14
1 სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსის მონიტორინგის III შუალედური ანგარიში საანგარიშო პერიოდი: 1 ოქტომბერი, 2014 წელი - 1აპრილი, 2015 წელი 22 მაისი, 2015 წელი თბილისი ანგარიშის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID) დაფინანსებით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკელი ხალხის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

LSG Third Interim Report-geo Final

Embed Size (px)

DESCRIPTION

LSG Third Interim Report-geo Final

Citation preview

Page 1: LSG Third Interim Report-geo Final

1

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო

საზოგადოება

საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსის

მონიტორინგის III შუალედური ანგარიში

საანგარიშო პერიოდი: 1 ოქტომბერი, 2014 წელი - 1აპრილი, 2015 წელი

22 მაისი, 2015 წელი

თბილისი

ანგარიშის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID) დაფინანსებით. ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკელი ხალხის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

Page 2: LSG Third Interim Report-geo Final

2

2014 წლის 26 ივნისს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად

1,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ

თანამშრომელთა ატესტაციების და კონკურსების ტესტირების ეტაპი 2015 წლის 1 ივლისამდე უნდა ჩატარდეს. ატესტაციის მიზანია ადგილობრივ თვითმმართველობებში მოქმედი თანამშრომლების დაკავებულ პოზიციასთან შესაბამისობის პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება, ხოლო კონკურსები წარმოადგენს ვაკანტურ თანამდებობეზე ახალი კადრების აყვანის მექანიზმს. საჯარო მოხელეთა ატესტაციას და კონკურსს ატარებს შესაბამისი დაწესებულების საკონკურსო-საატესტაციო კომისია. კონკურსანტებისა და ატესტანტების ცოდნის დონის შეფასებას და ტესტირების ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი და იუსტიციის სასწავლო ცენტრი.

დაკვირვების მეთოდოლოგია

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2014 წლის ოქტომბრიდან აკვირდება საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსების პროცესს მთელი საქართველოს მასშტაბით. ორგანიზაციის 73 დამკვირვებელი მონიტორინგს ერთგვაროვანი მეთოდოლოგიისა და კითხვარების საფუძველზე ახორციელებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თვითმმართველი ორგანოების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო ორგანიზაცია ვერ ესწრება კომისიის მიერ კანდიდატებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. შესაბამისად, „სამართლიანი არჩევნების“ შეფასება, ძირითადად, ეფუძნება ორგანიზაციის დამკვირვებლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად წარმოაჩინა კანდიდატმა გასაუბრებაზე თავი, რამდენ შეკითხვას უპასუხა, რამდენად სწორად გასცა კითხვებზე პასუხები და რამდენად ერკვეოდა საჯარო მოხელისათვის საჭირო მნიშვნელოვან საკითხებში.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოითხოვა კონკურსის და ატესტაციის შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაცია ყველა იმ თვითმმართველი ორგანოდან, სადაც დასრულდა კადრების შეფასების და შერჩევის პროცესი. თუმცა, ვინაიდან ორგანიზაციას სრულად ან ნაწილობრივ შეეზღუდა დაკვირვების განხორციელების უფლება 14 თვითმმართველ ორგანოში და ამასთან, აღნიშნული ინფორმაცია ყველა მუნიციპალიტეტიდან არ მიუღია, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ კონკურსის შედეგებთან დაკავშირებული შეფასებები არ არის სრულყოფილი და არ ასახავს ტენდენციას მთელი საქართველოს მასშტაბით.

წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სირთულეები, გასაუბრებაზე დაკვირვების შედეგად გამოვლენილი ტენდენციები და კადრების შერჩევისას საკონკურსო-საატესტაციო კომისიების და თვითმმართველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება.

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სირთულეები

2015 წლის 1 იანვრიდან 1 მარტამდე „სამართლიანი არჩევნების“ მიერ თვითმმართველ ორგანოებსა და საატესტაციო-საკონკურსო კომისიებში წარდგენილ იქნა 850-მდე განცხადება საკადრო ცვლილებების და კონკურსებისა და ატესტაციების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით.

საქართველოს მასშტაბით, 61-მა თვითმმართველმა ორგანომ და 52-მა საატესტაციო-საკონკურსო კომისიამ „სამართლიან არჩევნებს“ 300-ზე მეტ განცხადებაზე ინფორმაცია ხარვეზებითა და დარღვევებით მიაწოდა. თუ, გავითვალისწინებთ თვითმმართველი ორგანოებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიების საერთო რაოდენობას

2, თვითმმართველი ორგანოების საერთო

მაჩვენებელი, სადაც ორგანიზაციას შეექმნა სირთულეები საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ, 43%-ს შეადგენს, ხოლო საკონკურსო-საატესტაციო კომისიებისა - 68%-ს.

1 იხილეთ საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 134

4 მუხლი: https://matsne.gov.ge/ka/document/view/28312

2 142 თვითმმართველი ორგანო (59 გამგეობა; 71 საკრებულო; 12 მერია); 77 საკონკურსო-საატესტაციო კომისია;

Page 3: LSG Third Interim Report-geo Final

3

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სირთულეები დაფიქსირდა 37 გამგეობაში, 17 საკრებულოში და 7 მერიაში. ამ მხრივ, ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლით (63%) გამოირჩევიან გამგეობები. გამგეობებთან შედარებით მცირეა, თუმცა, ზოგადად მაინც მაღალია საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული ხარვეზების პროცენტული მაჩვენებელი (58%) მერიებში. საჯარო ინფორმაციის გაცემისას ყველაზე ნაკლები დარღვევა საკრებულოებში დაფიქსირდა და 24% შეადგინა.

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ძირითადი სირთულეები აისახა თვითმმართველი ორგანოებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიების მიერ ინფორმაციის ვადების დარღვევით, არასრულყოფილად ან/და არასწორი მონაცემების გაცემაში. ამასთან, რიგ შემთხვევებში თვითმმართველმა ორგანოებმა და კომისიებმა „სამართლიან არჩევნებს“ მოთხოვნილი ინფორმაცია საერთოდ არ მიაწოდა.

ვადების დარღვევით გაიცა ინფორმაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ წარდგენილ 65 განცხადებაზე 25 თვითმმართველი ორგანოდან

3 და 21 განცხადებაზე - 19 საკონკურსო-საატესტაციო

კომისიიდან4. 46 თვითმმართველი ორგანოს

5 მიერ 106 განცხადებაზე და 40 საკონკურსო-

საატესტაციო კომისიიდან6 67 განცხადებაზე მოწოდებული ინფორმაცია იყო არასრულყოფილი

ან/და შეიცავდა უზუსტობებს. 5-მა თვითმმართველმა ორგანომ7 12 განცხადებაზე პასუხები

ორგანიზაციას საერთოდ არ მიაწოდა, ხოლო 35 განცხადებაზე - 26-მა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ

8.

3 17 გამგეობა (მთაწმინდა, ნაძალადევი, ჩუღურეთი, გლდანი, გარდაბანი, წალკა, თიანეთი, ასპინძა, ახალციხე, კასპი, გორი,

ლანჩხუთი, ჩოხატაური, გურჯაანი, საგარეჯო, ონი, მარტვილი); 6 საკრებულო (თბილისი, დმანისი,ლანჩხუთი, ონი, მარტვილი, ზუგდიდი); 3 მერია (ახალციხე, თელავი, ბათუმი); 4 თბილისის საკრებულოს კომისია, თბილისის მერიის კომისია, რუსთავის მერიის კომისია, ქალაქ თელავის კომისია, ქალაქ

ქუთაისის მერიის კომისია, ლანჩხუთის საკრებულოს და გამგეობის კომისიები, გარდაბნის, თეთრიწყაროს, დმანისის, გორის, ხაშურის, ბორჯომის, ახალციხის, ახალქალაქის, ადიგენის, ჩოხატაურის, გურჯაანის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტების კომისიები; 5 28 გამგეობა (ისანი, ჩუღურეთი, გლდანი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა, ხაშური, ასპინძა, ახალციხე, ბორჯომი,ხულო,

ქედა, ქობულეთი, ჩოხატაური, ლაგოდეხი, საგარეჯო, გურჯაანი, სიღნაღი, დედოფლისწყარო, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი, ხარაგაული, თერჯოლა, ვანი, საჩხერე, აბაშა, ზუგდიდი); 12 საკრებულო (თბილისი,რუსთავი, თეთრიწყარო, კასპი, ახალციხე, ბორჯომი, ქედა, ქობულეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი, დედოფლისწყარო, თერჯოლა); 6 მერია (თბილისი, რუსთავი, ახალციხე, ფოთი, თელავი, ქუთაისი); 6 თბილისის საკრებულოს კომისია, თბილისის მერიის კომისია, რუსთავის მერიის კომისია, ქალაქ თელავის კომისია, ქალაქ

ქუთაისის მერიის კომისია, ქალაქ ამბროლაურის კომისია, ქალაქ ზუგდიდის კომისია, ლანჩხუთის გამგეობის და საკრებულოს კომისიები, დმანისის, თეთრიწყაროს, თელავის, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, ხარაგაულის, თერჯოლის, საჩხერის, ზესტაფონის, ბაღდათის, ვანის, ჭიათურის, წყალტუბოს, მესტიის, აბაშის, სენაკის, მარტვილის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩოხატაურის, მარნეულის, მცხეთის, ახალციხის, ადიგენის, ახალქალაქის, ხაშურის, ქარელის, ბორჯომის მუნიციპალიტეტების კომისიები; 7 3 გამგეობა (ახალქალაქი, ლანჩხუთი, ლაგოდეხი); 1 საკრებულო (ახალქალაქი); 1 მერია (ახალქალაქი).

8 თბილისის საკრებულოს კომისია, თბილისის მერიის კომისია, რუსთავის მერიის კომისია, გარდაბნის საკრებულოს კომისია,

ლანჩხუთის გამგეობის და საკრებულოს კომისიები, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის, ხაშურის, ახალციხის, ასპინძის, ადიგენის, ბორჯომის ,საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის, ყვარლის, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, თელავის, ახმეტის, თერჯოლის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტების კომისიები.

* საერთო ჯამში 142 თვითმმართველი ორგანო (59 გამგეობა; 71 საკრებულო; 12 მერია)

Page 4: LSG Third Interim Report-geo Final

4

აღსანიშნავია, რომ თვითმმართველი ორგანოების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიების უმრავლესობის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემისას დაშვებული ხარვეზები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა და ცალკეულ შემთხვევებში ჰქონდა ადგილი. თუმცა, საერთო ჯამში ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად აისახა ხარისხობრივი მონაცემების დამუშავებისას. ამასთან, ცალკე უნდა დასახელდეს ის თვითმმართველი ორგანოები და საკონკურსო-საატესტაციო კომისიები, რომლებიც ყველაზე ცუდად თანამშრომლობენ „სამართლიან არჩევნებთან“ საჯარო ინფორმაციის გაცემის მხრივ. კერძოდ, ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ აწვდიან ორგანიზაციას ინფორმაციას, ესენია: ახალქალაქის საკრებულო და გამგეობა, ასპინძის გამგეობა, საგარეჯოს გამგეობა, ლაგოდეხის გამგეობა, ლანჩხუთის გამგეობა, ხაშურის კომისია, თერჯოლის კომისია, ახალციხის მერიის კომისია, ახალციხის გამგეობის კომისია და ასპინძის კომისია.

კონკურსების და ატესტაციების საბოლოო შედეგების შესაფასებლად ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას წარმოადგენს შერჩეული კანდიდატების სახელობითი სია და შედეგების ოქმები, რომელიც საშუალებას იძლევა შეფასდეს, თუ რამდენად ობიექტურად მიიღო გადაწყვეტილებები კომისიამ კადრების გამოვლენისას. ინფორმაცია კონკურსებისა და ატესტაციების საბოლოო შედეგების შესახებ, „სამართლიან არჩევნებს“ 26-მა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ არ მიაწოდა

9. აქედან,19-მა კომისიამ აღნიშნული ინფორმაცია პერსონალურ მონაცემად მიიჩნია,

დანარჩენებმა პასუხი ორგანიზაციას საერთოდ არ მიაწოდეს ან არ ისურვეს მიზეზის დასახელება.

რეგიონებს შორის, კონკურსისა და ატესტაციების შედეგების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემატურობით გამოირჩევა კახეთის რეგიონი, სადაც „სამართლიან არჩევნებს“ არცერთმა (9) საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ არ მიაწოდა აღნიშნული ინფორმაცია.

9 იგივე სქოლიო #8.

Page 5: LSG Third Interim Report-geo Final

5

შედეგების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 5-მა კომისიამ, ქვემო-ქართლის რეგიონის 5-მა კომისიამ, ქალაქ თბილისის 2-მა კომისიამ, იმერეთის რეგიონის 2-მა კომისიამ, გურიის რეგიონის 2-მა კომისიამ და შიდა ქართლის რეგიონის 1-მა კომისიამ.

აღსანიშნავია და საინტერესოა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მიდგომა პერსონალური მონაცემების საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კომისიამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლაგოდეხის გამგებლის პირველი მოადგილე, უარი განაცხადა კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე იმ მიზეზით, რომ ინფორმაცია შეიცავს პერსონალურ მონაცემებს. თუმცა, 2014 წლის დეკემბერში ლაგოდეხის გამგეობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ტესტირების გრაფიკი მონაწილეთა არა მხოლოდ სახელებისა და გვარების, არამედ მათი პირადი ნომრების მითითებით. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, გაუგებარია, თუ რა კრიტერიუმებით ახდენს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი პერსონალური მონაცემების იდენტიფიცირებას და რა მოტივით განაცხადა უარი კომისიამ ვაკანტურ პოზიციებზე შერჩეული კადრების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე.

ზოგადად, „სამართლიანი არჩევნებისთვის“ გაუგებარია თვითმმართველ ორგანოებსა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიებში პერსონალური მონაცემების დადგენასთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი მიდგომა. რადგან რიგმა თვითმმართველმა ორგანოებმა მიაწოდეს ორგანიზაციას სრულყოფილი ინფორმაცია შედეგების შესახებ, შერჩეული კანდიდატების სახელებისა და გვარების მითითებით და არ მიიჩნიეს პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციად, ხოლო ნაწილმა - აღნიშნული ინფორმაცია ჩათვალა პერსონალურად და სწორედ ამ მიზეზით არ ისურვა ინფორმაციის გაცემა.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიებმა და თვითმმართველმა ორგანოებმა არაკანონიერად განაცხადეს უარი შედეგების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე. გამომდინარე იქედან, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე საჯარო მოხელეთა კონკურსები და ატესტაციები წარმოადგენს საჯარო ინტერესს, აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რათა დადგინდეს, თუ რამდენად სამართლიანად და კანონიერად მიიღო კომისიამ გადაწყვეტილებები კადრების შეფასებისა და შერჩევის პროცესში. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც აკვირდებიან, აფასებენ პროცესს და ახდენენ საზოგადოების ინფორმირებას.

გასაუბრების მიმდინარეობა

2014 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2015 წლის 1 აპრილამდე, „სამართლიანი არჩევნები“ დააკვირდა კონკურსებისა და ატესტაციების პროცესს 52 მუნიციპალიტეტსა და 6 თვითმმართველ ქალაქში. კერძოდ, აჭარის 5 მუნიციპალიტეტსა და 1 თვითმმართველ ქალაქში

10, გურიის 1 მუნიციპალიტეტში

11,

შიდა-ქართლის 312

მუნიციპალიტეტში, კახეთის 6 მუნიციპალიტეტსა და 1 თვითმმართველ ქალაქში

13, სამცხე-ჯავახეთის 4 მუნიციპალიტეტში

14, იმერეთის 11 მუნიციპალიტეტსა და 1

თვითმმართველ ქალაქში15

, სამეგრელო ზემო-სვანეთის 8 მუნიციპალიტეტსა და 1 თვითმმართველ ქალაქში

16, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის 4 მუნიციპალიტეტსა და 1 თვითმმართველ ქალაქში

17,

ქვემო-ქართლის 7 მუნიციპალიტეტში18

, მცხეთა-მთიანეთის 4 მუნიციპალიტეტსა და 1 თვითმმართველ ქალაქში

19 და ქალაქ თბილისში

20.

საერთო ჯამში, „სამართლიანმა არჩევნებმა“ კონკურსებისა და ატესტაციების გასაუბრების ეტაპის მონიტორინგი 121-დან 112 თვითმმართველ ორგანოში განახორციელა. აქედან, 5 თვითმმართველ ორგანოში ორგანიზაცია დააკვირდა გასაუბრების პროცესს, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით

21,

10

ქედა, შუახევი, ხულო, ქობულეთი, ხელვაჩაური, ქ. ბათუმი; 11

ჩოხატაური; 12

კასპი, ხაშური, გორი; 13

გურჯაანი, სიღნაღი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, ქ. თელავი; 14

ადიგენი, ახალქალაქი, ბორჯომი, ნინოწმინდა; 15

ქუთაისი, ხარაგაული, საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონი, ბაღდათი, ვანი, სამტრედია, ხონი, ტყიბული, წყალტუბო; 16

მესტია, აბაშა, სენაკი, მარტვილი, ზუგდიდი, ხობი, ქ.ზუგდიდი; 17

ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი, ქ. ამბროლაური; 18

გარდაბანი, დმანისი, თეთრიწყარო, წალკა, ბოლნისი, მარნეული, ქ. რუსთავი; 19

თიანეთი, მცხეთა, დუშეთი, ყაზბეგი, ქ.მცხეთა; 20

თბილისის მერია და საკრებულო; 21

თბილისის მერია, ქუთაისის მერია, გორის მერია, თელავის მერია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი.

Page 6: LSG Third Interim Report-geo Final

6

ხოლო 9 თვითმმართველმა ორგანომ უარი განაცხადა მიმდინარე თუ დაგეგმილი გასაუბრებების ეტაპზე დაკვირვებაზე

22.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, იქ სადაც ორგანიზაციას მიეცა გასაუბრებების ეტაპზე დაკვირვების შესაძლებლობა, პროცესი უმეტესწილად მიმდინარეობდა ორგანიზებულად, მონაწილეებს თითქმის თანაბრად ეთმობოდათ დრო და კითხვებიც ერთნაირი შინაარსისა და სირთულის იყო. კომისიაც, ძირითადად, პოზიტიურად იყო განწყობილი კონკურსანტების მიმართ. თუმცა, 12 თვითმმართველ ორგანოში, ადგილი ჰქონდა კომისიის მხრიდან არასათანადო შეკითხვების დასმის, კონკურსანტთა სავარაუდო პოლიტიკური და გენდერული ნიშნით უთანასწორო მიდგომას და ზეწოლის შემთხვევებს.

12 თვითმმართველი ორგანოდან 8 თვითმმართველ ორგანოში23

დაფიქსირებული ფაქტების შესახებ დეტალური ინფორმაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ მეორე შუალედურ ანგარიშში გამოაქვეყნა

24.

ამ ანგარიშში კი წარმოდგენილია ის ფაქტები, რომლებიც არ აისახა მეორე შუალედურ ანგარიშში, კერძოდ, კომისიის მხრიდან კონკურსანტებზე სავარაუდო ზეწოლის და გასაუბრების არასათანადოდ ჩატარების ფაქტები 4 თვითმმართველ ორგანოში.

25

კონკურსანტებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტები ქარელის მუნიციპალიტეტში

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გასაუბრება ჩატარდა ორ ეტაპად - პირველი ეტაპი 2014 წლის დეკემბერში და მეორე ეტაპი - 2015 წლის მარტში. ორივე ეტაპზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს შეეზღუდა გასაუბრების პროცესზე დაკვირვების შესაძლებობა. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით გასაუბრებაზე დასწრება ორგანიზაციას შეეძლო მხოლოდ კონკურსანტის თანხმობის შემთხვევაში, რაც ჩვენი დაკვირვებითა და შეფასებით მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან პირად საუბარში რამდენიმე კანდიდატმა აღნიშნა, რომ კომისიის თავმჯდომარე, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგებელია,არ არის კეთილგანწყობილი არასამთავრობო და მედია საშუალებების მიმართ. კანდიდატები უარს აცხადებდნენ მათ გასაუბრებაზე არასამთავრობო ორგანიზაციის დასწრებაზე, შემდგომში გამგებელთან პრობლემების თავიდან აცილების მიზნით. ამ ფაქტს „სამართლიანი არჩევნების“ ადგილობრივი დამკვირვებელიც ადასტურებს.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, რომელიც ქარელის გამგეობის მოსაცდელში აკვირდებოდა კონკურსის პროცესს, კანდიდატთა რეგისტრაციას არაუფლებამოსილი პირი - დაცვის პოლიციელი აწარმოებდა, რომელიც ასევე კანდიდატებს აწვდიდა ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლის სტატუსით დასწრებასთან დაკავშირებით და ხელს აწერინებდა კონკურსანტებს სპეციალურ გრაფაში, რომელშიც მითითებული იყო: „არ მსურს გასაუბრება არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან ერთად“.

ამასთან, გასაუბრებიდან გამოსული კანდიდატების უმრავლესობა უარს აცხადებდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლისათვის გასაუბრების პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებაზე ან რაიმე სახის კომენტარის გაკეთებაზე.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ გამგეობაში კონკურსის გასაუბრების ორივე ეტაპზე მხოლოდ ერთმა კონკურსანტმა მოითხოვა არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლის დასწრება მის გასაუბრებაზე. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის ინფორმაციით, გასაუბრებაზე დაკვირვებიდან გამომდინარე, აღნიშნულ პიროვნებას კომისიის წევრებმა მიზანმიმართულად შეუქმნეს გასაუბრებისათვის არასათანადო და სტრესული გარემო, რაც აისახა მათი აშკარად გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულებით კონკურსანტის მიმართ.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული ბადებს საფუძვლიან ეჭვს კონკურსანტებზე სავარაუდო ზეწოლის და კომისიის საქმიანობაში არაუფლებამოსილი პირის ჩარევის შესახებ და უნდობლობას აჩენს კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით.

22

ოზურგეთის მერია, რუსთავის მერია, ახალციხის, ოზურგეთის, ასპინძის, ქარელის, თელავის, თერჯოლის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტები; 23

ხულო, ცაგერი, გარდაბანი, კასპი, ქედა, გორი, ახმეტა, ქ. თბილისი; 24

http://www.isfed.ge/main/855/geo/; 25

ქარელი, თერჯოლა, ზესტაფონი, ქ.ბათუმი.

Page 7: LSG Third Interim Report-geo Final

7

სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფაქტები თერჯოლის მუნიციპალიტეტში

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება კონკურსანტთა ნაწილმა არაობიექტურად შეაფასა. 2015 წლის 4 მარტს გამგეობის წინ გამართულ აქციაზე ისინი მოითხოვდნენ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას.

,,სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებთან საუბარში კონკურსში მონაწილე 20-მდე პირმა განაცხადა, რომ მათი შერჩევა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დარღვევით მოხდა. კერძოდ, მათი განცხადებით, კონკურსანტებს კომისიის წევრებმა გასაუბრების პროცესში შეკითხვები მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობიდან დაუსვეს და არა საკონკურსო დებულებით განსაზღვრული სხვა სფეროებიდან. კომისიას არ უხელმძღვანელია გასაუბრების შეფასების ფორმის მიხედვით, რაც კომისიის დებულებით

26 იყო განსაზღვრული და დამატებით კანდიდატის

უნარ-ჩვევების შემოწმებას მოითხოვდა.

კონკურსანტების თქმით, კომისიის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი კონკურსანტთა პოლიტიკური კუთვნილება იყო, ვინაიდან ისინი პოლიტიკურ პარტია ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდებოდნენ. სწორედ ამიტომ, მათივე განცხადებით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ უარი თქვა მონაწილეთა წარდგენაზე.

კონკურსანტებმა 2015 წლის 5 მარტს მიმართეს საპრეტენზიო კომისიას გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.

27 2015 წლის 10 მარტს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპრეტენზიო

კომისიამ განიხილა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მონაწილეთა საჩივრები.

„სამართლიანი არჩევნები“ პოზიტიურად აფასებს საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, სადაც საკონკურსო-კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული შეფასების ფორმის გარეშე ჩატარებული გასაუბრება უკანონოდ იქნა მიჩნეული.

საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ არ გაითვალისწინა თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ასახული შენიშვნები, რის გამოც 20-მდე კონკურსანტმა, 2015 წლის 25 მარტს, მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გაუქმება და კონკურსის მესამე ეტაპის-გასაუბრების ხელახლა ჩატარება. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაარღვია საქართველოს მთავრობის N412-ე დადგენილების მე-3 მუხლით დაცული ობიექტურობის, საჯაროობისა და თანასწორობის პრინციპები. შესაბამისად, ორგანიზაციამ გაუწია იურიდიული დახმარება აღნიშნულ პირებს და მათ ინტერესს სასამართლოში დაიცავს.

გასაუბრების არასათანადოდ ჩატარების და მიკერძოების ფაქტები ბათუმის საკრებულოში

2015 წლის მარტში ბათუმის საკრებულოს საჯარო მოხელეთა ატესტაციის გასაუბრების ეტაპზე გამოიკვეთა სხვადასხვა სახის უარყოფითი ტენდენციები. კერძოდ, კარგად არ იყო განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნით გასათვალისწინებელი სამართლებრივი აქტები, რაც გამოიხატა იმაში, რომ სამართლებრივი აქტების დაზუსტებას კომისიის წევრები გასაუბრების მიმდინარეობისას ახდენდნენ. ამასთან, რამდენიმე პოზიციასთან მიმართებაში არ იყო გათვალისწინებული რიგი სამართლებრივი აქტები, რაზედაც კომისიის თავმჯდომარემ პრეტენზია გამოთქვა სამდივნოს მისამართით. კომისიის ზოგიერთი წევრის მიერ დასმული კითხვები არ იყო გამართული, კარგად ფორმულირებული და ჩამოყალიბებული. რამდენიმე ატესტანტის მხრიდან იყო მოთხოვნა კითხვის დაზუსტებაზე, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში კითხვების დაზუსტება ვერ ხდებოდა იმ კომისიის წევრების მიერ, ვინც კითხვას სვამდა. უფრო მეტიც, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ კითხვის არსი და პასუხები კომისიის ზოგიერთი წევრისთვისაც უცნობი იყო. „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, ოთხი ატესტანტის მიმართ კომისიის მხრიდან ადგილი ჰქონდა მიკერძოებულ დამოკიდებულებას. რაც გამოიხატა იმაში, რომ კომისიის წევრებმა ღიად გამოთქვეს კმაყოფილება მათ მიერ გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით და დაუსვეს მხოლოდ 2-3 შეკითხვა. ერთ-ერთ კანდიდატს კომისიის წევრებმა მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის მითითების შემდეგ დაუსვეს შეკითხვები.

26

იხ.თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის N37 დადგენილება; 27

იხ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის დადგენილება N412, მუხლი. 15.

Page 8: LSG Third Interim Report-geo Final

8

გასაუბრების არასათანადოდ ჩატარების ფაქტები ზესტაფონის მუნიციპალიტეტში

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჩატარებული კონკურსის გასაუბრების ეტაპზე დაკვირვების შედეგად, „სამართლიანი არჩევნები“ ვერ აფასებს, თუ რამდენად სამართლიანად მოხდა კადრების შერჩევა. კერძოდ, საკონკურსო–საატესტაციო კომისია გასაუბრებისას პროფესიული ხასიათის შეკითხვებს ნაკლებად იყენებდა. კითხვები, ძირითადად, ეხებოდა ოჯახურ მდგომარეობას და განათლებას. ფაქტიურად კონკურსანტები ავტობიოგრაფიას ჰყვებოდნენ. შესაბამისად, ორგანიზაციამ ვერ მოახერხა კონკურსანტების კვალიფიკაციის შეფასება და იდენტიფიცირება იმისა, თუ რამდენად შეესაბამებიან შერჩეული პირები იმ პოზიციებს, რომლებზეც მოხდა მათი შერჩევა და დანიშვნა.

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ კადრების შერჩევის პროცესის შეფასება

როგორც უკვე აღინიშნა, „სამართლიანი არჩევნები“ აქტიურად მუშაობს კონკურსის საბოლოო შედეგების, კერძოდ, ვაკანტურ პოზიციებზე დანიშნული კონკურსანტების შესახებ ინფორმაციის მოძიებაზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიებიდან და თვითმმართველი ორგანოებიდან, რათა მოახდინოს შედარებითი ანალიზი, თუ რამდენად ობიექტურია კომისია გასაუბრებების შეფასებებსა და საბოლოო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. თუმცა, შედარებითი ანალიზის გაკეთება ვერ მოხერხდა 40 თვითმმართველ ორგანოში დაკვირვების შეზღუდვის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სირთულეების გამო. ამასთან, რამდენიმე თვითმმართველი ორგანოდან ორგანიზაციას ინფორმაცია ამ ეტაპისთვის არ მიუღია.

56 თვითმმართველ ორგანოში, სადაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ მოახდინა კადრების შერჩევის ანალიზი, კომისიის მხრიდან გასაუბრებების შეფასებები და გამარჯვებულების გამოვლენა ძირითადად ობიექტურად განხორციელდა. თუმცა, „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, 100 ვაკანტურ პოზიციაზე კომისიას უკეთესი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ჰქონდა. 100-დან 26 პოზიციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია და შეფასებები ორგანიზაციამ მეორე შუალედურ ანგარიშში წარმოადგინა

28.

დაკვირვებიდან გამომდინარე, „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ:

34 პოზიციაზე კომისიას ჰქონდა უფრო მაღალკვალიფიციური კადრების შერჩევის შესაძლებლობა სხვა კანდიდატების სახით;

32 პოზიციაზე, სადაც უკეთესი არჩევანის ალტერნატივა არ არსებობდა, კომისიამ შეარჩია სუსტი კადრები, თუმცა კონკურსები ჩაშლილად უნდა გამოეცხადებინა;

20 პოზიციაზე, სადაც კონკურსები ჩაშლილად გამოცხადდა, კომისიას ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა;

9 პოზიციაზე კომისიამ არასათანადო გადაწყვეტილებები მიიღო ატესტაციას დაქვემდებარებული საჯარო მოხელეების მიმართ;

2 პოზიციაზე, სადაც უკეთესი ალტერნატივა არსებობდა, კომისიამ დროებით მოვალეობის შემსრულებლები შეარჩია, ხოლო 3 პოზიციაზე კონკურსი ჩაშლილად გამოაცხადა და „შეუნახა“ ადგილები ისეთ დროებით მოვალეობის შემსრულებლებს, რომლებმაც ტესტირება ვერ გადალახეს კონკურსის პირველ ტურზე.

ამ ეტაპზე, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ მოპოვებული და დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე, წარმოდგენილია კადრების შერჩევის პროცესის შეფასება 15 თვითმმართველ ორგანოში, სადაც ორგანიზაცია არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას 74 პოზიციაზე და თვითმმართველი ორგანოს გადაწყვეტილებას 3 პოზიციაზე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა - „სამართლიანი არჩევნები“ არ იზიარებს კომისიის გადაწყვეტილებას 2 პოზიციაზე. კერძოდ, სოფელ გორგულის და დაბა ადიგენის რწმუნებულის პოზიციებზე კონკურსი ორჯერ ჩატარდა. კონკურსის პირველ ეტაპზე, კომისიის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პოზიციებზე კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა და ხელახალი კონკურსები დაინიშნა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამ პოზიციებზე მოქმედი მოვალეობის შემსრულებლები დაინიშნენ, რომელთაც კონკურსის პირველ ეტაპზე ტესტირება ვერ გადალახეს. ხელახალ კონკურსზე მათ უკვე შეძლეს ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპების გადალახვა და შერჩეულ იქნენ ვაკანტურ პოზიციებზე. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ კომისიას შეეძლო აღნიშნულ

28

http://www.isfed.ge/main/855/geo/

Page 9: LSG Third Interim Report-geo Final

9

ვაკანტურ ადგილებზე კადრების შერჩევა პირველივე კონკურსის შედეგად. მოცემული ფაქტი ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ კომისიამ მიზანმიმართულად გამოაცხადა კონკურსი ჩაშლილად, დანიშნა ხელახალი კონკურსი და აღნიშნული ვაკანტური ადგილები „შეუნახა“ მოქმედ დროებით მოვალეობის შემსრულებლებს.

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა - „სამართლიანი არჩევნები“ არ იზიარებს კომისიის გადაწყვეტილებას 2 პოზიციაზე. ერთ-ერთ კანდიდატს ქ.ჯ.-ს განაცხადი ჰქონდა წარდგენილი ყულევის თემის გამგებლის წარმომადგენლის პოზიციაზე. ამ პოზიციაზე მის კონკურენტ ბ.ხ.-ს ასევე ჰქონდა შეტანილი განაცხადი სხვა თემის - შუა ხორგას გამგებლის წარმომადგენლის პოზიციაზე. კომისიამ ბ.ხ. შეარჩია ყულევის თემში გამგებლის წარმომადგებლის პოზიციაზე. „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, ორივე კონკურსანტმა თანაბრად წარმოაჩინა თავი გასაუბრებაზე, თუმცა ქ.ჯ-ს უფრო მაღალი (46) ქულა ქონდა მიღებული ტესტირებაში , ვიდრე ბ.ხ.-ს (37 ქულა). კონკურსანტ ქ.ჯ.-ს განცხადებით, კომისიას შეეძლო ბ.ხ. შეერჩია შუა ხორაგის გამგებლის წარმომადგენლის პოზიციაზე, სადაც მას კონკურენტი არ ჰყავდა და ეს პოზიცია ვაკანტური დატოვა. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ ვინაიდან კონკურსანტ ქ.ჯ.-ს ტესტირებაში უფრო მაღალი ქულა ჰქონდა მიღებული, ვიდრე კონკურსანტ ბ.ხ.-ს და გასაუბრებაზე ორივე კანდიდატმა თავი თანაბრად წარმოაჩინა, კომისიას გადაწყვეტილება ქ.ჯ-ს სასარგებლოდ უნდა მიეღო. ამასთან, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შუა ხორაგას გამგებლის წარმომადგენლის პოზიცია კომისიამ მიზანმიმართულად დატოვა ვაკანტურად ერთ-ერთი დროებით მოვალეობის შემსრულებლისთვის, რომელმაც ვერ გადალახა ტესტირების ბარიერი.

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობა - „სამართლიანი არჩევნები“ არ იზიარებს კომისიის გადაწყვეტილებას 2 პოზიციაზე. ადმინისტრაციის სამსახურის წამყვანი სპეციალისტისა და გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციებზე მოქმედი დროებით მოვალეობის შემსრულებლები დაინიშნენ. გასაუბრებაზე დაკვირვების შედეგად, ორგანიზაცია თვლის, რომ შერჩეულმა კანდიდატებმა ვერ შეძლეს თავის წარმოჩენა დადებითად და კითხვებს, რომელიც უშუალოდ მათ საქმიანობას ეხებოდა ფაქტიურად ვერ უპასუხეს. აღნიშნულ ვაკანტურ ადგილებზე სხვა განაცხადები არ შესულა და შესაბამისად, შერჩეულ პირებს კონკურენტები არ ჰყავდათ. თუმცა „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ კომისიას ამ პოზიციებზე კონკურსი ხელახლა უნდა გამოეცხადებინა და უკეთესი კადრები შეერჩია.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა - „სამართლიანი არჩევნები“ არ იზიარებს კომისიის გადაწყვეტილებას 5 პოზიციაზე.სხვავის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელის და შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის წამყვანი სპეციალისტის პოზიციები კომისიამ ვაკანტური დატოვა. „სამართლიანი არჩევნები“ თვლის, რომ კომისიას ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა აღნიშნულ პოზიციებზე. ამასთან, სოციალური სამსახურის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტისა და სოციალური სამსახურის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე კომისიამ საკმაოდ სუსტი კადრები შეარჩია, მაშინ როდესაც აღნიშნულ პოზიციებზე კომისიას ჰქონდა უკეთესი კადრების შერჩევის შესაძლებლობა.

ქალაქ ამბროლაურის მერია - „სამართლიანი არჩევნები“ არ იზიარებს კომისიის გადაწტვეტილებას 1 პოზიციაზე. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტის საქმის წარმოებასა და საკადრო საკითხებში პოზიცია კომისიამ ვაკანტურად დატოვა. ორგანიზაციის დაკვირვებით, წარმოდგენილი კანდიდატებიდან შესაძლებელი იყო ისეთი კადრის შერჩევა, ვინც საკმაოდ კვალიფიციურად წარმოაჩინა თავი გასაუბრებაზე და სრულად აკმაყოფილებდა აღნიშნული პოზიციის მოთხოვნებს.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობა - „სამართლიანი არჩევნები“ არ იზიარებს კომისიის გადაწყვეტილებას 9 პოზიციაზე. ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის და კეთილმოწყობის სამსახურის მთავარი არქიტექტორის, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სოციალური დაცვის მთავარი სპეციალისტის, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის შრომის საკითხების მთავარი სპეციალისტის და გამგებლის წარმომადგენლის პოზიციებზე კანდიდატების შერჩევა სავარაუდოდ მოხდა იმიტომ, რომ ამ პოზიციებზე უკეთესი კანდიდატების ალტერნატივა არ იყო. „სამართლიანი არჩევნები“ თვლის, რომ აღნიშნულ პოზიციებზე კომისიას კონკურსი ჩაშლილად უნდა გამოეცხადებინა. გასაუბრებაზე დაკვირვების შედეგად, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული სამსახურის საქმის წარმოების სპეციალისტის, ინფრანტრუქტურის, ტრანსპორტის და კეთილმოწყობის საკითხების მთავარი სპეციალისტის და სამხედრო სამსახურის მთავარი სპეციალისტს პოზიციებზე კომისიას ჰქონდა უკეთესი კადრების შერჩევის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის აუდიტის მთავარი სპეციალისტის და აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ფინანსური სპეციალისტის პოზიციებზე კომისიის მიერ შერჩეული 2 კანდიდატი გამგებელმა არ აიყვანა შტატში და დანიშნა დროებით მოვალეობის შემსრულებლად. „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, აღნიშნულმა კანდიდატებმა გასაუბრებაზე

Page 10: LSG Third Interim Report-geo Final

10

თავი საუკეთესოდ ვერ წარმოაჩინეს და შესაბამისად, გამგებელმა ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა - „სამართლიანი არჩევნები“ არ იზიარებს კომისიის გადაწყვეტილებას 1 პოზიციაზე, კერძოდ, საწირის თემში გამგებლის წარმომადგენლის პოზიციის ვაკანტურად დატოვების თაობაზე. „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, კომისიას ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, განსაკუთრებით, ერთ-ერთი კონკურსანტის სახით, რომელმაც გასაუბრებაზე საკმაოდ კარგად წარმოაჩინა და ტესტირებაშიც მაღალი ქულა ჰქონდა მიღებული. თუმცა, კომისიამ აღნიშნული კანდიდატი არ შეარჩია. კონკურსანტი კომისიის გადაწყვეტილებას არაობიექტურად მიიჩნევს და სასამართლოში ასაჩივრებს.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა - „სამართლიანი არჩევნები “ არ იზიარებს კომისიის გადაწყვეტილებას 1 პოზიციაზე. საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის პოზიცია კომისიამ ვაკანტური დატოვა, თუმცა გასაუბრებაზე დაკვირვებიდან გამომდინარე, ორგანიზაციის შეფასებით, ერთ-ერთი კანდიდატი წარმოდგენილ კონკურსანტებს შორის უკონკურენტო იყო თავისი გამოცდილებითა და განათლებით, გასაუბრებაზეც საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი, მაგრამ კომისიამ იგი მაინც არ შეარჩია.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა - „სამართლიანი არჩევნები“ არ იზიარებს კომისიის გადაწყვეტილებას 5 პოზიციაზე. ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის, ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის და გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციებზე „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, კომისიამ სუსტი კადრები შეარჩია. ამასთან, კომისიას ჰქონდა უკეთესი კადრების შერჩევის შესაძლებლობა რამდენიმე უფრო კვალიფიციური კანდიდატის სახით. გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე შერჩეული კანდიდატის კვალიფიკაცია ვერ შეფასდა, რადგან გასაუბრებისას ძლიერი ემოციური ფონის გამო დატოვა გასაუბრების ოთახი ისე, რომ არცერთი კითხვისთვის არ უპასუხია. ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულმა ექვსივე კონკურსანტმა გასაუბრებაზე უკეთ წარმოაჩინა თავი, თუმცა ამ პოზიციაზე კომისიამ ზემო-აღნიშნული პიროვნება შეარჩია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა - „სამართლიანი არჩევნები“ არ იზიარებს კომისიის გადაწყვეტილებას გამგებლის წარმომადგენელის 9 პოზიციაზე. ჩვენი დაკვირვებით, აღნიშნულ პოზიციებზე შერჩეული კადრებიდან ფაქტიურად ვერცერთმა ვერ შეძლო შეკითხვებზე პასუხების გაცემა. ვინაიდან გამგებლის წარმომადგენლის 7 პოზიციაზე უკეთესი ალტერნატივა არ იყო, „სამართლიანი არჩევნები“ თვლის, რომ კომისიას ხელახალი კონკურსი უნდა გამოეცხადებინა. რაც შეეხება გამგებლის წარმომადგენლის 2 პოზიციას ჭკადუაში და ახალკახათში, ორმა კონკურსანტმა (გ.ჭ.-მ და ი.ჯ.-მ) საუკეთესოდ წარმოაჩინეს თავი, თუმცა მათი შერჩევა და დანიშვნა აღნიშნულ პოზიციებზე არ მოხდა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობა - „სამართლიანი არჩევნები“ არ იზიარებს კომისიის გადაწყვეტილებას 5 პოზიციაზე. ორგანიზაციის დაკვირვებით, გამგებლის წარმომადგენლის 3 პოზიციაზე ახუთის, ლეწურწუმისა და მუხურის თემში, სადაც კომისიამ კონკურსი ჩაშლილად გამოაცხადა, კომისიას ჰქონდა კადრების შერჩევის შესაძლებლობა რამდენიმე კონკურსანტის სახით. რაც შეეხება მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსის და იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა განყოფილების სპეციალისტის პოზიციებს, „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით კომისიამ შეარჩია შედარებით სუსტი კადრები, მაშინ როდესაც ორივე შემთხვევაში ჰქონდა უკეთესი კადრების შერჩევის შესაძლებლობა.

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა - „სამართლიანი არჩევნები“ არ იზიარებს კომისიის გადაწყვეტილებას 1 პოზიციაზე, კერძოდ, უკანა ფშავში გამგებლის წარმომადგენელის პოზიციაზე კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების თაობაზე. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ კომისიას ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა რამდენიმე კვალიფიციური კონკურსანტის სახით.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა - „სამართლიანი არჩევნები“ არ იზიარებს კომისიის გადაწყვეტილებას 14 პოზიციაზე. ორგანიზაციის დაკვირვებით, 7 პოზიციაზე (გამგებლის წარმომადგენლის პოზიციებზე მუხაესტატეს, ხუცუბნის, ქაქუთის, ლეღვას, ქ. ქობულეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, მთავარი სპეციალისტის პოზიციებზე სოფელ ქობულეთის და კვირიკეს ადმინისტრაციულ ერთეულებში) კომისიას ჰქონდა გამარჯვებულის გამოვლენის საშუალება და შესაბამისად, „სამართლიანი არჩევნები“ კონკურსის ჩაშლილად გამოცხადებას არაობიექტურად მიიჩნევს. ამასთან, კომისიის მიერ 3 პოზიციაზე (ზედამხედველობის სამასახურში იერსახის საკითხებში წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე, მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე სოფელ

Page 11: LSG Third Interim Report-geo Final

11

ქობულეთის და სოფელ კვირიკეს ადმინისტრაციულ ერთეულებში) გამოვლინდა საშუალო დონის კონკურსანტები, მაშინ როდესაც კომისიას ჰქონდა უკეთესი კადრების შერჩევის შესაძლებლობა. 4 პოზიციაზე (მთავარი სპეციალისტის პოზიციებზე ხუცუბნის, წყავროკის, ქ. ქობულეთის 2 ადმინისტრაციულ ერთეულებში) კომისიამ გამოავლინა საშუალო დონის კონკურსანტები. მართალია კომისიას ამ შემთხვევაში უკეთესი ალტერნატივა არ ჰქონდა, თუმცა შეეძლო აღნიშნულ პოზიციებზე კონკურსის ხელახლა გამოცხადება და უფრო კვალიფიციური კადრების შერჩევა.

ქალაქ ბათუმის მერია - კონკურსის მეორე ტურზე „სამართლიანი არჩევნები“ არ იზიარებს კომისიის გადაწყვეტილებას 8 პოზიციაზე გამარჯვებულის გამოვლენასთან დაკავშირებით, რადგანაც კონკურსის შედეგად კომისიამ გამარჯვებულებად სუსტი კადრები გამოავლინა. (კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე II კატეგორიაში; ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე III კატეგორიაში; არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის ქალაქდაგეგმარებისა და ურბანული განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი პოზიციაზე I კატეგორიაში; მერის წარმომადგენლის თანაშემწის პოზიციაზე ძველი ბათუმის, აღმაშენებლის, ბონი-გოროდოკის და კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ასევე მერის წარმომადგენლის პოზიციაზე თამარის დასახლებაში). „სამართლიანი არჩევნები“ თვლის, რომ 6 შემთხვევაში კომისიას უკეთესის ალტერნატივა მართლაც არ ჰქონდა, თუმცა უმჯობესი იქნებოდა ამ პოზიციებზე კონკურსი ჩაშლილად გამოეცხადებინათ, ხოლო 2 პოზიციაზე კომისიას ჰქონდა უკეთესი არჩევანის ალტერნატივა და სასურველი იყო ეს შესაძლებლობა გამოეყენებინა.

ქალაქ ბათუმის საკრებულო - ატესტაციის გასაუბრების ეტაპზე, „სამართლიანი არჩევნები“ არ იზიარებს კომისიის გადაწყვეტილებას 1 პოზიციაზე. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით 3-მა საჯარო მოხელემ ვერ გადალახა გასაუბრების ეტაპი და მათთან მიმართებაში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ისინი არ შეესაბამებიან დაკავებულ თანამდებობას. გასაუბრების ეტაპიდან გამომდინარე „სამართლიანი არჩევნები“ 2 შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილებას ობიექტურად აფასებს. თუმცა ერთ შემთხვევაში, კერძოდ, ატესტანტ ლ.დ.-ს მიმართ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ორგანიზაციას არაობიექტურად მიაჩნია. „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, გასაუბრების მიმდინარეობისას, ლ.დ.-ს მიმართ კომისიის მხრიდან ტენდენციური დამოკიდებულება გამოიკვეთა. სხვა ატესტანტებთან შედარებით მას ბევრი კითხვა დაუსვეს. ლ.დ.-მ საკმაოდ კარგად უპასუხა კითხვების უმეტესობას. „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, ატესტანტის მიმართ მართებული იქნებოდა კომისიის მხრიდან გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას.

ქალაქ ბათუმის მერია - ატესტაციის გასაუბრების ეტაპზე დაკვირვებიდან გამომდინარე, ,,სამართლიანი არჩევნები“ არ იზიარებს კომისიის გადაწყვეტილებას 8 პოზიციაზე. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ დაკავებულ თანამდებობასთან ნაწილობრივი შესაბამისობის შესახებ გადაწყვეტილება სასურველი იყო კომისიას კიდევ 7 საჯარო მოხელის მიმართაც მიეღო (აპარატის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტი II კატეგორიაში; ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი III კატეგორიაში; კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი II კატეგორიაში; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სოციალური დაცვისა და ვეტერანთა საქმეების განყოფილების უფროსი; მობილიზების, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მობილიზების განყოფილების მთავარი სპეციალისტი II კატეგორიაში). რაც შეეხება იმ 10 საჯარო მოხელეს, რომლებიც კომისიის გადაწყვეტილებით არ შეესაბამებიან დაკავებულ თანამდებობას, რადგანაც ვერ გადალახეს გასაუბრების ეტაპი, ,,სამართლიანი არჩევნები“ თვლის, რომ 9 შემთხვევაში კომისიამ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან ატესტანტებმა მარტივ პროფესიულ კითხვებსაც კი ვერ უპასუხეს. თუმცა, ორგანიზაციის შეფასებით, ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი III კატეგორიაში იმსახურებდა გასაუბრების ეტაპის გადალახვას და ამ შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო - „სამართლიანი არჩევნები“ არ იზიარებს საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებას 3 პოზიციის ვაკანტურად დატოვების შესახებ. კომისიამ საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგინა საკრებულოს აპარატის უფროსის; საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების უფროსისა და საკრებულოს აპარატის მდივნის კანდიდატურები, თუმცა თავმჯდომარემ არ დაამტკიცა აღნიშნული კონკურსანტები და პოზიციები დღემდე ვაკანტური რჩება. „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, კომისიამ საკმაოდ მაღალკვალიფიციური კადრები შეარჩია და წარადგინა აღნიშნულ პოზიციებზე. შესაბამისად, გაუგებარია საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება.

Page 12: LSG Third Interim Report-geo Final

12

ძირითადი დასკვნები

„სამართლიანი არჩევნები“ ატესტაცია-კონკურსების გასაუბრების ეტაპს 52 მუნიციპალიტეტსა და 6 თვითმმართველ ქალაქში დააკვირდა. საერთო ჯამში, ორგანიზაციამ გასაუბრების პროცესის მონიტორინგი 112 თვითმმართველ ორგანოში განახორციელა. 14 თვითმმართველ ორგანოში ორგანიზაციას ნაწილობრივ ან სრულად შეეზღუდა გასაუბრების პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა.

საქართველოს მასშტაბით, 61-მა თვითმმართველმა ორგანომ და 52-მა საატესტაციო-საკონკურსო კომისიამ „სამართლიან არჩევნებს“ 850 განცხადებიდან 300-ზე მეტ განცხადებაზე ინფორმაცია ხარვეზებითა და დარღვევებით მიაწოდა. თუ გავითვალისწინებთ თვითმმართველი ორგანოებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიების საერთო რაოდენობას

29, თვითმმართველი ორგანოების

საერთო მაჩვენებელი, სადაც ორგანიზაციას შეექმნა სირთულეები საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ, 43%-ს შეადგენს, ხოლო საკონკურსო-საატესტაციო კომისიების - 68%-ს.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია კონკურსებისა და ატესტაციების საბოლოო შედეგების შესახებ, ორგანიზაციას 26-მა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ არ მიაწოდა. აქედან, 19-მა კომისიამ აღნიშნული ინფორმაცია პერსონალურ მონაცემად მიიჩნია, დანარჩენებმა საერთოდ არ მოგვაწოდეს პასუხი ან არ ისურვეს მიზეზის დასახელება.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიებმა და თვითმმართველმა ორგანოებმა არაკანონიერად განაცხადეს უარი შედეგების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე. გამომდინარე იქედან, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე საჯარო მოხელეთა კონკურსები და ატესტაციები წარმოადგენს საჯარო ინტერესს, აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რათა დადგინდეს, თუ რამდენად სამართლიანად და კანონიერად მიიღო კომისიამ გადაწყვეტილებები კადრების შეფასებისა და შერჩევის პროცესში. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც აკვირდებიან, აფასებენ პროცესს და ახდენენ საზოგადოების ინფორმირებას.

დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, იქ სადაც „სამართლიან არჩევნებს“ მიეცა გასაუბრებების ეტაპზე დაკვირვების შესაძლებლობა, პროცესი უმეტესწილად მიმდინარეობდა ორგანიზებულად, მონაწილეებს თითქმის თანაბრად ეთმობოდათ დრო და კითხვებიც ერთნაირი შინარსისა და სირთულის იყო. კომისიაც, ძირითადად, პოზიტიურად იყო განწყობილი კონკურსანტების მიმართ, თუმცა, 12 თვითმმართველ ორგანოში (ქარელი, ბათუმი, ზესტაფონი, თერჯოლა, ხულო, ცაგერი, გარდაბანი, კასპი, ქედა, გორი, ახმეტა, თბილისი) გასაუბრებების დროს, ადგილი ჰქონდა კომისიის წევრების თუ სხვა თანამდებობის პირების მხრიდან კონკურსანტთა მიმართ მიკერძოებას, არასათანადო შეკითხვების დასმისა და ზეწოლის ფაქტებს.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ კონკურსებისა და ატესტაციების პროცესის გამჭვირვალობისა და ობიექტურობის შეფასების მიზნით, ზემოაღნიშნული ფაქტები საჭიროებს სიღრმისეულ გამოძიებას და რეაგირებას შესაბამისი უწყებების მხრიდან.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ კადრების შერჩევის პროცესის შეფასება 40 თვითმმართველ ერთეულში ვერ მოახერხა დაკვირვების შეზღუდვის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სირთულეების გამო.

56 თვითმმართველ ერთეულში, სადაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ ამ ეტაპისთვის მოახდინა კადრების შერჩევის პროცესის შედარებითი ანალიზი, კომისიის მხრიდან გასაუბრებების შეფასებები და გამარჯვებულების გამოვლენა ძირითადად ობიექტურად განხორციელდა. თუმცა, „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, 100 პოზიციაზე კომისიას უკეთესი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ჰქონდა.

29

142 თვითმმართველი ორგანო (59 გამგეობა;71 საკრებულო;12 მერია); 77 საკონკურსო-საატესტაციო კომისია.

Page 13: LSG Third Interim Report-geo Final

13

100 შემთხვევაში, სადაც ორგანიზაციამ საკონკურსო კომისიების თუ თვითმმართველობის ორგანოების მიერ კადრების შერჩევის დროს მიღებული გადაწყვეტილებები არ გაიზიარა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა:

კომისიებმა და თვითთმმართველმა ორგანოებმა პოზიციები მიზანმიმართულად დატოვეს ვაკანტურად, რათა დროებით მოვალეობის შემსრულებლები ან სხვა მოქმედი თანამშრომლები დაენიშნათ. ხელახალი კონკურსები დაინიშნა იმ მიზნით, რომ დროებით მოვალეობის შემსრულებლებს ან მოქმედ თანამშრომლებს, რომლებმაც ვერ გადალახეს ტესტირება პირველ ეტაპზე, გადაელახათ ტესტირება და დანიშნულიყვნენ აღნიშნულ პოზიციებზე (ადიგენის და ხობის გამგეობები);

კონკურსები გამოცხადდა ჩაშლილად მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა (ამბროლაურის, ტყიბულის, ჭიათურის, ხობის, ჩხოროწყუს, ქობულეთის,ხულოს გამგეობები, ბათუმის მერია და ამბროლაურის მერია);

კომისიას ჰქონდა მაღალკვალიფიციური კადრების შერჩევის ალტერნატივა, თუმცა არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა და უფრო დაბალკვალიფიციური კადრები შეარჩია (ამბროლაურის, ბაღდათის, წყალტუბოს, ხობის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, ქობულეთის, დუშეთის, ხულოს, ქედის, ჩოხატაურის გამგეობები, ბათუმის საკრებულო და მერია). ამასთან, ზოგიერთმა კომისიამ უპირატესობა მიანიჭა დროებით მოვალეობის შემსრულებლებს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა უკეთესი არჩევანის შესაძლებლობა სხვა კანდიდატების სახით (ბათუმის მერია, კასპის გამგეობა, ქედის გამგეობა);

კომისიამ აიყვანა დაბალკვალიფიციური კადრები იმ პოზიციებზე, სადაც არჩევანის ალტერნატივის საშუალება არ ჰქონდა. თუმცა „სამართლიანი არჩევნები“ თვლის, რომ აღნიშნულ პოზიციებზე კომისიას კონკურსი ჩაშლილად უნდა გამოეცხადებინა უფრო კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით (ბაღდათის, ზუგდიდის, ქობულეთის, ხულოს, კასპის გამგეობები და ბათუმის მერია).

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვების შედეგები ცხადყოფს, რომ თვითმმართველ ერთეულებში

კონკურსანტთა შერჩევის პროცესში კრიტერიუმების დაწესების, საჯარო ინფორმაციის გაცემის

არაერთგვაროვანი მიდგომის პრაქტიკა და ზოგადად, ატესტაცია-კონკურსების ჩატარების ზოგადი

წესი, რომელიც არ შეიცავს მნიშვნელოვან დეტალებს, ნეგატიურად აისახა პროცესის

მიმდინარეობაზე და დაბრკოლებები შეუქმნა ორგანიზაციას, როგორც დაკვირვების, ასევე

ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ ზემო-აღნიშნულმა პრობლემებმა ეჭვქვეშ დააყენა

კონკურსანტების შეფასებისა და საბოლოო გადაწყვეტილებების ობიექტურობა და ამასთან,

კონკურსანტების დიდ ნაწილში უკმაყოფილება და პრეტენზიები გამოიწვია. შესაბამისად,

შეუძლებელია სრულყოფილად შეფასება იმისა, თუ რამდენად სამართლიანად და გამჭვირვალედ

მიმდინარეობს ატესტაცია-კონკურსების პროცესი და არის თუ არა კომისიის მიერ მიღებული

საბოლოო გადაწყვეტილებები ობიექტური.

„სამართლიანი არჩევნები“ განაგრძობს დაკვირვებას საჯარო მოხელეთა ატესტაცია-კონკურსების პროცესზე და ეტაპობრივად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას პროცესის მიმდინარეობის, გამოვლენილი ტენდენციების და დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

Page 14: LSG Third Interim Report-geo Final

14

რეკომენდაციები

1. თვითმმართველი ორგანოებიდან საჯარო ინფორმაციის გაცემა მოხდეს დროულად და სრულყოფილად. ამასთან, დაწესდეს საჯარო ინფორმაციის გაცემის ერთგვაროვანი მიდგომა ყველა თვითმმართველ ორგანოში და პირადი ინფორმაციის გაცემისას გათვალისწინებული იყოს საჯარო ინტერესი. კერძოდ, კომისიის მიერ ვაკანტურ ადგილებზე შერჩეული კანდიდატების სახელობითი სია და შედეგები იყოს ხელმისაწვდომი;

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა მისცენ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსის პროცესებზე სრულფასოვანი დაკვირვების საშუალება, რაც გულისხმობს პროცესის ყველა - ტესტირების, გასაუბრების და გადაწყვეტილების მიღების - ეტაპებზე დასწრებას, რათა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს ატესტაციებისა და კონკურსების პროცესის სამართლიანობა;

3. კომისიამ პროცესში მონაწილე პირთა შეფასება წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე უნდა მოახდინოს, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს არაობიექტური და უსამართლო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა;

4. გასაუბრება ყველა კონკურსანტისათვის თანაბარ პირობებში უნდა მიმდინარეობდეს და კომისიის მხრიდან გამოყენებულ იქნას ერთგვაროვანი მიდგომა, მიუხედავად კონკურსანტების პოლიტიკური კუთვნილებისა და სქესისა. მოვუწოდებთ, შესაბამის უწყებებს დროულად და ეფექტურად გამოიძიონ სავარაუდო ზეწოლის ფაქტები;

5. განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და მაღალ პოზიციებზე, არჩევანის ალტერნატივის არ არსებობის შემთხვევაში, სასურველია კონკურსი ამ პოზიციებზე თავიდან გამოცხადდეს.