24
სსსსსსსსსსსს-სსსსსსსსსსსსსს სს სსსსსსსსს ,სსსსსსსსსს,სსსსსსსსსსსსსს - სსსსსსსსსსს სსსსსსს სსსს სსსსსს -სსსსსსსსს სსსსსსსს. მმმმმმმმმმმმ მმმმმმმმ,მმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმმ მმმმ მმმმმმმმ მმ მმმმმმმმ მმმმმმ(მმმმმმმმმმმმმმ,მმმ მმმმმმმ მმ,მმ მმმ მმმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმმმმ,მმმმმმ მმ,მმ მმ მმმმმმმ მმმმმმმმმ,მმ მმმ მმმმმ მმ მმ მმმმმმმ მმმმმმმმმ,მმმმმმ მმმმმ მმმმმმმ მმ მმმმმ მმმმმმმ მმ მმმმმმ მმმმმმმმმმ. მმმმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმმ მმმმ მმმმმმმმ 6 მმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ:მმმმმმმ, მმმმ, მმმმმმმმ, მმმმმმმმმ მმმმმმმ,მმმმმმმ მმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმმმ(მმმმმმმმმ). მმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმმ, მმმმმმმმმ ,მმმმმმმმმმ, მმმმმმმმმმმმმმ , მმმმმმმმმმმ-მმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმ,მმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმ,მმმმმმმ,მმმმმმმმმმმ,მმმმმმმმმ,მმმმმმმ,მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმ, მმმმმმმმმმმმმ მმმმმ,მმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმ,მმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმმმმ მმ მმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმ. მმმმმმმმ მმმმმმმმმმ,მმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმ მმმმმ,მმმმ მმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმ მმმმმ,მმმმმმმმმმმ,მმმმ მმმმმმმმმმმმ მმმმმ მმმმმმმმმ,მმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმ მმმ მმმმმმმმ მმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმ.მმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმ მმ მმმ მმმმ მმმმმმ მმმმმმმმ,მმმმმმმმმ,მმმმმმმმმმმ,მმმმმმმმმმმ მმ მმმმმმმ. მმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმ მმმმმ 45 მმმმ მმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმ ,მმმმმმ მმმმმმმმ მმმმ მმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმ მმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმმ მმ მმმმმმმმმმმმმმმმმ.მმმმმმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ მმ მმმმმმმმმმმმ,მმმმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმ.მმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმ მმ მმმმმმმ მმმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმმმ.მმმმმმმმმმ მმმმმმმმ მმმმ მმმმმმ მმმმმმმმმმმმმმ მმმმმმმ. მმმმმმმმმ,მმმმმმ „მმმმმმმმმ მმმმმმმმ“ ( игра «Отгадай букву») Цель: Отработка восприятия на слух и произношения звуков и звукосочетаний.

სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების,

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების,

საინფორმაციო-ტექნოლოგიებისა და თამაშების ,სიმღერების,ინსცენირებების - მნიშვნელობა უცხოური ენის სწავლა -სწავლების პროცესში.

მოგეხსენებათ ცნობილია,რომ საგაკვეთილო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე და მიღწეული შედეგი(მნიშვნელოვანია,არა იმდენად ის,თუ რის სწავლებას ცდილობს მასწავლებელი,არამედ ის,თუ რა ისწავლა მოსწავლემ,და არა მარტო ის რა ისწავლა მოსწავლემ,არამედ როგორ ისწავლა და როგორ შეუძლია ამ ცოდნის გამოყენება.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით უცხოური ენის სწავლება 6 მიმართულებით მიმდინარეობს:მოსმენა, წერა, ლაპარაკი, კულტურათა დიალოგი,უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება(მედიტაცია).

თითოეული მიმართულებით უკეთესი შედეგის მიღწევაში გვეხმარება, თამაშების ,სიმღერების, ინსცენირებების , ინფორმაციის-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება,რადგან მოსწავლე შეძლებს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებას,მართვას,დამუშავებას,შეფასებას,ანალიზს,უვითარდებათ დამოუკიდებელი აზროვნება, შემოქმედებითი უნარი,ცდილობს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას,თავად შექმნის ღირებულებებს და საკუთარ წვლილს შეიტანს საზოგადოების წინსვლაში.

პრაქტიკა გვიჩვენებს,რომ მოსწავლეებს უჩნდებათ ინტერესი შესასწავლი მასალის მიმართ მაშინ,როცა ისინი აღმოაჩენენ თავისთვის რაღაც ახალს,შთამბეჭდავს,როცა მასწავლებელი ქმნის სიტუაციას,რომელიც საშუალებას აძლევს მათ გაოცდნენ და ამავდროულად ჩაფიქრდნენ.ასეთი სიტუაციის შექმნაში კი მას ხელს უწყობს თამაშები,სიმღერები,სპექტაკლები,მულტფილმები და ფილმები.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს უჭირთ მთელი 45 წუთი აქტიურად აღიქვან შესასწავლი მასალა ,ამიტომ თამაშები არის ეფექტური საშუალება მთელი ფსიქოლოგიური შესაძლებლობების მობილიზაციისა და აქტუალიზაციისთვის.გაკვეთილზე თამაშები განსხვავდება იმ თამაშებისგან,რომლებსაც შეჩვეულები არიან.ასეთ თამაშებში მცირდება თავისუფალი მოძრაობა და იზრდება ინტელექტუალური შესაძლებლობები.გაკვეთილზე თამაშებს უნდა ქონდეს მიზანმიმართული ხასიათი.

მაგალითად,თამაში „გამოიცანი ასობგერა“ ( игра «Отгадай букву»)

Цель: Отработка восприятия на слух и произношения звуков и звукосочетаний.

Ход игры: Ученик, который должен отгадать букву, выходит из класса. Остальные ученики задумывают слова в которых есть эта буква. Отгадывающего приглашают в класс. Ему называют слова,а он должен отгадать какую букву загадали одноклассники.

Page 2: სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების,

ან კიდევ თამაში „გამოიცანი სიტვა“(игра « Назови слова с данным звуком“)

Цель:научить правильно воспроизводить конкретный звук или звуки, звучащее слово в целом.

Оборудование: Большой мяч.

Ход игры: Игру начинает учитель,затем ведущим может стать кто-либо из учеников.Ведущий называет имя ученика,бросает мяч и произносит звукбнапример, «Е». Ученик ловит мяч и вспоминает и говорит слово с данным звуком, например, «Хлеб».Мяч возвращается к ведущему.

შემდგომ საფეხურზე,გრამატიკული მასალის შესწავლის დროს ,მაგალითად არსებითი სახელის და ზედსართავი სახელის შეთანხმების შესწავლისას. ეფექტურია ლექსიკური თამაში „გამოიცანი ვინ არის ის?“ (Кто это?)

Цель:Лексические игры способствуют лучшему усвоению детьми русских слов,накоплению у них определённого словарного запаса,активизации речевой деятельности.

Ход игры: Дети становятся по кругу,в центре- ученик,у которого завязаны глаза.Все дети идут по кругу и поют песню на русском языке.Учитель останавливает их.Ребёнок,стоящий в центре круга,протягивает вперёд руки и идёт по кругу.Как только он дотронется до кого-либо руками,дети спрашивают : «Кто это?»Тот ,кто водит,должен угадать, до кого он дотронулся,и сказать всё,что о нём знает:-Это мальчик,его зовут Гия,его фамилия…..и т. д.Если всё сказано правильно,он встаёт в круг, а ведущим становится другой ребёнок.Если ведущий ошибся,то он должен выполнить какое-либо задание: Исполнитьна русском языке песню или прочитать стихотворение, и снова водит.

Page 3: სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების,

ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში და მართლწერის შესწავლაში ხელს გვიწყობს თამაშები

„ვინ მეტად?“(игра:Кто больше?)

Цель:Ученики овладевают умением отбирать слова,обединённые одной темой.

Ход игры: (Вариант 1)Ведущий предлагает тему,а дети (по очереди) говорят или соответствующие слова.Например,одежда и обувь.Дети могут назвать следующие слова: платье,брюки,туфли,сапоги и др. Выигрывает та группа,которая назавёт большее каличество слов.

(Вариант 2) Ведущий пишет на доске слово-название предмета. Ученики подбирают к нему определения.Кто пишет больше слов-определений,тот выйдет победителем.Например, Дерево-зелёное,высокое,большое,стройное,цветущее,огромное.

თამაში: „ კიბე სიტყვებისაგან“ (игра «Лестница слов“ )

Цель: Развитие умения правописания слов и закрепления пройденной лексики.

Ход игры: Составить лестницу слов,т. е. сначала записать слово из трёх букв, затем четырёх,пяти,шести,и т. д. Выигрывает тот,кто за 5 минут напишет самую длинную «лестницу».Во время проведения данной игры ученикам иногда можно разрешить пользоваться (словарём).В этом случае игра способствует развитию навыка переписывания.

Page 4: სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების,

ან კიდევ ტექნოლოგიების გამოყენებით აჩვენებ მათ თემატიკიდან გამომდინარე სურათებს.გამარჯვებულია ის ჯგუფი ვინც მეტ სურათს გამოიცნობს და შესაბამისად მეტ სიტყვას დაასახელებს.

საგაკვეთილო გარემო,სადაც გამოყენებულია დიდაქტიკური თამაშები,ხელს უწყობს მოსწავლეებში გააღვიძოს შინაგანი შემეცნებითი შესაძლებლობები,მობილიზირებას უკეთებს ყურადღებას,ავითარებს მახსოვრობას,სტიმულს აძლევს მოსწავლეებს და ეხმარება მათ განუვითაროს ეთიკური მოქცევის უნარ-ჩვევები.მოსწავლეებს უჩნდებათ ინტერესი გაკვეთილების მიმართ,უვითარდებათ კითხვის,საუბრის,წერის უნარები.თამაში ხელს უწყობს სწავლა და დასვენება ერთმანეთს შეუთავსონ.ახალ მასალას შეისწავლიან მათთვის შეუმჩნევლად და ძალდაუტანებლად.

უცხოური ენის შესწავლა იწყება სწორი მეტყველების ჩამოყალიბებით.ყოველი ახალი ასობგერის ან სიტყვის შესწავლა მოითხოვს სწორი გამოთქმის გამომუშავებას .ისეთი ბგერების არსებობა ,რომლებიც უცხოა მშობლიური ენისთვის ურთულებს მოსწავლეებს ათვისების პროცესს,ამიტომ უმჯობესია თუ მათ ხშირად მოვასმენინებთ სიმღერებს,რომლებსაც ისინი სიამოვნებით უსმენენ ,სწავლობენ და იმეორებენ.

მაგალითად,საახალწლო სიმღერები,( новогодняя песня:Маленькой ёлочке холодно зимой)

Page 5: სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების,

ან კიდევ,სიმღერები საყვარელი მულტფილმებიდან:«Антошка», «Песенка Крокодила Гены», «Улыбка», «Голубой вагон»

და ეს არ სრულდება სწავლების პირველ ეტაპზე,ამ პროცესს სჭირდება ხანგრძლივი ყოველდღიური მუშაობა,როგორც მასწავლებლის ასევე მოსწავლის მხრივ.

სწავლების შემდგომ საფეხურებზე შეიძლება შევთავაზოთ ლექსების უკეთ შესწავლის მიზნით ,ამ ლექსზე შექმნილი სიმღერის აუდიო ჩანაწერის მოსმენა , მაგალითად,ვ.ზაბოლოცკის ლექსის შესწავლის დროს (ს7 დონეТЕМА IVЧитаем! Признание) შევთავაზე მათ დავალება მაგრამ თამაშის ფორმით.ლექსის ფრაგმენტში უნდა აღადგინონ გამოტოვებული სიტყვები კონტექსტიდან გამომდინარა მათი ვარაუდის შემდეგ კი მოუსმინონ აუდიოჩანაწერს.

Page 6: სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების,

მოსწავლეები დიდი აზარტით ერთვებიან ამ პროცესში და გაკვეთილის ბოლოს სიამოვნებით აღმოაჩენენ ,რომ ლექსი უკვე დამახსოვრებული აქვთ.

ასევე ძალიან ეფექტურია ინსცენირებები,თეატრალიზებული გაკვეთილების ჩატარება იმ შესწავლილი ზღაპრების ,მოთხრობების ან ნანახი მულტფილმების საფუძველზე,სწავლების მაღალ საფეხურზე შესაძლებელია ფილმების გადაღებაც კი.ეს ხელს უწყობს შემოქმედებითი უნარების გამოვლენას და განვითარებას.მოსწავლეები მზადების პროცესში ძალდაუტანებლად საუბრობენ უცხოურ ენაზე ,ეს ხელს უწყობს მეტყველების უნარის განვითარებას.მუშაობის პროცესში ჩართული უნდა იყოს ყველა მოსწავლე,როგორც ძლიერი ისე სუსტი,დავალებები შერჩეული უნდა იყოს მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

მაგალითად,დაწყებით საფეხურზე,მულტფილმის Сказки для детей. С.Маршак. Двенадцать месяцев . ნახვის შემდეგ დავდგით სპექტაკლი «12 თვე» ს.მარშაკის ზღაპრის «12 თვის» მიხედვით. С. Маршак- Сказка « 12 месяцев»

Сценарий сказки "12 месяцев"ДЕЙСТВУЮЩИЕ ЛИЦА:

Злая мачехаРодная дочь мачехиПадчерицаПринцессаПрофессорМинистр12 месяцев

СЦЕНЫ:

1. Во дворце2. В доме мачехи3. В зимнем лесу4. В доме мачехи5. Во дворце6. В зимнем лесу

მზადების პროცესი

Page 7: სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების,

კადრები სპექტაკლიდან

იმისათვის რომ წარმატებით შევისწავლოთ უცხოური ენა შესაძლებელია გამოვიყენოთ არამხოლოდ ტრადიციული მეთოდები,არამედ თანამედროვე ტექნოლოგიები.

Page 8: სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების,

ენის შესწავლის პროცესში მოსწავლეები იყენებენ ინფორმაციის აღქმის ყველა საშუალებას,ეს შეიძლება იყოს სმენა,მხედველობა, შეხება,ყნოსვა,გემოვნება.

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს- საგაკვეთილო პროცესი გახდეს მეტად მრავალფეროვანი და მიმზიდველი ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებას,მართვასა და დამუშავებას დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებას შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებას მოტივაციის ზრდას სწავლისადმი გახდნენ კომუნიკაბელურები, საკუთარ შეასძლებლობებში დარწმუნებული და

ღირებულებების შექმნისთვის მოტივირებული ადამიანები

ხშირად უყურებთ ფილმებს.მაგალითად, როდესაც გავდივართ თემას უპატრონო ბავშვების თემასთან დაკავშირებით უყურეთ ფილმს( ГЕНЕРАЛЫ ПЕСЧАНЫХ КАРЬЕРОВ Х/ф) (ს7 დონე ТЕМА VСлушаем! Текст о беспризх детях.Читаем! О бездомных детях. Поиски выхода.),Читаем! Девочка со спичками.Пишем! Пишем эссе на тему Милосердие.

ახალგაზრდების და მშობლების პრობლებს,ნაადრევ ქორწინებას მიუძღვენით ფილმის ჩვენება და შემდეგ მსჯელობა( Вам и не снилось... (1980) фильм) ( (ს7 ТЕМА 3По повести Г. Щербаковой «Вам и не снилось» (отрывок).

Page 9: სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების,

მოსწავლეებს უჩნდებათ ინტერესი და სურვილი მეტი გაიგონ ნანახ და მოსმენილ თემებთან დაკავშირებით,უჩნდებათ მოტივაცია თავისით მოიძიონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია, წაიკითხონ,მოუსმინონ,გააკეთონ პრეზენტაციები (Power Point),

მაგალაითად ასე შეიქმნა მოსწავლეების პრეზენტაციები სხვადასხვა თემებზე:

გულმოწყალება, (ს7 დონე ТЕМА VСлушаем! Текст о беспризорных детях.Читаем! О бездомных детях. Поиски выхода.Читаем! Девочка со спичками.Пишем! Пишем эссе на тему Милосердие .

ა.ახმატოვას ცხოვრება და მოღვაწეობა,(ს8 დონე , ТЕМА 4 «Это было, когда улыбался только мертвый, спокойствию рад.»Общая информация о репрессиях в России и СССР.А. Ахматова. Биографическая справка.А. Ахматова. Реквием (отрывки из поэмы).

Page 10: სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების,

ინტეგრირებული გაკვეთილისთვის მომზადებული პრეზენტაცია თემაზე:თემაზე: „ თარგმანები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებში შ.რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ მაგალითზე“) თარგმანები(ს7 დონე ТЕМА IVЧитаем! Признание)

ПЕРЕВОД БАЛЬМОНТА

თუ ცა ქალია, ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია;არ გათნევთ, იცის მეფობა,

უ თქვენოდ გვითქვამს კვლა დია;

შუ ქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზ ებრ განაცხადია.

ლეკ-ვი ლო-მი-სა სწო-რი-ა,|ძუ ი-ყოს, თუნ-და ხვა-

დი-ა".

(8+8)

Дай ей царство, дай царенье. Быть женой ей назначенье.

Но от бога смысл правленья ей указан с

вышины.Отлучался ты когда-то, -- и

сияла без заката.Уж ког-да в пе-ще-ре

львя--та,| -- льви-ца, лев впо-лне рав-ны".

(8+7)

ს7 დონე თემა 2 -До самого донышкаОтрывок из повести Владимира Тендрякова «Ночь после выпуска» . ამ თემასთან დაკავშირებით მომზადდა პროექტი,რომელშიც აქტიურად გამოვიყენეთ საინფორმაციო ტექნოლოგიები.

პროექტი: „ „თავისუფლება თუ ძალაუფლება“

პროექტის ფარგლებში გამოყენებული ტექნოლოგიები

Page 11: სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების,

სასწავლო თემის ავტორი

სახელი და გვარი მაია სირაძე

რაიონი აჭარა

სკოლა №14 საჯარო სკოლა

ქალაქი ბათუმი

თემის მონახაზი

თემის დასახელება

თავისუფლება თუ ძალაუფლება

თემის შინაარსი მოსწავლეები ეცნობიან ვლადიმერ ტენდრიაკოვის ნაწარმოებს“ბანკეტი“სახელმძღვანელოში,ასევე ისტ-ის გამოყენებით უყურებენ დადგმას და ნაწარმოების სრულ ვერსიას ეცნობიან ინტერნეტ ტექნილოგიების გამოყენებით , იაზრებენ,დგამენ ინსცენირებას ამ ნაწარმოების მიხედვით და მთავარი გმირების მსგავსად შეეცდებიან გაარკვიონ რამდენად იცნობენ საკუთარ თავს და ერთმანეთს,ემთხვევა თუ არა მათი წარმოდგენები,როგორ იმკვიდრებს ადგილს თავისუფალი ადამიანი საზოგადოებაში,რომელიც ემორჩილება ტრადიციებს,სტერეოტიპებს,რელიგიურ დოგმებს,კომპლექსებს,სად იწყება პიროვნული თავისუფლება და სად მთავრდება ის,ძალაუფლება-ეს არის მორჩილება თუ მორგება საკუთარ ეგოზე.მოსწავლეები ფსიქოლოგიური ტესტების,ინსცენირების პრეზენტაციის, დისკუსიის,თვითშეფასების და ურთიერთშეფასების ტესტების ,ნაწარმოების სქემატურად გადმოცემის,,ვენის დიაგრამის,სხვადასხვა გათამაშებების,ინფორმაციის მოძიებისა და მათ რეალობაზე მორგების გზით შეეცდებიან იპოვონ პრობლემის გადაჭრის გზები,რაც მათ მომავალში გაუადვილებს საზოგადოებაში თავის დამკვიდრების პროცესს. პროექტის მიზანი - საკუთარი თავის შეცნობა,საზოგადოებაში ინტეგრირება .აქტუალობა /წინაპირობა - ქ.ბათუმის №14 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ აქციში ძალადობის წინააღმდეგ; კონკრეტულმა ძალადობის ფაქტმა, რომლის წინააღმდეგ გაერთიანდა ახალგაზრდობა და საზოგადოება შეძრა ქალაქი (აქციაში მონაწილეობის ამსახველი ფოტოსურათები გამოყენებულია მოსწავლეთა საპრეზენტაციო ნაშრომში).ნაწარმოების თემიდან გამომდინარე,ასევე რეალური და პირადი შემთხვევების გათვალისწინებით, მოსწავლეებს უჩნდებათ უამრავი კითხვა და ამ კითხვებზე პასუხის გაცემა გადავწყვიტეთ ამ პროექტის ფარგლებში.

საგანი

რუსული ენა

დონე/კლასი

საშუალო საფეხური , XI კლასი

განხორციელების დროის ჩარჩო

4 ,45წთ-იანი გაკვეთილი, 6 კვირა

თემის საფუძვლები

შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორებირუსული ენამოსმენა-უცხ.ს.VII.2. მოსწავლეს უნდა შეეძლოს მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსმენილი ტექსტის შინაარსის გასააზრებლად.კითხვა-უცხ.ს.VII.4. მოსწავლეს უნდა შეეძლოს წაიკითხოს, გაიგოს და გააანალიზოს მხატვრული ტექსტები (მოთხრობა, ნოველა, მინიატურა, პოეზიის, თანამედროვე პროზის ნაწყვეტები).

უცხ.ს.VII.5. მოსწავლეს უნდა შეეძლოს გააანალიზოს ტექსტი სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.

უცხ.ს.VI.6. მოსწავლე უნდა ფლობდეს სქემატური ჩანაწერების სხვადასხვა ტექნიკას.

Page 12: სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების,

უცხ.ს.VII.7. მოსწავლეუნდა ფლობდეს და იყენებდეს სტრატეგიებს ტექსტის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით. უცხ.ს.VII.10. წერისას მოსწავლეს უნდა შეეძლოს შექმნას ტექსტის სტრუქტურა, ფლობდეს და იყენებდეს საბაზისო ენობრივ-გრამატიკულ უნარ-ჩვევებს. უცხ.ს.VII.11. მოსწავლე უნდა ფლობდეს და იყენებდეს წერის ეფექტურ სტრატეგიებს წერის პროცესის ყველა (მოსამზადებელ, ტექსტის შედგენის, ტექსტის გაუმჯობესების) ეტაპზე.

ლაპარაკი-დიალოგური მეტყველება

უცხ.ს.VII.12. მოსწავლეს უნდა შეეძლოს ინტერაქციაში მონაწილეობა მისთვის ნაცნობ თემატიკაზე.

მონოლოგური მეტყველება

უცხ.ს.VII.13. მოსწავლეს უნდა შეეძლოს ისეთ აქტუალურ საკითხებზე საუბარი, რომლებსაც საკითხავ ტექსტებში გაეცნო.

უცხ.ს.VII.14. მოსწავლეს უნდა შეეძლოს წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური საკითხის, პრობლემის გარშემო.

კულტურათა დიალოგი-უცხ.ს.VII.17. მოსწავლე უნდა იჩენდეს ინტერესს და ავლენდეს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებების მიმართ. უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება (მედიაცია)-უცხ.ს.VII.18. მოსწავლეს უნდა შეეძლოს უცხოური ენის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.

სამოქალაქო განათლებაპიროვნული განვითარება. მოსწავლეს შეუძლია თვითდამკვიდრება საზოგადოებაში. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ადამიანური ღირსების არსი.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს თავისუფალი პიროვნებისა და აქტიური მოქალაქის თვისებები.მდგრადი განვითარებამოსწავლეს შეუძლია გააზრებული მონაწილეობა და თანამშრომლობა სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს მრავალფეროვან საზოგადოებაში სამართლიანი ურთიერთობის უზრუნველყოფის საშუალებები.

21- ე საუკუნის უნარ-ჩვევები ● ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;● საღი მსჯელობა და აღქმა; ● მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების

გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;● ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე

პასუხების გასაცემად.● იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;● სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;

● ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის

ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;

● ციფრული ტექნოლოგიების, კომუნიკაციის ინსტრუმენტებისა და/ან ქსელების შესატყვისი გამოყენება ინფორმაციაზე წვდომის, მისი მართვის, ინტეგრაციის, შეფასებისა და შექმნისათვის გენერირება ცოდნის ეკონომიკაში ფუნქციონირების მიზნით;

● განსხვავებულ როლებსა და პასუხისმგებლობებთან ადაპტაცია;

● დავალებების განსაზღვრა, პრიორიტეტების მინიჭება და შესრულება პირდაპირი ზედამხედველობის გარეშე;● დროის და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა;

● ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობა; ● მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების საჭიროებისამებრ დაბალანსება სხვადასხვა ჯგუფთან ერთობლივი

მუშაობისას;

● გულმოდგინებისა და პოზიტიური სამუშაო ეთიკის დემონსტრირება (მაგალითად, პუნქტუალობა და სანდოობა). ლიდერობა და პასუხიმგებლობა

● ინტერპერსონალური და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების გამოყენება ჩართული მხარეების მიერ მიზნების მისაღწევად;

● ჩართული მხარების ძლიერი თვისებების/უნარების გამოყენება საერთო მიზნის მისაღწევად;● ფართო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება, პასუხისმგებლიანი მოქმედება.

Page 13: სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების,

მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები

მოსწავლეები შეძლებენ:

რუსული ენა ამოიცნონ, რა ტიპის ურთიერთობაა მონაწილე პირებს შორის; გამოკვეთონ ძირითადი საკითხები, მტკიცებულებები; განარჩიონ თვალსაზრისები; ამოიცნონ ლოგიკური კავშირები სხვადასხვა ინფორმაციას შორის; განარჩიონ ვარაუდი ფაქტისაგან, ფაქტებს დამოკიდებულებისაგან, შეფასებისაგან; დააკავშირონ კონკრეტულ დეტალები ძირითად ინფორმაციასთან; დაჯგუფონ ინფორმაცია კონკრეტული მახასიათებლების მიხედვით; დააკავშირონ სხვადასხვა სახის ინფორმაცია და ამის საფუძველზე გამოაქვთ სათანადო დასკვნა.

უყურონ და უსმინონ მათთვის საინტერესო უცხოენოვან ტელე/რადიო გადაცემებს, ფილმებს;

დასვან ის კითხვები, რომლებზე პასუხსაც ელოდებიან ტექსტიდან; ითანამშრომლონ კლასელებთან, მასწავლებელთან სქემატური ჩანაწერის გასაუმჯობესებლად.

დასმული საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით, მეხსიერებაში მოიძიონ საჭირო ინფორმაცია, ანუ გაააქტიურონ საჭირო ცოდნა (როგორც ენობრივი, ისე რიტორიკული თუ სიუჟეტთან დაკავშირებული);

საჭიროების შემთხვევაში, რესურსებში მოიძიონ დამატებით იინფორმაცია; მიმართავენ გონებრივ იერიშს და ჩამოწერენ ყველა იდეას, რომელიც საწერ თემატიკასთან დაკავშირებით მოუვა აზრად; შეარჩიონ ინფორმაციები და იდეები, მოიფიქრებენ, თუ როგორ დააკავშირებენ მათ ერთმანეთთან, ანუ შეიმუშავებენ

გეგმას; ტექსტის წერის პროცესში მუდმივად აკვირდებიან ნაწერს, განსჯიან, რამდენად ახერხებენ სათქმელის გასაგებად და

თანამიმდევრულად გადმოცემას, საჭიროების შემთხვევაში, შეაქვთ ცვლილება - ახდენენ გეგმის თავისებურ რეორგანიზებას, ამატებენ, ან აკლებენ ინფორმაციას და სხვა.გამოხატავენ საკუთარ ემოციას, განწყობილებას;

აფასებენ მოვლენებს, ფაქტებს, ქცევებს საკუთარი პოზიციიდან;

გამოკვეთენ საკითხს, პრობლემას; განიხილავენ მას სხვადასხვა ასპექტით; გამოკვეთენ დადებით და უარყოფით მხარეებს; გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას და განმარტავენ მას პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით; თანამიმდევრულად, მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებენ აზრს.

ასახელებენ თემას; შესავალ ნაწილში წარმოადგენენ, გამოკვეთენ პრობლემას; გამოკვეთენ პრობლემის გამომწვევ მიზეზებს; მოჰყავთ ფაქტები, მაგალითები; საუბრისას იყენებენ ვიზუალურ მასალას; საუბრობენ მიზეზშედეგობრივ კავშირებზე; გამოხატავენ თავის დამოკიდებულებას კონკრეტული ფაქტისადმი, მოვლენისადმი; წარმოადგენენ პრობლემის გადაჭრის გზებს; გამოაქვთ დასკვნა;

საუბრისას იცავენ აზრობრივ თანამიმდევრობას; მსჯელობენ ტექსტებში ასახული ფასეულობებისა და შეხედულებების შესახებ და გამოხატავენ თავის

დამოკიდებულებას შესაბამისი არგუმენტების მოყვანით (მაგ., ფაქტები ლიტერატურიდან, ისტორიიდან, პირადი გამოცდილებიდან და სხვა);

ამოიცნობს სტერეოტიპულ შეხედულებებს, აანალიზებს და წარმოადგენს მათ წარმომშობ მიზეზებს, მაგალითების მოშველიებით ასაბუთებს მათ უსაფუძვლობას;

უცხოურ ენაზე განახორციელებენ სხვადასხვა ტიპის პროექტს (მაგ., თეატრალური პიესის დადგმა, მულტიპლიკაციური ფილმის შექნა, რეპორტაჟის მომზადება და გაშვება ვიდეოს საშუალებით და სხვა);

ამუშავებენ სასკოლო პროექტების ან სხვა საგანმანათლებლო მიზნის განსახორციელებლად საჭირო უცხოენოვან წყაროებს/ტექსტებს;

აკეთებენ უცხოენოვანი ტექსტის სქემატურ ჩანაწერებს და მასზე დაყრდნობით სწავლების ენაზე ზეპირად გადმოსცემენ ტექსტის მოკლე შინაარსს, ან წერენ რეზიუმეს დაინტერესებული პირებისთვის (მაგ., თანაგუნდელებისთვის);

სამოქალაქო განალება● განსაზღვრავენ საზოგადოებრივ ჯგუფს, რომელსაც მიაკუთვნებს თავს და შეაფასებენ რამდენად

შეესაბამება მისი მისწრაფებები და ინტერესები ჯგუფის მისწრაფებებს და ინტერესებს;● მსჯელობენ ადამიანური ღირსების პატივისცემის ფაქტორებზე სხვადასხვა საზოგადოებაში;

● საკუთარი დასახლებაში გამოყოფენ სხვადასხვა სოციალურ უმცირესობებს (მაგ.: მარტოხელა მოხუცები, ინვალიდები, მიუსაფარი ბავშვები, იმიგრანტები და ა.შ.); მსჯელობენ ამ ადამიანებისადმი საზოგადოების ურთიერთობის თავისებურებებზე;

Page 14: სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების,

● დაახასიათებენ საზოგადოებაში სამართლიანი ურთიერთობების პირობებს და უკავშირებენ მრავალფეროვნების ნიშნებს;

● დააკავშირებენ თანასწორობის პრინციპსა და ურთიერთობათა სამართლიანობის ნორმებს ერთმანეთთან;

● თანაკლასელებთან ერთად, საკუთარი დაკვირვებების საფუძველზე, შეარჩევენ და გაითამაშებენ რომელიმე კონფლიქტურ სიტუაციას, განიხილავს მისი მოგვარების შესაძლო გზებს (მაგ.: ინტერესების პოზიციიდან, წესების პოზიციიდან) აირჩევენ მოცემული შემთხვევისათვის ყველაზე ეფექტიანს, ასაბუთებს თავის მოსაზრებას.

● თავისი კლასის მაგალითზე (საკუთარი და თანაკლასელების ინტერესების გაანალიზების შემდეგ) იმსჯელებენ ადამიანის პიროვნულ და საზოგადოებრივ ინტერესებზე; გამოყოფენ იმ საერთო ინტერესებს, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია საზოგადოებრივი თანხმობისთვის;

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

ზოგადი კითხვა როცა ძალადობა უძლურია ?

თემატური კითხვებისად იწყება პიროვნული თავისუფლება და სად მთავრდება ის.ცხოვრებაში შენ უნდა გემორჩილებოდნენ თუ შენ უნდა ემორჩილებოდე?ან -ან! თუ შუალედური დამოკიდებულება შეიძლება არსებობდეს?

შინაარსობრივი კითხვები

ვიცნობთ თუ არა ბოლომდე საკუთარ თავს და მეგობრებს?საჭიროა მეგობრებს შორის გულახდილობა ბოლომდე?როგორ უნდა მოიქცე თუ მეგობარი შეცდა?სიმართლე ყოველთვის უნდა ითქვას?რამდენად იზღუდება პიროვნების თავისუფლება საზოგადოებრივი ნორმების დაცვის დროს და არის თუ არა ეს ძალადობა საზოგადოების მხრიდან?

შეფასების გეგმაშეფასების დროის ჩარჩო

პროექტზე მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს

გონებრივი იერიში

ფსიქოლოგიური ტესტი

შეკითხვების დასმა

მონიტორინგი

ვენის დიაგრამატესტები

ნაწარმოების სქემის შედგენა

ინსცენირება

თვითშეფასების და ურთიერთშეფასების

სქემები

პრეზენტაცია

დისკუსია

მონიტორინგი

სქემის შეფასების რუბრიკაჩექლისტი

ინსცენირების შეფასების რუბრიკა

ჩექლისტი

პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

დისკუსიის შეფასების რუბრიკა

მონიტორინგი

შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზიმასწავლებელი კითხვების დახმარებით ამოწმებს რა ცოდნა აქვთ მოცემულ თემასთან დაკავშირებით,ფსიქოლოგიური ტესტების გამოყენებით არკვევს რამდენად იცნობენ საკუთარ თავს და ერთმანეთს. მოსწავლეები ნაწარმოების გაგებისა და უკეთ გაანალიზების მიზნით,ახარისხებენ მიღებულ ინფორმაციას ვენის დიაგრამის გამოყენებით და ასევე მოვლენებისა და ფაქტების დასაკავშირებლად,მთავარი და მეორეხარისხოვანი

Page 15: სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების,

ნაწარმოების ნაწილებისა და გმირების ნათლად წარმოსაჩენად ნაწარმოებს წარმოადგენენ სქემატურად,დგამენ ინსცენირებას.ნაწარმოების გაანალიზების შემდეგ აწყობენ პრეზენტაციას თემაზე:“თავისუფლება თუ ძალაუფლება“,შემდეგ კი დისკუსიას.აჯამებენ თემას და წერენ ესსეს თემაზე:“როგორ უნდა მოიქცეთ თუ მეგობარი შეცდა“ან „როგორ ფიქრობთ,სიმართლე ყოველთვის უნდა ითქვას?“მოცემულ თემას მიუძღვნიან გაზეთს ,ბუკლეტს და ახალ ბლოგს,სადაც განვათავსებენ საინტერესო მასალებს ამ თემასთან დაკავშირებით და ასევე გამოაქვეყნებენ საუკეთესო ესსეებს .სხვა საკითხებისაბაზისო უნარ-ჩვევებიინტერნეტში მუშაობის უნარ- ჩვევებიინფორმაციის მოძიების,კვლევის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევები ინფოემაციული ტექნოლოგიების გამოყენების უნარ- ჩვევებსშემოქმედებითი უნარ-ჩვევებილაპარაკის(დიალოგური და მონოლოგური მეტყველების)უნარ -ჩვევებსწერის უნარ- ჩვევებსსაზოგადოებაში თავის დამკვიდრების უნარ- ჩვევებს

სასწავლო პროცედურები პროექტის დასაწყისში გონებრივი იერიშის დახმარებით და ფსიქოლოგიური ტესტების გამოყენებით, მასწავლებელი არკვევს რამდენად იცნობენ მოსწავლეები საკუთარ თავს და ერთმანეთს,მაგალითად გადმოეცით საკუთარი შინაგანი მე სიმბოლოთი ან ნახატით,თანაკლასელები შეეცდებიან დაადგინონ და შეაფასონ ,როგორ ადამიანს შეეძლო დაეხატა ეს სიმბოლო ან ნახატი და რა უნდოდა მათვის ეთქვა საკუთარ თავზე,ემთხვევა თუ არა მათი წარმოდგენები ერთმანეთს. მოსწავლეები კითხულობენ ვლადიმერ ტენდრიაკოვის ნაწარმოებს“ ბანკეტი“სახელმძღვანელოში,ასევე ისტ-ის გამოყენებით უყურებენ დადგმას და ნაწარმოების სრულ ვერსიას ეცნობიან ინტერნეტ ტექნილოგიების გამოყენებით , ვენის დიაგრამის დახმერებით ახარისხებენ მასალებს,მაგალითად რა საერთო და განმასხვავებელი თვისებები ახასიათებთ თანაკლასელებს,რა საერთო და განმასხვავებელი თვისებები აქვთ პიროვნებას და საზოგადოებას,ვინ არიან დადებითი და უარყოფითი გმირები,ნაწარმოების უკეთ გასაგებად და გასაანალიზებლად გადმოსცემენ მას სქემატურად,მაგალითად ვინ როგორ დაახასიათა ერთმანეთი,ნაწარმოების ნათლად წარმოსადგენად დგამენ სპექტაკლს ამ ნაწარმოების მიხედვით,სპექტაკლისთვის მასწავლებელი უნაწილებს თითოეულ მოსწავლეს თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე დავალებებს. შემდეგ ეტაპზე მასწავლებელი აძლევს დავალებებს პრეზენტაციისთვის,ერთი ჯგუფი ატარებს სასკოლო გამოკითხვას,მეორე ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ტექნოლოგიების გამოყენებით,მესამე ჯგუფი ზრუნავს პრეზენტაციის შინაარსობრივ მხარეზე,მეოთხე ჯგუფი -ვიზუალურ მხარეზე.იწყებენ საპრეზენტაციო თემაზე მუშაობას,და მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაციას თემაზე:“თავისუფლება თუ ძალაუფლება“.პრეზენტაციისთვის წარმოადგენენ როგორც ზეპირ მოხსენებებს,ასევე სლაიდ შოუს .შემდეგ ეტაპზე წარიმართება დისკუსია თემაზე:“ცხოვრებაში შენ უნდა გემორჩილებოდნენ თუ შენ უნდა ემორჩილებოდე?ან-ან! თუ შუალედური დამოლიდებულება შეიძლება არსებობდეს?“ რისთვისაც იყოფიან ჯგუფებად.ჯგუფის ლიდერებს მასწავლებელი არჩევს მათი უნარის მიხედვით,რამდენდ შეუძლიათ დისკუსიის წარმართვა,არის თუ არა აქტიური და შეუძლია თუ არა დისკუსიაში სხვა მონაწილეების ჩართვა, ლიდერები აყალიბებენ საკუთარი ჯგუფის იდეებს ,ჯგუფის წევრებს მოჰყავთ არგუმენტები .ორთავე ჯგუფის მონაწილეები რეგლამენტის,წესების და დროის ლიმიტის გათვალისწინებით წარმართავენ დისკუსიას. პროექტის შემდეგ ეტაპზე წერენ ესსეს თემაზე: „როგორ უნდა მოიქცეთ თუ მეგობარი შეცდა“ან „როგორ ფიქრობთ,სიმართლე ყოველთვის უნდა ითქვას?“შეფასების რუბრიკებით მასწავლებელი აფასებს თითოეულ აქტივობას საინტერესო,აქტუალური მასალების შეგროვების საფუძველზე მოსწავლეები ქმნიან ბუკლეტს, გაზეთს და ბლოგს,რასაც შესაბამისად მასწავლებელი უწევს მონიტორინგს და აფასებს შეფასების რუბრიკების გამოყენებით. პროექტის შემაჯამებელ ეტაპზე მუშაობის დასასრულს მოსწავლეები აკეთებენ დასკვნებს და პასუხობენ კითხვას: „ჩვენ ვისწავლით ცხოვრება?!“

Page 16: სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების,

დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები

მასწავლებელი მოსწავლეების ინტერესების და შესაძლებლობების გათვალისწინებით უნაწილებს დავალებებს მოსწავლეებს,სპექტაკლზე მოშაობის დროს მოსწავლეები,რომლებსაც შეუძლიათ

კარგი,გამართული მეტყველება აძლევს როლებს,ვისაც ხელეწიფება ხელსაქმე მუშაობს კოსტუმებზე,ვისაც შეუძლია კრეატიული აზროვნება წერს სცენარს,ვინც იცის ვიდეო გადაღება იღებს,ვინც

კარგად ერკვევა ტექნოლოგიებში ამონტაჟებს,ასევე ქმნის ბლოგს,მხატული მიდრეკილებით მოსწავლეები მუშაობენ გაზეთის და ბუკლეტის შექმნაზე.

არაქართულენოვანიმოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

__________

არ არიან

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები

მოსწავლეებს ,რომლებსაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ საგანში,მასწავლებელმა დავალებები მათი შესაძლებლობების შესაბამისად უნდა გადაუნაწილოს.სპექტაკლის დადგმისას შედარებით რთულ ტექსტებს სწავლობენ ისინი,ასევე პრეზენტაციის,დისკუსიის, გაზეთის,ბუკლეტის მომზადებისას უნდა დაევალოთ სუსტ მოსწავლეებს გაუწიონ დახმარება,შეუსწორონ და გამოასწორებინონ შეცდომები,ასწავლონ ,როგორ შეიძლება მიაღწიონ წარმატებას.

სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები

ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

×ფოტოკამერა ×კომპიუტერი (ები)

×ციფრული კამერა×DVD ფლეიერი×ინტერნეტკავშირი

ლაზერული დისკი×საბეჭდი მანქანა/პრინტერი×პროექტორი ×სკანერი

ტელევიზორი

VCR, ვიდეო×ვიდეოკამერა

ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.

სხვა      

ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )×მონაცემთა ბაზა/ცხრილები×საგამომცემლო პროგრამები×ელფოსტის პროგრამა

ენციკლოპედია კომპაქტდისკზე

×ფოტო/სურათების დამუშავება×ინტერნეტძიება ×მულტიმედია

×ვებგვერდის შექმნა×ვორდის პროგრამა

სხვა      

ბეჭდვითი მასალები

რუსული ენის სახელმძღვანელო სVii, სამოქალაქო განათლების სახელმძხვანელო ,ვლადიმერ ტენდრიაკოვის“ბანკეტი“

Page 17: სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების,

http://www.belousenko.com/books/Tendryakov/tendryakov_noch_posle_vypuska.htm

ინვენტარი/მასალები

მოსწავლეებმა თავად უნდა შექმნან კოსტუმები სპექტაკლისთვის,ასევე ვიდეო კამერა,ფოტოკამერა

ინტერნეტრესურსები

www.googlehttp://ru.wiktionary.org/wiki/%D1%81%D0%B2%D0%BE%D0%B1%D0%BE%D0%B4%D0%B0

http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%92%D0%BB%D0%B0%D1%81%D1%82%D1%8C

http://ru.wikihow.com/%D0%B1%D1%8B%D1%82%D1%8C-%D1%85%D0%BE%D1%80%D0%BE%D1%88%D0%B8%D0%BC-%D0%B4%D1%80%D1%83%D0%B3%D0%BE%D0%BChttp://medportal.ru/budzdorova/relation/1054/http://wordassociations.ru/search?hl=ru&w=%D0%A1%D0%B2%D0%BE%D0%B1%D0%BE%D0%B4%D0%B0http://wordassociations.ru/search?hl=ru&w=%D0%A1%D0%BA%D0%B8%D0%BF%D0%B5%D1%82%D1%80

სხვა რესურსები --------

Page 18: სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების,

მოტივაციის ასამაღლებლად ,საკუთარი თავის უკეთ შეცნობის მიზნით მოუმზადე ფსიქოგიური ტესტები:ფსიქოლოგიური ტესტები

Правильно ли вы оцениваете себя?

Может быть, эти оценки завышены или, наоборот, вы принижаете свои способности? Этот тест поможет разобраться в собственных проблемах.

1. Когда у меня плохое настроение, считаю, что предпринимать что-то бесполезно, само пройдет:а) в большинстве случаев;б) иногда;в) нет, я с этим борюсь.

2. Если кто-то настаивает на своем мнении, я защищаю собственную точку зрения и обстоятельно высказываю все, что думаю о предмете разногласий:а) всегда;б) когда как;в) в спор никогда не вступаю.

3. Выбираю себе друзей среди людей, которые меня любят и ценят:а) как правило;б) случается;в) нет, главное, чтобы человек был мне интересен и разделял мои понятия о дружбе.

4. Полностью отдаю себе отчет в том, что мне нравится, чего недостает, что хочу от жизни:а) да, так и есть;б) временами;в) сомневаюсь постоянно.

5. В любой момент могу поделиться проблемами с друзьями и попросить у них помощи:а) безусловно;б) не всегда;в) нет, рассчитываю только на себя.

6. Полностью распоряжаюсь своим временем, только я решаю, что и когда буду делать, когда буду встречаться с друзьями:а) в большинстве случаев;б) зависит от обстоятельств;в) увы, завишу от других - если кто-то приглашает в гости или на прогулку, не хватает смелости сказать «нет».

7. Отлично знаю все положительные свойства моего характера и какую пользу могу из этого извлечь:а) естественно;б) бывает, и ошибаюсь;в) абсолютно не умею ими пользоваться.

8. Знаю свои недостатки и умею их скрывать:а) а как же!б) не всегда получается;в) скрывать вообще ничего не умею.

9. Мне присуще чувство уверенности, знаю, что мне по плечу многое:а) именно так;б) раз на раз не приходится;

Page 19: სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების,

в) самоуверенность - не моя черта характера, а есть ли у человека способности - это должны определить другие.

10. Критику выношу спокойно:а) всегда;б) стараюсь, хотя это неприятно;в) вообще не выношу.

11. Моя внешность меня устраивает:а) абсолютно;б) временами;в) совсем не устраивает.

12. Считаю, что у меня нормальный вес и нормальная фигура:а) это мое постоянное состояние;б) отклонения есть;в) никогда не было нормального веса, а фигура - ужас.

13. На приемах, презентациях, премьерах - везде, где много людей, чувствую себя легко и непринужденно:а) конечно;б) временами - это зависит от многого;в) толпа, толкотня меня угнетают, стараюсь поскорее уйти.

Больше всего «а»Вы абсолютно уверены в себе. Однако это вовсе не означает, что вы не можете впасть в уныние или разочароваться в чем-либо или в ком-либо. Просто, если такое случится, вы легко выйдете из этого состояния и сумеете преодолеть возникшие на вашем пути препятствия.

Больше всего «б»Вам довольно часто приходится переживать состояние неуверенности. Когда случаются неудачи, вы падаете духом и сами справиться с возникшей ситуацией не можете. Поэтому зависите от других, нуждаетесь в эмоциональной помощи и поддержке родных и друзей. Наш совет - больше рассчитывайте на свои силы и способности. Они у вас есть, просто надо в это поверить.

Больше всего «в»Вы слишком плохого мнения о себе. Однако не беспокойтесь: это еще не значит, что вы никчемный человек или с вами происходит что-то неладное. У вас наверняка немало талантов и достоинств. Скорее всего, в детстве вам «недодали» заботы и внимания, и, возможно, именно поэтому вы считаете, что счастье и уважение - не для вас. Перестаньте без конца думать о своих неудачах, найдите в себе положительные качества и невостребованные способности.

Вспомните, что именно вы умеете делать лучше других. Используйте свои способности, чтобы помочь людям, - их похвала и благодарность помогут вам по-иному оценить себя. Старайтесь больше быть с теми, кто понимает и поддерживает вас. Согласитесь, что идеальных людей не бывает, а потому критику принимайте спокойно и не бойтесь выражать свои чувства и мысли.

Page 20: სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების,

გამოუშვით გაზეთი,ბუკლეტი თემატური შაბლონების გამოყენებით,

სწავლების ზედა საფეხურზე მოსწავლეებმა ფილმიც გადაიღეს ვ.ტენდრიაკოვის ნაწარმოების მიხედვით.

და ეს პროცესი იმდენად საინტერესოა მათვის,რომ ისინი ვერც კი ამჩნევენ როგორ ეხვეწებათ მეტყველება, სწავლობენ როლებს ზეპირად,იაზრებენ ნასწავლს,იკერავენ კოსტიუმებს,აწყობენ ინტერიერს,რადგან იღებენ ფილმს,ავითარებენ წერის

Page 21: სასწავლო პროცესში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების,

კულტურას,გაზეთების,ბუკლეტების გამოშვებით,იწყებენ აზროვნებას უცხოურ ენაზე პრეზენტაციების და დისკუსიების მოწყობით, ასევე ქმნიან საკუთარ ბლოგს,სადაც განათავსებენ მათთვის მნიშვნელოვან მასალებს,აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებებს ,აფასებენ ერთმანეთს,და ასე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გატაცებულები,ასევე მათთვის შეუმჩნევლად სწავლობენ ენას.

მუშაობის პროცესი იტაცებს მოსწავლეებს,ცდილობენ ერთმანეთზე უკეთ შეასრულონ დავალებები, ამასთანავე ეხმარებიან ერთმანეთს ,ასწავლიან,უსწორებენ,რადგან თვლიან ,რომ ქმნიან რაღაც მნიშვლელოვანს,ღირებულს,ხედავენ შედეგს,რომელსაც აუცილებლად სხვებიც იხილავენ და შეაფასებენ. ასე იქმნება სხვადასხვა პროდუქტი,ზოგჯერ გაზეთი ან ბუკლეტი,ზოგჯერ ფილმი ან ბლოგი, მჭიდროდ ურთიერთობენ მასწავლებელთან არა მხოლოდ გაკვეთილზე,არამედ Skupe-ით,უგზავნიან ესსეებს,მათ აერთიანებთ საერთო სულისკვეთება,საერთო იდეები და ინტერესები,და ასე მათთვის შეუმჩნევლად თამამდებიან,საუბრობენ,წერენ,აზროვნებენ უცხოურ ენაზე .

ასეთი გაკვეთილების შედეგად შექმნილი სპექტაკლები,გაზეთები,ბუკლეტები,ფილმები,პრეზენტაციები,ესსეები,ბლოგი,შეგვიძლია წარმოვადგინოთ საპრეზენტაციო ფორმატში, და ამით ვაჩვენოთ,რომ თამაშებისა,სიმღერების,ინსცენირებების,ფილმების,მულტფილმების და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს უცხოური ენის შესწავლის პროცესს.