11
www.cida.ge ყოველთვიური ელექტრონული გამოშვება #19 ივლისი თქვენი ადგილობრივი პარტნიორი რუსთავში ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციების პირველი ფორუმი ჩატარდა 19 ივლისს, რუსთავის კინოთეატრ ,,რუსთაველში“, სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)–ს ინიციატივით ქვემო ქართლის სამოქა- ლაქო ორგანიზაციების პირველი ფორუმი გაიმართა. ფორუმს რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, ეროვნულ დონეზე და რეგიონში მომუშავე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფორუმი სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)–ს დირექტორმა ზვიად დევდარიანმა პროექტის „ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრი– ქვემო ქართლი“ ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის პრეზენტაციით გახსნა. ,,დღეს რუსთავი მასპინძლობს ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციების პირველ ფორუმს, აქ არიან წარმოდგენილი ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ორგანიზაცია, სოფლის ასოციაციები და სათვისტომოები, მათი მოხალისეები და ბენეფიციარები. თბილისიდან კი ჩამოსული არიან როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ისე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ძალიან კარგი შესაძლებლობა ეძლევათ რეგიონის ორგანიზაციებს მათ პირადად შეხვდნენ, ესაუბრონ და დაგეგმონ შემდგომი საქმიანობა“, – განაცხადა სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)–ს დირექტორმა ზვიად დევდარიანმა. ფორუმის ფარგლებში კინოთეატრის ფოიეში ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველი ფოტოები, სხვადასხვა პუბლიკაციები და პროდუქცია გამოიფინა. რეგიონის არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკუთარი საქმიანობის მოკლე პრეზენტაციები გამართეს, მოხდა ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველი ვიდეო–რგოლების ჩვენება, მოეწყო სამოქალაქო ორგანიზაციების ახალი ვებგვერდის http://www.cso.ge პრეზენტაცია. იუსტიციის სამინისტრომ კი ახალი ბრენდის – იუსტიციის სახლის პრეზენტაცია გამართა. ,,ფორუმი მნიშვნელოვანია ერთის მხრივ იმით, რომ დონორ ორგანიზაციებს, მასმედიას, ადგილობრივ თვითმმართველობას აძლევს საშუალებას გაეცნონ სამოქალაქო საზოგადოებას, რომლებიც ადგილებზე მუშაობენ და მათთან კონტაქტები დაამყარონ, აგრეთვე წარმოაჩინონ ის შრომა, რომელიც

july, 2011.pdf

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: july, 2011.pdf

www.cida.ge

ყოველთვიური ელექტრონული გამოშვება#19 ივლისი

თქვენი ადგილობრივი პარტნიორი

რუსთავში ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციების პირველი ფორუმი ჩატარდა

19 ივლისს, რუსთავის კინოთეატრ ,,რუსთაველში“, სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)–ს ინიციატივით ქვემო ქართლის სამოქა-ლაქო ორგანიზაციების პირველი ფორუმი გაიმართა. ფორუმს რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, ეროვნულ დონეზე და რეგიონში მომუშავე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფორუმი სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)–ს დირექტორმა ზვიად დევდარიანმა პროექტის „ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრი– ქვემო ქართლი“ ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის პრეზენტაციით გახსნა.

,,დღეს რუსთავი მასპინძლობს ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციების პირველ ფორუმს, აქ არიან წარმოდგენილი ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ორგანიზაცია, სოფლის ასოციაციები და სათვისტომოები, მათი მოხალისეები და ბენეფიციარები. თბილისიდან კი ჩამოსული არიან როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ისე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ძალიან კარგი შესაძლებლობა ეძლევათ რეგიონის ორგანიზაციებს მათ პირადად შეხვდნენ, ესაუბრონ და დაგეგმონ შემდგომი საქმიანობა“, – განაცხადა სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)–ს დირექტორმა ზვიად დევდარიანმა.

ფორუმის ფარგლებში კინოთეატრის ფოიეში ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველი ფოტოები, სხვადასხვა პუბლიკაციები და პროდუქცია გამოიფინა. რეგიონის არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკუთარი საქმიანობის მოკლე პრეზენტაციები გამართეს, მოხდა ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველი ვიდეო–რგოლების ჩვენება, მოეწყო სამოქალაქო ორგანიზაციების ახალი ვებგვერდის http://www.cso.ge პრეზენტაცია. იუსტიციის სამინისტრომ კი ახალი ბრენდის – იუსტიციის სახლის პრეზენტაცია გამართა.

,,ფორუმი მნიშვნელოვანია ერთის მხრივ იმით, რომ დონორ ორგანიზაციებს, მასმედიას, ადგილობრივ თვითმმართველობას აძლევს საშუალებას გაეცნონ სამოქალაქო საზოგადოებას, რომლებიც ადგილებზე მუშაობენ და მათთან კონტაქტები დაამყარონ, აგრეთვე წარმოაჩინონ ის შრომა, რომელიც

Page 2: july, 2011.pdf

ww

w.c

ida

.ge

გაწიეს ამ ორგანიზაციებმა და უფრო მეტი კავშირი დაამყარონ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან“, – განაცხადა ჯერმან მარშალ ფონდის შავი ზღვის პროექტის რეგიონული თანამშრომლობის კონსულტანტმა საქართველოსა და სომხეთში ნინო ლილუაშვილმა.

CiDA–ს ინიციატივა დადებითად შეაფასა და ორგანიზაციას წარმატებები უსურვა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თამარ კინწურაშვილმა. მან სამოქალაქო სექტორს ხელისუფლების მნიშვნელოვანი პარტნიორი უწოდა და აღნიშნა, რომ რაც უფრო ძლიერი იქნება სამოქალაქო სექტორი, მით უფრო განვითარდება ქვეყანა, რადგან სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებაში არასამთავრობო სექტორს უდიდესი წვლილი მიუძღვის.

Page 3: july, 2011.pdf

ww

w.c

ida

.ge

CiDA რუსთავის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის მონიტორინგში მონაწილეობდა

12 ივლისს თბილისში, სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში“ თვითმმართველი ქალაქების ბიუჯეტების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. კვლევა ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრმა პროექტის ,,საქართველოს თვითმმართველი ქალაქების ფოთის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის 2010 წლის ბიუჯეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა მონიტორინგის გზით“ ფარგლებში ფონდ ,,ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით ჩაატარა. პროექტში ყველა სამიზნე თვითმმართველი ქალაქიდან

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო ჩართული, რუსთავიდან პროექტში ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)” მონაწილეობდა.

თვითმმართველლი ქალაქების მონიტორინგი შემდეგი მიმართულებით განხორციელდა: საბიუჯეტო პროცედურების დაცვის მონიტორინგი, 2010 წლის ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი, ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ხარჯვის მონიტორინგი, ინფრასტრუქტურული, კულტურისა და სხვა პროგრამების მონიტორინგი, წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების ხარჯვის მონიტორინგი, ბიუჯეტის გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების მონიტორინგი, სესხებისა და გრანტების მიზნობრიობის და ხარჯვის სისწორის მონიტორინგი და 2011 წლის ბიუჯეტის მომზადების პროცედურების მონიტორინგი.

რუსთავის ბიუჯეტის მონიტორინგი ექსპერტმა ნოდარ ხადურმა აწარმოა. მან მადლობა გადაუხადა CiDA–ს დახმარებისა და იმ მუშაობისთვის, რაც ორგანიზაციამ გაწია რუსთავში.

კვლევამ აჩვენა, რომ ოთხივე ქალაქის ბიუჯეტში შემოსავლები ძირითადად გრანტების ხარჯზე იყო გაზრდილი, რაც ადგილობრივ ხელისუფლებას გარკვეული ბერკეტების გარეშე ტოვებს.

კვლევისას რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა. აქედან ერთ-ერთი თვითმმართველ ქალაქებში სარეზერვო ფონდების ხარჯვაა. ფონდების გარდა ოთხივე ქალაქისათვის პრობლემატური იყო წლის განმავლობაში ბიუჯეტში ხშირი ცვლილებები. რუსთავის ბიუჯეტი 2010 წელს 17-ჯერ შეიცვალა, რაც, ექსპერტების მოსაზრებით, საბიუჯეტო პარამეტრების პროგნოზირების დაბალ დონეზე მიუთითებს.

პროექტი 2010 წლის ივლისში დაიწყო და თვითმმართველი ქალაქების ბიუჯეტების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციით დასრულდა. ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრს პროექტის განხორციელებაში მეთოდოლოგიური და პროგრამული მხარდაჭერა კავკასიის ეკონომიკურმა და სოციალურმა კვლევითმა ინსტუტუტმა გაუწია.

Page 4: july, 2011.pdf

ww

w.c

ida

.ge

აზერბაიჯანელი და სომეხი ჟურნალისტები CiDA–ს დირექტორს შეხვდნენ

,,ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR)” პროექტის ,,მეზობელი“ ფარგლებში აზერბაიჯანელი და სომეხი ჟურნალისტები 14 ივლისს ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)”-ს სტუმრობდნენ. CiDA -ს დირექტორმა ზვიად დევდარიანმა ჟურნალისტებს ორგანიზაციის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ესაუბრა შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნულ კონცეფციასა და სამოქმედო გეგმაზე, იმ შეღავათებზე, რომლითაც ეროვნული უმცირესობები სარგებლობენ ეროვნულ გამოცდებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე გააცნო მულტიეთნიკური საზოგადოების კვლევის შედეგები ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.

,,ამ ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია, კონტაქტის გარეშე უფრო ვცილდებით ერთმანეთს როგორც სახელმწიფო-ები, რაც , სამწუხაროდ, პირდაპირ აისახება იმაზე, რომ მოსახლეობას ექმნება პრობლემები. ასეთი ურთიერთობები ჟურნალისტებს, არასამთავრობოებს, ხელისუფლების ორგანოებს შორის მნიშვნელოვანია, საერთო სტრატეგიები ყალიბდება, საერთო ხედვები და ეს უფრო აახლოებს ჩვენს სახელმწიფოებს”- განაცხადა CiDA -ს დირექტორმა ზვიად დევდარიანმა.

შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა. ჟურნალისტები საქართველოში, კერძოდ ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობით დაინტერესდნენ.

,,საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო. უკვე მეორე დღეა ვეცნობით უმცირესობების პრობლემებს. ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ხდება საქართველოში. ახლა გვეძლევა იმის საშუალება, რომ ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში თავად გავეცნოთ რეალურად არსებულ ვითარებას და მომავალში ეს პრობლემები უკვე მივიტანოთ ჩვენს ხელისუფლებასთან”, - აღნიშნა ანა კარაპეტიანმა.

სომეხი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები საქართველოში ეროვნული უმცირესობების პრობლემების ადგილზე გაცნობის მიზნით ქვემო ქართლსა და სამცხე–ჯავახეთში 13–15 ივლისს იმყოფებოდნენ.

პროექტი ,,მეზობელი“ პროგრამის ,,ხიდების აგება და უნარების განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილია.პროექტის ,,მეზობელი“ მიმდინარე ეტაპი ხორციელდება სომხეთში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით. პროგრამას

,,ხიდების აგება და უნარების განვითარება სამხრეთ კავკასიაში“კი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამეფო სამინისტრო აფინანსებს.

პროექტი კონცენტრირებულია სომხური და აზერბაიჯანული ეროვნული უმცირესობების ჯგუფებზე, რომლებიც საქართველოს ორ რეგიონში - ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობენ.

Page 5: july, 2011.pdf

ww

w.c

ida

.ge

მცირე ბიზნეს გრანტით კიდევ 26 დევნილი ქალი დაფინანსდება

პროექტ SIIMS-ის დევნილ ქალთა მცირე ბიზნესის განვითარების კომპონენტში ქალთა ბიზნესის დაფინანსების მესამე ეტაპისთვის შერჩეულ აპლიკანტებს 21–28 ივლისს ბიზნესის ადმინისტრირების საკითხებში ტრენინგები ჩაუტარდათ. ქვემო ქართლში ტრენინგი ერთ და შიდა ქართლში ორ ჯგუფს ჩაუტარდა. ტრენინგის ჩატარება ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA )”-ს ორგანიზებით

კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრმა (CTC)-მ უზრუნველყო.

,,დევნილ ქალთა ჯგუფს, რუსთავში, ორი დღის განმავლობაში ვასწავლი ბიზნეს–გეგმის წერას, კერძოდ, როგორ დაწერონ გეგმა, რა ძირითადი თავებისგან შედგება, აქვე წერენ შავ ნიმუშს, შემდეგ უხდებათ გადათეთრება. საკმაოდ აქტიური ჯგუფია და

კარგად მომყვებიან, ერთ–ერთი საუკეთესო ჯგუფია, ვისთანაც კი ამ თემაზე მიმუშავია“, - აღნიშნა CTC-ს ტრენერმა გიორგი თვალიაშვილმა.

ქალთა მცირე ბიზნესის განვითარების პროგრამის ფარგლებში მესამე ეტაპზე სულ 267 განაცხადი შემოვიდა.

,,აქედან 48 განაცხადი ქვემო ქართლიდან არის, 219 კი შიდა ქართლიდან. ქვემო ქართლში ყველაზე დიდი აქტივობით კოდას კომპაქტური დასახლება გამოირჩევა, შიდა ქართლიდან კი კარალეთის დევნილთა დასახლება. მოხდა შემოსული განაცხადების განხილვა და შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად შევარჩიეთ 43 აპლიკანტი-13 ქვემო ქართლიდან და 30 შიდა ქართლიდან. ამ ეტაპზე სწავლობენ ბიზნეს–გეგმის წერას, რომლის წარდგენის ბოლო ვადა 5 აგვისტოა“, -განაცხადა SIIMS–ის პროექტის ქალთა ბიზნესის განვითარების ოფიცერმა შორენა კოჭლამაზაშვილმა.

შერჩეული 43 აპლიკანტიდან სრულყოფილი ბიზნეს–გეგმის წარდგენის შემდეგ კი 26 დევნილი ქალი შეირჩევა, რომელიც საბოლოდ მცირე გრანტით დაფინანსდება.

,,ვარ სამაჩაბლოდან დევნილი, ჩასახლებული ქალაქ გარდაბანში, მონაწილეობას ვიღებ CiDA–ს პროექტში მცირე გრანტის ფარგლებში. შევავსე იდეები საკონდიტრო ნაწარმზე, ახლა ვსწავლობ ბიზნეს–გეგმის წერას, თუ გავიმარჯვე, დავფინანსდები და ჩემს ოჯახს საარსებო წყარო ექნება, მყავს მეუღლე და 3 შვილი“, - განაცხადა მარეხ გოგიძემ.

ქალთა მცირე ბიზნესის განვითარების კომპონენტის ფარგლებში პირველ და მეორე ეტაპზე უკვე დაფინანსებულია 57 მცირე გრანტი. თითოეული გრანტის ოდენობა 950 აშშ დოლარით განისაზღვრება.

,,იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრირების პროექტს(SIIMS)“ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს. სამწლიან პროექტს ორგანიზაციები ქეა ნორვეგია და ქეა საერთაშორისო კავკასიაში ახორციელებენ. პროექტის ადგილობრივი განმახორციელებელი პარტნიორია ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)“.

Page 6: july, 2011.pdf

ww

w.c

ida

.ge

ორგანიზაციამ “ახალი ინიციატივა ქვემო ქართლში” (NIKK) პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია მოაწყო

29 ივლისს, საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ “ახალი ინიციატივა ქვემო ქართლში” (NIKK) პროექტის “ერთად ვისწავლოთ საკუთარი უფლებების დაცვა” შემაჯამებელი პრეზენტაცია მოაწყო.

პროექტის “ერთად ვისწავლოთ საკუთარი უფლებების დაცვა” მიზანი იყო გარდაბანში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი თემების სოციალური ინტეგრაციის გაღრმავება, მათი სამოქალაქო ანათლების დონის ამაღლება და ადვოკატირება.

"როგორც პროექტის წინა მოსამზადებელ პერიოდში დევნილებთან ჩატარებულმა გასაუბრებამ და შემდგომ მისმა ანალიზმა აჩვენა, დევნილთა აბსოლუტური უმრავლესობა

არ ფლობდა ინფორმაციას დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის არსებობისა და ამსტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სხვადასხვა პროგრამების შესახებ. გარდა ამისა, დევნილები ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ გარდა მატერიალურიკეთილდღეობისა, მათთვის არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა სამართლებრივ და სამოქალაქო საკითხებს. მათ როგორც მოქალაქეებმა არ იცოდნენ საკუთარი უფლება-მოვალეობები, არ იცოდნენ ვისთვის და როგორ მიემართათ მათთვის საინტერესო სოციალური და სამართლებრივი საკითხების მოსაგვარებლად. პროექტი “ერთად ვისწავლოთ საკუთარიუ ფლებების დაცვა" სწორედ იმ მიზნით განვახორციელეთ, რომ დევნილთა ეს პრობლემები ნაწილობრივ მაინც აღმოფხვრილიყო" – განაცხადა ორგანიზაციის “ახალი ინიციატივა ქვემო ქართლში" თავმჯდომარემ დიმიტრი ლაზარმა.

პროექტის ფარგლებში, დევნილებს საშუალება ჰქონდათ, 4 თვის განმავლობაში, ყოველკვირეული ინდივიდუალური იურიდიული კონსულტაციები მიეღოთ.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ასევე პუბლიკაცია - სამაგიდო ცნობარი, სადაც შევიდა ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, კანონი დევნილთა შესახებ მუხლების შესაბამისი განმარტებებით, სხვა ნორმატიული აქტები, რომლებიც დევნილებს ეხება, საცნობარო ინფორმაცია იმ საერთაშორისო, სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც მუშაობენ დევნილთა პრობლემატიკაზე და ახორციელებენ პროგრამებს მათი დახმარების მიზნით.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, დევნილებისა და ადგილობრივი მოსახლეობისგან შემდგარმა სამოქალაქო ლიდერების ჯგუფმა ტრენინგების კურსი გაიარა, რამაც მათ საშუალება მისცა, მიღებული ინფორმაცია პროექტის ბენეფიციარებამდე მიეტანათ.

“ამ პროექტში მონაწილეობით ძალიან კმაყოფილი ვარ. მანამდე ბევრ რამეში ვერ ვერკვეოდი, იქნებოდა ეს იურიდიული საკითხები, პიროვნულ განვითარებასთან, ადვოკატირებასთან დაკავშირებული თუ ფსიქოლოგიური საკითხები. ამ მხრივ ეს ტრენინგი ძალიან ბევრის მომცემი იყო” – აღნიშნა პროექტის ერთ-ერთმა სამოქალაქო ლიდერმა ნანა სამხარაძემ.

“ტრენინგების გავლის შემდეგ აქტიურად ჩავებით თანამშრომლობაში – მოსახლეობაში კარდაკარის პრინციპით დავდიოდით, ვსწავლობდით მათ იურიდიულ პრობლემებს და შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდით. ამ ყველაფრის შედეგად, მე სხვისი და საკუთარი უფლებების დაცვა ვისწავლე. ადრე თუ არ ვიცოდი სად უნდა მივსულიყავი კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად, ახლა თავდაჯერებულად შემიძლია მივიდე პირდაპირ საჭირო ადგილას” _ განაცხადა პროექტის მონაწილემ, ამჟამად გარდაბანში მცხოვრებმა იძულებით გადაადგილებულმა მარინა გოგიძემ.

ორგანიზაციის “ახალი ინიციატივა ქვემო ქართლში” ძირითადი მიმართულებებია: მოსახლეობის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, აქტიური მონაწილეობა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების საქმეში, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ეთნიკურ უმცირესობათა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დაცვა.

პროექტი “ერთად ვისწავლოთ საკუთარი უფლებების დაცვა” დაფინანსებულია “იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირების პროექტის” (SIIMS) ფარგლებში, რომელსაც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებენ ქეა ნორვეგია და ქეა საერთაშორისო კავკასიაში “სამოქალაქო განვითარების სააგენტოსთან” (CiDA) პარტნიორობით.

Page 7: july, 2011.pdf

ww

w.c

ida

.ge

CiDA–მ შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის 2010 წლის სამოქმედო გეგმის ანგარიშის მონიტორინგი ჩაატარა

,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)–მ შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის 2010 წლის სამოქმედო გეგმის ანგარიშის მონიტორინგი ჩაატარა. მონიტორინგი ქვემო ქართლსა და სამცხე–ჯავახეთში პროექტის ,,მულტიეთნკური ნდობის მშენებლობის ქსელი“ ფარგლებში განხორციელდა. მონიტორინგის ჯგუფში CiDA–ს წარმომადგენელი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და ქვემო ქართლის ჟურნალისტები

შედიოდნენ.,,რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის

აპარატმა გამოსცა იმ აქტივობების ანგარიში, რაც 2010 წელს სხვადახვა სტრუქტურებმა განახორციელს, ინტეგრაციისა და შემწყნარებლობის სამოქმედო გეგმის შესაბამისად. ჩვენ ვახდენთ ამ ფაქტების გადამოწმებას. ეს არ არის მხოლოდ დათვალიერება, შევხვდით სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებს და გვინდა ხარისხის გარდა შინაარსიც შევაფასოთ“, – განაცხადა CiDA -ს დირექტორმა ზვიად დევდარიანმა.

თითოეული ჯგუფი ადგილებზე სოფლებში ათვალიერებდა რა და როგორ გაკეთდა, ატარებდა ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვას, რის შემდეგაც თითოეულ სოფელზე და ობიექტზე დასკვნა იწერებოდა.

,,გავდივართ მონიტორები და ვაკეთებთ მონიტორინგს, რამდენად არის შესაბამისობაში გეგმა ანგარიშთან, ანუ ვამოწმებთ ჩტარებულ ღონისძიებებს, რა გააკეთა მუნიციპალიტეტმა სოფლის პროგრამის ფარგლებში. არსებული სიტუაცია ზოგან რთულია, გაკეთებული სამუშაოები ამორტიზირებულია, თუმცა გააჩნია მუნიციპალიტეტს, ზოგან კარგი სიტუაციაა. იყო შემთხვევა, როცა ანგარიშში ეწერა, რომ გაკეთდა ეს აქტივობა, ჩავედით ადგილზე და მსგავსი არაფერი იყო გაკეთებული და პირიქით, არის დაბა კაზრეთში კულტურის სახლი, სადაც ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, ისე კარგად არის გაკეთებული“, –განაცხადა მონიტორინგის ჯგუფის კოორდინატორმა თეო ცხოვრებაძემ.

როგორც CiDA–ს დირექტორი ზვიად დევდარიანი განმარტავს, ყველა დასკვნა შეიკრიბება და საბოლოოდ თავს მოიყრის ერთ ანგარიშში, თითოეულ თავს ექნება თავისი რეკომენდაცია.

პროექტი „მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელი“ (MCBN) ხორციელდება ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)“-ს მიერ. პროექტი ხორციელდება ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის (COBERM) ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი(EU) და ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა(UNDP). სამცხე–ჯავახეთის რეგიონში პროექტის პარტნიორია დემოკრატ მესხთა კავშირი(UDM).

Page 8: july, 2011.pdf

ww

w.c

ida

.ge

ტრენინგი ტრენერებისთვის

7–8 ივლისს ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტოს” (CiDA) ოფისში ქვემო ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის სამოქალაქო სექტორისა და პროექტ STAGE II–ის სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა,ტრენინგი ტრენერებისთვის“. მონაწილეებმა თეორიული ინფორმაცია მიიღეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მომზადდეს და ჩატარდეს ტრენინგი. თეორიული უნარ–ჩვევების გარდა მათ პრაქტიკული სავარჯიშოებიც შეასრულეს და პრეზენტაციებიც მოაწყვეს.

,,ტრენინგი ტრენერებისთვის მიზნად ისახავს, ტრენინგის მონაწილეებმა მიიღონ ის უნარ–ჩვევები, რომელიც მათ გამოადგებათ ზრდასრული ადამიანებისთვის გარკვეული ცოდნის, უნარების განვითარებისათვის. ორიენტირი არის, რომ ტრენინგის მონაწილეები დაეხმარონ სხვა ადამიანებს, შესაბამისად, მათ თავად სჭირდებათ ის უნარ–ჩვევები, რომლებიც ტრენერისთვის არის აუცილებელი, როგორ უნდა დაგეგმონ, მოამზადონ მასალები და ჩაატარონ ტრენინგი“,– განაცხადა კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის წარმომადგენელმა პავლე თვალიაშვილმა.

,,ჩვენ ვსწავლობთ ტრენინგების ჩატარების მეთოდოლოგიას, ტრენერი ძალიან უშუალოდ და კარგად ხსნის ყველაფერს და ბევრი რამ გავიგე. ძალიან დამეხმარება მომავალში იგივე პრეზენტაციის დროს, რომელიც უნდა გავაკეთო ადვოკატირების პროექტის ფარგლებში. საკმაოდ საინტერესო იყო ეს ორი დღე“, – აღნიშნა ქვემო ქართლის საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა გიორგი დემურაშვილმა.

ტრენინგი მხარდაჭერილია პროექტის ,,საქართველოსა და სომხეთის სასაზღვრო რეგიონებში სიღარიბის დაძლევა და ნდობის

აღდგენა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებით სოფლის მდგრადი განვითარებისთვის (STAGE II)“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებენ ქეა ავსტრია და ქეა საერთაშორისო კავკასიაში პარტნიორ ორგანიზაციებთან: ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა“ (CiDA) და „სოფლის განვითარებისა და აგრობიზნესის ცენტრთან“ (CARD) ერთად.

Page 9: july, 2011.pdf

ww

w.c

ida

.ge

,,ახალგაზრდა ინიციატორთა სახლმა“ აქცია–გამოფენა მოაწყო

,,ახალგაზრდა ინიციატორთა სახლმა (აისი), სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მხარდამჭერი კონკურსით მიღებული მცირე გრანტის ფარგლებში, პროექტი ,,მწვანე სიცოცხლის ფერია“ დაასრულა. პროექტის ფარგლებში ორგანიზაციამ ბოლო აქტივობა 1 ივლისს განახორციელა. რუსთავში, კოსტავას ქუჩაზე, შადრევანთან აქცია–გამოფენა მოაწყო საგზაო წესებთან დაკავშირებით და საზოგადოებას სკოლის მოსწავლეების მიერ ტრენინგების დროს შესრულებული ნამუშევრები შესთავაზა.

,,გამოფენაზე წარმოდგენილია ქვემო ქართლის მოსწავლეების ნამუშევრები,რომლებიც მათ შეასრულეს ტრენინგებ-ზე. ტრენინგები ითვალისწინებდა მოსწავლეებისთვის საგზაო წესების სწავლებას. გამოფენის პარალელურად ხდება სახეზე ხატვა, ცარცით ხატვა ასფალტზე. ამ ყველაფერში მონაწილეობენ სამოქალაქო საზოგადოების გასააქტიურებლად მოხალისეები კოდიდან, თბილისიდან და რუსთავიდან, რომლებსაც მიეცემათ მოხალისეობის სერთიფიკატები“, – განაცხადა ,,აისი“–ს თავმჯდომარე ცია ცხოვრებაშვილმა.

,,დღეს არის აქცია, მოვუწოდებ ყველას, მოვიდეს და გაეცნოს, საჭიროა ყურადღება მივაქციოთ გზაზე მოძრაობას, პლაკატებზე ყველაფერია ნათქვამი და აღწერილი, იმედია, გაითვალისწინებს ყველა და გაუფრთხილდება როგორც თავის, ისე სხვის სიცოცხლეს“, – აღნიშნა რუსთაველმა მოხალისე თეონა გათიკოევამ.

აქციაში მონაწილეობა CiDA–ს დირექტორმა ზვიად დევდარიანმაც მიიღო. მას ასფალტი მოხატა და საზოგადოებას საგზაო წესების დაცვისკენ ამგვარად მოუწოდა.

პროექტი ,,მწვანე სიცოცხლის ფერია“ ხორციელდება ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (CiDA) მხარდაჭერით ,,სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრი–ქვემო ქართლი“ პროექტის ფარგლებში.

,,სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრი – ქვემო ქართლი“ პროექტის მიზანი ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობაა.

პროექტი ჯერმან მარშალ ფონდის შავი ზღვის პროექტის მიერ არის დაფინანსებული და მას ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)“ ახორციელებს.

კოდის სათემო განათლების ცენტრი დევნილებს უნარ–ჩვევების

განვითარებაში ეხმარება

29 ივლისს, კოდის სათემო განათლების ცენტრის ორგანიზებით პროექტის ,,აქტიურ მოქალაქეთა კლუბი“ ფარგლებ-ში, კოდაში მცხოვრები დევნილები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს სტუმრობდნენ. იძულებით გადაადგილებულები რაიონის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი მესტვირიშვილს შეხვდნენ და საკუთარ პრობლემებზე ესაუბრნენ.

,,პროექტი ითვალისწინებს აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის მქონე ადამიანებისთვის სათანადო უნარ–ჩვევების განვითარებას ეფექტური და შედეგიანი თანამშრომლობისთვის, იმისათვის, რომ საკუთარი პრობლემები უკეთ გადაჭრან და პრობლემების ადვოკატირების გზები ისწავლონ. რათა რეალურად, სწრაფად მიაღწიონ პრობლემების გადაჭრას“, - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა თამარ დარჩიამ.

შეხვედრისას რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა, მათ შორის მნიშვნელოვანი სასმელი და სარწყავი წყლების, აგრეთვე დაზიანებული სახურავების პრობლემის მოგვარება იყო.

,,ძალიან დიდი მადლობა პროექტის ავტორებს, CiDA–ს, რომელიც აგრძელებს კარგი საქმეების კეთებას. საინტერესო შეხვედრა იყო, გამოიკვეთა ის საკითხები, რომლებზეც ჩვენ უახლოეს მომავალში უნდა ვიზრუნოთ, უნდა გამოვნახოთ სახსრები მათ გადასაჭრელად. საკმაოდ სასარგებლოა, როდესაც ასეთი პროექტებით ხდება სხვადასხვა შეხვედრები სხვადასხვა მიმართულებებით, რადგან ვცდილობთ, მათი პრობლემები სხვანაირად დავინახოთ და უფრო ეფექტურად ვიზრუნოთ მათ გადაჭრაზე, ვიდრე ამას ასეთ შეხვედრებამდე ვაკეთებდით“,- აღნიშნა გიორგი მესტვირიშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ დევნილებს თეთრიწყაროს მუზეუმი დაათვალიერებინა.

კოდის სათემო განათლების ცენტრი პროექტს ,,აქტიურ მოქალაქეთა კლუბი“ CiDA–ს მხარდაჭერით ახორციელებს ,,სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრი - ქვემო ქართლი“ პროექტის ფარგლებში.

Page 10: july, 2011.pdf

ww

w.c

ida

.ge

სამოქალაქო სექტორის აქცია - „აჩუქე წიგნი“, თეთრიწყაროს ბიბლითეკების მხარდასაჭერად

28 ივლისს, ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო(CiDA)“–ს ინიციატივით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ საჩუქრად წიგნები მიიღო. ღონისძიება სოფელ კოდას კულტურის ცენტრში ჩატარდა და მას პროექტის წარმომადგენლები, თეთრიწყაროს ბიბლიოთეკების თანამშრომლები, კულტურის სამსახურის წარმომადგენლები, კოდაში ჩასახლებული დევნილები და ქვემო ქართლის ის არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ, რომლებმაც წიგნები მოაგროვეს.

,,ეს არის ქვემო ქართლის სამოქალაქო სექტქორის აქცია, რომლის მიზანი იყო ძალისხმევის გაერთიანება თეთრიწყაროს ბიბლიოთეკის მხარდასაჭერად. შევაგროვეთ სხვადასხვა სახის ლიტერატურა, სულ 200 წიგნზე მეტი. დღეს ეს წიგნები გადავეცით თეთრიწყაროს საბიბლიოთეკო გაერთიანებას, რომელსაც წიგნების პრობლემა ჰქონდა“, - განაცხადა პროექტის კოორდინატორმა ლიანა ჩარკვიანმა.

თეთრიწყაროს ბიბლიოთეკების დახმარების აქციაში საკუთარი წვლილი შეიტანეს: საქართელოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრმა, ჟუტნალმა „ლიბერალი“, ,,საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“, ქვემო ქართლის არასამთავრობო ორგანიზაციებმა: ,,მისიონერები“, ,,კამურჯ–ხიდი“, „ინდიგო“, ,,მთაწმინდის მთვარე“, ,,კრეატივი“, ,,სიქა“ და ბოლნისის ახალგაზრდული სახლი“.

შეგროვილი წიგნები გაერთიანების ყველა ფილიალში გადანაწილდება.,,უდიდესი დახმარება და ქველმოქმედებაა, უღრმესი მადლობა ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“,

ამ წიგნებით ჯერ თეთრიწყაროს ფილიალებს დავაკომპლექტებ,შემდეგ კი დევნილთა დასახლებას, სადაც მალე გაიხსნება ბიბლიოთეკა, დევნილებს გადავცემ იმ ერთეულებს, რომლებიც ჩვენს ბიბლიოთეკებში აღწერის შედეგად გამოთავისუფლდება“, - აღნიშნა თეთრიწყაროს საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორმა ქეთინო მაისურაძემ.

ღონისძიებას მწერალი ირაკლი ლომოურიც ესწრებოდა, რომელმაც საკუთარი წიგნები და ნათარგმნი ლიტერატურა აჩუქა თეთრიწყაროს ბიბლიოთეკას.

,,წიგნის კითხვა არის უდიდესი სიამოვნება. მთავარია, ადამიანმა გემო გაუგოს ამას. დღეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა თანამედროვე ლიტერატურის შეძენა და როცა ამას ადამიანი საჩუქრად აკეთებს, მხოლოდ მისასალმებელია“, - განაცხადა ლომოურმა.

,,სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრი - ქვემო ქართლი“ პროექტის მიზანი ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობაა.

პროექტი ჯერმან მარშალ ფონდის შავი ზღვის პროექტის მიერ არის დაფინანსებული და მას ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)“ ახორციელებს.

Page 11: july, 2011.pdf

ww

w.c

ida

.ge

გამოცემა მომზადებულია “სამოქალაქო

განვითარების სააგენტოს”მიერ

Georgia

ინტერნეტ გვერდი CSO.GE სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) მიერ პროექტის ,,სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრი - ქვემო ქართლი“ ფარგლებში სამოქალაქო ორგანიზაციების ვებ-საიტი www.cso.ge შეიქმნა.

პროექტი ,,სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრი - ქვემო ქართლი“ ითვალისწინებდა ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობას და მათ აქტიურ ჩართვას საქართველოს საზოგადოებრივი განვითრების პროცესში. პროექტი სამოქალაქო განვითარების სააგენტომ (CiDA) 2010–2011 წლებში, ჯერმან მარშალ ფონდის შავი ზღვის პროექტის მხარდაჭერით განახორციელა.

www.cso.ge სამოქალაქო ელექტრონული ქსელური მუშაობის წახალისებას ემსახურება.