8
მე-7 გვ. @@ ST,THDFKB7 GFHFCRTDB @_!# O8 >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb #7 (530) www.chemikharagauli.com რა გაკეთდა შარშან დ. ხარაგაულში და რა პრობლემებია გადასაწყვეტი 2 გვ. რას გვიქადის ცვლილებები შრომის კოდექსში მოსწავლეთა გაზეთი „იმედი ხვალის” სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების მსურველი მასწავლებლები 28 თებერვლის ჩათვლით უნდა დარეგისტრირდნენ 2 გვ. 3-6 გვ. 7 გვ. 18 თებერვალს ხარაგაულის მუნიცი- პალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს: 1. დაბა ხარაგაულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის, გოგი თხე- ლიძის, ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ; 2. შპს „ხარაგაული - 2011”-ის ხელმძღ- ვანელის, გოჩა მანჯავიძის, ინფორმაცია მიმდინარე წელს საგაზაფხულო სამუ- შაოებისათვის მზადების მდგომარეობის შესახებ; 3. საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლო- ბელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებელი მუდმივმოქმედი კომისიის (თავმჯდომარე პავლე გორგაძე) მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია; 4. საკრებულოს 2011 წლის 3 იანვრის №6 განკარგულებაში „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის გაზეთ „ახალი ხარაგაულის” შექმნის შესახებ” ცვლილების შეტანის საკითხი; 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 აგვისტოს N17 და 6 სექტემბრის N25 დადგენილებებში - ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ და „ხა- რაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის შესახებ; 7. საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი”–ს დაფუძნების შესახებ; 8. საბიუჯეტო ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტში; 9. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის, მომართვა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისადმი. დღეს ნომერშია საკრებულოს ბიუროს სხდომაზე „დღევანდელი აქცია შედეგიანი აღმო- ჩნდა. მოსახლეობის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია: შეწყდა ნარჩე- ნების დაყრა სოფლის საძოვარზე და მშენებელმა ორგანიზაციამ დაიწყო გზის შეკეთება,” - აღნიშნა არასამთავ- რობო ორგანიზაცია „სხივის” ხელმძღ- ვანელმა იზა ვეფხვაძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთში მოსახლეობის საპროტესტო აქციის შემდეგ. სოფელ ბაზალეთის, ქროლისა და ღარიხევის მაცხოვრებლებმა 20 თებერვალს რკინიგზის ახალი მაგისტ- რალის მშენებლობით გამოწვეული უმძიმესი ეკოლოგიური მდგომარეობა გააპროტესტეს. აქციის გამართვის შე- სახებ გადაწყვეტილება მოსახლეობამ 19 თებერვალს მიიღო. აღსანიშნავია, რომ ა/ო „სხივი” ახორ- ციელებს პროექტს „ჩვენ ვიცავთ ჩვენს უფლებებს - მშენებლობა ეკოლოგიური რისკების გარეშე.” პროექტი ეხება ჩქა- როსნული სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის არეალში მოხვედრილი მოსახლეობის ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას იმ ეკოლოგიურ საფრთხეებზე, რომელიც უკვე გამოიწვია და სამომავლოდ კვლავ შეიძლება გამოიწვიოს ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზის მშენებლობამ. პროექ- ტის ფარგლებში ბაზალეთის, ღარიხევისა და ქროლის მოსახლეობას პროექტის ექსპერტი თემურ კეპულაძე 19 თებერ- ვალს შეხვდა. შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯ- დომარე აკაკი მაჭავარიანი, გამგებლის მოადგილე ლაშა ნიქაცაძე და სხვა ხელ- მძღვანელი პირები ესწრებოდნენ. თემურ კეპულაძისგან დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ, საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, მოსახლეობამ გადაწყვიტა, საპროტესტო აქცია მოეწყო. „გვირაბის აფეთქების შემდეგ ნარჩენი იყრება სოფლის საძოვარზე. ამოივსო ხე- ობა, სადაც ღელე ჩაედინება. გაზაფხულზე ღელის ადიდებამ შეიძლება სავალალო შედეგი გამოიღოს. სრულად განადგურებუ- ლია სოფლისკენ მიმავალი გზა. მანქანითაც კი შეუძლებელია გავლა ტალახში,” - აღ- ნიშნავენ სოფლის მაცხოვრებლები. „ამ პრობლემის შესწავლისას ჩემთ- ვის კიდევ უფრო ნათელი გახდა ხელი- სუფლების დამოკიდებულება გარემოს- დაცვითი საკითხებისადმი, - აღნიშნა შეხვედრაზე თემურ კეპულაძემ, - სახელმწიფომ გაისტუმრა სახელფა- სო და საპენსიო დავალიანება, მაგრამ ვერასდროს გავისტუმრებთ იმ ვალს, რომელსაც ბუნებისგან ვიღებთ. გარემოს დაცვის სამინისტრომ ისე გასცა საექს- პერტო დასკვნა 2011 წლის 10 ივნისს, რომ მშენებლობის დეტალური პროექტი არ არსებობდა. გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის განხილვისას „საქართველოს რკინიგზა” გვპირდებო- და, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.” თემურ კეპულაძის ინფორმაციით, გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის პირობების მეხუ- თე პუნქტში წერია, რომ სამშენებლო დერეფნის გარეთ ბანაკების ადგილმდე- ბარეობა უნდა შეთანხმეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან. სამ- შენებლო დერეფნებისა და ბანაკების მოშ- ლის შემდეგ კი ადგილი უნდა დაუბრუნ- დეს პირვანდელ მდგომარეობას. ასეთი შეთანხმება ადგილობრივ ხარაგაულის თვითმმართველობასთან არ არსებობს. მერვე პუნქტში აღნიშნულია, რომ ნარ- ჩენების უსაფრთხო მართვის გეგმა უნდა წარედგინოს გარემოს დაცვის სამინისტ- როს, მაგრამ რა უნდა ქნას ამის შემდეგ სამინისტრომ, არ არის განსაზღვრული. ნარჩენების დროებითი განთავსებისთ- ვის აუცილებელია შესაბამისი ნებართვა. ვინ მიიღო გადაწყვეტილება კონკრეტულ ადგილზე ნარჩენების დაყრის, - ესაა საინტერესო, - ამბობს თემურ კეპულაძე და აღნიშნავს, რომ მშენებლობის დროს გარემოსდაცვითი მოთხოვნები უგულვე- ბელყოფილია. პროექტის ექსპერტმა პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზად საზოგა- დოების აქტიურობა დაასახელა არა იმ მოთხოვნით, რომ ახალი სარკინიგზო მაგისტრალი არ აშენდეს, არამედ აშენ- დეს ისე, როგორც ეს ხდება ევროპაში. „აუცილებელია გამოიყოს თანხა და ჩატარდეს ექსპერტების მიერ მონიტო- რინგი, რამდენად სწორად მიმდინარეობს ჩქაროსნული რკინიგზის მშენებლობის პროცესი. შედეგები წარედგინოს პარლა- მენტის გარემოს დაცვის კომიტეტს, რო- მელმაც უნდა იმსჯელოს ამ საკითხებზე.” არემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თამუნა შარაშიძე ამბობს, რომ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გარე- მოს დაცვის სამინისტრომ ჩქაროსნული რკინიგზის მშენებლობაზე ინსპექტირება განახორციელა. „კომპლექსურად შე- მოწმდა ტერიტორია როგორც ზიანის მიყენების, ისე გარემოს დაცვის კუთხით. სამართალდარღვევის ოქმი გადაეგზავნა სასამართლოს. ამჟამად სამინისტრომ დამატებით გაგზავნა სასამართლოში დოკუმენტები და ითხოვს სისხლის სა- მართლის პასუხისმგებლობის დაკისრე- ბას, რადგან რკინიგზის დეპარტამენტმა ეკოლოგიური ექსპერტიზის პირობები დაარღვია და ამის გამო ზარალი სო- ლიდურია. სამინისტრო საქართველოს რკინიგზას ზარალის ანაზღაურებას და კონკრეტული ადგილებისთვის პირვანდე- ლი სახის დაბრუნებას თხოვს,” - ამბობს თამუნა შარაშიძე. კინიგზის დეპარტამენტის ინფ- რასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი აკაკი საღირაშვილი განმარტავს, რომ იძებნება ალტერნატი- ული ადგილი ნარჩენების განსათავსებლად და ყველაფერი კანონმდებლობის შესაბა- მისად მოხდება. მისივე თქმით, წერილები უკვე გადაეგზავნა შესაბამის უწყებებს. არაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე აკა- კი მაჭავარიანი ამბობს, რომ თვითმ- მართველობამ რამდენჯერმე შესთავაზა მშენებელ ორგანიზაციას და რკინიგზის დეპარტამენტს ნარჩენების განსათავსებ- ლად ორი ალტერნატიული ადგილი. „ჩვე- ნი შეთავაზება დღესაც ძალაშია, - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე, - კარგია, რომ ჩქაროსნული რკინიგზა შენდება, მაგრამ არ უნდა დაზარალდეს სოფლის მოსახლეობა და გარემო.” ნინო კაპანაძე მშენებლობის დროს გარემოსდაცვითი მოთხოვნები უგულვებელყოფილია ბოლო 10 დღის განმავლობაში განვით- რებული პოლიტიკური მოვლენების ერთი ნაწილი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობ- და და საზოგადოებას ინფორმაციის მხოლოდ ნაწილი მიეწოდებოდა. ეს აუცილებელი იყო ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესის წარმატებისთვის. დღეისათვის მოლაპარა- კების პროცესში შექმნილი ვითარებიდან და საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებლად ვთვლი გავაკე- თო ეს განცხადება. რამდენიმე დღის ინტენსიური მუ- შაობის შემდეგ ოპოზიციასთან მიღწე- ული იქნა შეთანხმება კონსტიტუციური ცვლილებების ყველა საკითხზე. მაგრამ ამ შეთანხმების რეალიზაციაზე ნაცი- ონალურმა მოძრაობამ უარი განაცხადა ბოლო მომენტში წამოჭრილ სხვა სა- კითხზე - საჯარო მოხელეთა ამნისტიის ფორმაზე და შინაარსზე - შეთანხმების ვერ მიღწევის გამო. მიუხედავად ამისა, მინდა მადლობა გადავუხადო მოლაპარაკების პროცესში მონაწილე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს, რომლებიც სათანადო მონდომებითა და კეთილსინდისიერებით ეკი- დებოდნენ საპასუხისმგებლო და მძიმე საქმეს. ამ ეტაპზე მოლაპარაკებების სასურველი შედეგით ვერ დასრულებაში უშუალოდ მათი წვლილი მინიმალურია. იმედს ვიტოვებ, რომ ახლო მომავალში უფრო პროდუქტიულად ვითანამშრომლებთ. მოვლენები კი ასე განვითარდა: რა შევთავაზეთ ნაციონალურ მოძრაობას (27 დეკემბერი): კონსტიტუციიდან იმ ნორმის ამოღება, რომლითაც პრეზიდენტს შეუძ- ლია მთავრობის ერთპიროვნულად შექმნა პარლამენტის თანხმობის გარეშე. რა შემოგვთავაზეს და რაზე დავთანხმდით (15 თებერვალი): შეთანხმებული კონსტიტუცი- ური ცვლილებების შემდეგ ნებისმიერი სხვა კონსტიტუციური ცვლილებისათ- ვის საჭირო კვორუმის გაზრდა 2/3-დან 3/4-მდე. საგარეო პოლიტიკური საკით- ხების კონსტიტუციაში ჩაწერა იმ სახით და იმ ფორმით, რასაც თავად შემოგვ- თავაზებდნენ. პარლამენტის ადგილსამყო- ფელის თაობაზე ინიცირებული კონსტი- ტუციური ცვლილებისთვის კენჭისყრის გადადება წლის ბოლომდე. კონსტიტუციის 2010 წლის მო- დელის მხოლოდ ნაწილის ამოქმედება ისე, რომ პრეზიდენტს ვადის ამოწურვამდე დარჩენო- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb მშენებლობის დროს ... · მე-7 გვ. @@ st,thdfkb7 gfhfcrtdb @_!# o8 (530) >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb

  • Upload
    others

  • View
    2

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb მშენებლობის დროს ... · მე-7 გვ. @@ st,thdfkb7 gfhfcrtdb @_!# o8 (530) >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb

მე-7 გვ.

@@ st,thdfkb7 gfhfcrtdb @_!# o8 >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb#7 (530)

www.chemikharagauli.com

რა გაკეთდა შარშან

დ. ხარაგაულში და

რა პრობლემებია

გადასაწყვეტი 2 გვ.

რას გვიქადის ცვლილებები შრომის კოდექსში

მოსწავლეთა გაზეთი „იმედი ხვალის”

სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების მსურველი მასწავლებლები 28 თებერვლის ჩათვლით უნდა დარეგისტრირდნენ

2 გვ.

3-6 გვ.

7 გვ.

18 თებერვალს ხარაგაულის მუნიცი-პალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს:

1. დაბა ხარაგაულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის, გოგი თხე-ლიძის, ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ;

2. შპს „ხარაგაული - 2011”-ის ხელმძღ-ვანელის, გოჩა მანჯავიძის, ინფორმაცია მიმდინარე წელს საგაზაფხულო სამუ-შაოებისათვის მზადების მდგომარეობის შესახებ;

3. საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლო-ბელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებელი მუდმივმოქმედი კომისიის (თავმჯდომარე პავლე გორგაძე) მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია;

4. საკრებულოს 2011 წლის 3 იანვრის №6 განკარგულებაში „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის გაზეთ „ახალი ხარაგაულის” შექმნის შესახებ” ცვლილების შეტანის საკითხი;

5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 აგვისტოს N17 და 6 სექტემბრის N25 დადგენილებებში - ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ და „ხა-რაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის შესახებ;

7 . ს ა კ რ ე ბ უ ლ ო ს ფ რ ა ქ ც ი ა „თავისუფალი”–ს დაფუძნების შესახებ;

8. საბიუჯეტო ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტში;

9. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის, მომართვა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისადმი.

დღეს ნომერშია

საკრებულოს ბიუროს სხდომაზე

„დღევანდელი აქცია შედეგიანი აღმო-ჩნდა. მოსახლეობის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია: შეწყდა ნარჩე-ნების დაყრა სოფლის საძოვარზე და მშენებელმა ორგანიზაციამ დაიწყო გზის შეკეთება,” - აღნიშნა არასამთავ-რობო ორგანიზაცია „სხივის” ხელმძღ-ვანელმა იზა ვეფხვაძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთში მოსახლეობის საპროტესტო აქციის შემდეგ. სოფელ ბაზალეთის, ქროლისა და ღარიხევის მაცხოვრებლებმა 20 თებერვალს რკინიგზის ახალი მაგისტ-რალის მშენებლობით გამოწვეული უმძიმესი ეკოლოგიური მდგომარეობა გააპროტესტეს. აქციის გამართვის შე-სახებ გადაწყვეტილება მოსახლეობამ 19 თებერვალს მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ა/ო „სხივი” ახორ-ციელებს პროექტს „ჩვენ ვიცავთ ჩვენს უფლებებს - მშენებლობა ეკოლოგიური რისკების გარეშე.” პროექტი ეხება ჩქა-როსნული სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის არეალში მოხვედრილი მოსახლეობის ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას იმ ეკოლოგიურ საფრთხეებზე, რომელიც უკვე გამოიწვია და სამომავლოდ კვლავ შეიძლება გამოიწვიოს ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზის მშენებლობამ. პროექ-ტის ფარგლებში ბაზალეთის, ღარიხევისა და ქროლის მოსახლეობას პროექტის ექსპერტი თემურ კეპულაძე 19 თებერ-ვალს შეხვდა. შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯ-დომარე აკაკი მაჭავარიანი, გამგებლის მოადგილე ლაშა ნიქაცაძე და სხვა ხელ-მძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

თემურ კეპულაძისგან დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ, საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, მოსახლეობამ გადაწყვიტა, საპროტესტო აქცია მოეწყო.

„გვირაბის აფეთქების შემდეგ ნარჩენი იყრება სოფლის საძოვარზე. ამოივსო ხე-ობა, სადაც ღელე ჩაედინება. გაზაფხულზე ღელის ადიდებამ შეიძლება სავალალო შედეგი გამოიღოს. სრულად განადგურებუ-ლია სოფლისკენ მიმავალი გზა. მანქანითაც კი შეუძლებელია გავლა ტალახში,” - აღ-ნიშნავენ სოფლის მაცხოვრებლები.

„ამ პრობლემის შესწავლისას ჩემთ-ვის კიდევ უფრო ნათელი გახდა ხელი-სუფლების დამოკიდებულება გარემოს-დაცვითი საკითხებისადმი, - აღნიშნა შეხვედრაზე თემურ კეპულაძემ, - სახელმწიფომ გაისტუმრა სახელფა-სო და საპენსიო დავალიანება, მაგრამ ვერასდროს გავისტუმრებთ იმ ვალს, რომელსაც ბუნებისგან ვიღებთ. გარემოს

დაცვის სამინისტრომ ისე გასცა საექს-პერტო დასკვნა 2011 წლის 10 ივნისს, რომ მშენებლობის დეტალური პროექტი არ არსებობდა. გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის განხილვისას „საქართველოს რკინიგზა” გვპირდებო-და, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.”

თემურ კეპულაძის ინფორმაციით, გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის პირობების მეხუ-თე პუნქტში წერია, რომ სამშენებლო დერეფნის გარეთ ბანაკების ადგილმდე-ბარეობა უნდა შეთანხმეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან. სამ-შენებლო დერეფნებისა და ბანაკების მოშ-ლის შემდეგ კი ადგილი უნდა დაუბრუნ-დეს პირვანდელ მდგომარეობას. ასეთი შეთანხმება ადგილობრივ ხარაგაულის თვითმმართველობასთან არ არსებობს.

მერვე პუნქტში აღნიშნულია, რომ ნარ-ჩენების უსაფრთხო მართვის გეგმა უნდა წარედგინოს გარემოს დაცვის სამინისტ-როს, მაგრამ რა უნდა ქნას ამის შემდეგ სამინისტრომ, არ არის განსაზღვრული.

ნარჩენების დროებითი განთავსებისთ-ვის აუცილებელია შესაბამისი ნებართვა. ვინ მიიღო გადაწყვეტილება კონკრეტულ ადგილზე ნარჩენების დაყრის, - ესაა საინტერესო, - ამბობს თემურ კეპულაძე და აღნიშნავს, რომ მშენებლობის დროს

გარემოსდაცვითი მოთხოვნები უგულვე-ბელყოფილია.

პროექტის ექსპერტმა პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზად საზოგა-დოების აქტიურობა დაასახელა არა იმ მოთხოვნით, რომ ახალი სარკინიგზო მაგისტრალი არ აშენდეს, არამედ აშენ-დეს ისე, როგორც ეს ხდება ევროპაში. „აუცილებელია გამოიყოს თანხა და ჩატარდეს ექსპერტების მიერ მონიტო-რინგი, რამდენად სწორად მიმდინარეობს ჩქაროსნული რკინიგზის მშენებლობის პროცესი. შედეგები წარედგინოს პარლა-მენტის გარემოს დაცვის კომიტეტს, რო-მელმაც უნდა იმსჯელოს ამ საკითხებზე.”

გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა

და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თამუნა შარაშიძე ამბობს, რომ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გარე-მოს დაცვის სამინისტრომ ჩქაროსნული რკინიგზის მშენებლობაზე ინსპექტირება განახორციელა. „კომპლექსურად შე-მოწმდა ტერიტორია როგორც ზიანის მიყენების, ისე გარემოს დაცვის კუთხით. სამართალდარღვევის ოქმი გადაეგზავნა სასამართლოს. ამჟამად სამინისტრომ დამატებით გაგზავნა სასამართლოში დოკუმენტები და ითხოვს სისხლის სა-

მართლის პასუხისმგებლობის დაკისრე-ბას, რადგან რკინიგზის დეპარტამენტმა ეკოლოგიური ექსპერტიზის პირობები დაარღვია და ამის გამო ზარალი სო-ლიდურია. სამინისტრო საქართველოს რკინიგზას ზარალის ანაზღაურებას და კონკრეტული ადგილებისთვის პირვანდე-ლი სახის დაბრუნებას თხოვს,” - ამბობს თამუნა შარაშიძე.

რკინიგზის დეპარტამენტის ინფ-რასტრუქტურის სამსახურის

ხელმძღვანელი აკაკი საღირაშვილი განმარტავს, რომ იძებნება ალტერნატი-ული ადგილი ნარჩენების განსათავსებლად და ყველაფერი კანონმდებლობის შესაბა-მისად მოხდება. მისივე თქმით, წერილები უკვე გადაეგზავნა შესაბამის უწყებებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე აკა-

კი მაჭავარიანი ამბობს, რომ თვითმ-მართველობამ რამდენჯერმე შესთავაზა მშენებელ ორგანიზაციას და რკინიგზის დეპარტამენტს ნარჩენების განსათავსებ-ლად ორი ალტერნატიული ადგილი. „ჩვე-ნი შეთავაზება დღესაც ძალაშია, - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე, - კარგია, რომ ჩქაროსნული რკინიგზა შენდება, მაგრამ არ უნდა დაზარალდეს სოფლის მოსახლეობა და გარემო.”

ნინო კაპანაძე

მშენებლობის დროს გარემოსდაცვითი მოთხოვნები

უგულვებელყოფილია

ბოლო 10 დღის განმავლობაში განვით-რებული პოლიტიკური მოვლენების ერთი ნაწილი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობ-და და საზოგადოებას ინფორმაციის მხოლოდ ნაწილი მიეწოდებოდა. ეს აუცილებელი იყო ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესის წარმატებისთვის. დღეისათვის მოლაპარა-კების პროცესში შექმნილი ვითარებიდან და საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებლად ვთვლი გავაკე-თო ეს განცხადება.

რამდენიმე დღის ინტენსიური მუ-შაობის შემდეგ ოპოზიციასთან მიღწე-ული იქნა შეთანხმება კონსტიტუციური ცვლილებების ყველა საკითხზე. მაგრამ

ამ შეთანხმების რეალიზაციაზე ნაცი-ონალურმა მოძრაობამ უარი განაცხადა ბოლო მომენტში წამოჭრილ სხვა სა-კითხზე - საჯარო მოხელეთა ამნისტიის ფორმაზე და შინაარსზე - შეთანხმების ვერ მიღწევის გამო.

მიუხედავად ამისა, მინდა მადლობა გადავუხადო მოლაპარაკების პროცესში მონაწილე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს, რომლებიც სათანადო მონდომებითა და კეთილსინდისიერებით ეკი-დებოდნენ საპასუხისმგებლო და მძიმე საქმეს. ამ ეტაპზე მოლაპარაკებების სასურველი შედეგით ვერ დასრულებაში უშუალოდ მათი წვლილი მინიმალურია. იმედს ვიტოვებ, რომ

ახლო მომავალში უფრო პროდუქტიულად ვითანამშრომლებთ.

მოვლენები კი ასე განვითარდა:

რა შევთავაზეთ ნაციონალურ მოძრაობას (27 დეკემბერი): კონსტიტუციიდან იმ ნორმის

ამოღება, რომლითაც პრეზიდენტს შეუძ-ლია მთავრობის ერთპიროვნულად შექმნა პარლამენტის თანხმობის გარეშე.

რა შემოგვთავაზეს და რაზე დავთანხმდით (15 თებერვალი): შეთანხმებული კონსტიტუცი-

ური ცვლილებების შემდეგ ნებისმიერი

სხვა კონსტიტუციური ცვლილებისათ-ვის საჭირო კვორუმის გაზრდა 2/3-დან 3/4-მდე. საგარეო პოლიტიკური საკით-

ხების კონსტიტუციაში ჩაწერა იმ სახით და იმ ფორმით, რასაც თავად შემოგვ-თავაზებდნენ. პარლამენტის ადგილსამყო-

ფელის თაობაზე ინიცირებული კონსტი-ტუციური ცვლილებისთვის კენჭისყრის გადადება წლის ბოლომდე. კონსტიტუციის 2010 წლის მო-

დელის მხოლოდ ნაწილის ამოქმედება ისე, რომ პრეზიდენტს ვადის ამოწურვამდე დარჩენო-

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

Page 2: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb მშენებლობის დროს ... · მე-7 გვ. @@ st,thdfkb7 gfhfcrtdb @_!# o8 (530) >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb

2 xtvb [fhfufekb @@ st,thdfkb7 @_!# o.

რას გვიქადის ცვლილებები

შრომის კოდექსში

შრომის კოდექსი საქართველოში შრომითი ურთიერთობის მარეგუ-ლირებელ უმთავრეს ნორმატიულ დოკუმენტს წარმოადგენს. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ის გაცხოვე-ლებული ყურადღება, რასაც შრომით კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლი-ლებების მიმართ საზოგადოება იჩენს. შრომის კოდექსში შეტანილი თითოე-ული ცვლილება უაღრესად სენსიტი-ურია, რადგან იგი ეხება საქართვე-ლოში დასაქმებულთა 95%-ზე მეტს, ეხება როგორც დასაქმებულს, ასევე დამსაქმებელს, ეხება როგორც მაღა-ზიის გამყიდველს, ასევე მაღაზიის მეპატრონეს, როგორც ბანკის თანამშ-რომელს, ასევე საკუთრივ ბანკს. მოკ-ლედ რომ ვთქვათ, შრომის კოდექსი არეგულირებს ყველა დასაქმებულის შრომით უფლებებს, გარდა საჯარო მოხელეებისა, რომელთა წილიც, და-საქმებულთა 5%-ს არ აღემატება.

თუმცა, საინტერესოა კონკრეტუ-ლად რას არეგულირებს შრომის კო-დექსი? შრომის კოდექსის რეგულირე-ბის სფერო საკმაოდ ფართოა, თუმცა უნდა გამოიყოს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: შრომის ხელ-შეკრულების დადება და შეწყვეტა, წი-ნასახელშეკრულებო ურთიერთობები, სამუშაო დროის მაქსიმალური ხანგრ-ძლივობა, სამუშაო გარემოს პირობები, ზეგანაკვეთური სამუშაო, შვებულების აღების წესი და მისი ხანგრძლივობა, შრომითი დავა, გაფიცვა და ლოკაუტი და ა.შ. როგორც ვხედავთ კანონი გან-საზღვრავს შრომითი ურთიერთობის უმთავრეს ასპექტებს.

იუსტიციის სამინისტრომ ამა წლის იანვარში წარმოადგინა შრომის კო-დექსის ცვლილებების საკმაოდ დიდი პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ამ ურთიერთობის ხასიათს. შრომითი კანონმდებლობის რეფორ-მირების საკითხი აქტუალურად დგას უკვე რამდენიმე წელი. მიიჩნეოდა, რომ

აღნიშნული კოდექსი უსამართლოდ აყენებდა დამსაქმებელს დომინირე-ბულ მდგომარეობაში და დასაქმებუ-ლის ინტერესები მინიმალურად იყო გათვალისწინებული. კანონპროექტი პირველ რიგში მიმართულია დასაქ-მებულის შრომითი უფლებების გაზრ-დისკენ. ცვლილებების ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში:

● გართულებულია პირის სამსახუ-რიდან დათხოვნა, უქმდება შრომითი ხელშეკრულების საფუძვლის გარეშე მოშლის უფლება. საჭიროა კონკრე-

ტული, კანონით განსაზღვრული მიზე-ზი იმისთვის, რომ დამსაქმებელს უფ-ლება ჰქონდეს სამსახურიდან დაითხო-ვოს პირი. ეს მიზეზები შეიძლება იყოს: სამუშაო ძალის შემცირება დასაქმე-ბულის ინიციატივით; დასაქმებულის კვალიფიკაციის ანდა პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა დაკავე-ბულ თანამდებობასთან; ვალდებულე-ბის უხეში დარღვევა; ვალდებულების სისტემატური დარღვევა.

● სამუშაო დროის მაქსიმალური ხანგრძლივობა არის მაქსიმუმ 41 სა-ათი და იკრძალება უფრო მეტ დროზე შეთანხმება. კვირაში 41 საათზე მეტი ხანგრძლივობით მუშაობა ითვლება ზეგანაკვეთურ სამუშაოდ.

● ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზ-ღაურება ხდება სავალდებულო და იგი 25%-ით მეტი უნდა იყოს ჩვეულებრივ საათობრივ ანაზღაურებაზე.

● იზრდება დროებითი შრომისუ-უნარობის ვადები და წარმოადგენს 60 დღეს ზედიზედ, ან 90 დღეს ექვსი თვის განმავლობაში (აქამდე იყო 30 და 50 დღე შესაბამისად). თუ პირის

შრომისუუნარობა (როგორც წესი ავადმყოფობა) აღნიშნულ ვადებს არ ცდება, მაშინ დამსაქმებელს არ აქვს მისი დათხოვნის უფლება.

● იზღუდება ვადიანი ხელშეკრუ-ლებების დადება. აღნიშნული ცვლი-ლება მიმართულია დამსაქმებლის მიერ, დაუსაბუთებლად, მოკლევადი-ანი ხელშეკრულების დადების წინააღ-მდეგ. მაგალითად, საკმაოდ გავრცე-ლებული იყო მასწავლებლებისათვის ერთთვიანი შრომითი ხელშეკრულე-ბების დადება და ყოველ თვეში მათი

განახლება, რაც დასაქმებულს აყენებს მუდმივ სტრესულ მდომარეობაში, უზღუდავს შვებულების გამოყენების უფლებას და ა.შ. აღნიშნული მანკიერი პრაქტიკის აღმოსაფხვრელად კანო-ნით ვადიანი ხელშეკრულების დადება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვე-ვაში, თუ სამუშაოს შესრულება დაკავ-შირებულია: კონკრეტული სამუშაოს შესრულებასთან; სეზონურ სამუშაოს-თან; სამუშაოს მოცულობის დროებით გაზრდასთან; სამუშაოზე დროებით არყოფნისას დასაქმებულის ჩანაცვ-ლებასთან და სხვა ობიექტურ გარემო-ებებთან. აღნიშნული ცვლილება ცალ-სახად პოზიტიურია და ხელს უშლის მოკლევადიანი ხელშეკრულებების სამსახურიდან გამარტივებული დათ-ხოვნის ინსტრუმენტად გამოყენებას.

● ახალი რეგულაციაა დამსაქმებ-ლის ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტისას დასაქმებულის წინას-წარი გაფრთხილების ვალდებულება (არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე, წერილობით), აღნიშნული ვალდებულება მოქმედებს მხოლოდ

იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქ-მებულს ხელშეკრულება შეუწყდა შემცირების, ხანგრძლივი შრომისუ-უნარობის და დამსაქმებელი იურიდი-ული პირის ლიკვიდაციის წარმოების დაწყების გამო. თუმცა კანონპროექ-ტის თანახმად, დამსაქმებელს დასაქ-მებულის წინასწარი გაფრთხილების გარდა, გააჩნია სხვა ალტერნატივაც, რაც გულისხმობს დასაქმებულისთ-

ვის კონტრაქტის შეწყვეტას (თუნ-დაც იმავე დღეს) და სანაცვლოდ 30 დღის ვადაში არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურება/კომპენსაციის გადახდას.

მიგვაჩნია, რომ მუხლში დასაქმე-ბულის გაფრთხილების შესახებ ახა-ლი ნორმის დამატება, ამჟამინდელზე უარეს მდგომარეობაში აყენებს და-საქმებულს, რადგანაც რეგულაცია დამსაქმებელს აძლევს არჩევანს და სთავაზობს კომპენსაციის გადახდის მაგივრად, უბრალოდ გააფრთხილოს დასაქმებული ხელშეკრულების შეწ-ყვეტის შესახებ არანაკლებ 30 დღით ადრე. ეს ალტერნატივა ითვალისწი-ნებს მხოლოდ და მხოლოდ გაფრთ-ხილების ვალდებულებას და არ გუ-ლისხმობს არანაირი კომპენსაციის გადახდას, დასაქმებული 30 დღის გასვლის შემდეგ მიიღებს მხოლოდ კონტრაქტით გათვალისწინებულ ანაზღაურებას. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ ხნის განმავლობაში ის ვალ-დებულია ჩვეულებრივ განაგრძოს ხელშეკრულების პირობების შესრუ-

ლება (იაროს სამსახურში და ა.შ.). აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტისას, აღნიშნულ ორი ალტერნატივიდან დამსაქმებელთა უმრავლესობა სწო-რედ თავისთვის ხელსაყრელ ამ ახალ ნორმას გამოიყენებს, რის შედეგადაც დასაქმებული ერთთვიანი კომპენსა-ცია/ანაზღაურების გარეშეც დარჩება.

ჩამოთვლილი მიმოხილვა ეხე-ბოდა მხოლოდ რამდენიმე და არსე-ბით ცვლილებას, რასაც იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს და რითიც შესაძლებელია მკითხველი დაინტერესდეს. გარდა განხილული-სა, პროექტით განსაზღვრულია ასევე კოლექტიური დათხოვნისას (10 ან მეტი ადამიანი) დამსაქმებლის მიერ სამინისტროს გაფრთხილების ვალ-დებულება; შრომით დავაში სამინისტ-როს მედიაციის შემოღება; გაფიცვის წესის განსხვავებული რეგულირება; ასევე დასაქმებულისა და დამსაქმე-ბელის გაერთიანების თავისუფლების შესახებ კოდექსში ახალი თავის და-მატება, რითიც უზრუნველყოფილია შრომით გაერთიანებებში დისკრიმი-ნაციის აკრძალვა, მათ საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტიები და სხვ.

კანონპროექტი პირველ რიგში მიმართულია დამსაქმებლისა და და-საქმებულის შრომითი უფლებების დაბალანსებისკენ და ამ მიმართულე-ბით ბევრ მისასალმებელ ნოვაციას შე-იცავს, თუმცა როგორც ზემოთაც აღი-ნიშნა, ზოგიერთი ნორმა არსებულზე უარეს მდგომარეობაში აყენებს დასაქ-მებულს და, შესაბამისად, საჭიროებს მნიშვნელოვან გადახედვას.

გიგი ჩიხლაძე„საერთაშორისო გამჭვირვალობა

– საქართველო”

დაბა ხარაგაულის ტერიტორიული ერთეულის სამსახური 2012 წელს მუშა-ობას წარმართავდა „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული „თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულების, საკრებულოსა და გამგეობის მიერ მიღებული დადგენილებებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბა-მისად. საანგარიშო პერიოდში ტერიტო-რიული ერთეულის სამსახურში შემოსუ-ლია მოქალაქეთა 175 განცხადება. 155 განმცხადებელი ითხოვდა დახმარებას სამკურნალო თანხის გადახდასთან დაკავ-შირებით. 155-ვეს გაეწია შუამდგომლობა გამგეობის წინაშე და მიიღეს შესაბამისი მომსახურება. 12 განმცხადებელი ით-ხოვდა დახმარებას სამასალე ხე-ტყის მოპოვებაში, 12-ვეს გაეწია შუამდგომ-ლობა გამგეობის წინაშე. 8 კაცმა მიიღო დახმარება. ზემდგომი ორგანოებიდან შემოსულია 34 კორესპონდენცია - 11 სარეკომენდაციო, 23 შესასრულებელი. აქედან 19 შესრულდა, 4 შესრულების პროცესშია. სულ 2012 წელს ჩვენი სამსა-ხურიდან გასულია 813 კორესპონდენცია.

2012 წელს ჩვენი სამსახურის მეთ-ვალყურეობის ქვეშ „სოფლის განვითა-რების პროგრამით” განხორციელდა სამი პროექტი: 1. წერეთლის IV შესახვევში გაკეთდა სანიაღვრე არხი და საყრდენი კედელი ბეტონით - გაიხარჯა 15 950 ლარი; 2. წერეთლის I შესახვევში გაკეთდა სანიაღვრე არხი - გაიხარჯა 1 700 ლარი; 3. წერეთლის IV შესახ-ვევი დაიხრეშა, რაზეც გაიხარჯა 2 500 ლარი; გრეიდერის შეძენა - 1 000 ლარი.

2012 წელს სამოქალაქო რეესტრის სამსახურთან ერთად, ქუჩების ახალი ნუმერაციის პროგრამით მოხდა დაბის ქუჩების ახალი ნუმერაცია.

2012 წელს დაბის გაზიფიცირების ხელშეწყობის მიზნით წლის დასაწყისში სამსახურის მიერ შეივსო გამოკითხულ

მოქალაქეთა 900 ანკეტა.2012 წელს ტერიტორიული ერ-

თეულის სამსახურის ხელშეწყობით პატარა ხარაგაულსა და დ. ხარაგაულის ცენტრში შევხვდით ახალგაზრდა მოქა-ლაქეებს მუნიციპალიტეტის სამხედრო სამსახურის ხელმძღვანელებთან და ხარაგაულიდან სამხედრო სამსახურში მომსახურე მოქალაქეებთან.

სისტემატური კონტროლი ეწეოდა დ. ხარაგაულის კეთილმოწყობას. კე-თილმოწყობის სამსახურთან ერთად 2012 წელს გაკეთდა გრიშაშვილის ქუჩის ნაწილის, სოლომონ მეფის ქუჩის II ჩიხის, თაბუკაშვილის ქუჩის ნაწილის ღამის განათება. სულ დაიდგა 12 ახალი ლამპიონი, განათდა დ. ხარაგაულში არსებული ყველა ხიდი, კეთილმოეწყო „ჩოხოსნების”, ევგენი ხარაძის, ვეფხია ღონღაძის, თამაზ კიკნაძის, 9 აპრილის, „დევების” სკვერები. დაირგო ცაცხ-ვები დ. ხარაგაულის შემოსასვლელში ერთ კილომეტრზე, დაირგო ყვავილები „დიდების მემორიალის” ტერიტორიაზე, გადაიბელა გადაბერებული ხეები სო-ლომონ მეფისა და 9 აპრილის ქუჩებზე, დ. ხარაგაულში აღდგა სასმელი წყლის ფანტანები, კირით შეთეთრდა გამწვა-ნების ზოლი სოლომონ მეფის ქუჩაზე, თითქმის აღმოიფხვრა უპატრონოდ დატოვებული საქონლის პარპაში დ. ხარაგაულის ტერიტორიაზე. ზაფხულის პერიოდში სისტემატურად ირეცხებოდა დ. ხარაგაულის ქუჩები სპეცმანქანით, ასევე სპეცმანქანით რამდენჯერმე მი-ეწოდა სასმელი წყალი პატარა ხარაგა-ულის მოსახლეობას წყლის დეფიციტის დროს.

დ. ხარაგაულის მოსახლეობის კო-მუნალური მომსახურეობის გაუმჯობე-სების მიზნით, ტერიტორიული ორგანოს მიერ შეირჩა ადგილები სამეურნეო ნარჩენების ბუნკერების დასადგმელად. სულ დადგმულია 58 ბუნკერი, 38 პატა-რა ურნა, რაც მნიშვნელოვნად უწყობს

ხელს დ. ხარაგაულის სისუფთავეს.სამსახურის მიერ უმტკივნეულოდ ჩა-

ტარდა დენისა და სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების დარიგება.

სისტემატურად ვხვდებოდით მო-სახლეობას. შეხვედრებზე წამოჭრილი მტკივნეული საკითხები წყდებოდა შე-საბამის სამსახურებთან ურთიერთობით. ასევე სისტემატურად მიეწოდებოდა ინფორმაცია გამგეობასა და საკრებუ-ლოს დ. ხარაგაულის ყველა მიმდინარე საკითხზე.

დ. ხარაგაულში გვაქვს პრობლემე-ბიც. იმის გამო, რომ ხარაგაულის ორი სასაფლაო დახურულია, გამოსაყოფია ახალი სასაფლაოს ტერიტორია და კეთილმოსაწყობია (გზის მიყვანა, შემო-ღობვა, დენისა და წყლის მიყვანა). 2012 წელს დაიწყო და დასამთავრებელია დაბა ხარაგაულის გაზიფიცირება, მო-საასფალტებელია ხარაგაულში თენგიზ ჭიპაშვილის, გურამიშვილის, გრიშაშვი-ლის ნაწილის, ელისო ჭიპაშვილის, ზაზა გლუნჩაძის ქუჩები საერთო სიგრძით 2 500 მეტრი.

გასაკეთებელია ახალი საკანალიზა-ციო სისტემა. გასაწმენდია მდინარეების - ჩხერიმელასა და ჯიხველას, რახიელას ღელის კალაპოტები. დასამთავრებელია სანიაღვრე არხების მშენებლობა გურა-მიშვილისა და ზაზა გლუნჩაძის ქუჩებზე. ელისო ჭიპაშვილისა და დევდარიანის ქუჩის მცხოვრებთათვის (60 კომლი) მოსაგვარებელია სასმელი წყლის პრობ-ლემა. შესაძენია ასანიზაციის მანქანა.

იმედია, ცენტრალური და ადგილობ-რივი ხელისუფლების მხარდაჭერით 2013 წელს მოხდება აღნიშნული პრობ-ლემების მოგვარება.

გოგი თხელიძედ. ხარაგაულის ტერიტორიული

ორგანოს რწმუნებულიინფორმაცია წაკითხულია ხარაგა-

ულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე 18 თებერვალს.

რა გაკეთდა გასულ წელს დ. ხარაგაულში

და რა პრობლემებია გადასაწყვეტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრე-ბულოს ბიუროს სხდომაზე 18 თებერვალს ბიუროს წევრებმა „შპს „ხარაგაული - 2011” -ს ხელმძღვანელის, გოჩა მანჯა-ვიძის, ინფორმაცია მოისმინეს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საგაზაფხულო ხვნა-თესვისთვის მოსამზადებლად მიმდინარე და ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ. გთავაზობთ ამ ინფორმაციას.

მოგახსენებთ, რომ ამხანაგობის ბალანს-ზე ირიცხება შემდეგი ტექნიკა:

1. ტრაქტორი - კლასს-436 სულ 3 ცალი; 2 ცალი გამართულ მდგომარეობა-შია, ერთ ერთეულს დაზიანებული აქვს მაღალი წნევის ტუმბო, რომელიც შეკვე-თილი გვაქვს და უმოკლეს ვადაში იქნება აღდგენილი.

2. ტრაქტორი -მფ 2 ცალი, ერთი ცალი ნაავარიები და ერთიც გამართული, რომელზეც გაცვეთილია წინა საბურავები, რომელიც შეკვეთილი გვაქვს „თეგეტა მოტორსი”-ს ფირმაზე.

3. სამკორპუსიანი გუთანი - 3 ცალი გამართული;

4. კულტივატორი - 2 ცალი გამარ-თული;

5. შემასხურებელი ერთი ცალი;6. ფრეზა - ერთი ცალი.ვიმედოვნებ, რომ ოთხივე ერთეული

ტექნიკა გამართული იქნება საგაზაფხულო ხვნა-თესვისთვის.

ამხანაგობის მიერ დადგენილი მომსახუ-რების ტარიფებია 1 ჰა-ზე:

1. ნიადაგის მოხვნა ღირს 210 ლარი საწვავით; 100 ლარი საწვავის გარეშე (საწვავი - 40-50 ლიტრი);

2. ნიადაგის ღრმად დამუშავება - 274 ლარი საწვავით; 120 ლარი საწვავის გა-რეშე (საწვავი - 60-70 ლიტრი);

3. დაფარცხვა - 134 ლარი საწვავით; 80 ლარი საწვავის გარეშე;

4. თესვა - 134 ლარი საწვავით; 80 ლარი საწვავის გარეშე.

ამხანაგობის მიერ 2012 წელს სულ დაიხნა 62,0 ჰა ფართობი. აქედან სოფელ ჩხერში - 12,24 ჰა; ლაშეში - 7,15 ჰა;

უბისაში - 3,85 ჰა; საქასრიაში - 4,76 ჰა; საღანძილეში - 6,0 ჰა; ზვარეში - 2,15 ჰა; ფარცხნალში - 8,55 ჰა; თეთრაწყაროში - 3,42 ჰა; კიცხში - 0,28 ჰა; ღორეშაში - 3,28 ჰა; ლახუნდარაში - 1,30 ჰა მარელისში - 0, 85 ჰა; ლეღვანში - 0,14 ჰა; ბაზალეთში - 0,56 ჰა; დ. ხარაგაულში - 5,27 ჰა.

უფასოდ მოვემსახურეთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, კერძოდ თ. შავიძეს, კ. მანჯავიძეს, ნ. მაჭავარიანს, კ. მაღრაძეს, გ. შავიძეს (სულ 2,20 ჰა).

გასულ წელს ჩვენივე სახსრებით კუს-ტარულად დავამზადეთ სათესი აგრეგატი, რომელიც გამოვცადეთ და ვარგისია საექს-პლუატაციოდ ჩვენი რაიონის პირობებში.

აგრეთვე დავამზადეთ მწკრივთაშორისი დამუშავების კულტივატორი, რომელიც ასევე ვარგისია და მნიშვნელოვნად ამცი-რებს ადამიანის ხელით შრომას.

ერთ ტრაქტორზე არ გვქონდა სახნავი გუთანი, უფრო სწორად იყო კუსტარულად დამზადებული, რომელიც გარკვეულ დის-კომფორტს გვიქმნიდა მოსახლეობასთან.

მოვიძიეთ და შევიძინეთ ქარხნული წარმოების სამფრთიანი გუთანი, რომელიც გამორიცხავს ნიადაგის ზერელედ დამუშა-ვებას. ასევე გამართულია სარწყავი აპარა-ტი, რომელიც გამოიყენება მწკრივთაშორის შხამ-ქიმიკატების შესატანად.

შპს „ხარაგაული - 2011”-ის კუთვნილი 3 ერთეული დტ-75 მარკის ტრაქტორები არის გამართულ მდგომარეობაში.

ამხანაგობა მზად არის სახნავ-სათესი სამუშაოებისათვის და დროულად და ხა-რისხიანად შეასრულებს საგაზაფხულო სამუშაოებს.

გოჩა მანჯავიძეშპს „ხარაგაული - 2011”-ის დირექტორი

“ამხანაგობა მზადაა საგაზაფხულო

სამუშაოების დროულად და

ხარისხიანად შესასრულებლად”

Page 3: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb მშენებლობის დროს ... · მე-7 გვ. @@ st,thdfkb7 gfhfcrtdb @_!# o8 (530) >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb

3xtvb [fhfufekb@@ st,thdfkb7 @_!# o.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა გაზეთი #48

სამოქალაქო განათლების მცი-რე გრანტების ფარგლებში გამო-ცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მიერ წარდგენილმა პროექტმა ,,ვი-მუშაოთ მედიასთან ერთად ბუნების გადასარჩენად". პროექტის თანამო-ნაწილეა გაზეთი ,,ჩემი ხარაგაული".

ამ პროექტთან დაკავშირებით ვესაუბრეთ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის დირექტორს ლენა აბა-შიძეს, სამოქალაქო კლუბის კონ-სულტანტს თემურ ბლუაშვილს, კლუბ ,,ფავორიტის" ლიდერს ოთარ აბაშიძეს და კლუბის წევრს ამირან ლომიძეს.

ლენა აბაშიძე:- ორი წელია, ვერ-ტყვიჭალის საჯარო სკოლაში ჩამო-ყალიბდა სამოქალაქო კლუბი ,,ფავო-რიტი". თავიდანვე დიდი ინტერესით მივუდექით ამ საქმეს. შედეგმაც არ დააყოვნა. გასულ წელს მოპოვებულმა გრანტმა გარკვეულწილად გააღრმავა კლუბ ,,ფავორიტის" მუშაობა. წელს

სკოლამ კვლავ მიიღო მონაწილეობა სამოქალაქო განათლების მცირე გრანტების კონკურსში. წარვადგინეთ პროექტი ,,ვიმუშაოთ მედიასთან ერ-თად ბუნების გადასარჩენად. პროექ-ტის გამარჯვებას დიდწილად შეუწყო ხელი ჩვენი სკოლის ჟურნალისტი მოსწავლეებისა და გაზეთ ,,ჩემი ხარა-გაულის" თანამონაწილეობამ.

განუსაზღვრელია ჩემი სიხარული მიღწევებით. წინ უამრავი სამუშაოა დაგეგმილი. ჩვენს მიერ ჩატარებული ღონისძიებები აუცილებლად აისახება პრესის ფურცლებზე.

მიღწეული წარმატებებით არ დავკ-მაყოფილდებით, - წინ ბევრი საქმეა სწავლისა და სწავლების მაღალ დონეზე წარმართვისთვის.

სასიხარულოა, რომ სკოლამ კიდევ ერთხელ მიაღწია წარმატებას. განსა-კუთრებით ბავშვებმა ისწავლეს მე-დიასთან თანამშრომლობა, საინტერე-სო მასალების მოძიება, ინფორმირება, სკოლის პოპულარიზაციის მიზნით

სხვადასხვა მასალების გაშუქება.თემურ ბლუაშვილი:-ეს უკვე

მეორე გრანტია ჩვენი სკოლის სამო-ქალაქო კლუბ „ფავორიტისთვის.“ ეს პროექტი ოქტომბერში შევიმუშავეთ ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის, სამოქა-ლაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის, რომელიც ხორციელდება ამერიკული ორგანი-ზაცია PH INTERNATIONAL ფარგ-ლებში. ამ ორგანიზაციამ შემოგვთა-ვაზა ათი სავარაუდო თემატიკა, რომ-ლის ირგვლივაც უნდა გამართულიყო საგრანტო კონკურსი. ჩემი ყურადღება მიიქცია ბუნების დაცვის საკითხებ-თან დაკავშირებულმა თემატიკამ. ვიფიქრე, რომ ჩვენს სამოქალაქო კლუბ ,,ფავორიტს" ამ პრობლემებზე უნდა ემუშავა რაიონულ მედიასთან ერთად. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქუთისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის ხელმძღ-ვანელებს მაკა ჩინიჯიშვილს, თეა შელიას და მათ შემოქმედებით ჯგუფს. მათი უანგარო დახმარებით და სწორი რჩევებით მივაღწიეთ ამ სასურველ წარმატებას.

ოთარ აბაშიძე:- მოხარული ვარ, რომ ჩვენმა კლუბმა მოიპოვა გრანტი. კლუბის წევრები დავდიოდით ისტორიული ადგილების მოსანახუ-ლებლად, ჩატარდა გარემოს დაცვის ღონისძიებები. იმედი გვქონდა, რომ გრანტს მოვიპოვებდით.

ამირან ლომიძე:-ძალიან სასი-ხარულოა, რომ სამოქალაქო კლუბი არსებობს და მე ამ კლუბის წევრი ვარ. ჩვენმა მუშაობამ შედეგი გამო-იღო და გრანტი ავიღეთ. გადმოგვეცა სხვადასხვა პრიზი: ფოტოაპარატი, პრინტერი, მუშაობისთვის საჭირო ინვენტარი.

ჩვენ, როგორც ამ კლუბის წევრები, მოხარულები ვართ, რომ დავიმსახუ-რეთ გრანტი. ვიმედოვნებთ, რომ წარ-მატებები მომავალშიც გაგრძელდება.

გიორგი და გვანცა ლომიძეები, ნინო ბლიაძე

ვიმედოვნებთ, რომ წარმატებები მომავალშიც გაგრძელდება

18 თებერვლიდან საჯარო სკო-ლებში XII კლასელთა საატესტატო გამოცდები მიმდინარეობს. 18 თებერ-ვალს გამოცდა ჩატარდა ბიოლოგიაში, 19 თებერვალს - გეოგრაფიაში, 20 თებერვალს - ქიმიაში, 21 თებერვალს - ფიზიკაში. საგამოცდო პროცესის მომდინარეობის შესახებ ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ვესაუბრეთ.

ნათელა კამკამიძე, სასწავლო ნაწილის გამგე: -წელს გამოცდებს მოსწავლეები, შარშანდელთან შედა-რებით, გაცილებით ადვილად აბარებენ. მოსწავლეები წინასწარ გაეცვნენ გამო-ცდის ინსტრუქციებს და ამიტომ არავი-თარი სირთულე არ დაფიქსირებულა საგამოცდო პროცესში. XII კლასში ძალიან ძლიერი მოსწავლეები გვყავს. ისინი სისტემატურად იმარჯვებენ სას-წავლო ოლიმპიადებში. გამოცდები მიმ-დინარეობს ძალიან წყნარად და მშვი-დად, ყოველგვარი დაღვევების გარეშე. მოსწავლეები არიან მოტივირებულები და მაქსიმალურად მობილიზებულები.

XII კლასელი ლია ჯანიაშვილი ფიქრობს, რომ საგამოცდო ტესტები

საკმაოდ ადვილია. მან ტესტებზე ად-ვილად გასცა პასუხი.

XII კლასელი ანი ჭიპაშვილი ამბობს, რომ გამოცდების ამ ფორმით ჩაბარება მეტად მარტივია და ყველას ეძლევა შესაძლებლობა, საკუთარი ცოდნა გამოამჟღავნოს. ანი ფიქრობს, რომ ამის მიუხედავად, მონდომება და ცოდნა აუცილებელია. „ახლა თითქოს მეტნაკლებად გავზარმაცდით, მაგრამ, ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ჩვენს სასი-კეთოდ ხორციელდება,” - ამბობს ანი.

„გამოცდები ძალიან მარტივია, - გვითხრა XII კლასელმა ცოტნე ტაბატაძემ, - ვფიქრობ, გეოგრაფიის ტესტები ყველაზე ადვილია.”

შორენა ბუაჩიძე, ბიოლოგიის მასწავლებელი: -დიდი ხანია, რაც ამ საკითხებზე ვმუშაობ და მოსწავლეთა ნამუშევრებითაც კმაყოფილი ვარ. ბავშვებმა ყველაფერი გააანალიზეს და კარგად მოემზადნენ. ვფიქრობ, წინასწარ მიცემულ საკითხებზე მეცა-დინეობა ადვილია და მოსწავლეებსაც შედარებით გაუადვილდათ ნაცნობ გარემოში გამოცდების ჩაბარება.

თამარ ჩხიკვაძე

“მოსწავლეები არიან მოტივირებულნი და მაქსიმალურად მობილიზებულნი”

ქეთევან სხილაძე (ქართული ენა და ლიტერატურა, XI კლ.), არჩილ მა-ისურაძე (ისტორია, IX კლ.) - ხარაგაულის №3 საჯარო სკოლა;

რეზო დეკანოსიძე (ისტორია, გეოგრაფია, XII კლ.), გიორგი აბაშიძე (გეოგრაფია XII კლ.) - ხარაგაულის №2 საჯარო სკოლა;

ქეთევან ცხადაძე (გეოგრაფია) - მოლითის საჯარო სკოლა;გიორგი მდინარაძე (გეოგრაფია, IX კლ.) კიცხის საჯარო სკოლა;დავით ჭიპაშვილი (გეოგრაფია, XII კლ), დავით მაჭავარიანი (ისტო-

რია, გეოგრაფია, XII კლ.), ცოტნე ტაბატაძე (ისტორია, გეოგრაფია, XII კლ.), ჯემალ მაღლაფერიძე (ისტორა, გეოგრაფია, XII კლ.), გიორგი გოგოლაძე (ისტორია, XII კლ.), გიორგი ჭიპაშვილი (გეოგრაფია, XII კლ.), დავით ჭი-პაშვილი (გეოგრაფია, XII კლ.), ანი მეხხი (გეოგრაფია, XII კლ.), თემური ბოგვერაძე (გეოგრაფია, XII კლ.) - ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია.

ვუსურვებთ წარმატებებს ხარაგაულელ მოსწავლეებს.

სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში გადავიდნენ:

უსიყვარულოდ არ არსებობს ქვეყ-ნად არავითარი სიკეთე, თვით სამ-ყაროც არ არსებობს სიყვარულის გარეშე და ყველაფერში უცნაურ ქარ-თველები, მუდამ სიყვარულში გათან-გულთ, სხვა მრავალ დღესასწაულთან ერთად სიყვარულის დღესასწაულსაც წელიწადში ორჯერ აღვნიშნავთ. თუმცა, ყოველი დღე სიყვარულის გამოვლინებაა.

14 თებერვალს ბორის საჯარო სკო-ლაში (დირექტორი ჰამლეტ ბერაძე), ისევე როგორც ქვეყნის ბევრ ქალაქსა თუ სოფელში, ჩატარდა სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. კაფე-საღამო წარმართეს XI და XII კლასების მოსწავლეებმა, რომელთა სა-ზეიმო განწყობაზე იზრუნა სკოლის ბა-ზაზე არსებულმა სტილისტის, ცეკვის, ხალხური სიმღერის და მუსიკალური ჯგუფების კაბინეტებმა (ხელმძღვანე-ლები ია ცხადაძე, ქეთინო ღონღაძე, რევაზ შარიქაძე, კუკური ამაშუკელი, გია პაპიძე და გოჩა ბერაძე).

ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ ლექსის თქმისა და ცეკვა-სიმღერის კონკურსში აჩიკო პავლაძე, მარი ბერა-ძე, დიტო ნიქაბაძე, იონა ოკრიბელაშ-ვილი, იური აბულაძე, მარიამ აბულაძე, ირაკლი სხილაძე, ია ბერაძე, ქეთინო მაღრაძე და სხვები. ახალგაზრდებს

პოეზიაში გაეჯიბრნენ პედაგოგები ია ხიჯაკაძე, ნათელა ჩიტორელიძე და მელანო ნათენაძე. მათ წარმოაჩინეს რუდუნებით შექმნილი შემოქმედება.

ღონისძიებას წარმატებით უძღ-ვებოდნენ მარიამ აბულაძე და ირაკლი სხილაძე, რომლებიც კონკურსის შედეგების მიხედვით აირჩიეს „მისის და მისტერ ვალენტინებად.” მუსიკის ჰანგებზე მხიარულება და ზეიმი კარგა ხანს გაგრძელდა. ამ ერთმა ლამაზმა დღემ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ადამიანებში არსებული უდიდესი სიყ-ვარულის ნიჭი.

დონარი ბერიძე

სიყვარულის დღე ბორის საჯარო სკოლაში

Page 4: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb მშენებლობის დროს ... · მე-7 გვ. @@ st,thdfkb7 gfhfcrtdb @_!# o8 (530) >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb

4 xtvb [fhfufekb @@ st,thdfkb7 @_!# o.

ბექა ჩხიტუნიძე: -მე რომ განათ-ლების მინისტრი ვიყო, ასე ხშირად არ შევცვლიდი სკოლებში სახელმძღ-ვანელოებს, მეტ სიმკაცრეს შევიტანდი სკოლის რეჟიმში, გავამკაცრებდი მანდატურის მოვალეობებს, მოსწავ-ლეებისთვის შემოვიღებდი ფორმებს, ყველა სკოლას მოემსახურებოდა ტრანსპორტი, გამოცდებს დავუშ-ვებდი მარტო მეცხრე და მეთორმეტე კლასებში, ყველა სკოლაში იქნებოდა ბიბლიოთეკა. სკოლები აღიჭურვებოდა თანამედროვე ტექნიკით და ასევე ექნე-ბოდა ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის კაბინეტები, რაც ძალიან მნიშვნე-ლოვანია მოსწავლეთა პრაქტიკული მომზადებისათვის.

თამარ მაღრაძე: -გავარემონ-ტებდი ყველა სკოლას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა მოსწავლეებს ჰქონ-დეთ სწავლისთვის ყველა პირობა და შესაფერისი გარემო. შევამცირებდი უნივერსიტეტში სწავლის გადასახადს, რომ ყველა მსურველმა შეძლოს სწავ-ლის გაგრძელება. პედაგოგებს გავუზ-რდიდი ხელფასებს.

მე რომ მინისტრი ვიყო, ყველა მუ-ნიციპლიტეტის სოფლის სკოლას და-ვუნიშნავდი მიკროავტობუსს, რადგან ზამთარში ხშირია გაკვეთილებზე მოს-წავლეთა დაგვიანებისა და გაცდენების შემთხვევები. მოსწავლეებს უწევთ 5-6 კილომეტრის ფეხით გავლა. რთულია შორ მანძილზე ქარიან, წვიმიან და თოვლიან ამინდში ფეხით სიარული. მშობლებიც მშვიდად იქნებიან, როცა

მათი შვილები უსაფრთხოდ მივლენ სკოლამდე.

სოფო ალავიძე: -პირველ რიგში გავარემონტებდი ყველა სკოლას. მეტ დანიშნულებას მივცემდი საჭი-რო ნივთებს, სკოლებში ავაშენებდი ბიბლიოთეკებს, სადაც მოსწავლეებს შეეძლებოდათ ინფორმაციის ადვილად მიღება, გავამკაცრებდი კონტროლს სკოლებში სწავლების ხარისხთან და-კავშირებით, საატესტატო გამოცდებს არ მოვხსნიდი და ქვეყანას ხარისხიან სწავლებას შევთავაზებდი. მრავალშ-ვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს წიგნებს უფასოდ დავური-გებდი, ჩავატარებდი კონკურსებს მოსწავლეებისთვის. მასწავლებლებს ყოველ წელს დავუნიშნავდი გამო-

ცდებს, გამოვუშვებდი გაზეთს, სადაც მოსწავლეებს ექნებოდათ შესაძლებ-ლობა, გამოეთქვთ თავიანთი იდეები სწავლებასთან დაკავშირებით.

მადონა ცისკაძე: -მე რომ გა-ნათლების მინისტრი ვიყო, უმაღლეს სასწავლებლებში გადასახდელ თან-ხას შევამცირებდი, რათა ხელმოკლე ოჯახების შვილებისთვის, რომელთაც აინტერესებთ სწავლა, ხელმისაწვდო-მი იყოს. ვიზრუნებდი, რომ უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დამესაქმებინა ახალგაზრდები პრო-ფესიის მიხედვით. განსაკუთრებული წარმატების მქონე სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას დავაფი-ნანსებდი საზღვარგარეთ.

სახელმძღვანელოებს უფასოდ და-ვურიგებდი შეჭირვებული ოჯახების შვილებს. მეტ ყურადღებას მივაქცევდი მრავალშვილიანი ოჯახების მოსწავ-ლეებს - წავახალისებდი და დავასა-

ჩუქრებდი მათ, რათ ცოდნის ხალისი და იმედი მიეცეთ.

მარიამ არევაძე: -მე რომ განათ-ლების მინისტრი ვიყო, სკოლაში აუცი-ლებლად დავნერგავდი ფსიქოლოგიის გაკევთილებს. გავაძლიერებდი ქართუ-ლი ენის შესწავლას, მოვაწესრიგებდი სკოლების ინფრასტრუქტურას. უმაღ-ლეს სასწავლებლებში შევამცირებდი სწავლის საფასურს და სტუდენტებს სწავლის პარალელურად დავასაქმებდი.

სალომე ყრუაშვილი: -გავარე-მონტებდი ყველა სკოლას, რათა მოს-წავლეებს უკეთესი პირობები ჰქონდეთ სწავლისთვის. სკოლებს უზრუნველ-ვყოფდი სპორტული ინვენტარით. ყველა მოსწავლეს უფასოდ მივცემდი სახელმძღვანელოებს. წარჩინებულ

მოსწავლეებს წლის ბოლოს დავური-გებდი მცირედ საჩუქრებს, რათა ყველას სწავლის ხალისი გაუჩნდეს. წელიწად-ში ორჯერ ჩავატარებდი ყველა კლასში გამოცდებს. უმაღლეს სასწავლებლებ-ში შევამცირებდი სწავლის საფასურს. მრავალშვილიანებს და სოციალურად დაუცველებს საერთოდ გავათავისუფ-ლებდი სწავლის გადასახადისგან. სტუდენტებს ჩავრთავდი სხვადასხვა ღონისძებებში და დავასაქმებდი მათ, რათა მშობლებისთვის მძიმე ტვირთად არ იქცეს მათი სტუდენტობა.

თამთა ჭყოიძე: -ყველანაირ პირობას შევქმნიდი იმისათვის, რომ სწავლება იყოს მაღალხარისხიანი. სკოლებში გავარემონტებდი საკლასო ოთახებს. ბავშვებს დავურიგებდი სასკოლო წიგნებს უფასოდ და უსას-ყიდლოდ. განსაკუთრებით ვიზრუნებდი სოფლის სკოლებისთვის. იმ მოს-წავლეებს, რომლებიც დიდ მანძილს

გადიან, დავუნიშნავდი ტრანსპორტს. უმაღლეს სასწავლებლებში სწავ-

ლას გავხდიდი უფასოს. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა საქართველოში. წარმატებულ სტუდენტებს მივცემდი სტიპენდიას. ამით ყველას შეუმსუბუქ-დებოდა მდგომარეობა.

თამარ ჩხიკვაძე: -მე რომ განათ-ლების მინისტრი ვიყო, ალბათ, ბევრი რამ შეიცვლებოდა. განათლება ყვე-ლაზე მნიშვნელოვანია. განათლების სისტემამ უნდა შექმნას ყოველგვარი პირობა იმისათვის, რომ მოსწავ-ლეები თავისუფალ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ. განათლებამ უნდა განუვითაროს მოზარდებს გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები.

მე რომ განათების მინისტრი ვიყო,

პირველ რიგში, უფრო განვითარებად განათლების სისტემას შევქმნიდი. ყველა ბავშვი იქნებოდა თანასწორი, ყველას ექნებოდა ბანაკებში წასვლისა და საკუთარი სურვილების ასრულების შესაძლებლობა, ყველას დავურიგებდი წიგნებს, საკითხავ ლიტერატურას, შევცვლიდი გამოცდების სისტემას, აღარ იარსებებდა ტერმინი „შეზღუ-დული შესაძლებლობები.“ განათლება ნებისმიერი ბავშვის ფსიქოლოგიაში იქნებოდა, როგორც ეროვნული გან-ვითარების, სურვილების ასრულების ერთადერთი გზა და არა მოვალეობითი ვალდებულება.

შევქმნიდი ორგანიზაციებს, სადაც ყველა ბავშვს შეეძლებოდა არდადეგებ-ზე საკუთარი მიზნების, ღირებულებე-ბის, ინტერესების სფეროს შესაბამისად ემოქმედა და გაცილებით მეტისთვის მიეღწია. არავინ დაიჩაგრებოდა.

ყველა ბავშვის პიროვნებაში იქნე-

ბოდა შემწყნარებლობა, დახმარება და პატივისცემა. დღევანდელ კულტუ-რულად მრავალფეროვან სამყაროში აუცილებლია საზოგადოების ურთიერ-თპატივისცემა. ამიტომ მოზარდებს მივუთითებდი ტოლერანტობისა და კანონმორჩილებისაკენ.

სასკოლო ცხოვრებაში უფრო მეტად გავზრდიდი დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებას. ჩავატა-რებდი უფრო მეტ ღონისძიებას გარე-მოს შენარჩუნებისა და დაცვისათვის.

და ბოლოს, ქვეყნის ინეტერესების, ტრადიციების და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობა იქნებოდა ნებისმიერი ბავშვის ვალი, რათა სწორად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტუ-რული და პოლიტიკური ინტერესები. განათლება - ეს იქნებოდა ნებისმიერი პიროვნებისთვის განვითარების უწყვეტი გზა მთელი ცხოვრების განმავლობაში.

სალომე ალავიძე: -მე რომ განათ-ლების მინისტრი ვიყო, აუცილებლად გავაუქმებდი საატესტატო გამოცდებს და მოსწავლის ცოდნის შეფასებას მთლიანად მასწავლებლს მივანდობდი. ჩემი აზრით, მასწავლებელი უფრო შეაფასებს მოსწავლეს, ვიდრე კომპი-უტერი. სკოლებში მოვაწყობდი საბუ-ნებისმეტყველო საგნების - ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის კაბინეტებს. რაც მთავარია, უნივერსიტეტში დაფი-ნანსებას შევამცირებდი და სწავლებას უფრო მაღალხარისხიანს გავხდიდი.

ლანა ლომიძე: -მე რომ განათლე-ბის მინისტრი ვიყო, პირველ რიგში, სკოლებში მოვაწყობდი სასწავლო ლაბორატორიებს, სადაც ბავშვებს უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ სწავლის. წავლება ყველა სკოლაში ერთი და იგივე კლასის ბავშვებისთ-ვის ერთი და იგივე ავტორის წიგნე-ბით წარიმართებოდა. დღევანდელ სავალდებულო სასწავლო საგნებს დავუმატებდი „უსაფრთხოებას” მე-12 კლასამდე და რელიგიის სწავლებას.

მე რომ განათლების

მინისტრი ვიყო

2013 წლის 15 თებერვალს ქუთაისის №2 საჯარო სკოლაში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის განათლების უწყვეტი განვითარების ცენტრის თაოსნობით ჩატარდა სწავლა/სწავლების შეფასების თანამედროვე მეთოდების პრეზენტაცია. მასში მო-ნაწილეობის მისაღებად მიწვეულები ვიყავით ქუთაისისა და რეგიონების რესურსცენტრების წარმომადგენლები, პრაქტიკოსი პედაგოგები. ძალიან საინტერესოდ იყო წარმოდგენილი ტრენინგ-კურსის მიზნები და განსა-ხილველი საკითხები. ტრენინგ-კურსები ფასიანია განსახილველი პროგრამების ხანგრძლივობის შესაბამისად (2,3,4 დღიანი დღეში 6 საათი). მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან შესაბა-მისი მეთოდური მასალით.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მიმართულებები:

● ინკლუზიური განათლება და რთული ქცევის მართვა. აქ განიხილება ახალი ცოდნის მიღება, პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამო-ყალიბება, მოსწავლეთათვის თანაბარი და კეთილგანწყობილი სასწავლო გარემოს შექმნა, ესგ-ის შესაბამისად ისგ-ის შედგენა. თვალსაჩინო დიდაქ-

ტიკური მასალების მოდიფიცირება, რთული ქცევების მართვა და ა. შ.

● სწავლა/სწავლება და შეფა-სების თანამედროვე მეთოდები. იგი ითვალისწინებს პროფესიულ განვითარებას, სწავლა/სწავლებისთ-ვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, შეფასების თანამედროვე სისტემების გამოყენებას, აუდიტორიის მართვას, ლიდერის უნარ-ჩვევების განვითარე-ბას და ა. შ.

● თანამედროვე მიდგომები სკოლამდელ განათლებაში. აქ ძირითადად შეეხებიან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა უფლე-ბა-მოვალეობებს, ადრეული ასაკის ბავშვთა სწავლებისა და განვითარე-ბის სტრატეგიებს, აღსაზრდელთა ობიექტურ და სუბიექტურ შეფასებებს, ფიზიკური გარემო ცენტრის მოწყობას, თემატურ დაგეგმვას და ა. შ.

● ტრენიგ-კურსი სასერტიფიკაციო გამოცდებზე გამსვლელი მასწავლებლე-ბისთვის დახმარებას გაუწევს პედაგო-გებს როგორც საგნის საგამოცდოდ მომ-ზადებაში, ასევე პროფესიულ უნარებში.

გარდა ფასიანი ტრენინგებისა, მოხ-დება კონსულტაციების გაწევა და დახ-მარება მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის საკითხებით დაინტერესებულთათვის, მიმართვის შემთხვევაში, რეგიონებში მისვლით, უსასყიდლოდ. აგრეთვე ჩატარდება სემინარები მათთვის საინ-ტერესო საკითხებზე.

შესაბამისი მასალები იხილეთ ელექტრონულ მისამართზე:[email protected]

ალექსანდრა ჭიპაშვილივერტყვიჭალის საჯარო სკოლის

პედაგოგი, ინკლუზიურ განათლებაზე პასუხისმგებელი

განათლების უწყვეტი

განვითარების ღონისძიებათა

პრეზენტაცია

სოფელ მარელისში მცხოვრები მოსახლეობის ყველაზე დიდი პრობ-ლემაა ისაა, რომ არ გვყავს უბნის ექიმი. ეს სოფლის აუცილებელი საჭიროებაა. ყველა სოფელს ჰყავს უბნის ექიმი, რომელიც კვირაში ერთხელ, ან ორ კვირაში ერთ-ხელ აკითხავს. კარგი იქნება, ექიმი

ჩვენთანაც მოვიდეს, რათა გაჭირ-ვებულმა ადამიანმა, სანამ ქალაქში წავიდოდეს, პირველადი დახმარება მიიღოს უბნის ექიმისგან.

ყველა ადამიანმა იმ იმედით უნდა იცოცხლოს, რომ მისი ჯანმრთელო-ბა დაზღვეულია.

მადონა ცისკაძე

კარგი იქნება, თუ სოფელში

ექიმი ორ კვირაში ერთხელ მაინც

მოგვაკითხავს

ჩემი სკოლა ჩემთვის ყველაზე საყ-ვარელი ადგილია, სადაც ვეუფლები ცოდნას, ვსწავლობ ადამიანურ ურ-თიერთობებს, ვეზიარები კულტურას, ზნეობას. სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ სრულ-ყოფილად გავატარო მოსწავლეობის

პერიოდი.თუმცა არის რიგი პრობლემებსა,

რომელთა გადაჭრაც საუკეთესო გა-რემოს შექმნის. ჩვენ სკოლაში გვინდა გვქონდეს ახალი სასკოლო ინვენტა-რი და გარემონტებული სკოლა. ასევე ძალიან კარგი იქნებოდა სპორტული

დარბაზის განახლება და ახალი სპორტული ინვენ-ტარი.

სკოლის ეზო ჩვენი თავ-შეყრის საუკეთესო ადგი-ლია. ძალიან კარგი ეზო გვაქვს ნარგავებითა და ყვავილნარით, თუმცა ას-ფალტის საფარი დაზიანე-ბულია და უკარგავს ეზოს სილამაზეს.

გვინდა გვქონდეს სკო-ლის ეზოში სპორტული მოედანი.

თამთა ჭყოიძე

გვინდა გვქონდეს ახალი

სასკოლო ინვენტარი და

გარემონტებული სკოლა

გასულ კვირაში ხევისა და ნადაბუ-რის საჯარო სკოლების საკალათბურ-თო და საფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. კალათბურთში 50:35 გაიმარჯვა ხევის კალათბურთელთა ნაკრებმა. საფეხ-ბურთო შეჯიბრებაშიც პირველობა არ დათმეს ხეველებმა და ანგარიშით 5:3 დაამარცხეს ნადაბურის სკოლის ფეხბურთელთა ნაკრები.

მოთამაშეები თამაშის შემდეგ ერთ-მანეთს მეგობრულად დაემშვიდობნენ.

ივიკო ტაბატაძე

ხეველებმა

პირველობა არ

დათმეს

Page 5: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb მშენებლობის დროს ... · მე-7 გვ. @@ st,thdfkb7 gfhfcrtdb @_!# o8 (530) >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb

5xtvb [fhfufekb@@ st,thdfkb7 @_!# o.

ჩვენი გაზეთის მკითხველებს გვინდა გაგაცნოთ ახალგაზრდა პოეტები. ამ რუბრიკის პირველი სტუმარია ხარა-გაულის სასულიერო გიმნაზიის XII კლასის მოსწავლე გიორგი გოგოლაძე.

-გიორგი, რამდენი წლის იყავი, როდესაც პირველი ლექსი დაწე-რე და რამ დაგაწერინა?

-წელი ზუსტად არ მახსოვს, მაგ-რამ პირველი ლექსის დაწერისას ჯაფაროულში ვიყავი ბებიასთან და ბაბუასთან. სოფელში გვყავდა ერთი კბენია მამალი, რომელიც ყველას ერ-ჩოდა. სწორედ იმ მამალზე დავწერე პირველი ლექსი.

-საერთოდ, რატომ დაიწყე ლექსების წერა?

-ცხოვრებაში ბევრი რამაა ისეთი, რაც ჩემს პროტესტს ან სიმპატიას იწვევს. გადავწყვიტე, ეს განცდები ამესახა ფურცელზე. ხშირად მაშინ ვწერ, როდესაც რამე მაწუხებს, დავ-წერ, უსიამოვნება მშორდება და ვთა-ვისუფლდები.

-გიორგი, ლექსებს განწყობი-ლების მიხედვით წერ და კონკრე-ტულად გამოხატავ შენს დამო-კიდებულებებს რაიმეს ან ვინმეს მიმართ თუ ზოგადად?

-ზოგჯერ კონკრეტული პირის მიმართაც გამომიხატავს ჩემი დამოკი-დებულება, ზოგჯერ ჩემი ფანტაზიით დამიწერია.

-გამოარჩევდი თუ არა შენი ლექსებიდან რომელიმეს?

-არა. იმიტომ, რომ ყველა ლექსი, რომელიც დამიწერია, მთელი სულით და გულით მაქვს ნაგრძნობი.

-გაქვს თუ არა საყვარელი ადგილი, სადაც შეგიძლია დაუს-რულებლად წერა?

-კი. ჩემთან, სოფელ ვახანში. საღა-მოს აივნიდან ულამაზესი ხედი იშლება და შემიძლია დაუსრულებლად ვწერო ლექსები.

-შენი შთაგონების წყარო.-შთაგონების წყარო ნებისმიერი

რამ შეიძლება იყოს. კონკრეტულად ვერ ვიტყვი იმიტომ, რომ არის ისეთი მომენტები, როდესაც ნებისმიერ რა-მეში შეიძლება დაინახო რაღაც, რაც შეიძლება შენი შთაგონების წყარო გახდეს.

-რაიმეს ხომ არ შემოგვთავა-ზებდი ექსპრომტად?

-სი-ნოტიყვა-ჩხავისრუ-მოდისლი-რავი.

-გიორგი, ჩვენ ვიცით, რომ შენი ბაბუა, გივი გოგოლაძე, წერდა ლექსებს. მისი გავლენით ხომ არ დაიწყე ლექსების წერა?

-არ ვიცი. გენეტიკურიაო, ხში-რად ამბობენ ჩემი ახლობლები. ადრე არასოდეს მიფიქრია, ბაბუასთვის მიმებაძა, მისი გზა გამეგრძელებინა, მაგრამ ახლა დიდი სიამოვნებით გა-ვაგრძელებდი.

-ვინ არის შენი საყვარელი პოეტი?

-გალაკტიონ ტაბიძე და ლადო ასათიანი.

-შენი ლექსების უმრავლესობა უსათაუროა, რატომ?

-იმიტომ, რომ იშვიათად ვწერ რაიმე კონკრეტულზე. არ მიყვარს ჩარჩოები.

-გიორგი, როგორია შენი სამო-მავლო გეგმები?

-ვაპირებ პოეზიის საღამოს მოწ-ყობას ხარაგაულსა და თბილისში. ურთიერთობა მაქვს თანამედროვე პოეტებთან და მთხოვენ საღამოს მოწ-ყობას. ჯერჯერობით აბიტურიენტობა მიშლის ხელს.

სალომე ბუხნიკაშვილისალომე ალავიძე

გთავაზობთ გიორგი გოგოლაძის ერთ-ერთ ლექსს

ქალიციდან მოფრენილი სულის

ნაპერწკალი,კაცის მშვენებაა ეს ღვთის

ნახელავი,მიწას მომავალი ის წვიმის წვეთია,ზაფხულის გვალვებში მუდამ რომ

ელიან.დღისით მზეა, მთვარეა - ღამით,ლამაზი უმწიკვლო, ვით ყლორტი

ვაზის,მისი მეგზური - ხიბლი და შარმი,კაცის მშვენებაა ლამაზი ქალი!

ახალგაზრდა პოეტები

„ყველა ლექსი მაქვს ნაგრძნობი მთელი გულით და სულით”

-ბატონო თემურ, რამ გადა-გაწყვეტინათ, გამხდარიყავით ექიმი?

-ექიმობა - უფრო სწორად პრაქ-ტიკოსი ექიმობა იყო ჩემი მოწოდება ბავშვობის ასაკიდან. მინდოდა, რომ დავხმარებოდი და მეზრუნა მოსახლე-ობის ჯანმრთელობაზე.

-რომ არ გამხდარიყავით ექი-მი, რა პროფესიას აირჩევდით?

-ალბათ ვიბრძოლებდი მაინც ექი-მობისთვის..

-როგორი მამა ბრძანდებით?-საერთოდ, ოჯახი არის ქვეყნის

ძლიერების საფუძველი. მე და ჩემმა მეუღლემ შევქმენით ისეთი ოჯახი, სა-დაც ძირითადი მიზანი შვილების კარგ მოქალაქეებად აღზრდა იყო. ამას, მე მგონი, მივაღწიე კიდეც. შვილებთან მაქვს მეგობრული, მამაშვილური ურთიერთობა. ვფიქრობ, აქედან გამო-მდინარეა, რომ ჩემმა ქალიშვილმა ჩემი პროფესია აირჩია.

-რამდენად კარგი მოსწავლე იყავით სკოლაში?

-სკოლაში ყველა საგანს კარგად ვსწავლობდი, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარდა მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. ამ საგნებში მიმიღწე-ვია გარკვეული წარმატებებისთვის რაიონულ და ზონალურ ტურებში. გატაცებული ვიყავი სპორტით - ფეხ-ბურთით, კალათბურთით, მაგიდის ჩოგბურთით, ჭადრაკით.

-რამდენად უთმობთ დროს ოჯახს და შვილებს?

-ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან ხშირად ოჯახის საქმე გვერდ-ზე გადამიდია. თავისუფალ დროს ვეწევი სოფლის მეურნეობას - კერძოდ მევენახეობას, მეფუტკრეობას. შვილები თბილისში ცხოვრობენ და მუშაობენ. ამიტომ ხშირად ვეღარ ვართ ერთად. გვაქვს ყოველდღიური სატელეფონო საუბრები.

-თქვენს ცხოვრებას რომ გადა-

ხედოთ, რას შეცვლიდით?-ალბათ, ძნელია ამაზე ზუსტი

პასუხის გაცემა, მაგრამ, ვფიქრობ, არაფერს შევცვლიდი. ქართული ტრადიციების მქონე ოჯახი მაქვს. არც პროფესიას შევიცვლიდი.

-გაიხსენეთ თქვენი ცხოვრების ყველაზე საამაყო მომენტი.

-ყველაზე ამაყი ვიყავი, როდესაც გავხდი მამა. პროფესიიდან გამო-მდინარე, მეამაყება ყველა ის წუთი, როდესაც სიკვდილიდან დამიხსნია ავადმყოფი - ბავშვი თუ მოზრდილი ჩემი მუშაობის 30 წლის მანძილზე.

-ბავშვობაში ვინ იყო თქვენთ-ვის მისაბაძი პიროვნება?

-ბავშვობაში ჩემთვის მისაბაძი პი-როვნებები იყვნენ ჩემი მშობლები თა-ვიანთი პატიოსნებითა და შრომისმოყ-ვარეობით; შემდეგ - მაშინდელი ხევის საშუალო სკოლის დირექტორი პავლე იჩქიტიძე და პედაგოგები ალექსანდრე და ვარდენ ხაჩიძეები; სტუდენტობის პერიოდში კი - ჩვენი რაიონის სასი-ქადულო წარმომადგენელი, სამკურ-ნალო ფაკულტეტის დეკანი, აკადემი-კოსი ქალბატონი თამარ დეკანოსიძე. მადლობა, ბატონო თემურ, საინ-ტერესო საუბრისთვის.

ივიკო ტაბატაძე

„მეამაყება ყველა ის წუთი, როდესაც სიკვდილისგან დამიხსნია ავადმყოფი...”

ხუნევის, ხევისა და ნადაბურის ტერიტორიული ორგანოების სოფლების მცხოვრებთა ჯანმრთელობაზე თავდადებით ზრუნავს მაღალი დონის პროფესიონალი, ოჯახის ექიმი

ბატონი თემურ შუბითიძე. მას, როგორც საუკეთესო ექიმს, ბევრი იცნობს. ამჯერად მის პიროვნულ თვისებებს გაგაცნობთ.

ბატონ თემურს ოჯახში ვესტუმრე. მან და მისმა მეუღლემ ნატო ბლიაძემ ძალიან თბილად მიმიღეს. ჩვენი საუბარიც

გულწრფელი გამოვიდა.

ერთმანეთი საერთო მეგობრის წყა-ლობით გაიცნეს. მამუკას ეკა პირველი დანახვისთანავე მოეწონა. შემდეგ იყო სამსახურში მიკითხვები, გასეირ-ნებები და სხვადასხვა საინტერესო ადგილებზე დაპატიჟება. ეკაც ძალიან მალე მიხვდა, რომ გულგრილი არ იყო მამუკას მიმართ.

მათი შეყვარებულობის პერიოდი ერთ წელს გაგრძელდა და იმ დღეებს ეკა ცხოვრების საუკეთესო პერიოდს უწოდებს.

ეკა მაღრაძისა და მამუკა ღლონტის სიყვარულის ისტორიაზე გვსურს გიამბოთ.

„ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის დილის კურიერში მუშაობისას არანორმალური გრაფიკი მქონდა: თითქმის მთელი ღამე გადაღებებზე ვიყავი. ძალიან ვაფასებდი და ვაფასებ მამუკას დამოკიდებულებას - ის ტელე-ვიზიასთან ყოველთვის მელოდებოდა,” - იხსენებს ეკა.

- დ ა ო ჯ ა ხ ე ბ ი ს გ ა დ ა -წყვეტილება როდის მიიღეთ?

-ერთობლივად გადავწყვიტეთ. ორივეს გვქონდა გააზრებული, თუ რას ნიშნავდა ოჯახის შექმნა და რამდენად დიდი პასუხისგებლობა დაგვეკისრე-ბოდა. მგონია, რომ ყველაფერს ისე ვაკეთებთ, როგორც საჭიროა. ჩემთ-ვის ყველაზე ძვირფასი იმ ადამიანის გვერდით ყოფნაა, რომლის გამოჩენამ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეც-ვალა. დარწმუნებული ვარ, ამ დიდი სიყარულის წყალობით ჩვენი ოჯახიც ყოველთვის სტაბილური იქნება.

-განსაკუთრებული ტრადიცი-ები ხომ არ გაქვთ?

-არა, მაგრამ თანდათან ვამკვიდ-რებთ. ძირითადად ეს ეხება დღესას-წაუებს, თუ სად უნდა წავიდეთ. ჩემი ქმარი წარმოშობით გურულია. წელს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გურიაში შევხვდით. გურულები ამ დღეს სულ სხვანაირი ტრადიციით ხვდებიან. მე ძალიან მომეწონა. ამის მიუხედავად მირჩევნია, რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო ჩემს საყვარელ ხარაგაულში.

-რას უსურვებთ შეყვარებულ წყვილებს და რას ურჩევთ მათ?

-ვუსურვებ იმ ადამიანებს, რომელ-თაც სიყვარული ჯერ არ გამოუცდიათ, ეპოვოთ ცხოვრებაში ადამიანი, რომ-ლიც მათ ბედნიერებას მიანიჭებს. შეყვარებულებს მინდა ვურჩიო, რომ გაუფრთხილდნენ, მოეფერონ და მთე-ლი ცხოვრების მანძილზე გულში სათუთად შეინახონ ეს გრძნობა. ამაზე ძვირფასი ქვეყნად არაფერია. მე ასე მგონია: ჩემი ყოველი დღე იწყება და მთავრდება სიყვარულით. ისეთი ბედ-ნიერი ვარ, ხანდახან კიდეც მეშინია. ყველას გილოცავთ ვალენტინობას.

სალომე ალავიძე

სიყვარულის ისტორიები

“მამუკას გამოჩენამ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა...”

Page 6: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb მშენებლობის დროს ... · მე-7 გვ. @@ st,thdfkb7 gfhfcrtdb @_!# o8 (530) >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb

6 xtvb [fhfufekb @@ st,thdfkb7 @_!# o.

რედკოლეგია:თამთა ჭყოიძე, მადონა ცისკაძე, თამარ მაღრაძე, მარიამ არევაძე,

სალომე ყრუაშვილი, ლანა ლომიძე, ჟანა ლომიძე, სალომე ალავიძე, სოფო ალავიძე, თამარ ჩხიკვაძე,

ბექა ჩხიტუნიძე, ივიკო ტაბატაძე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედუბანში დიდი და ლამაზი ოჯახი ცხოვრობს. თერთმეტსულიანი ოჯახის უფროსი ბატონი თამაზ ცხადა-ძეა. ის თავის მეუღლე ციალასთან ერთად შვილებს - 42 წლის ზურაბს და 31 წლის მაიას შვიდი შვილის გაზრდაში ეხმარება.

15 წლის თამაზი, 13 წლის მარიამი, 11 წლის ნინო, 9 წლის ნათია, 7 წლის გიორგი, 3 წლის პეტრე და 1 წლის ნიკოლოზი - აი ცხადაძეების ოჯახის ყველაზე დიდი სიმდიდრე. ბავშვების დედას, ქალბატონ მაიას რამდენი შეკითხ-ვით მივმართე.

-ქალბატონო მაია, რაიმე შეღა-ვათით თუ სარგებლობთ?

-არანაირი შეღავათით არ მისარ-გებლია არასდროს. სოციალური დახ-მარებაც კი შეგვიწყვიტეს ერთი წლით და ახლა ისევ დაგვინიშნეს. მცირედი პროდუქტებითაც დაგვეხმარენ საახალ-წლოდ.

-არასამთავრობო ორგანიზაცი-ები თუ გეხმარებიან?

-არა, არავინ დაგვხმარებია. ერთ-ხელ მივაკითხეთ „ავერსს.” მივიტანეთ საბუთები და დაგვეხმარენ 15 შეკვრა ბავშვის საფენით. ეს იყო და ეს. ახლაც გვითხრეს, დახმარებები სხვა სოფლებში მიიღეს მრავალშვილიანმა ოჯახებმაო. მე არაფერი მიმიღია.

-ალბათ ძნელია ამდენი ბავშვის მოვლა, მათთვის საჭმლის მომზა-დება და სარეცხის დარეცხვა. თუ

გაქვთ რაიმე ტექნიკა, რაც შრომას შეგიმსუბუქებთ, მაგალითად, სა-რეცხი მანქანა?

-არა, არანაირი ტექნიკა არ გვაქვს ოჯახში. ხელით ვრეცხავ სარეცხს. არ გვაქვს სარეცხი მანქანის ყიდვის შესაძ-ლებლობა.

-რას ისურვებდით მომავალში?-ნეტავი, სამუშაო იქნებოდეს, რომ

აღარ ვიყოთ დამოკიდებული უფროსების პენსიაზე და მთავრობის სოციალურ, მიზერულ შემწეობაზე. ეს თანხა ძალიან მცირეა ამხელა ოჯახისთვის.

-რას ურჩევთ მომავალ დედებს?-უყვარდეთ თავიანთი მეუღლეები და

გააჩინონ ბევრი შვილი, რადგან შვილებ-ზე მეტი სიმდიდრე და სიხარული არ არ-სებობს ამ ქვეყანაზე. მე არც მთავრობის იმედზე და არც სხვისი დახმარების იმდად გავაჩინე შვილები. ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ჯანმრთელი შვილები მაჩუქა.

ვემშვიდობები ამ ლამაზ და მართ-ლაც სულიერად მდიდარ ოჯახს.

ყოველივე საუკეთესოს და უფლის წყა-ლობას ვუსურვებ. წინასწარ ვულოცავ ცხადაძების ოჯახის ქალბატონებს 3 და 8 მარტს. ბედნიერი დედები და ქალბატო-ნები ყოფილიყვნენ.

იმედს ვიტოვებ, რომ სარვამარტოდ ვინმე ამ ლამაზ ოჯახს სარეცხ მანქანას აჩუქებს. წინასწარ დიდი მადლობა ყველა ქველმოქმედს.

სალომე ყრუაშვილი

ამ ქვეყანაზე შვილებზე მეტი სიმდიდრე არ არსებობს

რას ნიშნავს ჩემთვის მეგობრობა

ბექა ჩხიტუნიძე: -როგორც უნდა იცვლებოდეს საზოგადოება, მაინც რჩება ცხოვრებისეული ფასეულო-ბები, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა თაობისთვის. ერთ-ერთი ასეთი ფასეულობაა მეგობრობა. ადა-მიანები ხშირად ამბობენ ამ სიტყვას, მაგრამ ცოტას შეუძლია განმარტოს, ჩამოაყალიბოს რა არის მეგობრობა, ვინ არის ნამდვილი მეგობარი და როგორი უნდა იყოს ის. არც მე ვარ გამონაკლისი. მეც ძალიან მიჭირს ამ სიტყვის განმარტება. პირველყოვლისა მეგობარი ჩემთვის არის ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობა არა მხო-ლოდ სიამოვნებას მანიჭებს, არამედ მეხმარება განვვითარდე, როგორც პიროვნება. ჩემი აზრით, მეგობრებთან

კონტაქტის დროს ადამიანები ვითარ-დებიან არა ნაკლებად, ვიდრე სწავლის ან წიგნის წაკითხვის დროს.

გავრცელებულია აზრი, რომ ნამდ-ვილი მეგობრობა მჟღავნდება სირთუ-ლეების დროს. ის ადამიანი, რომელიც სადღაც ქრება მაშინ, როდესაც შენ ცუდად ხარ და მისი დახმარება გჭირ-დება, რთულია მას მეგობარი უწოდო. ცალკეულ შემთხვევებში ადამიანები ეკონტაქტებიან ერთმანეთს მაშინ, რო-დესაც მათ გარკვეული პრობლემები აწუხებთ, ემოციებისგან დაცლა სურთ. ასეთ შემთხვევაში ისინი ერთმანეთის-თვის უფასო ფსიქოლოგები არიან. ნამდვილ მეგობართან კონტაქტი უნდა იყოს საინტერესოც. ჩემთვის მეგობ-რობა არ განისაზღვრება სოციალური, მატერიალური და გენდერული მდგო-მარეობით.

ამბობენ, რომ მეგობრობა არის სიყვარული, რომელსაც ფრთები მოაჭრეს. ამ სიტყვებს გარკვეულწი-ლად ვეთანხმები, მაგრამ ვფიქრობ, მეგობრობასაც აქვს თავისი ფრთები. უბრალოდ ის „სხვა ფერისაა.”

თამარ მაღრაძე: -ჩემთვის მე-გობარი არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს გამიგებს, ყველა საიდუმ-ლოს გამიმხელს, მენდობა და გვერდით დამიდგება.

მეგობრად პიროვნებას ყოველთვის ხასიათით ვირჩევ და არა გარეგნობით. ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ ჩემს განსაკუთრებულ სათქმელს მხოლოდ საუკეთესო მეგობარს ვეუბნები.

სულ რაღაც ოთხი თვის წინ გავი-ცანი ადამიანი, რომელთანაც ბევრი საერთო ვიპოვე. მასთან ყოველი შეხ-ვედრა ძალიან მიხარია.

სოფო ალავიძე: -მეგობრობა ქცევაა, რომელიც ვლინდება ურ-თიერთგაგებითა და მხარდაჭერით პიროვნებებს შორის. მეგობრობას ვერ დაგეგმავ. მეგობარი არის ადამიანი, რომელიც სულ ჩემს გვერდითაა ნების-მიერ სიტუაციაში და ყოველთვის მზად არის ჩემს დასახმარებლად. ვფიქრობ, ნამდვილი მეგობრის ფასს ხშირად მაშინ ვიგებთ, როცა ვკარგავთ.

პირადად ჩემთვის მეგობრობა წმინ-და გრძნობაა. ჩემში ამ სიტყვის გაგო-ნებაც კი განსაკუთრებულ სითბოს ბადებს. უმეგობროდ ვერ ვიქნებოდი. ადამიანს, რომელთანაც მეგობრობ, კარგად უნდა იცნობდე და ენდობოდე, მასთან თავს ყოველთვის კარგად უნდა გრძნობდე და მისი დანახვა გიხარო-დეს. ყველანაირად ვცდილობ, გავუფრ-თხილდე მეგობარს, არ დავუშვა რაიმე შეცდომა მასთან ურიერთობაში.

მადონა ცისკაძე: -მეგობრობა ადამიანის ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს. ნამდვილ მეგობარს უზი-არებს ჭირს, ლხინს, ემოცებს. ჩემთვის პირადად მეგობარი არის ადამიანი, რომელიც არასდროს მიგატოვებს. ძალიან მიყვარს ჩემი მეგობრები და მათ არასდროს დავივიწყებ.

მეგობრობა ემბლემაა ცხოვრების,მეგობრობა განა დასაშურია?მეგობრობას თავს შევწირავთ

იცოდეთ,მეგობრობა სიკვდილამდე მწყურია. მარიამ არევაძე: -მეგობრობა

ღვთით მომადლებული ნიჭია, რომელ-საც ყველა ვერ ფლობს. ეს ერთ-ერთი უდიდესია იმ განძთაგან, რომელიც უფალმა ჩვენ, ადამიანებს, გვიბოძა. ყველა გისმენს, როდესაც რაიმეს ამ-ბობ. საუკეთესო მეგობარს კი ესმის, თუ რატომ დუმხარ. მეგობარი ისაა, ვისაც შეგიძლია ნებისმიერი საიდუმ-ლო გაანდო, ვინც რთულ მომენტში დაგეხმარება და სანაცვლოდ არაფერს მოგთხოვს. თუმცა, არსებობენ მეგობ-რები, რომლებიც მზიან ამინდში ჩრდი-

ლივით დაგდევენ, მაგრამ როგორც კი მოიღრუბლება, აღარსად ჩანან.

თამთა ჭყოიძე: -მეგობრობის ფასი ამქვეყნად არაფერია. მეგობრო-ბის დამახასიათებელია: სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, ჭეშმარიტება. ალბათ, ამქვეყნად არ არსებობს ადა-მიანი, რომელსაც მეგობარი არ ჰყავს. უმეგობრო ადამიანი ხომ უიმედო და გარიყულია.

ჩემთვის მეგობრები დიდი იმედი და სიყვარულია. ჩვენ ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია. მეგობარს ისე ჭირდება გაფრთხილება, როგორც საკუთარ თავს.

სალომე ყრუაშვილი: -მეგობ-რობა ადამიანის სულის აუცილებელი საკვებია. მეგობრობა არის დიდი გრძნობა და აზრების შეთანხმება. უმეგობროდ ვერ იცხოვრებ.

ჩემთვის ნამდვილი, ღირსეული მეგობარი ყველა სიმდიდრეზე ძვირფა-სია. ნამდვილი მეგობარი ყოველთვის ჩემს გვერდით იქნება არა მხოლოდ ლხინში, არამედ, გაჭირვებაშიც. არასოდეს მიღალატებს, მომცემს რჩევებს, ყოველთვის პატივს სცემს ჩემს გადაწყვეტილებებს და არასოდეს დაიღლება ჩემი დარდისა და სიხა-რულის გაზიარებით. საბედნიეროდ, ასეთი ადამიანები ჩემს გვერდით არც ისე ცოტაა, მაგრამ არც ძალიან ბევრი. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მეგობრები ყოველთვის ჩემს გვერდით არიან. დიდი მადლობა მათ და უფალს ამისთვის.

თამარ ჩხიკვაძე: -თანამედროვე ცხოვრებაში ხშირად მესმის სიტყვა მეგობრობა. ალბათ ძალიან ცოტა თუ ჩავკვირვებივართ ამ სიტყვის არსს. ვფიქრობ, - რომ არა მეგობარი, ვინ ვიქნებოდით ნებისმიერი ჩვენგანი? ალბათ, საკუთარ თავში ჩაკეტილი, უაზრო არსებები. მეგობარი ჩემთ-ვის სიცოცხლის ერთ-ერთი წყაროა; ადამიანი, რომელსაც ვენდობი და ყველანაირ მდგომარეობაში მისი

დახმარების იმედი მაქვს. მეგობრობა მსოფლიოს ხალხთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია.

მეგობრობას ჩვენს ქვეყანაში უძ-ველესი ტრადიცია აქვს. იყვნენ ძმად-ნაფიცები, რომლებიც ერთმანეთისთ-ვის თავს სწირავდნენ. ქართველი ვაჟკაცისთვის მეგობრობა ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი იყო. ამის მაგალითია შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი.“

მეგობარი ნებისმიერი ჩვენგანისთ-ვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველა-ზე მეტიც ალბათ მისგან გვწყინს და გვიხარია. რთულია, ცხოვრობდე და გვერდით ისეთი ადამიანი არ გყავდეს, ვინც შენი თანამდგომი იქნება.

იცვლება დრო, იცვლება ღირებუ-

ლებები, მაგრამ, ჩემი აზრით, მეგობ-რობა მუდმივად დარჩება ადამიანთა შორის ურთიერთობის და სიყვარუ-ლის გამოხატვის უძლიერეს ძალად.

სალომე ალავიძე: -რა სჯობს იმ წუთებს, რომელსაც მეგობრებთან ერთად ატარებ. თუნდაც ის ერთ-ერთი ჩვეულებრივი და ბანალური დღე იყოს. ჩემთვის მეგობარი დიდი განძია. მიხა-რია, როცა ჩემი მეგობარი ბედნიერია და ჩემთან ერთად ტკბება ცხოვრებით. მეგობარი, როცა გჭირდება, მუდამ შენს გვერდითაა და მასთან ერთად შეგიძლია ყოველგვარ დაბრკოლებას გაუმკლავდეს. მსიამოვნებს, როცა მეგობარი რჩევას მაძლევს და ჩემთვის მხოლოდ კარგი უნდა. ჩემს მეგობრებს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ ცხოვრებაში. მუდამ ჰქონდეთ ჩემი იმედი ჭირშიაც და ლხინშიაც. „ნამ-დვილი მეგობარი ისაა, რომელმაც იცის შენი გულის სიმღერა და აგყ-ვება სიმღერაში, როცა შენ ტექსტი დაგავიწყდება.“

ლანა ლომიძე: -„რა არის მე-გობრობა” - ამ კითხვაზე უამრავი რამის დაწერა შეიძლება, მაგრამ მე მინდა მოკლედ ავხსნა ის, რაც ჩემთვის მეგობარს და მეგობრობას ნიშნავს. როდესაც თვალზე ცრემლს შეგიშრობს; როდესაც მთელი საათები გულდასმით უსმენს შენს პრობლე-მებს, ერთხელაც არ გაგაწყვეტინებს სიტყვას, არ გეტყვის და არც გაგრძ-ნობინებს, რომ დაიღალა; როდესაც ისეთ რჩევებს გაძლევს, როგორსაც თავისთვის ისურვებდა და როდესაც უხარია, კარგად რომ ხარ და წარმა-ტებას აღწევ; შენს გასაჭირს გულწ-რფელად იზიარებს; სადაც არ უნდა იყოს, მუდამ რომ ახსოვხარ; ძილის წინ თავისი ოჯახის წევრებთან ერთად შენს თავსაც რომ შეავედრებს უფალს, რომ ტკბილი ძილი და მშვიდი ღამე გაჩუქოს... აი, ასეთია ჩემთვის მეგო-ბარი... და ესაა ჩემთვის მეგობრობა...

ხარაგაულის საბავშვო ბიბლიოთეკაში, მოზარდებში

ხელით წერის კულტურის განვითარების მიზნით,

კონკურსი მიმდინარეობს.

Page 7: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb მშენებლობის დროს ... · მე-7 გვ. @@ st,thdfkb7 gfhfcrtdb @_!# o8 (530) >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb

7xtvb [fhfufekb@@ st,thdfkb7 @_!# o.

სოციალური მომსახურების სა-აგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების თანამშრომლები ღრმა მწუხარებით იუწყებიან სამსახურის ყოფილი უფროსის

რამაზ ბრეგვაძისგარდაცვალების გამო და თანაუგრ-

ძნობენ განსვენებულის ოჯახს.

ბორითის საჯარო სკოლის დირექ-ცია, პედაგოგიური კოლექტივი და ტექნიკური პერსონალი თანაგრძნობას უცხადებენ ბადრი ბარბაქაძეს და ნანა პაქსაშვილს დედისა და დედამთილის

ჟენია ლურსმანაშვილი-ბარბაქაძის

გარდაცვალების გამო.

თამარ ჩხიკვაძე და ლიკა ჭიპაშვილი სამძიმარს უცხადებენ ავთანდილ შერ-გელაშვილს ბაბუის

ავთანდილ შერგელაშვილისგარდაცვალების გამო.

ნადაბურის საჯარო სკოლის I-III კლასების მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები, კლასის ხელმძღვანელები და ამავე კლასების ინგლისური ენის მასწავლებლები თანაუგრძნობენ ეკა-ტერინე და მარიამ ბუაჩიძეებს ბაბუის

აკაკი გელაშვილისგარდაცვალების გამო.

ნადაბურის საჯარო სკოლის პედ-კოლექტივი და ტექპერსონალი თა-ნაუგრძნობენ ამავე სკოლის პედაგოგს ხათუნა გელაშვილს მამის და ბესო ბუაჩიძეს სიმამრის

აკაკი გელაშვილისგარდაცვალების გამო.

ზვარის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობ-ლები და კლასის დამრიგებელი ნანა უდესიანი თანაუგრძნობენ და უსამ-ძიმრებენ ფიქრია ლომიძეს ძვირფასი დეიდის

მზია კაკიაშვილისგარდაცვალების გამო. უფალმა

დაუკვიდროს საუკუნო სასუფეველი.

შპს „ადითი” ხარაგაულის სამე-ანო განყოფილების თანამშრომლები თანაუგრძნობენ ქეთევან გაბუნიას ბაბუის გარდაცვალების გამო.

ჩემო ნუგეშისა და იმედის მთქმელო, როცა მიჭირდა, ბევრჯერ დამხმა-რებიხარ. სიცოცხლე სწორედ თქვენ შემინარჩუნეთ. თქვენმა იმედიანმა სიტ-ყვამ გამაბედინა ოპერაციის გაკეთება, რომელიც მშვიდობიანად ჩაატარა აკადემიკოსმა ჩაჩავამ და მისმა სიძემ. თბილისშიც რამდენჯერმე მომინახუ-ლეთ, თინა ექიმო.

რა დამავიწყებს თქვენს თავს. სანამ ვიცოცხლებ, დედმამიშვილის ტოლო, ძვირფასი ოჯახის პატრონო ქალ-ბატონო. მსუბუქი იყოს თქვენთვის ვახანის მიწა.

ელენა (ნადია) ფუტკარაძე

ჩემო უძვირფასესო ლოლა ექიმო, უთქვენოდ გვიახლოვდება ქალთა დღე. აქედან გილოცავთ. თქვენ მარტო მე კი არა, ალბათ უთვალავი ადამიანი გიგონებთ. ჩვენი ბავშვობა ხომ თითქ-მის წარმოუდგენელია თქვენს გარეშე. მახსოვს, ბავშვობაში თანატოლებს კიდეც გვიჩხუბია, - „არა ჩემია ლოლა ექიმი, არა - ჩემიო.”

იძინეთ ტკბილად, ჩემთვის ღამენა-თევო ძვირფასო ლოლა ექიმო. მსუბუქი იყოს თქვენთვის და თქვენი მეუღლისთ-ვის ხარაგაულის მიწა.

თქვენი წამლით გაზრდილი იმედა ბარბაქაძე

ლოლა გურგენიძე-დევდარიანის ხსოვნას

თინა არევაძისნათელ ხსოვნას

და გუბერნატორების დანიშვნის უფლება, პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად კვლავ კვალიფიციური უმრავლესობა ყოფილიყო საჭირო, პრეზიდენტის იმპიჩმენტის გარ-თულებული პროცედურები დარჩენილიყო უცვლელად და სხვა.

რა დამატებითი წინაპირობა წამოაყენეს (16 თებერვალი): უპირობო და სრული ამნისტია

ყველა საჯარო მოხელისათვის (პრეზი-დენტიდან მუნიციპალიტეტის რიგით თა-ნამშრომლამდე) 2012 წლის 1 ნოემბრამდე ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, გარდა ძალადობრივი, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული და სხვა მსგავსი მძიმე დანაშაულებებისა.

რაზე განვაცხადეთ თანხმობა (17 თებერვალი):

უპირობო და სრული ამნისტია საშუალო და ქვედა რგოლის საჯარო მოხელეებისთვის 2012 წლის 1 ოქტომბ-რამდე ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის, გარდა ძალადობრივი, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული და სხვა მსგავსი მძიმე დანაშაულებებისა. ნაწილობრივი ამნისტია მაღა-

ლი რანგის თანამდებობის პირებისთვის, რომლის მიხედვითაც ისინი გათავისუფ-ლდებოდნენ სისხლის სამართლებრივი სასჯელისგან დანაშაულის აღიარებისა და 5 წლამდე ვადით საჯარო სამსახურში ყოფნის აკრძალვის პირობით (პრეზიდენ-ტი, პარლამენტის წევრები, მინისტრები და მათი მოადგილეები, სამინისტროების მსხვილი სტრუქტურების ხელმძღვანე-ლები, გუბერნატორები, გამგებლები, მათი მოადგილეები, იუსტიციის საბჭოს და სხვა მსგავსი ცენტრალური სტრუქტურების წევრები, საკრებულოების თანამდებობის პირები, მოსამართლეები, პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირები და ინტე-რესთა კონფლიქტის შესახებ კანონით გან-საზღვრული სხვა თანამდებობის პირები).

რა იყო მათი საბოლოო წინადადება (18 თებერვალი): სრული და უპირობო ამნისტია

ყველასთვის, გარდა პრეზიდენტისა, მი-ნისტრებისა და პარლამენტის წევრებისა, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის, გარდა ძალა-დობრივი, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული და სხვა მსგავსი მძიმე დანაშაულებებისა. ამნისტიის საკითხზე შეთანხ-

მებამდე კონსტიტუციის საკითხებზე შეთანხმების რეალიზების შეუძლებლობა.

რა არის ჩვენი პასუხი (20 თებერვალი):

1. ნაციონალური მოძრაობის პოზიციის მიუხედავად ჩვენ მოვამზა-დებთ და 2 კვირის ვადაში პარლამენტში წარვადგენთ კანონპროექტს საჯარო მოხელეთა ამნისტიის შესახებ იმ პრინ-ციპების საფუძველზე, რაც შევთავაზეთ 17 თებერვალს.

2. პრეზიდენტის მიერ მთავრობის ერთპიროვნულად შექმნის აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭს ვუყრით საჭიროების მიხედვით, პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე.

3. პარლამენტის ადგილსამყოფე-ლის თაობაზე კონსტიტუციურ ცვლილე-ბებს კენჭისყრაზე არ დავსვამთ საგაზაფ-ხულო სესიის ბოლომდე.

4. გავაგრძელებთ საგარეო პო-ლიტიკური პრიორიტეტების თაობაზე ინტერფრაქციული შეთანხმების მიღწევის მცდელობას, მაგრამ 15 მარტამდე ყველა შემთხვევაში კენჭს ვუყრით პარლამენტის რეზოლუციას ამ თემაზე.

5. შევქმნით სახელმწიფო საკონ-სტიტუციო კომისიას კონსტიტუციური რეფორმის მოსამზადებლად, მათ შორის, ქვეყნის ევროპული არჩევანის კონსტიტუ-ციაში ასახვის მოდელების შესამუშავებ-ლად. კომისიაში შევლენ კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტები.

6. საარჩევნო კანონმდებლობისა და ინფრასტრუქტურის დახვეწის მიზნით შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფი სრული დატვირთვით შეუდგება მუშა-ობას 1 მარტიდან. ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობისთვის მოვიწვევთ არსა-პარლამენტო ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანი-ზაციების წარმომადგენლებს.

7. შევიმუშავებთ და საზოგადო-ებას 1 მარტამდე გავაცნობთ ღონისძი-ებათა კომპლექსური გეგმას, რომლის მიზანი იქნება: საზოგადოებრივი წესრიგის

უმკაცრესი დაცვა პრეზიდენტისა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების მო-ნაწილეობით გამართულ ღონისძიებებზე; სისხლის სამართლის პასუხის-

გებაში მიცემული პირების კონსტიტუცი-ური და საპროცესო უფლებების განუხ-რელი დაცვა და მათთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა; ადგილობრივ თვითმმართვე-

ლობებისა და სხვა საჯარო დაწესებულე-ბების მოხელეების კანონიერი უფლებე-ბისა და ინტერესების განუხრელი დაცვა; საერთაშორისო საზოგადო-

ების სრულყოფილი და დროული ინფორ-მირება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, დანაშაულის ჩადენაში მხი-ლებული ყოფილი თუ მოქმედი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების თაობაზე.

ამრიგად, ჩვენ არ ვწყვეტთ დიალოგს ოპოზიციასთან, მაგრამ ვერც მხოლოდ უშედეგო დიალოგით შემოვიფარგლებით. უსაფუძვლო ჭირვეულობითა და ახალ-ახალი პირობების დაყენებით დროის გაყვანა ოპოზიციის ფუფუნებაა. ხელი-სუფლება კი ვალდებულია პირველ რიგში საქმე აკეთოს და თან დიალოგისთვისაც მზად იყოს.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საქმიანო-ბის ზემოთ მოყვანილი გეგმა, ერთი მხრივ, ეხმიანება მოლაპარაკების პროცესში წამოჭრილ ყველა საკითხს და, მეორე მხრივ, მისი განხორციელების ნების-მიერ ეტაპზე შეიძლება მოლაპარაკების გაგრძელება და ფართო პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა თუ ოპოზიციას ამის სურვილი და უნარი აღმოაჩნდება.

რაც შეეხება ჩვენი საკონსტიტუციო ინიციატივის მთავარ ამოცანას, იგი მიღ-წეულია - პრეზიდენტის ხელში არსებული დესტაბილიზაციის იარაღი მსოფლიოს დემოკრატიული თანამეგობრობის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მოექცა და, საჭი-როების შემთხვევაში, მხოლოდ ქართველ ხალხს არ მოუხდება მისი განიარაღება.

დავით უსუფაშვილი 20 თებერვალი, 2013 წელი

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის განცხადებაპირველი გვერდიდან

სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების

მსურველი მასწავლებლები 28 თებერვლის ჩათვლით უნდა დარეგისტრირდნენმასწავლებელთა სასერტიფიკაციო

გამოცდების ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია 11 თებერვლიდან დაიწ-ყო და 28 თებერვლის ჩათვლით იწარ-მოებს. დარეგისტრირება უნდა მოხდეს

ინტერნეტით, ელექტრონულად, გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge; online.naec.ge).

როგორც ხარაგაულის საგანმანათ-ლებლო რესურსცენტრში (უფროსი მამუკა ჭიპაშვილი) 20 თებერ-ვალს სკოლების დირექტორებთან გამართულ თათბირზე აღინიშნა, პედაგოგებმა 14 მარტის ჩათვლით რეგისტრაცია ასევე უნდა გაიარონ რესურსცენტრშიც.

„სასერთიფიკაციო გამოცდის ჩა-ბარების მსურველი ყველა პედაგოგი აუცილებლად 28 თებერვლამდე უნდა დარეგისტრირდეს ინტერნეტით და ასევე 14 მარტის ჩათვლით მოგვ-მართოს რესურსცენტრში,“ - დი-რექტორებთან აღნიშნა შეხვედრაზე რესურსცენტრის სპეციალისტმა და-ვით კიკნაძემ - მხოლოდ ელექტრო-ნულად ან მხოლოდ რესურსცენტრში დოკუმენტურად დარეგისტრირება არ ითვლება სრულყოფილ დარეგისტ-რირებად.”

ინტერნეტით რეგისტრაციისათვის აპლიკანტს უნდა ჰქონდეს პირადობის (ბინადრობის)

მოწმობა/პასპორტი, აგრეთვე მან უნდა გადაიხადოს გამოცდებში მონა-წილეობის საფასური.

გადახდის შესაძლო საშუალე-ბები და ტარიფები:

1) საქართველოს ბანკის სერვის ცენტრები - 0,5 ლარი;

2) ვებგვერდზე ipay.ge - 1 ლარი;3) ,,აიფეის‘‘ აგენტების ქსელში

(საჯარო რეესტრის სააგენტოებში) - 0.5 ლარი;

4) „საქართველოს ბანკის“ თვით-მომსახურების ტერმინალით - 1 ლარი;

5) საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - 1 ლარი.

გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი, პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) სერია და ნომერი. სა-ფასურის გადახდა შეუძლია როგორც აპლიკანტს, ისე სხვა პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს აპლიკანტის შესაბამის მონაცემებს.

• მოქმედი პედაგოგები, რომლებიც პირველად მონაწილეობენ სასერ-ტიფიკაციო გამოცდებში არ იხდიან გამოცდის ჩაბარების საფასურს;

• პედაგოგებისათვის, რომლებმაც ერთხელ უკვე მიიღეს მონაწილეობა სასერტიფიკაციო

გამოცდებში და ვერ გადალახეს ზღვარი, ასევე მასწავლებლობის მსურველთათვის, ერთი

გამოცდის ჩაბარების საფასურია 25 ლარი;

• პედაგოგებისათვის/მასწავლებ-ლობის მსურველთათვის, რომელთაც გადალახეს ზღვარი

კონკრეტულ გამოცდაში, მაგრამ სურთ მიღებული შედეგის გაუმჯობე-სება, ერთი გამოცდის

ჩაბარების საფასურია 50 ლარი.აპლიკანტს შინაარსობრივი ნაწი-

ლის გამოცდებიდან მხოლოდ ერთი გამოცდის არჩევა შეუძლია.

ინტერნეტით რეგისტრაციისათვის აპლიკანტს უნდა ჰქონდეს (ან უნდა შექმნას) ელექტრონული ფოსტის მისამართი.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის მას-წავლებელთა სასერტიფიკაციო გამო-ცდაზე შესაძლებელია გამოცდების ჩაბარება შემდეგ საგნებში:

ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI), (VII-XII); მათემატიკა (I-VI), (VII-XII); პროფესიული უნარები; ისტორია; გეოგრაფია; სამოქალაქო განათლება; ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია; ბუნებისმეტყველება (I-VI); სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; დაწყებითი საფეხური (I-IV); ინგლისური; გერმა-ნული; ფრანგული; რუსული.

საჯარო სკოლების სასკოლო ავტობუსებით

უზრუნველყოფა გრძელდებაგანათლების სამინისტროს ინიცი-

ატივით, 2013 წლის იანვარში ახა-ლი პროექტი „სკოლების ხელმისაწვ-დომობა“ ამოქმედდა. პროგრამაში 190 საჯარო სკოლა ჩაერთო, მათ შორის - რვა სკოლა ხარაგაულის მუ-ნიციპალიტეტიდან. ქვეყნის მასშტაბით 9000-ზე მეტი მოსწავლე სასკოლო ავ-ტობუსითაა უზრუნველყოფილი. სკო-ლების სატრანსპორტო მომსახურებას ტენდერში გამარჯვებული კომპანიები უზრუნველყოფენ. 6 მარტიდან პროექ-ტში დამატებით ჩაერთვება კიდევ 140 სკოლა, მათ შორის ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან - ღორეშისა და მარელისის საჯარო სკოლები.

როგორც ხარაგაულის საგანმანათ-ლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მამუკა ჭიპაშვილმა, 20 თებერ-ვალს სკოლების დირექტორებთან თათბირზე განაცხადა, განათლების სამინისტროსთვის გადაცემულია ყველა საჯარო სკოლის შესახებ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მანძილს გადის თითოეული მოს-წავლე სკოლამდე და ასევე სკოლამდე მისასვლელი გზების მდგომარეობის თაობაზე. განათლების სამინისტრო ზრუნავს, რომ მოწესრიგდეს თითო-ეულ სკოლამდე მისასვლელი გზა. სამომავლოდ პროექტში „სკოლების ხელმისაწვდომობა” მაქსიმალურად ბევრი სკოლა ჩაერთვება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკ-რებულოს ბიუროს სხდომაზე 18 თებერ-ვალს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გულნარა ტო-როშელიძემ საბიუჯეტო ცვლილების პროექტი წარადგინა. მოხსენებითი ბა-რათის თანახმად, 2013 წლის 13 თებერ-ვლიდან ფუნქციონირება დაიწყო ხევის საზოგადოებრივმა ცენტრმა, რომლის ნორმალური საქმიანობისათვის საჭიროა ოთხი საშტატო ერთეული. მათ შორის ორი სპეციალისტი, დამლაგებელი და და-რაჯი. სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო - 500 ლარი; დარაჯი - 300 ლარი. დამლაგებელი - 300 ლარი. დამლაგებელი და დარაჯი ორ-ორია.

ე. ი. სოფლის სახლის ერთი თვის ხელფასის ფონდში საჭიროა 1 600 ლარი და 2013 წლის ხელფასის ფონდში - 17,6 ათასი ლარი.

ასევე თებერვლის თვიდან მუნი-ციპალიტეტის გამგეობის საშტატო ერთეულებს ემატება ოთხი საშტატო ერთეული. მათ შორის ორი მოადგილე (თანამდებობრივი სარგო 1 200 ლარი), ერთი სამსახურის უფროსი (თანამდე-ბობრივი სარგო 1 000 ლარი) და ერთი მთავარი სპეციალისტი (თანამდებობრივი სარგო - 560 ლარი. ე. ი. დამატებით სა-ჭიროა თვეში 3 960 ლარი, წელიწადში 43,6 ათასი ლარი.

საბოლოო ანგარიშსწორებასთან და-კავშირებით გამგეობის შრომის ანაზღა-ურების ხარჯებს ესაჭიროება 5 000 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭი-როა გამგეობის ხარჯებში გაიზარდოს შრომის ანაზღაურების ფონდი 66,2 ათასი ლარით. ასევე საჭიროა მუნიცი-პალიტეტის საკრებულოს შრომის ანაზ-ღაურების გაზრდა 6,0 ათასი ლარით. ასევე საბოლოო ანგარიშსწორებისა და სხვა ღონისძიებებისთვის.

ა(ა)იპ ისტორიული მუზეუმის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძველზე სახანძრო კუთხის მოსაწყობად დამატე-ბით გამოიყოს სუბსიდია 0,4 ათასი ლარი;

რელიგიის ხარჯებში გაიზარდოს სუბსიდია 1,0 ათასი ლარით ფარცხნა-ლის ეკლესიის საეკლესიო ინვენტარით უზრუნველსაყოფად.

აღნიშნული ხარჯების დაფინანსების წყაროდ გამოყენებულ იქნას 2013 წლის 1 იანვრისათვის არსებული სახსების თავისუფალი ნაშთიდან 73,6 ათასი ლარი.

საკრებულო ბიუჯეტში ცვლილებას

განახორციელებს

ინიშნება ხაშური-ზესტაფონის მატარებლის

შუადღის რეისიპოლიტიკური პარტია „კახა კუკავა

- თავისუფალი საქართველოს” წევრის, გია ყრუაშვილის, ინფორმაციით, მან მიმართა რკინიგზის დეპარტამენტს ხაშური-ზესტაფონის მატარებლის შუადღის რეისის დანიშვნის თხოვნით.

25 თებერვლიდან დაინიშნება ამ მატარებლის შუადღის რეისი. ზესტა-ფონიდან მატარებელი 10:55 საათზე გამოვა და ხაშურში 13:05 საათზე ჩავა. ხაშურიდან ზესტაფონის მიმართულე-ბით 14:45 საათზე გამოვა და 17:05 საათზე ზესტაფონში იქნება.

უცვლელია მატარებლის დილისა და საღამოს რეისების გრაფიკი.

ამბების აკიდო

Page 8: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb მშენებლობის დროს ... · მე-7 გვ. @@ st,thdfkb7 gfhfcrtdb @_!# o8 (530) >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb

8 xtvb [fhfufekb @@ st,thdfkb7 @_!# o.

დ. ხარაგაული22.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +11ºC, ღამე +3ºC;23.02 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +11ºC, ღამე +6ºC;24.02 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +9ºC, ღამე +6ºC;25.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +10ºC, ღამე +5ºC;26.02 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +10ºC, ღამე +5ºC. 27.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა ნალექით, დღე +11ºC, ღამე +5ºC;

ბორითი22.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +10ºC, ღამე +3ºC;23.02 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +11ºC, ღამე +5ºC;24.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +10ºC, ღამე +5ºC.25.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +10ºC, ღამე +4ºC.26.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +10ºC, ღამე +4ºC27.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +11ºC, ღამე +4ºC;

კიცხი22.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +12ºC, ღამე +4ºC;23.02 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +12ºC, ღამე +7ºC;24.02 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +10ºC, ღამე +7ºC.25.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +11ºC, ღამე +6ºC.26.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +11ºC, ღამე +6ºC.27.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +12ºC, ღამე +6ºC;

მოლითი22.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +8ºC, ღამე +1ºC;23.02 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +10ºC, ღამე +3ºC;24.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +9ºC, ღამე +3ºC.25.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +8ºC, ღამე +2ºC.26.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +9ºC, ღამე +2ºC.27.02 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +9ºC, ღამე +2ºC;

amindi

vsfdfhb htlfMNjhb

kfehf ujujkf't

redaqtoris moadgile

nino kapanaZe 593 35 65 80

sofiko WipaSvili 557 26 77 99

593 900 501

vbc5 xaragauli, 9 aprilis q. #17

ntk5 _ $## @@ !^ @*%)# )_ _% _!

E-mail: [email protected] htubcnh81$*2%-,-!@

lfb,tzlf igc 3v,v gjkbuhfaib4

m8 mesfbcb ak. wereTlis q.1!(^

ntk8 %)) )% )^ (^Þ _ $#! @# $% %$

დიზაინერიშოთა ლომიძე

ტელ.: 557 10 20 47 Email: [email protected]

რედკოლეგიის წევრები:სოფო ფერაძე, ანი ჭიპაშვილი, სალომე ბუხნიკაშვილი, გიორგი ლომიძე, ნინო ბლიაძე, ნინო მჭედლიძე, მარიამ მაქაძე, ანა გოლუბიანი, ნინო ქველიაშვილი, გვანცა ლომიძე, თიკო ლურსმანაშვილი, ხვიჩა ჭყოიძე

ვიბარებ ჯართს მაღალ ფასად. იკითხეთ დემური. დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ: 555 29 56 08.

,,როცა პირველად შენი თვალები,ჩემს თვალებს შეხვდა, მახსოვს ვილოცე.როცა პირველად გვერდით დაჯექი,- სიზმარი ახდა და გავიოცე.”ნიკო გომელაურივაშლევის საჯარო სკოლაში ბევრ

ლამაზ ღონისძიებას ვატარებთ, განსა-კუთრებული იყო ვალენტინობის დღი-სადმი მიძღვნილი კაფე-საღამო. ყველას მხირულად უბრწყნავდა უბრწყინავდა თვალები. ღონისძიებაში მასწავლებლებ-მა და მშობლებმაც მიიღეს მონაწილეობა. კლასიკური მუსიკის ფონზე ისმოდა გალაკტიონის, ნიშნიანიძის, ლეონიძის, გელოვანის უკვდავი ლექსები. ადამიანს უნდა უყვარდეს, რომ ცხოვრება ბედნი-ერი და საინტერესო იყოს. ყოველთვის უნდა გამოვნახოთ დრო, რომ ვუთხრათ ერთმანეთს „მე შენ მიყვარხარ!” რომ მუდამ ვიგრძნოთ „აპრილის სუნთქვა და იების ფერი.” უსიყვარულოდ მართლაც არ სუფევს მზე ცის კამარაზე და ანცი ნიავიც არ გვიწეწავს ეშმაკურად თმას.

ყველაფერი განსაკუთრებული იყო. ვაჟები ანთებული სანთლებით წარმო-

თქვამდნენ სადღეგრძელოებს, იყო გა-ლაკტიონის ,,მერი,” ,,ცისფერი ქალი,” ლეონიძის „ყივჩაღის პაემანი,” შეყვა-რებული ზურიკელა და სოსოიაც იყო, ხატიასა და მერის თვალებით გვიმზერდა პირველი სიყვარული დუმბაძის მოთხრო-ბებიდან. ბებიას გაკვრვებული თვალებიც დავინახეთ, როცა მერიმ შეცდომით ზურიკელას წერილი მიუტანა, სიცილი-საგან ილიკოც ღვრიდა ცრემლს.

პ რ ო ე ქ ტ ო რ ი თ მ ო ე წ ყ ო პ რ ე -ზ ე ნ ტ ა ც ი ა ს ა თ ა უ რ ი თ : , , მ ე შ ე ნ მი ყვარხარ!”გოგონებმა წარმო-ადგინეს მოდების ჩვენება, დადგენილი იყო ნომინაციები, რომელშიც გამო-ვლინდა გამარჯვებულები.

ყველაფერი ძალიან ლამაზი, უდი-დესი გრძნობით, იისა და გაზაფხულის სურნელით იყო გაჟღენთილი.

„როცა შემაქე, გულში ვიყვირე,როცა წახვედი ლამის ვიტირე.ხვალ არ შემხედავ? არ გავიოცებ,მაინც მიყვარხარ, შენზე ვილოცებ ”

ქეთევან გოგოლაძევაშლევის საჯარო სკოლა

“უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე”

გორაკებზე შეფენილ ულამაზეს სო-ფელ მარელისში, რომელსაც თითქმის შუაზე ჰყოფს მდინარე ჯოლიხევი, დგას ორი ეკლესია. ორივე მათგანი მაცხოვრის სახელობისაა. ერთი მდინარის მარცხენა

ნაპირზე გორაკის თავზეა აღმართული, მეორე - მდინარის მარჯვენა ნაპირზე (ე. წ. გაღმა მარელისი) სასაფლაოს ფერდობზე. რამდენიმე წლის წინ ეს ტაძრები დიდი საფ-რთხის წინაშე იდგნენ, მაგრამ გამოჩნდნენ

ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ხარ-ჯებით რესტავრაცია ჩაუტარეს შენობებს და სოფელს დანგრევის პირას მისული სალოცავები შეუნარჩუნეს.

სოფლის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ბაზილიკური სტილის ეკლესია IX-X საუკუნეებში ბერძნების მიერაა აგებული. ტაძარი ერთხელ რუსების მიერ ყოფილა რესტავრირებული. მა-რელისელი რაულ ქურდაძისა და მისი ქალიშვილის – თამარ ქურდაძის თაოს-ნობით, მათი ფინანსური დახმარებით და შეწევნით გადაწყდა ტაძრის აღდგენა-რესტავრაცია. ამ იდეას მხარი დაუჭირა სოფლის მოსახლეობამ. ამ ადამიანების ძალისხმევის შედეგად სალოცავს დაუბ-რუნდა პირვანდელი სახე. ეკლესიაში რამდენჯერმე აღევლინა წირვა-ლოცვა.

მდინარის მარცხენა ნაპირზე, გორა-კის თავზე, აღმართულია მაცხოვრის სახელობის XIX საუკუნის ეკლესია სამ-რეკლოთი. მარელისელმა გია ხოსროს ძე მაღრაძემ საკუთარი ხარჯები გაიღო ეკლესიის რესტავრაციისთვის. უახლოეს მომავალში ეკლესიის კედლებზე ფრეს-კები დაიწერება.

მარიამ არევაძე

მარელისის უძველესი სალოცავები

ჩვენს უსაყვარლეს მამიკოს, ჯემალ კალანდაძეს, ვულოცავთ 50 წლის იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და დღეგრძელობას.

ნინო და თათია

სარგვეშის საჯარო სკოლის პედა-გოგს მარინა ნავაძეს ვულოცავთ დაბადების დღეს. ვუსურვებთ ჯანმრ-თელობას, მხნეობას, სიმშვიდეს თავის ლამაზ ოჯახთან ერთად.

სარგვეშის საჯარო სკოლის მასწავლებლები

ვულოცავთ ბედნიერებას ჩვენს ერთულ მეგობარს, არაჩვეულებრივ ხელმძღვანელს შორენა ყანჩაველს. ვუსურვებთ მას მეუღლე ვახტანგ შა-ვიძესთან ერთად ლამაზი ქართული ოჯახის შექმნას, შვილთა სიმრავლეს, საუკეთესო მომავალს, ღვთის ულევ წყალობას, ყველა ამქვეყნიურ სიკეთეს და სიხარულს.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხარაგაულის

სამსახურის თანამშრომლები

ვულოცავთ ზურაბ ზუმბაძის ოჯახს შვილიშვილის დაბადებას. ვუ-სურვებთ პატარა ნიცას თავის ძამიკო ლუკასთან ერთად ჯანმრთელობას და მშვიდობიან საქართველოში გაზრდას. გფარავდეთ ღმერთი.

ნუგზარ თაბუკაშვილის ოჯახი

სარგვეშის ტერიტორიული ერთე-ულის რწმუნებულს, უანგარო, კეთილ-სინდისიერ პიროვნებას, ბატონ ჯემალ კალანდაძეს ვულოცავთ დაბადებიდან 50 წლის იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმ-რთელობას, წარმატებებს, წმინდა გიორგის მადლი ფარავდეს მის ოჯახს.

სოფელ საბის მაცხოვრებლები

ნადაბურის საჯარო სკოლის პე-დაგოგს, ელგუჯა ხარაიშვილს ვულოცავთ დაბადების დღეს. ვუ-სურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, ოჯახურ ბედნიერებას. მრავალი წელი ემსახუროს მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდას. ღმერთი ფარავდეს მის ოჯახს.

ნადაბურის საჯარო სკოლა

ბაზალეთის საჯარო სკოლის კოლექტივი ვულოცავთ ამავე სკო-ლის პედაგოგს ნუნუ ლაცაბიძეს ძმის ბედნერებას. ახალდაქორწინებულ არსენსა და ციცის ვუსურვებთ ბედ-ნიერებას, შვილთა სიმრავლეს. უფალი ფარავდეს მათ ოჯახს.

მარელისის საჯარო სკოლის პე-დაგოგს, სოფო მესხს ვულოცავთ პირველი შვილის - ნინოს შეძენას. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნი-ერებას, სიხარულს და ბედნიერებას.

მარელისის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელები

სულითა და გულით ვულოცავთ ჩვენი ოჯახის მეგობარს შორენა ყანჩაველს ბედნიერებას. ვუსურ-ვებთ მეუღლე ვახტანგ შავიძესთან ერთად ლამაზი ქართული ოჯახის შექმნას, შვილთა სიმრავლეს, ულევ სიხარულს და სიყვარულს.

ვალერი კაპანაძე ოჯახით

ვულოცავთ საუკეთესო პიროვნე-ბას, მერაბ თხელიძეს ქორწინებას. ვუსურვებთ მეუღლე ქეთევან მო-დებაძესთან ერთად ბედნიერებას, ღვთის წყალობას და თანაცხოვრების საუკეთესო წლებს.

ვალერი კაპანაძე ოჯახით

ვულოცავთ ლალი ჭყოიძეს და გოჩა მაღლაფერიძეს ქალიშვილის გაბედნიერებას. ვუსურვებთ ახალდა-ქოწინებულებს, ჩემს უსაყვარლეს ნათ-ლულს, თეონა მაღლაფერიძეს და მის რჩეულს გიორგი შანშიაშვილს ლამაზი ქართული ოჯახის შექმნას. ყოველი წამი სიხარულით, სიყვარუ-ლით და ბედნიერებით სავსე ჰქონოდეთ. მუდამ ფარავდეთ უფლის კალთა.

ნაილი კალანდაძე ოჯახით

უაღრესად კეთილშობილ ადამიანს, საუკეთესო რძალს, მოსიყვარულ დე-დას, ერთგულ მეუღლეს, უღალატო მეგობარს და ნიჭიერ, შრომისმოყვარე პედაგოგს, ლენა ციცვიძეს, ვულო-ცავთ ვაჟიშვილის შეძენას.

პატარა დავითს ვუსურვებთ გა-იზარდოს სახელოვანი ვაჟკაცი, თა-ვისი ერისა და ქვეყნის ტრადიციების გამგრძელებელი. ღმერთი ფარავდეს მუდამ. დაე, ედავითოს გაბრწყინებულ საქართველოში.

ხიდრის საჯარო სკოლის მას-წავლებლები: ნანა, ინგა, ლანა,

მზია, ცისნარი

სარგვეშის საჯარო სკოლის თა-ნამშრომლები ვულოცავთ სკოლის ბუღალტერს ციური კალანდაძეს შვილიშვილის და სკოლის ყოფილ პედაგოგს ლენა ციცვიძეს შვილის, პატარა დავითის ამქვეყნად მოვლინე-ბას. ვუსურვებთ პატარა ვაჟკაცს ჯანმ-რთელობას, დღეგრძელობას, ღმერთმა დალოცოს პატარა ანგელოზი.

სარგვეშის საჯარო სკოლის თანამშრომლები

„ლიბერთი ბანკი” აცხადებს ვაკანსიას 22 თებერვლიდან ორი კვირის მანძილზე სარეზერვო ჯგუფის შექმნის მიზნით მოლარე-ოპერატორის და მოლარის პოზიციებზე ხარაგაულის რაიონში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმე და ფინანსები);მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);საოფისე პროგრამების ცოდნა.კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ CV

ფოტოსურათით.

***

***

***

******

***

***

***

***

***

13 თებერვალს მოულოდნელად თავი შეუძლოდ ვიგრძენი. სასწრაფო დახმარების მანქანით გადმომიყვანეს ხარაგაულის საავადმყოფოში, სადაც ოთხი დღე დავყავი. ყურადღებით დამტრილებდნენ თავს ექიმი ირინე ბიბიჩაძე, ექთნები და სანიტრები. მათი დახმარებით, პროფესიონალიზმით და გულისხმიერებით დღეს თავს უკეთ ვგრძნობ. უმაღლეს დონეზე მიმკურნა-ლეს. მადლობა ხარაგაულის საავადმ-ყოფოს მედპერსონალს. ღმერთმა და-ლოცოს თითოეული მათგანის ოჯახი.

პატივისცემით გიორგი შერგელაშვილი

სოფ. ქროლი

მადლობა გულისხმიერ და პროფესიონალ

მედპერსონალს

ყურადღება!