5
სსსსსსსსსს სსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსს სსსსს მმმმმმმმმმმმ მმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ, II მმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ: მმმმმმ მმმმმმმმმ სსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს

ვასილი კანდინსკი

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: ვასილი კანდინსკი

სულიერების შესახებ ხელოვნებაში

მარიამ ჭედია

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

ბაკალავრიატი, II კურსი

სამეცნიერო ხელმძღვანელი: ხათუნა ხაბულიანი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2016

სულიერების შესახებ ხელოვნებაში

Page 2: ვასილი კანდინსკი

რა არის ხელოვნება და რა ფუნქცია აკისრია მას? ამ კითხვებზე პასუხით იწყება მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ხელოვანის, რუსი მხატვარი სა და ხელოვნებათმცოდნის, ვასილი კანდინსკის წიგნი სულიერების შესახებ ხელოვნებაში. ხელოვნება თავისი ფუნქციით ყოფიერების ილუსტრაციაა და თავად დაატარებს შინაგან იდეურობას, რაც თავისთავად ხელოვნების სხვადასხვა სფეროსში სუბლიმირდება ინდივიდუალური ფორმით. მისი ვალიდურობის განმსაზღვრელი კი პროდუქტის ჟღერადობაა. შესაბამისად, ხელოვნების უმთავრესი დანიშნულება ჩვენთან კონტაქტია და მომხმარებლის უკუ კავშირის გარეშე იგი უნაყოფოა, ვინაიდან ხელოვნების ინდივიდუალურ და ავთეტიკურ ენერგიასთან ერთად ის დაატარებს იმ ეპოქას და სივრიცის წინასწარმეტველურ თუ პირდაპირ არეკლილ სულისკვეთებას. ხელოვნებაზე საუბრისას კანდინსკი აღნიშნავს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს: მშვენიერია ყოველი ხაზი, რომელიც შინაგანი აუცილებლობიდან გამომდინარეობს. ამგვარად, ხელოვანისთვის აუცილებელია გარე სამყაროსგან არა ზუსტი მხედველობითი შთაბეჭდილების გამატერიალება, არამედ შინაგან, საკრალურ დონეზე აყვანილი ურთიერთკავშირის სუბიექტური გამოხატვა პირისა და ფორმის საშუალებით. ყველა საშუალება წმინდაა თუკი ისინი შინაგანად აუცილებელნი არიან. ყველა საშუალება ცოდვილია, რომელიც შინაგანი აუცილებლობის წყაროდან არ მომდინარეობს. ნამუშევარზე ასახული ობიექტი შეიძლება გაცილებით მეტი ინფორმაციის მატარებელი იყოს, ვიდრე ნამდვილ სამყაროში, რადგან ბუნებისა და ხელოვნების ურთიერთქმედება იმდენად მძაფრია, რამდენადაც არსებობს უხილავი შინაგანი კავშირები, რომელიც თავისუფლად აისახება ფორმისა და ფერის მეშვეობით.ვასილი კანდინსკის ნაშრომი შესავალი ნაწილის, 7 ძირითადი თავისა და ბოლოთქმისგან შედგება. ავტორი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი კულტურული პერიოდი თავისივე დამახასიათებელ ხელოვნებას წარმოშობს, რაც შეუქცევადი პროცესია. შესაბამისად, მისი დროსა და სივრცეში განმეორება შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა, ის მხატვრული ფორმების სხვაგვარ გარეგნულ იდენტობასაც არ გამორიცხავს,

Page 3: ვასილი კანდინსკი

რომელიც წარსულ ცხოვრებაში დასახულინი, თუმცა დავიწყებას მიცემულნი აღმოჩნდნენ. ანუ მთელი პერიოდის შინაგანი განწყობის მსგავსებამ ლოგიკურად ისეთი ფორმების გამოყენებამდე შეიძლება მიგვიყვანოს, რომლებიც წარსულში იგივე მისწრაფებებს წარმატებით ემსახურებოდნენ. ამგვარმა მოსაზრებამ შესაძლებელია, გავლენათა აპოლოგიამდე მიგვიყვანოს, რომელიც ანდრე ჟიდს თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში ხელოვნების საზღვრები აქვს განხილული და აღნიშნავს, რომ მხატვრული შემოქმედების ყველა ნაყოფიერი ეპოქა ღრმა გავლენებს განიცდიდა. ავგუსტუსის ხანა - ბერძნული ლიტერატურისას, ხოლო ინგლისური, იტალიური, ფრანგული რენესანსი - ანტიკურისას და ა.შ. (ჟიდი 1899, 21)ამასგარდა, კანდინსკი სისტემურად მიჯნავს ხელოვნების გარეგან და შინაგან ფორმებს, რომელიც ინდივიდზე ეტაპობრივად და სინქრონულად მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ გარეგანულ ფორმას მომავალი არ გააჩნია, ხოლო შინაგანი მისი ჩანასახის მატარებელია. გამომდინარე იქიდან, რომ კანდინსკი აბსტრაქციონიზმის ფუძემდებლად გვევლინება, იგი ხელოვნების ფუნდამენტური მამოძრავებელი ღერძის დადგენასა და მისი ძირითადი პრინციპების დანახვას ცდილობს, რათა მოერგოს ამ მიმდევორბის მოთხოვნებს. რაც შეეხება, სულიერებას, რომელიც სწორედ ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, ავტორი აღნიშნავს, რომ იგი მოძრაობს, ვინაიდან სულია პერმანენტულ მოძრაობაში. ხელოვნება სულის ანარეკლია, რომელიც გვიჩვენებს დროის გარკვეულ მონაკვეთში თუ სად იყო ის, რას გრძნობდა და რა აღელვებდა. კანდისკისთვის ხელოვნება ძლიერი კავშირის მქონე ხაზია, რომელიც სულში მიმდინარე თითოეულ მეტამორფოზას ასახავს. თუმცა, ამ პროცესების აღქმა ნებისმიერს არ ძალუძს, ვინაიდან ჭეშმარიტი ხელოვანის შემოქმედება, რომელიც შინაგან აუცილებლობას მიჰყვება, ფართო მასებისთვის მატივად აღქმადი არაა. ამგვარად, ის ვერასდროს აცდება საზოგადოების კრიტიკას. მიუხედავად იმისა, რომ ხალხს სიახლეებთან ადაპტაცია უჭირს, შემოქმედმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვას უარი თავის მისიაზე. მაგალითისთვის; XIX საუკუნის პერმანენტული რევოლუცია, რომელიც ხელოვნებაში ასრებულმა

Page 4: ვასილი კანდინსკი

ტრადიციებმა გამოიწვია, რის გამოც მას აბსოლუტურად სხვა საშიშროება დაეუმქრა.აღსანიშნავია, რომ მხატვრის პირობები იმ პერიოდამდე მყარი რჩებოდა. (იგულისხმევა, კლიენტის მიერ დაკვეთილი ტილოს დახატვა) ტრადიციებთან განხეთქილებამ მის წინაშე უსაზღვრო შესაძლებლობები გახსნა. შესაბამისად, მხატვარს მიეცა აბსოლუტური თავისუფლება დაეხატა ის, რაც სურდა. თუმცა, რაც უფრო მეტად ფართოვდებოდა არჩევანი, მით უფრო მეტად მცირდებოდა შანსი ნაშრომი საზოგადეობას მოსწონებოდა. მყიდველს სურს შეიძინოს იმის მსგავსი, რაც უკვე ნანახი აქვს, ხოლო ტრადიციის დარღვევასთან ერთად დაძაბული ურთიერთობა ჩამოყალიბდა მხატვარსა და დამკვეთს შორის. თუ ისინი თანხმდებოდნენ დამკვეთის მოთხოვნებს მხოლოდ და მხოლოდ გაუსაძლისი ეკონომიკური მდგომარეობის გამო. შედეგად, მას ჰქონდა შეგრძნება, რომ მიდიოდა „დათმობაზე“ საკუთარი ღირებულებების დაკარგვის ფასად. (გომბრიხი 2012) კანდინსკის ტექსტიდან გამომდინარე, ამგვარი ქმედება ავტორისთვის მიუღებელია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კანდინსკს ესთეტიკის პირველი კატეგორიის „მშვენიერის“ გაგებაც სხვაგავარად ესმის. მისთვის მშვენიერია ის, რაც შინაგანად მშვენიერია, შესაბამისად, შინაარსის გადმოსაცემად აუცილებელი აღარაა ზედმიწევნით აისახოს გარესამყარო ხელოვნების ნიმუშზე. აბსტრაქტული ხელოვნების ფუნდამენტური პრინციპიც სწორედ ამაში მდგომარეობს. აღსანიშნავია, რომ ავტორის იდეოლოგიებმა წინასწარმეტყველური ხასიათი შეიძინა, რომლის მიხედვითაც, ცვლილებამ გარეგნულიდან შინაგანისკენ გადაინაცვლა. არამშვენიერი დღეს მშვენიერი იქცა და პირიქით. დღევანდელ სამყაროში გაცილებით მნიშვნელოვანია ხელოვნების თავისუფლება შინაგანი აუცილებლობის გადმოსაცემად. კანდინსკი პრინციპულად უარყოფს საზღვრებს, ვინაიდან თანამედროვე ცხოვრებაში ნებისმიერი კარგავს უფლებას ხელოვანს მიუთითოს თუ რა არის ხელოვნება.