23

თედო რაზიკაშვილის "მონადირე"

  • Upload
    -98-

  • View
    1.503

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: თედო რაზიკაშვილის "მონადირე"
Page 2: თედო რაზიკაშვილის "მონადირე"

ნაწარმოების პერსონაჟი ნადირობით სახელგანთქმულიხევსური შიშიაა, რომელიც ნანადირევს სალოცავებს: ხახმატსადა გუდანისჯვარს სწირავს მადლობის ნიშნად და “ქრთამადაც”, რომ მომავალშიც მოუმართოს ხელი წმინდა სალოცავმა . შიშიასშეუპოვარი ბუნება და დაუცხრომელი ჟინი,დალაშქროს ყველამიუვალი ადგილი, იმგვარი გრძნობით აღწერა მთხრობელმა, რომ პერსონაჟის ემოცია თანაგრძნობასაც და მიუტევლობასაცერთდროულად იმსახურებს... ეხარბებოდა მთის ბუნებისშვილს ლაღი ჯიხვების თავისუფლებისა და თან უშიშარივაჟკაცის სახელის მოპოვება სწყუროდა. ამიტომაც შეჰყურებდაშურის თვალით ადამიანის ფეხის დაუდგმელ თვალშეუდგამსიმაღლეს მთისას,რომელსაც “არწივისმაღალი” შეარქვეს... “არწივისმაღალი” ჰქონდა გულში ჯავრად ჩაყოლილი. იმის წვერზე ჯერ კაცს ფეხი არ დაედგა. მხოლოდ შორიდანშესცქეროდნენ ხევსურები შურითა.

Page 3: თედო რაზიკაშვილის "მონადირე"

იმის წვერზე აუარებელიიარაღი და ზინათიეგულებოდათ, არწივებისაგანმიზიდული. იქაბუდობდნენ ეს მთის ამაყიშვილებიც და ბარტყებსაციქა ზრდიდნენგულმოსვენებულები, რომკაცი იქ ვერ მიუდგებოდა. აქ იყო იმათი სასხდომი დასალხინო ადგილი. იქიდანდასცქეროდნენ მთელსხევსურეთს და ხევ-გუდამაყარს და ირჩევდნენთავის საკბილო ლუკმასა.”

Page 4: თედო რაზიკაშვილის "მონადირე"

ყოველდღიურად უძნელდება ჩაკვლა მონადირული ჟინისა,შეჰყურებსარწივისმაღალს და ეძალება მისი დაპყრობის სურვილი, ვეღარ მოუთმინადაუდეგარმა გულმა და შეუყვა ლაღი ჯიხვების საცხოვრისს მონადირე:” შიშიას გულმა ფთხრიალი დაუწყო. შურით ჩასცქეროდა ჯიხვების ნავალს. გული უსივდებოდა, რომ ამდენი ნადირი აქ თავისუფლად დაიარებოდა;

“ უცნაურად ერწყმის ერთმანეთს შიშიას ფიქრებში ნადირობის სურვილი და შურიჯიხვების თავისუფალი ცხოვრების მიმართ,თავად დამონებული ბედ-იღბლისმსხვერპლ ადამიანს ბუნების შვილთა ლაღი ცხოვრების ეხარბება,ხდება მათ მიმართდაუნდობელი და უმოწყალო: ” ათასიც რომ ყოფილიყო, თუკი როგორმე შესძლებდა, სულ ერთიან გასწყვეტდა, გინდ ერთი ჯიხვის ტყავიც ძლივს წაეღო სახლში. საშინლად შურდა იმათი ასე უშიშრად სიარული. შურდა იმათი ლაღი ცხოვრება, იმათი თავისუფალი სიცოცხლე. თავის დაბეჩავებულ და დამონებულ ცხოვრებასთანიმათი ლაღი სიცოცხლე გულში სანატრელად მიაჩნდა. რადგან თვითონ ვერსადწაუვიდოდა ამ ცხოვრების სიდუხჭირეს, არც იმათი უნდოდა, რომ ცოცხლებიყოფილიყვნენ და თავისუფლები.”

Page 5: თედო რაზიკაშვილის "მონადირე"

საყურადღებო პასაჟიაგაპიროვნებისმხატვრული ხერხითასახული ბრძოლაბუნებისა დაადამიანისა, მონადირემ ფეხი რომშედგა თავისუფალიბუნების წიაღში, ეჩვენებოდა ,რომ”ქვიშა იმიტომმიცურავდაუფსკრულისაკენ, რომ შიშიაც თანჩაეტანა, ლოდებიიმიტომ იყოგადმოკიდებული, შიშია რომ ხელსმოჰხვევდამოგლეჯილიყო დაშიშიაც დაეტანა.”

ძლივს ებღაუჭებოდაკლდის ნაჭდევებსმონადირე და რაც უფროუახლოვდებოდამსხვერპლ,მით უფლოგულიანდებოდა,მაგრამამ შეუპოვრობის კვალიდაატყო უკარება კლდემ: ”ხელის ფრჩხილები სულგადააცვითესდამუხლისთავებიგადაეყვლიფა... კლდიდან რომჩავარდნილიყო, სულითდა ხორცითდაიკარგებოდასამუდამოდ.”

Page 6: თედო რაზიკაშვილის "მონადირე"

იხელთა დრო და იქუხა მონადირისთოფმა,სისხლდამდინარე ჯიხვიკლდეზე დაეფინა,დანარჩენებიმიმოიფანტნენ, ავტორმადამფრთხალი ჯიხვების ფიქრებიგაგვანდო.

“ჯიხვი თითქოს უსაყვედურებს: რას მერჩი, რას გიჭამ, რას გტაცებ? რისთვისმდევნი? შენც გეყოფა მზის შუქი და მეც. შენს გამოსადეგ მინდვრებს და ველებსხომ არ გეცილები? ვენახებს არ გიკვნეტ, ყანას არ გიძოვ, ნათესს არ გითელავ დანახნავს ფეხით არ გიზერქნი! ჩემმა წინაპრებმაც კარგად იცოდნენ რომ შენ, კაცო, რაც კი შენი გამოსადეგი და ხელსაყრელი იყო, სხვას არ დაანებებდი და არცარავის ჩაიზიარებდი. იმიტომაც აკი გაგშორდნენ და ისეთ მთას და კლდესშეეხიზნენ, სადაც შენ შიშით ფეხსაც ვერ მოსდგამ, თორემ გუთანსა და ბარს ხომვერ მიიტან. რას მერჩი? დამანებე თავი! ვიცოცხლო მეც ამ მწირს და ვაგლახმთაში.”

Page 7: თედო რაზიკაშვილის "მონადირე"

“საწყლებს ცის დაქცევა და “არწივისმაღლის” ჩამონგრევა ერჩივნათ ამხმის გაგონებას! გაქცევა ვეღარ მოახერხეს და ერთ წამს ღონემიხდილნი, დაჩაგრულნი, თავზარდაცემულნი გაშეშებულები იდგნენ. აღარიცოდნენ, რა ექნათ, საით გაქცეულიყვნენ. მაგრამ მალე ისევ გონსმოვიდნენ, ამოდენა ფარა დაიძრა და მოედო კლდეებს აღმა და დაღმა. ისმოდა ქვიშის ხრიალი და ქვების ჩახაჩუხი. რომელმაც საით მოასწრო, იქით გაიქცა. დედა-შვილები კი ერთმანეთს არა შორდებოდნენ: ან შვილიმისდევდა დედას, ან გულგახეთქილი დედა- შვილსა.” ვინ იცის, ფიქრობდა: “რას შვრები, შე უბედურო, შენ ჩემზე უარეს დღეში ხარჩავარდნილი, რო გესმოდესო”. მაგრამ შიშიას ჯიხვის მეტი არაადარდებდა რა. ჯიხვიც მიბრუნდა და ერთი თვალის დაფახვაში(დახამხამებაში) უფსკრულში გადაეშვა. “

Page 8: თედო რაზიკაშვილის "მონადირე"

იდგა მწვერვალს შეხიზნებული შიშია, რომელმაც სულ ახლახანსნანადირევიც დაკარგა და მისი სიცოცხლეც წამებს ითვლიდა... თავისუფალიჯიხვი არც მომაკვდავი დაემონა კაცს, გადაეშვა კლდიდან და დატოვადაუნდობელი ადამიანი გაწბულებული...

- ვაიმე, დავკარგე ჯიხვი! –დაიყვირა შიშიამ და გაიქცადასანახად, თუ სად დაეცემოდაჯიხვი. მაგრამ ჯიხვიუფსკრულმა შთანთქა. სადდაეცემოდა, როცა ძირსთვალჩაუწვდენელი ფრიალოსმეტი არა ჩანდა რა. ახლაღაიგრძნო შიშიამ, რა საფრთხეცმოელოდა.

მიიხედ-მოიხედა შიშიამ, ეძებდათავის დამხმარს ვისმე, მაგრამირგვლივ მარტო ფრინველებისგანდახრული ძვლები ეყარა, აქეთ-იქითფრიალო და თვალჩაუწვდომელიუფსკრული იყო. ასვლაშეიძლებოდა, მაგრამ ჩამოსვლაშეუძლებელი იყო.

შვიდ დღეს ქუხდა შიშიას თოფი,მერვე დღეს კი მიმწყდარა მისიდაუნდობელი ხმა... მთის შვილთა-სვავთა და არწივთა საჯიჯგნადგამხდარა სასტიკი ადამიანის სხეული, უკარება კლდემ შეისიხლხორცაკაცთა მოდგმისათვის ნიშნეული სისასტიკე,მკაცრი განაჩენი გამოუტანასახელის მოხვეჭისა და ბუნების ლაღ შვილთა მოშურნე ადამიანს...

Page 9: თედო რაზიკაშვილის "მონადირე"

დავალება: დავწეროთ ორი თემა-”მონადირის” შინაარსი გეგმის მიხედვითდა თავისუფალი თემა -ლაღი ბუნებისა და დაუნდობელი ადამიანის

ბრძოლა დასაბამიდან... --------------------------------------

თედო რაზიკაშვილის “მონადირე” გეგმა

1.შიშია-მორწმუნე მონადირე,სალოცავთა მსხვერპლშემწირველი; 2.არწივმაღალი-”ადამიანის ფეხისაგან შეულახველი ადგილი”, ხევსურთაშურისთვალი,მთის ამაყ შვილთა-არწივთა საბუდარი; 3.მოძალებული მონადირული ჟინი; 4.შიშიას შური ბუნების ლაღ და თავისუფალ შვილთა მიმართ; 5.ბუნებისა და კაცის ბრძოლა (” ქვიშა იმიტომ მიცურავდა უფსკრულისაკენ, რომ შიშიაც თან ჩაეტანა, ლოდები იმიტომ იყო გადმოკიდებული, შიშიარომ ხელს მოჰხვევდა მოგლეჯილიყო და შიშიაც დაეტანა.”) 6.ბუნების საყვედური ადამიანის მიმართ (დაიმოწმეთ ჯიხვთა ნაფიქრალი); 7.თოფის თავზარდამცემი ხმა; 8.შიშიას სხეულზე აღბეჭდილი კვალი შეუპოვრობისა; 9.ბუნების მკაცრი განაჩენი-მონადირის სულ-ხორცეული კვდომა (“სულითდა ხორცით დაიკარგებოდა სამუდამოდ.”)

Page 10: თედო რაზიკაშვილის "მონადირე"

VI კლასი , ღია გაკვეთილითემაზე „ბუნება და ადამიანი“

თედო რაზიკაშვილის მოთხრობის „მონადირის“ მიხედვით

კითხვარი პასუხებითურთ:

1. -რა ვიცით თედო რაზიკაშვილის ბიოგრაფიიდან?- თედო პავლეს ძე რაზიკაშვილი დაიბადა 1869 წელს

სოფელ ჩარგალში.გარდაიცვალა 1922 წლის 19 იანვარს. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის მწერალთა დასაზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ქართველი მწერალი იყო ლუკა რაზიკაშვილისა (ფსევდონიმით ვაჟა-ფშაველა) დანიკო რაზიკაშვილის,იგივე ბაჩანას ძმა.2. -გარდა ნაწარმოებებისა, რა განსაკუთრებული ღირებულების მქონე განძი დაუტოვა ერს თედო რაზიკაშვილმა?-თედო რაზიკაშვილი იყო შემდგენელი ხალხურისიტყვიერების ლექსიკონისა, რომელიც 1900 წელსდაიბეჭდა "ივერიაში".

Page 11: თედო რაზიკაშვილის "მონადირე"

3. -ვინ არის მოთხრობა „მონადირის“ მთავარი პერსონაჟი? -სახელგანთქმული ხევსური შიშია.4. - რას სწირავს ნანადირევს შიშია და რატომ?-ნანადირევს სალოცავებს:ხახმატსა და გუდანისჟვარს სწირავსმადლობის ნიშნად და “ქრთამადაც”, რომ მომავალშიცმოუმართოს ხელი წმინდა სალოცავმა .5. - რა დაუოკებელი ჟინით არის შეპყრობილი შიშია და რატომ?-ჟინი,დალაშქროს ყველა მიუვალი ადგილი,რადგან უშიშარივაჟკაცის სახელის მოპოვება სწყუროდა.6. - ვის მიმართ ჰქონდა სიხარბე და შური შიშიას და რატომ?

-ეხარბებოდა მთის ბუნების შვილს ლაღი ჯიხვებისთავისუფლებისა.

Page 12: თედო რაზიკაშვილის "მონადირე"

7. -რომელი მთის დაპყრობა გადაწყვიტა და რატომ?

-“არწივისმაღალზე” ასვლა გადაწყვიტა, რადგან იმისწვერზე ჯერ კაცს ფეხი არ დაედგა. მხოლოდ შორიდანშესცქეროდნენ ხევსურები შურით.

8. - რატომ შეარქვა ხალხმა ამ მთას არწივისმაღალი ?

-იქ ბუდობდნენ არწივები- მთის ამაყი შვილები.

9. -რა გამართლება მოუძებნა მთხრობელმა,რატომ დაივანესოარწივებმა მაღალი მთის მწვერვალზე?

-ბარტყებს იქ ზრდიდნენ გულმოსვენებულები, რომ ადამიანიმათ საბუდარს ვერაფერს ავნებდაო.

10. -რისი თქმა უნდოდა მწერალს ,ვითომდა, არწივთაგადაწყვეტილების ამგვარი გამართლებით?

-რომ ბუნების მიმართ დაუნდობლობლობისაგან თავი დაიცვაფრინველთა მეფედ წოდებულმა არწივმა.

Page 13: თედო რაზიკაშვილის "მონადირე"

11. არწივთა მედიდური ბუნების ამსახველი რომელიეპიზოდი გამოდგება ნაწარმოებიდან?

-არწივისმაღალი იყო მათი სალხინო ადგილი,იქიდანდაჰყურებდნენ გუდამაყარსა და ხევსურეთს ამაყითვალით და ათვალიერებდნენ საკბილო ლუკმას.

12. -რაზე სანადიროდ გაემართა შიშია არწივისმაღალზე?

- ჯიხვებზე სანადიროდ.

13. -შურით აღვსილმა ადამიანმა როგორ შეუდარაკაცის მონური არსებობა ბუნების ლაღ შვილთა -

ჯიხვთა ცხოვრებას?

უცნაურად ერწყმის ერთმანეთს შიშიას ფიქრებშინადირობის სურვილი და შური ჯიხვების თავისუფალიცხოვრებისა,თავად დამონებული ბედიღბლის მსხვერპლ

ადამინს ბუნების შვილთა ლაღი ცხოვრების ეხარბება.

საშინლად შურდა იმათი ასე უშიშრად სიარული. შურდა იმათი ლაღი ცხოვრება, იმათი თავისუფალი სიცოცხლე.თავის დაბეჩავებულ და დამონებულ ცხოვრებასთან იმათილაღი სიცოცხლე გულში სანატრელად მიაჩნდა. რადგან თვითონვერსად წაუვიდოდა ამ ცხოვრების სიდუხჭირეს, არც იმათი

უნდოდა, რომ ცოცხლები ყოფილიყვნენ და თავისუფლები.”

Page 14: თედო რაზიკაშვილის "მონადირე"

14. -რაგვარი უმოწყალო ფიქრები მოიცავს შიშიას?

რა ჯინი იპყრობს ჯიხვთა მონადირების მსურველს?

-ათასიც რომ ყოფილიყო, თუკი როგორმე შესძლებდა, სულ ერთიან გასწყვეტდა, გინდ ერთი ჯიხვის ტყავიცძლივს წაეღო სახლში.15. -როგორ დაგვიხატა ბრძოლა ადამიანსა და ბუნებასშორის მწერალმა?

-მონადირემ ფეხი რომ შედგა თავისუფალი ბუნების წიაღში,ეჩვენებოდა ,რომ ” ქვიშა იმიტომ მიცურავდა უფსკრულისაკენ, რომ შიშიაც თან ჩაეტანა, ლოდები იმიტომ იყო გადმოკიდებული, შიშია რომ ხელს მოჰხვევდა მოგლეჯილიყო და შიშიაც დაეტანა.”16. - რა კვალი დაატყო ბუნებასთან ბრძოლამ შეუპოვარ მონადირეს?

”ხელის ფრჩხილები სულ გადააცვეთოდადა მუხლისთავებიგადაეყვლიფა“...17. -რატომ არ ნებდებოდა ხელისფრჩხილებგადაცვეთილი დამუხლებგადაყვლეფილი მონადირე კლდეს? (გაიხსენეთ ტექსტიდანპასუხი და განმატრეთ ამ სიტყვების მნიშვნელობა).-„კლდიდან რომ ჩავარდნილიყო, სულით და ხორცით დაიკარგებოდასამუდამოდ.”

Page 15: თედო რაზიკაშვილის "მონადირე"

18. -მას შემდეგ,რაც მიაღწია საწადელს- ავიდა მწვერვალზე,

დაუმიზნა ჯიხვებს და გაისროლა, როგორ გადმოგვცაჯიხვის საყვედური მწერალმა?

-“ჯიხვი თითქოს უსაყვედურებს: რას მერჩი, რას გიჭამ, რას გტაცებ? რისთვის მდევნი? შენც გეყოფა მზის შუქი და მეც. შენს გამოსადეგ მინდვრებს და ველებს ხომ არ გეცილები? ვენახებს არ გიკვნეტ, ყანას არ გიძოვ, ნათესს არ გითელავდა ნახნავს ფეხით არ გიზერქნი! ჩემმა წინაპრებმაც კარგადიცოდნენ რომ შენ, კაცო, რაც კი შენი გამოსადეგი და ხელსაყრელი იყო, სხვას არ დაანებებდი და არც არავის ჩაიზიარებდი. იმიტომაც აკი გაგშორდნენ და ისეთ მთას და კლდეს შეეხიზნენ, სადაც შენ შიშით ფეხსაც ვერ მოსდგამ, თორემ გუთანსა და ბარსხომ ვერ მიიტან. რას მერჩი? დამანებე თავი! ვიცოცხლომეც ამ მწირს და ვაგლახ მთაში.”19. -ჯიხვების დედაშვილობა როგორ აღწერა მწერალმა?

-დედა-შვილები კი ერთმანეთს არა შორდებოდნენ: ან შვილიმისდევდა დედას, ან გულგახეთქილი დედა- შვილსა.”

Page 16: თედო რაზიკაშვილის "მონადირე"

20. -როგორ გესმით ჯიხვის სამდურავი?

“რას შვრები, შე უბედურო, შენ ჩემზე უარეს დღეშიხარ ჩავარდნილი, რო გესმოდესო”-შიშია დაიმონა არწივისმაღალზე ნაზარდი ბინადრისმონადირების სურვილმა,ამგვარად მონობა იგულისხმებასიტყვებში-„უარეს დღეში ჩავარდნაში ხარ ჩავარდნილიო“,

ხოლო სიცოცხლესთან გამოთხოვების მომლოდინე ჯიხვიუკეთეს დღეში იმიტომ არის ,რომ ისეთივე თავისუფალიასიკვდილს მიახლოებული,როგორც მთელი ცხოვრებისმანძილზე. ამრიგად, „უკეთესი“-თავისუფლებასგულისხმობს, ხოლო „უარესი“ -სურვილთა მონობაშიგამოზრდილი კაცის ცხოვრებასა და ამგვარივე აღსასრულს.

21. -როგორ დაამარცხა ჯიხვმა შიშია?

-არ ჩაუვარდა ხელში,დაჭრილი მიფოფხდა კლდის ნაპირამდე დაგადაეშვა ქარაფიდან.

22.-რა იდარდა შიშიამ?

- ნანადირევის დაკარგვა.

Page 17: თედო რაზიკაშვილის "მონადირე"

23.- რა საფრთხე გააცნობიერა გაწბილებულმა შიშიამ ?

-მიიხედ-მოიხედა შიშიამ, ეძებდა თავის დამხმარეს, მაგრამ ირგვლივმარტო ფრინველებისგან დახრული ძვლები ეყარა, აქეთ-იქით ფრიალოდა თვალჩაუწვდომელი უფსკრული იყო. ასვლა შეიძლებოდა, მაგრამჩამოსვლა შეუძლებელი იყო. 24.- რომელი წინადადებით ვიგებთ,რამდენ დღეს იცოცხლა შიშიამარწივისმაღალზე?-„შვიდ დღეს ქუხდა შიშიას თოფი,მერვე დღეს კი მიმწყდარა მისიდაუნდობელი ხმა“...25.- რა განაჩენი გამოუტანა ბუნებამ მონადირეს?-მთის შვილთა-სვავთა და არწივთა საჯიჯგნად გამხდარა სასტიკიადამიანის სხეული, უკარება კლდემ შეისიხლხორცა კაცთამოდგმისათვის ნიშნეული სისასტიკე,მკაცრი განაჩენი გამოუტანასახელის მოხვეჭისა და ბუნების ლაღ შვილთა მოშურნე ადამიანს...

Page 18: თედო რაზიკაშვილის "მონადირე"

26.- რომელი ხალხური ლექსი გახსენდებათ,

სადაც ადამიანი ისევე დამარცხდა ბუნებასთან,როგოც შიშია?

- „ჯარჯი“ :

კლდე, ჯიხვის ჯოგის გავლილი, რო ნახო, გაგიკვირდება... იმათ ნაწოლსა, ნადგომსა, თოლი არ მაეკიდება. ფეხ რო მაუსხლტეს ტიალსა,კლდეზე რქით დაეკიდება,იმათ მიმყოლსა ვაჟკაცსარა კარგი წაეკიდება!..

ჯარჯი ჩახედავს ჯიხვებსა, რა მშვენიერნი წვანანო,რქა რქაზე გადაუხვევავ, ანგელოზებსა ჰგვანანო.ჯარჯივ, ნუ მისდევ ჯიხვებსა, მოგინელებენ ტიალნი!..არ დაიჯერა ჯარჯიმა,სხვაც ბევრ მამცდარა ჭკვიანი.

ჩამაუქადლა ვაჟკაცმახირიმი სპილოსძვლიანი, წინ ჯიხვთა, უკან ჯარჯიმაკლდეზე გადიღეს გრიალი,_ ჩაბანოს ჭალას გავარდამოყმე ფეხწრიაპიანი... ამაიტანეს მამკვდარი, ტირის ქალი და ზალია, შამააწვინეს კარზედაკლდის დაფლეთილი ტანია, გადაგლეჯილი თავ-პირი, ყორნის დათხრილნი თვალნია...სახსოვრად ჯარჯის საფლავზედააკრნეს ჯიხვის რქანია, ერთ გვერდზე თოფი სიათა, მეორე გვერდზე ხმალია, ზედ დააწერეს წერილი:„ჯარჯი ჯიხვთაგან მკვდარია!“

Page 19: თედო რაზიკაშვილის "მონადირე"

27. V კლასში შესწავლილი რომელი მწერლის ნაწარმოებიდან გესმით ადამიანისხელით დაობლებული ბუნების მშვენიერი შვილის სამდურავი?

-ვაჟა-ფშაველას მოთხრობაში „შვლის ნუკრის ნაამბობი“ დაობლებული ნუკრიადამიანს საყვედურობს: -”რას გიშავებ, ადამიანო, მითხარი, რას? რა დაგიშავასაბრალო დედაჩემმა, რა შეგისვა, რა შეგიჭამა, რომ მოჰკალი და უპატრონოდდამაგდე, დამაობლე?! ოჰ, ადამიანებო! თქვენ ხერხსა და ღონეზე ხართდაიმედებულნი და ჩვენი ჯავრი არა გაქვსთ... არა ჰგრძნობთ, რომ ჩვენც გვიყვარსთავისუფლება, არა ჰგრძნობთ თქვენის შეუბრალებელის გულით, რომ ჩვენცგვიყვარს სიცოცხლე, ბუნება: ფოთლის შრიალი, წყლის ჩქრიალი, რომელსაცსულგანაბული ეგრე ხშირად ყურს ვუგდებ ხოლმე, ბალახის ბიბინი და ტყისცხოველებთან ერთად ნავარდობა... შენ-კი, ოჰ, ადამიანო!.. თვალებდასისხლიანებული, გაფაციცებული დამეძებ მე და ჩემს ფერს სუსტსა დაუპატრონოს ათასს სხვას... იარაღი გაქვს, მოგვეპარები, მუხთლად გკვრავ ტყვიას დაგამოგვასალმებ წუთისოფელს”...

Page 20: თედო რაზიკაშვილის "მონადირე"

ღია გაკვეთილითემაზე „ბუნება და ადამიანი“

თედო რაზიკაშვილის მოთხრობის„მონადირის“ მიხედვით

კითხვარი:

1. რა ვიცით თედო რაზიკაშვილის ბიოგრაფიიდან?2. გარდა ნაწარმოებებისა, რა განსაკუთრებული ღირებულების მქონე განძი

დაუტოვა ერს თედო რაზიკაშვილმა?3. ვინ არის მოთხრობა „მონადირის“ მთავარი პერსონაჟი? 4. რას სწირავს ნანადირევს შიშია და რატომ?5. რა დაუოკებელი ჟინით არის შეპყრობილი შიშია და რატომ?6. ვის მიმართ ჰქონდა სიხარბე და შური შიშიას და რატომ?7. რომელი მთის დაპყრობა გადაწყვიტა და რატომ?8. რატომ შეარქვა ხალხმა ამ მთას არწივისმაღალი ?9. რა გამართლება მოუძებნა მთხრობელმა,რატომ დაივანესო არწივებმა

მაღალი მთის მწვერვალზე?10. რისი თქმა უნდოდა მწერალს ვითომდა არწივთა გადაწყვეტილების

ამგვარი გამართლებით?

Page 21: თედო რაზიკაშვილის "მონადირე"

11. არწივთა მედიდური ბუნების ამსახველი რომელი ეპიზოდიგამოდგება ნაწარმოებიდან?

12. რაზე სანადიროდ გაემართა შიშია არწივისმაღალზე?13. შურით აღვსილმა ადამიანმა როგორ შეუდარაკაცის მონური არსებობა ბუნების ლაღშვილთა -ჯიხვთა ცხოვრებას?14. რაგვარი უმოწყალო ფიქრები მოიცავს შიშიას? რა ჟინი იპყრობს ჯიხვთა მონადირების მსურველს?15. როგორ დაგვიხატა ბრძოლა ადამიანსა და ბუნებას შორის მწერალმა?16. რა კვალი დაატყო ბუნებასთან ბრძოლამ შეუპოვარ მონადირეს?17. რატომ არ ნებდებოდა ხელისფრჩხილებგადაცვეთილი დამუხლებგადაყვლეფილი მონადირე კლდეს? (გაიხსენეთ ტექსტიდან პასუხი და განმატრეთ ამ სიტყვების მნიშვნელობა).18. მას შემდეგ,რაც მიაღწია საწადელს- ავიდა მწვერვალზე, დაუმიზნაჯიხვებს და გაისროლა, როგორ გადმოგვცა ჯიხვის საყვედური მწერალმა?19. ჯიხვების დედაშვილობა როგორ აღწერა მწერალმა?20. როგორ გესმით ჯიხვის სამდურავი-“რას შვრები, შე უბედურო, შენ ჩემზე უარეს დღეში ხარ ჩავარდნილი, რო გესმოდესო”?21. როგორ დაამარცხა ჯიხვმა შიშია?22. რა იდარდა შიშიამ?23. რა საფრთხე გააცნობიერა გაწბილებულმა შიშიამ ?

Page 22: თედო რაზიკაშვილის "მონადირე"

24. რომელი წინადადებით ვიგებთ,რამდენ დღეს იცოცხლა შიშიამარწივისმაღალზე?25. რა განაჩენი გამოუტანა ბუნებამ მონადირეს?26. რომელი ხალხური ლექსი გახსენდებათ, სადაც ადამიანი ისევე დამარცხდაბუნებასთან,როგოც შიშია?27. V კლასში შესწავლილი რომელი მწერლის ნაწარმოებიდან გესმით ადამიანისხელით დაობლებული ბუნების მშვენიერი შვილის სამდურავი?---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

საშინაო დავალება:მოამზადეთ პრეზენტაცია თემაზე

ლუკა (ვაჟა-ფშაველა),ნიკოლოზ (ბაჩანა) და თედო რაზიკაშვილების მშობელი დააღმზრდელი ჩარგალი

(თქვენი გემოვნებით შეარჩიეთ გადაღებული სურათები და დაურთეთპრეზენტაციას).

Page 23: თედო რაზიკაშვილის "მონადირე"

ლექსიკონიგანმარტეთ სიტყვებისა და ფრაზების მნიშვნელობა!

როგორ გესმით?1. შეუპოვარი;2. მოშურნე;3. ბუნების ამაყი შვილები;4. გულმოსვენებულნი,გულდამშვიდებულნი;5. ჟინი; დაუოკებელი,დაუცხრომელი ჟინი;6. დაუდეგარი გული;7. ფრთხიალი გულისა;8. სიდუხჭირე,სიღარიბე,ხელმოკლეობა, სიღატაკე,უქონლობა,უპოვარება

(უქონელ-უპოვარი);9. მიმტევებლობა/მიუტევებლობა;10. თანაგრძნობა, ჭირთა და საწუხართა თანაზიარობა;11. ქრთამი;12. სურვილების მონობა;13. თვალშეუდგამი სიმაღლე;14. ჯავრი,ჯავრის ამოყრა;15. ლაღი,სილაღე.