34
ჰერმან ჰესე - ესე, მოთხრობა, ამონარიდები

ჰერმან ჰესეს ესე, მოთხრობა, ამონარიდები

Embed Size (px)

DESCRIPTION

ჰერმან ჰესეს ესე, მოთხრობა, ამონარიდები

Citation preview

Page 1: ჰერმან ჰესეს ესე, მოთხრობა, ამონარიდები

ჰერმან ჰესე - ესე, მოთხრობა, ამონარიდები

Page 2: ჰერმან ჰესეს ესე, მოთხრობა, ამონარიდები

მძიმე გზა

თარგმნა - თამარ დვალიშვილმა

(ნაწარმოები დაიწერა 1916 წელს და გამოქვეყნდა 1917

წელს, იგი ეძღვნება დოქტ. ჰანს ბრუნსა და მის

მეუღლეს)

ხეობის მისადგომებთან, ბნელით მოცული კლდეების კარიბჭესთან გაუბედავად

ვიდექი, შემდეგ მოვტრიალდი და უკან მოვიხედე.

მზე დანათოდა ამ მწვანეში ჩაფლულ ნეტარებით აღვსილ სამყაროს, ბალახის

მოყავისფრო ყვავილები მდელოებზე ნაზად გვიკრავდა თვალს. იქ კარგი იყო

ცხოვრება, იქ სითბო და სიმყუდროვე სუფევდა, იქ სული მათრობელა სურნელსა და

სინათლის სიუხვეში ჩაფლული კელასავით უფრო ღრმად და უფრო მშვიდად

ხმოვანებდა. და იქნებ მე ვიყავი შეურაცხადი, ყოველივე ამისათვის ზურგის შექცევა

და მთებში ასვლა რომ მოვინდომე.

წინამძღოლმა ხელი ნაზად შემახო მხარზე. მე მზერა ლამაზი ზმანებიდან უცებ

გამოფხიზლებულივით მოვწყვიტე წარმტაც არემარეს. და დავინახე წყვდიადში

ჩაძირული ხეობა, ნაპრალიდან პატარა შავი ნაკადული მორაკრაკებდა, მის ნაპირებზე

ადგილ-ადგილ გახუნებული ბალახი ამოზრდილიყო, ნაკადულის ფსკერზე კი

სხვადასხვა ფერის წყლით ჩამონარეცხი უსიცოცხლო და ფერმკრთალი კენჭები

ერთდროს ცოცხალ არსებათა საძვალეს დამსგავსებოდა.

– კარგი იქნებოდა ცოტა შეგვესვენა, – ვუთხარი მე წინამძღოლს.

მან მოთმინებით გაიღიმა და ჩვენ დავსხედით. გრილოდა, კლდეების კარიბჭიდან

მოქუფრული და ქვასავით ცივი ჰაერის ნაკადი მოედინებოდა.

ამაზრზენი, მართლაც რომ ამაზრზენი იყო ამ გზის გავლა! ამაზრზენი და

მტანჯველია თავს ამ კლდეების საუფლოში აიძულო შესვლა, გადაიარო ეს ცივი

ნაკადული და თავდაღმა დაეშვა ვიწრო, დაუნდობელი უფსკრულის წყვდიადისაკენ!

– საშინელი გზაა, – ჩავილაპარაკე ათრთოლებულმა.

ჩემში მიმქრალი ალივით ჯერ კიდევ ბჟუტავდა მძაფრი, დაუჯერებელი და

სულელური ფიქრი იმაზე, რომ შესაძლებელია უკან დაბრუნება, რომ წინამძღოლს

იოლად დავითანხმებდი, რომ ის ისურვებდა ორივე ჩვენთაგანის ამ მძიმე

ხვედრისაგან დაცვას. დიახ, დიახ, ან რატომაც არა? ნუთუ იქ, საიდანაც ჩვენ

მოვდივართ, ბევრად უფრო კარგი არ არის? ნუთუ იქ გაცილებით უფრო უხვი,

თბილი და სიყვარულისათვის გაფურჩქნული არ არის ცხოვრება? ნუთუ მე არ ვიყავი

ის ადამიანი, ის ბავშვივით არსება და წუთისოფლის ამაოების შვილი, რომელსაც

Page 3: ჰერმან ჰესეს ესე, მოთხრობა, ამონარიდები

მცირედი ბედნიერებით, მზის სხივებით, ცის სილურჯითა და ყვავილთა ცქერით

თრობის უფლება ჰქონდა?

არა, მე არ მინდოდა წასვლა. მე არ მქონდა სურვილი, გმირისა და ტანჯულის ხვედრი

მეწვნია! მე ჩემს ცხოვრებას მშვიდად განვლევ, თუკი შემეძლება მზის გულზე

გაშლილ მინდორში ცხოვრება.

უცებ სიცივემ ამიტანა; აქ დიდხანს გაჩერება აღარ შეიძლებოდა.

– მთლად გაიყინე, – მითხრა წინამძღოლმა, – სჯობს, გზას გავუყვეთ.

ამ სიტყვებით იგი ადგა, ერთი წამით წელში გაიშალა და ღიმილით შემომხედა. ამ

ღიმილში არ იკითხებოდა არც დაცინვა და არც თანაგრძნობა, არც დაუნდობლობა და

არც შემწყნარებლობა.

მასში არაფერი იყო თუ არა გაგება, თუ არა ცოდნა. ეს ღიმილი თითქოს ამბობდა: ,,მე

შენ კარგად გიცნობ. მე ვიცი შენი შიში და ვიცი, თუ როგორია ეს შიში, და, რა თქმა

უნდა, არც გუშინ და გუშინწინ შენს მიერ წარმოთქმული რტყელ-ბრტყელი სიტყვები

დამვიწყებია. მე კარგად ვიცი ახლა შენს სულში დატრიალებული ეჭვშეპარული

სიმხდალის შესახებ, ვიცი, თუ როგორ ეთამაშება შენი სული მზის წარმტაც სხივებს.”

ასეთი ღიმილით წინამძღოლმა კიდევ ერთხელ შემავლო თვალი და შემდეგ კი

გადადგა პირველი ნაბიჯი მოქუფრული კლდოვანი ხეობისაკენ, და მე ის

ერთდროულად მიყვარდა და მძულდა კიდეც, როგორც სიკვდილმისჯილს შეიძლება

უყვარდეს და სძულდეს მის თავზე აღმართული ჩუგლუგი. მაგრამ ყველაზე მეტად მე

მისი წინამძღოლობა მძულდა და მზარავდა, მზარავდა ის, რომ მან ჩემს შესახებ

ყველაფერი იცოდა, რომ ის იყო ცივი და და მისთვის უცხო იყო ყველა წარმტაცი

სისუსტე, და მე საკუთარი თავი მძულდა იმის გამო, რომ ვაღიარე წინამძღოლის

სიმართლე, რომ ვამართლებდი მას, რომ ვიყავი მსგავსი მისი და მსურდა მივყოლოდი

მას.

იგი საკმაო მანძილით წინ გაჭრილიყო, გადაევლო შავი ნაკადულის ქვიანი კალაპოტი

და ის ის იყო მოსახვევში კლდეს უნდა მიფარებოდა.

– შეჩერდი! – შიშით მოცულმა შევძახე და უცებ გონებაში ამგვარმა აზრმა გამიელვა:

,,ნეტავ ყოველივე სიზმარი იყოს, ჩემი უკიდეგანო შიში გაარღვევდა ნისლიან

ზმანებას და გავიღვიძებდი.”

– შეჩერდი! – გავსძახე მე, – მე არ შემიძლია, მე ჯერ კიდევ არა ვარ მზად.

წინამძღოლი შეჩერდა და საყვედურის უთქმელად მდუმარედ გამოიხედა, მაგრამ ამ

გამოხედვაში კვლავაც შემზარავი გაგება და ყოველივეს განჭვრეტა იკითხებოდა, მისი

გამოხედვიდან წინასწარმეტყველური სხივი გამოსჭვივოდა.

Page 4: ჰერმან ჰესეს ესე, მოთხრობა, ამონარიდები

– იქნებ უკან დავბრუნდეთ? – იკითხა მან და სიტყვაც კი არ ჰქონდა დასრულებული,

რომ მე ჩემი საკუთარი ნების წინააღმდეგ უკვე დავიწყე გაცნობიერება იმისა, რომ

ვიტყოდი ,,არა”, რომ ვალდებული ვიყავი მეთქვა: ,,არა”. და ამავდროულად

ყველაფერი ის, რაც ჩემთვის იყო ძველი, ჩვეული, ახლობელი და საყვარელი ჩემში

უსასოოდ გაჰკიოდა: ,,თქვი დიახ, თქვი დიახ!” – და თითქოს მთელი სამყარო მთელი

თავისი სიმძიმით ჩემს გულს დასწოლოდა.

მინდოდა დამეძახა ,,დიახ”, თუმცა ზუსტად ვიცოდი, რომ ამისათვის ძალა არ

მეყოფოდა.

წინამძღოლმა ხელით დაბლობისაკენ მიმითითა, მე კიდევ ერთხელ მოვიხედე და

თვალი მოვავლე ჩემთვის ძვირფას ადგილებს. და მე მაშინ დავინახე ყველაზე

საშინელი, რაც კი შეიძლება წარმომედგინა: მე დავინახე, თუ როგორ უსახურად

გახვეულიყო საყვარელი მდელოები თეთრი, ძალადაკარგული მზის სხივებში, თუ

როგორი ყალბი იყო ფერების ჰარმონია, თუ როგორ გასცვეთოდათ ჩაშავებულ

ჩრდილებს იდუმალი მიმზიდველობა, თუ როგორ გამოსცლოდა სული ყველაფერს

და წართმეოდა მომხიბვლელობა და საამო სურნელი, თუ როგორც გაჟღენთილიყო

ყოველივე კარგა ხნის წინ მოყირჭებული საგნების ყალბი არომატით. ოჰ, ყოველივე ეს

ჩემთვის ნაცნობი იყო, მე მეშინოდა და მძულდა წინამძღოლის ჩემთვის უკვე კარგად

ნაცნობი ჩვეულებისა, გაეუფასურებინა ყველაფერი ძვირფასი და სასიამოვნო,

წაერთმია მისთვის სული და ვნება, მშვიდად მოეშხამა სუნები და ფერები! ოხ, რა

კარგად ვიცოდი ეს: გუშინდელ ღვინოს სიმჟავე შეეპარა, სიმჟავეშეპარული კი

ვერასოდეს დაიბრუნებს უწინდელ მადლს.

ვეღარასოდეს.

მე ვდუმდი და გულდამძიმებული ფეხდაფეხ მივყვებოდი წინამძღოლს. ის ხომ

მართალი იყო, მართალი, როგორც ყოველთვის. კარგია, რომ ის მაინც არის ჩემთან და

მისი ყურება მაინც შემიძლია, რომ გადამწყვეტ დროს უცებ არ ქრება და არ მტოვებს

ეულად ჩემს გულში ჩაბუდებულ იმ უცხო ხმასთან, რომლადაც იგი თავად გადაიქცა.

მე ვდუმდი, მაგრამ გული ჩემი მხურვალე ვედრებას მოეცვა: ,,მოიცა, მე ხომ შენ

მოგყვები!”

ნაკადულის ქვები საშინლად მოლიპულიყო, დამქანცველი და თავბრუდამხვევი იყო

ქვიდან ქვაზე ასე სიარული, რომელთა სველი ზედაპირიც სულ უფრო

პატარავდებოდა და ფეხქვეშ გვეცლებოდა. ბილიკი მაღლა მიიწევდა და კლდეთა

მოქუფრული კედლები სულ უფრო უახლოვდებოდნენ ერთმანეთს, მოღუშულნი

ერთმანეთისაკენ იზნიქებოდნენ და ყოველი კუთხიდან მათი მზაკვრული ჩანაფიქრი

გამოსჭვიოდა – მოვექციეთ თავიანთ მარწუხებში და სამუდამოდ ჩამოვეშორებინეთ

უკან მიმავალ გზას. ყვითელი კლდეების მეჭეჭიანი ზედაპირი წყლის მკვრივი და

Page 5: ჰერმან ჰესეს ესე, მოთხრობა, ამონარიდები

ლორწოვანი კანით დაფარულიყო. ჩვენს მაღლა არც ცა, არც ღრუბლები და აღარც

სილურჯე აღარ მოსჩანდა.

მე მივდიოდი და მივდიოდი, კვალდაკვალ მივდევდი წინამძღოლს და შიშითა და

ზიზღით მოცული ხშირად ვხუჭავდი თვალებს. გზად მოღუშული ყვავილი

გამოჩნდა, ხავერდოვანი სიშავითა და ნაღვლიანი ელფერით. მშვენიერმა ყვავილმა

ჩემთვის საიდუმლოს გასანდობად ყელი მოიღერა, მაგრამ წინამძღოლმა ნაბიჯს

მოუჩქარა და ვიგრძენი, რომ თუკი ერთი წამით შევჩერდებოდი, თუკი ერთი წამით

მაინც შეყოვნდებოდა ჩემი მზერა ნაღვლიან ხავერდზე, სევდა და უკიდეგანო დარდი

მძიმედ დააწვებოდა გულს, აუტანელი გახდებოდა და სული ჩემი სამუდამოდ

მოექცეოდა უაზრობისა და მირაჟების დამცინავ მარწუხებში.

დასველებული და დასვრილი მძიმედ მივიწევდი წინ და, როდესაც ნესტიანმა

კედლებმა ჩვენს მაღლა თავი შეიკრეს, წინამძღოლმა თავისი ძველი სანუგეშო

სიმღერა წამოიწყო. მჭექარე, მტკიცე ახალგაზრდული ხმით აყოლებდა იგი ნაბიჯებს

ტაქტს: ,,მე მინდა, მე მინდა, მე მინდა!” მე ვიცოდი, რომ მას ჩემი გამხნევება და

სულის შთაბერვა სურდა, მას სურდა, ჩემი აზრები ჩამოეშორებინა ჯოჯოხეთში

ხეტიალის საშინელი ტანჯვისა და უიმედობისაგან. ვიცოდი, ის ელოდა, რომ ჩემს

ხმასაც ავაყოლებდი მის მონოტონურ მღერას.

მაგრამ მე ეს არ მსურდა, არ მინდოდა მისთვის ეს გამარჯვება მეჩუქებინა. ნეტავ

მემღერებოდა კი? მე ხომ ადამიანი ვარ, უბრალო და საწყალი კაცი, რომელიც თავისი

ნების გარეშე ისეთ გარჯაში აღმოჩნდა ჩართული, რასაც მისგან ღმერთიც კი ვერ

მოითხოვდა? ნუთუ ყველა მიხაკსა და ბუსმიხაკას არ ჰქონდა ნება ყოფილიყო

ნაკადულთან, იქ, სადაც ქვეყანას მოევლინა, ეყვავილა და დამჭკნარიყო ისე, როგორც

ეს მისი ბედის წიგნშია ჩაწერილი?

,,მე მინდა, მე მინდა, მე მინდა!” – წარბშეუხრელად მღეროდა წინამძღოლი. ოჰ, ნეტავ

შემძლებოდა უკან მობრუნება! მაგრამ წინამძღოლის საოცარი დახმარებით უკვე

ისეთი კედლები და ფერდობები მქონდა გადალახული, რომ უკან დაბრუნება

შეუძლებელი იყო. ტირილი მახრჩობდა, ცრემლი სხეულს შიგნიდან მიწვავდა, მაგრამ

ტირილის უფლება არ მქონდა, ოღონდაც ტირილი არა! და მე შეუპოვრად და

ხმამაღლა ავუბი მხარი წინამძღოლის სიმღერას, ვმღეროდი იგივე მელოდიას იგივე

რიტმით, მხოლოდ სიტყვები იყო ჩემს სიმღერაში სხვა, მე ვიმეორებდი: ,,მე უნდა, მე

უნდა, მე უნდა!” თუმცაღა აღმასვლისას სიმღერა მიძნელდებოდა, მალე სუნთქვა

შემეკრა, სულს ძლივს ვითქვამდი და იძულებული გავხდი გავჩუმებულიყავი.

წინამძღოლი კი დაუღალავად აგრძელებდა: ,,მე მინდა, მე მინდა, მე მინდა!” და

თანდათანობით მან მაინც სძლია ჩემს ნებას და მეც მისი სიტყვებით ავმღერდი. ახლა

მთაზე ასვლა უფრო გაადვილდა, ახლა თავს უკვე აღარაფერს ვაიძულებდი, ახლა

მართლაც მინდოდა, ახლა სიმღერით დაღლას უკვე ვეღარ ვგრძნობდი.

Page 6: ჰერმან ჰესეს ესე, მოთხრობა, ამონარიდები

უცებ ჩემს სულში სინათლემ დაისადგურა, შინაგანი სინათლის მოძალებასთან

ერთად სალმა კლდემაც უკან იწყო დახევა, ის უფრო მშრალი და უფრო კეთილი

გახდა, ფეხქვეშ უფრო მეტ სიმყარეს მაგებებდა, ხოლო ჩვენს მაღლა ცა ქვიანი

ნაპირებიდან ამოსული ნაკადულივით უფრო გაცისკროვნდა, მალე ეს ნაკადული

პატარა, ლურჯ ტბას დაემსგავსა, რომელიც უფრო და უფრო ფართოვდებოდა და

ძალას იკრებდა.

მე ვცდილობდი უფრო ძლიერად მდომებოდა, ჩემი სურვილისათვის შინაგანი

ვნებით ძალა შთამებერა, ციური ტბა კიდევ უფრო ფართოვდებოდა, ბილიკი უფრო

განიერი და კარგად სავალი ხდებოდა, და მეც ხანდახან ძალზე მსუბუქად და

ძალისხმევის გარეშე წინამძღოლის გვერდით მავალი უკან ვიტოვებდი დიდ

მანძილებს. უცებ ჩვენს თავზე, ჩვენს სიახლოვეს მზით გავარვარებული ნისლებით

მოცული ციცაბოკალთებიანი მწვერვალი გამოჩნდა.

ვიწრო ნაპრალებიდან მწვერვალის მისადგომებს მივაღწიეთ, კაშკაშა მზის სხივებმა

თვალი მომჭრა და როდესაც კვლავ გავახილე თვალები, ძრწოლისაგან მუხლები

ამიკანკალდა, რადგანაც მოულოდნელად მივხვდი, რომ კლდის ქიმზე

შევმდგარიყავი, ირგვლივ უკიდეგანო ზეცა გადაშლილიყო, ხოლო ჩემს დაბლა

ლურჯ, შემზარავ და უძირო უფსკრულს დაეღო ხახა, ჩვენს წინ კი მწვერვალი

აღმართულიყო, რომელიც ვიწრო კიბით თავისკენ გვიხმობდა. მაგრამ მზე ისევ

ანათებდა, ცა კვლავაც გაკაშკაშებული იყო და ჩვენ სუნთქვაშეკრულნი და

შუბლშეჭმუხვნილნი ნაბიჯ-ნაბიჯ ამ უკანასკნელ მწვერვალამდეც ავედით. და, აი,

უკვე მაღლა ვიყავით და მკაცრი და მიუსაფარი ჰაერით ნასაზრდოებ ვიწრო

გავარვარებულ ქვაზე შევმდგარიყავით.

ეს იყო საოცარი მთა და საოცარი მწვერვალი! ამ მთაზე, ამ მწვერვალზე რომლამდეც

ჩვენ უსასრულო კლდოვანი კედლების გავლით მოვაღწიეთ, ქვიდან ხე ამოსულიყო,

პატარა, ფესვმაგარი ხე რამდენიმე მოკლე და ძლიერი ტოტით. ეულად მდგომი

ძალზე უჩვეულო და საოცარი სანახავი იყო, თითქოს კლდეს ჩაბღაუჭებოდა და

შერწყმოდა, მის ტოტებს შორის ცივი ციური სილურჯე იღვრებოდა. ხის კენწეროზე

შავი ჩიტი შემომჯდარიყო და ნაღვლიან სიმღერას მღეროდა.

სამყაროს ზემოდან ხანმოკლე სულის მოთქმისას დანახული ჩუმი ზმანება: მზე

საკუთარ ცეცხლში იწვოდა, კლდე ვარვარებდა, ხე მკაცრ მზერას აფრქვევდა, ჩიტი კი

ნაღვლიან სიმღერას შემოსძახოდა: მარადოსობა! მარადისობა! შავი ჩიტი მღეროდა და

მის წყლიან, შავ ბროლისებრ თვალთაგან გამოსროლილ მკაცრ მზარას არ

გვაცილებდა. ძნელი იყო ამ მწველი მზერის ატანა, ძნელი იყო ასევე მისი სიმღერის

ატანაც, მაგრამ განსაკუთრებით დამთრგუნველი ამ ადგილის სიმარტოვე და

სიცარიელე, გაუდაბურებული ცის თავბრუდამხვევი უკიდეგანობა იყო. სიკვდილი

უსაზღვრო ნეტარებას შეედრებოდა, აქ დარჩენა კი ენით გამოუთქმელი წამება იყო.

რაღაც უნდა მომხდარიყო, ახლავე, დაუყოვნებლივ, თორემ ამ გამეფებული

Page 7: ჰერმან ჰესეს ესე, მოთხრობა, ამონარიდები

საშინელებისაგან ჩვენც და მთელი სამყაროც ქვად გარდავიქმნებოდით. მე ვიგრძენი,

რომ რაღაც ჭექა-ქუხილის წინ ამოვარდნილი ქარივით მთელი ძალით,

გაგიჟმაჟებული ახლოვდებოდა. ციებ-ცხელებასავით ვგრძნობდი, თუ როგორ

დაბორგავდა ეს რაღაც სულსა და სხეულში. ის იმუქრება, ის მოდის, ის უკვე აქაა...

... უცებ ტოტზე ჩიტი შეტორტმანდა და ერთბაშად გადაეშვა უსასრულობაში.

ჩემმა წინამძღოლმაც გადადგა ნაბიჯი, შეუერთდა გაბრწყინებულ ცას და გაფრინდა.

ახლა განგების ტალღამ ჩემამდეც მოაღწია, გული ამომგლიჯა და აი ისიც

ნამსხვრევებად იქცა.

და უკვე მეც ვარდებოდი, სადღაც მივექანებოდი, სადღაც თავდაღმა დავეშვი,

მივფრინავდი; ცივი ჰაერის არტახებში გახვეული ნეტარებითა და ტანჯვით მოცული

გადავეშვი დაბლა, უსასრულობის გრძელ გვირაბში დედის მკერდისაკენ.

1. მთა, როგორც აღმასვლის მიზანი, ფსიქოლოგიურ სიმბოლიკაში ძალზე ხშირად

ნიშნავს ,,საკუთარი მეს გაცნობიერებას”.

2.წინამძღოლის სიმბოლო გაიგება, როგორც გმირის მეორე, გაცილებით უფრო

ამაღლებული ,,მე”.

3. ზღაპრის სიმბოლიკისა და ხის ხატის ფუნქციონალური მნიშვნელობის

გათვალისწინებით შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაში ლაპარაკია

,,სამყაროს ხეზე”. ჩიტი სულის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული სახეა.

შემდგომში ტექსტში ჩიტის თვალების ბროლთან შედარება მიუთითებს იმ სულიერ

მთლიანობაზე, რაც ადამიანის შინაგანი განვითარების უმაღლეს მიზანს წარმოადგენს

და რომელიც ხორცშესხმულია ჩიტის ხატში..

Page 8: ჰერმან ჰესეს ესე, მოთხრობა, ამონარიდები

პოეტი

თარგმნა - თამარ დვალიშვილმა

(ნაწარმოები პირველად გამოქვეყნდა 1914 წელს

შვეიცარიულ ჟურნალში ,,Mein Heimatland”

სახელწოდებით ,,გზა ხელოვნებისაკენ”)

უძველესი დროიდან მოდის თქმულება ჩინელი პოეტის ჰან ფოოკის შესახებ,

რომელიც თავის ახალგაზრდობაში შეპყრობილი იყო უჩვეულო ჟინით, შეესწავლა და

სრულყოფილებისათვის მიეღწია ყოველივე იმაში, რაც კი პოეტურ ხელოვნებასთან

იყო დაკავშირებული. ვინაიდან იგი მაშინ ჯერ კიდევ თავის სამშობლოში ყვითელ

მდინარესთან ცხოვრობდა, საკუთარი და მშობლების სურვილით დანიშნული იყო

პატიოსანი ოჯახის ქალიშვილზე და ქორწილის დროც დაეთქვათ ერთ

კეთილისმომასწავებელ დღეს .

ჰან ფოოკი იმ დროისათვის ოცი წლისა იქნებოდა და იგი იყო მშვენიერი და

მოკრძალებული ახალგაზრდა, მასთან ურთიერთობა სიამოვნების მომგვრელი იყო,

ის განსწავლული იყო მეცნიერებებში და მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა,

რამდენიმე უბადლო ლექსის წყალობით ცნობილი იყო მისი სამშობლოს

ლიტერატორთა შორის. მიუხედავად იმისა, რომ მდიდარი იგი არ ყოფილა, მას

ჰქონდა საკმარისი ქონება, რასაც კიდევ უფრო გაზრდიდა საცოლის მზითევი,

რომელიც ყველაფერთან ერთად ძალზე ლამაზი და კეთილშობილიც იყო და თითქოს

მის ბედნიერებასაც აღარაფერი აკლდა. თუმცა კმაყოფილებამდე ჯერ კიდევ დიდი

ნაბიჯი ჰქონდა გადასადგმელი, რადგანაც გული მისი აღსავსე იყო სრულქმნილ

პოეტად გახდომისაკენ დაუოკებელი სწრაფვით.

ერთ მშვენიერ საღამოს, როდესაც მდინარის ნაპირას სინათლის დღესასწაულს

ზეიმობდნენ, ჰან ფოოკი ეულად დახეტიალებდა მდინარის გაღმა. ის ხეს

მიყრდნობოდა და წყლის სარკეში ჩაჰყურებდა ათასობით მოკიაფე და მოციმციმე

შუქურას, უყურებდა, თუ როგორ ესალმებოდნენ ნავებსა და ტივებზე ერთმანეთს

ქალები და კაცები და ახალგაზრდა გოგონები და თუ როგორ მიაგავდნენ საზეიმო

ტანსაცმელში გამოწყობილნი ულამაზეს ყვავილებს, იგი ყურს უგდებდა

გაჩირაღდნებული წყლის მიმტკნარებულ დუდუნს, სანთურების რხევას, უსმენდა

მომღერალთა სიმღერას და ფლეიტისტების სულშიჩამწვდომ ტონებს, და ყოველივე

ამის მიღმა ის გაჰყურებდა ტაძრის თაღივით დაკიდებული მოლურჯო ღამის

სუნთქვას. ამ სილამაზის მხილველი ნებას მიყოლილი მარტოსული ყმაწვილის გული

კი დაუოკებლად ძგერდა და ძგერდა. მას გული მიუწევდა იქეთა ნაპირისაკენ, სურდა,

სხვებთან ერთად განეცადა ყოველივე და თავისი საცოლისა და მეგობრების

გარემოცვაში დამტკბარიყო დღესასწაულით, თუმცა კიდევ უფრო ძლიერი იყო

სურვილი მაყურებლის თვალით აღექვა და სრულქმნილ ლექსებში აღებეჭდა

Page 9: ჰერმან ჰესეს ესე, მოთხრობა, ამონარიდები

ცილურჯე ცისა, წყალზე მოციმციმე შუქები, დამსწრეთა მხიარულება და

მდინარისკენ გადახრილ ხეზე მიყრდნობილი მარტოსული მხილველის ჭმუნვა

გულისა.

იგი გრძნობდა, რომ ვერანაირი დღესასწაული, ამა ქვეყნის ვერანაირი მხიარულება

ვერასოდეს შეძლებდა მისი გულისათვის შვების მინიჭებას, გრძნობდა, რომ ის

ამქვეყნიური სიცოცხლის ფერხულში მუდამ მარტოსულ და მიუსაფარ მაყურებლად

დარჩებოდა, იგი გრძნობდა, რომ, სხვა მრავალ სულთა შორის სული მისი იმგვარად

იყო შექმნილი, რომ მას ერთდროულად უნდა შეეგრძნო ამა ქვეყნის მშვენიერება და

ყარიბის იდუმალი სწრაფვები. ამ ფიქრებმა სევდა მოჰგვარა მას, ის ჩაფიქრდა

საკუთარ ბედზე და მიხვდა, ჭეშმარიტი ბედნიერებასა და სრულ ნეტარებას მხოლოდ

მაშინ შეიძლება მიაღწიოს, როცა სამყაროს სრულქმნილად არეკლავს თავის

ლექსებში, როცა ამ ანარეკლებში სამყარო თავად იკიაფებს და მარადიულობას

ეზიარება.

ჰან ფოოკმა ვერც კი მოასწრო გაცნობიერება, ფხიზელი იყო იგი თუ ზმანებას მოეცვა,

როდესაც მისი სმენა ნაზმა ჩამიჩუმმა შეარხია და გვერდით იასამნისფერ

ტანსაცმელში გამოწყობილი მოხუცი დაინახა. ის წამოდგა და უცნობს მოხუცისა და

ღირსეული ადამიანის საკადრისი სალამი უძღვნა, უცნობმა კი გაიღიმა და თქვა

რამდენიმე ლექსი, რომლებშიც ყველაფერი იყო ასახული, რაზეც კი იგი ფიქრობდა და

რასაც განიცდიდა, ეს მაღალი პოეტური ხელოვნებით ნასაზრდოები ლექსები

იმდენად მშვენიერი და სრულქმნილი იყო, რომ ჭაბუკს გაოცებისაგან სუნთქვა

შეეკრა.

– ოი, ვინ ხარ შენ, რომელსაც ძალგიძს ჩემს სულში ჩახედვა და წარმოთქვამ ლექსებს,

რომელთა ბადალიც მე არც ერთი ჩემი მასწავლებლისაგან არ მსმენია?– წამოიძახა მან

და მუხლი მოიდრიკა.

უცნობმა კვლავაც გაიღიმა ზეკაცის ღიმილით და მიუგო:

– თუ გსურს გახდე პოეტი, წამოდი ჩემთან. ჩემი ქოხი ჩრდილო-დასავლეთ მთებში,

დიდი მდინარის საწყისებთან დგას. ჩემი სახელია სრულქმნილი სიტყვის ოსტატი.

ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე მოხუცმა ხის ჩრდილს მიაშურა და მაშინვე

გაუჩინდარდა. ჰან ფოოკს, რომელიც ამაოდ ეძებდა გაუჩინარებულ მოხუცს, მტკიცედ

სჯეროდა, რომ ყოველივე ეს დაღლილობის სიზმარი იყო. იგი გაემართა ნავებისაკენ

და შეუერთდა დღესასწაულს, მაგრამ საუბრებისა და ფლეიტის ხმათა მიღმა

გამუდმებით ესმოდა მოხუცის იდუმალებით მოცული ხმა და თითქოს სული მისი

გაჰყოლოდა მოხუცის ნაკვალევს, რადგანაც ის მარტოსული მეოცნებე იყო

მხიარულებაში ჩაფლულთა შორის, რომელთა აღტკინებაც მის გულს უსიამოდ

ედებოდა.

Page 10: ჰერმან ჰესეს ესე, მოთხრობა, ამონარიდები

რამდენიმე დღის შემდეგ ჰან ფოოკის მამამ ნათესავებისა და მეგობრების მოპატიჟება

გადაწყვიტა, რათა დაენიშნა ქორწილის დღე. თუმცა საქმრომ უარი განაცხადა ამაზე

და თქვა:

– მომიტევე მამა, თუკი მე იმ მორჩილებას ვარღვევს, რომლის მოვალეც შვილია

მშობლის წინაშე. შენ იცი, თუ რაოდენ დიადია ჩემთვის პოეტურ ხელოვნებაში

სრულყოფილების მიღწევის სურვილი.

და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეგობრები აქებენ ჩემს ლექსებს, მე მაინც ვგრძნობ,

რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია სრულქმნილებისაკენ მიმავალ გზაზე.

ამიტომაც გთხოვ, მომცე დრო განმარტოებისა და პოეტური ხელოვნების ღრმად

შესწავლისათვის, რადგან მგონია, რომ სახლ-კარისა და ოჯახის მოვლა დამაშორებს

ჩემს მიზას. ახლა, როდესაც ახალგაზრდა ვარ და ამასთან სხვა მოვალეობებისაგან

თავისუფალი, მსურს კიდევ რამდენიმე ხანს პოეზიით ვიცხოვრო, რომელმაც მე

სიხარული და დიდება უნდა მომიტანოს. ამ სიტყვებმა მამა გააოგნა და მან შვილს

მიუგო:

– ვგრძნობ, რომ ხელოვნება შენთვის ყველაზე ძვირფასია ამქვეყნად, რადგანაც შენ მის

გამო მზადა ხარ საკუთარი ქორწინებაც კი გადადო. ან იქნებ შენსა და შენს საცოლეს

შორის რაიმე მოხდა? თუკი ასეა მითხარი, იქნებ დაგეხმარო, იქნებ შეგარიგოთ ან თუ

გსურს, იქნებ სხვა საცოლეც მოგიძებნო.

შვილმა დაიფიცა, რომ მას ძველებურად უყვარს და ყოველთვის ეყვარება თავისი

საცოლე და რომ მათ შორის არაფერი მომხდარა. ამასთანავე მან მამას უამბო

სინათლის სღესასწაულზე სიზმრად ნანახი დიადი ოსტატის შესახებ, რომლის

მოწაფედ გახდომაც მისთვის ამქვეყნად ყველაზე დიდი ბედნიერება იქნებოდა.

– კარგი, – მიუგო მამამ – მომიცია შენთვის კიდევ ერთი წელი. დაე იყოს ეს სიზმარი

შენი გზის მანათობელი ვარსკვლავი, რომელიც იქნებ თვით მაღალმა ღმერთმა

მოგივლინა.

– ვინ იცის?! იქნებ ორი წელიც კი იყოს საჭირო, – ყოყმანით მიუგო ჰან ფოოკმა.

დანაღვლიანებულმა მამამ შვილს გზა დაულოცა. ჰან ფოოკმა გამოსამშვიდობებელი

წერილი მისწერა საცოლეს და გაეშურა.

ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ ის მიადგა მდინარის სათავეს, რომლის სიახლოვესაც

ეულად იდგა ბამბუკის ქოხი, ქოხის წინ კი მოწნული ჩალის ხალიჩაზე მოხუცი კაცი

დამჯდარიყო, რომლიც ჰან ფოოკმა მდინარის პირას ხეზე მიყრდნობილი იხილა.

მოხუცი იჯდა და უკრავდა ბარბითს, ქოხისკენ კრძალვით მიმავალი სტუმრის

დანახვაზე მოხუცი არ წამომდგარა და სალამი არ შეუგებებია სტუმრისათვის, მან

მხოლოდ გაიღიმა და თლილი თითები სიმებზე აათამაშა.

Page 11: ჰერმან ჰესეს ესე, მოთხრობა, ამონარიდები

ჯადოსნური მუსიკა ვერცხლისფერი ღრუბელივით მოეფინა არემარეს, მონუსხულ და

მოხიბლულ ჭაბუკს ყველაფერი გადაავიწყდა, იგი მხოლოდ მაშინ მოეგო გონს,

როდესაც სრულქმნილი სიტყვის ოსტატმა ბარბითი გვერდზე გადადო და ქოხში

შევიდა. ჰან ფოოკი მოხუცს კრძალვით ფეხდაფეხ გაჰყვა და დარჩა მასთან როგორც

მისი მსახური და მოწაფე.

გავიდა ერთი თვე, ჰან ფოოკისათვის ღირსება დაკარგა ყველა იმ სიმღერამ, რომელიც

მას აქამდე შეექმნა და საბოლოოდ განდევნა ისინი თავისი გონებიდან . გადიოდა

დრო და მასთან ერთად ჰან ფოოკმა მეხსიერებიდან ამოძირკვა ყველა სიმღერა,

რომელიც მისი მასწავლებლებისგან ჰქონდა ნასწავლი. ოსტატი მას თითქმის არ

ელაპარაკებოდა , ის მოწაფეს მდუმარედ ასწავლიდა ბარბითზე დაკვრის ხელოვნებას

მანამ, სანამ მოწაფის არსება მთლიანად არ განიმსჭვალა მუსიკით. ერთხელ ჰან

ფოოკმა შექმნა ლექსი, რომელიც თავად ძალიან მოსწონდა და რომელშიც

შემოდგომის ცაზე ორი ფრინველის ფრენა იყო აღწერილი. მან ვერ გაბედა ლექსის

ოსტატისათვის ჩვენება და ერთ საღამოს ქოხის სიახლოვეს წაიმღერა ის.

სიმღერა ოსტატის ყურისთვის მიუწვდომელი არ დარჩენილა, თუმცაღა სიტყვაც არ

დაუძრავს ამის შესახებ, მან მხოლოდ ჩუმად დაუკრა თავის ბარბითზე და,

მიუხედავად იმისა რომ გაგანია ზაფხული იყო, ჰაერს უცებ სიგრილე შეეპარა, ლეგა

ღრუბლებმა მიწისკენ იწყო დაშვება და ძლიერი ქარი ამოვარდა, თალხისფერ ცაზე

მომთაბარული ვნებით შეპყრობილი ორი ყანჩა გააფრთრებით შემოჰკრავდა ფრთებს

და ყოველივე ეს გაცილებით ცხოველად და ღრმად იდგამდა გულის სიღრმეში

ფესვებს. მოსწავლეს ნაღველი დაეუფლა, იგი დადუმდა და ამაოების განცდამ

შეიპყრო. ჰან ფოოკის ყოველ ცდას მოხუცი ამგვარად პასუხობდა, ერთი წლის შემდეგ

ჰან ფოოკი თითქმის სრულყოფილად დაეუფლა ბარბითზე დაკვრის ხელოვნებას,

ხოლო პოეტური ხელოვნება კი მას სულ უფრო მიუწვდომლად და აღმატებულად

ესახებოდა.

გავიდა კიდევ ერთი წელი, მოწაფის გულში ახლობლების, საცოლისა და სამშობლოს

ნახვის დაუოკებელმა სურვილმა დაისადგურა და მან ოსტატისაგან შინ წასვლის ნება

ითხოვა.

ოსტატმა ღიმილით დაუქნია თავი და უთხრა:

– შენ თავისუფალი ხარ და შეგიძლია წახვიდე, სადაც მოისურვებ. შეგიძლია

დაბრუნდე ან შეგიძლია სულაც დაივიწყო აქეთკენ მომავალი გზა, როგორც გენებოს.

მოწაფე გაუდგა გზას, იგი დაუღალავად და შეუსვენებლად მიიწევდა წინ მანამ, სანამ

ერთხელაც გარიჟრაჟისას მშობლიურ ნაპირს არ მიადგა და თაღივით მოხრილი

ხიდის იქეთ მშობლიური ქალაქი არ დაინახა.

Page 12: ჰერმან ჰესეს ესე, მოთხრობა, ამონარიდები

იგი უჩუმრად შეიპარა მამის ბაღში, ფანჯრიდან მძინარე მამის სუნთქვა შემოესმა,

შემდეგ ასევე უჩუმრად მიადგა საცოლის ბაღსაც, მხსლის ხის კენწეროზე ავიდა,

საიდანაც საცოლის ოთახში შეიხედა და დაინახა, თუ როგორ იდგა და ივარცხნიდა

ქალი თმებს. და ჰან ფოოკმა შეადარა ყოველივე ცხადში ნანახი სამშობლოს

მონატრებისას ოცნებებში დახატულ სურათებს და იგი მიხვდა, პოეზიისათვის იყო

დაბადებული და მთელი სისავსით შეიგრძნო, რომ პოეტის ოცნებებში ჩაბუდებული

მშვენიერებისა და ნეტარების ყოფიერების გარემოცვაში ძიება სრულიად ამაოა. იგი

ჩამოვიდა ხიდან, უკანმოუხედავად დატოვა ბაღი, გადაკვეთა მშობლიური

ქალაქისაკენ მიმავალი ხიდი და დაბრუნდა მთებში ჩაფლულ სავანეში. და უკან

დაბრუნებულს, როგორც ოდესღაც, ოსტატი კვლავ ქოხის წინ მოწნულ ხალიჩაზე

მჯდომი ბარბითით ხელში დახვდა. მოხუცმა ახლაც მისალმების ნაცვლად

წარმოთქვა ლექსები ხელოვნებით მონიჭებულ ნეტარებაზე, რომელთა სიღრმემ და

კეთილხმოვნებამაც ჭაბუკის თვალთ ცრემლნი დაადინა.

ჰან ფოოკი დარჩა სრულქმნილი სიტყვის ოსტატთან, რომელიც მას ამიერიდან

სათურზე დაკვრის ხელოვნებას აზიარებდა და დროც გაზაფხულის თოვლივით

სწრაფად ილეოდა. ამის შემდგომ ჰან ფოოკი კიდევ ორჯერ მოექცა სამშობლოს

მონატრების დაუოკებელი განცდის ტყვეობაში.

პირველად იგი ღამით ჩუმად გაიქცა, მაგრამ ღამის ნიავმა უკანასკნელ მოსახვევში

დააწია ქოხის კარზე დაკიდებული სათურის ხმა, რომელიც მას უკან მოუხმობდა და

ჰან ფოოკს არ ეყო ძალა, წინ აღდგომოდა ამ ძახილს და იგი დაბრუნდა. მეორედ კი მან

იხილა სიზმარი, თითქოს იგი თავის ბაღში ხეს რგავდა, გვერდით ედგა ცოლი და

შვილები კი ხეს რძითა და ღვინით რწყავდნენ. გამოფხიზლებულს მოეჩვენა, რომ

ოთახში მთვარე ჩაღვრილიყო, გულდამძიმებულმა მიმოიხედა და გვერდით დაინახა,

თუ როგორ არხევდა სუნთქვა მშვიდ ძილს მიცემული მოხუცის ჭაღარა წვერს. ჭაბუკი

ერთბაშად შეიპყრო მოხუცისადმი უკიდეგანო სიძულვილმა და მას ეჩვენებოდა, რომ

ამ მოხუცმა ნამსხვრევებად აქცია მისი სიცოცხლე და მზაკვრულად ხელიდან

გამოსტაცა მომავალი. იგი მზად იყო მოხუცს თავს დასცემოდა და მოეკლა იგი.

მოხუცმა უცებ თვალები გაახილა, მის ბაგეებს ნაზმა, ნაღვლიანმა ღიმილმა

გადაურბინა, რამაც ფარ-ხმალი აჰყარა ჭაბუკს.

– გახსოვდეს ჰან ფოოკ, – უთხრა მოხუცმა ხმადაბლა, – შენ თავისუფალი ხარ და

შეგიძლია აკეთო, რასაც მოისურვებ.

შენ შეგიძლია დაბრუნდე სამშობლოში და დარგო ხეები, შენ შეგიძლია გძულდე და

მომკლა კიდეც, ეს ბევრს არაფერს შეცვლის.

– ოჰ, როგორ შეიძლება შენ მე მძულდე ოსტატო! – აღმოხდა ღრმა სინანულით

შეპყრობილ პოეტს – ეს იგივეა, რომ მძულდეს თვით მაღალი ღმერთი!

Page 13: ჰერმან ჰესეს ესე, მოთხრობა, ამონარიდები

ჰან ფოოკი დარჩა მოხუცთან, მან შეისწავლა სათურზე დაკვრა, შემდგომ დაეუფლა

ფლეიტაზე დაკვრის ხელოვნებას, მოგვიანებით კი ოსტატის მითითებით მან დაიწყო

ლექსების შეთხზვა, და იგი თანდათანობით ეზიარებოდა იდუმალ ხელოვნებას,

რომელიც თავისი უბრალოებითა და სინატიფით მსმენელის გულს წყლის

ზედაპირზე დაგავლილი ნაზი ნიავივით ელამუნება. იგი უმღეროდა მზის

ამონათებას, სიტყვებში აქსოვდა, თუ როგორი კრძალვით იკრებს იგი ძალას მთის

წვერზე შემდგარი, აღწერდა წყალში ჩრდილივით მოძრავი მდუმარე თევზების

ჩამიჩუმს ან გაზაფხულის ნიავით მოსილი ნორჩი ბალახის რხევას.

და მსმენელისათვის ეს არ იყო მხოლოდ მზის ამოკიაფება, თევზების თამაში და

ნორჩი ბალახის ჩურჩული, თითქოს ცა და დედამიწა სრულქმნილი მუსიკის

ჰარმონიაში იღვრებოდა და ყოველივე ეს სიხარულითა თუ ტკივილით მსმენელის

არსებაში სიყვარულისა და სიძულვილის განცდებს აცოცხლებდა – ბავშვს თამაშზე,

ჭაბუკს საყვარელ არსებაზე, ხოლო მოხუცს კი სიკვდილზე ჩააფიქრებდა.

ჰან ფოოკმა უკვე აღარც კი უწყოდა, თუ რამდენი წელიწადი გაატარა დიდი მდინარის

სათავესთან ოსტატის ქოხში. ხშირად ეჩვენებოდა, რომ მხოლოდ გუშინ დადგა ფეხი

ამ სავანეში და სიმების რხევით შეეგება მას მოხუცი, ხშირად კი ეგონა, რომ მის ზურგს

უკან დიდმა დრომ და მრავალმა თაობებმა განლიეს გზა, ჩაიფერფლნენ და

შეუერთდნენ არარაობას.

ერთ დილით ძველ ქოხში გამოღვიძებულმა პოეტმა შენიშნა, რომ მარტო იყო, იგი

დიდხანს ამაოდ ეძებდა და უხმობდა ოსტატს.

თითქოს ერთ ღამეში კარს უცებ შემოდგომა მოდსდგომოდა, ძველი ქოხის კედლები

ცივი ქარის ტყვეობაში მოქცეულიყო, მთის ქიმებს მაღლა ცას მძლევარ ფრინველთა

გუნდი შესეოდა, თუმცაღა მათი გადაფრენის დრო ჯერ არ დამდგარიყო.

ჰან ფოოკმა აიღო თავისი პატარა ბარბითი, დაეშვა დაღმა სამშობლოსაკენ. ყველა

შემხვედრი მას მოხუცისა და ღირსეული ადამიანის საკადრის სალამს უძღვნიდა და

როდესაც იგი თავის მშობლიურ ქალაქს მიადგა, მას ცოცხალი აღარ დახვდა არც მამა,

არც თავისი საცოლე და ნათესავები, მათ სახლებში უკვე სხვა ადამიანები

ცხოვრობდნენ. საღამოს კი მდინარეზე სინათლის დღესასწაული გაიმართა, პოეტი ჰან

ფოოკი მდინარის გაღმა ჩაბნელებულ ნაპირზე ბებერ ხეს მიყრდნობოდა და როდესაც

მან თავის პატარა ბარბითზე დაკვრა დაიწყო, ქალებს ნეტარების ოხვრა აღმოხდათ და

მოჯადოებულნი და მონუსხულნი გაჰყურებდნენ ღამის უსასრულობას,

ყმაწვილკაცები კი უჩინარ მომღერალს ძახილით უხმობდნენ და ამ ძახილში

ამოთქვამდნენ გულის სიღრმიდან ამოხეთქილ სიტყვებს, რომ მათ არასოდეს

მოესმინათ ბარბითის ამგვარი კვნესება. ჰან ფოოკი კი იღიმებოდა. იგი მდუმარედ

ჩაჰყურებდა მდინარის სარკეზე მონანავე ათასობით შუქურას. და მას უჭირდა

ერთმანეთისაგან განესხვავებინა ანარეკლები და ნამდვილი შუქები, ისევე როგორც

Page 14: ჰერმან ჰესეს ესე, მოთხრობა, ამონარიდები

თავის სულში ვერანაირ განსხვავებას ვერ პოულობდა ამ დღესასწაულსა და იმ

პირველ დღესასწაულს შორის, როდესაც სიჭაბუკეში მისი სმენა უცნობი ოსტატის

იდუმალებით მოცულმა სიტყვებმა შეარხია.

1. სამხრეთჩინურ დიალექტზე ,,ცხოვრების ბედნიერებას” ნიშნავს. ამ სახელს

უპირატესად თავის შვილებს მოსახლეობის დაბალი ფენის წარმომადგენლები

არქმევდნენ იმ იმედით, რომ სახელი ახალშობილისათვის ამქვეყნიური

კეთილდღეობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის მომასწავებელი იქნებოდა.

2. ძველიჩინური ტრადიციის თანახმად, ზოგიერთი ასტროლოგიური და

კალენდარული ფაქტორების შეთანხმება კეთილ ან ავბედით ზეგავლენას ახდენდა

ადამიანსა და მის ბედზე. ამიტომაც, ქორწილი, ჩვეულებრივ, ინიშნებოდა

,,კეთილისმომასწავებელ დღეს”.

3. სინათლის დღესასწაული – აქ საუბარია ,,შუაგული შემოდგომის დღესასწაულზე”,

რომელსაც ასევე ,,მთვარის დღესასწაულსაც” უწოდებენ და რომელსაც ჩინეთში

ჩინური მთვარის კალენდრით წელიწადის მერვე თვის მეთხუთმეტე დღეს

აღნიშნავენ. ტრადიციის თანახმად ამ დღესასწაულზე ბავშვები, რომელთაც ქალებსა

და პოეტებთან ერთად ეძღვნებათ ეს დღესასწაული, ანთებენ სანთლებს. ,,შუაგული

შემოდგომის დღესასწაული” ჰესეს ასევე აღწერილი აქვს თავის ლექსში

,,სინგაპურელი ჩინელების ღამის დღესასწაული”, რომელიც შესულია კრებულში

,,ინდური შთაბეჭდილებები” (1913).

4. ,,დავიწყებისა” და ,,წარსულის გონებიდან ამოძირკვის” მოტივი მომდინარეობს

ძველი ჩინური ლიტერატურიდან და იგი დაკავშირებულია გარე სამყაროსაგან

განწმედასთან და ამასთან იგი სულიერი განახლების წინაპირობას წარმოადგენს.

5. დუმილის მოტივი ძალზე ტიპიურია ადრეული ჩინური ლიტერატურისათვის:

ცისა და დედამიწის უსიტყვო თანაქმედება შეუძლებელია გადმოიცეს სიტყვებით.

ამიტომაც უმჯობესია ეს მოვლენები შინაგანად იქნას აღქმული და არ შევეცადოთ

მათი სიტყვებით გადმოცემას.

6. აღნიშნული ეპიზოდი ჰესეს აღებული აქვს ლე-ცზის ნაწარმოებიდან, სადაც

მოთხრობილია სიუ-ტანის შესახებ, რომელმაც ჩათვალა, რომ სწავლა დაასრულა და

გადაწყვიტა მასწავლებლისაგან წამოსვლა. მასწავლებელმა იგი არ შეაჩერა, მაგრამ

მოსწავლის წასვლისას მან დაუკრა ელეგია. მუსკის ხმაზე ხეებმა რხევა იწყო, ცაზე

მოლივლივე ღრუბლები თითქოს გაჩერდა. სიუ-ტანი უსიტყვოდ დაუბრუნდა

მასწავლებელს და საბოლოოდ უარი თქვა შინ წასვლაზე..

Page 15: ჰერმან ჰესეს ესე, მოთხრობა, ამონარიდები

სიბერე

თარგმნა - რუსუდან დარჩიაშვილმა

სიბერე ჩვენი ცხოვრების საფეხურია, რომელსაც, ისევე როგორც მის სხვა ეტაპებს,

აქვს საკუთარი სახე, საკუთარი ატმოსფერო და ტემპერატურა, საკუთარი სიხარული

და დარდი. ჩვენ, ჭაღარა მოხუცებს, ისევე როგორც ჩვენს უმცროს თანამოძმეებს,

გვაქვს ამოცანა, რომელიც აზრს აძლევს ჩვენს არსებობას, ისევე როგორც

სასიკვდილოდ განწირულ ავადმყოფს, მომაკვდავსაც – რომლის სარეცლამდეც

საეჭვოა, მიაღწიოს ხმამ ამქვეყნიური სამყაროდან – აქვს თავისი ამოცანა, მანაც უნდა

შეასრულოს მნიშვნელოვანი და საჭირო საქმე.

იყო მოხუცი – ისეთივე შესანიშნავი და აუცილებელი ამოცანაა, როგორც იყო

ახალგაზრდა, ისწავლო კვდებოდე (სიკვდილი) და სიკვდილი ისეთივე საპატიო

ფუნქციაა, როგორც სხვა ნებისმიერი, – იმ პირობით, თუ ეს სრულდება ყოველგვარი

სიცოცხლის აზრისა და სიწმინდის წინაშე მოწიწებით, კრძალვით. მოხუცი,

რომლისთვისაც სიბერე, ჭაღარა და სიკვდილის სიახლოვე მხოლოდ საძულველი და

საშინელია, ისეთივე უღირსი წარმომადგენელია თავისი ცხოვრების ამ ეტაპისა,

როგორიც ახალგაზრდა და ძლიერი ადამიანი, რომელსაც სძულს თავისი საქმიანობა,

ყოველდღიური შრომა და ცდილობს მისგან თავი დაიძვრინოს.

მოკლედ რომ ვთქვათ: სიბერეში შენი დანიშნულება რომ შეასრულო და თავი გაართვა

შენს ამოცანას, შეთანხმებული უნდა იყო სიბერესთან და იმ ყველაფერთან, რაც მას

თან მოაქვს, უნდა უთხრა: «დიახ».

ამ «დიახის» (დასტურის), იმის მზადყოფნის გარეშე, რომ მივეცეთ მას, რასაც ჩვენგან

ბუნება ითხოვს, ჩვენ – მოხუცები ვართ თუ ახალგაზრდები – ვკარგავთ ჩვენს დღეთა

ფასეულობასა (მნიშვნელობას) და აზრს და სიცოცხლეს ვატყუებთ.

ყოველმა ადამიანმა იცის, რომ სიბერეს ახლავს ათასგვარი ტვირთი და რომ ის

სიკვდილით მთავრდება. წლითი წლობით მსხვერპლი უნდა გაიღო და ბევრ რამეზე

უარი თქვა. უნდა ისწავლო, აღარ ენდო შენს გრძნობებსა და ძალებს. გზა, რომელიც

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ შენთვის პატარა გასეირნება იყო, გრძელი და რთული

ხდება, და ერთ მშვენიერ დღეს ვეღარც შევძლებთ მის გავლას. უარის თქმა გვიხდება

საჭმელზეც, რომელიც მთელი ცხოვრება გვიყვარდა. ფიზიკურ სიამოვნებასა და

სიხარულს სულ უფრო იშვიათად განვიცდით და ამ სიამოვნებისთვის სულ უფრო

ძვირი უნდა გადავიხადოთ. და შემდეგ, ყოველგვარი სნეულება და ავადმყოფობა,

გრძნობების დაჩლუნგება, ორგანოების დასუსტება და ათასნაირი ტკივილი,

განსაკუთრებით ღამღამობით, ხშირად ასეთი ხანგრძლივი და საშინელი – ამ

ყველაფერს თავს ვერ დააღწევ, ეს მწარე სინამდვილეა.

Page 16: ჰერმან ჰესეს ესე, მოთხრობა, ამონარიდები

მაგრამ საცოდაობა და სამწუხარო იქნებოდა, რომ მარტოოდენ დაკნინების, დაცემის

ამ პროცესს მისცემოდი და ვერ დაგენახა, რომ სიბერესაც აქვს თავისი კარგი მხარეები,

უპირატესობა, თავისი სანუგეშო და სასიხარულო. როცა ორი მოხუცი ერთმანეთს

ხვდება, მათ მხოლოდ წყეულ ნიკრისის ქარებზე, სხეულზე, რომელიც აღარ

გემორჩილება და ქოშინზე, კიბეზე ასვლისას რომ გაწუხებს, კი არ უნდა ილაპარაკონ,

არამედ სასიხარულო და სასიამოვნო შეგრძნებებსა და შთაბეჭდილებებზე. ასეთები კი

მრავლადაა.

როცა შეგახსენებთ მოხუცთა ცხოვრების ამ დადებითსა და შესანიშნავ მხარეზე და

იმაზე, რომ ჩვენ, ჭაღაროსნებს, გვსმენია ძალის, მოთმინების, სიხარულის ისეთი

წყაროების შესახებ, რომლებიც ახალგაზრდების ცხოვრებაში არავითარ როლს არ

ასრულებენ, მე არ შემფერის ვილაპარაკო რელიგიისა და ეკლესიის ნუგეშისცემაზე. ეს

მღვდლის საქმეა, მაგრამ შემიძლია, ჩამოვთვალო რაღაც-რაღაც საჩუქრები, რომლებიც

ჩვენთვის სიბერეს მოაქვს. მათგან ჩემთვის ყველაზე ძვირფასია საგანძური იმ

სურათებისა, რომლებიც ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ გონებაში აღგბეჭდვია და

რომლებსაც, როცა შენი აქტიურობა ცხრება, სრულიად სხვა თანაგრძნობით უმზერ,

ვიდრე ოდესმე წინათ. იმ ადამიანთა ხატებანი და სახეები, რომლებიც უკვე სამოცი-

სამოცდაათი წელია წასულან ამ ქვეყნიდან, ისევ ჩვენთან არიან, გვიცქერენ ცოცხალი

თვალებით. უკვე გამქრალ და სრულიად გადასხვაფერებულ სახლებს, ბაღებსა და

ქალაქებს ვხედავთ ცოცხალთა და უვნებელთ, როგორც ოდესღაც, და შორეულ

წლებში, ზღვისპირეთს, სადაც ათეული წლების წინ ვიმოგზაურეთ, ისევ მთელი

თავისი ფერადოვნებით აღვიქვამთ ამ ჩვენს სურათებიან წიგნში.

მზერა, დაკვირვება, ჭვრეტა სულ უფრო მეტად გადადის ჩვევაში და განწყობილება

და დამკვირვებლის პოზიცია განსაზღვრავს ჩვენს საქციელს.

...სურვილების, ოცნებების, გატაცებებისა და ვნებებისგან დევნილები, ჩვენც, როგორც

ადამიანთა უმრავლესობა, ჩვენი ცხოვრების წლებსა და ათასწლეულებში მივქროდით

მოუთმენლად, ცნობისმოყვარეობითა და იმედებით, მტკივნეულად განვიცდიდით

წარმატებებსა და იმედგაცრუებებს, დღეს კი ჩვენი საკუთარი ცხოვრების დიდი,

ილუსტრირებული წიგნის ფურცვლისას გვიკვირს, როგორი მშვენიერი და საამურია

გამოხვიდე ამ რბოლიდან და სწრაფვიდან, და მიეცე Vიტა ცომტემპლატივალ-ს.

აქ, მოხუცთა ამ ბაღში, ყვავის უამრავი ყვავილი, რომელთა მოვლაზეც კი არ

გვიფიქრია. აქ ყვავის ყვავილი მოთმინებისა, მარცვალი კეთილშობილი, ჩვენ

ვხდებით უფრო მშვიდნი, შემწყნარებელნი და რაც უფრო ნაკლები მოთხოვნილება

გვაქვს ჩავერიოთ და ვიმოქმედოთ, მით მეტი უნარი გვეძლევა, დავაკვირდეთ და

ყური მივუგდოთ ბუნების სიცოცხლესა და ჩვენს თანამოძმეთა ცხოვრებას, კრიტიკის

გარეშე ვადევნოთ თვალი მის მსვლელობას და გვიკვირდეს მისი მრავალფეროვნება,

ზოგჯერ – თანაგრძნობითა და ჩუმი სევდით, ზოგჯერ – სიცილით, ნათელი

სიხარულით, იუმორით.

Page 17: ჰერმან ჰესეს ესე, მოთხრობა, ამონარიდები

ამას წინათ ბაღში კოცონთან ვიდექი და ცეცხლში ვყრიდი ფოთლებსა და გამხმარ

ტოტებს. ეკლიანი ღობის იქით ჩაიარა მოხუცმა ქალმა, რომელიც ალბათ 80 წლის

იქნებოდა. იგი შეჩერდა და ყურება დამიწყო. მე მივესალმე, მაშინ მან გაიცინა და

მითხრა: «სწორად მოიქეცით, კოცონი რომ გააჩაღეთ. ჩვენს ასაკში დროა, ნელ-ნელა

შევეგუოთ ჯოჯოხეთს». ამან მისცა ტონი საუბარს, რომლის დროსაც ერთმანეთს

შევჩივლეთ ათასგვარი ტკივილისა და გაჭირვების შესახებ, მაგრამ სულ ხუმრობით

(ხუმრობის კილოთი).

საუბრის ბოლოს ვაღიარეთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ

საშინლად მოხუცები, სანამ ჩვენს სოფელში ცხოვრობს ყველაზე უხუცესი, რომელიც

ასი წლისაა.

როცა სრულიად ახალგაზრდები თავიანთი ძალის უპირატესობითა და

გულუბრყვილობით ჩვენს ზურგს უკან იღიმებიან, სასაცილოდ ეჩვენებათ ჩვენი

მძიმე სიარული და დაძარღვული ყელი, ჩვენ ვიხსენებთ, როცა ასეთი ძლიერები და

ასეთივე მიამიტები ვიყავით, ოდესღაც ჩვენც ვიცინოდით, და სრულიად არ

მიგვაჩნია, რომ დამარცხებულები ვართ, არამედ გვიხარია, რომ ცხოვრების ამ

საფეხურს გადავაბიჯეთ და გავხდით უფრო ჭკვიანნი და მომთმენნი..

ჰერმან ჰესე - ახალ გააზრებათა თანამედროვე მცდელობანი

სულ რამდენიმე ათწლეულის მანძილზე სრულიად გარდასახული და იერშეცვლილი

დედამიწის ზედაპირს, იმ უზარმაზარ ცვლილებებს, რასაც ერთიანი

ინდუსტრიალიზაციის შედეგად განიცდის მსოფლიოს ყველა ქალაქი და ყველა

ლანდშაფტი - შეესაბამება ადამიანთა სულებსა და აზროვნებაში მიმდინარე ასეთივე

ფერისცვალება. წლებმა მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ დააჩქარა ეს განვითარება,

ისე რომ გადაჭარბების გარეშე შეიძლება ლაპარაკი იმ კულტურის სიკვდილსა და

გადაშენებაზე, რომლის წიაღსაც ბავშვობაშივე შეგვაზარდეს ჩვენ, უფროსი თაობის

ადამიანები, და რომელიც მაშინ მარადიული და მყარი გვეგონა. და თუ ადამიანი ამ

ხნის განმავლობაში არ შეცვლილა (მას ხომ ისევე არ შეუძლია ორი თაობის მანძილზე

შეცვლა, როგორც ეს არ შეუძლია ცხოველთა რომელიმე სახეობას), - ერთიანად

შეიცვალა იდეალები და ფიქციები, სურვილები და ოცნებისეული ხატები,

მითოლოგიები და თეორიები, დღეს ჩვენს სულიერ ცხოვრებაზე რომ

გაბატონებულან. ის, რასაც შეუცვლელად ვთვლიდით, დაიკარგა და სამუდამოდ

განადგურდა, მის ადგილას რაღაც გაუგონრად ახლის გაჩენაზე ვოცნებობთ.

ცივილიზებული სამყაროს უდიდესი ნაწილისათვის განადგურდა და დაიკარგა

ყველანაირი ცხოვრებისეული წესრიგის, კულტურისა და ზნეობრიობის ორივე

Page 18: ჰერმან ჰესეს ესე, მოთხრობა, ამონარიდები

ფუნდამენტი: რელიგია და ტრადიცია. ამ უკანასკნელის დაკარგვას ყველა მშვიდი

დამკვირვებელი ულაპარაკოდ აღიარებს. ჩვენს ცხოვრებას ერთიანად აკლია

ტრადიცია, ტრადიციულად გადმოცემული, გაღვთაებრიებული, დაუწერელი

შეთანხმება იმის თაობაზე, რაც ადამიანთა შორის წესად და მართებულობად

შეიძლება ჩაითვალოს.

თუ ამ დანაკარგის ძირითადი მიზეზი რელიგიის ფორმათა უკუსვლაში, ეკლესიის

ავტორიტეტის განადგურებაშია საძიებელი, - ცხოვრებაში მიმდინარე გარეგანმა

ცვლილებებმა, პირველ რიგში კი ტექნიკის საშუალებით ცხოვრებისა და ადამიანური

შრომის მექანიზაციამ არანაკლები წვლილი შეიტანა ამ ამბავში. ფაბრიკის მუშამ

შეუძლებელია თავისი გლეხი წინაპრების წეს-ჩვეულება დაიცვას, ამაზე ლაპარაკიც

კი ზედმეტია.

საკმარისია პატარა მოგზაურობა, რათა წეს-ჩვეულებათა დამხობაში ცოცხალი

მაგალითებით დარწმუნდე. ყველაგან, სადაც კი ინდუსტრიალიზაცია ჯერ

ჩანასახობრივ სტადიაზეა, სადაც გლეხური და წვრილქალაქური ტრადიცია უფრო

ძლიერია, ვიდრე ტრანსპორტისა და მუშაობის თანამედროვე ფორმები, იქ ეკლესიათა

ძალაუფლება და გავლენაც ძლიერია, და სწორედ ყველა ამ ადგილას ვხვდებით მეტ-

ნაკლებად გაუნადგურებელს იმას, რასაც ოდესღაც წეს-ჩვეულება ერქვა. აი, ამგვარ

"ჩამორჩენილ" მხარეებში ჯერ კიდევ ვპოულობთ მოქცევის, მისალმების, საუბრის,

საზოგადოებრივი დასაფეხურების, დღესასწაულების, თამაშების ფორმებს,

რომლებიც დიდი ხანია დაიკარგა თანამედროვე ცხოვრებაში. დაკარგული წეს-

ჩვეულების სუსტ შემცვლელად დღევანდელ საშუალო ადამიანს აქვს მოდა. მოდა

აწვდის ადამიანს სეზონიდან სეზონამდე, ყოვლად აუცილებელ რეცეპტებს

საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის, სტყორცნის მოდურ გამოთქმებს, კვიმატობებს,

ცეკვებს, მელოდიებს - სულ არაფრობას ალბათ სჯობია, მაგრამ წმინდა წყლის

ყოფითი და წარმავალი ღირებულებებია. აღარ არსებობს სახალხო თამაშები, არამედ -

სეზონის მოდური მასლაათი; აღარ არსებობს ხალხური სიმღერა, არამედ -

უკანასკნელი თვის შლაგერი.

რაც საშუალო ადამიანისთვის წეს-ჩვეულებაა, ანუ გულის გამახარი და მოხერხებული

სვლა ტრადიციისა და კონვენციის წინამძღოლობით, ის უფრო ღრმა ადამიანური

მოთხოვნილებისათვის არის რელიგია და ფილოსოფია. ადამიანს მხოლოდ იმის

მოთხოვნილება როდი აქვს, რომ წეს-ჩვეულებებში, ტანისამოსსა და საუბარში,

სპორტსა და ტრადიციაში რაღაც ვარგისი, სანიმუშო ფორმა, რაღაც იდეალი, -

თუნდაც ეს მოდის ერთდღიანი იდეალი იყოს - მართავდეს და მიუძღვებოდეს.

თავისი არსის უფრო ღრმა შრეებში ადამიანი იმის მოთხოვნილებასაც გრძნობს, თავის

საქმიანობასა და მცდელობებში, თავის ყოფიერებაში, ცხოვრებასა და სიკვდილის

გარდუვალობაში რაღაც აზრი დაინახოს, იგი ესწრაფვის, იხილოს, რომ მისი ქმედება

და მისწრაფება მხოლოდ წამიერი სარგებლობიანობით კი არ არის მართული, არამედ

რაღაც ღრმა აზრითაა გამართლებული, მაღალი იდეალითაა გაბრწყინებული და

Page 19: ჰერმან ჰესეს ესე, მოთხრობა, ამონარიდები

გამოწვეული. ეს რელიგიური და მეტაფიზიკური მოთხოვნილება, ისეთივე ძველი და

მნიშვნელოვანი, როგორც ჭამის, სიყვარულის, ჭერის მოთხოვნილებაა,

უზრუნველყოფილ, დაცულ და მშვიდ ეპოქებში ეკლესიისა და წამყვან მოაზროვნეთა

სისტემების საშუალებით კმაყოფილდება. დღევანდელის მსგავს პერიოდებში თავს

იჩენს საყოველთაო მოუთმენლობა და გულისგატეხა როგორც ტრადიციულ

რელიგიურ აღმსარებლობათა, ასევე სწავლულ-ფილოსოფთა მიმართ; და

უსასრულოდ დიდია ახალ ფორმულირებათა წყურვილი. ამ ნიშნითაა აღბეჭდილი

ჩვენი დროის სულიერი ცხოვრება: ნამემკვიდრევი სისტემების შესუსტება,

ადამიანური ცხოვრების ახალ განმარტებათა შმაგი მცდელობა, ურიცხვი

ხალხმრავალი სექტის აყვავება, წინასწარმეტყველების, საკრებულოთა

დამფუძნებლების ამოფრქვევა, კარგად ნაპატიები ცრუმორწმუნეობის ზრდა-

განვითარება, რადგანაც არასულიერ, ზედაპირულ, აზროვნებისაგან განმდგარ

ადამიანსაც შენარჩუნებული აქვს ის უძველესი მოთხოვნილება, იცოდეს თავისი

ცხოვრების აზრი და როდესაც იგი ამ აზრს ვეღარსად პოულობს, მაშინ ნადგურდება

წეს-ჩვეულება, და კერძო ცხოვრება ველურად მზარდი ეგოიზმითა და ზეაღმავალი

სიკვდილის შიშით მართული ხდება. ყველა ეს ნიშანი ადვილი ამოსაცნობია

იმისთვის, ვისაც დანახვა სურს, - სანატორიუმებში, ყოველ საგიჟეში, იმ მასალაში,

რასაც ყოველი დღე აწვდის ფსიქოანალიტიკოსებს.

მაგრამ ჩვენი ცხოვრება ეს არის უწყვეტი ქსოვილი განუხრელი აღმა და დაღმა

სვლისა, დაქვეითებისა და ხელახლა ქმნისა, დაცემისა და აღდგომისა, და ჩვენი

კულტურის გაპარტახების სავალალო ნიშნებს უპირისპირდება სხვა, უფრო ნათელი

ნიშნები, რომლებიც მიგვანიშნებენ მეტაფიზიკური მოთხოვნილების ახალ

გამოღვიძებაზე, ახალი სულიერების აღმოცენებაზე, ჩვენი ცხოვრებისთვის ახალი

აზრის მინიჭების ვნებიან მცდელობაზე. თანამედროვე პოეზია სავსეა ასეთი

ნიშნებით, და არანაკლებ - თანამედროვე ხელოვნება. მაგრამ დაღმავალი კულტურის

ღირებულებათა ერზაცის მოთხოვნილება განსაკუთრებით ძლიერად ვლინდება

რელიგიურობისა და თემების ახალ ფორმათა მოთხოვნილების სახით. და აქ რომ არ

იგრძნობა ნაკლებობა უგემოვნო და მყვირალა, უვარგისი და საშიშიც კი ერზაცის

ფორმებისა, - ესეც თავისთავად ცხადია. თვლა აღარა აქვთ ნათელმხილველებსა და

რელიგიის დამაარსებელთ, შარლატანები და ცრუპენტელები წმინდანებად

ცხადდებიან, პატივმოყვარეობა და მომხვეჭელობა შმაგად დააცხრა ამ ახალ,

მრავლისაღმთქმელ სფეროს - მაგრამ სასაცილო და გულსაკლავმა გვერდითმა

მოვლენებმა თავგზა არ უნდა აგვიბნიოს. თავისთავად ეს სულის გამოღვიძებაა,

ველური ძალები ღმერთის ახალი მონატრებისა, ომითა და გაჭირვებით გაღვივებული

ციებ-ცხელება, სასწაულებრივი ძალისა და ცეცხლოვანების შემცველი მოვლენა, -

რისი საკმარისად სერიოზულად აღქმა არ შეგვიძლია. იმ გარემოებამ, რომ ამ

ძლევამოსილი, სულიერი მონატრების ნაკადის გვერდით, მრავალი ყოჩაღი

საქმოსანიც დაფუსფუსებს, რელიგიის ბიზნესი რომ წამოუწყიათ, ხელი არ უნდა

შეგვიშალოს შევიცნოთ ამ მოძრაობის სიდიადე, ღირსება და მნიშვნელობა. უამრავი

Page 20: ჰერმან ჰესეს ესე, მოთხრობა, ამონარიდები

ფორმითა და განშტოებებით, გულუბრყვილო სპირიტუალიზმიდან ნამდვილ

ფილოსოფიურ სპეკულაციამდე, პრიმიტიული, საბაზრო რელიგიური ერზაცებიდან

ცხოვრების ნამდვილად ახალი განმარტების წინათგრძნობამდე, - მიიგრაგნება ეს

გოლიათური ნაკადი მთელ დედამიწაზე და მოიცავს ამერიკული ჩჰრისტიან შციენცე-

ს და ინგლისურ თეოსოფიას, მაზდეანობასა და ახალ სუფიზმს, შტაინერის

ანტროპოსოფიასა და ასობით მსგავს აღმსარებლობას. ეს ნაკადი დედამიწის ირგვლივ

დაატარებს გრაფ კაიზერლინგს და მიჰყავს იგი დარმშტატულ ცდებთან, უგროვებს

მას ისეთ სერიოზულ და მნიშვნელოვან თანამშრომლებს, როგორიც რიხარდ

ვილჰელმია, და ამის გვერდით წარმოშობს სულთამხილავთა, გლეხების გამომჭერთა

და მასხარათა მთელ ჯარს. მე ვერ გავბედავ, გავავლო ზღვარი ერთის მხრივ, ჯერ ისევ

საკამათო და მეორეს მხრივ, უკვე გროტესკად ქცეულ მოვლენებს შორის, მაგრამ

თანამედროვე საიდუმლო ორდენების, ლოჟების, ძმობათა აშკარად საეჭვო

დამფუძნებლების, ამერიკული მოდური რელიგიების თამამ ზედაპირულობათა,

უდრეკი სპირიტისტების უაზრობათა გვერდით ვხედავთ განსაცვიფრებელ

მიღწევებსაც, როგორიც, მაგალითად, წმინდა ბუდისტური ტექსტების

ნოიმანისეული, დიდი ჩინელების რიხარდ ვილჰელმისეული თარგმანებია. ასევე

ლაო-ძის მოულოდნელი დაბრუნების დიდებული ფაქტი, ლაო-ძისა, საუკუნეთა

მანძილზე ევროპაში უცნობი რომ იყო და უკანასკნელი სამი ათწლეულის

განმავლობაში ურიცხვი თარგმანის სახით თითქმის ყველა ევროპულ ენაში გამოჩნდა,

და თავიც დაიმკვიდრა ევროპულ აზროვნებაში. ისევე, როგორც ესოდენ უცნაური

გერმანული რევოლუციის ქაოსსა და აღმაშფოთებელ ვაინაჩრობაში აღმართულია

რამდენიმე სპეტაკი, კეთილშობილი, დაუვიწყარი ფიგურა ლანდაუერისა თუ როზა

ლუქსემბურგის სახით, ასევე თანამედროვე რელიგიური ექსპერიმენტების ველურ,

ამღვრეულ ნაკადში გამოირჩევა რიგი კეთილშობილი სპეტაკი პიროვნებებისა:

მაგალითად, ისეთი თეოლოგი, როგორიც არის შვეიცარელი მღვდელი რაგაცი, ან

ხანდაზმულობაში კათოლიციზმზე მოქცეული ფრედერეკ ვან ედენი; ისეთი კაცები

გერმანიაში, როგორიც განუმეორებელი ჰუგო ბალია, ერთ დროს დრამატურგი და

დადაიზმის მთავარი დამაარსებელი რომ იყო, შემდეგ კი ომის მამაცი მოწინააღმდეგე

და გერმანული ომის მენტალიტეტის კრიტიკოსი, ბოლოს კი განდეგილი და

შემთხზველი საოცარი წიგნისა: "ბიზანტიური ქრისტიანობა". და ებრაელებიც რომ არ

დაგვავიწყდნენ, - მარტინ ბუბერი, ვინც აღრმავებს თანამედროვე ებრაელობის

მიზნებს, და ვინც ხასიდიზმის ღვთისმოსაობა, რელიგიათა ბაღის ეს ერთ-ერთი

უძვირფასესი ყვავილი თავის წიგნებში გააცოცხლა და ხელახლა გვაჩუქა.

"და მერე" - იკითხავს ზოგი მკითხველი, საით მივყავართ ამ ყოველივეს, რა იქნება

შედეგი? რა არის საბოლოო მიზანი? რა საყოველთაო მოვლენას უნდა ველოდოთ ამ

ყველაფრისგან? შეუძლია რომელიმე ამ ახალ სექტას მსოფლიო რელიგიად

გადაქცევა? აღმოაჩნდება რომელიმე ახალ მოაზროვნეს უნარი, ახალი, დიადი

ფილოსოფიის შექმნისა?"

Page 21: ჰერმან ჰესეს ესე, მოთხრობა, ამონარიდები

ზოგ წრეში ასეთ შეკითხვებს დადებითად პასუხობენ. ახალ მოძღვრებათა ზოგი

მიმდევარი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, გამსჭვალულია სიხარულით,

გამარჯვებაში დარწმუნებულ მოწაფეთა განწყობილებით, თითქოს ჩვენი ეპოქის

დანიშნულება მესიის დაბადება იყოს; თითქოს ეს ეპოქა მოწოდებული იყოს, ერთი

კულტურული პერიოდისთვის სამყაროს ახალი სიცხადეები, ახალი რწმენა, ახალი

მორალური ორიენტირები მიანიჭოს. ეპოქის ზოგი მოხუცი, გულგატეხილი

კრიტიკოსის შავბნელ, საპანაშვიდო განწყობილებას საწინააღმდეგო პოლუსივით

შეესაბამება ახლად მოქცეულთა ახალგაზრდული მორწმუნეობა. და ეს

ახალგაზრდული ხმები ბებრულ ბუზღუნზე უფრო საამურად ჟღერს. მაგრამ,

ვფიქრობ, ეს მორწმუნეები ცდებიან.

დიახაც გვმართებს, ჩვენი დროის მოწადინებას, ამ მოხეთქილ ძიებას, ამ ნაწილობრივ

ბრმადვნებიან, ნაწილობრივ ფხიზელ და გაბედულ ექსპერიმენტებს მოწიწებით

შევეგებოთ. გინდაც ყველა მათგანს მარცხი ეწეროს, ისინი მაინც რაღაც უმაღლესი

მიზნისკენ მიმართულ, სერიოზულ მცდელობებს წარმოადგენენ. და გინდაც ვერც

ერთმა ვერ გაუძლოს დროს, ამ დროში ხომ შეუცვლელ ამოცანას ასრულებენ. ყველა ეს

ფიქცია, რელიგიური წარმონაქმნი, ახალი სარწმუნოებრივი მოძღვრება, - ეხმარება

ადამიანებს, იცხოვრონ, ისინი ეხმარებიან ადამიანს, მძიმე და საეჭვო ცხოვრება არა

მხოლოდ აიტანოს, არამედ მაღალი აზრიც მიანიჭოს და წმინდად შერაცხოს. და ისინი

კეთილშობილური სიმულაციის გარდა სხვა არც არაფერს რომ წარმოადგენდნენ, არც

ეს იქნებოდა ძალიან ცოტა. მაგრამ ეს მცდელობები ხომ უფრო მეტს, უსასრულოდ

მეტს ნიშნავს. ისინი ქმნიან იმ სკოლას, რომლის გავლითაც ჩვენი დროის ელიტამ

უნდა იმოძრაოს. რადგან ყოველგვარ კულტურასა და სულიერობას ორგვარი ამოცანა

აკისრია: მიანიჭოს ადამიანთა სიმრავლეს სიმშვიდე და იმპულსი, ანუგეშოს ისინი,

მათ ცხოვრებას რაღაც აზრი დაუდოს საფუძვლად, - და შემდეგ მეორე, უფრო

იდუმალი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანა: შეაძლებინოს ზრდა უმცირესობას,

დიად, ხვალინდელ და ზეგინდელ სულებს, უზრუნველყოს მათი წამოწყებების

დაცულობა, მათზე ზრუნვა, მიაგოს მათ ჰაერი სუნთქვისთვის. ჩვენი ეპოქის

სულიერება უსასრულოდ განსხვავდება იმ სულიერებისაგან, რომელიც ჩვენ, უფრო

ხანდაზმულებმა მემკვიდრეობად მივიღეთ. იგი უფრო მძვინვარეა, უფრო ველური,

ტრადიციისგან უფრო დაცლილი, ბევრად უარესად განსწავლული, და

მცირერიცხოვანი მეთოდების მფლობელი. მაგრამ მთლიანობაში დღევანდელი

სულიერება, მისი ძლიერი მიდრეკილებით მისტიურისაკენ, სულაც არ არის იმ

ეპოქის უკეთესად აღზრდილ, უფრო განსწავლულ სულიერებაზე უარესი, როცა

ხანშიშესული ლიბერალიზმი და ახალგაზრდა მონიზმი წამყვან მიმართულებებდ

გვევლინებოდა. პირადად ჩემთვის, - უნდა ვაღიარო, - დღევანდელ წამყვან

მიმართულებათა სულიერება, შტაინერიდან კაიზერლინგამდე, რამდენიმე

გრადუსით უფრო რაციონალურიც კია, შედარებით ნაკლებ გაბედული, ნაკლებ

ფართო, ნაკლებად მზად იმისათვის, რომ ქაოსში, ქვესკნელში ჩაეშვას და იქ, ფაუსტის

"დედებთან" მონატრებულ საიდუმლო მოძღვრებას მიაყურადოს, მოძღვრებას ახალი

Page 22: ჰერმან ჰესეს ესე, მოთხრობა, ამონარიდები

კაცობრიობის შესახებ. არცერთ დღევანდელ წინამძღოლს, რა გონიერი და

განსულიერებულიც უნდა იყოს იგი, არ გააჩნია ნიცშეს დიაპაზონი და მნიშვნელობა,

ვის ნამდვილ მემკვიდრეებადაც ჩვენ ჯერ ვერ ვიქეცით. ათასობით ერთმანეთის

გადამკვეთი ხმები და გზები ჩვენი დროისა გვიჩვენებენ ერთ ძვირფას საერთო ნიშანს:

თავდადების დაძაბულ მონატრებას, განსაცდელიდან აღმოცენებულ ნებას და ისინი

ყოველივე დიდის წინაპირობანი არიან.

1926 წ.

ფლეიტის სიზმარი

– მოდი აქ! – დამიძახა მამამ და გადმომცა პატარა ფლეიტა. – აიღე ეს და არ დაივიწო

შენი მოხუცი მამა, როდესაც უცხო ქვეყნის ხალხს შენი სიმღერით გაახარებ. – უკვე

დროა იმისა, რომ შენ სამყარო ნახო და გამოცდილება მიიღო. მე შენთვის ეს ფლეიტა

გავაკეთებინე, რადგან შენ სიმღერის გარდა სხვა საქმე არ გიყვარს. აიღე და იფიქრე

იმაზე, რომ ყოველთვის სასიამოვნო და სიხარულით აღსავსე სიმღერები იმღერო,

თორემ სამწუხარო იქნება, შენ ღმერთმა ხომ საოცარი ნიჭი გაჩუქა.

ჩემს საყვარელ მამას ცოტა რამ გაეგებოდა მუსიკის. იგი სწავლული გახლდათ.

ფიქრობდა, რომ მხოლოდ ფლეიტაში ჩაბერა კმაროდა ლამაზი სიმღერის სამღერად.

მე არ მინდოდა მისი იმედები გამეცრუებინა, ამიტომ გადავუხადე მადლობა, ავიღე

ფლეიტა და საყვარელ მამას დავემშვიდობე.

ჩვენი დაბლობი დიდი ქარწისქვილებით იყო განთქმული. აქედან იწყებოდა სამყარო

და მე ის საოცრად მომწონდა. ფუტკარი, რომელიც მოფრინდა ხელზე დავისვი,

რადგან პირველი შესვენების დროს შიკრიკი მყოლოდა, ჩემი სამშობლოსათვის

მოკითხვა რომ დამებარებინა.

ტყეები და მინდვები მაცილებდნენ. მდინარე ზლაზვნით მოედინებოდა ჩემთან

ერთად. მე დავინახე, რომ სამყარო ცოტათი განსხვავდებოდა სამშობლოსგან. ხეები

და ყვავილები, პურის თავთავები და თხილის ბუჩქები მებაასებოდნენ. თავიანთ

საიდუმლოს მიმხელდნენ. მე მათ სიმღერებს ვუმღეროდი და ისინიც მისმენდნენ.

შემდეგ ფუტკარმაც გაიღვიძა თავისი სასიამოვნო ბზუილით, წრე შემომავლო და

უკანა გზაზე სამშობლოსკენ გაფრინდა.

ამ დროს ტყიდან გამოვიდა გოგონა, მას ხელში კალათა ეჭირა და თავზე ჭილის ქუდი

ეხურა, რომელიც მის ქერა თმებს მალავდა.

– სალამი, – ვუთხარ მე, – რა გინდა აქ?

– მე მთიბავს საჭმელი უნდა მივუტანო, – მითხრა მან და გვერდით ჩამიარა.

Page 23: ჰერმან ჰესეს ესე, მოთხრობა, ამონარიდები

– და შენ რამ მოგიყვანა აქ? – მომიკითხა მორცხვად.

– მე სამყაროს სანახავად მივდივარ, მამამ გამომგზავნა. მე უნდა დავუკრა ფლეიტაზე

და ამით ხალხი უნდა გავახარო, მაგრამ ჯერ დაკვრა უნდა ვისწავლო.

– კარგი, მაგრამ სხვა რა იცი? რაღაც ხომ უნდა იცოდე?

– არაფერი განსაკუთრებული, სიმღერებს ვმღერი.

– რა სიმღერებს? – ყველანაირს, იცი? დილის მზის შუქზე, საღამოზე, ხეებზე,

ცხოველზე და ყვავილებზე. ახლა კი მე ვიმღერებ სიმღერას გოგონაზე, რომელსაც

მთიბავთან საჭმელი მიაქვს.

– შეგიძლია შენ ეს? მაშინ იმღერე!

– კი მაგრამ... რა გქვია?

– ბრიჯიტა.

შემდეგ მე ვიმღერე სიმღერა საყვარელ ბრიჯიტზე, რომელსაც ჭილის ქუდი ახურავს

და კალათი უჭირავს. მინდვრის ყვავილები სიხარულით უცქერენ მას. სიო სახეზე

ელამურება. მას ძალიან ესიამოვნა და დაუმატა, – კარგი იქნებოდა, – და როცა

ვუთხარი, რომ მშიერი ვიყავი, ახადა თავი კალათს და პური მომაწოდა. მე პური

მოვკბიჩე და გზა გავაგრძელე. მან კი შემაჩერა და მითხრა:– არ შეიძლება სიარულით

ჭამა, ერთი მეორეს შემდეგ. და ჩვენ ვისხედით ბალახში და მივირთმევდით პურს.

ბრიჯიტს კი ნიკაპი ხელებზე ჩამოედო და მე მიცქერდა.

– გინდა კიდევ მიმღერო რამე? – გაუბედავად მკითხა, როდესაც ჭამას მოვრჩი.

– მინდა, მაგრამ რა სიმღერა უნდა იყოს ეს?

– გოგონაზე, რომელმაც საყვარელი ადამიანი დაკარგა და ახალ მოწყენილია.

– არა, მე ეს არ ვიცი, თანაც მამამ გამაფრთხია, ყოველთვის მხიარული სიმღერები

უნდა ვიმღერო. მე გიმღერებ გუგულზე ან პეპლებზე.

– და სიყვარულზე? სიყვარულზე არაფერი იცი?!

– სიყვარულზე? ეს ხომ საუკეთესოა ქვეყნად.

და დავიწყე მე სიმღერა მზის სხივზე, რომელსაც ყაყაჩო შეჰყვარებია ეა მასთან

ტამაშით უზომოდ ბედნიერია. სკვინჩაზე, რომელიც მამრ სკვინჩას დიდხანს ელოდა

და როდესაც ის მოდის, ისე იქცევა, თითქოს ეშინოდეს და ვმღეროდი ისევ

თაფლისფერთვალება გოგონაზე, რომელსაც უმღერეს და სანაცვლოდ მისგან პური

აიღეს. მაგრამ მას აღარ უნდა პური, უნდა ქალწულის კოცნა, მისი თაფლისფერი

Page 24: ჰერმან ჰესეს ესე, მოთხრობა, ამონარიდები

თვალების დანახვა და მღერის მანამ, სანამ მის ბაგეებს ქალწულის კოცნა არ

დაახშობს.

მაშინ დაიხარა ბრიჯიტა და სიმღერა თავისი კოცნით შემაწვეტინა. დახუჭა თვალები

და გაახილა კვლავ. ამ დროს მე დავინახე ოქროს ვარსკვლავები და ჭალებში

გაფანტული მინდვრის თეთრი ყვავილები.

– სამყარო მშვენიერია, წამოვიყვირე მე. – მამაჩემი მართალი იყო, ახლა კი კალათის

წაღებაში მოგეხმარები. მე ავიღე მისი კალათა და გავუდექით გზას. ასეთი

სიამოვნებით არასდროს მიხეტიალია.

შემდეგ კი ვიფიქრე, მე რომ მსოფლიოშ ერთდროულად ათასი სიმღერის გაგება და

მღერა რომ შემეძლოს, ყველაფერზე, ფოთლოვან და წიწვოვან ტყეზე, ყველა

ცხოველზე, შორეულ ოკეანეებსა და მთებზე. შემეძლოს ვიმღერი ყველა ვარსკვლავზე

და მთვარეზე და ყველაფერი ერთად ჩემში რომ იყოს, მე ვიქნებოდი ღმერთი და

ყოველ ახალ სიმღერას ვარსკვლავად შევმატებდი ცას. როდესაც ამას ვფიქრობდი,

გავჩუმდი, რადგან ადრე ამაზე არ მიფიქრია. შემდეგ ბრიჯიტა გაჩერდა და მითხრა:

– მე ახლა მთის დაბლობზე უნდა წავიდე, იქ ქვემოთ მთიბავები არიან. წამოხვალ

ჩემთან ერთად?

– არა, მე წამოსვლა არ შემიძლია, მე სამყარო უნდა ვნახო. მადლობა პურისთვის და

კოცნისთის, მინდა შენზე ვიფიქრო ხოლმე.

მან კი ისევ მაკოცა და როცა მისი ბაგე ჩემსას ეხებოდა, მე ვფიქრობდი, რომ ყველაზე

ბედნიერი ადამიანი ვიყავი სამყაროში. შემდეგ აიღო კალათა და წავიდა. მთაზე

როდესაც ავიდა, კიდევ ერთხელ დამიქნია ხელი. სიომ ჭილის ქუდი მოხადა, შემდეგ

კი მიიმალა. მე მივდიოდი ჩემს გზაზე და ფიქრების ნისლში ვიყავი გახვეული, სანამ

გზა კუთხეს არ მიადგა.

იქ იდგა წისქვილი და წისქვილთან ახლოს იყო წყალში ნავი. მხოლოდ ერთი კაცი

იყო და ეტყობოდა უკვე მელოდა. როდესაც ნავში ჩავჯექი და ქუდი მოვიხადე, ნავმა

მოძრაობა დაიწყო. მე შუაში ვიჯექი, უცხო კაცი საჭესთან და როდესაც ვიკითხე თუ

სად მიდიოდა, შემომხედა, ნაცრისფერი დაბინდული თვალებით.

– სად გინდა? მდინარეში, ზღვაში, დიდ ქალაქებში. შენ გაქვს არჩევანი? ყველაფერი

მე მეკუთვნის.

– ყველაფერი შენ გეკუთვნის? მაშინ შენ მეფე ყოფილხარ.

– ალბათ. შენ კი მელექსე, როგოც ჩანს. მაშინ მიმღერე ერთი სიმღერა მგზავრობაზე.

Page 25: ჰერმან ჰესეს ესე, მოთხრობა, ამონარიდები

მე ძალა მოვიკრიბე, შემეშინდა უცხო კაცის და რადგან ჩვენი გემი ჩქარა მიჰქროდა,

ვიმღერე მდინარეზე, რომელიც ნავს მიათრევს, როგორ ლიცლიცებს მზის სხივი და

როგორ ახეთქებს მდინარე ნავს კლდოვან ნაპირებზე. უცნობი კაცის სახე

გაუნძრევლად დარჩა. შემდეგ თავი დამიკრა, თითქოს თვლემსო და ჩემდა

გასაოცრად დაიწყო სიმღერა და ის მღეროდა მდინარეზე და მოგზაურობაზე

ჭალებში. მისი სიმღერა ჩემსაზე ძლიერი და ლამაზი იყო, ჟღერადობა კი მეტად

განსხვავებული.

ეს ყველაფერი მე არ მომეწონა და ისეთი საიდუმლოებით იყო მოცული, ლამის

შევიშალე და დავდუმდი. თუ ეს მართალი იყო, რასაც ეს მოხუცი თავის მოგუდული

ხმით მიმღერდა, ჩემი ძველი სიმღერევი მხოლოდ სისულელე და ბავშვური თამაში

ყოფილა. მაშინ სამყარო ისეთივე ნათელი არ არის, როგორც ღმერთის გული, არამედ

ბნელი და მწუხარე, გაბრაზებული და მკაცრი და როდესაც ფოთლები შრიალებენ, ეს

არ ხდება სურვილით და სიხარულით, არამედ ტანჯვით.

ჩვენ კი გაუჩერებლად მივდიოდით და ჩრდილები დიდი ხდებოდნენ. და

რამდენჯერაც სიმღერას დავიწყებდი, ის წინანდელზე უფრო ხმადაბალი და ნაზი

იყო. ყოველ ჯერზე უცნობი მომიგებდა სიმღერით, რომელიც სამყაროს უფრო

ტკივილიანს და მე მოწყენილს მხდიდა. მე უკვე სული მტკიოდა, ვწუხდი, ვნანობდი,

რომ არ დავრჩი ყვავილებთან ან ბრიჯიტთან და ტკივილის გასაქარწყლებლად

დავიწყე ხმამაღალი სიმღერა საღამოს ლამაზ მზის შუქზე, სიყვარულზე, ბრიჯიტზე

და მის კოცნებზე. შემდეგ შრიალი დაიწყო, მე დავდუმდი, საჭესთან მჯდომმა კაცმა

კი სიმღერა დაიწყო. ის მღეროდა სიყვარულზე, სიყვარულის სურვილზე,

თაფლისფერსა და ცოსფერ თვალებზე და სველ წითელ ტუჩებზე. ეს ლამაზი და

აღმაფრთოვანებელი იყო. ის მღეროდა ტკივილნარევი სიხარულით. მის სიმღერაში

სიყვარული სასიკვდილო საიდუმლო გამხდარიყო, რომელიც ადამიანს აგიჟებდა.

სიყვარული ხალხს ერთმანეთის ტანჯვის და მკვლელობის საშუალებას აძლევდა. მე

ისეთი მონუსხული ვუსმენდი, თითქოს უკვე ასი წელი გზაში ვყოფილიყავი.

– ესე იგი სიცოცხლე არ არის ყველაზე მშვენიერი და ამაღლებული ამქვეყნად?! –

ამოვიყვირე მწარედ, – თუ სიკვდილი? მაშინ შენ მწუხარე მეფეო მიმღერე მე სიმღერა

სიკვდილზე.

საჭესთან მჯდომმა კაცმა დაიწყო სიმღერა სიკვდილზე და ის მღეროდა საოცრად,

უფრო საოცრად, ვიდრე რამე სიმღერა შეიძლება ყოფილიყო. მაგტამ სიკვდილიც არ

აღმოჩნდა ყველაზე ამაღლებული და ლამაზი, ესეც არ ყოფილა მისთვის ნუგეში.

სიკვდილი იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო სიკვდილი. ისინი ერთმანეთსი

გადახლართულიყვნენ. ერთ მარადიულ გაცხადებულ ბრძოლაში და ეს იყო აზრი

ყოფიერებისა, და ერთი მხრიდან, მოვიდა სინათლე, რომელსაც უნდოდა ყველაფერს

შეხებოდა და მეორე მხრიდან მოვიდა სიბნელე, რომელმაც ყველაფერი დაბინდა და

წყვდიადში გამახვია და წვდიადშიც კი ღვიოდა ჩემში ყველაზე ლამაზი სიყვარული.

Page 26: ჰერმან ჰესეს ესე, მოთხრობა, ამონარიდები

მე ვუსმენდი მონუსხული, უცხო მოხუცმა კაცმა თავისი კეთილი მზერა მომაპყრო და

მისი ნაცსრისფერი თვალები იყო სავსე ტკვილით და სამყაროს სილამაზით. მან

შემომღიმა. მე მოვიკრიბე ძალა და ვუთხარი:

– დავბრუნდეთ, მეშინია ღამით, მე მინდა უკან ბრიჯიტთან ან ჩემს მამასთან.

მოხუცი ადგა, მის გამხდარ და კუშტ სახეს შუქჩრდილი ანათებდა.

– უკან გზა არ მიდის, -მითხრა მან მკაცრად, – ყოველთვის წინ უნდა იარო და როცა

სამყაროს აღმოჩენა გსურს. და გოგონასთან თაფლისფერი თვალებით შენ ყველაზე

საოცნებო და საუკეთესო გქონდა და რაც უფრო მეტად შორს იქნები მისგან, მით

უფრო კარგი და ლამაზი გახდება ყველაფერი. წადი სადაც გინდა, მე ჩემს ადგილს

საჭესთან გითმობ.

მე დაბნეული ვიყავი და მივხვდი, რომ ის მართალი იყო. სამშობლოს მონატრებით

ვფიქრობდი მე ბრიჯიტზე და ყველაფერზე, რაც ჩემი იყო და რაც დავკარგე. შემდეგ

გავემართე საჭესთან უცნობის ადგილის დასაკავებლად. მოხუცი კაცი ადგა და

როდესაც გვერდით ჩამიარა შემომხედა სახეში. მე მივუჯექი საჭეს და როდესაც

მოვიხედე, მივხვდი, რომ გემში მარტო ვიყავი. უცნობი სადღაც გამქრალიყო.

მომეჩვენა, რომ ყველაფერი, ბრიჯიტი, მამაჩემი, სამშობლო მხოლოდ სიზმარი იყო

და ვიყავი მოხუცი, დიდი ხანი მდინარეზე ვმოგზაურობდი. მივხვდი, რომ

უცნობისათვის არ უნდა დამეძახა და რაც შევიგრძენი იმის გასაგებად დავიხარე და

წყლის სარკეში ჩავიხედე, საიდანაც დაბერებული, ბრძენი და სერიოზული სახე

მიცქერდა და ეს მე ვიყავი.

და რადგანაც გზა უკან აღარ ბრუნდებოდა, გავუყევი ღამეული მდინარის ტალღებს.

უსმინეთ ხეებს

თარგმნა - თემო ბერიშვილმა

როგორ შეუძლიათ იცოდნენ ამდენი და ერთ ადგილას იდგნენ? როგორ შეუძლიათ

ისაუბრონ სიტყვების გარეშე და იყვნენ ერთად მაშინაც კი, როცა მარტონი დგანან?

ხეები მუდამ გამჭრიახ მასწავლებლებად მიმაჩნდა. პატივს ვცემდი მათ, როცა

ტომებად და ოჯახებად ცხოვრობდნენ ტყეებსა და ბუჩქნარებში და მათი პატივისცემა

უფრო მეტად მემატებოდა, როდესაც მარტოთ ვხედავდი.ხეები მარტოსულ

ადამიანებს ჰგვანან. ისეთებს კი არა, რომელთაც საზოგადოებას საკუთარი სისუსტის

გამო აქციეს ზურგი, არამედ დიად მარტოსულებს, მაგალითად ბეთჰოვენსა და

ნიცშეს. მათ წინაშე მსოფლიო იხრის ქედს, მათი ფესვები უსასრულობაში ისვენებენ,

ისინი არ კარგავენ საკუთარ თავს და მხოლოდ ერთი მიზნისთვის იბრძვიან:

Page 27: ჰერმან ჰესეს ესე, მოთხრობა, ამონარიდები

თავიანთი კანონების გამოყენებით შექმნან უნიკალური ფორმა და წარმოაჩინონ

საკუთარი თავი.

არაფერია ძლიერ ხეზე მეტად მშვენიერი.

როცა ხეს ჭრიან და მისი სასიკვდილო ჭრილობა მზის სინათლეზე იკვეთება, მის

ნათელ ტანზე მთელი მისი ისტორია იკითხება : წლოვანების რგოლები, ჭრილობები,

ბრძოლა, ტკივილი და ტანჯვა - ყოველი ბედნიერება და კეთილდღეობა, რომლებიც

მოვარდნილ ქარიშხლებს ებრძვიან.

ყველა ახალგაზრდა ფერმერმა ბიჭმა იცის, რომ ყველაზე კეთილშობილსა და ძლიერ

ხეს, ყველაზე განიერი რგოლები აქვს და რომ მხოლოდ მაღალ მთებსა და საშიშ

ადგილებში იზრდებიან ყველაზე ძლიერი და იდეალური ხეები.

ხეები ტაძრები არიან. ვინც იცის როგორ ესაუბროს მათ და მოუსმინოს, მხოლოდ ის

სწავლობს სიმართლეს.

ხე ამბობს: სიმართლე ჩემს სიღრმეში იმალება. ცდა და რისკი, რომელიც მშობელმა

ჩემში ჩადო უნიკალურია. განუმეორებელია ჩემი ფორმა, ძარღვები, კანი,

უნიკალურია თითოეული ფოთოლი ჩემს ტოტზე და ყველა პატარა ღარი ჩემს

ქერქზე.

ხე ამბობს: ჩემი სიძლიერე ნდობაა. მე არაფერი ვიცი ჩემი მშობლების შესახებ,

არაფერი მესმის ათასობით ახალი სიცოცხლის შესახებ, რომლებიც ყოველწლიურად

ყვავილობენ ჩემში. მე მჯერა უფლის, მე მჯერა ჩემში არსებული ძალისა და შრომის.

სხვა არაფერი მადარდებს და ამ სიმართლით ვცხოვრობ.

როდესაც ცხოვრებაზე გულგატეხილნი ხელს ჩავიქნევთ, ხე გვეუბნება: იცხოვრე!

იცოცხლე! ცხოვრება ადვილი არ არის, ცხოვრება რთული არაა. ეს ბავშვური

ფიქრებია. დაე, ღმერთმა ისაუბროს შენში და შენი ფიქრებიც დადუმდებიან.

თუ შეშფოთებული ხართ, მხოლოდ იმიტომ რომ თქვენი გზა დედისა და სახლის

გზას ამცდარა, მაგრამ ყოველ ნაბიჯსა და დღეს ისევ დედის გზაზე მივყავართ. სახლი

არც აქაა და არც იქ. სახლი შენშია, ან სხვაგან არსად.

გული ძლიერი გრძობით მევსება, როდესაც მესმის როგორ შრიალებენ ხეები საღამოს

ნიავში და თუ ვინმე დიდხანს დაუგდებს ყურს მათ ხმას, აუცილებლად მიხვდება

სათქმელს.

ეს იმდენად ვინმეს ტანჯვისგან თავის დაღწევის მცდელობა არაა, რამდენადაც

შეიძლება ასე მოგეჩვენოთ. ეს სახლისკენ სწრაფვაა, საკუთარი დედის მონატრებაა. ამ

ხმას სახლისკენ მივყავართ. ყველა გზაც ხომ საბოლოოდ სახლისკენ მიდის. ყოველი

ნაბიჯი დაბადებაა, ყოველი ახალი ნაბიჯი სიკვდილია. და როცა ჩვენი საკუთარი

ბავშვური ფიქრების წინაშე მდგარნი ხის მოკრძალებულ საუბარს ვუსმენთ, მხოლოდ

Page 28: ჰერმან ჰესეს ესე, მოთხრობა, ამონარიდები

მაშინღა ვხვდებით რომ მათ დიადი ფიქრები აქვთ, ღრმა და მშვიდი სუნთქვა. ისინი

ჩვენზე ჭკვიანები არიან, რადგან ჩვენ არ ვუსმენთ მათ.

მაგრამ როდესაც ვსწავლობთ,როგორ ვუსმინოთ ხეებს ჩვენი გონების

შეზღუდულობა, სიჩქარე და ბავშვური სიფიცხე წარმოუდგენელ და შეუდარებელ

სიამოვნებად გარდაიქმნება. და ვინც კი ისწავლა, როგორ უსმინოს ხეებს, მას აღარ

სურს იყოს ხე. მას აღარ სურს იყოს ვინმე სხვა, გარდა საკუთარი თავისა.

ეს არის სახლი.

ეს ბედნიერებაა...

ზღაპარი მოწნულ სკამზე

თარგმნა - რუსუდან ბეჟაშვილმა

„ლიტერატურული გაზეთი“ N25. 30 აპრილი - 13 მაისი, 2010 წელი

ყმაწვილი საკუთარ მანსარდაში განმარტოებულიყო. მხატვრად გახდომის სურვილი

ჰკლავდა, თუმცა კარგად უწყოდა, რომ ეს გზა ეკლიანი იქნებოდა და არა ერთი

სირთულის გადალახვაც მოუწევდა. ამასობაში ასაკიც ემატებოდა, ის კი სარკის წინ

იჯდა და საკუთარ პორტრეტებს ხატავდა. ეს საქმიანობა უკვე ჩვევაში ჰქონდა

გამჯდარი. ამგვარი ნახატებით მთელი რვეული გაევსო და ზოგიერთი მათგანი

მეტად ხიბლავდა კიდეც.

“კაცისთვის, ვისაც განათლება ჯერ არ მიუღია, – უთხრა ერთხელ საკუთარ თავს, – ეს

ნახატი მართლაც მშვენიერია. როგორი საგულისხმო ნაკეცია აი, იქ, ცხვირთან.

აშკარაა, არის ჩემში რაღაც მოაზროვნის, დიახ, უდაოდ, რაღაც ამის მსგავსი...

საკმარისია პირის კუთხე ოდნავ უკან დავწიოთ, რომ უმალ აი, ასეთი

განსაკუთრებული გამომეტყველება გაჩნდეს, – თითქმის ტრაგიკული”.

მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ, საკუთარი ნახატების თვალიერებისას, უკვე აღარ

მოსწონდა ისინი. ეს, მართალია, უსიამოვნო შეგრძნება იყო, მაგრამ მიაჩნდა, რომ

მაინც სულ უფრო შეუპოვრად მიიწევდა წინ და საკუთარი თავისადმიც უფრო

მომთხოვნი ხდებოდა.

საკუთარ ოთახთან, და ყოველივე იქ მყოფთან, რაც იქ იდგა თუ ელაგა, ყმაწვილ კაცს

მართალია გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ არც მთლად

წყალწაღებული. თავისი უყურადღებობით, მათ უსამართლოდ ექცეოდა, მაგრამ ამ

მხრივ ის ხომ არც პირველი იყო და არც უკანასკნელი. ისიც სხვა ადამიანებივით

თითქმის ვერ ამჩნევდა და არც ბევრი რამ იცოდა ამ საგნების შესახებ.

Page 29: ჰერმან ჰესეს ესე, მოთხრობა, ამონარიდები

მორიგი ავტოპორტრეტის ხატვისას, როცა ხელი მოეცარებოდა, წიგნებს მიაშურებდა

ხოლმე, სადაც მასავით უცნობი ახალგაზრდების ცხოვრება იყო ასახული, რომლებიც

ყველასგან შეუმჩნევლად, მოკრძალებით ცხოვრობდნენ, ხოლო შემდეგ საკუთარი

შემოქმედებით სახელი გაითქვეს. ამგვარი წიგნების კითხვა სიამოვნებას ჰგვრიდა,

რადგან მათში საკუთარ მომავალს ხედავდა.

აი, სწორედ ასე იჯდა იგი ერთხელაც, ოდნავ სევდიანი და დათრგუნული და

კითხულობდა წიგნს ერთ ძალზე ცნობილ ჰოლანდიელ მხატვარზე. წიგნში ეწერა,

რომ ამ მხატვარს ერთადერთი ნამდვილი მისწრაფება ჰქონდა, პირდაპირ

შეპყრობილი იყო შეშლილი სურვილით და მისი არსება მთლად მოეცვა ერთადერთ

აღტყინებას – კარგი მხატვარი გამხდარიყო. ყმაწვილ კაცს მიაჩნდა, რომ თავად ამ

ჰოლანდიელთან უთუოდ რაღაც მსგავსება აკავშირებდა. თუმცა წიგნის შინაარსში

ღრმად წვდომისას აღმოაჩინა არა ერთი ნაკლებად სარწმუნო რამ. ბევრ სხვა ამბავთან

ერთად, ყმაწვილმა ამოიკითხა,რომ ჰოლანდიელი ცუდ ამინდში, მაშინ, როცა ღია ცის

ქვეშ ხატვა ყოვლად შეუძლებელი იყო, მეტად შეუპოვრად და არანორმალური

ვნებით ხატავდა ყველაფერს ერთმანეთის მიყოლებით: ნებისმიერ სრულიად

უბადრუკ საგანსაც კი, რაც თვალში მოხვდებოდა. ასე დახატა მან ერთხელ ძველი ხის

ფეხსაცმელები, მეორედ – გაქუცული, მოღრეცილი სკამი. უხეში, მძიმე, იაფფასიანი

ხის სამზარეულოს გლეხური სკამი მოწნული დასაჯდომით, თითქმის მორღვეული

ჩალით. და ეს სკამი, რომლისთვისაც სინამდვილეში არც ერთ ადამიანს მიუქცევია

ყურადღება, მხატვარმა იმგვარი სიყვარულითა და ერთგულებით ასახა, იმგვარი

ვნებითა და თავდავიწყებით, რომ ეს ნახატი ერთ-ერთ უმშვენიერეს ქმნილებად იქცა

მის შემოქმედებაში. ბევრ კარგ, ჭეშმარიტად ამაღლებულ სიტყვას უძღვნიდა

მწერალი ამ სკამს. აქ ყმაწვილმა კაცმა კითხვა შეწყვიტა და დაფიქრდა. „ეს ხომ ისეთი

რამაა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ვცადო“, – გაიფიქრა მან. იგი მეტად გაბედული

ჭაბუკი გახლდათ და საქმეს უმალ შეუდგა; დარწმუნებული იყო, დიდი ოსტატის

მაგალითისთვის მიბაძვა დიდებისკენ გზას გაუხსნიდა.

მაშინ კი სხვენის ოთახს თვალი მოავლო და შენიშნა, რომ თურმე ხეირიანად არც კი

შეუხედავს იმ ნივთებისათვის, რომელთა შორისაც რა ხანია ცხოვრობდა.

გვერდმონგრეულ სკამს მოწნული ჩალის დასაჯდომით ვერსად მიაგნო, არც

ჰოლანდიური ხის ფეხსაცმელები ჩანდა სადმე. ამიტომ წამსვე აიწურა მოღუშული.

ახლაც ისეთივე იმედგაცრუება იგრძნო, რაც არაერთგზის დამართნია დიდ

ადამიანებზე ამბის კითხვისას: ასეთ დროს ფიქრობდა, რომ ის ცხოვრებისეული

წვრილმანი მინიშნებანი, რომლებიც ასე მნიშვნელოვანი იყო სხვათა ცხოვრებაში, მას

რატომღაც გვერდს უვლიდნენ და ისიც, ამაოდ დამაშვრალი, მუდამ ხელმოცარული

რჩებოდა. მაგრამ მალე ისევ გონს მოეგო, გაიაზრა, რომ ამჯერად მისი ამოცანა

სწორედ შეუპოვრობაში მდგომარეობდა, და რადაც უნდა დასჯდომოდა,

დიდებისაკენ მიმავალ მძიმე გზას უნდა დასდგომოდა. დაკვირვებით მოათვალიერა

ოთახი და ბოლოს აღმოაჩინა მოწნული სკამი, რომელსაც მშვენივრად შეეძლო

მხატვრისთვის მოდელის მაგივრობა გაეწია.

Page 30: ჰერმან ჰესეს ესე, მოთხრობა, ამონარიდები

სკამს ფეხზე ხელი წაავლო, თავისკენ ახლოს მიიწია, ფანქარს წვერი წაუთალა,

ესკიზების ბლოკნოტი მუხლებზე დაიდო და ხატვას შეუდგა. ოდნავ შესამჩნევი

რამდენიმე შტრიხით ფორმა შემოხაზა (მისივე აზრით, არც თუ ურიგოდ).

მოხაზულობას სწრაფად და დამაჯერებლად, უფრო მსუყე შტრიხებით აზუსტებდა,

ბოლოს მის გამუქებას მიჰყო ხელი. კუთხეში სამკუთხედმა ჩრდილმა ყმაწვილის

ყურადღება მიიპყრო და მანაც ენერგიულად დაიწყო სურათზე მისი დატანა; მანამ

განაგრძობდა მუშაობას, ვიდრე არ იგრძნო, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.

ერთხანს კიდევ განაგრძო მუშაობა, შემდეგ ფურცელი განზე გასწია და ნახატს

გამომცდელი მზერა მიაპყრო. აღმოჩნდა, რომ მოწნული სკამი არასწორად იყო

გამოსახული. განრისხებულმა კიდევ ერთი ხაზი გაავლო და სკამს აღშფოთებული

მზერა სტყორცნა. ნახატი არაზუსტი იყო. ყმაწვილი გაცეცხლდა.

– არა, შენ სკამი კი არა, გრძნეული ხარ, – გაბრაზებულს გულიდან აღმოხდა ეს

სიტყვები,– ასეთი თავნება ურჩხული ჯერ არ შემხვედრია!

სკამმა ოდნავ გაიჭრიალა და მშვიდად განაცხადა: – აბა, წესიერად შემომხედე! ნახე,

როგორი ვარ! და არც ვაპირებ, შევიცვალო!

მხატვარმა ფეხი ჰკრა. სკამმა ადგილი მოინაცვლა და ახლა სრულიად სხვაგვარი

გამოჩნდა.

– რა სულელურად ხარ მოწყობილი! – მიმართა ყმაწვილმა სკამს, – ყველაფერი ცერად

გაქვს მოღრეცილი.

მოწნულმა სკამმა ოდნავ გაიღიმა და თავშეკავებით მიუგო: – ამას ხომ პერსპექტივა

ჰქვია, ყმაწვილო.

– პერსპექტივა?! – შესძახა გაცოფებულმა, – ეს ერთი ციცქნაც რომ მე მასწავლის!

პერსპექტივა რა შენი საქმეა, თავი დამანებე, თუ შეიძლება!

სკამმა პასუხი არ გასცა. მხატვარი ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა, ვიდრე იატაკის

ქვემოდან გაბრაზებული კაცის ხმა და ჯოხის კაკუნი არ გაისმა. ქვედა სართულზე

მოხუცი მეცნიერი ცხოვრობდა, რომელიც ხმაურს ვერ იტანდა.

ყმაწვილი კაცი ჩამოჯდა და ხელთ ისევ თავისი ბოლო პორტრეტი აიღო. არ მოეწონა.

მოეჩვენა, რომ სინამდვილეში გაცილებით მომხიბვლელი იყო და ამაში არც

ცდებოდა.

ახლა იგი ისევ წიგნს მიუბრუნდა, მასში კი გაუთავებლად იმ ჩალით მოწნულ

ჰოლანდიურ სკამზე იყო საუბარი. ახალგაზრდა კაცი გაბრაზდა. ბოლოს და ბოლოს

რა გახდა ეს სკამი, მის ირგვლივ რამხელა აურზაური იყო ატეხილი და საერთოდაც,

უკვე მობეზრდა ეს ყველაფერი...

Page 31: ჰერმან ჰესეს ესე, მოთხრობა, ამონარიდები

ყმაწვილმა შავი ფართოფარფლებიანი ქუდი დაიხურა – ისეთი, მხატვრებს რომ

უყვართ ხოლმე – და სასეირნოდ გარეთ გავიდა. უცებ გაახსენდა (რასაც ოდესღაც,

დიდი ხნის წინ მიხვდა), რომ ფერწერაში არის რაღაც საზიანო. მას მხოლოდ

იმედგაცრუება მოაქვს. ბოლოს და ბოლოს მსოფლიოში საუკეთესო მხატვარსაც ხომ

საგნების ზედაპირის ასახვა მხოლოდ საშუალო დონეზე შეუძლია. და ეს იმ

ადამიანისთვის, ვისაც ცხოვრებისეული სიღრმეები ხიბლავს, საბოლოოდ, ეს ხომ

პროფესიაარც არის. და კვლავ იმ აზრს დაუბრუნდა (რაც ადრე ხშირად უფიქრია),

ადრინდელ მიდრეკილებას გაჰყოლოდა და მწერალი გამხდარიყო. მოწნული სკამი

მანსარდაში მარტო დარჩა. წუხდა, რომ ახალგაზრდა ბატონმა მიატოვა. თუმცა,

იმედი ჰქონდა, რომ ბოლოს და ბოლოს ნამდვილ ურთიერთობას ააწყობდნენ. სკამი

დროდადრო დიდი სიამოვნებით გადაუკრავდა სიტყვას ხელოვნებაზე, თუკი რაიმეს

შეასმენდა ჯერ კიდევ ესოდენ გამოუცდელ ადამიანს, იქნებ რაიმე ფასეული

ესწავლებინა კიდეც. მაგრამ, სამწუხაროდ, აქედან არაფერი გამოვიდა.

ჰერმან ჰესე თვითმკვლელთა შესახებ

ნაწყვეტი ჰერმან ჰესეს რომანიდან - „ტრამალის მგელი“

ტრამალის მგელს ისიც გამოარჩევდა სხვათაგან, რომ თვითმკვლელთა დასს

განეკუთვნებოდა. აქვე უნდა დავძინოთ: უდაოდ ცდებიან, როცა თვითმკვლელს

მხოლოდ იმ ადამიანს უწოდებენ, ვინც თავად ისწრაფავს სიცოცხლეს.

თვითმკვლელებს შორის ბლომად არიან ისეთებიც, თვითმკვლელობას შემთხვევით

რომ სჩადიან, რადგან საკუთარ თავზე ხელის აღმართვა არ გამომდინარეობს მათი

შინაგანი ბუნებიდან; ცხოვრების სიმწარეს ნაზიარები ასობით, ათასობით უგერგილო

ან უნიათო ადამიანი თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, მაგრამ ისინი

ხასიათითა თუ რწმენით სრულიადაც არ მიეკუთვნებიან თვითმკვლელთა რიცხვს.

ბევრი ადამიანი კი, - და ასეთია ჭეშმარიტად თვითმკვლელთა უმრავლესობა -

საკუთარი ხელით არასოდეს მოისწრაფავს სიცოცხლეს.

"თვითმკვლელისთვის" სულაც არაა აუცილებელი სიკვდილთან უშუალო სიახლოვე.

თვითმკვლელიც რომ არ იყოს ადამიანი, ამას ისედაც მოახერხებს, მაგრამ

თვითმკვლელი თავის "მეს" - სამართლიანად თუ უსამართლოდ, - ბუნების ძალზე

სახიფათო, არასაიმედო და უსუსურ ნაშიერად თვლის. მას საკუთარი თავი ძალზე

უმწეო ჰგონია და ისეთი გრძნობა აქვს, თითქოს კლდის ვიწრო ქიმზე იდგეს, როცა

სულ პატარა ბიძგი ან მცირე შინაგანი სისუსტეც საკმარისია, რომ უფსკრულში

გადაიჩეხოს.

Page 32: ჰერმან ჰესეს ესე, მოთხრობა, ამონარიდები

ამ ყაიდის ადამიანთა ცხოვრება იმითაცაა ნიშანდობლივი, რომ თვითმკვლელობა

მათთვის საკუთარი სიცოცხლის ხელყოფის ყველაზე ნაღდი სახეობაა, ყოველ

შემთხვევაში ასე სწამთ მათ. ამგვარი გუნება-განწყობა ამ ადამიანებში ადრეულ

სიჭაბუკეშივე იჩენს ხოლმე თავს და მთელი ცხოვრებს მანძილზე გაჰყვებათ, მაგრამ

ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი სასიცოცხლო ძალების ნაკლებობას განიცდიან,

პირიქით "თვითმკვლელთა" შორის საოცრად ჯიუტ, დაუოკებელ და მამაც

ადამიანებს ვხვდებით, არიან ადამიანები, სულ მცირე გაციებაზეც რომ სიცხე აუწევთ

ხოლმე. აი მათ მსგავსად ჩვენი "თვითმკვლელებიც" ბუნებით საოცრად

მგრძნობიარენი არიან. პატარა ელდაც საკმარისია, რომ მთელი არსებით მიეცნენ

თვითმკვლელობაზე ფიქრს.

რომ არსებობდეს ისეთი მეცნიერება, რომელიც გაბედავდა და მთელი

პასუხისმგებლობით ძირფესვიანად შეისწავლიდა ადამიანს, არ შემოიფარგლებოდა

მისი სასიცოცხლო პროცესების მექანიზმით, დიახ, ამ დარგში ანთროპოლოგიის ან

ფსიქოლოგიის მსგავსი მეცნიერება რომ გვქონოდა, ეს ფაქტები საყოველთაოდ

ცნობილი გახდებოდა.

ნაწყვეტი რომანიდან - "ტრამალის მგელი"

”ადამიანები ისე, რომ არავითარი სურვილი არ აქვთ,თავს აიძულებენ იარონ

სტუმრად, იმუსაიფონ, დაწესებულ დროს სამუშაოზე გამოიცხადდნენ და ყოველივეს

ძალისძალად, ანგარიშმუიცემლად, უხალისოდ სჩადიან. არადა, ამას მანქანაც

მშვენივრად გაართმევს თავს. თუმცა ისსიც დასაშვებია, რომ თითი არავინ

გაანძრიოს! მთელი ეს უთავბოლო ორომტრიალი ხელს უშლის ადამიანებს, ჩემსავით

კრიტიკული თვალით შეხედონ საკუთარ ცხოვრებას, იგრძნონ მისი უაზრობა და

წვრილმანობა, დაინახონ თავიანთი ყოფის ამაზრზენი, კბილებდაკრეჭილი

ორჭოფულობა, უიმედო კაეშანი და სიმწარე!”

”ცხოველები მეტწილად სევდიანები არიან, ზოგჯერ ადამიანსაც შეიპყრობს ხოლმე

სევდა და წუხილი, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ კბილი სტკივა, ანდა ფული დაკარგა!

არა, მას სევდა მაშინ მოერევა, როცა უეცრად იგრძნობს, რა ხდება მის გარშემო, რა

ყოფილა ეს ცხოვრება. აი, ასეთი ნაღდი სევდით შეპყრობილი ადამიანი წააგავს

ცხოველს და ამ დროს მისი განცდები ალალი და მშვენიერია. ჰოდა, ტრამალის

მგელო, პირველად რომ გნახე, სწორედ ასეთი იყავი” ...

Page 33: ჰერმან ჰესეს ესე, მოთხრობა, ამონარიდები

ჰერმან ჰესე - ნარცისი და გოლდმუნდი (ამონარიდები)

”კარგად მისმინე, უფრო ნათლად გეტყვი. თუ შენ შემოქმედის ნაცვლად მოაზროვნე

გამოხვიდოდი, მაშინ უბედურება მოხდებოდა. კერძოდ, მისტიკოსი შეიქნებოდი.

მისტიკოსები, მოკლედ და უხეშად რომ ვთქვათ, ის მოაზროვნენი არიან, რომლებმაც

წარმოსახვებს თავი ვერ დააღწიეს, ანუ, საერთოდ, მოაზროვნეებად ვერ ივარგეს.

ისინი ფარული ხელოვანნი არიან: პოეტები ულექსოდ, მხატვრები უფუნჯოდ,

მუსიკოსები უმელოდიოდ.

მათ შორის შეხვდები მეტად ნიჭიერსა და კეთილშობილ სულებს, მაგრამ ყველა

ისინი გამონაკლისის გარეშე უბედურნი არიან. ერთი მათგანი შენც იქნებოდი. ამის

ნაცვლად, მადლობა ღმერთს, ხელოვანი გამოხვედი და სურათების სამყარო

დაიმორჩილე, სადაც ძალგიდს შემოქმედი და მბრძანებელი იყო, ნაცვლად

მოაზროვნისა, სულ რომ უკმარობის გრძნობა გექნებოდა”. (ნარცისი)

“ჩვენი აზროვნება მუდმივი აბსტრაქციების, გრძნობათა უარყოფის და წმინდა

სულიერი სამყაროს აშენების მცდელობაა. შენ კი სწორედ ყველაზე უფრო

არამუდმივი, ყველაზე უფრო მოკვდავი მიგაქვს გულთან ახლოს და სამყაროს აზრს

წარმავალ ცხოვრებაში აცხადებ. შენ წარმავლობას გვერდს არ უვლი, შენ მას

ბოლომდე გრძნობ, წარმავალი ცხოვრების გრძნობას ზენარ გრძნობად აქცევ და

მარადიულს ამსგავსებ. ჩვენ, მოაზროვნენი, უფალთან მიახლოებას ვცდილობთ,

მაშინ როცა შენ მისი შემოქმედება გიყვარს და ხელახლა ჰბადებ. ეს ორივე ადამიანის

მიერ ქმნილა, ორივე უკმარია, მაგრამ ხელოვნება უფრო უბიწოა”. (ნარცისი)

”შენ ჩემი არ უნდა გშურდეს, გოლდმუნდ. ისეთი სიმშვიდე არ არსებობს, როგორსაც

შენ გულისხმობ. სიმშვიდე, ცხადია არის, მაგრამ არა ისეთი, ჩვენში ხანგრძლივად

რომ იმკვიდროს და აღარ დაგვტოვოს, ერთი სიმშვიდე არსებობს მხოლოდ, უწყვეტი

ბრძოლით მოპოვებული და დღითი დღე ახლიდან დასაძლევი. შენ მასთან ჭიდილში

ვერ მხედავ, შენ არც ჩემი წინააღმდეგობანი იცი მეცადინეობისას და არც ჩემი

ბრძოლები სამლოცველოში. კარგია, რომ არ იცი. შენ მარტო იმას ხედავ, რომ შენზე

ნაკლებად ვარ გუნებაწამხდარი, რასაც შენ სიმშვიდეს ეძახი. ეს კი ბრძოლაა, ეს

სამსხვერპლო შერკინებაა, როგორც ყოველი მართალი ცხოვრება, შენიც მათ შორის”.

(ნარცისი)

”ჩვენგან არც ერთს არ ძალუძს მეორე კაცს ბოლომდე ჩაწვდეს, კეთილი ნების

ადამიანებისათვის საერთო კი იცი რა არის : ის, რომ ჩვენი ნაწარმოებები ბოლოს ჩვენ

აღგვემატებიან და მსხვერპლი კვლავ თავიდანაა შესაწირი”. (ნარცისი)

“დილამდე ვეღარ გავაღწევ. მინდოდა დედაზე მომეთხრო შენთვის, მისი თითები

გულზე მაქვს შმოჭდობილი. რამდენიმე წლის წინ ჩემს უსაყვარლეს და

Page 34: ჰერმან ჰესეს ესე, მოთხრობა, ამონარიდები

უსაიდუმლოეს ოცნებას დედის ფიგურის შექმნა წარმოადგენდა, ჩემთვის სურათთა

შორის ყველაზე უწმინდესი ის იყო, გულში მუდამ სიყვარულითა და იდუმალებით

ვატარებდი. ცოტა ხნის წინ მეტისმეტად აუტანელი იყო იმაზე ფიქრი, რომ უნდა

მოვმკვდარიყავი ამ ფიგურის შეუქმნელად; ჩემი ცხოვრება ფუჭი მეჩვენებოდა. და

აბა, ნახე, რა საოცრად მოვიდა ის ჩემთან: ნაცვლად იმისა, ჩემს ხელებს მიეცა მისთვის

ფორმა და გამოეძერწა, თავად მაძლევს ფორმას და თვად მძერწავს. ჩემს გულს

ხელები შემოახვია, რათა იგი გამოაცალკევოს და დამაცარიელოს. მან სასიკვდილოდ

მაცდუნა, ჩემთან ერთად ჩემი ოცნებაც, დიდი ევა დედის ლამაზი ფიგურაც კვდება.

მას კვლავაც ვხედავ, ხელებში ძალა რომ მქონდეს, გამოსახვას შევძლებდი, მაგრამ მას

არ სურს თავისი საიდუმლოს ხილულქმნა. ჩემი სიკვდილი უფრო სიამოვნებას

ჰგვრის. მეც სიამოვნებით ვკვდები, ის მიმსუბუქებს სიკვდილთან შეხვედრას”.

(გოლდმუნდი)

ჯადოქრის ბავშვობა

თარგმნა - თამარ დვალიშვილმა

ისევ და ისევ შენს წიაღში გული მიმიწევს,

გარდასულ დროთა გადმონაშთო, სათნო თქმულებავ,

შორიდან შენი სიღრმეები გულს მიჩქროლებენ

შენით ვიცინი, შენით ვოცნებობ, შენით ვტირივარ.

დროთა სიღრმიდან ამოთქმული ჯადოსნური ხმა

გულისთქმას ჩემსას იდუმალი ნისლებით მოსავს,

და მეჩვენება სიმთვრალით და ზმანებით მოცულს

შორიდან მიხმობ, უსასრულოდ მიხმობ შორიდან...