14
სსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსსს ს ს ს ს ს ს ს ს ს ს ს ს სსსს სსსსს სსსსსსსს #3 სსსსსს სსსსსს სსსსსსსსს სსსს სსსსსსსსსსს: სსსსს სსსსსსსსსსს

Tamar kvaratskhelias prezentacia piaje 2016

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: Tamar kvaratskhelias prezentacia piaje 2016

სწავლების თანამედროვე მეთოდები

კ ო გ ნ ი ტ ი ვ ი ზ მ ი

სსიპ ქალაქ რუსთავის #3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მაწავლებელი: თამარ კვარაცხელია

Page 2: Tamar kvaratskhelias prezentacia piaje 2016

ჟან პიაჟე (Jean_Piaget)09.05.1896 .  ---16.09.1980 .  .წ ნევშატელი წ ჟენევა

შვეიცარიელი ფსიქოლოგი. იყო ნევშატელის (1926-1929),

ჟენევისა (1929-იდან) და ლოზანის (1937-

1954) უნივერსიტეტების პროფესორი ჟან ჟაკ რუსოს ინსტიტუტის დირექ- ტორი ჟენევაში (192-დან). გენეტიკური ეპისტემოლოგიის

საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი პარიზში (1955). შექმნა ინტელექტის ოპერაციონალისტური კონცეფცია და გენეტიკური ეპისტემოლოგია, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა. პიაჟეს კვლევის ძირითადი სფეროა გენეტიკური  ბავშვის ფსიქოლოგია.

Page 3: Tamar kvaratskhelias prezentacia piaje 2016

რას ნიშნავს პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეორია;

პიაჟეს თეორიის თანახმად, რა სტადიებს მოიცავს მოსწავლეთა კოგნიტური განვითარება და რა თავისებურებებით ხასიათდება მათი კოგნიტური აზროვნება თითოეულ სტადიაზე;

რატომ არის მნიშვნელოვანი იმის ცოდნა, თუ კოგნიტური განვითარების რა სტადიაზე იმყოფება მოსწავლე;

როგორ უნდა გამოვიყენოთ პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეორია საკლასო ოთახში;

სწავლების რა სტრატეგიები შეიძლება გამოიყენოთ კოგნიტური განვითარების სხვადასხვა სტადიაზე მყოფ მოსწავლეებთან მუშაობის დროს.

Page 4: Tamar kvaratskhelias prezentacia piaje 2016

კოგნიტური განვითარება გულისხმობს მოსწავლეთა აზროვნების, შემეცნებითი თუ განსჯის უნარებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებას.

რა პროცესებს იყენებენ ბავშვები, როცა ისინი აგებენ ცოდნას სამყაროს შესახებ? პიაჟეს მიაჩნდა, რომ ამ მიმართებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი პროცესები: სქემები, ასიმილაცია, აკომოდაცია და ექვილიბრიუმი.

Page 5: Tamar kvaratskhelias prezentacia piaje 2016

სქემა მიუთითებს იმ მსგავსი მოქმედებების და ფიქრების ერთობლიობას, რომლებსაც ბავშვები სის-ტემატურად იყენებენ, როცა ისინი აგებენ ცოდნას სამყაროს შესახებ.

დროთა განმავლობაში, ბავშვთა სქემები მოდიფიცირდება მათი გამოცდილების შესაბამისად. აგრეთვე, ხდება სქემების ერთმანეთთან ინტეგრაცია. მაგ., ბავშვები იწყებენ იერარ-ქიული ურთიერთობების გარკვევას და გათვალისწინებას. ისინი სწავლობენ, რომ პუდელები და კოკერ–სპანიელები ორივენი ძაღლებია, ხოლო კატები და ძაღლები კი - ცხოვ

ასიმილაცია და აკომოდაცია - სწავლა და კოგნიტური განვითარება ორი ურთიერშემვსები პროცესის, ასიმილაციისა და აკომოდაციის შედეგია. როდესაც ახალ გამოცდილებას ვიძენთ, ჩვენი არსებული სქემები შეიძლება არაადეკვატური გახდეს. ახალი სქემის შესაქმნელად საჭიროა ადაპტაცია, ანუ სქემების შეცვლა გარემოს საპასუხოდ, ასიმილაციისა და აკომოდაციის საშუალებით.

Page 6: Tamar kvaratskhelias prezentacia piaje 2016

ასიმილაცია ნიშნავს ახალი საგნის ან მოვლენის არსებული სქემის საშუალებით აღქმის და გაგების პროცესს.

აკომოდაცია წარმოადგენს იმ ცვლილებებს, რომელიც ბავშვის არსებულ აზროვნებაში ახალი სტიმულების ან მოვლენების შედეგად ხდება.

ასიმილაცია და აკომოდაცია ერთდროულად ხდება, როცა ბავშვები იძენენ ცოდნას სამყაროს შესახებ. ბავშვები ყოველ ახალ მოვლენას მათი არსებული ცოდნის კონტექსტში ხსნიან (ასიმილაცია), მაგრამ, ამავდროულად, შეიძლება შეცვალონ ცოდნა ახალი მოვლენის საპასუხოდ (აკომოდაცია).

Page 7: Tamar kvaratskhelias prezentacia piaje 2016

ექვილიბრიუმი - ბავშვები ხშირად ექვილიბრიუმში არიან: ხსნიან ახალ მოვლენებს და რეაგირებენ მათზე არსებული ცოდნის, სქემების გამოყენებით. სიახლეები ქმნიან დისექვილიბრიუმს: გონებრივ დისკომფორტს, ანუ დისბალანსს ბავშვების არსებულ ცოდნასა და ახალ მოვლენებს შორის. ბავშვები ამ დისბალანსის შემცირებას ცდილობენ თავიანთი არსებული სქემების შეცვლით, ინტეგრირებით, ან ახალი სქემების შენაცვლებით. ექვილიბრიუმიდან დისექვილიბრიუმში და მერე უკანვე, ექვილიბრიუმში გადასვლის პროცესს ექვილიბრაცია ეწოდება. სწავლა დამოკიდებულია სწორედ ექვი- ლიბრაციაზე. ცოცხალი ორგანიზმის უპირველესი დანიშნულებაა გარემოსთან შეგუება (ადაპტაცია), რათა შეძლოს არსებობა. ამის ყველაზე ხელსაყრელი იარაღია ინტელექტი, რომელიც უზრუნველყოფს წონასწორობას გარემოსა და ადამიანს შორის, ანუ ექვილიბრაციას.

Page 8: Tamar kvaratskhelias prezentacia piaje 2016

1. წარმოიდგინეთ ორი ერთნაირი ზომის ჭიქა წყლით არის სავსე. მეორე ჭიქიდან წყალი გადავასხით მესამე _ უფრო მაღალ ვიწრო ჭიქაში. რომელში უფრო მეტი წყალია_ პირველში თუ მესამეში?

2. ქვემოთ ხედავთ ხის 10 მძივს. 8 ყავისფერია, 2 _ წითელი. რომელი უფრო მეტია, ყავისფერი მძივის მარცვლები, თუ ხის მძივის მარცვლები?

Page 9: Tamar kvaratskhelias prezentacia piaje 2016

კოგნიტური განვითარებისსტადიები

I სტადია – სენსომოტორული (0-2 წლამდე)

სამყაროს შეიმეცნებს: მოტორული (ხელის გაწვდენა, შეხება, ტაცება,

ხელის ან ფეხის კვრა) მოქმედებების გამოყენებით. თანდაყოლილი რეფლექსებით (წოვა, ტაცება).

საგანთა მუდმივობის ცნება სიმბოლური აზროვნების დასაწყისი სენსორული

(სმენა, მხედველობა, შეხება და ა.შ.) და

Page 10: Tamar kvaratskhelias prezentacia piaje 2016

 

II - სტადია ოპერაციამდელი (2-7 )წლამდე

1. ცნებამდელი აზროვნება (2-4 წლამდე) დამახასიათებელია: თვალსაჩინო ხატოვანი აზროვნებაცენტრაცია. Aარა აქვთ – კონსერვაციისა და შექცევადობის

უნარი;ეგოცენტრული აზროვნებაყალიბდება მეტყველებაუჭირს კლასიფიკაცია2. ინტუიტური აზროვნება (4-7 წლამდე)

Page 11: Tamar kvaratskhelias prezentacia piaje 2016

III სტადია (7-11 კონკრეტულოპერაციული

)წლამდე

შეუძლიათ ლოგიკური ოპერაციები რეალურ საგნებზე

დამახასიათებელია:

შექცევადობაკონსერვაცია კლასიფიკაცია (კატეგორიათა ინკლუზია),

სერიაცია, ტრანზიტულობა ობიექტური აზროვნება

Page 12: Tamar kvaratskhelias prezentacia piaje 2016

IV სტადია (11-15 ფორმალური ოპერაციები

)წლამდეჰიპოთეტური საგნებით ოპერირება, ფორმალური

ლოგიკა

აბსტრაქტულ და არარეალურ საგნებთან დაკავშირე-ბული აზროვნება

იდეალიზების და წარმოსახვის უნარი

მოზარდთა ეგოცენტრიზმი

Page 13: Tamar kvaratskhelias prezentacia piaje 2016

პიაჟეს თეორიის გამოყენებაყურადღება გაამახვილეთ აზროვნების პროცესზე

და არა მხოლოდ მის შედეგზემნიშვნელოვანია მოსწავლეთა ჩართულობა

სასწავლო პროცესშიგავითვალისწინოთ, რომ მოსწავლეთა

განვითარების ტემპი სხვადასხვაა

სტრატეგიები:სოციალურ სიტუაციაში ჩართვა (ეგოცენტრიზმის

შესამცირებლად)საგნების შედარება , დახარისხება, მანიპულაციასაკუთარი აზრის დასაბუთება,ვიზუალური და კონკრეტული მასალის გამოყენებაჰიპოთეზების წამოყენება და გადამოწმება

Page 14: Tamar kvaratskhelias prezentacia piaje 2016

გ მ ა დ ლ ო ბ თ ყ უ რ ა დ ღ ე ბ ი ს ა თ ვი ს!