საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საზღვაო აკადემიაში სასწავლო პროცესის ხარისხის გასაუმჯობესებლად ჩატარდა აკადემიური პერსონალთა გამოკითხვები.
კვლევაში მიიღო მონაწილეობა 23 თანამშრომელმა, რაც აკადემიური პერსონალის 28 % შეადგენს.
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მოხდა გამოკითხვის შედეგების სტატისტიკური დამუშავება.
გამოკითხულთა კმაყოფილების მაჩვენებელი თითოეულ კომპონენტზე აისახება ქულებით: 1-დან 5-მდე და საბოლო შეფასება გამოისახება
%-ში.
შეფასების მახასიათებელი განაწილდა შემდეგნაირად :
სრულიად ვეთანხმები - 5 ქულა;
ვეთანხმები - 4 ქულა;
ნაწილობრივად ვეთანხმები- 3 ქულა;
არ ვეთანხმები - 2 ქულა;
აბსოლუტურად არ ვეთანხმები - 1 ქულა;
მიჭირს პასუხი - 0 ქულა;
„კომენტარებში „ მოყვანილია მხოლოდ ყველაზე აქტუალური შენიშვნები;
პერსონალის მიერ დაფიქსირებულ კომენტარებში სტილი დაცულია.
№ კომენტარები/ წინადადებები
1 მისასალმებელია ის, რომ ბოლო წლებში აკადემიის აკადემიურ პერსონალს შემოგვემატა ახალგაზრდა კადრები.
2 კარგი იქნებოდა, ყველას რომ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდეთ დაკისრებული მოვალეობებისადმი!
3 სასურველია აკადემიურ და მოწვეულ პერსონალშ იყოს უფრო მეტი დარგის სპეციალისტი.
4 ნაკლებია კოლექტიური აქტიობები და ღონისძიებები
5 პროფესორ-მასწავლებლებს და კამანდირებს მინდა ვთხოვო კურსანტების ლექციებიდან გაგდებისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ.
6 პროფესიონალი კადრებით გამოირჩევა
7 საჭიროა მეტი უცხო ენების მცოდნე კადრები
№ კომენტარები/ წინადადებები
1 რეგულარულად გამოიკრას ელექტრონულ ტაბლოზე აუცილებელი და საინტერესო ინფორმაცია
2 ვისაც ევალება ინფორმაციის მოწოდება, უფრო მობილიზებულნი უნდა იყვნენ და თავისთვის არ "ინახავდნენ" ამ ინფორმაციას
3 აკადემიური და მოწვეული პერსონალი უნდა იყოს უფრო აქტიური.
4 პერსონალის გადამზადება და ინფორმაციის გაზიარებისთვის მოტივაციის წახალისება
5 უნდა მოხდეს თანამედროვე კომუნიკაციების გამოყენება უფრო მოქნილად
№ კომენტარები/ წინადადებები
1 კომპიუტერული კლასების განახლება თანამედროვე კომპიუტერებით. თითოეულ კომპიუტერულ კლასში უნდა გაზარდოს კომპიუტერების რაოდენობა მინიმუმ 25 კომპიუტერამდე
2 ყველა კაბინეტი იყოს აღჭურვილი პროექტორით, რომ ლექტორებს არ გვიხდებოდეს კაბინეტების გაცვლა
3 სასურველია მოწესრიგდეს ინტერნეტ კომუნიკაციებიი
4 შეზღუდულია ბეჭდვით ტექნიკაზე (სკანირება, ქსეროკოპირება და სხვ.) წვდომა, საჭიროა თავისუფალი წვდომის უზრუნველყოფა
5 თითქმის არაა პროექტორების პულტები...
6 კარგი იქნებოდა, რომ კომპიუტერული ლაბოტრარტორია განახლდება ახალი კომპიუტერული ტექნიკითა და თითოეულ აუდიტორიაში იქნებოდა 25 კომპიუტერი.
7 აუდიტორიებში დაფების ხარისხის მდგომარეობა არის გამოსასწორებელი.
8 კაფეტერია კარგი იქნებოდა და ვორქშოპების სივრცე
9
№ კომენტარები/ წინადადებები
1 მისასალმებელია მისი ასეთი მტკიცე შემართება და მეგობრულად ვურჩევ, არ შეჩერდეს, ასე გააგრძელოს და არ დაიღალოს!!!
2 აკადემიური პერსონალის წახალისება კოლეგიალურ ღონისძიებებში აქტიურად ჩასართავად, კომუნიკაციის ახალი ფორმატების დანერგვა
3 სწორი კურსით მიდიხართ და დაბრკოლებების მიუხედავად გთხოვთ არ გადაუხვიოთ დასახული მიზნებიდან
4 ყოველი პერსონალი თავის საქმეს უნდა აკეთებდეს
5 უპასუხიმგებლო ადამიანების მიმართ მკაცრი ზომების გატარებას
№ კომენტარები/ წინადადებები
1 აკადემია ვითარდება დინამიურად, იზრდება როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლები.
2 პირობების შექმნა სააუდიტორიო მუშაობის გარდა სამუშაო ადგილზე მეტი დროის გასატარებლად
3 ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საზღვაო აკადემია იყოს მაღალ მოთხოვნადი სასწავლებელი.
4 მეტი საერთაშორისო გავცლითი პროგრამები და ურთიერთობები აკადემიური სტაფისათვის
5 უფრო მეტ მხარდაჭერას სახელმწიფოსგან
№ კომენტარები/ წინადადებები
1 გავამკაცროთ საზღვაო აკადემიაში სწავლის მსურველ აბიტურიენტთა მიმართ მოთხოვნა (გამოცდა მათემატიკაში - განსაკუთრებით საზღვაო სპეციალობაზე სწავლის მსურველთათვის)
2 პრაქტიკის განვითარება
3 აკადემიური პერსონალის მეტი ჩართულობა, პრაქტიკის უკეთ ორგანიზება, მეტი სასწწავლო ლიტერატურა.
4 უცხოელი დარგობრივი ექსპერტების ჩართულობის გაზრდა, სასწავლო პროცესების მონიტორინგისა და შედეგების ანალიზის რეალური გამოყენება
5 ვისურვებდი, რომ ჯგუფში 20 სტუდენტზე მეტი არ იყოს.
6 დროებით, ანუ 1 და 2 თვით მოსული "მოწვეული მასწავლებლების" მოწვევისგან მაქსიმალურად თავის შეკავებას და მუდმივმოქმედ ლექტორებზე დაყრდნობით სწავლის წარმოება გაცილებით ნაყოფიერს გახდის სწავლების შედეგებს. თუ რატომ მომართეთ პირადში...
7 სამუშაო შეხვედრების ტრენინგების ორგანიზება და დაფინანსება
8 კარგი იქნება, თუ საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, მაპროფილებელ სასწავლო კურსებში ცოდნის დონის ასამაღლებლად, პრაქტიკული მეცადინეობების გარკვეული რაოდენობის საათების ჩატარება მოხდეს უშუალოდ საზღვაო აკადემიის კუთვნილ გემზე.
9 უფრო მეტს მივაღწევთ თუკი თითოეული აკადემიის თანამშრომელი მაქსიმალურად იზრუნებს აკადემიური დონის კიდევ უფრო ამაღლებაზე და ორიენტირებული იქნებიან ბაზრის მოთხოვნებზე
10 სკოლებში სწავლის დონე უნდა ამაღლდეს
№ კომენტარები/ წინადადებები
1 სტუდენტებისგარკვეული ნაწილი სწავლობს კარგად,შეფასების სისტემა ეფექტურია, საჭიროა პროფესორ მასწავლებელთა საქმიანობის გაუმჯობესება სტუდენტების გააქტიურების მიზნითმიმართულებით
2 უზრუნველყოფილი უნდა იყოს სტუდენტთა მეტი ცართულობა აკადემიის საქმიანობაში და უნდა დაიგეგმოს მეტი სამეცნიერო და საგანმანათლებლო აქტივობა სტუდენტთათვის. ასევე უნდა განხორციელდეს სტუდენტთა მაქსიმალური ინფორმირება.
3 საჭიროა სტუდენტთა მოტივაციის ამაღლების სისტემური მექანზმის შემუშავება
4 ვისურვებდი, რომ სტუდენტები მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ მასალის ათვისებას. მეტს მუშაობდნენ საკუთარ თავთან. (პასუხისმგებლობაში 5-ის ნაცვლად 3 უნდა დამეწერა)
5 უფრო მეტი ჩართვა სტუდენტების საერთო საქმეში. დაინტერესება და დასაქმება
6 მეტი მუშაოობა საჭირო სტუდენტების და აკადემიური პერსონალის მოტივაციის ამაღლების მიზნით
7 სტუდენტებმა უფრო მეტად უნდა გამოიმუშაონ დამოუკიდებლად კვლევისა და ცოდნის შეძენის უნარი