18
ეეეეეეეე ეეეეეე ეეეეეეეეეე ეეეეეეეე

ეროვნული ბანკი და მონეტარული პოლიტიკა, National bank of georgia and monetary policy

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: ეროვნული ბანკი და მონეტარული პოლიტიკა, National bank of georgia and monetary policy

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა

თედო სანიკიძე

Page 2: ეროვნული ბანკი და მონეტარული პოლიტიკა, National bank of georgia and monetary policy

საქართველოს ეროვნული ბანკის ზოგადი

მიმოხილვა ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეულები მისი საქმიანობა ქართული ფული მონეტარული პოლიტიკა ინფლაციის თარგეთირება ფასების სტაბილურობა ინფლაციის მიმოხილვა 2014 მაისის ანგარიში

Page 3: ეროვნული ბანკი და მონეტარული პოლიტიკა, National bank of georgia and monetary policy

• ეროვნული ბანკის როლია, ხელი შეუწყოს საქართველოს მოქალაქეების

(ეკონომიკური) კეთილდღეობის ზრდას.

ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა.

ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს საფინანსო სისტემის სტაბილურობა და

გამჭვირვალობა და ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას,

თუ ეს შესაძლებელია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის

შესრულებას.• ფასების სტაბილურობა (აუცილებელი პირობაა სტაბილური გრძელვადიანი

ეკონომიკური ზრდისათვის).• მაკროეკონომიკური სტაბილურობა (ავაცილოთ ქვეყანას კრიზისები და

შევარბილოთ მათი შესაძლო გავლენა);• ეფექტიანი საბანკო სისტემა (უფრო ხელმისაწვდომი სესხები, დაბალი მარჟა);• დაბალი გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები;

ეროვნული ბანკის ამოცანები

Page 4: ეროვნული ბანკი და მონეტარული პოლიტიკა, National bank of georgia and monetary policy

• მთლიანი საფინანსო სექტორის ზედამხედველობას;

• ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მართვა;

• საქართველოს მთავრობის საბანკო მომსახურება ;

• საგადახდო სისტემების ფუნქციონირება;

• ქვეყნის მომარაგება ფულის ნიშნებით.

ეროვნული ბანკის ამოცანები

Page 5: ეროვნული ბანკი და მონეტარული პოლიტიკა, National bank of georgia and monetary policy

პრეზიდენტის აპარატი მაკროეკონომიკისა და

სტატისტიკის დეპარტამენტი ფინანსური ბაზრების

დეპარტამენტი საგადახდო სისტემების

დეპარტამენტი საკასო ოპერაციებისა და ნაღდი

ფულის მიმოქცევის დეპარტამენტი იურიდიული დეპარტამენტი საინფორმაციო ტექნოლოგიების

დეპარტამენტი ფინანსებისა და ბუღალტრული

აღრიცხვის დეპარტამენტი

შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი

საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტი

სპეციალიზებული ჯგუფების და საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტი

არასაბანკო დაწესებულების ზედამხედველობის დეპარტამენტი

ფულის გათეთრებისა და სპეციალური ინსპექტირების დეპარტამენტი

შიდააუდიტორული სამსახური უსაფრთხოების დეპარტამენტი

ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეულები

Page 6: ეროვნული ბანკი და მონეტარული პოლიტიკა, National bank of georgia and monetary policy

საქართველოს ეროვნული ბანკი მისი საქმიანობის

უმთავრესი მიზნის – ფასების სტაბილურობის მისაღწევად და ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად, ხელმძღვანელობს მის მიერ შემუშავებული, ინფლაციის საპროგნოზო და საქართველოს ეკონომიკის ზოგადი მაკროეკონომიკური მოდელით.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტრატეგია 2014–2016 წლებისათვის განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტის დადგენილებით „2014–2016 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“,

ეროვნული ბანკის საქმიანობა

Page 7: ეროვნული ბანკი და მონეტარული პოლიტიკა, National bank of georgia and monetary policy

ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი

საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მხოლოდ ეროვნულ ბანკს გააჩნია უფლება, განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე ფულის ნიშნების გამოშვება.

ასევე, ეროვნულ ბანკს აქვს ექსკლუზიური უფლება, დაამზადოს, მიმოქცევის ან სხვა მიზნით, სამახსოვრო ფულის ნიშნები

ქართული ფული

Page 8: ეროვნული ბანკი და მონეტარული პოლიტიკა, National bank of georgia and monetary policy

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული

პოლიტიკის მთავარ მიზანს წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა.

ფასების სტაბილურობა გულისხმობს ინფლაციის ზომიერი და პროგნოზირებადი ტემპის არსებობას, რაც აუცილებელი ფაქტორია გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისათვის.

ფასების სტაბილურობის შენარჩუნების კონტექსტში, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ორიენტირებულია ეკონომიკური ზრდისა და ფულის მოთხოვნის შესაბამისად ფულის არაინფლაციური მეთოდებით მიწოდებასა და ეკონომიკის მონეტიზაციის დონის თანდათანობით ზრდაზე.

მონეტარული პოლიტიკა

Page 9: ეროვნული ბანკი და მონეტარული პოლიტიკა, National bank of georgia and monetary policy

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის

მთავარი ამოცანაა ოპერატიულად განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელების პროცესში წამოჭრილი საკითხების ირგვლივ. კომიტეტი შედგება 11 წევრისაგან. მას თავმჯდომარეობს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას და სხდომებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი

Page 10: ეროვნული ბანკი და მონეტარული პოლიტიკა, National bank of georgia and monetary policy

თუ პროგნოზირებული მაჩვენებელი აღემატება ინფლაციის

მიზნობრივ დონეს, ეროვნული ბანკი გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას და აწევს საპროცენტო განაკვეთს, რათა შეზღუდული იყოს მომავალში ფასების დონის მატება. შედეგად, შემცირდება ერთობლივი მოთხოვნა, რაც ზეგავლენას მოახდენს ფასების ზრდის ტემპზე.

საპირისპირო შემთხვევაში, როდესაც ერთობლივი მოთხოვნა არის დაბალი და ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებელი ნაკლებია მიზნობრივზე, ეროვნული ბანკის მიერ გატარდება ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკა - შემცირდება საპროცენტო განაკვეთი, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაეცემა სესხების საპროცენტო განაკვეთს და გამოიწვევს ერთობლივი მოთხოვნის წახალისებას.

მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთი

Page 11: ეროვნული ბანკი და მონეტარული პოლიტიკა, National bank of georgia and monetary policy

აღნიშნული რეჟიმი გულისხმობს ინფლაციის სამიზნე

მაჩვენებლის წინასწარ გამოცხადებას.გრძელვადიან პერიოდში ფასების ცვლილების სასურველ დონედ საქართველოში განიხილება წლიური ინფლაცია 3 პროცენტის ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისთვის დამახასიათებელია ინფლაციის მაღალი დონე, რაც პროდუქტიულობის ზრდის შედარებით მაღალ ტემპებს უკავშირდება. განვითარების არსებულ ეტაპზე, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში, 2014 წლისათვის, 6 პროცენტს შეადგენს, 2015 წლისათვის კი - 5 პროცენტს.

ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი

Page 12: ეროვნული ბანკი და მონეტარული პოლიტიკა, National bank of georgia and monetary policy

ფასების სტაბილურობა არის ფუნდამენტური

ფაქტორი, რომელიც აუცილებელია მაღალი და სტაბილური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად

მაღალი ინფლაცია კი ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას გრძელვადიან პერიოდში.

ეროვნული ბანკის მიზანია ფასების ზრდის დინამიკის შემცირება საშუალოვადიან პერიოდში იმ დონემდე, რომელიც არ მოახდენს უარყოფით გავლენას ეკონომიკური აგენტების გადაწყვეტილებებზე.

ფასების სტაბილურობა

Page 13: ეროვნული ბანკი და მონეტარული პოლიტიკა, National bank of georgia and monetary policy

ქვეყანაში ფასების დონის ცვლილების

შესაფასებლად გამოიყენება სამომხმარებლო ფასების ინდექსის (სფი) ცვლილება.

(სფი) ინდექსის შეფასება ხდება სამომხმარებლო კალათის მიხედვით, რომელიც მოიცავს საშუალო მომხმარებლის მიერ შეძენილ საქონელსა და მომსახურებას. შესაბამისად, კალათაში შესულ საქონელსა თუ მომსახურებაზე ფასების მატება იწვევს ინფლაციის მაჩვენებლის ზრდას.

ფასების სტაბილურობა

Page 14: ეროვნული ბანკი და მონეტარული პოლიტიკა, National bank of georgia and monetary policy

საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი

კურსის რეჟიმი. მსგავსი რეჟიმის არსებობის პირობებში გაცვლითი კურსი ხასიათდება მერყეობით მოკლევადიან პერიოდში, მაგრამ იმავდროულად, მოქნილობის გამო იგი თამაშობს შოკების შემწოვ ფუნქციასაც და შესაბამისად სტაბილურია გრძელვადიან პერიოდში. გაცვლითი კურსი განისაზღვრება სავალუტო ბაზრის მიერ, რომელიც შედგება კომერციული ბანკებისგან და იმ კორპორაციებისა თუ ინდივიდებისგან, რომელთა ინტერესში უცხოური ვალუტის ყიდვა–გაყიდვა შედის.

გაცვლითი კურსის რეჟიმი

Page 15: ეროვნული ბანკი და მონეტარული პოლიტიკა, National bank of georgia and monetary policy

საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან ერთად, პასუხისმგებელია ქვეყანაში ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებელების წარმოებასა და გავრცელებაზე შემდეგ დარგებში:

o მონეტარული და ფინანსური სტატისტიკა o საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა o საერთაშორისო ინვესტიციური მდგომარეობის სტატისტიკა o საგარეო ვალის სტატისტიკა o საერთაშორისო რეზერვებისა და უცხოური ვალუტის ლიკვიდობის სტატისტიკა o გაცვლითი კურსების სტატისტიკა o საპროცენტო განაკვეთების სტატისტიკა

სტატისტიკა

Page 16: ეროვნული ბანკი და მონეტარული პოლიტიკა, National bank of georgia and monetary policy

2014 წლის პირველ კვარტალში, წინასწარი

შეფასებით ეკონომიკურმა ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.4% შეადგინა.

ეკონომიკური აქტივობის პარალელურად, გაიზარდა წლიური ინფლაციის მაჩვენებელი და აპრილში 3.4% შეადგინა

ეროვნული ბანკის პროგნოზით მოსალოდნელია, რომ ინფლაციის მაჩვენებელი 2014 წლის მეორე ნახევარში მიაღწევს სამიზნე მაჩვენებელს

ინფლაციის მიმოხილვა ეროვნული ბანკის 2014 წლის მაისის თვის

ანგარიშის მიხედვით:

Page 17: ეროვნული ბანკი და მონეტარული პოლიტიკა, National bank of georgia and monetary policy

ნომინალური ეფექტური კურსის სტაბილურობის პირობებში რეგიონშიგაზრდილი ინფლაცია ნაწილობრივ აისახება საქართველოში იმპორტირებულ ფასებზე

Page 18: ეროვნული ბანკი და მონეტარული პოლიტიკა, National bank of georgia and monetary policy

გამოყენებული მასალა:საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდი https://www.nbg.gov.ge/index.php?m=2

გმადლობთ