Upload
bolqvadzenino
View
44
Download
0
Embed Size (px)
DESCRIPTION
იაკობის საქართველო
Citation preview
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო
იაკობ გოგებაშვილის “საგანძურის” მიხედვით
ეძღვნება იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 170 –ე წლისთავს
დედამიწის ზურგზე ძნელად იპოვება იმისთანა ქვეყანა, რომ სიმშვენიერით საქართველოს სჯობდეს.
საქართველოს ბუნება ძალიან მდიდარია და შემკული სხვა-დასხვა სურათებითა. აქ კაცი ჰხედავს ვრცელს ვაკეს, რომელიც სხვადასხვა მოსავლით საამურად დაფენილია; იქ თვალს წარმო-უდგება მთები, შემოსილი მრავალგვარი ხეებითა.
A
აქ მწვანედ ბიბინებს ტყეებს შუა გაგრძელებული ველი; იქ თვალს იტაცებს მთებს შუა ვიწრო ხეობა, სავსე ბევრნაირი ხეხილითა და მცხოვრებლებით.
ქართველებიც სილამაზით თავის სამშობლოს არ დაუვარდე-ბიან. ჩამომავლობით ქართველები უწარჩინებულეს –კავკასიის ტომს ეკუთვნიან და ნიჭიერ ხალხთა რიცხვში ურევიან.
ამისთანა ქვეყნის შესწავლა უცხოსათვისაც საამურია, და ქართველისათვის ხომ სირცხვილია, რომ თავისი ქვეყნის გაცნობას არა სცდილობდეს.
ყველა იმ სოფელსა და ქალაქს და იმ მიწა-წყალსსა, სადაც ქართველები ცხოვრობენ, საქართველო ჰქვია.
ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს, ანუ ნაწილს გვარ-ტომობის
სახელი ერთი და იგივე ჰქვია-საქართველო, მაგრამ ამავე დროს
თითოეულ ნაწილს თავისი საკუთარი სახელიც ჰქვია, სწორედ
ისე, როგორც ღვიძლ ძმებსა და დებს სხვადასხვა სახელს
უწოდებენ ხოლმე.
Aაი ეს სახელები:
კ ა ხ ე თ ი
ქ ა რ თ ლ ი
ი მ ე რ ე თ ი
ს ა მ ე გ რ ე ლ ო
გ უ რ ი ა
რ ა ჭ ა
ს ვ ა ნ ე თ ი
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო
საქართველოს ჩრდილოეთით საზღვრავს კავკასიის მთები, დასავლეთით-შავი ზღვა, აღმოსავლეთით- დაღესტნის მთები, სამხრეთით –სომხეთი.
კავკასიონის მთის წვეროები ისეთი მაღალია, რომ იმათზე ზამთარ-ზაფხულ თოვლი სძევს აუღებლად. ამათ შორის ყველა-ზე მაღლა ცაში ატყორცნილა ორი წვეროკინა:
იალბუზი და მყინვარი,
ანუ ყაზბეგი, რომელიც ცოტათი დაბალია იალბუზზე.
K
კავკასიონის მთები რომ სულ არ ყოფილიყო მაშინ
ჩრდილოეთის ცივი ქარი თავისუფლად იდენდა ჩვენკენ და ჰა-
ვას იმდენად შესცვლიდა, რომ ბევრი ჩვენებური ნაზი მცენარე
სრულიად აღარ იხარებდა.
ქართლსა და იმერეთს შუა გაწოლილია ერთი გრძელი მთა,
რომელსაც სურამის მთას ვეძახით. Eეს მთა საქართველოს ჰყოფს
ორ ნაწილად: აქეთა ნაწილს ჰქვია აღმოსავლეთი საქართველო,
იქითა ნაწილს—დასავლეთი საქართველო.
თოვლიან- ყინულოვანი წვეროები კავკასიონის ქედისა
სასარგებლოა მთელის ჩვენის ქვეყნისათვის . გამდნარი თოვლი
და აგრეთვე წვიმა, რომელიც ხშირად მოდის მთაზე, აჩენს
მრავალთა მდინარეს, რომელნიც უხვად ჰრწყავენ და
ანოყიერებენ საქართველოსა. რაც კავკასიონის ქედის აქეთ
გვერდიდან წყალი გამოდის , იკრიბება ორ დიდს მდინარეში,
რიონსა და მტკვარში.
რ ი ო ნ ი
რიონს სათავე ზემო რაჭაში აქვს და გამოდის ფასის მთიდან. ქუთაისამდე რიონი ძლიერ ჩქარა მორბის, შემდეგ კი თანდათან მდორედ მოდის. ქუთაისის ქვემოთ რიონს ერთვის ყვირილა, ორპირთან კი-ცხენისწყალი. შემდეგ რიონი შავ ზღვას ერთვის.
მ ტ კ ვ ა რ ი
Mმტკვარი გამოდის საქართველოს სამხრეთის საზღვარზე.
გორთან მტკვარს ემატება ლიახვი, მერმე ქვემოთ ქსანი, მცხეთასთან- არაგვი.
კახეთის ბოლოს მტკვარს ერთვის ალაზანი იორით.
Bბოლოს მტკვარი ჩადის კასპიის ზღვაში.
საქართველო მცენარეებით ძალიან მდიდარია.
Mმინდვრებსა და ველებს ამშვენებს:
ია
ი ა ს ა მ ა ნ ი
მ ი ხ ა კ ი
ზამბახი
ნ ა რ გ ი ზ ი
და სხვები.
მთები შემოსილია ხშირი და აყრილი ტყით.
Aამ ტყეებში თითქმის ყოველგვარი ხე იპოვება:
წ ი ფ ე ლ ა
თ ე ლ ა
მ უ ხ ა
ნ ე კ ე რ ჩ ხ ა ლ ი
ფ ი ჭ ვ ი
ნ ა ძ ვ ი
ვ ე რ ხ ვ ი
ც ა ც ხ ვ ი
უ რ თ ხ ე ლ ი
და სხვანი.
Aაქ ბევრგვარი გარეული ხეხილიც ხარობს,
მაგალითად ნიგოზი,
რომელიც ძალიან დიდი ხე იზრდება.
ვაშლი,
მ ს ხ ა ლ ი
ბ რ ო წ ე უ ლ ი,
ა ტ ა მ ი
ვ ა ზ ი,
ფ ო რ თ ო ხ ა ლ ი,
კ ო მ შ ი,
ლ ი მ ო ნ ი,
თ ხ ი ლ ი
ლ ე ღ ვ ი,
ზ ღ მ ა რ ტ ლ ი
ფ შ ა ტ ი,
ჭ ე რ ა მ ი
და სხვანი.
Dდაბურულს და გაუვალს ტყეებში ბევრნაირი ნადირი ბუდობს. სახელდობრ:
ჯ ი ხ ვ ი,
შ ვ ე ლ ი,
თ ხ ა,
დ ა თ ვ ი
კ უ რ დ ღ ე ლ ი,
მ გ ე ლ ი,
ვ ე ფ ხ ვ ი,
ა ფ თ ა რ ი,
ფ ო ც ხ ვ ე რ ი,
ღ ო რ ი,
მ ე ლ ა,
მ ა ჩ ვ ი,
და კიდევ სხვანი.
ბეწვიანი ნადირიც ბლომად არის:
კ ვ ე რ ნ ა,
ქ უ რ ც ი კ ი,
თეთრი მელა
და სხვანი.
აგრეთვე მრავალგვარი ფრინველი ბუდობს საქართველოს
ტყეებსა და მინდვრებში:
წ ე რ ო,
ბ ა ტ ი,
ი ხ ვ ი,
ღ ა ლ ღ ა,
ხ ო ხ ო ბ ი,
კ ა კ ა ბ ი,
გ ნ ო ლ ი
მ წ ყ ე რ ი,
ტყის ქათამი,
მტრედი მრავალგვარი,
გ ვ რ ი ტ ი,
გ უ გ უ ლ ი,
ო ფ ო ფ ი,
შ ა შ ვ ი,
ჩ ხ ა რ თ ვ ი,
ტ ა რ ბ ი,
ბ უ ლ ბ უ ლ ი,
მ ო ლ ა ღ უ რ ი. M
მტაცებელი ფრინველებიც ბევრნაირია:
ა რ წ ი ვ ი,
ს ვ ა ვ ი,
შ ე ვ ა რ დ ე ნ ი,
ბ უ,
ქ ო რ ი,
მ ი მ ი ნ ო,
ა ლ ა ლ ი,
ძ ე რ ა,
ყ ო რ ა ნ ი,
ყ ვ ა ვ ი,
კ ა ჭ კ ა ჭ ი
და სხვანი.
სასარგებლო მწერებში შესანიშნავია ფუტკარი, რომელიც ტყეებში ბლომად ჰბუდობს და თავისი მშვენიერი და წმინდა თაფლით მცხოვრებლებს ასაზრდოებს.
Mმიწის ნიადაგი საქართველოში ძალიან ღონიერი და ნოყიერია. Mმეტადრე ქართლ-კახეთში ფრიად მსუქანი შავი მიწაა.
კ ა ხ ე თ ი
საქართველოს აღმოსავლეთის ნაწილი კახეთს უჭირავს. Mმას შეადგენს შემდეგი ნაწილები-საკუთრივ კახეთი, ქიზიყი, ინგილო, თიანეთი, თუშეთიდა ფშავ-ხევსურეთი. ცივ-გომბორის მათა კახეთს ორ ნაწილად ჰყოფს. აღმოსავლეთის ნაწილს შიგნითა კახეთი ჰქვია. დასავლეთისას-გარეთ კახეთი. Pირველს მდინარე ალაზანი რწყავს, მეორეს-მდინარე იორი.
ზაფხული კახეთში ცხელი იცის, რადგანაც თითქმის ყოველი მხრით მთებით არის შემოზღუდული, ამიტომ შიგნით კახეთში ღონიერი ქაღი მეტად იშვიათია. ტყიანი მთები წვიმის ღრუბლებს
თავისკენ იზიდავს და კახეთს თავის რიგზე წვიმას არ აკლებს. Mმეტადრე ყურძენს ამგვარი ბუნება ძლიერ უხდება და რგებს.
კახეთში ბევრია ვენახი. ვაზს ნოყიერი მიწა უყვარს, ამიტომ ვენახს აპატიებენ საქონლის ნეხვით. ვაზს ხეხილივით ზეზე დოგმა არ შეუძლია, მიწაზე წოლა კი ყურძენს წაახდენს. Aმიტომ ყველა ვაზი მიკრულია სარზე. Kკახელები თავის მთავარს შრომას ვენახებს ახმარენ. კახეთსი კამეჩი, ძროხა, ცხენი და მეტადრე ღორია გავრცელებული. Aქაური ღვინო მთელს საქართველოში და საქართველოს გარეთაც განთქმულია.
მშვენიერი სანახავია კახეთი ენკენისთვეში, როცა რთველია და ყურძენი იკრიფება. შიგნით კახეთში ერთი ქალაქია-თელავი იგი დაარსებულია მერვე საუკუნეში ქრისტეს შობის შემდეგ. ღოცა ძველად კახრთი ცალკე სამეფოს სეადგენდა, თელავი იყო სატახტო ქალაქი კახეთის მეფობისა ყველაზე დიდებული ნაშთი და მოწმე კახელთა ძლიერის სარწმუნოებისა და ხელოვნებისა უწინდელ დროში არის ალავერდის ტაძარი.
ქიზიყის ძველ ნაშთა შორის პირველი ადგილი უჭირავს ბოდბეს ტაძარს რომელიც არის ამართული იქ,სადაც მოღვაწეობდა მოციქულთა სწორი ნინო და სადაც იგი გარდაიცვალა და დასაფლავდა
კახეთში ბევრი ტყეა. ტყე ქვეყნის შვენებაა. საცა ტყეა, იქ ბუნება სიცოცხლით არის სავსე. ხოლო საცა ტყე სრულად არ მოიპოვება იქ ბუნება მკვდარია. ტყეს ისეთი დიდი მნიშვნელიბა აქვს, რომ ამისი სრული აღწერა ძნელია. თყე წვიმის წყალს იფარავს მზისაგან და მშრალი ქარისაგანაც. წვიმის წყალი მიწაში ჩადის, გროვდება და აჩენს წყაროებსა და მდინარეებსა. თყის ახლო მცხოვრებნი ყოველთვის უფრო ჯანსაღნი და მხნენი არიან მინამ ტყეზე დაშორებულნი ბინადარნი. სენიშნული ა,რომ ხოლერა, ჭირი, საოფლე და სხვა ავი ავადმყოფობანი ტყის
ახლოს ნაკლებად ხოცვენ მცხოვრებლებსა, ტყის მოშორებით უფრო ბლომადა ჟლეტენ.
ტყე აძლევს კაცს შეშას, რომლითაც ის ცეცხლს ანთებს, საჭმელს იხარშავს, პურს აცხობს და სახლს ითბობს, ტყე გვაძლევს შენობის მასალასა. ხე – ტყიდანვე აკეტებს ადამიანი: ურემსა, გუთანსა, ფარცხსა, კავსა, მარგილსა, ნავსა, გემსა, ავეჯსა, ჭურჭელსა.
Mმაგრამ ქართველი კი ძალიან უმადურად ექცევა ტყესა: დაუზოგავად ჩეხავს და აჩანაგებს მას. შადაც ამ ოცი-ორმოცი წლის წინათ მწვანე ტყე შვენოდა, იქ ბევრგან ეხლა მხოლოდ ცარიელი მზიგან გადამწვარი ხრიოკები გამოსჩანან. Eეს დიდი უგუნურებაა. თუ ტყის დაზოგვა არ ვისწავლეთ, ჩვენს ქვეყანას მოელის დიდი უბედურება.
ქ ა რ თ ლ ი
Qქართლი ძევს კახეთსა და იმარეთს შუა და უჭირავს საქართველოს შუაგული ადგილი
Bბორჯომის ხეობიდან იწყება თრიალეთის მთა. რომელიც ქართლეს ორ ნაწილადა ჰყოფს: ჩრდილოეთის მხრივ საკუთრივ ქართლი ზევს, სამხრეთით ზემო ქართლი ანუ ახალციხის მხარე და ჯავახეთი.წინა საუკუნეში საკუთრივ ქართლს ერქვა ქვემო ქართლი,ახალ ციხის მხარეს და ჯავახეთს ზემო ქართლი,ხან მესხეთი საათაბაგო.
აქ დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქარი ძლიერ ხშირად იცის,რად მოძრაობს ჰაერი და როგორ აჩენს ქარსა? მთაში ცივი ჰაერი ტრიალებს,ბარში-თბილი. მთის ჰაერი მორბის ბარისაკენ აქაურ თბილ ჰაერს ზევით იცივცივებს.მაღლა ეწევა და იჭერს მის ადგილსა. მაშინ ვიძახით ცივი ქარი ქრისო. აღმოსავლეთის ქარი უფრო ხმელია და ცხელი დასავლეთისა ნოტიოა და გრილი ამიტომ წვიმის ღრუბლები ჩვენს საქართველოში უფრო დასავლეთის ქარს მოაქვს სხვა დიდ სიკეთესაც უშვრება ქარი ადამიანსა. საცა ადამიანი და პირუტყვი,საქონელი ცხოვრობენ იქ ჰაერი ფუჭდება,მძიმე,მავნე სუნი დგება და სიცოცხლე უჭირდება ადამიანსა აგრეთვე ძლიერ სწამლავს ჰაერსა ის ოხშივარი, რომელიც ყოველს ჭაობს ასდის. ამ გაფუჭებულს ჰაერში მცხოვრებნი სულ დასნეულდებოდნენ,თუ რომ ჰაერის გამწმენდი მოვლენა არ ყოფილიყო ეს მოვლენა არის ქარი.აი დაუბერა ქარმა,მძიმე სუნი გააქანა,გაფანტა და ცხრა მთის იქით გადაკარგა: მის ნაცვლად მთებიდან და ტყეებიდან წმინდა და სარი ჰაერი მოიტანა და ცხოვრების სიმთელესა და სისაღეს ხელი შეუწყო.
ხვნა –თესვისათვის ქართლის ბუნება მშვენიერია. კახეთისავით აქაც ღონიერი ნიადაგია. ამასთან მდინარეებიც ბლომად არის, წვიმაც თავის რიგზე ჭირნახულს არ აკლია. Aმის გამო ხვნა-თესვა ქართლში უფრო გავრცელებულია, ვიდრე საქართველოს სხვა ნაწილებში. ზაფხულში მთელი ქართლის ველი დაფენილია მხოლოდ სხვადასხვა მარცვლოვანი მცენარეებითა: პურით, ქერით, სიმინდით, შვრიით, ფეტვითდა სხვებით. მშვენიერი დასახედია თიბათვის გასულს ქართლის მინდორი.
ხორბალი ამოდის პაწია ფესვებზე . ეს ფესვები მიწაშიღრმად ვერ მიდის, რის გამოც ხორბალი გვალვას ვერ იტანს და უწვიმობაში, ჭკნება და ხმება. Aმ ფესვებზე ამოდის წვრილი, მრგვალი და სუფთა ღერო, რომელიც ზევით იბამსთავთავს და
ეს სუფთა ღერო, რომელიცზევით იბამს თავთავს და ეს თავთავი მოკლე ხნის განმავლობაში გაიჯრება ხოლმე მარცვლებით.
ხორბალი გვაძლევს უგემრიელეს პურსა. Aამ პურს ვერ შეედრება ვერც სიმინდის მჭადი, ვერც ქერის ჯინჯილა და ვერც ღომი. Aმიტომ ხორბლის პური ძვირად ფასობს და მას ხმარობენ გამუდმებით მხოლოდ შეძლებული ადამიანები. ხორბალს უყვარს ზომიერი სითბო, სწყენს მეტი სინესტე მიწისა და ჰაერისა, ხშირი წვიმები ალპობენ და აფუჭებენ. შწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ხორბალი ვერა ხეირობს დასავლეთ საქართველოში, სადაც, შავი ზღვის სიახლოვის გამო, დიდი სინესტე ტრიალებს და ჭაობებიც ბლომად არის. ხორბალს ფქვავენ წისქვილზე, დაფქვილს ზელენ თბილ წყალში, აქცევენ ცომად, ცომიდან გუნდებს ქმნიან, მერე ამ გუნდებს აბრტყელებენ, აკრავენ გახურებულ თონეში ან ფურნეში და აცხობენ. Gამომცხვარ პურს ხმარობენ საჭმწლად და იკვებებიან