9
www.cida.ge ყოველთვიური ელექტრონული გამოშვება #21 ოქტომბერი თქვენი ადგილობრივი პარტნიორი კონფერენცია ,,სამოქალაქო საზოგადოება და ხელისუფლება: კომუნიკაციიდან თანამშრომლობამდე“ 20–21 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში“ საქართველო–სომხეთის ტრანს–სასაზღვრო კონფერენცია გაიხსნა ,,სამოქალაქო საზოგადოება და ხელისუფლება: კომუნიკაციიდან თანამშრომლობამდე“. კონფერენცია პროექტის ,,საქართველოსა და სომხეთის მოსაზღვრე რეგიონებში სიღარიბის დაძლევა და ნდობის აღდგენა სოფლად მდგრადი განვითარების საკითხებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების გზით” (STAGE II) ფარგლებში ქეა საერთშორისო კავკასიისა და ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტოს” (CiDA) ორგანიზებით ჩატარდა. კონფერენციაში საქართველოსა და სომხეთის ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და პროექტის სამიზნე ასოციაციების, აგრეთვე ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციის პირველი დღე სიღარიბის დაძლევას, ნდობის აღდგენას და ტრანს–სასაზღვრო თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო. ფასილიტატორებმა შეხვედრაზე წარმოადგინეს STAGE II–ის ფარგლებში განხორციელებული მცირე გრანტების კომპონენტის პრეზენტაცია, განიხილეს სახელმწიფოს პოლიტიკა უმცირესობების ინტეგრაციის სფეროში, ისაუბრეს ნდობის აღდგენაზე სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის და მედიის როლზე ტრანს–სასაზღვრო თანამშრომლობაში. ევროკავშირის წარმომადგენელმა ფილიპ ბერნარდიმ კი ევროკავშირის რეგიონული პოლიტიკა მიმოიხილა. მან ხაზგასმით აღნიშნა,რომ რეგიონებმა საკუთარი პოტენციალი უნდა განავითარონ. ქეა საერთაშორისო კავკასიაში დირექტორმა ტომას რეინოლდსიმ კი კავკასიაში სიღარიბის დონის შემცირების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ,,ვიმედოვნებ, რომ კავკასიაში სიღარიბის დონე დაიწევს, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებისა და მშვიდობის განვითარებას რეგიონში. ეს პროექტი ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეზობლების მხარდაჭერა და ურთიერთობა, რათა გამოვნახოთ ურთიერთთანამშრომლობის პლატფორმა“, - განაცხადა რეინოლდსიმ.

october, 2011.pdf

Embed Size (px)

Citation preview

www.cida.ge

ყოველთვიური ელექტრონული გამოშვება#21 ოქტომბერი

თქვენი ადგილობრივი პარტნიორი

კონფერენცია ,,სამოქალაქო საზოგადოება და ხელისუფლება: კომუნიკაციიდან თანამშრომლობამდე“

20–21 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში“ საქართველო–სომხეთის ტრანს–სასაზღვრო კონფერენცია გაიხსნა ,,სამოქალაქო საზოგადოება და ხელისუფლება: კომუნიკაციიდან თანამშრომლობამდე“. კონფერენცია პროექტის ,,საქართველოსა და სომხეთის მოსაზღვრე რეგიონებში სიღარიბის დაძლევა და ნდობის აღდგენა სოფლად მდგრადი განვითარების საკითხებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების გზით” (STAGE II) ფარგლებში ქეა საერთშორისო კავკასიისა და ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტოს” (CiDA) ორგანიზებით ჩატარდა.

კონფერენციაში საქართველოსა და სომხეთის ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და პროექტის სამიზნე ასოციაციების, აგრეთვე ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციის პირველი დღე სიღარიბის დაძლევას, ნდობის აღდგენას და ტრანს–სასაზღვრო თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო. ფასილიტატორებმა შეხვედრაზე წარმოადგინეს STAGE II–ის ფარგლებში განხორციელებული მცირე გრანტების კომპონენტის პრეზენტაცია, განიხილეს სახელმწიფოს პოლიტიკა უმცირესობების ინტეგრაციის სფეროში, ისაუბრეს ნდობის აღდგენაზე სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის და მედიის როლზე ტრანს–სასაზღვრო თანამშრომლობაში. ევროკავშირის წარმომადგენელმა ფილიპ ბერნარდიმ კი ევროკავშირის რეგიონული პოლიტიკა მიმოიხილა. მან ხაზგასმით აღნიშნა,რომ რეგიონებმა საკუთარი პოტენციალი უნდა განავითარონ. ქეა საერთაშორისო კავკასიაში დირექტორმა ტომას რეინოლდსიმ კი კავკასიაში სიღარიბის დონის შემცირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,ვიმედოვნებ, რომ კავკასიაში სიღარიბის დონე დაიწევს, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებისა და მშვიდობის განვითარებას რეგიონში. ეს პროექტი ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეზობლების მხარდაჭერა და ურთიერთობა, რათა გამოვნახოთ ურთიერთთანამშრომლობის პლატფორმა“, - განაცხადა რეინოლდსიმ.

ww

w.c

ida

.ge

კონფერენციის მეორე დღე ადგილობრივ დონეზე, ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორს შორის თანამშრომლობას, კერძო სექტორის ჩართვას ეკონომიკური დაგეგმარების პროცესში მიეძღვნა. გამოსვლების დასასრულს კი დისკუსიები გაიმართა. კონფერენციით ქართული და სომხური მხარეც კმაყოფილი დარჩა.

,,როცა ორი წლის წინ დავიწყეთ პროექტი, ბევრი კითხვა გვქონდა, როგორ გაგვეხორციელებინა პროექტი, რა იყო ჩვენი როლი. ახლა სხვაგვარად დგას საკითხი, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ყველა მონაწილეს. დღეს ჩვენ უკეთესად გვესმის ერთმანეთის. როცა ხელისუფლება, სამოქალაქო სექტორი და მოსახლეობა ერთობლივად აკეთებს რაღაცას, ეს თანამშრომლობის საუკეთესო ფორმულაა“, - აღნიშნა არასამთავრბო ორგანიზაცია ,,ერევაკის“ თავმჯდომარე ანდრანიკ ვერანიანმა.

,,ჩვენ ორი დღის განმავლობაში ვცდილობდით უფრო მეტი გაგვეგო ერთმანეთის შესახებ, განვიხილეთ ყველა თემა, რომელიც მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ტრანსსასაზღვრო ჭრილში. მაგრამ როგორი გარემოც არ უნდა შექმნა, თუ არ იქნა სურვილი, არაფერი გამოვა. ჩვენ დავინახეთ, რომ სურვილი არის, ახლა საჭიროა მაქსიმალური ხელშეწყობა დაახლოებისთვის.

ვერანაირი ტრანსფორმაცია ვერ მოხდება კომუნიკაციიდან თანამშრომობამდე, თუ არ იარსებებს ნდობა ჩვენს ხალხებს შორის. იმედი მაქვს, პროექტი გაგრძელდება და მასში უფრო მძლავრად იქნება წარმოდგენილი ბიზნესის კომპონენტი“, - განაცხადა ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“(CiDA) დირექტორმა ზვიად დევდარიანმა.

პროექტი ,,საქართველოს და სომხეთის მოსაზღვრე რეგიონებში სიღარიბის დაძლევა და ნდობის აღდგენა სოფლად მდგრადი განვითარების საკითხებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების გზით ( STAGE II)“ დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა და თანამშრომლობა აღმოსავლეთ ევროპასთან (ADC) (დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ საიტებს: www.mfa.at/adc, www.ada.gv.at) მიერ, რომელიც ხორციელდება CARE ავსტრიისა და CARE საერთაშორისო კავკასიაში მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო(CiDA)“ საქართველოში და ,,აგრობიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი (CARD)“ სომხეთში.

ww

w.c

ida

.ge

პროექტში „სამოქალაქო ორგანიზაციების აღმოსავლეთ საქართველოს ქსელი“ პირველი შეხვედრები ჩატარდა

სამოქალაქო განვითარების სააგენტომ (CiDA) რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებაზე ორიენტირებული ახალი პროექტისგანხორციელება დაიწყო. პროექტი „სამოქალაქო ორგანიზაციების აღმოსავლეთ საქართველოს ქსელი“ აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საქართველოში საჯარო

პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) ფარგლებში ხორციელდება.

პროექტის „სამოქალაქო ორგანიზაციების აღმოსავლეთ საქართველოს ქსელი“ მიზანია საქართველოში არასამთავრობო სექტორის განვითარება.

„სამოქალაქო ორგანიზაციების ქსელის მიზანია, რომ ჩვენი ურთიერთობები გაძლიერდეს, რომ ჩვენი პრობლემები მივიტანოთ თვითმმართველობამდე და გვქონდეს პირდაპირი კავშირის შესაძლებლობა დონორებთან. თუ ვსაუბრობთ ცვლილებებზე, ცვლილებების მიღწევა არ შეუძლია ერთ ორგანიზაციას, ამისთვის საჭიროა კოორდინირებული მუშაობა“, განაცხადა CiDA-ს დირექტორმა ზვიად დევდარიანმა

„სამოქალაქო ორგანიზაციების აღმოსავლეთ საქართველოს ქსელი“ პროექტით გათვალისწინებული პირველი შეხვედრები 10-18 ოქტომბერს გორში, რუსთავში, მცხეთაში, თელავსა და ახალციხეში ჩატარდა. სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA), მის პარტნიორ ორგანიზაციასთან, აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტთან (EWMI) ერთად, აღმოსავლეთ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და რეგიონების აქტიურ მოქალაქეებს შეხვდა.

შეხვედრები რეგიონებში ორ ნაწილად ჩატარდა: პირველი შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან, მეორე კი მოქალაქეებთან დისკუსიას დაეთმო.

შეხვედრების მიზანი იყო ამ ჯგუფებისთვის პროექტის „სამოქალაქო ორგანიზაციების აღმოსავლეთ საქართველოს ქსელის“ გაცნობა, უკვე განხორციელებულ და მომავალში დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება და მათგან იმის მოსმენა, რა ფორმებით შეიძლება მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება. G-PAC-ისა და CiDA-ს წარმომადგენლებმა, უშუალოდ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეებისგან მოისმინეს, თუ რა ძირითადი პრობლემებია მათ რეგიონებში და როგორ წარმოუდგენიათ მათ ამ პრობლემების გადაჭრა არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით.

„არასამთავრობო ორგანიზაციებთან გვქონდა საუბარი იმ შიდა პრობლემებზე, რაც სექტორში არსებობს, მათ პრიორიტეტებზე. მოვისმინეთ მათი მოსაზრებები ჩვენს პროგრამაზე, როგორ შეიძლება ის გავაუმჯობესოთ და მათი საჭიროებებისკენ მივმართოთ. მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, გვაინტერესებდა მათი შეხედულებები არასამთავრობო სექტორზე, რამდენად იცნობენ ისინი არასამთავრობო ორგანიზაციებს და ფიქრობენ თუ არა, რომ ეს სექტორი მათ საჭიროებებზეა მორგებული. ეს იყო შეხვედრების პირველი რაუნდი და მთელი სამუშაო ჯერ კიდევ წინ არის“, განაცხადა G-PAC-ის ორგანიზაციული განვითარების მენეჯერმა სალომე მეხუზლამ.

შეხვედრებზე სამოქალაქო ორგანიზაციების ქსელის შექმნის იდეა მონაწილეებმა მოიწონეს და ქსელის ამოქმედებასთან დაკავშირებით მოსაზრებებიც გამოთქვეს:

ww

w.c

ida

.ge

“არსებული ორგანიზაციების ურთიერთკოორდინაციისათვის და საერთო პრობლემების იდენტიფიკაციისა-თვის ასეთი ფორმატის შეხვედრები აუცილებელია. ჩემს ორგანიზაციას პარტნიორული საკონსულტაციო ფორმატის შეხვედრების ჩატარების გამოცდილება აქვს და მიმაჩნია, რომ თუ ჩვენს გამოცდილებასა და G-PAC-ისა და CiDA-ს დაგეგმილ საქმიანობას შევუთავსებთ, ერთიანობაში რაღაც სასარგებლო გამოვა და შედეგს მივიღებთ”, აღნიშნა გორში გამართულ შეხვედრაზე, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის „აფხაზეთი“ სოციალური პოლიტიკის ოფიცერმა ზაზა ჭიპაშვილმა.

„ქსელის იდეა ძალიან აქტუალურია და რეალურიც. ხშირად, პრობლემაა ხოლმე, რომ ერთმანეთის საქმიანობის, სტრატეგიების შესახებ გავიგოთ. ხშირად, რაღაცას საკუთარი ძალებით ვცდილობთ, როცა შესაძლებელია ამის გაკეთება კოალიციურად და უკეთეს შედეგებზე გასვლა“, განაცხადა რუსთავში გამართული შეხვედრის მონაწილემ, საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის (სიქა) დამფუძნებელმა ცირა თავშავაძემ.

შეხვედრებზე არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრის კვლევის შედეგებიც განიხილეს, რომლის მიხედვითაც, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მოქალაქეების ნდობა ძალიან

დაბალია. მონაწილეებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რა არის ამის მიზეზი და როგორ შეიძლება არსებული მდგომარეობის შეცვლა. დისკუსიის შედეგად გამოიკვეთა მოსაზრება, რომ სწორედ არასამთავრობო სექტორის კოორდინირებული მუშაობა, რეგიონებში მსგავსი შეხვედრების ორგანიზება და მოსახლეობის ინფორმირება არის საუკეთესო საშუალება სამოქალაქო საზოგადოების გასააქტიურებლად.

“მოსახლეობის ნდობა არასამთავრობო სექტორის მიმართ ნამდვილად აღსადგენია. საჭიროა მეტი ინფორმაციის მოწოდება, ამ ორგანიზაციების საქმიანობის მეტად გაცნობა და მათთან დაახლოება. ამიტომაც, ასეთი შეხვედრების მოწყობა ძალიან სასარგებლოა. მაგალითად, დღეს ახალი ორგანიზაციებისა და ახალიპროექტის შესახებ გავიგე”, აღნიშნა გორში გამართული შეხვედრის მონაწილემ, ბერბუკის კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრებმა ნანა ბერუაშვილმა.

“უმრავლესობისთვის ასბოლუტურად ბუნდოვანია ეს სფერო - არასამთავრობო სექტორი. იციან, რომ არსებობენ რაღაც ორგანიზაციები, გრანტებს ჭამენ და ასე შემდეგ. აბსოლუტურად არ არის საზოგადოებაში ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა კეთდება რეალურად, რა შეიძლება გაკეთდეს და რაში შეიძლება გამოიყენო ამ ორგანიზაციების რესურსი”, განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელმა ირმა ნუცუბიძემ.

პროექტი „სამოქალაქო ორგანიზაციების აღმოსავლეთ საქართველოს ქსელი“ ხორციელდება სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) მიერ. პროექტი მხარდაჭერილია აღმოსავლეთ

დასავლეთის მართვის ინსტიტუტის G-PAC პროგრამის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური რესურსებით.

ww

w.c

ida

.ge

ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო ინტეგრაციის რეგიონული სამუშაო ჯგუფების შეხვედრა

28-29 ოქტომბერს, პროექტის „მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელი“ ფარგლებში, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო ინტეგრაციის რეგიონული სამუშაო ჯგუფების გაერთიანებული შეხვედრა ჩატარდა. სამუშაო ჯგუფებში ორი რეგიონის მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები შედიან. შეხვედრა თბილისში, სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ ჩატარდა.

შეხვედრის მიზანი იყო, ერთი მხრივ, სამოქალაქო ინტეგრაციის რეგიონული სამუშაო ჯგუფებისთვის შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის

ანგარიშის გაცნობა და, მეორე მხრივ, მათთან ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებულ საპროექტო იდეებზე მუშაობა.

„შეხვედრა მიმართული იყო იმისკენ, რომ თვითონ რეგიონებს შიგნით გაგვევლო ივლის-სექტემბრის თვეებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები, გვემსჯელა იმ პრობლემებზე და წინსვლაზე რაც სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს უკავშირდება და რეაგირება გვქონოდა იმ ხარვეზებზე, რომლებიც გამოვლინდა. ამ რეაგირების ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო ზუსტად ის საპროექტო იდეები, რომლებიც, როგორც თვითმმართველობებმა, ასევე სამოქალაქო ორგანიზაციებმა მოამზადეს

და რომლის წარდგენასაც ვგეგმავთ დონორებისთვის. ფაქტობრივად, ჩვენ ვაჩვენებთ კონკრეტულ მაგალითებს, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს ადგილზე არსებული პრობლემების გადაწყვეტას“, განაცხადა CiDA-ს დირექტორმა ზვიად დევდარიანმა.

შეხვედრა მონიტორინგის ანგარიშის პროეზენტაციით დაიწყო და ინტეგრაციის საპროექტო იდეებზე მუშაობით გაგრძელდა. შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ზოგადი ინფორმაცია იმაზე, თუ რა არის პროექტის კონცეფცია, როგორ იწერება პროექტები, რაზეა დაფუძნებული პროექტული აზროვნება და მიდგომა.

„შეხვედრის განმავლობაში, პროექტის მონაწილეებს ავუხსენი ძირითადი საკითხები, რომლებიც გასათვალისწინებელია იდეისა და შემდეგ პროექტის დამუშავების ფაზაზე, რათა სტრუქტურა, რომლითაც ისინი ააწყობენ თავიანთ შეთავაზებას, არ იყოს ამოვარდნილი იმ საერთო მიდგომიდან, რომელსაც განვითარების პროექტი ჰქვია. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია განვითარების პროექტის არსზე, პროექტისა და პროგრამის ურთიერთდამოკიდებულებაზე და პროექტის შემადგენელ ნაწილებზე“, განაცხადა შეხვედრის ფასილიტატორმა, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ტრენერ-კონსულტანტმა პავლე თვალიაშვილმა.

ww

w.c

ida

.ge

მონაწილეებმა ინტეგრაციის თემასთან დაკავშირებული საპროექტო განაცხადები შეხვედრის ბოლოს წარმოადგინეს.

„მნიშვნელოვანი იყო შეხვედრის თემა - პროექტის აგების და პროგრამების შექმნის მეთოდოლოგიის სწავლება. თანდათან, თვითმმართველობის ორგანოებიც გადადიან დაფინანსების ასეთ მოდელზე, როცა პროექტები უნდა წარადგინო და შემდეგ მიიღო დაფინანსება. რაც შეეხება საპროექტო წინადადებებს, ესეც საინტერესო იყო ჩემთვის, კარგად დავინახე, რომელი რაიონის მუნიციპალიტეტისთვის რა მიმართულებაა მნიშვნელოვანი იმ ფონზე, როცა რეგიონული განვითარების სტრატეგიის შესაბამისად მიდის მზადება. ანუ, ეს კარგი მოსამზადებელი ეტაპი იყო“, განაცხადა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა მარინა გაჩეჩილაძემ.

შეხვედრა ორგანიზებული იყო პროექტის „მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელი“ (MCBN) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA). პროექტი ხორციელდება ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის (COBERM) ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი და ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პროექტის პარტნიორია დემოკრატ მესხთა კავშირი (UDM).

კიშინიოვში საქართველოს CiDA წარმოადგენდა

პროექტ ,,ჩართულობა დიალოგის გზით” ფარგლებში მოლდავეთის ქალაქ კიშინიოვში დიალოგი გაიმართა. პროექტმა მოლდავეთის დედაქალაქში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, წარმატებული ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები გააერთიანა.

ვიზიტი ერთკვირიანი იყო და ამ ხნის განმავლობაში ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე, საერთო პრობლემებზე და შთაბეჭდილებებზე დიალოგის ფორმატში საუბრის შესაძლებლობა ჰქონდათ. ამასთანავე, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პროცესის ფასილიტატორები არა უცხოელები, არამედ თავად ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც გუნდურად მუშაობდნენ.

მსგავსი სახის დიალოგი სისტემატურად ტარდება. პროექტის ფარგლებში ეს რიგით მეცამეტე შეხვედრა იყო, თუმცა მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ვიზიტში უკვე მესამედ იყო ჩართული ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (CiDA) წარმომადგენელი. ვიზიტი დიდი ბრიტნეთის მთავრობის მიერ იყო დაფინანსებული.

კიშინოვში საქართველოს დელეგაციის რეგიონულ მხარეს CiDA-ს პროექტების იმპლემენტაციის მენეჯერი რუსუდან მეტრეველი წარმოადგენდა.

როგორც რუსუდან მეტრეველი ამბობს, დიალოგში ჩართულ ახალგაზრდებს 6 დღის განმავლობაში საშუალება ჰქონდათ, შეხვედროდნენ მოლდავეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ექსპერტებს, ასევე არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ადამიანის უფლებათა დამცველებს. საერთო ჯამში, დნესტრისპირეთის კონფლიქტზე მიღებული ინფორმაციით, ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს, ორ პოსტ-საბჭოურ ქვეყანაში განვითარებულ კონფლიქტებზე გარკვეული სურათი შეექმნათ. პროექტის ფარგლებში, დიალოგში მონაწილე მხარეებს საშუალება ჰქონდათ, არა მარტო კონფლიქტებზე ესაუბრათ, არამედ უშუალოდ ენახათ კონფლიქტური რეგიონი.

დნესტრისპირეთში ვიზიტი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო.,,ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ ქართველმა და აფხაზმა ახალგაზრდებმა დნესტრისპირეთის კონფლიქტის

მაგალითზე საკუთარი პრობლემის სხვა კუთხით დანახვა შევძელით. მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ აღნიშნულ საერთაშორისო პროექტში CiDA–ს წარმომადგენლობა მესამედ იყო ჩართული. შეხვედრა, რა თქმა უნდა, ემოციურად დატვირთული იყო. ჩვენ საშუალება გვქონდა, როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ გარემოში მიგვეღო ინფორმაცია ერთმენეთის შესახებ. ორივე მხარემ დავინახეთ, რომ მიუხედავად არსებული კონფლიქტისა, ახალგაზრდებს გვაქვს სურვილი და ძალა იმისა, რომ თბილი, ადამიანური ურთიერთობები დავამყაროთ ერთმანეთთან. ამ შეხვედრებმა საშუალება მოგვცა დაგვენახა, რომ აფხაზ ახალგაზრდებს ისეთივე ოცნებები და სურვილები აქვთ, როგორც ჩვენ და რაც მთავარია, ყველა ჩვენთაგანისთვის პრიორიტეტული მშვიდობა“, – განაცხადა რუსუდან მეტრეველმა.

პროექტის ,,ჩართულობა დიალოგის გზით” ორგანიზატორები IKV Pax Christie, ბერკოფის მშვიდობის მხარდაჭერის ფონდი, ,,კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN)", ,,სამყარო ძალადობის გარეშე (World Without Violence“) არიან.

ww

w.c

ida

.ge

ტრენინგები ბუნებრივად საინტერესო გაკვეთილის

ჩასატარებლად

პროექტის ,,ბუნებრივად თანაბარი შესაძლებლობები სამცხე–ჯავახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის სოფლის ტიპის დასახლებებში განათლების განვითარების პოტენციალის გამყარება“ ფარგლებში მონაწილე სკოლების პედაგოგებს ტრენინგები უტარდებათ. ტრენინგები უკვე დასრულდა გარდაბნის, წალკის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში.

,,ყველა მუნიციპალიტეტში ტარდება თითო ტრენინგი 2–2 ჯგუფად. ჯგუფები დაყოფილია ქართულ და არაქართულენოვან ჯგუფებად, რათა ენობრივი პრობლემა არ შეექმნათ. მუნიციპალიტეტების სოფლებიდან თითოეულ ჯგუფში 15 მონაწილეა. ტრენინგები საკმაოდ საინტერესოა, გამდიდრებულია ექსპრიმენტებით. გარდა ამისა, გარკვეული წახალისების კუთხით გამოცხადებულია კონკურსი საუკეთესო გაკვეთილის ჩასატარებლად“, - აცხადებს პროექტის CiDA-ს კოორდინატორი ქვემო ქართლში ლიანა ჩარკვიანი.

ტრენინგებს სპეციალურად შერჩეული და გადამზადებული ტრენერები ატარებენ. ტრენინგის თემაა ,,ბუნებრივად საინტერესო გაკვეთილი“.

,,მასწავლებლებს ვაცნობთ საბუნებისმეტყველო საგნებში ექსპერიმენტების ჩატარების მეთოდოლოგიას, რაც მთავარია, ექსპერიმენტის ჩატარება ყოველდღიური საგნებითაც არის შესაძლებელი კაბინეტის აღჭურვილობის გარეშე. პროექტის უპირველესი დადებითი მხარე სწორედ ეს არის. გარდა ამისა ვაცნობთ ინტერაქტიულ მეთოდებს“, -აცხადებს ტრენერი მარინე სეხნიაშვილი.

თითოეული ექსპერიმენტისა თუ აქტივობის შემდეგ დისკუსია იმართება, ხდება ინფორმაციის გაცვლა, რაც ტრენინგს უფრო მეტად საინტერესოს ხდის. როგორც ტრენერები ამბობენ, პედაგოგების ჩართულობა დიდია. პროექტში მონაწილე მასწავლებლები ტრენინგებს მაღალ

შეფასებას აძლევენ და პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობენ.,,ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო, პროექტის მნიშვნელობაზე რომ აღარაფერი ვთქვა, მართლა დაგვეხმარება

საინტერესო გაკვეთილის ჩატარებაში. პირადად მე ექსპერიმენტის ჩატარების სხვადასხვა მეთოდები ვისწავლე“, - აღნიშნა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის ქიმიის მასწავლებელმა არჩილ ძირკვაძემ.

ტრენინგები 22 და 23 ოქტომბერს დმანისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში ჩატარდება.

ტრენინგები მხარდაჭერილია პროექტის ,,ბუნებრივად თანაბარი შესაძლებლობები“ სამცხე–ჯავხეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის სოფლის ტიპის დასახლებებში განათლების განვითარების პოტენციალის გამყარება“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონური დახმარების 2011 წლის პროგრამის დაფინანსებით. პროექტს ქვემო ქართლში ახორციელებს ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო“(CiDA) პარტნიორ ორგანიზაციებთან ფონდი პარტნიორები პოლონეთიდან (FPP), საზოგადოებრივი კავშირი მეგობრობის

ხიდი ,,ქართლოსი“(შიდა ქართლი) და კავშირი ,,სამყარო“ (სამცხე–ჯავახეთი) ერთად.

ww

w.c

ida

.ge

მცირე ბიზნეს გრანტით 26 დევნილი დაფინანსდა

პროექტ SIIMS-ის დევნილ ქალთა მცირე ბიზნესის განვითარების კომპონენტში ქალთა ბიზნესის დაფინანსების მესამე ეტაპზე 26 მცირე გრანტი გაიცემა.

ქალთა მცირე ბიზნესის განვითარების კომპონენტის ფარგლები გამოცხადებული საგრანტო კონკურსის მესამე ეტაპზე სულ 267 განაცხადი შემოვიდა, შერჩეული 43 აპლიკანტიდან კი ბიზნეს–გეგმა 41–მა წარმოადგინა. ბიზნეს–გეგმის შემოწმებისა და ანალიზის შედეგად დაფინანსებისთვის კი 26 ბიზნესი შეირჩა.

,,შემოსული 41 ბიზნეს–გეგმიდან კონკურსში მონაწილეობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა ხუთმა კონკურსანტმა, დარჩენილი 36 კონკურსანტიდან კი დაფინანსებისთვის 26 კონკურსანტი შეირჩა, აქედან 8 ქვემო ქართლიდან და 17 შიდა ქართლიდან“, _ განაცხადა SIIMS–ის პროექტის ქალთა ბიზნესის განვითარების ოფიცერმა შორენა კოჭლამაზაშვილმა.

გამარჯვებულ პროექტებს შორის 10 ვაჭრობის სფეროს შეეხება, 5 სოფლის მეურნეობას, კერძოდ სათბურების გაკეთებას და ფუტკრის მოშენებას, 7 მომსახურების სფეროზეა, კერძოდ, სილამაზისა და ფეხსაცმლის სალონების

მოწყობა, წისქვლის გაკეთება და კომპიუტერული მომსახურება, ერთი პროექტი კი კულტურის სფეროზეა და მის ფარგლებში ხელოვნების სკოლა უნდა გაკეთდეს.

როგორც პროექტის ქალთა ბიზნესის განვითარების ოფიცერი ამბობს, შესაბამისი საგრანტო ხელშეკრულება ყველა მათგანთან გაფორმებულია და თანხების დარიცხვა მიმდინარეობს.

SIIMS-ის პროექტით, ქალთა მცირე ბიზნესის განვითარების კომპონენტის ფარგლებში, სულ 84 მცირე გრანტია დაფინანსებული. გრანტის ოდენობა 950 აშშ დოლარია.

,,იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრირების პროექტს (SIIMS) ნორვეგიის საგარეო საქმეთა

სამინისტრო აფინანსებს. სამწლიან პროექტს ორგანიზაციები ქეა ნორვეგია და ქეა საერთაშორისო კავკასიაში ახორციელებენ. პროექტის ადგილობრივი

განმახორციელებელი პარტნიორია ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (CiDA).

ww

w.c

ida

.ge

მრგვალი მაგიდა დმანისში ტურიზმის განვითარების პოტენციალზე

პროექტ STAGE II-ის ფარგლებში, 5 ოქტომბერს, დმანისში ჩატარდა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა სახელწოდებით - ტურიზმის როლი დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ განვითარებაში.

შეხვედრის ძირითადი სადისკუსიო თემები იყო გამოცდილება და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების როლი ტურიზმის განვითარებაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ დმანისის რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, ადგილობრივი მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე ტურიზმის ეროვნული სააგენტოს, თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის, ქეა საერთაშორისოს კავკასიაში, ქეა ავსტრიისა და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) წარმომადგებლები.

მონაწილეებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს რაიონში ტურიზმის ხელშესაწყობად, როგორ უნდა იქნას ათვისებული დმანისის ტურისტული პოტენციალი და რა პრობლემებია ამ მიმართულებით.

„მივიღეთ ინფორმაცია, როგორ უნდა ჩავერთოთ იმ პროცესში, რასაც ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ჰქვია. იყო შემოთავაზებები, რა და როგორ უნდა გაკეთდეს, ანუ, ისეთი საკითხები გამოიკვეთა, რაზეც ჩვენ აქამდე ინფორმაცია არ გვქონდა“, განაცხადა ადგილობრივი მცირე ბიზნესის წარმომადგენელმა ლევან ნონიაშვილმა.

„კარგად ორგანიზებული და კარგ დროს გაკეთებული შეხვედრა იყო. დღეს ყველაზე მთავარი პრობლემა მაინც ადამიანების დასაქმებაა და მარტო სოფლის მეურნეობა ამ პრობლემას ვერ ჭრის. ტურიზმის განვითარება კი ამ პრობლემის მოგვარების საუკეთესო და ადვილი საშუალებაა - შეიქმნება მცირე ოჯახური სასტუმროები და სხვა. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აუცილებელია სპონსორების მოძიება და ამ ყველაფერში ფულის ჩადება, რათა რაიონულ ცენტრშიც და სოფლებშიც ორგანიზებული იყოს ის საყრდენი პუნქტები, სადაც ტურისტების მიღება იქნება შესაძლებელი“, განაცხადა დმანისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ომარ ჭელიძემ.

მრგვალი მაგიდის ფორმატის ეს შეხვედრა პროექტ STAGE II-ის ფარგლებში, ქეა საერთაშორისოს კავკასიაში და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) ორგანიზებით ჩატარდა.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტისათვის სხვადასხვა სექტორების ჩართვასა და დაკავშირებას. მხოლოდ გამოცდილების გაზიარებითა და შესაძლებლობების კონსოლიდაციითა შესაძლებელი პროგრესის მიღწევა“, განაცხადა CiDA-ს დირექტორმა ზვიად დევდარიანმა.

პროექტი ,,საქართველოს და სომხეთის მოსაზღვრე რეგიონებში სიღარიბის დაძლევა და ნდობის აღდგენა სოფლად მდგრადი განვითარების საკითხებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების გზით” (STAGE II) დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა და თანამშრომლობა აღმოსავლეთ ევროპასთან (ADC) (დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ საიტებს: www.mfa.at/adc, www.ada.gv.at) მიერ, რომელიც ხორციელდება CARE ავსტრიისა და CARE საერთაშორისო კავკასიაში მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) საქართველოში და აგრობიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი (CARD) სომხეთში.