7
გგგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგგ: გგგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგგგგგგგ გგგგგ გგგგ. გგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგგგგ გგგგგ გგგგგგგ გგგგგგ გგგგგ გგგგგგ: გგგგგგგ გგგ, გგგგგგგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგგ: გგგგ გგგგგგგ, გგგგგგ გგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგ: IX გგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგგგ: 13 გგგგ გგგგგგ გგგგ: A2+ (გგგგგგგგ: გგგგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგგგგგგგგგგგგ გგგგგგ გგგგგგგგგგგგგგგგ გგგგგგ გგგგგ, გგგგგგ გგგგგგგგგგგგგგგგგგგ გგგგ გგგგგგ გგგგ) გგგგგგგგგგ გგგგ: „გგგგგგგ გგგგგგგგგ“ („გგგგგგგგგგ გგგგგგგგგ“ გგ-9 გგგგგ; გგგგგგგგ: გგგგ გგგგგგგგ, გგგგგ გგგგგგგ გგ გგგგგგ; გგგგგგგგგგგგ: „გგგგ“ 2012 გგგგ გგ-6-7 გგ. 22-26 (გგგგგგგგ: გგგგგგ გგგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგ გგ2 გგგგგგგგგგ გგ გგგგგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგ გგგგგ გგ-2 გგგგგგ, გგგ გგგგგგგგგგ გგგგ, გგგ 1-გ გგგგგგგგგგ გგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგ გგგგ გგგგგგგ გგგგგ გგგგგ, გგ-2 გგგგგგგ გგგგგგგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ) გგგგგგგგგგ გგგგგგ: გგგგგგგგგგგ გგგგგგგგ: 1.გგგგგგ გგ გგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგ; 2.გგგგგგგგგ გგგგგგგ: „გგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგ;“ 3. გგგგგგ გგგგგგგგგგ (გგგგგგგგგ გგ გგგგგგგგგგ გგგგგგგგ გგგგ; 4. გგგგგგგგგ გგგგგგგ გგგგგგ: „გგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგ“ გგგგგგგგ გგგგგგგგგ გგგგგგგ: გგგგგგ, გგგგგგგ (გგგგგგგ), გგგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგ: გგგგგგგგგგგგგგ, გგგგ, გგგგგ, გგგგგგგგგგ გგგგგგგგ, გგგგგგგგგ, გგგგგგ გგგგგგგგ, გგგგგგ გგგგგგგგ, გგგგგგგგგ, გგგგ, გგგგგგგგგგ, გგგგგგგგგ. გგგგგგგგგ გგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგგგ: I გგგგ (გგგგგგგგგ)

ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილი სამოქალაქო განათლებაში

შენიშვნა: გაკვეთილი დაგეგმილია ინტეგრირებული გაკვეთილის ფორმატში ქართულის მასწავლებელთან ერთად

სსიპ. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულარის საჯარო სკოლა

საგანი: ქართული ენა, სამოქალაქო განათლება

პედაგოგი: ნანა არაბული, რახმან მუსაევი

მიზნობრივი ჯგუფი: IX კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა: 13

ენის ფლობის დონე: A2+

(შენიშვნა: გაკვეთილი იგეგმება აზერბაიჯანულენოვანი სკოლის მოსწავლეებისთვის ქართულ ენაზე, ამიტომ გასათვალისწინებელია ენის ფლობის დონე)

გაკვეთილის თემა: „ვირჩევთ პროფესიას“ („სამოქალაქო განათლება“ მე-9 კლასი; ავტორები: ნინო ტალახაძე, თამარ ქალდანი და სხვები; გამომცემლობა: „სიდი“ 2012 თავი მე-6-7 გვ. 22-26

(შენიშვნა: თემაზე მუშაობა მიმდინარეობს უკვე მე2 გაკვეთილია და მოცემული გაკვეთილი მოიცავს თემის მე-2 ნაწილს, რაც გულისხმობს იმას, რომ 1-ლ გაკვეტილზე კლასმა მიზნების შესახებ უკვე იმუშავა გარდა ამისა, მე-2 ნაწილზე მუშაობა მიმდინარეობს დაწყვილებულ გაკვეთილზე)

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ:

1.გაიგონ და გაიაზრონ შესასწავლი მასალა;

2.მოამზადონ პოსტერი: „ჩვენ კოლეგები ვიქნებით;“

3. ჩაებან დისკუსიაში (გამოხატონ და დაასაბუთონ თავიანთი აზრი;

4. მოამზადონ პროექტი თემაზე: „ჩემი მომავალი პროფესია“

მუშაობის სოციალური ფორმები: ფორუმი, ჯგუფური (წყვილში), ინდივიდუალური

რესურსები: სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, ფლიფჩარტის ფურცლები, მარკერები, ფერადი ფანქრები, ფერადი ფურცლები, მაკრატელი, წებო, კომპიუტერი, პროექტორი.

გაკვეთილი პირველი

გაკვეთილის მსვლელობა: I ფაზა (გამოწვევა)

აქტივობა1. (მეთოდი: „გონებრივი იერიში) მასწავლებელს კლასში შეაქვს ასოციცციური რუკა და ავსებინებს მოსწავლეებს (მუშაობის სოციალური ფორმა: ფორუმი) დრო:5წთ.

Page 2: ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა

აქტივობა 2. მოსწავლეებს ვთხოვ, ჩამოწერონ რიგის მიხედვით მათთვის ყველაზე მოსაწონი პროფესია და სამი მათთვის ყველაზე მიუღებელი პროფესია;(მუშაობის სოციალური ფორმა: ინდივიდუალური) დრო: 3წთ.

აქტივობა 3. ნამუშევრების ანალიზის საფუძველზე ვავსებთ ცხრილსმუშაობის სოციალური ფორმა: ფორუმი) დრო: 2 წთ.

ყველაზე პოპულარული პროფესია ყველაზე არაპოპულარული პროფესია

აქტივობა 4. მასწავლებელი სვამს სადისკუსიო კითხვას: რატომ მოხვდა კონკრეტული პროფესია პოპულარულ პროფესიებში? რატომ მოხვდა კონკრეტული პროფესია არაპოპულარულ პროფესიებში? (მუშაობის სოციალური ფორმა: ფორუმი) დრო: 8წთ.

(შენიშვნა: დისკუსია შესაძლოა წარიმართოს მოსწავლეთა მშობლიურ ენაზე ყველა ენობრივი კომპეტენციის მოსწავლის ჩართვის მიზნით;)

აქვე გთავაზობთ დისკუსიის შეფასების რუბრიკას:

III დონე  (8-10 ქულა) II დონე (5-7 ქულა) I დონე (1-4 ქულა)

მოსმენაყოველთვის უსმენს და თვალყურს ადევნებს ორატორს

ხშირად უსმენს და უყურებს ორატორს

იშვიათად უსმენს და უყურებს ორატორს

საუბარიმკაფიოდ მეტყველებს და უყურებს მსმენელებს

ძირითადად მეტყველება გასაგებია და უყურებს მსმენელებს

მეტყველება არამკაფიოა, მსმენელებს უჭირთ გაგება

არავერბალური კომუნიკაცია

შეუძლია ეფექტურად აღიქვას და გამოიყენოს არავერბალური კომუნიკაციის ფორმები (თვალით, ჟესტებით, გამომეტყველებით, ხმით)

ხშირად შეუძლია დაამყაროს არავერბალური კონტაქტი

იშვიათად იყენებს არავერბალურ კომუნიკაციის ფორმებს 

მონაწილეობა

უჩვენებს ინტერესს დისკუსიის თემისადმი საჭირო კომენტარებითა და აზრების გამოთქმით

ძირითადად გამოხატავს  ინტერესს. კომენტარები და აზრები ყოველთვის არაა თემის შესატყვისი

მცირე ინტერესი აქვს. არ გამოხატავს ან ვერ უკავშირებს თავის მოსაზრებებს სადისკუსიო თემას

კოოპერაცია

თანამშრომლობს თანაკლასელებთან, აცლის სხვებს აზრის გამოთქმას და იცავს დისკუსიის წესებს

ძირითადად თანამშრომლობს თანაკლასელებთან, ზოგჯერ ერთვება სხვის საუბარში, ძირითადად იცავს დისკუსიის წესებს

იშვიათად თანამშრომლობს და იცავს დისკუსიის წესებს

პროფესია

Page 3: ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა

მოსაზრების არგუმენტირება

მოსაზრება ორიგინალურია და გამყარებულია ფაქტებით, ცნებებით. არის ლოგიკური კავშირი საკითხთან

მოსაზრების გასამყარებლად გამოყენებულია სადავო ფაქტები და ცნებები

მოსაზრება მოკლებულია ლოგიკურ კავშირს საკითხთან და არ არის გამყარებული ფაქტები

ფაზა II (პრეზენტაცია)

აქტივობა 5. მასწავლებელი არიგებს სტიკერებს და სთხოვს მოსწავლეებს, დაწერონ რა პროფესიას აირჩევენ ისისნი მომავალში; შემდეგ აჯგუფებს პროფესიების მიხედვით

(მუშაობის სოციალური ფორმა: ინდივიდუალური) დრო: 3წთ.

აქტივობა:6. მეთოდი: „ორიენტირებული კითხვა“

მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, წაიკითხონ საკითხავი მასალა (მოსწავლის წიგნი გვ.24) და გახაზონ მათთვის უცნობი სიტყვები ფერად სტიკერებზე(მუშაობის სოციალური ფორმა: ჯგუფური) დრო: 2წთ.

მასწავლებელი მოსწავლეთა დახმარებით აკეთებს უცხო სიტყვათა ბანკს, იღებს ბანკიდან იღებს თითო სიტყვას და განმარტავს კლასის დახმარებით; კონტექსტის საშუალებით ან მასწავლებლის მონაწილეობით (მუშაობის სოციალური ფორმა: ჯგუფური და ფორუმი) დრო: 5-10წთ.

მე ვიქრობ, არის....

ჩემს ენაე ჟღერს ასე......................... სინონიმი.......... ანტონიმი

წინადადება ტექსტიდან

აქტივობა 7. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, კიდევ ერთხელ წაიკითხონ საკითხავი მასალა და შემდეგ ტექსტის შესახებ სვამს კითხვებს, რათა დარწმუნდეს, რომ ტექსტი ყველამ გაიგო.

(მუშაობის სოციალური ფორმა: ფორუმი) დრო: 5წთ.

აქტივობა 8. მასწავლებელი დაფაზე აკრავს სახელმძღვანელოში მოცემულ სქემას

მაგ. მოქნილი

პროფესიის არჩევაზე გავლენას ახდენს

შეძენილი ცოდნასაკუთარი პროფესიული გეგმები

თანდაყოლილი ნიჭი და უნარებისაზოგადოებრივი აღიარების მოპოვების სურვილი

ავტორიტეტული პირების შეხედულებები

Page 4: ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა

და განიხილავს ფორუმში კითხვების მეშვეობით: რა სჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ იყოს წარმატებული თავის პროფესიაში? როგორ გესმით საზოგადოებაში აღიარების სურვილი? თანდაყოლილი ნიჭი და მონაცემები? და ა.შ.

ხომ არ დაამატებდით რამეს მოცემულ სქემას?

(მუშაობის სოციალური ფორმა: ფორუმი, ჯგუფური) დრო: 7 წთ.

გაკვეთილი მე-2

აქტივობა 9. მასწავლებელი სთხოვს ჯგუფებს, ჩამოწერონ სქემის თითოეული ქვეპუნქტის შესახებ პირადი ინფორმაცია მაგ: სურთ თუ არა საზოგადოებაში აღიარების მოპოვება და რატომ? რა პროფესიული გეგმები აქვთ? რა იციან ამ პროფესიის შესახებ? როგორ ფიქრობენ რა მონაცემები აქვთ, რაც მათ მიერ არჩეულ პროფესიას ჭირდება? თუ იცნობენ ვინმე ავტორიტეტულ პირს მათ მიერ არჩეულ პროფესიაში და თუ მოახდინა მან გავლენა მათს არჩევანზე? და ა.შ.

(მუშაობის სოციალური ფორმა:ინდივიდუალური, ჯგუფური.) დრო:10 წთ.

აქტივობა10. მასწავლებელი უჩვენებს მოსწავლეებს წინასწარ მომზადებულ ვიდეორგოლს, სადაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები საუბრობენ თავიანთ პროფესიაზე, წაიკითხონ საკითხავი მასალა სახელმძღვანელოში (მოსწავლის წიგნი გვ. 25) და დაამუშაონ შემდეგ კი შეავსონ სქემა: (მუშაობის სოციალური ფორმა: ჯგუფური) დრო: 10 წთ.

ვიცოდით გავიგეთ მინდა, ვიცოდე

ფაზა III რეფლექსია

აქტივობა 11. მასწავლებელი ურიგებს ჯგუფებს ფლიფჩარტის ფურცლებს და სთხოვს, შექმნან პოსტერი თემაზე „ჩვენ მომავალი კოლეგები ვართ“

შენიშვნა: პოსტერზე მუშაობის საორიენტაციოდ შესაძლოა, მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზოს წინასწარ მომზადებული კითხვარი:

1. სათაური; თქვენი მომავლის დევიზი და ლოგო;2. რატომ აირჩიეთ ეს პროფესია (მოკლევადიანი, საშუალოვადიან და გრძელვადიანი

მიზანი ამ პროფესიის არჩევის) ?3. თქვენი ნიჭი და უნარები, რაც ფიქრობთ, რომ წარმატებებს მოგიტანთ ამ

პროფესიაში;რისი შეცვლა მოგიწევთ, იმისთვის, რომ გახდეთ წარმტებული პროფესიონალი?

4. რა გეგმები გაქვს შენს პროფესიასთან დაკავშირებით (რას შეცვლის ამ პროფესიაში შენი მოსვლა) ?

Page 5: ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა

5. ვინ არის თქვენთვის სამაგალითო ამ პროფესიის ადამიანთა შორის? რაში მიბაძავდი მას და რას გააუმჯობესებდი?

6. რა გინდა იცოდე კიდევ ამ პროფესიის შესახებ?შენიშვნა: საჭიროა, მოსწავლეებს განვუმარტოთ, რომ კითხვარი მხოლოდ საორიენტაციოა და ყველა პუნქტის დატანა პოსტერზე სავალდებულო არ არის; გარდა ამისა პოსტერი უნდა შექმნან მათთვის მისაღები სახით: ნახატებით, წარწერებით, აპლიკაციით; დაყონ რუბრიკებად, ერთ სივრცეში მოათავსონ ყველაფერი და ა.შ(მუშაობის სოციალური ფორმა: ჯგუფური) დრო: 15 წთ.აქტივობა 12. პოსტერების პრეზენტაცია და შეფასება (განმავიტარებელი)დრო: 10წთშენიშვნა: აქვე გთავაზობთ პრეზენტაციის შეფასების სქემას:

 ელემენტარული

1 ქულამისაღები

2 ქულაოსტატური

3 ქულა

1 . მიზანიარ არის კარგად

გამოკვეთილი, ბუნდოვანია ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირებაკარგად გამოკვეთილი მიზნები

მარტივად აღსაქმელი

2 . ორგანიზება 

სუსტად ორგანიზებული, არ არის იდეებს შორის

ლოგიკური ჯაჭვი, რაც აბნევს მკითხველს/მსმენელს

გააზრებულია თანმიმდევრულობა,

ორგანიზების ნიშნებით, ზოგი გადასვლა იდეებს შორის არის

მარტივი, ზოგი გაუგებარი

კარგად ორგანიზებული ფორმატილოგიკური გადასვლა ერთი იდეიდან

მეორეზე, ორგანიზება ზრდის პროექტის ეფექტურობას

3. შინაარსის კორექტულობა

ხშირად გვხვდება  შეუსაბამო, მცდარი ინფორმაცია,

ძირითადად კორექტულია, ზოგიერთი შეუსაბამო ან მცდარი

ინფორმაციითმთლიანად კორექტული, ფაქტები ზუსტი

და მკაფიო

4. ენობრივი გამართულობა

ენობრივად გაუმართავი, ხშირი შეცდომებით

ენობრივად გამართული, მცირე შეცდომებით

ენობრივად გამართულია, დაცულია პუნქტუაციის ნიშნები

5. კვლევა

კვლევა არაეფექტურადაა დაგეგმილი,

გამოყენებულიწყაროები არ არის სანდ

ო,ანალიზიზედაპირულია

კვლევა დაგეგმილია, მაგრამ ჯგუფის პოტენციალი მთლიანად

არ არის გამოყენებული, შეზღუდული

რაოდენობისწყაროებია გამოყენებულ

ი,ანალიზიმისაღებია

კვლევა  არის დაგეგმილი, გამოყენებულია

არაერთიწყაროდაანალიზისიღრმისეულია

6. თვალსაჩინოებები

თვალსაჩინოებები ხშირად შინაარსთან შეუსაბამოა, ან

არ არის ჯგუფის მიერ შექმნილი

თვალსაჩინოებების კავშირი შინაარსთან ნატელია, მაგრამ

ერთფეროვანია,

მრავალფეროვანი, შინაარსის შესატყვისი, აკურატულად

შესრულებული

7. შემოქმედებითობა

მცირე შემოქმედებითი ენერგიის დანახარჯი ჯგუფის

მხრიდან

ზოგჯერ ჩანს ჯგუფის ორიგინალური აზრები, რაც ეხმარება პროექტის უკეთ

წარმოჩენაში

ჩანს ჯგუფის ორიგინალობა, სიახლეთავისებური ხედვა, რაც პროექტს

საინტერესოს ხდის

Page 6: ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა

8. კავშირები საგნებთან

არ ჩანს ჯგუფის კომპეტენცია საგნებში, გვხვდება ფაქტების

უზუსტო ინტერპრეტირება

მოსაზრებები დაკავშირებულია ერთი ან ორი საგნიდან მიღებულ

ცოდნასთან

ხდება მთავარი მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნიდან

მიღებულ ცოდნასთან, რაც მიუთითებს ჯგუფის მრავალი მიმართულებით

კომპეტენტურობაზე

9. დასკვნებიარ არის ჩამოყალიბებული

დასკვნები

დასკვნები ჩამოყალიბებულია კვლევის ადეკვატურად, მაგრამ

არ არის მკაფიო

დასკვნებში არის სიახლე (ორიგინალობა), ლოგიკური კავშირი

იგრძნობა კვლევასთან, ისინი მკაფიოდაა ჩამოყალიბებულია

10. პრეზენტაცია

ეფექტურად არ არის წარმოჩენილი პროექტის

არსი, უჭირს აზრის ჩამოყალიბება და პასუხების

გაცემა, არ არის მიზნობრივად გამოყენებული

თვალსაჩინოებები

ბუნდოვნად  აყალიბებს პროექტის არსს, იყენებს 

თვალსაჩინოებებს, პასუხობს შეკითხვების უმეტესობას

ნათლად ჩამოყალიბებული პროექტის არსი, მკაფიო მეტყველება,

აუდიტორიაზე გათვლილი, ძირითადი იდეებია გაშლილი, იყენებს

თვალსაჩინოებებს და პასუხობს ყველა კითხვას

შენიშვნა: მომდევნო გაკვეთილზე შესაძლოა, მასწავლებელმა სთხოვოს მოსწავლეებს დაწერონ ესე თემაზე: „ჩემი გადაწყვეტილება......... (იგივე დარჩა ან შეიცვალა) „