8
14 თებერვალი, პარასკევი 2014 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 6 (577) www.chkh.org 2014 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტი შეისყიდის აქცია „ჩემი შესაწირი ტაძრის მშენებლობას” გრძელდება ვენერა კიკნაძე იუბილარია მოსწავლეთა თვითმმართველობის დარბაზი - სამოქალაქო აქტივობის გასაძლიერებლად მაია დათუნაშვილმა ხარაგაულში საკვირაო სკოლა გახსნა პროექტი „დიდი წინაპრები” რუბრიკა - „ჩემი მამული” ღვინის წარმოების ნარჩენი სასარგებლოა ნიადაგისთვის განცხადებები ამინდი 2 გვ. 2 გვ. 3 გვ. 3 გვ. 4 გვ. 4 გვ. 5 გვ. 5 გვ. 7-8 გვ. 8 გვ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი სერტიფიცირებულია 2 გვ. დღეს ნომერშია 2012-2013 სასწავლო წელს წარჩინებული სწავლისთვის 26 ხა- რაგაულელი კურსდამთავრებული მედლებით დაჯილდოვდა. მათ 7 თებერვალს საგანმანათლებლო რესურსცენტრში რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დავით კიკნაძემ, გამგებელმა კობა ლურსმანაშ- ვილმა და მისმა მოადგილეებმა მედლები გადასცეს. დავით კიკნაძის ინფორმა- ციით, განათლების სამინისტროს პროექტი - წარჩინებული სწავ- ლისთვის მოსწავლეთა მედლებით დაჯილდოება - მესამე წელია ხორციელდება. წელს თერთმეტმა ხარაგაულელმა კურსდამთავრე- ბულმა ოქროს მედალი, ხოლო თხუთმეტმა ვერცხლის მედალი დაიმსახურა. შარშან მედლებით 31 მოსწავლე დაჯილდოვდა, შარშან- წინ - 36. აღსანიშნავია, რომ წელს 26 მედალოსნიდან 11 სასულიერო გიმნაზიის კურსდამთავრებულია. „ოქროს და ვერცხლის მედალს აქვს სიმბოლური დატვირთვა და არა რაიმე პრივილეგია. თუმცა, მისი მიღება ძალიან სასიხარუ- ლოა,“ - აღნიშნა დავით კიკ- ნაძემ კურსდამთავრებულების დაჯილდოებისას. მან განათლების სამინისტროსგან განხორციელე- ბულ და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. დავით კიკნაძემ ისურვა, რომ უმაღლესდამთავრებული ახალგაზრდები დაუბრუნდნენ ხარაგაულს და აქ გააგრძელონ საქმიანობა. მედალოსნებს მუნიციპალიტე- ტის გამგებელმა კობა ლურსმა- ნაშვილმა მიმართა და წარმატება მიულოცა. „გვსურს, რომ საუნი- ვერსიტეტო განათლების მიღების შემდეგ დაბრუნდეთ ხარაგაულში. ახალგაზრდების დაწინაურება მიმაჩნია ძალიან აუცილებლად. სწავლა და განათლება წარმა- ტების ერთ-ერთი გამორჩეული საფუძველია. მხოლოდ საკუთარი სწავლით, შრომით და პროფე- სიონალიზმით შეგიძლიათ იყოთ წარმატებულები.“ ოქროს მედლებით დაჯილ- დოვდნენ: ანა მესხი, დავით მაჭა- ვარიანი, ჯემალ მაღლაფერიძე, დავით ჭიპაშვილი, ლია ჯანიაშ- ვილი (სასულიერო გიმნაზია); ოთარ აბაშიძე, ამირან ლომიძე (ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა); მზია აბულაძე, რეზო დეკანოსიძე (ხარაგაულის 2 საჯარო სკოლა); მარიკა ხაჩიძე (ხევის საჯარო სკოლა); ლიკა ხიჯაკაძე (კიცხის საჯარო სკოლა). ვერცხლის მედლებით დაჯილ- დოვდნენ: გიორგი გოგოლა- ძე, თინათინ ლურსმანაშვილი, ცოტნე ტაბატაძე, შოთა ლომიძე, გიორგი ძიძიგური, დავით ჭი- პაშვილი (სასულიერო გიმნაზია); გაგა გოგოლაძე (ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა); გიორგი აბაშიძე (ხარაგაულის 2 საჯარო სკო- ლა); მაია ხაჩიძე (ხევის საჯარო სკოლა); გიორგი შავიძე (ლაშის საჯარო სკოლა); თინათინ ბერაძე (ხიდრის საჯარო სკოლა); ლაიმა მდინარაძე, თეონა ფოფხაძე (კიც- ხის საჯარო სკოლა); ანა გოლუ- ბიანი (ხარაგაულის 3 საჯარო სკოლა). ვუსურვოთ ხარაგაულელ ახალ- გაზრდებს შემდგომი წარმატებები. ნინო კაპანაძე ფოტოზე: ანა გოლუბიანს აჯილდოვებს რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე წარჩინებული კურსდამთავრებულები მედლებით დაჯილდოვდნენ სასკოლო ასაკმა დაიწია რადიო თავისუფლება. სკოლაში ხუთის ნაცვლად, ისევ ექვსი წლის ბავ- შვებს მიიღებენ. განათლების სამინის- ტროს ინფორმაციით, შემუშავებულია რეკომენდაციები, რომ სასკოლო ასაკი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით განისაზღვროს ექვსი წლით. ამას- თან, 2014-2015 სასწავლო წელი განისაზღვრა გარდამავალ პერი- ოდად და სასკოლო ასაკის მქონედ მიჩნეულ იქნენ ბავშვები, რომელთაც 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ ექვსი წელი, ხოლო 2015-2016 და ყოველი შემდგომი სასწავლო წლისათვის სასკოლო ასაკის მქონედ მიიჩნევიან ბავშვები, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყებამდე. ექსტერნად გამოცდების ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 10 თებერვლის 170 ბრძანებით განისაზღვრა ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთა რეგისტრაციის ვადა - 2014 წლის 14 თებერვლიდან 2014 წლის 21 თებერვლის ჩათვლით, ხოლო ექსტერნატის ფორმით გამო- ცდების ჩატარების ვადად განისაზღ- ვრა 2014 წლის 6 მარტიდან 2014 წლის 21 მარტის ჩათვლით. ექსტერნატის ფორმით განათ- ლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულ- წლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი უფლე- ბამოსილია, სათანადო საბუთებთან ერთად, ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადება რესურსცენტრში წარადგინოს. ბიუროს სხდომაზე ორშაბათს, 17 თებერვალს, ხარა- გაულის მუნიციპალიტეტის საკრებუ- ლოს მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე განიხილავენ ა(ა)იპ „ხა- რაგაულის ისტორიული მუზეუმის“ (დირექტორი ნინო დიდიძე) მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ინფორ- მაციას; სოფლის მეურნეობის სამინისტ- როს ხარაგაულის საინფორმაციო- საკონსულტაციო ცენტრის დირექ- ტორის მოვალეობის შემსრულებლის ვაჟა მაჭავარიანის ინფორმაციას მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოების აგროვადებში ჩასატა- რებლად დაგეგმილ ღონისძიებათა შესახებ; ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წ. 4 ივნისის 133 ბრძანებით სახელმ- წიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკ- რულების შესრულების შემოწმების მიზნით შექმნილი კონტროლის ჯგუ- ფის ინფორმაციას გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაციას (მომხს. იური ლურსმანაშვილი); შპს „ხარაგაული 2011“-ის ინფორ- მაციას საგაზაფხულო სამუშაოებისთ- ვის მზადების მდგომარეობის შესახებ (მომხს. გოჩა მანჯავიძე). ბიუროს წევრები დაამტკიცებენ საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხას; პროგრამას სოფელ კიცხში სანერგე მეურნეობის მოსაწყობად (მომხს. ამი- რან ოქრომჭედლიძე); განიხილავენ საკითხს ა(ა)იპ „ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპა- ლური ცენტრის“ შექმნის, წესდებისა და დირექტორის დანიშვნის შესახებ (მომხს. მალხაზ კუპრაძე,) მორიგ ცვლილებას ადგილობრივ ბიუჯეტში. გამგეობაში ახალი სამსახურების შექმნას აპირებენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორი ახალი სამსახურის შექმნის თაობაზე მსჯელობენ. გამგე- ობამ საკრებულოს განსახილველად წარუდგინა „შიდა აუდიტისა და ზედამ- ხედველობის“ და „საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის“ სამსახურების დე- ბულებები. საკრებულოს წევრებმა ახალი სამსახურების შექმნის თაობაზე შენიშვნები გამოთქვეს. გაზეთის მომ- ზადების პროცესში შევიტყვეთ, რომ საკრებულო შენიშვნებს გამგეობას, სა- ვარაუდოდ, ამ დღეებში გადაუგზავნის. თედო ებანოიძე საერთაშორისო ტურნირის პრიზიორია თურქეთში 10 თებერვალს გა- იმართა საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში. ტურნირში მონაწილეობდნენ საქართველოს ნაკრების თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების უფროსი ასა- კის მოჭიდავეები. ნაკრების წევრმა, თედო ებანოიძემ აბსოლუტურ წონაში მეორე ადგილი მოიპოვა. ვულოცავთ თედოს ამ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ. ამბების აკიდო

ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb წარჩინებული ... · საკვირაო სკოლა გახსნა პროექტი „დიდი

  • Upload
    others

  • View
    0

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb წარჩინებული ... · საკვირაო სკოლა გახსნა პროექტი „დიდი

14 თებერვალი, პარასკევი 2014 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№6 (577)

www.chkh.org

2014 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტი შეისყიდის

აქცია „ჩემი შესაწირი ტაძრის მშენებლობას” გრძელდება

ვენერა კიკნაძე იუბილარია

მოსწავლეთა თვითმმართველობის დარბაზი - სამოქალაქო აქტივობის გასაძლიერებლად

მაია დათუნაშვილმა ხარაგაულში საკვირაო სკოლა გახსნა

პროექტი „დიდი წინაპრები”

რუბრიკა - „ჩემი მამული”

ღვინის წარმოების ნარჩენი სასარგებლოა ნიადაგისთვის

განცხადებები

ამინდი

2 გვ.

2 გვ.

3 გვ.

3 გვ.

4 გვ.

4 გვ.

5 გვ.

5 გვ.

7-8 გვ.

8 გვ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი სერტიფიცირებულია

2 გვ.

დღეს ნომერშია

2012-2013 სასწავლო წელს წარჩინებული სწავლისთვის 26 ხა-რაგაულელი კურსდამთავრებული მედლებით დაჯილდოვდა. მათ 7 თებერვალს საგანმანათლებლო რესურსცენტრში რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დავით კიკნაძემ, გამგებელმა კობა ლურსმანაშ-ვილმა და მისმა მოადგილეებმა მედლები გადასცეს.

დავით კიკნაძის ინფორმა-ციით, განათლების სამინისტროს პროექტი - წარჩინებული სწავ-ლისთვის მოსწავლეთა მედლებით დაჯილდოება - მესამე წელია ხორციელდება. წელს თერთმეტმა ხარაგაულელმა კურსდამთავრე-ბულმა ოქროს მედალი, ხოლო თხუთმეტმა ვერცხლის მედალი დაიმსახურა. შარშან მედლებით 31 მოსწავლე დაჯილდოვდა, შარშან-წინ - 36. აღსანიშნავია, რომ წელს 26 მედალოსნიდან 11 სასულიერო გიმნაზიის კურსდამთავრებულია.

„ოქროს და ვერცხლის მედალს აქვს სიმბოლური დატვირთვა და არა რაიმე პრივილეგია. თუმცა, მისი მიღება ძალიან სასიხარუ-ლოა,“ - აღნიშნა დავით კიკ-ნაძემ კურსდამთავრებულების დაჯილდოებისას. მან განათლების სამინისტროსგან განხორციელე-ბულ და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. დავით კიკნაძემ ისურვა, რომ უმაღლესდამთავრებული ახალგაზრდები დაუბრუნდნენ ხარაგაულს და აქ გააგრძელონ საქმიანობა.

მედალოსნებს მუნიციპალიტე-ტის გამგებელმა კობა ლურსმა-

ნაშვილმა მიმართა და წარმატება მიულოცა. „გვსურს, რომ საუნი-ვერსიტეტო განათლების მიღების შემდეგ დაბრუნდეთ ხარაგაულში. ახალგაზრდების დაწინაურება მიმაჩნია ძალიან აუცილებლად. სწავლა და განათლება წარმა-ტების ერთ-ერთი გამორჩეული საფუძველია. მხოლოდ საკუთარი სწავლით, შრომით და პროფე-სიონალიზმით შეგიძლიათ იყოთ წარმატებულები.“

ოქროს მედლებით დაჯილ-დოვდნენ: ანა მესხი, დავით მაჭა-ვარიანი, ჯემალ მაღლაფერიძე, დავით ჭიპაშვილი, ლია ჯანიაშ-

ვილი (სასულიერო გიმნაზია); ოთარ აბაშიძე, ამირან ლომიძე (ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა); მზია აბულაძე, რეზო დეკანოსიძე (ხარაგაულის №2 საჯარო სკოლა); მარიკა ხაჩიძე (ხევის საჯარო სკოლა); ლიკა ხიჯაკაძე (კიცხის საჯარო სკოლა).

ვერცხლის მედლებით დაჯილ-დოვდნენ: გიორგი გოგოლა-ძე, თინათინ ლურსმანაშვილი, ცოტნე ტაბატაძე, შოთა ლომიძე, გიორგი ძიძიგური, დავით ჭი-პაშვილი (სასულიერო გიმნაზია); გაგა გოგოლაძე (ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა); გიორგი აბაშიძე

(ხარაგაულის №2 საჯარო სკო-ლა); მაია ხაჩიძე (ხევის საჯარო სკოლა); გიორგი შავიძე (ლაშის საჯარო სკოლა); თინათინ ბერაძე (ხიდრის საჯარო სკოლა); ლაიმა მდინარაძე, თეონა ფოფხაძე (კიც-ხის საჯარო სკოლა); ანა გოლუ-ბიანი (ხარაგაულის №3 საჯარო სკოლა).

ვუსურვოთ ხარაგაულელ ახალ-გაზრდებს შემდგომი წარმატებები.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: ანა გოლუბიანს აჯილდოვებს რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე

წარჩინებული კურსდამთავრებულები მედლებით დაჯილდოვდნენ

სასკოლო ასაკმა დაიწიარადიო თავისუფლება. სკოლაში

ხუთის ნაცვლად, ისევ ექვსი წლის ბავ-შვებს მიიღებენ. განათლების სამინის-ტროს ინფორმაციით, შემუშავებულია რეკომენდაციები, რომ სასკოლო ასაკი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით განისაზღვროს ექვსი წლით. ამას-თან, 2014-2015 სასწავლო წელი განისაზღვრა გარდამავალ პერი-ოდად და სასკოლო ასაკის მქონედ მიჩნეულ იქნენ ბავშვები, რომელთაც 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ ექვსი წელი, ხოლო 2015-2016 და ყოველი შემდგომი სასწავლო წლისათვის სასკოლო ასაკის მქონედ მიიჩნევიან ბავშვები, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყებამდე.

ექსტერნად გამოცდების ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 10 თებერვლის №170 ბრძანებით განისაზღვრა ექსტერნატის ფორმით

დაძლევის მსურველთა რეგისტრაციის ვადა - 2014 წლის 14 თებერვლიდან 2014 წლის 21 თებერვლის ჩათვლით, ხოლო ექსტერნატის ფორმით გამო-ცდების ჩატარების ვადად განისაზღ-ვრა 2014 წლის 6 მარტიდან 2014 წლის 21 მარტის ჩათვლით.

ექსტერნატის ფორმით განათ-ლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულ-წლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი უფლე-ბამოსილია, სათანადო საბუთებთან ერთად, ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადება რესურსცენტრში წარადგინოს.

ბიუროს სხდომაზეორშაბათს, 17 თებერვალს, ხარა-

გაულის მუნიციპალიტეტის საკრებუ-ლოს მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე განიხილავენ ა(ა)იპ „ხა-რაგაულის ისტორიული მუზეუმის“ (დირექტორი ნინო დიდიძე) მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ინფორ-მაციას;

სოფლის მეურნეობის სამინისტ-როს ხარაგაულის საინფორმაციო-

საკონსულტაციო ცენტრის დირექ-ტორის მოვალეობის შემსრულებლის ვაჟა მაჭავარიანის ინფორმაციას მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოების აგროვადებში ჩასატა-რებლად დაგეგმილ ღონისძიებათა შესახებ;

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წ. 4 ივნისის №133 ბრძანებით სახელმ-წიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკ-რულების შესრულების შემოწმების მიზნით შექმნილი კონტროლის ჯგუ-ფის ინფორმაციას გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაციას (მომხს. იური ლურსმანაშვილი);

შპს „ხარაგაული 2011“-ის ინფორ-მაციას საგაზაფხულო სამუშაოებისთ-ვის მზადების მდგომარეობის შესახებ (მომხს. გოჩა მანჯავიძე).

ბიუროს წევრები დაამტკიცებენ საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხას; პროგრამას სოფელ კიცხში სანერგე მეურნეობის მოსაწყობად (მომხს. ამი-რან ოქრომჭედლიძე); განიხილავენ საკითხს ა(ა)იპ „ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპა-ლური ცენტრის“ შექმნის, წესდებისა და დირექტორის დანიშვნის შესახებ (მომხს. მალხაზ კუპრაძე,) მორიგ ცვლილებას ადგილობრივ ბიუჯეტში.

გამგეობაში ახალი სამსახურების შექმნას აპირებენ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორი ახალი სამსახურის შექმნის თაობაზე მსჯელობენ. გამგე-ობამ საკრებულოს განსახილველად წარუდგინა „შიდა აუდიტისა და ზედამ-ხედველობის“ და „საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის“ სამსახურების დე-ბულებები. საკრებულოს წევრებმა ახალი სამსახურების შექმნის თაობაზე შენიშვნები გამოთქვეს. გაზეთის მომ-ზადების პროცესში შევიტყვეთ, რომ საკრებულო შენიშვნებს გამგეობას, სა-ვარაუდოდ, ამ დღეებში გადაუგზავნის.

თედო ებანოიძე საერთაშორისო ტურნირის

პრიზიორიათურქეთში 10 თებერვალს გა-

იმართა საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში. ტურნირში მონაწილეობდნენ საქართველოს ნაკრების თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების უფროსი ასა-კის მოჭიდავეები. ნაკრების წევრმა, თედო ებანოიძემ აბსოლუტურ წონაში მეორე ადგილი მოიპოვა. ვულოცავთ თედოს ამ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.

ამბების აკიდო

Page 2: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb წარჩინებული ... · საკვირაო სკოლა გახსნა პროექტი „დიდი

2 xtvb [fhfufekb 14 თებერვალი, 2014 წ.

2014 წლის სახელმწიფო შესყიდ-ვების წლიური გეგმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გასული წლის ბოლოს დაამტკიცა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან შესყიდვა განხორციელდება როგორც გამარ-ტივებული შესყიდვით, ისე გამარტი-ვებული ელექტრონული ტენდერით.

გამარტივებული შესყიდვით 2014 წელს შეიძენენ:

700 ლარი ღირებულების სასმე-

ლებსა და მონათესავე პროდუქტებს; 4 500 ლარი ღირებულების ქა-

ღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალებს, საბუღალტრო წიგნებს, ფორმებსა და სხვა ნაბეჭდ საკანცე-ლარიო ნივთებს;

1 000 ლარის - სხვადასხვა ქიმი-ური ნივთიერებების პროდუქტებს;

2 000 ლარის - ნავთოპროდუქ-ტებს;

1 200 ლარის - იზოლირებულ მავთულსა და კაბელს;

1 000 ლარის - გასანათებელ მოწყობილობებსა და ელექტრო-ნათურებს;

3 000 ლარის - მობილურ ტელე-ფონებს (საკრებულოს, გამგეობის, სახანძრო-სამაშველო და სამხედრო სამსახურებისთვის);

500 ლარის - ინტერნეტის კაბელ-სა და ჯეკებს;

400 ლარის - სატელეკომუნიკა-ციო მოწყობილობებსა და აქსესუ-არებს;

1 500 ლარის - პირადი ჰიგიენის საშუალებებს;

500 ლარის - დროშებს;1 000 ლარის - მრიცხველებს;2 000 ლარის - ავეჯს;

4 000 ლარის - ავეჯის აქსესუ-არებს;

400 ლარის - ფარდებს;1 000 ლარის - საწმენდ და საპ-

რიალებელ პროდუქციას;4 000 ლარის - გამაგრილებელ

და სავენტილაციო მოწყობილობებს;1 500 ლარის - ხელსაწყოებს,

საკეტებს, გასაღებს, ანჯამებს, დამჭე-რებს, ჯაჭვებსა და ზამბარებს;

4 000 ლარის - ნაბეჭდ წიგნებს, ბროშურებსა და საინფორმაციო ფურცლებს;

4 500 ლარის - გაზეთებს, სამეც-ნიერო ჟურნალებს, პერიოდიკასა და ჟურნალებს;

4 900 ლარის - საახალწლოდ და სააღდგომოდ სოციალურად დაუც-ველი ოჯახებისთვის პროდუქტებს;

4 900 ლარის - პრიზებს ახალგაზ-რდული ღონისძიებებისთვის;

3 800 ლარის - ნაწილებსა და აქსესუარებს სატრანსპორტო საშუ-ალებებისა და მათი ძრავებისთვის;

1 000-1 000 ლარის - ღუმელებსა და სანტექნიკურ მოწყობილობებს;

200 ლარის - კარებებს, ფანჯ-რებსა და მათთან დაკავშირებულ მოწყობილობებს;

1 000 ლარის - ფოტოაპარატს;გამარტივებული შესყიდვა გან-

ხორციელდება ასევე კომპიუტერუ-ლი პროგრამების სწავლების სფე-როში მომსახურებაზე - სავარაუდოდ 3 000 ლარის;

4 900-4 900 ლარია განსაზღვ-რული საინჟინრო და საბუღალტ-რო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებებისთვის;

3 000 ლარია დაგეგმილი სატ-რანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობი-ლობების შესაკეთებლად, ტექნიკური და მასთან დაკავშირებული მომსახუ-რებებისთვის.

ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის ადგილობრივი ბიუჯეტი-

დან გამარტივებული ელექტრონუ-ლი ტენდერით შეიძენენ:

12 000 ლარი ღირებულების საოფისე მანქანებს, კომპიუტერებსა და პრინტერებს;

14 000 ლარის - კომპიუტერულ მოწყობილობებსა და აქსესუარებს;

3 000 ლარის - სამუშაო ტან-საცმელს, სპეცტანსაცმელსა და აქსესუარებს;

წელს გამარტივებული ელექტ-

რონული ტენდერით შეისყიდიან 49 500 ლარის შენობის მოწყობის სამუშაოებს და 60 000 ლარის სამუ-შაოებს მთლიანი ან ნაწილობრივი მშენებლობისთვის და სამოქალაქო მშენებლობისთვის (ხიდ-ბოგირები).

რაც შეეხება მომსახურებას, წელს 20 000 ლარია დაგეგმილი სატრანს-პორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შესაკეთებლად, ტექნიკური და მასთან დაკავშირებული მომსახუ-რებისთვის;

6 500 ლარი - საავტომობილო ტრანსპორტით მომსახურებისთვის;

10 000 ლარი - ქალაქის ან სოფ-ლის ზონების დასუფთავების, ასევე მასთან დაკავშირებული მომსახურე-ბებისთვის (გზების გათოვლა).

კონსოლიდირებული ტენდე-რით შეისყიდის ხარაგაულის

მუნიციპალიტეტი 85 000 ლარი ღირებულების საწვავს.

სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმაში მითითებულია შესყიდვის ყველა ობიექტისა და მომსახურების სავარაუდო ღირებულება.

ნინო კაპანაძე

ბერიკა თურმანიძე: -მიხარია, რო-დესაც ვუყურებ გაღიმებულ, ბედნიერ ადამიანებს, რომელთა რიცხვი, სამწუ-ხაროდ, შემცირდა. მიხარია, როდესაც იბადება ახალი სიცოცხლე, რაც ქვეყ-ნის გამრავლებისა და გაძლიერების საწინდარია.

მწყინს, როდესაც ყოველ საღამოს მესმის, თუ რამდენი მეტრით გადმო-წიეს საზღვარი და კიდევ ათეული ქართველის სახლი რომ აღმოჩნდა საზღვრებს მიღმა.

რა მწყინს, რა მიხარია

ეკატერინე ტალახაძე: -მიხარია, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა მიიღეს სახელმძღვანელოები. ბევრი მშობელი ვერ იძენდა და ამიტომ მასწავლებლებ-საც გვიჭირდა სწავლება.

მიხარია, რომ მესამე კლასის დამ-რიგებლებს გვაქვს კომპიუტერის ტრენინგის გავლის საშუალება და ჩვენი მოსწავლეებისთვის ახლებურად სწავლების შესაძლებლობა.

რა მწყინს? განსაკუთრებულად არაფერზე გამოვთქვამ გულისწუხილს.

იანვარში ტაძრის მშენებლობისთ-ვის შესაწირი გაიღეს:

1. სასულიერო სკოლა-გიმნაზიის თანამშრომლებმა - 188 ლარ;

2. ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტ-რის თანამშრომლებმა - 28 ლარი;

3. ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილ-მოწყობის“ თანამშრომლებმა - 19 ლარი;

4. ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავე-ბის“ თანამშრომლებმა - 26 ლარი;

5. თ. გიორგაძის სახელობის სპორტსკოლის თანამშრომლებმა - 28 ლარი;

6. ხარაგაულის მოსწავლე-ახალ-გაზრდობის სახლის თანამშრომ-ლებმა - 8 ლარი;

7. ს/ს „იმერის“ თანამშრომლებმა - 12 ლარი;

8. ანნა ქავთარაძემ (თბილისი) - 10 ლარი;

9. მაყვალა სამხარაძემ (ხარაგა-ული) - 30 ლარი;

10. სულხან ტაბატაძემ (ვანი) - 100 დოლარი, რითაც მომზადდა ვაზის

ჩუქურთმის კომპოზიცია, რომელიც დაამშვენებს დასავლეთის მთავარ კედელს.

ტაძრის მშენებლობაზე ორი დღე ფიზიკურად იმუშავა სახანძრო-სა-მაშველო სამსახურის ათმა თანამშ-რომელმა, რომლებიც მძიმე სამშე-ნებლო მასალების გადაადგილებაში

დაგვეხმარნენ.ტაძრის მშენებლობის დირექცია

მადლობას უხდის ყველას, ვინც შე-საწირი გაიღო, ფიზიკურად იმუშავა და უხარია ამ ტაძრის აშენება.

ღმერთი იყოს მათი მფარველი!ტაძრის მშენებლობის

ფონდის დირექცია

აქცია „ჩემი შესაწირი ტაძრის მშენებლობას“ გრძელდება

„სერტიფიცირებული პირები, ვისაც სურვილი ექნება დაიკავოს ვაკანსიით გამოცხადებული თანამ-დებობა, სამინისტროში წარადგე-ნენ სტრატეგიულ გეგმას. ამასთან დაკავშირებით განათლების მინის-ტრი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს,“ - აღნიშნა 10 თებერვალს კონკურსანტებისთ-ვის სერტიფიკატების გადაცემისას ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ. მისივე ინფორმაციით, დაახლოებით ორ თვეში გამო-ცხადდება ხელახალი კონკურსი. „სამინისტროს პოზიციაა, რომ 2015 წლის სექტემბრისთვის ყვე-ლა სკოლას ხელმძღვანელობდეს სერტიფიცირებული დირექტორი,“ - აღნიშნა დავით კიკნაძემ. მან მიულოცა სერტიფიკატის მიღება კონკურსანტებს და შემდგომი წარმატებები უსურვა.

სერტიფიკატის მფლობელებს

მიესალმა მუნიციპალიტეტის გამგე-ბელი კობა ლურსმანაშვილი. მან დიდი სიყვარული და პატივისცემა გამოხატა გამარჯვებული კანდი-დატების მიმართ და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველო-ბა სკოლებთან პარტნიორობას გეგმავს. კობა ლურსმანაშვილმა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ სკოლების პოლიტიკუ-რი წნეხისგან გათავისუფლებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს აღა-რასდროს განმეორდება. გამგე-ბელმა სურვილი გამოთქვა, რომ რესურსცენტრთან და სკოლების დირექტორებთან კონსულტაციით მომავალში გამოვლინდნენ განათ-ლების სფეროს დამსახურებეული მუშაკები, რომელთაც ღირსების მედლის კანდიდატად წარადგენენ შესაბამის უწყებაში.

სკოლის დირექტორის შესარ-ჩევ კონკურსში მონაწილეებს გა-მარჯვება მიულოცა მაჟორიტარი

დეპუტატის ბიუროს ხელმძღვა-ნელმა ინგა მაღრაძემ.

კონკურსში გამარჯვებულთა სახელით ისაუბრეს მარელისი-სა და ხარაგაულის №2 საჯარო სკოლების დირექტორებმა ვერა ოდიკაძემ და ვალერი გოგნაძემ. მათ მადლიერება გამოხატეს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ინტერესდებოდა კონკურსის შედეგებით. მათივე თქმით, ძალას და ენერგიას არ დაიშურებენ იმ მნიშვნელოვან საქმეში, რასაც მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზ-რდა ჰქვია.

საჯარო სკოლის დირექტო-რის შესარჩევი კონკურსის სერ-ტიფიცირების ეტაპის გავლის შემდეგ სერტიფიკატები მიიღეს: თამარ წიწილაშვილმა, გიორგი გველესიანმა, ლენა აბაშიძემ, ვერა ოდიკაძემ, დოდო ხაჩიძემ, გოჩა კვინიკაძემ, იზოლდა ოკ-რიბელაშვილმა, ინგა ვეფხვაძემ, როლანდი ცუცქირიძემ, ირმა იჩ-ქიტიძემ, ვალერი გოგნაძემ, ნანა სხილაძემ, ეთერი პაპავამ, ხათუნა გელაშვილმა.

დირექტორის შესარჩევი კონ-

კურსი უკვე გავლილი აქთ და სერტიფიკატს ფლობენ: დალი ლურსმანაშვილი, ვარდო ჭიპაშ-ვილი, ჰამლეტ ბერაძე, ვეფხვია ლომიძე.

ხარაგაულის საგანმანათლებ-ლო რესურსცენტრიდან მიღებუ-ლი ინფორმაციით, სერტიფიკატი მიიღო ხევის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მერი ხადილაშ-ვილმა.

10 თებერვალს სკოლის ის მოქმედი დირექტორე-

ბი, რომელთაც, მათივე თქმით, წარმატებით გაიარეს ტესტირე-ბა-გასაუბრება და ვერ მოხვდნენ სერტიფიცირებულთა რიგებში, განათლების სამინისტროსთან შეიკრიბენ. დირექტორების განც-ხადებით, მათთვის შეურაცხმყოფე-ლია ის, რომ მიუხედავად მაღალი ქულებისა, განათლების სამინისტ-რომ ისინი სერტიფიკატების გარე-შე დატოვა. სკოლების მოქმედი დირექტორები აცხადებდნენ, რომ მათი უმრავლესობა გამოცდილი ხელმძღვანელია და პრეტენზია დირექტორის სკამზე კი არ აქვთ, არამედ აპროტესტებენ იმას, რომ

სერტიფიცირებისას მიღებული მაღალი ქულებისმ იუხედავად, გასაუბრების შემდეგ, საეჭვოდ გააჭიანურეს სერტიფიცირება გავ-ლილი დირექტორების სიის გამო-ქვეყნება და მათ, გაურკვეველი მიზეზების გამო, სერტიფიციკატები ვერ აიღეს.

სერტიფიკატების გარეშე დარჩნენ ხარაგაულის მუ-

ნიციალიტეტიდან ვარძიისა და ღორეშის საჯარო სკოლების დი-რექტორები ჯამბულ ხიჯაკაძე და ქეთევან ბარბაქაძე. „ალბათ არ ვიყავი მზად გასაუბრებისთვის. ხე-ლახლა გამოცხადებულ კონკურს-ში კი აუცილებლად ჩავერთვები,“ - აღნიშნა ჩვენთან სატელეფონო საუბარში ჯამბულ ხიჯაკაძემ.

„ვერაფერს გეტყვით, ძალიან გაოგნებული ვარ. ჩემთვის მო-ულოდნელი იყო, რომ არ აღმო-ვჩნდი სერტიფიცირებულთა შო-რის, - ამბობს ქეთევან ბარბაქაძე, - 79 ქულა მივიღე ტესტირებისას და აუცილებლად ჩავერთვები შემდეგ კონკურსში. აბა, ამდენ შრომას წყალში ხომ არ ჩავყრი.“

ნინო კაპანაძე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი სერტიფიცირებულია

საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპი დასრულდა. იმ კონკურსანტებმა,

რომელთაც წარმატებით დაძლიეს ტესტირება და გასაუბრება, მოიპოვეს დირექტორობის უფლება.

2014 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტი შეისყიდის

Page 3: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb წარჩინებული ... · საკვირაო სკოლა გახსნა პროექტი „დიდი

3xtvb [fhfufekb14 თებერვალი, 2014 წ.

შემოდგომის ერთ დილას, როცა აღმზრდელები ხარაგაულის საბავშვო ბაღის გაზონების გასწვრივ ვარბენინე, რადგან აღმოვაჩინე, რომ ყველა ჩემი ჯგუფელი მოსამზადებელ კლასში გადა-სულიყო და მხოლოდ მეღა დავრჩენი-ლიყავ, ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩემს ნერვებს გაფრთხილებოდნენ და რკინიგზის №10 საშუალო სკოლის მო-სამზადებელ კლასში შევეყვანე. უფ, რა ბედნიერი ვიყავი, როცა კლასის კარი შევაღე და დამხვდნენ ბაღის მეგობრები: ზურიკო არევაძე, ირაკლი ებანოიძე, მაია ფხალაძე, პაატა ხიჯაკაძე, ვახტანგ ლაბაძე, ლინა ბაბლიძე, ზაზა იმედაიშ-ვილი, ჯიმშერ ქველაძე, მერაბ გიორ-გაძე, სერგო კიკნაძე, ლია უჩიძე... უცებ ვიგრძენი შინაურად თავი, მოვკალათდი მერხთან და ზარის დარეკვას ინტერესით დაველოდე - მე ხომ წარმოდგენაც არ მქონდა, რა იყო სკოლა, როგორი იყო სკოლის მასწავლებელი, როგორ უნდა მესწავლა... კიდევ მაჭმევდნენ თუ არა „საზიზღარ“ მაკარონის სუფს, დამაძინებდნენ თუ არა მაშინ, როცა არ მეძინებოდა...

იმ დღეს ტყუილად ველოდე მას-წავლებელს - გვითხრეს, ავად არის და ხვალ იქნებაო... მახსოვს, როგორ ჩამწ-ყდა გული - მინდოდა სახლში მომეყო-ლა, როგორი მასწავლებელი მყავდა...

მეორე დილით შემოვიდა იგი - მა-ღალი, ლამაზი, შუაზე გადავარცხნილი თმით და საოცრად ქართული გარეგ-ნობით... შემოვიდა და აქედან დაიწყო ჩვენი ანბანთ ანზიარება, მათემატიკის ჩვენთვის უცნობ სამყაროში მოგზაურო-ბა, წიგნთან, სკოლასთან ურთიერთო-ბა, ამხანაგობა, მეგობრობა...

ჩვენ პირველი მოსამზადებელი კლასი ვიყავით - მაშინ სკოლაში 7 წლისანი შედიოდნენ, ჩვენ კი 6 წლი-სანი შევედით. პატარები ვიყავით, უსუ-სურები, სკოლისთვის მოუმზადებლები, ბავშვურები და გულუბრყვილოები (ძალიან განვსხვავდებოდით ახლან-დელი 6 წლის ბავშვებისგან). ამიტო-მაც ვენერა მასწავლებელი კრუხივით დაგვქოთქოთებდა თავზე - გვშიოდა და გვაჭმევდა, გვციოდა და კედელში ჩატანებულ ძველებურ ღუმელთან (ასეთი ღუმელები ჩემს თაობას ემახ-სოვრება) გვათბობდა, გვეძინებოდა და იქვე ჰქონდა თავისი შავი „შუბა“, რომელიც ხან ერთ ჩემს ჩაძინებულ კლასელს ეფარა და ხან - მეორეს...

არა, მთლად ანგელოზებიც არ ვი-ყავით, ვცელქობდით კიდეც და ენებიც მიგვქონდა - „მასწ, იმან ეს თქვა“, „იმან თმებზე მომჩეჩა“... სერგო კიკნაძეს თმებზე მოჩეჩვაში ვინ აჯობებდა, მეათე კლასამდე გაჰყვა გოგოების „წამების“ ეს მეთოდი... ვენერა მასწავლებელი კი ყველას, განურჩევლად იმისა, ვინ ვისი შვილი იყო (ჩემს კლასში კი ბევრი მას-წავლებლის შვილი სწავლობდა, რაც, სანამ მაღალ კლასებში არ გადავედით, არც ვიცოდით), ერთნაირად უხსნიდა, რატომ არ უნდა მოეწიწკნათ თმა, რა-ტომ არ უნდა მიგვეტანა ენა, რატომ უნდა გვყვარებოდა მეგობარი, სკოლა, სამშობლო, ადამიანი... ათასჯერ მაინც მოგვახაზვინებდა ასო-ბგერას საკუთა-რი ხელით, სანამ უაზრო დაკლაკნილი ხაზები ქართულ დამწერლობად არ იქცეოდა, მოთმინებით უსწორებდა დოდო გიორგაძეს შეცდომით დამახ-სოვრებულ სტრიქონს: „ჩიტმა ჩიტმა დაპატიჟა“... (ვერაფრით ათქმევინა „ჩიტმა ჩიტი დაპატიჟა“)... ღიმილით უსმენდა, როგორ წამღერებით ვყვე-ბოდით ჩვენც შემდგომ უკვე „იმერულ ესკიზებში“ „გაჰიტებულ“ ლექსს „ვხედავ მეცხვარეს, ჯოხით მხარზედა...“

ადამიანს ცხოვრებაში ბევრი რამ ავიწყდება. აღარ ახსოვს სახელები და გვარები, მოვლენები, შემთხვევები, ლექტორები, ზოგჯერ კლასელები და კურსელებიც კი, მაგრამ არასოდეს შევხვედრივარ პიროვნებას, რომელ-საც თავისი პირველი მასწავლებელი არ ახსოვდეს. ეს ის ადამიანია, რო-მელზეც შემდგომ დიდწილადაა და-მოკიდებული, როგორ წარიმართება შენი ცხოვრება, რა ღირებულებები გაიღვიძებს შენში, საით გადაიხრება

შენი ცხოვრების ისარი... ფსიქოლო-გები ამბობენ, მშობლები მხოლოდ 6 წლამდე არიან ბავშვებისთვის მი-საბაძნი, 6-დან 10 წლამდე კი სწო-რედ მასწავლებელია მისი კუმირიო. ასეცაა, რამდენი პატარას რვეული მინახავს შეცდომიანი ჩანაწერით და ვერ გამისწორებია - ხელი არ ახლო, მასწავლებელმა ასე ჩაგვაწერინაო... ვენერა მასწავლებელი ჩვენთვისაც კუმირი იყო - აი, ისეთი, საჭმელს თუ ჭამდა, ვერც რომ წარმოგვედგინა. როცა პედაგოგზე საუბრობენ – ჩემს წარმოსახვაში ის ზუსტად ისეთია, რო-გორიც ვენერა მასწავლებელი - სადა, მუდამ კოხტა, ცოტა მკაცრი და თბილი.

მას ყველაფერი არ ემახსოვრება (რამდენი ჩვენნაირი გაზარდა), მაგ-რამ მე მახსოვს – როგორ გვაკით-ხებდა, როგორ გვძერწავდა, როგორ სწავლობდა თითოეული ჩვენგანის შესაძლებლობებს, რა ძალისხმევას დებდა იმაში, რომ ძლიერი კლასი ვყო-

ფილიყავით. მახსოვს, რა უცებ მიხვდა (დედაჩემს უთხრა), რომ მე განწყობის ადამიანი ვიყავი... წლები გავიდა და არც არაფერი შეცვლილა... ისევ ისეთი ვარ – განწყობის ჟურნალისტი, განწ-ყობის ლექტორი და მეცნიერი – თუ ეს „განწყობა“ მაქვს – მთას გადავაბრუნებ, თუ არადა, შემიძლია საათობით ვუყუ-რო ცას და არაფერიც არ ვაკეთო...

მახსოვს პატარა მოთხრობა „სახ-ლი“, რომელშიც გადმოცემული იყო მიტოვებული სახლის ემოცია თოვლში. ეს იყო პირველი მოთხრობა, რომე-ლიც შეუფერხებლად, უშეცდომოდ

წავიკითხე კლასში. ალბათ ძალიან შე-მაქო ვენერა მასწავლებელმა, რადგან ზეპირად მახსოვს ყველა სტრიქონი და სადმე თუ მიტოვებულ სახლს დავინა-ხავ, ის მოთხრობა მახსენდება...

დღეს სწავლების პროცესი ცოდნის გადაცემასთან ასოცირდება, ჩვენ კი ვენერა მასწავლებელმა გვასწავლა სამართლიანობა, სიკეთე, ადამიანური ღირებულებების სწორად ტარება... გა-ვუმართლეთ - მართლა კარგი კლასი ვიყავით და იმ სიკეთის მარცვალმა, რო-მელიც ჩვენი ადამიანად ჩამოყალიბების და საზოგადოებაში ფეხისშედგმის პირ-ველ ეტაპზე ჩანერგა ჩვენში, იხარა და ჯანსაღი ნერგიც გამოზარდა.

...მას შემდეგ 43 წელი გავიდა. ჩემს არქივში დღესაც ინახება „ნიშნე-ბის ფურცლები“, რომლებშიც ყველა საგნის გასწვრივ ლამაზი კალიგრა-ფიითაა მიწერილი ჩვენი პირველი მასწავლებლის ხელმოწერა: „ვენერა ყიფიანი-კიკნაძე.“

რამდენს ექნება ასე, ჩემსავით შენახული.

რამდენისთვის ექნება ნაჩუქარი ჩან-თის ჯიბეში გადანახული ათმანეთიანი (როგორც ჩემს ძმას ჩუქნიდა ხოლმე სტუდენტობისას, როცა გზაში ხვდებო-და... ისიც მისი მოსწავლე იყო...).

რამდენი გაიხსენებს, რომ ხარაგა-ულის რკინიგზის №10 (ახლანდელი №3 საჯარო სკოლა) საშუალო სკოლის და ცოდნის კარი სწორედ ამ დიდ პედაგოგთან, დიდ მასწავლებელთან ერთად შეაღო.

რამდენი კიდევ ერთხელ გადა-

ავლებს თვალს ახლა თავის ცხოვრე-ბას და მიხვდება, რომ თურმე არაფერი ყოფილა იმაზე დიდი გამართლება, როცა შენი პირველი მასწავლებელი ვენერა კიკნაძე იყო...

ცოტა ხნის წინ დაბადების დღე ჰქონდა და გამიკვირდა ასაკი რომ გავიგე... არ მჯერა, რომ მას ასაკი ემატება, მაგრამ ვალდებულად ჩავთ-ვალე თავი, მიგველოცა და მადლობა გვეთქვა ყოველი წუთისთვის, რაც ჩვენთვის დაუხარჯავს, სითბოსთვის, სიკეთისთვის, სიამაყისთვის და იმ ქართული საქმისთვის, რაც უკეთებია...

ვენერა მასწავლებელო! ჩემთვის (და ყველა თქვენი აღზრდილისთვის) თქვენ ხართ ის მადლი, რომელმაც სამყაროს დიდებულების პირველი ფურცელი გადაგვიშალა. დღემდე ასე მოვდივართ - ჩვენს ხელზე დადებუ-ლი თქვენი თბილი ხელის დახმარე-ბით პირველად გამოხარატულებული ასოებით, პირველად ამოკითხული

„აი ია“-თი... მას შემდეგ რაც უნდა დავწე-როთ და შევქმნათ, თქვენა ხართ ამისი საწყისი - დიდებული შარავანდით მოსი-ლი – პირველი მასწავლებელი... ქედს ვიხრით თქვენს წინაშე და გვინდა კიდევ დიდხანს გამოგვყვეთ ცხოვრების გზაზე.

ა/კავკასიის რკინიგზის ხარაგაულის №10 საშუალო სკოლის 1982 წელს კურსდამთავრებულთა სახელით

მაია ტორაძე

ფოტოზე: ა/კ რკინიგზის ხარაგა-ულის №10 საშუალო სკოლის II კლასი, 1974 წ.

დიდებული შარავანდით მოსილი – პირველი მასწავლებელიმე მათთვის ქალბატონი ან ბატონი არასოდეს მიწოდებია -

დღესაც ისე მოვიხსენიებ, როგორც მაშინ - სკოლის ბედნიერ წლებში, რადგან ჩემთვის მასწავლებლები იყვნენ და მთელი

ცხოვრების განმავლობაშიც სწორედ ასე - მასწავლებლებად დარჩებიან.

„თერჯოლაში არსებობს მოსწავლე-თა თვითმმართველობის დარბაზი. იქ ამ დარბაზის აქტიური მხარდამჭერია ადგილობრივი ხელისუფლება. გადა-ვწყვიტე, გამოცდილების გაზიარების მიზნით, მომეწვია თერჯოლის მუნი-ციპალიტეტის საკრებულოსა და მოს-წავლეთა სახლის წარმომადგენლები, - ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, - მათმა პრეზენტაციამ დაგვანახა, რომ მოსწავ-ლეთა თვითმმართველობის დარბაზის შექმნა საკმაოდ რთული და ამბიციური პროექტი იქნება. მას სერიოზული მომზადება დასჭირდება, თუმცა, სირ-თულის გამო უარს არ ვიტყვით მის გან-ხორციელებაზე. ეს პროექტი შედეგზე იქნება ორიენტირებული - მომავალი თაობის აღზრდაზე, მათ სამოქალაქო აქტივობასა და საზოგადოებრივ ცხოვ-რებაში ჩართულობაზე.“

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მოს-წავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალუ-რი ცენტრის დირექტორის, რუსუდან კოვზირიძის ინფორმაციით, მოსწავ-ლეთა სახლის ბაზაზე არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN), მხარდაჭერით მოსწავლეთა სახლის ბაზაზე შეიქმნა მოსწავლეთა თვითმმართველობის დარბაზი. „დარ-ბაზში არჩეული უფროსკლასელები

სწავლობენ თვითმმართველობის მუშა-ობის ფორმებს, მეთოდებს, ჩართულო-ბას, - გვიამბობს ქალბატონი რუსუდანი, - პირველ წელს ჩავატარეთ არჩევნები, ჩამოვაყალიბეთ სტრუქტურა. თვითმ-მართველობის წევრებმა შეისწავლეს ნორმატიულ დოკუმენტებზე მუშაობა. წელს უკვე ადგილობრივმა ხელი-სუფლებამ გამოყო ხუთი ათასი ლარი მოსწავლეთა იდეებისა და პროექტების დასაფინანსებლად. ისინი საკრებულოს სხდომაზე დაასაბუთებენ პროექტების მნიშვნელობას და მიიღებენ შესაბამის დაფინანსებას.

საბოლოო ჯამში, გაიზრდება ახალ-გაზრდების სამოქალაქო ჩართულობა მუნიციპალიტეტისა თუ ქვეყნის განვი-თარების პროცესში.“

მოსწავლეთა თვითმმართვე-ლობის დარბაზი არჩევითი

ორგანოა. იგი 8-11 კლასელების-გან შედგება. არჩევნებში მონაწილე მოსწავლეები ორგანიზატორებთან აგზავნიან სამოტივაციო წერილს და ბიოგრაფიას. კონკურენტები აწარ-მოებენ წინასაარჩევნო კამპანიას, რის შემდეგაც სკოლებში ტარდება არჩევნები. მუნიციპალიტეტის ყველა სკოლას დარბაზში თავისი ქვოტა აქვს. არჩევნების შემდეგ ტარდება პირველი

სხდომა, სადაც ირჩევენ დარბაზის თავმჯდომა-რეს. თერჯოლის მუნი-ციპალიტეტის დარბა-ზის სხდომები ყოველი თვის ბოლო პარასკევს იმართება. მოსწავლე-ები გაერთიანებულები არიან სხვადასხვა კო-მისიებში და ამჟამად პროექტებზე მუშაობენ.

თერჯოლის მუ-ნიციპალიტე-

ტის საკრებულოს გა-ნათლების, კულტურის და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავ-მჯდომარის, კობა არა-ბიძის თქმით, „ახალ-გაზრდობის თვითმმარ-თველობის დარბაზი“ იმდენად საინტერესო გამოდგა საზოგადოებისა და თვითონ ორგანიზაციისთვის - „ადამიანი გაჭირ-ვებაში,“ რომ წელს აფინანსებენ სამტ-რედიისა და ტყიბულის მუნიციპალიტე-ტებში ანალოგიური დარბაზის შექმნას. „მოხარული ვარ, რომ ხარაგაულში მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრ-ში გაჩნდა მოსწავლეთა თვითმმართ-ველობის დარბაზის შექმნის იდეა, - ამბობს კობა არაბიძე, - თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტი-ურად უჭერს მხარს ახალგაზრდობის თვითმმართველობის დარბაზს. ჩვენ

ვუთმობთ სხდომებისთვის დარბაზს. გარდა ამისა, გასულ წელს, ამ პროექ-ტის ხელმძღვანელობისთვის, შტატი დავუმატეთ მოსწავლე-ახალგაზრდო-ბის სახლს. წელს გამოვყავით თანხა, რომ დარბაზის მიერ მიღებული გადა-წყვეტილებები დაფინანსდეს.“

„დიდი სიხარულით დავთანხმდით და ხარაგაულში თვითმმართველობის დარბაზის შექმნის მსურველებს საკუ-თარ გამოცდილებას ვაცნობთ. ჩვენი აქ მოსვლის მიზანი ორ მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობაა, - ამბობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალის“

თავმჯდომარე, ევროპის საბჭოს ადგი-ლობრივ მმართველობათა და ხელი-სუფლებათა კონგრესის ძირითადი წევრი საქართველოს დელეგაციიდან სოფიკო სიუკაევა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ძევრის საჯარო სკოლის დირექტორი მანუჩარ ფანჩუ-ლიძე ამბობს, რომ თვითმმართველო-ბის დარბაზი ახალგაზრდებს უდიდეს ცოდნას და გამოცდილებას მისცემს. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ მოსწავლეები თავიდანვე მიეჩვიონ სამოქალაქო აქტივობას.

ნინო კაპანაძე

გამოცდილების გასაზიარებლადხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა

ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი ახალ პროექტზე მუშაობს. ცენტრის დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინიციატივაა,

რომ ხარაგაულში შეიქმნას მოსწავლეთა თვითმმართველობის დარბაზი.

Page 4: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb წარჩინებული ... · საკვირაო სკოლა გახსნა პროექტი „დიდი

4 xtvb [fhfufekb 14 თებერვალი, 2014 წ.

ხარაგაულში ცნობილმა მუსიკათმ-ცოდნე მაია დათუნაშვილმა ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის საკვირაო სკოლა გახსნა. „ძალიან მიყვარს ეს მხარე. სოფელ ჩრდილში გვაქვს ჩემი მეუღლის სახლი და პრაქტიკულად, უკვე ოცი წელია, ზაფხულს სოფელ ჩრდილში ვატარებ. წარმოშობით მეც იმერელი ვარ.

ყველაფერი თავმოყრილია დე-დაქალაქში და რეგიონებში არის პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობის. არადა, ნიჭიერების მთავარი რესურსი ყოველთვის იყო რეგიონებიდან, - ამბობს მაია დათუნაშვილი, - ძალიან მიყვარს აქაურობა და მართლა გული მტკივა. რაც მთავარია, ბავშვები მიყ-ვარს ძალიან. თბილისში მყავდა რე-გიონიდან ჩამოსული ძალიან ნიჭიერი მოსწავლეები, რომელთაც ადგილზე არ ჰქონდათ განვითარებისთვის ის პი-რობები, რაც აქვს ბავშვს დიდ ქალაქსა და დედაქალაქში.

ვხედავდი - დგანან ბავშვები ქუჩაში, არსად აქვთ წასასვლელი, არ აქვთ გასართობი. ეს დრო ამ ბავშვებმა შეიძლება მოანდომონ თავიანთი ინ-ტერესებისა და ცოდნის გაღრმავებას, მსოფლმხედველობისა და თვალსაწი-ერის გაფართოვებას.

ამიტომ გამიჩნდა იდეა, რომ ხარა-გაულში გავხსნა ერთგვარი საკვირაო სკოლა, სადაც ჩემს გამოცდილებასა და კონტაქტებს მოვახმარ ამ ბავშვებსა და ახალგაზრდებს.

ამ იდეის შესახებ ვუთხარი გამგე-ბელ კობა ლურსმანაშვილს და დე-პუტატ ნოდარ ებანოიძეს. მას შემდეგ, რაც მათ ამ იდეას მხარი დაუჭირეს, პროექტის სახე მივეცი და 8 თებერ-ვალს ბავშვებთან მუშაობას შევუდექი.“

ქალბატონი მაია დათუნაშვილი ხარაგაულელ ბავშვებსა და მათ მშობ-ლებს ჰპირდება, რომ ახლადგახსნილ საკვირაო სკოლაში ყოველ შაბათ-კვი-რას განიხილავენ ბევრ საინტერესო

თემას, რომლებიც ეხება კულტურო-ლოგიას, სახელოვნებო განათლებას, ისტორიებს საინტერესო ადამიანებსა და პიროვნებებზე.

„ინფორმაციის სელექციის დეფიცი-ტია. იმდენი ინფორმაციია, რომ არა მხოლოდ რეგიონებში მცხოვრებს ბავშ-ვებს სჭირდებათ სწორი მიმართულე-ბის მიცემა, თემის შერჩევა - რომელი წიგნი ან მასალა უნდა შეისწავლონ, შეიმეცნონ; რა იქნება მათი განვი-თარებისთვის სასარგებლო. ძალიან ძნელია ამ ინფორმაციულ მორევში მათ დამოუკიდებლად, თავისი გემოვ-ნებით, ცოდნითა და შეხედულებით ამოკრიფონ ის, რაც მათ მომავალში ნამდვილად გამოადგებათ,“ - ამბობს ქალბატონი მაია დათუნაშვილი.

საკვირაო სკოლის მოსწავლეების-თვის იგეგმება საინტერესო ადამი-ანებთან შეხვედრა. ქალბატონი მაია აპირებს ცნობილი და საინტერესო ადამიანების ხარაგაულში მოწვევას:

„მეც ვყოფილვარ ბავშვი და მიოც-ნებია. ვერც წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ნანი ბრეგვაძის გვერდით დავდგებოდი სცენაზე, მაგრამ ეს მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ამ თაობას, სამწუხაროდ, დიდი ადამიანებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება, რატომღაც, დრომ მოუსპო და არა მხოლოდ დრომ. ადამიანების გარკ-ვეულმა ჯგუფმა ამაზე ბევრი იმუშავა. ამისთვის ძალიან ცუდად მუშაობდა და ჯერ კიდევ მუშაობს ჩვენი ტელევიზია და მასობრივი ინფორმაციის საშუალე-ბები. ამას ყოველთვის ვაპროტესტებ იმიტომ, რომ თუ არ გყავს სამაგალი-თო ადამიანი, არ გაქვს რაღაც იდეა, რომელიც შეიძლება მიღწევადი იყოს, მაშინ ძალიან უინტერესოა ცხოვრება, მით უმეტეს, - ბავშვობაში.

რეგიონებში მცხოვრები ბავშვები არიან ძალიან სუფთა, ფაქიზი სულის ადამიანები. ისინი რაც უფრო მეტ მოწიწებას, მეტ დაფასებას, ღირსების დანახვას ისწავლიან, მით უკეთესი მოქალაქეები იქნებიან და საერთოდ, უკეთესად იქნება ჩვენი ქვეყნის საქმე.“

მაია დათუნაშვილი ხარაგაულში ახლადგახსნილ საკვირაო სკოლაში ასევე აპირებს პატრიარქის ინიციატივის - ვიკითხოთ წიგნები - ხორცშესხმას: „მე ვაპირებ, რომ მათ წავუკითხო წიგნები და შემდეგ „ჩავითრიო“ ამაში ისე, რომ მათ წაიკითხონ ჩემთან ერთად. მე მექნება სპეციალური პროგრამა - ასაკობრივი ჯგუფებისა და ინტერესების მიხედვით. ამ წლის მანძილზე ჩვენ აუცილებლად წავიკითხავთ ლიტერა-ტურის გარკვეულ ნაწილს, - რა თქმა უნდა, იმას, რაც არ არის სასკოლო პროგრამაში.“

ქალბატონი მაია დათუნაშვილი განმარტავს, რომ საკვირაო სკოლის პროგრამა არ კვეთს არანაირ დისციპ-ლინას, სკოლის არც ერთ საგანს. მიდ-გომაც და მეთოდიც აბსოლუტურად განსხვავებულია. პრაქტიკულად, ეს იქნება სახელოსნო, სადაც ისაუბრებენ საინტერესო თემებზე.

ამას დაემატება ვოკალის გაკვეთი-ლები იმიტომ, რომ როგორც ქალ-ბატონი მაია აღნიშნავს, ხარაგაულში ძალიან ბევრი ბავშვი კარგად მღერის და მუსიკალური მონაცემები აქვთ. სპეციალურად შეირჩევა რეპერტუარი, რადგან რეპერტურის, ასევე წიგნებისა და თემების სელექცია საბოლოოდ გემოვნებასთანაა დაკავშირებული.

გაზაფხულისთვის იგეგმება ექს-კურსიები ეროვნულ მუზეუმში, ოპერის თეატრში, სიღნაღში, კახეთის ღირს-შესანიშნაობების მოსანახულებლად და ა. შ.

„ძალიან მინდა, რომ ეს ბავშვები რამდენიმე სპექტაკლს დაესწრონ თბილისში. მინდა შევახვედრო იმ ადა-მიანებს, რომლებსაც ხედავ მხოლოდ ტელევიზიით, შევიყვანო კულისებში, ვაჩვენო როგორ მიმდინარეობს ის პროცესი, რაზეც ჩვენ პირველი შეხვედ-რის დროს უკვე ვისაუბრეთ,“ - ამბობს ქალბატონი მაია.

საკვირაო სკოლის აღსაზრდე-ლებისა და მათი მშობლებისთვის ყველაფერი იქნება უფასო. 8 თებერ-ვალს ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში გამართულ პირველ მეცადინეობაზე ორმოცდაათამდე ბავშვი და მოზარდი შეიკრიბა. თუმცა, როგორც ქალბატონი მაია ამბობს, შეუძლია, რომ საკვირაო სკოლაში მიიღოს ასამდე მსურველი, რომელთაც გადაანაწილებს ასაკობ-რივ ჯგუფებში.

პროექტი ერთწლიანია. ზაფხულში, ერთი თვის განმავლობაში, შეისვენებენ მხოლოდ.

მაია დათუნაშვილი მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის მუნიციპალი-ტეტის გამგებელს, მაჟორიტარ დეპუ-ტატს, ხარაგაულის სამუსიკო სკოლის დირექტორს ქალბატონ ლალი ალექ-სიძეს და სამუსიკო სკოლის მთელ კოლექტივს. პედაგოგებმა აიტაცეს ეს იდეა და, როგორც თავად ამბობს, ყველანაირად გვერდით უდგანან, ჩაერთვენ ამ იდეის განხორციელებაში.

ლაურა გოგოლაძე

მაია დათუნაშვილმა ხარაგაულში საკვირაო სკოლა გახსნა

პროექტის „დიდი წინაპრები“ ავტო-რი, ნიკოლოზ მაჭავარიანი, გასულ პარასკევს დამსწრეთ ესაუბრა თემაზე „ქართველთა (იბერთა) ეთნოგენეზისი.“

ვინ იყვნენ ჩვენი წინაპრები უძვე-ლეს პრეისტორიულ ეპოქაში, რომ-ლებმაც დიდი კულტურა შექმნეს, - ამ საკითხთან დაკავშირებით ნიკოლოზ მაჭავარიანმა გაგვაცნო ქართველი და უცხოელი ენათმეცნიერების - ივანე ჯავახიშვილის, ნიკო მარის, არნოლდ ჩიქობავას, მიხეილ წერეთელის, რის-მაგ გორდეზიანის, ვილჰელმ ჰუმბოლ-დტის და სხვათა კვლევები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქართველური მოდგმის გენეტიკური ძირის, ბასკური ენის და პირინეის ნახევარკუნძულის უძველესი მოსახლეობის კვლევის შემდეგ მეცნიერმა ვილჰელმ ჰუმბოლ-დტმა დაასკვნა, რომ სამხრეთ ევროპის - პირინეების, იტალიის, ხმელთაშუა ზღვის კუნძულების პირველადი ავტოქ-ტონური მოსახლეობა იყო იბერიული. მათ უწოდებენ პროტოიბერებს და მათგან მომდინარეობს გვიანდელი ევროპული მოსახლეობა.

პირინეის ნახევარკუნძული, ხმელ-თაშუა ზღვისა და ეგეოსის აუზი, ბალ-კანეთი - თანამედროვე საბერძნეთი, კავკასია და ინდოეთის თანამედროვე ტერიტორია, შუა აზია და პალესტინა - ეს არის გავრცელების არეალი პრო-ტოიბერიული (იაფეტური) მოდგმისა, რომელსაც ვილჰელმ ჰუმბოლდტის გამოკვლევების მიხედვით ჰქონდა მრავალი განშტოება. ამ მოდგმის ენა იყო ერთიანი, თუმცა ცალკეული

ენაკავები იღებდნენ დამოუკიდებელი ენების ხასიათს.

კოლხეთი იყო უძველესი კულ-ტურისა და სიბრძნის კერა, ბაზისი; ელინური კულტურა კი ზედნაშენია კოლხური კულტურისა, რაც კარგად ჩანს არგონავტების მითში. ეს იმის დასტურია, რომ ქართველური მოდგ-მა ლოკალიზებული იყო არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ გადაჭიმული იყო პირინეიდან ინდოეთამდე.

ასე რომ, ადრეულ სამყაროში იცოდნენ, რომ პირველადი მისტე-რიალური სიბრძნის სამშობლო იყო კოლხეთი, ტროა. ხოლო შუა საუკუ-ნეებში კავკასიას უწოდებდნენ ფილო-სოფოსთა მთას, სადაც იყო ზეციური რწმენის მადანი ანუ გრაალის თასი.

ბერძენ გმირებს კოლხეთიდან მუხის ხეზე მიმაგრებული ვერძის ოქროს ტყა-ვის წაღება კი არ სურდათ, არამედ სიბ-რძნის დაუფლება. მაშინდელ ელადაში განათლების დონე შედარებით დაბალი იყო, ვიდრე კოლხეთში. ისინი კოლ-ხეთში სიბრძნის მისაღებად ჩამოვიდნენ.

იგივე შეიძლება ითქვას პრომეთეს მითზეც. პრომეთემ კორინთოში ზევსს დახვედრა მოუწყო. როდესაც ხარი დაკლეს და გაანაწილეს, ზევსს და მის მეგობრებს მხოლოდ ტყავი და ჩლიქები შეხვდა. ზევსი გვიან მიხვდა ამას, რადგან მისი ცნობიერება არ იყო პრომეთეს დონის. პრომეთეს სამყარო, ანუ იბერიული სამყარო უფრო მაღალ დონეზე იდგა ვიდრე ზევსის ანუ ინ-დოევროპელთა სამყარო.

მითების მიხედვით, ენათმეცნი-

ერებმა შემდეგი თეორია შეიმუშავეს: ჩვ.წ.აღ-მდე მესამე ათასწლეულის ბოლოდან მეორე ათასწლეულის და-საწყისამდე დიდი ცივილიზაციითა და კულტურით დომინირებდა იბერიული მოდგმის ხალხი.

ნიკოლოზ მაჭავარიანის განმარტე-ბით, კომუნისტების პერიოდში გავრ-ცელებული სწავლება, - თითქოს ქარ-თველები მეცხრამეტე საუკუნეში ჩამო-ყალიბდნენ როგორც ერი, არასწორია. სამწუხაროდ, დღესაც არ საუბრობენ აქტიურად ქართველთა წარმოშობისა და ეთნოგენეზისის შესახებ.

ქრისტიანულ ეპოქაში, ენათმეც-ნიერების განმარტებით, სიბრძნის სიმბოლოა ფილოსოფიური ქვა ანუ გრაალის თასი. მე-11 საუკუნის გერმა-ნელი პოეტი ვოლფრამ ფონ ეშენბახი თავის პოემა „პარციფალში“ გვეუბნება, რომ პარციფალის ნახევარძმის - ფა-ირეფიცის შვილი, მეფე ხუცესი იოანე,

კავკასიაში ძლიერი სახელმწიფოს მფლობელია. პოემის თანახმად, სწორედ ამ ქვეყანაში არის ფილო-სოფიური მთა ანუ გრაალის თასი - სიბრძნის საიდუმლო. XI-XII საუკუნის კავკასიაში ქვეყანა, რომელსაც იოანე მეფე ხუცესი მართავდა, იყო საქართ-ველო. ევროპელები მეფე დავით აღმაშენებელს მეფე ხუცეს იოანედ მოიხსენიებდნენ. ამას ადასტურებს დიდი რუსი ენათმეცნიერი აკადემიკოსი ლოსევი (საიდუმლოდ ბერად აღკვეცი-ლი ანდრონიკე), რომელიც გელათში სტუმრობისას დავით აღმაშენებლის საფლავზე მუხლმოდრეკილი ასე ლოცულობდა: „წმინდაო, მეფე ხუცესო იოანე, შეავედრე უფალს სული ჩემი.“

ოქროს საწმისი და გრაალის თასი სიმბოლურად განასახიერებენ იმ საიდუმლოს, რომელიც დედამიწის რომელიღაც კუთხეშია დამარხული თუ დამალული. მითებისა და შემდგომი

ეპოქის წყაროების თანახმად, ეს სიბრ-ძნე და საიდუმლო კავკასიაშია. „შესაძ-ლოა, ეს იყოს ენა, - ამბობს ნიკოლოზ მაჭავარიანი, - იოანე ზოსიმე ხომ წერს - „ყოველივე საიდუმლოი ამასა ენასა შიგან დამარხულ არს;“ შეიძლება იყო მცენარე - პრომეთეს სისხლი, რითაც მედეა ანტიკურ ხანაში ადამიანებს კურნავდა და სხვ. მთავარია, რომ ეს საიდუმლო ჩვენთანაა.“

ქართველ და უცხოელ ენათმეც-ნიერთა დასკვნებს ზვიად გამსახურ-დიას კვლევები მიემატა, რომელსაც ის აღწერს წიგნში „საქართველოს სულიერი მისსია“. პროექტის ავტორმა ნიკოლოზ მაჭავარიანმა ახალგაზრ-დებს მოუწოდა, რომ წაიკითხონ ეს წიგნი. მისივე თქმით, მოსწავლეებს ქართველთა ეთნოგენეზისის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ინტერნეტი-თაც შეუძლიათ.

ნინო კაპანაძე

„ქართველური მოდგმა - პროტოიბერები სახლობდნენ პირინეიდან ინდოეთამდე“

„დღევანდელი ლექცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ეს თემა ღრმად და საფუძვლიანად მოიტანა პროექტის ავტორმა

ჩვენამდე. სულგანაბული უსმენდნენ ახალგაზრდები. საკითხი აქტუალური და რთულია, დღემდე საკამათო და აქ

მყოფ მოსწავლეებს, ვფიქრობ, მისი შესწავლის სურვილი აუცილებლად გაუჩნდებათ. ლექცია საინტერესო იყო იმ

მხრივაც, რომ ლაიტმოტივად გასდევდა ზვიად გამსახურდიას კონცეფცია,” - აღნიშნა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში

პროექტის „დიდი წინაპრები” ფარგლებში გამართული ლექციის შემდეგ ეკა შველიძემ.

Page 5: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb წარჩინებული ... · საკვირაო სკოლა გახსნა პროექტი „დიდი

5xtvb [fhfufekb14 თებერვალი, 2014 წ.

საბოსტნე ფართობებისთვის სასარგებლო სასუქია ნაცარი. იგი ამდიდრებს ნიადაგს კალიუმით, კალციუმით და სხვ. ფართოფოთ-ლოვანი მცენარეების ნაცარში კა-ლიუმის შემადგენლობაა 12-13%, კალციუმის - 38%, წიწვოვანების ნაცარში - კალიუმის - 6.3%, კალ-ციუმის - 31%.

ნინო სახვაძენინო სახვაძეს დამატებითი კონ-

სულტაციისთვის დაუკავშირდით ტელეფონით 591 11 34 72.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დაბალი ეკო-ნომიკური აქტივობის მუნიციპალი-ტეტებში ახალი გადამამუშავებელი საწარმოების შექმნას და უმოქმედო საწარმოების რეაბილიტაციის თანა-დაფინანსების პროექტის განხორცი-ელებას იწყებს.

პროექტი ითვალისწინებს სოფ-ლის მეურნეობის პროდუქციის გადა-მამუშავებელი ახალი საწარმოების შექმნით, ან უმოქმედო საწარმოს ამუშავებით დაინტერესებული კომპა-ნიებისთვის (მათ შორის კოოპერატი-ვებისთვის), ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას.

ფინანსური დახმარება ითვალის-წინებს შეღავათიანი გრძელვადიანი საბანკო კრედიტს ან ლიზინგს,

კრედიტის თანმხვედრ გრანტს.გრანტის მოცულობა შეადგენს

პროექტის ღირებულების 40%-ს. ბე-ნეფიციარი ვალდებულია, საკუთარი თანადაფინანსების სახით საწარმოს კაპიტალში შეიტანოს პროექტის ღი-რებულების 10%.

თანამონაწილეობა სავალდებუ-ლოა განხორციელდეს მხოლოდ ფულადი სახსრების შემოტანის სა-ხით. ფულადი სახსრების შემოტანა სავალდებულოა გრანტისა და ტექნი-

კური დახმარების მიღებამდე.ფინანსური თანამონაწილეობა

ნაწილდება შემდეგნაირად:ბენეფიციარი - 10%, გრანტის გამ-

ცემი, სოფლის მეურნეობის პროექ-ტების მართვის სააგენტო - 40%, შეღავათიანი აგროკრედიტი - 50%.

გრანტის მისაღებად არ არის აუცი-ლებელი შეღავათიანი აგროკრედი-ტით ან ლიზინგით სარგებლობა. სა-შუალების შემთხვევაში ბენეფიციარს ჩანაცვლება შეუძლია საკუთარი თანამონაწილეობით.

რაც შეეხება ტექნიკურ დახმარე-ბას, იგი ითვალისწინებს:

დახმარებას ბიზნესგეგმის შედგენაში;დახმარებას დანადგარების მოძი-

ებასა და შერჩევაში;კომუნიკაციას ნედლეულის პოტენ-

ციურ მომწოდებლებთან;კონსულტანტების მომსახურების

უზრუნველყოფას.დამატებითი ინფორმაციის მისაღე-

ბად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიაკითხონ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-სა-კონსულტაციო სამსახურს მისამართზე: 9 აპრილის ქ. №15, ადმინისტრაციული შენობის მე-3 სართული.

ტელ.: 595 85 83 80.

გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი

საქართველოს მთავრობა, სოფ-ლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2014 წელს გა-ნაგრძობს მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწ-ყობის პროექტის განხორციელებას.

მოსახლეობას ვთხოვთ, რომ გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სა-სოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი თავიანთი ტერიტო-რიული ერთეულის რწმუნებულთან.

იმ მიწათმოსარგებლეებმა, ვისი მონაცემებიც არ აღმოჩნდება ბაზაში, რწმუნებულებს უნდა წარმოუდგინონ

მიწის საკუთრების დამადასტურე-ბელი დოკუმენტი, საჯარო რეესტ-რიდან ამონაწერი და პირადობის მოწმობის ასლი.

აუცილებელია, მოსარგებლეს მიწა დარეგისტრირებული ჰქონდეს 2014 წლის 25 იანვრამდე.

აღნიშნული მონაცემების წარდ-გენის ბოლო ვადაა 2014 წლის 20 თებერვალი

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის

მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო

სამსახური

მიწითმოსარგებლეთა საყურადღებოდ!

სოფლის მეურნეობის სამინისტ-როს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური მოსახლეობას სთავაზობს ვაზისა და ხეხილის, აგრეთვე სამერ-ქანე ხის ნერგებს.

ციცქას, ცოლიკაურის და ოჯალე-შის ნერგების ღირებულებაა - ერთი ცალი - 2 ლარი.

ოცხანურის საფერე, კრახუნა, ალექსანდროული და თითა - 3 ლარი.

3 ლარია იაპონური ხურმისა და ჩინური კარალიოკის ნერგების ღირებულება.

გოგრა სადრე, საგვიანო და ყვი-

თელი ბალის ჯიშისა და ალუბლის ნერგების ღირებულება 3 ლარია.

ვაშლის ჯიშების - პინოვა, გალა, გრანისმიტი (მწვანე ვაშლი), ჯო-ნაგოლდი, გოლდენი, რედკანი, ანტონოვკა და ზაფხულის ვაშლი - ნერგებს 5 ლარად შეიძენთ.

შავქლიავის ჯიშების - სტენლი, პრე-ზიდენტი, ბლუფრი - ნერგი 4 ლარი, ხოლო ემპრესია - 5 ლარი ღირს.

ატმის ჯიშებიდან - ვაშლატამა, ყვითელი სახრავი ატამი, იბნისის წითელი სახლეჩი ატამი - ნერგების ღირებულება - 3 ლარია.

იყიდება სამერქანე ჯიშის ნერგი პავლოვნია. ორი წლი ნერგი ღირს 5 ლარი, ერთი წლის - 3,5 ლარი.

ნერგების შეძენის მსურველებმა დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ორშაბათიდან, 17 თებერვლიდან, უნდა მიაკითხონ შესაბამისი ტერი-ტორიული ორგანოს რწმუნებულს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის

მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო

სამსახური

ნერგების შეძენის მსურველთა საყურადღებოდ!

-ახლა მეფუტკრესთვის ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპია.ზამთარი ფუტკრისთვის უძრაობის პერიოდია და მცირე კვება სჭირდება, მეფუტკრეც ისვენებს და ფუტკარიც. გაზაფხულს რომ შევხვდეთ გამართულები, შემოდ-გომაზე ყველა სამუშაო უნდა გვქონდეს ზუსტად ჩატარებული.

საგაზაფხულო სამუშაოები საფუტკ-რეში იწყება მაშინ, როდესაც თხილი აყვავდება. სწორედ ამ პერიოდიდან, 20-25 იანვრიდან, უნდა დავიწყოთ ფუტკრის კვება კანდით (ნატურალურ თაფლში არეული შაქრის პუდრა). თხილის ყვავილობა ზონების მიხედვით

სხვადასხვა დროსაა, - ალპურ ზონაში ცოტა გვიან ყვავის. ზოგმა მეფუტკრემ უკვე ორჯერ მისცა ფუტკარს კანდი.

წელს იყო მშვენიერი ზამთარი ფუტკრისთვის. იანვრამდე ფუტკარი ჩაკეტილი იყო. იანვარში კარგი ამინ-დები იდგა. გამოვიდა ფუტკარი სკიდან და კუჭი გაიწმინდა. ასეთ ზამთარს ვერ ინატრებს მეფუტკრე. თებერვლის ყინვებმა ფუტკარი ისევ სკაში ჩაკეტა, ხეხილიც არ აყვავდება ადრიანად. ასე რომ, კარგი პირი უჩანს ფუტკრის გამოზამთრებას.

კანდის დროული მიწოდება ფუტ-კარს ხელოვნურად გააღვიძებს. ფუტკ-რის კვება მეფუტკრის ჯიბეზეც არის დამოკიდებული, მაგრამ პროფესიონა-ლი მეფუტკრე არაფერს დაიშურებს და სამ-ოთხჯერაც აძლევს ფუტკარს კანდს.

ხარაგაულელ მეფუტკრეებს ბულ-გარეთის გამოცდილებას ვთავაზობ: მთელი წლის განმავლობაში ფუტ-კარს საკვებად მისცენ კანდი. კანდი ძალიან მაწიერია ფუტკრისთვის. მეორე უპირატესობა ის არის, რომ სკაში ადრეულ ეტაპზე შეგვაქვს ჩა-კირვის საწინააღმდეგო პრეპარატები და დედის სტიმულატორი, რაც ხელს უწყობს კვერცხისმდებლობის მომატე-ბას. ეს იმის წინაპირობაა, რომ ფუტკ-რის ოჯახი გაზაფხულს გამართული

შეხვდება. კანდთან ერთად ფუტკარს ვაძლევთ ანტიბიოტიკს. მართალია, ევროპაში ანტიბიოტიკები აიკრძალა, მაგრამ ხელმისაწვდომი ალტერნა-ტივა საქართველოში ჯერ არ გვაქვს. დაახლოებით მარტის შუა რიცხვე-ბიდან კანდით ფუტკრის კვება აღარ არის საჭირო. ორი წლის წინ მარტის ბოლომდე თოვდა. ამიტომ, თუ ცუდი ამინდები იქნება, კანდით კვება უნდა გაგრძელდეს. შემდეგ უკვე დაიწყება ფუტკრის ვაჟინით (სიროფი) კვება.

მინდა გითხრათ, რომ დოგმატური მიდგომები საფუტკრეში არ არსე-ბობს. თითოეულ სკას უნდა მივუდგეთ ინდივიდუალურად. სამწუხაროდ, პრეპარატების კონტროლი დღეს არ ხდება საქართველოში და ქაოტურად ვყიდულობთ, დამოკიდებული ვართ მხოლოდ ურთიერთნდობაზე.

ყველა მეფუტკრემ და მებაღემ ყურადღება უნდა მიაქცოს და ფი-ზიკურად გაანადგუროს ე. წ. დიდი კრაზანები, რომელთაც „ფუტკრის მგელს“ უწოდებენ. კრაზანები სკის წინ ელოდებიან ფუტკარს და მათ შორის ბრძოლა იმართება. ამ ბრძოლისას ერთ კრაზანასთან ერთად ასი ფუტკა-რი იღუპება. ის დიდ ზარალს აყენებს ყველას - მეფუტკრესაც და მებაღესაც. ივნისში, როცა ხილის დამწიფება დაიწ-ყება, მაშინ არის ხელსაყრელი პირობა კრაზანების ბუდის მოსასპობად.

ლაშა გურგენიძემეფუტკრე

სპეციალისტის რჩევები

ახლა მეფუტკრესთვის ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპია

რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს საფუტკრეში, როგორ მოვუაროთ ფუტკარს ზამთრის ბოლოს და ადრე გაზაფხულზე, - ამ თემებზე

სასაუბროდ ხარაგაულის საფუტკრე მეურნეობის ყოფილ დირექტორს, გამოცდილ მეფუტკრეს, ლაშა გურგენიძეს, მივმართეთ:

სასოფლო-სამეურნეო კულტუ-რებისა და ანეულების მეცნიერუ-ლად დასაბუთებულ მორიგეობას დროსა და სივრცეში (მინდვრებზე) თესლბრუნვა ეწოდება. მისი ძირი-თადი ამოცანაა ნიადაგის ნაყოფი-ერების ამაღლება, საკვები ელემენ-ტების რაციონალური გამოყენება, მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მიღება, დასარეველიანების და მცენარეთა მავნებელ დაავადება-თა გავრცელების მნიშვნელოვნად შემცირება.

თუ ესა თუ ის კულტურა ხანგრ-ძლივი დროის მანძილზე მოიყვა-ნება ერთსა და იმავე მინდორზე, მას უწოდებენ უცვლელ კულტუ-რას. თუ რომელიმე კულტურა ერთადერთია ამა თუ იმ ნაკვეთზე - მონოკულტურას.

საქართველოში ჩატარებული ცდების მიხედვით დადგინდა, რომ თესლბრუნვების პირობებში მარცვ-

ლეული კულტურების მოსავლიანო-ბა 2-3 ჯერ იზრდება.

აღმოსავლეთ საქართველოში საშემოდგომო ხორბლის 5 წლის განმავლობაში ზედიზედ თესვა 11 ცენტნერით ამცირებს საჰექტარო მოსავლიანობას, ხოლო სიმინდი-სა - 15 ცენტნერით. მზესუმზირის ზედიზედ სამი წლის განმავლო-ბაში თესვა საერთოდ მოუსავლი-ანობას განაპირობებს.

ხარაგაულში სიმინდი მონო-კულტურაა. ამ შემთხვევაში აუცი-ლებელია სიმინდის ნათესებში პარკოსანი მცენარეების (სოიო, ლობიო) შეთესვა, რომელთა მო-სავლის აღება უნდა მოხდეს მიწის ზედაპირზე მათი გადაჭრით, რათა ფესვები დარჩეს ნიადაგში, რომე-ლიც მოახდენს კოჟრის ბაქტერი-ებით ნიადაგის გამდიდრებას და სასარგებლო მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობის გაძლიერე-

ბას (კოჟრის ბაქტერიები ახდენენ ატმოსფეროს აზოტის ფიქსაციას ნიადაგში).

ჩვენს პირობებში საჭიროა სპე-ციალური თესლბრუნვა, რომელიც ერთი ან რამდენიმე ძვირფასი კულტურის მოსაყვანად გამო-იყენება, რომლებიც განსაკუთრებით ნაყოფიერ ნიადაგებს საჭიროებენ, მაგალითად, - ბოსტნეული. გასულ წელს ხარაგაულის თითქმის ყველა სოფელში ვირუსულმა დაავადებამ დააზიანა პომიდორი, ზოგან სრუ-ლიად გაანადგურა მცირე ფარ-თობზე. იმისათვის, რომ წელს ეს აღარ განმეორდეს, კომპლექსურ ღონისძიებებში ერთ-ერთი აუცი-ლებელი პირობაა თესლბრუნვა. აუცილებელია, ბოსტანში ყოველ წელს ბოსტნეულს უცვალოთ ად-გილი, მაგალითად, - პომიდვ-რისთვის საუკეთესო წინამორბედ კულტურად ითვლება კომბოსტო და კიტრი. პომიდვრის დარგვა ან დათესვა არ შეიძლება ბადრიჯნის, წიწაკის, კარტოფილის და თვითონ პომიდვრის წინა წლის ადგილზე, რადგან მათ საერთო მავნებელი დაავადებები აქვთ.

ნინო სახვაძე

თესლბრუნვა

ღვინის წარმოების ნარჩენები ჭაჭა, ბრდა (თხლე) შეიცავს ორ-განულ და მინერალურ საკვებ ნივთიერებებს. მათი ნიადაგში შე-ტანით უმჯობესდება ნიადაგის ფი-ზიკურ-ქიმიური და ბიოლოგიური თვისებები, იზრდება მოსავლი-ანობა. ეფექტი არ ჩამოუვარდება ნაკელის მოქმედებას.

ყურძნის ჭაჭა შეიცავს საერთო აზოტს - 0.8%, ფოსფორს - 0.55%, კალიუმს - 0.53%.

ერთი ჰა ვენახიდან მიიღება 20 ცენტნერი ჭაჭა 350 კგ - წიპწი.

ყურძნის ჭაჭა უფრო მეტ საკვებ ელემენტს შეიცავს, ვიდრე მსხვილ-ფეხა რქოსანი პირიტყვის ნაკელი.

ბრდაში შემავალი აზოტი ნიადაგში შეტანისას უფრო სწრაფად გადა-დის ნიტრატულ ფორმაში. ბრდა (თხლე) გამოიყენება უშუალოდ მისი წინასწარი მომზადებისა და კომპოსტირების - შერევის გარეშე.

ყურძნის ჭაჭის ორგანული ნივთიერების დაშლის დაჩქა-რებისა და მიკროორგანიზმების გააქტიურების მიზნით, აუცილე-ბელია მისი შერევა - დაკომპოს-ტება სხვა ნაერთებთან - მიწას-თან, ნაკელთან.

ჭაჭის კომპოსტი ნიადაგში შეიტანება საშემოდგომო-საზამ-თრო დამუშავებისას 12-15 ტონა 1 ჰა-ზე.

ღვინის წარმოების ნარჩენი სასარგებლოა ნიადაგისთვის

ნაცარი

Page 6: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb წარჩინებული ... · საკვირაო სკოლა გახსნა პროექტი „დიდი

6 xtvb [fhfufekb 14 თებერვალი, 2014 წ.

ტიხრული მინანქრის თანამედ-როვე ჯადოქარი, ხარაგაულელი ერმილე მაღრაძე ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში უძველესი ქრისტიანული კულტურით დაინ-ტერესებულ საზოგადოებას შეხვ-და. ბატონი ერმილე, სამ ათეულ წელზე მეტია, იღვწის უძველესი ქართული ტიხრული მინანქრის ტექნოლოგიის აღსადგენად. ხარა-გაულში გამართულ შეხვედრაზე მან დამსწრეთ წარუდგინა იუნეს-კოს მხარდაჭერით, ეროვნული მუზეუმის პროექტის ფარგლებში მუხრან მახარაძისგან შექმნილი ფილმი „დაკარგული ტექნოლო-გიების კვალდაკვალ - ტიხრული მინანქარი.“ ამ დოკუმენტურ ფილმ-ში აღწერილია ერმილე მაღრაძის მიერ მოკვლეული და აღდგენილი ტექნოლოგია და მისი ძირითადი ასპექტები.

საპატიო სტუმარი შეკრებილთ მუზეუმის დირექტორმა ნინო დიდი-ძემ და მუზეუმის საგანმანათლებ-ლო პროგრამების მენეჯერმა ეკა შველიძემ წარუდგინეს.

დოკუმენტური ფილმის ჩვენების შემდეგ ერმილე მაღრაძემ ერის წარსულის ზედმიწევნით კარგად ცოდნის აუცილებლობაზე ისაუბ-რა: -ნებისმიერი ერი ეყრდნობა თავის წარსულს. იმ ერის მომა-ვალი, რომელსაც ისტორია არ გააჩნია, ძალიან საეჭვოა. ყველამ უნდა იღვაწოს, რომ ისტორიას მოუაროს, მოეფეროს, შეამკოს ის, რაც მის ერს ღირებული გა-უკეთებია. ქართველ ერს უამრავი რამ შეუქმნია, რასაც მოსაძიებლად საკმაოდ დიდი შრომა სჭირდება. მოკვლევის შემთხვევაში კი სათა-ნადოდ არ შუქდება და არ მიდის ჩვენს მოსახლეობამდე. ტიხროვანი მინანქრის ხელოვნება ერთ-ერთია მათ შორის, თუკი რამ მნიშვნელო-ვანი გაგვაჩნია ქართველებს.

ტიხროვანი მინანქრის ტექნო-ლოგია გახლავთ ძვირფასი მეტა-ლისა (მაღალი ღირსების ოქრო და იშვიათად ვერცხლი) და ფერა-დი საიუველირო მინის ერთმანეთ-თან შეთვისება. ტიხროვანი მინანქ-რის დასამზადებლად საჭირო იყო ძალიან მაღალ დონეზე მოხარშუ-ლი, მოდუღებული საიუველირო ფერადი მინა. ეს ფერადი მინები ათასნაირ ელფერში დუღდებოდა. ჩვენს წინაპრებს შეეძლოთ დიდი სპექტრით წარმოედგინათ ყველა ფერის სალტა. თუმცა, ძირითადად გვხვდება თორმეტი ბიბლიური ქვის ელფერში დამუშავებული ფერთა პალიტრა. ბიბლიური ქვები უწმინდეს მინერალებად და დიდი ძალების მატარებელ ქვებად ითვლებოდა. ყოველ მინერალს მიეწერება გარკვეული ძალა და მათ წმინდა მამები ეკლესიებში გამოიყენებდნენ სხვადასხვა და-

დებითი დანიშნულებით. ამ მინერა-ლებით იქმნებოდა ჯვრები, ხატები, საკრაული დანიშნულების ნივთები.

ჯერ კიდევ ადრე ანტიკური პერიოდიდან და შემდეგ გვიან ან-ტიკურ პერიოდში ჩვენ ვაწყდებით ფერად მინას, რომელიც საქართ-ველოში მაღალ დონეზე მუშავდე-ბოდა მძლავრ სახელოსნოებში.

ჩვ. წ. აღ-ის მეორე-მესამე საუკუ-ნეებიდან საქართველოში გვხვდე-ბა ტიხრებს შორის ჩამდნარი მინა, პირველი დეკორატიული ელემენტები.

ასპარუკ პიტიახშის სარკოფაგის გახსნისას ტიხროვანი მინანქრის ორი ნივთია აღმოჩენილი - მისი კუთვნილი ბეჭედი და მისი ხანჯლის ოქროს ქარქაშის შემამკობელი სამ-შვენი მედალიონი. ტიხრებს შორის ჩამდნარია ლაჟვარდოვანი მინა. ეს არის ერთ-ერთი პირველი ფერადი მინა, რომელიც ქართველმა ოს-ტატმა აქ, საქართველოში, შექმნა.

ტიხრული მინანქრის ბიზან-ტიური ნიმუშები მე-8 საუკუნიდან გვხვდება. მე-8 საუკუნეში საქართ-ველოს ბევრ ქალაქში ტიხროვანი მინის გამართული სახელოსნოები მოქმედებდა.

ერმილე მაღრაძემ ქართველ მეცნიერ გურამ აბრამიშვილ-

თან თანამშრომლობით ჩვენამდე მოღწეული ტიხროვანი მინანქრის ნიმუშები შეისწავლა. ოცდაათწ-ლიანი კვლევა-ძიების შედეგად ერმილე მაღრაძემ აღადგინა ტიხროვანი მინანქრის ისტორი-ული, მივიწყებული ტექნოლოგია, რომელიც მე-15 საუკუნის შემდგომ აღარ გვხვდება.

ტიხროვანი მინანქრის მომზადე-ბის უპირველესი პრინციპია ოქროს უთხელესი საფუძვლის დაკავშირება მასზე ვერტიკალურად დამაგრებულ ტიხარზე. დამაგრების პროცესს ჩრვილვითი ოპერაცია ჰქვია.

უძველესი ტექნოლოგიით ერ-მილე მაღრაძემ დაამზადა მე-12 საუკუნის ხახულის ღვთისმშობლის კარედი ხატის ერთ-ერთი სამშ-ვენი წმინდა სვიმონ კანანელის გამოსახულებით. დღეს ის გამო-ფენილია ეროვნული მუზეუმის საგანძურის მოქმედ ექსპოზიციაში.

ტიხროვანი მინანქრის დამზადე-ბის ტექნოლოგია ერმილე მაღრა-ძემ აღადგინა ჩვენამდე მოღწეულ ორ ტრაქტატზე დაყრდნობით: 1) მე-11-მე-12 საუკუნეებში მოღვაწე ბენედიქტელი ბერი თეოფილუსის ჩანაწერებით; 2) ქართლის მეფე ვახ-ტანგ მეექვსის ჩანაწერებით - „წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიისა ქმნი-

სა, ჩაწერილი ვახტანგ მეფის მიერ“. დამსწრეთა თხოვნით ერმი-

ლე მაღრაძემ განმარტა, თუ რა განსხვავებაა ტიხროვანი მინანქ-რის დამზადების ისტორიულ და თანამედროვე ტექნოლოგიებს შორის: -ტიხროვანი მინანქრის ქვაკუთხედია ჰორიზონტალურ უმოკლეს საფუძველზე მირჩილუ-ლი ტიხარი. ტიხრის ფუნქცია არის ერთი ლოკალური ფერის, ვთქვათ, ყვითლის გამიჯვნა მეორე ფერის-გან - ვთქვათ, წითლისგან და ა. შ. ტიხროვანი მინანქრის ისტორიული ტექნოლოგიის შემთხვევაში ფენის სისქე, ტიხროვანი მინანქრის მინან-ქროვანი მასის ფენა არის მინიმუმ 1,7მმ, 2მმ ან 3 მმ.

მე-15 საუკუნეში ტიხროვანი მი-ნანქრის ტექნოლოგია იკარგება, მივიწყებას ეძლევა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეს ხელოვნება დაიკარგა მტრის შემოსევების შე-დეგად ქვეყნის გაპარტახებისა და დაუძლურების გამო. აქვე ლო-გიკური კითხვა ჩნდება - თუკი სხვა რამ კეთდებოდა, - ტაძრები შენდებოდა, კედლები იხატებოდა, ჯვარხატები მზადდებოდა, რაღა მაინცდამაინც ტიხროვანი მინანქრის ტექნოლოგია იკარგება? ერმილე მაღრაძის მოსაზრებით, ტიხროვანი მინანქრის ტექნოლოგია მიივიწყეს არა იმიტომ, რომ სახელოსნოების შენახვისა და დამზადების ფუფუნება აღარ გვქონდა, არამედ დაიკარგა იმიტომ, რომ მოდიდან გადავიდა.

2 მმ-იან ტიხროვან მინანქარს ქურიდან გამოღების შემდეგაც აქვს გარკვეული დეფექტები, ბზარები, ბუშტუკები. ეს ნამდვილი ტიხ-

როვანი მინანქრისთვის ნორმად ითვლებოდა და უნდა ჩაითვალოს აუცილებლად. ეს ბზარი თითქოს უხდება მას, ელვარებს მინა, ცოც-ხალია, - ამბობს ერმილე მაღრაძე.

მე-15 საუკუნის შუა პერიოდი-დან იწყება თანამედროვე საუნი-ვერსიტეტო განათლების კერის აყვავება. ადამიანის აზროვნება, შუა საუკუნეებში მოღვაწე ადამი-ანებისგან განსხვავებით, იცვლება სამყაროსთან მიმართებაში. მანამ-დე ადამიანი ღმერთთან ძალიან დიდ მოწიწებაში იმყოფებოდა. მე-15 საუკუნიდან კი გარკვეულად კადნიერდება, ზურგს აქცევს და მატერიალისტი ხდება. ადამიანი ამბობს - „მე ვარ,“ „მე მინდა,“ „ასე უნდა გავაკეთო“ და არა - ღმერთს ასე უნდა. მატერიალიზმი ხელოვნე-ბის ნიმუშებშიც ამჩნევს უკვე კვალს. ამ პერიოდიდან იწყება ძვირფასი მინერალების დამუშავების ის მე-

თოდები, რომლებიც ჩვენს სამკაულებზე დღეს ფიქსირდება.

ჩვენი წინაპრები განსხვავებულად ამუ-შავებდნენ მინერალს. როგორც მოიპოვებ-და ზურმუხის ნატეხს, ოდნავ დაამრგვა-ლებდა, მოეფერე-ბოდა, რომ ხელი არ შეეშალა ღვთაებრივი სამყაროს მიერ შექმ-ნილი ამ სილამაზისთ-ვის და ისე ამაგრებდა ჯვარზე, ხატზე ან სა-კულტო დანიშნულე-ბის სხვა ნივთზე.

ევროპული აზ-როვნებიდან გამო-მდინარე ადამიანი ამბობს, მინერალი უნდა იყოს აბსოლუტურად უბზარო, ყოველგ-ვარი ნაკაწრის გარეშე. ამიტომ მე-15 საუკუნიდან კეთდება სხვანაირი მინანქარი - გაცილებით თხელ ფენებში იმიტომ, რომ არ გაჩნ-დეს ბზარი, ბუშტუკები. ტიხროვანი მინანქრის სისქე გათხელდა 0,5 მმ-0,3 მმ-მდე.

თანამედროვე მინანქარი ვერა-ნაირად ვერ პასუხობს ძველის მოთ-ხოვნებს. როგორც კი თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებულ მინან-ქარს სისქეს მოუმატებ, ემსგავსებიან პლასტმასებს და სიცოცხლეს კარ-გავენ. თანამედროვე ევროპული მინანქარი სიცოცხლისუნარიანი მხოლოდ უთხელეს ფენაშია. სწო-რედ ამით განსხვავდება უძველესი ქართული მინანქრისგან.

ვანის ნაქალაქარის არქე-ოლოგიური გათხებისას

1966 წელს აღმოაჩინეს რკინის დაფანჯრული კონუსური ფორმის ხუფი. ეს არქეოლოგებს ეგონათ სასაკმევლე სარიტუალო ნივთი, - მასში ცეცხლს დაანთებდნენ, კვამლი ამოვიდოდა და გარკვეულ კულტს ემსახურებოდა. ერმილე მაღრაძემ რომ თეოფილუსისგან აღწერილი რკინის მოსამინანქ-რებელი ხუფი დაამზადა, მისთ-ვის ნათელი გახდა, რომ ვანის ნაქალაქარის დროს აღმოჩენილი რკინის ხუფი სწორედ ტიხროვანი მინანქრის დამზადებისას ოქროს რჩილვისთვის გამოიყენებოდა.

ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ ამ ნივთმა ჩვენამდე მოაღწია. ეს არის საბუთი, რომ თექვსმეტი საუკუნით ადრე თეოფილუსამდე (მე-11- მე-12 საუკუნის მოღვაწეა), ძველი კოლხები ვანში აკეთებდ-

ნენ სარჩილ ოპერაციას ძვირფასი მეტალის დამუშავების დროს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მო-ნაპოვარი ჩვენი ერისთვის.

ერმილე მაღრაძე მარელისში დაიბადა და აღიზარდა. მა-

რელისის სკოლის მაშინდელი დი-რექტორის, გივი გოგოლაძისა და ხატვის მასწავლებლის ღუტუ ღონ-ღაძის რჩევით სწავლა სამხატვრო აკადემიაში გააგრძელა. შეისწავლა ქრისტიანული ხელოვნება. განვლო საკმაოდ რთული და საინტერესო მეცნიერული და შემოქმედებითი გზა. ერმილე მაღრაძე ხელოვნების მუზეუმის თანამშრომელი და საგან-ძურის განყოფილებაში ძვირფასი მეტალისა და მინის ტექნოლოგ-რესტავრატორია.

„ამ ღონისძიებით თითქოს გა-ვიზარდე, ავმაღლდი - სიამაყით განაცხადა ლამარა ციცქიშვილმა, ერმილე მაღრაძის ისტორიის მას-წავლებელმა მარელისის საშუალო სკოლაში, - უდიდეს სიხარულს განვიცდი. ჩემს თვალწინ გაიარა ერ-მიკოს ბავშვობამ. დღესაც თვალწინ მიდგას მარელისის სკოლაში შემო-სული ბუთხუზა, ლამაზი ბიჭი, ულა-მაზესი დედის გვერდით. ერმიკოს დედა - ეთერ ორჯონიკიძე თავისი პეწით, სილამაზით, კდემამოსილე-ბით გამოირჩეოდა. მან საუკეთესო შვილები აღზარდა. მადლობა ჩვენი სკოლის აღზრდილ ერმილე მაღ-რაძეს ასეთი წარმატებისთვის და ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმს - მშვენიერი ღონისძიებისთვის.

ერმილე მაღრაძეს გულთ-ბილად მიესალმა და მარე-

ლისელი მოსწავლეებისგან დამ-ზადებული ნაკეთობა უსახსოვრა მარელისის საჯარო სკოლის დი-რექტორმა ვერა ოდიკაძემ. კულ-ტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ კი აღნიშნა, რომ ერმილე მაღრაძე არის პატარა კუთხის ძა-ლიან დიდი წარმომადგენელი: „მე ბედნიერებითა და სიამაყით ავივსე, როცა მისგან დამზადებული მედა-ლიონი ვიხილე. მე სხვას არ ვიცნობ მისნაირ თავმდაბალ ხელოვანს.“

მუზეუმში ერმილე მაღრაძესთან შეხვედრაზე გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ ქედს იხრის მისი ტიტანური შრომის წინაშე. ხარაგაულში სამომავლოდ „საპატიო ხარაგაულელის“ წოდება დამკვიდრდება. გამგებელმა საზო-გადოებას მიმართა, რომ „საპატიო ხარაგაულელის“ წოდებაზე ერთ-ერთ უპირველეს კანდიდატად ერმილე მაღრაძეს განიხილავენ.

მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერმა ეკა შვე-ლიძემ იმედი გამოთქვა, რომ ერ-მილე მაღრაძესთან ხარაგაულე-ლების ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება.

ლაურა გოგოლაძე

ერმილე მაღრაძე „დაკარგული ტექნოლოგიების კვალდაკვალ - ტიხრული მინანქარი“

ხახულის კარედის ერთ-ერთი მედალიონის ერმილე მაღრაძისგან დამზადებული ასლი

Page 7: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb წარჩინებული ... · საკვირაო სკოლა გახსნა პროექტი „დიდი

7xtvb [fhfufekb14 თებერვალი, 2014 წ.

ზაზა გლუნჩაძე - ეს სახელი და გვარი სიამაყით გვავსებს არა მარტო შენი ოჯახის წევრებს, შვილო, ზაზა. შენ საამაყო ხარ ყველა ხარაგაულელისა და ქართველისთვის. შენ ის გმირი ხარ, 2008 წლის აგვისტოს ომს რომ შეეწი-რა. უშენოდ გადის დღეები, წლები... 11 თებერვალს 35 წელი შეგისრულდა. საფლავთან მოგილოცეთ... რა მწარეა წუთისოფელი.

როგორი ხალისიანი, მოსიყვარუ-ლე და ერთგული იყავი. უსაზღვროდ გვენატრები, ჩვენო ზაზა. სანუგეშოდ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ გმირულად დაღუპული შენი სახელი, ვიდრე ეს ქვეყანა იარსებებს, არასო-დეს მიეცემა დავიწყებას. ნათელში იყოს შენი ლამაზი სული.

მშობლები

მეუღლე მადონა სვანიძე, შვილი გიორგი, ძმები რეზო, რობერტი, ცო-ლისძმა მალხაზი, ცოლისდები მაია და მანანა, რძლები, ქვისლები, მამიდაშვი-ლები, დეიდაშვილები, ბიძაშვილები ოჯახებით ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

რობიზონ საშას ძე მაღრაძე.დაიკრძალა 13 თებერვალს დიდ-

ვაკეში.

დიდვაკეში მცხოვრები უახლოესი მეზობლები: კობა მაღრაძე, რამაზ კამკამიძე, თამაზ ტაბატაძე, დემური კოჩაძე, მალხაზი ციცხვაია, ჯემალი მაღლაკელიძე, მალხაზი მდივნიშვილი ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდა-იცვალარობიზონ მაღრაძე

და თანაუგრძნობენ განსვენებულის ოჯახს.

წიფის საჯარო სკოლის პედკო-ლექტივი და ტექპერსონალი თანა-ვუგრძნობთ წიფის საჯარო სკოლის პედაგოგს ცირა გუდაძეს მამამთილის

სიმონ კურტანიძისგარდაცვალების გამო.

გურამ, გულნაზი, ნანა, ნინო და დათო თაბუკაშვილები თანავუგრ-ძნობთ მწუხარებაში მაია, მარეხი და ჟორა ცუცქირიძეებს დედისა და მეუღლის

დალი ანდროს ას ჭიპაშვილისგარდაცვალების გამო.

ბორის საჯარო სკოლა-პანსიონის თანამშრომლები თანაუგრძნობენ ნანა ბერიძეს ბებიის

ნაზი ხიჯაკაძე - ჩაჩანიძისგარდაცვალების გამო.

დათო ბარბაქაძე ოჯახით თანაუგ-რძნობს მადონა სვანიძეს და გიორგი მაღრაძეს მეუღლისა და მამის

რობიზონ მაღრაძისგარდაცვალების გამო.

ვალერი კაპანაძე ოჯახით იუწყება, რომ გარდაიცვალა

ლევან კურტანიძედა თანაუგრძნობს განსვენებულის

ოჯახს.

ბორითის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და კლასის ხელმძღვანელი ელისო ბარბაქაძე თანაუგრძნობენ ამავე კლასის მოსწავლეს გიორგი კურტანიძის ბაბუის

ლევან კურტანიძისგარდაცვალებას და სამძიმარს უც-

ხადებენ განსვენებულიუს ოჯახს.

მარელისის საჯარო სკოლის მეექვ-სე კლასის მოსწავლეები და კლასის ხელმძღვანელი სამძიმარს უცხადებენ ამავე კლასის მოსწავლეს გიორგი მაღრაძეს მამის

რობიზონ მაღრაძისგარდაცვალების გამო და თანაუგრ-

ძნობენ განსვენებულის ოჯახს.

პტოლემეოს ფილადელფოსმა, რო-მელიც ქრისტესშობამდე 287-247 წლებში განაგებდა ეგვიპტეს, გადაწყვიტა, ბერძნუ-ლად ეთარგმნა იუდეველების საღმრთო წიგნები. ისრაელის თორმეტი ტომიდან ამოირჩა 6-6 მოხუცებული, რომელთაც იცოდნენ ბერძნული ენა. ისინი ფარო-სის კუნძულზე დასახლდნენ. ერთ-ერთ მოხუცებულს, სახელად სვიმეონს, ესაია წინასწარმეტყველის წიგნის თარგმნა ერგო. როცა იმ ადგილამდე მივიდა, „აჰა ესერა, მიუდგეს ქალწული და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემანუელ“, - სვიმეონი შეცბა -„როგორ შეიძლება, ქალწულმა მამაკაცის გარეშე შობოს ყრმაო“, - გაიფიქრა და დანა აიღო, რათა სიტყვა „ქალწული“ ამოეფხიკა და მის ნაცვლად „დედაკაცი“ ჩაეწერა. ამ დროს მას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და შეაჩერა: „სვიმეონ, გწამდეს რაც წერია და საკუთარი თვალით იხილავ, როგორ აღსრულდება ეს სიტყვები.“

გავიდა სამნახევარ საუკუნეზე მეტი წმიდა სვიმეონის ამ სოფელში ყოფნი-სა. ერთხელ მას აუწყა სულიწმინდამ: „აღდეგ, მოხუცებულო და მირბიოდე ტაძრად, რამეთუ მოვიდა გამტევებელი შენი.“ იმ დღეს მრავალ დედას მოჰყავდა ტაძრად ყრმა. წმინდა მარიამიც გამო-ჩნდა მართალ იოსებთან ერთად. მათ ორმოცი დღის იესო მოჰყავდათ. მოხუცი გაიქცა მისკენ და შესძახა: „გზა მომეცით, რაითა მივეახლო წმიდასა მას. ესე არს მხსნელი ისრაელისა!“ მიეახლა ყრმა იესოს, მიირქვა, მიიწვინა თავის მკლა-ვებზე და წარმოთქვა: „აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენი სამშვი-დობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი...“ წმინდა სვიმეონი მალევე გარდაიცვალა. გარდაიცვალნენ მართალნი ღვთისანი და აბრაამის წიაღ-ში განისვენეს. ისინი იყვნენ დასასრულნი სჯულისა და დასაბამნი მადლისა.

orthodoxy.ge-ს მიხედვით

ჩვენო საყვარელო ძმაო, ელდარ, უკვე 40 დღე გავიდა იმ ავადსახსენე-ბელი დღიდან, რაც ჩვენ დაგვტოვე. ეს დღე ჩვენთვის ყოველთვის სევდის და დარდის მომტანი იქნება. უსაზღვროა, ძმაო, შენი მონატრება. ძალიან გვიჭირს უშენოდ. გვენატრება შენი სითბო, კე-თილი გული. შენ კიდევ დიდხანს უნდა გეცოცხლა დედითაც დაობლებული გოგიტასთვის და თეონასთვის, დაკარ-გული კობასთვის. კობას მონატრება იმქვეყნად წაგყვა. ალბათ. უფლის ნება იყო, ოცი წლის წინ, დარეჯანიც იმ დღეს წავიდა ამ ქვეყნიდან, რომელ დღესაც შენ დაგვტოვე. ოცი წლის მანძილზე ბევრი გაჭირვება ნახე, მაგრამ შენი შვილებისთვის დედაც იყავი და მამაც. ძალიან გაამწარე მამა. კიდევ კარგი, დედა ვერ მოესწრო ამ უბედურებას.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ვიაროთ შენს საფლავზე და ვილოცოთ შენი სულისთ-ვის. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული, ჩვენო ძმაო ელდარ.

დები: ეთერი და ციალა დოღაძეები

ძმაო, ელდარ!

შობის ღამეს დიდი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს ოჯახში. ყველას თავზარი დაგვცა შენმა უეცარმა გარდა-ცვალებამ. რა ბედნიერი ოჯახი გვქონ-და, თითქოს ცა ჩამოგვექცა...

43 წელი განა რა დიდი დროა ისედაც ხანმოკლე წუთისოფელში. რამდენი ჩანაფიქრი დაგრჩა შეუსრულებელი. გვიმძიმს შენზე წარსულ დროში საუბარი. ჩვენი ნინო სიყვარულით შეირთე და

სანიმუშო ოჯახი შექმენით. ოცი წელი იცხოვრეთ ბედნიერად. წახვედი და დაგვტოვე ორი მარგალიტი - ანა და თორნიკე. როგორ გახარებდა ანას ყო-ველი წარმატება: ოქროს მედალი, სტუ-დენტობა, ფულადი ჯილდო. შრომობდი დღედაღამ, ძალ-ღონეს არ იშურებდი, რომ ცოლ-შვილისთვის არაფერი მო-გეკლო, შენს ჯანმრთელობას კი ვერ გაუფრთხილდი. გეგონა, ახალგაზრდას და ძლიერს ვერაფერი მოგერეოდა.

კეთილს, ალალს, ავ-კარგიანს, უწყინარს, იუმორით სავსეს, უბადლო თამადას ყველას მოკითხვა და პატი-ვისცემა გიყვარდა.

როგორ ვანუგეშოთ შენი უბედური დედა, შენი ცალად დარჩენილი ძმა და შენი საფიცარი ცოლ-შვილი! ყველას ასე ძალიან როგორ შეგვაყვარე თავი. ვერასოდეს ვერაფერი განკურნავს ჩვენს გულებში შენი არყოფნით გამო-წვეულ ტკივილსა და სევდას. ღვთის შეწევნით, დედისა და ახლობლების ხელშეწყობით, გააგრძელებენ შენი შვილები შენს დაწყებულ საქმეებს და არასოდეს შეარცხვენენ ვეფხვია გუდაძის სახელს. ისღა დაგვჩენია, ვილოცოთ შენი ლამაზი სულისთვის. უფალს კი ვთხოვოთ, სამუდამო სასუ-ფეველი დაგიმკვიდროს.

მოყვრები

ჩვენო ვეფხო!

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ზეციურ სასუფეველში გადასახლდი, მამა, ერთი ცრემლიანი და ტკივილიანი წელი. საუკეთესო მეუღლე, მამა, ძმა, ბაბუა და რაც მთავარია, ღირსეული ადამიანი დააკლდი სოფელს. უანგა-როდ და უშურველად თესდი სიკეთეს. ამიტომაც დატოვე ამქვეყნად პატიოსა-ნი, ალალმართალი კაცის სახელი.

ძალიან უჭირს უშენოდ დედას. მუ-დამ თვალცრემლიანი შესცქერის შენს სურათს. გვენატრები, განსაკუთრებით შენს საფიცარ გიოს და მარის, მუდამ დიდი სიყვარულით რომ იხსენებენ ბაბუას. სამწუხაროდ, შენი გარდა-ცვალების შემდეგ აგიხდა ყველაზე დიდი ოცნება - ჩვენს ოჯახში ჩვენი ფუძის ანგელოზი - ბარბარე დაიბადა და უფლის ნებით მალე კიდევ გვარის ორი გამგრძელებელი შეემატება ოჯახს, რომლებიც ღირსეულად გააგრ-

ძელებენ შენს გზას.უფალმა სასუფეველი დაგიმკვიდ-

როს, ჩვენო საამაყო მამაშვილები: ირაკლი, მამუკა, ნათია

ხიჯაკაძეები

გუგა ირაკლის ძე ხიჯაკაძის გახსენება

8 თებერვალს 66 წელი შეგის-რულდებოდა, ჩვენო საყვარელო მურთაზ. შენი დაბადების დღე უშე-

ნოდ აღვნიშნეთ. შენი არყოფნით გამოწვეულ ტკივილს ვერაფერი განკურნავს. დარდით და ცრემლით გადის დღეები. ყველას გვენატრები და გვაკლიხარ, ჩვენო კეთილო, უბოროტო და სათნო ადამიანო. გიყვარდა შენი ოჯახი, გულმართალი მამა და ბაბუა იყავი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დაბა-დების დღეს. ყოველთვის მოვალთ შენს საფლავზე. არ დაგივიწყებთ და უფალს ვთხოვთ, სამარადისო ცათა სასუფეველში დაამკვიდროს შენი სული. ჩვენს მიერ ანთებული სანთე-ლი გინათებდეს სამყოფელს, ჩვენო თბილო მურთაზ.

შენი მოსიყვარულე ცოლ-შვილი

გარდაიცვალა გამორჩეულად ძლიერი, პატიოსანი, მშრომელი, ძლიერი ოჯახის წინამძღოლი, რომე-ლიც მეუღლესთან, განათლებულ და ჭკვიან ადამიანთან, ნიჭიერ ინჟინერ-თან, ბიძინა თავზარაშვილთან ერთად წლების მანძილზე ეწეოდა ცხოვრების ჭაპანს. აღზარდეს ყველასათვის მა-გალითის მიმცემი და განთლებული სამი შვილი.

მეუღლის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ ქალბატონი ეთერი დაუღლე-ლად და გონიერად უძღვებოდა ოჯახს სიცოცხლის ბოლომდე, 97 წლის ასაკამდე. არ დატოვა საკუთარი კერა, მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა და შვილების თხოვნისა, გადასულიყო ქალაქში საცხოვრებლად მათთან ერთად. ვერაფერმა დააჩოქა და ვერ წააქცია, სიკვდილის გარდა.

ჩვენო ეთერი, შენი სახე, შენი ზოგჯერ მკაცრი და სამართლიანი,

ზოგჯერ იუმორით ნათქვამი, გულში ჩამწვდომი საუბარი, მოენატრება შენს შვილებს, შვილიშვილებს, მრავალ-რიცხოვან სანათესაოს.

გვჯერა, შენი შვილები და შვი-ლიშვილები გააგრძელებენ თქვენი ოჯახის ტრადიციას. დაღლილი წავიდა ამ ქვეყნიდან, თუმცა ისევ სჭირდებოდა თავის ოდა სახლს, ლამაზ კარმიდამოს.

ვილოცებთ, რომ შენი ძლიერი სული ნათელში ამყოფოს უფალმა, აგინთებთ სანთლებს, მსუბუქი იყოს შენს ძლიერ, მაგრამ ამჟამად ჩამქ-რალ გულზე დაყრილი საფლავის მიწა. ყოველთვის ტკბილად მოგი-გონებთ, ჩვენი ოჯახის საყვარელო ადამიანო. უფლის სხივი გიძღოდეს იმქვეყნიურ სასუფეველში.

დეიდაშვილი ლუკა გურგენიძე, ცისანა ფანცულაია, პაატა,

რუსუდან, ლაშა გურგენიძეები

ეთერი დევდარიანი -თავზარაშვილის ხსოვნას

ორმოცი ტკივილიანი დღე გავიდა შენი ამქვეყნიდან წასვლიდან. უკურ-ნებელმა სენმა წაგვართვა შენი თავი. უშენოდ მოგვიწევს შენს დაბადების დღეზე, 20 თებერვალს, შეკრება. 72 წლის გახდებოდი.

უაღრესად პატიოსანი და ალალ-მართალი იყავი, ჩვენო კუკური. ძა-ლიან დაგვწყვიტე გული. ნათელი დაადგეს შენ კეთილ სულს.

ნათელა არღუნაშვილის ოჯახი

კუკური პაქსაშვილის

გახსენება

უკვე ორმოცი დღე გავიდა, რაც სამუდამოდ გადასახლდი ცათა სასუ-ფეველში. მოუშუშებელი იარა, უსაზ-ღვრო ტკივილი და სევდა დაუტოვე შენს ოჯახს, თანამშრომლებსა და ახლობლებს.

მუდამ საიმედო დასაყრდენი, კე-თილი და მეგობრული დარჩები შენი თანამშრომლების მეხსიერებაში.

უფალს ვთხოვთ, ნათელში ამყო-ფოს შენი სპეტაკი სული. ჩვენს მიერ ანთებული სანთლები გინათებდეს სამარადისო სასუფეველს.

საღანძილის ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის,

ბიბლიოთეკის და ამბულატორის თანამშრომლები

ლია შარიქაძის მონატრება

11 თებერვალი შენი დაბადების დღეა. 65 წლის გახდებოდი, ის საბე-დისწერო დღე რომ არ დაგდგომოდა. შენი ახალგაზრდობა რაიონის სამ-სახურს შეალიე. შენზე დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრუ-ლებდი წლების მანძილზე. ერთად ვიზრდებოდით. რამდენი სიხარული ერთად გვაქვს განცდილი, რამდენი რამ შემიძლია მოვიგონო. 8 წელი დიალეზის გადასხმაზე იყავი კვირაში 3 დღე 4 საათი. სიკვდილს უყურებდი თვალებში, მაგრამ ოპერაციამ ერთ დღეში წაგვართვა შენი სული, შენს სულს ვენაცვალე. გაგანათლოს ღმერ-თმა სამარადისო სასუფეველში, სადაც განისვენებ.

შენი უსაყვარლესი დაიკო მარინა პაპიძე

დაბადების დღეს გილოცავ, დალი

„მოიხსენე, უფალო სული ლუკასი და დაამკვიდრე სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არცა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება საუკუნო“.

40 დღე გავიდა იმ ავადმოსაგონარი დღიდან, რაც ჩვენს გვერდით აღარ ხარ, ჩვენო ლუკა. მეხის გავარდნასავით მოულოდნელი იყო შენი ამქვეყნიდან უდროოდ წასვლა. მხოლოდ 5 წელი ახარებდი ჩვენს თვალსა და გულს. ამბობენ, უფალსაც საუკეთესონი უნდაო და, ალბათ, მართალია. შენ ხომ ყვე-ლასთვის საყვარელი და გასახარელი იყავი, ჩვენო დიდო მწუხარებავ და ტკივილო. არ ვიცი, რამ გადაგვატანინა ეს უბედურება. შენი მშობლებისთვის ეს ხომ მოუშუშებელი იარაა.

როგორც სიმღერა გიყვარდა „ჩამო-ვუქროლებ ჩემს საქართველოს...“ - ასე ჩაიქროლა შენმა ხუთმა წელმა.

40 დღეა, ცრემლი არ შეშრობია შენს მშობლებს. შენი სულისთვის დღედაღამ ლოცულობენ და მათი დანთებული სან-თელი გაგინათებს სამყოფელს, ჩვენო დიდო საყვარელო შვილო, ლუკა.

ყოველთვის მოგიგონებთ. სანთ-ლებს დაგინთებთ და ვილოცებთ შენი პატარა უმანკო სულისთვის. ღმერთმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი.

შენი გამწარებული ნელი ბებო ოჯახით

ლუკა შავიძის ტკივილიანი

გახსენებადაბადების დღეს გილოცავთ, ზაზა

მურთაზ იჩქიტიძის გახსენება

15 თებერვალს მირქმაა

Page 8: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb წარჩინებული ... · საკვირაო სკოლა გახსნა პროექტი „დიდი

8 xtvb [fhfufekb 14 თებერვალი, 2014 წ.

დ. ხარაგაული14.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +15ºC, ღამე +7ºC;15.02 - მოღრუბლულობა უნალექოდ,

დღე +14ºC, ღამე +8ºC;16.02 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +8ºC, ღამე +5ºC;17.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +7ºC, ღამე +5ºC;18.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +9ºC, ღამე +4ºC.

ბორითი14.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +13ºC, ღამე +6ºC;15.02 - მოღრუბლულობა უნალექოდ,

დღე +13ºC, ღამე +7ºC;16.02 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +7ºC, ღამე +5ºC;17.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +7ºC, ღამე +5ºC;18.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +9ºC, ღამე +4ºC.

კიცხი14.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +16ºC, ღამე +8ºC;15.02 - მოღრუბლულობა უნალექოდ,

დღე +15ºC, ღამე +8ºC;16.02 - მოღრუბლულობა ნალექით, დღე

+8ºC, ღამე +6ºC;

17.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა ნალექით, დღე +8ºC, ღამე +5ºC;

18.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ, დღე +10ºC, ღამე +5ºC.

მოლითი14.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +11ºC, ღამე +4ºC;15.02 - მოღრუბლულობა უნალექოდ,

დღე +12ºC, ღამე +4ºC;16.02 - მოღრუბლულობა ნალექით, დღე

+6ºC, ღამე +3ºC;17.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +6ºC, ღამე +3ºC;18.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +7ºC, ღამე +2ºC.

amindi

vsfdfhb htlfMNjhb

kfehf ujujkf't

redaqtoris moadgile

nino kapanaZe 593 35 65 80

თთთTamTa gogolaZe 555 57 45 78593 900 501

მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის №59

ტელ.: 0 433 22 16 27

593 900 501

[email protected]

გაზეთი რეგისტრ. №47/5-ბ-12

lfb,tzlf igc 3v,v gjkbuhfaib4

m8 mesfbcb ak. wereTlis q.1!(^

ntk8 %)) )% )^ (^Þ _ $3! @3 $% %$

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

რედკოლეგიის წევრები:სოფო ფერაძე, ანი ჭიპაშვილი, სალომე ბუხნიკაშვილი, გიორგი ლომიძე, ნინო ბლიაძე, ნინო მჭედლიძე, მარიამ მაქაძე, ანა გოლუბიანი, ნინო ქველიაშვილი, გვანცა ლომიძე, თიკო ლურსმანაშვილი, ხვიჩა ჭყოიძე

ხუმრობენ ხარაგაულელები

ნიკო დეკანოსიძე: -კაცს რომ ქორწილის დღეს დაგეძინება, ამაზე მეტი კურიოზი რა გინდა. მომავალი მეუღლის ოჯახს ვუთხარი, რომ შაბათს, ზუს-ტად სამ საათზე მივიდოდი, რადგან ხუთ საათზე ჩემთან მყავდა სტუმრები დაპატიჟებული. ეზოში მაყრად წამოსასვლელი ჩემი მეგობრები ქეიფობდ-ნენ. არ მინდოდა მაყარში ნასვამები წამოსულიყვნენ და გავეხუმრე, ცოტა დალიეთ-მეთქი. ლოგინზე წამოვწექი და... ჩამძინებია. რეკავს ტელეფონი. გამოვფხიზლდი. ოთხი საათი დაწყებულა. დედაჩემმა უპასუხა ტელეფონს. ლამარა რეკავდა, ხომ არ გადაიფიქრაო. წამოვხტი ფეხზე! რეზო ჯულაყიძის მანქანით წავედით.

ბაჩუკი გორგაძე: -უნი-ვერსიტეტში სწავლისას ჩემ-მა მეგობარმა გამომიარა. საღამოს ერთად გატარება გადავწყვიტეთ. მანამდე კი ლექციაზე შევყევი, - ჟურ-ნალში მაინც გავტარდებიო. სიის ამოკითხვის დროს ლექტორმა ვინმე დავით გობეჯიშვილი მოიკითხა. სტუდენტებმა სასწრაფოდ ამაყენეს ფეხზე. ლექტორმა უამრავი შეკითხვა მომაყარა. მე გაოგნებული ვდგავარ. ჩემს მაგივრად მთელი ჯგუ-ფი პასუხობს, რომ ვმუშაობ რომელიღაც არასაუწყებო დაცვაში და ლექციებს იმი-ტომ ვაცდენ, რომ იქაც სა-ღამოს მიხდება მუშაობა და აქაც საღამოსაა ლექციები. თურმე არცერთი დასწრება არ ჰქონია გობეჯიშვილს. ქიმიის ლექციაა. ჩაათავა თუ არა სიის ამოკითხვა, ლექტორმა გამომიძახა, - აბა, რა იცი ქიმიაშიო. ეს ჩემთვის ნამდვილად არ იყო პრობლემა. უამრავი შეკითხვა დამისვა. სამჯერ გავავსე და გავასუფთავე დაფა. ჯერ ისეც კარგად ვიცოდი და მიყვარდა ქიმია და ახლა უფრო მოვინდომე. ლექტორი ჩემს მიმართ იმდენად სიმპატიურად განეწყო, რომ თურმე, დავით გობეჯიშვილმა, რომელიც არც შემდეგ გამოჩენილა ლექციებზე, გამოცდაზე გაუსვლელად მიიღო ჩათვლა.

ნიკო დეკანოსიძე: -კულტურის გან-ყოფილების მაშინდელმა გამგე შოთა რობაქიძემ კულტურის სამინისტროს საფინანსო განყოფილებაში გამატანა დოკუმენტები. უნდა ჩამებარებინა, მივლინებაზე ბეჭედს დამირტყამდნენ და დავბრუნდებოდი ხარაგაულში. სა-მინისტროდან გამოსულს რუთაველზე ჯგუფელები შემხვდნენ. წავედით სად-გურთან ახლოს რესტორან „კოლხეთ-ში.“ იმ ღამეს დავრჩით სასტუმროში. აქ თურმე შოთა რობაქიძე იკლავს თავს, - ბოვში თბილისში გავაგზავნე და აღარ მოდისო. ხარაგაულში დარეკვა მაშინ ძალიან ჭირდა.

მეორე დღეს გამოვედით მეგობრები სადგურზე. დგას ხაშურის მატარებელი. მეგობრებთან საუბარში ისე გავერთე,

რომ ის მატარებელი წამოსულა და მეორე ჩამომდგარა. შევედი ვაგონში,- მგონია, ხაშურში მივდივარ და ამოვყავი თავი გურჯაანში. გზაში დაღამდა... ვერ ვცნობ სადგურებს - არც ქარელია, არც ოსიაური. ვფიქრობ, ნეტა სად მივდივარ, თან ხმას ვერ ვიღებ. ჩავედი გურჯაანში. ღამე სასტუმროში გა-ვათენე. მეორე დღეს ადრიანად დავბრუნდი თბილისში. სადგურზე უკვე ნამდვილად ხაშურის მატარებელში ჩავჯექი. გზაში ჩამძინებია. მაღვიძებს გამცილებელი და ბილეთს მთხოვს. მივაწოდე და მეუბნება; - ესა, ძმაო, გაიგე შენა, ხაშურამდეა, აქა ბორჯომია. ხუთი მანეთით დამაჯარიმეს. დავუწყე ჩხუბი, რატომ არ გამაღვიძეთ ხაშურში-მეთქი. ამ ჩხუბსა და აყალმაყალზე მოვიდა მილიცია და ჩამიყვანეს ბორჯომის მილიციის განყოფილებაში. მილიციის უფროსი, ომარ გელაშვილი მეგობრობდა ბიძაჩემთან, რომელიც მეურნეობის უფროსი გახლდათ ბაკურიანში. მილიციის უფროსმა მითხრა, - აი, სწორედ ახლა მივდივარ ბიძაშენთანო და თან წამიყვანა. მოკლედ, თბილისში ერთი ფურცლის ჩატანას და იქედან ჩამოსვლას ერთი კვირა მოვუნდი.

წიფის საჯარო სკოლის პედაგოგს ლამარა ლომსაძეს ვულოცავთ ნა-ნატრი შვილიშვილი, ანა ლომსაძის, დაბადებას. ვუსურვებთ პატარა ანას ჯანმრთელობას, სიკეთეს, სიხარულს, ბედნიერ მომავალს და ღირსეულ ქართველ ქალად აღზრდას.

წიფის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და ტექპერსონალი

ჩვენს უფროს ძმას მურადი ჩადუ-ნელს ვულოცავთ მეექვსე შვილიშვი-ლის შეძენას. ვუსურვებთ ახალგაზრდა მშობლებს გურამსა და იაკოს პირველი შვილის ნიაკოს გაზრდას, ჯანმრთელო-ბას, კარგ ქართველ ქალობას, ულევ სიხარულს და ღვთის მფარველობას.და ნანული, ძმები ზურაბი და გოჩა

ჩადუნლები ოჯახებით

დაბადების დღეს ვულოცავთ თათია კალანდაძეს. ვუსურვებთ ხანგრძლივ და ბედნიერ მომავალს, გფარავდეს ღმერთი.

ბებია გულნაზი, დეიდა ნანა, ბიძა დათო, ბიძაშვილები თემური და

სანდრო თაბუკაშვილები

ვულოცავთ ჩვენს უსაყვარლეს ბებოს ქეთევან ჩაჩანიძეს დაბადების 100 წლის იუბილეს. გვიხარია და გვეამაყება, რომ არსებობ, ქეთო ბებო. დიდი სურვილი გვაქვს, კიდევ დიდ-ხანს იცოცხლო და გაალამაზო ჩვენი ცხოვრება.

შვილთაშვილიშვილები: გიორგი, მარიამ, გვანცა ჩაჩანიძეები,

დავით და ანა მაჭავარიანები

ჩემს უსაყვარლეს შვილიშვილებს ელენე ტალახაძეს და მარი თეთრა-ძეს ვულოცავ დაბადების ულამაზეს დღეს. ჩემო ძვირფასებო, გისურვებთ ჯანმრთელობას. უფლის მადლი და ძალა გფარავდეთ თქვენს საყვარელ მშობლებთან ერთად.

თქვენი ბებო ნუშა ტალახაძე

ვულოცავთ ჩვენს საუკეთესო მე-ზობელს ეთერ (მარიკა) ზიბზიბაძეს დაბადების დღეს. ვუსურვებთ ჯანმრ-თელობას, სიხარულს, ბედნიერებას თავის საყვარელ ქმარ-შვილთან და ოჯახის წევრებთან ერთად. მუდამ ფარავდეს უფლის კალთა.

რუსიკო კუპრაძე ოჯახით

ვულოცავთ ჩვენს თანამშრომელს მზევინარ ბოგვერაძეს ბედნიერებას. ვუსურვებთ მეუღლესთან აჩიკო ოქ-რომჭედლიძესთან ერთად ლამაზი ქართული ოჯახის შექმნას და შვილ-თა სიმრავლეს.

ხარაგაულის №1 საბავშვო ბაღის თანამშრომლები

ვულოცავთ ნანა კიკნაძეს და გია თავზარაშვილს შვილების პაკოსა და გვანცას ბედნიერებას. ვუსურვებთ ახალშეუღლებულებს ჯანმრთელო-ბას, ღვთის წყალობას, მომრავლებას და ბედნიერ ცხოვრებას.

ნინო, ქეთინო, თამრიკო, ტატო თავზარაშვილები ოჯახებით

დაბადების 100 წლის იუბილეს ვულოცავთ სოფელ ხიდარში მცხოვ-რებ უხუცეს ადამიანს, ჩვენი უბნის მემატიანეს, ქართველი ქალის ყველა ღირსების მატარებელ ქალბატონ ქეთევან ჩაჩანიძეს.

ჩვენო საყვარელო ქეთევან, შენ 100 წელი იცხოვრე ამ ქვეყანაზე და უდიდესი ცხოვრებისეული გამო-ცდილებით მუდამ ჩვენს გვერდით დგახარ. შენგან ვისწავლეთ, რო-გორი უნდა იყოს ღირსეული დედა, მეუღლე, დედამთილი, მოსიყვარუ-ლე ბებია.

გისურვებთ კიდევ მრავალი წელი შერჩენოდეს შენი ცხოვრების კალენ-დარს. იხარე შენს ოთხ თაობასთან ერთად. ღმერთი იყოს შენი და შენი დიდი ოჯახის მფარველი.

მეზობლები

ვულოცავთ მარელისის საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ ვერა ოდიკაძეს გამოცდების წარმა-ტებით ჩაბარებას. ვუსურვებთ წარმა-ტებებს ცხოვრებაში.მარელისის საჯარო სკოლის მე-11

კლასის მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელი ნინო ცისკაძე

ვულოცავთ საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის წარმატებით გადალახვას იზოლდა ოკრიბე-ლაშვილს. ვუსურვებთ მას შემდგომ წარმატებებს.

ბაზალეთის საჯარო სკოლის კოლექტივი

ვულოცავ დავით და ბესიკო კა-ლანდაძეებს დაბადების დღეს. იყა-ვით ჯანმრთელები და ბედნიერები თქვენს მშობლებთან ერთად

ბებია მაგული, ბიძა კახაბერ კალანდაძე ოჯახით

ვულოცავთ მერაბი ტალახაძეს ბედნიერებას. ვუსურვებთ მეუღლეს-თან, ვერიკო ბარბაქაძესთან, ერ-თად ულევ სიყვარულს, სიხარულს, ლამაზი ქართული ოჯახის შექმნას და შვილთა სიმრავლეს.

მოლითის ტერიტორიული ორგანოს, ბიბლიოთეკისა

და დეპუტატის ბიუროს თანამშრომლები

ვულოცავთ ღირსეულ ხარაგა-ულელს, ყველასათვის საყვარელ პიროვნებას, თავისი საქმის უბადლო სპეციალისტს, ძვირფასი ოჯახის მამას და მეუღლეს ზაზა ლურს-მანაშვილს დაბადების დღეს. ვუ-სურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, წარმატებებს, ულევ სიყ-ვარულსა და სიხარულს კეთილის მსურველ ადამიანებთან ერთად. მუდამ ფარავდეს უფლის მადლი თქვენ საყვარელ ოჯახს.

ივ. აბაშიძის სახელობის კულტურის ცენტრის

თანამშრომლები

დაბადების დღეს ვულოცავთ ჩვენს საყვარელ თანამშრომელს გიორგი ჭიპაშვილს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს, სიყ-ვარულს, საუკეთესო მომავალს თავის საყვარელ დედიკოსთან და დედმამიშვილთან ერთად. ღვთის წყალობა და სიხარული არ მოგკ-ლებოდეთ.

ივ. აბაშიძის სახელობის კულტურის ცენტრის

თანამშრომლები

ვულოცავთ ნინო ლურსმანაშ-ვილსა და ალეკო ავალიშვილს პირველი შვილის შეძენას. ვუსურ-ვებთ პატარა დავითს ჯანმრთელო-ბას, სიხარულს და უღრუბლო ზეცას.ხარაგაულის №1 საბავშვო ბაღის

თანამშრომლები

იყიდებაიყიდება ორსართულიანი სახლი

პატარა ხარაგაულში, გლუნჩაძის ქ. #17 (ყოფილი მშვიდობის ქუჩა), 200 მ2 ფართი ხეხილიანი ეზოთი; ასევე სამოსახლო 180 მ2 ფართით და ორო-თახიანი სახლით, ბელეტაჟზე. შესაძ-ლებელია ერთად ან ცალ-ცალკე გა-ყიდვა. მსურველები დაგვიკავშირდით ტელეფონით 551 00 79 94 (თიკო).

მადლობა ყურადღებისთვისმინდა დიდი მადლობა გადავუხადო

ექიმ ნანი არევაძეს, ექთან ტატო ბერა-ძეს და მძღოლს ტარიელ მანჯავიძეს იმ ყურადღებისა და გულისხმიერებისთ-ვის, რაც მათ ჩემს მიმართ გამოიჩინეს. დღის და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, როცა არ უნდა ვუხმოთ, ყოველთვის მზად არიან, დაეხმარონ ავადმყოფს.

ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძ-ლიეროთ თქვენს ოჯახებთან ერთად.

საშა ბარბაქაძე

ხარაგაულში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 10 თებერვლიდან ამოქმედდა ინკუბატორი. ინკუბატორის წარმომადგენლის, რამაზ წიწილაშვილის ინფორმაციით, კვერცხები მიიღება ყოველდღე. ერთი კვერცხის საფასურია 25 თეთრი. თანხა უნდა გადაიხადოთ წიწილების გამოჩეკვის შემდეგ. „მაქსიმალურად ვიცავთ უსაფრთხოებას. შევიძინეთ მეორე გენერატორი, რომ ელექტროენერგიის გამორთვამ არ დაგვაზარალოს. ასევე გვყავს სპეციალისტი და მექანიკოსი“, - ამბობს რამაზ წიწილაშვილი.

რამაზ წიწილაშვილმა განმარტა, რომ შეკვეთის შემთხვევაში შესაძლებე-ლია უკვე გამოჩეკილი წიწილების რეალიზაციაც. ქათმის კვერცხის გარდა მიიღება იხვის კვერცხიც.

ინკუბატორში ჩასაბა-რებლად აუცილებელია ნამამლი - განაყოფი-ერებული, სითბოში შე-ნახული კვერცხი.

ხარაგაულში ინკუბატორი ამოქმედდა

***

***

***

*** ***

***

***

******

***

***

***

***