16
გგგგგგ გგგგგგ აა.აააააააა ააააააააა №41 აააააა-ააააააააააა აააააა აააააა 10-ა აააააა აააააააა: აააააა აააააააა

გრიგოლ ფერაძე

Embed Size (px)

DESCRIPTION

სასწავლო პროექტი "ქართველი შინდლერები"

Citation preview

Page 1: გრიგოლ ფერაძე

გრიგოლ ფერაძე

ან.რაზმაძის სახელობის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის 10-გ კლასის მოსწავლე:

მარიამ ანდრიაძე

Page 2: გრიგოლ ფერაძე

გრიგოლ ფერაძე დაიბადა 1899 წლის 31 აგვისტოს სოფ. ბაკურციხეში (გურჯაანი, საქართველო). მან სასულიერო განათლება საქართველოში მიიღო, ხოლო 1921 წლიდან სწავლას ბერლინის უნივერსიტეტში აგრძელებს, ეუფლება თეოლოგიას, აღმოსავლურ ენებსა და ფილოსოფიას. მიიღო ფილოსოფიის დოქტორის წოდება, მოკლე ხანში 12-ზე მეტი ენა შეისწავლა, მათ შორის ძველებრაული, ძველბერძნული, ძველსომხური, არაბული, ლათინური.

Page 3: გრიგოლ ფერაძე

საქართველოს იძულებით გასაბჭოების შემდეგ გრიგოლ ფერაძეს სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებაც არ შეეძლო. ის სამეცნიერო და სასულიერო მოღვაწეობას ჯერ ინგლისში, შემდეგ კი პოლონეთში აგრძელებს.

 

Page 4: გრიგოლ ფერაძე

მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა გერმანიამ თითქმის მთელი ევროპა დაიპყრო, ნაცისტები ხალხს

სასტიკად ექცეოდნენ, აწამებდნენ, ხოცავდნენ, განსაკუთრებით კი ებრაელებს დევნიდნენ.

Page 5: გრიგოლ ფერაძე

გრიგოლ ფერაძე, რომელიც იმხანად ვარშავაში მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის დირექტორად მუშაობდა, ხშირად იფარებდა გერმანელთაგან დევნილ ადამიანებს, თავშესაფარსა და საზრდოს უნაწილებდა

Page 6: გრიგოლ ფერაძე

ყურადსაღებია ერთი ფაქტი: ერთხელ გრიგოლ ფერაძე ქუჩაში შეესწრო, თუ როგორ უმოწყალოდ სცემდა გერმანელი ნაცისტი მოხუც ებრაელ ქალს. აღშფოთებული გრიგოლი წვდა გერმანელს და ასე მიმართა მას: “ვინ მოგცა მოხუცი ქალის ცემის უფლება, ამით იცავთ გერმანიის ძლიერებას, ასეთი კულტურით აპირებთ მსოფლიოს დაპყრობას?!”

Page 7: გრიგოლ ფერაძე

ამ ინციდენტის შემდეგ მისით გესტაპო დაინტერესდა და 1942 წლის მაისის დასაწყისში ის დააპატიმრეს კიდეც. გრიგოლ ფერაძეს ბრალად ედებოდა ნაცისტებისგან დევნილი ებრაელების დახმარება და პოლონელ იატაკქვეშელებთან თანამშრომლობა.

Page 8: გრიგოლ ფერაძე

დაპატიმრებისთანავე დალუქეს მისი ბინა, ხოლო პოლიციელებმა ჩხრეკისას ბიბლიოთეკაში, წიგნების უკან ინგლისური ვალუტა აღმოაჩინეს. გესტაპოს მტკიცებით, ის ებრაელთა დახმარების ფონდს ეკუთვნოდა და ფერაძის წინააღმდეგ უტყუარ ნივთმტკიცებას წარმოადგენდა.

Page 9: გრიგოლ ფერაძე

როგორც მასთან ერთად მყოფი პატიმრები იგონებენ, გრიგოლ ფერაძესთან ერთად ოსვენციმის ბანაკში ერთი მრავალშვილიანი

ებრაელი ყოფილა, რომელსაც ფაშისტებმა გაზის კამერაში გაგუდვა გადაუწყვიტეს. მამა გრიგოლს შებრალებია ეს კაცი, მისი სასჯელითვითონ აუღია თავზე და მის მაგივრად შესულა გაზის კამერაში.

Page 10: გრიგოლ ფერაძე

ოსვენციმის ბანაკის ადმინისტრაციის მიერ გაცემულ ოფიციალური ცნობით, გრიგოლ ფერაძე გარდაიცვალა

ბანაკში 1942 წლის 6 დეკემბერს.

Page 11: გრიგოლ ფერაძე

1994 წელს პოლონეთ-ისრაელის მეგობრობის საზოგადოებამ ვარშავის მიტროპოლიას წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია: „გთხოვთ თქვენს ლოცვებში მოიხსენოთ ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორის გრიგოლ ფერაძის დიდებული სული, რომელიც ნაცისტებმა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში მოკლეს ებრაული ოჯახების შეფარებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენისათვის“.

Page 12: გრიგოლ ფერაძე

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1995 წელს 19 სექტემბერს გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე გრიგოლ ფერაძე წმინდანად შერაცხა. პოლონელი მეცნიერი და ღვთისმსახური ჰენრიკ პაპროცკი ამ კრებას ესწრებოდა და გრიგოლის კანონიზაციისას ბავშვივით ტიროდა.

Page 13: გრიგოლ ფერაძე

კავშირი ”წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის საზოგადოება” დაფუძნდა მისი უწმინდესობის საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით,

ფერაძეების საინიციატივო ჯგუფის მიერ. საზოგადოების საპატიო თავმჯდომარეობაზე თანხმობა განაცხადა

ილია II-მ, რომელიც ამავდროულად არის პოლონეთში 1998 წ. დაარსებული გრიგოლ ფერაძის სასულიერო საძმოს საპატიო

თავმჯდომარეც. 

Page 14: გრიგოლ ფერაძე

თბილისში არსებული წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი, რომელიც საქართველოს

რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 14 ივნისის დადგენილების საფუძველზე გაიხსნა.

Page 15: გრიგოლ ფერაძე

თქვენ წინაშეა წმიდა გრიგოლ ფერაძის გენიალური სიტყვები:

Page 16: გრიგოლ ფერაძე

მადლობას გიხდით ყურადღებისათვის!