6
პრეზენტაცია არის რაიმე საკითხის საჯარო წარდგენა აუდიტორიის წინაშე. მისი მიზანია, გავაცნოთ საკუთარი საქმიანობა ადამიანების გარკვეულ წრეს. მასწავლებელს ხშირად უხდება პრეზენტაციის ჩატარება სხვადასხვა აუდიტორიის - მოსწავლეებისა თუ მათი მშობლების, კოლეგებისა თუ სკოლის ხელმძღვანელობის - წინაშე. რა არის პრეზენტაცია?

Prezentacia

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: Prezentacia

პრეზენტაცია არის რაიმე საკითხის საჯარო

წარდგენა აუდიტორიის წინაშე. მისი მიზანია, გავაცნოთ

საკუთარი საქმიანობა ადამიანების გარკვეულ წრეს.

მასწავლებელს ხშირად უხდება პრეზენტაციის ჩატარება

სხვადასხვა აუდიტორიის - მოსწავლეებისა თუ მათი

მშობლების, კოლეგებისა თუ სკოლის

ხელმძღვანელობის - წინაშე.

რა არის პრეზენტაცია?

Page 2: Prezentacia

რა უნდა გავითვალისწინოთპრეზენტაციის მომზადებისა და

წარმართვისას

პრეზენტაციის დაგეგმვა

სანამ პრეზენტაციისთვის მზადებას დავიწყებდეთ,

უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი საკითხები:

Page 3: Prezentacia

აუდიტორიაპრეზენტაციის დაგეგმვისას მსმენელთა

მომზადების, ინტერესისა და რაოდენობის

ანალიზი იმის განსაზღვრაში გვეხმარება, რა სახის

ინფორმაციის მიწოდება იქნება კონკრეტულ

შემთხვევაში უფრო ადეკვატური და როგორ.

პრეზენტაციისთემა, მიზანი დაშინაარსი

მიზნის ფორმულირების შემდეგ კი უნდა განვსაზღვროთ, რა გზითშეიძლება სასურველ შედეგამდე მისვლა, ე.ი. განვსაზღვროთპრეზენტაციის შინაარსი.შინაარსზე მუშაობის პროცესი შეიძლება სამ საფეხურად დავყოთ:საპრეზენტაციო თემის შესახებ ინფორმაციის შეკრება;შეკრებილი მასალიდან იმ ინფორმაციის ამოკრება დაგაანალიზება, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება;გადარჩეული და გაანალიზებული ინფორმაციის სათანადოთანამიმდევრობით დალაგება.

პრეზენტაციისხანგრძლივობა სასურველია, პრეზენტატორმა ზეპირად მიმართოს

აუდიტორიას. ეს მის სიტყვებს ბუნებრიობასა დადამაჯერებლობას შემატებს.

Page 4: Prezentacia

პრეზენტაციის სტრუქტურა1. შესავალი

•მისალმება და საკუთარი თავის წარდგენა;

•საპრეზენტაციო თემისა და მიზნის გაცნობა;

•პრეზენტაციის სტრუქტურის გაცნობა;

•საპრეზენტაციო თემისადმი საკუთარი მიდგომის წარდგენა.

2. ძირითადი ნაწილი

•ძირითადი საკითხების გაშლა, გაანალიზება და საკუთარი შეხედულების

არგუმენტირებული დასაბუთება.

3. დასკვნა.

•მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეჯამება;

•პრეზენტაციის მომზადების პროცესში გამოყენებული ძირითადი

ლიტერატურის წარდგენა;

•აუდიტორიის გამოწვევა ქმედებისა და განსჯისკენ;

Page 5: Prezentacia

მაშასადამე, როგორ უნდა მოვემზადოთგააზრებული პრეზენტაციისთვის?

• პრეზენტაციის შინაარსის განსაზღვრა - რის პრეზენტაციას

ვაკეთებ, რა არის ჩემი მიზანი?

• პრეზენტაციის სტრუქტურის განსაზღვრა - როგორ

წარმოვადგინო იგი ყველაზე უკეთ?

• პრეზენტაციის პროცესში რესურსების გამოყენება - როგორ

გავუადვილო აუდიტორიას პრეზენტაციის შინაარსის

აღქმა?

• აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარება - როგორ მივიპყრო

მსმენელთა ყურადღება და გავუღვიძო მათ ინტერესი?

Page 6: Prezentacia

პრეზენტაციის შეფასების ცხრილიკრიტერიუმები შეფასება

საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია; რეფერენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს საპრეზენტაციო მასალას, რომელიც შეიცავს ორიგინალურ დაკვირვებასა და თვითმყოფად შეფასებებს;ფლობს აუდიტორიას, ყოველთვის ადეკვატურად რეაგირებს მის რეაქციებზე; ეფექტიანად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხების ფართო სპექტრს (სლაიდშოუ, ჰენდაუთი, პლაკატი, დაფა და ა.შ.)

ძალიან კარგი

საკითხი ამომწურავად არის გადმოცემული;ტერმინოლოგიურად გამართულია;შეცდომები უმნიშვნელოა; რეფერენტი დამაკმაყოფილებლად ფლობს საპრეზენტაციო მასალას;კრიტიკულად აფასებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებულ მოსაზრებებს, გრძნობს აუდიტორიას და ძირითადად კონტაქტს ამყარებს მასთან;ადეკვატურად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხებს.

კარგი

საკითხი არასრულად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია ნაკლოვანია; რეფერენტი ფლობს საპრეზენტაციო მასალას, მაგრამ აქვს მცირე შეცდომები; იშვიათად ამჟღავნებს კრიტიკული აზროვნების უნარს; ცდილობს აუდიტორიის ყუ რად ღების მიპყ რო ბას, მაგრამ ზოგჯერ უშედეგოდ; უმართებულოდ იყენებს ვიზუალიზაციის ხერხებს.

დამაკმაყოფილებელი

საკითხი არასრულად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია არასწორია; მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ; არის რამდენიმე არსებითი შეცდომა,პასუხი მოიცავს წაკითხული ინფორმაციის გაუაზრებელ გამეორებას; რეფერენტი პერიოდულად ცდილობს აუ დი ტორიის ყუ რად ღების მიპყ რო ბას, მაგრამ არ იცის, როგორ მოახერხოს ეს;ძალზე იშვიათად ან არაადეკვატურად იყენებს ვიზუალიზაციის ხერხებს

არადამაკმაყოფილებელი

პრეზენტაცია არ შეესაბამება საკითხს, ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ან არ არის შესაბამისი; გადმოცემული საკითხები არსებითად მცდარია;პრეზენტაცია ძალზე ბუნდოვანი და არაინფორმაციულია; მსმენლებს უჭირთ აზრის გამოტანა;რეფერენტი ვერ ამყარებს კონტაქტს აუდიტორიასთან,ლაპარაკობსგაურკვევლად; არ იყენებს ვიზუალიზაციის საშუალებებს.

სრულიად არადამაკმაყოფილებელი