22
დანართი №1 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის “საქმისწარმოების ინსტრუქცია” მუხლი 1. საქმისწარმოების ინსტრუქციის ძირითადი მიზანი და მოქმედების სფერო 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმისწარმოების ინსტრუქციის (შემდგომში - საქმისწარმოების ინსტრუქცია) ძირითადი მიზანია დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში (შემდგომში - სამინისტრო), თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით დოკუმენტური ინფორმაციის დასამუშავებლად საჭირო პირობების შექმნა და მუშაობის ეფექტურობის ამაღლება. 2. საქმისწარმოების ინსტრუქციით განისაზღვრება დოკუმენტების მოძრაობის წესი, სქემა, საქმეების ინდექსები და საქმის დოკუმენტების შიდა აღწერილობის საჭიროება. 3. საქმისწარმოების ინსტრუქცია განსაზღვრავს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის და მასში ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების საფუძვლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში. მუხლი 2. ზოგადი დებულებანი 1. საქმისწარმოების ინსტრუქცია განსაზღვრავს სამინისტროში საქმისწარმოების ორგანიზების სისტემას, ადგენს სამინისტროს არასაიდუმლო დოკუმენტებზე მუშაობის წესს, მინისტრის ბრძანებების, ოქმების, აქტების, მოხსენებითი, სამსახურებრივი ბარათების, წარდგინებების, მოქალაქეთა განცხადებების, წერილებისა და სამინისტროში შემოსული კორესპონდენციის მომზადების წესებს. 2. საქმისწარმოების ინსტრუქციით განსაზღვრული მუშაობის წესის დაცვა სავალდებულოა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ყველა საჯარო მოსამსახურისათვის. 3. სამსახურებრივ დოკუმენტებზე მუშაობა ხორციელდება სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში. 4. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საქმისწარმოების სისტემის ორგანიზებას, დოკუმენტებზე მუშაობის წესის დაცვის ზედამხედველობას, დოკუმენტების დამუშავებისა და შესრულების კონტროლს ახორციელებენ სამინისტროს

დანართი №1 - economy.ge...ბ.ბ) თუ მინისტრი შვებულების, მივლინების ან სხვა მიზეზის

  • Upload
    others

  • View
    1

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: დანართი №1 - economy.ge...ბ.ბ) თუ მინისტრი შვებულების, მივლინების ან სხვა მიზეზის

დანართი №1

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების

სამინისტროს ცენტრალური აპარატის “საქმისწარმოების ინსტრუქცია”

მუხლი 1. საქმისწარმოების ინსტრუქციის ძირითადი მიზანი და მოქმედების სფერო

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს

საქმისწარმოების ინსტრუქციის (შემდგომში - საქმისწარმოების ინსტრუქცია) ძირითადი

მიზანია დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი

განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში (შემდგომში - სამინისტრო),

თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით დოკუმენტური ინფორმაციის

დასამუშავებლად საჭირო პირობების შექმნა და მუშაობის ეფექტურობის ამაღლება.

2. საქმისწარმოების ინსტრუქციით განისაზღვრება დოკუმენტების მოძრაობის წესი,

სქემა, საქმეების ინდექსები და საქმის დოკუმენტების შიდა აღწერილობის საჭიროება.

3. საქმისწარმოების ინსტრუქცია განსაზღვრავს დოკუმენტბრუნვის ელექტრონული

სისტემის და მასში ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების საფუძვლებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ

აპარატში.

მუხლი 2. ზოგადი დებულებანი

1. საქმისწარმოების ინსტრუქცია განსაზღვრავს სამინისტროში საქმისწარმოების

ორგანიზების სისტემას, ადგენს სამინისტროს არასაიდუმლო დოკუმენტებზე მუშაობის

წესს, მინისტრის ბრძანებების, ოქმების, აქტების, მოხსენებითი, სამსახურებრივი

ბარათების, წარდგინებების, მოქალაქეთა განცხადებების, წერილებისა და

სამინისტროში შემოსული კორესპონდენციის მომზადების წესებს.

2. საქმისწარმოების ინსტრუქციით განსაზღვრული მუშაობის წესის დაცვა

სავალდებულოა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ყველა საჯარო

მოსამსახურისათვის.

3. სამსახურებრივ დოკუმენტებზე მუშაობა ხორციელდება სამინისტროს

ადმინისტრაციულ შენობაში.

4. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საქმისწარმოების სისტემის ორგანიზებას,

დოკუმენტებზე მუშაობის წესის დაცვის ზედამხედველობას, დოკუმენტების

დამუშავებისა და შესრულების კონტროლს ახორციელებენ სამინისტროს

Page 2: დანართი №1 - economy.ge...ბ.ბ) თუ მინისტრი შვებულების, მივლინების ან სხვა მიზეზის

სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები. თავის კომპეტენციის ფარგლებში

შემავალ საკითხებზე სამინისტროში ინსპექტირებისა და შიდა კონტროლის

განხორციელებას აწარმოებს შიდა აუდიტის დეპარტამენტი.

5. სამინისტროდან გასაგზავნ წერილებზე ხელის მოწერის უფლება აქვთ: მინისტრს,

მინისტრის მოადგილეებს, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის

უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში

სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელებს, ასევე, მინიჭებული

უფლებამოსილების ფარგლებში - შესაბამის თანამდებობის პირს.

6. სამინისტროდან გასაგზავნი წერილები ფორმდება შესაბამისად მინისტრისა და

სამინისტროს ბლანკზე.

7. საიდუმლო დოკუმენტებზე მუშაობის წესი განისაზღვრება საქართველოს

კანონმდებლობის შესაბამისად.

8. სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის გაცემას უზრუნველყოფს საჯარო

ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირი,

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.

9. სამინისტროში შემოსული დოკუმენტი ელექტრონული სკანირების გავლის შემდეგ

სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის

საქმისწარმოების სამმართველოს (შემდგომში საქმისწარმოების სამმართველო)

მეშვეობით თანამდებობათა იერარქიის დაცვით მიეწოდება შემსრულებელს.

10. ფორსმაჟორული, სხვა საგანგებო ვითარებისას, როდესაც საფრთხე ექმნება

სამინისტროში საქმისწარმოების პროცესს და დიპლომატიური საჭიროებებისათვის

გამოიყენება დოკუმენტბრუნვის არაელექტრონული მეთოდი და სარეგისტრაციო

ჟურნალი ინდექსით - 0/... .

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

საქმისწარმოების ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ელექტრონული საქმისწარმოება - დოკუმენტბრუნვა ელექტრონული საშუალებებით;

ბ) ელექტრონული დოკუმენტი - ელექტრონული, ოპტიკური ან სხვა მსგავსი

საშუალების გამოყენებით შექმნილი, გაგზავნილი, მიღებული ან შენახული

წერილობითი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს

ან იურიდიული მნიშვნელობის არმქონე ფაქტს;

გ) ელექტრონული ხელმოწერა - ნებისმიერი ელექტრონული საშუალების გამოყენებით

შექმნილ მონაცემთა ერთობლიობა, რომელსაც ხელმომწერი იყენებს ელექტრონულ

დოკუმენტთან მისი კავშირის აღსანიშნავად;

Page 3: დანართი №1 - economy.ge...ბ.ბ) თუ მინისტრი შვებულების, მივლინების ან სხვა მიზეზის

დ) მატერიალური დოკუმენტი - ქაღალდზე ან სხვა მატერიალურ მატარებელზე

წარმოდგენილი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს იურიდიული მნიშვნელობის

ფაქტს ან იურიდიული მნიშვნელობის არმქონე ფაქტს;

ე) ორგანიზაციის ხე - სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და კონტროლს

დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ელექტრონული

სტრუქტურული აგებულება, საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობათა

მიხედვით დოკუმენტების მოძრაობის იერარქია;

ვ) დოკუმენტის ტიპური ფორმა - დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში

დოკუმენტის შესაქმნელად ასარჩევი დოკუმენტის ტიპი და ხელმოწერა;

ზ) არასაჯარო დოკუმენტის დათვალიერება - ელექტრონული დოკუმენტბრუნვის ხედვა

იმ პირთა მიერ, რომლებიც მონაწილეობენ დოკუმენტის მომზადებაში, ვიზირებასა და

ხელმოწერაში;

თ) მკაცრად არასაჯარო დოკუმენტის დათვალიერება - სამინისტროს ცენტრალური

აპარატის განსაკუთრებული უფლების მქონე სტრუქტურული ერთეულის მიერ

მომზადების პროცესში ან მომზადებული დოკუმენტის ელექტრონული

დოკუმენტბრუნვის ხედვა, მხოლოდ ამავე სტრუქტურული ერთეულის

მოსამსახურეების და საქმისწარმოების სამმართველოს უფროსის მიერ;

ი) რედაქტირება - ნებისმიერი სახის ჩასწორება ელექტრონულ, ხელმოწერილ და

ნომრიან დოკუმენტში;

კ) მოხსენებითი ბარათი - მიმართვა ზემდგომი თანამდებობის პირისადმი;

ლ) სამსახურებრივი ბარათი - მიმართვა თანაბარი ან ქვემდგომი თანამდებობის

პირისადმი.

მ უ ხ ლ ი 4. შემოსული დოკუმენტების დამუშავების წესი, მიღება, რეგისტრაცია და

განაწილება

1. სამინისტრო დოკუმენტებს იღებს მატერიალური, ელექტრონული სახით და

განსაკუთრებულ შემთხვევაში ელექტრონული ფოსტის საშუალებით. სამინისტროში

შემოსული კორესპონდენციის მიღება და აღრიცხვა ხდება საქმისწარმოების

სამმართველოში, სადაც დოკუმენტი გადის რეგისტრაციას, შემდგომ სკანირებას.

2. კონვერტის გახსნისას უნდა შემოწმდეს მისი მთლიანობა, ადრესატის სისწორე,

კონვერტსა და დოკუმენტზე მითითებული რეკვიზიტების შესაბამისობა. არასწორი

მისამართით გამოგზავნილი დოკუმენტის შემთხვევაში, საქმისწარმოების სამმართველო

Page 4: დანართი №1 - economy.ge...ბ.ბ) თუ მინისტრი შვებულების, მივლინების ან სხვა მიზეზის

ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით

გათვალისწინებული წესით. კონვერტი წარწერით ,,პირადად” აღირიცხება კონვერტზე

აღნიშნული მონაცემებით და ადრესატს გადაეცემა გაუხსნელად.

3. სამინისტროში შემოსული კორესპონდენციის კონვერტი ინახება მხოლოდ იმ

შემთხვევაში, თუ დოკუმენტზე არ არის თარიღი და გამოგზავნის მისამართი ან

მნიშვნელოვნად განსხვავებულია კორესპონდენციის გამოგზავნის და საქმისწარმოების

სამმართველოში მისი მიღების თარიღები.

4. საქმისწარმოების სამმართველოში დოკუმენტი რეგისტრირდება მიღებისთანავე.

რეგისტრაცია ავტომატიზებულია და ხორციელდება საქმისწარმოების ელექტრონული

სისტემით. დოკუმენტის პირველ გვერდზე მარჯვენა ქვედა კუთხეში დაესმება შტამპი

რეგისტრაციის ნომრის, შემოსვლის თარიღისა და ფურცლების რაოდენობის ან/და სხვა

მატერიალური და ელექტრონული დანართის აღრიცხვით. შემოსული დოკუმენტები

აიტვირთება დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში, ხოლო დედნები ინახება

საქმისწარმოების სამმართველოში, გარდა განცხადებებისა საქონლის წარმოშობის

სერთიფიკატის გაცემის მოთხოვნით, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის,

რეექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვების მოთხოვნით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნის შემცველი განცხადებები და მათზე

თანდართული დოკუმენტაცია ინახება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ

ქვედანაყოფში.

6. დაუშვებელია კორესპონდენციის მიღება საქმისწარმოების სამმართველოს გვერდის

ავლით.

7. საქმისწარმოების სამმართველოს სარეგისტრაციო ნომრის გარეშე შემოსული

ნებისმიერი სახის დოკუმენტის მიმართ არ გამოიყენება საქართველოს ზოგადი

ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება.

8. საქაღალდეები დაყოფილია შემდეგნაირად:

ა) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის კანცელარია;

ბ) საქართველოს პარლამენტი;

გ) სამინისტროები, კონტროლის პალატა;

დ) საელჩოები;

ე) განცხადებები;

ვ) კერძო სამართლის იურიდიული პირები;

ზ) სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდული პირები;

თ) პროკურატურა, სასამართლო;

ი) სხვადასხვა დაწესებულებები;

კ) საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულები, თვითმმართველი ერთეულები.

9. ავტორიზებული კორესპონდენცია მიიღება ელექტრონულად, რეგისტრირდება და

გადაეცემა დანიშნულებისამებრ, სარეზოლუციოდ.

Page 5: დანართი №1 - economy.ge...ბ.ბ) თუ მინისტრი შვებულების, მივლინების ან სხვა მიზეზის

10. დაინტერესებული პირის მიერ არასახელმწიფო ენაზე შემოტანილი განცხადების

შემთხვევაში, საქმისწარმოების სამმართველო მოქმედებს საქართველოს ზოგადი

ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

11. შემოსული კორესპონდენცია იყოფა რეგისტრირებად და არარეგისტრირებად

კორესპონდენციად. რეგისტრირებადი შემოსული კორესპონდენცია რეგისტრაციაში

ტარდება მინიჭებული ინდექსების შესაბამისად.

12. კორესპონდენციის ინდექსებია:

ა) საქართველოს პრეზიდენტის აქტები; /01

ბ) საქართველოს პრეზიდენტის რეზოლუციები; /02

გ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წერილები; /03

დ) საქართველოს პარლამენტის წერილები; /04

ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტები; /05

ვ) საქართველოს მთავრობის სხდომის ოქმი; /06

ზ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეზოლუციები; /07

თ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის წერილები; /08

ი) განცხადება/საჩივარი; /09

კ) სასამართლოები, პროკურატურა; /10

ლ) საჯარო ინფორმაცია; /11

მ) შემოსული კორესპონდენცია - სხვადასხვა; /12

ნ) სერტიფიკატი; /13

ო) შემოსული კორესპონდენცია - ადმინისტრაციული ორგანოებიდან; /14

პ) შემოსული კორესპონდენცია (შიდა აუდიტის დეპარტამენტისათვის განკუთვნილი

კორესპონდენცია); /16

ჟ) შემოსული კორესპონდენცია -ცირკულარული; /18

13. არ რეგისტრირდება:

ა) სტატისტიკური ანგარიშების კრებულები;

ბ) წიგნები, ბიულეტენები, საბუღალტრო ანგარიშები;

გ) ჟურნალები და სხვა პერიოდული გამოცემები;

დ) სარეკლამო ცნობები;

ე) მისალოცი და მოსაწვევი ბარათები;

ვ) ადრესატის არყოფნის გამო უკან დაბრუნებული კორესპონდენცია. ამგვარი

კორესპონდენცია აიტვირთება გაგზავნილი კორესპონდენციის რეესტრში

რეგისტრაციის გარეშე.

Page 6: დანართი №1 - economy.ge...ბ.ბ) თუ მინისტრი შვებულების, მივლინების ან სხვა მიზეზის

14. საქმისწარმოების სამმართველოს მიერ ხდება დოკუმენტების წინასწარი

დახარისხება მინისტრისთვის, მინისტრის მოადგილეებისა და სტრუქტურული

ქვედანაყოფებისთვის მათი ელექტრონული მატარებლით განაწილების მიზნით.

15. სამინისტროში შემოსული კორესპონდენცია, რომელსაც არ ჰყავს კონკრეტული

ადრესატი, შინაარსის გათვალისწინებით ეგზავნება მინისტრს ან კურატორ მინისტრის

მოადგილეს.

16.სამინისტროს ან მინისტრის სახელზე შემოსული კორესპონდენცია, სადაც

მოთხოვნილია სოციალურ საკითხებზე რეაგირება ეგზავნება ადამიანური რესურსების

მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტს.

მ უ ხ ლ ი 5. დოკუმენტების მოძრაობა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში

1. საქმისწარმოების სამმართველოს მიერ შემოსული დოკუმენტების დამუშავება და

მინისტრისა და მინისტრის მოადგილეებისათვის გადაცემა უნდა განხორციელდეს მათი

შემოსვლის დღეს.

2. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით დოკუმენტები და სასამართლო უწყებები

გადაეცემა დაუყოვნებლივ.

3.სასამართლო უწყება, სარჩელი, სააპელაციო საჩივარი, საკასაციო საჩივარი,

სასამართლო გადაწყვეტილება და განჩინება, კერძო საჩივრები და საჩივრები,

შესაგებლებლი, მიმდინარე და დასრულებული სასამართლო პროცესებთან

დაკავშირებული მოქალაქეთა განცხადებები, სააღსრულებლო ფურცლები, აღსრულების

ეროვნული ბიუროდან შემოსული განცხადებები, წერილები, წინადადებები

გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ, განცხადებები

ექსპროპრიაციის შესახებ და შუამდგომლობები გადაეცემა პირდაპირ იურიდიული

დეპარტამენტის უფროსს.

3. დოკუმენტების გადაცემა ერთი პირიდან მეორეზე ხორციელდება შესაბამისი

ხელმძღვანელი პირის რეზოლუციით, ელექტრონული მატარებლით მკაცრად

გაწერილი სტრუქტურული ხის შესაბამისად.

4. დოკუმენტის შეთანხმება უფლებამოსილი პირის მიერ ფორმდება ვიზის მიცემით.

Page 7: დანართი №1 - economy.ge...ბ.ბ) თუ მინისტრი შვებულების, მივლინების ან სხვა მიზეზის

მ უ ხ ლ ი 6. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დოკუმენტების შედგენა და

გაფორმება

სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დოკუმენტების შედგენისა და

გაფორმების დროს დაცული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) თუ დოკუმენტს თან ახლავს დანართი და იგი მოხსენიებულია ტექსტში, მის შესახებ

აღნიშვნა ხდება ტექსტის ბოლოში შემდეგი ფორმით: ,,დანართი: ფურცელი...” და

აიტვირთება ძირითად წერილზე.

ბ) ხელმოწერა დოკუმენტზე:

ბ.ა) რეკვიზიტი ,,ხელმოწერა” მოიცავს: დოკუმენტის ხელმომწერი პირის თანამდებობის

დასახელებას, პირად ხელმოწერასა და მის გაშიფვრას. დოკუმენტბრუნვის

ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტის შექმნისათვის შედგენილია ხელმომწერთა

დოკუმენტის ტიპური ფორმები;

ბ.ბ) თუ მინისტრი შვებულების, მივლინების ან სხვა მიზეზის გამო სამსახურში არ

იმყოფება, მის ნაცვლად დოკუმენტზე ხელს აწერს კანონმდებლობით განსაზღვრული

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მოადგილე.

,,მაგალითად:

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი .......................... სახელი, გვარი

ბ.გ) დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე, ორი ან

მეტი ხელმოწერა დაისმევა არამატერიალურ დოკუმენტზე იმ შემთხვევაში, როდესაც

დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებელია თანამდებობის რამდენიმე პირი. აღნიშნული

დოკუმენტი დასკანერებული სახით აიტვირთება საქმისწარმოების ელექტრონულ

პროგრამაში.

ბ.დ) ფულადი, მატერიალური და საკრედიტო ხასიათის დოკუმენტებს ხელს აწერს

სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირი და მთავარი

ბუღალტერი.

მ უ ხ ლ ი 7. გასაგზავნი დოკუმენტების დამუშავების წესი

Page 8: დანართი №1 - economy.ge...ბ.ბ) თუ მინისტრი შვებულების, მივლინების ან სხვა მიზეზის

გასაგზავნი დოკუმენტები იქმნება და ინახება ელექტრონულად. დოკუმენტების

დაგზავნისას საჭიროა შემდეგი წესების დაცვა:

ა) დაწესებულების დასახელებისა და დაწესებულების დასახელებასთან ერთად

პიროვნების თანამდებობის მითითების შემთხვევაში გამოიყენება მიცემითი ბრუნვა.

,,მაგალითად: საქართველოს კულტურის, ძეგლთა

დაცვის სამინისტროს”

,,მეორე შემთხვევაში:

საქართველოს კულტურის, ძეგლთა

დაცვის მინისტრს

ბატონ ................................................ს”

ბ) თუ დოკუმენტი ეგზავნება რამდენიმე ერთგვაროვან დაწესებულებას, საჭიროა მათი

განზოგადებულად მოხსენიება მიცემით ბრუნვაში, მაგალითად:

,,დეპარტამენტების უფროსებს

ორგანიზაციათა ხელმძღვანელებს”

გ) გასაგზავნი დოკუმენტები ტარდება მინიჭებული ინდექსების შესაბამისად.

გასული წერილის ინდექსაცია:

გ.ა) 01- მინისტრი;

გ.ბ) 02 - მინისტრის მოადგილე;

გ.გ) 03 - პროტოკოლის სამსახური. გ.დ) 04 - იურიდიული დეპარტამენტი. გ.ე) 05 – სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტი;

გ.ვ)07 - საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების

დეპარტამენტი;

გ.ზ) 08 – საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი;

გ.თ) 09 – ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტი;

გ.ი) 10 - ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი;

გ.კ) 11 – სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტი;

Page 9: დანართი №1 - economy.ge...ბ.ბ) თუ მინისტრი შვებულების, მივლინების ან სხვა მიზეზის

გ.ლ) 12 – კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების

დეპარტამენტი;

გ.მ) 13 - სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მოხდარი

სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო

გ.ნ) 14 - კოორდინაციის სამსახური;

გ.ო) 15 - მდგრადი განვითარების დეპარტამენტი;

გ.პ) 16 - შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

გ.ჟ) 17 - ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი;

გ.რ) 18 -საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი;

გ.ს) 19 - ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

გ.ტ) 20 - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

დ) გასაგზავნი დოკუმენტი საქმისწარმოების სამმართველოში დამუშავდება საფოსტო

წესების შესაბამისად და იგზავნება ფოსტის მეშვეობით, წინასწარ შედგენილი რეესტრის

მიხედვით. ხელზე წასაღებ წერილებზე კეთდება რეესტრის ამონაწერი.

ე) საჭიროების შემთხვევაში წერილის გაგზავნისათვის შემსრულებელი ვალდებულია

გასაგზავნ წერილში მიუთითოს ადრესატის მისამართი, ასევე იმ წერილის

სარეგისტრაციო ნომერი და თარიღი, რომლის პასუხადაც იგზავნება მოცემული

წერილი.

მ უ ხ ლ ი 8. დოკუმენტის შეთანხმება, დამტკიცება, ბეჭდის დასმა. მონაცემები

სამინისტროს აპარატში გამოყენებული ბეჭდებისა და შტამპების შესახებ

1. თუ დოკუმენტი შესათანხმებელია სხვა ორგანიზაციასთან, მაშინ შეთანხმება

შეიძლება გაფორმდეს დოკუმენტზე შესაბამისი გრიფით, შეთანხმების ცნობით,

შეთანხმების წერილით ან დოკუმენტის პროექტის განხილვის ოქმით. გრიფი შედგება

სიტყვისაგან ,,შეთანხმებულია” (მსხვილი შრიფტით), სახელის, გვარის, თანამდებობის

და თარიღის მითითებით. ,,შეთანხმების” გრიფი განთავსდება დოკუმენტის

ხელმოწერის რეკვიზიტის ზემოთ. ამ პროცედურის განხორციელებაზე

პასუხისმგებელია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

2. დოკუმენტის დამტკიცება დადასტურების განსაკუთრებული ფორმაა. დოკუმენტის

დამტკიცება ხდება ორგვარად: დოკუმენტზე გრიფის დასმით ან შესაბამისი ბრძანების

გამოცემით.

3. დოკუმენტები, რომელთაც ესაჭიროება მათი სინამდვილის განსაკუთრებული

დადასტურება, დაესმის ბეჭედი.

4. ბეჭდის დასმა სჭირდება დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებენ თანამდებობის

პირთა უფლებებს, აფიქსირებენ ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა

Page 10: დანართი №1 - economy.ge...ბ.ბ) თუ მინისტრი შვებულების, მივლინების ან სხვა მიზეზის

ხარჯვის ფაქტს, აგრეთვე, დოკუმენტები, რომლებიც სპეციალურად არის

გათვალისწინებული სამართლებრივი აქტებით. პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა

დასტურდება გერბიანი ბეჭდით. გერბიანი ბეჭედი დაისმება მხოლოდ იმ

დოკუმენტებზე, რომელთაც ხელს აწერს მინისტრი და მინისტრის მოადგილეები და

შესაბამისი უფლებამოსილი პირი.

5. ბეჭედი უნდა დაისვას ისე, რომ ტვიფრმა მოიცვას დოკუმენტზე ხელმომწერი პირის

თანამდებობის დასახელების ნაწილი.

6. გასაგზავნ პაკეტებზე დაესმება მრგვალი უგერბო ბეჭედი.

7. ბეჭდების და შტამპების დამზადებას ორგანიზებას უწევს სამინისტროს საფინანსო,

სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი.

8. ბეჭდის შენახვის ადგილს და შენახვისათვის პასუხისმგებელ პირს განსაზღვრავს

მინისტრი.

9. მონაცემები სამინისტროში გამოყენებული ბეჭდებისა და შტამპების შესახებ:

N# დ ა ს ა ხ ე ლ ე ბ ა პასუხისმგებელი შენახვასა და

სწორად გამოყენებაზე

ბეჭდის

ნიმუშები

1 სამინისტროს მრგვალი

გერბიანი ბეჭედი

საფინანსო, სახელმწიფო

შესყიდვებისა და ლოჯისტიკის

დეპარტამენტი

2 ბეჭედი:

საქმისწარმოების

სამმართველო

საქმისწარმოების სამმართველოს

უფროსი

3 ბეჭედი:

ადამიანური

რესურსების მართვისა

და საქმისწარმოების

დეპარტამენტი

ადამიანური რესურსების

მართვისა და საქმისწარმოების

დეპარტამენტის უფროსი

Page 11: დანართი №1 - economy.ge...ბ.ბ) თუ მინისტრი შვებულების, მივლინების ან სხვა მიზეზის

4 შტამპი:

შემოსული

კორესპონდენციისთვის

საქმისწარმოების სამმართველოს

უფროსი

5 ბეჭედი

,,საიდუმლო

პაკეტებისთვის”

ადამიანური რესურსების

მართვისა და საქმისწარმოების

დეპარტამენტის საიდუმლოების

რეჟიმის დაცვის სამმართველოს

უფროსი

6 შტამპი:

საქართველოს

ეკონომიკისა და

მდგრადი განვითარების

სამინისტრო

(შემოსული

წერილებისთვის)

ადამიანური რესურსების

მართვისა და საქმისწარმოების

დეპარტამენტის საიდუმლოების

რეჟიმის დაცვის სამმართველოს

უფროსი

7 შტამპი:

საქართველოს

ეკონომიკისა და

მდგრადი განვითარების

სამინისტრო

(გასული

წერილებისთვის)

ადამიანური რესურსების

მართვისა და საქმისწარმოების

დეპარტამენტის საიდუმლოების

რეჟიმის დაცვის სამმართველოს

უფროსი

8 შტამპი:

“საიდუმლო”

ადამიანური რესურსების

მართვისა და საქმისწარმოების

დეპარტამენტის საიდუმლოების

რეჟიმის დაცვის სამმართველოს

უფროსი

9 ბეჭედი:

შიდა აუდიტის

დეპარტამენტი

შიდა აუდიტის დეპარტამენტის

უფროსი

Page 12: დანართი №1 - economy.ge...ბ.ბ) თუ მინისტრი შვებულების, მივლინების ან სხვა მიზეზის

10. შტამპი

„შეთანხმებულია

საქართველოს

ეკონომიკისა და

მდგრადი განვითარების

სამინისტროს

იურიდიულ

დეპარტამენტთან

სამართლებრივი

უზრუნველყოფის

სამმართველო“

იურიდიული დეპარტამენტის

სამართლებრივი

უზრუნველყოფის სამმართველოს

უფროსი

11. შტამპი

„შეთანხმებულია

საქართველოს

ეკონომიკისა და

მდგრადი განვითარების

სამინისტროს

იურიდიულ

დეპარტამენტთან

პარლამენტთან

ურთიერთობის

სამმართველო“

იურიდიული დეპარტამენტის

პარლამენტთან ურთიერთობის

სამმართველოს უფროსი

12. შტამპი

„შეთანხმებულია

საქართველოს

ეკონომიკისა და

მდგრადი განვითარების

სამინისტროს

იურიდიულ

დეპარტამენტთან

სასამართლოებთან

ურთიერთობის

სამმართველო“

იურიდიული დეპარტამენტის

სასამართლოებთან

ურთიერთობის სამმართველოს

უფროსი

Page 13: დანართი №1 - economy.ge...ბ.ბ) თუ მინისტრი შვებულების, მივლინების ან სხვა მიზეზის

13. ბეჭედი

”ნებართვა”

საგარეო ვაჭრობისა და

საერთაშორისო ეკონომიკური

ურთიერთობების დეპარტამენტის

საგარეო ვაჭრობის არასატარიფო

რეგულირების სამმართველოს

უფროსი

14. წარმოშობის

სერტიფიკატი

საგარეო ვაჭრობისა და

საერთაშორისო ეკონომიკური

ურთიერთობების დეპარტამენტის

საგარეო ვაჭრობის არასატარიფო

რეგულირების სამმართველოს

უფროსი

მ უ ხ ლ ი 9. მმართველობითი დოკუმენტების მომზადება

1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მრავალჯერადი და ერთჯერადი

მნიშვნელოვანი საკითხების რეგულირების მიზნით, მინისტრი გამოსცემს ბრძანებას.

ბრძანებების პროექტებს შეიმუშავებენ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები

მათი კომპეტენციის შესაბამისად.

2. ბრძანების ტექსტი, როგორც წესი, მოიცავს აქტის დასახელებას, თარიღს, ნომერს,

ადგილს, პრეამბულას, თუ რის საფუძველზე ან რა საკანონმდებლო აქტის შესრულების

უზრუნველსაყოფად გამოიცემა ბრძანება. პრეამბულის შემდგომ, ქვედა სტრიქონზე,

ტექსტის შუაში იწერება სიტყვა ,,ვბრძანებ”.

3. ბრძანების ტექსტში ასახული უნდა იყოს ბრძანებით დასარეგულირებელი საკითხი,

საჭიროების შემთხვევაში დავალების შემსრულებელი, სტრუქტურული ქვედანაყოფები

და შესრულების ვადები. თუ ბრძანება აუქმებს ან ცვლის ადრე გამოცემულ ბრძანებას ან

მის ცალკეულ პუნქტებს, ეს აღინიშნება ბრძანების ტექსტში. საჭიროების შემთხვევაში

ბრძანების ტექსტში მიეთითება თანამდებობის პირი, რომელსაც ევალება ბრძანების

შესრულების კონტროლი. ბრძანების პროექტი მინისტრს ხელმოსაწერად წარედგინება

შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ.

4. ბრძანებას ხელს აწერს მინისტრი ან კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში

მინისტრის პირველი მოადგილე ან/და მოადგილე. რამდენიმე დაწესებულებამ

შეიძლება გამოსცეს ერთობლივი ბრძანება.

Page 14: დანართი №1 - economy.ge...ბ.ბ) თუ მინისტრი შვებულების, მივლინების ან სხვა მიზეზის

5. თუ ბრძანების პროექტს თან ერთვის გრაფიკები, სქემები, ტაბულები და ა.შ., ისინი

მოთავსდება დანართში.

6. ბრძანების პროექტი უნდა იყოს ვიზირებული შესაბამისი კურატორი მინისტრის

მოადგილის, სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელებისა და იურიდიული

დეპარტამენტის უფროსის მიერ (საჭიროების შემთხვევაში) საქმისწარმოების

ელექტრონული სისტემით გაწერილი სტრუქტურული ხის შესაბამისად.

7. საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში ბრძანებები ინომრება და მინიჭებული

აქვს შემდეგი ინდექსები:

ა) ბრძანება 1-1/-----

ბ) შიდა აუდიტის ბრძანება 1-2/----

გ) საკადრო ბრძანებები:

გ.ა) კ-1/---

გ.ბ) კ-2/---

გ.გ) კ-3/---

გ.დ)კ-5/---

8. შემოსული წერილის პასუხად გასაგზავნი წერილის პირველ ნაწილში

შემსრულებელმა აუცილებელია მიუთითოს კონკრეტულად რომელი წერილის პასუხად

იგზავნება მოცემული წერილი.

,,მაგალითად:

თქვენი 2004 წლის 28 დეკემბრის №125 წერილის პასუხად

ან: საქართველოს პრემიერ–მინისტრის 2004 წლის 15 დეკემბრის №175 განკარგულების

შესაბამისად ...................... და ა.შ.”

მ უ ხ ლ ი 10. დოკუმენტის შესრულებაზე კონტროლის ორგანიზება

1. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში დოკუმენტების შესრულებაზე

კონტროლი ეკისრება სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს.

Page 15: დანართი №1 - economy.ge...ბ.ბ) თუ მინისტრი შვებულების, მივლინების ან სხვა მიზეზის

2. დოკუმენტების შესრულების კონტროლის ვადა განისაზღვროს 30 კალენდარული

დღით, თუკი საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.

3. საჯარო მოსამსახურის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეჩერების ან

სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, მოსამსახურე ვალდებულია მის ბაზაში

არსებული კორესპონდენცია ელექტრონულად გადასცეს სტრუქტურული

ქვედანაყოფის ხელმძღვანელს. ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში,

საქმისწარმოების სამმართველო ვალდებულია საჯარო მოსამსახურის ბაზაში არსებული

კორესპონდენცია გადაიტანოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ბაზაში.

მ უ ხ ლ ი 11. დოკუმენტების შესრულების ვადები

1. დოკუმენტების შესრულების ვადები გამოითვლება კალენდარული დღეების

მიხედვით. დოკუმენტების შესრულების ვადა აითვლება დოკუმენტების ხელმოწერის

(დამტკიცების) დღიდან, ხოლო სხვა დაწესებულებიდან შემოსული

დოკუმენტებისათვის – მათი შემოსვლის თარიღიდან, თუ კანონმდებლობით სხვა ვადა

არ არის დადგენილი.

2. დოკუმენტის შესრულების სპეციალური ვადები შესაძლებელია განისაზღვროს

შესაბამისი კურატორი მინისტრის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ

შესაბამისი რეზოლუციით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს კანონმდებლობით

დადგენილ ვადებს.

3. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტი შესრულებულად

ჩაითვლება შესაბამის დასრულების გრაფაში დასაბუთებული აღნიშვნით.

4. მივლინებაში/შვებულებაში წასვლის შემთხვევაში შესაბამისი საჯარო მოსამსახურე

ვალდებულია 5 დღით ადრე (განსაკუთრებული შემთხვევების გარდა) ამის შესახებ

წერილობით მოახსენოს მინისტრს. თანხმობის შემთხვევაში ბრძანებას მოსამსახურის

მივლინების/ შვებულების თაობაზე ამზადებს ადამიანური რესურსების მართვისა და

საქმისწარმოების დეპარტამენტი.

მ უ ხ ლ ი 12. დოკუმენტის დაბეჭდვა, ასლის გადაღება და დამოწმება

1. საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტი უნდა დაიბეჭდოს

დადგენილი ფორმის ბლანკზე, რომელიც შეესაბამება სტანდარტს.

Page 16: დანართი №1 - economy.ge...ბ.ბ) თუ მინისტრი შვებულების, მივლინების ან სხვა მიზეზის

2. დოკუმენტის ასლს იღებს საქმისწარმოების სამმართველო და კანონმდებლობით

დადგენილი წესით ამოწმებს საქმისწარმოების სამმართველოს ბეჭდით და

ხელმოწერით, მითითებით: „ასლი დედანთან სწორია.“

მ უ ხ ლ ი 13. საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და საქმეების ფორმირება

1. საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და საქმეების ფორმირება უზრუნველყოფს

სამინისტროს საქმისწარმოებაში დოკუმენტების სწორ ორგანიზაციას, რომელიც

განსაზღვრავს საქმეებში შესრულებული დოკუმენტების დაჯგუფებას, ინდექსაციას და

შენახვის ვადებს.

2. საქმეთა ნომენკლატურის სახეებია: ტიპობრივი, სანიმუშო და კონკრეტული.

სამინისტროსათვის განიხილება კონკრეტული ნომენკლატურა.

3. საქმეთა ნომენკლატურა იმ საქმეთა სათაურების სისტემატიზებული ნუსხაა,

რომელიც შემოღებულია სამინისტროს საქმისწარმოებაში.

4. საქმეთა კონკრეტული ნომენკლატურის შედგენა ხდება სამინისტროს

სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმეთა ნომენკლატურების საფუძველზე.

სამინისტროს მუდმივმოქმედი ცენტრალური საექსპერტო კომისიის მიერ მოწონებული

საქმეთა კონკრეტული ნომენკლატურის შეთანხმება ხდება საქართველოს უახლესი

ისტორიის ცენტრალური სახელმწიფო არქივის საექსპერტო შემმოწმებელ კომისიასთან,

ხოლო შემდეგ მტკიცდება სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ.

5. მემორანდუმები, ოქმები, აქტები, ხელშეკრულებები და სხვა დოკუმენტები, რისი

შექმნაც არ ხორციელდება საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის გამოყენებით,

ინახება შესაბამის ქვედანაყოფში არა უმეტეს 5 წლის ვადით.

მ უ ხ ლ ი 14. სათაურები და მათი შედგენა საქმეთა ნომენკლატურაში

1. ნომენკლატურაში დოკუმენტების დაჯგუფებისას გათვალისწინებული უნდა იყოს

საქმეთა სათაურები, რომლებიც ასახავენ სამინისტროს მუშაობის ყველა რგოლსა და

საქმიანობას.

2. საქმეთა ნომენკლატურაში შეტანილი საქმის სათაური მკაფიოდ და განზოგადებული

ფორმით უნდა ასახავდეს საქმეში არსებული დოკუმენტების ძირითად შინაარსს და

შემადგენლობას. საქმის სათაურში დაუშვებელია არაკონკრეტული ფორმულირების

(,,სხვადასხვა დოკუმენტი”, ,,საერთო მიმოწერა” და ა.შ.) გამოყენება. საქმეთა სათაურები

შეიძლება დაზუსტდეს საქმეთა გაფორმების პროცესში.

Page 17: დანართი №1 - economy.ge...ბ.ბ) თუ მინისტრი შვებულების, მივლინების ან სხვა მიზეზის

3. საქმის სათაურები შეიცავს შემდეგ ელემენტებს: საქმის სახეობის (მიმოწერა, დავთარი

და ა.შ.) ან დოკუმენტების ნაირსახეობის (ოქმები, ბრძანებები და ა.შ.) სახელწოდებას.

მ უ ხ ლ ი 15. საარქივო საქმისწარმოება

საარქივო საქმისწარმოება ხორციელდება ,,ეროვნული საარქივო ფონდისა და

ეროვნული არქივის შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე

ნორმატიული აქტების საფუძველზე.

მ უ ხ ლ ი 16. დოკუმენტის მომზადება არქივში გადასაცემად

1. მუდმივად და ხანგრძლივად შესანახი დასრულებული საქმეები (მათ შორის,

ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები) კანონმდებლობის შესაბამისად ბარდება

საქმისწარმოების სამმართველოს.

2. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილი მატერიალური

დოკუმენტების დედნები (მემორანდუმი, ხელშეკრულება, შეთანხმება, ოქმი, დასკვნა და

სხვ.) ინახება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში და

კანონმდებლობით გათვალისწინებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ გადაეცემა

საქმისწარმოების სამმართველოს.

3. დოკუმენტების მომზადება საქმისწარმოების სამმართველოში ჩასაბარებლად

მოიცავს: დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის მოწყობას, სქემა-აღწერის შედგენას,

დოკუმენტებისა და საქმეების გასანადგურებლად გამოყოფის აქტების შედგენას.

4. დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის მიზანია დოკუმენტების ფასეულობის

პრინციპებისა და კრიტერიუმების შესწავლის საფუძველზე მათი შენახვის ვადების

განსაზღვრა და შესანახად შერჩევა.

5. დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა ხდება მათი ისტორიული მნიშვნელობის,

დოკუმენტების წარმოშობის და შინაარსის შესაბამისად.

6. დოკუმენტების შენახვის ვადების განსაზღვრა ხდება ”დაწესებულებების საქმიანობის

პროცესში შექმნილი ტიპობრივი მმართველობითი დოკუმენტების ნუსხის (მათი

შენახვის ვადების მითითებით) დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის

მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №72 ბრძანებით დამტკიცებული ნუსხის თანახმად.

7. დოკუმენტების შენახვის ვადები განისაზღვრება დოკუმენტების ნუსხაში. ამ მიზნით

დგება საუწყებო და ტიპობრივი ნუსხები, შენახვის ვადების ჩვენებით.

Page 18: დანართი №1 - economy.ge...ბ.ბ) თუ მინისტრი შვებულების, მივლინების ან სხვა მიზეზის

8. სამინისტროში დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ორგანიზებისა და

მოწყობის, მათი სახელმწიფო შენახვისათვის გადასაცემად მომზადების მიზნით იქმნება

მუდმივმოქმედი ცენტრალური საექსპერტო კომისია.

მ უ ხ ლ ი 17. საქმის გაფორმება

1. სრულ გაფორმებას ექვემდებარება: მუდმივად და ხანგრძლივად შესანახი და პირადი

საქმეები. საქმისწარმოების სრული გაფორმება ითვალისწინებს: საქმეების ჩაკერებას ან

აკინძვას, ფურცლების დანომვრას საქმეში, საქმის დამადასტურებელი წარწერის

შედგენას. საჭიროების შემთხვევაში საქმის დოკუმენტაციის შიდა აღწერას.

2. ნაწილობრივ გაფორმებას ექვემდებარება დროებით შესანახი საქმეები. დასაშვებია ეს

საქმეები ინახებოდეს სწრაფშემკერებში, არ არის სავალდებულო დოკუმენტების საქმეში

სისტემატიზაცია, საქმის ფურცლების დანომვრა და დამადასტურებელი წარწერის

შედგენა.

3. საქმეში შემავალი დოკუმენტები ჩაიკერება მუყაოს გარეკანში ან აიკინძება ისე, რომ

თავისუფლად იკითხებოდეს თითოეული დოკუმენტის ტექსტი, თარიღი, ვიზები და

რეზოლუციები.

4. მუდმივად შესანახი საქმეები, რომლებიც მოიცავენ განსაკუთრებული მნიშვნელობის

დოკუმენტებს, ინახება სამსარქველიან შესაკრავ მაგარ საქაღალდეში ან მუყაოს

კოლოფებში.

5. თუ საქმეში მოთავსებულია განსაკუთრებულად ფასეული დოკუმენტები (შრომის

წიგნაკები, უფლებათა დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა) ისინი ჩაიდება

კონვერტში, შემდგომ ჩაიკერება საქმეში.

6. თითოეული საქმის ბოლოს ჩაიკერება საქმის დამადასტურებელი ფურცელი,

ხოლო საქმის თავში (საჭიროების შემთხვევაში) დოკუმენტების შიდა აღწერის ფორმის

ბლანკი. საქმეში ყველა ფურცელი (დამადასტურებელი წარწერისა და შიდა აღწერის

ფურცლების გარდა) გაშლილი სახით ინომრება არაბული ციფრებით, ფურცლის ზედა

მარჯვენა კუთხეში. შიდა აღწერის ფურცლები ინომრება ცალკე. თუ აღმოჩდება, რომ

საქმის ფურცლების ნუმერაციაში დაშვებულია მრავალი შეცდომა, ფურცლები უნდა

დაინომროს ხელახლა, ძველი ნომერი უნდა წაიშალოს ერთი დახრილი ხაზით და

გვერდით დაისმება ფურცლის ახალი ნომერი. საქმის ბოლოს დგება ახალი

დამადასტურებელი წარწერა. ძველი უნდა წაიშალოს, მაგრამ უნდა დარჩეს საქმეში.

დამადასტურებელ წარწერას ხელს აწერს მისი შემდგენელი.

Page 19: დანართი №1 - economy.ge...ბ.ბ) თუ მინისტრი შვებულების, მივლინების ან სხვა მიზეზის

7. მუდმივად და ხანგრძლივად შესანახი და საკადრო საქმეების გარეკანის გაფორმება

ხდება დადგენილი ფორმის მიხედვით. საქმის გარეკანზე აღიწერება სამინისტროს

დასახელება და სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელება, საქმის სათაური, საქმის

ინდექსი, შენახვის ვადა, ფურცლების რაოდენობა, საქმის სათაური გარეკანზე

გამოიტანება საქმეთა ნომენკლატურიდან. დოკუმენტების ასლების შემცველ საქმეთა

სათაურებში აღინიშნება ასლების რაოდენობა. მაგ, სამინისტროს ძირითადი

საქმიანობის ამსახველი 2003 წლის №. . . . ბრძანებები, ასლები.

8. საქმის გარეკანზე აუცილებლად აღინიშნება საქმის თარიღი, საქმის შემოსვლისა და

დამთავრების წელი. თუ საქმე შეიცავს დოკუმენტებს (მაგ, დანართებს და ა.შ.),

რომელთა თარიღი არ ემთხვევა საქმის თარიღს, საქმის თარიღის ქვეშ ახალ სტრიქონზე

უკეთდება წარწერა “საქმეში არის …. . . . წლის დოკუმენტები”.

9. იმ საქმეთა თარიღებად, რომლებიც შეიცავენ განკარგულებასა და სხვა

დოკუმენტაციას (მოხსენებები, წერილები, სტენოგრამები და ა.შ.), რომელთათვის ზუსტ

დათარიღებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ითვლება საქმის დოკუმენტების კიდური

თარიღები ე.ი. ყველაზე ადრეული და ყველაზე გვიანი დოკუმენტების რეგისტრაციის

თარიღები.

10. თუ საქმე წარმოადგენს ბრძანებების, განკარგულებების და ა.შ. ჟურნალებს, საქმის

თარიღებად ჩაითვლება ჟურნალში პირველი და ბოლო ჩანაწერების ზუსტი

კალენდარული თარიღები.

11. სხდომის ოქმების შემცველი საქმის თარიღებია საქმეში შეტანილი პირველი და

ბოლო ოქმის შედგენის თარიღები.

12. პიროვნებაზე წარმოებული პირადი საქმის თარიღებია პირის მიღებისა და

დათხოვნის ბრძანებების ხელმოწერის თარიღები.

13. თარიღის აღნიშვნის დროს იწერება რიცხვი, თვე და წელი, ან წელი, თვე, რიცხვი.

რიცხვი და წელი აღიწერება არაბული ციფრებით, თვის დასახელება იწერება

სიტყვებით, მაგალითად: 30 მაისი, 2000 წელი ან 2000 წლის 30 მაისი. თარიღის

აღნიშვნის დროს დასაშვებია აღნიშვნა მაგ: 30.05.2000 ან 2000.05.30; სამინისტროს

საქმისწარმოებაში მუდმივად, ხანგრძლივად შესანახ და პირადი შემადგენლობის

საქმეზე, რომლებიც გაფორმებულია მოქმედი წესების შესაბამისად, დგება ცალკე

აღწერები. სამინისტროს არქივში გადაიცემა მუდმივად, ხანგრძლივად შესანახი და

პირადი შემადგენლობის საქმეები, რომელთა გადაცემა ხორციელდება მხოლოდ

აღწერილობის მიხედვით.

14. დროებით შესანახი საქმეები, როგორც წესი, არქივში გადაცემას არ ექვემდებარება.

ისინი უნდა იქნას დაცული სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და შენახვის ვადის

გასვლის შემდეგ უნდა განადგურდეს. მათი გადაცემა სამინისტროს საქმისწარმოების

Page 20: დანართი №1 - economy.ge...ბ.ბ) თუ მინისტრი შვებულების, მივლინების ან სხვა მიზეზის

სამმართველოსათვის შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში

ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით.

15. სამინისტროს საქმისწარმოების სამმართველოსთვის საქმეთა გადაცემა

ხორციელდება არქივის მიერ შედგენილი გრაფიკით, რომელიც უთანხმდება

სტრუქტურული ქვედნაყოფების ხელმძღვანელებს და მტკიცდება სამინისტროს

შესაბამისი ხელმძღვანელის მიერ. არქივისათვის საქმეების გადაცემა ხდება

სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურის თანდასწრებით.

მუხლი 18. საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში ადმინისტრირების უფლებები

1. საქმისწარმოების სამმართველო

ა) სამმართველოს უფროსის უფლებები:

ა.ა) შემოსული კორესპონდენციის ტიპების და დოკუმენტის ფორმების

ადმინისტრირება;

ა.ბ) რეესტრის ადმინისტრირება;

ა.გ) გასაგზავნ წერილებზე/ადმინისტრაციულ აქტებზე თანდართული დანართის

ატვირთვა გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც გამორჩენილია ელექტრონულად

დანართის მიბმა;

ა.დ) მკაცრად არასაჯარო დოკუმენტის დათვალიერება, შემოსული არასაჯარო

წერილების რეგისტრაცია, სკანირება, სისტემაში ატვირთვა და შესაბამის ადრესატთან

გადაგზავნა;

ა.ე) ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის ბაზის სრულყოფა;

ა.ვ) ხელმოწერილ და ნომრიან კორესპონდენციაში/ადმინისტრაციულ აქტში

რედაქტირება;

ა.ზ) ხელმოწერის მიბმა;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებას

საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი იყენებს შემდეგ შემთხვევებში:

ბ.ა) გასულ წერილებში არასწორი ადრესატის შესაცვლელად;

ბ.ბ) გასული წერილების/ადმინისტრაციული აქტის დაბეჭვდვისას, როდესაც

პროგრამული ხარვეზის გამო ხელმოწერა სცილდება ტექსტს/ფარავს ტექსტს;

Page 21: დანართი №1 - economy.ge...ბ.ბ) თუ მინისტრი შვებულების, მივლინების ან სხვა მიზეზის

ბ.გ) გასული წერილების/ადმინისტრაციული აქტების მომზადებისას არასწორად

შექმნილი წერილის შესწორებისას (ორმაგი ხელმოწერის სტატუსი, ხელმომწერის

სტატუსი და სხვა ტექნიკური სახის ცვლილებებისას);

ბ.დ) შიდა მიმოწერის წერილებში არასწორად მითითებული ადრესატის შესაცვლელად;

ბ.ე) საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი ტექსტობრივად შესატან ცვლილებებს

ახორციელებს მხოლოდ ხელმომწერი პირის მიერ საქმისწარმოების ელექტრონულ

პროგრამაში კორესპონდენციის/ადმინისტრაციული აქტის ბარათზე შესაბამისი

შენიშვნის წერილობითი მითითების საფუძველზე.

გ) უფლებამოსილების გადაცემა;

დ) უფლებამოსილების გადაცემის შეწყვეტა;

ე) უფლებების ჩართვა;

ვ) საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის (კანცელარიის

ოპერატორის) უფლებები:

ვ.ა) შემოსული წერილების გატარება, სკანირება, ატვირთვა და გაგზავნა შესაბამის

ადრესატთან. შესრულებული (გასული) წერილების/ადმინისტრაციული აქტების

დაბეჭდვა, პროგრამულად რეესტრში მოთავსება;

2. ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსს,

უფროსის მოადგილეს და ამავე დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის

სამმართველოს მთავარ სპეციალისტს აქვთ ორგანიზაციის ხის დათვალიერების,

კადრების ადმინისტრატორისა და ოპერატორის უფლება შესაბამისი

ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე:

ა) ქვედანაყოფის შექმნა;

ბ) ქვედანაყოფის გაუქმება;

გ) პოზიციის შექმნა;

დ) პოზიციის გაუქმება;

ე) შექმნილ პოზიციაზე პიროვნების დანიშვნა;

ვ) პიროვნების გათავისუფლება;

ზ) უფლებამოსილების გადაცემა;

თ) უფლებამოსილების გადაცემის შეწყვეტა;

Page 22: დანართი №1 - economy.ge...ბ.ბ) თუ მინისტრი შვებულების, მივლინების ან სხვა მიზეზის

ი) რანგების მინიჭება და შეცვლა;

კ) რედაქტირება ამავე უფლების ფარგლებში.

3. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ამავე დეპარტამენტის

ინსპექტირების სამმართველოს უფროსს და ამავე სამმართველოს ერთ-ერთ მთავარ

სპეციალისტს მონიტორინგისათვის მიენიჭათ დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ

სისტემაში წერილების სრული ცხრილის დათვალიერების უფლება. ასევე, ამ მუხლის

პირველი პუნქტის ”ა.ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული რედაქტირების

მონიტორინგის უფლება.

4. ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის

საქმისწარმოების სამმართველოს, სამინისტროს სამდივნოს (სამმართველო) უფროსსა და

,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის

შესაბამისად დანიშნულ მინისტრის მრჩეველს აქვთ დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ

სისტემაში წერილების სრული ცხრილის დათვალიერების უფლება.