8
@$ FUDBCNJ7 GFHFCRTDB @_!@ O8 >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb $_ stshb #30 (505) www.chemikharagauli.com სოციალური მომსახურების სააგენ- ტო ადმინისტრირებას უწევს სოცი- ალურ და ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამებს. ესენია: სახელმწიფო პენსია, სოციალური დახმარება, ჯანმ- რთელობის დაზღვევა, ბავშვთა ზრუნვა და სხვ. სოციალურად დაუცველი ოჯა- ხების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა შეუძ- ლია ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარე- ობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს დახმარების მიმღები. ოჯახის უფლებამოსილი პირი მონა- ცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის ავსებს დადგენილი ფორმის განაცხადს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. განაცხადის შემოტანიდან ერთი თვის განმავლობაში მოწმდება ოჯახის სო- ციალურ-ეკონომიური მდგომარეობა. შემოწმებიდან ერთი თვის შემდეგ ოჯახს ენიჭება სარეიტინგო ქულა. სარეიტინგო ქულა განისაზღვრება ოჯახის იდენტიფიკაციის შედეგად უფლებამოსილი პირის მიერ მოპოვე- ბული ინფორმაციისა და დადგენილი მეთოდოლოგიის საფუძველზე. თუ სა- რეიტინგო ქულა ნაკლებია 57 001-ზე, ოჯახი ხდება საარსებო დახმარების მიმღები, საარსებო დახმარება ენიშ- ნება სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან 2 თვის შემდეგ. თუ სარეიტინგო ქულა ნაკლებია 70 001-ზე, ოჯახი ხდება ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმ- წიფო პროგრამის ბენეფიციარი. 2012 წლის სექტემბრიდან ჯანმ- რთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები ხდებიან პენსიონერები, 5 წლამდე ასაკის ბავშვები, სტუდენტები და იძულებით გადაადგილებული პირები. სააგენტო უფლებამოსილია, ოჯახ- ში განხორციელებული დემოგრა- ფიული ცვლილების შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს წევრის დაბადებას, შვილად აყვანას, ან წევრის გამო- კლებას, ავტომატურად შეიტანოს შესაბამისი ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში განმეორებითი შეფასებისა და ქულის გადათვლის გარეშე. მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახები პერიოდულად მოწმდება სააგენტო- დან მიღებული საკონტროლო სიების მიხედვით. 2012 წლის აგვისტოს მონაცემებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საარ- სებო დახმარების მიმღებია 2 550 ოჯა- ხი, პენსიონერია 6 420 ბენეფიციარი. ნანული ტაბატაძე სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის განყოფილე- ბის მთავარი სპეციალისტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, აგვისტოს მონაცემებით, 2 550 ოჯახი საარსებო დახმარების მიმღებია 20 აგვისტოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა მოისმინეს: ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმა- ცია სკოლების ახალი სასწავლო წლისთვის მზადებასთან დაკავ- შირებით, სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშები. გაზეთის ამ ნომრის პირველ და მეორე გვერდებზე გთავაზობთ ბიუროს სხდომაზე წარდგენილ ინფორმაციებს. დეპუტატობის კანდიდატთა, პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერი შტაბებისა და ამომრჩეველთა საყურადღებოდ! 1 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები ჩატარდება. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსა და პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერ შტაბებს შესაძლებლობა გეძლევათ, ამომრჩევლებს გაზეთ „ჩემი ხარაგაულის” მეშვეობით განუმარტოთ, თუ რატომ იქნება საზოგადოებისთვის სასარგებლო და შედეგიანი სწორედ თქვენზე გაკეთებული არჩევანი. მობრძანდით, გელით. გაზეთ „ჩემი ხარაგაულის” რედაქცია ხარაგაულელ მასწავლებელთა წარმატებები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სერტიფიცირებულ მასწავლე- ბელთა რიგებს ორი მასწავლებელი შეემატა. ვულოცავთ, ბორითის საჯარო სკოლის უცხო ენის მასწავლებლებს მაია ღარიშვილსა და თინათინ გიორგაძეს მასწავ- ლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარებას და სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას. არელისის საჯარო სკოლის რუსული ენის სერტიფიცირებულმა მას- წავლებელმა ეკა ქურდაძემ ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდა ჩააბარა. ამის შედეგად იგი 200 ლარიან ყოველთვიურ დანამატს მიიღებს. საკადრო ცვლილებები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ლეღვნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად ლევან შარიქაძე დაინიშნა. ყოფილი რწმუნებული პაატა ბურჯანაძე კი მის თანა- შემწედ იმუშავებს. ხუნევის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს მესამე თანაშემწე ეყოლება. ამ მოვა- ლეობას დალი ციცქიშვილი შეასრულებს. დაღუპული რეინჯერის ოჯახმა ღირსების ორდენი მიიღო დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარე, გიორგი შონვაძემ ღირსების ორდენი გადასცა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული რეინჯერის მერაბ არევაძის ოჯახს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გარდა- ცვალების შემდეგ დააჯილდოვა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს დონორმა ორგანიზაციამ CNF (კავკასიის ბუნების ფონდი) დაღუპულის ოჯახისთვის ერთჯერადად 5000 ლარი გამოყო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფონდი მიმდინარე წლის მაისის თვიდან, ყოველთვიურად, გარდაცვლილის შვილებს სრულწლოვნობამდე, გადაუხდის 300 ევროს ექვივალენტს ლარში. დაცული ტერიტორიების ქსელის ევროპის ყველაზე ღირებულმა ორგანიზაცია ,,man park foundation”-მა გამოყო 500 ევრო დაზარალებული ოჯახისთვის. დაღუპულის ოჯახმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 000 ლარი მიიღო დახმარების სახით. დაცული ტერიტორიების სააგენტო კიდევ ერთხელ გამოხატავს მწუხარებას, დაღუპუ- ლი რეინჯერის ოჯახის მიმართ და მადლობას უხდის ორგანიზაციებს დახმარებისათვის. ამბების აკიდო პროექტ ,,კარდაკარის“ შედეგად ხარაგაულში 20 364 ამომრჩეველი დადგინდა სოფელ ლეღვანში მცხოვრები გელა შარიქაძე ამბობს, რომ მის ოჯახში სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია ,,კარდაკარის” წარმომადგენელი არ მისულა. ბატონი გელა თბილისშია რეგისტრირებული, მაგრამ ერთი წელია, სოფელში ცხოვ- რობს. „როგორ მოვიპოვო ხმის მიცემის უფლება ხარაგაულში, იქნებ მომაგვარებინოთ ეს საკითხი,” - ითხოვს იგი. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიის ინფორმაციით, პროექტ ,,კარდაკარის” ფარგლებში შემოწმდა 3 483 142 ამომრჩეველი. გარდაცვლილი აღმოჩნდა 25 949 ამომრჩეველი, საზღვარგარეთ იმყოფება 291 871 ამომრჩეველი, რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია 132 156, ხოლო შიდა მიგრა- ციაშია 649 839 ამომრჩეველი. ამასთან კონტაქტი ვერ დამყარდა 183 621 ამომრჩეველ- თან. კომისიის თავმჯდომარის, პარტია „ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენლის მამუკა კაციტაძის თქმით, სიების დაზუსტების პროცესს ,,წერტილი სექტემბრის შუა რიცხვებში დაესმება.” დაზუსტებული სიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე გადაეცა. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების მეორე მეთოდი 1 აგვისტოდან დაიწყო და 1 სექტემბრამდე გასტანს. ეს პროცესი ამომრჩევლის ჩართულობით, სურვილებით და მოთხოვნით მოხდება. სწორედ ახლა შეუძლია ლეღვანელ გელა შარიქაძეს, მიმართოს კომისიას და არჩევნებში მისი მონაწილეობის საკითხი გადაწყვიტოს. საარჩევნო სიები ,,კარდაკარის” საშუალებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 2010 წლის არჩევნებისთვის დადგენილი საარჩევნო ოლქებისა და უბნების საზღვრების მიხედვით დაზუსტდა. ,,კარდაკარის” საყოველთაო პრინციპი გულისხმობს სპეციალური რეგისტრატორების უბანზე, ყველა ოჯახში მისვლას. ხარაგაულში ამ პროექტის კოორდი- ნატორი, საკრებულოს წევრი პარტიიდან ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” იუზა კელენჯერიძე გახლდათ. ,,პროექტის დაწყებამდე სამდღიანი ტრენინგი ჩაგვიტარდა ზესტაფონში, - გვიამბობს იუზა კელენჯერიძე, - ,,კარდაკარი” ხარაგაულში 27 აპრილიდან დაიწყო და 10 ივნისს დასრულდა.” ხარაგაულის ,,კარდაკარის” კომისიაში 21-21 რეგისტრატორი ჩაერთო პარტიებიდან ,,ნაციონალური მოძრაობა,” ,,ახალი მემარჯვენეები” და „ქრისტიან-დემოკრატები;” 8-8 რეგისტრატორი გახლდათ ,,მრეწველებიდან” და ,,ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან;” 1 რეგისტრატორი - პარტიიდან ,,ჩვენ თვითონ.” 4-6 აპრილს რეგისტრატორებს სამდღიანი ტრენინგი ხარაგაულის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში ჩაუტარდათ. ტრენერი ზესტაფონის გამგეობის იურიდული სამსახურის წარმომადგენელი ქალბატონი ელისო ბოგვერაძე გახლდათ. იუზა კელენჯერიძე: “77 რეგისტრატორი ჩვენთან დატრენინგდა, სამი - ზესტაფონში. ხელშეკრულება გავაფორმე 80 რეგისტრატორთან. 23 აპრილს მათ კიდევ ერთხელ დეტა- ლურად გავაცანი ,,კარდაკარის” ჩატარების წესები და დავურიგე ფორმები. თვალყურს ვადევნებდი რეგისტრატორების მუშაობას. ისინი გულდასმით და მთელი ენთუზიაზმით მუშაობდნენ. რაც ყველაზე მთავარია, გამორიცხული იყო ყოველგვარი პარტიული მიკერ- ძოება. რეგისტრატორებს ცალსახად მიუთითეს, რომ მათ ეკრძალებოდათ სიმპათიის ან ანტიპათიის გამოხატვა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ.”

პროექტ ,,კარდაკარის“ ხარაგაულის ... · 2014-02-17 · @$ fudbcnj7 gfhfcrtdb @_!@ o8 (505) >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb

  • Upload
    others

  • View
    3

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: პროექტ ,,კარდაკარის“ ხარაგაულის ... · 2014-02-17 · @$ fudbcnj7 gfhfcrtdb @_!@ o8 (505) >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb

@$ fudbcnj7 gfhfcrtdb @_!@ o8 >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb $_ stshb#30 (505)

www.chemikharagauli.com

სოციალური მომსახურების სააგენ-ტო ადმინისტრირებას უწევს სოცი-ალურ და ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამებს. ესენია: სახელმწიფო პენსია, სოციალური დახმარება, ჯანმ-რთელობის დაზღვევა, ბავშვთა ზრუნვა და სხვ.

სოციალურად დაუცველი ოჯა-ხების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა შეუძ-ლია ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარე-ობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს დახმარების მიმღები. ოჯახის უფლებამოსილი პირი მონა-ცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის ავსებს დადგენილი ფორმის განაცხადს

სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. განაცხადის შემოტანიდან ერთი თვის განმავლობაში მოწმდება ოჯახის სო-ციალურ-ეკონომიური მდგომარეობა. შემოწმებიდან ერთი თვის შემდეგ ოჯახს ენიჭება სარეიტინგო ქულა. სარეიტინგო ქულა განისაზღვრება ოჯახის იდენტიფიკაციის შედეგად უფლებამოსილი პირის მიერ მოპოვე-ბული ინფორმაციისა და დადგენილი მეთოდოლოგიის საფუძველზე. თუ სა-რეიტინგო ქულა ნაკლებია 57 001-ზე, ოჯახი ხდება საარსებო დახმარების მიმღები, საარსებო დახმარება ენიშ-ნება სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან 2 თვის შემდეგ. თუ სარეიტინგო ქულა ნაკლებია 70 001-ზე, ოჯახი ხდება ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმ-

წიფო პროგრამის ბენეფიციარი. 2012 წლის სექტემბრიდან ჯანმ-

რთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები ხდებიან პენსიონერები, 5 წლამდე ასაკის ბავშვები, სტუდენტები და იძულებით გადაადგილებული პირები.

სააგენტო უფლებამოსილია, ოჯახ-ში განხორციელებული დემოგრა-ფიული ცვლილების შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს წევრის დაბადებას, შვილად აყვანას, ან წევრის გამო-კლებას, ავტომატურად შეიტანოს შესაბამისი ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში განმეორებითი შეფასებისა და ქულის გადათვლის გარეშე. მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახები პერიოდულად მოწმდება სააგენტო-დან მიღებული საკონტროლო სიების მიხედვით.

2012 წლის აგვისტოს მონაცემებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საარ-სებო დახმარების მიმღებია 2 550 ოჯა-ხი, პენსიონერია 6 420 ბენეფიციარი.

ნანული ტაბატაძესოციალური მომსახურების

სააგენტოს ხარაგაულის განყოფილე-ბის მთავარი სპეციალისტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, აგვისტოს მონაცემებით, 2 550 ოჯახი საარსებო

დახმარების მიმღებია20 აგვისტოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა მოისმინეს: ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმა-

ცია სკოლების ახალი სასწავლო წლისთვის მზადებასთან დაკავ-შირებით, სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და სოციალური

მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშები. გაზეთის ამ ნომრის პირველ და მეორე გვერდებზე გთავაზობთ

ბიუროს სხდომაზე წარდგენილ ინფორმაციებს.

დეპუტატობის კანდიდატთა, პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერი შტაბებისა და ამომრჩეველთა საყურადღებოდ!

1 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები ჩატარდება.მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსა და პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერ შტაბებს

შესაძლებლობა გეძლევათ, ამომრჩევლებს გაზეთ „ჩემი ხარაგაულის” მეშვეობით განუმარტოთ, თუ რატომ იქნება საზოგადოებისთვის სასარგებლო და შედეგიანი სწორედ თქვენზე გაკეთებული არჩევანი.

მობრძანდით, გელით.გაზეთ „ჩემი ხარაგაულის” რედაქცია

ხარაგაულელ მასწავლებელთა წარმატებებიხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სერტიფიცირებულ მასწავლე-

ბელთა რიგებს ორი მასწავლებელი შეემატა. ვულოცავთ, ბორითის საჯარო სკოლის უცხო ენის მასწავლებლებს მაია ღარიშვილსა და თინათინ გიორგაძეს მასწავ-ლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარებას და სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას.

მარელისის საჯარო სკოლის რუსული ენის სერტიფიცირებულმა მას-წავლებელმა ეკა ქურდაძემ ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული

გამოცდა ჩააბარა. ამის შედეგად იგი 200 ლარიან ყოველთვიურ დანამატს მიიღებს.

საკადრო ცვლილებებიხარაგაულის მუნიციპალიტეტის ლეღვნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად

ლევან შარიქაძე დაინიშნა. ყოფილი რწმუნებული პაატა ბურჯანაძე კი მის თანა-შემწედ იმუშავებს.

ხუნევის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს მესამე თანაშემწე ეყოლება. ამ მოვა-ლეობას დალი ციცქიშვილი შეასრულებს.

დაღუპული რეინჯერის ოჯახმა ღირსების ორდენი მიიღოდაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე

წლის 3 აგვისტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარე, გიორგი შონვაძემ ღირსების ორდენი გადასცა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული რეინჯერის მერაბ არევაძის ოჯახს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გარდა-ცვალების შემდეგ დააჯილდოვა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს დონორმა ორგანიზაციამ CNF (კავკასიის ბუნების ფონდი) დაღუპულის ოჯახისთვის ერთჯერადად 5000 ლარი გამოყო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფონდი მიმდინარე წლის მაისის თვიდან, ყოველთვიურად, გარდაცვლილის შვილებს სრულწლოვნობამდე, გადაუხდის 300 ევროს ექვივალენტს ლარში.

დაცული ტერიტორიების ქსელის ევროპის ყველაზე ღირებულმა ორგანიზაცია ,,man park foundation”-მა გამოყო 500 ევრო დაზარალებული ოჯახისთვის.

დაღუპულის ოჯახმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 000 ლარი მიიღო დახმარების სახით.დაცული ტერიტორიების სააგენტო კიდევ ერთხელ გამოხატავს მწუხარებას, დაღუპუ-

ლი რეინჯერის ოჯახის მიმართ და მადლობას უხდის ორგანიზაციებს დახმარებისათვის.

ამბების აკიდო

პროექტ ,,კარდაკარის“ შედეგად ხარაგაულში 20 364

ამომრჩეველი დადგინდასოფელ ლეღვანში მცხოვრები გელა შარიქაძე ამბობს, რომ მის ოჯახში სიების

დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია ,,კარდაკარის” წარმომადგენელი არ მისულა. ბატონი გელა თბილისშია რეგისტრირებული, მაგრამ ერთი წელია, სოფელში ცხოვ-

რობს. „როგორ მოვიპოვო ხმის მიცემის უფლება ხარაგაულში, იქნებ მომაგვარებინოთ ეს საკითხი,” - ითხოვს იგი.

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიის ინფორმაციით, პროექტ ,,კარდაკარის” ფარგლებში შემოწმდა 3 483 142 ამომრჩეველი.

გარდაცვლილი აღმოჩნდა 25 949 ამომრჩეველი, საზღვარგარეთ იმყოფება 291 871 ამომრჩეველი, რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია 132 156, ხოლო შიდა მიგრა-ციაშია 649 839 ამომრჩეველი. ამასთან კონტაქტი ვერ დამყარდა 183 621 ამომრჩეველ-

თან. კომისიის თავმჯდომარის, პარტია „ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენლის მამუკა კაციტაძის თქმით, სიების დაზუსტების პროცესს ,,წერტილი სექტემბრის შუა რიცხვებში დაესმება.” დაზუსტებული სიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე

გადაეცა. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების მეორე მეთოდი 1 აგვისტოდან დაიწყო და 1

სექტემბრამდე გასტანს. ეს პროცესი ამომრჩევლის ჩართულობით, სურვილებით და მოთხოვნით მოხდება. სწორედ ახლა შეუძლია ლეღვანელ გელა შარიქაძეს, მიმართოს

კომისიას და არჩევნებში მისი მონაწილეობის საკითხი გადაწყვიტოს.

საარჩევნო სიები ,,კარდაკარის” საშუალებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 2010 წლის არჩევნებისთვის დადგენილი საარჩევნო ოლქებისა და უბნების საზღვრების მიხედვით დაზუსტდა. ,,კარდაკარის” საყოველთაო პრინციპი გულისხმობს სპეციალური რეგისტრატორების უბანზე, ყველა ოჯახში მისვლას. ხარაგაულში ამ პროექტის კოორდი-ნატორი, საკრებულოს წევრი პარტიიდან ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” იუზა კელენჯერიძე გახლდათ. ,,პროექტის დაწყებამდე სამდღიანი ტრენინგი ჩაგვიტარდა ზესტაფონში, - გვიამბობს იუზა კელენჯერიძე, - ,,კარდაკარი” ხარაგაულში 27 აპრილიდან დაიწყო და 10 ივნისს დასრულდა.”

ხარაგაულის ,,კარდაკარის” კომისიაში 21-21 რეგისტრატორი ჩაერთო პარტიებიდან ,,ნაციონალური მოძრაობა,” ,,ახალი მემარჯვენეები” და „ქრისტიან-დემოკრატები;” 8-8 რეგისტრატორი გახლდათ ,,მრეწველებიდან” და ,,ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან;” 1 რეგისტრატორი - პარტიიდან ,,ჩვენ თვითონ.”

4-6 აპრილს რეგისტრატორებს სამდღიანი ტრენინგი ხარაგაულის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში ჩაუტარდათ. ტრენერი ზესტაფონის გამგეობის იურიდული სამსახურის წარმომადგენელი ქალბატონი ელისო ბოგვერაძე გახლდათ.

იუზა კელენჯერიძე: “77 რეგისტრატორი ჩვენთან დატრენინგდა, სამი - ზესტაფონში. ხელშეკრულება გავაფორმე 80 რეგისტრატორთან. 23 აპრილს მათ კიდევ ერთხელ დეტა-ლურად გავაცანი ,,კარდაკარის” ჩატარების წესები და დავურიგე ფორმები. თვალყურს ვადევნებდი რეგისტრატორების მუშაობას. ისინი გულდასმით და მთელი ენთუზიაზმით მუშაობდნენ. რაც ყველაზე მთავარია, გამორიცხული იყო ყოველგვარი პარტიული მიკერ-ძოება. რეგისტრატორებს ცალსახად მიუთითეს, რომ მათ ეკრძალებოდათ სიმპათიის ან ანტიპათიის გამოხატვა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ.”

Page 2: პროექტ ,,კარდაკარის“ ხარაგაულის ... · 2014-02-17 · @$ fudbcnj7 gfhfcrtdb @_!@ o8 (505) >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb

2 xtvb [fhfufekb @$ fudbcnj @_!@ o

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ფუნქ-ციონირებს 25 საშუალო და 1 კერძო სკოლა. მუნიციპალიტეტის სკოლებში 2 725 მოს-წავლე სწავლობს, მათ 645 მასწავლებელი ასწავლის.

სკოლები, ისევე როგორც გასულ წლებ-ში, წელსაც აქტიურად ემზადებიან ახალი სასწავლო წლისათვის. კერძოდ, ექვს სკოლაში - ხარაგაულის №2, ლაშის, ვერ-ტყვიჭალის, ხევის, ბორითისა და ბორის საჯარო სკოლებში მიმდინარეობს სარე-მონტო სამუშაოები.

ხევის საჯარო სკოლაში მიმდინარეობს გარე ფასადისა და შიდა სარემონტო სამუ-შაოები; ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში - გარე შესასვლელი კიბეებისა და ელექტ-როგაყვანილობის რემონტი; გარე ფასადი რემონტდება ბორითის საჯარო სკოლაში; ხარაგაულის №2 საჯარო სკოლაში მონ-ტაჟდება „მომავლის კლასი,” რემონტდება ფოიე და სკოლის ცენტრალური შესასვ-ლელი, კეთილმოეწყო სკოლის ეზო; ლაშის საჯარო სკოლაში აშენდა ახალი საპირფა-რეშო სველი წერტილებით, გარემონტდა ფოიე და სკოლის შენობაში შესასვლელი ქოლგა; ბორის საჯარო სკოლაში გარე-მონტდა სკოლის სახურავი, გამოიცვალა კარ-ფანჯრები, შეილესა ფასადი და გარე-მონტდა სკოლის შენობაში შესასვლელი ორი ქოლგა. აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა საჯარო სკოლაში მიმდინარეობს

კოსმეტიკური რემონტი, რომელიც ფინანს-დება სკოლების ბიუჯეტიდან.

გარდა რემონტებისა, სამინისტრომ მოითხოვა ინფორმაცია სასკოლო ინვენ-ტართან დაკავშირებით (სასკოლო მერხი და დაფა). შესაბამისი ინფორმაცია გადავეცით სამინისტროს და ახალი სასწავლო წლიდან ყველა სკოლაში იქნება ახალი ინვენტარი.

მთავრობის დადგენილებით, უკვე მესამე წელია, სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები იღებენ უფასო სასკოლო სახელმ-ძღვანელოებს (70 000 და ნაკლები ქულა). წელს ამ პროგრამას დაემატა მრავალშვი-ლიანი (სამი და მეტი შვილი) ოჯახები და შესაბამისად ეს ბავშვებიც მიიღებენ უფა-სოდ სახელმძღვანელოებს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმძღვანელოებს უფასოდ 1 400-მდე მოსწავლე მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ სამინისტროს მო-ნაცემთა ბაზა დაიხურა 1 ივლისს. შესა-ბამისად, ვინც 1 ივლისის შემდეგ მიიღო სოციალურად დაუცველის სტატუსი, სახელძღვანელოებს უფასოდ ვერ მიიღებს.

მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის მიმდინარე წელს ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტში დარეგისტრირდა 352 მასწავლებელი, აქედან სერთიფიცი-რებული გახდა 46 (შარშან 13) პედაგოგი, აპელაციაზე განცხადება შეიტანა 25-მა პე-დაგოგმა, აპელაციის შედეგები სექტემბრის დასაწყისისთვის იქნება ცნობილი.

გამოცდებზე დარეგისტრირებულმა ყვე-ლა პედაგოგმა გაიარა უფასო პროფესიული და საგნობრივი ტრენინგები, რომლებიც და-გეგმილი იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.

წელს უკვე მეორედ, სამინისტრო უფა-სოდ ახორციელებს პირველკლასელთათვის ბუქების გადაცემას და შესაბამისად მათი პედაგოგების უფასო ტრენინგებს.

წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებში დარეგისტრირებულია 235 პირველკლასელი, რაც შარშანდელთან შედარებით 7 მოსწავლით მეტია.

ახალი სასწავლო წლიდან დაგეგმილია 7 სასკოლო ავტობუსის შემოყვანა სხვა-დასხვა სკოლებისთვის, რაც გაუადვილებს და კომფორტულს გახდის მოსწავლეთა გადაადგილებას.

პრეზიდენტის ინციატივით „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” მუნი-ციპალიტეტის სკოლებში ჩამოყვანილია 9 უცხოელი მოხალისე მასწავლებელი, ამჟა-მად მიმდინარეობს იმ ოჯახების შესწავლა, სადაც უცხო ენის მასწავლებლებმა უნდა იცხოვრონ. სექტემბრიდან ველოდებით უცხოელ მასწავლებელთა ახალ ნაკადს.

პედაგოგები ფასიან შვებულებაში იმყო-ფებიან 5 სექტემბრამდე. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, 2012-2013 სასწავლო წელი 17 სექტემბერს დაიწყება.

რაც შეეხება პრობლემებს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გვაქვს ერთი დოტაციური ხუნევის საჯარო სკოლა, რომელსაც არ ჰყოფნის ვაუჩერი. აღნიშნულ სკოლას ყოველთვიურად სამინისტრო ურიცხავს 300 ლარს. პრაქტიკულად ეს არის ორი კორპუსი 7-7 ფინანსური კლასით და ეს პრობლემაც აქედან მოდის. შესა-ბამისად ვერ ხორციელდება ამ სკოლაში სარემონტო სამუშაოები.

შედარებით რთული მდგომარეობაა შემოერთებულ კორპუსებში, ასეთი კორ-პუსები გვაქვს გედსამანიაში, ციცქიურში, ფარცხნალში, ვანში, თეთრაწყაროში, ჩრდილში, ნებოძირში და გოლათუბანში. ეს კორპუსები ძირითადი სკოლებიდან დაშორებულია გარკვეული მანძილით, მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს და შესაბამისად იკლებს ფინანსური კლასებიც.

მიუხედავად იმისა, რომ აკრედიტაცია გაიარა, სამწუხაროდ კვლავ პრობლემებია ანდრია პირველწოდებულის სახელობის სა-სულიერო გიმნაზიაში. სკოლას ესაჭიროება რემონტი, სავალალო მდგომარეობაშია ეზო და ღობე, კვლავ აგვიანებს პედაგოგთა ხელ-ფასები, მოსწავლეები და მასწავლებლები ვერ სარგებლობენ სხვადასხვა პროგრამე-ბით, აღნიშნულ სკოლას აქვს წარმატებები და სჭირდება ხელის შეწყობა.

17 სექტემბრისთვის ყველა სკოლა მზა-დაა სასწავლო პროცესის დაწყებისათვის.

მამუკა ჭიპაშვილიხარაგაულის საგანმანათლებლო

რესურსცენტრის უფროსი

სახანძრო-სამაშველო სამსახური ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული დებუ-ლებითა და საქართველოს შს მინისტრის გამოცემული ბრძანებითა და ნორმატი-ული აქტებით.

სახანძრო-სამაშველო სამსახურში დასაქმებულია ოცდაათი თანამშრომელი:

ა) სამსახურის უფროსი; ბ) მთავარი სპეციალისტი; გ) წამყვანი სპეციალისტი (რაზმის უფროსი); დ) უფროსი სპეცი-ალისტი (მეხანძრეები და მძღოლები); ე) სპეციალისტი (საქმის წარმოება, ოპერა-ტორები); ვ) დამლაგებელი.

სამსახურში შექმნილია ოთხი ცვლა ექვსი კაცის შემადგენლობით. თითოეულ ცვლას ხელმძღვანელობს რაზმის უფ-როსი. მისი მოვალეობაა ხანძრებისა და სტიქიური უბედურებების დროს უხელმ-ძღვანელოს მძღოლებს, მეხანძრეებს და მაშველებს.

ჩვენს განკარგულებაშია სამი ავტო-მანქანა: „ზილ 130,” „ზილ 131,” ასევე „ტოიოტა პიკაპი ჰაილუქსი,” რომელიც

აღჭურვილია საჭირო ინვენტარით სამაშ-ველო ოპერაციების შესასრულებლად.

სახანძრო სამსახურში მიმდინარე წელს მიღებულია 12 თანამშრომელი. ახლად მიღებული თანამშრომლებისთვის შეძენილია სახანძრო უნიფორმები.

2012 წელს მოხდა ხანძრის 18 შემთ-ხვევა. განსაკუთრებით გამოვყოფ შემდეგ ხანძრებს:

1) სოფელ საღანძილეში დაიწვა კობა არევაძის ავეჯის საამქრო;

2) სოფელ ზარანში დაიწვა ნიკოლოზ ბლუაშვილის ავეჯის საამქრო;

3) პატარა ხარაგაულში დაიწვა გოგი ჯღამაძის საცხოვრებელი სახლის პირ-ველი სართული;

4) სოფელ კიცხში დაიწვა ღვინის ქარხანა.

აღსანიშნავია 12 აგვისტოს სოფელ ხევის ტერიტორიაზე მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევა - ცეცხლი გაუჩნდა 30 ტონის ტევადობის გაზის ცისტერნას. ამ შემთხვევამ გამოიწვია ძლიერი ხანძარი. ჩვენი სამსახურის ცხრა თანამშრომელმა სიცოცხლის რისკის ფასად თავდადებით იმუშავა.

მიმდინარე წელს ჩვენს სამოქმედო ტერიტორიაზე მომხდარია 12 ავტოსაგ-ზაო შემთხვევა. ავტოსაგზაო შემთხვე-ვების შედეგად ოთხჯერ გაჩნდა ხანძარი. სამსახური 26-ჯერ გავიდა ტექნიკურ დახმარებაზე. გადაირეცხა სტიქიისაგან დანაგვიანებული ქუჩები და გაიწმინდა სანიაღვრე არხები.

12-ჯერ ჩატარდა სასწავლო მეცადი-ნეობა. ახლადმიღებულ მეხანძრე-მაშვე-ლებს ჩაუტარდათ მეცადინეობები ფუნქ-ციონალურ მოვალეობებში, ფიზიკური ნორმატივების მომზადებაში.

ნიკოლოზ ვეფხვაძეხარაგაულის სახანძრო-სამაშველო

სამსახურის უფროსი

2012 წელს ხარაგაულის

მუნიციპალიტეტში ხანძრის 18

შემთხვევა დაფიქსირდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმძღვანელოებს უფასოდ 1 400-მდე

მოსწავლე მიიღებს

-ბატონო იუზა, რა თანხები გაიცა ,,კარდაკარის” პროცესის წარსა-მართად?

„ანაზღაურებას რეგისტრატორები კა-ტეგორიების მიხედვით იღებდნენ. პირველი კატეგორიის რეგისტრატორი 500 ამომრ-ჩეველს ამოწმებდა და მისი ანაზღაურება შეადგენდა 137 ლარს, მეორე კატეგორიის რეგისტრატორი 500-დან 1000-მდე ამომრ-ჩეველთან მიდიოდა და ანაზღაურების სახით 250 ლარს იღებდა. აქ მუშაობდა ორი მეწყ-ვილე. მესამე კატეგორიის რეგისტრატორი 1000-დან 1500-მდე ამომრჩევლის მონაცემს აზუსტებდა. გვყავდა მესამე კატეგორიის 4 რეგისტრატორი და მათი სახელფასო ანაზ-ღაურება შეადგენდა 187 ლარს.

ვალდებულად ვთვლი თავს, ობიექტურად შევაფასო ეს მეტად საპასუხისმგებლო შრომა. 80 რეგისტრატორიდან უმეტესობა აღმოჩნდა სერიოზული და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე. არ მევალებოდა, მაგრამ ხშირად ადგილზე მივდიოდი და ვაკვირდებოდი რე-გისტრატორების საქმიანობას. იმის გამო, რომ ზოგიერთი პიროვნების დადგენა ჭირდა, რეგისტრატორებს ხშირად ორ-ორჯერ უწევ-დათ მისვლა ერთსა და იმავე ოჯახში.

წლების მანძილზე ყველაზე დიდ პრობლე-მად ითვლებოდა გარდაცვლილები საარჩევნო სიებში. კანონი მხოლოდ იმ მისამართზე მაცხოვრებელი პიროვნების ზეპირსიტყვიერი განმარტების შედეგად ან წარმოდგენილი ცნობით გვაძლევს უფლებას, გარდაცვლილი პიროვნება ამოვიღოთ სიიდან.”

მამუკა კაციტაძის კომისიის მიერ გან-ხორციელებული ,,კარდაკარის” შედეგების დათვლა ხარაგაულში კოორდინატორ იუზა კელენჯერიძის ფუნქციაში არ შედიოდა. სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის იმერეთის რეგიონის ხელმძღვა-ნელის ივანე კაპანაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია მთლიანად იმერეთის შედეგები. „ცალკეული მუნიციპალიტეტე-ბის მიხედვით ,,კარდაკარის” შედეგები მე არ მომეპოვება,” - აღნიშნა ივანე კაპანაძემ.

პროექტ ,,კარდაკარის” მიმდინარე-ობას თვალს ადევნებდა ქეთევან

პავლაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკ-

რატიის საერთაშორისო საზოგადოების” კოორდინატორი ხარაგაულის რაიონში. მისი თქმით, იგი ივნისში რეგისტრატორების მუშაობას აკვირდებოდა და, ამ მიზნით, 52 ოჯახში იმყოფებოდა. „ამ პერიოდში უზუს-ტობები საარჩევნო სიაში არ გამოვლენილა. რეგისტრატორები დამაკმაყოფილებლად მუშაობდნენ. ვიმყოფებოდი ხარაგაულში, ვარძიაში, საღანძილესა და ბაზალეთში,” - ამბობს ქეთევან პავლაძე.

საინტერესოა, როგორ აფასებენ გაწეულ სამუშაოს თავად რეგისტ-

რატორები.ლიკა სვანიძე, სოფელ წიფას რეგისტ-

რატორი, პარტია ,,ქრისტიან-დემოკრატე-ბი”: - საარჩევნო სიებში დარღვევები აღმო-ვაჩინეთ. ოჯახის განცხადების საფუძველზე სიიდან ამოვიღეთ ორი გარდაცვლილი მოქალაქე, სამი პიროვნება დამატებით სიაში შევიყვანეთ. დაფიქსირდა მიწერილი ამომრ-ჩეველი. მათ ასეთი სტატუსი მივანიჭეთ - მი-სამართი არ იძებნება - და საარჩევნო სიიდან ამოვიღეთ. საზღვარგარეთ გასული იყო სამი მოქალაქე. მოსახლეობა დაგვეხმარა ჩვენი სამუშაოს კარგად წარმართვაში. საგაზაფ-ხულო სამუშაოების გამო, ბევრი მათგანი სახლში არ გვხვდებოდა და მათ ოჯახებში რამდენჯერმე მივედით. ვთვლი, რომ ჩვენი მუშაობა ნაყოფიერი იყო.

ლია თაბუკაშვილი, რეგისტრატო-რი სოფელ ვარძიაში: - საარჩევნო სიების დაზუსტებამ ნაყოფიერად ჩაიარა. სოფელ ვარძიის საარჩევნო სიაში მხოლოდ 4 გარდა-ცვლილი აღმოვაჩინეთ. საზღვარგარეთ წა-სულია 5 მოქალაქე. სხვა დარღვევა სიებში არ ყოფილა. ერთადერთი ოჯახი ჩვენთან კონტაქტზე არ გამოვიდა.

ხარაგაულში ,,ალტერნატიული კარ-დაკარი” კოალიციამ ,,ქართული

ოცნება” განახორციელა. ამ საქმიანობას მაია შავიძე ხელმძღვანელობდა. ალ-ტერნატიული ,,კარდაკარი” კოალიცია „ქართული ოცნების” ხელმძღვანელობით 24 ივნისს დაიწყო და 10 ივლისს დამთავრ-და. ხარაგაულის 37 საარჩევნო უბანზე 74 რეგისტრატორი მუშაობდა, თითოეულ უბან-ზე - ,,კარდაკარის” ორი წარმომადგენელი.

მაია შავიძე: - რა თქმა უნდა, გამოვლინდა უზუსტობე-

ბი. ამომრჩეველთა სიაში აღმოჩენილია 180 გარდაცვლილი მოქალაქე, საზღვარგარეთ გასულია 280 პიროვნება, მიწერილი აღმო-ჩნდა 583 ამომრჩეველი. შიდა მიგრაციაშია 2 488 მოქალაქე.

სოფელ წიფაში გამოვლინდა ყველაზე მეტი მიწერილი ამომრჩეველი. ჩაწერილი იყვნენ მოქალაქეები, რომლებიც რეალურად იქ არ ცხოვრობენ. სოფელი წიფა მაღალმ-თიანი სოფლის სტატუსისაა და იქ ჩაწერილი მოქალაქეები გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობენ, - მაგალითად, არ იხდიან საშემოსავლო გადასახადს და სხვ.

ამომრჩეველთა სიაში ყველაზე მეტი გარდაცვლილი აღმოჩნდა ლეღვანში, ვა-ხანსა და კიცხში.

მონაცემები გადავაგზავნეთ „ქართული ოცნების” ცენტრალურ შტაბში, სადაც ყვე-ლაფერი შეჯამდება. მიღებული შედეგების საფუძველზე შტაბი მიმართავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, სიების ჩასწორების მოთხოვნით. თუ შენიშვნები არ გაითვალის-წინეს, სასამართლოში სარჩელს შევიტანთ.

-რა დაფინანსებას იღებდით ალ-ტერნატიული ,,კარდაკარის” განსა-ხორციელებლად?

- რეგისტრატორებს ანაზღაურება უბან-ზე ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით განესაზღვრათ. 500-მდე ამომრჩეველზე უნდა გაიცეს 80 ლარი, 500-დან 1000-მდე ამომრჩეველზე - 100 ლარი, ხოლო 1000-ზე ზემოთ ამომრჩეველზე - 130 ლარი. ჯერჯერობით, ხელფასები არც ერთ რე-გისტრატორს არ მიუღია. ანგარიშები და-ყადაღებულია და ხელფასებს ვერ გავცემთ.

ჩვენ მიერ განხორციელებული კარდაკა-რით გამოვლინდა ისიც, რომ მოსახლეობა ძალიან დაშინებულია. ,,კარდაკარის” შემდეგ ერთი ქალბატონი მოვიდა ჩვენთან. შვილიშვილი სამხედროში ჰყოლია და უნდოდა, გვეჩვენებინა შევსებული გრაფა. მაჩვენეთ, რა ჩაწერეთო, - გვთხოვდა. მისი შვილიშვილის სახელისა და გვარის გასწვ-რივ ეწერა - არის საზღვარგარეთ სამხედრო სამსახურში, სხვა - არაფერი. წამლებიც კი დავალევინეთ, რომ დამშვიდებულიყო.

-არის ოჯახები, სადაც არ ყოფი-ლან ალტერნატიული ,,კარდაკარის”

წარმომადგენლები. ერთ-ერთმა რეგისტრატორმა თქვა, - ჩვენ ჩვენი სიები გვაქვსო. რა სიებით ხელმძღ-ვანელობდით?

-საარჩევნო სიების დაზუსტებას 2010 წლის არჩევნების სიის მიხედვით ვახდენ-დით. ჩვენი ,,კარდაკარის” რეგისტრატო-რები ძალიან აქტიური და მონდომებული ახალგაზრდები არიან. არა მგონია, ვინ-მესთან არ მისულიყვნენ. იყო შემთხვევები, როცა რამდენიმე მოსახლემ ისინი სახლში არ შეუშვა, ზოგიერთი კი სახლში არ დახვ-და. ასეთ შემთხვევაში ჩვენი რეგისტრა-ტორები მეორედ ვეღარ მივიდოდნენ. დაბა ხარაგაულში ამას ადვილად შეძლებ, მაგრამ სოფლებში ძალიან დიდი ტერიტორიაა. მო-სახლეობა მეჩხერადაა დასახლებული და იქ ხელმეორედ მისვლა ნამდვილად ჭირს. თუ ოჯახში არავინ ხვდებოდათ, ინფორმაციას, შესაძლოა, რეგისტრატორები მეზობლების მეშვეობით იღებდნენ.

მარიამ კიკალიშვილი, კოალიცია „ქართული ოცნების” ალტერნატიული ,,კარდაკარის” რეგისტრატორი სოფელ ბა-ზალეთში: - ჩვენი მუშაობა საკმაოდ ნაყოფი-ერი იყო. მოსახლეობის მხრიდან იგრძნობო-და როგორც კეთილგანწყობა, ისე აგრესიაც. თუმცა აგრესიის მიზეზი რა იყო, ნამდვილად ვერ ვხვდებოდით. გამოვავლინეთ უცხოეთში წასული, ასევე, გარდაცვლილი ადამიანები. სოფელ ბაზალეთში მიწერილობის შემთხ-ვევა არ დაფიქსირებულა და არც უცნობი ადამიანები ყოფილან. მოსახლეობას ვუს-ვამდით რამდენიმე შეკითხვას. ერთ-ერთი კითხვა იყო, თუ რომელ პარტიას უჭერდა მხარს ამომრჩეველი. მოქალაქე, სურვი-ლის მიხედვით, ან აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას ან - არა. ხელისშემშლელი ფაქ-ტორები არ ყოფილა. ზოგიერთმა ოჯახმა უარი თქმა ალტერნატიულ კარდაკარში

მონაწილეობაზე. ალტერნატიული ,,კარდაკარის” რეგის-

ტრატორი სოფელ უბისაში ლევან სახვა-ძე, ამბობს, რომ მის უბანზე დაფიქსირდნენ საზღვარგარეთ გასული პიროვნებები, რომლებიც, მისივე თქმით, არჩევნებისთვის ქვეყანაში არ დაბრუნდებიან.

წყალაფორეთის რეგისტრატორმა რე-ვაზ სხილაძემ ამომრჩეველთა სიაში აღმო-აჩინა თოთხმეტი გარდაცვლილი, უცხოეთში წასული თორმეტი და რამდენიმე უცნობი მოქალაქე. მისივე თქმით, რვა ამომრჩეველი გამორჩენილი იყო სიიდან. „ხალხს აქვს იმედი და, ამავე დროს, ეშინია თავისუფა-ლი ნების გამოხატვის. რამდენიმე ოჯახმა თქვა, რომ მამუკა კაციტაძის „კარდაკარის” წარმომადგენლები მათთან არ ყოფილან, პირადად არც ჩემს ოჯახში მოსულან,” - ამბობს რევაზ სხილაძე.

სახელმწიფო სერვისების განვითა-რების სააგენტოს ხარაგაულის

სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ინ-ფორმაციით, 2011 წელს 1 იანვრიდან ოქ-ტომბრამდე გაცემულია 1 361 პირადობის მოწმობა, 2012 წლის 1 იანვრიდან დღემდე გაცემულია 1 365 ID ბარათი. პირველადი რეგისტრაციის მიხედვით გარდაცვლილია 353 ადამიანი, ხოლო დაგვიანებული ცნობით - 135 ადამიანი.

№48 ხარაგაულის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, კახა გოლუ-ბიანის ინფორმაციით, ხარაგაულის საარჩევნო ოლქის ამ ომრჩეველთა სიის სტატისტიკური მონაცემები ასეთია: 2006 წელი - 19 432 ამომრჩეველი, 2008 წელი - 20 456 ამომრჩეველი, 2010 წელი - 20 637 ამომრჩეველი, ხოლო პროექტ ,,კარდაკარის” შედეგად და-ფიქსირებულია 20 364 ამომრჩეველი.

სოფიკო ჭიპაშვილი

სტატია მომზადებულია გაეროს დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და მასში გამო-თქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და გაერთიანებული ერების დემოკრატიის ფონდის შეხედულებებს.

პროექტ ,,კარდაკარის“ შედეგად ხარაგაულში 20 364 ამომრჩეველი დადგინდაპირველი გვერდიდან

Page 3: პროექტ ,,კარდაკარის“ ხარაგაულის ... · 2014-02-17 · @$ fudbcnj7 gfhfcrtdb @_!@ o8 (505) >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb

3xtvb [fhfufekb@$ fudbcnj @_!@ o

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრმა” გაზეთ „ჩემი ხარაგაულის” რედაქციასთან ერთად გაიმარჯვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ საგ-რანტო კონკურსში.

გამარჯვებული პროექტის „შენი მომავალი შენს არჩევანშია” ფარგ-ლებში მომზადდება და გამოიცემა ოთხი საგაზეთო ჩანართი „შენი მომა-ვალი შენს არჩევანშია” და ჩატარდება საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები 18-დან 26 წლის ასაკის ამომრჩევლებთან.

დღევანდელი საგაზეთო ჩანართიც სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მომზადდა.

20 აგვისტოს პროექტის - „შენი მო-მავალი შენს არჩევანშია” ფარგლებში პირველი შეხვედრა ვერტყვიჭალაში გაიმართა (ფოტოებზე). 18-დან 26 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ამომრ-ჩევლებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის უფლებებსა და მოვალე-ობებზე, საარჩევნო ადმინისტრაციის სტრუქტურისა და საქმიანობის თაობა-ზე, კენჭისყრის დღის პროცედურებზე, საკუთარი როლის მნიშვნელობაზე

საარჩევნო პროცესში და არჩევნებში ამომრჩეველთა აქტიურობის მნიშვ-ნელობაზე.

შეხვედრაზე პროექტის ხელმძღვა-ნელმა რუსუდან გურგენიძემ ახალგაზ-რდებს მიმართა, მთავარია, გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი, კარგად გაეცნონ პარტიებისა და კანდიდატების პროგრამებს.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა მო-დელირებული არჩევნები, რომელიც თავად შეხვედრაზე მყოფმა ახალგაზრ-დებმა „ჩაატარეს.”

ა/ო „საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრისა” და გაზეთ „ჩემი ხარაგაულის” ერთობლივი ჩანართი №1

ჩანართი დაფინანსებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ

კახა გოლუბიანი - თავმჯდომარე - ცესკო-დანგია ცისკაძე - მოადგილე - ცესკო-დანმაყვალა სულაქველიძე - მდივანი - ცესკო-დან

წევრები: ლალი ტალახაძე - ცესკო-დანქეთევან მოდებაძე - ცესკო-დანივანე ჭიაპაშვილი - ცესკო-დანთამუნა ნოზაძე - ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიისგანნათელა სხირტლაძე - საქართველოს ლეიბორისტული პარტიისგანნატო თაბუკაშვილი - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისგანთამარ მაღლაფერიძე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგანცირა მდინარაძე - საქართველოს ევროპელი დემოკრატებისგანრუსუდან გურგენიძე - მრეწველობა გადაარჩენს საქართველოსგანიური ლურსმანაშვილი - საქართველოს კონსერვატიული პარტიისგან

#48 ხარაგაულის საოლქო

საარჩევნო კომისიის

შემადგენლობა

საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმო-მადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხე-ლისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტი-ტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმი-ანობას და ახორციელებს სხვა უფლე-ბამოსილებებს.

საქართველოს პარლამენტის ად-გილსამყოფელი 2012 წლის საპარ-ლამენტო არჩევნების შემდგომ იქნება ქალაქი ქუთაისი, სადაც ახლადარჩე-ული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება.

პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, ოთხი წლის ვადით, მა-ჟორიტარული სისტემით არჩეული 73 და პროპორციული სისტემით არჩეული 77 პარლამენტის წევრისგან. პროპორ-ციული სისტემით ჩატარებული არჩევ-ნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის, რომლე-ბიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს მაინც.

2012 წლის საპარლამენტო არ-ჩევნების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოწვეულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით. კერძოდ, 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილე-ბების თანახმად, საქართველო მმართ-ველობის ახალ მოდელზე გადადის, რომელიც 2013 წელს საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქ-მედდება. პარლამენტის ინსტიტუტი ბევრად უფრო გაძლიერდება იმის

ფონზე, როცა პრეზიდენტის ინს-ტიტუტი დასუსუტდება. კერძოდ, 2012 წლის მოწვევის პარლამენტის მიერ 2013 წლის ბოლოს არჩეული პრემიერ მინისტრი იქნება უფრო მეტი უფლებამოსილებით აღჭურვილი და გადამწყვეტი ფიგურა ქართულ პოლი-ტიკურ ცხოვრებაში, ვიდრე ამჟამად მოქმედი პრემიერ მინისტრი.

ასევე, 2013 წლის ბოლოს არჩეული პრემიერ მინისტრი, განსხვავებით ამჟამად მოქმედი პრემიერ მინისტ-რისგან, პრეზიდენტისგან დამოუკი-დებლად ჩამოაყალიბებს მთავრობას და ანგარიშვალდებული იქნება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის და არა საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

დამატებითი ფაქტორი, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას განაპირობებს, არის აგრეთვე ახალი სააარჩევნო კანონმ-დებლობა, რომელიც განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმს უწესებს საარ-ჩევნო პროცესში ჩართულ სუბიექტებს. კერძოდ, 2011 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი საარჩევნო კოდექსი, ამასთან ძირეული ცვლილებები შევიდა ასევე საქართველოს ორგანულ კანონში „მოქალაქეთა პილიტიკური გაერთი-ანებების შესახებ.”

ყველა ზემოთ მოყვანილი და სხვა დამატებითი ფაქტორების გათვა-ლისწინებით, 2012 წლის საპარლა-მენტო არჩევნებმა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის საბოლოდ უნდა დაადასტუროს საქართველოს დემოკრატიზაციის ხარისხი. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოახლოებული არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად, ობიექტურად, დემოკ-რატიულად და გამჭვირვალედ.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნები პირველ

ოქტომბერს გაიმართება

1645 წელს ერთმა ხმამ ოლივერ კრომველს ინგლისზე კონტროლი მოუტანა.1646 წელს ერთი ხმა ინგლისის მეფე ჩარლზ I-ს სიკვდილით დასჯად დაუჯდა.1868 წელს ერთმა ხმამ გადაარჩინა პრეზიდენტი ენდრიუ ჯონსონი იმპიჩმენტს.1876 წელს ერთი ხმის უპირატესობით გახდა რეზერფორდ ჰეისი ამერიკის პრეზიდენტი.1876 წელს ერთმა ხმამ საფრანგეთში მონარქიული წყობა რესპუბლიკურით შეცვალა.1995 წელს ერთი ხმით მოუგო ირაკლი ბათიაშვილმა ირაკლი მაჭავარიანს ვაკის საარჩევნო ოლქში

მაჟორიტარული არჩევნები.

რა შეუძლია ერთ ხმას

Page 4: პროექტ ,,კარდაკარის“ ხარაგაულის ... · 2014-02-17 · @$ fudbcnj7 gfhfcrtdb @_!@ o8 (505) >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb

4xtvb [fhfufekb@$ fudbcnj @_!@ o

საარჩევნო კოდექსით გათვალის-წინებული ვადების შესაბამისად, უკვე დაკომპლექტებულია №48 ხარაგა-ულის საოლქო საარჩევნო და საუბნო კომისიები. 28 აგვისტოს ჩათვლით კი საუბნო კომისიების წევრებმა კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი უნდა აირჩიონ.

კანონმდებლობის თანახმად დად-გენილია საარჩევნო უბნების ადგილმ-დებარეობაც.

№48 ხარაგაულის საოლქო საარ-ჩევნო კომისიიდან მიღებული ინფორ-

მაციის თანახმად,ბაზალეთის, ვაშლევის, უბი-

სის, ვარძიის, ვახანის, ზვარის, მოლითის, სარგვეშის, საღანძი-ლის, ფარცხნალის, ღორეშის, წი-ფის, წყალაფორეთის, ხუნევის, ვერტყვიჭალისა და გედსამანიის საარჩევნო უბნები საჯარო სკო-ლებში განთავსდა;

დიდვაკის, ვანისა და საქარი-ქედის საარჩევნო უბნები კი - ყო-ფილი არასრული და დაწყებითი სკოლების შენობებში;

კულტურის ცენტრში განთავ-სდა №1 ხარაგაულის საარჩევნო უბანი, კულტურის სახლში - ბო-რითის საარჩევნო უბანი;

სასოფლო კლუბების შენობებ-შია განთავსებული მაქათუბნის, კიცხის, თეთრაწყაროს, ლეღვ-ნის, მარელისის, ქვების, საბისა და ხევის საარჩევნო უბნები;

ლაშისა და ხიდრის საარჩევნო უბნები განთავსებულია საკრე-ბულოს შენობებში;

ყოფილი გლეხური მეურნე-ობის შენობებში განთავსდა ნა-დაბურისა და ჩხერის საარჩევნო უბნები;

დეისში საარჩევნო უბანი ყო-ფილი მაღაზიის შენობაშია;

მექანიკური ქარხნის ადმი-ნისტრაციული შენობა დაეთმო პატარა ხარაგაულის საარჩევნო უბანს;

კერძო ბინაში განთავსდა ჯა-ფარეულისა და ისლარის საარ-ჩევნო უბნები.

№48 ხარაგაულის საოლქო საარ-ჩევნო კომისიის თავმჯდომარე კახა გოლუბიანი ამბობს, რომ მათ საქ-მიანობაში ხელს არაფერი უშლის და ყველაფერი მაღალ დონეზეა.

„შეფერხება არ გვაქვს ორგანი-ზაციულ საკითხებზე. ყველაფერი მზადდება იმისთვის, რომ 1 ოქტომბერს

საარჩევნო უბნები შეხვდნენ გამართუ-ლად და მოწესრიგებულად. ტრენერებ-მა ბესო ბუაჩიძემ და არჩილ ბლიაძემ 17 აგვისტოს საუბნო საარჩევნო კო-მისიების წევრთა ტრენინგები დაიწყეს. ტრენინგები 29 აგვისტოს დასრულ-დება. კომისიების თავმჯდომარეების, მდივნებისა და მოადგილეების არჩევის შემდეგ მათ კიდევ ჩაუტარდებათ ტრე-ნინგი, რათა მაქსიმალურად ზუსტად გაერკვნენ ყველაფერში. სახელმძღ-ვანელოებსაც მივაწვდით საარჩევნო კომისიების წევრებს, სადაც ნაბიჯ-ნაბიჯ, დეტალურად არის აღწერილი ყველა პროცედურა - უბნის გახსნიდან დაწყებული, შემაჯამებელი ოქმის შედგენით დასრულებული,” - ამბობს კახა გოლუბიანი.

მისივე განმარტებით, 25 აგვის-ტოს ხელთ ექნება ამომრჩეველთა სიები უბნების მიხედვით, რომლებსაც გადასცემს საუბნო კომისიებს ად-გილზე გამოსაკრავად. „ამის შემდეგ ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძ-ლებლობა, გადაამოწმოს საკუთარი თავი ამომრჩეველთა სიაში. თუ ვინმე გამორჩენილია, ამის შესახებ უნდა მოგვმართოს წერილობით საოლქო საარჩევნო კომისიაში. ჩვენ რეაგირე-ბისთვის დაუყოვნებლივ მივმართავთ „კარდაკარის” კომისიას, საიდანაც მაქსიმუმ ორი დღის ვადაში გვექნება პასუხი, შევიყვანოთ თუ არა მოქალაქე

შესაბამისი უბნის სიაში. მათი პასუხის საფუძველზე გამოვცემთ განკარგუ-ლებას. 15 სექტემბრამდე მიიღება საარჩევნო სიებთან დაკავშირებული პრეტენზიები,” - განმარტავს კახა გოლუბიანი.

-ხარაგაულში, ცესკოს თავმჯ-დომარე ზურაბ ხარატიშვილთან პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლების შეხ-ვედრისას კოალიცია „ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ნოდარ ებანოიძემ ეჭვქვეშ დააყე-ნა თქვენი სანდოობის საკითხი. მისივე თქმით, 2003 წლის საპარ-ლამენტო არჩევნების დროსაც თქვენ ბრძანდებოდით საოლქო კომისიის თავმჯდომარე და გარკვეული დარღვევები დაფიქ-სირდა. ახლა როგორ დაგვარწ-მუნებთ იმაში, რომ ნებისმიერ კანონდარღვევაზე თქვენი რეაგი-რება იქნება სამართლიანი?

-მე შემიძლია ერთი რამ ვუთხრა ამომრჩეველს, - არანაირი დარღვევა არ იქნება. ეს არჩევნები ჩაივლის ისე, რომ არავის ვაპატიებთ დარღვევას. ეს უნდა იყო გამორჩეული არჩევნები სამართლიანობის და კანონიერების დაცვის კუთხით.

ნინო კაპანაძე

კახა გოლუბიანი: „2012 წლის საპარლამენტო არჩევნები გამორჩეული

იქნება სამართლიანობისა და კანონიერების დაცვის კუთხით”

№1 დაბა ხარაგაულის საარჩევნო უბანი

მისამართი: ხარაგაულის რაიონის კულტურის ცენტრი

ა. კიკნაძის ქუჩა, სოლომონ მეფის ქუჩა, 9 აპრილის ქუჩა, დეკანოსიძის ქუჩა, გალაკტიონის ქუჩა, თაბუკაშვი-ლის ქუჩა, აბაშიძის ქუჩა, თ. ჭიპაშვილის ქუჩა, ბუაჩიძის ქუჩა.

№2 პატარა ხარაგაულის საარჩევნო უბანი

მისამართი: მექანიკური ქარხნის ადმინისტრაციული შენობა

ჭავჭავაძის ქუჩა, გრიშაშვილის ქუჩა, გურამიშვილის ქუჩა, ზ, გლუნჩაძის ქუჩა, წერეთლის ქუჩა, ე. ჭიპაშვილის ქუჩა, ნიორაძის ქუჩა, დევდარიანის ქუჩა.

№3 ბაზალეთის საარჩევნო უბანი მისამართი: ბაზალეთის საჯარო

საბაზო სკოლის შენობასოფ. ბაზალეთი, სოფ. ქროლი.

№4 ბორითის საარჩევნო უბანიმისამართი: ბორითის კულტურის

სახლის შენობა.სოფლები: ბორითი, ამაშუკეთი,

ერეთა.

№5 მაქათუბნის საარჩევნო უბანი მისამართი: მაქათუბნის სასოფლო

კლუბის შენობასოფელი მაქათუბანი

№6 საქასრიის საარჩევნო უბანი მისამართი: ვაშლევის საჯარო საბა-

ზო სკოლის შენობასოფლები: ვაშლევი, საქასრია

№7 უბისის საარჩევნო უბანი მისამართი: უბისის საჯარო საბაზო

სკოლის შენობასოფელი უბისა

№8 ვარძიის საარჩევნო უბანი

მისამართი: ვარძიის საჯარო სკოლის შენობა

სოფ. ვარძია

№9 ვახანის საარჩევნო უბანიმისამართი: ვახანის საჯარო სკო-

ლის შენობა სოფლები: ვახანი, ზედუბანი, სერ-

ბაისი

№10 ზვარის საარჩევნო უბანიმისამართი: ზვარის საჯარო სკო-

ლის შენობა სოფლები: ზვარე, ჩრდილი, ნუნისი

№11 კიცხის საარჩევნო უბანიმისამართი: კიცხის სასოფლო

კლუბის შენობა სოფ. კიცხი, სოფ. ბორი

№12 თეთრაწყაროს საარჩევნო უბანი

მისამართი: თეთრაწყაროს სასოფ-ლო კლუბის შენობა

სოფ. თეთრაწყარო

№13 ლაშის საარჩევნო უბანი მისამართი: საკრებულოს შენობასოფლები: ლაშე, ღვერკი, ლაშის

იგორეთი, ხემაღალი, უჩამეთი

№14 ლეღვნის საარჩევნო უბანიმისამართი: ლეღვნის სასოფლო

კლუბის შენობასოფელი ლეღვანი

№15 მარელისის საარჩევნო უბანი

მისამართი: მარელისის სასოფლო კლუბის შენობა

სოფ. მარელისი

№16 დიდვაკის საარჩევნო უბანი მისამართი: მარელისის ყოფილი

არასრული საშუალო სკოლის შენობასოფ. დიდვაკე, რკ. სადგ. მარელისი,

სოფ. პატარა სახვლარი

№17 მოლითის საარჩევნო უბანი

მისამართი: მოლითის საჯარო საშუალო სკოლის შენობა

სოფლები: მოლითი, ნებოძირი, ანეულა, ბეჟათუბანი

№18 დეისის საარჩევნო უბანიმისამართი: ყოფილი მაღაზიის

შენობა სოფ. დეისი

№19 ქვების საარჩევნო უბანი მისამართი: სასოფლო კლუბის

შენობასოფლები: ქვები, ბაბი, ჭარტალი

№20 ნადაბურის საარჩევნო უბანი

მისამართი: გლეხური მეურნეობის შენობა

სოფლები: ნადაბური, გოლისი

№21 სარგვეშის საარჩევნო უბანი

მისამართი: სარგვეშის საჯარო სკოლის შენობა

სოფლები: სარგვეში, ხორითი, მიროწმინდა, წითელხევი

№22 საბის საარჩევნო უბანი მისამართი: სასოფლო კლუბის

შენობასოფ. საბე

№23 საღანძილის საარჩევნო უბანი

მისამართი: საღანძილის საჯარო სკოლის შენობა

სოფლები: საღანძილე, ზარანი

№24 ვანის საარჩევნო უბანი მისამართი: ვანის ყოფილი არასრუ-

ლი საშუალო სკოლის შენობასოფლები: ვანი, სხლითი

№25 ჩხერის საარჩევნო უბანი მისამართი: გლეხური მეურნეობის

შენობასოფელი ჩხერი

№26 ფარცხნალის საარჩევნო უბანი

მისამართი: საჯარო სკოლის შე-ნობა

სოფლები: ფარცხნალი, ახალსო-ფელი

№27 ღორეშის საარჩევნო უბანი

მისამართი: საბაზო საჯარო სკო-ლის შენობა

სოფ. ღორეშა

№28 წიფის საარჩევნო უბანი მისამართი: წიფის საჯარო სკო-

ლის შენობასოფლები: წიფა, გოლათუბანი,

გუდათუბანი, ფონა

№29 წყალაფორეთის საარჩევნო უბანი

მისამართი: წყალაფორეთის სა-ჯარო სკოლის შენობა

სოფ. წყალაფორეთი, ხონი, პატა-რა ვარძია, ჩალხაეთი, ლახუნდარა

№30 ხევის საარჩევნო უბანი მისამართი: ხევის სასოფლო

კლუბის შენობასოფლები: ხევი, გრიგალათი,

წაქვა, ციცქიური

№31 ხიდრის საარჩევნო უბანი

მისამართი: საკრებულოს შენობასოფ. ხიდარი

№32 ხუნევის საარჩევნო უბანი მისამართი: საჯარო სკოლის შენობასოფ. ხუნევი

№33 ვერტყვიჭალის საარჩევნო უბანი

მისამართი: საჯარო სკოლის შენობა სოფლები: ვერტყვიჭალა, ვერტყ-

ვილა, ბჟინევი

№34 ჯაფარეულის საარჩევნო უბანი

მისამართი: კერძო ბინასოფ. ჯაფარეული

№35 საქარიქედის საარჩევნო უბანი

მისამართი: ყოფილი დაწყებითი სკოლის შენობა

სოფლები: იგორეთი, საქარიქედი

№36 ისლარის საარჩევნო უბანი მისამართი: კერძო ბინასოფლები: ისლარი, ღუდუმექედი

№37 გედსამანიის საარჩევნო უბანი

მისამართი: საჯარო სკოლის შენობა სოფ. გედსამანია

№48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში შემავალი უბნები, საზღვრები და მისამართები

ფოტო რედაქციის არქივიდან

Page 5: პროექტ ,,კარდაკარის“ ხარაგაულის ... · 2014-02-17 · @$ fudbcnj7 gfhfcrtdb @_!@ o8 (505) >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb

5xtvb [fhfufekb@$ fudbcnj @_!@ o

ირინა ღონღაძე: -რა ინფორმა-ციაც მაინტერესებს, პირადად ჩემ-თვის აბსოლუტურად ხელმისაწვ-დომია. ვსარგებლობ ინტერნეტით და მაქვს სატელაიტი. ამიტომ ყვე-ლა სატელევიზიო არხს ვუყურებ. მაქვს ინფორმაცია და შემიძლია გადავწყვიტო, როგორი არჩევანი გავაკეთო.

უბანში, სადაც მე ვცხოვრობ, თითქმის ყველას აქვს სატელიტუ-რი თეფშები და უყურებენ სხვადას-ხვა სატელევიზო არხებს. ვისაც უნდა ობიექტური ინფორმაციის მიღება, აქვს ამის საშუალება.

გიორგი გოგოლაძე: -პირადად მე ხელი მიმიწვდება ტელევიზიაზე, ინტერნეტზე, პრესაზე, ხშირად ვარ ქალაქში. აქ, სოფელში, მოსახ-ლეობა ძირითადად ინფორმაციას იღებს ტელევიზიით, პრესით - ნაკლებად. ანტენები აქვთ დამონ-ტაჟებული და მიუწვდებათ ხელი რომ გაიგონ, რა ხდება ქვეყანაში და რა სიტუაციაა ზოგადად. ინ-ფორმაციის ნაკლებობა ამ კუთხით არ არის. რაც შეეხება პოლიტიკურ აქტივობებს, ამაზეც არიან ინფორ-მირებულნი.

ნათია ჩანქსელიანი: -გაზეთსაც ვკითხულობთ და ტელევიზორსაც ვუყურებთ. ინფორმაციის მიღე-ბა ყველას უნდა და ამას არავინ დაუშლის. დღეს არ მგონია ადამი-ანი, რომელსაც არ აინტერესებს, რა ხდება ქვეყანაში, მით უმეტეს არჩევნების წინ. ვფიქრობ, ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელსაც არ აქვს გაზეთის წაკითხვის შესაძ-ლებლობა.

ლეო ბუაჩიძე: -არსებობს საიმი-სო ინფორმაცია, რომ მოაზროვნე ადამიანმა დასკვნა და ანალიზი გააკეთოს, მაგრამ მეტი ინფორმა-ცია გვჭირდება. განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანების მოსმენაა საჭირო, მათი გამო-სვლების მოსმენა. საჭიროა, მაგა-ლითად, დებატები, რომლიც ყველა ქვეყანაშია. ამათ დებატების ძა-ლიან ეშინიათ. გაურბიან დიალოგს და დებატებს მონოლოგი ურჩევ-ნიათ. რატომ დაგვიშალეს სატე-ლიტური თეფშები? იმიტომ, რომ ხელისუფლებას სურს, მხოლოდ მათთვის საჭირო ინფორმაცია მივიღოთ და მეტი არაფერი. პრესი-დან ვიღებ ძირითად ინფორმაციას. ახლა აჩვენებენ, თითქოს თანაბარ პირობებშია ყველა საარჩევნო სუ-ბიექტი. უნდათ შექმნან ფასადური დემოკრატიის შთაბეჭდილება. ეს არ არის დემოკრატია.

გურამ სახვაძე: -რა თქმა უნდა, არასრულფასოვანი ინფორმაცია მაქვს იმიტომ, რომ ჩვენს რაიონ-ში არ მოქმედებს Must Carry და Must Over. ალბათ ეს ერთადერთი რაიონია, სადაც მხოლოდ ცენტრა-ლურ არხებს ვუყურებთ. ჩემისთანა ხალხის სახელით მოვითხოვ, რომ ყველა არხის ნახვა ხელმისაწვდო-მი გახდეს. პრესას ვეცნობი, მაგრამ ეს არასაკმარისია. მინდა მქონდეს ყველა სატელევიზო არხის ნახვის შესაძლებლობა.

ამომრჩევლის აზრით

რამდენად გაქვთ საკმარისი ინფორმაცია საიმისოდ, რომ მაქსიმალურად

ინფორმირებული არჩევანი გააკეთოთ?

16 აგვისტოს №48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქმა შემდეგი განცხადება გაავრცელა:

„2012 წლის 10 აგვისტოს №48 ხა-რაგაულის საოლქო საარჩევნო კომისი-აში მაჟორიტარი კანდიდატის, გიორგი გლუნჩაძის, საინიციატივო ჯგუფმა დასარეგისტრირებლად წარადგინა მხარდამჭერთა ხელმოწერები.

კომისიამ ჯგუფის მიერ წარმო-დგენილ დოკუმენტაციაში გადამოწმების შედეგად ხარვეზები აღმოაჩინა, რის შე-დეგადაც 67 ხელმოწერა გაბათილდა: 5 ხელმომწერიდან 1 გარდაცვლილი და ერთი გაორებული აღმოჩნდა, ხოლო სამი არ იყო ამ ოლქის ამომრჩეველი. სიაში მოცემულმა 62-მა პირმა კი განც-ხადებით მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას, რომ ჯგუფის მიერ წარდგე-ნილ მხარდამჭერთა სიებში არსებული ხელმოწერები მათ არ ეკუთვნოდათ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საინიციატივო ჯგუფს აღარ ჰქონდა მხარდამჭერთა ხელმოწერების დადგე-ნილი რაოდენობა (საინიციატივო ჯგუფ-მა უნდა წარმოადგინოს ოლქში არსე-ბულ ამომრჩეველთა საერთო რაოდე-ნობის მხარდამჭერთა ხელმოწერების 1 პროცენტი, აღნიშნულ შემთხვევაში

ჯგუფს 204 მხარდამჭერის ხელმოწერა უნდა წარმოედგინა). გიორგი გლუნჩაძეს ახალი ხელმოწერების წარდგენა 2 დღის ვადაში დაევალა, რომელიც მან წარმო-ადგინა დროულად.

ამომრჩევლებმა, რომლებმაც გიორ-გი გლუნჩაძის მიერ წარმოდგენილ მხარდამჭერთა სიაში საკუთარი ხელ-მოწერა გაყალბებულად მიიჩნიეს, საჩივარი პროკურატურაში შეიტანეს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ განჩინებით საოლქო საარჩევნო კომისიიდან გლუნჩაძის კანდიდატად დასარეგისტრირებლად საჭირო ყველა დოკუმენტაციის დედანი ამოიღო, მათ შორის ხელმომწერთა სიებიც. კანდიდატის რეგისტრაციის პროცესი შეჩერებულია სასამართლოს გადაწყვეტილებამდე.”

გიორგი გლუნჩაძისთვის რეგისტ-რაციის შეჩერებას №48 ხარაგა-

ულის საარჩევნო ოლქში ასე განმარტა-ვენ: „საინიციატივო ჯგუფმა, მართალია დათქმულ ვადაში მოგვაწოდა ახალი ხელმოწერები, მაგრამ ვერ მოვასწარით მათი გადამოწმება სასამართლოს განჩი-ნების გამო. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ დოკუმენტაცია 21 აგვის-

ტოს დაგვიბრუნა. მხარდამჭერთა სიები უკვე უხარვეზო იყო.

22 აგვისტოს კი საინიციატივო ჯგუ-ფის მიერ №48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში წარდგენილი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი გიორგი გლუნჩაძე გავატარეთ რეგისტ-რაციაში.”

რაც შეეხება თავად დეპუტატობის კანდიდატ გიორგი გლუნჩაძეს, მან ჩვენთან სატელეფონო კომენტარში აღნიშნა, რომ იზიარებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმ ხარვეზებთან დაკავშირებით, რაც მის მხარდამჭერთა სიაში აღმოჩნდა.

საიას მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეში შესაბამის უწყებებს

უნდა ეხელმძღვანელათ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის მიხედვითაც - „თუ ამოღებული და სისხლის სამართლის საქმეზე დარ-თული დოკუმენტი საჭიროა მიმდინარე აღრიცხვისათვის, ანგარიშგებისათვის და სხვა მართლზომიერი მიზნები-სათვის, ის ან მისი ასლი შეიძლება კანონიერ მფლობელს დაუბრუნდეს ან გადაეცეს დროებით გამოსაყენებლად”. ამ საკითხზე საიამ ინფორმაცია უწყე-ბათშორის კომისიასაც მიაწოდა.

საქართველოს ახალგაზრდა იურის-ტთა ასოციაცია (საია) ხარაგაულის #48 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დამოუკიდებელი კანდიდატის - გიორგი გლუნჩაძის დარეგისტრირების გადა-წყვეტილებას მიესალმება.

ნინო კაპანაძე

გიორგი გლუნჩაძე საოლქო კომისიამ მაჟორიტარი

დეპუტატობის კანდიდატად დაარეგისტრირადაბა ხარაგაულში მცხოვრები მარინე გოგია ერთ-ერთია იმ სამოცდაორ ხელმომწერს შორის, რომლის ხელმოწერაც მაჟორიტარი კანდიდატის,

გიორგი გლუნჩაძის, მხარდამჭერთა ხელმოწერებში ყალბი აღმოჩნდა. „ძალიან შეურაცხყოფილი ვარ, - ამბობს მარინე, - ნამდვილად არსად

მომიწერია ხელი და რატომ გააყალბეს ჩემი ხელმოწერა?! მას შემდეგ, რაც საოლქო კომისიიდან დამიკავშირდნენ, მივედი და ვნახე, რომ ჩემი ხელმო-წერა ყალბია. ამიტომ განცხადებით მივმართე №48 ხარაგაულის საოლქო

საარჩევნო კომისიას.”

1. დაბა ხარაგაული1.1 პატარა ხარაგაულის ბიბლი-

ოთეკის შენობა;1.2 საავადმყოფოსთან მაღაზიის

შენობა;1.3 სოლომონ მეფის ქუჩა №7-ში

მდებარე მაღაზია;

3. ბაზალეთი2.1 ღარიხევის კლუბი;

3. ლაშე3.1 ამბულატორიის შენობა;

4. ფარცხნალი4.1 ფარცხნალის დაუმთავრებელი

მაღაზიის შენობა;4.2 ისლარის წისქვილის შენობა;

5. კიცხი5.1 საკოლმეურნეო ბაზართან

მდებარე რაიკავშირის ყოფილი სა-სადილოს შენობა;

5.2 საქარიქედის მოსაცდელი;5.3 თეთრაწყაროში ყოფილი კლუ-

ბის შენობა;

6. წყალაფორეთი6.1 მგზავრთა მოსაცდელი;

7. ვარძია7.1 ამბულატორიის შენობა;

8. ხიდარი 8.1 ყოფილი რაიკავშირის მაღა-

ზია;

9. საღანძილე 9.1 მგზავრთა მოსაცდელი;9.2 სხლითის მაღაზია;9.3 ვანში მგზავრთა მოსაცდელი;9.4 ჯაფარეულში წისქვილის შენობა;

10. ლეღვანი10.1 დიდვაკის მაღაზიის შენობა; 10.2 მარელისის მაღაზიის შე-

ნობა;10.3 ლეღვნის მგზავრთა მოსაც-

დელი;

11. ვახანი11.1 პაატა ლომსაძის საკუთრე-

ბაში არსებული მაღაზიის შენობა;

12. მოლითი12.1 მოლითის მგზავრთა მოსაც-

დელი;12.2 დეისში სარიტუალო შენობა;12.3 ქვებში სარიტუალო შენობა; 13. ზვარე14.1 მგზავრთა მოსაცდელი;14.2 პურის საცხობის (ფურნე)

შენობა; 14. წიფა14.1 რკინიგზის სადგური;14.2 ფონაში ყოფილი პურსაცხო-

ბის შენობა;

15. ღორეშა 15.1 რაიკავშირის ყოფილი მა-

ღაზია;

16. სარგვეში 16.1 სარგვეშის ყოფილი მაღაზიის

შენობა; 16.2 საბეში მგზავრთა მოსაცდელი; 17. ბორითი 17.1 ბორითის სარიტუალო დარ-

ბაზის შენობა; 17.2 უბისაში მაღაზიის შენობა; 17.3 მაქათუბანში მურადი ზუმბა-

ძის საკუთრებაში არსებული მაღაზიის შენობა;

17.4 საქასრიაში ალექსანდრე წი-ქარიშვილის საკუთრებაში არსებული საყრდენი კედელი;

18. ხუნევი 18.1 ხუნევში მგზავრთა მოსაც-

დელი; 18.2 ხუნევის ადმინისტრაციულ-

ტერიტორიული ორგანოს ადმინისტ-რაციული შენობის მიმდებარე საყრ-დენი კედელი;

18.3 გედსამანიაში მაღაზიის შე-ნობა;

19. ხევი 19.1 ადმინისტრაციულ-ტერიტო-

რიული ორგანოს ადმინისტრაციულ შენობასთან მდებარე მაღაზიის შენობა;

20. ნადაბური 20.1 ადმინისტრაციულ-ტერიტო-

რიული ორგანოს ადმინისტრაციულ შენობასთან მდებარე მაღაზიის შენობა.

სააგიტაციო მასალის გამოსაფენად

ადგილებია გამოყოფილიადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალ-

დებული არიან გამოყონ ადგილები საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად. გამოყოფილი ადგილი ან სტენდი უნდა იყოს იმ ზომის, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი საარ-ჩევნო პლაკატების განთავსებისას უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი პირობებით. აკრძალულია საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ისინი აკრ-ძალულ ადგილებში არ არის გაკრული.

„საარჩევნო კოდექსის” 80-ე მუხლის თანახმად, წინასაარ-ჩევნო მოწოდებების, განცხადებების, წარწერების და სხვა მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებე-

ბის ჩამორთმევა ან წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისთვის ხელის შეშლა იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი თანამდე-ბობის პირის მიერ, - 2 000 ლარის ოდენობით.

80-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში ადმინისტრაციულ სამარ-თალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგუ-ლებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით სააგიტაციო მასალების გამო-საფენად გამოიყო შემდეგი ადგილები:

Page 6: პროექტ ,,კარდაკარის“ ხარაგაულის ... · 2014-02-17 · @$ fudbcnj7 gfhfcrtdb @_!@ o8 (505) >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb

6xtvb [fhfufekb@$ fudbcnj @_!@ o

საქართველოში საარჩევნო კოდექსი, რომლის საფუძველზეც ტარ-დება არჩევნები, მიღებული იქნა 2001 წლის 2 აგვისტოს;საარჩევნო კოდექსში, მისი მიღების შემდეგ, არაერთი ცვლილება შევიდა და ეს პროცესი გრძელდება დღემდე;საქართველოში არჩევნები ტარდება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

საქართველოში ჩატარდა 22 არჩევნები საპრეზიდენტო - 5;საპარლამენტო - 7;აჭარის უმაღლესი საბჭოს - 7;ადგილობრივი თვითმმართველობის - 4;რეფერენდუმი - 1;პლებისციტი - 2.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში

1990 წლის 28 ოქტომბრის უზენაესი საბჭოს არჩევნები

მონაწილე - 14 პოლიტიკური პარტია;საარჩევნო ბარიერი - 4%;ბარიერი გადალახა 6-მა პარტიამ;250 მანდატიდან 125 მიიღო - პ/გ „მრგვალი მაგიდა - თავი-

სუფალი საქართველო“.

1992 წლის 11 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები

მონაწილე - 36 პოლიტიკური პარტია;საარჩევნო ბარიერი - 2%;ბარიერი გადალახა - 24-მა პარტიამ.

1995 წლის 5 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები

მონაწილე - 53 პოლიტიკური პარტია;საარჩევნო ბარიერი - 5%;ბარიერი გადალახა - 3-მა პარტიამ;235 მანდატიდან 108 მიიღო - „საქართველოს მოქალაქეთა

კავშირმა”.

1999 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები

მონაწილე - 45 პოლიტიკური პარტია;საარჩევნო ბარიერი - 7%;ბარიერი გადალახა - 3-მა პარტიამ;235 მანდატიდან 131 მიიღო „საქართველოს მოქალაქეთა

კავშირმა”.

2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები გაუქმდა

მონაწილე - 18 პოლიტიკური პარტია;საარჩევნო ბარიერი - 7%;ბარიერი გადალახა - 6-მა პარტიამ

2004 წლის 28 მარტის საპარლამენტო არჩევნები მონაწილე - 17 პარტია;საარჩევნო ბარიერი - 7%;ბარიერი გადალახა - 2-მა პარტიამ;ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები - 66.24%;მემარჯვენე ოპოზიცია - მრეწველები, ახლები - 7.56% .

2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებიპარლამენტის წევრთა რაოდენობა - 150;მონაწილე - 12 პოლიტიკური პარტია;საარჩევნო ბარიერი - 5%;ბარიერი გადალახა - 4-მა პარტიამ;ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 59.18%.

ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა 1991 წლის 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებზე. არჩევნებში მონაწილეობდა 2 978 247 ამომრჩეველი და აქედან 2 565 362-მა ხმა მისცა ზვიად გამსახურდიას.

მოამზადა მაია მეცხვარიშვილმა

არჩევნები საქართველოში

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეიმუშავა მემორანდუმი 2012 წლის სა-ქართველოს საპარლამენტო არჩევნები-სათვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ. მასში ნათქვამია:

„ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი ორგა-ნიზაციები, ვაცნობიერებთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვ-ნელობას, ვიზიარებთ რა ადამიანური განზომილების შესახებ ეუთო-ის კოპენ-ჰაგენის კონ ფერენციის დოკუმენტში ჩამოყალიბებულ მოსაზრებას მასზედ, რომ უნდა არსებობდეს „ნათელი განსხ-ვავება სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის” (მუხლი 5.4) და, რომ სახელწიფომ უნდა უზრუნველყოს „პო-ლიტიკური პარტიები და ორგანიზაციები აუცილებელი სამართლებრივი გარან-ტიებით, რათა მისცეს მათ ერთმანეთთან შეჯიბრების საშუალება კანონისა და ხელისუფლების წინაშე თანაბარი პირო-ბების საფუძველზე” (მუხლი 7.6)

ვთანმხდებით, რომ საარჩევნო კო-დექსის 45-ე, 48-ე და 49-ე მუხლების ქვემოთმოყვანილი ნორმები ჩვენს მიერ განმარტებულია მემორანდუმის ტექსტის შესაბამისად. ამასთან აღვნიშნავთ, რომ ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს ვიხელმძღვანელებთ მემორანდუმში მითითებული განმარ-ტებებით.”

1.საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „თ” ქვეპუნქტი:

წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწი-ლეობის უფლება არა აქვთ:

„თ) სახელმწიფო და ადგილობრი-ვი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს”

საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტი:

,,გ) წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა სამსახურებრივი ფუნქციების შესრუ-ლებისას.”

კომენტარი/განმარტება - სამსა-ხურებრივი ფუნქციების შესრულების დროდ ჩაითვლება საჯარო მოხელის მხრიდან უშუალოდ სამსახურეობრივი ფუნქციების შესრულება, მათ შორის ანაზღაურებადი დრო.

2.საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი:

„სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ, აგრეთვე იმ ორგანი-ზაციების მიერ, რომლებიც ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი-დან, დაკავებული შენობების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ სხვა საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგი-ური დანიშნულების შენობების იმავე პი-რობებით გამოყენების შესაძლებლობა;”

კომენტარი/განმარტება - ამ მუხლში საშუალებების ერთი სუბიექტის მიზნებისთვის გამოყენების შემთხვევაში, თუ იგივე სახის შესაძლებლობა სხვა სარჩევნო სუბიექტებს არ მიეცა, ეს ჩაით-ვლება ადმინისტრაციული რესურსის თა-ნაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპის დარღვევად იმ თანამდებობის პირის მიერ, ვინც უმოქმედობით ან დაუსაბუთებელი უარით არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას.

ამ ნორმაში მოცემულ საარჩევნო სუ-ბიექტის შესაბამის მიმართვას, როგორც წესი, დასაბუთებული წერილობითი პასუხი უნდა გაეცეს მიმართვიდან არა-უმეტეს 24 საათისა. რა დროშიც პასუხის გაუცემლობა ჩაითვლება მიმართვაზე უარის თქმად. აღნიშნული წესიდან გამო-ნაკლისი დაიშვება ობიექტური მიზეზის არსებობის შემთხვევაში.

ამასთან, აღნიშნული ნორმა მოიცავს:ა) იმ პირების სარგებლობაში არსე-

ბული სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში მყოფ შენობა-ნაგებობებს, რომლებიც მათ გადაცემული აქვთ ხელშეკრულე-ბის საფუძველზე გარკვეული ფუნქციის შესასრულებლად.

ბ) სახელმწიფოს წილობრივი მონა-წილეობით შექმნილი საჯარო და კერძო

სამართლის იურიდიული პირების ბალან-სზე არსებულ ქონებას. საჯარო სამართ-ლის იურიდიული პირების, აგრეთვე იმ კერძო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე არსებულ ქონებას, რომლებ-შიც სახელმწიფოს წილი შეადგენს 20% ან მეტს.

3. საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი:

„ბ) სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისათვის, რომელთა დაფინანსება ხდება საქართველოს სა-ხელმწიფო ბიუჯეტიდან, განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინ-ფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხ-ვა სახის ტექნიკის გამოყენება,

კომენტარი/განმარტება - სა-ხელმწიფო ხელისუფლების დაწესებუ-ლებების ან ადგილობრივი თვითმმართ-ველობის ორგანოებისა და იმ ორგანი-ზაციებისათვის, რომელთა დაფინანსება ხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, განკუთვნილი საკომუნი-კაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება იკრძალება.

ამ მუხლის მიზნებისათვის ორგა-ნიზაციებად, რომელთა დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გა-ნიხილებიან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები. ორგანიზაციები, რომელთა დაფინანსება ხდება საქართველოს სახელმწიფო ბი-უჯეტიდან - საჯარო და კერძო სამართ-ლის ის იურიდიული პირები, რომლებშიც სახელმწიფო წილი შეადგენს 20%-ს ან მეტს.

4.საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტი:

„გ) სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების უსას-ყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გამოყენება.

კომენტარი/განმარტება - იკრ-ძალება სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების უსას-ყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გამოყენება.

ამ მუხლის მიზნებისათვის შეღავა-თიან პირობად განიხილება მომსახურე-ბის გაწევა საბაზრო ფასის 20% ან მეტი ფასდაკლებით.

სახელმწიფო ხელისუფლების ან ად-გილობრივი თვითმმართველობის ორგა-ნოების საკუთრებაში არსებული სატრან-სპორტო საშუალებებით უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით სარგებლობა, დასაშვებია მხოლოდ საბაზრო ფასის გადახდის შემთხვევაში. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს ორგანულის კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-2 მუხლის ,,ხ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ მათი სამსახურებრივი ავტომანქა-ნების გამოყენებაზე, გარდა სახელმწიფო რწმუნებულებისა - გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის აღ-მასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირებისა, რომლებიც არჩეული არ არიან პირდაპირი არჩევნების გზით.

საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბ-დება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში - მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდე-ბის ურთიერთზემოქმედების შედეგად. აღნიშნული მოსახურებით სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ საბაზრო ფასის გადახდის შემთხვევაში. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევა-ში - მსგავსი) საქონლის/მომსახურების

მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთ-ზემოქმედების შედეგად.

საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონ-ლის/მომსახურების მიწოდების მომენ-ტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარუ-ლი დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.”

5. საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტი:

„4. წინასაარჩევნო კამპანიის პე-რიოდში აკრძალულია სახელმწიფო/ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით ისეთი ბეჭდვითი მასალის დამზადება, რომელშიც ასახულია ესა თუ ის საარჩევ-ნო სუბიექტი ან მისი არჩევნებში მონაწი-ლეობის რიგითი ნომერი, ან/და რომელიც შეიცავს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერ/საწინააღმდეგო მასალას. ასევე აკრძალულია წინასაარჩევნო კამ-პანიის პერიოდში სოციალურ რეკლამაში საარჩევნო სუბიექტის ან მისი რიგითი ნომრის გამოყენება.”

კომენტარი/განმარტება - ამ ნორმაში მოცემული საარჩევნო სუბიექტი ასევე მოიცავს მოქმედ თანამდებობის პი-რებს, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან საარჩევნო სუბიექტებად.

6. საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი:

„ა) სამსახურებრივად დაქვემდება-რებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირების ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას;”

კომენტარი/განმარტება - საარ-ჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ წი-ნასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, რომელსაც სახელ-მწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში უკავია თანამდებობა, ეკრ-ძალება რომელიმე პარტიის (საარჩევნო ბლოკის) ან კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში უშუალოდ სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირების და ასევე სხვაგვარად დამოკიდებული პირების ჩაბმა, მათ შორის, სამსახურეობრივად დაქვემდებარებულ პირებთან შეხვედრის დროს თანამდებობის პირის მიერ საარ-ჩევნო სუბიექტის/სუბიექტობის კანდიდა-ტის წარდგენა, ან რომელიმე კანდიდატის მხარდასაჭერი, ან მისი საწინააღმდეგო განცხადების გაკეთება.

წინამდებარე მემორანდუმის მიზნე-ბისათვის, ტერმინი „სხვაგვარად დამო-კიდებული პირები” აღიქმება როგორც პირები, რომლებიც საქმიანობიდან გამომდინარე მატერიალურად ან რაიმე სხვა ფორმით დამოკიდებულნი არიან აღნიშნული თანამდებობის პირებზე.

7.საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი:

„ბ) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფინანსებული სამსახურებრივი მივლი-ნებების დროს ხელმოწერების შეგროვე-ბა და წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა;”

კომენტარი/განმარტება - საარ-ჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ წი-ნასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, რომელსაც სახელ-მწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლე-ბის ორგანოებში უკავია თანამდებობა, ეკრძალება ხელმოწერების შეგროვება და აგიტაციის გაწევა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფინანსებული სამ-სახურეობრივი მივლინების დროს.

მომზადებულია საია-ს ქუთა-ისის ფილიალის იურისტ

გიორგი ჭიქაბერიძის მიერ

2012 წლის საქართველოს საპარლამენტო

არჩევნებისათვის ადმინისტრაციული

რესურსების გამოყენების შესახებ

Page 7: პროექტ ,,კარდაკარის“ ხარაგაულის ... · 2014-02-17 · @$ fudbcnj7 gfhfcrtdb @_!@ o8 (505) >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb

7xtvb [fhfufekb@$ fudbcnj @_!@ o

„ყოველ ბილიკზე ვიღაც მიდის...“ 20 აგვისტოს ცნობილი გახდა ლიტერატურულ კონკურსის „ოდე-

ონი 7” გამარჯვებულების ვინაობა. „ოდეონი 7” 4 აგვისტოს ქუცუ-მას მთაზე გაიმართა. ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველი ადგი-ლის მფლობელია ნინო ნაზღაიძე, თსუ სტუდენტი, მეორე ადგილი წილად ხვდა კიცხის საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელს ჟუჟუნა კალანდაძეს, ხოლო მესამე ადგილი - გაზეთ „ჩემი ხარაგა-

ულის” ჟურნალისტს სოფო ჭიპაშვილს. ხარაგაულის ცენტრალუ-რი ბიბლიოთეკა (დირექტორი ნანა ლურსმანაშვილი) და რეზო თა-ბუკაშვილის სახ. სახალხო ლიტერატურული თეატრი (რეჟისორი იზა ვეფხვაძე) ულოცავს მათ გამარჯვებას და კიდევ ერთხელ დიდ

კმაყოფილებას გამოხატავს ყველა კონკურსანტის მიმართ, რომელ-თაც არაჩვეულებრივი ნაწარმოებები შექმნეს თემაზე „ბილიკი.”

ჩემი ბილიკი-რა გქვია?-ნინო.-ეს შენი ნამდვილი სახელია?-დიახ.-ნამდვილად?-არ ვიცი. მითხრეს, რომ ნამდვი-

ლად...-ვინ გითხრა?-არ მახსოვს.-აბა, რა გახსოვს?. . . მახსოვს, დიდხანს, ძალიან დიდ-

ხანს მოვდიოდი... ვიღიმებოდი... არ ვჩერდებოდი... ნიღბებს მაჩეჩებდნენ და არ ვიღებდი. არა, კი არ მოვდიოდი, მოვფარფატებდი. ჰო, გამახსენდა - მა-შინ ფრთები მქონდა... მერე... მახსოვს, მხრებჩამოყრილი მუხლებზე ვიდექი და რაღაცას ვუსმენდი. უცებ, ვიღაცამ თავ-ზე ხელი გადამისვა, გამიღიმა და მითხ-რა: „ახლა იქ მოხვდები. ნუ გეშინია, მე სულ შენთან ვიქნები! ოღონდ არ გაფერმ-კრთალდე, ოღონდ არ განაცრისფერდე... იბრძოლე! სანამ შეძლებ, იბრძოლე!” ვერაფერს მივხვდი... მე მხოლოდ მის მშვიდ თვალებს ვხედავდი.

...და უცებ - სინათლე ჩაქრა.ისევ აინთო... ოღონდ ის მშვიდი თვა-

ლები დამეკარგა. ახლა აღარც ფრთები

მქონდა და აღარც მე ვიყავი ლამაზი ვარ-დისფერი. ბავშვი ვიყავი, პატარა ბავშვი, რომელშიც უნდა მეცხოვრა.

ტირილი ამივარდა. ისტერიულად ვტიროდი. გარშემო კი ყველა იცინო-და. მეგონა, მე დამცინოდნენ. თურმე ვუხაროდი... თურმე ვუყვარდი... მაშინ პირველად გავიგონე ამ სიხარულის სახელი - ნინო.

. . .-პირობა? შეგისრულეს პირობა?-რას გულისხმობთ?-შენ ხომ დაგპირდნენ, რომ არ მიგა-

ტოვებდნენ?! ახლა სად არის ის მშვიდი თვალები?

-ბილიკის ბოლოს...-რომელი ბილიკის?-ახლა რომ ვადგავარ... და ჰო, მას

არასოდეს მივუტოვებივარ. მაშინაც, როცა ყველა ზურგით მედგა, ის სიყვარუ-ლით გამომყურებდა. და თუ როგორღაც ფეხი გადამიცდებოდა, თვალცრემლიანი ელოდა ჩემ დაბრუნებას...

-ყოველთვის ბრუნდებოდი?-ყოველთვის... სხვაგვარად არც

შეიძლებოდა: ჩვენ, ადამიანები, იმდენად პატარები ვართ, რომ ერთი საცალფეხო ბილიკი გვაბადია მხოლოდ, ცხოვრების გზას რომ ვეძახით... ყოველ ბილიკზე ვიღაც მიდის... ყოველი მათგანი ვიღა-ცისაა. ჩვენ თუ ჩვენიდან გადავუხვიეთ, სხვისაზე აღმოვჩნდებით...

-მერე? მერე რა იქნება?-აჰ, ნასხვისარი არაფერი მიყვარს,

ცხოვრება - მით უმეტეს.... . .-და ბოლოს... ერთხელაც... ხომ

მიხვალ იმ მშვიდ თვალებთან, მაინც რას ეტყვი?

-მივალ, რა თქმა უნდა, მივალ და ფრთებს ვუჩვენებ... იქნებ შელახულს, იქნებ აღარც ისეთ ფაფუკს, მაგრამ ბი-ლიკგამოვლილს და მაინც გადარჩენილს.

ნინო ნაზღაიძე, თსუ სტუდენტი

ბილიკიშემოდგომა იწურებოდა. გლეხებმა

მძიმე შრომით მოწეული ჭირნახული ნა-წილობრივ დააბინავეს. სოფელში ყველა ოჯახი გრძელი და ცივი ზამთრისთვის ემზადებოდა. სოფლის შარაგზაზე ისევ ისმოდა შეშითა და მოსავლით დატვირ-თული ურმების ჭრიალი.

დავითსაც დაუგვიანდა ზამთრისთვის შეშის დამზადება. უკვე ასაკით შუახანს გადაცილებულს და მძიმე შრომით წელ-გატეხილს, უჭირდა მარტოდმარტო საქმეებს გამკლავებოდა.

-შვილო, ჩემო ერთადერთავ, წავიდეთ ტყეში. სანამ მე შეშას დავამზადებ, შენ ახლომახლო იქნები და ხარებს მაინც მიაქცევ ყურადღებას, - მიმართა თავის ქალიშვილს დავითმა.

-კარგი, მამა! ჩემთვისაც სახალისო იქნება, - უპასუხა ხატიამ და მაშინვე დაიწყო მზადება. საგზალი ჩაალაგა და გზას გაუდგნენ.

ხატიამ ხარები იქვე საძოვარზე გაუშვა, თვითონ გადაჭრილი ხის მორი მოძებნა, ზედ ჩამოჯდა და ფიქრებს მიეცა. თვალი შეავლო მთის მწვერვალზე მდგომ ეკლესიას, რომელიც ამაყად იდგა და გადმოყურებდა მთელ სოფელს. თვალც-რემლიანმა გაიხსენა, თავის საყვარელ დედასთან ერთად როგორ სწრაფად აირბენდა ეკლესიისკენ მიმავალ ბილიკს და იქედან დაბრუნებული კი სულ ხტუნ-ვა-ხტუნვით ჩამოირბენდა. თან დედას ათასგვარ შეკითხვას უსვამდა.

-შვილო, მოდი, ხარებს წინ დაუდექ, -ფიქრები და მყუდროება მამის შეძახილ-მა დაურღვია ხატიას.

-ახლავე, მამი, ხეების აწევაშიც მო-გეხმარები, - გოგო დაიხარა და თავისი სუსტი ხელებით ხის მორს დასწვდა, მაგრამ ადგილიდან ვერ დაძრა.

-კაი გამარჯობა შენი, დავით, - მამა-შვილს მიესალმა მეზობელი სოფლიდან მომავალი მეურმე, რომელსაც თან მაღალი, ხუჭუჭთმიანი, შავთვალწარბა ბიჭი ახლდა.

-მშვიდობა ნუ მოგიშალოს ღმერთმა, ჩემო რაჟდენ, - ბიჭმა და გოგომ ერთ-

მანეთს თვალი შეავლეს და ორივემ თავი მორცხვად დახარა.

-ჰა, ბიჭო, დატრიალდი, მიეხმარე მორების დაწყობაზე, - ხელი შეაშველა თავის ვაჟკაცს მამამ. ბიჭი ცოტა დაიბ-ნა, მერე ადგილიდან მოწყდა და დავითს ხეები ურემზე დააწყობინა.

-კაცის მარჯვენა ნუ მოშალოს ღმერ-თმა ოჯახში, - წაილაპარაკა დავითმა, რაჟდენს მოუხმო. იქვე განაპირას დასასვენებლად ჩამოსხდნენ და თავისი ახალგაზრდობა გაიხსენეს.

-რა გქვია? - ჰკითხა გოგონას მორც-ხვად ბიჭმა.

-ხატია. შენ?-მე ღვთისო.-კარგი სახელია. ალბათ ღვთისმორწ-

მუნეც იქნები.-რა თქმა უნდა. ჩვენი წინაპრები

ოდითგანვე ღვთის მორწმუნეები არიან. აი, იქ მთის მწვერვალზე ეკლესია რომ მოჩანს, ხშირად ავდივართ ხოლმე.

-ჩვენც, როცა დედა ცოცხალი იყო, ყოველთვის იქ ავდიოდით. ახლა ქალის ტვირთი მე დამაწვა მხრებზე და ხშირად ვეღარ ავდივართ.

„დედა არც ამას ჰყოლია,” - გაიფიქრა ღვთისომ და გოგოს ლამაზ ზღვასავით უძირო თვალებში ჩახედა.

გოგო შეცბა და ბიჭს თვალი აარიდა.-ადე, ღვთისო! დაგვაგვიანდა. დიდი

გზა გვაქვს გასავლელი.

იმ ღამით არც ერთს ეძინა და არც მეორეს. ორივე ხვალინდელ დღე-

ზე ფიქრობდა.-ნეტავ ხატია ისევ თუ იქნება მამასთან

ერთად? მოვეწონე? ნეტავ კიდევ ერთხელ ჩამახედა მის ცისფერ თვალებში, - ფიქ-რობდა ღამენათევი ბიჭი.

-როგორი შავი უძირო თვალები ჰქონ-და. ნეტა მეკითხა, რატომ ჰქონდა ასეთი სევდიანი თვალები? ან იქნებ მომეჩვენა? - გოგოსაც ათასი ფიქრი აწვალებდა.

მეორე დღესაც ახალგაზრდები ცოტა ხნით შეხვდნენ, მაგრამ გასაუბრება ვერ მოახერხეს. მესამე დღეს ორივე დიდი სიხარულით ელოდა. შეხვდნენ, გაისაუბ-რეს, გაშინაურდნენ და ერთმანეთს დაუთ-ქვეს, რომ მთის მწვერვალზე ეკლესიაში ერთად ასულიყვნენ.

-მამიი... თეკლასთან გადავალ და საღამომდე ნუ მომიკითხავ, მე თვითონ გადმოვალ სახლში, - გოგომ პირველი ტყუილი უთხრა მამას და ლოყებზე სი-წითლემ გადაჰკრა.

ხატია და ღვთისო სიცილ-ხარხარით მიუყვებოდნენ ეკლესიისკენ მიმავალ ბილიკს და გული ორივეს უსაზღვრო სიყ-ვარულით ჰქონდათ სავსე. ისინი თითქმის ყოველდღე მიუყვებოდნენ ამ აღმართს და დაღლას ვერც კი გრძნობდნენ.

და ამ ეკლესიის ეზოში, ცისა და მიწის გასაყარზე ღვთისომ და ხატიამ ერთმა-ნეთს შეფიცეს მარადიული სიყვარული და უფალს შეევედრენ, რომ ერთმანეთის

მკლავებში დაელიათ სული ასი წლის მერე.

ხმა გავარდა, ომი დაიწყოო. სოფელ-ში სევდა ჩამოწვა. ყველა ახალგაზრდა გაიწვიეს. ღვთისოს ჯერ ასაკი არ ჰქონდა და არ შეხებია გაწვევა.

მეხის გავარდნასავით გაისმა ხმა სოფელში, ხატია გაიტაცესო.

ღვთისო გადარეულივით დარბოდა და დაეძებდა ხატიას კლდე-ღრეში, ყოველ-დღე აირბენდა ეკლესიის ეზოში და იქ დიდხანს ელოდა, მაგრამ ამაოდ. ეძახდა, თავისთან უხმობდა, აღარც ჭამდა და თვალები ისევ სევდით აევსო. ერთ დღეს გამოცხადდა შტაბში და ომში წასვლა მოითხოვა. როგორც არასრულწლოვანს, უარი უთხრეს, მაგრამ მისი დაჟინებული თხოვნით მაინც ჩაწერეს სიაში...

გავიდა წლები. ეკლესიისკენ მი-მავალ ბილიკს მოხუცი, ოდნავ

წელში მოხრილი ქალი, სვენებ-სვენებით მიუყვებოდა. უმძიმდა აღმართის ავლა, დროდადრო თვალებს ცხვირსახოცით იმ-შრალებდა. ბილიკი რომ აათავა, უკან მო-იხედა. ვიღაც მგზავრი შენიშნა. იფიქრა, დაველოდებიო და იქვე ჩამოჯდა. მოხუც კაცს ხელში ჯოხი ეჭირა და ძალიან ნელა მიუყვებოდა აღმართს, თან ამ გზებზე ხა-ტიასთან გატარებულ დღეებს იხსენებდა და გული სევდით ევსებოდა. ამ ფიქრებში გართული კიდეც მიუახლოვდა მოხუც ქალს. მიესალმა, გვერდით მიუჯდა და... ჰოი, საოცრებავ! თვალები... ნუთუ ის არის? ერთმანეთს თვალებში ჩახედეს. ჰო, ის არის, - გაუელვა ორივეს გულში. თვალები, თვალები არ ბერდება...

-ნუთუ შენა ხარ, ჩემო სიცოცხლევ.-ჰო, მე ვარ, - უპასუხა ხატიამ და

ერთმანეთი გულში ჩაიკრეს. ასე იდგნენ დიდხანს გარინდულნი. მათ ირგვლივ თითქოს სამყარო გაჩერდა. ცოტა ხნის შემდეგ ქალი მოწყვეტით დაეცა.

-ხატია, გემუდარები, არ დამტოვო. ამ ბედნიერ დღეს მთელი სიცოცხლე ველო-დი, რომ ეკლესიისკენ მომავალი ბილიკი ისევ ერთად ამოგვერბინა.

-ქალმა თვალები უსიცოცხლოდ გაახილა. ღვთისოს თვალებში ჩახედა, გაუღიმა და უთხრა, - აკი ერთმანეთს შევფიცეთ, რომ ერთმანეთის მკლავებში დაგველია სული. მე პირობა შევასრულე, უსაზღვროდ მიყვარხარ.

დახუჭა თვალები და უფალს მიაბარა თავისი სპეტაკი სული. ღვთისო მწარედ აქვითინდა, გულში ჩაიკრა თავისი სიყ-ვარული.

მეორე დღეს, დილის რიჟრაჟი იწუ-რებოდა. ეკლესიისაკენ მიმავალმა მგზავ-რებმა ერთმანეთს ჩახუტებული ორი მო-ხუცი იპოვეს. სახეზე ორივეს ბედნიერი ღიმილი შეყინოდათ.

ჟუჟუნა კალანდაძე კიცხის საჯარო სკოლის

ხელოვნების მასწავლებელი

ბილიკიზუტად არ ვიცი, რამდენი დღე, თვე

ან წელიწადია, რაც ამ ბილიკს ვად-გავარ. ირგვლივ არავინაა. მხოლოდ იმას ვგრძნობ, რომ რაღაც დიადისკენ მივისწრაფვი. ხშირად ვიხსენებ იმ დღეს, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა...

მახსოვს, ნისლიანი დღე იყო. სო-ფელ მარელისში მოჭრილ ხის მორებს მატარებლის ვაგონებზე ვტვირთავდით. ჩემი მეგობრებიც იქ იყვნენ. ვიცოდით, ამ საქმით კარგ გასამრჯელოს ავიღებ-დით. და მეც ამოვისუნთქავდი. hსოფოს „კურტკა” უნდა ვუყიდო, - ჩურჩუტი ბავშვი, სხვა საჩუქარი ვერ მოიფიქრა. მაინც როგორ ვუყვარვარ ამ პაწაწინა გოგონას. მის თვალებში ჩახედვისას ვგრძნობ, რომ ამ ქვეყანაზე ტყუილად არ ვცხოვრობ... მორების დატვირთვა თითქ-მის დავამთავრეთ. უცებ რაღაც უეცარი, ცხელი გაჟრჟოლება ვიგრძენი სხეულ-ში... შემდეგ ყველაფერი განათდა...

ახლა მხოლოდ ის ვიცი, რომ ამ ბი-ლიკზე მივდივარ; ბილიკზე, რომელზეც რაღაც მძიმედ მიმყვება და სიარულს მიძნელებს. არადა, ტანზე მხოლოდ ერთი მაისური და ხმარებისგან გალეული შარვალი მაცვია. ავიღებ ხელფასს და ამათაც შეველევი. მხოლოდ იმას ვერ ვგებულობ, სად გაქრნენ ჩემი მეგობრები; ადამიანები, რომელთაც გვერდიდან არ

ვიშორებდი. მხოლოდ ჩემი ახლობლების ხმა მესმის. ალბათ მოჩვენებაა. მესმის, როგორ მეძახიან დები, მამა, ბებია... მაგრამ მე მათ ვერ ვხედავ.

არ ვიცი, შეიძლება ჭკუიდან შევიშა-ლო, თუ ეს გზა ასე უსასრულოდ გაგრ-ძელდა... ორი დღის წინ შორს მინდორში ქალის სილუეტი გამოჩნდა. ერთი შეხედ-ვით დედას მივამსგავსე და გამაჟრჟოლა. ქალმა პირჯვარი გადამსახა და სადღაც გაუჩინარდა. მომინდა გავკიდებოდი, გულში ჩამეკრა, მაგრამ ბილიკმა არ გამიშვა, თითქოს უხილავ ძალას მასზე მივეჯაჭვე და მხოლოდ წინ სიარულის უფლებას მაძლევდა.

როგორ დავიღალე... ღმერთო, რა ქვეყანაა ასეთი, რომ ირგვლივ არავინ მხვდება, მხოლოდ მწვანე მინდორი და ლურჯი ცაა. აქ არც ცივა და არც ცხელა. თითქმის არც ღამდება, თუმცა ზოგჯერ მოიქუფრება ხოლმე ცა და ჩამობნელდება. ამ დროს რაღაც ჩურჩუ-ლი აღწევს ჩემამდე, მაგრამ სიტყვებს ვერ ვარჩევ. ვეძახი მათ, მაგრამ ხმას არა-ვინ მცემს... როცა იმედი გადამეწურება ხოლმე, მუხლებზე დავეცემი და უფალს შეწყალებას ვთხოვ. იმ წამსვე იფანტება სიბნელე და ისევ ჩემს ბილიკს ვადგავარ, მწვანე აბიბინებულ მინდორში.

თანდათან მიძნელდება სიარული. თითო ნაბიჯის გადადგმას ხუთ წუთს

ვანდომებ. ასე დიდხანს ვერ გავძლებ, ალბათ მალე მოვკვდები.

უეცრად რაღაც ნათებამ თვალი მომჭ-რა. თითქოს ბილიკიდან ზემოთ, ჰაერში, აწევა დავიწყე.

ვიგრძენი, რომ აქ თავდებოდა ჩემი ხეტიალი. მივხვდი, რომ აქ რაღაც სხვა, დიადი იწყებოდა.

თვალები ცრემლით ამევსო... ყელში ბურთი გამეჩხირა. მე ხომ მარტო ვარ... ჩემების გარეშე... უფალო, მეშინია... ძლიერმა ხმამ ჩემი სული გამოაფხიზლა - ერთი ნაბიჯი და შენ უკვე უფლის სამს-ჯავროზე ხარ...

სოფიკო ჭიპაშვილი„ჩემი ხარაგაულის” ჟურნალისტი

Page 8: პროექტ ,,კარდაკარის“ ხარაგაულის ... · 2014-02-17 · @$ fudbcnj7 gfhfcrtdb @_!@ o8 (505) >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb

8 xtvb [fhfufekb @$ fudbcnj @_!@ o

vsfdfhb htlfMnjhb

kfehf ujujkf't

redaqtoris moadgile

nino kapanaZe 593 35 65 80

sofiko WipaSvili 557 26 77 99

593 900 501

vbc5 xaragauli, 9 aprilis q. #17

ntk5 _ $## @@ !^ @*%)# )_ _% _!

E-mail: [email protected] htubcnh81$*2%-,-!@

lfb,tzlf igc 3v,v gjkbuhfaib4

m8 mesfbcb ak. wereTlis q.1!(^

ntk8 %)) )% )^ (^Þ ( $#! @# $% %$

დ. ხარაგაული24.08 - მზიანი დარი, დღე +29ºC,

ღამე +17ºC;25.08 - მზიანი დარი, დღე +31ºC,

ღამე 19ºC;26.08 - მზიანი დარი, დღე +33ºC,

ღამე +20ºC;27.08 - მზიანი დარი, დღე +34ºC,

ღამე +21ºC;28.08 - მზიანი დარი, დღე +32ºC,

ღამე +22ºC;29.08 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +25ºC, ღამე +20ºC.

ბორითი24.08 - მზიანი დარი, დღე +29ºC,

ღამე +16ºC;25.08 - მზიანი დარი, დღე +32ºC,

ღამე +18ºC;26.08 - მზიანი დარი, დღე +31ºC,

ღამე +19ºC;27.08 - მზიანი დარი, დღე +32ºC,

ღამე +19ºC.28.08 - მზიანი დარი, დღე +33ºC,

ღამე +20ºC.29.08 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +27ºC, ღამე +17ºC

კიცხი24.08 - მზიანი დარი, დღე +30ºC,

ღამე +18ºC;25.08 - მზიანი დარი, დღე +32ºC,

ღამე +20ºC;26.08 - მზიანი დარი, დღე +33ºC,

ღამე +20ºC;27.08 - მზიანი დარი, დღე +34ºC,

ღამე +22ºC.28.08 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +33ºC, ღამე +22ºC.29.08 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +26ºC, ღამე +20ºC.

მოლითი24.08 - მზიანი დარი, დღე +27ºC,

ღამე +14ºC;25.08 - მზიანი დარი, დღე +30ºC,

ღამე +16ºC;26.08 - მზიანი დარი, დღე +29ºC,

ღამე +17ºC;27.08 - მზიანი დარი, დღე +31ºC,

ღამე +17ºC.28.08 - მზიანი დარი, დღე +32ºC,

ღამე +18ºC.29.08 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +26ºC, ღამე +14ºC.

amindi

სსიპ „ბუნებრივი რესურსების სა-აგენტომ“ ნადირობისთვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები დაამტკიცა.

წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) - ნადირობა მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან 2013 წლის 1 მარტამდე დაიშვება. რაც შეეხება მათ დღიურ რა-ოდენობას, 8 ერთეული იქნება.

2012 წლის 15 ოქტომბრიდან ამავე წლის 15 დეკემბრამდე ტყის ქათამზე ნადირობა იქნება დაშვებული (დღიური ოდენობა 7 ერთეული).

18 აგვისტოდან 2013 წლის 15 თებერ-ვლამდე დღიურად 5 ერთეულ ჩიბუხაზე ნადირობა იქნება შესაძლებელი.

მწყერზე ნადირობა - 2012 წლის 18 აგვისტოდან 2013 წლის 15 თებერვ-ლამდე დაიშვება (საერთო დღიური ოდენობა 20 ერთეული). ამავე ვადებში არის ქედანზე (საერთო დღიური ოდენობა

10 ერთეული), გარეულ მტრედზე (საერ-თო დღიური ოდენობა 10 ერთეული), გულიოსა (გვიძინი) (საერთო დღიური ოდენობა 10 ერთეული) და ჩვეულებრივ გვრიტზე (საერთო დღიური ოდენობა 10 ერთეული) ნადირობაა დაშვებული.

ნადირობა-თევზჭერის სეზონის დაწყების ვადები და კვოტები

დამტკიცდა

ტვინხვრეტვორდითარაზულად: 3. ბობარამ; 9. მეტაკო; 10. სიდელი; 11. დინიზაი; 12. გირავე;

13. შუნიმა; 14. სიტუსტა; 15. ილიტირ; 18. ცინა; 19. ლიბიკი; 23. დატონრო; 24. მაომი; 26. რენიგიო; 27. ზიკონარ; 28. ელიქს; 29. კოლიმბა; 30. ირიმაპ; 31. სანიმა.

შვეულად: 1. ლიფესო; 2. ნილაემ; 3. ბასიდი; 4. ნიზდარა; 5. ნიმუმაი; 6. იშიოდ; 7. ალიტიმენ; 8. თინასა; 15. ინიტურ; 16. რტარეტო; 17. ნიდოლონ; 19. ბაკირი; 20. ლამიგა; 21. ნაკრო; 22. შიდიაბ; 24. იასიმ; 25. ომაეგ.

ვულოცავთ ვაჟკაცის დაბადებას ლაშა ნანიტაშვილს და თიკო კიკნაძეს. ვუსურვებთ პატარა ანდრიას ჯანმრთელობას, ლამაზ და ლაღ ბავშვობას, საუკეთესო მომავალს და ღვთის ულევ წყალობას.

ვალერი კაპანაძე ოჯახით***

ვულოცავთ ვაჟიშვილის შეძენას ლაშა ნანიტაშვილს და თიკო კიკნაძეს. ვუსურვებთ პატარა ვაჟკაცს ჯანმრთელობას და ბედნიერ ბავშვობას. მუდამ გაეხარებინოს მშობლებისა და ახლობლების გული.

გაზეთ „ჩემი ხარაგაულის” რედაქცია

ძალიან მძიმე ტვირთი ყოფილა მო-ხუცი ადამიანისათვის მარტოხელობა. ასაკთან ერთად ავადმყოფობაც მომერია. ამ ზამთარში ძალიან მძიმე მდგომარეობა-ში ვიყავი. მართლაც საიქიოდან მომაბ-რუნეს. ამ ყველაფერში დიდი წვლილი დიდვაკის ექიმებს ნაზი კაპანაძეს, აზა ფურცელაძეს, ექთან ნელი ხარაიშვილს მიუძღვით.

დიდ მადლობას ვუხდი ჩემს მკურნალ ექიმებს, სასწრაფოს თანამშრომლებს, ხარაგაულის საავადმყოფოს მედპერსო-ნალს ყურადღებისა და გულისხმიერი მოპყრობისთვის, ჩემი ახლო მეზობლე-ბის, ჯონი მაღრაძის და მალხაზი მდივ-ნიშვილის ოჯახებს გვერდით დგომისა და დიდი დახმარებისათვის.

ღმერთმა გადაგიხადოთ ყველას ის სიკეთე, რაც ჩემთვის გააკეთეთ.

ანნა ლაცაბიძე, 87 წლისსოფ. დიდვაკე

მადლობა გულისხმიერებისა და

ყურადღებისათვის

უღრმეს მადლობას ვუხდით ბატონ საშა ბარბაქაძეს ჩვენს მიმართ გა-წეული უანგარო დახმარების, გულისხ-მიერებისა და სიკეთისათვის. იშვიათია ბატონი საშას მსგავსი კეთილშობილი და ღვთისნიერი პიროვნება. ღმერთმა დალოცოს, ჯანმრთელობა და სიხარული არ მოაკლოს მას და მის ოჯახს.

ა(ა)იპ ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა

გაერთიანების დირექცია

მადლობა თანადგომისთვის

ლამაზი ახალგაზრდობალამაზად გაატარეთა,ლაღად იღვაწეთ, იშრომეთ, ყველგან - შინა თუ გარეთა.

უკეთურება, სიავე,გულებს არ გააკარეთა,დუშმანს დაუვსეთ თვალები,მოკეთე გაახარეთა.

ქალაქურ კომფორტულობასოფელზე გადაცვალეთა,დიდი შრომით და მცდელობით

დოვლათი მოამრავლეთა.ჭკვიანად მისდევთ საწუთროს,სიბერეს არ იმწარებთა,უქნარას, ერის მგინებელსახლოს არ გაიკარებთა.

მეც მიმაჩნიხართ მშობლებად,გაზრდილსა სულ სხვა მხარესა,ერთურთის სიყვარულისთვისუფალი გაგვახარებსა.

ნიკო წიკლაური

ბიჭიკო და ვენერა კიკნაძეებს ვულოცავ დაბადების დღეს, ფერიცვალებას და

მარიამობას

ჩემ სოფელში არაფერი მაოცებსშუაღამეს მზის სხივი თუ მაკოცებს,აქ ხომ შავი საყვარელი ფერია,აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია,აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნარგავი,აქ ტაძრებში შეიტანეს ნაგავი,აქ სიზმრები აღარ არის ფერადი,აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი,აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში,აქ ხომ ახლა ჩაშვებაა მოდაში,აქ სიყალბე უმთავრესი შარმია,აქ გესევა მათხოვრების არმია,აქ ვაჟკაცებს გაურბიან მუზები,აქ გესვრიან, თუ არ წაიკუზები...ჩემს სოფელში არაფერი მაკვირვებს,ვინმე „ჩლარტა” კაცის კვლას თუ აპირებს.

***ჩვენ მას შორიდან ვიცნობდით მხოლოდ,ვნატრობდით მასთან ქუჩაში გავლას,მაგრამ ვერ ასცდა იმ ქვას და ლოდებს,კაცი, რომელიც დააკლდა სოფელს...

მერაბ არევაძის ხსოვნას

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეები, მშობლები და კლასის ხელმძღვანელი ლ. გელაშვილი თანაუგრძნობენ ამავე კლასის მოსწავლეს გიორგი ლომიძეს ბაბუის

გოდერძი ლომიძისგარდაცვალების გამო.

ოჯახთან და სანათესაოსთან ერთად მთელი სოფელი გულისტკივილით დაემშვიდობა ძვირფას პიროვნებას, დიდი სამამულო ომის ვეტერანს, ღირსეულ მამულიშვილს გოგი ლუკას ძე ზუმბაძეს.

გოგი ზუმბაძე 1919 წლის 17 ოქ-ტომბერს დაიბადა ხარაგაულის რაი-

ონის სოფელ მაქათუბანში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტში, საიდანაც 1943 წელს დიდ სამამულო ომში გაიწვიეს. მუ-შაობდა მეორე უკრაინის ფრონტზე ქირურგად, მონაწილეობდა რუმინე-თისა და ავსტრიის გათავისუფლებაში.

ომის დამთავრების შემდეგ გოგი ზუმბაძე მუშაობდა თავისი სპეციალო-ბით ქირურგად ყაზბეგში, შემდეგ - 30 წელი ახალციხეში მთავარ ქირურგად. 1979 წლიდან მუშაობდა ცენტრალურ კლინიკაში ქირურგად, საიდანაც გავი-და დამსახურებულ პენსიაზე.

გოგი ზუმბაძე დაჯილდოებულია მრავალი ორდენითა და მედლით. ჰყავდა არაჩვეულებრივი მეუღლე ქალბატონი რუზანა. დარჩა ერთი ქა-ლიშვილი ლიკა.

წავიდა ჩვენგან დიდებული ადამი-ანი, თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტი.

გვწამს, რომ იმქვეყნად პირნათელი წარდგება თავისი წინაპრების და უფ-ლის წინაშე. ღმერთმა აცხონოს მისი სპეტაკი სული.

ვაჟა ზუმბაძე ოჯახით

გოგი ზუმბაძის ხსოვნას

ალიკო, შვილო, ყველა ოჯახს შვი-ლივით გვიყვარდი. სოფელში თუ რამე კეთდებოდა, ყველაფერს შენი ლამაზი ხელი ატყვია. გვაკლიხარ და გვენატ-რები. შენ გამწარებულ დედასთან ხშირად დავდივართ და ვანუგეშებთ. 22 აგვისტოს ორმოცი დღე გავიდა

შენი ტრაგიკული აღსასრულიდან. უფალს ვთხოვთ, მსუბუქი იყოს

შენს გულზე დაყრილი მიწა. ნათელში იყავ, ჩვენო ალიკო.

უახლოესი მეზობლები კობა, დათო და ავთო შარიქაძეები

ალიკო ტარასოვის გახსენება

ჩემო დაუვიწყარო და უსაყვარლესო ალეკო, ძალიან მენატრები, ჩემო ოქროს-ხელებიანო, ჭკვიანო, უთქმელო, ჩემს შვილებთან ერთად გაზრდილო, რატომ დაგვტოვე?! თვალზე ცრემლი არ შეგვ-შრობია შენი გარდაცვალების შემდეგ. შენი სახელის ხსენება დიდ ტკივილს იწვევს.

რასაც უნდა შევხედო სახლში - კე-დელს, ჭერს, იატაკს თუ კარ-ფანჯარას, ყველაფერი შენი ნახელავია. ვინმეს რომ არჩევანის წინაშე დავეყენებინე, მე მოვკვდებოდი. შენ ხომ დიდი იმედი იყავი შენი დედიკოსთვის, მეზობლებისთვის, მეგობრებისთვის, ლეღვნისთვის. დიდი მეხი ჩამოვარდა ჩვენთვის.

ვილოცებთ, ალეკო, შენი სულის ცხო-ნებისათვის, რათა შენმა სპეტაკმა სულმა დაიმკვიდროს სამუდამო სასუფეველი სამოთხეში.

ლეილა მაღრაძე

ალეკო ტარასოვის ხსოვნას

ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქ. №8 ავეჯის მაღაზიაში (უნივერმა-ღის შენობა) შეგიძლიათ შეიძინოთ მაცივარი, სარეცხი მანქანა, ტელე-ვიზორი, ხორცის საკეპი მანქანა, გაზქურა, სამზარეულო, კედელი, სამეული და სხვა საოჯახო ნივთები უპროცენტო განვადებით.

საკონტაქტო ტელეფონებია: 555 76 22 65, 593 24 61 74.

ბორითის საჯარო სკოლის დი-რექცია აცხადებს ინგლისური ენის მასწავლებლის ვაკანსიას დეკრეტუ-ლი შვებულების ადგილზე.

განცხადებები მიიღება ბორითის საჯარო სკოლაში ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 10 სთ-დან 13 საათამდე.

ინგლისური ენის სპეციალისტთა საყურადღებოდ!

შეიძინეთ თანამედროვე საოჯახო საქონელი

უპროცენტო განვადებით