17
ქართული ენის გრამატიკის პროგრამა-V კლასი ქართული,როგორც მეორე ენა გრამატიკის მოდული გაკვეთილი №1 თემა: მეტყველების ნაწილები ქართულ ენაში მეტყველების ათი ნაწილია, მათგან ექვსი სრულმნიშვნელოვანია, ხოლო ოთხი - დამხმარე. სრულმნიშვნელოვანთაგან ხუთი ფორმაცვალებადი სიტყვაა, ამდენივე-ფორმაუცვლელი. სრულმნიშვნელოვანი არის მეტყველების ნაწილი,რომელსაც კითხვა დაესმის და ცალკე მდგომი რაიმენაირ აზრს გამოხატავს. დამხმარე არის მეტყველების ნაწილი,რომელსაც კითხვა არ დაესმის და ცალკე მდგომი აზრს არ გამოხატავს; ფორმაცვალებადია სიტყვა,რომელიც ან იბრუნვის ან იუღლება; ფორმაუცვლელი სიტყვა არც იბრუნვის,არც იუღლება. ქართულ ენაში მხოლოდ ერთი მეტყველების ნაწილია,რომელიც სრულმნიშვნელოვანია,მაგრამ ფორმაუცვლელი,ანუ კითხვა დაესმის , ცალკე მდგომის აზრს გამოხატავს,მაგრამ არც იბრუნვის, არც იუღლება. მეტყველების ამ ნაწილს ზმნიზედა ჰქვია! სახელის ფორმის შვიდნაირად ცვლას ბრუნება ჰქვია; იბრუნვის: არსებითი სახელი,ნაცვალსახელი,რიცხვითი სახელი,ზედსართავი სახელი; მეტყველების ნაწილთაგან მხოლოდ ზმნა იუღლება! დამხმარე მეტყველების ნაწილები: კავშირი,თანდებული,შორისდებული და ნაწილაკი არც იბრუნვის,არც იუღლება; დააკვირდით შევსებულ ცხრილს და დაიმახსოვრეთ! მეტყველების ნაწილები სრულმნიშვნელოვანი დამხმარე ფორმაცვალებადი ფორმაუცვლელი 1 არსებითი სახელი X X 2 ნაცვალსახელი X X 3 რიცხვითი სახელი X X 4 ზედსართავი სახელი X X 5 ზმნა X X 6 ზმნიზედა X X 7 კავშირი X X 8 თანდებული X X 9 შორისდებული X X 10 ნაწილაკი X X

გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)

  • Upload
    -98-

  • View
    120

  • Download
    4

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)

ქართული ენის გრამატიკის პროგრამა-V კლასი

ქართული,როგორც მეორე ენა

გრამატიკის მოდული

გაკვეთილი №1

თემა: მეტყველების ნაწილები

ქართულ ენაში მეტყველების ათი ნაწილია, მათგან ექვსი სრულმნიშვნელოვანია, ხოლო ოთხი -

დამხმარე.

სრულმნიშვნელოვანთაგან ხუთი ფორმაცვალებადი სიტყვაა, ამდენივე-ფორმაუცვლელი.

სრულმნიშვნელოვანი არის მეტყველების ნაწილი,რომელსაც კითხვა დაესმის და ცალკე მდგომი

რაიმენაირ აზრს გამოხატავს.

დამხმარე არის მეტყველების ნაწილი,რომელსაც კითხვა არ დაესმის და ცალკე მდგომი აზრს არ

გამოხატავს;

ფორმაცვალებადია სიტყვა,რომელიც ან იბრუნვის ან იუღლება;

ფორმაუცვლელი სიტყვა არც იბრუნვის,არც იუღლება.

ქართულ ენაში მხოლოდ ერთი მეტყველების ნაწილია,რომელიც სრულმნიშვნელოვანია,მაგრამ

ფორმაუცვლელი,ანუ კითხვა დაესმის , ცალკე მდგომის აზრს გამოხატავს,მაგრამ არც იბრუნვის,

არც იუღლება. მეტყველების ამ ნაწილს ზმნიზედა ჰქვია!

სახელის ფორმის შვიდნაირად ცვლას ბრუნება ჰქვია; იბრუნვის: არსებითი

სახელი,ნაცვალსახელი,რიცხვითი სახელი,ზედსართავი სახელი;

მეტყველების ნაწილთაგან მხოლოდ ზმნა იუღლება!

დამხმარე მეტყველების ნაწილები: კავშირი,თანდებული,შორისდებული და ნაწილაკი არც

იბრუნვის,არც იუღლება;

დააკვირდით შევსებულ ცხრილს და დაიმახსოვრეთ!

№ მეტყველების

ნაწილები

სრულმნიშვნელოვანი დამხმარე ფორმაცვალებადი ფორმაუცვლელი

1 ააააააა არსებითი სახელი X X

2 ნაცვალსახელი X X

3 რიცხვითი სახელი X X

4 ზედსართავი სახელი X X

5 ზმნა X X

6 ზმნიზედა X X

7 კავშირი X X

8 თანდებული X X

9 შორისდებული X X

10 ნაწილაკი X X

Page 2: გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)

სრულმნიშვნელოვანი

მეტყველების ნაწილები კ კითხვები მაგალითები

ააააააა არსებითი სახელი ვინ? რა? მოსწავლე; ბედნიერება;

ნაცვალსახელი ვინ? რა? ვისი? რისი? მე,შენ,ის,ჩვენ თქვენ,ისინი,ჩემი შენი, მისი,

ჩვენი თქვენი მათი

რიცხვითი სახელი რამდენი? მერამდენე? მერამდენედი? ხუთი,მეხუთე,მეხუთედი

ზედსართავი სახელი როგორი? რანაირი? როდინდელი? სადაური? მაღალი,ჭკვიანი,გუშინდელი,თბილისელი;

ზმნა რას ვშვრები? რას ვაკეთებ? რა გამიკეთებია? რას ვიზამ? ვხატავ,დამიხატავს,დავხატავ

ზმნიზედა სად? როდის? როგორ? რატომ? რისთვის? გარეთ, დღეს, კარგად, იმიტომ, იმისთვის.

დამხმარე

მაგალითები კითხვები

კავშირი მაგრამ, რომ, თუ....

კით

ხვა არ

დაესმი

თანდებული ვით, თან, მაგიერ...

შორისდებული უჰ, ვაი, უი...

ნაწილაკი ღაც, ც...

ფორმაცვალებადი ფორმაუცვლელი

იბრუნვის? იუღლება?

არც

იბ

რუ

ნვის,

არც

იუ

ღლ

ება

ააააააა არსებითი სახელი X ზმნიზედა

ნაცვალსახელი X კავშირი

რიცხვითი სახელი X თანდებული

ზედსართავი სახელი X შორისდებული

ზმნა X ნაწილაკი

Page 3: გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)

ქართული,როგორც მეორე ენა

გრამატიკის მოდული

გაკვეთილი №2

თემა: არსებითი სახელები და მისი გარჩევის კატეგორიები

თემის სწავლების ხანგძლივობა 15 აკადემიური საათი

წინარე ცოდნა: იხ. გაკვეთილი №1 (თემა:მეტყველების ნაწილები)

ცხრილი №1

თემა: არსებითი სახელები და მისი გარჩევის კატეგორიები (ნაწილი I)

(სწავლბის ხანგძლივობა- სამი აკადემიური საათი)

№ საკითხი განმარტება ნიმუში

I გ

აკვე

თი

ლი

კითხვა „ვინ“? ან „რა“? ვინ?-ბავშვი/ რა?-

ძაღლი

მეტყველების

ნაწილი

(დასახელება და

დახასიათება)

არსებითი სახელი,

ფორმაცვალებადია,იმიტომ,რომ იბრუნვის და

სრულმნიშვნელოვანია იმიტომ,რომ კითხვა

დაესმის და ცალკე მდგომი გარკვეულ აზრს

გამოხატავს.

„ვინ“ ჯგუფისაა თუ

„რა“ ჯგუფის?

„ვინ“ ჯგუფს განეკუთვნება მხოლოდ ადამიანის

აღმნიშვნელი სახელი;

მოსწავლე,

მღვდელი,ექიმი

„რა“ ჯგუფს განეკუთვნება ადამიანის

აღმნიშვნელი სახელების გარდა ყველა

დანარჩენი;

კატა, ხე, მანქანა

სულიერია,თუ

უსულო?

სულიერია საგანი,რომელსაც საკუთარი ძალით

გადაადგილება შეუძლია;

ადამიანი, დათვი

უსულოა საგანი , რომელსაც საკუთარი ძალით

გადაადგილება არ შეუძლია;

ხე, ბურთი

II გ

აკვე

თი

ლი

კონკრეტულია თუ

აბსტრაქტული?

საგანს,რომელსაც ვხედავთ ან

ვეხებით,კონკრეტული სახელი ჰქვია;

სახლი, შვილი

საგანს,რომელსაც ვერ ვხედავთ ან ვერ ვეხებით,

მაგრამ ვგრძობთ ან განვიცდით აბსტრაქტული

სახელი ჰქვია;

სიყვარული,

ბედნიერება... ციური

სხეულები, პლანეტები

III

გაკ

ვეთ

ილ

საკუთარია თუ

საზოგადო?

რაიმე საგნის სახელი ან სახელწოდება

საკუთარია;

ნინო, თბილისი,

საქართველო,მტკვარი,

„მზიური“

ყველა დანარჩენი-საზოგადო;

გოგო, ქალაქი, ქვეყანა,

მდინარე,

ანსამბლი/ბაღი

Page 4: გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)

ცხრილი №2

თემა: არსებითი სახელები და მისი გარჩევის კატეგორიები (ნაწილი 2)

(სწავლების ხანგძლივობა- ოთხი აკადემიური საათი)

№ საკითხი განმარტება ნიმუში

I გ

აკვე

თი

ლი

ნივთიერებათა

სახელია?

კრებითია?

გეოგრაფიულია?

ნივთიერებათა სახელებია,რომელთა აღმნიშვნელ

საგანს ცალობით არ ვითვლით, მხოლოდ ვწონით

ან ვზომავთ

ბრინჯი,

ლობიო,წიწიბურა

კრებითია ერთი სახეობის საგანთა ჯგუფის

გამომხატველი სიტყვა

ჯოგი, ფარა,

ნახირი,ხალხი,

ბრბო, მრევლი...

ტოპონიმები ანუ გეოგრაფიული სახელებია

ტერიტორიების აღმნიშვნელი სიტყვები

ქუთაისი, ვარძია...

II გ

აკვე

თი

ლი

ბრუნვა,ბრუნვის

ნიშნები

ბრუნვები ბრუნვის ნიშნები

1 სახელობითი -ი ლომ-ი

2 მოთხრობითი -მა (მ) ლომ-მა

3 მიცემითი -ს ლომ-ს

4 ნათესაობითი -ის (სი) ლომ-ის

5 მოქმედებითი -ით (თი) ლომ-ით

6 ვითარებითი -ად (დ) ლომ-ად

7 წოდებითი -ო (ვ) ლომ-ო!

წოდებით ბრუნვაში დასმულ სახელს მიმართვა ჰქვია!

III

გაკ

ვეთ

ილ

თანდებულიანია

თუ

უთანდებულო?

ბრუნვები თანდებულები

1 სახელობითი “ვით”-თანხმოვანფუძიან

სახელებთან

სახლ-ი-ვით

2 მოთხრობითი უთანდებულო

3 მიცემითი “-ვით”, “-თან”, „ზე”,

“-ში”, შორის”, “-შუა”

ბუ-ს-ა-ვით

4 ნათესაობითი -თვის, -გან, -კენ, -

თანავე, -ებრ,-მიერ, -

გამო, -გარდა, -მიმართ,-

შესახებ

შვილ-ის-თვის

5 მოქმედებითი -ურთ, -გან, -დან, -იდან მშობლ-ებ-ით-ურთ

6 ვითარებითი -მდე, -მდის სკოლა-მდე

7 წოდებითი უთანდებულო

მოთხრობითი და წოდებითი უთანდებულო ბრუნვებია!

IV გ

აკვე

თი

ლი

შესწავლილი

მასალის

განმტკიცება

აქტივობები:

1. ჯგუფური მუშაობა სახელთა ბრუნების

თემაზე მიცემული დავალებებით;

2. დაფასთან მუშაობა ინდივიდუალურად;

სტრატეგიები: ცხრილებში ბრუნების

განთავსების უნარების განსავითარებლად

კორნელის გრაფის გამოყენება;

Page 5: გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)

ცხრილი №3 (ა)

თემა: არსებითი სახელები და მისი გარჩევის კატეგორიები (ნაწილი 2)

(სწავლბის ხანგძლივობა- სამი აკადემიური საათი)

№ საკითხი განმარტება ნიმუში

I

გაკ

ვეთ

ილ

ი ფუძე (დაასახელეთ ფუძე!)

უპასუხეთ კითხვას:როგორ

ვიპოვოთ სახელის ფუძე?

სახელის ფუძე რომ ვიპოვოთ, სიტყვა

უნდა ჩავსვათ მოთხრობით ბრუნვაში

და ჩამოვაშოროთ ბრუნვის ნიშანი „მა“

ან „მ“ და რაც დარჩება,ის არის ფუძე.

II გ

აკვე

თი

ლი

ფუძე (დავახასიათოთ ფუძე!)

ხმოვანფუძიანია თუ

თანხმოვანფუძიანია?

თუ ფუძე ხმოვანზე მთავრდება, სახელი

ხმოვანფუძიანია;

ხე (-მ)

ბუ (-მ)

რკო (-მ)

მამა (-მ)

თუ ფუძე თანხმოვანზე მთავრდება,

სახელი თანხმოვანფუძიანია;

გული (გულ-მა)

ფოთოლი

(ფოთოლ-მა)

III

გაკ

ვეთ

ილ

თუ ხმოვანფუძიანია,

კვეცადია,უკვეცელია თუ

კუმშვად-კვცადია?

სიტყვა კვეცადია,თუ კარგავს

ბოლოკიდურ ხმოვანს ორ ბრუნვაში :

ნათესაობითსა და მოქმედებითში;

რძე

სიტყვა უკვეცელია,თუ არ კარგავს

ბოლოკიდურ ხმოვანს ორ ბრუნვაში :

ნათესაობითსა და მოქმედებითში;

ხბო

სიტყვა კუმშვად-კვეცადია,თუ კარგავს

ბოლოკიდურ და ფუძისეულ ხმოვნებს

სამ ბრუნვაში : ნათესაობითში,

მოქმედებითსა და ვითარებითში;

ქარხანა

თუ თანხმოვანფუძიანია,

კუმშვადია,თუ უკუმშველია?

სიტყვა კუმშვადია,თუ კარგავს

ფუძისეულ ხმოვანს სამ ბრუნვაში :

ნათესაობითში, მოქმედებითსა და

ვითარებითში;

ატამ-ი

სიტყვა უკუმშველია , თუ არ კარგავს

ფუძისეულ ხმოვანს სამ ბრუნვაში :

ნათესაობითში, მოქმედებითსა და

ვითარებითში;

თოფ-ი

IV გ

აკვე

თი

ლი

რიცხვი მხოლობითია თუ

მრავლობითი?

მხოლობით რიცხვშია სახელი,თუ ერთ

საგანს აღნიშნავს;

მოსწავლე

მრავლობით რიცხვშია სახელი, თუ

ერთზე მეტ საგანს აღნიშნავს;

მოსწავლე-ებ-ი

Page 6: გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)

სახელთა ბრუნების შედარების ცხრილი №3 (ბ)

№ ბრუნვები I II III IV V

1 სახელობითი ხე ბრბო პეპელა ლერწამ-ი ბავშვ-ი

2 მოთხრობითი ხე-მ ბრბო-მ პეპელა-მ ლერწამ-მა ბავშვ-მა

3 მიცემითი ხე-ს ბრბო-ს პეპელა-ს ლერწამ-ს ბავშვ-ს

4 ნათესაობითი ხ-ის ბრბო-სი პეპლ-ის ლერწმ-ის ბავშვ-ის

5 მოქმედებითი ხ-ით ბრბო-თი პეპლ-ით ლერწმ-ით ბავშვ-ით

6 ვითარებითი ხე-დ ბრბო-დ პეპლ-ად ლერწმ-ად ბავშვ-ად

7 წოდებითი ხე-ვ! ბრბო-ვ! პეპელა-ვ! ლერწამ-ო! ბავშვ-ო!

სახელთა ბრუნების შედარების საანალიზო ცხრილი №3 (გ)

დავალება! სვეტებში ჩამოწერეთ სახასიათო ნიშნები პირველი ცხრილის გამოყენებით და იმსჯელეთ სხვაობის

მიზეზებზე!

I II III IV V

კვეცადი უკვეცელი კუმშვად-კვეცადი კუმშვადი უკუმშველი

დავალება! დააკვირდით ბრუნებისა და შედარების ცხრილებს , იმსჯელეთ,რა წესი შეიძლება გამომდინარეობდეს

თითოეულ შემთხვევაზე და სახელის ქვემოთ გამოყოფილ ცარიელ უჯრებში ჩაწერეთ წესები!

Page 7: გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)

შესწავლილი მასალის შეჯამების ცხრილი №4

1. თუ სახელი ხმოვანფუძიანია:

კვეცადია

უკვეცელია კუმშვად-კვეცადია

წესე

ბი

მახასიათებლები:

1. ხმოვანფუძიანია;

მახასიათებლები:

1. ხმოვანფუძიანია;

მახასიათებლები:

1. ხმოვანფუძიანია;

2. კარგავს

ბოლოკიდურ

ხმოვანს;

2. ინარჩუნებს

ბოლოკიდურ

ხმოვანს ბრუნვისას;

2. კარგავს როგორც

ფუძისეულ,ისე

ბოლოკიდურ

ხმოვნებს;

3. ხმოვანს კარგავს

ორ ბრუნვაში:

ნათესაობითსა

და

მოქმედებითში;

3.არ კარგავს

ხმოვანს კვეცის

ბრუნვებში

:ნათესაობითსა და

მოქმედებითში;

3. ხმოვნებს კარგავს სამ

ბრუნვაში:

ნათესაობითში,

მოქმედებითსა და

ვითარებითში;

მ ა

გ ა

ლ ი

თ ე

ბ ი

დედა

მამა

კატა

ძმა

და

ხე

რძე

დღე

სარკე

დაფა

მაგიდა

მთა

მზე

ბუ

რკო

ხბო

რტო

შტო

ბრბო

რუ

კუ

პეპელა

ფანჯარა

ბეგარა

ქარხანა

მოყვარე

ტომარა

წიფელა

სიმწარე

მხარე

Page 8: გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)

შესწავლილი მასალის შეჯამების ცხრილი №5

2. თუ სახელი თანხმოვანფუძიანია

კუმშვადია

უკუმშველი

წესე

ბი

მახასიათებლები:

1. თანხმოვანფუძიანია;

მახასიათებლები:

1. თანხმოვანფუძიანი

ა;

2. კარგავს ფუძიესულ ხმოვანს;

2. არ კარგავს

ფუძისეულ

ხმოვანს;

3. ხმოვანს კარგავს სამ ბრუნვაში:

ნათესაობითში, მოქმედებითსა და

ვითარებითში;

3. ინარჩუნებს

ხმოვანს კუმშვის

სამ ბრუნვაში :

ნათესაობითში,

მოქმედებითსა და

ვითარებითში;

მ ა

გ ა

ლ ი

თ ე

ბ ი

ატამი

ფორთოხალი

მსხალი

ბალი

ჭერამი

გარგარი

ჭარხალი

ლეწამი

აკვანი

ნექტარი

კედელი

ნამცხვარი

სახლი

ვაშლი

მერხი

სკამი

ტორტი

უნაგირი

ცხენი

დათვი

ლომი

Page 9: გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)

გამონაკლისების ცხრილი

ზოგიერთი კუმშვადი სახელი კარგავს ფუძისეულ ხმოვან “ო”-ს და მას ენაცვლება “ვ”,მაგ:

ნიორი,

ნივრ-

ის,

ნიგოზი,

ნიგვზ-ის,

მაწონი,

მაწვნ-ის,

იორი

ივრ-ის

ზოგიერთი კუმშვადი სახელი კი კარგავს “ო” ხმოვანს, მაგ:

ფოთოლი,

ფოთოლ-

ის,

კოკორი,

კოკორ-ის,

გოდორი,

გოდორ-

ის,

ჩოჩორი,

ჩოჩორ-ის,

ობოლი,

ობოლ-

ის,

დიღომი

დიღომ-

ის

სიტყვები: კარი,ქარი,დარი,ღვარი,ფერი,ბერი-ცალკე არ იკუმშება,

მაგრამ ნაერთ სიტყვებში თუ არის გამოყენებული,იკუმშება:

ჭიშკარი

ჭიშკარი

ცისკარი,

ცისკარი,

ნიავქარი,

ნიავქარი,

ავდარი,

ავდარი,

ნიაღვარი,

ნიაღვარი,

დედაბერ

ი...

დედაბერ

ი...

Page 10: გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)

ქართული,როგორც მეორე ენა

გრამატიკის მოდული

გაკვეთილი №3

თემა: რიცხვითი სახელი (6 აკად.სთ)

რიცხვითი სახელი არის ფორმაცვალებადი,სრულმნიშვნელოვანი სიტყვა,რომელიც უპასუხებს კითხვებს:

რამდენი? მერამდენე ? და მერამდენედი? რიცხვითი სახელის ჯგუფებია :რაოდენობითი,რიგობითი და

წილობითი.

რიცხვითი სახელი

ჯგუფები და კითხვები:

რაოდენობითი-რამდენი? რიგობითი-მერამდენე? წილობითი-მერამდენედი?

მაგალითები მაწარმოებებითურთ

ერთ-ი ორ-ი

თერთმეტ-ი ოცდაერთ-ი

პირველ-ი მე-ორ-ე

მე-თერთმეტ-ე ოცდა-მე-ერთ-ე

მე-ერთ-ედ-ი მე-ორ-ედ-ი

მე-თერთმეტ-ედ-ი ოცდა-მე-ერთ-ედ-ი

ბრუნება:

სახ. ორ-ი მე-ორ-ე მეორ-ედ-ი

მოთხრ. ორ-მა მე-ორ-ე-მ მეორ-ედ-მა

მიც. ორ-ს მე-ორ-ე-ს მეორ-ედ-ს

ნათ. ორ-ის მე-ორ-ის მეორ-ედ-ის

მოქმ. ორ-ით მე-ორ-ე-თი მეორ-ედ-ით

ვით. ორ-ად მე-ორ-ე-დ მეორ-ედ-ად

წოდ. ორ-ო მე-ორ-ე-ვ მეორ-ედ-ო

გამონაკლისი რიცხვითი სახელების ბრუნება:

სახ. ერთ-ი პირველ-ი მე-ერთ-ედ-ი

მოთხრ. ერთ-მა პირველ-მა მე-ერთ-ედ-მა

მიც. ერთ-ს პირველ-ს მე-ერთ-ედ-ს

ნათ. ერთ-ის პირველ-ის მე-ერთ-ედ-ის

მოქმ. ერთ-ით პირველ-ით მე-ერთ-ედ-ით

ვით. ერთ-ად პირველ-ად მე-ერთ-ედ-ად

წოდ. ერთ-ო პირველ-ო მე-ერთ-ედ-ო

გამონაკლისების ბრუნება: შენიშვნა: მხოლოდ ორი რიცხვითი სახელი-„რვა“ და „ცხრა“ იკვეცება!

სახ. რვა, ცხრა მე-რვ-ე , მე-ცხრ-ე მე-რვ-ედ-ი, მე-ცხრ-ედ-ი

მოთხ

რ.

რვა-მ, ცხრა-მ მე-რვ-ე-მ , მე-ცხრ-ე-მ მე-რვ-ედ-მა ,მე-ცხრ-ედ-მა

მიც. რვა-ს, ცხრა-ს მე-რვ-ე-ს , მე-ცხრ-ე-ს მე-რვ-ედ- ს , მე-ცხრ-ედ-ს

ნათ. რვ-ის, ცხრის- მე-რვ-ე- სი , მე-ცხრ-ე-სი მე-რვ-ედ- ის ,მე-ცხრ-ედ-ის

მოქმ. რვა-ით, ცხრ-ით მე-რვ-ე- , მე-ცხრ-ე-თი მე-რვ-ედ- ით ,მე-ცხრ-ედ-ით

ვით. რვა-დ, ცხრა-დ მე-რვ-ე- , მე-ცხრ-ე-დ მე-რვ-ედ-ად ,მე-ცხრ-ედ-ად

წოდ. რვა-ვ, ცხრა-ვ მე-რვ-ე- , მე-ცხრ-ე-ვ მე-რვ-ედ-ო ,მე-ცხრ-ედ-ო

Page 11: გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)

ქართული,როგორც მეორე ენა

გრამატიკის მოდული

გაკვეთილი №4

თემა: ზედსართავი სახელი (5 აკად.სთ)

ზედსართავი სახელი არის სრულმნიშვნელოვანი, ფორმაცვალებადი მეტყველების

ნაწილი, რომელიც საგანს ახასიათებს რაიმე ნიშნის მიხედვით; მისი კითხვებია: როგორი?

რანაირი? როდინდელი? სადაური? რომელი?

ზედსართავი სახელი არის სრულმნიშვნელოვანი, ფორმაცვალებადი მეტყველების

ნაწილი, რომელიც ახასიათებს საგანს რაიმე ნიშან-თვისების მიხედვით. მისი კითხვებია :

რომელი? როგორი? რანაირი? როდინდელი? სადაური?

ზედსართავი სახელი შინაარსის მიხედვით არის ვითარებითი (ანუ პირველადი,მაგ.

„კარგი,მახინჯი“...) და მიმართებითი (ანუ წარმოქმნილი, მაგ „გულადი,ქუდიანი“...)

არსე

ბი

თი

სახ

ელებ

ისგ

ან მ

იღ

ებუ

ლი

ზედ

სარ

თავ

ი ს

ახელ

ები

მიმართებითი ზედსართავი სახელების მაწარმოებლები:

მაწარმოებლები: ზედსართავი სახელები

იან ცოლიანი, ჩოხიანი, ქუდიანი

-იელ/-იერ ხორციელი, გემრიელი,

ღონიერი,ნიჭიერი

-ოსან მანდილოსანი,

ფრიადოსანი,ცხენოსანი

-ოვან გულოვანი,ერთფეროვანი,

კლდოვანი

უ-ო უშვილო,უეკლო, უნიათო,

უთვისტომო

უ-ურ/ ულ უწიგნური, უგემური/

უფერული,უხერხული

-ელ ქალაქელი, ინგლისელი

ურ/ულ ქალაქური/იმერული

-ით შემთხვევითი,კითხვითი,ბრძანებითი

-ად გულადი,პურადი,დრეკადი

-ით-ად ძირითადი, გულითადი

Page 12: გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)

ზედსართავი სახელის ხარისხის ფორმებია:

დადებითი (თეთრი), ოდნაობითი (მო-თეთრ-ო) უფროობითი (უ-თეთრ-ეს-ი)

დაიმახსოვრეთ!

1. ზოგიერთ ზედსართავ სახელს მხოლოდ ხარისხის ორი ფორმა აქვს:

ცუდი----უარესი

2. ხოლო ზოგს:

კარგი------უ-კეთ-ეს-ი---სა-უ-კეთ-ეს-ო

3. ზოგი კი საერთოდ ვერ აწარმოებს ხარისხის ფორმებს:

ჩუმი, ნელი, ანკარა, სველი, კოჭლი...

ზედსართავი სახელის გარჩევის კატეგორიები:

1.კითხვა;

2.მეტყველების ნაწილი;

3.ჯგუფი შინაარსის მიხედვით;

4.ხარისხის ფორმა და მაწარმოებლები;

5.დაშლა მორფემებად.

შეასწორეთ შეცდომები:

1.ლუკას ყოველთვის უმფროს ძმის იმედი ქონდა;

2.ჩემა შორეულ ნათესაბმა გარეულ ბატის ფიტული მაჩუქა;

3.ლევანი ავალიანი ოცნებობდა მაღალ მწვერვალების დაპყრობაზე;

4.მონადირეებს უყვართ იდუმალი ამბავთა მოყოლა;

5.გუშინ საღამოს კახურ ღვინოთი დათვრნენ;

6.დ.კლდიაშვილმა თავის მოთხრობებში იმერელ აზნაურების გაჭირვებული

ცხოვრება აღწერა;

7.აკაკი გვეტაძე ღიღინით კრავდა თეთრ ვარდების თაიგულს;

8.იმ დროს თბილისში ყველაზე მაღალი შენობად სასტუმრო “ივერია”

ითვლებოდა;

9.ჩვენ ბოლომდე კარგი ამხანაგებათ დავრჩით;

10.ინგლისელ ახალგაზდები ტაშს უკრავდნენ ცეცხლოვანს ქართულს

ცეკვებს.

Page 13: გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)

დავალება:

1.შეასწორეთ შეცდომები!

2. აბრუნეთ ზედსართავი სახელები არსებითთან და რიცხვით

სახელთან ერთად !

3. გაარჩიეთ ზედსართავი სახელები კატეგორიების მიხედვით !

4. მოიფიქრეთ ზედსართავი სახელები, მიუწერეთ

ანტონიმები,ხარისხის სხვა ფორმებიც !

5. დაშალეთ ზედსართავი სახელები მორფემებად !

----------------------------------------------------------------------------

ქართული,როგორც მეორე ენა

გრამატიკის მოდული

გაკვეთილი №5

თემა: ნაცვალსახელი (5 აკად.სთ)

ნაცვალსახელი არის ფორმაცვალებადი, სრულმნიშვნელოვანი

მეტყველების ნაწილი,რომელიც გამოიყენება სახელების ნაცვლად

და ტავტოლოგიის (სიტყვათა ხშირი გამეორების) ასარიდებლად,

დაესმის იმ მეტყველების ნაწილის კითხვები,რომელსაც ცვლის.

ნაცვალსახელის ჯგუფებია:

კუთვნილებითი, ჩვენებითი, კითხვით-კუთვნილებითი, პირის, უარყოფითი,

ურთიერთობითი, განსაზღვრებითი, განუსაზღვრელობითი, კითხვითი,

მიმართებითი.

ნაწილაკდართული ნაცვალსახელის ბრუნება:

ბრუნვები: ნაცვალსახელი:

სახელობითი იგივე ერთიდაიგივე

მოთხრობითი იმავემ ერთმადაიმავემ

მიცემითი იმავეს ერთსადაიმავეს

ნათესაობითი იმავესი ერთიდაიმავესი

მოქმედებითი იმავეთი ერთიდაიმავეთი

ვითარებითი იმავედ ერთიდაიმავედ

წოდებითი --------------- ----------------------

Page 14: გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)

მართლწერა:

სწორეა:რაები, თითოეული ჩვენგანი, ყოველი თქვენგანი, ვიღაცები, რაღაცები!

სავარჯიშო :

1.რა არის,რეებს ლაპარაკობ?

2.ვინები მოვიდნენ?

3.პასუხისმგებლობას ყოველი ჩვენთაგანი უნდა გრძნობდეს.

4.ვიღაცეები მოვიდნენ და შენ გკითხულობენ;

5.ერთიდაიგივე მოსწავლემ ერთიდაიმავე შეცდომა დაუშვა;

6.მათ წარმატებამ ჩვენ ყველას დიდი სიხარული მოგვიტანა;

7.იგივეს რატომ მამეორებინებ?

8.დღეს ამდენი ბავშვები რატომ არ მოვიდნენ?

9.ისეთ რაღაცეებს მეუბნები,რომ დაჯერება არ შემიძლია;

10.მაშინ წამოვედი,მათმა ამ თემაზე ლაპარაკი რომ დაიწყეს;

11.ეს რომ თქვა,მასწავლებელმა ჩემსკენ გამოიხედა;

12.ბიძაჩემი განთქმული იყო მთელ ქალაქში მისი სიკეთით;

13.შენსგან ამას არ ველოდი;

14.რომ მიმოვიხედე , ჩემ გვერდით აღარავინ აღარ იდგა;

15.დღეს ყველა ჩვენგანს მიუხარია სკოლაში. -------------------------------------------------------------

ქართული,როგორც მეორე ენა

გრამატიკის მოდული

გაკვეთილი №6

თემა: ზმნიზედა (6 აკად.სთ)

ზმნიზედა არის სრულმნიშვნელოვანი,მაგრამ ფორმაუცვლელი

მეტყველების ნაწილი,რომელიც განსაზღვრავს ზმნით გამოხატულ

მოქმედებად დროსა და სივრცეში და გვიჩვენებს,თუ რა ვითარებაში,

რამდენჯერ,რა მიზეზითა თუ მიზნით სრულდება მოქმედება.

ზმნიზედა ქართულში მოქმედებითი და ვითარებითი ბრუნვის

ფორმით გადმოიცემა.

ზმნიზედის გარჩევის კატეგორიებია:

1. კითხვა;

2. მეტყველების ნაწილები;

3. ჯგუფი (ადგილის, დროის, ვითარების, მიზეზის,მიზნის.

4. ერთფუძიანია თუ კომპოზიტია?

5. რომელი ბრუნვის ფორმით არის ნაწარმოები? (მოქმედებითით თუ ვითარებითით?)

--------------------------------------------------------------

Page 15: გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)

ქართული,როგორც მეორე ენა

გრამატიკის მოდული

გაკვეთილი №7

თემა: ზმნა (10 აკად.სთ)

ზმნა არის ფორმაცვალებადი (იუღლება) და სრულმნიშვნელოვანი

მეტყველების ნაწილი,რომელიც აღნიშნავს საგნის მოქმედებას ან

მდგომარეობას.

მეხუთე კლასში შესასწავლი კატეგორიები:

1. კითხვები;

2. მეტყველების ნაწილი;

3. პირების შეწყობა; (პირთა რაოდენობა)

4. უღლება პირის ნაცვალსახელებთან ერთად სამივე დროში;

5. სუბიექტური და ობიექტური პირის ნიშნები;

6. ძირი;

7. რიცხვი;

8. დრო;

თავისებური ზმნები:

1. პირნაკლი ზმნები: ცივა, თბილა, გრილა, წვიმს, თოვს, ბნელა, გათენდა,

ირიჟრაჟა, ყინავს...

2. პირში მონაცვლე ზმნები: ვარ-გახლავარ; ხარ-ბრძანდები; არის-გახლავს;

ჭამა-მიირთვა; თქვა-ბრძანა; დაჯდა-დაბრძანდა; მოდი-მობრძანდი;

აიღეთ-ინებეთ; გინდა?-გნებავთ? ვჭამე-გეახელით; გეთყვი-მოგახსენებთ;

მოგცემ-მოგართმევთ; მომეცი-მიბოძეთ...

3. რიცხვში მონაცვლე ზმნები:

1.ჯდომა-სხდომა; ვზივარ-ვსხედვართ;

2.ვარდნა-ცვენა; ვარდება-ცვივა;

3.კვდომა-ხოცვა; მოკვდა-დაიხოცნენ;

4.გდება-ყრა; დააგდო-დაყარა;

5.მობმა-მოსხმა; მოიბა-მოისხა;

6.ტეხა-მტვრევა; გატყდა-დაიმტვრა;

7.აღება-აკრეფა; აიღე!-აკრიფე!

8.გაგდება-გარეკვა;

9.დაცემა-დასხმა; თავს დაეცა-თავს დაესხა;

Page 16: გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)

“ს” იწერება:

სდუმს, სთმობს, სტირის, სძალავს,

სცოდავს, სწყინს, სჯობს, სჩანს, სჭედს

“ჰ” გამოიყენება შემდეგი თანხმოვნების წინ:

ჰბაძავს, ჰფარავს, ჰპატიებს, ჰგავს, ჰქვია, ჰკითხა, ჰყავს, დავიმახსოვროთ!

თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების მიხედვით “ს” და

“ჰ” გარეშეც მართებულია ზმნების გამოყენება, ანუ შეცდომად აღარ მიიჩნევა!

ქართული,როგორც მეორე ენა

გრამატიკის მოდული

გაკვეთილი №8

თემა: მეტყველების დამხმარე ნაწილები (10 აკად.სთ)

კავშირი,თანდებული,ნაწილაკი,შორისდებული

თანდებულები

ბრუნვები: თანდებულები

სახელობითი „ვით“ თანხმოვანფუძიან სახელებთან

მოთხრობითი ---------------------

მიცემითი „ვით“, „თან“ , „ზე“, „ში“, შორის“, „შუა“

ნათესაობითი „თვის“, „გან“, „კენ“, თანავე“, „ებრ“, მიერ“, „გამო“, „გარდა“,

მიმართ“, „შესახებ“

მოქმედებითი „ურთ“, „გან“, „დან“, იდან“

ვითარებითი „მდე“, მდის“

წოდებითი ----------------------------------------

Page 17: გაკვეთილები (გრამატიკის მოდული)

ქართულის,როგორც მეორე ენის

დამხმარე სახელმძრვანელო

(გრამატიკის მოდული)

სსიპ ქალაქ თბილისის №98 საჯარო სკოლის

V „--------” კლასის მოსწავლე ----------------------------------

შემდგენელი : ქართულის,როგორც მეორე ენის საგნის მასწავლებელი მაია მაისურაძე

2015-2016 ს/წ