კოლისეუმი

  • View
    171

  • Download
    29

  • Category

    Travel

Preview:

Citation preview

ტურიზმისა და რეკრეაციული გეოგრაფიის საფუძვლები და მსოფლიო

ტურიზმის გეოგრაფია

გოგიტა პერტაია2016

რომის კოლისეუმი

კოლისეუმი მდებარეობს იტალიის დედაქალაქ რომში

შედგება 3 იარუსისგან ,საფეხურებზე განლაგებულია მაყურებელთა ადგილები (დაახლოებით 45-50 ათასი მაყურებელი)

კოლისეუმი,ფლავიუსების ამფითეატრი -გიგანტური ნაგებობა,ძველი რომის არქიტექტურული ძეგლი (ახ.წ. 75-80წწ.) ელიფსოიდური ფორმის, სიგრძე 190 მ, ხოლო სიგანი 156 მ

კოლისეუმი საქვეყნოდ ცნობილია,როგორც გლადიატორთა ბრძოლის ადგილი

აქ ასევე იმართებოდა საცირკო წარმოდგენები და საბრძოლო ხომალდების შეჯიბრი

შუა-საუკუნეებში კოლისეუმი გამოიყენებოდა,როგორც ბაზარი,საერთოსაცხოვრებელი და თავლა

ისტორია

კოლისეუმი აშენდა იმპერატორ ვესპასიანეს და ტიტუსის დროს.შემდგომი ცვლილებები შეტანილ იქნა დომიციანეს ზეობისას

კოლისეუმი თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ თანამედროვე სტადიონების წინაპრად

კოლისეუმი რამდენჯერმე დააზიანა მიწისძვრამ 1349 წელს.მიუხედავად ამისა დღეს იგი რომის სიმბოლოს წარმოადგენს.

კოლისეუმის სანახავად ყოველწლიურად 4 მლნ ტურისტი ჩადის.2009 წელს 4.2 მლნ შეადგინა. 2011 წელთან შედარებით 2013 წელს ტურისტთა რაოდენობა 1.2 მილიონით გაიზარდა და 42 მლნ-ს გუტოლდა

რომი ტურისტების საყვარელი ქალაქია,რაზეც დიდ გავლენას სწორედ კოლისეუმი ახდენს,მას ხშირად რომის სავიზიტო ბარათად მოიხსენიებენ

რჩევა:სასურველია ბილეთის შეძენა პალატინის მუზეუმის სალაროში რადგან აქ ყოველთვის ნაკლები ხალხია რიგში. გაითვალისწინეთ: კოლისეუმი არ მუშაობს 25 დეკემბერს,1 იანვარს და 1 მაისსსამუშაო პერიოდი ოქტომბრიდან მარტამდე 9-16 საათამდე.აპრილიდან სექტემბრამდე 9-18 საათამდე

კოლისეუმში შესასვლელად საჭიროა ბილეთის აღება,რომლის ღირებულება 12 ევროს შეადგენს.ბილეთით შეგიძლიათ ისარგებლოთ 2 დღის განმავლობაში და დაათვალიეროთ პალატინის მუზეუმი აგრეთვე რომის ფორუმი.

ყოველ ნახევარ საათში ეწყობა ორგანიზებული ექსკურსიები (ძირითად ევროპულ ენებზე).გიდის ღირებულება 4.50 ევრო.კოლისეუმთან მოსახვედრად ყველაზე მოსახერხებელია მეტროს გამოყენება.სამგზავრო ბარათებზე არსებობს სხვადასხვა სერვისები და პირობები

18 წლამდელებისთვის შესვლა უფასოა!ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების 18-25 წლამდე ასაკის პირებისთვის ბილეთის ფასი 12 ევროა.

BIT-1.5 ევრო,100 წუთი მგზავრობა ყველა სახის ტრანსპორტზე მეტროს გარდა.

BIG-6 ევრო შეუზღუდავად ისარგებლებთ ყველა სახის ტრანსპორტზე 1 დღის განმავლობაში.

BTI-16.5 ევრო 3 დღის ვადით(ღამის 12სთ-მდე). CIS-24 ევრო,1 კვირის განმავლობაში ყველა სახის

მგზავრობაზე. საექსკურსიო ავტობუსის ღირებულება 30-40 ევრო.

კოლისეუმთან ახლოს ძალიან ბევრი სასტუმროა.ერთი ღამის გათენება 2 კაცზე 85 დოლარიდან იწყება და 1600 ევრომდეც ადის.

ტურის შემთხვევაში ტუროპერატორები თითქმის ერთნაირ პირობებს გვთავაზობენ რაც მოიცავს ორმხრივ ავიაბილეთს,აეროპორტის ტრანსფერს,სასტუმროში განთავსებას ,დილის საუზმე,სამოგზაურო დაზღვევა და სავიზო მხარდაჭერას.ტურის ღირებულება 350 ევროდან იწყება.

დღისით

საღამოს

ღამე

გმადლობთ ყურადღებისთვის!