8
www.cida.ge ყოველთვიური ელექტრონული გამოშვება #6 სექტემბერი თქვენი ადგილობრივი პარტნიორი CiDA–მ საარჩევნო პროცესებში უმცირესობების ინტეგრაციაზე გამიზნული პროექტი წარმატებით დაასრულა ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტომ“ პროექტის ,,ქვემო ქართლის ეროვნული უმცირესობების ახალგაზრდების ინტეგრაცია საარჩევნო პროცესში“ განხორციელება დაასრულა. პროექტი რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა და მისი მიზა- ნი ქვემო ქართლის 4 მუნიციპალიტეტში: გარდაბანში, მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში ეთნიკური უმცირესობათა წარმომადგენელი ახალგაზრდების საარჩევნო პროცესებში ინტეგრაციის ხელშეწყობა იყო. თუმცა სამიზნე მუნიციპალიტეტების გარდა პროექტმა წალკის მუნიციპალიტეტი და ჯავახეთიც მოიცვა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში სამიზნე ჯგუფები შეიქმნა, რომლის წევრებმაც გადამზადება გაიარეს, ჩაუტარდათ ტრენინგები კომუნიკაციასა და გუნდურ მუშაობაში, აგრეთვე საარჩევნო საკითხებში. ჯგუფების გადამზადების შემდეგ კი საგანმანათლებლო–საინფორმაციო სახის შეხვედრები ჩატარდა. სამიზნე ჯგუფის წევრები მოსახლეობას შეხვდნენ და საარჩევნო საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს. პროექტის ფარგლებშივე ჩატარდა იმიტირებული არჩევნები 4 სამიზნე მუნციპალიტეტში, იმიტაცია კი უბნის გახსნიდან დახურვამდე ყველა პროცედურას შეიცავდა. შეიქმნა და გავრცელდა სხვადასხვა სახის თვალსაჩინო მასალები ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ,,პროექტის საშუალებით ქვემო ქართლის ახალგაზრდებმა აიმაღლეს ცოდნა საარჩევნო საკითხებზე. პროექტის პირდაპირი ბენეფიციარი იყო დაახლოებით 3 ათასი ადამაიანი, არაპირდაპირი კი დაახლოებით 15 ათასი. ჩვენ განგებ შევარჩიეთ საინფორმაციო კამპანიებისთვის დიდი სოფლები. პროექტისთვის შეიქმნა 5 თემატიკის კომიქსი ქართულ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე: რატომ უნდა მიიღოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა არჩევნებში მონაწილეობა, გენდერის ჩართულობა საარჩევნო საკითხებში, საარჩევნო საკითხები უბანზე მისვლიდან ბიულეტენის ჩაგდებამდე, როგორ არის დაცული ადამიანის ხმა და რატომ უნდა წავიდეთ არჩევნებზე. არნიშნული კომიქსები გამოიცა ფლაერებად ხოლო ერთი მათგანი კი პოსტერადაც“, განაცხადა პროექტის წარმომადგენელმა რევაზ ბარბაქაძემ.

Bulletin Sept Geo

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: Bulletin Sept Geo

www.cida.ge

ყოველთვიური ელექტრონული გამოშვება#6 სექტემბერი

თქვენი ადგილობრივი პარტნიორი

CiDA–მ საარჩევნო პროცესებში უმცირესობების ინტეგრაციაზე გამიზნული პროექტი წარმატებით

დაასრულა,,სამოქალაქო განვითარების სააგენტომ“ პროექტის ,,ქვემო

ქართლის ეროვნული უმცირესობების ახალგაზრდების ინტეგრაცია საარჩევნო პროცესში“ განხორციელება დაასრულა.

პროექტი რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა და მისი მიზა-ნი ქვემო ქართლის 4 მუნიციპალიტეტში: გარდაბანში, მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში ეთნიკური უმცირესობათა წარმომადგენელი ახალგაზრდების საარჩევნო პროცესებში ინტეგრაციის ხელშეწყობა იყო. თუმცა სამიზნე მუნიციპალიტეტების გარდა პროექტმა წალკის მუნიციპალიტეტი და ჯავახეთიც მოიცვა.

აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში სამიზნე ჯგუფები შეიქმნა, რომლის წევრებმაც გადამზადება გაიარეს, ჩაუტარდათ ტრენინგები კომუნიკაციასა და გუნდურ მუშაობაში, აგრეთვე საარჩევნო საკითხებში. ჯგუფების გადამზადების შემდეგ კი საგანმანათლებლო–საინფორმაციო სახის შეხვედრები ჩატარდა. სამიზნე ჯგუფის წევრები მოსახლეობას შეხვდნენ და საარჩევნო საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს. პროექტის ფარგლებშივე ჩატარდა იმიტირებული არჩევნები 4 სამიზნე მუნციპალიტეტში, იმიტაცია კი უბნის გახსნიდან დახურვამდე ყველა პროცედურას შეიცავდა. შეიქმნა და გავრცელდა სხვადასხვა სახის თვალსაჩინო მასალები ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

,,პროექტის საშუალებით ქვემო ქართლის ახალგაზრდებმა აიმაღლეს ცოდნა საარჩევნო საკითხებზე. პროექტის პირდაპირი ბენეფიციარი იყო დაახლოებით 3 ათასი ადამაიანი, არაპირდაპირი კი დაახლოებით 15 ათასი. ჩვენ განგებ შევარჩიეთ საინფორმაციო კამპანიებისთვის დიდი სოფლები. პროექტისთვის შეიქმნა 5 თემატიკის კომიქსი ქართულ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე: რატომ უნდა მიიღოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა არჩევნებში მონაწილეობა, გენდერის ჩართულობა საარჩევნო საკითხებში, საარჩევნო საკითხები უბანზე მისვლიდან ბიულეტენის ჩაგდებამდე, როგორ არის დაცული ადამიანის ხმა და რატომ უნდა წავიდეთ არჩევნებზე. არნიშნული კომიქსები გამოიცა ფლაერებად ხოლო ერთი მათგანი კი პოსტერადაც“, განაცხადა პროექტის წარმომადგენელმა რევაზ ბარბაქაძემ.

Page 2: Bulletin Sept Geo

ww

w.c

ida

.ge

პროექტს დადებითად აფასებენ მასში მონაწილე ახალგაზრდები.,,ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო. ჩვენ დავდგით მოდელირებული არჩევნები ერთ–ერთ

აზერბაიჯანულ სკოლაში, ამიტომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო ის აზერბაიჯანული ეროვნების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ. ვფიქრობ, საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მივიღეთ საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, რაც გამოგვადგება ნამდვილად“,_აღნიშნა გარდაბნის ,,სამოქალაქო განათლების ცენტრის“ წარმომადგენელმა ქეთი ნახუცრიშვილმა.

იმიტირებულ არჩევნებზე არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა ვიქტორ ქრისტესიაშვილისთვის კომუნიკაციის საკითხების გაცნობა, ადამიანებთან ურთიერთობის დეტალები და სიღრმისეული ხედვა.

პროექტი 18 აგვისტოს დაიწყო და 30 სექტემბერს დასრულდა.პროექტი დაფინანსებულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სსიპ ,,საარჩევნო

სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მიერ.

Page 3: Bulletin Sept Geo

ww

w.c

ida

.ge

27 სექტემბერს რუსთავში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის დასუფთავების აქცია მოეწყო, სადაც მონაწილეობა მიიღეს კანონთან კონფლიქტში მყოფმა არასრულწლოვანებმა. აქცია ჩატარდა პროექტის „საზოგადოებისათვის სასარგებლო აქტივობები“–ს ფარგლებში „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (CiDA) ინიციატივითა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს მხარდაჭერით.

აღნიშნულ აქციაში ახალგაზრდებმა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობა განახორციელეს. კერძოდ, დაასუფთავეს სკვერი და თავიანთი წვრილი შეიტანეს ქალაქის დასუფთავებისა და ეკოლოგიურად უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში. მსგავსი ტიპის აქციების ორგანიზებას „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (CiDA) მომავალშიც გეგმავს.

პროექტის ,,საზოგადოებისათვის სასარგებლო აქტივობები“ დაფინანსებულია იუსტიციის სამინიტროს მიერ და მიზნად ისახავს რუსთავში მცხოვრები კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების საზოგადოებაში ინტეგრაციას და მათ პიროვნულ განვითარებას.

რუსთავის სკვერის დასუფთავების აქცია

Page 4: Bulletin Sept Geo

ww

w.c

ida

.ge

CiDA–ს ტრენერებმა 60 ფერმერი ქალბატონი გადაამზადეს

პროექტის ,,ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI)“ ფარგლებში CiDA–ს ტრენერებმა შორენა კოჭლამაზაშვილმა და დავით თარიმანიშვილმა ბოლნისში, თეთრიწყაროსა და ასპინძაში ტრენინგების ციკლი დაასრულეს. ტრენინგის თემა მცირე ბიზნესის დაგეგმარების საკითხების გაცნობა იყო, რომელიც ფერმერ ქალბატონებზე იყო გათვალისწინებული.

,,სულ ტრენინგი გაიარა 60–მა ფერმერმა ქალბატონმა. ტრენინგებზე განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორიცაა რისთვის აწარმოონ ბიზნესი, რა აწარმოონ, სად გაყიდონ, ფასი როგორ დაადონ და ხარჯები როგორ აღრიცხონ. დაინტერესება იყო დიდი და ვფიქრობ, საკუთარი მცირე მეურმეობისა და ბიზნესის დაგეგმარებისას მიღებული ინფორმაცია სასიკეთოდ გამოადგებათ“,-განაცხადა CiDA–ს ტრენერმა დავით თარიმანიშვილმა.

პროექტი ,,ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა“ არის 4-წლიანი პროგრამა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში კერძო სექტორის განვითარებასა და კონკურენციის ზრდას ბიზნესის სფეროში.

პროექტს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) 40 მილიონი დოლარით აფინანსებს. პროექტს დელოიტი ახორციელებს.

Page 5: Bulletin Sept Geo

ww

w.c

ida

.ge

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები „ბარამბოში“ იმყოფებოდნენ

“სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (CiDA)–ს ინიციატივითა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს მხარდაჭერით, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები 10 სექტემბერს საკონდიტრო კომპანია „ბარამბოში“ იმყოფებოდნენ. ახალგაზრდებმა დაათვალიერეს კომპანია და გაეცნენ შოკოლადის დამზადების თანამედროვე ტექნოლოგიებს. ვიზიტის ბოლოს , ბარამბოს წარმომადგენლებმა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები ტკბილეულით დაასაჩუქრეს.

ღონისძიება პროექტის ,,საზოგადოებისათვის სასარგებლო აქტივობები“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტი მიზნად ისახავს რუსთავში მცხოვრები კანონთან კონფლიქტში მყოფი ა რ ა ს რ უ ლ წ ლ ო ვ ნ ე ბ ი ს თ ვ ი ს ახალი ცოდნისა და უნარების გადაცემას, საზოგადოებაში ინტეგრაციასა და პიროვნულ განვითარებას. პროექტის ფარგლებში ტარდება ტრენინგები, სპორტული ღონისძიებები და სხვადასხვა სახის აქტივობები

სიდა ღარიბი მოსახლეობის ეკონომიკური განვითარების პროექტის პარტნიორია

17 სექტემრბიდან სიდა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების“ (NEO) ინიციატივის პარტნიორია. სიდა პროექტის მესამე კომპონენტის ფარგლებში იმუშავებს და მიზანი იქნება ღარიბი მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის 34 თემში. პროექტი ითვალისწინებს, პირველ ეტაპზე, 195 მოსარგებლის იდენტიფიცირებას, რომლებიც მიიღებენ დაფინანსებას, ძირითადად, სოფლის მეურნეობის სფეროში ბიზნესის გასავითარებლად და 90 მოსარგებლის იდენტიფიცირებას, რომლებიც გადამზადდებიან და დასაქმდებიან სხვადასხვა მოქმედ ადგილობრივ ბიზნესში.

ბენეფიციარების შერჩევა განხორციელდება ადგილობრივ თემებთან მჭიდრო კომუნიკაციით, წინასწარგანსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. შერჩევისა აქცენტი გაკეთდება იმ ღარიბ მოსახლეობაზე, რომელთა სოციალური ქულა არის 100000-ზე ნაკლები, რომელთა ოჯახის წევრთა რაოდენობა არის 4 ან მეტი და მათ შორის შრომისუნარიანი და სრულწლოვანი ოჯახის წევრების რაოდენობა არის ოჯახის წევრთა რაოდენობის პროპორციული.

დეკემბრის ბოლოს, ორივე რეგიონიდან, უკვე გამოვლენილი იქნება 285 მოსარგებლე და მათი ბიზნეს იდეები. სავარაუდოდ, იანვრიდან უკვე ეტაპობრივად დაიწყება შერჩეული ბენეფიციარების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა.

Page 6: Bulletin Sept Geo

ww

w.c

ida

.ge

ტრეინინგების ციკლი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში

პროექტის ,,ქვემო ქართლის ეროვნული უმცირესობების ახალგაზრდების ინტეგრაცია საარჩევნო პროცესში“ ფარგლებში ტრეინინგების ციკლი დაიწყო.

ტრეინინგების თემებია გუნდური მუშაობა, ეფექტური კომუნიკაცია და საარჩევნო საკითხები.

ტრეინინგებს უძღვებიან ტრენერი ცირა თავშავაძე და და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ექსპერტი რევაზ ეგაძე.

ტრეინინგები ჩატარდება პროექტის ოთხივე სამიზნე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრებში, მასში მონაწილეობას მიიღებს 80 მდე ახალგაზრდა.

ტრეინინგები ხანგრძლივობაა 3-8 სექტემბრამდე.

ტრეინიგების გავლის შემდეგ, მისი მონაწილე ახალგაზრდები ჩაატარებენ საგანმანათლებლო საინფორმაციო შეხვედრებს პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებში.

სამოქალაქო მონიტორინგის ელექტორნული სისტემის

საინფორმაციო კამპანია იგეგმება

სექტემბრის თვეში, პროექტის „შენი ქალაქის მთავრობა და შენ“ ფარგლებში, რომელსაც სიდა რუსთავში ახორციელებს, მომზადდა საინფორმაციო კამპანიის პროდუქტები. კერძოდ, 2012 წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში გათვალისწინებულია, პროექტის ფარგლებში შექმნილი სამოქალაქო მონიტორინგის ელექტორნული სისტემის (CEMS) შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ამ მიზნით, მომზადდა სატელევიზიო კლიპი, რომელიც 1 წუთის ხანგრძლივობისაა და მაყურებლისთვის გასაგებად განმარტავს მონიტორინგის ელექტრონული სისტემის გამოყენების მნიშვნელობასა და წესებს. კლიპი გადაიცემა ქვემო ქართლის ტელევიზიის „4 არხი“ ეთერით. ამავე მიზნით, დაიბეჭდა 2000 ცალი სტიკერი, რომელიც გაიკვრება ქალაქში, კორპუსებსა და თავშეყრის ადგილებში. საინფორმაციო კამპანია ჩაეშვება ოქტომბრის ბოლოს.

Page 7: Bulletin Sept Geo

ww

w.c

ida

.ge

სლოგანის კონკურსის დასრულდა

პროქეტის ,ქვემო ქართლის ეროვნული უმცირესობების ახალგაზრდების ინტეგრაცია საარჩევნო პროცესში“ ფარგლებში გამართული სლოგანის კონკურსი დასრულდა.

კონკურსის დროს დაინტერესებული პირებისაგან შემოვიდა ოცამდე სლოგანი. საბოლოოდ გაიმარჯვება მიენიჭა სლოგანს ,,შენ ირჩევ შენს მომავალს“ , რომლის ავტორიცაა ქალაქ მარნეულის მცხოვრები ორხან პერვერდიევი.

გამარჯვებულს გადაეცა სერტიფიკატი და ფულადი პრიზი.

გამარჯვებული სლოგანი დატანილი იქნება პროექტის ფარგლებში მომზადებულ ყველა თვალსაჩინო მასალაზე.

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები ეროვნულ არქივს

ეწვივნენ 14 სექტემბერს, პროექტის „საზოგადოებისათვის

სასარგებლო აქტივობების“ ფარგლებში, კანონთან კონფლიქტში მყოფი რუსთაველი არასრულწლოვნები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს ეწვივნენ. ღონისძიება “სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (CiDA)–ს ინიციატივითა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს მხარდაჭერით ჩატარდა.

მოზარდები გაეცნენ ქართველი ისტორიკოსისა და ეთნოგრაფის ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობის ამსახველ წერილობით დოკუმენტებს, ასევე კინო და ფოტო არქივებიდან შერჩეულ მასალას. არქივის თანამშრომელმა მათ ლექცია წაუკითხა წმინდა ექვთიმეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

პროექტს იუსტიციის სამინისტროს დაფინანსებით ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (CiDA) ახორციელებს. პროექტის ფარგლებში კანონთან წინააღმდეგობაში მყოფი არასრულწლოვნების საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობებში ჩართვა ხდება, ტარდება ტრენინგები, სპორტული ღონისძიებები და ასევე იგეგმება სხვა სახის საქმიანობები.

ეროვნულ არქივში გამართული ღონისძიება მოზარდების კულტურული ღირებულებებისა და ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

Page 8: Bulletin Sept Geo

ww

w.c

ida

.ge

ჩვენი მიმდინარე პროექტების დონორები და პარტნიორები

სიდა ეროვნულ და რეგიონულ მედიაშიეროვნული მედია 10 სექტემბერი, 2012. ტელეკომპანია „პიკი“-ს ეთერში გადაიცა ვრცელი სიუჟეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის სიდას შესახებ. სიუჟეტს ქონდა ინტერვიუს სახე ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორთან ზვიად დევდარიანთან. ბატონმა ზვიადმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვებს სიდას პრიორიტეტებისა და განვლილი გზის შესახებ, ასევე ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით ეროვნული უმცირესობების, იძულებით ადგილნაცვალი პირების და მომავალი გეგმების შესახებ.

18 სექტემბერი, 2012. საზოგადოებრივი რადიოს (FM 102.4) ეთერში, გადაცემა „ღია სტუდია“-ში მიწვეული იყო სიდას აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი. საუბარი შეეხო იაპონიის სალეჩოს მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც ქალაქ რუსთავში განხორციელდა და ითვალისწინებდა მოხუცებულთა ზრუნვის ცენტრის რეაბილიტაციას. პროექტი 2011 წლის ნოემბრიდან-2012 წლის აგვისტოს ჩათვლით ხორციელდებოდა რუსთავის თვითმმართველობის თანადაფინანსებით.

28 სექტემბერი, 2012. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში „ჩვენი ეზო“ გავიდა სიუჯეტი სიდას პროექტის სესახებ, რომელიც ითვალისწინებდა ეროვნული უმცირესობის ახალგაზრდების ინფორმირებას საარჩევნო პროცედურების შესახებ. პროექტი ქვემო ქართლში განხორციელდა.

რეგიონული მედია

11 სექტემბერი, 2012. ქვემო ქართლის ტელეკომპანიამ „4 არხი“ გააშუქა სიდას მიერ ინიცირებუ-ლი აქტივობა, რომელიც ითვალისწინებდა გარდაბანის მუნიციპალიტეტში ეროვნული უმცირესობების ახალგაზრდების ჩართულობით მოსახლეობის ინფორმირებას საარჩევნო პროცედურების შესახებ.

12 სექტემბერი, 2012. ქვემო ქართლის ტელეკომპანიამ „4 არხი“ საინფორმაციო გამოშვებაში გაუშვა სიუჟეტი რეაბილიტირებული მოხუცებულთა ზრუნვის ცენტრის პრეზენტაციის შესახებ. პროექტი მხარდაჭერილი იყო იაპონიის საელჩოს მიერ და თანადაფინანსებული - რუსტავის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ.

13 სექტმებერი, 2012. „მარნეული TV“-მ გააშუქა სიდას მიერ ინიცირებული აქტივობა, რომელიც ითვალისწინებდა მარნეულის მუნიციპალიტეტში ეროვნული უმცირესობების ახალგაზრდების ჩართულობით მოსახლეობის ინფორმირებას საარჩევნო პროცედურების შესახებ.

19 სექტემბერი, 2012. ქვემო ქართლის ტელეკომპანიამ „4 არხი“ გააშუქა არჩევნების მოდელირება ეროვნული უმცირესობის ახალგაზრდების მონაწილეობით, რომელიც გარდაბანში ჩატარდა.

21 სექტემბერი, 2012. ბოლნისის ტელევიზიამ „ბოლნელი“ გააშუქა არჩევნების მოდელირება ეროვნული უმცირესობის ახალგაზრდების მონაწილეობით, რომელიც ბოლნისში ჩატარდა.

22 სექტემბერი, 2012. „მარნეული TV“-მ გააშუქა არჩევნების მოდელირება ეროვნული უმცირესობის ახალგაზრდების მონაწილეობით, რომელიც მარნეულში ჩატარდა.