პრიორიტეტული სექტორების რეფორმებისთვის (მაგ. ენერგოეფექტურობა, სოფლის მეურნეობა/სურსათი, მშენებლობა, მდგრადი ტურიზმი ან რეგიონური განვითარება)

მცირე და საშუალო საწარმოების ეკოლოგიური ღირებულებების ჯაჭვის და პროდუქტების ინოვაციაში დახმარება

განმახორციელებელი: გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UN Environment) და გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) (კოორდინატორი)

3. სამართლიანი და თანაბარი შესაძლებლობებიგარემოსდაცვით სფეროში

ეროვნული უწყებების მხარდაჭერა „ჭკვიანი“ რეგულაციების და პოლიტიკის ინსტრუმენტების ჩამოყალიბებაში, რომლებიც ხელს შეუწყობს გარემოსდაცვით საქმიანობას მსხვილ, მცირე და საშუალო საწარმოებში

კანონაღსრულების ეფექტურობის, აღმასრულებელი უწყებებისა და შესაბამისი ინსტრუმენტების გაძლიერება, გარემოსდაცვითი მოთხოვნების დაცვის გაუმჯობესების მიზნით

ეროვნული უწყებების დახმარება მწვანე ინვესტირების სტრატეგიებისა და პროგრამების შემუშავებასა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაში

ადმინისტრაციული შესაძლებლობის მხარდაჭერა გარემოსდაცვით სფეროში

საჯარო მოხელეთა მცირე, მიზნობრივი ჯგუფებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების გადამზადება/სწავლება

განმახორციელებელი: ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD)

4. ეკოსისტემური სერვისები და საარსებო წყაროები

დაცული ტერიტორიების ერთიანი ქსელის ამოქმედებაევროკავშირისა და მეზობელი ქვეყნების ჩართულობით

საზოგადოების ქმედებების ხელშეწყობა ტყის კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენებისთვის არამერქნული პროდუქტის წარმოებისა და ბიომასასთან დაკავშირებული ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით

ქმედებები ხე-ტყის უკანონო ვაჭრობის შეზღუდვისკენ

ინოვაციური დაფინანსების სქემების განვითარებისა და იდენტიფიცირების მხარდაჭერა ეკოსისტემური სერვისების მდგრადი მართვისთვის

განმახორციელებელი: მსოფლიო ბანკი

5. ცოდნის გაზიარება და კოორდინაცია

სტრატეგიული საკომუნიკაციო აქტივობების გამოყენებითგანხორციელებული ქმედებების შესახებ ცნობადობის გაზრდა

ინიციატივის სხვადასხვა ელემენტების რეგიონული კოორდინაცია

პროგრესის მონიტორინგი ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მიზნების ინტეგრირებისა და მწვანე ზრდის ინდიკატორების საფუძველზე მომზადებული ანგარიშების მეშვეობით

განმახორციელებელი: ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) ყველა პარტნიორთან თანამშრომლობით

მიზანი: ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის (EU4Environment) მოქმედება მიზნად ისახავს ექვსი პარტნიორი

ქვეყნისთვის დახმარების აღმოჩენას ბუნებრივი კაპიტალის შენარჩუნებასა და ადამიანების ეკოლოგიური

კეთილდღეობის გაზრდაში, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ქმედებების ხელშეწყობის, მწვანე ზრდის

შესაძლებლობების გახსნისა და დემონსტრირების, გარემოსდაცვითი რისკებისა და გარემოზე ზემოქმედების

მართვის გაუმჯობესებული მექანიზმების დადგენის გზით.

პარტნიორი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ბელარუსის რესპუბლიკა, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა, უკრაინა

ხანგრძლივობა: 2019-2022

ბიუჯეტი: 20 მილიონი ევრო (ევროკავშირის კონტრიბუცია: 19.5 მილიონი ევრო)

დარგვაში მონაწილე პარტნიორები: ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD),

გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UN Environment), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE), გაეროს

სამრეწველო განვითარების ორგანიზაცია (UNIDO), მსოფლიო ბანკი

ზოგადი მიმართულება: ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური

დირექტორატი (DG NEAR) და ევროკომისიის გარემოს დაცვის გენერალური დირექტორატი (DG Environment

-European Commission)

EU4Environmentსომხეთი, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ბელარუსის რესპუბლიკა, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა, უკრაინა

Action fundedby the European Unionევროკავშირის მიერ

დაფინანსებული მოქმედება

მოქმედებები თავმოყრილია ხუთი პრიორიტეტული შედეგის გარშემო:

© UBCstock/shutterstock