21
Aაvtori da prezentatori: salome sandroSvili Pაroeqti: eqvTime TayaiSvili 20 slide წწწწწწწწ: http://www.orthodoxy.ge; http://ka.wikipedia.org ; http://www.ambioni.ge ; http://ucnauri.com ; http://patriarch.ge/news/id/673 ააააააააააააა ააააააა “ააააააააა ააააააააააა ააააააა“-ააა xelmZRvaneli: Sorena cinaZe №5აააააა ააააა

Eqvtime Takaishvili

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: Eqvtime Takaishvili

Aაvtori da prezentatori:

salome sandroSvili

Pპroeqti:eqvTime TayaiSvili

20 slide

წყაროები:http://www.orthodoxy.ge;http://ka.wikipedia.org ;http://www.ambioni.ge;

http://ucnauri.com; http://patriarch.ge/news/id/673

გამოყენებულია კადრები “გააგრძელე საქართველოს

ისტორია“-დან

xelmZRvaneli:Sorena cinaZe

№5საჯარო სკოლა

Page 2: Eqvtime Takaishvili

ქართული საგანძური

მაგრამ როგორ მოაღწიეს მათ დღემდე?

Page 3: Eqvtime Takaishvili

ეს ექვთიმე თაყაიშვილის დამსახურებაა. იგი დაიბადა გურიის, მაშინდელი ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფ. ლიხაურში. 1863 წლის 5 ივნისს, ხოლო

ექვთიმე თაყაიშვილის შენიშვნით ”შესაძლოა ამაზე ერთი წლით ადრე”.

ბავშვის დაბადება თოფის გასროლით არ უზეიმიათ, რადგან ექვთიმეს ავადმყოფი მამა-აზნაურ სიმონ

ნიკოლოზის ძე თაყაიშვილისულს ღაფავდა და მალევე გარდაიცვალა

დედა – თავად გიტული ნაკაშიძის ასული-ნინო. ექვთიმე აღნიშნავდა: ”ხუთი წლისა ვყოფილვარ, რომ დედის გვერდიდან ავუყვანივარ ბებიას. დედა გარდაცვლილიყო და მე კი ისიც არ ვიცოდი, რას ნიშნავდა სიკვდილი, უფრო ის დამამახსოვრდა, რომ ტიროდნენ და ამბობდნენ: რა ეშველება ობლებსო!...”

Page 4: Eqvtime Takaishvili

ყმაწვილ ექვთიმეს ბევრი მზრუნველი ჰყავდა, მიუხედავად ასეთ მზრუნველი გარემოცვისა, მაინც გამოუსწორებელი მარცხი იწვნია ექვთიმემ - ”ბავშვობაში მე ცელქი ვყოფილვარ. სამი წლის ხეზე გავსულვარ,გადმოვვარდნილვარ და ფეხი მომიტეხია... ერთ ღამეს ამომვარდა მოტეხილი წვივის ძვალი და შემდეგ როცა ბავშვებს გავაჯავრებდი ”კოჭლაბუხას” მეძახდნენ.” ყმაწვილი ექვთიმე ოზურგეთის სასწავლებელში შეუყვანიათ, სახელმძღვანელოებიც კი არ ჰქონია ექვთიმეს, ზეპირად იხსომებდა მასწავლებლის მონათხრობს.

Page 5: Eqvtime Takaishvili

ოზურგეთის სამაზრო სასწავლებლის მოსამზადებელ კლასებში ორი წელი დაჰყვეს ნ. მარმა და ექვთიმე თაყაიშვილმა. ექვთიმეს სიძემ და ბიძას სურდათ ევთიმეს ლიხაურში ემუშავა მწერლად რაზეც მან უარი განაცხადა.

1874 წელს მე-3 კლასში გადადიოდა. კვლავ ოთხი წელი რომ არ დასჭირვებოდა სიძემ ფოთის სამაზრო სასწავლებელში ჩაარიცხვინა.

1869წელის 7-8 წლის ე. თაყაიშვილი შეიყვანეს ოზურგეთის სამაზრო სასწავლებლის მოსამზადებელ კლასში.ყველაზე მეტედ მას მასწავლებელი იოსებ თაყაიშვილი ჰყვარებია,როდესაც იოსები გარდაიცვალა, ექვთიმე თბილისიდან ლიხაურში ჩასულა და გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოუთქვამს ”მიცვალებულზე სიტყვის თქმა ჯერ კიდევ არ იყო გურიაში მიღებული და მისმა სიტყვამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრეებზე”.

Page 6: Eqvtime Takaishvili

პრინციპულობა და სწავლისადმი  დაუოკებელი გრძნობა ექვთიმეს  ვერ შეუცვალა სოფლის კანცელარიის  მოხელის შემოსავლიანი საქმის შეთავსებამ და ვერც უსახსრობამ.

1875–76წწ იგი ლიხაურშია. ექვთიმე უფრო ახლოს ეცნობა სოფელსა და მის ყოფას. მოხუცებულობაში იგი წერდა: ,,მე დავიბადე სოფელ ლეხაურში რომელიც საუკეთესოდ ითვლება გურიაში–ჰავით,მდებარეობით,ძველი კარგად დაცული ციხით,ეკლესიებითა და მათში შემონახული სიძველით”.

ფოთში მიღებული ცოდნა  არ კმაროდა გიმნაზიაში შესასვლელად. საჭირო იყო ლათინურში მომზადება,მაგრამ რეპეტიტორი ექვთიმემ ვერ იშოვა.

ექვთიმეს სახლი

ლიხაურშ

Page 7: Eqvtime Takaishvili

თაყაიშვილების ოჯახებში პატრიოტი ადამიანები იკრიბებოდნენ. ცნობისმოყვარე მოსწავლე ყველგან ისმენდა საინტერესო საუბრებს

ექვთიმე ახლოს იცნობდა აგრეთვე გურულების, ქუთაისელი წერეთლების, ლორთქიფანიძეების, წულუკიზეების და პეტერბურგელი მოწინავე ქართველების ოჯახებს . 1876 წელს ექვთიმეს ძმამ ნიკომ შვებულება აიღო და ლიხაურში ჩავიდა. იგი უთაისში,სამხედრო სასწავლო რაზმში მსახურობდა... ექვთიმე ატეხილა – ,,ქუთაისში  წამიყვანე,ლათინურში წავიმეცადინებ და გიმნაზიაში მოვეწყობიო..”ნიკომ ძმა წაიყვანა 1876 წლის ძლიერ ცივ ზამთრის დღეს; არავის გახსენებია მისთვის საზამთრო ტანისამოსის დამზადება...

პატრიოტიზმზე, ისტორიასა და ლიტერატურაზე.

Page 8: Eqvtime Takaishvili

ექვთიმემ გამოცდების წინა დღეებში წაიმეცადინა ლათინურში. ლათინურის გამო ექვთიმე მიიღეს პროგიმნაზიის II და არა III კლასში და ისევ წინააღმდეგობა – სწავლის ნახევარი წლის, 6 მანეთი შეიქმნა გადასახდელი. ექვთიმე ატირებული მისულა სახლში, დიასახლისს შეცოდებია ის, ამის გამო სწავლის გადასახადი ნაგროვები ფულით გადაუხდა.ამის შემდეგ ექვთიმე ინსპექტორს შეცოდებია, სიღარიბისა და ობლობის ცნობა მიუტანინებია და ამრიგად გაუთავისუფლებია სწავლის გადასახადიდან.

იოსებ და კოწია თაყაიშვილების დახმარებით ექვთიმე ერთ–ერთ ოჯახს აუყვანია რეპეტიტორად.ექვთიმე მოსე კალანდრიშვილთან უნდა მომზადებულიყო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო მან ეს ვერ შეძლო.

1879 წელს ე.თაყაიშვილი V კლასში ჩაირიცხა.

ქუთაისის პროგიმნაზია

Page 9: Eqvtime Takaishvili

ქ უთაისში ექვთიმე მოხვდა ოზურგეთელ თანაკლასელ ნიკო მართან. ექვთიმე თაყაიშვილი და ნიკო მარი თანამოაზრენი იყვნენ. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ,პეტერბურგსი ისეთი ფაკულტეტი შეერჩიათ,რომელიც ,,უფრო იყო საჭირო საქართველოსთვის”... ექვთიმე თაყაიშვილმა 1883 წელს ქუთაისის გიმნაზია ვერცხლის მედალზე დაამთავრა.

წარჩინებული დიპლომის მფლობელს ეკუთვნოდა კავკასიის სასწავლო ოლქის სტიპენდია და მოსკოვის უნივერსიტეტში აგზავნიდნენ... მაგრამ ექვთიმეს სწავლის გაგრძელება პეტერბურგში სურდა ,რადგან ისტორიას იქ უკეთ ასწავლიდნენ.1883წ. სექტემბერში ექვთიმე ჩაირიცხა პეტერბურგის ისტორიულ–ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. 1884 წ. ნიკო მარიც მოეწყო აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. ისინი ერთად აღამებდნენ ბიბლიოთეკაში.

ნიკო მარი

Page 10: Eqvtime Takaishvili

პეტერბურგის სახელმწიფო ისტორიულ არქივში დაცულია სტუდენტ ექვთიმე თაყაიშვილის პირადი საქმე, რომელშიც დევს განცხადებები პეტერბურგში ცხოვრების ნებართვისა და საზაფხულო არდადეგებზე პავლოვსკში,ერთხელ თბილისში და ერთხელაც სხვაგან საზაფხულო არდადეგების დროს გასვლის შესახებ.

1887 წ–ს ექვთიმე თაყაიშვილმა წარმატებით ჩააბარა სახელმწიფო გამოცდები, იმავე წელს,ზაფხულში კანდიდატის ხარისხი დაიმსახურა.

ნ. მარი პეტერბურგში დარჩა. მან ერთი წლის შემდეგ დაასრულა სწავლა, თბილისში გადმოსვლას რომ აპირებდა, თაყაიშვილმა მისწერა:”ფეხი არ მოიცვალო პეტერბურგიდან, შენი ადგილი მინდაა, აქ მე დამიპირეს გაფუჭება, და შენ სიფიცხეს უფრო არ აიტანო!..”

Page 11: Eqvtime Takaishvili

ნაწყვეტი ექვთიმე თაყაიშვილის წერილიდან ნიკო მარისადმი

“ 16 თებერვალი   1900წელი   (თბილისი) ძმაო ნიკო! შენი წერილის პასუხი დაგიგვიანე ჩემ ცოლს ბიძა მოუკვდა,რომელიც მთელს სახლობას ინახავდა და თვითონ ცოლიც ავათ მყავდა,ეხლა მოიკეთა.შატბერდის კრებულის გამოგზავნა გადავაწყვეტიე საზოგადოებას,მაგრამ მე მოუცლელობით,ვერ გავათავე ჯერ სამი ხრონიკის რუსული გამოცემა და ვეცდები გავათავო აპრილამდის და როგორც გავათავებ მაშინვე გამოგიგზავნი.ნუ დამემდურები,რომ დაგიგვიანე ეს შრომა ცოტა გადადევი.რაც შეეხება ამირან-დარეჯანიანს,მე ყველა ხელნაწერები აღწერილი მაქვს კატალოგს რომ ვადგენდი მაშინდელი ეხლაც გავსინჯე. ნომერი 1623 ერთი ხელით არის თავიდან ბოლომდის გადაწერილი,მაგრამ სრულებით არსაიდან ჩანს ,რომ ძველი დედნიდან იყოს გადაწერილი...“

Page 12: Eqvtime Takaishvili

თავად ექვთიმე წერს :„საზოგადოების წევრი რომ გავხდი, მივიხედ-მოვიხედე, შევიტყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა. მერე თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე. “

თბილისში ჩამოსული ექვთიმე აქტიურად ჩაერთო მეცნიერულ, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. უმთავრეს მიზნად მან დაისახა მასალების შეკრება საქართველოს ისტორია-არქეოლოგიისათვის. 1889 წელს დააარსა “საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი”, სადაც თავს უყრიდნენ ძველ საეკლესიო წიგნებს, ხელნაწერებსა და სხვადასხვა ნივთებს. მუშაობდნენ საქართველოს ეკლესიის ისტორიის შედგენაზე.

ნივთები, რომელთაც ექვთიმემ თავი მოუყარა

Page 13: Eqvtime Takaishvili

1890 წელს ექვთიმემ გამოაქვეყნა “სამი ისტორიული ქრონიკა”, სადაც წარმოდგენილია -”მოქცევაი ქართლისაი”, “სუმბატის ქრონიკა” და “მესხური მატიანე”. ამ გამოცემამ იგი ერთბაშად მაშინდელ დიდ სამამულო მოღვაწეთა გვერდით დააყენა.1902 წელს, ხუროთმოძღვარ სიმონ კლდიაშვილისა და ფოტოგრაფ ალექსანდრე მამუჩაიშვილის თანხლებით, იმოგზაურა და აღწერა ახალციხე-ახალქალაქისა და არტაან-ოლთისის ძეგლები. მეორე ექსპედიცია ექვთიმემ მოაწყო 1907 წელს, ინჟინერ ანატოლი კალგინის, ფრანგი მასწავლებლისა და მოხალისე ფოტოგრაფის, ედუარდ ლიოზენის თანხლებით. მოიარეს კოლა, ოლთისი, ჩანგლი. მაშინ აღწერა ექვთიმემ ბანას დიდებული ტაძარი, ტაოსკარი, დადაშენი, ტახტორკანი, ჯიჯორი, ქუმურლუხი, კალმახი, ვაჩეძორი და მრავალი სხვა ძეგლი, ნაძეგლარი, ნანგრევი და ნამუსრევი.ექვთიმე თაყაიშვილი იყო ერთ-ერთი აქტიური მებრძოლი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის, მან ასევე უდიდესი როლი ითამაშა 1918 წელს თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაში.

Page 14: Eqvtime Takaishvili

ექვთიმე ექსპედიციის წევრებთან ერთად

Page 15: Eqvtime Takaishvili

ექვთიმე თაყაიშვილს ჰყავდა მეუღლე, ივანე პოლტორაცკის ასული ნინო, რომელზეც 1894 წელს იქორწინა, და ქალიშვილი. ეს ოჯახი ყველაზე შეძლებული და, ამავე დროს, ყველაზე ღარიბი იყო.მას დაწყევლილი ყავდა ყველა ქართველი, რომელიც სამშობლოს ისტორიულ ნივთს  დაუკარგავდა, გამოცხადებული ჰქონდა, რომ ასეთი ნივთი ჯერ მასთან უნდა მიეტანათ  და თუ იგი ვერ  შეძლებდა მის ყიდვას, მხოლოდ მერე შეეძლო მისი გაყიდვა. 1921 წლის 25 თებერვალი; საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების გამო საფრანგეთში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ  გაიტანა საბანკო ვალუტა, ჩვენი ისტორიისა და კულტურის საზეიმო განძეულობა  და ხელნაწერები. მათ მცველად გაჰყვა ე.თაყაიშვილი მეუღლითურთ. 11 მარტს ბათუმიდან დატვირთული კრეისერ  ,,ერნესტ რენანით” გაემგზავრნენ  კონსტანტინოპოლამდე. ვიდრე ხმელთაშუა ზღვას  გალევდნენ და საფრანგეთის ნაპირს მიუახლოვდებოდნენ, კაპიტანმა  დეპეშა გაგზავნა და მთავრობისგან მარსელის ნავსადგურში ბადრაგის დახვედრა მოითხოვა.

ექვთიმისა და მისი მეუღლის ემიგრაცია

Page 16: Eqvtime Takaishvili

სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალი. მიუხედავად იმისა, რომ განძის მესაკუთრედ, ოფიციალურად, საქართველოს მთავრობა ითვლებოდა, ფაქტობრივად, განძს თაყაიშვილი მეურვეობდა. განძი, სულ 39 ყუთი, ექვთიმეს მარსელის ბანკში ჰქონდა შენახული. განძის ცალკეული ექსპონატების ყიდვა სურდათ ევროპის სხვადასხვა მუზეუმებს, მაგრამ თაყაიშვილი ამაზე არ თანხმდებოდა.

გახიზნულმა მთავრობამ თან წაიღო საქართველოს განძის ისტორიულად განსაკუთრებით ღირებული ნაწილი. მასში შედიოდა თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო-ვერცხლის ხატები და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანისეული

Page 17: Eqvtime Takaishvili

,,პარიზის სააზიო საზოგადოების” წევრი იყო ექვთიმე თაყაიშვილიც. მან დაწერა და საბჭოს სხდომაზე სხვა ნამუშევრებთან ერთად წარადგინა ,,ქართული ენის მნიშვნელობა მსოფლიო ლიტერატურაში და მისი კილოკავები”.დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. უნიჭო გენერლებისა და გამყიდველი მთავრობის მიერ გაცემული საფრანგეთი ჰიტლერული გერმანიის სალდათური ჩექმის ქვეშ მოექცა. დარეკა პარიზის ბანკის სეიფებში ჩაკეტილი საქართველოს სამუზეუმო ქონების ყოფნა–არყოფნის ჟამმა. იწყება მისი სულიერი წამება! რა ქნას, რა გზას დაადგეს?! ,,ეს რა რისხვა დამატყდა”.

Page 18: Eqvtime Takaishvili

მან სასამართლოში მოიგო საქმე გრაფ ალექსანდრე ობოლენსკის ქვრივის, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკოლოზ დადიანის ასულის, სალომე ობოლენსკაიას წინააღმდეგ. ამ უკანასკნელს პრეტენზია ჰქონდა ზუგდიდის მუზეუმიდან გატანილ განძეულობაზე.ერთა ლიგის მიერ 1933 წელს საბჭოთა კავშირის ცნობამ მეტად უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ემიგრანტული მთავრობის მდგომარეობაზე: მის ნაცვლად შეიქმნა „ქართული ოფისი“. რამდენადაც განძის ოფიციალურ მესაკუთრედ მანამდე საქართველოს ემიგრირებული მთავრობა ითვლებოდა, ამიერიდან განძი საფრანგეთმა დაისაკუთრა. აქედან მოყოლებული თაყაიშვილი საფრანგეთის მთავრობისგან ითხოვდა, რომ განძი საქართველოს სსრ-სთვის გადაეცათ. 1938 წელს საფრანგეთმა დააბრუნა ხელნაწერები. საბოლოოდ კი ეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ჯერ კიდევ 1944 წლის ნოემბერში ექვთიმე თაყაიშვილი შეხვდა სსრკ -ს ელჩს საფრანგეთში ბოგომოლოვს, რომელსაც გააცნო განძთან დაკავშირებული ვითარება და შემწეობა სთხოვა, თანაც გადასცა ვრცელი მოხსენება გენერალ დე გოლის სახელზე. დე გოლმა განკარგულება გასცა საქართველოს საუნჯის დაბრუნების თაობაზე, რაც 1945 წელს განხორციელდა კიდეც.

Page 19: Eqvtime Takaishvili

1985 წელს რეზო თაბუკაშვილმა ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ ფილმი გადაიღო.

კონსტანტინე გამსახურდია წერდა” სამმა დიდმა მამულიშვილმა კიდევ ერთხელ დაამშვენა ჩვენი საქართველოო. ილია ჭავჭავაძემ, ექვთიმე თაყაიშვილმა და ივანე ჯავახიშვილმა. მათ ძველ ეპოქაში რომ ეცხოვრათ, მათ უეჭველად წმინდანად შერაცხავდა ჩვენი ხალხი და ჩვენი ტაძრების ძვირფას ფრესკებს მიემატებოდა სამი სათაყვანებელი ხატება”.

დიდი მეცნიერი 1953 წლის 21 თებერვალს, უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა. მის დაკრძალვას ვაკის სასაფლაოზე მხოლოდ ორმოცამდე ადამიანი დაესწრო.

ნაწყვეტი ფილმიდან

Page 20: Eqvtime Takaishvili

2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმია განთავსებული მის უკანასკნელ საცხოვრებელ ადგილას, თბილისში, ვაშლოვანის ქუჩის 7 ნომერში და

აგრეთვე მისი მუზეუმია აშენებული თაყაიშვილის მშობლიურ სოფელში, ლიხაურში, სადაც ყოველი წლის 16 იანვარს „ექვთიმეობას“ აღნიშნავენ. ექვთიმე თაყაიშვილის სახელს ატარებს გურიანთა-ვაშნარის მუზეუმ-ნაკრძალი გურიაში. 2013 წელი იუნესკოს ეგიდით ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოცხადდა.

Page 21: Eqvtime Takaishvili

2012 წელს დაბა კიკეთში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრირქმა მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტერესმა ილია მეორემ დაბა კიკეთში ტაძრი აკურთხა. კათოლიკოს–პატრიარქმა მის მაშენებლებს თავიდანვე კურთხევა მისცათ იგი ექვთიმე ღვთისკაცის სახელზე აგებულიყო. მას შემდეგ რაც წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი წმინდანად შეირაცხა დაიწერა მისი სახელობის ხატები და შეიქმნა ტროპარი, საქართველოში წმინდანის სახელზე ნაკურთხი უკვე ორი ტაძარია, იმ სახლში კი სადაც წმინდა ექვთიმე თაყაიშვილმა თავის ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა მუზეუმია გასნილი, ქართული საგანძურის დამცველისა და შემნახავის ხსოვნას ახალ მომავალი თაობები იცავენ და უფრთხილდებიან.

ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ეკლესია