სააზროვნო უნარების განვითარების...

Preview:

DESCRIPTION

ეფექტური სტრატეგიები

Citation preview

სააზროვნო უნარების განვითარებისეფექტიანი სტრატეგიები

პრეზენტაცია მომზადებულიამასწავლებლის სახლის მასალების

მიხედვით

პრეზენტაციის ავტორი: რუსუდან გონაშვილი

სააზროვნო უნარების განვითარებისეფექტიანი სტრატეგიები

,,აზროვნება კი არმოსდევს ცოდნას,

არამედ ცოდნა მოსდევსაზროვნებას”.

ოთხი ძირითად საკითხი, რომელიცმასწავლებელმა უნდა

გაითვალისწინოს სასწავლო პროცესისდაგეგმვისას და წარმართვისას

• რისი სწავლაა მნიშვნელოვანი, რაშიგვადგება შეძენილი ცოდნა

• რატომ არის რთული სწავლა• ყველაზე კარგად როგორ შეიძლებავისწავლოთ

• როგორ მიდის სწავლის პროცესი.

პრინციპები, რომლებიც სასწავლო პროცესისდაგეგმვისა და წარმართვის პროცესში უნდა

გავითვალისწინოთ

• განსაზღვრეთ და გააცანით მოსწავლეებს სასწავლოპროცესის მიზნები და შედეგები

• დაანახეთ მოსწავლეებს შესასწავლი საკითხებისღირებულება

• საგანგებო ყურადღება გაამახვილეთ რთულ,პრობლემურ საკითხებზე

• დაეხმარეთ მოსწავლეებს ცოდნის გამოყენებაში• გააცანით მოსწავლეებს თემის მიღმა არსებულილოგიკა

• განავითარეთ მოსწავლეებში თანატოლებისგანსწავლის უნარი

• ასწავლეთ მოსწავლეს სწავლა

• ეს ხელს უწყობენ მოსწავლეებში ტრანსფერის უნარისგამომუშავებას, რადგან: ცოდნა, რომლის ტრანსფერიცხდება, არის მიზეზ-შედეგობრივი მიმართებისშემცველი

• ამ დავალებით მოსწავლეები გამოიყენებენ თეორიულცოდნას

• მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ შეძენილიგამოცდილება შესაძლებელია გამოყენებული იყოსსხვადასხვა სიტუაციაში

• მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს ნასწავლისაკითხი დაუკავშიროს მსგავს თემებს სხვა სფეროში.

სწავლების მეთოდები :

• დიდაქტიკური

• სოკრატული

• პრაქტიკული (სწავლა კეთებით)

• თანამშრომლობითი

• პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება

მნიშვნელოვანია. . .

• კრიტიკული აზროვნების განვითარება

• შემოქმედებითი აზროვნების განვითარება

დიდაქტიკური მეთოდი

• ინფორმაციის მიწოდება დიალოგის ფორმით.

• ამ დროს მოსწავლეს მასწავლებელიაცნობსგაკვეთილის სასწავლო მიზნებს, როდისითვლება მიზანი მიღწეულად.

• ამყარებს კავშირს ახალდა ძველ ცნებებსშორის.

• ინფორმაციის გაცვლის პროცესში მოსწავლედა მასწავლებელი ერთადმონაწილეობენახალი ცოდნის აგებაში.

სოკრატული მეთოდი

• მასწავლებელი სვამს მხოლოდ პრობლემურ დაარაინფორმაციულ შეკითხვებს.

• იგი არ აძლევს მოსწავლეებს ინფორმაციას, არამედ მათთხოვს აზროვნებას, რათა თავად მივიდნენ პრობლემისგადაწყვეტამდე.

• ამ დროს მოსწავლეები თავისუფლად გამოთქვამენსაკუთარ მოსაზრებებს დასმულ პრობლემასთანდაკავშირებით

• თხზავენ ჰიპოთეზებს და ვერსიებს• აანალიზებენ ერთმანეთის არგუმენტებს.

• სოკრატისეული მეთოდის ფარგლებშიშესაძლებელიადისკუსიები, დებატები, პრობლემურიშეკითხვების დასმა.

დებატები!

კეთებით სწავლება (პრაქტიკული)

• მასწავლებელი უზრუნველყოფსმოსწავლის ჩართვას პრაქტიკულსაქმიანობაში

• მას ეძლევა გამოცდილებით სწავლისსაშუალება – მასწავლებელი ისეთდავალებას აძლევს მოსწავლეს, რომლისპრაქტიკული შესრულებისთვის საჭიროაახლად ახსნილი ცნებების გამოყენება.

პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება

სწავლების მიზანია . . .

• პედაგოგმა მოსწავლეებს დაანახოს საკითხი,პრობლემა, რომელიც მრავალგვარი მიდგომითადა გზით შეიძლება გადაიჭრას, რომელზეც არარსებობს ერთი სწორი ან არასწორი პასუხი,საჭიროებს ძიებას, ალტერნატივების დაშვებასდა იდეების ჩამოყალიბება-განვითარებას.

• მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ ნასწავლიმასალა, მათ მიერ დამოუკიდებლად მოძიებულიინფორმაცია და პრობლემის გადაჭრის მათეულიხედვა უნდა მიუსადაგონ რეალური ცხოვრებისმიზნებსა და მოთხოვნებს.

პრობლემაზე ორიენტირებულისწავლების საფეხურები

• პრობლემის გამოკვეთა და განსაზღვრა;

• პრობლემის ჩამოყალიბება და წარმოდგენა;

• პრობლემის შესახებ ინფორმაციისა დარესურესების ორგანიზება და ცოდნის

მობილიზება;

• შესაძლო ალტერნატივების ან გადაჭრის გზებისმოძიება;

• პრობლემის გადაჭრის სტრატეგიების შერჩევა;

• შერჩეული სტრატეგიის განხორციელება დაპროგრესზე დაკვირვება;

• შედეგების შემოწმება და შეფასება.

განსაზღვრა

გაანალიზება

გადაჭრისგზები

საუკეთესოსარჩევა

შემოწმება

შეფასება

როგორ უნდა შეარჩიოს მასწავლებელმაპრობლემური ტიპის ამოცანები?

• არჩევანის გაკეთება;• გადაწყვეტილების მიღება;• შედარება-შეპირისპირება;• დაკავშირება-კანონზომიერების აღმოჩენა;• შეუთავსებლობის აღმოფხვრა;• ობიექტებზე შეხედულების შეცვლა;• ექპერიმენტის, ცდის ჩატარება;• კვლევა-ძიება;• შემოქმედებითი მიდგომის გამოყენება

/გადაწყვეტის ორიგინალური გზის ძიება

პრობლემის გადაჭრა მოითხოვს აზროვნების

ისეთ კომპლექსურ უნარებს, როგორიცაა :

• ანალიტიკური

• შემოქმედებითი

• კრიტიკული აზროვნების

ანალიზი

• . . .მთლიანი საგნის ცალკე ნაწილების, მხარეების დათვისებების გამოყოფა ადამიანის წარმოდგენაში. ცნობიერებაში

• მასალის (სტრუქტურის) შემადგენელ ნაწილებად დაყოფა: ნაწილების

• შედარება-შეპირისპირება, ნაწილებს შორის კავშირის ანსტრუქტურის დანახვა;

• მოვლენის მიზეზის (დაფარული აზრის აღმოჩენა) ახსნა;

• პროცესის კანონზომიერების გამოვლენა;

• მიზეზებსა და შედეგებს შორის კავშირების დადგენა.

• კოგნიტური სქემები, რომლებიც მსგავსებისა და განსხვავებისგამოვლენას ემსახურება.

• მსგავსებისა და განსხვავების აღმოჩენა შედარების დროს ხდება.

• ვენის დიაგრამა, რომლის საშუალებითაც მოსწავლეებიკონკრეტული მახასიათებლების მიხედვით ვიზუალურადაღიქვამენ იმ საერთოსა და განსხვავებულს, რაც შესადარებელსაგნებს/მოვლენებს აქვთ.

• მოსწავლემ სტრუქტურა უნდა დაყოს შემადგენელ ნაწილებად, უნდა მოახდინოს ამ ნაწილების შედარება და დაინახოს მათშორის კავშირი, რაც ხელს უწყობს მათში ანალიტიკური უნარისგანვითარებას.

• მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მოსწავლეებს უკვეაქვთ ამ თემის შესახებ ცოდნა, სიღრმისეულად გაიაზრესნასწავლი.

• მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ მოსწავლეები მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენას.

კრიტიკული აზროვნების განვითარება

მრავალმხრივი მიზნებით განპირობებულიაზროვნება, რომლის დახმარებითაც ხდებაარსებული ფაქტების, მსჯელობათა დაწარმოდგენების ხელახალი გააზრება,დასაბუთებული და ყოველმხრივ აწონდაწონილი დასკვნის გამოტანის მიზნით.

კრიტიკული აზროვნებისძირითადი ნიშანები:

• კრიტიკული აზროვნება დამოუკიდებელიაზროვნებაა;

• კრიტიკული აზროვნებისათვის ინფორმაციისმოპოვება და ფაქტების ცოდნა საწყისი წერტილია დაარა საბოლოო მიზანი

• კრიტიკული აზროვნება იწყება პრობლემისდაყენებიდან და მისი გაცნობიერებიდან;

• კრიტიკული აზროვნება მოითხოვს დამაჯერებელარგუმენტაციას;

• კრიტიკული აზროვნება სოციალური აზროვნებაა.

რეკომენდაციები, როგორდავეხმაროთ მოსწავლეებსკრიტიკული აზროვნების განვითარებაში:

• მასწავლებელი ღია უნდა იყოსსიახლეებისადმი და კრიტიკისადმი;

• მასწავლებელმა არ უნდა მოახვიოსსაკუთარი შეხედულებები მოსწავლეებს;

• მასწავლებელმა უნდა დაამუხრუჭოსმოსწავლეთა იმპულსურობა;

• მასწავლებელმა უნდა წაახალისოსმოსწავლეთა დამოუკიდებლობა;

• მასწავლებელმა ორიენტაცია აიღოს ხარისხზე დაარა დროზე;

• მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოსმოსწავლეთა თვითშეფასების ამაღლებას;

• მასწავლებელი უნდა იყოს აქტიური მსმენელი;

• მასწავლებელმა უნდა დაანახოს მოსწავლეებსკრიტიკული აზროვნების სარგებლიანობა;

• მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოსმოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარებისგანვითარებას.

დისკუსია

• კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის ერთ -ერთი ყველაზეეფექტიანი მეთოდი, რომელიც მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოსარის დისკუსია.

• დისკუსიის დროს მოსწავლეები ეჩვევიან საკუთარი პოზიციისარგუმენტირებულადდასაბუთებას, სხვათა მოსმენისა და მათი აზრისგათვალისწინების უნარს, საკუთარიდა სხვათა შეხედულებებისადექვატურად შეფასებისა და საჭიროების შემთხვევაში საკუთარიშეცდომის აღიარებისა და უკან დახევის უნარს.

• უვითარდებათ საკუთარ მოსაზრებაზე პასუხისმგებლობის გრძნობა;

• მოსწავლეებში ამ უნარების განვითარება კი მათში კრიტიკულიაზროვნების უნარის განვითარებას უწყობს ხელს.

• იმისათვის, რომ გამოყენებული სტრატეგია იყოს ეფექტიანიმასწავლებელმა არ უნდა მოახვიოს საკუთარი შეხედულებებიმოსწავლეებს -

• მასწავლებელმა ისე უნდა წარმართოსდისკუსიის პროცესი, რომ მათფიქრის, განსჯისდა განსხვავებული ინტერპრეტირების საშუალებადაუტოვოს.

• მასწავლებელმა ყველა მოსწავლე უნდა ჩართოსდისკუსიის პროცესში, მოსწავლის მხრიდან წამოსული არცერთი აზრი არ უნდადათრგუნოს,

• მან ხელიუნდა შეუწყოს მოსწავლეთათვითშეფასების ამაღლებას, უნდააგრძნობინოს, რომ პატივს სცემს და ითვალისწინებს მათ აზრს, რაცაამაღლებს მოსწავლეებში თავდაჯერებულობისა და საკუთარიღირსების გრძნობას.

• სადისკუსიოთემადუნდა შეარჩიოს ისეთი საკითხი, რომელზედაცგანსხვავებული შეხედულებები არსებობს.

შემოქმედებითი აზროვნება

• შემოქმედებითი აზროვნება არისმოვლენათა ახლებურად ხედვის დაპრობლემათა გადაჭრის ორიგინალური,მანამადე არარსებული გზის პოვნის უნარი.

• შემოქმედებითი აზროვნებისგანმასხვავებელ ნიშნად ითვლება იდეათაახლებური კავშირებისა და შეხამებებისპოვნა.

• კრეატიულობა შაბლონური აზროვნებისსაპირისპირო ფორმაა. მისთვისმიუღებელია ბანალური იდეები დამოვლენებზე არსებული საყოველთაოდმიღებული შეხედულებები.

როგორ შეიძლება შექმნას მასწავლებელმა კლასშიშემოქმედებითი გარემო?

• მასწავლებელმა უნდა მოიხსნასშემოქმედებითობის გამოვლენის ხელისშემშლელი შინაგანი წინააღმდეგობები;

• მასწავლებელმა თავი უნდა შეიკავოს ნაადრევიშეფასებებისაგან;

• მხარი დავუჭიროთ წარმოსახვის სიცხოველეს;• მოვახდინოთ წარმოსახვის “დისციპლინირება” და გავაკონტროლოთ იგი;

• განვუვითაროთ ბავშვებს მოვლენათა დაფაქტების აღქმის სიღრმე და მრავალმხრივობა.;

• დავეხმაროთ მოსწავლეებს შემოქმედებითიაზროვნების მნიშვნელობის და დანიშნულებისხედვაში.

როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებსშემოქმედებითი აზროვნება?

• მოსწავლეს ეძლევა პრობლემის გადაჭრის რამდენიმეშესაძლებლობის განხილვის საშუალება.

• მოსწავლეს ეძლევა პრობლემის გადაჭრის რამდენიმეპასუხის პოვნის საშუალება.

• შესაძლებელია პასუხში გარკვეული სუბიექტურობის(ინდივიდუალური) ელემენტის დაშვება.

• აქტივობა ორიენტირებულია პრობლემის გადაჭრისახალი (ორგინალური) გზის ძიებაზე.

• აქტივობა ორიენტირებულია ნაპოვნიგადაწყვეტილების გაუმჯობესებისშესაძლებლობაზე.

• პასუხი წინასწარ არ არის განსაზღვრული და არ არისმხოლოდ ერთი სწორი პასუხი.

როლური თამაში

გამოყენებულილიტერატურა:

• სწავლება და შეფასება (2008) მასწავლებელთა პროფესიულიგანვითარების ცენტრი, თბილისი: გამომცემლობა“საქართველოს მაცნე”

• როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება (2007) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი.

• პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა (2007) საქართველოსგანათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეროვნულისასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი.

• ია კუტალაძე (რედ.) (2010) ეფექტიანი სწავლება, გამოცდების ეროვნული ცენტრი, კვლევის ლაბორატორია.

• მარზანო რობერტ ჯ. (2009) ეფექტური სწავლება სკოლაში, პირველი ქართული გამოცემა, “მასწავლებელთაპროფესიული განვითარების ცენტრი’.

Recommended