26
მსოფლიო ბანკისა და საქართველოს თანამშრომლობის პროგრამის მოკლე მიმოხილვა აპრილი 2012

მსოფლიო ბანკისა და საქართველოს თანამშრომლობის …siteresources.worldbank.org/INTGEORGIA/Resources/Georgia_Snapshot_Geo.pdf ·

  • Upload
    others

  • View
    11

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

საკონტაქტო ინფორმაცია:ნინო რამიშვილის ქ. 5ათბილისი, საქართველო

ტელ.: (995 32) 2 913 096; (995 32) 2 912 371ფაქსი: (995 32) 2 913 478

www.worldbank.org/ge

მსოფლიო ბანკისა და საქართველოს თანამშრომლობის პროგრამის მოკლე მიმოხილვა

აპრილი 2012

1

გრაფიკი 1

გრაფიკი 2

ეკონომიკასა და მის სხვადასხვა დარგებში მიმდინარე პროცესები ეკონომიკური ზრდა და გარე ფაქტორები 2011 წელს საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა აღინიშნა – რთული და არასტაბილური გა­რე ფაქტორების მიუხედავად, ამ მაჩვენებელმა 7 პროცენტი შეადგინა. იმ პირობებში, როდესაც გლობალური კრიზისიდან გამოსვლის ტემპი მო­სალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა, ხოლო ევრო­ზონის კრიზისმა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკური ზრდა შეაფერხა, საქართველოს ეკონომიკა აღორძინებას განაგრძობდა. ეს ძირითადად განპირობებული იყო ექსპორტისა და ტურიზმის ზრდითა და სახელმწიფო ინვესტიციების მაღალი დონით. გარდა ამისა, საბანკო სესხების მატების კვალდაკვალ, ქვეყნის შიდა მოთხოვნილება გაიზარდა. მნიშვნელოვნად იმატა ფულადი გადარიცხვების მოცულობამ, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და სხვა სახის კერძო კაპიტალის შემოდინება კრიზისის შემდგომ კვლავაც სტაბილურად დაბალ დონეზე რჩებოდა.

მშპ ნახტომისებურად გაიზარდა

- 80

- 60

- 40

- 20

0

20

40

60

80

-5

0

5

10

15

QT1

07Q

T207

QT3

07Q

T407

QT1

08Q

T208

QT3

08Q

T408

QT1

09Q

T209

QT3

09Q

T409

QT1

10Q

T210

QT3

10Q

T410

QT1

11Q

T211

QT3

11Q

T411

e

%

მშპ (მარცხენა ღერძი)იმპორტი (მარჯვენა ღერძი)

ექსპორტი (მარჯვენა ღერძი)

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აღდგენის ტემპი მატულობს

0

400

800

1200

1600

2000

YR06 YR07 YR08 YR09 YR10 YR11

მილ

იონი

$

2011 წელს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემ პის შენარჩუნებაში წამყვანი როლი ითამაშა პრო­დუქციისა და მომსახურების ექსპორტმა. თუ 2010 წელს პროდუქციისა და მომსახურების ექს­პორტი მთლიანი შიდა პროდუქტის 35 პროცენტს შეადგენდა, 2011 წელს ის 37.1 პროცენტამდე გაიზარდა. ძირითადი საექსპორტო პროდუქცია (რომლის ექსპორტი 2011 წელს 39 პროცენტამდე გაიზარდა) იყო: ლითონი და ლითონის ნაწარმი, შეკეთებული და აღდგენილი მანქანები, სასუქები, ხილი და თხილი, ღვინო და სხვა სასმელები (მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 70 პროცენტი). შეკეთებული და აღდგენილი ავტომანქანების ექს პორტი ყველაზე სწრაფად იზრდებოდა და სა ქართველოს საექსპორტო პროდუქციის 20 პრო ცენტი შეადგინა, თუმცა ამ კატეგორიაში ადგი­ლობრივი ფასნამატი დაბალია. ექსპორტში უდიდესი წილი – 30 პროცენტი, კვლავაც მძიმე ლითონებს, ფეროშენადნობებს, ოქროს, სპილენძსა და რკინას უჭირავს.

იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდის გამო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გაიზარდა მშპ–ს 11.5 პრო­ცენტიდან (2010 წ.) 12.7 პროცენტამდე (2011 წ.). 2011 წელს იმპორტის წილი 34.5 პროცენტამდე გაიზარდა, რამაც გამოიწვია საკვები პროდუქტების ფასების ზრდა წლის პირველ ნახევარში და ნავთობროდუქტების ფასების ზრდა – მთელი წლის განმავლობაში. იმპორტის მოცულობის ზრდას

2

იმა ნაც შეუწყო ხელი, რომ ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღორძინების კვალდაკვალ ქვეყნის შიდა მოთხოვნილება იზრდებოდა.2011 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონე სტაბილურად რჩებოდა მშპ–ის 7 პროცენტიან ნიშნულზე, მაშინ როდესაც სხვა კერძო შემოდინებები გაიზარდა.

კაპიტალის შემოდინებამ გადაჭარბებით შეავსო მიმ­დინარე ანგარიშის დეფიციტი და გაზარდა უცხოური ვალუტის გაცვლის რეზერვი. რეზერვები 0.6 მილი­არდით გაიზარდა და 2011 წლის ბოლოს 2.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ეს უკანასკნელი მაჩვენებელი 4.2 თვის იმპორტის ექვივალენტურია და 1.3–ჯერ აღემატება საქართველოს მოკლე­ვადიანი საგარეო ვალის მოცულობას.

საგარეო ვალის წილი მშპ–ში სტაბილურ დონეზე დარჩა, მაგრამ სახელმწიფო საგარეო ვალი შემ­ცირდა. 2011 წელს მთლიანი საგარეო ვალი სტაბილურად მშპ–ის 64.5 პროცენტს შეადგენდა. სახელმწიფო საგარეო ვალი შემცირდა მშპ–ის 33.6 პროცენტიდან (2010 წ.) 30.1 პროცენტამდე (2011 წ.). ნომინალური გამოსახულებით, ეს გულისხმობს მცირე (6.7 პროცენტიან) ზრდას 4.2 მილიარდ აშშ დოლარამდე. სახელმწიფო ვალი მთლიანი საგა­რეო ვალის დაახლოებით ნახევარს შეადგენს. ეს ნომინალური ზრდა უმეტესწილად დეფიციტის შევსე ბის მიზნით აღებულმა დამატებითმა სესხებმა გამოიწვია და დონორების დაფინანსებით მიმ დი­ნარე პროექტების განსახორციელებას უკავშირ­დება. ამას გარდა, მთავრობამ წარმატებით იმუ­შავა კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებზე და 500 მილიონი აშშ დოლარის ევრობონდების ხელსა­ყრელი პირობებით რეფინანსირება შეძლო.

ფისკალური სექტორის მდგომარეობა

ეკონომიკის აღორძინებისა და ზრდის პირობებში მთავრობამ განაგრძო ფისკალური შესწორებების განხორციელება მაკროეკონომიკური მდგრადობის უზრუნველსაყოფად. მთლიანი ფისკალური დეფი­ციტი კიდევ უფრო შემცირდა მშპ­ს 6.7 პროცენტიდან (2010 წ.) 3.7 პროცენტამდე (2011 წ.). საგადასახადო შემოსავლები გაიზარდა მშპ­ს 23.5 პროცენტიდან

(2010 წ.) 25.5 პროცენტამდე (2011 წ.), რაც დასახულ მიზანს 10 პროცენტით აჭარბებს, ძირითადად რამ­დენიმე მსხვილი სახელმწიფო საწარმოს მიერ საგადასახადო დავალიანებების დროული გადახდის შედეგად. გაზრდილი შემოსავლების უმეტესი ნაწილი სახელმწიფო ინვესტიციებში იქნა გამოყენებული, ხოლო ნაწილი იმისთვის, რომ დეფიციტი მშპ–ს 4.3 პროცენტის ნაცვლად (თავდაპირველი საპროგნოზო მონაცემი) 3.7 პროცენტამდე შემცირებულიყო.

2012 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს ფისკალური დეფიციტის კიდევ უფრო შემცირებას მშპ­ის 3.5 პროცენტამდე. 6 პროცენტიანი ზრდის გათვა ლის­წინებით, პროგნოზის მიხედვით, 2012 წლის მთ­ლიანმა შემოსავლებმა მშპ­ის 24.7 პროცენტი უნდა შეადგინონ, რაც 2011 წლის 25.5 პროცენტ­ზე ნაკ­ლებია. დაგეგმილი მთლიანი ხარჯები მშპ­ს 1.5 პრო ცენტით შემცირდა, რაც სათანადოდ აისახება მიმდინარე და კაპიტალურ ხარჯებზე.

მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გააგრ­ძელოს ფისკალური შესწორებების პრაქტიკა 2012–2015 წლებში, რაც საშუალო პერიოდში მდგ­რა დობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი გა რა­ნტიაა. 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონისა და პარლამენტის მიერ დამტკიცებული 2012–2015 წლების საშუალოვადიანი ფისკალური პოლიტიკის ჩარჩო–დოკუმენტის (დამტკიცდა 2011 წ.) მიხედვით, მთლიანი ფისკალური დეფიციტი კიდევ უფრო უნდა შემცირდეს მშპ–ს 3.7 პროცენტიდან (2011 წ.) 3.5 პროცენტამდე (2012 წ.) და 1.5 პროცენტამდე (2015 წ.). თუ 2011 წელს ფისკალური შესწორება ძირითადად მიმდინარე ხარჯებს ეხებოდა, მომავალი სტრატეგია როგორც მიმდინარე, ასევე კაპიტალური ხარჯების შესწორებას ითვალისწინებს კერძო ინვესტიციების ზრდისა და მყარი ეკონომიკური განვითარების ფონზე.

ფისკალური შესწორებების პროგრამა გარკვეული გამოწვევების წინაშე დგას მოსახლეობის ხანდა­ზმული და მოწყვლადი სეგმენტის სოციალური და­ც ვის და კაპიტალური ხარჯების აუცილებლობის გა­მო. იმისათვის, რომ ხანდაზმული და მოწყვლადი მო სახლეობის სოციალური დაცვა უზრუნველყოს და

3

გრაფიკი 3

საპროცენტო განაკვეთის მარჟა მცირდება

7891011213141516

5

10

15

20

25

30

Interest Rate on Deposits (left- hand side) Interest Rate on Loans (left- hand side)Spread

ეს მოქალაქეები ენერგომატარებლებისა და საკვები პროდუქტების მაღალი ფასებისაგან დაიცვას, 2011 წლის თებერვალში მთავრობამ ელექტროენერგიის გადასახადის ერთჯერადი ვაუჩერები დაარიგა, რისთვისაც 24 მილიონი ლარი გამოიყო, ხოლო 2011 წლის სექტემბრიდან პენსიები 25 პროცენტით ე.ი. თვეში 100 ლარამდე გაზარდა (რისთვისაც წელიწადში დაახლოებით 150 მილიონი ლარი, ანუ მშპ–ს 0.6 პროცენტი იქნება საჭირო). ეს ორივე ინიციატივა ფისკალურ ჩარჩო­დოკუმენტში აი­სახა. ხანდაზმულობის პენსია მნიშვნელოვნად ამცირებს სიღარიბის რისკს, ფიქსირებულია და პერიოდულ შესწორებას საჭიროებს ბენეფიციართა მსყიდველობითი უნარიანობის უზრუნველსაყოფად. მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2012 წლის სექ­ტემბრიდან დაგეგმილია საპენსიო სარგებლის შემდგომი გაზრდა – თვეში 140 ლარამდე. გაზრ­დილი სარგებლის ნაწილი ბენეფიციართა სამედი­ცინო დაზღვევას მოხმარდება.

საფინანსო სექტორი

თუმცა ფინანსური შეღწევადობის დონე შედარებით დაბალი რჩება, კრიზისის შემდეგ საფინანსო სე­ქ ტორში სწრაფი ზრდის ტენდენცია განახლდა. ამ დარგში დომინანტური პოზიცია ორ ძირითად კერძო ბანკს უჭირავს (2011 წელს საბანკო სისტემის აქტივების მთლიანი მოცულობა მშპ­ს 53.5 პროცენტი იყო, რომლის 60 პროცენტი ორ უმსხვილეს ბან­კში – საქართველოს ბანკსა და „თიბისი ბანკშია კონცენტრირებული), თუმცა მონაცემები საკმაოდ სადაოა. 2011 წლის იანვრის მდგომარეობით ქვეყანაში 19 ბანკი მუშაობდა: უცხოური, ხოლო 15 – უცხოური კაპიტალის თანამონაწილეობით შექმნილი. 2011 წელს საბანკო სექტორის ზრდა გამოწვეული იყო იმით, რომ გარე რესურსების ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდა, საკრედიტო პორ­ტფელი გაიზრდა და ჩამოყალიბდა სადაზღვეო ბიზნესთან შერწყმული საბანკო საქმიანობის ტი­პები. 2011 წელს საკრედიტო პორტფელის ზრ­დას ხელი შეუწყო ბაზარზე შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთების არსებობამ. გაიზარდა ვალდებულებებიც: არასაბანკო დეპოზიტების მოცუ­ლობა 23 პროცენტით გაიზარდა და 6.7 მილიარდ

ლარს მიაღწია. იმის გამო, რომ 2011 წელს სეს­ხების მოცულობა დეპოზიტებზე უფრო სწრაფად გაიზარდა, ბანკებმა სესხების დასაფინანსებლად ეს სხვა რესურსები გამოიყენეს. ძირითადად ეს არარეზიდენტი საფინანსო ინსტიტუტების რესურ­სები იყო. ბანკთაშორისი დეპოზიტები ჯერაც და­ფი ნანსების ძირითად წყაროს წარმოადგენენ და მთლიანი ვალდებულებების 64 პროცენტს შეა დგენენ.

ეკონომიკის აღორძინების ტემპის შენელების მიუ­ხედავად საბანკო სექტორი კვლავ მომგებიანი გა ხდა; კაპიტალსა და აქტივებზე უკუგება კრი­ზისამდელ დონეს დაუბრუნდა. 2011 წელს ბან­კების უმეტესობა მოგებაზე გავიდა და 2012 წლის პერსპექტივა დადებითია. კაპიტალსა და აქტივებზე უკუგება კრიზისამდელ დონეს დაუბ­რუნდა და შესაბამისად 17.3 პროცენტი და 2.9 პროცენტი შეადგინა. მთლიანობაში, 2008­2009 წლე ბის ფინანსური კრიზისის შემდეგ, ბანკებმა მნი­შვნელოვნად გაამკაცრეს სესხების პირობები. ამან საბანკო სისტემის ჭარბი ლიკვიდურობა გამოიწვია. 2010 წლის მეორე ნახევარში, როდესაც საკრედიტო რისკი შემცირდა, ბანკებმა სესხების ინტენსიური გაცემა დაიწყეს. ამის გამო, ბანკებს შორის კონ­კურენციის შედეგად, საპროცენტო განაკვეთების მარჟა 8.7 პროცენტამდე შემცირდა, თუმცა სესხების გაცემისას საპროცენტო განაკვეთები კვლავ მაღა­ლია ­ დაახლოებით 18 პროცენტი.

4

2011 წლის მაისის მაღალი მაჩვენებლის ­­ 14.3 პრო­ცენტის შემდეგ, ინფლაციის დონე მაისში სწრაფად შემცირდა რეკორდულად დაბალ 0.5 პროცენტიან ნიშნულამდე. 2011 წლის პირველ ნახევარში ინ­ფლაციის მა ღალი დონე, ხოლო მეორე ნახევარში მისი ვარ დნა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საკვები პროდუქტების ფასებმა, რომლებიც სა­მომხმარებლო კალათის ერთ მესამედს შეადგენენ. ეს ტენდენცია წლის განმავლობაში საკვები პრო­დუქტების ფასების გლობალურ ტენდენციას ასა­ხავდა. 2011 წლის გან მავლობაში ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ფასები უმეტესად უცვ­ლელი დარჩა, ხოლო ტრანსპორტის ფასები 14.6 პროცენტით გაიზარდა, საზოგადოებრივი ტრან­სპორტის მნიშვნელოვანი გაძვირების გამო, რაც საწვავის ფასების ზრდას მოჰყვა.

გრაფიკი 4ინფლაციაზე დიდი ზეგავლენა საკვები

პროდუქტების ფასებმა იქონია

-10

-5

0

5

10

15

20

25

30

35

0109

0309

0509

0709

0909

1109

0110

0310

0510

0710

0910

1110

0111

0311

0511

0711

0911

1111

0112

CPI MoM CPI YoYFood CPI MoM Food CPI YoY

სიღარიბე და სოციალური დაცვა

საქართველოში 2003 წლიდან 2007 წლამდე პე­რიოდში ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე რამ­დე ნიმე მაჩვენებელი მიუთითებს. ქვეყანაში ოჯა­ხის ბიუჯეტის ყოველწლიურ კვლევაზე (HBS) დაყ დრნობით გაკეთებული შედარებითი ანალიზი გვიჩვენებს, რომ სიღარიბეში მცხოვრები მოსახ­ლეობის რაოდენობა 28.5 პროცენტიდან (2003) 25­მდე (2009) შემცირდა. უფრო მეტიც, მოსახლეობის ყველაზე დაბალშემოსავლიანი 30 პროცენტისათვის

მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კეთილდღეობის არა ­საშემოსავლო პარამეტრები, როგორებიცაა: ელე­

ქტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სუფთა წყლის, სამედიცინო მომსახურების და უმაღლესი გა ნა­თლების ხელმისაწვდომობა.

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტითა და გლო­ბალური ეკონომიკური კრიზისით გამოწვეულმა ორ­მაგმა შოკმა გაჭირვება კიდევ უფრო გაამძაფრა. მთავრობის მიერ გატარებულმა ანტიციკლურმა პოლიტიკამ უარყოფითი სოციალური შედეგები შეამცირა, რისთვისაც შეიქმნა დროებითი სამუშაო ადგილები, ხოლო სოციალური დაცვის სისტემა უფრო ქმედითი და ღარიბი მოსახლეობის საჭიროებებზე უკეთ მიზანმიმართული გახდა. მსოფლიო ბანკ მა დახმარება აღმოუჩინა საქართველოს ამ ამოცა­ნების მიღწევაში, განსაკუთრებით საზოგა დოებრივ ინფრასტრუქტურაში ჩადებული ინვესტიციების გზით. ეკონომიკის აღორძინებასთან ერთად სამუ­შაო ადგილების შექმნის და სიღარიბის დაძლევის პერსპექტივა გაუმჯობესდა. ოფიციალური მონაცემე­ბით, უმუშევრობის დონემ შემცირება დაიწყო პიკური 17 პროცენტიდან (2009) 16 პროცენტამდე (2011).

მთავარი სოციალური ამოცანა იძულებით გადა­ა დ გილებული პირების დახმარებაა. 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ მთავ­რ ო ბის ძალისხმევა უპირველეს ყოვლისა კო­ნ ც ე ნ ტრირებული იყო 30,000 იძულებით გა­და ადგილებული პირისათვის ელემენტარული სა ცხო ვრებლების უზრუნველყოფაზე. ეს პრობლემა კვლავაც რჩება პრობლემად, განსაკუთრებით 90­იანი წლების კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის ნაწილისათვის. კიდევ უფრო რთულია მთავრობის სამოქმედო გეგმაში ასახული ამოცანა, რომელიც ამ პი რე­ბისათვის დასაქმების შესაძლებლობების და მნიშ­ვნელოვანი საზოგადოებრივი მომსახურების გაუ­მჯობესებას ითვალისწინებს. რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტი პირ­დაპირ დახმარებას უწევდა ქვეყანას იძულებით გადაადგილებული პირისათვის საცხოვრებელი სახლების უზრუნველყოფის საქმეში. ბოლო კონფლიქტის დროს იძულებით გადაადგილებული

5

სურათი 1

იძულებით გადაადგილებული პირებისათვის მსოფლიო ბანკის დახმარებით აშენებული წეროვანის დასახლებასთან

მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური ინ­ტეგრაციის მხარდასაჭერად მსოფლიო ბანკმა იძუ ლებით გადაადგილებული პირების თემების განვითარების გრანტი შეიმუშავა. მსოფლიო ბანკის ამ პროექტის განსახორციელებლად გარკვეული თანხები ევროკავშირმაც გამოყო.

ჯანდაცვა

ბოლო დროს საქართველოში ჯანსადაცვის სფე­როს მაჩვენებლები სტაბილურ გაუმჯობესებაზე მიგვანიშნებენ. ჯანდაცვის სფეროში „ათასწლეულის ამოცანების“ (MDGs) შესრულებაში მნიშვნელოვანი პროგრესი შეიმჩნეოდა: ჩვილ ბავშვთა სიკვდი­ლიანობა შემცირდა; თუ 2000 წელს ყოველი 1000 ახალშობილიდან 31 იღუპებოდა, 2010 წელს ეს მაჩვენებელი 14­მდე შემცირდა. თუმცა ჯერ კიდევ ბევრია ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ MDG მიზნის შესაბამისად 2015 წლისათვის ეს მაჩვენებლი 7­მდე შემცირდეს. დედათა სიკვდილიანობა შემცირდა ყოველ 100,000 მშობიარეზე 58.7 პროცენტიდან (2001 წ.) 19.4 პროცენტამდე (2010 წ.). სიცოცხლის ხანგრძლიობა გაიზარდა 70.3 წლიდან (1995 წ.) 74.4 წლამდე (2010 წ.). მთავრობა ამჟამად ჯანდაცვის სფეროში მასშტაბური რაფორმის განხორციელების პროცესშია. რეფორმა ითვალისწინებს უფრო ფა რთო მომსახურებას კერძო სექტორის მიერ სამედიცინო დაზღვევის პროგრამასთან

კომბინაციაში, რომლიც დროსაც სახელმწიფო უღარიბესი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სუბსიდირებას უზრუნველყოფს; პროგრამა აგრეთვე ითვალისწინებს ხანდაზმული პირებისა და 5 წლამდე ბავშვებისათვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სადაზღვევო პოლისებში შემავალი მომსახურების გაფართოებას (გეგმით გათვალისწინებულია და­ზ ღვე ული მოსახლეობის რაოდენობის 2.5 მი­ლიონამდე გაზრდა 2015 წლისათვის). საბოლოო ამოცანაა მოსახლეობის ჯანმრთელობის ძირითადი ინდიკატორების გაუმჯობესება. ამ თვალსაზრისით ძალიან საგრძნობი წინსვლა უკვე იქნა მიღწეული, თუმცა შემდგომი პროგრესი აუცილებელია.

მოსახლეობის სამედიცინო ხარჯების მაღალი დო­ნე კვლავაც ამ დარგის პრობლემად რჩება. გა­სული რამდენიმე წლის მანძილზე სამედიცინო ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2009 წე­ლს მშპ­ს 10 პროცენტს მიაღწია, რაც თითქმის ორჯერ აღემატება მსგავსი ეკონომიკური განვი­თარების მქონე ქვეყნების მაჩვენებლებს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ ხარჯების 72 პრო­ცენტს მოსახლეობა უშუალოდ პირადად იხდის, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში: ევროკავშირის 12 ქვეყნისათვის (EU­12) ეს პარამეტრი 27 პროცენტია, ხოლო ევროკავშირის 15 ქვეყნისათვის (EU­15) –

სურათი 2

სამედიცინო შემოწმება აცრების წინ სოფელ წონიარისში მსოფლიო ბანკის დახმარებით აშენებულ და აღჭურვილ

კლინიკაში

6

16 პროცენტი (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები ­ WHO Health for All).

მსოფლიო ბანკი ჯანდაცვის სფეროს განვითარებას საქართველოში ხელს უწყობს ჯანდაცვის სექ­ტო რის განვითარების პროექტის მეშვეობით, რომლის მთავარი მიზანია საქართველოში მო­სა ხლეობის უფრო დიდი ნაწილის მოცვა, სა­მედიცინო მომსახურებით სარგებლობის დონის და მომსახურების ხარისხის ამაღლება. პროექტი 2012 წლის ივნისში უნდა დასრულდეს. მსოფლიო ბანკი განაგრძობს ინტენსიურ დიალოგს ჯან­დაცვის სფეროში, განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებების ფარგლებში, სამედიცინო მომსახუ­რების ხარისხის შემდგომი გაუმჯობესების, ჯანმრთელობის დაზღვევის მასშტაბის გაფარ­თოების და მთავრობის ხელმძღვანელი როლის გაძლიერების მიზნით. ფრინველის გრიპისა და მოსა ხლეობაში პანდემიის გავრცელებისადმი მზა­დ ყოფნისა და რეაგირების პროექტმა, რომელიც ახლახანს დასრულდა, ხელი შეუწყო ადგილობრივი სისტემის მომზადებას მოსახლეობაში გრიპის პან­დემიითა და სხვა ინფექციური დაავადებებით გა­მოწვეული საგანგებო ვითარების კონტროლისა და მასზე რეაგირებისათვის.

განათლება

განათლების სისტემამ საგანმანათლებლო და­წესე ბულებებში (სკოლებში) ჩართულობისა და და მთავრების მაჩვენებლების მიხედვით საერ­თა შორისო სტანდარტით მისაღებ მაჩვენებლებს მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბი­უჯეტის მიერ განათლების სისტემის დაფინანსების წილი შედარებით დაბალია და 2011 წელს და­ახ ლოებით მშპ­ს 2.7 პროცენტს შეადგენდა. სა­ქართველოს მიერ განათლებაზე გაწეული ხარჯები რეგიონის საშუალო მაჩვენებლის ნახევარია, თუმცა, ისეთი პარამეტრები, როგორიცაა დაწყებით და საშუალო სკოლებში მოსწავლეთა მიღება, არ განსხვავდება რეგიონის მაჩვენებლებისაგან. სინამდვილეში დაწყებით სკოლებში ჩართულობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია (92 პროცენტი) და კლასებში ბიჭებისა და გოგონების რაოდენობა

თითქმის თანაბარია. სწავლების შედეგები შეფასდა საერთაშორისო შეფასებების ­ მათემატიკისა და საბუნებისმეტველო საგნებისა აკადემიური მოსწ ­რების კვლევის (TIMSS) და წიგნიერების დონის კვლევის (PIRLS) მიხედვით.

განათლების ხარისხთან დაკავშირებით შემდგომი მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად საქარ თ­ველოს მთავრობამ მთელი რიგი ინიციატივები წამოიწყო. 2010­2015 წლებისათვის მიღებულ იქნა განათლების განვითარების ახალი სტრატეგია, რო მელშიც განათლების ხარისხის გაუმჯობესებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ბევრ სვადასხვა ინიციატივებს შორის აღსანიშნავია 2010 წელს დაწყებული ზოგიერთი ახალი ინიციატივა, რო­მელიც მიზნად ისახავდა ინგლისური ენის და სა­ინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლების გაუმ­ჯობესებას, სკოლებში უსართხოების დონის ამა ღ ლებას, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამა­ღლებას და სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩა­ტარების ახლებური წესები. „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 1,000 ინგლისურენოვანი მასწავლებელი იქნა მოწვეული, რომ საქართველოს სკოლებში ინგლისური ენა ესწავლებინათ ქართველ კოლეგებთან ერთად.

საშუალო სკოლის გამოსაშვები გამოცდების პირვე ­ლი რაუნდი, რომელსაც აგრეთვე „კომპიუტერული საადაფტაციო ტესტი“ (Computer Adaptive Test ­ CAT) ეწოდება, 2011 წლის ივლისში ჩატარდა; ამ ტესტის დროს სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა 30 პროცენტმა ცოდნის მაღალი დონე გამოავლინა. მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო მასწავლებელთა სერტიფიკაციის პრო­ცესი, რომელიც მასწავლებლებს 2014 წლამდე აკრედიტაციის მიღებას ავალდებულებს. 2011 წლის სექტემბერში, კომპიუტერული უნარჩვევების განვითარების მიზნით, პირველი კლასის მოსწავ­ლეებს უფასოდ დაურიგდათ „ნეთბუქები“. გარ და ამისა, დაინერგა სკოლების რეიტინგის სავალ­დებულო შეფასება ათბალიანი სისტემით, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს თუ რა ხა­

7

გერმანია$21.1 mსომხეთი

$17.6 m

ყაზახეთი $16.7 m

ბელორუსია $13.6 m

თურქეთი$11.1m

litva $8.8m

ერაყი $7.8 m

CexeTi$7.1 m

აზერბაიჯანი$47.2 m

სურათი 3

მსოფლიო ბანკის დახმერებით აშენებული საშუალო სკოლა სოფელ გავაზში, კახეთი.

რისხის განათლებას სთავაზობენ. რაც შეეხება უმა ღლესი განათლების საფეხურს, ამჟამად მი­მდი ნარეობს უმაღლესი საგანმანათლებლო და­წესებულებების პროგრამების აკრედიტაცია ხარი­სხის ეროვნული ცენტრის მიერ.

მსოფლიო ბანკი საქართველოში განათლების სის ტემის განვითარებას ხელს უწყობს შემდეგი პრო ექტების მეშვეობით: განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროგრამა, რომლის მიზანია განათლების სისტემის ამოცანების ეფე­ქტური გარდაქმნა და პოლიტიკის შემუშავებისა და მართვის უნარების გაუმჯობესება სწავლების ეფექტიანობისა და, ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. პროგრამა 2011 წელს დასრულდა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად ძველი დანგრეული სკოლების ნაცვლად აშენდა შვიდი ახალი სკოლა, შემუშავდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა და მასწავლებელთა პროფესიონალური განვითარების ახალი პოლი­ტიკა, მიღებულ იქნა მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტები და შემუშავდა და დაიწყო მასწავლე­ბელთა სერტიფიკაციის გამოცდები.

ამასთან ერთად, 2009­2010 წლებში მსოფლიო ბანკმა 260,000 აშშ დოლარი მოიზიდა განათლების პროგრამების განვითარების ფონდიდან (EPDF) სტუდენტების აკადემიური მოსწრების საერთა შო­რისო შეფასების დასაფინანსებლად.

სოფლის მეურნეობის განვითარება

მთავრობა მუშაობს სოფლის მეურნეობის სტ­რატეგიაზე, რომლის მიზანია ამ დარგის პრო­დუქტიულობის და შემოსავლების ამაღლება კერძო (ადგილობრივი და უცხოური) ინვესტიციებისათვის უფრო ხელშემწყობი გარემოს შექმნის გზით. 2005 წელს სასოფლო–სამეურნეო მიწებზე საკუთრების უფლების დასაკანონებლად ჩატარებულ მიწის რეფორმასთან ერთად, ბიზნესგარემოს გაუმ­ჯობესების რეფორმის მიზანი საბაზრო პირობებზე უკეთ ორიენტირებული სექტორის ჩამოყალიბება იყო. მიუხედავად იმისა, რომ მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი მნიშვ­ნელოვნად შემცირდა (1999 წელს 25 პროცენტი იყო, ხოლო 2010 წელს ­ 8.4 პროცენტამდე დაეცა), ის კვლავინდებურად მნიშვნელოვან როლს თამა­შობს საქართველოს ეკონომიკაში იმის გამო, რომ მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტი სოფლად ცხოვრობს და მუშაობს. ექსპორტის დაახლოებით 25 პროცენტი სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე მოდის (შედარებისთვის, 2005 წელს ეს მაჩვენებელი 39 პროცენტი იყო).

გრაფიკი 5

10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტში (2010 წ.,მილიონი აშშ დოლარი)

სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება კვ­ლავაც ქვეყნის მთავრობის ერთ­ერთ ძირითად ამოცანად რჩება. 2004 წლიდან მოყოლებული სო­ფლის მეურნეობას საქართველოს ეკონომიკურ

8

ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი არ შეუტანია. კულტივირებული მიწების ფართობის, მოსავლის და პირუტყვის რაოდენობის კლება ამ დარგის წინაშე არსებული სირთულეების მანიშნებელია. სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის და ინვესტიციების კლების გამომწვევი ფაქტორებია მიწების დანა­წევრებულობა, მაღალი სატრანსპორტო ხარ­ჯები, ბაზრებთან დამაკავშირებელი გზების ცუ დი მდგომარეობა და, ზოგადად, სოფლის ინფრა­ს ტრუქტურის ამორტიზებულობა.

ისეთი პრობლემები, როგორებიცაა სტანდარტების, ფიტოსანიტარიის და მცენარეთა დაცვის ღონისძი­ებების ნაკლებობა და შინაური ცხოველებისა და ფრინველების დაავადებათა კონტროლი კვლავ გადასაწყვეტი რჩება და სოფლის მეურნეობის პრო დუქციის საექსპორტო პოტენციალს ზღუდავს. დარგის განვითარებას აფერხებს თესლის დაბალი ხარისხი, ცუდი ინფრასტრუქტურა და შეზღუდული ფინანსური მომსახურება. მთავრობის მხრიდან შეზღუდულ მხარდაჭერას იღებს სასოფლო–სამეურნეო მომსახურების ტრადიციული სახე ო­ბე ბი: კვლევა, მასშტაბების გაფართოება და ვეტე­რინალური მომსახურება.

გრაფიკი 6

პირველი ათეულში შემავალი საექსპორტო სასოფლო­სამეურნეო პროდუქციია(2010 წ., მილიონი აშშ დოლარი)

4.1

$3.7 me, $3.6m

$14.4 მ

ცხვარი13.8 მ

მანდარინი12.1 მ

დაფნისფოთოლი

პირუტყვი 19.4 მ

არაალკო-ჰოლურისასმელი

შავი ზღვისანჩოუსი

ვაშლისკონცენტრატი

მსოფლიო ბანკი საქართველოში სოფლის მეუ­რ ნეობის სისტემის განვითარებას ხელს უწყობს შემდეგი სამუშაოების მეშვეობით: ასრულებს ანალიტიკურ სამუშაოს არსებული დაბრკოლებების გამოსავლენად და შეიმუშავებს წინადადებებს ამ დარგის მოდერნიზაციის მიზნით. გარდა ამისა, სოფლად საინვესტიციო კლიმატის შეფასების პროექტი 2012 წლის ივნისში უნდა დაიწყოს.

ტრანსპორტი

საქართველოს სატრანსპორტო სისტემა იმ ისტორიული „აბრეშუმის გზის“ საკვანძო მო ნა­კვე თია. როგორც თავისი გეოგრაფიული მდე­ბარეობის, ისე არსებული ინფრასტრუქტურის გამო, საქართველოს მზარდი სატრანსპორტო მოთ­ხოვნილების დაკმაყოფილების კარგი პერსპექტივა აქვს. ევროპასა და აზიას შორის უმოკლესი გზა საქართველოზე გადის.

გზების რეაბილიტაცია ქვეყნის მთავრობის მთა­ვარი პრიორიტეტი იყო 2004 წლიდან. მნი­შვნელოვნად გაიზარდა გზების რეაბილიტაციისა და ტექმომსახურების ბიუჯეტები. გლობალური ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ ქვეყ ნის მთავრობამ საერთაშორისო, შიდა­სახელმ წიფოე­ბრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით დაიწყო, რადგანაც გზების რეაბილიტაცია ბაზრებთან და მომსახურების ცენტრებთან დაკავშირების შესაძლებლობებს გა­ა უმ ჯობესებს და მოკლევადიანი დასაქმების საშუ­ალებას უზრუნველყოფს.

მთავრობამ საერთაშორისო ორგანიზაციებს სა­შუ ალო პერიოდზე გათვლილი პროგრამის ფა­რ გლებში გზების სხვადასხვა მონაკვეთის რეა­ბილიტაციის თხოვნით მიმართა. მსოფლიო ბანკი უკვე აფინანსებს სამუშაოებს გზების ყველაზე დატვირთულ მონაკვეთებზე მიმდინარე პროექტების ფარგლებში, როგორიცაა აღმოსავლეთ­და სა­ვ ლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექ­ტების სერია, კახეთის რეგიონალური გზების გა უმჯობესების პროექტი და სხვადასხვა შიგა­

9

სა ხელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების პროექტები. ბანკი აგრეთვე აფინანსებს მოიცავს ტექნიკური დახმარების კომპონენტებს, რაც ითვალისწინებს საავტომობილო გზების დეპარ­ტამენტის და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღ ლებას გზების ქსელის მართვისა და ტექ­მომსახურების საკითხებში. სხვა დონორები, მაშ შორის იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA), აზიის განვითარების ბანკი (EIB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), და EBRD აფინანსებენ გზების სხვადასხვა მონაკვეთებზე მიმ­დინარე სამუშაოებს.

ამჟამად მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე აღმოსავლეთ­დასავლეთის ჩქაროსნული მაგის­ტრალის პროექტი მოიცავს რიკოთის გვირაბის რეა­ბილიტაციას, მდინარე ლიახვზე ხიდის მშენებლობას და ავტომაგისტრალის სვენეთი­რუისის მონაკვეთის გაფართოებას.

ენერგეტიკა

ამჟამად საქართველომ უფრო სტაბილური და საიმედო ენერგოსექტორი ჩამოაყალიბა; შემდეგი ამოცანაა ენერგოგენერაციის შემდგომი ზრდა ქვეყნის მომავალი მოთხოვნილების დასაფარავად და ექსპორტის გზით დამატებითი მოგების მისაღებად. ამავე დროს, საჭიროა მუდმივი ძალისხმევა ქვეყანაში ენერგოეფექტიანობის გაუ მ ჯობესების მიზნით. დამატებითი ენერგო­გე ნერაციის ყველაზე პერსპექტიული წყაროა ჰიდროგენერაცია. დღესდღეობით ათვისებულია საქართველოს ჰიდროგენერაციის პოტენციალის 12 პროცენტი. ენერგოუსაფრთხოების და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების სტრატეგიის განხო­რციელების მიზნით, უახლოეს მომავალში მთავ­რობის ძალისხმევა მიმართულია ახალი ჰიდრო­ელექტროსადგურების მშენებლობისათვის კერ ძო ინვესტიციების მოზიდვაზე. საშუალო და გრძელვადიანი პერიოდისათვის მთავრობა ეძებს პერსპექტიული პროექტების დაფინანსების სხვა ფორმებს. ჰიდროპოტენციალის შემ დგომი

ათვისებისათვის აგრეთვე საჭიროა ელექტრო­ენერგიის გადაცემის სიმძლავრეების ზრდა ადგი­ლობრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებისა და ექსპორტისათვის. ამ საკითხის გადაწყვეტა პარალელურად მიმდინარეობს. ამასთანავე, საჭიროა ძლიერი მარეგულირებელი სის ტემა, რომელიც კერძო კომპანიების მიერ ელექტრო­ენერგიის მიწოდებას არეგულირებს.

ბოლო წლებში მსოფლიო ბანკი საქართველოში ენერგოსექტორის განვითარებას ხელს უწ ყობს შემდეგი პროექტების მეშვეობით: 1. ინფრა სტ­რუქტურის ინვესტიციამდელი დაფინანსება, რომ­ლის მიზანია სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში ინვესტირების გაადვილება და 2. ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ხელშეწყობის პროექტი, რომლის მიზანია ელექტრომომარაგების საიმედობისა და ეფექტიანობის ამაღლება და ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ფინანსური და კორპორაციული მართვის გაუმჯობესება.

რეგიონალური განვითარება და ტურიზმი

მთავრობას გაცნობიერებული აქვს, რომ ადგი­ლობრივი ინფრასტრუქტურის მშენებლობა არა მხოლოდ მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ასამაღლებლადაა მნიშვნელოვანი, არამედ ეკო­ნომიკური ზრდის ხელშემწყობ საკვანძო ელე­მენტსაც წარმოადგენს. გზები, წყალმომარაგება და სანიტარული ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ მნიშვნელოვან რეაბილიტაციას საჭიროებს ქვეყნის უმეტეს ნაწილში.

ბოლო წლებში ქვეყნის მთავრობამ რეგიონალური განვითარების რამდენიმე ინიციატივა წამოიწყო. 2010 წელს მთავრობამ რეგიონალური განვითარების სახელმწიფო სტრატეგია დაამტკიცა, რომლის მიზანია რეგიონებში სოციალურ–ეკონომიკური განვითარებისათვის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბება და ცხოვრების დონის ამაღლება. მთავრობა ცდილობს ხელი შეუწყოს ტურიზმის მდგრად განვითარებას პერსპექტიულ რეგიონებში. ბოლო დროს საქართველოში ტურიზმი სწრაფად

10

იზრდება და საკმარისი სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალი აქვს.

მსოფლიო ბანკი მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის მეშ­ვე ობით; ამ პროექტის ფარგლებში გამოყოფილი თანხა 85 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ამას­თან ერთად, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონ დის (MDF) მეშვეობით, მსოფლიო ბანკი ხელს უწყობს ინფრასტრუქტურის აღდგენას, შერჩეული მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ეფექტიანობის, იძულებით გადაადგილებული პირების სახლების და ინფ­რასტრუქტურის გაუმჯობესებას. ინვესტიციების შედეგად უმჯობესდება სასმელი წყლის ხელ­მი საწვდომობა და ხარისხი, იზრდება ენერ­გოეფექტურობა და მცირდება ადგილობრივ გზებზე მგზავრობისა და ტრანსპორტიტების დრო და ხარჯები.

სურათი 4

მსოფლიო ბანკის დახმარებით ახლად აშენებული სატუმბი სადგური სოფელ ცხრამუხაში

მარტში მსოფლიო ბანკმა ახალი რეგიონალური განვითარების პროექტისათვის 60 მილიონი აშშ დოლარი გამოყო; ეს თანხები ქვეპროექტების განსახორციელებლად იქნება გამოყენებული, რო­მელთა მიზანია ურბანული აღორძინება და ტუ­რისტული ქსელის ჩამოყალიბება კახეთში.

ამას გარდა, მსოფლიო ბანკი ახორციელებს ქა­ლაქთა თანამშრომლობის პროგრამის ად მი ნის­

ტრი რებას თბილისისათვის ქალაქის განვი თარების სტრატეგიის შესამუშავებლად.

სახელმწიფო ფინანსური მართვა

მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სა ხელმწიფო ფინანსების მართვის სისტემის გა­საუმჯობესებლად. ბიუჯეტის რეფორმა ჩატარდა საშუალო პერიოდის ხარჯების ჩარჩოსა და ერთიანი სახაზინო ანგარიშის ეტაპობრივი დანერგვის გზით. საგადასახადო კოდექსი გამარტივდა, მოხდა შემოსავლების ადმინისტრირების რეორგანიზაცია და გაძლიერება. გარდა ამისა, კონტროლის პალატა გარდაიქმნა აუდიტის უმაღლეს ორგანოდ; საჯარო ანგარიშგებისა და ზედამხედველობის სფეროში არსებული ნაკლოვანებების დასაძლევად შესწორებები შევიდა გარე აუდიტთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში; აგრეთვე დაინერგა ფინანსური აუდიტის ახალი მეთოდოლოგია, რომელიც INTOSI სტანდარტებს შეესაბამება.

მსოფლიო ბანკი საქართველოში სახელმწიფო სე ქტორის განვითარებას ხელს უწყობს შემდეგი პროექტების მეშვეობით: (1) განვითარების პოლი­ტიკის ღონისძიებების (DPO) სერიებით; 2) ახლახანს დასრულებული სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტის მეშვეობთ და საერთაშორისო განვითარების ფონ­დის (IDF) გრანტის მეშვეობით, რომელიც თბილისში კაპიტალური ინვესტიციების დაგეგმვისა და ბიუჯეტის შემუშავებას ხმარდება.

მსოფლიო ბანკის პროგრამა საქართველოში

საქართველო მსოფლიო ბანკს 1992 წელს შეუ­ერთდა, საერთაშორისო განვითარების ასოცი­აციას (IDA) – 1993 წელს. მას შემდეგ მსოფლიო ბანკმა სხვადასხვა დარგში 53­ზე მეტი პროექტი დააფინანსა. დაფინანსების მთლიანმა თანხამ 1.68 მილიარდი დოლარი შეადგინა საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტების, გრანტების და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთა­შორისო ბანკის სესხების სახით, რომელთა დაახ­ლოებით 90 პროცენტი უკვე გადარიცხულია.

11

მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი დაფინანსების 67 პროცენტი საი­ნვესტიციო პროექტებზე მოდის, 33 პროცენტი კი განვითარების პოლიტიკის ღონისძიებების ფარ­გლებში ბიუჯეტისათვის გაწეული დახმარებაა.

0

50

100

150

200

250

300

350

* მოიცავს არსებულ სესხების როგორც რეალურ ასევე საპროგნოზო მაჩვენებლებს. ფისკალური წელი იწყება 1 ივლისს.

გრაფიკი 7

მსოფლიო ბანკის მიერ ნაკისრი ვალდებულებები ფისკალური წლების მიხედვით (მილიონი აშშ $)

ამჟამად მოქმედი ქვეყანასთან თანამშრომლობის სტრატეგია დირექტორთა საბჭომ 2009 წლის სექ­ტემბერში დაამტკიცა. სტრატეგია ოთხწლიანია და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთა­შორისო ბანკის კრედიტებისა და სესხების სახით დაახლოებით 396 მილიონი აშშ დოლარის ახალ დაფინანსებას ითვალისწინებს 2010­2013 ფისკალურ წლებში. ქვეყანასთან თანამშრომლობის სტრატეგიის ძირითადი მიზნებია: (1) კონფლიქტის შემდგომ მდგომარეობასთან და მოწყვლადობასთან დაკავშირებული საჭიროებების უზრუნველყოფა და (2) კონკურენტულობის ამაღლება კრიზისის შემდგომი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. მოკლევადიან პერიოდში საჭირო დაფინანსების გათვალისწინებით მთავრობამ მოითხოვა, რომ როგორც საერთაშორისო განვითარების ასო­ციაციის, ისე რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის ფინანსური სახსრების უმეტესი ნაწილი შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად

პირველ ეტაპზე ყოფილიყო გადმორიცხული. აქედან გამომდინარე, 2010 ფისკალურ წელს მსოფლიო ბანკის დაფინანსებამ 290 მილიონ აშშ დოლარი შეადგგინა, რაც ყველაზე დიდი თანხაა მას შემდეგ, რაც საქართველო მსოფლიო ბანკს შეუერთდა.

თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ საერთაშორისო განვითარების ასოციაციის გაზრდილი IDA­16 პაკეტს და რეკონსტრუქციისა რა განვითარების საერთაშორისო ბანკის დაფინანსების ზრდას, ქვეყანასთან თანამშრომლობის სტრატეგიის ფა­რ გლებში სესხები გაიზრდება დაახლოებით 360 მილიონი აშშ დოლარით. 2012 ფისკალურ წე­ლს მსოფლიო ბანკმა უკვე დაამტკიცა ორი ინვეს­ტიცია განვითარების პოლიტიკის ოპერაციების ფარგლებში (რეგიონალური განვითარებისა და შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების კეთილმოწყობის პროექტები), რომლიც მოცულობა 170 მილიონი აშშ დოლარია. დასრულდა მო­ლაპარაკებები აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქა­რო სნული ავტომაგისტრალის კეთილმოწყობის მესამე პროექტისათვის დამატებითი დაფინანსების – დაახლოებით 43 მილიონი აშშ დოლარის გამო­ყოფის შესახებ. გეგმის მიხედვით, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო ამ საკითხს 2012 წლის ივნისში განიხილავს.

გრაფიკი 8

მსოფლიო ბანკის ტრანშები მილიონ აშშ დოლარში, ფისკალური წლების მიხედვით

$-

$50

$100

$150

$200

$250

$300

FY04

FY05

FY06

FY07

FY08

FY09

FY10

FY11

FY12

*

* 2011 წლის 28 მარტის მდგომარეობით. ფისკალური წელი იწყება 1 ივლისს.

12

ქვეყანასთან თანამშრომლობის სტრატეგიის ძი­რითადი მიღწევები მთავარი მიმართულებებისა და დარგების მიხედვით. განხორციელდა 600 კი­ლომეტრზე მეტი გზის რეაბილიტაცია; შეიქმნა სამუშაო ადგილები – დაახლოებით 20,000 კაც–დღე; გაუმჯობესდა ბაზრებთან და სოციალური მომსახურების ცენტრებთან მისასვლელი გზები; აშენდა შვიდი ახალი სკოლა, სადაც 4150 მოსწავლე სწავლობს (მათგან თითქმის ნახევარი გოგონებია) და 300 მასწავლებელი მუშაობს; ოჯახის ექიმის კურსები გაიარა ჯანდაცვის 1800–ზე მეტმა სპეციალისტმა, რომელთა 95 პროცენტი ქალია; მაღალმთიან რაიონში აშენდა 25 საწოლიანი საავადმყოფო; გორში გაიხსნა პირველადი სამე­დიცინო დახმარების ცენტრი, რომელიც დაახ­ლოებით 69,000 ბენეფიციარს ემსახურება (რო­მელთაგან 10,000 იძულებით გადაადგილებული პირია); მიზნობრივი სოციალური დახმარების სქემა გაფართოვდა და 408,367 ბენეფიციარი მოიცვა, რომელთა 56 პროცენტი ქალია; ბიზნეს–გარემოს გაუმჯობესება გრძელდება; ელექტრონული დეკლა­რირების სისტემა ყველა გადასახადზე გავრცელდა; ამის შედეგად, 2010 წელს დეკლარაციების 75 პროცენტი ელექტრონულად იყო ჩაბარებული (შედარებისათვის, 2009 წელს ელექტრონულად ჩაბარებული დეკლარაციების წილი მხოლოდ 10 პროცენტი იყო). ანალიტიკური და საკონსულტაციო მომსახურება (AAA) პროგრამის განხორციელებას კიდევ უფრო უწყობს ხელს. მიმდინარე ფისკალურ წელს მსოფლიო ბანკის ძალისხმევა ფოკუსირებული იყო შემდეგ სამუშაოებზე: (1) საქართველოს სა­ხე ლმწიფო ხარჯების პროგრამული კვლევა, რო­მელიც სახელმწიფო ხარჯების ეფექტიანობის ანალიზს მოიცავს; (2) საქართველოში სოფლად საინვესტიციო კლიმატის შეფასება (RICA), რომელიც სოფლად არსებულ პრობლემებს იკვლევს ოჯახების,

ფერმების და არასასოფლოსამეურნეო ბიზნესების დონეზე; (3) საქსტატის შესაძლებლობების გან­ვითარება; (4) სამხრეთ კავკასიაში სიღარი­ბისა და უთანასწორობის ანალიზი, რომელიც ფოკუსირებული იქნება პოლიტიკური გადაწყვე­ტილებებისათვის საჭირო ინფორმაციის უზრუნ­ველ ყოფაზე, რომ ეკონომიკურმა ზრდამ და სო­ციალურმა პოლიტიკამ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სიღარიბის დაძლევას; (5) საქართველოს ეკონომიკური მემორანდუმი (CEM), და (6) წიგნი კორუფციასთან ბრძოლა საჯარო სექტორში: საქარ­თველოს რეფორმების ქრონიკები.

ამჟამად მსოფლიო ბანკის პორტფელი 7 მიმდინარე საინვესტიციო პროექტისაგან შედგება. ისინი საე­რთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) კრედიტების და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხების მეშვეობით ფინანსდება, რომელთა მთლიანი თანხა 440.3 მილიონი აშშ დოლარია, საიდანაც დაახლოებით 111.8 მილიონი აშშ დოლარი 111.8 საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტია. დაახლოებით 177 მილიონი აშშ დოლარი ჯერჯერობით აუთვი­სებელია.

საერთაშორისო განვითარების ასოციაციის და რე კონსტრუქციისა და განვითარების საერთა­შორისო ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსების გარდა, კიდევ არსებობს სატრასტო ფონდის (TF) პორტფელი. ამჟამად ეს პორტფელი 5 გრანტისა და თანადაფინანსების სქემისაგან შედგება, რომელთა მთლიანი თანხა 7 მილიონი აშშ დოლარია; იგი განკუთვნილია როგორც მიმდინარე პროექტების დასაფინანსებლად, ასევე სხვადასხვა სექტორების დიაგნოსტიკისა და სტრეტეგიის შემუშავებისათვის. ასეთი კვლევების შედეგად მსოფლიო ბანკი დი­ალოგის საწარმოებლად და შესაძლო პროეტების შესამუშავებლად საჭირო ინფორმაციას იღებს.

13

ძირითადი თარიღები:დამტკიცების თარიღი: 1 აგვისტო, 2002ძალაში შესვლის თარიღი: 6 მაისი, 2003დასრულების თარიღი: 30 ივნისი, 2012დაფინანსება (მილიონი აშშ დოლარი):

*მსოფლიო ბანკის დაფინანსების ათვისება 2012 წლის 31 მარტის მდგომარეობით შენიშვნა: ათვისებული თანხა შეიძლება განსხვავდებოდეს დაფინანსების თანხისგან ათვისების დღეს ვალუტის კურსის ცვლილების გამო.

ქვეყნის მთავრობა ჯანდაცვის სფეროში მასშტაბურ რეფორმას ახორციელებს, რომლის დროსაც სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების პრივატიზაციის შედეგად გაიზარდა კერძო სექტორის როლი სამედიცინო მომსახურების დაფინანსებასა და უზრუნველყოფაში; სახელმწიფო ხარჯების პრიორიტეტად მოსახლეობის ღარიბი და სხვა დაუცველი ფენების სამედიცინო მომსახურება განისაზღვრა; სამედიცინო მომსახურებისათვის განკუთვნილი სახელმწიფო სახსრების ათვისება კერძო სადაზღვეო კომპანიების მეშვეობით განხორციელდა; გაძლიერდა შრომის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროს, როგორც მარეგულირებელი ორგანოს როლი. ამ რეფორმებთან დაკავშირებით მთავრობამ დახმარება მსოფლიო ბანკს სთხოვა, რისთვისაც პირველადი სამედიცინო მომსახურების განვითარების პროექტში ცვლილებები იქნა შეტანილი: გამოყოფილ იქნა დამატებითი დაფინანსება ოჯახის ექიმების დამატებითი ტრენინგისათვის, FM ინსტრუქციებისათვის, სამინისტროს ხელმძღვანელი ფუნქციების გაძლიერებისათვის და საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მართვის ისეთი თანამედროვე სისტემის დასანერგად, რომელიც ჯანდაცვის მთელ სისტემას მოიცავს და არა მხოლოდ პირველადი სამედიცინო დახმარების დაწესებულებებს, როგორც ეს თავიდან იყო გათვალისწინებული. რეფორმის ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით მთავრობა და მსოფლიო ბანკი პროექტის რესტრუქტურიზაციაზე შეთანხმდნენ (რესტრუქტურიზაცია 2009 წელს განხორციელდა). პროექტის მიზანია: (რესტრუქტურიზაციის შემდეგ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამედიცინო მომსახურების მიწოდების, გამოყენების და ხარისხის გაუმჯობესება და ჯანდაცვის სფეროში ხელისუფლების ხელმძღვანელი როლის გაძლიერება. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს არსებული სამედიცინო დაწესებულებების და ოჯახის ექიმების მომზადების რეგიონული ცენტრების კეთილმოწყობა. პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს პირველადი სამედიცინო დაწესებულებების გაძლიერებას. ამასთან ერთად, პროექტი ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე მთელ რეფორმას უწყობს ხელს სამინისტროს და ამ სფეროში მომუშავე სხვა უწყებების შესაძლებლობების გაფართოების გზით, მათ მიერ შესაბამისი პოლიტიკის შემუშავების, მარეგულირებელი ფუნქციების, ფინანსური მართვის, მონიტორინგის და შეფასების ფუნქციების შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. ამას გარდა, გაუმჯობესდება ჯანდაცვის მართვის საინფორმაციო სისტემა; დაიგეგმება და განხორციელდება ინფორმაციის გავრცელებისა და კომუნიკაციის კამპანიები.

დამფინანსებელიIDA–ს კრედიტისაქართველოს მთავრობა

სულ

დაფინანსება23.504.46

27.96

ათვისება*23.06

23.06

აუთვისებელი1.86

1.86

ჯანდაცვის სექტორის განვითარების პროექტი

მიმდინარე პროექტები

14

დღეისათვის მიღწეული შედეგები:• იმერეთში, აჭარაში და შიდა ქართლში უკვე გარემონტდა, აპარატურით აღიჭურვა და სრულად

ფუნქციონირებს პირველადი სამედიცინო მომსახურების 103 ცენტრი. ისინი დაკომპლექტებულია თანამშრომლებით, რომლებმაც სპეციალური ტრენინგი გაიარეს. მაღალმთიან რაიონში, ამბროლაურში, 25 საწოლიანი საავადმყოფო აშენდა; ეს კერძო და სახელმწიფო სექტორების თანამშრომლობის კარგი მაგალითია, რადგანაც საავადმყოფო სამართავად გადაეცა კერძო სადაზღვევო კომპანიას.

• დაინერგა მსოფლიო დონის სამედიცინო პრაქტიკის ინსტრუქციები და ჩატარდა შესაბამისი ტრენინგები. მწვავე ინსულტთან დაკავშირებით შემუშავდა და სამინისტროს მიერ დამტკიცდა ახალი ინსტრუქციები.

• სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიხსნა ოჯახის ექიმის ფაკულტეტი და 5 ეროვნული სასწავლო ცენტრი აქტიურადაა ჩაბმული ოჯახის ექიმების მომზადებაში. ამჟამად მოსახლეობის 45 პროცენტს სპეციალურად გადამზადებული ოჯახის ექიმები ემსახურებიან, მაშინ როდესაც პროექტის დასაწყისში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0.6 პროცენტს შეადგენდა. სოფლის მოსახლეობის 78 პროცენტს შეუძლია 30 წუთში მიაღწიოს პირველადი სამედიცინო დახმარების ცენტრს (ტრანსპორტით ან ფეხით). ეს მაჩვენებელი დაგეგმილ 50 პროცენტზე გაცილებით მაღალია.

• სოფლის ექიმების 60­მა პროცენტმა ტრენინგი გაიარა და პროექტით განსაზღვრულ რაიონებში მკურნალობის დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად მუშაობენ;

• დიფტერიის, ყივანახველას და ტეტანუსის (DPT3) საწინააღმდეგო აცრების რაოდენობამ იმატა და 2011 წელს დაახლოებით 56 პროცენტს მიაღწია.

• კვლევის შედეგების მიხედვით 80 პროცენტი კმაყოფილია პირველადი სამედიცინო მომსახურების ცენტრების მუშაობით;

• პირველადი სამედიცინო მომსახურების ცენტრების მიერ ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის წილი გაიზარდა 3 პროცენტიდან 52 პროცენტამდე;

• ჯანდაცვისათვის განკუთვნილი სახელმწიფო ხარჯები, რომელიც ღარიბი მოსახლეობის დასახმარებლადაა მიზანმიმართული, 3.6 პროცენტიდან 35 პროცენტამდე გაიზარდა.

ძირითადი პარტნიორები:მსოფლიო ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს: (1) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, რომელიც პროექტის განხორციელებასა და პოლიტიკის შემუშავებაზე აგებს პასუხს; (2) დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან, რომელიც პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ყოველდღიურ ზედამხედველობასა და მართვაზე აგებს პასუხს; ბანკი აგრეთვე თანამშრომლობს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სხვა დაქვემდებარებულ სტრუქტურებთან. განვითარების საკითხებზე მომუშავე სხვა პარტნიორებს შორის არიან: აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ევროკავშირი, გლობალური ფონდი და გაეროს ორგანიზაციები. მსოფლიო ბანკი ამ ორგანიზაციებთან სამუშაოების რეგულარულ კოორდინაციას ახორციელებს.

15

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის კეთილმოწყობის პროექტი

ძირითადი თარიღები:დამტკიცების თარიღი: 5 დეკემბერი, 2006ძალაში შესვლის თარიღი: 5 მარტი, 2007დასრულების თარიღი: 30 ივნისი, 2013 (დამატებითი დაფინანსება)დაფინანსება (მილიონი აშშ დოლარი):

*მსოფლიო ბანკის დაფინანსების ათვისება 2012 წლის 31 მარტის მდგომარეობითშენიშვნა: ათვისებული თანხა შეიძლება განსხვავდებოდეს დაფინანსების თანხისგან ათვისების დღეს ვალუტის კურსის ცვლილების გამო

საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს – საქართველოზე გადის უმოკლესი გზა, რომელიც შავი ზღვის პორტების მეშვეობით ევროპას აზერბაიჯანთან, სომხეთთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან აკავშირებს. საქართველო ასევე წარმოადგენს დამაკავშირებელ რგოლს თურქეთსა და რუსეთს შორის. ამგვარად, სატრანზიტო, ისევე როგორც ორმხრივი ვაჭრობა, მეზობელ ქვეყნებთან ეკონომიკის მნიშვნელოვანი დამახასიათებელი ნიშანია. სატრანსპორტო სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ­ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგია. თუმცა ტონა–კილომეტრების შეფასების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ სახმელეთო ტრანსპორტის მთლიანი მოძრაობა 1990 წელს არსებული მაჩვენებლის მხოლოდ ერთ მესამედს შეადგენს. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა კვლავაც შეიცავს ნაკლოვანებებს და აფერხებს სხვა სექტორების, მათ შორის, სოფლის მეურნეობის განვითარებას. ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა უნდა გაუმჯობესდეს, თუ საქართველოს სურს თავისი სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამოყენება, აღდგენის გზაზე მდგარი ეკონომიკის ხელშეწყობა და ქვეყნის მთელი მოსახლეობის ჩართვა ეროვნულ ეკონომიკაში. ამ მიზნით საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა დაგეგმეს პროექტების სერია აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ძირითადი აღმოსავლეთ­დასავლეთის დერეფნის გასაახლებლად და ასევე გზების ადმინისტრირების ინსტიტუციური განვითარების მხარდასაჭერად.

პროექტის მიზანია: (1) ხელი შეუწყოს საგზაო ტრანსპორტირების ხარჯების თანდათანობით შემცირებას და წვდომის გაუმჯობესებას, ტრანზიტის გაიოლებას და უსაფრთხოების ზრდას საქართველოს აღმოსავლეთ­დასავლეთის დერეფნის ცენტრალურ ნაწილში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის თბილისიდან რიკოთამდე მონაკვეთის განახლების საშუალებით (რიკოთის გვირაბის რეაბილიტაციის ჩათვლით); და (2) გააძლიეროს მთავრობის, გზების დეპარტამენტის და ადგილობრივი საგზაო მშენებლობის სფეროს შესაძლებლობები საგზაო ქსელის დაგეგმვისა და მართვის საკითხებში. პროექტი ეყრდნობა წინა წლებში მსოფლიო ბანკის მონაწილეობას განხორციელებული პროექტების შედეგებს. საგზაო სექტორის განვითარებაში და ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკასთან და ინვესტიციებთან დაკავშირებით კვლავაც არსებული ნაკლოვანებების გამოსწორებაზე. კერძოდ, პროექტი ახორციელებს E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 13 კილომეტრიანი მონაკვეთის განახლებას აღაიანიდან იგოეთამდე ორზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ოთხზოლიანად გარდაქმნით. დამატებითი დაფინანსება რიკოთის გვირაბის რეაბილიტაციის საწყისი პროექტის გასაფართოებლად, შემოვლითი გზის შესაკეთებლად და დამატებითი ინსტიტუციური გაძლიერების მხარდასაჭერად 28 მლნ აშშ დოლარის ოდენობით დირექტორთა საბჭომ 2009 წლის ნოემბერში დაამტკიცა.

დამფინანსებელიIDA კრედიტიIBRD სესხისაქართველოს მთავრობა

სულ

დაფინანსება

19.0028.00

9.34

56.34

ათვისება*

19.7520.68

40.43

აუთვისებელი­7.32

7.32

16

დღეისათვის მიღწეული შდეგები:• განხორციელდა გზის მეორე სავალი ნაწილის რეაბილიტაცია და აღაიანიდან იგოეთამდე გაიხსნა

E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 13 კილომეტრიანი მონაკვეთის ოთხი ზოლი. სატრანზიტო დრო შემცირდა 10 წუთიდან დაახლოებით 7 წუთამდე (რაც პროექტის ერთ­ერთი მიზანი იყო).

• გზების გაუმჯობესების შედეგად ავტომანქანების საექსპლუატაციო ხარჯები შემცირდა – $0.20­დან $0.16 დოლარამდე მსუბუქი ავტომობილებისათვის და $0.76­დან $0.68 დოლარამდე სატვირთო მანქანებისათვის.

• რიკოთის გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები (დამატებითი დაფინანსების ფარგლებში) თითქმის დასრულებულია. გვირაბში საავტომობილო მოძრაობა გახსნილია, დროებითი სავენტილაციო სისტემა და საგზაო ნიშნები გამოსაცვლელია. რიკოთის შემოვლითი გზის რეაბილიტაცია დასრულებულია. საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა2010 წლის ივნისში.

ძირითადი პარტნიორები:მსოფლიო ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს: (1) საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, რომელიც პასუხსიმგებელია პოლიტიკის განსაზღვრაზე; (2) საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, რომელიც პასუხისმგებელია პროექტის განხორციელებაზე და (3) ტრანსპორტის რეფორმის და რეაბილიტაციის ცენტრთან (TRRC), რომელიც პასუხისმგებელია პროექტის ფარგლებში ფინანსური მართვის და დაფინანსების გამოყოფის ფუნქციაზე.

ძირითადი პარტნიორები არიან: იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA), აზიის განვითარების ბანკი (EIB), ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (MCC), EC, რეკონსტრუქციისა რა განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), ქუვეითის ფონდი, რომლებიც აფინანსებენ (ან გეგმავენ დააფინანსონ) საქართველოს საგზაო ქსელის სხვადასხვა მონაკვეთებს და რომლებთანაც მსოფლიო ბანკის გუნდს რეგულარული კავშირი აქვს დონორთა საკოორდინაციო შეხვედრების საშუალებით.

17

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის კეთილმოწყობის მესამე პროექტი

ძირითადი თარიღები:დამტკიცების თარიღი: 10 სექტემბერი, 2009ძალაში შესვლის თარიღი: 3 ნოემბერი, 2009დასრულების თარიღი: 30 ივნისი, 2013დაფინანსება (მილიონი აშშ დოლარი):

*მსოფლიო ბანკის დაფინანსების ათვისება 2012 წლის 31 მარტის მდგომარეობითშენიშვნა: ათვისებული თანხა შეიძლება განსხვავდებოდეს დაფინანსების თანხისგან ათვისების დღეს ვალუტის კურსის ცვლილების გამო.

დამფინანსებელიIBRD–ს სესხისაქართველოს მთავრობა

სულ

დაფინანსება

147.0037.12

184.12

ათვისება*

121.69

121.69

აუთვისებელი

25.31

25.31

ეს არის მესამე პროექტი საქართველოს პორტფელში არსებული აღმოსავლეთ­დასავლეთის ჩქაროსნული ავტომა გისტ­რალის კეთილმოწყობის პროექტების სერიიდან.

პროექტის მიზანია: (1) ხელი შეუწყოს საგზაო ტრანსპორტირების ხარჯების თანდათანობით შემცირებას და წვდომის გაუმჯობესებას, ტრანზიტის გაიოლებას და უსაფრთხოების ზრდას საქართველოს აღმოსავლეთ­დასავლეთის დერეფნის ცენტრალური ნაწილის გასწვრივ და (2) გააძლიეროს მთავრობის, გზების დეპარტამენტის და შესაბამისი სამთავრობო უწყებების შესაძლებლობები დაგეგმონ და მართონ საგზაო ქსელი და გააუმჯობესონ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოება. მოცემული პროექტი ეფუძნება ბანკის წარსულ პროექტებს და ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკასთან და ინვესტიციებთან დაკავშირებით კვლავაც არსებული ნაკლოვანებების გამოსწორებაზე საგზაო სექტორში. კერძოდ, პროექტი ითვალისწინებს E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 15 კილომეტრიანი მონაკვეთის განახლებას სვენეთიდან რუისამდე სავალ ნაწილზე ორმხრივი მოძრაობით. აღმოსავლეთ­დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი შერჩეულ იქნება სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების გლობალური მიდგომის განსახორციელებლად მაგისტრალის დერეფნის ნაწილის გასწვრივ, რომელიც აერთიანებს სასწრაფო დახმარების მომსახურებას, პოლიციას, ტრენინგს პირველი დახმარების აღმოჩენის საკითხებში და უსაფრთხოების სხვა ზომებს ამ მიმართულებით დერეფნის მართვის გეგმის ფარგლებში. პროექტის განხორციელების შედეგად გზის მომხმარებლები ისარგებლებენ გზის და შესაბამისი მომსახურების უკეთესი ხარისხით, ამაღლებული საგზაო უსაფრთხოებით, თავიდან აიცილებენ ტრანსპორტის შეფერხებული მოძრაობით გამოწვეულ საცობებთან დაკავშირებულ ხარჯებს და დაზოგავენ მგზავრობისთვის განკუთვნილ დროს.

დღეისათვის მიღწეული შედეგები:• E60 გზატკეცილის 15 კილომეტრიან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. გზა და ორი

გვირაბი გახსნილია ტრანსპორტის მოძრაობისთვის;• დაიწყო ინსტიტუციური გაძლიერების და საგზაო უსაფრთხოების კომპონენტების განხორციელება; გზების უსაფ­

რთხოების აუდიტები ჩატარდა. მონიტორინგის და შეფასების შედეგები ბოლო დროს გაუმჯობესდა.

ძირითადი პარტნიორები:მსოფლიო ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს: (1) საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, რომელიც პასუხსიმგებელია პოლიტიკის განსაზღვრაზე; (2) საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, რომელიც პასუხისმგებელია პროექტის განხორციელებაზე და (3) ტრანსპორტის რეფორმის და რეაბილიტაციის ცენტრთან (TRRC), რომელიც პასუხისმგებელია პროექტის ფარგლებში ფინანსური მართვის და დაფინანსების გამოყოფის ფუნქციაზე.ძირითადი პარტნიორები არიან: იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA), აზიის განვითარების ბანკი (EIB), ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (MCC), EC, რეკონსტრუქციისა რა განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), ქუვეითის ფონდი, რომლებიც აფინანსებენ (ან გეგმავენ დააფინანსონ) საქართველოს საგზაო ქსელის სხვადასხვა მონაკვეთებს და რომლებთანაც მსოფლიო ბანკის გუნდს რეგულარული კავშირი აქვს დონორთა საკოორდინაციო შეხვედრების საშუალებით.

18

შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტი

ძირითადი თარიღები:დამტკიცების თარიღი: 15 მარტი, 2012ძალაში შესვლის თარიღი: ჯერ არ ამოქმედებულადასრულების თარიღი: 30 ივნისი, 2017დაფინანსება (მილიონი აშშ დოლარი):

*მსოფლიო ბანკის დაფინანსების ათვისება 2012 წლის 31 მარტის მდგომარეობითშენიშვნა: ათვისებული თანხა შეიძლება განსხვავდებოდეს დაფინანსების თანხისგან ათვისების დღეს ვალუტის კურსის ცვლილების გამო.

ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებისა და ეკონომიკური ზრდის წყაროების დივერსიფიკაციის მიზნით, საქართველოს ძალისხმევა მიმართულია გარკვეული შერჩეული დარგების განვითარებაზე, რომელთა შორისაა ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა/აგრომრეწველობა და ტურიზმი, რაც სავარაუდოდ ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. ცნობილია, რომ შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია და ტრანსპორტიტების შესძლებლობების გაუმჯობესება აგრეთვე უწყობს ხელს სოფლის მეურნეობის განვითარებას. უფრო მეტიც, სატრანსპორტო ხარჯების შემცირების შედეგად მცირდება სოფლის მეურნეობის პროდუქციის ღირებულება და ის უფრო კონკურენტუნარიანი ხდება.

პროექტის მიზანია: ტრანსპორტირების შესაძლებლობების გაუმჯობესება და მგზავრობის დროის შემცირება შერჩეულ შიდასახელმწიფოებრივ და ადგილობრივ გზებზე და საგზაო დეპარტამენტისშესაძლებლობების გაძლიერება გზების ქსელის მართვის სფეროში. პროექტი ითვალისწინებს 200 კმ გზის რეაბილიტაციასა და გაუმჯობესებას შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების სხვადასხვა მონაკვეთებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამ პროექტის შედეგად, გზის შერჩეულ მონაკვეთებზე მგზავრობის დრო შემცირდება 20 პროცენტით.

დღეისათვის მიღწეული შედეგები:პროექტი დამტკიცდა და ხელმოწერილ იქნა 2012 წლის მარტში.

ძირითადი პარტნიორები:მსოფლიო ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს: (1) საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრა­სტრუქტურის სამინისტროსთან, რომელიც პასუხსიმგებელია პოლიტიკის განსაზღვრაზე; (2) საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ საავ­ტომო ბილო გზების დეპარტამენტთან, რომელიც პასუხისმგებელია პროექტის განხორციელებაზე და (3) ტრანსპორტის რეფორმის და რეაბილიტაციის ცენტრთან (TRRC), რომელიც პასუხისმგებელია პროექტის ფარგლებში ფინანსური მართვის და დაფინანსების გამოყოფის ფუნქციაზე.

ძირითადი პარტნიორები არიან: იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA), აზიის განვითარების ბანკი (EIB), ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (MCC), EC, რეკონსტრუქციისა რა განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), ქუვეითის ფონდი, რომლებიც აფინანსებენ (ან გეგმავენ დააფინანსონ) საქართველოს საგზაო ქსელის სხვადასხვა მონაკვეთებს და რომლებთანაც მსოფლიო ბანკის გუნდს რეგულარული კავშირი აქვს დონორთა საკოორდინაციო შეხვედრების საშუალებით.

დამფინანსებელიIDA კრედიტიIBRD სესხისაქართველოს მთავრობა

სულ

დაფინანსება

40.0030.00

17.50

87.50

ათვისება* აუთვისებელი

40.0030.00

17.50

87.50

19

კახეთის რეგიონული გზების კეთილმოწყობის პროექტი

ძირითადი თარიღები:დამტკიცების თარიღი: 10 ნოემბერი, 2009ძალაში შესვლის თარიღი: 8 დეკემბერი, 2009დასრულების თარიღი: 3 ნოემბერი, 2013დაფინანსება (მილიონი აშშ დოლარი):

*მსოფლიო ბანკის დაფინანსების ათვისება 2012 წლის 31 მარტის მდგომარეობითშენიშვნა: ათვისებული თანხა შეიძლება განსხვავდებოდეს დაფინანსების თანხისგან ათვისების დღეს ვალუტის კურსის ცვლილების გამო.

დამფინანსებელიIBRD სესხი საქართველოს მთავრობა

სულ

დაფინანსება

30.007.50

37.50

ათვისება*

24.37

24.37

აუთვისებელი

5.63

5.63

გზები ქართველების უმრავლესობის ეკონომიკური საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და საერ­თაშორისო ვაჭრობის ძირითადი გზის დერეფნების პირობებშიც კი, ადგილობრივი მოძრაობა მთლიანი სატრანსპორტო მოძრაობის 90 პროცენტს შეადგენს. კახეთის რეგიონში ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი სახეობები მეღვინეობა და ტურიზმია. საიმედო სატრანსპორტო ქსელის არსებობა აუცილებელია როგორც აღნიშნული საქმიანობების რეაბილიტაციისათვის, ისე სოფლად არსებული სიღარიბის დასაძლევად. პროექტის მიზანია: ტრანსპორტის ხარჯების შემცირება, წვდომის გაუმჯობესება და კახეთის რეგიონულ გზებზე ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ამაღლება. პროექტს შედეგად მოჰყვება: (ა) ვაზიანი­გომბორი­თელავის (VGT) გზის 65 კმ­ის რეაბილიტაცია, ძირითადად, მისი არსებული ხაზის გასწვრივ; ბ) ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ამაღლების ღონისძიებების განხორციელება ვაზიანი­გომბორი­თელავის (VGT) გზაზე და ვაზიანი­საგარეჯო­ბაკურციხე­გურჯაანი­თელავის გზის არსებული ხაზის გასწვრივ; (გ) გზების დეპარტამენტის საგარეჯოს რეგიონული ოფისის საოპერაციო ეფექტიანობის გაძლიერება. პროექტის განხორციელების შედეგად მგზავრობისთვის საჭირო დრო აღნიშნულ მონაკვეთზე შემცირდება 120­დან 55 წუთამდე, სატრანსპორტო საშუალების საოპერაციო ხარჯები დაახლოებით 30 პროცენტით დაიკლებს და სავარაუდოდ შემცირდება საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემებიც.

დღეისათვის მიღწეული შედეგები:• ვაზიანი­გომბორი­თელავის გზის 50 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის

დასრულებულია; 2010 წლის ოქტომბრიდან გზა გახსნილია ტრანსპორტის მოძრაობისთვის. • ვაზიანიდან თელავამდე გომბორის გავლით მგზავრობის დრო 120 წუთიდან 60 წუთამდე შემცირდა.• ავტომანქანების საექსპლუატაციო ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა – $0.36­დან $0.17 დოლარამდე

მსუბუქი ავტომანქანებისათვის და $1.05­დან $0.65 დოლარამდე სატვირთო მანქანებისათვის.

ძირითადი პარტნიორები:მსოფლიო ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს: (1) საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრა­სტრუქტურის სამინისტროსთან, რომელიც პასუხსიმგებელია პოლიტიკის განსაზღვრაზე; (2) საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ საავტო­მობილო გზების დეპარტამენტთან, რომელიც პასუხისმგებელია პროექტის განხორციელებაზე და (3) ტრანსპორტის რეფორმის და რეაბილიტაციის ცენტრთან (TRRC), რომელიც პასუხისმგებელია პროექტის ფარგლებში ფინანსური მართვის და დაფინანსების გამოყოფის ფუნქციაზე.

ძირითადი პარტნიორები არიან: იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA), აზიის გან ვი თარების ბანკი (EIB), ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (MCC), EC, რეკონსტრუქციისა რა განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), ქუვეითის ფონდი, რომლებიც აფინანსებენ (ან გეგმავენ დააფინანსონ) საქართველოს საგზაო ქსელის სხვადასხვა მონაკვეთებს და რომლებთანაც მსოფლიო ბანკის გუნდს რეგულარული კავშირი აქვს დონორთა საკოორდინაციო შეხ­ვედრების საშუალებით.

20

რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი

ძირითადი თარიღები:დამტკიცების თარიღი: 2 ოქტომბერი, 2008ძალაში შესვლის თარიღი: 12 დეკემბერი, 2008დასრულების თარიღი: 30 ივნისი, 2013 დაფინანსება (მილიონი აშშ დოლარი):

*მსოფლიო ბანკის დაფინანსების ათვისება 2012 წლის 31 მარტის მდგომარეობითშენიშვნა: ათვისებული თანხა შეიძლება განსხვავდებოდეს დაფინანსების თანხისგან ათვისების დღეს ვალუტის კურსის ცვლილების გამო.

1991 წელს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მრავალი წლის მანძილზე ძირითადი ურბანული მომსახურებების ხარისხის, ტექნიკური მომსახურების და ხელმისაწვდომობის გაუარესებამ დრამატულად შეცვალა მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი და შეაფერხა კერძო სექტორის განვითარება. გასული ათი წლის მანძილზე მდგომარეობა გამოსწორდა, თუმცა, გზების, წყალმომარაგების და სანიტარული ინფრასტრუქტურა ქვეყნის უმეტეს ნაწილში კვლავაც საჭიროებს მნიშვნელოვან რეაბილიტაციას. 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტმა ეკონომიკური განვითარების ძირითად დასაყრდენს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა და საცხოვრებლის გარეშე დარჩენილ იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 30 000 ადამიანამდე გაზარდა.

პროექტის მიზანია: შერჩეული მუნიციპალური ინფრასტრუქტურის და მომსახურების ეფექტიანობის და საიმედოობის ამაღლება, აგრეთვე, საქართველოში კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ადამი­ანებისთვის ინფრასტრუქტურის, მომსახურების და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში კრედიტუნარიან ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ხელი მიუწვდებათ დაფინანსებაზე კომბინირებული სესხის და გრანტის სახით (მცირე ზომის ადგილობრივ თვითმმართველობებს ­ გრანტის სახით), მაღალპრიორიტეტული მუნიციპალური მომსახურების და ინფრასტრუქტურის ქვეპროექტების განსახორციელებლად, როგორებიცაა: წყალმომარაგება და ჩამდინარე წყლის სისტემების, ადგილობრივი გზების, ნარჩენების გადამუშავების და ქუჩის განათების ქვეპროექტები. პროექტი ასევე აფინანსებს სახლების და ინფრასტრუქტურის მშენებლობას იძულებით გადაადგილებული პირთათვის.

დღეისათვის მიღწეული შედეგები:პროექტის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, განხორციელდა წყალმომარაგების, კანა ლი­ზაციის და გზების რეაბილიტაციის 125 პროექტი, 53 მუნიციპალიტეტში, როგორც ქალაქებში, ასევე სო­ფლად. ამ სამუშაოებმა სარგებელი მოუტანა ერთ მილიონ მაცხოვრებელს, რომელთა ნახევარი ქალია. ამას გარდა, 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, პროექტის ფარგლებში რეკორდულ დროში აშენდა იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლები. კერძოდ:

დამფინანსებელიIDA კრედიტიIBRD–ს სესხი სატრ. ფონდი/ევროკავშირისაქ. მთავრობაადგილობრივი მთავრობა ადგილობ. წყაროები, სხვასულ

დაფინანსება

51.5033.503.7010.807.906.70114.10

ათვისება*

48.4629.681.20

79.34

აუთვისებელი

2.933.821.62

8.37

21

• პროექტის ფარგლებში აშენებული 783 სახლით უკვე სარგებლობს დაახლოებით 3600 იძულებით

გადაადგილებული პირი. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანადაფინასნება ­ 3 მილიონი ევრო, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებების, კერძოდ საცხოვრებელი სახლებისა და ინ­ფრა სტრუქტურის კეთილმოწყობას მოხმარდა; შეკეთდა სანიაღვრე არხები და ფეხით მოსია­რულეთათვის განკუთვნილი გადასასვლელები, აშენდა ახალსოფლის დასახლებაში მისასვლელი ხიდი მდინარე მტკვარზე; დაიდგა მყარი ნარჩენების 133 კონტეინერი და გამოყოფილ იქნა 11 ნაგვის მანქანა; გაუმჯობესდა 1263 სახლის ფიზიკური მდგომარეობა იძულებით გადაადგილებულ პირთა 9 დასახლებაში, რამაც სარგებელი მოუტანა 10000–ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ პირს.

• ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა (საშუალოდ 0.7 კვტ.სთ/მ3–დან 0.5 კვტ.სთ/მ3–მდე) უფრო ენერგოეფექტური სისტემების დაყენების შედეგად.

• წყალსადენის მეშვეობით წყლის მიწოდების საათები გაიზარდა საშუალოდ დღეში 7 საათიდან 15 საათამდე. რეაბილიტაციის შედეგად წყალსადენის სისტემის დამაკავშირებელი ქსელი, რომელიც მოსახლეობას საყოფაცხოვრებო წყლით ამარაგებს, გაფართოვდა 117, 800 ერთეულით.

• რეაბილიტაცია ჩაუტარდა 227 კმ გზას. გზების მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგად ავტოტრან­სპორტის ექსპლუატაციის ხარჯები შემცირდა საშუალოდ 25 პროცენტით.

ძირითადი პარტნიორები:მსოფლიო ბანკის ძირითადი პარტნიორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (EIB), ევროპის რე კონ­სტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), გერმანული ორგანიზაციები GIZ და KfW, ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), UNHCR და ქალაქთა თა­ნა მშრომლობის პროგრამა, რომლებიც აფინანსებენ ან ტექნიკურ დახმარებას უწევენ საქართველოს მუ­ნიციპალურ სექტორს.

22

რეგიონალური განვითარების პროექტი

ძირითადი თარიღები:დამტკიცების თარიღი: 20 მარტი, 2012ძალაში შესვლის თარიღი: ჯერ არ ამოქმედებულადასრულების თარიღი: 31 დეკემბერი, 2016დაფინანსება (მილიონი აშშ დოლარი):

*მსოფლიო ბანკის დაფინანსების ათვისება 2012 წლის 31 მარტის მდგომარეობითშენიშვნა: ათვისებული თანხა შეიძლება განსხვავდებოდეს დაფინანსების თანხისგან ათვისების დღეს ვალუტის კურსის ცვლილების გამო.

დამფინანსებელიIBRD სესხი საქართველოს მთავრობა

სულ

დაფინანსება

60.0015.00

75.00

ათვისება* აუთვისებელი

60.0015.00

75.00

გლობალურ ეკონომიკაში არსებული გაურკვეველი სიტუაციის საპასუხოდ, საქარველოს მთავრობა ცდილობს უზრუნველყოს, რომ ეკონომიკური რეფორმების პროგრამას სახელმწიფო ინვესტიციების პროგრამაც უწყობდეს ხელს. მთავრობამ წამოიწყო რეგიონალური განვითარების რამოდენიმე ინიციატივა სხვადასხვა სექტორებში კერძო ინვესტორების მოსაზიდად. მიუხედავად ამისა, საქართველოს ჯერ კიდევ სრულად არ აუთვისებია თავისი ტურისტული პოტენციალი ისეთ პერსპექტიულ რეგიონებში, როგორიცაა მაგალითად კახეთი. საუკუნეების მანძილზე კახეთი საქართველოს უძველესი კულტურის და ეკონომიკის გული იყო. აქ სამი დაცული ტერიტორიაა: თუშეთის, ლაგოდეხის და ვაშლოვანის. ტურიზმის განვითარების სტრატეგიის მიხედვით კახეთი შეიძლება უმაღლესი ხარისხის ტურისტული პუნქტი გახდეს მთელი წლის მამძილზე. თავისი კულტურული მემკვიდრეობის და ბიომრავალფეროვნების გამო მას შეუძლია მიიზიდოს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტები.

პროექტის მიზანია ინფრასტრუქტურის და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაუმჯობესება კახეთში ტურიზმზე დამყარებული ეკონომიკის განვითარების მიზნით და კულტურული მემკვიდრეობის ტურისტული მარშრუტების ჩამოსაყალიბებლად. ამ პროექტით გათვალისწინებულმა სამუშაოებმა სარგებელი უნდა მოუტანოს კახეთის მოსახლეობას და ტურისტებს. პროექტის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება სა ზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ხარისხი, ხელმისაწვდომობა და საიმედობა; გაიზრდება რეგიონში კერძო ინვესტიციების მოცულობა; და აღდგენილი კულტურული ძეგლების ადგილებში გაიზრდება სავაჭრო ობიექტების რაოდენობა. მთავრობა სარგებელს მიიღებს სხვადასხვა შერჩეული უწყებების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაუმჯობესების შედეგად. საბოლოო ჯამში, მოსახლეობის ცხოვ­რების დონე გაუმჯობესდება და შემოსავლები გაიზრდება.

დღეისათვის მიღწეული შედეგები:

პროექტი დამტკიცდა და ხელმოწერილ იქნა 2012 წლის მარტში.

ძირითადი პარტნიორები: მსოფლიო ბანკს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს: (1) რეგიონული განვითარების და ინფრა სტ­რუქტურის სამინისტროსთან; (2) ფინანსთა სამინისტროსთან; აგრეთვე სხვა უწყებებთან, რომელთა შო­რისაა კულტურული მემკვიდრეობის ფონდი, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების სააგენტო, და­ცუ ლი ტერიტორიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და კახეთის რეგიონალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.

ძირითადი პარტნიორები არიან: ევროკავშირი, GIZ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (US­AID), შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC)

23

განვითარების პოლიტიკის ღონისძიებები (DPO)

ძირითადი თარიღები:დამტკიცების თარიღი: 2 ივლისი, 2009 / 29 ივლისი, 2010 / 21 ივლისი, 2011ძალაში შესვლის თარიღი: 16 ივლისი, 2009/24 სექტემბერი,2010/ ნოემბერი 15, 2011დასრულების თარიღი: 31 მარტი, 2011

*მსოფლიო ბანკის დაფინანსების ათვისება 2012 წლის 31 მარტის მდგომარეობით.შენიშვნა: ათვისებული თანხა შეიძლება განსხვავდებოდეს დაფინანსების თანხისგან ათვისების დღეს ვალუტის კურსის ცვლილების გამო.

დამფინანსებელი

IDA კრედიტიIBRD სესხინიდერლანდების გრანტისულ

დაფინანსება

165.0010.003.60178.60

ათვისება*

168.3010.003.60181.90

აუთვისებელი0.00­­

0.00

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის და შემდგომი გლობალური ეკონომიკური კრიზისით ეკონომიკისთვის მიყენებულ ორმაგ დარტყმას მოჰყვა ეკონომიკური ზრდის მკვეთრი ვარდნა 2008 წელს 2.3 პროცენტამდე და 3.9 პროცენტიანი შემცირება 2009 წელს, მაშინ, როდესაც 2004 წლიდან 2008 წლის მეორე ნახევრამდე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9 პროცენტს აღემატებოდა. ამგვარად, საქართველოს მოუხდა ორმაგი პრობლემის გადაჭრა, ეკონომიკური ვარდნის უარყოფითი გავლენის შესუსტება მოკლე პერიოდში, აღდ­გე ნის ხელშეწყობა და ნიადაგის მომზადება კრიზისისშემდგომი ზრდისათვის საშუალო ვადაში სოციალური დაცვის ეფექტური ქსელის შექმნით.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა 2010 წელს დაახლოებით 6.4 პროცენტი იყო, ხოლო 2010 წელს – 7.0 პროცენტი, ქვეყნის წინაშე კვლავ დგას ისეთი ამოცანები, როგორიცაა ეკონომიკის აღორძინების ტენდენციის შენარჩუნება, კრიზისის შემდგომი მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა და ქმედითი სოციალური დაცვის ქსელის შექმნა.

პროექტის განხორციელების ამოცანაა საქართველოს მთავრობის პოლიტიკის რეფორმის პროგრამის ძირითადი ელემენტების მხარდაჭერა, რათა: 1) შესუსტდეს ეკონომიკური ვარდნის გავლენა მოკლევადიან პერიოდში; (2) ხელი შეეწყოს აღდგენის პროცესს და საქართველო მზად იყოს პოსტკრიზისული გან­ვითარებისთვის საშუალო ვადაში. დამაკმაყოფილებელ მაკროეკონომიკურ და ფისკალურ ქსელთან ერთად, მსოფლიო ბანკი ხელს უწყობს ქვეყანას შემდეგ ძირითად სფეროებში: (1) სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანობის და ეფექტურობის გაუმჯობესება; (2) სოციალური უსაფრთხოების ქსელის ეფექტიანობის გაუმჯობესება; და (3) გარე კონკურენტუნარიანობის ამაღლება. დღეისათვის მიღწეული შედეგები:• 2009 წელს ეკონომიკური ვარდნა შეჩერდა და 2010–2011 წლებში ეკონომიკური აღმავლობის ძლიერი

ტენდენცია აღინიშნა; • ეკონომიკური ვარდნის შესასუსტებლად 2009 წელს გამოყენებული იყო ეფექტური ანტიციკლური

ფისკალური სტიმული; 2010–12 წლებში, ეკონომიკის აღდგენის პარალელურად, მნიშვნელოვანი სოციალური და ინფრასტრუქტურული საინვესტიციო ხარჯების უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება მნიშვნელოვანი ფისკალური კორექტირება;

24

• სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანობა და ეფექტურობა უმჯობესდება შედეგებზე ორიენტირებული

ბიუჯეტების მოცულობის, ხარისხის და მონიტორინგის გაუმჯობესების საშუალებით და, ასევე, სახელმწიფო ინვესტიციების გაუმჯობესებული დაგეგმვის მეშვეობით; სახელმწიფო ხარჯების უფრო დიდი ნაწილი იფარება ბიუჯეტის სახსრებით, მუშაობის ძირითადი პარამეტრების გაუმჯობესების შედეგად; და სახელმწიფო ინვესტიციების სფეროში გამჭვირვალება და ანგარიშგება უმჯობესდება;

• სოციალური დაცვის ქსელის ეფექტურობა გაუმჯობესდა; ღარიბი მოსახლეობის მიერ მიზნობრივი სოციალური დახმარების მიღების პროცენტული მაჩვენებელი გაიზრდა; სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანმრთელობის დაზღვევის მქონე და მიზნობრივი სოციალური დახმარების მიმღები ღარიბი და უღარიბესი მოსახლეობის წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა; გატარდა მთელი რიგი ღონისძიებები ანგარიშგების გასაუმჯობესებლად და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის პროგრამების ეფექტიანობის ასამაღლებლად.

• საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა უმჯობესდება საგადასახადო კანონის მოთხოვნების შესასრულებლად საჭირო დროის შემცირებით, იმპორტისა და ექსპორტისთვის საჭირო დროის შემცირებით (ელექტრონულად ჩაბარებული დოკუმენტაციის რაოდენობა გაიზარდა და „წითელ დერეფანში“ გამავალი საბაჟო დეკლარაციების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა);

• უფრო მეტიც, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული ვაჭრობის განვითარებისათვის საჭირო რეფორმების იდენტიფიკაციის თვალსაზრისით, რომ საქართველოს პროდუქციას საერთაშორისო ბაზრებზე შეღწევა გაუადვილდეს. სტატისტიკის სააგენტოს დამოუკიდებლობა განმტკიცდა შესაბამისი ინსტიტუციონალური მოწყობის გზით.

ძირითადი პარტნიორები:DPO პროგრამის მართვის ძირითადი კოორდინატორია ფინანსთა სამინისტრო. მსოფლიო ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს პროექტის უშუალო განმახორციელებელ ორგანიზაციებთან, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროსთან, ჯანმრთელობის დაცვის, შრომის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროსთან, სავაჭრო მოლაპარაკებების მთავარ მწარმოებელთან და სტატისტიკის სააგენტოსთან (GeoStat).

ძირითადი პარტნიორები არიან: საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ნიდერლანდების საელჩო (რომელიც ახორციელებს DPO პროგრამის თანადაფინანსებას), ევროკომისია და აზიის განვითარების ბანკი.

საკონტაქტო ინფორმაცია:ნინო რამიშვილის ქ. 5ათბილისი, საქართველო

ტელ.: (995 32) 2 913 096; (995 32) 2 912 371ფაქსი: (995 32) 2 913 478

www.worldbank.org/ge

მსოფლიო ბანკისა და საქართველოს თანამშრომლობის პროგრამის მოკლე მიმოხილვა

აპრილი 2012