15
დროის ფასი ჭ. ამირეჯიბი

დროის ფასი

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: დროის ფასი

დროის ფასი

ჭ. ამირეჯიბი

Page 2: დროის ფასი

ციყვი ალიონზე ადგა. ათასი საქმე ჰქონდა. ხელ-პირი დაიბანა

და მუშაობას შეუდგა.

Page 3: დროის ფასი

ამ დროს ჭრიჭინაც ესტუმრა.

Page 4: დროის ფასი

ციყვმა საქმეს თავი დაანება, სტუმარი შინ მიიპატიჟა და

საუზმე მიართვა.

Page 5: დროის ფასი

ჭრიჭინამ პირი არაფერს დააკარა, სამაგიეროდ ჭრიჭინს მოჰყვა.

ციყვს ათასი საქმე ჰქონდა, მაგრამ იჯდა და თავაზიანად უსმენდა.

შუადღე გადავიდა, მოსაღამოვდა კიდეც, ჭრიჭინა კი ჭრიჭინებდა და

ჭრიჭინებდა.ციყვი საქმეს მოსცდა, მთელი დღე უქმად დაკარგა.

Page 6: დროის ფასი

ამ დროს კარზე პატარა თაგვმა მოაკაკუნა.

Page 7: დროის ფასი

სიმწრის ცრემლი სდიოდა.

ჩემო ციყუნია, კბილის ტკივილმა შემიკლა,საჭმლის საშოვნელად ვეღარ წავსულვარ. თუ შეგიძლია,ერთი თხილი მასესხე და რომ მოვკეთდები, დაგიბრუნებ.

Page 8: დროის ფასი

გაიქცა ციყვი, თაგვს თხილი გამოუტანა და გვირილაც მისცა,

ამის ნახარში პირში გამოივლე, კბილის ტკივილს შველისო.

ჰაიტ, შე მათხოვარო, შენა! ციყვს ოფლი დაუღვრია, ეგ თხილი რამსიშორიდან მოუტანია და ახლა შენ უნდა შეჭამო?

Page 9: დროის ფასი

თაგვმა მიუგო:

მე მათხოვარი არა ვარ,ჭრიჭინავ,შენ კი ნამდვილი ყაჩაღი ხარ!მე ერთი თხილი ვესესხე და დავუბრუნებ კიდეც,შენ კი ციყუნიას მთელი დღე წაართვი.აბა,წართმეული დროის დაბრუნება სინჯე! გინდა ნაშრომი წაგირთმევია,გინდა საქმისაგან მოგიცდენია,შე ყბედო,შე ყაჩაღო,შენა!

Page 10: დროის ფასი

ჭრიჭინა ყბედობას რას მოიშლიდა? დღესაც კარდაკარ დადის,

ჭრიჭინებს და ჭრიჭინებს.

Page 11: დროის ფასი

სიტყვათა სალარო:

• ალიონზე - დილაადრიან

• უქმად დაკარგა - ტყუილად დაკარგა

• მოვკეთდები - გამოვჯანმრთელდები

• სინჯე - სცადე

• ყბედი - იტყვიან ადამიანზე, ვინც ბევრს ლაპარაკობს.

Page 12: დროის ფასი

სტუმართმოყვარე ზრდილობიანი

თავაზიანი მშრომელი სამართლიანი მშრომელი

უსაქმურიყბედი

უზრდელი დაუფიქრებელი

ბრაზიანი თამამი

Page 13: დროის ფასი

საშინაო დავალება:

• გაახმოვანეთ ზღაპარი ;

• კითხვებზე პასუხი ჩაწერეთ რვეულში.

Page 14: დროის ფასი

• რატომ ჰქვია ამ ზღაპარს ,,დროის ფასი“ ?

• რისი თქმა სურს ჩვენთვის მწერალს?

Page 15: დროის ფასი

გისურვებთ წარმატებებს