172
ზზზზზზზზზზზზზზზ ზზზზზზზ ზზზზზზზ ზზ ზზზზზზზ ზზზზზზზზ ზზზზზზზზ ზზზზ I. ზზზზზ ზზზზ ზზზზზზზზზზზ ზზზზზზზ ზზზზზზზზზზზ ზზზზ II. ზზზზზ ზზზზზზზ ზზზზზზზზზზზ ზზზზზზზ ზზზზზზ ზზზზზზზ ზზზზ III. ზზზზზზზზ ზზზზზზზზზზ ზზ ზზზზ ზზზზ IV. ზზზზზზზზზზზ, ზზზზზზ ზზზზზზზზ ზზზზზზზზ ზზზზზზზ ზზზზზ (ზ.ზზზზზზზ) ზზზზ V. ზზზზზზზზ ზზზზ VI. ზზზზზზზზ ზზზზზზ ზზზ ზზზზზზზზზზზ ზზზზ VII. ზზზზზზ_ზზზზზზზზზზზ ზზზზზზზ ზზზზზზზზ ზზზზზზზზზ ზზზზზზზ ზზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზ ზზზზზზზ ზზზზ. ზზზზზზზ ზზზზზზზზზზზ ზზზზზზზზზ ზზზზზზზზ, ზზზზზზ ზზზზზზზზზზზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზზ _ ზზზზზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზ ზზზზზ. ზზზ-ზზზზზზზ ზზ ზზზზზზზზზ ზზზზზ ზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზზზ ზზზზზზზზზზ 1

 · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

  • Upload
    others

  • View
    13

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ზალდასტანიშვილი თინათინ

რელიგია და კულტურა

შინაარსი

შესავალი

თავი I. ძველი ახლო აღმოსავლეთი

ეგვიპტე

მესოპოტამია

თავი II. ძველი შორეული აღმოსავლეთი

ინდოეთი

ჩინეთი

იაპონია

თავი III. ანტიკური საბერძნეთი და რომი

თავი IV. ქრისტიანობა, როგორც ევროპული კულტურის სულიერი ღერძი (თ.მუმლაძე)

თავი V. ბიზანტია

თავი VI. დასავლეთ ევროპა შუა საუკუნეებში

თავი VII. არაბულ_მუსლიმანური სამყარო

შესავალი

კულტურაზე თეორიულ რეფლექსიას ხანგრძლივი ისტორია აქვს. კულტურა თანამედროვე საფეხურზე ფორმდება, როგორც ინტერდისციპლინარული მეცნიერების _ კულტუროლოგიის ცენტრალური ცნება. ჯერ-ჯერობით კი აღნიშნული ცნება შესაბამის ლიტერატურაში სხვადასხვა

მნიშვნელობითა და აზრით გამოიყენება. აუცილებელია ამ ვითარებაში გარკვევა და კულტურის ცნების შედარებით მდგრადი და მისაღები (უმრავლესობისათვის მაინც) განსაზღვრების შემუშავება. ამით ვაფიქსირებთ კულტურის ყველასათვის მისაღები განსაზღვრების შემუშავების სიძნელეს, რადგან კონკრეტული

1

Page 2:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

მკვლევარის მიერ კულტურის გაგება, უმეტეს შემთხვევაში დეტერმინირებულია მისი პოზიციით, იმ თვალთახედვით, რომლითაც კულტურა განიხილება, როგორც მოვლენა. ინტუიციურად კი ცხადზე ცხადია, კულტურა გვესახება, როგორც ბარბაროსობისა და უმეცრების ანტიპოდი, ადამიანის, როგორც ბიოლოგიური არსების ინსტინქტებზე ამაღლებული გარკვეული ფენა, ან კიდევ, როგორც, სიცოცხლისმოყვარული ოპიტიმისტური ,,რწმენის სიმბოლო”, გონიერი საწყისის მიერ ჩანერგილი სიკეთე. თუ ამ მცდელობებს აქვთ რაიმე ერთიანი საფუძველი ეს უნდა განგვიმარტოს ,,კულტურის ეტიმოლოგიურმა საზრისმა”. ტერმინი ლათინურია და ნიშნავს დამუშავებას.

,,კულტურის” ცნება ერთ-ერთმა პირველმა ციცერონმა გამოიყენა და ის დაკავშირებული იყო მიწათმოქმედებასთან, ამ ცნებაში იგულისხმებოდა მიწის, ცხოველთა და მცენარეთა მოვლა-პატრონობა, ე.ი. ფაქტობრივად სოფლის მეურნეობა. მოგვიანებით ცნების შინაარსი ფართოვდება და უკვე ეხება მოზარდ თაობას, მის აღზრდას, სწავლებას, განათლებას, ე.ი. ადამიანის ბუნების შესწორება-შევსებას, მის სრულყოფას. კულტურული ადამიანი ეს იყო აღზრდილი და განათლებული ადამიანი. გამოდის, რომ საწყისი აზრით ,,კულტურა არის შედეგი ადამიანის შრომითი ზემოქმედებისა როგორც გარე სამყაროზე ასევე თვით ადამიანზე. ეს არის ის ახალი სამყარო, რომელიც შექმნა ადამიანმა”.

,,კულტურის” ცნების აქ მოყვანილი ზოგადი გაგება ფაქტობრივად შენარჩუნებულია მისი გაგების ყველა ძირითად შემთხვევაში, ხოლო განსხვავებულ ვარიანტებს ქმნის კვლევის ობიექტის შერჩევის პროცესი.

პირველი, ადამიანის ქმედების ძირითადი ობიექტი არის თვით ადამიანი, მისი შინაგანი სამყარო და ამ შემთხვევაში შესაბამისად იკვეთება ,,კულტურის” ცნების საზღვრები. კულტურა გაგებულია, როგორც მხოლოდ სულიერი კულტურა, ადამიანის მიღწევები სულიერ სამყაროში (ლიტერატურა, ხელოვნება, მუსიკა, ფილოსოფია, რელიგია, მორალი და ა.შ.).

მეორე ძირითად ვარიანტში აქცენტი გადატანილია ადამიანის გარემომცველ სამყაროზე. შესაბამისად ფართოვდება კულტურის სფეროს საზღვრები და ის უკვე, სულიერ სამყაროსთან ერთად, მოიცავს მატერიალურ სამყაროსაც. ადამიანის მიერ შექმნილი გარესამყარო გაშლილია ჩვენს თვალწინ ბუნებრივი ლანშაფტებისა და დამანგრეველი მშენებლობების სახით, ნავთობისა თუ ნამცხვრების სურნელით და ა.შ. კულტურის ეს ფართო გაგება დომინირებს კულტუროლოგიური ხასიათის ლიტერატურაში და აქედან გამომდინარე კულტურა განისაზღვრება, როგორც სულიერ და მატერიალურ სფეროებში კაცობრიობის მიღწევების შედეგები.

ლინგვისტები აღნიშნავენ, რომ XVIIIს-მდე ,,კულტურის” ცნებას არ ქონია დამოუკიდებელი გამოყენება, რომ მას იყენებდნენ მხოლოდ სიტყვათა გარკვეულ

2

Page 3:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

კომბინაციებში, სადაც მიუთითებდა სრულყოფასა და გაუმჯობესებისაკენ, მაგალითად ,,ქცევის კულტურა”, ,,ენის კულტურა” და ა.შ.

,,კულტურის” ცნების შინაარსის დახვეწას ყურადღება დაუთმო გერმანელმა მოაზროვნემ ს.პუფენდოფმა. მან ამ ცნებით აღნიშნა საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ე.წ. ,,ხელოვნური ადამიანი”, საპირისპიროდ ,,ბუნებრივი, გაუნათლებელი ადამიანისა”. საკითხის ამგვარი დასმა შემთხვევითი არ არის. XVIIIს-ში განმანათლებლობის იდეოლოგთა წინაშე დაისვა პრობლემა _ ადამიანური ყოფის თავისებურებების, ადამიანის ცხოვრების წესის სპეციფიკის ახსნის პრობლემა. პრობლემის გადასაჭრელად მათ დაიწყეს ,,კულტურის” ცნების აქტიური გამოყენება, ის დაუპირისპირეს ბუნების ცნებას. აგრძელებდნენ რა ანტიკური ეპოქის ტრადიციებს, განმანათლებლობის იდეოლოგები ,,კულტურის” ცნებით ასახავდნენ კულტურის იდეას, როგორც ადამიანურობის, ადამიანის ბუნების, ადამიანში ადამიანური საწყისის განვითარების იდეას, საპირისპიროდ ბუნებრივის, სტიქიურის, ცხოველურისა. განმანათლებლობის იდეოლოგიაში კულტურა გაიგივებულია ადამიანის ამაღლებასთან, მის სულიერ და ზნეობრივ სრულყოფასთან, საზოგადოების ნაკლოვანებების ელიმინირება ან შესწორებასთან. მათ კულტურის განვითარება დაკავშირებული აქვთ აღზრდასა და განათლებასთან.

განმანათლებლობის იდეოლოგიაში ,,კულტურის” ცნებამ შეიძინა ღირებულებით-ზნეობრივი ხასიათი. მათი აზრით კულტურა არის ნამდვილი ადამიანური ყოფის, ჭეშმარიტი ადამიანურობის ხორცშესხმა. კულტურას ეხება მხოლოდ ის, რაც გამოხატავს ადამიანის ღირსებას, ხელს უწყობს მის შემდგომ განვითარებას. ფაქტობრივად გამოდის, რომ ადამიანთა მოდგმის მოღვაწეობის არა ყველა რეზულტატი იმსახურებს ერქვას კულტურის მიღწევა.

ამავე დროს განმანათლებლობის მიერ კულტურა ასევე განიხილებოდა, როგორც ადამიანთა ისტორიულად ცვალებადი, ხოლო ისტორიის ამ ეტაპზე რეალურად არსებული ცხოვრების წესი, რომლის სპეციფიკური მახასიათებლები გაპირობებულია ადამიანური გონის მიღწევებით, მეცნიერების, ხელოვნების, აღზრდის, განათლების ისტორიული დონის მიერ. ამ თვალსაზრისით კულტურისმოვლენებად (ფენომენებად) უნდა ვაღიაროთ კაცობრიობის არა მხოლოდ პოზიტიური მიღწევები, არამედ ადამიანის აქტივობის ნეგატიური გამოვლენებიც (რელიგიური შეხლა-შემოხლა, ომები, დამნაშავეობა და ა. შ.), რომელთაგან ნაწილი მოგვიანებით გლობალურ პრობლემებად ჩამოყალიბდება.

აღნიშნული ასპექტის მიჩუმათება დანაშაულია ჭეშმარიტების წინაშე, ამიტომ კულტურის განმარტებამ გარკვეული ცვლილება განიცადა, კულტურა მოიცავს ყოველივეს, რაც განასხვავებს ადამიანური საზოგადოების ცხოვრებას ბუნებისაგან, მოიცავს ადამიანური ყოფის ყველა მხარეს. იგულისხმება ადამიანის არა მხოლოდ სულიერი მოღვაწეობის შედეგები, არამედ გარემოს შეცვლა, ხელოვნური გარემოს

3

Page 4:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ჩამოყალიბება, ტექნიკა, საზოგადოებრივ ურთიერთობათა ფორმები, სოციალური ინსტიტუტები და ა.შ. მაშასადამე, კულტურაში იგულისხმება ყველაფერი რაც შექმნილია ადამიანის მიერ, რაც ახასიათებს მის ცხოვრებას განვითარების ამა თუ იმ ისტორიულ ეტაპზე. კულტურის ამ ფართო გაგებამ გადააქცია ის საზოგადოების შესახებ თითქმის ყველა მეცნიერების კვლევის ობიექტად. გაფანტული ცოდნის შეკრება და ერთ მთლიან სისტემად ჩამოყალიბების მისია კულტუროლოგიამ იკისრა.

თანამედროვე კულტუროლოგიამდე კულტურის მკვლევარებს ახასიათებდათ კულტურისადმი შედარებით ვიწრო მიდგომა, რაც ეფუძნებოდა იმ იდეას, რომ კულტურაში ხორცშესხმულია ადამიანური მოღვაწეობის მხოლოდ საშუალებები, ხერხები, შედეგები და სწორედ ამას უნდა იკვლევდეს კულტურის მკვლევარი.

კულტურის მოვლენები ხელოვნური მოვლენებია, იქმნებიან ადამიანების მიერ, განსხვავებით ბუნებრივი მოვლენებისა, რომლებიც ადამიანის ჩარევის გარეშე ჩამოყალიბდნენ. კულტურით ადამიანები გამოეყოფიან ბუნებას, ქმნიან ახალ, ,,ყოფის ზებუნებრივ გარემოს”. ადამიანური საქმიანობის შედეგები, ხელოვნურად შექმნილი საგნები და მოვლენები _ არტფაქტებად იწოდებიან. არტფაქტებად იწოდებიან აგრეთვე აზრები, რომლებიც უჩნდებათ ადამიანებს საქმიანობის პროცესში, ასევე საქმიანობის საშუალებები, მეთოდები და ა.შ. კულტურა გულისხმობს არა მხოლოდ იმას რაც არსებობს ადამიანის მიერ შექმნილ სამყაროში, არამედ იმ ცვლილებებსაც რომელთაც ადგილი აქვთ თვით ადამიანში, მის სხეულსა და სულში, ანუ საკუთარ ფიზიკურ და სულიერ ხატს.

კულტურა გულისხმობს აგრეთვე ადამიანურ ურთიერთობათა სახეებს. კულტუროლოგი ჯ.ჰანიგმანი კულტურაში მიუთითებს მოვლენათა ორ ჯგუფზე _ სოციალურად სტანდარტიზირებული მოქმედებები და აქტიურობის მატერიალური პროდუქტები. ამ სახის ერთეულები ქმნიან გარკვეულ სურათებს, კონფიგურაციებს, სტერეოტიპულ ფორმებს _ პატერნებს. პატერნები, ეს არის აღქმის, გრძნობების, აზროვნების, ქცევების შედარებით მდგრადი და განმეორებადი საშუალებები. ისინი მოცემული კულტურისათვის შეიძლება იყონ უნივერსალურნი (სახელმწიფოებრივი შემოქმედება), შეიძლება იყონ სპეციფიკური მოცემული რეგიონისათვის (მიწის დამუშავების ხერხები), ან სპეციფიკური ადამიანების გარჯვეული ჯგუფისათვის (ჟარგონი). კულტურის სახე შეიძლება ვლინდებოდეს რეალური ქმედებების ხასიათში, ურთიერთობებში ან წარმოსახვებსა და წარმოდგენებში. ამ უკანასკნელს განეკუთვნებიან იდეალები.

კულტურაში განსაკუთრებული ადგილი განეკუთვნება ტექნოლოგიას _ შედეგების მიღწევაზე ორიენტირებულ სპეციალურად ორგანიზებულ მოღვაწეობას. ტექნოლოგიების განსხვავებას განაპირობებს ქმედებისათვის გამიზნული ობიექტების ტიპები. შეიძლება გამოიყოს ტექნოლოგიების რამოდენიმე ტიპი _

4

Page 5:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ფიზიკური ობიექტების შექმნის ტექნოლოგია, სოციალური ურთიერთობების წარმართვაზე ორიენტირებული ე.წ. სოციალური ტექნოლოგია, სიმბოლოების შექმნასა და ტრადიციებთან დაკავშირებული ე.წ. სიმბოლური ტექნოლოგიები. სიმბოლური ობიექტები შეადგენენ კულტურის სამყაროს მნიშვნელოვან ნაწილს, რადგან აქ იგულისხმება ცოდნა, იდეები, ღირებულებები, ნორმები და ა.შ.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ შინაარსობრივი თვალსაზრისით კულტურის ქვეშ იგულისხმება არაბიოლოგიური მემკვიდრეობით მიღებული ერთობლიობა _ ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი მატერიალური ობიექტები, იდეები, სახეები, მათი დამზადებისა და ოპერირების ტექნოლოგიები, ადამიანთა შორის არსებული მდგრადი კავშირები და საზოგადოებაში მიღებული შეფასებითი კრიტერიუმების საფუძველზე ამ კავშირების რეგულირების საშუალებები. ყოველი საზოგადოების ყველა ეს შემადგენელი მხარე მათი კონკრეტულ ისტორიული ფორმით ქმნის მათ სოციოკულტურულ კომპლექსს ანუ მოცემული საზოგადოების კულტურას.

ზემოთნათქვამი გვაძლევს უფლებას დავასკვნათ, რომ მსოფლიო კულტურა შეიძლება განისაზღვროს, როგორც მატერიალურ და სულიერ სფეროებში კაცობრიობის მიღწევების ერთობლიობა.

კაცობრიობა, როგორც ისტორიის შემოქმედი სუბიექტი წარმოგვიდგება ორი სახით. ჯერ ერთი, ეს არის განვითარების სხვადსხვა საფეხურზე მყოფი და პლანეტაზე ერთდროულად მცხოვრები ერების, ხალხების, სახელმწიფოების, ინდივიდების ერთობლიობა. ეს კი ნიშნავს, რომ დროის ძალზე მცირე მონაკვეთშიც კი მსოფლიო კულტურა ძალზე ჭრელია, აურაცხელია თავის ერთეულ გამოვლენებში, განცვიფრებას იწვევს ფორმათა სიმრავლით. სადღეისო ვითარებაში ეს კულტურა არსებობს კულტურული შემოქმედების მწვერვალების გამოფენის სახით, მეცნიერებისა და ხელოვნების წარმატებებში, უახლეს ტექნოლოგიებში და ასევე მის რელიქტიურ, არქაულ გამოვლენებში.

მეორე შემთხვევაში წინა პლანზე წამოწევს დროული პარამეტრები. ცნობილია, რომ ერები, სახელმწიფოები კვდებიან, ქრებიან ისე, რომ კვალსაც კი არ ტოვებენ, მაგრამ უფრო ხშირად ტოვებენ დიდ კვალს, უმდიდრეს მემკვიდრეობას. ამის წყალობით წარსული თაობები ცოცხლობენ ჩვენს ცნობიერებაში. ყველა ერთად, როგორც გარკვეული ერთობლიობა შემონახულია ჩვენს მეხსიერებაში ხალხების, სახელმწიფოების, ქალაქების სახით. ესეც არის კაცობრიობა მის მუდმივ ცვალებადობასა და მოძრაობაში. კაცობრიობის ისტორიული განვითარება განაპირობებს მისი მოღვაწეობის შედეგების დაგროვებას, შექმნილი მატერიალური და სულიერი სიმდიდრის შენახვასა და მემკვიდრეობითობით გადაცემას. აქვე უნდა ვიგულისხმოთ ისიც, რაც დაკარგულია კაცობრიობის მიერ, გამქრალია მრავალრიცხოვანი ბუნებრივი თუ სოციალური კატაკლიზმების შედეგად, ზოგჯერ

5

Page 6:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

მთელი ცივილიზაციებიც. ამგვარად მსოფლიო კულტურაში იგულისხმება კაცობრიობის მიერ მთელი მისი არსებობის მანძილზე შექმნილის, შენარჩუნებულისა და დაკარგულის ერთობლიობა.

კულტურის ცნება, გარკვეული აზრით, წარმოგვიდგება ასევე აბსტრაქტულ ცნებად, რადგან დღეს რეალურად არსებობს სხვადასხვა ეპოქებისა და რეგიონების კონკრეტულ კულტურათა სიმრავლის სახით, ცალკეული ქვეყნებისა და ხალხების კულტურის სახით. ამიტომ კულტურის სფეროში მეტნაკლები წარმატებითი კვლევისათვის აუცილებლად მიგვაჩნია გავაცნობიეროთ: თუ:

1. როგორ ურთიერთმოქმედებენ ერთმანეთთან გარკვეული კულტურები;

2. როგორ ერთიანდებიან და ერწყმიან ერთმანეთს ეს განსხვავებული კულტურები, უკვე როგორც ერთი გარკვეული ეპოქის კულტურა;

3. რა განსაზღვრავს კულტურის დინამიზმს ეპოქების ცვლის დროს;

4. რას აძლევს კაცობრიობას ყოველი ასეთი ცვალებადობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ _ როგორ მიმდინარეობს ადამიანური კულტურის, როგორც ერთიანი, რთული მრავალსაუკუნოვანი ორგანიზმის განვითარება.

კულტუროლოგები საუბრობენ კულტურის განსხვავებულ ეთნიკურ, ეროვნულ, განსხვავებულ რელიგიურ და კონფესიურ ტიპებზე, საზოგადოებაში ერთდროულად არსებულ კულტურათასტრუქტურულ და სოციალურ დანაწევრებაზე, საუბრობენ სახალხო და ელიტურ კულტურაზე.

კულტურის მსახურნი და შემოქმედნი თავიანთი პოზიციით ახლოს დგანან ელიტასთან. განიხილება აგრეთვე საარსებო გარემოს კულტურა. ამის მაგალითია ქალაქისა და სოფლის კულტურა, რაც არსებობს ყველა საზოგადოებაში და რაც არ უნდა ახლოს იყვნენ ერთმანეთთან მაინც არსებითად განსხვავდებიან. შეიძლება ვახსენოთ პროფესიული კულტურა, რადგან არსებითად ყოველი პროფესია ქმნის თავის ცხოვრებისეულ სურათს და სამყაროს გააზრების შესაბამის მოდელს.

ჩანს, რომ საზოგადოების კულტურა არის კულტურათა მოზაიკა, რთული ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთგაპირობებულობის შედეგი. საბოლოოდ ამ მოზაიკაში იქმნება რთული ურთიერთობათა სისტემა, სადაც ყოველივეს მიჩნეული აქვს თავისი ადგილი, თავისი როლი, რომლის შესრულებით იქმნება ერთიანი რამ, რაც არის საზოგადოების კულტურაზე საუბრის საფუძველი. ამავე დროს აღნიშნული ერთიანობა ვლინდება საზოგადოებისათვის დამახასიათებელ ზოგად თავისებურებებში, რაც ქმნის კიდეც ამ საზოგადოების ზოგადკულტურულ ფონს.

ზოგადკულტურული ფონი არ ხასიათდება განსაკუთრებული მდგრადობით და განიცდის ცვალებადობას საზოგადოების განვითარებასთან ერთად. იმ

6

Page 7:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

საზოგადოებაში სადაც მისი შემადგენელი ცალკეული ფენები კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევიან და ფაქტობრივად განსხვისებული არიან ერთმანეთისაგან, ზოგადკულტურული ფონი ნაკლებად ინტენსიურია. ბუნებრივია, რომ კაცობრიობის განვითარების კვალდაკვალ, რასაც თან სდევს და რაც ვლინდება განათლებისა და კულტურის გავრცელებაში, სოციალური ფენებისა და ჯგუფების კონტაქტების თანდათანობით ზრდაში, ზოგადკულტურული ფონი უფრო შესამჩნევია, აქტიურია და იძენს მეტ როლსა და ფუნქციას.

არანაკლებ შესამჩნევია ის მარტივ, არადიფერენცირებული სტრუქტურის მქონე საზოგადოებაში, ეროვნული თვალსაზრისით ერთგვაროვან, ან კიდევ უნიფიცირებული იდეოლოგიური ზემოქმედებით განმსჭვალულ საზოგადოებაში (მაგ.რელიგიურ საზოგადოებაში).

კულტურის ჩვენს მიერ შექმნილ აბსტრაქტულ სურათს სიცოცხლე აკლია. კონკრეტული საზოგადოების კულტურის სურათი სტატიკურია, სწორედ ეს სიცოცხლე, დინამიურობა, მოძრაობა აკლია. დროის მოკლე მინაკვეთში მას აკლია ურთიერთმოქმედებათა სისრულის ამსახველი საღებავები.

საკმარისია ოდნავ გადავაადგილოთ დროული ბერკეტი და გაყინული სურათი გაცოცხლდება. კულტურები უპირისპირდებიან ერთმანეთს, მათი ურთიერთშეღწევა, ურთიერთზემოქმედება ჩვეულებრივი მოვლენაა, ისინი დავობენ მათთვის გამოყოფილ სივრცეში, ერთმანეთს ავიწროვებენ, გვერდიგვერდ მიაბიჯებენ, ესმით, უფრო ხშირად კი არ ესმით ერთმანეთის. ისინი განუწყვეტლივ მოძრაობენ, ვითარდებიან, ცვლილებების ტემპები განსხვავებულია, თან სდევთ არა მხოლოდ პროგრესი, რეგრესიც არ არის უცხო. ამ მოძრაობასთან ერთად იცვლება ის ზოგადკულტურული ფონიც, რომელიც კულტურის მთლიანობას ასახავს. აღნიშნული ცვლა განსაკუთრებით ნათლად ჩანს დროის შედარებით დიდი მონაკვეთების, კულტურული ეპოქების შედარებისას. ცხადია ანტიკური ეპოქის კულტურა არსებითში განსხვავდება თანამედროვე კულტურისაგან, შუასაუკუნეების კულტურა კი მისი მეზობელი ანტიკური ეპოქის კულტურისაგან.

არცერთი კულტურა არსად და არასოდეს არ არსებობს იზოლირებულად. საკუთარი მიზნებისა და ამოცანების გადასაჭრელად, საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად ნებისმიერი კულტურა მიმართავს საკუთარ წარსულს, ისტორიას, მემკვიდრეობას ან მიმართავს სხვა კულტურათა გამოცდილებას, იმ იმედით, რომ მიიღებს საჭირო პასუხს და ხშირად აღწევს კიდევაც მიზანს. სხვა კულტურებისადმი მიმართვა მათთან საუბარს წააგავს და არაა შემთხვევითი, რომ ეკლექტიკურ XX საუკუნეში მას ,,კულტურათა დიალოგს” ეძახდნენ. თუმცა უფრო სამართლიანი იქნება თუ ამ პროცესს ,,პოლილოგი” დაერქმევა, რადგან საუბარში ერთდროულად რამოდენიმე კულტურა იღებს მონაწილეობას. თანამედროვეობის

7

Page 8:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

კულტურის ველზე ხმამაღლა თუ ფარულად ერთმანეთს ედავებიანკანტი და მარქსი, კონფუცი და პლატონი და ა.შ.

კულტურები სხვადასხვა ენაზე საუბრობენ და ამიტომ ,,დიალოგ-პოლილოგში” ერთი სერიოზული პრობლემა _ გაგების პრობლემა იჩენს თავს, და ის დამატებით გართულებულია ენობრივი ბარიერების არსებობით. მაგრამ იმისათვის, რომ სხვა კულტურები და მით უმეტეს წარსულის კულტურები ალაპარაკდნენ უნდა შეგვეძლოს მათთვის კითხვის დასმა, ე.ი. სჭიროა ვისწავლოთ მათი ენები, მათი გაგება. ამის გამო სხვათა კულტურების ადექვატური აღქმა ერთ-ერთ ურთულეს პრობლემად იქცა კულტუროლოგიაში. მხედველობაში გვაქვს შემდეგი შინაარსის პრობლემები. თავდაპირველად გამოვყოთ დროითი მაშტაბის პრობლემა, რომლის არსი შემდგომში მდგომარეობს. წარსული ეპოქების კულტურას ჩვენ ვხედავთ სხვა დროითი მაშტაბებით, რომლისთვისაც დამახასიათებელია დროის თავისებური შეკუმშვა. კულტურის ეპოქის ცნებაში ჩვენ უმეტესწილად ვაერთიანებთ რამოდენიმე საუკუნეს, 2-3 საუკუნეს, როგორც მინიმუმი და ვმსჯელობთ ამ საუკუნეებზე რამოდენიმე ადამიანის შემოქმედების მიხედვით, რომელთა მოღვაწეობა ჩვენს მიერ დროის მცირე მინაკვეთში არის მოქცეული, ანუ მიახლოებულია ერთმანეთთან, თუმცა რეალურად მათ შორის დროული სხვაობა რამოდენიმე თაობას მოიცავდა და არც სივრცული პარამეტრები ემთხვეოდნენ ერთმანეთს. მსგავსი შეცდომა (თუ ეს არის შეცდომა) მით უფრო დიდია, რაც უფრო ძველ კულტურას ვეხებით.

დროული მაშტაბის პრობლემის გვერდით არის კიდევ ყოველდღიური ,,კულტურული ფონისა” და ,,მწვერვალების” პრობლემა, რომლის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ და ვმსჯელობთ კიდეც წარსულის კულტურაზე უშუალოდ მისი ,,მწვერვალების” , მისი განსაკუთრებით დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენებისა და წარმომადგენლების მიხედვით და ძნელად ვამჩნევთ ან ძალზე ზოგადი წარმოდგენა გვაქვს იმ კულტურული ფონის შესახებ, იმ რეალური ლანდშაფტის შესახებ, რომლებზეც ეს მწვერვალები ამოიზარდნენ. ამიტომაა რომ ჩვენთან რუსთაველის ეპოქის კულტურა, სახელწოდებიდანაც ჩანს, დაკავშირებულია რუსთაველის სახელთან, თუმცა ამ ეპოქის ზოგადკულტურული ფონის დახასიათებისას უამრავი სახელები გამოვა წინა პლანზე. ძნელი გასათვალისწინებელია წარსული ეპოქების რეალური ,,კულტურული სივრცე”, იმ კულტურული ფონის რეალური საზღვრები და ამიტომ ამ ეპოქის შვილთა მიერ გადადგმული ნაბიჯები ზოგჯერ ალოგიკურაგაც კი გვეჩვენება, ხოლო მის მიერ საზოგადოებაში დაკავებული ადგილი, ჩვენი თვალთახედვით, ან აღმატებულია ან პირიქით ე.ი. ჩვენთვის თითქმის მიუწვდომელია წარსული ეპოქების ტენდენციების სიჭრელე და ვმსჯელობთ მხოლოდ უმაღლესი მწვერვალების მიხედვით.

8

Page 9:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

არის კიდევ ძნელად გასათვალისწინებელი ვითარება, რაც წინა ორი პრობლემისაგან განსხვავებით კიდევ ერთ პრობლემად ჩამოყალიბდა. ეს არის კულტურულ მოვლენათა რეალურად ზემოქმედების პრობლემა თავისი ეპოქის კულტურასა და მთლიანად საზოგადოებაზე. ჩვენ ძნელად ვითვალისწინებთ კულტურულ მოვლენათა ზემოქმედების ტემპსა და მექანიზმს საზოგადოებასა და მის კულტურაზე.

რადგან ხშირად არ ვაქცევთ ყურადღებას იმ ნათელ ფაქტებსაც კი, რომ შემოქმედის მრავალი ნიმუში, რომელიც ჩვენ ამა თუ იმ ეპოქის მწვერვალად მივიჩნიეთ, ასეთებად იქცნენ გაჩენიდან დიდი ხნის მერე, ავტორის გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ, ხოლო იმ დროს, რომელსაც განეკუთვნება ის თითქმის არც იყო ცნობილი და არც არავითარი ზემოქმედება და გავლენა ქონია საზოგადოებასა და მის კულტურაზე.

გასათვალისწინებელია აგრეთვე კულტურული გარემოს აღქმადობის უნარი, იმ ზოგადკულტურული ფონის შესაძლებლობა მიიღოს, დააფასოს, საზღაური მისცეს კულტურულ მოვლენას. განა კულტურის ყველა მოვლენას აღიქვამს და ღებულობს სოციალური გარემო. ეს ასე არ არის, დაგვიანებულ აღიარებას თან ახლავს სინანული. ზოგჯერ, მიუხედავად იმისა, რომ მოვლენა ფართოდაც იყო ცნობილი და შეხებაც არ იყო შეუძლებელი, მან ვერ დაიკავა კუთვნილი ადგილი (მაგალითებისათვის შორს წასვლა არ არის საჭირო, ჩვენს სინამდვილიში ნიკო ფიროსმანიშვილი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა კულტურის პრობლემებზე, აქვეყნებდა სერიოზულ, პრინციპში ყველასათვის ხელმისაწვდომ შრომებს, მაგრამ საზოგადოებაზე მათი გავლენა ძნელად შეიმჩნევა).

წინა ეპოქების კულტურებში ჩვენ ნაწილობრივ გვაინტერესებს ის, რაც დღეს გვაწუხებს და გვჭირდება, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას დღევანდელი პრობლემების გადასაჭრელად, მათგან ვირჩევთ სწორედ იმას, რომელიც უფრო ახლოა და მისაღებია ჩვენთვის, რომელიც შეესატყვისება ჩვენი კულტურის განვითარების დღევანდელ დონეს. მაგრამ შეიძლება მოხდეს ისე, რომ იმ კულტურაში, რომელთანაც ჩვენ გავმართეთ დიალოგი, ჩვენს მიერ შერჩეული მოვლენები არ წარმოადგენდნენ ძირითადსა და მნიშვნელოვანს. ამიტომ კულტურას, რომელსაც ჩვენ დავუსვით კითხვა ჩვენვე ვამახინჯებთ, რადგან წინა პლანზე წამოვწიეთ მისი ერთი ან რამოდენიმე შემადგენელი ფრაგმენტი, რომელთაც შედარებით მოკრძალებული ადგილი ეკავათ თავისი დროის კულტურაში.

მკვლევარები ხშირად ახდენენ კულტურის ჰუმანიზირებას, რადგან ის მიაჩნიათ შთაგონების წყაროდ, ადამიანში მშვენიერი გრძნობების გასაღვიძებლად, რომელთა მოწოდებაა სამყაროს გარდაქმნაგალამაზება-გაკეთილშობილება. ეს

9

Page 10:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

გარკვეული დოზით სამართლიანია ნებისმიერი კულტურისადმი მიდგომისას, მაგრამ აქვე არ უნდა დავივიწყოთ, რომ ისტორიის ზოგიერთ მონაკვეთებში მკაცრად იყო განსაზღვრული მისი უტილიტარისტული ფუნქცია, როდესაც კულტურა არეგულირებდა ადამიანთა ურთიერთობებს, იყო იარაღი, ვთქვათ, ღნერთებისა და რელიგიური დოგმებიადმი მიმართების სხვადასხვა მეთოდებით დამკვიდრებისათვის. აქ არ იყო მიზნად დასახული სამყაროს გარდაქმნა, მეტიც, მიზანი იყო მდგომარეობის კონსერვაცია, ამიტომ წარსულის კულტურის გასაგებად იძულებული ვართ განვახორციელოთ გაცნობიერებული და კარგად გააზრებული დეჰუმანიზირება, ან შევცვალოთ მოტივი და აქცენტი გავაკეთოთ არა ინდივიდზე, არამედ საზოგადოებაზე.

დღემდე ღმერთის იდეა ბოლომდე და სერიოზულად არა გვაქვს გააზრებული, მესოპოტამიის, ეგვიპტის, შუასაუკუნეების ევროპის ხალხების ქმედებებში დაჟინებით ვეძიებთ და ვცდილობთ აღმოვაჩინოთ რაციონალისტური საწყისები, მაშინ, როდესაც გრანდიოზული ტაძრები და პირამიდები, რომელთა აგებას ქვეყნის პოტენციალის მეითხედის ძალისხმევა სჭირდებოდა - ნათლად გაჰკივიან ამის შესახებ, ღაღადებენ ღმერთის იდეის ცხოველმყოფელობაზე, ჩვენ კი მშვიდად ვისმენთ მათ გმინვას, მიგვაჩნია რა ისინი ეპოქის ახირებად ან მმართველთა გაუმაძღარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილების შედეგად.

კიდევ ერთი, ალბათ არცთუ უმნიშვნელო ფაქტორი, რომელიც ჩვენს წარმოსახვაში ამახინჯებს წარსულის კულტურის სურათს. მხედველობაშია ე.წ. კულტურის ,,შენახულობის პრობლემა”, რადგან არც ერთი კულტურა არაა შემორჩენილი თავდაპირველი სახით. უმრავლესობა შემორჩენილია ცალკეული ფრაგმენტალური ძეგლებით, რომლებიც ვერანაირად ვერ უზრუნველყოფენ კულტურის ძეგლის თავდაპირველი სხით მთლიანობაში წარმოსახვას.

ამ მსჯელობებით ნათელი უნდა გახდეს კულტურათა დიალოგის ურთულესი ხასიათი, დიდი ძალისხმევაა საჭირო აქ გასარკვევად, რადან ეს არის ერთადერთი გზა შევაღწიოთ სხვა კულტურაში, გავიაზროთ ის, როგორც რთული მოვლენა, ჩავწვდეთ მის საფუძვლებს. მიზნის მიღწევა საკმაოდ რთულია, რადგან ეს არის ხისტი ნარჩენების უზრმაზარი მასა. არის სხვა გზაც _ კულტურის ნარჩენებში უნდა ვეძიოთ რაიმე საერთო ხაზი, რაიმე ალგორითმი, რომელიც იმ კულტურათა დინამიზმის წარმოდგენის საშუალებას მოგვცემს.

ამით ფაქტობრივად პრობლემაც გამოვყავით და კვლევის მიმართულებაც დავსახეთ, თუმცა ვიდრე უშუალოდ შევუდგებოდეთ დასახულ გზას, საჭიროდ ვთვლით კულტურის ანალიზის ისტორიული ტრადიციებიდან წინა პლანზე წამოვწიოთ რამოდენიმე ფრაგმენტი, მით უმეტეს, მიგვაჩნია, რომ ეს ფრაგმენტები ზემოთ დასახული გზიდან დიდი გადახვევა არ იქნება.

10

Page 11:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

გვაინტერესებს რა არის კულტურა, როგორ და როდის აღმოცენდა, რაში მდგომარეობს მისი დანიშნულება ხალხისათვის, ფენებისა და კლასებისათვის, სახელმწიფოსათვის, თითოეული მოქალაქისათვის? ამ და მსგავს კითხვებს ყოველთვის ქონდა ადგილი და პასუხებიც შესაბამისად არსებობდა. ამ კითხვებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინეს XIX საუკუნეში, რადგან ამ დროისათვის კულტურის პრობლემები, კულტურული ტრადიციების განვითარება მჭიდრო კავშირში აღმოჩნდა დასავლეთ ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ გარდაქმნებთან. არ დავივიწყოთ, რომ ამ ეპოქის ევროპას სამართლიანად გააჩნდა მსოფლიოში პირველობის პრეტენზია.

სწორედ ამ პერიოდისათვის ფილოსოფიისა და განმანათლებლობის ზოგადი იდეებიდან გამოიყო და გაფორმდა ორი ურთიერთსაპირისპირო თვალსაზრისი კულტურის რაობაზე. ერთ-ერთი კულტურას განიხილავს, როგორც ადამიანის დამონების საშუალებას, ადამიანის გარდაქმნას მის მიმართ მტრულად განწყობილი ძალების იარაღად. მეორე თვალსაზრისი დარწმუნებული იყო, რომ კულტურა არის ადამიანის გაკეთილშობილების, ადამიანის ადამიანად გარდაქმნის საშუალება, რომ კულტურა ცივილიზაციური საწყისია, რომელიც განაპირობებს და უზრუნველყოფს საზოგადოებისა და საკუთარი თავის განვითარებას. პირველი თვალსაზრისი პესიმისტურია, მეორე ოპტიმისტური.

პესიმისტური თვალსაზრისი ჩაისახა ჟან-ჟაკ პუსოს (1712-1778 წწ.) შრომებში. რუსო ადამიანს განიხილავს, როგორც სრულყოფილ არსებას და მისი ცხოვრების ყველაზე სწორ წესად მიაჩნია ბუნების წიაღში ბუნებრივი ცხოვრება. საფუძველში, თავისი ბუნებით ასე თვლის რუსო და ბევრი მისი მიმდევარი _ ადამიანი ანტიკულტურულია, ის სტიქიურად გრძნობს, რომ კულტურა ბოროტებაა და გაჩენილია ადამიანის დათრგუნვისა და დაჩაგვრისათვის. ამ ზოგადი შეხედულებებიდან ,,პესიმისტები განსხვავებულ დასკვნებს აკეთებენ”. ფილოსოფოსები, რომლებიც მაინცდამაინც არ ეწინააღმდეგებიან რუსოს შეხედულებებს, მკაცრად აკრიტიკებენ მათი თანამედროვე კულტურის ტრადიციებს, რომელიც, მათი აზრით, განაპირობებდა არსებულ სოციალურ, ეკონომიკურ, ქონებრივ, პოლიტიკურ უთანასწორობას. ცივილიზაციის ცოდვებს მიაწერდნენ კერძო საკუთრების არსებობას, მის შედეგს _ ადამიანთა ძალაუფლებრივ უთანასწორობას სახელმწიფო სფეროში, ეს უკანასკნელი კი არსებითად ყოველთვის ანტიხალხურია. არანაკლები ბოროტებაა მეცნიერება და ხელოვნება, რომლებიც ხელს უწყობენ უთანასწორობას, ვერ უზრუნველყოფენ ზნეობრივი ნორმების სრულქმნას და ვერც მდიდარ და ბედნიერ ცხოვრებას. ბავშვები, ბუნების პირმშროები თავისუფალნი არიან უფროსების ნაკლოვანებებისა და ხარვეზებისაგან, მაგრამ მათი მშვენიერი მონაცემები ითრგუნება საზოგადოების მიერ, სადაც გაბატონებულია დესპოტიზმი, აღვირახსნილობა, უთანასწორობა. სწორედ ამიტომ რუსო და მისი მიმდევრები თვლიდნენ, რომ ბავშვი უნდა იზრდებოდეს ქალაქებისაგან მოშორებით, ბუნების წიაღში ბუნებრივი კანონების

11

Page 12:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

მოთხოვნების, ასაკის, ჯანმრთელობის, კლიმატის, ბავშვის მიდრეკილებებისა და უნარის გათვალისწინებით. ბავშვი უნდა აზიარო მარტივ ხელოსნობას, მიაჩვიო ცხოვრების ბუნებრივ წესს, რაც ძალზე განსხვავებულია ქალაქების მკაცრი და ხელოვნური წესისაგან, ქალაქებისა, რომლებიც წყლულებია კაცობრიობის სხეულზე. რუსოს იდეებმა არსებითი გავლენა იქონიეს ახალი დროების პედაგოგიკის განვითარებაზე. XIX საუკუნის კლასიკურმა პედაგოგიკამ თანამედროვე ცივილიზაციის ცდუნებათა მიმართ დამოკიდებულებაში დაამკვიდრა უარყოფითი ტრადიცია, შექმნა მრავალრიცხოვანი დახურული სასწავლო დაწესებულებები, რომლებშიც მოზარდი თაობა დაცული იყო ქალაქისა და კულტურის გამრყვნელი ზემოქმედებისაგან.

ადამიანისა და მისი ნების ძალაუფლებისადმი მიმართების საკითხები ფრიდრიხ ნიცშეს (1844-1900 წწ.) შრომებში გადაწყვეტილია პესიმიზმისა და ირაციონალიზმის პოზიციიდან. ადამიანი, ნიცშეს აზრით, დასაბამიდანვე ანტიკულტურულია, ის ბუნებრივი არსებაა, ხოლო კულტურა შექმნილია ადამიანის დათრგუნვისა და დამონებისათვის. მხოლოდ საზოგადოების მიერ შექმნილი კულტურული აკრძალვებისა, მორალური და სამართლებრივი ნორმების, აგრეთვე ხელოვნების წყალობით იქმნება სოციალური მითები და ილუზორული ოცნებები ჰუმანიზმზე, თავისუფლებაზე, სამართლიანობაზე, რომლებითაც სპეკულირებს დასავლეთის კულტურა. ამხელს რა საზოგადოების ამ ილუზიებს, მითებს, რომელთა წყალობით არსებობენ სუსტი, ავადმყოფი, არაფრისმაქნისი ადამიანები, ამით ნიცშე გზას უხსნის ზეკაცის ახალ ფილოსოფიას. ზეკაცისათვის ზნეობა არის დაცემა, დეგრადაცია, ბუნებრივი ნაბიჯებისა და სურვილების აკრძალვა. მორალს განიხილავს, როგორც გონის ჩარევას, რომელიც ზღუდავს ადამიანის სტიქიურ ინსტიქტებს, რის გამოც ის ავადდება, გადაიქცევა საკუთარი თავის უარმყოფელ არსებად.

მხოლოდ ზეკაცს ძალუძს კულტურული აკრძალვების (ტაბუს) უკუგდება რაც ხელს უშლის ყოფის მშვენიერების შეგრძნებაში. ის წყვეტს კავშირს საზოგადოებასთან, აღწევს პირად თავისუფლებას ე.ი. სიკვდილ-სიცოცხლის ტრაგიკულ ერთიანობას, თანახმად ანტიკური ღმერთის დიონისეს კულტისა.

ნიცშეს ფილოსოფიური შეხედულებები შემდგომში განავითარეს და განავრცეს გერმანელმა და ფრანგმა ექსისტენციალისტებმა, რომლებთანაც ჩამოყალიბდა უკვე საკუთარი კონცეფცია ადამიანისა და თანამედროვე ცივილიზაციის ურთიერთობაზე. მ.ჰაიდეგერი გამოდის უსახურების დიქტატის წინააღმდეგ, რომელიც აიძულებს ადამიანს დაემორჩილოს მისთვის გარეშე და უცხო გარემოებებს.

12

Page 13:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ჰაიდეგერის აზრით პიროვნებისა და მისი თვითმყოფადობის დამანგრეველი დასავლეთის კულტურის ძირითადი ბაზა მდგომარეობს სწორედ ადამიანის საგნებისა და მოვლენებისადმი დაქვემდებარებაში.

კულტურას დაქვემდებარებული ადამიანი გასხვისებულია საკუთარი თავისაგან, გაუსახურებულია და მტრულია ყველას და ყველაფრის მიმართ, მისთვის ეს ყოფიერება გადაიქცევა არარეალურად, სიყალბედ, ის ახდენს საკუთარი ცხოვრების მითოლოგიზაციას. ექსისტენციალიზმის ამ მიმდინარეობების წარმომადგენლები თვლიან, რომ ჭეშმარიტი ყოფიერებისათვის ბრძოლაში ადამიანმა უნდა უკუაგდოს მისი ნების დამთრგუნავი საგნები, სიმბოლოები, კულტურა და მიმართოს სიცოცხლეს, რომელიც ძლევს სიკვდილს, დამნაშავეობის, მიგდებულობის შიშს, ამით კი მოიპოვებს თავისუფლებას, როგორც მისი ჭეშმარიტი არსებობის საფუძველს.

ფაქტობრივად ამავე პოზიციას აგრძელებს ჟან-პოლ სარტრი, რომელიც წერს: ,,ჩვენ არ გვჯერა პროგრესის, რადგან ეს არის გაუმჯობესება, ხოლო ადამიანი ერთი და იგივე რჩება ცვალებადი ვითარების წინაშე”. სარტრს მიაჩნია, რომ თანამედროვე საზოგადოებას, დაფუძნებულს ტექნიკურ მიღწევებსა და წარმოების რაციონალისტურ ბიუროკრატიზმზე ადამიანი მიყავს ღირსების, შინაგანი თავისუფლების ე.ი. ჰუმანიზმის განადგურებისაკენ.

ეგზისტენციალიზმის მთავარი თეზისია - ,,ადამიანი - ეს არის თავისუფლება. რაც წარმოადგენს მარადიულ პრობლემას ადამიანისათვის, მისი ქცევის არჩევანის, მისი ბედის პრობლემას. ადამიანს მისჯილი აქვს არჩევანი, ის ყოველთვის არჩევანის სიტუაციაში იმყოფება. ადამიანის თავისუფლება არჩევანის თავისუფლებაა. ადამიანი თავად ირჩევს თავის ყოფას. ადამიანის თავისუფლებას ზღუდავს საზოგადოება, კულტურა. თავისუფლება უპირისპირდება მთელ საზოგადოებას მის კულტურას, მთელ ცივილიზაციას. ადამიანის ყოველი ნაბიჯი”, ირწმუნება სარტრი, განისაზღვრება არა გარემოთი, მემკვიდრეობით ან აღზრდით, არამედ თვით ადამიანით. ირჩევს რა თავის ნაბიჯებს ადამიანი ქმნის საკუთარ თავს, ქმნის თავის სამყაროს და ყალიბდება ისეთად, როგორადაც თავად ქმნის თავის თავს.

ადამიანი პასუხს აგებს თავის არჩევანზე და ბრალი იმაზე, რასაც ის ირჩევს (არსებობა საგანთა სამყაროში, კომფორტი, თავისუფლების უარყოფა, სიცოცხლე, როგორც კულტურისაგან დამოუკიდებელი საკუთარი არსის გამოვლენა) თვით ადამიანზე დევს.

ფ.ნიცშეს შეხედულებები კულტურაზე და ადამიანზე კულტურის სამყაროში უფრო ღრმად იქნა დამუშავებული ფსიქოანალიზის ფილოსოფიაში. ფსიქოანალიზის ფუძემდებელმა ზიგმუნდ ფროიდმა (1865-1939 წწ.) ავსტრიაში შექმნა პიროვნების ფსიქიკის დინამიური კონცეფცია. მან ხმამაღლა განაცხადა, რომ დასავლეთის

13

Page 14:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

კულტურის პირობებში პიროვნებას არ გააჩნია მდგრადი ფსიქიკა, მას აწუხებენ კომპლექსები. კომპლექსების საფუძველია წინააღმდეგობა პიროვნების სურვილებსა და კულტურის მიერ დადგენილ ჩარჩოებს შორის, რომელთაც ფროიდი თვლის ამკრძალავ, ტაბუდამდებ ჩარჩოებად. ამიტომ ყოველი ადამიანი, ფროიდის აზრით, ან ნერვოპათია ან იძულებულია მოახდინოს ლიბიდოს დაუხარჯავი ენერგიის სუბლიმირება ანუ გადანაცვლება და ხარჯვა ხელოვნებაში, მეცნიერებაში, პოლიტიკაში. ამგვარად, ფროიდის მიხედვით დასავლეთის მთელი კულტურა შექმნილია იმ ადამიანებიის მიერ, რომლებმაც ვერ ნახეს თავისი შესატყვისი სექსუალური პარტნიორი და იძულებული გახდნენ გადაერთოთ და დახარჯათ თავიანთი ენერგია დამღუპველი დასავლური კულტურის შექმნაზე.

ზ.ფროიდის მიმდევრებმა მეტი ყურადღება დაუთმეს კულტურის საკითხებს და შექმნეს კულტურული ფსიქოანალიზის განსაკუთრებული სკოლა (ფართოდ გავრცელდა აშშ და კანადაში). ამ სკოლის ცნობილი წარმომადგენელი ე.ფრომი ცდილობს შეაერთოს ფროიდის ფსიქოანალიზი და ადამიანის განსხვისების მარქსისტული კონცეფცია. თანამედროვე ადამიანი ყოველთვის არჩევანის წინაშეა ,,ქონდეს თუ იარსებოს” (ე.ფრომის ერთ-ერთი მთავარი ნაშრომის დასახელება). პროვნების კულტურაში ჩართვის საშუალებით ის იძენს სოციალურ თვისებებს, ეს კი უზრუნველყოფს მის ეფექტურ შეგუებას საზოგადოების მოთხოვნებთან, აყალიბებს და აძლიერებს მასში უსაფრთხობის გრძნობას. თანამედროვე საზოგადოებაში ნებისმიერი ადამიანის წინაშე დგება ცხოვრების საზრისის პრობლემა. გააკეთებს რა არჩევანს ადამიანი გადაიქცევა ან ყოფის სუბიექტად, ავლენს თავის შინაგან ღირსებას, შინაგანი სამყაროს სიმდიდრეს, ან გადაიქცევა ობიექტად, ნივთად, საბაზრო ურთიერთობების ნაწილად ანუ ნივთების, ფინანსების ან ყოფიერების სხვა გარეგანი ატრიბუტების მფლობელად. თუ ადამიანი აირჩევს არსებობის იმ წესს, რომელიც დაკავშირებულია ჭეშმარიტ ყოფიერებასთან, არსებობის ჰუმანურ პრინციპებთან, ადამიანი იძენს ჭეშმარიტ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, ინარჩუნებს საკუთარ ინდივიდუალობას, მთლიანობას, თავის განუმეორებელ ,,მე” -ს.

თუ აირჩევს ფლობასთან დაკავშირებულ არსებობის წესს, აღნიშნავს ე.ფრომი, არაჭეშმარიტი არსებობის ცდუნებას ადამიანი მიყავს კონფორმიზმისაკენ, საკუთარი ,,მე”-ს უარყოფისაკენ, ბრბოსა და მისი მიზნების მორჩილებისაკენ, ხშირად დესტრუქციული ქმედებებისაკენ, განადგურების მცდელობისაკენ, გარე სამყაროსა და საკუთარი თავის განადგურებისაკენ, რადგან უძლურია განახორციელოს ფლობის საბოლოო მიზნები.

კულტურის ოპტიმისტური კონცეფციის ერთ-ერთი დამაარსებელია იოჰან გოტლიბ ჰერდერი (1744-1804წწ.), გერმანელი ფილოსოფოსი და განმანათლებელი, რომელმაც თავის შრომებს საფუძვლად დაუდო ნებისმიერი ადამიანისა და ყოველი ერის შემოქმედებითი პოტენციალის ღრმა რწმენა, აგრეთვე ევროპული

14

Page 15:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ფილოსოფიის უმდიდრეს ტრადიციებთან ორგანულად შეერთებული XVIII საუკუნის ბუნებათმეცნიერების მიღწევები.

თანამედროვეები ჰერდერს ცივილიზაციის ერთიანობის აპოლოგეტს ეძახდნენ. კაცობრიობის პროგრესული განვითარების საფუძვლებს ჰერდერი ხედავს ჰუმანიზმისა და ზოგადსაკაცობრიოსიყვარულის მნიშვნელობის გააზრებასა და განვითარებაში. ის თვლის, რომ სწორედ ჰუმანიზმის პრინციპების თანმიმდევრული გატარება ცხოვრებაში განასხვავებს ადამიანს ყველა სხვა ცოცხალი არსებისაგან.

ჰერდერი აგროვებს ხალხურ პოეზიას, აანალიზებს სხვადასხვა ხალხების ენას, ხაზს უსვამს მათ დიდ მნიშვნელობას მათი ისტორიის გაგებაში. ამავე პოზიციიდან აანალიზებს ჰერდერი ბიბლიას, აღნიშნავს, რომ ბიბლია ასევე წარმოადგენს ხალხური ცხოვრების არქივს.

ჰერდერს უდავოდ და ბუნებრივად მიაჩნია ხალხებისა და მათი კულტურების ბუნებრივი საფუძვლების ორგანული ერთიანობა. მისმა შემოქმედებამ შესამჩნევი გავლენა იქონია კულტურის ოპტიმისტური კონცეფციების დამუშავებაზე, კულტურის, როგორც კაცობრიობის პროგრესული განვითარების საფეხურებზე, ე.ი. იმ კონცეფციებზე, რომლებიც XIX საუკუნეში ჩამოყალიბდნენ და დღემდე აქვთ გავლენა კულტურის თეორიისა და ისტორიის საკითხებზე.

თანამედროვე კულტურის მიმართ ოპტიმისტური დამოკიდებულება ახასიათებს დასავლეთის საინჟინრო-ტექნიკურ, მეცნიერულ ინტელიგენციას, რომლებიც კულტურის პრობლემებს უშუალოდ უკავშირებენ წარმატებებს ადამიანის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაში. ეს არის უ.როსტოუს ეკონომიკური ზრდის სტადიები, რ.არონის ერთიანი ინდუსტრიული საზოგადოება, დ.ბელის პოსტინდუსტრიული საზოგადოების თეორია და სხვა, სადაც მეცნიერებისა და ტექნიკის პერმანენტული მზარდი განვითარება განიხილება, როგორც თანამედროვე კულტურის მთავარი მიღწევა. თუმც ოპტომისტური კონცეფციების მომხრე მეცნიერთა და ფილოსოფოსთა შორის გაისმის განგაშის ხმები, დაიწყო საუბარი თანამედროვე კულტურის არსებობის საბოლოო მიზნებზე, კაცობრიობის ეკოლოგიურ და სხვა გლობალურ პრობლემებზე. განსაკუთრებით მკვეთრად ამ პრობლემებმა გაიჟღერეს თანამედროვე ცივილიზაციის ბაზაზე წარმოქმნილი კონფლიქტებით შეშფოთებულ მსოფლიოს დიდი მეცნიერებების მიერ შექმნილი რომაული კლუბის მანიფესტებში.

რომაული კლუბი აერთიანებს ასზე მეტ მეცნიერსა და ბიზნესმენს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რათა უფრო ღრმად გაეანალიზებინათ თანამედროვე სამყაროში მიმდი ნარე სოციოკულტურული პროცესები და ჩაფიქრებოდნენ სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის არაერთგვაროვანი შედეგების პროგნოზირებას.

15

Page 16:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

მიაქციეს საზოგადოების ყურადღება XXI საუკუნის შუაწლებისათვის მოსალოდნელ გლობალურ კატასტროფებს, თუ არ იქნებოდა მიღებული ეკონომოკის ,,ნულოვანი” ზრდა და სწორად გაგებული მსოფლიო თანამეგობრობის სოციალური, კულტურული, ფსიქოლოგიური პრობლემები. რომაული კლუბი და მათი მიმდევრები თვლიან, რომ კაცობრიობას ძალუძს წარმოქმნილი გლობალური პრობლემების გადაჭრა, პლანეტაზე სიცოცხლის შენარჩუნება.

კულტურის შინაარი. ხელოვნება და რელიგია როგორც სულიერი კულტურის საფუძველი.

კულტურის ჩვენს მიერ მიღებული განსაზღვრება საშუალებას გვაძლევს კულტურის ობიექტებს მივცეთ განზოგადებული შეფასება. მსოფლიოს თუ სამამულო კულტურის ისტორიის ასახსნელად სავსებით მისაღებია კულტურის, როგორც ადამიანის მიერ შექმნილ მატერიალურ და სულიერ ღირებულებათა ერთობლიობის გაგება. ამ მიდგომით კულტურა წარმოგვიდგება, როგორც ორნაწილიანი, მაგრამ ერთიანი და მთლიანი მოვლენა: მატერიალური კულტურა და სულიერი კულტურა. პირველში ადამიანის სული განხორციელებულია ნივთის ფორმით, როგორც ბუნებრივ ობიექტებზე შემოქმედებითი ზემოქმედების შედეგი. მატერიალურ კულტურაში იგულისხმება ენერგეტიკული და სანედლეულორესურსები, შრომის იარაღი, წარმოების ტექნოლოგია, ადამიანის გარემოს ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციის საშუალებები და ტრანსპორტი, საცხოვრებელი, სამსახურებრივი, გასართობი შენობები და ნაგებობები, მოხმარების განსხვავებული საშუალებები და სხვა.

სულიერი კულტურა, კულტურის მეორე ნაწილი, კაცობრიობის ერთიანი სულიერი გამოცდილება, ინტელექტუალური და სულიერი მოღვაწეობა და მისი შედეგები, რომლებიც განაპირობებენ ადამიანის, როგორც პიროვნების განვითარებას. სულიერი კულტურა არსებობს სხვადასხვა ფორმით: ჩვევები, ნორმები, ქცევის სახეები, ღირებულებები, იდეები, იდეალები, ცოდნა _ ჩამოყალიბებული კონკრეტულ ისტორიულ-სოციალურ პირობებში. განვითარებულ კულტურაში ჩამოთვლილი კომპონენტები გაფორმდებიან მოღვაწეობის შედარებით დამოუკიდებელ სფეროებად და იძენენ დამოუკიდებელი სოციალური ინსტიტუტების სტატუსს: მორალი, ხელოვნება, რელიგია, პოლიტიკა, ფილოსოფია, მეცნიერება და ა. შ.

საზოგადოების სულიერ კულტურაში მნიშვნელოვანი როლი განეკუთვნება ხელოვნებას. ეს არის ადამიანთა სულიერ-პრაქტიკული მოღვაწეობის სფერო, რომელიც მიმართულია სამყაროს მხატვრული წვდომისა და ათვისებისაკენ. ის მოწოდებულია დააკმაყოფილოს ადამიანის უნივერსალური მოთხოვნილება - აღადგინოს ადამიანის გარე სამყარო გრძნობადობის განვითარებული ფორმებით.

16

Page 17:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ხელოვნების სპეციფიკა, რაც საშუალებას გვაძლევს განვასხვავოთ ის ადამიანური მოღვაწეობის ყველა სხვა ფორმებისაგან მდგომარეობს იმაში, რომ ხელოვნება ითვისებს და გამოხატავს სინამდვილეს მხატვრულ-სახეობითი ფორმით. ის არის შედეგი კონკრეტული შემოქმედებითი მოღვაწეობისა და ამავდროულად არის კაცობრიობის ისტორიულ-კულტურული გამოცდილების რეალიზაცია. მხატვრული სახე წარმოადგენს გარე სინამდვილის არა მხოლოდ მსგავსებას, არამედ ავლენს მისდამი შემოქმედებით მიდგომას, თითქოს სურს შეავსოს რეალური ცხოვრება, ბოლომდე გაიაზროს ის.

მხატვრული სახე - არის ხელოვნების არსი, ეს არის ცხოვრების გრძნობად ფორმებში აღდგენა, განხორციელებული სუბიექტური, ავტორისეული პოზიციიდან. მხატვრულ სახეში კონცენტრირებულია მისი შემქმნელი კულტურისა და ადამიანის სულიერი ენერგია, ავლენს რა საკუთარ თავს სიუჟეტში, კომპოზიციაში, ფერში, ბგერაში, მნახველის ამა თუ იმ ინტერპრეტაციაში. სხვანაირად რომ ვთქვათ მხატვრული სახე შეიძლება განხორციელდეს თიხაში, საღებავში, ბგერაში, ქვაში, ფოტოგრაფიაში, სიტყვაში და ამავე დროს განხორციელდეს მუსიკალურ ნაწარმოებში, სურათში, რომანში, ფილმსა და სპექტაკლში.

როგორც ყოველი განვითარებადი სისტემა ხელოვნებაც გამოირჩევა მოქნილობითა და დინამიურობით, რომლის საშუალებითაც ის ახერხებს თავის რეალიზაციას განსხვავებულ სახეებში, ჟანრებში, სტილში, მიმართულებებში. ხელოვნების ნაწარმოების შექმნა და ფუნქციონირება მიმდინარეობს მხატვრული კულტურის ჩარჩოებში, სადაც მთლიანობაშია მოქცეული მხატვრული შემოქმედება, ხელოვნებათმცოდნეობა, მხატვრული კრიტიკა და ესთეტიკა. ხელოვნების სახეები _ ეს არის შემოქმედებითი მოღვაწეობის ისტორიულად ჩამოყალიბებული მდგრადი ფორმები, რომლებშიც რეალიზებულია ცხოვრებისეული შინაარსი, მათი მატერიალური ხორცშესხმა სხვადახვა საშუალებებით.

სახვითი ხელოვნება სამყაროს მრავალფეროვნებას წარმოადგენს საღებავებით, მარმარილოთი, თიხით და ა.შ. ე.ი. პლასტიკური მასალით.

ლიტერატურა გულისხმობს სიტყვაში რეალიზებული შემოქმედების მთელ სპექტრს. მუსიკას საქმე აქვს არა მხოლოდ ადამიანის ხმის ჟღერადობასთან, არამედ განსხვავებულ ტემბრებთან, რომლებიც იქმნება ბუნებრივი და ტექნიკური საშუალებებით (მხედველობაშია მუსიკალური ინსტრუმენტები).

არქიტექტურა და გამოყენებითი ხელოვნება სივრცეში არსებული მატერიალური კონსტრუქციებისა და ნივთების საშუალებით, რომლებიც აკმაყოფილებენ ადამიანთა პრაქტიკულ და სულიერ მოთხოვნილებებს, რთულად და მრავალნაირად გამოხატავენ თავიანთ სახეობრივ განსაზღვრულობას.

17

Page 18:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ხელოვნების ყოველ სახეს გააჩნია გვარი და ჟანრი, არსებობს ასევე შიდა ნაირსახეობები.

ხელოვნების სახეობითი თვისებები ვლინდებიან კონკრეტულ-ისტორიულ ეპოქაში და განსხვავებულ მხატვრულ კულტურებში, რადგანაც ხელოვნების თვით სახეებად დაყოფა დაკავშირებულია სამყაროს ადამიანისეული აღქმის თავისებურებებთან.

ხელოვნებას დიდი ადგილი განეკუთვნება საზოგადოების კულტურაში. მაგრამ სულიერი კულტურის უმთავრესი საყრდენი და ე.ი. ნებისმიერი ეროვნული კულტურის უმთავრესი საყრდენი არის რელიგია, იმ სოციოკულტურული ფუნქციების გამო, რომელსაც ის ასრულებს ყოველი ადამიანისა და ადამიანთა ერთობის ცხოვრებაში. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არის მსოფლმხედველობითი. რელიგიაში, როგორც სამყაროს ასახვის სულიერ-პრაქტიკულ ფორმაში ხორციელდება სამყაროს ცნობიერი გარდაქმნა, ცნობიერებაში მისი ორგანიზება, სადაც შემუშავდება სამყაოს გარკვეული სურათი, ნორმები, ღირებულებები, იდეალები და მსოფლმხედველობის სხვა კომპონენტები, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის მიმართება სამყაროსთან და გვევლინება მისი ქცევის ორიენტირისა და რეგულატორის როლში.

რელიგიურ ცნობიერებას განსხვავებით სხვა მსოფლმხედველობითი სისტემებისაგან გულისხმობს რა სისტემას ,,ადამიანი_სამყარო”-ში, შეაქვს მასში შუალედური წარმონაქმნი _ სარკალური სამყარო, ადარებს ამ სამყაროს თავის წარმოდგენებს ყოფიერებაზე მთლიანად და ადამიანური ყოფის მიზნებზე.

მაგრამ რელიგიური ცნობიერების მიზანი არ არის მხოლოდ შეუქმნას ადამიანს სამყაროს გარკვეული სურათი, არამედ, პირველ რიგში ისა, არის რომ ამ სურათის წყალობით გაიაზროს საკუთარი ცხოვრების აზრი. სწორედ ამიტომ რელიგიის მსოფლმხედველობით ფუნქციას საზრისის შემოქმედს უწოდებენ. რელიგიის სოციოლოგი დ.ბელის მიხედვით ,,რელიგია არის სიმბოლური სისტემა სამყაროს მთლიანობის აღსაქმელად და სამყაროსთან, როგორც მთლიანობასთან ინდივიდის კონტაქტის უზრუნველსაყოფად, რომელშიც ცხოვრებასა და ქმედებას გარკვეული მნიშვნელობა გააჩნია”. ადამიანი სუსტია, უსუსურია, დაბნეულია თუ ის გრძნობა სიცარიელეს, კარგავს იმის გაგებას თუ რა მოსდის მას. პირიქით, ადამიანის ცოდნა თუ რატომ ცოცხლიბს, რა საზრისი აქვს მიმდინარე მოვლენებს, გადააქცევს მას ძლიერად, ეხმარება დაძლიოს ცხოვრებისეული სიძნელეები, ტანჯვები და ზოგჯერ ღირსეულად შეხვდეს სიკვდილს, რადგან ეს ტანჯვები, სიკვდილი რელიგიური, მორწმუნე ადამიანისთვის სავსეა გარკვეული აზრით.

რელიგიის მსოფლმხედველობით ფუნქციასთან მჭიდრო კავშირშია მისი ლეგიტიმური (დამკანონებელი) ფუნქცია. რელიგიის ამ ფუნქციის თეორიული დასაბუთება-დაფუძნება განახორციელა სოციოლოგმა ტ.პარსონსმა. მისი აზრით სოციოკულტურული ერთობა ვერ იარსებებს თუ არ არის უზრუნველყოფილი მისი

18

Page 19:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

წევრების ქმედებების გარკვეული შეზღუდვა, მათი ჩაყენება გარკვეულ (ლეგიტიმირებულ) ჩარჩოებში, ქცევის დაკანონებული სახეებისადმი მიბაძვა და მათი დაცვა. ქცევის კონკრეტულ სახეებს, ღირებულებებსა და ნორმებს შეიმუშავებენ სამართლებრივ-მორალური და ესთეტიკური სისტემები. რელიგია კი ანხორციელებს მათ რეგულირებას ე.ი. თვით ღირებულებითნორმატიული წესრიგის არსებობის დაფუძბებასა და დაკანონებას. სწორედ რელიგია პასუხობს ღირებულებით-ნორმატიული სისტემის ყველა კითხვაზე, არიან თუ არა ისინი საზოგადოების განვითარების პროდუქტები და მაშასადამე არიან შეფარდებითი ხასიათის, თუ შეიძლება მათ სხვადასხვა სოციოკულტურულ გარემოში განიცადონ ცვლილებები, ან მათ გააჩნიათ ზესაზოგადოებრივი, ზეადამიანური ბუნება, ეფუძნებიან რაღაც უცვლელს, აბსოლუტურს, მარადიულს.

ამ კითხვებზე რელიგიური პასუხი განაპირობებს რელიგიის გადაქცევას არა ცალკეულიღირებულებების საფუძვლად, არამედ მთელი სოციოკულტურული წესრიგის საყრდენად.

მაშასადამე, რელიგიის ძირითადი ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ ნორმებს, ღირებულებებს, სახეებს მიანიჭოს აბსოლუტურობის, უცვლელობის სტატუსი, რაც არ არის დამოკიდებული ადამიანური ყოფის, სოციალური ინსტიტუტებისა და ა.შ. ე.ი. კონიუნქტურის დროულ-სივრცულ კოორდინატებზე. ეს ფუნქცია ხორციელდება ადამიანის სულიერი ცხოვრების ჩამოყალიბებით. სულიერება, ეს არის ადამიანის აბსოლუტთან, ყოფიერებასთან, როგორც ასეთთან, კავშირის სფერო. ამ კავშირს რელიგია აფორმებს. მას გააჩნია ,,სამყარო-კოსმოსის” განზომილება. რელიგიის წარმოშობა და ფუნქციონირება _ ეს არის ადამიანის პასუხი (რეაქცია) სამყაროსთან თანასწორობისა და ჰარმონიის მოთხოვნილებებზე.

რელიგია აყალიბებს ადამიანში დამოუკიდებლობისა და რწმენის ძლიერ გრძნობას. მორწმუნე ადამიანი სწორედ თავისი ღმერთის რწმენის საშუალებით დაძლევს უსუსურობას და ბუნებასა და სოციუმთან მიმართებაში საკუთარ თავში დაურწმუნებლობის გრძნობას. რელიგიური სულიერების პოზიციიდან მტკიცდება, რომ ძალებს, რომლებიც განაგებენ სამყაროს არ ძალუძთ ადამიანთა ყოფის სრული დეტერმინირება. პირიქით, ადამიანს შეუძლია იყოს თავისუფალი ბუნებისა და სოციუმის იძულებითი ზემოქმედებისაგან. ამ ძალების მიმართ მასში ჩადებულია ტრანსცენდენტური საწყისი, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს განთავისუფლდეს ყველა უსახური, ზებუნებრივი ძალების ტირანიისაგან.

ამგვარად, რელიგია ამკვიდრებს სულიერების პრიორიტეტს სოციალურ, ესთეტიკურ და სხვა ღირებულებით ორიენტირებსა და რეგულატორებზე, უპირისპირებს მათ რწმენის, იმედის, სიყვარულის სოციალურად ორიენტირებულ საერო ღირებულებებს.

19

Page 20:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

რელიგიის ამ ფუნდამენტური ფუნქციის გვერდით მოიხსენიება აგრეთვე ინტეგრაციული და დეზინტეგრაციული ფუნქციები. ცნობილი ფრანგი სოციოლოგი ე.დურკჰემი რელიგიის, როგორც სოციოკულტურული სისტემების ინტეგრატორის როლს ადარებდა წებოს, რადგანაც სწორედ რელიგია ეხმარება ადამიანს გაიცნობიეროს თავი როგორც საერთო ღირებულებებითა და მიზნებით შეკრული სულიერი მთლიანობა. რელიგია აძლევს ადამიანს სოციოკულტურულ სისტემებში თვითგამორკვევის საშუალებას და ამით აერთიანებს ადამიანებს ნათესაური ჩვევებით, შეხედულებებით, ღირებულებებით, რწმენით. რელიგიის ინტეგრაციურ ფუნქციაში განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ე.დურკჰემი ანიჭებდა ადამიანთა ერთობლივ მონაწილეობას საკულტო რიტუალებში, სწორედ კულტის საშუალებით რელიგია აკანონებს საზოგადოებას, როგორც სოციოკულტურულ სისტემას: ის ამზადებს ადამიანს სოციალური ცხოვრებისათვის, ავარჯიშებს მის მორჩილებას, აძლიერებს სოციალურ ერთიანობას, მხარს უჭერს ტრადიციებს, აღვიძებს და აძლიერებს კმაყოფილების გრძნობას.

რელიგიის ინტეგრაციული ფუნქციის საპირისპირო მხარეა მისი დეზინტეგრაციული ფუნქცია. გამოდის რა ამა თუ იმ ღირებულებების, ნორმატივების, რწმენის, კულტისა და ორგანიზაციის ბაზაზე სოციალური ერთიანობის წყაროდ, რელიგია ამით და ამავე დროს ამ ერთობას უპირისპირებს სხვა ერთობებს, რომლებიც ჩამოყალიბებული არიან სხვა ღირებულებით-ნორმატიული სისტემის საფუძველზე. ეს ურთიერთდაპირისპირება შეიძლება საფუძვლად დაედოს წინააღმდეგობას მართლმადიდებლებსა და კათოლიკებს, ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის. თანაც ეს კონფლიქტები, არცთუ ისე იშვიათად, გაცნობიერებულად მოხდება ამა თუ იმ გაერთიანებების წარმომადგენლების მიერ, რამდენადაც კონფლიქტი ,,სხვა” რელიგიურ ორგანიზაციებთან ხელს უწყობს შიდაჯგუფურ ინტეგრაციას, სხვისდამი მტრობა ზრდის, აძლიერებს ერთობის გრძნობას, უბიძგებს საყრდენი ეძიონ ,,თავისიანებში” .

რელიგიის საფუძველს წარმოადგენს ესა თუ ის საკულტო სისტემა, ე.ი. სოციალური მოქმედებების სისტემა, რაც დაკავშირებულია გარკვეულ წარმოდგენებთან ზებუნებრივ ძალებზე და მათთან შესაძლებელ კავშირზე. ისტორიული განვითარების პროცესში მიმდინარეობს საკულტო სისტემების ინსტიტუციონალიზაცია, მათი ამა თუ იმ სახით ორგანიზება. რელიგიის ორგანიზაციის ყველაზე განვითარებული ფორმა არის ეკლესია - მორწმუნეთა და კულტის მსახურთა გაერთიანება გარკვეული მოძღვრების საფუძველზე მაღალი სულიერი პირების ხელმძღვანელობის ქვეშ. ცივილიზებულ საზოგადოებაში ეკლესია წარმოადგენს შედარების დამოუკიდებელ ორგანიზაციას, სულიერ ძალაუფლებას, რომელიც ასრულებს გარკვეულ სოციალურ ფუნქციებს, მათ შორის წინა პლანზეა წამოწეული თავიანთი წევრებისათვის (მრევლისათვის) გარკვეული მიზნების, ღირებულებებისა და იდეალების ფორმირება.

20

Page 21:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

მოკლედ შევეხოთ კულტურის ფუნქციებს. დავრწმუნდით, რომ კულტურა არის სოციალური მოვლენა და სოციალური მოვლენების წარმოშობისა და ფუნქციონირების აუცილებელი ფაქტორი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ კულტურა შეიძლება განვიხილოთ მისი იმ ფუნქციების მიხედვით, რომელსაც ის ასრულებს საზოგადოებაში. ფუნქციად ითვლება ის როლი რასაც თავად ფენომენი ან მისი ნაწილი ასრულებს საზოგადოებაში. კულტუროლოგიაში ,,კულტურის” ფუნქციის ქვეშ იგულისხმება ინდივიდსა და საზოგადოებაზე კულტურის ზემოქმედების ხასიათი და მიმართულება, იმ როლების ერთობლიობა, რომელსაც ასრულებს კულტურა ადამიანთა ერთობების მიმართ. შესაძლებელია კულტურის სოციალური ფუნქციების განსხვავებულად აღწერა და ასევე მათი განსხვავებული კლასიფიკაცია.

შევჩერდეთ ზოგიერთ მათგანზე.

1. კულტურის ადაპტაციური ფუნქცია. კულტურა განაპირობებს ადამიანის ადაპტაციას, მისი ყოფის ბუნებრივ და ისტორიულ გარემოში. თვით ეს ტერმინი ლათინურია (ადაპტაციო) და ნიშნავს შეწყობას,

შეთანადებას. ყოველი ცოცხალი არსება ადაპტირებულია თავის გარემოსთან. მცენარეთა და ცხოველთა სამყარო ამას ახერხებს ბიოლოგიურ პროცესში ცვალებადობის, მემკვიდრეობითობისა და ბუნებრივი შერჩევის წყალობით, რომელთა საშუალებით თაობიდან თაობაში ფუნქციონირებენ და გენეტიკურად გადაეცემიან სხეულის ორგანოები და ქცევის მექანიზმები, უზრუნველყოფენ გადარჩენას გარემოს მოცემულ პირობებში (ეკოლოგიურ ნიშაში). ადამიანის ადაპტაცია სხვაგვარად მიმდინარეობს.

ბიოლოგიური ევოლუციის თავისებურებების წყალობით ადამიანს არ გააჩნია ერთი გარემო, ერთი ეკოლოგიური ნიშა. მას არყოფნის ინსტიქტები, მისი ბიოლოგიური ორგანიზაცია არ არის მორგებული არსებობის რაიმე კონკრეტულ ფორმას. ამიტომ მას არ ძალუძს სხვა ცოცხალი ორგანიზმების მსგავსად ბუნებრივი ცხოვრების წესში ყოფნა და გადარჩენისათვის იძულებულია შექმნას საკუთარი თავის ირგვლივ ხელოვნური, კულტურული გარემო.

ინსტინქტებით ადამიანის სიღარიბე, ბიოლოგიური არასრულფასოვნება, შეუგუებლობა გარკვეული ეკოლოგიური გარემოსადმი, კომპენსირებული იქნა მოჭარბებული უნარით აითვისოს ნებისმიერი ბუნებრივი პირობები თავისი არსებობისათვის ხელოვნური პირობების, ხელოვნური გარემოს შექმნის გზით. ე.ი. კულტურით. კულტურის განვითარებამ მისცა ადამიანს ის რაც დააკლო მას ბუნებამ _ დაცვა _ შესაძლებლობა დაეგროვებინა გამოცდილება, განეხორციელებინა ის უშუალოდ ცხოვრების უზრუნველმყოფელ ნორმებში, წესებში, ფორმებში (პირველ რიგში, უზრუნველყოფა საკვებით, საცხოვრებლით, სითბოთი, ჯანმრთელობის დაცვის მეთოდებითა და ტრადიციებით, ადამიანთა შორის ურთიერთდახმარებით).

21

Page 22:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ერთობისათვის კოლექტიური უშიშროების უზრუნველყოფა (თავდაცვა), და ერთობის წევრთა ინდივიდუალური უსაფრთხოება, მათი სიმდიდრისა და კანონიერი ინტერესების უზრუნველყოფა (დაცვითი სისტემა) და ა.შ. საბოლოო ჯამში, ადამიანის მიერ შექმნილი მთელი მატერიალური კულტურა, სოციალური ორგანიზაცია, ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ურთიერთობების სისტემა ასრულებს ადაპტაციურ როლს.

2. ადაპტაციურ ფუნქციასთან მჭიდრო კავშირშია კულტურის ინტეგრაციული ფუნქცია. კულტურა უზრუნველყოფს ადამიანთა სოციალურ ინტეგრაციას. ამავე დროს შეიძლება ვისაუბროთ კულტურის საფუძველზე განხორციელებული სოციალური ინტეგრაციის სხვადასხვა დონეზე. სოციალური ინტეგრაციის ზოგად დონედ ითვლება იმ საფუძვლების ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს მყარ კოლექტიურ არსებობასა და საქმიანობას საკუთარი ინტერესებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით, მათი ჯგუფური ურთიერთმოქმედების კონსოლიდირებისა და ეფექტურობის დონის ასამაღლებლად, იმ სოციალური გამოცდილების დასაგროვებლად, რომელიც იძლევა მათი სოციალური კვლავწარმოების, როგორც მდგრადი ერთობის გარანტიას.

სოციალური ინტეგრაციის მეორე დონეს უნდა მიეკუთვნოს ადამიანთა ერთობების ინტეგრაციული არსებობის ძირითადი ფორმების კულტურული უზრუნველყოფა. კულტურა აერთიანებს ხალხებს, სოციალურ ჯგუფებს, სახელმწიფოებს. ნებისმიერი სოციალური ჯგუფი, რომელშიც ჩამოყალიბდება კულტურა ამ კულტურით უფრო შეკრული და ერთიანი ხდება, რადგანაც ერთობის წევრებს შორის მკვიდრდება შეხედულებების, ღირებულებების, მრწამსის, იდეალების, ქცევის სახეების ერთნაირობა, ისეთი, როგორიც ამ კულტურას ახასიათებს. ამის საფუძველზე ხორციელდება ადამიანთა კონსოლიდაცია და თვითიდენტიფიკაცია, ყალიბდება ამ სოციალური ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის გრძნობა, ,,ჩვენი”-ს შეგრძნობა.

მაგრამ ,,ჩვენიანთა” სოლიდარობას შეიძლება ახლდეს სიფრთხილე და ანტიპათიებიც კი ,,სხვათა” მიმართ. ჯგუფური სოლიდარობის ფორმირება ,,ჩვენ” , გულისხმობს ,,სხვა” კულტურული წრეების არსებობას. ამიტომ ერთობის ინტეგრაციულ ფუნქციას გააჩნია მეორე მხარე _ ადამიანთა დეზინტეგრაცია, მსგავსად რელიგიისა, რასაც შეიძლება ნეგატიური შედეგები მოყვეს. ისტორია მოწმობს, რომ ერთობებს შორის კულტურული განსხვავება არცთუ იშვიათად იქცევა დაპირისპირებისა და მტრობის საფუძვლად.

3. ადამიანთა ინტეგრაცია ხორციელდება კომუნიკაციის საფუძველზე. ამიტომ საჭიროა შევეხოთ კულტურის კომუნიკაციურ ფუნქციას. კულტურა აყალიბებს ადამიანთა ურთიერთობის პირობებსა და საშუალებებს. მხოლოდ კულტურის ათვისების, მასთან შერწყმის წყალობით ყალიბდება ჭეშმარიტად ადამიანური ურთიერთობის ფორმები, რადგან სწორედ კულტურა იძლევა ურთიერთობის

22

Page 23:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

საშუალებებს _ ნიშანთა სისტემებს, ღირებულებებს. კომუნიკაციის ფორმებისა და საშუალებების განვითარება კაცობრიობის კულტურული ისტორიის მნიშვნელოვანი ასპექტია. ანთროპოგენეზის ყველაზე ადრინდელ საფეხურებზე, ჩვენი შორეული წინაპრები ერთმანეთთან კონტაქტებს ამყარებდნენ ჟესტებისა და ხმების უშუალო ასახვით. კომუნიკაციის პრინციპულად ახალი საშუალებაა დანაწევრებული მეტყველება. ენის განვითარებით ადამიანებს გაუჩნდათ ძალზე ფართო შესაძლებლობები ინფორმაციების ურთიერთმიწოდებისათვის. უფრო გვიან ყალიბდება დამწერლობა და უამრავი სპეციალიზირებული ენები, სამსახურეობრივი და ტექნიკური სიმბოლოები. მათემატიკური, ტოპოგრაფიული, მხაზველობითი, სანოტო-მუსიკალური, კომპიუტერული და ა.შ. ყალიბდება ინფორმაციის გრაფიკულ, ხმოვან, ვიდეო და სხვა ტექნიკური ფორმებით ფიქსაციის სისტემები, მათი ტირაჟირებისა და ტრანსლაციის საშუალებები, აგრეთვე ინსტიტუტები, რომლებიც აგროვებენ, ინახავენ და გადასცემენ ინფორმაციებს.

4. სოციალიზაციის ფუნქცია. კულტურა არის სოციალიზაციის მნიშვნელოვანი ფაქტორი, განსაზღვრავს მის შინაარსს, საშუალებებს, ხერხებს. სოციალიზაციის ქვეშ იგულისხმება ინდივიდთა ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მათ მიერ იმ სოციალური გამოცდილების, ცოდნის, ღირებულებების, ქცევის ნორმების შეძენა, რომელიც ამ საზოგადოებასა და სოციალურ ჯგუფს ახასიათებს. სოციალიზაციის პროცესში ადამიანები ითვისებენ კულტურაში არსებულ და შემონახულ პროგრამებს და სწავლობენ, იცხოვრონ, იაზროვნონ და იმოქმედონ მათ შესაბამისად. სოციალიზაციის პროცესი საშუალებას აძლევს პიროვნებას იქცეს ერთობის სრულუფლებიან წევრად, დაიკავოს მასში განსაზღვრული პოზიცია და იცხოვროს ისე, როგორც ამას მოითხოვს მოცემული საზოგადოების ტრადიციები. ამასთან ერთად სოცალიზაციის პროცესი უზრუნველყოფს ადამიანთა ერთობების, მისი სტრუქტურისა და ცხოვრების ჩამოყალიბებული ფორმების შენარჩუნებას. ისტორიულ პროცესში საზოგადოებისა და სოციალური ჯგუფების ,,პერსონალური შემადგენლობა” მუდმივად იცვლება, ახლდება, იცვლებიან შემსრულებლები, რადგან ადამიანები იბადებიან და კვდებიან. მაგრამ სოციალიზაციის წყალობით შედიან და ეზიარებიან, უერთდებიან დაგროვილ სოციალურ გამოცდილებას და მისდევენ ამ გამოცდილებაში დაფიქსირებულ ქცევის წესებს. რა თქმა უნდა საზოგადოებრივი ცხოვრება არ არის გაყინული, მასში მიმდინარეობს გარკვეული ცვლილებები. მაგრამ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყველა ნოვაცია ასე თუ ისე განპირობებულია წინაპრებისაგან მემკვიდრეობით მიღებული ცხოვრებისეული ფორმებითა და იდეალებით და აგრეთვე თაობიდან თაობაში ტრანსლაციას განიცდის სოციალიზაციის წყალობით.

საბოლოოდ კულტურაზე თეორიული რეფლექსია ობიექტურობით ხასიათდება. კულტურის არსს ძირითადად განსაზღვრავს ხელოვნება და რელიგია, რომელთა მამოძრავებელია დინამიური ცნობიერება.

23

Page 24:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ცნობიერება ადამიანური მოვაწეობის ძირითადი ღერძია. აქ, ადამიანის ცნობიერებაში ჩამოყალიბებული სამყაროს ხატი განაპირობებს კულტურის შინაარსს.

ძველი ახლო აღმოსავლეთი

ეგვიპტე და შუამდინარეთი

ძველი აღმოსავლეთის კულტურის თავისებურებები. ჩვენს წელთააღრიცხვამდე მესამე ათასწლეულში კაცობრიობის ისტორიაში ხდება უზარმაზარი გარდატეხები. ჩრდილოეთ აფრიკასა და სამხრეთ აზიის დიდი მდინარეების _ ნილოსის, ტიგროსის, ევფრატის, განგის, ხუანხეს ნაპირებზე აღმოცენდნენ ძლიერი მონათმფლობელური სახელმწიფოები, აქ ყალიბდება უნიკალური კულტურა.

ძველაღმოსავლური სახელმწიფოები მეტწილად დესპოტური (განუსაზღვრელი ძალაუფლება) სახელმწიფოებია. ისინი მოწყობილი არიან აბსოლუტური ერთიანობის პრინციპების შესაბამისად და გამორიცხავენ ადამიანის ინდივიდუალური თავისუფლების გამოვლენის ყველა მომენტს. ასეთ ერთიანობას უზრუნველყოფდა უმაღლესი მმართველი (ფარაონი, იმპერატორი), რომელიც გაიგივებულია ან უტოლდება ღმერთს, ფლობს აბსოლუტურ ძალაუფლებას, ქვეშევდრომთა სიცოცხლესა და სიკვდილზე მისი სიტყვა კანონია.

ძველი აღმოსავლეთის ცივილიზაცია ერთ-ერთი ნათელი პერიოდია მსოფლიო კულტურის განვითარების ისტორიაში. ძველი აღმოსავლეთი, როგორც კულტურული მთლიანობა, როგორც კულტურული ერთეული გულისხმობს ეგვიპტესა და მესოპოტამიას, ასევე ინდოეთსა და ჩინეთს.

სწორედ აქ ყალიბდება პირველი სახელმწიფოები, აქ ხდება შრომის დიდი დანაწილება, კერძო საკუთრების აღმოცენება, დამწერლობა, ჩნდება საზოგადოების ფენობრივი (კასტური) დაყოფა.

ძველი ცივილიზაციის ქრონოლოგიური საზღვრები პირობითია: ქვედა საზღვარი _ ეს არის ირველყოფილი საზოგადოება (სახელმწიფომდე, დამწერლობამდე); ზედა საზღვარი _ ეს არის პერიოდი, როდესაც შეიქმნენ ერთიანი მსოფლიო რელიგიები.

ძველი აღმოსავლეთის ცივილიზაციებს ახასიათებს მსგავსი ნიშნები, არსებითი თავისებურებები:

_ პრაქტიკულად ძველი აღმოსავლეთის ყველა ქვეყნები ტერიტორიულად ჩამოყალიბდნენ დიდი მდინარეების ხეობებსა და დაბლობებში. ამიტომ ამ ხალხების ძირითადი სამეურნეო საქმიანობა ეს არის სოფლის მეურნეობა, მიწათმოქმედება (მელიორაციული), რაც ხელს უწყობს მოსახლეობის დამაგრებას

24

Page 25:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ერთ ადგილზე და აყალიბებს გვაროვნული თემისაგან განსხვავებული კულტურის ტიპს;

_ ძველი აღმოსავლეთის ყველა დესპოტიებში შეიქმნა ადამიანთა თანაცხოვრების ახალი ფორმა _ ქალაქი, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო განსაზღვრულ ტერიტორიაზე ადმინისტრაციული, სამეურნეო, სამხედრო და კულტურული ცენტრის ფუნქციები. აქ კონცენტრირებულია ხელოსნური მრეწველობა, მართვის აპარატი და კულტის მსახურები;

_ ძველი აღმოსავლეთის ქვეყნების სულიერი კულტურა, პირველ რიგში, ეს არის მოსახლეობის რელიგიურ-მითოლოგიური შეხედულებები, გაიდეალებულია არა მხოლოდ ბუნებრივი ძალები, არამედ, დესპოტური სახელმწიფოეის სიძლიერე. ძველმა აღმოსავლეთმა ვერ დასძლია ადამიანის სამყაროსადმი მითოლოგიური მიმართება. განმსაზღვრელია ცის კულტი და მიწისა და ცის წმინდა კავშირი.

ადამიანებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ციური მნათობები ზემოქმედებენ დედამიწის ბინადრებზე, მათ სჯერათ, რომ მეფე თუ ფარაონი ცის შვილია და ამის გამო მოწოდებულია მართოს ისინი. მხოლოდ მკაცრი, ცენტრალიზებული ძალაუფლება იწვევს საზოგადოების რიგით წევრებში ძალის ასოციაციას, უნარს უზრუნველყოს წესრიგი და ქვეყნის აყვავება;

_ ძველი აღმოსავლეთის ყველა ქვეყნის ჩამოყალიბებას თან სდევს დამწერლობის აღმოცენება, რაც თავის განვითარებაში დიდ გზას გადის პიკტოგრაფიულიდან იეროგლიფურ დამწერლობამდე, ძველი აღმოსავლეთის კულტურა სინკრეტილი და კანონიკურია. სინკრეტულობა ვლინდება იმაში, რომ ყველა წარმოდგენები (მაგიური, მეცნიერული, მხატვრული) განუყოფლად არიან დაკავშირებული ერთმანეთთან. კანონიკურობა კი აისახება სამყაროზე შეხედულებების მსგავსებასა და კოლექტიურობაში, სადაც ინდივიდუალური თვალსაზრისი გამორიცხულია.

ამავე დროს, სწორედ ძველი აღმოსავლეთის ცივილიზაციებში იწყება ჭეშმარიტების ცნების დამკვიდრება პირველ ბრძენთა მიერ, რომლებმაც დასძლიეს შიში სიკვდილისა და ტრადიციების ავტორიტეტის წინაშე. კაცობრიობის კულტურის ისტორიაში სამუდამოდ დარჩებიან ბუდა და კონფუცი, ბიბლიური წინასწარმეტყველები და ზოროასტრი, ასევე დიადი წიგნები, რომლებშიც გადმოცემულია მათი მოძღვრებები: ვედები, ბიბლია, ყურანი. აქ პირვლად გაიჟღერეს უნივერსალურმა თემებმა, სიუჟეტებმა, იდეებმა, რომლებიც უცვლელი და მარადიულია შემდგომი ეპოქის სულიერი კულტურისათვის.

ყოველი ცალკე აღებული ძველი ცივილიზაციების მიღწევები კულტურის სფეროში _ ეს არის არა მხოლოდ მისი წინა ისტორიის განვითარების შედეგი, ასევე არის სხვა ცივილიზაციების კულტურული მიღწევების რეზულტატიც. სახელმწიფოებს შორის მჭიდრო კონტაქტები და ურთიერთგაცვლები ხორციელდებოდა ვაჭრობით,

25

Page 26:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

მოგზაურობებით, სამხედრო თავდასხმებითა და ომებით. მაგრამ, მაშინაც კი, როდესაც ნადგურდებოდა დამარცხებული სახელმწიფო და ხალხები, გამარჯვებულები ხშირად ითვისებდნენ დამარცხებულის კულტურულ ღირებულებებს, ტრადიციებსა და მემკვიდრეობას. ამ თვალსაზრისის კლასიკური დადასტურებაა ბერძნული კულტურის მიღწევების გადმოტანა რომაელების მიერ, მას მერე, რაც მათ Iს. (ჩვ.ერამდე) დაიპყრეს ელინისტური საბერძნეთი.

მეორე მხრივ, იმათაც კი, ვინც ტყვედ მოხვდებოდა, ასევე შექონდა გამარჯვებულის კულტურაში თავისი ღირებულებები. ამ კუთხით ყურადღების ღირსია ჯვაროსნული ლაშქრობები და მრავალი სხვა ე.წ. ხალხთა დიდი მასების შეხებები.

ეგვიპტე

ძველი ეგვიპტური კულტურის ძირითადი მიღწევები. ეგვიპტის კულტურის ისტორია სამი ათასი წლისაა და შედგება რამოდენიმე ეტაპისაგან:

_ ეპოქა დინასტიების აღმოცენებამდე (IV ათასწლეული ჩვენს ერამდე);

_ ადრინდელი სამეფოები (XXX_XXVIII სს. ჩვენს ერამდე);

_ ძველი სამეფო (XXVIII_XXIII სს. ჩვენს ერამდე);

_ შუა სამეფო (XXII_XVIII სს. ჩვენს ერამდე);

_ ახალი სამეფო (XXVI_XI სს. ჩვენს ერამდე);

_ გვიანდელი სამეფო (XI ს._332 წ. ჩვენს ერამდე).

332 წ. ალექსანდრე მაკედონელის ჯარები შევიდნენ ეგვიპტეში და ამით მთავრდება ეგვიპტური წარმართული კულტურა. აქედან იწყება ბერძნული კულტურის ელინისტური ეპოქა, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ეგვიპტური კულტურაც.

ეგვიპტური კულტურის სპეციფიკურობა შემდეგი ნიშნებით განისაზღვრება:

_ სახელმწიფოებრიობის ადრე ჩასახვა;

_ ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, ტერიტორიის ჩაკეტილობა, რაც აძნელებდა გარე ურთიერთობებს და საშუალება მისცა ძველეგვიპტურ კულტურას შეენარჩუნებინა ტრადიციების მდგრადობა;

26

Page 27:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

_ ხელოვნების, რელიგიურ-მითოლოგიური შეხედულებების, მიღმა სამყაროს კულტისა და ფარაონების გაღმერთებული ძალაუფლების მჭიდრო კავშირი;

_ ინდივიდუალური ,,მე”-სა და დამოუკიდებელი შემოქმედებითი საწყისის დაბალი დონე.

მსოფლიო კულტურას არა აქვს სხვა მაგალითი იმისა, რომ სამი ათასი წლის განმავლობაში ქვეყანა ინარჩუნებდეს უცვლელ სახელმწიფოებრივ წყობას, ფარაონთა ინსტიტუტის დღეგრძელობას, ერთი და იგივე ტიპისა და სტილის ხელოვნებას. ნილოსის ნაპირებზე არაფერი არ იცვლებოდა ათასწლეულების განმავლობაში, აქ თითქოს გაიყინა დროის დინება და შედეგად დიდი მნიშვნელობა შეიძინა რელიგიურ-მითოლოგიურმა შეხედულებებმა. განვითარების ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ეგვიპტემ განვლო რელიგიური შეხედულებების პრაქტიკულად ყველა უძველესი სახეები, რომელთაც იცნობდა ძველი სამყარო. ესაა ბუნებისა და წინაპრების კულტი, ტოტემიზმი, ანიმიზმი, ფეტიშიზმი, მაგია. მთელი თავისი არსებობის მანძილზე ეგვიპტურ რელიგიას არ უღალატია მცენარეების, ცხოველების, ბუნებრივი სტიქიებისა და ცალკეული საგნების კულტისათვის.

რელიგიური მოღვაწეობა იყო სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ფუნქცია. სწორედ ის განსაზღვრავდა მის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ სტრუქტურებს. ეგვიპტური რელიგია ეფუძნება მითებს, სიმბოლოებს, რიტუალებს. უნდა ითქვას, რომ ვერც შინაგანი და ვერც გარეგანი ცვლილებები არსებითად ვერ ცვლიდნენ ეგვიპტური რელიგიის არსსა და სახეს. მთელი ისტორიის განმავლობაში მას ახასიათებს სინკრეტიზმი, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ერთი ღვთაების ნიშნებსა და თვისებებს ავრცელებდა სხვა ღვთაებებზე, ან სულაც აერთიანებდა მათ. მესამე ათასწლეულის შუა პერიოდში, ე.წ. ,,ძველ სამეფოში” ეგვიპტელთა რელიგიური შეხედულებები მკაცრი სისტემის სახით ჩამოყალიბდნენ. ქვეყანას არ ქონდა სახელმწიფოებრივი რელიგია, მაგრამ ეგვიპტური პანთეონის მთავარ ღმერთად მაინც ითვლებოდა ქაოსიდან დაბადებული და სიბნელის დამმარცხებელი _ რა _ მზე. მითოლოგიური შეხედულებების თანახმად სწორედ ღმერთმა რამ შექმნა სამყარო, ადამიანები და მრავალი ღმერთები.

განსაკუთრებული ადგილი ეგვიპტურ მითოლოგიაში უკავია ღმერთი ოსირისის კულტს. ეგვიპტელებისათვის ახლო და მისაღები იყო ღმერთი, რომელიც ადამიანის მსგავსად იტანჯებოდა,

მაგრამ თავისი სასწაული აღდგომის შემდეგ გადაიქცა მიცვალებულთა მიწისქვეშა სამეფოს მფლობელად. ოსირისის კულტში უბრალო ადამიანი სიმშვიდეს პოულობდა, მას შეეძლო ქონოდა იმედი, რომ ღმერთი, რომელმაც შეიცნო ბოროტება, ტანჯვა და სიკვდილი შესძლებს მის არა მხოლოდ დამშვიდებას, არამედ დაცვასაც.

27

Page 28:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ღმერთების მემკვიდრედ ითვლებოდა ფარაონი. მან სამართავად მემკვიდრეობით მიიღო მიწა და ვალდებული იყო დაეცვა, როგორც ყველაზე ძვირფასი სიმდიდრე. ფარაონის რელიგიურ მოვალეობად ითვლებოდა ტაძრების მშენებლობა, დასახლება და საქმიანობით უზრუნველყოფა. თავის მხრივ, ტაძარი ეგვიპტური რელიგიის განუყოფელი ნაწილია. გარდა სულიერი და კულტურული ფუნქციებისა ტაძარი ქმნიდა და ანაწილებდა ქვეყნის სიმდიდრეს. არსებითია ისიც, რომ ეგვიპტელთა ძველმა, მდგრადმა და კონსერვატიულმა რელიგიურ-მითოლოგიურმა სისტემამ ერთ მთლიანობად შეკრა მეცნიერების, ტექნიკისა და ხელოვნების სფეროში ყველა პირველყოფილი გამოვლენები.

ღმერთების კულტი უშუალოდ იყო დაკავშირებული მიცვალებულთა კულტთან და ამის შედეგად უზარმაზარი მნიშვნელობა შეიძინა მიღმა სამყაროს რწმენამ. ყოველივე ეს აიძულებდა ეგვიპტელებს აეგოთ მრავალრიცხოვანი აკლდამები, შეემოსათ ისინი ქანდაკებებითა და დამწერლობებით, რომლებშიც ასახული იყო ეგვიპტელთა საკულტო შეხედულებები და მრავალი სცენები რეალური ცხოვრებიდან. მათ შორის ყველაზე ცნობილია პირამიდები. უხსოვარი დროიდან ისინი ,,შვიდ საოცრებათაგან” ერთ-ერთად ითვლებოდნენ და განსაცვფრებელ შთაბეჭდილებას ახდენს თანამედროვეებზეც.

მესამე ათასწლეულის დასაწყისში აიგო ფარაონ ჯოსერის პირველი საფეხურებიანი პირამიდა. ამავე ათასწლეულში სამეფო პირამიდებმა მიიღეს კლასიკური ფორმები და განსაცვიფრებელი ომები.

ყველაზე მაღალი პირამიდა (147 მ.) ეკუთვნის ფარაონ ხეოპსს. ასეთი, დროის დინებისადმი გულგრილი ქვის მთის შექმნით, მისთვის გააზრებული გეომეტრიული ფორმის მინიჭებით, შეიძლება ითქვას, ადამიანი ეჯიბრება ბუნების ძალებს, საკუთარ პირმშროს უპირისპირებს მის დამანგრეველ სტიქიას.

პირამიდების მშენებლობის პერიოდში ქვეყნის მთელი საზოგადოებრივი ძალები ემსახურებიან ერთადერთ მიზანს _ აიგოს ფარაონის აკლდამა. აქ ალბათ ყველაზე ტრაგიკული სახით ეჯახებიან ერთმანეთს ხალხის შემოქმედებითი საწყისი ძალა და ძალაუფლების არაადამიანური დესპოტიზმი.

მკაცრი გეომეტრიული გათვლები, გაწონასწორებული პროპორციები ახასიათებს ეგვიპტური ტაძრების არქიტექტურას, რომელთა ნანგრევები დღეს ბევრგან არის შემორჩენილი. ამავე დროს ტაძრული ნაგებობები ისე იყო განლაგებული, რომ იქმნებოდა ურთიერთშემცვლელი ეფექტების მთლიანი ჯაჭვი, ადამიანებზე რომ ზემოქმედებენ თანდათანობით მზარდი სიძლიერით. ტაძარში შესვლამდე ადამიანს უნდა გაევლო სფინქსების (ბერძ. ადამიანის თავიანი მწოლიარე ლომის ფიგურა) ხეივანი, შემდეგ, რელიეფებით შემკული უზარმაზარი კოშკები. ვიწრო ჭიშკარში შესული მოხვდებოდა სვეტებით მორთულ ჩაკეტილ ეზოში, აქედან გზა მიდის ტაძრის სიღრმეში მრავალსვეტიან, დამწერლობებით, რელიეფებით, რელიგიური

28

Page 29:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ტექსტებით მორთულ ჩაბნელებულ დარბაზში. ამ საიდუმლოებებით მოცულ სვეტების ტყეს შემთხვევით არა აქვს მცენარეული ფორმები. ყოველივე ეს მოსულს აღუძრავდა ზებუნებრივი ძალების წინაშე უძლურების შეგრძნებას და ამზადებდა მას ყველაზე ბნელსა და საიდუმლო წმინდანთან შესახვედრად, რომელიც მას ელოდებოდა ნაგებობების ამ ანსამბლის შორეულ სიღრმეში.

ზებუნებრივისა და საიდუმლოების თემას ემსახურებოდა ტაძრების არქიტექტურის ყოველი დეტალი, ნაგებობის ფორმა და ზომები, სინათლისა და სიბნელის შეხამება, სვეტებისა და ობელისკების მწკრივები, რომლებშიც პირველად იქნენ მხატვრულად გააზრებული არქიტექტურული მოტივები და რომელთაც ეძლეოდათ ძალზე განსხვავებული ფორმები (ლოტოსი, პალმა და ა.შ.). ასეთებია სატაძრო კომპლექსები კარნაკესა და ლუკსორაში.

ახალი სამეფოს მეორე ნახევარში იქმნება მიღმა სამყაროსადმი მიძღვნილი კლდეში გამოჭრილი ტაძრების მთელი რიგი. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა რამზეს მეორეს დიდი ტაძარი აბუ-სიმბელეში, რომლის შესასვლელი მორთულია მმართველის ოცმეტრიანი ქანდკებით .

მიცვალებულების კულტმა განაპირობა ქანდაკებების გაჩენა. მიღებული იყო ადამიანის ფიგურების გამოსახვის ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი წესები. სტატუაში (დიდი თუ მცირე) ადამიანი წარმოდგენილია გაყინული, გაქვავებული სახით, ყოველგვარი დინამიზმის გარეშე. მოძრაობა შეიძლება განვითარებულიყო მხოლოდ ერთი მიმართულებით, მკაცრად წინ. არ არსებობს არც ერთი ეგვიპტური სტატუა, სადაც ადამიანი გამოსახული იყოს შებრუნებული სახით. თუ ეს იყო რელიეფი, მაშინ ადამიანის ფიგურა გამოისახება სიბრტყეში ისე, რომ ყოველი მისი ნაწილი მაქსიმალურად ჩანდა.

ძველი ეგვიპტის სკულპტურა განსხვავებული შინაარსისაა. სახელმწიფოში არსებობდა სკულპტურის, როგორც ოფიციალური (სადღესასწაულო) მიმართულება (კლდეებში გამოჭრილი უზარმაზარი ქანდაკებები), ასევე საყოფაცხოვრებო ჟანრისა, სადაც აღბეჭდილია უბრალო ხალხის ყოველდღიური ცხოვრების სცენები.

ძველეგვიპტური სკულპტურული ხელოვნების მნიშვნელოვანი მიღწევაა სკულპტურული პორტრეტი. მის გაჩენას ხელი შეუწყო ეგვიპტელთა რწმენამ, რომ ადამიანის სულის გადასარჩენად მის აკლდამაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო მისივე პორტრეტი. ამ მხრივ ჭეშმარიტად შედევრად ითვლება დედოფალ ნეფერტიტის პორტრეტი, რომელიც განეკუთვნება ძველეგვიპტური ხელოვნების კლასიკურ, ე.ი. ამარნულ (ფარაონ ამენხოტეპ IV 1424_1406 წწ. ჩვ.ერამდე) პერიოდს. ამ პერიოდისათვის ეგვიპტეში უკვე გაბატონებულია მონოთეიზმი (ერთღმერთიანობა), ე.ი. ყველა თაყვანს სცემდა ერთ ღმერთს _ ატონს, რომლის სიმბოლოა გაფანტულ სხივებიანი მზის დისკო, რომელთა ბოლოები ხელისგულებია, თითქოსდა სიცოცხლეს გჩუქნიან. თვით ფარაონი სახელს

29

Page 30:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

შეიცვლის _ ამანხოტეპს ეხნატონად, ისე, როგორც ისურვა ღმერთმა და აშენებს ახალ დედაქალაქს _ ახეთ-ატონს ( დღეს ელ-ამარნა).

ამარნული პერიოდის ხელოვნებაში ჩნდება საერო სიუჟეტები. ამ პერიოდის მხატვრული ნაწარმოებები გამოირჩევიან ღრმა ინდივიდუალურობით, დახვეწილობით და ადამიანური სითბოთი, ლირიკულია და სულისაღმძვრელი, ფაქიზი და კეთილშობილი. ასეთია მეფის ოჯახის წევრთა სკულპტურული პორტრეტი, სასიყვარულო ლირიკა, პაროდიები, იგავები, დეკორაციულ_გამოყენებითი ხელოვნება, რელიეფები. ეხნატონის სიკვდილის შემდეგ მაღალი ფენა და ქურუმები შეეცდებიან ისტორიული მეხსიერებიდან ამოშალონ ეხნატონისეული ეგვიპტური რეფორმები, თუმცა შემდგომი ეპოქების მხატვრული კულტურა მაინც განიცდის მათ ზეგავლენას.

ძველეგვიპტური ხელოვნება საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებს საკუთარ ხასიათს და ვითარდება კიდეც. მიცვალებულთა სკულპტურული პორტრეტები უკვე იცვლება ფერწერულით, ენკაუსტიკის (ფერადი სანთლის) ტექნიკით შესრულებული ტილოებით. ამ მანერით შესრულებულ რიტუალურ პორტრეტებს შემდგომში დაერქმევათ ,,ფაიუმის პორტრეტი” _ (ეგვიპტური პროვინციის ელფაიუმის მიხედვით, სადაც პირვლად იქნა აღმოჩენილი ნეკროპოლში (I-IIსს.)) თუმცა ეგვიპტურმა წარმართულმა კულტურამ უკვე ამოსწურა თავისი თავი, მისი მხატვრული გამოცდილება გამოყენებული იქნება მომავალში _ ადრექრისტიანულ და ისლამურ ტრადიციებში.

ჩვენს წელთააღრიცხვამდე 30 წლით ადრე რომმა შემოიერთა ეგვიპტე. ალექსქნდრე მაკედონელის მიერ დაარსებული ალექსანდრია გადაიქცა რომის იმპერიის აღმოსავლური პროვინციების კულტურულ ცენტრად. სწორედ აქ იქნა დაფუძნებული მუსეიონი, რომელიც თავისი ფუნქციებით გვაგონებს თანამედროვე სამეცნიერი_კლტურულ ცენტრს, აქვეა ალექსანდრიის ცნობილი ბიბლიოთეკა, სადაც შემონახულმა წიგნებმა გვამცნო ეგვიპტელთა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მეცნიერული მიღწევები:

_ პაპირუსის შექმნა, ე.ი. საწერი მასალა, ქაღალდის წინამორბედი;

_ წრის ფართობის, წაჭრილი პირამიდის მოცულობის, ნახევარწრის ზედაპირის ფართობის განსაზღვრა;

_ კალენდარი, რომლის მიხედვით წელიწადი შედგება 12 თვისაგან, ყოველი თვე 30 დღისაგან, დღე-რამე 24 საათისაგან და ბევრი რამ სხვაც.

ეგვიპტურმა რელიგიამ არსებითი გავლენა იქონია ქრისტიანული მოძღვრების ჩამოყალიბებაზე.

30

Page 31:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ბიბლიური სიუჟეტები ღარიბი ლაზარეს შესახებ, თვით ქრისტესა და ქალწული მარიამის შესახებ, იდეები მიღმურ სამყაროზე, განკითხვის დღეზე, ,,სამოთხისა” და ,,ჯოჯოხეთის” ცნებები, “მიცვალებულის აღდგომა _ ეს მხოლოდ მცირედი ნაწილია იმისა, რაც ისესხა და გადმოიღო დასავლეთ ევროპამ პირამიდების ქვეყნის უძველესი კულტურისაგან. მთლიანობაში ეგვიპტის უძველესი კულტურა ნიმუშად გამოადგება სხვა მრავალ ცივილიზაციებს, რომლებიც მომავში მიბაძავენ და შეეცდებიან კიდეც გადაჭარბონ მას.

მესოპოტმია

ჩვენს ერამდე IV ათასწლეულში დასავლეთ აზიის მდინარეებს ტიგროსსა და ევფრატს შორის ჩაისახა ძველი აღმოსავლეთის კულტურის ერთ-ერთი უდიდესი კერა, რომელსაც მესოპოტამია (ქვეყანა ორ მდინარეს შორის ანუ შუამდინარეთი) დაერქვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს კულტურა ვითარდება ეგვიპტური კულტურის პარალელურად და არცთუ ძალიან შორს ერთმანეთისაგან, ისინი ბევრი რამით განსხვავდებიან. შუამდინარეთის ცივილიზაცია ჩამოყალიბდა, როგორც მრავალფენოვანი, მრავალი განსხვავებული კულტურების ურთიერთშეღწევების შედეგი. შუამდინარეთის ცივილიზაციის თავისებურებები ბევრად განაპირობა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. შუამდინარეთის ტერიტორიები ღიაა სხვადასხვა ტომების გადაადგილებისათვის, შემოსევებისაგან დაუცავია და დასაპყრობად ადვილი იყო.

აქ დიდხანს ვერ იარსება ცენტრალიზებულმა ძალაუფლებამ, პოლიტიკურმა ერთიანობამ და ერთიანმა რელიგიამ. სწორედ ამ ტერიტორიაზე 3 ათასი წლის განმავლობაში ენაცვლეოდნენ ერთმანეთს, იბადებოდნენ და ქრებოდნენ შუმერების, აკადების, ასირიელებისა და ბაბილონის სამეფოები. მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში შუამდინარეთის საზოგადოების ეკონომიკურ საფუძველს შეადგენს სოფლის მეურნეობა, რომელშიც წამყვანი ადგილი უკავია მარცვლეულის წარმოებასა და ფინიკის (ინდისხურმის) პალმების დიდ პლანტაციებს. შრომის სხვა სხეებიდან აღსანიშნავია ვაჭრობა (ძირითადად შალით და ტყავით) და ქსოვა.

ისევე როგორც ეგვიპტეში, ძველი მესოპოტამიის მოსახლეობას მრავალი ღმერთი ყავს. ამ პანთეონში ყველაზე საპატიო ადგილზეა ღმერთი ანუსი (ცის ღმერთი, ყველა ღმერთების მამა), ელილი (მიწისა და ჰაერის ღმერთი), ეიასი (წყლის სტიქიის ღმერთი), შამაში (მზის ღმერთი), იშტარი (სიყვარულისა და ნაყოფიერების ქალღმერთი) და ბაბილონის მფარველი _ მარდუკი (სიბრძნისა და სამყაროს წესრიგის ღმერთი).

შუამდინარეთის ყველაზე ადრინდელ კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა შუმერულ-აკადიური სამეფო (XVIII-XXსს.ჩვ,ერამდე). ის განლაგებული იყო

31

Page 32:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

სპარსეთის ყურის სამხრეთით და იარსება დაახლოებით 15 საუკუნე. შუმერულ-აკადურ პერიოდში ჩნდებიან შუამდინარეთის მთავარი ქალაქები _ ურუკი, ლაგაში, ენშუნი, ურუ მათთვის დამახასიათებელი მმართველობის ფორმებით, მმართველებით, კანონებითა და ღმერთებით. უნდა ითქვას რომ ქალაქი მესოპოტამიის მოსახლეობისათვის გადაიქცა საზოგადოების ორგანიზების ბუნებრივ ფორმად, სოციალური ინტეგრაციის ერთ-ერთ გზად.

შუამდინარეთის ქალაქების სოციალური მთლიანობა ვლინდება ფენობრივი, ეთნიკური, ტომობრივი გაერთიანებების არსებობაში. როგორც წესი, ქალაქის მმართველობას ანხორციელებდა სახალხო კრება, რომელიც შედგებოდა ყველა ოჯახების უფროსებისაგან ან ,,მნიშვნელოვანი პერსონებისაგან”, რომელიმე მათგანის (თანამდებობის მქონე) პირის ხელმძღვანელობით. კრების ფუნქციებად ითვლებოდა:

_ მეფესა და მის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა;

_ ქალაქის შეღავათებისა და პრივილეგიებისათვის ბრძოლა;

_ ქალაქის უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა;

_ ქალაქსა და მის გარეუბნებში მართლწესრიგის დაცვა.

შუმერულ_აკადიური სამეფოს ყველაზე ღირშესანიშნავი მიღწევა შემდგომში მთელი კაცობრიობის საკუთრება გახდება _ ეს არის დამწერლობის შექმნა. ეს არის ლურსმნული დამწერლობა თიხის ფირფიტებსა და გამომწვარ აგურზე. ლურსმნული დამწერლობა (,,თიხის წიგნები”) დამწერლობის უადრესი სისტემაა, რომლის საშუალებით, პირვლად კაცობრიობის ისტორიაში ჩაწერილ იქნა თქმულებები, მითები, წერილები, ფსალმები, დოკუმენტები და ა.შ. თავისი მხრიდან დამწერლობის შექმნა წარმოადგენს კაცობრიობის ერთ-ერთ არსებით კულტურულ მიღწევას. ლურსმნულმა დამწერლობამ გავლენა იქონია ფინიკიურ დამწერლობაზე, საიდანაც იღებს სათავეს ბერძნული და უფრო გვიანდელი დამწერლობები.

ლურსმნული დამწერლობის ფილების ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ საუკუნეების სიღრმედან გვიამბობენ იმ ტრადიციების, ადათ-წესების, ცოდნის შესახებ, გვინახავენ ლიტერატურულ ნიმუშებს, შუმერთა რელიგიის შინაარსს. უამრავმა ტექსტებმა საშუალება მისცეს შემდგომ თაობებს ჩასწვდომოდნენ მესოპოტამიის უძველეს ისტორიასა და კულტურას. შინაარსის მიხედვით ისინი წარმოადგენენ სახელმწიფოებრივ და საკულტო დოკუმენტებს, მეცნიერულ ტრაქტატებს, ლიტერატურულ ნაწარმოებებს, სახელმძღვანელოებს, ლექსიკონებს, ცნობარებს და ა.შ.

32

Page 33:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

სწორედ ამ ,,თიხის წიგნებში” იყო ჩაწერილი უძველესი ლიტერატურული ნაწარმოები _ ,,გილგამეშის ეპოსი”, ქალაქ ურუკის მითიურ გმირზე, რომელიც თავის ხალხს განასახიერებს და ამავე დროს არის მისი მამაც. შუმერული გმირული პოემის ძირითადი თემაა _ უკვდავების ძიება, ადამიანური ყოფის საზრისი, სიცოცხლისა და სიკვდილის საიდუმლოების შემეცნება. უძველესი პოემა მოგვითხრობს ადამიანურ სიხარულსა და ტანჯვებზე, ადამიანურ სიყვარულსა და სიძულვილზე, სიუჟეტებზე ადამიანის გაჩენისა და წარღვნის შესახებ, აღწერილია სამოთხე და ჯოჯოხეთი, აურაცხელი გმირობები და ,,ღვთიური სიბრძნის” უსასრულო ქება-დიდება _ ეს არის მსოფლიო რელიგიური და ეპიკური ლიტერატურის მრავალი ძეგლის ფესვები და საფუძვლები. შუმერულ-აკადიურ კულტურაში ჩამოყალიბდა ძველი აღმოსავლეთის სატაძრო ხუროთმოძღვრების განსაკუთრებული ტიპი _ ზიკურატი, რომელიც, ისევე, როგორც ეგვიპტური პირამიდა მომავალში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მთელი წინა აზიის არქიტექტურაში. ფორმის მიხედვით ზიკურატი წარმოადგენს სწორკუთხოვან, საფეხურებიან აგურის კოშკს, რომლის ზედა მოედანზე აიგება მცირე ზომის ტაძარი _ ,,ღმერთების საცხოვრებელი”. ზიკურატების მთლიანი მასა აგურით არის აშენებული, შენობის შიგნით არავითარი სათავსოები არ არსებობს. რელიგიურ დღესასწაულებში მორწმუნენი გარს უვლიან ზიკურატებს, ხოლო ღმერთთან შესახვედრად ადიან ზედა მოედანზე აგებულ პატარა ტაძართან. ამავე დროს, ეს ტაძარი ქურუმებისათვის წარმოადგენდა ობსერვატორიას ციური სხეულების მოძრაობებზე ასტრონომიული დაკვირვებებისათვის. ყველაზე ცნობილი შუმერული ტაძარი აგებულია ქალაქ ურუში _ მთავარი ღმერთის სინას ზიკურატი.

ჩვენს ერამდე II (XIX _ VII სს) ათასწლეულის დასაწყისში ძველი ბაბილონის სამეფომ გააერთიანა შუმერი და აკადი. ევფრატზე აგებული ბაბილონი მრავალი საუკუნის განმავლობაში იყო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ცენტრი. ამ პერიოდის კულტურამ განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია ბაბილონური დინასტიის მეექვსე მეფის _ ჰამურაბის (1792-1750 წწ. ჩვ. ერამდე.) მმართველობის დროს.

ჰამურაბის მმართველობამ კაცობრიობას დაუტოვა სამართლებრივი აზროვნების კულტურის განსაცვიფრებელი ძეგლი _ კანონთა უძველესი კრებული, რომელიც ლურსმნული წერით ამოკვეთილი იყო შავი ბაზალტის სვეტზე უძველეს სპარსულ ქალაქ სუზაში. ,,ჰამურაბის კოდექსის” სახით ადამიანთ შემდგომ თაობებს აქვთ შესაძლებლობა ნათლად წარმოიდგინონ ამ პერიოდის სოციალურეკონომიკური ურთიერთობები, აქ მოთხრობილია სამართლებრივ ვითარებებზე უძველეს ბაბილონში.

ჰამურაბის ახალი კანონმდებლობა სამართლებრივი თვალსაზრისით განსაზღვრავს ბრალს, ეს კი საშუალებას იძლეოდა სოციალური ურთიერთობების რეგულირებას

33

Page 34:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

სახელმწიფოებრივ დონეზე, მაგალითად აეკრძალათ იმ დროისათვის ძალზე გავრცელებული სისხლის აღების წესი და სხვა.

ჩვენს ერამდე XIIს. უძველესი პერიოდის ძესახელმწიფოდ ჩამოყალიბდა ასურეთი, რომელმაც შეიერთა არა მხოლოდ ბაბილონის სამეფო, არამედ მთელი წინა აზია.

ასურეთ-ბაბილონის სამეფოში დუღდა მრავალფეროვანი ცხოვრება, რაც აისახა კიდეც ამ ეპოქის ხელოვნებაში. სოციალური სინამდვილე მთლიანად ეფუძნება მეფეთა და ქურუმთა უსაზღვრო ძალაუფლებას, რამაც თავის მხრივ, ხელოვნების ნორმებსა და წესებში ცვლილებები შეიტანა.

შეიძლება ითქვას, რომ იმდროინდელ მღელვარე ისტორიულ მოვლენებს თან სდევდა საკმაოდ მკაცრად რეგლამენტირებული მხატვრული მოღვაწეობა. ხელოვნებამ ჩამოაყალიბა ადამიანის საკუთარი იდეალი _ ეს იყო დიდი ფიზიკური ძალის მქონე ადამიანი. იქმნება სწორდ ამ დროისა და ამ მხატვრული კულტურის შესაბამისი კანონი (წესების კრებული), ამისავე შესაბამისად უნდა შექმნილიყო თვით ადამიანის ფიგურაც.

ხელოვნების პლასტიკური სახეებიდან ასურეთში ჭარბობს რელიეფი, რომლებზეც ზუსტ დეტალებში აისახება ომებისა და სამეფო ნადირობის სცენები. ომი და ნადირობა ასურეთის წარჩინებულთა მუდმივი საქმიანობაა. ასურეთ-ბაბილონის მეფეთა ყველა ტაძრების მოსართავ რელიეფებზე ერთი და იგივე ტიპის გმირი ფიგურირებს. ეს არის დიდი მასის მქონე მძიმეწონოსანი, ძლიერი, მუსკულებიანი, დაკუნთული, ზომიერად, აუჩქარებლად მოძრავი ფიგურები. მათ ამშვენებთ ორნამენტებად დაწნული წვერები და დიდი ქოჩორი. რელიეფზე ძნელადაა გასარჩევი რომელია მეფე და რომელი გმირი. მხოლოდ ფრთების მიხედვით შეიძლება გამოვიცნოთ ასურეთის ასტრალური (ვარსკვლავური) ღმერთები. სიმბოლურად ისინი ასე გამოიყურებიან:

_ მარდუკი _ ფრთოსანი კურო;

_ ნატუ _ ფრთოსანი ადამიანი;

_ ნერგალი _ ფრთოსანი ლომი;

_ ნინურტა _ არწივი.

უმაღლესი არსება, ღმერთი, ასურეთის ხელოვნებაში განსახიერებულია შემდეგნაირად:

_ ჭკუა _ ადამიანის თავი;

_ ძალა _ ლომის სხეული;

34

Page 35:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

_ საყოველთაობა (ყველგანყოფნობა) _ ფრინველის ფრთები.

ღმერთის ეს გარეგანი სახე უბრალო ადამიანისათვის თრთოლვისა და ძრწოლის მომგვრელია. ეს დისციპლინირებული სამხედრო-სახელმწიფოებრივი ხელოვნება ნაკლებად ავლენს პირობითობას ცხოველებთან მიმართებაში. მრავალრიცხოვან მონადირულ ბარელიეფებზე გამოხატული ცხოველები ბუნებრივად გამოიყურებიან: ლომი, რომელიც ემზადება ნახტომისათვის ან უკვე დაჭრილი სისხლისაგან რომ იცლება, ან მონადირის ძაღლები დაჭიმული თოკებით. ყველა ეს ბარელიეფები ამშვენებდნენ სასახლის კედლებს, რომლის შესასვლელს იცავედნენ ფანტასტიკური ცხოველები _ ,,შედუ”, რომელიც გამოისახებოდა ხუთ ფეხზე მდგარი ფანტასტიკური თავის მქონე ხარის სახით, მომსვლელებს ექმნებოდათ ილუზია, რომ ისინი მუდმივად აქ არიან და მათი მხრიდან რაიმე აგრესია და ბოროტი ზრახვები გამორიცხულია.

ასურეთ-ბაბილონის სამეფოს ჭეშმარიტ მარგალიტად ითვლება ასურეთის მეფის აშურბანაპალის (668 _ 626 წწ. ჩვ. ერამდე) ბიბლიოთეკა. წიგნთსაცავი, რომელიც შედგებოდა 30 ათასი თიხის ფილებისაგან, მთელი ასურეთ-ბაბილონის კულტურის სიმბოლოდ იქცა. ეს არის მსოფლიოში პირველი, სისტემურად შერჩეული ბიბლიოთეკა, რომელშიც ყველა ნაწარმოები დალაგებულია ცოდნის სფეროების მიხედვით. ,,თიხის წიგნების” გვერდებზე წარმოდგენილია:

_ მეცნიერული, ზოგჯერ მაგიასა და ჯადოქრობასთან მჭიდროდ გადახლართული ცოდნა;

_ სასკოლო სახელმძღვანელოები, ლექსიკონები, დამხმარე სახელმძღვანელოები;

_ მეფის ბრძანებები, სამეფო კარის ქრონიკები, სასამართლოს ჩანაწერები;

_ ლიტერატურული ძეგლები _ ეპოსი, სიმღერები, ჰიმნები, იგავები.

ფილებს შორის ნაპოვნია ის ფილებიც, რომლებზედაც ჩაწერილია ჯერ კიდევ შუმერების მიერ შექმნილი (2400წ. ჩვ. ერამდე) ეპოსი დიდ და მრისხანე გილგამეშზე, რომელიც ორი მესამედი ღმერთია, ერთი მესამედი კი ადამიანი.

VII ს. (ჩვ.ერამდე) დასასრულს ასურეთის დედაქალაქი ნინევია დაიპყრო ბაბილონის მეფე ნაბოპალასარმა და დაანგრია ის. აქედან იწყება ახალბაბილონური მეფობის(VII-VI სს. ჩვ. ერამდე)

კულტურის პერიოდი. მეფე ნაბუქოდონოსორ II-ის მეფობის (604_562 წწ. ჩვ. ერამდე) პერიოდში ახალი ბაბილონის კულტურა სწრაფად ვითარდება. სწორედ მას დაარქვეს თანამედროვეებმა ,,მეფეთა მეფე”, ,,ოქროს თავი”, ,,შუამდინარეთის კეისარი”. ნაბუქოდონოსორი სამეფოში აგებს სასახლეებს, ტაძრებს, გრანდიოზულ

35

Page 36:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

დამცავ და ირიგაციულ ნაგებობებს, აშენებს ბაღებს, აგებს აუზებს, ხიდებსა და არხებს.

ამაზე მეტყველებენ ბიბლიური სიუჟეტები და ბერძენი ისტორიკოსები _ ჰეროდოტე, დიოდორი, სტრაბონი.

ნაბუქოდონოსორმა სამეფოს დედაქალაქი ბაბილონი გადააქცია მსოფლიო უდიდეს და უძლიერეს ქალაქად. უზარმაზარ ტერიტორიაზე მან ააგო უნიკალური არქიტექტურული ნაგებობები:

_ სასახლის კომპლექსი (მოჭიქული აგურით მოპირკეთებული) ძვირფასი ოთახებით, დარბაზებით, ჰარამხანებით, თვალისმომჭრელი სილამაზის ქანდაკებებით, რელიეფებით, მოზაიკებით;

_ საზაფხულო სასახლის ,,დაკიდებული ბაღები”, მიძღვნილი საყვარელი მეუღლის, სემირამიდასადმი (ცნობილი სემირამიდას ბაღები);

_ ბაბილონის მთავარი ტაძარი ,,ესაგილა”, მიძღვნილი ღმერთ მარდუკისადმი;

_ შვიდიარუსიანი (90მ.) ზიკურატი ,,ეტემენანკი” ე. წ. ბაბილონის კოშკი;

_ მთავარი, სადღესასწაულო ,,ქალღმერთ იშტარის ჭიშკარი” 9 მეტრი სიმაღლისა;

_ ქალღმერთ იშტარის ,,პროცესიის გზა” მთელი ქალაქის გავლით მიემართება ბაბილონის მთავარი ტაძრისაკენ.

,,დაკიდებული ბაღები”

ჯერ კიდევ ანტიკურიბაში მიაკუთვნეს ,,შვიდ საოცრებას, ხოლო ბაბილონის კოშკი (გოდოლი) არჩა კაცობრიობის ისტორიაში, როგორც სიმბოლო ძველი აღმოსავლეთის კულტურისა, რომელმაც ვითარცა ჩირაღდანმა გაანათა ჯერ კიდევ ბარბაროსობაში ჩაფლული ძველი სამყარო. დასასრულს კიდევ ერთხელ ავღნიშნოთ, რომ ძველი მესოპოტამიის კულტურის ჩამოყალიბებაში წვლილი მიუძღვის მრავალრიცხოვან ხალხებსა და სახელმწიფოებს _ შუმერებს, აკადებს, ბაბილონს, ასურეთს. მათ ერთად შექმნეს კულტურა, გააერთიანეს სხვადასხვა ხალხების ადათ-წესები, ტრადიციები და მიუხედავად დროის უზარმაზარი მონაკვეთისა კაცობრიობის მიერ ერთ მთლიანობად მოიაზრებიან.

ძველი შორეული აღმოსავლეთი

ინდოეთი

36

Page 37:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ინდუიზმი _ ინდური ცივილიზაციის სულიერი საფუძველი. ინდური კულტურა მსოფლიოში ერთერთ უძველეს კულტურად ითვლება და დაახლოებით ხუთი ათასი წლისაა. პირველი ცივილიზაცია ინდის ნაყოფიერ ველებზე-ირანული ან პროირანული ეგვიპტისა და მესოპოტამიის დიდი ცივილიზაციების თანამედროვეა. იმ დროისათვის ინდის ხეობაში განვითარებული იყო მიწათმოქმედება და მეცხოველეობა. არქეოლოგიურმა გათხრებმა ცხადყვეს, დამწერლობის არსებობა, მაღალ დონეზეა ხელოსნობის განვითარება. დასახლებულ ადგილებში გამოყოფილად არსებობდნენ ხელოსანთა უბნები, არქიტექტურას ახასიათებს მონუმენტალიზმი, გაოცებას იწვევს კომფორტის დონე (კანალიზაციები, აბანოები). არსებობდა სავაჭრო კავშირები შუამდინარეთთან. ეს კულტურა ეკუთვნოდა დრავიდებსინდოეთის აბორიგენ მოსახლეობას.

ჩვენ წელთაღრიცხვამდე III ათასწლეულის შუა პერიოდიდან არიელთა მეცხოველეობის ტომების მიერ მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის გადევნა სამხრეთისაკენ. მათ თანდათან დაიკავეს ინდის მთელი ხეობა, სადაც ჩამოყალიბდა განსაკუთრებული ინდური ცივილიზაცია, რომლის სულიერ საფუძველს ინდუიზმი წარმოადგენს.

ინდუიზმი არსებითად არ არის ერთიანი რელიგია. მკვლევარები განასხვავებენ ინდუიზმის სხვადასხვა ისტორიულ ფორმებს. ინდუიზმის საფუძველი მოქცეულია ვედურ რელიგიაში, რომელიც ინდოსტანის ნახევარკუნძულზე არიელთა ტომებმა შექმნეს. ინდუიზმის წყაროებია ვედები. ვედა არის ცოდნა, მოცემული რამოდენიმე ტექსტის სახით, მათ შორის ყველაზე ცნობილია პირველი სამი: ,,რიგვედა”, ,,იჟურვედა”, ,,სამავედა”. ყოველი მათგანი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

იდუიზმი, როგორც სხვა ადრინდელი ეროვნული რელიგიები-პოლითეისტურია. თავდაპირველად ეს არის ღმერთების გარკვეული სიმრავლე, რომელთა შორის მყარი იერარქიული განსხვავება არაა დადგენილი. რიგვედაში მოიხსენიება გრიგალის ღმერთის ინდრის საგმირო საქმენი, რომელიც ფაეტონზე ამხედრებული წინ მიუძღოდა ქარების გუნდს და ელვით ხელში ებრძოდა უფორმო სასწაულებს. როდესაც დრაკონი დამარცხებულია წყალი მოდის ნაკადულებად, როგორც საქონლის (ძროხების) ნახირი ეს ნიშნავს, რომ წვიმამ დაასველა მინდვრები. ღმერთ ინდრისთან ერთად მოიხსენება მზის ღმერთი _ სურაი, ცეცხლის ღმერთი _ აგნი და სხვა. ღმერთების ადგილსამყოფლად მიაჩნდათ ზეცა, ერთ-ერთი მათგანის სახელი _ დევა _ ნიშნავს ზეცას, დღის სინათლეს. ღმერთების აღწერის ცალკეული ნიშნები მოწმობენ, რომ ინდუიზმი მნიშვნელოვნად გასცდა ტოტემისტურ რწმენას და თავისი ღმერთები წარმოდგენილი აქვს ანთროპომორფული (ადამიანისმაგვარი) სახით. მაგრამ ეს სახე კონკრეტულად აღწერილი არა აქვთ. ძველი წელთააღრიცხვის პირველ ათასწლეულში იწყება ინდუიზმის მეორე - ბრახმანული პერიოდი. ღვთისმეტყველების ძირითად წყაროს წარმოადგენს

37

Page 38:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ჰიმნების კრებული - უპანიშადა. ამ დროიდან ინდუიზმი გაფორმდება ორ ძირითად მიმართულებად - ვიშნაიზმი და შივაიზმი. ბრახმანიზმი გამოიმუშავებს ღმერთების ურთიერთობის განსაკუთრებულ სისტემას. მრავალრიცხოვანი ღმერთებიდან ძირითადია სამი - შივა, ვიშნუ და ტრიმურტი-ბრახმა, რომლებმაც (არცთუ მკაცრად) გაინაწილეს უმაღლესი ღმერთის ძირითადი ფუნქციები: დამანგრეველის, დამცველის და შემოქმედის. შივაიზმში ყველაზე გამორჩეული ღმერთი არის შივა, მის კულტში წინა პლანზეა შემოქმედებითი მომენტი, სიცოცხლის ძალისა და მამაკაცური საწყისის კულტი. შივას ატრიბუტია - კურო ნაიდი. შივას შუბლზე მესამე თვალი აქვს, გაბრაზებული დამანგრევლის თვალი. ამ სახით შივა შიშსა გვრის. შივას აქვს ქალური იპოსტასი - შაკტი. შაკტის ქალღმერთის კულტს ინდუიზმში შედარებით დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს. მის საფუძველზე ჩამოყალიბდა მიმდინარეობა - შაკტიზმი. ინდუიზმის მეორე მიმართულებაში - ვიშნაიზმში - ღმერთი ვიშნა წარმოგვიდგება პირველ რიგში, როგორც სამყაროს წესრიგის დამცველი. ამ ფუნქციის შესრულებისას ღმერთი _ ვიშნა ცხადდება სხვადასხვა მიწიერი სახიერებით - ავატარათი. ძირითადი და მეტად პატივსაცემი განსახიერებაა ინდური ეპოსის გმირი რამაიანა მეომარი რამა და ინდური ეპოსის გმირი მახაბხარატა - კრიშნა.

სამების მესამე წევრი ბრახმა განიხილება როგორც სამყაროს პირველმიზეზი და კაცობრიობის შემოქმედი, რომლის განსხვავებული ნაწილებიდან წარმოიშვნენ განსხვავებული კასტები: პირტუჩისაგან - ბრახმანები, ხელებისაგან - კშატრები, თეძოებისაგან - ვაშები, ფეხებისაგან - შუდრები. ინდოელთა ყოველდღიურ ყოფაში თაყვანს სცემენ შივუს ან ვიშნუს მრავალრიცხოვან ავატარებს.

ინდუიზმის ღვთისმეტყველების საფუძველში დევს იდეა, რომ სამყარო არ არის შემთხვევით და ქაოტურ მოვლენათა სიმრავლე, არამედ არის უნივერსალური კოსმიური წესრიგი - რტა. ის ყველაზე ბატონობს (ღმერთებიც მას ემოერჩილებიან). ეს წესრიგი მარადიულია. ინდუიზმი ამ მარადიულ და საყოველთაო წესრიგს, რომელიც ინარჩუნებს სამყაროს ერთიანობასა და მთლიანობას დჰარმას (სანსკრ. _ დაკავება) ეძახის. დჰარმა არის სამყაროს რაღაც უსახური კანონზომიერება, რომელიც თვით საგნებსა და მოვლენებში იმყოფება. ამ კანონზომიერებას ექვემდებარება ყოველი არსებული:

ღმერთებიც, ბუნებაც, ადამიანებიც. მისი დახმარებით დგინდება ყოველი მოვლენის, ნაწილაკის ადგილი სამყაროს მთლიანობაში.

ადრინდელ, ვედურ პერიოდში დჰარმებზე მოძღვრება კოსმოლოგიური ხასიათისაა. ბრაჰმანულ პერიოდში ამ მოძღვრებამ ეთიკური ჟღერადობა შეიძინა. აქ უკვე აქცენტი კეთდება ყოველ ცალკე აღებული არსებისა თუ სოციალური ფენის დჰარმაზე. დჰარმა გაგებულია, როგორც მოვალეობა, ყოველი ადამიანისა და სოციალური ფენის მოვალეობა. ფჰაგავატ-გიტაში (სიტყვასიტყვითი თარგმანია -

38

Page 39:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

«ღმერთების სიმღერა”), რომელიც მაჰაბჰარატას ერთ-ერთი ნაწილია, მოთხრობილია თუ როგორ შეიკრიბა მაღალი საზოგადოების ორი დაჯგუფება ერთმანეთთან საომრად. ერთმა გმირმა მოწინააღმდეგის ბანაკში შენიშნა ახლობლები და მეგობრები და მოსალოდნელი სისხლისღვრის შეეშინდა. მაშინ კრიშნამ ღმერთი ვიშნას განსახიერებამ მგზნებარე სიტყვა წარმოსთქვა მოვალეობის (დჰარმის) მნიშვნელობის შესახებ. ის ამბობდა რომ ჯობს დაიღუპო მოვალეობის შესრულების დროს ვიდრე თავი აარიდო მის შესრულებას, რადგან კშარტიების მოვალეობაა ომი, და ამიტომ გმირები უნდა იბრძოდნენ. მაგრამ, რამდენადაც ყოველ ფენას, ყოველ ადამიანს აქვს თავისი დანიშნულება, მოვალეობა და ეს რეალიზდება სხვადასხვა, ზოგჯერ ურთიერთდაპირისპირებულ ქცევებში, ამდენად ის რაც ერთისათვის სიკეთეა, სხვისათვის შეიძლება ცოდვა იყოს. ინდუიზმში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მოძღვრებას სულების გადასახლების (სანსარა) შესახებ. ადამიანის არსებობის მთავარი მიზანი და არსი იმაში მდგომარეობს რომ გაიგოს სამყაროს მრავალგვარობის ილუზორულობა, რომ არსებობს ერთი სიცოცხლე, ერთი მიზანი, ერთი არსი - მსოფლიო სული, ბრაჰმა. ყოველი ადამიანის ამოცანაა გააერთიანოს ინდივიდუალური სული - ატმანი მსოფლიო სულთან, ბრაჰმასთან. ამ მიზნის მიღწევაში ინდუისტები ხედავენ უმაღლეს სიკეთესა და დანიშნულებას. იმ საშუალებათა ერთობლიობას, რომელთა დახმარებით შესაძლებელია ჩაწვდე სამყაროს სულიერ საფუძველს და შეერთდე მასთან ეწოდება იოგა. ინდუიზმმა შეიმუშავა ვარჯიშებისა და მედიტაციის ურთულესი სისტემა, რომლებიც საშუალებას მისცემენ ადამიანს დაეუფლოს საკუთარ ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ პოტენციალს, მიაღწიოს სულიერების მაღალ დონეს.

ინდუიზმის მიხედვით ადამიანური საწყისის შეერთება ღვთიურთან, ადამიანის ღმერთად გადაქცევა შეუძლებელია ერთი სიცოცხლის განმავლობაში. Uუნდა გავიდეს გარდასახვების მთელი რიგი. აქედან გამომდინარეობს ინდური კონცეფცია სულის უკვდავების შესახებ, რადგან სულის გარდასახვის აღიარება არის მისი არსებობის მარადიულობის აღიარება. «მაჰაბჰარატაში” კრიშნა პოეტური ფორმით გამოხატავს მოძღვრებას სანსარაზე.

გარდასახვების წრებრუნვა, ხელახალი დაბადება და სიკვდილი ინდუისტების მიხედვით გრძელდება მანამ, სანამ ინდივიდი არ განთავისუფლდება ყველა ვნებებისაგან და ყველა სურვილებისაგან. ეს წრებრუნვა ექვემდებარება ზოგად კანონზომიერებას - კარმას. ინდუიზმის რწმენის შესახებ მოძღვრებაში კარმა არის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი. ფართო აზრით კარმა - ეს არის ყოველი ცოცხალი არსების ქმედებებისა და მათი შედეგების ზოგადი ჯამი. ვიწრო აზრით კარმა - ეს არის განხორციელებული ქმედების ზემოქმედება რეალური და შემდგომი არსებობის ხასიათზე.

39

Page 40:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ყოველ ინდივიდს, ადამიანთა ყოველ ჯგუფს გამოყოფილი აქვს ქცევების ნორმა, თავისი კარმა, რომელიც შეესაბამება კონკრეტულ გზას, რომლის გაყოლა შესაძლებელს ხდის გადასვლას უფრო მაღალ ეტაპზე.

როგორც ზემოთნათქვამიდან ჩანს ინდუიზმში საკმაოდ ნათლად გამოიკვეთა ამ მოძღვრების მსოფლმხედველობრივ-ფილოსოფიური მხარე. ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან ინდუიზმი რელიგიური სისტემაა და აქ მსოფლმხედველობრივ _ მითოლოგიური შინაარსი საკულტო სისტემის შინაარსის ნაწილია.

ინდუიზმის ადრინდელ, ვედურ პერიოდში საკულტო მოქმედებების საფუძველი იყო მსხვერპლშეწირვა, რაც ჩვეულებრივ ასე ხორციელდებოდა - ღმერთებს იწვევდნენ კოცონთან, დასვამდნენ სპეციალურად მოთიბულ წმინდა ბალახზე და უმასპინძლდებოდნენ საჭმელ-სასმელით, როგორც საპატიო სტუმარს, ცეცხლში ასხამდნენ ზეთს, ყრიდნენ ქერის მარცვლებს და მიმართავდნენ ღმერთს - აგნის, როგორც ღმერთების გზავნილს. აქ ინდუსები ხელმძღვანელობენ პრინციპით: ,,მე-შენ, შენ-მე». ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ მსხვერპლი (ზეთი და ქერი) კვამლთან ერთად მიდის ზეცაში, ხოლო კმაყოფილი ღმერთები შემდეგ საკვებს უგზავნიან მათ მიწიერ თაყვანისმცემლებს. ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ იყო საკულტო ქმედებებისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილები (სალოცავები, ტაძრები). განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რიტუალებისთვის გამიზნულად აგებდნენ სპეციალურ საკურთხევლებს.

ბრაჰმანიზმის პერიოდში იწყება ტაძრების მშენებლობები და ღვთისმსახურება ტაძრებში მიმდინარეობს. სადღესასწაულო ცერემონიების მნიშვნელოვანი ნაწილია საზეიმო მსვლელობები და პროცესიები, რომლებსაც წინ მიუძღვოდნენ ღმერთების გამოსახულებები. ცხოველებისა და მცენარეების მსხვერპლშეწირვა თანდათანობით შეიცვალა ღმერთების თაყვანისცემის უფრო სიმბოლური ფორმებით:

მათ გამოსახულებებს ამკობდნენ ყვავილების გვირგვინებითა და თაიგულებით, ნელსაცხებელი საკმეველით, ანთებული სანთლებით, წყლის პკურებით. ამ ქმედებებს ხშირად თან სდევდა ცეკვები, მუსიკა, ეპიკური პოემების ვოკალური შესრულება.

ქურუმების ფუნქციებს ასრულებდნენ მხოლოდ რიტუალებისა და საიდუმლო შელოცვების მცოდნენი. ჯერ კიდევ ვედურ პერიოდში რიტუალებისა და შელოცვების მცოდნენი შეადგენდნენ საკმაოდ ჩაკეტილ სოციალურ ჯგუფს, რომელთა შემადგენლობა განისაზღვრებოდა წარმომავლობით.

პოსტვედურ ბრაჰმანიზმის პერიოდში ქურუმები წარმოადგენენ განსაკუთრებულ ფენას - რაჰმანების ვარნას, რომელსაც სხვა ვარნებზე უპირატესობის პრეტენზიები გააჩნია.

40

Page 41:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ინდუიზმი, როგორც საკულტო-რელიგიური სისტემა განაპირობებდა იმ პერიოდის ინდოეთის საზოგადოების სოციალურ სტრუქტურას. ყოველი ფენის მდგომარეობის საფუძველზე ხორციელდება ინდუისტების მოღვაწეობის, ქცევების, ურთიერთობების რეგლამენტირება. ბრაჰმანების გარდა ინდუისტურ საზოგადოებაში იყო კიდევ სამი ვარნა (კასტა). კშატრები (მეომრები), ვაიშები (მიწათმოქმედები, ხელოსნები და ვაჭრები) და შუდრები (განკიცხულნი).

პირველი სამი ვარნის წევრი რომ გახდე აუცილებელია არა მხოლოდ ამ წრეში დაიბადო, არამედ უნდა გაიარო აგრეთვე ბრაჰმანის სკოლა, მასწავლებლის სკოლა და კურთხევის ცერემონიალი.კურთხევის ცერემონიალზე ბიჭებს ყელზე აბამენ წმინდა ბაწარს, რაც განიხილებოდა როგორც მეორედ დაბადება. «მეორედ დაბადების წესი” გულისხმობდა საიდუმლოებების განდობას და ვედების ტექსტის კითხვის უფლებას. შუდრებს არ ქონდათ კურთხევის უფლება. «ორჯერ დაბადებულები” და განსაკუთრებით ბრაჰმანები ცდილობდნენ მკაცრად დაეცვათ რიტუალების სიწმინდე. ეს დაცვა საკვებით შეზღუდვის გარდა გულისხმობს სოციალური ურთიერთობების მკაცრ რეგლამენტირებას; ურთიერთობა შეზღუდულია საკუთარი სოციალური წრით, აკრძალულია ქორწინება სხვა წრის წარმომადგენლებთან, ასევე მათთან ერთად საკვების მიღება, ასევე აკრძალულია კასტური პროფესიის შეცვლა. ოჯახები და ცალკეული პირები, განსაკუთრებით ზედა კასტებიდან, რომლებიც დაარღვევდნენ მოთხოვნებს სასტიკად ისჯებოდნენ - განიდევნებოდნენ კასტიდან. რადგანაც ადამიანისა და საზოგადოებაში მისი ადგილის უსაფრთხოება დამოკიდებულია მის ამა თუ იმ კასტის წევრობასთან, ამიტომ გარიცხულებს უნდა მოენანიებინათ, ეთხოვათ პატიება ან გადასულიყვნენ სოციალური იერარქიის უმდაბლეს საფეხურზე. ადამიანის უფლებებს ინდურ საზოგადოებაში კასტა განსაზღვრავდა, ასევე კასტა განსაზღვრავს მის ქცევას, ტანსაცმელს, ნიშანს შუბლზე, მოკაზმულობას, რომელსაც ატარებს.

ძველინდური ეპოსი. ინდუიზმის იდეები ფილოსოფიურად გაფორმებულია «უპანიშადებში” (VI-V ს ჩვ. წ. აღ-მდე). «უპანიშადა” ნიშნავს - ერთგულის გვერდით ჯდომას, რელიგიურ-ფილოსოფიური იდეების კრებულს, «წმინდა წიგნს” რაც მასწავლებლიდან გადაეცემა მოწაფეს. «უპანიშადები” მიზღვნილია ვედური ჰიმნების საიდუმლო ფილოსოფიური აზრების წვდომისადმი. ფორმით ეს არის მოთხრობების კრებული, გვხვდება აგრეთვე დიალოგებიც. დიალოგების პერსონაჟებია ცნობილი მასწავლებლები, ბრძენნი, საიდუმლო ცოდნის მფლობელნი, ცოდნისა რომლებიც ითვლებიან ღირსეულთა ხვედრად. უპანიშადები დაწერილია ბუნდოვან, ძნელად გასაგებ ენაზე. სხვა პერსონაჟები:

მოწაფე-ყმაწვილი, რომელიც მიისწრაფვის ჩაწვდეს ყოფიერების დიდ საიდუმლოებებს, მეფე, რომელსაც სიბრძნე სწყურია, შვილი, რომელიც დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ დაუბრუნდა მამას - ამჟღავნებენ თავის უუნარობას გასცენ პასუხი ბრძენის კითხვებს. ამას მოყვება შეგონებები, სადაც გადაჭრილია ესა თუ ის

41

Page 42:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

მნიშვნელოვანი მსოფლმხედველობრივი საკითხები. უპანიშადები წარმოადგენენ ვედანტების ფილოსოფიური სისტემის წყაროს, რომელიც ინდურ ფილოსოფიურ აზროვნებაში დომინირებდა საუკუნეების განმავლობაში.

ინდურ კულტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ ეპიკურ პოემებს -«აჰაბჰარატა”-სა და «რამაიანა” -ს. ინდური კულტურის ეპიკური ნაწარმოებები «ორმაგი კოდირების” სისტემაშია მოქცეული.

ორმაგი კოდირება ნიშნავს ნაწარმოების გამიზნულობას ორი დონის მკითხველისათვის: ფართო საზოგადოებისათვის, რომელსაც აინტერესებს ყოველდღიური საკითხები, და უმცირესობა, რომელსაც აწუხებს სპეციფიკური ცოდნის საკითხები. ამიტომ ეპოსს გააჩნია მიმართულება. ეპიკურ პოემებში მკვიდრდება სოციალური ქცევის მოდელი. გმირების ქცევა და მოქმედებები, პირველ რიგში, განისაზღვრება არა პიროვნული მოტივებითა და ემოციებით, არამედ ქცევის იმ წესებითა და ნორმებით, რომლებიც უხსოვარი დროიდან ჩამოყალიბდნენ ამ საზოგადოებაში. ეპიკურ ნაწარმოებებში შეიძლება გამოიყოს თხრობითი ნაწილი, რომელშიც აღწერილია მოვლენები, მოთხრობილია მითიურ, ლეგენდარულ ან კვაზიისტორიულ მოვლენებზე, სათავგადასავალო ისტორიები, სასიყვარულო მოტივები და დიდაქტიკური ნაწილი. ამავე დროს ეთიკურ ნაწილს სარკალური საფუძველი გააჩნია, რაც მიიღწევა მოვლენებში ღვთიური და მითოლოგიური პერსონაჟების მონაწილეობით: ეპოსის გმირების, ე.ი. ღმერთი ვიშნას ავატარების გაღმერთება ან მათი ღმერთთან დაკავშირება ნათესაური კავშირებით.

დიდაქტიკურ ნაწილს განეკუთვნებიან ეპიზოდები, რომლებშიც გადმოცემულია რელიგიურფილოსოფიური მოძღვრება. ამ აზრით ბევრის მთქმელია «მაჰაბჰარატა” რომელშიც დიალოგის ტრადიციულ ფორმაში - მთქმელ სუტასა და ბრძენ რიშას შორის საუბარში, გადმოცემულია სამყაროში მიმდინარე მოვლენების ამბები, აგრეთვე ჩამოთვლილია ღმერთები, რომელთა რაოდენობა სამ ათასს აჭარბებს.

ეპიკური ნაწარმოებები არ არის მხოლოდ მორალური პოსტულატების დეკლარირება, ეს არის ცხოვრებისეული გაკვეთილები, გამიზნული მთელი მოსახლეობისათვის. თუმცა, ეპიკური პოემების მოვლენათა სვლა, აქ წამოწეული ჭეშმარიტებები უშუალოდ ეხებიან ინდური კულტურის სიღრმისეულ საფუძვლებს, ხოლო ნახევრად ზღაპრული გმირების _ მეფეებისა და განდეგილების, მეომრებისა და მშვენიერი დედოფლების, დემონებისა და ცხოველების - აზრები და გამონათქვამები განაპირობებენ ინდივიდისა და საზოგადოების ურთიერთობას.

ყველაზე ძველი ეპიკური ნაწარმოების «მაჰაბჰარატას” მთლიანი ტექსტი ზეპირად ჩამოყალიბდა პირველი ათასწლეულის შუა პერიოდში. წერილობითი ვარიანტი კი ჩვ. წ. აღ-ით III-IV სს.

42

Page 43:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

«მაჰაბჰარატას” ავტორად ითვლება ბრძენი ვიასა. მოცულობის მიხედვით «მაჰაბრაჰარატას“ კანონიკურ, ეთიკურ ან რელიგიურ ტექსტებს შორის მსოფლიოში არა ჰყავს ტოლი მასში მოცემულია ასი ათასზე მეტი ბლოკი ანუ ორსტროფიანი ლექსი.

პოემის ძირითადი ბირთვია - გმირული გადმოცემები ძალაუფლებისათვის ბრძოლის შესახებ ნათესაურ კავშირში მყოფ ორ სამეფო გვარს - პანდავებსა და კაურებს _ შორის. ამავე დროს ნაწარმოებში ფართოდაა გამოყენებული ინდოეთის სხვადასხვა ხალხების ფოლკლორული ნაწარმოებები: ზღაპრები, იგავები, მორალური ან გასართობი შინაარსის მოთხრობები, ასევე მითები და ლეგენდები. ისინი გვხვდებიან პოემის სრულ ტექსტში მისი ჩამოყალიბების მთელი ისტორიის მანძილზე.

მოვლენათა თანამიმდევრობა მოკლედ შეიძლება ასე იქნეს მოთხრობილი: პანდავებისა და კაურების გვარებს შორის მიმდინარეობს ბრძოლა ძალაუფლებისათვის. პანდავები - ეს მეფე პანდუს ხუთი შვილია. პანდუ დაწყევლილია, მას შვილები არ ყავს, ის მხოლოდ ნომინალურად ითვლება მამად.

მის პირველ მეუღლეს ღმერთ დჰარმასგან ყავს სამი ვაჟი, ხოლო მეორე მეუღლეს ტყუპები - ღმერთი აშვინოსაგან. ხუთივე მათგანზე ნაწილობრივ ვრცელდება მათი ღვთაებრივი მამების მითოლოგიური თვისებები. ძმები იზრდებოდნენ ჰასტინაპურში მეფე დჰრიტაშტურის სამეფო კარზე თავის ბიძაშვილებთან - კაურებთან ერთად. კაურები და განსაკუთრებით უფროსი ძმა დურიოდჰანი,

ბავშვობიდან ვერ იტანდნენ პანდავებს, შურდა მათი. ერთ-ერთ დღესასწაულზე მათი დაწვაც კი გადაწყვიტეს, მაგრამ ძმები გადარჩნენ. შეჯიბრზე სადაც გამარჯვებულს უფლება ეძლეოდა ცოლად მოეყვანა მზეთუნახავი დრაუპადა, პანდავებმა გაიმარჯვეს. მეფემ მისცა მათ სამეფოს დასავლეთი ნაწილი და პანდავებმა ააგეს ახალი დედაქალაქი ინდრაპრასტჰუ. რამოდენიმე წლის შემდეგ კვლავ გაიმართება შეჯიბრი კამათლებით თამაშში და პანდავების უფროსი ძმა ყველაფერს წააგებს: სამეფოს, ძმებს, საკუთარ თავს დრაუპადას. მათი დამცირება გახდება პანდავებსა და კაურებს შორის დაწყებული ომის მიზეზი. დრაუპადა შეძლებს გამოისყიდოს თავისი და ქმრის თავისუფლება, მაგრამ ქმარი ხელახლა ცდის ბედს თამაშში და კვლავ წააგებს. ამის შემდგომ ყველანი 13 წლით ხდებიან დევნილები. 12 წელი მათ ტყეში გაატარეს, ხოლო ბოლო ერთი წელი ისინი ემსახურებოდნენ ერთ-ერთი ტომის მეფეს მათსევ ვირატას. დევნილობის ვადის გასვლის შემდეგ პანდავებმა მოითხოვეს მათი სამეფოს უკან დაბრუნება, მაგრამ უარი მიიღეს. მათი დავის გადაჭრა მხოლოდ ომს შეეძლო. ამ ომში მონაწილეობა მიიღო ინდოეთის თითქმის ყველა მეფემ. გადამწყვეტ ბრძოლაში პანდავებს თავისი რჩევებით ეხმარებოდა კრიშნა. კაურავების ჯარიდან მხოლოდ სამი კაცი გადარჩა,

43

Page 44:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

რომლებიც ღამით მტრის ბანაკში შეიპარნენ და ყველა მეომარი დახოცეს. გადარჩა მხოლოდ ხუთი ძმა პანდავა და კრიშნა.

განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა «მაჰაბჰარატას” IV წიგნმა «ბჰაგავატ გიტამ” (ღმერთის სიმღერა), რომელშიც მითიური მოთხრობების ფონზე განიხილება მსოფლმხედველობითი პრობლემები: ადამიანის დანიშნულება, მორალის საფუძვლები, მიწიერისა და ზეციერის შესატყვისობა.

«ბჰაგავატ გიტას” სიუჟეტი ვითარდება დიალოგის სახით, კრიშნას, პანდავების ნათესავსა და ღმერთ ვიშნას ავატორს შორის, აქვე დიალოგში მონაწილეობს პანდავების ერთ-ერთი ძმა არჯონი, ის რამოდენიმე დღის ბრძოლის შემდეგ უარს ამბობს ბრძოლებში მონაწილეობის მიღებაზე რადგან იხოცებიან ნათესავები და ნაცნობები. კრიშნა აქ მონაწილეობს, როგორც ბრძენი ბჰაგავატას მიწიერი წარმომადგენელი. არჯონის ეჭვების გასაქარწყლებლად კრიშნა პასუხობს შეგონებით, რომლის ძირითადი შინაარსი შეიცავს მოძღვრებას კარმა-იოგას შესახებ. ამ თვალსაზრისით ადამიანმა აუცილებლად უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა უმაღლესი ღმერთი ბჰაგავატას სადიდებლად, რაც არ უნდა შედეგები ქონდეს ადამიანის ქმედებებს. კრიშნა მოუწოდებს არჯონს მთლიანად მიენდოს ბჰაგავატას, დაემორჩილოს მას მთლიანად და გაითქვიფოს მასში. მხოლოდ ასე შესძლებს მიაღწიოს ღმერთთან შერწყმას, რაც გაათავისუფლებს მას მიწიერი კავშირებისაგან, ცოდვებისაგან, მიაღწევს ჭეშმარიტ სიმშვიდეს და ბედნიერებას.

ამგვარად ბჰაგავატ-გიტა რელიგიური ნაწარმოებია, რომელიც აქტიურ ცხოვრებას ქადაგებს ანუ ღმერთისადმი მოვალეობის შესრულებასა და მასთან შეერთებისაკენ სწრაფვას. ის მოკლებულია ეგოიზმს და არ არის ორიენტირებული პრაქტიკულ სარგებლიანობაზე: ადამიანი ცხოვრებაში უნდა ხელმძღვანელობდეს უმაღლესი საზრისით _ უკუაგდოს თავმოყვარეობა და ყოველდღიური საფიქრალი.

პოემა მთავრდება არჯონის გამოფხიზლებით ის უკვე თავს გრძნობს არა მხოლოდ მეომრად - კშატრიად, კაურების მოწინააღმდეგედ, ასევე ახალი რწმენის თავგამოდებულ მიმდევრად, რომელსაც ის თვით ბჰაგავატამ აზიარა, რომელსაც კრიშნას სახე ქონდა მიღებული. ამ ახალი რწმენით ის უბრუნდება ბრძოლის ველს, რათა თავისი მოვალეობა შეასრულოს.

«რამაიანა” (რამას ცხოვრება) - უფრო გვიანდელი ნაწარმოებია და მოცულობითაც ნაკლებია «მაჰაბჰარატაზე”, სულ 2400 ბლოკი. მის ავტორად ითვლება ლეგენდარული ბრძენი ვალმიკი, ხოლო დაწერის დრო მკვლევართათვის სადავოა. მათი უმრავლესობის აზრით დღევანდელი სახით «რამაიანა” გაფორმდა IV-II სს. ჩვენს წელთააღრიცხვამდე. თხრობითი ნაწილი ეძღვნება მეფისწული რამასა და მისი მეუღლის მშვენიერი სიტუს ცხოვრებას, რამის შერკინებას დემონების მბრძანებელთან რაკასთან და გამარჯვებას.

44

Page 45:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

რამას მიწიერი მშობლები არიან მეფე დაშარატჰა და მისი მეუღლე კაუსალო. რამამ ყმაწვილკაცობაში ცოლად შეირთო მეფე ვიდეხის ქალიშვილი სიტა, გაიარა რა საქორწინო შემოწმება და გატეხა შვილდი, რაც მანმადე ვერ გააკეთა ვერცერთმა პრეტენდენტმა. დაშარატხამ გადაწყვიტა რამა გამოეცხადებინა თავის მემკვიდრედ, მაგრამ მეფის მეორე ცოლმა, რომელსაც ადრე მეფე დაპირდა ორი სურვილის შესრულებას, მოითხოვა რომ მეფეს მისი ვაჟი ვკარატუ ეღიარებინა მემკვიდრედ, ხოლო რამა 14 წლით გაანედევნა აიდოჰიდან. რამასთან ერთად განიდევნა სიტაც და რამას ნახევარძმა ლაკშმანა, ხოლო მეფე დაშარაჰტა მალე კვდება, ვერ გაუძლო საყვარელ შვილთან განშორებას. რამა და ლაკშმანი ტყეში ერთდ ცხოვრობენ, ჩადიან მრავალ საგმირო საქმეს, ხოცავენ დემონებს, რითაც გააბრაზეს რავანა, დემონთა მთავარი. რავანა იტაცებს სიტას ეტლით და მიყავს კუნძულ ლანკაზე. სიტას დიდი ხნის და უშედეგო ძებნის შემდეგ რამა შეეკრება მაიმუნების მეფე სუგრივას. სუგრივას ბრძენი მრჩეველი ჰანუმანი შეაღწევს კუნძულ ლანკაზე და აღმოაჩენს იქ სიტას. ამას შეატყობინებს რამას, რომელიც სათავეში ჩაუდგება მაიმუნებისა და დათვების ჯარს, გადებს ხიდს ოკეანეზე და ალყას შემოარტყავს ლანკას. შემდგომ ბრძოლებში რამა და ლაკშმანი დახოცავენ დემონების მხედართმთავრებს, დასკვნით შებრძოლებაში რამა დაამარცხებს ათთავიან რავანას, ათავისუფლებს სიტას და რამა ბრუნდება აიდაჰოში. ბჰარატა უთმობს ტახტს რამას. ქვეშევრდომთა ჭორების გამო რამა ბრალს დებს ღალატში სიტას, რის გამოც განდევნის მას ტყეში. სიტა ტყეში მიეკედლება განდეგილს - ვალმიკს. რამა აქ მიაგნებს თავის შვილებს კუშუსა და ლავუს, თავისთან დაუძახებს სიტას, მაგრამ სიტას მისივე თხოვნით დედა-დედამიწა ჩაყლაპავს და მეუღლეების შეხვედრა მხოლოდ ცაში შედგება.

«რამაიანას” ქონდა და დღესაც აქვს ინდური საზოგადოებისათვს უდიდესი აღმზრდელობითი მნიშვნელობა. გამოჩენილი მოაზროვნის სვამა ვივეკანანდას აზრით, მისი გმირები - რამა და სიტა - ეს პირველ რიგში, იდეალური სახეებია, რომლებშიც მოდელირებულია ყველა სიკეთე, რაც ინდურ კულტურაშია პოსტულირებული. რამა - ეს არის «გმირული საუკუნის” ძველი იდეალი, განხორციელებული ჭეშმარიტება და მორალი. ის არის იდეალური შვილი, ქმარი, მმართველი. მისი მეუღლე სიტა - «ნამდვილი ინდოელი” ქალის ჭეშმარიტი ტიპი, სრულყოფილი ქალობის ხორცშესხმული იდეალი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იქცა ინდოელთა თაყვანისცემის ობიექტად.

«მრავალსიტყვიანი სიტა” უფრო წმინდაა ვიდრე თვით ქალწულობა, მოთმინება და ტანჯვა. «რამაიანა” ასწავლიდა ხალხს იმას, რომ ვაჟი უნდა ემორჩილებოდეს მამას, ცოლი ქმარს, უმცროსი ძმა უფროსს, მოწაფე მასწავლებელს, ქვეშევრდომი მმართველს და ყველამ თაყვანი უნდა ცეს დჰარმას. ასეა ჩაწერილია შასტრების დჰარმაში.

45

Page 46:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ბუდიზმი, როგორც ინდუისტური კულტურის სულიერი საფუძველი. ინდუიზმის გვერდით ინდურ კულტურაში მნიშვნელოვანი ადგილი ბუდიზმს უკავია. ბუდიზმი ჩაისახა VI ს. ჩვენს ერამდე, ის დიდხანს წარმოადგენდა ინდოეთის სახელმწიფო რელიგიას. XI ს. ბუდიზმი დასუსტდა და ინდუიზმისა და სხვა მოძღვრებების მიერ განდევნილ იქნა რელიგიური ცხოვრების პერიფერიებზე. მაგრამ ბუდიზმი მაინც დიდ გავლენას ახდენდა და დღესაც ახდენს ინდურ კულტურაზე. ბუდიზმის დამაარსებლად ითვლება რეალური ისტორიული პიროვნება - სიდჰარტა გაუტამა (გაუტამას გვარიდან), რომელიც ეკუთვნოდა შაკიას სამეფო სახლს ინდოეთის ჩრდილოეთში. მამა მუდსჰადანი იყო ამ ნახევრად დამოუკიდებელი სამთავროს რაჯა. დედა მაია გარდაიცვალა სიდჰარტას დაბადებიდან რამოდენიმე დღის შემდეგ. ბუდისტური გადმოცემით სიდჰარტას მამას უსაზღვროდ უყვარდა მეუღლე და მისი გარდაცვალების შემდეგ მთელი სიყვარული და ყურადღება შვილზე გადაიტანა, არ იშურებდა არაფერს ბავშვისა და ყმაწვილის გართობისათვის. ერთხელ, როდესაც მოსამსახურე ქალი ასეირნებდა სიდჰარტას მან დაინახა მოხუცი და მისი შესახედაობით გაოგნებულმა გამოკითხვა დაუწყო მოსამსახურეს. ის დარჩა გაოცებული, როდესაც გაიგო, რომ ეს (სიბერე) ყველა ადამიანის ხვედრია. მის წინაშე მთელი სიმწვავით დაისვა ცხოვრებისეული საზრისის პრობლემები.

იმ პერიოდის ინდურ კულტურას უკვე გააჩნდა პასუხები ასეთი სახის კითხვებზე. არსებობდნენ გარკვეული სახის ფილოსოფიური სისტემები, ვითარდებოდა პრაქტიკული იოგა. სიდჰარტამ დაიწყო ვედიზმისა და ბრაჰმანიზმის ფილოსოფიური მემკვიდრეობის შესწავლა. ბევრი რამ ძველი მემკვიდრეობიდან მან აითვისა, შემოქმედებითად გადააკეთა და შეიყვანა ახალ მოძღვრებაში, თუმცა ეს ერთბაშად არ მომხდარა. იმ პერიოდის ფილოსოფიური მოძღვრებები ასწავლიდნენ, რომ სიმშვიდის მისაღწევად აუცილებელია ცხოვრების ასკეტური წესი და საკუთარი ხორცის თანდათანობითი მოკვდინება. სიდჰარტამ დაიწყო განდეგილი ცხოვრება. 6 წლის განმავლობაში დახეტიალობს, თითქმის არ იკვებება, მისი სახე სასტიკად შეიცვალა. ის გახდა, გაშავდა, კანი დაიფარა ნაოჭებით, თმები გაცვივდა, ის დაემგვანა ცოცხალ ჩონჩხს. ერთხელ, ნახევარგულწასულ მდგომარეობაში მყოფს ხის ძირას ჩაეძინა, სიზმრად მას ეახლა ჭეშმარიტებები და ის გადაიქცა გაცისკროვნებულ ბუდად (ბუდა ნიშნავს გაცისკროვნებულს). ამის მერე მან თავად დაიწყო ხალხის განათლება, თავისი მოძღვრების ქადაგება.

ბუდიზმი, როგორც რელიგიური სისტემა და ზნეობრივ-ფილოსოფიური მოძღვრება იწყება მაშინ როდესაც სიდჰარდა გაუტამა შეუდგება საყოველთაო განახლებას და იწყებს თავის ქადაგებებს. თავის მოძღვრებაში ბუდა ეყრდნობა ყველა ინდოელისათვის ცნობილ ბრაჰმანულ ტრადიციას, იყენებს გარდასახვის პრინციპს (სანსარას), მიზღვევის იდეას (კარმა), ჭეშმარიტ გზას (დჰარმა).

46

Page 47:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ბუდიზმის მიხედვით სიცოცხლე _ ეს არის არამატერიალური ნაწილაკების დჰარმების სხვადასხვა კომბინაციები ან ნაკადები. დჰარმების კომბინაციები ქმნიან ყოველ არსებულს ამ სამყაროში: ადამიანს, ცხოველებს, მცენარეებს, არაორგანულ ბუნებას. კომბინაციის დარღვევა ნიშნავს სიკვდილს, მაგრამ დჰარმები არ ქრებიან უკვალოდ, ისინი ქმნიან ახალ კომბინაციებს, რაც ხორციელდებია კარმას მიზღვევის კანონების, თანახმად ე.ი. წინა ცხოვრებაში ქცევებისათვის მიზღვევის შესაბამისად.

გარდასახვების უსასრულო ჯაჭვი, ცხოვრების ბორბალი შეიძლება შეწყდეს, სწორედ ამისკენ უნდა მიისწრაფვოდეს ყოველი ადამიანი. ტანჯვის გამომწვევი გარდასახვების შეწყვეტა, სიმშვიდის მიღწევა, ნეტარება, ბუდასთან შეერთება - ეს არის ადამიანის მცდელობების მთავარი მიზანი. ბუდიზმი ქადაგებს, რომ უკვე აქ, სიცოცხლეში, ადამიანს შეუძლია მიაღწიოს სიმშვიდეს, გაცისკროვნებას.

ბუდიზმი არა მხოლოდ იღებს ბრაჰმანიზმისაგან მნიშვნელოვან მომენტებს, არამედ უპირისპირებს ბრაჰმანიზმის მოძღვრებას საკუთარს. ბუდიზმი უარს ამბობს ადამიანების კასტური ნიშნით დაყოფის აუცილებლობაზე. მისი მოძღვრებით ყველა ადამიანს თანაბარი შესაძლებლობები აქვთ სიმშვიდისაკენ მიმავალ გზაზე. ფენობრივი, ეთნიკური და საერთოდ სოციალური განსხვავებები მეორადად არიან მიჩნეული და იცვლებიან სულიერი ცხოვრების მორალური სრულყოფის კვალობაზე. ბუდიზმის მეორე მნიშვნელოვანი თავისებურება, რომელიც ასევე აახლოებს მას სხვა მსოფიიო რელიგიებთან, მდგომარეობს იმაში, რომ აქცენტი გადატანილია კოლექტიური რელიგიური ცხოვრებიდან ინდივიდუალურ რელიგიურ ცხოვრებაზე. ბუდიზმის თანახმად, ადამიანი შესძლებს ინდივიდუალური ძალისხმევით თავი დააღწიოს სანსარას თუ გაიაზრებს და განსაზღვრავს თავის პირად «ჭეშმარიტების გზას” იმოქმედებს რა ბედზე, შეცვლის მიზღვევის ხასიათს. ე.ი. ბუდიზმის მოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია ორიენტაცია ინდივიდუალურ სულიერ ცხოვრებაზე.

ბუდიზმში ხაზგასმულია: «როგორც შვილდისრის ოსტატი თლის და ასწორებს ისარს, ასევე ჭკვიანი ადამიანი ხვეწს თავის სულს სულის შეკავება ძნელია. ის ადვილად აღზნებადია; მისი დამშვიდებით ადამიანი იძენს სიმშვიდეს. სული ადამიანს უფრო მეტ ბოროტებას ანიჭებს, ვიდრე ეს შეუძლია ნაწყენ კაცს ან მტერს. ადამიანს რომელსაც შეუძლია დაიცვას სული წყურვილისაგან, გაბრაზებისაგან და ყველა სხვა ბოროტებისაგან, შეუძლია მიაღწიოს ჭეშმარიტ სიმშვიდეს”.

ბუდიზმის ეს შეხედულებები საბოლოოდ ჩამოყალიბდა მისი მოძღვრების ოთხ ძირითად დებულებად: 1. ცხოვრება ტანჯვაა; 2. მიზეზი ტანჯვისა სურვილებია; 3. ტანჯვისაგან თავის დაღწევა სურვილებზე უარის თქმაა; 4. ამისათვის საჭიროა კეთილად ყოფნა, სწორად ქცევა და ზნეობრივი ცოდნა, რასაც მივყევართ განათლებისა და აქედან ნირვანასაკენ. ე.ი. ბუდიზმი მოუწოდებს ყოველ ადამიანს

47

Page 48:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

დაადგეს შინაგანი თავისუფლების ძიების გზას, განთავისუფლდეს იმ ბორკილებისაგან, რომელიც თან სდევს ადამიანის ცხოვრებას.

სად და როგორ მიიღწევა სრული თავისუფლება ბუდიზმის მიხედვით? აქ პასუხი ცალსახაა: თავისუფლება მიიღწევა ნირვანაში. ნირვანა ბუდიზმის ძირითადი ცნებაა. («ნირვანა» - სანსკრ. ნიშნავს - ჩაქრობას, ჩაფერფვლას). ბუდიზმის მიხედვით ნირვანა არის ადამიანის შინაგანი მდგომარეობა, რომლის დროსაც ყველა სურვილები და გრძნობები ჩამქრალია და მასთან ერთად მთელი გარემომცველი სამყაროც «ბრძენი” - გვასწავლის ბუდა ქრება როგორც ლამპარი.

ეს შინაგანი ქრობა ათავისუფლებს ადამიანს მისი ტრადიციული «მე” - საგან, ცხოვრების წყურვილისაგან, რასაც ყოველი ცოცხალი არსება მიყავს სულ ახალი და ახალი გარდასახვებისაკენ. ამით ინგრევა კარმას ძალაუფლება და განათლებული, გაცისკროვნებული ადამიანი - ბრძენი ბოლომდე გაითქვიფება აბსოლუტური სიმშვიდის ნეტარ სიცარიელეში.

ნირვანა აყენებს ადამიანს აუცილებლობის მიღმა და ამით ის მნიშვნელობა უტოლდება თავისუფლებას, გაგებულს, როგორც სრული დამოკიდებულების უარყოფა, «თავისუფლება . . . გან” ჭეშმარიტი თავისუფლება არა მხოლოდ უარყოფს, არამედ აფუძნებს ადამიანის, როგორც პიროვნების ყოფიერებას, მის ღირსებას და შემოქმედების ამოუწურავ ძალას. მაგრამ პიროვნება ჩვ.წ.აღ.მდე VI ინდოეთში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული და ამიტომ სრული თავისუფლება ბუდას მიერ გაგებულია, როგორც უარყოფის სისრულე: ნირვანა დევს არა მხოლოდ აუცილებლობის მიღმა, არამედ ყოველნაირი ყოფიერების მიღმაც. ნირვანა ათავისუფლებს ადამიანს აუცილებლობისაგან, ასევე საკუთარი «მე”-სგანაც, ყოველგვარი დადებითი შინაარსისაგან და ამიტომ შეუძლებელია მისი გამოხატვა ადექვატური სიტყვით ან სახით. ნირვანა იზიდავს თავისკენ, როგორც «ზღაპრული შინაგანი კუნძული”, რომლის მიღწევის შემდეგ ბრძენი იძენს დამოუკიდებლობას ადამიანებისაგან, ღმერთისაგან, თვით ბუნებისგანაც. «იმ შეუდარებელ კუნძულს, სადაც არაფერი არა აქვთ, არ სურთ, მე ვეძახი ნირვანას, სიკვდილისა და დაღუპვის გაჩანაგებას” - ამბობს ბუდა. «ცოტანი აღწევენ ამ კუნძულს, მაგრამ მათი, ვინც მიაღწევს, თვით ღმერთებსაც შურთ”.

ბუდისტური მოძღვრების მიხედვით ადამიანები არ არიან მარტონი ნირვანისაკენ მიმავალ გზაზე, ამაში მათ ეხმარებათ ბუდა, ასევე ბოდჰისატები - არსებები, რომელთაც ბოლო ნაბიჯიღა დარჩათ გასაკეთებელი ნირვანას მისაღწევად, მაგრამ რომლებიც ამ ნაბიჯს არ აკეთებენ გააზრებულად რათა დაეხმარონ ადამიანებს სიმშვიდის მისაღწევად. ნირვანა მიიღწევა საკუთარი ძალისხმევის შედეგად.

ამისათვის ადამიანმა უნდა გაიაროს ე. წ. «რვაეტაპიანი გზა” უნდა ქონდეს:

1. სწორი შეხედულებები, ე. ი. «კეთილშობილურ ჭეშმარიტეტებზე დაფუძნებული”.48

Page 49:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

შეხედულებები; 2. სწორი შემართება ე. ი. მზადყოფნა ჭეშმარიტებისათვის გმირობის ჩასადენად; 3. სწორი მეტყველება ე.ი. კეთილგანწყობილი, ხალასი, სამართლიანი; 4. სწორი ქცევა ე. ი. სხვათა არწყენინება; 5. ცხოვრების სწორი წესი ე.ი. წმინდა, პატიოსანი, მშვიდობიანი; 6. სწორი ძალისხმევა ე.ი. თვითაღზრდა, საკუთარი თავის კონტროლი; 7. სწორი ყურადღება ე.ი. ცნობიერების აქტიური ყურადღება; 8. სწორი მობილიზება ე.ი. ჭვრეტისა და მედიტაციის სწორი მეთოდები.

ამ პრინციპების დაუფლებას ბუდა განიხილავს, როგორც თანდათანობით აღმავალ საფეხურებს.

ნირვანასაკენ მიმავალ კიბის თავში ადამიანი აღწევს სამადჰის მდგომარეობას. ადრინდელ ბუდიზმში ნირვანას მიღწევა გულისხმობდა უარის თქმას ყველა მიწიერ ჩვევებზე და მონასტერს მისვლას, ცხოვრების განდეგილ წესს, მაგრამ ბუდიზმი მკაცრი ასკეტიზმის წინააღმდაგია.

ადამიანები, რომლებიც დაადგნენ ნირვანისაკენ მიმავალ გზას, მკაცრად იცავენ ჰიგიენის კანონებს;

შენობა, რომელშიც ცხოვრობენ, მუდმივად სამაგალითო მდგომარეობაშია. როგორც წესი ისინი ქმნიან მონასტრულ ერთობებს _ სანგებს. ბუდიზმის საკულტო მხარე თავდაპირველად გამოირჩევა სიმარტივით, ძირითადში დაიყვანებოდა მედიტაციასა და ჰიგიენურ რიტუალებზე.

პირადი ძალისხმევის გარდა, ბერებს ევალებოდათ მისიონერული მოღვაწეობა, თავიანთი მასწავლებლის მოძღვრების პროპაგანდა. ამ მოძღვრებას ბევრი ხვდება ინტერესით, მაგრამ ყველას არ შეუძლია უარი თქვას ყველაფერ ამქვეყნიურზე, ამიტომ გაჩნდა საერო ბუდისტების პრობლემა.

პრობლემა გადაჭრილ იქნა ხსნის ორი გზის შესახებ მოძღვრების შემუშავებით. ეს ორი გზაა ჰინაიანა და მაჰაიანა. ჰინაიანა - ეს არის ხსნის ვიწრო გზა. ის გულისხმობს. შედარებით მკაცრ ასკეტიზმს, ეს არის ნირვანისაკენ სვლის ინდივიდუალური გზა, რომელზედაც მიდიან არჰატარები, სანგჰის წევრები.

მაჰაიანა ხსნის ფართო გზაა. აქ დაშვებულია ნირვანას წვდომის შესაძლებლობა საერო პირის მიერ, რომელიც დაიცავს სულიერი სრულყოფის შეგონებებს თანამძრახველი და თანამგრძნობი ბოდჰისატის ხელმძღვანელობით. ბერებისაგან განსხვავებით, საეროებს ეძლევათ ეთიკური ქცევის უფრო გამარტივებული კოდექსი, რომელიც დაიყვანება შემდეგ ხუთ შეგონებაზე: 1. არა კაც კლა; 2. არ იქურდო; 3. არ იმრუშო; 4. არ იცრუო; 5. არ ილოთო. მაჰაიანაში დიდად განვითარდა საკულტო პრაქტიკა.

ბუდიზმის მხატვრული ხელოვნება. ინდური კულტურის თავისებურებები. ბუდიზმის მოძღვრება მოცემულია «ტრიპიტაკში” (სანსკრიტიდან - «სამი კალათი”).

49

Page 50:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

«ტრიპიტაკი” შედგება ღვთისმეტყველების სამი დიდი კრებულისაგან: «ვინსაპიტაკა” - («მორჩილთა წიგნი”), სადაც აღწერილია ბუდისტური ბერებისა და სანგჰის ორგანიზაციის წევრთა ვალდებულებები. «საუტანიტანა” («არსთა წიგნი“), ლოცვანი და ქადაგებანი. «აბჰიდჰარმაპიტაკა” («უმაღლესი კანონის წიგნი”) - მოცემულია ბუდიზმის ძირითადი დებულებების ახსნა. აღნიშნული ტექსტები შექმნილია 1 ს. ჩვ. წ. აღ-მდე. ამ დროისათვის დაკანონდა წინა ეპოქებში შექმნილი ნაწარმოებებიც.

ისევე როგორც მაჰაბჰარატაში, «ტრიპიტაკის” კანონიკური ტექსტებიც «ორმაგი კოდირების” სისტემაშია მოქცეული. მისი ნაწილი განკუთვნილია პროფესიონალებისათვის - ბუდისტური ბერებისათვის და აანალიზებს ბუდისტური მოძღვრების მნიშვნელოვან პრობლემებს, მეორე ნაწილი კი ორიენტირებულია ბუდიზმში ნაკლებად ჩახედულთათვის, იძლევა ძალზე ზოგად შეხედულებებს ბუდისტური იდეალების შესახებ, გადმოცემაში მრავლადაა ფოლკლორული მოტივები, გამოყენებულია შეგონების ხერხები.

ბუდიზმის სხელმწიფო რელიგიად გადაქცევას თან მოყვა ბუდასადმი მიძღვნილი ტაძრებისა და მემორიალური მშენებლობების ფართოდ გაშლა. ადრინდელ ბუდისტურ ძეგლებში ბუდას არ გააჩნდა გამოკვეთილი სახე. ის წარმოდგენილია სიმბოლოების სახით შველი, რომელიც უსმენს მის ქადაგებას, სპილო, რომელიც თაყვანს სცემს ხეს, რომლის ძირას ბუდა ეძლეოდა მედიტაციას.

ყველაზე ძველი შემორჩენილ ძველინდური არქიტექტურის ძეგლებს შორის მიეკუთვნება მაურების დინასტიის ბატონობის დროს. ესაა ბუდისტური სანახები, გამოქვაბული ტაძრები და მონასტრები.

სანახებს ქონდათ ნახევარსფეროს ფორმა და მათში ინახებოდა ბუდას რელიქვიები. ყველაზე კარგად არის შემონახული სანახი სანჩიში (III-I სს.). ეს არის უზარმაზარი ნახევარწრიული აგურისა და ქვისაგან აგებული შენობა (15 მ. სიმაღლის), ბრწყინვალე იეროგლიფებითა და ორნამენტებით, რომლებშიც ბუდას ცხოვრების ეპიზოდებია გამოხატული.ს ინდური ტაძრების თავისებური სახე იყო ჩაიტიები გამოქვაბული ტაძრები, თავიდან ეს იყო გამოქვაბულები, მოგვიანებით ჩაიტიებს ალამაზებენ სვეტებითა და ძეგლებით. შემორჩენილია კლასიკური ფორმის ჩაიტიები კარლიში, ბომბეის მახლობლად, რომელიც დათარიღებულია ჩვ. წ. აღ. I ს-ით.

ქვისგან ნაგები ერთ-ერთი უძველესი ძეგლია ე. წ. «ლომების სადგომი”, აშოკის სვეტები სარნატჰში: ეს არის ერთმანეთისადმი ზურგით მდგარი ოთხი ლომი _ თანამედროვე ინდოეთის სახელმწიფო გერბი.

ნდოელი ოსტატების საყვარელი, სკულპტურულ ქმნილებებში ხშირად განმეორებული სახე - ეს არის ნაყოფიერების სულთა ფიგურები - იაკშინები,

50

Page 51:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

გამოსახული ტოტებზე მოქანავე ოთხი მოქნილი და ულამაზესი გრაციოზული ქალიშვილის ფიგურებით.

I-III სს. ჩრდილოეთ ინდოეთში შეიქმნა ახალი ძლიერი სახელმწიფო - კუშანის სამეფო. ბუდიზმი დარჩა ამ სამეფოში, როგორც ინდოეთის სხვა მხარეებში წამყვან იდეოლოგიად, მაგრამ მან განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილებები. თუ ადრინდელ მოძღვრებაში ბუდა წარმოდგენილია რეალურ სახედ,

მასწავლებლად და გამზრდელად, ახალ მიმართულებაში _ მაჰაიანაში ის წარმოდგენილია, როგორც ღმერთი, შემკული ყველა ადამიანური ღირსებებით. გამოჩნდნენ ბუდას პირველი სკულპტურული გამოსახულებები.

ცნობილია ბუდას ორი გამოსახულება. ერთში ის დგას ფეხზე, ფართო სამოსით, ხელის კეთილშობილური ჟესტით. ეს არის ბუდა - საზეიმო რჩევების მიმცემი. მეორე შემთხვევაში ბუდა ზის მოკეცილ ფეხებზე, ნახევრადდახუჭული თვალებით და ღიმილით მოკუმულ ტუჩებზე. ის ჩაფლულია ღრმა ჭვრეტაში და სავსე დიადი განდეგილობით.

ბუდიზმი თავისი აყვავების პერიოდშიც კი ვერ გახდა ინდოეთის მოსახლეობის უმრავლესობის რელიგია. ცნობილია, რომ თვით ბუდისტებიც წესების ასაგებად ხშირად იწვევდნენ ბრაჰმანებს. ე.ი. საერო ნაწილი ბუდიზმს განიხილავდა არა როგორც დამოუკიდებელ რელიგიას, არამედ როგორც ერთერთს მრავალრიცხოვან კულტთაგანს.

ათი საუკუნის შემდეგ იწყება ინდოეთის ისლამიზაცია. ძველი ინდოეთის ტერიტორიაზე ყალიბდება მოგოლების იმპერია, რომელმაც განვითარების პიკს მიაღწია აკბარის (1556-1605 წწ.) მეფობის ხანაში.

მოგოლების იმპერიაში მიმდინარეობს ინდუისტების, ბუდისტებისა და ისლამური კულტურის ურთიერთმოქმედება და ურთიერთშეღწევა, რაც ნათლად ფიქსირდება მხატვრული კულტურის სფეროში, არქიტექტურაში, ფერწერაში, მუსიკაში, ქორეოგრაფიაში. ამ ურთიერთზეგავლენის სანიმუშო მაგალითია ინდური არქიტექტურის მარგალიტი - ტაჯ-მოჰოლის მავზოლეუმი. უნდა აღინიშნოს, რომ მუსულმანური ზეგავლენა არ შეეხო ინდოეთის ადგილობრივი მოსახლეობის არსებობის ისტორიულად ჩამოყალიბებულ საფუძვლებს: რელიგიურ შეხედულებებს, ეთიკურ ნორმებს, სოციალურ ურთიერთობებს, ცხოვრების წესს.

ინდური კულტურის ერთ-ერთი მთავარი თავისებურება არის მისი კომპლექსური, სინკრეტული ხასიათი, სადაც რელიგიური, ეთნიკური, სოციალური, ესთეტიკური ასპექტები შეზავებულია. შინაგანი სინკრეტიზმი ვლინდება ადამიანური ცხოვრების საფუძვლების გაგებაში. ეს ასახულია ძველინდურ მოძღვრებაში ტრივარგის ე.ი. ადამიანური ცხოვრების სამი მიზნის შესახებ: დჰარმა, არტჰა და კამა.

51

Page 52:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

დჰარმა გულისხმობს მოვალეობის, კანონის დაცვას, არტჰა - მატერიალური კეთილდღეობის მიღწევაა, ხოლო კამა - გრძნობითი სიყვარული, ბედნიერებისა და სიამოვნების მიღწევა.

სიყვარულთან ერთად კამას სფეროა ხელოვნების ყველა სახეები. თუმცა ინდოელი ესთეტიკოსები სილამაზესა და სიყვარულს ხსნიან სულის ამაღლებულ მდგომარეობასთან მათი კავშირით, რაც მიწიერი სურვილებისაგან განთავისუფლებას გულისხმობს. მიუხედავად ამისა, ინდური ხელოვნების უდიდესი ნაწილი - ეს არის მიწიერი სილამაზისა და სიყვარულის ჰიმნი. ინდურ კულტურაში უხსოვარი დროიდან ვითარდება მეცნიერება სიყვარულის შესახებ - კამა-სუტრა. მისი მიზანია ასწავლოს ადამიანს მიაღწიოს სიხარულს სიყვარულში და ამავე დროს აკონტროლოს საკუთარი სექსუალური მიდრეკილებები და მისწრაფებები. ინდოელი ბრძენი თვლის, რომ თუ კამა დარეგულირებულია და დისციპლინირებულია მას ადამიანი მიყავს ბედნიერებისა და ნეტარებისაკენ, ხოლო თუ არა, ის ხრწნის ადამიანს და უბედურება გარდუვალია.

ჩინეთი

განვითარებისა და მიღწევების ძირითადი ეტაპები ჩინეთის ცივილიზაციის ისტორია იწყება IV ათასწლეულიდან ჩვენს ერამდე და მიეკუთვნება მსოფლიოში უძველესს ცივილიზაციებს.

ათასწლეულების მანძილზე აქ ერთიან ტერიტორიაზე შეიქმნა განსხვავებულ იპოსტასებში გამოვლენილი უმდიდრესი კულტურა. ჩინური ცივილიზაციის ფორმირების პროცესში ქვეყანას გარს ერტყა განვითარების თვალსაზრისით ბევრად უფრო დაბალ საფეხურზე მყოფი ტომები და ხალხები, რომელთა გამუდმებულ თავდასხმებს, მომთაბარეთა გაუთვებელ თარეშს ემატებოდა სისხლისმღვრელი შიდა ომები, რომლებმაც არაერთხელ გააჩანაგეს და დააცარიელეს ჩინეთის უზარმაზარი ტერიტორია.

ჩინეთის ცივილიზაციამ განუწყვეტელი დანაკარგების მიუხედავად შექმნა განსაცვიფრებლად სიცოცხლისუნარიანი, თვითმყოფადი, მყარი მემკვიდრეობითობის უნარიანი კულტურული ტრადიციები. ამ ტრადიციების ფორმირების პროცესი არ წყდებოდა უცხო დამპყრობელთა ექსპანსიის პერიოდშიც.

მდგრადი, სტაბილურად ორგანიზებული საზოგადოებრივი ცხოვრება და ტრადიციონალიზმი გახდა ჩინური კულტურის მთავარი პრიორიტეტი. ისტორიული განვითარების პროცესში ჩინეთს არ დაუკარგავს ეროვნული ენა და დამწერლობა, ხელოვნების თავისებური სახეები და ჟანრები, ფილოსოფიური იდეების სიღრმე და შინაარსი. თანამედროვე ჩინელები საუბრობენ თავიანთი წინაპრების ენაზე,

52

Page 53:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

იყენებენ დამწერლობის იგივე სისტემას რასაც წინაპრები, იცავენ იგივე ცხოვრებისეულ ნებას და ნორმებს როგორსაც საუკუნეების წინ.

ქვეყნის განსაკუთრებულმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ, ცენტრალიზებულმა სახელმწიფოებრივმა ძალაუფლებამ, კულტურის სხვადასხვა სფეროში ჩამოყალიბებული კანონების მიმართ სათუთმა დამოკიდებულებამ განაპირობა ჩინური ცივილიზაციის სპეციფიკური თავისებურება _ მისი ჩაკეტილობა,

სადაც (ზემოთ აღინიშნა) ძირითადEროლს ასრულებს ძირეული ნაციონალური ტრადიციები. სწორედ მათ ჩაკეტეს ქვეყანა უცხო კელტურათა ზეგავლენისაგან, ხოლო მეორე მხრივ, აღნიშნული ვითარება გააძლიერა ჩინეთის გეოგრაფიულმა დაშორებამ, და საბოლოო მოწყვეტილობამ კულტურულ _ ისტორიული გაცვლა-გამოცვლის ძირითად ზონას _ ხმელთაშუა ზღვას და მის მიმდებარე ტერიტორიებს.

ჩინეთის კულტურის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ აქ ტრადიციები შემონახულია რამოდენიმე ათასწლეულის მანზილზე. ჩინეთი წარმოადგენს კულტურის ავტონომიურობისა და თვითკმარობის იდეის კლასიკურ ხორცშესხმას. ამის მაგალითია მსოფლიოში ერთადერთი მთელი სახელმწიფოს ირგვლივ დამცავი ნაგებობა ე.წ. ჩინეთის დიდი კედელი (სიგრძე 3000კმ. სიმაღლე 10 მ, სიგანე 8 მ.). კედელი იცავდა სახელმწიფოს ჩრდილოეთიდან მომთაბარე _ მონღოლების თარეშისაგან, მეორე მხრივ არის სიმბოლო ჩინეთის იმპერატორის სიდიადისა და ძალაუფლებისა.

ძველი ჩინეთის კულტურის ტრადიციული პერიოდიზაცია დაკავშირებულია ხუთი საიმპერატორო დინასტიის მმართველობასთან(IIათასწლეული ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნე ჩვენი წელთაღრიცხვით): სია, შან-ინი, ჩჟოუ, ცინი და ხანი. ჩვენთვის ცნობილი ძველი ჩინეთის კულტურა ჩამოყალიბდა ჩჟანგიოს _ ე.წ. «მეომარი სამეფოების» პერიოდში ( V _ III ს ჩვ. წ. აღ-მდე) და ცინისა და ხანის დინასტიების მმართველობის ეპოქაში ( III ს. ჩვ. წ. აღ-მდე _ III ს. ჩვ. წ. აღ-ით).

ჩინეთის ძველი კულტურა მრავალფეროვანია. იგულისხმება ისეთი მიღწევები, როგორიცაა: კომპასის, გუთნის, დენთის, ლაქების (ქაღალდისა და ხის კონსერვირებისათვის) გამოგონება. XVIII საუკუნემდე მთელ მსოფლიოში მხოლოდ ჩინელები ფლობდნენ ფაიფურის დამზადების საიდუმლოებას, ხოლო აბრეშუმის დამზადების უძველესი კულტურა დღესაც უნიკალურია. მსოფლიოსათვის ცნობილია ჩინური მედიცინის, ასტრონომიის, მათემატიკის მიღწევები. ძველს ჩინეთში უხეშ ძალაზე მეტად ფასობდა კულტერა, ხოლო სამოქალაქო სამსახურს მეტი პატივი ეგო ვიდრე სამხედროს.

ერთ-ერთ შესამჩნევ კულტურულ მოვლენად ჩინეთში იქცა დიდი აბრეშუმის გზის ფუნქციონირება (II-I სს. ჩვ.ერამდე). ეს იყო 6 ათას კმ-ზე მეტი გზები, რომლებითაც ჩინეთი უკავშირდებოდა ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებს. გზები გადიოდა

53

Page 54:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

სხვა და სხვა ხალხების მიერ დასახლებულ ტერიტორიებზე და ხელს უწყობდა ამ ხალხების ურთიერთკავშირს, აერთიანებდა განსხვავებულ კულტურებს. სამეურნეო და კულტურული პრობლემების გადაჭრის გარდა ეს გზა ამძაფრებდა ჩინელების მიერ თავიანთი ქვეყნის ,,იმპერიის ცენტრად გაგებას” - ,,ყველანი მოდიან და რაიმე მოაქვთ. დიდი აბრეშუმის გზით ინდოეთიდან ჩინეთში შევიდა ბუდიზმი.

ჩინეთის კულტურის ტრადიციული სახის ჩამოყალიბებაში რელიგიაზე მეტი როლი შეასრულა რიტუალიზირებულმა მორალმა. განმსაზღვრელი გახდა არა ინდივიდუალიზირებული პიროვნება, არამედ ერთიანი მთლიანობა , ე.ი. კოლექტივი, საზოგადოება, სახელმწიფო (გაგებული როგორც დიდი ოჯახი). საზოგადოებაში პიროვნების ქცევაზე დიდად ზემოქმედებს წინაპართა კულტი. ძველ ჩინურ საზოგადოებაში არსებობდა უფროსი თაობისადმი განსაკუთრებული მოკრძალებული დამოკიდებულება.

უფროსობა პრიორიტებულია ყველაფერში, წარსული ზეობდა მომავალზე. შვილები უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ მშობლებს. მათი გარდაცვალების შემდეგ დიდხანს გლოვობდნენ და სწირავდნენ მათი სულების მოსახსენიებლად. ოჯახის ჩარჩოებში, შვილების მშობლებისადმი, ქალის მამაკაცისადმი აუცილებელი მორჩილება ამჭიდროვებდა საზოგადოებას და აძლიერებდა სახელმწიფოს; აყალიბებდა ჩინურ საზოგადოებაში სოციალურად ღირებულ ისეთ ორიენტირებს, როგორებიცაა: «ერთგულება”, «მოვალეობა”, «თავდადება”; აყალიბებდა ჩინური კულტურის ერთ-ერთ იდეალს «წესრიგს” _ დისციპლინას.

ჩინელები ყოველთვის სცემდნენ თაყვანს მშობლებს და თმობდნენ საკუთარ ინტერესებს ოჯახისა და გვარის ინტერესებისათვის. პასუხისმგებლობის გრძნობით განმსჭვალულია ჩინეთის საზოგადოების ყველა სტრუქტურები: მამა პასუხს აგებს ოჯახის ყველა წევრზე, თავის მხრივ მშობლების ჩადენილი დანაშაული შვილებზეც ვრცელდებოდა.

ამავე დროს ცალკე აღებული ადამიანი ჩინეთის საზოგადოებაში ცოტა რამეს ნიშნავს. ის არ იყო მობილიზებული საკუთარ თავში ჩასაღრმავებლად, ის თავს აღიქვამს როგორც მთელის ნაწილი და არ ცდილობს გაექცეს და დაემალოს გარე სამყაროს საკუთარ სულიერ ყოფაში. ყველა პიროვნული გამოვლინებები იდევნება სახელმწიფოს მიერ. ტრადიციების დაცვა ყოველთვის წახალისებულია. ასეთი საზოგადოებრივი ცნობიერებით პიროვნება ვერ ვითარდება. ამავე დროს ყოველი ჩინელი აღიქვამს თავს როგორც მთელის ნაწილი, ცდილობს ბუნების რითმში ჩაჯდომას და წელიწადის ყველა დროით ტკბობას.

ჩვენს ერამდე მეორე ათასწლეულში ჩინეთში შექმნეს დამწერლობა. ეს იყო იმ ეპოქის ჩინეთის ყველა ტომის ერთიანი დამწერლობა, რამდენადაც არ იყო დაკავშირებული ზეპირსიტყვიერებასთან.

54

Page 55:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ჩვ. ერამდე V_VI სს. ჩინელებმა დაიწყეს აბრეშუმზე წერა, ხოლო Iს-დან დაიწყეს ქაღალდის გამოყენება, რასაც თავიდან აბრეშუმისაგან ამზადებდნენ, ხოლო მოგვიანებით იაფფასიანი ხისგან. ქაღალდის აღმოჩენამ სტიმული მისცა ბეჭდვის საქმეს. თანდათანობით ჩნდებიან წიგნები და შემდეგ ბიბლიოთეკები.

ჩინური კლასიკური განათლების არსს შეადგენს ხუთი წიგნის ე.წ. ხუთწიგნას (უცზინი) შესწავლა, რომლებშიც ჩამოყალიბებულია ჩინური კულტურის ღირებულებების მთელი სისტემა. თავისი შინაარსით უცნობი ავტორების ეს ლიტერატურული, ისტორიული, ფილოსოფიური ნაწარმოები დაწერილია ჩვ. წელთააღრიცხვის II ს-მდე. ხუთწიგნაში შედიოდნენ შემდეგი ნაწარმოებები:

ცვლილებების წიგნი (უცზინი) _ ჩინური ფილოსოფიის პირველი შეხედულებები ადამიანსა და სამყაროზე; სიმღერის წიგნი (შიცზინი) _ შედგება უძველესი ხალხური პოეზიისა და სიმღერებისაგან; ისტორიის წიგნი _ (მოთხრობილია ისტორიულ მოვლენებზე) და ციტირებულია ოფიციალური დოკუმენტები.

წესების წიგნი _ (აღწერილია ეროვნული ცერემონიების, რიტუალებისა და ადათწესების მთელი ნაირსახეობა).

გაზაფხულისა და შემოდგომის წიგნი (ჩუნციუ) _ წარმოადგენს სახელმწიფო ლუ-ს (VII-VIII სს. ჩვ.ერამდე) ჟამთაღწერას და ასრულებდა ნორმის ფუნქციას ეთიკური საკითხების გადასაჭრელად.

ამ წიგნებში ძველჩინური კულტურის სამყარო წარმოდგენილია მაგიური კოსმოსის სახით, რომელშიც ცა და ცისქვეშეთი (მიწიერი) იმყოფებიან ერთმანეთთან უნივერსალურ ჰარმონიაში. ამ სამყაროში ადგილი აქვს ძირითადი ცხოვრებისეული ძალების ურთიერთგადასვლას: _ ინი - ჩრდილი, სიმშვიდე, პასიურობა, (ქალური საწყისის სიმბოლო); _ იანი - სინათლე, სიცოცხლე, აქტიურობა, (მამაკაცური საწყისის სიმბოლო). ძველჩინური კულტუროლოგიური კონცეფციები სამყაროს წარმოშობას გვიხსნიან, როგორც ინისა და იანის ურთიერთობის შედეგს, რაც თავის მხრივ ნიშნავს იგივე _ მიწისა და ცის წმინდა კავშირს. უძველესი წიგნების ფურცლებზე უცნობი ავტორები ამტკიცებენ, რომ: _ ბუნებაში არსებობს ხუთი ძირითადი პირველელემენტი, პირველი სუბსტანცია _ წყალი, ცეცხლ ი, მიწა, ხე, რკინა.

_ ადამიანს აქვს ხუთი ქმედება - გარეგნობა, მეტყველება, მხედველობა, სმენა, აზროვნება. მას შეიძლება ქონდეს ხუთი სახის ბედნიერება _ სიცოცხლის ხანგრძლივობა, სიმდიდრე, დაკმაყოფილება, სიკეთე, ბუნებრივი ცხოვრება

ხუთწიგნამ არსებითი გავლენა იქონია თვითმყოფადი და ორიგინალური ძველჩინური ფილოსოფიის წარმატებებზე. აქ იგულისხმება ოთხი ძირითადი მიმართულება: კონფუციანელობა, დაოიზმი, მოიზმი, ლეგიზმი. ძველი ჩინური აზრის ყოველი სკოლა, ეს არის საზოგადოებრივი, სახელმწიფოებრივი აზრის

55

Page 56:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

სკოლა. ჭეშმარიტების ცნების ქვეშ ჩინელებს ესმით საზოგადოებრივი ჭეშმარიტება, ადამიანურობა (ჟენი) _ ეს არის ადამიანის მოვალეობა საზოგადოებაში.

ჩინური კულტურის მსოფლმხედველობითი საფუძვლები. ორი ათასი წლის განმავლობაში უძველეს ჩინეთში თანმიმდევრულად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს ოთხი მსოფლმხედველობრივ_ ღირებულებითი რელიგიური სისტემები: შან_დის კულტი (ზეცის კულტი), დაოიზმი, კონფუციანელობა და ბუდიზმი. შანდის კულტი წამოვიდა ჩინეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხების პირველყოფილი, ძირითადად ტოტემისტური და ანიმისტური ხასიათის რწმენიდან ტოტემისტური და ანიმისტური წარმოდგენების განვითარებამ შექმნა სულებისა და ღმერთების მრავალრიცხოვანი პანთეონის შექმნა, რომლის ემადგენლობიდან წინა პლანზე წამოიწია გაბატონებული ტომების ინცების ღმერთმა შან-დიმ. შან-დი ძველი ჩინელებისათვის უმაღლესი ღვთაებაა, მათი ლეგენდარული ტოტემური წინამძღოლია, ზრუნავს ავისი ხალხის კეთილდღეობისათვის, სჯის მათ ვინც გადაუხვევს ტრადიციებით დადგენილი ნორმებიდან. ამ კულტისათვის დამახასიათებელი მსხვერპლშეწირვა რელიგიური ტრადიციების ხასიათისაა.

ჩვ. წ. აღ-მდე XI ს-ში ჩჟოუს დინასტიამ, თავისი ძალაუფლება განავრცო მდინარე ხუანხეს მთელს აუზზე, შეავიწროვა შან-დის კულტი და წინა პლანზე წამოწიეს ზეცის კულტი. ჩინურ მითოლოგიაში ზეცის შესახებ მოძღვრება ძალზე წააგავს ინდუისტურ შეხედულებებს დჰარმაზე და კარმაზე. ზეცის ღმერთი გაიგივებულია ყოველი არსებულის განმსაზღვრელ უცვლელ ღვთიურ-კოსმიურ წესრიგად.

ისევე როგორც ინდუიზმში, ზეცის კულტი იძენს ზნეობრივ-ეთიკურ ჟღერადობას. ძველ ჩინელებს სწამთ, რომ ღვთიურ-კოსმიური წესრიგი იმავდროულად ზნეობრივი წესრიგიცაა. მორწმუნე ჩინელები ვარაუდობენ, რომ დიადი ზეცა სჯის უღირსთ და აჯილდოვებს კეთილს. სიკეთე სწორედ რომ გაგებულია, როგორც ზეცის კანონების დაცვა. ამიტომ ძველი ჩინელებისათვის ცხოვრების საზრისი მდგომარეობს ადამიანის ზეცასთან სწორ მიმართებაში, სწრაფვაში შეერწყას ღვთაებრივ წესრიგს.

მორწმუნე ჩინელი თვლის, რომ ადამიანი არ უნდა ჩაერიოს არსებულ ჰარმონიაში, არ უნდა დაარღვიოს ბუნებრივად დადგენილი წესრიგი, მთელი ძალებით უნდა ეცადოს მასთან შერწყმას. ზეცის კულტი არ არის მხოლოდ მითოლოგიური წარმოდგენებისა და რწმენის სისტემა, ამავე დროს არის საკმაოდ განვითარებული საკულტო-რელიგიური სისტემაც, ორგანულად შერწყმული ჩჟოუს ეპოქის ძველჩინური ცივილიზაციის სოციალურ ურთიერთობათა სისტემას. ზეცა _ საკულტორელიგიურ სისტემაში არ არის მხოლოდ ფიზიკური ობიექტი, ეს არის სიმბოლო, უმაღლესი ღვთაება_ბუნების ძალებისა და კოსმოსის განსახიერება, ამავე დროს ჩინეთის მმართველების წინაპარი. ჩჟოუს ვანი ( მმართველი ) ზეცის შვილად ითვლება, ხოლო მისი ქვეყანა ჩინეთი აქედან მოყოლებული იწოდება ცის ქვეშეთად. ზეცის კულტის მსახურების ჩატარება მხოლოდ ჩინეთის მმართველის

56

Page 57:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

პრეროგატივაა. ის ეგვიპტის ფარაონის მსგავსად ზეცის შვილად გვევლინება და კულტის მსახურების პროცესში შვილის მოვალეობასაც ასრულებდა, ახორციელებდა მსხვერპლთშეწირვას, თაყვანს სცემდა მამას _ მსოფლიო წესრიგის დამცველს.

ძველი ჩინეთის საკულტო-რელიგიური სისტემის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მასში ძლიერ ქურუმთა ფენა ვერ განვითარდა. ჩინეთი ეგვიპტესა და ინდოეთთან შედარებით ნაკლებად საკრალური სახელმწიფო იყო და ის ფუნქციები, რომელსაც ეგვიპტესა და ინდოეთში ასრულებდნენ ქურუმები, ჩინეთში იგივე ფუნქციებს სახელმწიფოს მოსამსახურე ჩინოვნიკები ასრულებენ. უფრო ზუსტად: ეგვიპტესა და ინდოეთში ქურუმთა და ჩინოვნიკთა ფუნქციები და ჩინეთის ჩინოვნიკების ფუნქციები დაახლოებით თანაბარია, მაგრამ პირველ შემთხვევაში ისინი ასრულებენ ჩინოვნიკების ფუნქციებს იმიტომ, რომ იყვნენ ქურუმები, ხოლო მეორე შემთხვევაში ისინი იყვნენ ქურუმები იმიტომ, რომ იყვნენ ჩინოვნიკები. სწორედ ამიტომ ჩინეთი საკულტო-რელიგიურ სისტემაში მმართველი ანუ უმაღლესი ქურუმი, გადასცემს (დელეგირება) საკულტო ქმედებების ჩატარების უფლებას ჩინოვნიკებს.

ქურუმ-ჩინოვნიკების ქმედებები მიმართული იყო ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულებისაკენ, ჩინური საზოგადოების სოციალური მდგრადობისა და სიმტკიცის შეენარჩუნებისაკენ. ამიტომ ზეცის კულტი მეტწილად ხასიათდება არა ემოციურ-გრძნობადი, არამედ ფორმალიზებული ბიუროკრატიული ელფერით. რიტუალები და ცერემონიები ძველი ჩინეთის საკულტო-რელიგიური სისტემის ცენტრშია მოქცეული.

შან-დის კულტი (წინაპართა კულტი) და ზეცის კულტი მისი კოსმოლოგიური, ზნეობრივ-ეთიკური მუხტით და წესებით ქმნიან ჩინეთის კულტურის საფუძველს. ამ საფუძველზე, მაგრამ სხვადასხვა აქცენტებითა და მიმართებებით ყალიბდება ჩინეთის სხვა ეროვნული რელიგიები, პირველ რიგში, დაოიზმი და კონფუციანელობა. დაოიზმი ჩაისახა ჩინეთში ჩვ. წ. აღ-მდე VII საუკუნეში და განვითარებულ საკულტო რელიგიურ სისტემად ჩამოყალიბდა IV-IIIსს. დაოიზმის ფუძემდებლად ითვლება ლეგენდარული მოაზროვნე ლაო ცზი, რომლის ისტორიული არსებობა ბევრი მკვლევარისათვის (სინოლოგებისათვის) საეჭვოა. დაოიზმის იდეები მოცემულია ტრაქტატში «დაო-დეცზინი” (IV ს. ჩვ. ერამდე).

დაოიზმის საკულტო_რელიგიური სისტემის მთავარი სიმბოლოა _ დაო, აბსტრაქტული სახის ზეციური ღმერთის სიმბოლო. დაო _ გარკვეული აზრით ყოფიერების, კოსმოსის კანონია, სამყაროს უნივერსალური ერთიანობაა, ღვთიური აბსოლუტია. დაო არავის არ შეუქმნია, მაგრამ ყველაფერი მისგან მოდის, რათა შემდეგ დაასრულოს წრე და ყოველი მასვე დაუბრუნდეს. დაო არა მხოლოდ

57

Page 58:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ყოველი არსებულის პირველმიზეზია, ასევე საბოლოო მიზანიცაა, ყოფიერების დასრულებაა. ის გრძნობის ორგანოებით არ აღიქმება და სიტყვით არ გამოითქმის.

დაო_ცზი რომ მხოლოდ მსგავსი ფილოსოფიური მახასიათებლებით შეზღუდულიყო, მაშინ ის ფილოსოფიური სისტემა იქნებოდა, მაგრამ დაოს სიმბოლოში ადგილი აქვს რელიგიურ-ზნეობრივ მახასიათებლებს, რაც დაკავშირებულია გარკვეულ საკულტო საქმიანობასთან. დაო არა მხოლოდ აბსოლუტია, არამედ არის გზა რომელსაც ამ სამყაროში ყველა მიყვება, მათ შორის დიადი ძეცაც. ყოველი ადამიანი ბედნიერებისათვის ამ გზას უნდა გაუდგეს, შეეცადოს შეიცნოს დაო და შეუერთდეს მას. დაოიზმის მოძღვრების თანახმად ადამიანი მიკროკოსმია, ისევე როგორც უნივერსუმი, მიკროკოსმიც მარადიულია. ფიზიკური სიკვდილი ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ სული სცილდება ადამიანს და იხსნება მიკროკოსმში. ადამიანის ამოცანაა თავის სიცოცხლეში მიაღწიოს მისი სულის მსოფლიო წესრიგთან, დაოსთან შეერთებას. რა გზით შეიძლება ასეთი შეერთება? პასუხი მოცემულია დაოს მოძღვრებაში.

დაოს გზას, გვასწავლის ლაო-ცზი, ახასიათებს ძალა_დე. სწორედ დე-ს წყალობით ვლინდება ყოველ ინდივიდში დაო. მაგრამ ეს ძალა არ არის ძალისხმევა, არამედ პირიქით, ყოველგვარ ძალისხმევაზე თავის არიდება. დე _ ნიშნავს უმოქმედებას, ბუნებრივი წესრიგის საწინააღმდეგო მიზანდასახული საქმიანობის უარყოფას. ამგვარად დაოიზმი გვასწავლის ცხოვრებისადმი მჭვრეტელობით დამოკიდებულებას. ნეტარებას ის კი ვერ აღწევს ვინც მიისწრაფვის კეთილი საქმეებით დაიმსახუროს დაოს განწყობა, არამედ ის ვინც მედიტაციის პროცესში, თავის შინაგან სამყაროში შესვლით ცდილობს ყური მიუგდოს საკუთარ თავს და აქედან ჩაწვდეს სამყაროს რითმს. ამგვარად, ცხოვრების მიზანი დაოიზმში მოაზრებულია, როგორც მარადიულობისაკენ, საკუთარ ფუძეებისაკენ დაბრუნება.

დაოიზმის ზნეობრივი იდეალია განდეგილი, რომელიც რელიგიური მედიტაციის, სექსუალური ჰიგიენის, სასუნთქი და ჰიმნასტიკური ვარჯიშების საშუალებით აღწევს უმაღლეს სულიერ მდგომარეობას, რაც მას საშუალებას აძლევს დაძლიოს ყველა ვნებები და სურვილები და მთლიანად ჩაიძიროს ღვთაებრივ დაოსთან ურთიერთობებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ეს არის შერწყმა ბუნებასთან, მის რითმებთან ჰარმონიაში ცხოვრება. დაოიზმი ანვითარებს ჩინური საკულტო-რელიგიური სისტემის მისტიკურ მხარეს. კუნფუციანელობა მიმართულია ჩინელთა უძველესი რწმენებისა და რიტუალების შესანარჩუნებლად, ადამიანურ ყოფასთან მათი დაახლოებით, ცდილობს მიანიჭოს მათ სოციალურ-ზნეობრივიშინაარსი.

კონფუციანელობა ჩამოყალიბებულია დიდი ჩინელი მოაზროვნის კუნ-ფუცზის, მასწავლებელი კუნის (551_479 წწ) მიერ. დასაწყისში კუნფუციანელობა აღმოცენდა როგორც ეთიკურ-ფილისოფიური მოძღვრება. მისი დამაარსებელი - კონფუცი შრომით საქმიანობას იწყებს სიბრძნის მასწავლებლად.

58

Page 59:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

თავის იდეებს ის ანვითარებდა ზეპირად, საუბრებში და არ დაუტოვებია თავისი მოძღვრების წერილობითი ვარიანტი. მისი გამონათქვამები ჩაიწერეს მოწაფეებმა და მეგობრებმა და გამოსცეს წიგნად ლუნ-იუი (მსჯელობები და საუბრები).

კონფუცი ცხოვრობდა შფოთიან დროში. ის მიისწრაფოდა ჩინური საზოგადოების ცხოვრების სტაბილიზირებას, ცდილობდა მიეცა მისთვის მყარი ზნეობრივ რელიგიური საყრდენი. ამ მიზნით ის მიმართავს ძველ რწმენებსა და ტრადიციებს. ძველ ჩინეთში, ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზეცის კულტი და წინაპრების კულტი. კონფუცი ახერხებს მათ რეანიმაციას და თავისი დროისათვის ანიჭებს აქტუალობას, ზნეობრივ-ეთიკურ და სოციალურ ჟღერადობას.

ტრადიციებით, რომლის მიხედვით სამყარო ეს არის უცვლელი კანონებით მოძრავი, მოწესრიგებული, ჰარმონიული, მარადიული საწყისი, ადამიანმა უნდა მოძებნოს თავისი ადგილი სამყაროს ამ ჰარმონიაში. ამისათვის ის უნდა მიისწრაფვოდეს სრულყოფისაკენ. კონფუცი აყალიბებს თავის ორიგინალურ პროგრამას თუ როგორ უნდა სრულყოს ადამიანმა თავისი თავი, რათა მიაღწიოს ჰარმონიულ ურთიერთობას კოსმოსთან.

აღნიშნული პროგრამის საფუძველია ზნეობრივი იდეალის შექმნა, რომელსაც ცხოვრებასა და ქცევებში მიბაძავს ყოველი ადამიანი. ეს იდეალია _ ბრძენი, კეთილშობილი, რომელსაც კონფუცი უპირისპირებს დაბალი ფენების ადამიანს. კეთილშობილ ადამიანს თავიდანვე ახასიათებს ხუთი ძირითადი თვისება: მოვალეობა, ცოდნა, ზომის შეგრძნება, ნდობა, გრძნობადობა. მეორე მხარეს კი თავიდანვე აკლია ეს თვისებები. კონფუციანელობის ეთიკური ნორმების გადმოცემა მიმდინარეობს ამ ორი ზნეობრივი სახეების ურთიერთდაპირისპირების ფონზე. პირველი ფიქრობს მოვალეობასა და კანონზე, მეორე ცდილობს რაც შეიძლება მომგებიანად მოეწყოს. პირველი მომთხოვნია საკუთარი თავის მიმართ, მეორე სხვათა მიმართ. პირველზე ვერ იმსჯელებ წვრილმანების მიხედვით, მას შეიძლება ანდო დიდი საქმე, მეორეს კი დიდ საქმეს ვერ ანდობ, მასზე შეიძლება იმსჯელო წვრილმანების მიხედვით. პირველი ცხოვრობს ადამიანებთან თანხმობაში, მაგრამ მათ არ მისდევს უკან, მეორე უკან მიყვება სხვებს, მაგრამ არ ცხოვრობს მათთან თანხმობით. პირველს ადვილად გაუწევ სამსახურს, მაგრამ სიხარულს ვერ მიანიჭებ, რადგან მას უხარია მხოლოდ როდესაც ვალდებულს მიაღწევს. მეორეს ვერ გაუწევ სმსახურს, მაგრამ ადვილად გაახარებ. კაცთმოყვარეობისა და მოვალეობისათვის პირველი თავს გასწირავს, მეორე თვითმკვლელობით დაასრულებს ორმოში.

კეთილშობილს სამი რამის ეშინია: მას ეშინია ზეცის ნების, დიდი ადამიანების და სრულიად ბრძნული სიტყვების. მდაბალმა ადამიანმა არ იცის ზეცის ნება და არ ეშინია მისი, ვერ იტანს ადამიანებს, მაღალი მდგომარეობის ადამიანებს, უყურადღებოდ ტოვებს ბრძენი ადამიანის სიტყვებს. კონფუცი დიდ მნიშვნელობას

59

Page 60:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ანიჭებს რიტუალებს. რიტუალებში ის ხედავს მთავარ საშუალებას შეიყვანოს ყოველი პიროვნება, საზოგადოება, სახელმწიფო ადამიანისა და კოსმოსური ერთობის უსასრულო იერარქიაში. რიტუალების შინაგან არსში ჩადებული ზომის შეგრძნება, გარეგნული ფორმების - წესებისა და ცერემონიების საშუალებით ყოველი ადამიანისათვის მისაღებ და გასაგებ დონეზე აწვდიან მათ ჰარმონიული ერთობის ღირებულებებს, ე.ი. აზიარებენ მათ სიკეთესთან.

კონფუციანელობაში რიტუალი არის სოციალური ურთიერთქმედების ცენტრალური ნაწილი და ასევე საკულტო-რელიგიური ქმედების მნიშვნელოვან ფორმა. თვით კონფუცი კეთილეინდისიერად ასრულებდა რელიგიურ წესებს და სხვებსაც ურჩევდა მათ აუცილებელ შესრულებას არა ღვთის კეთილგანწყობის მიღწევის მიზნით, არამედ იმიტომ რომ მათი გამოყენება სამართლიანია და სამაგალითოა კეთილშობილი ადამიანისათვის. კონფუცის მიხედვით წესების მკაცრი დაცვა ცხოვრების მთავარი კანონია, საფუძველია მთელი სოციალური წესრიგისა. კონფუციანელობის კულტის ძირითადი ფორმა იყო წინაპართა კულტი (ცოცხლებისა და გარდაცვლილების). ამ კულტის შინარსსა და ფორმაში გარკვეული ცვლილებების შემდეგ კონფუციანელობამ მას მიანიჭა სოციალური წესრიგის სიმბოლოს საზრისი და გადააქცია ის ქცევის უნივერსალურ ფორმად. კონფუციანელობის რელიგიური ეთიკის ერთ-ერთი ძირითადი იდეაა მოძღვრება სიაო-ს, შვილთაგან მშობლების თაყვანისცემის შესახებ, რომლის თანახმად ღირსეული შვილი მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა ზრუნავდეს მშობლებზე და უყვარდეს ისინი ნებისმიერ ვითარებაში. მამა ქურდიც, მკვლელიც რომ იყოს, ღირსეული შვილი ვალდებულია ქედმოხრილად ემსახურებოდეს და თხოვდეს მას დაუბრუნდეს სიკეთის გზას.

წინაპრების კულტი და ,,სიაო”-ს ნორმები უნერგავდნენ ჩინელებს ოჯახის პატივისცემას. ოჯახი ითვლებოდა საზოგადოების სულად და გულად, ოჯახის ინტერესები ცალკეული პიროვნებების ინტერესებზე მაღლა დგას, პიროვნების ინტერესები განიხილება და ყურადიღება მხოლოდ ოჯახური ურთიერთობების კონტექსტში. კონფუციანელობაში არ ეძლევა დიდი მნიშვნელობა ადამიანის ყოფის ემოციურ მხარეს, სიყვარულის გრძნობას, როგორც ოჯახური ურთიერთობის დამყარების საფუძველს.

სიყვარული გარდამავალია, პიროვნულია, მისი სინაკლებე არ უნდა უშლიდეს ხელს ოჯახის არსებობასა და მეუღლეთაგან თავიანთი მოვალეობების შესრულებას, რაც ძირითადში გულისხმობს ბავშვების დაბადებასა და აღზრდას.

წინაპართა კულტის ძირითადი შემადგენელი ნაწილია უფროსებისადმი მკაცრი მორჩილების მოთხოვნა. ნებისმიერი უფროსი, მამა, ჩინოვნიკი, ხელმწიფე - ეს შეურყეველი ავტორიტეტია უმცროსისათვის, ქვეშევდრომისათვის. მისი ნებისადმი,

60

Page 61:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

სურვილისადმი ბრმა მორჩილება - ეს არის ქცევის ელემენტარული ნორმა, როგორც ოჯახის ჩარჩოებში ასევე მთელი სახელმწიფოს მაშტაბით.

კონფუციანელობა გვასწავლის, რომ ოჯახი - ეს არის მცირე სახელმწიფო, სახელმწიფო - კი დიდი ოჯახი.

მიუხედავად ჩინური ტრადიციების მდგრადობისა კონფუციანელობა არაა შემორჩენილი თავდაპირველი ფორმით, ის მუდმივად განიცდიდა ევოლუციას ცვალებადი ცხოვრებისეული პირობების შესაბამისად. კონფუცი, როგორც ზემოთ აღინიშნა, საზოგადოების მართვაში ძირითად მნიშვნელობას ანიჭებდა რიტუალებს. ახალი ერის დასაწყისში კონფუციანელობამ პროპაგანდა გაუწია საზოგადოებრივი ცხოვრების კანონებისადმი დაქვემდებარების აუცილებლობის იდეას, რომ საზოგადოებრივი ცხოვრება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ნორმებს. ამ ორი, ადრე შეუთავსებელი მიდგომის გაერთიანებისას ტარდება შესაბამისი დაყოფა: რიტუალი ეს არის კეთილშობილ ადამიანთა, მაღალი ფენების რეგულირების ფორმა, კანონის დახმარებით კი უნდა დარეგულირდეს უბრალო ადამიანთა ყოფა, დაბალი ფენები. ჩინეთში თანდათანობით მიმდინარეობს კონფუცის ავტორიტეტის ზრდა და მისი გაღმერთება. 555 წელს იმპერატორის ბრძანებით ყველა ქალაქში უნდა აეგოთ ტაძარი უძველესი ბრძენის ხსოვნის პატივსაცემად, რეგულარულად ჩაეტარებინათ მსხვერპლშეწირვა. ამით ფაქტობრივად, კონფუციანელობა გამოცხადდა ჩინეთის სახელმწიფოებრივ რელიგიად. დღეისათვის კონფუციანელობამ დაკარგა ეს სტატუსი, მაგრამ განაგრძობს არსებობს, როგორც ერთ-ერთი გავრცელებული რელიგია.

ჩინეთის კულტურაზე დიდი გავლენა მოახდინა ბუდიზმმა, რომელმაც ჩინეთში შეაღწია ჩვ.წელთააღრიცხვის 1 საუკუნეში და VI- X სს მიაღწია აყვავების მაღალ საფეხურს. ბუდიზმი ჩინეთში ვრცელდება მახაიანას სახით. მახაიანა უფრო მისაღები და გასაგები იყო უბრალო ადამიანებისათვის, რადგან თავის მოძღვრებაში ისეთ მომენტებს შეიცავდა, რომლებიც უფრო მიმზიდველი იყო ფართო მასებისათვის. მაგალითად, თუ ხინოიანას მოძღვრებაში ნირვანა წარმოადგენს სუბიექტურ განცდას, შინაგან რეალობას, მახაიანაში საუბარია მსოფლიო ნირვანაზე, რასაც ბუდას მსოფლიო სხეულს, ან უბრალოდ ბუდას ბუნებას ეძახიან. ბუდას ეს ბუნება წარმოდგენილია უზარმაზარი სიცარიელის (შუნიატას) სახით. მახაიანური რწმენა, რომელიც ამ სიცარიელეს ანათებდა ჩამოყალიბდა, როგორც ჩინური ბუდიზმის ქვაკუთხედი.

ჩინურ ბუდიზმს დაერქვა ჩან-ბუდიზმი. სიტყვა ჩანი (იაპონური ვარიანტით ,,ძენ”) წარმოიშვა ინდური დხიანა-საგან ე.ი. მედიტაცია, ჩაღრმავება. გადმოცემის მიხედვით ჩან-ბუდიზმი ჩინეთში გაავრცელა ბუდისტურმა მქადაგებელმა ბოდჰიდჰარმამ VI ს. შემდეგ ეს მოძღვრება განავითარეს ხუანჩჟიამ (605-675წწ), ხუან-ნენიამ (638-713წწ), მაზდუმ (709- 788წწ). ჩან-ბუდიზმი გარკვეულად

61

Page 62:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ეხმიანება დაოიზმს. მათ აერთიანებთ რელიგიური ცხოვრების მთავარი მიზანი - განთავისუფლება, როგორც ადამიანის შინაგანი შერწყმა სამყაროსთან, მის მიერ საკუთარ მე-ზე უარის თქმის ჩათვლით, ხოლო ასეთი შერწყმის ფორმედ რჩება იმედი, რომელშიც ამ ორი რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრების მიხედვით განხორციელდება ადამიანის ჭეშმარიტი ბუნება. დაოიზმის იდეებზე დაყრდნობით მახაიანას მოძღვრება ჩან-ბუდიზმის სახით მნიშვნელოვნად შეცვლის მედიტაციის გაგებას. მედიტაცია გაგებულია, როგორც საკუთარ მე-ში ჩაღრმავება - ,,თუ თქვენ არ ეძებთ ბუდას საკუთარ თავში და ეძებთ სხვაგან ე.ი. თქვენ ემსგავსებით გზააბნეულებს. თუ საკუთარ თავში თქვენ განუდგებით საკუთარვნებებს, თქვენ იმ წუთში ჩაწვდებით და დაინახავთ საკუთარ ბუნებას, ეს კი არის ჭეშმარიტი ბუდა” - გვასწავლის ხუან-ნენი (მეექვსე პატრიარქის ხუან-ნენის ალმასის სუტრა).

ჩან-ბუდიზმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მისიმიმდევრები არ თვლიან რელიგიური ცხოვრების საბოლოო მიზნად ნირვანას, როგორც ამას აკეთებს სიდჰარტა გაუტამა და მისი მიმდევრები ხინაიანის მომხრეები. ჩან-ბუდიზმის მთავარი მიზანია გაბრწყინება. ხინაიანაში ეს არის მხოლოდ ნირვანასათვის მოსამზადებელი ეტაპი, ერთ-ერთი საფეხური მიმავალი აბსოლუტური სიმშვიდისაკენ. ჩან-ბუდიზმისათვის კი ეს არის რელიგიური ცხოვრების ის იდეალი, რომლისკენაც ის მიისწრაფვის. გაბრწყინება ეს არის გზა ადამიანის შინაგანი ცვლილებისაკენ, რომლის დროსაც ადგილი აქვს არა მარტო ინტელექტუალური მიზნის გარდაქმნას, არამედ მისი ფსიქიკური და სულიერი მე-ს სრული სიღრმით გარდაქმნას. გაბრწყინება ანიჭებს ადამიანს ვითარებებისაგან შინაგან თავისუფლებას და მთლიანად აღვიძებს შემოქმედებით ინტუიციას.

გაბრწყინებული ადამიანის ცნობიერება თითქმის შეერწყმის მთელს სამყაროს, იწყებს მუშაობას მის რითმში. გაცნობიერებული კონტროლი ადგილს უთმობს ადამიანის ქცევის ქვეცნობიერ რეგულირებას და საჭირო შედეგი თითქოსდა მიიღება ძალისხმევის გარეშე, ადამიანის მიერ მისი შინაგანი არსის განხორციელების პარალელურად.

ძველი ჩინური ხელოვნება. კულტურული ტრადიციების მემკვიდრეობამ განაპირობა ჩინური ხელოვნების მხატვრული ენის ერთიანობა. ჩვენს ერამდე პირველ ათასწლეულში ჩინეთში ჩამოყალიბდა _ პოეტური ტრადიცია, შედგებოდა ხალხური და რიტუალური სიმღერებისაგან, რომელსაც ასრულებდნენ პროფესიონალი მთქმელები მუსიკის თანხლებით მთელს ქვეყანაში მოგზაურობის დროს.

_ პროზაული ტრადიციები, სხვადასხვა გადმოცემები, ამა თუ იმ მოვლენების აღწერა.

გარდა ზეპირსიტყვიერი პოეზიისა და პროზისა IV ს. ჩვ. ერამდე ვითარდებოდა აგრეთვე საავტორო ლიტერატურა. ჩანგოს ე.წ. მეომარი სახელმწიფოების პერიოდში (V-IIIსს) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ციუ იანი (340-278წწ), მან

62

Page 63:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

საფუძველი ჩაუყარა ფუ-ს სახელით ცნობილ ლირიკულ და ლირიკულ-ეპიკურ სასიმღერო ჟანრს. ოდებთან ერთად ფართო გავრცელება ჰპოვა იაეფუმ, ხალხური პოეზიის ჩაწერამ და მისდამი ავტორისეულმა მიბაძვამ. ძველჩინური პოეზიის მემკვიდრეობაში შეიმჩნევა შემდეგი თემატური მიმდინარეობები:

_ პოეზია კონფუციანელობის თემაზე _ ისტორიის განდიდება (იუნ ში), სიყვარულის პოეზია (ცინ ში).

_ პოეზია დაოსურ რელიგიურ თემაზე _ მოგზაურობა უკვდავებთან (იუ სიანი).

_ პოეზია დაოსურ ფილოსოფიურ თემაზე _ სამყაროსაგან გაქცეულის მოწოდებები (ჩჟაო ინი).

ბოლო ორმა თემატურმა მიმართულებამ ჩამოაყალიბა ჩინური მხატვრული კულტურისუბრწყინვალესი პოეტური მოვლენა _ მთებისა და მდინარეების პოეზია (შან შუი ში). ძველჩინურიპოეზიის ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ სიუნ ცინი, ცუი იანი, სიან იუი, ტან ლე და იან სიუნი.

ჩინური მხატვრული პროზის ისტორია იწყება მარტივი ენით დაწერილი მცირე ზომისფოლკლორული მოთხრობით _ სიაოშო. მოგვიანებით სწორედ ის დაედება საფუძვლად უფრო დიდ მონუმენტალურ ლიტერატურულ ნაწარმოებებს _ ნოველას, მოთხრობას, რომანს. ჩინური მხატვრული პროზის ჩამოყალიბების პროცესზე დიდი გავლენა ქონდათ კონფუციანელობის, დაოიზმის, ბუდიზმის და განსაკუთრებით ჩან-ბუდიზმის რელიგიურ იდეებს.

მთლიანობაში ძველი და ტრადიციული ჩინეთის ლიტერატურული მემკვიდრეობა წარმოდგენილია არა მხოლოდ ნაწარმოებთა უზარმაზარი რაოდენობით, არამედ მთელი რიგი უნიჭიერესი ავტორებით.

უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ სახელმწიფო მოხელეები სამსახურში მიღების წინ გამოცდებს აბარებდნენ კლასიკურ ლიტერატურაში, ხოლო პრაქტიკულად ყველა ჩინელი იმპერატორი წერდა ლექსებს. ძველჩინური საზოგადოების მიერ ტრადიციები და ლიტერატურა გაგებულია, როგორც დიადი საქმე და ფუძე სახელმწიფოებრიობისა.

ცინის (221-207 წწ) და შემდეგ ხანის (202 ჩვ. ერამდე-221 ჩვ. წაღ.) დინასტიების მმართველობის დროს საფუძველი ჩაეყარა ჩინური არქიტექტურისა და ხელოვნების პლასტიკურ სახეებს, მაღალ საფეხურზე ადის მხატვრული ხელოსნობა. სწორედ ამ ეპოქაში ჩამოყალიბდა ხუროთმოძღვრების მკაცრი გეგმური პრინციპები და გამოიკვეთა ჩინური არქიტექტურის ტიპიური სილუეტი: _ მრავალიარუსიანი კოშკი-პაგოდა მრავალრიცხოვანი ზემოთაპრეხილი კარნიზებით. პაგოდებს აგებდნენ ბუდისტური პანთეონის უმაღლესი ღვთაებების პატივსაცემად ან მნიშვნელოვანი მოვლენების სამახსოვროდ. ისინი იდგმებოდნენ სერებზე, დაბალ გორებზე და

63

Page 64:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

მოწმობენ ორი უძველესი - ინდოეთისა და ჩინეთის კულტურის არქიტექტურული პრინციპების ურთიერთგავლენაზე. (მაგალითად გამოგვადგება ერთ-ერთი უძველესი პაგოდა - სუნიაესი (520წ) აგებულული ხენანის პროვინციის მთებში.

_ კლდეში ნაკვეთი ტაძრები და ტაძრული კომპლექსები. ერთ-ერთი ძალზე ცნობილი კომპლექსია - ლუნმენის ტაძრული კომპლექსი ხენანის პროვინციაში მდინარე იხეზე, აღმართულ კლდეზე.

ჩინური არქიტექტურა თვითმყობადია, ეს არის სილამაზე, პოეტური სახეები, საზეიმო განწყობილება. არქიტექტურული ანსამბლები, როგორც წესი შეხამებული არიან გეოგრაფიულ გარემოსთან, რომელიც ხუროთმოძღვრის მიერ წარმატებით არის გამოყენებული მხატვრული ფონის სახით და გარემოცა და ნაგებობაც ერთ კომპლექსს ქმნის. ჩინური არქიტექტურული ტრადიციები იმდენად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდნენ, რომ უცხოურის გავლენის მიუხედავად არათუ შეიცვალა თავისი საფუძვლები, არამედ, პირიქით, თავად მოახდინა ნაყოფიერი გავლენა მეზობელი ქვეყნების არქიტექტურულ პრინციპებზე.

მთელს მსოფლიოში უდიდესი ავტორიტეტითა და პოპულარობით სარგებლობს ჩინური ფერწერა. ჯერ კიდევ უძველესი დროის ოსტატები ქმნიდნენ მონუმენტალურ სურათებს სასახლეებისა და ტაძრების კედლებზე, ქაღალდის ან აბრეშუმის ნაჭრებზე გამოსახავდნენ პეიზაჟებს, პორტრეტებს, ქალაქური ცხოვრების სცენებს. არსებობდნენ დიდი ფერწერული ტილოები შესრულებული ტუშითა და საღებავებით, მათი სიუჟეტებია სწავლულთა საუბრები, საზეიმო მსვლელობები.

ჩვენი ერის პირველ საუკუნეებში, როდესაც ინდოეთში და ჩინეთში ვრცელდება ბუდიზმი, ადგილი აქვს ფერწერის გაყოფას საერო და საკულტო სახეებად. საკულტო ფერწერამ გაალამაზა ბუდისტური ტაძრების კედლები, საერო ფერწერამ კი სასახლეები და აბრეშუმის ქსოვილები. აბრეშუმის ქსოვილზე შეხამებულია ფერწერა და კალიგრაფია, გამოყენებულია მინერალური ან მცენარეული საღებავები.

ილუსტრირებულია ლიტერატურული ნაწარმოებები, ტექსტითა და მხატვრული კომპოზიციებით. ეს საშუალებას აძლევდა ჩინელ მხატვარს უფრო მრავალმხრივ და მთლიანად გადაეშალა თავისი სულის ემოციური მდგომარეობა. თანაც ორგვარად იყო გამოყენებული აბრეშუმის ნაჭრები: ჰორიზონტალურად შესრულებული ნახატი ყოველთვის თხრობითი ხასიათისაა და ინახება სპეციალურ სათავსოში, ხოლო ვერტიკალური, დეკორატიული სიუჟეტებით გამოიყენებოდა კედლების მოსახატავად. ამ პერიოდის ერთ-ერთი ცნობილი მხატვარია გუ კაი-ჩჟი (344 406) მისი ლირიკული ფერწერული კომპოზიციები განმსჭვალულია რბილი, დახვეწილი პოეტურობით. მხატვარი ცდილობდა გამოეხატა რეალური ადამიანური, როგორც წესი, ამაღლებული და კეთილშობილური გრძნობები.

64

Page 65:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

თვითმყოფადი უძველესი ჩინური ქანდაკება ძირითადში დაკავშირებულია დაკრძალვის რიტუალთან. სამარხების სივრცეს ავსებენ ფანტასტიკური მხეცების, მეომრების, მოსამსახურეების ფიგურები. სამარხი ნაგებობების კედლებს ამშვენებდნენ შეგონებითი ხასიათის რელიეფები, ასევე სამეფო კარის ცხოვრების ამსახველი გამოსახულებები. ბუდიზმის იდეოლოგიის შემოსვლამ გამოიწვია არქიტექტურასთან ერთად, მანამდე უცნობი სახეების მოძალება. ახალი ერის პირველი საუკუნეებისათვის დამახასიათებელია დიდი ქალაქების მახლობლად კლდეში ნაკვეთი მონასტრები, მრავალრიცხოვანი გამოქვაბულის ტაძრები, უამრავი რაოდენობა მონუმენტალური სტატუები და რელიეფები გვიყვებიან ბუდას გმირობებზე და ბუდისტური წმინდანების ქმედებებზე. (მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ IVს. ბუდისტური მონასტერი ციანფოდუნი, ჩინეთის დასავლეთში. მთლიანობაში ხელოვნების პლასტიკურ სახეებში გამოვლინდა ჩამოყალიბებული ეროვნული სტილი, რომლის საფუძველზეც განვითარდება ჩინეთის ხელოვნება მომდევნო საუკუნეების განმავლობაში.

ძველჩინური მეცნიერება. უძველესი დროიდან ჩამოყალიბდა და ვითარდება ჩინური მეცნიერება ცოდნა. პირველი მნიშვნელოვანი წარმატებები დაკავშირებულია ასტრონომიასა და კალენდართან. ძველჩინურ საზოგადოებაში არსებობდნენ სპეციალური თანამდებობები - ჟამთაღმწერელი ისტორიოგრაფები, რომელთა პირდაპირი მოვალეობა იყო ასტრონომია და კალენდარული გათვლები.სწავლული-ასტრონომები წინასწარმეტყველებდნენ მთვარისა და მზის დაბნელებებს, ჩვენს ერამდე 613 წელს პირვლად დააფიქსირეს გალეას კომეტის გამოჩენა. ხანის ეპოქაში მცხოვრები სწავლული ჩჟან ხენმა (78-39 წწ) შექმნა ციური გლობუსი, აღწერა 2500 ცთომილი, გააერთიანა ისინი 320 თანავარსკვლავედში. ამავე პერიოდში ხანგრძლივი ასტრონომიული დაკვრვებების შედეგად სრულყოფილ იქნა მთვარისა და მზის კალენდარი, დაადგინეს ცთომილთა მოძრაობის პერიოდულობა და აღნიშნეს მზის ლაქების არსებობა.

Fანტასტიურია ძველი ჩინელების მიღწევები მედიცინაში. ჩინელმა ექიმებმა ჩვენს ერამდე IVს. დაიწყეს მცენარეული პრეპარატებისა და მინერალების გამოყენება, სხვადასხვა სახის მოწვა და აკუპუნქტურა, რომლებიც შემდგომ ჩამოყალიბდნენ ჩინური მედიცინის ტრადიციულ ელემენტებად. გარდა ამისა ექიმები მკურნალობდნენ ნერვულ აშლილობებს, გულის ავადმყოფობებს, კუჭის ტკივილებსა და საკვების მონელებას, ოპერაციების დროს იყენებდნენ ანესთეზიას. ფართოდაა ცნობილი ჩინელთა წარმატებები სამკურნალო ფისკულტურასა და დიეტოლოგიის სფეროში, ჩინური კლინიკური მედიცინის მაღალ დონეს შეესაბამებოდა ჰიგიენური პრაქტიკა. სხეულის ჰიგიენა შედიოდა იმ საშუალებათა კომპლექსში, რომელთა დახმარებით, ძველი ჩინელების თვალსაზრისით, შესაძლებელია ადამიანის უკვდავების მიღწევა.

65

Page 66:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ფილოსოფიის გარდა გამოკვეთილი ადგილი უკავია ფილოლოგიასა და ისტორიას. ჩინური ფილოსოფია ჩაისახა, როგორც კლასიკური ტექსტების განმარტბების მეცნიერება. ამისათვის მეცნიერებს სპეციალურად მოუხდათ ცალკეული სიტყვების მნიშვნელობების შესწავლა სხვადასხვა ისტორიულ პერიოდებში, ასევე შეედგინათ კომენტარები და კომენტარების კანონთა კრებული სხვადასხვა ტექსტებისათვის. ძველჩინელი ისტორიკოსების შრომებში აღწერილია მმართველი დინასტიის ცხოვრება და ეპოქის მოვლენები, ასევე აქ არიან შრომები ჩინეთის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ. ჩინური კულტურის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონიეს ჩინეთის ცალკეული პროვინციების ისტორიულმა აღწერებმა, ასევე ისტორიულმა მემუარებმა, ბიოგრაფიებმა, ცნობარებმა და ენციკლოპედიებმა. დასასრულს უნდა აღინიშნოს, რომ დაწყებული უძველესი დროიდან განათლება, ხელოვნება და მეცნიერება განასახიერებენ იმას, რასაც შემდგომ დაერქმევა ჩინური კულტურის ტრადიციული ელემენტები. მომავალში კი ძველი ჩინელების მეცნიერული, ფილოსოფიური, პედაგოგიური, მხატვრული შეხედულებები ტრადიციებად ჩამოყალიბდება არა მხოლოდ ამ ქვეყნის თაობებისათვის, არამედ ღირსეულ ადგილს დაიკავებენ მსოფლიო კულტურის ოქროს ფონდში.

იაპონია

იაპონური კულტურის თავისებურებები და პერიოდიზაცია იაპონური კულტურა ეკუთვნის დიდ აზიური კულტურების წრეს. კულტურული შემოქმედების პროცესში იაპონელმა ხალხმა გამოავლინა განსაცვიფრებელი უნარი გადმოიღოს და გაითავისოს, მიბაძოს და განავითაროს სხვა ხალხების მიღწვები, ამავე დროს შეინარჩუნოს თავისი, იაპონური, ეროვნული. იაპონიის კულტურაზე განსხვავებულ ასპექტებში საგრძნობი ზემოქმედება იქონია ჩინურმა და ინდურმა ცივილიზაციებმა.

იაპონური ნაციონალური კულტურის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ნაწილი მისი ელემენტებისა ჩაისახა და განვითარდა თვით იაპონიაში, იმ საწყისებიდან, რომელიც სათავეს იღებს იაპონურიდან და ეკუთვნის უშუალოდ იაპონელებს, მაშინ როდესაც სხვა ელემენტები გადმოღებულია აზიისა და სხვა კონტინენტებიდან და არა მარტო მიღებული, არამედ ასიმილირებული იქნა იაპონელების მიერ თავიანთი გემოვნების შესაბამისად და ჩაირთო ეროვნულ კულტურაში, როგორც მისი შინაგანი ელემენტი.

ისტორიკოსები იაპონიის კულტურის ისტორიაში გამოყოფენ ერთმენეთის თანმიმდევრულად რამოდენიმე კულტურულ ეპოქას: იაპონიის უძველესი კულტურა მოიცავს ძვ.წ.აღ-მდე VIII ს-დან ჩვ.წ.აღის VIII ს-მდე და მოიცავს პროტოიაპონურ

66

Page 67:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

კულტურასაც; უშუალოდ იაპონური კულტურის ჩამოყალიბება ხდება VI_VIII სს.-ში, IX_XII სს-ის კულტურა მოიცავს ხეიანის კულტურას, XII ს-ის დასასრული და XVI ს-ის დასაწყისის იაპონური კულტურა მოიცავს კამაკურასა და მურომატის პერიოდს, XVI ს-ის დასასრული და XIXს-ის შუა ხანა მოიცავს მომოიამასა და ტოგუკავას პერიოდს; მეიძის პერიოდი XIX ს-ის მეორე ნახევარი _ XX სს. უძველესი ნეოლითური კულტურა, რომელსაც ადგილი ქონდა იაპონიის ტერიტორიაზე ძვ.წ.აღ-ის VIII ათასწლეულიდან არაფრით არ შეიძლება ჩაითვალოს იაპონურად. ეს კულტურა ძირითადად შექმნა აინურმა ტომებმა. იაპონელი ხალხის და იაპონური სახელმწიფოს _ იამატოს _ ფორმირება მოხდა ჩვ.წ.აღ-ის III საუკუნეში (იამატოს პერიოდი). იამატოს პერიოდი ხასიათდება ჩინეთსა და კორეასთან განსაკუთრებული ახლო კონტაქტებით. იაპონური საზოგადოების ზედა ფენა იწყებს იეროგლიფური დამწერლობის გამოყენებას, რაც ხელმისაწვდომს ხდის მათთვის ჩინურ ლიტერატურას. კორეიდან გადმოსახლებულებმა ხელი შეუწყვეს იაპონიაში აბრეშუმის წარმოებასა და ქსოვას. VI VII სს. განმავლობაში იაპონიის კუნძულებზე ყალიბდება ცენტრალიზებული ძალაუფლება. VII _ VIII სს. ინტენსიურად მიმდინარეობს ძველი მონათმფლობელური სახელმწიფოს გარდაქმნა ფეოდალურ სახელმწიფოდ. გარდაქმნა მიმდინარეობდა საკანონმდებლო დებულების დამუშავებით, რომელთაც უნდა მოეცვათ მოსახლეობის საქმიანობის ყველა სფერო და მართვის ყველა საფეხური. გარდაქმნა მიმდინარეობდა ჩინეთის გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც ტანის იმპერიაში მიმდინარეობდა. ცხოვრებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ქონდა ტაიჰის კანონთა კრებულს, რომელშიც ხაზგასმულია ორი მომენტი: სახელმწიფოს უფლება _ განაგოს ქვეყნის მიწის ფონდი და ყველას უფლება _ გააჩნდეს საკუთარი მიწის ნაკვეთი. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა (ჩინეთის მსგავსად) ,,12 რანგის ტაბელი”-ს შექმნამ, რომლის მიხედვით ზედა ფენას უფლება ჩამოერთვა ესარგებლა გვაროვნული პრივილეგიებით და ყველანი გახდნენ სხელმწიფო ჩინოვნიკები. VI _VIII სს იაპონურ კულტურაში შეიძლება გამოვყოთ ორი პერიოდი _ ასუკას (558 – 645 წწ.) პერიოდი, სახელი დაერქვა მდინარე ასუკას მიხედვით რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც იმყოფებოდა საიმპერატორო სასახლის კარი და ნარას (645-794 წწ.) პერიოდი, რომელსაც სახელი დაერქვა იაპონიის პირველი დედაქალაქის ადგილმდებარეობის მიხედვით.

IX - XII სს. არის ხეიანის პერიოდი _ ახალი დედაქალაქის სახელის მიხედვთ რომელიც აშენდა 794 წელს, ძველი ნარას სანაცვლოდ (თანამედროვე კიოტო). ხეიანი ნიშნავს ,,მშვიდობასა და სიმშვიდეს”, თითქმის ოთხი საუკუნე იქნება ქვეყნის პოლიტიკური და სულიერი ცხოვრების ცენტრი.

ხეიანის პერიოდს ისტორიკოსები უწოდებენ იაპონიის ,,კულტურის ოქროს საუკუნეს” კულტურის შემოქმედი ძალა ამ პერიოდის იაპონიაში ძირითადად არის გვაროვნული არისტოკრატია. XII ს-ის დასასრული იაპონიის ისტორიაში არის ძალაუფლებისათვის სისხლისმღვრელი ომების პერიოდი. ერთმანეთს

67

Page 68:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

უპირისპირდება ორი დიდი ფეოდალური გვარი _ მინამოტო და ტაირა. ეს სასტიკი ომი დამთავრდა ფეოდალური გვარის მინამოტოს გამარჯვებით. 1122 წელს მინამოტოს მხედართმთავარი _ ორიმოტო აღიარეს უმაღლეს, მთავარ ბელადად _ სიოგუნად. აქედან დაწყებული ქვეყანაში იწყებენ ბატონობას სამხედრო ფეოდალები _ სიოგუნატი, თანდათან სუსტდება სახელმწიფოში იმპერატორისა და სასახლის კარის გავლენა. ძველი საგვარეულო არისტოკრატიის ნაცვლად საზოგადოებრივ ცხოვრებას სათავეში ჩაუდგა სამხედრო-მემამულე თავადაზნაურობა ე.წ. სამურაები (მძივები), რომელიც შედგებოდა სიოგუნის პირადი მცველებისა და წვრილი თავად-აზნაურობისაგან. XIII-XVI სს. კულტურის ისტორია მოიცავს ორ პერიოდს _ კამაკურა (1185-1333 წწ) და მურომატო (1333-1573 წწ) სახელები ეწოდა დედაქალაქის ახალი ცენტრებისა და მმართველების რეზიდენციების მიხედვით. კამაკურასა და მურომატოს პერიოდებისათვის დამახასიათებელია სამოქალაქო ომები. XVI ს-ის ბოლოდან იწყება ძლიერი მოძრაობა ქვეყნის გაერთიანებისათვის, რომელსაც 1573 წელს სათავეში ჩაუდგა ოდა ნაბუნაგა და დაამარცხა სიოგუნი ასიკაგა იოსიაკი. ოდა ნაბუნაგას მემკვიდრემ _ სიოგუნმა ტოიოტომი ხიდეესიმ დაიმორჩილა სამხრეთისა და ჩრდილოეთის პროვინციები და შექმნა მეტნაკლებად სტაბილური ცენტრალიზებული სახელმწიფო. ტოიტომის ოჯახი 1615 წლამდე მართავდა ქვეყანას. სწორედ ამ პერიოდს ე.ი. 1573_1615წწ. უწოდებენ მომოიამას პერიოდს. დროის ეს არცთუ დიდი მონაკვითი ძალიან დიდი მნიშვნელობისაა. ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ახალი სოციალური ურთიერთობები, ხორცელდება გარკვეული სეკულარიზაცია, იაპონელთა ცხოვრების წესში ჩნდება ახალი ტენდენციები, ხელოვნებაში სამყაროს შუასაუკუნებრივ-რელიგიური აღქმას თანდათან ენაცვლება საერო, გრძნობად კონკრეტული აღქმა. ხელოვნების საგნად გადაიქცა რეალური ცხოვრება, ცოცხალი ადამიანი.

ტოიომოტების ოჯახის მმართველობა 1615 წელს შეიცვალა სეგუნ ტოკუგავას გვარის მმართველობით, რომელიც გაგრძელდა 1867 წლამდე, ეს არის სეგუნატის მმართველობის დასრულება და იმპერატორების ძალაუფლების რესტავრაცია. ტოკუგავას პერიოდში აქტიურად ხორციელდება იაპონელთა გარესამყაროსაგან თვითიზოლაციის პროცესი. თუმცა, XVI საუკუნეში დაწყებული შიდა პროცესები გრძელდება. იაპონიაში ხორციელდება ბურჟუაზიული საზოგადოებრივი ურთიერთობების ჩამოყალიბება. ძირითადი ძალა არის საზოგადოების მესამე Fენა, რომლის მსოფლმხედველობას ახასიათებს ცხოვრებისეული მოვლენების რეალური ხედვა, ის ცდილობს განთავისუფლდეს ფეოდალური მორალის ზეგავლენისაგან. ამ ბაზაზე ყალიბდება და იწყებს განვითარებას ახალი დემოკრატიული კულტურა, რომელიც პასუხობს ხალხთა ფართო მასების გემოვნებასა და ინტერესებს და რომელიც აისახა ახალ რელიგიურ შეხედულებებში, არქიტექტურის, გამომსახველობითი და თეატრალური ხელოვნების მიღწევებში. 1868 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ 1912 წლამდე პერიოდს იაპონიაში

68

Page 69:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

უწოდებენ მეიძის (განათლებული მმართველობა) პერიოდს. ამ პერიოდში მიმდინარეობს ინტენსიური მოდერნიზაცია, დასავლეთისათვის დამახასიათებელი საზოგადოებრივი ურთიერთობებისა და კულტურის ათვისება. მეიძის პერიოდში იაპონელებმა განაახლეს მრეწველობა, დანერგეს სამართლებრივი ურთიერთობის ახალი სისტემა, შეცვალეს ქვეყნის პოლიტიკური სტრუქტურა, განათლების სისტემა, გააფართოვეს მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები. რეფორმებმა იაპონიაში დაასრულეს ფეოდალიზმი. მუცუხიტოს მმართველობამ გამოავლინა მოქნილობის განსაცვიფრებელი უნარი და ტრადიციონალიზმსა და ნოვატორობას შორის ლავირების ხელოვნება, არ დაკარგა რა იაპონიის ტრადიციული კულტურის თავისებურებები და მიღწევები, ამავე დროს ახორციელებს დასავლეთის მიღწევების ასიმილირებას. შედეგად, ჩნდება თანამედროვე საზოგადოებრივი სტრუქტურა, ტრადიციებისა და ნოვაციების სინთეზი, რომელიც ადექვატურად პასუხობდა უკვე ახალი XX საუკუნის ინტერესებს.

იაპონური კულტურის რელიგიურ-მსოფლმხედველობრივი საფუძვლები. იაპონური კულტურის თავისებურებების ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აქ გავრცელებულმა რელიგიურმა მიმდინარეობებმა _ სინტოიზმმა, ბუდიზმმა და კონფუციანელობამ. სინტოიზმი (სინტო - ღმერთების გზა) უძველესი იაპონური რელიგიაა, აღმოცენდა ბუნების პირველყოფილი კულტის საფუძველზე, ეთაყვანებოდნენ გვაროვნულ და ტომობრივ ღმერთებს, სხვადასხვა ჯადოქრულ რიტუალებს. სხვა ხალხების მსგავსად იაპონელებიც ასულიერებენ გარემომცველი სინამდვილის მოვლენებს, მოკრძალებით ექცეოდნენ მაგებს, ჯადოქრებს, შამანებს, მათ თვლიდნენ სულების სამყაროსა და ღმერთებთან შუამავლებად. მოგვიანებით უკვე ბუდიზმის გავლენით პირველყოფილი სინტოური შამანები გადაკეთდნენ ქურუმებად, რომლებიც სხვადასხვა ღმერთებისა და სულების პატივსაცემად ასრულებდნენ რიტუალებს სპეციალურად აგებულ ტაძრებში. სინტოიზმის პანთეონი შედგება დიდი რაოდენობის ღმერთებისა და სულებისაგან. უმაღლეს ღვთაებად ითვლება ქალღმერთი ამატერასუ. სინტოიზმის მოძღვრების თანახმად თავიდან ღმერთები ბინადრობდნენ ზეცაში, შემდეგ ამატერასუს შვილიშვილი ნი_ნიგი ჩამოვიდა კიუსიუს მიწაზე, შემდეგ ის გადადის იაპონიის მთავარ კუნძულ _ ხონსიუზე და იწყებს იამატოს ქვეყნის მართვას. ამგვარად, ამატერასუ აღიარებულია, როგორც გაბატონებული იმპერატორული დინასტიის დამწყები და სინტოიზმი არის იმპერატორის კულტის იდეოლოგიური საფუძველი. სინტოიზმში ცხოვრების მიზნად ითვლება წინაპართა იდეალების ხორცშესხმა, ხსნა მიიღწევა არა მიღმა სამყაროში, არამედ აქ, ამ სამყაროში, ეს ხდება ღმერთთან ზიარებით, ლოცვებისა და წესების აგებით, მასთან შეერთებით. ლოცვა და წესები უნდა ტარდებოდეს ან ტაძრებში, ან ოჯახურ კერასთან. სინტოიზმს ახასიათებს მდიდრული დღესასწაულები, წმინდა რიტუალური ცეკვებით,

ახასიათებს პროცესიები (საახალწლო), მიცვალებულთა ხსენება, ბიჭების დღე, გოგონების დღე და ა.შ. სინტოიზმს არა აქვს საეკლესიო კანონიკური წიგნები.

69

Page 70:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

სინტოიზმის ყოველ ტაძარს აქვს საკუთარი მითები და რიტუალური წესები, რომლებიც სხვა ტაძრებისათვის ნაწილობრივ შეიძლება უცნობიც კი იყოს. სინტოიზმისათვის საერთო, ზოგადი მითები თავმოყრილია ,,კომიკის” (,,ძველ საქმეთა” ჩანაწერები) წიგნში, რომელიც უძველესი ზეპირსიტყვიერებისა და გადმოცემების საფუძველზე შეიქმნა VIII ს-ში.

სინტოიზმი უკიდურესად ეროვნულია. სინტოიზმის მიხედვით ღმერთები მფარველობენ მხოლოდ იაპონელებს. სხვა ხალხებს არ შეუძლიათ ირწმუნონ სინტოიზმი. 1863 წელს სინტოიზმი აღიარეს იაპონიის სახელმწიფო რელიგიად. ამ დროისათვის სულების კულტის ნაცვლად სინტოიზმში წინა პლანზე წამოიწია იმპერატორების კულტმა. 1947 წელს იაპონიის კონსტიტუციამ სინტოიზმი გაათანაბრა სხვა რელიგიებთან და მან დაკარგა სახელმწიფოებრივი სტატუსი.

იაპონიის კულტურაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და დღესაც ასრულებს ბუდიზმი. ბუდიზმმა იაპონიაში შეაღწია VI ს. შუა პერიოდში ჩინეთიდან და კორეიდან, ამ ქვეყნებში გავრცელებული მახაიანას სახით. მახაიანას ღმერთების დიდი პანთეონი გააჩნია, მთავარია _ ბოთხისატო (იაპონურად - ბოსაცუ), რომელმაც გამოიარა ცვლილებათა დიდი გზა, მიაღწია გაცისკროვნებას, მაგრამ უარი თქვა ნეტარებაზე, რათა ხალხისათვის ესწავლებინა ხსნის გზა. მოძღვრების მამამთავარი გაუტამა გარდაიქმნება მუდმივად მჯდარ, მრავალი გამოვლინების მქონე ღმერთად _ შაკია-მუნად (იაპონურად _ სიაკო ნერაი), ამასთან ერთად პანთეონში იგულისხმებიან ღმერთები, რომლებიც განასახიერებენ კოსმოსურ პირველსაწყისებს: მზე, მთვარე, პლანეტები.

ბუდიზმი იაპონელების მიერ აღქმული იქნა, როგორც გარკვეული მაგიური რიტუალი, წესი, რომელიც არსებითად არ განსხვავდებოდა იმ წესებისაგან, რომლებსაც ასრულებდნენ სინტოიზმში. ბუდიზმისა და სინტოიზმის დაახლოებულობას, მსგავსებას, ზოგჯერ კი სულაც იგივეობას ხაზს უსვამდნენ ბუდიზმის ჩინელი მქადაგებლები. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ბუდიზმის კანონები არ ეწინააღმდეგებიან სინტოიზმში წინაპართა სულების, უფროსების, სამხედრო მხედართმთავრების, მთებისა და მდინარეების სულების არსებობის რწმენას. VIIIს. სინტოიზმისა და ბუდიზმის დაახლოების შედეგად იაპონიაში ჩაისახა სინკრეტული რწმენა _ რებუსინტო (ღმერთების ორმაგი გზა). ამ მოძღვრების მიხედვით სინტოიზმის ღმერთები არსებითად იგივეა რაც Bბუდა, რომელმაც იაპონიაში მოსვლის შემდეგ უბრალოდ სახე შეიცვალა. ეს სავსებით ეთანხმებოდა ბუდისტურ რწმენას, რომ ყოველ არსებულს შეუძლია შეიცვალოს სახე და ფორმა. გარდასახვის იდეა გაგებულია როგორც მუდმივი გარდაქმნების პროცესი, სადაც დასაშვებია შედარებით დაბალი სულიერი მდგომარეობიდან სვლა მაღალი სულიერი მდგომარეობისაკენ. მაშასადამე, ნებისმიერი სინტოური ღმერთი, ვისაც თაყვანს სცემენ, გარდაქმნის შედეგად იმავდროულად შეიძლება წარმოგვიდგეს ბუდისტურ ღმერთადაც. ამ იდეის გავრცელების შემდეგ, დროის ძალიან მოკლე

70

Page 71:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

მონაკვეთში იაპონიის მიწა გახდა ბუდისტური ღმერთების სავანე. ბუდისტური კულტის თავისებურებებმა _ სიტყვის მაგიური ძალის გამოყენებამ, ჟესტებმა, მოძრაობებმა, მორწმუნეთა აქტიურმა მონაწილეობამ საეკლესიო რიტუალებსა და წესების აგების მსვლელობაში ხელი შეუწყვეს ბუდიზმის გავლენის ზრდას იაპონურ საზოგადოებაში. ბუდისტური ეკლესია მიზანდასახულად მიისწრაფის ბუდისტური და სინტოისტური კულტების გაერთიანებისაკენ, 715 წელს პირვლად სინტოურ ტაძარს მიაშენეს სპეციალური ნაგებობა ბუდისტური კულტის მიმდევრებისათვის. ბუდიზმი იაპონიაში თავდაპირველად წმინდა არისტოკრატიული რელიგია იყო. ძირითადი მოსახლეობისა და საიმპერატორო კარის რელიგიად სინტოიზმი რჩებოდა. იაპონიაში ბუდიზმის მოდიფიკაციასა და მის სინტოიზმთან დაახლოება_შერწყმაზე ზემოთ გვქონდა საუბარი. ამ ტენდენციამ თავი იჩინა ბუდიზმის გამოჩენისთანავე და საუკუნეები გრძელდება. ადრინდელი ხეიანის (VIII-XIIსს.

კულტურაში არისტოკრატიულ წრეებში ფართოდ გავრცელდა ბუდიზმის ეზოთერული გაგება, ბუდაზე მოძღვრება უკავშირდება ბუნების სულსა და სილამაზის (მის ყველა გამოვლენაში) ქადაგებას.

გვიანდელი ხეიანის (X_XIIIსს.) კულტურაში შეიმჩნევა ბუდიზმის ძლიერი სოციალიზაცია. გაჩნდა ძიედოს (წმინდა მიწის) სექტა, ბუდა ამიდას კულტი. ეს სექტა ქადაგებს საყოველთაო ხსნის მარტივ გზებს. ამ მოძღვრების მიმდევართათვის აღარ არის საჭირო რთული წესები და რიტუალები, მაგიური ფიცი და ა.შ.

ნამი ამიდა ბუცუ - (სიკეთე ბუდა ამიდას) _ ამ სიტყვების გამეორება საკმარისია უსასრულო ფერისცვალებებისათვის, ცოდვების გამოსასყიდად და უზრუნველყოფდა სამოთხეში მოხვედრას. ამავე დროს არ ეწინაღმდეგება ეზოთერული ბუდიზმის იდეებს, ეს უკანასკნელი კი, მაგიური წესების დაცვით, ამ ქვეყნად პირდება ბედნიერებას.

კამაკურას პერიოდში (XIIIს.) ამიდას კულტი შეცვალა ხოკეტეს (,,სუტრა ლოტოსი”) სექტამ, რომელიც ძიედოს სექტასთან ერთად საფუძვლად დაედება ძენ-ბუდიზმს. ჩინურად ჩან-ბუდიზმი იაპონიაში გამოჩნდება XIIIს. და მალევე მიიზიდავს მიმდევრებს. ბუდიზმის ამ მიმართულების თვალსაზრისით ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი ერთადერთი გზა არის ბუდას კოსმოსურ სხეულთან ე.ი. ბუნებასთან შერწყმა. ადამიანური ცხოვრების ყველა მოვლენები _ სულიერი, მატერიალური, საერო, რელიგიური _ ყოფიერების ერთ ნაკადშია ჩართული. ეს კი არის ბუდა. ამიტომ ძენ-ბუდიზმში არ არის სამოთხის, ნირვანას ცნება, ის შეცვალა მოძღვრებამ ამქვეყნიური ხსნის შესახებ. ადამიანის ცხოვრების, მისი საქმიანობის ერთადერთი მიზანია _ სატორი, გაბრწყინება. მისი მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ძენის მსგავსი გაუნძრეველი ჯდომის შედეგად, ყოველი გარემომცველისაგან განცალკევებით, ე.ი. მედიტაციის მდგომარეობაში. სკოლებსა და მონასტრებში,

71

Page 72:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

სადაც მორჩილები გადიოდნენ ძა-ძენის კურსებს გაბატონებული იყო უმკაცრესი დისციპლინა:

მორჩილი წკეპლის ცემით სასტიკად ისჯებოდა სულიერი მოძღვრის მიერ, თუ აუცილებელი მრავალსაათიანი მედიტაციის დროს ოდნავ შეიშმუშნებოდა.

აღზრდის სისტემის სიმკაცრე და სისასტიკე, ფსიქოტექნიკა და თვითკონტროლი, სწრაფვა მიაჩვიო ადამიანი მიზნის აუცილებელ მიღწევას და ამისათვის ყველაფრისათვის მზადყოფნას, ყოველივე ეს ძალზე მოსწონდა ამ პერიოდის იაპონიაში გავლენის მქონე სამურაების ფენას. მათ ასევე ახასიათებდათ იარაღის (ხმალი) კულტი და მზადყოფნა თავი გაეწირა ბატონისათვის. ძენ-ბუდიზმმა თავისი პრინციპებითა და ნორმებით ბევრად განაპირობა სამურაის ღირსების _ მეომრის გზის (ბუსიდოს) კოდექსი: სიმამაცე და ერთგულება, ღირსების გამძაფრებული გრძნობა (რომლის ხელყოფა მხოლოდ სისხლით მოიწმონდება), თვითმკვლელობის კულტი, ფატალისტური ფილოსოფიის შეხამება პატრონის ფანატიკურ ერთგულებასთან. ყოველივე ეს ძენ-ბუდიზმის მიერ არის ჩანერგილი. სამურაის მიზანია არა იმქვეყნიური ნეტარება, არამედ ღირსეული ცხოვრება და ცოცხალთა მეხსიერებაში სპატიო მაღალი ადგილი. სიკვდილისადმი, როგორც ყოველი ადამიანის ცხოვრებაში კანონიერი, ერთი მდგომარეობიდან მეორეში ბუნებრივი გადასვლისადმი დამოკიდებულება ბევრად არის სტიმულირებული ბუდიზმისა და განსაკუთრებით ძენ-ბუდიზმის მიერ. ძენ-ბუდიზმი ადამიანის ორგანიზმში სიცოცხლის ცენტრად მუცელს (ხარა) და არა გულს მიიჩნევენ ე.ი. მუცლის გაფატრვის წესი (ხარაკირი) სამურაებისათვის ასევე ძენ-ბუდიზმის გავლენასთან არის დაკავშირებული.

ძენ-ბუდიზმისათვის დამახასიათებელი ძლიერი პანთეისტური ტენდენციები ხელს უწყობსრელიგიაში საერო ელემენტების მოძალებას, რამაც საბოლოოდ განაპირობა რელიგიური კულტურის საერო კულტურად ტრანსფორმაციის პროცესი. რიტუალების გარდაქმნა ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობად, უბრალო ბუნებრივი საგნებისადმი გემოვნების კულტივირებამ ძენის მოძღვრება თანდათანობით დაუახლოვა ყოველდღიურ ყოფასა და ყოფით ხელოვნებას და ცხადია დააშორა საეკლესიო საწყისებს. ამან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ადამიანის შემოქმედებითი ბუნებისადმი დამოკიდებულების დახვეწას. შემოქმედებითი ასპექტი გაგებულია, როგორც ადამიანსა და მარადისობას შორის ბარიერების დანგრევის საშუალება. ძენის ესთეტიკური კონცეფცია ეფუძნება ცნებებს, რომლებშიც აისახება ცვალებადი სამყაროს თუნდაც მცირედი კავშირები ადამიანის სულთან. ასეთი ცნებებია: საბი (საგანთა ფარული ჰარმონია), ვიაბი (უბრალოება), იუგაი (სიტყვით გამოუთქმელი).

ყოფიერების ძირითადი კანონების გაცნობიერება ბუნების საშუალებით და ამ კანონების მოქმედების ბუნებაშივე დანახვამ ხელი შეუწყო ძირძველი იაპონური

72

Page 73:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

პანთეიზმის გარდაქმნას სპეციფიკურ პეიზაჟურ მსოფლმხედველობად, რაც მოგვიანებით დაეუფლება ადამიანური შემოქმედების თითქმის ყველა სფეროს.

სინტოიზმისა და ბუდიზმის გვერდით, იაპონური საზოგადოების რელიგიურ და ეთიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავის კონფუციანელობას. კონფუციანელობის იაპონიაში გავრცელება დაკავშირებულია ბუდიზმთან, ბუდისტურ მისიონერებთან, რომლებმაც დაიწყეს კონფუციანელობის იდეებისა და ნაწარმოებების გავრცელება, გააცნეს და ასწავლეს ჩინური ანბანი იაპონელებს. დროთა განმავლობაში კონფუციანელობამ გაითავისა სინტოისტური და ბუდისტური იდეები, თავადაც მოახდინა გავლენა მათზე. გარკვეულ ისტორიულ პერიოდებში, როდესაც იაპონურ საზოგადოებაში აქტიურდებოდა სახელმწიფოებრივი ცხოვრების მკაცრი ეთიკურ-ზნეობრივი მოწესრიგების აუცილებლობა, კონფუციანელობა იძენს დომინირებად მდგომარეობას. ტოკუგავას (XVIIს.) პერიოდში კონფუციანელობა გახდა საელმწიფოებრივი იდეოლოგია. კონფუციანელობის იდები იერარქიის აუცილებლობის, საზოგადოების ჯგუფებად დაყოფის, დაბლის მაღლისადმი მკაცრი დაქვემდებარების შესახებ გახდა ტოკუგავას რეჟიმის ფილოსოფიურ-მსოფლმხედველობრივი საფუძველი.

მეიძის (1868-1912წწ.) რევოლუციამ იაპონიაში გაანადგურა სეგუნატი და დაამყარა იმპერატორ მიკადოს თვითმპყრობელური მმართველობა და კვლავ ააღორძინა სინტო, როგორც ეროვნული, სახელმწიფოებრივი რელიგია.

არქიტექტურისა და სახვითი ხელოვნების განვითარება. იაპონიის უძველესი საკულტო ნაგებობა განეკუთვნება IIIს. ტაკაიუკეს სტილში აგებული ტაძრული კომპლექსი ,,ისე” შედგება ორი ერთმანეთისაგან საკმაოდ დაცილებული საკულტო ნაგებობესაგან: შიდა ნაგებობა _ ნაიკუ ეძღვნება ამატარესუს, სინტოიზმის მთავარ ქალღმერთს; გარე ნაგებობა _ გეკუ ეძღვნება ტოეკუს, მარცვლეულის ღმერთს.

იაპონიაში ბუდიზმის შემოსვლა არქიტექტურაზეც აისახა, გაჩნდნენ არა მხოლოდ ახალი არქიტექტურული ფორმები, არამედ სამშენებლო საქმეებში ტექნიკური სიახლეები, რომელთაგან აღსანიშნავია ქვის საძირკვლების მშენებლობა (ადრე იყენებდნენ მიწაში ჩარჭობილ ბოძებს).

არქიტექტურული თვალსაზრისით იაპონიის ბუდისტური ტაძარი არ არის ცალკე მდგარი ნაგებობა, ეს არის სპეციალური საკულტო ნაგებობების მთელი სისტემა, რომელშიც ყყველაზე ცოტა შვიდი ნაგებობა დგას: ჭიშკარი (სამონი), მთავარი ანუ ოქროს ტაძარი (კონდო), ტაძარი ქადაგებებისათვის (კოდო), დოლების ან ზარების კოშკი (კორო ან სერო), ბიბლიოთეკა (კეძო), სიმდიდრის სანახი (სესონი) და მრავალსართულიანი პაგოდა.

ერთ-ერთი უძველესი ბუდისტური ნაგებობა, რომელმაც არუკას პერიოდიდან დღემდე მოაღწია არის VIIს. დასაწყისის სატაძრო-მონასტრული კომპლექსი _

73

Page 74:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ხორუძო. აქედან მოყოლებული ფართო გამოყენება ჰპოვა მაღლა აპრეხილი ნაპირების მქონე ჩაზნექილმა სახურავებმა, რაც შემდგომში იაპონური არქიტექტურის ღირშესანიშნაობად იქცა.

ხეიანის პერიოდში სინტოიზმის იდეებთან ასიმილირებული ეზოთერული ბუდისტური მოძღვრების მიერ განდეგილობის ქადაგებამ განაპირობა მონასტრების მშენებლობები მოშორებულ, მთაგორიან ადგილებში. გორებზე, მთაგრეხილებსა და მწვერვალებზე გაშენებული ტაძრებისა და პაგოდების კულტი დაკავშირებულია ბუნების ძალების თაყვანისცემის კულტთან, ხოლო ტაძრებისაკენ მიმავალ აღმართებზე სიარულმა განწმენდისა და ღმერთთან მიახლოების მნიშვნელობა შეიძინა. ასეთი არქიტექტურის უმშვენიერესი მაგალითია კლდეში ნაკვეთი კონგობუძის (IX ს.) ტაძარი, რომელიც კლდის ქიმზეა წინწამოწეული, თითქოს ჰაერში კიდია. ტაძრისკენ მიდის კლდეშივე გამოკვეთილი ქვის ულამაზესი საფეხურები. ედოს კულტის შეღწევამ არისტოკრატიულ წრეებში შედეგად გამოიღი ბუდა ამიდას სახელზე სამლოცველოების აგების ბუმი. ამიდას სამლოცველოების გავრცელებული სახეა კვადრატული პავილიონები, ვრცელი დარბაზებით და ცენტრში ბუდა ამიდას ძეგლი. ლოცვა მიდის ძეგლის ირგვლივ სიარულის პროცესში. მლოცველთა და კულტის მსახურთა სვლას სამყაროს სიმბოლური ცენტრის ირგვლივ _ სიმბოლური დატვირთვა აქვს _ ეს არის სვლა სამოთხისაკენ.

ამ პერიოდის, თავისი სილამაზით ცნობილ ნაგებობებად ითვლება ჰოოდი (ფენიქსის ტაძარი), აგებული უძიში ხეიანის (კიოტო) მახლობლად ბედოინის სამონასტრო კომპლექსში. ეს არის არცთუ ძალიან დიდი კვადრატული პავილიონი, ორი მხრიდან გალერეებით მთელს სიგრძეზე, უკანა მხრიდან დიდი კორიდორით. მთლიანობაში ტაძარი, მისი ორმაგი ზემოთ გრაციოზულად აზიდული კრამიტის სახურავებით, გალერეებითა და კორიდორებით მნახველ აგონებს მზიური ზეციდან გამოფრენილ ფენიქსს. ტაძარი წააგავს სამოთხის სასახლეებს, ხოლო ბაღში წყნარი, ლოტოსებით დაფარული ტბის ზედაპირი ის ადგილია, სადაც ხდება სულთა გარდასახვა. მცირე სიდიდის კუნძულებიანი ტბის ნაპირზე გაშენებული ფენიქსის ტაძარი ორგანულად ერწყმის გარემო ბუნებას. იაპონიაში ძენ-ბუდიზმის დამკვიდრებამ ხელი შეუწყო ახალი ტენდენციების ჩასახვას იაპონურ ხუროთმოძღვრებაში. ძენ-ბუდიზმისათვის ერთნაირი ღირებულებისაა ყველა სახის დიდი თუ მცირე ზომის მოცულობის ნაგებობები, იქნება ეს საცხოვრებელი სახლი თუ სამონასტრო კომპლექსი. ამას კი შედეგად მოყვა საცხოვრებელი და სატაძრო ნაგებობების გაერთიანება. ასეთი ნაგებობების მაგალითებია 1394წ. აგებული კინკაკუ (ოქროს პავილიონი) და 1480 წ. აგებული გინგაკუ (ვერცხლის პავილიონი). ოქროს პავილიონი (სეგუნ ასიკაგატა ესიმუნუს დასავლეთის სასახლე) ოქროსად იწოდება იმის გამო, რომ კედლები და კოლონები დაფარული აქვს ოქროს ფირფიტებით. ეს არის ხისგან ნაგები კვადრატული ფორმის, სამსართულიანი შენობა, ორმაგი სახურავით. ამ შენობაშია სახლიც, ტაძარიც და სამედიცინო კაბინეტიც. პირველი სართული საცხოვრებელია; მეორე სართული მუსიკასა და

74

Page 75:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

პოეზიაში მეცადინეობისთვისაა განკუთვნილი; მესამე, განაზრებებისათვის განკუთვნილი სართული, თავისთავად წარმოადგენს სამრეკლოს და არქიტექტურულად გადაწყვეტილია ძენის ტაძრების სტილში.

იაპონიაში ძენ-ბუდიზმის იდეები განსაკუთრებით დამკვიდრდა საბაღო-საპარკო ანსამბლების მშენებლობაში, რომლებიც იქმნებოდნენ პავილიონების ირგვლივ. ეს არის იაპონური ბუნების სილამაზის ხელოვნური გამეორება, ამავე დროს ისინი წარმოადგენენ ასოციაციური კავშირებისა და სიმბოლოების ურთულეს სისტემას. ბაღები, როგორც წესი, ეს არის ქვების, ხეებისა და ტბების კომბინაციები. დახურულ სივრცეში ბუნებრივი _ ქვიშა, ქვა, ხე, წყალი და სხვა ელემენტებისაგან იქმნებოდა უსასრულო ნაირსახეობების თვალისმომჭრელი სილამაზე.

XVI-XVIIსს. მიჯნაზე შეიმჩნევა საეკლესიო ნაგებობებიდან საეროზე გადასვლის ტენდენცია. საკულტო ნაგებობების ტრადიციულმა სახეებმა დაკარგეს დომინირებული მნიშვნელობა. არქიტექტურაში მთავარი ადგილი დაიკავა ციხე-სიმაგრეებისა და სასახლეების მშენებლობამ, ასევე ჩაის სმასთან დაკავშირებული ცერემონიებისათვის აგებულმა პავილიონებმა. ჩაის დალევასთან, როგორც ბუნებრივ ჰარმონიასთან შეერთების პროცედურა ასევე დაკავშირებულია ძენ-ბუდიზმის გავრცელებასთან. XVIIს. დასაწყისისათვის ჩაი ფართოდ გავრცელდა მთელს იაპონიაში და მასთან დაკავშირებული ცერემონიალის ჩასატარებლად დამუშავებულ იქნა სპეციალური არქიტექტურულ-ესთეტიკური ანსამბლი, რომელშიც ყოველი კომპონენტი, დაწყებული არქიტექტურული დეტალებიდან და დამთავრებული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობით ემსახურებოდა ადამიანის სულიერ მთლიანობას. ამ ცერემონიებს განსაკუთრებულ სილამაზეს ანიჭებდა თვით სახლის მცირე, ინტიმური ზომები (1.5 _ 2 ტატამი), სახურავის ქვემოთ გაჭრილი პატარა ფანჯრებით, შენობის შიგნით კედელზე აუცილებელია მცირე ზომის ნახატი პეიზაჟი და თიხის ჭურჭელში ჩადებული ყვავილი. ჩაის სახლი შესახედავად პატარა ქოხს წააგავდა, საყრდენ ბოძებად, როგორც წესი, იყენებდნენ ხის მერქნიან, დაუმუშავებელ ბარჯს, ჭერი კეთდებოდა ბამბუკისაგან ან ლეშქაშისაგან. ჩაის სახლში შესასვლელი სიმაღლით ერთ მეტრს არ აღემატებოდა, რაც ყოველ სტუმარს, მიუხედავად რანგისა, აიძულებდა შესვლისას მოხრილიყო.

არქიტექტურასთან კავშირში ვითარდებოდა პლასტიკური ხელოვნებაც. იაპონური ქანდაკება დიდხანს ატარებდა რელიგიურ და საკულტო ხასიათს. ძველი იაპონელების ადრესინტოისტურ რწმენასთან არის დაკავშირებული თიხისაგან დამზადებული მრავალრიცხოვანი ფიგურების, თავისებური ფეტიშების _ დოგუს, მაგიური ძალის მქონე თალისმანებისა და სხვათა გაჩენა. ბუდიზმის გავრცელებას მოყვა ბუდისტური ხელოვნების განვითარება. იაპონელი სკულპტორი ტორი ბუზი XVIIს.

75

Page 76:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

დასაწყისში ქმნის ბრინჯაოს პლასტიკის შედევრს _ სკულპტურული ჯგუფი: ტახტზე მჯდომი ბუდა სიაკა მუნისგან სიმეტრიულად დაშორებული ორი ბოდხისატი (ხორუძის ტაძარი). პლასტიკური თვისებებით სიაკას ტრიადის გამოსახულებაში ხაზგასმული მისტიკური, ჩაუწვდომელი, ღვთაებრივი ნიშნები ანიჭებენ მას არამიწიერი, ღვთაებრივი მოვლენის ნიშნებს, ამავე დროს სადღესასწაულოსა და მონემენტურობის იერს.

სინტოიზმის მთავარი ღვთაების, უსასრულო სინათლის _ რუსიანას ბუდასთან გაიგივებამ, (შემდეგ დიდი ბუდა), გამოიწვია მისდამი მიმსგავსებული მრავალი ქანდაკებების გაჩენა. ესთეტიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქანდაკება შეიქმნა VIII ს. ტოდაიძის გრანდიოზული ტაძრისათვის. ამ ქანდაკების შექმნა განიხილებოდა, როგორც ბუდიზმის ბრწყინვალებისა და ცენტრალიზებული მონარქიის სიდიადის სიმბოლო. რუსიანას დიდი ბუდას ქანდკება წარმოადგენს გიგანტურ (16მ.), კვარცხლბეკთან ერთად (22მ.) სიმაღლის ფიგურას. ღვთაების სკულპტურულ გამოსახულებაში შეიმჩნევა იაპონური ეთნიკური ტიპის Nნიშნები. ბუდა რუსიანას ქანდაკება ერთდროულად განასახიერებს სამყაროსა და სახელმწიფოს მმართველს.

სკულპტურული ტექნიკის საშუალებით ხაზგასმულია ბუდისტური ღვთაებების განსხვავებული თვისებები. ბუდა_კანონის ყოვლისშემძლე უნარი და კოსმიური გულუხვობა გამოხატულია მრავალიხელით და მრავალი სახით, ხოლო როგორც ნახევარღმერთი, როგორც ტაძრისა და სახელმწიფოს დამცველი ვლინდება პოზითა და მკვეთრი ჟესტებით, სახის მრისხანე გამოხედვით. ხეიანის ეპოქის იდეალებს მრავლისმეტყველად გადმოგვცემს ფენიქსის ტაძრის საკურთხევლის მთავარი სალოცავის _ ამიდა-ნერაის ქანდაკება (მოქანდაკე - ძე-ტო). უზარმაზარი ტრადიციული მაქმანის ფონზე, ჩუქურთმიანი სანიავებლის ქვეშ ლოტოსის ტახტზე მჯდარი ამიდა ნერაის ხის სამმეტრიანი მოოქროვილი ქანდაკება ხელოვანთა შემდგომი თაობებისათვის სილამაზის ეტალონად იქცა. პროპორციული, ლამაზად მჯდომი, ლამაზნაკვთებიანი მომრგვალებული სახის ქალი, ციური სიკეთის სრული განსახიერება, ხალხს მუდმივად სიმშვიდეს ანიჭებს.

იაპონიის მხატვრულ კულტურაში, ისევე, როგორც მთელი აღმოსავლეთის კულტურაში დიდი ადგილი ეთმობა კალიგრაფიას. ტრადიციების თანახმად იეროგლიფური დამწერლობა აღმოცენდა ციური სახეებიდან, რომელიც ღმერთმა მიანიჭა ფუსის მითიურ მმართველსა და კულტურის გმირს.

კალიგრაფიის ხელოვნებამ შეიმუშავა საკუთარი, ბუნებრივთან მიახლოებული ენა, ის იძლევა წარმოდგენას განყენებულ კონცეფციებზე, ხილულ სხეულში ახვევს სიტყვებს.

კალიგრაფიიდან წარმოიშვა ფერწერა. თავდაპირველად ეს იყო ძირითადად ქაღალდზე ან აბრეშუმზე შავი ან Fფერადი ტუშითა და საღებავებით წერა.

76

Page 77:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ფერწერის უძველესი ფორმაა (VIII-XIIსს.) კედლის ფერწერა. XVს-სათვის იაპონურ ფერწერაში დომინირებს ახალი სინთეზური სახე _ ფერწერული გრაგნილი (ემაკიმანო _ ჰორიზონტალური და კაკემონო _ ვერტიკალური გრაგნილები).

ფერწერული გრაგნილები შეიცავენ ნიშანთა ორ ნაირსახეობას: უშუალოდ ფერწერულს (ევროპულის მსგავსი სურათი) და დამწერლობას (პოეზია, ბეჭედი). ფერწერული და დამწერლობითი ტექსტები ემსახურებიან აზრის გაღვიძებას. გრაგნილის აღქმის ესთეტიკური რეაქცია არ დაიყვანება სურათის ან ლექსისაგან მიღებული შთაბეჭდილებების უბრალო ჯამზე. აღქმაში მონაწილეობს მსოფლმხედველობრივი განწყობაც, რომელიც ძირითადში ძენ-ბუდიზმს ეყრდნობა. ამიტომ გრაგნილის ჭვრეტისას იქმნება განსაკუთრებული მდგომარეობა _ ინტუიციური გაელვება, გაბრწყინება.

ტრადიციულ იაპონურ კულტურაში გრაგნილი წარმოადგენს აზრის წვდომის მედიტაციურსტიმულატორს და ხელს უწყობს გაბრწყინებას.

XVIII-XIXსს. მიჯნაზე იაპონიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს უკიეს (აღმოსავლეთის სურათის) ხელოვნება _ გრავიურა და ფერწერა. ამ მიმართულების ნაწარმოებები ასახავდნენ იაპონიის საზოგადოების ცხოვრების ყველა მხარეს. XIXს-ში ტრადიციული ფერწერის გვერდით ჩნდება ეგე-ს ტიპის, ზეთის საღებავებით ფერწერა. ზეთის ფერწერული ნაწარმოებები იაპონიაში განიცდიან ევროპული ფერწერის დიდ გავლენას, თუმცა მათში, როგორც ისტორიაში არაერთხელ ყოფილა, ვლინდება იაპონური კულტურის თავისებურებები, როგორც კოლორისტიკაში, ასევე სიუჟეტურ მასალებში. თანამედროვე იაპონიაში იაპონური და ევროპული ფერწერა თანაარსებობს, ურთიერთზემოქმედეს და ქმნის ახალი სინთეზური ფორმის ფერწერულ ტილოებს.

მხატვრული ლიტერატურა და თეატრი. იაპონური ლიტერატურა მიეკუთვნება ორიგინალურ ლიტერატურათა ჯგუფს. სპეციფიკური იაპონური მხატვრული შინაარსის გარდა აქ დამკვიდრებულია რიგი ფორმები, რომლებიც მხოლოდ ამ ლიტერატურას ახასიეთებს. ლიტერატურული შემოქმედება იაპონიაში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, დაიწყო ზეპირი ხალხური შემოქმედებით, მითებისა და თქმულებების შექმნით, რომელთა მატარებლები ანუ ავტორები იყვნენ კატარებე _ მთქმელები.

იაპონური ლიტერატურის პირველი წერილობითი ძეგლები ეკუთვნის VIII ს. ეს არის ორი ისტორიული თხზულება _ კოძიკები (ჩანაწერები უძველეს მოქმედებებზე _ 712 წ.), და ნიჰონგები (იაპონიის ამბები _ 720 წ.), აგრეთვე 713-728 წწ. დაწერილი ფუდოკები (მიწებისა და ადათ-წესების აღწერა) და ადრინდელი იაპონური პოეზიის ძეგლები მანესუ (ფოთოლთა რიგის კრებული) _ VIIIს. 60-70იანი წლები.

77

Page 78:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

იაპონური ლიტერატურის პირველი ძეგლი კოძიკი წარმოადგენს კოსმოლოგიური და ისტორიული მითების კრებულს, სადაც მოთხრობილია იაპონიის მიწის გაჩენისა და მისი თანდათანობითი მოწყობის ამბავი, როგორც სამყაროს გაჩენისა და მოწყობის ისტორია.

მანესუ არის იაპონური პოეზიის პირველი კრებული, რომელშიც ლირიკულად არის აღწერილი ბუნება და ადამიანური ურთიერთობები, ჩასახულია სოციალური თემატიკა, სატირა და ა.შ.

მანესუს დიდი ნაწილი უკავია ფოლკლორს _ადათ-წესების სიუჟეტებზე დაწერილ ხალხურ სიმღერებს, ლექსებს. აქვე წარმოდგენილია საავტორო პოეზია. აქ სხვა პოეტებთან ერთად ჩართულია იაპონური პოეზიის ორი გენიალური წარმომადგენლის _ კაკინომოტო ხიტომარასა და იაბამე აკახიტას ნაწარმოებები. პირველი აღიარებულია, როგორც საზეიმო ოდებისა და ელეგიების ოსტატი, მეორე კი, როგორც პეიზაჟური ლირიკის ფუძემდებელი. ამ პერიოდში ჩამოყალიბდა პოეტური შემოქმედების ორიგინალური ჟანრი ტანკა. ეს არის მოკლე, ხუთბწკარიანი ლექსი მიძღვნილი ემოციური განცდის რომელიმე მომენტისადმი: სიყვარული, ბუნების მშვენება და ა.შ. აუცილებელი ქვეტექსტით, რაც მიიღწევა სიტყვათა თამაშითა და ლიტერატურული ასოციაციებით.

მანესუს შემოქმედებაში ზოგიერთ ავტორთან ნათლად შეინიშნება იმ ეპოქის ჩინური პოეზიისგავლენა. მაგრამ იაპონურ პოეზიას აქვს ერთი ნიშანთვისება, რომლითაც ის მკაცრად განსხვავდება ჩინურისაგან _ იაპონური პოეზია ლირიკულია და სიყვარულია ამ ლირიკის მთავარი თემა. ეს შეიძლ;ება იყოს სამშობლოს, ბუნების, მამაკაცის ქალისადმი სიყვარული და ა.შ. იაპონიის პირველი ლიტერატურული ძეგლები დაწერილია ჩინური იეროგლიფებით. მაგრამ ჩინური იეროგლიფები სრულად ვერ გადმოსცემდნენ იაპონელთა მეტყველების ფონეტიკის თავისებურებებს. IX ს. იაპონური ენა შექმნის თავის ფონეტიკურ დამწერლობას. იქმნება ასოები და 48 ასოსაგან შემდგარი ანბანი. საკუთარი ეროვნული დამწერლობის შექმნამ შესაძლებლობა მისცა იაპონიას შეექმნა ორიგინალური მხატვრული ლიტერატურა.

ხეიანის პერიოდის იაპონურ ლიტერატურაში გაბატონებული ადგილი უკავია ტანკას. ტანკა მთლიანად მოიცავს იმ დროის სპეციალურ ანთოლოგიებს (მაგ. კოკინსი _ 905 წ.) და აუცილებლად შედის ყოველი რომანისა თუ მოთხრობის ტექსტში. ტანკა ჭარბობს ყველა დღიურებისა და მოგზაურობების აღწერაში. ტანკასთან არის დაკავშირებული ქალ-ვაჟის ნებისმიერი ქმედებები, ყოველ მოვლენას, ყოველგვარ განცდას, ნებისმიერ ემოციას ეხება ეს ლექსი. სამეფო კარზე ტანკა ძვირფასეულობას უტოლდება, ადამიანზე მსჯელობენ ტანკას აგების უნარის მიხედვით. ტანკა, ეს მოკლე და დახვეწილი ლექსი საუკეთესო საშუალებაა,

78

Page 79:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

როგორც წამიერი შთაბეჭდილებების, ასევე ღრმა განცდებისა და ფილოსოფიური აზრების გამოსახატავად.

IXს. ჩნდება იაპონური მხატვრული ლიტერატურის პირველი პროზაული ნაწარმოები _ ტაკეტორიმონოგატორი (მოთხრობა მოხუც ტაკეტორზე). მოთხრობაში ზღაპრული სტილით აღწერილია ბამბუკის მჭრელი მოხუცის ამბავი, რომელმაც ბამბუკის მუხლში იპოვა პატარა გოგონა. ფანტასტიკური სიუჟეტი ავტორს აძლევს შესაძლებლობას გამოხატოს იმ პერიოდის იაპონელთა ზნეობრივი შეხედულებები.

Xს. მხატვრული პოეზიისა და პროზის შერწყმის შედეგად ჩნდებიან ორიგინალური ნაწარმოებები ,,ისემონოგატორი”, ,,იამატო-მონოგატორი”.

XIს. დასაწყისში გაჩნდა ლიტერატურული შემოქმედების ახალი ჟანრი _ რომანი. იმ დროის ყველაზე ცნობილი რომანია ,,გენძი-მონოგატორი”, რომლის ავტორია სამეფო კარის პოეტი ქალი მურასაკი_სიკიბუ (ფრეილინა-მურასაკი). ეს რომანი სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს იმ ეპოქის სამეფო არისტიკრატიის ცხოვრების ენციკლოპედიად. ამ რომანში ავტორმა მხატვრული განზოგადების ხერხების მთელი სიძლიერით გვიჩვენა ხეიანის ეპოქის საზოგადოება და მისი ბედი. რომანის მთავარი გმირი, კეთილი გულისა და მშვენიერი გარეგნობის მქონე ბედის ნებიერა თავის განსაცვიფრებელ შესაძლებლობებს მხოლოდ სიამოვნების მისაღებად ფლანგავს. ასეთმა ცხოვრებამ მას ვერ მოუტანა ბედნიერება. იმ პერიოდში გაბატონებული ბუდიზმის მიხედვით ეს ცხოვრება ცუდად, შურისგებით უნდა დასრულებულიყო.

ამავე პერიოდში ჩაისახა ესეისტური ჟანრი _ ყოველგვარ ფაბულარულ კავშირებს მოკლებული შენიშვნები, ჩანაწერები, რომლებშიც აღწერილია დაკვირვებები ბუნებაზე, სამეფო კარის ამბები, ჩანიშნულია ყურადსაღები საინტერესო მსჯელობები, ვინმეს მიერ დროულად და სახტად გამოთქმული ლექსი და ა.შ. ამ ჟანრის ცნობილი ნაწარმოებია ,,მუკარანო სოსი” (ჩანაწერები სასთუმალთან), რომლის ავტორია მწერალი ქალი სეი-სენაგონი.

XIII-XIVსს. გვაროვნული არისტოკრატიის ძალაუფლების შესუსტებამ და წინა პლანზე სამურაების გამოსვლამ გავლენა იქონია მხატვრულ ლიტერატურაზე, რაც აისახა ეპიკურ ნაწარმოებებში _ ,,ხოგენმონოგატორი”, ,,ხეიძი-მონოგატორი” , ,,ხეიკე-მონოგატორი” და სხვ. ეს უკანასკნელი გამოირჩევა შინაარსითა და მხატვრული სიმწიფით. ის მოგვითხრობს ტაიკეს გვარის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებისათვის წარმოებული ბრძოლის ისტორიას. მკითხველი თვალწინ გადაიშლება სეგუნატის დამკვიდრებისათვის ბრძოლის დრამატიზმით სავსე სურათები, ერთმანეთს ენაცვლებიან სასტიკი, სისხლისმღვრელი ომების აღწერა და ეპოქის სამეფო კარის ფუფუნების სურათები, თუ როგორ ამკვიდრებდნენ სამურაები სისხლითა და მახვილით ახალ წესრიგს.

79

Page 80:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

მურომატის პერიოდის მხატვრული ლიტერატურის მნიშვნელოვან მიღწევად ითვლება ახალი პოეტური ჟანრის _ რენგას (ასხმული, აკინძული ლექსები) დამკვიდრება. რენგა, წარმოადგენს ტანკას ჟანრის განვითარებას. რენგა აღმოცენდა, როგორც ლექსთწყობის ხელოვნებით საყოველთაო გატაცების (მსგავსად სალონური თამაშების) შედეგი. თუ ადრე ერთი პოეტი ლექსით მიმართავდა სხვა პოეტს და ეს უკანასკნელი ასევე პასუხომდა მას, ახლა (რენგას ჟანრი) პოეტური დიალოგი წარმოადგენს ლექსის ერთად წერის პროცესს. ტანკა იყოფა ორ _ ზედა (სამბწკარიან) და ქვედა (ორბწკარიან) ნაწილად.

ზედა ნაწილს ერთი პოეტი თხზავს, ქვედა ნაწილს მეორე. ასე იქმნებოდა პოეტური ჯაჭვი, სადაც ყოველი ბწკარი წინასთან დაკავშირებულია თემატურად. მოგვიანებით რენგას გამოეყო დაწყებითი ბწკარები, ჩამოყალიბდა სამბწკარა (ხოკუ) ლექსი.

XVII-XVIIIსს. ლიტერატურაში ლიდერი გახდა ახალი ჟანრი _ უკიესოსი (საყოფაცხოვრებოჩანაწერები), საყოფაცხოვრებო, ეროტიკული, სათავგადასავალო ნოველა. პოეზიაში ტანკა ადგილს უთმობს ხოკუს ჟანრს. ხოკუ, როგორც აღინიშნა, წარმოიშვა დახვეწილი სალონური თამაშებიდან და თავისთავად წარმოადგენს პოეტურ იმპროვიზაციას. მცირე ზომის ხოკუ გამორიცხავს მოვლენათა ფართოდ აღწერას და ამიტომ ხოკუს პოეზიის დამახასიათებელ ნიშნად იქცა მინიშნების ხელოვნება, ქვეტექსტის შექმნა, რომელშიც გაიშლება თვით ლექსის ნამდვილი შინაარსი. ამ ჟანრის სახელგანთქმული ოსტატი იყო მაცუო ბასე (1644-1699 წწ).

XIXს. დასაწყისში პროზის წამყვან ჟანრად გვევლინება დიდაქტიკური რომანი, მნიშვნელოვანი წარმომადგენელია ტაკიძავა ბაკაი. ძირითად ვრცელდება ნატურალისტური ხასიათის საყოფაცხოვრებო მოთხრობები. მეიძის ეპოქის დაწყებიდან (1868წ.) იაპონურ ლიტერატურაში ფეხს იკიდებს რეალიზმი.

XIX-XXსს. მიჯნაზე მოღვაწეობენ უდიდესი მწერლები რგავეტაისი-მაი, სიმაძაკი ტოსოი, კანიკიდა დონიო, ნაცუმე სოსეკი, აკუტაგავა რინოსოსკე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იწყება იაპონური ლიტერატურის ახალი ეტაპი. შინაგანი ლირიზმით, მოვლენების ფილოსოფიური გააზრებით, ტრადიციული ესთეტიკური კონცეფციების განვითარებით გამოირჩევიან _ კასავატა მუნარი, კობო აბე, რკიომისივი და სხვ.

თავისებურია იაპონური თეატრი. იაპონიაში თეატრალური წარმოდგენების ადრინდელ ფორმებს განეკუთვნებიან _ სარატაკუ (მოხეტიალე თოჯინების თეატრი), კოგურო და დენგაკუ _ სატაძრო წარმოდგენები, მისტერიები ბუდისტურ თემებზე, ჩიგაკუ _ სამეფო კარის ცერემონიალური წარმოდგენები და ბუგაკუ _ სამეფო კარის ბალეტი.

იაპონიის თეატრალური ხელოვნების პირველი კლასიკური ფორმაა თეატრი ნო, რომელიც XIV-XV სს.მიჯნაზე ჩამოყალიბდა. სიტყვა ნო ნიშნავს ოსტატობას, უნარს,

80

Page 81:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

რაც სრულად შეესატყვისება თეატრის არსს, რომელმაც შეითვისა სახალხო ხელოვნების ოსტატების ყველა მიღწევა და გააერთიანა ეს ხელოვნება წინა საუკუნეებში შექმნილ ლიტერატურულ ტრადიციებთან. პიესების სიუჟეტები მეტწილად ნასესხებია ძველი მონოგატორებისა და ფეოდალური ეპოპეებისაგან, ზოგჯერ ძველი მითებისა და ლეგენდებისაგან. იმისათვის, რომ მაყურებელი გადაეყვანა წარსულ სამყაროში და შეექმნა ილუზია, რომ ეს სამყარო აქვე, გვერდით არსებობს და ურთიერთობა შესაძლებელია _ მიმართავდნენ განსაკუთრებულ სიუჟეტურ ხერხს _ გარდასახვას.

ნო-ს სპექტაკლი მუსიკალურია, ტექსტის მნიშვნელოვან ნაწილს ასრულებს სოლისტი და გუნდი, ორკესტრი ყიველთვის სცენაზეა, ის ხან მიყვება სიმღერას, ხან კიდევ ასრულებს მცირე ზომის მუსიკალურ პიესებს. სპექტაკლის აუცილებელი ელემენტია ქორეოგრაფია. როგორც წესი დრამატული კულმინაცია გამოიხატება მთავარი გმირის ცეკვით. ნო-ს თეატრი დიდი პოპულარობით სარგებლობდა შუასაუკუნეების იაპონიის სამხედრო-არისტოკრატულ წრეებში, ალბათ იმიტომ, რომ ესთეტიკური სიმკაცრე გარკვეულად ეხმიანება სამურაების სულის რიგორიზმს.

XVIს. დასასრულს აღმოცენდა იაპონური ნაციონალური თეატრის ახალი ჟანრი კაბუკი. ეს თეატრი სათავეს იღებს სინტოისტურ და ბუდისტურ ტაძრებში ტრადიციული რიტუალებიდან აღებული სახალხო სიმღერებისა და ცეკვებიდან. კაბუკის (სიტყვასიტყვით _ კურტიზანი მსახიობი) თეატრის დაბადებას უკავშირებენ ტაძრის მოცეკვავე ქალის ოკუნის სახელს, რომელიც ერთ-ერთ ბუდისტურ დღესასწაულზე გამოდიოდა კიოტოში, ღია ცის ქვეშ და შეასრულა ცეკვა-ლოცვა. ცეკვა მან დაიწყო, როგორც მიღებული იყო, იმით, რომ სიმღერით იმეორებდა ადამიანი მოკვდავია, ფული არარაობაა, თაყვანი ეცით ბუდას, პაუზებში ეჟვნებს აჟღრიალებდა, თითქოს ასრულებდა დადგენილ რიტუალურ მოძრაობებს. თანდათანობით მისი მოძრაობები იძენდა რელიგიური კონტექსტისაგან საკმაოდ დაცილებულ ეროტიკულ ელფერს. ამ გამოსვლას უდიდესი წარმატება ქონდა. ოკუნმა შექმნა საკუთარი დასი და წარმატებით გამოდიოდა თვით იმპერატორის წინაშეც კი. კაბუკის თეატრი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ქალაქის მოსახლეობაში, ვაჭრებში, სამხედრო ფენებში, სამურაებში.

თავდაპირველად კაბუკის დასი შედგებოდა ქალებისაგან, უმეტესწილად მსუბუქი ყოფაქცევის ქალებისაგან. წარმოდგენების დროს ეჭვიანობის გამო არცთუ იშვიათად ადგილი ქონდა აყალ-მაყალს, ჩხუბს, იარაღის გამოყენებასაც. ამიტომ XVII ს. შუა წლებში მთავრობამ მიიღი დადგენილება, რომლის თანახმად ქალები მთლიანად ჩამოაცილეს სცენას, შეცვალეს მამაკაცებით.

დასასრულს რამოდენიმე ფაქტი იაპონიის ისტორიიდან. XIIIს. მეორე ნახევარში იაპონიას დაემუქრა მონგოლეთის მმართველი ხუბილაი. პირველად 1274 წ. ხუბილაის უზარმაზარი არმადა (900 გემი, 42 ათასი მონგოლი, კორეელი და

81

Page 82:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ჩინელი მეომარი) მოადგა იაპონიის ნაპირს. მეორედ 1281 წ. (3500 გემი და 100 ათასი მეომარი). იაპონელებმა ორივე შემთხვევაში აქტიური წინააღმდეგობა გაუწიე აგრესორს. მაგრამ მოხდა სასწაული _ ორივე შემთხვევაში ძლიერმა ტაიფუნმა იმსხვერპლა მონგოლთა გემები და მეომრები. ამ მოვლენებმა გააძლიერეს იაპონელთა რწმენა სინტოური ღმერთებისადმი, განსაკუთრებით ამატერასუსა და ხატიმანისადმი. იდეა ქვეყნის ღვთიური წარმოშობის შესახებ, სასწაულის რწმენა გაპირობებულია იაპონური ტრადიციებით, მატერიალისტური მსოფლმხედველობის სისუსტით, თითქმის არარსებობით. ამ მომენტისათვის ხაზი უნდა გაგვესვა, რადგან შემდგომში მან ბევრად განაპირობა იაპონელთა ნაციონალისტური იდეოლოგიის ფორმირება, ამ უკანასკნელმა კი მთელი სიძლიერით უარყოფითად იჩინა თავი მეორე მსოფლიო ომის დროს. აქვე უნდა ითქვას, რომ ისტორიაში ცოტა ვინმეს თუ მოუხერხებია იაპონელთა მსგავსად საკუთარი შეცდომებისაგან სწორი დასკვნების გაკეთება.

ანტიკური საბერძნეთი და რომი

ანტიკური კულტურის წყაროები, პერიოდიზაცია და გავრცელება. ანტიკური ბერძნული ცივილიზაცია ჩამოყალიბდა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, ეგეოსის ზღვის კუნძულებზე, თრაკიის (ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთი) და მცირე აზიის დასავლეთ ნაწილში.

შემდგომში ანტიკური სამყაროს საზღვრები თანდათანობით ფართოვდებოდა, ავრცელებდა თავის ზეგავლენას იტალიის სამხრეთსა და საფრანგეთზე, სიცილიასა და აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე.

ბერძნული კოლონიები განლაგდნენ აგრეთვე შავი და აზოვის ზღვის ნაპირებზე. ბერძნულმა ანტიკურობამ შექმნა განუმეორებელი კულტურა, რომელშიც ჩადებული იყო მომავალი ევროპული ცივილიზაციის ყველა წყაროები. დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ ანტიკური კულტურა არც თვით საბერძნეთში და არც ძველ რომში არასოდეს ყოფილა ერთიანი და მთლიანი. განვითარების ყოველ ეტაპზე ის ვლინდება თვისობრივად განსხვავებულ ვარიანტებში. ანტიკური ცივილიზაციის ევოლუციის პერიოდში სხვადასხვა ტომები და ეროვნებები თავს ერთიან ხალხად _ ელინებად იაზრებენ, თავიანთ საერთო ქვეყანას ელადას ეძახიან და საკმაოდ დიდი ისტორიული მონაკვეთი ინარჩუნებენ ამ ერთიანობას. ინტენსიურად ურთიერთზემოქმედებენ და ვითარდებიან ენობრივი დიალექტები, რაც III-II სს. დასრულდა ერთიანი ბერძნული ენის _ კოინეს _ ჩამოყალიბებით.

ძველბერძნული კულტურის წარმატებული განვითარება, გარკვეულ დონემდე, აიხსნება ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით, ტერიტორიითა და კლიმატური პირობებით. თვით ბერძნული ლანდშაფტი, სადაც არაფერი არ არის

82

Page 83:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

უსასრულო და უსაზღვრო, ლურჯი ცის გარდა, ხელს უწყობდა ბერძნის თვალსა და გონს დაბადებიდანვე მისჩვეოდა ზომიერებას, პროპორციულობასა და ჰარმონიას.

ბუნებრივი გარემო მას ეჩვენებოდა აბსოლუტურად სამართლიანად დაყოფილი და დალაგებული. ეს ხელსაყრელი ბუნებრივი ფაქტორი ბერძნებმა აქტიურად გამოიყენეს და ჩართეს კულტურაში.

ძველი საბერძნეთი იყო პირველი ანთროპოცენტრული ცივილიზაცია, რომელშიც ადამიანურმა პიროვნებამ თავისი მე მთელი სიძლიერით განაცხადა. სწორედ ანტიკურობაში გამოავლინა ადამიანმა საკუთარი, ინდივიდუალურად ყოფის შესაძლებლობა და დასახა თავისი განვითარების ძირითადი ტენდენციები: გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებისა და რეალიზაციის უნარი; თვითცნობიერება, რომელიც შემდეგ ტრანსფორმირდება ცხოვრებისეულ პოზიციად; სითამამე და უნარი გარკვეულ პირობებში დაუპირისპირდეს საზოგადოებას.

ანტიკური ეპოქის პიროვნება უპირველეს ღირებულებად მიიჩნევს არჩევანის თავისუფლებას და ემსახურება ხალხის, პოლისის, სამხედრო კავშირისა თუ იმპერიის სახით არსებულ სოციალურ მთლიანობას. ბედნიერების ბერძნული იდეალი _ ეს არის ოჯახური კეთილდღეობისა და სამშობლოსადმი სამსახურის ჰარმონიული შეთავსება.

ძველი საბერძნეთის კულტურა შესაძლებელია ქრონოლოგიურად დავყოთ ხუთ ძირითად ეტაპად:

_ კრიტო-მიკენური კულტურა (III-II ათასწლეული ჩვ.ერამდე);

_ ჰომეროსის პერიოდი (XI-IXსს. ჩვ.ერამდე);

_ არქაული პერიოდი (VIII-VIსს. ჩვ.ერამდე);

_ კლასიკური საბერძნეთი (VIს.ჩვ.ერამდე _ IVს.ჩვ.ერამდე);

_ ელინიზმი (IV-Iსს.ჩვ.ერამდე).

აღვნიშნოთ, რომ პირველი ორი ეტაპი წარმოადგენს თავისებურ პრელუდიას იმისა თუ რა მოხდა შემდეგ სამ ეტაპზე, რამაც განსაზღვრა ანტიკური ტიპის ცივილიზაციის სპეციფიკური თავისებურებები.

არქაულ პერიოდში ჩამოყალიბდა ძველი საბერძნეთის რთული სახელმწიფოებრივი სისტემა, შემდგარი დამოუკიდებელი ქალაქი_სახელმწიფოებისაგან, პოლისებისაგან (როგორც მათ თავად ბერძნები ეზახდნენ). პოლისი იყო არა მხოლოდ განსაზღვრული, მწარმოებლური პოტენციალის მქონე ადმინისტრაციული ერთეული. ეს იყო ადგილი დედამიწაზე, სადაც ადამიანი იმყოფებოდა თავისი

83

Page 84:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

წარმართული ღმერთების მფარველობის ქვეშ, რომელთა ნებართვითაც ეს ქალაქი-პოლისი აიგო. ყოველ პოლისს ქონდა საკუთარი მეურნეობა, ყავდა საკუთარი ღმერთები და გმირები, საკუთარი კალენდარიც და მონეტაც პოლისის აბსოლუტურად ბუნებრივ ატრიბუტს წარმოადგენდა სამოქალაქო სამართლებრივი სტრუქტურა მისთვის დამახასიათებელი თითოეულის თანასწორობით კანონის წინაშე და უმცირესობის აუცილებელი დაქვემდებარებით უმრავლესობის ნებისადმი, რაც მიმართული იყო სამართლიანობის იდეალების რეალიზაციისაკენ. არ არის შემთხვევითი არისტოტელეს მიერ მოგვიანებით გაკეთებული განცხადება, რომ _ პოლისი არის ადამიანთა ერთობა, რომლებიც ერთად შეიყარენ რათა იცხოვრონ სამართლიანად. ამიტომ საბერძნეთის მოქალაქისათვის ყველაზე დიდ სასჯელად ითვლებოდა სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევა და მშობლიური ქალაქიდან გაძევება.

ბერძნული საზოგადოების პოლისურმა სტრუქტურამ ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრა პოლისური, თავისი არსით კოლექტივისტური და პატრიოტული გრძნობების გამძაფრებისაკენ მიმართული მორალის პრინციპები. მოქალაქის უმაღლეს გმირობად ითვლებოდა საკუთარი პოლისისადმი უანგარო სიყვარული.

ბერძნული კულტურის მნიშვნელოვან ელემენტად იქცა აგონისტიკა, ანუ შეჯიბრის პრინციპი.

ცალკეული პიროვნებების, ჯგუფებისა და პოლისების კეთილშობილური ასპარეზობა საუკეთესო შედეგის მიღწევის მიზნით. თანდათანობით ბერძნულ საზოგადოებაში ნებისმიერი დონის შეჯიბრებაში გამარჯვებამ უდიდესი ღირებულების სტატუსი შეიძინა.

ბერძნული მხატვრული კულტურა უკვე არქაულ ეპოქაში ალაპარაკდა. მხედველობაში გვაქვს ლეგენდარული ჰომეროსის ორი ეპიკური პოემის _ ილიადასა და ოდისეას ლიტერატურული ჩაწერა,

რომელიც მანამდე არსებობდა ბერძნულ ზეპირსიტყვიერ ტრადიციებში. პოემებში გაერთიანებულია ბერძნული მხატვრული კულტურის ორო ამოსავალი ეპიკური თემა _ ღმერთების ქმედებები და მმართველთა გმირული საქციელი. ამ ნაწარმოებებში ერთმანეთის გვერდიგვერდაა მოცემული მოთხრობები მითიურ და ლეგენდარულ მოვლენებზე, ასევე სასიყვარულო ისტორიები, სათავგადასავალო შინაარსის სიუჟეტები და ზნეობრივი შეგონებები. ბერძენი ისტორიკოსის ჰეროდოტეს სიტყვებით სწორედ ჰომეროსმა _ შეადგინა ბერძნებისათვის ღმერთების გენეალოგია, გაანაწილა მათ შორის ღირსებები და საქმიანობის სახეები, ჩამოაყალიბა მათი ხატები.

არქაულ პერიოდთან არის დაკავშირებული ფილოსოფიის აღმოცენება _ მოვლენისა, რომლის როლი ევროპული კულტურის ჩამოყალიბებაში ჯერ კიდევ

84

Page 85:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

შესაფასებელია. რელიგიურ-მითოლოგიური ცნობიერება კარგავს თავის მონოპოლიას. თავს იჩენს ცოდნის სწრაფი, ლოგიკური ათვისების სისტემა.

ვრცელდებიან მოძღვრებები, რომლებიც არღვევენ ჩვეულ მორალურ ნორმებს, ნიმუშებს, ავტორიტეტებს, ყალიბდება არასტანდარტული მსოფლმხედველობა.

ერთ-ერთი პირველი ფილოსოფიური სკოლა დაარსა პითაგორამ (VI ს. ჩვ. ერამდე) ქ. კროტონში.

პითაგორა და მისი მიმდევრები მიიჩნევდნენ, რომ სამყაროს არსი არის რაღაც აბსტრაქცია _ რიცხვი, რომელიც განსხვავებულად ვლინდება:

ღმერთი რიცხვია, ნივთი რიცხვია, ხელოვნება რიცხვია. სინმდვილის ეს რიცხვული კონსტრუქცია პოთაგორელების მიერ მოიაზრება, როგორც ყველა მოვლენაში ჰარმონიულად ჩართული სამყაროს წყობა. ამ პერიოდის ბერძნებისათვის ჰარმონიისა და სილამაზის ხორცშესხმას კოსმოსი წარმოადგენს, რომელიც ბერძნებისათვის გრძნობად მატერიალურია: ის ჩანს, ისმის, შეხება შეიძლება. პითაგორელები შეეცადნენ ჩამოეყალიბებინათ არა მხოლოდ სამყაროს ზოგადი სისტემა, რაც ტრადიციად დარჩა ბერძნულ ფილოსოფიაში, მათ, ასევე პირველებმა ბერძნულ კულტურაში, საფუძველი ჩაუყარეს მეცნიერული სკოლების შექმნის ტრადიციას, განსაზღვრული ნიშნებით: _ სწავლების განსზღვრული მეთოდებით; ცოდნის გადაცემის სისტემით; ცხოვრების სპეციფიკური წესით.

არქაულ პერიოდში ხელოვნება ჯერ კიდევ არ არის გამოყოფილი ხელოსნობისაგან და გვეძლევა, როგორც იმ დროისათვის დამახასიათებელი წარმოების ნაირსახეობა. პოეზია, სკულპტურა, არქიტექტურა, მუსიკა, რიტორიკა ამ პერიოდის ბერძნებისათვის წარმოადგენს არა ხელოვნების სახეებს, არამედ უშუალოდ ადამიანის ცხოვრებასთან დაკავშირებული საქმიანობის, გარესინამდვილესთან მისი დამოკიდებულების ნაირსახეობებს.

ძველბერძნული კულტურა განვითარების კულმინაციას აღწევს ე.წ. კლასიკურ პერიოდში (V_IVსს. ჩვ. ერამდე). ცნება კლასიკური _ მრავალი მნიშვნელობის მქონეა. ერთ-ერთი მნიშვნელობით კლასიკურს უწოდებენ განვითარებულს, მომწიფებულს, განსაკუთრებით სრულყოფილს კულტურის მრავალ სფეროში. მეორე მნიშვნელობით, კლასიკურად ითვლება კულტურა, თუ მას ახასიათებს ჰარმონია, წონასწორობა, ზომა და ა.შ. ბერძნული კულტურა კლასიკურია ორივე ამ მნიშვნელობით.

ბერძნული კულტურის განვითარების კლასიკური პერიოდი დაემთხვა მონათმფლობელური დემოკრატიის მმართველობის ეპოქას, მისთვის დამახასიათებელი ნიშნებით:

_ ხალხი აღიარებულია ძალაუფლების ერთადერთ წყაროდ;85

Page 86:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

_ დამკვიდრებულია თანამდებობების არჩევითი სისტემა;

_ ბერძნულ საზოგადოებაში შერბილებულია განსხვავება მდიდარ და ღარიბ ფენებს შორის. დემოკრატიამ ძალაუფლებაზე მაღლა კანონი დააყენა. ეკონომიკური განვითარების არსი განისაზღვრება ფულად-სასაქონლო ურთიერთობებით. იზრდებოდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთა სოციალური ავტორიტეტი განისაზღვრება ქონებრივი მდგომარეობით და არა მისი ადგილით ტრადიციულ პატრიარქალურ საზოგადოებაში. სოლონის (494 წ.) და კლისთენის (509-507 წწ.) სოციალურპოლიტიკურმა რეფორმებმა კანონით და არა ადათ-წესებითა და ტრადიციებით დაამკვიდრა მოქალაქის უფლებები და მოვალეობები. რეფორმები სტიმულს აძლევენ ბერძნული პოლისების თავისუფალ მოქალაქეებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სახალხო კრებების მუშაობაში, ასევე ყოველ მათგანს მიეცა უფლება დაეცვა თავისი აზრი სასმართლოში.

ბერძნებმა მთელი ენერგია მოახმარეს კალოკაგათიას (ბერძ. კალოს _ მშვენიერი, აგათოს _ სილამაზის პირობაა). კალოკაგათია _ ბერძნების მიერ გაგებულია სოციალურ-ეთიკური აზრით, ვინც ამ სულისკვეთებითაა აღზრდილი ის ვალდებულია თავი მიუძღვნას საზოგადოებას. კალოკაგათია ბერძნებს აახლოებს სულისა და სხეულის კლასიკურ იდეალთან. მეცნიერების დედოფლად კვლავ ფილოსოფია რჩება. მოაზროვნეები აგრძელებენ არსის პირველსაწყისის ძიებას. დემოკრიტე იტყვის, რომ ყოვლის საფუძველი არის სიცარიელეში მოძრავი ატომი. სოკრატე თვითშემეცნებითაა გართული და მასში ხედავს ჭეშმარიტი სიბრძნის საწყისს.

პლატონი შექმნის მოძღვრებას იდეებზე და დააპროექტებს იდეალურ სახელმწიფოს, რომელსაც მხოლოდ ბრძენი უნდა მართავდეს. მაგრამ ჭეშმარიტად ენციკლოპედიურ გამოკვლევებსა და აზრებს არისტოტელე დაუტოვებს შთამომავლობას, გამოყოფს რა ადამიანური მოღვაწეობის ყველა სფეროთაგან მხოლოდ ხელოვნებას, ხაზს გაუსვამს, რომ მხოლოდ მას ძალუძს შეავსოს და გააღრმავოს ნამდვილი სამყარო.

კლასიკური საბერძნეთის ხელოვნება ჭეშმარიტად უნიკალურია. მის გარეშე შეუძლებელია კაცობრიობის მთელი შემდგომი კულტურის წარმოდგენა. ეს ხელოვნება დღესაც აოცებს და უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს მნახველს და როგორც ერთ-ერთი კლასიკოსი აღნიშნავს _ ის დღესაც ნიმუში და მიუღწეველი ნორმაა.

ბერძნულმა ხელოვნებამ თავის მწვერვალებს მიაღწია ათენის დემოკრატიულ სახელმწიფოში. მან შექმნა მშვენიერი გმირის იდეალი _ ზნეობრივად და ფიზიკურად სრულყოფილი გმირი, რომელიც სრულ ჰარმონიაშია გარე სამყაროსთან. ეს სამყარო ძველი ბერძნების პოეტურმა ფანტაზიამ დაასახლა წმინდა ადამიანური, კეთილშობილური და უარყოფითი თვისებებით შემკული მითოლოგიური არსებებითა და ღმერთებით. ერთი სიტყვით, ბერძნულმა

86

Page 87:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ხელოვნებამ ფართოდ გაუღო კარები არსებულ სინამდვილეს და მისგან მიღებულ შთაბეჭდილებებს მიანიჭა მაღალი ხელოვნების სრულყოფილება.

არს ლონგა, ვიტა ბრევის _ ხელოვნება მარადიულია, სიცოცხლე ხანმოკლეა, ასეთია, კლასიკური პერიოდის ანტიკური კულტურის დევიზი. ბერძნული კლასიკური ხელოვნების დიდებას ქმნიან: აკროპოლის კომპლექსი ათენში, არტემიდას ტაძარი ეფესში, ჰალიკარნასის მავზოლეუმი; ფიდიას, სკოპასის, ლისიპეს სკულპტურები; ესქილეს, ევრიპიდეს, სოფოკლეს ტრაგედიები; არისტოფანის კომედიები და სხვ. კლასიკური ხელოვნების წესები მკაცრია და ამაღლებული. სკულპტურული ქანდაკება წარმოგვიდგენს თავისუფალსა და მოძრაობაში მყოფ ადამიანს. ქანდაკების კუნთები პლასტიკური სილამაზისაა და სავსეა სიძლიერით. ტაძრების არქიტექტურაში ყალიბდება კლასიკური არქიტექტურული ორდერი, ე.ი. იქმნება მკაცრი წესრიგი, რომლის თანახმად ერთმანეთთან შესაბამისობაშია მოყვანილი ნაგებობების ძირითადი და არაძირითადი ნაწილები: საფუძველი, კოლონები, სახურავი და ა.შ. ნაგებობები ერთმანეთთან და გარემოსთან შესაბამისობაში იმყოფებიან, რაც თავის მხრივ, სხვადასხვა სიდიდისა და დანიშნულების ნაგებობებს ერთ მთლიან კომპლექსად გადააქცევს. ანტიკურობის კლასიკურ პერიოდში თვით მხატვრული მოღვაწეობა პროფესიონალური და საავტორო გახდება. ამ სფეროში ჩართულია როგორც თავისუფალი მოქალაქეები, ასევე მონები, ხოლო ზოგიერთი მათგანი შემოქმედებით მოღვაწეობასა და სახელმწიფოებრივ სამსახურს ერთმანეთს უთანხმებს.

კულტურის ელინისტური ეტაპი. ელინისტურად (IVს.ჩვ.ერამდე.) წოდებული ეპოქა დაიწყო ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალებიდან და ვიდრე რომაელებმა არ დაიპყრეს ყველა ის ქვეყნები, რომელიც მაკედონელის მიერ შექმნილი იმპერიის დარღვევის შემდეგ ჩნდებიან. ანტიკური ეპოქის ბევრი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ელინიზმი _ ეს არის კონკრეტულ-ისტორიული მოვლენა, რომელიც სრული სახით გამოვლინდა ალექსანდრე მაკედონელის მოღვაწეობაში. ელინიზმს ახასიათებს ანტიკური და ძველაღმოსავლური ნიშნების შეერთება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა, სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ სფეროში.

ელინიზმის ეპოქა _ ეს არის მონათმფლობელური ფორმაციის ჩარჩოებში საბერძნეთისა და მისი კუთვნილი ტერიტორიების ეკონომიკური აღმასვლის პერიოდი. აქტიურდება ქალაქთმშენებლობა. ეგვიპტის ალექსანდრიის, კართაგენის, სირაკუზის მოსახლეობა ნახევარ მილიონს აღწევს. განსაკუთრებით ვითარდება მეცნიერება. ელინისტური სამყაროს ძლიერ მეცნიერულ ცენტრად მოგვევლინა ეგვიპტის ალექსანდრია. აქ IIIს. (ჩვ.ერამდე.) დაარსებულ იქნა კულტურის ცენტრი მუსეიონი (მუზების სახლი). აქ იყო უმდიდრესი ბიბლიოთეკა, ასტრონომიული ობსერვატორია, ბოტანიკური ბაღი, ზოოპარკი, სამედიცინო ლაბორატორია. აქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა: მათემატიკოსი

87

Page 88:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ევკლიდე, ბოტანიკოსი თეოფრასტი, ასტრონომი არისტარხე სამოსელი. სიცილიის ქ.სირაკუზაში ცხოვრობდა მათემატიკაში აღმოჩენებით ცნობილი არქიმედე. IVს.(ჩვ.ერამდე.) ეს არის სამი დიდი პიროვნების _ პრაქსიტელის, სკოპასისა და ლისიპეს საუკუნე.

ელინისტურ არქიტექტურაში გამოჩნდა ნაგებობის ახალი ტიპი _ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საკუთარი დიდი ბიბლიოთეკებით (მათ შორის ცნობილია პერგამისა და ალექსანდრიის ბიბლიოთეკები) და საინჟინრო ნაგებობები, მაგალითად, სახელგანთქმული ალექსანდრიის შუქურა კუნძულ ფაროსზე. ელინიზმის მნიშვნელოვანი მხატვრული მოვლენაა კერამიკული ხელოვნების შენარჩუნება და გაგრძელება და მასთან დაკავშირებული ფერწერის განსხვავებული ტიპის _ თასზე წერის განვითარება. იმ დროის კერამიკაში დომინირებს ლამაზფიგურებიანი სტილი, რომელიც გვაძლევს მასზე ასახული ადამინების თავისუფალი მოძრაობის შეგრძნებას. მთლიანობაში ელინისტურ მხატვრულ ხელოვნებას ახასიათებს: გართულებული, მაგრამ დახვეწილი მხატვრული ენა; სწრაფვა აისახოს ადამიანის შინაგანი მდგომარეობა, მისი სულიერი განცდების მთელი სიმდიდრე; განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უკიდურესობებს _ ტანჯულ სიყვარულსა და სიკვდილის აგონიას, აღფრთოვანებასა და პანიკურ შიშს. ელინისტურ პერიოდში ჩაისახა ახალი ფილოსოფიური მოძღვრებები _ ეპიკურეიზმი, სტოიციზმი, სკეპტიციზმი და ნეოპლატონიზმი. ახალ მოძღვრებებში ძლიერდება სუბიექტივიზმი, გაბატონებული განწყობაა ძლიერი გულისგატეხა და პესიმიზმი. არსებითად ძველბერძნულ კულტურას შეეტყო დასუსტების მომენტები, რათა შემდგომ ახალი ძალით აღმოცენებულიყო, მხოლოდ უკვე, ძველი რომისკულტური სახით და გამხდარიყო ევროპული ცივილიზაციის საფუძველი. ძველი რომის კულტურის ძირითადი დომინანტები. რომის ცივილიზაცია ანტიკური ეპოქის ბოლო ფურცელია, იარსება თითქმის 12 საუკუნე (VIII ს. ჩვ. ერამდე. _ V ს. ჩვ. წთ.) გეოგრაფიულად ის აღმოცენდა აპენინების ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე, ბერძნებმა მას სახელად დაარქვეს _ იტალია. შემდგომში რომმა შეიერთა ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაპყრობილი ქვეყნები და, ფაქტობრივად, ხმელთაშუაზღვის მთელი სანაპირო. ეს იყო შედეგი რომაელთა ყველა თაობების მიერ წარმოებული ომებისა მეზობელ ქვეყნებთან.

რომაული კულტურის ფორმირებაზე გავლენა იქონიეს: _ ეტრუსკების (არაევროპული წარმოშობის ტომები დღევანდელი ტოსკანის ტერიტორიიდან) კულტურულმა ტრადიციებმა;

_ ბერძნული ცივილიზაციის მიღწევებმა. ეტრუსკებიდან რომაელებმა გადმოიღეს უამრავი რელიგიური წარმოდგენები და წესები, ასევე მშენებლობის ტექნიკის საფუძვლები და ლითონის მხატვრული დამუშავების ოსტატობა.

88

Page 89:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ბერძნებიდან გადაიღეს სახელმწიფოებრივი მოწყობის პოლისური სისტემა, მიწათმოქმედების სრულყოფილი მეთოდები, ხოლო ბერძნული ხელოვნება ეტალონად ჩათვალეს და მიისწრაფოდნენ მისი კანონებისაკენ. ყოველივე ამასთან ერთად ძველი რომის კულტურა საკმაოდ თვითმყოფადია და ორიგინალურია.

არქაულ ეპოქაში ძველი რომაელები ცხოვრობდნენ გვაროვნული წესით დაყოფილ ტერიტორიულ ერთობებში _ პაგებში. პაგის ბინადართ ქონდათ ერთი კულტი, საერთო ხაზინა, ერთად შრომობდნენ. არქაულ რომს სათავეში მეფე ყავს, მეფესთან სენატი, ხოლო განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს სახალხო კრება. 510 წელს (ჩვენს ერამდე) ჩამოყალიბდა რომის რესპუბლიკა, იარსება ჩვენი წელთააღრიცხვის 30 წლამდე. შემდეგ დგება იმპერიის პერიოდი, რომელიც დასრულდება რომის დაცემით 476 წ.

რომის იმპერიას ახასიათებს უნივერსალიზმი. ძველ რომს აქვს მთელი ცივილიზებული სამყაროს მომცველი მსოფლიო სახელმწიფოს პრეტენზია. რომაელთა აზრით ეს მისია მათ ღმერთმა დააკისრა. რომის ქება-დიდება მონუმენტალურად იყო გაფორმებული ტიტუს ლივიუსის მიერ 142 წიგნად დაწერილ ისტორიულ შრომაში: რომის ისტორია დაწყებული ქალაქის დაარსებიდან. აქ სრულად არის გადმოცემული რომაული ღირებულებების განუმეორებელი სისტემა. რომაელის იდეოლოგიას პატრიოტიზმი განსაზღვრავს, სადაც ქვეყნის ინტერესები აღიარებულია უმაღლეს ღირებულებად და გამოიხატება ყოველი მოქალაქის მზადყოფნაში თავი შესწიროს სამშობლოს. რომაელები საკუთარ თავს ღვთის რჩეულებად თვლიან და Yყველა წამოწყებაში მხოლოდ წარმატებაზე არიან ორიენტირებულნი. ქვეყანაში უმაღლეს პატივშია ვაჟკაცობა, ციმამაცე, ღირსება, მკაცრი ქედმოუხრელობა, პრაქტიკული მეურნეობრიობა, სამართლებრივი აზროვნება, კანონისადმი მორჩილება, დისციპლინა. სიცრუე და ორპირობა მონებისათვის დამახასიათებელი ცოდვებია. თუ ძველი ბერძნები თაყვანს სცემდნენ ფილოსოფიასა და ხელოვნებას, რომაელებისათვის ღირსეული გასართობია ომები, პოლიტიკა, მიწათმოქმედება და სამართალი. რომაული კულტურის ღირებულებათა სისტემაში მოქალაქეობრივი კარიერა წარმოუდგენელია სამხედრო კარიერის გარეშე.

ჩამოთვლილმა ტენდენციებმა ჩამოაყალიბეს გარკვეული მორალური ღირებულებები და ქცევის ნორმები, რაც საფუძვლად დაედო ე.წ. ,,რომის მორალურ კოდექსს”, რომელიც მონოლითურადაა შეკრული თავდადებისა და სიკეთის ცნებებით და გულისხმობს შემდეგ მორალურ პრინციპებს:

_ ღვთისმოსაობა (პიეტას);

_ ერთგულება (ფიდეს);

_ სერიოზულობა (გრავიტას);89

Page 90:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

_ სიმტკიცე (ცონსტანტია).

რომაელთა რელიგიური შეხედულებები არ გამოირჩევა განსაკუთრებული სიმდიდრით.

მომავლისა და წარსულის მცოდნე ,,ღმერთების ღმერთად” ითვლებოდა ორსახოვანი იანუსი. ძველი რომაული მითოლოგიიდან განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ უმაღლეს ღვთაებას _იუპიტერს, ბავშვების მფარველს _ იუნონას, ომის ღმერთს _ მარსს, ოჯახური კერის მფარველ ქალღმერთს _ ვესტას. ბერძნულ სამყაროსთან დაახლოების პროცესში რომაული ღმერთები იდენტიფიცირებულიქნენ ბერძნულ ღმერთებთან: იუპიტერი _ ზევსთან, იუნონა _ ჰერასთან, დიანა _ არტემიდესთან, ვიქტორია _ ნიკესთან. გამორჩეული სიყვარულით სარგებლობდა ჰერაკლე (ჰერკულესი), რომლის 12 გმირობა არა მხოლოდ პოპულარულია ანტიკურ ეპოქაში, არამედ შემდგომ ეპოქებში მხატვრული ნაწარმოებების სიუჟეტებად იქნებიან გამოყენებული. აღმოსავლეთის ქვეყნების დაპყრობის შემდეგ რომში შეაღწევს ოსირისის, იზიდას, კიბელის კულტი. ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისიდან რომში გავრცელებას იწყებს ქრისტიანობა.

რომის იმპერიის კულტურულ ცხოვრებაში ნამდვილი გადატრიალება დაიწყო ჩვ.ერამდე პირველი საუკუნის დასაწყისში, მას მერე რაც მათ დაიპყრეს საბერძნეთი. რა თქმა უნდა, რომის ცივილიზაცია იკვებებოდა განსხვავებული უცხოური კულტურებით, მაგრამ აქ გადამწყვეტი გამოდგა დამარცხებული საბერძნეთის გავლენა. რომაელი პოეტი - ჰორაციუსი იტყვის: ,,დაპყრობილმა საბერძნეთმა” დაიპყრო თავისი დამპყრობლები. რომაელები იწყებენ ბერძნული ენის, ლიტერატურის ფილოსოფიის შესწავლას: იწვევენ ცნობილ ბერძენ ორატორებსა და ფილოსოფოსებს, თავადაც მიემგზავრებიან ბერძნულ პოლისებში რათა ეზიარონ კულტურას, რომელსაც ფარულად თაყვანს სცემდნენ.

რომის კულტურაში დიდ ადგილს იკავებს ისტორიული, იურიდიული, ფილოსოფიური თხზულებები. პოლიბიოსის, სილისტიას, ტიტუს ლივიუსის ისტორიული ნაწარმოებების მთავარი თემაა რომის უდიდესი ცივილიზაციური მისიის პროპაგანდა და მისი ეგიდის ქვეშ მსოფლიო სახელმწიფოს შექმნის გზების ძიება. თავიანთ ისტორიულ ნაშრომებში რომაელი ავტორები ეყრდნობიან მხლოდ შემოწმებულ ფაქტებს, ნაწარმოებები გამოირჩევიან მკაცრი ფორმით, ეპიკური სტილით, მხატვრული ენით. სწორედ ასე ხასიათდება სილისტიას (Iს.ჩვ.ერამდე.) ,,იგურტინული ომი” და რომაელი მხედართმთავრის გაი იულიუს ცეზარის (100-44 ჩვ. ერამდე) ნაწარმოები _ ,,ჩანაწერები გალური ომის შესახებ”.

მსოფლიო ისტორიისა და კულტურის ერთ-ერთი ნათელი და მნიშვნელოვანი გვერდია რომის სამართალი. ერთი მხრივ მან სამართალურთიერთობების ცენტრში დააყენა ინდივიდი _ მესაკუთრე, მეორე მხრივ შეიმუშავა მართლწესრიგის ღირებულებითი საფუძველი, რომლის შინაარსი მოკლედ ასე შეიძლება გადმოიცეს:

90

Page 91:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

_ სამართლიანობა, თანასწორობა (აექუიტას);

_ მიზანდასახულობა (უტილიტას);

_ კეთილსინდისიერება (ბონა ფიდე);

_ კეთილი ზნეობა (ბონა მორეს).

რომის სამართლს ახასიათებს ზუსტი ფორმულირებები, ის აღწევს სრულყოფილ სამართლებრივ ფორმებს, მისი გადაწყვეტილებები დასაბუთებულია, ტერმინები და ცნებები შეადგენენ თანამედროვე იურისპუდენციის საფუძველს. ძველრომაული სამართლებრივი პრაქტიკის ანალიზი დღესაც უწყობს ხელს იურიდიული აზროვნების განვითარებას, ხვეწს ორივე მხარის არგუმენტებს, სისტემაში მოყავს ლოგიკური განზოგადებები. ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი საუკუნის რომში ძლიერ ვითარდება რიტორიკა _ პოლიტიკური და სამართლებრივი მჭერმეტყველობის ხელოვნება, რაშიც, ფაქტობრივად აისახება რესპუბლიკიდან იმპერიაზე გარდამავალი ეპოქის მღელვარე სოციალური ცხოვრება. სზოგადოებაში ავტორიტეტის მიღწევა და წარმატებული პოლიტიკური კარიერა შეუძლებელი იყო ცოცხალი სიტყვის ვირტუოზული ფლობის გარეშე. რომის ელიტისაკენ მიმავალ გზაზე რიტორიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია.

რომის ბრწყინვალე ორატორი გახლდათ მარკ ტულიუს ციცერონი (Iს.ჩვ.ერამდე). ის ამავე დროს მშვენივრად ფლობს ფილოსოფიის საიდუმლოებებს და ბევრი რამ მოიმოქმედა რათა რომაელებისათვის გაეცნო პლატონისა და სტოელების კლასიკური ბერძნული ფილოსოფია. უნდა აღინიშნოს, რომ რომაული ფილოსოფია ვითარდებოდა ელინიზმის ეპოქის ბერძნული ფილოსოფიის დომინირებული გავლენით. რომაულმა ფილოსოფიამ პრაქტიკაში გამოიყენა ბერძნული ფილოსიფიური აზრისათვის დამახასიათებელი მეცნიერული აპარატი, ტერმინოლოგია და ძირითადი მიმართულებები. ამ პერიოდში გაბატონებული მიმართულებებია _ სტოიციზმი, ეპიკურეიზმი და სკეპტიციზმი.

სტოიციზმის მიმდევრების ცხოვრებისეული იდეალია აბსოლუტური სულიერი სიმშვიდე, აუღელვებლობა, ღმერთისა და სიკვდილის შიშის დაძლევა. ამ სკოლის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი ლუციო ანეი სენეკა (4 _ 65წწ. ჩვ.წთ.) თავის ეთიკურ ფილოსოფიურ ტრაქტატებში გვასწავლის: ის რაც გარეშეა არა აქვს ჩვენთან ურთიერთობა. თავის მხრივ, სწორედ ფილოსოფიას შეუძლია განკურნოს ჩვენი სული გარეშეს მიმართ ზედმეტი ინტერესისაგან.

ანტიკური რომის ფილოსოფიაში ერთადერთი მატერიალისტური მიმდინარეობა იყო ეპიკურეიზმი. ცნობილი წარმომადგენელი ლუკრეციუსი (96 _ 55წწ. ჩვ.ერამდე) თავის პოემაში ,,საგანთა ბუნების შესახებ” ყოველივე არსებულს მატერიალისტურად გვიხსნის და მიზნად ისახავს _ დაეხმაროს ადამიანს სულიერი

91

Page 92:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

სიმშვიდის მოპოვებაში და გაათავისუფლოს გონება და გრძნობები შიშისა და ცრურწმენებისაგან.

სკეპტიციზმის ფუძემდებელია სეკსტ ემპირიკი (200 _ 250 წწ. ჩვ.ერამდე) მას ეჭვი შეაქვს ჭეშმარიტებისა და სინამდვილის შემეცნების შესაძლებლობაში, მისი მოძღვრება მოწოდებულია კრიტირულად გადააფასოს მთელი არსებული ცოდნა.

ჩამოთვლილი მიმდინარეობებს გარდა რომის იმპერიის ეპოქაში ძალზე პოპულარული იყვნენ მისტიკური ხასიათის ფილოსოფიური მოძღვრებები _ ნეოპითაგორეიზმი, ნეოპლატონიზმი, ასევე აღმოსავლური რელიგიები და კულტები.

განუმეორებელი სახისაა რომის ხელოვნება. ნაწარმოებების შინაარსში იგრძნობა ეტრუსკებისა და ბერძნების გავლენა, ხოლო ფორმით რომის იდეოლიგიური ტენდენციების ტიპიურ გამოხატვას წარმოადგენენ. ეს განსაკუთრებით ახასიათებს ხუროთმიძღვრებას, სადაც სწრაფვა პომპეზურობისა და ფუფუნებისაკენ გამოისახა ტრიუმფალური თაღების, მოედნების (ფორუმების), ტაძრების, თეატრების, ხიდების, აკვადუკების, ბაზრების, იპოდრომების და ა.შ. მშენებლობებში. ჩვენს ერამდე III-IIსს, მიჯნაზე შექმნეს გამძლე რომაული ბეტონი, რომლის გამოყენებამ შესაძლებელი გახადა მთელი რიგი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. რომაული არქიტექტურისა და სამშენებლო ტექნიკის ბრწყინვალე მიღწევაა კოლიზეუმის გრანდიოზული ამფითეატრი და ღმერთების პანთეონი რომში. იქმნება ახალი ტიპის საცხოვრებლები:

_ ვილები (რომის პატრიციების სახლები ქალაქგარეთ);

_ დომუსები (ქალაქური სახლები მდიდარი რომაელებისათვის);

_ ინსულები (მრავალსართულიანი სახლები ღარიბებისათვის).

პირველ საუკუნეში ჩნდებიან ორიგინალური საზოგადოებრივი შენობები:

_ ტერმები _ საზოგადოებრივი აბანოები ერთდროულად იტევდა შვიდი ათასამდე ადამიანს, შედგებოდა აუზებისაგან, ბიბლიოთეკებისაგან, ფიზკულტურული დარბაზებისაგან და სხვა კულტურულ-გასართობი შენობებისაგან.

_ ბაზილიკები _ სწორკუთხოვანი ნაგებობები, კოლონებით რამოდენიმე ნაწილად (ნეფო) გაყოფილი, რომლებიც გამოიყენებოდა სავაჭრო ხელშეკრულებების დასადებად, სამართალწარმოებისათვის და ა.შ. შემდგომში, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (313წ) დაიწყება ქრისტიანული ტაძრების მშენებლობა ბაზილიკის ფორმების გამოყენებით.

რომაული კულტურის ჭეშმარიტი მარგალიტია სკულპტურული პორტრეტი, რომელიც ხაზს უსვამს ადამიანის განუმეორებელ ინდივიდუალურობასა და

92

Page 93:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ანტიკური ავტორების უნარს დააფიქსირონ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა. ხელოვნების ამ ჟანრის საწყისები დევს ეტრუსკულ სამგლოვიარო პორტრეტში და ასევე თვით რომაელების ძველ წესჩვეულებებში სახლში შეინახონ მიცვალებულ წინაპართა გამოსახულებები, უფრო ხშირად ცვლის ნიღბებისაგან დამზადებული. თუ ადრინდელ პორტეტებში იგრძნობა სახეთა გარკვეული იდეალიზაცია, აქ, მოგვიანებით შექმნილ გამოსახულებებში შეიმჩნევა სწრაფვა პორტრეტის მაქსიმალური მიახლოება პატრონისადმი. შემდგომში ადამიანის სახის ინდივიდუალური თავისებურებების ზუსტი ფიქსირება რომაული სკულპტურული პორტრეტის ძირითად ნიშანთვისება იქნება.

,,რომაული პოეზიის ოქროს საუკუნეს” დაარქმევენ პირველი რომაელი იმპერატორის _ ავგუსტ ოქტავიანის (27 წ.ჩვ.ერამდე._ 14 წ.ჩვ.წთ.) მმართველობის პერიოდს. ამ დროის ცნობილი პოეტები იყვნენ ვირგილიუსი, ჰორაციუსი და ოვიდიუსი. ვირგილიუსის ცნობილი პოემა _ ენეიდა აცხადებს ავტორის სიყვარულს ძველი გადმოცემების მიმართ, რომლებშიც განდიდებულია რომის განსაკუთრებული ისტორიული მისია, ხოტბაა შესხმული რომაულ სულსა და რომაულ ხელოვნებაზე. ჰორაციუსი წერს სასიყვარულო ლექსებსა და სატირას, ააშკარავებს და დასცინის რომის საზოგადოების ნაკლოვანებებს.

რომის სასიყვარულო პოეზიის მწვერვალია ოვიდიუსის შემოქმედება. ავტორი სასიყვარულო ელეგიებისა და ,,მეტამორფოზებისა”, მოგვითხრობს სასიყვრულო ამბებს, ადამიანთა ცხოველებად გადაქცევის ამბებს, პოემა მთავრდება იმით, თუ როგორ გარდაიქმნება იულიუს კეისარი ვარსკვლავად.

ზემოთ ავღნიშნეთ, რომ I ს-დან რომის იმპერიის აღმოსავლურ პროვინციებში გავრცელებას იწყებს ქრისტიანული იდეები, სადაც გაცხადებულია ღმერთის წინაშე ყველას თანასწორობის იდეა, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა წინააღმდეგობებით გაჯერებული საზოგადოების კონსოლიდაციისათვის. ღვთიური სამეფოს დედამიწაზე საყოველთაო მიღწევის შესაძლებლობების შესახებ ახალი მითის გამოჩენა და იდეა იმის შესახებ, რომ ტანჯულთ და უქონელთ ციურ სამეფოში მიეზღვევა ბედნიერება _ გახდნენ საკმაოდ მიმზიდველი იდეები, განსაკუთრებით რომის საზოგადოების დაბალი ფენებისათვის. ქრისტიანობამ გაითავისა აღმოსავლური რელიგიისა და კულტების მრავალი ელემენტი, ასევე დაეყრდნო ელინისტური ფილოსოფიის მიღწევებს. პირველ ხანებში მკაცრად დევნილი ქრისტიანობა, თავისი იდეებით თანდათანობით იპყრობს რომის ინტელიგენციასა და არისტოკრატიას, ხოლო ჩვ. წელთააღრიცხვის IVს. დასაწყისში ქრისტიანობა გახდება რომის იმპერიის ოფიციალური რელიგია.

410_476 წწ. რომს გამუდმებით თავს ესხმიან ბარბაროსები _ გოთები, გერმანელი დაქირქვებული ნაწილები, და სხვები. აღმოსავლეთ რომის იმპერიამ კიდევ 1000 წ. იარსება, ხოლო იმპერიის დასავლეთი დაიღუპა, თუმცა საფუძვლად დაედო

93

Page 94:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ჩამოყალიბების პროცესში მყოფი დასავლეთის სახელმწიფოებსა და მათ კულტურას.

ბერძნულ_რომაულმა ანტიკურობამ (IX ს. ჩვ. ერამდე. _ V ს. ჩვ. წთ.) მსოფლიო კულტურას მემკვიდრეობით დაუტოვა:

_ მდიდარი მითოლოგიური შემოქმედება;

_ საზოგადოების დემოკრატიული მოწყობის გამოცდილება;

_ რომის სამართლის სისტემა;

_ ხელოვნების იგავმიუწვდომელი და მარადიული ქმნილებები;

_ ჭეშმარიტების, სიკეთისა და სილამაზის კანონები;

_ მრავალხასიათიანი ფილოსოფიური იდეები;

_ ქრისტიანობა.

ქრისტიანობა, როგორც ევროპული კულტურის სულიერი ღერძი.

პირველ რიგში აქ უნდა განვიხილოთ ქრისტიანული მსოფლმხედველობის ძირითადი ღირებულებები. XXის. დასაწყისისათვის ქრისტიანობა არის კრებითი სახელი სამი დიდი რელიგიური მიმდინარეობებისათვის _ კათოლიციზმისა, პროტესტანტიზმისა და მართლმადიდებლობისათვის, რომლებიც, თავის მხრივ ასევე შედგებიან მრავალი რელიგიური ორგანიზაციებისა და დინებებისაგან. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მათ აერთიანებთ ერთიანი ისტორიული ფესვები, ღვთისმეტყველების გარკვეული დებულებები და საკულტო რიტუალების მსგავსებები.

ქრისტიანული მსოფლმხედველობის ცენტრში დგას იესო ქრისტე _ ღმერთკაცის სახე, რომელმაც თავისი მოწამეობრივი სიკვდილით, ტანჯვით გამოისყიდა კაცობრიობის ცოდვები, ადამიანის მოდგმა შეარიგა ღმერთთან. მკვდრეთით აღდგომით მან, იმათ ვისაც ის სწამდა, გაუხსნა ახალი, ღვთიურ სამყაროში ღმერთთან შესაერთებელი გზა. სიტყვა ,,ქრისტე» არც საკუთარი სახელია და არც გვარი, გარკვეული აზრით ეს არის ტიტული, რომელიც მიაკუთვნა კაცობრიობამ იესო ნაზარეთელს. ქრისტე ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც ,,მესია», ,,მხსნელი». ეს სახელი დაერქვა იესო ქრისტეს ძველი აღქმის გადმოცემის თანახმად _ რომ იზრაელის მიწაზე მოვიდა წინასწარმეტყველი, მხსნელი, რომელიც გაანთავისუფლებს თავის ხალხს ტანჯვისაგან, დაამყარებს იქ სამართლიან ცხოვრებას _ ღვთიურ სამეფოს.

94

Page 95:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ქრისტიანობის წმინდა წიგნი არის ბიბლია. ბიბლია შედგება ორი ნაწილისაგან. ძველი აღთქმა _ იუდაიზმის მიმდევრების წმინდა წიგნი და ახალი აღთქმა, სადაც დალაგებულია ქრისტიანობის დამაარსებლის _ იესო ქრისტეს ცხოვრების ძირითადი ეტაპები და ქრისტიანული მოძღვრების ძირითადი დებულებები. ახალი აღთქმა შედგება ოთხი სახარებისაგან. ორი მათგანი ეკუთვნის უშუალოდ ქრისტეს მოწაფეებს მათესა და იოანეს, ორი დანარჩენი მარკოზსა და ლუკას, იესო ქრისტეს მოწაფეების მოწაფეებს. სახარების გარდა ახალ აღთქმაში შედის აგრეთვე ქრისტეს პირველი მოწაფეების, ქრისტიანობის მქადაგებლების, მოციქულთა მიმართვები ქრისტიანული ერთობებისადმი და იოანე ღვთისმეტყველის აღსარება ანუ აპოკალიფსი.

ქრისტიანობა აღმოცენდა ახალი ერის პირველ საუკუნეში რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში, პალესტინაში. ახალი ერა იწყებს თავის ათვლას ქრისტეს დაბადებიდან. წელთააღრიცხვის ეს ფორმა შეიქმნა ჩვენი წელთააღრიცხვის IV ს. მანამდე ხმელთაშუა ზღვის ყველა ქვეყნები წელთააღრიცხვას აწარმოებდნენ რომის დაბადებიდან. ამ წელთააღრიცხვით იესო ქრისტე დაიბადა რომის დაარსებიდან 747 წელს. როგორც ბიბლიაში წერია ის დაიბადა ებრაულ ოჯახში. მისი მშობლები _ მარია და იოსები იყვნენ იუდეველები და წმინდად იცავდნენ თავიანთი რელიგიის ყველა მოთხოვნებს. იესოს ტიტული _ ქრისტე, მესია, მხსნელი ეფუძნება იუდაიზმში დამკვიდრებულ მოძღვრებას ებრაელ ხალხთა მესიანური როლის შესახებ, იმ იდეას, რომ სწორედ ამ გარემოში უნდა გამოჩნდეს კაცობრიობის მხსნელი.

თავდაპირველად ქრისტიანობა წარმოადგენს იუდაისტურ სექტას, რომელიც მიზნად ისახავდა იუდაიზმის გაწმენდას მავნე შრეებისაგან, რომლებიც მასში შეიტანეს მწიგნობრებმა და ფარისევლებმა, რის შედეგადაც ცოცხალი მოძღვრება გადაიქცა მახინჯი დებულებებისა და ავტომატიზირებული რიტუალური ქმედებების სისტემად. მწიგნობრებისა და ფარისევლებისათვის კანონის უპირობო დაცვა მის არსზე მეტად ფასობდა. ქრისტიანული მოძღვრება ვითარდება მწიგნობრებსა და ფარისევლებთან პოლემიკაში.

ქრისტიანობის მიერ იუდაიზმის ხელახალი გააზრების ძირითადი მიმართულებაა ადამიანის ღმერთთან კავშირის სულირი ხასიათის მტკიცება. იესო ქრისტეს მიერ სახარებების ქადაგების ძირითადი მიზანი იყო ადამიანებამდე იმ აზრის მიტანა, რომ ღმერთი არის ყველა ადამიანების მამა და ის გამოგზავნილია ღმერთის მიერ, რათა შეატყობინოს ადამიანებს ღვთიური სამეფოს დადგომის მოახლოება. სახარება არის ადამიანებისათვის სულიერი გადარჩენის, ასევე ღვთიური სამეფოს მოახლოების შეტყობინება. ღვთიური სამეფო მაშინ დადგება, როდესაც ადამიანთა სულებში ღმერთი დაიდებს ბინას, როდესაც ისინი იგრძნობენ ღმერთთან სიახლოვით მონიჭებულ ნათელ სიხარულს. ამ სამეფოსკენ მიმავალი გზაა იესო

95

Page 96:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ქრისტეს, როგორც ღმერთის შვილის, როგორც ადამიანსა და ღმერთს შორის შუამავლის რწმენა.

ქრისტიანობაში ადამიანსა და ღმერთს შორის სულიერი კავშირი ეფუძნება არა შიშს, არა მოვალეობას, არამედ სიყვარულს. სიყვარული ღმერთისა, ახლობლისა, მტრისა არის ქრისტიანული რელიგიურ-მორალური მოძღვრების ქვაკუთხედი. სწორედ ადამიანებისადმი სიყვარულის გამო გამოაგზავნა ღმერთმა დედამიწაზე მისი ერთადერთი შვილი იესო ქრისტე. ამიტომ თავად იესო ქრისტე არის ხორცშესხმული სიყვარული. გვიყვარდეს ერთმანეთი, იმიტომ, რომ სიყვარული ღმერთისეულია, ყოველი მოყვარული ღმერთის გაჩენილია და იცის ღმერთი: ვისაც არ უყვარს მან არ იცის ღმერთი, იმიტომ, რომ ღმერთი არის სიყვარული _ ეს აზრი გატარებულია იოსების პირველ შეტყობინებაში.

ქრისტიანობის მორალური მცნებები, შეგონებები მიმართულია არა გარე საქმეებისა და მოვლენებისადმი, როგორც ეს არის წარმართულ რელიგიებში, არა რწმენის გარეგან გამოვლენებთან, როგორც ეს არის იუდაიზმში, არამედ მიმართულია შინაგანი მოტივაციისაკენ, ,,შინაგანი» ადამიანისაკენ. უმაღლეს ზნეობრივ ინსტანციას წარმოადგენს არა მოვალეობა, არამედ სინდისი.

მოვალეობა ასახავს ადამიანისა და ღმერთის გარეგან ურთიერთობებს. სინდისი კი არის თავისუფალი სულის ხმა, რომელიც ადამიანს ანიჭებს თავისუფლებას ბუნებასა და საზოგადოებისაგან და უქვემდებარებს მხოლოდ საკუთარ უმაღლეს სიმართლეს. შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანობაში ღმერთი არა მხოლოდ სიყვარულია, არამედ სინდისიც, განსახიერებული თავისი უმაღლესი სიწმინდითა და სიძლიერით.

სულიერი კავშირი ადამიანსა და ღმერთს შორის შესაძლებელია იმდენად, რამდენადაც ქრისტიანობაში ადამიანი და ღმერთი მოიაზრებიან როგორც პიროვნებები. ქრისტიანული რწმენის მიხედვით ადამიანი შექმნა ღმერთმა საკუთარ თავთან მიმსგავსებით. პიროვნება არის ღმერთის სახე ადამიანში. სხვა სიტყვებით, ადამიანში არის რაღაც ღვთისეული და ეს ,,რაღაც» არის არა ბუნებრივი ძალა, არა სოციალურად დადგენილი, არამედ უნარი იყო პიროვნება. ამგვარად, ქრისტიანობამ, პირველმა ისტორიაში ადამიანი დააყენა ბუნებასა და საზოგადოებაზე მაღლა, ამით კი ჰუმანიზმი ავიდა თვისობრივად ახალ საფეხურზე.

ქრისტიანული მოძღვრება იცავს პიროვნების თვითღირებულების პრინციპს. ქრისტიანული პიროვნება _ ეს არის თავისუფალი არსება. ღმერთმა უბოძა ადამიანს თავისუფალი ნება. ღმერთისა და ადამიანის სიყვარულით არჩეულ სიკეთეს მიყავს ადამიანი სულიერი ზრდისა და გარდაქმნისაკენ.

ბოროტების არჩევა გამოიწვევს ადამიანის დანგრევასა და საკუთარი თავისუფლების დაკარგვას. ქრისტიანობაში პირვლად იქცა ბუნება (თვით

96

Page 97:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ადამიანის ბუნებაც) თავისუფალი ნების თავისუფალი გარდამქმნელი მოღვაწეობის საგნად. დასაწყისში თავისუფალი ნება ხორციელდება სულიერ-ზნეობრივ სფეროში და მიმართული იყო საკუთარი ბუნების ფლობისაკენ (აქედან შუასაუკუნების მონაზვნების გმირობები), ხოლო შემდეგ, დაწყებული აღორძინების ეპოქიდან მიისწრაფვის გარე სამყაროს, ბუნებისა და საზოგადოების გარდაქმნისაკენ. შემოქმედებითი თავისუფლება იქცა ყოველდღიური ცხოვრების უცილობელ ფაქტორად, რაც საფუძვლად დაედო ევროპული ცივილიზაციის განვითარების სწრაფ ტემპებს.

ქრისტიანული კულტურის ჩარჩოებში პიროვნების თავისუფლება წარმოადგენს ბუნებრივი და საზოგადოებრივი წესრიგის შეფასების უმაღლეს საზომს. იდეა ადამიანის განუხრელი უფლებების შესახებ შეიძლება გაჩენილიყო მხოლოდ ქრისტიანულ კულტურაში. ამ იდეის ბაზაზე ჩაისახა და დაიწყო განვითარება სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების თეორიამ და პრაქტიკამ ქრისტიანობას ეკუთვნის ყველა ადამიანების ღმერთის წინაშე თანასწორობის იდეა. ქრისტიანობის მიხედვით, მიუხედავად რასისა, ეროვნებისა, რწმენისა, სოციალური მდგომარეობისა, ყველა ადამიანი, როგორც ,,ღვთიური სახის მატარებელი”, თანასწორნი არიან და როგორც პიროვნებები პატივისცემას იმსახურებენ.

ევროპული კულტურა მისთვის დამახასიათებელ ინტერესს ადამიანის, პიროვნების სულიერი სამყაროსადმი ქრისტიანობას უნდა უმადლოდეს. როგორც ხელოვნებათმცოდნეები აღნიშნავენ ჩვენ არ გვექნებოდა ჩვენთვის ასე ნაცნობი ევროპული ხელოვნება რომ არა ქრისტიანობისათვის დამახასიათებელი ესოდენ დიდი ყურადღება ადამიანის სულის, მისი სანუკვარი შინაგანი განცდების მიმართ. ადამიანის მიერ საკუთარი პიროვნებისადმი ასეთი გამძაფრებული ყურადღების გარეშე არ იქნებოდა ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარების ევროპული ტრადიცია.

უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში საუბარი ეხება იმ ღირებულებით წანამძღვრებს, გონით შესაძლებლობებს, რომელსაც შეიცავს ქრისტიანული მოძღვრება. ეს წანამძღვრები გაცნობიერებულ, აღიარებულ და განხორციელებულ იქნენ არა ერთბაშად, არა ერთი და ორი თაობის მიერ, არამედ ევროპული ცივილიზაციის განვითარების ხანგრძლივი ისტორიული პროცესის შედეგად და გამუდმებით შექონდათ და კვალს ტოვებდნენ ამ პროცესსა და მის შედეგებში.

ქრისტიანობის მსოფლიო რელიგიად გადაქცევის სოციოკულტურული ფაქტორები. ეკლესიის ჩამოყალიბება. თავდაპირველად ქრისტიანობა არსებობდა მცირე ზომის იუდაური სექტების სახით და პალესტინის ტერიტორიაზე ეწეოდა თემურ ცხოვრებას. ამ თემების არსებობა მეცნიერებამ დაადასტურა.

97

Page 98:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

1947 წ. მკვდარი ზღვის სიახლოვეს (ვადიკურმანის რაიონი) მეცნიერებმა აღმოაჩინეს ხელნაწერები (შემდგომ მეცნიერებისათვის ცნობილი ,,კურმანული ხელნაწერების” სახელით), რომლებშიც მოთხრობილია იუდაური სექტის ესენების დასახლების შესახებ, რომელთა დებულებები რწმენის, კულტის, ცხოვრების წესის მიხედვით ახლოს დგანან ქრისტიანობასთან. ამ სექტის წევრები სექტას ეძახდნენ ,,ახალ კავშირს», ,,ღარიბთა თემს», თავის მოძღვრებას კი ,,ახალ აღთქმას». ხელნაწერებში საუბარია ,,სამართლიან მასწავლებელზე», რომელიც საუბრობს სამყაროს დასასრულზე, რომლის შემდეგ ,,ღმერთი განსჯის ადამიანთა სულებს მათი რწმენის მიხედვით». ესენები არ იზიარებენ ებრაელთა განსაკუთრებულობის იდეას. მათთვის მთავარია არა ეთნიკური ფაქტორი, არამედ სულიერი ერთობა. ამ თემში გაბატონებული იყო მარტივი რიტუალები, როგორებიცაა მონათლვა, პურის გატეხა, საერთო ქონება, ყველა წევრების მიერ ურთიერთმხარდაჭერა.

საინტერესოა თუ რატომ მოხდა, რომ რომის იმპერიის ხალხები, სადაც თავდაპირველად გავრცელდა ქრისტიანობა, აღმოჩდნენ კეთილგანწყობილნი ამ მოძღვრების მიმართ? თანამედროვე ისტორიულმა მეცნიერებამ საკმაოდ დეტალურად გაანალიზა რომის იმპერიის ხალხების მიერ ქრისტიანობის აღქმის სოციალური და კულტურული წანამძღვრები. ისტორიკოსების აზრით პირველი საუკუნის შუახნებისათვის დადგა დრო, როდესაც შენელდა რომაელთა სიამაყე და იმაში დაჯერებულობა, რომ მათი სამყარო საუკეთესოა ყველა შესაძლებელ სამყაროთა შორის. სანაცვლოდ გაჩნდა კატასტროფის გარდუვალობის შეგრძნება, საუკუნეობრივი იდეების მსხვრევა, სამყაროსდასასრულის მოახლოება. სოციალურად დაბალ ფენებში იზრდება უკმაყოფილება ძლიერთა ამა ქვეყნისა მიმართ, რაც ხშირად იძენს ბუნტისა და აჯანყების ფორმას. ბუნტები და აჯანყებები სასტიკად იხშობიან, დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება კი არ ქრება და ეძიებს გამოვლენის ახალ-ახალ ფორმებს.

თავდაპირველად რომის იმპერიაში ადამიანთა უმრავლესობის მიერ ქრისტიანობა აღიქმება, როგორც სოციალური პროტესტის ნათელი და გასაგები ფორმა. ის ბადებს დამცველის იდეას, დამცველისა, რომელსაც ძალუძს გაბატონებულთა მოთოკვა, საყოველთაო თანასწორობის იდეის დამკვიდრება, ყველა ადამიანის ხსნა, მიუხედავად მათი ეთნიკური, პოლიტიკური და სოციალური მიკუთვნებულობისა. პირველ ქრისტიანებს სწამდათ არსებული წყობის აღსასრულის სიახლოვისა და ღმერთის უშუალო ჩარევის წყალობით ,,ღვთიური სამეფოს” დამკვიდრებისა, სადაც აღდგება სამართლიანობა, რომელიც იზეიმებს უსამართლობაზე.

მსოფლიოს წახდენის, მისი ცოდვილობის განცხადება, დაპირება ხსნისა, მშვიდობისა და სამართლიანობის დამკვიდრებისა _ ასეთია ის სოციალური იდეები, რომლებმაც ქრისტიანობისაკენ მოაბრუნა ასობით ათასი ადამიანი, მოგვიანებით კი

98

Page 99:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

მილიონები. ქრისტიანები იმედს აძლევდნენ ტანჯულთ. იესოს ქადაგებებისა და იოანე ღვთისმეტყველის აღსარებიდანაც ჩანს, რომ პირვლად სწორედ ამ ხალხს პირდებოდნენ ღვთიურ სამეფოს. ,,ვინც აქ პირველია იქ ბოლოში იქნებიან, ხოლო ვინც აქ ბოლოსაა ისინი პირველნი გახდებიან. ბოროტება დაისჯება, სიკეთე დაჯილდოვდება, დადგება განკითხვის დღე და ყველას მიეზღობა მათი საქმეების მიხედვით”.

მაგრამ ქრისტიანული ქადაგებების მხოლოდ ამ კუთხით, მასების სოციალური მისწრაფებების დაკმაყოფილებით, არ აიხსნება ქრისტიანობის წარმატებული ზემოქმედება ფართო მასებზე, მისი გავრცელების მნიშვნელოვანი ტემპები ჩვენი წელთააღრიცხვის I-IIსს-ში. მიზეზი იმალება საზოგადოებისათვის კრიზისულ პერიოდებში გამოვლენილ ღვთისმაძიებლურ ტენდენციებში, რომელიც ახასიათებდა რომის იმპერიას. ამ ეპოქისათვის დამახასიათებელი ღვთისმაძიებლური ტენდენციების სოციალურ-ფსიქოლოგიური ფესვები უნდა ვეძიოთ იმ დროისათვის გაბატონებულ უიმედობაში.

მიგდებულობის შეგრძნება სასოწარკვეთილობაში გადადიოდა და ამკვიდრებდა ბედის ბრმა მორჩილებას. ეპოქის მკვიდრთ გარემომცველი სამყარო ბოროტებასა დაცოდვებში ჩაფლულად აქვთ წარმოდგენილი და მათ არაფერი დარჩენიათ მორჩილების გარდა, საკუთარ ბედს მინდობის გარდა, პასიური ლოდინისა და იმედი რაღაც მისტიკური ხსნისა. საზოგადოებრივ ცნობიერებაში გაბატონებული იდეები იძენენ მხოლოდ ბედის გარდუვალობის, ზემოდან დაბედებულის შინაარსს.

ქრისტიანული გაერთიანებების შექმნის იდეოლოგიური საფუძვლის როლი შეასრულა უნივერსალიზმმა _ მიმართვამ ყველა ხალხებისადმი, მიუხედავად მათი ეთნიკური, რელიგიური, კლასობრივი და სახელმწიფოებრივი მიკუთვნებულობისა. ,,არ არსებობს არც ელინელი, არც რომაელი, არც იუდეველი, არც მდიდარი, არც ღარიბი, ღმერთის წინაშე ყველანი თანასწორნი არიან”. ამ იდეოლოგიური დებულების საფუძველზე შესაძლებელი გახდა მოსახლეობის ყველა ფენის წარმომადგენელთა გაერთიანება.

ამგვარად, მთელი რიგი სოციოკულტურული ფაქტორების გავლენით ჩვენი წელთაღრიცხვის I ს. დასასრულსა და II ს. დასაწყისში რომის იმპერიის ტერიტორიაზე აღმოცენდა და გავრცელდა ქრისტიანული თემი _ ეკლესია. ეკლესია ბერძნული სიტყვაა და ქართულად შეკრებას ნიშნავს. ეს ცნება მრავალსაზრისიანია. ბერძნულ ქალაქებში მას პოლიტიკურ კონტექსტში იყენებდნენ, როგორც სახალხო შეკრებას _ პოლისური მართვის მთავარი ორგანო. ქრისტიანებმა ამ ტერმინს ახალი შინაარსი შესძინეს. ეკლესია - ეს არის მორწმუნეთა შეკრება, სადაც მისვლა შეეძლო ყველას, ვინც მათ აზრს იზიარებდა. შეკრებებზე გაისმოდა ქადაგებები, ლოცვები, იესოს გამონათქვამები, ტარდებოდა ნათლობა და ზიარება კოლექტიური ტრაპეზების ფორმით. ერთობის წევრები ერთმანეთს დებსა და ძმებს ეძახდნენ.

99

Page 100:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

თანასწორობის პრინციპი მკაცრად არის დაცული. ადრეულ ერთობებში არავითარი თანამდებობრივი იერარქიები მეცნიერებას არ შეუმჩნევია.

ქრისტიანები ისწრაფვიან მოძმისადმი დახმარებას. ამ მიზნით ერთობებში საკუთარი სურვილებით კეთდება გარკვეული შესაწირები, გროვდება გარკვეული მატერიალური და ფინანსური სიმდიდრე. ურთიერთდახმარების პრინციპის აუცილებლობის რანგში აყვანამ გააძლიერა ქრისტიანული ერთობები, მიიზიდა მრავალი, მათ შორის ისინიც, ვისაც ეს დახმარება ესაჭიროებოდა. პირველი ქრისტიანული ერთობების ცხოვრება არ იყო იდეალური. თავს იჩენდა კონფლიქტები მოძღვრების განსხვავებული ინტერპრეტაციების გამო, სიმდიდრის განაწილებასთან დაკავშირებით და ა.შ. ამაზე მეტყველებს მოციქულების _ პეტრესა და პავლეს მიმართვები სხვადასხვა ერთობებისადმი. დავა, აზრთა სხვადასხვაობა, კონფლიქტები, ერთობებში ცხოვრების მოწესრიგების აუცილებლობა, შესატანების მოკრეფა, დახმარებების განაწილება, ავადმყოფი და პატიმარი ძმების მხარდაჭერა, საბოლოოდ აუცილებელს ხდის ფუნქციების განაწილებას, ანუ გარკვეულ თანამდებობრივ იერარქიას. ისტორიკოსები ირწმუნებიან, რომ უკვე მეორე საუკუნის დასაწყისში ჩნდება უხუცესების (პრესვიტერები) თანამდებობები. მეორე საუკუნის განმავლობაში ამ უხუცესთაგან (მათ ეპისკოპოსებსაც ეძახდნენ) გამოიყო უმაღლესი თანამდედობრივი პირი _ ეპისკოპოსი. მოგვიანებით ეპისკოპოსს მხოლოდ მას ეძახდნენ. მას ევალებოდა ზიარება, დიაკვნების დანიშვნა, იყო თავისი თემის წარმომადგენელი სხვა თემის წარმომადგენლებთან შეხვედრებში. ამით, ფაქტობრივად ქრისტიანობაში დაიწყო სპეციფიკური ჯგუფის,

ღვთისმსახურთა ჯგუფის ჩამოყალიბება. ეპისკოპოსების წამოწევა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ერთიანი საეკლესიო საზოგადოების ჩამოყალიბებას. მესამე საუკუნის განმავლობაში ეპისკოპოსთა თანამდებობა არჩევითი იყო, კანდიდატურებს ასახელებდა თემი და ათანხმებდა მეზობელ თემებთან, რადგან მათ უნდა განეხორციელებინათ ხელდასმა. ეპისკოპოსები ფლობდნენ დიდ სულიერ და მატერიალურ ძალაუფლებას, მაგრამ შედარებით სუსტი ქონდათ იძულების აპარატი, რომელიც უზრუნველყოფდა მორწმუნეთა მორჩილებას. საეპისკოპოები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებდნენ, ყოველ

მათგანს მსგავსების გარდა განსხვავებული წეს-ჩვეულებები, კულტისა და ღვთისმსახურების თავისი გაგება ქონდათ. პერიოდულად ქრისტიანობაში ჩნდებოდნენ განსხვავებული იდეური მიმდინარეობები,(II ს. გნოსტიციზმი, III ს. მონტანიზმი და ა.შ.) რომელთა გავრცელება საშიშროებას უქმნიდა ჩამოყალიბების პროცესში მყოფრელიგიურ ორგანიზაციას.

განსხვავებული მიმდინარეობების დაპირისპირება და ხშირად ბრძოლა არსებითად ასუსტებდა ერთიანობას. ქრისტიანობაში ჯერ არ იყო შექმნილი ინტეგრაციული ფუნქციის მქონე ეფექტური

100

Page 101:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ორგანიზაციული მექანიზმი. ეპისკოპოსთა ყრილობები, ერთობლივი ტაძრები სპორადულ ხასიათისანი იყვნენ და ხშირად ვერ აღწევდნენ სასურველ შედეგს.

ეკლესიის ორგანიზაციული მოწესრიგების შემდეგი საფეხურია მიტროპოლიტის (ბერძნულიდან, ადამიანი მთავარი ქალაქიდან) თანამდებობის დაფუძნება ე.ი. ესენი იყვნენ პროვინციის მთავარი ქალაქის უფროსები. მიტროპოლიტებს ევალებოდათ პროვინციის ეპისკოპოსების შერჩევა, დანიშნვა, სადაც მათ სრული თავისუფლება ქონდათ. ადგილი აქვს ფუნქციების დაყოფას სასულიერო პირთა დაბალ საფეხურებზეც. ყოველივე ეს ხელს უწყობდა ეკლესიის ზუსტი და მკაცრი იერარქიული სტრუქტურის ჩამოყალიბებას. ქრისტიანულ თემთა საბოლოო გაფორმება ერთიან ცენტრალიზებულ ორგანიზაციად _ ეკლესიად, ხორციელდება ორი ერთმანეთთან დაკავშირებული და პარალელურად მიმდინარე პროცესის შედეგად: ჯერ ერთი, ღვთისმეტყველებისა და კულტის კანონიზირება და, მეორე, ქრისტიანობის გადაქცევა რომის იმპერიისათვის ჯერ მისაღებ (313წ), ხოლო შემდეგ სახელმწიფო რელიგიად (324 წ).

რელიგიადმცოდნეობის ლიტერატურაში მითითებულია, რომ ქრისტიანული ღვთისმეტყველება თავდაპირველად არსებობდა მხოლოდ ზეპირი ქადაგებებისა და თხრობის სახით. თვით ,,ევანგელია» (სახარება) არ გულისხმობდა დაწერილი სახით არსებობას. პავლეს მიმართვებში ეს სიტყვა გამოიყენება ახალი მოძღვრების ზეპირი ქადაგებისათვის ან თვით ქადაგებად. მრავალრიცხოვან ქრისტიანულ თემებში ცირკულირებდა ღვთისმეტყველების განსხვავებული ვერსიები. არაიერარქიული თემების ორგანიზაციულმა დაქსაქსულობამ განაპირობა ქრისტიანული გადმოცემებისა და სწავლების წერილობითი გაფორმების დაგვიანება. ღვთისმეტყველების დოკუმენტების წერილობით გაფორმების დაწყებამ დააჩქარა თვით ეკლესიის ჩამოყალიბების პროცესი, ასევე მისცა საშუალება დაეძლია განსხვავებები და წანააღმდეგობები, რომლებიც ნებით თუ უნებლიეთ არსებობდა მოციქულთა და წინასწარმეტყველთა შეგონებებში.

ეს პრობლემა კარდინალურად არ გადაიჭრა მანამ, სანამ არ დაიწყო მუშაობა წიგნების შერჩევაზე, მათ კოდიფიცირებასა და კანონიზირებაზე. ეს მუშაობა ქრისტიანობაში რამოდენიმე საუკუნე გაგრძელდა და მიმდინარეობდა ადრექრისტიანული ეკლესიის სხვადასხვა ჯგუფებს შორის სასტიკი წინააღმდეგობისა და ბრძოლის ფონზე, იმის გამო, თუ რომელი წიგნები ჩაითვალოს ღმერთის მიერ ნაკარნახევ წიგნებად და რომელი ადამიანური მოღვაწეობის ჩვეულებრივ პროდუქტებად ე.ი. აპოკრიფებად. საბოლოოდ ბიბლიური კანონი დამტკიცებულ იქნა ტრულის საეკლესიო კრებაზე 652 წელს. კანონის დამტკიცების პარალელურად ქრისტიანული ღვთისმეტყველების საბოლოოჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა ღვთისმეტყველებისა და კულტის ძირითადი დებულების მიღებამ ე.ი. ,,რწმენის სიმბოლომ» .

101

Page 102:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ქრისტიანული ღვთისმეტყველების ძირითადი დებულებები _ 12დოგმატი და 7საიდუმლო _მიღებულ იქნა ნიკეას (325წ.) და კონსტანტინეპოლის (381წ) საეკლესიო კრებებზე. შემდგომმა საეკლესიო კრებებმა მხოლოდ დოგმატებში შეიტანეს ცალკეული კორექტივები და ინტერპრეტაციები.

ყველა ქრისტიანისათვის საერთო ღვთისმსახურების ორგანიზაციის ჩამოყალიბების პარალელურად მიმდინარეობდა ქრისტიანული თემების სოციალური სტატუსის ცვალებადობა. როგორც ისტორიული წყაროები ირწმუნებიან, თავისი ისტორიის პირველი სამი საუკუნე ქრისტიანობა იდევნებოდა.

ქრისტიანებს თავდაპირველად აიგივებდნენ იუდეველებთან. თავიდან მოსახლეობის მტრული დამოკიდებულება ქრისტიანობის მიმართ გამოწვეული იყო არა ქრისტიანული მოძღვრების არსით, არამედ იმით, რომ ისინი იყვნენ უცხონი, სხვანი, თან ისეთები, რომლებიც უარყოფდნენ ტრადიციულ კულტსა და რწმენებს. დაახლოებით ასე ეპყრობოდა ქრისტიანობას რომის იმპერიის მმართველი ძალები დიდი ხნის განმავლობაში.

თავისი ნამდვილი სახელით ქრისტიანები რომაელთა ცნობიერებაში შედიან რომის დიდი ხანძრის შემდეგ, იმპერატორ ნერონის მმართველობის პერიოდში. ნერონმა ხანძრის გაჩენა ქრისტიანებს დააბრალა და ამის გამო ბევრი მათგანი დაისაჯა და წამებულ იქნა. ქრისტიანთა დევნის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იყო მათი უარი შეეწირათ მსხვერპლი იმპერატორის ან იუპიტერის ძეგლების წინ. ამ რიტუალის შესრულება ნიშნავდა მოქალაქისა და ქვეშვდრომის მოვალეობის შესრულებას. უარი კი არის ძალაუფლების უარყოფა ან მისდამი დაუქვემდებარება. პირველი საუკუნეების ქრისტიანები ასრულებდნენ რა შეგონებას ,,არა კაც კლა» უარს ამბობდნენ სამხედრო სამსახურზე, რაც ასევე იყო მათი დევნის საბაბი ძალაუფლების მპყრობელთა მხრიდან.

იმ დროისათვის ქრისტიანობის წინააღმდეგ აგრეთვე მიმდინარეობდა აქტიური იდეოლოგიური ბრძოლა. საზოგადოებრივ ცნობიერებაში ნერგავდნენ იდეებს, თითქოსდა ქრისტიანები უარყოფენ ღმერთს, არიან ცოდვილნი და ამორალურნი, რომლებისთვისაც არ იყო უცხო კანიბალისტური სიტუაციები. მსგავსი ბრალდებების წინააღმდეგ ადრექრისტიანული მოაზროვნე ტერტულიანი (155 _222 წწ.) შენიშნავს,_ ამბობენ, რომ ქეიფის დროს ჩვენ ვხოცავთ ბავშვებს, შევექცევით მათ და ასეთი საზიზღარი ქეიფის შემდეგ ვეძლევით სისხლისამღვრევ სიამოვნებას. თითქოს, როგორც ღრეობაში მონაწილე ძაღლები არ ერიდებიან სანთლებს, დათარეშობენ და აქრობენ მათ, გვანთავისუფლებენ ჩვენ სირცხვილის ყოველგვარი გრძნობისაგან (ტერტულიანეს VIII აპოლოგია).

ასეთი ხმებით გაღიზიანებული რომაელი პლებეები პერიოდულად აწყობენ ქრისტიანობის დარბევებს. ისტორიული წყაროებიდან ცნობილია ზოგიერთი ქრისტიანი მქადაგებლის მოწამეობრივი სიკვდილის შესახებ, მხედველობაში

102

Page 103:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

გვაქვს წამებული იუსტინე, კიპრიანე და სხვები. უკანასკნელი და ყველაზე სასტიკი დევნა ქრისტიანებმა განიცადეს იმპერატორ დიოკლიტიანეს დროს. 305 წელს მან უარი თქვა ძალაუფლებაზე და მისმა მემკვიდრემ გალერმა 311 წელს, ბრძანა შეეწყვიტათ ქრისტიანების დევნა. ორი წლის შემდეგ კონსტანტინესა და ლიცინიას მილანური ედიქტით ქრისტიანობა აღიარებულ იქნა მისაღებ რელიგიად. ამ ედიქტის თანახმად ქრისტიანებს მიეცათ კულტის აღსრულების უფლება და სიმდიდრის ფლობა, მათ შორის უძრავი სიმდიდრისაც. ხოლო 324 წელს ქრისტიანობა აღიარებულ იქნა რომის იმპერიის სახელმწიფო რელიგიად. კათოლიციზმი, როგორც დასავლეთ ევროპის კულტურის რელიგიური საფუძველი. ქრისტიანობის აღიარებამ რომის იმპერიის სახელმწიფო რელიგიად და ეკლესიის ინსტიტუტის საბოლოო გაფორმებამ ძირფესვიანად შეცვალა ქრისტიანობის სოციალური სტატუსი. ქრისტიანობა გადაიქცა რომაული საზოგადოების ცხოვრების სულიერ-ზნეობრივ და იდეოლოგიურ საფუძვლად, ხოლო ეკლესია ჩადგა სახელმწიფოს სამსახურში. რომის იმპერიის საერო და სულიერ ძალაუფლებებს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირი დამყარდა. ამ კავშირის პირველ ეტაპზე წამყვანი როლი ეკუთვნოდა საერო ხელისუფლებას _ რომის იმპერატორებს. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების დღიდან რომის იმპერატორები ითვლებოდნენ ქრისტიანული ეკლესიის მეთაურებად. საეკლესიო ცხოვრება, ღვთისმეტყველების ჩათვლით მიმდინარეობდა რომის იმპერატორების ხელმძღვანელობით.

იმპერატორი კონსტანტინე დიდი თავმჯდომარეობდა ნიკეის (325) საეკლესიო კრებას, როდესაც მიღებულ იქნა ,,რწმენის სიმბოლო”. საეკლესიო კრებების ყველა დადგენილებები ოფიციალურად მტკიცდებოდა რომის იმპრატორის მიერ და ამიტომაც მათ ქონდათ სამართლებრივი აქტების ხასიათი. იმპერატორები გამოსცემდნენ სპეციალურ საეკლესიო კანონებს, რომლებიც შედიოდნენ რომის სამართალში. კერძოდ, იუსტინიანეს კოდექსთა წიგნის რამოდენიმე ტიტული (თავი) შეიცავს ეკლესიისადმი მიძღვნილ ნორმებს. პირველი ტიტული გადმოსცემს ქრისტიანული ღვთისმეტყველების დოგმებს და ისინი უტოლდებიან სამართლებრივ ნორმებს. იწყება იმპერატორ ფეოდოსის კანონით, რომელიც რომის ყველა ქვეშევრდომს უბრძანებს ქრისტიანობის მორჩილებას, შემდეგი ტიტულების ნორმები ეძღვნება ეკლესიის მოწყობას, მის სიმდიდრეს, ეკლესიისა და სასულიერო პირთა პრივილეგიებს, საეკლესიო სამართალსა და ა.შ.

რომის იმპერიის გახლეჩას (435) დასავლეთ და აღმოსავლეთ რომის იმპერიებად მოყვა ქრისტიანობის გახლეჩაც. დასავლეთ რომის იმპერიის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ქრისტიანობის დამოუკიდებელი ფორმა _ რომის კათოლიკური ეკლესია (კათოლიციზმი). შუა საუკუნეებში კათოლიციზმმა მოიცვა ცენტრალური და დასავლეთ ევროპის ქვეყნები და ბალტიისპირეთი.

103

Page 104:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ტერმინი ,,კათოლიციზმი» ბერძნული სიტყვა - ,,Katholikos»-იდან მოდის და საყოველთაოს ნიშნავს. ამ სახელით კათოლიციზმი პრეტენზიას აცხადებს ყოვლისმომცველობაზე, ერთადერთობაზე, ჭეშმარიტებაზე, ქრისტიანობის სრულ ხორცშესხმაზე. კათოლიკური ეკლესიის მეთაურია რომის პაპი.

პაპობის ინსტიტუტი V საუკუნიდან მოდის, როდესაც რომის ეპისკოპოსი მტკიცდება დასავლეთის ქრისტიანული ეკლესიების მთავარ ეპისკოპოსად. მას შემდეგ კათოლიკური ეკლესიის მთავარი, რომის პაპი, აღიარებულია ქრისტეს მოციქულად დედამიწაზე, პეტრე მოციქულის მემკვიდრედ, რომელიც ქრისტიანული გადმოცემების მიხედვით იყო რომის პირველი ეპისკოპოსი. რომის პაპის სრული ტიტული ასე ჟღერს: რომის ეპისკოპოსი, იესო ქრისტეს მოსაყდრე, მოციქულთა მემკვიდრე, მსოფლიო ეკლესიის უმაღლესი პონტიფიკი, დასავლეთის პატრიარქი, იტალიის პრიმასი, რომის პროვინციის ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი, ვატიკანის სახელმწიფოს მონარქი, ღვთის მონათა მონა.

პაპის ტიტულების ჩამოთვლის შემდეგ ნათელია მისი პრეტენზია, იყოს მთელი ქრისტიანობის ხელმძღვანელი. ეს პრეტენზია უფრო განმტკიცდა ვატიკანის I საეკლესიო კრების შემდეგ, სადაც მიიღეს დოგმატი რომის პაპის უცოდველობის შესახებ. ამ დოგმატით რომის პაპი ოფიციალურად გამოდიოდა (ეხ კატჰედრე) რწმენისა და მორალის საკითხებში უცოდველად. პაპობის ინსტიტუტის დამკვიდრების შემდეგ კათოლიკური ეკლესია გვევლინება მკაცრად ცენტრალიზებულ იერარქიულ ორგანიზაციად, რომლის გავლენა უსაზღვროა. ამ გავლენას ხელს უწყობს ეკლესიის ეკონომიკური სიძლიერე. შუასაუკუნეებში ეკლესია იბრძოდა საერო ხელისუფლებაზე გვლენის გასაძლიერებლად. ამ ბრძოლისათვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო ეკლესიის პრივილეგია მეფეთა კურთხევაზე.

კათოლიციზმმა მიიღო რწმენის ზოგადქრისტიანული სიმბოლო ცრედო- რომელიც შეიცავს 12 დოგმატს და 7 საიდუმლოს. მაგრამ ამ სიმბოლოს ინტერპრეტაციაში არის გარკვეული სხვაობები, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ფილიოკვეს _ Filioque (ლათ.) _ დოგმატი. ამ დოგმატში მოცემულია წმინდა სამების სახეთა ორიგინალური ინტერპრეტაცია. რწმენის სიმბოლო ნიკეაკონსტანტინეპოლის თანახმად სულიწმინდა მოდის მამაღმერთისაგან, ხოლო კათოლიკური დოგმატი ფილიოკვას შესახებ ამტკიცებს, რომ სულიწმინდა გადმოდის ძეღმერთისაგანაც. კათოლიკურმა ეკლესიამ ჩამოაყალიბა დოგმატი სალხინებლის შესახებ, შუალედური სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის. კათოლიციზმის მიხედვით აქ ხვდებიან იმ ცოდვილთა სულები, რომლებმაც ვერ მიიღეს პატიება მიწიერ ცხოვრებაში მაგრამ არ არიან დამძიმებულნი სასიკვდილო ცოდვებით.

ისინი იწვიან იქ განმწმენდ ცეცხლში. კათოლიკე თეოლოგებს ეს ცეცხლი სხვადასხვანაირად ესმით. ერთნი თვლიან, რომ ეს არის სიმბოლო და ხედავენ

104

Page 105:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

მასში სინდისისა და მონანიების ტანჯვას, მეორენი აღიარებენ ამ ცეცხლის რეალურობას. დოგმატი სალხინებლის შესახებ მიღებული 1439 წელს ფლორენციის საეკლესიო კრებაზე და დამტკიცებულია 1562 წელს ტრიდენტის საეკლესიო კრებაზე. კათოლიციზმის მიხედვით განსაწმენდელში სული შეიძლება შემსუბუქდეს და მისი იქ ყოფნის ხანგრძლივობაც შემცირდეს კეთილი საქმეებით, ეს კეთილი საქმენი უნდა ქმნან მიცვალებულის ახლობლებმა მიცვალებულის მოსახსენიებლად. ამ კეთილ საქმეში იგულისხმება ლოცვები, ღვთის მსახურება, ეკლესიისადმი შეწირვა და ა.შ.. ამ დოგმატთან მჭიდრო კავშირშია მოძღვრება ,,კეთილ საქმეთა” თადარიგის შესახებ, რომელიც გამოსცა რომის პაპმა კლიმენტი I-მა (1349) და მიღებული იქნა ტრიდენისა და ვატიკანის I საეკლესიო კრებებზე, ეკლესიას აქვს ,,კეთილ საქმეთა” მთელი მარაგი, რაც ეკლესიას დაუგროვდა იესო ქრისტეს, ღვთისმშობელის და რომის კათოლიკური ეკლესიის წმინდანთა მოღვაწეობის შედეგად. ეკლესია, როგორც იესო ქრისტეს მისტიური სხეული, მისი მოსაყდრე დედამიწაზე, განკარგავს ამ მარაგს თავისი შეხედულებების მიხედვით და ანაწილებს მას იმათ შორის ვინც ამას საჭიროებს.

ამ მოძღვრების საფუძველზე შუასაუკუნეებიდან დაწყებული თითქმის XIX საუკუნემდე კათოლიციზმში ფართო გავრცელება ჰპოვა ინდულგენციებით ვაჭრობამ. ინდულგენცია (ინდულგენტიალათ. - წყალობა) ეს იყო პაპის სიგელი, საბუთი იმისა, რომ ცოდვები მიტევებულია. ინდულგენციის ყიდვა ფულითაც იყო შესაძლებელი. ამ მიზნით ეკლესიის მმართველებმა შეიმუშავეს სპეციალური ცხრილი სადაც მითითებული იყო ყველა ცოდვის შესაბამისი ფულადი ექვივალენტი. ფულიანი კაცი ჩაიდენდა ცოდვას, იყიდიდა შესაბამისი ფასის ინდულგენციას და ცოდვაც პატიებული იყო. ყველა ცოდვა, ე.წ. ,,სასიკვდილო ცოდვის” გარდა ადვილად იყიდებოდა. ღვთისმსახურების უფლებებში შედიოდა დავალებების განაწილება, საჩუქრების დარიგება, ცოდვების შენდობა, რაც განაპირობებდა მორწმუნეთა შორის მათ ავტორიტეტსა და პრივილეგირებულ მდგომარეობას. კათოლიციზმში განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობს ღვთისმშობელი მარიამი. მისი განსაკუთრებული როლის ხაზგასმის მიზნით 1854წ. რომის პაპმა პიი I-მა მიიღო დოგმატი უბიწო ჩასახვის შესახებ. ყველა მოწმეს _ აღნიშნავს პაპი _ ყოველთვის და ღრმად უნდა სწამდეს და ილოცოს, რომ ჩასახვის პირველივე წუთებიდანვე წმინდა ქალწული ყოვლისშემძლე ღმერთის განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო დაცული იყო პირველადი ცოდვისაგან და ეს გააკეთა მან იესოს განსაკუთრებული დამსახურების, კაცობრიობის გადარჩენის გამო. ამ ტრადიციის გაგრძელებად 1950 წ. პაპი პიი XII მიიღებს დოგმატს წმინდა ღვთისმშობლის ზეცაში სხეულებრივი აღზევების შესახებ, დოგმატის თანახმად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედამიწაზე მისი გზის დასრულების შემდეგ აყვანილ იქნა ზეცაში ,,სულით და ხორცით ზეციური დიდებისათვის”. ამავე დოგმატის შესაბამისად 1954 წ. კათოლიციზმში დააწესეს სპეციალური დღესასწაული ,,ზეციური დედოფალი”.

105

Page 106:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

კათოლიციზმში XI ს-დან მოქმედებს ცელიბატი _ სასულიერო პირთა დაუქორწინებლობის მოთხოვნა. ეს ნიშნავს, რომ ყველა სასულიერო პირი მიეკუთვნება ერთ მონაზვნურ ორდენს, რომელიც კონგრეგაციაში ორგანიზებულია საძმოდ.

კათოლიციზმის სოციალურმა სტატუსმა, მისმა კულტმა და მოძღვრებამ არსებითი ბეჭედი დაასვა იმ ქვეყნების კულტურის განვითარებას, რომელშიც კათოლიციზმი ითვლებოდა გაბატონებულ ღვთისმეტყველებად. ეს გავლენა განსაკუთრებით ძლიერი იყო დასავლეთ ევროპისათვის შუასაუკუნეებში. ეს თემა უფრო გაიშლება სპეციალურ თავში დასავლეთევროპული შუასაუკუნეების კულტურის შესახებ.

ბიზანტია

ბიზანტიური კულტურის ძირითადი თავისებურებები. ბიზანტიურ კულტურაზე დასაწყისშივე ინდა ითქვას, რომ ის არის უნიკალური და ამის საფუძველი არის მისი ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიული თავისებურებები და ასევე მისი გეოგრაფიული მდებარეობა. ბიზანტიის იმპერია ჩნდება ჩვენი ერის IVს. ორი დიდი ეპოქის მიჯნაზე, მხედველობაში გვაქვს ანტიკური ეპოქა და შუასაუკუნეები, და შედეგია რომის იმპერიის გაყოფისა დასავლეთ და აღმოსავლეთ იმპერიებად. დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ბიზანტიის იმპერია დარჩა ტრადიციული ანტიკურობის ერთადერთ მემკვიდრედ. ორ კონტინენტზე, ევროპისა და აზიის ტერიტორიებზე გაშლილი ბიზანტიის გეოგრაფიული მდებარეობა ძალზე მომგებიანია, მით უმეტეს, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთებში ბიზანტიის იმპერიის ძალაუფლებები ვრცელდებოდა აფრიკის ზოგიერთ ტერიტორიებზეც. გეოგრაფიული მდებარეობის თავისებურებები გარკვეულწილად განაპირობებენ ბიზანტიური კულტურის სპეციფიკას. აღმოსავლეთი და დასავლეთი თავის მისიას არ ღალატობენ. აზიური და ევროპული გავლენების შერევა თავის ბეჭედს ასვამს ბიზანტიის საზოგადოებრივ ცხოვრებას, სახელმწიფოებრიობას, რელიგიურფილოსოფიურ იდეებს, მხატვრულ კულტურასა და საზოგადოების ხელოვნებას. ბიზანტოლოგები გამოყოფენ ბიზანტიური კულტურის ოთხ ძირითად თავისებურებას: _ ბერძნულ-რომაული ტრადიციების დომინირებული მდგომარეობის პირობებში, მატერიალური და სულიერი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროსათვის დამახასიათებელი, დასავლური და აღმოსავლური ელემენტების სინთეზი;

_ ანტიკური ცივილიზაციის ტრადიციების მნიშვნელოვანი დონის შენარჩუნება, რამაც განაპირობა ბიზანტიის ჰუმანისტური იდეების განვითარება და შეამზადა აღორძინების ეპოქის ევროპული კულტურა;

106

Page 107:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

_ ბიზანტიის იმპერიამ, შუასაუკუნეების დაქუცმაცებული კულტურისაგან განსხვავებით დიდი პერიოდის განმავლობაში შეინარჩუნა სახელმწიფოებრიობა, რაც აისახა კულტურის სხვადასხვა სფეროებზე, კერძოდ, ქრისტიანობის პერმანენტულად მზარდი გავლენის მიუხედავად არასოდეს შეწყვეტილა საერო ხასიათის მხატვრული შემოქმედების დინამიური განვითარება;

_ მართლმადიდებლური ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარებამ თავისებური დინამიზმი შემატა ფილოსოფიურ-ღვთისმეტყველობას, დოგმატიკას, ლიტურგიკას, ეთიკურ-ესთეტიკური ღირებულებების სისტემას, მხატვრულ შემოქმედებას. აღმოსავლეთ რომის იმპერიის პოლიტიკური, ეთნოგრაფიული, საეკლესიო-რელიგიური და მხატვრული თავისებურებების ერთობლიობამ ისტორიოგრაფებთან ,,ბიზანტიზმის” სახელი დაიმკვიდრა.

ბიზანტიზმი არა იმდენად ისტორიული, რამდენადაც კულტუროლოგიური წარმონაქმნია. ბიზანტიის მნიშვნელოვანი თავისებურება იყო მაღალგანვითარებული სახელმწიფოებრიობა. ბიზანტიის იმპერიამ გააგრძელა რომის იმპერიის ტრადიციები, მხოლოდ იმ ცვლილებით, რომ შეავსო ის აღმოსავლური დესპოტიის ელემენტებით. ეს იყო ავტორიტარული სახელმწიფო, ძალაუფლების მკაცრად ჩამოყალიბებული ბიუროკრატიული აპარატით, სადაც ყოველ ადამიანს ეკავა თავისი ადგილი ჩინისა და თანამდებობის შესაბამისად. პიროვნების თავისუფლებისათვის ადგილი არ რჩებოდა.

სახელმწიფომ დაიქვემდებარა ყველა და ყველაფერი. არც რელიგია იყო გამონაკლისი. რელიგიური ცხოვრებისა და საეკლესიო რიტუალების მიხედვით ქვეყანაში მჭიდრო კავშირია სახელმწიფოსა და რელიგიას შორის პირველის დომინანტური მდგომარეობით. ბიზანტიელი იმპერატორები არა მხოლოდ ერეოდნენ საეკლესიო ცხოვრებაში, არამედ ხელმძღვანელობდნენ მას თვით ღვთისმეტყველურ საკითხებშის კი. მეფედ კურთხევას ხშირად თან სდევდა ,,წმინდანის” ტიტულის მინიჭება.

ბიზანტიაში საბოლოოდ ჩამოყალიბდა და თეორიულად დაფუძნდა კიდეც შუასაუკუნეებში გაბატონებული მოძღვრება მონარქიული სახელმწიფოს შესახებ. ამ მოძღვრებაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმპერატორის ძალაუფლების ღვთიურ წარმოშობაზე. ამით ქრისტიანულმა ეკლესიამ რელიგიური სანქცია მისცა მონარქის განუსაზღვრელ ძალაუფლებას.

ბიზანტიზმის მნიშვნელოვან ელემენტად ითვლება ბიზანტიელების რწმენა მათი და ბიზანტიის უპირატესობისა მთელს სამყაროზე. ამ უპირატესობას, ბიზანტიელთა აზრით, განაპირობებს მართლმადიდებული რწმენა, სახელმწიფოებრივი და დიპლომატიური პრაქტიკის კვალიფიციური სტილი, რაც ანტიკური კულტურიდან მოდის. ამ უპირატესობას განაპირობებს ისიც, რომ ბიზანტია არის კონსტანტინე დიდის რომის იმპერიის მემკვიდრე. იმპერატორმა კონსტანტინემ სახელმწიფო

107

Page 108:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

რელიგიად ქრისტიანობა აღიარა, ამით მან თავისი მფარველობის საზღვრებში მოაქცია და გაავრცელა რომის კანონები მთელი იმპერიის ფარგლებში, განავრცო ბერძნულ_რომაული კულტურა და ქრისტიანული რწმენა. ბიზანტიზმის იდეოლოგიის მიხედვით ეს ნიშნავს, რომ ყველა უმაღლესი ღირებულებები, ანუ ბიბლია, ბერძნული ფილოსოფია, რომის სახელმწიფო და ა.შ. მოქცეულია ერთი სახელმწიფოს _ბიზანტიის საზღვრებში. ეს, ერთი მხრივ ურთიერთშეუთავსებლების სინთეზია, მაგრამ ამ სინთეზმმა უზრუნველყო სახელმწიფოს ,,ხანგრძლივობა”, ამ სახელმწიფოს საზღვრებს მიღმა დარჩა ,,ურწმუნოთა” სამყარო, სხვა (ბარბაროსების) კულტურა, სადაც ბატონობს ურწმუნოება. თუ ბერძნული კულტური ტერმინებს გამოვიყენებთ, სამყარო კვლავ გაიყო ,,კოსმოსად” (ბიზანტიური ცივილიზაცია) და ,,ბნელეთად”, ,,ქაოსად” _ სხვა ცივილიზაციები. აქ იგულისხმება არა მხოლოდ აღმოსავლეთის ქვეყნები, არამედ დასავლეთ ევროპაც, რომლებიც, ბიზანტიელების აზრით, დიდხანს დარჩნენ ბარბაროსულ ქვეყნებად, განსხვავებული რელიგიური (კათოლიკური) კულტურით.

ბიზანტიის იმპერიამ თერთმეტი საუკუნე იარსება. ეს საკმაოდ დიდი პერიოდია და ამიტომ, როდესაც ვცდილობთ გამოვყოთ ბიზანტიური კულტურის სპეციფიკური ნიშნები უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ დროის ამ მონაკვეთში ადგილი ექნებოდა ამ კულტურაში განსხვავებული ეტაპების არსებობას. ბიზანტიური კულტურის ჩამოყალიბება იწყებოდა და მიმდინარეობდა ე. წ. ადრებიზანტიურ პერიოდში (IV_VIსს). ეს იყო მსოფლმხედველობითი გადატრიალებების ეპოქა, როდესაც ყალიბდება ბიზანტიური აზროვნების ძირითადი ტენდენციები და წარმართული ელინიზმის ტრადიციებიდან იხვეწება ოფიციალური ქრისტიანობის სტატუსი. ადრებიზანტიური პერიოდის პეტრისტიკულ ლიტერატურაში, ბასილ კესარიელის, გრიგოლ ნიზიანის, გრიგოლ ნესელისა და იოანე ოქროპირის შრომებში ხორციელდება ელინისტური ნეოპლატონიზმისა და ქრისტიანული დოგმატიკის თანდათანობითი შერწყმა. ეკლესიის იდეოლოგები, საზოგადოებრივი ცნობიერების განწყობის შესაბამისად ცდილობენ გაამდიდრონ კულტურული ცხოვრება ელინისტური კულტურული მემკვიდრეობის გამოყენებით. ქრისტიანული ღვთისმეტყველები, მწერლები, მოციქულები, მქადაგებლები სულ უფრო ხშირად სესხულობენ ბერძნულ-რომაული კულტურის საგანძურიდან დახვეწილ სიმარტივეს, ფილოსოფიური პროზის პლასტიკურობას, ნეოპლატონიკური დიალექტიკის ფილიგრანულ მეთოდებს, არისტოტელეს ლოგიკას, ანტიკური ორატორების პრაქტიკულ ფსიქოლოგიზმსა და მჭერმეტყველებას. ლიტერატურაში, ხელოვნებაში, ცოდნის ყველა სფეროში შეიმჩნევა წარმართული მითოლოგიისა და ქრისტიანული მისტიკის განსაცვიფრებელი ნარევი.

ბიზანტიური კულტურის ,,ოქროს საუკუნე”.

108

Page 109:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ადრებიზანტიური კულტურა განვითარების პიკს აღწევს იუსტინიანეს (527-565 წწ.) მმართველობის დროს. ამ პერიოდში ბიზანტია თითქმის ორჯერ აფართოებს თავის ტერიტორიებს, ხორციელდება ფართომაშტაბიანი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული რეფორმები, ყალიბდება ახალი ორიგინალური მხატვრული სისტემა, რომელიც, რა თქმა უნდა, შეიცავს ბერძნულ-რომაული კულტურის ელემენტებს, ხელოვნება დაექვემდებარა მკაცრ კანონებსა და ნორმებს.

V ს. შუა წლების მნიშვნელოვან ძეგლად ითვლება გალა პლაკიდას მავზოლეუმი რავენაში. ეს არის ბიზანტიელი პრინცესას, იმპერატორ თეოდოსიას ქალიშვილის განსასვენებელი. ეს არის აღმოსავლური ტიპის, მასიური ფორმის, უფანჯრო, ნახევრადბნელი თაღოვანი ნაგებობა. გარედან შენობის ქვედა ნაწილი მოპირკეთებულია ნაზი ფერების მარმარილოებით, ზედა კი მრავალფეროვანი მოზაიკის მცენარეული ორნამენტებით. შესასვლელის თავზე ღია ფერების მოზაიკით გამოსახულია პეიზაჟის ფონზე ცხვრის ფარა და მწყემსი ქრისტე. თაღის ცენტრში სიმბოლური ჯვარი, კედლებზე, ლურჯ ფონზე წამებულთა ფიგურების მკაფიო სილუეტები მოგვაგონებენ ძველ მასწავლებელფილოსოფოსებს. ამ ძეგლის მაგალითზე ჩანს, რომ ანტიკური მხატვრული მსოფლმხედველობის საფუძვლები ჯერ კიდევ არ არის დაძლეული.

ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში შეიქმნა ერთიანი არქიტექტურული ანსამბლი: იპოდრომი, დიდი ტაძარი მოზაიკური იატაკით, და ქალაქის ცენტრალური შენობა _ წმინდა სოფიას ტაძარი (აშენდა 532-537წწ) _ ეს არის მთავარი ძეგლი არა მხოლოდ ეპოქისა, არამედ მთელი ბიზანტიური ისტორიის.

წმ. სოფიას ტაძარი ააგეს მცირეაზიელმა არქიტექტორებმა ანთიმოზმა (თრალელმა) და ისიდორემ (მილეთელმა). შემდეგ შენობა ცეცხლმა შთანთქა და ხელახლა აიგო კონსტანტინოპოლის ერთ-ერთ გორაკზე. ფორმით ეს არის თაღოვანი ბაზილიკა: ძირითადი მხატვრული ჩანაფიქრი ვლინდება ტაძრის ინტერიერში, კვადრატული ფორმის დარბაზში თითქოს ჰაერში დაკიდებული კოლოსალური თაღი. თაღის დიამეტრი 30მეტრს აღემატება. ახლანდელი თაღი მიწისძვრის (989 წ.) შემდეგ რეკონსტრუირებულია სომეხი არქიტექტორის ტრდატის მიერ და თავდაპირველზე ოდნავ ნაკლები ზომისაა.

ცენტრალურ თაღს ორი მხრიდან ეკვრის თანდათანობით ამაღლებადი ნახევართაღები. კედლები მოპირკეთებულია სხვადასხვა ფერის მარმარილოს ფილებითა და მოზაიკით. ტაძრის მხატვრული გაფორმების თავისებურებაა _ ფუფუნების შეთანხმება სივრცის უსაზღვროების შეგრძნებასთან. ზომებითა და სამშენებლო ხერხების სითამამით ეს ტაძარი აღემატება ყველა სხვა შენობებს. წმ. სოფიას ტაძარი გვხიბლავს სრულყოფილებით _ ადრექრისტიანული არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ელემენტების, თაღოვანისა და სიგრძისეულის შერწყმით. ამავე დროს ეს არის მთლიანი, მნიშვნელობით

109

Page 110:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

მრავალფეროვანი თაღი, აქვს გმირული, კოსმიური ელფერი, გავს სამყაროს, ანათებს ადამიანთა შეკრების ადგილს. ითვლება, რომ არცერთ უძველეს ნაგებობაში სამყაროს სიდიადე ისე არ ეძლევა ადამიანს, როგორც ამ ტაძარში. ,,მადლობა ღმერთს, რომელმაც მე ღირსი გამხადა შემექმნა ასეთი სიდიადე. ო! სოლომონ! მე დაგამარცხე შენ” - შესძახა იმპერატორმა იუსტინიანემ ტაძრის გახსნის დღეს 537 წლის 27 დეკემბერს.

ადრებიზანტიური ტაძრის ჩამოყალიბების პარალელურად ყალიბდება კედლის მხატვრობის სტილი. გავრცელებულია ანტიკურობიდან გადმოღებული მოზაიკა. ბიზანტიელი ოსტატები ჩაწვდნენ ფერთა სპექტრის საიდუმლოებებს. მათ პალიტრაში ჭარბობენ ნაზი _ ცისფერი, მწვანე და ნათელი, ბაცი, იისფერი, ვარდისფერი და წითელი უამრავი ნაირსახეობით. მოზაიკა უმაღლეს სიძლიერეს აღწევს ფერადი ფერების ოქროს ფერთან შერწყმის შედეგად. ბიზანტიელებს უყვართ ოქრო. ის იყო მათთვის სიმდიდრისა და ფუფუნების სიმბოლო და ასევე, ყველა ფერთაგან ყველაზე ნათელი.

სილამაზით იპყრობს ადამიანების გულებს კონსტანტინოპოლის წმ. სოფიას ტაძრის მოზაიკა. დიადი, მშვიდი, ლამაზად მჯდომი ღვთისმშობელი ყრმა იესოთი ხელში _ ხორცშესხმული დიადი გაბრწყინება. გვერდით მდგომი მთავარანგელოზი გაბრიელი წარმოდგება ერთდროულად, როგორც მიწიერი, ასევ ზეციური სილამაზის განხორციელება. ბიზანტიისათვის საერო ხელოვნება იშვიათობაა. რავენაში, წმ.ვიტალის ეკლესიის მოზაიკაში გამოიყოფა ორი სცენა: ერთზე წარმოდგენილია იმპერატორი იუსტინიანე და ეპისკოპოსი მაქსიმიანი ამალასთან ერთად, მეორეზე _ იუსტინიანეს მეუღლე, იმპერატორი თეოდორა. მნახველის წინაშეა სასახლის კარის წარმომადგენელთა სახეების ნათელი გალერეა. ახალგაზრდა იმპერატორი რამდენადმე იდეალიზირებულია, მეორეხარისხოვანი პერსონაჟები კი ცხოვრებიდანაა აღებული; ეპისკოპოსს თხელი ქოჩორი ამშვენებს, ბერებს დაკუნთული სახეები და ფანატიკური გამოხედვა, კარის მსახურთ მსუქანი და ჩლუნგი სახეები. იმპერატორს უკავია ცენტრალური ადგილი. მისი ოდნავ შებრუნებული ტანი და თანმხლებთა ხელების მიმართულება ავლენს მათ სულიერ მისწრაფებებს, ფიგურები მიწაზე არ დგანან, თითქოს ფაერში მიფრინავენ, ამ შთაბეჭდილებას აძლიერებს ნატიფი და ოდნავ წაგრძელებული ფიგურები. ბიზანტიელი ოსტატი, უპირველეს ყოვლისა, ცდილობდა გამოეხატა იმპერატორის ძალაუფლების ღვთიური ხასიათი და წარმომავლობა. ნიკეაში შენარჩუნებულია ფრესკა, ცნობილი ,,ნიკეას ანგელოზების” სახელით. ჩვენს წინაშეა ანგელოზის ხატი _ ნახევარღმერთი და ნახევარადამიანი. ანგელოზს აცვია იმპერატორის მცველის ფარჩის მძიმე ტანსაცმელი. ფიგურები გაყინულია, ნაკლებად გამომსახველობითი, მაგრამ სახეზე აწერიათ განსაკუთრებული მომხიბვლელობა. ხელოვნებათმცოდნეთა შეფასებით ეს მოზაიკები, წმ. სოფიას ტაძრის მოზაიკებთან ერთად, ყველაზე სრულყოფილია ადრებიზანტიურ მოზაიკებს შორის. თავისი ცხოველმყოფელობით ,,ნიკეას ანგელოზები” არ ჩამოუვარდებიან საუკეთესო

110

Page 111:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ანტიკურ პორტრეტებს: სახის ნაზი ოვალი, ღია შუბლი, თავისუფლად დაყრილი თმები, დიდი თვალები, წაგრძელებული ცხვირი და პატარა ტუჩები. ყოველივე ეს ხორცშესხმული სილამაზეა. VII ს. მიეკუთვნება სოლუნის წმ. დიმიტრის ეკლესიის მოზაიკა. ზემოთაღწერილი ნიკეისა და რავენის მოზაიკებთან შედარებით ის სულ სხვა მხატვრულ სამყაროს წარმოადგენს. თუმცა სახეებზე შენარჩუნებულია პორტრეტული მსგავსება, მთლიანად კომპოზიცია თითქოს გაქვავებულია: ყველა ფიგურა უმოძრაოა, არ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, სამოქალაქო და სასულიერო ძალაუფლების წარმომადგენლები, ეპისკოპოსები და პრეფექტები განლაგებულნი არიან სიმეტრიულად.

პერსონაჟები მოკლებულნი არიან ლირიულ ამაღლებულობას, ისინი მსაგავსად კერპებისა, თაყვანისცემის საგნებია. მათი ფიგურები ქვის სვეტებს გვაგონებენ _ ბიზანტიური კულტურა თითქოს უბრუნდება თავის საწყის სტადიას. ადრებიზანტიური მონუმენტური ხელოვნების ძეგლები შევსებულია გამოყენებითი ხელოვნების, ანუ მცირე ფორმების ხელოვნების ნიმუშებით. მაგალითად რავენაში გვხვდება კვეთა, რითაც ამშვენებდნებ კოლონებსა და კაპიტელს, მაქსიმიანეს სპილოს ძვლის სავარძლის რელიეფები და სხვა. ჩვენამდე მოაღწია V_VI სს. სპილოს ძვლის სკულპტურებმა, რომლებიც კონსულის დიპტიხების სახელითაა ცნობილი. მათზე ხშირად გამოსახული იყო საცირკო სცენები. გამოყენებითი ხელოვნების შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს კვიპროსის თეფში _ ,,დავითის ნიშნობა”, რომელზეც ბიზანტიური მონუმენტური სტილის ნიშნები შერწყმულია კლასიკურთან. თეფში გამოირჩევა სიმეტრიითა და სადღესასწაულო სიმშვიდით. ცენტრში ღვთისმსახურია, მარცხნივ დავითი, მარჯვნივ მისი საცოლე. ამ ჯგუფს ასრულებს ორი მომხიბლველი ფლეიტისტი, რომლებიც პასტორალების მწყემსებს გვაგონებენ. კომპოზიცია მთლიანად მოთავსებულია წრეში. ამ ჯგუფის ფონზე გამოსახულია პორტიკი, რომელიც იმას გარდა, რომ შეკრავს ფიგურულ კომპოზიციას, ასევე წარმოაჩენს ცენტრალურ ფიგურას. როგორც ხელოვნებათმცოდნეები აღნიშნავენ, მსგავსი კავშირი ფიგურებსა და არქიტექტურას შორის ანტიკურ ეპოქაში არ გვხვდება. ბიზანტიური მუსიკალური კულტურის საფუძველს წარმოადგენს სპარსული, ებრაული, სომხური სიმღერები და აგრეთვე გვიანდელი ბერძნული და რომაული მელოსი. სხვა ქვეყნებთან და ხალხებთან ზოგადი და მუსიკალური კონტაქტების გაძლიერებით ბიზანტიაში შეაღწია სირიულმა, სლავურმა და არაბულმა მუსიკალურმა კულტურებმა. ლიტერატურულ წყაროებში მოხსენებულია მოხეტიალე მუსიკოს_შემსრულებლები. იმპერატორის კარზე მიღებული საერო მუსიკა გამოირჩევა ამაღლებული სტილით, ხოტბას ასხამს ბიზანტიის ,,სასახლისეულ დესპოტიზმს”. დიდი განვითარება ხვდა წილად მისასალმებელ შეძახილებს, ლექსად წარმოთქმულ ლამაზ სიტყვებს, გუნდის მიერ შესრულებულ სუფრის სიმღერებს, რომლებიც ხშირად ორღანისა და საყვირის თანხლებით მიმდინარეობდა. ცნობილი იყო ციმბალისტებისა და მესაყვირეების ინსტრუმენტალური (ანსამბლური) მუსიკა.

111

Page 112:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ჩვენამდე მოაღწია ნოტებზე გადატანილმა წმინდა ვოკალურმა და ერთხმიანმა საკულტო მუსიკამ. ბიზანტიაში ფართოდ გავრცელდნენ ჰიმნები _ რელიგიურ-ფილოსოფიური სასიმღერო ლირიკა, რომელიც ფაქტობრივად იყო ემოციური შინაარსით გაჯერებული მისტიკა. საჰიმნო მუსიკამ განვითარების პიკს მიაღწია V-VI სს. განსაკუთრებით პოპულარული პოეტი და მუსიკოსი, ჰიმნების ავტორი იყო სირიელი რომან ტკბილმომღერალი. ჰიმნების ცნობილი ავტორი გახლდათ იოანე დამასკელი. მისი საუკეთესო ჰიმნები შეგროვილია და დაჯგუფებულია ცნობილ ,,ოქტოიხე”-ში (რვა ხმა). IXს-დან საჰიმნო შემოქმედების ცენტრად გვევლინება კონსტანტინოპოლის სტუდისტური მონასტერი, სადაც მოღვაწეობდა მომღერალი ბერი თედორე სტუდიტელი.

IX ს-მდე ბიზანტიური მუსიკა პოპულარობით სარგებლობდა მთელს ევროპაში, მან შეაღწია რომში, საფრანგეთში, სამხრეთ იტალიაში, ირლანდიაში. ამ პერიოდის ბიზანტიაში რელიგიურ-ზნეობრივი ლიტერატურული შემოქმედების გვერდით ვითარდება საერო ლიტერატურა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. ,,მირიობიბლონები” (ბერძ. მრავალი წიგნი), რომლებიც შედგებოდა 280 ანტიკური და ადრებიზანტიური ნაწარმოებების კომენტარებისაგან. ,,მირიობიბლონები” არის თავისებური ენციკლოპედია ქრესტომათიის ელემენტებით. კრებულის ავტორად ითვლება პატრიარქი ფოტი (დაახლ. 810_890 წწ). ეკლესიისადმი სამსახურს ის წარმატებით უთავსებს მეცნიერებისა და ხელოვნების მფარველ წარმატებულ მეცენატობას, იყო ანტიკური კულტურის დიდი მცოდნე და თაყვანისმცემელი. ,,მირიობიბლიონში” შედიოდა ნაშრომები ფილოსოფიაში, ღვთისმეტყველებაში, მედიცინაში, გამოკვლევები ისტორიაში, სასიყვარულო რომანები, მოგზაურობათა აღწერა და ორატორული ნაწარმოებები. ფოტის ნაშრომის ღირებულება დიდია, თუნდაც იმიტომ, რომ ანტიკური ავტორების დაკარგულმა ნაშრომებმა მხოლოდ ,,მირიობიბლიონის” წყალობით მოაღწია ჩვენამდე. ფოტის კრიტიკული შეფასებები და კომენტარები ითვლებიან შუასაუკუნეების ეპოქის ლიტერატურული კრიტიკის პირველ მაგალითებად. ბიზანტიური ლიტერატურის ეს საერო მიმდინარეობა განასხვავებს მას დასავლეთის მთლიანად ღვთისმეტყველური ლიტერატურისაგან.

შემდეგ უკვე იმპერია შედის თავისი განვითარების ახალ ეტაპში _ ფეოდალური წყობის გამარჯვება და დამკვიდრება (VIII-IX სს.), სასახლის შიდა ინტრიგებისა და გადატრიალებების შედეგად ტახტზე ავიდა ისავრიელთა დინასტია. იმპერატორსა და ეკლესიას შორის იწყება ბრძოლა ძალაუფლებისათვის, რომელიც ბიზანტიის კულტურაში აისახა ხატის თაყვანისმცემელთა და მის მოწინააღმდეგეთა დაპირისპირებისა და ბრძოლის სახით. ხატის წინააღმდეგ ბრძოლას ფესვები აქვს მცირეაზიური ერთობების (მონტანისტები, რავლიკანები) იდეოლოგიაში, რომლებიც გამოეყვნენ საიმპერატორო ეკლესიას და უარყოფდნენ ხატებისა და იდოლების თაყვანისცემას. ამ მიმდინარეობას მხარი დაუჭირა საიმპერატორო ძალაუფლებამ. სახელმწიფოს მიერ ხატსაწინააღმდეგო პოლიტიკის გატარებამ

112

Page 113:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

სახელმწიფოს მისცა საშუალება მიეთვისებინა ეკლესიის სიმდიდრე, ამით შეესუსტებინა მისი ეკონომიური და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი პოზიციები საზოგადოებაში. ხატის მოწინააღმდეგეთა ძირითადი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ მათი აზრით ღმერთის ყოველი გამოსახვა არის წმინდანის შეურაცხყოფა.

ხატის მოწინააღმდეგენი ირწმუნებოდნენ, რომ შეუძლებელია ქრისტეს ბუნების გამოხატვა სახვითი ხელოვნების საშუალებებით, მის არსებობაზე შეიძლება მხოლოდ გააკეთო გარკვეული მითითებები, მაგალითად ყვავილებით, ვაზის ჯვრით და ა.შ.

აღნიშნული დაპირისპირებითა და ბრძოლით ორივე მხარემ დიდი ზიანი მიაყენა VIII-IX სს. ბიზანტიის კულტურას, რადგან განადგურებულ იქნა ადამიანის გონისა და ხელოვნების უძვირფასესი ნიმუშები. ამავე დროს ისიც უნდა ითქვას, რომ ხატსაწინააღმდეგო მოძღვრებამ ახალი სხივი შეიტანა ესთეტიკასა და მხატვრულ პრაქტიკაში, დადებითი გავლენა იქონია ბიზანტიური ხელოვნების განვითარებაზე. სწორედ მასთან არის დაკავშირებული ბიზანტიელთა მიერ სახვით სამყაროში დეკორატიული ორნამენტების რაფინირებულ ესთეტიკურ მიმზიდველობასთან ერთად, დხვეწილი აბსტრაქტული სიმბოლიკის შეტანა. ხატსაწინააღმდეგო ბრძოლა ასევე სტიმულად გამოადგა საერო სახვით ხელოვნებასა და ბიზანტიის არქიტექტურის განვითარებას. იმ იმპერატორების პერიოდში, რომლებიც ხატსაწინააღმდეგო ბრძოლას უჭერდნენ მხარს, ბიზანტიის არქიტექტურაში შეიმჩნევა მუსულმანური ხუროთმოძღვრების ელემენტების მოძალება. კონსტანტინოპოლში ერთ-ერთი ტაძარი (ვრიესი) აგებულ იქნა ბაღდადის ტაძრების მსგავსად. ყველა ტაძრებს გარს ერტყმის შადრევნებიანი ბაღები, ეგზოტიკური ყვავილებითა და მცენარეებით.

IXს. ხატთაყვანისცემა აღდგენილ იქნა. მაგრამ ბიზანტიური ხელოვნება უკვე პირობითი, ლაკონური და კანონიკურია. პირობითობა ხაზს უსვამდა მხატვრული ნაწარმოების განსხვავებას მასში ასახული სინამდვილისაგან; ლაკონურობა არის თავშეკავება მხატვრული ხერხების გამოყენებაში, ან ზოგჯერ სიძუნწეც კი; კანონიკურობა გამორიცხავდა ხელოვანის ყოველნაირ გადახრას მიღებული, ხატწერის მკაცრად რეგლამენტირებული სქემებისაგან. ხელოვნების ნებისმიერი ნაწარმოებების მიმართ კანონიკურობა მთავარი მოთხოვნა იყო. პირველ რიგში, სწორედ ამ პრინციპით ხორციელდებოდა ხელოვნების ნაწარმოების შეფასება ეკლესიის, ძალაუფლების და საზოგადოების მხრიდან.

ფეოდალიზმის ეპოქაში ბიზანტიაში მიმდინარეობს სახელმწიფოებრიობის ყველა ფორმების გამოკვეთილი ჩამოყალიბება და კრისტალიზაცია. ყალიბდება ძლიერი ბიუროკრატიული აპარატი, ყალიბდება სასახლის ფუფუნებიანი ეთიკეტი, უცხოელი ელჩების მიღების მკაცრი ცერემონიალი, ძალაუფლების ლეგიტიმურობა მკაცრდება

113

Page 114:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

თანამმართველების ინსტიტუტის შემოღებით. როგორც წესი, თანამმართველი იყო იმპერატორის ვაჟიშვილი. ამით იმპერატორი აძლიერებდა ხელში აჯანყებით ან გადატრიალებით ჩაგდებულ საკუთარ ძალაუფლებას.

ბიზანტიური კულტურის უკანასკნელი აღმასვლა. IXს. მეორე ნახევრიდან თითქმის ორსაუკუნენახევრის განმავლობაში ბიზანტიაში ბატონობს მაკედონელებისა და კომნენების დინასტიები. კულტუროლოგები ამ პერიოდს მიიჩნევენ ბიზანტიური კულტურის ახალ ეტაპად. ამ პერიოდში მიმდინარეობს განზოგადება და კლასიფიცირება ყოველივე იმისა, რაც მიღწეულია მეცნიერებაში, ღვთისმეტყველებაში, ლიტერატურაში, ფილოსოფიაში, იქმნებიან და იბეჭდებიან ზოგადი ხასიათის თხზულებები _ ენციკლოპედიები მედიცინაში, ისტორიაში, სოფლის მეურნეობის მეცნიერებებში. აქ ცალკე უნდა აღინიშნოს კონსტანტინე VII ,,მწითურის” (913-959 წწ.) ტრაქტატები: ,,სახელმწიფოს მართვის შესახებ”, ,,ბიზანტიის კარის ცერემონიების შესახებ”, რომლებიც წარმოადგენენ ბიზანტიური სახელმწიფოს პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტრუქტურის შესახებ ღირებულ, ენციკლოპედიური ცოდნის კრებულს.

დაახლოებით 975 წ. შედგენილ იქნა სუდას ლიტერატურული ენციკლოპედია, რომელიც შეიცავდა დიდ ინფორმაციას ანტიკური და ბიზანტიელი ავტორების შესახებ. ენციკლოპედია შეიცავდა ანბანის მიხედვით დალაგებულ სტატიებს (30000-მდე). აქ იყო ანტიკური რეალიების ახსნა, ბიოგრაფიული მონაცემები, ძველი და ადრებიზანტიელი ავტორების ციტატები და სხვა მსგავსი მონაცემები. დრომ ეს ნაშრომი შემოინახა. თანამედროვე ბიზანტიოლოგებისათვის ის დღესაც შეუცვლელია. ბიზანტიის კულტურის ისტორიის შესწავლისათვის დიდ მასალებს იძლევა XIს. უდიდესი ბიზანტიელი მეცნიერისა და მწერლის _ მიხეილ პსელოსის (1018-1078წწ.) მემუარები. ავტორის ,,ქრონოგრაფიაში” აღწერილია იმ იმპერატორთა ცხოვრება, რომელთაც თავად იცნობდა. მასვე ეკუთვნის ,,კვადრივიუმი” _ საერო განათლების კურსი ოთხ საგანში: არითმეტიკა, გეომეტრია, ასტრონომია, მუსიკა. მ. პსელოსის ეს ნაშრომი XVIს. ითარგმნა ლათინურ ენაზე, გავრცელდა ევროპაში და ბევრად განსაზღვრა აქ მათემატიკის განვითარება.

ლიტერატურაში მთლიანად ბატონობდა სპირიტუალისტურ-განმაზოგადებელი პრინციპი: ლიტერატურა და ხელოვნება თითქოს მოწყდნენ რეალურ სინამდვილეს და ჩაიკეტნენ უმაღლეს აბსტრაქტულ იდეათა წრეში. საბოლოოდ ჩამოყალიბდა სპირიტუალისტური ესთეტიკის ძირითადი პრინციპები: იდეალური ესთეტიკური ობექტი გადატანილია სულიერ სფეროში და მისი აღწერა ხორციელდება ისეთი ესთეტიკური კატეგორიებით, როგორებიცაა _ მშვენიერი, ფერი სახე, სიმბოლო, ნიშანი. მხატვრულ შემოქმედებაში უპირატესობა ენიჭება ტრადიციონალიზმსა და კანონიკურობას.

114

Page 115:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ამ დროისათვის სრულდება ბაზილიკის, როგორც საეკლესიო არქიტექტურული ნაგებობების ისტორია. მის ადგილს იკავებს ჯვრის ფორმიანი ნაგებობა, ტოლი მკლავებითა და ჯვრით ცენტრში, თაღის თავზე. ჯვროვან-თაღოვანი არქიტექტურის დამკვიდრება ხანგრძლივი და რთული პროცესია, მოიცავს არქიტექტურული შედევრის, წმინდა სოფიოს ტაძრის გაჩენიდან (VIს.) Xს-მდე პერიოდს. XXII სს.

ჯვროვან-თაღოვანი ხუროთმოძღვრება დომინირებს, როგორც მთელს ბიზანტიაში, ასევე მის მეზობელ ქვეყნებში. ამ სტილის ნაგებობების კლასიკურ მაგალითად ითვლება სოლუნის ღვთისმშობლის ეკლესია (1028წ.), თეოდორას ეკლესია ათენში (1049წ.) და პანტელეიმონის ეკლესია სოლუნში (XIIIს.).

X-XIIსს. ხელოვნებაში გაბტონდა ფუფუნება და დეკორატიულობა. საზეიმო მონუმენტალიზმი გაჯერებულია გართულებული სიმბოლიკით. ფერწერასა და არქიტექტურაში მკვიდრდება მკაცრი განსჯა და სიმეტრია. ტაძრების ფრესკებსა და მოზაიკებში გაწონასწორებულია ხაზები და ადამიანების ფიგურები. ამ ტაძრებში თაღი იდგმება მაღალ ცილინდრისმაგვარ დოლზე და განცალკევებულია, ტაძარი ფაქტობრივად შედგება დამოუკიდებელი მოცულობებისა და სივრცული უჯრედებისაგან. XI-XII სს.

ტაძრების უმეტესობა დიადი და მკაცრი შესახედაობისანი არიან. ადამიანების დოგმატებისადმი დამორჩილების ამოცანის შესრულებაში არქიტექტორებს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია მონუმენტალურმა ფრესკამ. თუ ადრებიზანტიურ ფერწერაში ერთმანეთს ენაცვლებიან სიმბოლოები და ისტორიულ-ლეგენდარული თემები, ახლა ფერწერა უკვე მთლიანად დოგმატიკის სამსახურშია. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ასახვის მოტივებს. საკლესიო ფერწერა ჩამოყალიბდა გარკვეული სისტემით და მიიღო ეკლესიის ავტორიტეტული აღიარება. XI-XII სს. ბიზანტიური ეკლესიები ირთვებიან ერთი და სამუდამოდ შემუშავებული სქემების მიხედვით. მოხატვის შუაბიზანტიურმა სისტემამ შეინარჩუნა ძველი სიმბოლიკის ტრადიციები: თაღი გამოხატავს ზეცას, ამიტომ მას ამშვენებს ზეცაში მყოფი და ზეციდან დედამიწაზე მომზირალი ყოვლისშემძლე; ოთხ ძირითად კედელზე განთავსდნენ ოთხი ანგელოზი, როგორც ქვეყნის ოთხი მხარის მცველი; თაღის ოთხ იალქანს ამშვენებენ ევანგელისტები, ქვეყნის ოთხივე მხარეს რომ გაიტენეს ქრისტეს მოძღვრება; წმინდანები განლაგებული არიან ქვემოთ, ცენტრალური გამოსახულების ირგვლივ; კედელს თავიდან ბოლომდე გასდევს წმინდა ისტორიის ამსახველი ნახატები. XI-XII სს. ფერწერაში შეიმჩნევა ამბიციური განდიდების მომენტები, რაც მაშინდელ ბიზანტიურ მსოფლმხედველობას ახასიათებდა. საეკლესიო კედლებზე ქრისტე თანდათანობით ემსგავსება თვითმპყრობელს, ანგელოზები - დაცვას, წმინდანები _ კარისკაცებს. იმპერატორის მეუღლე, თითქოს ღვთისმშობელი ყოფილიყოს, როგორც ციური დედოფალი ისე არის ამხედრებული ბედაურზე. ამგვარად, მოხატვის მთელი სისტემა წარმოადგენს

115

Page 116:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

პირამიდას, რომლის მწვერვალია ქრისტეს დიდი ფიგურა, თითქოს მარადიულობას ჩუქნის ამ წესრიგს.

გამოყენებითი ხელოვნება და მინიატურა წარმოდგენილია ორი მიმართულებით, ერთი, როგორც სასახლის ოფიციალური, ხოლო მეორე კი, როგორც მოსახლეობის, უფრო დემოკრატიული ხელოვნება. ნაკეთობები სპილოს ძვლისა და ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვებისაგან, მხატვრული მინა და ქსოვილი, ხატი, კერამიკა ფართოდ იყო გავრცელებული იმპერიის ფარგლებში. დიდოსტატობით იყვნენ განთქმულები მრავალფეროვანი ტიხრული მინანქრის ოსტატები.

დიდ წარმატებებს მიაღწიეს ბიზანტიელებმა ოქროს დამუშავებაში. ეს იყო ძვირფასი ქვებით გაწყობილი უზარმაზარი თასები, მოჩუქურთმებული ხატები და ღვთისმეტყველური წიგნები. ბიზანტიელთა ტიხრული მინანქარი სილამაზეში ეჯიბრებოდა მოზაიკას. შუასაუკუნეებში მთელს სამყაროში განთქმული იყო ბიზანტიური ფარჩის ქსოვილები. ბიზანტიური გამოყენებითი ხელოვნება განსულიერებულია: ოქროს ბრწყინვალება, ბროლის გამჭვირვალება, ძვირფასი ქვების ციმციმი _ ყოველივე ეს ემსახურება მხატვრული გამოსახვისა და ჰარმონიის ამოცანებს. ბიზანტიელებმა შეინარჩუნეს გვიანდელი ანტიკურობიდან მემკვიდრეობით მიღებული მინის წარმოების ტრადიციები.

მინისაგან ამზადებდნენ ლამფებს, თასებს, დოქებს, მოსართავებს. ჭურჭლის საყვარელი ფერი იყო ოქროთი გაწყობილი მაძღარი ლურჯი ფერი, ვერცხლთან შეხამებული იისფერი და ღია ძოწის ფერი. ბიზანტიური მინა მთელს ევროპაში გავრცელდა. ბიზანტიაში განსაცვიფრებელ დონეს მიაღწია სპილოს ძვლის დამუშავების ხელოვნებამ. ამ ძვირადღირებული მასალის ფირფიტები გამოიყენებიან ხატებად, ზარდახშებად, წიგნების მოსართავად. მცირე ზომის ნაწარმში ბიზანტიელი ოსტატები ქმნიან სიდიდისა და სიდიადის შთაბეჭდილებას, თითქმის ისევე, როგორც მონუმენტალურ ქმნილებებში. XIIს. რელიეფზე _ ,,ცხენზე ამხედრებული დიმიტრი”, რომელიც დაცულია მოსკოვში, კრემლის პალატაში, თავად დიმიტრი წარმოდგენილია, როგორც გამარჯვებული, ტრიუმფატორი. ცხენის, მხედრისა და მისი სამოსის მოხაზულობა მოქცეულია ერთიან, მშვიდ, დაკლაკნილ ხაზში - მსგავსი ერთიანობა, შერწყმულობა უცნობია ანტიკური ხელოვნებისათვის. ხაზობრივი რითმი უჩვეულოდ გამოხატავს ტრიუმფატორს, განსაკუთრებულ შთაგონებას ანიჭებს მას.

XI-XII სს. ბიზანტიის კულტურაში მიმდინარეობს სერიოზული მსოფლმხედველობითი ცვლილებები, დაახლოებით ანალოგიური დასავლეთ ევროპაში მიდინარე ცვლილებებისა. პოზიტიური ცოდნის განვითარების, დედამიწასა და სამყაროზე ადამიანის შეხედულებების გაფართოების, განათლების განვითარების ფონზე ბიზანტიურ კულტურაში ყალიბდება რაციონალისტური ტენდენციები, რომელთა გამოვლენის უკიდურესი ფორმა არის თავისუფალი

116

Page 117:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

აზროვნების განვითარება. ბიზანტიურ კულტურაში ახალი იდეის გამტარებლები იყვნენ მიხეილ პსელოსი და იოანე იტალოსი. მაგრამ მოხდა ისე, რომ თავისუფლებისა და რაციონალიზმის იდეები მიუღებელი აღმოჩნდა ეკლესიისათვის, მოაზროვნეთა შრომებს კოცონზე წვავენ. თუმცა მათ მოღვაწეობას არ ჩაუვლია უკვალოდ _ მათ მოამზადეს ნიადაგი ბიზანტიაში ჰუმანური იდეების ჩასახვისათვის. ეს იდეები მაღალ საფეხურზე ადიან XIV-XVსს-ში. ე.წ. ,,ბიზანტიელი ერუდიტების” მსოფლმხედველობასა და მოღვაწეობაში. ესენი იყვნენ _ გიორგი გემისტა პლიფანოსი, დიმიტრი კიდონისი, მანუილა ხრისოდორა, ბესარიონ ნიკეელი და სხვ. ბიზანტიელი ერუდიტების ურთიერთობებმა იტალიელ მეცნიერებთან, მწერლებთან, პოეტებთან დიდი გავლენა იქონია ადრეიტალიური ჰუმანიზმის ჩამოყალიბებაზე. სწორედ ბიზანტიელ ერუდიტებს ხვდათ წილად აღმოეჩინათ და გაეცნოთ დასავლეთელი ჰუმანისტებისათვის ძველი ბერძნულ-რომაული წარსული, გაეცნოთ მათთვის კლასიკური ანტიკური ლიტერატურა, პლატონისა და არისტოტელეს დაუმახინჯებელი ფილისოფია. გვიანდელ ბიზანტიაში რაციონალისტური და ჰუმანისტური იდეების გავრცელებასთან ერთად მიმდინარეობს მისტიციზმისა და ასკეტიზმის უჩვეულო აფეთქება. მისტიციზმის იდეოლოგი არის სიმონ ახალ_ღვთისმეტყველი. მისი შეხედულებების მიხედვით ადამიანის დანიშნულებაა ღმერთის შინაგანი განჭვრეტა. მიაქცია რა თავისი გონი ღმერთს, სჭვრეტს რა მის სახეს საკუთარ გულში, ადამიანი იძენს თავისი გონისათვის ,,გაბრწყინებას”, მსგავსად სხივისა. ეს შინაგანი სხივი მკვიდრდება ადამიანის სულში და მისი ძალა მთლიანად შთანთქავს ადამიანს, ეხმარება მას განთავისუფლდეს ყოველგვარი სხეულებრივი კვანძებისაგან. ამ მდგომარეობაში ადამიანი მიისწრაფვის შინაგანი სულიერი (,,გონითი”) ლოცვისაკენ, რომლის განხორციელება ხელს უწყობს გულისა და გონის შეერთებას. გულში, ღვთიური შური დახვეწს გონს და გააბრწყინებს მას. ღმერთთან ჭვრეტით ერთობის მიღწევა შესაძლოა მხოლოდ სამყაროსაგან განდგომით, ასე მიიჩნევს სიმონ ახალ-ღვთისმეტყველი.

ამავე პერიოდში ყალიბდება და ვითარდება ისიახაზმი (ბერძნ. Hesychia - შინაგანი სიმშვიდე, განდეგილობა). ეს არის ღვთისმეტყველური მოძღვრება და ამავე დროს, საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის ძირითადი დებულებები თეორიულად დააფუძნა გრიგოლ სინაითმა, გრიგოლ პალამომ და ნიკოლოზ კავასილოსმა. ისიახაზმის მიმდევრები ქადაგებდნენ, რომ მიწიერი უბედურებებისაგან თავის დაღწევა შესაძლებელია მხოლოდ სრულ განდეგილობაში, სინამდვილის პასიურ ჭვრეტაში, თვითჩაღრმავებაში, ექსტაზში, რაც ადამიანს ანიჭებს ღმერთთან მისტიურ შეერთებას და ღვთიური შუქით გასხივოსნებას. ისიახაზმის მიმდევრები მოუწოდებენ მკაცრი ასკეტიზმისაკენ, პიროვნების სრულ იგნორირებას, ღვთიური ნების წინაშე სრულ მორჩილებას. გაბატონებული ეკლესიისა და ფეოდალი დიდებულების მხარდაჭერით ისიახაზმის მოძღვრებამ, მისმა იდეებმა გაიმარჯვეს ბიზანტიურ კულტურაში ჩასახულ და განვითარებულ ჰუმანისტურ ტენდენციებზე.

117

Page 118:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

მისტიკური იდეები თავს მოახვიეს მოსახლეობის ფართო მასებს. ისიახაზმის წარმატება, გარკვეული აზრით, საბედისწერო აღმოჩნდა ბიზანტიური კულტურისათვის და თვით სახელმწიფოსათვის: ისიახაზმმა ჩაკლა ჰუმანიზმის იდეები ხელოვნებასა და ლიტერატურაში, შეასუსტა ხალხთა მასების წინააღმდეგობის უნარი გარეშე ძალებისადმი.

XIIIს. კონსტანტინოპოლი აიღეს ჯვაროსნებმა. 1204 _ 1261წწ. შეწყდა ბიზანტიის არსებობა. ყოფილი იმპერია უკვე წარმოადგენს პატარ-პატარა ქვეყნებისაგან შემდგარ მოზაიკას. ცხადია, ამ პერიოდში კულტურის სფეროში მიდის სრული დეგრადაცია. ბარბაროსულად ნადგურდებოდა კულტურული ღირებულებები, დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა ბიზანტიელ მეცნიერებსა და ე.წ. ,,ლათინელებს” შორის. ამიტომ XIII-XIVსს. მუშაობა მიმდინარეობდა მხოლოდ ღვთისმეტყველურ და ნაწილობრივ ისტორიის საკითხებზე. ამ ეპოქის დიდი ისტორიკოსია ნიკიტა ხონიაკი, 21 წიგნისაგან შემდგარი ისტორიული ნაშრომის ავტორი (ნაშრომი მოიცავდა 1180-1206 წწ.) ნაშრომი შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას მეოთხე ჯვაროსნულ ლაშქრობაზე და ბიზანტიის დაპყრობაზე ჯვაროსნების მიერ, სამართლიანად არის შეფასებული ,,ლათინელთა” მიღწევები, რამაც დამღუპველი როლი შეასრულა ბიზანტიისათვის.

პალეოლოგების დინასტია (1361-1453 წწ.) უკანასკნელი იყო ბიზანტიის იმპერიისათვის. პალეოლოგების ეპოქის ძეგლები შენარჩუნებულია კონსტანტინოპოლსა და სპარტაში. რადგან ეპოქას აღარ შეეძლო დიდი არქიტექტურული მშენებლობების წარმოება, ძირითადად აშენებდნენ მცირე ზომის ტაძრებს ან აახლებდნენ ძველს. ამ წლებში იქნა მოხატული ხორას მონასტრის ძველი ტაძარი (დღეს კარხიე ჯამის მეჩეთი). განსაკუთრებით საზეიმოდ მოირთო მისტრის ტაძარი სპარტაში, რომელშიც შერწყმულია ბაზილიკა და ჯვარ-თაღოვანი სტილი. თუ ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით ნაგებობების ტიპები უცვლელი რჩებოდა, სამაგიეროდ იცვლებოდა, უფრო მდიდრდებოდა ორნამენტები, ანსამბლების კომპოზიცია უფრო ფერწერულია, პროპორციები უფრო ნატიფი და ხისტი. XVI ს. აიგო მოციქულთა ტაძარი სოლუნში, ტეკფურ-სარაის სასახლე კონსტანტინოპოლში.

ფერწერაში თავი იჩინა ახალმა მისწრაფებებმა. ეს თვალსაჩინოდ გამოიხატა ხორას მონასტრის კომპოზიციაში. კარხიე ჯამის მოზაიკა და ფრესკა მიეკუთვნებიან პალეოლოგების ეპოქის საუკეთესო ძეგლებს. მნიშვნელოვან როლს ამ ფერწერულ ციკლში ასრულებს სახარების ისტორიის დრამატული განცდები. კარხიე ჯამის ტაძარში სულისშემძვრელად არის მოთხრობილი მარიამისა და ქრისტეს ისტორია. ეს არის გრძელი ციკლი, რომელიც სარტყლად ეკვრის კედლებისა და სვეტების არასწორ ზედაპირს. მარიამის ფიგურა გამოხატავს დაღლილობასა და წუხილს, როდესაც ის ისმენს იოსების დაუმსახურებელ საყვედურებს. შობის სცენაში ის ნაზია, ეგვიპტეში გაქცევის სცენაში ის აფორიაქებულია, ქრისტეს ფერხთით ის

118

Page 119:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

კეთილშობილების განსახიერებაა. მოძრაობა შეიმჩნევა ყოველ ფიგურაში, ისინი ხისტი და დახვეწილებია. ამ ტაძრის ფრესკებში წმინდანთა ცალკეული სახეები ბრწყინვალედაა შესრულებული: მოწყენილი ანთიმოზი, მკაცრი ბრძენი იოანე ოქროპირი, ყმაწვილკაცურად მშვენიერი პროკოფი. ამ პერიოდში შუაბიზანტიური ფერწერისათვის დამახასიათებელი სავსე და ნათელი ფერები იცვლებიან ნაზი ვარდისფერი, ლურჯი და იასამნისფერებით. XIVს. ბიზანტიელი ოსტატები უპირატესობას ანიჭებდნენ მოზაიკურ ფრესკას, მინიატურასა და ხატს.

ახალი მიმართულება ჩნდება მინიატურაში. XIVს. ერთ-ერთ მინიატურაში მოციქული აღელვებულია ზეციური ხმით, შემობრუნებულია მკვეთრად, იმდენად, რომ სცილდება ჩარჩოს. მინიატურა შესრულებულია ფართო ხელწერული ხერხით. თურქების მიერ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ (1453წ.) ბიზანტიური ხელოვნების ცენტრი გადადის ათენსა და კრიტაში, თუმცა განვითარებას ვეღარ ახერხებს. უკანასკნელი კრიტელი ფერმწერი დომენიკო თეოკოპულოსი იძულებულია გადაიხვეწოს სამშობლოდან და იტალიური ხელოვნების შესწავლის შემდეგ დასახლდეს ესპანეთში (ტოლედოში) სადაც პოპულარუპი გახდება ელ-გრეკოს სახელით.

ზოგადად, უნდა აღინიშნოს ბიზანტიური კულტურის ადგილი და როლი მსოფლიო კულტურაში. ბიზანტია თითქოს ,,ოქროს ხიდია” დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურებს შორის. მან ძლიერი გავლენა იქონია შუასაუკუნეების მრავალი ევროპული ქვეყნის განვითარების ხასიათზე. ბიზანტიური კულტურის ძლიერი გავლენა შეიმჩნევა იმ ქვეყნებზე სადაც გავრცელდა მართლმადიდებლური ქრისტიანობა და ეს ბუნებრივიცაა.

დასავლეთ ევროპა შუასაუკუნეებში

პერიოდიზაცია და წყაროები. შუასაუკუნეების ცნება აღორძინების ეპოქის იტალიელმა ჰუმანისტებმა შემოიღეს. ეს არის ქრონოლოგიურად V-XV სს. მოქცეული ათასწლეული, ე.ი. დასაწყისი დაკავშირებულია ანტიკური კულტურის ისტორიულ დასასრულთან, ხოლო დასასრული მის აღორძინებასთან ახალ დროში. კულტუროლოგები ამ ეპოქას სამ პერიოდად ყოფენ: ადრეშუასაუკუნეები (V-X სს), სრული შუასაუკუნეები (X-XIII სს) და გვიანშუასაუკუნეები (XIV-XVსს). ამ ათასწლეულის პერიოდში ჩამოყალიბდა ევროპის ყველა ენები, ხალხები, სახელმწიფოები, ასევე ჩამოყალიბდა განუმეორებელი ქრისტიანული კულტურა, რომლის წყაროებად ითვლება ანტიკური (ბერძნულ-რომაული) კულტურის წარმავალი ტრადიციები, მათი მიღწევები სახელმწიფოს მოწყობაში, პოლიტიკაში, სამართალში, რელიგიაში, ხელოვნებაში, ფილოსოფიაში და ა.შ. და მეორე, უშუალოდ დასავლეთ ევროპის ხალხებისა და ბარბაროსი თემების კულტურა

119

Page 120:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

(ფრანკები, საქსები, გოთები, რომანები და სხვ.), რომელთათვის უცხო იყო ანტიკური სამყაროს ღირებულებები და იდეალები.

ადრეშუასაუკუნეობრივი ევროპული კულტურის ფორმირება მიმდინარეობდა ნატურალური მეურნეობის საფუძველზე, ხოლო სრული და გვიანდელი შუასაუკუნეების საფუძველია ქალაქი, მისთვის დამახასიათებელი ხელოსნობით, ვაჭრობითა და ფინანსებით. ევროპის ეროვნული სახელმწიფოების ჩამოყალიბების დროს აქ გაფორმდა სამი ძირითადი ფენა _ სასულიერო, თავადაზნაურობა და უბრალო ხალხი (გლეხი, ვაჭარი, ბიურგერი).

შუასაუკუნეების კულტურას ახასიათებს შემდეგი თავისებურებები:

_ მეცნიერული და მხატვრული ენის სიმბოლიურობა და ალეგორიულობა;

_ ხელოვნების ნაწარმოებების დიდი უმრავლესობის ანონიმურობა;

_ თეოცენტრიზმი ე.ი. ქრისტიანულ-რელიგიური მსოფლმხედველობის ბატონობა კულტურის ყველა სფეროში.

პირველყოფილ კულტურასთან, წარმავალ ანტიკურ ცივილიზაციასთან და ბერძნულ-რომაულ წარმართობასა და პოლითეიზმთან დაპირისპირებაში მხოლოდ ქრისტიანობამ შესძლი თავის შენარჩუნება და დაიკავა წამყვანი მდგომარეობა ევროპულ კულტურაში.

ქრისტიანული ღვთისმეტყველება შუასაუკუნების კულტურის საფუძველია. ქრისტიანული კულტურის მნიშვნელოვანი თავისებურებაა მისი რელიგიურობა, რაც ვლინდება ქრისტიანული ღვთისმეტყველებისა და ქრისტიანული ეკლესიის განმსაზღვრელ როლში. ქრისტიანობა წარმოადგენს ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ცნობიერების მსოფლმხედველობრივ საფუძველს. ის განმსჭვალავს საზოგადოების ყველა სფეროს. პ. სოროკინმა თავის ,,კულტურის სოციოდინამიკაში” მოგვცა შუასაუკუნეების კულტურის დახასიათება. მისი სიტყვებით, მთავარი პრინციპი, მთავარი ღირებულება შუასაუკუნეების დასავლეთის კულტურისა იყო ღმერთი და მისი ღვთისმეტყველება გაგებული ისე, როგორც ის არის გაგებული ნიკეა-კონსტანტინოპოლის რწმენის სიმბოლოში (,,Credo”).

შუასაუკუნეების არქიტექტურა და სკულპტურა _ ეს არის ,,ბიბლია ქვაში”, ლიტერატურა ასევე განმსჭვალულია რელიგიური და ქრისტიანული რწმენით, ფერწერა მთელი თავისი შესაძლებლობებით იგივე ბიბლიურ თემებს ასახავს, მუსიკა, თითქმის, მხოლოდ რელიგიური ხასიათისაა, ფილოსოფია პრაქტიკულად იდენტურია რელიგიისა და თეოლოგიისა და კონცენტრირებულია იგივე ღირებულებებსა და პრინციპებზე. მეცნიერება მხოლოდ ქრისტიანული რელიგიის მსახურია. ეთიკა და სამართალი წარმოადგენენ ქრისტიანული მცნებების გაგრძელებებს. პოლიტიკური ორგანიზაცია მის საერო და სასულიერო სფეროებში

120

Page 121:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

უმეტესწილად თეოკრატიულია და ეყრდნობა რელიგიასა და ღმერთს. ოჯახი, როგორც წმინდა რელიგიური კავშირი გამოხატავდა იგივე ფუნდამენტურ ღირებულებებს. ეკონომიკის ორგანიზებაც კი რელიგიის კონტროლის ქვეშაა, ვეტოს ადებს, მათი აზრით, მიუღებელ ეკონომიკური ურთიერთობების ბევრ ფორმებს. გაბატონებული ადათ-წესები, მორალი, ცხოვრების წესი, ცნობიერება ხაზს უსვამს ღმერთთან, როგორც ერთადერთ უმღლეს მიზანთან ერთობას.

პიროვნებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს საკრალიზაცია, ორიენტაცია ღმერთთან შეერთებაზე, განაპირობებდა უარყოფით დამოკიდებულებას გრძნობადი სამყაროსადმი, მისი სიმდიდრის, ღირებულელების, სიხარულისადმი. გრძნობადი სამყარო განიხილებოდა როგორც ადამიანის დროებითი ,,სამყოფელი”, სადაც ქრისტიანი მხოლოდ მგზავრია, რომელიც მიემართება მარადიული სასუფევლისაკენ ,,ღვთიურ სამეფოში” და ეძიებს გზებს თუ როგორ აქციოს საკუთარი თავი მის ღირსად.

,,ღვთიური სამეფო” არაამქვეყნიურია და მისი მიღწევა მოითხოვს ამქვეყნიურობაზე უარის თქმას _ასკეტიზმს. ასკეტური მოთხოვნები შუასაუკუნეების ადამიანის ერთერთი განმსაზღვრელი მოთხოვნებია.

შუასაუკუნეების უდიდესი რელიგიური ავტორიტეტი ნეტარი ავგუსტინე (354-430 წწ..) თავის მოძღვრებაში პირველყოფილ ცოდვაზე, რომელმაც მისი აზრით ძალიან გააფუჭა ადამიანის ბუნება, ასკეტიზმს ანიჭებდა უმაღლეს მნიშვნელობას. ავგუსტინე თვლიდა, რომ იმ ცოდვის შედეგია სურვილები, ამიტომ მათ წინააღმდეგ ბრძოლა, მასზე უარის თქმა, არსებითად ნიშნავს თადაპირველი სამოთხის მდგომარეობაში დაბრუნებას. ასეთი შეხედულებებიდან გამომდინარე, მონაზვნობა შუასაუკუნეებში განიხილებოდა არა როგორც ცხოვრების განსაკუთრებული წესი, არამედ როგორც ადამიანის უმაღლესი მოწოდება, სამოთხეში მიმავალი უმოკლესი და გარანტირებული გზა.

ქრისტიანული ღვთისმეტყველების ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ელემენტია განკითხვა, რომელმაც სერიოზული გავლენა მოახდინა ადამიანის ქცევებზე. ეს არის ადამიანის მიწიერი ცხოვრების ფინალი, ყოველი ადამიანის ანგარიშგება თავის მიწიერ ცხოვრებაზე. განკითხვის შედეგად მართლმორწმუნეთათვის გამზადებულია აღდგომის შემდეგ გარდაქმნილი არსებობა. ცოდვილთ კი გარანტირებული აქვთ ჯოჯოხეთის მარადიული ცეცხლი. რელიგიურობა, როგორც შუასაუკუნეების სულიერი ცხოვრების ძირითადი თავისებურება, განაპირობებს ეკლესიის, როგორც მნიშვნელოვანი ორგანიზაციის როლს კულტურის სფეროში. შუასაუკუნეებში ეკლესია, არა როგორც მხოლოდ სარკალური ინსტრუმენტი, იესო ქრისტეს მისტიკური სხეული, არამედ პაპობის ინსტიტუტის ძალით _ არის ასევე საერო ძალაც და მიისწრაფვის ქრისტიანულ სამყაროზე ბრძანებლობისაკენ.

121

Page 122:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

წინააღმდეგობა კათოლიკური ეკლესიის ასკეტიზმის მოძღვრებასა და საერო თეოკრატიული მიდრეკილებებს შორის არის ერთ-ერთი მთავარი წინააღმდეგობა შუასაუკუნეების დასავლეთ ევროპის კულტურაში. ეს წინააღმდეგობა განაპირობა არა მხოლოდ უმაღლესი საეკლესიო იერარქების ძალაუფლებრივმა წყურვილმა. ეს არის ეკლესიის, როგორც კულტურის ინსტიტუტის გაორების ლოგიკური შედეგი. მხედველობაშია შემდეგი რამ. ეკლესიას თავისი კულტურის დანერგვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეეძლო საერო საქმეებში ჩარევის გზით, ხოლო ამ კულტურის (რელიგიური) განვითარება შესაძლებელია მხოლოდ მისი რელიგიურობის გაღრმავებით. დასავლეთ ევროპის შუასაუკუნეების საზოგადოების ასკეტურ განწყობასა და რომის კათოლიკური ეკლესიის დამპყრობლურ მისწრაფებებს შორის არსებული კონტრასტი ეპოქის დამახასიათებელი ნიშანთვისებაა.

რელიგიური ფანატიზმი ემსახურება რომის კათოლიკური ეკლესიის მამების სწრაფვას დაამყარონ ტოტალური დიქტატი დასავლეთის საზოგადოებაზე და არა მხოლოდ მასზე. ეს იყო საფუძველი ე.წ. ჯვაროსნული ომებისა, რომელთა საშუალებით კათოლიკური ეკლესია ცდილობდა გაეფართოებინა თავისი გავლენა ახლო აღმოსავლეტზე.

განათლება და მეცნიერება. შუასაუკუნეები თამამად უნდა ჩავთვალოთ განათლების დასავლეთევროპული სისტემის სკოლისა და უნივერსიტეტის დაარსების ეპოქად. სკოლები ძირითადად არსებობდნენ მონასტრებთან, ამზადებდნენ ღვთისმეტყველებს და იყვნენ ორსაფეხურიანი: 1. ტრივიუმ - გრამატიკა, რიტორიკა, დიალექტიკა; 2. ქუადრივიუმ - არითმეტიკა, გეომეტრია, ასტრონომია, მუსიკა.

XIს-დან სამონასტრო და კათედრალურ სკოლებს გარდა ჩნდებიან ქალაქური არასაეკლესიო სკოლები, რომელთაც ხელმძღვანელობენ მასწავლებელი_მაგისტრები.

XIIს-დან ევროპაში არსდებიან უნივერსიტეტები (ლათ. უნივერსიტას - ერთობა, მთლიანობა): ბოლონიის _ 1200წ., კემბრიჯი _ 1209წ., პარიზი _ 1215წ., პრაღა _ 1348წ. ძირითადად ფუნქციონირებდნენ ღვთისმეტყველების, სამედიცინო და იურიდიული ფაკულტეტები. ყველა უნივერსიტეტში სწავლება მიდიოდა ლათინურ ენაზე და ლათინურის ცოდნა გაიგივებულია განათლებულობასთან. ყველა განათლებული ევროპელისათვის ერთიანი ლათინური ენა ხელს უწყობდა საერთო_ევროპული ინტელექტუალური გარემოს ჩამოყალიბებას: მოაზროვნეები, მეცნიერები, სახელმწიფო მოღვაწეები, ღვთისმსახურები, ყველანი იცავდნენ ცხოვრების გარკვეულ წესს, ქონდათ ერთმანეთთან ყველა შესაძლებელი კონტაქტები, მათთვის არ არსებობს ურთიერთობის არანაირი ბარიერი, სახელმწიფო საზღვრები.

122

Page 123:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

შუასაუკუნეების საუნივერსიტეტო მეცნიერებამ მიიღო სქოლასტიკის სახელი ე.ი. სასკოლო სწავლება (ლათ. Scholastikos). შუასაუკუნეობრივი ცნობიერების მიხედვით, ცოდნა, თუ მისი მიზანი არ არის ღმერთის შეცნობა, ცოდვად ითვლება. შუასაუკუნეობრივი გონი მიმართულია სამყაროსა და მისი ცალკეული საგნებისადმი, მათში ღვთიური ჩანაფიქრის გასაგებად. ე.წ. შემეცნებაში მეცნიერული აღმოჩენები არ იგულისხმებოდა. მიღებული იყო, რომ ადამიანისათვის ყველა მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება ღმერთის მიერ უკვე აღმოჩენილია და დაფიქსირებულია ბიბლიაში.

მეცნიერ_თეოლოგთა ამოცანაა ბიბლიის ავტორიტეტული მონაცემების გააზრება და მოსახლეობის ფართო მასებისათვის მათი გასაგებად მიწოდება. მეცნიერ_თეოლოგების პირველი და ძირითადი ამოცანაა არა ჭეშმარიტების აღმოჩენა, არამედ მათი სწავლება. შუასაუკუნეების მეცნიერებისათვის უცხოა სამყაროს დამოუკიდებლობის იდეა და ამდენად არ ქონდა საფუძველი იდეებს ბუნების კანონების ობიექტურობის შესახებ. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ შუასაუკუნეების მეცნიერების მეორე მნიშვნელოვანი თავისებურებაა ორიენტირება არა საგნებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე, არამედ იერარქიულ კაშირებზე, როდესაც იძიებენ მიწიერი საგნების ზეციურ ხატებს და მათ შორის კავშირს. შემეცნება წარმოგვიდგება, როგორც კავშირის აღმოჩენა საგანსა და მასზედ მდგომ იდეას (ფორმას) შორის.

მეცნიერული შემეცნების შემდეგი თავისებურება მდგომარეობს მის აბსტრაქტულ, მჭვრეტელობით ხასიათში. მეცნიერება შუასაუკუნეებში იყო მწიგნობრობა და იშვიათად მიმართავდა ბუნებას. ბუნებასთან მიმართებაში კი ის იყენებდა, როგორც წესი, მხოლოდ დაკვირვების მეთოდს და იშვიათად ექსპერიმენტებს. ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან შუასაუკუნეებში მეცნიერის მიზანია არა ბუნების გარდაქმნა, არამედ მისი ისეთი შეცნობა, როგორიც ის ეძლევა ჭვრეტაში, მეცნიერი არ ერევა მოვლენათა ბუნებრივ მსვლელობებში და არც პრაქტიკული მოსაზრებებით ხელმძღვანელობს.

შუასაუკუნეების მეცნიერების სპეციფიკური ფენომენია ალქიმია. მასში შერწყმულია სამყაროს მაგიური და მითოლოგიური ხედვა, საღი პრაქტიციზმი და ექსპერიმენტული მიდგომა. ალქიმია მთლიანად ეძლევა სუსტანციის ძიებას, რომელსაც შეეძლო ოქროდ და ვერცხლად ექცია ჩვეულებრივი ლითონი და ასევე უსასრულოდ გაეხანგრძლივებინა ადამიანის სიცოცხლე. სუბსტანციას ფილოსოფიურ ქვასაც უწოდებდნენ. ჩვენამდე მოაღწია ორი დიდი სქოლასტიკოსის, როჯერ ბეკონისა და ალბერტ გოლშტადელის ნაშრომებმა ალქიმიაში. ორივეს სჯეროდა, რომ შესაძლებელია ლითონთა გარდაქმნა და ამ მიმართულებით ჯიუტად აწარმოებდნენ მუშაობას. მიზანს მათ ვერ მიაღწიეს, მაგრამ გზადაგზა ბევრი აღმოჩენები გააკეთეს ქიმიის დარგში, დააგროვეს უზარმაზარი

123

Page 124:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ემპირიული მასალა და ცოდნის სხვა სფეროებშიც მოსინჯეს თავიანთი შესაძლებლობები.

რაინდული და საზეიმო-საკარნავალო კულტურა. შუასაუკუნეებში მრავალრიცხოვანი ქრისტიანული სასულიერო ერთობები თანდათანობით იკავებენ განსაკუთრებულ ადგილს საზოგადოების სხვა ორი სოციალური ფენის, მებრძოლო რაინდებისა და ხალხის გვერდით. რაინდობა (კეთილშობილი გვარიშვილები) _ ეს არის განსაკუთრებული სოციალური ფენა, შუასაუკუნეების განსაკუთრებული სოციალური ინსტიტუტი. მან ჩამოაყალიბა საკუთარი უნიკალური კულტურა, რომლის შემადგენელია _ განსაკუთრებული ეთიკა და ეთიკეტი, შერკინება და ტურნირები, ექსტრავაგანტური რაინდული ფიცი, სიტყვის მიცემა და დაცვა, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა, და კურტუაზიის ე.ი. საეროობის ყველა წესის დაცვა. კურტუაზიულობა ცხოვრების კეთილშობილური წესის ახალ ფორმად იქცა, რომლის დახმარებით კეთილშობილებმა თავიანთი ყოფა გაამდიდრეს გულუხვობით, წესიერებით, სუსტთა და ჩაგრულთა დახმარების სურვილით. კურტუაზიურობამ თავისი ნორმები ჩამოაყალიბა, სადაც ჩამოთვლილის გარდა აუცილებელი იყო უნარი უნაგირზე მყარად ჯდომისა და ტურნირებში მონაწილეობა.

მოცემული სოციალური ფენის მხატვრული კულტურის მწვერვალია რაინდული რომანი და პოეზია, რომელიც XII-XIVსს. ევროპული ლიტერატურის პოპულარული ჟანრია. ამ ნაწარმოებებში აღწერილია რაინდთა ბრძოლები არა მხოლოდ წინააღმდეგობებთან, არამედ ადამიანურ ცდუნებებთანაც, რითაც ეს ლიტერატურული ტექსტები მკითხველში იწვევდნენ ცოცხალ ინტერესს ადამიანების ინდივიდუალური ბედისადმი, ადამიანური გრძნობებისა და განცდებისადმი. საგმირო რაინდული ეპოსი მსოფლიო კულტურაში ცნობილია ისეთი ლიტერატურული ძეგლებით, როგორებიცაა ,,სიმღერა როლანდზე”, “ამბავი მეფე არტურისა”, “სიმღერა ნიბელუნგებზე”. რაინდული პოეზია განსახიერებულია ფრანგი ტრუბადურებისა და ტრუვერების, გერმანელი მინეზინგერების, ახალი სტილის იტალიელი პოეტების შემოქმედებაში. ამ პოეზიას ქმნის ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელი. კურტუაზიული პოეზიის მთავარი თემა არის ,,ქალის კულტი”, ამ პოეტურ ლირიკაში მთავარი ადგილი უკავია მშვენიერი ქალბატონისადმი ფარულ სიყვარულს.

განსაკუთრებული როლი რაინდული კულტურის ჩამოყალიბებაში შეასრულა ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა, რომლებსაც ეკლესია ხელმძღვანელობდა იმ მიზნით, რომ თავისი იდეების ქვეშ მოექცია მთელი ევროპა და დაერაზმა ის საერთო მტრის _ თურქ-სელჯუკთა წინააღმდეგ საბრძოლველად. 1096_1270 წწ. განხორციელდა რვა ჯვაროსნული ლაშქრობა. მთელი შუასაუკუნეების განმავლობაში უბრალო ხალხის (გლეხები და ქალაქის მაცხოვრებლები) კულტურაში შემორჩენილია არქაული წარმართული კულტურის ელემენტები: კერპთაყვანისმცემლობა, მსხვერპლშეწირვა, რიტუალური დღესასწაულები დაკავშირებული ზამთრის

124

Page 125:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

გაცილებასთან, გაზაფხულის შეხვედრასთან. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდათ კარნავალებს _ სახალხო დღესასწაულებს ღია ცის ქვეშ, რასაც თან სდევდა მსვლელობები, მასკარადები, თეატრალიზირებული თამაშები და ა.შ. კარნავალი ახასიათებდა სწორედ ქალაქურ კულტურას, რადგან აქ ყოველთვის ჩართულია ხალხის დიდი რაოდენობა. შუასაუკუნეების ეპოქას საერთოდ ახასიათებს დღესასწაულებისა და სანახაობების სიჭარბე. ტრადიციული ქალაქური მსვლელობები, რელიგიური და სამეწარმეო პროცესიები აერთიანებდნენ სოციალურად დაპირისრიპებულ ფენებს. დაბალი ფენები სადღესასწაულო მსვლელობებით თითქოს შედიან პოლიტიკაში, ეზიარებიან სიმდიდრეს, ფუფუნებას, თავს აძლევენ იმის უფლებას, რაზეც ადრე ვერც კი ოცნებობდნენ. მაღალი ფენების წარმომადგენლები, თავის მხრივ, გამოხატავენ საკუთარ სიძლიერეს და ამავე დროს ავლენენ საზოგადოებისადმი სამსხურის იდეის ერთგულებას.

ამავე დროს ეპოქის კულტურა ვლინდება პროფესიონალური (საარტელო) შემოქმედების ფორმით. მრეწველთა ქალაქური საწარმოების მსგავსად იქმნებოდა მკურნალთა, იურისტთა, მხატვართა კავშირები და გილდიები. ისინი თანდათანობით გადაიქცნენ დახურულ მონოპოლისტურ ორგანიზაციებად _ კორპორაციებად. აქ იხვეწებოდა შრომითი დისციპლინა, საზოგადოებრივი და ყოფითი ქცევის ნორმები, გაერთიანებების მიერ უზრუნველყოფილი იყო საკუთარ წევრთა დაცვა ძალაუფლების უხეში ჩარევისაგან და ა.შ.

რომანიკა და გოთიკა _ შუასაუკუნეების ევროპის მხატვრული სტილი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მიღწევები სამშენებლო საქმიანობაში. რომანიკა და გოთიკა _ ეს არის ევროპული შუასაუკუნეების ბრწყინვალე სტილი. სწორედ შუასაუკუნეების ევროპულმა კულტურამ განაპირობა იმ დროის ორი მხატვრული სტილის _ რომანულისა და გოთურის ფორმირება. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ,,ხელოვნების სტილი არის გარკვეული ისტორიული პერიოდის კულტურის განვითარებისათვის დამახასიათებელი მხატვრული აზროვნებისა და შემოქმედების ძირითადი პრინციპებისა და ფორმების ფუნდამენტური განსაზღვრულობა”.

შუასაუკუნეების რომანული (ლათინ. Romanus) სტილი _ ეს არის XI-XII სს. დასავლეთევროპული მხატვრული კულტურის პირველი ერთიანი და მთლიანი სტილისტური მიმდინარეობა, რომელიც გამოირჩეოდა რაციონალური სტრუქტურით, სახეობრივი პირობითობით, ფორმების სიმარტივითა და მასიურობით. ამ სტილის დანერგვა გამოწვეულია შუასაუკუნეების ევროპის ეკლესიისა და სახელმწიფო ძალაუფლების სურვილით გაეცოცხლებინათ და დაყრდნობოდნენ ყოფილი რომის იმპერიის კულტურის მიღწევებს. თვით ტერმინი ,,რომანული” დაკავშირებულია, პირველ რიგში, მისწრაფებასთან დაენახათ XI-XII სს. ევროპული კულტურის განვითარებაში რომანული სტილის ერთიანობა და მსგავსება, როგორც იტალიაში, ასევე საფრანგეთში, გერმანიაში,

125

Page 126:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ესპანეთში, ინგლისში და ეს აიხსნება არა იმდენად მათი ფეოდალური წყობის სოციალური პირობების მსგავსებით, რამდენადაც არის ერთიანი რელიგიური მსოფლმხედველობის შედეგი და გარკვეულწილად, თითოეულის მიერ რომის იმპერიასთან მემკვიდრეობითი კავშირისა ხაზგასმა. განსხვავებულობა ერთიანობაში _ ასე შეიძლება დახასიათდეს რომანული სტილი, კულტურის ერთი ენა სხვადასხვა დიალექტებით (ნიუანსებით).

შუასაუკუნეების რომანული სტილი _ ეს არის დრო, ფეოდალიზმის აყვავების ხანა, როდესაც არქიტექტურასა, სკულპტურასა და ფერწერაში გაჩნდა და დაიწყო ფუნქციონირება საერთოევროპულმა მონუმენტურმა სტილმა. მონუმენტი არის მთავარი შემადგენელი, პირველ რიგში, არქიტექტურისა, რომელმაც საკუთატ ინტერესებს დაუმორჩილა ხელოვნების ყველა სხვა სახე. არქიტექტურულ ნაგებობათა ძირითადი ტიპებია _ რაინდული ციხე-სიმაგრე, სამონასტრო ანსამბლი, ტაძარი. არქიტექტურულ ნაგებობათა ძლიერი კონსტრუქციები შერწყმულია ჭარბფიგურებიან სკულპტურულ კომპოზიციებთან, რომლებშიც გაბატონებულია ბიბლიური თემები და სახარების სიუჟეტები, ასახულია ტანჯვისა და კაცობრიობის გარდუვალი დაღუპვის ან ბნელ ძალებზე ქრისტიანობის გამარჯვების სცენები. თავის მხრივ ეკლესიის ქადაგებებში ჩნდება, ხალხის ცნობიერება კი ვერ უწევს ამას წინააღმდეგობას) და თანდათანობით მკვიდრდება საზიზღარი საიდუმლო ძალების მიერ შთაგონებული იდეები ბოროტებისა, ცოდვილობისა, ცდუნებებისა და ა.შ.

ყოველივე ეს ასახავს ადამიანთა ცხოვრების მხარეებს. სწორედ ამის საფუძველზე დასავლეთ ევროპის რომანულ ხელოვნებაში ჩამოყალიბდა ახალი, ანტიკური ხანის საწინაარმდეგო ესთეტიკური იდეალი. რომანიკის პერიოდში ჩაისახა და განვითარდა ხელოვნების სინთეზი. ადრე არასოდეს არ ყოფილა ასე შერწყმული, მთლიანი და სიმეტრიული ხელოვნების ყველა სახე, ლიტერატურის ჩათვლით. ამ მთლიანობის შექმნის მიზანია ადამიანის სულის დახვეწა, ინდივიდის ქცევის დაქვემდებარება მოწესრიგებული, იერარქიული მსოფლმხედველობრივი იდეალისადმი. რომანული სტილის ძეგლები გაფანტულია მთელს დასავლეთ ევროპაში, მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევიან _ ნოტრ დამ ლა გრანდი საფრანგეთის ქალაქ პუატიეში (XI-XII სს.), ვორმსის ტაძარი გერმანიაში (XI-XIIსს.), ტაძარი შარტრში, საფრანგეთში (XII ს.), ფრესკების სერიალი სენ-სევერენ სურ გარტანის ეკლესიაში პუატიეში, საფრანგეთი (XI-XII სს.).

გოთიკა, გოთური (ბარბაროსული) სტილი _ სახელწოდება მოდის გერმანული თემებისაგან, გოთებისაგან. მეორე ზოგადევროპული სტილისტური მხატვრული მიმართულებაა (XI-XII სს.) ევროპაში, ახასიათებს მდგრადი მხატვრული საშუალებები და ხერხები, აზროვნების ალეგორიულობა და მხატვრული ენის პირობითობა.

126

Page 127:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

გოთური ხელოვნება უმაღლეს წარმატებებს აღწევს ხუროთმოძღვრებაში. გოთური არქიტექტურა, რომლის მთავარი ტიპი არის ქალაქური ტაძარი გამოირჩევა:

_ ზემოთ მიმართული ფორმების დინამიზმით;

_ მდგრადი კარკასების სისტემით, ზედა ნაწილში სარტყელებით შეკრული ისრისმაგვარი დიაგონალური ,,ნეკნებით”;

_ უზარმაზარი ფანჯრებით, ვიტრაჟებითა და გობელენებით.

რომანული ტაძრების დარად, გოთური ტაძრების ფასადების მრავალრიცხოვან ნიშებში,

სამკაულებად მოთავსებული არიან ქვებისაგან გამოკვეთილი უამრავი სტატუები, ალეგორიული ფიგურები, რომლებშიც განსახიერებულია კათოლიკური ეკლესიის რწმენის სიმბოლოები და დოგმატები. ტაძრის გარე ხედს სიცოცხლესა და სილამაზეს მატებდნენ ორნამენტული მოტივები მცენარეებისა და ცხოველების გამოსახულებებით. ფერადი ვიტრაჟები, შეიძლება ითქვას, წარმოადგენენ გოთური ფერწერის მთავარ ჟანრს, სადაც ჭარბობს წითელი, ლურჯი, ყვითელი ინტენსიური ფერები.

ვიტრაჟული ფერწერის სიუჟეტები არ განსხვავდებიან დეკორაციული სიუჟეტებისაგან. ამასთანავე, ფრესკული ფერწერა, რომლებითაც ალამაზებდნენ სასახლეებსა და ტაძრებს, კანონიკური სცენების გარდა შედგებოდა საერო სცენებისა და პორტრეტებისაგან.

სატაძრო კომპლექსების გააზრებული არქიტექტურული კომპოზიცია მორწმუნეებს უქმნიდა შთაბეჭდილებებს მათი არამიწიერი, ზეციური წარმომავლობის შესახებ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ტაძარი იყო ადგილი სადაც არა მხოლოდ ღვთისმსახურება ტარდებოდა, არამედ აქ ტარდებოდა თეატრალური სპეკლტაკები, კრებები. გოთური სტილით შენდებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის შენობები _ რატუშები (ქალაქის დამოუკიდებლობის სიმბოლოები).

კულტურის ისტორიაში გამოყოფენ გოთური ხელოვნების სამ დიდ სკოლას: _ ფრანგული (ალისებური), მახასიათებელი ნიშანია ტაძრის ფანჯრებში ცეცხლის ენების გამოსახულებები (რეიმსის ნოტრ-დამი, 1211-1231 წწ); _ გერმანული (აგურებიანი), ხასიათდება აგურების მაქმანური, ორნამენტური წყობით მოჭიქული და ფიგურული აგურებით (მონასტერი მარიენკირხე პრენცლაუში, 1326-1340 წწ.) _ ინგლისური (პერპენდიკულარული) ხასიათდება გამარტივებული არქიტექტურით და სიგრძეში გაჭიმული ხაზებით (ტაძარი ესკეტერში, 1275-1375 წწ).

სპეციფიკური ხასიათისაა იტალიის გოთური არქიტექტურა. საზოგადოებრივი შენობები და ქალაქური სასახლეები მაშტაბური და მოცულობითია, აქვთ დაცვითი

127

Page 128:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ფუნქციის ელემენტები (პალაცო ვეკიო ფლორენციაში XIVს., დოჟების სასახლე ვენეციაში XIVს.). გოთიკის ეპოქა ამავე დროს იყო _ მინიატურული წიგნის, ქვაზე, ხეზე, ძვალზე ჭრის, ლითონის ქვასა და ემალთან შეხამებულად დამუშავების, მხატვრული ქსოვის აყვავების ეპოქაც. გოთიკის კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა მდგომარეობს, ჯერ ერთი, რელიგიური მსოფლმხედველობის გაძლიერებაში, მეორე მხრივ, თავისუფალმა შემოქმედებითმა წვამ გამოდევნა რაციონალური გათვლები. არაა შემთხვევითი, რომ გოთიკა წინ უსწრებდა და თან გასდევდა აღორძინებას. XVIIIს. შუა წლებამდე ესთეტიკურ ცნობიერებაში გოთური სტილი გაიგივებული იყო მხატვრული გემოვნების დარღვევასთან, ბარბაროსობასთან. XIXს. დასაწყისში იწყება ევროპული კულტურისათვის გოთიკის მნიშვნელობის ხელახალი გააზრება, ეს არის რომანტიზმის წინა ეპოქა და არსებითი გავლენა იქონია ევროპულ და ამერიკულ რომანტიზმზე.

არაბულ_მუსულიმანური სამყარო

ისლამი _ არაბულ-მუსულმანური კულტურის საფუძველი. არაბულ-მუსულმანური კულტურის ჩამოყალიბება დაკავშირებულია არაბეთის ნახევარკუნძულზე ახალი რელიგიის _ ისლამის აღმოცენებასა და დამკვიდრებასთან.

ისლამი გახლავთ მონოთეისტური მსოფლიო რელიგია, ჩნდება VIIს. დასაწყისში (622წ) არაბეთის ნახევარკუნძულზე გარდამავალი ტიპის საზოგადოებაში (გვაროვნული წინასახელმწიფოებრივი

საზოგადოების გადასვლა სახელმწიფოებრივში). ისლამის ფორმირებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა წინასწარმეტყველმა მუჰამედმა (570-632 წწ.). ისლამის ბაზაზე მუჰამედმა ჩამოაყალიბა დიდი ფეოდალურ-თეოკრატიული სახელმწიფო _ არაბული ხალიფატები.

მუჰამედის მემკვიდრეებმა _ ხალიფებმა თავიანთი გავლენა განავრცეს არა მარტო არაბეთის ტერიტორიაზე, ბევრად გასცდნენ მის საზღვრებს და უკვე VII-VIIIსს. ისარგებლეს რა ბიზანტიის დასუსტებით, ხალიფატმა დაიმორჩილა ახლო და შუა აღმოსავლეთი, ინდოეთის ნაწილი, შუა აზია და სხვა ქვეყნები. დაიწყო დაპყრობილი ქვეყნების საკმაოდ სწრაფი ისლამიზაციის პროცესი. გარკვეული აზრით ეს ხალხები უკვე მზად იყვნენ მონოთეისტური პოზიციებისათვის, რადგან ისლამის გამოჩენას წინ უსწრებდა ასევე მონოთეისტური რელიგიების იუდაიზმისა და ქრისტიანობის ქადაგებები. არაბული ხალიფები უცხო რწმენიდან ისლამზე გადმოსვლას ეკონომიურად ახალისებდნენ, ისლამის რწმენაზე ახალგადასულთ ევალებოდათ შემოსავლის მხოლოდ მეათედის (უმრის) შეტანა ხალიფატის ხაზინაში, ხოლო ვინც უარს ამბობდა ისლამზე მათ შემოსავლის ორი მესამედი უნდა გაეღოთ, თანაც თითოეულ სულზე სხვა გადასახადიც იყო.

128

Page 129:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ამგვარად, ერთობლივად, ძალადობით, ეკონომიკური პოლიტიკითა და ისლამის ქადაგებებით ძალიან მალე მოხერხდა რწმენის ამ ნაირსახეობის გადაქცევა მსოფლიო რელიგიად. საბოლოოდ, მცირე ზომის სემიტური ტომებისაგან ჩამოყალიბდა უზარმაზარი ეთნოკონფესიონალური კულტურული ერთობა ე.წ. ,,მუსულმანური სამყარო”, ძლიერი პოლიტიკური სტრუქტურითა და ცივილიზირებულობის მაღალი დონით. შუასაუკუნეებში ამ კულტურის შექმნის ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტია სხვა ხალხების გაარაბება ანუ არაბიზაცია, შეიძლება ითქვას, რომ არაბიზაცია ამ სამყაროს ისლამიზაციის განუყოფელი ნაწილია. საქმე იმაშია, რომ ისლამიზაცია გულისხმობს ყურანის კითხვას, ყურანი კი დაწერილია არაბულ ენაზე და მისი თარგმნა აკრძალული იყო. ნებით თუ უნებლიედ მორწმუნე იძულებული იყო ესწავლა არაბული ენა და ყურანი ორიგინალში წაეკითხა. შუასაუკუნეებში არაბული ენის ცოდნა დიდ უპირატესობას ანიჭებდა ადამიანს, ჯერ ერთი, ეს არის მთავარი ენა ხალიფატის ტერიტორიაზე, მისი ცოდნა აუცილებელია სავაჭრო საქმეებში, სამსახურის მისაღებად და ა.შ.

ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ სწრაფად განვითარებადი არაბულ-მუსულმანური კულტურა დროის ძალიან მცირე მონაკვეთში (დაახლოებით IX-XII სს.) სათავეში ჩაუდგა მსოფლიო ცივილიზაციას. არაბული კულტურის განვითარებამ გავლენა იქონია მრავალ ქვეყანაზე, მათ შორის თვით ქრისტიანული ევროპის კულტურულ ცენტრებზე. ფართოდაა ცნობილი მუსულმანი მოაზროვნეების დამსახურება მსოფლიო კულტურის წინაშე. საკმარისია გავიხსენოთ: ალ-ფარაბი (870-950 წწ.), იბნ-სინა (ავიცენა.XIს.), იბნ-რუშდი (1126-1198 წწ.) და სხვ. მსოფლიო ლიტერატურაში დიდია აბულკასიმ ფირდოუსის (934-1030 წწ.), ომარ ხაიამის (1040-1123 წწ.), ჯამის (1414-1492 წწ.) წვლილი. არაბული სახელმწიფოებრიობის დაცემის შემდეგ შესუსტდა ისლამური კულტურის გავლენა მსოფლიო ცივილიზაციაზე. კოლონიალიზმის ეპოქა მიმდინარეობს ქრისტიანობისა და ისლამის დაპირისპირებისა და ბრძოლის ფონზე. გარკვეული აზრით ამ ბრძოლამ შეასუსტა ისლამის პოზიცია.

ზოგიერთ ქვეყანაში ისლამი იძულებული შეიქნა დაეთმო სახელმწიფო რელიგიის სტატუსი. მაგალითად, თურქეთი და ეგვიპტე გამოცხადდნენ საერო სახელმწიფოებად. მიუხედავად ამისა ისლამი თავისი ტრადიციული განვითარების ქვეყნებში კვლავ ინარჩუნებს მნიშვნელოვან როლს რელიგიური რწმენის, სოციალური ორგანიზაციის ფორმისა და კულტურული ტრადიციების დინამიზმში. ისლამის რწმენის ძირითადი დებულებები მოცემულია მთავარ ,,წმინდა წიგნში” ყურანში (არაბ. კითხვა). როგორც სხვა მსოფლიო რელიგიები ყურანიც წარმოადგენს გამოცხადების რელიგიას. მუსულმანური გადმოცემის მიხედვით ყურანის შინაარსი თვით ალაჰმა გააცნო მუჰამედს ანგელოზი ჯებრაილის დახმარებით, ძირითადად ღამ-ღამობით გამოცხადებების დროს. ყურანის საფუძველია მუჰამედის პირველი ქადაგებები, რომლებიც ჩაწერილია მისი მდივან-მწიგნობრების მიერ. ყურანის სრული ტექსტი (სუხუფი) შეკრებილ იქნა მუჰამედის

129

Page 130:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

სიკვდილის შემდეგ, მოგვიანებით ხალიფა ოსმანის დროს შეიქმნა საბოლოო ტექსტი (მუხეაფი), რომელიც გამოცხადდება კანონიკურად. ყურანის ტექსტი შეიცავს 114 სურას (თავს), რომლებშიც შედიან სხვადასხვა რაოდენობის (286-300) აიატები(ლექსები). სულ ყურანში 6204 დან 6236 მდე ლექსია (თვლის ვარიანტების მიხედვით). ისლამში მონოთეიზმის პრინციპი უფრო მკაცრად არის გატარებული ვიდრე სხვა რელიგიებში. ერთი ღმერთის _ ალაჰის რწმენა მუსულმანური ღვთისმეტყველების საფუძველია. ალაჰი არის ერთადერთი ღმერთი, რომელმაც შექმნა ყოველი არსებული და განაპირობა მათი არსებობა. ის უმაღლესია და ყოვლისშემძლე, ბრძენი, ყოვლადკეთილი და უმაღლესი მოსამართლე. მის გვერდით არ არსებობს არც სხვა ღმერთი და არც სხვა დამოუკიდებელი არსება. ალაჰს ემორჩილება ბუნების ყველა მოვლენა, ადამიანები, ანგელოზები, დემონები. ანგელოზები და დემონები უსხეულო არსებებია, რომლებიც ალაჰის ნებას ასრულებენ. მათ განეკუთვნებათ კეთილი საწყისის მატარებელი: ჯებრაილი, მიქაელი, არსაფილი, აზრილი, სიკვდილის ანგელოზები _ ნაკირი და მუნკაფი, სამოთხის მცველი _ რიდვანა, ჯოჯოხეთის მცველი _ მალიკა და ბოროტების განსახიერება _ იბლისი, რომელიც ალაჰმა დაწყევლა.

ისლამი იზიარებს სამყაროს ექვს დღეში შექმნის ბიბლიურ ტრადაციას, ადამიანის საკუთარი მსგავსებით შექმნის იდეას, (ყურანში ხაზგასმულია _ ადამიანის განსულიერება ღვთის სულით), წინაპრებს _ ადამსა და ევას, მათ ცოდვებსა და სამოთხიდან განდევნას, და აგრეთვე წმინდა ისტორიის სხვა ძირითად მოვლენებს, რომლებიც დაკავშირებულია ძველი აღთქმის ცნობილ სახელებთან _ ნოე, მოსე, აბრაამი, იაკობი, იოსები, დავითი და სოლომონი, ასევე ახალი აღქმის პერსონაჟებთან _ ზაქარია, იოანე ნათლისმცემელი, ქალწული მარიამი და იესო ქრისტე. ისლამი არ იზიარებს ქრისტეს ჯვარცმას. ყურანის მიხედვით იესოს ნაცვლად ჯვარს სხვა აცვეს, თვით იესო კი ცოცხლად წაიყვანეს ზეცაში. ქრისტეს მოწამეობრივი სიკვდილის უარყოფა გაპირობებულია იმით, რომ ღმერთმა, ყურანის მიხედვით აპატია წინაპრებს მათი საქციელი, რაც ნიშნავს, რომ ცოდვები მემკვიდრეობით არ გადაეცემათ და აღარ საჭიროებს უკვე გამოსყიდვისათვის ღვთის მოწამებრივ სიკვდილს. მსგავსად ბიბლიისა, ყურანიც გვასწავლის, რომ დადგება სამყაროს აღსასრული, განკითხვის დღე, რომ არსებობს სამოთხე და ჯოჯოხეთი. მაგრამ შუასაუკუნეობრივი ქრისტიანობისაგან განსხვავებით ისლამი არ უყალიბებს თავის მიმდევრებს გამძაფრებულ აპოკალიფსურ გრძნობებს, არ ყავს თავისი მიმდევრები მუდმივად განკითხვის მოლოდინში. მუჰამედის სიტყვებით, მორწმუნე უნდა ემზადებოდეს შემდეგი ცხოვრებისათვის ისე, თითქოს ხვალ უნდა მიიცვალოს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში უნდა შრომობდეს ისე, თითქოს მარადისობა არგუნა მას ალაჰმა. ისლამს ახასიათებს კონკრეტულად გრძნობადი შეხედულებები როგორც ჯოჯოხეთურ ტანჯვაზე, ასევე სამოთხის ნეტარებაზე.

მუსულმანებისათვის სამოთხე არის ადგილი სადაც მოჭარბებულად არის ყველაფერი რაზედაც ოცნებობს ადამიანი ამ ქვეყნად: მშვენიერი საკვები, სუფთა

130

Page 131:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ცივი წყალი, რძის, ღვინის, თაფლის მდინარეები, ლამაზი ქალები და ა.შ. მაგრამ ისევე, როგორც ქრისტიანობაში, ისლამშიც სამოთხეში მოხვედრილთათვის უმაღლეს ბედნიერებად ითვლება ღვთის ხილვით მიღებული უმაღლესი სულიერი ნეტარება. ჯოჯოხეთი კი არის ადგილი, სადაც იტანჯება ცოდვილი, ყველა სხვადასხვანაირად.

ისლამში განსაკუთრებული სიძლიერით გამოიხატება ყოველივეს ღვთიური განსაზღვრულობა. ყველაფერი ღმერთის ნებას ემორჩილება. ღმერთის ნება არაფერთან არ არის კავშირში, ის მიუწვდომელია. მე-6-ე სურის 125 აიატში ნათქვამია: ვისაც ალაჰი ეხმარება მას მკერდს უფართოვებს, ხოლო ვისაც გზას უბნევს, მას მკერდს უპატარავებს, თითქოს ზეცაში მიყავს. სხვაგვარად ეს ნიშნავს, რომ ალაჰი მოწყალეა კეთილთა მიმართ და ამ ადამიანს ყველაფერი სურვილისამებრ გამოუვა. იმას კი ვისაც ალაჰმა ზურგი შეაქცია არაფრის იმედი არ უნდა ქონდეს. და მაინც, ყოველის ვალია ღვთიური ნებისადმი უპირობო მორჩილება.

ისლამი გულისხმობს ადამიანის მიერ თავისი ბედის ალაჰისათვის გაცნობიერებულად მინდობას, ღვთის ნებისადმი სრული მორჩილებით სამსახურს. შემთხვევითი არ არის რომ ისლამი _ მორჩილს ნიშნავს. ისლამის მიმდევარი _ მუსულმანია. მუსულმანი _ ეს არის ალაჰის ნების შემსრულებელი, საბოლოო ჯამში მისი მეომარი, რომელიც მოქმედებს მოვალეობის სრული გაცნობიერებით. მიუხედავად ზემოთთქმულისა კლასიკურ ისლამს თავისი მიმდევრებისათვის არ ჩამოუყალიბებია კლასიკური ფატალიზმისა და უმოქმედო კვიეტიზმის განწყობა. პირიქით, უფრო ხშირად ნათლად არის გამოკვეთილი აქტივისტური ორიენტაცია. წინასწარმეტყველი მოითხოვდა, რომ ყოველ მუსულმანს საარსებო საშუალება თავად შეექმნა. ხოლო მუჰამედის თანამოაზრე ხალიფა ომარი ამბობს, რომ ცხოვრებისათვის აუცილებელი საჭიროებების შექმნას ღმერთი უფრო მეტად აჯილდოებს, ვიდრე რწმენისათვის ბრძოლებში მონაწილეობას. თუმცა წინასწარმეტყველი დაპირდა ღარიბებს, რომ განკითხვის დღეს ისინი მდიდრებზე ადრე შევლიან სამოთხეში, ეს სულაც არ ნიშნავს ღარიბად ყოფნის უპირატესობას მდიდრობაზე. პირიქით, სიმდიდრე დაგროვილი კანონიერი გზით, რელიგიური ვალის _ ზაკიატას _ გადახდით, ციური კეთიგანწყობის მაჩვენებელია. ასე რომ სიმდიდრე და ფუფუნება არ ისჯება, მეტიც, წახალისებულია. მუჰამედის სიტყვებით _ თუ ღმერთი თავისი მონის მიმართ კეთილად განეწყობა, მას სურს მისი ხილვა კეთილგონივრულ ფუფუნებაში.

ძირითადი საკულტო აუცილებლობები ისლამს ჩამოყალიბებული აქვს რწმენის ,,ხუთი საყრდენის” (არკან-ად-დინ) სახით, რომელთა დაცვა აუცილებელია ყოველი მუსულმანისათვის. პირველი საკულტო ვალდებულებაა მახადის _ რწმენის სიმბოლოს ძირითადი დებულების ხმამაღლა წარმოთქმა: ,,არ არის ღმერთი გარდა ალაჰისა, მუჰამედი მისი მოციქულია”. რწმენის ამ დებულების წარმოთქმა,

131

Page 132:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

მისი აზრის გაგება, მისი ჭეშმარიტების დაჯერება უპირველესი პირობაა, რომ გახდე მართლმორწმუნე მუსულმანი.

მეორე საკულტო ვალდებულებაა ნამაზი (ლოცვა), ყოველდღიური ხუთჯერადი რიტუალი. ყოველი მუსულმანი ვალდებულია დღეში ხუთჯერ ილოცოს. პირველი დიდი ლოცვა განთიადზე, მზის ამოსვლამდე, მეორე შუადღისას, მესამე დღის მეორე ნახევარში მზის ჩასვლამდე, მეოთხე მზის ჩასვლისას, მეხუთე დაღამების წინ. ყოველი ლოცვის რიტუალი წვრილმანებამდეა დამუშავებული, რამდენჯერ უნდა მოიხაროს ზურგი, რამდენჯერ უნდა შეეხოს მიწას შუბლით. ლოცვის წინ მორწმუნე ვალდებულია განიწმინდოს, ე.ი. განიბანოს. პარასკევი არის კოლექტიური ლოცვის დღე, ტარდება მეჩეთში წირვასთან ერთად.

მესამე საკულტო ვალდებულებაა რამაზანის თვეში მარხვის (სპარს. უზარა) დაცვა. ამ თვის განმავლობაში მორწმუნე მუსულმანი მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე არ ჭამს, არ სვამს, არ ეწევა. ისლამში გათვალისწინებულია ავადმყოფების, მოხუცების, ორსული ქალების განთავისუფლება მარხვისაგან. რამაზანის თვეში ყოველ დღე მარხვის შემდეგ განსაკუთრებული ლოცვაა. მეოთხე საკულტო ვალდებულებაა ზაკიატი, ყურანში გათვალისწინებული გადასახადების აუცილებელი გადახდა, რომელთა სიდიდე გათვლილია შარიათში. თავდაპირველად ზაკიატი იყო ნებაყოფილობითი შესაწირი ალაჰისადმი, შემდეგ გადაიქცა ცოდვებისაგან განმწმენდ აუცილებლობად.

აუცილებელი გადასახადის გარდა არსებობს ნებაყოფილობითი გადასახადი სადაკი, წლიური შემოსავლი ერთი მეორმოცედი ნაწილი.

მეხუთე საკულტო ვალდებულებაა ხაჯი, მოგზაურობა მექაში. ხაჯი ნიშნავს მექაში ჩასვლას, მთავარი ტაძრის _ ქააბის მონახულებას, ისლამის მთავარი სიწმინდის მუჰამედის აკლდამის (მედინაში) თაყვანისცემას, ასევე ხიჯაზის სხვა წმინდა ადგილების მონახულებას. პილიგრიმობა ხორციელდება მუსულმანური კალენდრის მეთორმეტე თვეს. ამ რიტუალის შესრულება არ არის მკაცრად აუცილებელი, რადგან დამოკიდებულია ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობაზე, ეკონომიკაზე, მაგრამ თუ მოახერხებენ ძლიან კარგია. ვინც ამ რიტუალს შეასრულებს მიიღებს საპატიო სახელს _ხოჯას. ჩამოთვლილი ვალდებულებების შესრულების გარდა მუსულმანურ საკულტო სისტემას გააჩნია ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტი, როგორიცაა ქააბის კულტი. ქააბა _ ეს არის წმინდა ტაძარი მექაში, ქვისგან ნაგები ოთხკუთხედი (ქააბა არაბულიდან ნიშნავს კუბს) შენობა, კვადრატული ფორმის (სიგრძე, სიგანე და სიმაღლე 8-10მეტრის ფარგლებში), ბრტყელი სახურავით, ფანჯრების გარეშე.

შენობის გარე კედელზე დაყოლებულია ნიშა, სადაც მოთავსებული ,,შავი ქვა” იწვევს ალაჰის გვერდით ყოფნის ასოციაციას. ეს არის მისი სიმბოლო ამიტომ ქააბა არის ისლამის მთავარი საკულტო შენობა და დიდ როლს ასრულებს ისლამის

132

Page 133:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

რელიგიურ-საკულტო ქმედებებში. ლოცვის დროს მლოცველი უნდა შებრუნდეს ქააბასაკენ. ქააბაში მისვლა და ,,შავი ქვის” ამბორი მუსულმანისათვის ნიშნავს წინასწარმეტყველის ანდერძის შესრულებას.

ისლამის საკულტო-რელიგიური სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია შარიათი (არაბ. სავალდებულო გზა). ეს არის მორალური ნორმების, სამართლის, საყოფაცხოვრებო მოთხოვნების კრებული, რომელიც არეგულირებს მუსულმანის პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებას. შარიათი ეყრდნობა ისლამის წმინდა გადმოცემებს _ ყურანსა და სუნას. სუნა, ეს არის ხადისების ე.ი. მუჰამედის ქმედებებისა და გამოსვლების კრებული. შარიათი იხვეწებოდა ორი საუკუნის განმავლობაში. დასაწყისში მუსულმანის ყველა ქმედება იყოფოდა ორ ჯგუფად _აკრძალულად და ნებადართულად. შარიათის დახვეწის ბოლო ეტაპზე ქმედებები დაიყო ხუთ კატეგორიად: აუცილებელი, სასურველი, ნებაყოფილობითი, არასასურველი, მკაცრად აკრძალული.

შარიათის სისტემაში ისლამი განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს მკაცრი განზომილებების მქონე საყოფაცხოვრებო ვალდებულებებს, აქვთ. ამ გზით არეგულირებს ისლამი სოციალური წყობის, ეკონომიკის, პოლიტიკის, კულტურის, ყოფითი და ოჯახური ურთიერთობების სფეროებს. ე.ი. ისლამი არ არის უბრალოდ და მხოლოდ სარწმუნოება, არამედ ეს რის ცხოვრების განსაკუთრებული წესი, რომელიც მთლიანად განაპირობებს ადამიანთა მსოფლმხედველობასა და ყოველდღიურ ქცევებს.

ისლამური სამყაროს მხატვრული კულტურა. ისლამური სამყაროს მხატვრულ კულტურაზე დიდად ზემოქმედებენ სარწმუნოებრივი მოთხოვნები, რაც განსაკუთრებით შეიმჩნევა არქიტექტურაში, საკულტო და საერო შენობების გაფორმებაში. მუსულმანური სამყაროს მთავარი საკულტო შენობა არის მეჩეთი (არაბ. მასხიდი _ თაყვანისცემის ადგილი). მეჩეთი წარმოადგენს მუსულმანური რელიგიური ცხოვრების ძირითად ცენტრსა და მთავარ სიმბოლოს. მეჩეთში ტარდება ღვთისმსახურება, ქადაგებების კითხვა, სრულდება რელიგიური წესები. ისლამში მეჩეთი არა მხოლოდ რელიგიური ცენტრია, არამედ სოციალურ-კულტურული ცენტრიც. აქ რეგულირდება ადამიანების მიმდინარე საქმეები, შესაწირების შეგროვება, მოწყალების გაღება. მეჩეთის მნიშვნელოვანი ფუნქციაა ბავშვთა სწავლების (კატეხიზაცია) ორგანიზება. მეჩეთებთან იქმნება სკოლები (მეკტებე), სადაც ისწავლება მუსულმანური ღვთისმეტყველება. განსაკუთრებით დიდ მეჩეთებთან არსებობდნენ და დღესაც არსებობენ სასულიერო სკოლები (მედრესები), სადაც ამზადებენ მომავალ ღვთისმსახურებს, ისლამის სპეციალისტებს, ღვთისმეტყველებს, კანონმცოდნეებს.

მეჩეთის შენობა ყველა მუსულმანური დასახლების დამახასიათებელი ნიშანია. მიუხედავად ამ სამყაროს ისტორიული და გეოგრაფიული მრავალგვარობისა,

133

Page 134:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

მეჩეთის არქიტექტურა ინარჩუნებს რიგ საერთო, უნიფიცირებულ ელემენტებს. მათგან მთავარია მექისაკენ მიმართული სალოცავი დარბაზი, რომელსაც ეკვრის მიდა, გადახურული შენობა შადრევანით ან პატარა აუზით, სადაც ლოცვის წინ ხდება მცირე განბანვა (ფუდუ). სალოცავი დარბაზის უკანა კედელში დაყოლებულია მიჰრაბი _ ნიშა, მაჩვენებელი იმისა თუ საით უნდა იქნას მიმართული ლოცვა. მიჰრაბი არის მუსულმანური ერთიანობის სიმბოლო, მისი დახმარებით მზერას აპყრობენ სამყაროს ცენტრს _ ქააბს, რაც, ასევე, არის მუჰამედთან სიახლოვის მისტიკური სიმბოლო, თითქოს წინ დგას, როგორც იმამი ლოცვისას. მიხრაბის ირგვლივ ადგილი ყველაზე წმინდა და ყველაზე შემკულია მთელს მეჩეთში. მიჰრაბის მარჯვნივ, მთავარ მეჩეთში (ე.წ. ტაძრულ მეჩეთში) დგას კათედრა_შინბარი, საიდანაც პარასკევობით იკითხება ქადაგებები. მუჰამედის დროს შინბარი წარმოადგენდა ამაღლებულ ადგილზე დადგმულ სავარძელს და ისლამის პირველ საუკუნეებში იყო ძალაუფლების სიმბოლო, ისევე როგორც სამეფო ტახტი (ან სკიპტრა). შინბარიდან აცნობდნენ ხალხს მმართველის გადაწყვეტილებებს. აქ მიმდინარეობდა მმართველთა კურთხევის საზეიმო ცერემონიალი. მეჩეთის შენობაზე აღიმართება მინარეთი _ მინარა, კოშკი აივნით, საიდანაც მოუწოდებენ ლოცვისაკენ. მუსულმანურმა ცივილიზაციამ ჩამოაყალიბა მეჩეთების მრავალი ტიპი, მათ შორის მთავარია სამი_ ,,არაბული”, ,,ირანული” და ,,თურქული”. არაბული მეჩეთი ჩამოყალიბდა ისლამის პირველ საუკუნეებში. ასეთებია დამასკოში _ ომეადების მეჩეთი, ქაიროში _ იბნ-ტულონის მეჩეთი, კაირუნში _ სიდი-უკბის მეჩეთი, ტაძრული მეჩეთი კორდოვაში. მათ აქვთ სწორკუთხოვანი ფორმა, მრავალსვეტებიანი, ბრტყელსახურავიანი დარბაზები, მოგვიანებით ჩნდებიან გუმბათოვანი დარბაზები, აგრეთვე დიდი და ფართო ეზო შადრევნებით, აუცილებელი მცირე განწმენდიასათვის (ფუდუ), ირგვლივშემოვლებული გადახურული გალერეებით, სადაც ჩვეულებრივ ისვენებდნენ ან თავს აფარებდნენ სიცხეს. XIIს-დან, განსაკუთრებით ისლამური სამყაროს აღმოსავლეთ რეგიონებში გავრცელდა ირანული, აივნიანი მეჩეთები, გუმბათებს ქვემოთ შედარებით მცირე ზომის სამლოცველო დარბაზებით, სვეტების გარეშე, ოთხი აივნით (მაღალი ნიშებით თაღებს ქვეშ), მთავარ ფასადზე ორი დეკორაციული მინარეთით. ამ ტიპის ცნობილი ნაგებობებია _ ლურჯი მეჩეთი თავრიდში, ტაძრული და შახისეული მეჩეთები გიფახანში. თურქული ანუ ცენტრალურგუმბათიანი მეჩეთები გავრცელდა ოტომანების პერიოდში და წარმოდგენილია ისეთი შედევრებით, როგორებიცაა სულეიმანისი და ახმადიე სტამბულში და ედირნაში სულემიის მეჩეთი.

საერო ნაგებობების არქიტექტურულ სტილს ახასიათებს, აგრეთვე, რიგი თავისებურებები. სასახლეებს, როგორც წესი, აქვთ კოლონადებით გარშემორტყმული ღია ეზოები, რომელთა გასწვრივ ჩამწკრივებულია დარბაზები და ოთახები. ასევე გამოირჩევიან დეკორატიულად გაფორმებული შადრევნებითა და აუზებით, სადაც მუდმივად ისმის წყლის ხმაური, ჩუხჩუხი. ისლამში აკრძალულია

134

Page 135:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ადამიანებისა და ცხოველების გამოსახვა, რათა მართლმორწმუნეებს არ გაუჩნდნენ სურვილი და მისწრაფება თაყვანი სცენ ადამიანის ხელით შექმნილ კუმირებს. ამიტომ სახვითმა ხელოვნებამ არაბულ-მუსულმანურ მხატვრულ ხელოვნებაში ვერ ჰპოვა ფართო გავრცელება. ქრისტიანული ხატწერის ალტერნატივად აქ წარმოგვიდგება კალიგრაფია. ისლამში განვითარებულია დამწერლობის კულტი. დამწერლობისადმი განსაკუთრებული პატივისცემა ჩადებული იყო ისლამის რელიგიის საფუძველშივე, რაც ეფუძნებოდა წიგნს _ ყურანს. მუსულმანების წარმოდგენით ღმერთის პირველი ქმნილებები, ცისა და მიწის შექმნამდე იყო საწერი იარაღი _ კალამი. წინასწარმეტყველი მუჰამედი სამოთხეში ამწესებს იმას, ვისაც კალმის საშუალებით შეუძლია ღვთის სიტყვის ლამაზად გადმოცემა. საუკუნეების განმავლობაში შემუშავებულ იქნა ხელწერის ნიმუშები, რომელთა საშუალებით იქმნებოდა მაღალმხატვრული ნაწარმოებები. კუფის (ქალაქი ირანში) ხელწერა დიდი სიყვარულით სარგებლობდა და ხუთი საუკუნის განმავლობაში გამოიყენებოდა ყურანისათვის. შემდეგ ის ადგილს უთმობს არაკანონიზირებულ ახალ სტილს, ძირითადში ნასხის (კურსივი). ორივე სტილს ახასიათებს მიდრეკილება დეკორაციულობისაკენ, ხშირად სიმბოლური დატვირთვით. ნაწერი ხშირად წარმოადგენდა დასრულებულ მხატვრულ ნაწარმოებებს, თავისებურ ფრიზს ან პანოს. მათი არაჩვეულებრივი, ურთიერთგადაბმული, ჩახვეული ხაზები ხშირად ქმნიდნენ ცხოველთა და ადამიანთა სახეებს, ვიზედაც ეს ნაწერები გვატყობინებდა.

არცთუ იშვიათად დამწერლობა გამოიყენებოდა ორნამენტის თავისებური სტილის _ არაბესკას _ შემადგენელ ელემენტად. არაბესკა წარმოადგენს კალიგრაფიული (ეპიგრაფიული), გეომეტრიული და მცენარეული ელემენტების ურთულეს გადახლართვას. ეს არის ერთი და იგივე მოტივების უსასრულო ვარიაციების აბსტრაქტული მაქმანი. მუსულმანურ მხატვრულ კულტურაში ფართო გავრცელება ჰპოვა აგრეთვე მინიატურამ, მრავალფეროვანი, ნახატები რომლებიც ამკობდნენ და ალამაზებდნენ ხელნაწერს. არაბულ-მუსულმანურ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ლიტერატურას, პირველ რიგში, პოეზიას. მუსულმანური სამყაროს პოეტურ შემოქმედებაზე დიდი გავლენა აქვს ისლამს. პოეტურ ნაწარმოებებში ხშირად მოჭარბებულადაა სიმბოლოები და მეტაფორები, რომლებიც ყურანის სურებსა და აიატებს ეხმაურებიან. მაგრამ მეტი გავრცელება ჰპოვა საერო პოეზიამ. შუასაუკუნეების არაბულმა პოეზიამ განვითარების პიკს მიაღწია IX-Xსს-ში. ამ პერიოდში ჩნდება აბუ ნუვასის სუფრული და ჰედონისტური ლირიკა, ალ მაარის თავისუფალი ფილოსოფიური ესეები, ალ მუთანაბის საზეიმო ლირიკული ოდები, რომელიც დღესაც ითვლება არაბული პოეზიის ყველა დროის უდიდეს წარმომადგენლად.

შემდგომ, განსაკუთრებით XII-XIIIსს. აყვავდა სუფიზმის მისტიკურ-ფილოსოფიური ლირიკა, როგორც არაბულ (იბნ-ალ-არაბი, იბნ-ალ-ფარიდი), ისე სპარსულ ენაზე (ალ-რუმი). მისტიკური ლექსები, შემკული სასიყვარულო და ეროტიკული სახეებით, დიდი პოპულარობით სარგებლობდა არა მხოლოდ სუფისტურ გარემოში. ომარ

135

Page 136:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

ხაიამის ლექსებს ახასიათებს ადამიანური ყოფის ღრმა წვდომა და სრყლყოფილი ფორმები. ეპოსის ჟანრი წარმოდგენილია სპარსულ ენაზე შექმნილი ,,შახნამეთი” , (ფირდოუსის წიგნი მეფეთა შესახებ). ზოგჯერ ეპოსს მიაკუთვნებენ XIIIს-დან დასაწყისიდან ფართოდ გავრცელებულ ჟანრს ,,რაინდულ რომანს”, (კოლექტიური შემოქმედების პროდუქტი, სადაც პროზა და პოეზია ერთმანეთს ენაცვლებიან). არაბულ-მუსულმანურ კულტურაში მუსიკალური მხარე ძირითადად სიმღერითაა წარმოდგენილი. რელიგიურ-საკულტო თვითმყოფადობის ძიებაში, თავისი, განსაკუთრებით ქრისტიანობისაგან განსხვავებულობის სურვილით, ისლამმა კულტის სფეროში არ დაუშვა ინსტრუმენტალური მუსიკა. თვით წინასწარმეტყველმა დაადგინა აზენი _ ლოცვისაკენ მოწოდება შესრულებული ადამიანის მაღალი ჰარმონიული ხმით. მოგვიანებით მანვე უანდერძა _ ყურანის კითხვის შელამაზება ტკბილი ხმით, რამაც საფუძველი დაუდო _ ტაჯვიდას _ ყურანის მელოდიურ რეციტაციას.

მუსულმანურ-რელიგიური ტრადიცია ანვითარებდა მუსიკის სხვა სახეებსაც. რამადანის (მარხვის) თვეში ღამღამობით სრულდებოდა სპეციფიკური მელოდია _ ფაზაიზისტი, ხოლო წინასწარმეტყველის

დაბადების დღისათვის (მავლედი) ჰიმნები და სიმღერები მისი დაბადებისა და ცხოვრების შესახებ. მუსიკის თანხლებით ეწყობოდა წმინდანებისადმი მიძღვნილი დღესასწაულები. საერო მუსიკალური ხელოვნება, ასევე, მეტწილად ვოკალური ხასიათისაა და მჭიდრო კავშირში იყო პოეზიასთან. მაგრამ აქ შეიძლებოდა ინსტრუმენტალური მუსიკის გამოყენება. შუასაუკუნეებში ფართოდ გავრცელდა ოთხ და ხუთსიმიანი საკრავები _ ალუ-რაბაბები და კამანები, ფლეიტები და დუდუკები. დასარტყამი ინსტრუმენტებიდან მაღალ მუსიკაში მთავარი იყო ტამბურინი, დაირები კი გავრცელებულია საზოგადოების ყველა ფენაში. ყანწები და საყვირები (ფანფარები), დოლებთან, ლიტავრებთან და ციმბალებთან ერთად ქმნიდნენ სამხედრო ორკესტრს,მათ ასევე მნიშვნელოვან როლს ანიჭებდნენ საჯარო პროცესიებსა და ცერემონიებში.

ცოდნის კულტი არაბულ-მუსულმანურ ცივილიზაციაში. მისი აყვავების პერიოდში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და განმასხვავებელი თავისებურება იყო ფილოსოფიის, მეცნიერებისა და განათლების მაღალი დონე. ამას გარკვეულწილად ხელი შეუწყო ცოდნის იმ მაღალმა შეფასებამ, რომელიც მოცემულია ყურანში და წმინდა გადმოცემებში. ყურანში ხშირად არის ხაზგასმული სამყაროს მოწყობის კანონზომიერი ხასიათი. ეს კი არის მეცნიერულ-შემოქმედებითი მოღვაწეობის პირველი და ძირითადი წინაპირობა. ყურანში მრავლადაა ლექსები, რომლებიც უბიძგებენ ადამიანს დაფიქრდნენ ბუნებრივი ობიექტების რაობაზე, რადგან მათში ჩანს შემოქმედის მიზანი, მოწმობენ მისი სიბრძნისა და სიკეთის შესახებ. ყურანი, ისევე, როგორც ბიბლია, ადამიანს აცხადებს ღმერთის წარმომადგენლად დედამიწაზე, რომელიც მოწოდებულია არა მხოლოდ შეისწავლოს სამყარო,

136

Page 137:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

არამედ კიდეც გარდაქმნას ის. წინასწარმეტყველმა ცოდნისაკენ სწრაფვა, სიბრძნის მიღწევა მუსულმანის (კაცის და ქალის) ვალდებულებად დასახა, ის საუბრობს სწავლაზე, როგორც უსასრულო პროცესზე, რომელიც გრძელდება აკვნიდან სამარემდე და მოითხოვს ადამიანისაგან სიბრძნის ძიებას, თუნდაც შორეულ ჩინეთში.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ არაბულ-მუსულმანური ცივილიზაციის კლასიკურ პერიოდში შეინიშნება ცოდნის კულტი. ითვლებოდა, რომ ცოდნა სჭირდება სულს, როგორც საკვები და სხეულს, როგორც წყალი. ცოდნას ხშირად სიცოცხლესთან აიგივებენ. მიაჩნდათ, თუ სამი დღის განმავლობაში გული არ ღებულობს ახალ ცოდნას ის იწყებს სიკვდილს. ცოდნის წყალობით ადამიანი ეზიარება უკვდავებას, რადგან ,,ცოდნა და წიგნი” - ბრძენის მარადიული მემკვიდრეობაა.

ცოდნის კულტი განაპირობებს წიგნისადმი მოკრძალებულ დამოკიდებულებას, რაც ასევე ვრცელდებოდა თვით არაბულ ანბანზე, წერის მასალასა და საშუალებებზე, ასევე მწერლის პროფესიაზე. როდესაც დაიწყეს ქაღალდის წარმოება (საიდუმლოება გადაიღეს ჩინელებისაგან VIIIს.)

აქტიურად დაიწყო განვითარება წიგნის მრეწველობამ, საბიბლიოთეკო მოღვაწეობამ. XI-XIIIსს-ში მთელი მუსულმანური სამყარო დაიფარა უამრავი რაოდენობისა და ნაირსახეობის (სასახლის, პირადი, საჯარო) ბიბლიოთეკებით. ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ბიბლიოთეკა, რომელიც ასი ათას წიგნს შეიცავდა. (შედარებისათვის ავღნიშნოთ, რომ განთქმული სორბონის ბიბლიოთეკა 1340 წლისთვის ითვლიდა 1720 გამოცემას). მე-X-ე საუკუნის დასასრულს ქაიროს ფატიმიდების ბიბლიოთეკა ითვლიდა 600000-ზე მეტ გამოცემას. კლასიკური ისლამის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ე.წ. ,,მთარგმნელობითმა მოძრაობამ”, რომელიც დაიწყო VIIIს-ში და შემდეგ საუკუნეებში თანდათანობით გააქტიურდა. არაბულ ენაზე გადაითარგმნა ანტიკური, ირანული, ინდური ფილოსოფიისა და მეცნიერების უამრავი ნაწარმოებები. არაბებმა დიდი ინტერესი გამოავლინეს ბერძნულ-ელინისტური ფილოსოფიური და მეცნიერული აზრისადმი. ბერძნულიდან (პირველ ხანებში სირიული და სპარსულიდან) გადაითარგმნა პლატონი და არისტოტელე, გალენისა და ჰიპოკრატეს სამედიცინო შრომები, ევკლიდესა და პტოლომეს მათემატიკური და ასტრონომიული ნაწარმოებები აგრეთვე, შრომები მექანიკის, ქიმიის, ბოტანიკის, ფარმაკოლოგიის, ზოოლოგიის, ასტრონომიის სფეროში.

მთარგმნელობითი მოღვაწეობის შედეგად მუსულმანური სამყარო ეზიარა ბერძნულ-ელინისტური ფილოსოფიისა და მეცნიერების ტრადიციებს. არისტოტელიზმის საფუძველზე ანვითარებდნენ თავიანთ ფილოსოფიურ მოძღვრებებს ალ-ფარაბი (გარდ. 950წ.), იბნ-სინა (ლათ.ავიცენა, გარდ. 1037 წ.), იბნ-კუშუ (ლათ.ავერეოსი, გარდ. 1198 წ.). მუსულმანური თარგმანებისა და

137

Page 138:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

კომენტარების მეშვეობით ხელახლა გახდა პოპულარული ამ დროისათვის ევროპაში უკვე მივიწყებული არისტოტელე და პლატონი. ამ გარემოებამ, გარკვეულწილად ბიძგი მისცა დასავლეთევროპული ფილოსოფიის შემდგომ განვითარებას.

მნიშვნელოვანია არაბულ-მუსულმანური კულტურის წვლილი მეცნიერული შემეცნების განვითარებაში. მათემატიკაში მათ შემოიღეს ათციფრიანი პოზიციური ნუმერაცია, რაც შემდეგ ითვლება არაბულად (თუმცა შესაძლებელია იყოს ინდური წარმომავლობის), მან შეცვალა დიდზომიანი ციფრ-ასოების ბერძნულ-რომაული სისტემა, და შეიძლება ამით ფართო გზა მისცა მათემატიკის განვითარებას. მათემატიკაში, გარდა ამისა, მუსულმანური მეცნიერების დამსახურებაა ათწილადების სისტემა, კვადრატული და კუბური ფესვების ამოღების მეთოდი. მუსულმანმა მეცნიერებმა შექმნეს სფერული და სიბრტყული ტრიგონომეტრია. უნდა აღინიშნოს მათი მიღწევები ასტრონომიის, ოპტიკის, მედიცინისა და ბუნებათმეცნიერებების სხვა სფეროებში.

რეზიუმე

კულტურის ცნება ცენტრალურია ინტერდიციპლინარული მეცნიერების _ კულტუროლოგიისათვის და გაიგივებულია ადამიანის ხელით შექმნილთან. რელიგია, თავისი ასაკით, ალბათ არც კი ჩამორჩება ადამიანის ასაკს. ე.ი. ადამიანი აკავშირებს ერთმანეთთან კულტურასა და რელიგიას. ამ კავშირის გამოვლენა ფორმითაც და შინაარსითაც ძალზე მრავალფეროვანი და მრავალგანზომილებიანია. ამ კუთხით არის გაანალიზებული ცნობილი ისტორიული კულტურებისა და მათი ეპოქების რელიგიური სპეციფიურობის ურთიერთკავშირი და ურთიერთგანპირობებულობა. უამრავი საინტერესო მაგალითებია მოყვანილი მათი ერთმანეთზე ზემოქმედებისა და ამ ზემოქმედების შედეგებისა. როგორ ინარჩუნებდა მკაცრ პროპორციებს ბერძნული ქალაქ-პოლისები და ძველი პოლითეისტური რელიგია, ან მათი მემკვიდრე, რომაელთა მონოთეიზმი და იმპერიული ამბიციები. ნაშრომში შესული ინფორმაცია ერთნაირად საინტერესოა მკითხველთა ფართო აუდიტორიისათვის, ყველასათვის ვისაც აინტერესებს მსოფლიო და სამამულო კულტურისა და რელიგიის საკითხები, მათი დინამიური კავშირის ჩათვლით, რაც ავტორებს დალაგებული აქვთ ლოგიკური თანმიმდევრობით და მისაღებ თეორიულ დონეზე.

ბიბლიოგრაფია

1. ს. ტოკარევი, რელიგია მსოფლიო ხალხთა ისტორიაში, 1964, რუს.

138

Page 139:  · Web viewზალდასტანიშვილი თინათინ რელიგია და კულტურა შინაარსი

2. ა. ტეილორი, პირველყოფილი კულტურა, 1939, რუს.

3. ს. ტეილორი, რელიგიის პირველყოფილი ფორმები, 1963, რუს.

4. ზ. კოსიდოვსკი, როცა მზე იყო ღმერით, 1968, რუს.

5. ძველი აღმოსავლეთის ისტორია, 1984.

6. ნ. ნიკოლსკი, ძველი ბაბილონი, 1913, რუს.

7. ნ. ფლიშნერი, შუამდინარეთის კულტურა და ხელოვნება, 1958, რუს.

8. ი. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. I.

9. პ. ჯაფარიძე, ქართული ეკლესიის ისტორია, თბ. 1988.

10. პ. გუსევი, ქრისტიანობა, ზნეობის საფუძველი, 1894.

11. ვ. წიქვაძე, ისლამი, თბ. 1977.

12. ნ. პაპუაშვილი, რელიგიის ისტორია, თბ. 1977.

13. ე. ნადირაძე, რელიგიის ისტორია, თბ. 1977.

14. ჰეგელი, რელიგიის ფილოსოფია, 1975, რუს.

15. ი. კანტი, რელიგია მხოლოდ რწმენის საზღვრებში, 1983.

16. ს. ფრანკი, რელიგია და მეცნიერება, 1953.

139