10
Waste Expo 2019 - ნარჩენების გადამმუშავებელი კომპანიების პირველი გამოფენა საქართველოში USAID / CENN WMTR II პროგრამის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული კომპანიები ჯეო მულჩი პასუხისმგებლიანი ბიზნესის დაჯილდოება მელიორას გამარჯვებული გახდა თანამშრომლობა ამერიკის სავაჭრო პალატასთან თანამშრომლობა დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლების მიზნით ნარჩენების გადამმუშავებელი სექტორის ლობირება WASTE MANAGEMENT ASSOCIATION (WMA) WASTE MANAGEMENT ASSOCIATION (WMA) NEWSLETTER NEWSLETTER 31.01.2020 ნარჩენების მართვის ასოციაციის ნარჩენების მართვის ასოციაციის ბიულეტენი ბიულეტენი Waste Expo 2019 - The First Exhibition of the Waste Recycling Companies in Georgia USAID / CENN WMTR II Grants Competition Winning Companies Geo Mulch - Winner of the Responsible Business Award Meliora Cooperation with the American Chamber of Commerce in Georgia Cooperation to Increase Awareness of Interested Parties Lobbying the Recycling Sector

ნარჩენების მართვის ასოციაციის ბიულეტენი NEWSLETTER 31.01environment.cenn.org/app/uploads/2020/02/WMA-Newsletter.pdf ·

  • Upload
    others

  • View
    9

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Waste Expo 2019 - ნარჩენების გადამმუშავებელი კომპანიების პირველი გამოფენა საქართველოში

USAID / CENN WMTR II პროგრამის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული კომპანიები ჯეო მულჩი პასუხისმგებლიანი ბიზნესის დაჯილდოება მელიორას გამარჯვებული გახდა

თანამშრომლობა ამერიკის სავაჭრო პალატასთან

თანამშრომლობა დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლების მიზნით

ნარჩენების გადამმუშავებელი სექტორის ლობირება

WASTE MANAGEMENT ASSOCIATION (WMA) WASTE MANAGEMENT ASSOCIATION (WMA)

NEWSLETTERNEWSLETTER 31.

01.

2020ნარჩენების მართვის ასოციაციის ნარჩენების მართვის ასოციაციის

ბიულეტენიბიულეტენი

Waste Expo 2019 - The First Exhibition of the Waste Recycling Companies in Georgia

USAID / CENN WMTR II Grants Competition Winning Companies

Geo Mulch - Winner of the Responsible Business Award Meliora

Cooperation with the American Chamber of Commerce in Georgia

Cooperation to Increase Awareness of Interested Parties

Lobbying the Recycling Sector

WASTE EXPO 2019 -WASTE EXPO 2019 -ნარჩენების გადამმუშავებელი კომპანიების ნარჩენების გადამმუშავებელი კომპანიების პირველი გამოფენა საქართველოშიპირველი გამოფენა საქართველოში

საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციამ (WMA), USAID / CENN WMTR II პროგრამის, სექტორი 3-სა და ფონდი პროდემოსის მხარდაჭერით, 2019 წლის 13 დეკემბერს პირველად უმასპინძლა ნარჩენების შემგროვებელი და გადამმუშავებელი ადგილობრივი კომპანიების გამოფენას - Waste Expo 2019. გამოფენა თბილისში, ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში გაიმართა. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ქაღალდის/მუყაოს, შუშის, ალუმინის, პლასტმასას, საკვები ზეთების, საბურავების, ხის, ელექტრონული და სახიფათო ნარჩენების სეპარირებულად შემგროვებელმა და გადამმუშავებელმა კომპანიებმა. ღონისძიებაზე, ჯამში, 15 კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენაზე დამსწრე 200-მდე სტუმარს, კერძო, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, თბილისის მერიისა და CENN-ის წარმომადგენლებმა; WMA-ს პრეზიდენტმა სტუმრებს წარუდგინა ასოციაცია, მისი წევრები და გააცნო ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, პირისპირ გასაუბრებოდა გამოფენაში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს, მიეღო ინფორმაცია მათ ხელთ არსებული გადამუშავების ტექნოლოგიების შესახებ და პირადად დაეთვალიერებინა ნარჩენების გადამუშავების შედეგად მიღებული შუალედური და საბოლოო პროდუქცია.

WASTE EXPO 2019 -WASTE EXPO 2019 -THE FIRST EXHIBITION OF THE WASTE RECYCLING COMPANIES IN GEORGIATHE FIRST EXHIBITION OF THE WASTE RECYCLING COMPANIES IN GEORGIA

On December 13, WMA hosted an exhibition showcas-ing waste aggregating and recycling companies for the first time in Georgia with the support of the USAID/CENN WMTR II program, Sector 3 and the Prodemos Founda-tion. The exhibition took place in Tbilisi at Expo Georgia. Aggregating and recycling companies collecting paper/cardboard, plastic, glass, aluminum, used cooking oil, tires, wood, electronic and hazardous waste were rep-resented at the Waste Expo. Representatives of the Min-istry of Environment and Agriculture of Georgia, Tbilisi City Hall and CENN made opening remarks at the event,

while the president of the association introduced WMA, its members and main activities to about 200 guests from the private, governmental and non-governmental sector, as well as international organizations and the media. Attendees had the opportunity to directly communicate with the participating companies, obtain information about waste management technologies implemented by them and view the intermediate and final products cre-ated as a result of waste recycling in Georgia.

USAID / CENN WMTR II პროგრამის საგრანტო კონკურსის USAID / CENN WMTR II პროგრამის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული კომპანიებიგამარჯვებული კომპანიები

USAID / CENN WMTR II GRANTS COMPETITIONUSAID / CENN WMTR II GRANTS COMPETITIONWINNING COMPANIESWINNING COMPANIES

WMA-ს წევრმა კომპანიებმა - შპს. სუფთა სამყარო - ქაღალდის/მუყაოს, პლასტმასას, შუშისა და ალუმინის სეპარირებული ნარჩენების შეგროვება, შპს. კერე - შუშის გადამუშავება, შპს. ეკო ჯეოპეტი - პლასტამასის ბოთლების გადამუშავება და შპს. თი ერ სი - საბურავების გადამუშავება - წარმატებით გაიარეს USAID / CENN WMTR II პროგრამის საგრანტო კონკურსი და მოიპოვეს დაფინანსება მათი საწარმოო პროცესების გაუმჯობესებისათვის აუცილებელი მანქანა-დანადგარების შესაძენად. შპს. კერეს უკვე გადაეცა მოთხოვნილი მოწყობილობა, რომელიც საწარმოს საშუალებას მისცემს გასულ წელთან შედარებით 8-ჯერ მეტი შუშის ნარჩენი გადაამუშავოს და აწარმოოს უკეთესი ხარისხის პროდუქცია.

ამ ეტაპზე, გრანტით გათვალისწინებული დანადგარების ნაწილი გადაეცა შპს. სუფთა სამყაროს, რაც 10 %-ით ზრდის კომპანიის წარმადობას. უახლოეს მომავალში კომპანია მიიღებს გრანტით გათვალისწინებული დანადგარების დანარჩენ ნაწილსაც, ხოლო მიმდინარე წლის 15 მარტამდე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულ დანარჩენ კომპანიებსაც გადაეცემათ გრანტის ფარგლებში გათვალისწინებული თანამედროვე, ენერგოეფექტიანი მოწყობილობები, რაც მათ საშუალებას მისცემს გაზარდონ წარმადობა და აწარმოონ უკეთესი ხარისხის პროდუქცია.

WMA member companies – Clean World Ltd. - paper/cardboard, plastic, glass and aluminum waste collection; Kere Ltd. - glass recy-cling; Kriala Ltd. - paper recycling; Eco Geopet Ltd. - plastic bottles recycling; and TRC Ltd. - tires recycling, obtained financing through a USAID/CENN WMTR II grant competition to purchase machinery for their companies and improve their production processes. Kere Ltd. has already received equipment within the scope of the grant competition, which enables the company to recycle 8 times more glass waste and produce higher quality products compared to the previous year.

Clean World Ltd. received part of the required machinery within the scope of the grant competition, and has already increased its pro-duction capacity by 10%. The company will receive the remaining required machinery soon. The remaining winning companies will receive modern, energy efficient equipment under the grants com-petition until March 15, 2020, which will increase the capacity of the companies and enable them to produce a higher quality product.

GEO MULCH -GEO MULCH -WINNER OF THE RESPONSIBLE BUSINESS AWARD MELIORAWINNER OF THE RESPONSIBLE BUSINESS AWARD MELIORA

ჯეო მულჩი პასუხისმგებლიანი ბიზნესის დაჯილდოებაჯეო მულჩი პასუხისმგებლიანი ბიზნესის დაჯილდოებამელიორას გამარჯვებული გახდამელიორას გამარჯვებული გახდა

WMA-ს წევრი, სანიტარული ჭრების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადამმუშავებელი კომპანია შპს. ჯეო მულჩი სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული პასუხისმგებლიანი ბიზნესის დაჯილდოება მელიორას ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.

დაჯილდოების ფარგლებში გამარჯვებული ბიზნეს კომპანიები რამდენიმე მიმართულებით გამოვლინდნენ. მელიორას ერთ-ერთი კატეგორია, რომელსაც უკვე მეორე წელია მხარს უჭერს USAID / CENN WMTR II პროგრამა, მოიცავს ნარჩენების მინიმიზაციის, სეპარირებული შეგროვებისა და გადამუშავების კუთხით განხორციელებულ ინიციატივებს, რომლებიც ამცირებენ გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ნარჩენების უარყოფით ზეგავლენას და ხელს უწყობენ მწვანე ეკონომიკის განვითარებას. სწორედ ამ კატეგორიაში, დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია ჯეო მულჩი, რომლის წარმომადგენელიც WMA-ს გამგეობის წევრია და აქტიურადაა ჩართული ასოციაციის საქმიანობაში.

WMA member wood waste recycling company, Geo Mulch Ltd., became a winner of Georgia’s Responsible Business Award “Meliora,” organized by the Center for Strategic Research and Development of Georgia. Within the scope of the competition, business companies receive awards from different categories. One category supported by the USAID/CENN WMTR II program incorporates waste management-implemented

initiatives regarding waste minimization, separate collec-tion and recycling that reduces the negative impact of waste on human health and the environment and pro-motes the development of a green economy. Indepen-dent experts identified the winner as Geo Mulch Ltd. in this category. The representative of this company is an association board member and involved actively in its activities.

თანამშრომლობა თანამშრომლობა ამერიკის სავაჭრო პალატასთანამერიკის სავაჭრო პალატასთან

WMA, USAID / CENN WMTR II პროექტის დახმარებით, აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის სავაჭრო პალატასთან. თანამშრომლობა მოიცავს ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ WMA-სთვის გამოცდილების გაზიარებასა და დახმარებას ასოციაციის ინსტიტუციონალური გაძლიერების მიზნით. 2019 წლის ნოემბერში ასოციაცია ოფიციალურად გაწევრიანდა ამერიკის სავაჭრო პალატაში.

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკის სავაჭრო პალატის ბაზაზე შეიქმნა გარემოსდაცვითი ბიზნეს კომიტეტი, რომლის მუშაობაშიც აქტიურადაა ჩართული WMA. კომიტეტი აერთიანებს ამერიკის

სავაჭრო პალატის წევრ საბანკო და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს, სასტუმროებს, საერთაშორისო, არასამთავრობო და კვლევით ორგანიზაციებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან გარემოსდაცვითი საკითხებით.

2019 წლის 6 ნოემბერს გაიმართა გარემოსდაცვითი ბიზნეს კომიტეტის პირველი შეხვედრა, სადაც წევრებმა წარმოადგინეს გარემოსდაცვითი ინიციატივების განხორციელების პროცესში თავიანთი ორგანიზაციების მთავარი მიღწევები და გამოწვევები. როგორც აღმოჩნდა, კომპანიებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს ნარჩენების მართვა და გადამუშავება წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, პირველი შეხვედრა ძირითადად, საქართველოში ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და გადამუშავების შესაძლებლობების განხილვას დაეთმო.

გარემოსდაცვითი ბიზნეს კომიტეტის მეორე შეხვედრა 26 ნოემბერს გაიმართა. შეხვედრაზე განხილული იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული ტექნიკური რეგლამენტები მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან (EPR) დაკავშირებით. აღნიშნული რეგლამენტები ეხება იმ მწარმოებლებს, რომლებიც ბაზარზე თავიანთი პროდუქციის განთავსების შედეგად წარმოქმნიან ბატარეებისა და აკუმულატორების, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების, სატრანსპორტო საშუალებების, საბურავების, ზეთებისა და შესაფუთი მასალების ნარჩენებს. შეხვედრას ესწრებოდა US-AID / CENN WMTR II პროექტის საერთაშორისო კონსულტანტი გარემოსდაცვითი ეკონომიკის საკითხებში, დრეზდენის უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი ჰანს ვიესმეტი. შეხვედრაზე განხილული იყო ტექნიკურ რეგლამენტებში აღნიშნული წევრებისათვის აქტუალური საკითხები. გარემოსდაცვითი ბიზნეს კომიტეტის შეხვედრები რეგულარულ სახეს მიიღებს. მომდევნო თემატური შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება ბიზნესებისთვის მწვანე დაფინანსების შესაძლებლობების გაცნობის მიზნით.

COOPERATION WITH THE AMERICAN CHAMBERCOOPERATION WITH THE AMERICAN CHAMBEROF COMMERCE IN GEORGIAOF COMMERCE IN GEORGIA

WMA actively cooperates with the American Chamber of Commerce in Georgia with the support of USAID/CENN WMTR II program. Within the scope of this cooperation, the American Chamber of Commerce shares its experi-ence with the association and provides support in terms of institutional development. In November 2019, the as-sociation became a member of the American Chamber of Commerce officially.

Apart from that, an Environmental Business Committee was established within the American Chamber of Com-merce and WMA participates actively in its activities. The committee consist of American Chamber of Commerce member banks, construction companies, hotels, inter-national, non-governmental organizations and research centers interested in environmental issues.

The first meeting of the Environmental Business Commit-tee was organized on November 6, 2019, where business representatives talked about the main achievements and challenges in implementing environmental initia-tives by their companies. Waste management and recy-

cling turned out to be the most interesting issues for the members, thus this meeting was dedicated to discussing separated waste collection and recycling opportunities in Georgia.

The second meeting was organized on November 26. The technical regulations regarding extended produc-er responsibilities (EPR) of batteries and accumulators, electro and electronic waste, oils, tires, used vehicles and packaging waste generators developed by the Ministry of Environment and Agriculture of Georgia were discussed at the meeting. The USAID / CENN WMTR II program’s in-ternational consultant in environmental economy, pro-fessor of Dresden University Mr. Hans Wiesmet, attended the meeting. Issues from the technical regulations were discussed on the meeting.

Environmental Business Committee meetings will be or-ganized regularly. The next thematic meeting will be ded-icated to informing business companies about opportu-nities of green finance.

თანამშრომლობა თანამშრომლობა დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლების მიზნითდაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლების მიზნით

WMA აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად ნარჩენების მართვის კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით. ამ მიმართულებით ასოციაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია ამერიკის საელჩო. 2019 წლის ნოემბრის თვეში ასოციაციის პრეზიდენტმა და გამგეობის წევრებმა ჩაატარეს ტრენინგი ნარჩენების მართვის საკითხებზე თბილისისა და რუსთავის სკოლის მოსწავლეებისთვის ამერიკის საელჩოში. ასოციაციის პრეზიდენტი მოსწავლეებს ესაუბრა ასოციაციისა და მისი საქმიანობის შესახებ, გამგეობის წევრებმა კი ტრენინგის მონაწილეებს გააცნეს საქართველოში არსებული ნარჩენების გადამუშავების შესაძლებლობები და გაუზიარეს ამ კუთხით ასოციაციის წევრი გადამმუშავებელი კომპანიების გამოცდილება.

გარდა ამისა, ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, მოეწყო ახალციხის სკოლის მოსწავლეების ვიზიტი ასოციაციის წევრ ქაღალდის გადამმუშავებელ კომპანია შპს. ნეოპრინტში, სადაც მოსწავლეები გაეცნენ ქაღალდის გადამუშავების სრულ პროცესს მისგან საბოლოო პროდუქტის მიღებამდე

ნარჩენების მართვის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი ამ ეტაპზე არის EPR; მიმდინარეობს ამ მიმართულებით შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის შემუშავება და მიღება. აღნიშნული საკითხით განსაკუთრებით დაინტერესებულები არიან კერძო სექტორის წარმომადგენლები. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და WMA-ს თანამშრომლობით მოეწყო მრგვალი მაგიდის შეხვედრა ბიზნეს კომპანიებისთვის, სადაც ასოციაციის პრეზიდენტმა დაინტერესებულ პირებს გააცნო ზოგადად EPR-ის კონცეფცია, შემუშავებული კანონპროექტების სამუშაო ვერსიები და ესაუბრა იმ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებზე, რაც მწარმოებელს დაეკისრებათ აღნიშნული კანონპროექტების ამოქმედების შემდეგ.

COOPERATION TO INCREASE AWARENESS OF INTERESTED PARTIESCOOPERATION TO INCREASE AWARENESS OF INTERESTED PARTIES

WMA is working actively with different organizations to increase awareness about waste management. One of the most important partners in these activities is the US Embassy. In November 2019, the president and the board members of the association conducted a training regarding waste management issues for school students of Tbilisi and Rustavi municipalities. The president talked about WMA and its activities with the attendees, while the board members discussed waste recycling opportu-nities in Georgia and the experience of association mem-ber companies with recycling.

Furthermore, within the scope of cooperation with the US Embassy, school students from Akhaltsikhe municipality visited to the association member paper recycling com-pany, Neoprint Ltd., where the students became familiar with the entire process of recycling and observed each stage of production from waste until the final product.

Currently, one of the most important issues in waste management is EPR. Technical regulations are being developed at this stage. Private sector representatives

are especially interested in this issue. Global Compact Network Georgia, in cooperation with WMA, organized a round table meeting with business companies in which the president of the association explained the concept of EPR, represented the draft versions of the technical regulations and talked about the responsibilities of the producers when the technical regulations are enforced.

ნარჩენების გადამმუშავებელი სექტორისნარჩენების გადამმუშავებელი სექტორისლობირებალობირება

WMA-ს ერთ-ერთი მთავარი მიზანია მისი წევრი ნარჩენების შემგროვებელი და გადამმუშავებელი კომპანიების ინტერესთა ლობირება გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და ნარჩენების მართვის კერძო სექტორის ხელშემწყობი ბიზნეს გარემოს შექმნის მხარდაჭერა. ასოციაციამ, USAID / CENN WMTR II პროექტის მხარდაჭერით, შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავდა სეპარირებული ნარჩენების ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების წარმოდგენის ვალდებულების გაუქმებას. აღნიშნული საკითხის ლობირების საჭიროება გამომდინარეობდა იქიდან, რომ დახარისხებული ნარჩენის შეგროვების პროცესის სპეციფიკაციიდან გამომდინარე, სასაქონლო ზედნადების გამოწერა შეუძლებელია, მის გარეშე ტვირთის გადატანა კი შემოწმების შემთხვევაში იწვევდა კომპანიის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ინტენსიური სამუშაო შეხვედრებისა და დიალოგის შედეგად 2019 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა და ძალაში შევიდა ფინანსთა მინისტრის ბრძანება, რომელიც ქაღალდის/მუყაოს, პლასტმასას, შუშისა და ალუმინის ნარჩენების შემგროვებელ კომპანიებს ათავისუფლებს ამ ტიპის ნარჩენების ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების წარმოდგენის ვალდებულებისაგან, შედეგად მნიშვნელოვნად მარტივდება ამ ტიპის კომპანიების ყოველდღიური საქმიანობა და ხდება უფრო მეტი ნარჩენის გადამუშავდება.

LOBBYING THE RECYCLING SECTORLOBBYING THE RECYCLING SECTOR

One of the main objectives of WMA is lobbying the in-terests of its member waste aggregating and recycling companies with decision makers and supporting the development of a business-friendly environment in the waste management sector. The association developed a document of legislative changes with the support of the USAID / CENN WMTR II program, aiming to enable waste management companies transporting separated waste without commodity waybill. Because of the separated waste collection process specifications, it is impossible to provide a commodity waybill during this process as

the inspection fine is 500 GEL. As a result of intensive working meetings and dialogue with the Ministry of Fi-nance of Georgia in August 2019, the order of the Finance Minister of Georgia was implemented, which enables paper/cardboard, plastic, glass and aluminum waste ag-gregating companies to transport that kind of separated waste without commodity waybill. As a result, the opera-tions of such companies become more efficient and the amount of recycled waste increases.

საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციის ბიულეტენი მომზადდა USAID WMTR II პროგრამის მხარდაჭერით, რომელსაც ახორციელებს CENN.

The newsletter of WMA is prepared with the support of the USAID WMTR II program, implemented by CENN