21
გგგგგგგგგ XI სსსსსს სსსსს (სსსსსსსს) გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ 1. მმმმმმმმმმმ მ მმმმმმ, მმმმმ მმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმმმ გგგგგ გგგგგგგგგგ. Т-577678249, გგ.გგგგგ[email protected] 2. მმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმმმმ გგგგგგგგგ 3. მმმმმმმმმ მმმმმ XI გგგგგ 4. მმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმმმმ მ მმ მმმმმმმმ მმმმმმმმმ გგგგგ გგგგგგგგ გგგგ გგგგგგგგგგგგ 72 გგგგგ,გგგგგგგ 2 გგგგგ. გგგგგგგგგ გგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგ გგგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგგ. 5. მმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმ მმმმმმ გგგგგგგგგგგგგგ გგგგგგგ 5 გგგგ,გგგგგგგგ გგგგგგგგგგგგგგ 39 გგგგ.გგგგგგგგგგგ გგგგგგ გგგგგგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგ გგგგგგგგგგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგგ გგ გგგგგგგგგგგგ. გგგგგგგგგგგგგგგ გგგგგგგ გგგგგგ გგგგგგ გგგგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგგ გგგგგგ(გგგგგგ,გგგგგგგგ,გგგგგგგგ,გგგგგგგგგგ,გგგგგგგ ,გგგგგგგგგგგგ(გგგგგგგგგგგგ,გგგგგგგგგგგგგგგგ) გგ გგგგგგგგ გგგგგგ(გგგგგგგგგგ გგგგგგგ,გგგგგგგ,გგგგგგგგგგ). გგგგგგგ გგგგგ ,გგგგგგგგგ გგ გგგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგგგგგ,გგგ გგგგგგ გგგგგგგგგგგგ,გგგგგგგგგგ გგ გგგგ გგგგგგგგგგ,გგგგგგგ გგგგგგგ გგგგგგ გგგგგგ გგგგგგგგ,გგგგგგ გგ გგგგგგგ გგგგგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგ. გგგგგგ-გგგგგგგგგგ გგ გგგგგგგგგგგგ გგგგგგგგგგ გგგგგგგგგგგ,გგგგგგგგგგგ გგგგგგგგ გგგგგგგგგგგგგგ 1 გგგგგგგგ. გ.გგგგგგგგგგ.

სილაბუსი XI კლასი გეოგრაფია

Embed Size (px)

DESCRIPTION

სილაბუსი XI კლასი გეოგრაფია

Citation preview

Page 1: სილაბუსი XI კლასი გეოგრაფია

გეოგრაფია XI

საგნის გეგმა (სილაბუსი)

კომპონენტები ინსტრუქცია1. მასწავლებლ

ის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია

თამარ ენუქიშვილი.Т-577678249,ელ.ფოსტა[email protected]

2. სასწავლო საგნის სახელწოდება

გეოგრაფია

3. სწავლების კლასი

XI კლასი

4. სასწავლო საგნის ხანგრძლივობა და საათების რაოდენობა

მთელი სასწავლო წლის განმავლობაში 72 საათი,კვირაში 2 საათი.სარეზერვო დრო გამოიყენება სხვადასხვა აქტივობისა და დამოუკიდებელი მუშაობისათვის.

5. სასწავლო კურსის ზოგადი აღწერა

სახელმძღვანელო მოიცავს 5 თავს,რომელშიც გაერთიანებულია 39 თემა.საგაკვეთილო თემები შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მისაღწევ შედეგებსა და ინდიკატორებს. სახელმძღვანელოს ტექსტურ ნაწილს ერთვის მრავალფეროვანი კარტოგრაფიული მასალა(რუკები,ნახაზები,ცხრილები,დიაგრამები,სქემები,ილუსტრაციები(ფოტოსურათები,აეროფოტოსურათები) და თემატური მასალა(საინტერესო ცნობები,ფაქტები,მაგალითები). თითოეულ თემას ,შედეგების და ინდიკატორების გათვალისწინებით,თან ახლავს სავარჯიშოები,დავალებები და სხვა აქტივობები,რომელთა უმეტესი ნაწილი კლასში სრულდება,ნაწილი კი საშინაო დავალებისთვისაა განკუთვნილი.კითხვა-დავალებები და სავარჯიშოები დაეხმარება მოსწავლეებს,განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების კუთხით;გახდნენ ცნობისმოყვარენი;თავის თავს დაუსვან კითხვები. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ხელს შეუწყობს -მოსწავლეებს,განუვითარდეთ გეოგრაფიული,გარემოსდაცვითი,პოლიტიკური აზროვნება,სამყაროს მთლიანობაში აღქმა,ინფორმაციის მოძიების,დამუშავების,გააანალიზების,ვარაუდის გამოთქმის ,პრობლემის დანახვის და გადაჭრის,კლასიფიკაციის,კომუნიკაციის,დამოუკიდებელი და

1სილაბუსი.თ.ენუქიშვილი.

Page 2: სილაბუსი XI კლასი გეოგრაფია

გეოგრაფია XI

ჯგუფური მუშაობის უნარები. სახელმძღვანელოს საუძველი გლობალური მსოფლმხედველობრივი კონცეპტუალური მიდგომაა და გლობალიზაციის პროცესის,მსოფლიოსა და კაცობრიობის უმთავრესი გლობალური პრობლემების სივრცე-დროით ჭრილში დანახვას ითვალისწინებს. სახელმძღვანელოში მოსწავლეები გაეცნობიან და შეისწავლიან მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესის არსსა და გამოვლენის ფორმებს,არსებულ უმნიშვნელოვანეს გლობალურ პრობლემებს და მათ გეოგრაფიულ თავისებურებებს.გაეცნობიან და გააანალიზებენ გლობალიზაციის დადებით და უარყოფით მხარეებს,თითოეული გლობალური პრობლემის არსს,მისი გადაჭრის ალტერნატიულ მიდგომებსა და გადაწყვეტის შესაძლო გზებს.

6. სასწავლო საგნის სტატუსი მოცემულ კლასში

გეოგრაფია გაერთიანებულია საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში და არის სავალდებულო საგანი. ისწავლება ცალკე საგნად.

7. სასწავლო საგნის მიზანი

განათლებული და სათანადო უნარ-ჩვევებით აღჭურვილი თაობის აღზრდა,რომელსაც ექნება ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული მაღალი სამოქალაქო ცნობიერება,შეეძლება თეორიული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებასთან მისადაგება,ექნება საკუთარი პოზიცია,შეძლებს მის დაცვას,განსხვავებული აზრის მოსმენასა და პატივისცემას.

გარემომცველ რეალობაში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების გაგება,ბუნებრივი და სოციალური პროცესების შესწავლისას სისტემური მიდგომების უნარ-ჩვევევების განვითარება.

ცოდნის გადაცემა,განმტკიცება,შეფასება და ინტეგრაცია.

მოსწავლეთა სივრცე-დროითი,ანალიტიკური და სისტემური აზროვნების განვითარება,ზოგადი და სპეციფიკური უნარ-ჩვევების განვითარება.

ხელი შეუწყოს მოსწავლეებში გეოგრაფიული,ეკოლოგიური და ეკონომიკური აზროვნების ჩამოყალიბებას,პოლიტიკური კულტურის ფორმირებას,ბუნებასა და საზოგადოებას შორის ჰარმონიული ურთიერთობის საჭიროების გაცნობიერებას და,შესაბამისად,ეკოლოგიური კულტურის ჩამოყალიბებას.

2სილაბუსი.თ.ენუქიშვილი.

Page 3: სილაბუსი XI კლასი გეოგრაფია

გეოგრაფია XI

8. სასწავლო საგნის ამოცანები

ცოდნა:გლობალიზაცია და გლობალური პრობლემები,მსოფლიოს პოლიტიკური რუკა და გლობალური პრობლემები,მსოფლიო მოსახლეობა და გლობალური სოციალური პრობლემები,მსოფლიო მეურნეობა და გლობალური პრობლემები,გლობალური ეკოლოგიური პრობლემები.

შესავალი

1. გლობალიზაცია2. გლობალიზაციის ინდექსი3. გლობალური პრობლებები და მათი წარმოშობის მიზეზები4. გლობალურ პრობლემათა ურთიერთკავშირი5. კაცობრიობა და მდგრადი განვითარების პერსპექტივა6. საქართველო და გლობალურ პრობლემებთან

დაკავშირებული კონვენციები1

პოლიტიკური ხასიათის გლობალური პრობლემები

7. წარმოშობის მიზეზები8. ომები 9. მსოფლიო მნიშვნელობის კონფლიქტები10.ტერორიზმი11.ტერორისტული ორგანიზაციები12.პოლიტიკური ხასიათის პრობლემების გადაჭრის გზები

(მშვიდობისთვის ბრძოლადა განაიარაღება)

სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის პრობლემები და

მახასიათებლები

13.გლობალური პრობლემები და საერთაშორისო ორგანიზაციები

14.გლობალური სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები 15.ფინანსური ნაკადები16.გლობალურ-დემოგრაფიული პრობლემები17.შრომითი მიგრაცია და ფულადი გზავნილები;18.სურსათის პრობლემა. ბუნებრივი რესურსების უთანაბრო

განაწილება19.ცხოვრების დონე და ხარისხი20.გლობალურ-სოციალური და ეთნოკულტურული პრობლემები21.კულტურული იმპერიალიზმი და კულტურული დიფუზია22.ანტიგლობალური მოძრაობა23.განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების გლობალური

სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები24.სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის პრობლემათა გადაჭრის

გზები25.საერთაშორისო ეკოლოგიური თარიღები26.ათასწლეულის განვითარების მიზნები (MDG)

ბუნებრივი და ანთროპოგენური პრობლემები

1 დახრილი შრიფტით მოცემული შინაარსი არ არის სავალდებულო

3სილაბუსი.თ.ენუქიშვილი.

Page 4: სილაბუსი XI კლასი გეოგრაფია

გეოგრაფია XI

27. ბუნებრივი გარემო და მასთან დაკავშირებული პრობლემები 28. გარემოს ათვისების პრობლემები: ატმოსფერო, ჰიდროსფერო, პედოსფერო

29. მსოფლიო ოკეანე და მისი პრობლებები 30. გლობალური გეოეკოლოგიური პრობლემები - კრიტიკული რეგიონები 31. ტექნიკური პროგრესი და გლობალური პრობლემების წარმოშობა

32. გლობალური ხასიათის ბუნებრივი და ანთროპოგენური პრობლემების გადაჭრის გზები33. მთიან ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემები 34. სანაპირო ზოლის ათვისებისა და დაცვის პრობლემები

მეცნიერული კვლევის უნარ ჩვევები:დაკვირვება,აღწერა,შედარება,კლასიფიკაცია,კომუნიკაცია,მონაცემების ინტერპრეტაცია,ახსნა,ჩამოთვლა,გაგება,ჩვენება.დამოკიდებულება:მოსწავლეებმა შეისწავლონ გლობალური პროცესების სივრცე-დროითი ასპექტები,გააანალიზონ გლობალური პრობლემების გადაჭრაში ლოკალურ,რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე შემუშავებული კოორდინინირებული პოლიტიკის აუცილებლობა,გამოიკვლიონ სოციალურ-ეკონომიკური,ბუნებრივი და ანთროპოგენური ხასათის გლობალური პრობლემები და იმსჯელონ მათი გადაჭრის გზებზე.ინტერესი სიახლეების მიმართ;თანამშრომლობის სურვილი;გარემოზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა.

9. სასწავლო საგნის აუცილებელი საბაზისო კომპეტენციები

ზოგადი გეოგრაფიული ცნებები; ლოკალურ, რეგიონულ და გლობალურ დონეებზე მიმდინარე ბუნებრივი, სოციალურ-ეკონომიკური პროცესების სივრცობრივი ასპექტები; მოსახლეობის, საწარმოო და არასაწარმოო დარგების სივრცობრივი განაწილება. რუკებიდან და სხვა გეოგრაფიული საშუალებებიდან მიღებული ინფორმაციის შეჯერება და ანალიზი; მარტივი თემატური რუკების შედგენა; გეოგრაფიული თემის დაწერა; გეოგრაფიულ პრობლემებთან დაკავშირებულ დებატებში მონაწილეობა.

წყაროებსა და/ან თვალსაჩინოებებთან მუშაობა - ინფორმაციის მოძიება/ათვისება/გადმოცემის სხვადასხვა საშუალებების გამოყენება.კითხვის საბაზისო უნარები (შინაარსის გამოტანა, საკვანძო საკითხების გამოცალკევება პარალელების მოძიებისა და დასკვნების გამოტანისთვის).ყოველივე ინფორმაციის მოძიებასდა შედარება/კლასიფიცირება,მსჯელობა/გააზრება,ჯგუფური მუშაობა და კომუნიკაცია, ღირებულებების ჩამოყალიბება და კლასგარეშე მუშაობა .

4სილაბუსი.თ.ენუქიშვილი.

Page 5: სილაბუსი XI კლასი გეოგრაფია

გეოგრაფია XI

10.

კურსის ორგანიზაცია10.1. საკლასო მენეჯმენტის ხერხები

10.2. მეცადინეობის ფორმები;

10.3. სწავლების მეთოდები

სასწავლო პროცესში სხვადასხვა მეთოდის გამოყენებისას მუშაობის შესაბამისი კლასის ორგანიზების ფორმა შეიძლება იქნეს გამოყენებული,მაგალითად ჯგუფური,წყვილებში და ინდივიდუალური,მთელ კლასთან ერთად.ჯგუფური მუშაობა:წესები ჯგუფური მუშაობისთვის:

კლასი იყოფა 4-5 კაციან ჯგუფად; კლასს ეძლევა საერთო მდავალება,შესაძლოა

თითოეულ ჯგუფს სხვადასხვა დავალება მიეცეს; ჯგუფი მუშაობს ერტი მაგიდის ირგვლივ; სამუშაო სრულდება ერთობლივად და ჯგუფი

შესრულებულ სამუშაოს აძლევს ერთიან ფორმას; ჯგუფი უნდა მუშაობდეს შეთანხმებულად,არ უნდა

მოხდეს კონფლიქტი,არ უნდა ითრგუნებოდეს არც ერთი მოსწავლე;ჯგუფის ყოველი წევრი უნდა ჩაერტოს საქმიანობაში და მათ თავად უნდა გადაანაწილონ ფუნქციები;

დავალება სრულდება მასწავლებლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ დროში(10-15 წუთი);

ჯგუფი,რომლის წევრებიც შეთანხმებულად ვერ მოქმედებენ,მუშაობას წყვეტს.სამუშაოს დამთავრების შემდეგ ჯგუფები წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევარს,პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეები ერთმანეთს უსვამენ კითხვებს .მასწავლებელს წინასწარ უნდა ჰქონდეს განსაზღვრული ნამუშევრის შეფასების ფორმა.სასურველია მოსწავლეებმა თავად შეაფასონ ერთმანეთის ნამუშევარი,მასწავლებელმა უნდა გამოყოს თითოეული ჯგუფის ძლიერი და სუსტი მხარეები.

წყვილებში მუშაობა:წყვილებში მუშაობის წესები:

მასწავლებელიკლასს ყოფს წყვილებად; კლასს ეძლევა საერთოო დავალება; მოსწავლეები სამუშაოს ასრულებენ წყვილებში; სამუშაო დრო განსაზღვრულია სამუშაოს სირთულის

მიხედვით; მასწავლებელი თვითონ ანაწილებს მოსწავლეების

ფუნქციებს;წყვილებში მუშაობის დროს მოსწავლეებს მოეთხოვებათ ყურადღების კონცენტრაცია.ისინი პასუხისმგებლობას გრძნობენ მეწყვილის მიმართ;წყვილეში გამომუშავებული თანამშრომლობის გრძნობა კიდევ უფრო მტკიცდება ჯგუფური სამუშაოს შესრულებისას.სავარჯიშოების ერთად შესრულებისას მოსწავლეები სწავლობენ ერთმანეთის მოსმენას,სხვისი აზრის გაზიარებას,კრიტიკულ აზროვნებას და შეფასებას,საკუთარი აზრის გამოთქმას,დასაბუთებას.ისინი ეჩვევიან ფუნქციების დანაწილებას და დროის რაციონალურად გამოყენებას

5სილაბუსი.თ.ენუქიშვილი.

Page 6: სილაბუსი XI კლასი გეოგრაფია

გეოგრაფია XI

ინდივიდუალური სამუშაო:ინდივიდუალური სამუშაო ხშირად არის სხვა აქტივობის ფრაგმენტი.ის გარკვეული პასუხისმგებლობით ტვირთავს მოსწავლეს,წარმოაჩენს მის პირად დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში,ხელს უწყობს საკუთარი აზრის გამოთქმას,ჩამოყალიბებას,არგუმენტირებულ დასაბუთებას,კრიტიკულ აზროვნებას,დროის რაციონალურ გამოყენებას.მთელ კლასთან ერთად:მუშაობის ფორმაა მინილექცია.ეს არის მცირე ზომის ლექცია,რომლის მიზანია აუდიტორიისათვის გარკვეული ინფორმაციის გადაცემა.მინილექცია უმეტესად მოსწავლეებს ცოდნას სძენს და ნაკლებად იძლევა უნარების განვითარების შესაძლებლობას.ლექციის დროს უფრო აქტიურია მასწავლებელი,ხოლო მოსწავლეები -პასიური.სალექციოდ შეიძლება სხვადასხვა წყაროდან შეირჩეს ნებისმიერი მასალა ფაქტების,იდეების,თეორიების შესახებ.მასწავლებელმა წინასწარ უნდა მოამზადოს თეორიული და ვიზუალური მასალები,რათა ლექცია საინტერესო გახადოს.ვიზუალური ტიპის მოსწავლეებისათვის,რომელთაც მხედველობითი მეხსიერება აქვთ უკეთ განვითარებული,განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვალსაჩინოების გამოყენება.სწავლების მეთოდები:

ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი-გულისხმობს მასალის ზეპირად გადაცემას ან Pover Point-ით პრეზენტაციას.

წიგნზე მუშაობის-დამოუკიდებლად მიცემული საკითხავი მასალის გაცნობა,დამუშავება და ანალიზი.

წერითი მუშაობის-რომელიც გულისხმობს შემდეგი სახის აქტივობებს:ამონაწერებისა და ჩანაწეწრების გაკეთება,მასალის დაკონსპექტება,რეფეტერატის , ესეების და თეზისების მომზადება.

ლაბორატორიული და დემონსტრირების-გულისხმობს შემდეგი სახის აქტივობებს:ცდების დაყენება,ვიდეომასალის ჩვენება,ბეჭდური და ციფრული ტექნოლოგიის მასალების,ინტერნეტ წყაროების,საოფისე პროგრამების, დინამიკური ხასიათის მასალის გამოყენებას.

პრაქტიკული-აერთიანებს სწავლების ყველა იმ ფორმას,რომელიც მოსწავლეს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს უყალიბებს.

დისკუსია/დებატები-ინტერაქტიური სწავლების ყველაზე გავრცელებული მეთოდია,რომელიც მკვეთრად ამაღლებს მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხს და აქტივობას.ის შეიძლება გადაიზარდოს კამათში .ეს პროცესი უვითარებს მოსწავლეებს კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.

პრობლემაზე დაფუძნებული-სწავლება:სასწავლო მეთოდი,რომელიც ახალი ცოდნის მიღების და

6სილაბუსი.თ.ენუქიშვილი.

Page 7: სილაბუსი XI კლასი გეოგრაფია

გეოგრაფია XI

ინტეგრაციის პროცესის საწყის ეტაპად იყენებს პრობლემას.

თანამშრომლობითი სწავლება-ამგვარი სწავლების სტრატეგიით ჯგუფის თითოეული წევრი ვალდებულია,არა მხოლოდ თავად შეისწავლოს,არამედ დაეხმაროს თავის თანაგუნდელს,საკითხის უკეთ შესწავლაში.

ევრისტიკული-ეფუძნება მოსწავლეების წინაშე დასმული ამოცანის ეტაპობრივ გადაწყვეტას.ეს ამოცანა სწავლების პროცესში ფაქტების დამოუკიდებლად დაფიქსირებისა და მათ შორის კავშირების დანახვის გზით ხორციელდება.

შემთხვევის ანალიზი-რომელიც აღწერს ისეთ კონკრეტულ სიტუაციებს და პრობლემებს,რომლების საჭიროებენ განსჯას.ეს მეთოდი ხელს უწყობს ლოგიკური აზროვნების წახალისებას.

გონებრივი იერიში-გულისხმობს კონკრეტული თემის ფარგლებში კონკრეტული თემის/პრობლემის შესახებ მაქსიმალურად მეტი,სასურველია რადიკალურად განსხვავებული,აზრის,იდეის ჩამოყალიბებასა და გამოთქმას.

ახალი ინფორმაციის /მასალის დამოუკიდებლად მოძიება-და საშინაო დავალებების ჯგუფური განხილვა.

როლური და სიტუაციური თამაშები-სცენარის მიხედვით განხორციელებული როლური თამაშებიმოსწავლეებს საშუა;ებას აძლევს სხვადასვა პოზიციიდან შხედონ საკითხს და ეხმარება მათალტერნატიული თვალსაზრისის ჩამოყალიბებაში.

ინდუქციური-მასალის გადმოცემისას პროცესი მიმდინარეობს კონკრეტულიდან ზოგადისაკენ.

დედუქციური-პროცესი მიმდინარეობს ზოგადიდან კონკრეტულისაკენ.

ანალიზის-სასწავლო მასალის შემადგენელ ნაწილებად დაშლა.

სინთეზის-ცალკეული საკითხების დაჯგუფებით ერთი მთლიანის მიღება.

ახსნა-განმარტებითი-მსჯელობა მოცემული საკითხის ირგვლივ.

ქმედებაზე ორიენტირებული-განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს თეორიული მასალის პრაქტიკული გამოყენება.

ვენის დიაგრამა-გამოიყენება 2 ისეთი ცნების შესადარებლად,რომელთაც როგორც საერთო,ისე განსხვავებული ნიშნები აქვთ.

ვიცი,ვისწავლე,მინდა ვიცოდე-ნასწავლი მასალის შჯერების,გამეორების და ცოდნის განმტკიცების მიზნით.“ვიცი“ გრაფაში იწერება,რაც იციან განსახილველ საკითხზე,“ვისწავლე“გრაფაში-რაც შეიტყვეს ტექსტის წაკითხვის შემდეგ,“მინდა ვიცოდე“ გრაფაში,რაც მათ აინტერესებთ.

7სილაბუსი.თ.ენუქიშვილი.

Page 8: სილაბუსი XI კლასი გეოგრაფია

გეოგრაფია XI

T დიაგრამა-იგი ძალზე მოსახერხებელია საპირისპირო მოსაზრებათა გამოსათქმელად,მოვლენებისა თუ ფაქტების შესაპირისპირებლად და შესადარებლად.

აზრობრივი რუკა-მიზანია კონკრეტულ საკითხზე მოსწავლეთა ცოდნის დადგენა-შემოწმება.წრის შუაგულში იწერება ერთი ან ორი სიტყვა,ირგვლივ კი ყველა აზრი,რომელიც მას უკავშირდება.

11.

სასწავლო კურსის შეფასება

შეფასების კომპონენტები გეოგრაფიაში:

1. საკლასო სამუშაო2. საშინაო დავალება3. შემაჯამებელი დავალება

1. საკლასო სამუშაო

ფასდება შემდეგი ცოდნა2 და უნარები: პრობლემის გააზრება კომუნიკაცია სწავლა თანამშრომლობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა შემოქმედებითობა დროის ისტორიული გაგება გარემოზე პასუხისმგებლობა და ზრუნვა ისტორიული კვლევა გეოგრაფიული კვლევა სივრცეში ორიენტირება ისტორიული ეპოქის განცდა თვალსაჩინოებების გამოყენება და შექმნა

უნარები ფასდება შემდეგი აქტივობებით: თემასთან დაკავშირებით დასმული კითხვებით დასმულ კითხვაზე გაცემული პასუხით განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მსჯელობითა და

ანალიზით განხილული მოვლენებისა და პროცესებისადმი საკუთარი

დამოკიდებულების გამოხატვით დასმული პრობლემის გადაჭრის გზის შეთავაზებით ჯგუფურ მუშაობაში შეტანილი წვლილით დისკუსიაში მონაწილეობის სიხშირით ახსნილი ცნებებისა და ტერმინების განმარტებებითა თუ

გამოყენებით მოვლენებისა და პროცესების განხილვისას საკუთარი

მოსაზრების დასაბუთებით თვალსაჩინოებების გამოყენებითა და შექმნით პრეზენტაციით დროის ლიმიტის დაცვით დისკუსიაში გამოთქმული მოსაზრებებითა და არგუმენტებით

2

8სილაბუსი.თ.ენუქიშვილი.

Page 9: სილაბუსი XI კლასი გეოგრაფია

გეოგრაფია XI

2. საშინაო დავალებაფასდება შემდეგი ცოდნა და უნარები: პრობლემის გააზრება ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება კავშირებისა და მიმართებების დადგენა კომუნიკაცია სწავლა თანამშრომლობა პრობლემის გადაჭრა შემოქმედებითობა ისტორიული დროის გაგება გარემოზე პასუხისმგებლობისა და ზრუნვა ისტორიულ-გეოგრაფიული კვლევა სივრცეში ორიენტირება ისტორიული ეპოქის განცდა თვალსაჩინოებების გამოყენება და შექმნა კრიტიკული აზროვნება

უნარები ფასდება შემდეგი აქტივობებით: ცნებებისა და ტერმინების განმარტებებითა თუ გამოყენებით მოვლენებისა და პროცესების განხილვისას მოსაზრებების

არგუმენტირებით დასმულ კითხვაზე გაცემული პასუხით განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მსჯელობითა და

ანალიზით დასმული პრობლემის გადაჭრის გზის ჩამოყალიბებით თვალსაჩინოებების გამოყენებითა და შექმნით პრეზენტაციით დისკუსიაში გამოთქმული მოსაზრებებითა და არგუმენტებით წერითი ნამუშევრის შექმნით

3. შემაჯამებელი შეფასება3

ფასდება შემდეგი უნარები: კრიტიკულ პირობებში (ტესტი, საკონტროლო და სხვა)

ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამომჟღავნება პრობლემის გააზრება ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება კავშირებისა და მიმართებების დადგენა კომუნიკაცია ისტორიულ-გეოგრაფიული კვლევა პრობლემის გადაჭრა შემოქმედებითობა სივრცეში ორიენტირება ისტორიული ეპოქის განცდა თვალსაჩინოებების გამოყენება და შექმნა გარემოზე პასუხისმგებლობა და ზრუნვა

3 შემაჯამებელი სამუშაოები სრულდება როგორც ზეპირი (დისკუსია, ინსცენირება) და წერითი (ტესტი, ნაშრომი, ისტორიულ-გეოგრაფიული თმა), ისე შერეული (პრეზენტაციის ან პროექტის წარდგენა,) ფორმით სასწავლო თემის, თემების ბლოკისა თუ საწავლო პროცესის გარკვეული ეტაპის დასრულების შემდგომ.

9სილაბუსი.თ.ენუქიშვილი.

Page 10: სილაბუსი XI კლასი გეოგრაფია

გეოგრაფია XI

კრიტიკული აზროვნება

შემაჯამებელი დავალებების ტიპები: საკონტროლო წერა ტესტირება კითხვა-პასუხი თემა/ესე პრეზენტაცია პროექტი რეფერატი კვლევა დისკუსია/დებატები კონფერენცია

მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალებები

დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს თავისი შეფასების ზოგადი რუბრიკა;

ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით;

10 ქულა უნდა გადანაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე;

მითითებული უნდა იყოს საგნობრივი სტანდარტის ის შედეგები, რომელთა შეფასებასაც ემსახურება შემაჯამებელი დავალება.

12.

რესურსებიმოსწავლის და მასწავლებლის სახელმძღვანელო, დამხმარე ლიტერატურა, თვალსაჩინოება, ტექნიკური საშუალებები, ინტერნეტ საიტები, ადამიანური რესურსები.

მოსწავლის სახელმძღვანელო:გეოგრაფია 11,მაია ბლიაძე,გია ჭანტურია,დავით კერესელიძე.ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.2012 წელი.

მასწავლებლის სახელმძღვანელო:გეოგრაფია 11,მ. ბლიაძე,გ. ჭანტურია,დ. კერესელიძე.

მსოფლიოს ფიზიკური რუკა. მსოფლიოს პოლიტიკური რუკა. კომპიუტერი https://www.youtube.com http://learningapps.org/my.php_ჩემს მიერ შექმნილი

სავარჯიშოები http://tamarenuqishvili.blogspot.com-სავარჯიშოები. https://www.google.ge/?gws_rd=cr http://www.wikipedia.org

13.

მისაღწევი შედეგები

მიმართულება: დრო და სივრცე

გეო.XI.1. მოსწავლეს შეუძლია გლობალიზაციის პროცესების

10სილაბუსი.თ.ენუქიშვილი.

Page 11: სილაბუსი XI კლასი გეოგრაფია

გეოგრაფია XI

სივრცე-დროითი ასპექტების დახასიათება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

ასხვავებს ტერმინებს ”გლობალიზაცია” და ”გლოსალიზაცია”;

აანალიზებს გლობალიზაციის ინდექსის გაზომვის მეთოდს (კოფ-ის (KOF) ინდექსი, ათ კერნეის (AT Kearney) ინდიკატორები) და მსჯელობს თითოეული კრიტერიუმის (პოლიტიკური გლობალიზაცია, ეკონომიკური გლობალიზაცია, სოციალური გლობალიზაცია, პერსონალური კონტაქტები, ინფორმაციული კავშირები, კულტურული სიახლოვე) სივრცობრივ განაწილებაზე;

მსჯელობს გლობალიზაციის ინდექსების გამოთვლის მეთოდების სრულყოფილებაზე და პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობაზე;

აანალიზებს ტრანსპორტისა და კომუნიკაციის განვითარების როლს ქვეყნების სივრცე-დროითი დაახლოვებაში;

ადგენს მისთვის აქტუალური პრობლემების სივრცე-დროით თავისებურებებს; განსაზღვრავს ცნებას "გლობალური" და შეიმუშავებს კრიტერიუმებს ამ პრობლემისადმი სტატუსის მისანიჭებლად;

გამოთქვამს ვარაუდს გლობალურ პრობლემებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე და ადგენს შესაბამის სქემას;

შეიმუშავებს გლობალური პრობლემების ჩამონათვალს და ადარებს არსებულს; აანალიზებს პრობლემების წარმოშობისა და ტრანსფორმაციის (წარმოქმნა, გამძაფრება, მოგვარება, ჩანაცვლება) მიზეზებს;

გლობალური პრობლემების ნუსხიდან გამოარჩევს საქართველოსათვის ყველაზე აქტუალურ პრობლემებს; განსაზღვრავს მათ ტრანსფორმაციას სივრცესა და დროში; ადგენს პრობლემის მიმდინარეობის ამსახველ სქემას.

მიმართულება: გარემო და ეკონომიკა

გეო.XI.2. მოსწავლეს შეუძლია სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის გლობალური პრობლემების ანალიზი.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

აანალიზებს ფინანსური ნაკადების მასშტაბებს თანამედროვე მსოფლიოში; მსჯელობს საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისა და ტრანსნაციონალური კორპორაციების მოქმედების მასშტაბებზე;

მსჯელობს საერთაშორისო დონორებისა და ორგანიზაციების მიერ გამოყოფილ დახმარებებსა და სესხებზე;

გამოთქვამს მოსაზრებას, რა სოციალური და ეკონომიკური

11სილაბუსი.თ.ენუქიშვილი.

Page 12: სილაბუსი XI კლასი გეოგრაფია

გეოგრაფია XI

სარგებელის მოტანა შეუძლია შეიარაღებაზე დაზოგილ ხარჯებს;

ამყარებს ლოგიკურ კავშირებს სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის გლობალურ პრობლემებს შორის (მაგ., საერთაშორისო შრომითი მიგრაცია და ფულადი გზავნილები (რემიტანსები)) და მსჯელობს მათ მასშტაბებზე;

რუკების და სხვა წყაროების საფუძველზე აანალიზებს ქვეყნებს შორის სურსათის და ნედლეულის უთანაბრო განაწილებას; გამოთქვამს ვარაუდს პრობლემის ლოკალურ, რეგიონალურ და გლობალურ დონეებზე გადაჭრის შესაძლო გზებზე;

ეცნობა ატასწლეულის განვიტარების მიზნებს (MDG), ირჩევს ერთ-ერთს და ახასიატებს პრობლემის აქტუალობას; ეცნობა გაეროს პროგრამებს, რომლებიც მათი გადაწრისკენაა მიმართული;

ირჩევს განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მდგომ ქვეყნებს; ადარებს, რამდენად მძაფრად წარმოჩინდება თითოეულში გლობალური სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და რამდენად განსხვავდება პრობლემებზე რეაგირების გზები;

აანალიზებს ჩამორჩენილობის პარამეტრების დაძლევისაკენ მიმართულ ღონისძიებებს და ადგენს მსოფლიოს რეგიონების პროგნოზულ (მომავლის) "სოციალურ-ეკონომიკური განვითარების" რუკას.

გეო.XI.3. მოსწავლეს შეუძლია ბუნებრივი და ანთროპოგენული ხასიათის გლობალურ პრობლემებზე მსჯელობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

აანალიზებს ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ გარემოსდაცვით გლობალურ პრობლემებს ისტორიული წარსულიდან დღემდე; გამოთქვამს ვარაუდს მათი შესაძლო განვითარების შესახებ;

სხვადასხვა გეოგრაფიული საშუალებების გამოყენებით აანალიზებს ატმოსფეროს, ჰიდროსფეროს,მათ შორის მსოფლიო ოკეანეს, პედოსფეროს და ბიოსფეროს ათვისების ძირითად მიმართულებებს;

ირჩევს რომელიმე კომპონენტის ათვისებასთან დაკავშირებულ გლობალურ პრობლემას, მსჯელობს მის უსაფრთხო ათვისებაზე და შედეგებს გამოხატავს სასურველი ფორმით;

ილუსტრაციების და სხვა წყაროების გამოყენებით ამყარებს კავშირებს გლობალურ გეოეკოლოგიურ პრობლემებსა და ეკონომიკის იმ დარგებს შორის, რომლებიც ამ პრობლემების მაპროვოცირებელია; იყენებს თემატურ რუკებს და ადგენს გეოეკოლოგიური პრობლემების გამოვლინების მენტალურ რუკას;

მონაწილეობს დებატებში თემაზე: "წარმოების გაფართოება და ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნება";

ჯგუფური მუშაობისას ირჩევს რომელიმე გლობალურ

12სილაბუსი.თ.ენუქიშვილი.

Page 13: სილაბუსი XI კლასი გეოგრაფია

გეოგრაფია XI

გეოეკოლოგიურ პორობლემას, გამოყოფს მისი მოგვარების რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებას და ქმნის პრობლემის განვითარების სცენარებს; შედეგებს გამოხატავს მისთვის სასურველი ფორმით (გრაფიკი, დიაგრამა და სხვა);

წლის მანძილზე სხვადასხვა წყაროდან (სამეცნიერო ლიტერატურა, პერიოდული გამოცემები, საინფორმაციო საშუალებები), აგროვებს ინფორმაციას ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების შესახებ4; განათავსებს მათ რუკაზე და დროის ქრონოლოგიურ ხაზზე; შედეგებს აანალიზებს და წარმოადგენს თანაკლასელების წინაშე.

მიმართულება: გარემო და სოციალური სისტემები

გეო.XI.4. მოსწავლეს შეუძლია პოლიტიკური ხასიათის გლობალურ პრობლემებზე მსჯელობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

აანალიზებს პოლიტიკური ხასიათის გლობალური პრობლემების წარმოშობას, განვითარებას და სივრცობრივ თავისებურებებს. გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას აღნიშნული საკითხისადმი;

მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე (სტატისტიკური მონაცემები, მასმედია) აანალიზებს მსოფლიოს ქვეყნების სამხედრო-პოლიტიკურ პოტენციალს და გამოთქვამს მოსაზრებას, თუ რა წვლილი შეიძლება შეიტანოს თითოეულმა მოქალაქემ და ქვეყანამ მსოფლიოში მშვიდობისა და განიარაღების საქმეში;

ირჩევს და ეცნობა (საინფორმაციო საშუალებებიდან) ერთ-ერთი ქვეყნის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს განიარაღების და მშვიდობის შენარჩუნების საქმეში და შეიმუშავებს მოვლენების განვითარების შესაძლო პროგნოზს (სქემა, სცენარი);

ადგენს მიზეზშედეგობრივ კავშირებს ომების, ეთნოკონფლიქტებისა და ტერორიზმის წარმოშობას, გამოვლინების ფორმებსა და სივრცობრივ თავისებურებებს შორის;

მოიძიებს ინფორმაციას და ინფორმაციის საფუძველზე ეცნობა მსოფლიო მნიშვნელობის ტერორისტულ ორგანიზაციებს და მათი მოქმედების არეალებს;

მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მსოფლიოში და საქართველოში არსებული ეთნოკონფლიქტების და გახმაურებული ტერაქტების შესახებ; ადგენს "ცხელი წერტილების" რუკას.

გეო.XI.5. მოსწავლეს შეუძლია გლობალიზაციის პროცესის სოციალურ-კულტურულ ასპექტებზე მსჯელობა.

4 მასწავლებელი წლის დასაწყისში აძლევს დავალებეგბს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და წლის განმავლობაში ახდენს მონოტორინგს.

13სილაბუსი.თ.ენუქიშვილი.

Page 14: სილაბუსი XI კლასი გეოგრაფია

გეოგრაფია XI

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

ეცნობა კულტურული დიფუზიის სხვადასხვა გამოვლინებებს მსოფლიოში და მსჯელობს ”გლობალური კულტურის” მახასიათებლებზე: მუსიკა, ტელევიზია, სპორტი, ტურიზმი;

მსჯელობს თანამედროვე სამყაროში ურბანული ლანდშაფტების ჰომოგენიზაციაზე;

მსჯელობს კულტურის გლობალურ დიფუზიაზე ასპექტებზე - ენა, ტურიზმი, სამზარეულო, მედია, გლობალური ბრენდები (მაგ.: მაკდონალდსი, კოკა-კოლა) და უკავშირებს ადგილობრივი კულტურის როლის დაკნინებას;

ეცნობა ანტიგლობალისტების იდეებს და მსჯელობს თემაზე ”გლობალიზაცია ნაციონალიზმის წინააღმდეგ”;

მსჯელობს გლობალიზაციის დადებით და უარყოფით ფაქტორებზე.

გეო. XI 6. მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს გლობალური პრობლემების გადაჭრაში ლოკალურ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე შემუშავებული კოორდინირებული პოლიტიკის აუცილებლობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

მსჯელობს მოსახლეობის (ოჯახის, თემის, ქვეყნის, რეგიონის და მსოფლიოს) ცხოვრების წესის, გარემოსდაცვითი ცნობიერების, განათლებისა და ადგილობრივი კანონმდებლობის მიზეზშედეგობრივ კავშირებზე; გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას მათი მნიშვნელობის შესახებ მდგრადი განვითარებისათვის;

მოიძიებს ინფორმაციას და აანალიზებს საერთაშორისო ორგანიზაციების დანიშნულების საკითხს გლობალურ პრობლემებთან მიმართებით, აკეთებს დასკვნებს მათ მიერ გლობალურ პრობლემებზე რეაგირებასა და მოგვარებასთან დაკავშირებით;

ეცნობა გლობალურ პრობლემებთან დაკავშირებულ საქართველოს მიერ ხელმოწერილ კონვენციებსა და ვალდებულებებს; ადგენს კითხვარს და ატარებს სოციოლოგიურ გამოკითხვას აღნიშნულ პროცესში საზოგადოების და ინდივიდების ინფორმირებულობის და ამ პროცესში ჩართულობის შესწავლის მიზნით;

მოიძიებს ინფორმაციას საქართველოში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში გლობალურ პრობლემებთან დაკავშირებულ შესრულებული ან შეუსრულებელი კონვენციისა ან ვალდებულების შესახებ;

ეცნობა საერთაშორისო ეკოლოგიურ თარიღებს და კლასთან ერთად ირჩევს მათთვის საინტერესოს და ამზადებენ შესაბამის ღონისძიებებს (ღია გაკვეთილი, გამოფენა, კონფერენცია და სხვა);

მსჯელობს, თუ რა როლს ასრულებს საერთაშორისო ძალისხმევა გლობალური პრობლემების მოგვარებაში და რამდენად მნიშვნელოვანია ეს კაცობრიობის მდგრადი განვითარების პერსპექტივისათვის. შედეგებს წარმოადგენს სასურველი ფორმით.

14სილაბუსი.თ.ენუქიშვილი.

Page 15: სილაბუსი XI კლასი გეოგრაფია

გეოგრაფია XI

14.

სამუშაო დისცილინა

14.1. გაცდენების დასაშვები რაოდენობა;14.2. დავალიანებების დასაშვები რაოდენობა;14.3. აღდგენები;14.4. საჯარიმო ზომები;14.5. წახალისების ფორმები.

არასაპატიო გაცდენების დასაშვები მაქსიმალური რაოდენობაა-20+1 საათი.

მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს კათედრის მიერ წინასწარ განსაზღვრული რაოდენობის შემაჯამებელი სამუშაო.გაცდენის შემთხვევბაში სკოლაში გამოცხადებიდან 5 დღის განმავლობაში მას ენიშნება აღდგენითი სამუშაო.თუ მოსწავლე არ გამოცხადდა აღდგენაზე,მას გაუფორმდება 0 ქულა.

სემესტრულ ნიშანს დააკლდება 20℅,თუ მოსწავლის მიერ საგნის გაცდენილი საათების საერთო რაოდენობა არის:

XIკლასში 15%–ზე მეტი და 50%–ზე ნაკლები;

იმისათვის, რომ მოსწავლემ შეინარჩუნოს სემესტრული ნიშანი, რომელიც მას ჰქონდა 20%–ის დაკლებამდე, მანუნდა ჩააბაროს შიდასასკოლო გამოცდა და მიიღოს იგივე ან უფრო მაღალი შეფასება.

თუ მოსწავლე მიიღებს უფრო დაბალ შეფასებას, მაშინ დაკლებულ სემესტრულ ნიშანს დაემატება გამოცდის ნიშანი და ჯამი გაიყოფა ორზე.

საგნის წლიური საათების რაოდენობის 50%–ზე მეტის გაცდენის შემთხვევაში სავალდებულოაგამოცდის ჩაბარებაშესაბამის საგანში სკოლაში.

იმ შემთხვევაში თუ მოსწავლის საგნის წლიური ქულა არის 5-ზე ნაკლები, სკოლა ვალდებულია მოსწავლეს დაუნიშნოს საშემოდგომო გამოცდა ამ საგანში.

მოსწავლე, რომლის საგნის წლიური საერთო ქულაა 10,საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა გადასცემს სიგელს.

15.

თემატური გეგმა15.1. საკითხთა ჩამონათვალი;15.2. საათების განაწილება საკითხებზე;15.3. სარეზერვო

I თავი გლობალიზაცია და გლობალური პრობლემები

1.რა არის გლობალიზაცია(2 სთ)

2.გლობალიზაციის ინდექსი(1 სთ)

3.ანტიგლობალიზმი (1 სთ)

4.რა არის გლობალური პრობლემები?(1 სთ)

5.გლობალურ პრობლემათა ურთიერთკავშირი(1 სთ)

6.გლობალური პრობლემები და საერთაშორისო 15

სილაბუსი.თ.ენუქიშვილი.

Page 16: სილაბუსი XI კლასი გეოგრაფია

გეოგრაფია XI

საათების რაოდენობა.

ორგანიზაციები(2 სთ)

შემაჯამებელი სამუშაო I(1 სთ)

II თავი

მსოფლიოს პოლიტიკური რუკა და გლობალური პრობლემები

7.თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკური რუკა (1 სთ)

8.მშვიდობა და განიარაღება (2 სთ)

9.კონფლიქტების გეოგრაფია(1 სთ)

10.ტერორიზმის გეოგრაფია(1 სთ)

11.მსოფლიოს ლიდერი ქვეყნები და გლობალური სამყარო(8

სთ)

შემაჯამებელი სამუშაო I I(1 სთ)

III  თავი

მსოფლიო მოსახლეობა და გლობალური სოციალური

პრობლემები

12.მსოფლიო მოსახლეობის დინამიკა(1 სთ)

13.დემოგრაფიული ოპტიმუმი და დემოგრაფიული

პოლიტიკა(1 სთ)

14.ურბანიზაცია-XX საუკუნის ფენომენი(2 სთ)

15.ეთნომოზაიკა და გლობალური ეთნიკური კრიზისი(2 სთ)

16.კულტურის გლობალიზაცია(2 სთ)

17.ჯანმრთელობის პრობლემა(1 სთ)

18.შრომითი მიგრაცია და ფულადი გზავნილები(2 სთ)

შემაჯამებელი სამუშაო I I I (1 სთ)

IV თავი

მსოფლიო მეურნეობა და გლობალური პრობლემები

19.ეკონომიკური გლობალიზაცია(2 სთ)

20.მსოფლიო ფინანსური ნაკადები და ცენტრები(2 სთ)

21.ცხოვრების დონე და ხარისხი(1 სთ)

16სილაბუსი.თ.ენუქიშვილი.

Page 17: სილაბუსი XI კლასი გეოგრაფია

გეოგრაფია XI

22.მდიდრები და ღარიბები და ჩამორჩენილობის პრობლემა(1

სთ)

23.სასურსათო პრობლემა(2 სთ)

24.ენერგეტიკული პრობლემა(3 სთ)

25.რესურსული პრობლემა(2 სთ)

შემაჯამებელი სამუშაო I V(1 სთ)

V თავი

გლობალური ეკოლოგიური პრობლემები.

26.ეკოლოგიური პრობლემა-ზოგადი მიმოხილვა(2 სთ)

27.ატმოსფეროს ეკოლოგია(1 სთ)

28.მსოფლიო ოკეანის პრობლემები(1 სთ)

29.სანაპირო ზოლის ათვისებისა და დაცვის პრობლემები(1

სთ)

30.მტკნარი წყლის პრობლემა(1 სთ)

31.პედოსფეროსეკოლოგია (2 სთ)

32.სტიქიური კატასტროფები(2 სთ)

33.ტექნოგენური კატასტროფები(1 სთ)

34.მსოფლიოს კრიტიკული ეკორეგიონები(1 სთ)

35.მსოფლიოს ბიოლოგიური და ლანდშაფტური

მრავალფეროვნება(1 სთ)

36.მსოგლიოს დაცული ტერიტორიები(1 სთ)

37.მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის

გეოგრაფია(1 სთ)

38.გარემოსდაცვითი ორგანიზაციები(1 სთ)

39.ეკოლოგიური ალტერნატივა-მდგრადი განვითარება(1 სთ)

შემაჯამებელი სამუშაო V (1 სთ)

17სილაბუსი.თ.ენუქიშვილი.

Page 18: სილაბუსი XI კლასი გეოგრაფია

გეოგრაფია XI

18სილაბუსი.თ.ენუქიშვილი.