4
“ფორტე ვილიჯი” ნუ ეძებთ სამოთხეს სხვაგან, ის სარდინიაზეა! ექსკლუზიური რეპორტაჟი იტალიიდან არსებობს ძვირადღირებული და პრესტიჟული სასტუმროები, და არსებობს “ფორტე ვილიჯი”. იტალიის კურორტებიდან სარდინია გამორჩეულია. ქართული OK!-ს მკითხველებს მაიკო წერეთელი მოგიყვებათ ყველაზე გლამურული, ძვირადღირებული და ზღაპრული კურორტის შესახებ. თუ ამ კურორტზე დასვენებას გადაწყვეტთ, მზად იყავით იმისთვის, რომ შესაძლოა პლაჟზე თქვენს გვერდით არც მეტი არც ნაკლები, ვიქტორია ბექჰემი ირუჯებოდეს აქ ბევრი ცნობილი ადამიანი ისვენებს. კონფიდენციალობა დაცულია, მაგრამ ჩვენ მაინც მოვახერხეთ ერთი მათგანის დადგენა – ეს ვიქტორია ბექჰემია აქ დასვენებისთვის აუცილებელია ესთეტიზმის სრულყოფილი შეგრძნება და დახვეწილი გემოვნება www.fortevillage.com 116 www.okmagazine.ge

Forte Village

Embed Size (px)

DESCRIPTION

 

Citation preview

Page 1: Forte Village

“ფორტე ვილიჯი”ნუ ეძებთ სამოთხეს სხვაგან,

ის სარდინიაზეა!

ექსკლუზიური რეპორტაჟი იტალიიდან

არსებობს ძვირადღირებული და პრესტიჟული სასტუმროები, და არსებობს “ფორტე ვილიჯი”. იტალიის კურორტებიდან სარდინია გამორჩეულია. ქართული OK!-ს მკითხველებს მაიკო წერეთელი მოგიყვებათ

ყველაზე გლამურული, ძვირადღირებული და ზღაპრული კურორტის შესახებ. თუ ამ კურორტზე დასვენებას გადაწყვეტთ, მზად იყავით იმისთვის, რომ შესაძლოა პლაჟზე თქვენს გვერდით

არც მეტი არც ნაკლები, ვიქტორია ბექჰემი ირუჯებოდეს

აქ ბევრი ცნობილი ადამიანი ისვენებს. კონფიდენციალობა

დაცულია, მაგრამ ჩვენ მაინც მოვახერხეთ ერთი

მათგანის დადგენა – ეს ვიქტორია ბექჰემია

აქ დასვენებისთვის აუცილებელია ესთეტიზმის სრულყოფილი შეგრძნება და დახვეწილი გემოვნება

www.fortevillage.com

116 www.okmagazine.ge

Page 2: Forte Village

ავიაკომპანია “ალიტალიას” რეისი თბილისი–რომი, რომიდან ერთსაათიანი ფრენა, და... კალიარის აეროპორტში ქაღალდზე დაწერილი ჩვენი სახელებით “ფორტე ვილიჯის” მძღოლი გველოდა.

ბოლო მოდელის შავი “მერსედესით”, 45 წუთში, დიდი, ყვავილებიანი თაღიდან ნამდვილ წალკოტში შევედით. აქედან ავტომობილებს გადაადგილება ეკრძალებათ. 47 ჰექტარზე გაშლილ კურორტზე აუცილებელია სუფთა ჰაერისა და სიმშვიდის უზრუნველყოფა. ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისთვის მხოლოდ ელექტრომობილები და ველოსიპედებია დაშვებული.

სამხრეთ სარდინიაზე ოქროსფერქვიშიანი პლაჟი და ზურმუხტისფერი ზღვა სავსებით საკმარისია დაუვიწყარი დასვენებისთვის, მაგრამ ზღაპრული პლაჟის გარდა, კიდევ უამრავი რამის გამო უნდა ეწვიოთ “ფორტე ვილიჯს”.

ეკოკურორტის მთავარი ღირებულებასაერთოდ, მიღებულია მსგავს რეპორტაჟებში ფუმფულა ბალიშებსა და კომფორტულ აბაზანებზე საუბარი, მაგრამ “ფორტე ვილიჯი” ის შემთხვევაა, როდესაც მსგავსი კომფორტი ისედაც იგულისხმება. არნახული ფუფუნება შეზავებულია სისადავესა და გემოვნებასთან, რაც ყველაზე მეტად დასაფასებელია. ეს არის ეკოკურორტი, სადაც პლასტმასისა და დანარჩენი მავნე სინთეტიკის გამოყენება მინიმუმამდეა დაყვანილი.

კომფორტის შექმნა ბევრ სასტუმროს შეუძლია. “ფორტე ვილიჯში” კომფორტს მიღმა მთელი სამყაროა შექმნილი. მცენარეები ისეა გადანაწილებული, რომ ალპური ზონიდან ტროპიკულ ზონაში ხვდები, რაც რეალურად უნიკალურ ჰავას ქმნის. სწორედ ამ და სხვა მიზეზთა გამო ტყუილად არ აღიარეს “ფორტე ვილიჯი” მსოფლიოს საუკეთესო მწვანე კურორტად.

აქ დასვენებისთვის მხოლოდ ფინანსების ქონა არ არის საკმარისი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აუცილებელია ესთეტიზმის სრულყოფილი შეგრძნება და დახვეწილი გემოვნება.

სამხრეთ იტალიური დახვედრაპირველი, ვინც “ფორტე ვილიჯში” შესვლისას შეგვეგება, ენცო იყო. სამხრეთ იტალიური ტემპერამენტით მოგვესალმა და გვაცნობა, რომ აქაურობის ყველაზე ძველი თანამშრომელია. იტალიურად გვიმღერა და წაგვიცეკვა კიდეც. ჩვენი განწყობა უკვე დადებითი და მხიარული გახდა.

ტერიტორიაზე განლაგებულია რამდენიმე სასტუმრო და ვილა. ჩვენ Hotel Castello-ში დავბინავდით.

გემოვნებით მოწყობილ ოთახს საკუთარი ჯაკუზი და ვერანდა ჰქონდა. აუცილებლად ცალკე უნდა აღვნიშნო საშკაპე კაბინა, სადაც შხაპის მიღებისას, პარალელურად, სინათლის თერაპიითაც ისიამოვნებთ. აქ დამონტაჟებული წითელი და ლურჯი განათება ნერვულ სისტემაზე ძალიან დადებითად მოქმედებს.

საკმაოდ დიდი ოთახიდან გამავალ საკუთარ ვერანდაზე, შეზლონგზე წამოწოლილს მშვენიერი ხედი გადამეშალა, რომელიც მწვანე წიწვოვან ხეებს მიღმა, ფირუზისფერი ზღვისკენ იშლებოდა. ოთახში შამპანური და ხილით სავსე უზარმაზარი კალათი დაგვახვედრეს. ნელ–ნელა ვრწმუნდებოდი, რომ ეს სწორედ ის ადგილი იყო, სადაც ყველაზე პრეტენზიული სტუმარიც კი ვერაფრით დარჩება უკმაყოფილო.

ენცო – “ფორტე ვილიჯის” ყველაზე ძველი თანამშრომელი

სარდინიაში ღვინის ექსკლუზიური ჯიშებია. “ფორტე ვილიჯის” ღვინის რესტორანში უიშვიათესი სახეობის ღვინის გასინჯვა და შეძენა შეგიძლიათ

ნატალია გურიევა (“ფორტე ვილიჯის” რეგიონული დირექტორი აღმოსავლეთის ქვეყნებში) და ოკსანა კილიჩი (ავიაკომპანია “ალიტალიას” რეგიონული მენეჯერი)

აგვისტო, 2014 117

Page 3: Forte Village

ფრინველი, რომელიც სტუმართა უმრავლესობას კურორტის სიმბოლოდ უღიარებია. მარიოს ჰყავს მეწყვილე “ბრიჯიტა” – ასევე ცისფერი თუთიყუში და მეგობარი კირა. კირას შეფერილობა ჟოლოსფერსა და ყვითელშია “გადაწყვეტილი”. ეს პოპულარული “ქალბატონი” თურმე დღემდე განიცდის საკუთარი “კავალერის” სიკვდილს. თუმცა, სევდიანი ისტორიებისგან თავს შევიკავებ.

ასეა თუ ისე, თუთიყუშები “ფორტე ვილიჯის” დამსვენებლების ერთ–ერთი საყვარელი გასართობია. მოგვიანებით ვხუმრობდით კიდეც: მარიომ, როგორც ლოკალურმა “სელებრითმა”, თავად მოაკითხა ქართულ “ოქეის”. მისი სტუმრობა ძალიან დიდი პრესტიჟი ყოფილა. ალბათ არცთუ ისე ხშირია იტალიურად მოსაუბრე თუთიყუშების სამეულის ხილვა, რომელთა გამოჩენა საზოგადოებაში დიდ ხალისსა და აჟიოტაჟს იწვევს.

თუთიყუშების საზოგადოებით მომდევნო დღეებშიც არაერთხელ გვისიამოვნია პლაჟსა და ღია რესტორნებში. ერთადერთი ადგილი, სადაც მათი ჟრიამული მყუდროებას არასდროს არღვევდა, სპა იყო.

სპა ღია ცის ქვეშ“ზღვას შეუძლია განბანოს ყველანაირი ადამიანური დაავადება”, – თქვა ოდესღაც ევრიპიდემ. 2500 წლის შემდეგ ამ სიტყვების სიმართლეში ადვილად დარწმუნდებით, თუ

Thalasso del Forte სპას ესტუმრებით. ტროპიკულ ბაღში განთავსებული ექვსი სახის აუზი, ორი ტიპის საუნა, თურქული აბანო, ბევრი შეზლონგი და საოცარი კომფორტი.

როგორც მითხრეს, აქ ჩატარებული ერთდღიანი სრული კურსის შედეგად მინიმუმ კილოგრამის დაკლებაა შესაძლებელი. სიმართლე გითხრათ, წონა არ გამიკონტროლებია, მაგრამ გარწმუნებთ, ეს აქაურობის ერთადერთი პლუსი ნამდვილად არ არის.

სპას ტერიტორიაზე მკაცრად კონტროლდება სიწყნარე. აქ მობილურ ტელეფონზე საუბარი აკრძალულია და მოსადუნებლად, განტვირთვისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. წყნარი მუსიკა, უნიკალური მიკროკლიმატი და სიმშვიდე. თამამად შეიძლება თქმა, რომ “ფორტე ვილიჯში” მსოფლიოში საუკეთესო სპაა ღია ცის ქვეშ. ვისაც არ სჯერა, საკუთარ თავზე გამოსცადოს.

ექვსივე აუზში ზღვის მარილის ძალიან დიდი კონცენტრაციაა. აუზის პირას ასევე ზღვის მარილით სავსე ხის დიდი თასები დგას – იმ შემთხვევისთვის, თუ საკუთარი ხელით დამატებით მოგინდებათ პილინგის გაკეთება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო წყლის ტემპერატურა. პირველ აუზში ყველაზე თბილი წყალია, მეექვსეში – ყველაზე ცივი.

რესტორნები და კვებატერიტორიაზე 21 რესტორანია განლაგებული. აქ “მიშლენის” ვარსკვლავის მფლობელი მზარეულები უგემრიელეს კერძებს გთავაზობენ. აუცილებლად უნდა აღვნიშნო პროდუქტები, რითაც უგემრიელესი კერძები მზადდება. საკვები ინგრედიენტები უამრავ ლაბორატორიულ შემოწმებას გადის და სპეციალურად “ფორტე ვილიჯის” რესტორნებისთვისაა მოყვანილი. თევზი და ზღვის პროდუქტები უსათუოდ ახლადდაჭერილია, პროშუტო და ყველი კი – მხოლოდ ძვირადღირებული და საუკეთესო.ჩვენთვის ნამდვილად დაუვიწყარი აღმოჩნდა ლეგენდარული გორდონ რამსის რესტორანი, ღვინის დარბაზი, სადაც მხოლოდ ძალიან იშვიათი სახეობის ღვინის დაგემოვნებაა შესაძლებელი, და ბოლოს, ახლადგახსნილი Hell’s Kitchen – აქ პირველი სადილი სწორედ ჩვენს პატივსაცემად გაიმართა.

“ფორტე ვილიჯი” ნამდვილი სამოთხეა გურმანებისთვის.

“მარიო” – ყველაზე პოპულარული “მამაკაცი” სარდინიაზეჩემი მყუდროება ჩიტის უცნაურმა ხმამ დაარღვია. ვერანდაზე დარგულ ლიმონის ხის ტოტზე უზარმაზარი, ცისფერი თუთიყუში შემოჯდა. როგორც მოგვიანებით გავიგე, ეს “მარიო” ყოფილა – “ფორტე ვილიჯში” მცხოვრები

21 სხვადასხვა კონცეფციის რესტორანში, ძირითადად, “მიშლენის” ვარსკვლავის მფლობელი მზარეულები მუშაობენ. პროდუქტი, რომლითაც კერძები მზადდება, საკუთარ მეურნეობაში უსასუქოდ მოყავთ. ცნობილ გორდონ რამსის რესტორანში სპეციალურად ჩვენთვის შექმნილი ექსკლუზიური მენიუს დაგემოვნებისას ნამდვილი კულინარიული შოკი მივიღე. ცუკინის ყვავილებისგან დამზადებული პიცა არამარტო ლამაზი, უგემრიელესიც აღმოჩნდა

თამამად შეიძლება თქმა, რომ “ფორტე ვილიჯში” მსოფლიოში საუკეთესო სპაა ღია ცის ქვეშ. ვისაც არ სჯერა, საკუთარ თავზე გამოსცადოს

118 www.okmagazine.ge

Page 4: Forte Village

პირველი ორი აუზი სხვადასხვა სახის ეთერზეთებითაა გაჯერებული. დანარჩენებში კი მონაცვლეობით ჰიდრომასაჟები და ჯაკუზის მრავალსახეობებია. სხვათა შორის, მარილი და ეთერზეთები საოცარი ფერის რუჯის წინაპირობაა. სპაში გატარებული საათნახევრის მანძილზე ჩემმა კანმა საოცარი ფერი შეიძინა. ასეთი ხარისხის რუჯის მიღებას პლაჟზე ერთი კვირის მანძილზე ვერ მოვახერხებდი. კანი საოცრად გლუვი და აბრეშუმივით რბილი გახდა პირველსავე პროცედურაზე.

ბავშვებიუფროსებისა და ბავშვების ინტერესები ერთმანეთს იშვიათად ემთხვევა. როგორც წესი, ერთ–ერთი მათგანი იძულებული ხდება დათმოს. “ფორტე ვილიჯის” შემთხვევაში ეს საკითხიც მოგვარებულია: გოგონებს საოცნებო “ბარბის” სახლი ელით, სადაც ნამდვილი, ქერათმიანი “ბარბი” უმასპინძლებთ. ცალკეა საბავშვო აუზები, და თქვენ წარმოიდგინეთ, საბავშვო რესტორანიც კი. ბიჭებისთვის საფეხბურთო კლუბი “ჩელსი” ფუნქციონირებს.

სხვათა შორის, როდესაც “ფორტე ვილიჯში” ვილის ქირაობას გადაწყვეტთ, პერსონალი აუცილებლად გააფრთხილეთ, რომ თქვენი შვილისთვის ლოგინი სპეციალურად გაამზადონ: გოგონებისთვის “ბარბის”, ხოლო ბიჭებისთვის - “ჩელსის” შეფუთვით.

აქვე შემეცნებითი კუთხეცაა, სადაც თქვენს პატარას საკუთარი ხელით შეუძლია ძერწოს, დახატოს და შექმნას განუმეორებელი “შედევრები”.

რა თქმა უნდა, “ბეიბი სითერიც” ყოველთვის მზადაა თქვენი პატარა დაიტოვოს, თავად კი ამ დროს ან სპას ესტუმროთ, ან ღამის კლუბში წახვიდეთ.

სპორტიაქტიური დასვენების მოყვარულთათვის “ფორტე ვილიჯში” ძალიან დიდი არჩევანია:

ტურები ველოსიპედებით, ხუთვარსკვლავიანი საჩოგბურთო აკადემია, სადაც შანსი გაქვთ ეთამაშოთ ლეგენდარულ ჩოგბურთელებს: პეტ კეშს (“უიმბლდონის” ტურნირის გამარჯვებული), “დიდი სლემის” ტიტულოვან იონას ბორკმანს, ჩარლი სტიბსს; სასტუმროს ტერიტორიაზეა გოლფის პროფესიონალური აკადემია და გოლფის ხუთვარსკვლავიანი სტადიონი; “ჩელსის” ლიცენზირებული საფეხბურთო გუნდი საუკეთესო ტრენერებით, სტადიონითა და ძალიან კარგი ინფრასტრუქტურით, თქვენს ან თქვენსავე ვაჟის ფიზიკურ აქტივობაზე იზრუნებს. ამხანაგური თამაშები და სახალისო პრიზები ხომ, თავისთავად.

თუ ქართველების საამაყო სპორტით – რაგბით გსურთ დაკავდეთ, თქვენი ტრენერი ლეგენდარული ბრიტანელი უილიამ ჰიტონ გრინვუდი, ან ოსტინ შონ ჰილი იქნებიან (ეს სახელები რაგბის მოყვარულთათვის კარგადაა ცნობილი).

დაბოლოს, რაც მთავარია – ცურვის შესწავლა, ყვინთვის გაკვეთილები. ეს ყველაფერი კურორტის ტერიტორიაზეა. ასე რომ, თქვენ მხოლოდ არჩევა მოგიწევთ, სპორტის რომელი სახეობით დაკავდებით.

Leisure Land – ადგილი აქტიური გართობის მოყვარულთათვის: კარტინგის ტრასა, ბოულინგის კლუბი, ზუმბა, აერობიკა, ვინდსერფინგი,

საიალქნო სპორტი – მოკლედ, “ფორტე ვილიჯში”ვერ მოიწყენ.

ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო: “ფორტე ვილიჯის” შესახებ სტატიის დაწერა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. მხოლოდ დადებითი ემოციებით სავსე, ერთადერთს გეტყვით: აუცილებლად დაისვენეთ რამდენიმე დღე “ფორტე ვილიჯში”. ტურისტული სააგენტოებიდან “ვია თრეველს” გირჩევთ – სწორედ მათ უზრუნველყვეს ჩვენი დაუვიწყარი მოგზაურობა.

Leisure Land - ადგილი აქტიური გართობის მოყვარულთათვის: კარტინგის ტრასა, ბოულინგის კლუბი, ზუმბა, აერობიკა, ვინდსერფინგი, საიალქნო სპორტი – მოკლედ, “ფორტე ვილიჯში” ვერ მოიწყენ

ღამის ცხოვრებისა და შოპინგის გარეშე დასვენება ცოტა მოსაწყენია. ექსკლუზიური ბრენდები, ცოცხალი მუსიკა და კარგი გარემო – არჩევანი თქვენზეა

როდესაც “ფორტე ვილიჯში” ვილის ქირაობას გადაწყვეტთ, პერსონალი აუცილებლად გააფრთხილეთ, რომ თქვენი შვილისთვის ლოგინი სპეციალურად გაამზადონ: გოგონებისთვის “ბარბის”, ხოლო ბიჭებისთვის – “ჩელსის” შეფუთვით

ტექსტი: მაიკო წერეთელიფოტო: ნინო მეგრელიძე

აგვისტო, 2014 119