20

Click here to load reader

განწყობის თეორია

  • Upload
    -

  • View
    941

  • Download
    11

Embed Size (px)

DESCRIPTION

დიმიტრი უზნაძე ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებელი და "განწყობის თეორიის” ავტორია. მან ჩაუყარა საფუძველი საქართველოში ბავშვის ფსიქოლოგიის მეცნიერულ კვლევას.

Citation preview

Page 1: განწყობის თეორია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის

მასწავლებელთა განათლებისმიმართულების პირველი კურსის მაგისტრანტი

ჟ.ბ.

Page 2: განწყობის თეორია

დიმიტრი უზნაძე (1886-1950)

( )ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებელი

1905-1909წ. -სწავლობდა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, სადაც ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ფუძემდებლის ვ.ვუნდტის ხელმძღვანელობით ეუფლებოდა ფსიქოლოგიას1909წ. -მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის წოდება1913წ. -დაამთავრა ხარკოვის ისტორიულ ფილოლოგიური ფაკულტეტი1910წ. -შექმნა ახალი პედაგოგიური სისტემა, ქუთაისში დააარსა ქალთა სკოლა “სინათლე”1918წ. -უნივერსიტეტში შექმნა პირველი ლაბორატორია ფსიქოლოგიაში1927წ. -დაიწყო გაწყობის ფენომენის შესახებ ექსპერიმენტული მასალის დაგროვება, ამუშავებდა განწყობის თეორიას, რომელიც ფსიქოლოგიის ისტორიაში დამკვიდრდა, როგორც ქართული ფსიქოლოგიური სკოლის მიმდინარეობაგარდაიცვალა 1950 წელს, 64 წლის ასაკში

Page 3: განწყობის თეორია

მიზანშეწონილობის პრობლემა: მექანიციზმი და ვიტალიზმი

მექანისტური თეორიის მიხედვით, ორგანიზმის მოქმედებას გარე ზემოქმედება განსაზღვრავს და ის არ არის დამოკიდებული ინდივიდის ამა თუ იმ თავისებურებაზე

ვიტალისტური შეხედულება საწინააღმდეგო პოზიციაზე

დგას და მხოლოდ შინაგანი სასიცოცხლო ენერგიის

არსებობით ხსნის საკითხს რა სჭირდება ორგანიზმს ამჟამად.

განწყობის თეორია ხსნის თუ როგორ ახერხებს ორგანიზმი სასიცოცხლოდ აუცილებელი მიზანშეწონილი ქცევის

, .განხორციელებას ქცევის მიზანთან შესატყვისობას ადამიანის დამოკიდებულება გარემოსთან არ იწყება მისადმი ცნობიერი

, დამოკიდებულებით არამედ არაცნობიერი მთლიანპიროვნული -მაორგანიზებელი მზაობით .განახორციელოს მიზანშეწონილი ქცევა

გარე სინამდვილე ზეგავლენას ახდენს მოთხოვნილების მქონე მთლიან სუბიექტზე და მოქმედების დაწყებამდე ამზადებს მას

. . სამოქმედოდ ეს პროცესი არაცნობიერად მიმდინარეობს და მას დ უზნაძე განწყობას უწოდებს.

Page 4: განწყობის თეორია

ინდივიდის ფსიქიკური აქტივობის I დონე

მოთხოვნილებასიტუაციაოპერაციათა სისტემა

განწყობა მიზანშეწონილი ქცევა

ინდივიდის განწყობა ამ 3 ფაქტორის ერთდროულად მომზადების საფუძველზე იქმნება. განწყობა დინამიკური ხასიათის მოვლენაა, რომელიც უზრუნველყოფს ქცევის განხორციელებას. ესაა ცნობიერების წინა საფეხური, სადაც ხდება გარესამყაროს გავლენის პირველი გადამუშავება, შემდეგ კი ცნობიერებაში აისახება.

Page 5: განწყობის თეორია

მოთხოვნილებამოთხოვნილება გააჩნია ყოველ ცოცხალ ორგანიზმს, რაც გამოიხატება რაიმე საგნის ან ნივთიერების დანაკლისის განცდაში, რომელიც ინდივიდს მოუწოდებს მისი დაკმაყოფილებისკენ.მოთხოვნილება ადამიანის აქტივობის გენეტიკურად პირველადი და ძირითადი ფაქტორია, განვითარებასთან ერთად ხდება მისი დიფერენციაცია.უზნაძე განასხვავებს ადამიანისა და ცხოველების მოთხოვნილებებს.

ცხოველების შემოიფარგლება სასიცოცხლო, ბიოლოგიური მოთხოვნილებებით. ადამიანი კი ისტორიულ არსებას წარმოადგენს, მას სოციალური ურთიერთობების პროცესში უჩნდება მრავალი მოთხოვნილება. მისი განწყობა უშუალოდ არ გადადის ქცევაში, ჯერ ცნობიერებაში იკვლევს გზას და ახდენს მოსალოდნელი შედეგის რეალიზებას.

Page 6: განწყობის თეორია

2 მოთხოვნილებათა ძირითადი სახე

სუბსტანციონალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭიროა საგნობრივი რამ, მოიცავს: დანაკლისი_შევსების, გამრავლების, აგრესიის მოთხოვნილებას.

ფუნქციონალური მოთხოვნილება ადამიანს , გააჩნია მისწრაფება აქტივობისადმი ცოცხალი

, ორგანიზმი მუდმივი აქტივობის მდგომარეობაშია უჩნდება მოთხოვნილება ამა თუ იმ მიმართულებით

.ფუნქციობისა

Page 7: განწყობის თეორია

სიტუაცია

ადამიანს სამოქმედოდ იწვევს ისეთი სიტუაცია, რომელიც დაკავშირებულია მის მოთხოვნილებასთან. სიტუაცია აზუსტებს მომავალ ქცევას.

ოპერაციათა სისტემა

მიზანშეწონილი ქცევის განხორციელებისთვის საჭიროა გამოვიყენოთ სწორი ოპერაციული შესაძლებლობები, რათა ქცევა წარმატებით დასრულდეს.

Page 8: განწყობის თეორია

განწყობაგანწყობის თეორია ქცევის ახსნითი მოდელია, ინდივიდს ამზადებს საჭირო ქცევისთვის და შესრულების მერე წყვეტს მოქმედებას, ადამიანი გადაერთვება სხვა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ცდებმა აჩვენა განწყობა უკვალოდ არ ქრება და მსგავსი მოთხოვნილებისა და სიტუაციის თანხვედრისას უფრო ადვილად ჩნდება, ვიდრე უცხო გარემოში.

განწყობის ირადიაცია - განწყობა მოიცავს პიროვნებას მთლიანად და

არა მის რომელიმე ცალკეულ ორგანოს განწყობის გენერალიზაცია . ახასიათებს განწყობას ყველა

ადამიანის ქცევა რაღაც კონკრეტული მოთხოვნილების

დაკმაყოფილებაა -განწყობის არაცნობიერობა

განწყობა წარმოადგენს გაუცნობიერებელ ფსიქიკურ

მოვლენას

Page 9: განწყობის თეორია

ადამიანის ქცევის ფორმები

ექსტეროგენური ქცევა ინტროგენური ქცევა

მოხმარება

მომსახურება

შრომა

საქმე

ესთეტიკური ტკბობა

თამაში

, ხელოვნება შემოქმედება

სპორტი

Page 10: განწყობის თეორია

თამაშითამაში ბავშვის ქცევის სპეციფიკური ფორმაა, რომელსაც დიდი ადგილი უკავია ადრეული ბავშვობის ასაკში. მის ძირითად არსს ბავშვის შესაძლებლობათა აქტივაცია წარმოადგენს. მისით ხდება იმ ძალებისა და შესაძლებლობების განვითარება, რომელიც შემდგომ სერიოზული საქმიანობის განხორციელების საფუძველი ხდება.

ახალდაბადებულობის ხანა – პირში იდებს ყველა ნივთის ტაცების ხანა – ბავშვი აკვირდება, ხელში ათამაშებს, ურახუნებს, თუ დაუვარდა და შემთხვევით სხვა სათამაშო ნახა იმაზე გადაერთვება.

Page 11: განწყობის თეორია

თამაში

ბავშვის თამაში სკოლაში მიზანდასახული ქცევაა, ემსახურება საკუთარი ძალების გამოცდას, ატარებს შეჯიბრის ხასიათს, ხდება თვითგანვითარება. ამ ასაკში ფიზიკური თამაშები ემსახურება მოძრაობათა განვითარებას, შეჯიბრებითობა გულისხმობს გარკვეული წესების, პირობების დაცვას, შედეგად კი ბავშვი ადვილად ითვისებს საზოგადოებაში არსებულ წესებს, ნორმებს, რაც ეხმარება პიროვნებათშორისი ურთიერთობებისა და ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარებაში.

: როლური თამაში , ემპათიის კრიტიკული და ანალიტიკური , აზროვნების განვითარება

, კომუნიკაციის მოტივაციის, ამაღლება საკითხის ღრმა

, წვდომა სასწავლო პროცესში .მაქსიმალურად ჩართვა

Page 12: განწყობის თეორია

სწავლა სწავლა ქცევის გარდამავალი ფორმაა თამაშსა და შრომას შორის. ის შეიცავს ექსტეროგენური და ინტროგენური ქცევის ელემენტებს. სწავლა იწყება ადრეული ბავშვობიდან. ის გულისხმობს როგორც ცოდნის შეძენას, ასევე შესაძლებლობების, უნარების განვითარებას. თამაშისგან განსხვავებით, სწავლაში ბავშვის ძალების აქტივაცია ხდება უფროსის მიერ მიწოდებული მასალის საფუძველზე.

სწავლის მოთხოვნილებას საფუძვლად უდევს ცოდნის წყურვილი, რომელიც თავს იჩენს ცნობისმოყვარეობისა და ცოდნისმოყვარეობის სახით. ბავშვი ყველაფერს ავლებს ხელს, ინტერესდება, თუმცა შიშის გრძნობაც აქვს. როცა იზრდება, უფრო გამბედავი ხდება.

Page 13: განწყობის თეორია

სწავლამასწავლებლის ფუნქციაა სწავლება და არა უბრალოდ მასალის მიწოდება-გამოკითხვა. ის მოსწავლის ცოდნისა და უნარების მიხედვით არჩევს სასწავლო მასალას, რომელიც მათ ძალთა აქტიური დონის შესატყვისი უნდა იყოს. ახსნა უცნობის ნაცნობზე, ახლის ძველზე დაყვანას და ახალ საფეხურზე აყვანას ნიშნავს. მასწავლებელი შუამავალია მასალასა და მოსწავლის ძალებს სორის.

უზნაძეს მიაჩნია, სწავლის ძირითადი არსი ახსნაში და მოვლენათა, ფაქტთა, საგანთა ცნობიერებაში ასახვასა და მოზარდის ცნებითი აზროვნების განვითარებაში მდგომარეობს.

Page 14: განწყობის თეორია

მოსწავლის შეფასება

ესგ: მუხლი 17. აკადემიური მიღწევის დონეები და შეფასების სისტემა

მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები ფასდება ათქულიანი სისტემით ხუთი დონის მიხედვით.I-IV კლასებში მოსწავლე არ ფასდება ქულებით. ამ კლასებში სემესტრის ბოლოსა და წლის ბოლოს კლასის დამრიგებელმა, საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უნდა დაწეროს მოკლე, შემაჯამებელი წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს გავარჯიშება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად. V-XII კლასებში მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით.

უზნაძე მომხრე იყო სასწავლო პროცესიდან ციფრებით შეფასების განდევნისა, რადგან ციფრული შეფასება სუბიექტურ ხასიათს ატარებს და ხელს უშლის მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ნდობის ატმოსფეროს შექმნას. ეს უკანასკნელი კი აუცილებელია იმისთვის, რომ ბავშვი განწყობილი იყოს იმ სასწავლო მასალისთვის, რაც მიეწოდება.

Page 15: განწყობის თეორია

დისციპლინაძირითადი მეთოდიკური ორიენტირები, მუხლი 35. დისციპლინა 1) სკოლამ უნდა განუვითაროს მოსწავლეებს საკუთარი მოვალეობების გააზრების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უნარ-ჩვევები. მასწავლებლების მაგალითი გადამწყვეტია სკოლაში მშვიდი და საქმიანი გარემოს შესაქმნელად; ადმინისტრაციული ზომები, რომლებსაც სკოლა იყენებს მოსწავლეებისადმი დისციპლინური ღონისძიებების გატარებისთვის, ისე უნდა იყოს დადგენილი, რომ მოსწავლეთა ღირსება არ შეილახოს.

დ.უზნაძე დიდ ყურადღებას უთმობს დისციპლინას, როგორც ნებისყოფის განვითარების პირობის პრობლემას, რომელსაც დიდი როლი ენიჭება პიროვნების ჩამოყალიბებაში. ნებისყოფის განვითარება მოითხოვს მის მუდმივ გავარჯისებას, სკოლა კი ამის საუკეთესო საშუალებაა.

2) ემოციური და ქცევითი პრობლემების მქონე

მოსწავლეებს სოციალური ქცევის სპეციფიკური ინსტრუქციები

. სჭირდებათ ეს ინსტრუქციები უნდა

აისახოს სკოლისშინაგანაწესში

Page 16: განწყობის თეორია

აღზრდის ძირითადი ტრაგედია

აღმზრდელი ვერ მიაღწევს თავის მიზნებს, თუ არ ჩასწვდება ბავშვის ბუნებას. უფსკრული აღმზრდელისა და აღსაზრდელის მისწრაფებათა შორის ჩნდება იმიტომ, რომ აღმზრდელი, როგორც სოციალური მიზნების მატარებელი, თუმც კი თვლის, რომ აღსაზრდელის მომავალი კეთილდღეობით ხელმძღვანელობს, სინამდვილეში არ აქცევს ყურადღებას აღსაზრდელის სურვილებს, არ ითვალისწინენს მოსწავლეთა ინდივიდუალურ თავისებურებებს და ხელმძღვანელობს საკუთარი მოტივებით.

ის, რაც აღმზრდელის აზრით, კეთილდღეობას წარმოადგენს, აღსაზრდელისთვის ხშირად წვალებად იქცევა - წერს უზნაძე.

Page 17: განწყობის თეორია

განწყობის თეორიის გამოყენება სასწავლო პროცესში

ბავშვის განვითარება მხოლოდ აქტივობის პროცესშია შესაძლებელი. სასწავლო პროცესის ეფექტიანობა გულისხმობს სწავლისადმი დადებითი განწყობის შექმნას ანუ მთლიან პიროვნულ მზაობას, რომელიც განსაზღვრავს მოსწავლის ჩართვას აქტივობაში.საკლასო ოთახში ბავშვის განვითარების შესატყვისი გარემო უნდა შეიქმნას.

სასწავლო მასალა შესაფერისი უნდა იყოს მოსწავლის ძალთა განვითარების აქტუალური დონისთვის და გარკვეულწილად დაშორებულიც იყოს მისგან, რათა მოხდეს წინსვლა. მასწავლებელი შუამავალია.

ნუ გააკეთებთ აქცენტს მხოლოდ ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზე. აუცილებელია მთლიან პიროვნული მზაობა, ძალების გახსნა.

Page 18: განწყობის თეორია

რჩევები კარგიგანწყობისათვის

დაკავდით ხელოვნებით – ცუდი , განწყობა შეიძლება დაიხატოს . ჩაიწეროს ლექსის სახით მთელი

უარყოფითი მუხტი გადმოაფრქვიეთ ფურცელზე და თქვენი განწყობა

.გამოკეთდება

, მოუსმინეთ მუსიკას უყურეთ ფილმს – მუსიკის დახმარებით შეგიძლიათ კარგად

. მართოთ საკუთარი განწყობა მოუსმინეთ , , . საყვარელ მუსიკას იმღერეთ იცეკვეთ შეარჩიეთ საყურებლად მხიარული და

.ცხოვრებისეული ოპტიმიზმით სავსე ფილმი

მიირთვით გემრიელად – საყვარელმა კერძმა . შეიძლება სტრესი მოგიხსნათ კვება აუმჯობესებს, განწყობას ზრდის სტრესისა და კონფლიქტების

, მიმართ გამძლეობას ამცირებს დეპრესიების. გამოვლენას

Page 19: განწყობის თეორია

რჩევები კარგი განწყობისათვის

იყოლიეთ ცხოველი –თავიანთი ერთგულებით და სიყვარულით დიდ სიამოვნებას მოგანიჭებენ, ზრუნვა აძლიერებს სიხარულის ჰორმონის გამოყოფას, ამცირებს სისხლში სტრესის ჰორმონის დონეს.

ჩაეხუტეთ - ,ფსიქოლოგებმა დაადგინეს კარგი 30 განწყობისთვის ადამიანს დღეში სასიამოვნო

.შეხება სჭირდება ჩაეხუტეთ ახლობლებს და.მოდუნდით

გაიღიმეთ - როდესაც სახეზე რამდენიმე წუთის , განმავლობაში შეინარჩუნებთ ღიმილს თქვენი

. განწყობა მაშინვე გამოკეთდება ღიმილი გვაიძულებს თავი მხიარულად და ბედნიერად

. ვიგრძნოთ კონცენტრაცია გაუკეთეთ თქვენს, , , , აზრებს ოცნებებს იმას რისი გაკეთებაც გინდათ

. რაც სიამოვნებას განიჭებთ ასე უფრო .მიზანმიმართულად იმოქმედებთ მიზნის მისაღწევად

Page 20: განწყობის თეორია

!მადლობა ყურადღებისთვის