9
გაკვეთილის სცენარი ნაწერი რჩება უკუნისამდე ანუ ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ 1 სახელი და გვარი მაია მეტრეველი 2 თემის დასახელება ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ 3 სასწავლო მიზნები წაიკითხონ სამეცნიერო- პოპულარული ტექსტი ქართული ხელნაწერების შესახებ. გაიხსენონ კითხვის სახეობები. იმსჯელონ ,რა როლს ასრულებს ციტატა საინფორმაციო ხასიათის ტექსტში. შეეცადონ დაწერონ სამეცნიერო- პოპულარული ტექსტის რეზიუმე (ანუ მოკლე შინაარსი). 4 მოსალოდნელი შედეგები წაიკითხავენ სამეცნიერო-პოპულარულ ტექსტს ქართული ხელნაწერის შესახებ. გაიხსენებენ კითხვის სტრატეგიებს. იმსჯელებენ , რა როლს ასრულებს ციტატა საინფორმაციო ხასიათის ტექსტში. დაწერენ სამეცნიერო -პოპულარული ტექსტის რეზიუმე. 5 მიმდინარეობა შევხედოთ მოცემული გაკვეთილის სათაურს . ავტორის სახელსა და გვარს. შეგიძლიათ თქვათ, რის შესახებ იქნება ამ ტექსტში საუბარი?(მესამე სლაიდი) მოსალოდნელი პასუხი: აქ საუბარი იქნება ქართულ ხელნაწერებზე. ზურაბ ჭუმბურუძე არის ენათმეცნიერი და ,სავარაუდოდ, აქ საუბარი იქნება ხელნაწერებზე. ანუ ქართული წიგნის თავგადასავალზე . საბეჭდი დაზგა გამოიგონა გერმანელმა იოჰან გუტენბერგმა მე-15 საუკუნეში. რა ვიცით დამწერლობის განვითარების პირველ საფეხურხე და საწერ მასალაზე? თავიდან საწერ მასალად ადამიანი ქვას, თიხას, ძვალს, ხის ქერქს იყენებდა. წერაც კაწვრას უფრო ჰგავდა და ასოებიც ნახატებისაგან დიდად არ განსხვავდებოდა() მოგვიანებით ეგვიპტელებმა საწერი მასალის დამზადება პაპირუსისაგან დაიწყეს. მცენარის ღეროებს ალბობდნენ, ფცქვნიდნენ თხელ ზოლებად, სველ ფიცარზე აწებებდნენ ასწორებდნენ და აშრობდნენ. ქართულად პაპირუსს ჭილი ჰქვია (). შემორჩენილია პალესტინაში დამზადებული ორი ქართული ხელნაწერი.ერთი მათგანის ფურცლების ნაწილი ეტრატისაა და ეკუთვნის მე-10 საუკუნეს. ამიტომაც მას ჭილ-ეტრატის იადიგარს ( ჰიმნებისა და საგალობლების კრებული) უწოდებენ. ეტრატი ანუ პერგამენტი ცხვრის ან ხბოს ტყავისაგან მზადდებოდა.ტყავს ალბობდნენ, ბეწვს აცლიდნენ , ჭიმავდნენ, აშრობდნენ და ცარცითა და კვერცხით პოხავდნენ.ის პაპირუსს განძლეობით აღემატებოდა. პერგამონი ქალაქი ყოფილა მცირე აზიაში და საწერ მასალასაც სახელი მისი გავლენით დარქმევია. ეტრატი ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და ქართულად

ნაწერი რჩება

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: ნაწერი რჩება

გაკვეთილის სცენარი

ნაწერი რჩება უკუნისამდე ანუ ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ

1 სახელი და გვარი მაია მეტრეველი

2 თემის დასახელება ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ

3 სასწავლო მიზნები წაიკითხონ სამეცნიერო- პოპულარული ტექსტი ქართული

ხელნაწერების შესახებ. გაიხსენონ კითხვის სახეობები.

იმსჯელონ ,რა როლს ასრულებს ციტატა საინფორმაციო

ხასიათის ტექსტში. შეეცადონ დაწერონ სამეცნიერო-

პოპულარული ტექსტის რეზიუმე (ანუ მოკლე შინაარსი).

4 მოსალოდნელი შედეგები წაიკითხავენ სამეცნიერო-პოპულარულ ტექსტს ქართული

ხელნაწერის შესახებ. გაიხსენებენ კითხვის სტრატეგიებს.

იმსჯელებენ , რა როლს ასრულებს ციტატა საინფორმაციო

ხასიათის ტექსტში. დაწერენ სამეცნიერო -პოპულარული

ტექსტის რეზიუმე.

5 მიმდინარეობა შევხედოთ მოცემული გაკვეთილის სათაურს . ავტორის

სახელსა და გვარს. შეგიძლიათ თქვათ, რის შესახებ იქნება ამ

ტექსტში საუბარი?(მესამე სლაიდი)

მოსალოდნელი პასუხი: აქ საუბარი იქნება ქართულ

ხელნაწერებზე. ზურაბ ჭუმბურუძე არის ენათმეცნიერი და

,სავარაუდოდ, აქ საუბარი იქნება ხელნაწერებზე. ანუ

ქართული წიგნის თავგადასავალზე .

საბეჭდი დაზგა გამოიგონა გერმანელმა იოჰან გუტენბერგმა

მე-15 საუკუნეში. რა ვიცით დამწერლობის განვითარების

პირველ საფეხურხე და საწერ მასალაზე?

თავიდან საწერ მასალად ადამიანი ქვას, თიხას, ძვალს, ხის

ქერქს იყენებდა. წერაც კაწვრას უფრო ჰგავდა და ასოებიც

ნახატებისაგან დიდად არ განსხვავდებოდა(ს)

მოგვიანებით ეგვიპტელებმა საწერი მასალის დამზადება

პაპირუსისაგან დაიწყეს. მცენარის ღეროებს ალბობდნენ,

ფცქვნიდნენ თხელ ზოლებად, სველ ფიცარზე აწებებდნენ

ასწორებდნენ და აშრობდნენ. ქართულად პაპირუსს ჭილი

ჰქვია (ს).

შემორჩენილია პალესტინაში დამზადებული ორი ქართული

ხელნაწერი.ერთი მათგანის ფურცლების ნაწილი ეტრატისაა

და ეკუთვნის მე-10 საუკუნეს. ამიტომაც მას ჭილ-ეტრატის

იადიგარს ( ჰიმნებისა და საგალობლების კრებული)

უწოდებენ.

ეტრატი ანუ პერგამენტი ცხვრის ან ხბოს ტყავისაგან

მზადდებოდა.ტყავს ალბობდნენ, ბეწვს აცლიდნენ ,

ჭიმავდნენ, აშრობდნენ და ცარცითა და კვერცხით

პოხავდნენ.ის პაპირუსს განძლეობით აღემატებოდა.

პერგამონი ქალაქი ყოფილა მცირე აზიაში და საწერ

მასალასაც სახელი მისი გავლენით დარქმევია.

ეტრატი ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და ქართულად

Page 2: ნაწერი რჩება

„ოთხეულს „ ნიშნავს, რადგანაც ფურცელს წიგნის

დამზადებისას ოთხად კეცავდნენ(ს)

ქაღალდი ჩინელებმა 105 წელს გამოიგონეს. ქაღალდზე

შესრულებული ქართული ხელნაწერები მე-11 საუკუნეზე

ადრე არ მოგვეპოვება.(ს)ნაწერები შესრულებულია ლერწმის

კალმით.

პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი 1629 წელს გამოვიდა

იტალიაში(ს). საქართველოში სტამბა მე-18 საუკუნის

დამდეგს დააარსეს, სადაც 1907 წელს დაიბეჭდა „სახარება“,

„დავითნი“, „სამოციქულო“. 1712 წელს დაიბეჭდა

„ვეფხისტყაოსანი“(სლაიდი ბავშვებით).10წუთი

იმისათვის, რომ ცნებებით დატვირთული ტექსტი უფრო

ადვილად წავიკითხოთ, შევიარაღდეთ კითხვის

სტრატეგიით , რომელსაც პირობითად დეტალების

დაზუსტების ხელოვნება დავარქვათ.

ფაქტებზე აგებული სამეცნიერო-პოპულარული ტექსტი

ზოგჯერ გადატვირთულია ინფორმაციით. თუკი ტექსტის

რომელიმე მონაკვეთის შინაარსი თქვენთვის ბუნდოვანია,

მისი უკეთ გააზრებისათვის დეტალების დაზუსტების

სტრატეგია უნდა გამოვიყენოთ. ამისათვის საჭიროა(ს)

ჩაიხედოთ სქოლიოში ან სიტყვების განმარტებებში;

ხელახლა მიუბრუნდეთ უკვე წაკითხულ ნაწილს, იქნებ

გამოგრჩათ რამე, რაც ნათელს მოჰფენდა ბუნდოვან ადგილს;

გააგრძელოთ კითხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

რა ჰქვია კითხვის იმ სახეობას, რომელიც ამ დავალების

შესასრულებლად უნდა გამოიყენოთ?

მოსალოდნელი პასუხი: დეტალების დაზუსტების

ხელოვნება.5 წუთი(სანამ ბავშვები მუშობენ სტუმრები

უყურებენ ექსკურსიის მიხედვით მომზადებულ

სლაიდშოუს)

აქტივობა #1

წაიკითხეთ ტექსტი, შეადგინეთ გეგმა და გადმოეცით

მოკლე შინაარსი გეგმაზე დაყრდნობით.15 წუთი

გეგმა

1. როგორ იწერებოდა წიგნები სანამ გუტენბერგი საბეჭდ

დაზგას გამოიგონებდა?

2. რა სირთულესთან იყო დაკავშირებული წიგნის შექმნა?

3. შინაარსთან ერთად რით იქცევს ყურადღებას ხელნაწერი

წიგნი?

Page 3: ნაწერი რჩება

4. წიგნებს თავისი ბედი აქვთო,- ამბობს ლათინური

ბრძნული გამონათქვამი.საიდან ვიგებთ ხელნაწერების

თავგადასავალს?

5. რას გვიამბობს მე-12-მე-13 საუკუნის ერთ-ერთი მინაწერი?

6. რას გვპირდება მოცემული წიგნის წინათქმა?

აქ წავიკითხავთ მოკლე შინაარს(ორი ბავშვი).

აქტივობა #2

დავუბრუნდეთ გაკვეთილის დასაწყისში გამოთქმულ

ვარაუდებს.

1. სწორი აღმოჩნდა თუ არა თქვენი მოლოდინი ტექსტის

შესაძლო შინაარსის შესახებ? რა შეიტყვეთ ახალი, რაც არ

იცოდით აქამდე?

2. რას ნიშნავს სიტყვა „ დედანი“? ამ კითხვაზე პასუხის

გასაცემად დაგეხმარებათ სიტყვის სკივრი.

3. როგორ გესმით გამოთქმა: „წიგნებს თავისი ბედი აქვთ“ ?

5 წუთი

აქტივობა# 3

მიაქციეთ ყურადღება

სხვისი სიტყვების ჩართვას საკუთარ ტექსტში ციტაცია

ეწოდება. თუ სხვისი ტექსტი ზუსტად არის გადმოცემული,

ის ბრჭყალებში ჩაისმის, შეცვლილი ფორმით მოწოდებულ

სხვის ტექსტს კი ბრჭყალებში ჩასმა არ სჭირდება, თუმცა

ორივე შემთხვევაში აუცილებელია ავტორის (წყაროს)

მითითება. გაითვალისწინეთ მოცემული ინფორმაცია და

უპასუხეთ შემდეგ კითხვას.

4. ავტორი ოთხჯერ იმოწმებს სხვის ნათქვამს. მოძებნეთ ეს

ადგილები და განმარტეთ, რისთვის დასჭირდა ავტორს

სხვისი ნათქვამის ჩართვა საკუთარ ტექსტში და რატომ არის

ეს ნათქვამები ერთ შემთხვევაში ბრჭყალებში ჩასმული ,

მეორე შემთხვევაში კი-არა?

5. რას გვამცნობს მე-12-მე-13 საუკუნეთა ხელნაწერის

მინაწერები?

აქტივობა#4

იოსებ გრიშაშვილის „გენიოსების ბედი თბილისის ბაზარში“

ყურადღებით წაიკითვეთ ლექსი და უპასუხეთ შემდეგ

კითხვებს.

1. თქვენი აზრით, საქართველოს ისტორიის რომელ

პერიოდს ეხმიანება ეს ლექსი? პასუხისას

გაითვალისწინეთ პოეტის მოღვაწეობის დრო(1889-

1965).

2. თქვენი აზრით, რომელი წიგნის წარწერა შეიძლება

იყოს „მე თეკლასი ვარ“?

3. რა არია ტრაგიკული ამ ლექსში?

4. რა არია ამ ლექსის მთავარი სათქმელი?

რესურსები ჯეოკლასი, ექსკურსიის მასალები, თემატური

Page 4: ნაწერი რჩება

სლაიდშოუ,მასწავლებლის შექმნილი აქტივობები

პროგრამული და დამატებითი მასალის

გამოყენებით.ისტორიის მასწავლებლის მომზადებული

კვლევა ქაღალდის ნახევარფაბრიკატზე

საინიციატივო ჯგუფის

შეფასება

ასეტი გაკვეთილის ჩატარებაეფექტურია, რადგანაც

მოსწავლეს საშუალებას აძლევს კომპიუტერი გამოიყენოს

,როგორც სასწავლო რესურსი. განივითაროს ძიების

უნარჩვევა,შექმნას ახალი პროდუქტი გაკვეტილზე

მიღებული ინფორმაციის გამოყენებით და ბოლოს,

მნიშვნელოვანია სკოლისათვის,როგორც რესურსი

ელექტრონული ბიბლიოთეკისათვის.

თვითშეფასება ხალისიანი და დატვირტული გაკვეთილი იყო, ბავშვები

კმაყოფილი და გახარებული ყვნენ(ეს მათთვის სრულიად

ახალი სახეობა იყო გაკვეთილისა). ყველა მიზანს მივარწიე ,

მაგრამ გამიჩნდა ახალი პროექტის იდეა. კერძოდ, რა

შედეგით დასრულდება გაკვეთილი, თუ ჩავატარებ

სრულიად უცხო მასალაზე(ამ გაკვეთილის ფარგლებში მათ

ინტერნეტრესურსების მოძიება ჰქონდათ დავალებული და

მაინც ჰქონდათ რაღაც მზაობა ).

აქტივობა# 1

წიგნი ცოდნის წყაროა,ადამიანის საუკეთესო მეგობარიაო,-ვამბობთ და მხედველობაში გვაქვს

ნაბეჭდი წიგნი, მაგრამ ნაბეჭდი წიგნი საბეჭდი დაზგის გამოგონებანმდე დიდი ხნით ადრე

არსებობდა. ეს იყო ხელნაწერი წიგნი. მისი შექმნა რამდენიმე პირის ხანგრძლივ შრომას

მოითხოვდა: ერთი გადაწერდა, მეორე მოხატავდა, მესამე აკინძავდა და ყდაში ჩასვამდა.

იშვიათად იყვნენ ისეთებიც, რომელთაც ყველა ეს ხელობა ემარჯვებოდათ. იმ დროს წერა-

კითხვა ცოტამ თუ იცოდა,საწერი მასალა და იარაღიც სხვაგვარი იყო. წიგნი ძვირად ფასობდა და

Page 5: ნაწერი რჩება

მის შესაქმნელად ხარჯის გაღება ან მისი შეძენა მხოლოდ მდიდარსა და წარჩინებულ პირებს

შეეძლოთ.

ლათინური ბრძნული ნათქვამია, წიგნებს თავისი ბედი აქვთო. ეს მით უფრო შეიძლება

ითქვას ხელნაწერი წიგნების შესახებ, რომელთაგანაც ყველა განუმეორებელია, უნიკალურია,

თითოეული ცალი უთუოდ განსხვავდება სხვებისაგან, თუნდაც ერთი დედნიდან იყოს

გადაწერილი, ხშირად კი ასეთი წიგნი მხოლოდ ერთ ცალად არსებობს და მისი წყალობით

გადარჩენილა დაღუპვისაგამ ბევრი ძველი შესანიშნავი თხზულება. მრავალი ხელნაწერი წიგნი

შინაარსთან ერთად ყურადღებას იქცევს მხატვრული გაფორმებით, ყდის შემკულობით, ანდერძ-

მინაწერებით. ზოგი ხელნაწერი წიგნი მტრებს წაუღიათ და შემდეგ კეთილისმყოფელებს

გამოუხსნიათ ტყვეობიდან.

არაერთხელ მომხდარა, რომ მტრების მიერ გატაცებული წიგნი უცხოეთის ბაზარზე ისევ

ქართველებს გამოუსყიდიათ და სამშობლოში დაუბრუნებიათ. ამას თავად ამ ხელნაწერების

ანდერძ-მინაწერებიდან ვიგებთ. XII-XIII საუკუნის ერთ -ერთი ხელნაწერის მინაწერი გვამცნობს:

„ესე... მე ხუდადად თბილელმან დავწერე. ამა წიგნსა გარდვეკიდე და ფასი არა მქონდა, რომე

მეყიდა, და ასრე დამრჩა ტყვეობასა შიგან.ვინცა ქართველი კაცი გარდეკიდოთ ანუ შეეყაროთ,

რათამცა ეგებოდეს, ესე წიგნი დაიხსნათ ტყვეობისაგან“ შემდეგ სხვა ხელით მიწერილია:

„ცოდვანი შეუნდვნეს ღმერთმან გიორგის, ამა წიგნის დამხსნელსა რყვეობისაგან“

ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე ზოგი წიგნი მრავალ სხვადასხვა ქვეყანაში. ქალაქსა თუ

სოფელში მოხვედრილა, ხოლო რამდენი კაცის ხელში გამოუვლია, ამას ვინ მოთვლის! ერთი

სიტყვით, ბევრი ხელნაწერის ბედი ადამიანის თავგადასავალზე არანაკლებ საინტერესოა.

ამ წიგნში მკითხველი გაეცნობა წაეთული ხელნაწერების საინტერესო და საცოდნელად

სასარგებლო თავგადასავალს.

აქტივობა#2

სიტყვის სკივრი

დედანი--- თავდაპირველი ტექსტი, საიდანაც გადაღებულია ასლი.

დავლა--- ომში ნაშოვნი ქონება

Page 6: ნაწერი რჩება

ოთხთავი- იგივეა, რაც სახარება- ბიბლიის ნაწილი, რომელიც იესო ქრისტეს ცხოვრების შესახებ

მოგვითხრობს.

ძეგლი--- ხელნაწერი

თბილელი- თბილისელი

გარდვეკიდე- გადავეყარე

რათამცა ეგებოდეს- როგორც შესაძლებელი იქნება

ეტრატი-საგანგებოდ დამუშავებული ტყავი, რომელიც ძველად საწერ მასალად გამოიყენებოდა.

მრავალთავი-ძველი ქართული ლიტურგიკული კრებული, რომელშიც თავმოყრილია დიდი

საეკლესილ დღესასწაულებისთვის გამკუთვნილი საკითხავი

პალიმფსესტი-ეტრატ-ხელნაწერი,რომელზედაც ძველი ტექსტი გადაფხეკილია და ახალია

დაწერილი.

მანუსკტიპტი-ხელნაწერი, უპირატესად ძველი.

აქტივობა#3

ციტაცია

Page 7: ნაწერი რჩება

საინფორმაციო-სამეცნიერო ტექსტების ავტორები ხშირად ჩართავენ ხოლმე საკუთარ

ტექსტში სხვის სიტყვებს(ზეპირ გამონათქვამებს, წერილობითი ტექსტის ფრაგმენტებს) ზუსტი

ან ოდნავ სახეცვლილი ფორმით. სხვისი სიტყვების ჩართვას საკუთარ ტექსტში ციტაცია

ეწოდება.

თუ სხვისი ტექსტი ზუსტად არის დაგმოღებული, ის ბრჭყალებში ჩაისმის, შეცვლილი

ფორმით მოწოდებულ სხვის ტექსტს კი ბრჭყალები არ სჭირდება. თუმცა ორივე შემთხვევაში

აუცილებელია ავტორის (წყაროს) მითითება.

საინფორმაციო-სამეცნიერო ტექსტებში ციტატები მოყვანილია ხოლმე, ერთი მხრივ,

ისტორიული თუ ლიტერატურული წყაროებიდან, ხოლო მეორე მხრივ-ესაა მკვლევართა

გამონათქვამები, მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხის შესახებ.

ავტორი ტექსტის ამ მცირე მონაკვეთში ოთხჯერ იმოწმებს სხვის ნათქვამს - ორჯერ ეს ტექსტი

ბრჭყალებშია ჩასმული, ორჯერ კი ბრჭყალების გარეშეა მოყვანილი. მოძებნეთ ეს ადგილები და

განმარტეთ, რისთვის დასჭირდა, თქვენი აზრით, ავტორს სხვისი ნათქვამის ჩართვა საკუთარ

ტექსტში და რატომ არის ეს ნათქვამები ერთ შემთხვევაში ბრჭყალებში ჩასმული, მეორე

შემთხვევაში კი-არა?

აქტივობა#4

„გენიოსების ბედი თბილისის ბაზარში“

იოსებ გრიშაშვილი

ქვევით, ბაზარზე, კვირადღით, ვანქთან,

მტვრიან ქუჩებში, დამპალ ჰავაზე,

წონით ვიყიდე ექვსი გირვანქა

Page 8: ნაწერი რჩება

შოთა, აკაკი და ჭავჭავაძე.

„მე თეკლასი ვარ!- ასე ეწერა

ერთ წიგნს, დაბეჭდილს, ვახტანგის თერგზე...

და მეორეზე-ყრუდ ალმაცერად:

„ნუღარ ვიფიქრებთ ილიას თერგზე!“

სხვაში კვნესოდა ქართველ რომეოს

და ჯულიეტას წმინდა წარსული.

ერთშიც თუთუნი იდო, რომელსაც

ჰქონდა მუშკ-ამბრის ქალწული სუნი.

და გავიფიქრე: ვინ არის, ნეტა,

ამის პატრონი და გამყიდველი,

რომ პარკებისთვის გამოიმეტა

დავით რექტორის ნაწერი ძველი?!

იქნებ მის ბედი ბეწვზე ჰკიდია?

ან დამათხოვრობს, ან ავად არი...

და გროშის ფასად გაუყიდია

წიგნი სათუთი, ნათავადარი.

აი, სად ჰყრია ჩვენი დიდება!

ლამის სირცხვილით ამეწვას ლოყა!

აი, ქართლის ხმა სად იყიდება,

ჯავახიშვილო და ინდოროყვა!

1თქვენი აზრით , საქართველოს ისტორიის რომელ პერიოდს ეხმიანება ეს ლექსი?

2.თქვენი აზრით, რომელი წიგნის წარწერა შეიძლება იყოს „მე თეკლასი ვარ“?

3. რა არის ყველაზე ტრაგიკული ამ ლექსში?

4.რა არის ამ ლექსის მთავარი სათქმელი?

Page 9: ნაწერი რჩება