20

საქართველოს ცენტრალური ...პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელ სამუშაო

  • Upload
    others

  • View
    1

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: საქართველოს ცენტრალური ...პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელ სამუშაო
Page 2: საქართველოს ცენტრალური ...პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელ სამუშაო

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის:

2

Page 3: საქართველოს ცენტრალური ...პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელ სამუშაო

ევროპის საბჭოს (CoE) ახალი საარჩევნო პროგრამის ფარგლებში პროექტის – „საარჩევნო განვითარების სკოლა“ განხორციელებისას გაწეული ფინანსური მხარდაჭერისთვის.

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის – „საარჩევნო განვითარების სკოლა“ განხორციელებისას გაწეული ფინანსური მხარდაჭერისთვის.

საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდს (IFES) – პროექტის „საარჩევნო განვითარების სკოლა“ განხორციელებისას თანამშრომლობისა და გაწეული ფინანსური მხარდაჭერისთვის.

3

Page 4: საქართველოს ცენტრალური ...პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელ სამუშაო

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის:

4

Page 5: საქართველოს ცენტრალური ...პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელ სამუშაო

პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელ სამუშაო ჯგუფს პროექტის სწორად დაგეგმვისა და წარმატებულად განხორციელებისთვის.

ცესკოს საფინანსო დეპარტამენტს პროექტის ფინანსური და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფისთვის.

ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტს პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის.

ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს პროექტის საინფორმაციო

კამპანიის ეფექტიანად განხორციელებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინირებული მუშაობისთვის.

ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს პროექტის შესახებ დაინტერესებულ პირთა დროულად ინფორმირებისთვის.

საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს პროფესიული სტანდარტებისა და საარჩევნო მოხელის ეთიკის ნორმების შესაბამისად, პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის.

5

Page 6: საქართველოს ცენტრალური ...პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელ სამუშაო

proeqtis Sesaxeb6

Page 7: საქართველოს ცენტრალური ...პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელ სამუშაო

განსხვავებული გამოცდილების მქონე 1 500-ზე მეტ ახალგაზრდას მიეცა შესაძლებლობა სპეციალურად შედგენილი პროგრამით შეესწავლა საქართველოს საარჩევნო პროცესის თავისებურებანი და გაეცნო სხვა ქვეყნების გამოცდილება, გაეღრმავებინა პრაქტიკული უნარ-ჩვევები საარჩევნო ოლქებში და მოესმინა ექსპერტთა მოსაზრებები საარჩევნო საკითხების შესახებ. სპეციალური პროგრამით მომზადებული 80-ზე მეტი ტრენერი პროექტის წარმატებით

განხორციელების მთავარი

გარანტია. ტრენერთა გუნდი

აქტიურად მონაწილეობს

ცესკოს მიერ განხორციელებულ

სხვადასხვა საგანმანათლებლო

პროექტში.

საარჩევნო განვითარების

სკოლაში მიღებული ცოდნით,

მონაწილეებმა შეიძინეს

საარჩევნო პროცესის

შეფასების უნარები და ქვეყნის

დემოკრატიულ პროცესებში

ჩართვის მოტივაცია, რაც

მომავალში მათ წარმატებას

შეუწყობს ხელს.

ინოვაციური პროექტი „საარჩევნო განვითარების სკოლა“ – ეს არის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წარმატებული ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს საუკეთესო საშუალება აქვთ მიიღონ ცოდნა საარჩევნო პროცესის შესახებ ამ სფეროში დასაქმებული პროფესიონალებისგან, შეიძინონ თანამოაზრეები, დასაქმდნენ საარჩევნო ადმინისტრაციაში და საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეების სხვადასხვა პროექტში.

7

Page 8: საქართველოს ცენტრალური ...პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელ სამუშაო

sapilote proeqti `saarCevno ganviTarebis skola 2015~

საარჩევნო ადმინისტრაციამ, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრთან (სწავლების ცენტრი) თანამშრომლობით, 2015 წელს წარმატებით განახორციელა საპილოტე პროექტი „საარჩევნო განვითარების სკოლა 2015“. პროექტის მიზანს წარმოადგენდა

სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა, ახალგაზრდებში არჩევნების პოპულარიზაცია, საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის ტრენერის უნარ-ჩვევების განვითარება და საარჩევნო ადმინისტრაციაში არსებული ცოდნის გაზიარების გზით კვალიფიციური ადამიანური რესურსის შექმნა.

8

Page 9: საქართველოს ცენტრალური ...პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელ სამუშაო

ტრენერთა ტრენინგიცესკომ წარმატებით განახორციელა საარჩევნო ადმინისტრაციაში დაგროვილი სპეციფიკური პროფესიული ცოდნის სისტემატიზაცია და მისი ფართოდ გავრცელება.

პროექტზე პასუხისმგებელი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის შედეგად, გადამზადდა და ტრენერის უნარ-ჩვევები შეიძინა საოლქო საარჩევნო კომისიების 34-მა წევრმა. საარჩევნო ადმინისტრაციაში პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე საფუძველი ჩაეყარა ტრენერთა კორპუსის ჩამოყალიბებას.

9

Page 10: საქართველოს ცენტრალური ...პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელ სამუშაო

სასწავლო კურსიპროექტისთვის „საარჩევნო განვითარების სკოლა 2015“ შემუშავდა სრულიად ახალი ტიპის სასწავლო პროგრამა, მომზადდა სახელმძღვანელო და სასწავლო მასალები. შემუშავდა მოდულები, რომლებიც

მოიცავს საარჩევნო თემატიკის ყველა საკვანძო საკითხს, კერძოდ:

ათდღიანი ტრენინგის ფარგლებში ჩატარდა ვერბალური და პრაქტიკული სწავლება, გამოყენებულ იქნა ელექტრონული პროგრამა, როლური თამაშები, გაიმართა სასწავლო ფილმის

საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების

გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა.

„კენჭისყრის დღის პროცედურები“ ჩვენება. კურსის ბოლოს მონაწილეებმა მოაწყვეს საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომისა და კენჭისყრის დღის ინსცენირება.

Page 11: საქართველოს ცენტრალური ...პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელ სამუშაო

საარჩევნო ადმინისტრაციის ინიციატივამ პროექტის „საარჩევნო განვითარების სკოლა 2015“ ჩატარების შესახებ 17-25 წლის ახალგაზრდების დიდი ინტერესი გამოიწვია და კურსზე დარეგისტრირდა 965 პირი. მონაწილეთა ჯგუფების შედგენისას შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული იყო გენდერული თანასწორობის პრინციპი. ცესკოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სწავლება 3 ეტაპად, 10 მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

სასწავლო კურსი გაიარა და სერტიფიკატი გადაეცა 627 მონაწილეს, მათ შორის ქალი – 436 (69,54%) და კაცი – 191 (30,46%). აღსანიშნავია, რომ პროექტის ბენეფიციარებიდან 21 ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელია, მათ შორის: ქალი – 5 (24%) და კაცი – 16 (76%).

საპილოტე პროექტის დასრულების შემდეგ, პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელმა ჯგუფმა შეაჯამა მიღებული შედეგები, შეაფასა მიღწეული მიზნები, განიხილა კურიკულუმი, მოდულები, პრაქტიკული სავარჯიშოები და გაანალიზა სასწავლო კურსის განხორციელების დროს აღმოჩენილი ხარვეზები, დადებითი მხარეები და მიღებული გამოცდილება. პროექტის გუნდმა შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელიც პროექტის მეორე ეტაპის დაგეგმვის დროს იქნა გათვალისწინებული.

მონაწილეები

პროექტის შეფასება

11

Page 12: საქართველოს ცენტრალური ...პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელ სამუშაო

პროექტის განვითარება (2016-17 წლები)პროექტი ყოველწლიურად ვითარდება. მონაწილეებისა და ტრენერების რეკომენდაციების, მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით შეიცვალა და განახლდა რამდენიმე მოდული და პრაქტიკული სავარჯიშო. დაემატა ახალი თემატიკა.

ევროპის საბჭოს ახალი საარჩევნო პროგრამის ფარგლებში, ცესკომ პირდაპირი წესით, პირველად მიიღო მიზნობრივი გრანტი პროექტის „საარჩევნო განვითარების სკოლა“ მხარდასაჭერად. პროგრამის ფარგლებში ცესკომ განახორციელა საინფორმაციო კამპანია, უზრუნველყო პროექტით დაინტერესებულ პირთა რეგისტრაცია და კვალიფიციური სასწავლო კურსის ორგანიზება.

პროექტმა დადებითი შეფასება მიიღო და ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობა გაგრძელდა 2017 წელსაც.

მიზნობრივმა გრანტმა საარჩევნო ადმინისტრაციას შესაძლებლობა მისცა გაეფართოებინა პროექტის არეალი. 2016 წელს სკოლების რაოდენობა გაორმაგდა და უკვე 20 მუნიციპალიტეტში განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ სკოლები დაემატა როგორც

ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ (გარდაბნის მუნიციპალიტეტი), ისე მაღალმთიან რეგიონებს (დუშეთის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტები).

სკოლების რაოდენობა გაიზარდა 2017 წელსაც და 23 მუნიციპალიტეტში ამოქმედდა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო სკოლის ამოქმედება ახმეტის მუნიციპალიტეტში, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეძლეს პანკისის ხეობაში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, რაც მაღალმთიან და რთულ რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის დამატებითი საშუალებაა ქვეყნის ცხოვრებაში აქტიური ჩართვისთვის. სასწავლო კურსი ასევე განხორციელდა ახალგორის მუნიციპალიტეტის (წეროვანის დევნილთა დასახლება) ახალგაზრდებისთვისაც.

პროექტმა ახალგაზრდების დაინტერესება გამოიწვია და საარჩევნო ადმინისტრაციას მსურველთა დიდმა რაოდენობამ მიმართა. რამდენადაც 2016 და 2017 წელს შესაბამისად საქართველოს პარლამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართებოდა, ამ წლებში სასწავლო კურსი მხოლოდ თითო ეტაპად განხორციელდა.

12

Page 13: საქართველოს ცენტრალური ...პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელ სამუშაო

პროექტის ახალი ეტაპი – წარჩინებულ მონაწილეთა პროგრამაევროპის საბჭოს გრანტის ფარგლებში განხორციელდა კიდევ ერთი სიახლე.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ 2016 წელს შეირჩა 20, ხოლო 2017 წელს 23 წარჩინებული მონაწილე.

პროექტის ამ ეტაპის მონაწილეებს საშუალება მიეცათ ემუშავათ ცესკოს

საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის შტატგარეშე მოსამსახურეების პოზიციაზე და სამი თვის განმავლობაში საოლქო საარჩევნო კომისიებში მიეღოთ პრაქტიკული გამოცდილება.

აღსანიშნავია, რომ „საარჩევნო განვითარების სკოლის“ კურსდამთავრებულთა დიდმა ნაწილმა სურვილი გამოთქვა საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმების თაობაზე. მათგან 300-ზე მეტი კონკურსის წესით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების

წევრებად აირჩიეს. პროექტის კურსდამთავრებულთა ნაწილი ასევე დასაქმდა პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების პროექტებში.

სასიხარულოა, რომ „საარჩევნო განვითარების სკოლის“ კურსდამთავრებულები მუდმივად ინარჩუნებენ კონტაქტს საარჩევნო ადმინისტრაციასთან და აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა პროექტებში მოხალისეებად.

13

Page 14: საქართველოს ცენტრალური ...პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელ სამუშაო

საარჩევნო განვითარების სკოლა 2017

პროექტის

48 ტრენერი 23 მუნიციპალიტეტი 453 მონაწილე

ტრენერთა ტრენინგის შედეგად

გადამზადდა 48 ტრენერი

პროექტი განხორციელდა 23 მუნიციპალიტეტში:

ამბროლაური, ახალგორი (წეროვანი – დევნილთა დასახლება), ახალციხე, ახმეტა, ბათუმი, ბორჯომი, გარდაბანი, გორი, გურჯაანი, დუშეთი, ზესტაფონი,

ზუგდიდი, თელავი, მარნეული, ოზურგეთი, რუსთავი, სამტრედია, საჩხერე, სიღნაღი, სენაკი, ფოთი,

ქობულეთი, ქუთაისი

საარჩევნო პროცესების შესახებ ბაზისური

ცოდნით აღჭურვილი 453 მონაწილე,

მათ შორის:ქალი – 286 (63.13%) კაცი – 167 (36.87%)

14

Page 15: საქართველოს ცენტრალური ...პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელ სამუშაო

საარჩევნო განვითარების სკოლა 2015-2017

შედეგები

ტრენერები 23 მუნიციპალიტეტი 1 533 მონაწილე

ტრენერთა ტრენინგის შედეგად

გადამზადდა:

2015 წელი – 342016 წელი – 452017 წელი – 48

პროექტი განხორციელდა 23 მუნიციპალიტეტში:

ამბროლაური, ახალგორი (წეროვანი – დევნილთა დასახლება), ახალციხე, ახმეტა, ბათუმი, ბორჯომი, გარდაბანი, გორი, გურჯაანი, დუშეთი, ზესტაფონი,

ზუგდიდი, თელავი, მარნეული, ოზურგეთი, რუსთავი, სამტრედია, საჩხერე, სიღნაღი, სენაკი, ფოთი,

ქობულეთი, ქუთაისი

საარჩევნო პროცესების შესახებ ბაზისური

ცოდნით აღჭურვილი 1 533 მონაწილე,

მათ შორის:

ქალი – 1 020 (66.54%), კაცი – 513 (33.46%)

15

Page 16: საქართველოს ცენტრალური ...პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელ სამუშაო
Page 17: საქართველოს ცენტრალური ...პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელ სამუშაო
Page 18: საქართველოს ცენტრალური ...პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელ სამუშაო

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროექტში მონაწილეობამ მოულოდნელი ცვლილებები გამოიწვია

ჩემს ცხოვრებაში. ჯერ „საარჩევნო განვითარების სკოლაში“ გავატარე ზაფხულის არდადეგების 10 დღე –

კარგი ტრენერები, საინტერესო თემა, ინტერაქტიული აქტივობები, გავიცანი კარგი ადამიანები, ზოგიერთს

დავუმეგობრდი კიდეც. შემდეგ იყო „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“, იქაც ბევრი რამ გავიგე,

უკვე საარჩევნო ადმინისტრატორების საქმიანობის შესახებ. შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის

არჩევნები გაიმართა, დავთანხმდი ერთ-ერთი დამკვირვებელი ორგანიზაციის შემოთავაზებას და

დავაკვირდი არჩევნებს მარნეულის საარჩევნო ოლქში. ახლა საარჩევნო მოხელის სერტიფიკატის

გამოცდისთვის ვემზადები. ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს გამოცდილება და მადლობა მინდა ვუთხრა

ყველა იმ ადამიანს ვინც მომცა ეს შესაძლებლობა.

სოფო ბრეგვაძეპროექტის „საარჩევნო განვითარების სკოლა“ მონაწილე, სტუდენტი, რუსთავი.

18

Page 19: საქართველოს ცენტრალური ...პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელ სამუშაო

დასრულდა პროექტის კიდევ ერთი ეტაპი. მე უკვე მესამედ ვხსნი

„საარჩევნო განვითარების სკოლას“ ჩემს ოლქში და სიხარულით მინდა

ვთქვა, რომ ყოველ წელს უფრო მომზადებული მონაწილეები მოდიან

– მოტივირებულები, დაინტერესებულები. ტრენერთა ტრენინგი ძალიან

მეხმარება, რომ ყველა ახალგაზრდის კითხვას ამომწურავი პასუხი გავცე,

საინტერესოდ მივაწოდო მათ სასწავლო მასალა. ყოველ წელს მეც

„ვიზრდები“ ჩემს კურსდამთავრებულებთან ერთად.

ავთანდილ ოსეფაიშვილიტრენერი

19

Page 20: საქართველოს ცენტრალური ...პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელ სამუშაო