14
CE მმმმმმმმმ

Ce Marking Presentation (geo)

Embed Size (px)

DESCRIPTION

საქართველოს ხარისხის ფონდი (GQF) ადგილობრივ მეწარმეებს სთავაზობს პროდუქციის CE მარკირებას.

Citation preview

Page 1: Ce Marking Presentation (geo)

CE მარკირება

Page 2: Ce Marking Presentation (geo)

საქართველოს ხარისხის ფონდი (GQF) არის ევროპის ხარისხის ორგანიზაციის ნაციონალური წარმომადგენელი საქართველოში.

ფონდის მთავარი მიზანი ორგანიზაციებში ხარისხის მენეჯმენტის თანამედროვე სისტემების დანერგვითა და წარმატებული ბიზნეს–საქმიანობის წარმოჩენით ევროპულ ხარისხთან შესაბამისობა, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და იმპორტს სხვადასხვა ქვეყანაში.

Page 3: Ce Marking Presentation (geo)

საქართველოს ხარისხის ფონდი

პირველად საქართველოში

ადგილობრივ მწარმოებლებს სთავაზობს

CE მარკირებას

Page 4: Ce Marking Presentation (geo)

რა არის CE მარკირება?!

CE მარკირება ფრანგულად (Conformité Européenne) ევროპულ შესაბამისობას ნიშნავს. იგი განსაკუთრებული ნიშანია, რომელიც დაიტანება პროდუქტზე და ადასტურებს მის შესაბამისობას ევროკავშირის დირექტივებთან და ჰარმონიზებულ სტანდარტებთან. CE მარკირებულ პროდუქციას წარმატებით აქვს გავლილი დირექტივებთან შესაბამისობის შეფასების პროცედურა, იგი არ წარმოადგენს საფრთხეს მომხმარებლისათვის და არ აზიანებს გარემოს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ CE ნიშანი არწარმოადგენს პროდუქციის ხარისხის სიმბოლოს!

Page 5: Ce Marking Presentation (geo)

საყურადღებოა, რომ CE მარკირება ყოველთვის არ შეესაბამება ხარისხის ნიშნის

სტანდარტებს. CE მარკირება გულისხმობს მხოლოდ პროდუქციის ევროპულ

შესაბამისობას. ხარისხის ნიშნის მოპოვება შესაძლებელია ნებაყოფლობით

სერტიფიცირებისათვის საჭირო პროცედურების გავლით. ეს სტანდარტები ყველა

ქვეყნისათვის ინდივიდუალური და ნებაყოფლობითია, მაშინ როცა CE ნიშანი

. სავალდებულოა ევროპული შესაბამისობის ნიშნის გარეშე პროდუქციის გაყიდვა

, აკრძალულია და დასჯადია რადგან ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევად

. ითვლება European Union

Harmonised Directives standards European European standards directives

CE მარკირება ევროკავშირის ქვეყნებში სავალდებულოა

Page 6: Ce Marking Presentation (geo)

CE მარკირება განიხილება როგორც ერთგვარი "პასპორტი" პროდუქტისა, რომელიც

საშუალებას აძლევს პროდუქტს შევიდეს ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკური ზონაში. ევროკავშირის

ქვექნებმა შეათანხმეს და შემოიღეს საერთო სტანდარტი ყველა იმ პროდუქტზე, რომელიც იწარმოება,

შედის და იყიდება ევროკავშირის ქვეყნებში.

CE ნიშნით მარკირება ნიშნავს, რომ პროდუქცია შეიძლება თავისუფლად იყიდებოდეს ევროკავშირის

ქვეყნებში და აკმაყოფილებდეს შესაბამისი ევროპული დირექტივებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული

დირექტივები მოქმედებს ჰარმონიზაციისა და სტანდარტიზაციის კონცეფციის საფუძველზე,

რომელიც ევროკავშირის საბჭომ მიიღო 1985 წელს.

Page 7: Ce Marking Presentation (geo)

• საბავშვო სათამაშოები; • სამშენებლო მასალები;• ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;• ასაწონი არაავტომატიზირებული ხელსაწყოები;• თხევად ან გაზის საწვავზე მომუშავე წყლის გამაცხელებელი ავზები;• სამედიცინო აღჭურვილობა;• ფეთქებად საშიშ გარემოში გამოსაყენებელი დაცვის სისტემები და ხელსაწყოები;• წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობები და სისტემები;• რადიოკავშირის საშუალებები და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური მოწყობილობები;• გამზომი აპარატურა;• ელექტრომაგნიტური შეთავსება;• მანქანები და აღჭურვილობა;• დაბალ ძაბვიანი სისტემები, ელექტრო უსაფრთხოება;• წნევის ქვეშ მყოფი უბრალო ჭურჭელი;• გაზისებრი საქვავის წვის დანადგარები;• ფეთქებადი ნივთიერებები სამოქალაქო მიზნებისათვის;• ადამიანების გადასაადგილებლად განკუთვნილი საბაგიროები;• ლიფტები და ამწევი მექანიზმები;• აქტიური ინპლანტირებული სამედიცინო ხელსაწყოები;• ლაბორატორიული ინ -ვიტრო გამოკვლევისათვის საჭირო სამედიცინო საშუალებები.

ყველა პროდუქცია, რომელიც შეესაბამება ამ დირექტივებს და წარმოდგენილია ევროკავშირის შიდა ბაზარზე, ექვემდებარება CE მარკირებას.

ევროკავშირის კანონმდებლობაში წარმოდგენილია იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომელიც ევროპულ შესაბამისობაზე სავალდებულო

სერტიფიცირებას ექვემდებარება

Page 8: Ce Marking Presentation (geo)

CE სერტიფიცირება

ევროპულ შესაბამისობაზე სერტიფიცირებას ახორციელებენ მხოლოდ

სპეციალური ნოტიფიცირებული სერტიფიცირების ევროპული ორგანოები.

ყველა პროდუქტს აქვს საკუთარი შემუშავებული სტანდარტი, რომელიც

შეიცავს პროდუქციისადმი მთავარი მოთხოვნების ჩამონათვალს.

ევროპულ შესაბამისობაზე სერტიფიცირების მიმდინარეობისას

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დოკუმენტაციის სწორ მომზადებას,

ე.წ. ტექნიკური ფაილებს, საინსპექციო კონტროლისა და ტესტირების

შედეგებს.

Page 9: Ce Marking Presentation (geo)

საქართველოს ხარისხის ფონდის მეშვეობით თქვენ გარანტირებულად მიიღებთ

კვალიფიციურ დახმარებას ევროპული შესაბამისობის სერტიფიცირებისათვის

საჭირო დოკუმენტების მომზადებაში; ასევე ხელშეწყობას საინსპექციო კონტროლის

და ტესტირების მომზადებაში, რომელიც შემდგომ უზრუნველყოფს ევროპული

შესაბამისობის სერტიფიცირების დადებითად პროგნოზირებადი შედეგისა და

სერტიფიკატის მინიმალურ ვადებში მიღებას.

 

ევროპული შესაბამისობის სერტიფიკატი იძლევა CE ნიშნის მარკირების უფლებას,

რაც ევროპის ბაზარზე პროდუქციის შეუფერხებლად რეალიზაციის საშვს

წარმოადგენს.

Page 10: Ce Marking Presentation (geo)

სერტიფიცირების პროცედურა

• წარმოების შიდა კონტროლი, შესაბამისობის დეკლარაცია (მოდული A);

• წარმოების შიდა კონტროლი და პროდუქციის კონტროლირებადი კვლევა (მოდული A1);

• წარმოების შიდა კონტროლი და პროდუქციის კონტროლირებადი კვლევა დროის შემთხვევითი

მონაკვეთების შემდეგ (მოდული A2);

• CE გამოკვლევის ტიპიური მაგალითი (მოდული B);

• წარმოების შიდა კონტროლის საფუძველზე ტიპიური მაგალითის შესაბამისობა (მოდული C);

• წარმოების შიდა კონტროლის საფუძველზე ტიპიური მაგალითის შესაბამისობა და პროდუქციის

კონტროლირებადი კვლევა (მოდული C1);

• შიდა კონტროლის საფუძველზე ტიპიური მაგალითის შესაბამისობა და პროდუქციის

კონტროლირებადი შემოწმება დროის შემთხვევითი მონაკვეთების შემდეგ (მოდული C2).

Page 11: Ce Marking Presentation (geo)

• საწარმოო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის საფუძველზე შესაბამისობა ტიპიურ ნიმუშთან

(მოდული D)

• საწარმოო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფა (მოდული D 1)

• პროდუქციის ხარისხის საფუძველზე შესაბამისობა ტიპიურ ნიმუშთან (მოდული E)

• პროდუქციის ხარისხის საბოლოო კონტროლისა და კვლევის უზრუნველყოფა (მოდული E1)

• პროდუქციის ვერიფიკაციის საფუძველზე ტიპიურ ნიმუშთან შესაბამისობა (მოდული F)

• შესაბამისობა პროდუქციის ვერიფიკაციის საფუძველზე (მოდული F1 )

• შესაბამისობა ერთეული პროდუქციის ვერიფიკაციის საფუძველზე (მოდული G)

• შესაბამისობა ხარისხის სრული შესაბამისობის საფუძველზე (მოდული H)

• შესაბამისობა ხარისხის სრული შესაბამისობის და პროექტირების კონტროლის საფუძველზე

(მოდული H1)

Page 12: Ce Marking Presentation (geo)

მარკირება

 მარკირების ნიშანი CE უნდა იყოს არანაკლებ 5 მმ. მწარმოებელს შეუძლია თავად აირჩიოს ნიშნის ფერი და მარკირების მეთოდი. ერთადერთი აუცილებელი მოთხოვნა არის ის, რომ ნიშანი გარკვევით უნდა იქნას დატანიებული და არ უნდა იშლებოდეს. თუ ტექნიკურად შესაძლებელია, უმჯობესია მარკირებული იყოს თავად პროდუქტი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, იგი უნდა განთავსდეს გამოყენების წესთან ან საგარანტიო დოკუმენტთან ერთად.

პროდუქციის მარკირებისას შესაძლებელია დატანიებულ იქნას დამატებითი ნიშნები, როგორიცაა ელექტრო უსაფრთხოება, ATEX, RoHs, სახანძრო საშიშროების აღმნიშვნელი სიმბოლო და ა.შ.

Page 13: Ce Marking Presentation (geo)

საქართველოს ხარისხის ფონდი, პირველი და ერთადერთი ქართული

ორგანიზაცია, რომელიც ევროპულ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მზად

არის ჩაატაროს შესაბამისობის შეფასების სამუშაოები და ამის საფუძველზე

მოახდინოს კონკრეტული პროდუქციის CEსერტიფიცირება, რაც საშუალებას

მისცემს მწარმოებელ კომპანიას საერთაშორისო დონეზე წარმოაჩინოს

საკუთარი პროდუქცია და ტექნიკური ბარიერების გარეშე განახორციელოს

იმპორტი ევროკავშირის ქვეყნებში.

CE

Page 14: Ce Marking Presentation (geo)

CE მარკირება

საქართველოს ხარისხის ფონდი

www.gqf.gekostavas 71, tel: 245 0909 / 2365443 faqsi: 2330918