8
@! LTRTV,THB7 GFHFCRTDB @_!@ O8 >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb #47 (522) www.chemikharagauli.com „დიდი მადლობა დღევანდელი ლა- მაზი საღამოსთვის. ისეთი აღფრთოვა- ნებული და ბედნიერი ვარ, სიტყვებით ვერ გადმოვცემ ემოციას. საოცარი იყო ყველაფერი: სცენარი, რეჟისურა, სა- შემსრულებლო მანერა. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ უფრო დიდი წარმატებები გელოდებათ და თქვენთან ერთად ჩვენც გახარებულები ვიქნებით,” - ასე შეაფასა ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის სპექტაკლი „თანამ- დევი სული” ცნობილმა კარდიოლოგმა შორენა ჭუმბურიძემ. 15 დეკემბერს ირინე ჩხეიძის სცე- ნარითა და რეჟისორობით დადგმული ლიტერატურული სპექტაკლის ჩვენება თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის კულტურულ-შემოქმედებით ცენტრში გაიმართა. ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებე- ბის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „თა- ნამდევი სული” იმერეთის თეატრალური ფესტივალის „იმერეთი 2012” გამარჯვე- ბული და გრან-პრის მფლობელია. „გადავწყვიტეთ, თბილისელი მაყუ- რებლები მოგვეწვია. ძალიან მინდოდა, გვეთამაშა დედაქალაქში მცხოვრები ხარაგაულელებისთვის, რომლებსაც ძა- ლიან ენატრებათ ხარაგაულის კულტუ- რასთან შეხვედრა. ამიტომ ეს არ იქნება მხოლოდ სპექტაკლის ჩვენება, ეს იქნება სიყვარულისა და მონატრების საღამო,” - აღნიშნა ირინე ჩხეიძემ. ელთ ღუნიას სიტყვებმა - „ჩვე- ნი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო,” ოთარაანთ ქვრივის შეძახილმა - „თუ წუთისოფელს ერთ ბეწო ხანს თვალი მო- უხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდო- ელი ლეკი ნაბადსა,” ილიას ანდერძივით ნათქვამმა - „მარად და ყველგან, საქართ- ველოვ, მე ვარ შენთანა,” იმ მარადიულმა სატკივარმა, რაზეც დიდი ილია ჭავჭავაძე წუხდა, თითოეული მაყურებლის სულსა და გულში გაიარა. ამიტომ ბუნებრივი იყო დარბაზიდან წამოსული ემოციები: „ველოდებოდით თეატრს პროვინციიდან და ვნახეთ აკადემიური სპექტაკლი;” „ამ სპექტაკლმა უფრო ახლობელი გახადა, უფრო სიღრმისეულად გამაცნო ილია ჭავჭავაძის შემოქმედება;” „ბედნიერი და ამაყი ვარ იმით, რომ ხარაგაულელი ვარ...” გივი ვეფხვაძე, კინორეჟისორი: -სიტყვები არ მყოფნის ხარაგაულის არაჩვეულებრივი თეატრალური დასი- სა და შესანიშნავი სპექტაკლის შესა- ფასებლად. დღევანდელ დღეს სწორედ ასეთი სიტყვა უნდა ისმოდეს სცენიდან. ეს ახალგაზრდობას ძალიან სჭირდება. მინდოდა გადამეღო ეს სპექტაკლი და ფირზე აღმებეჭდა, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოვახერხე. იმედია, მომავალში შევძლებ. მამა მირიანი (სამხარაძე): -ძა- ლიან კარგი სპექტაკლი ვნახეთ. კმაყო- ფილი ვარ. მიხარია ხარაგაულელთა წარმატება. ყოველთვის თვალყურს ვა- დენებ ამ თეატრის საქმიანობას და მიხა- რია, რომ წარმატებული დასია. ძალიან კარგია, რომ ხარაგაულში გრძელდება დიდი თეატრალური ტრადიციები. ღმერ- თმა დალოცოს ირინე ჩხეიძე და დასის თითოეული წევრი. ლინა ბარათაშვილი, პოეტი: -მე- ამაყება ხარაგაულის თეატრი. მოხარუ- ლი ვარ, რომ თეატრი აგრძელებს დიდ ტრადიციებს. არაჩვეულებრივი სპექტაკ- ლი იყო „თანამდევი სული.” ილია ჭავჭა- ვაძის შემოქმედების მაყურებლამდე ასე ლამაზად მიტანა დიდი ოსტატობაა. ილია ჭავჭავაძე ნამდვილად არის თანამდევი სული საქართველოსი. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ილიას სიტყვა: „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო.” აღტაცებული ვარ მსახიობების მა- ღალ პროფესიონალური შესრულე- ბით. ვუსურვებ ხარაგაულის სახალხო თეატრს, რომ შეენარჩუნებინოს ქართუ- ლი სული. ყოველთვის მიგულეთ თქვენს გვერდით. საქართველოს ტექნიკური უნივერ- სიტეტის კულტურულ-შემოქმედებითი ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბუც- ხრიკიძემ დიდი მადლობა გადაუხადა ხარაგაულის სახალხო თეატრს არაჩვე- ულებრივი სპექტაკლისთვის. მან თეატრს კიდევ ერთხელ მიულოცა დიდი წარმატე- ბა და ხაზი გაუსვა სპექტაკლის აღმზრ- დელობით მნიშვნელობას. მან დარბაზში შეკრებილთ სასიამოვნო სიახლე ამცნო და თურქეთის ქალაქ ანტალიის სამხა- რეო კულტურის სამინისტროდან გამო- გზავნილი წერილი ხარაგაულის მუნიცი- პალიტეტის გამგებელ ლაშა ნიქაცაძეს გადასცა. წერილში ნათქვამია: -2013 წლის 26 აპრილიდან 2 მაისამ- დე ქალაქ ანტალიაში ტარდება მოსწავ- ლე-ახალგაზრდობის და სტუდენტური საერთაშორისო ფესტივალი ქალაქის კულტურის განყოფილებისა და კლა- სიკური მუსიკის განვითარების კავშირ „ჰარმონიას,” ტექნიკური უნივერსიტე- ტისა და ევროპულ-ქართული აკადემიის რექტორების მხარდაჭერითა და ინიცი- ატივით, ასევე თეოლოგიის კათედრის გამგის მეუფე მიტროპოლიტ ანანიას ლოცვა-კურთხევით. გვსურს თქვენი სპექტაკლი „თანამ- დევი სული”, როგორც იმერეთის რეგი- ონალურ ფესტივალში გამარჯვებული, მოვიწვიოთ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. რადგან ფესტივალის ორგა- ნიზების ნახევარ თანხას იხდის თურქე- თის მხარე, ნახევარი მუნიციპალიტეტმა დააფინანსეთ. გვინდა, მომავალში ამ თეატრის კიდევ ბევრი წარმატება და გა- მარჯვება მოგილოცოთ. წინ კიდევ უფრო დიდი წარმატებები გელოდებათ...“ 18 დეკემბერს ხარაგაულის მუნიციპა- ლიტეტის გამგებლის შესარჩევად შექმნი- ლი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. კომისიის თავმჯდომარე კობა გოგსაძემ კომისიის წევრებს გააცნო ორი წევრის - იუზა კელენჯერიძისა და რუსუდან გურ- გენიძის - განცხადებები კომისიიდან გასვ- ლის შესახებ. იუზა კელენჯერიძემ, როგორც მის განცხადებაშია აღნიშნული, კომისია ჯან- მრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა, ხოლო რუსუდან გურგენიძემ გამგებლის შერჩევის პროცესისგან თავის არიდების მიზეზი შემდეგნაირად განმარტა: „ვინა- იდან ვატყობ, რომ კომისიის წევრობა ჩემი მხრიდან და თვით კომისიის შემადგენლო- ბა ემსგავსება აბსურდის თეატრს, ვთვლი, რომ ასეთ კომისიაში ჩემი ყოფნა არ არის მართებული.” იუზა კელენჯერიძე გამგებლის შე- სარჩევ კომისიაში საკრებულოში ახლად- შექმნილი ფრაქციის „ქართული ოცნება - ხარაგაული” თავმჯდომარე იური ლურ- სმანაშვილმა წარადგინა, როგორც ამავე ფრაქციის წევრი. რუსუდან გურგენიძე კი კომისიის თავმჯდომარემ არასამთავ- რობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრის” წარმომადგენლის სტატუსით მიიწვია კომისიაში სამუშაოდ, რაზეც რუსუდან გურგენიძემ თავის დროზე თანხმობა გა- ნაცხადა. სხდომაზე საკრებულოს წევრმა იური ლურსმანაშვილმა მოითხოვა კომისიის წევრთა რაოდენობის თხუთმეტამდე გაზრ- და და კომისიაში გელა გოლუბიანისა და ნიკოლოზ ბირკაძის შეყვანა. კობა გოგსაძის შეკითხვაზე, თუ რა პრინციპით უნდა გაიზარდოს კომისიის წევრთა რაოდენობა, იური ლურსმანაშ- ვილმა უპასუხა, რომ „ეს ორი კაცი იმავე პრინციპით უნდა დავამატოთ, რა პრინცი- პითაც აირჩნენ კომისიის სხვა წევრები. ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ თვითონაც არიან ღირსნი, იმუშაონ ამ კომისიაში.” კომისიის წევრმა, საკრებულოს ფრაქ- ცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმ- ჯდომარე რომან შერგელაშვილმა აღნიშნა, რომ კომისიის შემადგენლობასა და რაოდენობაზე მსჯელობისას, მუშა- ობა რომ ეფექტური ყოფილიყო, თავიდან შვიდი ან ცხრა წევრით დაკომპლექტებას ფიქრობდნენ. საზოგადოების, კოალი- ცია „ქართული ოცნებისა” და პარტიების წარმომადგენლებმა ისურვეს, რომ თავიან- თი წარმომადგენლები ჰყოლოდათ. ამი- ტომ, ვინმეს აზრი რომ არ დაბლოკილიყო, შეჯერდნენ კომისიის წევრთა რაოდენო- ბის ცამეტამდე გაზრდაზე. აბოლოოდ, გამგებლის შესარჩევი კომისიის წევრებმა კომისიის შე- მადგენლობის გაზრდას მხარი არ დაუჭი- რეს. მათ ასევე ერთხმად გადაწყვიტეს, რომ ახალი წევრები არც გამოკლებული ორი წევრის სანაცვლოდ უნდა დაამატოს კომისიის თავმჯდომარემ. „მივესალმები, თუ გამოკლებული წევ- რები დაბრუნდებიან და ჩვენთან ერთად იმუშავებენ კომისიაში. თუ არადა, გაუგე- ბარია, რატომ უნდა ვეძებოთ ახალი წევ- რები ან გავზარდოთ წევრთა რაოდენობა? - აღნიშნა კომისიის წევრმა იზა ვეფხვაძემ და განაცხადა, რომ არ ეთანხმება აზრს, რომ თითქოს კომისიის მუშაობა „აბსურ- დის თეატრია.” კომისიის სხდომას ერთი წევრი - მალ- ხაზ კუპრაძე არ ესწრებოდა. მას შემდეგ, რაც კომისიამ გადაწყვიტა, რომ თერთმეტი წევრის შემადგენლობით შეუდგებოდა მუშაობას, დეპუტატმა იური ლურსმანაშვილმა სხდომა დატოვა და კო- მისიის წევრებს მიმართა, რომ ის „ამ კომი- სიას მუშაობის საშუალებას არ მისცემს.” ხდომაზე კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ცეზარ ბუბულაშ- ვილი აირჩიეს, მდივნად - ნინო ფხალა- ძე. კომისიამ იმსჯელა გამგებლობის კან- დიდატთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებზე. სხდომაზე აღინიშნა, რომ მუნიციპალიტე- ტის გამგებლის შესარჩევი ღია კონკურსი ხვალიდანვე გამოცხადდება და ათდღიანი ვადა დაწესდება მსურველებისგან განაც- ხადების მისაღებად. ამის შემდეგ, - სავარაუდოდ, 3 იან- ვარს, კომისიის წევრები შეიკრიბებიან კანდიდატთა შესახებ ინფორმაციის მისა- ღებად და განსაზღვრავენ კანდიდატებთან გასაუბრების კონკრეტულ დროს. „გ ამგებლის შეჩევის პროცესს დააკვირდებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მე- დია, - აღნიშნა სხდომის დასასრულს კობა გოგსაძემ, - ჩვენ მოგვიწევს გადამწყვეტი სიტყვის თქმა, სერიოზული ნაბიჯის გადა- დგმა. აშკარად რომ ერთი კანდიდატი მეორეს აჯობებს, მათ შორის საკუთარი დედმამიშვილიც რომ იყოს, ვერავინ გამო- ავლენს ტენდენციურობას. კანდიდატებს კომისიის წინაშე მოუწევთ საკუთარი ნი- ჭის, უნარის, გამოცდილების დამტკიცე- ბა, პროგრამების წარმოდგენა და აშკარა გახდება ყველაფერი. ძლიერი კანდიდატი ყოველთვის ძლიერია.” სხდომა უკვე მთავრდებოდა, როცა იური ლურსმანაშვილმა გამგებლის შე- სარჩევი კომისიის წევრ მალხაზ კუპრაძის სახელზე შედგენილი განცხადება გადასცა კომისიის თავმჯდომარეს. კობა გოგსაძე მაშინვე ტელეფონით დაუკავშირდა მალ- ხაზ კუპრაძეს და კომისიაში მუშაობისგან თავის არიდების მიზეზი ჰკითხა. რესპუბლიკელმა მალხაზ კუპრაძემ იმავე საღამოს, თანაპარტიელებთან მო- თათბირების შემდეგ, საბოლოოდ გადა- წყვიტა, რომ ამ კომისიაში არ იმუშავებს. იმის გამო, რომ კომისიის წევრთა რაოდენობა ლუწი დარჩა, კობა გოგსაძე კომისიის მესამე გამოკლებული წევრის ნაცვლად საზოგადოებისთვის სანდო და ავტორიტეტული პიროვნების შერჩევას აპირებს. ამგებლის შესარჩევი კომისიის დაშლის რა სამართლებრივი სა- ფუძვლები შეიძლება არსებობდეს? - საკ- რებულოს თავმჯდომარისგან საკითხის ასეთნაირად დასმას შევესწარით. რატომ საუბრობს საკრებულოს თავმ- ჯდომარე მისგან დასახელებული თავმჯ- დომარისგან შექმნილი კომისიის დაშლა- ზე? - ჩვენ ამით დავინტერესდით. „რესპუბლიკელებმა დამისვეს საკით- ხი, რომ კომისია არ არის კომპეტენტური, არ ვენდობით კომისიას და უნდა გააუქმოო, - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე აკა- კი მაჭავარიანი, - მე ვუთხარი მათ, რომ დავაზუსტებ, თუ რამე საფუძველი არსე- ბობს ამ კომისიის გაუქმების და რამდენად კანონისმიერია თქვენი მოთხოვნა.” აკრებულოს თავმჯდომარეს შეეძ- ლო, ერთპიროვნულად შერჩეული გამგებლობის კანდიდატი წარედგინა საკ- რებულოსთვის დასამტკიცებლად. ამ პროცესში ჩართული ყველა მხარე თანხმდება, რომ თავად პროცესი - გამგებ- ლობის კანდიდატის კომისიურად შერჩევა მისასალმებელია. რაც შეეხება კომისიის შემადგენლო- ბას, მის მიმართ უნდობლობა, ჯერ კიდევ კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებისას, რამდენჯერმე საჯაროდ გამოხატა პარლამენტარმა ნოდარ ება- ნოიძემ. თუმცა ჩვენს შეკითხვას, თუ რა- ტომ არ დასახელდა კომისიის თავმჯდო- მარის ალტერნატიული კანდიდატურები, ადეკვატური პასუხი არ მოჰყოლია. ლაურა გოგოლაძე გამგებლის შესარჩევმა კომისიამ კონკურსი გამოაცხადა

ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb გამგებლის ... · @! ltrtv,thb7 gfhfcrtdb @_!@ o8 (522) >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy#47 afcb

  • Upload
    others

  • View
    2

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb გამგებლის ... · @! ltrtv,thb7 gfhfcrtdb @_!@ o8 (522) >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy#47 afcb

@! ltrtv,thb7 gfhfcrtdb @_!@ o8 >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb#47 (522)

www.chemikharagauli.com

„დიდი მადლობა დღევანდელი ლა-მაზი საღამოსთვის. ისეთი აღფრთოვა-ნებული და ბედნიერი ვარ, სიტყვებით ვერ გადმოვცემ ემოციას. საოცარი იყო ყველაფერი: სცენარი, რეჟისურა, სა-შემსრულებლო მანერა. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ უფრო დიდი წარმატებები გელოდებათ და თქვენთან ერთად ჩვენც გახარებულები ვიქნებით,” - ასე შეაფასა ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის სპექტაკლი „თანამ-დევი სული” ცნობილმა კარდიოლოგმა შორენა ჭუმბურიძემ.

15 დეკემბერს ირინე ჩხეიძის სცე-ნარითა და რეჟისორობით დადგმული ლიტერატურული სპექტაკლის ჩვენება თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის კულტურულ-შემოქმედებით ცენტრში გაიმართა. ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებე-ბის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „თა-ნამდევი სული” იმერეთის თეატრალური ფესტივალის „იმერეთი 2012” გამარჯვე-ბული და გრან-პრის მფლობელია.

„გადავწყვიტეთ, თბილისელი მაყუ-რებლები მოგვეწვია. ძალიან მინდოდა, გვეთამაშა დედაქალაქში მცხოვრები ხარაგაულელებისთვის, რომლებსაც ძა-ლიან ენატრებათ ხარაგაულის კულტუ-რასთან შეხვედრა. ამიტომ ეს არ იქნება მხოლოდ სპექტაკლის ჩვენება, ეს იქნება სიყვარულისა და მონატრების საღამო,” - აღნიშნა ირინე ჩხეიძემ.

ლელთ ღუნიას სიტყვებმა - „ჩვე-ნი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო,”

ოთარაანთ ქვრივის შეძახილმა - „თუ წუთისოფელს ერთ ბეწო ხანს თვალი მო-უხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდო-ელი ლეკი ნაბადსა,” ილიას ანდერძივით ნათქვამმა - „მარად და ყველგან, საქართ-ველოვ, მე ვარ შენთანა,” იმ მარადიულმა სატკივარმა, რაზეც დიდი ილია ჭავჭავაძე წუხდა, თითოეული მაყურებლის სულსა

და გულში გაიარა. ამიტომ ბუნებრივი იყო დარბაზიდან წამოსული ემოციები: „ველოდებოდით თეატრს პროვინციიდან და ვნახეთ აკადემიური სპექტაკლი;” „ამ სპექტაკლმა უფრო ახლობელი გახადა, უფრო სიღრმისეულად გამაცნო ილია ჭავჭავაძის შემოქმედება;” „ბედნიერი და ამაყი ვარ იმით, რომ ხარაგაულელი ვარ...”

გივი ვეფხვაძე, კინორეჟისორი: -სიტყვები არ მყოფნის ხარაგაულის არაჩვეულებრივი თეატრალური დასი-სა და შესანიშნავი სპექტაკლის შესა-ფასებლად. დღევანდელ დღეს სწორედ ასეთი სიტყვა უნდა ისმოდეს სცენიდან. ეს ახალგაზრდობას ძალიან სჭირდება. მინდოდა გადამეღო ეს სპექტაკლი და ფირზე აღმებეჭდა, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოვახერხე. იმედია, მომავალში შევძლებ.

მამა მირიანი (სამხარაძე): -ძა-ლიან კარგი სპექტაკლი ვნახეთ. კმაყო-ფილი ვარ. მიხარია ხარაგაულელთა წარმატება. ყოველთვის თვალყურს ვა-დენებ ამ თეატრის საქმიანობას და მიხა-რია, რომ წარმატებული დასია. ძალიან კარგია, რომ ხარაგაულში გრძელდება დიდი თეატრალური ტრადიციები. ღმერ-თმა დალოცოს ირინე ჩხეიძე და დასის თითოეული წევრი.

ლინა ბარათაშვილი, პოეტი: -მე-ამაყება ხარაგაულის თეატრი. მოხარუ-ლი ვარ, რომ თეატრი აგრძელებს დიდ ტრადიციებს. არაჩვეულებრივი სპექტაკ-ლი იყო „თანამდევი სული.” ილია ჭავჭა-ვაძის შემოქმედების მაყურებლამდე ასე ლამაზად მიტანა დიდი ოსტატობაა. ილია ჭავჭავაძე ნამდვილად არის თანამდევი სული საქართველოსი. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ილიას სიტყვა: „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო.”

აღტაცებული ვარ მსახიობების მა-

ღალ პროფესიონალური შესრულე-ბით. ვუსურვებ ხარაგაულის სახალხო თეატრს, რომ შეენარჩუნებინოს ქართუ-ლი სული. ყოველთვის მიგულეთ თქვენს გვერდით.

საქართველოს ტექნიკური უნივერ-სიტეტის კულტურულ-შემოქმედებითი ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბუც-ხრიკიძემ დიდი მადლობა გადაუხადა ხარაგაულის სახალხო თეატრს არაჩვე-ულებრივი სპექტაკლისთვის. მან თეატრს კიდევ ერთხელ მიულოცა დიდი წარმატე-ბა და ხაზი გაუსვა სპექტაკლის აღმზრ-დელობით მნიშვნელობას. მან დარბაზში შეკრებილთ სასიამოვნო სიახლე ამცნო და თურქეთის ქალაქ ანტალიის სამხა-რეო კულტურის სამინისტროდან გამო-გზავნილი წერილი ხარაგაულის მუნიცი-პალიტეტის გამგებელ ლაშა ნიქაცაძეს გადასცა. წერილში ნათქვამია:

-2013 წლის 26 აპრილიდან 2 მაისამ-დე ქალაქ ანტალიაში ტარდება მოსწავ-ლე-ახალგაზრდობის და სტუდენტური საერთაშორისო ფესტივალი ქალაქის კულტურის განყოფილებისა და კლა-სიკური მუსიკის განვითარების კავშირ „ჰარმონიას,” ტექნიკური უნივერსიტე-ტისა და ევროპულ-ქართული აკადემიის რექტორების მხარდაჭერითა და ინიცი-ატივით, ასევე თეოლოგიის კათედრის გამგის მეუფე მიტროპოლიტ ანანიას ლოცვა-კურთხევით.

გვსურს თქვენი სპექტაკლი „თანამ-დევი სული”, როგორც იმერეთის რეგი-ონალურ ფესტივალში გამარჯვებული, მოვიწვიოთ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. რადგან ფესტივალის ორგა-ნიზების ნახევარ თანხას იხდის თურქე-თის მხარე, ნახევარი მუნიციპალიტეტმა დააფინანსეთ. გვინდა, მომავალში ამ თეატრის კიდევ ბევრი წარმატება და გა-მარჯვება მოგილოცოთ.

“წინ კიდევ უფრო დიდი წარმატებები გელოდებათ...“

18 დეკემბერს ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტის გამგებლის შესარჩევად შექმნი-ლი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. კომისიის თავმჯდომარე კობა გოგსაძემ კომისიის წევრებს გააცნო ორი წევრის - იუზა კელენჯერიძისა და რუსუდან გურ-გენიძის - განცხადებები კომისიიდან გასვ-ლის შესახებ.

იუზა კელენჯერიძემ, როგორც მის განცხადებაშია აღნიშნული, კომისია ჯან-მრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა, ხოლო რუსუდან გურგენიძემ გამგებლის შერჩევის პროცესისგან თავის არიდების მიზეზი შემდეგნაირად განმარტა: „ვინა-იდან ვატყობ, რომ კომისიის წევრობა ჩემი მხრიდან და თვით კომისიის შემადგენლო-ბა ემსგავსება აბსურდის თეატრს, ვთვლი, რომ ასეთ კომისიაში ჩემი ყოფნა არ არის მართებული.”

იუზა კელენჯერიძე გამგებლის შე-სარჩევ კომისიაში საკრებულოში ახლად-შექმნილი ფრაქციის „ქართული ოცნება - ხარაგაული” თავმჯდომარე იური ლურ-სმანაშვილმა წარადგინა, როგორც ამავე ფრაქციის წევრი. რუსუდან გურგენიძე კი კომისიის თავმჯდომარემ არასამთავ-რობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრის” წარმომადგენლის სტატუსით მიიწვია კომისიაში სამუშაოდ, რაზეც რუსუდან გურგენიძემ თავის დროზე თანხმობა გა-ნაცხადა.

სხდომაზე საკრებულოს წევრმა იური ლურსმანაშვილმა მოითხოვა კომისიის წევრთა რაოდენობის თხუთმეტამდე გაზრ-და და კომისიაში გელა გოლუბიანისა და ნიკოლოზ ბირკაძის შეყვანა.

კობა გოგსაძის შეკითხვაზე, თუ რა პრინციპით უნდა გაიზარდოს კომისიის წევრთა რაოდენობა, იური ლურსმანაშ-ვილმა უპასუხა, რომ „ეს ორი კაცი იმავე პრინციპით უნდა დავამატოთ, რა პრინცი-პითაც აირჩნენ კომისიის სხვა წევრები. ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ თვითონაც არიან ღირსნი, იმუშაონ ამ კომისიაში.”

კომისიის წევრმა, საკრებულოს ფრაქ-ცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმ-ჯდომარე რომან შერგელაშვილმა აღნიშნა, რომ კომისიის შემადგენლობასა და რაოდენობაზე მსჯელობისას, მუშა-ობა რომ ეფექტური ყოფილიყო, თავიდან შვიდი ან ცხრა წევრით დაკომპლექტებას ფიქრობდნენ. საზოგადოების, კოალი-ცია „ქართული ოცნებისა” და პარტიების წარმომადგენლებმა ისურვეს, რომ თავიან-თი წარმომადგენლები ჰყოლოდათ. ამი-ტომ, ვინმეს აზრი რომ არ დაბლოკილიყო, შეჯერდნენ კომისიის წევრთა რაოდენო-ბის ცამეტამდე გაზრდაზე.

საბოლოოდ, გამგებლის შესარჩევი კომისიის წევრებმა კომისიის შე-

მადგენლობის გაზრდას მხარი არ დაუჭი-რეს. მათ ასევე ერთხმად გადაწყვიტეს, რომ ახალი წევრები არც გამოკლებული ორი წევრის სანაცვლოდ უნდა დაამატოს კომისიის თავმჯდომარემ.

„მივესალმები, თუ გამოკლებული წევ-რები დაბრუნდებიან და ჩვენთან ერთად იმუშავებენ კომისიაში. თუ არადა, გაუგე-ბარია, რატომ უნდა ვეძებოთ ახალი წევ-რები ან გავზარდოთ წევრთა რაოდენობა? - აღნიშნა კომისიის წევრმა იზა ვეფხვაძემ და განაცხადა, რომ არ ეთანხმება აზრს, რომ თითქოს კომისიის მუშაობა „აბსურ-დის თეატრია.”

კომისიის სხდომას ერთი წევრი - მალ-ხაზ კუპრაძე არ ესწრებოდა.

მას შემდეგ, რაც კომისიამ გადაწყვიტა, რომ თერთმეტი წევრის შემადგენლობით შეუდგებოდა მუშაობას, დეპუტატმა იური ლურსმანაშვილმა სხდომა დატოვა და კო-მისიის წევრებს მიმართა, რომ ის „ამ კომი-სიას მუშაობის საშუალებას არ მისცემს.”

სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ცეზარ ბუბულაშ-

ვილი აირჩიეს, მდივნად - ნინო ფხალა-ძე. კომისიამ იმსჯელა გამგებლობის კან-დიდატთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებზე. სხდომაზე აღინიშნა, რომ მუნიციპალიტე-ტის გამგებლის შესარჩევი ღია კონკურსი ხვალიდანვე გამოცხადდება და ათდღიანი ვადა დაწესდება მსურველებისგან განაც-ხადების მისაღებად.

ამის შემდეგ, - სავარაუდოდ, 3 იან-ვარს, კომისიის წევრები შეიკრიბებიან კანდიდატთა შესახებ ინფორმაციის მისა-ღებად და განსაზღვრავენ კანდიდატებთან გასაუბრების კონკრეტულ დროს.

„გამგებლის შეჩევის პროცესს დააკვირდებიან არასამთავრობო

ორგანიზაციების წარმომადგენლები, მე-დია, - აღნიშნა სხდომის დასასრულს კობა გოგსაძემ, - ჩვენ მოგვიწევს გადამწყვეტი სიტყვის თქმა, სერიოზული ნაბიჯის გადა-დგმა. აშკარად რომ ერთი კანდიდატი მეორეს აჯობებს, მათ შორის საკუთარი დედმამიშვილიც რომ იყოს, ვერავინ გამო-ავლენს ტენდენციურობას. კანდიდატებს კომისიის წინაშე მოუწევთ საკუთარი ნი-ჭის, უნარის, გამოცდილების დამტკიცე-ბა, პროგრამების წარმოდგენა და აშკარა გახდება ყველაფერი. ძლიერი კანდიდატი ყოველთვის ძლიერია.”

სხდომა უკვე მთავრდებოდა, როცა იური ლურსმანაშვილმა გამგებლის შე-სარჩევი კომისიის წევრ მალხაზ კუპრაძის სახელზე შედგენილი განცხადება გადასცა კომისიის თავმჯდომარეს. კობა გოგსაძე მაშინვე ტელეფონით დაუკავშირდა მალ-ხაზ კუპრაძეს და კომისიაში მუშაობისგან თავის არიდების მიზეზი ჰკითხა.

რესპუბლიკელმა მალხაზ კუპრაძემ იმავე საღამოს, თანაპარტიელებთან მო-თათბირების შემდეგ, საბოლოოდ გადა-წყვიტა, რომ ამ კომისიაში არ იმუშავებს.

იმის გამო, რომ კომისიის წევრთა რაოდენობა ლუწი დარჩა, კობა გოგსაძე კომისიის მესამე გამოკლებული წევრის ნაცვლად საზოგადოებისთვის სანდო და ავტორიტეტული პიროვნების შერჩევას აპირებს.

„გამგებლის შესარჩევი კომისიის დაშლის რა სამართლებრივი სა-

ფუძვლები შეიძლება არსებობდეს? - საკ-რებულოს თავმჯდომარისგან საკითხის ასეთნაირად დასმას შევესწარით.

რატომ საუბრობს საკრებულოს თავმ-ჯდომარე მისგან დასახელებული თავმჯ-დომარისგან შექმნილი კომისიის დაშლა-ზე? - ჩვენ ამით დავინტერესდით.

„რესპუბლიკელებმა დამისვეს საკით-ხი, რომ კომისია არ არის კომპეტენტური, არ ვენდობით კომისიას და უნდა გააუქმოო, - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე აკა-კი მაჭავარიანი, - მე ვუთხარი მათ, რომ დავაზუსტებ, თუ რამე საფუძველი არსე-ბობს ამ კომისიის გაუქმების და რამდენად კანონისმიერია თქვენი მოთხოვნა.”

საკრებულოს თავმჯდომარეს შეეძ-ლო, ერთპიროვნულად შერჩეული

გამგებლობის კანდიდატი წარედგინა საკ-რებულოსთვის დასამტკიცებლად.

ამ პროცესში ჩართული ყველა მხარე თანხმდება, რომ თავად პროცესი - გამგებ-ლობის კანდიდატის კომისიურად შერჩევა მისასალმებელია.

რაც შეეხება კომისიის შემადგენლო-ბას, მის მიმართ უნდობლობა, ჯერ კიდევ კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებისას, რამდენჯერმე საჯაროდ გამოხატა პარლამენტარმა ნოდარ ება-ნოიძემ. თუმცა ჩვენს შეკითხვას, თუ რა-ტომ არ დასახელდა კომისიის თავმჯდო-მარის ალტერნატიული კანდიდატურები, ადეკვატური პასუხი არ მოჰყოლია.

ლაურა გოგოლაძე

გამგებლის შესარჩევმა კომისიამ კონკურსი გამოაცხადა

Page 2: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb გამგებლის ... · @! ltrtv,thb7 gfhfcrtdb @_!@ o8 (522) >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy#47 afcb

2 xtvb [fhfufekb @! ltrtv,thb7 @_!@ o

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2013 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

დასახელება2011 წლის ფაქტი

2012 წლის გეგმა

2013 წლის გეგმა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 4 632,1 6 784,5 4 089,7წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება 1 169,8 1 987,7 1 541,1ხარაგაულის საკრებულო 287,3 318,9 377,3ხარაგაულის გამგეობა 762,0 1 019,0 1 093,4სარეზერვო ფონდი 0,0 25,3 62,4მაჟორიტარი დეპუტატის მომსახურების ხარჯი 10,0 10,0 0,0წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა

10,5 3,0 3,0

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შევსება 100,0 610,0 0,0

შესყიდვებთან (ტენდერი, აუქციონი და ა.შ.) დაკავშირებული ხარჯები 0,0 1,5 5,0თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება 232,8 275,6 284,8საგანგებო სიტუაციების მართვის საქალაქო სამსახური 140,5 160,0 215,8შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების დაფინანსება 42,3 60,0 0,0ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა 50,0 55,6 69,0ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 1 632,4 2 321,1 555,3საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა 358,1 599,6 200,3

გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები 41,7 112,6 200,3ხიდების, ბოგირების აშენება, შეკეთება 316,4 259,0 0,0დაბის შიდა გზების რეაბილიტაციის დაფინანსება 0,0 0,0 0,0ქუჩებისა და ტროტუარების მოწყობა, მოვლა-პატრონობა 0,0 228,0 0,0კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 472,9 512,4 279,0

სანიაღვრე არხების, საყრდენი კედლების, დამბებისა და წყლის შემკრები ავზების მოწყობა 2,2 0,0 10,0

დასუფთავების ღონისძიებები და მაწანწალა ძაღლების იზოლაცია 131,6 173,5 145,0მრავალბინიანი სახლების რეკონსტრუქცია 98,3 230,0 0,0წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 0,0 0,0 0,0გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 240,8 108,9 124,0მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები 163,7 329,3 76,0პარკებისა და სკვერების მოვლა-პატრონობის ღონისძიებები 163,7 269,0 76,0სასაფლაოების მოვლა-პატრონობა 0,0 4,3 0,0პოლიციის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობისათვის ტერიტორიის მომზადება და კეთილმოწყობა 0,0 56,0 0,0

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები 637,7 879,8 0,0

განათლება 342,1 374,6 596,0სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა 231,2 260,0 460,0ზოგადი განათლების ხელშეწყობა 70,9 65,0 68,0ააიპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი 40,0 49,6 68,0კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები 1 006,2 1 369,6 716,5სპორტის განვითარების ხელშეწყობა 681,6 892,1 197,0სპორტული ღონისძიებების დაფინანსება 3,8 5,0 7,0 სპორტული სკოლა 70,0 80,0 140,0 სპორტული კომპლექსის მშენებლობა 519,8 616,1 0,0საფეხბურთო კლუბი „ჩხერიმელა-2009”-ის დაფინანსება 88,0 85,0 50,0 სპორტული მოედნების (სტადიონების) მოწყობა 0,0 106,0 0,0კულტურის განვითარების ხელშეწყობა 273,3 426,5 423,5 სამუსიკო სკოლა 68,0 65,0 66,0ხალხური შემოქმედების სახლი 16,0 21,2 27,0კულტურის ცენტრი 103,9 224,3 170,0ცენტრალური ბიბლიოთეკა 50,4 67,0 100,0ისტორიული მუზეუმი 35,0 49,0 60,5ტელერადიომაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა 36,4 36,0 15,0ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება 4,9 5,0 7,0რელიგიის დაფინანსება 10,0 10,0 74,0მოსახლეობის ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 248,8 455,9 396,0

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა 52,0 60,0 58,0სოციალური პროგრამები 196,8 395,9 338,0უფასო სასადილოს დაფინანსება 48,0 50,6 60,0სოციალურად დაუცველი ოჯახების მკურნალობის და დახმარების ხარჯები 137,7 307,3 200,0

ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების დახმარების ხარჯები 4,7 5,0 5,0

ვეტერანთა და ლტოლვილთა დაკრძალვის ხარჯი 2,7 3,0 3,0

სტიქიით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა 3,7 30,0 70,0

ხარჯები

დასახელება 2011 წლის ფაქტი

2012 წლის გეგმა

2013 წლის გეგმა

შემოსულობები 4 568,9 6 357,7 4 089,7შემოსავლები 4 538,6 6 350,8 4 089,7არაფინანსური აქტივების კლება 30,3 6,9 0,0შემოსავლები 4 538,6 6 350,8 4 089,7გადასახადები 257,0 110,0 110,0ქონების გადასახადი 257,0 110,0 110,0საქართველოს საწარმოთა ქონებაზე (გარდა მიწისა) 93,8 85,0 85,0არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 163,2 25,0 25,0იურიდიული პირებიდან 163,2 25,0 25,0გრანტები 3 881,3 5 933,5 3 689,7სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერი 3 881,3 5 933,5 3 689,7ბიუჯეტით გათვალისწინებული ტრანსფერები 2 565,6 3 687,2 3 689,7გათანაბრებითი ტრანსფერი 2 460,9 3 557,2 3 559,7მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად 104,7 130,0 130,0

ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები 1 315,7 2 246,3 0,0რეგიონების ფონდის პირველადი განაწილება (¹55 განკარგულება) 400,0 1 060,0 0,0

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 655,7 790,3 0,0მგფ-ს თანადაფინანსება 260,0 0,0 0,0სხვა პროექტები 0,0 396,0 0,0სხვა შემოსავლები 400,3 307,3 290,0შემოსავლები საკუთრებიდან 122,4 65,6 50,0პროცენტები 10,8 13,7 0,0რენტა 111,6 51,9 50,0მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის 111,6 51,9 50,0საქონლისა და მომსახურების რეალიზაცია 5,4 16,8 6,5ადმინისტრაციული მოსაკრებლები და გადასახდელები 5,4 16,8 6,5სანებართვო მოსაკრებელი 0,3 13,8 1,5ადგილობრივი მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის 5,1 3,0 5,0

ჯარიმები, სანქციები და საურავები 255,5 224,9 233,5შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები 17,0 0,0 0,0არაფინანსური აქტივების კლება 30,3 6,9 0,0ძირითადი აქტივები 30,3 6,9 0,0

შემოსულობები

გვსურს ხარაგაულის საზოგადოებას და არა მარტო მათ შევახსენოთ ბოლო დროს განვითა-რებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვა-კანტური თანამდებობის დაკავებას უკავშირდება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო გონივრული გადაწყვეტილება და გამო-ცხადდა ღია კონკურსი გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად. აირჩა კომისიის თავმჯდომარე. შეიქმნა საკონკურსო კომისია, რომელმაც ჩაატარა პირველი სამუშაო სხდომა, აირჩია კომისიის თავმ-დომარის მოადგილე, მდივანი და ჩამოაყალიბა კონ-კურსის პირობები, მოთხოვნები და სტანდარტები.

მიგვაჩნია, რომ საკონკურსო კომისია მუშაობის რეჟიმით და მოქმედებით, რაც მის უფლებამოსი-ლებებში შედის, სრულიად ჯდება კანონით გან-საზღვრულ ნორმებში. იგი მოქმედებს ღიად და სა-ჯაროდ, იცავს კანონიერების, ობიექტურობის და პარიტეტულობის პრინციპს. კომისიის შემადგენ-ლობა სრულად უზრუნველყოფს საზოგადოებისა და ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენლობას, რაც მის მიმართ ზრდის სანდოობის ხარისხს.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გამარჯ-ვებული პოლიტიკური კოალიცია „ბიძინა ივანიშ-ვილი - ქართული ოცნებას” ერთ-ერთი სუბიექ-ტის, კერძოდ რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთი წარმომადგენლები ცდილობენ დეზორგანიზება შე-იტანონ საკონკურსო კომისიის მუშაობაში, მოახ-დინონ კომისიის წევრებზე უკანონო ზემოქმედება. როგორც ჩანს, ამით სურთ მიაღწიონ მათთვის სა-სურველი გამგებლობის კანდიდატისთვის სასათ-ბურე პირობების შექმნას და კონკურსით დადგენი-ლი მოთხოვნების გვერდის ავლით, საჯაროობის, თანაბრობისა და კონკურსის ღიად წარმართვის

პრინციპის უგულვებელყოფით, კულუარულ-შან-ტაჟისტური და მუქარის განხორციელების გზით თავს მოახვიონ მათთვის სასურველი გამგებლობის კანდიდატი საზოგადოებას და კომისიას.

გვსურს, დავგმოთ აღნიშნული ქმედება და სა-ჯაროდ გავაფრთხილოთ ყველა, ვისაც უკანონო-ბის გზით განუზრახავს საკუთარი მიზნების გან-ხორციელება. ჩვენ, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების” და „თავისუფალი დემოკრა-ტების” წარმომადგენლები, არ დავუშვებთ ხარაგა-ულის რაიონის გამგებლის შერჩევას კულუარული და კარტელური შეთანხმებებით. არავის მივცემთ უფლებას, რომ უკანონოდ ჩაერიონ კანონიერად შექმნილი საკონკურსო კომისიის მუშაობაში. ჩვენს მიერ გაფრთხილებულები არიან არასამთავ-რობო სექტორი და შესაბამისი პარტიული ხელმ-ძღვანელები, რომ გაუწიონ მკაცრი მონიტორინგი ხარაგაულში მიმდინარე პროცესებს, რათა დაცუ-ლი იქნას ყველა ჩამოთვლილი პრინციპი - საჯა-როობის, ღიაობის, თანაბრობის, ხელმისაწვდო-მობის სახით და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტური თანამდებობა დაიკავოს ღირსეულმა, პროფესიონალმა და ავტორიტეტულ-მა პიროვნებამ, რომელსაც საჯარო კონკურსის ფონზე გამოავლენს ობიექტური და მიუკერძოებე-ლი საკონკურსო კომისია.

მოვუწოდებთ ხარაგაულის პოლიტიკურ ის-ტებლიშმენტს, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ გამგებლის შერჩევის პრო-ცესში. უგუნურობამ არ უნდა შეგვირცხვინოს წიგნიერებითა და ინტელექტით გამორჩეული ჩვენ-თვის საყვარელი და საფიცარი მშობლიური ხარა-გაული!

გამგებელი საჯარო კონკურსით უნდა გამოავლინოს მიუკერძოებელმა კომისიამ

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების” ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფის, პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების”

ხარაგაულის ორგანიზაციის დამფუძნებლების ერთობლივი განცხადება

Page 3: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb გამგებლის ... · @! ltrtv,thb7 gfhfcrtdb @_!@ o8 (522) >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy#47 afcb

3xtvb [fhfufekb@! ltrtv,thb7 @_!@ o

ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის გაზეთი №7

ჩემო ცაო და ჩემო მთა-ბარო,ჩემო სამკვიდროვ - მამულ-დედულო,სულის სიახლე მინდა გახარო,გისურვო წელი უსაყვედურო.

შენს მეკვლეობას ისევ ვკისრულობ,მამა-პაპურად მინდა გლოცავდედა საახალწლოდ გულით გისურვო,კვლავ საარაკო შუქი გმოსავდეს.

შენგან განვლილი წელი ყოველიიმედით გვავსებს, სიბრძნით გვაუნჯებს,ახალი - ხვალის სვეტი ცხოველი,განვლილი - ჩვენი დიდი საუნჯე.

მრავალჟამიერ! ტკბილი მაყრულით,წლები ერთმანეთს ტუჩზე ჰკოცნიან,სავსე თასით და ზღვა სიყვარულითახალი წელი მომილოცნია. ვალერი გოგნაძე

საახალწლო

-მთავრდება 2012 წელი. როგორ შეაჯამებდით ამ წელს, რით იყო იგი აღსანიშნავი ხარაგაულის №2 საჯარო სკოლისთვის?

-გაზეთ ,,მნათობიერის” ნომრები ყოველთვის სასწავლო წლის ბოლოს გამოდიოდა. წელს გადავწყვიტეთ წლის ბოლოს გამოგვეშვა და ამით ფაქტობრი-ვად ორი სასწავლო წლის პერიპეტიებს გადავწვდომოდით.

10 დეკემბერს, როგორც სკოლის დი-რექტორმა, ანგარიში ჩავაბარე სამეურ-ვეო საბჭოს სასწავლო-სააღმზრდელო და საფინანსო-სამეურნეო კუთხით გაწე-ული მუშაობის შესახებ. მოგაწვდით ზო-გიერთ მონაცემს ამ ანგარიშიდან.

ჩვენს ძირითად ამოცანად მაინც მიგვაჩნია სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის სრულყოფა და სწავლა-სწავ-ლებისთვის შესაბამისი პირობებისა და გარემოს შექმნა. ამ მიზნით მიმდინარე წელს სათანადო ყურადღება დავუთმეთ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკი-ცების საქმეს. სკოლის რეაბილიტაციაზე მიმდინარე წელს გაიხარჯა 30 245 ლარი. განხორციელდა ორი პროექტი - ერთი თანხით 25 448 ლარის ოდენობით და-აფინანსა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და მეორე - 4 891 ლარის ოდენობით დაფინანსდა სკოლის ბიუჯე-ტიდან. აღნიშნული პროექტების განხორ-ციელებამ საშუალება მოგვცა მოგვეწეს-რიგებინა შენობის პირველი სართული და ნაწილობრივ მეორე სართული, ხელი შეგვევლო ეზო-გარემოსადმი. გარემონტ-და საკლასო ოთახები, პირველ სართულ-ზე შეიცვალა კარ-ფანჯრები, იატაკზე დაიგო კერამიკული ფილები, შეიღება კედლები, შეიცვალა მეორე სართულზე ამავალი კიბეები, შენობის შესასვლელში გამოიცვალა ქოლგა, შერემონტდა ტუ-ალეტი და ა.შ. სკოლის შენობა და ეზო-ტერიტორია ამჟამად დამაკმაყოფილე-ბელ მდგომარეობაშია, მაგრამ ვფიქრობთ გაისად მეორე სართულზე დარჩენილი კლას-კაბინეტებისა და კორიდორის შე-რემონტებას. განათლებისა და მეცნი-ერების სამინისტროს მიერ გადმოგვეცა ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის კაბინე-ტები, კომპიუტერული ტექნიკა, ზოგიერ-თი ტექნიკური საშუალება საკუთარი სახ-სრებით შევიძინეთ და ამჟამად ამ კუთხით სკოლაში კარგი მდგომარეობაა.

მიმდინარე წელს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ ქვეყნის მასშტაბით ყოველი მუნიციპალიტეტის თითო წარმატებულ სკოლაში გაკეთდა ე.წ. ,,მომავლის კლასი” -მაღალი დონის რემონტითა და უახლესი ტექნიკური სა-შუალებებით. ამჟამად მიმდინარეობს მისი სკოლაზე გადაბარების პროცესი. „მომავ-ლის კლასი” მეორე სემესტრიდან ამოქ-

მედდება. ამ კლასის შექმნა დაახლოებით 80 ათასი ლარი დაჯდა. გასული სასწავ-ლო წელი სკოლამ 192 მოსწავლით დაამ-თავრა. ამჟამად სკოლაში 200 მოსწავლე ირიცხება.

-რას იტყვით უშუალოდ სასწავ-ლო-სააღმზრდელო პროცესზე და რა მიღწევები ჰქონდა სკოლას?

-გასულ სასწავლო წელს საატესტატო გამოცდებთან ერთად სკოლაში დავნერ-გეთ გადასაყვანი გამოცდები მე-9 და მე-11 კლასებში, რამდენიმე ძირითად საგანში და მე-10 კლასში მათემატიკაში. ამის ორგა-ნიზებაში მშობლებმაც მხარი დაგვიჭირეს. ვფიქრობ, ამ პრაქტიკამ გაამართლა. მოს-წავლეებმა გაიმეორეს წლის მანძილზე

განვლილი მასალა. ფსიქოლოგიურად ეჩ-ვევიან საგამოცდო გარემოს და შედეგებიც ხელშესახებია. თორმეტი კლასი გასულ სასწავლო წელს სულ ათმა მოსწავლემ დაამთავრა აქედან ერთმა - ანა ალავიძემ ვერცხლის მედალზე. ოთხი ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში.

გასული სასწავლო წლის ბოლოს სკოლის ყველაზე დიდი წარმატება იყო ის, რომ სასკოლო გუნდი მონაწილეობდა რესპუბლიკური ინტელექტუალური კონ-კურსის „რა? სად? როდის?” ფინალში, როგორც რაიონულ დონეზე გამარჯვებუ-ლი სასკოლო გუნდი. 69 მუნიციპალიტე-ტის სკოლებს შორის ჩვენმა გუნდმა და-იკავა საპატიო მეოთხე ადგილი და უკან ჩამოიტოვა თბილისის, ქუთაისის, რუს-თავის, ზუგდიდის, გორის, თელავის და სხვა დიდი რეგიონებისა და ქალაქების სასკოლო გუნდები. აღნიშნული ორეტა-პიანი კონკურსი ჩატარდა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და რეს-პუბლიკური ინტელექტუალთა კლუბის ორგანიზებით. განათლების სამინისტ-როს მიერ გამოცხადებულ კონკურსში „შეიცანი და გააცანი შენი მხარე ტუ-რიზმის განვითარების კუთხით” - სკო-ლის პროექტი (ხელმძღვანელი ხათუნა მანჯავიძე) ათეულში მოხვდა ქვეყნის მასშტაბით და დიპლომი დაიმსახურა. მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაზე პირველი ხარისხის დიპლომები დაიმსახურა მე-11 კლასელ-მა რეზო დეკანოსიძემ ფოლკლორისა და ინგლისური ენის (პედაგოგები ნაზი ჭი-პაშვილი და ნათია კაციტაძე) სექციებში.

სკოლაში შექმნილია და მოქმედებს ქართული ენისა და ლიტერატურის, მა-თემატიკის, უცხო ენების, საბუნებისმეტ-ყველო, საზოგადოებრივ მეცნიერებათა, დაწყებითი განათლების და ხელოვნების და სპორტის კათედრები. მათ ბევრი საინ-ტერესო და შინაარსიანი ღონისძიება ჩა-ატარეს - ღია გაკვეთილები, კვირეულები, გამოფენები, ლიტერატურული საღამო-ები, ვიქტორინები და ა. შ. საინტერესოდ

ჩაატარეს ვაჟა-ფშაველას დაბადების 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სას-კოლო კვირეული ქართული ენისა და ლიტერატურის და დაწყებითი კლასების კათედრებმა. მოეწყო ვაჟას სტენდი, ლი-ტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია, პოეზიის საღამო ვაჟას თემატიკაზე და ა.შ.

გერმანული ენის პედაგოგმა ხათუნა მანჯავიძემ მოსწავლეთა ძალებით თოჯი-ნების თეატრისთვის მოამზადა სპექტაკ-ლი ,,წითელქუდა.”

სკოლის ნორჩმა ბიოლოგებმა მო-ნაწილეობა მიიღეს რესპუბლიკურ სა-განმანათლებლო კამპანიაში, რომლის მიზანი იყო საქართველოს წითელ ნუს-ხაში შესატანი სახეობების დადგენა, რისთვისაც სერთიფიკატები და საჩუქრად წიგნები გადაეცათ. საინტერესო ნამუშევ-რები აქვთ ისტორიის წრის მოსწავლეებს სხვადასხვა თემებზე. სისტემატურად ტარდება შეჯიბრებები კლასებს შორის ინტელექტუალურ კონკურსში „რა? სად? როდის?”

ასევე სისტემატურად ატარებენ სა-ახალწლო და დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაწყებითი კლასები (მას-წავლებლები ლია სანიკიძე, ნინო ფცქი-ალაძე, დოდო გელაშვილი, ლამარა ამა-შუკელი, ირინა გიორგაძე, მაია შარიქაძე). ტრადიციაა ანბანთან და პირველ დამრიგე-ბელთან დამშვიდობება პირველ და მეოთხე კლასებში. დაწყებით კლასებში სისტემა-ტურად ეწყობა კალიგრაფიის, ნახატების, ხელნაკეთობების გამოფენები. მაღალი ესთეტიკური გემოვნებით ჩატარდა მხატვ-რული კითხვის კონკურსი II-IV კლასების მოსწავლეთა ძალებით ,,შენ გაგიმარჯოს ხვალინდელო დღეო ნათელო.” საინტე-რესო ღონისძიებებს ატარებენ მუსიკის და ხელოვნების პედაგოგები რუსუდან თაბა-გარი, მარინე ვეფხვაძე, მაკა ბუაჩიძე.

რეგულარულად ტარდება სასკოლო პირველობები სპორტის სახეობებში ფეხ-ბურთში, ფრენბურთში, ჭადრაკში, შაშში, მძლეოსნობაში. ჯანმრთელობის დაცვის რაიონული ცენტრის მიერ მოწყობილ ღო-ნისძიებაში ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი” - ,,საქართველო თამბაქოს გარეშე,” სირ-ბილში 800 მეტრზე ვაჟებში გაიმარჯვეს ჩვენმა მერვე კლასის მოსწავლეებმა უჩა ხარაძემ და ჯაბა ცხოვრებაძემ. გოგონებ-ში 400 მეტრზე - ნათია ტაბატაძემ. გამარ-ჯვებულები ფასიანი საჩუქრებით დაჯილ-დოვდნენ. მიმდინარე წლის სექტემბერში სამ კილომეტრზე რბენაში იმერეთის ჩემ-პიონატში გაიმარჯვა მე-12 კლასელმა ლაშა ღონღაძემ, რომელიც დაჯილდოვდა სიგელითა და 300 ლარით.

საგნობრივი წრეები მრავალ საინტე-რესო თემას ამუშავებენ და იხილავენ. გამოირჩევიან ქართული ენისა და ლი-ტერატურის, ინგლისურის და ისტორიის წრეები. სკოლაში გასულ წელს მუშაობ-და ამერიკელი მოხალისე პედაგოგი სიდ-ნი ლაზარუსი, რომელიც წრეების მუშა-ობაშიც იყო ჩართული.

სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ცდილობს, რომ სწავლა-სწავლე-ბის ხარისხობრივი დონე პასუ-

ხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს და არ შემოიფარგლებოდეს მარტოოდენ საგაკ-ვეთილო საქმიანობით.

მიმდინარე სასწავლო წელს საინტერე-სოდ ჩატარდა ღია გაკვეთილები ფიზიკა-ში (პედ. მაყვალა ფერაძე), მათემატიკაში (პედ. ნანა სახვაძე, ციური სულამანიძე), ქართულ ენასა და ლიტერატურაში (პედ. ნინო ბარბაქაძე), სამოქალაქო განათლე-ბაში (პედ. თამარ მაღლაფერიძე). მოეწყო მოსწავლეთა კალიგრაფიის ნიმუშების, ნახატებისა და სხვადასხვა ნამუშევრების მეტად საინტერესო გამოფენები დაწყებით კლასებში.

მე-11 კლასში ჩატარდა ღია შემაჯა-მებელი გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში (პედ. ნინო ბარბაქაძე) ქართველ რომანტიკოსთა შემოქმედებაზე ალექსანდრე ჭავჭავაძის სალონში. მოს-წავლეებმა თეატრალიზებულად წარმო-ადგინეს მე-19 საუკუნის პირველი ნახევ-რის ლიტერატურული სალონი, ლექსები რომანტიკოსთა შემოქმედებიდან, სიმღე-რები, წერილები, ცეკვები. გაკვეთილმა,

რამელსაც მშობლები და სტუმრები ესწ-რებოდნენ დიდი მოწონება დაიმსახურა. შემაჯამებელ გაკვეთილს მაღალი შეფა-სება მისცა გამგეობის კულტურის სამ-სახურის უფროსმა ქალბატონმა ირინე ჩხეიძემ.

დიდი მოწონება დაიმსახურა და შინაარსიანად ჩატარდა მოსწავლეთა თვითმმართველობის დღე 18 დეკემბერს, რომლის მასალებიც ამავე გაზეთში შუქ-დება. აღნიშნული დღეები ტრადიციად დამკვიდრდა და პერიოდულად ტარდება სკოლაში.

სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებში I ეტაპზე მონაწილეობდა 157 მოსწავლე, მეორე ეტაპზე გადავიდა 36 მოსწავლე. სასკოლო-სასწავლო გეგმით გათვალის-წინებული გვქონდა და წინა სასწავლო წლიდან ტრადიციად დავამკვიდრეთ წლი-ური შედეგებით წლის ,,საუკეთესო მოს-წავლის,” საუკეთესო მასწავლებლის” და ,,საუკეთესო კლასის დამრიგებლის” გამო-ვლენა. შევიმუშავეთ და სამეურვეო საბ-ჭოს სხდომაზე დავამტკიცეთ შეფასების კრიტერიუმები და ჟიური. 2011-2012 სას-წავლო წლის შედეგებით „წლის საუკე-თესო მოსწავლე” გახდა მე-11 კლასელი რეზო დეკანოსიძე, „საუკეთესო მასწავლე-ბელი” - ქართული ენისა და ლიტერატუ-რის პედაგოგი ნინო ბარბაქაძე და „კლასის საუკეთესო დამრიგებელი” IV კლასის ხელმძღვანელი ნინო ფცქიალაძე. გამარჯ-ვებულები დაჯილდოვდნენ წიგნებით. ჟი-ური მიმდინარე სასწავლო წლის ბოლოს კვლავ გამოავლენს გამარჯვებულებს.

-ბატონო ვალერი, კარგია წარ-მატებებზე საუბარი. მაგრამ იქ, სადაც საქმე კეთდება, ხარვეზებიც შეიძლება იყოს. რა ნაკლოვანებებს ხედავთ მუშაობაში?

-არავინ იფიქროს, ნაკლოვანებები არ გვაქვს და ვერ ვხედავდეთ. ჩვენზე უკეთ ეს არავინ იცის და მას არც ვმალავთ. ვიბრძ-ვით მათ აღმოსაფხვრელად. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო სრულყოფას მოითხოვს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი. სკოლაში დასაქმებული 33 პედაგოგიდან დღეისთვის სერთიფიცირებულია ექვ-სი. ათ მასწავლებელს ჩაბარებული აქვს ერთი გამოცდა და იმედია, გაისად ისინი სერთიფიცირებულთა რიგებს შეემატე-ბიან. პედაგოგთა კვალიფიკაცია სკოლაში გადამწყვეტია და ასევე დიდი მნიშვნელო-ბა აქვს სკოლის საერთო კულტურისა და ავტორიტეტის ამაღლებისათვის. მასწავ-

ლებლები სისტემატურად გადიან ტრე-ნინგებს ცალკეულ საგნებში და ინფორ-მაციულ-საკომუნიკაციო საშუალებებში. საჭიროა მიღებული ცოდნა ზუსტად მო-ვახმაროთ მოსწავლეთა სწავლებისა და აღზრდის საქმეს.

საგნობრივ ოლიმპიადებში მონაწილე-ობის საკმაო გამოცდილების მიუხედავად, ბოლო ორი წელია მესამე ეტაპზე ვეღარ გავედით, როცა ადრე ოლიმპიადაში გამარ-ჯვებულიც გვყავდა.

უნდა ამაღლდეს საშემსრულებლო დისციპლინა, სკოლაში დატვირთული და პროდუქტიული უნდა იყოს ყოველი წუთი და იგი მოსწავლეზე ზრუნვას უნდა მოხ-მარდეს.

დასახვეწია სადამრიგებლო პროგრა-მები. მეტი კონტაქტებია საჭირო თითო-ეულ მშობელთან, რათა შედეგები უკეთესი გვქონდეს. მშობლები უნდა ჩავრთოთ სკო-ლის ცხოვრებაში. ახლახან სპეციალური კითხვარები შევიმუშავეთ მშობლებისთვის. მათი ანალიზი აუცილებლად დაგვეხმარება მუშაობაში.

-როგორია თქვენი საახალწლო სურვილები?

-ბუნებით ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ მომავალი 2013 წელი ჩვენი ქვეყნის-თვის, თითოეული ქართული ოჯახისთვის იქნება მშვიდობის, გამარჯვებისა და წარ-მატების წელი. მწამს, ის ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა, ყველაფერს გააკეთებს სამშობლოს წინსვლისათვის და იმისთვის, რომ თითოეულმა ქართ-ველმა იგრძნოს ის სიკეთე, რისი გაღებაც ქვეყანას შეუძლია მისთვის. მჯერა ჩვენი მუნიციპალიტეტის დეპუტატისა, რომ თავის ცოდნას, გამოცდილებას მოახ-მარს როგორც ქვეყნის, ისე თითოეული ხარაგაულელის წინსვლისა და უკეთესი მომავლის საქმეს, მიუხედავად მისი პო-ლიტიკური მრწამსისა. ბატონ ნოდარს შესწევს ამის ძალა და უნარი. საერთოდ მწამს, რომ ყველაფერი უკეთ იქნება, ოღონდ ამისთვის ხელისუფლებასთან საქვეყნო საქმეში მხარში დგომა და დაკა-პიწებული შრომაა საჭირო. ჩემს კოლექ-ტივს ვუსურვებ ერთობას და სიმტკიცით ბრძოლას იმ საშვილიშვილო საქმეში, რა-საც სამშობლოსთვის მომავალი თაობის აღზრდა ჰქვია. მოსწავლე-ახალგაზრ-დობას ვუსურვებ ბედნიერ ახალ წელს. მიზნების და ოცნებების განხორციელებას ქვეყნის საიმედოდ და საკეთილდღეოდ. მრავალ ახალ წელს!

თქვენს წინაშეა ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის გაზეთ „მნა-თობიერის” მეშვიდე ნომერი. სკოლის დირექტორი ბატონი ვალე-რი გოგნაძე გვესაუბრება გასული ერთი წლის მანძილზე სკოლის

მიერ მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე.

გვწამს უკეთესი მომავლისა!

Page 4: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb გამგებლის ... · @! ltrtv,thb7 gfhfcrtdb @_!@ o8 (522) >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy#47 afcb

4 xtvb [fhfufekb @! ltrtv,thb7 @_!@ o

ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი მუდმივად ცდი-ლობს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმ-ჯობესებას, ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და განვი-თარების შექმნას განსხვავებული პოტენცი-ალის მქონე მოსწავლეებისათვის. უკვირ-დება თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას. სწავლება ორიენტირებულია ცოდნის ხარისხზე. საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას თითოეული მოს-წავლე და მიღწეული შედეგი.

სკოლაში შექმნილია საგნობრივი კა-თედრები, რომლებიც მუშაობენ წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით. კათედრების მუშაობა გამჭოლ ღერძულ დაგეგმვას ეყ-რდნობა. სასწავლო პროცესი ისეა დაგეგ-მილი, რომ მაღალია სწავლის მოტივაცია. კათედრებზე და კათედრებს შორის გამო-ცდილების გაზიარების მიზნით მიმდინა-რეობს ღია გაკვეთილების ჩატარება და გაანალიზება.

საინტერესო გაკვეთილები ჩატარდა VIII კლასში ფიზიკაში (პედაგოგი მაყ-ვალა ფერაძე); XI კლასში - ქართულ ლიტერატურაში (პედაგოგი ნინო ბარბა-ქაძე); X კლასში - სამოქალაქო განათლე-ბაში (პედაგოგი თამარ მაღლაფერიძე); XI კლასში - მათემატიკაში (პედაგოგი ციური სულამანიძე); V კლასში - მათემატიკაში (პედაგოგი ნანა სახვაძე); VIII კლასში - ბი-ოლოგიაში (პედ. ლია რამინიშვილი); VII კლასში - გეოგრაფიაში (პედ. მაყვალა ნანი-ტაშვილი); IX კლასში - ისტორიაში (პედ. მარინა მაღრაძე); VIII კლასში - სპორტში (პედ. გოჩა ჭყოიძე); II კლასში - ინგლისურ ენაში (პედ. ნათია კაციტაძე); XII კლასში - პრაქტიკული შეჯამებელი მეცადინეობა ,,სკოლის ევაკუაცია საგანგებო სიტუაციის დროს” (პედ. ელვარდი გიორგიძე.)

განხორციელდა ინტეგრირებული პროექტი სასულიერო გიმნაზიისა და ჩვენი სკოლის V კლასის მოსწავლეების მიერ, ინ-გლისურ ენაში - ,,ვხატავთ იმას, რაც გვეს-მის” პედ. ნათია კაციტაძე. ჩატარდა ინგ-ლისურენოვანი ვიქტორინა-კონკურსი V-VI კლასების მოსწავლეთა ძალებით (პედაგო-გები ნათია კაციტაძე, მარიკა გოლუბიანი).

სისტემატური ხასიათი აქვს მიზნობრი-ვად შერჩეულ დავალებებზე მუშაობას XII კლასში ქიმიაში (პედ. თამარ სულიაური); IX-XII კლასებში - ისტორიაში (პედ. მარი-ნა მაღრაძე); XI კლასში - მათემატიკაში (პედ. ციური სულამანიძე); VII კლასში - მათემატიკაში (პედ. ტატული ცუხიშვი-ლი); IX კლასში - მათემატიკაში (პედ. ლი-ანა სარალიძე); II კლასში - მათემატიკაში (პედ. დოდო გელაშვილი).

Vკლასში ჩატარდა ,,მათემატიკური ფოკუსი” (პედ. ნანა სახვაძე). ქართულ ენა-ში მოეწყო გამოფენები თემაზე ,,ვწეროთ სუფთად და ლამაზად” II-IV კლასებში (პე-დაგოგები დოდო გელაშვილი, ლამარა ამა-შუკელი, მაია შარიქაძე,); ინგლისურ ენაში II-IV კლასებში (პედ. მარიკა გოლუბიანი, ნათია კაციტაძე); ნახატების გამოფენა ,,შემოდგომის ფერები” I-IVკლასებში (პედაგოგები ნინო ფცქილაძე, დოდო გე-ლაშვილი, ირინა გიორგაძე); ,,ზამთრის სიმფონია” - III კლასში პედ. ირინა გიორ-გაძე; II კლასის მოსწავლის გ. კვინიკაძის პერსონალური ნახატების გამოფენა პედ. დოდო გელაშვილი; ხელთნაკეთების გამო-ფენა I-IV კლასებში პედ. ნინო ფცქიალაძე, დოდო გელაშვილი, ირინა გიორგაძე.

სკოლაში მუშაობს საგნობრივი წრე-ები, სადაც მოსწავლეეები აქტიურად ემზადებიან საგნობრივი ოლიმპიადებისთ-ვის. ოლიმპიადის სასკოლო ტურში მონა-წილეობდა 157 მოსწავლე. მეორე ტურში გადავიდა 36 მოსწავლე.

სასკოლო ტურში გამარჯვებულ მოს-წავლეთა რაოდენობა საგნების მიხედვით ასეთია:

ქართული ენა და ლიტერატურა IX კლა-სი - 4 მოსწავლე (პედ. რ. თაბაგარი), XI კლასი - 7 მოსწავლე (პედ. ნ. ბარბაქაძე); XII კლასი - 2 მოსწავლე (პედ. ნ. ჭიპაშვილი);

მათემატიკა XI კლასი - 2 მოსწავლე (პედ. ც. სულამანიძე);

ქიმია XI კლასი - 2 მოსწავლე (პედ. მ. სულიაური);

გეოგრაფია XII კლასი - 2 მოსწავლე (პედ. მ. ნანიტაშვილი);

ისტორია IX კლასი - 2 მოსწავლე, XI კლასი - 3 მოსწავლე, XII კლასი - 3 მოს-წავლე (პედ. მ. მაღრაძე);

რუსული XII კლასი - 1 მოსწავლე (პედ. მ. ალავიძე);

ინგლისური IX კლასი - 2 მოსწავლე (პედ. ნ. კაციტაძე)

XI კლასი - 2 მოსწავლე (პედ. მ. გოლუ-ბიანი);

XII კლასი - 2 მოსწავლე (პედ. ნ. კაცი-ტაძე).

დამუშავდა და გაიზავნა საკონკურსო თემა არამატერიალური კულტურული ფა-სეულობების შესახებ (პედ. ნ. ჭიპაშვილი).

სადამრიგებლო პროგრამა ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი შემადგენე-ლი ნაწილია, რომლის განხორციელებაც ხელს უწყობს საგანმანათლებლო პრო-ცესს. მშობლებთან კოლეგიალური დამო-კიდებულება და აღსაზრდელებთან დამრი-გებლისა და მშობლების შეთანხმებული მუშაობა დასახული მიზნის მისაღწევად მთავარი პრიორიტეტია სადამრიგებლო პროგრამაში.

ჩატარებულია სააღმზრდელო ხასიათის საუბრების რჩევა-დარიგებები, კლასის საათები ასაკის გათვალისწინებით I-XII კლასებში. მოეწყო სასწავლო ხასიათის ექ-სკურსია-ლაშქრობები II კლასი (დამრიგე-ბელი დ. გელაშვილი) - ექსკურსია უბისაში, VI კლასი - დამრიგებელი მ. მაღრაძე, ექს-კურსია მცხეთა-საგურამოში, VIII კლასი, დამრიგებელი მ. ნანიტაშვილი, ექსკურსია უბისაში; IX კლასი, დამრიგებელი რ. თაბა-გარი ლაშქრობა ნუნისში.

ჩატარდა გ. ტაბიძის საიუბილეო საღა-მო V კლასში (დამრიგებელი ნ. კაციტაძე). სისტემატურად ტარდება ინტელექტუ-ალური თამაში „რა? სად? როდის?” V-VIII კლასებში (პედ. მ. მაღრაძე).

წინ მეორე სემესტრია, უფრო ხანგრ-ძლივი და უფრო შრომატევადი. ვიმედოვ-ნებ, ახალი 2013 წელი ახალ წარმატებებს მოგვიტანს. ვუსურვებ ჩვენი სკოლის ყვე-ლა აღსაზრდელს, მათ მშობლებს, ხარა-გაულის მომავალ თაობას, მათ ოჯახებს, სრულიად საქართველოს მშვიდობიანი, ბედნიერი, ჯანმრთელი, ხვავიანი 2013 წელი დადგომოდეს! ღვთისმშობლის თა-ნადგომა და მფარველობა არ მოკლებოდეს სრულიად საქართველოს.

ციური სულამანიძე დირექტორის მოადგილე სასწავლო-

სააღმზრდელო დარგში

ფოტოზე: ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი

სკოლაში სასწავლო პროცესი გამჭოლ,

ღერძულ დაგეგმვას ეყრდნობა

ოთხ ათეულ წელზე მეტია, მაყვალა სულიაური პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. თამრიკო მასწავლებელი, რო-გორც მას ყველა ვეძახით, სკოლაში ქიმიას გვასწავლის.

-თამრიკო მასწავლებელო, როდის შეუდექით პედაგოგი-ური მოღვაწეობას?

-მუშაობა დავიწყე ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1970-71 სას-წავლო წელს. ეს ძალზე მნიშვნელო-ვანი ეტაპი იყო ჩემს ცხოვრებაში. პედაგოგიურმა კოლექტივმა დიდი სიყვარულით და სითბოთი მიმიღო, დამანახვა ამ სპეციალობის ხიბლი, რისთვისაც დღემდე მადლიერი ვარ მათი.

-რით გვანან და რით განსხ-ვავდებიან ადრინდელი და თა-ნამედროვე მოსწავლეები ერთ-მანეთისგან?

-ბავშვები ყოველთვის ერთნაირები არიან - გულწრფელები, ხალასები, ცელქები, ბეჯითები, ზარმაცები. ისი-ნი არ იცვლებიან. იცვლება დრო, სა-ზოგადოება, ვითარდება ტექნიკა, რაც გავლენას ახდენს მოსწავლის ფორ-მირებაზე. ადრე თუ მათთვის ინფორ-მაციის წყარო უმეტესად იყო წიგნი, რადიო, ტელევიზია, თანატოლებთან კომუნიკაცია, ამჟამად ამას დაემატა კომპიუტერი, სოციალური ქსელები, მობილური ტელეფონი, რასაც აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე. იღებენ როგორც სასარგებლო ინფორმაციას, ისე უარყოფითს, რა-საც ხშირად არასასურველ შედეგს იძლევა - მოსწავლე დაშორდა წიგნს. წიგნი კი შეუცვლელია მათი სული-ერი და ზნეობრივი აღზრდის საქმეში.

-გაიხსენეთ თქვენთვის ყვე-ლაზე დასამახსოვრებელი მოს-წავლეები?

-მყავდნენ არაჩვეულებრივი მოს-წავლეები, რომელთა მხრიდან უდი-დესი კეთილგანწყობა, საგნისადმი გამოჩენილი ინტერესი, სიბეჯითე, შრომისმოყვარეობა იყო იმის საწინ-დარი, რომ ძალიან ბევრმა თავისი მომავალი პროფესიის არჩევისას გაითვალისწინა ქიმიაში მიღებული ცოდნის საიმედოობა. სიამაყით აღვ-ნიშნავ, რომ მათ შორის არიან ქიმი-კოსები, ექიმები, ფარმაცევტები, ვე-ტექიმები. ისინი ძალიან ბევრნი არიან, ყველა ძალიან მიყვარს და ბედნიერი ვარ, რომ თითოეული მათგანი ჩვენი საზოგადოების ღირსეული წევრია.

-თქვენ ძალიან ენერგიული,

მომთხოვნი, გულისხმიერი, შრომისმოყვარე მასწავლებელი ბრძანდებით. როგორმა პიროვ-ნებამ უნდა აირჩიოს პედაგოგის პროფესია. რას ურჩევთ ახალ-გაზრდებს, რომლებიც პროფე-სიას ახლა ირჩევენ?

-პედაგოგის პროფესია ძალზე რთული და საპასუხისმგებლოა. უპირ-ველესი თვისება, რომელიც მომავალ პედაგოგს უნდა ახასიათებდეს, არის შრომისმოყვარეობა, საგნის ღრმა ცოდნა, ზოგადი განათლების მაღალი დონე, ადამიანის შინაგანი სამყაროს წვდომის, თანაგრძნობის, ბავშვების დიდი სიყვარულის და პატივისცემის უნარი.

ყველა ახალგაზრდამ, რომელიც პროფესიის არჩევის წინაშე დგას, რეალურად უნდა შეაფასოს თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობე-ბი, დაფიქრდეს რომელ სფეროში საქ-მიანობა არის მისთვის მიმზიდველი, რადგან მთელი ცხოვრების მანძილზე აუცილებლად სასურველ საქმეს უნდა აკეთებდეს, რომ პროფესიაში წარმა-ტებებს მიაღწიოს.

-რა სირთულეების წინაშე დგანან თანამედროვე მასწავ-ლებლები?

-ხშირმა რეფორმებმა, სახელმძ-ღვანელოების ხშირმა შეცვლამ, გან-საკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნების ტრიმესტრულმა სწავლებამ უარყოფითად იმოქმედა მოსწავლე-თა საგნისადმი დამოკიდებულებაზე. მასწავლებლებს უდიდესი ძალისხ-მევა დაგვჭირდა, რომ შეგვენარჩუ-ნებინა სწავლების სასურველი დონე, რაც გამოიხატება მოსწავლეთა მიერ საატესტატო და ეროვნული გამო-ცდების ჩაბარებისას მიღწეულ შედე-გებში.

-რას გვისურვებთ ახალგაზრ-დებს?

-მინდა გისურვოთ წამატებები სწავლაში, ცხოვრებისეული წი-ნააღმდეგობების დაძლევის უნარი, ნათელი მომავალი, რომელმაც თქვენ თავად უნდა შეიქმნათ დაუღალავი შრომითა და სიბეჯითით.

მინდა მოგილოცოთ დამდეგი ახა-ლი წელი! დიდი სიხარულის, ბედნი-ერების, წარმატებების მომტანი წელი ყოფილიყოს ის თითოეული თქვენგა-ნისა და ყველა ჩვენი თანამოქალაქი-სათვის.

სოფო ფერაძე, სალომე ბუხნიკაშვილი

“ახალგაზრდებმა, პროფესიის

არჩევისას, რეალურად

უნდა შეაფასოთ თქვენი

შესაძლებლობები”

საბუნებისმეტყველო საგნების სწავლე-ბაში ბოლო წლების განმავლობაში მრავა-ლი ცვლილება მოხდა, რამაც გარკვეული სირთულეები შექმნა სწავლების პროცესში. ამ ხარვეზების გამოსასწორებლად ხშირად მიმდინარეობს კამათი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ვეძებთ სწავლების გაუმჯობე-სებისათვის ეფექტურ მეთოდებს. წლევან-დელ სასწავლო წელს ფიზიკის სწავლება VIII კლასიდან დაიწყო. პირველდაწყები-თი საკითხები არ ჰქონდათ გავლილი წინა წელს ბუნებისმეტყველებაში. სტანდარტის მისაღწევად საჭიროა გაუვლელი მასალის შესწავლა, რისთვისაც 28 ნოემბერს VIII კლასში ჩატარდა შემაჯამებელი ტიპის ღია გაკვეთილი ფიზიკაში თემაზე „ძალები ბუ-ნებაში” (პედაგოგი მაყვალა ფერაძე). კლა-სი დაყოფილი იყო სამ გუნდად. თითოეულ გუნდს უნდა დაეხასიათებინა ძალის ესა თუ ის ტიპი. მოსწავლეები ძალიან ღელავდ-ნენ, რადგან ფიზიკა მათთვის ახალი საგანი იყო, მაგრამ ეს ფაქტორი ნაწილობრივ მო-ტივაციის მიმცემი აღმოჩნდა. გაკვეთილი საინტერესო იყო. მოსწავლეებმა საკმაოდ კარგად გაართვეს თავი მოცემულ დავალე-

ბებს. გაკვეთილი საინტერესო იყო იმითაც, რომ არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ პრე-ზენტაციით, მოსწავლეებმა მინი დისკუსია გამართეს ბუნების ძალებზე. მოიძიეს თე-მებთან დაკავშირებული მასალები ინტერ-ნეტსა და სამეცნიერო ლიტერატურაში. წარმოადგინეს თვალსაჩინოებები თემას-თან დაკავშირებით. გაკვეთილი განსაკუთ-რებით გაახალისა თემიდან გამომდინარე ფიზიკური ერთეულებისა და სიდიდეების გამოყენებით შედგენილმა კროსვორდის შევსებამ.

გაკვეთილმა წარმატებულად ჩაიარა. მოსწავლეებმა შეძლეს ძალების დახასი-ათება, გაარკვიეს ძალების მოქმედების და-დებითი და უარყოფითი მხარეები, შეძლეს მათი გაზომვა და შესაბამისი ამოცანების ამოხსნა. გაკვეთილმა დამსწრეთა მოწონე-ბა დაიმსახურა. მოსწავლეებიც კმაყოფი-ლი დარჩნენ იმით, რომ ბევრი რამ გაიგეს „ძალის” შესახებ. ყველაფერი ეს კი მომა-ვალში აუცილებლად გამოადგებთ.

ლია რამინიშვილისაბუნებისმეტყველო მეცნიერების

კათედრის გამგე

ღია გაკვეთილი ფიზიკაში

სკოლაში მომავალი სემესტრიდან ფუნქციონირებას იწყებს ,,მომავლის კლა-სი.” ამ ფოტოზე მეექვსე კლასელებთან გაკვეთილს ინფორმატიკაში ატარებს პედაგოგი ია დეკანოსიძე.

Page 5: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb გამგებლის ... · @! ltrtv,thb7 gfhfcrtdb @_!@ o8 (522) >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy#47 afcb

5xtvb [fhfufekb@! ltrtv,thb7 @_!@ o

რეზო დეკანოსიძე ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის წარჩინებული მეთორმეტეკლასელია.

-რეზო გიხარია სკოლის დამ-თავრება?

-უფრო მეტად მიხარია, ვიდრე მწყინს, რადგან სტუდენტობა ცხოვ-რების ახალი ეტაპის დასაწყისია, რო-მელიც შემძენს დიდ გამოცდილებას და წინსვლაა წარმატებისკენ.

-სად აპირებ სწავლის გაგრ-ძელებას?

-სწავლის გაგრძელებას ვაპირებ სამართლის ან პოლიტმეცნიერების განხრით.

-როგორი პოზიცია უნდა და-იჭიოს კარგმა მოსწავლემ, თუ მისი კლასი ,,შატალოზე” წასვ-ლას აპირებს?

-„შატალო” ეწინააღმდეგება სას-წავლო პროცესის მიმდინარეობას, მაგრამ ის დღე შეიძლება ერთ-ერთ დაუვიწყარ დღედ იქცეს მოსწავ-ლეებისთვის. კარგი მოსწავლეა თუ ცუდი, ის ყოველთვის კლასის გვერ-დით უნდა იდგეს.

-რას აკეთებ თავისუფალ დროს?

-წინა წლებისგან განსხვავებით წელს ნაკლებად მაქვს თავისუფალი დრო, ვცდილობ, რომ აბიტურიენტო-ბის გადამღლელი გრაფიკის გამო და-ვისვენო.

-ყველაზე კარგი მოგონება სკოლის ცხოვრებიდან, რომე-ლიც შენი მეხსიერებიდან არ ამოიშლება.

-კონკრეტულად ერთს ვერ გამო-ვყოფ, მაგრამ გამახსენდება ყველა ის წარმატება, რომელსაც სკოლის პე-რიოდში მივაღწიე.

-რეზო დეკანოსიძე ათი წლის შემდეგ...

-იქნება თავისი საქმის კარგი სპე-ციალისტი. ვეცდები ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო ქვეყანას. ვიმედოვნებ ათი წლის შემდეგ ვიც-ხოვრებთ გაერთიანებულ და გაბრწ-ყინებულ საქართველოში.

სალომე ბუხნიკაშვილი, ნინო დავაძე

,,გამახსენდება სკოლაში

მიღწეული ყველა წარმატება”

18 დეკემბერს ხარაგაულის №2 საჯარო სკოლაში ტრადიციულად აღინიშნა თვითმმართველობის დღე. თვითმმართველობის დღეს მასწავლებ-ლებიც და ადმინისტრაციის წარმო-მადგენლებიც თავად მოსწავლეები იყვ-ნენ. მოსწავლე-მასწავლებლების მიერ ექვსი საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარ-და. მოსწავლეთა თვითმმართველობამ ამ დღისთვის დირექტორად მეთერთმეტე კლასელი ლევან გოგოლაძე აირჩია; დირექტორის მოადგილედ სასწავლო-სააღმზრდელო დარგში - მეთერთმეტე კლასელი სალომე ალავიძე; სამეურ-ვეო საბჭოს თავმჯდომარედ - მეათეკ-ლასელი ირაკლი შარიქაძე; პედსაბ-ჭოს მდივნად - მეთერთმეტე კლასელი სოფო ფერაძე; დირექტორის მოადგი-ლედ სამეურნეო დარგში - მეთერთმეტე

კლასელი თედო მაღლაფერიძე.VIII კლასის მოსწავლემ ანა აბა-

შიძემ მათემატიკის გაკვეთილი მეხუთე კლასში ჩაატარა (პედაგოგი ნანა სახვა-ძე): -თავიდან ვღელავდი, თუმცა მალევე გავითავისე მასწავლებლის როლი. ძა-ლიან საინტერესო იყო პატარებთან მუ-შაობა. ისინი ძალიან ნიჭიერები არიან.

თათია ჭიპაშვილი, V კლასის მოსწავლე: -ძალიან მომეწონა. საინ-ტერესო იყო, რადგან დირექტორი და სასწავლო ნაწილი გვესწრებოდნენ. ანა ძალიან კარგი მასწავლებელი იყო და საინტერესოდ გვიხსნიდა. მოხარული ვიქნები, თუ ასეთი გაკვეთილები ხში-რად ჩატარდება.

VIII კლასის მოსწავლე ნათია კიკ-ნაძე გულდასმით მოემზადა ბიოლო-გიის გაკვეთილის ჩასატარებლად (მას-

წავლებელი ლია რამინიშვილი). ნათია ამბობს, რომ კარგი გაკვეთილი გამო-უვიდა და მოსწავლეები აქტიურობდნენ.

IX კლასის მოსწავლე ანა ჭყოიძემ ინგლისური ენის გაკვეთილი II კლასე-ლებს ჩაუტარა (პედ. ნათია კაციტაძე). „ვთვლი, რომ ჩემმა გაკვეთილმა ნამდვი-ლად წარმატებით ჩაიარა,” - ამბობს ანა. მეორეკლასელ მარი ბერაძეს ძალიან მოეწონა ინგლისური ენის გაკვეთილი და აქტიურად იყო ჩართული.

„ჩემი გაკვეთილი ბევრად უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო. ძალიან ვინერ-ვიულე. თუმცა ვთვლი, რომ, საბოლოო ჯამში, მაინც კარგი გამოვიდა. დიდი მად-ლობა ციური მასწავლებელს, რომ მომ-ცა საშუალება ერთი დღით მაინც ვყოფი-ლიყავი მასწავლებელი და გამეგო, თუ რა რთული და შრომატევადი პროფესია აქვთ,” - ამბობს მეთერთმეტეკლასელი მარიკა ლურსმანაშვილი.

IX კლასის მოსწავლე მარიამ მაღ-ლაფერიძემ ისტორიის გაკვეთილი თანაკლასელებთან ჩაატარა (პედ. მარინა მაღრაძე). „ვნერვიულობდი, მაგრამ გაკ-ვეთილმა ძალიან კარგად ჩაიარა. საინტე-რესო იყო მოსწავლეების მიერ მომზადე-ბული ვიდეორგოლი.”

IX კლასის მოსწავლე თეონა ბოგ-ვერაძე თვლის, რომ სამოქალაქო გა-ნათლება (პედაგოგი თამარ მაღლაფე-რიძე) გაკვეთილი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

მეთერთმეტე კლასელი სოფო ფე-რაძე ქართული ენის მასწავლებელი გახდა იმ დღეს (პედაგოგი ნინო ბარბა-ქაძე). მივხვდი, რამდენად რთული ყო-ფილა მასწავლებლის პროფესია. ჩვენი გაკვეთილი შეეხებოდა თაობათა შორის ბრძოლას. გავმართეთ დისკუსია, რო-მელშიც ჩაერთო ყველა, დირექტორიც კი. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ვალერი გოგნაძეს იმისთვის, რომ სკო-ლაში დაამკვიდრა თვითმმართველობის ტრადიცია.

V კლასელმა მარიამ ჭყოიძემ თანაკლასელებს ჩაუტარა გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში (პედ. მაყვალა ნანიტაშვილი); XII კლასელმა ზურაბ კვაშილავამ VI კლასის მოსწავლეებს ჩაუტარა ფიზკულტურის გაკვეთილი (პედ. გოჩა ჭყოიძე).

აღსანიშნავია მოსწავლე-მასწავ-ლებლების: მადონა შველიძის, სალომე ხარატიშვილის, მარი აბაშიძის, გოგა აბაშიძის, ზურაბ გოლუბიანის, შოთა ლომიძის მიერ ჩატარებული გაკვეთი-ლები.

მოსწავლეების შრომა დღის ბოლოს პედსაბჭოზე შეჯამდა.

მოსწავლე-დირექტორის, ლევან გოგოლაძის თქმით, თვითმმართვე-ლობის დღე ყოველთვის განსაკუთრე-ბულად აღინიშნება ხარაგაულის №2 საჯარო სკოლაში. „უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად ვარ ჩაბმული ამ პრო-ცესში. ყოველ წელს სხვადასხვა ფუნქ-ცია მქონდა. შარშან სკოლაში წესრიგის დაცვა მევალებოდა. წელს ამირჩიეს დირექტორად. დავესწარი ღია გაკვე-თილებს. მათგან გამოვყოფდი ინგლი-სური ენის გაკვეთილს მეორე კლასში, რომელიც ანა ჭყოიძემ ჩაატარა. ძალიან კმაყოფილი ვარ. გამიკვირდა, მეორე კლასელები ასე კარგად რომ ფლობენ ინგლისურ ენას. დირექტორობა ერთი

დღით რთული ნამდვილად არ არის, პირიქით - სახალისოა. თუმცა წლების განმავლობაში სკოლის ხელმძღვანე-ლობა ნამდვილად საპასუხისმგებლო და რთული იქნება. კარგია, როცა სკოლაში თვითმმართველობის დღე აღინიშნება. მოსწავლეებს ერთი დღით მაინც გვეძ-ლევა საშუალება, გავითავისოთ ჩვენი პედაგოგების ამპლუა,” - ამბობს ლევან გოგოლაძე.

სალომე ალავიძე მოსწავლეებმა სასწავლო ნაწილის გამგედ დაასახე-ლეს. „თვითმმართველობის დღე სა-ხალისოცაა და საპასუხისმგებლოც, - ამბობს სალომე, - მოსწავლეები იყვ-ნენ ძალიან აქტიურები და კარგები. მე-ორეკლასელები საოცრად კითხულობენ და წერენ ინგლისურად. მოსწავლეები მასწავლებლის როლში ნერვიულობდ-ნენ, თუმცა ამ დავალებას თავი კარგად გაართვეს.

დღევანდელ დღეს დიდი გამო-ცდილება მივიღე. სასწავლო ნაწილის გამგე სკოლაში ყოველთვის ადრე მო-დის, ბევრ საქმეს აგვარებს. ეს საკმაოდ რთული ყოფილა.

ნინო დავაძე: -მგონი, ერთადერთი სკოლა ვართ, სადაც თვითმმმართველო-ბის დღე იმართება, ზოგჯერ წელიწად-ში - ორჯერაც კი. კარგია, როცა ასეთი დღეები ტარდება. უფრო მეტად აქტი-ურები ვხდებით და უკეთ ვებმებით სას-წავლო პროცესში. ერთი დღით მაინც ვიაზრებთ მასწავლებლის პასუხისმ-გებლობასა და ვალდებულებას. ძალიან დიდი მადლობა ასეთი კარგი ღონისძი-ებისთვის.

მასწავლებელი ციური სულამა-ნიძე ექვს გაკვეთილს დაესწრო: -მოს-წავლეები მონდომებით ართმევდნენ თავს დავალებებს. ცოტა ღელავდნენ და ეს გასაკვირი არცაა. როცა გაკვეთილის ჩატარებისას კლასში დამსწრე მყავს, მაშინ მეც ვღელავ და რაღაც ყოველთ-ვის ისე არ გამომდის, როგორც მინდა. მადლობა მოსწავლეებს ამ ღონისძიება-ში ჩართულობისათვის.

სკოლის დირექტორმა ვალერი გოგნაძემ მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მოსწავ-ლეების ყველა წინადადება მისთვის ყო-ველთვის მისაღები და გასაზიარებელი იქნება.

სალომე ბუხნიკაშვილი, ნინო დავაძე

თვითმმართველობის დღე სკოლაში

18 დეკემბერს, ხარაგაულის №2 სა-ჯარო სკოლაში, რუსუდან თაბაგარის ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით ,,ჯადოსნური ღამე.~ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-5, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები, რომლებიც ასრულებდნენ ზღაპრის გმი-რების როლს. წარმოდგენილი იყო მუსი-კალური ნომრები, ლექსები და ცეკვები.

ღონისძიებას თან ერთვოდა მარინე ვეფხვაძის ხელმძღვანელობით სხვადას-ხვა კლასის მოსწავლეების ნამუშევრე-ბის გამოფენა. ღონისძიებაზე მოწვეულ-ნი იყვნენ ირინე ჩხეიძე, ეკა შველიძე, ნინო დიდიძე და ნანა ხიჯაკაძე.

ნინო ბარბაქაძემ აღნიშნა, რომ ღო-ნისძიება საბოლოო ჯამში კარგი გამო-ვიდა და დიდ მადლობას უხდის ორგანი-ზატორს რუსუდან თაბაგარს. ბარბარე

ლურსმანაშვილმა და გიგა ლომიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, რომ ღო-ნისძიებით კმაყოფილები არიან.

ეკა შველიძე: -მეტად სასიამოვნო დღე იყო. ბავშვები დიდი მონდომებით ასრულებდნენ სიმღერებს, შესანიშნა-ვად კითხულობდნენ ლექსებს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ იგრძნობოდა სიახლე და შესრულების მაღალი დონე. კარგად გამოჩნდა პედაგოგების შრომა.

ირინე ჩხეიძე: -მიხარია, რომ მეორე სკოლა აგრძელებს თავის სახელოვან ტრადიციებს. ამის დადასტურება იყო საახალწლო კარნავალი. მიხარია, რომ მოდის შემოქმედებითი ნიჭით დაჯილ-დოებული ბავშვების საუკეთესო ცვლა, რომლებიც მომავალში ბევრჯერ ასახე-ლებენ თავიანთ სკოლას.

სოფო ალავიძე

Page 6: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb გამგებლის ... · @! ltrtv,thb7 gfhfcrtdb @_!@ o8 (522) >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy#47 afcb

6 xtvb [fhfufekb @! ltrtv,thb7 @_!@ o

10 დეკემბერს სკოლაში მოეწყო პრაქტიკულ-შემაჯამებელი მეცადინე-ობა სამოქალაქო თავდაცვასა და უსაფ-რთხოებაში - საგანგებო სიტუაციის დროს ქცევის წესები. პროექტის მიზანი იყო ბირთვული აფეთქების დროს XII კლასის მოსწავლეებში დამოუკიდებელი და სწრაფი უნარ-ჩვევების გამომუშავება და შესწავლილი თეორიული მასალის პრაქტიკაში გამოყენება. კერძოდ, სკო-ლაში მყოფ პირთა ევაკუაცია და დაზა-რალებულთათვის პირველადი სამედი-ცინო მომსახურების გაწევა.

საგნის მასწავლებელმა ელვარ-დი გიორგიძემ მოსწავლეთა სურ-ვილის მიხედვით გაანაწილა და-ვალებები: მანდატურთა უფროსი, მანდატურ-შემტყობინებლები დაწყებით კლასებში, კარისკაც-მანდატურები, მანდატურ-მაშველები, სანიტრები. სცე-ნარის მიხედვით სკოლის ევაკუაცია უნდა განხორციელებულიყო II და III გამოსასვლელი კარიდან, ვინაიდან I გამოსასვლელ კარში შესვლა-გამოსვლა შეუძლებელი იყო მიღებული დაზიანებე-ბის გამო. მაშველ-სანიტარებმა მოაწყ-ვეს სამედიცინო პუნქტი, მოსწავლეებს დაურიგდათ აირწინაღები, დოლბანდები და პირველადი დახმარების საშუალებე-ბი.

მანდატურთა უფროსმა მურმან ჭყო-იძემ შეატყობინა სკოლის დირექტორს ბირთვული აფეთქების შესახებ. გამო-ცხადდა განგაში ზარის მიცემით და

დაიწყო სკოლის ევაკუაცია. მანდატურ-კარისკაცებმა დროულად გააღეს გა-სასვლელი კარები, მანდატურ-შემტყო-ბინებლებმა გამოიყვანეს მოსწავლეები სკოლის მოედანზე, ხოლო სანიტრებმა გაუწიეს მათ პირველადი დახმარება სა-ნიტარ-მაშველის მზია აბულაძის ხელმ-ძღვანელობით.

პრაქტიკულ-შემაჯამებელი მეცა-დინეობა შეაჯამა ექიმმა ალექსანდრე ბარბაქაძემ. მან აღნიშნა, რომ მოს-წავლეებმა ძირითად დავალებას თავი კარგად გაართვეს, ევაკუაციამ და სა-მედიცინო დახმარებამ ნორმალურად ჩაიარა, ყოველგვარი პანკისა და ექ-სესების გარეშე. შეიმჩნეოდა ოდნავი ხარვეზები, მაგრამ საბოლოო ჯამში პრაქტიკული მეცადინეობა დადებითად უნდა შეფასდეს, ეს საგანი ყველამ კარ-გად უნდა ისწავლოს, რათა ექსტრემა-ლურ სიტუაციაში თითოეულმა პირმა შეძლოს საკუთარი თავისა და სხვისი გადარჩენა, - აღნიშნა ალექსანდრე ბარ-ბაქაძემ. სკოლის დირექტორმა ვალერი გოგნაძემ აღნიშნა, რომ იგი კმაყოფი-ლია მეცადინეობის ჩატარებით, რადგან მოსწავლეებმა გამოამჟღავნეს საკმარი-სი ცოდნა ექსტრემალურ სიტუაციაში მოქმედებისა.

მართალია, ეს ყველაფერი იმიტაცია იყო, მაგრამ შესაბამის სიტუაციაში, ეჭვი არ მეპარება, ჩემი კლასელები ყვე-ლაფერს წესისამებრ შეასრულებენ.

რევაზ დეკანოსიძე

პრაქტიკულ-შემაჯამებელი მეცადინეობა სკოლაში

ხარაგაულის №2 საჯარო სკოლაში, მისი არსებობის შვიდი ათეული წლის მანძილზე, მრავალ ღირსეულ პედაგოგს უმოღვაწია. მათ შორის არიან ნუნუ თხე-ლიძე, როზა კვირიკაშვილი და გოგი ჯღა-მაძე. ღვაწლმოსილ პედაგოგებს ვთხოვეთ გაეხსენებინათ ჩვენს სკოლაში საქმიანო-ბის წლები.

ნუნუ თხელიძე ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის უხუცესი მას-წავლებელია, იგი ამჟამად, ჯანმრ-

თელობის მდგომარეობის გამო, სკოლაში აღარ მუშაობს. ნუნუ მასწავლებელი დიდი სიყვარულით იხსენებს №2 სკოლას:

-ამ სკოლასთან ბევრი მოგონება მაკავ-შირებს. ძნელია გამოვყო რომელიმე პე-რიოდი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბავშვების დამოკიდებულება ჩემ მი-მართ - დიდი სიყვარული და სითბო, რომე-ლიც დაუვიწყარ მოგონებად დარჩება ჩემს მეხსიერებაში. არა მარტო ბავშვებიდან ვგრძნობდი დიდ სითბოსა და სიყვარულს, არამედ სკოლის მთელი კოლექტივისგან. მთელი პედკოლექტივი, ათეული წლების მანძილზე, ერთმანეთს მხარში ვედექით ჭირსა თუ ლხინში.

-რას უსურვებთ მოსწავლეებს, მასწავლებლებს და ზოგადად ხა-რაქგაულის №2 საჯარო სკოლას?

-ხარაგაულის №2 საჯარო სკოლას ვუსურვებ, ყოფილიყოს ყოველთვის სხვის-თვის მისაბაძი, გამორჩეული, როგორც სწალით, ასევე ეთიკით; აღეზარდოს ისეთი მოსწავლეები, რომლებიც ჩვენს სამშობ-ლოს და ჩვენს ხარაგაულს გამოადგება.

როზა კვირიკაშვილი 55 წელი ხარაგაულის №2 საშუალო სო-ლაში რუსულ ენასა და ლიტე-

რატურას ასწავლიდა:-№2 საჯარო სკოლა ჩემთვის ყველაზე

მეტად საყვარელი ადგილია იმიტომ, რომ ვსწავლობდი და დავამთავრე ეს სკოლა. მეორეც იმიტომ, რომ ჩემი 57 წლიანი პე-დაგოგიური სტაჟიდან 55 წელი ვიმუშავე ამ სკოლაში. ბევრი საინტერესო ამბავი მაკავშირებს ამ სკოლასთან.

უმაღლესი სასწავლებლის დამთავრე-ბის შემდეგ ამ სკოლაში მოვედი. აქ დამხ-ვდნენ ჩემი ყოფილი მასწავლებლები. მათ დიდი სითბოთი და სიყვარულით მიმიღეს, მეხმარებოდნენ მუშაობაში, მაძლევდნენ რჩევებს და შემაყვარეს პედაგოგის პრო-ფესია. ვიმუშავე ხანგრძლივად, მაგრამ არ დამიგროვებია არანაირი სიმდიდრე:

არც სახლი ამიშენებია და არც სხვა ძვირ-ფასეულობები შემიძენია, თუმცა მაინც ძალიან მდიდრად ვთვლი ჩემს თავს. ჩემი სიმდიდრე ჩემი ყოფილი მოსწავლეების სიყვარული და პატივისცემაა, რომელსაც მე ვგრძნობ ყოველი ფეხის ნაბიჯზე.

სულ ახლახან მოვიდა ჩემთან ყოფი-ლი მოსწავლე ნინო კაპანაძე. მომესალმა, მომიკითხა და მითხრა: „დიდი მადლობა, როზა მასწავლებელო, რომ ასე კარგად მასწავლე და შემაყვარე რუსული ენა.” განა ამ სიმდიდრეს შეედრება რაიმე?! ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. ასეთი სამადლობელი სიტყვები უამრავი მესმის.

მქონდა ასეთი შემთხვევა: ბორითის სკოლაში მივლინებული ვიყავი ინს-პექტირებზე. იქედან გამვლელ ტრანს-პორტს გამოვყევი. გადმოვედი ძირულაში, ვდგავარ და ველოდები ხარაგაულისკენ მომავალ ტრანსპორტს. ჩემს წინ გაჩერ-და მანქანა და მძღოლმა, დაბრძანდითო, - მითხრა. ის ჩემი ყოფილი მოსწავლე აღმოჩნდა. გზაში ვისაუბრეთ სკოლაზე,

მასწავლებლებზე, ნიშნებზე. სხვათა შო-რის, დავინტერესდი და ვკითხე, შენთვის ორიანი ხომ არ დამიწერია-მეთქი. მან მი-პასუხა, რომ დაგეწერათ, ბარე ორი საათი კიდევ იდგომებოდით მანქანის მოლოდინ-შიო. ეს ხუმრობით ნათქვამი სიტყვები მან ძალიან გულთბილად მითხრა.

მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი პრო-ფესიით.

მიმდინარე წლის პირველ ნოემ-ბერს დამსახურებული პედაგოგი გოგი ჯღამაძე 85 წლის გახდა. იგი

წლების მანძილზე მოღვაწეობდა ხარაგა-ულის №2 საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

-ბატონო გოგი, გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა, როგორი ბავშვი იყავით?

-მშრომელი კაცის ოჯახში გავიზარ-დე, ბავშვობიდანვე მოკრძალებული და ხათრიანი ვიყავი. მიყვარდა წიგნი, ბუნე-ბის წიაღში ყოფნა. ჩემი მშობლები შრო-მისმოყვარეობითა და სიკეთით ცნობილი იყვნენ სოფელში. ექვსი და-ძმა ვიყავით, მე უფროსი გახლდით. მშობლების პირადმა მაგალითმა დაგვმოძღვრა შვილები. ხან-დაზმულს დღესაც გზას მინათებს მშობ-ლებისაგან ბოძებული განძი.

-მამაკაცები იშვიათად ირჩევენ პროფესიად პედაგოგობას. თქვენ რამ გადაგაწყვეტინათ მასწავლებე-

ლი გამხდარიყავით?-პედაგოგობა ბავშვობიდანვე მიზი-

დავდა. ფანატიკურად მიყვარდა ბავშვები. სარგვეშელი ვარ. მაშინდელი შვიდწლიანი სკოლა ფრიადზე დავამთავრე, შემდეგ ბო-რითის საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. ომის წლები იყო, ძალიან გვიჭირდა, საშუ-ალო სკოლაც წარმატებით დავამთავრე, ოქროს მედალი დავიმსახურე. ძვირფა-სი მასწავლებლები მყავდნენ, მათ კიდევ უფრო გამიძლიერეს ამ პროფესიისადმი სიყვარული.

-გაიხსენეთ თქვენი პედაგოგიური მოღვაწეობის საუკეთესო პერიოდი.

-ბავშვებთან ჩემი ურთიერთობა იყო და დარჩა პედაგოგიური საქმიანობის საუკე-თესო პერიოდად, ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს ვზიდე ახალგაზრდა თაობის აღზრ-დის უწმინდესი და უმძიმესი ტვირთი. გო-რის პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავ-რების შემდეგ სრულიად ახალგაზრდამ პედაგოგიური მოღვაწეობა დავიწყე ბორ-ჯომის რაიონში ქართული ენისა და ლი-ტერატურის მასწავლებლად. ვმუშაობდი ბაკურიანის, წაღვერის, ბორჯომის საშუ-ალო სკოლებში. 1954 წლიდან მშობლიურ რაიონში დავბრუნდი ლაშის, კიცხის, ხა-რაგაულის №2 საშუალო სკოლებში. დავ-რწმუნდი, რომ გულწრფელი, მართალი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების გარეშე აღსაზრდელი გულისკარს არ გა-უღებს აღმზრდელს და მისთვის დაფარუ-ლი დარჩება ბავშვის სულში არსებული ის საგანძური, რომლის გამომზიურება აღზ-რდის უპირველესი ამოცანაა.

-ბატონო გოგი, 85 წლის გადმო-სახედიდან რა გეამაყებათ ყველაზე მეტად?

-მეამაყება, რომ ვარ ქართველი, თანაც ხარაგაულელი. ძალზე მეამაყება როდესაც ჩემი აღზრდილი მოსწავლე წარმატებებს აღწევს ცხოვრებაში და ღირსეული მამუ-ლიშვილის სახელს იმკვიდრებს.

-რას უსურვებთ დღევანდელ მოსწავლე-ახალგაზრდობას?

-მოსწავლე-ახალგაზრდობას ვუსურ-ვებ სულზე უტკბესი სამშობლოს, წიგნის, ცოდნა-განათლების სიყვარულს. ურთიერ-თმეგობრობასა და პატივისცემას, სიკეთის თესვას. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ადამი-ანი სიკეთის თესვისთვის არის გაჩენილი.

სოფო ფერაძე, სალომე ბუხნიკაშვილი

“დიდი მადლობა, მასწავლებელო, კარგად რომ მასწავლე...“

ჩვენს სკოლაში სპორტი დიდად განვი-თარებულია. მას ყველასთვის საყვარელი მასწავლებელი გოჩა ჭყოიძე ასწავლის. მისი გაკვეთილები შემოქმედებითია. სკოლა ორიენტირებულია ფეხბურთზე, ფრენბურთისა და მძლეოსნობის სახე-ობებზე. 2012 წლის დაწყებიდან დღემდე სისტემატურად ტარდება სასკოლო შე-

ჯიბრებები.ხარაგაულის საზოგადოებრივი-

ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის მიერ ჩატარებულ ღონისძიებაში ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი” ჩვენი სკოლის მოსწავ-ლეებმა I-II ადგილები დაიკავეს სირბილ-ში. ასევე ხშირად ტარდება სასკოლო პირველობები ფეხბურთში, ფრენბურთ-

სა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში. აღსანიშნავია, რომ ლაშა ღონღაძემ იმე-რეთის რეგიონის პიველობაზე სირბილ-ში 3 კმ-ზე პირველი ადგილი დაიკავა და გადაეცა ფულადი ჯილდო 300 ლარი. კვირაში ერთხელ სკოლაში კლასებს შო-რის ტარდება სპორტული შეჯიბრებები. ყოველივე ეს კი ჯანსაღი თაობის აღზრ-დის საიმედო საფუძველია.

სოფო ფერაძე

სპორტული ცხოვრება სკოლაში

ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის მეორე კლასს დოდო გელაშვილი ას-წავლის. იგი ცდილობს, პატარებს ბუკე-ბით გაუღრმავოს ცოდნა. თუ საკუთარი თვალით არ ნახე ეს პროცესი, ძნელად წარმოიდგენ ბავშვების განცდებსა და ემოციებს, თუ როგორ უხარიათ მათ ბუკების გამოყენებით ჩატარებული გაკ-ვეთილები და როგორი ინტერესით ეკი-დებიან სწავლას.

-ქალბატონო დოდო, როგორ ფიქრობთ, ძნელია ბუკებით სწავ-ლება? ადვილად ითვისებენ ბავშ-ვები?

-არ მეგონა, სწავლებისთვის ასეთი ხელსაყრელი საშუალება თუ იქნებოდა ბუკების გამოყენება. ჩემი აზრით, ბავშ-ვებს უფრო უადვილდებათ მუშაობა და,

რაც მთავარია, ყოველთვის დიდი სიხა-რულით ელოდებიან ამ გაკვეთილებს. რა თქმა უნდა, არც ჩემთვის და არც ბავშვე-ბისთვის არ არის ბუკებით მუშაობა ძნე-ლი. პირიქით - დიდი ინტერესი გააჩინა სწავლის მიმართ.

-თქვენი აზრით, შეცვლის თუ არა ბუქები წიგნს, მიიღებენ თუ არა იქედან იმდენ ცოდნას, რამ-დენსაც წიგნიდან?

-რა თქმა უნდა, წიგნი შეუცვლელია ყველასთვის. მას ვერასოდეს ვერაფერი ჩაანაცვლებს, წიგნი ადამიანის სული-ერი საზრდოა. კომპიუტერი კი აუცილე-ბელი ფაქტორია დღევანდელობისათ-ვის, მაგრამ ისეთი არა, როგორც წიგნი.

სოფო ფერაძემარიამ მაქაძე

მოსწონთ ბუკებით მეცადინეობა

სარედაქციო კოლეგია: ნინო დავაძე, სოფო ფერაძე,

სალომე ბუხნიკაშვილი, მარიამ მაქაძე

Page 7: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb გამგებლის ... · @! ltrtv,thb7 gfhfcrtdb @_!@ o8 (522) >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy#47 afcb

7xtvb [fhfufekb@! ltrtv,thb7 @_!@ o

21 დეკემბრიდან 21 იანვრამდე არდადეგებია

ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო სკო-ლებში და მათ შორის ხარაგაულის მუნიცი-პალიტეტშიც, დღეიდან, 21 დეკემბრიდან, არდადეგები იწყება. სასწავლო პროცესი 2013 წლის 21 იანვარს განახლდება.

ნოემბერში ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოცდახმარების

მიზნით 6263,5 ლარია გაცემული ხარაგაულის მუნიციპლიტეტის გამ-

გეობიდან მიღებული ინფორმაციით, მიმ-დინარე წლის ნოემბერში ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიზნით ოც მოქალაქეზე გაიცა 6263,5 ლარი. ამ თანხიდან ოპერაციისთვის 1 960 ლარი, მედიკამენტებისთვის - 833,5 ლარი, მშობიარობისთვის - 1 350 ლარი, მკურნალობისთვის - 700 ლარი, გამო-კვლევისთვის - 1 420 ლარი გაიცა. 2012 წლის დეკემბერში ადგილობრივი ბიუჯე-ტიდან დაგეგმილია 40 800 ლარის გაცემა.

საახალწლო ღონისძიებები 28 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფ-როსის, ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, საახალწლოდ ხარაგაულში არაერთი საინტერესო ღონისძიება ჩატარდება.

20 დეკემბერს ბორის საჯარო სკოლა-ში გაიმართა კულტურის ცენტრთან არსე-ბული თოჯინების თეატრის სპექტაკლი;

სკოლამდელ დაწესებულებათა გაერ-თიანებებში სახალწლო ზეიმები 20-დან 25 დეკემბრამდე გაიმართება;

18-დან 21 დეკემბრის ჩათვლით კი შიდა სასკოლო ღონისძიებები მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში;

27 დეკემბერს, 14 საათზე, ხარაგაულის სპორტულ დარბაზში გაიმართება მოსწავ-ლე-ახალგაზრდობის სახლის კონცერტი;

28 დეკემბერს, 15 საათზე, საახალწლო კონცერტს ხარაგაულის სპორტულ დარ-ბაზში გამართავს კულტურის ცენტრი.

საფეხბურთო კლუბს „ჩხერიმელა 2009” აუდიტორული შემოწმება

ჩაუტარდება14 დეკემბერს, ხარაგაულის მუნიციპა-

ლიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა-ზე საკრებულოს წევრებმა 2013 წლის ადგი-ლობრივი ბიუჯეტი დაამტკიცეს. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის განხილვისას საკრე-ბულოს წევრმა რუსუდან გურგენიძემ გააპროტესტა საფეხბურთო გუნდისთვის „ჩხერიმელა 2009” გათვალისწინებული და-ფინანსება. საკრებულოს გადაწყვეტილებით, საფეხბურთო გუნდი 2013 წელს 50 ათასი ლარით დაფინანსდება. საკრებულოს თავმ-ჯდომარე აკაკი მაჭავარიანის თქმით, ეს თანხა აუცილებელია იმისთვის, რომ გუნდმა დაასრულოს თამაშის მეორე წრე. წინააღმ-დეგ შემთხვევაში გუნდს დაეკისრება ჯარი-მა. იგი დაეთანხმა საკრებულოს სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებას, რომ უფრო მნიშვ-ნელოვანია მომავალ თაობას შევასწავლოთ ფეხბურთი, რადგან „ჩხერიმელა 2009” არ არის მზად ამხელა ლიგაში სათამაშოდ.” დეპუტატმა რუსუდან გურგენიძემ აღნიშნა, რომ სერიოზული კანონდარღვევებია საფეხ-ბურთო გუნდის მიერ 2012 წლის ექვს თვეში მიღებული თანხის ხარჯვაში. საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ მომავალ წელს ყველა ა(ა)იპ-ის საქმიანობას აუდიტი შეამოწმებს. დეპუტატების უმრავლესობა ფიქრობს, რომ უმჯობესია დაფინანსდეს ბავშვთა ფეხბურთი, ასევე ყურადღება უნდა მიექცეს სპორტის სხვა ისეთი ტრადიციულ სახეობის განვითარებას, როგორიცაა ჭიდა-ობა. სპორტის განვითარების ხელშეწყობის-თვის 2013 წელს ხარაგაულის ბიუჯეტიდან 197 ათასი ლარი დაიხარჯება.

ბიუროს სხდომაზე განხილულ საკითხებს 9 იანვარს საკრებულოს

სხდომაზე დაამტკიცებენ17 დეკემბერს ხარაგაულის მუნიციპა-

ლიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გა-იმართა. ბიუროს წევრებმა განიხილეს: ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის საქ-მიანობის ანგარიში, 2013 წლის შესყიდვე-ბის გეგმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და ა(ა)იპ-ების დირექ-ტორთა 2013 წლის შვებულების განრიგები. ბიუროს წევრებს უნდა მოესმინათ კიცხის

ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ან-გარიში გაწეული მუშაობის შესახებ, მაგრამ საკითხი არ იყო მომზადებული.

ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებს საკრებუ-ლოს წევრები 2013 წლის 9 იანვარს საკრე-ბულოს სხდომაზე დაამტკიცებენ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მაღალი ნდობით უნდა

სარგებლობდეს9-16 დეკემბერს შვედეთში საქართვე-

ლოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ამავე სამსა-ხურის აუდიტის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე, ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე იმყოფებოდა. ვიზიტის მიზნებს, ამოცანებსა და შედეგებს თავად ნოდარ ებანოიძე გაგვაცნობს: „შვედე-თის უმაღლესი სახელმწიფო აუდიტის ოფისი ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რე-ფორმას. დაახლოებით 6-7 მილიონია ამ მიმართულებით დახარჯული და საკმაოდ შთამბეჭდავი სამუშაოებია დანერგილი. შეხვედრები გაიმართა შვედეთის სახელმ-წიფო აუდიტის სამსახურსა და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საფინანსო-სა-ბიუჯეტო კომიტეტში. ჩვენი შეხვედრების ძირითადი თემა სახელმწიფო ხარჯების კანონიერების შესწავლა გახლდათ.

საქართველომ განვითარების ის ეტაპე-ბი უნდა გაიაროს, რაც თავის დროზე შვე-დეთმა. შვედეთის სახელმწიფო აუდიტის სამსახური სწავლობს, რამდენად ეფექ-ტიანად დაიხარჯა თანხები. ეს სამსახური ქვეყანაში ძალიან მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს და არავითარი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან. საქართველოს პარ-ლამენტში შექმნილი დროებითი კომისია მალე წარმოადგენს შედეგებს. სწორედ იმის გამო, რომ ეს სამსახური ხელისუფ-ლების ფრთის ქვეშ მოქმედებდა, არ იმსა-ხურებდა ნდობას. შვედეთში დავესწარით რამდენიმე პრეზენტაციას ეფექტიანობის აუდიტზე, მივიღეთ რჩევები.

შვედეთის გენერალური აუდიტორი იანვრის ბოლოს საქართველოში ჩამოვა და შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. ასე

რომ, წინ საინტერესო თანამშრომლობა გველოდება. მიუხედავად იმისა, რაც საქარ-თველოს აუდიტის სამსახურის საქმიანო-ბა, მისი პოლიტიკაში ჩართულობის გამო, უარყოფითად ფასდება, გამოჩნდა დადებითი მხარეებიც. ეს სამსახური აუდიტის საერ-თაშორისო სტანდარტებით მოქმედებს.

„15 ათასი ლარით 2013 წელს უნდა დავაფინანსოთ ბიულეტენის და არა

გაზეთის გამოცემა” ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკ-

რებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელ-ზეც დეპუტატებმა 2013 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს, საკრებულოს წევრმა რუსუ-დან გურგენიძემ კიდევ ერთხელ გაამახ-ვილა ყურადღება ა(ა)იპ „ახალი ხარაგა-ულის” თაობაზე. მისი თქმით, ორი წელია, საკრებულოს წევრები პირობას დებენ, რომ გამოიცემა საინფორმაციო ბიულეტენი და მოსახლეობაში დარიგდება უფასოდ. ამის ნაცვლად კი ვიღებთ გაზეთს, რომლის გამოწერასაც მოსახლეობას აძალებდნენ. „მე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ მომავალ წელსაც გაზეთი გამოიცემა, რადგან ა(ა)იპ-ის წესდებაში წერია, რომ მან გაზეთი უნდა გამოსცეს. ამიტომ ჯერ შევცვალოთ წესდება,” - აღნიშნა რუსუდან გურგენიძემ.

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან შერგე-ლაშვილის თქმით, ის მხარს ყოველთვის ბიულეტენის გამოცემას უჭერდა. „ჩვენი მოვალეობაა, რომ მოსახლეობას მივაწო-დოთ ინფორმაცია საკრებულოს მიერ მიღე-ბული გადაწყვეტილებების შესახებ და მი-ვაწოდოთ უფასოდ. 15 ათასი ლარით 2013 წელს უნდა დავაფინანსოთ ბიულეტენის და არა გაზეთის გამოცემა. ამაზე ვთანხმდებით ყველა დეპუტატი,” - დასძინა მან. მისივე თქმით, მზაობა არის ა(ა)იპ-ის მხრიდან, რომ შეიცვალოს წესდება, „მაგრამ ჯერ არ არის შეცვლილი.” რომან შერგელაშვილის განცხადებით, ა(ა)იპ „ახალი ხარაგაულის” წესდება მომავალი წლის იანვარში პირვე-ლივე სხდომაზე შეიცვლება.

„რატომ არ აცხადებთ საინფორმაციო მომსახურებისთვის ტენდერს? ამით ხომ თანხა დაიზოგება,” - იკითხა საკრებულოს სხდომაზე მაჟორიტარი დეპუტატის ბი-უროს ხელმძღვანელმა ინგა მაღრაძემ.

რომან შერგელაშვილის თქმით, მაშინ უნდა გაუქმდეს ა(ა)იპ. „მთავარია, რომ მოსახლეობა ინფორმაციას მიიღებს უფა-სოდ და ა(ა)იპ-ში რამდენიმე ადამიანი ისევ იქნება დასაქმებული.”

„ნუ ეჭვიანობთ, - თქვა სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭა-ვარიანმა. არ იქნება გაზეთი, იქნება ბი-ულეტენი! ეს რამდენჯერმე ვთქვით. აქ სერიოზული ხალხი ვზივართ და თუ მაინ-ცდამაინც ეჭვი გინდათ შეიტანოთ ჩვენს სიტყვებში, კი ბატონო. გაზეთი გადა-კეთდება ბიულეტენად და არ დასჭირდება არც იმდენი შტატი და არც იმდენი დაფი-ნანსება, როგორც გასულ წლებში.”

ამის მიუხედავად, საკრებულოს ბი-უროს 17 დეკემბრის სხდომაზე,

რომელზეც 2013 წლის 9 იანვრის საკრე-ბულოს სხდომის დღის წესრიგი და განსა-ხილველ საკითხთა ნუსხა დამტკიცდა, ა(ა)იპ „ახალი ხარაგაულის” წესდებაში შესა-ტანი ცვლილება არ იყო წარმოდგენილი.

საკრებულოს აპარატის უფროსის, ლენა კალანდაძის თქმით, მას ამ საკითხ-ზე საკრებულოს თავმჯდომარე ესაუბ-რა. „ჯერჯერობით არ არის ცვლილების პროექტი მზად. მოამზადონ, ვინც დაინ-ტერესებულია, შემოიტანონ აპარატში და შემდეგ განვიხილავთ ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე,” - განმარტავს ლენა კალანდაძე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოად-გილის, კობა გოგსაძის განცხადებით, „საკითხი თვის ბოლო ოთხშაბათისთვის მომზადდება და ყველა შემთხვევაში საკ-რებულოს 2013 წლის პირველივე სხდომა-ზე შევა ცვლილება ა(ა)იპ „ახალი ხარაგა-ულის” წესდებაში.”

საკრებულოს თავმჯდომარის, აკაკი მაჭავარიანის თქმით, კი ა(ა)იპ „ახალი ხარაგაულის” ხელმძღვანელმა წესდებაში ცვლილების შეტანის თაობაზე დავალება 18 დეკემბერს მიიღო და უახლოეს დღეებ-ში საკრებულოს ცვლილებას წარუდგენს. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ირ-წმუნება, გადაწყვეტილებას გაზეთ „ახალი ხარაგაულის” ბიულეტენად გადაკეთების თაობაზე 2013 წლის პირველივე სხდომა-ზე მიიღებენ.

ამბების აკიდო

დედმამიშვილები: დემური, ლეილა, შურა ბერაძეები, შვილები, დისშვილები, ძმისშვილები და რძლები ღრმა მწუხარე-ბით იუწყებიან, რომ გადაიცვალა

დარეჯან (დაშა) ტაბატაძე-ბერაძისა.

ძალიან დიდია ის ტკივილი, რაც დაშა ბერაძის გარდაცვალებამ გამოიწვია. ძა-ლიან უნდოდა სიცოცხლე, სულ დარდობ-და, ჩემს ეზოში ფეხს ვეღარ დავადგამო. ძალიან ეშინოდა სიკვდილის. სულ ღმერთს ევედრებოდა, ისე მომკალი, ნუ დამტანჯა-ვო და მართლაც უჩუმრად წავიდა ამქვეყ-ნიდან. დაშა ბერაძე ბარბარობას, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისთვის სამოთხის კარი უკვე ღიაა.

შვილები ომარი, ლალი, ლია, რძალი მანანა წივწივაძე, სიძე გია ნიქაბაძე, დის-შვილები მარინა, გიორგი, ევა ტაგანაშვი-ლები, შვილიშვილები გიორგი, მაკა, ხა-თუნა, თამუნა, ლაშა, გიორგი, ბიძაშვილი იუზა ღამბაშიძე, შვილთაშვილები, ბიძაშ-ვილისშვილები ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ერემია გიორგის ძე ღამბაშიძედაიკრძალა 20 დეკემბერს ხარაგაულში.

შვილები: მალხაზი, მერაბი ღამბაში-ძეები, რძლები ნანა მჭედლიძე, თამრიკო ღამბაშიძე, შვილიშვილები კახა, ლაშა, ირმა, ზურიკო, და რუსიკო ლომსაძე, რძა-ლი ეთერი ებანოიძე, დისშვილები, ძმისშ-ვილები ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდა-იცვალა

თამარა ლომსაძე-ღამბაშიძედაიკრძალა 20 დეკემბერს ხარაგაულში.

ედელა სხილაძე, მადონა ბარბაქაძე, იამზე კიკნაძე, მაია ლურსმანაშვილი, ლია ეჯიბაძე, თინათინ პაპავა, მაგდა, ქეთინო თავზარაშვილები თანაუგრძნობენ გულდა-მი კვინიკაძეს შვილის

კახა კვინიკაძის გარდაცვალების გამო.

ქეთინო აბრამიშვილი, აზა ფურცელა-ძე, თინიკო მჭედლიძე, ნანი, ვალიდა არე-ვაძეები, ზაურ ჭუმბურიძე თანაუგრძნობენ გულდამი კვინიკაძეს შვილის

კახა კვინიკაძის გარდაცვალების გამო.

ქეთინო აბრამიშვილი, აზა ფურცელა-ძე, ვალიდა არევაძე, თინიკო მჭედლიძე, ეკა ლურსმანაშვილი, მაია ქასრაშვილი, ირინა ბიბიჩაძე, ზაურ ჭუმბურიძე თანაუგ-რძნობენ ნანი არევაძეს ბიძაშვილის

კაკო ტაბატაძისგარდაცვალების გამო.

კობა ჭიპაშვილი ოჯახით მწუხარებით იუწყება, რომ გარდაცვალა

კახა კვინიკაძედა თანაუგრძნობს განსვენებულის

ოჯახს.

ვალერი კაპანაძე ოჯახით მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა

თამარა ლომსაძე-ღამბაშიძე და თანაუგრძნობს განსვენებულის

ოჯახს.

ეთერი ებანოიძე, გია და თამარ ლომსა-ძეები, შორენა ღვინიაშვილი ღრმა მწუხა-რებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

თამარა ლომსაძედა თანაუგრძნობენ განსვენებულის

ოჯახს.

ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწო-დებულის ეკლესიის მრევლი თანაუგრძ-ნობს ამავე ეკლესიის სტიქაროსანს კობა კვინიკაძეს მამის

კახა კვინიკაძის გარდაცვალების გამო.

ნათლული ვალერი კაპანაძე ოჯახით თანაუგრძნობს ნათლიას ამირან კამკამი-ძეს დედის

ქეთო მჭედლიძის გარდაცვალების გამო.

ვენერა კურტანიძე, მარო და იური ცხრაკბილაშვილები ოჯახით ღრმა მწუ-ხარებას გამოვთქვამთ და თანავუგრძნობთ გულდამის შვილის, ნესტანს მეუღლის, შვილებს: კობას, ანას, ლუკას - მამის, ზა-ზას - ძმის, ხათუნას - მაზლის

კახა კვინიკაძის გარდაცვალების გამო.

სოფელ მარელისის ქურდაძეების უბ-ნის მაცხოვრებლები თანაუგრძნობენ ცე-მარი და ომარ მაღრაძეებს შვილის, ნინოს - მეუღლის, ლიას - ძმის

ლევანი მაღრაძის გარდაცვალების გამო.

ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობის” სამსახურის თანამშრომლები თანაუგრძ-ნობენ ქეთი მეტრეველს საყვარელი ბაბუის

უშანგი ხაჩიძისგარდაცვალების გამო.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯან-დაცვის ცენტრის თანამშრომლები თანაუგ-რძნობენ ნესტან კვინიკაძეს მეუღლის

კახა კვინიკაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უც-

ხადებენ განსვენებულის ოჯახს.

ვეტერანთა კავშირი დიდ სინანულს გამოთქვამს სამამულო ომის აქტიური მო-ნაწილის

შოთა გერონტის ძე ჭიპაშვილისგარდაცვალების გამო და თანაგრძნობას

უცხადებს მის ოჯახს მწუხარებაში.

1941 წლის ხარაგაულის საშუალო სკოლის კურსდამთავრებულები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა მათი თანაკლასელი

შოთა ჭიპაშვილიდა გულწრფელ სამძიმარს უცხადებენ

მის ოჯახს მწუხარებაში.

კობა, პაატა ჭიპაშვილები ოჯახებით თანაუგრძნობენ მალხაზი ღამბაშიძეს დე-დის

თამარა ლომსაძე-ღამბაშიძისგარდაცვალების გამო.

ციცო და ვიტალი ხარაძეები, მარინა და თამაზ შარიქაძეები თავიანთი ოჯახებით ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდა-იცვალა უახლოესი მეზობელი, ყველასათ-ვის საყვარელი ქალბატონი

დაშა ბერაძე-ტაბატაძედა სამძიმარს უცხადებენ განსვენებუ-

ლის ოჯახს.

ვლადიმერ გელაშვილი ოჯახით თა-ნაუგრძნობს მალხაზ და ნანა ღამბაშიძეებს დედისა და დედამთილის

თამარ ლომსაძისგარდაცვალების გამო.

წმიდა ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის VIII კლასის მოსწავლეები, მშობლები და კლასის ხელმძღვანელი თანაგრძნობას უცხადებენ შოთიკო ჭიპაშ-ვილს ბაბუის

შოთა ჭიპაშვილისგარდაცვალების გამო.

მანანა ღამბაშიძე, მურთაზ ციცქიშვი-ლი ოჯახით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

როლანდ დავითის ძე წიქარიშვილი

და თანაუგრძნობენ განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.

გაზეთ „ჩემი ხარაგაულის” რედაქცია თანაუგრძნობს ალექსანდრე მეტრეველსა და დარეჯან ხაჩიძეს სიმამრისა და მამის

უშანგი ხაჩიძისგარდაცვალების გამო.

სამძიმარი დედასძნელია, შვილმკვდარ დედას უთხრა

სამძიმარი, როცა კიდევ უფრო დამძიმებუ-ლი და უსაზღვროა მისი სევდა მეორე შვი-ლის დაკარგვის გამო.

სათნოებითა და სიკეთით სავსე ადა-მიანს, ოჯახის ერთგულს და მზრუნველს, მეზობლებისა და ყველა ახლობლის სა-თაყვანებელს, ენით აუწერელი სევდა დაჰ-ბედებია.

თითქოს უფალმა მოთმინების გამოცდა მოუვლინა დედას, როცა 17 წლის შვილი ტრაგიკულად დაეღუპა. თითქოს გამოცდა იყო, რომ შეშის დასამზადებლად წასული მეუღლე, ჯანღონით სავსე ვაჟკაცი სახ-ლში ვეღარ დაბრუნდა. თითქოს გამოცდა იყო, რომ 40 წლის ვაჟკაცი, ქართული გენის უბადლო მატარებელი, ყველასთვის საყვარელი შინ თუ გარეთ, სამი შვილის მამა, ფერიასავით ნაზი მეუღლის განშრო-ებას წუხდა მძიმე სენით შეპყრობილი.

სიკვდილის წუთებში წყლის წყურვი-ლით შეწუხებული ითხოვდა წყალს, მაგ-რამ ვერ ყლაპავდა, სთხოვდა დედას საჭ-მელს, მაგრამ ვერ ღებულობდა.

გულდამძიმებული დედა დასტირის მეორე შვილს. სევდა უსაზღვროა... სამძი-მარი თითქოს ფორმალობაა, მაგრამ ჩვენ, მისი ოჯახის ერთგულები - ახლო მეზობ-ლები - ლუკა გურგენიძე, ცისანა ფანცუ-ლაია შვილებით თანავუგრძნობთ დედას გულდამი კვინიკაძეს, მეუღლეს ნესტანს, კენტად დარჩენილ ძმას ზაზას, ყველა ახ-ლობელს

კახა კვინიკაძისგარდაცვალებას. ვემორჩილებით ბუნე-

ბის დაუდგენელ კანონებს და ალალი ცრემ-ლით დავსტირით. მის სახელზე დაიზრ-დებიან მისი ლამაზი შვილები. აუნთებენ სანთლებს და გააგრძელებენ ოჯახის ტრა-დიციებს. მსუბუქი იყოს მისი საფლავის მიწა. გვჯერა, რომ მისი სპეტაკი სული განისვენებს მარადიულ სასუფეველში.

მერაბ ტაბატაძის ხსოვნას

ორმოცი დღე გაილია, ძვირფასო მამა, მას შემდეგ, რაც შენ ამქვეყნიური ცხოვრება დატოვე და მარადიულ სასუფეველში გადა-სახლდი. ეს დღეები ძალიან მძიმე აღმოჩნდა ჩვენი ოჯახისთვის. განსაკუთრებით დედას-თვის და ჩვენი მოხუცებული ბაბუასთვის. არ გვეგონა, ასე მალე თუ მოგერეოდა უკურნე-ბელი სენი. მძიმე მდგომარეობაში გხედავ-დით, მაგრამ მაინც ვერ ვუშვებდით აზრს, რომ შენთან განშორება მოგვიწევდა.

ალალმართალი და პატიოსანი კაცის სახელი გქონდა. გვჯერა, რომ შენი სი-მართლე და კეთილშობილება ამქვეყნად ყოველგვარი გასაჭირის დაძლევაში დაგ-ვეხმარება. შენთვის ლოცვაში გაილია ორ-მოცი დღე, შენს ყოველდღიურ და ყოველ-წამიერ მოგონებებში...

ღმერთმა სამოთხესა და მარადიულ ნეტა-რებაში დაამკვიდროს შენი სპეტაკი სული.

გვენატრები...შვილები ზაზა და ია

Page 8: ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb % stshb გამგებლის ... · @! ltrtv,thb7 gfhfcrtdb @_!@ o8 (522) >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy#47 afcb

8 xtvb [fhfufekb @! ltrtv,thb7 @_!@ o

vsfdfhb htlfMNjhb

kfehf ujujkf't

redaqtoris moadgile

nino kapanaZe 593 35 65 80

sofiko WipaSvili 557 26 77 99

593 900 501

vbc5 xaragauli, 9 aprilis q. #17

ntk5 _ $## @@ !^ @*%)# )_ _% _!

E-mail: [email protected] htubcnh81$*2%-,-!@

lfb,tzlf igc 3v,v gjkbuhfaib4

m8 mesfbcb ak. wereTlis q.1!(^

ntk8 %)) )% )^ (^Þ _ $#! @# $% %$

დიზაინერიშოთა ლომიძე

ტელ.: 557 10 20 47 Email: [email protected]

ვულოცავთ ცეზარ ბოჟაძესა და იამზე სამხარაძეს შვილების ტარიელისა და მანანას ბედნი-ერებას. ვუსურვებთ ახალდაქორწი-ნებულებს ლამაზი ქართული ოჯა-ხის შექმნას.

ვარძიის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და

ტექნიკური პერსონალი

ვულოცავთ ხარაგაულის №3 სა-ჯარო სკოლის მოსწავლეებს ქეთე-ვან სხილაძესა (XI კლ.) და ნინო ჭყოიძეს (VIII კლ.) ინტელექტუ-ალურ კონკურსში „ლიდერი” გა-მარჯვებას. ვუსურვებთ მათ შემდ-გომ წარმატებებს.

ხარაგაულის №3 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე-

ები და კლასის დამრიგებელი

ზურაბ ბანცაძესა და მარი ყრუაშვილს ვულოცავთ ქორწინე-ბას. ვუსურვებთ ბედნიერებას, ულევ სიხარულს, მარადიულ სიყვარულსა და შვილთა სიმრავლეს.

ბაზალეთის საჯარო სკოლა

ვულოცავთ ბედნიერებას ნინო მეტრეველსა და ზაზა ზაქა-რაია. ვუსურვებთ ახლადშეუღ-ლებულებს უზღვავ სიხარულს, მარადიულ სიყვარულსა და უფლის მფარველობას.

ერთი ოკრიბელაშვილი და ოთხი ტალახაძე

მიხეილ და ნუგზარ ჭიპაშ-ვილებს და ირინა გოგოლაძეს ვულოცავთ საყვარელი დისა და ქა-ლიშვილის თამარ ჭიპაშვილის გაბედნიერებას.

თამარს თავის მეუღლესთან - ან-ზორ მახარაშვილთან ერთად ვუსურვებთ კარგი ქართული ოჯა-ხის შექმნას, შვილთა სიმრავლეს და ღვთის წყალობას.

ნაილი კამკამიძემზია ჭყოიძე

დაბადების დღეს და ნიკოლო-ზობის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავთ ჩვენს საყვარელ ბიძიას შალვა მდინარაძეს. ვუსურვებთ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელო-ბას და ყოველივე საუკეთესოს. უფა-ლი გფარავდეს შენ და შენს ლამაზ ოჯახს. გვიყვარხარ, ბიძი.

სიყვარულით მარიამ და ვახო მაქაძეები

თანაკლასელ დათო მანჯა-ვიძესა და მთვარისა ჭყოიძეს ვულოცავთ ქალიშვილის ბედნიერე-ბას. ვუსურვებთ ახალდაქორწინე-ბულებს გულო მანჯავიძესა და ჯონი ჩიხელიძეს ბედნიერი ოჯა-ხის შექმნას, შვილთა სიმრავლეს, უფლის მფარველობას.

ხარაგაულის №2 საშუალო სკოლის 1983 წელს

კურსდამთავრებულები

უნივერმაღის შენობაში მდებარე ავეჯისა და საყოფაც-ხოვრებო მაღაზიაში თქვენ შე-გიძლიათ შეიძინოთ საქონელი საახალწლო ფასდაკლებით.

ფასდაკლება ვრცელდება მაცივრებზე, სარეცხ მანქანებ-ზე, გაზქურებზე, ტელევიზო-რებზე და ავეჯზე.

აქცია გაგრძელდება 2013 წლის პირველ იანვრამდე.

მობრძანდით, გელით.

***

***

***

***

***

არასამთავრობო ორგანიზაცია „სხივმა” (თავმჯდომარე იზა ვეფხვაძე), პროექტის- „მოქალაქეობრივი მორალის და კანონის სამსახურში” ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას, საახალწლოდ საჩუქრები გადასცა ორმოც მო-ზარდს, რომლებიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლებში სწავლობენ.

საახალწლო ფასდაკლება

ჯერ კიდევ დიდი იაკობ გოგებაშვილი ბუნების შესწავლას უმთავრეს მიზნად უსახავდა ყმაწვილებს. „გაუხსნას ყმაწ-ვილს თანაგრძნობა ბუნებისა, შეაყვაროს მისი გამოძიება და მისი განხილვა,” - ამ-ბობდა ის.

დღეს დიდი ყურადღება ექცევა საბუ-ნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლე-ბას სკოლებში, რაც მოსწავლეს საშუ-ალებას აძლევს, შეიცნოს და გაითავისოს სამყარო, აღიქვას იგი როგორც ცოცხა-ლი ორგანიზმებისთვის მნიშვნელოვანი გარემო.

ხევის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების კათედრამ (ხელმძღვანელი ე. ხარაიშვილი) ჯერ კიდევ სასწავლო წლის დასაწყისში დაგეგმა ღონისძიებე-ბი, მოსწავლეთა ამ საგნით დაინტერესე-ბის მიზნით. მათ შორის ისეთი სახისაც, რომელიც დაეხმარებოდა მოზარდებს განესაზღვრათ თავისი ადგილი ბუნებრივ გარემოში. დაიგეგმა ღია გაკვეთილებიც, სიამოვნებით მოვისმინეთ პედაგოგების: ეთერ მაისურაძის, ნანა ნოზაძისა და მა-რიამ ლურსმანაშვილის მიერ ჩატარებუ-ლი გაკვეთილები ციცქიურის დაწყებით კლასებში. მიუხედავად იმისა, რომ აღ-ნიშნულ პედაგოგებს კლასკომპლექტებ-ში უწევთ მუშაობა, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა თავიანთ აღსაზრდელებს შეუქმნან სწავლა-აღზრდისთვის საჭირო მოწესრიგებული გარემო. პირველი კლა-სის პედაგოგმა მადონა ხაჩიძემ კი სიურპ-რიზი მოუმზადა თავის აღსაზრდელებსა და დამსწრეთაც, როცა მოსწავლეთა მშობლებიც ჩაერთვნენ საგაკვეთილო პროცესში. კლასი ჯგუფებად დაიყო და თითო მშობელი მიემაგრა, რომელთაც პატარების დახმარებით მოამზადეს

ცოცხალი სალათები და ჯგუფებს შო-რის კონკურსიც გაიმართა, თუ რომელი ჯგუფის სალათა იყო ყველაზე ლამა-ზად გაფორმებული და მიმზიდველი. გაიხარეს მარი და გელა ტაბატაძეებმა, გიორგი პაქსაშვილმა, როცა ჟიურიმ მათი ნახელავი მოიწონა. რატომ ჰქვია ამ კერძს ცოცხალი სალათა, რომელი ბოსტნეული გამოიყენეს არსებულ სალა-თებში, რატომ არის ცოცხალი ბოსტნე-ული სასარგებლო საკვები და ა. შ., რომ იტყვიან სხაპასხუპით პასუხობდნენ ნია ტაბატაძე, ორი გიორგი გრიგალაშვილი. მასწავლებლის მიერ გამოყენებულმა აქ-ტივობებმა კლასის განწყობა და შესაძ-ლებლობა გამოავლინა საგანში.

მშობლების აქტიური ჩართულობით ჩატარდა ღია გაკვეთილი II კლასში პედა-გოგ ეკა ხარაიშვილის მიერ. აქ კი პატა-რებმა საახალწლო სამზადისი გვიჩვენეს. მოამზადეს ფელამუში თუ ღომი, გოზი-ნაყი თუ ხილი, ამოავლეს ჩურჩხელები, გაშალეს ლამაზი სუფრები და საქართ-ველოს ბედნიერი ახალი წლის გათენება უსურვეს. კარგად შეძლეს გაეცნობიერე-ბინათ სხვადასხვა საკვების მნიშვნელო-ბა მათი ზრდა-განვითარებისათვის დავით ლომიძემ, გოგა გრიგალაშვილმა, მარიამ ხაჩიძემ, გიორგი გრიგალაშვილმა, ნიკა ხაჩიძემ, თამარ სამხარაძემ და სხვებმა. სკოლის დაწყებითი კლასების პედაგო-გებმა ერთმანეთთან თანამშრომლობით, გამოცდილების გაზიარებით დავგეგმეთ კათედრის მუშაობის შემდგომი ამოცა-ნები და თანამშრომლობის გაღრმავება მშობლებთან.

ხათუნა მაჭარაშვილიხევის საჯარო სკოლის სამეურვეო

საბჭოს თავმჯდომარე

ხევის საჯარო სკოლის VIII კლა-სის მოსწავლე ლევან გორგაძე საქარ-თველოს წმინდა გიორგის სახელობის სეიბუკაი კიოკუშინ კატარეს ფედე-რაციის წევრია. იგი ჯერ მხოლოდ 12 წლისაა, მაგრამ უკვე რამდენიმე შეჯიბრებაზე გამოვიდა, თან საკმაო წარმატებით.

მის მწვრთნელს, როინ ბერაძეს მიაჩნია, რომ თუ ლევანი ამ კუთხით გაგრძელებს ვარჯიშს, მისგან დიდ წარმატებებს უნდა ველოდეთ.

ამჯერად ლევანი თბილისში გა-მართულ ტურნირში „ძლიერი თაობა - ძლიერი საქართველო” მონაწი-ლეობდა, საიდანაც პირველი ხარის-ხის დიპლომითა და მედლით დაგვიბ-რუნდა. მან პირველი ადგილი მოიპოვა თავის წონით კატეგორიაში.

ვუსურვოთ ლევანს მომავალში წარმატებები, წინსვლა და უფლის მფარველობა.

ლანა ლომიძე

ლევანმა გვასახელა

წელს „ვეფხისტყაოსნის” პირველი ბეჭდური გამოცემიდან 300 წელი შეს-რულდა. ამ თარიღის აღსანიშნავად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა. 10 დეკემბერს მარელისის სა-ჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება VII, VIII, IX, X კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით. საღამომ მონაწილეთა და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსა-ხურა.

სალომე ყრუაშვილი

ლამაზი საღამო მარელისის საჯარო სკოლაში

კონკურსი „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს. ეს პროექტი უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორისა და ლენტე-ხის მეუფე სტეფანეს ლოცვა-კურთხევით ხორციელდება.

ლეღვნის საჯარო სკოლა ამ პროექტ-ში მესამე წელია აქტიურადაა ჩართული. პირველად მხოლოდ სასკოლო ეტაპი გა-ვიარეთ, მაგრამ ჩვენთვის ესეც ძალიან სასიამოვნო იყო. თავიდან გუნდის არც ერ-თმა წევრმა არაფერი ვიცოდით ბიბლიის შესახებ. ცოტა რამ მხოლოდ დაწყებითი კლასებიდან გვახსოვდა. ლეღვნის საჯა-რო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა ინგა ვეფხვაძემ ძალ-ღონე არ დაიშურა და ბიბლიის თითოეულ სიტყვასა და ფრაზას გვიხსნიდა. ინგა მასწავლებელმა ჩვენ სუ-

ლიერად გაგვამდიდრა. ბავშვები ყოველ-თვის აღტაცებითა და დიდი ინტერესით ვუსმენდით ინგა მასწავლებელს. გაკვე-თილების შემდეგ ვრჩებოდით და ერთად ვკითხულობდით ბიბლიას.

მოხდა ისე, რომ პირველ წელს ჩვენი სკოლის განაცხადმა საპატრიარქომდე ვერ მიაღწია, თუმცა, შიდა სასკოლო ეტა-პი მაინც ჩავატარეთ. სკოლის ორი გუნ-დიდან - „ივდითი” და „ნოეს კიდობანი” გაიმარჯვა „ივდითმა.” ისევ ჩვენი უსაყ-ვარლესი პედაგოგი დაგვიდგა გვერდით და ხატებით დაგვასაჩუქრა.

2011 წელს ჩვენმა გუნდმა ხარაგაულის №2 საჯარო სკოლის გუნდთან საკმაოდ რთული სამი ტური წარმატებით გაიარა და მეორე ტურში გავიდა. ძალიან დიდია თამარ შარიქაძის, ნათია დევდარიანის, თეო ცხვედაძის, მარიამ დევდარიანის, თა-

მარ მაღრაძის, საშა შარიქაძისა და გუნდის კაპიტან სოფიო ფერაძის წვლილი გუნდის წარმატებაში. ეს გამარჯვება ჩვენთვის უსაზღვრო ბედნიერების, სიხარულის მომნიჭებელი იყო, რადგან ჩვენი შრომა დაგვიფასდა.

ჩვენ უსაზღვროდ გვიხარია, რომ ვსწავლობთ ბიბლიას. ჩვენი დამოკიდებუ-ლებები რადიკალურად შეიცვალა. კიდევ ერთხელ გვინდა დიდი მადლობა ვუთხრათ ჩვენთვის ძვირფას ინგა მასწავლებელს, რომელმაც შეგვასწავლა და შეგვაყვარა ბიბლია.

ვფიქრობთ, წელსაც დიდი ენთუზიაზ-მით და შემართებით ჩავერთვებით კონ-კურსში. ყველას წარმატებებს გისურვებთ. ერთად გავძლიერდეთ რწმენაში!

ლეღვნის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები

გაკვეთილები მშობელთა

ჩართულობით

დილიდანვე ფუსფუსი იყო ვერტყვი-ჭალის საჯარო სკოლაში. 3 დეკემბერს მსოფლიო სოლიდარობას უცხადებს შეზ-ღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და აღნიშნავს მათ საერთაშორისო სოლი-დარობის დღეს. სკოლაში გვყავს ამ სტა-ტუსის მოსწავლეები და ჩვენი სკოლაც გამოეხმაურა აქციას. სკოლის დირექტორ ლენა აბაშიძის თაოსნობით დაიგეგმა მათ-თვის მიძღვნილი ღონისძიება.

VIII კლასის მოსწავლე, ხათუნა გო-გოლაძე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. იგი მონაწილეობდა ხარაგაულში ჩატარებული მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაში. ხათუნას შეუძლია ხატვა, სოლიდარობის აქციაც მას მიეძღვნა.

ხელოვნების პედაგოგ ლალი გელაშ-ვილის ხელმძღვანელობით, 3 დეკემბერს, მოეწყო ხათუნა გოგოლაძის ნამუშევრე-ბის გამოფენა-გაყიდვა. ამ აქციის მზადე-ბის პროცესში ჩაებნენ სკოლის სხვა მოს-წავლეებიც. მათ სიხარულით გამოთქვეს სურვილი გამოფენა-გაყიდვაში მიეღოთ მონაწილეობა. მოაგროვეს ნახატები, გადაარჩიეს და ხათუნას ნახატებთან ერ-თად შესთავაზეს თანატოლებს, პედაგო-გებსა და მშობლებს. შემოსული თანხით კი გადაწყვიტეს ხათუნას შეუძინონ სახატავი

რვეულები, ფერადი ფანქრები და ხატვი-სათვის საჭირო სხვა ნივთები.

ჩანაფიქრი რეალობად იქცა. სიხარულს ვერ მალავდა ხათუნა. იგი გახარებული და გალაღებული იდგა პატარა მხატვრებ-თან ერთად. დიდი ჟრიამულით იყიდებოდა თითოეული მათგანის ნამუშევარი. ხათუ-ნასთან ერთად სიხარულს ვერ მალავდნენ: აკაკი და გიორგი ლომიძეები, თამაზ, სალო-მე, სოლომონ, ზურაბ, მარიამ გოგოლაძე-ები, ვახტანგ აბაშიძე, ზურაბ ბლიაძე, ბექა კიკნაველიძე, მიშა, ალექსანდრე ციცქიშ-ვილები, ლია, მამუკა ხვედელიძეები. ბავშ-ვების სიხარულს შეუერთდნენ პედაგოგები, მშობლები, საკრებულოს წევრები.

ეს დღე იყო დადასტურება იმისა, რომ არ არსებობს შეზღუდულობა. ნამდვილად

გამართლებულია ასეთი ბავშვების თა-ნატოლებთან სწავლება. ყოველი მათგანი ითავისებს პასუხისმგებლობას საზოგა-დოებისა და თანატოლების წინაშე. ეს არის თამამი ნაბიჯი ვუთხრათ ერთმანეთს: თქვენ არ ხართ მარტო - ჩვენ თქვენს გვერ-დით ვართ!

ალექსანდრა ჭიპაშვილივერტყვიჭალის საჯარო სკოლის

პედაგოგი, ინკლუზიური განათლების კოორდინატორი

შესაძლებლობა და არა შეზღუდულობა

ბიბლიამ ცხოვრება სხვა თვალით დაგვანახა