280
1 ISSN 0235-8417 7 2015 p a r a l e l i

2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

  • Upload
    others

  • View
    5

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

1

ISSN 0235-8417

7 2015

p a r a l e l i

Page 2: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

2

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

saliteraturo-samecniero Jurnali

p a r a l e l i

7 2015

Page 3: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

3

UDC-უაკ 001.92

მთავარი რედაქტორი: r e v a z m i S v e l a Z e

სარედაქციო კოლეგია: მერაბ ახობაძე

გიორგი გაჩეჩილაძე ჯემალ გახოკიძე

გიორგი კულდონაშვილი ვახტანგ დავითაია

ივანე თვალავაძე

იგორ კვესელავა

ჰენრი კუპრაშვილი შალვა ნაჭყებია

ვაჟა პაპასკირი

გიორგი სალუქვაძე

სოსო სიგუა

(რედაქტორის მოადგილე)

არჩილ ფრანგიშვილი

ქეთევან ქოქრაშვილი

რუსუდან ქუთათელაძე

ბადრი ცხადაძე

(პასუხისმგებელი მდივანი)

თემურ ჯაგოდნიშვილი

მეუფე ანანია ჯაფარიძე

ყდის დიზაინერი ვ ა ხ ტ ა ნ გ დ ა ვ ი თ ა ი ა კომპიუტერული უზრუნველყოფა ნონა ცაბაძე

მისამართი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კოსტავას 77, VI კორპუსი, VI სართული, ოთახი 603ა ტელ.: 577 42 54 72; 597 09 21 48; ვებ-გვერდი: www.jurnali-paraleli.gtu.ge ISSN 0235-8417; E-mail: [email protected]

Page 4: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

4

გთავაზობთ:

poezia

გივი აბესაძე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 5 მარი ლონდარიძე. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 11 ია ბურდული . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 14 ირმა კეცხოველი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 16 ქეთი ორჯონიკიძე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 18 ნელი ქველაძე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 20

proza ზურაბ ჯოხარიძე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 28 როზა გაფრინდაშვილი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 26 ელენე დემეტრაძე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 37

dramaturgia რევაზ მიშველაძე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 52

werilebi

იგორ კვესელავა _ ქართული კონსტიტუციის გზა (წერილი პირველი) . . . . . . . . . . 63 რევაზ მიშველაძე _ რატომ უნდა ისწავლებოდეს კულტუროლოგია ყველა სასწავლებელში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 79 ბადრი ცხადაძე, ავთანდილ სონღულაშვილი _ ქართული ენის ბედი და უბედობა . . . . . . . . . . . . .86 ბადრი ცხადაძე _ მეტალურგიიდან ქართველოლოგიამდე (პროფ. რაულ გვეტაძე _ 80) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 107 გელა ღვინეფაძე _ ენათა წარმოშობის საკითხი და პროჟექტორების მეთოდი. . . . . 114 თამარ ბლიაძე _ ქართული ცეკვის აკომპანიმენტის პრობლემები . . . . . . . . . . . . . . 122 გურამ გვენეტაძე _ არა ორიგინალური, არამედ თარგმანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . 127 გიორგი (იური) ბიბილეიშვილი _ ცხოვრების გაკვეთილები (წერილი მეექვსე). . 129 ნათია დავითულიანი _ პოლიტიკური თანაარსებობის ისტორიული

წანამძღვრები საქართველოში . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .150 დავით ჯოჯუა _ ევრაზიული კავშირის იდეა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .156 მარიამ გაბუნია _ კიდევ ერთხელ უილიამ შექსპირის ვინაობის დადგენისათვის . 162 ნაზი ხანიაშვილი _ ქართული ანბანი სომხების შექმნილი არ შეიძლება იყოს! . . . 167 გიული მურადაშვილი _ ერთიანი ხედვის პრინციპი და ნიცშე . . . . . . . . . . . . . . . .175 ეკა ცხადაძე _ ჩვენი დღეების პროზა (წერილი პირველი) . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 178

Page 5: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

5

დემურ კახურაშვილი _ რწმენა და რელიგია ბლეზ პასკალის ,,აზრებში’’ . . . . . . 192 ნოდარ სტეფანიშვილი, ზურაბ ჯოხარიძე _ აბრეშუმი საქართველოში _ წარსული და დღევანდელობა . . 199 გიორგი პოპიაშვილი _ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა პოლიტიკური ორიენტაციის გზაგასაყარზე . . . . . . . . . . . . . . .202 სოფიო ფეტელავა _ თარგმნის სტილისტიკის კვლევის საგანი . . . . . . . . . . . . . . . . 209 თეა ჯღარკავა _ პოეტიკის ზოგიერთი პრობლემა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 213 სოსო სიგუა _ ფასკუნჯი _ მფრინავი ვერძი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 222 თამაზ ბიბილური _ ქართველი ერი და ეროვნული მოძრაობა . . . . . . . . . . . . . . . . 233

interviu

ვახტანგ დავითაია _ ვურჩევ ხელისუფლებას . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 250

recenzia

ბადრი ცხადაძე _ სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური პარადიგმებისა და დილემების შუაგულში (რეცენზია პროფ. ი. კვესელავას წიგნზე: ,,საქართველოს სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური პარადიგმები და დილემები’’, თბ., 2014) . . . . . . . . . . . . . . . . . . 258 ბადრი ცხადაძე _ ქართველური სახელების ბრუნების პარადიგმა . . . . . . . . . . . . .262 მურმან თავდიშვილი _ მწერლის მრავალმხრივი პორტრეტი . . . . . . . . . . . . . . . .265 რედაქციისაგან . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 268

naTargmni

სანიტირო ნაკამურა _ გზა ტაძრისაკენ (თარგმნა მერაბ ჩაჩავამ) . . . . . . . . . . . 270

Page 6: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

6

პოეზია

givi abesaZe

qarTulo miwav

დაშანთული ხარ, როგორც ძუძუ დედოფალისა, დაჩეხილი ხარ, როგორც მთაში მღვდელი თევდორე, გაყიდული ხარ, ვით მამლუქი შენივ ხელისგან, გადამწვარი გაქვს ღალატისგან ციხე და ყორე. ნაწამები ხარ, ვით სხეული შუშანიკისა, გაჩეხილი ხარ, როგორც ვაზი კახეთის ველზე, არ დაჩოქილხარ, ხმალს შეაკვდი თათრის შაჰისას და სისხლი დაგდის ახლადწაჭრილ პაატას ყელზე. ჩაკირულია შენს გულ-მკერდში გმირთა მკლავები... და კრწანისის ველს სისხლისფერი მოსდევს ყაყაჩო, ცხრა ძმას იმდენი დაულეწავს ფარი და ხმალი, რომ შეაგროვო, მტერთა მოდგმას შიშით დაახრჩობს. შენ უკვდავი ხარ როგორც წილი მარიამისა, დალოცვილი ხარ წმინდა ნინოს ნაკურთხევ ჯვარზე, დედოფალი ხარ _ თამარივით დამშვენებული და ასხლეტილი იალბუზად კავკასის მთაზე.

Page 7: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

7

s a q a r T v e l o . . .

ცას რომ ახედო შენს ლაჟვარდებში, ცისფერი ადევს ცას, ზღვას რომ ჩახედო შენი თვალებით, ზღვისფერი ადევს ზღვას... მიკვირს, ასეთი ზღვის და ცის ფერი, ნეტავ, თუ ვინმეს აქვს.

რომ ჩეხდნენ შენში ვაზს _ ახლად დარგულს, და მოკლულს კლავდნენ კვლავ, რა ახარებდა მუხლებდამტვრეულს მე ეს მაკვირვებს კვლავ.

დედის ძუძუს რომ წოვდნენ ,,ლეკვები’’, თან რომ ლესავდნენ ხმალს მტლად რომ გაჰქონდათ ხმლით ბრძოლის ველი, რამ გამაკვირვოს სხვამ?

სისხლით რომ გქონდა გული ავსილი, მოჰგავდი დაკლულ ხარს, წყვეტადი ჯაჭვებს რომ მიგაჯაჭვეს, უკვირდათ ფარს და ხმალს.

რომ მოდიოდა ნინო შენს მთებში, რომ გაჩნდა ,,ნინოს ტბა’’ მაკვირვებ მიწის მადლი ამდენი, სადა აქვს ცრემლებს ტბა?

რომ აღმერთებდნენ ქალს შენში ცამდის თამარ დედოფლის თვალს, მხრებზე რომ ესვათ ლომებს მაისი, უკვირდათ მთას და ბარს!

ვინ გამაკვირვოს ვარძიის მერე, სცნობს ნიკორწმინდის ,,ქნარს’’? სიონს გადარგულს _ ბოლნისში ჩარგულს, გელათში ქონგურს ... ხრამს?

მიწა რომ გქონდა ერთი მტკაველი და უსასრულო ცა... რომ შეაერთეს სვეტიცხოველით სხვამ რაღა უნდა თქვას?

Page 8: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

8

გამიკვირდება კაცის სახელი დავითის მერე კაცს, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე რომ არ აგებდა ხმალს?

ვახტანგის მერე, გიორგის მერე ხმას ვინღა დასძრავს ხმას, მამა თევდორეს, ცხრა ძმათ ხერხეულთ, და ათას გმირებს სხვას?

ვინ გამაკვირვოს ქვეყნად სიმღერით, ცეკვით _ ფრენას რომ ჰგავს? შენში ,,ლილეოს’’ მთები მღერიან, რაღა შევკადრო მტკვარს?

ცამ აიტაცა სმენად ,,ჩაკრულო’’ უსმენს კოსმიურ ქნარს, იყოს ,,მზე შინა და მზე გარეთა’’ ვის უმღერია სხვას?

ვით სასიკვდილოდ შეფიცულები ხმლებით კაფავენ ფარს, რომ ჩაჩეხავენ ხმლებით ,,ყაზბეგურს’’ თერგი მოცეკვავს მას.

მზითა და მთვარით რომ წერდი ანბანს, ანს, ბანს, განს, დონს... და სანს, რომ უკვდავება წილია შენი არ მიკვირს, მასშიც ჩანს...

რომ აქ შეყრილა ,,გუნდი ვარსკვლავთა’’ ცას ეკვირვება ცას, ვინ დაიტევდა მთაწმინდის გარდა ამდენ გოლიათს სხვა?

რომ საქართველო არის ედემი, მის მიწას ვკოცნი... ცას, რომ მთაწმინდაა სული პოეტის, არ მიკვირს, არა, მწამს!!!

Page 9: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

9

samSoblov Cemo

სამშობლოვ ჩემო! შენი მთა-ბარი, ყანა-ვენახი, კალო თუ სერი, მიწა თუ წყალი, ციხე თუ კოშკი დაჭრილი გმირის სიმღერას მღერის.

მკლავებს გაჭრიან სააფხაზეთოს, გულში დაჭრილი გყავს მაჩაბელი... საშენებელი გვაქვს სვეტად ცხოვლად კედლები ციხის, ლიბო და ჭერი.

სამშობლოვ ჩემო! საძლეველია შენს დასაჯიჯგნად მოსული მტერი... წილს ვის დაუთმობს მარიამისას ხმლით შეაკვდება ქართველი ერი.

სამშობლოვ ჩემო! გაუტეხელო! ხმალი გავლესოთ უნდა ბებერი... მედგრად დავძახოთ ,,ბრძოლის ყიჟინა’’ თავს განაცვალებს ერი და ბერი!!!

9 aprili

ვიღაცა ისვრის... ტბორები სისხლის... ხმა განწირულის... გოდება ისმის, კვნესა _ დაჭრილის _ ,,ართმობა მისხლის, იოტი მიწის, გატეხა ფიცის, რჯულის... არ ვიცი. ჰა, ჩემი სისხლი ძმავ, გადაისხი, და ხმალ-კაპარჭი მედგრად აისხი!’’ სასაფლაოდან ხმაური ისმის... დაბუდებულა ირგვლივ დაისი... კვლავაც დადგება ცეცხლის მაისი... ფარდას აახევს დაისს აისი!!!

Page 10: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

10

v a z i

ვაზია _ ჩემი სამშობლო! მუხლებში გადამტვრეული, ათასჯერ ფესვებათხრილი _ აჭრილი _ აოხრებული, ბევრჯერ ნატანჯი _ ნახმლევი, გულ-პირი ჩამოხეული, ომში ნაცადი _ უდრეკი სისხლი ცრემლებად ნთხეული, ათასჯერ დამარცხებული ვერასდროს მონად ქცეული!

ათასმეერთედ აღმდგარი _ ამაყი, ვერ წაქცეული!!! ახლა, თვითონ ვარ სამშობლო, მუხლებზე წამოწეული!!! ერთ დროს მტრის ხელით მოსრილი მტლად-ნაცარტუტად ქცეული, ხშირად ცრემლების ნადენი, ქართველი კაცის ძეული!

ბევრჯერ მამლუქად წარსხმული ყოველთვის თავდაღწეული, გადაწვენილი, აღმსდგარი უკვე ვენახად ქცეული. ახლა ვაზი ვარ! ჭარმაგი, რამდენ ომს გამოწეული, ქართველ კაცისგან ნალოცი! ამაყად, დრო მოწეული!

ბევრჯერ მოკლული, დაჭრილი, სისხლში ვარ ამოწებული, ღვთისგან შობილი, უკვდავი, ვერვისგან დამონებული!!!

Page 11: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

11

metexTan

მზემ დაასრულა მთებთან ჯვრისწერა, ცამ შეიფერა ვარდების ფერი, ტაბლას მიუსხდა გუნდი ვარსკვლავთა, დასვეს თამამად მთვარე _ ძლიერი. აწვიმეს წვიმა, აქროლეს ქარი, ატალღეს ტალღა, აელვეს ელვა, ამეხეს მეხი, ანათეს მნათით, დააწყებინეს თეთრ ღრუბლებს ქელვა. გათანგულებმა შეივსეს თასით, კათხებით შესვეს, შეეძლო ვისაც. აღმართულებმა, ზეცის სანთლებით ღმერთს შეავედრეს ქართული მიწა! არ დაიტოვეს არც ერთი თხოვნა... და უკვდავების ფიალა ავსეს, ვანთებდი სანთელს მეც შენზე ლოცვით და ცისკარს შევხვდი მეტეხთან ასე.

Page 12: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

12

mari londariZe

ჩამიხმა სული, გამოფიტულ ხეს დავემსგავსე.

ცეცხლის ალების შემოტევა

ყოველ ცისმარე?

ყოველ ცისმარე გადალეკა,

ჩაწნა, ჩაგრიხა, ვის დავეჭიდო,

ვის ვეომო ასე ცალხელამ.

ფეხქვეშ გათელილ ყვავილივით მივეკარ მიწას,

გულში მასობენ, მამადლიან

ეკალს თუ ფიწალს, მიდი-მოდიან

თითქოს გზა ვარ, თითქოს ბალახი,

მოკვდავისაგან მოზელილი ბერწი ტალახი.

ვეღარ გაუძლო შეტევას და გულმა მიწივლა:

მზეს, მზეს გართმევენ, ნაჭუჭშივე გკლავენ

წიწილას!

* * * ჩამოიცრემლა ფოთოლი ხიდან,

ჩამოიტანა ჟამის სიყვითლე, სულის სიმშვიდეს ფოთოლი ზრდიდა,

რაც ჩამოკაწრულ სახით ვიხილე.

რა დაბნეული ზარები რეკდა,

Page 13: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

13

როგორ ბორგავდა ფოთლის სხეული, სულზე დაღლილი ღრუბლები მეკრა

ქარების ბოდვით მიმორხეული.

მიმოდიოდა სევდა ფარული, უცხო ჰანგებზე მორცხვად ნათრთოლი,

ქარმა დაკარგა გიჟი ამბორი, ჩამოიცრემლა ჩემს წინ ფოთოლი.

* * * მე უკვე მოვხვდი დედამიწის ცისფერ წუმპეში. სისხლით ხორცამდე შეძრული ვარ, მკლავს დაწყობილი სახეები. შიგნით შემალული, სისხლში ამოსვრილი თეთრი თათმანები. ჰაერში დაფრინავენ უსულოდ გაბერილი, უსახო ბურთულები და შეშლილ სახეებს ზემოდან დასცინიან... ათასი გაწვდილი ხელი ჰაერში გაყინულა... მხოლოდ დაწყობილ სახეებს აქვთ სუნთქვის უფლება. თუ შეგიძლია გამომიწოდე ხელი, ნუ დაივიწყებ საკუთარ სახეს, თორემ სისხლში ამოსვრილი თეთრი თათმანი შენ მაინც გაგცემს... ჩვენ ორნი დავრჩით აღარც მზეა და აღარც მთვარე, ვდგავართ პირისპირ, ერთმანეთის სისუსტეს ვმალავთ... მე უკვე მოვხვდი დედამიწის ცისფერ წუმპეში, ამაოდ ვაქრობ ძარღვდაწყვეტილ ანთებულ თვალებს...

ვეღარ მიშველი, მე გავრბივარ! მე მივრბივარ! ვერ შევერევი ამაზრზენ წუმპეს!..

Page 14: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

14

* * * ისევ ისე მომეპარა ჩემეული დარდი, წამის წინათ ვგრძნობდი, თითქოს დაკვირტულ ვარდს ვგავდი.

ახლა ისევ ღრუბელი ვარ, თვალზე ცრემლი დამდის, მე მოვკვდი და კედელს შერჩა ვარდისფერი ლანდი.

მზე ცის კიდეს მიესვენა, ფერი ჩაცხრა ნათლის, ბედი, ალბათ, დარჩენილ წლებს სინანულით დათვლის...

Page 15: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

15

ia burduli

თ ხ ე მ ი (რა მოხდა კიდევ გოლგოთაზე)

მთის წვერზე გაცურდა ნისლი სისხლისფერი _ ბრაზს თუ აიცდენდი როგორ ვიფიქრებდი! ცრემლი დაიღვარა მხოლოდ ფსალმუნად, ტკივილი დაედო მიწას სალბუნად... და, მაინც, თვალები ჰქონდაო დარდიანი, ხომ იცი, დედა იყო წმინდა მარიამი.

იყო და არა იყო რა... ,,რაოდენ უყავთო ამათგან მცირედს’’, გგონია, მივიღებთ ნამდვილად იმდენს? მაგრამ მე არ ვიცი, რა არის საზომი _ გრძნობებს ხომ ვერ წონის უბრალო სასწორი!

ბორბალი ზოგჯერ უკანაც წავა ხომ გაგიგია? _ ,,იყო და არა’’: რომ თენდებოდა კვლავ ბინდდებოდა, ,,ღვთის უკეთესი რა იქნებოდა’’?

m o d e l i a n i

(იყო წითელი ტორსი, სახლი, წითელი ბილიკი და სადღაც იყო ცოლი _ დავიწყებული ღიმილი...)

Page 16: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

16

... და რაღაც ტკივილს სუყველა ვითმენთ, როცა შეგიცნობ ცხოვრების ქარში მხოლოდ და მხოლოდ დავხატავ მაშინ, შენს თვალებს ზღვისფერს _ შემღვრეულ ცისფერს. არ მინდა ბოლო წუთს ითქვას: ვგავარო ცარიელ ჭიქას! ხომ იცი, მონმარტს ათოვს წითელი არაფერს არ მთხოვს?

Turme yvelaze tragikuli

იცი? მახსენდება სახლები დამზრალი, პატარა სიცოცხლე უეცრად გამქრალი და როცა მომიჭერს ტკივილი მარწუხებს ყველაზე ძალიან იცი, რა მაწუხებს? გრძნობები ფართოდ ეკრანზე გაკიდული და... მეხსიერება ყველაზე ტრაგიკული.

R i m i l i თურმე ღალატი სხეულსაც აფრთხობს და სულთა ერთად რაღაცას დარდობს... იქ სიხარული მიყუჟულა სადღაც კუთხეში? ისე ვიკითხე, კი არ მინდა, ვიყო უხეში.

Page 17: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

17

irma kecxoveli

მოკრძალებული სურვილი სალაღობო ხომ მიმართვი, გამოჰკარი ერთი პწკარიც, მე არ მინდა ისე ვიყო, რომ გამიჩნდეს ისევ ბზარი, სალაღობო შენი ძმაა და ის პწკარი ბიძაშვილი, ისე მინდა გაგეჯიბრო, როგორ დიდი პაექარი.

აღმაფრენა მომანიჭა, მან ისეთი როგორც დარი, იქნებ კიდევ სასურველი, მომიტანოს ნიავ-ქარი. ღმერთო ჩემო, გავიხარე, შენა ხარ და შენი პწკარი, ღმერთმა ისე გამოგზავნოს, როცა უნდა კარგი დარი.

კიდევ მინდა მოკრძალებით, დრო რომ მომცეს იმის დარი, რომ მოვექცე სასურველად, ვიყო ისევ შენი დარი. რა კარგია! რაღაც იყო! ვიღაცასთან დიდი დარი, ხომ მომგვარე ეს სიმებიც, შენი არის სათვალავი.

სალაღობო რომ მომართვი, გამოჰკარი ერთი პწკარიც, მე არ მინდა ისე ვიყო, რომ გამოჩნდეს კიდევ ბზარი, სალაღობო შენი ძმაა და ის პწკარი ბიძაშვილი, ისე მინდა გაგეჯიბროთ, როგორც დიდი პაექარი.

ახალი პატრონი?

ნეტარი ძილით სძინავს ქვეყანას მოუკაკუნეს, არ გაიღვიძა, ძილში პასუხობს: _ ნუ შემაწუხებთ, ბედნიერება კარს მოგვდგომია.

სძინავს და სძინავს, გავიდა წლები, სძინავს და სძინავს ცდილობდა ქებით, სძინავს და სძინავს ეწადა ფრენით, როცა მტარვალმა უბრძანა ნებით.

Page 18: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

18

ნეტარი ძილით სძინავს ქვეყანას დაუკაკუნეთ, არ გაიღვიძა? ძილში პასუხობს, არ შემანჯღრიოთ ფრთებმოტეხილი ვის, და, რა უნდა?

სძინავს და სძინავს, ბორგავს სიზმარში, სძინავს და სძინავს, ბოდავს წრიალში, სძინავს და სძინავს, ოხრავს ღიმილშიც, როცა მტარვალმა ბრძანა სიცილში.

ნეტარი ძილით შეწუხებულმა გამოიღვიძა დიდი წვალებით, ქუთუთოები მძიმედ ასწია, გვაუწყა ყველას, რომ გაიღვიძა.

ნეტარი ძილით შეწუხებულმა მობოდიშებით ძლივს დაამთქნარა, ხელი გასწია სანთელისაკენ, ჩამქრალი იყო, მან არ იცოდა.

ნეტარი ძილით შეწუხებულმა თავს ძალა მისცა და შეტორტმანდა ფეხზე რომ ადგა, წელშიც გასწორდა ეზოს გახედა გაკვირვებულმა.

Page 19: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

19

qeTi orjonikiZe

viTom da viTom ვითომ და ვითომ გამოდის რაღაც და ისევ ვითომ მივდივარ სადღაც, ვითომ და ვითომ ვცოცხლობთ და ვტკბებით და თან, რომ გვკითხო, ვითომ თან ვკვდებით.

კვლავ ისევ ვითომ ვიგონებთ ზღაპრებს, რომ მერე ვითომ ვამსგავსოთ ამბებს. ვითომ და ვითომ _ გვცივა და გვცხელა, ვითომ და ვითომ _ გვჯერა არ გვჯერა.

ვითომ და ვითომ სულ სხვისთვის ვცხოვრობთ და ისევ ვითომ ჩვენ ვცხოვრობთ მხოლოდ ვითომ თავისთვის და ვითომ მასთან, ვინც ვითომ ვფიქრობთ, არ წავა სხვასთან.

და მერე ვითომ ვალაგებთ აზრებს, რომ ისევ ვითომ ავრიოთ შემდგომ, ვითომ რომ გვინდა მივიღოთ რაღაც, თვითონვე ვაქრობთ იმას, რაც გვერგო.

და კვლავაც ვითომ ვიგრძელებთ წამებს, რადგანაც ვითომ არ გვყოფნის ხანი, ჩვენ თვითონ ვითომ ვისერავთ ტანებს, რომ მერე ვითომ დავლიოთ შხამი.

მერე კი მართლა სიცოცხლე წყდება, და ამდენ ვითომს ვერ უძლებს სული, ვითომ და ვითომ განვლილი გზები, უკვე ნამდვილად არს დაკარგული.

* * * ეშმაკს შეაცნეს ლამაზი ქალი, კაცია ვნების და ჟინის მონა კაცი ტყვე არის იმის, რაც ქალმა ნეკნად ყოფნის დროს გამოიგონა.

Page 20: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

20

* * * მე დედამიწას ფეხით დავივლი, რომ ჩემი სახე ყველგან ვაჩვენო, მთელი სამყარო ჩემი სახლია, ჩემი ოთახი კი საქართველო.

როცა სამშობლოს უბოძებ სუნთქვას, სული ეყრება ტანჯულ სხეულსა. გამარჯვებული მკვდარი ჯობია, სიცოცხლეშივე დამარცხებულსა.

არეულია თქვენი სამყარო, ერთ კუთხეშია ხალხი მიყრილი, როცა სიცოცხლე გაიაფდება, იქ გაძვირდება უცებ სიკვდილი.

* * * შენ წარსული ხარ, გარდასული, თუმცაღა ვიცი, უკვალოდ ქვეყნად არასოდეს არავინ ქრება, მარადიული სიყვარულის ტყუილი ფიცი, ხანდახან გულში ჩარჭობილი სარივით ჩნდება. ვერ შეგპირდები, რომ ვიქნები უშენოდ მშვიდი, ვერ შეგპირდები იმას, რასაც ვერ აგისრულებ, მე ვერ ვიქნები ჩვენს გრძნობებთან მტყუანი, ფლიდი საკუთარ თავთან შერკინებას ვერ დავასრულებ. თუკი შიში გაქვს, რომ მოვკვდები როდესაც წახვალ და თუ ამაზე ფიქრი გტანჯავს და ვერ იცილებ, ნუ გეშინია! ბედნიერად, უჩემოდ კარგო, მე არ მოვკვდები, მე უბრალოდ დიდხანს ვიძინებ.

Page 21: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

21

neli qvelaZe

S v i l S e w i r u l o m a m e b o ეძღვნება საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში

დაღუპულ გმირთა მამებს: ჭაბუა ამირეჯიბს, რევაზ მიშველაძეს, თენგიზ კიკაჩეიშვილს, აგია აბაშიძეს, თამაზ კარანაძეს და სხვებს.

მამულის საკურთხეველზე მსხვერპლად ყოველის მიმტანნო, მამანო, შვილშეწირულნო, მდუმარედ ჭირის ამტანნო! ჩვენო სამშობლო, დაშლილო, ღრუბლებო ავად აშლილნო, ჰაი, დედასა, ხანჯალო და ხმალო ჩაჟანგებულო! ბერმუზებო და დევებო, ,,ჭირს შიგან გამაგრებულნო’’, ტკბილი ქართულის დუღაბნო, მოყვასთა რწმენის გუშაგნო! ობოლი შვილიშვილების სიკეთის ძირზე გამზრდელნო; იმედის ძეგლად ქცეულნო, თვით ტანჯვად გამზადებულნო! შვილშეწირულო მამებო, ერისა ტვირთის ამწევნო, გფარავდეთ წმიდა სამება, მძიმე ჯვრის მარად მტვირთველნო!

Page 22: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

22

Zegli _ cocxali winapari

ეძღვნება პატრიარქ მეცნიერებს, აკადემიკოსებს: ანდრია აფაქიძეს, ვახტანგ ბერიძეს, პარმენ ზაქარაიას _

დაბადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

ციხე-ბურჯებზე დაგათენდათ მრავალი ღამე, არ გასვენებდათ ისტორიის ჟამი მღელვარე, ო, ვინ აღწეროს განცდები... და რამდენი რამე, თავს დაგნათოდათ ღვთაებრივი, დამცხრალი მთვარე; ლაბირინთებში გამოხსენით რამდენი კვანძი, ვინ იცის, რამდენ საიდუმლოს ახადეთ ფარდა? გამოაბრწყინეთ ჩამარხული ქართული განძი, აღარ დაგვრჩება მომავალში მიუსაფარად. ბებერი მცხეთა, პიტიუნტი, გრემი, სარკინე... მიწის გულიდან ამოსწიეთ ძეგლი ყოველი. გამოაღვიძეთ დალეწილი საუკუნენი, სამი გალავნით ისევ აღდგა ნოქალაქევი, ათონის ლავრა, პეტრიწონი, ტაო-კლარჯეთი... ქართველ ოსტატთა რუდუნებით ნამოღვაწარი, თქვენი გულების ნაწილია ყოველი ნაშთი ძეგლი _ ცოცხალი წინაპარი, დასაფიცარი... ნაისრალ გუმბათს შეუხვიეთ ყელი ყარყარა, კვლავ გაზაფხული მოუყვანეთ ურბნისს, გუდავას, დუღაბ-კედლებად შეუდექით თაღებს, კამარას... ეგ თქვენი ღვაწლი მადლიანი შორით გადავა! აღიმართება ციტადელი ციხე არმაზის, დაბურულ ფრესკებს უბრუნდება სხიველვარება, კვლავ ჩაეწვნება ჩუქურთმებში ქართული ვაზი და დაგვიდგება სასწაული ფერისცვალება!

Page 23: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

23

პროზა

zurab joxariZe

ვ უ ლ ო ც ა ვ თ ჟურნალ ,,ანეულის’’ თაოსნობით, საქართველოს მწერალთა კავშირში 2013

წლის 21 დეკემბერს გაიმართა რევაზ ინანიშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ,,ერთი მოთხრობის’’ კონკურსი, რომელშიც გაიმარჯვა და I პრემია დაიმსახურა სტუ-ს თანამშრომელმა, დოქტორანტმა ზურაბ ჯოხარიძემ. ეს მოთხრობა (,,მგზირი’’) პირველად დაიბეჭდა ჩვენი ჟურნალის შარშანდელ ნომერში (იხ. ,,პარალელი’’, №5), 2013).

ვულოცავთ, ავტორს და ჩვენი ჟურნალის მკითხველებს ამ წარმატებას.

ჟურნალ ,,პარალელის’’ რედაქცია

Page 24: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

24

ეს ისე... ნინოობაა. ენაწყლიანი თამადა განსხვავებულებს გვაძალებს. _ ბაკურციხეში ვართ, რთველში _ ენა ამოიდგა თავჩაქინდრულმა, შემ-

თვრალმა ვაჟამ _ წარაფებში გავკრიფეთ ზვარი. საღამოს კაი სუფრა გაიშალა. მეტლახით მიპირკეთებულ მარანში ჩარჩოებში ჩასმული ძველი, შეყვითლებუ-ლი ფოტოები ეკიდა. ერთთან შევყოვნდი. ბღუჯად დაყრილ ქოჩრიან, მთელი სახით გაღიმებულ ულვაშიან კაცს სურათის ნახევარზე მეტი ეკავა. სადღაც, ბეჭების გასწვრივ ბედნიერებისგან შემკრთალი, ფართოდ თვალებგახელილი, ტუჩებმოკუმული, ჩიხტიკოპიანი თეთრი ქალი იმზირებოდა. ეტყობა, დაბნეუ-ლობის დასაფარავად შავჩოხიანის მხარზე ხელი ჩამოედო. ხელი არა, ნეკა და არათითი. ორივენი ახალგაზრდები იყვნენ. მათ უკან, მონაცრისფრო სახლები-დან, ეიფელის კოშკი ამომართულიყო.

_ ესა, ხო _ ხელადიანი მასპინძელი ამომდგომოდა გვერდში _ ბებო და პაპა პარიზში არიან, სვადებნიში!

ვაჟამ ჩანგალი აიღო და ჭიქაში მოტივტივე მწვანილის ფოთლის ამოღებას შეეცადა.

_ ბებოს ნინო ერქვა? _ დაინტერესდა ვიღაც. _ არ მახსოვს. _ აბა, რატო მოყევი? _ რა ვიცი, ისე.

რას გაუგებ მარტს?!

_ აი ! _ ბიჭს, გამოშვერილ მარჯვენა ხელზე სვანური ქუდი ედო. _ რა? _ გოგონამ მექანიკურად აიღო ქუდი და მუჭში მოქცეულმა ყო-

ჩივარდებმა შემოანათეს. _ უუიი! რა ლამააზია! ქუჩაში მის მეტს, ყვავილები არავის ეჭირა. დიიდ, ბრიალა თვალებში

საოცარი სხივი ჩასდგომოდა. _ დღეს რომ 8 მარტი არ არის? _ კაფეში. _ დღეს, გაზაფხულის პირველი დღეა! _ ბიჭი დინჯი ქცევით, ცდილობდა

ასაკთან შედარებით, უფრო დიდი გამოჩენილიყო _ ვალოდია ლენინმა, თავის როზა ლუქსენბურგს დაბადების დღე ამ ფორმით მიულოცა. რა ვქნა, ვერც ქალთან და ვერც გაზაფხულთან, ასე შუაში გამოჩხერილ 8-იანს და ვერც სხვა მარტს, პირველის გარდა, ვერ ვაკავშირებ!

ბიჭმა შამპანური ჩამოასხა. _ ქალთა დღე უნდა იყოს პირველი მარტი! გაზაფხულის მობრძანებას

გილოცავ, ჩემო დედოფალო!

Page 25: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

25

8 მარტს, ორივე ხელით ბიჭის მკლავს ჩამოკიდებული, ბედნიერად მის მხარზე თავმიდებული, მარტო ისინი მისეირნობდნენ რუსთაველზე უყვა-ვილოდ. ამას, ვერც ამჩნევდა და არც ადარდებდა.

,,და დრო გადიოდა“ ქმარი, არც ერთ 1 მარტს არ ტოვებდა უყურადღებოდ - საჩუქრები,

ყვავილები. 8 მარტს, ცოლი მანქანის ფანჯრიდან უმზერდა ყვავილებიან, მომღიმარ

წყვილებს და მეუღლისაკენ ნაღვლიან მზერას აპარებდა. ბავშვები... სკოლა... ,,და დრო გადიოდა“ ომი. უმუშევრობა. არა შუქი. არა პური. ლოთობა. თეფშების მსხვრევა...

გაყინულ ღამეებში ხელის გადაპარება, ჯუჯღუნი, ბურდღუნი, შერიგება. ,,და დრო გადიოდა“ მეტროდან ამოსულები, ვაჟას ძეგლთან შეჩერდნენ. _ ერთი წუთით, ახლავე მოვალ! _ კაცმა, ბაზრის ჩანთები ბანკის კედელს

მიაყუდა. საფეთქლებთან ჭაღარამოძალებულს, თმები შეთხელებოდა. ,,უუფფ! გააწუხა რა გული, ამ სიგარეტით! ,,სოიოში“ მაინც ეყიდა, იქ

უფრო იაფია!-ქალის დიდრონი თვალები სამზარეულოს ჩრდილს დაენისლა- ხო, ისპანახი ვიყიდე, სოფლის კაკალი გვაქ, ზეთი...’’

_ აი! _ რა? _ დღეს 8 მარტია! _ რეებში ხარჯავ ფულს! უუფფ! ქინძი გეყიდა ნეტა და კიდე, ნიახური. . .

ზამთრის არდადეგები ზვარეში

ჩაწნულ ღობეს ჩაყოლებული, თოვლით ჩამომძიმებული ხეები ერთმანე-თისკენ გადახრილიყვნენ. ჩათოვლილი ორღობე თეთრ გვირაბს დამგვანე-ბოდა.

ხვავრიელად თოვდა. ღია ჭიშკართან დაუღლული ხარები იდგნენ და ოდნავ თავაწეულები,

საქმიანად იცოხნებოდნენ. მთიანი იმერეთის პირობაზე, ასეთი ზორბა ტა-ნისანი, ასეთი ლაღად გაშლილი რქებით იშვიათობა იყო.

ჩექმებიანმა, „ტელეგრეიკიანმა“, გულზე ჩალაახუტებულმა ბიჭმა ჭიშკარი გვერდულად გაიარა. სიმინდის გამხმარი ღეროები ორ ნაწილად გაყო და ხარებს დაუყარა.

_ დეედო, ჰო! _ ბიჭი უღელს მიაწვა და ხარები ერთი ნაბიჯით უკან დახია. ახვეტილი თოვლი ჩექმით მიმოფანტა და ჯაჭვგაყრილი, გამოცხვი-რული მორი გამოაჩინა. მოშვებულ ჯაჭვს რკინის კაუჭი გამოხსნა და გაპ-რიალებულ უღელზე აახვია. მერე, ტაბიკებს აპეურები მოუშვა და უღელი

Page 26: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

26

ოდნავ წინ გამოსწია. მუქ, წაბლისფერ ხარს ბალანგაცვენილ, გაუხეშებულ ქედზე თოვლი შეაზილა.

_ შენ რა გქვია? ალბათ, წაბლა ხომ! - თოვლი აიღო და მის მეწყვილესკენ გადაინაცვლა _ შენ, ალბათ, შვინდა ხარ, ან ღვინია?

მოწითალო ხარს ცხვირზე ხელი ჩამოუსვა. ხარმა ოხშივარადენილი ნესტოებით მარჯვენაზე დაყნოსა და ხაოიანი ენა აუსვა.

_ გეყურებაა! _ ორმეტრიანი დათო აივანზე გადმოყუდებულიყო და შორიდან ეხმიანებოდა _ ჩალაი ხო, ფეხით არ გათელო, თვარა პირს აღარ დააკარებენ!

ბიჭმა ხელი აუწია, გავიგეო. ფაფუკი თოვლის გამო, ხმა მოგუდულად ისმოდა.

_ ლომს ევიღეფ და ხეს მიგაგორებინეფ ღობესთან! _ არა დათო, რა საჩქაროა. საშა ხარებს წეიყვანს და მერე, ხვალე

გადავაგოროთ! _ იმერულად მოუქცია ბიჭმაც. ჭიშკართან შეყოვნდა. ორღობეს გახედა. ტყიდან ჩამოცურებული ხის

კვალი თოვას სულ წაეშალა. ერთი ხიდან ჩხართვი აფრინდა ქოთქოთით და თოვლის ბუღი დააყენა. სიმძიმისაგან განთავისუფლებული ხე, ნაჯაფარი კაცივით აიმართა. ხარები გემრიელად ახრამუნებდნენ ჩალას. დიდრონი ფანტელები ბრიალა თვალებზე ეცემოდათ. ამის გამო თვალებს აფახუნებდ-ნენ. ხანდახან, ყურებსაც გააპანტურებდნენ, ხოლმე.

_ ბებიამ თქვა მევიდესო, საჭმელი გოუცივდაო! _ მისი სამი წლის ბიძაშვილი იყო, ბებოს მოსახელე, ქეთო. წითელ პალტოში გამოწყობილს, კნაჭა ფეხები ბებოს „კალოშებში“ წაეყო _ ჩქარე წამოდი, თორე დიიდი მგელი ჩამეივლის და ვისაც შაჭმელი არ ექნება ბოლომდე შეჭმული, ტყეში წეიყვანს! გაკვალულში მიფრატუნობდა სახლისკენ და დროდადრო იხედებოდა უკან „ჩქარე კაცო, ჩქარე!“.

სახლში სინათლე აენთოთ. სარკმელთან ჩავლისას, ხელით ნაგვირისტები მიტკლის ფარდის იქით, მაგიდასთან მსხდომი პაპა და ხარების პატრონი, ოქრო-შაშა შენიშნა. კარებთან, სანამ თოვლიან ჩექმებს გაიხდიდა, სახლიდან გამოსულ სინათლეს გახედა _ რაღაც სითბო მოჰყვებოდა შუქს.

გაყინულ-გათოშილს რომ გაგათბობს, იმაზე არა. ის, მერე მოვიდა მოხუცების, ძველი სახლის, სოფლის მონატრებასთან ერთად.

არაა, სოფელში თოვლი სულ სხვანაირია!

Page 27: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

27

roza gafrindaSvili

„წინაპართაგან წასულა ყველა. . .“

რამდენიმე წლის წინ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შევიარე, სადაც ახალგაზრდობის 18 წელი გავატარე; იქაურობა ვერ ვიცანი _ თანამედროვე ახალგაზრდების ჟრიამული ავსებდა ერთ დროს „ჩემი“ უნივერსიტეტის ფართო და ნათელ დერეფნებს; დიდი პოეტის ეს სიტყვები მაშინ ამეკვიატა.

ახლა მინდა რამდენიმე ეპიზოდი გავიხსენო მაშინდელი საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან, რათა თანამედროვეებს ძვე-ლი და ახალი ურთიერთობების შედარების და სათანადო დას-კვნების გამოტანის საშუალება მივცე.

ბატონი შალვა ნუცუბიძე ახლად დაარსებული ქართული უნივერსიტეტის პროფესურის ფართო

ერუდიციის შესახებ შემდგომ თაობებს ჩვენი ლექტორები გვიამბობდნენ. ჩვენში არ მეგულება ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამ-თავრებული, ვისაც მათი სახელები და ხუმრობები არ ახსოვდეთ, მაგრამ ახლა მაინც მინდა იმ „ტკბილ“ პერიოდში ჩაწერილი ზოგიერთი ეპიზოდი „გავა-ცოცხლო“ და ახალ თაობას ძველისა და ახლის შედარების საშუალება მივცე.

ერთ-ერთი ნაამბობი იყო პროფესორების ბატონი სერგი დანელიას და შალვა ნუცუბიძის საჯარო პაექრობის ეპიზოდი, რამაც ჩვენში წარუშლელი კვალი დატოვა და განათლების სტიმული გაგვიძლიერა, სადაც ისინი დიდი ერუდიციისა და ჭეშმარიტი მეცნიერული მკვლევრების სახით მოევლინენ მსმენელებს და შემდგომ თაობებსაც ზღაპარივით დაამახსოვრდათ:

ერთხელ, თურმე, ბატონი შალვა ნუცუბიძის ლექციას მაშინდელ მეცნი-ერთა და ცნობისმოყვარე-დაინტერესებულ პირთა მთელი პლეადა ესწრებოდა; დარბაზში, სადაც მსმენელების ტევა აღარ იყო, პროფესორი სერგი დანელიაც მჯდარა; მას ბატონ შალვასთან განუწყვეტელი მეცნიერული პაექრობის გამო დაძაბული ურთიერთობა ჰქონია; მაშინ ბატონი სერგის განსწავლულობას, მისი უკომპრომისობისა და ხელისუფლებასთან განუწყვეტელი კონფლიქტის

Page 28: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

28

გამო, სათანადო დაფასება აკლდა, თუმცა პროფესურამ კარგად იცოდა მისი ფასი; ბატონი შალვა კი, ყველა დამსახურებასთან ერთად „დიდი ბელადის“ მხარდაჭერით იყო განებივრებული, მან რუსულ ენეზე უზადოდ თარგმნა ,,ვეფხისტყაოსანი’’, რითაც სტალინის აღტაცება დაიმსახურა; მის უამრავ დამსახურებებს შორისაა სათანადო არგუმენტებით დასაბუთებული თეორია პეტრე იბერიელის და ფსევდო-დიონისე არეოპაგელის იდენტურობის შესახებ; ნუცუბიძისგან დამოუკიდებლად ამავე აზრამდე მივიდა ბელგიელი მეცნიერი ერნესტ ჰონიგმანიც, რის გამოც ამ გამოკვლევას ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეო-რია ეწოდა. ამ ჰიპოთეზამ დიდი გამოხმაურება პოვა ქართულ და ევროპულ მეცნიერებაშიო, გვიამბობდნენ ჩვენი ლექტორები.

იმ დღეს თურმე ბატონი შალვა თავისებურად „შეცურდა“ მსოფლიო პოე-ზიის „ზღვაში“; გოეთეს ერთ-ერთი ლექსის გერმანულ ენაზე ციტირებისას უც-ბად შედგა, დარბაზს თვალი მოავლო, ბატონ სერგის გამომწვევად შეხედა და „დავიწყებული“ ლექსის გაგრძელება სთხოვა.

ბატონი სერგი ინსტინქტურად ფეხზე წამოხტა, აწითლდა და მცირე ხანს ხმა ვეღარ ამოიღო; დარბაზი შეწუხდა, დაიძაბა... ერთი წამის შემდეგ ბატონმა სერგიმ თავისებური გამართული გერმანულით, შეწყვეტილი ლექსი, დარბა-ზის ტაშის გრიალში ბოლომდე მშვიდად ჩაამთავრაო, გვიამბობდნენ თვით-მხილველები.

* * * ერთ დროს უმაღლეს სასწავლებლებში ლექტორების მიერ ლექციების

გაცდენა დიდ ცოდვად ითვლებოდა. უნივერსიტეტში ამ საქმეს თავისი სიმ-კაცრით განთქმული, პროფესორი გვერდწითელი აკონტროლებდა _ ყოველი ლექციის დაწყებისას უნივერსიტეტის დერეფნებს შემოივლიდა და „დამნაშა-ვეებს“ მკაცრად სჯიდა.

ერთხელ, თურმე, ბატონი შალვა უნივერსიტეტის ფართო კიბეებზე 20 წუთით დაგვიანებით, მშვიდად ადის; წინ შეშფოთებული კოლეგა შემოხვდა _ ბატონო შალვა, ბატონო შალვა, გვერდწითელი მოდის, გვერდწითელიო!

ბატონმა შალვამ ჩაიცინა და მშვიდად მიუგო _ გვერდწითელმა კი არა, მთლად წითლებმა ვერაფერი მიქნეს მე! გვერდწითელი რას დამაკლებს!

ამბობდნენ, მეორე დღიდან ამ ეპიზოდს ანეკდოტივით ჰყვებოდნენ აკადემიურ წრეებშიო.

* * * სხვა დროს, თურმე, ლექციაზე დაგვიანებით მისულ ბატონ შალვას წინ

მაშინდელი რექტორი შეხვდა. ის ბატონ შალვას უხეშად მიმართვას ვერ აკადრებდა, მაგრამ მაინც უფროსისთვის შესაფერი, ირონიანარევი მკაცრი ტონით ეკითხება:

_ ბატონო შალვა, ლექცია როდის იწყებააა?

Page 29: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

29

ლექცია მაშინ იწყება, როცა ლექტორი აუდიტორიაში შევა!, თამამად და მოსწრებულად უპასუხა მან და ინცინდენტიც ღიმილით დამთავრდა!

* * * ბატონ შალვას ერთი „ცუდი“ თვისება ჰქონია _ ფული ჰყვარებია! (მაშინ,

ლეგალურად, ეს დიდ ცოდვად ითვლებოდა), რაც ხშირად მეგობრულ წრეში იუმორის საგანი გამხდარა.

ერთხელ ბატონი შალვა უნივერსიტეტის სალაროების წინ ამაყად მდგარი, ახლად აღებულ ხელფასს (ფულის დასტას) გულმოდგინედ ითვლიდა.

გამოიარა ბატონმა გიორგი ახვლედიანმა, რომელიც იმ ხანად ფონეტიკის კათედრას ხელმძღვანელობდა.

ბატონო შალვა, როგორაა ფულოსოფიის საქმე? იკითხა ირონიულად (ბერძნულად „სოფია“ სიყვარულს ნიშნავს);

უკეთ, უკეთ, ვიდრე ფუნეტიკის! მოუჭრა სიტყვა ბატონმა შალვამ, რაზეც კარგა ხანს იცინოდნენ არა მარტო უნივერსიტეტის კედლებში.

* * * ბატონი შალვა, მეგობრების დაჟინებული თხოვნით, კომუნისტურ პარტია-

ში დიდი დაგვიანებით შევიდა- უამისოდ მისი აკადემიკოსად არჩევა არ შეიძლებოდა (მისი გაპარტიულება რუსეთის თვალის ასახვევად იყო საჭირო, თორე აქ ყველამ იცოდა, რა ფასიც მის პარტბილეთს ექნებოდა). ბატონი შალვა მეგობრებმა (და არა მარტო მათ) სათანადოდ „დაამუშავეს“ _ შენებურად არაფერი თქვა, ერთი საკავშირო აკადემიკოსი არ დაგვიკარგოო.

რაიკომის პარტბიუროს სხდომაზე, სადაც ეს საკითხი ბატონი შალვას თანდასწრებით მშვიდობიანად განიხილებოდა და მისი გულშემატკივრები უკვე ზეიმობდნენ, ერთმა ვეტერანმა, არც თუ უეშმაკოდ ჰკითხა:

_ ბატონო შალვა, მე და თქვენ დაახლოებით ერთი ხნისა ვართ, მე ოცდაათი წლის პარტიული სტაჟი მაქვს, თქვენ _ ახლა შედიხართ პარტიაში, ეს როგორ გავიგოოოთ?

ყველას თავზარი დაეცა _ შეშინდნენ, ბატონ შალვას რაიმე „ისეთი“ არ ეთქვა, რაც მოსკოვს გაანაწყენებდა, მაშინ მისი აკადემიაში არჩევა აღარ მო-ხერხდებოდა.

ბატონმა შალვამ, თურმე, მცირე დუმილის შემდეგ ეს ექსპრომტი თავისე-ბური პათეტიკით წარმოთქვა:

„როს კომუნიზმის მატარებელი, საქართველოში შემოგრიალდა, შენ, ცარიელმა შიგ შემასწარი,მე კი, ბარგიანს _ დამაგვიანდა!“ იმ დღეს ბატონი შალვა ტაშის გრიალში მიიღეს თურმე პარტიაში!

Page 30: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

30

* * * ახლა სტუდენტები დაფაზე თუ აუდიტორიის კედლებზე ნებისმიერ უწ-

მაწურობებს წერენ და ხატავენ. მაშინ ყველაზე დიდ მკრეხელობად ითვლე-ბოდა, თუ ვინმე ცარცით „ვირს“ წააწერდა.

ერთხელ, ბატონი შალვა უნივერსიტეტის ფართო და ნათელ აუდიტორი-აში შევიდა, სადაც სულგანაბულ სტუდენტებთან ერთად მოხალისე მსმენე-ლებიც ბლომად ისხდნენ.

მან ჯერ მედიდურად გადაავლო თვალი დარბაზს, მერე დაფას ცალი თვა-ლით გახედა და თავის ღირსებებში დარწმუნებულმა იკითხა _ ვინ დაგვიტოვა თავისი სადარბაზო ბარათიიი?

ბატონი სერგი დანელია ბატონი სერგი, ანტიკური ფილოსოფიის ბრწყინვალე მკვლევარი და

სპეციალისტი, ჩვენ რუსულს გვასწავლოდა (ისეთივე გულმოდგინებით და ერთგულად, როგორც ამას თავისი საყვარელი ანტიკური ფილოსოფიის სწავ-ლებისას გააკეთებდა); ეს იყო წარმოუდგენელი უსამართლობა, რაზეც ჩვენ-თან სხვა ლექტორები საუბრობდნენ. თურმე საქმე იმაში იყო, რომ ის სოცია-ლიზმის არასაიმედო მეხოტბე და „იდეალისტი“ ყოფილა, რის გამოც მისი ფილოსოფიური კომენტარები, ხელისუფლებისთვის, მიუღებელი იყო. ამიტომ მას აუდიტორიასთან ფილოსოფოსობას არ ანდობდნენ.

ერთხელ, თურმე მან კომუნისტურ იდეოლოგიაზე შეყვარებულ მაშინდელ რექტორს, უსიამო საუბრისას, თავში ხელჯოხი ჩაუკაკუნა, რითაც ბევრი გაუ-ბედავი პროფესორი გააბედნიერა; ამის გამო ეს ამბავი მალე გავრცელდა და უნივერსიტეტელთა მეხსიერებამაც შეინახა ისე, რომ მას რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში თაობიდან თაობას ზეპირად გადასცემდნენ.

ერთხელ კი, როგორც მისმა კოლეგებმა გვითხრეს, თურმე ის რექტორმა თავის კაბინეტში დაიბარა და მისი „პოლიტიკური სიმპათიების“ კრიტიკას იდეალისტობის ბრალდებაც დაუმატა; რაკი მაშინ იდეალისტობა მიუტევებელ ცოდვად ითვლებოდა, რექტორის მიერ გამოტანილი „განაჩენი“ ბატონი სერგის ქუთაისის უნივერსიტეტში გადაყვანისთვის სათანადო ორგანოებთან შუამდ-გომლობა იყო, რაზეც ბატონ სერგის უკითხავს:

_ იქ რა! მატერიალისტი გავხდებიო? ეს კითხვა ანეკდოტივით გავრცელდა აკადემიურ წრეებში, რაც მაშინდელი

სოციალისტური იდეოლოგიური პოზიციის ისეთი „მომაკვდინებელი“ კრიტი-კა იყო, რამაც ერთგვარი ბიძგი მისცა საბჭოური სოციალიზმის კრახს ჩვენს ქვეყანაშიო, ამბობდნენ მოგვიანებით მისი თაყვანისმცემლები.

Page 31: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

31

ბატონი ვენორ ქვაჩახია ბატონი ვენორი, მეგობრებს, უიღბლო პროფესორად მიაჩნდათ, ალბათ,

არც თუ უმიზეზოდ; მისი ნიჭის, მხურვალე გულის, იუმორისა და ენერგიის პატრონს შეეძლო რიგით პროფესორზე გაცილებით უფრო მეტი სარგებლობა, სახელი და დიდება მოეტანა თავისი თავისთვის, ხალხისა და ქვეყნისთვის. ბედმა ერთადერთი საუნჯე _ ანგელოზი ქალიშვილი გაიმეტა მისთვის და მანაც არნახული ტკივილი და მწუხარება დაატეხა თავს _ 12 წლის ასაკში თავი ჩამოიხრჩო.

ამიტომ იცნობდნენ ბატონ ვენორს როგორც ცხოვრებაში ხელმოცარულს. ერთხელ, ჟურნალისტმა ვალერი კვარაცხელიამ ბატონი ვენორ ქვაჩახია-

სადმი მიძღვნილი სტატია დაბეჭდა გაზეთ „თბილისში“; ზოგი იქ ამოვიკი-თხე, ზოგიც თავად მახსოვს, რომ თურმე, ვენორი რომ სასიკვდილო სარეცელ-ზე უკურნებელ სენს ებრძოდა, მის სანახავად უამრავმა ხალხმა იწყო დენა. მიდიოდნენ და მასთან ხანგრძლივად რჩებოდნენ მისი ნათესავები და მეგო-ბრები; უვლიდნენ, ამხნევებდნენ, სტუმრებს მასპინძლობდნენ... მიდიოდნენ თანამშრომლები, თანამესუფრენი, თანამოაზრენი, მისი ნასტუდენტარები და სტუდენტები, შორეული ნაცნობები და სრულიად უცნობებიც კი, რომლებსაც სხვისგან გაეგოთ ამ საინტერესო კაცის ამბავი. მიჰქონდათ ხილი, სამელ-საჭმელი, რომლითაც თვითონვე პურმარილობდნენ . . .

ერთხელ, თურმე, ოთახი მეგობრებით რომ აივსო, გადმოიხედა ვენორმა და სევდიანი კმაყოფილებით თქვა:

_ უკეთესისთვის რისთვის უნდა მიმეღწიაო! P. S. ეს ამბავი დიდი ხნის წინ ჩამიწერია რვეულში, რასაც ყდაზე აწერია _

„ჩემ შვილებს!“ ბოლოს მინაწერიც გამიკეთებია, რაც ასე მთავრდება: „ბედნიე-რება სიყვარულშია; სანამ მას დაიმსახურებ, შენ უნდა შეძლო სხვების _ მტრე-ბის სიყვარულიც კი; ეს ყველა მისაღწევზე უფრო ძვირფასია... მე მინდა, რომ ჩემმა შვილებმა იცოდნენ ეს!“

მე არ ვიცი, წაიკითხეს თუ არა ჩემმა შვილებმა ეს მინაწერი, მაგრამ, როცა ჩემი 30 წლის ვაჟი სამუდამოდ „წასასვლელად ემზადებოდა“, სწორედ ასევე იწყო დენა ჩვენს ოჯახში მისმა ნათესავებმა, მეგობრებმა, თანამშრომლებმა, ნაცნობებმა და უცნობებმაც, ნასტუდენტარებმა და სტუდენტებმა, რომლებმაც დიდი სიყვარულით უგულშემატკივრეს და კიდეც გააცილეს ჩემი შვილი სამუდამო სამყოფელში.

ბატონი გელა ბანძელაძე (მამა) მეოთხე კურსზე სხვა ახალ საგნებთან ერთად, ლექციები ეთიკაშიც დაგ-

ვეწყო. ჩვენ დაახლოებით ვიცოდით, რა საგანი იყო ეთიკა და მოველოდით,

Page 32: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

32

რომ წაგვიკითხავდნენ ჩვეულებრივი, სტანდარტულ-პროპაგნდისტული მიზ-ნებითა და მეთოდებით. ამგვარი პროპაგანდა არც აქამდე გვაკლდა, ამიტომ, ლექციაზე უხალისოდ და არასერიოზულად განწყობილნი გამოვცხადდით.

აუდიტორიის კარი დაგვიანებით შევაღეთ და იქ რომ სხვა სტუდენტებიც დავინახეთ, შევკრთით _ აუდიტორია ხომ არ შეგვეშალა-თქო! ვიკითხეთ _ შეიძლება-თქო? _ თუ ჩვენები ხართ, შეიძლებაო, გაღიმებულმა გვითხრა ლექ-ტორმა და უკანა რიგებში მოვთავსდით.

_ ვა, ბიჭო! გელა განძელაძე გვიკითხავსო? გახარებულ-გაოცებულმა წაი-ჩურჩულა ერთ-ერთმა ჩვენგანმა და „გემების ჩაძირვობანას“ სათამაშოდ ად-რევე მომზადებული ფურცელი დაჭმუჭნა და მერხში შეაგდო.

აუდიტორიაში შესვლისთანავე ლექციისთვის განვეწყვეთ, მაგრამ მოსმე-ნილმა მაინც მოლოდინს გადაჭარბა _ ლექტორი საინტერესო საკითხებზეც საუბრობდა, თანამედროვე პოლიტიკურ ვითარებასაც კრიტიკულად განიხი-ლავდა, ისტორიულ და ლიტერატურულ პერსონაჟებსაც ეხმაურებოდა და, რაც მთავარია, თავისუფალი აზროვნების „სიომაც დაჰბერა“, რაც ასე გვაკლდა მთელი ამ წლების განმავლობაში; ჩვენ უკვე დიდი ხნის მობეზრებული გვქონდა ჩვენი ზოგიერთი მასწავლებლის მეხსიერებაში დაკონსერვებული ლენინური სოციალიზმის იდეოლოგიით გაჯერებული აზრების მოსმენა; გვეჩ-ვენებოდა, რომ ისინი უცვლელად იმეორებდნენ ერთსა და იმავეს, რაც თავის დროზე უკრიტიკოდ და მექანიკურად აუთვისებიათ და ახლა ენერგიულად ცდილობდნენ ასევე უცვლელად და უკრიტიკოდ გადმოენერგათ ეს ცოდნა ჩვენში.

ჩვენ, როგორც წესი, დასაწყისში ინტერესით ვუსმენდით ამ ყაიდის ყოველ ახალ შემოსულ ლექტორს. 5-10 წუთის შემდეგ _ „ძველი პესნიააო“, ჩაილაპა-რაკებდა გივი ან ლერი და თითოეული ჩვენგანი საკუთარ „სამყაროში ჩაეფ-ლობოდა“; მე _ ვოცნებობდი, გივი და ლერი _ გუშინდელი დღის „ვა-რიანტების“ გახსენება-შეფასებას იწყებდნენ; ჯემალი _ უაზროდ იცქირებოდა ფანჯრებს მიღმა; იური _ უსმენდა და ირონიულად იღიმებოდა; ლევანი _ იძინებდა; მზექალა _ ხმამაღლა გამოთქვამდა ლექციის მიმართ ზიზღს ან აღშფოთებას _ „რა სისულელეა!“, „какая тупость“, „сплошная агитация“ და სხვა, რაც ხშირად ლექტორებთან ჩხუბით, გარეთ გაგდებით ან დეკანატში ჩივილით მთავრდებოდა; თამაზი კი დიდი გაფაციცებით უსმენდა ლექტორს, დროდადრო რაღაცას იწერდა ან მოწონებას თავის დაქნევით გამოხატავდა, თუმცა, შესვენებაზე ირონიულად იღიმებოდა.

ერთი სიტყვით, ასეთ ლექციებზე ყველა თავის ცხოვრებით ცხოვრობდა და, რაც მთავარია, ლექტორის პოზიციის საწინააღმდეგოდ განგვაწყობდა.

ახლა კი სრულიად საწინააღმდეგო რამ მოხდა; ბატონი გელა ბანძელაძე თითქოს ლექციას კი არ გვიკითხავდა, არამედ მეგობრულად საუბრობდა ჩვენთან; სხვებივით აგიტაცია-პროპაგანდას კი არ ეწეოდა, არამედ ზნეობის საკითხების ფილოსოფიურ ანალიზს გვასწავლიდა, რასაც თანამედროვე პრობლემების კრიტიკული და მართალი შეფასებებიც ახლდა. ეს კი ნდობით

Page 33: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

33

განგვაწყობდა როგორც ლექტორის, ისე ზნეობრივი ცხოვრების აუცილებლო-ბის მიმართ.

შესვენებაზე ბატონი გელა ჩვენს ბიჭებთან ერთად განაგრძობდა საუბარს დერეფანში, რამაც საბოლოოდ მოგვხიბლა.

ამავე პერიოდში დაინიშნა ბატონი გელას წიგნის _ „ეთიკის“ _ საჯარო განხილვა; არაჩვეულებრივად გამოცოცხლდა მთელი ფაკულტეტი; საპროფე-სოროში, უნივერსიტეტის დერეფნებში თუ ეზოში, ყველგან ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ და მოსალოდნელ სკანდალზე ჩუჩულებდნენ; წარმოგიდგენიათ? 35 წლის კაცს უკვე მზად აქვს სადოქტორო დისერტაცია, 600-გვერდიანი წიგნი და, რაც მთავარია, ესაა პირველი სახელმძღვანელო ეთიკაში!

თურმე წიგნის გამოცემამდე ბევრი ფორმალური მხარეც ყოფილა გასათვა-ლისწინებელი, რაც ბატონ გელას სათანადოდ არ დაუფასებია. კერძოდ: არა-სოდეს მიუმართავს საკონსულტაციოდ იდეოლოგიური დარგის ლიდერების-თვის; არ ცდილა კეთილი და საქმიანი ურთიერთობა დაემყარებინა მათთან, პირიქით, თუ საჭიროდ ჩათვლიდა, კიდეც აკრიტიკებდა მათ; ვინ იქცევა სხვა ასე! სხვები, სანამ „ფონი გასავალსაა“ საოცრად „თავაზიანები“ და უფროსი თაობის „მოყვარულები“ არიან. მხოლოდ სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ ამჩნევენ სხვების შეცდომებს! ბატონი გელა კი _ პირიქით!

სტუდენტებმა ჩვენთან დამეგობრებული ლექტორებისგან შევიტყვეთ, რომ, სწორედ ამიტომ, სამეცნიერო საბჭოში საკმაოდ ენერგიული ჯგუფი შექმნილა, სადაც მის მიმართ განაწყენებული პროფესურა გაერთიანებულა „ავანსად“ იმაში დარწმუნებულნი, რომ ერთი კაცი, რუსი ავტორებისგან დამოუკიდებლად, სახელმძღვანელოს, ამ ასაკში ვერ დაწერდა! ბატონი გელას მოწინააღმდეგეთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა ჩვენი ფაკულტეტის ლიდერი, რომელსაც ვაღმერთებდი, რის გამო სხვებზე მეტად მე ვღელავდი.

წიგნის განხილვამდე ნახევარი საათით ადრე, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზი „ხალხით გაიჭედა“; რა თქმა უნდა, ჩვენი ჯგუფიც აქ იყო. დღეს აქ ერთმანეთს უნდა დაპირისპირებოდა ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები.

სხდომის დაწყებამდე ბატონი გელა სააქტო დარბაზის სცენაზე, კათედ-რაზე იდგა და მშვიდად იღიმებოდა; როცა პეზიდიუმში სამეცნიერო საბჭოს წევრებიც დასხდნენ, თავმჯდომარემ, სანამ ბატონი გელას ოპონენტს სიტყვას მისცემდა, განხილვაზე გატანილი წიგნი ხელში დაუფარავი იარონიით შეა-თამაშა და იგი „საერთოდ უვარგისად“ გამოაცხადა; ერთი შენიშვნაც კი არ გამოუთქვამს გარდა იმისა, რომ წარმოუდგენელია ერთმა კაცმა რომ ამხელა მოცულობის წიგნი და ისიც სახელმღვანელო დაწეროსო. მერე კი სიტყვა რეცენზენტს გადასცა.

რეცენზენტი, წინასწარ, 130-მდე შენიშვნის წაკითხვას დაგვპირდა (შენიშვ-ნის ბოლო ნომერი ხაზგასმულად, გამოკვეთილად წაგვიკითხა). დარბაზი ღე-ლავდა, რადგან შენიშვნების რაოდენობამ მსმენელებზე დიდი გავლენა მოახ-დინა.

Page 34: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

34

ბატონმა გელამ, შენიშვნების კითხვისას, რამდენჯერმე ვერ მოითმინა და რეცენზენტს სიტყვა შეაწყვეტინა:

_ „მე ასე არ მიწერია!“. რეცენზენტმა გაიოცა: _ „როგორ არ გიწერია, ზუსტად ასე ვკითხულობთ ამა და ამ გვერდზე, რაც

სისულელეა!“ ბატონმა გელამ: _ აბა, ვნახოთ თუ მართლა ასე წერია? და დარბაზში ბევრმა დაიწყო

მითითებული გვერდის ძებნა. 1-2 წუთის შემდეგ ბატონი გელა ხმამაღლა კითხულობს მითითებულ

ადგილს (მასთან ერთად ბევრი დარბაზში მსხდომი დაინტერესებული პირიც) და ყველანი აშკარად ვხედავთ, რომ რეცენზენტს შეცდომით წაუკითხავს და ამოუწერია მთელი აბზაცი და ახლა თავის შეცდომას აკრიტიკებს.

დარბაზი ტაშით აჯილდოვებს ბატონ გელას. სხდომის თავმჯდომარე კი ზარის წკარუნში დარბაზს სხდომის დახურვით ემუქრება. ხოლო როცა საქციელწამხდარი რეცენზენტი შენიშვნების კითხვას აგრძელებს, დარბაზში ვიღაც უსტვენს.

ერთ-ერთ შენიშვნაში რეცენზენტი ავტორს საყვედურობს „ამ საკითხის მარქსისტული გაგება ასეთი და ასეთია, შენ კი ასე არ გიწერიაო“!

დარბაზი გაიტრუნა (რაკი ეს უდიდეს ცოდვად ეთვლებოდათ იდეოლოგი-ური დარგის მუშაკებს). ბატონი გელა ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს სათანადო ადგილს;

რას იპოვი, რაც არ გიწერია! თვითკმაყოფილი ამბობს რეცენზენტი; აბა, ვნახოთ თუ არ მიწერია! დარბაზში დაძაბული სიჩუმეა; ბატონი გელა ამაოდ ეძებს... რას იპოვი, რაც არ გიწერია! _ ამბობს გამარჯვებული ღიმილით ოპონენტი;

სიტუაცია უკიდურესად იძაბება. ნერვები ყველას დაწყვეტაზე გვაქვს! ამ დროს ბატონი გელა მშვიდად კითხულობს სასურველ ადგილს თავისი

წიგნიდან (მასთან ერთად სხვებიც). ისეთმა ტაშმა იფეთქა დარბაზში, რომ ძნელი გახდა ხალხის დამშვიდება.

მე ტაში არ დამიკრავს, მაგრამ ცრემლებით კი ამევსო თვალები, რის გამოც კარ-გახანს ბინდ-ბუნდად ვხედავდი პრეზიდიუმს და ჩემს სათაყვანებელ ბატონ სხდომის თავმჯდომარესაც, რომელიც ახლა ბატონი რეცენზენტის მიმართ აღარ მალავდა ირონიულ ღიმილს.

ამის შემდეგ უკვე რეცენზენტმა ავტორს მხოლოდ ის უსაყვედურა, რომ კლასიკოსთა ციტატები არ ჰქონდა გამოყენებული და არც გამოტოვებული ან უადგილოდ ნახმარი წერტილ-მძიმეების რიცხვის დასახელება დავიწყებია, რამაც დარბაზში სიცილი გამოიწვია.

მახსოვს, როგორ გადაუხადა მადლობა ბატონმა გელამ თავის რეცენზენტს წიგნის ასე საფუძვლიანი კორექტურისთვის. ყველა სხვა შენიშვნა კი, როგორც იტყვიან, „ნაცარტუტად აქცია“. რაც შეეხება კლასიკოსთა ციტატებს, ამის შე-სახებ თქვა - „მე აქამდე ყურადღება არ მიმიქცევია მათი რაოდენობისთვის; მოვიტანე ის, რაც ჩემი მოსაზრებების დადასტურებისთვის დამჭირდა. ბატო-

Page 35: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

35

ნი რეცენზენტის შენიშვნის შემდეგ კი დავითვალე და აღმოჩნდა, რომ 80-მდე ციტატა მაქვს გამოყენებული, რაც ძალიან დიდი რიცხვია და შემდგომ გამო-ცემებში უსათუოდ შევამცირებო“.

ბატონი გელა ტაშის გრიალში ჩამოვიდა კათედრიდან და როცა თავმჯდო-მარემ (ჩემმა სათაყვანო მასწავლებელმა) სხდომა დახურულად გამოაცხადა, ჩვენს პრეზიდიუმს დარბაზიდან დაუსტვინეს.

მაშინ ბატონი გელა გმირად მოევლინა მაშინდელ სტუდენტებს და სხვა „საქმე“ და საკამათო, დიდხანს აღარაფერი გვქონდა.

ბატონი გელას დისერტაციის დაცვა წიგნის განხილვიდან სულ მალე მოხდა. დაცვამ ფრიად მშვიდობიან სიტუაციაში ჩაიარა, რამაც ბევრი დამსწრე-სეირის მაყურებელი გაანაწყენა, რაკი წიგნის განხილვის მღელვარების მომგვ-რელი სანახაობის იმედით, დაცვასაც უამრავი ადამიანი ესწრებოდა.

ბატონმა გელამ თავისი კრიტიკული საჯარო გამოსვლებით და საგაზეთო სტატიებით, მას შემდეგაც არაერთხელ გამოაფხიზლა „სოციალისტურ ძილში“ მყოფი საზოგადოება.

ფერმა, რომელიც კალიფორნიაში 70-იან წლებში ბატონმა გელამ ნახა

სანამ დაპირებულ ფერმას აღვწერდე, ანეკდოტი მინდა გავიხსენო: კაცი

აღფრთოვანებით უამბობს მეგობრებს, თუ რა გემრიელია ხიზილალა; _ შენ რა იცი? ჰკითხეს; _ როგორ არ ვიცი, ჩემმა მეზობელმა მიამბო, ებრაელი ჭამდა, ოდესაშიო! ეს ანეკდოტი ახლა რომ ფერმა უნდა აღვწერო, იმან გამახსენა _ ის ფერმა

გელა ბანძელაძემ (მამამ) ნახა გასული საუკუნის 70-იან წლებში! მაგრამ, მგო-ნია, რომ დაწინაურებული ქვეყნების გამოცდილება, თუკი სასარგებლოა, სი-ძველის მიუხედავად, მაინც საინტერესოა, ისტორია ხომ ჩვენი დიდი მასწავ-ლებელია!

რაც შეეხება ფერმას, ის ასე ყოფილა მოწყობილი: ტიპური ფერმერის ოჯახში სამი თაობა ცხოვრობს _ ბებია, ბაბუა, დედა,

მამა და მათი ორი სტუდენტი შვილი. ოჯახი 200 ძროხას უვლის, რაშიც მათ ორი მექანიკოსი და ერთი ვეტერი-

ნარი ეხმარებათ, რისთვისაც ისინი რიგიან გასამრჯელოს იღებენ. ფერმა მექანიზებული ყოფილა: დილით, ნახირს საძოვარზე რომ გაუშვე-

ბენ, ძროხების სადგომს, საამისოდ ჩამონტაჟებული წყალსადენი მილიდან წყალს ძლიერი წნევით მიუშვებენ; ნარეცხი წყალი იატაკის ქვეშ ჩაედინება და სასუქისათვის განკუთვნილ ორმოში გროვდება (სასუქს ცხოველების საკვების დამმზადებელი სხვა ფერმერი ყიდულობს).

Page 36: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

36

დღეში სამჯერ, ძროხების მოწველის დრო რომ დადგება, მუსიკას ჩარ-თავენ; ამ ხმაზე ძროხები თავად გამორბიან, რადგან თავლაში მათ სიამოვნება ელოდებათ _ გემრიელი საკვები და თბილი წყლის შხაპი. როგორც ჩანს, ძრო-ხებს წყლის აბაზანები ძალიან მოსწონთ, რაკი ბაგასთან თავისი ადგილის დაკავებას ენერგიულად ცდილობენ.

მილებიდან თბილი, სურნელოვან შამპუნიანი წყალი მოედინება, რითაც ცხოველები ჯერ ჩამოიბანებიან, შემდეგ მათ თბილი ჰაერით აშრობენ; 8-10 წუ-თის შემდეგ ძროხები სისუფთავით ბრწყინავენ.

ეს პროცედურები ადამიანისგან მხოლოდ სათანადო ღილაკზე თითის დაჭერით სრულდება.

ამის შემდეგ უკვე სხვა ღილაკზე თითის დაჭერაა საჭირო და იატაკიდან ორასი საწველი მოწყობილობა ამოდის, ძროხებს ცურზე ავტომატურად მიედ-გმება და იწყება წველის პროცესი; თითოეული საწველი აპარატი, გამჭვირვალე პლასტმასის მილით ცენტრალურ გამჭვირვალე მილთან არის მიერთებული; სასიამოვნოა იმის ნახვა, თუ როგორ მიედინება ერთ მთავარ მილში 200 ძრო-ხის ნაწველი „რძის მდინარედ“ და გარეთ ჩამწკრივებული რძის საზიდი მან-ქანების ცისტერნებში ჩაედინება.

აქედან უკვე ქალაქში, პირდაპირ კვების ობიექტებში ან რძის გადამამუშა-ვებელ ქარხნებში მიაქვთ. მხარეებს შორის წინასწარ არის დადებული ხელშეკ-რულება ახლადმოწველილი რძის ჩაბარება-ანაზღაურების შესახებ.

საკანონმდებლო ბაზა მკაცრად იცავს ხელშეკრულების შესრულებას; მისი დამრღვევი დიდი ჯარიმით ისჯება, რის გამოც ორივე მხარე დაინტერესე-ბულია, რომ ის კეთილსინდისიერად შეასრულოს; თითქმის არასოდეს უხდება მძღოლს თავის მართლება _ „საბურავმა დაიშვა“, „ბენზინი გამითავდა“ და ა.შ. ყოველ რეისში მძღოლი ისე დიდ გასამრჯელოს იღებს, რომ ყველაფერს იღო-ნებს მანქანის წესრიგში მოსაყვანად (სხვათა შორის, მძღოლების დასაქმება კონკურსით ხდება; ის გარანტირებული არაა, რომ მისი სამსახური მუდმივია; მან იცის, რომ დაუდევრობას არავინ აპატიებს, რის გამოც თავის საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება).

თავად რძის მწარმოებელი ფერმერიც დიდ ჯარიმას გადაიხდის, თუ ხელ-შეკრულება დაარღვია და ვალდებულება თავის დროზე და ხარისხიანად არ შეასრულა. ამიტომ ისიც მობილიზებულია, რათა ძროხები ყუათიანად გამოკვებოს და საჭირო პროდუქტი მუდამ ხელთ ჰქონდეს.

ძროხების საკვებს თვითონ ფერმერი არ აწარმოებს. იგი მას წინასწარ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მეზობელი ფერმერისაგან ღებუ-ლობს, რომელიც ცხოველების საკვების მოპოვების პროგრამით მუშაობს. დაბრკოლების შემთხვევაში ის იძულებულია საკვები სხვაგან შეიძინოს და მე-ცხოველე ფერმას ჩააბაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმას გადაიხდის, რაც გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე საკვების საფასური.

Page 37: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

37

დროდადარო ფერმერს სეზონური სამუშაოებისთვის მუშა ხელის დაქირა-ვება სჭირდება (მაგალითად, სასასუქე ორმოს გასუფთავებისა და მანქანებზე დატვირთვის მიზნით).

ოჯახის სამივე თაობა ენერგიულად შრომობს და ამაგიც უფასდებათ _ საკმაოდ მდიდრები არიან იმისათვის, რომ ცხოვრების ყველა სიკეთით ისარ-გებლონ; სატრანსპორტო საშუალებები, ძვირად ღირებული სასწავლებლები, სამედიცინო მომსახურება, მოგზაურობები, ბანკეტები, საქველმოქმედო და ფინანსებთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები მათთვის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია.

ეს წერილი ისევ ანეკდოტით მინდა დავასრულო, რომელიც, როგორც ამბობდნენ, ნამდვილად მოხდა და რომელსაც ჯერ კიდევ მაშინ ჰყვებოდნენ, როცა კაპიტალიზმის ხოტბა სასტიკად ისჯებოდა: ცნობილ ქართველ დიპლო-მატს (როგორც მახსოვს _ მელორ სტურუას) მოსკოვში ჩასვლისას, ოფიცია-ლურ შეხვედრაზე პროვოკაციული კითხვა დაუსვეს:

_ როგორაა საქმე ამერიკაში, მართლა ლპება კაპიტალიზმი? (იმ დროს, როცა სიტყვა „კაპიტალიზმს“ ახსენებდნენ, უთუოდ უნდა ეთქვათ „ძირმომ-პალი კაპიტალიზმი“).

ოფიციალური პირი არ დაიბნა და ისეთი ორაზროვანი პასუხი გასცა, რაზე შედავებაც შეუძლებელი იყო

ლპება, ლპება! თანაც ისეთი სუნი ასდიიის... დიპლომატმა თვალები ნეტა-რებით მილულა და წარმოდგენილი სუნი სიამოვნებით შეიყნოსა.

ამბობენ, რომ მსგავსმა ანეკდოტებმა, სოციალისტური წყობის დანგრევის საქმეში, დიდი როლი შეასრულა.

თბილისი, 1985.

Page 38: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

38

elene demetraZe

დონატები ცაში ქალბატონ სატის ოთახში სანთელი გვიან ღამემდე არ ჩამქრალა. სატი

ჩრდილო კავკასიაში გაზრდილი სათნო, დიდი ხნის წინ დაქვრივებული ქალბატონი გახლდათ, ბავშვობიდან ღვთისმოსავი ქრისტიანი... თუმცა კომუ-ნისტური მმართველობის პერიოდში უამრავჯერ შევიწროებულს ხშირად უნატრია, ნეტავ ჩემი ცხოვრების ესა თუ ის მონაკვეთი საერთოდ გამაქრობინა, ან მეხსიერებიდან ამომაშლევინაო. ამ საძულველ პერიოდში უმეტესად ისეთ დროს გულისხმობდა, როცა ლოცვა აღარ შეეძლო და სასოწარკვეთილი ოთა-ხის კედლებს აქეთ-იქით აწყდებოდა. ერთი პერიოდი იფიქრა, ცოტა ამოვი-სუნთქეო....მაგრამ შეცდა. ამჟამად ქუჩებში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა.

ფაბრიციუსის ქუჩაზე მდებარე იტალიური ეზოს ყველა მაცხოვრებელი ხედავდა, თუ როგორ იღვწოდა თავისი და შვილის სულის გადარჩენისთ-ვის ქალბატონი სატი. ერთადერთი ქალიშვილი ჰყავდა, სტუდენტი კესო. კესო ტანად მაღალი, სრული გოგონა იყო, გრძელი, მუქი თმით. ჯანმრთელობა კი, მიუხედავად წარმოსადეგი შეხედულებისა, სუსტი ჰქონდა. შიმშილისგან ძალაგამოცლილი ზოგჯერ ქუჩაში ეცემოდა. კესო თითქმის სულ სერიოზული იყო, იშვიათად იცინოდა. უსახსრობის გამო ვერც ექიმთან მიდიოდა და სანახევროდ მშიერი დაიარებოდა... შუქი რომ ჩაქვრებოდა ხოლმე, მაშინ კი უბრუნდებოდა კესო თავის ამპლუას _ ძველებურ როიალს მიუჯდებოდა და კლასიკას თავგანწირვით აჟღერებდა. ვიღას ახსოვდა უშუქო ქალაქი და გაჭირვება _ საღამოობით ფაბრიციუსის ქუჩა კესოს მელოდიებს ლამის სა-ცეკვაო მოედნად გადაექცია. დიდი და პატარა შტრაუსის მუსიკაზე ვალსი-რებდა. მათ ეზოს თითქმის ყოველდღე სტუმრობდა ერთი უმშვენიერესი, სახასიათო გარეგნობის ქალბატონი _ ნელი აბაშიძე. აი, ვის სმენას ატკბობდა განსაკუთრებით კესოს როიალი. გასაოცარი ის იყო, რომ ქალიშვილმა ზუსტად იცოდა, თუ როდის ამოვიდოდა ქუჩაზე ეს თეთრებში ჩაცმული თავადური წარმოშობის ქალი. ამიტომ მისთვის განზრახ მართავდა კონცერტს. დიახ, კესოს უყვარდა, როცა მავანს თავს შეუცვლელ ადამიანად აგრძნობინებდა.

ასეთი გარემოს შემქმნელი დედა-შვილი სამეზობლოს უყვარდა და ებრა-ლებოდა. თუმცა ნაკლებად ეკლესიურ მეზობლებს ის ფაქტი უფრო ახარებ-დათ, რომ თავისი შვილის გარდა სატი მათ შვილებზეც ლოცულობდა. ამიტომ იყო, გაჭირვებისას შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ კიდეც... მაგრამ სხვებს ვალში არც ის რჩებოდა. სატი მეზობლებს მოიმადლიერებდა ხოლმე და მეზობლები კი სატის. ან კი ვის რა შეეძლო, როცა გაგანია ომი მძვინვარებდა...

Page 39: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

39

ზამთრის ერთ ცივ საღამოს გვერდითა კარის მეზობელმა თავმტკივან სატის ორი აბი ასპირინი რომ მოურბენინა, ამან ეს უკანასკნელი ისე გაახარა, რომ თავის ტკივილი სულ გადაავიწყა. მადლიერმა რამდენიმე დღის მერე კი იმ მეზობელს ეკლესიიდან ნაწყალობევი ერთი ბოთლი ლიმონათი მიართვა.

... ახლა კი მბჟუტავ სანთელთან ახლოს, ძველებურ ვიწრო შეზლონგზე იწვა პლედგადაფარებული. ციოდა და ოთახს ვერაფრით ათბობდა. გოგონა რატომღაც აგვიანებდა და სატი ყოველწამს მის დაბრუნებას ელოდა. ქალის თვალები ძილს ებრძოდნენ, ტუჩები ლოცვას მექანიკურად ბუტბუტებდნენ. დაღლილს ძილმა მაინც წაართვა თავი. ცოტა ხანში ასეთი რამ ეზმანა, თითქოს კესომ კარი შემოაღო და ძლივს გასაგონი ხმით უთხრა, დედა, თავი საშინლად მტკივა და გული მერევაო. ძილში ისევ იწვა, სწორედ ისე, როგორც ცხადში. სიზმარში ქალბატონმა სატიმ ერთი პირობა წაუყრუა, ადგომა ეზარებოდა და იმიტომ. მაგრამ როდესაც ხელმეორედ გაიგონა იგივე სიტყვები, მაშინ კი წამოჯდა შეზლონგის კიდეზე და თითის წვერებით საშინაო ფეხსაცმელს დაუწყო ძებნა. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო ცხადში. თვალი მხოლოდ მაშინღა გაახილა, როცა კარი ჭრიალით გაიღო.

_ თურმე ჩაკეტვა დამვიწყებია! _ წამოიძახა შეშინებულმა და თავი ასწია. მბჟუტავი სანთელი ქრებოდა და ძლივს გაარჩია კესოს ლანდი.

_ დედა, თავი მტკივა, ცუდად ვარ, საღამოს ქუჩაში დავვარდი და .... _ ახლა რაღა დაგემართა შვილო, სად წაიქეცი?! _ წამოიძახა შეშფოთე-

ბულმა ქალბატონმა სატიმ, კესოს მივარდა და გათოშილ ლოყებზე ხელები მოუთათუნა.

_ არა, დედა, არაფერი მტკენია. ლექციებიდან რომ მოვდიოდით, მაშინ... იქ გული წამივიდა შიმშილისაგან... იქვე ახლოს, დონატებთან. _ ენის ბორძი-კით ჰყვებოდა კესო და ხელის ცეცებით ცდილობდა, სიბნელეში სადმე ჩამომ-ჯდარიყო. _ მერე ჩვენი კეთილი პროფესორი, იქვე, პროსპექტზე რომ ცხოვ-რობს, გამოვიდა და გოგონების დახმარებით სახლში ამიყვანა. იმათ თევზის კონსერვის ნარჩენი ჰქონდათ, შპროტები... გამიმასპინძლდნენ. _ კესომ, რო-გორც იქნა, თავისი საწოლი მონახა და ზედ ჩამოჯდა.

გამწარებულმა სატიმ სიბნელეში კომოდზე ხელის ცეცებით მოძებნა გასა-ღები, უჯრა რომ გაეღო, სადაც სანთლებს ინახავდა. მერე ერთადერთი, ობლად შთენილი სანთლის ნარჩენი ნახა და იმით გაანათა მხოლოდ.

_ რას მეუბნები, კესო! ეგ როგორ დაგემართა? აგრე გშიოდა, განა? მე ხომ დაგიმზადე პურის კოტლეტები, რად არ წაიღე ინსტიტუტში? _ კითხვები მიაყარა ქალბატონმა სატიმ შვილს.

_ დალახვროს ეშმაკმა... დავიღალე დედა, ამ ცხოვრებით დავიღალე! რო-დის მეღირსება ადამიანური ყოფიერება? ერთი თვეა უკვე ამ პურის კოტ-ლეტებს ვჭამთ, ცარიელი თურქული ერბო ყიპყიყებს კუჭში და გულს მირევს.

_ ყიპყიპებს? რა უბედურებაა, ეს რა ქართულია? _ ძალად ხუმრობის გუნებაზე დადგა ქალბატონი სატი, კესო რომ გაემხნევებინა. (ამას დედობრივი მოვალეობა აიძულებდა) _ ჰა, თქვი შენი საყვარელი დონატების სურნელმა იმოქმედა, ხომ?

Page 40: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

40

_ ვითომ არ იცი… _ ბუზღუნით მიუგო კესომ. _ აბა, რა იმოქმედებდა? ყიდვა რომ ვერ შევძელი, გავღიზიანდი, გულთან რაღაც სიმძიმე მომაწვა და იქვე ჩავიკეცე.

ამის გამგონე სატიმ ღრმად შეისუნთქა ჰაერი. ,,ოჰ, რა უსუსურია ჩემი ასული, _ გაიფიქრა გუნებაში და ნაღვლიანმა ჭერში აიხედა.- დიდგულა და უსუსური, როგორც ბუმბული. არადა, ისეთი შემართება ჰქონდა თავიდან, მეგონა, ყველაფერს გაუძლებდა. ბუმბულის ქვემეხია სუფთა! ’’

მერე... სხვებმა იყიდეს? და თუ იყიდეს, შენ რად არ გიწილადეს? _ ჩაეძია სატი შვილს, ჯიბიდან ასპირინის საწუწნი აბი ამოიღო და გაუწოდა.

ოჰ, Pardon! _ მრავალმნიშვნელოვნად გადმოხედა დედას კესომ და აბი თვალისდახამხამებაში გაღეჭა. _ როგორ ფიქრობ, რამდენჯერ უნდა მიწი-ლადონ? ეგეც არ იყოს, ისინი შეძლებისდაგვარად საუზმობენ დილ-დილო-ბით, ამიტომ საცხობისკენ არც კი გაუხედავთ.

სატის გული მოეწურა. _ ჩემი პატარა მშიერი შვილი, _ თქვა მან, კესოს მხრებზე ხელები მოჰხვია და თავისკენ მიიზიდა. ცდილობდა, ხმა არ აჰკან-კალებოდა, თუმცა ამისი ალბათობა მცირე იყო სირთულეებით გამოწრთო-ბილი ქალბატონის ფოლადისებრი ხასიათისთვის.

_ ჯგუფელები... კურსელები... დაქალები. იცი მაინც, თუ რამდენი კახპა გვყავს უკვე კურსზე?! _ ბრაზით ალაპარაკდა კესო. _ ნეტავ რაში ედარდებათ მაგათ ჩემი გაჭირვება? რა, ძალიან გულზე ვეხატები? მაგათთვის ზედმეტი მჭამელი პირი ვარ.

სატი გაშრა, ქალიშვილისგან ტოლების ასეთ დახასიათებას არ ელოდა. _ არა, თავად კესოს აქვს რთული ხასიათი, არაადაპტირებადი. _ გაიფიქრა თავისთვის. გული დაწყდა, რომ თვითონ საპენსიო ასაკი ჯერ კიდევ არ დადგომოდა, მარჩენალდაკარგულის პენსია კი სამი თვეა, გაყინულიყო და აბა, რით უნდა ეარსება? მართალია, თვეში ერთხელ დისშვილი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობდა, დაუმადლებლად უგზავნიდა მცირეოდენ თანხას, მაგრამ ეს რას კმაროდა, როცა ყველა პროდუქტი ასე ძვირი იყო და თან არც იშოვებოდა. ისიც იყო, ქალბატონ სატის უფრო მეტი თანხის თხოვნა სრცხვენოდა კიდეც... უცბად ქალი კესოს დამუხტულმა მზერამ შეაწუხა და მოიხედა. გოგონას ფიქრით სავსე თვალები ანთებოდა.

_ აი, რა მოვიფიქრე დედა! _ სხარტად თქვა მან და თითი ლოყაზე მიიდო.

_ რა, გენაცვალე? _ ხვალ დილით ადრე უნდა ავდგე და მცხეთაში წავიდე, სამთავროს

დედათა მონასტერში. ოჰ! როდის აქეთია, ლოცვის გადაწყვეტილება მიიღე, მცირედმორწმუნე

მადმუაზელ კესარია? _ კვლავ გაეხუმრა შვილს სატი (კესოს ღმერთი სწამდა, მაგრამ ეკლესიაში სიარულსა და ლოცვასთან ცოტა მწყრალად ბრძანდებოდა).

_ არა, გადაწყვეტილება არ მიმიღია. გახსოვს, ბავშვობაში ხომ დედათა მონასტერში მოვინათლე? ჰოდა, გუშინ სიზმრად ვნახე, თითქოს იქაურ მაყვ-ლოვანთან მივლასლასდი მშიერ-მწყურვალი. იქ შავებში ჩაცმული ერთი მოხუცი კაცი იჯდა. ჩემი დანახვისთანავე, თითქოს მელოდაო, თასით წყა-

Page 41: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

41

ლი გამომიწოდა და მე, როგორც კი შევსვი, საოცარი სიმშვიდისა და სიხა-რულის გრძნობა დამეუფლა. ამას ვერ აღვწერ, დედა. ეს თავად უნდა გამოს-ცადო. მერე მე მადლობა გადავუხადე მას და მოვდიოდი, მაგრამ ეს კეთილ-შობილი მოხუცი არ მიშვებდა, უნდა გაზიაროო.

_ რა საოცარია... ასეთი შავი სამოსი, როგორც წესი, ბერებს აცვიათ, კესო. სიზმრად ბერი გინახავს.

_ არ ვიცი, დედა, მაგრამ ზიარება მომინდა. სული მთხოვს, მცხეთაში ვეზიარო. ხვალვე აღსარებას ჩავაბარებ და ვეზიარები... იმ მოხუცმა ასე შთა-მაგონებლად იმოქმედა ჩემზე. არასოდეს დამავიწყდება მისი ღრმა, ფიქრიანი გამოხედვა, საოცარი ძალა ჰქონდა თვალებში.

სატიმ ერთი პირობა შვებით ამოისუნთქა, მაგრამ მერე გაახსენდა, რომ კესოს არავინ აზიარებდა. ის ხომ შაბათის ლოცვას არც კი დასწრებია....და არამცთუ დასწრებია, საერთოდ ეკლესიაშიც იშვიათად თუ შეივლიდა ხოლმე. ჰოდა, თან გზის ფულიც არა აქვს.... თუმცა, მირჩევნია წავიდეს, იქნებ რამე უწყალობონ?... _ სიმწრით ფიქრობდა ქალბატონი სატი.

* * * აი, სათაყვანებელი მცხეთა- ქალაქიც. წიწვოვანი ხეებიდან გადმოსული

თავისებური სურნელებით. თავდაბურული კესო სწრაფად და ღონივრად მია-ბიჯებდა ახლა სამთავროს დედათა მონასტრის აღმართზე, მიუხედავად იმისა, რომ ახლაც უზმო იყო. მიაბიჯებდა და ცდილობდა ეს სასიამოვნო, ზამთრის ყინვიანი ჰაერი მთელი ფილტვებით შეესუნთქა, თითქოს ამით აპირებდა გაჯანსაღებას. პირჯვარს იწერდა და თან ხშირ-ხშირად იხედებოდა დაბლა, თავის მრგვალცხვირიან, ბუთქუნა შავ ბატინკებზე, რომელსაც სი-ძველის გამო წარამარა ეხსნებოდა თასმები.

აღმართზე ასვლა ადვილი არ იყო, ჯერ კიდევ მოყინულზე მოუწესრი-გებლად დაეყენებინათ მანქანები. ერთი უზარმაზარი ავტობუსი კი სიგანეზე ჩამდგარიყო და შესასვლელი ლამის მთლად ჩაეხერგა. კესომ როგორც იყო, აღმართი გაათავა და მონასტრის განიერ ჭიშკართან აღმოჩნდა. ეზოს სიღრმეში ხალხი ირეოდა, ყაყანებდა. მერე ვიღაცის ხმამაღალი გინება გაისმა. შეიარა-ღებული დაჯგუფების გავეშებული წევრები იყვნენ. მონაზვნები ჭკუას არი-გებდნენ და ამათ კიდევ არაფერი ესმოდათ, თავისას მიერეკებოდნენ.

_ არა, კარგად იცით, ლობიოები რომ არა ვართ და იხტიბარს არ იტეხთ! მაგრამ ქალები ხართ და თქვენთან ლაპარაკს აზრი არა აქვს! წადი, ტაძრის უფ-როსს უთხარ _ კურთხევისთვის გუჯა მეკალათე მოვიდა-თქო! _ ზედამხედვე-ლივით უყვიროდა ვიღაც საშუალო ასაკის ჭაღარა, შეიარაღებული კაცი მონაზონს და ხელებს ჰაერში იქნევდა. უკან მდგარი ერთი დაბალი და მსუქანი მეგობარი მას აკავებდა და მოთმინებისკენ მოუწოდებდა. _ ხელი მაშინ გამო-იყენე, თუ შენი სიტყვა არ გაჭრისო, _ ჩუმად უმეორებდა გუჯას ის.

ნანახისგან კესოს სუნთქვა შეეკრა, გრძნობდა, რომ შეიძლებოდა ნერვებს ემტყუნა და გაქცევას ცოტაღა უკლდა. ვერ აიტანა, მიზნისკენ მიმავალ გზაზე

Page 42: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

42

რომ დაბრკოლება შეხვდა. _ დამთავრდა, ვეღარც ვეზიარები! _ გაიფიქრა მან, თითებით ჭიშკრის სახელურს ჩაეჭიდა და თავი რკინებსშუა გაჰყო.

უეცრად უცნაური სანახაობის მომსწრე გახდა. შემაღლებაზე მდებარე კელიის კარი გაიღო და იქიდან ჯოხზე დაყრდნობილი მოხუცი გამოვიდა. მერე აღელვებულმა კესომაც გაბედა ჭიშკრის გაღება და მთლად გაოგნდა, რადგან ეს მოხუცი სიზმრად ნანახ ბერს წვეთი წყალივით მიამსგავსა.

გაბრიელ ბერი მოდის, ახლა მაინც გაჩუმდით, კურთხევა აიღეთ! _ აქა-იქ გაისმოდა მონაზვნების მორიდებული ხმა.

გაბრიელ ბერი... თურმე გაბრიელ ბერი მიხმობდა საზიარებლად. _ ჩაი-ჩურჩულა კესომ და სწრაფი ნაბიჯებით გაემართა ეზოში შეკრებილი ხალ-ხისკენ. ჩუმად, სასოებით, თითქოს თავისივე ლანდს უფრთხისო, მივიდა გაბრიელ ბერთან, შორიახლო დაუდგა და სმენად გადაიქცა. მონაზვნებიც გაი-სუსნენ. ის შეიარაღებული ჭაღარა გუჯა უკან ხელებშემოწყობილი მძიმე ნაბი-ჯებით გამოეყო თავის ხალხს, ბერისკენ თავხედური ღიმილით გამოემარ-თა და ასე უთხრა:

,,ჰა, მამა გაბრიელ, ვაჟკაცი შენა გვყავხარ, მაგრამ ესენი განა ნაკლები ვაჟკაცი ბიჭები არიან, განა ლობიობაა აქა?! ქალაქზე წესრიგს ვამყარებთ და ახლა შენ იცი, არ დაუშვა ზვიადისტების ხელახალი პარპაში! ერთი გვაკურთხე და მაგათ სულ დედას ვუტირებთ, სანამ ჩვენი კაცი არ მოვა სათავეში!

აკურთხე მამაო, ჩვენ ვაჩვენებთ ამათ, როგორ უნდა თბილისზე გაბატო-ნება! _ ყიჟინით აჰყვნენ ფრთაშესხმული ,,ვაჟკაცები’’ მას ზურგსუკან.

დაიჩოქეთ! _ ხმამაღლა შეჰყვირა მამა გაბრიელმა და ჰაერში ჯოხი აღმარ-თა. ამას დაჯგუფების წევრები არ მოელოდნენ და აიფოფრნენ.

კესო დაიძაბა. იგრძნო, თუ როგორ აასხა საფეთქლებში სისხლმა. ,,რააა, მამაო!?’’ _ აღმოხდა მეკალათეს. გგონია, ატამანი ხარ? დაიჩოქე, დიაცო! _ ელჭექივით დაიგრგვინა გაბ-

რიელ ბერმა და ჯოხი ესროლა მისკენ მომავალს. _ მე ვუბრძანებ, რომ შენ ეს ქუდი მოგხადონ და დიაცის საცვლით დაგიბურონ ეგ ბორა თავი!

შეიარაღებული დაჯგუფების გაოგნებული წევრები ერთმანეთს უყურებდ-ნენ და ვერა გაეგოთ რა. გუჯამ კი ნასროლი ჯოხი აიცდინა და გაანჩხლებული ის-ის იყო, კინაღამ ეცა გაბრიელ ბერს, რომ კესო ადგილს მოწყდა, თვალის-დახამხამებაში გუჯა მეკალათეს წინ აღმოჩნდა და ,,ატამანს’’ ფეხი წამოუდო. ისიც მყისიერად გაიშხლართა ძირს.

იარაღიანებმაც ერთბაშად აიწყვიტეს და კესოს უშვერი სიტყვებით გინება დაუწყეს.

_ ჩვენი არ გეშინია, შე დედააფეთქებულო?!!! _ ქალი ხარ და მოდი, აქედან მოუსვი, თორემ შენც აფხაზი ძუკნებივით

მიგასუხარებთ! _ აქა-იქ ისმოდა აგრესიულად მორჩილთა შეძახილები. _ ჰა-ჰა-ჰა, _ გადაიხარხარა გაბრიელ ბერის გვერდში ყოფნით გადიდგუ-

ლებულმა კესომ. _ თქვენი ვის ეშინია, თქვე მართლა ძუკნებო! ნუ გადამრიეთ ახლა, ვაი, ვაი, ვაი, გული არ გამიხეთქოთ! ამათ უყურე, რა... ძალად გმირები ესენი! _ არ შეარჩინა მან. ქალაქური გრიმასი გააკეთა და მარჯვენა ხელი გულ-ზე იტაცა, აქაოდა, რა ძალიან შემაშინეთო.

Page 43: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

43

დაბალი, მსუქანი კაცი ადგილიდან დაიძრა, რომ კესო შუაზე გაეგლიჯა ....მაგრამ ვინ მიუშვა! გაბრიელ ბერის მოქნეული ჯოხმა ამჯერად მიზანს მიაღწია და მსუქანს შიგ შუბლში მოხვდა. თვალი ჩაუსისხლიანდა.

_ ჰაა, გინდათ ახლა ვატერლოოს ბრძოლა მოგიწყოთ?! მე არ ვყოფილვარ გაბრიელ ბერი, თქვენ თუ გონზე არ მოგიყვანეთ! _ რიხით წარმოთქვა მან და გუჯას დახედა, რომელიც კვლავაც ისევ ისე იყო მიწას გართხმული. მერე ადგომა უბრძანა. ,,ატამანმა’’ არამცთუ სხეული, კისერიც კი ვერ ასწია მაღლა.

_ ჩქარა ადექი-მეთქი! _ გაუმეორა გუჯა მეკალათეს, მას კი პასუხად მხოლოდ კვნესა აღმოხდა. ამ სასწაულის შემხედვარე უკან მდგომებსაც სულ ერთიანად დაჰკარგვოდათ ბრძოლის წადილი _ წინააღმდეგობისა და ავყიო-ბის ეშმაკი მათგან შორს განდევნილიყო. ხუმრობა იყო? მათი სათაყვანებელი დაუმარცხებელი ატამანი პირველად ჩავარდა ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში და ისიც _ ვიღაც გამოუსვლელი კლერიკალის მეოხებით! (ბერისგან ხომ ასეთ მბრძანებლობას ნამდვილად არ ელოდნენ, რადგან ვიღაცამ ჩააგონათ, იგი მხოლოდ ხუთი კლასის განათლებით არისო).

_ რას მერჩი, მამაო, შემიწყალე რაა... და კარგ პატივსა გცემთ, რესტორანში წაგიყვანთ, ხიზილალა ვჭამოთ!! _ შეევედრა ბერს მიწაზე მწოლიარე.

კესომ ჩაიფხუკუნა, რის გამოც წამიერად გაბრიელ ბერის რისხვით სავსე თვალებს წააწყდა. _ ,,უნდა გავჩუმდე, თორემ არ მიმიღებს და უზიარებლო-ბით დავისჯები.’’ _ დატუქსა თავი.

გაბრიელ ბერმა გუჯას მიმართა: _ რა პირი აიქაფე? თქვენ ხომ ქართველებს მოჰკლავთ, მე რომ აქედან გაგიშვათ? მოჰკლავთ და ხელიც არ აგიკანკალ-დებათ, ისე!

_ მამაო, ომია და მაშ, აბა... _ არ ცხრებოდნენ მეკალეთეს დამფრთხალი კუდისამწევნი, თუმცა ამის მეტს ვეღარაფერს ამბობდნენ. მაინც ბერი იყო და ვერ უბედავდნენ.

ძმათამკვლელ ომში გამარჯვებული არ არსებობს, ღვთის რისხვაა თქვენზე მოწეული! _ ამჯერად დაბალ ხმაზე უთხრა გაბრიელ ბერმა იარაღიანებს და გამომცდელად შეხედა.

_ შეგვინდე მამაო, შეგვინდე და მეტს აღარ ვიზამთ! _ შეჰღაღადეს. თვა-ლებში მორჩილება აღიბეჭდეს.

გაბრიელ ბერმა ამოიოხრა, მერე ტაძრის შესასვლელ ბჭისკართან მოფუს-ფუსე იღუმენიას გასძახა:

_ დედაო მარიამ, ამათ ჯვრები და წმიდა გიორგის ხატები გამოუბრძანე! ხნიერი დედა მარიამი ჯერ მოუახლოვდა ბერს, წაქცეულს ყველა მხრიდან

კარგად დააცქერდა, თითქოს სწავლობსო... მერე თავი დანანებით გადააქნია და მორჩილად გატრიალდა ბერის ბრძანების შესასრულებლად.

გაბრიელ ბერმა ახლა კესოსთვის მოიცალა, ზურგსუკან მდგარ ქალიშვილს მიუტრიალდა და თვალით ანიშნა, იღუმენიას გაჰყევიო.

კესომ გაიხარა, რომ ბერის მცირეოდენი ყურადღების ღირსი მაინც გახდა. მას თავი დაუქნია და იღუმენიასკენ გაიქცა. _ ნელა, გოგო, არ წაიქცე! _ სიყვარულით მიადევნა ბერმა.

Page 44: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

44

თქვენ რომ ,,მამაო ჩვენოს’’ სიტყვით ხმამაღლა და ხატებს ემთხვევით, მაშინ ადგება თქვენი უფროსი! _ წყნარად მოუტრიალდა შეიარაღებულებს, ლოცვად მოშორებით გადგა და ცად აღაპყრო ხელები გაბრიელ ბერმა. _ სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისათა! _ ბუბუნებდა ის. ქათ-ქათა, თითქმის გამჭვირვალე ხელის კანი ჰქონდა. მოქნილი ხელების ლამაზი მოძრაობებით ბიბლიურ გმირს ჩამოჰგავდა. ლოცვად მდგარი მოგიზგიზე წმინდა სანთელივით იყო...

* * * თავის მხრივ, იარაღიანებმაც ჩაათავეს ლოცვა. _ ინებე, მამაო! _ მიუახლოვდა იღუმენია მარიამი ბერს, როცა ეს უკანასკ-

ნელი ვედრებას მორჩა. თავი დაუკრა და ხატები და ჯვრები გადასცა. იმანაც სათითაოდ ჩამოურიგა წმიდა გიორგის ხატები. ბოლოს გუჯას და-

უდგა წინ. _ ახლა კი წამოდექი, _ მიმართა მას და ჯვარი გამოსახა. გუჯა მეკალათე მყისვე უპრობლემოდ წამოდგა. აღარ იცოდა, თვალები

სად წაეღო, _ პატივსა გცემთ, მამაო, ეს ამბავი უნდა გავავრცელოთ, აღნიშვნის ღირსია! _ თვალებდახრილმა სწრაფად ჩაულაპარაკა ბერს, თან გვარიანად შე-შინებული აქეთ-იქით იყურებოდა.

_ ღმერთმა გიშველოთ, წადით და აღარ დახოცოთ ძმები. ეს საქართველოა და ისინიც თქვენსავით ქართველნი არიან! _ აკურთხა ყველა გაბრიელ ბერმა, კიდევ ერთხელ გადასახა ჯვარი მათ და მონასტრის ეზოდან გაისტუმრა.

* * * _ რა მოგივიდა, გოგო? რა მგელივით შემოვარდი მონასტერში. იმისთვის

მოხვედი, რომ ატამანისთვის ფეხი წამოგედო? _ თავზე ხელი დაადო კესოს ტაძარში დაბრუნებულმა გაბრიელ ბერმა და წეღანდელისგან განსხვავებით, ამჯერად ტკბილად გაუღიმა.

_ სხვა გზა არ მქონდა, მომიტევეთ... მე ზიარებისთვის მოვედი. _ დაიხარა და ხელზე ემთხვია კესო.

გაბრიელ ბერს ჩაეცინა. _ ჰმ, ზიარებისთვის მობრძანდა. ჯერ პატარა ხარ, უნდა გაიზარდო. _ მიუგო კესოს და ეს უკანასკნელი უეცრად ჩაწვდა ამ სიტყ-ვების მნიშვნელობას. მერე ბერმა დედა მარიამს გასძახა, თასით წყლისა და ფუნთუშების მოტანა სთხოვა, სტუმარი დააპურეო და მონასტრის კარი მი-ხურა.

_ რა სათნო ხმა გაქვთ, სწორედ ასე დამესიზმრეთ, მამაო გაბრიელ, მშიერ- მწყურვალს სავსე თასი რომ მომაწოდეთ, _ თვალები აუწყლიანდა კესოს.

ბერს გაეღიმა. _ ახალგაზრდა ხარ, შვილო. _ უთხრა კესოს... კარგი იყო, ამათ არ შესწრე-

ბოდი, მაგრამ... სიბინძურითა აქვთ ჩათითხნილი სულები. იმათი ატამანი ხომ მთლად დედაკაცივით ანჩხლია. მაგათში, შავებს რომ უწოდებენ თავს, კაცი

Page 45: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

45

კაცსა ჰყვარობს და ქალი ქალს. ჰმ, ჩამეეცათ! ომობენ, ჩვენს თბილის-ქალაქს აკონტროლებენ ბიჭები!

_ მე რომ ლექციებიდან ვბრუნდები, ხშირად ვყვები ხოლმე მაგათი ტყვიე-ბის წვიმაში. ერთხელ, სირაჩხანაზე ტყვიამ წუილით პირდაპირ ყურთან ჩამია-რა. _ ბერს გული გადაუშალა და აღსარებასავით გაანდო კესომ.

_ შენ ჩაგიარა და ვიღაცის ლოცვამ გადაგარჩინა, ბევრს კი შეეხო და გულიც გაუგმირა.

_ მაგრამ თქვენ ხომ მაინც სულ ლოცულობთ ყველასთვის? _ გულუბრყ-ვილოდ ჰკითხა კესომ.

_ კი, მაგრამ ეს არ კმარა! ადამიანმა თვითონაც უნდა ილოცოს თავის გადა-სარჩენად, თორემ მერე სხვათა ლოცვა სულ ამაოა. მე თუ ვლოცავ და თავად ბოროტის საქმეს ემსახურება, ლოცვა სულ ამაოდ შეერაცხება და ცხოვრების გზაზე წარწყმდება!

_ და ჩვენ რაღა გზას დავადგეთ, მამაო, ამ გაჭირვების ჟამს? _ ილოცე და შენს გამზრდელ დედას მადლობა უთხარ, შვილო! ილოცე და

ტყვია კი არა, აღარაფერი გაგეკარება, ლოცვას მთების დაძვრა შეუძლია. ყვე-ლაფერს ერევა მართალი გულით ნათქვამი ლოცვები.

_ შიმშილსაც? _ გაოცებით შეხედა კესომ და მაშინვე ინანა თავისი ნათქვა-მი. აქაოდა, სირცხვილია, არ შემატყოს, როგორ მშიაო.

_ გშია, ხომ? ძალიანა გშია, შე საბრალო. სხვას როგორ დააპურებთ, სახლში თავადაც არაფერი გაქვთ... ეგენი კი რესტორნის სარკმლიდან ყრიან ნარჩე-ნებს... _ თითქოს მიუხვდაო, ჩაფიქრებით ჩაილაპარაკა გაბრიელ ბერმა და წინ და უკან სიარულს მოჰყვა.

კარი გაიღო. იღუმენია მარიამი იყო. ფუნთუშები და თასით წყალი მოე-ტანა კესოსთვის.

ქალიშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა ბერს და დედა მარიამს, წყალი მოსვა და კრემიან დონატებს ხარბად დააცხრა. თავიდან გაუცნობიერებლად ჭამდა, მერე თითქოს აზრი დაატანა, რას აკეთებდა და მხოლოდ მაშინ გაა-ცნობიერა თავისი სიხარბე, როცა კუჭში სისავსის შეგრძნება დაეუფლა. გვიან გამოერკვა და ერთბაშად მიხვდა, რომ გაბრიელ ბერს ხუთი დონატიდან არც ერთი არგუნა. თავი ჩაჰკიდა და დადარდიანდა... მერე კიდევ დიდხანს ისა-უბრეს მან, იქვე მოფუსფუსე დედა მარიამმა და მამა გაბრიელმა. ფრთხილად იყავიო, უთხრა ბერმა კესოს, ისეთი დროა, ბევრი ქალი და კაციც თავის ნა-მუსსა და სახელს საჭმელ-სასმელში გაცვლის და ეშმაკს თავისი ნებით მიჰყი-დის სულსო. შენ ასეთებს ერიდე და ლოცვით გაძლიერდიო, დაარიგა.

მოგვიანებით მონასტრიდან სიხარულით სავსე გამოვიდა კესო _ გაბრიელ ბერმა ხომ თავის მიერ დაწერილი ლოცვა აჩუქა. ასევე კესომ კურთხევა მიიღო, წაეკითხა შვიდგზის ლოცვები, სხვათა გაჭირვებაზე შეძლებისდაგვარად ეფიქრა და მცხეთაში ევლო.

Page 46: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

46

* * * ნაშუადღევს, სატისთან და კესოსთან ახალგაზრდა, დახვეწილი მანერების

მქონე ქალიშვილი მივიდა. ეს კესოს ჯგუფელი ანა იყო, რომელიც ირგვლივ მუდამ ,,სალვადორ დალის’’ გასაოცარ სურნელს აფრქვევდა. გაშლილი თმითა და მოხდენილი ბერეტით რომ ოთახში შეაბიჯა, სატი მაშინ სარკმელთან იჯდა და კესოს დაგლეჯილ ბატინკებს ძირს ჩაქუჩით უმაგრებდა.

_ ,,სატი დეიდა, დღეს ჩემი შეყვარებულის დღეობაა, რესტორანში იხდის, წამოვიდეს რა კესო, გამოუშვით, მანქანით ვართ.’’ _ დიდი მონდომებით წა-მოიწყო ანამ.

კესომ შეუბღვირა. ,,არ წამოვალ! რით უნდა წამოვიდე, ხომ ხედავ ფეხსაცმელი არ მაქვს?’’ _

ბუზღუნით უთხრა ჯგუფხელს, გულით კი ეწადა წასვლა... ისევ იმის გამო, რომ იქ შესაძლებლობა მიეცემოდა, ცოტაოდენი საკვები დედისთვისაც წამოე-ღო.

_ წადი შვილო, ნახე, სულ ახალივითაა, _ სატიმ შვილს გაუწოდა ფეხსა-ცმელი, რომელიც ახლა თითქმის უნაკლოდ გამოიყურებოდა და აღარც დაწებებული ლანჩები ეტყობოდა. კესოს გუნება ცოტა გამოუკეთდა.

_ სატი დეიდა, _ პროვოკაციულად განაგრძო ანამ. _ ეს ჩვენი კესო ასეთი წარმოსადეგი, მაგრამ ძალიან უთაურია... ვეუბნები, შენც გაიჩინე მდიდარი შე-ყვარებული-მეთქი. აი, ჩემი მხედრიონელია, მაგარი ბიჭი. არაფერს მაკლებს.

_ ჰო, რა ვიცი, ჩემი შვილი სულ მუჭებზე იყურება _ ღიმილი შეაგება სატიმ კესოს ჯგუფელს. _ ჩრდილო კავკასიაში, მე სადაც გავიზარდე, ასეთებ-ზე ამბობენ: ,,Коня на скаку остановит!’’-ო. არა, არა, შეცდომითაა გოგოდ და-ბადებული. შეხედავ, ნაზია, მაგრამ... მტრისას, ეგ თუ გაბრაზდა.

_ იცოდე, ეს ხასიათი ცხოვრებაში არ გამოგადგება, რადგან ვერასოდეს გამოიჭერ კარგ მამაკაცს! _ მიუბრუნდა კესოს მრავლისმცოდნე ჯგუფელი და თავიდან ბოლომდე აათვალიერ-ჩაათვალიერა. სარკის წინ მოტრიალე შავ ბა-ტინკებში გამოწყობილი კესო უზარმაზარ, ზურმუხტისფერ შალში ისე ოსტა-ტურად გახვეულიყო, თმაზე ხელოვნური შავი ყვავილიც ისე მომხიბლავად დაემაგრებინა, რომ კაცი იფიქრებდა, ვინაა ეს ქალღმერთიო.

* * * რესტორანი ,,დივა იტალიანა’’ სტუმრების სიცილ-ხარხარისგან ინგრეოდა.

ადმინისტრაციას ორი ვიოლონჩელისტი და ორი ფლეიტისტი ბარ ,,არგოდან’’ გაორმაგებული ხელფასის შეპირებით გადმოეყვანა. მაგრამ არ იცოდნენ, რომ კესოს ჯგუფელის შეყვარებულს _ გიას დაბადების დღეზე პოპულარული ბრიოლინიანი მომღერალი გოგა თურქგეევი მოეწვია. ადმინისტრაციას ასეთი გეგმა ჰქონდა, საზეიმო საღამო კლასიკური მუსიკის თანხლებით წარმართუ-ლიყო, მხედრიონელებს კი ქალაქური სიმღერების შესასრულებლად თავისი კაცი ჰყავდათ. ინტერესთა კონფლიქტი გარდაუვალი იყო.

Page 47: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

47

,,დივა იტალიანა’’ გუგუნებდა. მას ქალაქის უშუქო ნაწილისგან განსხვავე-ბით კერძო განათების და გენერატორების სისტემით ამუშავებდნენ. რესტო-რანში საკმაო ხმაური და სივიწროვე იყო.

ჯგუფელის შეყვარებული კომპლიმენტებითა და შეძახილებით შეხვდა ახალშემოსულ კესოს. და თუმცა გოგონამ თავი ხაზგასმულად ცივად, მდუმა-რედ დაიჭირა, იქ შესვლისთანავე მაინც ყველას ყურადღება მიიპყრო. არა მარტო გია, სხვა მხედრიონელი ბიჭებიც მხოლოდ კესოს უცქერდნენ. მისით დაიბოღმა და ნერვულად მოუკიდა სიგარეტს.

სუფრას მიუახლოვდა კანფეტივით გაწუწნული, კლასიკურად ჩაცმული ოფიციანტი, რომელსაც ეშმაკურად მოელვარე პაწაწინა თვალები ჰქონდა და შარვლის გრძელი ტოტებიდან ,,ნაიკის’’ ბოტასები მოუჩანდა. მენიუ დარდი-მანდულად დაუგდო მაგიდაზე და შემპარავი ხმით უთხრა:

_ ,,გნებავთ ცივი საუზმეული?’’ _ რა შედის შიგ? _ ალალად იკითხა კესომ. ეგეც არ იცი, ნეტავ შენ საუზმეს და სადილს თუ ასხვავებ ერთმანეთისგან...

_ უკბინა პირისპირ მჯდომმა ჯგუფელმა და მალბორო პირდაპირ სახეში შეა-ბოლა. _ პურის კატლეტის მეტი რამე საკვები თუ მოიპოვება, არც გსმენია.

კესოს სახეზე გაკვირვება გამოეხატა, თუმცა სიტყვები აღარ უძებნია, _ ,,და ლადნა უჟ, პრედკოვ ტვაიხ მალბორო ი კოფე უბილი!’’ _ დამცინავად ეს-როლა თვითონაც და მენიუს დაუწყო თვალიერება. გულისყურით კი მაინც ვერ დაათვალიერა, რადგან იგრძნო, რა ძლიერ ეტკინა გული და როგორ დაა-კარგვინა ჭამის სურვილი ანას სიტყვებმა.

სამაგიეროდ გიას ეამა, კესომ ანას ასე ოსტატურად რომ დაუბრუნა ხურდა. _ სპასიბა, სესტრიჩკა, ნა მესტო სრაზუ პასტავილა. _ ჩაიქირქილა გიამ, შამპა-ნური მოსვა და ფამილიარულად მოუთათუნა კესოს მხარზე ხელი. ჯიგარი ხა-რო, თან დააყოლა. კესოს ჯგუფელმა იეჭვიანა და თვალები მოჭუტა. ახლა აპეტაიზერსა და კოკტეილს მიეძალა.

ცოტა ხანში ,,დივა იტალიანაში’’ სტუმრების ნაკადმა იმატა. ახლა სულ სხვა, აფხაზეთის ომის სნაიპერთა ჯგუფი შემოვიდა. ისინი იუბილარ წევრს, წითელკაბიან სნაიპერ ნინელი იაკობიძეს დღეობას უხდიდნენ. ორმოცდაერთი წლის გამხდარიყო. ნინელიმ არც აცია, არც აცხელა, გიას დანახვისთანავე ამა-ლა მიატოვა და გეზი მისი მაგიდისკენ აიღო. მიუახლოვდა და სიტყვებით ,,ორ იუბილარს გაუმარჯოს!’’, გიას ჩაეკონა. ერთმანეთი ძველი შეყვარებულებივით მგრძნობიარედ მოიკითხეს, მაგრამ ქალი რატომღაც ფეხს ითრევდა. აშკარა იყო, უფრო აქაურ გარემოს ანიჭებდა უპირატესობას. ცალი ხელით გიას თმას უჩეჩავდა, ცალით კი შემწვარი კიბორჩხალა დაითრია. გიამ ანას გადახედა. იმას უკვე გულგრილი გამომეტყველება მიეღო და ზედ ეწერა, ეს რა ბებერია, ამაზე როგორ უნდა ვიეჭვიანოო... მაგრამ კაცმა მაინც სცადა, ეს წითელფრ-ჩხილებიანი მარწუხებივით ძლიერი თითები თავისი მხრებიდან მოეშორები-ნა. ძლიერი იყო იაკობიძის ქალი!

,,თუ აღგზნებული ხართ და გშიათ, ახლავე რამეს მოვატანინებ’’ _ უთხრა კესომ სტუმარს, ისე, რომ აინუნშიაც არ ჩაუგდია ის ფაქტი, თვითონაც რომ ამხანაგს გამოჰყვა.

Page 48: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

48

_ უიმეე, ეს ყვავილიანი პწიჩკა-გოიმკა ვიღა არის? _ დამცინავად გადმო-ხედა წითელკაბიანმა და ხმამაღლა გაიცინა. პროფილში ცხენს ჩამოჰგავდა და კესომ დაასკვნა, რომ ეს დიდი ზომის ხელოვნური კბილების ეფექტი იყო.

_ მე კესო მქვია. _ ასე გაეპასუხა ის იაობიძეს. _ გვარი? _ საიდუმლოა. _ ვააა.... _ თავში ქვა! _ არ დაინდო კესომ სნაიპერი, რომელსაც მოულოდნელო-

ბისაგან თვალები ლამის შუბლზე აუვიდა. _ უჰ, ახლა კი გახურდება ქეიფი, მიყვარს ქალების დაპირისპირება, აი! _

კმაყოფილებით თქვა გიამ და ხელისგულები ერთმანეთს წაუსვა რაღაც სასია-მოვნოს მოლოდინში. ანა კი ამ დიალოგმა ცოტა გაამხიარულა, რადგან ახლა შეყვარებულის ყურადღება კესოდან ნაწილობრივ მაინც სხვა საგანზე გადა-ვიდა.

ამაღამ სტრელკაზე არ მივდიოდე, ვიცოდი როგორც მოგექცეოდი, კესო. მაგრამ გაგიმართლა, ჩემი რომ არ დაგესო. ვიშკაზე მივდივარ, დღეს ლამაზი უნდა ვიყო! _ ვითომ მხიარულად ჩაულექსა კესოს ნინელიმ, თვალი თვალში გაუყარა და ორი გრძელი თითი მხარზე მსუბუქად დაჰკრა. კესოს არ მოეწონა ეს მოზეიმე მზერა. ,,დიადი ბოზის მზერა აქვს!’’ _ გაიფიქრა თავისთვის.

ანამ დრო იხელთა და გიას კოქტეილისთვის ბარამდე მიცილება სთხოვა. სეირის მომლოდინე შეყვარებული უხალისოდ დათანხმდა.

_ გინდათ, ვიცეკვოთ? _ ჰკითხა მოულოდნელად ნინელიმ მარტოდ დარ-ჩენილ კესოს, _ ბიჭს მე შეგირჩევთ.

კესოს უარი უნდა ეთქვა, რადგან ჯერ კიდევ ვერ მოესწრო დანაყრება, მაგრამ ნინელიმ ისეთი ძალით ჩაავლო ხელი მაჯაში, რომ წამიერად წინააღმ-დეგობა ვერც გაუწია. საცეკვაო მოედანზე კი სნაიპერმა კესო ერთ სიგარაგაჩ-რილ, ზონზროხა მხედრიონელს დაუპირისპირა, მერე ბეჭებში პატარა ბიძგი და... ზედ მიაჯახა. ელვის სისწრაფით მოქმედებდა.

კესო, თითქოს სილა გააწნესო, ისე გამწარდა, მაგრამ არ შეიმჩნია და თავი იმგვარად დაიჭირა, ვითომდა სასურველ ყმაწვილს ეცეკვებოდა. (უნდა ითქ-ვას, რომ კესოს გასაოცრად, ზონზროხა უცებ საოცრად გალანტური გახდა), შემდეგ კი კესომ შურისძიების გეგმა შეიმუშავა. იფიქრა, შესაფერის მომენტს დაველოდები, როცა მე თვითონაც ,,შემთხვევით’’ დავეტაკები ტანგოს ცეკვი-სასო. ასე კი გადაწყვიტა, მაგრამ ახალშემოსულმა სტუმრების ნაკადმა გეგმა სულ ჩაუფუშა. აქეთ მუსიკოსებმა შეწყვიტეს დაკვრა და უკმაყოფილო სახეე-ბით ინსტრუმენტების სწრაფად ალაგებას შეუდგნენ. იდგა კესო ერთ ადგილზე და ვერც ფეხს ინაცვლებდა, ვეღარც სუფრასთან ბრუნდებოდა. _ დაპირის-პირების თავიდან აცილება სურთ! _ დაასკვნა მან.

Page 49: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

49

* * *

_ სცენაზეა ჩვენი ესტრადის ბრწყინვალე ვარსკვლავი, განუმეორებელი ხმის პატრონი და ქალაქური სიმღერების უბადლო შემსრულებელი _ სახელ-განთქმული გოგა თურქგეევი! _ გამოაცხადა კონცერტის წამყვანმა სმოკინგში გამოწკეპილმა ახალგაზრდამ. ტაში დასცხეს. აპლოდისმენტების თაღქვეშ გა-ბრწყინდა გოგა თურქგეევი.

_ ლიუბლიუუუუუ! _ ანაზდად დაიკივლა იაკობიძის ქალმა და ტაში თავსზემოთ დაუკრა. ცმუკავდა და თავისი ჟესტებით ხალხს მხედველობის არეალს უვიწროებდა.

_ ხმა, კრინტი! _ თვალები დაუბრიალა გიამ ქალს. _ მორჩი წივილ-კივილს, დროა შენებთან გადაბარგდე! _ თქვა და სკამის საზურგეზე გადაწვა. მერე მკვეთრად მოტრიალდა საძმოსკენ და განუცხადა:

_ სადაცაა, გუჯა მოვა თავისი ხალხით. თავის საყვარელ რეპერტუარს შეუკვეთავს და მაგ მომღერალს გადაუხდის. ჩემ წილს კი თქვენი მონამორ-ჩილი იუბილარი ვკისრულობ, ძმაო... ფულით! _ გიამ პირი გააწკლაპუნა და გუგებში ვნების ნაპერწალი გაუკრთა. თვალებქვეშ მუქი წრეები კიდევ უფრო გამოეკვეთა. _ ჰა, რას იტყვით?

_ ტრა-ლა-ლაააააა... _ ჭერს ახედა ანამ და ხმამაღლა წაუმღერა, თითქოს შეყვარებულის ხმის გადაფარვას ცდილობსო.

_ შენ ჩვენ გვაქეიფე და... _ სიტყვა გააწყვეტინა გიას გვერდით მჯდომმა ძმაკაცმა. _ რაში მენაღვლება, როგორ გადაუხდი... ისა და, გუჯა როგორ უხ-დის? ფულით, თუ კალათშიც ჩაუდებს ნობათს? უშნოდ გაიღრიჯა და თვალი ჩაუკრა.

_ ერთი მაგათიც, მე რა ვიცი, თუ გაჭირვებულ მდგომარეობაში ნახა, კალა-თაშიც ჩაუდებს. რატო არა, რო!

_ და შენ? _ ირიბად გახედა ძმაკაცმა და წარბი აუწია. _ გააჩნია, რა დუხზე ვიქნები, ტო!.. _ ჩაეცინა გიას. _ ისე, რას გადამკიდე-

ბიხარ, აგე, გუჯაც მოვიდა! მართლაც, კარი გაიღო და გუჯა შემოვიდა. ის რომ შემოვიდა, თურქგეევი

მაშინ შალახოს უვლიდა. გუჯაც ადგა და მუსიკას ჩქარი ტაში ააყოლა. თურქ-გეევი კი ბოლო აკორდის დასრულებისთანავე შედგა, ყურები ცქვიტა და მეკა-ლათეს შეაგება მზერა. მათ ტელეპათიური გავლენა ჰქონდათ ერთმანეთზე. მომღერალი გაიპრანჭა და ტუჩები წინ გამოსწია. ტუჩებთან ერთად წინ გა-მოსწია მარცხენა ფეხიც და თეძოებიც გაარხია. კესო ახლოს იდგა და დენ-დარტყმულივით გაოგნებული შესცქეროდა ამას. ხოლო როცა ის იხილა, თუ როგორ მიუახლოვდა გუჯა სცენაზე მომღერალს და ვნებით გათანგულ ტუ-ჩებზე ცერა თითი მიადო, კესოს საშინელი გულისრევის შეგრძნება დაეუფლა.

ის გაჭირვებით დაბრუნდა სუფრასთან და სკამზე მოწყვეტით დაეშვა. დღეობის მონაწილეებს თეფშებზე უკვე ნამუსრევი დაეხვავებინათ და კესოს ლობსტერის კუდის გასინჯვას ურჩევდნენ, მაგრამ რისი თავი ჰქონდა? ნაწი-ლობრივ სიგარეტის კვამლისგანაც ერეოდა გული, ხოლო ხმამაღალი მუსიკის-

Page 50: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

50

გან დაფის აპკები გახეთქვაზე ჰქონდა... ის გარყვნილი ბებერი ხომ... ის... ბე-რისგან კურთხევას იღებდა! აქ... აქ მოეთრა და....ტფუ! გაფიქრებაც მზარავს!- ნაწყვეტ-ნაწყვეტად ეუბნებოდა თავის ჯგუფელს. ეს უკანასკნელი უკვე კესოს წამოყვანას ნანობდა, ზიზღით უყურებდა და მზად იყო, აქედან ჯანდაბის იქით გაეშვა.

_ მისმინე... მოდი, კარგ რამეზე ვილაპარაკოთ... _ სიტყვა ბანზე აუგდო ჯგუფელმა. _ სანამ შენ ცეკვავდი, ნახე, გიამ რა სიურპრიზი მომიწყო?.

_ რა სიურპრიზი, თავი მისკდება. _ უნიათოდ ჩაილაპარაკა. მერე თავი ჩაქინდრა და სახეზე ხელისგულებში ჩარგო. მხოლოდ მაშინღა

გამოერკვა, როცა მუსიკა მიჩუმდა. შვებით ამოისუნთქა და ჯგუფელს შეხედა, იმან კი სასწრაფოდ მარჯვენა ხელის არათითი შეაგება, რომელიც ჩაის წყლის ბრილიანტიან ბუჩქის ფორმის ბეჭედს დაემშვენებინა.

_ ეს ნიშნობას უდრის, არ მომილოცავ? _ ჰკითხა კესოს. _ ჰმ, ლექსი გამახსენდა! _ მიუგო მან და თვალები მოჭუტა. _ რა დროს ლექსია, რა ლექსი გაგახსენდა?! _ აი, ეს: ,,Выходит замуж молодость

Не за кого - за что. Себя ломает молодость За модное манто. За золотые горы И в серебре виски. Эх, да по фарфору Ходят сапоги! Где пьют, там и льют -- Слезы, слезы, слезы льют! ’’

_ აუ, ვერა ხარ შენ, ხო იცი! შეირგე რამე ცხოვრებაში, რა... _ გამწარდა ჯგუფელი და კესო მიხვდა, რომ მან ლექსი ვერ გაიგო.

_ ვოზნესენსკია, შე სულელო! _ გაუწყრა ანას, მაგრამ მის გამოცივებულ თვალებს რომ შეხედა, ლექსზე საუბრის სურვილი ერთიანად გაუქრა.

_ გია, სად არის? _ უცბად შეცვალა თემა. _ არ ვიცი, წეღან აქ იყო და.... უეცრად მათი ყურადღება იაკობიძის ქალმა მიიპყრო. შამპანური დაელია

და სცენაზე ასულიყო. მუსიკოსებს ასდოლარიანებს უფრიალებდა ცხვირწინ და სთხოვდა, ,,მაშ, საიდან მომეჩვენე შენ’’ დაუკარითო. დაუკრეს. იაკობიძემ ყვავის ხმა ამოუშვა და მას აჰყვნენ მხედრიონელი ყვანჩალა დაქალებიც. იქაურობა მთლად გააყრუეს.

კესოს კი ისევ ტალღასავით წამოუარა გულისრევის შეგრძნებამ და ჯგუ-ფელი ქალები ტუალეტში გაიყოლა. _ დარწმუნებული რომ არ ვიყო, რომ უმამაკაცოდ დაიარები, ნაღდი ორსული ხარ-მეთქი, გეტყოდი, უკვე ისეთ სიმპტომებს ავლენ! _ წაუსისინა დერეფანში ჯგუფელმა. კესომ არაფერი უთხრა, მხოლოდ შეხედა და ხელი ჩაიქნია. მერე ტუალეტს მიადგნენ და იქიდან უცნაური ზმუილისა თუ გმინვის მსგავსი ხმა მოესმათ. შეეჭვდნენ.

Page 51: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

51

კარს ჩამოჰკრეს ხელი _ კარი შიგნიდან აღმოჩნდა დაკეტილი, ზმუილი კი არამც თუ არ წყდებოდა, უფრო ვნებიანი და გამოკვეთილი ხდებოდა.

_ უნდა დაველოდოთ, _ თქვა კესომ, კარს ზურგით მიეყრდნო და ბოლო ძალა მოიკრიბა. ცივი ოფლი ასხამდა, კარსუკან კი უცნაური რამ ხდებოდა. მამაკაცის ვნებიან გმინვას ახლა კარზე სწრაფი, რიტმული ბიძგების ხმაური და უწმაწური სიტყვებიც თან დაერთო. კესომ ჯგუფელს შეხედა. ის სახეზე ალეწილიყო და აღარ იცოდა, რა მოემოქმედებინა. _ წამო რა, პარკს გამოვარ-თმევ და ვერანდაზე გავიდეთ! _ დაბნეულმა ესღა მოახერხა კესოსთვის ეთქვა და ის-ის იყო, უნდა წამოსულიყვნენ, რომ ტუალეტის კარი გაიღო და... ჰოი, საოცრებავ! _ თურქგეევი, ჯგუფელის ძვირფასი საქმრო და გუჯა მეკალათე ერთად გამოვიდნენ.

_ ლიუბოვ ვტრაიომ, შტო ლი? _ კესომ ჯერ სამივეს გააყოლა თვალი, მერე კი ჯგუფელს შეხედა. ანა სირცხვილისგან აჭარხლებულიყო, სიმწრის ღიმილი სახეზე შეყინვოდა, მაგრამ ჩანდა, რომ აშკარად საქმის კურსში იყო.

_ მიდი ახლა, ჩქარა შევარდი და გული აირიე! ოღონდ, გაფრთხილებ: იცოდე, არ დაიწყო შენებურები! არაფერი თქვა, გესმის? არაფერი, თორემ ცხოვრებაში აღარსად წამოგიყვან!! _ მაჯაში ჩაავლო ხელი კესოს და ბავშვი-ვით გაქაჩა ტუალეტისკენ.

_ როდის გთხოვე რამე, შენ მე ბომჟი ხომ არ გგონივარ? _ პირში მიახალა კესომ, ხელი გაითავისუფლა და უკანმოუხედავად გაიქცა დერეფნის ბო-ლოსკენ.

ის შურდულივით გამოვარდა ,,დივა იტალიანადან’’ და სუფთა ცივი ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა. გარეთ აღმოაჩინა, რომ გულისრევამ თითქმის გა-დაუარა. ღმერთს მადლობა შესწირა და ფეხით დაუყვა ჭავჭავაძის გამზირს.

მთელი გზა იმაზე ფიქრობდა, თუ რა გულთამხილავი ყოფილა გაბრიელ ბერი, როცა უთხრა, ასეთებს ერიდეო. _ თურმე იმ სიბინძურით ჩათითხნი-ლებს გულისხმობდა. წინათგრძნობამაც რომ თავი შეახსენა და ვოზნესენსკის ის ლექსიც რომ შემთხვევით არ წაუკითხა თავის ჯგუფელს? ჭკუაზე მოყვანა უნდოდა, თუმცა არ გამოუვიდა. ანას ხომ მაღალი მატერიების არაფერი გაეგებოდა. _ ასეთებს მარტო გათხოვება შეუძლიათ... და ფულიან მესაჯდო-მეზე დაქორწინება სარფიან საქმედ მიაჩნიად!.. _ გაიფიქრა გულში და ნაბიჯს აუჩქარა. გზის ფული არ ჰქონდა და ფეხით უნდა ევლო აქედან სირაჩხა-ნამდე.

_ დაბრძანდი, ლამაზო! _ ამ სიტყვებით რამდენიმე მძღოლმა მიმართა და ავტომობილებიც გაუჩერეს, მაგრამ კესო ზედაც არავის უყურებდა, ,,დივა იტალიანას’’ ამაზრზენი სცენები მეხსიერებაში ჩარჩენოდა და ყველა მამაკა-ცი ერთნაირი ეგონა.

* * * ,,ღმერთო, გევედრები შენ, ზეციდან მოგვისმინე, პირი ჩვენკენ იბრუნე,

წყალობა მოგვივლინე, შენ გაგვიშვი მშვიდობით, რომ ვიაროთ შენი გზით, შენს მცნებებს ვასრულებდეთ და ბოროტს გავურბოდეთ. მასწავლე, უფალო,

Page 52: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

52

შენ წინ ლოცვა და შენი წმიდა სჯულის დაცვა, რომ შენი გული გაგვიერთ-გულდეს და შენი წმიდა სჯულით ვიაროთ. ამინ!’’ _ ხატების წინ, ალბათ, უკვე მეასედ კითხულობდა გაბრიელ ბერის ამ ლოცვას კესო და მცირე მეტანიებს ასრულებდა. დაიღალა, უკვე ექვსი სრულდებოდა. საღამო იყო და დედა არსად ჩანდა. სახლი დაიარა და პურის ნამცეციც ვერსად ნახა!.. არადა, შიოდა, სასტი-კად შიოდა... ჰმ, რესტორნიდან დაბრუნებულს!

მიხვდა, რომ იქ წასვლით შეცდომა დაუშვა. აბა როგორ უნდა აეხსნა დე-დისთვის, რომ კვლავ მშიერი დაბრუნდა, რას იტყოდა სატი? არადა, წასვლა-მდე დედასაც იმედი გაუჩინა, რამეს მოგიტანო. თვალზე ცრემლმომდგარმა კესომ სარკმელი გამოაღო და ღრუბლიან ცას ახედა. ერთი ფაფუკი ღრუბელი ფუნთუშას საოცრად ჰგავდა, გერმანული დონატივით შუაგულში ჩაღრმავება ჰქონდა. კესომ ნერწყვი გადაყლაპა, მერე დედის შეზლონგზე წამოწვა,თვალები დახუჭა და ოცნებას მიეცა... და უკვე წარმოსახვაში დაინახა დიდი, დაპუდ-რული, ტკბილი დონატები. სურათი სურათს დიდი სისწრაფით ცვლიდა და დონატები სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ, ოღონდ ისინი ხან წვრილდებოდნენ, ხან სქელდებოდნენ, ფუვდებოდნენ და ფორმას სრულიად იცვლიდნენ. ოცნება ძილმა და საამურმა ზმანებებმა ჩაანაცვლეს.

მერე კარი გაიღო და ოთახში შემოვიდნენ. ახლა ნახევრად ძილბურანში მყოფ კესოს ასეთი საუბარი ჩაესმოდა:

,,აქვე გაიხსნა, ჩემი ძმიშვილის არის, ხომ იცი, ერთმანეთის პატრონები ვართ. ცოტაოდენი ფული მქონდა და მივეცი.’’

ცოტა კიდევ და, ახლა წინკარიდან შუა ოთახისკენ მომავალი ნაბიჯების ხმაც გაიგონა და უეცრად წამოჯდა. თვალები მოიფშვნიტა, აღარ ახსოვდა, რამ-დენ ხანს ეძინა. მაჯა ჰქონდა აჩქარებული.

_ დიდხანს მეძინა? _ ხმამაღლა გასძახა დედამისს. _ არ ვიცი, შვილო. ალბათ, კარგ დროს გაატარებდი _ გაეპასუხა სატი, _ მე

კი ახლა მოვედი, ქალბატონი ნელი მოვიყვანე. კესოს მწარედ გაეცინა. თუმცა ქალბატონი ნელიც სიყვარულით წამოხტა,

თმა უცბად მოისწესრიგა და თაროდან შტრაუსის ნოტები გადმოიღო. იცოდა, როიალთან დასვამდნენ და გეზიც იქით აიღო.

იმ ოთახში ვანილისა და ნამცხვრის მათრობელა სურნელი იდგა და სიხა-რულისგან ლამის შეჰყვირა. ქალბატონი ნელი და ქალბატონი სატი სავარძ-ლებში განაბულიყვნენ კესოს კონცერტის მოლოდინში. როიალზე კი სინი იდ-გა, დაპუდრული დონატებით სავსე. კესომ გაიღიმა, როიალს მიუჯდა და თავ-დავიწყებით ააჟღერა ,,ცისფერი დუნაი’’.

_ იცი, სატი, ამ ბედკრულ ცხოვრებაში შენი ქალიშვილის საღამოს კონცერ-ტები მილიონი მიღირს, _ გაბრწყინებული სახით გადაულაპარაკა ქალბატონმა ნელიმ კესოს დედას. _ ოღონდ ჩვენი პიანისტი მიტკბობდეს სმენას და ამიე-რიდან ერთი ვალსი _ ჩემგან ფეშქაშად დონატებით სავსე ერთი სინია.

Page 53: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

53

დრამატურგია

revaz miSvelaZe სცენარი პანტომიმის სპექტაკლისათვის

შოთა რუსთაველი

ვ ე ფ ხ ი ს ტ ყ ა ო ს ა ნ ი

პირველი სურათი

განთიადი ახლოვდება. რიბირაბოა. ლურჯად, მკრთალად განათებული სცენა. კულისებიდან მოისმის სასიამოვნოდ ბოხი, მკვეთრი, ძველქართული

ინტონაციით წაკითხული:

,,მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი: ვის ჰმორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი, დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი, ანუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი.

კაცი ვერავინ ვერას იქმს, თუ ეტლი არ მოსთმინდების, მე რაცა მინდა, არა მაქვს, რაცა მაქვს, არ მომინდების, ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდების,

Page 54: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

54

კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების.

მიმნდობნი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან, იშვებენ, მაგრამ უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან, ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან. ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შეთამრჩებიან’’.

შორიდან მოისმის მარშისებური დოლის ცემა და მას ადევნებული ლაშქრული მელოდია.

ხმა თანდათან ახლოვდება. სცენაც უფროდაუფრო ნათდება. ლურჯ ფერს ყვითელი ფერი ერევა. სცენის სიღრმიდან მწყობრად მომავალი მეომრები გამოჩნდნენ. ორად

გაყოფილ რაზმს, წინ მაღალი, ულამაზესი ჭაბუკი მოუძღვის. უკან, შორიახლო ორი მეომარი მოჰყვება და შემდეგ სხვა მეომარნი მოაბიჯებენ.

საოცარია მეომართა სინქრონულობა. ავანსცენაზე ლაშქარი იყოფა: ერთი ნაწილი მარჯვნივ მიდის, მეორე მარ-

ცხნივ. მერე სცენაზე ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით რამდენჯერმე

გაივლიან მეომრები. ამჯერად მათ ერთმანეთის მხრებზე უწყვიათ ხელები. კვლავ საოცარი სიმწყობრე ჯარისა. უეცრად წელში მოიხარნენ და წრე შეკრეს. ფეხის შეთრევით, თითქოს რაღაცას ეპარებიან. თოროსანი ჭაბუკი წრის შუაშია და ხელის მოძრაობით ჯარს წინამძღვ-

რობს. მერე წრე ისევ იშლება და ამჯერად ჯარს წინხელგაშვერილი ჭაბუკი მიუ-

ძღვის. სამარშო მუსიკა საომარმა შეცვალა. ყიჟინა, ფარ-მუზარადთა ხათქახუთ-

ქი. სცენაზე ნამდვილი ომია. ფარ-შუბების და ხმალთა კვეთება. იგი კარგა ხანს გრძელდება. უეცრად ვეფხვის ღრიალი გაისმა. მეომრები წამით გაირინდნენ და მე-

რე შეშინებულნი უკან მიაწყდნენ. მხოლოდ წინამძღოლი ჭაბუკი დარჩა

ადგილზე. ჭექა-ქუხილის და გრგვინვა-გრია-

ლის ფონზე სცენაზე ვეფხვი გადმოხტა. დაიწყო ვეფხვისა და ჭაბუკის საბე-

დისწერო, სამკვდრო-სასიცოცხლო კვე-თება.

Page 55: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

55

მებრძოლნი ირგვლივ დგანან და გმინავენ. ჩარევას ვერავინ ბედავს. ხან ვეფხვია ყირაზე, ხან ჭაბუკი. ორივე დაუძლურებამდე დაიღალა. ჯერჯერობით შერკინება თანაბარძალოვანია. ბოლოს კაცმა სძლია. ვეფხვს ყელზე თითები შემოაჭდო და აიტაცა. ვეფხვის უკანასკნელი აღრიალება და სასიკვდილო ხრიალი. მზეჭაბუკმა გაიმარჯვა. მან სატევარი იძრო და სცენის სიბნელეში გაუჩინარებულ დაჭრილ ვეფხვს

გამოედევნა. სიბნელეში და რიარიაში მალე გამოჩნდა გამარჯვებული ჭაბუკი. ყველანი შემოეხვივნენ და გაოცებულნი ათვალიერებენ. ტანზე აბჯრის ნაცვლად, მხარზე გარდიგარდმო გადაგდებული ვეფხვის

ტყავი აცვია. ეს ვეფხისტყაოსანი ჭაბუკი ტარიელია.

მეორე სურათი

უზარმზარი, გაუვალი ტყე. ხეებსა და ლაქაშ-ხვიარებში მშვილდისარმომარჯვებული ტარიელი სანა-

დიროდ გამოსულა. შორიახლო ორი მსახური მოჰყვება. შემოტრიალდება ტარიელი, სტყორცნის ისარს, ისევ შემოტრიალდება და

ისევ სტყორცნის. უეცრად უსიერ ტევრში ულამაზესი ქალი შენიშნა. ქალი გაიქცა. ტარიელმა მშვილდი გადააგდო და დაედევნა. განგაშისებური მუსიკა. ტარიელი ხელებით ხეთა ტოტებს განზე სწევს და წინ მიიჩქარის. ასევე იქცევა ქალიც. იგი ფარსადან მეფის ქალიშვილი _ ნესტან-დარეჯა-

ნია. ნესტანი ქურციკივით მიხტის. უეცრად ტარიელის წინაშე შავეულში, შავი ქორივით ხელებაღმართული

მამიდა დავარი გაჩნდა. ნესტანიც და ტარიელიც ორივენი შეჩერდნენ. ახლა ისინი ერთმანეთისკენ ისწრაფვიან, მაგრამ მამიდა დავარი მიახლოე-

ბის საშუალებას არ აძლევს. ესესაა უნდა მიუახლოვდნენ და ხელი მისცენ ერთმანეთს, მაგრამ კვლავ

ქორივით ჩამოეშვება დავარი და ქალ-ვაჟს ერთმანეთს დააშორებს. ბოლოს ეპიზოდი იმით მთავრდება, რომ დავარი ხელს სტაცებს ნესტანს

და იქაურობას გაარიდებს. გულშეღონებული ტარიელი ხესთან ჩაიკეცება.

Page 56: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

56

მესამე სურათი

ფარსადან მეფის კარი. სამეფო დარბაზი. აღმოსავლურად მორთულ ტახტზე მორჭმით ზის მეფე. მარცხნივ დედო-

ფალი. იქვე, მარჯვნივ, ტახტთან ახლოს დგას ტარიელი. ქვემოთ დიდებულები, ნაზირ-ვეზირები. ოთხმა მონამ კიდობნით ნესტან-დარეჯანი შემოიყვანა.

შუა დარბაზში ჰარამხანის ქალები ულა-მაზეს ტანთა მიმორხევით ცეკვავენ..

დიდებულთა თანხლებით შემოიყვანეს ხვარაზმშას შვილი _ ფარსადან მეფის სასი-ძო.

მეფემ ხელი შემართა. დარბაზი გაისუსა. ხმა კულისებიდან:

,,უწყით ყოველმან ხვარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი, მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდა რომელი?!’’

დარბაზში ტაშმა და ჟრიამულმა იფეთქა. შარბათით ერთმანეთს ულოცავენ. ზანგები ზანგურ როკვას იწყებენ. მეფის კარზე სიხარული სუფევს. და უეცრად შუა დარბაზში ტარიელი დადგა. ხელი შემართა. დარბაზი სმენად იქცა. როკვა და საზეიმო მუსიკა შეწყდა. ხმა კულისებიდან:

,,იცით, ინდოთა სამეფო რაზომი სრა-საჯდომია, ერთიღა მე ვარ მემკვიდრე, ყველაი თქვენ მოგხდომია, ამოწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია’ დღესამდის ტახტი უჩემოდ არავის არ მოჰნდომია.

ვერ გათნევ, თქვნმან კეთილმან, აწ ეგე არმართალია, ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი, გივის ერთაი ქალია, ხვარაზმშა დასვა ხელმწიფედ, დამრჩების რა ნაცვალია? სხვა მეფედ დაჯდეს ინდოეთს, მერტყას მე ჩემი ხმალია?’’

Page 57: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

57

ამ სიტყვებზე ყველამ ნესტანისკენ გაიხედა. როგორც ჩანს, მეფეც, ნესტანისგან ხვარაზმშას ცოლობაზე დასტურს ელო-

და. ნესტანი წამოდგა. ხმა კულისებიდან:

,,სწორს ბრძანებს, სპარსთა ვერა ვიქმთ, ინდოეთისა ჭამასა’’. ყველანი სახტად დარჩნენ. ხვარაზმშას შვილი გატრიალდა და წავიდა. მისი ამალა თან გაჰყვა. განრისხებული მეფე დგას. მცველებმა დაპატიმრებული დავარ შემოიყვანეს. ბუნებრივია, ეს ყველაფერი დავარს ბრალდება. დავარი დარბაზის ცენტრში თმაგაშლილი დგას. ხმა კულისებიდან:

,,დავარ თქვა: ვარო უბრალო, ვით დავამტკიცო, ვითა ვთქვა, თუმცაღა მქმნელი ამისა, ვინ არ დამქოლოს, ვინ არ და, ვირე მომკლავდეს, მოვკვდები, სიცოცხლე გასაწყინარდა, დანა დაიცა, მოცაკვდა, დაეცა, გასისხლმდინარდა’’.

დავარის მოქმედება ამ ტექსტს ზუსტად მიჰყვება. მან დანით თავი მოიკლა. მეფე წამოდგა. ნესტანისკენ ხელი გაიშვირა: ხმა კულისებიდან:

,,წაიყვანეთ და დაკარგეთ, მუნ სადაც ზღვისა ჭიპია, წმიდისა წყლისა ვერ ნახოს, მყინვარე, ვერცა ლიპია, ქაჯთ გაეხარნეს, შეხლტუნვით იყივლეს: ,,იპი, იპია’’ ესე ვნახე და არ მოვკვდე, არა მგავს არცა სიპია’’.

ამის მნახავმა ტარიელმა გაიბრძოლა. გაიწია ნესტანის საშველად, მაგრამ მეფის მცველებმა არ გაუშვეს და

დარბაზიდან გაიყვანეს. დარბაზობა ზარით და გლოვით დამთავრდა.

მეოთხე სურათი

გზაზე მოდის პროცესია _ შეიარაღებულ მცველებს ფეხით მოჰყავთ თავი-დან ფეხებამდე ბადეგადაფარებული ნესტანი.

ქაჯურ-ზანგური გრძელი, მოსაწყენი მუსიკა. უდაბნოა. ქარი უბერავს.

Page 58: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

58

ქარი თანდათან ძლიერდება. ქაჯებმა სახეები რიდეებით მოიბურეს. გაიარა პროცესიამ და, თითქოს ფეხდაფეხ მიჰყვებოდაო, ტარიელი გა-

მოჩნდა. იგი თავისი სატრფოს ნესტანის საძებნელადაა წამოსული. ქარის სისინი. უდაბნოს ქვიშა სახეში სცემს. უეცრად ტარიელს კვნესაგარეული ყვირილი და ოხვრა შემოესმა. მალე ქვიშის ბურუსს კაცი გამოეყო. იგი მხარშია დაჭრილი. საღ ხელს იქნევს და ვიღაცას ექადნება. ხმა კულისებიდან:

,,ძახილი მესმა, შევხედენ, მოყმე ამაყად ყიოდა, შემოარბევდა ზღვის პირ-პირ, მას თურმე წყლული სტკიოდა. ხრმლისა ნატეხი დასვრილი აქვს, სისხლი ჩამოსდიოდა, მტერთა ექადა, წყრებოდა, იგინებოდა, ჩიოდა’’.

ტარიელი წინ გადაუდგა. დაჭრილი შეჩერდა. ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. იქვე, ხის ძირში მისხდნენ. ტარიელმა მხარი შეუხვია. ხმა კულისებიდან:

,,მულღაზანზარის ქალაქი, აქ, ახლოს, მე მაქვს რომელი, ნურადინ-ფრიდონ სახელ მძეს, მეფე ვარ მუნა მჯდომელი, ესე საზღვარი ჩემია, სადა ხარ გარდამხდომელი, ცოტა მაქვს, მაგრამ ყოველგნით სიკეთემიუწვდომელი.

დღეს გამოველ ნადირობად, ზღვისა პირსა ვინადირე, ქორის დევნა მომნდომოდა, მით მრეკალი არ ვახშირე, სპათა ვუთხარ, მომიცადეთ, მოვიდოდე მეცა ვირე, ხუთთა ოდენ ბაზიერთა მეტი არა დავიჭირე.

მომეჯარნეს, ვეღარა ვქმენ, ნავით ცხენი გარდვიხლტუნვე, ზღვა-ზღვა ცურვით წამოვუვე, ჩემი მჭვრეტნი გავაცბუნე, თანამყოლი ყველაკაი დამიხოცნეს, დამრჩეს მუნვე, ვინცა მდევნის, ვერ შემომხვდის, მივუბრუნდი, მივაბრუნე’’.

ტარიელი აღაშფოთა ფრიდონის ნაამბობმა. რაინდებმა ხმლები ჩაბღუჯეს და მტრებთან საბრძოლველად გაემართნენ.

ქარიშხალი უფრო გაძლიერდა. გაიმართა ფიცხელი ომი ზღვაში. ტარიელის და ფრიდონის ხმლები ელვას აკვესებენ.

Page 59: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

59

ფრიდონის ბიძაშვილები თორჩაფხუტაბჯარასხმულები, ტარიელი და ფრიდონი კი მხარშიშველნი იბრძვიან.

კარგა ხნის ჭიდილის შემდეგ რაინდებმა გაიმარჯვეს. ფრიდონს და ტარიელს ერთმანეთზე გადაბმული, მხარშეკრული ტყვეები

მოჰყავთ.

მეხუთე სურათი

როსტევან მეფის კარზე დარბაზობაა. დიდებულნი სხედან. მსახურნი გადი-გამოდიან. სასახლეში სასიამოვნო მოლოდინით გამოწვეული სასიამოვნო განწყობა

სუფევს. შემოდის როსტევან მეფე, რომელსაც მისი ერთადერთი ქალიშვილი, ულა-

მაზესი თინათინი მოჰყავს სამეფო ტახტისკენ. უკან დედოფალი, სპასპეტი (ჯარების სარდალი) ავთანდილი და სხვა

დიდებულები მიუყვებიან. როსტევანმა თინათინი სამეფო ტახტზე დასვა. დაიწყო მეფედ კურთხევის ცერემონიალი. როსტევანმა სამეფო გვირგვინი აიღო. თინათინი ტირის. ხმა კულისებიდან:

,,უბრძანა: ნუ სტირ ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი, დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს, ჩემგან ხელმწიფედ ხმობილი, აქათგან ესე სამეფო შენია, მართ მონდობილი, ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი.

ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების, დიდთა და წვრილთა წყალობა შენცა ნუ მოგეწყინების, უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების, უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების.

მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია, უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა ვინ ორგულია, სმა-ჭამა დიდად შესარგი, დება რა სავარგულია, რასაცა გასცემ შენია, რას არა დაკარგულია’’.

ამ სიტყვების დამთავრებისთანავე როსტევან მეფემ თინათინს სამეფო გვირგვინი თავზე დაადგა.

Page 60: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

60

დარბაზში ტაშმა იქუხა. დიდებულნი ულოცავენ. გაიმართა საზეიმო მეჯლი-

სი. მოცეკვავენი და მომღერ-

ლები ერთმანეთს ცვლიან. მოცეკვავე არაბები... მოცეკვავე ინდოელები... მოცეკვავე ზანგები... ერთი სიტყვით, სამეფო

კარზე ზღაპრული ზეიმი მიმ-დინარეობს.

შიგადაშიგ მოქეიფენი აალებული თასებით ხელში ხან როსტევან მეფეს ულოცავენ, ხანაც თინათინს.

მოზეიმეთა შორის განსაკუთრებით ავთანდილ გამოირჩევა. სამეფო დარბაზში უეცრად ეულად მომავალი ხელებდაჭდეული ტარიელი

გამოჩნდა. ცეკვა-თამაში შეწყდა. ტარიელი მიაბიჯებს. ყურადღებას არავის აქცევს. ერთმა-ორმა მისი შეჩერება-შეპყრობა სცადა, მაგრამ ვერ გაბედა, ახლოს

ვერ მივიდა. ტარიელი გავიდა. მას უპირველესად ავთანდილი და რამდენიმე დიდებული გამოედევნა. ლხინი ფაქტიურად ჩაიშალა. ყველანი უგუნებოდ არიან. განსაკუთრებით როსტევან მეფეა მოწყენილი. ავთანდილი მალე დაბრუნდა. თინათინი მივიდა. დარბაზში ჰარამხანის ქალები მოწყენილად, უქეიფოდ ცეკვავენ. ავთანდილი თინათინს და როსტევანს რაღაცას უამბობს. თინათინი წამოდგა და ავთანდილს მხარზე ხელი დაადო. ყველანი თინათინს შესცქერიან. ცეკვა შეწყდა. ხმა კულისებიდან:

,,ასრე გითხრა, სამსახური, ჩემი გმართებს ამად ორად: პირველ ყმა ხარ, ხორციელი არავინ გყავს შენად სწორად, მერმე ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია არ ნაჭორად, წადი, იგი მოყმე ძებნე, ახლოს იყოს, თუნდა შორად. შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე, რომე დამხსნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე, გულსა გარე საიმედო ია მორგე, ვარდი ყარე,

Page 61: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

61

მერმე მოდი, ლომო, მზესა შეგეყრები, შემეყარე.

სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებნარი, ჰპოვო, მოდი გამარჯვებით, მხიარულად მოუბნარი, ვერა ჰპოვებ, დავიჯერებ, იყო თურმე უჩინარი, კოკობი და უფურჭვნელი ვარდი დაგვხდე დაუმჭნარი’’.

ავთანდილმა ყურადღებით მოუსმინა. დაიხარა და თინათინის კალთას ეამბორა. უკუსვლითა და საჰაერო ამბორით ყველას გამოემშვიდობა და გავიდა.

მეექვსე სურათი

ქაჯეთის ციხის მისადგომები. ფარ-მუზარადით და რკინის პერანგით,

ხმალ-შუბით აღჭურვილი სამი რაინდი ფეხზე დგას (როგორც ზიჩის ნახატშია).

ავთანდილის ტარიელის და ფრიდონის მზე-რა შორს მკრთალად მჩენი ქაჯეთის ციხისკენაა მიპყრობილი.

სხვა მებრძოლნი კლდეს მოფარებულნი წვა-ნან, რომ ციხიდან ქაჯებმა არ შენიშნონ.

ფრიდონი იწყებს: ხმა კულისებიდან:

Page 62: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

62

,,ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან, მასწავლეს მათნი საქმენი, მახლტუნვებდიან, მწვრთნიდიან. ასრე გავედი საბელსა, რომ თვალნი ვერ მომკიდიან, ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი, იგიცა ინატრიდიან. აბჯრითა გავალ, არა მიჩნს, ჭირად გატანა ფარისა, შიგან ჩავხტები კისკასად, ვეცემი მსგავსი ქარისა, ლაშქართა დავხოც, გავახვამ, ნახოთ გაღება კარისა! თქვენცა მუნ მოდით, სადაცა გესმას ზრიალი ზარისა’’.

ფრიდონის შემდეგ ავთანდილმა შემართა ხელი და მისი რჩევა ასეთი

გახლავთ: ხმა კულისებიდან:

,,სჯობს დადეგით დამალულნი თქვენ ადგილსა იდუმალსა, ისი კაცნი არ იჭირვენ, მგზავრსა ქალაქს მიმავალსა, სავაჭროთა შევეკაზმი, ვიქმ საქმესა მე მუხთალსა, ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ მუზარადსა, ჯაჭვსა, ხრმალსა.

შიგანთა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად, თქვენ გარეთ კართა ეცენით ყოველნი მსგავსად გმირისად, კლიტეთა დავლეწ, გავახვამ, დამიდგას ვერ ქვიტკირი სად, თუ რა სხვა გვიჯობს, თქვენ ბრძანეთ, ვარ მრჩევლად ამა პირისად’’.

ბოლოს ტარიელმა გადასდო მხარზე ორივე მეგობარს ხელები და ბრძანა: ხმა კულისებიდან:

მაგა თათბირსა ესე სჯობს, ვქმნათ ჩემი მონახსენები, გავიყოთ კაცი ას-ასი, რა ღამე ჩნდეს ნათენები, სამთავემ სამგნით მივმართოთ, ფიცხლა დავსხლიტოთ ცხენები, მოგვეგებიან, ვემცრობით, ჩვენ ხრმალთა მივცეთ მძლე ნები.

ფიცხლა შევებნეთ, შევსჯარნეთ, ვერ მოგვასწრებენ კარებსა, სამთაგან ერთი შეუვალთ, სხვა გარეთ ვცემდეთ გარებსა, მან ერთმან შიგნითა მყოფნი მივცეთ სისხლისა ღვარებსა, ხელი კვლა ვხადოთ აბჯარსა, მას ჩვენგნით მძლედ ნახმარებსა~.

ტარიელმა, ავთანდილმა და ფრიდონმა ხმალ-შუბნი ჩაბღუჭეს და ჯერ იდუმალ მიპარვით, მერე კი ომახიანი ყიჟინით შეუტიეს ქაჯეთის ციხეს.

მეომარნიც, რასაკვირველია, მიყვნენ. აქ უნდა გამოჩნდეს რეჟისორის უმაღლესი ოსტატობა ბატალური პასაჟე-

ბის ჩვენებისა. გაიმართა ფიცხელი ომი. ქაჯნი გააფთრებით იცავენ ციხეს. რაინდნი შეუპოვრად იბრძვიან.

Page 63: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

63

მტერს მიჰკაფავენ და წინ მიიწევენ. იქეთ-აქეთ დახოცილ-დაჭრილები ჰყრია. სცენის სიღრმიდან შუქი გამოკრთის. ტარიელი იქით გაემართა, და... აღსრულდა! შუქიდან ნესტანი გამორბის. მიჯნურნი ტარიელი და ნესტანი ერთმანეთს გადაეხვივნენ. ხმა კულისებიდან:

,,მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღმრთისა, კრონოს, წყრომით შეხედულმან მოიშორა სიტკბო მზისა. მათვე რისხვით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმრგვლე ცისა, ველნი მკვდართა ვერ იტევდეს, გადიადდა ჯარი მკვდრისა,

გზანი დახვდეს შეკაფულნი, შევიდეს და გაძვრეს ხვრელსა, ნახეს, მზისად შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა, მუზარადი მოეხადა, შვენის აკვრა თმასა ლელსა, მკერდი მკერდსა შეეწება, გარდაეჭდო ყელი ყელსა!’’

ნესტანი და ტარიელი ურთიერთჩახვეულნი, მკერდგადაჭდობილნი დგა-ნან.

ავთანდილ და ფრიდონ მიუახლოვდნენ და მიჯნურთა სიხარულს იზია-რებენ.

მტერი დამარცხებულია. ქაჯეთის ციხე აღებულია. ნესტანი გამოხსნილია. ავანსცენაზე ერთად გამოდიან ყველანი. გამარჯვების ეიფორია წამით წყდება. ხმა კულისებიდან:

,,ისმინეთ კიდით კიდემდე! ესე ამბავი მრთელია, ლხინი მოგვეცა, მოგვშორდა ყოველი ჭირი ძნელია, მზე მოგვეახლა, უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია, ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია’’.

ფ ა რ დ ა

Page 64: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

64

წერილები

igor kveselava

ქართული კონსტიტუციის გზა (წერილი პირველი)

პირველი ქართული კონსტიტუცია

ლათინური წარმოშობის სიტყვა კონსტიტუცია (constitucio), მოწყობას, დადგენას ნიშნავს და განიმარტება როგორც ,,სახელმწიფოს ძირითადი კანონი, რომელიც განსაზღვრავს მის

საზოგადოებრივსა და პოლიტიკურ

მოწყობას, საარჩევნო სისტემას, სა-

ხელმწიფოს მართვისა და მოღვაწე-ობის ორგანიზაციის პრინციპებს, მო-ქალაქეთა ძირითად უფლებებსა და

მოვალეობებს; კონსტიტუცია წარ-მოადგენს მიმდინარე კანონმდებლო-ბის საფუძველს’’.

სახელმწიფო მოწყობის, ხელისუფ-ლების დანაწილებისა და ადამიანთა უფლებების დაცვის პრობლემა, რო-მელიც ძველი პერიოდიდან იღებს

სათავეს, სრულყოფილად რეგული-რდება საკონსტიტუციო მექანიზმით.

ბევრმა ქვეყანამ შეძლო შეემუშა-ვებინა ისეთი კონსტიტუციური დო-კუმენტი, რომელშიც აისახა წარ-სული, ეროვნული სახე, ისტორიული ტრადიციები და, რაც მთავარია, ერის პოლიტიკური ცხოვრება.

კონსტიტუციური მართვის სისტე-მები და ფორმები თანდათანობით იხვეწებოდა, ითვალისწინებდა პო-ლიტიკურ და სამართლებრივ გარე-

მოს, ეძებდა სავარაუდო პრობლემე-ბის გადაჭრის გზებს, ასწორებდა შეცდომებსაც, მაგრამ ყველა ერთიანი იყო ხელისუფლების დანაწილების პრინციპების აუცილებლობაში, დე-მოკრატიის ანუ ხალხის მმართვე-ლობის უზენაესობის აღიარებასა და ავტორიტარული მმართველობის ნე-გატიურობაში.

ყველა ქვეყანა ისტორიული გამო-ცდილების, ეროვნული ტრადიციე-ბის, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გან-ვითარების გათვალისწინებით კონს-ტიტუციის თავისებურ მოდელს ირ-ჩევს.

ასევე მსოფლიოში არსებობენ მო-ნარქიები, რომლებიც უპირველესად დიდ ბრიტანეთთან ასოცირდება, თუმცა სხვადასხვა ფორმით მონარ-ქიები მსოფლიოს 45 ქვეყანაში ფუნქ-ციონირებს. აქედან 12 ქვეყანა ევ-როპაშია.

ამრიგად, კონსტიტუცია ეროვნუ-ლი განვითარების უმაღლესი სტა-დიის სახელმწიფოებრიობის უმნიშვ-ნელოვანესი იურიდიული დოკუ-მენტია, რომელიც განაპირობებს სა-ხელმწიფო ცხოვრების მაორგანიზე-

Page 65: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

65

ბელი ფუნქციის მქონე ინსტიტუცი-ების ქმედუნარიანობას. აქედან გა-მომდინარე, რამდენადაც სრულყო-ფილია კონსტიტუცია, იმდენად სრულფასოვანია სახელმწიფოებრივი ცხოვრება.

ფორმის მიხედვით არსებობს და-წერილი და დაუწერელი კონსტი-ტუციები. პირველი დაწერილი კონს-ტიტუცია მიღებულია ამერიკის შე-ერთებულ შტატებში 1787 წლის 17 სექტემბერს. დაუწერელი კონს-ტიტუციები მოქმედებს ამჟამად დიდ ბრიტანეთში, ისრაელში, ახალ ზე-ლანდიასა და სხვა ქვეყნებში.

კონსტიტუცია აქვს საქართველო-საც. 1919 წლის 12 მარტს საქართვე-ლოს დამფუძნებელმა კრებამ გამოყო საკონსტიტუციო კომისია, რომელსაც

დაევალა საქართველოს დემოკრატი-ული რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტის შედგენა. კომისიის თავმჯ-დომარე გახლდათ დამფუძნებელი კრების წევრი პავლე საყვარელიძე.

საქართველოს კონსტიტუციის პრო-ექტს ძირითადად საფუძვლად დაე-დო შვეიცარიის კონსტიტუციის ძი-რითადი იდეა, რომელიც შეუთავსდა საქართველოს სინამდვილეს, თუმცა ცალკეული პრინციპები სხვა დემოკ-რატიული სახელმწიფოების კონსტი-ტუციებიდან გადმოიღეს. შემუშავე-ბული პროექტი ცალკე ბროშურად 1920 წლის ივნისში გამოქვეყნდა და დამფუძნებელ კრებას განსახილვე-ლად გადაეცა.

საქართველოს დამფუძნებელმა კრე-ბამ 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო საქართველოს კონსტიტუცია, რომე-ლიც მნიშვნელოვნად განსხვავდებო-და პროექტისაგან. კონსტიტუციის საბოლოო ტექსტი 1921 წლის გაზა-ფხულზე, დაიბეჭდა ბათუმში, ნ. ხვინ-

გიას სტამბაში და ამჟამად ბიბლიო-გრაფიული იშვიათობაა.

1981 წელს დავით თაბორიძემ სა-ზღვარგარეთ გამოსცა კონსტიტუცი-ის ქართულ-ფრანგული ტექსტი, მისი ქსეროასლი მოგვიანებით ისტორი-კოსმა უშანგი სიდამონიძემ გადასცა გაზეთ ,,სამშობლოს’’ რედაქტორს პა-ატა ნაცვლიშვილს, რომლის ძალისხ-მევით, 1921 წლის შემდეგ, პირვე-ლად, 1990 წლის გაზაფხულზე, მო-ხერხდა საქართველოს დემოკრატი-ული რესპუბლიკის კონსტიტუციის ტექსტის გამოცემა.

საქართველოს პირველი რესპუბ-ლიკის კონსტიტუცია ასახავდა იმ-დროინდელ რეალობას, რომელსაც საფუძვლად დაედო 1918-1921 წლე-ბის საქართველოს სახელმწიფოებ-რივი ცხოვრების პრაქტიკა. ის საკ-მაოდ მაღალი ხარისხის პოლიტი-კურ-იურიდიული დოკუმენტი იყო, რომელიც აღიარებდა ქვეყნის უმაღ-ლესი წარმომადგენლობითი ორგა-ნოს _ პარლამენტის საჭიროებას.

საქართველო გამოცხადდა თავისუ-ფალ, დამოუკიდებელ და განუყო-ფელ სახელმწიფოდ, რომლის პოლი-ტიკური წყობილების მუდმივი და უცვლელი ფორმა იყო დემოკრატი-ული რესპუბლიკა, ხოლო ქართული ენა _ სახელმწიფო ენა. უმაღლესი

აღმასრულებელი ხელისუფლება იყო მთავრობა, რომლის თავმჯდომარე,

ამავე დროს, იყო ქვეყნის უმაღლესი პირი. სრული დამოუკიდებლობა ენიჭებოდა უმაღლეს სასამართლოს _ სენატს.

კონსტიტუცია აკანონებდა საყო-ველთაო, სავალდებულო და უფასო დაწყებით განათლებას, დაცული იყო

საქართველოში მცხოვრები ეროვნულ უმცირესობათა ინტერესები. ქვეყანა-

Page 66: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

66

ში უპირატესობით არ სარგებლობდა არც ერთი რელიგია. კანონდებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევა. უქმდებოდა სიკვდილით დასჯა.

კონსტიტუციის პროგრესად უნდა მივიჩნიოთ, რომ მისი დარღვევი-სათვის მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები პასუხისმგებელი იყვნენ სასამართლოს წინაშე.

საქართველოს კონსტიტუცია აფ-ხაზეთს, (სოხუმის ოლქი), აჭარას (ბა-თუმის ოლქი) და საინგილოს (ზა-ქათალის ოლქი) ადგილობრივ საქ-მიანობაში ანიჭებდა ავტონომიურ მმართველობას.

იმის მიუხედავად, რომ კონსტი-ტუციას პრაქტიკულად არ უმოქმე-დია, მას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ერის ისტორიაში. 1918 წლის 26 მა-ისის დამოუკიდებლობის აქტი და 1921 წლის კონსტიტუცია წარმოად-გენდა იმ იურიდიულ საფუძველს, რასაც საქართველოს სახელმწიფო-ებრივი დამოუკიდებლობისათვის

ბრძოლა მომდევნო ათწლეულებში დაემყარა.

ნიშანდობლივია, რომ 1918 წელს შექმნილმა საკონსტიტუციო კომი-სიამ საგანგებოდ იმსჯელა, საქართ-ველოს პარლამენტისათვის ეწოდე-ბინათ ,,სახელმწიფო საბჭო’’. თუმცა მაშინ ეს ვერ მოხერხდა. სახელწო-დება ,,საქართველოს პარლამენტი’’ სოციალ-დემოკრატების დაჟინებუ-ლი მოთხოვნით ეწოდა ქართულ სა-კანონმდებლო ორგანოს.

ფრანგულიდან მომდინარე სიტყვამ პარლამენტმა, თანამედროვე მსოფ-ლიოში საკანონმდებლო ორგანოს ზოგადი სახელწოდების მნიშვნელო-ბა შეიძინა, მაგრამ თითქმის რამდე-ნიმე გამონაკლისის გარდა ამ ორგა-

ნოს თავისი სახელი აქვს შერქმეული შესაბამისი ქვეყნის სახელმწიფო ენა-ზე. მაგალითად, გერმანიაში _ ,,ბუნ-დენსტაგი’’, აშშ-ში ,,კონგრესი’’, ესპა-ნეთში ,,გენერალური კორტესები’’, საბერძნეთში ,,დეპუტატთა პალატა’’, ჩინეთში ,,სახალხო დეპუტატთა სრულიად ჩინეთის კრება’’, რუმი-ნეთში ,,დიდი ეროვნული კრება’’, ის-რაელში ,,ქნესეთი’’, შვეციაში ,,რიგ-სტაგი’’, რუსეთში ,,დუმა’’ და ა.შ. ვფიქრობთ, დღეს გვეძლევა შესა-

ძლებლობა გამოვასწოროთ სოციალ-დემოკრატების მიერ დაშვებული შე-ცდომა და საქართველოს პარლა-მენტს შევუცვალოთ სახელწოდება. მით უმეტეს, 1995 წელს, საკონსტი-ტუციო კომისიის წევრმა, ოთარ გამ-ყრელიძემ კვლავ გაახმოვანა წინა-დადება საქართველოს პარლამენტი-სათვის ეწოდებინათ ,,სახელმწიფო საბჭო’’. ბოლო ხანებში საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო-სათვის ,,საქართველოს ეროვნული კრების’’ დარქმევის წინადადებით გა-მოვიდა ა. დემეტრაშვილიც, რომლის აზრით, ამ ორგანოში შევიდოდა რეს-პუბლიკის საბჭო და სენატი.

კონსტიტუციის ისტორიის მკვლე-ვრები ლაპარაკობენ და მსჯელობენ პირველი კონსტიტუციის ნაკლოვა-ნებებზეც და საგანგებოდ ამახვილე-ბენ ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ დოკუმენტი არ აფიქსირებდა პრეზი-დენტის სახით სახელმწიფო მეთაუ-რის ინსტიტუტს, რამაც ამ თანამდე-ბობის პირის უმთავრესი ფუნქციო-ნირების თავმოყრა განაპირობა მთავ-რობის თავმჯდომარის ხელში, ამას-თან მას არ ჰქონდა პოლიტიკური პა-სუხისმგებლობა, თუმცა სახელმწიფო ორგანოთა იერარქიაში უმაღლეს სა-ფეხურზე იდგა. ფაქტობრივად ის

Page 67: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

67

იყო მთავრობის თავმჯდომარე პრე-ზიდენტის უფლებამოსილებით.

ამ კონტექტსში საინტერესოდ ჩანს ქვეყნის პირველი კონსტიტუციის შემ-მუშავებელი კომისიის ზოგიერთი წევრის მოსაზრება საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტის საჭირო-ების შესახებ. ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა დამფუძ-ნებელი კრების წევრთა შორისაც.

პრეზიდენტის ინსტიტუტის შე-მოღებას მკვეთრად დაუპირისპირ-დნენ სოციალ-ფედერალისტები და ესერები, რომლებიც თვით მთავრო-ბის ფართო უფლებამოსილებაშიც ხე-დავდნენ დემოკრატიზმის პრინცი-პების დარღვევას.

პრეზიდენტის მმართველობის მო-დელს მხარს არ უჭერდნენ სოციალ-დემოკრატები _ დამფუძნებელი კრე-ბის უმრავლესობის წარმომადგენლე-ბი, თუმცა მათი ავტორიტეტული ლიდერის ნოე ჟორდანიას აზრით, საგარეო საფრთხეებისა და შინაგანი წესრიგის ინტერესებიდან გამომდი-ნარე, პრეზიდენტის ფუნქციის შეს-რულება ფართო უფლებებით აღჭურ-ვილ მთავრობის თავმჯდომარეს უნ-და დაკისრებოდა.

ნ. ჟორდანია კონსტიტუციის ძი-რითად პრობლემად თავისუფლების, წესრიგისა და მთლიანობის დაცვას მიიჩნევდა და მხარს უჭერდა ისეთ ცენტრალურ მმართველობას, რომე-ლიც სახელმწიფოსა და წესრიგის დამრღვევთა წინააღმდეგ გადამჭ-რელ ზომებს მიიღებდა.

პრეზიდენტის ინსტიტუტის მხარ-დამჭერი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერების წარმოდგენით, პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღე-ბა საქართველოს ინტერესებიდან გა-მომდინარეობდა და ხელს არ უშლი-

და დემოკრატიის განვითარებას. მით უმეტეს, მთავრობის თავმჯდომარეს ეკისრებოდა პრეზიდენტის უფლება-მოვალეობების შესრულება. პრეზიდენტის ინსტიტუტის შესა-

ხებ აზრთა სხვადასხვაობა კომუნის-ტური მმართველობის დასასრულის შემდეგაც დაფიქსირდა და კვლავ გახდა დისკუსიის საგანი, რომელიც დღემდე გრძელდება. ცხადია, საქართველოს საზოგადო-

ებრივ-პოლიტიკურმა სინამდვილემ თითქმის ოცზე მეტი წლის მანძილზე მეტ-ნაკლებად იგემა საპარლამენტო, შერეული და საპრეზიდენტო მმართ-ველობის ნაყოფი, მაგრამ ყველა სა-ზოგადოებრივ-პოლიტიკური სპექტ-რისათვის ერთიანად მისაღები ვერ აღმოჩნდა. ყოველივე ამას თავისი ახსნა აქვს. ვერც ერთი კონსტიტუცია და მმართველობის ვერც ერთი მო-დელი სრულყოფილად ვერ იმუშა-ვებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე. სხვა მხრივ, უნაკლო არ იქნება ქვეყნის დემოკრატიულობისა და სამართლე-ბრივი სახელმწიფოს ხარისხიც. თუმ-ცა, ზოგადად, ნეგატიური შედეგები

ცალკეულ, საპრეზიდენტო, საპარლა-მენტო თუ შერეულ მმართველობაში

კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ მის გაუკუღმართებასა და დამახინჯება-ში.

სამწუხაროდ, 1992 წლიდან მოყო-ლებული საქართველოს პოლიტი-კური ცხოვრება გაუთავებლად იდგა პრობლემების გადაწყვეტის წინაშე, რომლის ე.წ. მომგვარებლები კონკ-რეტული პარტიისა და მისი ლიდე-რის მიმართ უსაზღვრო და უპირობო ნდობას მოითხოვდნენ. ასეთ ვითა-რებაში არსებითად ერთპარტიული მმართველობა მყარდებოდა, რის გა-

Page 68: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

68

მოც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენი-ჭებოდა მმართველ გუნდს და არა ინსტიტუციებს, რაც ამ უკანასკნელის

მნიშვნელობას აკნინებდა და ისინი ვერ ასრულებდნენ მაორგანიზებელი სისტემის ფუნქციას.

საქართველოს ეროვნული ხელისუფლება

და საკონსტიტუციო ცვლილებები

მართალია, ქართული კონსტიტუ-ციონალიზმის ისტორია საქართვე-ლოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღებით დაიწყო, მაგრამ იგი ქაღალდზე დარჩა, რაც 70 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა.

1921 წლის 21 თებერვალს, თბილი-სის დაცემამადე ოთხი დღით ადრე, მიღებული კონსტიტუცია ერთგვარი გზავნილი იყო შთამომავლობისათ-ვის და, მიუხედავად იმისა, რომ ის 1992 წლის მარტში აღადგინა სამხედ-რო გადატრიალებით მოსულმა ხე-ლისუფლებამ, მისი ფუნქციონირება არც დაწყებულა და ქვეყანაში მოქ-მედებდა 1978 წლის კონსტიტუციის ცვლილებების ზ. გამსახურდიასეუ-ლი ვარიანტი, ხოლო მოგვიანებით საქართველოს კანონი _ სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ და შევარდ-ნაძის ხელისუფლების ბრძანებები, დადგენილებები და სხვადასხვა ნორ-მატიული აქტები.

უსამართლობა იქნებოდა გვეთქვა, რომ საბჭოური პერიოდი საკონსტი-ტუციო შემოქმედების თვალსაზრი-სით უნაყოფო იყო. მან ოთხი (1924, 1927, 1937, 1978 წწ.) კონსტიტუცია მოგვცა, რომლებიც საბჭოთა ხალხის ერთობლიობაზე იყო გაანგარიშებუ-ლი და ყველა შემთხვევაში საბჭოე-თის კონსტიტუციების ქართულად

რედაქტირებულ ვარიანტს წარმოად-გენდა.

აქვე, ამ კონტექსტში არ შეიძლება დავივიწყოთ 1978 წელს მიღებული კონსტიტუცია, რომლის სივრცეში გახდა შესაძლებელი მრავალპარტი-ული არჩევნების ჩატარება, კომუ-ნისტური მმართველობის დასრუ-ლება და ხელისუფლების სათავეში ეროვნული ძალების მოსვლა. სწო-რედ ამ კონსტიტუციაში შეიტანა ეროვნულმა ხელისუფლებამ თვალ-საჩინო შესწორებები და დამატებები, გამოაცხადა გარდამავალი პერიოდი და ამ დოკუმეტს ახალი კონსტიტუ-ციის შემუშავებამდე მიენიჭა საქართ-ველოს რესპუბლიკის ძირითადი კა-ნონის სტატუსი. არსებობის უფლება აქვს მოსაზ-

რებას, რომ საბჭოთა პერიოდის სო-ციალისტური რესპუბლიკა საქართ-ველოს სახელმწიფო ისტორიის შე-მადგენელი ნაწილია და ქართული სახელმწიფოებრიობა, მისი სამართ-ლებრივი მენტალობა და კულტურა ამ წყვეტის აღდგენის გარეშე შეუ-ძლებელია (გ. ჩორგოლაშვილი).

ეროვნული ძალების ხელმძღვანე-ლები მიიჩნევდნენ, რომ დამოუკი-დებლობისაკენ მიმავალ გზაზე მნი-შვნელოვანი, მაგრამ მხოლოდ ერთი ნაბიჯი გადაიდგა, ამიტომ იწყებოდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი

Page 69: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

69

მოძრაობის ახალი ეტაპი, რომლის თავისებურება ის იყო, რომ სახელმ-წიფოებრივი დამოუკიდებლობისათ-ვის ბრძოლას ეროვნული პარლამენ-ტი უნდა ჩასდგომოდა სათავეში. ზვიად გამსახურდიას აზრით, პარ-ლამენტი იქნებოდა არა მხოლოდ უმაღლესი საკანონმდებლო ხელი-სუფლება, არამედ ეროვნულ-განმა-თავისუფლებელი მოძრაობის ხელ-მძღვანელი და კოორდინატორი და, ამავე დროს, ეროვნული დაუმორჩი-ლებლობის ძირითადი სამართლებ-რივი ინსტიტუტიც.

შემუშავდა გარდამავალი პერიო-დის კონცეფცია, რომელიც არსებულ კონსტიტუციას ეყრდნობოდა, მაგრამ ფუნდამენტურ ცვილებებს და დამა-ტებებს ითვალისწინებდა, რაც ესადა-გებოდა იმჟამინდელ პოლიტიკურ ვითარებას და ხელ-ფეხს არ უხსნიდა სეპარატისტულად განწყობილ ძა-ლებს. მოგვიანებით, სამხედრო საბჭოს

მიერ, 1921 წლის კონსტიტუციის აღ-დგენამ შექმნა საკონსტიტუციო ვა-კუუმი. მოიშალა ტერიტორიული მთლიანობის დამცავი სამართლებ-რივი მექანიზმი, რითაც აფხაზეთში უმალვე ისარგებლეს სეპარატის-ტულმა ძალებმა.

ამასთანავე 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების საფუ-ძველზე დამოუკიდებლობის დეკლა-რირება მოიაზრებოდა მოლაპარაკე-ბად საბჭოთა კავშირიდან სამართ-ლებრივი გზით გამოსაყოფად. ნგრე-ვის გარეშე საბჭოეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ორგანიზმიდან უნდა დაწყებულიყო საქართველოს თანდა-თანობითი გამოთავისუფლების მშვი-დობიანი პროცესი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ აღიდგინა XX საუკუ-ნის დასაწყისში დაკარგული სახელმ-წიფო სუვერენიტეტი. 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმით

მოსახლეობამ ხმა მისცა საქართვე-ლოს დამოუკიდებლობის აქტს. რე-ფერენდუმის მიხედვით საქართვე-ლომ 1991 წლის 9 აპრილს მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, რითაც ქვეყანამ საჯაროდ გამოაცხადა, რომ საქართველოში დაიწყო სუვერენუ-ლი, დემოკრატიული და სამართლებ-რივი სახელმწიფოს მშენებლობა.

1978 წლის კონსტიტუციამ ძირეუ-ლი ეროვნული ხელისუფლების პი-რობებში ცვლილებები განიცადა, რა-მაც სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების მნიშვნელოვანი ცვლილებები გამო-იწვია. ფაქტობრივად, მივიღეთ სრუ-ლიად ახალი ფორმის კონსტიტუცია, რომელიც სავსებით განსხვავდებოდა ყველა წინამორბედი საბჭოური პე-რიოდის კონსტიტუციისაგან.

1991 წლის 14 აპრილს მიიღებულ იქნა კანონი ,,საქართველოს თანამ-დებობის დაწესებისა და ამასთან დაკავშირებით, საქართველოს კონს-ტიტუციაში ცვლილებებისა და და-მატებების შეტანის შესახებ’’. ამ კა-ნონის საფუძველზე 18 აპრილს მი-იღეს კანონი ,,საქართველოს პრეზი-დენტის არჩევნების შესახებ’’. ამით კი საქართველოს ისტორიაში პირ-ველად შემოიღეს პრეზიდენტის ინს-ტიტუტი და პრემიერ-მინისტრის თა-ნამდებობა. იმავე წლის 26 მაისს, ქარ-თველმა ხალხმა არჩევნების შედეგად რესპუბლიკის პრეზიდენტად ზვიად გამსახურდია აირჩია. პრეზიდენტი წარმოადგენდა სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურს, იგი ფლობდა

Page 70: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

70

ყველა იმ კომპეტენციას, რაც საჭირო იყო საპრეზიდენტო რესპუბლიკისა-თვის: ახორციელებდა საშინაო და სა-გარეო პოლიტიკას; ქმნიდა მინისტრ-თა კაბინეტს, უზენაეს საბჭოსთან შე-თანხმებით გამოსცემდა ბრძანებებს და განკარგულებებს; ხელს აწერდა კანონებს; აღჭურვილი იყო ვეტოს უფლებით.

კონსტიტუციის მიხედვით, საქართ-ველოს მინისტრთა კაბინეტი, საქარ-თველოს უმაღლეს აღმასრულებელ-განმკარგულებელი ორგანოს წარმო-ადგენდა და ექვემდებარებოდა სა-ქართველოს რესპუბლიკის პრეზი-დენტს. მინისტრთა კაბინეტის შე-მადგენლობაში შედიოდა: რესპუბ-ლიკის პრემიერ-მინისტრი, მისი მო-ადგილეები და მინისტრები. პრემი-ერ-მინისტრს თანამდებობაზე ნიშ-ნავდა და ათავისუფლებდა საქართ-ველოს პრეზიდენტი, უზენაესი საბ-ჭოს ანუ პარლამენტის მხარდაჭე-რით. პრემიერ-მინისტრი უფლებამო-სილებას იხსნიდა ახლად არჩეული პრეზიდენტის წინაშე, მისი უფლე-ბამოსილების ვადა, სწორედ პრეზი-დენტის უფლებამოსილების ვადით განისაზღვრებოდა. პრემიერ-მინისტ-რი გამოსცემდა ბრძანებებსა და გან-კარგულებებს, პრეზიდენტის ბრძანე-ბებისა და განკარგულებების სწრაფი შესრულებისათვის.

ძირითადი კანონით მინისტრთა კაბინეტის უნდობლობის გამოცხა-დების ანუ ვადამდე ადრე გადად-გომის საკითხი, ორი, სრულიად ახა-ლია ფორმით განისაზღვრა. კერძოდ, ეს წყდებოდა პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის ან კიდევ, რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ინი-ციატივის საფუძველზე.

პირველ შემთხვევაში საქართვე-ლოს რესპუბლიკის ახლად შექმნილი მინისტრთა კაბინეტი განსახილვე-ლად წარუდგენდა მომავალი საქმია-ნობის პროგრამას და ამავდროულად სვამდა მისი სანდოობის საკითხს.

მეორე შემთხვევაში, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ინი-ციატივით, საქართველოს რესპუბ-ლიკის მინისტრთა კაბინეტის, თუ მისი ცალკეული წევრისათვის უნ-დობლობის გამოცხადებაზე მხარი უნდა დაეჭირა, უზენაესი საბჭოს წევრთა საერთო რიცხვის ორ მესა-მედს მაინც, ხოლო საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მინისტრთა კაბინეტის ნდობის საკითხი უნდა გადაეწყვიტა უზენაესი საბჭოს წევრთა საერთო რიცხვის ნახევარზე მეტს. უზენაესი საბჭოს მიერ უნდობლობის გამოცხა-დების ან ნდობაზე უარის თქმის შემთხვევაში საქართველოს რესპუბ-ლიკის მინისტრთა კაბინეტის რო-მელიმე წევრი, ეს შეიძლება ყოფი-ლიყო თავად პრემიერ-მინისტრიც, უნდა გადამდგარიყო დაკავებული თანამდებობიდან.

კონსტიტუციაში ოყო ერთი სიახ-ლეც, რომელიც ეხებოდა უზენაესი საბჭოს დათხოვნის მექანიზმის არ-სებობას, მას ახორციელებდა, თავის მხრივ, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრთან და უზენაესი საბჭოს თავმჯდომა-რესთან შეთანხმებით.

31 მარტის შედეგებმა ცხადყო, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსო-ლუტურმა უმრავლესობამ მხარი და-უჭირა დამოუკიდებლობის აღდგენას და 1918 წლის 26 მაისის დამოუკი-დებლობის აქტის საფუძველზე დღე-ვანდელი ქართული სახელმწიფო სა-

Page 71: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

71

ქართველოს დემოკრატიული რეს-პუბლიკის სამართალმემკვიდრედ აქ-ცია.

რეფერენდუმს უდიდესი მნიშვნე-ლობა ჰქონდა ქართული სახელმწი-ფოებრიობის მშენებლობის გზაზე, როგორც იურიდიულ და პოლიტი-კურ აქტს. ცხადია, ეროვნული ხელისუფლება

ისტორიული და სამართლებრივი თვალსაზრისით დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა 1921 წლის კონსტიტუციას, მაგრამ შვიდი ათეული წლის შემდეგ მისი უცვლელი სახით მიღება შეუძ-ლებელი იყო, თუმცა სამხედრო გა-დატრიალების გზით ხელისუფლების

სათავეში მოსული, არალეგიტიმური სამხედრო საბჭო მიიჩნევდა, რომ კა-ნონიერი შეიძლება ყოფილიყო, მხო-ლოდ 1921 წლის კონსტიტუციის სა-ფუძველზე შექმნილი ხელისუფლება. ჩანს, არც 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული უზენაესი საბჭო, რომელიც ცვლი-ლებებშეტანილ, მაგრამ წარმოშობით მაინც საბჭოურ კონსტიტუციას ეყრდნობოდა, არ წარმოადგენდა ლეგიტიმურ ხელისუფლებას და ამდენად, მისი დამხობა, კანონიე-რების თვალსაზრისით, დიდ ცოდვას არ წარმოადგენდა (ა. ბაქრაძე).

პოსტსაბჭოური საქართველოს კონსტიტუცია

1991-1992 წწ. დეკემბერ-იანვარში, სახელმწიფო გადატრიალების გამო, საქართველოს რესპუბლიკის გარდა-მავალი პერიოდის კონსტიტუციის განხორციელება ვერ მოხერხდა. სა-ქართველოში გამწვავდა პოლიტიკუ-რი ვითარება, დასრულდა ზ. გამ-სახურდიას საპრეზიდენტო მმართვე-ლობის პერიოდი, რასაც მოჰყვა პრე-მიერ-მინისტრის ინსტიტუტის გაუქ-მებაც. არსებობა შეწყვიტა ქვეყნის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, სასამართლომ და საკანონმდებლო ხელისუფლებამ. სათავეში მოვიდა ახალი ძალა, რომელმაც 1992 წლის 6 იანვარს შექმნა დროებითი სამხედრო მმართველობა სამხედრო საბჭოსა და დროებითი მთავრობის სახით, ხოლო 1992 წლის 21 თებერვალს, საქართ-ველოს რესპუბლიკის სამხედრო საბ-ჭომ გამოსცა დეკლარაცია, რომლი-

თაც აღდგენილ იქნა 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია. მალე სა-მხედრო საბჭო სახელმწიფო საბჭოდ გადაკეთდა, რომელმაც იტვირთა არა მარტო ადმინისტრაციული, არამედ კანონშემოქმედი ორგანოს ფუნქციაც. აღდგა 1921 წლის საქართველოს კონსტიტუცია და მისი კანონქვემდე-ბარე აქტების ნაწილი.

,,სახელმწიფო საბჭოს წევრებს ეს-მოდათ, რომ ეს ორგანო არ იყო კანონიერი ხელისუფლება და გამო-რიცხული იყო საერთაშორისო სა-მართლის სუბიექტად ასეთი ხელი-სუფლებისა და ქვეყნის აღიარება. ამიტომ დღის წესრიგში დადგა ლე-გიტიმური, კანონიერი, დემოკრატი-ული ხელისუფლების არჩევნების ჩა-ტარება საერთაშორისო დამკვირვებ-ლების თანდასწრებით.

Page 72: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

72

სახელმწიფო საბჭო ხელისუფლე-ბის უმაღლესი ორგანო იყო, მაგრამ მისი შემადგენლობა განისაზღვრა სა-ქართველოს რესპუბლიკის, დროე-ბით მთავრობასთან არსებული პო-ლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს წევრების, საზოგადოებრიობის, ავ-ტონომიური რესპუბლიკების, უმცი-რესობათა წარმომადგენლობის მონა-წილეობით. საქართველოს რესპუბ-ლიკის სახელმწიფო საბჭომ თავის პირველივე (1992 წლის 10 მარტი) სხდომაზე დაამტკიცა, სახელმწიფოს საბჭოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე და სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმი.

საქართველოს რესპუბლიკის სა-ხელმწიფო საბჭომ უცვლელად და-ტოვა დროებითი მთავრობა, რესპუბ-ლიკის მინისტრთა კაბინეტი, ხოლო 1992 წლის 21 მაისს დაამტკიცა ,,სა-ქართველოს რესპუბლიკის პარლა-მენტის არჩევნების დებულება’’, რომ-ლის შესაბამისად არჩეულ იქნა სა-ქართველოს რესპუბლიკის პარლა-მენტი. იმავე წელს იქნა მიღებული სა-

ქართველოს რესპუბლიკის პარლა-მენტის მიერ კანონი, ,,სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ’’, რომელიც განსაზღვრავდა საქართველოს სა-ხელმწიფოს უმაღლესი ორგანოების კომპეტენციას, მათი წყობისა და საქ-მიანობის წესს, ახალი კონსტიტუ-ციის მიღებამდე. ეს იყო ქვეყნის კონსტიტუციურ-სამართლებრივი აქ-ტი. ამით სახელმწიფო მეთაური გა-მოცხადდა, რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირად, რომელიც სათავეში ჩაუდგა, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, რის საფუძველზეც შეითავსა მათი უფლებამოსილებანი.

1992 წლის 11 ოქტომბერს არჩეულ-მა პარლამენტმა, შევარდნაძის ინი-ციატივით, მიიღო დროებითი კანონი ხელისუფლების შესახებ, რომელიც ასევე განსხვავდებოდა 1921 წლის კონსტიტუციისაგან. ამ გარემოებამ საფუძველი მისცა ოპოზიციური პო-ლიტიკური ძალების ნაწილს არა-კონსტიტუციურად მიეჩნია არსებუ-ლი ხელისუფლება.

1993 წლის 21 თებერვალს, ერო-ვნულ-განმათავისუფლებელი მოძრა-ობის მეორე საგანგებო კონფერენციამ მოისმინა ინფორმაცია ,,საქართვე-ლოს კონსტიტუციის უზენაესობისა და მოქმედების შესახებ’’. მასში ნა-თქვამი იყო, რომ ვინაიდან 1992 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების უხეში დარღვევით და საქართველოს პარ-ლამენტმა სახელმწიფო ხელისუფლე-ბის შესახებ კანონის მიღებით მოახ-დინა საქართველოს კონსტიტუციის იგნორირება, საქართველოს პარლა-მენტი და რესპუბლიკის დღევანდე-ლი ხელისუფლება წარმოადგენდა ასევე არაკონსტიტუციურ ორგანოს. კონფერენცია მოუწოდებდა პარლა-მენტს გაეუქმებინა ანტიკონსტიტუ-ციური კანონი სახელმწიფო ხელი-სუფლების შესახებ და მიეღო დადგე-ნილება საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის უზენაესობისა და მოქმედების ცნობის შესახებ და მის საფუძველზე მოეწყო საქართველოს სახელმწიფოებრივი ცხოვრება.

შექმნილ ვითარებაში საქართვე-ლოს პარლამენტმა გადადგა წინმსწ-რები ნაბიჯი და 1993 წლის თებერ-ვალში შექმნა საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქ-ციის შემმუშავებელი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. ამ კომი-

Page 73: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

73

სიას ევალებოდა ახალი რედაქციის შემუშავება საქართველოს ისტორიუ-ლი გამოცდილების გათვალისწინე-ბით. მას 1993 წლის დეკემბრამდე უნდა წარმოედგინა კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტი. თუმცა, როგორც ცნობილია, ამის გაკეთება აღნიშნულ ვადაში ვერ მოხერხდა.

როგორც ჩანს, 1921 წლის კონსტი-ტუციის აღდგენის საკითხი, ფაქტობ-რივად პოლიტიკური ბრძოლის სა-განი უფრო იყო, ვიდრე საზოგადო-ებაში თანხმობის მიღწევის საშუა-ლება, თუმცა, უნდა ითქვას, რომ გადაწყვეტილებამ 1921 წლის კონს-ტიტუციის ახალი რედაქციის შე-მუშავების თაობაზე იმ კონკრეტულ სიტუაციაში, გარკვეულწილად, ხე-ლი შეუწყო პოლიტიკური დაძაბუ-ლობის განმუხტვასაც.

იქნებოდა თუ არა კონსტიტუციის ახალი რედაქცია თანხმობის საფუ-ძველი? ეს კითხვა აწუხებდა მაშინ საქართველოს საზოგადოებრივ-პო-ლიტიკურ აზრს. ცხადია, 1921 წლის კონსტიტუცია, თეორიულად შეიძ-ლება გამხდარიყო დაპირისპირებულ ძალთა თანხმობის საფუძველი, რამ-დენადაც ამ დოკუმენტის წინაშე ყველა რეალური პოლიტიკური ძალა თანაბარუფლებიანი იყო, და რაც უფრო დავცილდებოდით ამ კონს-ტიტუციას, მით უფრო გაძლიერდე-ბოდა აზრთა სხვადასხვაობა და კა-მათი საქართველოს სახელმწიფოებ-რივი მოწყობის საკითხებზე.

არსებობდა სხვა მოსაზრებაც, რომ-ლის მიხედვით 1921 წლის კონსტი-ტუცია არ გამოდგებოდა თანხმობის საფუძვლად, რადგანაც საქართვე-ლოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემის წინ მიღებული კონსტიტუ-ცია, ჩამორჩენილ ქართულ ფეოდა-

ლიზმზე დამყნობილ, პლეხანოვ-ჟორდანიას სოციალიზმის იურიდი-ული გამოხატულება იყო (ა. ბაქრაძე).

კონსტიტუციის მიღება უმნიშვნე-ლოვანესი მოვლენაა ქვეყნის ცხოვ-რებაში. ის საფუძველს უყრის სამარ-თლებრივი სახელმწიფოს მშენებლო-ბას და ავითარებს კანონისადმი სა-ზოგადოების დამოკიდებულებას.

ქართულ კონსტიტუციას უნდა გა-ნემტკიცებინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, დაეფიქსირებინა ტერიტორიული მთლიანობა, დაეძ-ლია ქვეყნის მართვაში არსებული უმძიმესი შეცდომები, მოეწესრიგები-ნა სახელმწიფოებრივი ცხოვრება და აემაღლებინა საქართველოს საერთა-შორისო ავტორიტეტი.

90-იანი წლების პირველ ნახევარში საქართველოს წინაშე უმნიშვნელოვა-ნეს პრობლემად იდგა კონსტიტუ-ციის შემუშავება. კონსტიტუციური პროცესი არ იყო უბრალოდ ტექსტის მომზადება და მისთვის იურიდიუ-ლი ძალის მინიჭება. ქართული კონს-ტიტუციის არსი, ეს იყო საზოგადო-ებრივი სახელმწიფო წყობის საფუ-ძვლების შესახებ ეროვნული თანხმო-ბის მიღწევა, რის გარეშეც კონსტი-ტუცია ფიქტიური აღმოჩნდებოდა, რაც უნდა სრულყოფილი ყოფილი-ყო, მისი ტექსტი და უზადო _ მიღე-ბის პროცედურა. კონსტიტუციური კანონები სასარგებლო იყო იმდენად, რამდენადაც ისინი შეესაბამებოდნენ საზოგადოების მზადყოფნას მათ მი-საღებად. კონსტიტუცია უნდა ყოფილიყო

სოციალური წესრიგის გარანტი, სო-ციალურად ნეიტრალური საკანონ-მდებლო აქტი, რომელიც ერთნაირად მოემსახურებოდა მთელი საზოგადო-ების ინტერესებს.

Page 74: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

74

1995 წლისათვის საზოგადოების სამსჯავროზე გამოსატანად უკვე არ-სებობდა რამდენიმე ალტერნატიუ-ლი პროექტი, მათ შორის, თსუ საერ-თაშორისო სამართლისა და საერთა-შორისო ურთიერთობების ფაკულ-ტეტის ახალგაზრდა კონსტიტუციო-ნალისტთა ჯგუფის, საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარ-ტიის, სამართლიანობის აღდგენის კავშირის, საქართველოს რესპუბლი-კური პარტიის და სხვა პროექტები.

კონსტიტუციის პროექტების სიმ-რავლე, ერთი მხრივ, დემოკრატიუ-ლობის მაჩვენებელი იყო, თუმცა სხვა მხრივ, ის ჩვენთან ვერ გახდა ეროვ-ნული თანხმობის მიღწევის საფუ-ძველი.

ყველა პროექტში აზრთა სხვადა-სხვაობას იწვევდა სახელმწიფოებ-რივი მშენებლობის პრინციპული სა-კითხები: სუვერენიტეტის უზრუნ-ველყოფა, საპარლამენტო თუ საპრე-ზიდენტო რესპუბლიკა, ტერიტორი-ული მოწყობისა და ავტონომიის პრობლემა და ა.შ. უდავოა, საერთო ეროვნული კონ-

სენსუსის მიღწევა, გარკვეული პრინ-ციპებისა და ფასეულობების გარშე-მო, კონსტიტუციური პროცესის ჭეშ-მარიტი მიზანია, მაგრამ მისი შე-მუშავების დროს ჩვენთან ერთმანეთს დაუპირისპირდა მკვეთრად განსხვა-ვებული მიდგომები, პირველ რიგში გადმოინაცვლა კონიუნქტურულმა საკითხებმა და საზოგადოება მზად არ აღმოჩნდა კომპრომისულ გადა-წყვეტილებათა გზების ძიებისათვის. ამიტომ კონსტიტუციური მოწყობის საკითხი გადაიქცა სხვადასხვა პოლი-ტიკურ ჯგუფებსა და სტრუქტურებს შორის ხელისუფლებისათვის ბრძო-ლის იარაღად.

სწორედ ასეთი პერსპექტივა ესა-ხებოდა დოკუმენტს, რომელსაც ახა-ლი კონსტიტუციის სახე უნდა ჰქო-ნოდა და ასეთ შემთხვევაში ძნელი იყო საზოგადოებას თავი დაეღწია მწვავე პოლიტიკური კონფრონტა-ციისათვის.

1992-1995 წლებში საქართველომ იცხოვრა საპარლამენტო მოდელით, მაგრამ ეს იყო გაურკვეველი და მი-უღებელი სტრუქტურა. მთავრობაში აღმოჩნდნენ პარლამენტისაგან დაუმ-ტკიცებელი წევრები. ზოგიერთი მათგანი იყო მთავრობის წევრი და იმავდროულად პარლამენტარიც. სამხედრო საბჭოს მიერ აღდგენი-

ლი კონსტიტუცია აბსოლუტურ შეუ-საბამობაში იყო არსებულ სახელმწი-ფოებრივ სტრუქტურებთან, ანუ აღ-დგენილი კონსტიტუციის საფუ-ძველზე უნდა შეექმნათ ახალი პარ-ლამენტი _ ეროვნული კრება, რაც საფუძვლად დაედებოდა ახალი სის-ტემის ჩამოყალიბებას. ამავე პერი-ოდში 1921 წლის კონსტიტუცია მხო-ლოდ ფორმალურად იყო აღდგენი-ლი. ამდენად, ფაქტობრივად მოქმე-დი სახელმწიფო ხელისუფლება და ქაღალდზე არსებული 1921 წლის სა-კონსტიტუციო დოკუმენტი ერთმა-ნეთთან წინააღმდეგობრივი აღმოჩნ-და.

საკონსტიტუციო კომისიამ, საბო-ლოოდ, 1921 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქციის ნაცვლად, პარლა-მენტს წარუდგინა სრულიად ახალი კონსტიტუცია, თუმცა ის წინააღმდე-გობაში მოდიოდა პირველი რესპუბ-ლიკის კონსტიტუციის პრინციპებ-თან. ამ დოკუმენტში არაფერი იყო ნათქვამი ქვეყნის ტერიტორიულ მო-წყობაზე, ავტონომიურ ფორმირებებ-

Page 75: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

75

სა და ქვეყნისათვის სხვა ძალზე მნიშვნელოვან საკითხებზე. კონსტიტუციონალიზმის მკვლევ-

რები მიუთითებენ, რომ მსოფლიოში არ ყოფილა შემთხვევა კონსტიტუცი-ის რამდენიმე თავი მიეღოთ, ხოლო სხვა თავების მიღება სამერმისოდ გა-დაედოთ. ალბათ, უმჯობესი იქნე-ბოდა, პარლამენტს კონსტიტუციის ნაცვლად ძირითადი კანონი მიეღო.

1995 წელს მიღებულ კონსტიტუ-ციაში აისახა ,,გადემოკრატებული კომუნისტის’’ ე. შევარდნაძის დიქტა-ტორული ამბიციები. მაშინ ის აცხა-დებდა, რომ წარმოდგენილი კანონ-პროექტი 1921 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქცია იყო და მოითხოვდა მის მიღებას, თუმცა საკითხავია, რა ნიშნით იყო საპრეზიდენტო მმართ-ველობის შემოღება და ფედერალური ქვეყნის მოწყობა 1921 წლის კონსტი-ტუციის საფუძვლის ახალი რედაქ-ცია, თუმცა იმჟამად შევარდნაძე ფიქ-რობდა, რომ ფედერალიზმის იდეით ჩნდებოდა პერსპექტივა გადაეწყვი-ტათ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.

1995 წელს საკონსტიტუციო კომი-სიის მიერ შემუშავებული პროექტი ფრანგულ მოდელს ითვალისწინებ-და. კომისიის მდივანი ავთანდილ დემეტრაშვილი პრეზიდენტისა და პარლამენტის უფლებების გაწონას-წორების მექანიზმის მომხრე იყო. თუმცა 1995 წელს, კონსტიტუციის ფრანგული მოდელის წინააღმდეგ ის ძალები წავიდნენ, რომლებმაც მო-გვიანებით მის მხარდამჭერებად გამ-ოაცხადეს თავი და შევარდნაძის თანამოაზრეებმა რამდენიმე დღეში შეძლეს სულ სხვა საკონსტიტუციო დებულებების მიღება.

უდავოა, 1995 წლის კონსტიტუცი-ის მიღებას წინ ბევრი ვნებათა ღელვა უსწრებდა. საქართველო მაშინ თანა-მედროვე ცივილიზაციის მიღწევების შესატყვისად მოწყობილ პოლიტი-კურ სისტემას უნდა გადაერჩინა, თუმცა 1995 წლის აგვისტოს დასა-წყისში პარლამენტში დასამტკიცებ-ლად გატანილი კონსტიტუციის სამი ე.წ. ძირითადი და მე-4 დამატებითი ვარიანტი ჩავარდა. ასეთ ვითარებაში ინიციატივა თავის თავზე აიღო საარ-ჩევნო პოლიტიკურმა გაერთიანებამ ,,რეფორმატორები’’, რომლის სათავე-ებში მაშინ მოსკოვში მოღვაწე გამო-ჩენილი მეცნიერი, აკადემიკოსი ივე-რი ფრანგიშვილი და ქვეყნის პრემი-ერ-მინისტრის მოვალეობის შემსრუ-ლებელი ბაკურ გულუა იდგნენ. 9 აგ-ვისტოს საქართველოს პარლამენტის მიერ, კომპრომისის გზით, მიღებუ-ლი კონსტიტუცია სახელმწიფო-პო-ლიტიკური მოწყობის საპრეზიდენ-ტო მოდელს ამკვიდრებდა.

იმ პერიოდის საქართველოს კონ-სტრუქციულ პოლიტიკური წრეების ლიდერები ფიქრობდნენ (ბ. გულუა), რომ განხორციელდებოდა მმართვე-ლობის 6 ფუნდამენტური პრინციპი:

1. ხელისუფლების გაყოფა-დანა-წილება საკანონდემლო, აღმასრუ-ლებელ და სასამართლო შტოებად;

2. ხელისუფლების შტოებს შორის წონასწორობის პრინციპის დაცვა;

3. ხელისუფლების რეალური აღ-სრულებისათვის აუცილებელი სამი-ვე შტოს, ყველა რგოლის ეფექტიანი ფუნქციონირება;

4. პოლიტიკური, ეკონომიკური სისტემების ურყევობა, სიმკვიდრე (სიმკვრივე) და მდგრადობა;

5. ხელისუფლების უწყვეტობა. სა-შინაო და საგარეო პოლიტიკის მემ-

Page 76: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

76

კვიდრეობითობაზე დაფუძნება, სა-ხელმწიფო პოლიტიკური კურსის

მხოლოდ არგუმენტირებული შეცვ-ლა;

6. ქვეყნის ტერიტორიულ მთლია-ნობაზე, ხალხის ერთიანობაზე, სა-ხელმწიფო უსაფრთხოებაზე პრეზი-დენტის პერსონალური პასუხისმგებ-ლობა.

ცხადია, მსოფლიო განვითარების ორსაუკუნოვანზე მეტი ხნის გამო-ცდილება ადასტურებდა, რომ ექვს-პრინციპიანი ეს სისტემა უნივერსა-ლური იყო დაშლილი, არეული გა-პარტახებული ქვეყნის მდგომარეო-ბიდან გამოყვანისათვის, საყოველ-თაო შეთანხმებების, ურთიერთშემწყ-ნარებლობის მიღწევისათვის და მყარი ბაზის შექმნისათვის, სახელმ-წიფოს მდგრადი, თანამიმდევრული აღმავლობა-განვითარებისათვის.

სამწუხაროდ, აღნიშნული პრინცი-პები ვერ განხორციელდა. კონსტი-ტუცია არ იყო ბოლომდე სრულყო-ფილი. მასში მოცემული რიგი გარ-დამავალი დებულებების ამოქმედება მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საბოლოოდ აღდგენის შემდეგ იყო შესაძლებელი.

ბევრი მიიჩნევდა, რომ ახალი კონს-ტიტუციის მიღების ისტორიული პროცესის აქტიური მონაწილები გახ-დნენ. ქვეყანაში ახალი თვისობრი-ობის ხელისუფლება უნდა ჩამოყა-ლიბებულიყო ,,საძირკველი და მზი-დი კონსტრუქცია არის შენობის აგე-ბა. აქედან უნდა დაიწყოს, შემდეგი 4-5 წლის განმავლობაში ამ პროცესმა ძირითადად დასრულებული სახე უნდა მიიღოს’’ _ აცხადებდა ბ. გუ-ლუა .

იმ დროისათვის ქვეყანაში არსე-ბობდა რაღაც გაურკვეველი სიმბიო-

ზი, პრაქტიკულად უმართავი სისტე-მა, რომლის ორგანიზაცია თვისობ-რივად ახალ საფუძველზე უნდა მომ-ხდარიყო, სადაც მნიშვნელოვანი ად-გილი ეჭირა მმართველობითი სის-ტემის რეორგანიზებას ჰორიზონტა-ლურ ჭრილში; ქვეყნის რეგიონალურ მოწყობას ადგილობრივი თვითმმარ-თველობის განვითარებას და ა.შ. თითქმის ორი საუკუნე ელოდა

ქართველი ერი დამოუკიდებლობის აღდგენას. მისთვის სახელმწიფო ხე-ლისუფლება საზოგადოების პოლი-ტიკური თვითორგანიზაციის საშუა-ლება კი არ აღმოჩნდა, არამედ უცხო ძალის პოლიტიკის განხორციელების იარაღი. შესაბამისად, კანონი ვერ ჩაჯდა შეგნებული აუცილებლობის ჩარჩოში და ის თავსმოხვეულმა ქცე-ვის წესმა შეცვალა. ათეული წლების მანძილზე ასე ცხოვრებამ კი სახელმ-წიფოსა და კანონისადმი გაუცხოების სინდრომი წარმოშვა. საქართველოში სუსტი იყო სახელ-

მწიფოებრივი და სამართლებრივი ცნობიერება. ვერ დაგროვდა სახელმ-წიფო მართვის გამოცდილება. ქვეყა-ნაში განვითარებულმა ნეგატიურმა პროცესებმა წარმოაჩინა სხვადასხვა სიმართლეების, კანონიერებების და ხელისუფლებების მთელი კასკადი. სამართლიანობა გადაწონა ძალამ, რომელმაც თავისი თავი კანონზე მაღლა დააყენა, აფხაზეთის პრობლე-მის გაჩენამ, გაუმართლებელმა ექს-პერიმენტებმა და მართვის უცოდინ-რობამ, ქვეყანა კრიზისამდე მიიყვანა, ასეთ ვითარებაში კონსტიტუცია ვერ იქცა საყოველთაო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის საშუალებად. მოსახლეობა ვერ ჩამოყალიბდა სა-მოქალაქო საზოგადოებად. სახელმ-წიფო მოხელეთა ფენამ არ შეიცვალა

Page 77: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

77

მიუღებელი ცხოვრების წესი, უარყო კონსტიტუცია და კანონები.

გარკვეულწილად 1995 წელს მი-ღებული კონსტიტუცია, პოლიტიკურ ძალთა ურთიერთკომპრომისის შე-დეგი იყო. მისი მიღებით შევარდნაძე ლეგიტიმური პრეზიდენტი გახდა. სხვა მხრივ ის ამით ქვეყანაში შექმ-ნილი უმძიმესი ვითარების განეიტ-რალებას ცდილობდა, რომელიც არ-სებობდა სახელმწიფოებრივი, სამარ-თლებრივი, სოციალურ-ეკონომიკუ-რი, შიდა და საგარეო პოლიტიკური და კრიმინოგენური თვალსაზრისით. მას ემატებოდა ყველაზე უმძიმესი პრობლემა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და დევნილი მოსახლეობა.

მმართველი პარტიის ლიდერს და ქვეყნის პრეზიდენტს არ სჭირდე-ბოდა სრულყოფილი კონსტიტუციუ-რი დოკუმენტი, ამიტომაც მართლ-დებოდა ისეთი უმნიშვნელოვანესი თავების უქონლობა, როგორიც იყო ,,სახელმწიფო-ტერიტორიული მოწ-ყობა’’, ,,თვითმმართველობის შესა-ხებ’’, ,,ორპალატიანი პარლამენტი’’ და ა.შ. ე. შევარდნაძის მიერ დაშვებულმა

უხეშმა შეცდომებმა, ავტორიტარუ-ლობამ და ვოლუნტარიზმმა, არჩევ-ნების შიშმა და ა.შ. კონსტიტუცია ფარატინა ქაღალდად აქცია. ხელი-სუფლებისადმი ხალხის ნდობის დე-ფიციტი გაქრა.

ცხადია, მაშინ არავინ ფიქრობდა, რომ უარი უნდა ეთქვათ კონსტიტუ-ციის მუდმივად ცვლის პრაქტიკაზე, მით უმეტეს, ძირითადი კანონი გათ-ვალისწინებული უნდა ყოფილიყო ხანგრძლივი პერიოდისათვის და მას-ში არ უნდა ჩაედოთ ისეთი დებულე-

ბები, რომლებიც ექვემდებარებოდა გადასინჯვას.

საქართველოს უნდა მიეღო კონს-ტიტუცია, რომელიც გამოხატავდა ეროვნულ სახელმწიფოებრივ ინტე-რესებს, შეესაბამებოდა ქართველი ხალხის ეთნოფსიქიკურ თვისებებს და ისტორიულ გამოცდილებას. უნ-და დაძლეულიყო წინა პერიოდის გაუთავებელი პოლიტიკური რყევე-ბი, არაკომპეტენტურობა, აგრესიუ-ლი უმეცრება და ამბიციურობა და შევარდნაძის ეპოქაში წარმოშობილი ,,პროვინციული დემოკრატია’’.

სამწუხაროდ, ქართული პოლიტი-კური სპექტრი ერთ პერიოდში არ-არსებული და შევარდნაძის მიერ გა-მოგონებული ,,პროვინციული ფა-შიზმის’’ წინააღმდეგ ბრძოლამ გაი-ტაცა და შორს დარჩა თავისუფლე-ბისა და სახელმწიფოებრიობისაგა-ნაც.

დემოკრატიის პრობლემა და სა-ხელმწიფოებრიობის საკითხი ერთი და იგივე არ არის. ევროპული თუ დასავლური კონსტიტუციების მოყ-ვარულ ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ ყველაზე დემოკრატიულმა კონ-სტიტუციამაც შეიძლება ვერ უპასუ-ხოს თავისუფლებისა და სახელმწი-ფოებრიობისათვის, ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ საქარ-თველოს ინტერესებს.

ე. შევარდნაძის ხელისუფლების კონსტიტუციაში არც ტერიტორიუ-ლი მოწყობის და არც თვითმმართვე-ლობის საკითხი არ იყო შეტანილი, იმ დროს ხელისუფლება ცდილობდა ისე დაეწერა კონსტიტუცია, როგორც მათთვის იქნებოდა მისაღები. მაგა-ლითად, გაუგებრობას იწვევდა ის, რომ დოკუმენტის პირველი მუხლის მესამე პუნქტში, სადაც ნათქვამი იყო,

Page 78: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

78

რომ ,,სახელმწიფო საქართველოს სა-ხელწოდებაა ,,საქართველო’’, არ იყო ნახსენები ,,რესპუბლიკა’’. თუმცა ის, რომ საქართველო არის რესპუბლიკა, ეწერა იქ, სადაც მმართველობის ფორმაზე იყო საუბარი. მით უმეტეს, პირველ კონსტიტუციაში ნათლად ესმებოდა ხაზი, რომ საქართველოს ,,მუდმივი და უცვლელი ფორმა პო-ლიტიკური წყობის იყო დემოკრატი-ული რესპუბლიკა’’.

ერთი შეხედვით აღნიშნული ფორ-მულირება უფრო მისაღებია და სა-ხელმწიფოს სახელწოდების შეცვლის დაფიქსირება ახალ კონსტიტუციაში საჭირო არ იყო, თუმცა, ამასთან და-კავშირებით გამოითქმება აზრი, რომ ხელთ გვქონდა დაკარგული ტერი-ტორიები აფხაზეთისა და ე.წ. სამხ-რეთ ოსეთის სახით. ამიტომ შემდ-გომში, იმდროინდელი ხელისუფლე-ბა არ გამორიცხავდა ქვეყნის ფედე-რაციულ მოწყობას ასეთი სახელწო-დებით: ,,საქართველოს აფხაზეთის ფედერაციული სახელმწიფო’’.

ნიშანდობლივია, რომ ისრაელში, მმართველობის ფორმა არის რეს-პუბლიკა, მაგრამ ისრაელს არ ჰქვია რესპუბლიკა. ასევე აშშ-ის მმართვე-ლობის ფორმა რესპუბლიკაა, თუმცა ამ ქვეყანას რესპუბლიკას არ უწო-დებენ.

შევარდნაძის მმართველობის დროს კონსტიტუციური ცვლილებები მისი პირადი ინიციატივით ხდებოდა და არა კონსტიტუციური საჭიროებით. მაგალითად, უფლებები გაეზარდა სახელმწიფო მინისტრს, საკონსტი-ტუციო ცვლილებებით საპრეზიდენ-ტო არჩევნებში მონაწილეობის უფ-ლება არ მიეცა იგორ გიორგაძეს, ეროვნულ-დემოკრატიული და ,,მო-ქალაქეთა კავშირის’’ ,,გარიგების’’

შედეგად პარლამენტში პარტიების მოსახვედრი 5-პროცენტიანი ბარიე-რი 7 პროცენტამდე გაიზარდა. იყო სხვა ცვლილებებიც, რომლებიც შე-ვარდნაძისა და მისი გარემოცვის კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა.

ის, რომ 2004 წელს ქართულ სა-ზოგადოებაში კვლავ გაჩნდა მო-თხოვნილება კარდინალურ კონსტი-ტუციურ ცვლილებებზე, იმის და-დასტურება იყო, რომ მან ვერ შეძლო ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტი-კური ცხოვრების ნორმალური გან-ვითარება, ამასთან, როგორც ხელი-სუფლების, ისე პოლიტიკური ოპო-ზიციის მხრიდან დაფიქსირდა ძალა-დობრივი ფორმების გამოყენება. კონ-სტიტუციამ ვერ გადაწყვიტა ქვეყნის მთავარი პრობლემები, მათ შორის: ეროვნული ბურჟუაზიის, თავისუ-ფალი და სამართლიანი საზოგადო-ებრივ-პოლიტიკური, კულტურული და სოციალური გარემოს შექმნა. ქართული საზოგადოების დამოკი-

დებულება ზოგადად კანონებისა და მათ შორის კონსტიტუციისადმი არა-ერთგვაროვანი იყო, რაც იმაში გა-მოიხატებოდა, რომ ქართველი ერი საუკუნეების განმავლობაში ქართუ-ლი კულტურისა და ცნობიერებისათ-ვის მიუღებელი იდეოლოგიით და კანონებით ცხოვრობდა და საზოგა-დოების შიგნით სოციალურ ფენებსა თუ ინდივიდებს შორის ურთიერთო-ბანი ტრადიციებით ან სხვა არაფორ-მალური ინსტიტუტებით რეგულირ-დებოდა და არა კანონის მეშვეობით. მით უმეტეს, ჩვენი საზოგადოება კა-ნონს განიხილავდა, როგორც რეპ-რესიულ მექანიზმს და არა, როგორც უფლებრივ წყაროს.

Page 79: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

79

დღეს არავინ დავობს, რომ 1995 წელს მიღებული კონსტიტუციით გან-საზღვრულმა საპრეზიდენტო მმარ-თველობამ ვერ გაამართლა. იგი ვერ ასახავდა ქვეყანაში არსებულ ვითა-რებას და არ შეესაბამებოდა ქართვე-ლი ერის მენტალობასა და შეხედუ-ლებებს.

საზოგადოების განვითარების მა-შინდელი დონე, არ შეიძლება სა-კონსტიტუციო დებულებების ადეკ-ვატური ყოფილიყო. შესაბამისად, ქართულ სინამდვილეში გაუმართ-ლებელი იქნებოდა გვეფიქრა ყველა-ზე დემოკრატიული კონსტიტუციის შემუშავებაზე, მით უმეტეს, ასეთი კონსტიტუციები ბუნებაში არ არსე-ბობს. მაგალითად, საფრანგეთში დე გოლის მიერ თითქმის ძალით მი-ღებულ კონსტიტუციას ზოგიერთი კონსტიტუციონალისტი არადემოკ-რატიულად მიიჩნევს.

სხვა მხრივ, სუსტ სახელმწიფოს შე-უძლებელია ჰქონდეს სრულიად დე-მოკრატიული კონსტიტუცია, მისთ-ვის დამახასიათებელი დანაწევრებუ-ლობის, ეკონომიკური და პოლიტი-კური არამდგრადობის გამო. ერთმა-ნეთს და ხელისუფლებას დაპირის-პირებული საზოგადოება ვერ მიი-ღებს დემოკრატიულ კონსტიტუციას და რომც მიიღოს, პრაქტიკულად ვერ შეძლებს მის ამოქმედებას. კონსტიტუციის მიღების, ახალი სა-

პარლამენტო და საპრეზიდენტო არ-ჩევნების მიუხედავად, საქართველო-ში არ აღმოჩნდა პოლიტიკოსი, რომე-ლიც აამუშავებდა და წაიყვანდა სა-ხელმწიფოს მანქანას. ვერ მოინახა ღირსეული კაცი. ძლიერი ეროვნული მუხტის მატარებელი, გონიერი და ზნეობრივი სახელმწიფო მოღვაწე.

.

Page 80: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

80

revaz miSvelaZe რატომ უნდა ისწავლებოდეს

კულტუროლოგია ყველა სასწავლებელში

კულტუროლოგიის, როგორც და-მოუკიდებელი მეცნიერების არსებო-ბა, სულ რაღაც ორმოცდაათ წელს ითვლის.

შეიძლება ითქვას, რომ ჰუმანი-ტარულ მეცნიერებათა შორის იგი ყველაზე ახალგაზრდაა.

კულტუროლოგიის შექმნა საზო-გადოებრივმა საჭიროებამ განაპირო-ბა.

კულტურის განვითარების ამ ეტაპზე საჭირო გახდა მსოფლიო კულტურის მიღწევები ერთი მეცნიე-რების წიაღში შეკრებილიყო და შე-სწავლილიყო ის კონკრეტული გზე-ბი, თუ საერთო კანონზომიერებები, რომლებიც განაპირობებდა კულტუ-რის შექმნასა და განვითარებას.

კულტუროლოგია კრებსითი მე-ცნიერებაა.

იგი საზრდოობს რამდენიმე სა-ხელოვნებო მეცნიერების შედეგებით. ეს მეცნიერებებია: ესთეტიკა, ხელოვ-ნების ისტორია და თეორია, ლიტერა-ტურის თეორია, ხელოვნებათმცოდ-ნეობა და ასევე ხელოვნების ცალკე-ული დარგების შემსწავლელი სპეცი-ალიზირებული მეცნიერებანი.

რაკიღა მე-20 და 21-ე საკუნეების მოქალაქეს ეპოქის თავბრუდამხვევი ტემპისგან გამომდინარე, თავისი

ცხოვრების განსაკუთრებული წესის გამო საშუალება არა აქვს თვალი მიადევნოს კონკრეტულად ხელოვნე-ბის თითოეული დარგის განვითარე-ბას, ჩაწვდეს და გააანალიზოს კულ-ტურის სფეროში მიმდინარე მოვ-ლენები და გაისიგრძეგანოს, რა ხდე-ბა მხატვრული აზროვნების სფეროში როგორც კონკრეტულად ერთ რომე-ლიმე ქვეყანაში, ისე მსოფლიოში საერთოდ, ამიტომ აუცილებელი გახ-და კეთილი ნების ადამიანის სული-ერი წონასწორობის შესანარჩუნებ-ლად მიეწოდოს მას სათანადო ცოდნა კულტურის ზოგადი კანონებისა და ამა თუ იმ დარგში მიღწეული სიახ-ლეების შესახებ.

ასეთ ცოდნას ადამიანს აძლევს სწორედ კულტუროლოგია.

მერედა, რისთვის სჭირდება ადა-მიანს მსოფლიო კულტურაში მიმდი-ნარე პროცესების შესახებ შემაჯამებე-ლი ცოდნა, რაში ეხმარება იგი ადა-მიანის ისედაც დაღლილ და შეწუ-ხებულ სულს, რომლის თავზეც და-მოკლეს მახვილივით ჰკიდია მსოფ-ლიო ომის, ეკოლოგიური კატასტრო-ფის და შიმშილის საფრთხე?

არასდროს არ ყოფილა ადამიანი ისე დაბნეული, როგორიც დღეს არის, ინფორმაციის საშუალებათა

Page 81: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

81

ფეიერვერკისა და კომპიუტერიზაცი-ის ეპოქაში.

სოციოლოგიურმა გამოკვლევამ გვიჩვენა, რომ დედამიწაზე დღემდე არსებული ყველა ფორმაცია დამარ-ცხდა იდეალური პიროვნების შექმ-ნისა და საერთოდ ადამიანის სულის გაკეთილშობილებისკენ მიმართულ ქმედებებში.

თუ ძალისმიერი ფორმაციები ადამიანის ბნელ ინსტინქტებს ამუხ-რუჭებდნენ მონათმფლობელის მა-თრახით, ფეოდალური კარჩაკეტი-ლობით, პოლიციური სახელმწიფო-ებრივი მეთოდებით (კაპიტალიზმი, სოციალიზმი), ვერც დეკლარირე-ბული და ფაქტიურად დამახინჯებუ-ლი დემოკრატიული საკმაზი აღმო-ჩნდა ჩვენი ეპოქისთვის საკმარისი გართულებულ საზოგადოებრივ ურ-თიერთობათა მოსაწესრიგებლად.

მსოფლიო მოქალაქისთვის გაუ-გებარი აღმოჩნდა დემოკრატიული ცხოვრების წესი.

ვერც ბერძნული და რომაული დემოკრატიის პრიმიტიული პრინცი-პები აღმოჩნდა საკმარისი 21-ე საუ-კუნის რთული მოქალაქისთვის და ვერც თანამედროვე პოლიტიკოსებმა აუღეს ალღო დემოკრატიული სა-ხელმწიფოების მოდერნიზებულ

არსს, ამიტომაც შთაბეჭდილება ისე-თი რჩება, რომ დღეს მსოფლიოში არ არსებობს ჭეშმარიტად დემოკრატიუ-ლი სახელმწიფო, თვით უმაღლესი ცივილიზაციის მქონე სახელმწიფოე-ბიც კი (აშშ, ინგლისი, გერმანია, საფ-რანგეთი) დემოკრატიას ღაღადებენ კონკრეტულ მომენტამდე, ხოლო რო-გორც კი კონკრეტული მომენტი დადგება, ანუ ძლიერთა ამა ქვეყნი-სათა ხელისუფლებაში ყოფნას საშიშ-როება შეექმნება, ისინი უკიდურესად

არადემოკრატიული მეთოდებით ინარჩუნებენ თავიანთ სახელისუფ-ლებო მონოპოლიას.

ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ ბოლო ორმოცდაათი წლის გან-მავლობაში მსოფლიო პოლიტიკო-სებმა და ფილოსოფოსებმა ვერ და-წერეს ვერცერთი მეტნაკლებად ღი-რებული ნაშრომი, სადაც სწორად იქ-ნებოდა გაგებული დემოკრატიის არ-სი, ანუ დადგენილი იქნებოდა პირო-ვნების თავისუფლების მასშტაბები.

თვალი შევავლოთ, როგორია იგი _ დემოკრატიის გაუთავებელი ქადა-გებებით ყურგამოჭედილი ახალი დროის მოქალაქე; სიტყვა ,,დაბნეუ-ლი’’, მოკრძალებული ფრაზაა მისი სულიერი წონასწორობის დასახასია-თებლად.

სხვათა მიწების მიტაცების ტრა-დიციულ მეკობრეობას სახელმწიფო-თა და ერთა შორის ურთიერთობის ახალი მოდელი დაემატა.

ჯერ ამ ახალი მოდელის პოლი-ტიკის ანალიტიკოსთა ღრმა შეფასება არ გაკეთებულა, არადა ორ სახელმ-წიფოთა შორის ტერიტორიების გეო-გრაფიული განაწილების კლასიკურ ჩარჩოში ვერ მოვათავსებთ იმას, რაც უკრაინასა და რუსეთს შორის ხდება.

ერთი მხრივ, გასაგებია, რომ მსო-ფლიო საერთაშორისო პოლიტიკური ინსტიტუტების (გაერო, ევროკავში-რი, ნატო) სრულიად აუხსნელი სი-ლაჩრის გამო მადაგაღვიძებული რუ-სული იმპერია საბჭოთა კავშირის რე-ანიმაციას ცდილობს, მაგრამ, მეორე მხრივ, რით ავხსნათ ის გარემოება, რომ აღმოსავლეთ უკრაინის მო-ქალაქეები ცეცხლითა და მახვილით ებრძვიან გასაჭირში მყოფ თავიანთ ახალგაზრდა სახელმწიფოს.

Page 82: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

82

იწვის რუსეთ-უკრაინის საზღ-ვარზე არაერთი დაბა-ქალაქი და მსო-ფლიო რუსეთის მიმართ ან ,,ნევი-ჟუს’’ პოლიტიკას ადგას, ან ვეგეტე-რიანელი დიპლომატები გაუბედავ გაფრთხილებას უგზავნიან პუტინს.

გარდა უკრაინისა, მსოფლიო ხან-ძრები დანთებულია ერაყში, პალეს-ტინაში, ისრაელში, სირიასა და სხვა ქვეყნებში.

რა ხდება? კითხულობს მსოფლი-ოს ბედით დაინტერესებული მოქა-ლაქე და პასუხი ვერ უპოვია. ვერ უპოვია იმიტომ, რომ ადამიანის სულიერი აღზრდის, მისი ბუნების საწაღმართოდ ჩამოყალიბებისთვის ოდენ რელიგია ვერას გახდა და, როგორც არასდროს, საჭირო შეიქნა თავისი სიტყვა ეთქვა საუკუნეთა განმავლობაში ისეთ ნაცად სფეროს ადამიანის აზროვნებისა, როგორიც გახლავთ მხატვრული შემოქმედება, კულტურა.

მე-20 და 21-ე საუკუნეებში ადა-მიანთა მიერ ჩადენილი გაუგონარი სისასტიკენი კაცობრიობის განვითა-რების ლოგიკაში ვერა და ვერ თავს-დება.

კაცობრიობის ისტორიას აღმაშ-ფოთებელ ფაქტებად სამუდამოდ შერჩება არამარტო ჰიტლერული საკონცენტრაციო ბანაკები ან 21-ე საუკუნის დასაწყისში ტერორისტე-ბის მიერ ნიუ-იორკის ორი ცათამბ-ჯენის თვითმკვლელთა იერიშით ბარბაროსული დანგრევა, არამედ – ისეთი ,,უწყინარი’’ ფაქტებიც კი, ჩვენ თვალწინ რომ წამდაუწუმ ხდება კანიბალ პოლიტიკოსთა წაქეზებით გაბრუებული ჯარისკაცის მიერ.

ეს სწორედ იმის ბრალია, რომ ადამიანის სულიერ სამყაროზე ხე-ლოვნების ნაწარმოების ზემოქმედე-

ბის ძალა საგრძნობლად შესუსტდა. თუ სულ რაღაც ორმოცდაათიოდე წლის წინათაც კი მაყურებელი და მკითხველი რომანში, სპექტაკლში ან კინოფილმში მისაბაძ გმირს დაეძებ-და და მხატვრული პერსონაჟის საქ-ციელი საზოგადოებრივი განსჯის საგანი ხდებოდა, დღეს ასე არ არის.

თანამედროვე ახალგაზრდამ თითქმის მოაცილა მხატვრულ ნაწარ-მოებს შემეცნებითი და აღმზრდე-ლობითი ფუნქცია და დაუტოვა მას მხოლოდდამხოლოდ ესთეტიკური ფუნქცია.

კომპიუტერიზირებული მოქალა-ქე ფილმს უცქერის მხოლოდ რო-გორც სიამოვნების მიღების წყაროს, სხვას მისგან არაფერს ელის.

ხელოვნებისადმი უტილიტა-რულმა დამოკიდებულებამ საზოგა-დოების მხრიდან გამოიწვია სწორედ ჭეშმარიტი ხელოვნების დევალვაცია.

როდესაც ჭეშმარიტ კულტურაში საზოგადოებრივი აზრი არ არსებობს, მართლა გენიოსური ნიჭის და ნე-ბისყოფის უნდა იყოს ხელოვანი, რომ გემოვნებადაქვეითებული საზოგა-დოების საეჭვო ქარბორიებს არ აჰყ-ვეს; დაინახა მუსიკოსმა, რომ რასაც შთაგონება და გოლგოთისებური შრომა ჩააქსოვა და, რაც მართლა მი-ახლოებულია კლასიკურ ქმნილებას-თან, თითქმის ყურადღებამიუქცე-ველი დარჩა. რაღა დარჩენოდა, ადგა და გადაუხვია ჭეშმარიტი ხელოვნე-ბის ნაცად გზას, მისი სახელდახელო კაკაფონია კი ბრბომ და, ხშირ შემთხ-ვევაში, უვიცმა კრიტიკამ ხელოვნება-ში ახალი კვალის გავლებად შეაფასა.

ასეა ხელოვნების ყველა დარგში; თუ მხატვარი თვეობით იმუშავებს პორტრეტის ცალკეული დეტალების დასახვეწად და პროფესიონალის კე-

Page 83: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

83

თილსინდისიერებით მოეკიდება ხატვის ურთულეს ფენომენს, მას ტრადიციული მხატვრობის გაკვა-ლულ გზაზე მავალს შეარქმევენ და ეპიგონად მონათლავენ. თუ ვირის კუდის ,,სიზუსტით’’ მიაყრის ფერებს ტილოს, აი, სწორედ მაშინ აქცევენ მას ,,ორიგინალობის მიმდევარი’’ ხე-ლოვნებათმცოდნეები ნოვატორად და ავანგარდისტად.

წაიშალა ჭეშმარიტი ზღვარი ნამ-დვილ ხელოვნებასა და ხელოვნების სუროგატს შორის და, ერთი მხრივ, გემოვნების დევალვაციამ გამოიწვია ხელოვნების დევალვაცია და პირუ-კუ, ხელოვნების დევალვაციამ გამო-იწვია გემოვნების დევალვაცია.

საჭიროდ არ ვთვლი მკითხველს მოვაგონო ის სასწაულებრივი ზემო-ქმედება ადამიანის სულის გაკეთილ-შობილებაზე, რაც საუკუნეთა განმავ-ლობაში ჭეშმარიტმა ხელოვნებამ მო-ახდინა.

სულის დაცარიელების შედეგია ის გარემოება, რომ 21-ე საუკუნის პირმშო უყოყმანოდ აჭერს ხელს ღილაკს, როცა მას ბაბილონის ათასწ-ლოვანი ისტორიული ძეგლების და-ბომბვას უბრძანებენ. არ შეიძლებოდა ქრისტიანული რწმენით ჰქონოდა გა-ნათებული გონება იმ უგუნურ რეს-ტავრატორს, რომელმაც ილორისა და უბისის ტაძართა ფრესკები გაჯით შელესა.

არ შეიძლება ტოლსტოის ,,ომი და მშვიდობა’’ ჰქონოდა წაკითხული რუსის ჯარისკაცს, რომელიც ქარ-თულ მიწაზე მავთულხლართებს აგებდა და ამით ქართულ მამაპაპურ სასაფლაოს შუაზე ჰყოფდა.

არ შეიძლება ლესია უკრაინკასა და ტარას შევჩენკოს სახელი გაეგონა იმ თავისი სახელმწიფოს წინააღმდეგ

მებრძოლ ე. წ. რუს მეამბოხეს, რო-მელმაც პირდაპირი დამიზნებით გრადის ჭურვით უკრაინული საბავშ-ვო ბაღი ააფეთქა და ათ აღსაზრდელს სიცოცხლე წაართვა.

განსაცვიფრებელი ის არის, რომ ვისაც ხელოვნების მეცენატობა, კულ-ტურისადმი საზოგადოების ყურად-ღების მიქცევის ორგანიზება ევალება, სწორედ ის ღალატობს კულტურას და გაუგონარ გულგრილობას იჩენს კულტურისადმი. ხელისუფალნი თა-ვიანთ ვრცელ, მოსაწყენ მოხსენებებ-ში ყველაფერზე ლაპარაკობენ, გარდა კულტურისა. კულტურას კი, ადამია-ნის სულის გამაკეთილშობილებელ ბებერ და ნაცად კულტურას, თუ გა-ახსენდათ, მოწყალებას მოიღებენ და თავიანთი ვრცელი ანგარიშის ბოლო-ში ორიოდე სიტყვით მოიხსენიებენ.

აღმაშფოთებელია სამთავრობო თუ არასამთავრობო ტელევიზიების დამოკიდებულება ჭეშმარიტი კულ-ტურისადმი. სატელევიზიო საინ-ფორმაციო ცნობებში მიმომხილვე-ლები, თავიანთი ჭკუით, აქტუალურ და, სინამდვილეში კი, აშკარად სუ-ლელურ პოლიტიკურ ინტრიგებს და პოზიციონერ-ოპოზიციონერთა შო-რის ქუჩურ გაქაჩვა-გამოქაჩვებს რომ ჩაამთავრებენ, ბოლოს, თუ დრო დარჩათ, ორიოდე სიტყვით დასძე-ნენ, რომ მავან თეატრში პრემიერა გაიმართა.

არავითარი შეფასება ჭეშმარიტი მხატვრული ქმნილებისა, არავითარი ხაზგასმა იმ სიახლისა, რაც ხელო-ვანმა თავისი საოცარი რუდუნებით ჩვენს წინაშე წარმოაჩინა. დარწმუნე-ბული ვარ, ჩვენს დღეებში ,,ვეფხის-ტყაოსანი’’ რომ დაიწეროს, სატელე-ვიზიო სიუჟეტში მისი ადგილი არ აღმოჩნდება, თუ მაინცდამაინც, ორი

Page 84: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

84

სიტყვით იტყვიან, რომ ვინმე რუს-თაველმა დაასრულა ახალი პოემის ტექსტი.

ნორმალური გონება ვერ წარმო-იდგენდა, თუ კულტურის პოპულა-რიზაციის ამდენი საშუალება ექნებო-და ხელთ კაცობრიობას და ამ დროს ხელისუფლების მიერ დაშვებული იქნებოდა გულგრილობის ფარდა საზოგადოებასა და ხელოვანს შორის. რა არის ეს _ ხელისუფლის ბიჭური ქიშპი ხელოვანის მიმართ, ჩემზე უფრო პოპულარული რატომ ხარო, თუ სხვა რამ _ ჩემთვის აუხსნელი ,,ჭეშმარიტება’’?

რაც უფრო ნიჭიერია ხელოვანი, მით უფრო ცდილობენ საინფორმა-ციო საშუალებანი მას ხელი დააფა-რონ. ისე წავიდნენ ჩვენგან ამ ბოლო წლებში შოთა ნიშნიანიძე, ლევან სანიკიძე, ოტია იოსელიანი, ჭაბუა ამირეჯიბი, ანა კალანდაძე თუ ოთარ ჭილაძე, რომ ჩვენს საზოგადოებას არც ტელევიზიაში და არც რადიოში ამ უკვდავ ავტორთა შემოქმედებაზე თუ პირად ცხოვრებაზე ერთი და-სამახსოვრებელი გადაცემა არ უნა-ხავს. არ იყვნენ ღირსნი? რით უნდა ავხსნათ ძლიერთა ამა ქვეყნისათა პირადი განაწყენება ქართული კულ-ტურის ძვირფას სახელთა მიმართ?

ზოგიერთი ჟურნალისტი რომ ხელმოცარული მწერალია, ეს ჩემთ-ვის კარგა ხანია ცნობილია, მაგრამ მარტოოდენ მწერლებზე გაბრაზებუ-ლი ჟურნალისტების ბრალი არ არის ის დანაშაულებრივი გულგრილობა, რაც ჩვენში ნიჭიერ ხელოვანთა მი-მართ ხდება. გამოჩენილ ეროვნულ სახელთა პოპულარიზების პოლიტი-კური ნება არ არსებობს! მორჩა და გათავდა.

სამაგიეროდ, ჩვენს საინფორმა-ციო საშუალებებში მწვანე გზა აქვს გახსნილი უნიჭობას.

დროდადრო ცისფერ ეკრანზე გა-იელვებს მკითხველისათვის სრული-ად უცნობი, საეჭვოზე საეჭვო ლიტე-რატურული მონაცემების მქონე მო-პოეტო არსება, რომელსაც პოლიტი-კაშიც მოეცარა ხელი და ლიტერა-ტურაშიც და ,,უტიფრობა ჰყოფნის, მხატვრულ ტექსტებზე’’ ილაპარაკოს. მას გვერდს უმშვენებს ასევე ხელმო-ცარული თავკიტრა მხცოვანი კრიტი-კოსი და ,,მიმომხილველის’’ სისულე-ლეებზე, ,,ოღონდაც ოღონდაცო’’, კვერს უკრავს.

აი, ასეთ ვითარებაში დღეს ნიჭი სრულიადაც არ არის საკმარისი, რომ ხელოვანს ყურადღება მიექცეს.

შეიძლება ჭეშმარიტმა ხელოვანმა გაიფიქროს (და სრულიად სამართ-იანადაც) ,,მიმიფურთხებია ამათი რა-დიო-ტელევიზიისთვის, მე ჩემს საქ-მეს ვაკეთებო’’, მაგრამ სამწუხაროზე სამწუხაროდ, გამოვნებადაქვეითებუ-ლი საზოგადოების ხელოვანისადმი დამოკიდებულება სწორედ საინფორ-მაციო საშუალებებში მის გამოჩენა-გახმაურებაზეა დამოკიდებული.

შემოქმედებით კავშირებთან სა-ინფორმაციო საშუალებების დიდი უმრავლესობის თანამედროვე მოდე-ლი ასეთი გახლავთ: რეკავთ ტელე-ვიზიაში და ეუბნებით, რომ ამა და ამ რიცხვში ტარდება ანა კალანდაძის იუბილე. ტელევიზიიდან დაუფიქ-რებლად გპასუხობენ, რომ ასეთი თემა მათ არ აინტერესებთ, ამიტომ გადამღებ ჯგუფს ვერ გამოუშვებენ, მაგრამ საკმარისია, ეშმაკობა იხმა-როთ და უთხრათ, რომ საიუბილეო საღამოს მავანი და მავანი თანამდე-ბობის პირი დაესწრება, ტელეკო-

Page 85: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

85

რესპონდენტები თავის ოპერატორ-იუპიტერებიანად დაუყოვნებლივ გა-მოცხადდებიან.

განა ვინ არის ასეთი ხელისუფ-ლებაში პარტიული სიით გამძვრალი თანამდებობის პირი, რომ თაფლწას-მულივით დასდევენ საინფორმაციო საშუალებები?

რა სიბრძნეს იტყვის იგი ასეთს გალაკტიონის თუ ვაჟა-ფშაველას შე-სახებ, რომ აუცილებლად უნდა გაი-გოს ქვეყანამ?

როცა სიბრტყეები არეულია, რო-ცა არ მოქმედებს პრინციპი ,,კეისარს კეისრისა’’ და პირად ინიციატივაზე თუ გაძრომა-გამოძრომის ნიჭზეა და-მოკიდებული ხელოვანის წარმატება თუ საზოგადოებრივი სახელი, სწო-რედ მაშინ შეიძლება გაძვრეს სახე-ლოვნებო წრეებში რომელიმე ჩიტი-რეკია, უნიჭო, თვითმარქვია ,,ლიტე-რატორი’’, რომელსაც ხელოვნების არაერთ დარგში ხელი მოეცარა, მაგ-რამ მაინც ჯიუტად, გიჟის ენერგიუ-ლობით მოცეკვავეებთან მსახიობად აცხადებს თავს, მსახიობებთან _ მო-ცეკვავედ და მწერლებთან _ სამივეს ერთად. მას უტიფრობა ჰყოფნის, გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, თავის თავს ,,კოლორიტი’’ უწოდოს, თავი მოაბეზროს ბიზნესმენებს, მოა-ქუჩოს ორიოდე კაპიკი და თვითონვე მოიწყოს საკუთარი იუბილე ოპერის თეატრის შენობაში. საზოგადოება კი, რომელსაც ჰგონია, რომ ეს იუბილე რომელიმე შემოქმედებითი კავშირის ინიცვიატივით ჩატარდა, გაოგნებუ-ლი კითხულობს: ვინ არის მავანი და მავანი ტაკიმასხარა ასეთი, რომ წი-ლად ამგვარი პატივი არგუნეთო.

ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ვიმეორებ მაშინ, როდესაც ხელოვნე-ბაში განუკითხაობაა, ხოლო კრიტიკა

იმდენად ტენდენციური გახლავთ, რომ თავის ფუნქციას ვერადავერ ას-რულებს.

მრავალჯერ მითქვამს და აქ სა-ჭიროდ არ ვთვლი გავიმეორო, რომ დასავლეთიდან ეროვნული კულტუ-რების შესანარჩუნებლად ზურგის ქა-რი როდი უბერავს. აშკარადაა აღე-ბული კურსი ეროვნული ფენომენის წაშლისკენ, თვითმყოფად კულტურა-თა მასკულატურაში გათქვეფისკენ და იმგვარი საზოგადოების შექმნის-კენ, რომელსაც თავისი გამოკვეთილი ეროვნული სახე არ ექნება.

როცა პარლამენტის წევრი გახლ-დით, ჩვენს ფრაქციას სტუმრად ეწვია ევროპარლამენტის წარმომადგენე-ლი. დიდხანს ვესაუბრე მას ერთი-ერთზე ჩემი ქართული წუხილით შესახებ იმისა, რომ ქართულ კულ-ტურას გაქრობის საფრთხე ემუქრება, რომ ამერიკულმა მასკულატურამ ლამის ჩაყლაპოს ის ძვირფასი და განუმეორებელი, რითაც საქართვე-ლოს საუკუნეთა განმავლობაში თავი მოსწონდა, რომ კინოშიც, მხატვრო-ბაშიც, ლიტერატურაშიც და მუსიკა-შიც (განსაკუთრებით ე.წ. ,,საესტ-რადო სიმღერებში’’), უკვე შემოვიდა ქართულისათვის სრულიად უცხო, ზანგურ-ებრაულ-ამერიკული ინტო-ნაციები, რაც ჭეშმარიტად პროფე-სიონალი ქართველი მომღერლების გაოცებას და პროტესტს იწვევს.

სხვაც ბევრი რამ ვუთხარი პარ-ლამენტის სტუმარს, საათ-ნახევარი მოწყენილი მისმენდა და ბოლოს მითხრა, რა აუცილებლობაა, რომ თქვენი ენა, თქვენი ტრადიციული მუსიკალური კულტურა და საერ-თოდ, როგორც თქვენ ამბობთ, თქვე-ნი ე.წ. ეროვნული ფენომენი ან ის-ტორიული მიწები შეინარჩუნოთო.

Page 86: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

86

აი, ტიპიური მაგალითი ევროპულ-ამერიკული კოსმოპოლიტის მცირე ერებთან დამოკიდებულებისა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გა-მომდინარე, მე დაბეჯითებით ვამტ-კიცებ, რომ რაკიღა ადამიანის აღზრ-დის განუმეორებელ საშუალებასთან კულტურასთან, აგდებულ-დაბნეუ-ლი დამოკიდებულება ჩამოგვიყა-ლიბდა, საჭიროა სპეციალიზებული ცოდნა კულტურის შესახებ, ანუ სა-განი ,,კულტუროლოგია’’ ყველა სას-წავლებელში უნდა ისწავლებოდეს.

იგი უნდა ისწავლებოდეს საშუა-ლო სკოლების მაღალ კლასებში (თუმცა სკოლის პროგრამის შედგე-ნისას მეთოდურ საბჭოებს იმდენი დილეტანტი მრჩეველი ჰყავთ, რომ ფურცლავთ ლიტერატურულ სახელ-მძღვანელოებს და მათში 90% უნიჭო ავტორთა იმდენი ანტიესთეტიკური ნაწარმოებია შეტანილი ქართველ კლასიკოსთა თხზულებების ამოღე-ბის ხარჯზე, რომ გული შეგიწუხ-დებათ), ,,კულტუროლოგია’’ უნდა ისწავლებოდეს ყველა პროფტექნი-კურ სასწავლებელში, კოლეჯსა თუ

უმაღლეს სასწავლებელში, რა პრო-ფილისაც არ უნდა იყოს იგი.

,,კულტუროლოგია’’ ახალგაზრ-დას მისცემს საშუალებას, არა მარტო ერკვეოდეს მსოფლიო კულტურის მწვერვალებში, არამედ გაისიგრძეგა-ნოს მისი სამშობლოს – საქართველოს წვლილი მსოფლიო კულტურის ის-ტორიაში. ამავე დროს ,,კულტურო-ლოგია’’ იძლევა ელემენტარულ ცოდნას იმის შესახებ, როგორ უნდა შევაფასოთ კულტურის ნაწარმოები, რა დამოკიდებულებაა კულტურასა და მეცნიერებას, ან კულტურასა და რელიგიას შორის და, საერთოდ, რო-გორია კულტურის მომავალი.

თუ დროზე არ მოვკიდებთ ხელს, აღვუდგინოთ ხელოვანს ღირსება, სა-ზოგადოებას მოვაგონოთ, რომ კულ-ტურის წარმომადგენელი ქვეყნისთ-ვის საჭირო და ძვირფასი კაცია, თუ პოლიტიზების მავნე ინერციებისგან არ დავასვენეთ ჩვენი დაბნეული თა-ნამედროვე და ხელოვნების დიად იდეალებს არ ვაზიარეთ, ადამიანს გადაგვარება ემუქრება.

Page 87: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

87

badri cxadaZe,

avTandil sonRulaSvili

ქართული ენის ბედი და უბედობა

სამყარო პირობითად ორ მთავარ

ნაწილად იყოფა: პირმეტყველად და პირუტყვად. პირმეტყველი _ ადამია-ნია _ მსოფლიოს მეცნიერებისათვის ჯერ კიდევ საბოლოოდ ამოუცნობი და შეუსწავლელი ობიექტურ-სუბი-ექტური ფენომენი. იმავდროულად ადამიანი იმით განსხავდება დანარ-ჩენთაგან, თუნდაც ცხოველისაგან, რომ მას ღმერთი სწამს (ლუდვიგ ფო-იერბახი).

ღმერთმა მსოფლიოს, სამყაროს ენები გულუხვად დააბერტყა, მაგრამ ენებს კაცობრიობა, ცივილიზებული სამყარო დასაღუპად ,,დაუფიქრებ-ლად’’, უშურველად და ადვილად იმეტებს. _ როგორც ცნობილია, მსო-ფლიოში ყოველ 50 წელიწადში თი-თო ენა კვდება.

ენამ შექმნა ადამიანი, ხოლო ადა-მიანმა, უფრო სწორად, ადამიანთა ერთობამ _ ენა. ანუ ორივეს შემქმნე-ლი ღმერთია. როგორც შოთა რუსთა-ველი გვმოძღვრავს, ,,რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ [1].

ამრიგად, ერთ დროს, პრეისტო-რიულ გარიჟრაჟზე, ადამიანი პი-რუტყვი იყო, ამ სიტყვის ყოველგვა-რი მნიშვნელობით, ადამიანად იგი შემდგომ ენა-მეტყველებამ აქცია.

ენა ცოცხალი ორგანიზმია, მას ისევე, როგორც ადამიანს, სული აქვს _ სუნთქავს, ცოცხლობს, არსებობს, იღუპება კიდეც.

ასე რომ, ენასაცაქვს დასაწყისი და დასასრული, ისე, როგორც ყველა-ფერს.

დღეს, ადამიანთა მოდგმას, ისე-თი შეგრძნება გვეუფლება, თითქოს კაცობრიობა ენებიანად დასასრული-საკენ მიექანება. დაქანების პროცესში კი, რა გასაკვირია, ქვეშ არაერთი ენა მოჰყვება. ,,ენის დაქანების პროცეს-ში’’ ყოფნისას ერთი დიდი ქართველი მოაზროვნისა და კლასიკოსი მწერ-ლის გრიგოლ რობაქიძის ნათქვამს მოგაგონებთ, რომელსაც გერმანულე-ნოვან ,,ქალღმერთის ძახილში’’ ერთ-ერთი მოქმედი პირი თავადი იულონ გელოვანი ამბობს _ თუ როდის შე-იძლება მოკვდეს ხალხის სული:

,,ხალხის სული მოკვდება მაშინ, თუ ღმერთს მოკლავენ’’ [2. 117], ღმერ-თი კი, ჩვენი აზრით, ჩვენი სახატე ქვეყანაა, რომელიც, მეოცე საუკუნის დასაწყისში, ილია მართლის სახით მოვკალით. იულონის ანუ გრიგოლ რობაქიძის თქმით, ,,მინდა სულის ცნება ერთი მაგალითით აგიხსნა. ჩვენ, ქართველები, ვლაპარაკობთ ქარ-თულად. ვინ შექმნა იგი? ცხადია,

Page 88: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

88

ქართველებმა, მაგრამ როგორ? გამო-ცალკევებით არავინ, ყველამ ერთად. მაგრამ ეს ,,ყველა’’ დროის სხვადა-სხვა მონაკვეთებში დასცილდა ერთ-მანეთს. საიდუმლო აქ ძევს. მე არ ვიცი, როგორ უნდა ამოიხსნას ეს საიდუმლო, ალბათ, იქნებოდა ერ-თობლივი ჩანასახოვანი უჯრედი, რომელიც ყველა ქართველში ცოცხა-ლია, წარსულის, აწმყოს, მომავლის ქართველში და, ალბათ, მას შეუქმნია ჩვენი ენა. მე ამ ჩანასახის უჯრედს საქართველოს სულს ვუწოდებ’’. აი, დღეს კი, სწორედ ჩვენ თვალწინ, ჩვენივე ხელით საქართველოს სული კვდება[3].

ენას მოფრთხილება და დაცვა სჭირდება, მით უფრო მშობლიურს, საკუთარს. საკუთარ ენას კი ქართ-ველმა კაცმა დედაენა შეარქვა. ეთ-ნიკურ-ეროვნული ტრადიციები და მშობლიური ენა მთლიანობაში ეროვ-ნული კულტურის ძირითად ნაწილს შეადგენს, რომელიც განსაზღვრავს ამა თუ იმ ხალხის ნაციონალურ იერ-სახეს, მის ეროვნულ ფიზიონომიას. ამ მთავარი ელემენტების შესუსტება, დამცირება, ნოლზე დაყვანა იწვევს ერის მოსპობას [4. 7].

ენა და მისი არსებობა ერის გა-რეშე წარმოუდგენელია, თუმცა არსე-ბობს გამონაკლისებიც. მართალია, ზოგ ერს მშობლიური ენა წინათ ჰქონდა და დაკარგა (მაგალითად, ებ-რაელებმა), თუმცა შემდგომ აღიდგი-ნა, მაგრამ ეს ,,აღდგენილი’’ ენაა არაა ის ბუნებრივ-ისტორიული, რაც ადრე მას ჰქონდა, როგორც ხატოვნად იტყ-ვიან, ,,ერთდროულად, ერთსა და იმავე დროს მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ’’. ამიტომ მშობლიურ ენას, ყოველივე მშობლიურს, კვლავ ვიმე-ორებთ, მოფრთხილება სჭირდება.

მშობლიურის ნაცვლად სხვა ენაზე ერის ამეტყველება ერის გადაჯიშე-ბას, გადაგვარებას, იდენტობის და-კარგვას ნიშნავს. ასე რომ ,,ენის სიკვდილი’’, მისი სიკვდილის მიზე-ზი, სოციალურ-ეკონომიკური ხასია-თითაცაა გაპირობებული, მისი მო-უხმარებლობაენის სიკვდილს იწვევს _ მთავრდება ერის სიკვდილით (გა-დაშენებით) ან ერის გადაგვარებით ან ერის სხვა ერთან შერწყმით. ამის მაგალითები მსოფლიო ისტორიაში არაერთია.

მსოფლიოში რამდენი ენაა, ზუს-ტად არავინ იცის (ასახელებენ 3000-ზე მეტს, 5000, 7000-მდე ერთეულს). ბევრი ენა ლინგვისტურად შეუსწავ-ლელია. სამწუხაროდ, ენების დასად-გენად არაა სათანადო და საკმარისი კრიტერიუმები, ჭირს ენის ენად ან დიალექტად გამოყოფა-გამოცალკე-ვება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზოგ მკვლევარს, ესა თუ ის ენა დიალექტად მიაჩნია, ზოგს _ ენად. ასეთ შემთხვევაში დიდ როლს თამა-შობს ტრადიციული გაგებაც. მაგალი-თად, მიუხედავად მჭიდრო სიახლო-ვისა, ჩეხური და სლოვაკური, რუ-სული და ბელორუსული, სერბული და ხორვატული სპეციალურ ლიტე-რატურაში რატომღაც ცალკე, დამოუ-კიდებელ ენებად არის მიჩნეული. როგორც ცნობილი ჩეხი ლინგვისტი ი. იედლიჩკა წერს, ,,ჩეხური ენის მცოდნეს ესმის არა მარტო ჩეხური ენა, არამედ სლოვაკურიც, რადგან სლოვაკური ენა ჩეხურს ძალიან უახ-ლოვდება’’ [5, 5]. ეგევე შეიძლება ითქვას ინგუშურისა და ჩეჩნურ-ქისტურის ენობრივი დამოკიდებუ-ლება-ურთიერთმიმართებითაც. მსო-ფლიოში 200-ზე მეტი ქვეყანაა, რო-მელთაგან 100-ზე მეტს სახელმწიფო

Page 89: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

89

ენად არამშობლიური ენა აქვს. მაგა-ლითად, ინგლისური ენა, გარდა ინგ-ლისისა, მსოფლიოს ერთ მესამედს ანუ 68 ქვეყანას მოიცავს, მათ შორის 12 ქვეყანაში _ ადგილობრივ, აბორი-გენულ ენებთან ერთად კანონიკუ-რად, სახელმწიფო ენად არის გამო-ცხადებული.

ინგლისური ენა, როგორც ერ-თადერთი სახელმწიფო ენა, დაკანო-ნებულია აფრიკის ქვეყნებში (ტანზა-ნია, ზიმბაბვე, უგანდა, ლიბერია, ზამბია, მავრიკია, ბოსტვანა, ნიგერი-ის ფედერაციული რესპუბლიკა და სხვ.). ჩამოთვლილთაგან აფრიკის კონ-ტინეტზე მრავალრიცხოვანი მოსახ-ლეობით (135 მილიონ 560 ათასი მცხოვრები) ნიგერია პირველ ად-გილზეა.

სახელმწიფო ენის სტატუსი მო-სახლეობის სიმრავლით არ განისა-ზღვრება (მაგალითად, ნიგერიაში, სადაც რამდენიმე ეთნიკური ჯგუფის მოსახლეობაა, მრავალრიცხოვნობით გამოირჩევა: ჰაუსა _ 26 მლნ., იორუბა _ 21 მლნ., იგბო _ 17 მლნ.). აფრიკის კონტინენტზე გამონაკლისია მხო-ლოდ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, სადაც ინგლისის ყოფილ კოლონიაში დღეს ინგლისურთან ერთად სახელმ-წიფო ენებად გამოცხადებულია აქ მცხოვრებ 12 ეთნიკურ ჯგუფთა ენე-ბი: სესოტო, კოსა, ზული, ლებოა, სისკატი და სხვ.

აზიის ქვეყნებთან ინგლისურს სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს სინ-გაპურში, ბრუნეიში, ინდოეთში (ჰინ-დი ენასთან ერთად);

ამერიკის კონტინენტზე ინგლი-სური სახელმწიფო ენად აღიარებუ-ლია: აშშ-ში, კანადაში (ფრანგულთან ერთად), იამაიკაში, გრენადაში, ბე-ლიზში, დომინიკის რესპუბლიკაში,

ბაჰამისა და ბერმუდის კუნძულოვან სახელმწიფოებში;

ოკეანეთში, ასევე ავსტრალიის კონტინენტზე _ 17 სახელმწიფოში ინგლისურ ენას სახელმწიფო სტატუ-სი აქვს შეძენილი (ავსტრალია, ახალი ზელანდია, პაპუა _ ახალი გვინეა, მიკრონეზია, ფიჯის რესპუბლიკა და სხვ.).

ევროპაში კი ინგლისურს სა-ხელმწიფო ენის სტატუსი აქვს ირ-ლანდიაში, გიბრალტარში, მალტაში, ცხადია, დიდ ბრიტანეთში.

ინგლისურის შემდგომ მსოფლი-ოში სახელმწიფო ენის რანგში გვევ-ლინება ფრანგული ენა (საფრანგეთის ყოფილ კოლონიებში). ესენია: სენეგა-ლი, ჩადი, რუანდა, მალი, ნიგერია, მადაგასკარი, მავრიტანია, კოტ-დიუ-არი (ყოფილი სპილოს ძვლის ნაპი-რი), კონგოს დემოკრატიული რეს-პუბლიკა და სხვ. ასევე ევროპის ზოგ ქვეყანაში (მონაკო, ლუქსემბურგი, შვეიცარია, ბელგია) სახელმწიფო ენა ფრანგულია. ასე რომ, საფრანგეთით დაწყებული მსოფლიოს 30 ქვეყანაში სახელმწიფო ენის სტატუსით ფრან-გული 30 ქვეყანაშია გავრცელებული. ფრანგულენოვან ქვეყნებს ფრანკო-ფონიის სახელითაც მოიხსენიებენ.

სახელმწიფო ენის რიცხოვნობით მესამე ადგილზეა არაბული. იგი 23 ქვეყანაში მოქმედებს (ალჟირი, მარო-კო, ტუნისი, ლიბია, ეგვიპტე, იორ-დანია, საუდის არაბეთი და სხვ.), ასევე აზია-აფრიკის ხუთ ქვეყანაში (ისრაელი, ჩადი, ერიტრეა, სომალი, ჯიბუტი) არაბული სახელმწიფო ენის როლში გვევლინება.

მსოფლიოში, სახელმწიფო ენის სტატუსით, მეოთხე ადგილს ესპანუ-რი ენა იკავებს (სულ _ 23 ქვეყანაში).

Page 90: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

90

პორტუგალიური და გერმანული ენები სახელმწიფო ენის რანგში შვიდ ქვეყანაში არსებობს (უპირატესად სხვა სახელმწიფო ენათა გვერდით).

ინგლისური დღეს ზესახელმწი-ფო ენაა. იგი, რაც დრო გადის, ერ-თადერთ და ძირითად საკომუნიკა-ციო მსოფლიო ენად მკვიდრდება და თავისუფლად ენაცვლება ხელოვნუ-რად შექმნილ ენებსაც (ესპერანტო და სხვ.). ინგლისური ჩინურის შემდგომ მსოფლიოში მეორე ადგილზეა (322 მლნ ადამიანი აღიარებს მას მშობ-ლიურ ენად, რომელთაგან მხოლოდ 55 მლნ ცხოვრობს დიდ ბრიტანეთ-ში). ინგლისურს, როგორც ,,მეორე მშობლიურ ენას’’, 400 მლნ ადამიანი იყენებს, როგორც უცხო ენას კი _ 800 მლნ. [6. 11-13].

დღეისათვის საქართველო მსოფ-ლიოს 200-მდე სახელმწიფოს შორის სიდიდით (ოკუპირებული ტერიტო-რიების ჩათვლით _ 70 ათასი კვ. კმ.) 118-ე ადგილზეა, ე. ი. მსოფლიოს 74 სუვერენულ სახელმწიფოზე დი-დია, მათ შორის ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა: დანია, ნიდერლანდები, ბელგია, შვეიცარია, ისრაელი და სხვ. მოსახლეობის რაოდენობით კი 97-ეზე, ე. ი. 96 სუვერენულ სახელმწი-ფოს აღემატება (მათ შორის: ახალ ზელანდიას, თურქმენეთს, ირლან-დიას, ნორვეგიას, სლოვაკეთს, ფი-ნეთს, ყირგიზეთს, ჩადის და სხვ), მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედ-ვით კი 80-ე ადგილზეა.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, ენა ცოცხალი ორგანიზმია. ამა თუ იმ ენაში (სულერთია, დამწერლობის მქონეა თუ უდამწერლობო) ,,შედის და გაედინების’’ ძირძველი თუ ნა-სესხები სიტყვები, სპეციფიკური გა-მოთქმები და გამონათქვამები. მაგა-

ლითად, ქართულმა ენამ ძველ ქარ-თულშივე ისესხა სპარსული სიტყვა ,,კოშკი’’ (მისი ხმარება-არსებობა პირ-ველად დასტურდება ძველ ქართულ ხელნაწერში _ 864 წლის ,,სინურ მრა-ვალთავში’’), ხოლო XX საუკუნეში იგივე სიტყვა, შინარსობლივად და ფორმობრივად ოდნავ სახეცვლილი, დაგვიბრუნდა ,,კიოსკის’’ სახით. სპარსულიდან ,,კიოსკ-’’მა შეაღწია თურქულში, თურქულიდან _ ფრან-გულში, ფრანგულიდან _ რუსულში, რუსულიდან კი ქართულში [7]. ამის საანალოგიოდ და იმავდროულად საპირისპირო ნიმუშად გამოგვადგება ძველი ქართული სიტყვა ,,ტარიგი’’. ის საფუძვლად დაედო ძველ ბერძ-ნულ სიტყვა-ტერმინს ,,ტრაგედიას’’, რომელიც ბერძნულ ენაში ძვ. წ. აღ. V საუკუნიდან იხმარება. ტრაგოდე _> ტრაგედე ,,თხის სიმღერა’’, რომლის ტრაგ ძირი ქართული ,,ტარიგ’’ ლექ-სემისგან მომდინარეობს (ტარიგი = ,,ცხვარი, მსხვერპლი’’) [8, 58-69].

ასე მოგზაურობენ სიტყვები ერ-თი ენიდან მეორეში. აქვე უნდა ითქ-ვას, რომ ასეთი ნასესხობების დად-გენა-გამოყოფა სპეციალური ლინგ-ვისტურ-ეტიმოლოგიური კვლევის გარეშე შეუძლებელია.

ქართულ ენაში ბევრია უცხოური ენების გავლენის კვალი (ძველი ებ-რაულის, ძველი ბერძნულის, სპარ-სულის, არაბულის, თურქულის, მონღოლურის, რომაულის, რუსუ-ლის...), რაც ექსპანსიისა და უცხო-ური კულტურის შედეგია. უნასესხე-ბო სიტყვაფორმათა მქონე ენას მთელ მსოფლიოში ვერ ვიპოვით, თვით აფ-რიკისა და ბრაზილიის ჯუნგლების ტომთა შორისაც კი.

ქართულ ენას ბოლო ორი საუ-კუნის განმავლობაში ,,ექსპანსიის და-

Page 91: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

91

ღი‘’ დაასვა რუსეთის იმპერიამ და რუსულმა ენამ, რომლის მწარე ნა-ყოფით დღესაც ვიკვებებით.

რუსეთის იმპერიას კავკასიის დაპყრობისთანავე რეგიონის გარუსე-ბა უნდოდა. რუსეთმა კარგად იცოდა, რომ საერთო ქართული დამწერლო-ბისა და მისი მდიდარი ლიტერა-ტურის მოსპობა და შთანთქმა ადვი-ლი რომ არ იყო, ამიტომ შენიღბუ-ლად ჯერ სხვა ქართველური ენები (მეგრულ-ჭანური, სვანური) უნდა გა-ერუსებინა. ამ მიზნით კიდეც შეად-გინეს რუსული გრაფიკული ანბანი ,,დიდა ნინა’’ და ,,ლუშნუ ანბან’’. გათვალისწინებული იყო, რომ სამე-გრელოს მოსახლეობა მეგრულ ენაზე, ხოლო სვანეთის _ სვანურზე გადაეყ-ვანათ, რათა ქართველების გარუსება-ასიმილირება შემდგომ ეტაპზე ადვი-ლად მომხდარიყო [9, 35]. სამწუხა-როდ, აფხაზებმა რუსთა ეს ვერაგუ-ლი გეგმა რიგიანად ვერ გაიცნობიე-რეს და ჯეროვნად წინ ვერ აღუდგნენ _ გარუსების გზას დაადგნენ, ხოლო სვანეთსა და სამეგრელოში რუსთა მცდელობა ვერ განხორციელდა, რადგანაც ქართველური ძირძველი მუხტი აქ მყარ ნიადაგზე იდგა.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის რე-გიონის გარუსება სათავეს ჯერ კიდევ დეკაბრისტთა პროგრამიდან იღებს. პ. პესტელის მიერ შექმნილი კონსტი-ტუციის პროექტი ,,რუსსკაია პრავ-დას’’ სახელწოდებით გვაუწყებს, რომ რუსეთის დედაქალაქად უნდა ყოფი-ლიყო ნიჟნი ნოვგოროდი, ახალი სა-ხელდებით _ ვლადიმირი. პროექტში ისიც ეწერა, რომ: ,,რუსეთის სახელმ-წიფოში მცხოვრები ყველა ერი და ტომი უნდა გარუსდეს, რუსეთის სა-ხელმწიფოს მთელ სივრცეზე მხო-ლოდ ერთი _ რუსული ენა უნდა ბა-

ტონობდეს. ერთ ენაზე მოლაპარაკე ხალხი მტკიცედ შეიკვრება და ერთ ერად ჩამოყალიბდება. ყველა ერისა და ტომის განსხვავებული სახელწო-დება უნდა მოისპოს და საერთო რუ-სულ სახელწოდებას შეერწყას (შდრ. საბჭოური ცნება-ტერმინი ,,საბჭოთა ხალხი’’). რუსეთის მთელ ტერიტო-რიაზე უნდა მოქმედებდეს ერთი და იგივე კანონები და მმართველობის ერთნაირი ფორმა’’.

1812 წელს რუსეთთან ომის დროს ფრანგებს ხელთ ჩაუვარდათ პეტრე პირველის პოლიტიკური ანდერძი, სადაც მონარქს მოუნიშნავს: ,,კონს-ტანტინეპოლისა და ინდოეთისაკენ წავიწიოთ. ამ მიზნით შევქმნათ საო-მარი ვითარება ხან თურქეთთან, ხან სპარსეთთან. ერთმორწმუნე კავკასიე-ლი ძმებისთვის გავისარჯოთ. შევეცა-დოთ, რომ ამა თუ იმ მხარემ მფარვე-ლობის თხოვნით მოგვმართოს, მერე კი მათ სრულ დამორჩილებას მივაღ-წიოთ. შევიყვანოთ ჯარი დროებით და მანამდე დავტოვოთ, სანამ საბო-ლოოდ იქ არ დავრჩებით’’ [10]. პეტრე პირველის მზაკვრული გეგმა-ჩანაფი-ქრი ქართველთათვის ჭკუის სასწავ-ლელი ფაქტია _ არ უნდა დაგვავიწყ-დეს, რომ ზოგჯერ გუგულის ბარ-ტყის გამოზრდა არწივის მართვეს გა-ზრდასთან შედარებით გამზრდელი-სათვის უფრო სახიფათო და უარესია!

რუსული იმპერიული გეგმა აღ-მოსავლეთ საქართველოს ყოფდა ქარ-თველების, რუსების, თათრების, სომ-ხების, გერმანელებისა და მალაკნების სამყოფად, ქალაქი თბილისიც ასე-თივე ნარევად უნდა გამოცხადებუ-ლიყო, მმართველობა კი მოსახლეო-ბის ენების მიხედვით უნდა მომხდა-რიყო, ცხადია, რუსული ენის დიქ-ტატით. არაერთი ქართველი თავადი

Page 92: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

92

და ქართველი ,,კნეინა’’ რუსული თვითმმართველობის მიმართ თავ-დადებასა და ერთგულებას იჩენდა. მაგალითად, 1804 წლის 29 მაისს იმპერატორის წარდგენილ პატაკში რენეგატი ქართველი პავლე ციციანო-ვი (ციციშვილი) ხაზგასმით აღნიშ-ნავს ვახტანგ ორბელიანის ,,ღვაწლს’’, რის გამოც ამ უკანასკნელს პოლკოვ-ნიკობაც უბოძეს და 750 მანეთი წლი-ური ჯამაგირიც განუჩინეს. თურმე, როგორც ირკვევა, ამ ამბავს რენეგატი ქართველი მეტად გაუდიდგულებია. მას აუთვალწუნებია ქართული ენა და საერთოდ ქართველობა. როდესაც ბავშვები წერა-კითხვას ქართულად სწავლობდნენ, ჯავრობდა თურმე და თან ფიქრობდა: ,,ჩემმა შვილებმა თუ ქართული ენა არ დაივიწყეს, უიმი-სოდ რუსეთში სასწავლებლად ვერ გამოდგებიანო’’ [11. 56-57].

XIX საუკუნის 80-იან წლებში მთელს იმპერიაში განსაკუთრებით გაძლიერდა რუსიფიკატორული პო-ლიტიკა. რუსი ჩინოვნიკები გაორმა-გებული ძალით ცდილობდნენ ეროვ-ნული ტრადიციების მოშლას და ენების ამოძირკვას. ყველა საგანმა-ნათლებლო დაწესებულებაში მხო-ლოდ რუსული ენის სწავლება მიმ-დინარეობდა. აკაკი წერეთელი დიდი გულისტკივილით განიცდიდა რუსი-ფიცირების ძალდატანებით მცდე-ლობას და მოურიდებლად აკრიტი-კებდა იმ ქართველებს, რომლებიც სა-ხიფათო ტენდენციებს არ ეწინააღმ-დეგებოდნენ.

და სწორედ XIX საუკუნის საუ-კუნის 80-იან წლებში გამოჩნდა ქარ-თული საზოგადოების თვალწინ მარ-ჯორი უორდროპი, შესანიშნავი ერის და არისტოკრატული ოჯახის წარმო-მადგენელი ქალბატონი, რომელიც

გატაცებით სწავლობდა ქართულს და ცდილობდა ყველა თავის ქართველ ნაცნობთან ქართულად ელაპარაკა. აკაკის წერილში ,,საუბარი ინგლი-სელ ქალთან’’ სწორედ მარჯორი უორდროპის საქართველოში ყოფნის ერთი ეპიზოდია აღწერილი, სადაც ინგლისელი მარჯორი და ქართველი კნეინა აკაკის თანდასწრებით საუბ-რობენ ენის საჭიროებისა და კეთილ-ხმოვანების თაობაზე.

აკაკი და მარჯორი უორდროპი ერთად ცდილობდნენ დაერწმუნები-ნათ საკუთარი და მშობლიური ენის არმცოდნე მედიდური კნეინა, რომე-ლიც სულაც არ წუხდა, რომ ინგლი-სელმა ქალმა უკეთ იცოდა ქართული და შეეძლო კულტურული ცხოვრე-ბის ავკარგის გაგება. აკაკი მარჯორის მსჯელობას ასე გადმოგვცემს: ,,საკ-ვირველია!.. გონება გახსნილმა და განათლებულმა ადამიანმა როგორ არ უნდა იცოდეს იმ ქვეყნისა და ხალხის ენა, სადაც დაბადებულა და გაზრდი-ლა. გინდ თვითონ არც კი ეკუთვნო-დეს მკვიდრთაგანს? ჩვენ რომ ინდო-ეთში შევედით, სიბნელით იყო ის ქვეყანა მოცული: ცოლები, ქმრები რომ მოუკვდებოდათ, საკირეში ვარ-დებოდნენ: საიქიოს უნდა გავყვე-თო!.. დღეს კი ისინი, განსაკუთრე-ბით მაღალ წოდებისანი, ევროპიუ-ლათ განათლებული არიან, არ ჩამო-უვარდებიან ინგლისელ ქალებს, მაგ-რამ მაინც არა თუ უარსა ჰყოფენ თავისას, პირიქით, ცდილობენ, რომ შეისწავლონ, გამოიკვლიონ მათი ქვეყნის ავი და კარგი, რომ მოსაწონი მოიწონონ და დასაწუნი დაიწუნონ. ამით მათ ღირსება თუ ემეტება რამე, თვარა არა აკლდება რა’’ [12. 227].

როგორც ჩანს, აკაკიმ საგანგებოდ მიაქცია ყურადღება ინგლისელი ქა-

Page 93: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

93

ლის საუბარს, რომელიც ეროვნული ჩაგვრის მომენტებში რადიკალურ განსხვავებას ხედავდა რუსეთისა და ინგლისის კოლონიალურ პოლიტიკა-ში. აკაკი წერეთელი მარჯორი უორ-დროპის მაგალითით ქართველ ქა-ლებს საკუთარი ენისა და ერის და-ფასებისაკენ მოუწოდებდა.

რუსული ოფიციალური ეკლესი-აც განსაკუთრებულ როლს თამაშობ-და საქართველოსა და ქართველი ერის გარუსება-გადაგვარებაში. რუსი ეგზარხოსები სასტიკად დევნიდნენ ყოველგვარ ქართულს, ძირძველი ეკ-ლესია-მონასტრების ინტერიერისა და ექსტერიერის რუსულ ყაიდაზე შე-თითხვნას, ამახინჯებდნენ ფრესკებს, ქართულ ენას ,,საბაჩი იაზიკად’’ ნათ-ლავდნენ.

შენიშვნა 1: სტუ-ში (2008-2012 წწ.) ერთ-ერთი ჩვენი ნასტუდენტა-რის (გვარად ჯანაშია, რომელიც ქარ-თველია და აფხაზეთიდანაა, ამჟამად იქ ცხოვრობს, ,,კართული კი არ ეკერ-კება’’, რუსულს ირჩევს) ცნობით, აფ-ზახები თურმე ქართულ ენას ,,საბაჩი იაზიკად’’ მოისხენიებენ (ამის შესა-ხებ სხვა დროს ვიმსჯელოთ _ ამ ორ ენათაგან რომელია თავისი მორფო-ლოგიურ-სინტაქსური არქიტექტინი-კით, ლექსიკით და ა. შ. ,,ძაღლური ენა’’).

ამასობაში კი, XIX საუკუნიდან მოყოლებული, რენეგატი ქართველე-ბის რიცხვი მრავლდებოდა. ისინი გაშმაგებითა უჭერდნენ მხარს რუსუ-ლი ენის პრიორიტეტს საქართველოს ტერიტორიაზე. ყოველგვარ მოლო-დინს გადააჭარბა რუსეთის მეფის დიდმა მოხელემ გიორგი მუხრან-ბატონმა, რომელმაც თავის ანტი-ეროვნულ ბროშურაში კაცობრიობის პროგრესად პატარა ერების მოსპობა

და დიდი ერების გაბატონება მიიჩნია _ მცირე ერების გაქრობა ,,მკვლე-ვარს’’ გარდაუვლად ესახებოდა.

1871 წლის 14 მაისს საიმპერატო-რო კარის გადაწყვეტილებით ქართუ-ლი ენა უქმდებოდა ყველა ტიპის სასწავლებელში. დიდაქტიკური მო-საზრებით, ქართული ენა მხოლოდ სასულიერო სასწავლებლის მოსამზა-დებელ განყოფილებაზე დატოვეს. მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ ქარ-თველი საზოგადოების დიდი აღშ-ფოთება გამოიწვია. ალექსანდრე მეო-რის მკვლელობის (1881 წლის 1 მარ-ტი) შემდეგ რეაქციამ კულმინაციას მიაღწია. გამკაცრდა ცენზურა. ცა-რიზმი იმპერიის სრული რუსიფიკა-ციის გზას დაადგა. განსაკუთრებუ-ლი სამიზნე ქართული ენა გახდა. სა-ხალხო სკოლებში ქართულ ენაზე არა თუ სწავლა, ლაპარაკიც კი აიკრძალა და მის ნაცვლად რუსული ენა შე-მოიღეს [6, 78-79]. მეტიც: ეროვნული მთლიანობის საწინააღმდეგოდ სამე-გრელოში მეგრულ, სვანეთში _ სვა-ნურ და აჭარაში _ თურქულ ენებზე სწავლების დანერგვაც კი გადაწყვი-ტეს [13, 50]. 1884 წლის იანვარში კავ-კასიის სასწავლო ოლქის მზრუნველ-მა კ. იანოვსკიმ გამოსცა საგანგებო დადგენილება სამეგრელო-სამურზა-ყანოს სკოლებში ქართული ენის აკრძალვის შესახებ. ჩაატარეს წინას-წარი, მოსამზადებელი სამუშაოც. რუსული ხელისუფლება იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ამ აქციას, რომ პეტერბურგიდან თურმე სპეციალურად გამოგზავნეს მეცნიე-რებათა აკადემიის წარმომადგენელი პროფესორი გრენი, რომელსაც რუსუ-ლი დამწერლობის საფუძველზე მეგ-რული ანბანის შექმნა დაევალა. ასევე გადაწყვიტეს რელიგიური ლიტერა-

Page 94: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

94

ტურის მეგრულად თარგმნა და ღვთისმსახურების ამ ენაზე გადა-ყვანა. უნდა აღინიშნოს, რომ ხელი-სუფლების ამ წამოწყებას მაშინ ჩვენი საზოგადოების მხრიდან დიდი წინა-აღმდეგობა შეხვდა. რუსულის ბაზა-ზე შექმნილი მეგრული და სვანური ანბანები და ამ ენებზე გამოცემული დაწყებითი სკოლის სახელმძღვანე-ლოები ,,ჩაწვა’’ _ პრაქტიკულად გა-მოუყენებელი დარჩა. ამ დროს ილია ჭავჭავაძე სპეციალურად ეწვია სამე-გრელოს. სწორედ ამ ვიზიტის ამ-სახველია მისი სიტყვები: ,,სამეგრე-ლოში მოვედი და საქართველო ვნა-ხეო’’.

ცარისტულმა რეჟიმმა 1898 წლის 3 სექტემბრის ბრძანებულებით აფხა-ზეთის იმ ეკლესიებში, რომელთა მრევლს ეთნიკური აფხაზები შეად-გენდნენ, ღვთისმსახურება საეკლე-სიო სლავურ ენაზე უნდა შეესრულე-ბინათ. საქართველო-იმერეთის სი-ნოდური კანტორის 1898 წლის 17 მარტის ბრძანებულებით კი აფხაზე-თისა და სამურზაყანოს სკოლებში აიკრძალა ქართული ენის სწავლება; ღვთისმსახურების საეკლესიო-სლა-ვურ ენაზე აღსრულებისა და სკო-ლებში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვის მიზნით უმკაცრესი კონ-ტროლი იქნა დაწესებული. ამ კონტ-როლში ჩართული იყო მთელი რუ-სობა თვით ქუთაისის გენერალ-გუ-ბერნატორის ჩათვლით [14, 94]. ამ დროს სოხუმში, ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის ცნობით, 3158 ქართ-ველი და 100 აფხაზი ცხოვრობდა. რუსული მმართველობა მათ ქართვე-ლებად, მეგრელებად, იმერლებად და აფხაზებად ჰყოფდნენ. ასეთი იყო რუსიფიკატორული შიგა პოლიტიკის ,,დავთარი’’.

1877-1878 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ აფხაზეთში კიდევ უფ-რო მიზანმიმართული გახდა რუსუ-ლი იმპერიის კოლონიური ჩაგვრის პოლიტიკა, აქ რუსთა მიზანი იყო საქართველოს ამ უძველესი ნაწილის _ აფხაზეთის ჩამოცილება, ამ ტერი-ტორიიდან ქართველთა განსახლება, ადგილობრივი მოსახლეობის მაქსი-მალურად შევიწროება და საბოლო-ოდ აფხაზეთის ასიმილირება. ეს კი მაშინ განხორციელდებოდა, თუ ქარ-თული ენა და ქართული ეკლესია ამ რეგიონიდან ამოიძირკვებოდა.

შენიშვნა 2: აფხაზეთში ქართველ-თა გააფხაზება მონოგრაფიულად შე-ისწავლა ცნობილმა მეცნიერმა, ის-ტორიკოსმა და საეკლესიო მოღვაწემ, მიტროპილიტმა ანანია ჯაფარიძემ. ამიტომ ამის შესახებ ვრცლად აქ არ შევჩერდებით [15], [16, 535-542].

მსგავს პოლიტიკას რუსიფიკატო-რები ,,წარმატებით’’ ახორციელებდ-ნენ მესხეთ-ჯავახეთში (რადგან აქ ქართველობა ორად იყო დაყოფილი _ ,,თურქებად’’ (მაჰმადიან მესხ-ჯა-ვახებად)და ,,ფრანგებად’’ ანუ კათო-ლიკე ქართველებად). თვით საქართ-ველოს დედაქალაქშიც კი, ამ დროს, იშვიათად თუ გაიგონებდა კაცი ქარ-თულ ლაპარაკს.

ქართველობის ეროვნული მუხტი ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგის და სხვ. თავ-გამეტებული მოღვაწეობით მედგარ წინააღმდეგობას უწევდა რუსულ შო-ვინისტურ პოლიტიკასა და გადაგვა-რებულ ქართველობას. საქართველოს სკოლებში რუსული ენის დანერგვა-გაბატონების ფონზე დიდი ვაჟა წერ-და: ,,ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა’’. ცხადია,

Page 95: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

95

აქ, უპირველესად, პოეტი ,,ლამაზად შვილის გაზრდაში’’ შვილის ქარ-თულ ენაზე სწავლასა და განსწავლას გულისხმობდა.

მიუხედავად ამისა, ორი იმპერი-ის _ რუსეთისა და თურქეთის მარ-წუხებში მოქცეული საქრისტიანო და ოსმალეთის საქართველო მაინც ახერხებდა თავის გატანას და ეთნი-კურობის შენარჩუნებას. რუსეთის იმ-პერიაში ორ გუბერნიად დაქუცმაცე-ბული ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა მართლმადიდებელი და რე-აქციონერი ,,მოძმე’’ რუსეთისაგან ,,ქმნულკეთილ’’ საქმეებს სჩადიოდა. როგორც ა. სონღულაშვილი ასკვნის: XIX საუკუნის მეორე ნახევარში ქარ-თველებმა შექმნეს: ა) სათავადაზნაუ-რო ბანკი, რომელიც ფაქტობრივ ფი-ნანსთა ფუნქციებს ასრულებდა; ბ) წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომელიც განათლე-ბის სამინისტროს ფუნქციებს ირგებ-და, გ) სათეატრო საზოგადოება (ფაქ-ტობრივ ფუნქციურად კულტურის სამინისტროს ბადალი ორგანო); [6. 94], სამაგიეროდ და სამწუხაროდ: საქართველოს ეკლესიას რუსეთისა-გან წართმეული და ჩამორთმეული ჰქონდა ა) ავტოკეფალია, ბ) ქართულ ენას კი სახელმწიფო-საგანმანათლებ-ლო სტატუსი, გ) სასამართლო და კო-მუნიკაცია რუსულენოვანი იყო; დ) ქართული ენაზე მოხსენების წაკითხ-ვაც კი მეოცე საუკუნის ათიან წლებ-ში მეფისნაცვლის ან გუბერნატორის ნებართვის გარეშე შეუძლებელი იყო; ე) არ არსებობდა არც ერთი სასწავლო ინსტიტუტი ან უნივერსიტეტი თვით რუსულ ენაზეც კი. მიუხედავად ამი-სა, საქართველოს ჭეშმარიტი ქომაგე-ბი და მამულიშვილები არ აკლდნენ. ისინი დღედაღამ ფიქრობდნენ ერისა

და ქვეყნის გამთლიანებაზე, სანამ ჩვენს ბედკრულ სამშობლოს წითელ-მა ღვარცოფმა და კომუნიზმის იდეის აჩრდილმა არ გადაურა. ამ გადავლამ კი XIX საუკუნის დასაწყისიდან 1990-იან წლებამდე გასტანა.

დაისმის კითხვა: რა მოხდა გა-წითლებულ, უნიათო, ,,სამშობლოს არმცნობ’’ მენშევიკთაგან მიტოვე-ბულ ბოლშევიკურ საქართველოში? როგორ წარიმართა ქართულის, რო-გორც სახელმწიფო ენის, ბედი?

ვაი, რომ ცუდად! ვაი, რომ ავად! მეფის რუსეთის ენობრივი რუსი-

ფიკაცია ბოლშევიკურმა იდეოლოგი-ურმა რუსიფიკატორულმა მანქანამ წარმატებით შეცვალა.

საქართველო, მთელი არსებობის ისტორიის მანძილზე, რამდენადაც ჩვენი ისტორიული თვალი მიგვიწვ-დება, ბევრმა ქვეყანამ დაიპყრო, მაგ-რამ მხოლოდ სამმა გააუქმა მისი სა-ხელმწიფოებრიობა და მეფობა: პირ-ველი სპარსეთი გახლავთ, მეორე _ არაბების იმპერია, მესამე _ რუსეთი, ამ უკანასკნელმა ორჯერ დაიპყრო და ორჯერვე იავარქმნა ყოველივე ქარ-თული და ეროვნული.

და მაინც რა მოხდა საბჭოთა სა-ქართველოში?

ზოგი მკვლევარი და ბეცი რიგი-თი ქართველი სტალინს, ორჯონი-კიძეს და მისთანებს რუსეთისაგან საქართველოს ხელმეორე დაპყრობას აბრალებს, მაგრამ რატომღაც ავიწყ-დებათ ის პოლიტიკური რუსულ-ტრადიციული ზრახვა-ნიუანსი _ იმ-დროინდელი ბოლშევიკური მთავ-რობის რუსეთში არცერთი ქართველი რომც არ ყოფილიყო, რუსები საქართ-ველოს მაინც დაიპყრობდნენ. იმპე-რია ხომ ყოველთვის იმპერიაა, რად-

Page 96: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

96

გან ყოველთვის ,,გველივე შთება გვე-ლად’’.

გველაძუებით სავსე საქართვე-ლოში უცხოური და საუცხოო ტვი-ნამღვრეული და წითელი იდეით შეპყრობილი ქართველები მენშევი-კურ მონაპოვარს ანიავებდნენ. ასე დათმეს მათ ძირძველი ტერიტორი-ები საქართველოსი _ საინგილო და ლორე-ტაშირი, სოჭის მხარე. მეტიც: ავტონომიებით დახუნძლეს საქართ-ველოს დაწყლულებული და იარა-მოუშუშებელი სხეული. ცარიზმისა-გან ჩამოთესლილი უცხოტომელების თესლი ჯერ ჯეჯილად აქციეს _ ჩვენს ხარჯზე ავტონომიური უფლე-ბები მიანიჭეს, მერე კი უცხოური თესლის გაღვივებით _ ხელშეწყო-ბით ჯეჯილი ღვარძლად, მათ თავ-მძიმე და ქედმაღალ სარეველა თავ-თავებს ახლაც ვიმკით. ასე იქცა აფ-ხაზეთი ავტონომიურ რესპუბლიკად, სამაჩაბლო ანუ ზენასოფელი (ძველი ქართული ტერმინოლოგიით), ე.წ. სამხრეთ ოსეთი _ ავტონომიურ ოლ-ქად, ხოლო ლორე-ტაშირი, ალა-ვერდ-ვრაცდაშტი და საინგილო მოძ-მე სომხეთსა და აზერბაიჯანს კუთვ-ნილებად; რუს ბოლშევიკებთან თა-ნაზიარმა ,,წითელმა’’ ქართველებმა ის აღარ იკმარეს, რომ აჭარას ავტო-ნომიური რესპუბლიკის სტატუსი არგუნეს, ხოლო დვალეთმა და ის-ტორიულმა ჯიქეთმა, რუსთაგან წარ-თმეულმა, ჩაილულის წყალი დალი-ეს, ლაზიკაც, შავშეთი, ტაო-კლარ-ჯეთი, იმერხევი, ნიგალისხევი იქით _ ,,ორთუღიანი ფაშის სტომაქში’’ აღმოჩნდა _ შესაბამისად ხალხი და ქვეყანა ,,გარდაგულარძნდა’’. ბეზღო-ბამ და წითელმა ტერორმა, რეპრე-სიებმა წალეკა მთელი საქართველო და ნაღები ინტელიგენცია ზვარაკად

შეიწირა. მენშევიკების დროს დაარ-სებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბოლშევიკურ მარწუ-ხებში მოექცა, ,,წითლებმა’’ ისიც კი იკადრეს, რომ მისი დამაარსებელი რექტორობიდან გადააყენესდა გააძე-ვეს _ უნივერსიტეტი ინსტიტუტად გადააკეთეს. აქ, კი რუსეთის ხელი ნაკლებ ერია, არც მხოლოდ სტალინი და ბერია იყვნენ დამნაშავენი, არც მხოლოდ რუსული იმპერია, მთავარი დამნაშავე აღმოჩნდა ევროპაში დაბა-დებული და თავჩენილი ბაცილა, ,,წითელი ჭირი’’ _ მმართველობითი-იდეური სისტემა. სამწუხაროდ, ეს სისტემა, სახე და ფორმაცვლილი, ახალ, დამოუკიდებელ საქართველო-ში დღესაც ძლიერია.

ასე რომ, რაც მეფის მთავრობამ დააკლო ქართულ ენას, ის ბოლშევი-კურმა რუსეთმა შეუსრულა [6. 144]. ქართველ ბოლშევიკთა ერთ-ერთი ლიდერი ფ. მახარაძე წერდა: ,,ჩვენთ-ვის ნაციონალური კულტურა არ არ-სებობს, ნაციონალურ ენას მხოლოდ პირობითი და წარმავალი მნიშვნე-ლობა აქვს, რაც შეეხება ნაციონალურ ზნე-ჩვეულებებს, ესენი მხოლოდ კონსერვატორობის გამომხატველი-აო’’ [17]. ერთ-ერთი ,,გამოუსწორებე-ლი’’ ლენინელის, ეროვნებით სომე-ხის, სტეფანე შაუმიანის თქმით, მთა-ვარია ის, რაც უნდა ასწავლონ ბავშ-ვებს და არა ის, თუ რა ენაზე იქნება სწავლა-განათლება’’. ბეცმა ქართველ-მა ბოლშევიკებმა რსდმპ (ბ) კავკასიის სამხარეო (საოლქო) ყრილობაზე 1917 წლის ოქტომბერში მოითხოვეს ,,სა-ხელმწიფო ენის პრივილეგიის მოს-პობა და ენათა თანასწორუფლებია-ნობა ყველა სახელმწიფო და საზოგა-დოებრივ დაწესებულებაში’’ [18. 329]. 1921 წლიდანვე ამ თეზის საფუძველ-

Page 97: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

97

ზე ქართულ ენას უპირველესად რუ-სული ენა დაუპირისპირდა. რუსუ-ლი ენა გაბატონებულ იქნა საბჭოთა აპარატის სისტემაში _ გაერთიანე-ბულ სახალხო კომისარიატებში მთე-ლი საქმის წარმოება და ადგილობ-რივებთან ურთიერთობა რუსულ ენა-ზე იყო. მეტიც: არაიშვიათად ზოგ დაწესებულებაში შტატების შემცირე-ბის მომიზეზებით თანამდებობიდან ათავისუფლებდნენ მხოლოდ ქართ-ველს, მოკლე დროის განმავლობაში კი გაუქმებულ თანამდებობას კვალავ აღადგენდნენ და დანიშნავდნენ რუსს ან არაქართველს, რომელმაც ქართული ენა საერთოდ არ იცოდა, თუმცა იმავდროულად, პარალელუ-რად, თითქოს ,,გასახარი’’ ამბავიც ხდებოდა: 1921 წელს საქართველოს რევკომმა რამდენჯერმე გამოსცა ბრძანება საქართველოს რესპუბლი-კაში სახელმწიფო ენად ქართულის გამოცხადების შესახებ. ბრძანება ბრძანებაა, ცხადია, რომლის მიხედ-ვით სახელმწიფო და საზოგადოებ-რივი დაწესებულებებს,რესპუბლიკის მასშტაბით, მტკიცედ უნდა შეესრუ-ლებინათ მითითება, მაგრამ თბი-ლისში მოქმედი პროვოკატორული ჯგუფის თუ ჯგუფების მიერ დედა-ქალაქის დუქნებზე, მოედნებზე, მა-ღაზიებში და სხვაგან ქართულ წარ-წერებს შლიდნენ. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით, ვინმეს თუ წაასწრეს და-ნაშაულის ადგილას და როგორ დასაჯეს.

ვფიქრობთ, დამნაშავენი თავად მეპატრონეები ან ობიექტის მოსამსა-ხურეები იყვნენ, რადგან იმ დროს თბილისში მაღაზიის მფლობელთა უმრავლესობა წარმოშობით არაქარ-თველი იყო [19]. მართალია, 1922 წელს ქართული ენა საქართველოს

კონსტიტუციის მიერ სახელმწიფო ენად გამოცხადდა, მაგრამ ეს საქმეს ვერ შველოდა. აღსანიშნავია, რომ სა-ქართველოს უახლეს ისტორიას შემო-ენახა პირველი ქართულენოვანი ოქ-მი, 1922 წლის 11 სექტემბრით დათა-რიღებული [20. 86]. საქართველოს უღირსმა და უძღებმა შვილმა, თავ-გამოდებულმა ბოლშევიკმა ს. ორჯო-ნიკიძემ საქართველოს კომუნისტუ-რი პარტიის I ყრილობაზე ბრძანა: ,,ქართველები საქართველოში _ ესაა ველიკორუსები რუსეთში. ესაა ,,მპყ-რობელი’’ ერი _ მას არ შეუძლია ილაპარაკოს იმაზე, რომ მას ჩაგრავენ, რადგან ის არის გაბატონებული ერი საქართველოში’’ [21. 192]. იმავე გა-დაგვარებულ და ჭკუანაღრძობ ქარ-თველ ,,რკინის სახკომს’’ აჭარლები ქართველებისგან ცალკე ეროვნულ უმცირესაბად ესახებოდა. უბადრუკი ს. ორჯონიკიძე წერდა: ,,ჩვენ სომხებს უნდა ვუთხრათ: თქვენ შეგიძლიათ ახალქალაქში აწარმოოთ საქმეები სომხურ ენაზე. თუ ქართველებს სურთ აწარმოონ თავიანთი საქმეები ქართულ ენაზე, მაშინ სომხებსაც და აფხაზებსაც მიეცით ნება აწარმოონ საქმეები თავიანთ მშობლიურ ენაზე’’ [21. 193-194]. აი, ასე ,,ვიწროდ’’ აზრო-ვნებდნენ სახელმწიფოებრივად მა-შინდელი ,,უსამშობლო’’ და ,,უმშობ-ლიურო ენის მქონე’’ ქართველები.

შენიშვნა 3: მეოცე საუკუნის მი-წურულს 80-იან წლებში საქართვე-ლოს მთავრობას ასეთ ოდიოზურ ფიგურად მოევლინაარაერთი კომ-პარტიული მუშაკი, მათ შორის ,,მხცოვანი და ჭაღარა’’ ლიდერი, კომ-პარტიის დამსახურებული მუშაკი პავლე გილაშვილი. მან ერთ-ერთი ქართველის (ქვემო ქართლში მცხოვ-რები) შეკითხვაზე, შვილს სად ვას-

Page 98: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

98

წავლო, სოფელში ქართული სკოლა არა გვაქვსო, ,,ბრძენკაცმა’’ ბოლშე-ვიკმა თუ მგზნებარე კომუნისტმა რიგით ქართველს, ქვემო ქართლი-დან, ასეთი პასუხი გასცა: ,,ადექი და შენც შენი შვილი აზერბაიჯანულ სკოლაში შეიყვანეო’’. ,,აი, ასეთი გვყავდნენ კომუნისტები’’.

ვინმე გადაგვარებული ქართვე-ლი თ. ღლონტი წერდა: ,,რუსული ენა იყო საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი დიდი წყარო. ის იყო საქართველოს სიმდიდრის ერთი დი-დი საშუალებათაგანი.... ქართული ენის გამაგრება მხოლოდ რუსული ენით შეიძლება.... ის რევოლუციის ენაა, ის ჩვენი ინტელიგენციის არსე-ბობის ენაა, ჩვენი მარჩენალი ენაა, ჩვენი გაზრდის იარაღია’’ [22]. ,,რუ-სულის ნოსტალგიამოძალებული’’ ასეთი რენეგატი ,,რუსეთუმე’’ ორ-ჯონიკიძეები, ღლონტები მაშინ მრავ-ლად იყვნენ, სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტია ახლაც... (თითქოს ქარ-თული კულტურა ახლაც რუსულით იკვებება [აქ თავს შევიკავებთ და კომეურნეობის თავმჯდომარეს არ დავასახელებთ, გამგები ისედაც გაი-გებს...]).

1923 წლის ივნისის საქართველოს კპ ცკ დადგენილება გვამცნობს: ,,...ურთიერთობის ენა ახალქალაქის მაზრაში სომხურია, ბორჩალოსა და ახალციხის მაზრებში _ რუსული ან თურქული. ყველა სახალხო კომისა-რიატი, აგრეთვე ყველა დაწესებულე-ბა ვალდებულია გასცეს პასუხი იმ ენაზე, რომელზეც შემოსულია გან-ცხადება’’. ასეთი ლოგიკით თუ ვიმს-ჯელებთ, საქართველოში მცხოვრებ ვინმე ჩინელ ლაო ძის, მხოლოდ ჩი-ნურის მცოდნეს, განცხადება ჩინუ-რად უნდა დაეწერა და პასუხიც ჩი-

ნურ ენაზე უნდა მიეღო. აი, ეს გახ-ლავთ ქართულ-ბოლშევიკური აზ-როვნება და ქვეყნის მართვა. სწორედ ამის გამოა, რომ დღემდე საქართვე-ლოში კომპაქტურად მცხოვრებმა არაქართული წარმომავლობის ეთნი-კურმა უმცირესობამ პრაქტიკულად არ იცის ქართული სახელმწიფო ენა. ასეთი მმართველები გვყავს ახლაც. აქ, ამ შემთხვევაში, სისტემურად და რადიკალურად არაფერი შეცვლილა. ძველმა დოყლაპია ქართველებმა დოყლაპია ქართველი შთამომავლები შვეს. ასე რომ, მსგავსი მსგავსს შობს. ჩვენი თანამედროვე ერთი იმერელი გლეხის თქმისა არ იყოს, ,,როდის ყოფილა ფინიას შვილად ავჩარკა ყო-ლოდეს?’’ _ მართლაც აფორიზმის ბა-დალი ფრაზეოლოგიზმია.

იმავე ამიერკავკასიის 1923 წლის ივნისის დეკლარაციისა და 13 აგვის-ტოს დეკრეტით მაზრის დაწესებუ-ლებებში, სადაც მცხოვრებთა უმეტე-სობა არაქართული ეროვნებისა იყო, საქმე უნდა ეწარმოებინათ ამ უმრავ-ლესობის ენაზე. სასამართლოშიც საქ-მიანი მიმოწერა ანალოგიური იყო: თუ მხარემ, რომელმაც არ იცოდა სა-ხელმწიფო ენა ან ამა თუ იმ ადგი-ლობრივ მცხოვრებთა უმრავლესო-ბის ენა, უფლება ჰქონდა საჩივარი, განცხადება და ა. შ. დაეწერა მაზრის ეროვნულ უმცირესობათა ენაზე და პასუხიც ამავე ენაზე მოეთხოვა.

რას ვერჩით საქართველოში მცხოვრებ დღევანდელ ეთნიკურ უმ-ცირესობებს? ან რას გვერჩიან ისინი ჩვენ? დეკრეტი ხომ ეროვნულ უმცი-რესობათა ენის უფლებებს იცავდა, ხოლო ჩვენსას (ქართულს) უგულე-ბელყოფდა? ვინ იყო ჩაგრული? ვინ იყო დამნაშავე? როგორც ჩანს, ქართ-ველთა ბედოვლათობას საზღვარი არ

Page 99: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

99

ჰქონდა და არც ახლა აქვს. ახალი საქართველოს ამშენებელი (საქართ-ველოს ისტორიას 2003 წლიდან რომ იწყებდა) საქართველოს ყავლგასული პრეზიდენტი მ. სააკაშვილი და მისი ნაცბანდა, ნინოწმინდა-ახალციხე-ვა-ლე-ახალქალაქისა და მარნეულ-ბოლნის-დმანის-გარდაბნის სომხურ და აზერბაიჯანულ მოსახლეობას ამა თუ იმ არჩევნებისას საარჩევნო ბიუ-ლეტენს თავიანთ ენაზე რომ სთავა-ზობდა და ახლაც სთავაზობენ, რამე შეცვალა? ეს არის ,,ნაციონალური მოძრაობა’’? ან კოჰაბიტაციურად აც-რილი დღევანდელი კოალიცია ,,ქარ-თული ოცნება?’’. ერთი დიდი ქართ-ველი პოეტის ლექსის პერიფრაზით რომ ვთქვათ:

,,ვინც ეწვევა საქართველოს საოცნებო სერებს, ქართული რომ არ იცოდეს, მაინც დაიმღერებს’’. რად გვინდა ქართული?! ასეთი ერი, მთავრობა და პარტია

არა მარტო ,,ნატოში’’ შევა, მალე ,,ნა-ტოსაც’’ ჩამოიტოვებს და აზროვნები-თა და ქვეყნის მართვით ,,ჩრდილო-ელ კატოსაც’’ ფეხქვეშ მოიყოლებს. ,,აი, ასეთი მწამს კომუნისტი’’... ქვეყ-ნის მართვისა და კომუნისტობისა ან დემოკრატიისა ,,ყველა როდი ვართ ღირსი’’...

ჩვენ, ამდენხანს, გვეგონა, რომ საქართველოში საქმის წარმოება მხო-ლოდ ორენოვანი _ რუსული და ქარ-თული იყო, ჩვენ მიერ ამ საკითხის ჩაღრმავებისა და შესწავლის შემდეგ, როგორც გაირკვა, რას გვთავაზობდ-ნენ ბოლშევიკები? იმდროისათვის, საქართველოს ეროვნული და ეთნი-კური მოსახლეობის მიხედვით, საქ-მიანი კომუნიკიცია მინიმუმ 16 ენაზე მაინც უნდა ყოფილიყო, მათ შორის

გერმანულ ენაზეც კი (ქართლში არ-სებული მაშინდელი სამი გერმანული სოფლის მიხედვით).

მაშ, რას ვერჩით აზროვნებით ბოლშევიკების შთამომავალსა და რამდენიმე წლის წინანდელ ,,საქარ-თველოს განათლებისა და მეცნიერე-ბის მინისტრს’’ ფილოსოფოს გია ნო-დიას? მისი ლოგიკით, რად გვინდა ქართული ენა მისაღებ გამოცდებზე თუ იგი არაქართველმა _ სომეხმა და აზერბაიჯანელმა არ იცის? დაე, არც ქართველმა იცოდეს და გამოცდა არ ჩააბაროსო!. აი, ,,რკინის’’ ლოგიკა! ლოგიკაც ამას ჰქვია!. ყოჩაღ, ქართუ-ლო გენო, ქართველი ფილოსოფოსის აღმზრდელო პროფესორებო და თა-ვად პროფესორო _ ,,კავკასიის მშვი-დობის, დემოკრატისა და მშვიდობის ინსტიტუტის უცვლელო დირექტო-რო’’ _ ახალი კადრების სამჭედლოვ!!

ქართველიეროვნულად გონება-დაჩლუნგებული და თვალზე ბინ-დგადაკრული ზოგი პროფესორი უნივერსიტეტებში თუ ასატანია, სა-მაგიეროდ მინისტრის პოსტზე და სკამზე ყოფნისას _ სამინისტროდან სკამიანად გასატანი!. გაიტანეს კი-დეც. მან ერთი წელიც ვერ გაძლო, თავისი რწმუნებული სამინისტროს ,,სასკოლო ბურთების გაიმასქნები-სას’’ სამინისტროს მაფიაშიც ისე ამო-ყო თავი, დოკუმენტსაც მინისტრის რანგში ისე მოაწერა ხელი, რომ ,,ფუ-ლოსოფიისაგან’’ შორს მდგარმა, ვერც კი გაიგო, რა ხდებოდა მის თავს, მის ირგვლივ.

მართალია, ,,ეროვნული უმცირე-სობების ენების თანასწარუფლებია-ნობა იმ ენასთან, რომელიც სახელმ-წიფო ენაა, ერების პოლიტიკურ თა-ნასწორუფლებიანობასაც გამორი-ცხავს’’ [6. 150]. მაგრამ მიუხედავად

Page 100: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

100

ამ მტკიცე არგუმენტისა და პოსტუ-ლატისა, საქართველოში ცალკეულ რაიონსა თუ, ძველი ტერმინოლოგი-ით, მაზრაში მცხოვრებ მცირე ერებს გაუჩნდათ სინდრომი მათ მიერ და-სახლებული ქართული ტერიტორიე-ბის მშობლიურად მიჩნევისა და და-საკუთრებისა. ვფიქრობთ, დღეს, სა-ქართველოში არსებული პოლიტიკუ-რი ვითარება და ეროვნული უმცი-რესობების ერთი ნაწილის წარმო-მადგენელთა ,,ღავღავი’’ ავტონომიის (დამოუკიდებლობის, ცალკე განდ-გომა-გასვლის....) მოთხოვნით (ოსე-ბი, სომხები, აფხაზები....), სწორედ რუსთაგან კავკასიაში მოსვლა-დაპყ-რობითა და მათი ენობრივი რუსი-ფიკატორული პოლიტიკით ხელშეწ-ყობით არის პროვოცირებული.

ერთგვარ ბედნიერ და სანიმუშო გამონაკლისად შეიძლება დავასახე-ლოთ საქართველოში მცხოვრები ერ-თადერთი და უძველესი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ებ-რაელობა, რომელსაც ჩვენს სამშობ-ლოში, დღიდან მოსვლისა, 25 საუკუ-ნის წინ), ქართველებისათვის და საქართველოს ნებისმიერი მთავრო-ბისათვის არც მიწა მოუთხოვიათ და არც საკუთარი ავტონომია. ეს არის უნიკალური შემთხვევა მთელს მსოფ-ლიოში. ამიტომ ეს ფაქტი დიდად დასაფასებელია და თითით საჩვენე-ბელი რეალიაა მსოფლიო მასშტაბით ქართველ და ებრაელთა თანამეგობ-რობისა და მრავალსაუკუნოვანი თა-ნაცხოვრებისა (,,პალეოკოჰაბიტაციუ-რი’’ ყოფისა).

მეოცე საუკუნის 90-იან წლება-მდე რუსულ ცენტრალიზებულ მმართველობასა და დიქტანტს გა-საბჭოებულ საქართველოში ბოლო არ უჩანდა. ქართული ენა და ქართული

სახელმწიფოებრობა, საბჭოთა რუსე-თის მარწუხებში მოქცეული, ყოველ-თვის ჩაგვრა-შევიწროებას განიცდი-და, რაშიც გამორჩეული წვლილი მიუძღვოდათ საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის პარტიულ კომუნის-ტურ ნომენკლატურასაც, მათ წაყრუ-ებულ და მაამებლურ-კარიერისტულ პოლიტიკას კრემლისადმი.

აღსანიშნავია, რომ მემარცხენე სოციალ-ფედერალისტთა გაზეთი ,,ტრიბუნა’’ სისტემატურად აშუქებ-და ქართული ენისა და ქართული ეთნიკური ელემენტის შევიწროების ფაქტებს, რასაც თურმე სომხური გა-ზეთი ,,კარმირ ასტღი’’ გაუბოროტე-ბია [23].

რუსულად საქმის წარმოება თან-დათან ფეხს იკიდებდა საქართველოს სხვა ქალაქებშიც. მაგ., ფოთში, სადაც მოსახლეობის 99% ქართველები იყვ-ნენ, ფუნქციონირებდა ჭიათურის მარგანეცის ექსპორტის სააქციო სა-ზოგადოება ,,ჩემო’’-ს განყოფილება. აქაც საქმის წარმოება რუსულად მიმ-დინარეობდა, იმავდროულად ყველა საპასუხიმსგებლო თანამდებობა არა-ქართველებს ეპყრათ, ანალოგიური ვითარება იყო სოხუმის სახალხო ბანკშიც [23].

ახალციხის მაზრაში კი ხელმძღ-ვანელ თანამდებობას თურქულენო-ვან მოსახლეობას ანდობდნენ, საქ-მისწარმოება კი სხვადასხვა ეროვ-ნულ ენაზე მიმდინარეობდა [24. 2]. მსგავსი სიტუაცია სუფევდა ბორჩა-ლოს მაზრაშიც. აქაური, ადგილობ-რივი ხელმძღვანელობა საქმიან კო-მუნიკაციურ პროცესებშიქართული ენის დანერგვას ეწინააღმდეგებოდა _ დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამდა, აქ არ ჰყავდათ არც ერთი ქართველი ანუ ქართული ენის რიგიანი მცოდნე,

Page 101: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

101

ამიტომაც ადგილობრივნი მთავრო-ბისაგან ყველა უწყებაში საქმიანი ურთიერთობის რუსულ ენაზე წარ-მართვას ითხოვდნენ.

აღსანიშნავი აქ ისიცაა, რომ ამ დროს, XX საუკუნის 20-იან წლებში, ახლად გასაბჭოებულ საქართველო-ში, მრავალ სახელმძღვანელო პოსტ-ზე ეთნიკურ სომხებს აწინაურებდ-ნენ. როგორც ცნობილია, 1924 წელს საქართველოს ცეკავშირში 217 თა-ნამშრომელთაგან _ 35, სოციალური უზრუნველყიოფის სახალხო კომისა-რიატში 50-მუშაკთაგან _ 11, ხოლო იუსტიციის სახალხო კომისარიატში 268 თანამშრომელთაგან _ 58 სომეხი ეროვნებისა იყო, 1925 წელს კი რეს-პუბლიკის სახელმწიფო დაწესებუ-ლებებში, სავაჭრო ორგანიზაციებსა და სასოფლო-სამეურნელო საწარმო-ებში 1254 კაცთაგან _ 335 ეროვნებით სომეხი. მსგავს ვითარება იყო სხვა-დასხვა მაზრაში, ქალაქსა და რაიონ-ში [25. 44-45]. ასეთ არათაბარ თანა-ფარდობებს იმდროინდელი სპეცია-ლისტი-მკვლევრები საქართველოს კპ მოღვაწეობის პროლეტარული ინ-ტერნაციონალიზმის პრინციპების დამკვიდრებით ხსნიდნენ და ამა-ყობდნენ კიდეც. ასეთმა მიდგომებმა და ყალბად გაგებულმა ინტერნაციო-ნალიზმმა, ძმურ ოჯახში ,,ერთა თა-ნამეგობრობამ’’ ქართულ ეროვნულ მეობას საფრთხე შეუქმნა. მათ შორის ავტონომიურ აჭარაშიც, სადაც ყველ-გან საპასუხისმგებლო თანამდებობა-ზე არაქართველი დაენიშნათ, რო-მელთაც საკომუნიკაციო დონეზეც კი არც ქართული ენა იცოდნენ, მით უმეტეს ,,ქართული საქმის’’ კეთების არაფერი გაეგებოდათ და არც ასეთი სურვილი ჰქონდათ. თურმე ბათუმის საგანგებო კომისიის თავმჯდომარე

ვინმე ხრუცკი აშკარად იმასაც კი აცხადებდა, რომ ,,ახლა ისეთი კურ-სია აღებული, რომ საგანგებო კომი-სიიდან ყველა ქართველი შეიძლება დაითხოვონო’’ [26. 179]. აი, ასე ქმნიდნენ საგანგებო კომისიებს ყო-ველგვარი ქართულის წინააღმდეგ და ასე იწყობდნენ საკუთარ კარიერას მტრად მოსული მოყვარენი და რენეგატი ქართველები, ასე უწყობ-დნენ ხელს ,,მძლე ძმურ კავშირში’’ ყოფნის იდეით ეროვნული სულის ჩაგვრას და სახელმწიფო ქართული ენის ჩაკვლას.

საბჭოთა კავშირში, XX საუკუნის 70-80-90-ინ წლებში, მხოლოდ სამ რესპუბლიკაში იყო სწავლება მშობ-ლიურ ენაზე (საქართველო, სომხე-თი, ბალტიისპირეთი), სხვაგან ყველ-გან ,,საბჭოთა ხალხი’’ რუსულ სა-ხელმწიფო ენაზე იღებდა საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო და საუ-მაღლესო განათლებას.

რა ხდება დღეს დამოუკიდებელ საქართველოში? წინ წავედით თუ ,,ქვე-ქვე’’ მივდივართ?

სამწუხაროა, რომ ენობრივი სი-ტუაცია სუსტ, სამანმოშლილ ქვეყანა-ში სავალალოა: ჩვენი იურისდიქცია არ და ვერ ვრცელდება საქართველოს კონტროლირებად თუ უკონტროლო ქართულ ტერიტორიებზე (აფხაზე-თი, ცხინვალის მხარე, წალკის, ახალ-ქალაქის ვალეს, მარნეულის... რეგიო-ნები). დღემდე განათლებისა და მეც-ნიერების სამინისტრომ საქართვე-ლოში მცხოვრებ ბევრ არაქართველს, სკოლაში თუ სკოლის გარეთ, ვერ შეასწავლა ქართული სალაპარაკო ენა საკომუნიკაციო დონეზეც კი.

მეტიც: დღეს თუნდაც რიგითი ქართველი ქართულ სალიტერატურო ენას გასაოცარი მონდომებით რყვნის,

Page 102: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

102

ამახინჯებს, ბილწავს. ამ მხრივ გან-საკუთრებით გამოირჩევიან ახალ-გაზრდები, რომლებიც მრავლად არი-ან საქართველოს პარლამენტსა და სამთავრობო სტრუქტურებში, პოლი-ტიკასა თუ არასამთავრობო ორგანი-ზაციებში, ჟურნალისტიკასა თუ იუ-რისპრუდენციაში, ე. წ. ,,თოქ- და მუ-სიკალურ-გასართობ შოუებში’’, მათი ჟარგონული მეტყველება სცენაზე თუ ეკრანზე, შინ თუ გარეთ _ ქუჩაში, საზოგადოების, ქართული ენის აშ-კარად დეგრადირების, დეკულტუ-რიზაციის მაჩვენებელია. ახლა ქართ-ველობის დიდი ნაწილს, ,,ნუვორი-შებს’’, თავი მოაქვთ ასეთი მეტყვე-ლებით, ,,ძაან’’, ,,მადლობა მოვიხა-დე’’-ს თქმით. თანამედროვე ქართვე-ლი იურისტების მიერ შედგენილი და ახლაც მოქმედი ,,საარჩევნო’’ კო-დექსიც, თავისი საგამოცდო ტესტე-ბითურთ, თავს იწონებს ჩიქორთუ-ლით.

2004 წლიდან ქართული ენის სახელმწიფო კომისია გაუქმდა, განა არა, იმ სახით გასაუქმებელიც იყო, მაგრამ ახალი არ შექმნილა... განათ-ლებისა და მეცნიერების სამინისტ-რომ მისი შექმნა ქართული ენაზე ზეწოლად ჩათვალა. ამას თან დაერ-თო პროფესორთა და მეცნიერთა ,,კონკურირებადი კონკურსები’’, ნამ-დვილ, ოპოზიციონერ მკვლევართა ჩამოშორება სამოღვაწეო ასპარეზი-დან, ,,ჩარეცხილთა არმიის’’ სრული

იგნორირება და ქვეყნის მმართვე-ლობის ,,თინეიჯერიზაცია’’ და ა.შ.

ცალკე განხილვის ღირსია და არცთუხშირად მოსაწონი სასწავლო-სასკოლო სახელმძღვანელოების შექ-მნის ინოვაციური მიდგომა და სტი-ლი (როცა სრულიად აღრეულია მწერლებისა და ნაწარმოებების ქრო-ნოლოგიური თანამიმდევრობა... სტუ-დენტისა ან მოსწავლისათვის ძნე-ლად წასაკითხი მწერლების ტექსტის შერჩევა-მიწოდება), გაუმართავი, არა-ბუნებრივი (ხელოვნური), მწიგნობ-რივ-ინტელექტუალური, სალიტერა-ტურო ენით წერა, რომლის წაკითხვა, გააზრება-აღქმა როგორც სტუდენტს, ისე საშუალო სკოლის მოსწავლეს თუ მასწავლებელს ძალიან უჭირს. ამის შესახებ არაერთხელ აღუნიშნავთ და ხმა აუმაღლებიათ სპეციალისტებს, მათ შორის ჩვენც [27], [28. 17-18], [29. 31-34], [30. 206-207], [31. 21], [32. 81-82], [33]. როგორც იქნა, ამას მიხვდნენ განათლებისა და მეცნიერების სამი-ნისტროში და ამ ხარვეზის გამოსა-სწორებლად 2008 წელს ამ უწყებაში სტილისტის შტატიც კი შემოიღეს.

1801 წლიდან თბილისში მოსახ-ლეობა დემოგრაფიული თვალსაზ-რისით საგრძნობლად შეიცვალა. შე-იძლება ითქვას, რუსიფიკატორული კვალი აქაც თვალშისაცემია, თუმცა რუსების კავკასიაში დამკვიდრებამ-დე, თბილისი სომეხთა დიდ ნაწილს ეჭირა, აი, ეს ცხრილი:

Page 103: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

103

ეროვნება

აბსოლუტური მონაცემები ათასობით

პროცენტობით ჯამთან

სულ

მათ შორის

სულ

მათ შორის

მამაკაცი ქალი მამაკაცი ქალი

სულ

მათ შორის

15,6 8,8 6,8 100,0 100,0 100,0

ქართველი 3,0 1,6 1,4 19,4 18,2 20,9

სომეხი 10,3 5,2 5,1 66,4 59,7 75,1

რუსი 1,9 1,8 0,1 12,1 20,1 1,4

თათარი, ბერძენი 0,4 0,2 0,2 2,1 2,0 2,6

შენიშვნა: 4. ქ. თბილისის მოსახ-ლეობის 9,4 პროცენტი თავადაზნაუ-რობა იყო;

შენიშვნა: 5: ქ. თბილისის მოსახ-ლეობის რიცხოვნობა 1803 წლისა-თვის 16,0 ათასამდე (15, 6 ათასი) უნდა ყოფილიყო [34. 17].

კოალიცია ,,ქართული ოცნების’’ ხელისუფლებაში მოსვლის წელს ამომრჩეველთა დიდი ნაწილის მო-თხოვნა იყო ,,სისტემა უნდა დაინ-გრეს;’’, მაგრამ ,,კართაგენი არ დაინ-გრა’’.

სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ დღევანდელმა რუსეთმა (ვლ. პუტი-ნის, ს. ლავროვის, დ. მედვედევის და სხვ.) მათი წინაპრების დაწყებული საქმე დღეს ლამის რეალობად აქცია. აფხაზეთიდანგანდევნილია ქართვე-ლობის უმეტესობა, იავარქმნილია ქართული სახელმწიფოებრიობის იურისდიქცია და სახელმწიფო სა-ზღვრები, შეზღუდულია და დარღვე-ულია საქართველოს სუვერენიტეტი,

მეტიც: რუსებმა აფხაზეთის დამოუ-კიდებლობაც კი აღიარეს და რაოდენ დასანანია, რომ ზოგი ქართველი პოლიტიკოსი და დღევანდელი მთავ-რობის წარმომადგენელი ურცხვად, გაუაზრებლად თუ დაუფიქრებლად ამბობს (ამ ათიოდე წლის წინათაც აცხადებდა) _ ,,მერე რა, ეს რა დიდი პრობლემაა, თუ აფხაზეთი, როგორც სახელმწიფო, ცალკე გავაო’’. თუ რა ,,გავა’’ აქვს ამ და ასეთ პოლიტიკას დღეს, ყველა კარგად ვხედავთ და გვესმის. სამწუხაროა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყო-ფილი მინისტრის (პროფ. გია ნოდია) ჩვენ მიერ ზემომოყვანილი გაუაზრე-ბელი ზეპირი გამონათქვამი, რომ ,,საქართველოში დღეს ქართული ყველამ კარგად არ იცის და ამიტომ ეროვნული მისაღები გამოცდებიდან ქართული ენა ამოვიღოთო’’, რაც ნა-წილობრივ ეს ასეც მოხდა. როცა ასე-თი მინისტრი და მინისტრები ეყო-ლება განათლებასა და მეცნიერებას,

Page 104: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

104

ადვილი წარმოსადგენია, ქვეყანაში განათლებისა და მეცნიერების რა და როგორი დონე იქნება.

ქართველი რენეგატი პოლიტიკო-სებისა და პილიტიკანების წყალო-ბით, საქართველოში ეროვნულ უმ-ცირესობას დღემდე ქართული სა-ხელმწიფო ენა კი არ შეასწავლეს, საკომუნიკაციო დონეზეც კი, პირი-ქით, ,,ზოგად უნარებში’’ გამოცდა თავიანთ მშობლიურ ენაზე დაუწესეს (სომხურად, აზერბაიჯანულად), მე-რე კი საქართველოს ყავლგასული პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წყალობით და დიდი მონდომებით საპრეზიდენტო-საგამანათლებლო პროგრამა ,,ქართული ენა’’ შექმნეს. ასე რომ, ეს პრობლემა თავიდან მოიშორეს და ტვირთად უმაღლეს სასწავლებლებს აჰკიდეს _ ასე გადა-ულოცეს: ,,თქვენ უფრო დიდი თავი გაქვთ და თქვენი მონდომებითა და ხარჯით თქვენვე უპატრონეთო’’. სამ-წუხაროა, ისიც, რომ საქართველო, როგორც ახალფეხადგმული სახელმ-წიფო, ვერ აცნობიერებს იმ ფაქტს და რეალობას, რომ ის დამოუკიდებელი სახელმწიფოა და არა კოლონია ან დომინიონი. საბჭოთა კავშირის დაშ-ლისთანავე, პირველსავე წელს, ეს-ტონელებმა ესტონეთში მცხოვრებთ რუსებსა და სხვა ერის წარმომად-გენლებს, სახელმწიფო ენა _ ესტონუ-რი ერთ წელიწადში შეასწავლეს, ხო-ლო ჩვენ დღემდე ე. წ. ეთნიკური უმ-ცირესობებისათვის ქართული, რო-გორც სახელმწიფო ენა, ვერ გვისწავ-ლებია. ამ მხრივ ქართველთა დოყ-ლაპიობას საზღვარი არა აქვს. რო-დემდე გაგრძელდება ასე, არავინ იცის. პოლიტიკური წაჯექ-უკუჯე-ქობების ფონზე ქართული ენა სა-კუთარ სამშობლოში კარგავს თავის

სტატუსს. 2012 წლის 1 ოქტომბრი-დან, კოალიცია ,,ქართული ოცნების’’ მოსვლისთანავე აყაყანდნენ გარედან და შიგნიდან, ატყდა გნიასი _ წამო-იწყეს ახალი კამპანია მესხეთ-ჯავა-ხეთში რეგიონული ენის შექმნის შე-სახებ _ და ეს რეგიონული ენა სომ-ხური უნდა იყოს და არა ქართულიო. აი, თურმე, საქართველოში ჯერჯე-რობით 200 მეჩეთის აშენება ყოფილა ,,ნაციონალური და ქართული ოც-ნება’’, აი, ამისთვის ვიბრძოდით, აი, ამისთვის გვინდოდა დამოუკიდებ-ლობა, ,,9 და 14 აპრილები’’... ასე რომ, ქართველთა გადაგვარებას საზღვარი არა აქვს, დღესაც ქართულ ენას და სახელმწიფოს აისის ნაცვლად დაისი უდგას, რა მოხდება გაისად არავინ იცის.დღეს სპეციალისტებს ხმა არ ამოეღებათ _ მათ არავინ არაფერს ეკითხება. ვის მივმართოთ, როცა ,,რუსთაველი მკვდარია?!’’ან როგორც მეორე ქართველი პოეტი ამბობს: ,,ღმერთო, სად არის აქ სამართალი?’’

ამრიგად, ზემოთქმულიდან ის დასკვნა გამომდინარეობს, რომ ქარ-თული ენის მთავარი მტერი დღესაც თავად ქართველია, უფრო სწორად ქართული სახელმწიფო. სწორედ დე-მოკრატიული საქართველო მ. სააკა-შვილის ხელმძღვანელობით ერეკე-ბოდა ქართული საჯარო სკოლები-დან ადგილობრივ კადრებს, ქართუ-ლი და უცხოური ენების პედაგოგებს და მათ ნაცვლად გადამთიელ არა-პროფესიონალ ინგლისურის მცოდნე, ხშირ შემთხვევაში უდიპლომო ,,სპე-ციალისტებს’’ იწვევდა და ასაქმებდა. ზოგმა ისე ,,მოისაქმა’’, რომ თავისი ,,ფლეტჩერული’’ სექსუალური გადა-ხრით, სასამართლოში ჩივილით თა-ვი ყველას გაგვამახსოვრა. მეტიც: ქართული ,,ნაციონალური სახელმ-

Page 105: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

105

წიფო’’ ქართულის, როგორც სახელმ-წიფო ენის, ჩანაცვლებას ინგლისუ-რით ლამობდა. აი, ასეთ დემოკრა-ტიას გვთავაზობდნენ ნაციონალები, რომელთა საქმის განმგრძობად დღეს კოალიცია ,,ქართული ოცნების’’ მეს-ვეურები, წესით და რიგით, არ უნდა მოგვევლინონ.

შენიშვნა 6: ქართველთა ბედოვ-ლათობაზე ისიც მეტყველებს, რომ ცხუმს ანუ, დამახინჯებული თურ-ქულენოვანი წარმოთქმით, ახლან-დელ სოხუმს // სუხუმს ძველი და ნამდვილი სახელიც კი ვერ დავუბ-რუნეთ, ისე დავკარგეთ აფხაზეთი. აი, ვინა ვართ, რანი ვართ და საით მივექანებით.

ხელისუფლებაში მოსულმა კოა-ლიცია ,,ქართულმა ოცნებამ’’ რიგით მესამე არჩევნები გამართა (საპარლა-მენტო _ 2012 წ., საპრეზიდენტო _ 2013 წ., თვითმმართველობისა _ 2014 წელს), კომპაქტურად დასახლებულ ე.წ. ეროვნული უმცირესობის რეგიო-ნებში საარჩევნო ბიულეტენები ქარ-თულ, ინგლისურ, სომხურ, აზერბაი-ჯანულ ენებზე დაიბეჭდა. სამწუხა-როდ, ,,თვითმმართველობის ადგი-ლობრივი არჩევნები’’კიდევ რა სიურ-პრიზებს გვპირდება ახლო მომავალ-ში, როცა საქართველოში ე.წ. ,,თურქი მესხების’’ ჩამოსახლება იგეგმება, არავინ იცის _ ჯერ კიდევ ბევრს არა აქვს გასიგრძეგანებული, მათ შორის პოლიტიკოსებსაც, პარლამენტარებს, მთავრობას, არსამთავრობოებს. ეს წე-რილი _ ბოლო ,,ორსაუკუნოვანი ბე-დი და უბედობა მრავალსაუკუნოვა-ნი ქართული სახელმწიფო ენისადა საქართველოშიმცხოვრები ე.წ. ეროვ-ნული (resp. ეთნიკური) უმცირესობა’’

საგანგებოდ სწორედ მათთვის დაი-წერა იმ მიზნით, რომ დღეიდან მაინც იქნებ ქართული ხორბალი დავთე-სოთ და ღვარძლი არ გავაჯეჯილოთ.

სრულიად საქართველოს კათო-ლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს 2013 წლის 4 დეკემბრის გაფრთხი-ლება _ ,,თვთმმართველობის გამიზ-ნულობა’’ _ ,,საქართველოს სრული დაშლა და დაქუცმაცების შესახებ’’ _ ყველამ ყურად უნდა ვიღოთ. პატ-რიარქს და სპეციალისტებს უნდა მო-ვუსმინოთ, თორემ მერე გვიან იქნება ,,თითზე კბენანი’’ _ ,,ქართულ კრი-ზისსა და თვითგანადგურების ქარ-თულ ასპექტებს’’კიდევ უფრო ნუ გავაღრმავებთ [34. 36-40].

ჩვენი ვარაუდით, თუ საქართვე-ლოში ქართულ სახელმწიფო ენას მა-სობრივად, რეფორმის დონეზე, ნე-ბისმიერი ეროვნების საქართველოს მოქალაქეს არ შევასწავლით, თვით-მმართველობის არჩევნების გამართ-ვის შემდეგ, ახლო მომავალში, შეიძ-ლება განმეორდეს ცარისტულ-ბოლ-შევიკური საშიშროება _ საქართვე-ლოში სახელმწიფო ენის სტატუსით რეგიონული ენების ფუნქციონირება ქართული ენის ნაცვლად. ნუ ვიქ-ნებით ,,ნეობოლშევიკები’’.

ნუ მოვკლავთ საქართველოს

სულს. მინაწერი: ჩემი ეჭვები გამართლ-

და. 2015 წლის 20 იანვარს საქართ-ველოს ტელეარხებმა გვამცნეს ერთი შემთხვევა: სოფელ კაბალში ადგი-ლობრივმა აზერბაიჯანულმა მოსახ-ეობამ ახლადდანიშნული საჯარო სკოლის დირექტორის გადაყენება მოითხოვა იმის გამო, რომ ქალბა-ტონმა დირექტორმა აზერბაიჯანუ-ლი ენა არ იცოდა.

Page 106: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

106

გამოყენებული ლიტერატურა:

1. შოთა რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი, სასკოლო გამოცემა, თბ., 2011. 2. გრ. რობაქიძე, ქალღმერთის ძახილი (რომანი), გერმანულიდან თარგმნა

დ. ფანჯიკიძემ, თბ., 2012. 3. ბ. ცხადაძე, ბოლო სადღეგრძელო ჩვენშიპოპულარული სიმღერის ხმა-

ზე ,,აყვა-ვე-ბუ-ლა’’... დილე-ტანტი-ზმიიი.... გაზ. ,,მწერლის გაზეთი’’, მარტი – აპრილი, თბ., 2013.

4. მ. გეგეშიძე, ეთნიკური კულტურა და ტრადიციები, თბ., 1978. 5. ი. იედლიჩკა, ჩეხური ენა. ჩეხური ენის სახელმძღვანელო ქართველ-

თათვის, გიორგი ახვლედიანისა და ელენე ერისთავის რედაქციით. თბ., 1972.

6. ა. სონღულაშვილი, ქართული ენა და ეროვნული უმცირესობა, პროფ. ზ. გამეზარდაშვილის რედაქციით. თბ., 2013.

7. ა. შანიძე, სინური მრავალთავი 864 წლისა. თბ., 1959. 8. ბ. ცხადაძე, ე. ცხადაძე, ბერძნულ-ქართული ლექსიკური შეხვედრები.

I. ერთი საერთაშორისო სიტყვა-ტერმინის (,,ტრაგედია’’) ეტიმო-ლოგიისათვის. ჟ. ,,ხელისუფლება და საზოგადოება’’ (თეორია, ისტო-რია, პრაქტიკა), № 1 (9), 2009.

9. გ. გასვიანი, საქართველო _ რუსეთის ურთიერთობა, ,,ანალები’’, 2005, №1.

10. შ. თეთვაძე, ანტიქართული დემოგრაფიული პროგრამა მოქმედებაში. ჟ. ,,საისტორიო ვერტიკალები’’, 2002, №3.

11. ი. უთურაშვილი, თეკლა ბაგრატიონი, თბ., 1991. 12. ა. წერეთელი, საუბარი ინგლისელ ქალთან. იხ. ა. წერეთელი, რჩეული

ნაწარმოებები ხუთ ტომად, ტ. V. პუბლიცისტური და კრიტიკული წერილები, თბ., 1990.

13. ი. ჩხაიძე, ნაციონალიზმის მოდერნისტული თეორია და ქართული პროექტი (,,თერგდალეულები’’), თბ., 2009.

14. ვ. გურული, ო. თუშურაშვილი, რუსეთის კოლონიური პოლიტიკა აფხაზეთში (XIX საუკუნის დასასრული _ XX საუკუნის დამდეგი). ჟ. ,,საარქივო მოამბე’’, 2009.

15. ა. ჯაფარიძე, ,,აფხაზეთი [ქართველთა ,,გააფხაზება’’], თბ., 2007. 16. ბ. ცხადაძე, აფხაზეთი და ქართველთა ,,გააფხაზება’’ მეუფე-მეცნიერის

თვალსაწიერით...(რეცენზია მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის წიგნზე - ,,აფხაზეთი [ქართველთა ,,გააფხაზება’’], თბ., 2007). იხ. კრებ.: ,,ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები’’, თბ., 1(12), 2013.

17. ფ. მახარაძე, თხზულებათა კრებული, ტ. IV. თბ,.??]. 18. უ. სიდამონიძე, ეროვნული საკითხის ისტორიოგრაფიიდან (1917

წელი), კრებ.: ,,ქართული ისტორიოგრაფია’’, თბ., 1968. 19. გაზ. ,,მუშა’’, 1923, 11 აგვისტო.

Page 107: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

107

20. ა. დაუშვილი, საეროვნებათშორისო ურთიერთობა საქართველოში 1921-1985 წწ. [სადოქტორო დისერტაცია], თბ., 1999.

21. გ. ორჯონიკიძე, ამიერკავკასიის შესახებ, თბ., 1986. 22. თ. ღლონტი, რუსული ენა და ჩვენი ინტელიგენციის ექსპორტი, გაზ.

,,კომუნისტი’’, 1926, 23 ივნისი. 23. გაზ. ,,ტრიბუნა’’, 1923, 9 მაისი. 24. გაზ. ,,კომუნისტი’’, 1924, 6 აპრილი. 25. შ. ნოზაძე, საქართველოს კპ მოღვაწეობა პროლეტარული ინტერნაციო-

ნალიზმის პრინციპების დამკვიდრებისათვის, თბ., 1987. 26. ლ. თოიძე, ინტერვენციაც, ოკუპაციაც, ძალდატანებითი გასაბჭოებაც,

ფაქტობრივი ანექსიაც, თბ., 1991. 27. ე. ცხადაძე, ბ. ცხადაძე, ენობრივი სიტუაცია და ლიტერატურული

პროცესები XXI საუკუნის დასაწყისის საქართველოში თანამედროვე გლობალიზაციის შუქზე; სტუ საერთაშორისო კონფერენცია ,,მსოფ-ლიო და კავკასია’’, თბ., 2009.

28. ე. ცხადაძე, ბ. ცხადაძე, სახელმწიფო ენა, სალიტერატურო-სამწერლო-ბო ენა და ენობრივი დეკულტურიზაცია. სასწავლო-სამეცნიერო ცენტ-რის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხულ მოხსენე-ბათა კრებული თემაზე _ ,,ქართული ენის როლი საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში’’.თბ., 2011.

29. ე. ცხადაძე, ბ. ცხადაძე, სახელმწიფო ენა, სალიტერატურო-სამწერ-ლობო ენა და ენობრივი დეკულტურიზაცია. ჟურნალი ,,სვეტიცხო-ველი’’, თბ., 2011, №2.

30. ბ. ცხადაძე, ი. ცხორაგაული, მშობლიური (ქართული) ენა და გლობა-ლიზაცია. სტუ საერთაშორისო კონფერენცია ,,მსოფლიო და კავკასია’’ პროგრამა და მოხსენებათა კრებული. თბილისი, 2011.

31. ბ. ცხადაძე, ენობრივი დეკულტურიზაციის ტყვეობაში. სალიტერა-ტურო-სამეცნიერო ჟურნალი ,,პარალელი’’. №1, თბ., 2011.

32. ე. ცხადაძე, ბ. ცხადაძე, კულტურული ენიდან ენობრივი დეკულტუ-რიზაციისაკენ? სტუ-ს შრომები (ელექტრონული ჟურნალი), თბ., 2010.

33. შ. კაკურია, ქ. თბილისის მოსახლეობა 1803-1970 წწ., (სტატისტიკურ-ეკონომიკური ნარკვევი). თბ., 1979.

34. ბ. ცხადაძე, ზ. ცხადაძე, ე. ყუფუნია-ცხადაძე, ქართულ კრიზისი ანუ თვითგანადგურების ქართული ასპექტები’’. ჟ. ,,სოციალური ეკონომიკა (21-ე საუკუნის პრობლემები)’’, თბ., 2013, №6.

35. ბ. ცხადაძე, ვ. დათაშვილი, ენობრივი და საქმიანი კომუნიკაციის გასა-ჭირი. ჟ. სოციალური ეკონომიკა (XXI საუკუნის პრობლემები). თბ., 2014. №3.

Page 108: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

108

badri cxadaZe

მეტალურგიიდან ქართველოლოგიამდე (პროფ. რაულ გვეტაძე _ 80)

მეცნიერება, თითოეული სამეც-ნიერო დარგი, ჭეშმარიტებისაკენ მი-მავალი გზაა, მეცნიერი კი ჭეშმარი-ტების დადგენის მსახური.

ჭეშმარიტად! ალბათ, ორიგინალური არ ვიქნე-

ბი, თუ ვიტყვი, რომ საქართველოს ისტორიის კულტურული წიაღი დღემდე ბევრ საიდუმლოს იმალავს.

მეცნიერები, განსაკუთრებით არ-ქეოლოგები და პალეოგრაფები ჯერ კიდევ ვალში არიან ამ ,,საიდუმლოს’’ შესაცნობად. წარსულის არტეფაქტე-ბის საიდუმლოების გასაღების სა-პოვნელად მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ჭეშმარიტების მაძიებელი, მკვლევარი თუ სპეციალისტი ახსოვს. მათი რიგი და ოდენობა არათუ კლე-ბულობს, არამედ სამყაროს განვითა-რებასთან ერთად იზრდება და ფარ-თოვდება. ასეთთა რიცხვში ქართველ მეცნიერებსაც საპატიო ნიშა აქვთ მიჩენილი.

ბიბლიური ფრაზეოლოგიზმი ,,ეძიებდე და ჰპოვებდე’’ მრავალ ცი-ვილიზებურ ერს ახლაც ასაზრდო-ვებს და ამშვენებს (მაგ., გერმალებსაც ,,Gezucht und erfünden’’ და სხვ.). არავინ იცის, ძირძველ და უძველეს ქართულ სიტყვა ,,ძიებას’’ რამდენი საუკუნის ისტორი აქვს. მეცნიერები

და მეცნიერების დარგები, მიუხედა-ვად არაერთი მცდელობისა, უძლურ-ნი არიან ასეთი სიტყვების დაბადე-ბის ზუსტი თარიღის გასარკვევად.

მეცნიერული ძიების, ქართველუ-რი მემკვიდრეობის, არქაული, ,,პა-ლეომასალების’’ მკვლევართა რიგში დგას მეცნიერი, მეტალურგი და ქარ-თველოლოგი, სტუ-ს სრული პროფე-სორი რაულ გვეტაძე, რომელსაც 2014 წლის მაისში დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა.

რა იცის საქართველოს ფართო საზოგადოებამ მისი მოღვაწეობის შე-სახებ? როგორი ზიგზაგებით განვლო მან წუთისოფლის 80-წლიანი გზა? აი, ამჯერად ჩვენი კვლევისა და შეფასე-ბის საგანი.

პროფესორი რაულ გვეტაძე დაი-ბადა 1934 წლის 27 მაისს, თბილისში. დედამ, ასათიანის გვარის ქალბატონ-მა და მამამ _ გიორგიმ მას ბავშვობი-დანვე ჩაუნერგეს სამშობლოს სიყვა-რული. მისი ფესვები, მშობლიური ძირები იმერეთის ერთ-ერთი კუთხი-დან _ ტყიბულიდანაა, სოფელ ციხია-ბობოთიდან. XIX საუკუნის 40-იანი წლების საარქივო მასალებით, სო-ფელ ციხიას გვეტაძეები საეკლესიო გლეხები ჩანან [იხ. ქართული გვარ-სახელები იმერეთში. XIX საუკუნის

Page 109: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

109

40-იანი წლები (ცნობარი). შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა მერაბ კეზევაძემ. ქუთაისი, 2004].

ვინ იცის, ისტორიულ საქართვე-ლოში რამდენი ციხე-სიმაგრე, ციხია ან ციხია-ბობოთი, ან ციხიაგორა გვქონდა. რ. გვეტაძე დღეს თუ ქარ-თული მეცნიერების, ქართველური მემკვიდრეობის ძირებს ეძებს და ყო-ველივე ქართულის ღირსებას, ღირე-ბულებებს და ფასეულობებს იცავს, მისი უშუალო წინაპარი, როგორც მეციხოვნე, მიწათმოქმედი თუ მჭე-დელი..., მამულს იცავდა და სდა-რაჯობდა. ასე რომ, ბატონი რაულის გენეტიკურ-მემკვიდრეობითი ფეს-ვები სოფელ ციხიაშია (ახლანდელი სახელწოდებით ციხიაბობოთი!) გად-გმული, რომლისგანაც აზრდილი გე-ნეალოგიური ხის ერთ-ერთი ტოტი წინა საუკუნეში თბილისამდე წაზრ-დია _ მისი ,,ტოტის-ტოტის-ტოტი’’, როგორც პოეტი მუხრან მაჭავარიანი იტყოდა, მეტალურგიასაც სწვდენია.

მეტალურგია საკუთრივ საქართ-ველოს ისტორიის და ზოგადად მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი შემადგენელი ძირეული ნაწილია. სა-ქართველოს ისტორია კი ბატონი რაულისთვის, ბავშვობიდანვე _ სკო-ლის მერხიდანვე, ისტორიკოსს, თბი-ლისის 21-ე საშუალო სკოლის დი-რექტორს შეუყვარებია. ეს ის საშუ-ალ-ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა (რუსული) გახლავთ, რომელიც თბი-ლისში, ამჟამად დავით აღმაშენებ-ლის გამზირის 40 ნომერში მდება-რეობს (ჩვენს და წინათაობამდელ თბილისელებში უფრო ცნობილი პო-ლიტიკური მოღვაწის, თბილისელ ევგენი პრიმაკოვის სახელთან ასო-ცირდება). ათი წლის წინ აქ განთავ-სებული იყო ექვთიმე თაყაიშვილის

სახელობის კულტურისა და ხელოვ-ნების სახელმწიფო უნივერსიტეტი. ცრურეფორმისტულმა ხედვამ ეს სას-წავლო-საგამანათლებლო უმაღლესი კერა ამ ათი წლის წინ გააუქმა და ამჟამად შოთა რუსთაველის თეატ-რისა და კინოს უნივერსიტეტის მეო-რე კორპუსად იწოდება.

რ. გვეტაძე 1952-1957 წლებში სა-ქართველოს პოლიტექნიკური ინსტი-ტუტის კედლებში განისწავლა. 1957 წელს დაამთავრა საქართველოს პო-ლიტექნიკური ინსტიტუტის მეტა-ლურგიის ფაკულტეტი ინჟინერ-მე-ტალურგის სპეციალობით. 1966-1970 წწ. სწავლობდა კიევის პოლიტექნი-კური ინსტიტუტის ასპირანტურაში (სპეციალობით ,,სამსხმელო წარმოე-ბა’’). აქვე, უკრაინაში, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ჩამოსხმის პრობლემათა ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და 1970 წელს მიენიჭა ტექნიკის მეცნიერება-თა კანდიდატის სამეცნიერო ხარის-ხი, ხოლო 1990 წელს გახდა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (სადოქტო-რო-სადისერტაციო თემა _ ,,დინამო-მეტრიული ანალიზის საფუძველზე ჩამოსხმის ტექნოლოგიური პროცესე-ბის რეგულირება’’ სპეციალობა _ 05.16.04. სამსხმელო წარმოება, 1990 წ.).

მისი შრომითი საქმიანობა ქუ-თაისის საავტომობილო ქარხანაში დაიწყო (1957-1958 წწ.), შემდეგ მუ-შაობდა თბილისის ქარხანა ,,ცენტ-როლიტში’’ (1958-1960 წწ.). 1960 წლიდან დღემდე სამეცნიერო მუშაო-ბას ეწევა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – თავდაპირველად იყო ასისტენტი და დოცენტი, ხოლო შემდეგომ დღემდე კათედრის პრო-ფესორი, სამსხმელო წარმოების კა-

Page 110: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

110

თედრის გამგე, ამჟამად კი სრული პროფესორია. აქვს 40-წლიანი პედა-გოგიური გამოცდილება.

კოლეგები პროფ. რ. გვეტაძეს იც-ნობენ როგორც გამოცდილ სპეცია-ლისტს სამსხმელო წარმოების ტექ-ნოლოგიური პროცესების დაპროექ-ტების სფეროში, ფლობს ქართულ, რუ-სულ და ფრანგულ ენებს. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტო-რი. მისი ნაშრომები გამოქვეყნებუ-ლია ქართულ, რუსულ, ინგლისურ

ენებზე. მონაწილეობს საერთაშორი-სო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში. არის 7 მეცნიერება-თა დოქტორისა და 2 მაგისტრანტის კონსულტანტი.

პროფ. რ. გვეტაძემ განსაკუთრე-ბული წვლილი შეიტანა დეფორმი-რებული თუჯის სტრუქტურული თავისებურების მეცნიერულ შესწავ-ლაში. არის არაერთი სამეცნიერო კრე-ბულის რედკოლეგიის წევრი და თა-ნარედაქტორი, არაერთი გამოგო-ნებისა და პატენტის (სულ 12 გამოგო-ნებისა და 5 მოწყობილობის) ავტორი. აღსანიშნავია, რომ მან 1996 წელს და-აფუძნა შპს ,,აღმშენებელი-86’’. მანვე რუსთავის ქარხანა ,,ხალიბში’’ 8-ტო-ნიანი თუჯის ბოყვების ჩამოსასხმე-ლად შექმნა ახალი ტექნოლოგიის მოწყობილობები, რომელიც მიეწოდე-ბოდა რუსთავის მეტალურგიულ კომ-ბინატს. 1996-1999 წწ იწარმოა 2000 ტ.

თუჯის სხმული. რაც შეეხება მკვლევ-რის თბილისის ქარხანა ,,ცენტრო-ლიტში’’ მოღვაწეობას, ბატონი რაუ-ლის ხელმძღვანელობით ათვისებულ იქნა ახალი ტექნოლოგიით მძიმე სხმულების (3-10 ტ.) ჩამოსხმა, რომე-ლიც მიეწოდებოდა საპორტო ამწეე-ბის მწარმოებელ ცნობილ იტალიურ

ფირმა ,,ფანტუსს’’ (სულ გაიგზავნა 20 კომპლექტი).

შ.პ.ს. ,,აღმშენებელ-86’’ შეთავსე-ბით მუშაობის პერიოდში რ. გვეტა-ძის მიერ შემუშავდა პროგრამა ,,მად-ნეულის საბადოს სპილენძის შემცვე-ლი კონცენტრატების კომპლექსური გადამუშავების შესახებ’’ (,,Программа комплексной переработки медных концентраров Маднеульского место-рождения Грузии თბ., 1998’’).

პროფ. რ. გვეტაძეს ნაყოფიერი მეცნიერული და პედაგოგიური მუ-შაობისათვის მიღებული აქვს სამთავ-რობო ჯილდო _ ღირსების მედალი. არის რამდენიმე აკადემიის წევრი.

პროფ. რ. გვეტაძე, გარდა სტუ-ში პედაგოგიური მოღვაწეობისა, 1993-1986 წწ. კითხულობდა ლექციებს ალ-ჟირის მსუბუქი მრეწველობის ნაციო-ნალურ ინსტიტუტში (ქ. ბუმერდე).

პროფ. რ. გვეტაძეს თუჯის ტექ-ნოლოგიური თვისებების რეგული-რებაშიც სათანადო წვლილი მიუძღ-ვის. მის ნაშრომში ,,დეფორმირებადი კონსტრუქციული თუჯის ტექნოლო-გიური თვისებების რეგულირება’’ წარმოჩენილია ახალი თვისებების მქონე კონსტრუქციული თუჯის ტექ-ნოლოგია, რომელიც ტრაციციული თუჯისაგან განსხვავებით პლასტი-კური დეფორმაციის უნარით ხასიათ-დება. ამ ნაშრომში სილიციუმის ნა-წილობრივ ალუმინის შეცვლის, გრა-ფიტის მასფეროიდიზებელი ელემენ-ტით მოდიფიკატორებისა და ბორის მიკროლეფირების ხარჯზე შემუშავე-ბულია თუჯის სტრუქტურული მდგენლების ფორმირების ტექნოლო-გია. როგორც გაირკვა, მაღალმტკიცე ალუმინიანი თუჯის საექსპლუატა-ციო თვისებების გასაუმჯობესებლად ეფექტური აღმოჩნდა იზოთერმული

Page 111: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

111

დამუშავება, რაც უზრუნველყოფს მერტენსიტურ-ბეინიტური სტრუქ-ტურის თუჯის მიღებას. ამავე ნაშ-რომში შესწავლილია ცხელი დეფორ-მაციის გავლენა მაღალმტკიცე ბორი-ანი თუჯის სტრუქტურაზე. ავტორმა კვლევა ჩაატარა 18მმ-იანი ექსტრუ-ზიით მიღებულ ღეროებზე. დეფორ-მაციის ხარისხი შეადგენდა 75%. აღ-სანიშნავია, რომ მიკროსტრუქტურა-ზე ნათლად ჩანს დეფორმირებული გრაფიტის ჩანართები. ამ ნაშრომს მა-ღალმეცნიერული მნიშვნელობა აქვს _ სამომავლოდ დიდი პერსპექტივა და პრაქტიკული დანიშნულება უჩანს.

რ. გვეტაძის ნაშრომებიდან საგან-გებოდ კიდევ ერთ ნაშრომს გამოვ-ყოფთ. ეს გახლავთ სამეცნიერო სტა-ტია ,,ძველქართული მხატვრული სხმულები’’. ასეთი ნაშრომების შექმ-ნით, საკითხის დაინტერესებით და პრობლემის ძიებით მეტალურგი-მეცნიერი რ. გვეტაძე კვლევა-ძიებამ ჰუმანიტარული დარგის _ ქართვე-ლოლოგიის კარიბჭემდე მიიყვანა.

მკვლევრის ნაშრომის _ ,,ძველ-ქართული მხატვრული სხმულების’’ შექმნის წინაპირობა პრეისტორიული და ისტორიული პერიოდის ცივილი-ზაცია გახლავთ, რომელშიც გამორ-ჩეული ადგილი ლითონის აღმოჩენას და წარმოებას უჭირავს. ლითონის დამუშავებისა და მეტალ-მეტალურ-გიის ჩასახვა-განვითარების მხრივ კი წინააზიასა და კავკასიას, ცხადია, კოლხეთ-იბერია-საქართველოს, რო-გორც უძველეს სამთამადნო კერას, არამარტო ქართული წერილობითი წყაროები და მატერიალური კულ-ტურის ძეგლები, არამედ უცხოური მატიანეებიც ადასტურებენ.

ქართველურ ტომთა მეტალურ-გიულ ისტორიულ წარსულზე ვრცელ

ცნობებს გვაწვდიან ბერძენი ავტო-რები, რომლებიც სამხრეთ-აღმოსავ-ლეთ შავიზღვისპირეთს მეტალურგ-თა სამჭედლოდ სახავენ. ისინი მე-ტალურგ ტომებად ასახელებენ ხა-ლიბებს (ხალდებს), მოსინიკებს, რო-მელთაგან პირველნი რკინის, ხოლო მეორენი _ სპილენძის წარმოებით ყოფილან სახელგანთქმულნი. ეგეო-სური აუზის ქვეყნების მეურნეობაში ხალიბური რკინის დიდ მნიშვნელო-ბას და წვლილზე მეტყველებს თუნ-დაც ის, რომ ფოლადის ბერძნული სახელწოდება ,,ხალიფი’’ ხალიბთა სატომო სახელიდან არის წარმომ-დგარი. ასე რომ, ეთნონიმები (ამ შემ-თხვევაში ხალიბი, გეორგია...) იმავ-დროულად ამხელენ ტომების საქმია-ნობის ინტელექტუალურ ძირებს.

ასე რომ, არქეოლოგიური მასა-ლებითა და კლასიკური პერიოდის ავტორთა ცნობებით მტკიცდება, რომ პონტოს რეგიონი, სადაც ხალიბები, თუბალები, მოსინიკები სახლობდ-ნენ, მსოფლიოს გაეცნო როგორც ფე-რადი ლითონებისა და რკინა-ფოლა-დის წარმოების სამშობლოდ. ჩვენი აზრითვე, თვით ანტიკური ხანის არ-გონავტებისა და კოლხი მედეას მი-თის არსებობა, თუნდაც ოქროს საწ-მისის დასახელებაც კმარა, რომ ძვე-ლი ქართველური ტომები არამარტო შავ მეტალურგიაში, არამედ ფერადი მეტალურგიის ნაკეთობათა დამზა-დებაშიც ფრიად გაწაფულნი ყოფი-ლან.

და კიდევ: კავკასიური ეთნოგრა-ფიული მასალები ათვალსაჩინოებენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს ცულის სა-ხეობა, რომელიც ძირითადად სამე-ურნეო და საბრძოლო იარაღს წარმო-ადგენდა. ხელოვნების ნიმუშად აღი-

Page 112: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

112

არებული ,,კოლხური ცული’’ _ ორ-მაგი ცული ძალაუფლების სიმბო-ლოდ იყო მიჩნეული და იმავდროუ-ლად რიტუალური დანიშნულების საგანსაც წარმოადგენდა.

არქეოლოგმა გ. გობეჯიშვილმა მთიანი რაჭის მიდამოებში (სოფელ ღების ტერიტორია) მიაკვლია და შე-ისწავლა უძველესი სპილენძ-ბრინ-ჯაოს წარმოების ძეგლები, რომლე-ბიც ძირითადად გვიანი ბრინჯაოს ხანას _ ადრე რკინის პერიოდს გა-ნეკუთვნება. აღსანიშნავია ისიც, რომ ბრილის სამაროვანშიც აღმოჩნდა მხატვრული სხმულების კოლექცია, რამაც პროფ. რ. გვეტაძის ყურადღება უმალვე მიიქცია. მან განსაკუთრებუ-ლი ყურადღება მიაპყრო რიტუალუ-რი დანიშნულები ცულებს, ვერძის სკულპტურულ გამოსახულებებს.

ბრილის ვერძის სკულპტურის თავი-სებურება ისიცაა, რომ თავს მარცხ-ნიდან და მარჯვნიდან სპირალურად დაგრეხილი რქები ამშვენებს. პალეო-ლითის ეპოქიდან სპირალური მოტი-ვები მზის სიმბოლოდ იყო მიჩნეუ-ლი, რასაც პროფ. რ. გვეტაძე ბრილის ვერძის მხატვრულ სხმულებს ვერძის ზოდიაქოს ნიშნად აღიქვამს.

ღირსსაცნობია, რომ ჩვენი წინა-პართა წინაპრების მეტად ნაყოფიერი კულტურული მოღვაწობა ძვ. წ. აღ. II-I ათასწლეულში იბერიის სახელ-მწიფოს შექმნით დაგვირგვინდა.

ასე რომ, ძველი კოლხეთი და იბერია იმდროინდელი მიღწევებით მსოფლიო ცივილიზაციის სათავეებ-თან მოიაზრება. იმ დროს, როდესაც ეს ცივილიზაცია იქმნებოდა, ცნობი-ლი ასტრონომიული მოვლენის ე. წ. პრეცესიის გამო, გაზაფხულის ბუნი-ობა ანუ დღე-ღამის სწორების დღე 2150 წლის განმავლობაში ნელ-ნელა

ვერძის თანავარსკვლავედის ფარგ-ლებში გადაადგილდებოდა და თევ-ზის ზოდიაქოს უახლოვდებოდა. ამი-ტომ ქართულ-ქართველური კულტუ-რის ამ ეტაპს, პროფ. რ. გვეტაძის მეცნიერული წინადადებით შეიძლე-ბა ვერძის ზოდიაქური ეპოქის კულ-ტურა ეწოდოს.

,,ვერძის ეპოქის ქართული კულ-ტურის’’ ცნება ახლებური, ეთნოგრა-ფიულად მნიშვნელოვანი ისტორიუ-ლი ინფორმაციის შემცველია. რ. გვე-ტაძის ასეთი მიდგომით მისი მეცნიე-რული თვალსაწიერიდან დანახული და შემოთავაზებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის პერი-ოდიზაცია უთუოდ წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან იგი ასტრონომი-ულ-ქრონოლოგიურ მოვლენებსა და პოსტულატებზეა დაფუძნებული.

პროფ. რ. გვეტაძე აქტიურად თა-ნამშრომლობს ჟურნალ ,,ქართველო-ლოგიაში’’ (რედაქტორი, პროფ. მაგა-ლი თოდუა). მან (თავის შვილთან, ბატონ დავით გვეტაძესთან ერთად) ამ ჟურნალში რეგულარულად გამოა-ქვეყნა 20-ზე მეტი ქართველოლოგი-ური ნაშრომი ქართულ და ინგლი-სურ ენებზე, ესენია: 1. ქართული ასომთავრული ანბანის

რიცხვული სისტემის თავისებურე-ბა (2010. №4. გვ. 3);

2. ძველაღმოსავლური ასტრონომი-ულ-ქრონოლოგიური მიღწევები

სისტემატიზებული და ასახული წარ მართულ და ადრექრისტია-ნულ ქართულ წერილობით ძეგ-ლებში (2010. №4. გვ. 12);

3. ასომთავრული ანბანის პალეოგრა-ფიული და პარადიგმატული ანა-ლიზი (2010. №4. გვ. 31);

Page 113: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

113

4. იბერიულ-ქართული წელთაღრიცხ-ვის ეროვნული სისტემა (2010. №4. გვ. 71);

5. ისტორიული სახელწოდებების ასა-ხვა ასომთავრულ ანბანურ სისტე-მაში (2010. №6);

6. იბერიელთა საფლავის ქვათა ღაღა-დი (2010. №6. გვ. 96);

7. ნეკრესის მზის ტაძარი და ,,იბე-რიული დიდი კვადრატი’’ (2011. №1. გვ. 62);

8. იბერიის მეფეთა სახელები და ზე-ობის წლების ასახვა ნეკრესის მზის ტაძარსა და შარაგასის სტელაზე (2011. №3. გვ. 28);

9. მირიან მეფისა და ვახტანგ გორ-გასლის ეპოქის ამსახველი ბოლნი-სის სიონის წარწერები და მათი და-თარიღების სისტემები (2011. №5. გვ. 56);

10. ქრისტესშობით დათარიღებული უძველესი ქართული მოზაიკური წარწერა პალესტინიდან (2011. №6. გვ. 14);

11. იბერიის ეთნარქ ,,ფარნავაზ’’ სა-ხელის ასახვა ნეკრესის ეპიგრაფი-კულ ძეგლზე (2012. №1. გვ. 50);

12. კოდირებული ლოგოსი ,,იერო-თეოსი’’ და პალესტინის ლაზთა მონასტრის იდუმალი მოზაიკური წაწერა (2012. №2. გვ. 46);

13. ბოლნისის სიონისა და მცხეთის ჯვრის ტაძრის ჯვრული სიმბო-ლიკა და წარწერათა დათარიღების სისტემა (2012. №6);

14. ქართული დამწერლობის განვი-თარების ეტაპები ,,ფესტოსის დის-კოდან’’ ,,ვეფხისტყაოსნამდე’’ (2013. №1);

15. ქართული კულტურული მემკვი-დრეობის არქეოასტრონომიული

ანალიზი. (2013. №2);

16. ასომთავრული ანბანთწყობა და ქართული ქრონოლოგიის სათავე-ები (სამეცნიერო-საისტორიო ჟურ-ნალი ,,სვეტიცხოველი’’, 2009. №2. გვ. 105).

17. Old oriental astronomic-chrono-logical achievements systemized and reflected in pagan and early Christian Georgian written monu-ments _ №1(4750. 2010;

18. National system of Iberian-Geor-gian chronicle №_ 3(477) 2010;

19. Paleographic analysis of asomtav-ruli alphabet;

20. Paradigmatic analysis of asomtav-ruli alphabet _ №4(478)2010;

21. Historic names reflected in asom-tavruli alphabetical system _ №1 (479) 2011;

22. Nekresi Sun temple and ,,Iberian big square’’ _ №2(480) 2011. ბატონი რაულის ყველა ნაშრომის

ღირსებას და მეცნიერულ სიახლეს, ცხადია, აქ ვერ შევეხებით, მაგრამ ერთ რამეს მაინც ხაზგასმით აღვნიშ-ნავთ: მის მიერ ამ კუთხით ძიება დასაფასებელია იმიტომაც, რომ ან-ბანთმცოდნეობით მეცნიერები, პრო-ბლების მრავალგანშტოებითი სირ-თულის გამო, იშვიათად ინტერეს-დებიან. ცხადია, ბატონი რაულისმი-ერი სამეცნიერო პრობლემებისადმი ხედვა-თვალსაზრისი, მისეული ახს-ნა შეიძლება ყველასათვის მისაღები არ იყოს, მაგრამ, ჩვენი აზრით, მას ამ ძიებაში ხელი არ უნდა შევუშალოთ, პირიქით _ გვერდით უნდა დავუდ-გეთ...

და მაინც დაისმის არარიტორი-კული კითხვა: რა მანძილია მეტა-ლურგიიდან ქართველოლოგიამდე? ამ კითხვას ხატოვნად ასე ვუპასუ-ხებთ _ ,,ირმის ნახტომი’’. ბატონმა

Page 114: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

114

რაულმა სწორედ ,,ირმის ნახტომი’’ გააკეთა პიროვნულ სამეცნიერო სარ-ბიელზე ქართულ ანბანთმცოდნეო-ბაში შეტანილი წვლილით და თავის მრგვალ საიუბილეო თარიღს _ და-ბადებიდან 80 წლისთავს _ ქართვე-ლოლოგიური შრომებით საკუთარ თავს მშვენიერი საჩუქარი მიუძღვნა.

პროფ. რ. გვეტაძე მეცნიერულ წარმატებებთან ერთად ოჯახურადაც ბედნიერი კაცია: მას ჰყავს შესანიშნა-ვი მეუღლე, 3 შვილი, 7 შვილიშვილი და 1 შვილთაშვილი. ამათგან ვაჟი დავითი, როგორც ფირმის ხელმძღვა-ნელი, მეცნიერი და მკვლევარი, მამის _ ბატონი რაულის გზას ადგას.

ბატონ რაულს, როგორც ჭეშმარი-ტად თბილისელს და თხემით ტერ-ფამდე ქართველ ინტელიგენტს, ერ-თი დიდი და მთავარი მეცნიერული და პატრიოტული ,,ანბანთმცოდნეო-

ბითი’’ მიზანი’’ ამოძრავებს. იგი ამ-თავითვე ემზადება უფრო დიდი სა-იუბილეო თარიღისათვის _ თბი-ლისში მსოფლიო კონგრესის გასა-მართავად _ 2017 წელს ქართული ან-ბანის მსოფლიო განფენის 4200 წლის იუბილესადმი. ამ საქმეშიც, ბატონ რაულს, როგორც ხევსურები იტყვი-ან, ,,ჴელ მაუმართას’’.

სტუ-ს სრულ პროფესორს, იუბი-ლარს, მეტალურგ-ქართველოლოგს ბატონ რაულ გვეტაძეს ხელმომარ-თულ, გონმომართულ, კონცეპტუ-ლურ აზრებთან შეჭიდებულ, ტანმრ-თელ და შემოქმედებით, ხანიერ და დაუცხრომელ სიცოცხლეს ვუსურ-ვებთ მეტალურგიიდან ქართველო-ლოგიამდე _ მეცნიერებისა და კვლე-ვა-ძიების, ჭეშმარიტებისაკენ მიმა-ვალ გზაზე.

დაიწერა ცნ წელსა,

თვესა აპრილსა, ნ რიცხვსა (2014 წლის 14 აპრილს), დედაენის დღესა.

Page 115: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

115

gela RvinefaZe

ენათა წარმოშობის საკითხი და პროჟექტორების მეთოდი

მოკლედ ,,პროჟექტორების მეთო-დის’’ შესახებ:

ომის თემატიკისადმი მიძღვნილ კინოფილმებში გვხვდება ხოლმე ასე-თი კადრები _ ღამეა, სხვადასხვა სა-თვალთვალო პოზიციაზე განლაგე-ბული პროჟექტორები ცდილობენ, თავიანთი ხედვის არეალში მოაქცი-ონ მტრის თვითმფრინავი. როდესაც დასახული მიზნის მიღწევას რამდე-ნიმე პროჟექტორი ახერხებს, მათი შუქების გადაჯვარედინების უბანზე თვითმფრინავის კონტურები გაცი-ლებით უკეთესად იკვეთება.

ვუწოდოთ თვითმფრინავების აღ-მოსაჩენად გამოყენებულ ასეთ მიდ-გომას ,,პროჟექტორების შუქთა გადა-კვეთაზე ობიექტის დაფიქსირების მეთოდი’’, ხოლო თუ მისგან გამოვ-ყოფთ ,,ექსტრაქტს’’, შემოკლებით _ პროჟექტორების მეთოდი.

არცთუ იშვიათად ამა თუ იმ პრობლემის გადაწყვეტაზე მუშაობა უხდება განსხვავებული სპეციალო-ბების მქონე მეცნიერთა ჯგუფებს. ცხადია, სხვადასხვა დარგის სპეცია-ლისტები საკითხს შეისწავლიან სა-კუთარი მოღვაწეობის სფეროში აპ-რობირებულ მეთოდებზე დაყრდნო-ბით და თუ ასეთი ჯგუფები საერთო დასკვნამდე მიდიან, ლოგიკურია,

მათ მიერ მიღებული შედეგები უფ-რო სარწმუნოდ მივიჩნიოთ, ვიდრე ერთი, კონკრეტული მიმართულების სპეციალობის მეცნიერთა აზრების თანხვედრით მიღებულნი.

სწორედ, ზემოთ აღწერილი მიდ-გომა გამოვიყენეთ ენათა წარმოშობის საკითხში გასარკვევად, როდესაც

ერთმანეთთან ვაჯერებდით ამ თვალ-საზრისით მეტად საინტერესო ბიბ-ლიურ ციტატებს დროსა და სივრცე-ში ფრიად დაშორებული ხალხების მითოლოგიებში გადმოცემულ ამბებ-თან, ბერ იოანე-ზოსიმეს ცნობილ სა-კრალურ თხზულება ,,ქებაიში’’ ჩადე-ბულ მინიშნებებთან, ცალკეული მეც-ნიერული დარგების _ ლინგვისტი-კის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის... _ სპეციალისტებისათვის ცნობილ ფაქტებთან. დასკვნების გამოსატანად კი გამოვიყენეთ მართვის მეცნიერე-ბის სფეროში აპრობირებული მეთო-დები:

ანკეტირების, კომისიების, დელ-ფოსის, 6 ქუდის და ზემოთ აღნიშ-ნული პროჟექტორების მეთოდები (შევნიშნავთ, რომ ჩვენ თვითონ ინ-ფორმატიკის და მართვის სისტემების მიმართულებით გვიწევს მუშაობა).

ამრიგად, წინამდებარე ნაშრომი ასეც შეიძლებოდა დაგვესათაურები-

Page 116: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

116

ნა: ,,ენათა წარმოშობის საკითხი მითოლოგიური, ბიბლიური, ,,ქება-ის’’ და მეცნიერული შეხედულებების თვალსაწიერიდან’’.

* * * დავიწყოთ ბიბლიით. ბიბლია გვიქადაგებს და თანა-

მედროვე ენათმეცნიერებაც იქით იხ-რება, რომ ყოველი ენა ერთი, საწყისი ენიდან იღებს სათავეს. ბუნებრივია, ქართულსა (და მის მეგრულ და სვა-ნურ განშტოებებში) ამ მოსაზრების დამადასტურებელი მეტი პირველა-დი მასალის არსებობა ვივარაუდოთ, ვიდრე შედარებით ახალ ენებში.

შემდეგ, ბოლო ხანებში მეცნიერ-თა მიერაც ინტენსიური კვლევები მიდის იმ ჰიპოთეზის საფუძვლიანო-ბის დასამტკიცებლად, რომ მსოფ-ლიოში არსებული ენები ერთი, ძი-რეული ენისაგან იღებს სათავეს (მა-გალითად, იხილეთ ა. დოლგოპოლს-კის შრომები). ეს ვარაუდი სრულ თანხმობაშია ბიბლიურ შეხედულე-ბებთან. მიზნად იქნა დასახული, გა-ნისაზღვროს ამ ჰიპოთეტური ენის ლექსიკა. ცხადია, საქმე ძალიან რთულდება ათასწლეულების მან-ძილზე მეტად სახეცვლილი სიტყვე-ბისათვის საერთო ფესვების მოძიე-ბის მცდელობისას. წარუმატებლო-ბებმა ამ გზაზე მეცნიერთა ნაწილს აფიქრებინებდა, რომ საწყისი ლექსი-კის სიტყვებისთვის ეტიმოლოგიების ძებნა, საერთოდ, უიმედო საქმეა, რადგანაც ისინი უბრალოდ, უმოტი-ვაციო ცნებებია. მაგრამ ბოლო ხანებ-ში ჩვენ მიერ გამოითქვა საპირისპი-რო აზრი [1-4]. ჩატარებული კვლევე-ბის შედეგად, თანამედროვე ექსპერ-

ტული შეფასებების მეთოდებზე და-ყრდნობით და სხვადასხვა მეცნიე-რულ დისციპლინებში ფიქსირებუ-ლი ფაქტების შეჯერებით გამოკვე-თილი იქნა ეტიმოლოგიურად ურ-თიერთკავშირში მყოფი რიგი ცნებე-ბისა, რომელთაც, სავარაუდოდ, და-საბამი მისცეს დღეს მსოფლიოში არ-სებულ ენათა ფრიად განტოტვილ ოჯახს. ეს უკანასკნელი ფიგურალუ-რად უპრიანია დაბურდული ძაფის გორგალს შევადაროთ, ხოლო ჩვენი მცდელობები _ მისი წვეროს ძიებას!

მეცნიერულ შეხედულებებს რაც შეეხება, ბუნებრივია, რომ უწინარეს ყოვლისა, გავეცანით ენათმეცნიერთა შეხედულებებს ენის (ენების) წარმო-შობის თაობაზე და მათი გაანალი-ზებით მივედით ასეთ დასკვნებამდე:

წყლის თეორია, ფაქტობრივად, აღ-მოჩენილი ჰქონდა დიდ მეცნიერს ნიკო მარს. განსაკუთრებით საყუ-რადღებო ის გახლავთ, რომ ნ. მარს სხვა მიზანი ამოძრავებდა და მე-თოდიც სხვაგვარი ჰქონდა შერჩეუ-ლი. მხედველობაში გვაქვს მისი სა-ყოველთაოდ ცნობილი ოთხელე-მენტოვანი მოძღვრება, რომლის ჩა-მოყალიბების პროცესში ენციკლო-პედიური ცოდნის მქონე ენათმეც-ნიერი საკითხის, ასე ვთქვათ, ,,წმინდა ტექნიკურმა’’ (ლინგვის-ტიკურმა) მხარემ გაიტაცა და პრობლემის ეფექტურად გადაწყვე-ტისთვის მოხმობილი, ნაკლებად დამაჯერებელი არგუმენტაციის გა-მო კოლეგების (შესაძლოა სამართ-ლიანი) კრიტიკა დაიმსახურა. მაგ-რამ აქ მოხდა ის, რასაც არცთუ იშ-ვიათად აქვს ადგილი მეცნიერული

Page 117: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

117

შრომების შეფასებისას – ცნობილი გამოთქმის პერიფრაზს თუ მოვიხ-მობთ, ოპონენტებმა წყალს წყალიც გადააყოლეს, კერძოდ, მათ ის ლო-დი დაიწუნეს, რომელიც მეტყვე-ლების წარმოშობის ახალი თეორი-ის ქვაკუთხედად უნდა გამომდგა-რიყო: ნიკო მარი ხომ თავის მტკი-ცებებს, როგორც წესი, ისეთი სიტყ-ვების მწკრივთა მაგალითებზე აგებდა, რომლებიც სწორედ წყლის ცნების მეშვეობით კავშირდებოდ-ნენ ერთმანეთთან სემანტიკურად!

საერთოდ, ენების წარმოშობის არა-ერთი მეცნიერული თეორია არსე-ბობს. ჩვენ ვთვლით, წყლის თეო-რია არც ერთ მათგანს არ ეწინააღმ-დეგება _ ნებისმიერი ამ თეორია-თაგანი სწორია, ოღონდ თითოე-ულში აღწერილმა გზამ ენების წარმოშობაში თავისი წვლილი შე-იტანა მხოლოდ გ ა რ კ ვ ე უ ლ ი დოზით.

მეტიც, მიგვაჩნია, რომ წყლის თეო-რია აქამდე არსებულ მეცნიერულ თეორიებს აერთიანებს და ამასთან, იგი თანხმობაში მოდის დროსა და სივრცეში დიდად ,,გაფანტული’’ ძველი ცივილიზაციების მითოლო-გიურ და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბიბლიურ შეხე-დულებებთან.

კვლევების შემდგომ ეტაპზე, ყვე-ლა ზემოთ მოხსენიებულ წყაროში არსებული ინფორმაციების შეჯერე-ბით, შევეცადეთ პირველი ენის საწყისი ლექსიკური მარაგის წრიდან გამოგვერჩია ის ცნება, როგორც ზე-მოთ აღვნიშნეთ, _ ძაფის გორგლის წვერო, რომლითაც უნდა მომხდა-რიყო უძველესი ადამიანის მიერ მის-

თვის ყველაზე მეტად მნიშვნელო-ვანი ობიექტის, ქმედებისა თუ მოვ-ლენის სახელდება და შემდეგ მისი მეშვეობით გზა გაგვეკვლია დღევან-დელი ენების ლაბირინთში.

ხაზს ვუსვამთ _ საუბარია არა კონკრეტული სიტყვის (რაიმე ბგე-რათკომპლექსის) მოძიებაზე, არამედ იმ უპირველ ცნებაზე, რომელმაც სა-თავე დაუდო მეტყველებას.

შევნიშნავთ, რომ ბიბლიის მი-ხედვით გარემომცველ სამყაროში მისთვის საინტერესო ობიექტებისათ-ვის სახელებს ადამიანი ირჩევს! მა-

შასადამე, მათი სახელდება ხდება არა ადამიანისათვის ბოლომდე ყოველთ-ვის შეუცნობელი ღვთიური ლოგი-კით, არამედ ადამიანის არჩევნით, მისი განვითარების ამა თუ იმ საფე-ხურის შესაბამისი აზროვნებიდან გა-მომდინარე!

დასმულ კითხვაზე პასუხის მი-საღებად გამოყენებული იქნა ექსპერ-ტულ შეფასებათა ჩვენ მიერ რამდე-ნადმე მოდიფიცირებული დელფო-სის მეთოდი.

შედეგი შთამბეჭდავი აღმოჩნდა: გამოკითხვის უკვე მეორე ტურის

ჩატარების შემდეგ ექსპერტთა უმ-რავლესობა მიდიოდა საერთო აზრამ-დე _ ეს ცნება გახლავთ წყალი.

ჩვენი აზრით, სწორედ ამ ცნებაზე მინიშნებას შეიცავს ბერ იოანე-ზო-სიმეს ცნობილი საკრალური თხზუ-ლება ,,ქებაი’’-ც.

დავიწყოთ მტკიცებიდან, რომე-ლიც ,,ქებაის’’ დედაარსია:

ქართული ენა ლაზარეა – ,,სახა-რებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქ-ვიან’’, მასში დამარხული ,,ყოველი საიდუმლოი’’ თავის დროზე გაცხად-

Page 118: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

118

დება, ,,რაითა ყოველსა ენასა ღმერთ-მან ამხილოს ამით ენითა’’.

ჩვენი რწმენით, ,,ქებაი’’ ისეთი თხზულება გახლავთ, რომელშიც ყო-ველი აზრი, ყოველი სიტყვა განსა-კუთრებული დატვირთვის მატარე-ბელია და სავსებით შესაძლებელია, საიდუმლო ინფორმაციის შიფრს წარმოადგენდეს. ამ მოსაზრების გათ-ვალისწინებით, მით უფრო დიდ ინ-ტერესს იწვევს ,,ქებაიში’’ ქართული ენის ლაზარესთან გაიგივება.

ეჭვს გარეშეა, იოანე-ზოსიმემ

იცის, რომ ლაზარე ქრისტეს მეგობა-რია და შეიძლებოდა გვეფიქრა, ავ-ტორს ეს პასაჟი ქართული ენის ღვთის მიერ გამორჩეულობის ხაზგა-სასმელად დასჭირდა. მაგრამ იბადე-ბა კითხვა – ამ მიზნის მისაღწევად განა უფრო შთამბეჭდავი არ იქნე-ბოდა პარალელის გავლება თვით მაცხოვრის აღდგომასთან? ,,ქებაიში’’ ხომ ქართული ენის განსაკუთრებულ მისიაზეა საუბარი და არა მის ,,უბრალო’’ აღდგინებაზე?! მიგვაჩნია, რომ იოანე-ზოსიმეს არჩევანს სხვა მოსაზრება განაპირობებს და სწორედ სიტყვა ლაზარეს უნდა ჰქონდეს და-კისრებული საიდუმლოს გასაღების როლი.

,,ლაზარეს’’ ,,ლაზთან’’ მსგავსე-ბის ადვილად შესამჩნევი ფაქტი კი-დევ უფრო ნიშანდობლივად გვევ-ლინება ,,ქებაიში’’ ქართველი და ბერძენი ხალხების წარმომადგენელ-თა მეგობრობის ხაზგასმის გამო (ამასთან, ,,ლაზი’’ ელინებისათვის დასავლელი ქართველის აღმნიშვნე-ლი ტერმინიცაა), მაგრამ ნუთუ მხო-ლოდ სიტყვების გარეგანი მსგავსება აღმოჩნდა საკმარისი განაცხადისათ-

ვის, რომ ქართული ენა ლაზარეა? ხომ არ მიგვანიშნებს იოანე-ზოსიმე ამ ტერმინებს შორის რაიმე სხვა სა-ხის კავშირზე?

ჩატარებულმა კვლევებმა მიგვი-ყვანა დასკვნამდე:

,,ლაზარესა’’ და ,,ლაზს’’ შორის სწორედ ასეთი – სიღრმისეული და-მოკიდებულება არსებობს და იგი დამყარებულია *LAK საერთო ძირი-დან მათ წარმოშობაზე. ეს ტერმინი კი კაცობრიობის პირველსაწყის (ან მასთან ახლოს მდგომ ენებზე) აღ-ნიშნავდა წყალს _ ძირეულ ცნებას, რომლიდანაც ამოიზარდა ,,ყოველი ენის’’ გენეალოგიური ხე.

უძველესი ხალხების მითოლო-გიებში წყალი გახლავთ ის კეთილ-შობილი სტიქია, რომელმაც დედამი-წაზე სიცოცხლეს მისცა დასაბამი.

საინტერესო ფაქტია, მეცნიერება მხოლოდ მე-20 საუკუნის მიწუ-რულს, უახლესი გამოკვლევების სა-ფუძველზე რწმუნდება სიცოცხლის წარმოშობის შესახებ ბიბლიასა და ზოგ კიდევ უფრო ადრინდელ წყა-როში მოცემული წარმოდგენების სა-მართლიანობაში [5].

ლაზარე ძველი ქართველებისათ-ვის წყლის ღვთაებაა, რაც, ცხადია, არც იოანე-ზოსიმესთვის იქნებოდა საიდუმლო. ამასთან, წყლიდან დაბა-დების ნიშანს უდიდესი მნიშვნელო-ბა აქვს ქრისტიანული სარწმუნოების თვალსაზრისით. უძველესი ქართუ-ლი ტომის – ტიბარენების სახელწო-დებას მეცნიერები ტერმინ ,,ტაბას’’ (ტბას) უკავშირებენ. ჩვენი ვარაუ-დით, ანალოგიურად მოხდა *LAK ძი-რიდან ლაზების სახელდებაც.

Page 119: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

119

რას გვამცნობენ, ,,ქებაის’’ გარდა, სხვა წყაროები ამ საკითხთან მიმარ-თებით? მოიპოვება უძველეს მითო-ლოგიებში ცნობები, ერთმანეთთან რომ აკავშირებდნენ ,,წყალსა’’ და ,,სიტყვას’’ (აქ ვგულისხმობთ მეტყვე-ლებას)? რა მიმართებაშია ეს ცნებები ღმერთის (ღვთაებების), როგორც სამ-ყაროს შემოქმედის, არსებასა და სა-ხელწოდებებთან?

ძველი ბერძნები, მაგალითად, თა-ლესი, თვლიდნენ, რომ წყალია სათა-ვე ყველა ნივთთა და არსებათა, მა-შასადამე, ღმერთებისაც. ფრიად საინ-ტერესო უნდა გახლდეთ ჰესიოდეს მოსაზრებაც (ვფიქრობთ, არა მარტო ქართველებისათვის):

,,კოლხიდა და მისი მცხოვრებნი წარმოიშვნენ იმავე საწყისიდან, საი-დანაც ღმერთები _ ოკეანისაგან’’.

დოგონური მითოლოგიის მი-ხედვით, სწორედ წყლის ღვთაება ნო-მომ მიანიჭა დედამიწას მეტყველე-ბის უნარი, შეუქმნა სამყაროს პირ-ველი ენა, ხოლო მისი შთამომავალი ლებე სიტყვის წარმომადგენლად მო-ევლინა ქვეყნიერებას.

ასევე, წყლის ღვთაებამ ფარომ შე-ასწავლა ლაპარაკი ადამიანებს, – მი-აჩნია ბამბარას ტომის ხალხს.

შუმერებისთვის სამყაროს _ ცა და დედამიწის _ შემოქმედია ყოველი ღმერთის დედა ნამუ. ამასთან, ნამუ მათთვის მიწისქვეშა წყლების გამო-ხატულებასაც წარმოადგენს.

ინდუსები ინდრასთან ერთად უმთავრესი ღვთაების როლს აკის-რებდნენ კოსმიური წყლების ხატს _ ვარუნას, რომელსაც ჭეშმარიტი სიტ-ყვის სიმბოლოდაც მიიჩნევდნენ.

სიტყვის ქალღმერთი და ყველა ღმერთის მბრძანებელია ძველინდუ-რი VAK. მისი ადგილსამყოფელი ხი-ლულ სამყაროს სცდება, საბრძანისი კი წყალში მდებარეობს. ამ ქალ-ღმერთს აკავშირებენ პრაჯაპატ, სომა, ვიშვაკარმან და სარასვატ ღვთაებებ-თან: პირველის დამსახურებაა სამყა-როდან წყალთა სახით მეტყველების შექმნა, მეორე მათგანი ღვთიური სასმელის ღმერთია, მესამე – სიტყვის მბრძანებელი და ღმერთების სახელ-წოდებათა ერთადერთი განმსაზღვ-რელი, ხოლო მეოთხემ, რომლის სა-ხელიც ასევე ,,წყალს’’ უკავშირდება, შექმნა სანსკრიტი.

დაბოლოს, ბიბლიური ,,პირველ-ნედლეული’’, სხვაგვარად, ქაოსი, რომლიდანაც ღმერთის მიერ შეიქმნა სამყარო, გახლავთ წყალი.

კიდევ უფრო ადრე შუმერელი მოაზროვნეები თვლიდნენ, რომ ცა და მიწა პირველქმნილ ოკეანეში ჩაი-სახა. იგივე შეხედულებისა გახლდ-ნენ ძველ ეგვიპტესა და ბაბილონშიც. აქადური მითოლოგიური პოემა ,,ენუმა ელიშ’’ გვიმოწმებს, რომ პირ-ველი სტიქია – თიამათი ზღვას წარ-მოადგენდა. წყალთან კავშირდება ყოვლის წარმომშობი ქაოსი ძველი ჩინური და ინდური მითოლოგიების მიხედვითაც.

შეიძლება დაუჯერებლად მოგვე-ჩვენოს, მაგრამ ფაქტია:

წყალი, რომელსაც დედამიწის ზედაპირის 71% უკავია, მეცნიერები-სათვის ჯერ კიდევ ამოუცნობი, უამ-რავი გასაოცარი თვისების მქონე ფე-ნომენია. იგი თითქოს არც კი ემორ-ჩილება ფიზიკისა და ქიმიის კანო-ნებს! მკვლევართა აზრით, წყალი

Page 120: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

120

უნდა დუღდეს 70 გრადუსზე და იყი-ნებოდეს _ 90-ზე. იგი ერთადერთი ნივთიერებაა, რომელიც ბუნებრივ პირობებში სამ აგრეგატულ მდგომა-რეობაში გვხვდება. ანომალურია წყლის მრავალი მახასიათებელი, უნა-რი _ ჰქონდეს კრისტალური სტრუქ-ტურა, მყარ მდგომარეობაში იყოს თხევადზე ნაკლებად მკვრივი. აშკა-რაა, რომ ეს ბოლო თვისება დედამი-წაზე სიცოცხლის არსებობის საფუ-ძველია, თუმცა შემდგომ მეცნიერებ-მა ისიც დაადგინეს, რომ სიცოცხლი-სათვის ასევე აუცილებელია წყლის ყველა სხვა (რამდენიმე ათეული) ანომალური თვისების (ვამჯობინებ-დით გვეთქვა, არაჩვეულებრივი) არ-სებობაც!

წყალს აქვს მეხსიერება! იგი, ფაქ-ტობრივად, უსასრულოდ განზავების შემთხვევაშიც კი ინარჩუნებს მახსოვ-რობის უნარს. დიდი ხანი არ არის, რაც დაიწყეს წყლის ე.წ. ბიოდამუხ-ტვის მოვლენის შესწავლა. წყალი თურმე რეაგირებს სიტყვაზე: ლოცვა-სა და, სამწუხაროდ, წყევლაზეც. ლოცვისას წყლის სტრუქტურა იძენს განსაკუთრებული სილამაზის ფორ-მებს, ამასთან, ხდება სამკურნალო თვისებების მატარებელიც. სრული-ად საპირისპირო ხასიათის მოვლე-ნებს აქვს ადგილი წყევლისას და, საერთოდ, არასასიამოვნო სიტყვების წარმოთქმისას....

შვიდი ქრისტიანული საიდუმ-ლოებიდან პირველია ნათლისღება, იგივე წყალკურთხევა. თხზულების მცირე მოცულობის ტექსტში ამ ტერ-მინის შეტანით ავტორი კვლავ სა-კვანძო (გასაღებურ) სიტყვაზე მიგვა-ნიშნებს. ისევ ბიბლიას მივმართოთ:

,,დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა’’.

დავუშვათ, სიტყვაში იგულისხ-მება წყალი და თავიდან წავიკითხოთ ციტატა.

ახლა კი საკუთარ თავს დავუს-ვათ შეკითხვა:

უწინარეს ყოვლისა, რომელი სიტყვის (ცნების) წარმოთქმის საჭი-როების წინაშე დადგებოდა ადამიანი _ არსება, რომელიც ეს-ეს არის ,,იდ-გამს ენას’’?

ჩატარებული კვლევების საფუ-ძველზე, მივედით დასკვნამდე, რომ ეს არის ,,წყალი’’, (უფრო ზუსტად, ამ ცნების აღმნიშვნელი ტერმინები).

წამოყენებული ჰიპოთეზის სა-სარგებლოდ მეტყველებს ის გარემო-ება, რომ უძველესი ადამიანი ცხელ ქვეყნებში ცხოვრობდა. საკვების ძიე-ბისას იგი იძულებული იყო დიდი მანძილით დასცილებოდა წყალსატე-ვებს. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში მისი უპირველესი, სასიცოცხლო სა-ზრუნავი იქნებოდა წყლის მიგნება-მოპოვება.

შემდეგ, თუკი ბერბერებს ,,აქლე-მის’’, ხოლო ესკიმოსებს ,,თოვლის’’ ცნების გამომხატველი ასეულობით ტერმინი გააჩნიათ, ბუნებრივია, ზუს-ტად ასეთივე სიტუაცია შეიქმნებოდა თავდაპირველი ენის ჩამოყალიბები-სას წყლის ცნებასთან მიმართებითაც.

მეტიც, ერთი შეხედვით, თვი-სებრივად სრულიად განსხვავებული (ზოგჯერ საპირისპირო!) შინაარსის მქონე ტერმინების უმრავლესობა ამა თუ იმ ლოგიკური გზით ისევ წყლის ცნებასთან დაკავშირდებოდა. ,,შვი-ლებს’’ უნდა მოჰყოლოდნენ ,,შვილი-

Page 121: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

121

შვილები’’, ,,შვილთაშვილები’’... ყვე-ლაფერი კი იმით დამთავრდა, რომ ადამიანებმა პირველი სიტყვა დავ-კარგეთ. ალბათ, იმის გამო, რომ...

საგამომგონებლო თეორიების შე-სწავლის მსურველთათვის რეკომენ-დებულია ერთი ასეთი ამოცანის დასმაც:

,,სად, როგორ დამალავდით ოთა-ხში ქვას ისე, რომ მისი მიგნება, რაც შეიძლება მეტად, გაძნელდეს?’’

(შეეცადეთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას).

შემდეგ, გავიხსენოთ: ,,რადგან მათგან, რაკი ასე სურთ,

დაფარული რჩება, რომ თავდაპირვე-ლად ცა და მიწა დაარსდა ღვთის სიტყვით წყლისაგან და წყლით’’.

II პეტრე, 3,5. მიგვაჩნია, რომ ამ საკრალური

ინფორმაციის შემცველ ციტატაში წყლის ცნება სრულიად გამიზნუ-ლად არის ორჯერ მოხმობილი:

ერთი მხრივ, პირდაპირ არის მი-თითებული, რომ უფლის მიერ ყვე-ლაფერი _ ცა და მიწა, ანუ, ღვთის-მეტყველთა განმარტებით, ,,ყოველი-ვე – ხილული და უხილავი’’ (ნესტორ ყუბანეიშვილი) წყლისაგან შეიქმნა. ეს სიტყვა აქ აღნიშნავს უფორმო, უსახო, ქაოსურ მდგომარეობაში მყოფ სამყაროს პირველსაწყისს.

მეორე მხრივ, ვვარაუდობთ, რომ აქ გაცხადებულია _ წყლით განხორ-ციელდა ყოველივეს სახელდება.

ჩვენი რწმენით, ბიბლიაში ბევრი სხვა ადგილიც მიგვანიშნებს წყლის საკრალურობაზე.

დავუბრუნდეთ ლინგვისტიკის საკითხებს _ თუ ადამიანის მიერ გამოყენებული ,,ყოველი ენის’’ სათა-

ვეს ცნება წყალი წარმოადგენს, მაშინ, სავსებით ბუნებრივია, მეტონიმიის გზით, ამ ცნების მეშვეობით მომხდა-რიყო, პირდაპირი თუ გადატანითი გაგებით, მასთან სიახლოვეში მყოფ არსთა სახელდება! თუ ჩვენი წინა-პარი მეტონიმიის წესით რაიმეს და-არქმევდა სახელს, უპირველესად, ეს იქნებოდა წყალსატევების მიმდებარე ტერიტორია – მიწა (ხმელეთი, ტა-ფობი, რიყე, ვაკე და ა.შ.). საცხოვრე-ბელი ადგილი ადამიანს ხომ, უმთავ-რესად, იმ თვალსაზრისით აინტერე-სებდა (და აინტერესებს!), მოიპოვება თუ არა იქ წყალი. ისევ წყალია ორიენტირი კაცობრიობის განვითა-რების შემდგომ ეტაპებზე მეცხოვე-ლეობისა და ხვნა-თესვისათვის სა-ვარგულების შერჩევისას.

მიწის ცნების ანალოგიურად უნ-და მომხდარიყო კლდის (მთის, გო-რის...) სახელდებაც. მრავალი მაგა-ლითი მოიპოვება, როცა მდინარეს და მთას, საიდანაც ეს წყალი ჩამოე-დინება, იდენტური ან მსგავსი სახე-ლი ჰქვია... ფრიად ნიშანდობლივია, რომ წყლის ცნებასთან ეტიმოლო-გიურ კავშირზე მეტყველებს თვით სიტყვა-ტერმინის ტოპონიმიკის სა-ხელწოდება!

მეტნაკლებად მოდიფიცირებულ წყლის ცნებას სახელი უნდა მიეცა მრავალი, უხსოვარი დროდან ადამი-ანის ყურადღების არეალში მოხვედ-რილი ,,პირველადი’’ არსისათვის. გა-დავწყვიტეთ ჰიპოთეზის ქმედით-უნარიანობა შეგვემოწმებინა ლინგვი-სტთა მიერ, ეტიმოლოგიური თვალ-საზრისით, ისეთ უპერსპექტივო სიტ-ყვებზე, როგორებიცაა: ,,თევზი’’,

Page 122: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

122

,,მთა’’, ,,თავი’’... მიღებული იქნა საყურადღებო შედეგები.

დაბოლოს, წყლის თეორიაზე დაყრდნობით, შესაძლებელი იქნება თვისებრივად ახალ საფეხურზე ავიყ-ვანოთ ვიკიპედიის ერთ-ერთი ყვე-ლაზე პოპულარული განშტოება – ვი-კილექსიკონი, კერძოდ, მისი მოდი-ფიკაცია, წინამორბედისაგან განსხვა-ვებით, ვაქციოთ პროგრამად (და არა თუნდაც ძალიან საინტერესო სტატი-ების კრებულად), რომელთანაც მომ-ხმარებელი იმუშავებს დიალოგურ რეჟიმში, რათა მიიღოს პასუხი მის

მიერ დასმულ, ვთქვათ, ასეთი სახის შეკითხვაზე:

არის ეტიმოლოგიურ კავშირში სიტყვათა წყვილი _ дом – дым?

პროგრამამ მან უნდა შეძლოს ჩვენი ჰიპოთეზის გამაგრება მონა-ცემთა ბაზაში შეტანილი მრავალი ენის თეზაურუსებში კვლევა-ძიების ჩატარების შედეგად ასეთი წყვილე-ბით:

კერა – კერია; კომლი – კვამლი; очаг (ასევე, ოჯახი) – очаг და სხვ.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. http://gtu.ge/books/g_gvinepadze_Qebai.pdf 2. გ. ღვინეფაძე. არსზე ორიენტირებული ლინგვისტიკა. || კონფერენცია. ბუ-

ნებრივ ენათა დამუშავება. ქართული ენა და კომპ. ტექნოლოგიები. თბ., 2004.

3. გ. ღვინეფაძე. მეცნიერებანი და იოანე-ზოსიმეს ,,ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი’’. პირველი საერთაშორისო კონფერენცია “მეცნიერება და რელიგია”. თბ., 2005.

4. გ. ღვინეფაძე. “... წყლისაგან და წყლით”. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული კრეაციული საზოგადოების ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია “პირველად იყო სიტყვა”. თბილისი, 2005.

5. «Как Афродита из пены …», «Наука и религия», 1992, №2.

Page 123: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

123

Tamar bliaZe

ქართული ცეკვის აკომპანიმენტის პრობლემები

ცეკვის დედა რიტმია. ჯერ ჩნდება რიტმი და მერე _ იმ

რიტმს მისადაგებული სხეულის მი-მოტანა, რომ იტყვიან, ,,ფეხის აყო-ლება’’ საცეკვაო რიტმზე.

დღესაც აფრიკის თუ ავსტრა-ლიის ზოგი, დაბალი განვითარების აბორიგენი ტომები რიტმს ,,ჰქმნიან’’ ბამბუკის ნაჭრების (ან ნებისმიერი ხის) და ქვების ერთმანეთზე კაკუ-ნით. სულ ესაა მათი საცეკვაო ინს-ტრუმენტი _ ქვა და ხის ტოტი.

ბუნებრივია, საქართველოშიც ასე გაჩნდა ცეკვა.

დაბალი განვითარების ხალხებს დღემდე შემორჩათ ცეკვის პირველ-ყოფილი ფორმა _ პრიმიტიულ რიტმსმიდევნებული როკვა.

ცეკვის აკომპანიმენტის შემდგო-მი ფორმა ის გახლავთ, რომ საცეკვაო რიტმს უერთდება ხალხური სიმღერა და ცეკვა სიმღერის თანხლებით სრულდება.

საცეკვაო სიმღერა ისე მკვიდრა-დაა მიბმული მის პირველსაწყისზე _ რიტმზე, რომ უჭირს, დაშორდეს მას და მელოდიური მრავალფეროვნება შემოგვთავაზოს.

ამიტომაცაა, რომ ერების ერთ ნა-წილს ერთადერთ საცეკვაო რიტმზე

დამყნილი ორი-სამი სიმღერა აქვთ და ამით ამოიწურება მათი საცეკვაო სიმღერა-აკომპანიმენტის მთელი არ-სენალი.

სხვადასხვა ცეკვას ასრულებენ ერთიანი რიტმის თანხლებით სხვა-დასხვა სასიმღერო ტექსტის მოშვე-ლიებით და, თუ კარგად დააკვირდე-ბით, მიხვდებით, რომ ხალხური ცეკ-ვების მთელი კონცერტი ერთადერთი ცეკვის ვარიაციებია, ოღონდ სახელე-ბი სხვადასხვა შეურჩევიათ და მცი-რეოდენი ხელოვნურად გამოგონილი ილეთებითაც გაუმდიდრებიათ.

რას გვთავაზობს ამ მხრივ ქარ-თული საცეკვაო ფოლკლორი ანუ ქართული ხალხური ცეკვა?

საცეკვაო ხელოვნების მკვლევრე-ბი ამა თუ იმ ერის კულტურის დო-ნეს ამ მიმართულებით იმის მიხედ-ვით ადგენენ, თუ რამდენად ძველი და მრავალფეროვანია ცეკვის რიტმი და მუსიკალური აკომპანიმენტი, რამდენად ეროვნული და ორიგინა-ლური მუსიკალური საკრავებით მი-იღწევა ეს აკომპანიმენტი და რამ-დენად ეტყობა ცეკვას ეროვნული ინ-ტელექტუალიზმი, ანუ არის თუ არა დატვირთული სოციალური შინაარ-სით.

Page 124: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

124

უპირველესად უნდა ვთქვათ, რომ ქართული ხალხური ცეკვა მრა-ვალრიტმიანია. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ჩვენში ხუთ ათეულზე მეტი ცეკვა არსებობს და თითოეულ მათგანს თავისი რიტმი აქვს.

ვინ მოთვლის, რამდენი ათასი წელი რანდა ქართველმა ხელოვანმა ქართული ცეკვა, რომ თითოეული მათგანისათვის სრულიად განსხვავე-ბული რიტმი-მელოდია შეერჩია.

ქართულ ხალხურ ცეკვაში, თუნ-დაც დილეტანტურად გარკვეულ პი-როვნებას ხომ არ აერევა ერთმანეთში ,,ხორუმის’’, ,,ქართულის’’, ,,აჭარუ-ლის’’ ან ნებისმიერი სხვა ცეკვის თანმხლები მუსიკა. ეს ხომ იმას ნიშ-ნავს, რომ ქართული ცეკვის სააკომ-პანიმენტო გამმა ამოუწურავი და ათასხმოვანია.

თითოეული ქართული ცეკვის რიტმი უძველესი ეპოქიდან იღებს სათავეს. ამ ცეკვებში არა მარტო ტომურ-პირველქმნილი კოლექტიუ-რი მოძრაობები ჭარბობს (,,ფერხუ-ლი’’, ,,სვანური’’), არამედ ისტორიუ-ლი სინამდვილის ტკბილ-მწარე სუ-რათებიც (,,ხორუმი’’, ,,ფარიკაობა’’) ცოცხლდება.

ქართული ცეკვების უმეტესობა სიმღერის თანხლებით სრულდება. ცეკვას თანდართულ სიმღერებში აშ-კარად იკითხება მათი არქაულობაც და იმ კუთხის კოლორიტიც, სადაც ეს სიმღერა დაიბადა.

ხომ განუყოფელია ცეკვა ,,აჭა-რულისაგან’’ დიდებული ქართული სატრფიალო სიმღერა _ ,,წყალს ნა-ფოტი ჩამოჰქონდა’’ და როგორ ჰგავს ამ სიმღერის მელოდია და განწყო-ბილება იმავე რეგიონში შექმნილ

სიმღერას _ ,,აჭარელი და ვიყავ განა’’ ან _ უძველეს მესხურ სიმღერას ,,გო-გონია ცაციაო ნანაო და...’’ ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ აჭარული და მეს-ხური ფოლკლორი ერთი ძირიდან _ საერთოქართული კულტურიდან მომდინარეობს.

კიდევ ერთი განსაცვიფრებელი თვისებით ხასიათდება ქართული ხალხური ცეკვა; მასში შენივთულია ღრმა სოციალური შინაარსი და ლაღი ხალხური იუმორი. ეს ორივე თვისება ცეკვა-სიმღერას დრამატიზმს ჰმა-ტებს და მოსასმენადაც უაღრესად სა-სიამოვნოა.

ამ მხრივ განსაკუთრებით გამო-ირჩევა ,,რაჭული სუიტა’’. ეს ძველ-თაძველი, მაგრამ ერთ დროს მივი-წყებული დიდებული ცეკვა სულ რაღაც ათი წელია, რაც ქართველმა ქორეოგრაფებმა გააცოცხლეს და ქარ-თულ ქორეოგრაფიულ წრებრუნვაში შემოიტანეს. სიუჟეტის ღრმადქარ-თულობა, რაჭული კოლორიტი და ჰიპერბოლური ირონია ცეკვას მიმ-ზიდველს ხდის და სანახაობრივად განუმეორებელია.

ხაზგასასმელია ქართული ცეკვის აკომპანიმენტისათვის დამახასიათე-ბელი მუსიკალური გასაუბრების, სა-ლაღობო შექილიკება-შეხუმრების და ერთგვარი ცეკვა-კაფიობის ელემენ-ტები. ამ თვისებებით გამორჩეულ ქართულ ცეკვა-სიმღერათაგან შეიძ-ლება დავასახელოთ: ,,ჯანსულო’’, ,,ნეტავი, ქალო, მე და შენ’’, ,,ჩაგუნია, ჩაგუნა’’, ,,ცანგალა და გოგონა’’, ,,მა-თეია’’, ,,არამი და შარიქა’’ და სხვები.

ზემოთ ჩამოთვლილ ცეკვებში ძნელადშესამჩნევი როდია კლასიკუ-

Page 125: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

125

რი ოპერეტისა თუ მუსიკალური კო-მედიის ჩანასახები.

ისიც უნდა დავძინოთ, რომ მა-შინ, როდესაც ევროპაში ჩანასახოვან მდგომარეობაშიც არ არსებობდა ბა-ლეტი, ქართველმა მოცეკვავემ ცივი-ლიზაციის გარიჟრაჟზე ხალხურ ცეკ-ვაში ჩადო ბალეტის აშკარა სიმპტო-მები. ასე რომ, ,,ხორუმი’’, ,,ქართუ-ლი’’, ,,სამეჯლისო’’ და არაერთი სხვა სიუჟეტიანი ქართული ცეკვა შეიძ-ლება ბალეტის უძველეს წინაპრებად მოვიაზროთ.

სამწუხაროდ, საბჭოთა ეპოქაში ზოგიერთი ქართული ათასწლოვანი ცეკვა-სიმღერა ,,ეპოქას მიუსადაგეს’’ და შინაარსობრივად ელფერი შეუც-ვალეს. მაგალითად, ,,ფერხულ სალა-ღობოში’’ გაჩნდა ასეთი ,,შეხმიანება’’: ,,რა ლამაზია ეს ყანა, მალე მოისხამს ტაროსა, მოდი, ქალებო, მოვთოხნოთ, ჩავაბაროთ კოლექტივსა’’, ხოლო სულშიჩამწვდომი ,,ცაზე მთვარე ამო-სულა’’, ასე ,,გაათანამედროვეს’’: ,,ცა-ზე მთვარე ამოსულა, ნანინა ნანა, ნიშანია დარისაო, ნანი ნა ნა, კოლექ-ტივი გაძლიერდა ნანინა ნანა, ვენაც-ვალე სტალინსაო’’ და ა.შ. ღიმილისა და ცრემლისმომგვრელი ,,ოპერაცია’’ ჩაუტარეს მშვენიერ მეგრულ სიმღე-რას ,,ბულბულებზე’’. ამ სიმღერის ქართულ თარგმანში ,,ეფექტის გასა-ძლიერებლად’’ სტალინის და ბერიას სახელები ,,გაბრწყინდა’’: ,,ჩვენს პა-ტარა საქართველოს ბულბულები შე-კრებილან და სტალინის სანახავად მოსკოვისაკენ გაფრენილან. ბერიაც ხომ იქ არის და მუდამ გვეტყვის სი-მართლესო, ცაზე ღრუბლებს დაგვიშ-ლის და ძირს მოგვიტანს სინათლე-სო’’. ხალხური სიმღერა _ ბალადის

ხელმოკლე გმირს ოპტიმისტმა რე-ფორმატორებმა კითხვაზე ,,როგორ ცხოვრობ მათეია?’’ თვალისდაუხამ-ხამებლად ათქმევინეს: ,,ყველაფერი მაქვს ბევრია’’.

ათეული წლების განმავლობაში საქართველო მრავალეროვანი, ინტერ-ნაციონალური ავტონომიებით და-ხუნძლული საბჭოთა რესპუბლიკა იყო. მრავალეროვნულობა რომ გაგვე-მართლებინა, იმისთვისაც უნდა გა-გვესვა ხაზი, რომ ქართულ კულტუ-რასთან ერთად ,,ჰყვაოდა’’ ჩვენს მი-წაზე მცხოვრები მოძმე ერების კულ-ტურაც.

გაჩნდნენ ქართული ეროვნული კულტურის ხარჯზე სხვა ერთა ,,თვითმყობადი’’ კულტურის წარ-მომჩენ-გარდამქმნელი მზრუნველე-ბიც.

ქართველების გვერდით ასეული წლების განმავლობაში მცხოვრებ ,,აფ-ხაზებსაც’’ ხომ ექნებოდათ თავიანთი ხალხური ცეკვები და სიმღერები. მო-იძიეს და ასეთი რამ რომ ვერ აღ-მოაჩინეს (იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ აფხაზური და მეგრული ფოლკ-ლორი განუყოფელი იყო), ადგნენ და მეგრულ ,,ვოისა რადა სივარადა’’-ს აფხაზური ხალხური სიმღერა უწო-დეს, ხოლო მეგრულ ,,სალაშქრო ფერხულს’’ _ ცეკვა ,,აფხაზური’’.

ცეკვა ,,სიმდის’’ მელოდია, ვერ უარვყოფთ, უძველესი ოსური მელო-დიაა, მაგრამ ცეკვა ,,სიმდი’’ ილიკო სუხიშვილის ნახაზით შეიქმნა, ალ-ბათ, ოსურ ხალხურ როკვებზე დაყრ-დნობით, იმ საძმო სურვილით, რომ ჩვენს ხიზან ოსებსაც ჰქონოდათ, თუნდაც ერთი, მაგრამ გახმაურებუ-

Page 126: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

126

ლი პრესტიჟული ფოლკლორი, რომ იტყვიან, საფირმო ცეკვა.

ცეკვა მკვიდრად ეროვნული ხე-ლოვნებაა და, ბუნებრივია, კონკრე-ტული ერის ბუნებას, ზნე-ჩვეულე-ბებსა და ხასიათს გამოხატავს, მაგრამ იმის უარყოფაც არ შეიძლება, რომ მეზობლური თანაარსებობის შემთხ-ვევაში შესაძლებელია ამა თუ იმ ერის ცეკვები ერთმანეთს დაემსგავსოს, სა-ცეკვაო ილეთებში იდენტურობა შე-იმჩნეოდეს და, რაც ყველაზე ნიშან-დობლივია, ერთმა მხარემ საცეკვაო აკომპანიმენტი მეორისაგან ,,ისეს-ხოს’’.

ასე დაემართა ქართულ ცეკვებს: ,,მოხევურსა’’ და ,,მთიულურს’’.

ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ცეკვები საშემსრულებლო ტექნიკითა და მუსიკალური აკომპანიმენტით, განსაკუთრებით ამ ბოლო წლებში, ერთმანეთს საეჭვოდ დაემსგავსა. ამის მიზეზი, გარდა ჩემ მიერ ზე-მოთქმულისა (საუკუნეების განმავ-ლობაში მეზობლად ცხოვრება), ისიც გახლავთ, რომ არაერთი ქართველი ქორეოგრაფი იქნა მიწვეული ჩრდი-ლოეთ კავკასიაში სხვადასხვა ანსამბ-ლებში სადადგმო სამსახურის შესა-სრულებლად. ზოგ მათგანს არც ცოდნა ეყო იმისა, რომ ადგილობრი-ვი ავტონომიის საცეკვაო ფოლკლორ-ში გარკვეულიყო და არც შეგნება აღმოაჩნდა, ქართული ცეკვა გაემიჯ-ნა მთიელ ტომთა ტრადიციული ცეკ-ვებისაგან და აი, შედეგიც: ქართველ-მა ქორეოგრაფმა მისდაუნებურად ,,გააჩუქა’’ ზოგიერთი ქართული ცეკ-ვა, უფრო ზუსტად, ქართული ცეკვის ათასწლოვანი თვითმყოფადობა მე-ზობელ ტომებსაც გადაუნაწილა. მარ-

თალია, ცოტა რამ შეცვალა და სა-ხელწოდებაც ადგილის შესაფერისი მოუძებნა, მაგრამ რეფორმირებული ,,ასლი’’ დედანს (ანუ ქართულს) იმ-დენად ვერ დააშორა, რომ ამ სტატია-ში სუროგატულ სახელოვნებო დამ-თხვევაზე არ მიგვენიშნებინა.

თითქმის ასეთი ბედი ხვდა უბ-რწყინვალეს ქართულ სარაინდო-სა-ტრფიალო ცეკვა ,,ქართულსაც’’. ეს ცეკვა დავითისა და თამარის მეჯ-ლისებზე სრულდებოდა და, როცა იგი მეზობელმა ხალხებმა (ლეკები, ინგუშები, ადიღელები...) გადაიღეს, ქართველებს საწინააღმდეგო არაფე-რი უთქვამთ. ჩვენ პროტესტის გრძ-ნობა არც მაშინ გაგვჩენია, როდესაც ცეკვა ,,ქართულს’’ ინტერნაციონა-ლურ საბჭოეთში ,,ლეკურად’’ მოიხ-სენიებდნენ, მაგრამ ახლა კი, თუ ჩვენ, მართლაც დამოუკიდებელი სა-ხელმწიფო ვართ, მე მგონი, დროა ქართული ხელოვნების გულუბრყვი-ლო ინტერნაციონალიზაციას თავი გავანებოთ და საგნებს თავისი სახე-ლი დავარქვათ.

რაც შეეხება ქართული ცეკვების სააკომპანიმენტო მუსიკალურ ინსტ-რუმენტებს, ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ უძველესი ცეკვები ხე-ქვის კა-კუნითა და სიმღერით სრულდებო-და. მერე და მერე ხალხურმა როკვამ მუსიკა დაისაჭიროვა და გაჩნდა საა-კომპანიმენტო ანსამბლები დოლის, ჭიანურის, სალამურის, სტვირის, ჩონგურის, ფანდურის, დუდუკის თუ დაირის (აღმოსავლური ინსტრუ-მენტია, მაგრამ საქართველოში დი-დიხანია დამკვიდრდა) თანხლებით.

რაც შეეხება დოლსა და გარმონს, ამ ბოლო დროს ხალხური ცეკვების

Page 127: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

127

რეგიონულ კონცერტებზე ლამის გაბატონებულ სააკომპანიმენტო ინს-ტრუმენტად რომ იქცა, ეს მოვლენა, ჯერ ერთი, ჩვენი სიღარიბის ბრალია და ზოგიერთი ქორეოგრაფის ეროვ-ნული ფენომენისადმი უგულისყუ-რობის შედეგიც.

,,გარმონი’’ ანუ, უფრო ცივილი-ზებულად რომ ვთქვათ, ,,აკორდეო-ნი’’, თავდაპირველად ინგლისში გაჩ-ნდა და მერე მთელს ევროპაში, უმ-თავრესად რუსეთში გავრცელდა. დოლი კი საფრანგეთში სპარსელებმა ჩამოიტანეს და მთელ მსოფლიოში არა მარტო საცეკვაო, არამედ სამხედ-რო ორკესტრების მთავარ ინსტრუ-მენტად იქცა. თუმცა აქვე უნდა განვმარტოთ, რომ არც დოლი და

აკორდეონი გადმოგვიღია ქართვე-ლებს ხელაღებით. ქართული დოლი საუკუნეების სიღრმიდან მოდის და სადოლე ტყავის ,,გამოყვანის’’ ხელო-ვნება დღესაც შემორჩენილია არაერთ რეგიონში. რაც შეეხება ,,გარმონს’’, ჩვენ ამ ინსტრუმენტის ,,გაქართუ-ლებაც’’ ვცადეთ. თუ დააკვირდებით, ,,თუშური გარმონი’’ საგრძნობლად განსხვავდება ტრადიციული ,,აკორ-დეონისაგან’’.

დასასრულ, მინდა მოვუწოდო დიდებული ქართული საცეკვაო ფოლკლორის ყველა ქომაგსა და ჭირისუფალს: ქართულ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, ეროვნულ საკრა-ვებზე დააფუძნეთ ქართული ცეკვე-ბის საშემსრულებლო ხელოვნება.

Page 128: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

128

guram gvenetaZe

არა ორიგინალი, არამედ თარგმანი

ახალი მოსაზრება

1987 წელს გამოვიდა ილიას თხზულებათა I ტომი. აქ დაბეჭდი-ლია სენტიმენტალური ლექსი ,,მო-თქმა საწყლისა’’. ამ ლექსზე ჭაბუკი მოშაირის მუშაობა დაახლოებით და-ემთხვა მამამისის გარდაცვალებას და მკვლევრები ტექსტს მაინცდამაინც ამ ამბავს უკავშირებენ. კომენტარებში (გვ. 523) უცნაურ რასმე ვკითხუ-ლობთ: თუკი შინაარსს დავეყრდნო-ბით და ვირწმუნებთ, რომ მასში ასახულია რეალობა, მაშინ დაწერის თარიღის ფართო არეალი (1840-1850) უფრო დავიწროვდებოდა: ის დაიწე-რა 1852 წლის მერე, როცა ილია მა-მითაც დაობლდაო.

მოგვიანებით ეს იდეა გაიზიარა გურამ შარაძემაც.

უფრო საგულისხმოა კომენტარის მეორე ნაწილი:

,,მაგრამ ლექსის ასეთ ბიოგრაფი-ულ ინტერპრეტაციას ადვილად შე-საძლებელია შეცდომაში შევეყვანეთ, რადგან ამ ლექსში ისეთი ფაქტებიც არის წარმოსახული, რომლებიც ილი-ას ცხოვრებაში არასდროს მომხდარა, ასე მაგალითად: ილიას ყრმობის პე-რიოდში არ ყოფილა მომენტი, რომ მას არ ჰყოლოდა ,,შემნახავი’’, არ ჰქო-ნოდა სახლ-კარი თუ თავშესაფარი და ლუკმაპურის სათხოვნელად ,,კარ-კარ’’ დასჭირვებოდა სიარული’’.

მეც მანდა ვარ! კომენტარის მეორე ნაწილი ცამ-

დე მართალია, ხოლო ამ ლექსს არა-ვითარი კავშირი არ აქვს 1852 წელსა და ავტორის მამის გარდაცვალებას-თან.

მოკლედ მოვჭრათ: გერმანელმა სანტიმენტალისტ-პრერომანტიკოსმა ლუდვიგ ულანდმა დაწერა ,,ბოსია-კური’’ ლექსი ,,Das lid’’ (,,სიმღერა’’); უსახლკარო, ბოგანო ,,ბოსიაკი’’ უთავ-ბოლოდ დაეხეტება; ხედავს სხვის სასახლეებს, ქონებას, სიმდიდრეს, მაგრამ გულში ბოღმა და შური მაინც არ უჭაჭანებს. ის იმითაც კმაყოფი-ლია, რომ საიქიოში ერთნაირად მიი-ღებენ მასაც და მდიდარსაც.

ეს ტექსტი გადმოიღო რუსმა მგო-სანმა ვასილი ჟუკოვსკიმ. მას ეწო-დება ,,Песня бедняка’’. ჟუკოვსკის საქართველოში აღმერთებდნენ. გან-საკუთრებით მოსწონდა იგი გრიგოლ ორბელიანს. შემთხვევითი როდია, რომ ,,სადღეგრძელო’’ რუსი ავტორის პოემის ქარგაზეა აგებული; თვითონ გრიგოლმა მიაწერა მას:

,,წაბაძვა ჟუკოვსკისა’’. მითითებული სანტიმენტჭარბი

ლექსი ჟურნალ ,,ცისკრის’’ მკითხ-ველთ ძალიან მოსწონდათ, რაკიღა 1850-1860-იანი წლების ქართველ

Page 129: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

129

საზოგადოებაში სანტიმენტალური გრძნობიერება სჭარბობდა.

ამიტომაც შემთხვევითი როდია, რომ მითითებული ტექსტი სულ ცო-ტა სამმა ქართველმა მაინც გადმოი-ღო. ლიტერატურის ერთმა მოყვა-რულმა თავისი თარგმანი დაბეჭდა ,,ცისკრის’’ სწორედ იმ ნომერში, სა-დაც გრიგოლ ორბელიანის რამდენი-მე ტექსტიც იყო მოთავსებული. ეტ-ყობა, ამან უბიძგა გრ. ორბელიანს, რომ შესდგომოდა ,,პესნია ბედნია-კას’’ თარგმნას. ამ მცდელობის შე-დეგია ,,მუშა ბოქულაძე’’.

ძირითადი იდეა აქაც იგივეა: მარ-თალია, მე არაფერი მაბადია, სხვებს ყველაფერი აქვთ, მაგრამ გულში შუ-რი და ბოროტება მაინც არ მიდუღს. იქ, ,,მუნ’’, ხომ მაინც თანასწორი ვიქ-ნებით. ეჰ, ძმავ, წადი შენ შენს გზაზე

და მე ჩემს ბარგს როგორმე იქ მო-ვიხსნი, სადაც ვიქნებით თანასწორნი _ საუკუნოს განსასვენსა ალაგსა!

მესამე ავტორი, რომელმაც ამ ლექსის გადმოენება სცადა _ ეს გახლავთ ჭაბუკი ილია. როგორცა ჩანს, მას წაუკითხავს ,,ცისკრის’’ ის ნომერი, რომელშიც ჟუკოვსკის ქმნი-ლების თარგმანი იყო გამოქვეყნებუ-ლი და სურვილი აღძვრია, თავადაც ეთარგმნა იგი.

მაშასადამე, ,,მოთქმა საწყლისა’’ გახლავთ არა ორიგინალური, არამედ გადმოკეთებული, თავისუფლად თარგმნილი ,,პესნია ბედნიაკა’’.

სხვათა შორის, ამგვარად გადმო-კეთებული ლექსები ილიას სხვაც ბევრი აქვს. მაგალითად: ,,მიბაძვა ჰე-ინესი’’; ,,სიხარული’’ (მიბაძვა) და სხვა.

GURAM GVENETADZE

TRANSLATION AND NOT ORIGINAL

Summary

Scientists think that Ilia Chavchavadze’s “Lamentation of the Poor” is an original autobiographic poem. That is why they were surprised when in Georgia they met people complaining about homelessness, poverty.

The problem can be solved if we consider this creation as the translation or adaptation of Ludwig Uhland’s “Song”.

The author thinks that Grigol Orbeliani’s “Musha Bokuladze” (Worker Bokuladze) was created according to Uhland’s text.

Page 130: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

130

giorgi (iuri) bibileiSvili

ცხოვრების გაკვეთილები* (წერილი მეექვსე)

საქართველოს სახალხო მწერლის

რევაზ მიშველაძის ნოველების მკი-თხველზე გამაკეთილშობილებელი ზემოქმედება მწერალმა და პუბლი-ცისტმა ნოდარ კობერიძემ დამსახუ-რებულად შეადარა მსოფლიოში ცნო-ბილი ამერიკელი მწერლის ო’ჰენრის შემოქმედების ძალმოსილებას. „ყმა-წვილობიდან, – წერს ნოდარ კობე-რიძე, – მიყვარდა შესანიშნავი ამერი-კელი მწერალი, ო’ჰენრი მისი თავი-სებური ნოველები, რომელნიც ადა-მიანური სითბოთია აღსავსე და სიკე-თის მადლით გამთბარი. არაჩვეუ-ლებრივი საკითხავია და საამო სიტკ-ბოს გიტოვებს. ერთხელ რევაზ მიშ-ველაძის ნოველები ჩამივარდა ხელთ და, ჰოი, საოცრებავ, ჩემში უცბად გააცოცხლა მივიწყებული კალეიდო-სკოპური მრავალფეროვნება, რომელ-საც არც კი მეგონა თუ ოდესმე კვლა-ვაც გადავაწყდებოდი. მას შემდეგ როგორც ათასობით სხვა, მეც რევაზ მიშველაძის მკითხველი ვარ“.

ეს ფაქტი ქართველი მწერლის დიდი აღიარებაა, ხოლო მისი ოცდა-ხუთტომეულის VI ტომი მისი საუკე-თესო დადასტურება.

VI ტომის ნოველები გამოირჩევა თემატური მრავალფეროვნებით.

რევაზ მიშველაძის ხუთასზე მეტ ნოველაში ხუთასზე მეტი განსხვავე-ბული თემა, გმირი და ხასიათია გად-მოცემული. ნოველაში „შუქი“ მწერა-ლი სპეციალურად გამოხატავს თავის დამოკიდებულებას სანოველე მასა-ლის, თემის შერჩევისადმი და წერს: „ყველაფერზე ხომ არ შეიძლება ნო-ველები ვწეროთ“. ამ საკითხს სხვა ადგილზეც უბრუნდება მწერალი და დასძენს: „ჯერ თავისთავად შუქის გამორთვა პატარა საქმე არ გახლავთ, მაგრამ ნოველა მხოლოდ და მხო-ლოდ ასეთ უწყინარ თემაზე რომ არ დაიწერება, ავტორი შეეცდება შეძლე-ბისდაგვარად დაგარწმუნოთ“.

VI ტომის ნოველები ცხოვრების საუკეთესო გაკვეთილებს სთავაზობს მკითხველს. მხედველობაში გვაქვს უკიდურესად კრიტიკულ სიტუაცია-ში პიროვნების სულიერი წონასწო-რობის შენარჩუნების, საკუთარი პი-როვნული ღირსებების დაცვის სიძნე-ლეები. ბევრი დიდი მსხვერპლის ფა-სად ახერხებს ამ სიძნელეების დაძ-ლევას, მაგრამ ისე ვერა, როგორც ნო-

* ბატონი გიორგი (იური) ბიბილეიშვილის ეს წერილი წარმოადგენს ერთ თავს ვრცელი მონოგრაფიისა, რომელსაც ავტორი უძღვნის რევაზ მიშველაძის დაბადების 75-ე წლისთავს (რედ.)

Page 131: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

131

ველა „უწევო ბუხარის“ პერსონაჟმა მინაგო ქვაჭრელიძემ შეძლო და ბო-ლომდე დარჩა საკუთარი პიროვნუ-ლი ღირსებების, ქართული ეროვნუ-ლი ტრადიციებისა და ა.შ. ერთგული.

ნოველის თემად შერჩეულია XX საუკუნის 20-30-იანი წლების ქართუ-ლი სოფლის ბოლშევიკური კოლექ-ტივიზაციის ტრაგიკული მოვლენე-ბით აღსავსე პერიოდი. მინაგო ქვაჭ-რელიძე ერთ-ერთი გონიერი, ღონიე-რი მეურნეა სოფელში. ის ღირსეუ-ლად უვლის ოჯახს და ავტორიტე-ტით სარგებლობს თანასოფლელებს შორის. მაგრამ მოშურნეს და მო-შუღლარს რა გამოლევს ქვეყანაზე და ერთმა მეზობელმა დაასმინა რაიონის ხელისუფლებაში _ მინაგო ქვაჭრე-ლიძე სხვისი შრომის მისაკუთრებით ცხოვრობსო. ეს, რა თქმა უნდა ეს, ასე არ იყო, მაგრამ ხელისუფლებამ მინა-გო ქვაჭრელიძე მაინც გააკულაკა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას ჩამოერ-თვა საცხოვრებელი ოდა სახლი, უღე-ლი ხარ-კამეჩი, და როგორც ამ შემ-თხვევაში იტყვიან, მიწასთან გაასწო-რეს მუყაითი და მშრომელი გლეხ-კაცი.

სოფლის კრება, რომელიც მინაგო ქვაჭრელიძისთვის ამისთანა უბედუ-რებით დამთავრდა, გვიან საღამომდე გაგრძელდა. უკუნ ღამეში და უამინ-დობაში ცხენით უკან დაბრუნება რა-იონულ ცენტრში შეუძლებელი იყო და რაიონის მილიციის უფროსი ჩა-კვეტაძე და კომუჯრედის მდივანი პორფილე ღამის გასათევად იქვე დარჩებიან საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტში. არც ვახშამი, არც თბილი ბუხარი მათთვის არ არსებობს და წარმოდგენა არა აქვთ, რა გაათენებს წლის ღამეს ასეთ ვითარებაში. ამ

სიტუაციაში მწერალს ნოველაში შე-მოაქვს ქართული სტუმარ-მასპინძ-ლობის თემა და საკუთარ თავთან ფიქრში კომუჯრედის მდივან პორ-ფილეს ათქმევინებს: „ჩვენებურ კაცს სტუმრის ყურადღება კი არ ესწავ-ლება, მარა, რა კარგ საქმეზე ჩვენ ვი-ყავით, რომ თანგადაგვყოლოდნენ და პურმარილი გაეშალათ“. მაგრამ მა-ინც, ძაღლი რომ გარეთ არ გაიგდება, იმისთანა ღამეში, კარზე გაისმა კა-კუნი და სწორედ გაკულაკებული და ფაქტიურად რაიონის ხელისუფლე-ბის მიერ ოჯახდაქცეული მინაგო ქვაჭრელიძე ეახლა შიმშილისა და სიცივისათვის განწირულ მის დამა-ქცევარ მილიციის უფროს ჩაკვეტაძეს და კომუჯრედის მდივანს პორფი-ლეს. ქვაჭრელიძე ნამქერს ტალავარ-წარბებიანად გაუთოშია და გაუთეთ-რებია. ყინულივით გაჩიკინებულ მარჯვენა მკლავზე კალანჩჯხა ჰკი-დია. ჩათოვლილ კალანჩხაში მრგვა-ლად მოხარშული დედალი, მჭადები, ყველი, მჟავე კიტრი და დოქით ღვი-ნო აქვს ჩაწყობილი. მარჯვენა ხელში ღვედით შეკრული საბანიც უჭირავს. ცივ ღამეში გადასაფარებელიც არ და-ვიწყებოდა ქვაჭრელიძეს. რომ მოი-თქვა სული, წითელი ჭარხლისფერი ხელები სულის შებერვით გაითბო და თქვა: „ვიცოდი, მშიერს დაგტოვებდ-ნენ ეს ქარიხვეტიები. შეშაც გამოგლე-ვიათ. მომიკვდეს თავი. ჩემს სახლში რომ ამბავია, იმნაირი მისცემოდეს თქვენს დამაწყევარს; არ დამძრახოთ სახლში რომ ვერ შეგიპატიჟეთ. ქრის-ტეს ტირილია ჩემთან. მაგრამ მაინც გამოვაცხობინე ჭადები. ეგებ წაიხემ-სოთ ცოტა. თქვენი რა ბრალია, ბედი მქონია ამნაირი. გოუხმობს მარჯვე-ნას და დოუკარგავს თვალის ჩინს,

Page 132: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

132

ვიცი მე, ღმერთია თუ განგება, ჩემს ამ დღეში ჩამყენებელს“. ქვაჭრელიძემ თბილი მჭადები, მოხარშული დედა-ლი, ახალი ყველი, მჟავე კიტრი, დო-ქით ღვინო სუფთად და კოხტად გაშალა სუფრაზე.

არსებულ სიტუაციაში მინაგო ქვაჭრელიძისაგან გამოვლენილი ქართველი კაცის ეს მასპინძლური ყურადღება იმდენად მოულოდნელი იყო ჩაკვეტაძისა და პორფილესათ-ვის, რომ პირველად ცხოვრებაში მი-ნაგო ქვაჭრელიძის მოტანილ ღვინოს უსადღეგრძელოდ სვამდნენ, რადგან არაფერი ჰქონდათ სათქმელი.

მინაგო ქვაჭრელიძე ამაღლდა თავის უბედურებაზე, შეინარჩუნა სულიერი წონასწორობა, ქართველი კაცისათვის დამახასიათებელი მას-პინძლობის წმინდა წესი და ბოლომ-დე შეინარჩუნა საკუთარი ღირსება.

ამის შემდეგ ალბათ, წარმოუდგე-ნელიც კია მხატვრული ნაწარმოებით მკითხველში გამოწვეული კათარზი-სის უფრო სრულყოფილი გადმოცემა სიტყვის მეშვეობით, მაგრამ მწერალ-მა ეს შეძლო და მკითხველს სიცოცხ-ლის მანძილზე ემახსოვრება მინაგო ქვაჭრელიძის კაიკაცობის ამბავი.

პიროვნების პირადი ღირსების დაცვისა და გაფრთხილების თემას არა მხოლოდ ეთიკური ღირებულება აქვს მილიონობით მკითხველის ზნე-ობრივი აღზრდისათვის, არამედ ამა-ვე დროს უაღრესად დიდი ესთეტი-კური ღირებულებაც. არაფერია ამ ჩვენს უკიდეგანო სამყაროში იმაზე უფრო მშვენიერი სანახაობა, როგო-რიც ღირსებებით სავსე ადამიანი. ამიტომ, ბუნებრივია, მწერალი ამ თე-მაზე ფიქრს არ ამოწურავს (ვერც

ამოწურავს!) ერთი და ორი ნოველის დაწერით.

პიროვნების პირადი ღირსების დაცვას მწერალი თითქმის ყველა თა-ვის ნაწარმოებში შეახსენებს მკითხ-ველს, მაგრამ ნოველა, „ემიგრანტი სალვადორე მანაგო“ განსაკუთრებით გამოირჩევა. ნოველის მთავარი პერ-სონაჟი სალვადორე მანაგო (ემიგრან-ტობამდე სანდრო მანაგაძე) ვიდრე სამშობლოში დაბრუნდებოდა, წამე-ბის ხანგრძლივი გზა გამოიარა. ლუკ-მა-პურის საშოვნელად სამსახურის პირობებს არ ერიდებოდა. გერმანია-ში გამოვლის დროს ერთ გერმანელ ფერმერს მიადგა კარზე – სამუშაო მომეცითო. ეს ფერმერიც ეძებდა ღო-ნიერ და გონიერ მიწის მუშას, მაგრამ ძველი, უკვე მოხუცებული მუშის გა-თავისუფლების შემთხვევაში. თითქ-მის ყოველდღე შეახსენებს ფერმერს თავის მეუღლე: გავუშვათ ეს ბებერი, მაინც არ შეუძლია და ეს მივიღოთო, მიუთითა სალვადორ მინაგოზე. მაგ-რამ სანდრო მანაგაძე უარყოფს ასეთ შემოთავაზებას: „მე ისეთი ქვეყნიდან ვარ, სადაც მოხუცებს დიდ პატივს სცემენ. ამ კაცისათვის წართმეული ლუკმა მე არ შემერგება“. ქართველი კაცის ამ დიდსულოვნებამ, რაც პირა-დი ღირსების გაფრთხილებიდან მომდინარეობდა, გარდამქმნელი ზე-მოქმედება იქონია გერმანელ ფერ-მერზე და ქართველი კაცის პიროვ-ნული და ეროვნული ღირსებებით მოხიბლულმა განუცხადა: „შენ კაი კაცი ჩანხარ, გღებულობთ სამუშაოდ და არც ამ მოხუცს გავაგდებთო“.

პიროვნების პირადი ღირსების დაცვის პრობლემას სვამს მწერალი ნოველაში „დიოგენი“.

Page 133: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

133

„სიბრძნე-სიცრუისა“ უნდა გვე-წოდებინა ნოველისათვის „დიოგე-ნი“, რომელიც შესრულებულია მხატ-ვრული ასახვის ალუზიის ხერხით და რომლის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი გოგიტა ჩიტაია, მითიური დიოგენის მსგავსად, კაი კაცის აღმო-ჩენაზე მუშაობს.

გოგიტა ჩიტაია საბჭოთა ეპოქის დიოგენია. ის საბჭოური ცხოვრების დეტალებს ახმოვანებს და ამბობს: „მთელი ცხოვრება ვასწავლით კაცს ქურდობას და კარგად რომ ისწავლის, სწორედ მაშინ წავუჭერთ ყელში ხელს, ვინ გასწავლა, საიდან შეითვი-სე ეს მურტალი საქმეო“.

საბჭოური ხანის დიოგენი გოგი-ტა ჩიტაია სიბრძნეს ღაღადებს, როცა ამბობს: „გადავეჩვიეთ ერთმანეთის მოფერებას და პატივისცემას. არ ვი-ცი, რამ მოიტანა ეს ამბავი, მარა ძა-ლიან გავუტურამგელდით ერთმა-ნეთს. რაც დრო გადის უფრო და უფ-რო ძნელი ხდება ავი კაცის კარგისგან გამიჯვნა. რა დახვეწილი ნიღბებით დააბიჯებენ მგლები ცხოვართა შო-რის. ცუდ გუნებაზე მაყენებს აგერ, ჩემ გვერდით რომ კაცი ცხოვრობს და ერთ მშვენიერ დღეს რომ გამოგიცხა-დებენ, ჟულიკი აღმოჩნდაო. ძალიან ბევრი დამნაშავე ხომ არ დავგროვ-დით-მეთქი, ხანდახან ვეტყვი ჩემს თავს“ გუშინ ის ამას იჭერდა და ასა-მართლებდა. იმ გამსამართლებელს კი დღეს, სრულიად კანონიერად, თვით ასამართლებენ. ეს რატომ ხდება, იცი? ბევრმა დაივიწყა, რომ ერთი ანგარიშის ჩაბარება და სამ-სჯავროზე ერთი წარდგომა, თუ გინ-და, ერთი განკითხვის დღე – ყველას ელის. ყოველდღე იმდენი უსიამოვნო ამბავი მესმის, იმდენი ავაზაკი

ტრიალებს ქვეყანაზე, რომ წესიერი კაცი სანთლით საძებარი გახდა“.

საბჭოთა დროის დიოგენი –გოგიტა ჩიტაია, ოპოზიციაში უდგას საბჭოთა ხელისუფლებას და აცხა-დებს: „რაკიღა ბრძნული თვალი არ ადგას ქვეყანას, მე გადავწყვიტე მარ-თალი ადამიანების ლაშქარი შევქმნა და მათს აღმოსაჩენად ასეთ მუღამს მივაგენი. რაღა ქურდობაზე და სიგ-ლახეზე იყოს, ეწეროს ქართველი კაცი კაი საქმეზე... კაი კაცის აღმოჩე-ნაზე ვმუშაობ. ჩემი ფანარი ასეთია: დავდივარ ამ ქვეყანაზე მიამიტი კა-ცის ნიღაბით და ხალხს საგმირო საქ-მეების ჩადენის პირობებს ვუქმნი. ძნელი არ არის, მარა არც მთლად იოლი საქმეა“. მაგალითად, ერთ დღეს გოგიტა ჩიტაია სახალხო მატა-რებლის მემანქანეს ვარდენ მამაკაი-შვილს ლიანდაგზე დაუწვა, ვარდენ-მა ივაჟკაცა და დროულად გააჩერა ლოკომოტივი და სიკვდილს გადაარ-ჩინა განწირული მოქალაქე. ამის გა-მო ვარდენს მიანიჭეს „საპატიო რკი-ნიგზელის’’ წოდება და სადგურის უფროსმა დიდი პატივისცემით გადა-სცა საპატიო რკინიგზელის სამკერდე ნიშანი. გაზეთის ფურცლებზე დაი-ბეჭდა ვრცელი წერილი „შემთხვევა“ და ჟურნალისტმა დაწვრილებით აღ-წერა მემანქანის ვაჟკაცობა, მოხერხე-ბულობა. გაზეთში დაიბეჭდა ვარდე-ნის ფოტოსურათიც. საზოგადოებამ გაიცნო ვარდენი, როგორც ვაჟკაცი მემანქანე და ღირსეული პიროვნება. ყველაფერი ეს კი გოგიტა ჩიტაიას ხელოვნურად დადგმული სცენა იყო. აქედან იწყება ამ წამოწყების სიცრუე. მწერალი თვლის, რომ ზნეობრიობა და ვაჟკაცობა პიროვნების სულიერი თვისება უნდა იყოს. კაი კაცი კარგ

Page 134: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

134

საქმეს სახელის მოხვეჭისათვის არ უნდა აკეთებდეს. ვარდენ მამაკაი-შვილმა, ვისაც გოგიტა ჩიტაიას აფი-ორამ სახელი და პატივისცემა მოუხ-ვეჭა, სიმართლის შეტყობის შემდეგ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. აბა, არაფრისათვის, მაიმუნობისათვის მი-ვიღე ეს ჯილდოც და სახელიც? რათ მინდოდა თვარა, კი!“ საკუთარი ადა-მიანური ღირსების დონეზე მდგომი ვარდენ მამაკაიშვილი მაღლა აღმო-ჩნდა დიოგენის – გოგიტა ჩიტაიას კეთილგანზრახვაზე და ნოველას მი-ანიჭა ცხოვრების დიდი გაკვეთილის მნიშვნელობა.

პიროვნების პირადი ღირსების დაცვის პრობლემას დასტრიალებს თავს მწერალი ნოველაში „ხიზანი?!“

სათაურში კითხვა-ძახილის ნიშა-ნის დასმით მწერალი უკვე მიგვანიშ-ნებს, რომ ხიზნობა სასურველი მდგომარეობა არ არის. ნოველის მთა-ვარი პერსონაჟი აფხაზეთიდან დევ-ნილი როსტომ შამუგია, რომელიც თავშესაფარს ეძებს გაჭირვებას არ თვლის ყველაფრის გამართლებად. „მე სინდის-ნამუსიანი კაცი ვარ. არ შემიძლია, ბატონო, მიჭირსო, ექვსი სული მიემატოს სხვას, საკუთარი ძმაც რომ იყოს, იმასაც ყელში ამოუხ-ვალო“. ამიტომ ცდილობს თავისი ცოლ-შვილით საკუთარ გაჭირვებას თავად გაუმკლავდეს, ოღონდ სხვისი სარჩენი არ იყოს.

როსტომ შამუგია თავისი ცოლ-შვილით ერთმა ღირსეულმა კახელმა გლეხმა შეიფარა პირველ დღეს. მე-ორე დღეს სამეზობლო შეიკრიბა და იმსჯელეს, სად შეესახლებინათ ლტოლვილები. შეასახლეს მამინა-შვილის თითქმის მიტოვებულ სახ-ლში, დროებით. მეორე დღესვე ამოძ-

რავდა დიდებული ქართული სული – მთელი სოფელი მათ დასახმარებ-ლად დადგა ფეხზე. ზოგმა ნაჯახი მოუტანა, ზოგმა სასხლავი: გობი, თიხის ჯამები, ქვიჯა და ქვასანაყი, ნემსი და ძაფი, დოქი, გრაფინი, ტან-საცმელ-ფეხსაცმელი, თოხი და ბარი, წალდი, ჩაქუჩი. ერთმა ფანდურიც მოუტანა. ერთმა მეზობელმა შაქრო მამინაშვილმა ორასი ძირი ვენახი მიუზომა, მოუარე და შენი იყოსო.

ასე დაწვრილებით იმიტომ აღ-წერს მწერალი სოფლის თანადგომას გაჭირვებულისადმი, რომ ლტოლვი-ლებს ფსიქოლოგიურად თავი უზ-რუნველყოფილად ეგრძნოთ. მაგრამ ეს არ იქნებოდა ღირსეული ცხოვ-რების მოწყობის საშუალება. როსტომ შამუგიას არ მიუღია ეს დახმარება ღირსეული ცხოვრების მოწყობის სა-შუალებად, პირიქით: ის საკუთარი შრომით ცდილობს დაიმკვიდროს თავი ამ სოფელში „ჩავები მიწის საქმეში. ამათთან სირცხვილს როგორ ვჭამდი, დღე-ღამეს ვასწორებდი. ორ წელიწადში ისეთი მეურნე-მევენახე გავხდი, რომ შენი მოწონებული. შარ-შან მთავრობამ საკარმიდამო ნაკვეთი მომიზომა, კომლად მიმიღეს, პატარა სულს მოვითქვამ და გაზაფხულზე ქვიტკირის სახლის მშენებლობას და-ვიწყებ: თბილისში რომ დავრჩენი-ლიყავი, ასანთი და საპონი უნდა გა-მეყიდა მეტრო „დელისის“ ჩასასვ-ლელთან და მეწვრილმანე ჩარჩის დამცირებული ცხოვრებით მეცხოვ-რა. ახლა კახეთში კაცი მქვია, მო-სახლე მქვია, ჩემს ბუხარშიც ამოდის კვამლი“. ალბათ, ძნელია უფრო შთამბეჭდავი ცხოვრების გაკვეთი-ლის შეთავაზება მკითხველისათვის, მთავარია, პიროვნება თვალისჩინი-

Page 135: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

135

ვით უფრთხილდებოდეს პირად ღირსებას, ასეთ შემთხვევაში იტყოდა გენიოსი ვაჟა: „ის კი არ არის ბიჭობა, სხვა გამაგრებდეს, ჰმაგრობდე. ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, თავისთავადა ჰმაგრობდე“.

საკუთარი ადამიანური ღირსების დაცვისა და გაფრთხილების საინტე-რესო მოტივებს ავითარებს მწერალი ნოველაში „პატიმარი გერგაია“.

პატიმარი ნათელა გერგაია პრე-ზიდენტის შეწყალებით ციხიდან გა-სვლაზე უარს აცხადებს, რადგან პრე-ზიდენტისათვის შეწყალება არ უთ-ხოვია.

– ესე იგი, არ აპირებთ გასვლას? –შეეკითხა ციხის უფროსი.

– გარეთ რომ რამე შეცვლილიყო, გავიდოდი. საქართველოსთვის სა-სურველი ხელისუფლება რომ მოსუ-ლიყო, ციხის კედლებს გავანგრევდი და შევეგებებოდი... ახლა რომ შეწყა-ლება მივიღო, ეს იმას ნიშნავს, რომ მე დამნაშავედ ვაღიარე ჩემი თავი და ხვალ-ზეგ დანაშაული უნდა გამო-ვისყიდო. ყველანი შემხედავენ, რო-გორც შემკრთალს და მუხლებზე დაცემულს.

– მაგრამ შენთვის არც აქ მოყვანა უკითხავთ და არც აქ გაჩერებას გკი-თხავენ. საკმარისია, გავცე ბრძანება და კინწრისკვრით გაგაგდებენ აქე-დან.

– ცოტა სიტყვები შეარჩიეთ. „კინწრისკვრით გაგდება“ პატიმარზე ძალადობას, შეურაცხყოფას ნიშნავს. რაც კანონით ისჯება. მე სისხლის სა-მართლის კოდექსს თქვენზე ნაკლე-ბად როდი ვიცნობ.

– მოკლედ... თქვენ თავისუფლება გინდათ თუ არა?

პატიმარმა ამ კითხვაზე გასცა პა-სუხი პატიმრისაგან სრულიად მოუ-ლოდნელი, მაგრამ ღირსების მქონე პიროვნებისაგან სავსებით მისაღები.

– ასეთ ქვეყანაში არა, მოქალაქე ციხის უფროსო“ ასე მხოლოდ ჭეშ-მარიტად დიდსულოვანი ადამიანები ფიქრობენ, ასე მხოლოდ სიმართლის მთქმელი მწერლები წერენ.

ნოველაც ასე დიდსულოვანი ადამიანების თვალით დანახული ბუნებისა და ციხის დერეფანში მი-მავალი პატიმრის სურათით მთავრ-დება: „გარეთ გაზაფხული ფეთქავდა. ჩიტები ფანჯრებს აწყდებოდნენ და საგაზაფხულო ხმაზე ჟღურტულებდ-ნენ.

პატიმარი ნათელა გერგაია მეო-თხე საკნისაკენ მიჰყავდათ.

მიაბიჯებდა დაღლილი, გაცრე-ცილი, მაგრამ საოცრად ამაყი და გა-უტეხელი“.

* * *

მშობლიური კერისადმი ერთგუ-ლება ქართველს გამოარჩევს ბევრი სხვა ეროვნების ადამიანთა შორის. მაგ., რუსი ეროვნების მოქალაქეს მსოფლიოს ყველა კუთხეში შეხვდე-ბით, დაქორწინებულია ან სამუშაოს ასრულებს, ან მთელი რიგი მიზეზისა და მიზნების გამო. ქართველი თავის კერაზე მიჯაჭვული მამულიშვილია. ალბათ, ამიტომაც გაჩნდა ქართულ ფოლკლორში ასეთი სიბრძნე. „ჩიტი ცაშია ლამაზი, ქართველი – საქართ-ველოში“.

რევაზ მიშველაძის ნოველა „ღა-ლატი“ ამ სულისკვეთებით ზრდის მკითხველს.

ნოველის მთავარი პერსონაჟი გე-ლა ქადაგიძე თავის შესაძლებლობე-

Page 136: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

136

ბის ფარგლებში ღირსეულად ემსა-ხურება თავის ქალაქს მის მიერ შე-ქმნილი სახალხო თეატრის მეშვეო-ბით. თვითონ წერდა პიესებს, მუ-სიკალურადაც თვითონ აფორმებდა და მთავარ როლებსაც თვითონ ას-რულებდა. მაგრამ შინაგანად დედა-ქალაქისაკენაც ეჭირა თვალი. ეს მი-ზანიც აისრულა და დედაქალაქის ცურტაველის სახელობის თეატრშიც დაიმკვიდრა თავისი ადგილი. აღ-მოჩნდა, რომ გელა ქადაგიძე ერთ-დროულად ორ სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობს, რაც საბჭოთა კანონით არ იყო დაშვებული. დაბა უნის ქალაქის აღმასკომის თავმჯდომარემ აუხსნა გელა ქადაგიძეს: „არ შეიძლება, ჩემო გელა, ორ ადგილას ერთსა და იმავე დროს ცხოვრება. არ იცი ვითომ შეენ? დაბა უნი ქალაქია, სოფელი რომ იყოს, საბოსტნე-სააგარაკო სახლად გაგიფორმებდი... ახლა ყელში კი არა-ვინ გიჭერს ხელს. ერთ-ორ თვეში მოიცილე და გაყიდე ის ძველი ოდა. ასე აჯობებს შენთვისაც და მეც გა-დამარჩენ ამ დავიდარაბას. გინდა გა-ყიდე, გინდა გაასხვისე, სულაც ჩუქე-ბა შეგიძლია, ვისმესთვის.

ამ სიტყვების მოსმენაზე გელამ ფერი დაკარგა. აღმასკომის თავმჯ-დომარის რჩევა-დარიგება გელასათ-ვის მშობლიური კერის მოშლას ნიშ-ნავდა. ამას ვერ შეურიგდა ქართველი მამულიშვილის მენტალიტეტის მქო-ნე გელა ქადაგიძე და გადაწყვიტა დაესაჯა აღმასკომის თავმჯდომარე, მაგრამ სხვა ფორმა ვერ მოძებნა და მატარებლის გამცილებელმა ორ ად-გილიან კუპეში გელა ქადაგიძე გარ-დაცვლილი ნახა. „დასჯის სხვა ფორმა ვერ მოუძებნა მან აღმასკომის თავმჯდომარეს ბეგლარ ქვემოკლი-

ძეს – წერს მწერალი. ბეგლარისათვის ქადაგიძის სიკვდილი ოფიციალუ-რად არავის დაუბრალებია, მაგრამ, – დასძენს ავტორი, – მე და თქვენ ხომ ყველაფერი ვიცით, ძვირფასო მკითხ-ველო“.

ახლა მეც უნდა დავდო კალამი და მკითხველთა სახელით მწერალს მადლობა მოვახსენო ნოველის მოუ-ლოდნელი, მაგრამ სრულიად ორი-გინალური დასასრულისათვის. მეო-ცე და ოცდამეერთე საუკუნის და-საწყისის ქართულ მწერლობაში ჩვენ ვერ ვპოულობთ მშობლიური კერისა-დმი უფრო მძაფრ და ნათლად გამო-ხატულ მამულიშვილური დამოკი-დებულების მხატვრულ გააზრებას. ასე მხოლოდ დიდი მამულიშვილი მწერლები წერენ.

რევაზ მიშველაძის მკითხველი ნოველიდან ნოველამდე მოულოდნე-ლობების მოლოდინით ცხოვრობს. ეს გამოწვეულია იმით, ამ ნოველების მთავარი თემა არის რეალური ცხოვ-რება, რეალური ადამიანური ურთი-ერთობები თავისი შუქითა და ჩრდი-ლებით. ამიტომ, ბუნებრივია, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებს ეთი-კისა და პედაგოგიკის პროფესორები დაბეჯითებით ასწავლიან, რომ ცხოვ-რების ოქროს წესი ზომიერებაა ყვე-ლაფერში და ყოველთვის. ამ იდეას გამოხატავენ თავიანთ რომანებში, მოთხრობებსა და ნოველებში ცხოვ-რების მცოდნე მწერლები, მაგრამ ეს თემა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გადაწყვეტილი. ამაში რუსული მწერ-ლობის კლასიკოსი მწერლების ანტონ ჩეხოვისა და ნიკოლოზ გოგოლის ნაწარმოებების შემდეგ რევაზ მიშვე-ლაძის ნოველები „მაესტრო“ და ,,ურ-ვა“ ერთხელ კიდევ გვარწმუნებს.

Page 137: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

137

ნოველა „მაესტროს“ მთავარ პერ-სონაჟ თეატრის დირიჟორს ერვანდ ქერქაძეს ზომიერების ნორმების დარღვევამ ჯერ თავად მას მიაყენა გულისტკივილი და შემდეგ იმათ, ვინც მოხუცს მოხსნილი ავტონომ-რები დაუბრუნა, ნომრები კი იმისათ-ვის მოუხსნეს, რომ ავტომანქანა მო-ძრაობის წესების დარღვევით დააყე-ნა პოლიკლინიკის წინ.

ცხოვრებაში ზომიერების დარღ-ვევამ ოჯახი დაუნგრია ნოველა „ურ-ვას“ პერსონაჟებს გერვასისა და ვა-ლიდას.

წლების მანძილზე უდავიდარა-ბოდ ცხოვრობდნენ გერვასი და ვა-ლიდა. შვილიც ჰყავთ, მეშვიდე კლა-სის მოსწავლეა.

მაგრამ ერთ დილით, ჩაის რომ სვამდნენ, გერვასიმ გამოუცხადა მე-უღლეს: „წავალ მეო, ერთ დღესაც ვერ გავათევ ამ ჭერქვეშო“. ჩაალაგა ჩე-მოდანში თავისი საცვალ-სამზერი და წავიდა. დაინგრა ოჯახი. შეწუხდნენ ნათესავები, მეგობრები, მათ შორის გერვასის თანაკლასელი ზაურ მაქვა-ძე.

ნოველაში მინიშნებაც არ არის გერვასის ცუდკაცობაზე. მისი მეუღ-ლე ვალიდა კი ღირსებებით სავსე პიროვნება ჩანს. გერვასისთან მოსა-ლაპარაკებლად წამსვლელ ზაურს ქალბატონი ვალიდა ასეთ რჩევას აძლევს: „ისე ნამეტანი ხვეწნას ნუ დაუწყებ. იქნება მართლა აღარ ვუნ-დივართ. იქნება ასე სჯობია მისთვის, კაცია, თავისი საქმე თვითონ იცის. ჯანმრთელად იყოს და, რა ვქნა ახლა. როგორც არის – არის. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს“. ეს ჭკვიანი ქალის სიტყვებია, რომელიც ამის გამო პატივისცემას იმსახურებს.

გერვასიც პატივს სცემს თავის მეუღლეს. მაგრამ რატომ არ შეუძლია მეუღლესთან ერთად ერთჭერქვეშ ცხოვრება? ამ შეკითხვაზე გერვასი უაღრესად გონიერ პასუხს იძლევა: „ცოლ-ქმრობა რაღაც სხვანაირი, იდუმალი, საიდუმლოებით მოცული ამბავია და მესამე პირის ჩარევას, განსჯა-გაშიშვლებას ვერ უძლებს“.

სამაგიეროდ ეს „მესამე პირი“ ამ ნოველაში არის ცხოვრების მასწავ-ლებელი მწერალი. მან იცის, რომ ზომიერება ცხოვრების ოქროს წესია. ზომიერება ღალატობს გერვასის მე-უღლეს ვალიდას. ვალიდა ძალიან ჭკვიანი ცოლია, რომელიც თითქმის არაფერში არ ცდება. ყოველთვის ჩვეულებრივზე უფრო ჭკვიანი ქა-ლია. აღმოჩნდა, რომ გერვასის სწო-რედ ეს არაჩვეულებრივი გონიერება და ჭკვიანობა უფუჭებს ხასიათს ოჯახში. თავის ამ გაღიზიანებას ასე ხსნის გერვასი, „შეიძლება, კაცო, ყვე-ლაფერი იცოდე, ყველაფერი გაანგა-რიშებულ-აწონილი გქონდეს? არაფე-რი გეშლებოდეს ადამიანს? შეიძლება ერთხელ არ წაგეჩხუბოს, არ წაგეკამა-თოს მაინც? ყველაფერი თავის დრო-ზე, ყველაფერი გაუთოვებულ-გატკი-ცინებული იყოს ოჯახში? შენიშვნის მიცემის საშუალება არ უნდა მოგცეს ცოლმა? არ უნდა იგრძნო კაცმა, რომ შენ ოჯახის თავი ხარ, უფროსი ხარ; ხან რაღაც არ მოგეწონება, ხან დაა-რიგებ, ხან დატუქსავ შენს თანამე-ცხედრეს. ასეთი მოწესრიგებულობა გამიგონია?... რამ ამიშალა, იცი, ნერ-ვები? ჩემი ცოლის ნამეტანმა, ზედ-მეტმა დამღლელმა წესრიგიანობამ. ქალი იმისია, რომ ცოტა, სულ ცოტაც არეული უნდა იყოს. დილას რომ გადავხედავდი ლოგინში, ასე მეგონა,

Page 138: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

138

მსოფლიო ცოდნით დაზუზღული მისანი მეწვა გვერდით, ქალი კი არა.

აქ არ შეიძლება არ გავიხსენო მსოფლიო მწერლობისა და პედაგო-გიკის კლასიკოსის XVIII საუკუნის ფრანგი მოაზროვნის ჟან-ჟაკ რუსოს შეხედულება ემილის მომავალი მე-უღლის სოფის აღზრდის შესახებ. სხვა ღირსებებთან ერთად, რუსოს აზრით, ოჯახის ქალი უნდა აღი-ზარდოს ქმრის მორჩილების შეგნე-ბითაც. ე.ი. ოჯახში ქმარი თუ მეფე იქნება, მისი ცოლი აუცილებლად უნდა იყოს დედოფალი. ანუ მორ-ჩილი და არა მეორე ოჯახის თავი. ნოველის მთავარი პერსონაჟი გერვა-სი, რომელიც ამავე დროს მწერლის იდეის მატარებელია, ამბობს: „მეში-ნია ვალიდას უჭკვიანესი თვალების და მისი დაწყობილი სჯა-ბაასის გახ-სენებაც კი“. მაგრამ გულახდილი საუბრის შემდეგ ორივე, მწერალიც და პერსონაჟიც, ასკვნის: „რა უცნაუ-რი ყოფილა ეს ცხოვრება, ეს უპატ-რონო“.

მაგრამ მთავარი სათქმელი მაინც ნოველის ფინალშია გამჟღავნებული. „გვიან ღამით დავემშვიდობე მასპინ-ძელს, სხვაც ბევრი რამ ვილაპარაკეთ, მაგრამ ამ ნოველას არაფერს შესძენს და მკითხველს აღარ გადავღლი. ყო-ველ შემთხვევაში იმ კითხვას... „და-ბრუნდება თუ არა გერვასი შინ“ ჩვენი საუბრის გაგრძელებამ ნათელი ვერ მოჰფინა“. ამ კითხვას ნათელი უნდა მოჰფინოს თვით მკითხველმა, ვინც იცის, რომ ზომიერება ცხოვრე-ბის ოქროს წესია. ქალს, როგორც მე-უღლეს, თავისი მოქმედების ფარგ-ლები და სივრცე აქვს, ქმრის მოქ-მედებას – თავისი. ორივეს მხრივ ამ ფარგლებისა და სივრცის დარღვევა

დამღუპველად მოქმედებს ოჯახურ კეთილდღეობაზე.

ასე ცხოვრება არ შეიძლება – გვმოძღვრავს ნოველა „კერპი“.

სოფელში ორნიღა დარჩნენ, სხვე-ბი ბარში ჩასახლდნენ. დარჩნენ ამბის მთხრობელი და მისი მეზობელი შე-თე. „მტერსაც კი მოუკვდება გული თვალჩამქრალი სახლების ცქერითა“. მაგრამ ეს არ აწუხებს შეთეს. ის არ პატიობს ერთადერთ მეზობელს მისი ცხვრის გადასვლას შეთეს კუთვნილ საძოვარზე. ამ შემთხვევის გამო ბე-რიკაცები გაებუტნენ ერთმანეთს. შე-თემ არგანიც კი მოუქნია ერთადერთ მეზობელს (აქ უნდა შევჩერდეთ და გავიხსენოთ ნიკოლოზ გოგოლის შე-ნიშვნა: „მოთხრობაში ყველა პიროვ-ნება სრულად უნდა დაახასიათოთ: („შინელი“). რადგან არ ვიცით ამბის მთხრობელის არც სახელი და არც გვარი, იძულებული ვართ ვილაპარა-კოთ „შეთეს ერთადერთ მეზობელ-ზე“. არადა მთელი ნაწარმოების მან-ძილზე, მეტადრე ამ ნოველის გან-ხილვის პროცესში, ხშირად წარმო-ჩინდება იმის აუცილებლობა, რომ პერსონაჟი მისი საკუთარი სახელით მოვიხსენიოთ). დიახ, მოუქნია არგა-ნი და რომ არ მოესწრო უკან გა-დახტომა, გულ-მუცელს შეუნგრევ-და, სიტყვით კი უფრო უარესი უთხრა შეთემ: „თუ ცხვარ-ძროხის მოვლის თავი არა გაქვს, აიყარე და გაუსვი აქედან, შენი პატრონი ქვეყა-ნაცაო“. მას შემდეგ უბრად არიან ერთმანეთთან, მაგრამ შეთეს მეზობე-ლი არ კარგავს ზომიერებას და უმეთვალყუროდ არ ტოვებს შეთეს.

ერთ დღეს შეთე ავად გახდა, მა-ღალი სიცხის გამო ვერც ცეცხლი და-ანთო და ვერც საყოლს მიხედა. გა-

Page 139: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

139

კერპებული შეთე მარტოა დარჩენი-ლი თავის გასაჭირთან, მაგრამ მაინც არ ფიქრობს ერთადერთ მეზობელ-თან ურთიერთობის გაუმჯობესებას. ნოველის მთავარი პერსონაჟი კი პრინციპულად განსხვავებულ პოზი-ციაზე დგას და ფიქრობს: „ე, მანდ კაცი არ დაიღუპოს. რას მიქვიან წყენა, როცა კაცის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია“ და მივიდა შეთესთან და-სახმარებლად. თვენახევრის მანძილ-ზე, როგორც იტყვიან, გადაჰყვა შე-თეს. უმკურნალა მას და მოუარა მის ცხვარ-ძროხას. ამ ფაქტთან დაკავში-რებით მწერალი ავითარებს ფრიად საინტერესო მოსაზრებას: სოფელში მარტოდ დარჩენილი მეზობლები ერთმანეთს უნდა უვლიდნენ, რომ რომელიმე მარტო არ დარჩეს. მარ-ტოობა ყველაზე დიდი სასჯელია კა-ცისა. გამოჯანმრთელებულმა შეთემ კი ვერ დაძლია კერპობა და მის გადამრჩენელ მეზობელს ერთი მად-ლობაც არ უთხრა. „თუმცა შეთეს მადლობა რად მინდოდა, მე ხომ მარტო შეთეს სიკვდილს კი არა, ჩემს მარტოობას, ჩემს სიკვდილსაც ვებრ-ძოდი“. შეთე კი მაინც ბოლომდე უბ-რად დარჩა თავის გადამრჩენელ მე-ზობელთან. მწერალი შთაგვაგონებს ასე ცხოვრება არ შეიძლება. ნორმა-ლური ადამიანური ურთიერთობები ვერ ითმენს სიკერპეს. ნორმალური ადამიანური ურთიერთობები ურთი-ერთპატივისცემას, ურთიერთმიტევე-ბას და დანდობას უნდა ემყარებო-დეს, თუ, რა თქმა უნდა, ყოველთვის გვემახსოვრება რომ ადამიანები ვართ.

მარტოობას ებრძვის ნოველა „კერპი“, რადგან მარტოობა ყველაზე დიდი სასჯელია კაცის.

მარტოობის თემას უბრუნდება მწერალი ნოველაში „ჩივილი“.

ამ ფსიქოლოგიურ ნოველაში მწე-რალი არ იყენებს ირონიულ გამოთ-ქმებს „ღრმად-გაუთხოვარი“. „ქალი-შვილობაგახანგრძლივებული“, სამა-გიეროდ ხატავს მარტოობის შთამ-ბეჭდავ სურათს მარტოობა. ცხოვ-რების ხალისს უკარგავს ადამიანს. მარტოობა იმედს კლავს ადამიანში. მაშასადამე, ადამიანი ტყვედ არ უნდა ჩაბარდეს მარტოობას. თუ ეს მარცხი განიცადა ადამიანმა, შემდეგ თავად ეცდება აღმოჩნდეს მარტოობის ატ-მოსფეროში და იტყვის: „ჩანთა კინა-ღამ ავტობუსში დამრჩა, ისე მოვიჩ-ქაროდი, ჩემი ოთახისაკენ. მე შენ გეტყვი, წვრილი ქმარ-შვილი მელო-და, მაგრამ რაღაც მომენატრა. ხომ იცი, ეს ჩემი ოთახი, რა ვიცი, რა მო-მენატრა, თითქოსდა მარტოობაც მო-მენატრა“.

მწერალი რ. მიშველაძე არ იფარგ-ლება მარტოობის ფაქტის თუნდაც იშვიათი ოსტატობით გამოხატვის ხელოვნებით და ის უფრო ღრმად გვიჩვენებს მარტოობით გამოწვეულ ტრადიციულ ცვლილებებს ადამია-ნის სულიერ სამყაროში, პირდაპირ ვთქვათ, ადამიანის სულიერი სამყა-როს გადაგვარებას: „გავთხოვდებო-დი, მაგრამ ასე მგონია, ვიღაც წა-მართმევს ჩემ სიჩუმეს, ჩემ სევდას, ჩემს თავთან მარტო დარჩენის სია-მოვნებას“.

მარტოობით გამოწვეული ტრა-გიკული შედეგები იკითხება პერსო-ნაჟის ამ თვითაღიარებაში: „ჯერ არის და მომსვლელი, დამლაპარაკებელი მენატრება. მოვა სტუმარი და ერთ საათში მწყინდება. მალულად საათ-ზე ვიხედები, როდის წავა-მეთქი.

Page 140: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

140

ვერ გამიგია, რანაირად ცხოვ-რობთ, თქვენ ქმარშვილიანები, ასე განზოგადებულად, ასე ხმაურიანად ნერვებს არ გიშლით ხოლმე სხვის სურვილზე ადგომა, დაწოლა, სამზა-რეულოში ტრიალი, სხვის გემოვნე-ბაზე ჩართული ტელევიზორი?

შეეჩვევიო, მეუბნებიან. ჩემს თავს ჩემზე უკეთ ვინ იცნობს.

ვერა... ვერაფერს ვერ შევეჩვევი“. არა, ასე ცხოვრება არ შეიძლება. ამაზე შორს მარტოობით გამოწ-

ვეული სულიერი დეგრადაცია პი-როვნებისა, ვერ წავა. ეს ცხოვრების მწარე გაკვეთილია, რომლის გამეო-რებით უკვე აღარაფერი ისწავლება ცხოვრებაში. გამეორება, ამ შემთხვე-ვაში, ცოდნის წყაროდ ვერ გამოდ-გება.

„ჩივილის“ მკითხველს შეხედუ-ლებები რეალურ ცხოვრებაზე არსე-ბითად შეეცვლება როცა „დაღლილი ბულბულის“ მთავარი პერსონაჟის ცხოვრების ფილოსოფიას გაეცნობა.

საქართველოს ბულბულის ჰამ-ლეტ გონაშვილის დამკარგავმა დე-დამ შვილის საწოლში თავის მოკვლა გადაწყვიტა, მაგრამ არ დააცალეს. ბოლოს ცხოვრებამ თავისი გაიტანა და ასაკოვანი ქალი შვილიშვილები-სათვის სერზე ადის და ასკილს კრეფს. „ხვალ მეზობელი ქალაქს აპირებს, ბალღებს გავუგზავნი-მეთ-ქი, ეგრე ღობე-ყორეს ვედები შვილო. ქალი კი არა კლდე ვყოფილვარ... მრცხვენიან, შვილო, დილით საწო-ლიდან რომ ავდგები, ე დილა მაინც რაღად გამითენდა-მეთქი, მაგრამ მა-ინც ავდგები, ჩემი სანთელივით ჩამ-ქრალი შვილის ხათრითვინ ავდგე-ბი... ხალხს რომ დავინახავ, ასე მგო-ნია, ჩემი ლაპარაკით და ამ ეზოში

ღოღიალით ჩემ შვილს ვეხმარები-მეთქი... ეწყინება-მეთქი, შვილო, კა-რი გამოკეტილი და ხმის გამცემი რომ აღარ დახვდეს მის მომკითხავ-სა“. ამ სიტყვებს ამბობს ქალი, რო-მელსაც არა მარტო შვილის საფლავი გაუხდია საზრუნავად, არამედ მისი ზრუნვის საგანია შვილიშვილებიც. ვისთვისაა ცხოვრების გვირაბი დახ-შული? რა თქმა უნდა „ჩივილის“ პერსონაჟისათვის, ვისაც არ შეუძლია „სხვის სურვილებზე ადგომა, დაწო-ლა. სამზარეულოში ტრიალი, სხვის გემოვნებაზე ჩართული ტელევიზო-რის მოსმენა და ყურება. საზრუნავის გარეშე ცარიელია ადამიანის ცხოვ-რება.

* * * ნოველა „თავსატეხის“ ავტორმა

ორიგინალური გადაწყვეტა მოუძებნა ჯანსაღ ადამიანურ ურთიერთობას, რომელსაც მონატრება ჰქვია და მარ-ტოობას ებრძვის (ხუთ-ხუთჯერ) მია-კითხეს ერთმანეთს პერსიონერმა მე-გობრებმა ფილიპე ბოლოთაშვილმა და იაკინთე პაპაშვილმა. ერთმანეთს უტოვებენ მოკლე შეტყობინებებს „ვიყავი შენთან“. არ დამხვდი“. ნო-ველა მთავრდება შეკითხვით: თქვენ როგორ ფიქრობთ, რა უნდა მოიფიქ-რონ ჩვენმა გმირებმა, ერთმანეთს რომ არ აცდენ, ძვირფასო მკითხვე-ლო?“

ეს ამოცანაა, ჩემი აზრით, საკმა-ოდ რთული შეკითხვაა. მაგრამ მაინც გვგონია, რომ ჩვენი პასუხი მაინც მართალია. ვიდრე ქვეყანაზე ადამია-ნებს შორის იარსებებს ისეთი წმინდა და მდიდარი გრძნობა, როგორიცაა მონატრება, ფილიპე და იაკინთე ამ თავსატეხს თავს ვერ დააღწევენ.

Page 141: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

141

კარგია, რომ ადამიანებს ერთმანეთი ენატრებათ.

ნოველები „მიცვალებულთა გამ-ცოცხლებელი“ და „შენ რას წაიღებ“ ცხოვრების უმთავრეს კითხვებზე პა-სუხის გაცემისათვის ამზადებს მკი-თხველს.

სიცოცხლე თავიდან რომ იწყებო-დეს მიცვალებულისათვის –როგორ წარმართავდა ის თავის ცხოვრებას? მწერალი თვლის, რომ განვლილი ცხოვრების განმეორება და დაშვებუ-ლი შეცდომების გამოსწორება შეუ-ძლებელია. სიცოცხლის მთავარი ხიბლი ცხოვრებაში პირველი ხნუ-ლის სწორად გავლებაშია.

სიცოცხლეში რომ ეგონათ, ერთ-მანეთისათვის დაუძინებელი მტრები იყვნენ შაქრო ხელაძე და ლეო ჯინ-ჯოლაძე საიქიოში შეხვდნენ და მო-იგონეს ზემოთ გატარებული ერთად ცხოვრების ეპიზოდები. მთავარ შეც-დომად, ერთი გარდაცვლილი მეორე გარდაცვლილს იმას უთვლის, რომ „შენ სიკვდილისათვის არ ემზადებო-დი. ცხოვრება ისე გაატარე, რომ გე-გონა სხვები ყველანი უნდა მომკვ-

დარიყვნენ და შენ ცას უნდა გამო-კერებოდი“, ორივენი შეთანხმებულ-ნი არიან იმაზე, რომ „მომდურებული კაცი არ უნდა დატოვო თურმე ზე-ვით, თორემ სამოთხეში არ მოგას-ვენებს“.

ნოველაში „მიცვალებულთა გამ-ცოცხლებელი“ მთავარმა პერსონაჟმა ლევან ჩხობახემ საკუთარი მშობლები არ გააცოცხლა: „თუ ცოტა ხნით აცო-ცხლებს ეს წამალი მკვდარს, თუ ცოტა ხნითღა მოაბრუნებს ამ ქვეყანა-ზე, ღმერთო შეგცოდე, ასეთ შემთხ-ვევაში ღირს გაცოცხლება საერთოდ? რავარი გადასატანია თავიდან ძილში

გაპარული მამაჩემის ნახვა დილით საწოლში. ჩემი თავი ჯანდაბას, დე-დაჩემს ისევ უნდა დაემართოს ის ვერაგი გრიპი, ისევ უნდა ეწამოს და თავიდან უნდა დაასხას სიკვდილის ოფლმა? გავიმეტო მშობლები რაღაც ორი დღის განმავლობაში მათი ნახ-ვის სიამოვნებისათვის ასე. ვთქვათ, სამუდამოდ აცოცხლებს ეს წამალი, მაშინ? არც მაშინაა სახარბიელო, ჩემს სიკვდილს და დაბერება-დაგლახაკა-ვებას გადაიტანს დედაჩემი? თქვენს ნაცვლად წავსულიყვეო, სიკვდილის წინ არ ამბობდა?

ლევანს არც იმ ოცამდე გაცოცხ-ლებულმა უთხრა მადლობა, რომლე-ბიც ლევანის წამლით წამოდგენ საფ-ლავებიდან. „გაცოცხლებულთა რაზ-მი ძეწნასთან წამით გაქვავდა. ლე-ვანს ერთი გამოხედეს და ზურგი უჩ-ვენეს.

როცა გაეღვიძა, სიხარულის სით-ბო ჩაეღვარა სხეულში ლევანს და სი-ამოვნებით გაიზმორა – „რა კარგია, რომ სიზმარი ყოფილა და მეტი არაფერიო“. მწერალი კიდევ უფრო კატეგორიულ მხარდაჭერას გვთავა-ზობს ამ იდეისათვის და წერს: „კაცმა რომ თქვას, რა დასასიზმრებელი იყო ყოველივე ეს, ძვირფასო მკითხველო? ეს ნოველა და მისი ფინალი ჩვენ ასე გავიგეთ, მთავარია, სიცოცხლეში სწორად ცხოვრება და საუკუნო სიმშ-ვიდის უდრტვინველად დამკვიდრე-ბა.

პოლიტიკური უზნეობის ტერმი-ნი უნდა შემოვიღოთ ნოველების „მტრედი თავდაღმა ჰკიდია“ და „ოცდაათი სირაქლემას“ წაკითხვით მიღებული შთაბეჭდილებებიდან.

რევაზ მიშველაძის რჩეულ ნოვე-ლათა შორის „მტრედი თავდაღმა

Page 142: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

142

ჰკიდია“ მრავალი ღირსებით გამოირ-ჩევა, პირველ რიგში, ეს არის მხი-ლება და დაგმობა ადამიანურ მანკიე-რებათა შორის ყველაზე დიდი მანკი-ერების, რაც ამ გამოთქმაში გამოიხა-ტება: „სხვისი და ქვეყნის საქმე, ჩემი საქმე არ არის. ამ მანკიერებას გულ-გრილობა ჰქვია. პოემა „ღვთაებრივი კომედიის“ ავტორმა ჯოჯოხეთის სიღრმეში ქურდებისა და მკვლელე-ბის შემდეგ გულგრილები მოათავსა და თანაგრძნობის არავითარ გრძნო-ბას არ აღუძრავს მკითხველს.

ნოველაში „მტრედი თავდაღმა ჰკიდია“ დახატულია გულგრილი ადამიანების რამდენიმე განსხვავე-ბული სახე, ხასიათი და პორტრეტი. ეს იმდენად გამაღიზიანებელი აღ-მოჩნდა ნორმალური, საღსალამათი პიროვნებისათვის, რომ სულის სი-ღრმემდე განიცადა ამ ადამიანების უზნეობა და სულითავადმყოფთა და-წესებულებაში მოათავსეს. „გონს რომ მოვედი, – იხსენებს ნოველის პერსო-ნაჟი, – ხელფეხი ზეწრით მქონდა შე-კრული და თავზე ოთხი ექიმი მად-გა“.

მწერალს სააშკარაოზე გამოაქვს საზოგადოების გულგრილობის დან-აშაულებრივი ხასიათი. ჩვენ სწორედ უზნეობის მხილებას ვხედავთ ნოვე-ლაში, სხვები კონკრეტულად საქარ-თველოს ბედისადმი გულგრილობას. ორივე შემთხვევა გულგრილობა და-ნაშაულებრივი ქცევაა. ზნეობრივი პრინციპებისადმი გულგრილობა ადამიანს დაიყვანს რეფლექსების დონემდე და დააბრუნებს ცხოველთა სამყაროში.

ნოველა „ოცდაათი სირაქლემა“ ლოგიკური გაგრძელებაა ნოველისა „მტრედი თავდაღმა ჰკიდია“. სამწუ-

ხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქვეყნო საქმისადმი გულგრილობა უფრო ეადვილებათ ადამიანებს, ვიდრე ზნეობრივი პრინციპებისადმი გულ-გრილობა. დოცენტმა სიმონ შარიქა-ძემ ლექციაზე თავის სტუდენტებს თვალსაჩინოდ დაუხატა ჩვენი ჩრდი-ლოელი მეზობლის საქართველოსა-დმი აგრესიული პოლიტიკური ზრა-ხვების ხასიათი. ლექტორმა შეძლო აუდიტორიაში შეექმნა საკმაოდ ძლი-ერი ემოციური ფონი და აუდიტო-რიაში მსხდომი ოცდაათი სტუდენტი თანახმა იყო საპროტესტო მსვლე-ლობა მოეწყო რუსეთის ფედერაციის საელჩოსთან... დაიწყო მსვლელობა აუდიტორიიდან ქუჩაში, მაგრამ პირ-ველი, რამაც განწყობილება გაუფუჭა დოცენტს, იყო ის, რომ ქუჩაში მიმა-ვალი თავისი სტუდენტების სახეზე ვერ ხედავდა დაბომბილი ქართული სოფლების ომალოსა და შატილის ბედით დამწუხრებას, მაგრამ დასაწ-ყისში ამისათვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია. დოცენტს შეშფოთება დაეუფლა მას შემდეგ, როცა დაინახა, რომ აშკარად მცირდებოდა საპრო-ტესტოდ შემართულ სტუდენტთა რაოდენობა. საელჩოსთან მხოლოდ ხუთი სტუდენტი დათვალა. ხოლო როცა საელჩოს ტერიტორიაზე შესვ-ლის უფლება მოიპოვა, მის გვერდით არც ერთი სტუდენტი არ აღმოჩნდა. დოცენტი სიმონ შარიქაძე ერთადერ-თი ისმენდა მორიგის სიტყვებს: „პო-ჟალუსტა, იდიტე პო სვოეი დაროგე. ზდეს პოსოლსტვო, ნეჩევო სმოტ-რეტ“. მაგრამ სადღა იყვნენ ისინი, ვი-საც ზედმეტი ყურადღებით უნდა გამოეწვია საელჩოს დარაჯის უკმა-ყოფილება.

Page 143: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

143

ნოველა „ოცდაათი სირაქლემა“ მთავრდება სევდიანი ფინალით: „დო-ცენტმა სიმონ შირაქაძემ მარილები-საგან დამზრალი ხელებით კვლავ მოსასხამის ჯიბე მოძებნა. ერთხელ კიდევ მოატარა მზერა საელჩოს ზებ-რულ ჯიხურსა და ფედერაციის დროშას შორის, მერე მტკიცე გადა-წყვეტილებით ჩაახველა და ისე, რომ გუშაგს არც კი დამშვიდობებია, სა-მარშრუტო ტაქსების გაჩერებისაკენ გააბიჯა“. მკითხველი რწმუნდება იმაში, რომ ძალიან, ძალიან ძნელია საქვეყნო საქმისადმი ადამიანების გულგრილობისგან გათავისუფლება.

პოლიტიკური ჟანრის ნოველა ზოგადად და განსაკუთრებით რევაზ მიშველაძის პოლიტიკური ჟანრის ნოველები გამოირჩევა სინამდვილის მძაფრი რეალობის შეგრძნებით. კი-თხულობთ რევაზ მიშველაძის პო-ლიტიკური ჟანრის ნოველებს და თქვენ თითქოს ხელთა გაქვთ მიმდი-ნარე მოვლენების მაჯისცემის შემ-მოწმებელი უნივერსალური აპარატი, რომელიც არა მარტო გუშინდელ და დღევანდელ, არამედ მომავლის მო-სალოდნელ პერსპექტივებსაც შეიგრ-ძნობთ. ასეთი შთაბეჭდილება გვექმ-ნება ნოველის „რაღა მე გამწირეთ“. კითხვის პროცესში. ამ შთაბეჭდილე-ბას თავისი საფუძველი აქვს. ეს არის თანამედროვე მსოფლიოსათვის სიმ-შვიდის დამკარგავი თემა – რუსეთის თემა.

რუსეთმა ჯერ კიდევ XIX საუკუ-ნეში დაიმკვიდრა „ევროპის ჟანდარ-მის“ – ცივილიზებული ქვეყნისათვის არასასურველი რეპუტაცია. მას შემ-დეგ ორას წელზე მეტი გავიდა – შეი-ცვალა მსოფლიო წესრიგის დამყარე-ბის სამართლებრივი და სამხედრო

პრინციპები, ფორმები და მეთოდები, მაგრამ არაფერი შეიცვალა რუსეთის იმპერიული სახელმწიფო ურთიერ-თობების ბუნებაში. ამაზე მეტყვე-ლებს რუსეთ-საქართველოს 2008 წლისა და 2014 წლის რუსეთ-უკ-რაინის ომები. მხოლოდ ევროპის ჟანდარმის მიმართ ჩამოყალიბებუ-ლი საზოგადოებრივი აზრი შეიძლე-ბა ამოვიკითხოთ ნოველის მთავარი პერსონაჟის 1956 წლის უნგრეთის ანტისაბჭოთა აჯანყების ჩაქრობის მონაწილე, საბჭოთა არმიის ჯარისკა-ცის ღვთისო წიკლაურის ამ შთა-ბეჭდილებებში: „ისეთი ზიზღი რუ-სეთის მიმართ რომ ამჟღავნებენ უნგ-რელები, წიგნებშიც არ წამიკითხავს. ყოველღამე უჩინარი ხელით მთელს ქალაქში ყოველ გადარჩენილ კედელ-ზე. ხეზე, ჭიშკარზე ჩნდებოდა წარ-წერა: «Русские свинии, убираитесь вон!» ქალი, კაცი, მოხუცი, ბავშვი, სახლშიც რომ „წვეოდი“, უბრალოდ ქუჩაში რომ გეკითხა, შეჩერდებოდა, ზიზღით აგხედავდა და მოგაფურ-თხებდა... წყალსაც არავინ მოგაწოდე-ბდა. თუ სადმე მოფარებულში მო-გიხელთებდნენ, ჩაგქოლავდნენ მა-შინვე. რუსეთის ჯარისკაცის მიმართ საყოველთაო ზიზღის გამომხატვე-ლია ნოველის პერსონაჟის ეს სიტყ-ვები, გამოხატული ეს სტატისტიკა „ათასორასი კაცი ჩავედით ჩვენი დი-ვიზიიდან უნგრეთში და ოთხასი კაცი დავბრუნდით“.

ამ ნოველაში არის კიდევ ერთი მწვავე პოლიტიკური თემა, რომელ-საც ადამიანური თვალსაზრისით, გულგრილად გვერდს ვერ ავუვლით. ეს არის საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის (1941-1945) ვეტერა-ნებისადმი დამოკიდებულების თემა.

Page 144: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

144

იმ ომის ვეტერანს თანამედროვე სა-ქართველოში გულგრილად პასუხო-ბენ: თქვენ საბჭოთა კავშირს ემსახუ-რებოდით. ახლანდელი დამოუკიდე-ბელი საქართველო, მოგეხსენებათ, არ არის საბჭოთა კავშირის სამარ-თალმემკვიდრე და ამიტომ თქვენ წინაშე ანგარიშვალდებული არა ვარ-თო... „საბჭოთა კავშირი აღარ არის, მარა ჩვენ ხომ ვართ, ჯერჯერობით ცოცხლები. ჩვენი დანაშაულია, რომ გავჩნდით ამ ქვეყანაზე და ამ ხნის მოვიყარეთ?... ვინაა ჩვენი პატრონი?“

ცხადია, ეს კითხვა დღეს არ უნდა გაჩენილიყო, თუ მეტი ყურადღებით წავიკითხავდით მეორე მსოფლიო ომის (სსრ კავშირის დიდი სამამულო ომი 1941-1945 წწ.) ისტორიას. ეს იყო მსოფლიო ომი ფაშიზმის წინააღმ-დეგ. ამ ომში ბრძოლის მოტივმა გაა-ერთიანა ერთ ანტიფაშისტურ ძალად იდეოლოგიურად ერთმანეთთან შე-უთავსებელი სსრ კავშირი და ამერი-კის შეერთებული შტატები, ინგლისი და საფრანგეთი. ამ ქვეყნებს (აშშ, ინგ-ლისი, საფრანგეთი) ვერც ახლა და ვერც მაშინ ვერავინ ასწავლიდა დე-მოკრატიის ფასს, მაგრამ გაერთიანდ-ნენ საბჭოთა კავშირთან და ომი გა-მოუცხადეს უფრო დიდ ბოროტებას – ფაშიზმს. ჩვენი თანამედროვე ვე-ტერანები იმ მსოფლიო ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის ვეტერანები არიან, რომელთაც ჩვენი თაობა გულ-თბილად უნდა ეპყრობოდეს და უფა-სებდეს ამაგს. ჩვენ ამ სულისკვეთე-ბას ვკითხულობთ რევაზ მიშველაძის ნოველაში „რაღა მე გამწირეთ“, კერ-ძოდ, მკვეთრად დასმულ კითხვაში „ჩვენი დანაშაულია, რომ გავჩნდით ამ ქვეყანაზე ამ ხნის მოვიყარეთ?... ვინაა ჩვენი პატრონი?!“

ნოველა „ფრთების“ მთავარი პერ-სონაჟის – იპიის გუბერნატორის ჰი-პიუს მეცხრეს პროტოტიპია ყოფილი საბჭოთა კავშირის მეთაური ლ.ი. ბრეჟნევი.

გუბერნატორი ჰიპიუს მეცხრე ღრმად მოხუცი და ამავე დროს მძიმე ავადმყოფია. ქვეყანაში ხშირად ვრცე-ლდება ჭორი მისი გარდაცვალების შესახებ, მაგრამ ექიმების დიდი მონ-დომებითა და ოსტატობით ჰიპიუს მეცხრე გარკვეული დროის შემდეგ ისევ გამოჩნდა ტელეეკრანზე ძალად მომღიმარი და წელში საეჭვოდ გა-მართული. მწერალი სარკაზმის ხერ-ხის გამოყენებით ხატავს გუბერნა-ტორს, რომელსაც იპიის მოქალაქენი სიკვდილის უფლებასაც კი არ აძლე-ვენ. მწერალი წერს: „ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში გუბერნატორი ჰიპიუს მეცხრე საგრძნობლად მოტყ-და და მოხუცდა. რვა ინტერვალით დაბეჭდილ ნახევარგვერდიან მისალ-მებას ძლივს კითხულობდა, სიარუ-ლი უჭირდა და ტელეოპერატორები უფრო ხშირად მდგომარეს უჩვენებ-დნენ. ზეზეულად თვლემა ერეოდა. დანაწევრებული მეტყველების აპარა-ტი მოეშალა და ასოებს კი არა, ზოგ-ჯერ მთელ სიტყვებსაც ყლაპავდა. ხე-ლი უკანკალებდა, ორდენებსა და მედლებს დაჯილდოებულთა გულ-მკერდზე ადრე რომ თავისი ხელით ამაგრებდა,. ახლა უკან მდგარი მისი ჯანმრთელი მდივანი აკეთებდა ამ საქმეს... ასე რომ, იპიელები ხვდე-ბოდნენ, გუბერნატორის სიცოცხლის აღსასრული მოახლოებული იყო“, გუბერნატორის გონებრივ მდგომარე-ობას კარგად ახასიათებს დავიწყება გარდაცვლილი მეუღლის სახელისა და პირველი მოადგილის სახელის

Page 145: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

145

„გუბერნატორს დილით რვიდან ათის ნახევრამდე უნათდებოდა გო-ნება. ძილბურანში მყოფს მოგონება-თა სკივრიდან წარსულის განსაკუთ-რებით შთამბეჭდავი დღეები ამოჰ-ქონდა. იწვა და, თქვენ წარმოიდ-გინეთ, ხშირად იღიმებოდა კიდეც“... სახელმწიფოს თავი კარგა ხანია ქვეყ-ნის მართვა-გამგებლობაში ბევრს არაფერს წყვეტდა, მაგრამ რაც არ უნ-და ყოფილიყო, მაინც გუბერნატორი გახლდათ და ექიმებს დღეში ორი საათით მაინც სატელევიზიოდ, საჩ-ვენებლად ფეხზე უნდა წამოეყენე-ბინათ“, ამ დეტალების გაცნობის შემ-დეგ მკითხველი კარგად წარმოად-გენს სახელმწიფოს ბედს, რომლის სა-თავეში ნახევრადცოცხალი და ნახევ-რადმკვდარი ხელმძღვანელი დგას. ცხადია, ასეთ სახელმწიფოს განვითა-რების პერსპექტივა არა აქვს და პო-ლიტიკოსებმა იმ წლებს და ხანას უძ-რაობის პერიოდი უწოდეს, რადგან სახელმწიფოში გაბატონებული პო-ლიტიკის შედეგად ახალგაზრდობა ჩამოშორებული იყო საქვეყნო საქმეს. ახალგაზრდობას კი სპეციალურად ბლოკავდნენ, – ჯანმრთელ ახალგა-ზრდა კაცს, ვინ იცის, რა ფიქრები მოუვა ჯანსაღ გონებაში. ისე შევკა-რით მეჯლისის კარები, რომ ბუზიც ვერ შეფრინდება. ნიჭიერი და ენერ-გიული ახალგაზრდები გვყავს, რო-გორ არა გვყავს, მაგრამ ჯერ კეთილი ინებონ და მოითმინონ. მათი დროც მოვა, ამბობს გუბერნატორი და შემ-დეგ დასძენს, – მიჭირს, როგორ არ მიჭირს ეს გაუთავებელი მიღებები და შეხვედრები, ფეხზე დგომა, ამ ორდენ-მედლების ჩამორიგება. ვინ ეხვეწებოდათ, ამდენი ორდენი და მედალი რომ ჩამომკიდეს, წელში ვერ

ვიხრები ჩემი პიჯაკის სიმძიმისაგან“. მიუხედავად ამისა ჰიპიუს მეცხრე (ბრეჟნევი) მაინც ჯიუტად იდგა ქვეყნის მართვის საჭესთან, რომელ-საც სხვები უფრო მართავდნენ, ვიდრე ჰიპიუს მეცხრე (ბრეჟნევი) ეს იყო პოლიტიკური კრიზისი, რაც სულ უფრო ღრმავდებოდა და რის გამოც უკან მიდიოდა ქვეყნის და ხალხის საქმე. მწერალი თვლის და მკითხველიც გრძნობს, რომ იპიის სახელმწიფოს უბედურებისაგან გა-დარჩენა გუბერნატორის სიკვდილს შეეძლო. სახელმწიფოს მართვის სის-ტემას, რომელშიც სიკვდილს გარ-კვეული ფუნქცია ეკისრება, პერსპექ-ტივა არ აქვს. რევაზ მიშველაძის პო-ლიტიკური ჟანრის ნოველები დიდ სამსახურს უწევს ქვეყანას, რომლის დემოკრატიულ გარდაქმნაზე მუშა-ობს ქვეყნის ინტელექტუალური ელიტა და არა პოლიტიკური ელიტა ერთი რომელიმე პოლიტიკური პარ-ტიისა.

რევაზ მიშველაძის პოლიტიკური ჟანრის ნოველებისადმი მკითხველ-თა დიდი ინტერესი გამოწვეულია იმით, რომ მწერალი ხშირად მი-მართავს მოვლენების აღწერის დო-კუმენტურ სტილს. ამის საუკეთესო ნიმუშად მიგვაჩნია გუბერნატორის თვითანალიზის ეს დეტალი: „შეიძ-ლება არც მეფიქრა გუბერნატორობა-ზე, იპიუს მერვეს (წაიკითხეთ. ხრუშჩოვი – ი. ბ.), რომ ცოტა ჭკუა მაინც ჰქონოდა. ჩემამდე გუბერნატო-რი, დასაბმელი გიჟი იყო ცხონებუ-ლი. კინაღამ ამოატრიალა იპია (წაი-კითხეთ სსრ კავშირი – ი.ბ.) კინაღამ დაგვსვა შავ პურსა და წყალზე. ეს თუ მივუშვით, დაღუპავს ქვეყანას-მეთქი და დავიწყე ფიქრი გუბერნატორო-

Page 146: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

146

ბაზე, თორემ თავიდან არც პრეტენ-ზია მქონია ამისა და ვერც საგუბერ-ნატორო ჭკუას ვატყობდი, ღმერთო, შევცოდე, ჩემს თავს“.

რევაზ მიშველაძის პოლიტიკური ჟანრის ნოველების ცხოველმყოფელ ზეგავლენას მკითხველზე აძლიერებს ისიც, რომ მწერალი გაბედულად ამსხვრევს მხატვრულ ლიტერატურა-ში პოლიტიკური მოღვაწეების სახე-ხასიათის მიმართ ჩამოყალიბებულ სტერეოტიპებს. რევაზ მიშველაძის პოლიტიკური ნოველის („ფრთები“) მთავარი გმირი, გარდა იმისა, რომ მსოფლიოში უდიდესი იმპერიული სახელმწიფოს მესაჭეა, პირველ ყოვ-ლისა, ის ადამიანია, მისთვის დამახა-სიათებელი ტიპური ადამიანური თვისებებით.

ასეთი მიდგომა მხატვრობაში პირველად დიდმა რუსმა მხატვარმა რეპინმა დაამკვიდრა, როცა ივანე მრისხანეს სახეს ხატავდა მკვდარი შვილის სხეულის ხელში აყვანის ეპი-ზოდში. ამ ეპიზოდში ივანე საზოგა-დოებაში ცნობილი მრისხანე მეფის სახელით, საოცრად გულჩვილი მა-მის სახით შემოგვცქერის რეპინის ფერწერული ტილოდან. ანალოგიურ შთაბეჭდილებას ახდენს რევაზ მიშ-ველაძის გუბერნატორი ნოველიდან „ფრთები“. სახელმწიფოს მართვის პროტოკოლების ჩარჩოებში მოქცეუ-ლი გუბერნატორი იპიუს მეცხრე ამ-ბობს: „ვინც გუბერნატორობას და ჩემს დღეში ყოფნას ნატრობს, ჭკუ-ათმყოფელი არ არის. ამას მე გეუბნე-ბი. უბედური კაცი ვარ მე. ბედნიერი ვინ არის, იცი? ვისაც შეუძლია, როცა უნდა, მაშინ გაიაროს სოფლის შუკა-ში, ხმელი ბალახის სურნელით დატ-კბეს, ყაყაჩოები გაირჭოს თმაში,

წყალზე გადებულ მორზე ჩამოჯდეს, ფეხები წყალში ადგაფუნოს და რაც მოესურვება, ის იღიღინოს.

ბედნიერი ვინ არის, იცი? ხალ-ხით გაჭედილ პროსპექტზე ნელა რომ მოაბიჯებს, უცნობ, ლამაზ გო-გონებს რომ უღიმის და ნაყინს მიირ-თმევს. თორემ ჩემი დღე რა სანატ-რელია. ძალით მივისაჯე გუბერნა-ტორობა. ჩემს თავს აღარ ვეკუთვნი, ლამის სამი ათეული წელია“...

ამ პასაჟს აძლიერებს სხვა მრავა-ლი, მაგრამ განსაკუთრებით ეს პასაჟი ნოველის მთავარი პერსონაჟის გუნე-ბა-განწყობილებისა: „არ მინდა, ბა-ტონო, არც მაგნაირი ჟანგბადი მინდა და არც ძალათ გამხნევება. დამლაპა-რაკებელი კია, იცოცხლე, კედლებიც გაგცემენ ხმას, მაგრამ ისე აღარავინ გელაპარაკება, შენს სულს რომ უნდა, რაღაცნაირი ცივი, შეშინებული, მო-რიდებული გესაუბრება ყველა. რამ-დენი ხანია, გულგახსნილი კაცის ჩი-ვილ-ხითხითი არ მომისმენია“. პერ-სონაჟის დახატვისათვის აუცილებე-ლი დეტალების შერჩევა-დამუშავე-ბაში შესაშური ენერგიითა და გა-მაოგონებელი ძალით მუშაობს მწერ-ლის ფანტაზია, ამის გამომკითხვე-ლიც დიდხანს დაატარებს, თან ნო-ველიდან მომდინარე, ცოცხალ შთა-ბეჭდილებებს, ხოლო თვით ავტორს უხვად უხვეჭს სიტყვების მეშვეობით მხატვარი კლასიკოსის რეპუტაციას.

ნოველა მთავრდება სურათით, რომელშიც ჩანს, რომ სახელმწიფოს თავკაცი, რაც უნდა მაღალი ავტორი-ტეტით უნდა სარგებლობდეს, მაინც ჩვეულებრივი მოკვდავია იმათგან განსხვავებით, ვინც ქმნის „ვეფხისტ-ყაოსანს“, „მერანს“, „სულიკოს“, „ლურჯა ცხენებს“, „მთაწმინდის

Page 147: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

147

მთვარეს“, „გურიის მთებს“, „საქართ-ველოო ლამაზო“-ს და მრავალ სხვას, ამ იდეას ვკითხულობთ ჩვენ ნოვე-ლის ფინალში: „აქამდე როგორ იდგა ფეხზეო“. – ამოიოხრებდნენ იპიელ-ნი, როცა გუბერნატორის სამედიცი-ნო ექსპერტის ამ ეჭვმიუტანელ დას-კვნას გაეცნობოდნენ. გაზეთს დაკე-ცავდნენ, უბეში შეინახავდნენ და შუბლშეჭმუხვნილი მიეშურებოდნენ თავიანთ იპიურ საქმეებზე“ („ფრთე-ბი“). მათ ცნობიერებაში გარდაიცვა-ლა ჩვეულებრივი მოკვდავი, რომ-ლის სიკვდილით ბევრი არაფერი დაკლებია ქვეყანას.

პოლიტიკური ნოველების ციკლ-ში მოვიაზრებთ ნოველას „ფერმის გამგე კარლო“.

მწერალი კარგად იცნობს საბჭო-თა საკოლმეურნეო სოფლის ცხოვრე-ბას და მისი შედარებით დასავლეთის თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში მოწყობილ შესაბამის წარ-მოებასთან, მკითხველს სრულყო-ფილ წარმოდგენას აძლევს ევროპუ-ლი ცხოვრების წესზე, ეს ნოველა ისეთივე აქტიურ სამსახურს უწევს საქართველოს ევროპული არჩევანის წარმატებით განხორციელებას, რო-გორც ცნობილი ნოველა „ნელი ნიკურაძე“ (ტომი V).

ნოველის მთავარი პერსონაჟი კარლო ლომთაძე უცხოეთში დაიბა-და და მისი ცნობიერება არასდროს არ მოქცეულა კომუნისტური იდეო-ლოგიის მარწუხებში. კარლო ლომ-თაძე თავისუფალ მეწარმედ ჩამოყა-ლიბდა და როცა შესაძლებლობა მი-ეცა სამშობლოში დაბრუნებულიყო, სხვა სამსახური – არადაყოფილ ემიგ-რანტს სოფელ დობერზენის მეძრო-ხეობის ფერმის გამგეობა შესთავაზეს,

როგორც მის გამოცდილებას შეეფერ-ებოდა. ჟენევის მახლობლად კარლოს მეძროხეობის საკუთარი ფერმა ჰქონ-და და წარმატებითაც უძღვებოდა. ევროპული აზროვნების მქონე კარ-ლო ლომთაძეს, პირველი, რაც არ მო-ეწონა, ეს იყო საკოლმეურნეო ფერმა-ში გაბატონებული იყო ფორმალური დამოკიდებულება მთავარი საქმისა-დმი: „ფერმაში მთელი დღე უამრავი ხალხი ტრიალებდა, ხოლო დილით და საღამოთი, როცა მუშახელი ყვე-ლაზე მეტად იყო საჭირო, ფერმის თანამშრომელთა უმრავლესობა სად-ღაც გაქრებოდა. მწერალი აქ მიმარ-თავს მხატვრული გამოსახვის ხერხს და თვალსაჩინოს ხდის კოლმეურნე-ობის ფერმაში უსაქმოდ მოხეტიალე ადამიანების მთავარი საქმისადმი გა-უცხოების დეტალს. მაგალითად, „კულტმუშაკი, ღრმად გაუთხოვარი ნუნუ მჭადაძე საღამოს ფანდურს დაიჭერდა ხელში და ფერმის ღია ეს-ტრადაზე მარტოდმარტო უმღეროდა მთვარეს. მხოლოდ საბჭოთა საკოლ-მეურნეო წარმოებაში თუ შეიძლებო-და გენახათ, სადაც ყველას ყველა-ფერი ევალებოდა გარდა უშუალოდ ძროხების მოვლა-პატრონობის. ეს ფიქრი ცუდ განწყობილებაზე აყენებ-და ფერმის გამგე კარლოს, მაგრამ იმედი ჰქონდა, დღეს თუ ხვალ, და-სძლევდა ფერმის მუშაკთა ყალბ, მოჩ-ვენებით ენთუზიაზმს და მათს ადა-მიანურ ენერგიას ფერმის უშუალო საქმეს დაუკავშირებდა. ევროპული მენტალიტეტის მქონე მეწარმეს ვერ გაეგო რა სასწაულის ძალისხმევით ხდებოდა, რომ გეგმა სრულდებოდა მაშინ, როდესაც ფერმაში სანთლით საძებარი იყო ისეთი ადამიანი, სა-მუნველის ხელში აღებას და ძროხი-

Page 148: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

148

სათვის ბეჩო-ტალახის ჩამოფხეკას რომ არ ითაკილებდა. თითქმის ყვე-ლანი გაქცევაზე იყვნენ, ნახევრად იყვნენ სკამზე ჩამომსხდარი, თითქო ფერმაში დროებით შემოევლოთ, გა-დასაჩრდილებლად ქარის ამოსაღე-ბად და ხვალ ყველანი თავიანთ დიდ ასპარეზს გაუტევდნენ.

მწერალი თანამიმდევრულია სა-კოლმეურნეო შრომის კრიტიკაში, მისთვის სრულიად გაუგებარი სო-ციალისტური შეჯიბრება ქართული სოფლის კოლმეურნეობასა და შო-რეული იაკუტიის სოფელ ჩუქჩუქის მეძროხეობის ფერმას შორის. „ამ სი-შორეზე როგორ ვეჯიბრებით, რისთ-ვის ვეჯიბრებით, რა დაგვიშავა, – გულწრფელად და, ცოტა არ იყოს გუ-ლუბრყვილოდაც იკითხა კარლო ლომთაძემ.

ევროპული მენტალიტეტის მატა-რებელი კარლო ლომთაძისათვის, სრულიად გაუგებარი და მიუღებე-ლია ფერმის სიმდიდრის დატაცება-განიავების ის სისტემა, რომელიც ბა-ტონობდა მისდამი რწმუნებულ ფერ-მაში, მაგალითად, „ერთ კვირაში ძვირფასი სტუმრის პატივსაცემად მეორე ხბო რომ დააკლევინეს და მგლისთვის გადააბრალებინეს ერთ დღეს, კარლო ლომთაძემ აიკრა თა-ვისი ბარგი-ბარხანა და ისე, რომ ფერ-მის პერსონალს არ დამშვიდობებია, გაეცალა სოფელს. რაიკომის მდივანს კი გულახდილად მოახსენა: „თქვენ აქ სხვანაირი ფერმა გქონიათ. დავიბენი, დასწყევლოს ეშმაკმა“.

* * * რევაზ მიშველაძის მხატვრული

პროზა მდიდარია მხატვრული გამო-სახვის ფორმებით.

ნოველის, როგორც მცირე ფორ-მის პროზაულ ნაწარმოებთა ავტორე-ბის თხზულებებში შეგვიმჩნევია ერ-თობ თავდაჭერილად, თითქოს ეში-ნიათ ზედმეტი არაფერი წამოცდე-თო, სურათის, ეპიზოდის აღწერა. ნოველას ვწერთ და ყველაფერი ლა-კონიურად უნდა გამოიხატოსო. რე-ვაზ მიშველაძის ნოველები, პირი-ქით, სწორედ ზუსტი და დაწვრილე-ბითი აღწერებით გვაწონებენ თავს. მაგ., „ოდის ქვევით, ბუხარს მიყუდე-ბული ტახტი მოძებნეს, გამოიტანეს, ცაცხვის ძირას დადგეს, ობობის ქსე-ლები ცოცხით მოაშორეს, ვენახიდან ჩოჩიალით, ხვნეშა-წვალებით გამოი-ტანეს მიცვალებული და ტახტზე დაასვენეს. ნიკუშამ სკივრიდან თეთ-რი, გატკიცინებული ზეწარი გადაა-ფარა. ზეწარი მოკლე აღმოჩნდა, მკვდარს სახე-მკერდი დაუფარეს“ („ცოცხალნი“) „ვერავის გავაგებინეთ, ვითომ ქალბატონო, იკითხა ნიკუშამ და წამოწეულ თეთრ ზეწარზე, მიცვა-ლებულის ცხვირთან დაფრენილ ბუზს ხელი აუქნია“ (იქვე).

მწერალი ყოველთვის ერთგულია თავისი პროფესიული მოვალეობის მიმართ – რაც შეიძლება მკითხველს ვიზუალურადაც ნათელი სურათი დაუხატოს და გარკვეული, თუნდაც ირონიული, განწყობილება შეუქმნას მას: „ერთი საათის შემდეგ ანეტა და ელენე რობინზონის სახლის აივანზე იდგნენ და ჰკიოდნენ. მათი ხმები ერთმანეთს ავსებდა. ერთზარად იკ-რიბებოდა და ექოდ უბრუნდებოდა ფოთლებაშრიალებულ ბებერ ცაცხვს. თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიანო, ჰკიოდნენ თმის ამბურძგლავად, ამა-ზრზენი კივილით. დროგამოშვებით ერთმანეთს გადახედავდნენ, თითქოს

Page 149: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

149

რიტუალს ასრულებენო. სერიოზუ-ლი და, ღმერთო შეგცოდე, მშვიდი სახეები ჰქონდათ“. მშვიდი სახეები არ უნდა ჰქონოდათ, მკვდრის ჭირი-სუფალნი რომ ყოფილიყვნენ. ისინი ჰკიოდნენ მხოლოდ იმისათვის, რომ სხვისთვის შეეტყობინებინათ რობინ-ზონის გარდაცვალება.

ნიკუშას ყურთასმენის სისუსტის სურათის დასახატად მწერალი იტყ-ვის: „რა ბრძანეთ ბატონო? ნიკუშამ მარჯვენა ყურს ხელი მოახმარა“ (იქვე).

რევაზ მიშველაძის ნაწარმოებებ-ში განსაკუთრებულ ყურადღებას იმ-სახურებს მწერლის მუშაობა სიტყ-ვასთან. სიტყვასთან მწერლის მუშაო-ბაზე დაკვირვება გვარწმუნებს იმაში, რომ სიტყვა ისე უნდა შეარჩიოს მწერალმა, რომ მის ადგილზე სხვა სიტყვამ ადგილი ვერ იპოვოს. პირ-ველ რიგში, სიტყვა სავსე უნდა იყოს აზრით და მუსიკით. ზოგიერთი მწე-რალი სიტყვის გემოზეც კი ლაპარა-კობს. ასეთი მიდგომა ახასიათებს მწერალ რევაზ მიშველაძეს. მის ფრა-ზას, ფრაზაში სიტყვას ოქრომჭედ-ლის ნახელაობა ატყვია. ზამთრის სოფელს ასე აღწერს მწერალი: „კუ-ნაპეტი ღამე დასწოლია სოფელს. მიკიოტის ხმა გაფხრეწს კამარას და კიბის ქვეშ მტვრიან ნაბადზე კანკა-ლით მიგდებული ძაღლი შეჰყეფს, უბრალოდ, როგორც იმერეთში იტყ-ვიან – უპრაგონოდ, ყოველ შემთხვე-ვისათვის“ („უწევო ბუხარი“) „მძვინ-ვარე დიქტატურის ხანაში მოღვაწე მილიციის უფროსის საქმიანობას კარგად გამოხატავს ეს ფრაზა „მი-ლიციის უფროსი იყო და ცეცხლს აკვესებდა“ (იქვე).

მხატვრული სიტყვის ხიბლი ამშ-ვენებს რევაზ მიშველაძის ფრაზებს. ასე მაგალითად, „იდინა, იდინა წუ-თისოფლის მდინარემ და მეგობრები სიჭარმაგის სანაპიროზე გაიყვანა, მუხლი რომ დამძიმდება, დრო რომ ჩვეულებრივ უფრო ნელა გადის, მო-გონებების კრიალოსანს რომ ხშირად ფურცლავ და ეზოდან გადასვლა რომ გულს მაინცდამაინც არ ეხალისება“ („ცოცხალნი“).

რევაზ მიშველაძის სურათებში ჭარბობს დინამიზმი. ეს არ არის ად-ვილი, მაგრამ მწერალი მაინც ახერ-ხებს დინამიზმი არა მხოლოდ სუ-რათში, არამედ ცალკეულ სიტყვაშიც კი ვიზუალური გახადოს, „ჟანგისფერ ტალახში ჩექმები ეზლიტებოდა და ნაბიჯის გადადგმა უჭირდა. ხანდა-ხან ჩექმის ძირს ისე მიიკრავდა ტა-ლახი, რომ სიარულის დროს ერთი ზაპან-ტკაპანი ისმოდა. გზადაგზა იე-ლისა და გარეული თხილის ბუჩქებს ეპორწიალებოდა, რომ უკან არ გა-დასრიალებულიყო. როცა ჩაიაღმარ-თა, წამით შეისვენა, შუბლ-კისერი ნაბდის ქუდით შეიწმინდა, მუხლებს ქარი ამოაღებინა და საურმე გზას კი არ ჩაჰყვა, ზემოთ, გაუკვალავში, ბალახ-ბალახ იარა“ (იქვე).

განწყობილების შემქმნელ ატმო-სფეროს ქმნის მწერალი არა მხოლოდ ადამიანის, არამედ მწერლის თვა-ლით დანახული პირუტყვის მოქმე-დების მართალი სურათის დახატვი-თაც: „პატრონს მოსვლისთანავე ძაღ-ლმა თავისი მოვალეობა დამთავრე-ბულად ჩათვალა, გატრიალდა და კიბის ქვეშ მიეგდო“ („ცოცხალნი“).

სიმართლის კანონების დაცვით ხატავს მწერალი მინაგო ქვაჭრელი-ძის სტუმრობის ეპიზოდს სოფლის

Page 150: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

150

საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტში ღამის გასათევად დარჩენილ სტუმ-რებთან: ამ ეპიზოდში ყურადღებას იქცევს სურათის დეტალების სიმარ-თლე. მინაგო ქვაჭრელიძე საკმაოდ დატვირთული მივიდა სოფლის საბ-ჭოს კაბინეტში თავშეფარებულ მი-ლიციის უფროსთან და კომუჯრედის მდივანთან და ყველაფერი ერთ მარჯვენა ხელში ეჭირა „ყინულივით გაჩიკინებულ მარჯვენა მკლავზე კა-ლანჩხა ჰკიდია ჩათოვლილ კალანჩ-ხაში მრგვალად მოხარშული ქათმის ფეხებს მოვკარი თვალი მარჯვენაში ღვედით შეკრული საბანი უჭირავს“ (უწევო ბუხარი“). მეორე, მარცხენა ხელი სრულიად თავისუფალი აქვს. რატომ არ გადაანაწილა ეს ტვირთი ორ ხელზე? ეს ხომ უფრო მართალი იქნებოდა? არა, არ იქნებოდა უფრო მართალი, ღამის წყვდიადში სოფლის ორღობის გზით მოძრაობა შეუძლე-ბელი იქნებოდა ორივე დატვირთუ-ლი ხელით. ერთი ხელი აუცილებ-ლად თავისუფალი უნდა ჰქონოდა, რომ სიარულის დროს ორიენტაცია სწორად დაეცვა და ხელის მოკიდება შესძლებოდა საჭირო საგნებზე, ფეხი რომ არ დასრიალებოდა დათოვლილ გზაზე, სიბნელეში.

* * * რევაზ მიშველაძე, ჟურნალისტუ-

რი ტერმინი რომ გამოვიყენოთ, მა-ღალი რეიტინგის მქონე მწერალია თანამედროვე საქართველოში. მისი ნიჭის თაყვანისმცემლები ხშირად ადარებენ უცხოელ კლასიკოსებს: მა-გალითად, „ქართველი ჩეხოვი“. არა, მწერალი რევაზ მიშველაძე არ არის ქართველი ჩეხოვი. ის საკუთარ ორ-ბიტაზე მოქმედი ქართველი მწერა-ლია, ვისგანაც მკითხველი, პირველ რიგში, ქართველი კაცის სახე-ხა-სიათს, ტრადიციებს, დამოკიდებუ-ლებებს ეცნობა. ამ თვალსაზრისით, მისი შემოქმედება ამდიდრებს მსოფ-ლიო ლიტერატურას ქართული ერო-ვნული ღირებულებებით. ამიტომ ჩვენ სავსებით ვიზიარებთ გამომცემ-ლობა „მაცნეს“ ანოტაციას, რომელიც უძღვის რევაზ მიშველაძის რჩეული თხზულებების ოცდახუთტომეულის თითოეულ ტომს: „მკითხველი ამ ტო-მების წაკითხვისას ადვილად დარწ-მუნდება, რომ მწერლის ჟანრულად უაღრესად მდიდარ ნაწერებში ჩანს არა მარტო საქართველოს პრობ-ლემები, არამედ ქართული სარკმლი-დან დანახული მსოფლიოც“.

Page 151: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

151

naTia daviTuliani

პოლიტიკური თანაარსებობის ისტორიული წანამძღვრები საქართველოში

საქართველოს ისტორიის გადა-ხედვისას აღმოვაჩენთ პოლიტიკური თანაარსებობის ჩანასახებს. თუმცა, როგორც მოგვეხსენება, იგი სიახლეს წარმოადგენს მსოფლიო პრაქტიკაში. საქართველომ აღნიშნული პრაქტი-კის მიღებამდე ბევრი ჭირ-ვარამი გამოიარა, გარკვეული საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის გატარებისას მუდამ არსებობდა ძლიერი თუ სუს-ტი მხარეები. კოჰაბიტაცია, ალბათ, ის საფეხური იყო, რაც წარსულმა პრაქტიკამ მოგვიტანა დღესდღეო-ბით. საფრანგეთმა ხომ იგი 60-იან წლებში გაიარა. გასაკვირი არც არის, ჩვენი და საფრანგეთის ისტორია საგრძნობლად განსხვავდება ერთმა-ნეთისაგან.

საქართველოს ისტორიაში მოი-ძებნება პარლამენტარიზმის პრიმი-ტიული ჩანასახები, კერძოდ, თამარ მეფის ეპოქაში, რაც ქართული პოლი-ტიკისა და ქართველთა ნიჭსა და შორსმჭვრეტელობაზე მიუთითებს.

მეფე წარმოადგენდა ერთპიროვ-ნულ მმართველს, რომელიც მოხელე-ების მეშვეობით მართავდა სახელმ-წიფოს. პრივილეგიები გამოიხატებო-და სამეფო ინსიგნიებში, სამონეტო და საბაჟო რეგალიებში. თამარ მეფის დროს ფუნქციონირებდა ცენტრალუ-რი და ადგილობრივი ხელისუფლე-

ბის ორგანოები. სამეფო კარზე უმაღ-ლესი თანამდებობის პირებს წარმო-ადგენდნენ „უხუცესები“, იგივე მი-ნისტრები, რომლებიც ცალკეულ უწ-ყებებს ხელმძღვანელობდნენ. მათ ვა-ზირებსაც უწოდებდნენ. მეფისა და უხუცეს-ვაზირთა თათბირს „ვაზი-რობა“ ეწოდებოდა. თამარ მეფის დროს სავაზიროს წევრები იყვნენ: მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი _ პირველი ვაზირი, რომელიც ახორცი-ელებდა ქვეყნის ცენტრალური აპა-რატის ყველა უწყების კონტროლს. მის ხელთ იყო სამართლის აღსრუ-ლებაზე მეთვალყურეობა, სამეფო შე-მოსავლების რეგისტრაცია-კონტრო-ლი; ამირსპასალარი _ საქართველოს ლაშქრის მთავარსარდალი, სამხედ-რო მინისტრი; მანდატურთუხუცესი _ სამეფო სასახლისა დადომენის გამ-გებელი; მეჭურჭლეთუხუცესი _ ქვეყნის ფინანსთა მინისტრი, რომე-ლიც განაგებდა სამეფო ქალაქების ადმინისტრაციას და ვაჭრებს.

პარლამენტარიზმის ჩანასახს წარ-მოადგენდა ეგრეთწოდებული „კარა-ვი“, რომელიც პარლამენტის მსგავსი დაწესებულება გახლდათ, რომლის და არსებაც მოსთხოვა ყუთლუ-არს-ლანმა და მისმა პოლიტიკურმა დასმა თამარ მეფეს. იგი უნდა დაედგათ ისანში, სადაც მეფის სასახლე მდება-

Page 152: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

152

რეობდა. „კარავს“ ექნებოდა საკანონ-მდებლო უფლებები, როგორც დღე-ვანდელ პარლამენტს აქვს. მონაწი-ლენი იქნებოდნენ, როგორც მსხვილი ფეოდალები, ისე ქალაქის ზედა ფე-ნის წარმომადგენლები. მათ უნდა გა-ნეხილათ თანამდებობების გადაცემა/ ჩამორთმევის საკითხი და საჭიროე-ბის შემთხვევაში თანამდებობის პირ-თა დასჯა. საქართველოს მეფე, ისევე როგორც დღეს პრეზიდენტი არ ერეოდა „კარავის“ საქმეებში. უბრა-ლოდ უნდა განეხორციელებინა აღ-ნიშნული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამგვარად, ყუთ-ლუ-არსლანის დასის მიერ წამოყენე-ბული პროგრამა მეფეს მხოლოდ აღ-მასრულებელ უფლებებს უტოვებდა. იგი უნდა ყოფილიყო მუდმივი და-წესებულება ჩამოყალიბებული საკა-ნონმდებლო უფლებებით. ყუთლუ-არსლანის პოლიტიკური დასის იდე-ამ მარცხი განიცადა.

ყუთლუ-არსლანის დასის პროგ-რამა ნათლად გვიჩვენებს, თუ გან-ვითარების რა მაღალ დონეზე იდგა ქართული საზოგადოებრიობა. ჯერ კიდევ XII საუკუნეში იყო ლაპარაკი სახელმწიფო წეს-წყობილების შეცვ-ლასა და კონსტიტიციური მონარქიის შექმნაზე.

ისტორიულ საქართველოს სამე-ფო კარზე არსებობდა მნიშვნელოვა-ნი ინსტიტუტები, რომლებიც მეფეს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის წარმართვაში ეხმარებოდნენ. მაშინ-დელ მთავრობას სავაზირო ეწოდე-ბოდა. იგი ხელს უწყობდა მეფის ხე-ლისუფლების გაძლიერებასა და ცენ-ტრალიზაციას. როდესაც სავაზიროს მეფე ესწრებოდა, მაშინ სხდომა მას მიჰყავდა. თუმცა, სავაზიროს თავმჯ-დომარე მწიგნობართუხუცეს-ჭყონ-

დიდელი იყო. ვაზირები სხდომაზე ასეთი თანრიგით იყვნენ წარმოდგე-ნილნი: მწიგნობართუხუცეს-ჭყონდი-დელი, ათაბაგი, ამირსპასალარი, მან-დატურთუხუცესი, მეჭურჭლეთუხუ-ცესი და მსახურთუხუცესი. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე სათათბირო ხმის უფლებით ამილახორი (ამირ-სპასალარის თანაშემწე), ამირეჯიბი (მანდატურთუხუცესის თანაშემწე) და მწიგნობარი, რომელსაც სავაზი-როს დადგენილების დაწერა ევალე-ბოდა.

საინტერესოა აგრეთვე უმაღლესი სასამართლო დაწესებულება _ საა-ჯოკარი, რომლის თავმჯდომარე იყო მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი.

თამარ მეფის დროს ისანში მდე-ბარეობდა მეფის სასახლე და საქართ-ველოს სამეფოს უმაღლესი ინსტი-ტუტი – სახელმწიფო დარბაზი. დარ-ბაზის მოწვევა მხოლოდ მეფის სურ-ვილზე იყო დამოკიდებული. ფაქტი-ურად, დღევანდელობას თუ გადა-ვხედავთ, პრეზიდენტის მიერ სახელ-მწიფო მინისტრების მოწვევას შეგ-ვიძლია შევადაროთ.

საქართველოს უკანასკნელი წარ-სული ძირითადად რუსეთის იმპე-რიას და მისგან თავის დასახსნელად განხორციელებულ ქმედებებსა თუ მოვლენებს უკავშირდება.

საუკუნეების განმავლობაში სა-ქართველო აღმოსავლური მონარქიის მიმდევარი ქვეყანა გახლდათ. საბ-ჭოთა სოციალისტური რესპუბლიკე-ბის კავშირის შექმნა არ გახლდათ პირველი მცდელობა და საშუალება, რითაც და როდესაც ჩვენი ქვეყანა რუსეთს დაუკავშრდა. მათი ურთი-ერთობა საუკუნეები გრძელდებოდა. იყო დრო, როდესაც განსხვავებულ იდეათა და შეხედულებათა მატარე-

Page 153: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

153

ბელი ტრადიციულად სახელმწიფოს მტრად მიიჩნეოდა. საქართველოს ანექსიის შემდეგრუსეთი ცდილობ-და, რომ საქართველოს დამოუკიდებ-ლობის დამახასიათებელი ყველა ნი-შანი ამოეძირკვა ქართველთა ცნო-ბიერებიდან, სურდა ქართველთა სრული რუსიფიკაცია, რისთვისაც კოლონიური პოლიტიკის კურსი შეი-მუშავეს, მაგრამ ქართველთა მტკიცე ერთგულებას ტრადიციის, ენისა და კულტურისადმი, ვერაფერი დააკ-ლეს. XIX საუკუნის ბოლო _ ეს იყო პერიოდი, როდესაც რუსეთსა და ქართველებს შორის ბრძოლამ რევო-ლუციური ხასიათი მიიღო. დაპყრო-ბილი ქვეყნები ცდილობდნენ რუსე-თის იმპერიას გაქცეოდნენ და და-მოუკიდებლად ეარსებათ, ესუნთქათ თავისუფლად და არ ყოფილიყვნენ ვინმეს ქვეშევრდომნი, ვინმეს მიერ დაპყრობილი, სულიერად გატეხი-ლი. მცირეოდენით კმაყოფილი ქარ-თველები ცარიზმის დამხობის შემ-დეგ საქართველოს ეკლესიის დამოუ-კიდებლობის აღდგენას დასჯერდ-ნენ. თუმცა როგორც იტყვიან- ცხოვ-რება ბრძოლაა _ და ქართველთა ბედნიერებაც ხანმოკლე აღმოჩნდა. ბოლშევიკები მწერებივით შემოესივ-ნენ რუსეთს და ცდილობდნენ სხვა ქვეყნებშიც შეეღწიათ. საქართველო მტკიცე უარზე გახლდათ და ამ რე-ჟიმს არ ცნობდა. შეიქმნა პირველი ნებაყოფლობითი ფედერაცია სამი კავკასიელი ხალხის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) ისტორიაში.

აღსანიშნავია, რომ ქართველების რუსეთთან კავშირის ძირითადი მი-ზეზი დაშეიძლება ითქვას მიზანი, სხვა საქართველოს მოწინააღმდეგე ქვეყნებთან დაპირისპირება გახლ-დათ. საქართველო პატარა ქვეყანაა,

შესაბამისად გიგანტ ან მასზე თუნ-დაც სამხედრო ძალით ძლიერ ქვეყ-ნებთან მას გამარჯვების მცირე შან-სები გააჩნდა. იგი იძულებული იყო დასახმარებლად მიემართა ძლიერი ქვეყნისათვის, როგორიც გახლავთ რუსეთი. ლოგიკურია, რუსეთი ყვე-ლაზე უპრიანი არჩევანია, ვინაიდან მასთან სულ მცირე რელიგიური, სარწმუნოებრივი სიახლოვე გვაკავ-შირებს, რაც ქართველებისათვის ერ-თობ მნიშვნელოვანი ფაქტორია, და რასაც ლომის წილი მიუძღვის „ქარ-თველობის“ შენარჩუნებში. საკმარი-სია გავიხსენოთ, გეორგიევსკის ტრაქ-ტატი, რომელიც დიდი ორჭოფობის შემდეგ ერეკლე მეორემ დადო რუ-სეთთან. სხვა საკითხია ეს ნაბიჯი სწორი იყო თუ არა. დღესდღეო-ბითაც გრძელდება მასზე მსჯელობა.

რაც შეეხება რევოლუციას და ბოლშევიკებს, აზერბაიჯანის თურქე-თისადმი მიმხრობის გამო, რომელ-თაც აკავშირებთ მაჰმადიანური სარ-წმუნოება და მონათესავე ხალხები არიან, დაიშალა ამიერკავკასიის რეს-პუბლიკა. 1918 წლის 26 მაისს მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსება.

თუმცა ბედნიერება კვლავ შორს იყო, საქართველოს წინ ელოდებოდა საბჭოთა რუსეთის მიერ ქვეყნის ანექსია. საქართველოს დემოკრატიუ-ლი რესპუბლიკის არსებობა 1921 წლამდე გაგრძელდა. როგორც პრო-ფესორი იგორ კვესელავა აღნიშნავს, დღის წესრიგში ახალი მფარველის ძიება დადგა და სხვადასხვა გასაგები მიზეზების გამო გამოირიცხა ირან-თან, თურქეთთან, ინგლისთან და საბჭოთა რუსეთთან თანამშრომლო-ბა, მათივე ინტერესების თანხვედრის

Page 154: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

154

სხვადასხვაობის გამო. „ასეთ ვითა-რებაში ერთმანეთს დაემთხვა გერმა-ნია-საქართველოს ინტერესები, მით უმეტეს, გაგრძელებულ ომში ჩაბმუ-ლი, კოლონიებისა და რესურსების გარეშე დარჩენილი გერმანია შეე-ცადა სამხედრო მრეწველობისათვის ნედლეულის წყარო მოეძია და ამ გზაზე საქართველო საუკეთესო არ-ჩევანი იყო.“ შესაბამისად 1918 წელს გერმანიამაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შედეგად ხელიდან გამოეცალათ ქართველებს მფარველი ქვეყანა. 1921 წელს სა-ქართველოში საბჭოთა ხელისუფლე-ბის დამყარების შემდეგ, კერძოდ, 1922 წელს შეიქმნა პირველი საბჭოთა კონსტიტუცია, რომელმაც განამტკი-ცა მთელი ძალაუფლების გადასვლა საბჭოთა ხელში და დიქტატურის დამყარება. ჩამოყალიბდა ახალი ორ-განოთა სისტემა, გაუქმდა კერძო სა-კუთრება როგორც მიწაზე, ისე კერძო სახის ყველა მსხვილ წარმოებასა და საწარმოო საშუალებებზე.

102-ემუხლით, შეიზღუდა საყო-ველთაო საარჩევნო უფლება. კონს-ტიტუციამ როგორც აქტიური, ისე პასიური საარჩევნო უფლება წაართვა მოქალაქეთა შემდეგ კატეგორიებს: 1. პირებს, რომლებიც იყენებდნენ

დაქირავებულ შრომას მოგების მიღების მიზნით;

2. პირებს, რომლებიც ცხოვრობდ-ნენ არა საკუთარი შრომის შე-მოსავლით;

3. კერძო ვაჭრებს, შუამავლებსა და კომერციულ შუამავლებს;

4. ბერ-მონაზვნებსა და რელიგიური კულტის სასულიერო პირებს;

5. ყოფილი პოლიციისა და მენშევი-კური მთავრობის შინაგან საქმე-

თა სამინისტროსთან არსებულ საგანგებო რაზმის მოსამსახურე-ებსა და აგენტებს;

6. პირებს, რომლებიც დადგენილი წესით ცნობილი იყვნენ სულით ავადმყოფებად და გონებადაქვეი-თებულებად, აგრეთვე მზრუნვე-ლობის ქვეშ მყოფთ;

7. პირებს, რომლებიც მსჯავრდე-ბული იყვნენ კანონიერ ძალაში შესული სისხლისსამართლის გა-ნაჩენით, ანგარებისა და სხვა და-მამცირებელი დანაშაულობები-სათვის. კონსტიტუცია ფორმალურად

აღიარებდა ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. ასევე აღსანიშნავია რიგით მესამე კონსტიტუცია, რო-მელსაც სტალინურ კონსტიტუციას უწოდებენ. იგი 1937 წელს მიიღეს. მასში შეტანილი ყველანაირი ცვლი-ლებები თითქოს საქართველოსათვის დადებით ფაქტს წარმოადგენდა, მაგ-რამ ეს მხოლოდ კონსტიტუციური ფასადი გახლდათ საბჭოთა პოლიტი-კის წარმოებისას. გავიხსენოთ ამავე წელს დაწყებული რეპრესიები, რომ-ლებიც ფაქტიურად კონსტიტუციის საფარქვეშ განხორციელდა.

წითელი არმიის შემოსვლამ სა-ქართველოში და მთავრობის ბათუმ-ში გადასვლამ ქართველთა სული-სკვეთება შეარყია და დამარცხებული ქვეყანა ოკუპირებულ იქნა რუსეთის მიერ. საინტერესოა მათი პოლიტიკა, თითქოს სსრკ-ში შემავალი ქვეყნები დამოუკიდებლები იყვნენ საშინაო საქმეების წარმართვაში, მაგრამ სი-ნამდვილეში საშინაო და საგარეო პოლიტიკაც მოსკოვიდან იმართებო-და. საბჭოთა რუსეთის შემოსვლის პირველივე დღეებიდან უკანასკნელ დღეებამდე, როდესაც საბჭოთა კავ-

Page 155: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

155

შირი დაიშალა, ქართველი ერი არ წყვეტდა აღნიშნული რეჟიმის წინა-აღმდეგ ფარულად თუ ცხადად გა-მოსვლას, აწყობდნენ აჯანყებებს, თუმცაღა რუსეთის მიერ მათი ჩახ-შობა სისხლის ფასად უჯდებოდათ ქართველებს. ქართველთა მედგარი სული არ ეპუებოდა მათ სისხლის-მღვრელ რეპრესიებს. საბჭოთა რუსე-თი სხვადასხვა პოლიტიკურ შეხე-დულებათა დათრგუნვის სისხლიან ცდებს მიმართავდა. მათ შორის აღსანიშნავია 1937 წლის რეპრესიები, რომელიც გამოირჩეოდა ულმობე-ლობით. სტალინის მიერ წამოწყე-ბული ხოცვა-ჟლეტა მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ხორციელდე-ბოდა. აღსანიშნავია, რომ საიდუმლო სამსახურის რეპრესიულ მექანიზ-მებს, რომელიც საქმის მასალებს აყა-ლიბებდნენ და ახდენდნენ უდანაშა-ულო ადამიანების ლიკვიდაციას, ლავრენტი ბერია ედგა სათავეში. სტალინის და მის გარშემო შემო-კრებილი ხალხის მიერ ხდებოდა პირადი ამბიციებისა და ინტერესე-ბის პოლიტიკურ ინტრიგებში ჩახ-ლართვა. ითითხნებოდა ბრალდებე-ბი, თითქოს საბჭოთა სისტემის გა-სანადგურებლად მოქმედებდა დიდი დაჯგუფება. პიროვნულ დაპირისპი-რებებს უამრავი უდანაშაულო ხალხი შეეწირა მსხვერპლად _ მათ შორის იყო ინტელიგენცია, გონიერი მუშა და გლეხი, ვინც ხმის ამოღებას გა-ბედავდა და რაიმეზე უკმაყოფილე-ბას გამოხატავდა.

სტალინის მიერ წამოწყებული რეპრესიები არა მარტო ხოცვა-ჟლე-ტის რაოდენობით და დაუნდობლო-ბით გამოირჩეოდა, არამედ იმითაც, რომ ხალხის სულიერი, მორალური გატეხა და ზნეობრივი გახრწნა

სდევდა თან. ისინი იძულებული იყვნენ ერთმანეთი დაებეზღებინათ, რათა საკუთარი თავი გადაერჩინათ, ვინაიდან ნაბრძანები იყო ყველა ეჭვმიტანილის დაპატიმრება, ვინც დაბეზღებაზე უარს იტყოდა, იმასაც სჯიდნენ და ხელისუფლების ღა-ლატს აბრალებდნენ. საბოლოოდ, შეიძლება დავასკვნათ, რომ რაც არ უნდა გაეკეთებინათ მათ, ნებისმიერ შემთხვევაში დამნაშავეები გამოდი-ოდნენ და მკაცრად ისჯებოდნენ. ინ-ტელიგენციას უთითხნიდნენ საქმე-ებს, საბუთების შედგენა-გაყალბება და მოწმეების გამოყვანა დაშინების ხერხით მათ საქმეს წარმოადგენდა და იდეალურად გამოსდიოდათ.

უდანაშაულო ხალხის დადანაშა-ულება და კვლა სწორედ რომ კრემ-ლიდან მომდინარეობდა. 1955 წელს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, თბილისში გაიმართა სასამართლო პროცესი, სადაც საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორი რუდენკო ეკითხება საბრალდებო სკამზე მჯდომ რუხაძეს: რატომ ხვრეტდით უდანაშაულო ადამიანებს? ბრალდე-ბული ადანაშაულებს საბჭოთა ხე-ლისუფლებას და პასუხობს: მიბრძა-ნებდნენ _ დავხვრეტდი, გიბრძანებენ და დამხვრეტთ, უბრძანებენ და და-გხვრეტენ! ასეთი გაუგონარი სიტუა-ციის შედეგად მართლაცდა ყველანი იხოცებოდნენ, რადგან საბოლოო ჯა-ლათად რუსეთის ხელისუფლება გამოდიოდა.

რეპრესიებში მოყვნენ ქართველი მწერლები, მეცნიერები, კულტურის მუშაკები. ასევე ისინიც, ვინც კრემ-ლის ერთგულნი იყვნენ. სტალინს ამ მასობრივი რეპრესიებით სურდა მო-ესპო მოაზროვნე ხალხი, დაეთრგუნა და მონად ექცია მშრომელი გლეხი,

Page 156: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

156

რომელიც ხმის ამოღებას ვერ გაბე-დავდა. მას სურდა ჩამოეცილებინა ხელისუფლებაში მყოფნი, რომლებიც ავტორიტეტს წარმოადგენდნენ და გამხდარიყო ერთპიროვნული ლიდე-რი, ბელადი, რომელსაც მიეწერებო-და ყველანაირი საბჭოთა მონაპოვა-რი. საამისოდ იგი არ ეპუებოდა არაფერს, იმ დანაშაულსაც კი, რო-

მელსაც თავად სჩადიოდა მოწინააღმ-დეგე ძალებს აბრალებდა, რათა მათ გასწორებოდა. ერთ-ერთ მაგალითს კიროვის მოშორება და ოპოზიციაზე გადაბრალება წარმოადგენს, მათი ამოხოცვის მიზნით. სწორედ ეს წარმოადგენდა 1937 წლის რეპრესიე-ბის საწყისს-საფუძველს.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. კულტურა და პოლიტიკა (წერილი მეოთხე) - გვერდი 4; ნანახ. 20.08.2014, http://www.polity.ge/oppinion/expert/1680-kultura-da-politika-5.html?start=3

2. აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. როინ მეტრეველი. საქართველოს ისტორია. ტომი II. IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე. გვ.417-425.

3. ზაზა რუხაძე. საქართველოს კონსტიტუციური სამართალი. http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0samartal--

00-1--0-10-0--0-0---0prompt-10--..-4----4---0-0l--11-en-10---10-ka-50--00-3-about-00-0-00-11-1-1utfZz-8-00-0-11-1-0utfZz-8-00&cl=CL1.11&d=HASH018e083605e388a0f0c0f1d1.3.5.4&gt=1

4. მიხეილ მჭედლიშვილი. 1937 წლის ბარბაროსული ხოცვა-ჟლეტა და ქართველთა ზღვა სისხლი ამ კაცთა კვლაში.

https://iberiana.wordpress.com/m-mchedlishvil/m-mchedlishvili-11/

Page 157: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

157

daviT jojua

ევრაზიული კავშირის იდეა

ევრაზიული კავშირის, შესაბამი-სად ევრაზიის საბაჟო კავშირის შე-ქმნის იდეის წარმოშობას გარკვეული პოლიტიკური რეალიები და ისტო-რიული ასპექტები განაპირობებდა. ისტორიას თუ გადავხედავთ ნათ-ლად დავინახავთ, რომ მის ამბიციებს არათუ დასასრული, არამედ დასაბა-მიც კი ფაქტიურად არ გააჩნია. მისი მეფეები თუ ლიდერები მოზღვავე-ბული ამბიციებით იყვნენ სავსენი. საბჭოთა სოციალისტური რესპუბ-ლიკების კავშირის შექმნა სწორედ რომ გვირგვინს წარმოადგენდა მათი სანუკვარი სურვილისა. ეს იყო პიკი იმისა რისი მიღწევაც ისტორიულად შეძლეს. ადამიანის ამბიციებს დასას-რული არ გააჩნია. რაც მეტს მიაღწევს, მით მეტი სურს. რუსეთის ლიდერე-ბიც სწორედ მეტისაკენ მიიღწვოდნენ და დღემდე მიიჩქარიან იმისაკენ, რაც ესე ერთი ხელის მოსმით დაკარგეს.

საბჭოთა კავშირი ფორმალურად მოკავშირე რესპუბლიკების კავშირი იყო. რეალურად კი მოსკოვიდან იმართებოდა, ძალაუფლება კი საბ-ჭოთა კავშირის კომუნისტურ პარ-ტიას ჰქონდა. აღნიშნულ პერიოდში მმართველობა ტოტალიტარულ-დიქ-ტატორული იყო. საბჭოთა კავშირის წნეხის ქვეშ საქართველოც იმყოფე-ბოდა სხვა რიგ ქვეყნებთან ერთად. რეპრესია განცდილი ქვეყნების ტან-

ჯვა დასრულდა 1991 წლის 26 დე-კემბერს, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და გაცამტვერდა. ვარშავის ხელშეკრულების ფაქტობრივი გაუქ-მების შედეგად რუსეთი, რომელსაც მსოფლიო ბატონობის მქონე ამბიცი-ები გააჩნდა ეულ პოლიტიკურ მოთა-მაშედ დარჩა ნატოსა და ევროკავ-შირის წინააღმდეგ. ვარშავის პაქტი, როგორც მოგვეხსენება, 1985 წლის აპრილში საბჭოთა კავშირის, ბულგა-რეთის, ჩეხოსლოვაკიის, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (აღ-მოსავლეთგერმანია), უნგრეთის, პო-ლონეთისა და რუმინეთის კომუნის-ტური და მშრომელთა პარტიების გენერალური მდივნების ვარშავაში შეკრების შედეგად შეიქმნა. მათ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც აღნიშნული ქვეყნები აგრძელებდნენ 1955 წლის შეთანხ-მებას, თანამშრომლობასა და ურთი-ერთდახმარებას. ისინი გაერთიანდ-ნენ ნატოს წინააღმდეგ. რუსეთი კარ-გად იყენებდა ვარშავის პაქტს აღმო-სავლეთ ევროპაში კონტროლის და-სამყარებლად და მრავალი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის შესანიღ-ბად.

საბჭოთა კავშირის სიდიდემ, ეკონომიკურმა წონამ და დიდმა სამ-ხედრო ძალამ განაპირობა მისი, რო-გორც ქვეყნის, დომინირება აღმოსავ-

Page 158: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

158

ლეთ ევროპაზე. აღმოსავლეთევრო-პული ქვეყნების დაქვემდებარებით საბჭოთა კავშირმა უზრუნველყო თა-ვისი კონტროლი რეგიონზე. ვარშავის პაქტმა საშუალება მისცა საბჭოთა კავშირს, რომ ოფიციალურად დაპი-რისპირებოდა ნატოს დასავლურ-აღ-მოსავლურ დიპლომატიაში. ამ ხელ-შეკრულებამ ასევე მისცა მას თანა-სწორი სტატუსი ამერიკის შეერთე-ბულ შტატებთან, რადგან იგი იყო ლიდერი და გამაერთიანებელი და-მოუკიდებელი ქვეყნებისა, რომ-ლე-ბიც მხარს უჭერდნენ მის საშინაო პოლიტიკას საერთაშორისო არენაზე. საბჭოთა კავშირი ადვილად ახერ-ხებდა საშინაო პოლიტიკის გავრცე-ლებას აღმოსავლეთ ევროპაში. რა თქმა უნდა, მისი დაშლა და აღნიშ-ნულ მდგომარეობაზე უარის თქმა ძალიან ძნელი იყო.

მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, რუსეთი რევიზიონისტულ სახელმწიფოდ იქცა. საქართველო კი, როგორც პროფესორი იგორ კვესე-ლავა წერს თავის წიგნში „საქართვე-ლოს სახელმწიფოებრივ-პოლიტიკუ-რი პარადიგმები და დილემები“, „სა-ქართველო იძულებული გახდა ახა-ლი მფარველი გაეჩინა ამერიკის შე-ერთებული შტატების სახით. დაიწყო ქართული საზოგადოების ამერიკულ-ევროპული პოლიტიკური, ეკონომი-კური, სამხედრო და კულტურულ-საგანმანათლებლო ორიენტაციისაკენ სვლის დაჩქარებული პროცესი.“ რუ-სეთი კი წარსულში არსებული გავ-ლენის აღდგენას ცდილობს დღესაც. რუსეთის საგარეო პოლიტიკა მიმარ-თულია იმისაკენ, რომ კვლავ გახდეს ძალაუფლების ალტერნატიული პო-ლუსი მულტიპოლარულ საერთაშო-რისო სისტემაში, როგორც გახლდათ

უკანასკნელი ორი საუკუნის განმავ-ლობაში. იგი ცდილობს გავლენა იქონიოს პოსტსაბჭოთა სივრცეზე და საკუთარი სიტყვა თქვას მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე.

რუსეთის საზღვრების შემცირე-ბამ და სსრკ-დან რესპუბლიკებჩა-მოცილებულმა ტერიტორიამ კრემლს დიდი მორალური დარტყმა მიაყენა. მას შემდეგ დაუოკებელი სურვილი ამოძრავებს მოსკოვს წარსულის გა-ცოცხლებისა და ნელნელა უფრო და უფრო ცხოველდება იმპერიის შექმ-ნის ოცნება. ხელისუფლებაში ვლა-დიმერ პუტინის მოსვლის შემდეგ, საერთაშორისო არენაზე რუსეთის ან-გარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბების-კენ სწრაფვამ უფრო აქტიური სახე შეიძინა.

ვლადიმერ პუტინმა ხელისუფ-ლებაში მოსვლისთანავე დაისახა მიზნად პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე გავლენის აღდგენა. მან კარგად იცო-და, რომ მსოფლიოში ერთერთი დო-მინანტის სახელის მოსაპოვებლად საჭირო იყო ყოფილი საზღვრების აღდგენა, რაც უფრო ძლევამოსილს და გავლენიანს გახდიდა საერთაშო-რისო არენაზე და კონკურენციას გა-უწევდა ამერიკის შეერთებულ შტა-ტებს. პუტინი მიიჩნევს, რომ აღნიშ-ნული ქვეყნები რუსეთთან დაკავში-რებულნი არიან ეკონომიკური, ის-ტორიული, კულტურული ძაფებით, რომლებიც მათსა და კრემლს შორის არის გაბმული. იგი ასევე მიიჩნევს, რომ ეს ძაფები არ უნდა გაწყდეს საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად და კვლავ უნდა დარჩნენ რუსეთის გავლენის სფეროში. რუსეთი ამ მიზ-ნის მისაღწევად მრავალ საშუალებას იყენებს, რომელთაგან უმთავრესი როლი ინტეგრაციულ პროექტებს

Page 159: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

159

აკისრია. რუსეთმა პოლიტიკური, ეკო-ნომიკური, სამხედრო და კულტუ-რული ინტეგრაციული პროექტების განხორციელებაზე დაიწყო მუშაობა. აღნიშნული პროექტები პოსტსაბჭო-თა ქვეყნებს შეზღუდული სუვერე-ნიტეტის შენარჩუნების საშუალებას მისცემდა და ამ ორგანიზაციებში გა-წევრიანებით ისინი გარკვეულ ეკო-ნომიკურ, პოლიტიკურ თუ სამხედ-რო სარგებელსაც მიიღებდნენ. ეს გა-ნაპირობებდა მათი ღრმა ინტეგრაცი-ისაკენ არა იძულებით, არამედ ნე-ბაყოფლობით მიმავალი გზის გავ-ლას.

ვლადიმერ პუტინის მარჯვენა ხელი, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, ალექსანდრე დუგინი გახლავთ _ ფი-ლოსოფოსი, პოლიტოლოგი და სოცი-ოლოგი, რომლის პოლიტიკური მოღ-ვაწეობა მიმართულია ევრაზიული ზესახელმწიფოს შექმნისაკენ რუსე-თის ინტეგრაციით პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ევრაზიულ კავშირში. და-სახული მიზნის მიღწევაში იგი აშკა-რად უდგას გვერდით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და არც საკუთარი პოზიციის დამალვას ცდილობს. არსებობს უამრავი ინტერ-ვიუ, რომელშიც ალექსანდრე დუგი-ნი ნათლად გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას რუსეთის იმპე-რიის შექმნისა და ევრაზიული გაერ-თიანების ჩამოყალიბებისადმი. იგი პირდაპირ აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა დაიპყროს ევროპა. რთული მი-სახვედრი არ არის, რომ რუსეთის მცდელობები ორგანიზაციების შექმ-ნისა, რომელიც გაართიანებდა აღმო-სავლეთ ევროპის ქვეყნებს, მიმართუ-ლი იყო სწორედ საბჭოთა კავშირის აღდგენისა და ფუნქციონირებისაკენ. ევრაზიული კავშირიც ამ გეგმის ერთ-

ერთი შედარებით პერსპექტიული და უახლესი ნაწილია.

საინტერესო განცხადებას აკე-თებს ალექსანდრე დუგინი RUSSIA.RU -ს ეთერში, სადაც იგი საუბრობს რუსეთის მიერ ევროპის დაპყრობაზე. „იდეა ისეთია, რომ უნდა მივითვი-სოთ, დავიპყროთ შემოვიერთოთ ევ-როპა...“, _ აცხადებს იგი. საუბრიდან კარგად ჩანს მისი ჩანაფიქრის არსი. რთულია ამ განაცხადის შემდეგ უარ-ყო რუსეთის ამბიციები საბჭოთა კავ-შირის აღდგენისა, უფრო მეტიც, დუ-გინი და შესაბამისად, კრემლი არ კმა-ყოფილდება ამით, და სურს შემოიერ-თოს მთლიანი ევროპა. იგი თამამად გვესაუბრება იმის შესახებ, რომ ევრო-პა ჩვენს თვალწინ ქრება. იგი ისე სთა-ვაზობს ევროპას ევრაზიულ იმპერი-აში შესვლას, თითქოს ეს ერთი ხელის მოსმით არის შესაძლებელი. დღეს-დღეობით არც ევრაზიული კავშირი ჩანს, უფრო კი მასში შემავალი ქვეყ-ნების რაოდენობის ზრდა არის საორ-ჭოფო. ეს არ აკავებს დუგინს და ორიოდ სიტყვით გვიხატავს, თუ რო-გორი იქნება ევრაზიაში შემავალი ევროპის ბედი: ,,ევროპას ჩვენ შევთა-ვაზებთ იყვნენ ისეთები, როგორიც არიან, მხოლოდ პროტექტორატს და-ვამყარებთ და მორჩა’’.

დუგინი ევროპის შეიარაღებულ ძალებს აუფასურებს და „ნულის ტოლს“ უწოდებს. მისი აზრით, მიუ-ხედავად იმისა, რომ არსებობს ნატო, მკაცრ ოპერაციებში იგი ხედავს, რო-გორც, მაგალითად, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ჩაურეველ მდგომა-რეობაში. რუსები უკვე წაეკიდნენ მათ მეგობარ სააკაშვილს, გაიმარჯვეს მასზე და პასუხად მხოლოდ იყო ხმაური, „ბალეტი“ შავ ზღვაში და ნა-ტოს კრეისერები. „და რა მერე? სამხ-

Page 160: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

160

რეთ ოსეთი, აფხაზეთი _ ჩვენია თუ მათი“, _ ირონიით ამბობს დუგინი.

ასეთი პირდაპირი განცხადების არსში დევს ასევე მისი მოსაზრება, რომელიც ევრაზიის კავშირს შეეხება. დუგინი სამ ფაზას გამოყოფს ევრაზი-ული კონტინენტისა:

„ _ ბირთვული ინტეგრაცია _ თა-ნამედროვე რუსული ფედერაცია (ე.წ. ,,heartland’’, დედამიწის შუაგული);

_ ევრაზიული კავშირის ზონა (დსთ-ს ქვეყნების ტერიტორია, სავა-რაუდო შესვლა ერთიან პოლიტიკურ გაერთიანებაში, კონფედერაციაში);

_ პოლიტიკური სივრცე მთლია-ნი ევრაზიისა, ჩამოყალიბებული ძლიერი სახელმწიფოების ირგვლივ (ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ირა-ნი, თურქეთი, ავღანეთი და სხვა.)

შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დუგინის, ამავდროულად კი პუ-ტინის მიზანს წარმოადგენს თავდა-პირველად პოსტსაბჭოთა ქვეყნების შემოერთება და ყოფილი სსრკ-ს აღდ-გენა, შემდგომში კი მის ფარგლებს გარეთ გაცილება და საბოლოო ჯამში საკუთრივ მთლიანი ევროპის დაპყ-რობა და შემოერთება. ეს კი როგორც ალექსანდრე დუგინი აღნიშნავს, არა ძალისმიერი ხერხებით, ვინაიდან ევროპას ამის ძალა არ შესწევს.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, კოლექტიური უსა-ფრთხოების ხელშეკრულების ორგა-ნიზაცია, საბაჟო კავშირი, ერთიანი ეკონომიკური სივრცე და ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობა სწო-რედ იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნები ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებამდე უნდა მი-ეყვანათ, რომლის დაფუძნებაც 2015 წელს იგეგმება.

ევრაზიული კავშირის სახით უნ-და წარმოიქმნას ძალის ახალი პო-ლუსი, რომელიც ისეთ ძლიერ სა-ხელმწიფოებთან კონკურენციაში, როგორიცაა ამერიკის შეერთებულ შტატები, ევროკავშირი და ჩინეთი, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. რუსეთის მიზანს შესაბამისად წარ-მოადგენს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის გავ-ლენის შესუსტება ამ ქვეყნებზე, რათა მათ უარი თქვან ნატოსა და ევრო-კავშირში გაერთიანებაზე და რუსეთ-თან დაკავშირების სურვილი აღეძ-რათ. ამისათვის კრემლმა უკვე მიმარ-თა ზომებს, რაც გამოიხატება პოსტ-საბჭოთა ქვეყნებზე საკუთარი ბერკე-ტების გამოყენებით. მასში იგულისხ-მება ეკონომიკური, კულტურული თუ სამხედრო სფერო. ნათელი მაგა-ლითია უკრაინა, სადაც რუსეთმა სამ-ხედრო ძალაც კი გამოიყენა და მიი-ტაცა ტერიტორიები. პარალელურად კი პუტინი განცხადებებს აკეთებს, რომ ევრაზიული კავშირი პოსტსაბ-ჭოთა ქვეყნებისათვის მიმზიდველი ორგანიზაციაა და მასში გაერთიანება ნებაყოფლობითია და არა იძულები-თი.

რუსეთს სჭირდება ეკონომიკური ინტეგრაცია, რათა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიერ დამოუკიდებელი პო-ლიტიკის გატარების ალბათობა უფ-რო შემცირდეს და მასში ჩარევა ად-ვილად მოახერხოს, ამ მიზნით კი კრემლი შესანიშნავად იყენებს პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ძლიერ ეკონო-მიკურ და ენერგოდამოკიდებულებას რუსეთზე. რუსეთს არ სურს საკუთარ საზღვრებთან სხვა, ძლიერი სახელმ-წიფოს ან სამხედრო ალიანსის არსე-ბობა, სწორედ ამის შედეგი იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიც.

Page 161: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

161

სტრატეგიის განხორციელებაში მოსკოვს ხელს უწყობს ის გარემოება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩართული იყო ერაყსა და ავღანეთში არსებულ ვითერებაში. აშშ დაკავებუ-ლი იყო და დასავლურ ორგანიზა-ციებში პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინ-ტეგრაციას ვერ ახერხებდა აქტიუ-რად. შემდგომში ერაყი და ავღანეთი ირანმა და სირიამ შეცვალა, შესაბა-მისად ვითარება კვლავ უცვლელი და რუსეთისათვის ხელსაყრელი დარჩა.

რასაკვირველია, რუსეთი ყველა-ფერს გააკეთებს, რომ სირიისა და ირანის საკითხის მოგვარება დროში კიდევ უფრო გაიწელოს და დრო მოიგოს.

რუსეთისთვის სასარგებლოა კრი-ზისი ევროპაშიც, რადგან ევროპე-ლებს უფრო ნაკლები დრო და შე-საძლებლობა რჩებათ პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთისთვის წინააღმდე-გობის გასაწევად და ევროკავშირის კარის გასაღებად, რაც თავის მხრივ გარკვეული საფეხურებით განისა-ზღვრება.

ფაქტია, რუსეთი არ დაუშვებს, საკუთარი გავლენის სფეროდან პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების გასვ-ლას. სწორედ ამიტომ რუსეთის ინი-ციატივით უკვე შექმნილია რამდე-ნიმე ორგანიზაცია, რომელთაგან ყვე-ლაზე მნიშვნელოვანი დამოუკიდე-ბელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაა (დსთ). იგი1991 წლის 21 დეკემბერს ჩამოყალიბდა და 11 პოსტსაბჭოთა ქვეყანას მოიცავს. ორგანიზაციას მნიშვნელოვანი მისია იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გავლენის სფეროების შენარჩუნება. თუმცა ფაქ-ტია ორგანიზაციამ ეს ვერ მოახერხა. მას მოჰყვაშანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია. მისი ისტორია 1996

წელს იწყება, როცა ჩინეთმა, ყირგი-ზეთმა, ყაზახეთმა და ტაჯიკეთმა საზღვრების დაცვის შესახებ ხელ-შეკრულება გააფორმეს, რომელსაც შემდგომ რუსეთი და უზბეკეთიც შეუერთდნენ, ხოლო 2001 წელს რე-გიონულ ორგანიზაციად ჩამოყალიბ-და და მის მთავარ მიზნად ტერო-რიზმის, ექსტრემიზმისა და სეპარა-ტიზმის წინააღმდეგ ბრძოლა განისა-ზღვრა.

შემდეგი საფეხური იყო 2002 წელს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ხელისმოწერა, რო-მელიც შემდეგ ორგანიზაციად გადა-კეთდა. მოსკოვის მიერ ორგანიზაცია-ზე გაცემული დიდი ავანსის მიუხე-დავად, ფაქტია, რომ იგი არ არის ეფექტური რეგიონული სამხედრო ორგანიზაცია და არც იწვევს დაინტე-რესებას სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები-სა. რაც შეეხება ეკონომიკურ მიმარ-თულებას, დამოუკიდებელ სახელმ-წიფოთა თანამეგობრობის ფარგლებ-ში გარკვეული ეკონომიკური სტრუქ-ტურების შექმნას მოსკოვი ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისში ცდი-ლობდა, თუმცა ხელისუფლებაში ვლადიმერ პუტინის მოსვლამდე ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბი-ჯები თითქმის არ გადადგმულა.

სწორედ ასე მივიდა რუსეთი ევ-რაზიული კავშირის შექმნის გადა-წყვეტილებამდე. მართალია, საბაჟო კავშირის იდეა პირველად 1995 წელს გაჩნდა, თუმცა შესაბამის ხელშეკრუ-ლებას ბელორუსმა, რუსეთმა და ყა-ზახეთმა მხოლოდ 2011 წელს მოა-წერეს ხელიდა იგი ძალაში ჯერაც არ შესულა.

რუსეთს სურს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულმა ზემოთ ხსენე-ბულმა ორგანიზაციებმა რეგიონში

Page 162: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

162

საკუთარი გავლენა გაზარდოს, თუმ-ცა სურვილის მიუხედავად, მათ და-კისრებული ფუნქცია ვერ შეასრუ-ლეს.იმედის ნაპერწკალს კი ევრაზი-ული კავშირი აღვივებს, რომლისთ-ვის ინტეგრაციის მაღალი დონეა და-მახასიათებელი. მას ხომ მაგალითად წარმატებული ორგანიზაციები ჰყავს და მინიმუმ მათზე მიბაძვაა შესა-ძლებელი, რათა სხვა მის მიერ შექმ-

ნილ ორგანიზაციებთან შედარებით ბევრად სიცოცხლისუნარიანი გახ-დეს. ამისათვის მას პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების დაინტერესება მოუ-წევს. სხვა შემთხვევაში, კვლავ მო-უწევს მიმართოს ძალადობრივ მეთო-დებს, თუმცა თანამედროვე მაგალი-თები აღნიშნული ძალადობისა გვიჩ-ვენებს მის არაპრაქტიკულობასა და არაეფექტურობას.

გამოყენებული ლიტერატურა: 1. Александр Дугин: Евразийский Союз и Евразийский Диалог,

http://iran.ru/news/analytics/80138/b_Aleksandr_Dugin_Evraziyskiy_Soyuz_i_Evraziyskiy_Dialog_b

2. Александр Дугин: "нам надо захватить Европу, завоевать и присоединить." http://snob.ru/profile/6090/blog/73552#comment_703769.

3. ჟვანია ნ., საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია, თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, თბ., 2006. გვ. 74.

4. კვესელავა ი., საქართველოს სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური პარა-დიგმები და დილემები. თბ., 2013. გვ.60-61

Page 163: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

163

mariam gabunia

კიდევ ერთხელ უილიამ შექსპირის ვინაობის დადგენის საკითხისათვის

შესრულდა უილიამ შექსპირის დაბედებიდან 450 წელი. მსოფლიოს მრავალ ადამიანს აღელვებს გენია-ლური დრამატურგის ვინაობის სა-კითხი. ლიტერატურათმცოდნეობაში მისი გარკვევა ჯერ კიდევ 200 წლის წინათ სცადეს. შექსპიროლოგები შე-თანხმდნენ, რომ უკვდავი პიესების, სონეტების, პოემების ავტორი, ვინც არ უნდა აღმოჩენილიყო, შექსპირი, მაინც შექსპირად დარჩებოდა (მისი გვარი ითარგმნება, როგორც ,,შუბის მტყორცნელი’’).

უცნაური გრძნობა გიპყრობს, როცა ინგლისის ქალაქ სტატფორდის სამების ეკლესიაში ამ გენიალური

ადამიანის ეპიტაფიას კითხულობ. ცნობილია, რომ ეპიტაფია მისივე სურვილით იქნა ამოკვეთილი საფ-ლავის ქვაზე. მასში მარადიული ხსოვნის თხოვნაცაა და შიშიც, ვინმეს აზრად არ მოუვიდეს გენიოსის საფ-ლავის შეხება და მისი მყუდროების დარღვევა. 1964 წელს, როცა მთელი მსოფლიო შექსპირის დაბადებიდან 400 წელს ზეიმობდა, ინგლისის ცნობილმა საზოგადო მოღვაწეებმა, მწერლებმა, პოეტებმა ქვეყნის პარლა-მენტს შექსპირის სარკოფაგის გახს-ნის თხოვნით მიმართეს, რათა პა-სუხი გაეცათ იმ უცნაური კითხვები-სათვის, რომელიც არსებობდა საუკუ-ნეების განმავლობაში შექსპირის ვი-ნაობის შესახებ, მაგრამ… უარი მიი-ღეს. ამის საბაბი ის გამოუცნობი ეპიტაფია გახლდათ, სადაც ვკითხუ-ლობთ:

,,შეჩერდი მგაზვრო, ღვთის

გულისათვის, ილოცე ჩემი სულის ხსნისათვის! ღმერთმა გიმრავლოს ლხენა, ნუგეში, შენ, ჩემი ნეშტის არ შეხებისთვის!’’

შექსპიროლოგთა არაერთ თაობას

აწვალებდა კითხვა, ხომ არ იყო ეს სიტყვები მოგონილი იმისათვის, რომ

Page 164: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

164

დაემალათ შექსპირის დიდი საიდუმ-ლო. ამ საიდუმლოს ახსნას ბევრი ცნობილი შექსპიროლოგი შეეცადა, მათ შორის იყვნენ ენტონი ბერჯენსი, ედვარდ ბონდი, ჰერბერტ ლორენსი, უილიამ ჰენრი სმიტი და სხვანი. შექსპირის თანამედროვე დრა-მატურგი ბენ ჯონსი წერდა: ,,შექს-პირმა ცოტა იცოდა ლათინური, უფ-რო ნაკლებად ბერძნული’’. ჩვენ ვი-ცით, რომ მის ქმნილებებში ბევრი ინფორმაცია სწორედ ანტიკური ეპო-ქიდანაა აღებული. ჯეიმზ ჯოისმა რომანში ,,ულისე’’ დასვა კითხვა _ არსებობდა თუ არა უილიამ შექს-პირი? მაგრამ კითხვა მან უპასუხოდ დატოვა. მისი შექსპირი _ ეს არის შემოქმედის სიმბოლო, რომელიც სცდება ერთი პიროვნების ფარგლებს და თავისი ბუნებით ვერც ერთ თეო-რიაში ვერ თავსდება. შექსპირის გე-ნიალური ტრაგედიების ,,მეფე ლი-რის’’, ,,რიჩარდ III-ის’’, ,,მაკბეტის’’, ავტორობის პრეტენდენტები იყვნენ მწერლები, პოლიტიკოსები, ლორდე-ბი, თვით ინგლისის დედოფალი ელიზაბეტ I-ც კი. ყველაზე ცნო-ბილნი მათ შორის იყვნენ შექსპირის ბრწყინვალე თანამედროვენი: ფილო-სოფოსი და პოლიტიკოსი ფრენსის ბეკონი და დრამატურგი და მოგზა-ური ქრისტოფერ მარლო. თუ შექს-პირი მხოლოდ ნიღაბია, მაშინ ის იქ-ნება ყველა დროის და ხალხის უდი-დესი მისტიფიკაცია... შექსპირზე კა-მათისას მთავარი არგუმენტი მისივე პირადი ცხოვრებაა. იგი ლიტერატუ-რულ ასპარეზზე 30 წლის ასაკში გა-მოჩნდა 1593 წელს, მაშინვე როცა გარდაიცვალა ქრისტოფერ მარლო, ცნობილი ინგლისელი პოეტი და დრამატურგი. ამ დრომდე უილიამი ეჭვმიტანილი იყო ბრაკონიერობაში,

სარგებლობდა თავშეუკავებელი ლო-თის რეპუტაციით. მისი კვალი

სტრატფორდში წლობით იკარგებოდა და მოულოდნელად ჩნდებოდა.

ყოველი ავტორის შესახებ შეიძ-ლება რაიმე შევიტყოთ მისი ნაწარმო-ებების გაანალიზებისას. ამ თვალ-საზრისით შექსპირი 25 ათასი სიტყ-ვის შემცველი გიგანტური ლექსიკო-ნის მფლობელი კაცია; ნაწარმოებების თანახმად, იგი კარგად ფლობდა ფრანგულ, იტალიურ, ესპანურ ენებს, ასევე კარგად უნდა სცოდნოდა ძველ-ბერძნული და ლათინური. იგი ასევე, ზედმიწევნით ერკვეოდა საზღვაო და სამხედრო საქმეებში, იურისპრუდენ-ციაში, ფილოსოფიაში, მუსიკაში, მე-დიცინაში, ბოტანიკაში, გეოგრაფია-ში. მშვენივრად იყო გათვითცნობიე-რებული იმდროინდელი ევროპის სა-მეფო კარის ცხოვრებაში; კარგად იც-ნობდა იტალიის ქალაქებს: პადუას, ვერონას, მილანს, ვენეციას, მანტუას, მაგრამ არა გაგონილს და არა წიგნე-ბის მიხედვით. იბადება კითხვა: შე-ეძლო სტრატფორდელ შექსპირს ამ-დენი ცოდნის დაგროვება? დადგენი-

Page 165: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

165

ლია, რომ შექსპირის მშობლები ხელ-მოწერის ნაცვლად ჯვრებს დასვამდ-ნენ ხოლმე... მისი არცერთი ბიოგრა-ფი საკამათოდ არ ხდის ფაქტს, რომ შექსპირს არასოდეს დაუტოვებია ინ-გლისის საზღვრები, მაშასადამე, იგი არ ყოფილა არც იტალიაში და არც დანიაში... მისი გარდაცვალების შემ-დეგ, როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, არ დარჩენილა არც ერ-თი წერილი, ან ხელნაწერი. დღემდე არ არის აღმოჩენილი მისი ხელით დაწერილი პიესების, ან სონეტების არც ერთი ეგზემპლარი. ნაპოვნია მხოლოდ მისი ოთხი ხელმოწერა: ან-დერძზე, სასამართლო ჩვენებაზე და სახლის ყიდვის ორ დოკუმენტზე. ავ-ტორს, რომელიც თავის ნაწერებში ყველა საუკუნის ლიტერატურისა და ისტორიის ღრმა ცოდნის დემონსტ-რირებას ახდენს, უნდა ჰქონოდა მდიდარი ბიბლიოთეკა. შექსპირის სახლ-მუზეუმში მისი საკუთარი ბიბ-ლიოთეკა დაცული არ არის. შექსპი-რის ანდერძში არსადაა ნახენები წიგ-ნები, ხელნაწერები, მაშინ როცა ის სა-უბრობს საწოლზე, მაგიდაზე, ჭურ-ჭელზე, მოოქროვილ ვერცხლის ლარ-ნაკზე... შექსპირის ქალიშვილი ჯუ-დიტი 27 წლის ასაკშიც კი წერა-კი-თხვის უცოდინარი იყო. შექსპირო-ლოგები კამათობენ იმაზეც, თუ სად შეიძლებოდა ესწავლა მას ფრანგუ-ლი, იტალიური, ესპანური... ურომ-ლისოდაც იგი ვერ შექმნიდა თავის შედევრებს. რაც შეეხება სცენაზე მისი, როგორც მსახიობის მოღვა-წეობას, მას არც ერთი მთავარი როლი არ შეუსრულებია თავის ცნობილ პი-ესებში; სცენაზე მის უმაღლეს მიღ-წევად უნდა ჩაითვალოს ჰამლეტის მამის ჩრდილის როლის შესრულება. შექსპირის გარდაცვალებამ სტრატ-

ფორდში და მით უმეტეს, მის ფარგ-ლებს გარეთ, შეუმჩნევლად ჩაიარა. მის სიკვდილზე არ დაწერილა არც ერთი ელეგია, როგორც იმხანად იყო მიღებული. შექსპირის სახელს არ იხ-სენიებს თეატრ ,,გლობუსის’’ მსახიო-ბი ჯონ ალენი, რომელიც იმ დროს დღიურებს წერდა და მასში მნიშვ-ნელოვან თეატრალურ ამბებს აღწერ-და. შექსპირის სიძესაც, დოქტორ ჰოლს, თავის ჩანაწერებში არც ერთი სიტყვა არ დასცდენია იმის შესახებ, რომ მისი სიმამრი ცნობილი პოეტი და დრამატურგი იყო. შექსპირის ყველა პორტრეტი აპოკრიფულია. ბენ ჯონსი შექსპირის ერთ-ერთ სურათს ,,უსაფლავო ძეგლს’’ უწოდებს. მარკ ტვენი, ემესრონი, ლორდი პალმერს-ტონი, ბაირონი, დიკენსი და სხვანი ეჭვს გამოთქვამენ შექსპირის პიროვ-ნების შესახებ და ითხოვენ გაირკვეს შექსპირის ,,საიდუმლოებანი’’. ბევრი ცნობილი შექსპიროლოგი, მათ შო-რის, ჰერბერტ ლორენსი და ჯონ ჰარ-ტი აღნიშნავენ, რომ შექსპირის პიე-სების უმრავლესობა ფრენსის ბეკო-ნის კალამს ეკუთვნოდა. ბეკონის შე-სანიშნავ ბიბლიოთეკაში ინახებოდა სწორედ ისეთი წიგნები, რომელთა ფრაგმენტებიც უხვად იყო ციტი-რებული შექსპირის პიესებში. მისი პიესების უმრავლესობა ისეთ სიუჟე-ტებზე იყო აგებული, რომელთა თარ-გმანი ინგლისურ ენაზე არ არსებობ-და, შექსპირს კი, ბეკონისგან განსხვა-ვებით იტალიურ ენაზე მათი წა-კითხვა არ შეეძლო. იბადება კითხვა, რატომ არ სურდა ბეკონს ყოფილიყო ცნობილი. ბეკონი იყო წევრი როზენ-კროცერების ორდენისა, რომლის წეს-დების თანახმად, გარდაცვალების შემდეგ, ორდენის წევრის საფლავი არ უნდა ყოფილიყო ცნობილი. ბეკო-

Page 166: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

166

ნი იმედოვნებდა, რომ მომავალი გახსნიდა მის გენიას, მან ხომ სული ღმერთს უანდერძა, სხეული _ უცნობ ადგილს, სახელი და ხსოვნა _ მომა-ვალს.

შექსპირის პიესების ავტორად ასახელებენ გრაფ რეტლენდს, ანუ როჯერ მენერისს. მას უცნაურ, სნე-ულ კაცად იცნობდნენ. იგი იყო სა-მეფო კართად დაახლოებული, მე-ტად განათლებული, ევროპული ენე-ბის ბრწყინვალე მცოდნე. დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი, დიდხანს ცხოვრობდა იტალიაში, სწავლობდა პადუის უნივერსიტეტში. ამ უნივერ-სიტეტის სტუდენტურ სიებში ვხვდე-ბით დანიელებს _ როზენკრანსცისა და გილდენსტერნის _ ,,ჰამლეტის’’ პერსონაჟების გვარებს. ისიც ცნობი-ლია, რომ 1603 წელს გრაფი რეტ-ლენდი დიპლომატიური მისიით და-

ნიაში გაიგზავნა. სწორედ ამ წელს

გამოიცა ,,ჰამლეტი’’, სადაც ამ ქვეყ-ნის სამეფო კარის ცხოვრებაა აღწერი-ლი. რეტლენდი 1612 წელს გარდაი-ცვალა და ტრაგედიების წერაც შეწყ-და. ჩნდება კითხვა: რაში სჭირდებო-და გრაფს, ამოფარებოდა ნიღაბს და მსოფლიო დიდების გვირგვინი სა-შუალო მონაცემების მსახიობისათ-ვის, მასზე ნაკლებად განათლებული ადამიანისათვის დაეთმო. შექსპირო-ლოგები ფიქრობენ, რომ ეს იყო გულდასმით მომზადებული და წარ-მატებით განხორციელებული ლიტე-რატურული თამაში. რეტლანდმა მიზნად დაისახა შეექმნა ყველა დროისა და ყველა ხალხის უდიდესი დრამატურგი, ოღონდ ინგლისელი. ჭეშმარიტი ავტორის სახელი კი, დაე, მოკვდეს! შექსპიროლოგები, კერძოდ, ჰოფმანი, უილიამსი, ჯონსი... ცდი-ლობენ შექსპირის ზოგიერთი პიესის ავტორად მიიჩნიონ ცნობილი მწერა-ლი და დრამატურგი ქრისტოფერ მარლო. შექსპირის თანამედროვე, ჰოფმანი პოულობს მსგავსებებს მარ-ლოს სახელით გამოქვეყნებულ პოე-მებსა და შექსპირის ზოგიერთ პიესას შორის (მაგ., ,,ვენერა და ადონისი’’, ან ,,ტიტუს ანდრონიკუსი’’...). შექსპი-რის მომხრეები ისეთივე დამაჯერებ-ლობით ამტკიცებენ შექსპირის ავტო-რობას, როგორც ბეკონის, ან მარლოს მომხრეები, მაგრამ უდავო დამამტკი-ცებელი არგუმენტები არც მათ გააჩ-ნიათ.

ჩარლზ დიკენსი წერდა, შექსპი-რის უკან, რაღაც მშვენიერი საიდუმ-ლოა დამარხული და იგი ყოველდღე ელის შეიტყოს ეს საიდუმლო. მარკ ტვენმა შექსპირს არარსებულ ადამი-ანთა შორის ყველაზე სახელგანთქმუ-ლი უწოდა. ამ შეხედულებას იზია-რებდნენ გოლსუორსი, ფროიდი და

Page 167: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

167

სხვ... შექსპირის ვინაობის პრობლე-მის გადაწყვეტა რთულია, ეს რომ მარტივი ყოფილიყო, კაცობრიობა მას დიდი ხნის წანათ გადაჭრიდა. ცოტა ხნის წინ, მსოფლიო კინოს ეკრანებზე გამოჩნდა ცნობილ შექსპიროლოგ ტომას სტოფარდის სცენარის მიხედ-ვით გადაღებული ფილმი ,,შეყვარე-ბული შექსპირი’’, რომელმაც ,,ოსკა-რი’’ მოიპოვა. ხელოვნებათმცოდნეე-ბი აღნიშნავენ, რომ ფილმი შორსაა ისტორიული სიმართლისაგან. რასა-კვირველია, სცენარისტს აქვს გამონა-გონის შემოთავაზების უფლება, მაგ-რამ მაყურებელსაც აქვს უფლება

იცოდეს, რომ ფილმში ყველაფერი წმინდა წყლის ფანტაზიაა...

ჯერ კიდევ მრავალია ,,თეთრი ლაქები’’ შექსპირის ბიოგრაფიაში. დისკუსია ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდება. უილიამ შექსპირი კვლავ იდუმალების ბურუსშია გახ-ვეული. მისი საფლავის ეპიტაფია კვლავ მყუდროებას ითხოვს. ვინ იყო შექსპირი? ჩვენთვის გაცილებით უფრო ძვირფასია შესწავლა იმ უკვ-დავი შემოქმედებისა, რომელიც კა-ცობრიობის უდიდეს საგანძურად არის მიჩნეული.

გამოყენებული ლიტერატურა: 1. Chambers E.K., W. Shakespeare, A study of facts and problems. M., 2004. 2. Wilson J.D. The essential Shakespeare, Camb., 2012. 3. Шведов В. Вильям Шекспир, М., 1977. 4. Хайтхед Д. Серьезные забавы, М., 1986. 5. ლ. ხუბაშვილი, ვინ იყო შექსპირი _ ფრენსის ბეკონი თუ ქრიტოფერ

მარლო. იხ.: შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები, III, თბ., 2001, გვ. 96-111.

Page 168: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

168

nazi xaniaSvili

ქართული ანბანი სომხების შექმნილი არ შეიძლება იყოს!

სომხების მიერ გამოთქმულია

მოსაზრება, თითქოს, ქართული ანბა-ნი Vს. სომეხმა საზოგადო მოღვაწემ მესროპ მაშტოცმა შექმნა. სომხურ-ქართულ დამწერლობათა ურთიერთ-მიმართებათა გარკვევისას აღმოჩნდა, რომ სომეხ ისტორიკოს კორიუნის თხზულებაში მაშტოცის მიერ ქარ-თული ანბანის შექმნის ვერსია გვიან-დელი ჩანართი აღმოჩნდა (რ. პატა-რიძე, ,,ქართული ასომთავრული’’, 1980 წ. გვ. 33). მიუხედავად ამისა, ამ საკითხის სომეხი მკვლევარები ისევ ძველ ვერსიას იმეორებენ, რომ ანბანი ქართველებს ახ. წ. V საუკუნეში მოღვაწე მესროპ მაშტოცმა შეუქმნა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირ-კვეს ეს საკითხი, რათა ნათელი მოე-ფინოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას, ზოგადსაკაცობრიო კულ-ტურის უმნიშვნელოვანეს საკითხს, საერთოდ, ქართული ანბანური დამ-წერლობის წარმოშობის საკითხს.

პირველ ადამიანთა ცოდნა ღმერ-თზე, ადამიანსა და სამყაროზე, რო-გორც ერთიან კოსმიურ სინთეზზე, დღემდეა მოტანილი და მას მსოფლი-ოს მოაზროვნე საზოგადოება კაბალას სახელით იცნობს. ეს არის კაბალას კოსმიური ბიბლიური ცოდნა სამყა-როს გენეტიკური კოდის შესახებ, რო-მელიც, ჩემი გამოკვლევით, მსოფლი-

ოში არსებული ყველა ანბანიდან, მთელი სიღრმით, მხოლოდ ქართულ ანბანში აისახება. კაბალას ბიბლიურ ცოდნას წარმოაჩენს ჩინეთის ,,იძინი’’ – სამყაროს ,,ცვალებადობათა წიგნი’’, შუმერთა ,,მე’’-ს ,,ხვთაებრივი კანო-ნები’’, ეგვიპტის ,,ტაროს არკანები’’, ევროპელთა ,,რუნები’’.

,,კაბალა’’ _ ,,კაბა-ალი’’ ქართული სიტყვაა და ცეცხლის სტიქიის სამოსს _ ,,კაბა’’-ს ნიშნავს. ამასთანავე, სა-ქართველოს აღმოსავლეთ ნაწილს – ჰერეთს ოდითგანვე ,,კაბალა’’ ერქვა. დღესაც არის იქ ქ. კაბალა, აღმოსავ-ლეთ საქართველოში კი მდ. კაბალი და სოფ. კაბალი.

დავახასიათოთ ქართული ანბანი კაბალასთან მიმართებით და შემდეგ გავავლოთ პარალელები სომხურ ან-ბანთან: ქართულ ანბანში 37 ასო-ნიშანია, რაც კაბალასთვის ასო-ნიშან-თა აუცილებელი რაოდენობაა, რო-მელშიც ეგვიპტური კაბალას 78 არკა-ნი (საიდუმლო) აისახება – 21+4ხ14+1=78; ქართულ ანბანში ნუ-ლოვანი არკანი, ანუ -ვიე ასო-ნიშანი, რომელსაც არა აქვს რიცხვითი მნიშვ-ნელობა, არის გამყოფი _ საზღვარი ,,უფროს’’ და ,,უმცროს’’ არკანთა ჯგუფებისა: უფროს არკანთა ჯგუფი მოიცავს 21 არკანს, რომელიც სისტე-მურად ანბანის 21 ასო-ნიშანზე

Page 169: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

169

ვრცელდება, ხოლო უმცროს არკანთა ჯგუფი მოიცავს 4ხ14+1=57 არკანს, რომელიც სისტემურად ანბანის 15 ასო-ნიშანზე ნაწილდება; შუმერების ,,მე’’-ს ,,ხვთაებრივ კანონებში’’ ერთი კოსმიური ციკლი 37 ,,კანონს’’ შეად-გენს, რაც ზედმიწევნით შეესაბამება ქართული ანბანის 37 ასო-ნიშანთა მდებარეობას ანბანში; ქართულ ან-ბანში აისახება ასევე ჩინეთის ,,იძი-ნი’’-ს 64 ჰექსაგრამა და ევროპელთა ,,რუნები’’ ქართულ ანბანში ასო-ნი-შანთა მდებარეობა, მათი მეორეული

სახელები – ან, ბან, გან, დონ ... ა.შ., გვერდით მიწერილი რიცხვები, 21 და 22 ასო-ნიშნებს შორის ნულოვანი ასო-ნიშნის მდებარეობა, რომელსაც არა აქვს რიცხვითი მნიშვნელობა, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია იმის-თვის, რომ გაკეთდეს დამაჯერებელი და საფუძვლიანი დასკვნა: კაბალას ბიბლიური ცოდნა ქართული გენის ფენომენია, ქართული კოსმოგონიუ-რი ცოდნაა და მხოლოდ ქართულ ან-ბანში აისახება.

ქართული ანბანი

Page 170: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

170

სომხური ანბანი (მესროპ მაშტოცის შედგენილი ,,ერკათაგარის’’

ანბანი. ახ. წ. V ს.)

კაბალას ცოდნის მიხედვით, ყვე-ლა ანბანში აუცილებელია:

1. პირველი ასო-ნიშანი აუცი-ლებელია იყოს ა-ან-1, რომლის მე-ორადი სახელი სავალდებულოა იყოს _ ,,ან’’, ვინაიდან ჩინური კაბალას პირველი ჰექსაგრამის სახელია – ,,ცი-ან’’ და ამავდროულად, მის შესაბამის

იეროგლიფურ გამოსახულებაში არის ქართული ასომთავრული ,,Շ-ა-ან’’ ასო-ნიშანი, ასევე ,,ან’’ არის შუმერთა ცის ღმერთი, რომელმაც შექმნა სამ-ყაროში ყველაფერი. სომხურ ანბანში კი ეს არ არის.

2. ანბანში ,,ი-ინ-10’’ ასო-ნიშანი აუცილებლად უნდა იყოს რიგით მე-

Page 171: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

171

10, რომლის მეორადი სახელი სავალ-დებულოა იყოს _ ,,ინ’’, ვინაიდან, კა-ბალას მიხედვით, ის არის ,,ქალბა-ტონის მუდმივი ხელისუფლება’’. ასევე, აღმოსავლური ფილოსოფიით, ,,ინ’’ არის სამყაროს შემოქმედი მდედრის გამოხატულება, რომელიც უდიდეს ადგილს იკავებს სამყაროს გენეტიკური კოდის ორ _ ,,ინ’’ და ,,იან’’ საწყისების სახით. სომხურ ანბანში კი ეს არ არის.

3. კაბალას ცოდნიდან გამომდი-ნარე, აუცილებელია მე-12 ასო-ნიშანი იყოს ,,ლ-ლას-30’’, რომლის შესაბა-მისი რიცხვი სავალდებულოა იყოს ,,30’’ სომხურ ანბანში კი ეს არ არის.

4. კაბალას ცოდნიდან გამომდი-ნარე, აუცილებელია მე-16 ასო-ნიშანი იყოს ,,ო-ონ’’, რომლის მეორადი სახელი სავალდებულოა იყოს ,,ონ’’, ვინაიდან, კაბალას ცოდნით, ის არის ,,ბაბ-ელ-ონ-ის’’ გოდოლი. სომხურ ანბანში კი ეს არ არის. გამომდინარე აქედან, რომ კაბალას ცოდნა მხო-ლოდ ქართულ ანბანში აისახება, რომელიც არის სამყაროს გენეტიკუ-რი კოდი, ქართული ანბანის მიხედ-ვით შეგვიძლია განვსაზღვროთ, რო-დის მოხდა ბაბელონის გოდოლის დანგრევა: ეს პროცესი დაიწყო ,,ქართ. ადამს აქათ’’ 30 წელს, ,,ნგრევა’’ გრძელდებოდა 10 წელი და დამთავრდა ,,ქართ. ადამს აქათ’’ 40 წელს. თუ ამ თარიღს ახ. წ. 2000 წლიდან უკან ავითვლით, ბაბელო-ნის გოდოლის დანგრევა დაწყებულა 7970 წლის უკან, ანუ ძვ. წ. 5970 წელს, გრძელდებოდა 10 წელი და დამთავ-რდა ძვ. წ. 5960 წელს, ანუ 7960 წლის უკან. ,,ო’’ ასო-ნიშანი სომხურ ანბან-ში მხოლოდ XII საუკუნიდან გაჩნდა.

5. კაბალას ცოდნიდან გამომდი-ნარე, მე-19 ასო-ნიშანი აუცილებლად

უნდა იყოს ,,რ-რა-რაე-100’’, რომლის მეორადი სახელი სავალდებულოა იყოს ,,რა-რაე’’ და შესაბამისი რიცხვი უნდა იყოს ,,100’’. კაბალას ცოდნით მისი სახელია ,,მზე’’, მსოფლიოში არსებული ანბანებიდან ,,რ’’ ასო-ნი-შანი მე-19 ადგილზე მხოლოდ ქარ-თულ ანბანშია. სომხურ ანბანში კი ეს არ არის.

6. კაბალას ცოდნიდან გამომდი-ნარე, აუცილებელია 21-ე ასო-ნიშანი იყოს ,,ტ-ტარ-300’’, რომლის მეორა-დი სახელი სავალდებულოა იყოს ,,ტარ’’. ვინაიდან ის ამთავრებს ეგ-ვიპტური კაბალას უფროს არკანთა ჯგუფს; სომხურ ანბანში კი ეს არ არის. ამავდროულად, ეგვიპტური კა-ბალას სახელი ,,ტაროს არკანები’’ სწო-რედ ქართული ანბანის 21-ტ-ტარ ასო-ნიშანთანაა დაკავშირებული. სიტყვა ,,ტარო’’ ქართულად ,,მეფეთა გზა’’-ს ნიშნავს. ქართული ცნობიერე-ბით სიტყვა ,,ტარ-ო’’ შემდეგნაირად წარმოჩინდება: ,,ტარ’’ _ ტარებას, სიარულს, ,,გზა’’-ს ნიშნავს, ხოლო ,,ო’’ ასო-ნიშნით გამოსახავდნენ უძ-ველეს ქართულ ხელნაწერებში სიტყვას ,,უფალი’’ – ქვეყნიერების მთავარი. როგორც ვხედავთ, ქარ-თული ცნობიერება ზუსტად გამოხა-ტავს სიტყვა ,,ტარო’’-ს – ,,მეფეთა გზა’’-ს. კაბალას ცოდნით, 21-ე არ-კანის სახელია ,,გრაალი’’, რომელიც აუცილებლად დაკავშირებულია

,,გრაალის’’ თასთან. სიტყვა ,,გრალი’’ (მე ამ სიტყვას ასე მოვიხსენიებ) ორი ნაწილისგან შედგება და თუ დავუ-კვირდებით, მისი საიდუმლო თვით სიტყვაშია – ,,გრ’’ და ,,ალი’’, სადაც ,,გრ’’ უკავშირდება სიტყვებს ,,ჯ-გრ-აგი’’ (ვფიქრობ, თავდაპირველად იქ-ნებოდა ,,ჯგრალი’’), ,,ტენ-გრ-ი’’, რაც თეთრ ცხენზე მჯდომ ღმერთს, წარ-

Page 172: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

172

მართობის თეთრ გიორგის უკავშირ-დება, ხოლო ,,ალი’’ _ ცეცხლის სტი-ქიას, მზეს, ოქროს ნიშნავს. მაშასადა-მე, სიტყვა ,,გრ-ალი’’ – იგივე ოქროს საწმისის ენერგიის გამომხატველია (ეს ცალკე საუბრის თემაა). როგორც ,,გრალის თასი’’, ასევე ,,ოქროს საწ-მისი’’, ადამიანის სამყაროს უკავშირ-დება და განიხილება გენეტიკური კოდის – დნმ-ის დონეზე.

7. კაბალას ცოდნაში ნულოვანი არკანი განთავსებულია 21 და 22-ს შორის, ანუ ისეთი ასო-ნიშანია, რომ-ლის რიცხვითი მნიშვნელობა ნულის ტოლია. ქართულ ანბანში 21 და 22 ასო-ნიშნებს შორის სწორედაც არის -ვიე ასო-ნიშანი, რომელსაც რიცხვი-თი მნიშვნელობა არ გააჩნია, ანუ ნუ-ლის ტოლია. სომხურ ანბანში კი ეს არ არის. იგი ამავდროულად მეორ-დება უ-22 ასო-ნიშანში, რაც კაბალას ცოდნაში ძალიან მნიშვნელოვანია. კაბალას ცოდნა კი გვეუბნება, რომ 22 არკანი არის იგივე ნულოვანი არკანი, მაგრამ 22-ე არკანი გამომდინარეობს არა 21-ე არკანიდან, არამედ ნულოვა-ნი არკანიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ 21-სა და 22-ს შორის აუცილებლად უნდა იყოს ნულოვანი არკანი, ანუ ასო-ნიშანი, რომლის რიცხვითი მნი-შვნელობა ნულია. კაბალას ცოდნით ნულოვანი, ანუ 22-ე არკანის სახელია ,,წარღვნა’’, რომლის მიხედვითაც შე-გვიძლია განვსაზღვროთ, როდის მოხდა ,,წარღვნა’’ და საერთოდ, კა-ბალა რომელ ,,წარღვნაზე’’ მიგვანიშ-ნებს, ეს შემდგომი კვლევის საკი-თხია. კაბალას ცოდნა რომ ქართუ-ლია, ამის მიმანიშნებელია ისიც, რომ ქართველებმა კაბალას _ ქართული ანბანის კოდით იცოდნენ, როდის მოხდა ,,წარღვნა’’ და აქედან დაიწყეს წელთაღრიცხვის ათვლა ,,დასაბა-

მითგან’’, ანუ ,,წარღვნიდან’’. ქართვე-ლები უძველეს ხელნაწერებში ,,და-საბამითგან’’ ქრისტეს მოსვლამდე 5604 (5600) წელს ითვლიდნენ, რაც ემთხვევა ბიბლიური კაბალას კოდს _ ქართული ანბანის გენეტიკურ კოდს, ვინაიდან ქართული ანბანია სამყა-როს გენეტიკური კოდი და ,,ქართუ-ლითა ენითა ჟამი შეიწირვის’’. შეგ-ვიძლია, ქართული ანბანის მიხედ-ვით, განვსაზღვროთ, როდის მოხდა წარღვნა: წარღვნა დაიწყო ,,ქართ. ადამს აქათ’’ 300 წელს, რომელსაც ეესაბამება ძვ. წ. 5700 წელი, გრძელ-დებოდა 100 წელი და დამთავრდა ,,ქართ. ადამს აქათ’’ 400 წელს, რო-მელსაც შეესაბამება ძვ. წ. 5600 წელი.

8. ქართულ ანბანში, როგორც სამყაროს გენეტიკურ კოდში, აისახე-ბა შუმერთა ქალღმერთ ინანას კოს-მიური გზა: იგი არის დედოფალი ცი-სა და სურს გახდეს დედოფალი ქვეს-კნელისაც. ამ მიზნით მამა აძლევს მას ,,ბედისწერის დაფებს’’ – ,,მე’’-ს ,,ღვთაებრივ კანონებს’’, რომლებსაც ჩატვირთავს ზეციურ ნავში და მო-დის ქვესკნელის სამეფოში. ამ კოსმი-ურ მომენტს ქართულ ანბანში, ანუ კაბალას კოდით, შეესაბამება მე-16 კანონი ,,მე’’-ებს ხვთაებრივი კანონე-ბიდან, რომელიც კაბალას ცოდნით არის ,,ბაბელონის გოდოლი’’; შემდეგ გაივლის 7 კარს, სადაც თითოეულ კარში ართმევენ ცის დედოფლის ატრიბუტებს და ბოლოს გონდაკარ-გულს, რომელსაც უკვე დავიწყებუ-ლი აქვს ვინ არის და საიდან მოვიდა, ,,კავზე’’ გადაკიდებენ, ანუ ჯვარზე გააკრავენ. ეს კოსმიური მომენტი შეესაბამება ქართული ანბანის 24-†-ქ-ქან-600 ასო-ნიშანს. სომხურ ანბანში ვერ აისახება ქალღმერთ ინანას კოს-მიური გზა, ვინაიდან მე-16 და 24-ე

Page 173: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

173

ასო-ნიშნები სომხურ ანბანში სულ სხვა ასო-ნიშნებია, ვიდრე ქართულ ანბანში.

9. ქართული ანბანის 37 ასო-ნიშანი გამოსახავს ბიბლიურ 40 ასო-ნიშანს, რომელიც აღნიშნულია წმინ-და წერილებში, რაც მიგვანიშნებს

იმაზე, რომ სამყარო 10-ის პრინცი-პით 4 ეტაპად ვითარდება. ვინაიდან სომხურ ანბანში 36 ასო-ნიშანია და მთავრდება 9000-ით, ქვემოთ მოყვა-ნილი სქემა სომხურ ანბანში ვერ აისახება.

10. ქართულ ანბანში აისახება, ასევე, სამყაროს შექმნის 6 დღე. კაბა-ლას ცოდნა გვეუბნება, რომ ,,ერთმა’’ შექმნა ,,ორი’’, ,,ორმა’’ – ,,სამი’’ და ,,სამმა’’ ყველაფერი. დღეს მეცნიერე-ბამ უკვე დაამტკიცა, რომ ღმერთმა სამყარო ნამდვილად ექვს დღეში შექმნა. ეს საკითხი რომ უფრო ნა-თელი გახდეს, საკმარისია განვიხი-ლოთ ადამიანის, როგორც სამყაროს შექმნის პროცესი: პირველ სამ დღეს ხდება კვერცხუჯრედის განაყოფიე-რება, ხოლო შემდეგ 6 დღეში წარ-

მოიქმნება ღეროვანი უჯრედები, რომლებიც ძირითადი სასიცოცხლო უჯრედებია და ადამიანს ჩასახვის მომენტიდან სიკვდილამდე მიჰყვება, რაც ნათლადაა ასახული ქართულ ანბანში. სწორედ ეს არის ბიბლიაში მოხსენიებული ,,სამყაროს შესაქმის 6 დღე’’, რომელიც ეხება მხოლოდ ადა-მიანს, როგორც სამყაროს.

11. ექვს დღეში შექმნილი მეშვი-დე დღეს, ანუ საწყისიდან მეათე დღეს იწყებს წრიულ მოწესრიგებულ მოძრაობას, რომლის სახელი, კაბა-

ა – 1 ი _ 10 რ – 100 ჩ – 1000 ბ – 2 კ – 20 ს – 200 ც – 2000 გ – 3 ლ – 30 ტ – 300 ძ – 3000 დ – 4 მ – 40 უ – 400 წ – 4000 ე – 5 ნ – 50 ფ – 500 ჭ – 5000 ვ – 6 ჲ _ 60 ქ – 600 ხ – 6000 ზ – 7 ო – 70 ღ – 700 ც – 7000 ჱ – 8 პ – 80 ყ – 800 ჯ – 8000 თ – 9 ჟ – 90 შ – 900 ჰ – 9000 ი _ 10 რ – 100 ჩ – 1000 Ä _ 10000

Page 174: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

174

ლას ცოდნით, არის _ ,,ბედის ბორ-ბალი’’. მეტად საინტერესოა ის ფაქ-ტი, რომ ჩასახვიდან მე-10 დღეს ადა-მიანის ჩანასახის ,,გული’’ ფეთქვას იწყებს და აქვს ერთგვარი ,,პულსა-ცია’’, რაც ქართული ანბანის ი-ინ-10 ასო-ნიშნის კოსმიურობის შესატყვი-სია. ადამიანში, როგორც სამყაროში, მიმდინარე ყველა გენეტიკური პრო-ცესი მხოლოდ ქართულ ანბანში აისახება. მხოლოდ ერთხელ კი არ შეიქმნა სამყარო, არამედ, ბიბლიური კაბალას კოდით, ყოველ წუთს და ყოველ წამს იქმნება მიკრო თუ მაკრო სამყარო.

ჩვენ განვიხილეთ ქართული ან-ბანი კაბალას ბიბლიურ ცოდნასთან მიმართებით, რაც საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ სწორედ ქარ-თულ ანბანში აისახება კაბალას ბიბ-ლიური ცოდნა.

ზემოთ განხილულის მიხედვით, შევადაროთ სომხური ანბანი კაბალას ცოდნას. ამისათვის საკმარისია ქარ-თული და სომხური ანბანების შედა-რება: სომხურ ანბანში 36 ასო-ნიშანია და არა 37; ასო-ნიშნები სულ სხვა თანმიმდევრობითაა განლაგებული, ვიდრე ქართულ ანბანში; სომხური ანბანის თითოეული ასო-ნიშნის შე-საბამისი რიცხვები თითქმის მთლია-ნად განსხვავდება ქართული ანბანის-გან; სომხური ასო-ნიშნების მეორადი სახელები საერთოდ არ ემთხვევა ქართული ასო-ნიშნების მეორად სა-ხელებს – ან, ბან, გან, დონ...; 21 და 22 ასო-ნიშნებს შორის არ არსებობს ისე-თი ასო-ნიშანი, რომლის რიცხვითი მნიშვნელობა ნულის ტოლია და, ამა-ვე დროს, 22-ე ასო-ნიშანი ორი ასო-ნიშნისგან არ შედგება, რაც, კაბალას ცოდნიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია. სომხური ანბანი არ

მთავრდება 10000-ით, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ცივილი-ზაციათა კოსმიური ციკლი 10000 წე-ლია. კაბალას ბიბლიური ცოდნა იმ ანბანში აისახება, რომელიც 4 ათეუ-ლი, ანუ 40 ასო-ნიშნისგან შედგება, რაც არ არის სომხურ ანბანში, რადგან იგი მთავრდება რიცხვით _ 9000.

კაბალას ღრმა ცოდნაა ასახული, ასევე, ქართველთა მითოლოგიასა და ეთნოგრაფიაში, არქეოლოგიასა და ისტორიულ ძეგლთა სიმბოლოებში.

ქართული ანბანი საქართველოში ჯერ კიდევ წარმართობის პერიოდის ძეგლებზეა ასახული: დავათის სტე-ლა (ძვ. წ. 680 წ.), სადაც ქართული ანბანის 37 ასო-ნიშანია გამოსახული; შარაგასის სტელა (ძვ. წ. 800 წ.); ქარ-თული წარწერები ნეკრესის არქეო-ლოგიურ ძეგლებზე და სხვ. ქართუ-ლი ანბანის კვალია მექსიკის მონტე-ალბანას ტერიტორიაზე, ჩინეთში, ინდოეთში, ეგვიპტეში, შუმერში.

ღმერთი ამბობს: ,,მე ვარ ანი და ოხი’’, ეს ნიშნავს, რომ ანბანი არის ღმერთი, ხოლო ადამიანს არ შეუძ-ლია ანბანის, ანუ ღმერთის შექმნა; მაგრამ ეს სიტყვები ყველა ანბანს არ ეხება, არამედ ეხება იმ ანბანს, რო-მელშიც აისახება ცოდნა სამყაროს გენეტიკური კოდის შესახებ, ანუ კა-ბალას კოსმიური ბიბლიური ცოდნა, ასეთი კი მხოლოდ ქართული ანბა-ნია. ქართული ანბანი ჯერ კიდევ პირველ ადამიანთა მიერ გამოცხადე-ბით მიღებული კოსმიური ინფორმა-ციაა. ,,კაბალა’’ ყველა არსებულ მეც-ნიერებათა ჯამია. იგი გამოხატავს ადამიანის ზესვლას სულიერი გასხი-ვოსნებისა და სრულყოფისაკენ. ქარ-თველი ერის X საუკუნის უდიდესი საზოგადო მოღვაწე, მწიგნობარი იოვანე-ზოსიმე ,,ქებაჲს’’-ს ტექსტში

Page 175: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

175

ქართული ენის და ანბანის შესახებ ხაზგასმით ამბობს: ,,ყოველი საი-დუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს’’, სადაც მოიაზრება როგორც ქართული ენა, ისე ქართული ანბანი.

სომხური ანბანისთვის დამახასი-ათებელი სისტემური თუ ინდივი-დუალური თვისებები, სრულიად აშ-კარაა, ვერ აკმაყოფილებს იმ აუცი-ლებელ მოთხოვნებს, რომელიც კაბა-ლას ბიბლიურ ცოდნას შეესაბამება, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, გა-მოვიტანოთ შემდეგი დასკვნა: სომ-ხურ ანბანში არ აისახება კაბალას კოსმიური ბიბლიური ცოდნა სამყა-როს გენეტიკური კოდის შესახებ; სო-მეხი ხალხისთვის და მესროპ მაშტო-ცისთვის უცხო იყო კაბალას ბიბ-

ლიური კოსმიური საიდუმლო ცოდნა

ღმერთზე, ადამიანსა და სამყაროზე, როგორც ერთიან კოსმიურ სინთეზ-ზე, რაც მთელი სიღრმით მსოფლი-ოში არსებული ყველა ანბანიდან მხოლოდ ქართულ ანბანში აისახება, ამიტომ ქართული ანბანი არ შეიძ-ლება იყოს სომხების შექმნილი.

ქართული ანბანი სომხების შექმ-ნილი რომ იყოს, ისინი ქართულ ან-ბანს ქართველებს კი არ შეუქმნიდ-ნენ, არამედ თავისთვის დაიტოვებდ-ნენ; აშკარაა, რომ სომხური ანბანი, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ან-ბანები, შექმნილია ყოფითი საქმია-ნობისთვის და მათ კაბალას ბიბლი-ურ კოსმიურ ცოდნასთან არაფერი აქვთ საერთო.

Page 176: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

176

giuli muradaSvili

ერთიანი ხედვის პრინციპი და ნიცშე

2013 წელს გამოქვეყნებული ,,კულტუროლოგიის საფუძვლები’’ არის კვლევითი ხასიათის თხზუ-ლება, რომლის საფუძველზე ავტორ-მა _ პროფესორმა სოსო სიგუამ წარ-მოადგინა ვრცელი ინფორმაცია იმის შესახებ, რაც ადამიანს შეუქმნია ათასწლეულების განმავლობაში. ავ-ტორი ითვალისწინებს სამყაროს ცვა-ლებად მრავალფეროვნებას. ასახუ-ლის მრავალმხრივობა იმაში მდგო-მარეობს, _ რომ კონკრეტული მეცნი-ერული ცოდნის სიმრავლე ავლენს საკუთრივ აზრის სამყაროს აუცი-ლებლობას; რაც ავტორმა წარმოად-გინა შემდეგი მსჯელობის საფუ-ძველზე: ,,ის რომ, ერთიანი ხედვის პრინციპი მიმართავს ინტეგრალურ მეთოდს; დისციპლინების მაკავშირე-ბელი ცნებებით ქმნის შეცნობის ახალ სახეს, რომელშიც ხან ერთია წარ-მმართველი, ხან _ მეორე; მაგალი-თად ხელოვნება, ფილოსოფია, მეც-ნიერება და ა.შ. (,,კულტუროლოგიის საფუძვლები’’, თბილისი, 2013, გვ. 9).

ხსენებულ მსჯელობასთან დაკავ-შირებით გვსურს ჩვენს მხრივაც წარ-მოვადგინოთ ფილოსოფიის ისტორი-იდან ის, რაც იყო XVIII საუკუნეში ჰეგელის მხრივ დაფიქსირებული, ის რაც ცხადყო მიზეზობრიობის შესა-ხებ მსჯელობით; გულისხმობდა

იმას, რომ კონკრეტულ მიზეზს აქვს კონკრეტული შედეგი; შედეგიც თა-ვის მხრივაც განიშლება კონკრეტუ-ლი მიზეზ-შედეგობრივ კავშირში და ა.შ. განსხვავებული კავშირი კი ავ-ლენს ცნებით მთლიანობას (გ. ვ. ფ. ჰეგელი, ,,ლოგიკის მეცნიერება’’, თბილისი, 1962, მოძღვრება არსების შესახებ).

გვმართებს იმის თქმაც, რომ XVIII-XIX საუკუნეებში ნგრევისა და გადარჩენის ვითარება _ აღმოჩნდა ღირებულის წინაშე, რასაც, ცხადია, ვერ მოახერხებდა ფილოსოფიის, ხე-ლოვნების, მეცნიერებისათვის სახა-სიათოს შეჯამება, გადაკემს-გადმო-კემსვა, აქედან გამომდინარე, სიმყა-რეს ინარჩუნებდა აზრის სამყარო და ის, _ რაც არსებობს მასში; ამ გან-წყობის ფონზე წარმოადგინა ჰეგელმა კავკასიური რასისთვის (შუამდინა-რეთი, ეგვიპტე, იბერია-კოლხეთი) სახასიათო თვითმყოფადობა, სული-ერი წონასწორობა, ამაღლებული სიმ-ყუდროვე (ჰეგელი ,,სულის ფენომე-ნოლოგია’’, თბილისი, 1984); რაც არის იმის შესატყვისი, რომ ცნება ,,კულტურა’’ უკავშირდება მიწათ-მოქმედების საიდუმლოს და, თავის მხრივ, ეთიკას, ესთეტიკას გულისხ-მობს. ცხადია, დაფიქსირების დროს ჰეგელის ამა თუ იმ ერის დამცირება

Page 177: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

177

და განდიდება არ ჰქონდა მხედვე-ლობაში.

ზოგადი შეფასების თვალსაზრი-სით ,,კულტუროლოგიის საფუძვ-ლები’’ _ ავტორის სხვა ნაშრომებთან ერთად _ აღიქმება ურთიერთგამამ-დიდრებელი ღირსებით: წარმოად-გინა ევროპულ კულტურასთან ქარ-თველ მწერალთა დამოკიდებულებამ უახლოესი მიღწევების ეროვნულ ნი-ადაგზე დანერგვა; ფროიდის, ნიცშეს სიცოცხლის ფილოსოფიის ინტერპ-რეტაცია (სოსო სიგუა, ,,მარტვილი და ალამდარი’’, ტ. 2; თბილისი 2001). ამ შემთხვევაში გვსურს ჩვენს მხრივაც ვიმსჯელოთ იმის შესახებ, რომ ერ-თიანი ხედვის პრინციპი არსებობს იმ თვალსაზრისით, _ რომ სახასიათომ თეორიული საფუძვლებიდან შეი-

ნარჩუნა ღირებული. ვფიქრობთ, ჩვენი პოზიცია არ

იქნება სიმართლეს მოკლებული, თუ ნიცშეს თხზულების (,,ესე იტყოდა ზარატუსტრა’’, თბილისი, 1993) შეფა-სებისას იმას დავაფიქსირებთ, _ რომ ნიცშეს მხრივ ძველი და ახალი შემო-ქმედების კრიტიკა ინარჩუნებს ,,აზ-რის სიღრმეს’’, და იმასაც, რაც არ და-შორდა საფუძველს; უამისობა მას ,,დამშრალ ზღვას’’ აგონებდა (დასახ. ლიტ. გვ. 110; ,,პოეტთათვის’’).

ლაკონიურად ჩამოყალიბებული აზრი არსებობს მაღალმხატვრული ქადაგების სახით:

,,ვდგევარ პირველქმნილ კლდე-თა ზედა; ამ უმაღლეს, უმტკიცეს, პირველქმნილ კლდეთა ზედა, სადაც ქარნი შეიყრებიან ვით ქარიშხლების მიჯნასთან და კითხულობენ; სად, საიდან, საით?!’’ (გვ. 179; ,,მსხვერპლი თავლისა’’, ფრ. ნიცშე, ,,ესე იტყოდა ზარატუსტრა’’, თბილისი, 1993 თარგ-მანი ერეკლე ტატიშვილისა).

ზეშთაგონება ხედვას, შეცნობასაც გულისხმობდა; არ არის დარჩენილი თეორიული საფუძვლების მიღმა; შე-ინარჩუნა ღირებული, მაგრამ ცნები-თი მსჯელობის დეტალები არ გაი-მეორა.

,,ხოლო შენ, ზარატუსტრა, გსურ-და ყოველი საგნის საფუძვლის ხილ-ვა და ქვესაფუძვლისა? ესე ხამს შენ-და თავსა ზე ასვლა, უფრო მაღლა და მაღლა, ვიდრე ვარსკვლავნი დაბლა არ დარჩებიან’’ (დასახ. ლიტ. გვ. 117, ,,ყარობი’’).

ამასთან დაკავშირებით ისიც უნ-და შევნიშნოთ ჩვენს მხრივაც, რომ არის სახეზე უმთავრესი მეტაფიზი-კის და ემპირიული ფილოსოფიის იმ კრიტიკიდან, _ რაც დეტალურად ჰე-გელის მხრივ იყო წარმოდგენილი; ამასთანავე არის ზოგიერთი მსჯე-ლობაც ნიცშემ, _ შეუცვლელად რომ წარმოადგინა განხილვის და დამოწ-მების გარეშე.

,,რიცხვის გასვლას თავის თავი-დან კანრი საშინელს უწოდებდა; ხა-რისხობრივ განსხვავებას ქმნის ამაღ-ლება’’ (ჰეგელი, ,,ლოგიკის მეცნიე-რება’’, გვ. 104).

,,ესე ძმებო, ჰხამს უკეთესი ბა-ტონობდეს; არა გამრავლება (რიცხ-ვი), არამედ ამაღლება’’ (ფრ. ნიცშე, ,,ესე იტყოდა ზარატუსტრა’’, თბილი-სი, 1993; გვ. 161; გვ. 3, ,,ძველ და ახალ ჯებირებისათვის’’).

ჩვენს მიერ დაფიქსირებულის სა-მართლიანობას თეორიულ საფუძვ-ლებთან დაკავშირებით ეთანადება და ადასტურებს ისიც, რაც თავად ნიცშეს მხრივ იყო შეფასებული; იმას, რომ მას ,,ლოგიკის მტრებად მიაჩნია უხამსი, ამრევი, მაცდური, თავდა-პირველ რომანტიზმს დაშორებული’’ (Фр. Ницше, ,,По ту сторону добра

Page 178: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

178

и зла", изд. Жуковского, 1905; ст. 299, 8256).

წარმოდგენილი გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ღირებული გულისხმობდა მრავალფეროვნებას: რამაც შემოქმედებაში პოვა ასახვა იმ თვალსაზრისით, რომ ამხილა ,,ამაო-ების ზღვა’’). მის ფონზე გამოარჩია გმირი, ქველმმოქმედი (,,სერობა’’, გვ. 211-213) ,,დიად მოვლენათათვის’’, გვ. 103; ფრ. ნიცშე, ,,ესე იტყოდა ზა-რატუსტრა’’, თბილისი, 1993). რეა-ლურის სადა, უშუალო ასახვას ერ-წყმის ფილოსოფიური _ არსებითის გამართლების აუცილებლობით, _ ესადაგება საიდუმლოს, სიცოცხლე რომ გვაუწყებს მოლივლივე, ნათელი ფერებით:

,,მზისგან ვისწავლე, ოდეს დაიხ-რება იგი უუხვესი: ოქროს უწილა-დებს ზღვას თავის უძლეველ სიმ-დიდრისგან’’ (დასახ. ლიტ. გვ. 151; თ. 3. ,,ძველი და ახალი ჯებირებისათ-ვის’’).

წარმოდგენილმა მოგვცა შესა-ძლებლობა ჩვენს მხრივაც ვიმსჯე-ლოთ იმის შესახებ, რომ სახასიათო გულისხმობს შემოქმედების საფუ-ძველს; აქედან გამომდინარე, ერთია-ნი ხედვის პრინციპი ავლენს ფილო-სოფიური ასახვის აუცილებლობას; რასაც არ ესადაგება აბსტრაქტულში ზოგადი.

სოსო სიგუას მიერ წარმოდგენი-ლი კვლევითი ხასიათის თხზულებე-ბი შეიცავს ვრცელ ინფორმაციას, თე-ორიულ და კონკრეტულ, მეცნიერულ საკითხებთან დაკავშირებულს; ამავე დროს იგი იძლევა ფართო მსჯელო-ბას, თავისუფალი ორიენტაციის თა-ვისუფლებას.

როგორც ერთ-ერთმა ჩვეულებ-რივმა, რიგითმა მკითხველმა მსურს, გამოვთქვა აზრი იმის შესახებ, რომ სოსო სიგუას წიგნი ,,კულტუროლო-გიის საფუძვლები’’ კულტუროგიური მეცნიერების ჭეშმარიტად ფუნდა-მენტურ ნაშრომს წარმოადგენს.

Page 179: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

179

eka cxadaZe

ჩვენი დღეების პროზა (წერილი პირველი)

მწერლობა ყოველთვის ცდი-

ლობს, დროის მოთხოვნებს უპასუ-ხოს და საზოგადოებას ისეთი ტექს-ტები წარუდგინოს, რაც საინტერესო და აქტუალურია. თანამედროვე ქარ-თველი მწერალობა სწორედ ამ გზას ადგას. როცა ჩვენი ლიტერატურული ცხოვრების სადინარს ვუკვირდებით, ვამჩნევთ იმ ტენდენციებს, რომლე-ბიც ყველა დროსა და ეპოქაში წარ-მმართველი და მნიშვნელოვანი იყო. ჩვენი დღევანდელი პროზიკოსი აანა-ლიზებს უახლოეს წარსულს, უკვირ-დება უფრო შორეულს და ცდილობს იმედით შეხვდეს მომავალს. ზოგს სრულიად განყენებული თემები და ინტერპრეტაციები ხიბლავს, თუმც არც ეს არის საერთო სურათიდან ამოვარდნილი მოვლენა, მას ღრმად აქვს ფესვები გადგმული მსოფლიო თუ ქართულ კლასიკურ მწერლობა-ში.

თანამედროვე ადამიანის ტკივი-ლი და განცდები, ჩვენი ქვეყნის გაუ-თავებელი პრობლემები, პირადული-სა და საქვეყნოს გადაჯაჭვა, არის ის ქვაკუთხედი, რაც აღელვებთ ჩვენს ავტორებს: თამაზ ხმალაძეს, ნოდარ კობერიძეს, თამარ მიქაძეს, ზურაბ თორიას და სიმონ (ბაჩუკი) წერე-თელს.

ჩვენს სოციუმში ასპარეზის პრობ-ლემა ყოველთვის იყო, ინდივიდს სასურველ სივრცეში მუდამ უჭირდა თავის დამკვიდრება, ანდა სულაც იმ არეალის მონიშვნა, რომელიც მისთ-ვის გაცილებით კომფორტული იყო და იზიდავდა. თამაზ ხმალაძის ,,დროის მკვლელებში’’ მძაფრად იგრ-ძნობა ამ თემის აქტუალობა, რადგან სამყაროში ყველაფერს ციკლური ხასიათი აქვს.

,,დროის მკვლელების’’ მთავარი სათქმელი ყოველთვის ნაირგვარი შე-ფერილობით განმეორებული და სა-ინტერესო იქნება. ამ თემაზე მომა-ვალშიც არაერთგზის დაიწერება, მაგ-რამ თამაზ ხმალაძემ თავისი სათქმე-ლი ორიგინალურად, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის და ზედმეტი მხატვ-რული აქსესუარების გარეშე შემოგვ-თავაზა.

,,დროის მკვლელების’’ პროტაგო-ნისტი დემნაა, ობოლი და დედი-სერთა. იგი თავისი ქვეყნის დედაქა-ლაქში ჩამოდის და სურს მეცნიერუ-ლი კარიერა შეიქმნას, უნდა გამოს-ცადოს საკუთარი შესაძლებლობები და პატივისცემა დაიმსახუროს.

თამაზ ხმალაძე საგანგებოდ არ ახსენებს საბჭოეთს, არც იმდროინ-დელ ანტურაჟს აქცევს განსაკუთრე-

Page 180: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

180

ბულ ყურადღებას, მაგრამ ყოველთ-ვის ცხადი ხდება, რომ ირგვლივ სწორედ საბჭოთა ქვეყნის კრიზისია, ქვეყანას უკვე არა ჰყავს რწმენითა და ფუჭი იდეებით გაბრუებული ახალ-გაზრდა თაობა.

დემნასა და მის თანატოლებს ყავლგასული იდეოლოგია არ აინტე-რესებთ, მათ იზიდავთ ამქვეყნიური ცხოვრების არსი და საზრისი, აწუ-ხებთ სამად გახლეჩილი დროის პრობლემა და ესწრაფვიან სამართ-ლიანობას, თვითდამკვიდრებას,

ეროვნულ იდეალებს. საბჭოთა რეალობა დემნას არც მოსწონს და არც იმონებს, მრავალი წინააღმდეგობა კიდევ უფრო დაფიქრებულს და სა-ინტერესოს ხდის მის ტიპაჟს. თამაზ ხმალაძე ხატავს პერსონაჟს, რომელიც არაფრად ჰგავს თავისი ქვეყნის უმ-რავლესობას, მასას. ამ ტიპის გმირმა იცის, რა სურს, იცის, სად არის მისი ადგილი, მაგრამ ვერ ახერხებს ბო-ლომდე მიიყვანოს ჩაფიქრებული. მის განზრახვას არსებული სისტემის უთავბოლოობა და უღიმღამობა უღებს ბოლოს. ,,დროის მკვლელები’’ დიდ მეამბოხურ ჟინს შეიცავს, თაო-ბის უკმაყოფილებას ასახავს და სის-ტემის კრიზისს აცნაურებს. ახალგა-ზრდა ადამიანი, რაღაცა დიდისა და გამორჩეულისთვის მზადმყოფი და მებრძოლი, ვერ ხედავს სამოქმედო ასპარეზს. დემნას შინაგანი ბრძოლა, მისი ტემპერამენტი აშკარაა და შე-სამჩნევი, მაგრამ მასას, უსახურ უმ-რავლესობას არც ამაღლებული აინ-ტერესებს, არც გამორჩეული ინდივი-დები და საერთოდ არ ანაღვლებს გზის დათმობა, თუნდ გამოსაცდე-ლად.

,,დროის მკვლელების’’ გმირი ღმერთსა და სასულიერო ცხოვრება-ზეც ფიქრობს. იგი სპეციფიკურ გა-რემოში აღზრდილი ადამიანია, სა-დაც ათეისტურ იდეებზე იზრდე-ბოდნენ და მხოლოდ მიწიერ პრობლემებზე იყვნენ ორიენტირე-ბულნი. თამაზ ხმალაძემ თავისი გმირი სასულიერო ცხოვრებაზეც დააფიქრა და მისი შეხედულებანიც გაგვაცნო: ,,ალბათ, კარგია, როცა კაცს შენი ღმერთი გყავს და საკუთარი სურვილით ემსახურები კიდეც, მაგ-რამ არა მგონია, ვინმეს შეეძლოს ოც-დაოთხი საათის განუწყვეტელ ლოც-ვა-ვედრებაში გატარება, რადგან ისე-თიც ხომ გჭირდება, ყოველდღიური ერთფეროვნებიდან თუნდაც წამიე-რად რომ დაგასვენებს, ღვთის სამსა-ხურიდანაც ცოტა ხნით რომ ამოგა-სუნთქებს და სულს მოგათქმევი-ნებს’’... როგორც ვხედავთ, დემნა არ არის სულიერი გზის არც შემცნობი და არც მიმდევარი, მას ვერ წარმო-უდგენია ზამთრის გატარება მონას-ტერში და ერთფეროვნების დაძლევა ბერმონაზვნური ცხოვრების წესით. თამაზ ხმალაძე ნამდვილ საერო პირს გვიხატავს, ცოცხალი და მჩქეფარე გზის მოსურნეს და მოყვარეს. იმთა-ვითვე ვარკვევთ, რომ ადამიანს კარგი ცხოვრება და წარმატებული სამეცნი-ერო მოღვაწეობა უნდა, სურს ამგვა-რად არგოს თავის ქვეყანას და ეს სავსებით გასაგებია. საჭირბოროტო სწორედ ისაა, რომ ჩაკეტილ სივრცე-ში, მოლაყბეებს და უმაქნისებს შორის დემნას ნიჭის გამოჩენა ან გამორჩეუ-ლობაზე პრეტენზია, ნამდვილ აბეზ-რობად და მიუტევებელ მოვლენად მიიჩნევა. როგორც ვხედავთ, დემნას

Page 181: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

181

სასულიერო ცხოვრება არ იზიდავს, საერო ასპარეზი კი მწირ არეალს უტოვებს მოქმედებისთვის. რომანი-დან აშკარაა საზოგადოებით დემნას უკმაყოფილება, ახლობლების სრუ-ლი უმწეობა და ახალგაზრდის გაუ-საძლისი ყოფა.

თამაზ ხმალაძე ნაბიჯ-ნაბიჯ გვამცნობს ,,უფლისწულად’’ დაბადე-ბული და ,,სამეფოდ’’ გამზადებული გმირის ცხოვრების ტრაგიზმს, რო-მელმაც ვერაფრით შეძლო საკუთარი თავის რეალიზება და მიზნის მიღ-წევა. დემნა წუხს ,,სადიდო’’ ასპარე-ზის მოშლაზე, იგი სამუდამო უფ-ლისწულობისთვის არის განწირუ-ლი, რომელსაც მოზარდის როლი შერჩა და დაღვინება ანუ ,,მეფობა’’ არ ეღირსა. თამაზ ხმალაძე გვეუბნება, რომ საბჭოთა სინამდვილეში არსე-ბობდა არე ,,უფლისწულობისათვის’’, არსებობდა ჟამი ,,გაუფლისწულები-სათვის’’, მაგრამ ,,მეფობის’’ დრო არასოდეს დგებოდა. სწორედ ამაში ხედავს თამაზ ხმალაძე პრობლემას, აქ არის მისი შემოქმედებითი ფილო-სოფიის ამოსავალი წერტილი. იგი გრძნობს დროის სწრაფლმავლობას, იცის დროის ყადრი, მაგრამ სწორედ მას ვეღარ მოახელთებინებს საკუთარ პერსონაჟს.

,,დროის მკვლელების’’ ავტორი ზოგად ტენდენციებზე ამგვარ დასკვ-ნას გვთავაზობს: ,,...ამოუგლესავდნენ პირს ტკბილეულით, ფაფარზედაც ალერსიანად გადაუსვამდნენ ხელს და ისიც ადვილად ყუჩდებოდა, ოკ-დებოდა. ან რას დავობდა, მე შენ გეტყვი და გამონაკლისად ჩათვლიდა ვინმე! ბოლოს და ბოლოს ეგრე არ იყო ყველა? თითქმის ყველა? მარტო

იმას ხომ არ აკლდა დროის ყადრი _ ნიჭთა შორის ყველაზე დიდი ნიჭი _ სულიერსაც და უსულოსაც იმ ხა-ნებში ლამის ესა ჰქცეოდა ცხოვრების წესად. ამას განა თვითონ ვერა ხვდე-ბოდა?’’ როგორც ვხედავთ, თამაზ ხმალაძე ობიექტურია გარემოს და-ხასიათებაშიც და გმირის ტრაგიზმის მართებულად ჩვენებაში, მწერალი დემნას ხასიათის ინერტულობასა და მორიდებულებაში ხედავს მთავარ ნაკლს. სამწუხაროდ, დემნას არ შე-უძლია ანგარიში არ გაუწიოს გამე-ფებულ რუტინას. საკუთარი უნია-თობისა და სიჯიუტის საზოგადოე-ბისათვის გადაბრალებაც ამ კონტექს-ტში ჩანს მოსააზრებელი. ჩვენ ვხე-დავთ უკმაყოფილო ახალგაზრდას, რომელიც ბოლომდე ვერ აცნობიე-რებს თავის რეალურ დანიშნულებას და პასიური, ჩუმი პროტესტით იფარ-გლება.

,,დროის მკვლელების’’ იდეა არის ის, რომ ტოტალური სიყალბისა და მოჩვენებითი კეთილდღეობის მქონე ქვეყანაში ნიჭიერი ადამიანები მხო-ლოდ კლავენ დროს, ვერ იყენებენ მას ვერც საკუთარი და ვერც ქვეყნის ინტერესებისათვის. მწერალი ასკვ-ნის, რომ დემნასთანა წესიერი და პატიოსანი ადამიანები, ზნეობრივად და მორალურად სრულქმნილები, ვე-ღარ ახერხებენ საკუთარი თავის რეა-ლიზებას და ბოლოს ფილოსოფიურ განსჯაში პოვებენ შვებას. ამ კუთხი-თაც რომანში მარადიული და არცთუ მკაფიო კითხვები რჩება: `რისთვის მოვდივართ? რისთვისა ვართ? რისთ-ვის მივდივართ?’’

თამაზ ხმალაძის რომანი საყო-ველთაო ჩუმი პროტესტის და უკმა-

Page 182: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

182

ყოფილების ამსახველია. მან იცის, რომ საბჭოეთში გონიერი და მოაზ-როვნე ადამიანები მუდმივად და ფა-რულად არიან არსებული გარემოს შეცვლის მოსურნენი. მწერალმა ინ-ტელიგენციის ჩუმი პროტესტი და სასოწარკვეთა დაგვიხატა, მაგრამ იმავდროულად მოგვცა სრულიად განსხვავებული ტიპის ადამიანებიც, რომლებიც ჩუმ პროტესტს არ სჯერ-დებოდნენ და მოქმედებასაც ცდი-ლობდნენ. ჩვენი აზრით, თამაზ ხმა-ლაძემ პირადული განცდებიც მრავ-ლად ჩადო თავის ტექსტში, თავადვე განიცადა ტოტალიტარიზმის წნეხი და ამიტომაც შეძლო სრულყოფილად აესახა ეს დიდი და ამოუწურავი თემა. უცილებლად უნდა აღინიშნოს თამაზ ხმალაძის თხრობის სიმკვეთ-რე და სილაღე, რაც მისი დადებითი შტრიხი და თვისებაა.

ტოტალიტარიზმის კრიზისი და თანამედროვე სამყაროს გლობალური დეჰუმანიზაციის ტენდენციები ნო-დარ კობერიძის რომანის თემაა. ნო-დარ კობერიძის ,,აღდგომის ღამე ქაი-როში, მამლუქთა სასაფლაოზე’’ გა-ნეკუთვნება ისეთი წიგნების რიგს, რომელთა პოლიტიკური ქვეტექსტიც ნებისმიერი ქართველისათვის ყო-ველთვის აქტუალური განსჯის სა-განი იქნება. ავტორმა მას ,,პოლიტი-კური რომანი’’ უწოდა, თუმცა ეს საკამათო თემაა.. პოლიტიკურ რომა-ნად მიწოდება ერთგვარად ავიწრო-ებს რომანის ჩარჩოებს, მაშინ როცა მკითხველებს შეგვიძლია მისი პრობ-ლემატიკის განზოგადება შევთავა-ზოთ და ვრცლად ვიმსჯელოთ მასში წამოჭრილ მორალურ და ზნეობრივ პოსტულატებზე.

,,აღდგომის ღამე ქაიროში, მამ-ლუქთა სასაფლაოზე’’ არის დისი-დენტის ისტორია, რომლის გმირმაც მრავალი ეტაპი გაიარა, ჰქონდა აქ-ტიური მოქმედების სახიფათო რეჟი-მი, მომდევნო პერიოდში უნელდებო-და თვითგამოხატვის ამგვარი სურვი-ლი, ხოლო მოგვიანებით ისევ აქტი-ურდებოდა საზოგადოებრივ ასპა-რეზზე. საბოლოოდ ნოდარ კობერი-ძემ გადმოგვცა ერთი კაცის ცხოვრება, რომელმაც საკუთარ ბედში აირეკლა არა მარტო მთელი თაობის ტრაგიზ-მი, არამედ წინაპრების გზაც თავიდან ბოლომდე გაიარა. თუ როგორ გაიარა ,,წინაპრების გზა’’ სწორედ ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საყუ-რადღებო.

ნოდარ კობერიძე ჩვენი ეროვ-ნული ყოფის თავისებურებას იმაშიც ხედავს, რომ ასპარეზი წაართვეს მის თაობას, რომელმაც ,,ჰომო სოვიეტი-კად’’ ჩამოყალიბება ვერ მოასწრო და არც მოინდომა. მწერალი მიიჩნევს, რომ ეს გამოზომილად და თანამიმ-დევრულად მოხდა, ,,თეთრმა მელამ’’ გასაქანი არ მისცა იმ თაობას, რო-მელსაც ეთნოფსიქოლოგიური ტვირ-თის პასუხისმგებლობა გაცნობიერე-ბული ჰქონდა და ქარიზმატული ლიდერის წარმოჩენაც შეეძლო. რო-მანის პუბლიცისტური ფონი მთლია-ნად გაჟღენთილია ამ პათოსით და ყოველგვარი ყოყმანისა თუ შელამა-ზების გარეშე ნათქვამია: ,,თეთრი მელას’’ დამონტაჟებულ დემონურ მანქანას მოესწრო და ამ ახალგაზრ-დებისათვის მტკიცედ ჩაენერგა ნიჰი-ლიზმი უსაგნო, ამორალური, ნაციო-ნალური არსის დამთრგუნველი. სწო-რედ ამ კონვეირის გამართული პრო-

Page 183: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

183

პაგანდის წყალობით, მოხერხდა ახალგაზრდობის სულში იმ სატანუ-რი აზრის ჩაწვეთება, რომ მამათა თა-ობას (,,თეთრი მელას’’ მიერ ხელოვ-ნურად თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებულ თაობას), არც უბრძო-ლია, არც ღირებული პრინციპები გააჩნდა და არც ჰქონდა რამის უნარი. ასე გამოიძერწა ,,ჰომო სოვიეტიკუ-სის’’ შემცველი კოსმოპოლიტი, რომე-ლიც არც ტრადიციებს სცემდა პა-ტივს, არც ეროვნულ ფასეულობებს დაგიდევდათ რამედ’’.

ძნელია ამგვარ გულწრფელ განც-დას და დაკვირვებას არ გაუწიოს ან-გარიში მკითხველმა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ,,თეთრი მელას’’ დე-მონიზირება ერთობ გადაჭარბებუ-ლია. იგი აშკარად არ იყო დამოუკი-დებელი ფიგურა, ყოველთვის სხვის ნებას ექვემდებარებოდა და აქედან გამომდინარე, შეიძლება ნიკოლოზ ფა-ლავანდიშვილს გავუტოლოთ, ავად-სახსენებელი იასეს ძმას.

,,თეთრი მელა’’ რომ ავადსახსე-ნებელი ლავრენტი ბერიას მასშტაბე-ბის ფიგურა ყოფილიყო, მაშინ სხვა საქმეა. ის, რომ ავტორი საკუთარ გან-ცდებს ასეთი უშუალობით და გუ-ლისტკივილით გვიზიარებს, ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ მის კატეგო-რიულობაში შეფარული სისუსტეც მოჩანს. ,,თეთრი მელა’’ თაობას მის-ცემდა გეზს, მაგრამ ვერ აღზრდიდა; წააქეზებდა, მაგრამ ვერ ჩამოაყალი-ბებდა, თუ მათში იმთავითვე არ იყო ქვებუდანობის სურვილი. ძალიან იო-ლია ყველაფერი ერთ, თუნდაც სიმ-ბოლურ პირს ან მოვლენას დაბრალ-დეს. ქვეყნის უბედურებაში გარე ფაქ-ტორთან ერთად ყველას წვლილი

მიუძღვის, ნებისმიერი უნიათო თაო-ბას, ვუწოდებთ მათ ,,დაკარგულებს’’, ,,გამოტოვებულებს’’ თუ ,,გადაღ-ლილ-არაქათგამოცლილებს’’.

ნოდარ კობერიძის რომანის გმირ-მა თავად იწვნია ,,ძლევამოსილთა’’ შეცდომების შედეგი: რამდენჯერმე მოეშალა ოჯახი, ხელახლა დაიწყო შენება, პარალელურად საქვეყნოსაც ეხიდებოდა. შეცდომას შეცდომა მოს-დევდა, დანაშაულს _ დანაშაული, დაუდევრობას _ დაუდევრობა და სა-ქართველო თავად ქართველებისთ-ვის აუტანელი და გაუსაძლისი შე-იქნა. აღსანიშნავია, რომ ნოდარ კობე-რიძე ამ მომენტს განსაკუთრებით უს-ვამს ხაზს. მის გმირს არ აკლია ალღო, ერუდიცია და სიმტკიცე, მაგრამ იმ-დენი პირადული თუ საზოგადო პრობლემის გადაჭრა უწევს, რომ ცხოვრების ხალისი უქრება.

თუკი თამაზ ხმალაძის ,,დროის მკვლელებში’’ დემნას მისჯილი ჰქონ-და მარადიული უფლისწულობა და ჩუმი, უემოციო, რუტინული ყოფის-თვის იყო განწირული, ნოდარ კობე-რიძის გმირის ცხოვრება გამუდმე-ბულ წინაღობათა გადალახვა და მოქმედებაა: ჩვენ ერთი თაობის და ერთი სულისკვეთების ადამიანებს ვუთვალთვალებთ, რომლებაც განსხ-ვავებული მიდგომა აქვთ საკუთარი როლისა და დანიშნულების მიმართ. ნამდვილად არის ამ ორ გმირში მრა-ვალი რამ დღევანდელობისთვის ნიშ-ნეული და საინტერესო. როგორც ვხე-დავთ, მთელი თაობების იმედები და ამ იმედების მსხვრევაც უყურადღე-ბოდ არ დარჩენია უახლეს ქართულ მწერლობას.

Page 184: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

184

,,აღდგომის ღამე ქაიროში, მამ-ლუქთა სასაფლაოზე’’ აღსანიშნავია სამშობლოს უანგარო სამსახურის სა-ნაცვლოდ მიღებული უმადურობის თემატიკით. კორიოლანოსის პრობ-ლემა განსაკუთრებით გამძაფრდა XX ს-ის დასასრულის საქართველო-ში. ნოდარ კობერიძის გმირი გუ-ლანთებული ემსახურებოდა ქვეყა-ნას, აქტიურობას და გამბედაობას იჩენდა მაშინ, როცა საყოველთაო დუმილი იყო გამეფებული. მოგვია-ნებით ყველა დისიდენტობას ჩემუ-ლობდა და თბილი ადგილის მიღებას ლამობდა. მწერალმა აღმოაჩინა, რომ მოუღებლები და ზედმეტები მასა-ვით უანგარო ადამიანები იყვნენ, რომლებიც გაინაპირეს და გარიყეს. ნ. კობერიძე წერს, რომ საყოველთაო უმადურობა ზედმეტობის განცდას შობს, რომელიც ნეგატიური ქმედე-ბისათვის განაწყობს უსამართლობის მსხვერპლს. მწერალი გადმოგვცემს: `სამშობლოს ხელისუფალი ხელს რომ აუკრავს და თავისიანს, თავისიანად არათუ მიიღებს, არამედ დაამცირებს, ღირსებას შეულახავს, ასეთი კაცი შე-იძლება სამშობლოს წინააღმდეგ წა-ვიდეს და ახლა მესმის გიორგი საა-კაძისა, რომელმაც რა არ გაიღო სა-კუთარი ქვეყნისთვის და მერე ამ ქვე-ყანამ იმ ზომამდე მიიყვანა, რომ ხმა-ლიც კი აღმართა მის წინააღმდეგ~... ამ მწარე აზრების შემდგომ მაინც იმ დასკვნამდე მიდის პერსონაჟი, რომ არასოდეს შეიძლება საკუთარი ქვეყ-ნის და ხალხის წინააღმდეგ წასვლა. გიორგი სააკაძის გზა კატეგორიუ-ლად მიუღებელია მისთვის. ეს სა-კითხიც დიდი განსჯისა და კამათის გამომწვევია, რადგან რეალობაა და

აქედან გამომდინარე, შეფასებებიც განსხვავებულია.

,,აღდგომის ღამე ქაიროში, მამ-ლუქთა სასაფლაოზე’’ სიმბოლურ და-ტვირთვას შეიცავს, რადგან მთავარი მოქმედი გმირი მამლუქთა სასაფლა-ოზე აღესრულება. იგი თავისი გა-ყიდული წინაპრის საფლავში წვება და ასე ასრულებს სიცოცხლეს, თანაც ზუსტად აღდგომის ღამეს. აღდგო-მის, ქაიროს და მამლუქების ერთ კონტექსტში მოაზრება დამაჯერებ-ლად არის წარმოჩენილი. ნოდარ კო-ბერიძის აზრით, ქართველი მამაკაცი სამშობლოშიც მამლუქად მოიაზრებს თავს და სამშობლოს გარეთაც. ვხე-დავთ, რომ დროის უწყვეტობისა და ტრაგედიის გარდაუვალობის განცდა ძალიან ემოციური და მძაფრია. ჩვენი აზრით, ამავე აზროვნული ქარგის არეალშია ,,ოქროს საწმისისა’’ და ,,მი-ჯაჭვული ამირანის’’ სიმბოლიკაც, როგორც ერის გენეზისის ქვაკუთხე-დი.

ნოდარ კობერიძის რომანში წინა პლანზე მრავალი დამაფიქრებელი და მნიშვნელოვანი დაკვირვებაა წამო-წეული, მაში ღრმად არის გამჯდარი ქართული კლასიკური მწერლობის იდეალები, დასავლურ-აღმოსავლუ-რი ტენდენციების გამუდმებული ჭი-დილი და ქართული ნაციონალური ტრაგედიის ფატალურობის განცდა.

თანამედროვე მწერლობა ყოველ-დღიურ ტენდენციებზეც ამახვილებს ყურადღებას, აქტიურად სწავლობს თანამოქალაქეების ცხოვრების ნა-თელ და ბნელ მხარეებს, აკვირდება მათ ხასიათს და ფსიქიკას. სწორედ ამ კუთხით არის თამარ მიქაძის მწერ-ლობა სახასიათო და აღსანიშნავი.

Page 185: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

185

თამარ მიქაძე მინიატურულ პროზას გვთავაზობს, მისი კრებულში ,,სევ-დიანიდან _ მხიარულამდე’’ სასია-მოვნო და სევდიან განწყობას გვიქმ-ნის. თამარის მხატვრულ ტექსტებში წამოწეულია თანამედროვე ცხოვრე-ბის ის ნიუანსები, რაც ჩვეულებრივ მოკვდავს გამოეპარება ხოლმე, მაგ-რამ შემოქმედი ადამიანისთვის უმნი-შვნელოვანესია.

თამარ მიქაძეს აქვს იშვიათი ნიჭი _ დეტალებში აღმოაჩინოს უმთავრე-სი და იმგვარად მოგვაწოდოს, რომ ხანგრძლივი განსასჯელი და საფიქ-რალი დაგვიტოვოს. ,,სევდიანიდან _ მხიარულამდე’’ ძალიან ,,გულთბი-ლი’’ კრებულია, ადამიანებისადმი ნდობით გაჯერებული. როდესაც ამ მინიატურებს ვეცნობით, ვხვდებით, რა არის ავტორისათვის ცხოვრებაში ძვირფასი და ნიშნეული, როგორი გმირების ხორცშესხმა მიაჩნია უპი-რატეს ამოცანად, ან რატომ ირჩევს სხვათათვის შეუმჩნეველ ადამიანებს თავის პერსონაჟებად. თამარ მიქაძის შესახებ უყოყმანოდ შეიძლება ითქ-ვას, რომ იგი ფაქიზი სულის ადამია-ნია, მისი ცხოვრებისეული გამოცდი-ლება წინაპრების განვლილ გზასაც მოიცავს და ყოველივე ეს სხვაგვარ ელფერს აძლევს მთელ მის შემოქმე-დებას.

თამარ მიქაძის შემოქმედებითი კონცეფციები რაფინირებული ინტე-ლიგენტის ზნეობრივ იდეალებზეა დამყარებული. ,,კრედოში’’ ერთი ფრაზა იქცევს ყურადღებას: ,,წიგნები რომ უყვართ, ისინი იბნევიან ასე ცხოვრებაში’’... ,,გაუბედავში’’ კი ნა-თქვამია: ,,გაუბედავებს არა აქვთ სა-ხელი’’... ორივე მინიატურაში განათ-

ლებული ადამიანის ბუნებაა გახსნი-ლი. ავტორი გვიყვება ორ სრულიად განსხვავებულ ამბავს, სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაზე აგე-ბულს, მაგრამ საერთო და მთავარი აზრი ერთია _ განათლებული და წიგნიერი ადამიანი შებორკილია ზნეობრივი მარწუხებით, იგი თამა-მად ვერ ბედავს სასურველისთვის ბრძოლას, ძალით და ჯიქურ რაიმეს მოპოვებას, როყიო პრეტენზიებით სხვების გაბეზრებას და მუდამ დაუ-წერელი კანონების ტყვეობაში იმყო-ფება. სამაგიეროდ უტიფრობა და უწიგნურება ტყუპებად დადიან, რო-ყიოდ ედებიან ასპარეზს და ამქვეყ-ნიურ სიამეს ირგებენ. თამარ მიქაძეს მოკრძალებული ინტელიგენტების, ჯენტლმენების გაუბედაობა და ხასი-ათი აინტერესებს. იგი არავის განს-ჯის და განიკითხავს, მხოლოდ შეახ-სენებს მკითხველს, რომ არსებობს ადამიანთა ასეთი მოდგმაც, იშვიათო-ბად ქცეული და გამორჩეული ღირ-სების მქონე.

ჩვენი აზრით, თამარ მიქაძის მინიატურებში ფრაზეოლოგიზმების საუკეთესო ნიმუშებია წარმოდგე-ნილი: ,,წიგნები რომ უყვართ, ისინი იბნევიან ასე ცხოვრებაში’’, ,,გაუბედა-ვებს არა აქვთ სახელი’’... თითოეული ფრაზა გაშიფვრის და ინტერპრეტი-რების სურვილს ჰბადებს, მაგრამ უამისოდაც ნათელია შინაგანი კულ-ტურის ხაზგასმა.

,,სევდიანიდან _ მხიარულამდე-ში” განსაკუთრებით განიცდება დრო-ის ულმობლობა, სილამაზის სწრაფ-ლწარმავლობის პრობლემა და გან-წირულთა სიმარტოვე...

Page 186: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

186

,,მიმოზა და ოცნება’’, ,,გრეტა და ოსტატი’’, ,,ბრავისიმო’’ საყურადღე-ბო ტექსტებია. ისინი დროისა და მარტოობის რკალს ქმნიან. თამარ მიქაძე გვიყვება სევდიან ამბავს ოდესღაც ულამაზესი დების სიამაყის გაცამტვერების შესახებ (,,მიმოზა და ოცნება’’), პირველ სიყვარულსა და უთანასწორობის განცდაზე (,,გრეტა და ოსტატი’’), ხელოვნების ძალასა და მისადმი გამოვლენილ თაყვანისცემა-ზე (,,ბრავისიმო’’). მწერალი უყოყმა-ნოდ იზიარებს კლასიკურ კრედოს, რომელიც მხოლოდ მშვენიერს, სუ-ლიერსა და ღვთაებრივს აღიარებს და ყველას ურჩევს ლამაზს, წარმავალსა და ილუზორულს არ გამოედევნოს, თუმცა ადამიანებს აქვთ უფლება _ შეცდნენ, განიცადონ ამ შეცდომის სიმწარე და გვიან მიხვდნენ, ან ვერ ჩაჰხვდნენ და ჩასწვდნენ ოდითგანვე განცდილს და ნარჩევს. თამარ მიქაძე მიიჩნევს, რომ ადამიანები უნდა სარგებლობდნენ ამ უფლებით, ისწავ-ლონ ან ვერ ისწავლონ თავიანთ შეც-დომებზე, მაგრამ ყოველთვის დარ-ჩეთ ძველი სიყვარულის მაკეთილშო-ბილებელი კვალი, რომელიც ერთფე-როვნებას და სევდას წარმატებით ძლევს...

მწერალი თანაუგრძნობს ,,იღბ-ლიანი ტარანტელის’’ გმირს, თუმცა იგი ერთობ ზერელე ადამიანია და ღრმა განცდისთვის არ არის შექმნი-ლი. მისთვის ,,ცხოვრება ცირკია’’ და იოლად დასაპყრობი ასპარეზი. გაწ-ვრთნილი დათვის იმედით არხეინად ყოფნას არაფერი ურჩევნია და გა-ურკვეველია, რა ელოდება წინ. თამარ მიქაძე ბოლომდე ხსნის გმირის ხა-სიათს, ახერხებს, ჩვენ თვალწინ გაა-

ცოცხლოს არხეინი და უმაქნისი ადა-მიანი, რომელიც სხვის ხარჯზე ცდი-ლობს მოიწყოს უზრუნველი და მყუდრო სიბერე. მინიატურიდან გა-მომდინარე, მას შეიძლება მართლაც გაუმართლოს და იპოვოს სასურვე-ლი, მაგრამ ბოლოს დასმული კითხვა საორჭოფოს ხდის მოსალოდნელ იდილიას.

წინაპრებისადმი მოწიწება ჩანს თამარ მიქაძის არაერთ ტექსტში. მინიატურა ,,ის, რაც არ იყიდება’’ გადმოგვცემს ბებიისადმი მადლიე-რების გრძნობას. მწერალი მიიჩნევს, რომ წინაპარმა ფარი მისცა და ხმალი წაართვა; ფარი იმისთვის, რომ არა-რაობებს გამკლავებოდა და არ შეში-ნებოდა ცხოვრების..., ხოლო ხმალი თავად არც სჭირდება, რადგან ზნე-ობრივად სრულყოფილ ადამიანს არასოდეს დასჭირდება ფართან ერ-თად სხვა იარაღი მადლიერების გრძნობის მიზეზი ამგვარად არის გაცხადებული: ,,საღამოობით კი ჩა-მოსხდებოდით აივანზე ჩვენი ლამა-ზი ბებიები და გვიყვებოდით ზღაპ-რებს წარმტაც ბუნებაზე, სიკეთეზე, მეგობრობაზე, ერთგულებაზე, სამ-შობლოზე.... ეს არის ის, რაც არ იყიდებაო!~

,,კაკლის ხე და ბებიაჩემის და ელისაბედი’’ ბოლშევიკური ტერო-რის გამოძახილსაც ეხმიანება. გლეხი, რომელმაც ბავშვობაში მიხეილ ჯავა-ხიშვილის სამყოფელი უჩვენა ჯალა-თებს, მთელი ცხოვრება ნანობს ამაზე. თამარ მიქაძე ისე მოგვითხრობს ამ ამბავს, რომ მკითხველს ამ ადამიანის მიმართ სიბრალული და თანაგანცდა ეუფლება _ იგი აშკარად კარგი პი-როვნებაა, მაგრამ ცუდ დროს და ცუდ

Page 187: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

187

ადგილას აღმოჩნდა და უნებლიედ შესცოდა. თამარ მიქაძე გვახსენებს, რომ ცხოვრება კეთილისა და ბო-როტის ჭიდილია, ხშირად ძლიერი იმარჯვებს და არა მართალი.

,,კაცების დედა’’ მთელი ერის სატკივრს მოიცავს, ახალბედა ჟურნა-ლისტი პირისპირ აწყდება ქვეყნის ღრმა ჭრილობას, მაშინვე ითავისებს მას და სათანადო რეაქციასაც ამჟ-ღავნებს. ავტორის აზრით, ის კაცები, რომლებიც საქვეყნო საქმეს შეგნებუ-ლად ეწირებიან, დიდსულოვანი ქა-ლების გამოზრდილები არიან. ამ მინიატურაში თამარ მიქაძემ შეძლო აეცდინა პატრიოტული თემატიკისა-თვის დამახასიათებელი მაღალფარ-დოვნება და არტისტული ტრაგიზმი. მწერალმა გვიჩვენა, რომ ჩვენ გვერ-დით არიან თავდადებული და პა-ტივსაცემი ადამიანები, რომლებიც, როგორც უანგარო პიროვნებანი, ბო-ლომდე დაფასებული და შეცნობილი არ არიან.

თამარ მიქაძემ ძალიან კარგად შეძლო მინიატურებში საქვეყნო და ზოგადადამიანური პრობლემების წა-მოწევა და ჩვენება. ბუნებრივი ნიჭი და კეთილშობილება ეხმარება, რომ ტექსტებშიც ხალასი და გულწრფელი იყოს და ამითაც დაამახსოვროს თავი მკითხველს.

ზურაბ თორია ქართული მწერ-ლობის იმ ერთგულ მოღვაწეთა შო-რისაა, რომლებიც ნებისმიერ შემთხ-ვევაში ეხიდებიან ეროვნულ მწერ-ლობას და ერთგულად ემსახურებიან მას. ზურაბ თორიას მოთხრობების კრებული ,,ამსოფლის მგზავრი’’ შეი-ცავს ყველასათვიას გასაგებ და მი-საღებ მიზანს, რომ: ,,მკითხველი

ერთხელ კიდევ დააფიქროს ყოფიე-რების საზრისზე, რომ მუდამ ახსოვ-დეს უმთავრესი – ყოველი ჩვენგანი მარადისობის გზაზე შემდგარი წუ-თისოფლის მგზავრია’’.

მწერალმა მიზნად დაისახა ადა-მიანთა ცხოვრებაში მათი ქცევისა და ბედისწერის საერთო ტკივილების მოსინჯვა და წარმოჩენა. ჩვენთვის სრულიად გასაგებია მწერლის მიზა-ნი, რომ საქვეყნო განცდები და ტკი-ვილები პერსონაჟებში არეკლოს და ამგვარად ამხილოს გათავისებული და შეჩვეული მანკიერებანი.

მოთხრობაში ,,ამსოფლის მგზავ-რი’’ გაპროტესტებულია ქართული ოჯახის ნგრევის ტენდენცია, ეროვ-ნული ფასეულობების მოშლა და ადა-მიანის ზნეობრივი გადაგვარება. მთა-ვარი პერსონაჟი ქეთევანი მონასტერ-ში მიდის და ,,ამსოფლის მგზავრო-ბას’’ ღვთის მსახურებით ასრულებს. ეს იდეალური გამოსავალია ნებისმი-ერი შეჭირვებული და დამცირებული ადამიანისათვის, მაგრამ ყველა ამ-გვარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ზურაბ თორიას თანდათან მივყავართ ამგვარ მოულოდნელ დასასრულამ-დე _ კათარზისამდე. მწერალი გვიხა-ტავს აფორიაქებულ და დამცირებულ ადამიანს, რომელმაც თავისი ვალი საზოგადოების წინაშე, ასე თუ ისე, მოიხადა და მხოლოდ ამის შემდგომ იზრუნა საკუთარ სულზე. ნარკომა-ნია და აზარტული თამაშები მარტო ჩვენი საზოგადოერბის ტკივილი რო-დია, მაგრამ იგი მზარდი საფრთხეა და მას მხატვრული დამუშავება სა-თანადოდ სჭირდება.

ზურაბ თორია გლობალიზაციის ეპოქის საქართველოს ტკივილებს

Page 188: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

188

უღრმავდება, ცდილობს, ზედმიწევ-ნით გადმოგვცეს, როგორ უჭირს ქვეყანას ქალაქად თუ სოფლად, რო-გორ მოიძულა ქართველმა მშობელი მიწა და როგორ მიეძალა უცხოეთს. მას არც ის რჩება უყურადღებოდ, რომ ყველამ იცის მშობლიური მიწის მადლი, მაგრამ სიდუხჭირე და უკე-თესის იმედი აიძულებს ადამიანებს შორს გადახვეწას.

მწერალს არც ის გამოჰპარვია, რომ ქართველებმა იოლად უგანეს დაუწერელ მამაპაპურ ადათებს, უფ-რო უდიერები, უნდილები და უტიფ-რები გახდნენ. მოთხრობაში ,,მრა-ვალთაგან ერთი’’ გადმოცემულია თა-ნამედროვე სოფლის ცხოვრება. მო-ხუცი ქალის გულისწყრომას და გაო-ცებას ახალგაზრდა მამაკაცის მიზნე-ბი იწვევს, რომელიც პირმშოს გაყიდ-ვით ცდილობს მატერიალურ სიდუხ-ჭირესთან გამკლავებას. ამგვარი თე-მები XX ს. დასაწყისის მწერლობაშიც გვხვდება, მაშინაც აქტუალური იყო სოფლის გაჩანაგების ჩვენება, მაგრამ ზნეობრივი გადაგვარების მასშტა-ბებს ჩვილის უსულგულოდ გამეტე-ბამდე არ მოუღწევია. ზურაბ თორიას მოთხრობაში კარგად არის აღწერილი აღელვებული ადამიანის საქციელი; მოხუცი ქალის აფორიაქება ასეა გად-მოცემული: ,,არსად შეჩერებულა, არც მიტოვებული ეზოებისკენ გაუხე-დავს, მიწას დასჩერებოდა და გულის კვნესას ძლივს უმკლავდებოდა. ყუ-რებჩამოყრილი ძაღლი ძუნძულით მიჰყვებოდა. ზოგჯერ წინ გაუსწრებ-და, თუმცა, როგორც კი მის გამე-ხებულ სახეს თვალს შეავლებდა, ისევ ჩამორჩებოდა და ცდილობდა საკუ-თარი არსებობა არც კი შეეხსენებინა’’.

მკითხველი აშკარად გრძნობს, რა აფორიაქებს პერსონაჟს, რატომ სტკი-ვა ასე გული და როგორი ხელშესახე-ბია ადამიანის გატყიურების მომენ-ტი.

ზურაბ თორიას მოთხრობების პერსონაჟები ჩვენი თანამედროვენი არიან, ისინიც სხვებივით ცდილობე მიაღწიონ აღიარებას და პატივისცე-მას, ზოგჯერ ამას უცნაური ხერხი-თაც აკეთებენ. ,,ლავრენტის და’’ ერ-თი შეხეედვით გულუბრყვილო და პრიმიტიული ქალის შესახებ მო-გვითხრობს, პერსონაჟი უსაზღვროდ ამაყობს საკუთარი ძმით, მისი დიდ-კაცობით და სახელგანთქმულობით. ეს ქალი ღიმილის იწვევს, მაგრამ გა-მუდმებით სხვათა მიმართ გამოვლე-ნილი ზრუნვის გამო, პატივისცემასაც იმსახურებს. მოთხრობაში დამაჯე-რებლად არის აღწერილი ქალის ხან-გრძლივი სიცოცხლე, მის მიერ განვ-ლილი გზა და ბოლოს, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პერიოდიც. მწერალმა შეძლო შთამბეჭდავი სა-ხასიათო პერსონაჟი შეექმნა და ნათ-ლად წარმოეჩინა დროის ცვალება-დობა.

დრო, წესრიგი, ქაოსი, ადამიანე-ბის ფსიქიკაში მომხდარი ცვლილე-ბები _ ბოლო ათწლეულების ურთუ-ლესი საკითხებია. თვით წესიერი და თვინიერი ადამიანებიც ვეღარ უძ-ლებენ გამეფებულ ქაოსს და უარე-სობისკენ იცვლებიან. ზ. თორიას მო-თხრობა ,,მდუმარე სახლთან’’ ორმაგი პრობლემის შემცველია, პიროვნული-სა და ზოგადის. მოთხრობის პერსო-ნაჟი ყოვლისმნახველი კაცია, იგი უკ-ვირდება ცხოვრების მდინარებას, მხედველობის არედან არ რჩება, თუ

Page 189: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

189

როგორ მოიშალა დალაგებული და ჩარჩოში მოქცეული ყოფა, როგორ შეიცვალნენ ადამიანები და ველუ-რებს დაემსგავსნენ. საერთო გულგ-რილობისა და ტაციობის დროში მო-ხუცი ნიკო პირად გულისწყრომას ივიწყებს და უანგაროდ ეხმარება იმ ადამიანს, რომელმაც ადრე ხელსა-წყოები ინათხოვრა და გაუყიდა. ავ-ტორი ყურადღებას ამახვილებს ადა-მიანში არსებულ კეთილ საწყისზე, ადათების პატივისცემასა და ნოს-ტალგიურ განწყობილებებზე. ნიკო რეალისტური მანერით დახატული გმირია, ხელშესახებია მისი პირადი ტრაგედია, ცხოვრებისეული პრინცი-პები. მწერალს უნდოდა მკითხველი-სათვის შეეხსენებინა, რომ ყველანი დროის და ეპოქის შვილები ვართ, მართალია, გარემოებებს ვემორჩილე-ბით, მაგრამ მთავარია ზნეობრივი ბარიერები შეგვრჩეს და უკადრებელი არც საკუთარ თავს ვაკადროთ და არც სხვებს. მთავარი სათქმელი არის ის, რომ განსაცდელმა არ უნდა გაგვა-პირუტყვოს, არ უნდა ვიქცეთ ვიღა-ცის ან რაღაცის ყურმოჭრილ მონე-ბად.

მოთხრობაში ზოგადი ტენდენ-ციაა გადმოცემული; როცა ადამიანე-ბი მაინც ცდილობენ არ დაექვემდება-რონ დროის მოტანილ უმსგავსობებს. ტექსტში ვკითხულობთ: ,,ამ ხალხში ბევრს არ ძალუძდა ის, რის ჩადენასაც ზოგიერთები არ ერიდებოდნენ. ამათ ცხოვრების გზა პატიოსნად ჰქონდათ გავლილი და ირგვლივ ატეხილი გა-უტანლობისა და დაუნდობლობის გა-მო, გაოცებას ვერ ფარავდნენ. ჩუმად, თავდახრილნი შრომობდნენ, ამხნე-ვებდნენ ირგვლივ მყოფთ, რისკის

ფასად ვიღაცის აბუჩად აგდებას თუ ძალადობას ეწინააღმდეგებოდნენ, და მათი შემხედვარე მოხუციც თავს ძალას ატანდა, არ ჩაწოლილიყო, რამე მაინც ეკეთებინა, ვინმესთვის თუნ-დაც კეთილი სიტყვა შეეწია’’. რო-გორც ჩანს, ადამიანები ყველა დროში ანგარიშს მაინც უწევენ თვისტომს, ცდილობენ შეძლებისდაგვარად მიბა-ძონ კარგ სამეში და ძველებურად იცხოვრონ. მწეარლი გვეუბნება, რომ ადამიანებში ცუდი შტრიხები განსა-ცდელს შეაქვს, ყველას როდი აქვს მტკიცე ხასიათი, მყარი მორალური საყრდენი, მოვალეობის გრძნობა, მაგ-რამ ისინი მაინც საბრალონი არიან და მიტევებას იმსახურებენ.

ბუნებრივია, ვერც ზურაბ თო-რიამ აუარა გვერდი საბჭოური ყოფის აბსურდს და ,,ცოცხალ მოწმეში’’ ლა-მის დაუჯერებელი ამბავი მოგვი-თხრო. შემთხვევა და გარემოება გა-მოუვალ მდგომარეობაში აგდებს მო-თხრობის პერსონაჟს, იგი იძულებუ-ლი ხდება თავი გარდაცვლილად გა-მოაცხადოს და არც ეცადოს იმის დამტკიცებას, რომ ცოცხალია. ხოლო ,,ძველ გვარდიაში’’ ყოფილი ჯალა-თის ბუნებაა გახსნილი. ოდესღაც გავლენიანი ჩეკისტის სიცოცხლის უსახელო დასასრული განსაკუთრე-ბული ყაიდის ადამიანებზეა, რომ-ლებსაც თავიანთი ბოროტი საქმეების გამართლება არ უჭირთ და ყოველთ-ვის ცდილობენ სხვების გამწარებას. ზურაბ თორია წერს ცოდვისა და მიტევების მარადიულ თემებზე, გან-საკუთრებული ჯიშის ადამიანებზე, რომლებიც მთელი ცხოვრება უკუღ-მართი კანონების მონები არიან და თავი უცოდველად მოაქვთ.

Page 190: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

190

ზურაბ თორიას, ისევე როგორც თამარ მიქაძეს, აინტერესებს ყოველ-დღიურობა და თანამედროვე ადამია-ნის ფსიქოლოგიური პორტრეტი, დროის ცვალებადობა და საზოგადო-ებაში მომხდარი ძვრები. რეალიზმი და ცოცხალი პროცესების გამხატვ-რულება ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი დაინტერესების საგანი.

რეალიზმის გარდა არსებობს ჩვენგან სრულიად განყენებული და აბსტრაქტული მხატვრული სამყარო და იგი ცდილობს საკუთარი არეალის მონიშვნას. სრულიად ბუნებრივია, რომ თანამედროვე ქართულ მწერ-ლობას გააჩნია მისტიკურ-ირაციონა-ლური პლასტიც. იგი ნაკლებად პო-პულარულია თავისი ელიტური იე-რის გამო და ერთგვარად არქაულ მოვლენადაც მიიჩნევა. ამ კუთხით აღსანიშნავია სიმონ (ბაჩუკი) წერეთ-ლის ტექსტები, მისი წიგნი ,,ორნი’’ შედგება ორი დრამისაგან: ,,უცნობი (ლირიკული პაროდია)’’ და ,,ორნი (დრამატული მისტერია)’’.

იმთავითვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავტორი არ არის მოკლებული მახვილ თვალს, შემპარავ ირონიას და დეტალებში რეალური ნიუანსების დანახვის ნიჭს. ყოველივე ზემოთ ჩა-მოთვლილი მკითხველს აიძულებს ჩაუფიქრდეს ყოველდღიურობის ფა-რულ მხარეებს, ზოგჯერ მაინც დაინ-ტერესდეს ამით. სიმონ (ბაჩუკი) წე-რეთელი საგანგებოდ ირჩევს მაღალ-ფარდოვან და ზეაწეულ ტონს, რად-გან მიიჩნევს, რომ შესაძლოა დღესაც მოიძებნოს ისეთი მკითხველი, რო-მელიც გაიგებს და შეიტკბობს ,,სი-დისა’’ და ,,ფედრას’’ ამაღლებულ ტრაგიზმს.

,,უცნობი’’ რამდენიმე პლატს მო-იცავს, მისი მთავარი გმირი იმთა-ვითვე ,,საეჭვო’’ პიროვნებაა, მას სხვა-თა ნალაპარაკევით ვეცნობით და თანდათან ,,იხსნება’’ ჩვენთვის. ბოჰე-მას, ხელოვნებას, ნარცისიზმს და მა-რადიული კვლავდაბრუნების იდეას დიდი წილი უდევთ აბესალომის სახის შექმნაში. შესაძლოა მასში თა-რაშ ემხვარის ანალიტიკური და ჭვრეტითი ნიჭიც ილანდებოდეს, აბე-სალომის პიროვნებაში ზოგმა შეიძ-ლება ბიბლიური გმირიც მოინიშ-ნოს..., მამის წინააღმდეგ ამხედრებუ-ლი და იოაბის მიერ მოკლული, ან დორიან გრეის სახესხვაობად აღიქ-ვას, ანდა სულაც გალაკტიონის ჯუფ-თად წარმოიდგინოს.

,,უცნობისეული’’ აბესალომი ,,უც-ნაურად ნიჭიერი’’ და ძნელად შესა-გუებელია. იგი ბიძის და ბიცოლას გაზრდილია, თუმცა ე. წ. ,,გაზრდა’’ აშკარად პირობითია, როგორც იქ მომხდარი ადიულტერი. ს. წერეთე-ლი მრავალწერტილებს ხშირად გვთა-ვაზობს, ამგვარად ახერხებს, ვარაუ-დების სიმრავლე არ შეგვიზღუდოს. ისიც საინტერესოა, რომ აბესალომის მხატვრობა ობივატელისათვის ,,ამა-ზრზენია’’, შეპყრობილი ჩანს დევნის მანიით, ლეთარგიულ მდგომარეობა-ში მყოფი სხვათათვის ნამდვილი უსაქმური და ზარმაცია, შემოქმედისა და ხელოვანის სახე იდუმალის სა-ბურველშია გახვეული.

ს. წერეთლის ,,უცნობის’’ მთავა-რი გმირი გარდაცვლილია, მაგრამ ყველაფერი მის ირგვლივ ტრიალებს, მისით არის შთაგონებული. ,,ბრძენი სიკვდილი’’ და ,,სულელი სიკვდი-ლი’’ მის ამბავში გვერდიგვერდ თა-

Page 191: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

191

ნაარსებობენ, აბესალომი თავის თავ-ში მეფისტოს და ფაუსტსაც იერთებს, თვალშისაცემია დეტექტივის ელე-მენტებიც. ედგარ ალან პოს ალუზი-ების მოხელთებაც შეიძლება ამ ნა-რატივში, ისევე როგორც სემუელ ბე-კეტის დაუსრულებელი მოლოდინის დალანდვა და გავლენა.

,,უცნობის’’ იდეა მარტივად შე-იძლება ჩამოვაყალიბოთ და ვთქვათ, რომ ყოველდღიურობა გაუსაძლისია, მაგრამ მისი გაკეთილშობილება წარ-სულის აჩრდილთა გამოხმობით და ფანტაზიით შეიძლება; თუ ამ ყველა-ფერს წერისა და თვითგამოხატვის სურვილიც დაერთვის, მაშინ ახალი მხატვრული ტილოც შეიქმნება, აწ უკვე სხვათა დარდისა და ერთფე-როვნების გასაქარვებლად, რომლებ-საც არც წერა ეხერხებათ და ფანტა-ზიასთანაც მწყრალად არიან.

,,ორნი’’ გაცილებით ტევადი ტექ-სტია, ვიდრე ,,უცნობი’’, რადგან საქმე გვაქვს სრულიად სხვაგვარ წარმოსახ-ვით სამყაროსთან, რომელიც ძალიან შორეულისა და მითიურის ანარეკლს წარმოადგენს. ,,ორნი’’ გრაალის მაძი-ებლებსა და მცველებზეა, ამაყ, ვნე-ბიან და უანგარო რაინდებზე. ყველა-ფერი ,,მარადიულ აწმყოდ’’ მიიჩნევა და ამ ნიააგზე ხდება მერამდენე მცდელობა მოჯადოებული სატრფოს დახსნისა, ღვთიური გუმბათიდან გრაალის საოცნებო თასის ჩამოშვე-ბისა და დასავლეთ-აღმოსავლეთის მშვიდად მორიგებისა.

,,ორნის’’ გმირები უელი და არე-ლი არიან, ისინი ატისის მოჯადოე-ბულ სატრფოს, ნოელის, გამოხსნისა-თვის იბრძვიან და ცირცე-მისანის ხიბლს ძლევენ. სულეთის მაცნე და

ბრძენი მკურნალი პალეოსი, მეფე კალი, მეფის ძე ატისი მთავარი გმი-რების ანტურაჟს ქმნიან, ფონს ამ-დიდრებენ.

ნოელი დასავლეთში იმყოფება, მოჯადოებული მამონას თუ ამორ-რას მიერ. მამონას ჯადოს დღეს რომ ვერავინ უძლებს, ეს ძალზე მახვილ-გონივრულად მიანიშნა ს. წერეთელ-მა, ასევე საინტერესოა ამორ-რას და მამონას გვერდიგვერდ მოხსენიებაც, ნიშანდობლივია რაშების ქარებად ქცევის მომენტიც, ძალისა და გრძნე-ულის დაპირისპირებაც...

ნარატორი იმგვარად დაჰყვება უელს და არელს, როგორც ვერგილი-უსი დანტე ალიგიერს. მთხრობლის ორეული კი გამოკვეთილად ეშმაკი-სეულია, რომელიც უმალ ქრება, როცა მისგან რაიმე ხელშესახებს გამოე-ლიან.

გმირებს _ უელსა და არელს არ შეუძლიათ საცდურს არ დანებდნენ, როცა მათ მისანი – ცირცე გადაეყ-რება, თუმცა ეს აუცილებელ დაბრკო-ლებად არის მიჩნეული და მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევათ საშუალება მი-ეახლონ მიზანს.

უელი და არელი მეტაძრეები და ,,ლეგენდების ჭირისუფალნი’’ არიან, ,,სიზმრის სტუმარნი’’ და ,,მძევალნი მიჯნის’’. ატისი მთლიანად ,,სულის მონაა’’, ხოლო მთხრობელი და მისი ორეული ზოგჯერ მიწიერი არსებე-ბის მსგავსნი არიან, თავიანთი დადე-ბითი და უარყოფითი თვისებებით.

ჩვენ გვყვანან ისეთი ავტორები, რომლებიც განზრახ აღიზიანებენ მკითხველს, განგებ ხლართავენ სიუ-ჟეტს ან აღშფოთებას იწვევენ ძვირფას და გათავისებულ ისტორიათა ,,გადა-

Page 192: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

192

ხედვით’’, მაგრამ სიმონ წერეთლის წარმოდგენილი პიესები, სულ სხვაა. ავტორი ვინმეს საგანგებოდ გამოწვე-ვას არ ესწრაფვის, არც ჩვენს გაკვირ-ვებას და მავანისთვის საკუთარი ნი-ჭიერების დამტკიცებას...

იგი საკუთარ თავს იწვევს და ცდის, ცდილობს სწორედ ისე გამო-თქვას აზრი, როგორც მას მიაჩნია საუკეთესოდ. ამავე დროს იგი ძალიან შორეულ სინამდვილეში გადადის და სავსებით ემიჯნება რეალობას, თანა-მედროვე მასკულტურის მოთხოვ-ნებს, მდარე ინსტიქტებს. მისი უხვი და მჩქეფარე სიტყვები განგებ გაბუნ-დოვანებულია და მხოლოდ რიტმის დინებას ემორჩილება. სწორედაც რომ: ,,თასის ზეციურ მფარველთა ნება აწ ყოველ ნიშანს შემართავს.... ცნებად!’’

კრეტიენ დე ტრუა და შტაინერი თუ არა, ქართველ მკითხველს ზვიად გამსახურდიას ,,ვეფხისტყაოსნის სა-ხისმეტყველება’’ მაინც უნდა ჰქონ-დეს წაკითხული, რომ სიმონ წე-რეთლის პიესების ზოგადი კონცეფ-ცია გაიგოს. ,,ორნი’’ ნადვილად არის ერთ-ერთი საინტერესო ინტერპრე-ტაცია ,,გრაალიადის’’ პოპულარული

თემისა, სადაც ინდივიდუალიზმი და აბსტრაქცია ზეიმობს.

დღევანდელ ლიტერატურულ პროცესებში ირაციონალურ მუხტს თავისი დადებითი მხარე აქვს, თუ ეს ნიჭიერად და კარგად არის შესრუ-ლებული. სწორედ მაშინ ხდება ხელ-შესახები მარადიულ ფასეულობებ-თან მიახლება, რომელიც ყოველთვის ახალი კუთხით ამზეურებს თავის მრავალფეროვან შრეებს.

როგორც ვხედავთ, პოსტიმპერი-ული ქართული პროზის ნათელ მხარედ შეუნიღბავი და მკაფიო პო-ზიციის გამომზეურება რჩება, როდე-საც მწერალი თავისუფალია საკუთარ არჩევანში, გულახდილად ამჟღავნებს გრძნობებს და შეუძლია დაენდოს ინ-ტუიციას. ერთეულებს მართლაც უმართლებთ, რადგან მკითხველის მწვავე დეფიციტის პირობებშიც ახერხებენ ემსახურონ საყვარელ საქ-მეს, რომ გულის კარნახით და სულის მოთხოვნით წერონ და აქვეყნონ თა-ვიანთ ტექსტები.

დაინტერესებულ ადამიანს ყო-ველთვის ექნება შესაძლებლობა, შე-იქმნას შთაბეჭდილება უახლეს ქარ-თულ მწერლობაზე, მის თემატიკასა და ფილოსოფიაზე.

Page 193: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

193

demur kaxuraSvili

რ წ მ ე ნ ა დ ა რ ე ლ ი გ ი ა ბ ლ ე ზ პ ა ს კ ა ლ ი ს „ ა ზ რ ე ბ შ ი “

რწმენა ღვთიური ნიჭია. ბლეზ პასკალი,

„აზრები“, 217.

ღმერთი რომ არ ყოფილიყო, მას

პასკალი გამოიგონებდა, იმდენად სჭირდებოდა მის სულიერ განწყობას რწმენა, რელიგია იმ სახით, როგორც ქრისტიანობამ შესთავაზა. შეიძლება სწორედ ამიტომაც გადაეშვა რწმე-ნაში რელიგიურ ექსტაზში მყოფი პასკალი: ,,ღმერთის არსებობის სა-კითხი რაიმე მეცნიერული პრობლემა არ გახლავთ, რომელიც ნაკლებად მა-ღელვებს და მაინტერესებს. ცხადია, რომ მე სხვაგვარად უნდა მოვიქცე

იმის მიხედვით, არსებობს თუ არა ღმერთი’’. გაუგებარი და მიუღებელი პასკალის რწმენაში არაფერია. თუ სულიერ მდგადობას რელიგია მოგა-ნიჭებს, მოგცემს შემოქმედებითი შრომის საშუალებას, გაგახალისებს, ცხოვრებას გაგიუმჯობესებს ისე, რომ სხვა არ დააზარალო, იყავი რელიგი-ური, ვინ გიშლის? მაგრამ თუ არა, მაშინ? პასკალი თვლის, რომ: ,,მა-ცხოვრის გარეშე კაცი ყოველთვის ბი-წიერებასა და უბედურებაში იქნება

Page 194: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

194

დანთქმული. მაცხოვრის წყალობით კაცი თავს აღწევს ბიწიერებას და უბედურებას, მასშია მთელი ჩვენი სიქველე და ბედნიერება’’, ,,აზრები, 402. დე იყოს პასკალისთვის, როგორც თვითონ სჯერა, რამეთუ ნეტარ არიან მორწმუნენი! სამწუხაროა მხოლოდ, რომ პასკალის რელიგიური მოქცე-ვით მეცნიერება დაზარალდა.

,,არაფერი ისე ცხადად არ გვიმ-ჟღავნებს სულის სისუსტეს, ვიდრე იმის არცოდნა, თუ რა საშინელებაა ადამიანის ყოფნა უღმერთოდ’’. ,,აზ-რები’’, 156. თუ მონობაზე თავს დებ (?), ,,უმჯობესია ემონო ღმერთს, ვიდ-რე ადამიანებს’’. ,,აზრები’’, 431. მორ-წმუნეთათვის ღმერთი შემწეა, დამხ-მარე, მეოხი, ჭირთათმენაში მხარ-დამჭერი... მაგრამ საწინააღმდეგო აზრიც არსებობს, კერძოდ, ვაჟკაცო-ბაა უღმერთოდ გაძლება, საკუთარი თავის და არა ღმერთის იმედზე ყოფ-ნა. ასე რომ ზოგიერთის ლოგიკით სულის სისუსტეზე მიუთითებს რწმე-ნა ღმერთისა და არა რწმენა საკუთა-რი თავისა. პასკალი თავდაყირა აყე-ნებს რეალობას? როგორ ფიქრობთ?

,,უსასრულო სიცარიელის ავსება შეიძლება მხოლოდ რაღაც უსასრუ-ლოთი და უცვლელით, ე.ი. ღმერ-თით’’, ,,აზრები’’, 337. როგორც ი. ტურგენევი შენიშნავს, ადამიანის და-შინება პასკალს სჭირდება, რომ ღმერ-თის წინაშე დააჩოქოს. ვისაც სურს, შეუძლია მუხლებზე იხოხიალოს, თუ ამით მისი სულიერი მდგომარეობა გაუმჯობესდება. მაგრამ ვისაც მუხ-ლებზე ხოხვა არ სურს, რა ქნას, გაჰყვეს პასკალს? ზოგი ფილოსოფო-სი ღმერთს მიიჩნევს სამყაროს შე-მოქმედად, ზოგი კი მხოლოდ სამყა-

როს მაფორმირებელ ოსტატად, რო-მელსაც არ შეუქმნია მატერია, მხო-ლოდ მოაწესრიგა სამყარო. ამ შემთხ-ვევაში მწყობრი წესრიგი და მიზანშე-წონილობა მხოლოდ სამყაროს ფორ-მას დაახასიათებს და არა მის შინა-არსს ანუ მატერიას.

პასკალის მიხედვით, რა სურს ღმერთს: ჩვენი ნება თუ გონება? ,,ღმერთს უფრო ჩვენი ნების დაუფ-ლება სურს, ვიდრე ჩვენი გონების. სრული ნათელი სასარგებლო იქნე-ბოდა გონებისთვის, მაგრამ ავნებდა ნებას’’. ,,აზრები’’, 414. თუ ნება სურ-და, რაღა მაინდამაინც პასკალის გო-ნებას ეტაკა? რომ მეცნიერებისთვის წაერთმია? მერე და რა მოიგო ამით ღმერთმა? ,,შეუძლებელია, რომ ღმერ-თი დასასრული იყოს, თუკი დასა-ბამი არ არის’’, ,,აზრები’’, 379. და შემ-დეგ: ,,თუ ყველაფრის საწყისი ერთია, თუ ყველაფრის საბოლოო მიზანი ერ-თია, _ ყველაფერი მის მიერია და ყველაფერი მისთვის არსებობს’’. ,,აზ-რები’’, 380. ამ ფრაზით პასკალი თვლის, რომ ყველაფერი ღმერთის მიერაა შექმნილი და ყველაფერი ღმერ-თისთვის არსებობს (მათ შორის ჩვენც). ამაოდ გვიმტვრევია თავი კა-ცობრიობის გაჩენა-ჩამოყალიბების

მიზეზებსა და მიზნებზე; ამაოდ გვი-სწვალია ცივილიზაციის განვითარე-ბაზე! პასკალმა ხელის ერთი მოსმით წყალში გადაყარა ადამიანის 2 მლნ. წლიანი გამოცდილება, რამეთუ ჩვენ, ღვთის მონებს, მისი აზრით, ცოდნა არ გვჭირდება; საკმარისია მხოლოდ ლოცვა,ლოცვა და ლოცვა! მეტი რა გზაა, დიდ ფილოსოფოსს მისივე სიტ-ყვებით შევაგონებ: ,,სანამ რაიმეს მო-იმოქმედებდე (ან დაწერდე ,,აზრებ-

Page 195: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

195

ში’’ _ დ. კ.), უნდა გულდასმით აწონ-დაწონო არა მარტო შენი მოქმედება (და შენი ,,აზრები’’ _ დ. კ.), არამედ ჩვენი აწმყო, ჩვენი მომავალი, ჩვენი წარსული ისევე, როგორც ამ მოქმე-დებიდან გამომდინარე ყველა შესა-ძლო შედეგი და ყოველივე ეს ურ-თიერთკავშირში უნდა წარმოიდგი-ნო. ასეთია ჭეშმარიტი წინდახედუ-ლობის არსი’’. ,,აზრები’’, 386. პასკალ-მა ვერ გაითვალისწინა, თუ რა მო-ჰყვებოდა მის „აზრებს“? მე მგონი, პასკალის სული არ განაწყენდება მისსავე შეგონებაზე...

პასკალის აზრი ბუნებასა და ღმერთზე: ,,ბუნების სრულქმნილება გვიჩვენებს, რომ ის უფლის ხატია, მისი (ბუნების _ დ. კ.) ნაკლოვანება კი გვიჩვენებს, რომ ის მხოლოდ ხატია’’. ,,აზრები’’, 413. იქნებ პირიქი-თაა _ უფალია ბუნების ხატი? რო-მელია მთავარი? პასკალი ღმერთზე მსჯელობს: ,,არც ისაა მართალი, თითქოს ყველაფერი ამჟღავნებს ღმერთს და არც ის, თითქოს ყვე-ლაფერი ფარავს ღმერთს’’. ,,აზრები’’, 406. მაპატიეთ შედარება, მაგრამ პას-კალის მიხედვით, ღმერთი სტრიპტი-ზიორი ქალივით ყოფილა _ თან უჩანს ყველაფერი, თან არ უჩანს?... იქნებ სხვა რამის თქმა სურდა ფილო-სოფოსს?

პასკალს ეჭვები აწუხებს უზენაე-სის მიმართ: ,,ან ჩვენ ვიბადებით ბრა-ლეულნი, ან ღმერთია უსამართლო’’, ,,აზრები’’, 380. რა ქნან არაქრისტია-ნებმა, რომლებიც მუდამ შეადგენდ-ნენ დედამიწის მოსახლეობის უმრავ-ლესობას, თუ პირველ ცოდვას არ ცნობენ? ამიტომ მათ არც ღმერთი ცნობს? ,,...უფალი დაფარულია და

რომ ჩვენი ბუნების (ხასიათის _ დ. კ.) დაცემის შემდეგ, მან წილად გვარგუნა სამუდამო სიბნელე და სიბრმავე, რომელსაც ვერავინ დააღ-წევს თავს მაცხოვრის გულმოწყალე-ბის გარეშე’’. ,,აზრები’’, 193. ვინც არა-ქრისტიანია, დაღუპულა და ეგ არის! რამდენი მლრდ. კაცი იყო ქრისტემ-დე, რამდენია დღეს და იქნება ხვალ? ეს ხალხი არ ეცოდება მაცხოვარს?

მონაზონი ჟაკლინა-ეფემია პასკალი როგორ გავუგოთ ღმერთს? ,,ჩვენ

ვერაფერს გავუგებთ ღმერთს, თუ საწყისად არ ვაღიარებთ, რომ მან ინება დაებრმავებინა ერთნი და გაე-ნათლებინა მეორენი’’. ,,აზრები’’ 410. ე.ი. ღმერთმა ერთნი დაჩაგრა და მეო-რენი _ არა? თუ ყველა თავის შვილი ერთნაირად უყვარს, რატომ მოქმე-დებს შერჩევით? ,,ღმერთი დაფარუ-ლია იმისთვის, ვინც მას სცდის და გამოცხადებულია იმისთვის, ვინც

Page 196: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

196

მას დაეძებს’’, ,,აზრები’’, 406. რა გამო-დის: თუ მე ღმერთის გამოცდა მინ-და, დამემალება და თუ ნდობას გა-მოვუცხადებ, გამომიჩნდება? დამა-ლობანას მეთამაშება?... სწორად გავი-გე თუ არა პასკალის აზრი?

პასკალმა ,,აზრებში’’ იმდენი ცოდ-ვა მიაწერა ღმერთს, რომელიც მართ-ლა (!) რომ არსებობდეს, პასკალს საფ-ლავიდან ამოაგდებდა. პასკალის აზ-რით, ღმერთმა სამაგიერო გადაუხადა ადამიანს განდგომისათვის და ბნე-ლეთში მოათავსა (მანამდე კომუნიზ-მში ამყოფებდა თუ რა?). რაღაც არ ეტყობა ცივილიზაციას, რომ ოდეს-ღაც სამოთხეში ცხოვრობდა არხეი-ნად და უდარდელად (,,აზრები’’, 343). ადამიანი მუდამ იბრძოდა არ-სებობისთვის... ვინ იფიქრებდა, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი თავის ნა-შიერ ადამიანს ასე ბოროტად მოექცე-ოდა და მთელ თავის ბოღმას გად-მოანთხევდა?... ყოველ შემთხვევაში, ასე წერს პასკალი; დავუჯეროთ? („აზრები“, 342). ღმერთის შერჩევითი მოქმედება ჩვენც გვაძლევს უფლებას გვიყვარდეს ან არ გვიყვარდეს უფა-ლი-თვალი თვალის წილ! ,,ადამიანი ღმერთის ღირსი არ არის, მაგრამ მას, დიახაც, შეუძლია ღმერთის ღირსი გახდეს’’, ,,აზრები’’, 387. მოდით, ახ-ლა შებრუნებული კითხვაც დავსვათ: არის ღმერთი ადამიანის ღირსი?! ხომ გვაქვს ასეთი კითხვის დასმის უფ-ლება?

პასკალის აზროვნება წინააღმდე-გობრივია; ერთგან წერს: ,,ჩვენ უფრო უყოყმანოდ უნდა ვემორჩილებოდეთ გონებას, ვიდრე ნებისმიერ მბრძანე-ბელს, რადგან ვინც ეწინააღმდეგება გონებას, უბედურია, ხოლო ვინც

ეწინააღმდეგება მბრძანებელს, ჩერჩე-ტია და შტერი’’. ,,აზრები’’, 266. მეო-რეგან პასკალი საწინააღმდეგოდ წერს, რომ ირწმუნო ღმერთი, გონება უნდა გათიშო და მხოლოდ გრძნო-ბას, გულს უნდა დაეყრდნოო. გამო-დის, რომ პასკალი ერთდროულად უბედურია, ჩერჩეტია და შტერია, რადგან რწმენის სასარგებლოდ შეგ-ნებულად თიშავს თავის გონებას, რატომ ილანძღავს თავს პასკალი, ღმერთი ატანს ძალას?

დეკარტის აზრით, ,,ღმერთი მო-ძრაობის პირველმიზეზია’’. ფიზიკო-სმა დეკარტმა სხვა გამოსავალი ვერ იპოვნა, ვერ დაადგინა სამყაროს შე-ქმნის მიზეზები, ამიტომ დასაბამი ღმერთს მიანდო, დანარჩენი კი სწო-რად განსაზღვრა. შეიძლება სამყარო პერპეტუმობილეა!? დეკარტის აზ-რით, დასაბამის შემდეგ ღმერთის ფუნქცია მხოლოდ ბუნების მარადი-ულ კანონთა დაცვაა... პასკალმა კი ყველაფრის შემოქმედად და უზენაე-სად ღმერთი მიიჩნია, ამიტომ ეწყინა, როცა დეკარტმა უფალი ოფსაიტში დატოვა: ,,ვერ მიპატიებია დეკარტის-თვის: მას ძალიან სურდა თავის ფილოსოფიაში უღმერთოდ გასული-ყო ფონს, მაგრამ სამყაროს ასამო-ძრავებლად ღმერთს წკიპურტი მაინც აკვრევინა მისთვის. ეს იყო და ეს; ღმერთი აღარ დასჭირვებია’’. ,,აზრე-ბი’’, 59. პასკალი რომ ღმერთს ადვო-კატად დაუდგა, უშველა? არა მგო-ნია...

დეკარტის აზრით, რწმენა ნების ფუნქციაა და არა გონების-გონება უარყოფს ღმერთს. ე. ი. გინდა ირწმუ-ნებ, გინდა _ არა? ,,ბავშვები, რომლე-ბიც დაჯღაბნიან სიფათს და მერე

Page 197: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

197

თვითონვე ეშინიათ მისი, მხოლოდ და მხოლოდ ბავშვები არიან’’. ,,აზ-რები’’, 67; რაზეც ვპასუხობ: ზრდა-სრულები, რომლებიც დახატავენ ქრისტეს და მერე თვითონვე ეშინიათ მისი, ზრდასრულები არიან? რას გვეტყვის პასკალი? ,,ვინ შექმნა ადა-მიანი _ კეთილმა ღმერთმა, ბოროტმა დემონმა თუ შემთხვევითობამ?’’ ,,აზ-რები’’, 345. ვპასუხობ: არც კეთილმა ღმერთმა, არც ბოროტმა დემონმა და არც შემთხვევითობამ; დარვინის მი-ხედვით _ ბუნებამ! ბუნებასვე შეუძ-ლია წერტილი დაუსვას ცივილი-ზაციას, თუ ადამიანი ჭკუით არ იქ-ნება.

მთელი იუმორი იმაშია, რომ სინამდვილეში ღმერთის არსებობა-არარსებობას ადამიანებს არავინ გვკითხება ისევე, როგორც სიკვდილ-სიცოცხლესსამყაროში. თუ გლობა-ლური საკითხები უჩვენოდ წყდება, რა მნიშვნელობა აქვს ბჭობა-მსჯე-ლობას? აი, სწორედ ამ უაზრობაშია საქმე. ღმერთი ძალიან შორსაა, რომ იმაზე ვიფიქროთ, გავაგონებთ თუ ვერა... თუ ღმერთი უსასრულოდ მი-უწვდომელია ჩვენთვის, თავისი არ-სებობით გავლენას ვერ/არ ახდენს ჩვენს ყოველდღიურობაზე, მაშინ იყოს, სადაც არის და როგორც არის. ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს თუ როდის და როგორ შეიქმნა სამყარო, ვინ ჰკრა პირველი წკიპურტი მოძრაობას ან როდის გაჩნდა და დასრულდება სამ-ყარო... რამდენიმე ათეული მლრდ. წლის შემდეგ (!). ჩვენი წამიერი სიცოცხლე ისე მცირე და შეუსაბამოა სამყაროს უსასრულობასთან, რომ

ტვინის ჭყლეტად არ ღირს ფიქრი

დასაბამზე და დასასრულზე... რაზე ვდავობთ?! საქმისთვის ხომ არ სჯობს, ყოველდღიურობას მივხე-დოთ? როგორ ფიქრობთ?

სარწმუნოების ფუნქციას ასე აყა-ლიბებს პასკალი: ,,...რაკი არ შეგვიძ-ლია თაყვანს ვცემდეთ იმას, რასაც არ ვიცნობთ და გვიყვარდეს სხვა რამე, გარდა საკუთარი თავისა, ამიტომ სარწმუნოებამ, რომელიც ჩვენს მოვა-ლეობას გვიხსნის, ჩვენი უძლურების მიზეზი და მისი დაძლევის გზაც უნ-და გვასწავლოს’’. ,,აზრები’’, 380.

ბედნიერია არა ის, ვინც ღმერთი იპოვნა, არამედ ვინც თავის რწმენას მიაგნო. ჭეშმარიტად მორწმუნე კაცი ღვთის მორჩილია, ათეისტზე ნაკლებ აგრესიულია, თუმცა ზღაპრებს ხომ არ გვიყვებიან რელიგიის მსახურნი? რას უნდა ნიშნავდეს პასკალის გა-მოთქმა: ,,დაპირისპირებულობა; სარ-წმუნოების უსასრულო სიბრძნე და უსასრულო სიშლეგე?’’ განა სარწმუ-ნოება შლეგია? პოლ ვალერი ასე გან-საზღვრავს რელიგიის დანიშნულე-ბას: ,,რელიგია ადამიანებს ამარაგებს იმ გარემოებათათვის საჭირო სიტყ-ვებით, აქტებით, ჟესტებით და აზრე-ბით, სადაც მათ არ იციან რა თქვან, რა ქნან, რა წარმოიდგინონ’’. რაც დრო გადის, ადამიანის ცოდნა იზრ-დება და შესაბამისად ასეთ გარემოე-ბათა რიცხვი მცირდება. რა თქმა უნ-და, არ ცოდნის სფერო ჯერ ბევრად სჭარბობს ცოდნის სფეროს, ასე რომ რელიგიას ძლიერი საყრდენი კვლავ დიდხანს ექნება, თუ მუდმივად არა.

პასკალი ასე მსჯელობს ქრისტია-ნული რელიგიის შესახებ: ,,მე ვხედავ რამდენიმე ურთიერთსაპირისპირო რელიგიას და ამდენად ყველა ყალ-

Page 198: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

198

ბია, გარდა ერთისა (რის საფუძველ-ზე? _ დ. კ.). თითოეული მოითხოვს, რომ სწორედ ის იწამონ მისი გავ-ლენის გამო და შეჩვენებით ემუქრება ურწმუნოთ... ქრისტიანულ რელი-გიაში მე ვხედავ წინასწარმეტყველე-ბასაც და მის აღსრულებასაც, რაც უკვე აღარ შეუძლია ყველას’’. ,,აზ-რები’’, 418. პასკალი საფრანგეთში გაიზარდა და ცხოვრობდა, ამდენად მხოლოდ ქრისტიანული (კათოლი-კური) რელიგია შეეძლო ერწმუნა-მას არჩევანი არ ჰქონდა. საინტერესოა, მექაში ან მედინაში რომ ეცხოვრა, მაშინაც ქრისტიანობის მქადაგებელი გახდებოდა? საქმე ქრისტიანიზმში კი არა, პასკალის რელიგიურ განწყობა-შია. მის სულს რწმენა სჭირდებოდა და მანაც მიიღო ის, რაც გარემომ, სი-ტუაციამ შესთავაზა. ინდოეთში პას-კალი, ალბათ, ბუდისტი გახდებო-და...

პასკალი რელიგიას სათნოების ფუნქციას ანიჭებს: ,,განა შეიძლება ბოროტების ამოძირკვა ბოროტები-თვე? ეს ხომ ბოროტების გამრავლე-ბას ნიშნავს’’. ,,აზრები’’, 430. ცდება პასკალი, როცა ფიქრობს, რომ: ,,ხალ-ხი მზადაა, ყოველგვარ რწმენას ანა-ცვალოს სიცოცხლე, რომლის სიყვა-რული, ერთი შეხედვით, ასე ძლიერი და ბუნებრივი ჩანს’’. ,,აზრები’’, 129. სიცოცხლე არაა ხელწამოსაკრავი რამ; ის ერთი და განუმეორებელია; მას რწმენასავით ვერ გამოიცვლი. პასკა-ლი ირონიით უყურებს რელიგიას: ,,როცა ყველაფერს გონებას ვუქვემ-დებარებთ, ჩვენს რელიგიას აღარაფე-რი რჩება მისტიკური და ზებუნებ-რივი (რომლითაც მრევლს ატყვევებს _ დ. კ.); როცა გონების საწყისებს

ვარყევთ, რელიგია უაზრო და სასა-ცილო ხდება’’. ,,აზრები’’, 212. მართ-ლაც, რელიგია ვერ უძლებს გონების შეტევას. მას სხვანაირი მიდგომა სჭირდება.

პასკალი საკმაოდ კრიტიკულია რელიგიების მიმართ: ,,...რომელი რე-ლიგია გვიჩვენებს ჩვენს ჭეშმარიტ სიკეთეს, ჩვენს მოვალეობას, ჩვენს სისუსტეს, რომლის გამოც საკუთარ თავს ვღალატობთ, ამ სისუსტის მი-ზეზს და მისი დათრგუნვის გზას, ხერხსა თუ საშუალებას? ვერც ერთმა რელიგიამ ვერ შეძლო ეს’’. ,,აზრები’’, 342. პასკალი არც თავის საყვარელ ქრისტიანობას ინდობს, როცა შინაგან წინააღმდეგობაში გამოიჭერს: ,,უცნა-ურია ქრისტიანობა: უბრძანებს ადა-მიანს აღიაროს, რომ ზიზღის ღირსია, მეტიც, აღიაროს, რომ ბილწია და იმავდროულად უბრძანებს გამუდმე-ბით მიელტვოდეს იმას, რომ ღმერთს დაემსგავსოს’’. ,,აზრები’’, 398. რა ქნას ადამიანმა, რომელ გზას დაადგეს?

მორწმუნეებით უკმაყოფილო პასკალი ამბობს: ,,ყველამ იცის, რომ საზოგადო სიკეთისთვის თავი უნდა გასწირო და ზოგიერთი მართლა სწი-რავს თავს; მაგრამ ვინ ეწირება სარ-წმუნოებას? არავინ’’. ,,აზრები’’, 296. განა თვითონ პასკალის სიცოცხლე სარწმუნოებისთვის თავდადების ნი-მუში არ არის? პასკალი თავისი ცხოვ-რების მანძილზე მერყეობდა რელი-გიასა და მეცნიერებას შორის: ,,...დაე, ბუნებამ ან საბოლოოდ დამარწმუ-ნოს, ან სამუდამოდ გადამარწმუნოს, რათა, ბოლოსდაბოლოს, გადავწყვი-ტო, რა გზას დავადგე. მაგრამ მე კვლავინდებურად არ ვიცი, ვინ ვარ და რა ვარ, კვლავინდებურად არ მეს-

Page 199: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

199

მის, რისთვის ვარ ან რატომ ვარ...’’ ,,აზრები’’, 183.

პასკალის ,,აზრებში’’ ჩანს ფილო-სოფოსის მერყევი, საკმაოდ ბუნდო-ვანი პოზიცია რელიგიის მიმართ. მი-უხედავად იმისა, რომ ღრმად მორწ-მუნე იყო, პასკალის მბორგავი, მო-უსვენარი გონება სავსეა კითხვებით, რომლებზეც პასუხები არ გამოიძებნა და მგონია, სანამ ცივილიზაცია იარ-სებებს, არც გამოიძებნება. იმავე კითხვებს ვერ უპასუხებს ვერც ერთი რელიგია, რწმენა. ცივილიზაციას რწმენა სჭირდება, მაგრამ ახალი არ-სით და ფორმით. სხვა რამაა საჭირო,

მაგრამ ვის შეუძლია თქვას რა და როგორ?

სამყარო თავისი უთვალავმილი-არდიანი სისტემებით, ვარსკვლავე-ბით, პლანეტებით რეალურად არსე-ბობს და მოქმედებს. შეიძლება სამ-ყარო ვიღაცის ან რაღაცის შემოქმე-დების ნაყოფია. ამ შემოქმედს ჩემთ-ვის შეიძლება ბუნება ერქვას, თქვენ-თვის _ ღმერთი, მათთვის _ განგება და ა.შ. _ მრავალნაირად. განსხვავება მხოლოდ სახელწოდებებში იქნება... სამყაროს შეცნობის პროცესი გეომეტ-რიული პროგრესიის ტემპით იზრ-დება. მალე გამოვა ცივილიზაცია შე-უცნობლობის შოკიდან?

Page 200: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

200

nodar stefaniSvili

zurab joxariZe

აბრეშუმი საქართველოში _ წარსული და დღევანდელობა

ჩინური და იაპონური წყაროე-იდან ცნობილია, რომ მეაბრეშუმეობა და აბრეშუმის წარმოება ჩაისახა ჩინეთში ძვ. წ. III ათასწლეულში და აქეან გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ამავე წყაროებიდან, ჩინელები თითქ-მის 20 საუკუნე უფრთხილდებოდნენ აბრეშუმის მონოპოლიას.

ლეგენდის თანახმად, VI საუკუ-ნეში ორმა მისიონერმა ბერმა აბრე-შუმხვევიას კვერცხები _ გრენა ბამ-ბუკის ჯოხებში გადამალეს და ასე გა-მოიტანეს ჩინეთის პროვინცია შან-ტუნტიდან.

ამ ლეგენდას ისევ დავუბრუნ-დებით. მანამდე კი, თანმიმდევრუ-ლად მივყვეთ პროცესს თუთის ხი-დან აბრეშუმის კომპლექსურ ძაფამ-დე.

თუთის ხე ტროპიკებსა და სუბ-ტროპიკებში ხარობს. კ. კრაიას ენცი-კლოპედიური ლექსიკონის თანახ-მად, თუთის ველური სახეობა _ თეთრი თუთა ბუნებრივად იზრდე-ბოდა ჩინეთში, კავკასიაში, სპარსეთ-სა და ეგვიპტეში, საიდანაც გავრცელ-და ევროპაში.

სულხან-საბა ორბელიანის გან-მარტებით: ,,თუთა _ ესეა ჟოლა, რო-მელსაც სომხურად ტუტა ეწოდება,

რამე-თუ ლათინურად სიკომოროს (სიკო _ ლეღვი, მოროს _ სულელი), ანუ ეგვიპტურად ლეღვადაც ხმარო-ბენ’’.

თუთის აბრეშუმხვევია თუთის ხის პარაზიტია. იგი მონოგრაფი მწე-რია და მხოლოდ თუთის ფოთლე-ბით იკვებება.

,,ლეღვსულელი’’ ბიბლიაში რამ-დენიმეჯერაა ნახსენები. ე.ი. ქანაანის მიწაზეც ხარობდა თუთა.

ჩვენთან, საქართველოში ოდით-განვე იყო თუთის ხის სხვადასხვა ჯიშები. იმერეთში მას ეძახიან _ ,,ბჟოლას’’, სამეგრელოში _ ,,ჯაპს’’, კახეთში _ ,,ფურცელს’’.

მესხეთში თუთის ნაყოფისაგან ამზადებენ ,,ბაქმაზს’’, რომელიც ქვეყანაში შაქრის მაგივრობას წევდა.

ამრიგად, სადაც თუთის ხე ხა-რობდა, შეუძლებელია მას ჭია _ აბ-რეშუმხვევია არ ჰყოლოდა.

,,ესე ეუბნება-თქო, უფალი ღმერ-თი იერუსალიმს... ოქროთი და ვერ-ცხლით მოგრთე, ზეზი, ჭიჭწაული და ნაქარგი სამოსელი გეცვა’’ (ეზეკი-ელი 16. 13. ძვ. წ. VI ს.).

ზეზი _ ოქრომკერდია, სირმისა და აბრეშუმის ძაფის ნაგრეხია.

Page 201: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

201

ჭიჭნაული, ჭიჭნაუხტი _ აბრე-შუმის ქსოვილია.

ასევე, წმ. შუშანიკის წამება’’-ში ბერი ცურტაველი აღნიშნავს _ ,,წმი-დამან შუშანიკ ნაცვლად ჭიჭნაუხ-ტისა საქმისა... ხელთა აღიხვნა ,,და-ვითნი’’ და ას ერგასნი იგი ფსალ-მუნნი ზეპირად დაისწავლნა’’. ანუ, ოცივე კანონის ზეპირად შესწავლით, სულიერებით ისე მშვენდებოდა ცი-ხის ბნელი საკანი, როგორც ნაქარ-გობით აბრეშუმის ქსოვილი.

ესეც, IV საუკუნე. ასე რომ, ჩი-ნელებს აბრეშუმის სამშობლოობას ტყუილად აბრალებენ.

_ არმაზში, დიდგვაროვნის სამა-როვანის გათხრისას, სხვა სიმდიდ-რესთან ერთად, ქალბატონის ნეშთზე ნანახია აბრეშუმნარევი შალის ქსო-ვილის ნარჩენი (ძვ. წ. აღ. II ათას-წლეული).

(ცნობისთვის: დღეისთვის, უმაღ-ლესი ხარისხის ინგლისური შალი _ აბრეშუმნარევი მატყლია).

_ უძველეს ეტრატებს ყდაში ჩას-მა და აკინძვა ესაჭიროებოდათ. რის-თვისაც, ჩვენი წინაპრები კანაფთან, ან სელის თოკთან შეგრეხილ აბრე-შუმის ფერად ძაფს _ კაპტალს იყე-ნებდნენ.

საქართველოს სხვადასხვა კუ-თხეში დღემდეა შემორჩენილი აბრე-შუმის ძაფსახვევი დანადგარის სა-ხელები:

სამეგრელოში _ ელართაშე; სამურზაყანოში _ ოგიდაშე; გურიაში _ ოგვადო; იმერეთში _ სამუხვლელი; კახეთში _ მანჯავი. ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში

ჩანს აბრეშუმის ძაფის დამზადების ადრინდელი ტექნოლოგია:

აბრეშუმის მწიფე პარკს _ ყაჭს, გამოსაშრობად მზეზე გაშლიდნენ. შემდეგ, ძენძავდნენ, ჩეჩავდნენ და ამ ნაჩეჩით ძაფს ართავდნენ.

დავუბრუნდეთ ზემოთ ნახსნებ ლეგენდას.

როგორც აღვნიშნეთ, სადაც ხა-რობდა თუთის ხე, იქ იყო აბრეშუმ-ხვევია ჭიაც. რაში ჭირდებოდათ მი-სიონერებს გრენის _ ჭიის კვერცხე-ბის გამოტანა, თუ მათ სამშობლოში უკვე იყო თუთის აბრეშუმხვია? და, თუ არ იყო, ე.ი. არ იყო თუთის ნარ-გაობაც. მაშინ, გამოტანილი გრენი-დან გამოჩეკილი ჭია რითი უნდა გა-მოეკვებათ?

მაინც, რას ასაიდუმლოებდნენ ჩინელები ასე მონდომებით და რა გამოიტანეს მისიონერმა ბერებმა შან-ტუნტიდან?

არის კიდევ ერთი ჩინური ლე-გენდა: ერთ-ერთი პროვინციის მმარ-თველის ჰუან დის მეუღლე ლეი ზუ სასახლის ბაღში, ზურმუხტისფერი ლამაზის ხის ჩრდილში ჩაის მიირთ-მევდა. მოულოდნელად, ხიდან ჩამო-ვარდნილი თეთრი პარკი დედოფ-ლის ჭიქაში ჩავარდა. შეწუხებულმა მსახურმა პარკის ჩხირით ამოღება სცადა. მანამდე მტკიცე, შეუვალი აბრეშუმის პარკი ცხელ ჩაიში ერთ გრძელ ძაფად დაიშალა.

საფეიქრო საქმეში აქსიომაა: ბოჩ-კოს სიგრძე და მთლიანობა, განსა-ზღვრავს ძაფის სიმტკიცეს და ვარგი-სიანობას, რაც საბოლოო ჯამში, ქსო-ვილის ხარისხზე აისახება.

ამრიგად, თუ მანამდე აბრეშუმის პარკის ნაჩეჩი, მოკლე ბოჩკოებით დართული ძაფით მხოლოდ ,,ლა-რულ’’ ქსოვას (კლასიკური ქსოვა _ საქსელი და მისქსელი) ახორციე-ლებდნენ, აბრეშუმის პარკიდან ამო-

Page 202: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

202

რღვეულმა 500-1500 მმ-ის სიგრძის ძაფმა, ჩინელებს შესაძლებლობა მის-ცა ქსოვილი ხლართით ქსოვით (ტრი-კოტაჟული ქსოვა) ეწარმოებინათ.

ასე რომ, ჩინელები აბრეშუმხვიას და აბრეშუმის პარკს კი არ ასაიდუმ-ლოებდნენ, არამედ პარკიდან ძაფის ამორღვევის ტექნოლოგიას.

,,ვეფხისტყაოსნიდან’’ _ ტარიე-ლი ხატაელებს (ჩინელებს) რომ დაა-მარცხებს, რამაზ მეფის საგანძურში უცნაური ქსოვით შექმნილ ,,ყაბაჩა და ერთი რიდე’’-ს ნახავს. ,,არცა ლარულად ჰგებოდა მას ქსელი, არც ორხაულად, სიმტკიცე ჰგვანდა ნაჭედსა, ვთქვი ცეცხლთა შენართაულად!’’

ძვ. წ. აღ. II საუკუნეში დიდი საქარქვნე გზის გახსნამ ჩინეთიდან ვიდრე ბიზანტიამდე, რომელსაც XIX საუკუნეში გერმანელმა გეოგრაფმა ფერდინანდ ფონ რიჩტოფელმა ,,აბ-რეშუმის გზა’’ უწოდა, ჩინეთი თავი-სი შეუდარებელი ქსოვილებით, შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყ-ნების ბაზარზე გაიყვანა.

დამთვალიერებელი დღემდე აღ-ფრთოვანებაში მოჰყავს მუზეუმებში გამოფენილ ჩინურ ხატაურასა თუ ფარჩას, კისეიას თუ ატლასს.

სპარსეთის მეფე პეროზმა, ინდო-ეთის დალაშქვრისას მეფე ვახტანგი, გორგასალი იახლა. ვახტანგ მეფემ ქ. სერიდანიდან, ინდოჩინური წარმო-შობის ტყვეებთან ერთად, აბრეშუმის ძაფის ამოხვევის ტექნოლოგია ჩამო-იტანა საქართველოში.

ჩვენს ქვეყანაში, ზომიერი კლიმა-ტის გამო, ყოველთვის მაღალხარის-

ხოვანი აბრეშუმის ქსოვილი ე.წ. და-რაია მზადდებოდა. ადრეულ წლებ-ში, მას ვალუტის დანიშნულებაც ჰქონდა და კონტრიბუცია _ გამოსას-ყიდადაც იყენებდნენ ოქროსა და ვერცხლთან ერთად. ხოლო, 1998 წელს, თბილისის ფაბრიკა ,,ცისარტ-ყელაში’’ დამზადებულმა აბრეშუმის ქსოვილმა, მადრიდში გამართულ აბ-რეშუმის ნაწარმის მსოფლიო გამოფე-ნაზე უმაღლესი ჯილდო _ ,,დიდი პლატინის ვარსკვლავი’’ დაიმსახურა.

სამწუხაროდ, მეაბრეშუმეობა სა-ქართველოში აღარ არსებობს. რატომ? ამომწურავ პასუხს ვერსად გაიგებთ! (?) მრეწველობის სხვა დარგებისგან განსხვავებით, მეაბრეშუმეობა არ მო-ითხოვდა უცხოეთიდან ნედლეუ-ლის, ან სხვა წარმოების საშუალებე-ბის შემოტანას (?).

სანამ სოფლად კიდევ ახსოვთ, როგორ კვებავდნენ ჭიას და გამო-ჰყავდათ პარკი, აგრომრეწველების, ფეიქრების, ინჟინრების, ეკონომის-ტების ვალია აღვადგინოთ ესოდენ საჭირო დარგი საქართველოში.

ჩვენი გადმოსახედიდან (იგული-სხმება საინჟინრო საქმე), თანამედ-როვე პირველადი გარდამსახებისა და მიკროპროცესორული სისტემების გამოყენებით შესაძლებელია ახალი, კომპაქტური, მაღალტექნოლოგიური აბრეშუმის ძაფსახვევი დანადგარის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს დარგის აღორძინებას.

სტატისტიკურ მონაცემებსა და საკითხის გადაჭრის ტექნიკურ მხა-რეებს შემდეგ სტატიებში განვიხი-ლავთ.

Page 203: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

203

giorgi popiaSvili

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა პოლიტიკური ორიენტაციის

გზაგასაყარზე

საქართველოს პოლიტიკური და-მოუკიდებლობიდან რამდენიმე წე-ლიწადში ქართულმა სახელმწიფომ, ერთმანეთის მიყოლებით დაკარგა ცხინვალი და აფხაზეთი, ეს კონფ-ლიქტები ერთი შეხედვით გვევლი-ნება, როგორც ეთნო კონფლიქტები აფხაზებსა და ქართველებს და ცხინვალის ოსებსა და ქართველებს შორის. საკითხის უფრო სიღრმი-სეული შესწავლა ვიწრო ეთნიკური კონფლიქტიდან ტრანსფორმირდება გლობალურ რეგიონალურ დონეზე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემ-დეგ რუსეთის სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო

და რუსეთის ეროვნულ ინტერესებ-ში შედიოდა კავკასიის რეგიონის, მათ შორის საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროდან არ გაშვება. სა-ქართველოს პირველი პრზიდენტის კურსი მკვეთრად ემიჯნებოდა რუ-სეთს და ასევე დიდ სურვილს არ

გამოთქვამდა დასავლეთთან ურთი-ერთობისთვის, იგი ცდილობდა და-მოუკიდებელი კავკასიური სახლის შექმნას, რომელიც ძლიერ რეგიონა-ლურ ძალად უნდა გადაქცეულიყო,

მაგრამ მარტო ამ ჩანაფიქრის იმე-დად ყოფნა ეროვნული ინტერესე-

ბის დაცვის კუთხით სუსტ პოზი-ციაში აგდებდა ქართულ სახელმწი-ფოს.

რუსეთ - აშშ-ის ინტერესებიდან რომ ამოვიდეთ, რომელიც კავკასი-ის რეგიონში იკვეთება, დავინახავთ

რაოდენ წინააღმდეგობაში მოდიო-და დამოუკიდებელი კავკასიის რე-გიონი, რომელზეც კონტროლის დაწესება გაცილებით უფრო

რთული იქნებოდა, ვიდრე კავკასი-ის დაქუცმაცებულ პირობებში.

ზოგიერთი მეცნიერის მტკიცება თითქოს საქართველოს ტერიტორი-ული პრობლემა გამოწვეულია პირ-ველი პრეზიდენტის მხოლოდ ნა-ციონალისტური მოწოდებების გა-მო, ჩემი აზრით, ნაწილობრივ შეე-საბამება ჭეშმარიტებას.

საქართველო, როგორც უშუალო

მეზობელი ,,ჩრდილო ატლანტიკუ-რი ორგანიზაციისა’’ რუსეთიდან გა-მოყოფის შემთხვევაში ლოგიკურად

მოექცეოდა მისი გავლენის ქვეშ, ძალთა ბალანსის პრინციპიდან გა-მომდინარე, რაც დღეს უკვე რეა-ლობად არის ქცეული. ეს კი რუსე-თის სამხედრო პოლიტიკურ იზო-ლაციას გამოიწვევს კავკასიის რეგი-ონში. რაც საბოლოოდ რუსეთის გა-

Page 204: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

204

თიშვას და კონტროლის დაკარგვას ნიშნავს, როგორც აღმოსავლეთით

ისე ევროპის მიმართულებით. ამ ლოგიკიდან გამომდინარე პირველი პრეზიდენტის ნაციონალისტური პოლიტიკა მხოლოდ საბაბად

შეიძლებოდა გამოყენებულიყო ტე-რიტორიული რღვევის საკითხში, რომ არა რუსეთის ფედერაცია აღ-ნიშნული პრობლემა სხვა ფორმით

მოახდენდა საკუთარი ნეგატივის აკუმულირებას, მაგრამ არა ტერი-ტორიულ რღვევაში. დღესაც არის განხილვები იმ დროინდელი პო-ლიტიკური ორიენტაციის შესახებ, რაც ხშირად აზრთა სხვადასხვაო-ბით არის გამოხატული, ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს უფრო

ზომიერი პოლიტიკა, რომ ჰქონოდა რუსეთთან, ტერიტორიული საკი-თხი წესრიგში არ დადგებოდა, მე-ორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ იმ დროინდელ ხელისუფლებას არა კავკასიის სახლზე არამედ აქცენტე-ბი და მიმართულება დასავლეთზე უნდა მიემართა. მოდით განვიხი-ლოთ მოკლედ დადგებოდა თუ არა იგივე შედეგი, რაც დადგა.

თუ საქართველო თანხმობას გა-ნაცხადებდა რუსეთთან უფრო რბილ

ურთიერთობაზე მოახდენდა შესვ-ლას ,,დსთ’’-ში ასეთ შემთხვევაში დარტყმების სიმძლავრე განახევრ-დებოდა ან სულაც დროებით შე-ჩერდებოდა. მარგამ რუსეთი თავი-სი გრძელვადიანი ინტერესებიდან გამომდინარე მაინც მოახდენდა ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქ-ტის გამწვავებას რათაA გრძელვა-დიან პერსპექტივაში უფრო მეტი გა-რანტიები მიეღო კავკასიის რეგიონ-ზე კონტროლის თვალსაზრისით,

რითაც მოახერხა წითელი ხაზის

გავლება დასავლეთისთვის. რუსე-თისთვის ასევე მნიშვნელოვან სა-კითხს წარმოადგენს Aშავი ზღვის აუზის ქვეყნების კონტროლი მათ შო-რის მნიშვნელოვანი ადგილი უჭი-რავს თურქეთს რუსეთის უსაფრ-თხოების და ინტერესთა კვეთის სა-კითხში. აქედან გამომდინარე, მუდ-მივი კონფლიქტი საქართველოსა და კავკასიის სხვა სახელმწიფოებში პირდაპირ კავშირშია რუსეთის ეროვ-ნულ ინტერესებში, რაც თავისთა-ვად იწვევს ჩვენი ეროვნული ინ-ტერესების ხელყოფას.

რაც შეეხება დასავლეთთან ურ-თიერთობის საკითხს, ტერიტორიუ-ლი მთლიანობა მაინც დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებოდა, რადგან თუ

გავიხსენებთ იმ დროინდელ მსოფ-ლიო პოლიტიკას, კერძოდ, საბჭო-თა კავშირით გამოწვეულ ქაოსს და გაურკვევლობას, ასევე დასავლეთის უცნობი ქვეყნებისადმი პოლიტი-კურ სიფრთხილეს, ამას გარდა რუ-სეთს ღია აგრესია, რომ განეხორცი-ელებინა მაინც ვერ გადაფარავდა იმ კმაყოფილებას რაც გამოწვეული იყო საბჭოთა კავშირის დაშლით,

ამასთან ერთად რუსეთთან ხელა-ხალ სამხედრო, პოლიტიკურ დაპი-რისპირებას თავს აარიდებდა აშშ, რადგან საქართველო როგორც საბ-ჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლი-კა, რუსეთის ხელისუფლების მხრი-დან მიიჩნეოდა, როგორც რუსეთის გავლენის სფეროში არსებული. აშშ-ის ჩარევა პირდაპირ ნიშნავდა რუ-სეთის ინტერესების წინააღმდეგ გან-ხორციელებულ აგრესიას, რასაც შეიძლება სერიოზული გამწვავება მოჰყოლოდა რუსეთ-აშშ-ს შორის, რაც ამერიკის ინტერესებს არ შეესა-ბამებოდა. აქედან გამომდინარე, შე-

Page 205: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

205

გვიძლია ვთქვათ, რომ საქართვე-ლოში განხორციელებული კონფლიქ-ტები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გარდაუვალ საფრთხედ გა-დაიქცეოდა. რაც შეეხება დღევანდელ

ვითარებას, კავკასია გადანაწილებუ-ლია რუსეთ-აშშ-ს შორის, ასევე გა-ყოფილია საქართველოც, რაც კონფ-ლიქტის არა გალღობას და მოგვა-რებას, არამედ გაქვავებას იწვევს.

საქართველოს სწრაფვა დასავ-ლურ სტრუქტურებში მნიშვნელო-ვან წყალგამყოფს ბადებს რუსეთ-თან ურთიერთობაში, რაც ვლინ-დება დაძაბულობასა და ქართულ

სახელმწიფოზე სერიოზული ეკო-ნომიკური, პოლიტიკური და სამ-ხედრო ზეწოლით, ასევე რუსეთში მყოფი ემიგრანტი ქართველების პე-რიოდული შევიწროვებით და დევ-ნით.

დღეს საქართველო იმყოფება ორი სახელმწიფოს ინტერესთა კვე-თის ერთ-ერთ წერტილში, სადაც ორივე მხარის დაინტერესებას ზურგს უმაგრებს ეკონომიკური ფაქტორი. აშშ-ის ინტერესებს თუ განვიხი-ლავთ ნათლად დავინახავთ, რომ სა-ქართველოს და მთლიანად კავკა-სიის რეგიონის მეშვეობით შესა-ძლებელი იქნება, აღმოსავლურ სა-ხელმწიფოებზე კონტროლის დაწე-სება, ასევე რუსეთისთვის სამხედ-რო პოლიტიკური რკალის შემორტ-ყმა, რომლის მიზანი არა რუსეთის დაშლა ან მასზე სამხედრო აგრესი-ის განხორციელებაა, არამედ მისი შებოჭვა და მუდმივი კონტროლის ქვეშ მოქცევაა. რადგან დაშლილი

რუსეთი, ვერ შეაჩერებს დასავლეთ-ზე მომდინარე ჩინურ საფრთხეს, რომელიც ასე რიგად განიცდება როგორც ევროპის ქვეყნების ისე აშშ-

ის მხრიდანაც. დაშლილი რუსეთი ხელს შეუწყობს ჩინეთის მზარდ

გაფართოებას, რაც საბოლოო ჯამში მთელი დასავლეთის პოლიტიკური მზის ჩასვენებით დასრულდება.

რაც შეეხება რუსეთის ინტერე-სებს საქართველოში შემოიფარგლე-ბა რეგიონალურ დონეზე, რუსეთის ამჟამინდელ ინტერესებში შედის, რომ არ დაუშვას დასავლეთის არ-სებულზე უფრო მეტი გაფართოება, რუსეთის ერთ-ერთ მთავარ მიზნად

შეიძლება მივიჩნიოთ, აშშ-ის ყუ-რადღების მოდუნებით პოზიციები გაიმყაროს რეგიონალურ დონეზე, შემდგომ დაიბრუნოს მსოფლიო დო-ნეზე ძველი დიდება. აშშ-ის და რუსეთის საერთო თანამშრომლო-ბის სფეროებად უნდა განვიხილოთ მუსლიმანთა ტერორისტული ორგა-ნიზაციები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ორივე სახელმწიფოს უსა-ფრთხოებას და პოლიტიკურ პრეს-ტიჟს. ორ ქვეყანას შორის თანამშ-რომლობის სფეროებად უნდა გან-ვიხილოთ ენერგორესურსები, მე-ტიც: რუსეთი ენერგო რესურსებს საკმაოდ კარგად იყენებს დასავ-ლეთზე ზეწოლის განსახორციელებ-ლად. აქედან გამომდინარე, შეგვიძ-ლია დავასკვნათ, რომ რუსეთ-აშშ-ს შორის არსებობს, როგორც ინტე-რესთა კონფლიქტი, ასევე ინტერეს-თაAთანხვედრა.

2008 წლის აგვისტოს ომი იყო

არა რუსეთ საქართველოს დაპირის-პირება, რაც ასე ხშირად ისმის ტელევიზიით და იწერება პრესის ფურცლებზე, არამედ რუსეთ-აშშ-ის ინტერესთა კონფლიქტი.

2008 წლის ომი შეგვიძლია გან-ვიხილოთ ორი ცივილიზაციის შე-ხების და შეჯახების არეალად. ამე-

Page 206: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

206

რიკელი პოლიტოლოგი და მეცნიე-რი ს. ჰანთიგნოტი მკაფიოდ აყა-ლიბებს ცივილიზაციათა შეჯახების არეალებს და ცივილიზაციათა შე-ჯახების ბუნებას. ს. ჰანთინგტონი აღნიშნავს, რომ მომავალში მსოფ-ლიო პოლიტიკის ცენტრალური ღერ-ძი, როგორც ჩანს, იქნება კონფლიქ-ტი ,,დასავლეთსა და დანარჩენებს შორის’’ და არადასავლური ცივი-ლიზაციების საპასუხო რეაქცია და-სავლეთის ძლიერებასა და ღირებუ-ლებებზე (ს. ჰანთინგტონის ეს თე-ზისი კარგად დაადასტურა 2002 წლის 11 სექტემბერს ამერიკის შე-ერთებულ შტატებში მომხდარმა უძლიერესმა ტერაქტებმა, რომლებ-მაც ათასობით ადამიანის სიცოცხ-ლე შეიწირა და რომელმაც დასაბა-მი მისცა მუსულმანური და ქრის-ტიანული ცივილიზაციების ფაქტი-ურ დაპირისპირებას. აგრეთვე რუ-სეთ-საქართველოს საომარმა კონფ-ლიქტმა 2008 წელს).

რაც შეეხება 2012 წლის სა-პარლამენტო არჩევნებს ესეც შეიძლე-ბა მივიჩნიოთ რუსეთსა და აშშ-ს შო-რის ინტერესთა კონფლიქტად, რო-მელიც მკვეთრად გამოიკვეთა ორი პოლუსის სახით, რომლებიც აფიქსი-რებენ რუსეთის ან აშშ-ის მიმართ კეთილგანწყობას. პოლიტიკურ ძალ-თა ერთი ნაწილის მტკიცებით, თუ საქართველო უარს იტყვის „ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში“ გაწევრიანე-ბაზე და აშშ-სთან მჭიდრო ურთი-ერთობაზე, ამ შემთხვევაში შესაძლე-ბელი გახდება ტერიტორიული პრო-ბლემის გადაწყვეტა. ხოლო მეორე ნაწილის მტკიცებით „NATO”-ში და ევროკავშირში გაწევრიანება ტერი-ტორიული პრობლემის გადაჭრის წი-ნაპირობაა. მოკლედ განვიხილოთ

ორივე ვარიანტი: ჩვენ უკვე აღვნიშ-ნეთ აფხაზეთის და ცხინვალის სა-კითხი, გლობალურად კავკასიის სა-კითხი, რუსეთის ეროვნულ ინტე-რესებზე გადის და შეესაბამება ის მოლოდინი, რომ რუსეთთან კეთილ-მეზობლური პოლიტიკის შედეგად რუსეთი უარს იტყვის აფხაზეთზე და ცხინვალზე, ანუ რამდენად თანხვედ-რაშია ჩვენი და რუსეთის ინტერე-სები. 1. რუსეთისათვის ერთ-ერთ სასიცო-

ცხლოდ მნიშვენლოვან პუნქტს წარმოადგენს აფხაზეთი, რო-გორც შავ ზღვაზე გასასვლელი, ხოლო ეს უკანასკნელი კი სა-შუალებაა მთლიანად ევროპაზე კონტროლისათვის.

2. საქართველო როგორც დერეფანი აზიასა და ევროპას შორის, რუ-სეთისთვის ძალზე მნიშვნელო-ვანი პუნქტია, რადგან მის ხელში ექცევა სამართავი პულტი ევ-როპაზე და აზიაზე, აქ შეიძლება გავაერთიანოთ ენერგო დაინტე-რესებაც. რაც შეეხება საქართველოს ეროვ-

ნულ ინტერესებს: 1. სუვერენიტეტისა და ტერიტორი-

ული მთლიანობის უზრუნველ-ყოფა.

2. სახელმწიფო ინსტიტუტების გან-ვითარება და დემოკრატიის განმ-ტკიცება.

3. ევროპული და ევროატლანტი-კური ინტეგრაცია. შევადაროთ რუსეთ-საქართვე-

ლოს ეროვნული ინტერესები და და-ვინახავთ მხოლოდ ერთ საკითხში სანახევროდ თანხვედრას, მაგრამ მა-ინც განვიხილოთ სათითაოდ. 1. ტერიტორიული მთლიანობის

აღდგენა.

Page 207: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

207

2. საქართველოს სრულფასოვანი დამოუკიდებლობის პირობებში რუსეთის ნებიდან გამომდინარე საქართველოს ტერიტორიული პრობლემის გადაწყვეტა რუსე-თის ეროვნული ინტერესების გვერდის ავლით ფაქტობრივად შეუძლებელია, ნებისმიერი ხე-ლისუფლება რუსეთის ფედერა-ციის სათავეში იმავე გეოპოლი-ტიკური კურსის გამგრძელებელი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარის ინტერესების წინა-აღმდეგ მოუწევს თამაში, აქედან გამომდინარე, რუსეთისგან და-მოუკიდებელი საქართველოს ტე-რიტორიული პრობლემის მოგვა-რება, ორივე სახელმწიფოს ინტე-რესთა კონფლიქტს იწვევს.

3. სახელმწიფო ინსტიტუტების გან-ვითარება და დემოკრატიის გან-მტკიცებაში. მართალია საქართ-ველოში, ისევე როგორც რუსეთ-ში ხელისუფლების ლეგიტიმა-ციის პრობლემა არსებობს, ასევე პრობლემებია სამოქალაქო საზო-გადოების და ადამიანის უფლე-ბების შელახვის მხრივ. რუსეთს არანაირი მაგალითის მიცემა არ შეუძლია დემოკრატიულობის კუთხით საქართველოსთვის, აქე-დან გამომდინარე, ინტერესთა თანხვედრა ამ საკითხშიც არ შეიმჩნევა.

4. ევროპული და ევროატლანტი-კური ინტეგრაცია. პოლიტიკურ ძალთა ერთი ნა-

წილი ამტკიცებს, რომ „NATO”-ში გა-წევრიანება ტერიტორიული აღდგე-ნის საკითხს აყენებს დარტყმის ქვეშ და რუსეთი ურთიერთობას დაათ-ბობს „NATO”-ზე უარის თქმის შემ-თხვევაში, ხოლო აღნიშნული ძალები

თანხმდებიან საქართველოს ევრო-პულ ოჯახში ინტეგრაციაზე.

რუსეთის ინტერესებიდან, რომ ვიხელმძღვანელოთ „NATO” პირდა-პირ ხელის შემშლელს წარმოადგენს, რადგან შემოჭრილია რუსეთის გავ-ლენის სფეროში და აფერხებს მის გაფართოებას ევრაზიული კავშირის კუთხით. თუ რუსეთი შეძლებს, თა-ვისი ეროვნული ინტერებიდან გა-მომდინარე, დათმობაზე წაიყვანოს საქართველო „NATO”-ზე უარის თქმის გზით, მაშინ პრობლემას, რა-ტომ არ წარმოადგენს ევროკავშირი, რომელიც თავიდან ბოლომდე და-სავლური ორგანიზაციაა. საქართვე-ლოს ევროკავშირში გაერთიანების შემთხვევაში ევროსტანდარტების ფარგლებში სრულფასოვანი დამოუკ-იდებელი სახელმწიფო იქნება, რაც ვთვლი, რომ ხელს არ უნდა აძ-ლევდეს რუსეთს იმ შემთხვევაში თუ რუსეთი თამაშგარე მდგომარეობაში იქნება. დღევანდელი გადმოსახედი-დან რუსეთის ფედერაციას თავისი გეოპოლიტიკური მიზნებიდან გა-მომდინარე ხელს აძლევს საქართვე-ლოს ევროკავშირში გაწევრიანება, რადგან შემდგომში საკუთარი თავის ევროკავშირში ინტეგრაცია გააიო-ლოს, ასეთ შემთხვევაში ძნელი სა-თქმელია რა ფასი ექნება ევროკავ-შირს და შემდგომ უკვე ევრაზიულ კავშირს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის კუთხით. ძა-ლები, რომლებიც რუსეთის ფედერა-ციას ირჩევენ პოლიტიკურ ვექტო-რად წინააღმდეგობაში მოდიან სა-ქართველოს ეროვნულ ინტერესებ-თან, მაგრამ თუ დავუშვებთ იმას, რომ ამ ძალებს სჯერათ საკუთარი მოწოდების მაშინ საქმე გვაქვს თავის მოტყუებასთან.

Page 208: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

208

რაც შეეხება მეორე ძალის მიმარ-თულებას ევროკავშირში და „NATO”-ში ინტეგრაცია, რამდენად შეესაბა-მება საქართველოს ეროვნულ ინტე-რესებს, შეგვიძლია მოკლე შეფასება წარმოვადგინოთ. 1. „NATO”-ში და ევროკავშირში ინ-

ტეგრაცია. 2. დემოკრატიზაცია. 3. ენერგოუსაფრთხოება. 4. ტერიტორიული მთლიანობის

აღდგენა. „NATO”-ში ინტეგრაცია საქართ-

ველოს უსაფრთხოების გარანტიებს სერიოზულად გაზრდის და განამ-ტკიცებს, ასევე ქვეყნის დამოუკიდებ-ლობაზე დოვლათზე კულტურულ, საგანმანათლებლო დონეზე უაღრე-სად პოზიტიურად აისახება ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება. რაც შეეხება საქართველოს ენერგოუსაფრ-თხოების გარანტიებს ნატოში ინტეგ-რაცია ამ კუთხითაც პოზიტიურად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რაც ჰარმონი-აში მოდის ქვეყნის ეკონომიკურ გან-ვითარებასთან.

საქართველოს დემოკრატიზაცი-ის გზაზე „NATO”-სა და ევროკავ-შირში გაწევრიანება სრულფასოვნად დაეხმარება საქართველოს დემოკრა-ტიას დაჩქარებული ტემპებით გაუ-თანაბრდეს აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიებს.

სამი ფაქტორი სრულ ჰარმონიაში მოდის საქართველოს ეროვნულ ინ-ტერესებთან, გარდა მე-4 ფაქტორისა, რომელიც ტერიტორიული მთლია-ნობის აღდგენას განეკუთვნება. რო-გორც ზემოთ აღვნიშნეთ, წინააღმდე-გობრივი მომენტია „NATO”-ში გაწევ-რიანება, აღნიშნული ძალის მიმხრო-ბის შემთხვევაში ტერიტორიული პრობლემის გადაწყვეტა ჩიხურ მდგო-

მარეობაში იმყოფება, რადგან, დღე-ვანდელი ფონიდან გამომდინარე, გა-ყოფილია ორ ძალას _ რუსეთსა და აშშ-ს შორის.

ამ ორი მიმართულებიდან ყვე-ლაზე გონივრული იქნება სწრაფვა დასავლურ სტრუქტურებში, ხოლო ტერიტორიული მთლიანობის აღდ-გენის საკითხი კარგად მომწიფების შედეგად გადაწყდება, საქართველოს ტერიტორიული საკითხი ვერასოდეს გადაიჭრება თუ რუსეთი, როგორც პოლიტიკური მოთამაშე, კავკასიაში დარჩება. აქვე დავძენ, რუსული კურ-სის აღება ყოვლად დაუშვებელია ეკონომიკური მოტივების დაშვებით, მაგალითად, როგორიცაა საქართვე-ლოს რუსეთის ბაზარზე დაბრუნება, ეს პრობლემა პოლიტიკური კურსის შეუცვლელადაც შეიძლება მოგვარ-დეს სწორი დიპლომატიური და სა-ერთაშორისო ბერკეტების გზით.

დასავლური კურსი, როგორც უკვე აღვნიშნე ხანგრძივ და შრო-მატევად საქმეს მოითხოვს, რაც თა-ვის თავში გულისხმობს აფხაზებთან და ოსებთან ახლო ურთიერთობის დაწყებას, ახალი ფსიქოსოციალური ბირთვის შექმნას, რაც მოიზიდავს და ჩართავს ოს და აფხაზ მოქალაქეებს, თუ კავშირი გაწყდება თაობებს შო-რის, მაშინ საბოლოოდ კითხვის ნიშ-ნის ქვეშ დადგება საქართველოს გა-ერთიანების საკითხი. ამიტომ მეტი დიალოგია საჭირო, ოს, აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებს შორის. თა-ობათა სულიერ, კულტურულ და სა-განმანათლებლო დონეზე ჩართუ-ლობა მომავალში გამოიწვევს დიდ სულიერ აფეთქებებს, რაც დაგვირ-გვინდება ტერიტორიული მთლიანო-ბის აღდგენით.

Page 209: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

209

GIORGI POPIASHVILI

TERRITORIAL INTEGRITY OF GEORGIA AT THE INTERSECTION OF POLITICAL ORIENTATION

Summary

In the article are discussed the questions of political orientation of Georgia, also there are shortly given the interests of the USA and Russia in the Caucasian region, particularly Georgian geopolitical location and question of territorial integrity; Intersection of interests of Russia and the west towards the Caucasian region, particularly Georgia.

August war in 2008, as the conflict between two civilizations. In the article is discussed a question of orientation of the parties participating

in the parliament elections in 2012, also questions of restoration of territorial integrity of Georgia, prospects and challenges.

გამოყენებული ლიტერატურა

1. საქართველოს ეროვული უსაფრთხოების კონცეფცია 2. კაციტაძე კ., გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ტრანსფორმაცია

ევროპაში. თბ., 2001. 3. ჟორჟოლიანი გ., ბერიკაშვილი თ., მუსხელიშვილი მ. დემოკრატიზაცია.

საზოგადოებები გარდამავალ პერიოდში: დემოკრატიზაცია თნამედროვე სამყაროში. თბ., 2001.

4. სანიკიძე გ., კიღურაძე ნ. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები. თბ., 2001.

5. დავითაშვილი ზ., ნაციონალიზმი და გლობალიზაცია. თბ., 2001. 6. ჩიქოვანი ნ., რელიგია და კულტურა სამხრეთ კავკასიაში. თბ., 2006. 7. http://www.polity.ge/georgia/politika/2334-saqartvelos-politikuri-orientacia-

carsuli-da-tanamedroveoba.html

Page 210: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

210

sofio fetelava

თარგმნის სტილისტიკის კვლევის საგანი

სტილისტიკა და ტექსტის ლინგ-

ვისტიკა ერთმანეთზე გადაჯაჭვული დისციპლინებია. მათი კავშირის საკ-მაოდ მჭიდროა და ძნელია თითოე-ული მათგანის საკვლევი ობიექტების საბოლოო გამიჯვნა. სტილისტიკის შესახებ ცნობებს ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ვხვდებით. მას შემდეგ მიმ-დინარეობს ამ დისციპლინის განვი-თარება და გამდიდრება ახალი თეო-რიებითა და მეთოდებით. განვითა-რების ადრეულ ეტაპზე სტილისტი-კის ყურადღებას იმსახურებდა ორა-ტორთა ხელოვნება, მსმენელთა წი-ნაშე მონოლოგიური მეტყველების გამოხატვის ხერხი და საშუალება. სტილისტიკის საზღვრების გაფარ-თოებასთან ერთად ფართოვდება მი-სი კვლევის საგანიც. XX საუკუნის 50-იანი წლებიდან სტილისტიკის კვლე-ვა ახალ ფაზაში გადადის. სტილი აღარ მიეწერება მხოლოდ ლიტერა-ტურულ ტექსტებს, არამედ კვლევის საგანი ხდება ყოველგვარი ენობრივი გამოხატულება, იქნება ეს ზეპირი თუ წერილობით ფიქსირებული, თუ სტილისტიკის განვითარების საწყისს ეტაპზე სტილის ანალიზი მხოლოდ სიტყვას ან წინადადებას მოიცავდა, ახალმა მიდგომამ სტილი ტექსტს დაუკავშირა და მის თვისებად წარ-მოაჩინა, რომლის გამოვლენა მხო-

ლოდ და მხოლოდ ტექსტებშია შე-საძლებელი.

თარგმნის კერძო თეორია, ეს იგივე შეპირისპირებითი სტილისტი-კაა, რომლის მიზანია ორი სხვადა-სხვა ენის შეპირისპირება ლინგვოს-ტილისტიკის დონეზე. მრავალწლი-ანმა მთარგმნელობითმა გამოცდი-ლებამ დღის წესრიგში დააყენა უცხო და მშობლიური ენის შესწავლა შე-პირისპირებით პლანში. გასაკვირი არაა, რომ თარგმნის პროცესში არ-სებული წყვილი ენის ერთმანეთთან შეხვედრისას წარმოქმნილი სიძნე-ლეები თავისებურია და მათი კვლევა საკმაოდ ფართოა, იგი მხოლოდ ზო-გადი თეორიის მონაცემებით ვერ გა-დაიჭრება.

თავდაპირველად სტილისტიკის შესწავლის საგანი იყო ცალკეული სიტყვებისა და გამოთქმების სტილი, სტილისტიკური ფუნქციები, ხოლო XX საუკუნის 20-იანი წლებიდან, როდესაც ყურადღება გამახვილდა თავად ტექსტზე, გამოიკვეთა სტი-ლის კვლევის ახალი მიმართულე-ბები. განვითარების ამ ეტაპზე კვლე-ვის ცენტრში ლიტერატურული ტექ-სტები მოექცა. მიმდინარეობდა მსჯე-ლობა მხატვრულ სტილზე და მის რაობაზე. ლიტერატურათმცოდნეებ-მა წინა პლანზე წამოსწიეს მხატვრუ-

Page 211: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

211

ლი ნაწარმოების ესთეტიკური მხა-რეები. ინტერპრეტაცია იყო შინაარს-ზე მიმართული და ფორმაზე ორიენ-ტირებული. ამ დროიდან მსჯელობენ სტილზე, როგორც ტექსტის თვისე-ბაზე.

სტილისტიკა მრავალპლანიანი დისციპლინაა, რომელიც შეისწავლის ენობრივ საშუალებებს. ის იკვლევს მეტყველების სხვადასხვა სახეობების სტრუქტურასა და ფუნქციონირებას, მათ შორის კანონზომიერებათა დად-გენის პრინციპებს, ენობრივ საშუა-ლებათა აქტუალიზაციას, ენობრივი ნორმების, ცოდნისა და წესების რეალიზაციას.

შეპირისპირებითი სტილისტიკის არსებობა არავითარ შემთხვევაში არ ხელყოფს თარგმნის შემოქმედები-თობის იდეას, ეს არის თარგმნის ტექნიკის დასაუფლებლად მოწოდე-ბული განშტოება, რომელიც, უპირვე-ლეს ყოვლისა, ენობრივი ინტერფე-რენციის ფაქტორის გააზრებასა და დაძლევას ემსახურება.

რაც შეეხება თარგმანის სტილის-ტური თეორიის დამოკიდებულებას სხვა ენათმეცნიერულ დისციპლინებ-თან, როგორიცაა: გრამატიკა, ლინ-გვისტური თეორია და ლექსიკოლო-გია ენათმეცნიერი ა. დ. შვეიცერი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანი-ჭებს ხსენებული დისციპლინების შე-სწავლას შეპირისპირებით პლანში. ამასთანავე, აქ მთავარია, შეპირისპი-რებისას რომელი ენა გამოდის ენა-ეტალონის როლში. იგი მიიჩნევს, რომ გარკვეულ დონემდე შეპირისპი-რებითი სტილისტიკის მიზნები და ინტერესები ემთხვევა თარგმანის თე-ორიის მიზნებს და ეს უკანასკნელი კი შესაძლოა შეპირისპირებითი

ენათმეცნიერების განშტოებად ჩაით-ვალოს.

სტილისტური ფაქტორები ორ კა-ტეგორიად იყოფა. პირველ კატეგო-რიაში შედის ,,მთარგმნელობითი სტრატეგიის’’ განმსაზღვრელი ფაქ-ტორები, ესაა ფუნქციური დახასია-თებანი, რომლებიც დაკავშირებულ-ნი არიან ენობრივი საშუალებების გამოყენებასთან კომუნიკაციური აქ-ტში და მოიცავენ ექსპრესიულ, პოე-ტურ და სხვა მსგავს ფუნქციებს; თარგმნის მეორე სტილისტური ას-პექტი ენის სტილისტურ განშრევებას უკავშირდება, რაშიც იგულისხმება ენის ქვესისტემები, რომლებიც მიე-კუთვნებიან მათი გამოყენების სხვა-დასხვა სფეროს და ხასიათდებიან როგორც ამ ქვესისტემისთვის დამა-ხასიათებელი თავისებურებები.

ენათმეცნიერი ელიზე რიზელი ერთმანეთისაგან განასხვავებს მიკრო და მაკროსტილისტიკის სფეროებს. მიკროსტილისტიკა მცირე ენობრივი ერთეულების სტილისტიკურ დახა-სიათებებს გვთავაზობს, მაკროსტი-ლისტიკა კი კვლევის უფრო ფართო სპექტრს მოიცავს, კერძოდ, იგი ტექსტზეა ორიენტირებული. ზოგა-დად სტილისტიკის კვლევის საგანს სამი ობიექტი წარმოადგენს _ ნორ-მატიური სტილი, ენის გამომსახვე-ლობითი პოტენციალი და მხატვ-რული ლიტერატურის სტილისტური თავისებურებანი. შესაბამისად, გამო-იყოფა სტილისტიკის სამი მიმართუ-ლება: პრესკრიფციული სტილისტი-კა, დეკრიფციული სტილისტიკა და მხატვრული ლიტერატურის სტი-ლისტიკა. პირველი აკანონებს ენობ-რივ გამომსახველობით ნორმებს, მე-ორე აღწერს ენის გამომსახველობით პოტენციებს. მესამე შეისწავლის ლი-

Page 212: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

212

ტერატურული სკოლების და ეპოქე-ბის სტილისტურ თავისებურებებს და ადგენს მხატვრული ნაწარმოების სტილისტიკური ინტერპრეტაციის მე-თოდებს.

ენის სტილისტურ დიფერენცია-ციას, უპირველეს ყოვლისა, განაპი-რობებს თანამედროვე საზოგადოება-ში ადამიანთა ურთიერთობების მრა-ვალმხრივობა. ძირითად სტილის-ტურ ოპოზიციას ქმნიან სტილისტუ-რად ნეიტრალური და სტილისტუ-რად შეფერილი ანუ არანეიტრალუ-რი ენობრივი საშუალებები. აღსანიშ-ნავია, რომ სტილისტურად ნეიტრა-ლური ენობრივი საშუალებების იხ-მარება ზოგადად, მეტყველების ნე-ბისმიერ სტილსა და ნებისმიერი სა-ხის კომუნიკაციურ სიტუაციაში.

საერთოდ, ლექსიკური ერთეუ-ლებისაგან განსხვავებით გრამატი-კულ ფორმებს იშვიათად აქვთ და-მოუკიდებელი სტილისტური ელ-ფერი. გრამატიკული ფორმების სტი-ლისტურ პოტენციასა და მათ როლს ენის ზოგადსტილისტური სახის შე-ქმნაში ძირითადად განსაზღვრავს ხმარების სიხშირე და, აქედან გამომ-დინარე, ორი ენის შეპირისპირებისას მათ შორის სტილისტური განსხვავე-ბების დადგენაში ერთ-ერთი გადამ-წყვეტი როლი ცალკეული გრამატი-კული ფორმების კვანტიტატურ მაჩ-ვენებელს უნდა მივანიჭოთ.

შემეცნებითია თუნდაც თარგმნის დაწყებამდე და მით უმეტეს, თარგმ-ნის შეფასებისას მხატვრული ნაწარ-მოების ყოველგვარი ანალიზი, და მათ შორის სტილისტური ანალიზიც, რომელიც მრავალ პირობითობას შე-იცავს, კერძოდ, ანალიზისას ვერ ავც-დებით ნაწარმოების დანაწევრებას ჩვენთვის საინტერესო რომელიმე

ნიშნით. მართალია, ანალიზს სა-ფუძვლად უდევს მთელი ნაწარმოე-ბის ზოგადი სტილური ნიშნების კვლევა, მისგან მოგვრილი დაუნაწევ-რებელი ემოციური და ესთეტიკური შთაბეჭდილება, საერთო ხმოვანება და ატმოსფერო, მაგრამ ანალიზისას აუციოლებელია გამოიყოს ე.წ. საკვ-ლევი ზონები და მსჯელობამ მათ ფარგლებში მეტ-ნაკლებად კონკრე-ტული ხასიათი შეიძინოს.

უნდა აღინიშნოს, რომ ენობრივ ინტერფერენციას ორი ასპექტი აქვს: იგი, ერთის მხრივ, ,,აიძულებს’’ მთარგმნელს უცხო ფორმები გადმო-იტანოს მშობლიურ ენაში და მეორეს მხრივ ,,ავიწყებს’’ მშობლიურ ენაში ზოგიერთი ისეთი ფორმის არსებო-ბას, რომელსაც არ შეიძლება ექვივა-ლენტი ჰქონდეს უცხო ენაში და მნიშვნელოვანი კი იყოს მშობლიური ენის ზოგადსტილისტური სახისათ-ვის. განსხვავებული ფორმების გარ-და ორ შესაპირისპირებელ ენაში შე-იძლება არსებობდეს იდენტური ფორმებიც, მაგრამ იდენტურობა არ გასცდეს გრამატიკის ფარგლებს, ე.ი. ეს ფორმები შეიძლება იდენტური იყვნენ გრამატიკის, მაგრამ არაიდენ-ტური აღმოჩნდნენ სტილისტიკის დონეზე.

თარგმნილ ნაწარმოებებში ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ განსხვავებული სტილისტური გამომხატველობითი საშუალებები და სტილისტური ხერ-ხები. გამომხატველობითი საშუალე-ბები ეხმარება ავტორს შექმნას თავი-სი ელეგანტური სტილი, და ენას მიანიჭოს მეტი ელფერი და მხატვ-რულობა. იგი გამონათქვამებს მეტ მუსიკალურობას ანიჭებს.

სტილისტური ანალიზი პრაქტი-კული კრიტიკის ტრადიციული ფორ-

Page 213: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

213

მებისგან განსხვავებით არ არის და-ინტერესებული შექმნას საკვლევი ტექსტის ახალი და განსხვავებული, გასაოცარი ინტერპრეტაცია. უფრო მეტიც, მისი მთავარი მიზანია გან-მარტოს ლინგვისტური საშუალებე-ბით როგორც ხდება ტექსტის სრულ-ყოფილი გაგება და თუ რამდენად სჭირდება მკითხველს კავშირი ჰქონ-დეს ასეთ ლინგვისტურ ორგანიზაცი-ებთან, რათა აზრი სრულყოფილად

იქნეს გაგებული. ხშირად, ტექსტის ასეთი დაწვრილებითი კვლევა ააშკა-რავებს ინტერპრეტაციის ახალ ასპექ-ტებს და ეხმარება მკითხველს ტექს-ტის სრულყოფილად გაგებაში. მაგ-რამ სტილისტიკის მთავარი მიზანია აჩვენოს, თუ როგორ მიიღწევა ინ-ტერპრეტაცია და, აქედან გამომდინა-რე, უზრუნველყოს არსებული ტექს-ტის სრულყოფილი გაგება.

SOPHIKO PETELAVA

RESEARCH OBJECT OF TRANLATION STYLISTICS

Summary

This paer discusses research object of translation stylistics and stylistics characteristics related with it. Stylistics is multi – Formed sidcipline, which studies linguistics means. It investigates struqture and functionality of variety kind of speech, regulatory principle among them, actualization of linguistics means, realization of linguistics abroad. Stylistics research has turned into new phase since 1950 s. In initial stage of stylistics development style analysis involved only a word or a sentence but new approach connected style with text which demonstration is possible only in the texsts.

გამოყენებული ლიტერატურა

1. ფანჯიკიძე დ., ,,თარგმანის ახალი თეორიები და სტილის ეკვიველან-ტურობის პრობლემა’’, თბ., 1995.

2. ფანჯიკიძე დ., ,,თარგმანის თეორია და პრაქტიკა’’, თბ., 1988. 3. გაჩეჩილაძე გ., ,,მხატვრული თარგმანის თეორიის საკითხები’’, თბ., 1959. 4. საყვარელიძე ნ., ,,თარგმნის თეორიის საკითხები’’, თბ., 2001. 5. Translation: theory and practice, tension and interdependence, Larson,

Mildred L., editor, 1991 6. Theories of translation by Rainer Schulte, John Biguenet.

Page 214: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

214

Tea jRarkava

პოეტიკის ზოგიერთი პრობლემა ჩვენი კვლევითი მიზნებისათვის

მნიშვნელოვანია ორი შემდეგი მო-მენტი: ა) მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ყურადღების ცენტრში იმყოფე-ბა სამეტყველო-კომპოზიციური ფორ-მა ,,დახასიათება’’ როგორც პერსონა-ჟის პოეტიკის განუყოფელი კომპო-ნენტი, დახასიათება როგორც მაქსი-მალური სიფართოვით აღქმული ენობრივი უნივერსალია შინაარსობ-რივად და ფუნქციურად აღემატება თვით ,,დახასიათებას’’ როგორც ტექ-სტობრივ ერთეულს. როგორც ვიცით, პერსონაჟი შეიძლება დახასიათდეს არა მხოლოდ ამ სამეტყველო-კომპო-ზიციური ფორმის საშუალებით, არა-მედ ისეთი ,,უფრო დაბალი’’ დო-ნეებრივი ერთეულების საშუალები-თაც, როგორიცაა წინადადება და წი-ნადადების ცალკე აღებული წევრიც კი. დავრწმუნდით იმაშიც, რომ პერ-სონაჟის დახასიათება იმ შემთხვევა-ში, თუ იგი სიტუაციურ ხასიათს ატარებს შეიძლება – რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ავტორისეული მეტყ-ველების ფარგლებში მოხვდეს – არა მხოლოდ განსაზღვრების როგორც წინადადების წევრის არამედ გარე-მოების საშუალებითაც; ბ) რომ დახა-სიათება როგორც ფართოდ აღქმული ენობრივი უნივერსალია ვერ ,,ეტევა’’ ვერცერთი ცალკე აღებული ერთეუ-ლის ფარგლებში – მიუთითებს, ჩვე-

ნის აზრით, იმაზეც, რომ საჭიროა, ალბათ, კიდევ უფრო გაფართოვდეს დახასიათების როგორც კონცეპტის ფარგლებში უკვე იმ ლოგოკიდან გამომდინარე, რომელიც ეფუძნება პოეტიკის ჩვენს მიერ უკვე ხაზგას-მულ არსს: პოეტიკა როგორც მხატვ-რულობის დამფუძნებელ ენობრივ საშუალებათა სისტემა ხასიათდება შემდეგი ნიშნით: მართალია, შეიძ-ლება და აუცილებელიცაა ვილაპარა-კოთ მხატვრული ტექსტის (ჩვენს შემთხვევაში ნარატივის) განსხვავე-ბულ ასპექტთა თუ კომპონენტთა პო-ეტიკაზე (სიუჟეტის პოეტიკა, პერსო-ნაჟის პოეტიკა, მხატვრული დროისა თუ სივრცის პოეტიკა და ა.შ.), მაგრამ ასევე დაუშვებელია იმის დავიწყე-ბაც, რომ ნებისმიერი მხატვრული ნარატივის პოეტიკა შინაგანად ერ-თიანია და მისი კონცეპტუალური დიფერენციაცია შეიძლება ატარებ-დეს მხოლოდ და მხოლოდ პირობით ხასიათს. ეს კი ნიშნავს შემდეგს: მართალია, ჩვენი ძირითადი მიზანია ვიკვლიოთ ცვაიგისეული ნარატიუ-ლი პოეტიკის ისეთი დიფერენცია-ლური ასპექტი, როგორიცაა პერსონა-ჟის პოეტიკა ,,დახასიათებასთან’’ რო-გორც სამეტყველო-კომპოზიციურ ფორმასთან კავშირში, მაგრამ ამავე დროს ჩვენს მუდმივ კონცეპტუალურ საყრდენს უნდა წარმოადგენდეს ნა-

Page 215: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

215

რატიული პოეტიკა ამ ცნების ზემოთ ნაგულისხმევი სრული გაგებით. მაგ-რამ იმისთვის, რომ ჩვენი ეს თეზისი არ დარჩეს დეკლარაციად, აუცილებ-ლად მიგვაჩნია უკვე კვლევის ამ ეტაპზე კონცეპტუალური სახით წარ-მოვადგინოთ ნარატიულ პოეტიკას-თან ორგანულად დაკავშირებულ ფუძემდებელ ცნებათა დეფინიციები. ვგულისხმობთ პირველ რიგში ისეთ ცნებებს, როგორიცაა სიუჟეტი, კომ-პოზიცია, პერსონაჟი და პერსონაჟთა სისტემა. ვფიქრობთ, ამ ცნებათა დე-ფინიციებზე დაყრდნობა საშუალებას მოგვცემს რამდენადმე მაინც მივუახ-ლოვდეთ ნარატიული პოეტიკის იმ სრულ ხედვას, რომელიც თავის მხრივ გახდება ჩვენი უფრო კონკრე-ტული კვლევითი მიზნის საყრდენი. თუ გვსურს ბოლომდე გასაგები იყოს ის ფუნქციური დატვირთვა რომე-ლიც შეიძლება შეიძინოს ,,დახასია-თებამ’’ როგორც სამეტყველო-კომპო-ზიციურმა ფორმამ ავტორისეული მეტყველების ფარგლებში, აუცილე-ბელია მოვაქციოთ ეს ფუნქციური დატვირთვა იმ ფართო პოეტიკურ კონტექსტში, რომელსაც გულისხ-მობს თვით მხატვრული ნარატივის შინაგანი ლოგიკა. აქედან გამომდინა-რე, განვსაზღვროთ ზემოთ დასახე-ლებული ცნებები თანამედროვე ლი-ტერატურათმცოდნეობით თეორიაზე დაყრდნობით და ამავე დროს დავი-სახოთ შემდეგი ამოცანაც: ყველა ცალკეულ შემთხვევაში გამოვთქვათ იმის ვარაუდიც, თუ რა კავშირში უნდა იმყოფებოდეს ამგვარად განსა-ზღვრული ესა თუ ის ცნება ჩვენს კვლევით მიზანთან.

ვფიქრობთ, რომ პოეტიკის რო-გორც კონცეპტის სრულად გაგებას ყველაზე უფრო საფუძვლიანად შე-

იძლება ,,მოემსახუროს’’ ისეთი ლი-ტერატურათმცოდნეობითი კატეგო-რია, როგორიცაა სიუჟეტი. რა თქმა უნდა, ავტორს (მთხრობელს) შეუძ-ლია საკუთარი მეტყველების ფარგ-ლებში დაახასიათოს პერსონაჟი, მაგ-რამ ამგვარი დახასიათება დაკარგავს აზრს, თუ იგი არ იქნება გამართლე-ბული პერსონაჟის უშუალო მონაწი-ლეობით სიუჟეტის განვითარებაში. ამიტომაც შევეცადოთ არა მხოლოდ განვსაზღვროთ სიუჟეტი როგორც ნა-რატიული ფენომენი, არამედ მოვხა-ზოთ კიდეც – თუნდაც უაღრესად სქემატურად – იმის კონტურები, რა-საც შეიძლება ეწოდოს ,,სიუჟეტის ტიპოლოგია’’.

პერსონაჟის პოეტიკის ჩვენეული კვლევა საჭიროებს ამგვარ ფონს, ხაზი გავუსვათ ნარატიული პოეტიკის ორ ასპექტს _ სიუჟეტთან და პერსონაჟ-თან დაკავშირებულ ასპექტთა _ შინა-გან ურთიეთკავშირს. მაგრამ ამ შემ-თხვევაში გვსურს ხაზი გავუსვათ იმასაც, რომ ჩვენს კვლევით მიზან-თან უშუალოდ დაკავშირებულ შემ-დეგ გარემოებას: თავიდანვე (უკვე შესავლიდან დაწყებული) ვლაპარა-კობთ პერსონაჟის პოეტიკაზე ამ პოე-ტიკის მხოლოდ ლინგვისტური ას-პექტის აქცენტირებით: ამგვარი აქ-ცენტი მთელი შესაძლო რელიეფუ-რობით გამოიკვეთა ორი კვლევითი მომენტით _ იმით, რომ ხაზგასმული გვაქვს პერსონაჟის დახასითებათა ავ-ტორისეულ მეტყველებაში და იმი-თაც, რომ ხაზგასმული გვქავს ,,და-ხასიათების’’ როგორც სამეტყელო-კომპოზიციური ფორმის და (მისი ფუნქციური ექვივალენტების _ წი-ნადადებისა და წინადადების წევ-რის) როლი ამგვარი დახასიათების ფარგლებში. მაგრამ არც ის უნდა

Page 216: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

216

დაგვავიწყდეს, რომ ა) ჩვენი კვლევა ატარებს ინტერდისციპლინარულ ხასიათს და ხორციელდება ორი დისციპლინის, სახელდობრ ლინგვისტიკისა და ლიტერა-ტურათმცოდნეობის _ ზღვარზე და ბ) თვით პერსონაჟის ცნება განეკუთვ-ნება არა ლინგვისტურ არამედ ლი-ტერათმცოდნეობით ცნებათა სისტე-მას. ამიტომ აუცილებლად მიგვაჩნია _ თუ გვსურს ვიყოთ თანმიმდევრუ-ლი ჩვენი ინტირდისციპლინარული მეთოდოლოგიის განხორციელებაში _ რომ შევეხოთ პერსონაჟის ცნების და ამ ცნებასთან დაკავშირებულ სხვა შესაძლო მომენტთა _ საკუთრივ ლი-ტერატურათმცოდნეობით ასპექტებ-საც (ის ფაქტი, რომ ჩვენ მიერ სიუ-ჟეტის პოეტიკასთან დაკავშირებულ ასპექტთა განხილვამ წინ გაუსწრო პერსონაჟის ცნებასთან დაკავშირე-ბულ მომენტთა განხილვას და ეს მოხდა მიუხედავად იმისა, რომ თვით ჩვენი ნაშრომის სათაურში აქ-ცენტირებულია პერსონაჟის და არა სიუჟეტის თემა, განპირობებულია იმ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტით, რომ სიუჟეტისა და პერსონაჟის ურ-თიერთმიმართების განხილვისას ლოგიკური პრიმატი უნდა მიენიჭოს სიუჟეტს და არა პირუკუ).

და რა ითქმის პერსონაჟის შეახებ საკუთრივ ლიტერატურათმცოდნეო-ბითი თვალსაზრისით? შევეცადოთ გავცეთ პასუხი ამ კითხვაზე და პა-სუხის გაცემისას ხაზი გავუსვათ სწო-რედ პერსონაჟთა დაკავშირებულ იმ მომენტებს, რომლებიც ა) განსაკუთ-რებით საინტერესონი არიან ინტერ-დისციპლინარული თვალსაზრისით და, აქედან გამომდინარე, უკავშირ-დებიან ჩვენს მეთოდოლოგიურ პო-ზიციას; ბ) განსაკუთრებით მნიშვნე-

ლოვანა თვით ჩვენ მიერ გასაანალი-ზებელი ნარატივის სტრუქტურიდან გამომდინარე.

თუ დავეყრდობით პერსონაჟის როგორც ცნების სტატუსს თვით ლი-ტერატურათმცოდნეობით თეორიაში და მისი განხილვის ხასიათს ხსენე-ბული თეორიის ფარგლებში, მაშინ პერსონაჟზე უნდა ვილაპარაკოთ შემ-დეგი სამი ძირითადი თვალსაზრი-სიდან გამომდინარე: ა) ჯერ შევეხოთ ამ ცნებას იმისგან დამოუკიდებლად, ერთი პერსონაჟი მოქმედებს მოცე-მულ სიუჟეტში თუ საქმე გვაქვს პერ-სონაჟთა სისტემასთან, ანუ ურთი-ერთზემოქმედების პროცესში ჩარ-თულ ორ ან ორზე მეტ პერსონაჟთან; ბ) მეორე თვალსაზრისის თანახმად შევეხოთ უკვე პერსონაჟთა სისტემის ცნებას; გ) მესამე ასპექტში უნდა ვი-გულისხმოთ ის, რასაც ლიტერატუ-რათმცოდნეობაში ეწოდება ,,პერსო-ნაჟის ქცევა’’. მიგვაჩნია, რომ სამივე ეს თვალსაზრისი ერთნაირად მნიშვ-ნელოვანია იმის გათვალისწინებით, თუ როგორ სიუჟეტთან გვაქვს საქმე მოცემულ კონკრეტულ ნარატივში. თუ მხედველობაში მივიღებთ გასა-ანალიზებელი ცვაიგისეული ნარა-ტივის სიუჟეტს, რომლის ტიპოლო-გიურ სპეციფიკაზე უკვე გვქონდა მსჯელობა, მაშინ გასაგები იქნება, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია პერ-სონაჟის ცნების განხილვის სამივე ზემოთ ნახსენები ასპექტი (პერსონა-ჟის როგორც ,,ავტონომიური’’ ნარა-ტიული ფიგურის ცნება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ, რო-გორც ზემოთ უკვე ითქვა, ცვაიგთან საქმე გვაქვს ისეთ კონცენტრულ სი-უჟეტთან, რომლის კონცენტრულო-ბას სტრუქტურულად ემსახურება თვით მისი კონცენტრულობით ნა-

Page 217: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

217

გულისხმევი ქრონიკალურობა). გან-ვიხილოთ თანამიმდევრულად პერ-სონაჟთან როგორც ცნებასთან დაკავ-შირებული სამივე ეს ასპექტი:

პერსონაჟი როგორც ლიტერატუ-რათმცოდნეობითი კატეგორია. ლი-ტერატურათმცოდნეობაში პერსონაჟი ზოგადად განისაზღვრება როგორც ,,ნაწარმოებში მოცემული მოქმედე-ბის, განცდის, ან გამონათქვამის სუ-ბიექტი’’. ციტირებული სტატიის ავ-ტორი ხაზს უსვამს პერსონაჟთან და-კავშირებულ ანთროპოლოგიურ (ანუ ადამიანისმცოდნეობით) შინაარსობ-რივ მომენტს: ლიტერატურის პერს-ონაჟისეულ სფეროს წარმოადგენენ არა მხოლოდ იზორილებული ინდი-ვიდები, არამედ კრებითი გმირები, და შემდეგ: რაც არ უნდა ფართოდ გავიგოთ მხატვრული ლიტერატუ-რის შემეცნებითი საგანი, ამ საგნის ცენტრს წარმოადგენენ ადამიანები, როგორც სოციალური არსებები’’ და ბოლოს: ავტორის აზრით, მხატვრულ ლიტერატურაში პერსონაჟთა არსისა და ხასიათის განსაზღვრისას ,,ფუძე-მდებელი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორია პიროვნების ავტორისეული კონცეფცია’’. როგორც ზოგადად, ისე ჩვენი კვლევითი მიზნებისთვის მნი-შვნელოვანია მიმართება ისეთ ორ ცნებას შორის, როგორიცაა, ერთის მხრივ, პერსონაჟი და მეორეს მხრივ ხასიათი. ციტირებული სტატიის ავ-ტორი ხაზს უსვამს ამ ორი ცნების კონცეპტუალურ სიახლოვეს, მაგრამ ამავე დროს მას არანაკლებ მნიშვნე-ლოვნად მიაჩნია მათ შორის არსე-ბული განსხვავებაც: ,,პერსონაჟი’’ და ,,ხასიათი’’ წარმოადგენს ურთიერთ-დაკავშირებულ მაგრამ არა იდენტურ ცნებებს ამ ზოგად მსჯელობას იგი აკონკრეტებს შემდეგნაირად: ,,იმის-

და მიხედვით, თუ როგორია პერსო-ნაჟის და ხასიათის სტატუსი ნაწარ-მოების სტუქტურაში, მათ მიერ უნდა იქნეს გამოყენებული შეფასების განს-ხვავებული კრიტერიუმები. ხასიათე-ბის განსხვავებით, რომელთა მიმართ მკითხველს ექმნება ეთიკურად შეფე-რილი დამოკიდებულება, პერსონაჟ-თა შეფასება ხდება პირველ რიგში ეთიკური თვალსაზრისით _ იმის-და მიხედვით, თუ რამდენად რელიე-ფურად, სრულად და კონცენტრირე-ბულად განასახიერებენ ისინი ხასია-თებს. რატომ აქვს მნიშვნელობა ჩვენ-თვის პერსონაჟის და ხასიათის ცნე-ბათა ამგვარად დანახულ ურთიერთ-მიმართებას?’’ ამ კითხვაზე შეგვიძ-ლია გავცეთ შემდეგი პასუხი: იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი კვლე-ვის მიზანს წარმოადგენს პერსონაჟის ავტორისეული დახასიათება რო-გორც პოეტიკის ასპექტი, უნდა მი-ვიჩნიოთ, რომ ჩვენი კვლევის საგნის გაანალიზებისას ხაზი გაესმის სწო-რედ პერსონაჟთა ეთიკურ ასპექტს იმისდა მიუხედავად, გამოვიყენებთ ჩვენ თუ რა ტერმინ ,,ეთიკურს’’. დავრწმუნდებით იმაში, რომ

ცვაიგისეულ ნარატივში მოცემუ-ლი სიუჟეტის კონფლიქტური ასპექ-ტი, რომელიც, როგორც უკვე ვიცით, გამოიხატება ძირითადად ბავშვის შინაგან სამყაროში მომხდარი გარდა-ტეხით, უნდა გაგებულ იქნეს რო-გორც ეთიკური მნიშვნელობის ფაქ-ტი როგორც ავტორისეული ისე მკი-თხველისეული თვალსაზრისით.

პერსონაჟის სისტემა ცვაიგისეულ ნარატივში. იმავე ავტორის აზრით, ,,ეპიკურ და დრამატულ ნაწარმოება-თა საგნობრივი სამყაროს საფუ-ძველს, როგორც წესი, წარმოადგენს სიუჟეტთან ერთად პერსონაჟთა სის-

Page 218: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

218

ტემა’’. ჩვენი კვლევითი მიზნებისთ-ვის განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს პერსონაჟთა სისტე-მასთან, როგორც ცნებასთან დაკავში-რებულ შემდეგ მომენტებს:

ა) იგულისხმება, რომ ,,პერსონაჟ-თა სისტემის ფორმირებისთვის აუ-ცილებელია, როგორც მინიმუმ ორი სუბიექტი’’;

ბ) როგორც ვნახავთ, ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა იქ-ნება პერსონაჟთა სისტემის ის შინა-განად იერარქიული ხასიათი, რომ-ლის გარეშე ეს სისტემა ვერ შესძ-ლებდა ფუნქციონირებას. ,,მთავარი გმირების ირგვლივ ჯგუფდებიან მე-ორე ხარისხოვანი გმირები, რომლე-ბიც იბრძვიან ან ერთ, ან მეორე მხარეზე’’ ვფიქრობთ, პერსონაჟთა ის სისტემაც, რომელთანაც საქმე გვაქვს ცვაიგისეულ ნარატივში, აგებულია იერარქიის პრინციპზე დაყრდნობით, რადგან ამ სისიტემის შიგნით მკა-ფიოდ გამოიყოფა მისი ცენტრალური წევრი _ პროტაგონისტი ბავშვი სა-ხელად ედგარი.

მაგრამ ჩვენთვის მთავარი მაინც ის არის, რომ ნაწარმოებში გამოსა-ხულ ,,ხასიათთა ურთიერთშეფასე-ბას’’ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დახასითებათა შეპირისპი-რებითი ანალიზის დროს.

პერსონაჟთა ქცევა როგორც ლი-ტერატურათმცოდნეობითი ცნება. რაც ზემოთ ითქვა პერსონაჟისა და პერსონაჟთა სისტემის შესახებ, თავის საბოლოო ლოგიკურ ,,დაგვირგვინე-ბას’’ იძენს ისეთ ლიტერატურათ-მცოდნეობით ტერმინში, როგორიცაა ,,პერსონაჟის ქცევა’’. როგორ უნდა გავიგოთ ამ ტერმინის შინაარსი? ამ ტერმინის მნიშვნელობა განისაზღვ-რება ,,როგორც პერსონაჟის შინაგანი

ცხოვრებისეული დინამიკის განსახი-ერება იმდენად, რამდენადაც იგი გამოიხატება ისეთ გარეგნულ ნიშან-თვისებათა ერთობლიობით, როგო-რიცაა პერსონაჟის ჟესტები, მიმიკა, მეტყველების მანერა, ინტონაცია, სხეულის მდგომარეობა და აგრეთვე იმით, თუ როგორია მისი ჩაცმულობა და ვარცხნილობა’’. მიგვაჩნია, რომ პერსონაჟის ქცევას როგორც ლიტერ-ატურათმცოდნეობით კატეგორიას სრულიად განსაკუთრებული მნიშვ-ნელობა უნდა მიეცეს ჩვენს კვლევაში თუნდაც იმიტომ, რომ, როგორც გვახსოვს ჩვენ გამოვყავით პერსონა-ჟის ავტორისეული დახასიათების განსხვავებული დონეები და ერთ-ერთ ამგვარ დონედ მივიჩნიეთ იმის შესაძლებლობა, რომ ავტორის (მთხრობელის) მიერ პერსონაჟი შეიძლება დახასიათდეს წინადადე-ბის ისეთი წევრითაც როგორიცაა გა-რემოება _ თუ, რა თქმა უნდა, გარე-მოებით გამოიხატება პერსონაჟის სი-ტუაციურად განსაზღვრული ქცევა. მთავარი კი ისაა, რომ მსგავს შემ-თხვევებში გარემოებით გამოხატუ-ლი ქცევის მანერა აუცილებლად გა-მოხატავს პერსონაჟის როგორც პი-როვნების ხასიათს, განწყობას ან _ რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია _ ორივეს ერთად მათი ურთიერთმი-მართების დინამიკაში. გარდა ამისა, ვერ დავეთანხმებით ციტატის ავ-ტორს იმაში, რომ პერსონაჟის ქცევა-ზე მსჯელობას აზრი აქვს მხოლოდ ერთ შემთხვევაში _ როცა ეს ქცევა გა-მოხატულია გარეგნული ნიშნებით; ამ თვალსაზრისით კი ხაზი უნდა გა-ესვას შემდეგ ორ ფაქტს: 1) იმას, რომ თვით ქცევა როგორც პერსონაჟის სი-უჟეტში მონაწილეობის გამოხატუ-ლება, შეიძლება იყოს ორი ტიპის _ ა)

Page 219: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

219

ისეთი, რომელიც აუცილებლად იძენს გარეგნულ ნიშნებს და 2) ავ-ტორმა შეიძლება გამოგვიხატოს პერ-სონაჟის ქცევის შიდა განზომილებაც ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

რაკი ჩვენ თავიდანვე გადავწყვი-ტეთ, რომ პერსონაჟის დახასიათება შეუძლებელია განიხილებოდეს სიუ-ჟეტთან კავშირის გარეშე, შეიძლება სწორედ ამ მომენტის გათვალისწი-ნებით გამოვყოთ პერსონაჟის ქცევის ორი განზომილებაც _ შინაგანი და გარეგანი. ჩვენის აზრით, პერსონაჟის ქცევის როგორც ერთი მთლიანის ამ-გვარი ბიპოლარიზაცია და დიქოტო-მიზაცია მნიშვნელოვანია ორი თვალ-საზრისით: გვაძლევს იმის საშუალე-ბას, რომ დავინახოთ და აღვიქვათ პერსონაჟი (პირველ რიგში კი _ პრო-ტაგონისტი) თითქოს-და სტერეოს-კოპულად, ანუ იმის-და მიხედვით, თუ რა ხდება მის შინაგან სამყაროში და როგორ გამოიხატება მის შინაგან განცდათა ერთობლიობა გარესამყა-როსთან მიმართებაში. ეს კი იმას ნიშ-ნავს, რომ პერსონაჟის ქცევას რო-გორც ლიტერატურათმცოდნეობის კატეგორიას ვანიჭებთ გარკვეულ შინაარსობრივ სიღრმეს. ამით, ჩვენის აზრით, ვპასუხობთ კიდეც ციტირე-ბული ნაშრომის ავტორის შემდეგ გა-მონათქვამს: ,,ქცევის ფორმები წარ-მოადგენენ პიროვნების ადამიანური არსებობის იმ ასპექტს, რომელიც გა-მოხატავს ადამიანის სულს და ამი-ტომ წარმოადგენს კიდეც კომუნიკა-ციის საშუალებას’’ ვფიქრობთ, სწო-რედ ქცევის ამ ასპექტის ადეკვატუ-რად გამოხატვას ემსახურება ჩვენს მიერ განხორციელებული მისი დი-ქოტომიზაცია.

ჩვენი ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა, იყო და დარჩება სამეტყ-

ველო-კომპოზიციური ფორმა ,,დახა-სიათება’’ როგორც ავტორისეული მეტყველებისა და ნარატიული პოე-ტიკის ასპექტი. მაგრამ იმისთვის, რომ ეს ასპექტი წარმოჩნდეს ადეკვა-ტურად და სრულად, აუცილებელია, ჩვენის აზრით, გააზრებული იქნას მისი არა მხოლოდ შიდა არამედ გარე სტრუქტურაც. რაც ნიშნავს შემდეგს: ჩვენ უკვე წინა პარაგრაფებში დავი-ნახეთ და წარმოვაჩინეთ ,,დახასია-თების’’ შიდა სტრუქტურა იმ გაგე-ბით, რომ გამოვყავით დახასიათების დონეებრივი მოდელი და, შესაბა-მისად, მოვახდინეთ შემდეგი თეზი-სის ფორმულირება: ,,დახასიათება’’ უნდა განვიხილოთ როგორც უფრო ფართოდ გაგებული აზრობრივი-სე-მანტიკური უნივერსალიის მხოლოდ ერთი შესაძლო (თუმცა უმაღლესი) დონე და უნდა მივიჩნიოთ, რომ მისი როლის შესრულება თავის თავზე შეუძლიათ აიღონ ისეთმა ენობრივმა ერთეულებმაც, როგორიცაა არა მხო-ლოდ წინადადება, არამედ მისი ესა თუ ის წევრიც. ეს – რაც შეეხება ჩვენი საკვლევი ობიექტის შიდა სტრუქ-ტურას. მაგრამ მოცემულ სტატიაში ჩვენს მსჯელობას საფუძვლად ედო შემდეგი თეორიული მოსაზრება (პოსტულატი): ნებისმიერი საკვლევი ობიექტი ხასიათდება არა მხოლოდ იმით, რასაც ჩვენ უკვე ვუწოდეთ მისი ,,შიგა სტრუქტურა’’, არამედ იმითაც, რასაც უნდა ვუწოდოთ მისი ,,გარე სტრუქტურა’’, გარე სტრუქტუ-რის სახით კი უნდა ვიგულისხმოთ ის მეტის მომცველი მთლიანი, რომ-ლის ორგანულ ნაწილს წარმოადგენს ჩვენი კვლევის უშუალო ობიექტი. რაკი ,,დახასიათებას’’ ჩვენ აღვიქვავთ არა მხოლოდ როგორც ავტორისეუ-ლი მეტყველების ასპექტს, არამედ

Page 220: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

220

ასევე როგორც ნარატიული პოეტიკის ასპექტსაც, ამიტომ ამგვარად გაგე-ბული ,,დახასიათების’’ გარე სტრუქ-ტურად უნდა მივიჩნიოთ სწორედ ცვაიგისეული ნარატივის სრული პო-ეტიკა ამ ტერმინის ამ სტატიაში წარ-მოდგენილი გაგებით.

მაგრამ რა მიმართებაა საკვლევი ობიექტის სტრუქტურის ისეთ ორ განზომილებას შორის როგორიცაა მისი ,,შიგა’’ და ,,გარე’’ სტრუქტურე-ბი? უნდა ვიგულისხმოთ, რომ ნე-ბისმიერ შემთხვევაში, როცა ვილაპა-რაკებთ ჩვენი კვლევის ობიექტის ანუ ,,დახასიათების’’ სტრუქტურაზე, უნ-და მივიჩნიოთ, რომ ეს სტრუქტურა (ანუ სტრუქტურა მის მთლიანობაში) წარმოადგენს მის შიგა და გარე სტრუქტურათა ერთიანობას: სტრუქ-ტურა ერთია, მაგრამ ამავე დროს ორგანზომილებიანი და, შესაბამი-სად, ჩვენს ანალიზში იგი უნდა წარ-მოჩნდეს როგორც ამ ორი განზომი-ლების განუყოფელი ერთიანობა.

უფრო კონკრეტულად კი ზემოთ ფორმულირებული თეზისი ნიშნავს შემდეგს: ,,დახასიათებაზე’’ მსჯე-ლობისას და, რაც მთავარია, მისი ტი-პოლიგიზაციის პროცესში მხედვე-ლობაში უნდა იქნას მიღებული სწო-რედ მისი ზემოთ ხსენებული მთლი-ანი სტრუქტურა, ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, დახასიათების როგორც აზრობრივ-სემანტიკური უნივერსა-ლიის მთელი შესაძლო ვერბალურად გამოხატული სისრულე. რეალურ გა-მოხატულებას ჩვენი ამგვარი კვლე-ვითი ორიენტაცია ჰპოვებს ისეთ ორ ცნებაზე დაყრდნობით, როგორიცაა, ერთის მხრივ, ფუნქციურ-სემანტი-კური კატეგორიისა და, მეორეს მხრივ, ტექსტობრივი ბადის ცნება.

ფუნქციურ-სემანტიკური კატე-გორია წარმოადგენს სწორედ ისეთ კატეგორიას, რომელიც გულისხმობს ერთიდა იგივე ფუნქციის მატარე-ბელ, მაგრამ სტრუქტურულად განსხ-ვავებული სახის ენობრივ ერთეულ-თა ერთობლიობას – ისეთ ერთობ-ლიობას, რომელიც არსებობს ენის სისტემაში ველის სახით; ველის ცნება კი, როგორც ვიცით, გულისხ-მობს ისეთ ენობრივ რეალობას, რომ-ლის ფარგლებში უნდა გვქონდეს ცენტრი და პერიფერია. ასეთია ზო-გადად ფუნქციურ-სემანტიკური კა-ტეგორიის ცნება და მისი შინაგანი კავშირი ველის ცნებასთან. მაგრამ, რაკი კვლევის პროცესში ჩვენ საქმე გვაქვს მხატვრულ ნარატივთან, აუ-ცილებელი ხდება იმის დაზუსტება, თუ რა სახე შეიძლება მიიღოს და-ხასიათებამ როგორც ფუნქციურ-სე-მანტიკურმა კატეგორიამ და მისმა შესაბამისმა ველმა იმ შემთხვევაში, როცა ენობრივი სისტემის აქტუალი-ზაციის შედეგად ვიღებთ არა ,,ჩვეუ-ლებრივ’’ ტექსტს, ანუ ტექსტს, რო-მელიც ეკუთვნის ყოველდღიურობის ფუნქციურ სტილს, არამედ მხატვ-რულ ტექსტს, სახელდობრ კი მხატვ-რულ ნარატიულ ტექსტს. დასმულ კითხვაზე შეიძლება გაიცეს ორი სახის პასუხი: ა) ზოგადი სახის პა-სუხი, რომელიც გაითვალისწინებს იმ ტექსტობრივი სინამდვილის სპეცი-ფიკას, რომელიც უნდა მივიღოთ ენობრივი სისტემის აქტუალიზაციის შედეგად. ამ შემთხვევაში ეს პასუხი, ბუნებრივია, უნდა ატარებდეს ჰიპო-თეტურ ხასიათს: რაკი თავიდანვე ცნობილია, რომ ენის აქტუალიზაცია იძლევა მხატვრულ ნარატივს და ამა-ვე დროს ცნობილია, რომ ამგვარ ნა-რატივში შეუძლებელია გაისვას მკვე-

Page 221: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

221

თრი ,,დემარკაციული ხაზი’’ ნარატი-ვის საკუთრივ სიუჟეტურ და არა-სიუჟეტურ ასპექტებს შორის, უნდა ვიფიქროთ, რომ დახასიათების ფუნ-ქციურ-სემანტიკურ ველში ცენტრის სტატუსს დაიკავებს ,,დახასიათება’’ როგორც სამეტყველო-კომპოზიციუ-რი ფორმა, მაგრამ ცენტრთან ახლოს შეიძლება განლაგდეს დახასიათების ფუნქციის მატარებელი სტრუქტუ-რული ელემენტები; ბ) მაგრამ, რა თქმა უნდა, აუცილებელია ზემოთ გამოთქმული ვარაუდის (ჰიპოთე-ზის) ადეკვატურობა ვერიფიცირე-ბულ იქნას უკვე ტექსტობრივი კონკ-რეტიკის დონეზე.

სწორედ ზემოთ ნახსენები ორი დონის (ენობრივი და ტექსტობრივი დონეების) ურთიერთმიმართების გა-მოხატვის მიზნით თანამედროვე ტექსტის თეორიაში არსებობს ,,ტექს-ტობრივი ბადის’’ ცნება. მონოგრაფი-აში ,,გრამატიკულ კატეგორიათა პოე-ტიკა’’ ლ. ნოზრდინა ლაპარაკობს ისეთი ორი ფენომენის ურთიერთო-ბაზე, როგორიცაა, ერთის მხრივ, ლექ-სიკურ-გრამატიკული ველის ენობ-რივი ფენომენი და, მეორეს მხრივ, ტექსტობრივი ბადის ფენომენი. იგი შემდეგნაირად განსაზღვრავს ამ ორი ფენომენის ურთიერთმიმართებას: ,,ლექსიკურ-გრამატიკულ ველისგან და ფუნქციურ-სემანტიკური კატეგო-რიისაგან განსხვავებით, რომლებიც წარმოადგნენ პარადიგმატულ კატე-გორიებს, ტექსტობრივი ბადე არის სინტაგმატიკური, ტექსტობრივი კა-ტეგორია’’. განაგრძობს რა ხსენებულ კატეგორიათა ურთიერთმიმართება-ზე მსჯელობას, ავტორი წერს: ,,თუ დავუკვირდებით იმას, თუ როგორ ავლენს ველი თავის თავს ტექსტში, დავინახავთ, რომ მასში ჩნდება არა

ველის ყველა წევრი, არამედ მხო-ლოდ ზოგიერთი მათგანი. გარდა ამისა, ზოგი ენობრივი საშუალება ტექსტებში გამოიყენება ხშირად, ზოგი კი – იშვიათად. ზოგი მათგანი კი თითქოს ,,მიბმულია’’ გარკვეულ ფუნქციურ სტილზე; სხვა სტილებში კი თითქმის არ გვხვდება. ასე რომ, ველი წარმოგვიდგება ტექსტში რო-გორც ისეთ ენობრივ საშუალებათა გარკვეული ერთობლიობად, რომლე-ბიც გამოხატავენ გარკვეულ სემანტი-კურ შინაარსს (ტემპორალურობას, მოდალურობას და ა.შ.), ეს ენობრივი საშუალებები ერთიანდებიან ცნებაში ,,ტექსტობრივი ბადე’’ ჩვენთვის გან-საკუთრებულ ინტერესს წარმოად-გენს ის, თუ, ავტორის აზრით, რაზეა დამოკიდებული ამგვარი ტექსტობ-რივი ბადის შემადგენლობა. ამასთან დაკავშირებით იგი წერს: ,,ამგვარი ბადის შემადგენლობა დამოკიდებუ-ლია ბევრ ფაქტორზე, პირველ რიგში კი – ფუნქციურ სტილზე და იმ ჟანრზე, რომელსაც განეკუთვნება მოცემული ტექსტი. რადგან ტექსტი არის სამეტყველო ქმედება, ტექსტობ-რივი ბადეც წარმოადგენს სინტაგმა-ტიკურ კატეგორიას’’.

იმის შემდეგ, რაც განვმარტეთ ისეთ ლინგვისტურ კონცეპტთა ურ-თიერთმიმართება, როგორიცაა, ერთი მხრივ, დახასიათება როგორც ფუნქ-ციურ-სემანტიკური კატეგორია და ის ტექსტობრივი სტრუქტურა, რომე-ლიც შეიძლება შეიძინოს ამ კატეგო-რიამ მხატვრულ ნარატივში, ანუ და-ხასიათების ტექსტობრივი ბადე, შეგ-ვიძლია დასრულებულად მივიჩნი-ოთ იმ თეორიული და მეთოდოლო-გიური ბაზის განსაზღვრის პროცესი, რომელიც გვჭირდება ჩვენი კვლე-ვითი მიზნის განხორციელებისთვის.

Page 222: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

222

TEA JGARKAVA

COMPLETE UNDERSTANDING OF POETICS AS A GUARANTEE OF ACHIEVING OUR RESEARCH AIMS WITH THE HELP OF ADEQUATE WAYS: PLOT, PERSONAGES, SYSTEM OF PERSONAGES AND THEIR

CHARACTERISTIC

Summary

If consider poetics as a system of language units which is essential to construct a literary text, then poetics of the character must base on two narrative moments: a) taking into account author’s characteristic of (the) personage within his research boundaries, and b) how the personage manages to self- characterize himself/herself inside the plot.

These two concepts are considered to be indivisible when participation of the personage in plot is based on the narrator’s (author’s) characteristic, and vice versa: participation of the personage should support the characteristic that she/he receives in author’s speech. As a matter of fact a personage( character) is the part of any narrative structure.

We may conclude that plot is the category of the literary studies which guarantees complete understanding of the poetics as a concept.

Indeed, author may characterise hero within his/ her speech , but the latter won’t get any sense unless hero participates in development of the plot.

Page 223: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

223

soso sigua

ფასკუნჯი - მფრინავი ვერძი

მითისა და ლეგენდის მთხზველი ქურუმი თუ მწყემსი, მჭედელი თუ ზღვაოსანი ოცნების ფრთებით თავს ევლებოდა მშობლიურ ველებსა და მთა-გორებს, ცხოველებსა და მცენა-რეებს ადამიანის სულს უდგამდა, მწედ სახავდა.

მისი აღქმა და ხედვა იყო ისეთი, როგორიცაა ჩვენი სიზმრული ცნო-ბიერება, რომელიც არღვევს ლოგიკას და რეალობას, ერთმანეთს უხამებს ნამდვილს, მიამიტურსა და ფან-ტასტიკურს, ცხოველურსა და ადამი-ანურს.

ზესკნელ-შუასკნელ-ქვესკნელად დანაწილებულ სამყაროს იერარქიას, ღმერთების პანთეონსა და ადამიანთა სამყოფელს ავსებდნენ ხარ-კაცები, ცხენ-კაცები, მგელ-კაცები, ლომ-კა-ცები, ლომ-არწივები, მფრინავი ცხე-ნები, ძაღლები და ვერძები, ქალ-თევ-ზები (სირინოზები) ქალ-ურჩხულები (ჰარპიები), ფრთოსანი გველთევზა გორგონები.

ერთი მათგანია ქართული ფას-კუნჯიც.

ფასკუნჯის განმარტება

,,ფასკუნჯი’’ _ ქართული ზღაპ-რის ჯადოსნური პერსონაჟი _ გრძნე-ული ფრინველი. ცხოვრობს მთაზე ან ქვესკნელში. ადამიანივით მეტყვე-ლებს, მფარველობს გმირებს და ქვეს-კნელიდან ზესკნელში ამოჰყავს. მის

ფრთებს მაგიური და სამკურნალო თვისებები აქვს: ფრთის დაწვა ფ-ის მოხმობის საშუალებაა, ხოლო ჭრი-ლობაზე წასმა _ მკურნალობა. ფ. იშ-ვიათად ბოროტ ბუნებასაც ამჟღავ-ნებს _ მტრობს და ებრძვის გმირებს’’.

ასე ახასიათებს ფასკუნჯს ქარ-თული ენციკლოპედია [1].

ხოლო ,,Мифы Народов мира’’ უფრო სრულად წარმოგვიდგენს ამ ,,დრაკონის მსგავს’’ ფრინველს. აქ იგი მითოსური სამყაროს ბინადარია, რომელსაც მოგვიანებით განუცდია ირანული სიმურგის (იგივე სენმურ-ვი) ზეგავლენა [2].

სულხან-საბა ორბელიანის ახს-ნით, ფასკუნჯი (პასკუნჯი) ,,ეთიოპი-ას გვარობს ტანითა მსგავსი ლომისა; თავი, ნიკარტი, ფრთე და ფერÃი მსგავსი არწივისა., ნაკრტენ მრავალი, რომელიმე არს ოთხ ფერÃი და რო-მელიმე ორფერÃი. პილოს აიტაცებს, ცხენთ მაზიანებელ არს. სხვა გვარიც არის სრულიად არწივის მსგავსი და ფრიად დიდი’’ [3].

სულხან-საბა ორბელიანისათვის ფასკუნჯი არის არა მითოსური ან ზღაპრული, არამედ რეალურად არ-სებული, ოღონდ უცხო და უცნაური ფრინველი, ფენიქსივით ეთიოპიაში მობინადრე. ამიტომ უთითებს ბიბ-ლიასაც (მეორე შჯული, 14, 13).

ამ სტრიქონის ახალი ქართული თარგმანი ასეთია: ,,ძერა, შევარდენი

Page 224: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

224

და ქორი’’. შდრ. რუს. ,,И коршуна, и сокола, и кречета’’. Кречет _ სონღუ-ლი, ,,საშუალო ზომის მტაცებელი ფრინველი შავარდენისებრთა ოჯახი-სა’’ [4].

სულხან-საბასვე ცნობით, ფას-კუნჯს სომხურად პასკუნჯი რქმევია.

I. ფასკუნჯის ლინგვისტური რეკონსტრუქცია

თავიდანვე უნდა განვაცხადოთ, რომ ფასკუნჯი არის კოლხური ენობ-რივი და მითოსური სამყაროს კუთვ-ნილება და მხოლოდ ქართული ენის მონაცემებით ვერ გაიშიფრება.

ფასკუნჯი სამი სიტყვის შერწყმის შედეგია და, შესაბამისად, ასე დაიშ-ლება _ ფას-სკუ-ნ-ჯ-ი.

არაერთი მსგავსი მაგალითი აქვთ განხილული ნ. მარს, ივ. ჯავახი-შვილს თუ არნ. ჩიქობავას (მაგ., ზაფ-ხული, ზამთარი, დეკეული, ხეპეგუა-ში).

ახლა განვმარტოთ თითოეული მათგანის მნიშვნელობა და ბოლოს მოვახდინოთ მთლიანი სემანტიკური რეკონსტრუქცია, რადგან უძველეს დროში, თავდაპირველად ეს სახელი ასე კონდენსირებულად არ წარმო-ითქმოდა. მაგრამ სიტყვათშერწყმა სიტყვათწარმოქმნის ერთ-ერთი ფორ-მა იყო, როცა ძირები ჰკარგავდა ძველ მნიშვნელობასა და ახალ ცნებად იქ-ცეოდა.

1. ფას _ ფასისი ბა/ფა ან ბას/ფაზ უკავშირდება

ფასისს/ფაზისს, რომელსაც რიონს უწოდებენ ძველი ბერძნები.

როგორც ცნობილია, ისინი ხო-ხობს ,,ფასიავოს’’, ე.ი. მდინარე ფაზი-სის ფრინველს უწოდებდნენ. მათგან გავრცელდა ეს სახელი ლათინურ,

რუსულ, ჩეხურ, პოლონურ და სხვა ენებში.

2. სკუ _ შობა, შვილი

განვიხილოთ ერთი ძირის ორი სიტყვა:

სკუა/სქუა _ შვილი, სკუალჲა/ სქუალჲა _ დადება, შობა.

ფასკუნჯში სკუ ისევე იკითხება, როგორც ბერძნულ დიოსკურში.

მეგრულად შვილი არის სკუა/ სქუა (შდრ. მიმინოშვილი _ მიმინო-სკუა, ასაბაშვილი _ ასაბასკუა), სკუა-ლჲა _ კვერცხის დადება. დედა (მეგრ. დიდა, სვან. _ დი) უკავშირ-დება დადებას (მეგრ. დოდვალჲა, დებს _ დვანს).

კვერცხის დადება და შობა მეგ-რულ ენაში სინონიმებია. ეს ერთი მხრივ, მეორე მხრივ შობა, დაბადება არის ხალა, ხოლო მშობელი, დამბა-დებელი _ მახალი.

ოსკუ ჰქვია საღორეს, ე.ი. ადგი-ლი, სადაც ხდება სკუალჲა, დღევან-დელი გაგებით _ კვერცხის დადება, ძველი მნიშვნელობით _ შობა, დაბა-დება.

აზრობრივად მეგრ. ოსკუ ბოსელს შეესაბამება, რაც შობის ადგილი იყო [5].

საშვილოსნოს ჰქვია სასკუე. აქე-დან გამომდინარე სკუალა პირდა-პირი თარგმანით არის შვილობა. ენას დღეს ეს ნიუანსი არ გააჩნია. მაგრამ ლინგვისტური ძიებით საცნაური ხდება: ქართულ შუ-ს მეგრულში შეე-საბამება სკ/სქ (მაგ., შენი _ სკანი/ სქანი. შვენის _ ოსკვამანს/ოსქვამანს), თუმცა, არა ყოველთვის (მაგ.: სკვირი _ სკვნილი) [6].

სკვამი (სქვამი) არის ლამაზი. საწ-ყისია სკუამი (სქუამი) ანუ შვილიანი.

Page 225: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

225

სკირი შობილს, შვილს ნიშნავს, სკილირი _ დადებულს (ქოთომს კვერცხი აფუ სკილირი _ ქათამს კვერცხი აქვს დადებული (კვერცხი დაუდვია). ეს განყოფა გვიანდელია. ხოლო ადრე შობილიც სკილირი, სკუალირი იქნებოდა.

მაგრამ გვაქვს სკუნა (გასკვნა) გი-ნოსკუალჲა (გადასკვნა, გადაბმა), გი-ნოსკვირი (გადასკვნილი, გადაბმუ-ლი), ქუსკუუ, ერთი მხრივ _ კვერცხი დაუდო (კვერცხი დაუდვია, მეორე მხრივ _ შეაბა, მაგ., ხარი უღელში). სკვირი (სკვნილი, ბმული), იგივე სკილირი, სკუალირი.

ასე რომ, სკუა ნიშნავს, აგრეთვე, ბმულს, გადაბმულს, არა მხოლოდ დადებულს.

ამრიგად, _ სკუ _ ძირი შობისა და შვილის აღმნიშვნელია (შდრ. ბერძნული დიოსკურები _ ცის ღმერ-თის შვილები), ხოლო სკური ეწოდება წყაროს, ღელეს, რომელიც მიწიდან იშვა.

ასეთი მნიშვნელობით მრავალი ტოპონიმია სამეგრელოში.

ამ კონტექსტში საინტერესოა სიტყვა გინოსკილჲადა (გადარჩენა, სიკვდილისაგან ხსნა), სკილჲადა (მშობიარობა _ სკილის შობა, სიტყვა-სიტყვით _ დარჩენა, სიკვდილგამოვ-ლა), მასკილჲადუ (მშობიარე, სკილის მომლოდინე), სკიდუ (რჩება, მშობია-რობს). პარალელური ფორმა _ ხალჲა _ შობა, დაბადება, მახალი _ მშობე-ლი, დამბადებელი ანუ ის, ვინც სიკვდილის ფაზა უკვე განვლო.

ამიტომ ოთხივე სიტყვა უკავშირ-დება სიკვდილს.

ძველი ქართული ენის მიხედ-ვით, სიკვდილი არის სულის მოკლება _ მოაკულდა _ მოკულდა _ მოკუდა _ მოკვდა.

მეგრულში გადმოდის ღვრიდან (მეგრ. _ ღურა, ლაზ. _ ღურა, სვან. _ ღარ). შდრ. _ წყალი დაღვარა და სუ-ლი დალია (მეგრ. გეღუფუ _ ხარბად, უცებ დალია); ქართ. დაღუპული, მეგრ. ღურელი, სვან. _ ლუღუმპავ [7].

სულხან-საბა: ,,დაღუპვა _ წყალ-თაგან დანთქმა’’.

ქართველურ ენებში სიკვდილი წყალთან ასოცირდება, ისევე რო-გორც ინდოევროპულში _ ზღვასთან.

პირველყოფილ ადამიანთა წარ-მოდგენით, მიწა და წიაღი გაიგივე-ბულია, საშო უდრის ქვესკნელს, და-ბადება _ გარდაცვალებას, ქორწილი _ დაკრძალვას. ნაყოფიერების ღმერ-თები ხთონური ღვთაებანია. სიცო-ცხლე ისახება ბნელში, სკნელში, წი-აღში, საიდანაც სინათლეზე გამო-დის.

სკნელი სამყაროს მრავალ გარსს მოიცავს (ზესკნელი, ქვესკნელი, შუა-სკნელი, წინასკნელი, უკანასკნელი, გარესკნელი), რომელშიც გამოიყოფა ძირი _ სკნ/სკუნ.

მეგრულში გვექნებოდა სკნირი/ სკნური.

სკნირი/სკილირი არის სკნილი-რი, ე.ი. სკნირიდან (სკნელიდან) შო-ბილი, სკუალირი _ სკუნილიდან (სკუნირიდან) შობილი, რაც უდრის წყვდიადიდან, უკუნიდან გამოსვ-ლას.

ამრიგად, სკუა ნიშნავს არა მხო-ლოდ დებულს (დადებულს), ბმულს (გადაბმულს), არამედ, აგრეთვე სკნე-ლიდან (სკუნირიდან) გამოსულსაც [8] _ სკუალირს.

ახლა დავაკვირდეთ, თუ რას ნიშნავს, როგორ და რისთვის გაჩნდა საძიებელი სიტყვის ფუძის ბოლო _ ნჯ, რა სიტყვა იყო იგი.

Page 226: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

226

3. რჯ/ნჯ _ ერჯი

სიტყვა ფასკუნჯის მესამე ძირი ნიშნავს ქონებას, კერძოდ _ ვერძს.

განვიხილოთ რამდენიმე სიტყვა, რომელთა არქაული წარმომავლობა ეჭვს არ იწვევს (რ ან ნ ყველგან შემდეგ განვითარებული ბგერაა, რომელიც ფუძეს შეეზარდა).

ა) ორინჯი/ორიჯი _ საქონელი მეგრულად დაუკოდავ მამალ

ცხვარს _ ვერძს ჰქვია ერჯი, ძროხას _ ორჯი (ბანძა-მარტვილი), ხარს _ ხო-ჯი, საქონელს _ ორინჯი (ორიჯი), დედალ ცხვარს (ნეზვს) უნდა რქმეოდა ნერჯი, რომელმაც ნერჩის _ ადგილის, დედამიწის ღვთაების სახელით მოაღწია ჩვენამდე, როგორც თვლიდა ივანე ჯავახიშვილი.

ყველა სიტყვაში გამოიყოფა სუ-ფიქსი _ რჯ/ნჯ.

ყველა სიტყვა შინაური ცხოვე-ლის აღმნიშვნელია (დედალი ცხვა-რი, მამალი ცხვარი, ძროხა, ხარი, სა-ქონელი).

ორინჯი იგივეა, რაც ორენჯი (სა-ყოლიებელი, საქონელი). შდრ. _ ქო-ნა, ყოლა, მეგრულად ორენჯი (ორენ-ჯშური, შური _ სული) არის ის, რაც საერთოდ ჰყავს ადამიანს, ან კიდევ _ სადგომი. ეს ეტიმოლოგიურად. მაგ-რამ დღეს ჰქვია რქოსან პირუტყვს (ხარი, ძროხა, კამეჩი, თხა) და არ ითქმის ღორსა და ცხენზე, მითუმე-ტეს _ ფრინველზე.

ი. ჯავახიშვილი აიგივებს ერჯსა და ორინჯს, როგორც ზოგადად ცხო-ველის გამომხატველ ფუძეს, რომლის სქესობრივი განრჩევა მერმინდელი მოვლენაა.

ორ-პრეფიქსის გასაგებად მეცნიე-რი მოუხმობს მეგრულ სიტყვას _ რინა (ყოფა, არსებობა) და ორინჯის

სინონიმად ასახელებს ორინალს (სა-ყოლიებელი). ხოლო ნარენჯი არის ნამყოფი, ნაყოლები, მარენჯი _ არსე-ბული, მყოფი.

ჩვეულებრივ, ქართულ ძ-ს ენაცვ-ლება მეგრული ჯ (მაგ. ძაღლი _ ჯო-ღორი, ძმა _ ჯიმა, ვერძი _ ერჯი) და ამდენად მეგრული სუფიქსი _ რჯ/ნჯ არის ქართული _ რძ-ის შესატყვისი (შდრ. რძე მეგრულში უნდა ყოფილი-ყო რჯა (ბჯა) [9].

საქონელს სომხურად ჰქვია ერინჯ, ხოლო ვერძს _ ვორძ (ვერც). განსხვავებით სომეხ მეცნიერთაგან, ი. ჯავახიშვილი მათ ქართული ძირის სიტყვებად თვლიდა.

ნ. მარი ხაზს უსვამდა ერჯის კავ-კასიურ წარმომავლობას.

მაგრამ დღეს სხვაგვარი სურათი იშლება:

მზია ანდრონიკაშვილს მოაქვს სიტყვები _ ოსური Wears (მამრი), ძველინდური vrsan, ახ. სპარსული gusan (ხვადი), ლათინური verres (ტახი), პამირული vorts (ცხენი) [10], რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ივანე ჯავახიშვილის დებულებას, რომ ერჯ/ვერძ ქართველურ სამყაროში ზოგადად ცხოველს ნიშნავდა, თუმ-ცა იგი არც ქართული და არც სომ-ხური არ ყოფილა.

თ, გამყრელიძე და ვ. ივანოვი აღ-ნიშნავენ, რომ უნგრულ-ფინურ ენებ-ში ვერდძ ნიშნავს კვებას, აღზრდას.

თითქოს მართლდება ბიბლიური მითი, რომ უხსოვარ დროში ერთი ენა უნდა არსებულიყო, რაც სტიქი-ური თუ ისტორიული ქარტეხილე-ბით ადამიანთა გაფანტვის შედეგად დაიშალა, მაგრამ დარჩა საერთო, ნა-თესაურ სიტყვათა ძირები და ფუძე-ები, რომლებიც სხვადასხვა ენებში ვარიაციულად თავს იჩენდნენ.

Page 227: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

227

მათი მსგავსება არ ნიშნავს, რომ ისინი ყოველთვის ნასესხებია ან შე-მოჭრილი.

ბ) ქომონჯი (ქომოჯი) _ ქმარი

მეგრულად ქომოლი მამაკაცს, მამრს ნიშნავს, ქომოლკოჩი _ ვაჟკაცს, ქომოლისკუა _ ვაჟიშვილს, ხოლო ქომონჯი (ქომოჯი)_ ქმარს.

ივ. ჯავახიშვილის განმარტებით, ქმარი ქმნისაგან არის მიღებული. მაგრამ უფრო სწორი ვიქნებით თუ ვიტყვით, რომ საწყისია არა ქმნა, არამედ _ ქნა, კეთება.

ქმარი არის მაქმარი, მქნელი და არა შემქნელი, რადგან უძველეს დროში მამის ცნება არ არსებობდა. მამა იყო გვარ-ტომის ბელადი, სქე-სობრივ აქტსა და ბავშვის დაბადებას შორის კავშირი წარმოდგენილი არ ჰქონდათ.

აქედან იღებს სათავეს მითოსური უმანკოდ ჩასახვის მოტივი მაგ., ფრიგიელთა ღვთაება ატისი დედას _ ქალწულ ნანას ჩაესახა მკერდზე ბროწეულის შეხებით (შდრ. წმ. მარი-ამი). ზარატუსტრა მცენარის ღეროსა-გან იშვა, ადონისი _ ხორბლის მარც-ვლისაგან, ხუან-დი _ ელვისაგან, შა-კიამუნი _ ციური ხუთფეროვანი შუ-ქისაგან. გილგამეშიც ქალწულმა და-ბადა [11].

მეგრული ქიმინუა ნიშნავს რო-გორც კეთებას, ისე შობასა და შემქნას.

ბგერათშესატყვისობის წესით ქომოლ _ ქართულად იქნებოდა ქა-მარ და არა ქმარ-.

არნ. ჩიქობავას ვარაუდით, ძველ-ქართულში გვქონდა ძლიერი მახ-ვილი, რაც იწვევდა ფუძეთა კუმშვას: ვაშლი _ ვაშალი _ უშქური, მატლი _ მატალი _ მუნტური, ძაღლი _ ძაღა-ლი _ ჯოღორი...

ივ. ჯავახიშვილის მტკიცებით, რქოსანი საქონელი უნდა ყოფილიყო კემალ-, რომლის ძირია კემ-.

კემალ/კამალ/ქამარ _ (სვან. კა-ვილ) უნდა მივიჩნიოთ ქომოლის ქართულ ფორმად, ე.ი. საწყისია რქო-სანი საქონელი (შდრ._ ჩრდილოკავ-კასიურ ენებში _ ქუნ, ქუნა, ქუ, ქუი, ქიუნ), მეორეს მხრივ _ ძველქარ-თული _ აქუნდეს, თანამ. _ ქონება, სვან. ქიუნ/ქუნ _ სული, სუნი, მეგრ. ქენთელი (ჩქარი სუნთქვა), ძვ., ქართ. ქუინ _ სუნთქვა, ე.ი. სიცოცხლე.

ამჯერად არ მოგვაქვს ინდოევ-როპული, მაგ. სომხური შესატყვისე-ბი.

ორინჯის ეტიმოლოგიის მიხედ-ვით უნდა ვთქვათ, რომ აქაც _ ნჯ სუფიქსი (მორფემა) არის ერჯი/ვერ-ძი ანუ ცხოველი (ცხოვარი), რაც ცხო-ვრებას და ცოცხალს უკავშირდება.

ტრანსფორმაციით _ ქომოლ-ერ-ჯი _ ქომოლ-ენჯი _ ქომოლ-ნჯი _ ქომონჯი, ქომოჯი, რაც გვაძლევს ქართული ერკემალის მნიშვნელობას (შდრ. ერჯკოჩი ტყისკაცის, ველურის გაგებით).

გ) ერჯი _ ერკემალი

ერკემალი (ვერძკემალი) არის გა-მორჩეული ჯიშის მამალი ცხვარი, მნერბავი. ხოლო ქომონჯის ეტიმო-ლოგია ასეთ სახეს იღებს _ მქმნელი ვერძი. მაგრამ უძველეს დროში ერ-ჯი/ვერძი ზოგადად ცოხველს ნიშ-ნავდა: ერცქემი (მეგრ.) _ ჯიხვი, ერს-კან (სვან.) _ გარეული მამალი თხა, ერი კაიმ/ერი კუიმ (ჩეჩნ.) _ ერკემა-ლი, დაუკოდავი ცხვარი.

ყველა ეს სიტყვა ერკემალის სა-ხეცვლაა.

ცხვარს, თხას და ჯიხვს ეწოდა ნათესაური სახელი, რადგან ადამია-

Page 228: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

228

ნი მათ ერთმანეთს ამსგავსებდა. შემ-დეგ მოხდა ზოგადი სახელის და-ნაწევრება, ნიშნების დაკონკრეტება (მაგ. სულხან-საბა ორბელიანის ახს-ნით, ბოტი არის თხის ერკემალი, ე.ი. ამ სიტყვით უნდა ყოფილიყო სახელ-დებული ჯიხვი, ცხვარი, თხა).

ხოლო ქამარ-, ქომოლ-, კავილ-, კაიმ გვაფიქრებინებს, რომ თავდა-პირველად იქნებოდა ვერძკამალი და არა ვერძკემალი. მაგრამ წინა ე ხმოვნის გავლენით ა იქცა ე-დ.

ამრიგად, ერკემალი ნიშნავს ვერძ-ცხოველს, ისევე როგორც ქო-მონჯი (ქმარი). ხოლო თვით ძირი ქმ პრაინდიევროპულ ენაში იღებს სათა-ვეს [12].

დ) _ რჯ//ნჯ-დან _ ალ-ისაკენ

მეგრულ ენაში არის ტენდენცია, უძველესი _ რჯ/ნჯ სუფიქსი შეიცვა-ლოს -ალ სუფიქსით, ან ჯ ფონემა სა-ერთოდ ამოვარდეს სიტყვიდან. ძი-რითადად ეს ითქმის დღეს გავრცე-ლებულ სიტყვებზე: მიკოქვენჯი _ მიკაქუნალი (სამოსელი); გიოქვენჯი _ გიოქუნალი (დასახური); გეხვენჯი _ ოხორალი (სამოსახლო); მახენჯი _ მახირალი (ქურდი, მპარავი); ლჲურენჯი _ ლჲურენი (მძინარი).

ასე რომ, თანდათან ქრება შორე-ული წარმომავლობის კვალი. ეს -ალ სუფიქსი არის იგივე არ, აკ. შანიძის მტკიცებით, კოლხური სამყაროდან შემოსული (მაგ. ოპიზარი _ ოპიზე-ლი), რომელსაც შეესაბამება ქართუ-ლი -ელ [13].

ახლა ვნახოთ სხვა სიტყვები, რო-მელთაც უცვლელად შემოინახეს -ნჯ სუფიქსად ქცეული ერჯი.

ე) მენჯი _ ვეძა

მენჯი _ სოფ. სენაკის რაიონში, კურორტი, სამეგრელოში გავრცელე-ბული ტოპონიმი. ქართულად _ ვეძა, მჟავე წყალი, რომელსაც ეტანება ცხვარი, ძროხა, თხა, ირემი, შველი [14].

ნიშნავს ვერძის, ე.ი. საქონლის, ცხოველის წყალს.

ვ) მინჯე _ პატრონი

მ-ი-ნ-ჯ-ე _ მე-ერჯ-ე _ მე-ენჯ-ე _ მე-ინჯ-ე _ მინჯე:

ერჯის (ვერძის) ანუ საქონლის მფლობელი, ის, ვისაც ჰყავს ვერძი ანუ საქონელი (ან_ მინჯე შეიძლება იყოს მე-უნჯ-ე).

ზ) საუნჯე და უნჯი

საუნჯე _ ,,შესაკრებელი საქონლისა’’, საქონელი _ ,,უსულო ხვასტაგი’’, ხვასტაგი _ ,,საქონელი და საყოლელი’’, უნჯი _ ,,საქონელი’’.

ასე განმარტავს ამ სიტყვებს სულ-ხან-საბა ორბელიანი.

დავით ჩუბინაშვილი: უნჯი

(სომხ.) _ განძი, ლარი, სიმდიდრე [15]. ილია აბულაძე: უნჯი _ ,,საზრ-

დელი’’, ,,საჭმელი’’, ,,საგზალი’’, ,,მო-ღუაწება’’, სარჩო, საკვები [17].

მ. ანდრონიკაშვილი უნჯის თა-ნამედროვე გაგებას იძლევა (განძი) და მას ირანული ძირის სიტყვად მიიჩნევს.

Page 229: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

229

ამრიგად, უნჯი ძველქართულში არის უსულო, უძრავი ქონება. მაგრამ უძველეს დროში უნდა ყოფილიყო საერთოდ ქონების აღმნიშვნელი, სანამ დიფერენცირება მოხდებოდა. ძველ რუსულში ,,საქონელი’’ (скот) არის როგორც პირუტყვი, ისე ფული, ქონება, მიტანა [18]. ხოლო ზოგადევ-როპული ფუძით ცხვარი უკავშირდე-ბა ქონებას, ფულს. ამავე დროს, საერ-თოდ საქონლის აღმნიშვნელია [19].

საბოლოოდ ლინგვისტური რე-კონსტრუქციით მივიღეთ პირველა-დი სიტყვათჯგუფი _ ფასისის სკუა-ლირი ერჯი//ფასისში შობილი ვერძი.

ახლა ვნახოთ სემანტიკური ას-პექტი.

II. ფასკუნჯის სემანტიკური

რეკონსტრუქცია

1. ცხვარი და სიცოცხლე

დროთა განმავლობაში დაიკარგა _ რჯ/ნჯ ძირის თავდაპირველი მნიშ-ვნელობა, განივრცო, შეივსო ახალი ნიუანსებით და სიტყვათა მწარმოე-ბელ ფორმანტად _ სუფიქსად ჩა-მოყალიბდა. გაქრა კავშირი პირველ-საწყისთან. ზოგ ფორმებშიც მოხდა ჩანაცვლება. ამიტომ მრავალ -რჯ/ნჯ სუფიქსიან მეგრულ სიტყვებს არაფე-რი აქვს საერთო ვერძთან, საქო-ნელთან ან ფლობასთან.

ხოლო უძველეს დროში იგი უნდა ყოფილიყო ზოგადად ფლობის აღმნიშვნელი, როცა სიტყვას ჰქონდა პოლისემიური მნიშვნელობა და მო-იცავდა მრავალ მსგავს საგანს. ენა და აზროვნება არ იყო დანაწევრებული, დიფერენცირებული. ნიუანსების გან-ცდა და სახელდება დაკვირვების,

გამოცდილებისა და ენის განტოტვის შედეგია.

ასე თანდათან - რჯ/ნჯ სიტყვა-სუფიქსის არეალიც დავიწროვდა და იქცა საქონლის, ფრინველის, ცხოვე-ლის გამომხატველად. შემდეგ გამო-ეყო რქოსან პირუტყვთა ჯგუფი, რო-მელიც ადამიანმა მოიშინაურა და მას დაუკავშირა სიცოცხლე და ცხოვრება (ცხოვარი ანუ ცხოველი), რომლის სიმბოლიკა გახდა ვერძი (ერჯი, ერ-კემალი), ვერძკემალი, როგორც ტო-მის ბელადის ანალოგი ცხოველთა შორის.

საერთოდ ცხ-/ჩხ/შხ ძირის სიტყ-ვები ქმნიან ერთიან წრეს, რაც სი-ცოცხლეს უკავშირდება _ ცხოვარი _ ცხვარი, მეგრ. შხური/ჩხური (შდრ._ სომხ. ვოჩხარ), ჩხე (ცხელი), სინჩხე (სიცხე), დაჩხირი (ცეცხლი), ჩხოუ (ძროხა), ჩხონაფა (ცხონება ანუ ცხო-ველება, ცოცხლად ყოფნა).

თ. გამყრელიძე და ვ. ივანოვი მი-იჩნევდნენ, რომ ცხვრის გვიანდელი სახელწოდება ინდოევროპულ ენებში გაჩნდა მოძრაობისაგან, ადრეული _ მატყლისაგან (ცხვრის ბალანი).

ხოლო მოძრაობა _ ეს იგივე სი-ცოცხლეა, როგორც სუნთქვა.

2. ფრინველ-ვერძის ქანდაკება

უძველეს დროში არსებულა ფას-კუნჯის ქანდაკებებიც.

ძვ. წ. I ათასწლეულის ბრილის სამარხებში აღმოჩნდა ვერძისთავია-ნი და ფრინველისტანიანი ქანდაკე-ბები.

ფანტასტიკურ ვერძებს აქვთ საომარ ცულებად ქცეული ფრთები და მზის სიმბოლოები [20].

როგორც ჩანს, მოქანდაკემ მითო-სურ ფანტაზიას მისცა საგნობრივი სახე.

Page 230: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

230

3. ვერძი _ ვარძი

ქართველურ ტომებში ერთ-ერთი ტოტემ-ცხოველი ყოფილა ვერძი _ მამალი ცხვარი.

ი. ჯავახიშვილი ფიქრობდა, რომ ვარძი (ვერძი) უძველეს დროში მა-მაკაცს უნდა რქმეოდა და აქედან მოდის საუფროსო სკამის სახელი _ სავარძელი [21].

ვერძ _ ვარძს უნდა დაუკავ-შირდეს ვარძიაც _ კლდეში ნაკვეთი ქალაქის სახელი (შდრ. _ ვარძია და ნავარძეთი, სოფლები ზემო იმერეთ-ში).

შეიძლება ვერძი იყო ტოტემი ან მამაკაცის სიმბოლური სახელი, რო-გორც დღესაც იტყვიან კაცზე _ ლომი, მგელი, ძაღლი, ე.ი. ხაზი გაეს-მის რაღაც თვისებას _ ძალმოსი-ლებას, ვერაგობასა თუ ერთგულებას, რასაც თვალსაჩინოებისათვის აკავ-შირებენ ცხოველთა სამყაროსთან, ანდა _ ბელადის ანალოგი სიტყვა _ ტომის ვერძი.

მაგრამ შედარების თუ სიმბო-ლური სახელდების დროს ამოიწევა ტოტემის ხატი.

ფრთოსანი ვერძი იყო ფასკუნჯი.

4. მფრინავი ვერძი და ფრიქსე

ამრიგად, ფასკუნჯი არის მფრი-ნავი ვერძი, ფრინველ-ვერძი, ისე-თივე უჩვეულო არსება, როგორც პე-გასი _ ფრთოსანი ცხენი, ოკეანის წი-აღში ნაშობი, საიდანაც ოლიმპოზე ზევსთან მიაქვს ელვა და ქუხილი, ანდა _ გრიფონი _ ,,ზევსის ძაღლი’’, ლომისტანიანი ურჩხულისებრი

ფრინველი; ასეთივეა ირანული ძაღლ-ფრინველი სენმურვი [22].

მაგრამ ფასკუნჯი უნდა ყოფი-ლიყო არგონავტების მითის მფრინა-

ვი ვერძი, რომელსაც ლაპარაკი შე-ეძლო.

ორქომენოსის მეფის შვილები _ ფრიქსე და ჰელე ავი დედანაცვლი-საგან რომ ეხსნა, დედამ _ ღრუბელთ ღმერთქალმა ნეფელემ შესვა ოქროს-ფრთოსან ვერძზე (სხვათაშორის_ ორქო მეგრულად ოქროს ჰქვია). ეს უჩვეულო ვერძი ჰერმესს ეჩუქებინა ნეფელესათვის. ფრენას ვერ გაუძლო ჰელემ და ზღვაში ჩავარდა.

ამიტომ ეწოდა ამ ადგილს ჰე-ლესპონტი.

ვერძმა მიაღწია შავი ზღვის სანა-პიროს, აიას, კოლხების ქვეყანას, სა-დაც მეფობდა აიეტი, მზის ღმერთის ჰელიოსის და ოკეანიდ პერსეიდეს ვაჟი, კირკეს ძმა.

აიეტს სამკვიდრო კორინთოში ჰქონდა ანუ იგი ჩასულია კოლხეთში.

ფრიქსემ ცოლად შეირთო აიეტის ასული ქალკიოპე, ვერძი ზევსს შეს-წირა მსხვერპლად, ხოლო ოქროს-მატყლიანი ტყავი (ოქროს საწმისი) სიმამრს აჩუქა, რომელმაც იგი ფაზი-სის პირას, არესის ჭალაში, მუხაზე დაჰკიდა და მცველად დრაკონი მი-უჩინა.

ოქროს საწმისის დასაბრუნებ-ლად წარმოგზავნა იაზონი კოლხეთ-ში ბიძამისმა _ პელიასმა [23]. მხო-ლოდ ამის შემდეგ დაუბრუნებდა იგი მიტაცებულ ტახტს.

5. ოქროს საწმისი _ ძალაუფლების სიმბოლიკა

ცხვარი ადამიანის უძველესი თა-ნამგზავრია (ძვ. წ. X ათასწლეული-დან).

იგი აძლევდა ჩვენს წინაპარს რძეს, ყველას, ხორცს, ქონს, ტყავს, მატყლს, რომლისგანაც ძაფს ამზა-დებდნენ და ტანსაცმელს ქსოვდნენ.

Page 231: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

231

ცხვარი არის სიუხვის სიმბოლო, უძველეს დროში _ ტოტემური ცხო-ველი, როგორც სიცოცხლის მომცემი, შემდეგ _ ძალაუფლების სიმბოლიკა, სამსხვერპლო ცხოველი.

ამიტომ ანიჭებდნენ ცხვრისბეწ-ვიან ტყავს (საწმისს) განსაკუთრე-ბულ მნიშვნელობას, როგორც აღმო-სავლეთში _ ვეფხვის ტყავს.

ასეა ეგვიპტურ მითოსშიც, სადაც მზის ღმერთის სიმბოლოა ფრთოსანი ვერძი.

ბერძნებზე ათასი წლით ადრე ხეთებსაც ჰქონდათ ოქროს საწმისის მითი. მათ საწმისი ურთხელის ხეზე _ ეიაზე ეკიდათ.

პელიასი იცავს ტრადიციას _ ოქროს საწმისი მისთვისაც ძალაუფ-ლების სიმბოლიკაა. ძალაუფლება კი ქონებისაგან განუყოფელია.

6. ელინური ლეგენდა

ფასკუნჯი არის ოქროსფრთოსა-

ნი, ოქროსმატყლიანი ელინური ვერ-ძის კოლხური ორეული, რომელსაც ხალხის ფანტაზიამ შეუნარჩუნა ძვე-ლი ნიშან-თვისებანი _ გრძნეულება, მეტყველება, შობა, ე.ი. შორეული სამყაროდან ამოსვლა, გმირთა მფარ-ველობა (ფრიქსეს წამოყვანა), სამ-კურნალო ძალა (შდრ. _ ჯადოქარი და მკურნალი მედეა). მაგრამ მიეცა ახალი, ადგილობრივი სახელი (შდრ. _ სირაქლემა, იგივე ჩიტაქლემა, ძვ. ქართ. სირი _ ჩიტი). შემდეგ კი ქანდაკებადაც გამოსახა.

ტრადიციულად ჩვენ აიეტსა და მედეას კოლხებად ვთვლით. მაგრამ ისინი ბერძნები იყვნენ, ბერძენი კო-ლონიზატორები, მზის ღვთაების ჰე-ლიოსის შვილი და შვილიშვილი. ხო-ლო ბერძენი სხვა ტომის შვილს ბარ-

ბაროსს უწოდებდა, როგორც უცხოსა და ველურს (,,ბარბაროსი’’ ბერძნუ-ლად ,,ქვესკნელის მკვიდრს’’ ნიშ-ნავს).

საგულისხმოა, რომ კოლხეთში მოლაშქრე 50 არგონავტს შორის არის ავგიე, აიეტის ძმა _ ელიდელების მბრძანებელი [24].

მაგრამ აიეტი პელაზგი იყო. ხოლო თუ პელაზგები ქართველურ სამყაროს ეკუთვნოდნენ, როგორც ამტკიცებს არაერთი მეცნიერი, მაშინ გამოდის, რომ იგი დაბრუნებია წი-ნაპართა სამშობლოს. ამიტომ გამეფ-დება აქ მისი შვილიშვილი მედოსიც _ მედეას ვაჟი.

ასე რომ, ოქროს საწმისის ლეგენ-და ჩარჩა ხალხის მეხსიერებაში, გახ-და კოლხეთის საკუთრება და კოლ-ხურ სიტყვასა და სკულპტურაში მო-ექცა.

განმტკიცდა რწმენა, რომ ბერძ-ნებმა კი არ დაიბრუნეს დაკარგული, არამედ _ იაზონის სიმამაცისა და მე-დეას ღალატის შედეგად გაიტაცეს კოლხური ოქროს საწმისი.

7. ოქროს საწმისი _ ფასკუნჯის ტყავი

ოქროს საწმისი უნდა ყოფილიყო კოლხურ მეტყველებაში ფასკუნჯის ტყავად სახელდებული. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ წინარებერძნული კო/ვ/ას, რომელიც ტყავს აღნიშნავს, კოლხური (ზანური) ტყოვისაგან ყო-ფილა მიღებული, როგორც მიუთი-თებენ თ. გამყრელიძე და ვ. ივანოვი.

ისიც საგულისხმოა, რომ ქრომო-სომების მიხედვით, ცხვრის ყველა ჯიშის საწყისია ერთი ტიპი, რომე-ლიც მოუშინაურებიათ მცირე აზიის არეალში. აქვე გამოუყვანიათ ნაზბეწ-

Page 232: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

232

ვიანი ცხვრის ჯიში, რომელსაც შემ-დეგ მერინოსი ეწოდა.

ასეთი ჯიშის ვერძის ტყავი იქ-ნებოდა ოქროს საწმისი.

აიეტის მეფობა, ბერძნების დამ-კვიდრება რიონის ხეობის კოლხეთში და არგონავტების ლაშქრობა განე-კუთვნება ძვ. წ. VIII საუკუნეს.

ამ დროს უკვე ჭოროხის ხეობის კოლხეთი დაპყრობილი აქვს ურარ-ტუს მეფე სარდური მეორეს, ხოლო ილდამუსა, გაერთიანებული კოლხე-თის დედაქალაქი _ გადამწვარი (ძვ. წ. 747-741 წწ.) [25].

ფასკუნჯის მითი ამის შემდეგ უნდა შექმნილიყო.

ამრიგად, მითიური მფრინავი ვერძი, ფაზისში ნაშობი ფასკუნჯი უნდა განვიხილოთ არგონავტების წრეში, მას დავუკავშიროთ, ისევე როგორც ამირანი _ პრომეთეს, რაში _ პეგასს, ოჩოკოჩი _ სატირსა და პანს, აგუნა _ დიონისეს, რაც ერთხელ კიდევ გვიჩვენებს ქართველური ტო-მების კულტურულ თანაზიარობას ელინურ სამყაროსთან.

შენიშვნები:

1. ქსე, X, გვ. 238. სტატიის ავტორია მ. ჩაჩავა. 2. II, М., 1992, გვ. 291. 3. სიტყვის კონა ქართული, რომელ არს ლექსიკონი, თბ., 1949, გვ. 681. 4. ქეგლ, VI, გვ. 1127. 5. ოსკუ/ოსქუ მიჩნეულია გარეული ღორის _ ტახის, ეშუს (ეშვის)

სახელისაგან მიღებულად. ავიწყდებათ, რომ ძველ დროში გარეულ ტახს კი არა, შინაურ ღორს არ ჰქონდა სადგომი. ოსკუ იქნებოდა ის ადგილი, სადაც იმყოფებოდა ქალი მენსტრუაციისა და მშობიარობის დროს, როგორც ახლობელთაგან იზოლირებული. ვრცლად სკუ/სქუ ძირის სიტყვებზე იხ.: ო. ქაჯაია, მეგრულ-ქართული ლექსიკონი, I-III, თბ., 2001-2002.

6. ჰ. ფენრიხი, ზ. სარჯველაძე, ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი, თბ., 1990, ძვ. 376-378.

7. გ. ავალიანი, ქართულ-მეგრულ-სვანური სიტყვარი, თბ., 1995, გვ. 29. 8. სკუ ძირს შეიცავს ძველბერძნული დიოსკურები, რუმინული გვარი

ჩაუშესკუ (ჩაუშეს ძე, შვილი), პოლონური მალინოვსკი (სკი_ ძე, შვილი) და ა.შ. როგორც თ. გამყრელიძე და ვ. ივანოვი მიუთითებენ, ინდოევროპული seu პრაძირისაგან მოდის შვ/შვილი _ Индоевро-пейский язык и индоевропейцы, II, Тб., 1984, გვ. 878.

9. ბ. გიგინეიშვილი, დამატებანი ქართველურ ენათა საერთო ლექსიკურ ფონდში, თსუ შრომები, 1984, ტ. 245, გვ. 36.

10. მ. ანდრონიკაშვილი, ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან, I, თბ., 1966. გვ. 71, 87.

11. ს. სიგუა, კულტუროლოგიის საფუძვლები, I, კულტურის გენეზისი, თბ., 2013, გვ., 88-89.

Page 233: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

233

12. Т. Гамкрелидзе, В. Иванов, დას. წიგნი, გვ. 878. 13. ვ. თოფურია, _ენჯ სუფიქსი მეგრულში, ენიმკის მოამბე, I, 1937, შდრ. _

,,იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება’’, I, 1946, გვ. 355-358. 14. პ. ცხადაია, ძიებანი კოლხეთის ტოპონიმიიდან. I, 1999, გვ. 48-51. 15. ზ. ჭუმბურიძე, დედაენა ქართული, თბ., 1987, გვ. 469. 16. ქართულ-რუსული ლექსიკონი, თბ., 1984, გვ. 1264. 17. ი. აბულაძე, ძველი ქართული ენის ლექსიკონი, თბ., 1973, გვ. 428. 18. იქვე, გვ. 357. 19. М. Фасмер, Этимологический словарь русского языка, III, 1987, გვ. 655. 20. Т. Гамкрелидзе, В. Иванов, დასახ. წიგნი, გვ. 579. 21. გ. გობეჯიშვილი, შუა ბრინჯაოს ხანა, წიგნში: ,,საქართველოს

არქეოლოგია’’, თბ., 1959. 22. ი. ჯავახიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავ-

ლეთის ისტორიულ-ეთნოლოგიური პრობლემები, თხზ., ტ. XI, 1998, გვ. 163-164. ძველქართულში არსებულა სიტყვა ,,სავრძელი’’, (შემდ-გომში _ სავარძელი), ე.ი. ვერძისათვის ანუ ბელადისათვის განკუთვ-ნილი ხის სკამი. ე ბგერა ამოაგდო ძლიერმა მახვილმა. მახვილის შესუსტების შემდეგ აღდგა არა ე, არამედ პირველი ა-ს გავლენით გაჩნ-და მეორე ა. შდრ. _ ,,დაუდგეს სავრძელი დედასა მეფისასა’’, მესამე მე-ფეთა, 2, 19; რუს. ,,Поставили престол и для матери царя’’ (престол _ ტახტი).

23. К. Тревер, Сенмурв _ Паскунджи. Собака-птица, Л., 1937. ატენის ტაძრის კედელზე (VII ს.) გამოსახული ყოფილა სენმურვი (გვ. 50-52). ავტორის აზრით, ქართული ფასკუნჯი არის ირანული (ავესტის) ძაღლ-ფრინ-ველის სენმურვის ორეული. მაგრამ მტკიცება გარეგნულ მსგავსებას არ სცილდება. ნ. მარი ფასკუნჯს ოსური ზღაპრების ფადონდს უკავში-რებს (Изв. Ак. Наук, I, 1918), როგორც გრძნეულ და მაგიურ ფრინველს, ბ. კუფტინი _ გრიფონს.

24. Мифы народов мира, I, М., 1991, გვ. 100. 25. აპოლონიოს როდოსელი, არგონავტიკა, თბ., 1975, გვ. 48. 26. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, თბ., 1970, ტ. I, გვ. 387. ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, თბ., 1988, გვ. 345.

Page 234: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

234

Tamaz bibiluri ქართველი ერი და ეროვნული მოძრაობა

,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ

მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება.“ ილია ჭავჭავაძე

ერის წარმოშობა საუკუნეების

მანძილზე ხალხთა ცხოვრების მიმ-დინარე პროცესის შედეგია და ადა-მიანთა ჩამოყალიბებულ ერთობას წარმოადგენს. ერისათვის დამახასია-თებელი ნიშნები უძველესი დროი-დან იქმნებოდა და საბოლოოდ, სა-ზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეკო-ნომიკური განვითარების შედეგად, კაპიტალისტურ და სოციალისტურ ფორმაციაში მიაღწია სრულყოფის დონეს.

კაცობრიობის ისტორიის საწყის ეტაპს, პირველყოფილი გვაროვნული წყობილება წარმოადგენდა. საგვარე-ულოს ერთნაირი ადათ-წესები ჰქონ-და; საუბრობდნენ ერთ ენაზე. შემდეგ მოხდა საგვარეულოების დაახლოება და გაერთიანების საფუძველზე წარ-მოიშვნენ ტომები. მათ ჰქონდათ სა-ერთო ტერიტორია, ერთი საერთო ენა და ერთნაირი ზნე-ჩვეულებები.

ერის ძირითადი ნიშნებია მამუ-ლი, ანუ ქვეყნის ტერიტორია და ხალხის სახელმწიფო ენა, აგრეთვე მმართველი ხელისუფლება, მისი პო-ლიტიკური ორიენტაცია და არჩევა-ნი.

ქართველ ტომთა გაერთიანებაზე და მათ განვითარებაზე შეგვიძლია ადვილად ვისაუბროთ, ძველი წელთ-აღრიცხვით IV-III საუკუნეებიდან,

განსაკუთრებით ფარნავაზის მეფო-ბის დროიდან. ეს იყო პერიოდი, ქარ-თული სახელმწიფოებრიობისა და საერთო ენის ჩამოყალიბებისა. ამ დროიდან, ქართველ ხალხს შეიძლე-ბა ერი ეწოდოს.

XX საუკუნის ბოლო წლებში და XXI საუკუნის დასაწყისში, მსოფლი-ოს მოწინავე ქვეყნების პოლიტიკურ წრეებში და საზოგადოებრიობაში წა-მოწეულია საკითხი, _ სხვადასხვა კონტინენტებზე არსებულ სახელმწი-ფოთა და იქ მცხოვრებ ხალხთა გა-ერთიანებისა, მათი პოლიტიკური, საზოგადოებრივი და სხვა სახის კავ-შირის (ან სტრუქტურის) ჩამოყალი-ბებისა. ერთა კავშირი და ხალხთა ურთიერთობა მიმზიდველი იდეაა, მაგრამ მისი განხორციელება ერთი ხელმძღვანელი ორგანიზაციისა ან ადამიანთა ერთი ჯგუფის მიერ შეუძ-ლებელია. ერთიანი მსოფლიო, ერთი საერთო ენით ძნელი წარმოსადგენია. იძულებით ან სხვა საშუალებით ერე-ბისა და მათი მშობლიური სალაპა-რაკო ენის მოსპობა შეუძლებელია. წარსულში ბევრმა ერმა ვერ გაუძლო ძალადობას და შემოსევებს. მაგალი-თად, მოსპეს ისეთი ერები როგორიც იყვნენ: რომაელები, სარმატები, სკვი-თები, შუმერები და სხვ. ზოგმა კი გაუძლო და გადარჩა.

Page 235: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

235

1. მამული

მამული მაშინ არის ერთიანი, როდესაც მასში მცხოვრებ ძირითად ეთნიკურ ჯგუფს აქვს ტერიტორია და ერთ მმართველობას ემორჩილე-ბა. ქართველი ერის შემადგენლობაში შედის მხარეები, რომელთა მცხოვ-რებნი ერთმანეთის გვერდით არსე-ბობდნენ. წარსულში, საქართველოს ტომები თავიანთ სამთავროებში გა-მოკეტილნი იყვნენ, საკუთარ ინტე-რესებს არ ცილდებოდნენ, ზოგჯერ ერთმანეთს ებრძოდნენ, მაგრამ როცა ქვეყანას საფრთხე ემუქრებოდა, ახერხებდნენ საერთო ენის გამონახ-ვას, ერთმანეთის გვერდით იბრძოდ-ნენ. ქართველებს იშვიათად ჰქონდათ მშვიდი ცხოვრების საშუალება. და-ვით აღმაშენებელმა ყველა მხარის გაერთიანებით შეძლო ძლიერი, და-მოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა. თამარ მეფის დროსაც ასეთ პირო-ბებში ცხოვრობდა ერი.

მამულის სიცოცხლისუნარიანო-ბის აუცილებელი პირობაა სახელმ-წიფო, როგორც ქვეყნის ხელმძღვანე-ლი პოლიტიკური და ეკონომიკური ორგანო. ქვეყანა და ხალხი თუ არ არის ერთი სახელმწიფოს მმართვე-ლობაში და სხვა ქვეყნის ხელისუფ-ლებას ემორჩილება, მაშინ იქ მცხოვ-რებნი ერად არ ჩაითვლება.

ერის წიაღში არსებობდნენ სოცი-ალური ფენები, იქმნებოდა ახალი სოფლები და ქალაქები, ვითარდე-ბოდა სავაჭრო და სამრეწველო ცენ-ტრები, მწიგნობრობა და ა. შ. ყოვე-ლივე ეს ქმნიდა ცივილიზაციას. ერი-სა და ქვეყნის საზოგადოებრივი და მატერიალური განვითარების ასეთ დონედ, საქართველოში ფარნავაზის მეფობის ეპოქა უნდა მივიჩნიოთ.

როდესაც ერი კარგავს სახელ-მწიფოებრივ თავისუფლებას (მას დამპყრობელი განაგებს), ქვეყანაში იწყება ბრძოლა დამოუკიდებლობის აღდგენისათვის. თუ ეს მშვიდობიანი ან შეიარაღებული საშუალებით არ განხორციელდა, მაშინ იწყება ერის მოსპობა.

საქართველოს ისტორია მდიდა-რია ხალხისა და მისი წინამძღოლე-ბის გმირობისა და თავდადების ეპი-ზოდებით. ასე რომ არ ყოფილიყო, ქართველი ერი ვერ გაუძლებდა გა-მანადგურებელ შემოსევებს. ამის დასტურად, საკმარისია წარსულიდან გავიხსენოთ ზოგიერთი მოვლენები, ქართველთა წარმატებული სახელმ-წიფოსა და მისი ხალხის ბრძოლისა თავისუფლებისათვის:

ქართლის (იბერიის) მეფე ფარს-მან II-ის მიერ, ამიერკავკასიაში ტე-რიტორიის პრობლემის მოგვარების შემდეგ, ანტონიუს პიუსის (138-161 წწ.) მმართველობის დროს, ურთიერ-თობა რომსა და იბერიას შორის გა-უმჯობესდა. ამის შედეგად ფარსმან II ოჯახითა და იბერთა დიდებულე-ბის თანხლებით ეწვია რომს, სადაც ქართველთა პატივსაცემად დაიდგა ცხენოსანი ფარსმანის ქანდაკება;

დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის დროინდელი საქართველო სა-ხელმწიფოებრივად და ეკონომიკუ-რად მოწინავე ქვეყანას წარმოადგენ-და და საკადრის პასუხს აძლევდა დამპყრობელს. თამარის ეპოქაში და-იწერა საქართველოს ოქროს ხანის სიმბოლო _ შოთა რუსთაველის პოემა _ ,,ვეფხისტყაოსანი’’.

XIII საუკუნის 20-იან წლებში სა-ქართველოში გამოჩნდნენ მონღოლე-ბი. მომდევნო ათწლეულებში მათ დაიპყრეს საქართველო. მონღოლე-ბის ბატონობის პერიოდში ეკონომიკა

Page 236: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

236

განადგურდა, აყვავებული ქალაქები დაინგრა.

ეროვნული მოძრაობა იწყება მა-შინ, როდესაც მას იმორჩილებს გა-რეშე მტერი, როდესაც ერის წიაღში აღმოჩნდება ეროვნულ-განმათავი-სუფლებელი მოძრაობის დამწყებთა ჯგუფი, რომელიც დარაზმავს და მთავარი მიმართულებით წაიყვანს ეროვნულ ძალებს. ასეთი საინიცია-ტივო ჯგუფის წევრები არიან სოცია-ლური ფენიდან ან რომელიმე კლა-სიდან გამოსული, პატრიოტი პიროვ-ნებები.

ეროვნული მოძრაობის მაგალი-თია, ქართველ დიდებულთა კოხტას-თავის შეთქმულება მონღოლთა წი-ნააღმდეგ (დაახლოებით 1245 წ. ჯა-ვახეთში). ეს შეთქმულება გამჟღავნ-და. მონღოლებმა შეიპყრეს ქართვე-ლი დიდებულები და ნოინის ბრძა-ნებით გაშიშვლებული შეთქმულნი მოედანზე, მცხუნვარე მზის ქვეშ, მხარგაკრული დასხეს. დატყვევებუ-ლი შეთქმულნი თავგანწირული სიკ-ვდილით იხსნა ცოტნე დადიანმა.

მეფეების _ გიორგი ბრწყინვალე-სა და ალექსანდრე დიდის დროს, სა-ქართველო ხელახლა მთლიან სა-ხელმწიფოდ იქცა, თუმცა ადრინ-დელ ძლიერებასა და ბრწყინვალებას ვერ მიაღწია. ბიზანტიის დამხობამ და კონსტანტინეპოლის აღებამ თურ-ქების მიერ მეთხუთმეტე საუკუნის შუა წლებში, კატასტროფული გავლე-ნა იქონია ქრისტიანულ საქართვე-ლოზე. ქვეყანა დიდი ხნით მოწყდა ცივილიზებულ დასავლეთს. დიდი სავაჭრო-საქარავნო გზა, რომელიც ევროპას ბიზანტიისა და საქართვე-ლოს ტერიტორიების გავლით აზიის ქვეყნებთან აკავშირებდა, ფაქტობრი-ვად გაუქმდა. პორტუგალიელებმა ევროპა-ინდოეთის სავაჭრო ურთი-

ერთობის აღსადგენად ახალი გზა აღ-მოაჩნეს აფრიკის გარშემო. მას შემ-დეგ საქართველო, რომელიც მსოფ-ლიო მნიშვნელობის სახელმწიფოდ ითვლებოდა, გაღარიბდა და კაცობ-რიობის მოწინავე ქვეყნების პერიფე-რიად იქცა.

XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე დაქუცმაცებული სამეფოები და სამთავროები განიცდიდნენ ოსმა-ლეთ-სპარსეთის ბატონობას. ეს ორი-ვე მტრულად განწყობილი სახელმ-წიფო იბრძოდა საქართველოს დასა-პყრობად, რომ გაეძარცვათ და და-პატრონებოდნენ შავი ზღვის სანაპი-როს, მთავარ სავაჭრო გზებს და სხვ.

საქართველოში ეროვნული მო-ძრაობა ხშირად აჯანყების სახით ეწ-ყობოდა, მაგალითად:

1. 1615 წელს, კახეთში აჯანყებამ იფეთქა. ეს იყო მოსახლეობის ბრძო-ლა ყიზილბაშ დამპყრობთა წინააღმ-დეგ. აჯანყება 15 სექტემბერს, ალა-ვერდობას დაიწყო, მას სათავეში ედგნენ ნოდარ ჯორჯაძე და დავით ჯანდიერი. შეიარაღებული ქართვე-ლები შევიდნენ ალავერდის ეკლესის გალავანში, სადაც ყიზილბაში მეცი-ხოვნეები იდგნენ და დათქმულ ნი-შანზე ამოხოცეს ისინი. აჯანყებუ-ლებმა თეიმურაზ I მეფედ მიიწვიეს. იგი კახეთში ჩავიდა და სათავეში ჩა-უდგა აჯანყებას. შაჰ აბას I-მა აჯანყე-ბის ჩასახშობად 15 ათასიანი არმია გაგზავნა. ყიზილბაშების სარდლო-ბასთან მყოფი ქართველები მტერს თეიმურაზ I-ის ლაშქრის მოძრაობის გზას უმალავდნენ, ხოლო სპარსელ-თა ჯარის გეგმებს აჯანყებულებს ატ-ყობინებდნენ. ამით ისარგებლა თეი-მურაზ I-მა და 5-6 ათასი კაცით და-ამარცხა მტრის ჯარი.

2. მნიშვნელოვანია კახეთის 1659 წლის აჯანყებაც. სპარსელებმა გადა-

Page 237: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

237

წყვიტეს კახეთში ადგილობრივი მო-სახლეობის განადგურება, გარკვეუ-ლი ნაწილის (ახალგაზრდა ქალებისა და ვაჟების) გასახლება და იქ მომ-თაბარე _ მეჯოგე ტომთა დასახლება. ყიზილბაშებმა დაიწყეს კახეთში ცი-ხეების აგება (ბახტრიონი, ალავერ-დის მონასტერი ციხესიმაგრედ გადა-აკეთეს და სხვ.), რომელთა გარნიზო-ნებს ჩასახლებული თურქმანები ქარ-თველთა თავდასხმისაგან უნდა და-ეცვა. კახეთის ტერიტორია ორად გაყ-ვეს: სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი ყარაბაღის ბეგლარ-ბეგს გადასცეს, დანარჩენი _ ნახჭევანის მმართველს, რომელთაც მათზე დაქვემდებარებუ-ლი ელები (უბინადრო მომთაბარე, მეჯოგე ხალხის ტომი) კახეთში უნდა დაესახლებინათ. აღნიშნულის შედე-გად, კახეთის ბარში 80 ათასამდე თურქმანი ჩაასახლეს. კახეთი მოსპო-ბის საფრთხის წინაშე დადგა. თურქ-მანთა ჩასახლების წინააღმდეგ დაიწ-ყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩაება. აჯანყებას სათავეში ჩაუდგა ზაალ არაგვის ერისთავი. უშუალო ორგანი-ზატორები იყვნენ ბიძინა ჩოლოყა-შვილი, შალვა ქსნის ერისთავი და მისი ძმა ელიზბარი. აჯანყებაში აქ-ტიური მონაწილეობა მიიღეს თუშ-ფშავ ხევსურებმა. ქართველები გაერ-თიანებული ძალით თავს დაესხნენ ბახტრიონისა და ალავერდის ციხე-ებს და ამოწყვიტეს იქ გამაგრებული მტერი. კახეთის აჯანყების შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა გადაშე-ნებას გადაურჩა.

2. სახელმწიფო ენა

ერის ერთ-ერთი ძირითადი ნი-

შანი სახელმწიფო ენაა. ევოლუციუ-

რი ცვლილებების შედეგად ჩამოყა-ლიბდა ქართველი ერის საკუთარი _ ქართული ენა. როგორც მსოფლიოს სრულყოფილ ქვეყნებს, საქართვე-ლოს ჰქონდა უძველესი სახელმწი-ფოებრივი ტრადიციების ენა. ლექსი-კური მარაგით ქართული ენა ერთ-ერთი უმდიდრესია არამარტო შო-რეულ წარსულში არსებულ ხალხთა ენებს შორის, არამედ თანამედროვე ცოცხალ ენათა შორის. კუთხურობა და დიალექტი დაბრკოლებას არ წარმოადგენდა. ამ ენით შეიქმნა სა-განძური ქართული ზეპირსიტყვიე-რებისა და ლიტერატურისა.

კაცობრიობის მოწინავე ქვეყნებმა არ იცის ანალოგი, როცა ერი რამ-დენიმე სახელმწიფო ენაზე ლაპარა-კობს. მშობლიური ენა ერთია.

1801 წლიდან, საქართველოში ძირძველი ქართული ტერიტორიის ანექსიის შემდეგ, რუსეთის ცარიზმს მცდელობა ჰქონდა ქართველი ერის მოსპობისა. სახელმწიფო და პოლი-ტიკური მმართველობა გააუქმა, მოს-პო ბაგრატიონთა მეფობა და რუსუ-ლი მმართველობა შემოიღო ადგი-ლობრივი ხალხისათვის გაუგებარი ენის გამოყენებით. სასწავლებლებში რუსული ენა იქნა შემოღებული.

საქართველოში მყოფი რუსეთის ცარიზმის წარმომადგენლები და ქარ-თველი საზოგადოებრიობის ზოგი-ერთი ელემენტები, აფერხებდნენ ეროვნული ინტერესების დაცვას, ცდილობდნენ ქართული ენის გან-დევნას.

1872 წელს, გაზეთ ,,კავკაზის’’ დამატების სახით გამოქვეყნდა ბრო-შურა სათაურით _ ,,О существе национальной индивидуальности и об образовательном значении крупных народных единиц’’ [1]. ავტორი ამტ-კიცებდა, რომ თანამედროვე პირო-

Page 238: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

238

ბებში ცივილიზაციის გადამწყვეტი ძალა დიდი ერები არიან და მცირე ერებისათვის სასარგებლოა დაივიწ-ყონ საკუთარი არსებობა და დიდ ერებს შეერწყანო. ამ ბროშურამ უარ-ყოფითად განაწყო მოწინავე საზოგა-დო მოღვაწენი. გაზეთ ,,დროების’’ რედაქტორი სერგეი მესხი წერდა: ,,პატარა ხალხები უნდა ,,გაუქმდნე-ნო’’, იმათი ენა უნდა მოისპოს და თვითონ იმათ დიდი ხალხების ენა უნდა შეითვისონო! ღმერთმანი, კაცი იფიქრებს, რომ უცნობ ავტორს ხალ-ხები და იმათი ენა რომლისამე დე-პარტამენტის თანამდებობათ მიაჩ-ნიაო! თითქო ხალხისა და ენის გა-უქმება ისე ადვილი და შესაძლებელი იყოს, როგორც რომლისამე თანამდე-ბობისა დეპარტამენტში!’’. ,,იმას ერ-თი კალმის მოსმით ჰსურს შესცვა-ლოს ხალხის ხასიათი, ჩვეულება, ცხოვრება; ჰსურს წაართვას მას მშობ-ლიური ენა, რომელიც ყველაზე უფ-რო ძვირფასია კაცისათვის და რომ-ლის წართმევა თითქმის სიცოცხლის წართმევას უდრის!’’ [2].

გაზეთ ,,დროებაში’’ გამოქვეყნდა სერგეი მესხის პუბლიცისტური წე-რილი სათაურით, _ ,,რა მოეთხოვება გაზეთს?’’ ამ პუბლიკაციაში ს. მესხი ყურადღებას ამახვილებს სამშობლო-სადმი დამოკიდებულებაზე; მისდამი ზრუნვაზე და ქართული ენის შესა-ხებ. ავტორი წერს: ,,როგორც ეს თა-ვად-აზნაურობა, ეს ესრედ-წოდებუ-ლი მოწინავე ნაწილი საზოგადოე-ბისა, აგრეთვე მთელი ქართველობა ამ ჟამად ისეთს მდგომარეობაშია, რომ თითქო იმას ავიწყდება ყოველი-ვე სამშობლო: ავიწყდება სამშობლო ისტორია, ძველი ქართველების მხნე და ხანდისხან დიდებული ცხოვრე-ბა, ავიწყდება სამშობლო ენა, ყოვე-ლივე ნაციონალური თვისება და ხა-

სიათები; ავიწყდება და თითქო გულ-ხელ დაკრებილი ღვთის განგებას და თავის ბედის წერას მიენდო; უძნელ-დება აწმყო ცხოვრება, ეზარება წარ-მოდგენა მომავალი ბედისა და ცხოვ-რებისა“.

,,ამისთანა დროში, ამისთანა გა-რემოებაში ქართულს ლიტერატურას ერთი მოვალეობა აქვს:

თვალი გამოაჭყეტინოს ხალხს; წარსული ისტორიული ცხოვრების მოგონებითა და განათლებული ხალ-ხების გაცნობით გამოაღვიძოს, გააგე-ბინოს, რომ ერთს წერტილზე გაჩერე-ბა დამღუპველია ხალხისთვის, რომ ვისაც სიცოცხლე, კაცური სიცოცხლე სურს ამ დედა-მიწაზე, ის ყველაზე პირველად ხელს უნდა ანძრევდეს, თავის თავს უნდა იცნობდეს, თავის სამშობლო ენას არ უნდა ივიწყებდეს.

ყველაზე უფრო საშიში ის არის, როცა ხალხი თავის ქვეყნის საქმეებს და სამშობლო ენას გულ-გრილად დაუწყებს ცქერას. და ეს ბედი მოე-ლის ქართველ ხალხს.

თუ ამ დროის ქართულმა ლიტე-რატურამ იმდენი ძალა და გამჭრია-ხობა გამოიჩინა, რომ ამ გზას ააცილა ქართველობა, თუ ცოტათი მაინც შე-აყვარა ქართველს ქართული ენა, ქარ-თველების სამშობლო და რამდენიმე ისეთი აზრი დასთესა საზოგადოე-ბაში, რომელიც ქართველს თვალებს გამოაჭყეტინებს და წარმატებისა და უკეთესი მომავლის სურვილს აღუძ-რავს, _ ამის მეტს, ახლანდელ მდგო-მარეობაში, ქართულ ლიტერატურას ნურასა მოსთხოვთ; ესეც დიდი დამ-სახურება იქნება.’’ [3].

სერგეი მესხმა საყვედური გამო-თქვა გაზეთ ,,გოლოსის’’ რედაქტო-რის მიმართ, რომელმაც პედაგოგიურ კამათს პოლიტიკური ხასიათი მისცა. მან აღნიშნა: ,,მე რომ გამოვსთქვა,

Page 239: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

239

მაგალითად, ის აზრი, რომ ყმაწვილს პირველდაწყებითი სწავლა ყოველთ-ვის მშობლიურს ენაზე უნდა გადას-ცეს მასწავლებელმა, მეთქი, ნუ თუ ამ აზრის გამოთქმისთვის, მე საქართვე-ლოს დამოუკიდებლობისა და აღდ-გინების სურვილი და განზრახვა უნდა შემწამონ? სწორეთ ამნაირათ იყო ეს საქმეც: სომხურმა გაზეთმა ,,მშაკმა’’ და ქართულმა _ ,,დროებამ’’ რამდენჯერმე გამოთქვეს თავის აზრი ადგილობრივი ენების შესახებ; ისინი ამტკიცებდნენ, რომ ყმაწვილს უცხო ენაზე სწავლა ათას წილათ უფრო უჭირს, ვიდრემ მშობლიურზე; ისინი ამტკიცებდნენ, რომ ადგილობრივი ენების (განსაკუთრებით ქართულის, სომხურის და ზოგან თათრულის) მოსპობა სასწავლებლებში შეუძლებე-ლი საქმეა, რადგან უიმათოთ ხალხს, რომელსაც რუსული სრულიად არ ესმის, ვერაფერს გავაგებინებთო და სხვა. ნუ თუ ამ წმინდა პედაგოგიური და საზოგადო აზრების გამოთქმი-სათვის რაღაც პოლიტიკური გან-ზრახვა უნდა დაგვბრალდეს ჩვენ? განა მარტო ჩვენ გამოვსთქვით ეს აზრი? თქვენს გარშემო, რუსულს ლიტერატურაში მიიხედ-მოიხედეთ, უფალო ,,ხმის’’ პუბლიცისტო, და დაინახავთ, რომ საუკეთესო რუსის მწერლები და პედაგოგები ამგვარი აზრისანი არიან’’ [4].

,,დროების’’ რედაქცია წერდა, რომ როცა რუსიფიკატორები რუსე-თის იმპერიის ხალხებზე ლაპარაკო-ბენ ლოგიკა იცვლება და ჩვენი გვარ-ტომის ენის შეცვლას გვირჩევენ, მაგ-რამ არაფერი გამოუვათ. ამის შესახებ პუბლიკაციაში აღნიშნულია: ,,იმ ხალხს, რომელსაც ისტორიულად უცხოვრია, რომელსაც თავის საკუ-თარი ლიტერატურა და ცოტაც არის შემუშავებული ენა აქვს, _ ამ გვარ

ხალხს, თუნდა ერთი მუჭა ხალხიც რომ იყვეს, ვერც რჩევით და ვერც ნება-ყოფლობით ვერ გამოაცვლევი-ნებთ, ვერ მოასპობინებთ თავის თან – შეზრდილ, თან-შეხორცებულ ენასა და ლიტერატურას; ვერ მოასპობი-ნებთ იმიტომ, რომ ეს ენა და გვარ-ტომობა იმას თავის არსებობის საფუ-ძვლად მიაჩნია“ [5].

ს. მესხმა ,,დროებაში’’ მოათავსა წერილი სათაურით ,,ახალი მოვალე-ობა’’. ავტორი მიესალმა სამხრეთ-და-სავლეთ საქართველოს შემოერთებას. ეს მოვლენა მიიჩნია ქართველი ერის კონსოლიდაციის მნიშვნელოვან ფაქ-ტად, რომელსაც ახალი მოვალეობის დაკისრებად აღიქვამდა. ავტორი წერდა: ,,ჩვენ გვინდა დღეს მოვილა-პარაკოთ ერთს საშუალებაზე, რომე-ლიც, ჩვენის აზრით, უმთავრეს და უპირველეს საშუალებად უნდა ჩაი-თვალოს.

ეს საშუალება არის ქართული ენისა და წერა-კითხვის გავრცელება მაჰმადიან ქართველებში.

ამისათვის, როგორც მოგეხსენე-ბათ, ერთი გზა არის: სახალხო შკო-ლა. ამ გზის აცილება არ შეიძლება. ახლადშემოერთებულს ოსმალეთის საქართველოში რაც შეიძლება ბევრი და კარგი შკოლები უნდა გაიხსნას. და უნდა გაიხსნას უეჭველად ქარ-თული შკოლები, ე. ი. ისეთები, რომ-ლებშიაც ყველა საგნების სწავლა ქართულს ენაზედ იყოს, რადგან ეს ენა ყველა იმათთვის მშობლიურია, ყველასთვის გასაგები ენაა.’’ ამავე პუბლიკაციაში აღნიშნულია: ,,შკო-ლებს სახელმძღვანელო წიგნები დასჭირდება, წერა-კითხვის მცოდნე ხალხს _ საკითხავი წიგნები. აი აქ იწყება უმთავრესი ზნეობითი მოვა-ლეობა ჩვენი განათლებული საზოგა-დოებისა [6].

Page 240: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

240

ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ ,,არსებითი ნიშანი ეროვნობისა, მისი გული და სული – ენაა, ამიტომაც ტლანქი ხელი უმეცარის მოხელეო-ბისა ყველაზედ უწინარეს ენას მისწვ-და’’. მათი აზრით, სახელმწიფოს ერ-თიანობის საფუძველი ერთი სახელმ-წიფო ენაა, მრავალენიანობის აღიარე-ბა იმპერიას დაშლით ემუქრებოდა. აკრიტიკებდა რა მოხელეთა ,,უგუ-ნურ’’ აზრებს, ილია აღნიშნავდა, რომ რამდენიმე ხნის წინათ სარწმუნოე-ბის მრავალგვარობა სახელმწიფოს დამშლელ ფაქტორად იყო გამოცხა-დებული, მაგრამ დროთა ვითარებამ დაამტკიცა, რომ ერთი სახელმწიფოს საზღვრებში კარგად თავსდება სხვა-დასხვა სარწმუნოება. ,,მოვა დრო, და გვგონია – დიდის ხნის ლოდინიც არ მოგვინდეს, რომ ენის შესახებაც იმას იტყვიან, რასაც ეხლა რჯულის შესა-ხებ ბრმანიცა და თვალხილულნიც ამბობენ ეთხმად. მოვა დრო, როცა უმეცარნი და ძალად-მაცხონე მოხე-ლეებიც კი დაინახავენ, რომ ჩეხს შეუძლიან თავისი სკოლა, თავისი ში-ნაური საქმეები თავისის დედა-ენის შემწეობით მოაწყოს და ავსტრიის იმპერიის ერთობა ამითი არამც თუ შეირყეს, უფრო გაძლიერდეს და გან-მტკიცდეს’’ [7].

3. მმართველი ხელისუფლება და

პოლიტიკური ორიენტაცია (XVIII ს.) საქართველოს, როგორც მონარქი-

ული სახელმწიფოს ხელისუფლების მეთაურის სახელწოდება იყო _ მეფე. მეფის ხელისუფლება წარმოიშვა ტო-მობრივი ურთიერთობების რღვევისა და კლასობრივი საზოგადოების მქო-ნე სახელმწიფოს წარმოქმნის პერი-ოდში. ასეთი პროცესი საქართველო-ში ძვ. წ. II საუკუნის ათასწლეულის

მიჯნაზე განვითარდა. ახ. წ. V საუ-კუნეში სპარსელებმა და ბიზანტიე-ლებმა საქართველოში მეფის ხელი-სუფლება გააუქმეს. მეფობის აღდგე-ნის შემდეგ, IX საუკუნის დასასრულს ,,ქართუელთა მეფის’’ ტიტული პირ-ველად ადარნასე II ბაგრატიონმა მი-იღო. ფეოდალური საქართველოს გა-ერთიანებისას ჩამოყალიბდა ქართ-ველ მეფეთა წოდება _ ,,მეფეთა-მეფე’’ მეფე აფხაზთა, ქართუელთა, რანთა და კახთა’’. მეფის ხელისუფ-ლება საქართველოში XIX საუკუნის დასაწყისამდე, _ ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოების რუსეთთან შეერთებამდე არსებობდა.

საუკუნეების მანძილზე, საქართ-ველო მონარქიული მმართველობის ქვეყანას წარმოადგენდა, რომელშიც შესაბამისი სახელმწიფო წყობისათ-ვის დამახასიათებელი სისტემა არ-სებობდა.

საკანონმდებლო დოკუმენტები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია, ფეო-დალიზმის ხანას განეკუთვნება, მათი გათვალისწინებით შესაძლებელია იმ-დროინდელი ხელისუფლების სტრუ-ქტურული მმართველობის განსაზღ-ვრა. XVIII საუკუნის I ნახევარში, სა-ქართველო ხშირად ირანისა და ოს-მალეთის ბატონობას განიცდიდა, ამიტომ აღმოსავლეთის ქვეყნებისათ-ვის დამახასიათებელი მმართველო-ბის გავლენას განიცდიდა. XVIII სა-უკუნის მეორე ნახევარში კი, რეორ-განიზაციის შედეგად მმართველობა ძირითადად ევროპული და რუსული სისტემით შეიცვალა.

XVIII საუკუნეში, ქართლ-კახეთი მონარქიულ სახელმწიფოს წარმოად-გენდა, რომლის სათავეში იყო მეფე. მეფობა მემკვიდრეობითი იყო. მეფე საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებდა

Page 241: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

241

,,დარბაზის’’ საშუალებით, რომელ-შიც გაერთიანებული იყვნენ ადგი-ლობრვი და ცენტრალური მმართვე-ლობის წარმომადგენლები. ,,დარბა-ზი’’ მეფის ხელმძღვანელობით განი-ხილავდა სახელმწიფო მნიშვნელო-ბის საკითხებს და დადგენილებებს იღებდა მეფის თანხმობით.

ქვეყნის ხელისუფლება, თუ რა პოლიტიკურ კურსს განახორციელებ-და, ანუ რა ორიენტაციას დაადგებო-და, ამას უაღრესად დიდი მნიშვნე-ლობა ჰქონდა მშობლიური ხალხი-სათვის. ისტორიულად, საქართველო და მისი მოსახლეობა დამოუკიდე-ბელ, ნეიტრალურ ქვეყანას წარმოად-გენდა. არასოდეს სხვა ქვეყანას არ იპყრობდა. ავბედობის ჟამს, ანუ ფი-ზიკური განადგურების შიშისა და გადარჩენის სურვილის გამო, საქარ-თველოს ხელისუფლება იძულებუ-ლი გახდა მფარველი მოეძებნა. ასე-თი პერიოდი, ანუ გადამრჩენელი ორიენტაციის დრო იწყება XVI საუ-კუნიდან.

XVI საუკუნის დამლევიდან, და-იწყო ირანისა და ოსმალეთის ბრძო-ლა სამხრეთ კავკასიისათვის. სამეფო-სამთავროებად დაშლილი საქართვე-ლო და მისი მოსახლეობა მოსპობის საფრთხის წინაშე დადგა, რომელიც უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ირანმა (სამხრეთ-აღმოსავლეთიდან) და ოსმალეთმა (ჩრდილო-დასავლე-თიდან) მთელ საქართველოში შეაღ-წიეს და მოსახლეობის ნაწილი გაა-მაჰმადიანეს. საქართველოს გარშემო შეიკრა, აგრესიულად განწყობილი მუსლიმანური ქვეყნების წრე. ამ დროს ქართველ მეფეთა წინაშე მწვა-ვედ დაისვა საკითხი მოკავშირის მო-ძიების თაობაზე.

მოსკოვის დიდი მთავარი ივანე III-ის სახელმწიფო მოღვაწეობის

დროს, დასრულდა რუსეთის ცენტ-რალიზებული სახელმწიფოს შექმნა. ივანე III-ის დროს, რუსმა ხალხმა საბოლოოდ მოიშორა მონღოლ-თა-თართა უღელი (1480 წ.) და გაიზარ-და მოსკოვის საერთაშორისო ავტო-რიტეტი. მოსკოვის სახელმწიფოს გა-ძლიერება მხედველობიდან არ გა-მორჩათ ქართველ სახელმწიფო მოღ-ვაწეებს. 1491 წელს, კახეთის მეფე ალექსანდრე I-მა ელჩობა გაგზავნა მოსკოვში, რითაც საფუძველი ჩაეყა-რა რუსეთ-საქართველოს ურთიერ-თობის მნიშვნელოვან ეტაპს.

XVI საუკუნეში ვასილ III-ის (1505-1533 წწ.), განსაკუთრებით კი ივანე IV მრისხანის მეფობის პერი-ოდში (1533-1584 წწ.), რუსეთის სა-ხელმწიფო მნიშვნელოვნად გაძლი-ერდა. ივანე IV-ემ შეძლო ოქროს ურდოს დაშლის შემდეგ წარმოქმნი-ლი ყაზანისა (1552 წ.) და ასტრახანის (1556 წ.) მონღოლური სახანოების გა-უქმება. ასტრახანის დაპყრობის შემ-დეგ ივანე IV-მ სამხრეთში სამხედრო ოპერაციები შეეწყვიტა. იმ დროს, რუსეთის სახელმწიფოს სტრატეგი-ულ ამოცანად იქცა ბალტიისპირე-თის დაპყრობა. XVII საუკუნის დამ-დეგს, რუსეთს ერთდროულად ებრ-ძოდნენ შვედეთი და პოლონეთი. მუდმივი აგრესიის პირობებში რუსე-თის იმპერიამ საქართველოს რეალუ-რი დახმარების გაწევისათვის ვერ მოიცალა, ანუ ვერ გახდა რეალური მფარველი.

ქართველი მეფეების ალექსანდრე II-ისა და თეიმურაზ I-ის პრორუსუ-ლი ორიენტაცია ბევრი მიზეზით იყო გამოწვეული. მათ შორის მნიშვნელო-ვანი იყო: ევროპის სახელმწიფოების ხელისუფალთა და კათოლიკური და მართლმადიდებლური სამყაროს ინერტულობა, დაუინტერესებულობა

Page 242: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

242

სამხრეთ კავკასიით; აგრეთვე _ ჩრდილოეთით რუსული მიწების გა-ერთიანება და მართლმადიდებლუ-რი სახელწიფოს _ რუსეთის გაძლიე-რება.

პრორუსული ორიენტაცია იყო ერთ-ერთი საბაბი, რასაც შეეწირა ალექსანდრე II (ირანის შაჰმა მოაკვ-ლევინა მისსავე გამაჰმადიანებულ შვილს) და თეიმურაზ I (ირანის შა-ჰის ტყვეობაში გარდაიცვალა). პრო-რუსული ორიენტაციის შედეგი იყო ქართლის და კახეთის სამეფო ტახტ-ზე გამაჰმადიანებული ბაგრატიონე-ბის როსტომის (1632-1658 წწ.), ვახ-ტანგ V შაჰნავაზის (1658-1675 წწ.), გიორგი XI-ის (1675-1709 წწ.), ერეკლე I ნაზარალიხანის (1688-1709 წწ.), ქაიხოსროს (1709-1711 წწ.) და დავით II იმამ-ყულიხანის დასმა შაჰის მიერ.

ქართული სახელმწიფოს ორიენ-ტაციის საქმეში გამოირჩევა მეფე ვახ-ტანგ VI-ის წვლილი, რომელიც იყო უმკაცრესი დროის უაღრესად პროგ-რესულად მოაზროვნე სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი და პოეტი.

ვახტანგ VI-ის პოლიტიკური მოღვაწეობიდან გამოირჩევა პერიო-დი, როცა იგი ქართლის განმგებელი (ჯანიშინი) იყო (1703-1714 წწ.). 1703 წლიდან ოცდარვა წლის ვახტანგი ენერგიულად შეუდგა ქართლის სამე-ფოს მართვას. ბრძოლა გამოუცხადა თავნება დიდგვაროვან თავადებს, დაიწყო სარწყავი არხების აღდგენა და ახლის გაყვანა, გზებისა და ეკ-ლესია-მონასტრების შენება-შეკეთება და სხვ. ვახტანგის ინიციატივითა და აქტიური მონაწილეობით დამუშავდა ორიგინალური ქართული ადმინისტ-რაციულ-სამეურნეო წესდება ე. წ. ,,დასტურლამალი’’. ჩატარდა მოსახ-ლეობის აღწერა. შეისწავლა ძველქარ-

თული, ებრაული და სომხური სა-მართლის წიგნები, რის საფუძველ-ზეც შექმნა ,,სამართლის წიგნი’’, რო-მელიც მთელი საქართველოს მასშტა-ბით გამოიყენებოდა. აკრძალა ქართ-ველი ქალიშვილებისა და ჭაბუკების გაგზავნა ირანში.

1709 წლის აპრილში დაიღუპა გიორგი XI, _ ავღანეთის ერთ-ერთი ტომის ბელადმა მირ-ვეისმა ყანდაარ-ში სანადიმოდ მიწვეული გიორგი ვერაგულად, ღალატით მოკლა. შაჰ სულთან-ჰუსეინმა რჯულის გამოცვ-ლა უბრძანა ვახტანგს, რის სანაცვ-ლოდაც ქართლის მეფობას სთავა-ზობდა. გარიგება შედგა, კომპრომისი აუცილებლობით იყო ნაკარნახები. ვახტანგ VI ჰუსეინ ყული-ხანი გახდა. 1719 წელს, ვახტანგი თბილისში დაბრუნდა და გამეფდა.

1722 წლის დამლევს, ვახტანგის მდგომარეობა გართულდა, როცა ავ-ღანელებმა ირანს შეუტიეს. დაიძაბა ურთიერთობა ვახტანგსა და კახეთის მეფე კონსტანტინეს შორის. დამარცხ-და ვახტანგი, რომელიც ჯერ გორში, მერე კი ცხინვალში გაიხიზნა. იმ დროს გახშირდა ლეკიანობა და გააქ-ტიურდნენ ვახტანგის მოქიშპე ფეო-დალები. 1724 წლის ივლისში, ქართ-ლის მეფე რუსეთს გაემგზავრა. მის ამალაში, ვახტანგ ამილახვარის სიის მიხედვით, 1200 კაცი იყო, რჩეული ქართველობა. ვახტანგი ასტრახანში ჩავიდა, აქედან კი 1725 წლის მარტში მოსკოვს გაემგზავრა, ხოლო 6 მაისს პეტერბურგში ჩავიდა. ვახტანგის იძულებით ვიზიტს შედეგად მოჰყვა ამაო დაპირებები.

1735 წლის 14 მაისს, წამებული ქართლის მეფე ვახტანგ VI ასტარა-ხანში ჩავიდა. რუსეთის ყინვამ და ფსიქოლოგიურმა განცდებმა იმოქმე-და და ჯანმრთელობა შეერყა. ,,მე ჩემ-

Page 243: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

243

მა ბედმა არ მომცა ჟამი ჩემი ნებისა’’, _ წერდა მეფე. ავადმყოფობამ თავისი გაიტანა და საქართველოს მოუკვდა ვახტანგ VI, ღირსეული შვილი სამ-შობლოსი 1737 წლის 26 მარტს 62 წლისა. ,,ვაი რა ბოძი წაიქცა’’-ო, ქარ-თველი ერის გმინვად აღიქმება და-ვით გურამიშვილის ეს უკვდავი სტრიქონები, ვახტანგ მეფის სიკვ-დილმა რომ შთააგონა დიდ პოეტს.

1744 წელს, ირანის შაჰმა ნადირმა ქართლის ტახტი კახთა მეფე კონს-ტანტინეს ძმას თეიმურაზ II-ს, ხოლო კახეთისა თეიმურაზის ვაჟს ერეკლე II-ს უბოძა. შაჰის ერთ-ერთ მიზანს შეადგენდა ქართველ ხელისუფალთა პრორუსული ორიენტაციის შეცვლა: მომავალში ქართლისა და კახეთის სამეფოები რუსეთის პოლიტიკისა და სამხედრო ოპერაციების დასაყრდე-ნად არ უნდა გამხდარიყო. ამიტომ ნადირ-შაჰმა ქართლის სამეფო კახე-თის ბაგრატიონებს უბოძა და ამას-თან ერთად თეიმურაზსა და ერეკ-ლეს უფლება მისცა ტახტზე ქრისტი-ანული წესით ასულიყვნენ.

ირანში ადილ-შაჰისა და განსა-კუთრებით ქერიმ-ხანის მმართველო-ბის პერიოდში, თეიმურაზ II-მ და ერეკლე II-მ პროირანული ორიენტა-ციის წყალობით წარმატებას მიაღ-წიეს. წინა წლებთან შედარებით, გან-მტკიცდა სამეფო ხელისუფლება, შე-ჩერდა გამანადგურებელი შემოსევე-ბი, ქვეყანა აღდგენისა და განვითა-რების გზას დაადგა.

XVIII საუკუნის 60-იანი წლების დამდეგიდან, თეიმურაზ II-მ და ერეკლე II-მ რუსეთის იმპერიაზე აიღეს ორიენტაცია და მუსლიმურ სახელმწიფოთა აგრესიისაგან მშობ-ლიური ქვეყნის დაცვას რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური დახმა-რებით შეეცადნენ. რამ განაპირობა

ეს: პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ მოს-წონდა თეიმურაზისა და ერეკლეს პროირანული ორიენტაცია. ამიტომ რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ დიპლომატიური გზა აირჩია. მათ ქართლის სამეფო ტახტზე მისი კანო-ნიერი მფლობელის-ქართლის ბაგრა-ტიონების დაბრუნებაზე დაიწყეს ზრუნვა. თეიმურაზმა და ერეკლემ იცოდნენ, რომ ქართლის თავადები ვახტანგ VI-ს ურჩევდნენ ქართლში დაბრუნებას ან ტახტის მემკვიდრის ბაქარის გამოგზავნას. რუსეთის საიმ-პერატორო სამსახური ქართლის თა-ვადების თხოვნას დაპირებებით პა-სუხობდა, იმავდროულად კი თეიმუ-რაზსა და ერეკლეს აცნობებდა ამის შესახებ.

1765 წელს, ერეკლე II სასტიკად გაუსწორდა რუსეთის წარმომადგე-ნელთა ფარული მხარდაჭერით ორ-განიზებულ ქართლის თავადების შეთქმულებას (პაატა ბატონიშვილის შეთქმულება).

ქართლ-კახეთის პროირანული ორიენტაცია დასრულდა რუსეთ-ოს-მალეთის 1768-1774 წლების ომის პე-რიოდში, რუსეთისა და ქართლ-კახე-თის სამხედრო-პოლიტიკური კავში-რით, რომელმაც ქართლის თავა-დების უმეტესობა გააღიზიანა. 1770 წელს, ასპინძასთან მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, ერეკლე II-ისთვის ქართლის ტახტის ჩამორთმევას სთხოვდნენ გენერალ გოტლობ კურტ ჰანრიხ ფონ ტოტლე-ბენს ზაალ ორბელიანი, დავით ქსნის ერისთავი და სხვ. ამგვარი აგრესიუ-ლი პოლიტიკისაგან რუსეთის იმპე-რიის ხელისუფლება თავს იკავებდა, მაგრამ ერეკლე II-ის დაშინების პო-ლიტიკას განაგრძობდა. ერეკლე II-სა და გენერალ ტოტლებენს შორის ურ-

Page 244: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

244

თიერთობის დაძაბვაში წვლილი ქარ-თლის თავადებმა შეიტანეს. ყოველი-ვე ეს იცოდა ერეკლემ და შესაბამის დასკვნებსაც აკეთებდა. მის წინაშე დადგა საკითხი: ქართლ-კახეთის მე-ფეს ან პროირანული ორიენტაცია პრორუსულით შეეცვალა, ან რუსე-თის იმპერია კვლავ გააგრძელებდა ქართლის ბაგრატიონებისა და თავა-დების მხარდაჭერას ერეკლეს წინა-აღმდეგ. კახეთის ბაგრატიონებმა ქართლის ტახტი ირანის შაჰის წყა-ლობით მიიღეს და შესაძლებელი იყო ირანის დასუსტების შემთხვევა-ში, რუსეთს მოენდომებინა ქართლის სამეფო ტახტზე მათი ერთგული ვახ-ტანგ VI-ის შთამომავალი დაებრუნე-ბინა. სავარაუდოა, რომ ყოველივე ამის (და სხვა გარემოებების) გათვა-ლისწინებით ერეკლე II-მ პროირა-ნული ორიენტაცია პრორუსულით შეცვალა.

ერეკლე II ზეწოლას განიცდიდა, როგორც ირანის, ისე რუსეთის მხრი-დან და ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ, პრორუსულ ორიენტაციას დაადგა. მიუხედავად იმისა, რომ 1771 წლი-დან 1783 წლამდე, რუსეთის იმპერი-ას მნიშვნელოვანი საქმიანობა არ ჩა-უტარებია ქართლ-კახეთის დასაცა-ვად, ერეკლე II-ს ერთხელაც არ უგრ-ძნობინებია ეკატერინე II-თვის, რომ თუ რუსეთი ქართლ-კახეთს არ და-იცავდა, იძულებული გახდებოდა ორიენტაცია შეეცვალა. პირიქით, 1783 წელს, ქართლ-კახეთი რუსეთის მფარველობაში შევიდა და შეშფოთე-ბული მუსლიმანური სამყარო გადა-იმტერა.

ქართლ-კახეთი მოექცა რუსეთის გავლენის ქვეშ და იზოლაციაში მოყვა ისლამურ სახელმწიფოებთან. ირანი და ოსმალეთი ქართლ-კახე-თის დასასჯელად მოემზადნენ. ისი-

ნი შესაფერის დროს ელოდნენ. რუ-სეთის იმპერია გეორგიევსკის ტრაქ-ტატის პირობებს სრულად არ იცავ-და. აღა-მაჰმად-ხანმა ისარგებლა იმით, რომ ქართლ-კახეთში არ იმყო-ფებოდა რუსეთის ჯარის ნაწილები (რუსეთმა საქართველოში მყოფი თა-ვისი ჯარი დროებით გაიწვია) და თა-ვისი ლაშქრით შემოესია საქართვე-ლოს (1795 წ.). კრწანისის ტრაგიკუ-ლი ბრძოლის შემდეგ, ერეკლე II თანდათან ჩამოშორდა ქვეყნის აქ-ტიურ მმართველობას (მოხუცმა დარ-ჩენილი სიცოცხლე თელავში გაატა-რა).

4. პოლიტიკური არჩევანი (XVIII ს.) რუსეთის დახმარებით, აგრესიის

მოგერიების იმედი პირველად კახე-თის სამეფო სახლში გამოითქვა. ამ მხრივ გამოირჩევა ალექსანდრე I-ის საქმიანობა. მისი მოღვაწეობის დროს დადგინდა ახლად ჩამოყალიბებული კახეთის სამეფოს საზღვრები. ალექ-სანდრე I ცდილობდა მშვიდობიანი უთიერთობა ჰქონოდა საქართველოს სხვა სამეფო-სამთავროებსა და მეზო-ბელ ქვეყნებთან. მან საფუძველი ჩაუყარა კახეთის მეფეთა ტრადიცი-ულ საგარეო პოლიტიკას – ყოველ-გვარი საშუალებით (მოხერხებული დიპლომატია, ზოგჯერ დათმობა, ფორმალური ყმობა, მცირე ხარკი და სხვ.) უზრუნველყოთ ქვეყნის მშვი-დობიანი განვითარება.

1477 წელს, ქართლში უზუნ-ჰასა-ნის შემოსევის დროს, თურქმანთა ბრბოებმა დაარბიეს ქართლის მოსა-ზღვრე კახეთის ნაწილი (ხერკი, სა-გურამო, მარტყოფი და თიანეთი). ალექსანდრე I-მა უზუნ-ჰასანს ძღვე-ნი მიართვა, მორჩილება აღუთქვა და

Page 245: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

245

კახეთი აოხრებას გადაარჩინა. ისმაი-ლის (შემდგომში პირველი სეფიანი შაჰი) შირვანში ლაშქრობის დროსაც (1501 წ.) მან მორჩილება აღუთქვა შაჰს და შემოსევაც აიცდინა. ამის შემდეგ კახეთსა და ირანს შორის მშვიდობა არ დარღვეულა XVIII ს-ის დასაწყისამდე.

ირანული ორიენტაციის უარყო-ფის თაობაზე გადაწყვეტილება ვახ-ტანგ VI-მ ირანში იძულებით ყოფნის პერიოდში (1712-1719 წწ.) მიიღო. ის ორ ვარიანტს განიხილავდა: დასავ-ლეთ ევროპულსა და რუსულს. და-სავლეთ ევროპის ქვეყნები იმხანად ირანის გაძლიერების პოლიტიკას ად-გნენ. ეს განაპირობა ობიექტურმა ვი-თარებამ. ოსმალეთი, რომელიც დამკ-ვიდრდა ბალკანეთის ნახევარკუნ-ძულზე, დიდ საფრთხეს უქმნიდა და-სავლეთ ევროპის ქვეყნებს. ირანი ერ-თადერთი ქვეყანა იყო, რომელსაც აზიაში საბრძოლო მოქმედება შეეძ-ლო (ოსმალეთის ძალების მიზიდვა) და ამით ევროპის ქვეყნებისათვის მდგომარეობის შემსუბუქება. ასეთ ვითარებაში, ირანის წინააღმდეგ ევ-როპაში მოკავშირის მძებნელი, დიპ-ლომატიური მისიით გაგზავნილი სულხან-საბა ორბელიანი 1715 წელს სამშობლოში ხელცარიელი დაბრუნ-და. ჯერ კიდევ ირანში მყოფმა ვახ-ტანგ VI-მ პრორუსული ორიენტაცი-ის განხორციელებაზე დაიწყო ზრუნ-ვა. პრორუსული ორიენტაციის პირ-ველი ნაბიჯი რუსეთის ელჩთან არ-ტიომ ვოლინსკისთან ურთიერთობის დამყარება იყო. მეფედ დამტკიცების (1716 წ.) შემდეგ 1719 წელს, ქართლში დაბრუნებული ვახტანგ VI აქტიუ-რად მოქმედებდა რუსეთთან სამხედ-რო-პოლიტიკური კავშირის დასამყა-რებლად.

1723 წლის ივნისში, ოსმალები მოადგნენ თბილისს. ვახტანგ VI-მ 12 ჯორზე აკიდებული ძვირფასი განძე-ული გაუგზავნა დამპყრობლებს. მათ კი განძეული არ იკმარეს და თვით ვახტანგი დაიბარეს თავისთან, რო-მელმაც უარით უპასუხა. არჩევანის წინაშე დადგა მეფე ქართლისა, ან სამშობლოში უნდა დარჩენილიყო და განეგრძო ბრძოლა ყოველი მხრი-დან მოწოლილი მტრების წინააღმ-დეგ, ან ქვეყნიდან გადახვეწილიყო. არჩევანი ამ უკანასკნელზე შეაჩერა.

ზემოაღნიშნული ფაქტები მიუ-თითებს, რომ ქართველი მეფეები ყველანაირად ცდილობდნენ მშვი-დობიან, ნეიტრალურ ვითარებაში ეცხოვრათ.

საშიშროების წინაშე იყო საქართ-ველო, ჯერ კიდევ მონღოლების შე-მოსევის დროს. 1235 წელს, მეფე რუ-სუდანმა ევროპის ქრისტიანულ სა-ხელმწიფოთაგან დახმარების მიღება ითხოვა (ეს იყო უშედეგო მცდელო-ბა). ანალოგიური წერილით მიმართა რომის პაპსაც, მაგრამ უარი მიიღო...

პირველი საერთაშორისო ხელ-შეკრულება საქართველოსა და რუ-სეთს შორის დაიდო 1587-1589 წლებ-ში, ეს იყო მფარველობითი ხელშეკ-რულება, რომლითაც კახეთის მეფე ალექსანდრე II ღებულობდა მოსკო-ვის ხელმწიფის თევდორე ივანეს ძის დაცვას, ნომინალური ხარკის გადახ-დისა და რუსეთის მტრების წინააღმ-დეგ ბრძოლის პირობით. ეს იყო მფარველობითი ხელშეკრულება, რომლის ძალით კახეთი რუსეთის მი-მართ სუვერენულ სახელმწიფოს წარ-მოადგენდა – მისი შინაგანი და სა-გარეო საქმიანობა აღიარებული იყო რუსეთის მიერ (ხელშეკრულება კა-ხეთის რუსეთზე დამოკიდებულების მსუბუქ ფორმატს წარმოადგენდა).

Page 246: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

246

იგი შედგებოდა ორი ნაწილისაგან – ,,ფიცის წიგნი“, რომელსაც ალექსან-დრემ ხელი მოაწერა და ,,ოქროს ბეჭ-დიანი, წყალობის სიგელი“, რომლი-თაც თევდორე ივანეს ძემ დაამტკიცა კავშირი და ამით რუსეთის ვალდე-ბულებანი აღუთქვა ალექსანდრეს. იმ დროს, რუსეთს მეტი პრეტენზია არ ჰქონდა, რადგან საქართველო ჯერ კიდევ საკმაოდ შორს იყო მისგან. პირველი მფარველობითი ხელშეკ-რულება მალე დაირღვა (1605 წელს ალექსანდრე II-ის მკვლელობის შემ-დეგ). მსგავსი ხელშეკრულება, რომე-ლიც რუსეთსა და კახეთს შორის განახლდა 1639-1641 წ. ასევე ხანმოკ-ლე აღმოჩნდა.

1658 წლის ივლის-აგვისტოში, თეიმურაზ I პირადად აწარმოებდა მოლაპარაკებას რუსეთის მეფესა და დიდებულებთან, მისთვის სამხედრო ძალით დახმარების აღმოჩენის თაო-ბაზე. სასურველ შედეგს ვერ მიაღწია და ხელცარიელი დაბრუნდა სამშობ-ლოში. მაშინ თეიმურაზმა და ალექ-სანდრემ რუსეთის დაინტერესების ახალი გეგმა შეიმუშავეს, – მათ ალექ-სეი მიხეილის ძეს სთხოვეს, იმერე-თის მეფედ დაესვა, მასთან 1652 წლიდან მყოფი, თეიმურაზ I-ის შვი-ლიშვილი ერეკლე დავითის ძე. თუ რუსეთის მეფის ბრძანებითა და ხელშეწყობით მოსკოვში აღზრდილი ერეკლე ბატონიშვილი იმერეთის სამეფოში (ოსმალეთის ,,ტერიტორია-ზე’’) გამეფდებოდა, ეს რუსეთ-ირან-ოსმალეთის სახელმწიფო დაპირის-პირებას გამოიწვევდა და სამ სახელმ-წიფოს შორის კონფლიქტს ნიშნავდა. აღნიშნული (და სხვა) მიზეზის გამო რუსეთმა ვერ გამოიჩინა სათანადო ყურადღება და დახმარება, რადგან სახელმწიფო სტრატეგიული ინტერე-სები მას კარნახობდა ირანსა და ოს-

მალეთთან დარღვეული დიპლომა-ტიური და სავაჭრო ურთიერთობის აღდგენას. ეს ბუნებრივია, რადგან კაცობრიობის განვითარების ისტო-რიამ დაგვარწმუნა, რომ დიდი და ძლიერი სახელმწიფოების პოლიტიკა ემყარება იმ აზრს, რომ ისინი ურთი-ერთობას არასდროს გაამწვავებენ პა-ტარა ქვეყნის გამო, თუ იქ მათი ინ-ტერესები მკვეთრად არ ეჯახება ერთმანეთს. თეიმურაზ I-ისა და ალე-ქსანდრე III-ის პრორუსულმა პოლი-ტიკამ სასურველ წარმატებას ვერ მი-აღწია, თუმცა ამ მიმართებით შემდეგ წლებშიც გაგრძელდა მუშაობა.

საქართველო რუსეთის ურთიერ-თობა XVII-XVIII საუკუნეებში ეპი-ზოდურ ხასიათს ატარებდა. რუსეთი ურთიეთობას თანდათან აღრმავებდა და აფიქსირებდა ერთმორწმუნე ქვეყ-ნისადმი პატივისცემასა და ზრუნვას. ქართული კოლონია მოსკოვში ამ მხრივ უდიდეს როლს ასრულებდა ქართველ და რუს სახელმწიფო მოხე-ლეთა დაახლოების საქმეში.

მიუხედავად ეპიზოდური ხასია-თისა, რუსეთის სახელმწიფო ურთი-ერთობის ფორმა და შინაარსი გამო-ირჩეოდა ქართველი მეფეების სუვე-რენული უფლების, ქართველი ხალ-ხის რელიგიური და კულტურული ცხოვრებისადმი პატივისცემით და კეთილმეზობლობით. ეს გარემოება ქართველებს უნერგავდა იმედს, რომ ადრე თუ გვიან საქართველო იხს-ნიდა თავს აგრესორი მეზობლებისა-გან და კვლავ გაერთიანებული ქვე-ყანა განახლების გზას დაადგებოდა. ირანთან და ოსმალეთთან ურთიერ-თობის ფონზე (რომელიც ძალადობა-ზე, ქართველი მეფეებისა თუ ერის დამცირებაზე და ფიზიკურ განადგუ-რებაზე იყო აგებული), საქართველო–რუსეთის ურთიერთობა განსხვავე-

Page 247: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

247

ბულ ხასიათს ატარებდა. ეს გარემოე-ბა განამტკიცებდა ორ ქვეყანას შორის დამყარებულ ურთიერთობას.

ყაბარდოელთა გადმოსახლების საქმის ჩაშლის შემდეგ (1778 წ.), ერეკ-ლე II-ემ სცადა ევროპის სახელმწი-ფოებთან ურთიერთობის დამყარება. რეგულარული ჯარის მოსაწყობად სურდა ფულადი სესხი. ამ მიზნით მან თბილისში მცხოვრები კათოლიკე მისიონერების – დომენიკესა (1781 წ.) და მავროსის (1782 წ.) ხელით სპეცია-ლური სიგელები გაგზავნა ავსტრიის იმპერატორთან და ვენეციის რეს-პუბლიკაში. ერეკლე II-მ წერილით მიმართა ლუდოვიკო XVI-საც, რო-მელშიც ითხოვდა ფულად დახმარე-ბას, ევროპულად გაწყობილი მუდმი-ვი ჯარის შესაქმნელად. ევროპის სა-ხელმწიფოების ხელისუფალთა მიერ ერეკლეს თხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ მან დახმარება რუსეთის საიმპერატორო კარს სთხოვა. ვარაუ-დი გამართლდა. ამ პერიოდიდან რუ-სული დიპლომატია ერეკლესკენ შე-მობრუნდა.

მას შემდეგ, რაც XVIII საუკუნის მეორე ნახევარში რუსეთმა მოახერხა ყირიმის ხელში ჩაგდება და ჩრდილო კავკასიაში დაფუძნება, იგი დაუბ-რუნდა ქართულ სამეფო-სამთავროე-ბის მიერ დაყენებული საკითხების განხილვა-რეალიზებას.

1783 წლის ხლშეკრულება ნაკარ-ნახევი იყო არა მხოლოდ რუსეთის იმპერიის ინტერესებით, იგი პირველ რიგში ხელს აძლევდა ქართლ-კახე-თის მმართველ წრეებს, რომელნიც რუსეთის მფარველობით ცდილობდ-ნენ საქართველოს მიტაცებული მი-წების დაბრუნებასა და ქვეყნის გა-დარჩენა-განვითარებას.

სავსებით ვეთანხმებით საერთა-შორისო სამართლის დოქტორ ბ-ნ

ლევან ალექსიძის შეხედულებას, რომ ,,გეორგიევსკის ტრაქტატი იყო პირ-ველი ხელშეკრულება საქართველო – რუსეთის ურთიერთობაში, რომელიც ზღუდავდა, ქართლ-კახეთის საგა-რეო – პოლიტიკურ ქმედუნარიანო-ბას. ზღუდავდა, მაგრამ არ აუქმებდა! წინა ხელშეკრულებებთან შედარე-ბით 1783 წლის აქტი იყო ,,დაქვემდე-ბარების ხელშეკრულება“, რომელიც რუსეთის მიმართ ქართლ-კახეთს არა მხოლოდ დამოკიდებულ, არამედ სუვერენიტეტ-შეზღუდულ მდგომა-რეობაში აყენებდა. ამ ხელშეკრულე-ბით ქართლ-კახეთი რუსეთის იმპე-რიას ეკედლებოდა, ექვემდებარებო-და, მაგრამ მის შემადგენელ ნაწილად არ იქცეოდა, იგი რჩებოდა საერთა-შორისო სამართლის სუბიექტად სა-კუთარი შინაგანი და საგარეო-პო-ლიტიკური ხელისუფლების ორგა-ნოებით. ამიტომ ტერმინი ,,პროტექ-ტორატი“ აქ ვერ გამოდგება, არც ,,ვა-სალიტეტი“ იქნებოდა ქართლ-კახე-თის სტატუსის ზუსტი განსაზღვრა. 1783 წლის ხელშეკრულება არის მფარველობითი კავშირი ქართლ-კა-ხეთის რუსეთის იმპერიისადმი და-ქვემდებარების პირობით, რომელიც ფორმით ვასალიტეტის ატრიბუტებს ატარებდა, მაგრამ არსებითად ორი სახელმწიფოს ნებაყოფლობითი შე-თანხმება იყო და ორივე მხარის სა-გარეო-პოლიტიკურ ამოცანებს ემსა-ხურებოდა; ხოლო ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევა აძლევდა მეორეს უფლებას უარი ეთქვა ურთიერთკავშირის გა-გრძელებაზე, რაც ორივე მხარეს პირ-ვანდელ მდგომარეობაში დააბრუნებ-და – ერთმანეთისაგან დამოუკიდე-ბელ ერთეულებად აქცევდა. ამიტომ 1783 წელს დამყარებულ საქართვე-ლო-რუსეთის იურიდიულ ურთიერ-

Page 248: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

248

თობას უნდა ვუწოდოთ მფარველობა – დაქვემდებარების ხელშეკრულება’’ [8].

1783 წლის ხელშეკრულების თა-ვისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მან პირველად საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში ოფიცია-ლურად უარყო ქართლ-კახეთში ირა-ნის ან სხვა სახელმწიფოს ბატონობა და ქართველები მჭიდროდ დაუკავ-შირა რუსეთს.

მნიშვნელოვანია ილია ჭავჭავა-ძის მიერ ასახული საქართველოს მდგომარეობა რუსეთის ჯარის შემო-სვლის დღეებში: ,,რწმუნებულ მი-ნისტრად დაინიშნა სტატსკი სოვეტ-ნიკი კავალენსკი, რომელსაც, სხვათა შორის, ებრძანა, რომ საქართველოს ერის სიყვარული და ნდობა მოიპო-ვეო“. ,,კავალენსკის გამოატანა იმპე-რატორმა პავლემ დამამტკიცებელი გრამოტა მეფე გიორგის სახელზე. გრამოტა იგი არის დაწერილი 18 აპრილს 1799 წელს. იმპერატორი პავ-ლე იწერებოდა: ,,მივიღე რა მადლო-ბით თქვენი თხოვნა, ტრაქტატის მე-სამე მუხლის ძალითა გამტკიცებთ დღეს თქვენ საქართველოს მეფედ და ძესა თქვენსა დავითს თქვენდა მემკ-ვიდრედ თქვენს შემდეგ“. ,,ქალაქის ბანები მოიჭედა დიდითა და პატარი-თა, ქალითა და კაცითა, და მოუთმენ-ლად ელოდებოდნენ ჯარსა, ვითარცა ქვეყნის მხსნელსა, მშვიდობიანობისა და მოსვენების მომავლინებელსა“ [9].

სახელმწიფოებრიობის დაკარგვა თვითმპყრობელური რუსეთის იმპე-რიის XIX საუკუნის საგარეო პოლი-ტიკასთან იყო დაკავშირებული და 1783 წლის ხელშეკრულების პროგრე-სულ ხასიათს ვერ წაშლის.

მიუხედავად ცალკეული უარყო-ფითი მხარეებისა, რომლებიც მოჰყვა რუსეთის ცარიზმის თვითმპყრობე-

ლურ პოლიტიკას, რუსეთის იმპერია-ში შემავალმა საქართველომ შეინარ-ჩუნა ეროვნული თავისთავადობა, გაერთიანდა, დაიბრუნა ირანისა და თურქეთის მიერ მიტაცებული (მნიშ-ვნელოვანი) მიწები.

საჭიროდ მიგვაჩნია გახსენება იმ შეფასებისა, რაც გამოწვეული იყო სა-ქართველოს გეოპოლიტიკური მდგო-მარეობით: ,,მონღოლთა უზარმაზა-რი სახელმწიფოს შექმნამ გამოიწვია

საქარავნო ვაჭრობის გაცხოველება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შო-რის. მონღოლი ხანები დაინტერესე-ბული იყვნენ უცხოერი ძვირფასი სა-ქონლის მიღებით, ამიტომ ხელს უწ-ყობდნენ საქარავნო ვაჭრობის განვი-თარებას. მონღოლთა ბატონობის ხა-ნაში საერთაშორისო ვაჭრობა ფართო-ვდებოდა და სულ ახალსა და ახალ ოლქებს მოიცავდა. ამ ვაჭრობაში მო-ნაწილეობდნენ ერთი მხრით ირანი, ამიერკავკასია, სამხრეთ რუსეთი, შუა აზია, მონღოლეთი და ჩინეთი ხოლო მეორე მხრით, იტალიის ქალაქების შუამავლობით, ხმელთაშუა ზღვის და შავი ზღვის ქვეყნები, იტალია და დასავლეთი ევროპა“ [10].

IX-X საუკუნეების არაბულენოვა-ნი ლიტერატურა ამიერკავკასიაში რამდენიმე სამარშრუტო გზას ასახე-ლებს. მათგან მნიშვნელოვანია: ,,გზა ბარდავიდან თბილისამდე, შემდეგ პუნქტებზე გადიოდა: ბარდავი –გან-ჯა – შამქორი – ხუნანი – კალა იბნ ქან-დამანი (გარდაბანი) – თბილისი“ [11]. ეს გზა მონღოლებმა საქართველოს-კენ მიმავალ მთავარ სამარშრუტო გზად აქციეს. ამ გზას მომდევნო ხა-ნაშიც არ დაუკარგავს მნიშვნელობა.

XIV ს-ში თბილისი კვლავ ითვ-ლებოდა ამიერკავკასიის უმნიშვნე-ლოვანეს სავაჭრო-სატრანზიტო ცენ-ტრად. იგი მსოფლიოს დიდი ქალა-

Page 249: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

249

ქების გვერდით იხსენიება. მისი და-წინაურებული მდგომარეობა ჩანს აგ-რეთვე რომის პაპის იოანე XXII-ის მიერ გიორგი ბრწყინვალისადმი მი-წერილი წერილიდან, რომელშიც თბილისია დახასიათებული: ,,...ტფი-ლისი, ქართველთა სამეფოს შუაგუ-ლი ადგილი, საუკეთესო, მეტად შე-სანიშნავი, ერით სავსე, მარჯვე და სიმდიდრით უხვი ქალაქია [12].

სამწუხაროდ, ქართველმა მეფე-ებმა და მთავრებმა ვერ გამოიყენეს გეოპოლიტიკური მდგომარეობა, კერ-ძოდ, დიდი სავაჭრო-საქარავნო გზის საშუალება საქართველოს სასარგებ-ლოდ.

ნებისმიერ საქმეში არჩევანის გა-კეთებისას, საჭიროა არგუმენტებისა და ფაქტების მოშველიება და შედა-რება, პარალელების გავლება, ისტო-რიული გაკვეთილების გახსენება და გათვალისწინება. საქართველოს და მისი აგრესიული მეზობელი ქვეყნე-ბის, – სპარსეთისა და ოსმალეთის ხე-ლისუფალთა მოღვაწეობის (წარსუ-ლისა და აწმყოს) შესანიშნავად მცოდნე მეფე ერეკლე II არჩევანის წინაშე დადგა, იძულებული იყო მი-ეღო საქართველოს ბედის გადაწყვე-ტილება, – მუსლიმური ირანი თუ მართლმადიდებლური რუსეთი. ირა-ნის ხელისუფლება, რომელიც საუკუ-ნეების მანძილზე ძარცვავდა და ანადგურებდა ქართულ მიწა–წყალს და მოსახლეობას, ქართველებს ძალა-დობით მიერეკებოდა ირანში და გა-დაშენების საფრთხის წინაშე აყენებ-და ქართველი ერის არსებობას, თუ მართლმადიდებლური რუსეთი, რო-მელიც ამ პერიოდისთვის ძლიერ სახელმწიფოს წარმოადგენდა და და-ინტერესებული იყო საქართველოს-თან კეთილმეზობლური ურთიერ-თობით.

საუკუნეების მანძილზე, ქართ-ველ ხელისუფალთა წინაშე ხშირად იდგა სახელმწიფოებრივი მნიშვნე-ლობის დილემა არჩევანისა, – ოსმა-ლეთი თუ სპარსეთი. XVIII საუკუ-ნეში კი, – ირანი თუ რუსეთი. ქართ-ველი მეფეები და მთავრები მუდამ მფარველის ძიებაში იყვნენ. ხალხი აჯანყებით პასუხობდა მტრის მიერ განხორციელებულ ყველა დაპყრო-ბით ომებს, მაგრამ ფეოდალთა და სხვათა ღალატისა და მოსყიდვის შედეგად, საბოლოოდ თითქმის ყვე-ლა აჯანყება მარცხდებოდა. საქართ-ველომ ვერ დააღწია ამ მდგომარე-ობას, რომ მიეღწია სრული თავისუფ-ლებისათვის, დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის; ამისი ერთად-ერთი საშუალება იყო ნეიტრალი-ტეტი, ნეიტრალურ მდგომარეობაში ყოფნა, ჩაურევლობა ომში რომელიც სხვა სახელმწიფოთა შორის მიმდინა-რეობდა.

XVII და განსაკუთრებით XVIII საუკუნეში, რუსეთის იმპერიის პო-ლიტიკის მიზანი იყო, ამიერკაკასიის მოსახლეობაში ირან-ოსმალეთის გავ-ლენის შესუსტება და თავისი პოზი-ციების განმტკიცება. აგრეთვე პარა-ლელურად, მეგობრული ურთიერ-თობის დამყარება-განვითარება ირან-თან, რაც გამოწვეული იყო ეკონომი-კური და პოლიტიკური ინტერესებით. რუსეთი ცდილობდა დასავლეთში განმტკიცებას, ბალტიის ზღვაზე გა-სასვლელის მოპოვებას და ყირიმის სახანოს გაუქმებას. აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტის შემდეგ, ჩრდილო კავკასიის პოლიტიკურ ერთეულებთან კავშირის დამყარებას და შემდეგ ამიერკავკასიაში შესვლას.

1783 წელს ხელმოწერილ იქნა გე-ორგიევსკის ტრაქტატი, რომელმაც სა-ეტაპო როლი შეასრულა ქართველი

Page 250: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

250

ხალხის ცხოვრებაში. ამ აქტით საქარ-თველომ სამუდამოდ უარყო ირანსა და ოსმალეთზე თავისი ვასალური დამოკიდებულება, გაემიჯნა მათ, თა-ვი დაიხსნა ამ ქვეყნებში გაბატონე-ბული რეაქციის მავნე გავლენისაგან და რუსეთს მიემხრო. ამით საქართ-ველომ თავისი მომავალი განვითარე-

ბა რუსეთში მიმდინარე პროგრესულ პროცესს დაუკავშირა. ისტორიამ და-ადასტურა ამ გადაწყვეტილების სის-წორე. ამ გზით საქართველომ მნიშვ-ნელოვან პროგრესს მიაღწიოს.

P.S. ისტორიულ გამოცდილებას გათვალისწინება სჭირდება.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. გაზეთ ,,კავკაზის’’დამატების სახით გამოქვეყნებული ბროშურა: Багратион

Г. - О существе национальной индивидуальности и об образовательном значении крупных народных единиц.

2. გაზეთი ,,დროება.’’ N 35. 8. IX. 1872. 3. გაზეთი ,,დროება.’’ N 96. 24. VIII. 75. 1875. 4. გაზეთი ,,დროება.’’, N45. 17. XI. 1872. 5. გაზეთი ,,დროება’’. N14. 06. II. 1876. 6. გაზეათი ,,დროება’’. N147. 22. VII. 1878. 7. ი. ჭავჭავაძე. ნაწერების სრული კრებული. ტ. 6, გვ. 107. თბ., 1927. 8. ლ. ალექსიძე. საქართველო-რუსეთის საერთაშორისო-სამართლებრივი

ურთიერთობა XV-XVIII საუკუნეებში. გვ. 244. თბ., 1983 წ. 9. ჭავჭავაძე ი., პუბლიცისტიკა. ასის წლის წინათ. 4 გვ. 51-54. თბ., 2012. 10. კიკნაძე რ., საქართველოსა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის

ზოგიერთი საკითხი. გვ. 59 თბ., 1995. 11. სიხარულიძე ე., მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხები. ამიერ-

კავკასიის სამარშრუტო გზები IX-X სს. არაბული წყაროების მიხედვით. გვ. 179. თბ., 1963.

12. თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის. გვ. 32. თბ., 1902.

Page 251: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

251

ინტერვიუ

vaxtang daviTaia

ვურჩევ ხელისუფლებას

კორ.: სამ თვეზე მეტია თბილისს ახალი საკრებულო, მერი, მერის მო-ადგილეები და სამსახურების ხელ-მძღვანელები ჰყავს. მოლოდინი დი-დი იყო. რა ცვლილებებია დედაქა-ლაქის ყველაზე მტკივნეულ უბანზე – არქიტექტუტულ-ურბანულ პრო-ცესში?

ვ.დ.: რეალური ცვლილებების-თვის, ასევე დასკვნებისთვის სამი თვე დიდი არ არის, თუმცა, არის გარკვეული იმპულსები, ნიშნები. როგორც იქნა, არქიტექტურული სამ-სახურის ხელმძღვანელად დაინიშნა პროფესიით არქიტექტორი. როგორ შეძლებს ამ ურთულესი სისტემის მართვას, დრო გვიჩვენებს, ზოგადად კი ვიტყვი: მართვა ანუ მოდურად რომ ვსთქვათ, მენეჯმენტი ურთუ-ლესი საქმეა და ითხოვს პროფესიულ განათლებას. როგორც წესი, დარგის მართვის სპეციალისტმა – მენეჯერმა სწავლის ორი ეტაპი უნდა გაიაროს – პროფესიული განათლება, სულ მცი-რე ბაკალავრიატის დონეზე, შემდეგ მენეჯმენტი. ამერიკაში, პედაგოგიუ-რი მოღვაწეობის დროს ჯგუფში ერ-თი იაპონელი სტუდენტი მყავდა, გა-მორჩეულად ნიჭიერი, წარმატებული პროფესიული კარიერა ვუწინასწარ-მეტყველე. მან მითხრა, არა, მე არქი-ტექტურულ პრაქტიკას არ გავყვები, აქ ოთხწლიან ბაკალავრიატს რომ და-ვამთავრებ და დავეუფლები არქი-

ტექტურის ანა-ბანს, სწავლას გავა-გრძელებ ინგლისში, არქიტექტურის მენეჯმენტზეო. გამოდის, მან რვა წე-ლი უნდა ისწავლოს მართვის ხელო-ვნება. სხვა ცვლილებებიდან აღვნიშ-ნავ: საბჭო დაკომპლექტდა ახალი წევრებით, არის არქიტექტორებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარე-ბის, არქიტექტურული კონკურსების ჩატარების, საზოგადოებასთან ურ-თიერთობის სურვილი.

კორ.: როგორც ჩანს, თქვენი მრა-ვალწლიანი დაჟინებული მოწოდება ,,დაუბრუნეთ არქიტექტურა არქი-ტექტორებს’’ ძალას იკრეფს. ფართო საზოგადოებას, მეც, როგორც მოქა-ლაქეს, მაინტერესებს თქვენი აზრი კონკრეტულ საკითხებზე, კერძოდ, როგორია დავით აღმაშენებელის ძეგ-ლის მის ძველ საუფლოში დაბრუ-ნების, ასევე ჰეროსტრატს – დიქტა-ტორ სააკაშვილის მიერ აფეთქებული ქუთაისის ,,დიდების მემორიალი’’-დან სასწაულებრივად გადარჩენილი მერაბ ბერძენიშვილის ბრწყინვალე კომპოზიციის ,,გამარჯვების მაცნე’’-ს თბილისის პარლამენტის ეზოში დადგმის საკითხი?

ვ.დ.: მნიშვნელოვან კულტურულ ფაქტთან ერთად ეს იქნებოდა სამარ-თლიანობის აღდგენის ნათელი მა-გალითი და რა თქმა უნდა, მონანიება დიდი ქართველი მოქანდაკის მერაბ ბერძენიშვილის მიმართ მისადმი გა-

Page 252: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

252

მოჩენილი სისასტიკისა და ძალადო-ბის გამო. არ დაგიმალავთ, მეგონა, ბატონი დავით ნარმანიას ერთ-ერთი პირველი აქცია დავით აღმაშენებლის ძეგლის გადმოტანა იქნებოდა. ეს განამტკიცებდა რწმენას, რომ იწყება ცვლილებები, მით უმეტეს, რომ სა-ზოგადოებრივი აზრი კატეგორიუ-ლად ითხოვს ამას. რაც შეეხება ,,გა-მარჯვების მაცნეს’’ დადგმას პარლა-მენტის ეზოში, ამ რამდენიმე თვის წინათ საინიციატივო ჯგუფმა ეს სა-კითხი დააყენა კულტურის სამინი-სტროს წინაშე. სამინისტრომ წინა-დადება გადაუგზავნა პარლამენტს. იქედან პასუხი არ სჩანს, არა და სიმ-ბოლური აქცია იქნებოდა პარლამენ-ტის დედაქალაქში დაბრუნების აღსა-ნიშნავად. საჭიროა ნება, ხარჯები უმ-ნიშვნელოა.

კორ.: თბილისელებს უკიდურე-სად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ სასტუმრო ,,რადისონ-ბლუ’’ – ფუნიკულიორის საბაგირო გზის მი-მართ. გაუგებარია. არსებობს უმოკ-ლესი მანძილის ძველი ტრასა, გზა პლატფორმა-სადგური მოხერხებულ ადგილას. საზოგადოებას აქვს უფ-ლება იცოდეს ვისგან მოდის ეს ,,გე-ნიალური’’ იდეა, რატომ უნდა გავი-ყვანოთ ახალი საბაგირო, რომელიც მნიშვნელოვნად გრძელია და რომ-ლის უწყვეტათ მოძრავი ვაგონები დაკიდებული იქნება რუსთაველის გამზირზე და ასობით სახლის თავზე?

ვ.დ.: ,,გენიალური’’ იდეა მოდის ძველი ხელისუფლებიდან. ამ საბაგი-რო გზის საკითხი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან კონფლიქტურ სა-კითხთა შორის წინა ხელისუფლები-დან რომ გადმოვიდა. მათ მოასწრეს ქვედა სადგურის საძირკვლების და

საყრდენების მშენებლობის დაწყება. მოქალაქეთა მძაფრი რეაქციის გამო, მერიამ ეს მშენებლობა შეაჩერა, მაგ-რამ არა ვარ დარწმუნებული, რომ ის არ განახლდება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ხვდება, რომ ეს პროექტი არა მხოლოდ აბსურდი, არამედ და-ნაშაულია. ამ სამიოდე კვირის წინათ შევხვდი ბატონ მერს, გავაცანი ჩემი ხედვა არქიტექტურულ-ურბანული პროცესის მართვის საკითხებზე, ასე-ვე ამ საბაგირო გზაზე, ვურჩიე სა-განგებო კომისიის შექმნა და ამ საკი-თხის სამუდამოდ დახურვა. გთხოვთ, გამოაქვეყნოთ ეს ფოტოები, თბილი-სელები ნახავენ თუ რამდენად და-გრძელდა საბაგირო გზა, რა მჭიდ-როდ დასახლებულ უბანზე გადადის ტრასა, რამდენად მეტ ოჯახს ექმნება მუდმივი საყოფაცხოვრებო და ფსი-ქოლოგიური დისკომფორტი. ძველი ტრასა, ძირითადად, დაუსახლებელ ხევზე გადიოდა, სწორედ ამან განა-პირობა თავის დროზე მისი იქ გაყ-ვანა. ჩემი ეჭვი, რომ შეიძლება სა-მუშაოები განახლდეს გამოწვეულია იმით, რომ გაღებულია გარკვეული ხარჯები. დაახლოებითი გაანგარიშე-ბით, ეს თანხა არ აღემატებოდა მთლიანის 7-10%-ს. ჩემის ღრმა რწმე-ნით, ამ საბაგირო გზის განხორციე-ლება იქნება ახალი ხელისუფლების, უპირველესად ყოვლისა, მერის, გა-მოუსწორებელი შეცდომა, მუდმივი “წყევლა-კრულკის” საგანი. მიუხედა-ვად იმისა, რომ იარაღი დატენა წინა ხელისუფლებამ და მოიყვანა საბრ-ძოლო მდგომარეობაში, მთელი პასუ-ხისმგებლობა დაეკისრება იმას, ვინაც მომაკვდინებელ საცეცს გამოჰკრა ხე-ლი ანუ დღევანდელ ხელისუფლე-ბას. ამას ყველა იგრძნობს საბაგიროს ამუშავებიდან ხუთ წუთში. სავსებით

Page 253: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

253

ვეთანხმები თქვენს გაზეთში გამოქ-ვეყნებულ ,,ტფილისის ჰამქარის’’ განცხადებას ამ საკითხზე (,,საქარ-თველოს რესპუბლიკა”. 28.X.2014).

კორ.: რამდენადაც ვიცი გამოცხა-დებული იყო არქიტექტურული კონ-კურსი სასტუმროს წინ ახალი სად-გურის პროექტზე. რა შედეგებით დამთავრდა ის?

ვ.დ.: საქმე ქვედა სადგურის არ-ქიტექტურის ავ-კარგიანობაში კი არ არის, არამედ იმაში, რომ ამ ობიექტის იქ დასმა პრინციპულად მიუღებე-ლია. დავუშვათ, იქ არ იქნებოდა ის კვერცხი. ყველა სადგური, რაც მე მინახია, ლითონის ჩონჩხია, საიდა-ნაც ერთმანეთის მიყოლებით ძვრე-ბიან გონდოლები. რა ძალიან მოგ-წონთ რიყის სადგური? რაც შეეხება კონკურს, ის დამთავრდა ისე რო-გორც უნდა დამთავრებულიყო. შე-მოვიდა ორი პროექტი. ერთი კონ-კურსის პირობებს ვერ აკმაყოფილებ-და და მოხსნეს. მეორე, ალბათ, არა-დამაკმაყოფილებელი იყო. კონკურს-ზე თქვენის ნებართვით, ქვემოთ მო-გახსენებთ. ახლა ერთ იდეას ,,გაგიმ-ხელთ’’ საბაგიროსთან დაკავშირე-ბით. ბოლო წლებში არა ერთხელ მომიწია ფუნიკულიორზე ასვლა. მე იქ რიგები არ მინახია, მაშინაც კი როდესაც დაანონსებული ღონისძიე-ბაა, არც სხვისგან გამიგია რაიმე დისკომფორტი შექმნოდეთ. ფუნიკუ-ლიორზე მიდის კეთილმოწყობილი საავტომობილო გზა, რომელიც იმავ-დროულად არის შესანიშნავი ,,სამ-ზერი ტრასა’’ თბილისზე. არის მაღა-ლი გამტარობის კომფორტული რკი-ნიგზა, რომელთანაც თბილისელები მიდიან სხვადასხვა ტრანსპორტით, ძირითადად ინდივიდუალურით. რატომ არ შეიძლება საბაგირო გზის

ქვედა სადგურის მოწყობა მაყაშვი-ლის ქუჩაზე, ასახვევთან ან ცოტა ზემოთ. იქვე შეიძლება მოეწყოს მრა-ვალსართულიანი სივრცული ავტო-სადგომი მექანიკური ამწეებით, იქ თბილისელები ისევე მივლენ, რო-გორც მიდიან დღეს ფუნიკულიორის ქვედა სადგურთან, როგორც მიდი-ოდნენ ძველი საბაგირო გზის სადგუ-რამდე. ეს მოხსნის მრავალ პრობ-ლემას და დიდად ეკონომიურიც იქ-ნებოდა. ამ ფერდობზე არის გარ-კვეული გეოლოგიური პრობლემები, რომლებიც იოლად მოსავლელია, უბ-რალოდ ფერდობის ნაწილს ,,და-ლურსმნა’’ უნდა. ეს ტრასა ორჯერ უფრო მოკლეა შემოთავაზებულთან შედარებით, ის არც ერთი ნაგებობის თავზე არ გადადის. ბოლოს და ბო-ლოს პრობლემა ფერდობის დაძლე-ვაშია.

კორ.: უაღრესად საყურადღებო წინადადებაა, ხშირად ჭეშმარიტება ცხვირწინ დევს, დამნახავი უნდა! მა-ინტერესებს თქვენი აზრი პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მოწყობაზე, ორმხ-რივი მოძრაობის აღდგენაზე. ამის შე-სახებ ბატონმა დ.ნარმანიამ კატეგო-რიულად განაცხადა, ასევე მეგაპრო-ექტ ,,თბილისის პანორამაზე’’.

ვ.დ.: პუშკინის ქუჩის ცალმხრივ მოძრაობაზე გადაყვანა, ასევე ისტო-რიული ნარჩენების მოშიშვლება, რო-მელიც მტვერის და სხვადასხვა სა-ყოფაცხოვრო ნარჩენების ბუდეა, ისე-თივე დაუფიქრებელი, თვითნებური, დილეტანტური გადაწყვეტილება იყო, როგორც ბევრი სხვა რამ ავტო-რიტარიზმის პერიოდში. ბოლო ათ-წლეულების სატრანსპორტო ბუმმა მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა ისტორიულ ქალაქებს, მათ შორის თბილისსაც. ამ პრობლემას ყველა

Page 254: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

254

ქალაქი თავისებურად ,,ებრძვის’’ და წყვეტს სკრუპელოზური ანალიზის შედეგად. დიდი ურბანული ღონის-ძიებები, ზოგჯერ, ითხოვენ არაპოპუ-ლარულ გადაწყვეტებს, რაღაცის და-თმობას, ,,გარდაუვალი აუცილებლო-ბის’’ პრიმატს. XX საუკუნის ერთ-ერთი სენსაციური, ჰიპერაქცია იყო ეგვიპტეში ძველი წელთაღრიცხვის XIII საუკუნეში (XIX დინასტია) რამ-ზეს II პერიოდში აშენებული აბუ-სიბელის მრავალქანდაკებიანი ,,დი-დი ტაძრის’’ დახერხვა 1020 ნაწილად და გადატანა 60 მეტრით მაღალ ნიშნულზე. ეს გაკეთდა ქვეყნისთვის სასიცოცხლო პრობლემის – ასუანის კაშხალის მშენებლობასთან დაკავში-რებით. ასევე აუცილებელი იყო ვა-რაზისხევის და ვაკე-საბურთალოს შემაერთებელი გზის გაჭრა. ცხადია კლდის ჩაჭრა დანაშაულია ლანდ-შაფტის მიმართ, მაგრამ ის გარდაუ-ვალი იყო ურბანული თვალსაზრი-სით. ვეთანხმები ბატონ მერს, პუშ-კინზე ორმხრივი მოძრაობის აღდგე-ნა აუცილებელია. რა არქიტექტურუ-ლი ტაქტით მოხდება ეს, უნდა გა-დაწყდეს კონკურსით, შესაძლოა კონ-კურსებით. რაც შეეხება ,,თბილისის პანორამას’’, სასტუმრო ,,ჰოლიდეი-ინ’’-ში ჩატარებული პრეზენტაციის შემდეგ რა ხდება არაფერი ვიცი. იმ დროს წარმოდგენილი მწირი მასალა სრულიად არასაკმარისი იყო არა თუ რაიმე გადაწყვეტილების მისაღებად, არამედ ზედაპირული შეფასებისათ-ვისაც კი. ის პრეზენტაცია კონტპრო-დუქტიული იყო. ზოგადად კი ვიტყ-ვი, ამდაგვარი მეგაპროექტები უნდა განხორციელდეს ქალაქგარეთ, ქალაქ სატელიტებში. სხვა შემთხვევაში ის-ტორიული ბირთვის კოლაფსი გარ-

დაუვალია. ამას რაც უფრო ადრე მივხვდებით, მით უკეთესია.

კორ.: კონკურსზე გინდოდათ აზრის გამოთქმა.

ვ.დ.: დიახ, მივესალმები არქი-ტექტურული სამსახურის მცდელო-ბას არქიტექტორებთან ურთიერთობა ააგოს კონკურსებით. კატეგორიუ-ლად უნდა აიკრძალოს მერიაში ,,რე-წვა’’ – პროექტირება. წინა ხელისუფ-ლების დროს მერიას, კერძოდ ვი-ცემერს, არქიტექტურის კურატორს, არქიტექტურული საბჭოს თავმჯდო-მარეს, ახვლედიანს ჰყავდა ზონდერ-მეფასადეთა ჯგუფი. სამსახურის თა-ნამშრომლები, ასევე მონურად მორ-ჩილი საბჭო, იწუნებდა თითქმის ყვე-ლა ობიექტის ფასადს, შემდეგ ,,კლი-ენტს’’ თავაზობდნენ ახალ ვარიანტს ,,უსასყიდლოდ’’. ეს ,,ვარიანტები’’ უმეტეს შემთხვევაში მნიშვნელოვნად უარესი იყო. თუ ვინმეს ეჭვი შეეპა-რება, შემიძლია ეს მასალა გამოვაქ-ვეყნო, მაგრამ ეს აქცია ხშირად და-კვეთის ზონდერ-არქიტექტორებზე გადასვლით მთავრდება. “კლიენტს” მეტი რა უნდა, მერია დაუპროექტებს და დაუმტკიცებს! ამ წესით არა ერთმა არქიტექტორმა დაკარგა სიმწ-რით ნაშოვი დაკვეთა. რაც შეეხება კონკურსებს: არქიტექტურულ პრო-ექტირბასთან მიმართებაში უნდა გა-მოირიცხოს სიტყვა ,,ტენდერი’’, ია-ფად კეთება. მთელს მსოფლიოში პროექტირებაზე ეკონომიას ,,დანაშა-ულებრივ ეკონომიას’’ უწოდებენ, ეს იგივეა აუცილებელ წამალზე გააკე-თო ეკონომია. კონკურსი უნდა ჩა-ტარდეს ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვ-ნელოვან ობიექტზე, განურჩევლად, არის დამკვეთი საახელმწიფო თუ კერძო ინვესტორ. ეს მიღებული წესია მთელს მსოფლიოში. შემოქმედებითი

Page 255: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

255

კონკურსი უაღრესად მგრძნობიარეა. შეიძლება მივიღოთ უკუეფექტი თუ კი ის არ ჩატარდება წესების და პი-რობების სრული დაცვით. კონკურ-სისადმი ინტერესს, შესაბამისად შე-დეგს, სამი ფაქტორი განაპირობებს: პრემიების ოდენობა და რაოდენობა, ჟიურის კვალიფიკაცია (ნდობა – პროფეისული რენომე) და საკონ-კურსო ვადები. დიდად სამწუხაროდ, ბოლო ათეული წლების მანძილზე და დღესაც ყველა ეს მოთხევნა უგულებელყოფილია, ამიტომაც კონ-კურსისადმი ინტერესი დაბალია. ამ კონტექსტში ხაზგასმით მინდა აღვ-ნიშნო: კონკურსის შედეგიანობას გან-საზღვრავს არა მონაწილეთა რაოდე-ნობა, არამედ მონაწილეთა პროფესი-ული ხარისხი. დიდი პროფესიონა-ლის დაინტერესება მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი პირობებით შეიძლება. ერთ მაგალითს მოვიყვან. პეტერბურ-გის მარინის თეატრის სცენური ნა-წილის გაფართოების პროექტზე სა-ერთაშორისო ღია კონკურსი გამო-ცხადდა. იმავდროულად 6 გამოჩე-ნილი არქიტექტორიც მოიწვიეს. მათ კონკურსში მონაწილეობისათვის 30 ათასი ევრო შესთავაზეს. ექვსიდან სამმა უარი განაცხადა. ერთ-ერთმა პირდაპირ სთქვა – გასამრჯელო მცი-რეაო, ორმა იმავე მიზეზით სთქვა უარი, მაგრამ ოფიციალურად უდრო-ობა მოიმიზეზა. კონკურსი შედეგია-ნი იქნება მხოლოდ ყველა ზემოთ აღნიშნული პირობების დაცვით. კონკურსბეის ჩატარების წესებისა და საერთაშორისო კონიუქტურის შესა-ხებ არა ერთი სტატია მაქვს გამოქ-ვეყნებული. მათი გაცნობა არ აწ-ყენდა არქიტექტურული სამსახურის მესვეურებს. ამ საქმეში არსებითი დახმარება შეუძლია არქიტექტორთა

კავშირს. კარგი იქნება არქიტექტუ-რის სამსახურში თუ ჩამოყალიბდება სპეციალური კონკურსების ჯგუფი. რაც შეეხება საბაგირო გზის სადგუ-რის კონკურსის ჩაშლას, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ პროფესიუ-ლი აზრი ამ ობიექტის წინააღმდეგია. არავის არ სურს გახდეს აბსურდის თანამონაწილე. მეორე, კონკურსის პირობები არ იყო შედგენილი არქი-ტექტუურლი კონკურსების საერთა-შორისო წესების შესაბამისად. მესამე, პრემიის, ისიც ერთის ოდენობა იყო მიზერული, ოდნავ მეტი, მინისტრე-ბის თვიური ხელფასების დანამატზე. როგორც სჩაანს ზოგიერთებს ჰგო-ნიათ კონკურსი ,,დაასხი დალიეა’’. არც ჟიური იწვევდა ნდობას, ვადები იყო უაღრესად მცირე – შესაბამისად, შედეგი ცუდი.

კორ.: თქვენ ზემოთ სთქვით, რომ ბატონ დ.ნარმანიას გააცანით თქვენი ხედვა ქალაქის არქიტექტურულ-ურ-ბანული პროცესის მართვის საკით-ხებზე, საზოგადოებასაც დიდად აინ-ტერესებს ეს პრობლემა, იქნებ ბო-ლოსდაბოლოს შეწყდეს განუკითხა-ობა და ქაოსი. როგორია თქვენი წი-ნადადება?

ვ.დ.: 1. ქალაქის განვითარების უპირველესი დოკუმენტია გენერა-ლური გეგმა, რომელიც მუდმივი განვითარებისა და სრულყოფის ობი-ექტია. დღევანდელი გენერალური გეგმის არსი მნიშვნელოვნად განსხ-ვავებულია ,,გეგმიური სახელმწი-ფოს’’ გენგეგმისაგან. არაფეი დაშავ-დება თუ კი პირობითად ვისარგებ-ლებთ ტერმინით ,,გენგეგმა’’. გენ-გეგმაზე მუშაობის დაყოვნების ყოვე-ლი დღე აძლიერებს არქიტექტუ-რულ-ურბანულ ქაოსს. აუცილებე-ლია დროულად ჩამოყალიბდეს გენ-

Page 256: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

256

გეგმის ინსტიტუტი ან დეპარტამენ-ტი. ის უნდა იყო ქალაქის ბიუჯეტზე მყოფი მუდმივი სტრუქტურა და არა დროებითი ,,გენგეგმის ჯგუფი’’. გენ-გეგმა ქალაქის კონსტიტუციაა, მისი უმთავრესი კანონი, ხოლო გენგეგმის ინსტიტუტი (დეპარტამენტი) ქალა-ქის ტვინი და გონი. მხოლოდ ამ წე-სით შეიძლება მერიას ქონდეს ზუს-ტი პასუხი და ალტერნატიული წი-ნადადებები ,,მოთხოვნაზე’’ ინვეს-ტორებისათვის, მხოლოდ ასე შეიძ-ლება საზოგადოებრივი აზრის და მოქალაქეთა პერმანენტული პრო-ტესტის დაშოშმინება.

2. საჭიროა არქიტექტურული სამსახურის სტრუქტურული სრულ-ყოფა, სახელწოდებიდან დაწყებული უფლებამოსილებათა სკრუპულოზუ-რი დაზუსტებით და გამიჯვნით. მე უპირატესობას ვანიჭებ დასახელებას – ,,ქალაქ თბილისის მთავარი არქი-ტექტორის სამსახური’’, ,,სამსახურის უფროსის’’ ნაცვლად – ,,მთავარი არქიტექტორი’’.

სტრუქტურა: მთავარი არქიტექ-ტორი. მთავარი არქიტექტორის პირ-ველი მოადგილე – არქიტექტორი, რომელიც პრაქტიკულად ანხორციე-ლებს მიღებულ გადაწყვეტილებებს, არქიტექტორ-ურბანისტი, რომლის უმთავრესი ფუნქცია იქნება გენგეგ-მის სამუშაოთა კოორდინაცია და მი-სი რეალიზაციის საკითხები, ურბა-ნული ალტერნატივების ბანკის შე-ქმნა, მოადგილე, არქიტექტორი ,,მთავარი მხატვარი’’, რომლის ფუნ-ქცია იქნება ქალაქის კეთილმოწყობა, ქალაქის ,,ავეჯი’’, მცირე არქიტექტუ-რა, გამწვანება, განათება, რეკლამა, მონუმენტები, მემორიალები, კოლო-რისტიკა და სხვა.

სამსახურის სტრუქტურული გან-ყოფილებები, ცალკე საკითხია.

მთავარი არქიტექტორი აუცი-ლებლად უნდა იყოს მერის მოად-გილის რანგში.

მთელი ეს ღონისძიებები წყალში იქნება გადაყრილი, თუ კი თანა-მდებობებზე არ იქნებიან შერჩეული მაღალი რანგის პროფესიონალები, ორგანიზატორები, ინიციატივიანი პიროვნებები. ,,კადრები წყვეტენ ყველაფერს’’.

3. აუცილებელია მერიას ქონდეს ახალ მშენებლობათა საექსპოზიციო დარბაზი. სასურველია ეს დარბაზი იყოს მერიაში, მის პირველ სარ-თულზე, დამოუკიდებელი შესასვ-ლელით. სასურველია არქიტექტუ-რულ-ურბანული საბჭოს სხდომების ამ სივრცეში ჩატარება. აქვე უნდა იყოს გამოფენილი გენერალური გეგ-მის ვიზუალური მასალა.

4. უნდა აღსდგეს პროექტების ექსპერტიზის სამსახური. ექსპერტი პასუხისმგებელია შედეგზე.

5. მერიამ, არქიტექტურის სამ-სახურმა არქიტექტურულ-ურბანუ-ლი პროცესი უნდა მართოს არქი-ტექტურულ-ურბანული საბჭოს მეშ-ვეობით. საბჭო, იმავდროულად უნ-და იყოს გენგეგმის დებულებების დაცვის გარანტი.

საბჭო უნდა იყოს კომპაქტური (9-11 სპეციალისტი).

საბჭოს შემადგენლობაში 2/3 უნდა იყვნენ არქიტექტორები და ურ-ბანისტები.

საბჭოს წევრობა უნდა იყოს ანაზღაურებადი.

საბჭოს წევრები უნდა იყვნენ დარგის უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტები.

Page 257: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

257

საბჭო თავისუფალი უნდა იყოს წვრილმანი, არა არსებითი, ყოფითი, წმინდა იურიდიული საკითხებისა-გან.

საბჭოს ყოველი წევრის პოზი-ცია აღინიშნება ოქმში და დასტურ-დება წევრის ხელმოწერით. ეს განა-პირობებს საბჭოს ყოველი წევრის პა-სუხისმგებლობას შედეგზე.

საბჭოს სხდომები უნდა ტარ-დებოდეს ღიად. მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ დასწრების უფლება, აზრის გამოთქმის უფლებაც. საბჭოს ჩატა-რების ადგილი უნდა იყოს მისაწვ-დომი.

მართალია, საბჭო დაკომპლექტ-დება ახალი წევრებით, მაგრამ სამ-წუხაროდ ის ძირითადად დაკავებუ-ლია კომპრომისების და დარღვევე-ბის დაკანონებით და იმ საკითხებით, რომლებიც სამსახურის პერსონალის პირდაპირი მოვალეობაა.

კორ.: დღეს მსოფლიოში ათასნა-ირი საპროტესტო მიტინგი იმართება, მაგრამ არ მახსენდება, რომ პარიზში, ლონდონში, ნიუ-იორკში, ბერლინში, ვენაში, პრაღაში ხალხი გამოდიოდეს მშენებლობის წინააღმდეგ. თბილის-ში კი ეს ჩვეულებრივი მოვლენაა – აპროტესტებენ იმელის რეკონსტრუქ-ციას, ვაკის პარკში მშენებლობას, ყო-ფილი ფსიქიატრიულის ტერიტორი-აზე საბინაო მშენებლობას, საბაგირო გზის მშენებლობას, ,,თბილისის პა-ნორამას’’ და სხვა და სხვა. რაშია საქმე?

ვ.დ.: ამ ქვეყნებს არ ჰყავდათ ისეთი კანონდარმღვევი ხელისუფ-ლება როგორიც საქართველოს, თბი-ლისს. ამ ქვეყნებში არსებობს არქი-ტექტურულ-ურბანული დისციპლი-ნა, კანონის უზენაესობა. თბილისს 30 წელია არა აქვს განვითარების

სტრატეგია, ქალაქის კონსტიტუცია ანუ გენგეგმა. ამისთვის არც ავტო-რიტარიზმის პერიოდის მერიას და არც მათ წინამორბედებს არ უზრუ-ნიათ. წინამორბედებს თანხები არ ქონდათ, სააკაშვილისთვის ამდაგვა-რი დოკუმენტის შექმნა ხელშემშლე-ლი იყო მერკანტილური მისწრაფე-ბების გზაზე. მათ არქიტექტურისა და მშენებლობის წარმართველი ყვე-ლა უწყება გააუქმეს, უმნიშვნელოვა-ნესი დარგი უთაოდ დასტოვეს. არ-ქიტექტურისა და მშენებლობის სამი-ნისტროში 400 მაღალი კვალიფიკაცი-ის სპეცალისტი საქმეებს ძლივს აუდიოდა. დღეს ის შეცვალა ეკონო-მიკის სამინისტროს 10 კაციანმა გან-ყოფილებამ. ამ სამინისტროსათვის არქიტექტურა გერია. ყოველივე ამან ურბანულ ქაოსთან ერთად არქიტექ-ტორების ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, საერთოდ კულტურუ-ლი სფეროდან დისტანცირება-გან-დევნა გამოიწვია. არქიტექტორები, დღეს, საბალახოდ მიშვებული ძრო-ხის მდგომარეობაში არიან. საბაზრო ეკონომიკა, კაპიტალი, ულმობელი და ადაუნდობელია. ის ყველაფერს წვავს თავის გზაზე. იქ, სადაც ქალა-ქის მესვეურები არ აღმოჩნდნენ თა-ვის სიმაღლეზე, კაპიტალმა ყველა ისტორიული ქალაქი გააჩანაგა. ნა-ხეთ, როგორ არის ათენის აკროპო-ლის ფერდობები მოშენებული, პარ-თენონი მხოლოდ ღამით წარმოჩინ-დება თავისი დიდებულობით. თბი-ლისში მსგავს გაუპატიურებელ ად-გილებს ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით. რომელმა დამპყრობელმა ჩაიდინა ისეთი საშინელება რასაც ადგილი აქვს სპორტის სასახლის ირგვლივ, მეცნიერებათა აკადემიის ყოფილ ტე-რიტორიაზე, მზიურში, რიყეზე, I სა-

Page 258: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

258

ჯარო სკოლის უკან, დამუწუკებუ-ლია პრეზიდენტის სასახლის ფერ-დობი, კუსტარული და სტიქიურია თბილისში დასავლეთიდან შემოსას-ვლელი გზატკეცილი, ასეთივეა აეროპორტის გზატკეცილი, არ დარჩა არც ერთი სკვერი სადაც შენობა არ ჩააკვეხეს და სხვა. ყველა ეს უმს-გავსობა – დანაშაული სანქციონირე-ბული იყო თბილისის მერიის მიერ. მათ სრული კონტროლი ქონდათ დაწესებული პროცესზე, ფანჯარას ვერ გაჭრიდი ავჭალაში საკუთარ სა-კარმიდამო სახლში, რაც გვაფიქრე-ბინებს, რომ ყველა ამ დანაშაულის უკან ჩინოვნიკების ფინანსური ინტე-რესები იდგა. თმები ყალყზე გიდ-გება, როდესაც ტელევიზიიდან ისმენ წინა ხელისუფლების ნარჩენებისგან მოწოდებას კანონიერებისკენ. არქი-ტექტურულ-ურბანული პროცესის

რეგულირება, ისტორიული უბნების გადარჩენა, შესაძლებელია მხოლოდ სწორი სტრატეგიით და კანონის უზენაესობით. არ არსებობს კაპიტა-ლის, ფულის მომრევი ძალა. კაპი-ტალი და საზოგადოების ინტერესები არ არიან სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებულნი. მათ შეუძლიათ მშვიდობიანი თანაარსებობა. ეს მოა-ხერხა პარიზმა, პრაღამ, ვენამ, ბალ-ტიისპირეთის დედაქალაქებმა, მრა-ვალმა ისტორიულმა ქალაქმა. საჭი-როა ქალაქს ქონდეს გონივრული ალ-ტერნატივები, სწორი შეთავაზებები, ეს კი არ წყდება თანამდებობის პირ-თა კაბინეტებში, არამედ პროფესიო-ნალთა ეთობლივი მცდელობით. და-უშვებელია ინვესტორთა ინტერესე-ბის პრიმატი ქვეყნის და საზოგადო-ების ინტერესებზე, რაც ბოლო წლე-ბის მთავარი ტენდენცია იყო.

ვახტანგ დავითაია სპარტაკ ქობულია

Page 259: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

259

რ ე ც ე ნ ზ ი ა

badri cxadaZe

სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური პარადიგმებისა და დილემების შუაგულში

რეცენზია პროფ. იგორ კვესელავას წიგნზე:

,,საქართველოს სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური პარადიგმები და დილემები’’, თბ., 2014

ქართველი მეცნიერები (სოციო-ლოგები, პოლიტოლოგები, იურისტ-სამართალდამცველები, ფილოსოფო-სები, კულტუროლოგები და სხვ.) მთელი სიგრძე-სიგანით ხედავენ და განიხილავენ როგორც მსოფლიო პრობლემატიკას, ისე საკუთარი ქვეყ-ნის განვითარების პერიპეტიებს, სა-ხელმწიფოს მოწყობის ადაპტირე-ბულ, ნაცად თუ სრულიად ცინცხალ ორიგინალურ თეორიულ და პრაქ-ტიკულ მოდელებს.

ქართველ ექსპერტთა შორის, თა-ვისი განსწავლულობით და მოვლე-ნებისადმი დამოკიდებულებით, გან-საკუთრებული ადგილი უჭირავს სტუ-ს პროფესორს, ისტორიკოსსა და პოლიტოლოგს ბატონ იგორ კვესე-ლავას, რომლის ახლახანს გამოცე-მულმა წიგნმა ,,საქართველოს სახელ-მწიფოებრივ-პოლიტიკური პარადიგ-მები და დილემები’’ (გამომცემლობა ,,უნივერსალი’’, თბ., 2014, გვ. 1-152) უმალ მიიპყრო სამეცნიერო და პო-ლიტიკური წრეების ყურადღება.

ი. კვესელავას მონოგრაფიის რე-დაქტორები არიან სტუ-ს პროფესო-რები პროფ. რ. მიშველაძე, პროფ. ჯ. გახოკიძე, პროფ. მ. პაპაშვილი, ხოლო რეცენზეტები პროფ. ა. სონღულა-შვილი, პროფ. ე. გვენეტაძე, პროფ. ზ. კვეტენაძე. მონოგრაფიული გამო-კვლევის რედაქტორთა და რეცენზენ-ტთა სიუხვე გამოწვეულია საკვლევი თემის დიაპაზონით _ იურისპრუ-დენციის, კულტუროლოგიის, ფი-ლოლოგიის, პოლიტიკა-პოლიტო-ლოგიის, დიპლომატიის მრავალფე-როვნებით.

საქართველოს პოლიტიკურ ის-ტორიას მონოგრაფიულად იშვიათად თუ შეჰხებია ვინმე, სწორედ ეს არის ამ წიგნის ერთ-ერთი ღირსება, რო-მელსაც ჩვენი ქვეყნის თანამედროვე პოლიტიკური ყოფის გაცნობიერები-სათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამა-ზე მიუთითებენ წიგნის რედაქტო-რებიც. ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ პოლიტიკური თვალსაწიერით დანა-ხული საქართველოს პრობლემატი-

Page 260: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

260

კაზე რაც უფრო მეტი წიგნი და გა-მოკვლევა დაიწერება, მით უკეთესი, რადგან ახალფეხადგმული ქართუ-ლი სახელმწიფოს პოლიტიკურ ორი-ენტირებში გარკვევა სპეციალისტისა და თითოეული მოქალაქისათვის აუცილებელია. უნდა ვიცოდეთ: თა-ნამედროვე გლობალიზაციისა და გა-მოწვევების პირობებში ვინ ვართ და საით მივდივართ, როგორ ჩავერთოთ ევრო და სხვა სტრუქტურებში ისე, რომ სახელმწიფოს ეროვნული ინტე-რესები არ დაზიანდეს.

თუ როგორ ვიყავით ორიენტი-რებულნი წინა საუკუნეებში, ამის შესახებ მოგვითხრობს მონოგრაფიის პირველი თავი: ,,დავითიზმის’’ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პარა-დიგმა და დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ორიენტაციის პრობ-ლემა’’ (გვ. 7-25), რომელშიც გამოკვე-თილია ,,დიდი მფარველის ძიების უარყოფა და ,,ჯვრისა და მახვილის’’ პარადიგმა. ამ უკანასკნელის შესახებ ქართველ მწერლებსაც გაუმახვილე-ბიათ ყურადღება, მაგალითად, აკაკი წერეთელს, რომელმაც პოემა ,,გორგა-სლანში’’ ხმალი და ჯვარი საგან-გებოდ გამოარჩია. ჯვრის მატარებ-ლად თამარ მეფე დასახა, ხოლო ხალხისთვის დიდების მიმნიჭებლად ვახტანგ გორგასალი. მან ვახტანგს ანდერძი დააწერინა, რომ ყველა მე-ფეს ხმლის გასაძლიერებლად სწო-რედ ისეთი აღზრდა უნდა მიეღო, რომელმაც თავად მას აგრერიგად არგო. ეს ანდერძი თამარ მეფემდე მოვიდა და ქალმა _ ხელმწიფემ ვახ-ტანგის ნაანდერძევს თავისებურად უერთგულა: ,,მეფემ მახვილი, მოსაგერებლად, დავით სოსლანსა, ქმარს, გადაჰკიდა; თვითონ სთესავდა კეთილს

საერთოდ და ერთი ასად ჯვარითა მკიდა’’ (იხ. ა. წერეთელი, გორგასლანი. იხ. ა. წერეთელი, რჩეული ნაწარმოებები ხუთ ტომად, ტ. II, პოემები, დრამა-ტული ნაწერები ლექსად, თბ., 1989).

ხმლისა და ჯვრის ერთიანობა ჩვენი ერის წარმატებულობის და თვითგადარჩენის წინაპირობად მი-იჩნია გრ. რობაქიძემაც, რომელმაც აკაკი წერეთლის ეს თეზა წარმატე-ბულად გამოიყენა თავის შემოქმედე-ბასა და პუბლიცისტიკაშიც, სადაც არაერთი პასაჟი მიუძღვნა. ქართულ-მა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ჯვარისა და ხმლის ერთიანობის ბა-ლანსი ჩვენი ეროვნული ინტერესე-ბის სამსახურში ჰარმონიულად ჩაა-ყენა. ამან საშუალება მისცა საერო ხე-ლისუფლებას ტრადიციული ფასეუ-ლობების დაცვით და ახალი მო-თხოვნების გათვალისწინებით ეღვა-წათ და ემსახურათ.

მეზობელ სახელმწიფოებთან ურ-თიერთობის კუთხით საინტერესოა ი. კვესელავას შეხედულებები და გა-მოთქმული მოსაზრებები. გამოვარ-ჩევთ მის შეფასებას საქართველოს სახელმწიფოებრიობის შესახებ. მისი აზრით, ,,სომხებისაგან განსხვავებით, ქართველებს ამა თუ იმ ფორმით ყოველთვის ჰქონდათ სახელმწიფო-ებრიობა და შესაბამისად, შესაძლებე-ლია ვილაპარაკოთ ქართველთა სა-ხელმწიფოებრივ მოდელზე, რომე-ლიც ეთნოსთა სტერეოტიპის ცვლი-ლებების მიუხედავად, საუკუნეების განმავლობაში არ შეცვლილა, ან ძა-ლიან ცოტათი შეიცვალა’’ (გვ. 30). მკვლევარს თავისი თვალსაზრისის გასამყარებლად მოჰყავს VI საუკუნის ცნობილი კოლხი ორატორის აიეტის მსჯელობა ქვეყნის პოლიტიკური

Page 261: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

261

ორიენტაციის შესახებ: ,,მე ვისურვებ-დი, კოლხეთს დაბრუნებოდეს ძველი ძლიერება და და არ დასჭირვებოდეს უცხო ქვეყნების დახმარება; და სავ-სებით დამოუკიდებელი იყოს მშვი-დობისას და ომიანობის ჟამსაც..., მაგ-რამ რადგან დროთა მდინარებით ანდა ბედის ტრიალით, ეგებ ორივეს გამოც, ისე დავუძლურდით, რომ სხვებს უნდა დავემორჩილოთ, ყვე-ლაზე გონივრულად მიმაჩნია, იმის ნებას დავყვეთ, ვინც უფრო ზომიე-რია და სამართლიანი და ვინც არას-დროს ღალატობს თავისი მოკავში-რეების მეგობრობას’’.

ეს გაუხუნარი ისტორიული სიტ-ყვა _ ისტორიული პოლიტიკური აზროვნების უწყვეტობაა, რომელიც, ჩვენი აზრით, დღესაც ასაზრდოებს ქართულ პოლიტიკას, იგი უნდა იყოს ჩვენი ფუნდამენტური ხედვა სამო-მავლოდაც.

პროფ. ი. კვესელავას მონოგრაფი-აში სკრუპულოზურად შესწავლილია ქართული სახელმწიფოებრივ-პოლი-ტიკური მოდელი მაჰმადიანურ სამ-ყაროსთან მიმართებით (გვ. 31-37), ასევე ქართული სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური იერსახე მეფის რუსე-თისა და საბჭოთა იმპერის დროს (გვ. 38-46). ცალკე ქვეთავები ეთმობა სა-ქართველოს პირველი დამოუკიდე-ბელი რესპუბლიკის სახელმწიფოებ-რივ-პოლიტიკურ ორიენტაციას (გვ. 47-57), დამოუკიდებელი საქართვე-ლოს პოსტსაბჭოურ გზას _ სახელმ-წიფოებრივ-პოლიტიკურ მოდელს (გვ. 58-67).

მკვლევარი მწვავედ წარმოაჩენს ისედაც მწვავე და ჩვენს ქვეყანაში ჯერარგანელებული ,,მიშიზმის’’ სა-შინაო და საგარეო სახელმწიფოებ-რივ-პოლიტიკურ იდეოლოგიას (გვ.

68-99), იმ დანაშაულებრივი პოლი-ტიკური მართვის რეციდივებს, ,,უსა-მართლო’’ სასამართლოსა და სამარ-თლის ფონზე, რომლის შედეგებსაც, სამწუხაროდ, ახლაც ვიმკით. ი. კვე-სელავა გამოკვეთს პოლიტიკური მართვის იმ უმთავრეს სტილსაც, რო-მელსაც ,,მე მჭირდება ორი გვამი, მომიტანეთ ეს ორი გვამი. პრემია დიდია’’-ს პრინციპი შეიძლება ვუ-წოდოთ, რომელზეც აღმოცენებულია სახელმწიფო მოღვაწეთა და პოლი-ტიკოსთა ოთხი ტიპი: 1. იცის, რომ იცის; 2. იცის, მაგრამ არ იცის, რომ იცის; 3. არ იცის და იცის, რომ არ იციას; 4. არ იცის, მაგრამ დარწმუნებულია, რომ იცის’’.

მართებულია მეცნიერ-პოლიტო-ლოგის დასკვნა, რომ: ,,ნაციონალურ-მა მოძრაობამ ვერ გაითავისა ერის ლიდერის როლი, ვერ გაიცნობიერა, რომ ის ბარიკადებზე შემდგარი რა-დიკალური მოძრაობა კი არ იყო, არა-მედ მმართველი პარტია, რომელსაც გამოცდები უნდა ჩაებარებინა ერის წინაშე, რის გამოც ვერ მოხერხდა ეროვნული კონსოლიდაციის მიღწე-ვა’’ (გვ. 79). სწორედ ამიტომაც შეარ-ქვა პროფ. ი. კვესელავამ საქართვე-ლოში ნაციონალური მოძრაობის 9-წლიან მმართველობას ,,ჟამიანობის ცხრა წელი’’.

ბატონი იგორი, როგორც მეცნიე-რი, მეისტორიე და ჟამთააღმწერელი პირუთვნელად წარმოაჩენს იმ ცხრა-წლიანი გაუსაძლისი ყოფის პრაქტი-კულ შედეგებს, ქართველი ნაციონალ _ ,,ოკეანედალეულების’’ პოლიტი-კურ კრახს, რომელთაც ეროვნული და ქვეყნის მართვის მუხტი ბოლომ-დე ისე დაელიათ (ამ ზმნური სიტყ-ვის ყოველგვარი მნიშვნელობით),

Page 262: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

262

რომ გონს ახლაც ვერ მოსულან, თუ რა ჩაიდინეს. ,,სინდისის გარდა ყვე-ლაფერი უნდა გაიყიდოს’’ (კ. ბენდუ-ქიძე) სლოგანი დამღუპველი აღმოჩნ-და ჩვენი ახალბედა სახელმწიფოს რეფორმატორულ გზაზე.

შავბნელი გვირაბის ბოლოს შუქი მაინც გამოჩნდა: ქვეყანას ერთგვარ შვებად წარმოუჩნდა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნე-ბი, რის შედეგად სახელმწიფო სათა-ვეში მოვიდა პოლიტიკური კოალი-ცია ,,ქართული ოცნება’’, რომელიც, ბატონი იგორის ხატოვანი შედარე-ბით, ,,იმ თვითმფრინავს ჰგავს, რო-მელიც აფრინდა და იცის, სად უნდა დაეშვას, განსხვავებით ნაციონალუ-რი მოძრაობის იმ თვითმფრინავისა-გან, რომელიც 9 წელი ცაში დაეხეტე-ბოდა და არ იცოდა, სად უნდა და-ფრენილიყო’’ (გვ. 117).

ყოველივე ამაში კი პატივცემული მკვლევარი, ქართველ ხალხთან ერ-თად, ხედავს ბიძინა ივანიშვილის განუზომელ წვლილსაც, რომლის მოღვაწეობის პოლიტიკური და კულ-ტურული პარადიგმა ამოუწურავია.

ამ წიგნში არის მხილებაც და წარმატების აღნუსხვაც, მსჯელობა და ანალიზი, შეფასება და სამომავლო მოქმედებების წარმატებით დაგვირ-გვინების დიდი იმედი.

ბატონი იგორ კვესელავას შეფასე-ბით: ,,გავა ჟამი, დაიკეცება ოცდამე-ერთე საუკუნე და სხვა საუკუნეებიც. საქართველო გახდება ძლიერი, ერ-თიანი და აყვავებული ქვეყანა. ქართ-ველები მოიგონებენ დავით აღმაშე-ნებელს, ილია ჭავჭავაძეს, ზვიად გამ-სახურდიას, ბიძინა ივანიშვილს...

ქართველებს მამულიშვილებს რა გამოულევთ.

ჭეშმარიტად. პროფ. ი. კვესელავას წიგნი თა-

ნაბრად დააინტერესებს ყოველივე ,,ისტისა’’ და ,,კრატის’’ ან ,,უისტო’’ და ,,უკრატო’ ქართველს, მკვლევარსა თუ რიგით მოქალაქეს.

უახლესი ქართული პოლიტიკუ-რი ლიტერატურის თაროზე ბატონ იგორ კვესელავას მონოგრაფია გა-მორჩეულ და გაუხუნარ ადგილს დაიჭერს.

Page 263: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

263

badri cxadaZe

ქართველური სახელების ბრუნების პარადიგმა

დღევანდელი საქართველო თა-ვისი კუთხეებითურთ ქართველთა თვთთშეგნებამ, ეროვნულმა ცნობიე-რებამ, საერთო გენეტიკურმა კოდმა, ერთიანმა ხედვამ, ეთნოყოფითმა თვალსაწიერმა შემოგვინახა. ამ მხრივ არაერთი ისტორიული პასაჟი თუ პა-რალელი შეგვიძლია მოვიყვანოთ. მარტო წარმართული, წინარექრის-ტიანული ეპოქის სახელმწიფო მოღ-ვაწეთა ქუჯისა და მეფე ფარნავაზის დასახელება რად ღირს!

სხვადასხვა დიალექტზე მოლაპა-რაკე ქართველ ეთნოსს მეფე ფარნა-ვაზმა ქართული ანბანი, სახელმწიფო და სალიტერატურო ,,ენაჲ ქართუ-ლი’’ შეუქმნა. როგორც ვიცით, მსოფ-ლიოში ნებისმიერ ერ-ტომთა სახელ-მწიფო და სალიტერატურო ენა ერთ-გვარად ხელოვნურია, კოინეა. მიუხე-დავად ამისა, ათასწლეულების გან-მავლობაში ქართული ენა, ქართვე-ლური ენები თავიანთი დიალექტე-ბითურთ დღემდე ვითარდება და ახალ-ხალ ნიუანსობრივ გამომსახვე-ლობით იერ-სახესა და მორფოლოგი-ურ-სინტაქსურ კატეგორიებს იძენს.

სპეციალისტებისათვის ცნობი-ლია, რომ ნებისმიერ ენაში არსებობს მუდმივი და ცვლადი კატეგორიები. ქართველურ ენებში (ქართული, სვა-ნური, მეგრულ-ჭანური ანუ კოლხუ-რი) ზმნა ანუ შემასმენელი მუდმივი კატეგორიაა, მას ემორჩილება თითქ-

მის ყველა მთავარი მეტყველების ნა-წილი, თვით ქვემდებარეც კი. სწო-რედ ამიტომაც ჰქვია მას შემასმენელი (=დამსმენი, დამბეზღებელი, ,,ჩამშვე-ბი’’), ხოლო სუბიექტს _ ქვემდებარე (=ზმნის ქვეშ მდებარე). მართალია, ანტონ კათალიკოსის მიერ უცხოური (ევროპული) ენებიდან გადმოღებუ-ლი ეს კალკირებული ტერმინები დღეს პირვანდელივით ბგერობრი-ვად და შინაარსეულად კარგად არ ჟღერს, მაგრამ ისინი სიღრმისეულად მაინც გამოხატავენ ურთიერთშორის მორფოლოგიურ და სინტაქსურ და-მოკიდებულებას _ ქართველური ენე-ბის შინაგან ბუნებას. ასე რომ, ქართ-ველურ წინადადებაში წამყვანი ზმნაა _ ზმნა წინადადების ბირთვია (შდრ. საპირისპიროდ ინგლისური ენა, სა-დაც ზმნა სახელთან შედარებით ძა-ლიან სუსტია).

ქართველურმა სახელებმა, რო-გორც საზოგადო, ისე საკუთარმა, ბრუნებისა და ფორმაწარმოების

თვალსაზრისით დიდი ხანია მიიქცია ქართველი და უცხოელი გრამატიკო-სების ყურადღება (ა. ზ. შანშოვანი, ა. ბაგრატიონი (კათალიკოსი), გაიოზ რექტორი, დ. კარიჭაშვილი, მ. კელენ-ჯერიძე, ა. ბენაშვილი, მ. ბროსე, ა. ცა-გარელი, მ. ჯანაშვილი, პ. კვიცარიძე, მ. ყიფიანი, ს. ხუნდაძე, ჰ. შუხჰარდ-თი, ი. ქართველიშვილი, თ. ჟორდა-ნია, ნ. მარი, გ. დეეტერსი, ა. შანიძე,

Page 264: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

264

ი. ყიფშიძე, ვ. თოფურია, არნ. ჩიქო-ბავა, ჰ. ფენრიხი და სხვ.), მაგრამ მი-უხედავად მკვლევართა მრავალმხ-რივი ძალისხმევისა, ქართველური ზმნა და სახელი სრულყოფილად ჯერ კიდევ შესწავლილი არაა. მარ-თალია, უხვად გვაქვს ქართველური ენის გრამატიკები, ცალკეული ნაშ-რომები (ნ. მარის, არნ. ჩიქობავას, ვ. თოფურიას, ი. ყიფშიძის, მ. ბრი-ერის, გ. მაჭავარიანის, თ. გამყრელი-ძის, კ. დონდუას, კ. დანელიას, ნ. აბე-საძის, გ. კლიმოვის, ა. დავითიანის, ა. ონიანის, ლ. კვაჭაძის, შ. ბერიძის, ე. ბაბუნაშვილის, რ. ღამბაშიძის, თ. შა-რაძენიძის, ი. ჩანტლაძის, შ. აფრიდო-ნიძის, ა. ლომთაძის, გ. ნებიერიძის, ალ. ფოცხიშვილის, გ. როგავას, ქ. ლომთათიძის, მ. ქალდანის, ო. ქაჯა-იას, გ. კარტოზიას, თ. უთურგაიძის, ჰ. ფოგტის, ზ. ჭუმბურიძის, არ. მარ-ტიროსოვის, ს. ჩხენკელის, ი. ცერცვა-ძის, ი. იმნაიშვილის, ბ. ჯორბენაძის, ზ. სარჯველაძის, გ. გოგოლაშვილის, ო. მიქიაშვილის, ლ. პალმაიტის, კ. ფხაკაძის, კ. გაბუნიას, თ. გვანცელა-ძის, ტ. ფუტკარაძის, გ. ღვინეფა-ძის...), მაგრამ ეს მეცნიერული გრა-მატიკები და ცალკეული ნაშრომები ავტორთა პიროვნული კვლევის შე-დეგებზეა დაფუძნებული, რომლებ-შიც ყველა საკითხი თანაბრად გა-შუქებული არაა. შეიძლება ითქვას, საზოგადოების განვითარების დღე-ვანდელ ეტაპზე მეცნიერული გრა-მატიკული ლიტერატურა ,,კერძოო-ბითი ხასიათისაა’’ და ვერ პასუხობს მასობრივი მკითხველის დაკვეთას.

მაგალითად, ზოგი ენათმეცნიერი ისე გაიტაცა კერძოობითმა კვლევამ, რომ სახელის ბრუნვის რაოდენობა 15-მდე აიყვანა, ხოლო ა. შანიძისეუ-ლი ზმნის უღლების მწკრივები ერ-თიორად გაზარდა. არადა, საზოგა-

დოებას, წიგნის დღევანდელი მომხ-მარებელს _ ენის შემსწავლელთ _ ქართველური ენების გრამატიკების გამარტივებული სახით შექმნა და მიწოდება სჭირდება.

სწორედ ამ ხარვეზის ერთ-ერთი ცდაა სოხუმის სახელმწიფო უნივერ-სიტეტის პროფესორის, ქართველური ენების მკვლევრის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ცნობილი ენათმეცნიერის ანტონ კიზირიას მო-წაფის, ქართველოლოგ მერაბ ნაჭყე-ბიას ბოლოდროინდელი მონოგრაფი-ები: 1. ,,სახელის ბრუნების პარადი-გმა მეგრულ-ლაზურში’’ (გამომც. ,,უნივერსალი’’, თბ., 2009, გვ. 166, რე-დაქტორი რ. შეროზია), 2. ,,ქართვე-ლური სახელის ბრუნების პარადი-გმა’’ (გამომც. ,,მერიდიანი’’, თბ., 2012, გვ. 368, რედაქტორი მ. ჩუხუა). პირ-ველ, ზემოდასახელებულ, წიგნში, არ-სებულ თვალსაზრისთა შეჯერებით, განხილულია მეგრულ-ლაზური სა-ხელის ფორმაცვალებისა და ფუნქცი-ონირების ისეთი კარდინალური სა-კითხები, როგორიც გახლავთ: ბრუნ-ვათა რაოდენობა და რიგი, ბრუნვათა წარმოება, ბრუნვის ნიშნები და მათი გენეზისი, თავისებური (მეორეული) ბრუნვები, თანდებულიანი ბრუნვე-ბი, მსაზღვრელის ურთიერთობა სა-ზღვრულთან, მრავლობითი რიცხვის წარმოება და მრავლობითის მაწარმო-ებელ ბოლოსართთა გენეზისი. პროფ. მ. ნაჭყებიას ზემოდასახელებული, 2012 წელს გამოქვეყნებული, მონო-გრაფია ყურადღებას იქცევს ასევე აპრობირებული და კარდინალური საკითხების წინ წამოწევით, სადაც გამორჩეული ადგილი უჭირავს ქარ-თული სახელმწიფო ენის ფუნქციო-ნირებას, ქართველური სახელის ბრუნების პარადიგმის შესწავლის ის-ტორიას, ქართული გრამატიკული

Page 265: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

265

აზრის ჩასახვის წინაპირობებს მისი

განვითარებიდან დღემდე. მონოგრა-ფიაში ყოველივე ეს მოწოდებულია ქრონოლოგიის სრული თანამიმდევ-რობით. აქ განხილულია ქართველუ-რი სახელების ფორმაწარმოება-ფორ-მაცვალებისა და ფუნქციონირების ისეთი საკითხები, როგორიცაა: ბრუნ-ვათა რაოდენობა და რიგი, ბრუნვათა წარმოება, ბრუნვის ნიშნები და მათი გენეზისი და სხვ.

კვლევის შედარებითმა ანალიზმა პროფ. მ. ნაჭყებია იმ დასკვნამდე მი-იყვანა, რომ დასახელებულ ენობრივ კონტინუუმებში ბრუნვათა სისტემა (როგორც ბრუნვის ნიშნები, ისე ბრუ-ნების პროცესი), აგრეთვე სახელთა (არსებითი, ზედსართავი, რიცხვითი ნაცვალი) წარმოება და ფუნქციონირე-ბა თვისობრივად ერთგვაროვანია.

ცალკეულ ქვესისტემებში არსებული თავისებურებები მეორეულ, გვიან-დელ მოვლენად სახელდება. მონოგ-რაფიით ირკვევა, რომ სახელის წარ-მოებასთან დაკავშირებით მეგრულ-ლაზურ-სვანურში არ შეიმჩნევა არც ერთი ისეთი მოვლენა, რომელიც ქარ-თულ სამწერლობო ენასა და მის დია-ლექტებში არ იყოს დადასტურებული.

მსოფლიოში მიმდინარე კატაკ-ლიზმების, კრიზისისა და დილემე-ბის _ ახალი გამოწვევების ფონზე დღეს ზოგიერთი მკვლევარი, ,,პოლი-ტიკურად რეგიონალისტ-სეპარატის-ტი’’ _ მავანი რუსეთუმე თუ ხედვა-აზროვნებით ოკეანისგაღმელი’’ სხვა-გვარად (მრუდ სარკეში) განიხილავს ქართველური ენების სოციოლინგვი-სტურ მახასიათებლებს, მათ სინქრო-ნიულ-დიაქრონიულ დეფინიციას. მ. ნაჭყებიას კვლევისას არც ეს გამორჩე-ნია. მისი კვლევის შედეგად მტკიც-

დება, რომ ქართველური ტომებისა-თვის ისტორიულად ყოველთვის ძი-რითადი საურთიერთო-საეკლესიო ენა ქართული იყო.

მართალია, ორივე წიგნი მკვლე-ვარ-სპეციალისტთა და მაგისტრანტ-დოქტორანტებისთვისაა განკუთვნი-ლი, მაგრამ, დარწმუნებული ვართ, მათ დიდი ინტერესით გაეცნობიან ჰუმანიტარული დარგებში მომუშავე სხვა სპეციალისტებიც.

ზემო დასახელებულ სარეცენ-ზიო პირველ წიგნს (რომელიც 7 თა-ვისაგან შედგება) და მეორე 17-თა-ვიან მონოგრაფიას, სამწუხაროდ, არ ერთვის უცხოურენოვანი რეზიუმეე-ბი. როგორც ჩანს, მ. ნაჭყებიას მო-ნოგრაფიები მხოლოდ ქართველური ენის მცოდნე მკითხველისთვის არის განკუთვნილი. მიუხედავად ამ შე-ნიშვნისა, ორივე მონოგრაფია უზა-დოა და ახალი სიტყვაა ქართულ ენათმეცნიერებაში, საერთოდ ქართ-ველოლოგიაში. ორივე გამოკვლევა კუთვნილ ადგილს დაიჭერს კავკასი-ოლოგიისა და ქართველოლოგიის წიგნის თაროებზე და მოექცევა ქარ-თველოლოგი მკვლევრის მეცნიე-რულ თვალსაწიერში.

ახლა საჭიროა მოდერნიზებული სასწავლო დანიშნულების (არამეცნი-ერული) ცალკეული ქართველური ენის გრამატიკების (ქართული ენის გრამატიკა, ლაზურის (ჭანური ენის) გრამატიკა, მეგრული ენის გრამატი-კა, სვანური ენის გრამატიკა) შექმნა, რომელთაც ელოდება დამწყები ქართ-ველოლოგი, უცხოელი თუ ქართვე-ლი სტუდენტი. ვფიქრობთ, ჩვენი ენათმეცნიერები ამ ამოცანასაც თავს ღირსეულად გაართმევენ.

Page 266: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

266

murman TavdiSvili

მწერლის მრავალმხრივი პორტრეტი

არ შეიძლება, არ დავეთანხმოთ ცნობილ მწერალსა და მეცნიერს ავთანდილ ნიკოლეიშვილს, რომე-ლიც პირდაპირ აცხადებს: ,,დღეს-დღეობით... როცა ლიტერატურული კრიტიკა ფაქტობრივად ფუნქციადა-კარგულ ჟანრად იქცა, ამ ურთულეს და უმადურ საქმეს მხოლოდ რამ-დენიმე პროფესიონალი თუღა ემსა-ხურება. იური ბიბილეიშვილი ერთ-ერთი მათგანია, შემოქმედებითი აქ-ტიურობით გამორჩეული კრიტიკო-სი, რომელიც მაღალი პროფესიონა-ლიზმით აღბეჭდილი თავისი ლიტე-რატურული წერილებით სისტემა-ტურად ეხმიანება ჩვენს მწერლობაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლე-ნებს’’.

იური ბიბილეიშვილი _ ამ სა-ხელის ხსენებაზე ბათუმი, შავი ზღვა და მისი სანაპიროს თბილი და ალერსიანი ბუნება წამომაგონდება ხოლმე. ასევე თბილი, რბილი, კეთი-ლი დამოკიდებულება აქვს ამ კაცს ნებისმიერი მწერლის მიმართ; ყოვე-ლი მათგანი ახსოვს, მათზე ფიქრობს და ზრუნავს; ამ მომხიბლავი, გულის მომნადირებელი თვისებით გამორჩე-ულ ღიმილიან პიროვნებას თითქოს-და კრიტიკოსისათვის საჭირო სი-მედგრე, სიმკაცრე და ობიექტურობა უნდა აკლდეს. ოღონდ ასე სულაც არაა. მისი სამეცნიერო და კრიტი-კული ტექსტები სწორედ საპირის-პიროს გვიდასტურებს: ეს არის სი-ზუსტე, სიღრმისეული განსჯა, ობიექ-

ტური შეფასებები და, როგორც შედე-გი, ისეთი წიგნების შექმნა, რომლე-ბიც ლიტერატურის ისტორიასა და კრიტიკას აუცილებლად სჭირდება.

სწორედ აღნიშნულის დასტურია მონოგრაფია ,,ოტია იოსელიანის მხა-ტვრული სამყარო’’ (2011).

ავტორი საფუძვლიანად გასცნო-ბია თანამედროვე მწერლობის დი-დოსტატის ნაღვაწს და მაღალპრო-ფესიულად წარმოუჩენია მისი მნიშვ-ნელობა უახლესი ლიტერატურისათ-ვის. ასე მივიღეთ პირველი სრულ-მასშტაბიანი მონოგრაფიული გამოკ-ვლევა ოტია იოსელიანზე.

აქვე მკითხველის ყურადღებას საგანგებოდ მივაქცევ ერთ საგუ-ლისხმიერო ფაქტს: აკად. ა. ნიკოლე-იშვილი მიუთითებს: ,,ბატონი იურის მეცნიერული ნაშრომებისადმი, რომ-ლებიც სხვადასხვა დროს დაიბეჭდა ,,განთიადისა’’ და ,,ჭოროხის’’ ფურც-ლებზე, თავად მწერალიც ხშირად გა-მოხატავდა ხოლმე სათანადო ინტე-რესს. ეს რომ ასე იყო, ამის დასტუ-რად აქ თუნდაც იმის აღნიშვნა იქნება საკმარისი, მონოგრაფიის ცალკეული ნაწილები მწერალმა ბოლო დროს გა-მოცემულ თავის რამდენიმე წიგნსაც დაურთო წინასიტყვაობის (ტომი I) და ბოლოსიტყვაობის (ტომი II) სა-ხით; თუ გავითვალისწინებთ იმ მწვავედ კრიტიკულ პოზიციას, რასაც ბატონი ოტია ანალოგიური სახის კვლევების მიმართ ავლენდა ხოლმე არცთუ იშვიათად, იური ბიბილეი-

Page 267: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

267

შვილი მონოგრაფიისადმი მისი ამ-გვარი დამოკიდებულება აშკარად უნდა მივიჩნიოთ მკვლევრის მიერ გაწეული მრავალწლიანი შრომის პო-ზიტიური შეფასების გამოხატულე-ბად’’.

საკმაოდ ორიგინალურია ავტო-რის კვლევის მეთოდი: მწერლის ცხოვრების გზას იგი გვიჩვენებს ოტია იოსელიანისავე მოგონებებზე (,,ჩემი ასავალ-დასავალი’’) დაყრდ-ნობით. იური ბიბილეიშვილი ერთობ გერგილიანად ირჯება: ჯერ ერთი, მწერლისეული მოგონებების მეოხე-ბით გვითვალსაჩინოებს მის საინტე-რესო ბიოგრაფიას, ცხოვრებისეულ ეკლეან გზას, რათა უფრო იოლად ჩავწვდეთ პროზაიკოსის მხატვრულ სამყაროს, იდეათა წარმომავლობას; მეორეც, იმავე მოგონებებს მეცნიე-რულად იხილავს და იკვლევს, გამო-ყოფს მთავარსა და მეორეხარისხო-ვანს, დაეძებს მიზეზშედეგობრივ კავშირებს; მთავარი დასკვნა კი, გვგონია, ეგ გახლავთ: ,,ჩემი ასავალ-დასავალი’’ სცილდება ერთი მწერ-ლის ბიოგრაფიის საზღვრებს და XX საუკუნის სამოცდაათი წლის მან-ძილზე ქართული სინამდვილის ის-ტორიულ, პოლიტიკურ, ეკონომი-კურ, სოციალურ, ზნეობრივ და ესთე-ტიკურ ასპექტთა მხატვრულ ასახვას წარმოადგენს’’ (8).

ამის შემდეგ კი ნაჩვენებია აღ-ნიშნული სიტყვა-დასკვნების სისწო-რე კონკრეტულ ფაქტთა და არგუ-მენტთა მოხმობით (9-54).

მწერლის ბიოგრაფიული ეპიზო-დები იზოლირებულად როდია გან-მარტებული: ნაჩვენებია ის მხატვრუ-ლი საშუალებანი, რომლებიც მწერ-ლის ინდივიდუალობას ქმნის და სათანადო პარალელები მოხმობილია ნოველებიდან, მოთხრობებიდან, სტატიებიდან, რომანებიდან. ამით

იქმნება შთაბეჭდილება, რომ მემუა-რი არ არის ცალკე მცურავი აისბერ-გი. ის მთელი ერთიანი მხატვრული სამყაროს ტიპური ნაწილია. აქ საუ-ბარია და საგანგებოდ გამოკვეთილია მწერლის სიბრძნე (განხილულია აფორიზმები); დიალოგი მკითხველ-თა, საკუთარ თავთან; გამოვლენილია მხატვრული აზროვნების ტიპოლო-გიური მოდელი; ირონია და იუმორი; იან ამონ კომენსკის მედლის კავა-ლერი იური ბიბილეიშვილი საგანგე-ბოდ გამოყოფს იმ პედაგოგიკურ იდეებს, რომელთაც ასხივებს პოეტი-სა და პროზაიკოსის მემუარებიცა და მთელი შემოქმედება; გამოყოფილია მათი გამოსახვის ხერხები, მომაჯა-დოებელი ცნება-ტერმინები (25-26); აქვე გამოვლენილია გაზვიადების ხერხი, ფიზიკური პორტრეტი, ფსი-ქიკურ-ფიზიკური პორტრეტი, სო-ციალური მხარე, სიტყვიერ-სემანტი-კური ძიებები, სიტყვათქმნადობა, იმერიზმები...

მეორე წერილი _ ,,ადამიანურ შე-საძლებლობათა უსაზღვროება’’ _ გა-ნიხილავს რომან ,,ვარსკვლავთცვენა-სა’’ და ცალკეულ პროზაულ ქმნილე-ბებს (55). ცენტრალური ყოვლისმომ-ცველი დებადი ასეთია: ,,ვარსკვ-ლავთცვენა’’ დიდი ომის მეტაფორაა (56). შემდეგ კი ხდება ამ დებულების დასაბუთება. აღსანიშნავია: აქ შესულ მცირე ფორმის ტექსტებზე საუბრისას ავტორი შესანიშნავად მსჯელობს ნო-ველისა და მოთხრობის განსხვავება-ზე, მათ არსზე (62-63). ყოველი მნიშვ-ნელოვანი მწერალი თავიდან უნებუ-რად აფართოებს ამა თუ იმ სიტყვის სემანტიკურ ველს. ასეა ოტია იოსე-ლიანთანაც. ეს კრიტიკოსს მხედვე-ლობიდან არ გამორჩენია და მოჰყავს სათანადო მაგალითები (82-84).

არ შეიძლება არ დავეთანხმოთ მკვლევარს, როცა ამ ძიებების დროს

Page 268: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

268

ასე აცხადებს: ,,მხატვრული ნაწარ-მოების შემეცნებით ღირებულებას სამანები არა აქვს. მხატვრული ნაწარ-მოები თავისი ესთეტიკური ღირებუ-ლებებით სიხარულს უნდა ანიჭებ-დეს მკითხველს და, ამავე დროს, თანაბარი ძალით გონებასაც უნდა უნათებდეს’’ (87). აქაც, ისე როგორც წინა თავში, გამოყოფილია კონკრე-ტული მხატვრული ხერხები და საშუალებანი, მოყვანილია მრავალი მაგალითი და ნაჩვენებია, თუ რა ქმნის ოტია იოსელიანის განუმეორე-ბელ ინდივიდუალურ მხატვრულ სტილს (95-103).

ოტია იოსელიანი ილიასა და აკაკის ლიტერატურული მეთოდის მემკვიდრე და გამგრძელებელია. კრიტიკული პათოსი მისი თითქმის ყველა ქმნილების არსია. ამიტომ მე-სამე ნაკვეთი _ ,,მხილებისა და განს-ჯის ხელოვნება’’ _ ერთობ მნიშვნე-ლოვანი კონცეპტუალური ნაშრომია. მკვლევრის აზრით, მხილება და განსჯა მწერლის მხატვრული სტრა-ტეგია გახლავთ (105). სანიმუშოდ განხილულია რომანი ,,იყო ერთი ქალი’’. შემდეგ ამ თვალსაზრისით არის გააზრებული არაერთი მოთხ-რობა და ნოველა.

,არა კაც კლა’’ _ მეოთხე ნაკვეთი _ ეხება ომებსა და სისხლისღვრას. ბუნებრივია, ქართველი მწერალი, როგორც ყველა ერის ჰუმანისტი კალმოსანი, ებრძვის ამ დუხჭირ მოვ-ლენას, ოღონდ საკითხავია, რა ხერ-ხებით, რა მიდგომებით? აი, ამის გარ-კვევა უკისრია კრიტიკოსს. საინტე-რესოა დაკვირვება: ,,ოტია იოსელია-ნის ბადალი მწერლები ცხოვრებას ფეხდაფეხ კი არ მიჰყვებიან ან მკითხველის გვერდით კი არ მიაბი-ჯებენ, როგორც ეს მასის მწერლები-სათვისაა დამახასიათებელი, არამედ წინ უსწრებენ ცხოვრებას და მომავ-

ლიდან აფასებენ მოვლენებს. ოტია იოსელიანი ლიდერი მწერლის ტი-პია’’ (130).

ამის შემდეგ მოდის ამ თეზისის განამდვილება და დაკონკრეტება, მეტყველი საბუთებით მისი დადას-ტურება. აქაც მკვლევარი გამოყოფს მწერლური ინდივიდუალობის შემქმ-ნელ მხატვრულ საშუალებებს (ალუ-ზია, ალიტერაცია, იდიომი, მეტაფო-რა, შედარება, ფრაზეოლოგია, ამოჩე-მებული სიტყვები, იმერიზმი...).

,,ცხოვრების სიბრძნე’’ (მეხუთე ნაკვეთი) იკვლევს მწერლის მეხუთე ტომის ტექსტებს და ავტორი მათ ახლა მითითებული თვალსაზრისით აკვირდება. ამგვარი ტიპის ნაკვლევი იმით არის კარგი, რომ მსჯელობა საგნობრივია, კონკრეტული და მხატ-ვრული ფაქტები, ხერხები _ საგანგე-ბოდ გამოკვეთილი, ხოლო ,,ჰუმანის-ტი მწერლის მხატვრული თვალსაზ-რისი’’ იკვლევს რომანს ,,შავი და ცის-ფერი მდინარე’’, ,,ნათელი სამყარო’’ _ საყმაწვილო თხზულებებს. აქ კრი-ტიკოსმა დაამტკიცა, რომ პროზაი-კოსი ყმაწვილთათვისაც ისევე წერს, როგორც მოზრდილთათვის, ოღონდ უფრო უკეთესად. წიგნში ცალკეა გა-მოკვეთილი ,,ოტია იოსელიანის დრამატურგია’’, ხოლო შემოქმედის პოეზიას ეძღვნება ,,პოეტური სიტყ-ვის მადლი’’. საგულისხმოა ამ მონაკ-ვეთის დასასრული: ,,ოტია იოსელია-ნის ,,სიშორით სიახლოვე’’ მრავალ-მხრივი შემოქმედის მაღალნიჭიერე-ბის საუკეთესო ნიშანსვეტია. ამ სვე-ტის ოქროს ქიმიდან შუქი და სითბო ეფინება მკითხველის სულს’’ (325).

ასე პოეტურად და სახიერად მთავრდება წიგნი.

ვულოცავთ ძვირფას იური ბიბი-ლეიშვილს ამ ერთი მკვიდრი აგურის ჩადებას ეროვნული მწერლობის ის-ტორიის კედლებში.

Page 269: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

269

რედაქციისაგან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, მწერლისა და პუბლიცისტის, სალიტერატურო-სამეცნიერო ჟურნალ ,,პარალელის’’ თანარედაქტორის, ჟურნალისტ ბადრი ცხადაძის წინათქმა ,,ჯუმბერ ლეჟავა _ ქართული ლეგენდა’’ 2013 წლის 21 დეკემბერს დაიწერა. ბატონი ბ. ცხადაძე ჯუმბერ ლეჟავას ,,მოგზაურობათა 50-ტომეულის რედაქტორი გახლავთ. მის მიერ შარშან და წელს ბატონ ჯუმბერთან ერთად მომზადდა ამ სერიული ქართულ-გერმანული გამოცემის ოთხი ტომი. სამწუხაროდ, მოულოდნელად, ბატონი ჯუმბერ ლეჟავა 2014 წლის ივნისში გარდაიცვალა.

გთავაზობთ პროფ. ბ. ცხადაძის წინათქმას, რომელიც ჯ. ლეჟავას 50-ტომეულის თითოეულ წიგნს უნდა დართვოდა

ჯუმბერ ლეჟავა _ ქართული ლეგენდა მსოფლიოს მრავალი მოგზაური ჰყოლია: გემით, ნავით, აქლემით,

ცხენით... მავალი და აჰა, მეოცე საუკუნის მიწურულს გამოჩნდა პიროვნება, კაცი _ ორგზის მკვდრეთით აღდგენილი (ორ კლინიკურ სიკვდილს გადა-ტანილი, 4,5 ნაწლავამოჭრილი...), რომლის განზრახვა და მიზანი ჯერ სიკვდი-ლის დამარცხება და მოზეიმე სიცოცხლე, ხოლო შემდეგ ჩანაფიქრის _ მთელი მსოფლიოს ველოსიპედით შემოვლა იყო. ეს ველომოგზაურობა არ იყო ია-ვარდებით მოფენილი. ადვილი არაა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გზატ-კეცილზე ათიათასობით მანქანებს შორის ველოსიპედზე ამხედრებული ან გაუვალ ტალახში ზურგზე ველოსიპედმოკიდებულის, ზოგ ოთხფეხა თუ ზოგ-ჯერ ორფეხა მხეცებს შორის წინსვლა. ინჟინერ-ველომოგზაურმა, რეკორდების წვიმაში გამობრძმედილმა, უტეხმა ნებამ ჰომეროსის ოდისევსივით, შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნის’’ გმირ ავთანდილივით დაძლია ყველა ხიფა-თი დაბრკოლება და 3333-დღიანი ველომოგზაურობის წარმატებით გასრუ-ლების შემდეგ შინ მშვიდობით დაუბრუნდა ოჯახს, სამეგობროს, სამსახურს, სამშობლოს. ფათერაკიან გზებზე რა არ გადახდენია მას _ შესანიშნავი მასპინძ-ლობის პარალელურად (მისი მასპინძელი სხვადასხვა ქვეყანაში იყო ქართ-ველი, სომეხი, ებრაელი, ინდოელი, გერმანელი...) მუხთლობა და ღალატი ქარ-თველი და არაქართველი (სომეხი, აზიელი, აფრიკელი...), კაცისა, ოფიციალუ-რი პირებისaგან, ბოროტი ადამიანებისაგან...

ერთ-ერთი ინდური ბრძნული შეგონება გვამცნობს: ,,შუა გზაზე გაწოლილ გველს გამვლელ-გამომვლელნი სცემდნენ. ერთმა გამვლელმა უთხრა: _ არ გირჩევნია გზიდან გადახვიდე და გამვლელს გზა გაუთავისუფლოო? გველმა მიუგო: _ გზაზე იმიტომ ვწევარ, რომ გავიგო, ვინ კეთილია და ვინ _ ბო-როტიო’’.

Page 270: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

270

ჯუმბერ ლეჟავა თავის ბობოქარ ცხოვრებას _ სათავგადასავლო მატიანეს, რომლის გამოცემა სერიულად _ 50 ტომად არის განზრახული, შეულამაზებ-ლად, პირუთვნელად გადმოგვცემს _ თუ როგორი იყო ამა თუ იმ ქვეყნისა თუ ხალხის, პირისა თუ პიროვნების, პოლიციელისა და მესაზღვრის, სპეცსამსა-ხურების დამოკიდებულებას მარტოხელა მოგზაურისადმი _ ველოსიპედი რამდენჯერ ჩამოართვეს, დაუმალეს, მოჰპარეს ან აწვალეს, ქვაც ესროლეს, მოწამლეს და დაჰპანღურეს. აი, ასეთი გულახდილი მონათხრობით შევყავართ მოგზაურს თავის სათავგადასავლო სამყაროში, სადაც ობიექტურად, მისხალ-მისხალ, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე აგვიწერს ქვეყნებისა და სახელმ-წიფოების კლიმატს, ღირსშესანიშნაობებს, ეთნორეალიებს, კულტურულ მემკვიდრეობას, თითოეულ ფაქტსა თუ შემთხვევას. მოგზაურული და მწერ-ლური ნიჭის გარდა, გულახდილობა, ფაქტის შეულამაზებლად გადმოცემა დიდ ღირსებას ჰმატებს ამ წიგნს, მის ავტორს და საერთოდ, ასეთი ტიპის ნაწარმოებს. ამასთან დაკავშირებით დავიმოწმებთ დიდი ქართველი კლასი-კოსი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას გერმანიაში თავსგადახდენილ ამბავს. ბატონ კონსტანტინეს სწავლის მიზნით გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში რკინიგზის ბაქანზე ჩასულს გაზეთის გამყიდველი (,,მეგაზეთე’’) დაუნახავს და დამტვრეული გერმანულით უთქვამს _ ესა და ეს გაზეთი მომყიდეო. გამყიდ-ველს კი პანღური უთავაზებია, თან ასე დაუყოლებია: _ ,,წადი, ჯერ გერმა-ნული ისწავლეო’’... სიწრფელე, გულახდილობა, უშუალობა და მიუკიბავი თხრობა ერთიორად ზრდის ჯ. ლეჟავას ამ ,,ოდისეას’’ _ მკითხველი ვერ წყვეტს კითხვას _ სად გაჩერდეს, სად, რა ეპოზიდის თხრობისას შეასვენოს თვალი.

რეკორდებისა და მოგზაურობის წიგნში აისახა მეორე მსოფლიო ომის პე-რიპეტიები და მისდროინდელი თბილისი, ბავშვობის წლები, ბავშვური ცე-ტობა, საბავშვო თამაშობანი, სკოლა და მასწავლებლები, ,,საბჭოთა ყოფის’’ ადამიანის ავი და კარგი, საბჭოთა კავშირისა და ტოტალური რეჟიმის დაშლა, წიგნის ავტორის ეროვნულ მოძრაობაში ჩართვა. ჩვენ წინ ცოცხლდება საქართველოს დამოუკიდებლობის გზაზე შემდგარი ქვეყნის სურათები, თით-ქოს ახლაც ჩაგვესმის ცალკეულ პოლიტიკოსთა მცდარი და მერყევი ეროვ-ნული ნაბიჯების ხმა, რომლის ექო თითოეულში ახლაც არამარტო მედიტა-ციურ ჭვრეტას იწვევს....

წიგნი განკუთვნილია ყველა ასაკისა და ეროვნების მკითხველისათვის, ტურისტების, მოგზაურების, ეთნოგრაფის, ისტორიკოსის, გეოგრაფიის... სპეციალისტებისათვის, ფართო მკითხველი საზოგადოებისათვის...

ველომოგზაურის წიგნი გვასწავლის, თუ რატომ უნდა იცოცხლო ამ ქვეყნად, რა და როგორ აკეთო, როგორ უნდა ძლიო საკუთარ თავს, სისუსტეს, უძლურებას, სენს, ბოროტებას...

სტილური რედაქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,

კავკასიის ხალხთა მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი

ბადრი ცხადაძე 21. 12. 2013 წ.

Page 271: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

271

თარგმანი

sanitiro nakamura იაპონელი მწერალი (დაიბადა 1918 წ.) ავტორი ცნობილი მოთხრობისა

,,გზა ტაძრისაკენ”. მის შემოქმედებაში შეინიშნება, რაღაც ამოუხსნელი იდუ-მალება, ეს კი ძალიან იშვიათი და ძლიერ არსებითი მხარეა მისი მხატვრული შემოქმედებისა.

მას გამოქვეყნებული აქვს რომანები: ,,სიკვდილის საფარქვეშ” (1946 წ), ,,სიონის ქალიშვილები” (1948 წ), ,,სიყვარულისა და სიკვდილის ღმერთი” (1950 წ). პიესების კრებული, ლექსები და ლიტერატურულ-კრიტიკული ესეები. რუსულ ენაზე თარგმნილია მისი ორი მოთხრობა ,,გაცოცხლებული შიში” და ,,შორეულ წარსულში” 1960-1970 წწ. კრებულში ,,იაპონური ნოველა”. იაპონელი კრიტიკოსები მას თვლიან დასავლური მიმართულების მწერლად, თუმცა იმავდროულად ღრმად იაპონელ მწერლად მიიჩნევა.

ს. ნაკამურა ომის შემდგომ თაობის მწერალთა ჯგუფს მიეკუთვნება, მის შემოქმედებისთვის ნიშანდობლივია იმედგაცრუება წარსულის იდეალებში, რაც დაკავშირებულია იაპონიის არმიის მარცხთან მეორე მსოფლიო ომში და იმ გამოხდომებთან, რაც ადამიანების მოუწყობელ, არაკომფორტულ არსებო-ბითაა განპირობებული.

გზა ტაძრისაკენ იაპონია XX ს.

_ დედა სად მივდივართ? _ შეეკითხა გოგონა დედას. _ მამასთან ერთად მივდივართ – უპასუხა დედამ. _ მამა, სად მივდივართ? – ახლა მამას შეეკითხა გოგონა და თან ცდილობ-

და მისთვის სახეში ჩაეხედა, ლამაზი და გულუბრიყვილო თვალებით. _ სად, სად? – არ ცხრებოდა გოგონა. _ ერთ ძალიან კარგ ადგილას,- მშვიდად უპასუხა დედამ გაჯიუტებულ

პატარას. სწრაფად გადახედა მკაცრად მდუმარე ქმარს. გოგონამ ნება მისცა მშობლებს კვლავინდებურად ხელჩაკიდებული ეტარებინათ ის ხალხმრავალ ქუჩაში. ჯერ არასოდეს გამოუყვანიათ ის სახლიდან ასე გვიან. ყველაფერი ახალი იყო მისთვის, ის მიაბიჯებდა დედასთან და მამასთან ერთად, თან მა-ღაზიის განათებულ ვიტრინებს ათვალიერებდა. თუკი განათებულ შუქს რო-მელიმე გამვლელი ჩამოეფარებოდა, გოგონა ყელს მოიღერებდა რომ წუთითაც არ გამორჩენოდა გასაოცარი სანახაობა. აი, მან კვლავინდებურად ამოიღო ხმა.

Page 272: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

272

_ დედა, მშია! მამამ გაბრაზებით სახით გადახედა ქალიშვილს. _ ახლა ამის დრო არ არის! – უთხრა მან დედას გაღიზიანებული ტონით,

რომელშიც ნათლად ისმოდა ,,გაათამამე, შენ ქალიშვილი, საერთოდ არ იცის, სად, როგორ მოიქცეს’’. გოგონამ იგრძნო მამის სიტყვებში გაღიზიანებული ტო-ნი და შეებრალა დედა. მან ატირებული სახით დაუძახა დედას, დედამ კი ჩათ-ვალა, რომ შვილი შიმშილისაგან ტიროდა.

_ უნდა ვაჭამოთ ბავშვს. საბრალოს მოშივდა ძალიან! შემრიგებლური ტო-ნით თქვა დედამ და მოკრძალებით გადახედა ქმარს.

_ კარგი. აი, საფუნთუშე, უყიდე მას რამე – მამა გაჩერდა და წყნარად დაუ-მატა: _ ჰკითხე მათ, იქნებ იციან სასახლისკენ გზა, თან სწრაფად გადახედა გო-გონას, რომ დარწმუნებულიყო, გაიგო თუ არა გოგონამ სიტყვა ,,ტაძარი’’. გო-გონამ გაიგო. ისინი მიდიან რომელიღაც ტაძარში, მაგრამ არ სურდა მშობლე-ბისათვის შეემჩნევინებინა, რომ ყველაფერი გაიგონა, თავი მოიკატუნა, თით-ქოს ქუჩაში რაღაც სანახაობამ გაიტაცა... იქ, სამნი შევიდნენ, სანამ დედა ყიდუ-ლობდა ფუნთუშას, მამამ ხმამაღლა დაჰკითხა გამყიდველი. გოგონამ გაიგონა, თუ როგორ წარმოთქვა მამის ბაგეებმა სიტყვა ,,ტაძარი’’.

_ რა კარგი ბავშვია – წარმოთქვა მოლარემ – რამდენი წლის ხარ გოგონი? _ ხუთის, – უპასუხა გოგონამ და რატომღაც უცებ შეიშმუშნა, დედას მიეკ-

რა მთელი სხეულით. ოჯახი ისევ ქუჩაში გამოვიდა. _ საერთოდ ერთი რამ გასაგებია – თქვა მამამ და გაჩერდა შუა ტროტუარზე

– უნდა ვიაროთ პირდაპირ და მხოლოდ შუქნიშანთან მარცხნივ შევუხვიოთ. _ ჩქარა მაინც ვიაროთ, თორემ უკვე ბნელდება. – თქვა დედამ. _ სად გვეჩქარება ახლა უკვე სულერთია ყველაფერი – საყვედურით

შეედავა მამა. _ დედა მწყურია! – წამოიწყო ისევ გოგონამ. _ აქვე კუთხეში პარკია, იქ ფანტანი იყო, მახსოვს, იქ დალევ. – გამოეპასუხა

მამა. ისინი შევიდნენ პატარა სკვერში და იქ, გრძელ სკამზე ჩამოსხდნენ.

გოგონამ იგრძნო, რომ სულაც არ შიოდა, მაგრამ დედა რომ არ შეწუხებულიყო ფუნთუშას ციცქნიდა.

_ ჩქარა არ ჭამო, კარგად აღზრდილი გოგონები ასე არ იქცევიან – გაუწყრა მამა, მაგრამ ჩანდა, რომ მისი გონება სულ სხვაგან ჰქროდა.

_ მე მგონი მაინც სულ ტყუილად წამოვიყვანეთ ჩვენ ბავშვი. – თქვა დე-დამ.

_ მე ხომ გეუბნებოდი დილით, მოდი, ბებიასთან დავტოვით-მეთქი. –უპა-სუხა გაბრაზებულმა მამამ და გაჩუმდა. მერე ისევ ხმადაბლა დაუმატა – შეხე-დე, ერთი სულ ჩამობნელდა უკვე. ყველა ფანჯრებში შუქი აანთეს, თუ დღეს ვერ ვიპოვით იმ ადგილს, მაშინ რა? – იკითხა დედამ.

_ მთელი ღამე უნდა ვიაროთ – მოუჭრა მამამ – მაგრამ რა ვუყოთ ბავშვს? გოგონამ გაიგონა დედის შეკითხვა და ჭირვეულად თქვა: _ დედა, და-

ვიღალე!

Page 273: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

273

_ ბავშვი დილის ექვსი საათიდან ფეხზეა. აი, უკვე ზეზეულად ეძინება, სულ მისუსტებულია; დედამ გოგონა მუხლებზე დაისვა და მოეხვია. გოგონამ თვალები მოჭუტა, თავი მოიმძინარა და საღამოს სინათლის ციაგი აუთამაშდა მოხუჭულ ქუთუთოებში; თეთრად, მწვანედ და წითლად.

_ არაფერია ჩვენ რომ სახლი ასე მივატოვეთ? - წაიჩურჩულა დედამ. _ კარგი. ეშმაკსაც წაუღია სახლი, ჩვენ უკვე იქ არ დავბრუნდებით. – ისევ

გაღიზიანებით წაისისინა მამამ. _ ჩემი საქარგავი სასტუმრო ოთახში დარჩა. თითქოსდა არც ესმოდა, ისე

განაგრძო დედამ. _ ოჰო, ეს კიდევ რა არის? ნახე შარვლის ჯიბეში გასაღები მაქვს ჩარჩენი-

ლი. ეს მთელი უსარგებლო ხარახურა – სანაგვე ორმოში! – თორემ ვერასოდეს ვერ მივაგნებთ ტაძარს. გასაღები წკრიალით დაენარცხა ფონტანს.

გოგონას გაახსენდა რომ დაავიწყდა წყლის დალევა, მაგრამ თვალის გახე-ლა არ შეიძლებოდა, დედა მამასთან მაშინვე შეწყვეტდა საუბარს. იგი თავს იმძინარებდა და ამ მოჩვენება-მოჩვენებაში ნამდვილად ჩაეძინა. როდესაც თვა-ლები გაახილა გოგონამ დაინახა, რომ თეთრად შეღებილ უცნობ ოთახში იმყოფებოდა. ოთახი ძალიან ნათელი იყო.

_ ეს ტაძარია, არა? – იკითხა მან. _ რაა? – გაბრაზდა მამა _ როგორ გაბედე უფროსების საუბრისთვის ჩუმად

ყურის მიგდება? _ იგი უკვე პატარა არ არის – ჩაერთო დედა საუბარში. _ უკეთესია, თუ

მას ყველაფერს მოვუთხროთ. _ ადექი. დედა ჩაგაცმევს – მამა პირსაბანთან მივიდა, რომელიც ოთახის

კუთხეში იყო მოთავსებული და წვერის პარსვას შეუდგა. დედამ გოგონა ფეხზე დააყენა. ზურგზე კაბის ღილებს უბნევდა, თან უხს-

ნიდა: _ ეს ჯერ კიდევ არ არის ტაძარი. მის საძებრად ჩვენ ახლა წავალთ! გო-

გონას გაეხარდა. მას ჩააცვეს მისი ყველაზე საყვარელი კაბა. ბედნიერებაა, მთელი დღე ისეირნო მამასთან და დედასთან ერთად. და-

იღლები და მათ ხელებში დაისვენებ. ,,ასე ხომ კარგია? ნეტა ტაძრის ძებნა ცოტათი გაჭიანურდებოდეს”. ნაშუადღევს ოჯახი მთავარ გზაზე გავიდა, სა-დაც განუწყვეტლივ ერთმანეთის მიყოლებით, გრუხუნით, ხმაურით, მოტო-რის გუგუნით გარბოდნენ მძიმე სატვირთო ავტომანქანები. ფეხით მოსიარუ-ლეები აქ თითქმის არ იყვნენ.

_ ეს ხომ ქალაქგარეა, საყვარელო, - აღელვებულმა თქვა დედამ. _ ნამდვილად. ციხე-დარბაზი კი ქალაქის შუაგულში უნდა იყოს. _ გუშინ შენ, საფუნთუშეში ნამდვილად გითხრეს, მარცხნივ მოუხვიეთო? _ რა თქმა უნდა, მარცხნივ. შეიძლება ჩვენ სხვა შუქნიშანთან მოვუხვიეთ –

მამამ ნაღვლიანად დაიწყო ხელები გულზე და ჩაფიქრდა. გოგონამ შეხედა თავის წითელ ფეხსაცმელებს და უცებ შეენანა, ისინი

ისეთი დამტვერილი იყვნენ... _ რა გაეწყობა, უკან უნდა დავბრუნდეთ – გადაწყვიტა ბოლოსდაბოლოს

მამამ და პირველმა თვითონ გააბიჯა უკუმიმართულებით. დედამ გოგონა

Page 274: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

274

ხელში აიყვანა და მას უკან მიჰყვა. მამა ჩქარა მიდიოდა და რაღაცას თავისთვის გაუგებრად ცხვირში დუდღუნებდა. დედა დაძაბული ფიქრობდა თავისთვის და ცდილობდა არ ჩამორჩენილიყო. გოგონა ჯერ მორჩილად მიჰყვებოდა დედას, შემდეგ კი გაჩერდა და თქვა:

_ მეტი სიარული აღარ მინდა! _ შეჩერდი, მოგვიცადე! – უყვირა დედამ მამას ნაკვალევში რომ ვერ

წამოეწია. იგი შემობრუნდა და მხრები აიჩეჩა: _ რას მოუხერხებ შენ მას? ხმა უჩვეულოდ წყნარი ჰქონდა. და გოგონას ეს არ მოეწონა რატომღაც. უკეთესია იგი რომ ჰყვიროდეს – გაიფიქრა მან.

_ აიყვანე ბავშვი ხელში! – უბრძანა მამამ და დედამ ხმის ამოუღებლად მორჩილად აიტაცა ბავშვი და წამოეწია მას. არ ლაპარაკობდნენ, მხარდამხარ მიდიოდნენ. ქალი თანდათან ჩამორჩა მამას, მაშინ მამამ გოგონა მხრებზე დაისვა.

_ ამბობენ ტაძარი, ჩამავალი მზის ოქროსფერ სხივებში იძირება და ზღაპ-რულად ლამაზია – ნამდვილად დასავლეთით უნდა ვიაროთ? – მყუდროება ისევ მამამ დაარღვია და ერთ-ერთ ქუჩაზე შეუხვია. გოგონას თვალწინ ცეცხლისფერი, წითელი ბურთი აუკიაფდა და იგი შეიშმუშნა, თვალები მოეჭრა აუტანელი შუქისაგან, მას მალე მამის მხრებზე ჩაეძინა. როდესაც გოგონამ თვალები გაახილა, უკვე დედის ხელებში იყო და ბინდდებოდა. მამა იჯდა ქვის კიბის საფეხურზე, რომელიც ჩაკეტილი კარიბჭისკენ მიდიოდა.

_ ისევ მარცხი და უიღბლობა. – მიუბრუნდა მამა მის წინ მდგომ დედას, _ მე კი მჯეროდა, რომ ჩვენ სწორ გზას ვადექით. ახლა ისევ ჩიხი..

_ არა უშავს. – შეეცადა დედა მის გამხნევებას. – ჩვენ ვიპოვით ტაძარს, ჩვენ ხომ უკვე მეტი არაფერი გვრჩება.

_ მე შენ სულ მთლად გაგტანჯე – გაუგებრად ბუტბუტებდა მამა. _ არ იფიქრო ამაზე, ჯობია კიდევ ერთხელ ყველაფერი კარგად მოვიფიქ-

როთ. აქამდე ჩვენ ვიყავით ძალიან დაუფიქრებლები. მამა ნელა წამოდგა ფეხზე და ასფალტზე დააფურთხა – ჩვენ არა გვაქვს

რუკა! – წარმოთქვა მან. თითქოს ხმამაღლა მსჯელობდა, _ არა, არ იქნება ტაძარი არც რუკაზე; მაგრამ ჩვენ გვაქვს თავისუფალი ნება.

_ თუკი ძალიან მოვისურვებთ სურვილი აუცილებლად აგვისრულდება, თუნდაც ამას მთელი ცხოვრება დასჭირდეს. – განაგრძობდა ქმრის დასამშვი-დებლად ცოლი. ……

_ ეს მართალია რა თქმა უნდა, მართალია, შენ გაიხსენე, როცა ჩვენ დაქორ-წინება გადავწყვიტეთ ზუსტად ასე იყო. აქ ლაპარაკში გოგონა ჩაერია.

_ მაგრამ სანამ თქვენ დაქორწინდებოდით, თქვენც იყავით მამა და დედა? _ მშობლებმა ერთმანეთს გადახედეს და გაიცინეს. _ ჩვენ ვიყავით ბავშვები – უპასუხა მამამ. _ მე ვინ ვიყავი? – ისევ იკითხა ბავშვმა. _ შენ ჯერ არ იყავი დაბადებული. _ აბა, მე ვინ ვიყავი დაბადებული თუ არ ვიყავი? _ მამამ არ იცოდა, რა

ეპასუხა და დედას შეხედა. ამ დროს პატარა კარიდან ფანრით ხელში გამოჩნდა ახალგაზრდა მამაკაცი, ის მივიდა მამასთან და ყურში რაღაც უჩურჩულა. დე-

Page 275: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

275

დამ, შეშფოთებულმა მიიკრა გოგონა გულთან. მამას სახე გაუნათდა. ლაპარაკი უცნობთან უფრო გამოცოცხლდა. მერე ამოიღო პიჯაკის უკანა ჯიბიდან კონ-ვერტი და ახალგაზრდა მამაკაცს გადასცა. მამაკაცი მივიდა ქუჩის ფარანთან ახლოს და გადათვლა დაიწყო, მამაკაცი დედასთან დაბრუნდა და სიხარულით განაცხადა:

_ ეს კაცი მიგვიყვანს ჩვენ ტაძრამდე! _ მართლა მიგვიყვანს? – იკითხა შეშფოთებულმა დედამ. უნდოდ

უყურებდა უცნობს, მაგრამ ის შემობრუნდა და გაუღიმა მას. _ ნუ სწუხდებით, ქალბატონო, მე ბევრჯერ გამიცილებია იქამდე სხვებიც,

ისეთებიც როგორიც თქვენ ხართ! – მერე ჩემი მადლობელი იქნებით და ამას ფულის გულისთვის სულაც არ ვაკეთებ, რომ იცოდეთ!

_ ასეა თუ ისე, აქ ჩვენ სამუდამოდ ვერ ვიტრიალებთ – თქვა მამამ – მივენდოთ მას და წავიდეთ წინ!

ახალგაზრდა მამაკაცი წინ წაუძღვა ოჯახს. ისინი დიდხანს დაეხეტებოდნენ ვიწრო შესახვევებში, უკაცრიელ ქუჩებში,

განსაკუთრებით ბნელ ადგილებში გამცილებელი ჯიბის ფარანს ანათებდა. იქ მხოლოდ წლის ამ დროს შეიძლება მოხვედრა – ყველაზე საუკეთესო სეზონია და თან იქ, ახლა ადგილებია რამდენიც გენებოს. ცოტა ხალხმა იცის ტაძრის შესახებ, ხოლო იქ რეკლამებით არავინ არაა დაკავებული. ასე რომ ჩემნაირი გამცილებლის გარეშე თქვენ ვერაფერს გახდებოდით. ახალგაზრდა მამაკაცი მთელი გზა არ გაჩუმებულა. მისი მხიარული დაჯერებული ხმის მოსმენით დედა ცოტაოდენი აფორიაქდა.

_ მე თავს უხერხულად ვგრძნობ, ასე რომ გამოვიყურები – უთხრა მან გამცილებელს.

_ არაფერია საბოდიშო, იქ არავინ აქცევს ყურადღებას თუ რა გაცვია. მე კიდევ ცოტა რეკომენდაციას მოგცემთ მის შესახებ. მე იქ ყველას ვიცნობ, ჩათ-ვალეთ რომ თქვენ გაგიმართლათ. ისეთი გამცილებლის გარეშე, როგორიც მე ვარ, ამ ღამით ფონს ვერ გახვიდოდით, ასეთ გზაზე ღამით ვერაფერს ვერ იპო-ვიდით. – იკვეხნიდა მამაკაცი – აი, უკვე თითქმის მოვედით. აქ მომიცადეთ, მე წავალ და მოველაპარაკები – განაცხადა ნახევარხმით გამცილებელმა, როცა ისინი აღმოჩნდნენ რომელიღაც ამაღლებული გორაკის ძირას, მის მისად-გომებზე. ზევით ყველაფერი შავად გამოიყურებოდა, არაფერი ჩანდა. გოგონა და მისი მშობლები იდგნენ შემაღლებულზე და უყურებდნენ გორაკზე ამავალ გამცილებლის ზურგს. უცებ იგი შემოტრიალდა – აი, რას მოგცემთ მე თქვენ – ჩემს ფარანს. როცა ზევით სინათლე აინთება ეს ნიშანი იქნება თქვენთვის – ამოსვლის დროა. მე თქვენ იქ დაგხვდებით. მე უფარანოდაც შემიძლია იქამდე ასვლა. გზა ნაცნობია! – ხმამაღლა იყვირა გამცილებელმა და დაიწყო გორაკის ბილიკზე დაშვება. მამა წავიდა მის შესახვედრად და ფარანი გამოართვა. შემ-დეგ ოჯახი დიდხანს ელოდა სიბნელეში დათქმულ ნიშანს. ღამის მყუდროე-ბაში ის მშვიდი ატმოსფერო თავდაჯერებულობისა, რომელსაც ქმნიდა გამცი-ლებელი მამაკაცის მხიარული ყბედობა, თანდათან გაქრა და მის ნაცვლად მოვიდა ცუდი წინათგრძნობა.

_ ნეტავი ყველაფერი წესრიგშია? – ჩაიჩურჩულა დედამ.

Page 276: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

276

_ არ ვიცი, მოდი ცოტა კიდევ დავუცადოთ. – უპასუხა მამამ და გატანჯუ-ლი თვალებით შეხედა ღამეულ წყვდიადს. – მე მას მივეცი ჩვენი ფულის ნა-ხევარზე მეტი.

_ ოჰ, ღმერთო ჩემო! – საცოდავად ამოიოხრა დედამ. დედის ყვირილით შეშინებულმა გოგონამ, თვალები ოდნავ გაახილა,

ზეზეულად თვლემდა, თავს ისე ამოძრავებდა თითქოს ცხვირით რამეს კენკავდა და თავიდან რომ არ გრძნობდა მშობლების დაძაბულობას, ახლა უცებ წამოიტირა.

არ უნდა ანერვიულო ბავშვი! – თქვა გაღიზიანებულმა მამამ. დედამ უჩუმრად ჩაიკრა პატარა გულში. ისინი ზევით აბობღდნენ. დაიწყეს გორაკზე ასვლა და გზას წკვარამ ღა-

მეში ფარანით ინათებდნენ. ერთ ადგილას დიდხანს დგომისაგან და გაზრდი-ლი განგაშის გამო დედას ფეხები ისე ჰქონდა დარბილებული, თითქოს ბამბი-სანი იყვნენ, ხოლო აღმართი უსაშველოდ დიდი ჩანდა.

გოგონა დედის ზურგზე თბებოდა, ამიტომ ჩაჩუმდა. ორი დღის განმავ-ლობაში ამდენი შთაბეჭდილებებისაგან და მღელვარებისაგან ისე დაიქანცა, რომ ვერც კი გრძნობდა საკუთარ სხეულს.

_ ძვირფასო, ჩვენ უკვე ზემოთ ვართ. – ჩაიჩურჩულა დედამ. ფეხქვეშ სწორი გზა გადაჭიმულიყო, აღმართი დამთავრებულიყო. _ თითქმის კი, _ გამოეპასუხა მამა და მისი ხმა თითქოს გალღვა ღამის

სიბნელეში. _ გაანათე, ირგვლივ ფარანით, _ ისევ ჩურჩულით თქვა დედამ. მამამ სიბ-

ნელე გაჰკვეთა ფარნის შუქით. ირგვლივ არაფერი იყო. _ რაღაც, ველია! _ ჰო, ველია.. არაფერი შენობის მსგავსი შორიახლოს არ ჩანდა. თუკი მხედველობას და-

ძაბავდი, შეიძლებოდა გაგერჩია სიბნელეში ბილიკი ფეხქვეშ, რომელსაც სად-ღაც შორს მიჰყავდით.

_ ნუთუ მან ჩვენ მოგვატყუა? _ იკითხა დედამ და მის აკანკალებულ ხმას მწუხარება დაეტყო. ოჯახი დაეხეტებოდა ამ მინდორზე, ძლივს მიათრევდნენ ფეხებს. გადაჰკვეთეს მინდორი. ეს სიზმარს ჰგავდა. ფეხები გტკივა, ნაბიჯებს თითქოს დგამ, მაგრამ ადგილიდან სულ არ იძვრი. დროდადრო მამა ფარნის შუქით ანათებდა ირგვლივ, მაგრამ სხივი იკარგებოდა თვალშეუდგამ …სიბნელეში. ბოლოს მან თქვა:

_ რა გაეწყობა, აქ სადმე უნდა მოვიცადოთ, დილამდე. მოეწყვნენ ფურ-ჩალა-ბალახზე. ოჯახი მოემზადა მინდორში ღამის გასათევად. სიცივე ძვლამ-დე ატანდა, თბილოდა მხოლოდ გოგონას, ღრმა ძილით ეძინა უშფოთველად. დედის გულს ჩახუტებულს. მშობლები ლაპარაკობდნენ დაბალ ხმაზე, ჩურჩუ-ლი გამოსდიოდათ. ერთხელ გოგონამ ძილში ამოიოხრა, დედამ ლოყით შეეხო მის ნაზ თმებს, გოგონამ ძილში მოისმინა მამამ რომ ჩუმად თქვა:

_ გიმძიმს შენ ჩემთან ცხოვრება, ძალიან გაგტანჯე, უშენოდ კი მე სულ და-ვიკარგებოდი.

Page 277: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

277

გავიდა დიდი დრო. გოგონას გულაღმა ეძინა, მას გაეღიმა, იმიტომ რომ უკვე გათენებულიყო. დილის სინათლემ თვალი მოსჭრა. იგი მწვანე ბალახზე იწვა, დიდი ველის შუაგულში. ზემოდან მამა დაჰყურებდა.

_ სად არის დედა? მამა ნაზად მოეხვია გოგონას და რბილად უთხრა: _ აბა, წავიდეთ ისევ.. _ დედა? მამამ მწუხარედ გააქნია თავი, და გოგონა მიხვდა, რომ დედის შესახებ შე-

კითხვა არ შეიძლებოდა, მას მოეჩვენა, რომ ერთ ღამეში ერთბაშად მოიხარა და დაბერდა მამა. ესე იგი, მე უნდა ვიყო მხიარული მამის და ჩემი გულისათვის, გადაწყვიტა გოგონამ. ამ დღეს როცა ისინი გზაზე მოდიოდნენ, მამამ მოუთხრო მას, ძალიან ბევრი რამის შესახებ. მათი მიზანი, იპოვონ ტაძარი, რა თქმა უნდა მთავარია, მაგრამ არანაკლებ მთავარია გზა, რომლითაც ისინი მიდიან ამ მიზნისაკენ. გოგონა გრძნობდა, რომ იგი ელაპარაკებოდა მას არა უფრო მეტად, ვიდრე გამქრალ დედას და კიდევ მას მოეჩვენა, რომ თავად იგი უფრო დიდი გახდა. გოგონა დედის შესახებ არ ეკითხებოდა. მან შეიგნო, რომ არის საგნები, რომელთა შესახებ არ ლაპარაკობენ. რაღაც გარკვეული დროის შემდეგ, გოგონამ უცებ შენიშნა, რომ ისინი გამოვიდნენ იმავე ქუჩაზე, რო-მელზედაც დადიოდნენ მოგზაურობის პირველ დღეს.

_ მამა, ეს ის ქუჩაა! – იყვირა გოგონამ და მამას ხელზე მოქაჩა. მამამ აქეთ-იქით მიმოიხედა, ირგვლივ ვერაფერი შენიშნა ნაცნობი და საეჭვოდ უპასუხა:

_ ჰო, მაგრამ მე რაღაც არ მაგონდება. გოგონამ ერთხელ კიდევ იგრძნო მამის დაუჯერებელ ტონში, თუ როგორ

დაბერდა იგი, და საგანგებოდ, ხმამაღლა, რომ გაემხნევებინა მამა, განაგრძობ-და: _ აი, ის საფუნთუშე, სადაც შენ გზას ჰკითხულობდი, არ გახსოვს?

_ საფუნთუშე? – ისევ იკითხა მამამ. ამაოდ ცდილობდა მეხსიერებაში აღედგინა იგი.

_ აი, შეხედე, აგერ ის, _ თითით ანიშნა ქალიშვილმა მინის მიღმა, მან დაინახა ისევ ის მოლარე, რომელმაც მას ,,კარგი გოგონა’’ უწოდა,

_ გამარჯობა დეიდა! – იყვირა მან და მაღაზიაში შევიდა. _ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! _ უპასუხა მოლარემ. _ გახსოვთ, ჩვენ რომ ფუნთუშა ვიყიდეთ თქვენთან? – ჰკითხა გოგონამ. _ მართლა? როდის იყო ეს? – გაოცდა ქალი. _ როგორ არა. აი, აქ მე ვიდექი, დედის გვერდით დაუწყო მან ახსნა-განმარ-

ტება. _ აჰ, შენ ის გოგონა ხარ? – გაოცდა მოლარე – როგორ გაზრდილხარ? – მა-

შინ შენ ხუთი წლისა იყავი, არა? სად არის შენი დედა? _ ქალიშვილმა არ იცოდა რა ეპასუხა. მამას შეხედა, მან კი უთქმელად მოჰ-

კიდა მას ხელი და ქუჩაში გაიყვანა. შიშით შეჰხედა მან თავის ანარეკლს მინის კარებში და შეჰხედა თავის წინ ათი წლის უცნობ გოგონას. არაფერია გასაო-ცარი, გაიფიქრა მან, მამა ხომ ასე დაბერდა. თან მოგონებები დედის შესახებ ისე გაფერმკრთალდა, თითქოს წაიშალა. მამასთან ერთად შორს წავიდა გოგონა

Page 278: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

278

და უკვე გაუგებარი იყო, ვის ვინ მიჰყავდა ხელით, მამაკაცს გოგონა თუ გოგონას მამაკაცი.

გავიდა კიდევ დიდი დრო. – რამდენიმე საათი თუ რამდენიმე წელი.. მამა გოგონასთან ერთად აღმოჩნდა დიდი შენობის კარის წინ, რომელიც საწყობს ჰგავდა.

_ აი, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ტაძარი – თქვა მამამ, _ რა ბედნიერი იქნებოდა დედაშენი, სამწუხაროა ის, რომ არ არის, ახლა უკვე ძალიან გვიანია.

გოგონამ კი არა ახლა უკვე თითქმის ქალიშვილმა, ამოიოხრა, მთელი გულის ჯავრი ამოაყოლა და მამას შესჩივლა:

_ ცხოვრებაში არაფერი არ არის ძალიან გვიან, მამა, ნუ ნაღვლობ! _ ჰო, შენ მართალი ხარ! – უპასუხა მამამ. შენ აქ მომიცადე, წავალ და გავი-

გებ, იქ, როგორ და რანაირადაა.. _ მამა, ჯერ მოდი, საყელოს გაგისწორებ.. გოგონამ ყურადღებით შეხედა მამას, ახლა უკვე თითქმის ქალიშვილმა,

რაღაც მოუწონა, გაუსწორა და ის წელში მოხრილი შევიდა შენობაში, რომლის კედლებში არ იყო არც ერთი ფანჯარა. ქალიშვილმა მზერით გააცილა იგი და სახით ქუჩისკენ შემობრუნებულმა, ირგვლივ მიმოიხედა. ტროტუარზე ბავშ-ვები კენჭებით თამაშობდნენ. გზის პირას ხეთა ჩრდილები ჩურჩულებდნენ რაღაცას შეყვარებულებივით. შორს მდინარის პირას ანკესებით ხელში ისხდ-ნენ მეთევზეები.

_ შენ აქ რას აკეთებ? – გაისმა ზურგს უკან ახალგაზრდული ხმა. გოგონა თუ უკვე ქალიშვილი შემობრუნდა და დაინახა სპორტული აღნაგობის ჩამკვ-რივებილი ყმაწვილი, რომელსაც ფართოდ გაეშალა ფეხები და ტროტუარზე იდგა. ქალიშვილს მხიარულად გაუღიმა. მან იგრძნო მოულოდნელი უხერხუ-ლობა; მას ჰქონდა ისეთი ნათელი სინათლით სავსე თვალები, რომ მოეჩვენა თითქოს გულში ჩახედეს.

_ მე მამას ველოდები! _ სად არის ის? – შენობის კედელს მიეყუდნენ და საუბარი წამოიწყეს.

ახალგაზრდამ ხმამაღლა გადაიხარხარა. _ ტაძარი? აი, ძალიან სასაცილოა! _ არ არის ქვეყანაზე არავითარი ტაძარი! _ შენ შეურაცხყოფ მამაჩემს! შეჰყვირა ქალიშვილმა და თვალები ცრემლე-

ბით აევსო. მას ისე მოეწონა ეს ახალგაზრდა, მაგრამ ახლა მზად იყო შესძუ-ლებოდა იგი. დაინახა თუ არა ქალიშვილის თვალებში ცრემლი, ჭაბუკი უცებ სერიოზული გახდა:

_ მაპატიეთ, გეთაყვა, მე არ ვფიქრობდი არავის შეურაცხყოფას, უბრალოდ ჩემებურად გავიფიქრე, თავისდაუნებურად, რისთვის სჭირდება ტაძარი-თქო, ასეთი ახალგაზრდა თავს რატომ ისულელებს უაზრო ფანტაზიებით-თქო.

_ მაგრამ ეს მისი ცხოვრებაა. შენ კი გაქვს უფლება სხვანაირად იცხოვრო, როგორც მოგესურვება ისე, წავიდეთ ჩემთან, იახტით ვისეირნოთ. ჩვენთვის ახალგაზრდებისათვის ზღვაზე უკეთესი არაფერია!

ქალიშვილმა ცრემლი შეიმშრალა და უარყოფითად გადააქნია თავი: _ არა, არ შემიძლია, მამა აქ მარტო დავტოვო. – თქვა და გაიფიქრა, მორჩა,

ამ ახალგაზრდას ვერასდროს ვერ ვნახავ და გული შეეკუმშა. ახალგაზრდამ

Page 279: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

279

უცებ ხელზე ხელი ძლიერ მოუჭირა და განაგრძო: _ აი, მაშინ რა. შედი შიგნით და მოძებნე მამაშენი, ეს უფრო უკეთესია, ვიდრე აქ ელოდო უსასრულოდ, მე კი აქ დაგელოდები. უცებ გულზე მოეშვა, ისევ მსუბუქი გახდა, ნამტირალევი სახე ღიმილით გაებადრა, მანაც უპასუხა ჭაბუკს ხელის მოჭერით და სირბი-ლით მივარდა შენობის კარებს.

შენობის შიგნით ბურუსი იდგა. შესასვლელის გვერდით საყრდენი ბოძი იყო. ზედ გაკრული იყო თეთრი ფირფიტა წარწერით: ,,რეგისტრაცია”, მაგრამ იქ არავინ იყო, არცერთი სულიერი არ ჭაჭანებდა. ზემოთ კიბე ადიოდა და ქალიშვილმა დაიწყო ასვლა მის საფეხურებზე. ასვლისას ხელით ეყრდნობოდა მის მოძველებულ და გაცვეთილ კიბის მოაჯირს. აღმართი მთავრდებოდა კედლით, ხოლო ზევით კი იწყებოდა ახალი კიბეები. იმის იქეთ კი ისევ კედე-ლი და ახალი გადასარბენი, და კიდევ ასე და კიდევ ასე. ქალიშვილი ჯიუტად ადიოდა მაღლა და მაღლა. ის გრძნობდა, რომ ყოველი საფეხურით უფრო მეტად შორდებოდა გარეთ მომლოდინე ყმაწვილკაცს. მას უკვე ეჩვენებოდა, რომ არავითარი გარეთ არ არსებობდა, საერთოდ არის მხოლოდ ეს უსასრულო კიბე და მეტი არაფერი. ბოლოს კი ქალიშვილი აღმოჩნდა რომელიღაც კარის წინ. მან ნელა შეავლო ხელი მის ხის სახელურს, მერე მიუყურადდა და მოუსმინა.. მას მოეჩვენა, რომ ესმის ხალხის ხმა. ისეთი ნაცნობი, როგორც ზუსტად მამის ხმა, ის სიამაყით უყვებოდა ვიღაცას მისი ქალიშვილის შესახებ. ნათელი იყო მთხრობელს არასოდეს მოსწყინდებოდა ამ თემაზე საუბარი. ქალიშვილს გაეღიმა და ხელი ჰკრა კარის სახელურს.

_ მამა! – მოფერებით დაუძახა მან და ხელით ძლიერ მიაწვა კარს. მოემ-ზადა კიდეც რომ გადაებიჯა ზღურბლზე და კინაღამ წაიქცა, ძლივს მოასწრო სახელურზე ხელის წავლება. კარს იქით არაფერი არ იყო.. არც ოთახები, არც კედლები, არც ცა, მხოლოდ სიცარიელე. ქალიშვილი უყურებდა არაფერს. სი-ცარიელის დანახვა შეუძლებელია კიდეც, ეს აზრი მას გონებაში გაუბრწყინდა და მან იცოდა, რომ შემობრუნებულიყო, ვერ დაინახავდა ვერც იმ კიბის საფეხურებს, რამაც ის იქამდე მიიყვანა.

თარგმნა მერაბ ჩაჩავამ

Page 280: 2015 - NPLGdspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/156499/1/Paraleli_2015... · 2016. 5. 24. · 6 პოეზია givi abesaZe qarTulo miwav დაშანთული ხარ, როგორც

280

GEORGIAN TECHNICAL UNIVERSITY

P A R A L L E L I Literary-Scientific Journal

მთავარი რედაქტორი: რ ე ვ ა ზ მ ი შ ვ ე ლ ა ძ ე სარედაქციო კოლეგია: მერაბ ახობაძე გიორგი გაჩეჩილაძე ჯემალ გახოკიძე გიორგი კულდონაშვილი ვახტანგ დავითაია ივანე თვალავაძე იგორ კვესელავა ჰენრი კუპრაშვლი შალვა ნაჭყებია ვაჟა პაპასკირი გიორგი სალუქვაძე სოსო სიგუა (რედაქტორის მოადგილე) არჩილ ფრანგიშვილი ქეთევან ქოქრაშვილი რუსუდან ქუთათელაძე ბადრი ცხადაძე (პასუხისმგებელი მდივანი) თემურ ჯაგოდნიშვილი ანანია ჯაფარიძე

LITERARY-SCIENTIFIC MAGAZINE OF THE BUSINESS-ENGENEERING FACULTY ყდის დიზაინერი ვ ა ხ ტ ა ნ გ დ ა ვ ი თ ა ი ა კომპიუტერული უზრუნველყოფა ნონა ცაბაძე ჟურნალი ხელმძღვანელობს კანონით პრესის შესახებ. გამოქვეყნებული მასალების სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი. დაარსდა 1984 წელს, 2000 წლამდე გამოდიოდა წყვეტილად, აღდგა 2011 წელს. მისამართი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კოსტავას 77, VI კორპუსი, VI სართული, ოთახი 603ა Editorial office address: GEORGIAN TECHNICAL UNIVERSITY Tbilisi, kostava 77; E-mail: [email protected]

EDITOR: R E V A Z M I S H V E L A D Z E EDITOR STAFF: MERAB AKHOBADZE GIOGRI GACHECHILADZE JEMAL GAKHOKIDZE GIORGI KULDONASHVILI VAKHTANG DAVITAIA IVANE TVALAVADZE IGOR KVESELAVA HANRY KUPRASHVILI SHALVA NACHKEBIA VAZHA PAPASKIRI GIORGI SALUQVADZE SOSO SIGUA (DEPUTY EDITOR) ARCHIL FRANGISHVILI QETEVAN QOQRASHVILI RUSUDAN QUTATELADZE BADRI TSKHADADZE (EXECUTIVE SECRETARY) TEMUR JAGODNISHVILI ANANIA JAPARIDZE