7
გაკვეთილი N 47 საშინაო დავალება შემოწმება: 1. ა) 20,2გ ბ) 8,975გ 2. ა) 195,2მლ ბ) 325,7მლ 3. V = 1880მლ მოლური კონცენტრაცია ხსნარის მოლური კონცენტრაცია გვიჩვენებს რამდენ მოლ გახსნილ ნივთიერებას შეიცავს 1 ლიტრი ხსნარი. C=n/V სადაც c ნივთიერების მოლური კონცენტრაციაა. n გახსნილი ნივთიერების რაოდენობა მოლებში. V ხსნარის მოცულობა ლიტრeბში. მოლური კონცენტრაციის განზომილებაა მოლი/ლიტრი.შ მაგ: თუ 2 ლიტრი ხსნარი შეიცავს 3 მოლ გოგირდმჟავას, მაშინ C = 3 / 2 = 1,5 მოლი/ლ ზოგჯერ იყენებენ აღნიშვნას 1,5M H 2 SO 4 იკითხება “გოგირდმჟავას 1,5 მოლური ხსნარი.” ეს ნიშნავს, რომ ასეთი ხსნარის ყოველი 1 ლიტრი შეიცავს 1,5 მოლ H 2 SO 4 -ს. ამოცანა: რამდენ მოლ HCl-ს შეიცავს 300მლ 5M მარილმჟავას ხსნარი? ამოხსნა: მოც: V = 300 მლ

G047 111114041608-phpapp02

  • Upload
    barambo

  • View
    212

  • Download
    2

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: G047 111114041608-phpapp02

გაკვეთილი N 47

საშინაო დავალება შემოწმება:

1. ა) 20,2გ ბ) 8,975გ

2. ა) 195,2მლ ბ) 325,7მლ

3. V = 1880მლ

მოლური კონცენტრაცია

ხსნარის მოლური კონცენტრაცია გვიჩვენებს რამდენ მოლ გახსნილ ნივთიერებას შეიცავს 1 ლიტრი ხსნარი.

C=n/V სადაც c ნივთიერების მოლური კონცენტრაციაა. n გახსნილი ნივთიერების რაოდენობა

მოლებში. V ხსნარის მოცულობა ლიტრeბში. მოლური კონცენტრაციის განზომილებაა მოლი/ლიტრი.შ

მაგ: თუ 2 ლიტრი ხსნარი შეიცავს 3 მოლ გოგირდმჟავას, მაშინ

C = 3 / 2 = 1,5 მოლი/ლ

ზოგჯერ იყენებენ აღნიშვნას 1,5M H2SO4 იკითხება “გოგირდმჟავას 1,5 მოლური ხსნარი.” ეს ნიშნავს, რომ ასეთი ხსნარის ყოველი 1 ლიტრი შეიცავს 1,5 მოლ H2SO4-ს.

ამოცანა: რამდენ მოლ HCl-ს შეიცავს 300მლ 5M მარილმჟავას ხსნარი?

ამოხსნა:

მოც: V = 300 მლ

Page 2: G047 111114041608-phpapp02

c (HCl) = 5M ––––––––––––––––––––––––

უ.გ. n (HCl) = ?

ხსნარის მოლურობის განმარტებიდან:

1ლ 5M ხსნარი შეიცავს 5მოლ HCl-ს

300მლ = 0,3ლ “––––––––“ x “–––––“

x = 0,3 . 5 / 1 = 1,5მოლი

ან პირდაპირ ფორმულით

აქედან n = cV

ჩავსვათ მნიშვნელობები: n = 5 . 0,3 = 1,5მოლი პასუხი: 1,5მოლი HCl ამოცანა: 2 მოლი/ლ მარილმჟავას ხსნარის რამდენი მლ შეიცავს 0,75მოლ HCl-ს?

ამოხსნა: მოც: n (HCl) = 0,75მოლი c (HCl ) = 2მოლი/ლ ––––––––––––––––––––––––––––––– უ.გ. V = ? ფორმულიდან

c = n

V მივიღებთ

V = nc

ჩავსვათ შესაბამისი მნიშვნელობები:

c = nV

Page 3: G047 111114041608-phpapp02

V = 0,75 / 2 = 0,375ლ ანუ 0,375 . 1000 = 375მლ პასუხი: V = 375მლ ამოცანა#3: რამდენ გრამ HNO3-ს შეიცავს 50მლ აზოტმჟავას 2 მოლური ხსნარი?

ამოხსნა: მოც: V = 50მლ c (HNO3) = 2მოლი/ლ –––––––––––––––––––––––––––––––– უ.გ. m (HNO3) = ? M (HNO3) = 1 + 14 + 3 . 16 = 63გ/მოლი 50მლ = 0,05ლ ფორმულიდან

c = nV

მივიღებთ n = cV

n = 0,05 . 2 = 0,1მოლი ფორმულიდან

m (nivT)

M (nivT)n =

მივიღებთ m (ნივთ) = n . M (ნივთ) ჩავსვათ შესაბამისი მნიშვნელობები:

m (HNO3) = 0,1 63 = 6,3გ პასუხი: m (HNO3) = 6,3გ ამოცანა#4: 35%-იან გოგირდმჟავას ხსნარის სიმკვრივეა 1,260გ/მლ. როგორია ამ

ხსნარის მოლური კონცენტრაცია?

ამოხსნა: მოც: (H2SO4) = 35%

Page 4: G047 111114041608-phpapp02

= 1,260გ/მლ –––––––––––––––––––––––––––– უ.გ. c = ? M (H2SO4) = 2 1 + 32 + 4 16 = 98გ/მოლი რომ გავიგოთ ხსნარის მოლური კონცენტრაცია უნდა ვიცოდეთ რამდენ მოლ

გასახსნელ ნივთიერებას შეიცავს 1ლ ხსნარი. ჩვენთვის ცნობილი ფორმულიდან m (ნივთ) = V გავიგოთ რამდენ გრამ H2SO4-

ს შეიცავს 1ლ ხსნარი. m (H2SO4) = V = 1,206 . 1000 . 0,35 = 441გ ახლა ვნახოთ რამდენი მოლია 441გ H2SO4

ფორმულაში

n =mn

ჩავსვათ მნიშვნელობები:

4,5moli44198

n = =

ე.ი. 4,5მოლ H2SO4-ს შეიცავს 1ლ ხსნარი. იგივეა ხსნარის მოლური კონცენტრაცია. პასუხი: c = 4,5მოლი/ლ ან გვაქვს 4,5M H2SO4-ის ხსნარი. ამოცანა#5: როგორია აზოტმჟავას 4M ხსნარში ( = 1,2გ/მლ) აზოტმჟავას მასური

წილი?

ამოხსნა: მოც: c (HNO3) = 4მოლი/ლ = 1,2გ/მლ ––––––––––––––––––––––––––––– უ.გ. (HNO3) = ? M (HNO3) = 1 + 14 + 3 . 16 = 63გ/მოლი რადგან აზოტმჟავას მოლური კონცენტრაციაა 4 მოლი/ლ, 1ლ ხსნარი შეიცავს

4მოლ ანუ 4 . 63 = 252გ HNO3. ფორმულიდან

m =

Vm = V

ვიპოვოთ 1ლ ხსნარის მასა:

Page 5: G047 111114041608-phpapp02

m = 1,2 1000 = 1200გ ფორმულაში

=

m (nivT)m (xs)

ჩავსვათ მნიშვნელობები:

= 2501200 =0,21

ანუ 0,21 100% = 21% პასუხი: = 21%

სითბური მოვლენები ნივთიერების წყალში გახსნის დროს

ზოგი ნივთიერების წყალში გახსნისას სითბო შთაინთქმება და ხსნარი ცივდება. ასეთი ნივთიერებებია:. NaCl, NH4NO3 და სხვ. ზოგი ნივთიერების წყალში გახსნისას კი სითბო გამოიყოფა და ხსნარი თბება. ასეთი ნივთიერებებია: NaOH, KOH, H2SO4 და სხვა.

ნივთიერების წყალში გახსნა რთული ფიზიკურ-ქიმიური პროცესია. გახსნისას ადგილი აქვს ა) მყარი ნივთიერებების კრისტალური მესრის დაშლას. ეს პროცესი ენდოთერმულია (ანუ მოითხოვს ენერგიის შთანთქმას. ბ) მიღებული ნაწილაკების გამხსნელთან ურთიერთქმედებას. ეს პროცესი კი სითბოს გამოყოფით მიმდინარეობს (ეგზოთერმულია).

თუ “ა” პროცესის დროს უფრო მეტი სითბო შთაინთქმება, ვიდრე “ბ” პროცესის დროს გამოიყოფა, მაშინ ნივთიერების წყალში გახსნის პროცესი ენდოთერმულია. და პირიქით, თუ “ა” პროცესის დროს უფრო ნაკლები სითბო შთაინთქმება, ვიდრე ბ პროცესის დროს გამოიყოფა, მაშინ ნივთიერების გახსნა ეგზოთერმულია.

სითბოს (ენერგიის) იმ რაოდენობას, რომელიც გამოიყოფა ან შთაინთქმება ერთი მოლი ნივთიერების დიდ რაოდენობა წყალში გახსნისას, გახსნის სითბო ეწოდება.

გასახსნელ ნივთიერებასა და წყალს შორის გახსნისას გარკვეულ ურთიერთქმედებას აქვს ადგილი. მაგ: უფერო ნივთიერებაში (წყალი) იხსნება თეთრი ფერის ნივთიერება (CuSO4 სპილენძის სულფატი). მიღებულ ხსნარს ლურჯი შეფერილობა აქვს. თუ ხსნარიდან წყალს ფრთხილად ავაორთქლებთ მივიღებთ ახალ, ლურჯი ფერის ნივთიერებას, რომლის შედგენილობაა CuSO4

. 5H2O (შაბიამანი, სპილენძის სულფატის პენტაჰიდრატი). მარილებისა და წყლის ნაერთებს (შეიძლება ფუძეებმაც წარმოქმნან მსგავსი

ნაერთები) კრისტალჰიდრატები ქვიათ. კრისტალჰიდრატებია მაგ: CuSO4. 5H2O,

Na2SO4 . 10H2O, Na2CO3 . 10H2O, CaCl2 . 7H2O, Ba(OH)2 2H2O და ა.შ. წერტილი მოლეკულების ფორმულებს შორის გვიჩვენებს, რომ ეს მოლეკულები

ერთმანეთთანაა დაკავშირებული.

Page 6: G047 111114041608-phpapp02

ამოცანა: 100მლ წყალში გახსნეს 30გ შაბიამანი (CuSO4 . 5H2O). როგორია მიღებულ ხსნარში სპილენძის სულფატის მასური წილი?

ამოხსნა:

მოც: V (H2O) = 100მლ m (CuSO4

. 5H2O) = 30გ ––––––––––––––––––––––––––––––– უ.გ. (CuSO4) = ? რაგან (H2O) = 1გ/მლ ამიტომ m (H2O) = 100გ M (CuSO4) = 160გ/მოლი M (CuSO4

. 5H2O) = 250გ/მოლი საბოლოო ხსნარის მასაა m (H2O) + m (CuSO4

. 5H2O) = 100 + 30 = 130გ საბოლოო ხსნარში იმდენივე მარილი (CuSO4) იქნება, რამდენიცაა 30გ

კრისტალჰიდრატში.

250გ CuSO4. 5H2O შეიცავს 160გ CuSO4-ს

30გ “–––––––––––––––––––“ x “ –––––––“ 30 . 160

x = –––––––––– = 19,2გ 250

=m (nivT)m (xs)

ვიღებთ, რომ

= (CuSO4) = 19,2

1300,14

ანუ 0,14 . 100% = 14% პასუხი: (CuSO4) = 0,14 თემა N 8 ძირითადი დებულებები.

1. ხსნარი ეწოდება ორი ან მეტი კომპონენტის შემცველ ცვლადი შედგენილობას

ერთგვაროვან (ჰომოგენურ) სისტემას. 2. ნივთიერების ხსნადობის კოეფიციენტი გვიჩვენებს მაქსიმუმ რამდენი გრამი

ნივთიერება იხსნება მოცემულ ტემპერატურაზე 100 გრამ წყალში. (ზოგჯერ ხსნადობის კოეფიციენტს ითვლიან 1ლ წყალში გახსნილი ნივთიერების მასის მიხედვით)

3. ხსნარის მასური წილია გახსნილი ნივთიერების მასის შეფარდება ხსნარის მასასთან.

= m (ნივთ) / m (ხს)

Page 7: G047 111114041608-phpapp02

4. ხსნარის მოლური კონცენტრაცია გვიჩვენებს რამდენ მოლ გახსნილ ნივთიერებას შეიცავს ხსნარის ყოველი ლიტრი.

c =n (nivT)

V ჩვენს მიერ აქამდე განხილულ სისტემებს “ჭეშმარიტიEხსნარები” ეწოდებათ. ჭეშმარიტ ხსნარებში გახსნილი ნივთიერებები მოლეკულებამდე ან კიდევ უფრო

მცირე ნაწილაკებამდე-იონებამდე არიან დაშლილი. არსებობენ არამდგრადი სისტემები რომლებსაც “ტივტივარებს” უწოდებენ. ტივტივარებში წყალში “შეტივტივებულია” მყარი (სუსპენზიები) ან თხევადი (ემულსიები) ნივთიერებები. სუსპენზიაა მდინარის მღვრიე წყალი, ემულსიაა რძე. ეს სისტემები თითქოს ერთგვაროვნები არიან, მაგრამ თუ დავაკვირდებით შევაჩნევთ წყალში შერეულ (შეტივტივებულ) საკმაოდ დიდი ზომის ნაწილაკებს. ტივტივარები დაყოვნებისას იშლებიან. თუ წყალში შერეული ნაწილაკები წყალზე მძიმეა, მაშინ ისინი ფსკერზე ილექებიან, წყალზე მსუბუქი ნაწილაკები კი წყლის ზედაპირზე ამოდის.

ჭეშმარიტ

ხსნარებსა და ტივტივარებს შორის საშუალედო მდგომარეობას იკავებენ ე. წ. “კოლოიდური ხსნარები.” ამ ხსნარებში გახსნილი ნივთიერება მოლეკულებზე ბევრად უფრო დიდი აგრეგატების სახითაა, მაგრამ ისინი უხილავია ჩვენი თვალისათვის. კოლოიდუ- ri ხსნარები ბევრად უფრო მდგრადებია ტივტივარებთან შედარებით.

es ხსნარე-

bidan ნივთიერების გამოლექვა (კოაგულაცია) გაცხელებისას ან რომელიმე რეაგენტის დამატების შემდეგ ხდება.

საშინაო დავალება: 1. როგორია: ა)20%-იანი მარილმჟავას ხსნარის ( = 1,1)

ბ)15%-იანი ნატრიუმის ტუტის ხსნარის ( = 1,2) გ) 5%-იანი ბარიუმის ტუტის ხსნარის ( = 1,07) d) 16%-იანი ფოსფორმჟავას ხსნარის ( = 1,17)

მოლური კონცენტრაციები? 2. როგორია H2SO4-ის მასური წილები ხსნარებში?

ა) 0,2M ( = 1,02) ბ) 4M ( = 1,28) 3. ოთახის ტემპერატურაზე ნივთიერების ხსნადობის კოეფიციენტია 351გ/ლ

.

როგორია ნაჯერ ხსნარში ნივთიერების მასური წილი? 4. რამდენი მლ 2,5M ნატრიუმის ტუტე არის საჭირო 300მლ 20%-იან

(=1,22გ/მლ) გოგირდმჟავას გასანეიტრალებლად? რამდენი გრამი Na2SO4 გვექნება

ხსნარში?

am nawilakebis zomebi 10-8, 10-7 metris tolia.

am nawilakebis zomebi 10-8, 10-9 metris tolia.

ამ