958

2 anastasia+ bolo - NPLGdspace.nplg.gov.ge/.../1234/130261/1/Anastasia_Cigni_II.pdfББК 84.Р7 М41 Авторские права на данную книгу охраняются

  • Upload
    others

  • View
    7

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

  • ББК 84.Р7 М41

    Авторские права на данную книгу охраняются Законом РФ «Об авторском

    праве и смеженных правах» от 09.07.93г. № 5351-1 в редакции федкрального закона 19.07.95г. №110-фз (ст.48.49) Кодексом РСФСР об административных правонарушениях (ст.1504), а также Уголовным Кодексом РФ(ст.146). Любое использование, воспроизведение материалов и илюстрации из книги возможно лишь с писменного согласия владельцев авторских прав. МЕГРЕ В.Н.; М41 АНАСТАСИЯ-СПБ: «ИЗДАТЕЛЬСТВО «ДИЛЯ» 2003,-384ст. серия «Звенящие кедры России» © В.Н.МЕГРЕ, 2000 © «ДИЛЯ» 2000 © Оформление «издательство ДИЛЯ» 2000

    ISBN 5-8174-0071-5

  • ვლადიმირ მეგრე

    anastasia

    ა ნ ა ს ტ ა

    ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ

    თბილისი

    2014 წ.

  • ეს წიგნი მოგვითხრობს არაჩვეულებრივ ქალზე, რომელიც სულისა და სხეულის განკურნების უნარ-ნიჭს ჰფლობს.

    ანასტასიას მტკიცებით, ტექსტში ჩადებულია ასო-ბგერათა შეთანაწყობა და სიტყვათა კომბინაციები, რომლბიც კეთილისმჰყოფელ გავლანას ახდენს ადამიანზე. ამ გავლენის შეგრძნება შეიძლება კითხვის დროს, როცა სმენაზე ზეგავლენას არ ახდენს ხელოვნური საგნებისა და მექანიზმებისგან გამოცემული ხმები.

    ბუნებრივი ჟღერადობის ბგერები,- ჩიტების გალობა, წვიმის ხმაური, ხეებზე ფოთლების შრიალი,- ხელს უწყობს ადამიანზე დადებით ზემოქმედებას. გამოვიდა ათივე წიგნის ქართული თარგმანი: წიგნი I „ანასტასია“ წიგნი II „ მოგუგუნე კედრები“ წიგნი III „სიყვარულის სივრცე“ წიგნი IV „თანაქმნადობა“ წიგნი V „ვინ ვართ ჩვენ?“ წიგნი VI „საგვარეულო წიგნი“ წიგნი VII „სიცოცხლის ენერგია“ წიგნი VIII-1 „ახალი ცივილიზაცია“ წიგნი VIII-2 „სიყვარულის რიტუალი“– „ ახალი ცივილიზაცია“ წიგნი X „ანასტა“ გამომცემელი: ციური გარუჩავა მთარგმნელი: ციური გარუჩავა რედაქტორი ციური გარუჩავა წიგნისა და ყდის დიზაინერი ვლ.მეგრე © ქართული თარგმანი „ანასტასია“ © ქართული თარგმანის „ანასტასიას" ელექტრონული ვერსია

    ISBN 978-9941-0-4437-3 (ორივე ტომის) ISBN 978-9941-0-4439-7 (პირველი ტომის)

  • 5

    რატომ უნდა წაიკითხოს ქართველმა „ანასტასია“

    იმიტომ, რომ უძველესი ერია; იმიტომ, რომ ათასწლეულებს ითვლის მისი ყოფა; იმიტომ, რომ უყვარს ლაღი და თავისუფალი ცხოვრება; იმიტომ, რომ ინდივიდია და გამორჩეულობა ახარებს; იმიტომ, რომ უყვარს ოჯახი, შვილები, მეგობრები და სამშობლო; იმიტომ, რომ ანასტასიას ცხოვრების ნირისა და შეხედულებების გაცნობის შემდეგ, ყოველი ადამიანი ვინც გააცნობიერებს ვლადიმირ მეგრეს მიერ დაწერილი წიგნებიდან გადმოსულ სიბრძნეს,- ნებისმიერ ასაკში და უმოკლეს დროში აუცილებლად მოიპოვებს პირველ რიგში ბედნიერებას თავისთვის, შემდეგ ოჯახისთვის, შვილებისთვის და სამშობლოსთვის; ჩემი მიზანი მარტივია:- ვთარგმნე იმიტომ, რომ მშობლიურ ენაზე უფრო იოლად და სწრაფად წაიკითხოთ და თავადვე მიჰყვეთ გულისხმისჰყოფას, ხოლო იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ წიგნების გამოსაცემად თქვენდამი დიდი სიყვარულით დაშვრა,- მათთვის ბედნიერების მომგვრელი იქნება თქვენი სიხარული, რომელიც ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ დაგეუფლებათ.

    პატივისცემით,

    ციური გარუჩავა

    ტელ: 593 327 096; E-mail: [email protected] Skype: MEGRELY

    წიგნის სპონსორები: არჩილ ჩიქოვანი, თეა გოგუაძე-აპფელი, ზაზა ხუბუა, დათო დოლუაშვილი, მზია წიკლაური.

  • 6

    ზაზა ხუბუა – პირველი ხუთი წიგნის გამოცემის დამფინანსებელი. დაბადებული 1977 წ. 8 ნოემბერს. დაამთავრა ახალაბასთუმნის 1 საშუალო სკოლა-ინტერნატი. ქ. ზუგდიდის უმაღლესი სასწავლებლის საფინანსო-საბანკო საქმიანობის ფაკულტეტი. მენეჯერი. ვლადიმირ მეგრეს „ანასტასიას“ ქართულ ენაზე თარგმანის გამოცემის ხელშემწყობი, დამფინანსებელი, პროფესიით მეფუტკრე, დასავლეთ საქართველოს მკვიდრი სოფელ შამგონადან. დედა ფრევალინა ბერულავა ექიმი; მამა ვახტანგ ხუბუა, ინჟინერი. ზაზა ხუბუა თავისი თანასოფლელების, ქართველი ერისა და სამშობლოს გულწრფელი მოყვარული. სრულიად საქართველოს კეთილდღეობის მოსურნე. მართლმადიდებელი ქრისტიანი. ზუგდიდი, შამგონა 593 10 53 20 დავით დოლუაშვილი – ორტომეულის სპონსორი და გამომცემელი გამომცემლობა „დანის“ მფლობელი. დაამთავრა თბილისის 101-ე სკოლა. ფიზიკულტურის ინსტიტუტი. არის სპორტის ოსტატი ფარიკაობაში. დაამთავრა ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. იურისტი. დაოჯახებული. ჰყავს მეუღლე,- ხათუნა ყაულაშვილი და ორი შვილი,- ნინო და გიორგი. ანასტასიას სიცოცხლის ფილოსოფიისა და ბავშვების აღზრდის ქართული თარგმანის გამოცემის უანგარო ხელშემწყობი, დამფინანსებელი. გულანთებული ქართველი. წარმოშობით ქართლიდან. ძირძველი თბილისელი. სრულიად საქართველოს და ქართველი ხალხის მოსიყვარულე. მართლმადიდებელი ქრისტიანი. გამომცემლობა „დანი” თბილისი, წერეთლის 112

    2 34 31 03 ციური გარუჩავა მთარგმნელი და გამომცემელი დაბადებული 1959 წლის 1 მარტს ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის მე-14-ე სკოლა, კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი. გაიარა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში ხელოვ-ნებათმცოდნეობის კურსი. მუშაობდა მუსიკალური ათწლედის პედაგოგად. კულტურის სამინი-სტროში უფროს რედაქტორად, სადაც გამოცემული აქვს ხალხური გუნდებისთვის და თვითმო-ქმედი საესტრადო კოლექტივებისთვის პროფესიონალი კომპოზიტორების მიერ სპეციალურად მათთვის დაწერილ ნაწარმოებთა 5 კრებული. 1990 წლიდან თავად დააარსა მთავრობის დადგე-ნილებით საქართველოს ახალგაზრდა შემომქმედთა გაერთიანება, სადაც შედიოდა შემდეგი კოლექტივები: სიმფონიური ორკესტრი, კამერული ორკესტრი „თბილისის კონცერტინო“, დრა-მატული თეატრი, თოჯინების თეატრი, ჯაზ+ჯაზი, მხატვარ ავანგარდისტთა ჯგუფი, ფოლკ-ლორის თეატრი, EMCY(ევროპის საერთაშორისო კონკურსების ფედეაცია)-ს წევრი საქართველ-ოს ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა სახით და EMCY-ს გენერალური ასამბლეის დავა-ლებით ამიერკავკასიის კურატორი. საზოგადოებრივ საქმიანობაში წვლილის შეტანისთვის ABI(აშშ-ს ბიოგრაფიის ინსტიტუტის) „2001 წლის საპატიო ქალბატონის” დიპლომის მფლობელი. ჰყავს შვილი თეა გოგუაძე და მოთა არჩილ ჩიქოვანი. საკუთარი ოჯახის, ნათესავ–მეგობრების, სამშობლო-საქართველოს გულწრფელად მოყვარული. წარმოშობით კოლხი. ძირძველი თბილისელი. მართლმადიდებელი ქრისტიანი...

  • 7

    sagvareulo wigni

    წიგნი მეექვსე

  • 8

    vin zrdis Cvens Svilebs?

    ასიანი პოლიკლინიკის მისაღები კაბინეტის კარზე, დიდი აბრა ეკიდა, რომელიც იუწყებოდა, რომ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ბავშვ-

    თა ფსიქოლოგიის საკითხში, პაციენტებს გარკვეულ საათებში ღებულობდა. აბრაზე მითითებლი იყო ექიმის გვარი, სახელი, მამის სახელი. ბავშვებისა და მშობლების ურთიერთობის საკითხთან დაკავშირებით მასთან მისვლა მირჩიეს, როგორც ერთი-ერთ საუკეთესო და სახელგანთქმულ მეცნიერთან. მე, მასთან მიღებაზე ბოლოსთვის ჩავეწერე, რათა არც ის და არც ჩემი თავი დროში არ შემეზღუდა. ხოლო, თუკი ექიმთან ჩემთვის მნიშვნელოვანი საუ-ბარი შედეგიანი იქნებოდა, ხანგრძლივი საუბრის სანაცვლოდ, მისთვის და-მატებითი ანაზღაურება შემეთავაზებინა.

    კაბინეტში, მაგიდასთან, საპენსიო ასაკის სევდიანი გამომეტყველების მა-მაკაცი იჯდა. ის, დაღლილად გამოიყურებოდა და ჩანაწერიან ფურცლებს საქაღალდეში აწყობდა. ექიმმა დაჯდომა შემომთავაზა. წინ სუფთა ფურცე-ლი დაიდო და წარმოსთქვა: – გისმენთ, რა პრობლემებია?

    ანასტასიასთან ტაიგაში შეხვედრა და იქაურ მოვლენებთან დაკავშირე-ბული ამბავი, ვრცლად რომ არ მომეყოლა, შევეცადე საკუთარი კითხვის დედააზრი, რაც შეიძლება მოკლედ გადმომეცა:

    – ალექსანდრ სერგეის-ძევ, ჩემთვის აუცილებელია ურთიერთობა დავა-მყარო ბავშვთან, ჩემს ბიჭთან, რომელსაც მალე ხუთი წელი უსრულდება.

    – თვლით, რომ თქვენ დაკარგული გაქვთ ურთიერთობა თქვენს ბიჭთ-ან?– დაღლილად, თანაგრძნობის გარეშე მკითხა ფსიქოლოგმა.

    – როგორც ასეთი, გონივრული ურთიერთობა თითქმის არც შემდგარა. რატომღაც გამოვიდა ისე, რომ დაბადების შემდეგ, თითქმის არ მქონია ურთიერთობა. ჯერ კიდევ ჩვილ ასაკში ვნახე, შემდგომ კი.. არც ერთხელ არ მისაუბრია მასთან. მოკლედ, მან ჩემს გარეშე დაიწყო ცხოვრებისა და გარემოს შეცნობა. ვცხოვრობდით ცალ-ცალკე, მაგრამ ამჟამად კი, ნამდ-ვილად მელის ჩემი ხუთი წლის ბიჭთან შეხვედრა და მასთან საუბარი. შეიძლება არსებობს რაღაც ხერხი, რომელიც დამეხმარება ბავშვის ჩემდა-მი განწყობაში? ხომ არის შემთხვევები:- დაქორწინდება კაცი ქალზე, რო-მელსაც უკვე ჰყავს ბავშვი და როგორღაც აგვარებს მასთან ურთიერთობ-ას, ხდება მისთვის მამა და მეგობარი.

    – ხერხი, რასაკვირველია უამრავია, მაგრამ ყოველთვის ეფექტური არ არ-ის. ბავშვებისა და მშობლების ურთიერთ დამოკიდებულებაში ბევრი რამ ინდივიდუმზე და მის ხასიათზეა დამოკიდებული.

    f

  • 9

    – მე მესმის, მაგრამ მაინც სასურველი იქნებოდა ეს კონკრეტული ხერხე-ბი რომ მცოდნოდა.

    – კონკრეტული ... მაშ ასე ... როცა თქვენ ოჯახში გამოჩნდებით, უნდა გა-აცნობიეროთ, რომ მარტოხელა ქალი ბავშვთან ერთად,- ეს უკვე ოჯახია. შეეცადეთ, მათ შორის დამყარებული ცხოვრების ნირი რაც შეიძლება ნაკ-ლებად დაარღვიოთ. თქვენ, თქვენი ბიჭისთვის გარკვეული დროით, გარეშე ადამიანი იქნებით და ამას უნდა შეეგუოთ. თავიდან, თქვენთვის საჭიროა ყველაფერს დააკვირდეთ და ასევე მისცეთ უფლება დაგაკვირდნენ. შეეცად-ეთ თქვენი გამოჩენა, ბავშვისთვის ადრე შეუსრულებელი სურვილისა და ოცნებების შესრულებასთან დააკავშიროთ. გაიგეთ მისი დედისგან, როგორ სათამაშოზე ოცნებობს, რომელიც მისთვის რომ ეყიდა მან ვერ შესძლო. თვითონ რომ იყიდოთ ეს სათამაშო, არ ღირს. როგორმე ჩამოაგდეთ საუბარი ბავშვთან თქვენს ბავშვობაზე, თქვენი ბავშვობის დროინდელ სათამაშოებზე და უთხარით, თუ როგორ ოცნებობდით თქვენ მათზე. თუ იგი საუბარში აგ-ყვებათ და თავის სურვილს გამოხატავს,– ჰქონდეს ასეთივე სათამაშო, მაშინ შესთავაზეთ თქვენთან ერთად მაღაზიაში წასვლა და სასურველი სათამაშოს შეძენა. აქ, მნიშვნელოვანი, თავად საუბრის მსვლელობაა, ერთობლივი გამგ-ზავრება. ბიჭმა თქვენ, თავისი ოცნება უნდა მოგანდოთ. ნება დაგრთოთ მის განხორციელებაში.

    – მაგალითად სათამაშოების საკითხი, მე არც ისე მესადაგება. ჩემს შვილს სათამაშოები, რომლებიც მაღაზიებში იყიდება, ჯერ არ უნახავს.

    – გასაკვირია ... ესე იგი, არ გესადაგებათ?.. მოდით, აბა, ჩემო კარგო, გუ-ლახდილად ვთქვათ. თუკი თქვენ გსურთ თქვენთვის სასარგებლო რჩევა მოისმინოთ, მაშინ მომიყევით დაწვრილებით თქვენს ურთიერთ დამოკიდე-ბულებაზე ქალთან, რომელმაც თქვენ ბიჭი გაგიჩინათ. ვინაა ის? სად მუშა-ობს, სად ცხოვრობს? რა შეძლებისაა მისი ოჯახი? თქვენი აზრით, რამ გამოი-წვია თქვენი დაცილების საბაბი?

    მე, ვაცნობიერებდი:- იმისთვის, რათა ფსიქოლოგისგან კონკრეტული რჩევები მიმეღო, მომიწევდა, მისთვის ანასტასიასთან ჩემს დამოკიდებულე-ბაზე მომეთხრო, რომელშიც, ჯერ კიდევ თავადაც ვერ გავრკვეულვარ, ამი-ტომაც ვერ წარმომედგინა, როგორ ჩამომეყალიბებინა ფსიქოლოგისთვის იგი. ისე, რომ ანასტასიას სახელი არ მითქვამს, მე მოვუყევი შემდეგი:

    – იგი, ციმბირის ძალზედ მიყრუებულ ადგილას ცხოვრობს. გავიცანი შე-მთხვევით, როცა იქ, სავაჭრო ექსპედიციით ვიმყოფებოდი. გარდაქმნის და-საწყისში მე ბიზნეს-საქმიანობით დავკავდი. ციმბირში, მდინარე ობის აყო-ლებაზე თბომავლით სხვადასხვა საქონელი მიმქონდა, უკან დაბრუნებისას კი,- თევზი, ბეწვეული და ველური მცენარეები მომქონდა.

  • 10

    – გასაგებია. ესე იგი, როგორც პარატოვი:- სეირნობდი ციმბირის მდინა-რეზე სოვდაგარი, ყველას შესაშურად.

    – კი არ ვსეირნობდი, არამედ ვმუშაობდი. მეწარმეებს საზრუნავი ყოველ-თვის ჰყოფნით...

    – დავუშვათ, გყოფნით, მაგრამ, გართობას თქვენ, მეწარმეები,- მაინც ასწრებთ.

    – მე, ამ ქალთან სრულიადაც არ გავრთობილვარ. უბრალოდ სურვილი გამიჩნდა, რომ ამ ქალისგან ვაჟი მყოლოდა. ადრეც მსურდა ვაჟი მყოლოდა, მაგრამ შემდეგ, თითქოსდა დავივიწყე კიდეც ჩემი სურვილი. გადიოდა წლები... როგორც კი ის დავინახე... როგორი ჯანმრთელი, ახალგაზრდა და ლამაზია... ახლა კი, თითქმის ყველა ქალი რაღაცნაირი დამჭკნარი და ავად-მყოფია. ის კი ჯანმრთელი, მშვენიერი იყო. ჰოდა, ვიფიქრე ბავშვიც ლამაზი და ჯანმრთელი იქნება მეთქი. მან ჩემგან ბიჭი გააჩინა. როცა ჩემი ბიჭი სრუ-ლიად პატარა იყო და, ჯერ კიდევ სიარული და ლაპარაკი არ შეეძლო, მათ-თან ჩავედი. ხელშიც კი მყავდა ბიჭი აყვანილი. ამის შემდგომ მათთან ურ-თიერთობა აღარ მქონია.

    – კი, მაგრამ, რატომ არ ურთიერთობდით მასთან? თუ, რატომ არ ვურთიერთობდი მათთან, ხანმოკლე საუბარისას ამ ადა-

    მიანისთვის ყველაფერი, რაზეც მე რამოდენიმე წიგნში დავწერე, აბა, როგორ უნდა ამეხსნა. როგორ ვუთხრა მას, რომ ანასტასიამ უარი განაცხადა თავისი ტაიგური მდელოს დატოვებაზე და შვილთან ერთად ქალაქში სცხოვრებლ-ად გადმოსვლაზე. მე, ხომ არ ვარ შეგუებული ტაიგაში ცხოვრებას? როგორ მეთქვა, რომ სწორედ ის არ მრთავდა ნებას, მისთვის არამც თუ ტრადიციუ-ლი საჩუქრები მეჩუქებინა, არამედ მასთან უბრალო ურთიერთობის უფლე-ბა მაინც მქონოდა. ყოველ წელს მივდიოდი ციმბირის ტაიგაში, მივდიოდი მდელოზე, სადაც ანასტასია და ჩემი ბიჭი ცხოვრობდა, მაგრამ მე, ბიჭის ნახ-ვა ვერასდროს მოვახერხე. ყოველთვის, როცა მოვიკითხავდი ბიჭს, ის ანას-ტასიას გვერდით არ აღმოჩნდებოდა ხოლმე. ბაბუასთან ან პაპუსთან იყო, რომლებიც მეზობლად ცხოვრობდნენ, უკიდეგანო ციმბირული ტაიგის სი-ღრმეში. ანასტასია კი, მათთან ჩემს წაყვანაზე უარს ამბობდა, უფრო მეტიც,- ყოველთვის შეუპოვრად ითხოვდა იმას, რომ მე ჩემს შვილთან სასაუბროდ, ჯერ უნდა მოვმზადებულვიყავი.

    ვცდილობდი ბავშვების აღზრდის თემას შევხებოდი და ბევრ ჩემს ნაცნ-ობს ერთი და იმავე კითხვას ვუსმევდი, რომელიც მათში ყოველთვის გაოცე-ბასა და გაუგებრობას იწვევდა. თუმცაღა, ძალზედ მარტივი იყო იგი.

    – შენ როდესმე სერიოზულად გისაუბრია შენს ბავშვთან? ხოლო ბოლოს, მათი პასუხებიდან ყოველთვის ირკვეოდა, რომ საკუთარ

    შვილთან საუბრის თემა ყველას ერთი და იგივე ჰქონდა:- „მოდი ჭამე... ძილ-

  • 11

    ის დროა... ნუ ცელქობ... აკრიფე სათამაშოები... გაკვეთილები დაამზადე?” ბავშვი იზრდება, მიდის სკოლაში, ხოლო საუბარი ცხოვრების არსზე,

    ადამიანის დანიშნულებაზე ან უბრალოდ იმაზე, თუ როგორი ცხოვრები-სეული გზა ელის მას, ბევრს მნიშვნელოვნად არც კი მიაჩნია, ან მსგავსი საუბრისთვის დროც არ ჰყოფნის. შესაძლოა, იმასაც ფიქრობენ, რომ ჯერ დროც არ დამდგარა და, რომ კიდევ მოასწრებენ, მაგრამ ვერ ასწრებენ. ბავშვი იზრდება...

    მაგრამ, თუკი თავად ჩვენ არ ვეცდებით სერიოზულ საუბარს ჩვენს შვი-ლებთან, მაშ ვინღა აღზრდის მათ?

    ვერ ვხვდებოდი, ამ წლების მანძილზე ანასტასია რატომ არ მრთავდა ურთიერთობის ნებას ჩემს საკუთარ შვილთან? უცნობია, რისი ეშინოდა ან რას არიდებდა ის თავს?

    და აი, დადგა დღე, როცა მან მოულოდნელად მკითხა:- „ვლადიმირ, შენ, შენს თავს მზად გრძნობ, რომ საკუთარ ბიჭს შეხვდე და ესაუბრო?” მე მას ვუპასუხე, რომ შეხვედრა მსურს, მაგრამ წარმომეთქვა სიტყვა, „მზად ვარ”,- ვერ შევძელი.

    ამ წლების განმავლობაში, მშობლებისა და შვილების ურთიერთ დამოკი-დებულების შესახებ, რისი მოძიებაც კი შევიძელი, ვკითხულობდი ყველაფ-ერს, ვწერდი წიგნებს, სხვადასხვა ქვეყნებში გამოვდოდი კონფერენციებზე, მაგრამ თითქმის არ ვწერდი და არ ვსაუბრობდი ყველაზე მთავარზე, მთელი ამ წლების მანძილზე ჩემთვის საინტერესოზე,- ბავშვების აღზრდაზე და უფროსი თაობის მათდამი ურთიერთ დამოკიდებულებაზე.

    მე, დაწერილი ლიტერატურებიდან ბევრ რჩევებს ვიაზრებდი ბავშვთა აღ-ზრდის თემაზე, თუმცაღა, სულ უფრო ხშირად მახსენდებოდა ანასტასიას ფრაზა:- „ბავშვების აღზრდა,- ეს საკუთარი თავის აღზრდაა”- ო. დიდხანს გა-უგებარი იყო ჩემთვის ამ ფრაზის არსი, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ჩემში მე მტკიცე დასკვნა გამოვიტანე:- ჩვენს შვილებს მშობლების ნოტაციები, დარიგე-ბები კი არ ზრდიან, არც საბავშვო ბაღი, სკოლა და ინსტიტუტები, არამედ ჩვე-ნი შვილების აღზრდას ჩვენივე ცხოვრების ნირი და წესი განაპირობებს; ჩვენი ცხოვრების იერსახე, ხომ ზოგადად მთელი საზოგადოების ცხოვრების იერსახეა, და რაც არ უნდა ითქვას სკოლაში ან სხვა საგანმანათლებლო დაწე-სებულებებში, მშობლებისა და პედაგოგების მხრიდან, როგორი ბრძნული სისტემებიც არ უნდა იყოს გამოყენებული, ბავშვები აუცილებლად მიჰყვები-ან მათ გარეშემო მცხოვრები უმეტესი ადამიანების ცხოვრების ნირს.

    მაშასადამე, გამოდის, რომ ბავშვების აღზრდა მთლიანად დამოკიდებუ-ლია თავად შენს საკუთარ მსოფლმხედველობაზე. იმაზე, თუ როგორ ცხოვ-რობ თავად შენ, შენი მშობლები და მთლიანად საზოგადოება. ავადმყოფ,

  • 12

    უბედურ საზოგადოებაში მხოლოდ ავადმყოფი და უბედური ბავშვები შეი-ძლება დაიბადონ და აღიზარდონ.

    – თუკი თქვენ დაწვრილებით არ მომიყვებით თქვენს ურთიერთ და-მოკიდებულებაზე თქვენი ბიჭის დედასთან, ჩემთვის ძნელი იქნება თქვენთვის ქმედითი რჩევის მოცემა,- გაწელილი პაუზის შემდეგ მითხრა ფსიქოლოგმა.

    – ამის მოყოლას დიდი დრო დასჭირდება. ხოლო, თუკი მოკლედ ვიტყ-ვი, ცხოვრება ისე აეწყო, რომ მე რამოდენიმე წლის მანძილზე არ მქონდა ურთიერთობა ჩემს ბიჭთან და ამით მორჩა ყველაფერი.

    – კარგით, მაშინ მითხარით, თქვენ მთელი ამ წლების მანძილზე მატერი-ალურად ეხმარებოდით თქვენი ვაჟის დედას? ვფიქრობ მატერიალური დახ-მარება მეწარმისთვის,- ოჯახისადმი ყურადღების გამოჩენის ყველაზე მარ-ტივი მხარეა.

    – არა, არ ვეხმარებოდი. ის თვლის, რომ ყოველივე აუცილებელით ისინი უზრუნველჰყოფილნი არიან.

    – ის რა, ძალიან მდიდარი ადამიანია? – უბრალოდ, მას ყველაფერი აქვს. ალექსანდრ სერგეის-ძე უცებ წამოდგა, მაგიდას მოცილდა და სწრაფად

    წარმოსთქვა: – იგი ციმბირის ტაიგაში ცხოვრობს, განდეგილის ცხოვრებას ეწევა. ჰქვია

    მას,- ანასტასია, თქვენს ვაჟს,- ვალოდია, თავად თქვენ კი,- ვლადიმირ ნიკო-ლოზის-ძე ხართ. მე გიცანით თქვენ, წავიკითხე თქვენი წიგნები და, თანაც არა ერთხელ.

    – ჰო... ალექსანდრ სერგეის-ძემ, აღელვებულმა დაიწყო კაბინეტში ბოლთის ცე-

    მა, შემდეგ კი, ისევ წარმოსთქვა: – ასე... ასე... ნუთუ მე ვიპოვე, გამოვიცანი. აბა, მიპასუხეთ, თუ შეიძლება,

    ერთ კითხვაზე. მიპასუხეთ! ეს ძალზედ მნიშვნელოვანია ჩემთვის. მეცნიე-რებისთვის... თუმცა არა, არ მიპასუხოთ. მე, თავად ვიტყვი. მე ვიწყებ მიხვე-დრას. მე დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ეს წლები ანასტასიასთან შეხვე-დრის შემდგომ თქვენ ინტენსიურად სწავლობდით ფსიქოლოგიას, ფილო-სოფიას. თქვენ მუდმივად ფიქრობდით ბავშვების აღზრდაზე. ასეა ხომ?

    – დიახ. – მაგრამ თქვენს მიერ გაკეთებული დასკვნები „ჭკვიანური” წიგნების ან

    სტატიების წაკითხვის შემდგომ არ გაკმაყოფილებდათ. მაშინ თქვენ პასუხე-ბის ძიება თქვენს თავშივე დაიწყეთ. ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, თავად დაიწყეთ ფიქრი მოზარდ თაობაზე, ბავშვების აღზრდაზე?

    – ასეა, ალბათ. მაგრამ უფრო მეტად საკუთარ ვაჟზე.

  • 13

    – ეს პირდაპირ კავშირშია. თქვენ მოხვედით ჩემთან, სასოწარკვეთილი და არც ისე იმედიანად ისმენდით პასუხებს თქვენს მიერ დასმულ კითხვებ-ზე. თუკი თქვენ მათ ჩემგან ვერ მიიღებთ, მაშინ გააგრძელებთ ძიებას.

    – ალბათ. – ასე... გამაოგნებელია... მე დაგისახელებთ თქვენ ადამიანის სახელს, რო-

    მელიც ჩემზე განუზომლად ძლიერი და ბრძენია. – ვინ არის ეს ადამიანი და როგორ მოვხვდე მასთან მიღებაზე? – ეს ადამიანი,- თქვენი ანასტასიაა, ვლადიმირ ნიკოლოზის-ძევ. – ანასტასია? მაგრამ ის ბოლო ხანს, ძალზედ ცოტას საუბრობდა ბავშვებ-

    ის აღზრდაზე. ზუსტად ისაა, რომ ბავშვთან ურთიერთობის უფლებას არ მაძლევდა მე.

    – დიახაც რომ,- ის. და მე აი, ამ წუთამდე მისი ასეთი საქციელის ლოგი-კური ახსნა არ შემეძლო. წარმოუდგენელი ქცევაა. შეყვარებული ქალი, უცებ უცხადებს მომავალ მამას, რომ მან არ უნდა იურთიერთოს საკუთარ ვაჟთან. მდგომარეობა არასტანდარტულია და არც ადრე სადმე მოსმენილი და ნანა-ხი. მაგრამ შედეგი!.. შედეგია გამაოგნებელი! მან მოახერხა ეიძულებინა... არა, ეს სიტყვა მოცემულ მდგომარეობას არ ეხამება. ანასტასიამ შესძლო მიე-ყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ... და იცით ვინ? მაპატიეთ, მაგრამ არც ისე განათლებული მეწარმე აიძულა დაინტერესებულიყო ფსიქოლოგიით, ფი-ლოსოფიით, ბავშვების აღზრდის საკითხებით. თქვენ ამაზე მთელი ეს წლე-ბი ფიქრობდით, თავად თქვენი ჩემთან მოსვლის ფაქტიც ამას ადასტურებს. ანასტასია, მთელი ეს წლები მარტო ზრდიდა ვაჟს, მაგრამ ამავდროულად, ის გზრდიდათ თქვენც. ის ამზადებდა მამისა და ვაჟის შეხვედრას.

    – ბიჭს ის ნამდვილად თავად ზრდიდა, ხოლო რაც შემეხება მე,- ასე არ ვფიქრობ. ჩვენ ერთმანერთს, საერთოდ იშვიათად ვნახულობთ. შეხვედრებ-იც ხანმოკლე გვაქვს.

    – მაგრამ ინფორმაციას, რომელსაც ის გაწვდით, ხანმოკლე შეხვედრების-ას, როგორც თქვენ უწოდებთ მას, დღემდე აუცილებელია მისი გააზრება. გა-საოცარი ინფორმაციის გაცნობიერება. -თქვენ, ვლადიმირ ნიკოლოზის-ძევ ამბობთ, რომ ანასტასია ცოტას საუბრობს ბავშვების აღზრდაზე, მაგრამ ეს, ასე არ არის.

    ალექსანდრ სერგეის-ძე სწრაფად მივიდა მაგიდასთან და უჯრიდან ამო-იღო მორუხო სქელი რვეული, ფრთხილად გადაუსვა ხელი და გააგრძელა:

    – თქვენი წიგნებიდან მე გარკვეული თანამიმდევრულობით ამოვიწერე ბავშვების დაბადებასა და აღზრდაზე ანასტასიას გამონათქვამები. სიუჟე-ტური წვრილმანები გამოვტოვე, თუმცაღა, შესაძლოა სულაც ტყუილად ამ-ოვიღე ციტატები კონტექსტიდან. სიუჟეტი, უცილობლად მნიშვნელოვანია აღქმის გასაიოლებლად. ანასტასიას გამონათქვამებში დაფარულია უდიდე-

  • 14

    სი, მე ვიტყოდი, ფილოსოფიური აზრი, უძველესი კულტურის სიბრძნე. მე ამ ვარაუდისაკენ ვიხრები, და არა მარტო მე რომ ეს პოსტულატები რომე-ლიღაც უძველეს წიგნშია გადმოცემული, რომლის ასაკიც მილიონ წლებს ითვლის. ჩვენი შეხედულებით, ანასტასიას მეტყველება გამოირჩევა სიღრმ-ისეულობით, ზუსტი გამონათქვამებით, იმ ნააზრევებით, რომელნიც გად-მოცემულია უძველეს მანუსკრიპტებსა და მეცნიერთა თანამედროვე ნაშრო-მებში. როცა მე ცალკე ამოვწერე ყველაფერი, რაც დაბადებასა და ადამიანის აღზრდას ეხება, შედეგად... შედეგად გამოვიდა ტრაქტატი, რომელსაც მსოფ-ლიოში ბადალი არ ჰყავს. დარწმუნებული ვარ, მის საფუძველზე დაცული იქნება უამრავი ნაშრომები, მინიჭებული იქნება უამრავი სამეცნიერო ხარის-ხები, გაკეთებულ იქნება გამაოგნებელი აღმოჩენები. მაგრამ მთავარი სხვა რამეა,- დედამიწაზე გამოჩნდა ახალი რასსა, რომლის სახელწოდებაა,- „ადამიანი!” *

    – კი მაგრმ, ადამიანი ხომ დღესაც არსებობს. – ვფიქრობ, მომავლის პოზიციებიდან, ადამიანის არსებობის ფაქტი შესა-

    ძლებელია ეჭვის ქვეშ დადგეს. – ეს როგორ? მე და თქვენ ხომ ვვარსებობთ და აბა, როგორ შეიძლება ჩვე-

    ნი არსებობა ეჭვის ქვეშ დავაყენოთ? – არსებობენ ჩვენი სხეულები, ჩვენ მათ ვუწოდებთ „ადამიანებს”. მაგრამ

    შინაარსი, ფსიქიკური მდგომარეობა ადამიანთა პიროვნებისა, მომავალში ჩვენგან ბევრად უფრო განსხვავებული იქნება. აქედან გამომდინარე, ხაზი გაესმება რა განსხვავებას, აუცილებელი იქნება სახელწოდების შეცვლაც. შე-საძლოა, დღევანდელ ადამიანებს დაარქვან „რომელიღაც პერიოდის ადამია-ნები” ან სხვაგვარად უწოდონ მათ, ვინც მომავალში დაიბადებიან.

    – ნუთუ ყველაფერი ასე სერიოზულადაა? – სერიოზულიცაა და უეჭველიც. აი, ბავშვების აღზრდასთან დაკავშირე-

    ბით, თქვენ მეცნიერთა მიერ დაწერილი უამრავი წიგნი წაიკითხეთ. ახლა მითხარით, რა პერიოდიდან იწყება ბავშვის აღზრდა?

    – ზოგიერთი ავტორი თვლის, რომ საჭიროა ერთი წლიდან დაწყება. – ზუსტადაც რომ, საუკეთესო შემთხვევაში,- წლიდან, მაგრამ ანასტა-

    სიამ გვიჩვენა, როგორ ყალიბდება ადამიანი ჯერ კიდევ მანამდე... დარწ-მუნებული ვარ, თქვენ ახლა იფიქრეთ:- „დედის საშოშიო” მაგრამ მან და-ამტკიცა, რომ მშობლებს ბავშვის ფორმირება, ჯერ კიდევ სპერმატოზოი-დისა და კვერცხუჯრედის შეხვედრამდე შეუძლიათ და ეს მეცნიერულა-დაცაა ახსნილი. ანასტასია ყველა არსებულ, ან დედამიწაზე ოდესმე არსებ-ულ ფსიქოლოგზე მაღლა დგას. მისი გამონათქვამები წონადია. ისინი ბავშვ-

    * ვფიქრობ, ასეთ ადამიანსაა, რომ მამა გიორგი „ნამდვილ ადამიანს“ უწოდებს... ც.გ.

  • 15

    ის განვითარებისა და აღზრდის მთელს პერიოდს მოიცავენ:- ჩასახვამდე, ჩა-სახვისას, საშოში ყოფნის და შემდგომი პერიოდისას.

    იგი ეხება თემებს, რომლის გაცნობიერება ვერ შესძლეს ვერც წინაპრებმა, ვერც ბრძენმა ადამიანებმა და ვერც თანამედროვე მეცნიერებმა. მან ყურა-დღება იმაზე გაამახვილა, რის გარეშეც შეუძლებელია სრულჰყოფილი ადა-მიანის გაჩენა და აღზრდა.

    – მაგრამ მე ასეთი რამ არ მახსოვს, მე არ დამიწერია პერიოდების შესახებ. – თქვენ წიგნებს წერდით, ადასტურებდით მოვლენებს, ანასტასია ხვდე-

    ბოდა, რომ თქვენ ზუსტად ასე დაწერდით. შემდგომში მან გააკეთა შემდეგი სვლა:- მან თავადვე დაიწყო ამ მოვლენების ჩამოყალიბება. ფაქტიურად უდ-იდესი სამეცნიერო შრომა საინტერესო თხრობით ფორმად გარდაჰქმნა. იგი თქვენს წიგნს თავისი ცხოვრებით ჰქმნიდა, რითიც ადამიანებისთვის შეუ-ფასებელი ცოდნა მოჰქონდა.

    მკითხველთა უმეტესობა ამას ინტუიცურად აცნობიერებს. ბევრნი, წიგ-ნებისგან აღტაცებულნი არიან, მაგრამ ბოლომდე ვერ აცნობიერებენ აღტაცე-ბის მიზეზს. ისინი, მათთვის ჯერ გამოუცნობ ინფორმაციას, ქვეცნობიერ დონეს აწერენ, თუმცა მისი აღქმა ცნობიერადაცაა შესაძლებელი. მე, თქვენ ამას ახლავე დაგიმტკიცებთ. მაშ, ასე, ჩვენს წინაშეა ანასტასიას კონსპექტი ადამიანის დაბადებაზე. ჩვენ ისინი, ჩემს კოლეგებთან ერთად გამოწვლილ-ვით დავამუშავეთ და კომენტარიც დავურთეთ. ის კაცი,- მედიცინის მეცნი-ერებათა კანდიდატია, სექსოპათოლოგი,- მიღებას გვერდით კაბინეტში აწა-რმოებს. ჩვენ ჩავატარეთ ექსპერიმენტები და სიტუაცია გავაანალიზეთ.

    ალექსანდრ სერგეის-ძემ თავისი რვეული გადაშალა და საუბარი ოდნავ მღელვარედ და საზეიმო განწყობით დაიწყო:

    – მაშ, ასე, დასაწყისი... წინაჩასახვის პერიოდი, როგორც ბავშვის აღზრდ-ის ასპექტი, თვალსაწიერ წარსულსა და აწმყოშიც, თანამედროვე საზოგადო-ებისთვის საერთოდ არ განიხილება. დღეს კი, სრულიად ცხადია:- დედამი-წაზე ან სადღაც სამყაროს უსასრულო სივრცეებში არსებობდა ან არსებობს კულტურა, რომლშიც ურთიერთ დამოკიდებულება მამაკაცსა და ქალს შორ-ის, დღევანდელთან შედარებით, განუზომლად სრულჰყოფილია და ჩასახვ-ის წინა პერიოდი მთავარ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, უფრო მეტიც,- შესაძლოა ადამიანის აღზრდის საფუძველიცაა.

    ანასტასია მისდევს რა ჩვენთვის უხილავი ცივილიზაციის (ჩვენ რომ არ ვუწყით) კულტურის ადათ-წესებს და ბავშვის ჩასახვამდე თქვენს გარკვე-ულ მომზადებას ატარებს. მან, პირველ წიგნში აღწერილი მოვლენებიდან გამომდინარე როგორც სჩანს თქვენი სექსუალური ლტოლვა მიაყუჩა. ჩემთ-ვის როგორც ფსიქოლოგისთვის ეს კარგად სჩანს. მე შეგახსენებთ მათ თან-მიმდევრულობას.

  • 16

    თქვენ ტაიგაში, ანასტასიასთან ერთად მდელოზე ისვენებთ, კონიაკს სვამთ, საკვებს მიირთმევთ. ანასტასია კი, თქვენს მიერ შემოთავაზებულ საკ-ვებს და სასმელს არ ეკარება. ის იხდის ზედა ტანსაცმელს და წვება ბალახზე. თქვენ იხიბლებით და აღტაცებაში მოდიხართ მისი ბუნებრივი სილამაზით, თქვენში აღიძვრება მშვენიერი ქალის სხეულის დაუფლების ბუნებრივი მო-თხოვნილება. სექსუალური სწრაფვისას თქვენ ანხორციელებთ სიახლოვის მცდელობას, ეხებით მის სხეულს და... კარგავთ გონებას.

    ნუ დავიწყებთ ახლა იმაში ღრმად ჩაწვდომას, თუ როგორ თიშავს ის თქვენს ცნობიერებას. მთავარია მეორე,- შედეგად თქვენ შეწყვიტეთ ანასტა-სიას აღქმა, როგორც სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებელი ობიექტის, რაზეც თქვენ თავადვე ჰყვებით. მე ჩავიწერე თქვენი ფრაზა:- „მე, აზრადაც კი არ მქონდა”...…

    – დიახ, ეს ასეა, შესვენების დროს მომხდარის შემდეგ, ანასტასიას მიმ-ართ მეტჯერ აღარ აღმძვრია სექსუალური ლტოლვა.

    – ახლა, მოვლენა მეორე.- ჩასახვა,- თხრობა ბავშვის ჩასახვის კულტურაზე. ღამის გასათევ მყუდრო მიწურში, მშრალი ბალახისა და ყვავილების სუ-

    რნელება. მაგრამ თქვენთვის უჩვეულოა ტაიგაში მარტო წოლა და თქვენ ან-ასტასიას სთხოვთ გვერდით მოგიწვეთ. თქვენ უკვე აცნობიერებთ, რომ:- თუკი ის გვერდით იქნება, თქვენ არაფერი ცუდი არ შეგემთხვევათ. თქვენი თხოვნით ის თქვენს გვერდით წვება.

    ამგვარად, ინტიმურ გარემოებაში, თქვენს გვერდით აღმოჩნდება უმშვენი-ერესი ახალგაზრდა ქალის სხეული, რომელიც კიდევ ერთი განსაკუთრებუ-ლობით გამოირჩევა,-ის ჯანმრთელობით ფშვინავს. იმ, უმეტესი ქალების სხე-ულებისგან განსხვავებით, რომლის ნახვაც თქვენ ადრე მოგიწიათ, ნამდვილ-ად ფშვინავს ჯანმრთელობით. თქვენ გრძნობთ ანასტასიას სუნთქვის არომ-ატს, მაგრამ ამასთან თქვენში არ აღიძვრის არანაირი სექსუალური ლტოლვა. იგი გაძევებულია თქვენგან. სივრცე გასუფთავებულია სხვა ფსიქიკური მდგომარეობისთვის,- მოდგმის გაგრძელების სწრაფვისთვის. თქვენ ფიქრ-ობთ ძეზე! ბიჭზე, რომელიც ჯერ კიდევ არ არის. აი, თქვენი ფრაზა წიგნიდ-ან:- „კარგი იქნებოდა, თუკი ჩემი ვაჟი ანასტასიასგან დაიბადებოდა. ის ისეთი ჯანმრთელია. ესე იგი ბიჭიც ჯანმრთელი და ლამაზი იქნება”. თქვენ გაუცნო-ბიერებლად ადებთ ხელს ანასტასიას მკერდს, ეალერსებით მას, მაგრამ ეს უკ-ვე სხვა ალერსია. იგი არ არის სექსუალური. თქვენ, თითქოსდა, თქვენს ვაჟს ეფერებით. შემდეგ თქვენ თქვენი ბაგეების შეხებაზე წერთ, ანასტასიას მსუბ-უქ სუნთქვაზე, შემდეგ კი…... ყოველგვარი დაწვრილებითი თხრობის სრული არ არსებობა. ამის შემდეგ, თქვენ მაშინვე დილას აღწერთ, მშვენიერ განწყობ-ას, რაღაც განსაკუთრებულის აღსრულების შეგრძნებას. დარწმუნებული ვარ გამომცემლები გთავაზობდნენ, ამ ღამის უფრო დაწვრილებით აღწერას.

  • 17

    – დიახ, მე, ნამდვილად არა ერთხელ მთავაზობდნენ ამის გაკეთებას. – მაგრამ თქვენ მიუხედავად ყველაფრისა, არ აღწერეთ ეს ღამე თქვენი

    წიგნის არცერთ ახალ გამოცემაშიც კი, რატომ? – იმიტომ, რომ... – შეჩერდით! თუ შეიძლება ნუ მეტყვით, მე მინდა შევამოწმო საკუთარი

    თავი, საკუთარი დასკვნების სისწორე. თქვენ იმ ღამის სექსუალური წვრილ-მანები იმიტომ არ აღწერეთ, რომ ანასტასიას ბაგეზე მიკარების შემდგომ, თქვენ აბსოლუტურად არაფერი გახსოვთ.

    – დიახ, არ მახსოვს და ახლაც არაფრის გახსენება არ შემიძლია, დილის უჩვეულო შეგრძნების გამონაკლისის გარდა.

    – იმას, რასაც მე, ახლა გეტყვით, თქვენ წარმოუდგენლად ჩათვლით. იმ მშვენიერ ღამეს თქვენ ანასტასიასთან არანაირი სექსი არ გქონიათ. – არ გვქონია? აბა, ვაჟი საიდანღაა? მე თავად ვნახე ჩემი ვაჟი.

    – იმ ღამეს თქვენ ფიზიკური სიახლოვე დანამდვილებით გქონდათ. იყვ-ნენ სპერმატოზოიდები... მოკლედ, ყველაფერი ის, რაც ბავშვების ჩასახვას თან სდევს, მაგრამ სექსი არ იყო. ჩვენ კოლეგებთან ერთად არაერთხელ ვაა-ნალიზებდით იმას, თუ რა მოხდა თქვენს თავს. ისინი, ისევე როგორც მე, დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ თქვენ ანასტასიასთან სექსი არ გქონიათ.

    თავად სიტყვა „სექსი” ჩვენს დროში გულისხმობს ხორციელი მოთხოვნი-ლებების დაკმაყოფილებას, სწრაფვას ხორციელი სიამოვნებების მიღებისკენ. ამ შემთხვევაში კი, სწრაფვა და მიზანი სულ სხვაა,- ბავშვი. შესაბამისად, და-სახელება მოვლენას სხვანაირი უნდა ჰქონდეს. საქმე აქ არა მარტო ტერმინო-ლოგიაშია, საქმე ადამიანის დაბადების ხარისხობრივად სხვა მეთოდზეა.

    მე, კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო:- ეს, ადამიანის ხარისხობრივად სხვაგვარი დაბადების მეთოდია. ჩემი მტკიცებულება აბსტრაქტული არ არის. მისი დამტკიცება თავისუფლად შეიძლება მეცნიერული შეპირის-პირებების მეშვეობით. თავად განსაჯეთ, არავინ, დღევანდელი ფსიქო-ლოგებიდან და ფიზიოლოგებიდან არ უარჰყოფს გარეგნული და ფსიქო-ლოგიური ფაქტორების ზეგავლენას. დედის საშოში ჩანასახის ფორმირე-ბაზე სხვა რაღაცეებთან ერთად და ნაწილობრივადაც, უპირატესი მნიშვ-ნელობა მამაკაცის ფეხმძიმე ქალისადმი დამოკიდებულებას აქვს. ჩვენ არ შეგვიძლია უარვჰყოთ ისიც, რომ მამაკაცის ქალისადმი დამოკიდებულე-ბა სქესობრივი აქტის სიახლოვისას მომავალი ადამიანის ფორმირებაზე ახდენს ზეგავლენას. ერთ შემთხვევაში,- ეს, ობიექტისადმი, როგორც ხო-რციელი სიამოვნების დასაკმაყოფილებელი დამოკიდებულებაა, მეორე შემთხვევაში კი,- როგორც თანაშემომქმედებითი. ამრიგად, შედეგიც სხვადასხვა იქნება. შესაძლებელია, ამ პირობებში ჩასახული ბავშვი ინტე-

  • 18

    ლექტის დონით, იმდენად მკვეთრად განსხვავებული იქნეს, რამდენადაც თანამედროვე ადამიანი განსხვავდება მაიმუნისგან.*

    თანაშექმნისას, სექსი და მასთან დაკავშირებული სიამოვნება არ წარმოა-დგენს თვითმიზანს, ისინი წარმოადგენენ მხოლოდ საშუალებებს. სხვაგვა-რი ფსიქიკური ენერგიები ხელმძღვანელობენ სხეულებს, ამიტომაც, სხვაგვა-რად ყალიბდება ბავშვის მდგომარეობაც.

    ზემოთ თქმულიდან გამომდინარეობს პირველი წესი:- ქალმა, რომელსაც სურს სრულჰყოფილი ადამიანი შვას და მყარი, ბედნიერი ოჯახი შეჰქმნას,- უნდა დაიჭიროს მომენტი, რომლის დროსაც მამაკაცი მასთან სიახლოვეს, ადამიანის დაბადების მიზნით მოისურვებს, რომელიც თავის მომავალ ბავშვს წარმოიდგენს და ისურვებს მის დაბადებას.

    მოცემულ პირობებში მამაკაცი და ქალი აღწევენ ფსიქიკურ მდგომარეობ-ას, რომელიც აძლევთ საშუალებას ასეთი სიახლოვისგან მიიღონ უმაღლესი სიამოვნება. შედეგად, მომავალი ბავშვი იღებს ენერგიებს, რომლებიც ტრა-დიციული ურთიერთობით დაბადებულ ბავშვებს, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, შემთხვევითი სახით დაბადებულებს არ გააჩნიათ.

    – ამ მომენტს ქალი როგორღა იგრძნობს? მამაკაცის ფიქრებს საიდან მიხვ-დება ის? აზრები ხომ უხილავია.

    – ალერსი! მათი მეშვეობითაა შესაძლებელი განსაზღვრა. სასიხარულო ფსიქიკური მდგომარეობა ყოველთვის გამოიხატება გარეგნული ნიშნებით. სიცილით, ღიმილით. სევდა,- თვალების შესატყვისი გამომეტყველებით, პოზით და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში, ვფიქრობ, განსაკუთრებულ სირთუ-ლეს არ წარმოადგენს განასხვავო სუფთა სექსუალური ალერსი მამაკაცისა ქალისადმი, ისეთთან შედარებით, რომლის ალერსიც მომავალი ბავშვისად-მი შეხებას გამოსახავს. მხოლოდ ამნაირი მიდგომისას ხდება „რაღაც”, რომ-ლის განცდის უნარი, დედამიწაზე მცხოვრებ ყველა არსებათა შორის, მხოლ-ოდ ადამიანს ძალუძს. ამ „რაღაც”-ის აღწერას, მეცნიერულად ახსნას ვერავინ და ვერასდროს შესძლებს. იმ მომენტის გაანალიზება, როცა ეს ხდება, შეუძ-ლებელია. მე, როგორც ფსიქოლოგს, შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, რომ მოცემული მოვლენისას მთავარი არა ორი ფიზიკური სხეულების შერწყმა იქნება, არამედ განუზომლად მეტის:- ორი აზრ-ფიქრის ერთში შერწყმა, უფ-რო ზუსტად კი:- გრძნობების ორი კომპლექსის ერთმანერთში,- ერთ კომპ-ლექსად ჩამოქნა. აქედან გამომდინარე, მიღებული სიამოვნება და განცხრომ-ის განცდა ბევრად უფრო აღმატებული იქნება, ვინემ უბრალოდ სექსუალუ-რი დაკმაყოფილება. მისი ხანგრძლივობა ხანმოკლე არ არის, როგორც ჩვეუ-ლებრივი სექსისას. შეუცნობელი სასიამოვნო მდგომარეობა შეიძლება გაგრ- * როგორც სჩანს ე.წ. „უკანონოდ“ დაბადებულ უმეტეს ბავშვთა განსაკუთრებულად გამო-

    რჩეული უნარ-ნიჭიც აქედან უნდა მომდინარეობდეს... ც.გ.

  • 19

    ძელდეს თვეები და წლებიც კი. იგია, რომ აყალიბებს მყარ, მოსიყვარულე ოჯახს. ზუსტად ამაზეა, ანასტასია რომ საუბრობს.

    ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ამის ერთხელ განმცდელი მამაკაცი, ვერც შესძლ-ებს განცდილი შეგრძნების გაცვლას უბრალო, მხოლოდ სექსუალურ განც-დებზე. ის ვერ შესძლებს და არც მოისურვებს უღალატოს თავის ცოლს. თავ-ის შეყვარებულს. ზუსტად, ამ წუთიდან იწყება ოჯახის ჩამოყალიბება. ფუძ-ნდება ბედნიერი ოჯახი!

    არის ასეთი გამოთქმა:- „ქორწინება ზეცაში წყდებაო”. მოცემულ შემთხ-ვევაში იგი სრულად შეესატყვისება მოვლენას. თავად განსაჯეთ, დღეს, სა-ზოგადოებაში მიღებული ციური ქორწინების დასტურს რა წარმოადგენს? ქაღალდი, ქორწინების სახლის მიერ გაცემული, ყოველგვარი საეკლესიო რიტუალები. სასაცილოა, ხომ მართალია? დიახ, სასაცილოცაა და სევდის მომგვრელიც.

    ანასტასია ზუსტად საზღვრავს:- ზეცაში გადაწყვეტილი ქორწინების და-სტური, შეიძლება იყოს მხოლოდ ქალისა და მამაკაცის უჩვეულო, მშვენიე-რი მდგომარეობა, რის შედეგსაც წარმოადგენს ახალი, სრულჰყოფილი ადა-მიანის დაბადება. ჩემი მხრიდან შემიძლია დავამატო: დღევანდელ დაბადე-ბულ ბავშვთა უმრავლესობა,- ქორწინების გარეშეა. აი ახლავე... ახლა მე, წა-გიკითხავ ჩემი კოლეგა - სექსოპათოლოგის კომენტარებს:

    წიგნ „ანასტასიაში”აღწერილი ქალისა და მამაკაცის სექსუალური ურთი-ერთდამოკიდებულება, სრულიად სხვაგვარ მნიშვნელოვნებას ჰფენს ნათ-ელს. ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა, ამჟამად არსებული დახმარებე-ბი, დაწყებული ძველ ბერძნულიდან, ინდოეთიდან და დამთავრებული თა-ნამედროვეებით, უბრალოდ, გულუბრყვილონი და სასაცილონი ხდებიან ანასტასიას გამონათქვამების მნიშვნელოვნებებთან შედარებით. ყველა ჩვე-ნამდე მოსული უძველესი ან თუნდაც თანამედროვე ლიტერატურა სექსზე, ყველა ძიებები, დასულია ყოვლადშესაძლებელი პოზების ძიებამდე, ალერს-ის ტექნიკამდე და გარეგნულ ატრიბუტებამდე. იმ დროს, როდესაც, ადამია-ნების ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური უნარები და შესაძლებლობები სხვადასხვაგვარია.

    ყოველი, ცალკე აღებული ადამიანისთვის შეიძლება მეტნაკლებად ეფექ-ტური და მისაღები იყოს, მხოლოდ მისი ხასიათისთვის და ტემპერამენტის-თვის დამახასიათებელი ერთი პოზა, გარკვეული გარეგნული ატრიბუტიკა.

    ძნელად თუ მოიძებნება მსოფლიოში სპეციალისტი, ჰქონდეს უნარი ზუ-სტად განსაზღვროს, იმ უამრავად არსებული ხერხებიდან, მეტ-ნაკლებად მისაღები ყოველი კონკრეტული ადამიანისათვის.

    მსგავსი ამოცანის შესასრულებლად, სპეციალისტისთვის აუცილებელია იცოდეს ათასობით არსებული ხერხი, თავისი ნიუანსებით, შეისწავლოს კო-

  • 20

    ნკრეტული ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობები, ეს კი შეუძლებელია.

    თანამედროვე მეცნიერების მიერ მამაკაცისა და ქალის სექსუალური ურ-თიერთ დამოკიდებულების თეორიის პრობლემა გადაწყვეტილი რომ არ არის, დასტურდება იმითაც, რომ თანამედროვე საზოგადოების უფრო და უფრო მეტი მამაკაცი და ქალი კარგავს პოტენციას. იზრდება სექსუალურად დაუკმაყოფილებელი საოჯახო წყვილების რაოდენობა. აი, ასეთი უსიხარუ-ლო სურათის შეცვლა კი,- შესაძლებელი იქნება.

    ანატსასიას მიერ ნაჩვენები ადასტურებს, რომ ბუნებაში არსებობს რაღაც მექანიზმი, რომელიღაც უმაღლესი ძალები, რომელთაც აქვთ უნარი, ერთი შეხედვით თითქოსდა გადაუწყვეტელი პრობლემა მყისიერად მოაგვარონ. ეს მექანიზმი თუ რომელიღაც ძალები ორი ადამიანის,- –მამაკაცისა და ქალ-ის,- გარკვეული მდგომარეობის მეშვეობით პოულობენ სპეციალურად მათ-თვის, მხოლოდ და მხოლოდ საკუთრივ მათთვის ჩვეულ სქესობრივ მდგო-მარეობასა და ხერხებს.

    უეჭველია, მიღებული სიამოვნება მოცემულ შემთხვევაში თავისი დო-ნით მიაღწევს უმაღლეს ნიშნულამდე. სრულიად შესაძლებელია, რომ მსგავსი სიამოვნების განმცდელი მამაკაცი ან ქალი ყოველთვის შეინახავს ცოლ-ქმრულ ერთგულებას, რომელიც არ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი თანამედროვე კანონებითა და რიტუალებით იქნება იგი გან-პირობებული.

    ცოლ-ქმრული ერთგულება! ცოლქმრული არაერთგულება. ღალატი. ალექსანდრ სერგეის-ძე მაგიდიდან წამოდგა და ფ�