10
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! „საჯარო სამსახურის შესახებ“ სა- ქართველოს კანონის 29-ე და 31-ე მუხ- ლების, „საჯარო თანამდებობათა დასა- კავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. გამოცხადდეს კონკურსი ხარაგა- ულის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებ- ლად 2012 წლის 31 დეკემბრიდან. 2. სამუშაოს აღწერილობა 1. გამგებელი, საკრებულოს თავმჯ- დომარისათვის გათვალისწინებული ფუნ- ქციების ხელშეწყობისა და გამგეობის ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზ- ნით უძღვება გამგეობის საქმიანობას. 2. გამგებელს, მუნციპალიტეტის საკრებულოს დებულებით (რეგლამენ- ტით) დადგენილი წესის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით, თანამდებო- ბაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავი- სუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე. 3. გამგებელი, ამ მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე: ა) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს: ა.ა) გამგეობის სტრუქტურული ერ- თეულებისა და ტერიტორიული ორგა- ნოების დებულებების პროექტებს; ა.ბ) გამგეობის საშტატო ნუსხას, გამგეობის მოსამსახურეთა თანამდე- ბობრივ ინსტრუქციებსა და სამუშაოთა აღწერილობებს; ა.გ) წინადადებებს გამგეობის ვაკან- ტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ; ა.დ) გამგეობის სამუშაო გეგმებს; ა.ე) გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშს; ა.ვ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს, აგრეთვე წინადადებებს დამ- ტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, „საქართველოს საბიუჯე- ტო კოდექსის“ შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასი- ფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე თან- ხმობის მიღების მიზნით; ა.ზ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ ყოველწლიურ და მიმდინარე ანგარიშს; ა.თ) მუნიციპალური პროგრამების პროექტებს; ა.ი) ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შე- მოღების, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ წინადადებებსა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს; ა.კ) ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების თაობაზე წინადა- დებებს და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს; ა.ლ) თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათ- ვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ სამართლებრი- ვი აქტების პროექტებს; ა.მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამგეობის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კა- პიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის, თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გამგებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადებულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება №282 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ მე-9 გვ. @( LTRTV,THB7 GFHFCRTDB @_!@ O8 >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb #48 (523) www.chemikharagauli.com

ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb გილოცავთ …გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! „საჯარო სამსახურის

  • Upload
    others

  • View
    1

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb გილოცავთ …გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! „საჯარო სამსახურის

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

„საჯარო სამსახურის შესახებ“ სა-ქართველოს კანონის 29-ე და 31-ე მუხ-ლების, „საჯარო თანამდებობათა დასა-კავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულების შესაბამისად,

ვბრძანებ:1. გამოცხადდეს კონკურსი ხარაგა-

ულის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებ-ლად 2012 წლის 31 დეკემბრიდან.

2. სამუშაოს აღწერილობა1. გამგებელი, საკრებულოს თავმჯ-

დომარისათვის გათვალისწინებული ფუნ-ქციების ხელშეწყობისა და გამგეობის ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზ-

ნით უძღვება გამგეობის საქმიანობას.2. გამგებელს, მუნციპალიტეტის

საკრებულოს დებულებით (რეგლამენ-ტით) დადგენილი წესის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით, თანამდებო-ბაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავი-სუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

3. გამგებელი, ამ მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე:

ა) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს:

ა.ა) გამგეობის სტრუქტურული ერ-თეულებისა და ტერიტორიული ორგა-ნოების დებულებების პროექტებს;

ა.ბ) გამგეობის საშტატო ნუსხას, გამგეობის მოსამსახურეთა თანამდე-ბობრივ ინსტრუქციებსა და სამუშაოთა

აღწერილობებს; ა.გ) წინადადებებს გამგეობის ვაკან-

ტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ;

ა.დ) გამგეობის სამუშაო გეგმებს;ა.ე) გამგეობის საქმიანობის შესახებ

ანგარიშს;ა.ვ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის

პროექტს, აგრეთვე წინადადებებს დამ-ტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, „საქართველოს საბიუჯე-ტო კოდექსის“ შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასი-ფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე თან-ხმობის მიღების მიზნით;

ა.ზ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ

ყოველწლიურ და მიმდინარე ანგარიშს; ა.თ) მუნიციპალური პროგრამების

პროექტებს;ა.ი) ადგილობრივი გადასახადებისა

და ადგილობრივი მოსაკრებლების შე-მოღების, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ წინადადებებსა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს;

ა.კ) ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების თაობაზე წინადა-დებებს და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ა.ლ) თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის,

საქართველოს კანონმდებლობით გათ-ვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ სამართლებრი-ვი აქტების პროექტებს;

ა.მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამგეობის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კა-პიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის, თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით

გამგებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადებულიახარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს

საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება №282 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

მე-9 გვ.

@( ltrtv,thb7 gfhfcrtdb @_!@ o8 >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb#48 (523)

www.chemikharagauli.com

Page 2: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb გილოცავთ …გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! „საჯარო სამსახურის

2 xtvb [fhfufekb @( ltrtv,thb7 @_!@ o

-ქალბატონო ია, საზოგადოებ-რივმა, სოციალურმა და პოლი-ტიკურმა აქტივობებმა გამოიღო შედეგი და 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არ-ჩევნების შემდეგ შეიცვალა ფედე-რალური ხელისუფლება. თუმცა, ადგილებზე, მუნიციპალიტეტებ-ში, სიტუაცია უცვლელი რჩება. საზოგადოების ელის და ითხოვს ცვლილებებს ადგილზეც. ამის გამო იგრძნობა გარკვეული უკმა-ყოფილება გამარჯებული ძალის მიმართ. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოება?

-ძალიან რთული შეკითხვაა. ერთის მხრივ მესმის იმ ადამიანების განწყობა, რომლებმაც ხმა მისცეს ახალ პოლი-ტიკურ ძალას და სინამდვილეში ისევ აღმოჩნდნენ ძველი პოლიტიკური ძალის გავლენის სივრცეში. მეორეს მხრივ ყვე-ლას უნდა გვესმოდეს, რომ პროცედურა არის დემოკრატიის მთავარი ღერძი. პროცედურა გვეუბნება, რომ უნდა და-ველოდოთ ადგილობრივი თვითმმართ-ველობის არჩევნებს, როცა ჩვენ გვექნება საშუალება ადგილებზე გამოვცვალოთ ხელისუფლება.

საზოგადოება ალბათ ყველგან უნდა მოიქცეს ისე, როგორც უკარნახებს სი-ტუაცია ადგილზე. თუ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის გამგებელი თუ საკრებულოს თავმჯდომარე, აცნობიერებენ ახალ რე-ალობას და მართლა არიან მზად, რომ საზოგადოებისთვის იყვნენ უფრო ღია, შემოვიდნენ დისკუსიაში და თავისი საქ-მიანობის წესი შეცვალონ, მაშინ თვითონ საზოგადოებაც გახდება მომთმენი მათ მიმართ. თუ ადგილობრივი ხელისუფ-ლების დღევანდელი წარმომადგენლები არიან აგრესიულები იმ მოსახლეობის მიმართ, რომლებთანაც მათ აქვთ კონ-ტაქტი, თუ ვერ აცნობიერებენ ახალ რეალობას და ისევ ცდილობენ საკუთარ მოსახლეობას დაუპირისპირდნენ და ძალის პოლიტიკით აჯობონ, ამ შემთხ-ვვაში, რასაკვირველია, ხალხი იქნება აგრესიული მათ მიმართ და აიძულებს, მიიღონ გადადგომის გადაწყვეტილება.

ცუდია, როცა პოლიტიკური ძალები ხელოვნურად ცდილობენ ჩაანაცვლონ ძველი ხელისუფლება. უნდა აცალონ, მისცენ ხალხს საშუალება, რომ ადგი-ლობრივი ხელისუფლება არა პოლიტი-კური, არამედ საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ იყოს.

-როგორ ჩააბარა წინასაარჩევ-ნო გამოცდა ქართულმა მედიამ? სამოქალაქო განვითარების ინს-ტიტუტმა ჩაატარა კვლევა, თუ რამდენად შეესაბამებოდა თბილი-სის მოსახლეობის პრიორიტეტები ტელევიზიების პრიორიტეტებს. რა შედეგი მიიღეთ?

-მოსახლეობას ვეკითხებოდით, თუ როგორ აფასებდნენ იმ თემებს, რომელ-საც ყველაზე ინტესნიურად აშუქებდა ესა თუ ის ტელევიზია. ძალიან საინ-ტერესო შედეგები მივიღეთ. მონაცემე-ბის თანახმად, თბილისის მოსახლეობა კარგა ხნის განმავლობაში მიჰყვებოდა იმ დღის წესრიგს, რომელიც ჰქონდათ ტელეკომპანებს „რუსთავი 2,” „იმედი” და საზოგადოებრივი მაუწყებელი. გა-ცილებით უფრო ხშირად საზოგადოების პრიორიტეტები ემთხვეოდა სწორედ ამ ტელეკომპანიების მთავარ თემებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეკვეთა საზოგა-დოების მხრიდან იყო სწორედ ასეთი,

რომ მაგალითად, ნაციონალური მოძ-რაობის შესახებ რაც შეიძლება მეტი მოგვიყევით და რაც შეიძლება დადებით ტონში. მაგრამ ტელევიზიები თავისი ძალიან ინტენსიური გაშუქებით ახდენდ-ნენ გავლენას საზოგადოებრივ აზრზე. თხუთმეტ ორკვირიან პერიოდში თერთ-მეტჯერ დაემთხვა საზოგადოების პრი-ორიტეტი ზუსტად იმ თემებს, რომელიც ყველაზე ინტენსიურად იყო იმ ორ კვი-რაში გაშუქებული. ყოველგვარი წინას-წარი ინფორმაციის გარეშე, როცა ამდე-ნი დამთხვევაა, ეს პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ საზოგადოება ვერ ახდენს გავლენას ტელევიზიების დღის წესრიგ-ზე. პირიქით, ტელევიზიების დღის წეს-რგი ახდენს გავლენას საზოგადოების აზრზე. თბილისშიც კი საზოგადოების პოლიტიკურ გემოვნებას აყალიბებდნენ ის ტელევიზიები, რომლებიც ძალიან ინ-ტენსიურად აშუქებდნენ პრეზიდენტს და ნაციონალურ მოძრაობას.

წინასაარჩევნო პერიოდში საზო-გადოებრივი მაუწყებელი ძირითადად კონცენტრირებული იყო საარჩევნო თე-მებზე და მთელ საინფორმაციო ბადეს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არჩევნებს უძღვნიდა. ეს მოქმედებდა მაყურებელზე. ის, რომ სამ ტელევიზი-აში ყველაზე ხშირად გაშუქებული თემა იყო პრეზიდეტის ვიზიტი რეგიონებში, ადამიანებს უქმნიდა განწყობას, რომ

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. კვლევა პირდაპირ აჩვენებს, რომ თუკი ტელევიზიები კადრულობენ იმას, რომ გააკეთონ 5-10 წუთიანი სიუჟეტები ერთ თემაზე და შემდეგ ეს თემა ყოველდღე ატრიალონ, საზოგადოება ამბობს, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

-ამ კვლევიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას თუ არა, რომ ტელევიზიებს აქვთ უდიდესი გავ-ლენა.

-საქმე ის არის, რომ არსებობენ ტე-ლევიზიები, რომლებთაც აქვთ უფრო მრავალფეროვანი სიუჟეტები. ისინი ვერ ახდენენ პირდაპირ გავლენას საზო-გადობრივ აზრზე. აშუქებენ ბევრ სხვა-დასხვა თემას პატარა სიუჟეტებით და არ ცდილობენ, რომ რომელიმე თემით მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება ამ თემის მიმართ.

-თქვენ როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს ტელევიზიების პრი-ორიტეტი?

-ტელევიზიის პრიორიტეტი უნდა იყოს სიმართლის თქმა, ის რაც წერია ჟურნა-ლისტური ეთიკის ქარტიის პირველ მუხ-ლში: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს საზოგადოების უფლებას, გაიგოს სიმარ-თლე და მიიღოს ზუსტი ინრომაცია.” ეს უნდა იყოს ტელევიზიის და ყველა მედი-ასაშუალების პრიორიტეტი.

-ხომ არ არის საფრთხე, რომ მეცხრე არხი გახდეს პროპაგანდის იარაღი არსებული ხელისუფლე-ბის ხელში?

-კვლევა უნდა. ვერ ვიტყვით წინასწარ, ძალიან ძნელია. თუ გააგრძელებს მეცხრე არხი ისევ ძალიან მოკლე და მრავალფე-როვანი სიუჟეტებით მუშაობას, მაშინ ვერ მოახდენს გავლენას და ვერ იქნება პრო-პაგანდის იარაღი. მას შეუძლია ძალიან მრავალფეროვნად აჩვენოს ის რეალობა, რომელიც არის საქართველოში. თუ შეც-ვლის მუშაობის სტილს, გაზრდის სიუჟე-ტების მოცულობას და მსხვილ თემებს ხშირად დაუბრუნდება, ამით ეცდება, გავ-ლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე. ტელევიზიაა და რა თქმა უნდა, ბევრი რამ

შეუძლია. თუმცა იმ ტიპის ტელევიზიას, როგორიც იყო მეცხრე არხი, არ შეუძლია იყოს პროპაგანდის იარაღი.

-რეგიონულმა გაზეთებმა რამ-დენად შეძლეს წინასაარჩევნოდ მოსახლეობის ზუსტი ინფორმი-რება?

-ადგილობრივმა მედიამ, დარწმუ-ნებული ვარ, რომ განსაკუთრებით გა-ზეთებმა, სერიოზული როლი ითამაშა. ადგილებზე გაზეთების მიმართ მოსახ-ლეობის ნდობა არის მაღალი. გაზეთებ-ში მუშაობენ პროფესიონალი ჟურნა-ლისტები, რომლებიც არიან გრანტულ

დაფინანსებასა და მკითხველების ხელ-მოწერებზე დამოკიდებულნი. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი დაფინანსება არის ძალიან გამჭვირვალე და პასუხისმგებ-ლიანი. მკითხველებიც გრძნობენ, რომ გაზეთებში იწერება საინტერესო მასა-

ლა იმ ჟურნალისტების მიერ, რომელ-თა პროფესიონალიზმში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. რეგიონული ჟურნალის-ტები ყოველთვის პირველები არიან პროფესიონალიზმის ამაღლების ტრე-ნინგებზე. ადვილი არ არის რეგიონები-დან ხშირად დედაქალაქში სიარული, მაგრამ რაც ახასიათებთ რეგიონალურ ჟურნალისტებს, ეს არის ის, რომ არა-სოდეს უარს არ ამბობენ პროფესიულ ზრდაზე. ამიტომაც ნელ-ნელა ყველამ აღიარა, რომ ხშირ შემთხვევაში რეგი-ონული ჟურნალისტების პროფესიონა-ლიზმის ხარისხი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე თბილისში მომუშავე ჟურნალისტების.

-სამოქალაქო ინსტიტუტის განვითარების პროექტი „მოქალა-ქე ჟურნალისტები სამართლიანი არევნებისთვის” გაგრძელდება თუ არა?

-საქმე ის არის, რომ როცა ეს პროექტი ჩავიფიქრეთ, სიტუაცია იყო სრულიად სხვა, ვიდრე მაშინ, როცა დავიწყეთ პროექტის განხორციელება. პირველ რიგში, უნდა გაგვეკეთებინა აქტიური მოქალაქეების ქსელი თერ-თმეტ ქალაქში, რომლებიც მოგვაწვ-დიდნენ ინფორმაციას, თუ რა ხდებოდა ადგილებზე. ამას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა მაშინ, როცა არ იყო სხვა ქსელები და ინფორმაციის მოწოდების სხვა სისტემა. არჩევნების წინა პერიოდ-ში გაჩნდა საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9”, მეცხრე არხი, რომელთაც ყველგან ჰყავდათ წარმომადგენლობა. ზოგაგად ძალიან დიდი როლი მიენიჭა რეგიონებიდან წამოსულ ინფორმაციას. ამიტომ, რა თქმა უნდა, მოქალაქეებს ჰქონდათ ნაკლები შესაძლებლობები, რომ მოეპოვებინათ უფრო ხარისხიანი ინფორმაცია, ვიდრე პროფესიონალ ჟურნალისტებს. ამიტომ 2012 წლის სა-პარლამენტო არჩევნების წინ ჩვენ უფრო ნაკლები ინფორმაცია მივიღეთ, ვიდრე 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართ-ველობის არჩევნების წინა პერიოდში. მაშინ ჩვენი სისტემა იყო ფაქტობრივად

უალტერნატივო. ამის მიუხედავად, ინ-ფორმაცია, რაც ჩვენ მივიღეთ, იყო ძა-ლიან საინტერესო.

დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ პრო-ცესს, როდესაც ჩვენ დავდიოდით რეგი-ონებში. 1 300-ზე მეტ მოქალაქეს შევხ-ვდი პირადად საქართველოს ქალაქებში. ავუხსენით არჩევნებისა და მშვიდობიანი პროცესის მნიშვნელობა. მე მგონია, რომ ამ პროექტმა ძალიან ღირსეული როლი შეასრულა, რადგან არჩევნებზე მივიდა გაცილებით მეტი მოქალაქე, ვიდრე აქამ-დე ჩატარებულ არჩევნებზე.

რაც შეეხება პროექტის განხორცი-

ელებას მომდევნო წელს, იცით, რომ ჩვენ გვაფინანსებდა გაეროს განვითარების ფონდი, რომელიც წელიწადში ერთხელ აცხადებს კონკურსს. ჩვენი განაცხადი იყო 11 560-ე. ძალიან დიდი და რთული კონკუსია. ჩვენ ისეთი იდეა შევთავაზეთ,

რომ მოეწონათ. ახლა არ ვიცი, რას შევ-ძლებთ, თუმცა ვაპირებთ, რომ მოვსინ-ჯოთ ძალები.

-თქვენ ბრძანდებით ჩვენი გა-ზეთის საახალწლო ნომრის სტუ-მარი. თქვენ ხარაგაულელებში ძალიან დიდი პატივისცემით სარ-გებლობთ, თუმცა ცოტა რამ ვი-ცით თქვენი პიროვნების შესახებ. ამიტომ გკითხავთ, ახალი წლის შეხვედრის რაიმე განსაკუთრებუ-ლი ტრადიცია ხომ არ გაქვთ?

-ჩემთვის დიდი პატივია თქვენი გაზე-თის სტუმრობა. ახალი წლის შეხვედრის განსაკუთრებული ტრადიცია არ გვაქვს. ახალ წელს ერთად ვხდებით ოჯახის წევრები, მაგრამ ყოველთვის ვცდი-ლობთ, რომ გვყავდეს სტუმარი. მე მგო-ნი, ჩვენი სტუმრებისთვის ძალიან კარგი წელია ხოლმე, როდესაც ისინი ხვდებიან ახალ წელს ჩვენთან. ასეთი დაკვირვება მაქვს პირადად. როცა სოზარ სუბარმა შექმნა არაჩვეულებრივი ოჯახი, ის ჩვე-ნი სტუმარი იყო იმ ახალ წელს. ერთი სიტყვით, ძალიან გვიყვარს ახალ წელს ოჯახში სტუმარი. ყოველთვის გვყავს ერთი და იგივე მეკვლე - და-ძმა გიორ-გი და ლიაკო გაბისონიები. ისინი არიან ჩვენი ოჯახის მეგობრები და მეზობლე-ბი. მათი მეკვლეობა ჩვენს ოჯახში იმ დროიდან დამკიდრდა, როცა ჯერ კიდევ ძალიან პატარები იყვნენ. ახლა უკვე დი-დები არიან - გოგონა სტუდენტია, ბიჭი სკოლას ამთავრებს. ყოველთვის დიდი სიხარულით ველოდებით ხოლმე მათ მობრძანებას.

-თქვენ ბრძანდებით ფილოლო-გი, თუმცა ამ კუთხით თითქმის არ გიცნობთ საზოგადოება. ვიცი, რომ „ვეფხისტყაოსნის” მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებუ-ლება გაქვთ.

-„ვეფხისტყაოსანი” ჩემთვის მართ-ლა ძალიან განსაკუთრებულია. საკან-დიდატო დისერტაცია დავწერე თემაზე „ვეფხისტყაოსნის” მხატვრული დრო და სივრცე.” რომ არ მქონოდა დიდი სიყვა-რული ამ პოემის მიმართ, ამას ვერ შევძ-

ლებდი. „ვეფხისტყაოსანში” მე ვხედავ მოდელს იმისას, თუ როგორ უნდა გა-ვიაზროთ ჩვენ საქართველო - როგორც ქვეყანა, სადაც, ერთის მრივ, არის აღმო-სავლური ცნობიერება, მეორეს მხრივ კი დასავლური. არაერთი ქვეყანა აცხადებს პრეტენზიას იმაზე, რომ მასშია დასავ-ლეთის და აღმოსავლეთის შერწყმა. საქართველოში რეალობაა, რომ თითო-ეულ ქართველში არის როგორც აღმო-სავლური, ისე დასავლური ბუნება, ეს ჩანს ძალიან კარგად ამ ნაწარმოებში და მის მთავარ გმირებში - ტარიელსა და ავ-თანდილში. ერთი არის აღმოსავლური, მეორე დასავლური ცნობიერების. მათ მხოლოდ ერთად შეუძლიათ მიაღწიონ მიზანს და ააშენონ სამყარო, სადაც თხა და მგელი ერთად ძოვს, სადაც არ არის მსხვერპლი და არ არის მოღალატე. ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ძალიან ბევრს მივაღ-წიოთ სწორედ იმის გამო, რომ ჩვენში არის აღმოსავლური სიღრმე, დასავლუ-რი პრაქტიკულობა და რაციონალიზმი. ოღონდ კარგად უნდა ჩავწვდეთ, რა სა-განძური გვაქვს და რას გვასწავლის ეს საგანძური.

-რას უსურვებთ საახალწლოდ ხარაგაულელებს და გაზეთ „ჩემი ხარაგაულის” რედაქციას?

-ისეთი განცდა მაქვს, რომ იმდენი ქართული არ ვიცი, რომ გამოვხატო ჩემი სიყვარული ხარაგაულის და იმ ადამი-ანების მიმართ, რომლებიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ. ბევრი შეხვედრა მქონია სოფლებში და გაოგ-ნებული წამოვსულვარ ხარაგაულიდან. მე საერთოდ მაღალი აზრის ვარ საზო-გადოებაზე, მაგრამ ისეთი ინტელექტი, დახვეწილი ურთიერთობები, პასუხისმ-გებლობის შეგრძნება, რაც ვნახე ხა-რაგაულის სოფლებში, სხვაგან არსად მინახავს. თვითონ ხარაგაულში არის ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოება. როდესაც ამერიკის მთავრობა ფიქრობ-და, თუ რომელ ქალაქებში გაეხსნათ დე-მოკრატიული ჩართულობის ცენტრები, მე მათ ვუთხარი, რომ უნდა გაეხსნათ პირველ რიგში ხარაგაულში, ხარაგა-ული ამას ნამდვილად იმსახურებს. ბევრ ქალაქში ვარ ნამყოფი, ბევრგან შევხვედ-რივარ ადამიანებს და მიყვარს ძალიან საქართველო თავიდან ბოლომდე, მაგ-რამ ხარაგაულში ვხედავ რაღაც ისეთს, რასაც ვისურვებდი ნებისმიერი ქართ-ველისთვის. ხარაგაულელებში არის მართლაც დიდი ზრდილობა, დიდი წე-სიერება და დიდი სამოქალაქო სიღრმე, რაც სხვაგან არ მინახავს. ვინც არ იცის, შეიძლება ეს გადაჭარბებად მოეჩვენოს, მაგრამ თითქოს ხარაგაულში უფრო მიკ-ვირს, რადგან არანაირი პირობა არ არის იმისთვის, რომ ადამიანები იყვნენ ასე სამოქალაქოდ ორიენტირებულნი. მათ საამისოდ არაფერი ხელს არ უწყობთ, გარდა მათი ბუნებისა, ტრადიციისა და გარემოსი, რომელსაც ისინი უქმნიან ერ-თმანეთს.

რაც შეეხება გაზეთს „ჩემი ხარა-გაული,” ის ჩემთვის მართლაც ძალიან ძვირფასია. „ჩემი ხარაგაული” არის ერთადერთი სათემო გაზეთი საქართვე-ლოში. ბევრი რეგიონული გაზეთი გამო-დის, მაგრამ თქვენი გაზეთი გაცილებით უფრო მეტად სჭირდება თითოეულ ხა-რაგაულელს, ვიდრე, ვთქვათ, სხვა რე-გიონში გამომავალი გაზეთი იქაურებს. სხვა ადგილობრივ გაზეთებში ადგილობ-რივი ამბებიც არის, სხვა ამბებიც, კარგი გაზეთებია, მე ძალიან მიყვარს, მაგრამ იმდენად საჭირო თითოეული ოჯახისთ-ვის არ არის, რამდენადაც თქვენი გაზე-თი. „ჩემ ხარაგაულში” არის ყველა ის ინფორმაცია, რომელიც სჭირდება ხარა-გაულის მუნიციპალიტეტში მაცხოვრე-ბელ თითოეულ ადამიანს. იგრძნობა ის სითბო, რაც პატარა ქალაქებს ახლავთ საქართველოში. ეს არის გაზეთი, რო-მელიც შეიძლება არ წაიკითხო, თუ შენ საერთოდ არ იცი, ხარაგაული რა არის. მაგრამ თუ შენ იქ ცხოვრობ, თუ იქაური ხარ, თუ შენ ფესვი გაქვს ხარაგაულში, თუ შენ სიყვარული გაქვს იქაურობის, მაშინ ეს გაზეთი აუცილებლად უნდა იყოს შენს ოჯახში. ამიტომაც გაზეთი „ჩემი ხარაგაული” ცოცხლობს ამდენი ხანი. თქვენ ორიენტაცია, პირველ რიგ-ში, აიღეთ იმ ადამიანებზე, რომლებიც იქვე არიან და ამ გაზეთს კითხულობენ ყოველკვირეულად.

გისურვებთ წარმატებებს.ნინო კაპანაძე

გაზეთ „ჩემი ხარაგაულის” საახალწლო ნომრის სტუმარია მედიაექსპერტი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი,

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე ია ანთაძე. ის აფასებს ქვეყანასა და

თვითმმართველობებში განვითარებულ მოვლენებს და მედიის როლს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში.

ია ანთაძეს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ხარაგაულელებისადმი და მისი საახალწლო სურვილები

აქაურებისადმი ძალიან თბილია.

ია ანთაძე: “ხარაგაულელებში არის მართლაც დიდი ზრდილობა, წესიერება და

დიდი სამოქალაქო სიღრმე”

Page 3: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb გილოცავთ …გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! „საჯარო სამსახურის

3xtvb [fhfufekb@( ltrtv,thb7 @_!@ o

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა გაზეთი #46

-ბერი გაბრიელი საქართველოს მართმადიდებელმა ეკლესიამ წმინდა-ნად შერაცხა. ეს იყო ადამიანი, რო-მელსაც საშინელ პირობებში უწევდა ცხოვრება, იმყოფებოდა პატიმრობაში, სიკვდილიც კი მიუსაჯეს. დღეს ქარ-თველი ერის პრობლემა ისაა, რომ სწორად ვერ ვაფასებთ მოვლენებს. ცხოვრებისეული სიდუხჭირე, რთუ-ლი პირობები და ჩვენზე მოვლენილი განსაცდელი, ჩვენივე სულისთვისაა სასარგებლო. თუმცა ამას ვერ ვაც-ნობიერებთ. მამა გაბრიელი კი ხალხს აჩვენებდა, თითქოს ლოთი იყო. ამით იგი მალავდა თავის სასწაულებრივ თვისებებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამ დამცირებულ ადამიანში უფალი და-ვინახეთ. ეს ჰგავს იმას, თუ როგორ შეიცნო ავაზაკმა ჯვარზე გაკრული იესო. სხვა წმინდანებმა უფალი დი-დებაში დაინახეს, მან კი დამცირებულ მდგომარეობაში. სწორედ ამიტომ შე-ვიდა პირველი ცათა სასუფეველში.

საბედნიეროდ, რამდენჯერმე მეც მომეცა შესაძლებლობა, მამა გაბ-რიელს შევხვედროდი. ერთხელ მარტ-ყოფის მონასტერში მოვიდა, იქადაგა, შემდეგ მომიხმო და გვერდით დამის-ვა. რაღაცების მოყოლა დაიწყო. თა-ვიდან აზრი ვერ გამოვიტანე; არადა, ძალიან დიდ სიბრძნეს ამბობდა. უცებ, საიდანღაც კრავი შემოიყვანეს. მამა გაბრიელმა აიყვანა, ფერება დაუწყო, ძალით შეაჭამა პური და ატირდა. ბო-ლოს, როდესაც მიდიოდა, მეუფე იობს მოუბრუნდა და ჩემზე უთხრა, ამ კაცს გაუფრთხილდიო. ეს ჩემთვის განსა-კუთრებული დღე იყო. ძალიან სასი-ხარულოა, წმინდანად რომ შერაცხეს. ეს მას ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა და იმასაც ამბობდა, როდესაც ჩემს საფლავს გახსნიან, სხეული უხრწ-ნელი იქნებაო. მისი სისხლი დღემდე უხრწნელია. ამის შემდეგ როგორ უნდა გაუქვავდეს ადამიანს გული, რომ ღვთის დიდებულება ვერ შეიცნოს.

-მამაო, რა შეგიძლიათ თქვათ თქვენს ბავშვობაზე?

-ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბა-რი. მძიმე ბავშვობა მქონდა. ვხედავდი, როგორ მიკვდებოდა სიმსივნით დაავა-დებული დედა თვალწინ. მიკვირდა, რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი ჩემს თავს, მაგრამ პასუხი არ მქონდა. საერ-თოდ, ბავშვობაში კარგს და ცუდს ვერ არჩევ. ის, რაც შენთვის მისაღებია, შეიძლება სხვისთვის ზიანის მომტანი იყოს. ამის გარჩევას მშობელი ასწავ-ლის ბავშვს, მაგრამ მე არც დედა მყავ-და და არც მამა. რაც დიდობაში უნდა გამევლო, ბავშვობაში გავიარე. ვუშ-ვებდი შეცდომებს და მერე ვხვდებოდი, რომ სხვაგვარად უნდა მოვქცეულიყა-ვი. როცა ბავშვი პატარაობიდანვე ეკ-ლესიურად იზრდება, ის უკეთ ყალიბ-დება და სინანულის გრძნობა უჩნდება. ღმერთს ურჩევნია ცოდვილი ადამიანი, რომელსაც მონანიება შეუძლია, ვიდრე უცოდველი და ამპარტავანი.

-როდის გაგიჩნდათ სასული-ერო პირად გახდომის სურვილი?

-როდესაც ეკლესიას დავუახლოვ-დი, მინდოდა ბერებისთვის მიმებაძა. შემდეგ განდეგილობაში ცხოვრების სურვილი გამიჩნდა. ამ დროს ადამიანი ძალაუნებურად უახლოვდება უფალს.

ოჯახის შექმნის შემდეგ წამოვედი ეკ-ლესიაში მეუფე კონსტანტინეს ლოც-ვა-კურთხევით და დღეს სასულიერო პირი ვარ. ამისთვის მადლიერი ვარ უფლისა და დედა ეკლესიის.

-როგორი იყო ღვთისმსახურე-ბის პირველი წლები?

-ეს პერიოდი მართლაც საოცარი იყო. ის გრძნობები, რომლებიც ღვთისმ-სახურების პირველ წლებთანაა დაკავ-შირებული, აღარასოდეს განმეორდება. მაშინ შევიძინე სულიერი შვილები და ძმები, რომლებსაც ჩვეულებრივ ცხოვ-რებაში ვერ შევიძენდი.

-რა სირთულეებთანაა დაკავ-შირებული მრევლთან ურთიერ-თობა?

-წუხილს იწვევს, როცა ადამიანი წლების განმავლობაში აღსარება-ში ერთი და იმავე ცოდვას ამბობს. ჩვენზე იმიტომ მოდის ცოდვები, რომ სინანული გამოიწვიოს და თავმდაბ-ლად ვიცხოვროთ. უფალი წმინდანებს სწორედ ცოდვებით ინახავდა, რათა არ გაამპარტავნებულიყვნენ, სინანული კი გადაარჩენდა მათ.

-რას ევედრებით ყველაზე ხში-რად უფალს?

-ჩემი ძიება უფალთან სიახლოვეა. მას ვევედრები, რომ სულიწმინდის მადლი გადმოვიდეს ჩემზე, რათა მი-ვეახლო და შევიცნო მისი სიტკბოება. ვფიქრობ, მთავარი ესაა, სხვა ყველა-ფერი კი მოგვარებადია.

-გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს დადგებოდა სამყაროს აღსასრუ-ლი. ამ ამბავმა ბევრი ადამიანი შეაშინა. რამდენად უნდა გვჯე-როდეს ასეთი „წინასწარმეტყ-ველების?”

-მაიას ტომებიდან წამოვიდა შეხედუ-ლება, თითქოს 2012 წლის 21 დეკემბერს სამყაროს აღსასრული დგებოდა. როგორ შეიძლება დავუჯეროთ მათ, როდესაც უფალი გვაფრთხილებს ,,რამეთუ არა იცით ჟამი იგი, როდესაც დღე აღსასრუ-ლისაი მოვიდეს.” სამყაროს აღსასრული მართლაც მოხდება, მაგრამ არავინ იცის, როდის. აღსასრული არ ნიშნავს ყველაფ-რის განადგურებას. პირიქით, სამყარო უკეთესობისკენ შეიცვლება, როცა უფა-ლი ზეციდან გადმოვა. ამას წინ უსწრებს მესამე მსოფლიო ომი და ანტიქრისტეს მეფობა დედამიწაზე.

-რამდენად დასაშვებია ის, რომ ხატების კუთხე ტელევი-

ზორთან ან კომპიუტერთან მო-ვაწყოთ?

-ეს პრობლემა თითქმის ყველა ოჯახშია. დღეს ქრისტიანები იქამდე მივედით, რომ სახლში საუკეთესო ად-გილი ტელევიზორსა და კომპიუტერს უჭირავს, ხატებისთვის კი ადგილს ვერ ვპოულობთ. ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ოჯახზე. სიმშვიდე იკარგე-ბა. ფაქტიურად ვაძევებთ ოჯახებიდან უფლის მადლსა და წყალობას. ამიტომ სახლში ისევე უნდა გამოვნახოთ სიწ-მინდეების ადგილი, როგორც ჩვენს გულებში - უფლის.

-როგორ უნდა შეხვდეს ქრის-ტიანული საზოგადოება ახალ წელს?

-ახალ წელს, რა თქმა უნდა, დიდი სიხარულით უნდა შევხვდეთ, მაგრამ ის აზრი, რომ მთელი წელი ისეთივე იქნება, როგორც ახალ წელს დავხვ-

დებით, ცრურწმენაა. ჩვენი ცხოვრების წარმმართველი ჩვენი სულიერებაა. ამიტომ ახალ წელს ლოცვით და მარხ-ვით უნდა შევხვდეთ, ცრურწმენები კი თანდათან განვდევნოთ ჩვენი სულე-ბიდან. ვინც უფლის ნებას ასრულებს, უფალიც იმის თხოვნას შეისმენს.

-რა ეტაპზეა ხარაგაულის ტაძრის მშენებლობა?

-მშენებლობა გაუჩერებლად მიმდი-ნარეობს. წელს ძირითადად ჩუქურთმა-ზე მუშაობენ. ისეთი ლამაზი ნაგებობა გამდის, ისეთი საოცარი ჩუქურთმებია, რომ გაკვირვებაში მოჰყავს მნახვე-ლები. უკვე ხელისუფლებაც იღებს მონაწილეობას ტაძრის მშენებლობა-ში. საკრებულოს გადაწყვეტილებით 50 ათასი ლარი გამოიყო. ასე რომ, მშენებლობა არ შეჩერდება და მალე საქართველოს ეკლესიების რიცხვს კიდევ ერთი ულამაზესი ტაძარი შეემა-ტება.

-მამაო, საახალწლოდ დალო-ცეთ ხარაგაული, ხარაგაულელე-ბი და სრულიად საქართველო.

-ახალი წელი გვიახლოვდება, რომელიც ჩვენში ყოველთვის დიდ იმედებს იწვევს. არიან ადამიანები, რომელთა ღვაწლი დაუფასებელია. ახ-ლახან გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს 600-მდე ტაძარი აუშენებია. ეს XXI საუკუნის საოცრებაა. ერთმა ადამიანმა უდიდესი სიკეთე გაუკეთა ქართველ ერს. ღმერ-თმა დალოცოს და გაამრავლოს მსგავ-სი ადამიანები.

წინ განსაკუთრებული წელი გვე-ლოდება. უნდა დასრულდეს გარდა-მავალი პერიოდები და ერთხელ და სამუდამოდ გაიმართოს წელში ჩვენი ქვეყანა. შეგეწიოთ უფლის მადლი და ფარავდეს მისი კალთა სრულიად სა-ქართველოს.

ანა გოლუბიანი

“წინ განსაკუთრებული წელი გველოდება”საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა

მამა გაბრიელი (ურგებაძე) წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 2 ნოემბერი დააწესა. ამ თემით დაიწყო ხარაგაულის

წმიდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის მოძღვარმა დეკანოზმა ფილიპე აბაშიძემ ჩვენთან საუბარი და რამდენიმე

მომენტიც გაიხსენა ბერ გაბრიელთან ურთიერთობიდან:

სულ მალე ახალი წელი დადგება. ყველამ იცით, რომ ახალ წელს თა-ვისი განსაკუთრებული ტრადიციები აქვს. მაგალითად, საქართველოში საახალწლო ტრადიციაა მეკვლე-ობა, სუფრის დამშვენება საცივით, გოზინაყით, ჩურჩხელებით, ბევრგან ჩიჩილაკის დადგმა ნაძვის ხის ნაცვ-ლად და ა.შ. რასაკვირველია, ასევე აქვთ საახალწლო ტრადიციები სხვა ქვეყნებში და ყველგან თავისებურად ხვდებიან ამ დღესასწაულს. მოდით, გადავავლოთ თვალი, რა ხდება სა-ახალწლოდ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში.

იტალიელ ბავშვებს სჯერათ, რომ ახალი წლის ღამეს კეთილი ფერია ბეფანა მოფრინდება, პატარა ოქროს გასაღებით ჩუმად გააღებს ბავშვების ოთახის კარს და ბუხარ-ზე დაკიდებულ წინდებში საჩუქრებს ალაგებს.

იტალიელებს მიაჩნიათ, რომ ახალ წელს ძველი ნივთების გარეშე უნდა შეხვდნენ. ამიტომ ახალი წლის დადგომამდე მოძველებულ ნივთებს ფანჯრიდან ყრიან, ხოლო მათ ნაცვ-ლად ახალს ყიდულობენ.

მეკვლეობა არც ინგლისელე-ბისთვის ყოფილა უცხო. ტრადი-ციის მოყვარული ინგლისელები ახა-ლი წლის ღამეს მოუთმენლად ელიან ოჯახში პირველი სტუმრის გამო-ჩენას. სტუმარი აუცილებლად მამაკა-ცი უნდა იყოს და სახლის ზღურბლს საჩუქრებით დატვირთულმა უნდა გადააბიჯოს. ლონდონელები ახალი წლის აღსანიშნავად ტრაფალგარის მოედანზე იკრიბებიან და იქ ზეიმობენ.

საბერძნეთში ახალი წელი და წმინდა ბასილის ხსენების დღე ერთდ-როულად აღინიშნება. წმინდა ბასილი ბერძნული მართმადიდებლური ეკ-ლესიის უდიდესი წმინდანია. ბერძენი ბავშვები ახალი წლის ღამეს ფეხსაც-

მელს ბუხართან იმ იმედით ტოვებენ, რომ წმინდა ბასილი მათ საჩუქრებით გაავსებს.

დანიაში ახალ წელს ჭურჭლის მტვრევით ეგებებიან. უფრო უცნაური კი ის არის, რომ დანიელები ჭიქებს და თეფშებს მეზობლის სახლის კარს ესვრიან. ოჯახისთვის, რომლის სახ-ლის კართანაც ყველაზე მეტი დამტვ-რეული ჭურჭელი მოგროვდება, შემ-დეგი წელი ბედნიერი იქნება.

შოტლანდიელები ახალ წელს სახლის შესასვლელ და უკანა კარებს ღიად ტოვებენ. ტრადიციის მიხედ-ვით, შესასვლელი კარიდან შოტლან-დიელები ახალი წლის შემობრძანებას ელიან, ხოლო უკანა კარიდან ძველ წელს აცილებენ.

ესპანელები ახალ წელს შინ ხვდებიან. 12 საათის დადგომისას, ზუსტად 12 წამში, საათის თითო და-რეკვაზე ყურძნის თითო მარცვალს მიირთმევენ.

ბრაზილიაში ახალ წელს ოკე-ანის სანაპიროზე ეგებებიან. ტრა-დიციისამებრ, თეთრ სამოსში გამო-წყობილ ბრაზილიელებს საჩუქრები მიაქვთ ზღვის ღმერთ იამანჯესთან. ლამაზად შეფუთულ საჩუქრებს წყლის ზედაპირზე ათავსებენ და ზღვის ღმერთს ბედნიერი ახალი წლის დადგომას სთხოვენ.

იაპონიაში ახალ წელს ახალ სა-მოსში გამოწყობილნი ეგებებიან. სახ-ლებს ბამბუკისა და ფიჭვის ტოტებით რთავენ. იაპონელთა წარმოდგენით, ფიჭვი და ბამბუკი ხანგრძლივი სი-ცოცხლის სიმბოლოა.

ნორვეგიელები ახალი წლის ღამეს ბრინჯის პუდინგებს ამზადებენ. ერთ-ერთ მათგანში ნუშის მარცვალს მალავენ. მათი რწმენით, ვისაც ნუშის მარცვალი შეხვდება, მისთვის დამდე-გი წელი წარმატებული და ბედნიერი იქნება.

სად როგორ ხვდებიან ახალ წელს

Page 4: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb გილოცავთ …გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! „საჯარო სამსახურის

4 xtvb [fhfufekb @( ltrtv,thb7 @_!@ o

ჩემი საუკეთესო ახალი წელი

ხარაგაულის ისტორიული მუზე-უმის მეცნიერ-თანამშრომელი ეკა შველიძე ერთ-ერთ ახალ წელს უც-ხოეთში შეხვდა. მას იქ გატარებული დღეების გახსენება ვთხოვე:

-დგება დრო, როდესაც ზამთრის ერთ სუსხიან საღამოს სავარძელში თბილად მოიკალათებ და იხსენებ შენი ცხვოვრების საუკეთესო ახალ წელს.

ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა ახალი წელი. სოფელ მარელისში სასკოლო საახალწლო ზეიმებს ყო-ველთვის მე ვხსნიდი. საახალწლო ლექსებიც დღემდე მახსოვს. შემდეგ თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში გადავედი სასწავლებლად. მალე დე-დაქალქში დამკვიდრდა ახალი წლის ზეიმი ქუჩაში და მეც ღია ცის ქვეშ ვხვდებოდი ახალ წელს.

ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. როგორც ყველა ქართველი დედა, ხშირად დაქანცული და დაღლილი ვხვდები ახალ წელს. თუმცა ცხოვ-რებაში საინტერესო გამონათებებიც არსებობს. 2009 წლის დეკემბერში ევროპაში წავედი სამოგზაუროდ. ამ დროს იქ ყველა საახალწლო სუნთქ-ვით ცოცხლობს.

გამგზავრებამდე თბილისში „თი ბი სი”-ს გალერეაში მოეწყო გრან-დიოზული გამოფენა „თანამედროვე ქართული საგანძური.” გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უძველესი ქარ-

თული საოქრომჭედლო ტექნოლოგი-ებით შექმნილი ექსკლუზიური ნივ-თები. მარელისელი ერმილე მაღრაძე გახლდათ ამ მომაჯადოვებელი სილა-მაზის ავტორი. ნამუშევრებით აღფ-რთოვანებული ვიყავი. თბილისშივე შემექმნა ამაღლებული განწყობა და სულ რამდენიმე დღეში გავემგზავრე ბერლინში.

ახალ წელს ჩემი დისშვილის ოჯახში შევეგებეთ. ამაღელვებელი იყო ბრანდენბურგის ჭიშკარი, გარ-თობა, ცეკვა, სიმღერა, ცას სწვდებო-და შამპანურის შხეფები.

ახალი წლის ბედნიერი დღეები რომში გაგრძელდა. მთელი მსოფლიო იქ გახლდათ. ხალხი ჭიანჭველებივით ირეოდა. ჩვენებურ გაზაფხულს ჰგავ-და რომის იანვრის დღეები.

პარიზში საშინელი ყინვა იყო. მო-ვინახულე ლუვრი, ორსეს მუზეუმი, ტრიუმფალური თაღი, ეიფელის კოშ-კი, პარიზის სამხედრო მუზეუმი. პა-რიზი თავად საოცრებაა.

რიგა საოცნებო სიზმარს ჰგავდა ამაღელვებელი სილამაზით, საინტე-რესო ქუჩებით და მომხიბლავი არქი-ტექტურით.

არასოდეს დამავიწყდება მუზე-უმები და მსოფლიო შედევრები და ყველაზე ლამაზი ახალი წელი ჩემს ცხოვრებაში...

თამარ ჩხიკვაძე

„ამაღელვებელი იყო ბრანდენბურგის ჭიშკარი,ცას სწვდებოდა შამპანურის შხეფები”

იმ ღამეს ჩემი ბავშვობის ოცნება ახდა...ხევის საჯარო სკოლის მასწავლე-

ბელი მადონა ხაჩიძე იხსენებს:-2007 წლის 9 დეკემბერს, ჩემი და-

ბადების დღეს, რესტორან „ფორტუ-ნადან” დაბრუნების შემდეგ გავიგე, რომ დედა გავხდებოდი.

ახალი წლის დადგომას დიდი სი-ხარულით ველოდი. ბავშვობიდან მიყ-ვარდა თოვლის ბაბუა. ვოცნებობდი, ერთხელ მაინც ვყოფილიყავი თოვ-ლის ბაბუას როლში.

შესრულდა 12 საათი და კარზე ზა-რის ხმა გაისმა. კარებთან „თოვლის ბაბუა” იდგა. ხელში წითელი ვარდე-ბი და შოკოლადები ეჭირა. „მომავალ დედას სანტა-კლაუსისგან,” - შესძახა მან, ხელში ამიტაცა და კიბეებისკენ წამაცუნცულა. ჩემი მეუღლის რეაქ-

ციაზე ახლა გულიანად მეცინება. „ვინ ხარ და ჩემი ცოლი სად მიგვყავსო,” - დაიყვირა. „თოვლის ბაბუა” ჩემი ძმა აღმოჩნდა. იმ ღამეს ჩემი ბავშვობის ოცნება ახდა და უამრავ ოჯახს თოვ-ლის ბაბუას ფორმაში გამოწყობილი ვესტუმრე. ზოგი მცნობდა, ზოგი - ვერა. 2008 წლის ახალ წელი ჩემთ-ვის საუკეთესო და უბედნიერესი იყო, რადგან დედა გავხდი.

დამდეგ შობა-ახალ ვულოცავ გა-ზეთ „ჩემი ხარაგაულის” რედაქტორს ლაურა გოგოლაძეს და ჟურნალის-ტებს ნინო კაპანაძესა და სოფო ჭიპაშ-ვილს. დიდ მადლობას ვუხდ მათ, რომ უფროსკლასელებს ამოგზაურებენ ჟურნალისტიკის სამყაროში.

ბექა ჩხიტუნიძე

მარელისის საჯარო სკოლის დი-რექტორი ვერა ოდიკაძე გვიამბობს:

-ახალი წელი ყველაზე ლამაზი დღესასწაულია ჩემთვის. ის ყოველ-თვის ასოცირდება ჩემში მომავლის იმედთან, რაღაც მნიშვნელოვან სა-სიკეთო ცვლილებებთან, წარმატების მოლოდინთან.

ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მეტად დამამახსოვრდა 2006 წლის შემობ-რძანება. მეორედ გავხდი დედა და ჩემს ახალშობილ შვილთან ერთად ზუსტად 31 დეკემბერს დავბრუნდი საავადმყოფოდან. ის ახალი წელი ყველაზე ტკბილი მოგონებაა ჩემთვის, რადგანაც შვილზე დიდი საჩუქარი არაფერია ქალის ცხოვრებაში. ვსარ-გებლობ შემთხვევით და ყველა ხარა-გაულელს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს. ვისურვებდი, ჩვენი საყვარელი ხარაგაული ყოველთვის გაბრწყინე-ბული ყოფილიყოს.

სალომე ყრუაშვილი

„ახალშობილ შვილთან ერთად ზუსტად

31 დეკემბერს დავბრუნდი საავადმყოფოდან”

ჩემი ახლობელი ნინი ბუაჩიძე გვიამბობს თავისი ცხოვრების ყველა-ზე შთამბეჭდავ და ლამაზ საახალწ-ლო მოგონებას:

-მუდამ მემახსოვრება 2009 წლის შემობრძანება. მაშინ ოცი წლის ვი-ყავი. მყავდა შეყვარებული. ჩემი მშობლები სულ მაფრთხილებდნენ, არ გაიპარო, თორემ არ შეგირიგდები-თო. ჩემმა შეყვარებულმა, რომელიც ახლა ჩემი მეუღლეა, 30 დეკემბერს დამირეკა და მითხრა, ხვალ ცოლად უნდა გამომყვეო. აღარ ვიცოდი, რა მექნა. მშობლებს ეს ამბავი ვერ გავუმ-ხილე. მეორე დღეს ოჯახთან ერთად საახალწლო სამზადისში ჩავერთვე. ახალი წლის დადგომამდე ორი სა-ათით ადრე მოვიდა ჩემი შეყვარებუ-ლი სახლთან. მშობლები მოვატყუე, მეზობლის რვეული მაქვს, გადავუტან

და მალე მოვალ-მეთქი. ავიღე ჩანთა და გავყევი ჩემს შეყვარებულს.

ვერ მოვითმინე და ახალი წლის დადგომამდე ნახევარი საათით ადრე დავურეკე დედას და ყველაფერი ვუთხარი. მან სასწრაფოდ სახლში დაბრუნება მომთხოვა. საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. მშობლები ერთ კვირაში შემირიგდ-ნენ.

დღეს ვარ ძალიან ბედნიერი, რად-გან გვერდით მყავს საყვარელი მეუღ-ლე და შვილი.

ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. სიკეთის, სიხარულის, სიყვა-რულის მომტანი ყოფილიყოს თითო-ეული ქართველისთვის. უფალი იყოს ჩვენი ლამაზი სამშობლოს, საქართ-ველოს მფარველი.

თამარ მაღრაძე

ავიღე ჩანთა და გავყევი შეყვარებულს

ოთხი შვილის დედა, მაია ბერაძე გვიყვება მისთვის ყველაზე ლამაზი და ძვირფასი ახალი წლის შესახებ:

-არასოდეს დამავიწყდება ის ახალი წელი, როცა ახალ სახლში გადმოვედით საცხოვრებლად. ოჯახ-ში ყველა ახლობელი შევიკრიბეთ და მოვილხინეთ. ბავშვებს ძალიან უნდოდათ საახალწლოდ თოვლის ბა-ბუას ციგები ეჩუქებინა. დავითანხმეთ ჩვენი ნათესავი ლევანი. გამოვაწყვეთ თოვლის ბაბუას ფორმაში და ხელში ციგები დავაჭერინეთ. ბავშვებმა ძა-ლიან გაიხარეს. „თოვლის ბაბუას” უამრავი ლექსი წაუკითხეს. ჩვენც კარგად ვიხალისეთ. ცოტა ხანში ბე-რიკამ ყურადღება მიაქცია „თოვლის ბაბუას” ფეხსაცმელებს და გაოცებუ-

ლი უცქერდა. როდესაც „თოვლის ბა-ბუა” გავისტუმრეთ, ბერიკამ გვკითხა, „ნეტავ რატომ ეცვა ლევანის ფეხსაც-მელებიო.”

ყოველთვის ვცდილობ, ახალი წელი მხიარულად და საინტერესოდ გავატარო. არა მარტო ახალი წელი, არამედ ცხოვრება გავხადო ბედნიერი და საინტერესო. ლინკოლნის ცნობილ ფრაზას ხშირად ვიხსენებ: „თუ გინ-და იცხოვრო ბედნიერი ცხოვრებით, გახადე ბედნიერება შენი ცხოვრების მთავარი მიზანი.”

მინდა ყველა ხარაგაულელს ვუ-სურვო ბედნიერი და წარმატებული ახალი წელი.

სოფო ალავიძე

„ნეტავ რატომ ეცვა თოვლის ბაბუას ლევანის ფეხსაცმელები?!”

ხარაგაულელი არქიტექტორი გივი კურტანიძე სიყვარულთან და-კავშირებულ ლამაზ საახალწლო მო-გონებასთან დაკავშირებულ განცდას გვიზიარებს:

-2006 წელს გამგეობიდან მე და ჩემს მეგობრებს დაგვავალეს, რომ „თოვლის ბაბუები” ვიქნებოდით და ბავშვებს ახალ წელს საჩუქრებს მი-ვართმევდით. რა თქმა უნდა ყველა ოჯახში ღვინით გაგვიმასპინძლდ-ნენ. ჩემს მომავალ მეუღლეს, მარის, ძალიან უნდოდა, რომ მასთანაც მი-სულიყო „თოვლის ბაბუა.” მე და ჩემმა მეგობარმა ოთარ მაღრაძემ გადავწყვიტეთ, მისთვის სიურპრიზი მოგვეწყო. საჩუქრებით დატვირთუ-

ლები წავედით ლაშეში მარის სახ-ლში. ხარაგაულში იმ წელს დიდი თოვლი იყო. მის სახლს ძლივს მივა-გენით, მაგრამ ჭიშკარი დაკეტილი აღმოჩნდა. გადავწყვიტეთ, ღობეზე გადავმძვრალიყავით. ღობეზე გადა-სვლისას ღობე ჩატყდა და დიდ თოვ-ლში აღმოვჩნდი. მარიმ სახლში ვერ შეგვიპატიჟა, რადგან მის ძმას მაღა-ლი სიცხე ჰქონდა. საჩუქრები დავუ-ტოვე და დავმშვიდობე.

ჩვენი თავგადასავალი ამით არ დასრულებულა. გზაში მანქანა ამოყი-რავდა. აღარ ვიცოდით, რა გვექნა. კი-დევ კარგი, ბედად მეგობარი გამოჩნდა მანქანით და სახლში წამოგვიყვანა.

სალომე ალავიძე

„ღობეზე გადასვლისას ღობე ჩატყდა დადიდ თოვლში აღმოვჩნდი...”

მსახიობი ლერიკო ჯაფარიძე იხსენებს:

-წლების მანძილზე ვცხოვრობდი და ვმუშაობდი მოსკოვში - ვთამაშობ-დი დიდი თეატრის სცენაზე როგორც სახალხო არტისტი და მომღერალი. ვეწეოდი პედაგოგიურ საქმიანობას.

1985 წელი დგებოდა. თავისუფა-ლი დრო მქონდა და მოულოდნელად გადავწყვიტე, საქართველოში ჩამო-ვსულიყავი. სასწრაფოდ ავიღე თვით-მფრინავის ბილეთი. რა თქმა უნდა, ოჯახმა ამის შესახებ არაფერი იცო-და. დინჯი ნაბიჯით შევაღე სახლის კარი. დედაჩემი კინაღამ გადაირია. სასწრაფოდ მთელი სანათესაო შეიკ-

რიბა სახლში. დაუვიწყარი დრო გა-ვატარეთ. მას შემდეგ რამდენი წელი გავიდა და წარმოიდგინეთ, ისეთი დასამახსოვრებლი ახალი წელი ჩემს ცხოვრებაში აღარ ყოფილა.

ჩემს საყვარელ ხარაგაულს გადა-ეცით ძალიან დიდი მოკითხვა. ძალიან ალალი და ნაღდი ხალხი ცხოვრობს ხარაგაულში.

„იმედი ხვალის” ჟურნალისტებს გისურვებთ, რომ მუდამ სიმართლე გეთქვათ და დაგეწეროთ.

მთელ საქართველოს და განსაკუთ-რებით იმერეთს, ჩემს ხარაგაულე-ლებს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს.

ჟანა ლომიძე

„სასწრაფოდ ავიღე თვითმფრინავის ბილეთი და თბილისში გამოვფრინდი”

საუკეთესო ახალი წლის გახსენე-ბა ცნობილ ჟურნალისტ დავით აქუ-ბარდიას ვთხოვე:

-59 წლის ვარ და არც ერთი ახალი წელი ისე არ მახსენდება, როგორც 2012 წლის დადგომა. ახალი წლის შემობრძანებას ოჯახთან ერთად ვხვდებოდი. როცა ერთმანეთს სა-ახალწლოდ ჩაფიქრებული სურვილე-ბი გავუმხილეთ, აღმოჩნდა, რომ მეც, ჩემს მეუღლესა და შვილსაც, სამივეს ხელისუფლების შეცვლა ჩაგვიფიქ-რებია. მიხარია, რომ ეს სურვილი აგ-ვიხდა და ჩვენს ქვეყანაში ძალადობა დასრულდა.

ხარაგაულელებო, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. ბიცოლა მყავს ხარაგაულელი და ამით ძალიან ამა-ყობს. თქვენ კუთხეში ბევრი ცნობილი და დიდი ადამიანი აღიზარდა. მუდამ გეამაყოთ ხარაგაულის გამოჩენილი და გამორჩეული შვილებით.

„იმედი ხვალის” ჟურნალისტებს გისურვებთ, რომ არასოდეს დაგეზა-როთ შრომა. ცხოვრების ბოლომდე შეინარჩუნეთ ობიექტურობა. ყველა ფაქტი კრიტიკულად შეაფასეთ. დას-ვით მწვავე შეკითხვები, მოიპოვეთ ინფორმაცია. თქვენი გაზეთის მკით-ხველებს ძალიან გაუმართლათ, რომ თქვენნაირი ჟურნალისტები ჰყავს. კი-დევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს.

ლანა ლომიძე

მუდამ გეამაყოთ ხარაგაულის

გამოჩენილი და გამორჩეული შვილებით

Page 5: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb გილოცავთ …გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! „საჯარო სამსახურის

5xtvb [fhfufekb@( ltrtv,thb7 @_!@ o

2012 წელს „საქართველოს რკი-ნიგზამ” დაიწყო ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა. არაინ-ფორმირებულობამ და საზოგადო-ებისთვის წარმოდგენილმა პროექტის ბუნდოვანებამ მოსახლეობას გაუგებ-რობის საფუძველი შეუქმნა.

2012 წლის თებერვალში არა-სამთავრობო ორგანიზაციამ „სა-ზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი” დაიწყო „აღმო-სავლეთ-დასავლეთის მართვის ინს-ტიტუტის” - EWMI-GPAC-ის ფი-ნანსური მხარდაჭერით მოქალაქეთა ადვოკატირების პროგრამის ფარგ-ლებში, პროექტი „კერძო მესაკუთ-რეთა ინტერესების დაცვა ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებ-ლობის არეალში” განხორციელება. პროექტის განხორციელებისას ორ-განიზაციის პარტნიორი იყო „საერ-თაშორისო გამჭვირვალობა -საქარ-თველო”, რადგანაც მათ ჰქონდათ სერიოზული გამოცდილება ადვოკა-ტირების კუთხით.

პირველ ეტაპზე შევეცადეთ მიგვე-ღო მეტი ინფორმაცია მშენებლობის შესახებ, რათა მიგვეწოდებინა მესა-კუთრეებისათვის საჭირო ინფორმა-ცია. კომუნიკაცია „საქართველოს რკინიგზასთან” და მის ქვეკონტრაქ-ტორ ფირმა „გეოგრაფიკთან” გა-ცილებით ადვილი იყო, ვიდრე ამას ვახერხებდით მოსახლეობასთან ხა-რაგაულის მუნიციპალიტეტში (რაც ადგილობრივი ხელისუფლების დამო-კიდებულების გამო იყო).

განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა ხაშურის მუნიციპა-ლიტეტის სოფელ ქვიშხეთის მო-სახლეობა. სწორედ ამ აქტიურობის შედეგია, რომ დარეგისტრირებისა და გამოსყიდვის პროცედურა, რომელიც მხოლოდ ხაშურის მუნიციპალიტეტ-ში განხორციელდა საკმაოდ კარგად წარიმართა. საწყის ეტაპზე მესაკუთ-რეებს პრობლემები ძირითადად და-რეგისტრირებასთან დაკავშირებით ექმნებოდათ. მოქალაქე, რომელიც სა-ჯარო რეესტრს აკითხავდა, მის მიერ ფაქტიურ მფლობელობაში არსებული ქონების დარეგისტრირებასთან და-კავშირებით აღმოაჩენდა, რომ მისი ქონება ე. წ. წითელ ზოლში იყო მოხ-ვედრილი და საკუთრებას, რომელსაც მემკვიდრეობით, ან დიდი ხნის განმავ-ლობაში ფლობდა, არსებულ კანონმ-დებლობასთან შესაბამისობაში ვერ მოიყვანდა და კანონიერ მემკვიდრედ ვერ ჩაითვლებოდა.

გამოსყიდვების პროცესში ხდე-ბოდა მესაკუთრეთა კატეგორიზაცია, სხვა შეთავაზებას იღებდა მოქალაქე,

რომელსაც დღეს არსებულ კანონმ-დებლობასთან შესაბამისობაში ჰქონ-და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო ის მოქალა-ქეები, ვისაც ეს დოკუმენტაცია არ ჰქონდა წესრიგში, იძულებულნი ხდე-ბოდნენ, მიეღოთ ის შემოთავაზება, რასაც მათ „საქართველოს რკინიგზა” სთავაზობდა.

ჩვენს მიერ გაწეული მონიტო-რინგისა და ადვოკატირების შედე-გად ბენეფიციარებმა შეძლეს თავისი

საკუთრების დარეგისტრირება და შესაბამისი კომპენსაციების მიღება. აღსანიშნავია, რომ ბენეფიციარები გამოსყიდვის პროცედურებით კმაყო-ფილები დარჩნენ.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სო-ფელ ქვიშხეთში მშენებლობის შედე-გად აფეთქებითი სამუშაოების გამო დაზიანდა ისეთი ისტორიული ძეგლე-ბი, როგორიცაა დიმიტრი ყიფიანის 200 წლოვანი სახლ-მუზეუმი, ქვიშ-ხეთის აღდგომის სახელობის მონას-ტერი.

გამოსყიდვის პროცესი ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტში არ დაწ-ყებულა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების შესწავ-ლა მიმდინარეობს სხვადასხვა სა-ხელმწიფო უწყებების მიერ.

მშენებლობას მესაკუთრეებისათ-ვის გაუთვალისწინებელი პრობლე-მები მოჰყვა. მშენებლობის შედეგად დაზიანდა მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც მშენებლობის ზონიდან საკმაოდ დაშორებით ცხოვრობენ. აფეთქებითი სამუშაოების წარმოების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, როგორც ხაშურის, ისე ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში. „არსმა” („საზოგადოებრივი მონიტო-რინგისა და კვლევის ცენტრი”) 2012 წლის 21 ნოემბერს მიმართა გარემოს ეროვნულ სააგენტოს, სადაც ითხოვდა შეესწავლათ ახალი სარკინიგზო მა-გისტრალის მშენებლობის პერიოდში წარმოქმნილი პრობლემები, კერძოდ: ე.წ. „ხანდების მონაკვეთზე” სარკი-ნიგზო გვირაბის მშენებლობის შედე-გად საცხოვრებელ სახლებზე წარმო-ქმნილი დაზიანებების წარმომავლობა. პასუხად მივიღეთ, რომ წარმოქმნილი დაზიანებები ვერ იქნებოდა გამო-წვეული რაიმე სტიქიურ-გეოლოგი-ური პროცესების შედეგად, თუმცა მათ კომპეტენციაში არ შედის თავად დაზი-ანებების ფაქტის შესწავლა.

სოფელ ზვარეში მინერალური წყალი „ზვარე” დაკარგვის საშიშ-როების წინაშე დადგა. მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენი მასა-ლის არასწორად დაყრამ მდინარეების კალაპოტებში, ხევებში წარმოქმნა ღვარცოფების საშიშროება. აღსანიშ-ნავია, რომ პროექტის თავდაპირველ ვარიანტში განსაზღვრული იყო ის ადგილები, სადაც უნდა მომხდარიყო სამშენებლო ნარჩენების დასაწყობება და მათი გამოყენება შემდგომ მშენებ-

ლობის პროცესში. თუმცა როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, იმ პი-რობებში, როგორც ეს მასალები ყრია, მათი შემდგომი გამოყენება დიდ სირ-თულეებთან და დამატებით ხარჯებ-თან იქნება დაკავშირებული.

პროექტის ფარგლებში „არსი” („საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი”) შეხვდა დაზა-რალებულ მოქალაქეებს და გაუწია მათ კონსულტაციები. არასამთავრო-ბო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთან” ერთად გამართა მოლაპარაკებები „საქართველოს რკინიგზასთან”, მშე-ნებელ კომპანიასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან. საკითხის სიმწ-ვავიდან გამომდინარე „ზვარეს” მინე-რალური წყლისა და დაზარალებული მოქალაქეების პრობლემები დავაყე-ნეთ ზემდგომ ორგანოებში, რამაც გამოიწვია საკითხის შესწავლამდე მშენებლობის შეჩერება სოფელ ზვა-რეს ტერიტორიაზე.

ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მშენებლობა, როგორც აღმო-ჩნდა, მიმდინარეობს თავდაპირველ წარმოდგენილ პროექტთან შედარე-ბით 300 მეტრის აცდენით. სწორედ ეს იწვევს „ზვარეს” მინერალური წყლის დაკარგვის საშიშროებას. ორგანიზაციაში პროექტის განხორ-ციელების პროცესში შევისწავლეთ პრობლემა და საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე უახლოეს მომავალში განიხილავს გარემოს დაცვის საპარ-ლამენტო კომიტეტი.

პროექტის ფარგლებში ინდივი-დუალური კონსულტაცია გაეწია 54 ბენეფიციარს, რომელთაც ჰქონდათ პრობლემები საკუთრების დამადას-ტურებელ დოკუმენტაციასთან დაკავ-შირებით. ბენეფიციარებს დავეხმა-რეთ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოწესრიგებაში. ორ-განიზაციამ გაუწია მონიტორინგი სა-ხელმწიფოს მიერ გამოცხადებულ სა-კუთრების დარეგისტრირების უფასო პროგრამას. მონიტორინგის შედეგად წარმოჩინდა სერიოზული ხარვეზე-ბი. ჩვენთან კონსულტაციის შედეგად რამდენიმე მოქალაქემ განცხადებით მიმართა ხარაგაულის საჯარო რეეს-ტრის ეროვნულ სააგენტოს თხოვნით, გამოესწორებინათ შეცდომა (მიწის ნაკვეთების ელექტრონული რეგისტ-რაცია განხორციელდა ხარვეზებით).

ორგანიზაციის წარმომადგენლები მუშაობის პროცესში დარწმუნდნენ, რომ ასეთი დიდი ინფრასტრუქტუ-რული პროექტების დაწყება ხდება მოუმზადებლად და ცხადია, ეს პრობ-ლემებს უქმნის არა მარტო მოსახლე-ობას, არამედ გარემოსაც. პრობლე-მებმა, რომლებმაც უფრო მძლავრად იჩინა თავი, ვიდრე ამას წარმო-ვიდგენდით, ნათლად დაგვანახა, რომ აუცილებელია გავაგრძელოთ ადვო-კატირება, მოვიძიოთ დამატებითი რესურსი და უკვე პროექტის შედეგად გამოვლენილ აქტიურ მოქალაქეებთან ერთად გავაგრძელოთ საკუთრების უფლებისთვის ბრძოლა.

დაიცავი შენი საკუთრება

მდინარე სოფ. ბეჟათუბანთან

მდგომარეობა სოფ. ზვარეში

ნებისმიერი უფლების დარღვევა და შესაბამისად, მიყენებული ზიანი გულისხმობს ვალდებულების წარმოშობას;

ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ჩათვლით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი: 316; 317; 408; 409; 411).

იმის გარდა, რომ საქართველოს კონსტიტუცია და კანონი „გარემოს დაცვის შესახებ” უზრუნველყოფენ თქვენს უფლებას იცხოვროთ ჯანსაღ გარემოში, „გარემოს დაცვის შე-სახებ” კანონის თანახმად, მოქალაქეს აქვს უფლება „სასამართლოს წესით მოითხოვოს ეკოლოგიურად საშიში ობიექტების განთავსების პროექტირების, მშენებლობის, რეკონსტ-რუქციისა და ექსპლუატაციის შესახებ გადაწყვეტილებათა შეცვლა” (მუხლი 6);

თქვენი უფლებების დაცვისათვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ორჰუსის კონვენცია;როდესაც გზის მშენებლობის პროცესში მშენებელი არ იცავს საპროექტო, სანიტარულ, ტექნიკურ ან სხვა მოთხოვნებს, რაც იწვევს მოქალაქეთა უფლებების დარღვევას, ამ

შემთხვევაში დარღვევების აღმოსაფხვრელად უნდა მივმართოთ უფლებამოსილ მაკონტროლებელ და საზედამხედველო ოგანოებსა და ორგანიზაციებს. ესენია: მშენებლობის დამკ-ვეთი და მისი ზემდგომი ხელისუფლების ყველა ორგანო. ისინი უფლებამოსილნი არიან მოთხოვონ მშენებლებს გაითვალისწინონ მოქალაქეთა უფლებები და ინტერესები.

გ ა ხ ს ო ვ დ ე თ !

Page 6: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb გილოცავთ …გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! „საჯარო სამსახურის

6 xtvb [fhfufekb @( ltrtv,thb7 @_!@ o

პროექტი „კერძო მესაკუთრეთა ინტერესების დაცვა ხაშური-ხარა-გაული-ზესტაფონის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის არეალ-ში” ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატი-რებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების” (G-PAC) ფარგ-ლებში.

ამ პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულისხმიერი მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინან-სებით.

ჩანართი არ გამოხატავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტა-ტების მთავრობის შეხედულებებს.

21 დეკემბერს თბილისში სასტუმრო „ბომონდ გარდენში” არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას” ორგანიზებით (ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი) გა-იმართა საქართველოს მასშტაბით მოქმედი რეგიონული არასამთავრობო ორგა-ნიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა. შეხვედრაზე შეიქმნა არასამთავრო-ბო ორგანიზაციათა ქსელი.

შეხვედრაში მონაწილეობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრი-ვი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი” (ხელმძღვანელი ინგა მაღრაძე). შეხვედ-რაზე გაფორმდა კომუნიკე 40-მდე რეგიონალური ორგანიზაციის ხელმოწერით:

1. სამოქალაქო განვითარების სააგენტო „სიდა” - ქ. რუსთავი;2. სამოქალაქო საზოგადოების კვლევის და განვითარების ცენტრი - ქ. თელავი;3. საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ინიციატივა-სიქა - ქ.

რუსთავი;4. მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი - ქ. მარნეული;5. ქვემო ქართლის საზოგადოებრივ საინფორმაციო ცენტრი - ქ. ბოლნისი;6. მეგობრობის ხიდი ქართლოსი - ქ. გორი;7. გორის ინვალიდთა კლუბი - ქ. გორი;8. ორგანიზაცია „ბილიკი” - ქ. გორი;9. ძალადობისგან დაცვის ეროვნული პლატფორმა - ქ. ხაშური;10. სასწავლო საინფორმაციო ცენტრი „ქართლი XXI” - ქ. ხაშური;11. უკეთესი მომავლისათვის - ქ. მცხეთა;12. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ცენტრის მცხეთა-მთიანეთის კომი-

ტეტი - ქ. მცხეთა;13. დუშეთის განვითარების ფონდი - ქ. დუშეთი;14. სტეფანწმინდა - ქ. სტეფანწმინდა;15. დემოკრატ მესხთა კავშირი - ქ. ახალციხე;16. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი - ქ. ახალციხე;17. საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი - დ. ხარაგაული;18. იმერეთის რეგიონის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი” - ქ. ქუთაისი;19. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია - ქ. ქუთაისი;20. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - ქ. ქუთაისი;21. ასოციაცია „ჭიათურელთა კავშირი” ქ. ჭიათურა;22. ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი - ქ. ტყიბული;23. ასოციაცია „ათინათი” - ქ. ზუგდიდი;24. ორგანიზაცია „გაენათი” - ქ. ზუგდიდი;25. ფონდი „აფხაზინტერკონტი” - რაჭა-ლეჩხუმი;26. საქართველოს დემოკრატიის განვითარების კავშირი - ქ. ოზურგეთი;27. ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი - ქ. ოზურგეთი;28. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი - ქ. ოზურგეთი;29. ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი - ქ. ლანჩხუთი;30. ბორჯღალო - ქ. ბათუმი;31. დემოკრატიის ინსტიტუტი - ქ. ბათუმი.

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN ) არის საქართვე-ლოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციებისა აქტიური მოქალაქეების არაფორმალური გაერთიანება.

ქსელის მიზანია საქართველოს რეგიონებში ძირეული პრობლემების გამო-ვლენის და გადაჭრის მიზნით ეფექტური ინსტიტუციონალური მექანიზმების ჩამოყალიბება.

ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციები, დამოუკიდებელი ექსპერტები, რომ-ლებიც ემსახურებიან სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და გაძ-ლიერებას, აღიარებენ, რომ:

სამოქალაქო ორგანიზაციების ერთობლივი, სისტემური აქტივობა ხელს შეუწყობს რეგიონებსა და მთელს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობას. აქედან გამომდინარე:

ითვალისწინებენ რა რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მეტად გააქტიურების აუცილებლობას, თანხმდებიან, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები შეიმუშავებენ ინფორმა-ციის, ანალიზისა და ექსპერტული ცოდნის გაცვლის ეფექტიან მექანიზმებს და ითანამშრომლებენ შემდეგ საკითხებზე:

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, როგორც ადგილობრივი პრიორიტეტების ადვოკატირების მნიშვნელოვანი მექანიზმის როლის ზრდა;

შესაბამისი გარემოს შექმნა ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებისათვის;ინფორმაციის გაცვლისა და ეფექტური თანამშრომლობის ელექტრონული საშუალებების შექმნა;ამ დოკუმენტით სამოქალაქო განვითარების სააგენტო ,,სიდას” ინიციატივითა და რეგიონული სამოქალაქო

საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერით შეიქმნება სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ქსელი.

ქალბატონო ინგა, თქვენი 2012 წლის 21 ნოემბრის #5 წერილის პასუხად, რომელიც ეხება ხარა-გაულის მუნიციპალიტეტის ტე-რიტორიაზე რკინიგზის მოდერ-ნიზაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის სარკინიგზო მაგის-ტრალის მშენებლობის პერიოდში გამოწვეულ გართულებებს, კერ-ძოდ ხარაგაულის ტერიტორი-აზე ე. წ. ,,ხანდების” მონაკვეთზე მიმდინარე სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას, რომლის დროსაც კლდოვანი ქანების სამთო გაყ-ვანითი სამუშაოების წარმოების დროს ადგილი აქვს აფეთქებებს მძლავრი მუხტებით, რაც იწვევს დეტონაციის შედეგად გამო-წვეულ რხევებს და უარყოფით შედეგებს, გაცნობებთ შემდგეს:

წერილის თანახმად, გვირა-ბის მიმდებარედ განლაგებულ

საცხოვრებელ სახლებზე გაჩნდა ნაპრალები, რაც თქვენი მოსაზრე-ბით აფეთქებით უნდა იყოს გამო-წვეული. თქვენივე განმარტებით, არსებობს ბერძნული კომპანიის საექსპერტო დასკვნა, სადაც აღ-ნიშნულია, რომ წარმოქმნილი დაზიანებები აფეთქებით არ არის გამოწვეული. თუმცა მოსახლე-ობა აღნიშნული დასკვნის შედე-გებს არ ეთანხმება. მიმდინარე წლის მაისის თვეში სააგენტოს სპეციალისტების მიერ აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩატარებული მო-ნიტორინგული კვლევების დროს ადგილობრივი მმართველობის და მოსახლეობის მხრიდან სტიქიური გეოლოგიური პროცესების გააქ-ტიურებაზე ინფორმაცია არ მიგ-ვიღია. სტიქიური გეოლოგიური პროცესების გააქტიურებას აღ-ნიშნულ უბნებზე არ ადასტურებს მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემ-

ბრის თვეებში გარემოს დაცვის სამინისტროს კომისიის შემადგენ-ლობაში მყოფი სააგენტოს მთავა-რი სპეციალისტიც, რომელიც ად-გილზე იმყოფებოდა.

რაც შეეხება სახლების დაზი-ანების ფაქტს გვირაბის აფეთ-ქებითი სამუშაოებით გაყვანის შედეგად, აღნიშნული სცილდება სააგენტოს კომპეტენციას და აქე-დან გამომდინარე, თქვენ უნდა მი-მართოთ შესაბამის სამსახურებს.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე ადგილი ექნება სა-შიში გეოლოგიური პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას, სააგენტო მომართვის შემთხვევაში მზად არის ჩაატაროს შესაბამისი კვლე-ვები.

შალვა ჯავახაძე გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების არაფორმალური ქსელის

კომუნიკე

საზოგადოებრივი მონიტორინგისა და

კვლევის ცენტრის ხელმძღვანელს

საქართველოში სამოქალაქო

საზოგადოების რეგიონული

ქსელი შეიქმნა

Page 7: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb გილოცავთ …გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! „საჯარო სამსახურის

7xtvb [fhfufekb@( ltrtv,thb7 @_!@ o

რა სწრაფად გადის დრო. თვალის ერთ დახამხამებაში ისე გაფრინდე-ბა წლები, რომ ვერც კი მიხვდები... ადამიანები იბადებიან, იზრდებიან და ბერდებიან... ჩვენც დავბერდებით!

მოხუცებულობა სიცოცხლის ეს ეტაპი იმითაა გამორჩეული, რომ ამ დროს უკვე შეიძლება გადახედო შენს წარსულს და გააანალიზო, რამდენად მიაღწიე შენი ცხოვრების მიზანს, რო-გორ შეასრულე უფლის მიერ დაკის-რებული ვალი.

მოხუცების მეტყველი თვალები ცდილობენ მუდამ სითბო ასხივონ, დანაოჭებული შუბლი გვამცნობს, რომ მათში თავი მოუყრია ცხოვრების გამოცდილებას, რომ ისინი სხვებზე

უკეთ იცნობენ ამ წუთისოფელს. ეს არის ეტაპი, როცა ადამიანი ღმერთ-თან სიახლოვეს უკეთ გრძნობს და ყველაზე მეტად აფასებს სიცოცხლეს, მის ყოველ დღეს, წუთსა თუ წამს...

ახალი წლის წინა დღეებში ვეწ-ვიეთ ხარაგაულელ უხუცეს ქალბა-ტონებს - სოფელ ხიდარში მცხოვრებ ქეთევან ჩაჩანიძესა და შუშანა პაპა-ვას.

ახალი წლის დადგომიდან ერთი თვის შემდეგ ქალბატონ

ქეთევანს 99 წელი შეუსრულდება. როგორც მისი ოჯახის წევრებმა გვითხრეს, იგი 102 ან 103 წლისაც შეიძლება ხდებოდეს, თუმცა საბუ-თების მიხედვით დაბადებულია 1914

წლის 1 თებერვალს. ქალბატონმა ქეთევანმა გვიამბო

თავისი ცხოვრების შესახებ. მისი ქალიშვილობის გვარი კვინიკაძეა, წარმოშობით ვარძიიდანაა, ხოლო გათხოვების შემდეგ კი მეუღლის გვარზე გადავიდა და ხიდარში და-სახლდა. გათხოვდა 19 წლის ასაკში. აღზარდა სამი შვილი. იგი თავს უბედ-ნიერეს ადამიანად მიიჩნევს, რადგან მოესწრო შვილთაშვილებს და მათ შვილებს. მეტად მძიმე პერიოდში მო-უწია ცხოვრებამ. ახალი შექმნილი ჰქონდათ ოჯახი, ომი რომ დაიწყო. ხუთი წლის შემდეგ დაბრუნდა მეუღ-ლე ოჯახში, ძმები და სიძე გმირულად დაიღუპნენ. ომის შემდგომ შეეძინათ უმცროსი ვაჟი ომარი. მიუხედავად დიდი გაჭირვებისა, ქალბატონი ქე-თევანი სიამაყით იგონებს თავისი ცხოვრების უმძიმეს მომენტებს. იგი არ შეუშინდა გაჭირვებას, სულიერად არ გატეხილა და მეუღლესთნ ერთად სწევდა ცხოვრების მძიმე ჭაპანს. წლების მანძილზე მუშაობდა კოლ-მეურნეობაში.

სასიამოვნო მოსაუბრეა 98 წლის დამსახურებული პე-

დაგოგი ქალბატონი შუშანა პაპავა, რომელიც, ასაკის მიუხედავად, მხნედ გამოიყურება. იგი სიტყვაკაზმული ქართულით, ქრონოლოგიური სიზუს-ტით იხსენებს განვლილი ცხოვრე-ბის გზას. ბავშვობის წლები კიცხში გაუტარებია და სკოლაც იქვე დაუმ-თავრებია. ოჯახი ბაგრატ პაპავას-თან ერთად შექმნა. მეუღლე მალე ჯერ ჯარში, მერე კი ომში გაიწვიეს. შვიდწლიანი განშორების შემდეგ

კვლავ სიმშვიდემ დაისადგურა მათ ოჯახში. ცრემლიანი თვალებით, ემო-ციის გარეშე ვერ გაიხსენა თავისი დაქორწინებისა და აწ გარდაცვლილი ვაჟის - ჯენერი პაპავას - დაბადების ამბავი. ქალბატონი შუშანა იყო სა-მაგალითო მეუღლე, სამი შვილის საუკეთესო დედა და წარმატებული მასწავლებელი. მან გაიხსენა თავისი პედაგოგიური მოღვაწეობა. 60 წელი ერთგულად ემსახურებოდა მოსწავ-ლე-ახალგაზრდობის აღზრდის საქ-მეს ხიდრის საშუალო სკოლაში. მან განსაკუთრებული სითბოთი გაიხსენა თავისი ყოფილი მოსწავლეები: თომა ბერაძე, ნარგიზ გურგენიძე, თამარ სხილაძე, ნოდარი ბერაძე, პაატა კა-ვილაძე და ყოფილი კოლეგები. ხაზი გაუსვა მათთან თბილ ურთიერთო-ბებს. ქალბატონი შუშანა ამაყობს იმით, რომ მისმა ორმა შვილმა - ეთე-რი და ჯენერი პაპავებმა - მისი მაგა-ლითით აირჩიეს მასწავლებლის რთუ-

ლი და საპატიო პროფესია.

სასიამოვნოა, რომ უხუცესი ხარაგაულელების - ქეთევან

ჩაჩანიძისა და შუშანა პაპავას - ოჯა-ხებში ცხოვრობს ერთად რამოდენიმე თაობა. თაობებს შორის ურთიერთობა კი დიდი სიმდიდრის მომტანია. ასეთი ოჯახები სულიერად უფრო ლამაზი და ღრმა დატვირთვის მატარებელია. დამშვიდობებისას ქალბატონებმა დაგვლოცეს - ბედნიერი და ნაყოფი-ერი ახალი წელი გვისურვეს და მამა-ზეციერს შეავედრეს ხარაგაული და სრულიად საქართველო.

ნინო ქველიაშვილი

ფოტოებზე: ქეთევან ჩაჩანიძე შვილ ომართან, შვილიშვილ ონისე, შვილთაშვილ გიორგი ჩაჩანიძეებთან და რძალ მთვარისა ჭყოიძესთან ერ-თად;

შუშანა პაპავა ნინო ქველიაშვილ-თან ერთად.

ჩვენც დავბერდებით!

ბავშვები ყოველთვის დიდი ჟრიამუ-ლით ელოდებიან საახალწლო ზეიმს. პატარები სიხარულით ჰყვებიან ლექსებს და ელოდებიან თოვლის ბაბუა როდის დაურიგებს საჩუქრებს. უფროსკლასე-ლებიც დიდი სიხარულითა და პასუხის-მგებლობით ეკიდებიან ამ ღონისძიების მომზადებას. ყველას სურს, წარმოაჩინოს საკუთარი კლასი და მიიღოს კარგი შე-ფასება პედაგოგებისა და დირექტორის მხრიდან.

წელსაც საინტერესოდ წარიმართა სა-ახალწლო ღონისძიება სახუმარო ნომრე-ბით, ქართული და უცხოური ცეკვებით. ამ ღონისძიებით ბავშვებმა პედაგოგებს, მშობლებსა და სკოლის დირექტორს მი-ულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი.

მსმენელი ძალიან კმაყოფილი და ნასი-ამოვნები დარჩა. ღონისძიების დამთავრე-ბის შემდეგ უფროსკლასელებმა სუფრით დაასრულეს საღამო, იმხიარულეს და კმაყოფილები დაემშვიდობენ პედაგოგებ-სა და თანატოლებს.

თამარ მაღრაძე

საახალწლო ზეიმი ხარაგაულის №2 საჯარო სკოლაში

21 დეკემბერს ხარაგაულის №2 სა-ჯარო სკოლაში ლია სანიკიძის, ნინო ფცქიალაძის და დოდო გელაშვილის ორგანიზებით, I და II კლასელების მონაწილეობით საახალწლო ღონის-ძიება გაიმართა. ბიჭები თოვლის ბა-ბუის ფორმებშ, შარვალ-კოსტუმებსა და ჩოხებში იყვნენ გამოწყობილები, ხოლო გოგონებს ულამაზესი კა-ბები ეცვათ. ზეიმზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს მუსიკალური ნომრე-ბი, ლექსები და ცეკვები. ნინო ფცქი-ალაძემ და დოდო გელაშვილმა კმა-ყოფილება გამოხატეს ღონისძიებით

და პატარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს. ლია სანიკიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ზეიმი პირველკლასელებისთვის პირველი იყო და ცოტას მორცხვობდნენ, მაგ-რამ, საბოლოო ჯამში, კარგი გამო-ვიდა.

სკოლის დირექტორმა ვალერი გოგნაძემ მადლობა გადაუხადა სა-ახალწლო ზეიმის მონაწილეებსა და მათ მშობლებს, მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი და ბედნიერება უსურვა მათ.

სოფო ალავიძე

24 დეკემბერს, ხარაგაულის სა-ბავშვო ბიბლიოთეკაში წამყვანი სპეცაილისტის, მაკა ბუაჩიძის, ორ-განიზებით, გაიმართა ღონისძიება სა-ხელწოდებით ,,ჩვენ შობის სასწაულს ველით და გვჯერა.”

ღონისძიებაში მონაწილეობდ-ნენ: ნინო და ანამარია კურტანიძე-ები, ელისო კიკნაძე, ბარბარე ლურ-სმანაშვილი, ნოდარ ალავიძე, ნონა მაჭავარიანი, ნინო ბარბაქაძე, ანა მაისურაძე, მარიამ კიკნაძე, ცოტნე კიკნაძე, თეკლა ებანოიძე, ანა თა-ბუკაშვილი, ნია ფოფხაძე და მარი მანჯავიძე. ღონისძიებაზე ბავშვებმა წაიკითხეს საახალწლო ლექსები და დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, თუ როგორ აღნიშნა-ვენ ახალ წელს საქართველოში და სხვადასხვა ქვეყნებში. ღონისძიების დასრულების შემდეგ თოვლის ბაბუამ ყველას მიულოცა ახალი წელი და ბავშვებს საჩუქრები დაურიგა. წამყ-ვანმა სპეციალისტმა სოფო ლაცაბი-ძემ ბავშვებს საჩუქრად გადასცა ცირა ყურაშვილის წიგნი ,,ამბავი პატარა

ბიჭისა”, რომელსაც ყველაფრის გა-ყიდვა სურდა.

ცენტრალური ბიბლიოთეკის დი-რექტორმა ქალბატონმა ნანა ლურს-მაშვილმა ყველას მიულოცა ახალი წელი, უსურვა მათ წარმატებები. ასევე აღნიშნა, რომ ძალიან აქტიური მკითხველები ჰყავს საბავშვო ბიბ-ლიოთეკას და ფიქრობს, რომ მომა-ვალში საბავშვო ბიბლიოთეკას მეტი ყურადღება მიექცევა. ნანა ლურსმა-ნაშვილმა მადლობას გადაუხადა მაკა ბუაჩიძესა და სოფო ლაცაბიძეს ასე-თი კარგი ღონისძიებისათვის. დოდო გელაშვილმა აღნიშნა, რომ ბავშვებს ყოველთვის უხარიათ საბავშვო ბიბ-ლიოთეკაში მისვლა, რადგან მათ თბი-ლი გარემო ხვდებათ. ღონისძიების მონაწილე ელისო კიკნაძემ აღნიშნა, რომ ძალიან საინტერესო იყო ახალ წელთან დაკავშირებული ინფორმა-ციის მოძიება.

დიდხანს ვიმხიარულეთ. ყველაზე საინტერესო და მხიარული კი იყო ბოლო მომენტი - კანფეტების ცვენა.

სოფო ალავიძე

საახალწლო

ღონისძიება

მარელისის სკოლაში

,,ჩვენ შობის სასწაულს ველით

და გვჯერა”

სექტემბრიდან დიდი ხალისით შევუ-დექი სწავლას, აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა ღონისძიებებში, სადაც დიდი მონდომებით ვმონაწილეობ. სკოლაში გა-მართულ კალიგრაფიის კონკურსში ჩემმა ნამუშევარმა მოწონება დაიმსახურა და სიგელით დამაჯილდოვეს.

სიხარულს სიხარული ემატება, კარგად ვსწავლობ. ვეუფლები ცეკვას. უახლოეს მომავალში მივემგზავრებით თბილისში, მიხარია და წარმატების მიღ-წევის სურვილი მიპყრობს.

სკოლაში ჩავატარეთ შემოდგომის ზეიმი, ახლა კი საახალწლო ზეიმზე გე-პატიჟებით ყველას, გვინდა ჩვენი შემოქ-მედება გაგაცნოთ.

ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურ-ვებთ, ყველა კეთილი სურვილი აგსრუ-ლებოდეთ, მრავალს დაესწარით.

მარიამ გულადის ასული ნიქაბაძე

ვარძიის საჯარო სკოლაIV კლასი

ბედნიერ შობა-ახალ

წელს გისურვებთ

Page 8: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb გილოცავთ …გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! „საჯარო სამსახურის

8 xtvb [fhfufekb @( ltrtv,thb7 @_!@ o

გილოცავთ ახალ 2013 წელს!

Page 9: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb გილოცავთ …გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! „საჯარო სამსახურის

9xtvb [fhfufekb@( ltrtv,thb7 @_!@ o

გადაცემის შესახებ წინადადებებს;ა.ნ) სამეწარმეო და არასამეწარმეო

(არაკომერციული) იურიდიული პირების (მათ შორის სკოლამდელი და სკოლისგარე-შე სააღმზრდელო დაწესებულებების შექმ-ნის), მათი წესდებების დამტკიცებისა და წესდებაში ცვლილებების, რეორგანიზაცი-ისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებ-სა და სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ა.ო) გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზ-რობების რეგულირების, გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივ მომსახურე-ბათა ორგანიზების საკითხებზე წინადადე-ბებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ა.პ) ადგილობრივი მნიშვნელობის ჯანდაცვის, კულტურისა და სპორტის, აგ-რეთვე მუნიციპალიტეტის საკუთარ და დე-ლეგირებულ უფლებამოსილებებს მიკუთ-ვნებულ სხვა საკითხებზე წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ა.ჟ) გამგეობის მოსამსახურის წახა-ლისების ან მისთვის დისციპლინური პა-სუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წინადადებებს;

ა.რ) წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს, რომელიც კანონმდებლობის თანახმად აუცილებელია გამგეობის ფუნქციონირე-ბისათვის;

ბ) უშუალოდ ხელმძღვანელობს თვით-მმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექ-ტის მომზადებას და შესრულებას;

გ) თანამდებობრივად არის მუნიციპა-ლიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კო-მისიის წევრი;

დ) საკრებულოს სამუშაო გეგმებისა და სხდომების დღის წესრიგის გათვალისწი-ნებით კოორდინირებულად მუშაობს საკ-რებულოს თავმჯდომარესთან; საკრებუ-ლოს თავმჯდომარის მიერ ნორმატიული აქტების საკრებულოში ინიციირების მიზ-ნით, წარუდგენს მას საკრებულოს ნორმა-ტიული აქტების პროექტებს;

ე) ზედამხედველობს გამგეობის მიერ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდო-მარის გადაწყვეტილებებისა და დავალებე-ბის შესრულებას;

ვ) საკრებულოს თავმჯდომარეს ხელ-მოსაწერად წარუდგენს გამგეობის მიერ მომზადებულ ადმინისტრაციული ხელშეკ-რულებების პროექტებს;

ზ) საკრებულოს თავმჯდომარეს ხელ-მოსაწერად წარუდგენს გამგეობის მიერ მომზადებული მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს; საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს თანხმობის მიცემის თაობა-ზე იმ სამუშაოთა განხორციელებასთან მიმართებით, რომელიც უკავშირდება მშე-ნებლობებსა და საზოგადოებრივი სივრ-ცის გამოყენებას, თუ ამ სამუშაოთა გან-ხორციელება არ მოითხოვს მშენებლობის ნებართვის გაცემას;

თ) ისმენს გამგეობის თანამდებობის პი-რების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; აფასებს მათ საქმიანობას;

ი) ხელს უწყობს საკრებულოს თავმჯ-დომარეს გამგეობის საქმიანობის შესახებ საკრებულოსა და მოქალაქეების ინფორმი-რებულობის უზრუნველსაყოფად;

კ) კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთე-ულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას და ამ მიზნით;

ლ) „საჯარო სამსახურის შესახებ” სა-ქართველოს კანონით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობი-დან ათავისუფლებს გამგეობის სტრუქტუ-რული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის სხვა თანამშრომლებს;

მ.) დებს შრომით ხელშეკრულებებს გამ-გეობის დამხმარე მოსამსახურეებთან;

მ.ა) ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის მოსამსახურეთა შორის, აძლევს დავალე-ბებს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანე-ლებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;

მ.ბ) საკრებულოს სამუშაო გეგმებიდან და სხდომების დღის წესრიგიდან გამო-მდინარე, კოორდინაციას უწევს შესაბამის საკითხთა მომზადებას; საკრებულოს თავ-მჯდომარეს განსახილველად წარუდგენს გამგეობის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდა-

ციებს; კოორდინაციას უწევს საკრებულოს გადაწყვეტილებათა და საკრებულოს თავმ-ჯდომარის დავალებების შესრულებას;

მ.გ) იწვევს და ხელმძღვანელობს თათ-ბირებს;

მ.დ) ხელს აწერს ფინანსურ, სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებულ და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მიკუთვნებული აქვს გამგეობას; ახორცი-ელებს გამგეობის წარმომადგენლობას სა-ხელმწიფო ორგანოებთან, ორგანიზაციებ-თან და მესამე პირებთან ურთიერთობისას;

მ.ე) „ადგილობრივი თვითმმართველო-ბის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებ-ში გამოსცემს ბრძანებებს;

ნ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებ-ლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ვაკანტურ თანამდებობაზე თანამდე-ბობრივი სარგოს ოდენობა შეადგენს 2360 ლარს.

4. კონკურსში მონაწილეობის მსურვე-ლი კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. 21 წლიდან 65 წლის ასაკამ-დე, კონკურსში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ როგორც საჯარო მოსამსახუ-რეებმა, დაკავებული თანამდებობის მიუხე-დავად, ისე პირებმა, რომლებიც არ იმყო-ფებიან საჯარო სამსახურში, ფლობენ საქართველოს სახელმწიფო ენას, აქვთ უმაღლესი განათლება და მუშაობის არა-ნაკლებ 3 წლის სტაჟი.

5. კანდიდატმა ხარაგაულის მუნი-ციპალიტეტის საკრებულოში ადმინის-ტრაციული შენობის მე-3 სართულზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სახელზე საკრებულოს აპარატში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება ადგილობრივი თვითმ-მართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სახელზე;

ბ) ავტობიოგრაფია ან Curriculum Vitae (CV);

გ) განათლებისა და შესაბამისი კვალი-ფიკაციის მოწმობა, ან სხვა დოკუმენტები;

დ) პირადობის დამადასტურებელი დო-კუმენტის ასლი;

ე) შრომის წიგნაკის ასლი;ზ) სამუშაო პროგრამა;თ) ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე.6. კონკურსში მონაწილეობის მსურველ

კანდიდატთა საბუთების მიღება მოხდეს 2012 წლის 31 დეკემბრიდან 2013 წლის 14 იანვრის ჩათვლით, ყოველდღე, დასვენებისა და უქმე დღეების გარდა.

7. კონკურსი ჩატარდეს გასაუბრების ფორმით 2013 წლის 25 იანვარს, 11 სა-ათიდან შემდეგ მისამართზე: დაბა ხარაგა-ული, 9 აპრილის ქ. №15, ადმინისტრაცი-ული შენობის მესამე სართული.

9. საკონკურსო თემატიკა განისაზღვ-როს შემდეგი საკანონმდებლო და ნორმა-ტიული აქტების შესაბამისად:

1.საქართველოს კონსტიტუცია;2.საქართველოს ორგანული კანონი „ად-

გილობრივი თვითმმართველობის შესახებ”;3. საქართველოს კანონი „საჯარო სამ-

სახურის შესახებ”,4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრა-

ციული კოდექსი;5.საქართველოს კანონი „ნორმატიული

აქტების შესახებ”,6. საქართველოს კანონი ,,თვითმმართ-

ველი ერთეულის ქონების შესახებ”,7. საქართველოსკანონი ,,საჯარო სამ-

სახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”,

8. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი,9. საქმისწარმოების ერთიანი წესები,10.საკრებულოს რეგლამენტი, 11. გამგეობის დებულება.10. ბრძანება კონკურსის ჩატარების

შესახებ ეცნობოს საჯარო სამსახურის ბი-უროს და გამოქვეყნდეს მუნიციპალიტეტის გაზეთში ,,ახალი ხარაგაული” და მუნიცი-პალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებულ სპეციალურ სტენდზე.

11. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამო-ცხადებისთანავე.

12. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებე-ლია საქართველოს ზოგადი ადმინისტრა-ციული კოდექსის მე-180 მუხლით დადგე-ნილი წესით.

აკაკი მაჭავარიანი საკრებულოს თავმჯდომარე

26.12.2012 წელი

გამგებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადებულია

პირველი გვერდიდან

ბორითის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და კლასის ხელმძღვანელი თანაგრძნობას უცხადებენ ამავე კლასის მოსწავლეს სა-ლომე რომანის ასულ კურტანიძეს ბიძის

უჩა გივის ძე ბარბაქაძის გარდაცვალების გამო.

უჩა და მურთაზ მაქაძეები ღრმა მწუხა-რებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ზურაბ მაქაძედა სამძიმარს უცხადებენ განსვენებუ-

ლის ოჯახს.

ხარაგაულის წმინდა ანდრია პირ-ველწოდებულის სახელობის გიმნაზიის IV კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და კლასის ხელმძღვანელი ანა ჭანკვეტაძე სამძიმარს უცხადებენ სანდრო ჭიპაშვილს ბაბუის

შოთა ჭიპაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნო-

ბენ განსვენებულის ოჯახს.

ბორითის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და კლასის ხელმძღვანელი ნაზი ლაცაბიძე თანაგრძნობას უცხადებენ ამავე კლასის მოსწავლეს ლანა სახვაძეს ბაბუის

გივი სახვაძის გარდაცვალების გამო.

ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველ-წოდებულის სახელობის გიმნაზიის თანამ-შრომლები თანაუგრძნობენ მაია ლომსა-ძეს ბიძის და ნუნუ თხელიძეს ძმის

შოთა თხელიძისგარდაცვალების გამო.

ბაზალეთის საჯარო სკოლის კურს-დამთავრებულები თორნიკე, სოფო, ირინა, სალომე, ირაკლი და ბექა ჭიპაშვილები იუწყებიან, რომ გარდაცვალა ამავე სკო-ლის პედაგოგი

ზურაბ მაქაძედა სამძიმარს უცხადებენ განსვენებუ-

ლის ოჯახს.

გალაკტიონის ქუჩის მცხოვრები უახ-ლოესი მეზობლები თანაუგრძნობენ ნუნუ თხელიძეს ძმის

შოთა თხელიძის გარდაცვალების გამო.

ბონდო კვირიკაშვილი ოჯახით თა-ნაუგრძნობს მიშიკო ჭყოიძეს სიძის

იური ჯარიაშვილის გარდაცვალების გამო.

გვიალა გოგოლაძე ოჯახით სამძიმარს უცხადებს ნანული და დათო ტაბატაძეებს დედის, შურა, ლელა და დემური ბერაძე-ების ოჯახებს დის

დაშა ბერაძე-ტაბატაძის გარდაცვალების გამო.

განათლების პროფკავშირი მწუხარებას გამოხატავს განათლების განყოფილების ყო-ფილი მეთოდისტის, ღირსეული პედაგოგის

ზურაბ მაქაძისგარდაცვალების გამო და თანაუგრძ-

ნობს განსვენებულის ოჯახს.

ნისლი მოეფინა მიწას,ბურუსმა მოიცვა მთები გულიდან ამოგასკდა გმინვა -ვაიმე, შვილებო, ვკვდები.მთათა მშვენება მაცოცხლებდა,მთა-ბარს გავუყავი გული,შენი სილამაზე მაცოცხლებდა,შენით გამიჩერდა გული.შვილებო, ბოღმას ნუ ჩაიდებთ.ნათელს ნუ გაიხდით წვდიადს,მუდამ გახსოვდეთ, ყველგანთქვენ ვისი შვილები გქვიათ.ბავშვობა ბავშვურად გაიარეთ,ვაჟკაცს არ შვენის დარდი,დედიკოს გული ახარეთმამიკოს საფლავზე - ვარდი.ნისლით დაბურულა მთებიმიწამ დაიხურა თექა,

ჩემი სიცოცხლე დასრულდა სუდარა დამილოცე, დედა.

ჩვენო ძვირფასო რეზო, ძნელია იმა-ზე ფიქრი, რომ შენ ჩვენს გვერდით აღარ ხარ. უშენოდ შევხვდებით პირველ იანვარს შენს დაბადების დღეს თქვენს საფლავზე. ძნელია სამძიმარი ვუთხრათ შენს გამწა-რებულ მოხუც დედას, შენს დას და შენს არაჩვეულებრივ მეუღლეს ნინოს, რომე-ლიც ნამდვილი ქართველი დედაა. როგორ მოვეფეროთ შენს დაობლებულ შვილებს.

შენ ხომ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდი ყველას მიმართ, იყავი მეგობრე-ბის, ნათესავების, ყველას - ვისთანაც კი ურთიერთობა გქონდა - უსაზღვროდ პა-ტივისმცემელი. ძნელია შენზე წარსულში ლაპარაკი. ღმერთს ვევედრებით, ნათელში იყოს შენი უკვდავი სული. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი კურთხეული მიწა.

შენი უახლოესი მეგობრები მაია მაღრაძე,

მაია ქასრაშვილი, ლაურა ბლუაშვილი

ძვირფასო ივანე და ვილენი, მალე 28 დეკემბერი მოვა თქვენგან დატოვებულ ცრემლსა და გულისტკივილში. ივანე, 24 დღე სიკვდილ-სიცოცხლესთან ჭიდილი უშედეგო აღმო-ჩნდა და 1995 წლის 28 დეკემბერს, მამიკოს დაბადების დღეს, დატოვე სამუდამოდ ოჯახი, ხუთი თვის შერთული ფეხმძიმე მეუღლე თვალცრემლიანი, მშობლები, ძმა, ძვირფასი ნა-თესავები, მეგობრები და მეზობლები.

დაუტოვე ოჯახს ძვირფასი მეუღლე ქეთევან ბირკაძე. სიცოცხლე გრძელდება. შენი უცნობი შვილი ნათია ლაცაბიძე, მე-11 კლასის წარჩინებული, ზრდილობიანი და მოსიყვა-რულე გოგონაა. ყველას სიყვარულს იმსახურებს თავის დედიკოსთან ერთად. გულდაჩაგ-რულ მამას ჩაეხუტე და მიულოცე დაბადების დღე.

ივანე, საფლავზე ყოველთვის მოდიან შენთვის უცნობი, ბაბუას მოსიყვარულე შვილიშ-ვილები: ნათია, ნინო, ქეთევანი და ნიკოლოზი, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან სანთლე-ბის ანთებაში. ამ სანთლებმა გაგინათოთ ღვთის მიერ დამკვიდრებული სასუფეველი. დალო-ცოს თქვენმა სულებმა სააქაოს მყოფი თქვენი მომგონებლები.

ოლეგი ლაცაბიძის ოჯახი

შენი საყვარელი ძმის, ზაზა რეზოს ძე სახვაძის, მოულოდნელად გარდაცვალების შემ-დეგ, ისეთი ცუდი სატკივარი დაგერთო, დედა მოგიკვდეს, შვილო ზურიკო, რომ არ დაგაცა-ლა ულმობელმა სიკვდილმა შენი პატარა ბიჭის მოსიყვარულება, რომელიც დაგრჩა 1 წლის და ერთი თვის. დამეღუპე 1999 წლის 11 სექტემბერს. 2012 წლის 29 დეკემბერს 42 წელი შე-გისრულდებოდა. მსუბუქი ყოფილიყოს თქვენთვის უბისის მიწა, ჩემო საყვარელო შვილებო.

თქვენი სიკვდილით დაჩაგრული მშობლები

რეზო ჯულაყიძის ხსოვნას ზურიკო რეზოს ძე სახვაძის ხსოვნას

ვუძღვნი მერაბ არევაძის ხსოვნას

ივანე და ვილენი ლაცაბიძეების მონატრება

საშემოსავლო გადასახადში დაუბეგრავი მინიმუმი დადგინდა

საშემოსავლო გადასახადში და-უბეგრავი მინიმუმი დადგინდა. კერძოდ, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლის წლიური შემოსავალი 6 000 ლარს არ აღემატება, ხელფასის სახით მი-ღებული შემოსავლიდან 1800 ლარზე გადახდილი საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლოს დაუბრუნდება.

ელექტროენერგიის ტარიფი პირველი იანვრიდან შემცირდება

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურ-სების მინისტრ კახი კალაძის განცხადე-ბით, 100 კილოვატ საათზე ტარიფები 27%-ით, 300 კილოვატზე კი, 21,5%-ით შემცირდება, რაც საერთო ჯამში, გამო-იწვევს ელექტროენერგიის ტარიფის 3,5 თეთრით კლებას. რაც შეეხება გაზის ტარიფს, როგორც კალაძემ განაცხადა, ამაზე მიმდინარეობს მუშაობა.

მაჟორიტარი ყოველთვიურად 5 ათას ლარს მიიღებს

From.ge პარლამენტის წევრს მა-ჟორიტარული ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისთვის პარ-ლამენტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი სახით, 5 ათასი ლარი გამოეყოფა. ამას გარდა, მაჟორიტარი დეპუტატი ყოველ-თვიურად ასევე 5 ათასს ლარს მიიღებს.

აღნიშნული ცვლილება - „საქართ-ველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევ-

ლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ პარლამენტის დადგენილებაში უკვე აისახა, რომელ-საც საფუძვლად რეგლამენტში გახორ-ციელებული ცვლილებები უდევს.

კერძოდ, ვიცე-სპიკერ ზვიად ძიძიგუ-რის მომზადებული ცვლილებებით, რო-მელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა, ადგილობრივ თვითმმართველობებს მა-ჟორიტარი დეპუტატების ბიუროების და-ფინანსების ვალდებულება მოეხსნათ და

თვითმმართველობის ორგანოები ვალდე-ბულნი აღარ არიან, მაჟორიტარი დეპუ-ტატი სამუშაო ოთახით, სატრანსპორტო და კავშირგამბულობის საშუალებებით უზრუნველყონ. მაჟორიტარი დეპუტა-ტის ყველა საჭირო ხარჯი პარლამენტ-მა საკუთარი ბიუჯეტით უნდა დაფაროს. პარლამენტის დადგენილების განმარტე-ბით ბარათში ნათქვამია, რომ აღნიშნული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯ-ვით ნაწილს 3 662 000 ლარით გაზრდის.

ამბების აკიდო

Page 10: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb გილოცავთ …გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! „საჯარო სამსახურის

10 xtvb [fhfufekb @( ltrtv,thb7 @_!@ o

დ. ხარაგაული28.12 - მზიანი დარი, დღე +12ºC,

ღამე +16ºC;29.12 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +11ºC, ღამე 6ºC;30.12 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +5ºC, ღამე 0ºC;31.12 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +3ºC, ღამე -2ºC;01.01 - მზიანი დარი, დღე +6ºC, ღამე

+1ºC;02.01 - მზიანი დარი, დღე +8ºC, ღამე

+2ºC.

ბორითი28.12 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +11ºC, ღამე +5ºC;29.12 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +10ºC, ღამე +6ºC;30.12 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +4ºC, ღამე 0ºC;31.12 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +3ºC, ღამე -2ºC.01.01 - მზიანი დარი, დღე +6ºC, ღამე

0ºC.02.01 - მზიანი დარი, დღე +8ºC, ღამე

+2ºC

კიცხი28.12 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +13ºC, ღამე +7ºC;29.12 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +11ºC, ღამე +7ºC;30.12 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +6ºC, ღამე +1ºC;31.12 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +4ºC, ღამე -1ºC.01.01 - მზიანი დარი, დღე +6ºC, ღამე

+1ºC.02.01 - მზიანი დარი, დღე +9ºC, ღამე

+3ºC.მოლითი

28.12 - ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ, დღე +10ºC, ღამე +2ºC;

29.12 - მოღრუბლულობა ნალექით, დღე +9ºC, ღამე +4ºC;

30.12 - მოღრუბლულობა ნალექით, დღე +2ºC, ღამე -2ºC;

31.12 - ცვალებადი მოღრუბლულობა ნალექით, დღე +1ºC, ღამე -4ºC.

01.01 - მზიანი დარი, დღე +4ºC, ღამე -2ºC.

02.01 - მზიანი დარი, დღე +7ºC, ღამე 0ºC.

amindi

vsfdfhb htlfMNjhb

kfehf ujujkf't

redaqtoris moadgile

nino kapanaZe 593 35 65 80

sofiko WipaSvili 557 26 77 99

593 900 501

vbc5 xaragauli, 9 aprilis q. #17

ntk5 _ $## @@ !^ @*%)# )_ _% _!

E-mail: [email protected] htubcnh81$*2%-,-!@

lfb,tzlf igc 3v,v gjkbuhfaib4

m8 mesfbcb ak. wereTlis q.1!(^

ntk8 %)) )% )^ (^Þ _ $#! @# $% %$

დიზაინერიშოთა ლომიძე

ტელ.: 557 10 20 47 Email: [email protected]

გილოცავთ 2013 წლის დად-გომას. მრავალჟამიერ ჯანმრ-თელობა, სიხარული და სიკეთე არ მოგკლებოდეთ თქვენს საყვა-რელ აღსაზრდელ ახალ თაობას-თან ერთად.განათლების პროფკავშირები

ნეტგაზეთი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტ-ში ცვლილებებია. 2013 წლიდან პედა-გოგთა ხელფასები მოიმატებს, ხოლო სტუდენტების სახელმწიფო სტიპენ-დიები გაორმაგდება. ცვლილებებია სამინისტროს როგორც 2012, ასევე 2013 წლის ბიუჯეტში, განხორცი-ელებულ ცვლილებებთან დაკავშირე-ბით განათლებისა და მეცნიერების მი-ნისტრის მოადგილემ თამარ სანიკიძემ ისაუბრა.

სანიკიძის განცხადებით, 2012 წლის ბიუჯეტის შიდა რესურსის მო-ბილიზების ხარჯზე 7.5 მლნ ლარზე მეტი დაიზოგა. დაზოგილი თანხები-დან დაახლოებით 2,4 მილიონი ლარი მიმდინარე წელს კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სტუდენტების 2012-2013 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსებას მოხმარდება, ხოლო დარჩენილი თანხებით საახალწლოდ საჯარო სკოლის მასწავლებელთა და ადმინისტრაციულ ტექნიკური პერსო-ნალის წახალისება მოხდება. ისინი საახალწლოდ დაახლოებით 60-65 ლარს მიიღებენ.

რაც შეეხება მომავალი წლის ბი-უჯეტს, მინისტრის მოადგილის განც-ხადებით, ბიუჯეტი 61 700 მილიონი ლარით გაიზარდა:

„მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ გაიზრდება საჯარო სკოლის პედაგოგთა ხელფასები თვეში დაახ-ლოებით 70-80 ლარით და ამისთ-

ვის ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი გამოიყოფა, სტუდენტებისთვის კი სახელმწიფო სტიპენდიები გაორმაგ-დება. პროექტზე მუშაობა ოქტომბ-რიდან დავიწყეთ, გადაიხედა პირვე-ლადი საბიუჯეტო პროექტი, მოხდა თანხების მობილიზება და ეს თანხები გადანაწილდა. გაიზარდა სასწავლო გრანტის დაფინანსება ბაკალავრი-ატის სტუდენტებისთვის. მომავალი წლიდან იგეგმება დოქტორანტურის სტუდენტთა დაფინანსებაც დაახლო-ებით ერთი მილიონი ლარით, თუმცა როგორ მოხდება დაფინანსება, ეს სქემა მუშავდება,” - განაცხადა თამარ სანიკიძემ. მან ასევე განმარტა, რომ პედაგოგებს ჩვეულებრივად შეუნარ-ჩუნდებათ ხელფასზე სერთიფიცირე-ბული დანამატი.

მინისტრის მოადგილის განცხადე-ბით, სიახლეა ისიც, რომ იმ მოსწავ-ლეთათვის, რომელთაც სკოლამდე მისასვლელად ფეხით დიდი მანძილის გავლა უხდებოდათ მომავალი წლი-დან სპეციალური ტრანსპორტი გამო-იყოფა, რომელიც 190 სკოლის 9000 მოსწავლეს მოემსახურება.

თამარ ლომიძე: -ძვირფასო თოვლის ბაბუა, მე ახალი წლისთვის მინდა ლამაზი თოჯინა.

ჩემი საახალწლო სურვილები

ეკა ლომიძე: -თოვლის ბაბუა, ძალიან მინდა მყავდეს ისეთი თოჯი-ნა, რომელიც ფაფას ჭამს და საფენის გამოცვლა სჭირდება.

ლადო ლომიძე: -თოვლის ბაბუ, მე მინდა მქონდეს სპაიდერმენის ფორ-მა, რომელსაც ჩავიცმევდი და დავეხ-მარებოდი ადამიანებს.

ლევან ცხოვრებაძე: -თოვლის ბაბუ, ძალიან მინდა ახალ წელს სათა-მაშო მანქანა მომიტანო.

შოთიკო კაპანაძე: -ჩემი დიდი სურვილია სათამაშო მანქანა სამარ-თავი პულტით.

ლუკა ლომიძე: -მეც მინდა თოვ-ლის ბაბუამ მოიტანოს პულტით სა-მართავი მანქანა.

ნათია გოგოლაძე: -თოვლის ბა-ბუა, ჩემი ნატვრაა მქონდეს მობილუ-რი სენსორებიანი ტელეფონი.

ნათია ლომიძე: -თოვლის ბაბუამ მინდა გამომიგზავნოს დიდი, მომღე-რალი თოჯინა.

ძვირფასო პედაგოგებო, აღმზრდელებო,

განათლების მესვეურნო!

გაზეთ “ჩემი ხარაგაულის” შემდეგი ნომერი გამოვა 2013 წლის 11 იანვარს.

მოდის ახალი წელიმოდის ახალი წელი,ახალ მიზნით და რწმენით,ჯანსაღი იდეებით,მრავალი აკვნის რწევით.

მოდის ერთობით, ძმობით,არ - შუღლითა და ნგრევით.თავდაუზოგავ შრომით,არა მტრობით და რბევით.

მამულის სიყვარულში,ხელი ხელს გადახვევით.სულ მართალ გზაზე დგომით,არ მისგან გადახვევით.

შოთას, ილიას გენით,რაინდულ უნარ-ჩვევით.მწვერვალებისკენ ლტოლვით, არა დაშვებით ქვევით.

უმწეოთ შეწყალებით,კეთილშობილურ ქცევით.ერთურთის მიტევებით,არ ბოღმიანი მზერით.

ყველგან, შინა თუ გარეთ,სტერეოტიპთა მსხვრევით.მოდის სიკეთის დროშით. მთელი სამყაროს მხსნელით.

ნიკო წიკლაური

გაიოზ და ქეთევან შველიძეების ოჯახში 24 დეკემბერს პირველი შვილი - ბარბარე შვე-ლიძე დაიბადა. ბარბარე ოთხ კილოგრამსა და 300 გრამს იწონის და 56 სანტიმეტრი სიგრ-ძისაა. ფეხბედნიერი ყოფილიყოს პატარა ბარბარეს შემობრძანე-ბა შველიძეების მრა-ვალრიცხოვან ოჯახში.

დაბადების დღეს ვულოცავთ პატარა ანგელოზს - ლიზი კვინიკაძეს. ჯანმრ-თელობას, ბედნიერ ბავშვობას და წარმა-ტებულ მომავალს ვუსურვებთ. მრავალ 30 დეკემბერს დაესწარი, ჩვენო სიხარულო. უფალი იყოს შენი მფარველი.

სიყვარულით დედიკო, მამიკო და ახლობლები

ჩვენს საყვარელ ბაბუას ნუგზარ ბარ-ბაქაძეს ვულოცავთ დაბადების დღეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და ღვთის წყალობას.

სოფო, სალომე, ბექა და ანანო

ვულოცავთ დაბადების დღეს ნანა ბუხნიკაშვილს - ჩვენი შვილების გამზ-რდელსა და მოამაგეს. ვუსურვებთ ჯანმრ-თელობას, დიდხანს სიცოცხლეს და წარ-მატებებს პირად ცხოვრებაში.

ლალი და ვახტანგი

მიხეილ, ნუგზარ ჭიპაშვილებ-სა და ირინა გოგოლაძეს ვულოცავთ დისა და ქალიშვილის თამრიკო ჭიპაშ-ვილის ბედნიერებას. თამრიკოს თავის მეუღლესთან, ანზორ მახარაშვილთან ერთად ვუსურვებთ ბედნიერ მომავალს, ჯანმრთელობას, ყოველივე საუკეთესოს და უფლის წყალობას.

ნაზი ჭიპაშვილი და ჯუმბერ ჩიკვაიძე ოჯახით

ნუგზარ ჭიპაშვილსა და ირინა გოგოლაძეს ვულოცავთ ქალიშვილის ბედნიერებას. ვუსურვებთ ახალდაქორ-წინებულებს თამარ ჭიპაშვილსა და ანზორ მახარაშვილს ბედნიერი ოჯა-ხის შექმნას, მარადიულ და ლამაზ სიყვა-რულს, ღვთის წყალობას.

წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის

პედაგოგიური კოლექტივი

პედაგოგთა ხელფასები იზრდება, ხოლო სტუდენტებს სტიპენდია

უორმაგდებათ

***

***

***

***

ძვირფასო მკითხველებო,