13

კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)

  • Upload
    -98-

  • View
    4.653

  • Download
    20

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)
Page 2: კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)
Page 3: კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)
Page 4: კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)

სქოლიო:

იუნკერი- მეფის რუსეთში: ადრე - დაბალი ჩინის სამხედრო პირი (რიგითი ან უნტერ-ოფიცერი) აზნაურთა წრიდან; შემდეგ - საშუალო სამხედრო სასწავლებლის მოსწავლე, რომელიც ოფიცრად ემზადებოდა.

Page 5: კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Page 6: კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)

1921 წლის 25 თებერვალი

Page 7: კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)

“დიდი იოსები”

სიუჟეტი: ეს ამბავი 1921 წლის 25 თებერვალს დაიწყო... თავისუფლების მოედანზე შეგროვილი ხალხი საბედისწერო “განაჩენს” ელოდა,მათ შორის იყო ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი მეკურტნე იოსებ ქველიძე. ტვირთის ზიდვისგან გადაქანცულსა და ძალაგამოლეულს ძალუმი სურვილი არ ასვენებდა-სადმე ღია დუქანი ენახა,რომ შიმშილი დაეოკებინა და “ერთი თხლაშო” არაყიც მიეყოლებინა. მოულოდნელად ვიღაც ქურქიანმა მამაკაცმა მეკურტნეს თავის სახლში გაყოლა სთხოვა ბარგის ჩალაგებაში მოსახმარებლად,ერთად მიუყვებოდნენ სოლოლაკისაკენ მიმავალ გზას,სახლს რომ მიუახლოვდნენ, იოსებმა უცნაური შფოთვა შენიშნა ოჯახის წევრებს, ჩქარობდნენ,თვალით აუწონელ ქონებას ჩემოდნებში ალაგებფნენ,ოჯახის პატარა წევრებს-კახასა და მათიკოს სათამაშოები გასჩენოდათ საზრუნავად,მათთან შელევა უწევდათ ბავშვებს... მეკურტნე ეხმარებოდა ოჯახს მანქანებში ნივთების ჩალაგებაში და ოჯახის წევრთა მეხსიერებაში დღედაღამ ქუჩის კუთხეში ატუზული მეკურტნე კეთილი და დარბაისელი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა. უკვირდათ “სულიერი სიმშვიდე ამ ლომივით მსხვილთავიანი,პანტასავით სახედამჭკნარი მოხუცის მზერიდან რომ იფრქვეოდა”, აკვირდებოდნენ “დიდი იოსების დინჯი დუმილით მეტყველ სახეს,გაურინდავ გრანიტსავით ცივსა და მოუხეშავს”.

Page 8: კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)

იოსების ქცევიდან ერთობ გასაოცარი კი ის იყო,რომ მდიდრული ნივთებისაკენ თვალი არ გაქცევია,იმდენად “უცნობი იყო მისთვის ყოველივე თვალბოროტება”-სიმდიდრე. ასე გაცხადდა იოსების სახე-ხასიათი:”ამქვეყნიური დიდების ამაო ბრწყინვალების გულცივად მჭვრეტელი”. არადა ოჯახს ცდუნების მომგვრელი თვალსატყუარი მრავლად მოეპოვებოდა,მაგრამ მეკურტნეს უბრალოებით გაშინაარსებულ ხედვას მხოლოდ ფოლადის კაცის სკულპტურა აკვირვებდა,მსგავსი რამ არასოდეს უნახავს. ორი მსუბუქი ავტომობილი და ერთიც საბარგო შეავსო “აუცილებელი ნივთების” გროვამ, ოჯახის უფროსმა საყვარელი ძაღლის- ბერბერას აღვირი იოსებს შეაჩეჩა და გაიხიზნენ ქალაქიდან...უცხო სახლი ოთხფეხა ახლად შეძენილ მეგობართან ერთად დატოვა მეკურტნემ,ძაღლს საბელი მოხსნა და გზას დაადგა,მაგრამ ბერბერას თავისი ძველი პატრონის სახლი არ ეთმობოდა,დაჰყვა იოსები მის ნებას და კვლავ დაბრუნდნენ ბინაში. მშიერი იყო,მაგრამ “მოეკრძალა ნაოხარის ჭამას” და ძაღლთან ერთად სასტუმრო ოთახში გავიდა. აკვიდებოდა ნაპატიები ცხოველის ფუმფულა ბეწვს და მის “ხსოვნაში ჩაიარა უჯიშო,ქეციან,გაბოროტებულ ძაღლების ლეგიონმა,რომელიც ათასობით ენახა მას რაჭასა და ქალაქში”. რაჭიდან სევდა და ტკივილი ფამოჰყოლოდა ძმისშვილების უგულობას გამოსწრებულ მოხუცს. ამ ფიქრებში ჩაძირულს ჩასძინებოდა,ეზმანა,ვითომ ფოთის ნავსადგურში შავი ქვის გემებს ტვირთავდა,როდესაც მისი გვარი დაიძახა კაპიტანმა,მეორე იოსებ ქველიძე გამოეპასუხა, ვერ აიტანა მოსახელე და მოგვარის ლანდად ადევნება გემის მტვირთავმა იოსებმა და გვერდით ამოუდგა სეხნიას,”თავისი ახმახი ბრგე ტანით დაჩრდილა იგი”, გემის კაპიტანმა კი კუტნის გადაგდება უბრძანა და თუთუნით სავსე გემი უბოძა.-სიზმარში გახარებულსა და ასეთ პატივნაცემს გამოეღვიძა მეკურტნეს,მიმოიხედა და ბერბერა ვერსად ნახა,მის საძებნელად გასულს დაცარიელებული, აწიოკებული ქალაქი შერჩა, არეულობით მოსარგებლე დამშეული ყაჩაღები საშოვარზე გამოსულიყვნენ, ამტვრევდნენ მაღაზიების მინებსა და კარებს...

Page 9: კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)

სკამზე მტირალი მოხუცი ქალი “ადგილის დედას მიაგავდა საქართველოსას,საკუთარი შვილების მიერ გაძარცვულსა და ყელგამოჭრილს”. ამგვარმა არეულობამ გულმართალი და პატიოსანი იოსების ცდუნებაც შეძლო,მიტოვებული და აოხრებული მაღაზიიდან დაჭმუჭნული ათასმანეთიანები “იჩქითად ჯიბეში ჩაიდო” და სადგურს მიაშურა. “შიში გართხმულიყო ქალაქზე,სიბნელე და მდუმარება დაუფლებოდა მიტოვებულ ქუჩებს”, იოსების გონებაში კი ახალმა ფიქრმა დაისადგურა-უპატრონო ბინა უნდა მიესაკუთრებინა. გულში კი იმედი ჩაესახა, გონებაში -ახალი ცხოვრების დაწყების გადაწყვეტილება:”ამ სატიალე კურტანს თავიდან მოიცილებდა, ბინას გააქირავებდა,მარტო ავეჯი რომ გაეყიდა,რამდენიმე წელს ესეც ეყოფოდა... უცნაურმა სიხარულმა აანთო მისი მიმქრალი სულის ოდნავ მბჟუტავი პატრუქი”, ბებერ მუხას რომ გაზაფხულზე მწვანე ყლორტები გამოუვა,”ასე აპირებდა უკანასკნელად აყვავებას დიდი იოსების მჭკნარი ცხოვრება”. ...მოაწესრიგა თავისი ახალი საცხოვრისი და შეუდგა გამოგაზაფხულებულ-გაკვირტებულ ცხოვრებას... მოირგო ჩოხა და სარკეში მამამისის მებატონე როსტომ წერეთლის ანარეკლიც კი შეიცნო, ”ამ ბატონურმა დარბაზებმა აზნაურულმა ჩოხა-ახალუხმა,მონადირე ძაღლმა,აუარებელი სიმდიდრის დაუფლებამ დიდი იოსები წამიერად გარდაქმნა,რადგან საგნები გაბატონდნენ მასზე.”

Page 10: კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)

დროის მონაბერი გაცხადდა:”თავადები გაგლეხდებიან და გლეხები გათავადდებიანო”, იოსებსაც ეწადა დამკვიდრება ბედნიერ საზოგადოებაში ღირსეულ წევრად, ითაკილა კიდევაც უცხო ქალის მოთხოვნა “ბარგის გადაზიდვაში მოგვეხმარეო,-” არ დაგვიანებია ქედმაღალი პასუხი,რომ მუშა აღარ არის და ამის გაცნობიერება სიამაყეს სძენდა ,ამ პასუხის შემდეგ ერთმა მაინც ხომ იცოდა,რომ მეკურტნე აღარ ყო იოსები,რომ ისეთივე ბედნიერი გახლდათ,როგორც სხვა ათასობით “თავაწეული მგზავრი” ქუჩასა და ქალაქში?!-ახდა მეკურტნეს სიზმარი,მაგრამ ჯერ კიდევ ორმაგ ცხოვრებას ეწეოდა ,რადგან ბევრის მეხსიერებაში შემორჩენილი დაძონძილი მეკურტნე დასაცინი გამხდარიყო ჩოხა-ახალუხში, “სადღა იყო მისი აუმღვრეველი ძილი და ტკბილი სიზმრები”, მოსვენებას არ აძლევდა იმაზე ფიქრი,რომ ახალი მთავრობა ბინას ჩამოართმევდა. გულმა ვეღარ დაიტია საიდუმლო და მთვრალმა გაანდო მეთორნე ქიტესას, რომელმაც არცთუ საამური მოსასმენი შეატყობინა,თითქოს ახალი მთავრობა შემოირიგებს ბათუმში გახიზნულებს და დააბრუნებსო ქალაქში-”ეს სიტყვები გესლივით ჩაენთქა გულში” და ღამითაც გადაექცა კოშმარულ ზმანებად: ფოლადის კაცი გაცოცხლებულიყო და მისკენ ხმალგაშიშვლებული მოემართებოდა შემზარავი ხრიალით და ფარ-ხმლის ჩხარუნით. მასში ბინის პატრონი შეიცნო,ევედრებოდა და უხსნიდა,რომ “ არასოდეს სხვისი ნაოფლარი არ მიუთვისებია,ხელსაყრელ მდგომარეობისგან წაქეზებულმა სხვისი ქონება გაფლანგა,მაგრამ ამაო იყო მისი ცრემლში ამოვლებული სინანული... ავარვარებულმა ხმალმა შუა გააპო დიდი იოსების თავის ქალა.”

Page 11: კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)

როგორც წინა სიზმარი,ესეც აუხდა საბრალო იოსებს: მეორე დღეს კომუნალური მეურნეობის აგენტმა აღწერა და ოქმით ჩაიბარა ნადავლი,ხოლო იოსები მეეზოვედ დააყენეს,საცხოვრებლად კი ნესტიან ოთახში გადასახლდა,სადაც მისი ბერბერა დაავადდა. ქალაქში ხმა გავარდა,დიდი იოსები გაგიჟდაო... მაისის მთვარიან ღამეს ერთი სტუდენტი გაეცნო იოსებს,რომელიც ცარიელ აუზს ჩაჰყურებდა ბერბერასთან ერთად. თავადაც ნასვამმა გივიმ ნაბახუსევი იოსები დუქანში მიიპატიჟა, საუბარი მთვარის პოეტურ სიმბოლიკაზე წამოიწყო და იოსებს არწმუნებდა,მთვარე რომელიღაც გარდაცვლილი ღმერთის ლეშიაო, ბებერა აუზში მთვარის ანარეკლს უყეფსო,,მთვარე ისე გაწითლდა თითქო სისხლში იყოს ნაბანი და ეს კი იმას მოასწავებს,რომ ქვეყანა მეექვსე მოქცევის ნიშნის ქვეშ იმყოფება,როგორც ნაწინასწარმეტყველებიაო”. სტუდენტმა უამბო,რომ 14 წლის და ჰყოლია მთვარეული,ღამით ნაწვიმარი წყლის კასრში გამოღვიძებული ჩამხრჩვალა, ამიტომ ადევნებია მთვარის მიმართ შიშნარევი და მითიური წარმოდგენები გივის, თუმცა იოსებიც ბავშვობაში მთვარეული ყოფილა. საინერესო პასაჟია სტუდენტის მსჯელობა სამყაროს შესახებ: ”ეს ქვეყანა სიზმარსა და ოცნებას უპყრია,და თუ ადამიანი ოცნებისაგან გამოერკვევა,მასაც ისეთივე დაღუპვა მოელის ,როგორც გამოფხიზლებულ მთვარეულს,მაშინ დადგება სწორედ დღე რისხვისა...ძმა ძმას არ დაინდობს და შვილი -მშობელს”.

Page 12: კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)

ნაწარმოების ბოლოს პერსონაჟად თავად ავტორი გვევლინენა,რომელიც უშუალო შემსწრე და მატიანეა დიდი იოსების ბედკრული ცხოვრების უკანასკნელი პერიოდისა. სწორედ მან განგვიმარტა მკითხველთ,რომ , როგორც გამოარკვია,გივი სულაც არ ყოფილა სტუდენტი, იგი “სახვაჭრობის“ საწყობის გამგე გახლდათ. ისიც შეუმჩნევია,რომ მუდამ მძიმე პორტფელით დატვირთული დადიოდა. სრულიად შემთხვევით კი გაირკვა,რომ ყალბი ფულის საჭრელი ამერიკული მანქანა ჰქონია და თავის უკანონო საქმიანობაში დიდი იოსებიც ჩაურთავს. ყოფილი მეკუტნე ახლა ყალბ ფულს ახურდავებდა ბაზარსა და სხვა ადგილებში... ეს ამბავი მალე გამჟღავნდა და ვითომ სტუდენტის ბინაც გაჩხრიკეს,მიაკვლიეს ფულის საბეჭდ მანქანას. დიდი იოსები კი ერთ დღეს ბერბერასთან ერთას ქუჩის გადაკვეთას აპირებდა, ცალფეხმტკივანი ძაღლი კინაღამ საბარგო ავტომობილმა გაიტანა,დიდი იოსები ბერბერას საშველად გაიჭრა,წაიქცა , მძღოლმა დამუხრუჭება ვეღარ შეძლო და ავტომობილის ქვეშ მოყვა “დიდი იოსების უზარმაზარი სხეული”. ნაწარმოებს მინაწერით ასრულებს ავტორი:” მივვარდი დიდი იოსების გათელილ ცხედარს,ყვითელი ჩემოდანი ხელში ავიღე და გავხსენი თუ არა,წამსვე მეცნაურა ბუსუსიანი ყალბი ბონების დასტა” (1926-29წწ.) ------------------------------------------------------------------------------------------------------------

Page 13: კონსტანტინე გამსახურდიას "დიდი იოსები" (შინაარსი კომენტირებით)

წერითი დავალებები: 1. გეგმა; 2. კითხვარი; 3. თემები: ა)განხილვა; ბ) იოსების სიზმრები; გ)იოსების დახასიათება-”ამქვეყნიური დიდების ამაო ბრწყინვალების გულცივად მჭვრეტელი”.

დ)“შიში გართხმულიყო ქალაქზე,სიბნელე და მდუმარება დაუფლებოდა მიტოვებულ ქუჩებს”

ზეპირი: ნაწარმოები თხრობით;