8
სააღდგომო ეპისტოლე უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთა- ვარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული ივერიის მიწისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო! ქრისტე აღდგა! მაშ, მტკიცედ იდექით თავისუფლე- ბით, რომლითაც ქრისტემ გაგვათა- ვისუფლა და კვლავ ნუღა დაიდგამთ მონობის უღელს (გალატ. 5.1). ქრისტე აღდგა! სადა არს სიკვდილო საწერტელი შენი?! ქრისტე აღდგა! სადა არს ჯოჯოხეთო ძლევაი შენი?! დღეს ზეიმობს ცა და ქვეყანა, ხა- რობენ კაცნი და ანგელოზთა დასნი; ,,ჩვენც შევიდეთ სახლსა უფლისასა... და ყოველნივე ვიშვებდეთ სერითა მით სარ- წმუნოებისათა” (წმ. იოანე ოქროპირი) მაინც რა არის ჩვენი ასეთი სიხარუ- ლის მიზეზი, რატომაა პასექი დღესას- წაულთა დღესასწაული?! მთელი კოსმოსის, ხილული და უხი- ლავი სამყაროს შემომქმედი და სიცოცხ- ლის ერთადერთი საწყისი არის ყოვლად- წმიდა სამება. მასში, მასთან და მისით არსებობს ყოველი. იგია მარადიული, უცვალებელი და უძრავი. დანარჩენი ყველაფერი ცოცხალი კი ვითარდება, მოძრაობს და დაუსრულებლად მიისწ- რაფვის მისკენ. ადამისა და ევას ცოდვით დაცემის გამო მთელი კოსმოსი ხრწნილებას დაექვემდებარა და სამყაროში შემოვიდა სიკვდილი. „როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, და ცოდ- ვის მიერ - სიკვდილი, ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში მის მიერ” (რომ. 5.12) ძველი აღთქმის წმიდა და მართალი ადამიანებიც გარდაცვალების შემდეგ სამოთხეში ვერ შედიოდნენ, რადგან მემ- კვიდრეობით მიღებული პირველქმნილი ცოდვით დამძიმებულნი ღვთის წიაღის- თვის შეუფერებელნი იყვნენ. ასე რომ, ყველასთვის დაიხშო სასუფევლის კარი. უფლის სამართალი და კანონზომი- ერება ითხოვდა, რომ ამ ცოდვის საპირ- წონე გამოსასყიდი ისევ ადამიანს აღეს- რულებინა; ხოლო რადგან კაცთა შორის და, ზოგადად, ქმნილებათა შორის, ასეთი არავინ იყო და ვერც გამოჩნდებოდა, გმინავდა სამყარო, ჯოჯოხეთი და სიკვ- დილი კი ზეიმობდა. და აი, აღესრულა წარმოუდგენელი და ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი საიდუმლო, - კაცობრივი ხორცი შეისხა ყოვლადწმიდა სამების მეორე ჰიპოსტას- მა, - ძე ღვთისამ და ბეთლემს ბაგასა შინა მოევლინა წუთისოფელს, რომ თვითონ უცოდველს ეტვირთა ჩვენი ცოდვები, დაემარცხებინა ბოროტი ძალები და ჩვენთვის კვლავ მარადიული ნეტარება მოენიჭებინა. ,,სიტყვა განკაცდა, რათა ჩვენ განვღმრთობილიყავით” (წმ. ათა- ნასე დიდი). გვ. 6 -ბატონო ზურაბ, თუ ადევნებთ თვალყურს, რამდენ მოქალაქეს აქვს ახალი ID ბარათი. გაყალბების ახალი საფრთხეები ხომ არ ახლავს ამ ბარათს. ეს შეკითხვა ძირითა- დად, უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ბარათზე არ არის დატანილი მო- ქალაქის მისამართი. -პირველ რიგში თვითონ ID ბარათ- თან დაკავშირებით - ის, რომ არ არის მასზე მისამართი. დღემდე ამომრჩეველს, გარდა პირადობის მოწმობისა, სადაც აღნიშნული იყო რეგისტრაციის ადგილი, ხმის მიცემა ასევე შეეძლო პასპორტის საშუალებით. იმის გამო, რომ პასპორ- ტში მისამართი დატანილი არ იყო, დღემდე რაიმე რეალური პრობლემა არ წარმოშობილა. რა მექანიზმები შეიძლება არსებობდეს საიმისოდ, რომ რაიმე ახალი ტიპის ხარვეზებს ან გაყალბების მცდე- ლობას არ ჰქონდეს ადგილი, - ეს თემა უნდა განვიხილოთ ყველა იმ მექანიზმთან ერთად, რაც უზრუნველყოფს საარჩევნო სისტემის პროცესების და მისი შედეგების სანდოობას. პირველ რიგში, თვითონ ის საზოგადოება, რომელიც აქტიურადაა ჩართული საარჩევნო პროცესში - ვგუ- ლისხმობ არასამთავრო ორგანიზაციებს, პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერებსა და წევრებს, აქტიურად უნდა ჩართონ იმ პროცესში, რომ ახალ ID ბარათთან ან ნე- ბისმიერ სხვა საკითხთან დაკავშირებით თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი გაყალბება. მთავარია, იყოს ადამიანური ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს სანდო პროცესს, არჩევნების პროცესის კანონთან შესაბამისობას და არა რაიმე ტექნიკური საშუალება. -ანუ, თქვენ ადასტურებთ, რომ ამ ახალ ID ბარათს მისამართებთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი რისკები არ ახლავს? -დღევანდელი გადასახედიდან ამის თქმა ძალიან ძნელია იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ - პასპორტებსაც არ ჰქონდა მისამართები და პრობლემა არ წარმოშობილა. ვიცი, არსებობს გარკ- ვეული მოსაზრებები იმასთან დაკავ- შირებით, რომ ID ბარათში ჩაწერილი რეგისტრაციის მისამართი შეიძლება შეიცვალოს დისტანციურად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ერთი და იგივე მოქალაქის მიერ სხვადასხვა ადგილებში ხმის მიცემა. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, - მე ვეყრდნობი სამოქა- ლაქო რეესტრის ინფორმაციას, ჩიპებზე ელექტრონული სახით ეს მისამართები ჩაწერილი არ არის. ასე რომ, ვერც მისი შეცვლა მოხდება ვერანაირად. -ბატონო ზურაბ, თქვენი ინ- ფორმაციით, საარჩევნო უბნები კვლავ ალყაშემორტყმული იქნება თუ არა რვეულებით და კალმებით შეიარაღებული ნაცმოძრაობის კოორდინატორთა არმიის მიერ? -აქ ორი ასპექტია - ერთი სამართ- ლებრივი, რომლის მიხედვითაც ამის შეზღუდვა არ არსებობს, ნებისმიერი პო- ლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ იდგნენ უბნის გარეთ. მთავა- რია, ისინი არ იყვნენ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და არ ეწეოდნენ აგი- ტაციას. თუმცა, მე უფრო სხვანაირად დავაყენებდი პრობლემას - კარგი იქნება, თუ სხვა ზურაბ ხარატიშვილი: „სანდო საარჩევნო პროცესი ადამიანურმა ფაქტორმა უნდა უზრუნველყოს და არა ტექნიკურმა საშუალებებმა” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი „რადიო თავისუფლების” ჟურნალისტ ია ანთაძეს ესაუბრება თემაზე: „როგორ ემზადება ცესკო არჩევნებისთვის.” გვ. 3 18 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, კულტურის სამსახურის ორგანიზებით, მხატვრული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. კულტურის სამსახურის უფროსის, ირინე ჩხეიძის თქმით, გამოფენისთვის შეირჩა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით შექმნილი ნამუშევრები. „დომინირებს ორიგინალურად მორთული წითელი კვერცხი, პასკა, წარმო- დგენილია ხატები და ნაქარგები. ვფიქრობ, საინტერესო გამოფენა გამოვიდა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო. ვფიქრობ ეს ღონისძიება სასიამოვნო იქნება საზოგადოებისათვის,- აღნიშნა ირინე ჩხეიძემ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დალი ლურსმანაშვილის, თეა ბარნაბიშვილის, მარინე ვეფხვაძის, ნინო ფერაძის, მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეების, ზეინაბ ბუაჩიძის, თინა დავაძის, ხარაგაულის N1 და N2 საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა, მელანო ბერაძის, ბესო ლაცაბიძის, ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეების, ირმა ბუაჩიძის, ირმა გაბუნიას ნამუშევრები. ღონისძიება გაალამაზა მგალობელ ვაჟთა გუნდის (რეგენტი თორნიკე ბაკურაძე) მიერ შესრულებულმა საგალობლებმა. გამოფენას აღფრთოვანებული და კმაყოფილი ტოვებდა დამთვალიერებელი. @_ FGHBKB7 GFHFCRTDB @_!@ O8 >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb $_ stshb #14 (489) დღეს ნომერშია www.chemikharagauli.com 17 აპრილს ხარაგაულში „ქართული ოცნების” ოფისი გაიხსნა ნომრის რუბრიკა: „ჯანმრთელობა” ირინე ჩხეიძე: „დიდი სურვილი მაქვს, ხარაგაულმა მოუსმინოს მამუკა ლომიძეს” 2 გვ. 3 გვ. 4-5 გვ. მხარი დავუჭიროთ „ნუცასსკოლელ” თიკო ლურსმანაშვილს 8 გვ.

>JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc … · გამო მთელი კოსმოსი ხრწნილებას დაექვემდებარა

  • Upload
    others

  • View
    0

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc … · გამო მთელი კოსმოსი ხრწნილებას დაექვემდებარა

სააღდგომო ეპისტოლეუწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის,

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთა-ვარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული ივერიის მიწისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!

ქრისტე აღდგა!მაშ, მტკიცედ იდექით თავისუფლე-

ბით, რომლითაც ქრისტემ გაგვათა-ვისუფლა და კვლავ ნუღა დაიდგამთ მონობის უღელს (გალატ. 5.1).

ქრისტე აღდგა!სადა არს სიკვდილო საწერტელი

შენი?!ქრისტე აღდგა!სადა არს ჯოჯოხეთო ძლევაი შენი?!დღეს ზეიმობს ცა და ქვეყანა, ხა-

რობენ კაცნი და ანგელოზთა დასნი; ,,ჩვენც შევიდეთ სახლსა უფლისასა... და ყოველნივე ვიშვებდეთ სერითა მით სარ-წმუნოებისათა” (წმ. იოანე ოქროპირი)

მაინც რა არის ჩვენი ასეთი სიხარუ-ლის მიზეზი, რატომაა პასექი დღესას-წაულთა დღესასწაული?!

მთელი კოსმოსის, ხილული და უხი-ლავი სამყაროს შემომქმედი და სიცოცხ-ლის ერთადერთი საწყისი არის ყოვლად-წმიდა სამება. მასში, მასთან და მისით არსებობს ყოველი. იგია მარადიული, უცვალებელი და უძრავი. დანარჩენი ყველაფერი ცოცხალი კი ვითარდება, მოძრაობს და დაუსრულებლად მიისწ-რაფვის მისკენ.

ადამისა და ევას ცოდვით დაცემის გამო მთელი კოსმოსი ხრწნილებას დაექვემდებარა და სამყაროში შემოვიდა სიკვდილი. „როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, და ცოდ-ვის მიერ - სიკვდილი, ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში მის მიერ” (რომ. 5.12) ძველი აღთქმის წმიდა და მართალი ადამიანებიც გარდაცვალების შემდეგ სამოთხეში ვერ შედიოდნენ, რადგან მემ-კვიდრეობით მიღებული პირველქმნილი ცოდვით დამძიმებულნი ღვთის წიაღის-თვის შეუფერებელნი იყვნენ. ასე რომ, ყველასთვის დაიხშო სასუფევლის კარი.

უფლის სამართალი და კანონზომი-ერება ითხოვდა, რომ ამ ცოდვის საპირ-წონე გამოსასყიდი ისევ ადამიანს აღეს-რულებინა; ხოლო რადგან კაცთა შორის და, ზოგადად, ქმნილებათა შორის, ასეთი არავინ იყო და ვერც გამოჩნდებოდა, გმინავდა სამყარო, ჯოჯოხეთი და სიკვ-დილი კი ზეიმობდა.

და აი, აღესრულა წარმოუდგენელი და ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი საიდუმლო, - კაცობრივი ხორცი შეისხა ყოვლადწმიდა სამების მეორე ჰიპოსტას-მა, - ძე ღვთისამ და ბეთლემს ბაგასა შინა მოევლინა წუთისოფელს, რომ თვითონ უცოდველს ეტვირთა ჩვენი ცოდვები, დაემარცხებინა ბოროტი ძალები და ჩვენთვის კვლავ მარადიული ნეტარება მოენიჭებინა. ,,სიტყვა განკაცდა, რათა ჩვენ განვღმრთობილიყავით” (წმ. ათა-ნასე დიდი). გვ. 6

-ბატონო ზურაბ, თუ ადევნებთ თვალყურს, რამდენ მოქალაქეს აქვს ახალი ID ბარათი. გაყალბების ახალი საფრთხეები ხომ არ ახლავს ამ ბარათს. ეს შეკითხვა ძირითა-დად, უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ბარათზე არ არის დატანილი მო-ქალაქის მისამართი.

-პირველ რიგში თვითონ ID ბარათ-თან დაკავშირებით - ის, რომ არ არის მასზე მისამართი. დღემდე ამომრჩეველს, გარდა პირადობის მოწმობისა, სადაც აღნიშნული იყო რეგისტრაციის ადგილი, ხმის მიცემა ასევე შეეძლო პასპორტის საშუალებით. იმის გამო, რომ პასპორ-ტში მისამართი დატანილი არ იყო, დღემდე რაიმე რეალური პრობლემა არ წარმოშობილა. რა მექანიზმები შეიძლება არსებობდეს საიმისოდ, რომ რაიმე ახალი ტიპის ხარვეზებს ან გაყალბების მცდე-ლობას არ ჰქონდეს ადგილი, - ეს თემა უნდა განვიხილოთ ყველა იმ მექანიზმთან ერთად, რაც უზრუნველყოფს საარჩევნო სისტემის პროცესების და მისი შედეგების

სანდოობას. პირველ რიგში, თვითონ ის საზოგადოება, რომელიც აქტიურადაა ჩართული საარჩევნო პროცესში - ვგუ-ლისხმობ არასამთავრო ორგანიზაციებს, პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერებსა და წევრებს, აქტიურად უნდა ჩართონ იმ პროცესში, რომ ახალ ID ბარათთან ან ნე-ბისმიერ სხვა საკითხთან დაკავშირებით თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი გაყალბება. მთავარია, იყოს ადამიანური ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს სანდო პროცესს, არჩევნების პროცესის კანონთან შესაბამისობას და არა რაიმე ტექნიკური საშუალება.

-ანუ, თქვენ ადასტურებთ, რომ ამ ახალ ID ბარათს მისამართებთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი რისკები არ ახლავს?

-დღევანდელი გადასახედიდან ამის თქმა ძალიან ძნელია იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ - პასპორტებსაც არ ჰქონდა მისამართები და პრობლემა არ წარმოშობილა. ვიცი, არსებობს გარკ-ვეული მოსაზრებები იმასთან დაკავ-

შირებით, რომ ID ბარათში ჩაწერილი რეგისტრაციის მისამართი შეიძლება შეიცვალოს დისტანციურად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ერთი და იგივე მოქალაქის მიერ სხვადასხვა ადგილებში ხმის მიცემა.

სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, - მე ვეყრდნობი სამოქა-ლაქო რეესტრის ინფორმაციას, ჩიპებზე ელექტრონული სახით ეს მისამართები ჩაწერილი არ არის. ასე რომ, ვერც მისი შეცვლა მოხდება ვერანაირად.

-ბატონო ზურაბ, თქვენი ინ-ფორმაციით, საარჩევნო უბნები კვლავ ალყაშემორტყმული იქნება თუ არა რვეულებით და კალმებით შეიარაღებული ნაცმოძრაობის კოორდინატორთა არმიის მიერ?

-აქ ორი ასპექტია - ერთი სამართ-ლებრივი, რომლის მიხედვითაც ამის შეზღუდვა არ არსებობს, ნებისმიერი პო-ლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს შეუძლიათ იდგნენ უბნის გარეთ. მთავა-რია, ისინი არ იყვნენ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და არ ეწეოდნენ აგი-ტაციას. თუმცა, მე უფრო სხვანაირად დავაყენებდი პრობლემას - კარგი იქნება, თუ სხვა

ზურაბ ხარატიშვილი: „სანდო საარჩევნო პროცესი ადამიანურმა ფაქტორმა უნდა უზრუნველყოს და

არა ტექნიკურმა საშუალებებმა” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

ზურაბ ხარატიშვილი „რადიო თავისუფლების” ჟურნალისტ ია ანთაძეს ესაუბრება თემაზე: „როგორ ემზადება ცესკო

არჩევნებისთვის.”

გვ. 3

18 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, კულტურის სამსახურის ორგანიზებით, მხატვრული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. კულტურის სამსახურის უფროსის, ირინე ჩხეიძის თქმით, გამოფენისთვის შეირჩა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით შექმნილი ნამუშევრები. „დომინირებს ორიგინალურად მორთული წითელი კვერცხი, პასკა, წარმო-დგენილია ხატები და ნაქარგები. ვფიქრობ, საინტერესო გამოფენა გამოვიდა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო. ვფიქრობ ეს ღონისძიება სასიამოვნო იქნება საზოგადოებისათვის,” - აღნიშნა ირინე ჩხეიძემ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დალი ლურსმანაშვილის, თეა ბარნაბიშვილის, მარინე ვეფხვაძის, ნინო ფერაძის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეების, ზეინაბ ბუაჩიძის, თინა დავაძის, ხარაგაულის N1 და N2 საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა, მელანო ბერაძის, ბესო ლაცაბიძის, ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეების, ირმა ბუაჩიძის, ირმა გაბუნიას ნამუშევრები. ღონისძიება გაალამაზა მგალობელ ვაჟთა გუნდის (რეგენტი თორნიკე ბაკურაძე) მიერ შესრულებულმა საგალობლებმა. გამოფენას აღფრთოვანებული და კმაყოფილი ტოვებდა დამთვალიერებელი.

@_ FGHBKB7 GFHFCRTDB @_!@ O8 >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb $_ stshb#14 (489)

დღეს ნომერშია

www.chemikharagauli.com

17 აპრილს ხარაგაულში

„ქართული ოცნების”

ოფისი გაიხსნა

ნომრის რუბრიკა:

„ჯანმრთელობა”ირინე ჩხეიძე:

„დიდი სურვილი

მაქვს, ხარაგაულმა

მოუსმინოს მამუკა

ლომიძეს” 2 გვ. 3 გვ.

4-5 გვ.

მხარი დავუჭიროთ

„ნუცასსკოლელ” თიკო

ლურსმანაშვილს 8 გვ.

Page 2: >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc … · გამო მთელი კოსმოსი ხრწნილებას დაექვემდებარა

2 xtvb [fhfufekb @_ FGHBKB @_!@ O

17 აპრილს ხარაგაულში პოლიტი-კური კოალიცია „ქართული ოცნების” ოფისი გაიხსნა. ოფისის გახსნას კო-ალიციის საინიციატივო ჯგუფის წევ-რები პაატა ზაქარეიშვილი და გუგული მაღრაძე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მოსულ მოსახლეობას სტუმრებმა სიტყვით მიმართეს, ვრცლად ისაუბ-რეს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, იმ გზებსა და მეთოდებზე, თუ როგორ გეგმავს „ქართული ოცნება,” ხელი-სუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პრობლემების გადაჭრას. შეხვედრაზე კოალიციის საარჩევნო შტაბის უფრო-სად ნოდარ ებანოიძე წარადგინეს.

„მე დამევალა, რომ გავხსნა ხა-რაგაულში პოლიტიკური კოალი-ცია „ქართული ოცნების” ოფისი, - მიმართა შეკრებილთ ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, „ქართული ოცნების” საინიციატივო ჯგუფის წევრმა ქალბატონმა გუგული მაღ-რაძემ, - ეს არ არის რიგითი მოვლენა, - ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. მიხარია, რომ ხარაგაულში აღმოჩნდა ამდენი გაბედული ადამიანი, რომლე-ბიც მოვიდნენ დღეს ოფისის გახსნაზე. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების” მომხრე არის ამაზე ასჯერ და ათასჯერ მეტი ადამიანი, მაგრამ სხვადასხვა გარემოებების გამო ვერ ბედავენ აქ მოსვლას. ჩვენ გპირდებით, რომ წინასაარჩევნოდ დავიცავთ ყველა იმ ადამიანის უფლებას, რომელსაც სურვილი აქვს ჩვენი მხარდაჭერის, სამართლიანი არჩევნების ჩატარების და მას რაიმე პრობლემას შეუქმნის დღევანდელი ხელისუფლება.

ადამიანი თავისუფალი და ინფორ-მირებული უნდა იყოს არჩევანის გა-კეთებისას - ესაა ყველაზე მთავარი.”

გუგული მაღრაძის თქმით, „კოალი-ცია „ქართული ოცნების” მთავარი ამოცანაა, რომ დღევანდელი ხელი-სუფლება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აღარ მოვიდეს ხელისუფლე-ბაში. „ნაციონალურმა მოძრაობამ” ვერ გაამართლა ხალხის იმედები. კეთდება ისეთი რამ, რასაც აქვს მხო-ლოდ გარეგნული ეფექტი და არა ის, რაც რეალურად სჭირდება თითოეულ ადამიანს. გლეხს უნდა შეეძლოს ღირ-სეულად არჩინოს ოჯახი და არ იყოს დაბეჩავებული ისე, რომ 30 ლარიან დახმარებას სთხოვდეს ხელისუფალს. დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა არის თითოეული ჩვენგანის კეთილდ-ღეობის საფუძველი. გავაცნობიეროთ ეს და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება. ხარაგაულელებს ისეთი ინტელექ-ტუალური პოტენციალი და ღირსება აქვთ, რომ კარგად არჩევენ თეთრს და შავს. დარწმუნებული ვარ, „ქარ-

თულ ოცნებას” ხარაგაულში ექნება მხარდაჭერა. ბიძინა ივანიშვილი ნამ-დვილად არ მოდის ხელისუფლებაში გამდიდრებისთვის. მას უნდა თავისი ქვეყნის კეთილდღეობა. მისი პოლი-ტიკაში შემოსვლით საქართველოს მოსახლეობას მიეცა უზარმაზარი შანსი, რომ ძირეულად გადატყდეს სი-ტუაცია და ხელისუფლებაში მოვიდეს ახალი პოლიტიკური ძალა. უნდა გააც-ნობიეროთ, რომ თქვენს ერთ ხმაზეა დამოკიდებული ყველაფერი. ხედავთ, რომ არის პოლიტიკური ძალა, რომელ-საც შეუძლია შეცვალოს, თქვენ უნდა მოინდომოთ და გააკეთოთ ის, რომ ნაც-მოძრაობამ მიიღოს მინიმალური ხმები. გამგებელმა შეიძლება ვერ გარისკოს, მაგრამ მანაც უნდა გარისკოს. ყველა, ვინც კარგად მუშაობს და თავის საქ-მეს აკეთებს, შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს. აქ საუბარია პოლიტიკური სისტემის ცვლილებაზე, რომ ერთი პარტია და ერთი კაცი არ მართავდეს ყველაფერს. ასეთი ქვეყანა წინ ვერ წავა. გამოვიყენოთ ჩვენი შანსი. მე დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში და დარწმუნებული ვარ, ხარაგაულე-ლების აქტივობაში.

ჩემი ხარაგაულელი წინაპრები ნახევრად ხუმრობით ამბობდნენ, ხა-რაგაულში ერთ კვადრატულ მეტრზე იმდენი აკადემიკოსი და პროფესორი მოდის, რაც მთელ დანარჩენ საქართ-ველოშიაო. თქვენ გაქვთ ინტელექტი, ჭკუა და ღირსება იმისათვის, რომ არ იყოთ დაბეჩავებულ მდგომარეობაში და თქვენი მომავალი თქვენივე ხელით - ერთი ხმით გადაწყვიტოთ,” - აღნიშნა გუგული მაღრაძემ და საზოგადოებას მოუწოდა, არ შეშინდნენ და კარგად გააცნობიერონ, რა არის უმჯობესი მათი ცხოვრებისათვის. „ქართულ ოცნებას” აქვს პროგრამები, რომელთა განხორციელების შემდეგ ხარაგა-ულის მსგავსი რაიონის მოსახლეობა უკეთ იცხოვრებს,” - დასძინა გუგული მაღრაძემ.

რესპუბლიკური პარტიის წევრ-მა პაატა ზაქარეიშვილმა

აღნიშნა, რომ 2012 წლის საპარლა-მენტო არჩევნები არის გადამწყვეტი საქართველოსთვის. ის იზიარებს იმ ღირებულებებს, რომლითაც კოალიცია „ქართული ოცნება” და მისი ლიდერი - ბიძინა ივანიშვილი აპირებს არსებული ხელისუფლების შეცვლას. „ბიძინა ივანიშვილმა ოცნება კი არა, იმედი შემოიტანა საზოგადოებაში. თუ სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ, გამარჯვების შანსი არის სერიოზულად მაღალი. აქ მოსულ ადამიანებს არ გჭირდებათ იმის მტკიცება, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ, მაგრამ ვინც ვერ მოდის

აქ, ვისაც ჯერ კიდევ არ გადაულახავს ეჭვები და შიშები, მათთან მუშაობაა საჭირო,” - განაცხადა პაატა ზაქა-რეიშვილმა. მისივე თქმით, ხელი-სუფლება ავრცელებს მითებს, რომ საზოგადოებაში შეიტანოს ნიჰილიზმი, თუმცა ყველაფერი ამომრჩეველზეა და-მოკიდებული, რომელიც აუცილებლად უნდა მივიდეს არჩევნებზე და მხარი არ

დაუჭიროს ნაციონალურ მოძრაობას. „პოლიტიკური კოალიცია „ქართუ-

ლი ოცნების” ყველა სუბიექტი იყო ხელისუფლებაში და ყველას ჰქონდა შანსი, ყოფილიყო წარმატებული სააკაშვილის ხელისუფლების დროს. ამ ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ შეიძლება იყო იმ მანკიერ პოლიტიკაში, რომელიც სააკაშვილმა რევოლუციის შემდეგ შექმნა. მან პრაქ-ტიკულად მოატყუა მოსახლეობა და დააფუძნა ერთპარტიული მმართველო-ბა, დააკანონა ელიტური კორუფცია. ამ ხელისუფლებასთან ყოფნის შემთ-ხვევაში უნდა გავმხდარიყავით გირგ-ვლიანის, ვაზაგაშვილის, გამცემლიძის და სხვათა მკვლელობების თანამონა-წილე. დღევანდელი ხელისუფლება ამ-ბობს, რომ არის წარმატებული, მაგრამ ეს არ არის სახელმწიფოს წარმატება,” - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილმა ხაზი გაუსვა

ხარაგაულელების განსაკუთრებულ ბრძოლისუნარიანობას და სურვილს სამართლიანობის დაცვისათვის. მისთ-ვის ხარაგაული სამაგალითოა საარ-ჩევნო პროცესების დროს, რადგან ტარდებოდა მეორე ტური და ხალხი ბოლომდე იბრძოდა. „ხარაგაულმა სა-ქართველოს სამართლიანი არჩევნების ჩატარების მაგალითი უნდა აჩვენოს.

დარწმუნებული ვარ, აქ ჩვენ მოვიგებთ მაჟორიტარულ არჩევნებს, რადგან სერიოზული განწყობაა ხარაგაულის საზოგადოებაში,” - დასძინა მან.

პოლიტიკური კოალიცია „ქარ-თული ოცნების” ოფისის გახ-

სნაზე შეკრებილ ხარაგაულელებს ჯამბულ გამცემლიძემ მიმართა: „აქ ის ხალხია შეკრებული, რომელმაც შიში გადალახა. „შიში ვერ იხსნის სიკ-ვდილსა.” თუ ჩვენ გვინდა, რომ ქარ-თული ოცნება რეალობად ვაქციოთ, უნდა მივიდეთ საარჩევნო უბნამდე და დავრწმუნდეთ, რომ მომავალი ჩვენს ხელშია. მე ყველაზე მეტად გამამ-წარა ამ ხელისუფლებამ და პირობა მაქვს დადებული, რომ არ მოვისვენებ მანამდე, სანამ დღევანდელ ხელისუფ-ლებას პოლიტიკურ მოუსავლეთში არ გავისტუმრებ. დავფიქრდეთ კარგად, გისურვებთ გამარჯვებას, ბედნიერებას და წინსვლას.”

პოლიტიკური კოალიცია „ქარ-თული ოცნების” საარჩევნო

შტაბის ხელმძღვანელი ნოდარ ება-ნოიძე დარწმუნებულია, რომ ეს დღე თითოეული მათგანისთვის საამაყო იქნება. „ამ ძალიან მნიშვნელოვან მომენტში ჩვენ ყველამ გავბედეთ და მოვედით აქ. ეს არის თითოეული თქვენგანის მიერ მოხდილი ვალის ერთ-ერთი ნაბიჯი სამშობლოს წინა-შე,” - მიმართა მან შეკრებილებს და იმ ქმედებებზე გაამახვილა ყურადღება, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ოფისის დაფუძნებაზე მოსული ადა-მიანების მიმართ განახორციელა. „აქ მყოფ რამდენიმე ადამიანთან დარე-კეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და გააფრთხილეს, დაეტოვებინათ შეხვედრა. ზესტაფო-ნიდან რეისის სამარშრუტო ავტობუ-სები არ გამოუშვეს, რომ ხალხი ვერ მოსულიყო სოფლებიდან. არ ვიცი, ამ დროს რა გრძნობა უნდა დაგეუფლოს ადამიანს - სიბრალულის, შეცოდების, თუ სხვა რამის. სამწუხაროდ, დღეს ხარაგაულის ადგილობრივ ხელისუ-ფალთა შორის არის მისი ყველაზე გაუნათლებელი ნაწილი. გონიერი ადა-მიანი ხვალინდელ დღეს სხვაგვარად უცქერის. დღევანდელ შეხვედრაზე

იმყოფება ომის რამდენიმე მონაწილე, ვაჟკაცი კაცი, ტყვიასთან პირისპირ რომ იყვნენ წელიწადნახევარი. ასეთ კაცს რომ ტელეფონით დაურეკავ და „ქართული ოცნების” ოფისის დაფუძნებაზე მისვლას აუკრძალავ, ნამდვილად არ ხარ გონიერი!

ეს წელი იქნება რთული, მაგრამ როცა რთულ გზაზე დგახარ და იცი,

როგორი ადამიანები იქნებიან შენს გვერდით, ბუნებრივია, მერე ყველაფე-რი იოლდება.”

ნოდარ ებანოიძის თქმით, იგი ამ ეტაპზე ასრულებს შტაბის უფროსის მოვალეობას. მერე კი, მისი განც-ხადებით, როგორც იქნება უფრო გონივრული, ისე გადაწყდება. მან ხარაგაულელებს მოუწოდა, რომ „ქარ-თული ოცნების” შტაბში თითოეული მათგანის ადგილია; ხარაგაულელებმა კარგად იციან, რატომ უნდათ ცვლილე-ბა და ღირსეული ცხოვრება.

შეკრებილ საზოგადოებას სო-ფელ ღორეშის მცხოვრებმა

მალხაზ კუპრაძემ მიმართა და აქტიურობისკენ მოუწოდა. „ძალიან მიხარია, რომ აქ უმრავლესობა ახალ-გაზრდები მოვიდნენ. ეს მაძლევს იმედს,” - აღნიშნა მალხაზ კუპრაძემ. მან ყურადღება გაამახვილა ხელი-სუფლების მხრიდან მოსახლეობის დაშინების ფაქტებზე. „დღევანდელი ხელისუფლება არის ჩვენი თავისუფ-ლების, სულების, ქონების ოკუპანტი. მეტი ძალადობა რაღა გინდათ, მძღოლს რომ მართვის მოწმობას წაართმევ, ძირულიდან ხარაგაულში ოფისის გახსნაზე მგზავრი არ ამოიყვანოო. ამ შეხვედრაზე ყველა ვართ საკუთარი უფლებების დასაცავად, უფლებისა, რომელსაც ისე გვართმევენ, რომ, შვილებს ვერ გავზრდით, განათლებას ვერ მივაღებინებთ. ეს ოფისი არ არის არც ნოდარ ებანოიძის, არც მალხაზ კუპრაძის, ეს ყველა ხარაგაულელისაა. მოდით და იბრძოლეთ. ჩვენი საქმე სა-მართლიანია. მოტივირებული ხალხი ვართ. არ ჩავატაროთ ეს როგორც ერთდღიანი აქცია. საკუთარ სულებს გვართმევენ. მოდით და მოითხოვეთ ჩვენგან მხარდაჭერა და პირველი მე ვიქნები, ვინც იბრძოლებს თქვენი უფ-ლებებისთვის,” - მიმართა შეკრებილთ მალხაზ კუპრაძემ.

სტუმრებმა შეხვედრის მონაწი-ლეებს განუმარტეს, საარჩევნო შტაბ-ში მიიტანონ ყველა ინფორმაცია და პრობლემა, რაც მომავალშიკოალიცია „ქართული ოცნების” პროგრამაში აისახება.

ნინო კაპანაძე

ხარაგაულში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისი გაიხსნა

Page 3: >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc … · გამო მთელი კოსმოსი ხრწნილებას დაექვემდებარა

3xtvb [fhfufekb@_ FGHBKB @_!@ O

პოლიტიკური პარტიების ან საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსაც ექნე-ბათ იგივე საშუალება. საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული ასეთი პრაქტიკა უცხოეთში. იქ ძირითადი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს ყოველთ-ვის ნახავ საარჩევნო უბნის სიახლოვეს, დადგენილი დისტანციით. ისინი ამომრ-ჩევლებს, გარკვეული შეკითხვების შემთხვევაში, აწვდიან ინფორმაციას, მაგალითად, ვინ არის იმ პოლიტიკური პარტიის კანდიდატი და ა. შ.

-ნაცმოძრაობის კოორდინატო-რები სხვა ფუნქციით არიან.

-მათი ფუნქცია ის არის, დაადგინონ, მათი მხარდამჭერებიდან ვინ მოვიდა, ვინ - არა. საჭიროების შემთხვევაში დაურეკონ და სთხოვონ მოსვლა. მე მახსოვს უმცროსი ჯორჯ ბუშის მეორე ვადით წინასაარჩევნო კამპანია, სადაც ჟურნალისტების გარემოცვით ის ურე-კავდა ერთ-ერთ თავის მხარდამჭერს და ეუბნებოდა, - ხომ არ დაგავიწყდა უბანზე მოსვლა, ხომ მოხვალ და მომცემ ხმას? ანუ, ეს მიღებული პრაქტიკაა. უბრალოდ, უნდა იყოს თანაბრობა იმ თვალსაზრისით, რომ სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც ჰქონდეთ ამის შესაძლებ-ლობა. როგორც ვიცი, ერთ-ერთმა პოლიტიკურმა მოძრაობამ გააკეთა ცოტა ხნის წინ განცხადება, რომ ისინიც ემზადებიან მსგავსი სისტემის შესაქმ-ნელად. კონკურენტულ გარემოში ეს ალბათ კარგი და მისაღები იქნება.

-ერთია, როცა მოქალაქეს ხე-ლისუფლების წარმომადგენელი გირეკავს, - მას რა ბერკეტები აქვს და მეორეა, როცა ოპოზიციის წარმომადგენელი გიკავშირდება. გარკვეული ფსიქოლოგიური წნე-ხის ნიშნები აქ მაინც არის.

-მე ასე არ ვიტყოდი. ყოველ შემთხვე-ვაში, იურიდიულად ეს არ არის შეზღუ-დული. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველას

უნდა ჰქონდეს ამის შესაძლებლობა. როგორ მივაღწიოთ ამას, ეს უკვე სხვა თემაა. პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემო არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რომელიც მომა-ვალი არჩევნებისთვის გვექნება.

-თუ საარჩევნო კომისიის მიზა-ნი მისდამი ნდობის გაჩენაა, რა-ტომ არ უზრუნველყოფთ ყველა საარჩევნო უბანზე ვიდეოჩაწერის წარმოებას და ამ ჩანაწერის ხელ-მისაწვდომობას დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის?

-ვიდეოჩანაწერის წარმოება და მისი ხელმისაწვდომობა არის კანონმდებლო-ბის საკითხი. ახალ საარჩევნო კოდექსში ვიდეოჩანაწერის წარმოება ამოღებულია 2008 წლის ოქტომბერში ეუთოსა და ვენეციის კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნების საფუძველზე. ამ დასკვნების მიხედვით, არ არის რეკომენდირებული ვიდეოჩანაწერის წარმოება საარჩევნო უბანზე. ამის ძირითადი პოსტულატი ისაა, რომ არა მარტო ხმის მიცემა, არამედ ამომრჩევლის უბანზე მოსვლა-არმოსვლაც არის ფარული. ჩანაწერი შემდგომში, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას ზეწოლისათვის, - რატომ მიხვედი ან რატომ არ მიხვედი - გააჩნია, როგორი შინაარსი ექნებოდა მოცემული მომენ-ტისთვის ზეწოლას. ამიტომ ითვლება, რომ ამგვარი ჩანაწერის წარმოება და მით უმეტეს, მისი გასაჯაროება, არ არის ის მეთოდი, რომლითაც შეიძლება საჯაროობა და ნდობა უზრუნველყო არჩევნების დროს.

-რამდენად სამართლიანად მიიჩნევთ იმ ფაქტს, რომ მაჟო-რიტარულ ოლქში პროცენტული ბარიერი 50%+1 ხმა არ არსებობს და, მრავალპარტიული არჩევნე-ბის პირობებში, მაჟორიტარმა შეიძლება 25% პროცენტითაც კი

მიაღწიოს გამარჯვებას?რამდენად სამართლიანად ან

დასაშვებად მიგაჩნიათ, რომ 4 000 კაციან ლენტეხსაც და 157 000-იან ქუთაისსაც თითო-თითო დეპუ-ტატი ჰყავთ?

ემხრობით თუ რა ცენტრალუ-რი საარჩევნო კომისიის დაკომპ-ლექტების წესს?

-ყველა ეს შეკითხვა განეკუთვნება საარჩევნო კოდექსით რეგულირებად საკითხებს და საარჩევნო ადმინისტრა-ციის წარმომადგენლის, თუნდაც ცესკოს ხელმძღვანელის შეხედულებით ვერ შეიცვლება. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშ-ნო, რომ საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, როგორც ასეთი, ერთიანი მოდელი არ არსებობს. მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში დეპუტატობის კანდიდატი გამარჯვებულად ჩაითვლე-ბა, თუ სხვაზე ერთით მეტ ხმას მაინც მიიღებს. კანადაში საერთოდ არ არსე-ბობს საარჩევნო კომისია და ყველაფერს მთავარი საარჩევნო მოხელე წყვეტს, რომელიც უვადოდ ინიშნება.

რაც შეეხება საარჩევნო ოლქების ზომას - ეს მჭიდროდ უკავშირდება ადმი-ნისტრაციულ/ტერიტორიულ მოწყობას და წარმოადგენს პოლიტიკური შეთანხ-მების საგანს.

ყველაზე დიდი საარჩევნო ოლქია ქუთაისი, სადაც 157,757 ამომრჩეველია, ყველაზე პატარა ოლქებია ყაზბეგი (5,848) და ლენტეხი (6,011). განსხვა-ვება მართლაც თვალში საცემია, თუმცა მსგავსი ტიპის განსხვავებები ჩვენ შეიძ-ლება აღმოვაჩინოთ ევროპარლამენტის არჩევის წესშიც, სადაც გერმანიის შემთხვევაში ერთი დეპუტატის მანდატი „ღირს“ 800,000, ხოლო მალტის შემთხ-ვევაში - 80,000 ამომრჩევლის ხმა.

-ბატონო ზურაბ, იცნობთ თუ არა საქართველოს შინაგან საქ-მეთა მინისტრს? თუ იცნობთ -

საიდან? მართალია თუ არა, რომ ცესკოს თავმჯდომარედ თქვენს დანიშვნაში წვლილი ივანე მერა-ბიშვილს მიუძღვის?

ზურაბ ხარატიშვილი ასო-ცირდება ნაციონალურ მოძრა-ობასთან როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების მომხრეების თვალში. რატომ არ უქმნის მას ეს გარემოება დისკომფორტს ასეთ თანამდებობაზე მუშაობისას?

-მე ბევრ წამყვან პოლიტიკოსს ვიც-ნობ მმართველი პარტიიდან და ოპო-ზიციიდან. 90-იან წლებში აქტიურად ვსაქმიანობდი სამოქალაქო სექტორში და ხშირად მიწევდა ურთიერთობა ადა-მიანებთან, რომლებიც დღეს აქტიური პოლიტიკოსები არიან. მათ შორის დღევანდელ შინაგან საქმეთა მინისტ-რთანაც. იგივე შეკითხვა შეიძლება გაუჩნდეს მკითხველს სხვა პოლიტიკურ ფიგურებთან დაკავშირებითაც.

რაც შეეხება გარკვეულ პოლიტი-კურ ჯგუფთან ასოცირებას და ამით გამოწვეულ დისკომფორტს, ვიტყვი, რომ ნაცნობობის წრე თითქმის ყველა პოლიტიკურ პარტიაში მყავს, დისკომ-ფორტს კი ბევრი გარემოება მიქმნის, თუმცა ვთვლი, რომ აქტიური მუშაობის პროცესში მსგავს საკითხებზე საჯაროდ ყურადღების გამახვილება არ ღირს.

-ბატონო ზურაბ, როგორ აფა-სებთ საარჩევნო გარემოს, მაგა-ლითად, მედიის (ან ნებისმიერი სხვა) კუთხით?

როგორ ემზადებით არჩევნე-ბისთვის? რომელ სეგმენტებთან მუშაობს ცესკო - საოლქო დ საუბნო კომისიებთან? მედიასთან? ამომრჩეველთან? უცხოელ დონო-რებთან?

როგორ ფიქრობთ, საარჩევნო კომისიების მუშაობის ხარიხსი და საარჩევნო კულტურა წლების

განმავლობაში უცვლელია, თუ - უმჯობესდება ან უარესდება? რაში გამოიხატება ერთი, მეორე ან მესამე?

-ვინაიდან მოხდა ისე, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს დრო და შესაძ-ლებლობა საფუძვლიანად მოემზადოს არჩევნებისთვის, ჩვენ გადავწყვიტეთ ვიმოქმედოთ გეგმაზომიერად. ჩამო-ვაყალიბეთ სტრატეგიული გეგმა, რომე-ლიც მოიცავს ადმინისტრაციის მართვის სქემის გაუმჯობესებას, ადმინისტ-რაციის თანამშრომელთა (მათ შორის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისი-ების) კვალიფიკაციის ამაღლებას, ტექ-ნიკური ბაზის გაუმჯობესებას. ასევე, არჩევნებში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებთან (პოლიტიკური პარტიები, საერთაშორისო და ადგილობრივი სა-დამკვირვებლო ორგანიზაციები, მედია) პროაქტიულ ურთიერთობებს.

ვაპირებთ დავნერგოთ საარჩევნო ციკლის მართვის ელექტრონული სის-ტემა, რომელიც გაამარტივებს მიღებუ-ლი გადაწყვეტილებების შესრულებას საოლქო კომისიების მიერ. უახლოეს დღეებში ამოქმედდება საარჩევნო მოხე-ლის ელექტრონული სასერტიფიკაციო სისტემა. ინერგება საარჩევნო ციკლის ხარისხის მართვის პროცედურებიც.

იქმნება სამუშაო ჯგუფები ყველა დაინტერესებულ მხარესთან ურთიერ-თობებისთვის. შევიმუშავეთ სპეცი-ალური სამუშაო გეგმა ცენტრალური და რეგიონული მედიისთვის. ამომრჩე-ველთა განათლების მიზნით აქტიურად ვმუშაობთ არასამთავრობო სექტორთან საგრანტო პროგრამების კუთხით. ამ მი-მართულებით 2010 წლიდან დღემდე 1,8 მლნ ლარის გრანტები გვაქვს გაცემული.

აქვე აღვნიშნავ, რომ საარჩევნო გარემო შორს არის იდეალურის-გან, თუმცა პროგრესი აშკარაა.

ზურაბ ხარატიშვილი: „სანდო საარჩევნო პროცესი ადამიანურმა ფაქტორმა უნდა უზრუნველყოს და არა ტექნიკურმა საშუალებებმა”

პირველი გვერდიდან

გვ. 7

საორკესტრო პრელუდიის ფონზე ტურიდუ ლოლას სერენადას უმღე-რის...

...სცენაზე წარმოდგენილია სიცი-ლიური სოფლის მოედანი.

ლუჩიას ტავერნასთან გლეხები მხიარულობენ. სააღდგომო ზარები მრევლს სოფლის ძველი ეკლესიისკენ მოუხმობენ. მოედანზე აღელვებული

სანტუცა შემოდის და დედაოს, - სა-კუთარი მეუღლის მშობელ დედას, ლუჩიას თავის უიღბლო სიყვარულზე ატყობინებს და ეუბნება, რომ მის ქმარს, ტურიდუს ალფიოს ცოლი, ლოლა უყვარს.

სასოწარკვეთილი სანტუცა ალფი-ოსაც შეატყობინებს, თუ როგორ ართ-მევს მისი მოღალატე ცოლი ქმარს. შეურაცხყოფილი და გამძვინვარებუ-ლი ალფიო სოფლის განაპირას დაიბა-რებს ტურიდუს - სოფლის ღირსების შეურაცხყოფა მხოლოდ სისხლით შეიძლება ჩამოირეცხოს. ტურიდუს

სინდისი ქეჯნის და საკუთარ საქ-ციელს ნანობს, თუმცა სამკვდრო-სა-სიცოცხლო ბრძოლა გარდაუვალია.

ტურიდუ ემშვიდობება დედას, რო-მელიც შვილის დაკარგვას წინასწარ გრძნობს, პატიებას სთხოვს მას და სანტუცაზე ზრუნვას ევედრება.

...მოედანზე აღელვებული ქალები შემოდიან და შეკრებილთ ტურიდუს

დაღუპვის ამბავს ამცნობენ.

პიეტრო მასკანის ერთმოქმედე-ბიან ოპერაში “სოფლის ღირ-

სება,” რომელიც ახლახან ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართა, ალფიოს როლი ევროპაში ცნობილმა ბარიტონმა, წარმოშობით ხარაგა-ულელმა მამუკა ლომიძემ შეასრულა.

სპექტაკლის დასასრულს მსმენე-ლით გადაჭედილ დარბაზში კარგა ხანს არ წყდებოდა ოვაცია და ტაში. მაყურებელთა შორის იმყოფებოდნენ ქართული საოპერო ხელოვნების კო-რიფეები: მედეა ამირანაშვილი, ცისა-

ნა ტატიშვილი, თენგიზ მუშკუდიანი. ცისანა ტატიშვილი: -ძალიან

მომეწონა სპექტაკლი, შესანიშნავი ხმები აქვთ, არაჩვეულებრივად შეას-რულეს. ამ სპექტაკლში სანტუცას ვმღეროდი და, ბუნებრივია, ყველაზე მეტად სანტუცას ვგულშემატკივ-რობდი. არაჩვეულებრივად იმღერა ალფიომ.

თენგიზ მუშკუდიანი, მამუ-კა ლომიძის პედაგოგი თბილისის კონსერვატორიაში სწავლის დროს: -ალფიოს როლის შემსრულებელს, მამუკა ლომიძეს, შესანიშნავი ხმა აქვს. მასზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. მიხარია, რომ მუდმივად ვი-თარდება და ოსტატდება.

მისი ოჯახის დამსახურებაა, ასეთი კარგი ყმაწვილი რომ გაზარდეს. იგი კარგად ერკვევა დღევანდელობაში, ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს ხოლმე.

რუსუდან კერვალიშვილი, პარლამენტარი: -არ შემიძლია სიტყ-ვებით გამოვთქვა ჩემი მღელვარება დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. არაჩვეულებრივი სპექტაკლი იყო, მსოფლიოს ნებისმიერ სცენას რომ დაამშვენებდა. ჩვენმა მომღერლებმა ისეთი სიხარული აჩუქეს აუდიტო-რიას, რომ მინდა, მთელმა საქართ-ველომ გაიზიაროს ეს განცდა.

დღეს თბილისიდან სპეციალურად ჩამოვედი იმისთვის, რომ მომესმი-ნა მამუკა ლომიძის შესრულებით ალფიოს როლი ოპერაში “სოფლის ღირსება.” მოხიბლული და ბედნიერი ვარ. ჩემი გული ვერ იტევს ამ განც-დას, იმდენად მომეწონა.

ირინე ჩხეიძე, ხარაგაულის კულტურის სამსახურის უფროსი: -არაჩვეულებრივი ოპერა მოვისმინეთ. ბედნიერი ვარ, რომ მამუკა ლომიძე ხარაგაულელია. ამით ვამაყობ ძა-

ლიან. საოცრად ლამაზი დღე მოგ-ვიწყო, დიდი მადლობა მას ამისთვის.

მამუკა ძალიან თბილი და საყ-ვარელი ადამიანია. დიდი სურვილი მაქვს, რომ ხარაგაულმა მოუსმინოს მამუკას. იმედი მაქვს, რომ შედგება ასეთი შეხვედრა.

ლენა აბაშიძე, ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის დირექტორი: -უზო-მოდ აღფრთოვანებული, სიამაყით აღსავსე ვარ იმით, რომ დღეს ბათუმში სცენაზე დგას ჩემი სკოლის კურს-

დამთავრებული, ჩვენი საყვარელი შვილი მამუკა ლომიძე. ამაზე დიდი ბედნიერება, ამაზე ლამაზი წუთები არ შეიძლება განიცადოს მასწავლებელ-მა, დირექტორმა თავისი აღზრდილი შვილის მიმართ.

ალექსანდრა ჭიპაშვილი, ვერ-ტყვიჭალის საჯარო სკოლის მასწავ-ლებელი: -აღფრთოვანებული ვარ. მე მამუკას დედის, ქალბატონ ნათელას

თვალით ვუყურებდი სპექტაკლს და ნათელას სიამაყე გადამედო. ასეთი შვილის ყოლა ნამდვილად საამაყოა. თუმცა, მეც ამაყი ვარ იმით, რომ მამუკას შვიდი წელი ვასწავლიდი. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკა აინ-ტერესებდა, მათემატიკას არაჩვე-ულებრივად სწავლობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა კიდეც პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, მაგრამ მერე გადაწყვიტა, არ არის ეს ჩემი საქმეო.

ძალიან მიხარია, რომ ასეთი სა-ამაყო კურსდამთავრებული გვყავს. მამუკა არა მარტო სკოლის, რაიონის სიამაყეა. გვიმრავლოს ღმერთმა ასე-თი შვილები.

ლაურა გოგოლაძე

თენგიზ მუშკუდიანი: -მამუკა ლომიძეს შესანიშნავი ხმა აქვს. მიხარია, რომ მუდმივად ვითარდება და ოსტატდება.

რუსუდან კერვალიშვილი: -თბილისიდან ბათუმში სპეციალურად ჩამოვედი იმისთვის, რომ მომესმინა მამუკა ლომიძის შესრულებით ალ-ფიოს როლი ოპერაში „სოფლის ღირ-სება.” მოხიბლული და ბედნიერი ვარ. ჩემი გული ვერ იტევს ამ განცდას.

ირინე ჩხეიძე: „დიდი სურვილი მაქვს, ხარაგაულმა მოუსმინოს მამუკას”

Page 4: >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc … · გამო მთელი კოსმოსი ხრწნილებას დაექვემდებარა

4 xtvb [fhfufekb @_ FGHBKB @_!@ O

შპს „ადითი ხარაგაულის” ქალთა კონსულტაცია ორსულებსა და გინე-კოლოგიურ ავადმყოფებს ემსახურება. ორსულობის მანძილზე სახელმწიფო აფინანსებს ორსულთა ოთხ აუცილებელ და სტანდარტულ ვიზიტს ექიმთან. „ორ-სულობის მეთერთმეტე კვირაზე ექიმთან ვიზიტი აუცილებელია. „პირველ ვიზიტზე გავსინჯავთ ორსულს, ვაძლევთ ფორმა N100 და ამის საფუძველზე მას სოციალუ-რი მომსახურების სააგენტოში ეძლევა მატერიალიზებული ვაუჩერი. ამ ვაუჩერის საფუძველზე კი სახელმწიფო ორსულს ექიმთან ოთხ ვიზიტს უფინანსებს, - ამბობს ვალიდა ექიმი.

პირველ ვიზიტზე მოსვლისას ორსულს უტარდება შვიდი აუცილებელი კლინი-კურ-ლაბორატორიული გამოკვლევა.

დგინდება მისი სისხლის ჯგუფი და რეზუ-სი, ანალიზი კეთდება აივ ანტისხეულებზე, ვასერმანზე, B ჰეპატიტზე, შიდსზე. კეთდება სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი. პირველ ვიზიტზე ორსულს თე-რაპევტი გაუწევს კონსულტაციას.

მეორე ვიზიტი მე-18-მე-20 კვირაზეა სავალდებულო, როცა ნაყოფის ორგანოები უკვე ჩამოყალიბებულია. ვალიდა ექიმის თქმით, ეს ყველაზე სერიოზული ვიზიტია, რადგან ამ დროს სტანდარტით ექოსკოპია ტარდება. „ვინაიდან ჩვენთან არ არის ექოს-კოპისტი, ვერ ვაკეთებთ ამ გამოკვლევას, მაგრამ მე ხაშურში ვაგზავნი ჩემს პაციენ-ტებს და მის ისტორიაში აუცილებლად ვდებ ექოსკოპიის დასკვნას.”

მესამე ვიზიტი აუცილებელია 30-ე კვირაზე, მეოთხე - 34-ე-36-ე კვირაზე, ან

უკიდურეს შემთხვევაში 38-ე კვირაზე. ოთ-ხივე ვიზიტისთვის სახელმწიფო ორსულს 55 ლარით აფინანსებს.

ოთხი ვიზიტი იმ შემთხვევაშია საკ-მარისი, თუ ორსულობა ნორმალურად, - გართულებების გარეშე მიმდინარეობს. თუ ორსულობა პათოლოგიურად მიმდი-ნარეობს, საჭიროა ექიმთან დამატებითი ვიზიტი და კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები. ორსული, კონსულტაცი-აზე დაგვიანებით მისვლის შემთხვევაში, ვიზიტებისთვის იხდის შიდა სტანდარტით დადგენილ თანხას.

მშობიარობა 400 ლარი ღირს, ხოლო სამედიცინო პოლისის მფლობელებისთვის მშობიარობა უფასოა.

2012 წლის გასულ პერიოდში ხარა-გაულის საავადმყოფოში 9 ორსულმა იმშობიარა. „კონტინგენტის შენარჩუნება ჭირს,” - ამბობს ვალიდა ექიმი და ამის მიზეზად ხარაგაულის გეოგრაფიულ მდებარეობასაც ასახელებს: ძირულას ხეობაში მცხოვრებნი ხაშურის საავადმ-ყოფოში დადიან, ხოლო კიცხის ზონაზე მცხოვრებნი - ზესტაფონში. ორივე რა-იონში აშენდა ახალი ჯეოჰოსპიტალი, სადაც საუკეთესო გარემო და პირობებია. ამიტომ ორსულს უკეთეს პირობებში ყოფნა ურჩევნია.

„ერთადერთი, რის გამოც აქ მოსვლა-ზე ორსულმა შეიძლება თავი შეიკავოს,

უკეთესი გარემო და პირობებია, ვალიდა ექიმის პროფესიონალიზმზე არავინ დაობს. იგი ყოველთვის ზუსტად აფასებს ორსულის მდგომარეობას და თუ რამე საეჭვოა, თავად გზავნის სხვა რაიონში,” - ამბობს იზო მაღლაკელიძე.

საავადმყოფოს მატერიალურ-ტექნი-კური ბაზა რომ გასაუმჯობესებელია და გარემო მოსაწესრიგებელი, ეს იქ ერთი შეხედვით ჩანს. როცა მეზობელი რაიონე-ბის საავადმყოფოები უკეთეს პირობებს სთავაზობენ, ბუნებრივია, ორსული იქ მიდის. „ყველა მანიპულაცია სტერილუ-რი იარაღით ტარდება და ყველა იარაღი მაღალი წნევისა და ტემპერატურის ქვეშ სპეციალურ მშრალ კარადაში მუშავდება. ამ ზამთარს გვქონდა ელექტრო და შეშის ღუმელები და ყველა დედა-შვილი თბილად გვყავდა, მაგრამ უკეთესი პირობებია სა-ჭირო,” - ამბობს ვალიდა ექიმი და იმედი აქვს, რომ უახლოეს ხანში ხარაგაულში ახალი საავადმყოფო აიგება.

-რას ურჩევთ ორსულებს?-ერთადერთი თხოვნა და რჩევაა, რომ

მოვიდნენ ორსულობის 11-ე კვირაზე ექიმთან. ჩვენ გავუწევთ ყველანაირ მეთ-ვალყურეობას, რომ დაცული იყოს ორსუ-ლისა და ნაყოფის ჯანმრთელობა. უფალი ერთხელ გვაძლევს სიცოცხლეს და მას დიდი მოფრთხილება უნდა. ორი სიცოცხ-ლე გვაბარია - დედისა და ბავშვის, ამიტომ

განსაკუთრებული მობილიზებაა საჭირო. ბოლო დროს გახშირდა ორსულთა ანე-

მიები, ნაყოფის ატროფია (მცირე წონა). ეს არასრულფასოვანი კვებით, ეკოლოგიური თუ სხვა სახის ყოფითი პრობლემებითაა გამოწვეული. სამწუხაროდ, გვხვდება უყურადღებობა ორსულთა მხრიდან. ზოგი ვერ აცნობიერებს მშობიარობის რისკს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მშობიარობის შემდეგ ქალმა ყურადღება მიაქციოს თავის ჯანმრთელობას და ჩა-იტაროს გამოკვლევები. ამჟამად გვყავს გინეკოლოგიური ავადმყოფებიც.

არ შემიძლია სიტყვებით გამოვხატო ის განცდა, რაც ახალშობილის დაბადებისას მეუფლება. ახალი სიცოცხლის დაბადება დიდ სტიმულს მაძლევს და ყველაზე ბედ-ნიერი სწორედ მაშინ ვარ. ერთგულად მიდგანან გვერდით ქალთა კონსულტაციის კაბინეტის ექთანი იზო მაღლაკელიძე და ბებიაქალები. სამივე მათგანი გამოცდილი და კვალიფიციურია. მათი იმედი ყოველთ-ვის მაქვს.

ვსარგებლობ შემთხვევით და აღდგო-მის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ ყველას. ქალბატონებს ბედნიერ დედობას, მრავალშვილიანობას, ეკონომიურად ძლიერ ქვეყანაში ცხოვრებას ვუსურვებ. ძალიან მიყვარს ორსული და მინდა, ყველა ოჯახში იყოს პატარა.

ნინო კაპანაძე

„ახალი სიცოცხლის დაბადება დიდ სტიმულს მაძლევს”

-გვიამბეთ თქვენს შესახებ.-სტომატოლოგობა და ზოგადად ექი-

მობა ბავშვობის ოცნება არ ყოფილა. ჩემს ექიმად ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი დედას ეკუთვნის. დავამთავრე ქალაქ ჩიტას სამედიცინო აკადემიის სტომატოლოგიური ფაკულტეტი და იქვე კათედრაზე გავიარე კვალიფიკაცია ბავშვთა სტომატოლოგიაში. საქართ-ველოში დაბრუნების შემდეგ კი გადა-

ვემზადე თერაპიულ სტომატოლოგიაში და პარალელურად დავამთავრე მასაჟისა და რეაბილიტაციის კურსები.

პირველი სამუშაო გამოცდილება თბილისში მივიღე. შემდეგ კი აწ გარდა-ცვლილმა გია ლაბაძემ მომიწვია ექიმ-სტომატოლოგად თავის კაბინეტში, სადაც სამედიცინო სფეროში გამო-ცდილი მედდა, ქალბატონი ნათელა გოგინაშვილი დამხვდა. ის დღესაც

ერთგულად ემსახურება პაციენტებს. სტომატოლოგიური კაბინეტის მოწყობა-ში მამა მირიანი (რამიშვილი) დამეხმარა. ვზრდი ორ ქალიშვილს. ნინო თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმ-წიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუ-დენტია, ხოლო მარიამი ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის VIII კლასის მოსწავლე.

-როგორ უნდა მოვუაროთ პი-რის ღრუს?

-რთული იქნება ერთ ინტერვიუში ჩა-ვატიოთ თანამედროვე მიდგომები თერა-პიული სტომატოლოგიის პრობლემების მიმართ. ამიტომ შევეცდები ძირითადზე მოკლედ ვისაუბრო. სტომატოლოგიაში არსებობს მთელი რიგი დაავადებებისა. მათ აღმოსაფხვრელად კი აუცილებე-ლია პროფილაქტიკა და მკურნალობა. პროფილაქტიკა, პირველ რიგში, გუ-ლისხმობს მოსახლეობის ინფორმირებას დაავადების გამომწვევ მიზეზებსა და მისი თავიდან აცილების გზების შესა-ხებ. სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკაში უმნიშვნელოვანესია სამედიცინო და ჰიგიენური ასპექტები. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დაავადების პირველად პროფილაქტიკას, რომელიც ნაყოფის მუცლად ყოფნისას იწყება. პროფილაქტიკური ღონისძიებე-ბის ჩატარების მიზნით აუცილებელია ფეხმძიმე ქალის სტომატოლოგთან კონსულტაცია. გინეკოლოგთან შე-თანხმებით მას ენიშნება კალციუმის შემცვლელი ვიტამინები, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ნაყოფის ძვლებისა და კბილების ჩამოყალიბებაში. ამასთან ერთად ფეხმძიმეს სტომატოლო-გი ურჩევს ჯანმრთელი ცხოვრების წესს და ბალანსირებულ კვებას.

საზოგადოებაში გავრცელებულია მცდარი აზრი ფეხმძიმესათვის სტომა-ტოლოგიური მკურნალობის აკრძალვის შესახებ. მინდა დაბეჯითებით ვუთხრა მოსახლეობის ამ კატეგორიას, რომ

თანამედროვე სტომატოლოგია იძლევა იმის საშუალებას, რომ ფეხმძიმეს ვუმ-კურნალოთ მათი მდგომარეობისათვის დასაშვები პრეპარატებით. ისინი ამ მცდარი აზრის გამო მეტ ზიანს აყენებენ ნაყოფს - პირველ რიგში დაზიანებული პირის ღრუს არსებობით, ასევე ტკივილ-გამაყუჩებლის მიღებით ან ტკივილების დათმენით.

-რა ასაკიდან უნდა მივიყვანოთ ბავშვი სტომატოლოგთან?

-პროფილაქტიკის მიზნით ბავშვების კონსულტაცია სტომატოლოგთან აუცი-ლებელია სამი წლის ასაკიდან, რადგან ამ პერიოდში უკვე ვლინდება ყბა-სახის ანომალიები, რასაც ორთოდონტუ-ლი მკურნალობა სჭირდება. 5 წლის ასაკიდან უკვე უნდა მოხდეს სარძევე თანკბილვაში კარიესის მკურნალობა და პროფილაქტიკა. მკურნალობა მოიცავს კალცისა და ფტორის პრეპარატების დანიშვნას დაავადების ინტენსივობის მიხედვით. ასევე სერიოზული მიდგომა სჭირდება სარძევე კბილების მკურნა-ლობას. დაუშვებელია მისი დროზე ადრე ამოღება, რადგან ის ადგილს უნარჩუნებს მუდმივ კბილებს. ეს პროცესი უნდა განხორციელდეს მუდმივი კბილების ამოსვლამდე ერთი წლით ადრე, თუ საშიშროებას უქმნის მუდმივი კბილე-ბის ჩანასახს ან აღარ ექვემდებარება მკურნალობას. პროფილაქტიკა ასევე მოითხოვს ჰიგიენური პროცედურების ჩატარებას. კერძოდ, აუცილებელია კბილის გახეხვის სისწორე, ჯაგრისის სწორად შერჩევა. კბილის გახეხვა უნდა მოხდეს 3 წლიდან ჯაგრისით მშობლის მეთვალყურეობით. 5 წლიდან კი კბილის პასტით. აუცილებელია უხეში საკვების (ხილი და ბოსტნეული ცოცხლად), რძის პროდუქტისა და დასაშვები რაოდენობით ტკბილეულის მიღების რეჟიმის დაცვა. ბავშვებთან მუშაობისას გასათვალისწი-ნებელია მათი ფსიქოლოგია და 3-4 წლის ბავშვებთან პროფილაქტიკურ მეცადინე-ობას უნდა ჰქონდეს თამაშის სახე, ხოლო

ზრდასრულ პაციენტებში მუშაობა უნდა ჩატარდეს მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით. მათ მიღებული ინ-ფორმაცია უნდა დაეხმაროს დაავადების აღმოფხვრაში. სტომატოლოგის რეკო-მენდაციით პროფილაქტიკისათვის უნდა მიიღონ კალციუმისა და ფტორის პრეპა-რატები, რძის პროდუქტები, გაიხეხონ კბილები დღეში ორჯერ კვების შემდეგ 2-3 წუთის განმავლობაში, ასევე სწორად უნდა შეარჩიონ კბილის პასტა და ჯაგ-რისი, ხშირ შემთხვევაში აუცილებელია კბილებს შორის გასატარებელი ძაფების გამოყენება, მსუბუქი მასაჟის ჩატარება ღრძილებზე, რაც ხელს შეუწყობს სისხ-ლის მიმოქცევის გაუმჯობესებასა და ნივთიერებათა ცვლას.

პაციენტმა წესად უნდა დაიმკვიდროს და ძილის წინ არ მიიღოს ნახშირწყლები (ტკბილეული). თუ ეს წესი დაირღვა, აუცილებელია კბილების გაწმენდა ან უშაქრო საღეჭი რეზინის გამოყენება, ან პირის ღრუს გამწმენდი პროდუქტე-ბის (მაგარი ვაშლი, სტაფილო) მიღება. სტომატოლოგთან კონსულტაციაზე ადამიანი წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მივიდეს. კბილების გაწმენდა უნდა ხდებოდეს 6 თვეში ერთხელ, გაწმენდა დამოკიდებულია ქვების წარმოქმნის ინტენსივობაზე.

რეალურად პაციენტები უკიდურეს მდგომარეობაში მოგვმართავენ. მათი ძირითადი ჩივილებია გართულებული კარიესი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ყველა დაავადების მიზეზი არასწორი პროფილაქტიკაა. კარიესს იწვევს: პირის ღრუს არასწორი ჰიგიენა, ფტორის ნაკლებობა და ნახშირწყლების ჭარბად მიღება, ცივისა და ცხელი საკ-ვების მონაცვლეობა.

ბოლო ოთხი წელია, რაც საგრძ-ნობლად გაჯანსაღდა მოსახლეობის ცნობიერება, მათ ბევრ რამესთან ერთად დაძლიეს ე.წ. ძველი ,,ბორ” მანქანის შიში, რაშიც დიდი წვლილი კომუნი-კაციის საშუალებებმა შეიტანა, რაც გამოიხატება რეკლამებითა და თანა-მედროვე ტექნოლოგიების ჩანაცვლების პროცესით.

ჯანმრთელობას და ლამაზ ღიმილს ვუსურვებ ყველა ხარაგაულელს.

სოფო ჭიპაშვილი

სოფო ფხაკაძე: ,,სტომატოლოგიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დაავადების პირველად პროფილაქტიკას”

ადამიანის მომხიბვლელობასა და კარგ იმიჯს დიდად განსაზღვრავს მისი ღიმილი, რომელიც ძირითადად კბილების

მდგომარეობაზე, მათ სიჯანსაღეზეა დამოკიდებული. გარდა კოსმეტიკური ეფექტისა, კბილები გადამწყვეტ

როლს თამაშობენ ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. სწორედ მათზეა დამოკიდებული საჭმლის

გადამუშავებისა და მონელების უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომლის დარღვევასაც, თავის მხრივ, მოსდევს სხვა ორგანოებსა და სისტემებში პათოლოგიურ ცვლილებათა განვითარება. ჩვენი

რუბრიკის სტუმარია სტომატოლოგი სოფო ფხაკაძე.

36 წელია ხარაგაულის საავადმყოფოში ორსულთა ჯანმრთელობასა და მათ მშვიდობიანად მშობიარობაზე

მეან-გინეკოლოგი ვალიდა არევაძე ზრუნავს. ამ წლების მანძილზე მას ორსულთა და ახალშობილთა ლეტალობის არც ერთი შემთხვევა

არ ჰქონია. მასთან ერთად ქალთა კონსულტაციის კაბინეტში ერთგულად მუშაობს ექთანი იზო მაღლაკელიძე, სამშობიარო

განყოფილებაში კი მუშაობს სამი ბებიაქალი - ქეთევან გაბუნია, ნინო ტაბატაძე და მაკა შავიძე.

რა მდგომარეობაა ამჟამად შპს „ადითი ხარაგაულის” სამეანო გინეკოლოგიურ და სამშობიარო განყოფილებებში, რა უნდა

გაითვალისწინოს ორსულმა მშობიარობამდე და შემდეგ, - ამ და სხვა საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე ექიმი

ვალიდა არევაძე გვესაუბრება.

Page 5: >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc … · გამო მთელი კოსმოსი ხრწნილებას დაექვემდებარა

5xtvb [fhfufekb@_ FGHBKB @_!@ O

-ბატონო კაკი, ხელმისაწვ-დომია თუ არა დღეს ჯანდაცვა საქართველოში? საქართველოში ბევრ ადამიანს არავითარი სოცი-ალური სტატუსი არ გააჩნია, არ ზის არანაირ სახელმწიფო პროგ-რამაში დაზღვევის მისაღებად და არც წამლის ფული აქვს. ასეთ კატეგორიას რა ეშველება?

-რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, დღეს საქართველოში ჯანდაცვა ხელ-მისაწვდომია მხოლოდ ძალიან მდიდ-რებისთვის და ძალიან ღარიბებისთვის. საშუალო შეძლების მოქალაქეებისთ-ვის, მათთვის, ვისაც ე. წ. „სიღარიბის სტატუსი” არ გააჩნიათ, ჯანდაცვის მთელი რიგი სასიცოცხლო მომსახუ-რება რეალურად არ არის ხელმისაწვ-დომი. ყველა ხედავს ბოლო პერიოდში იმ აქტივობას, რაც დაკავშირებულია ახალი საავადმყოფოებისა და ახალი სამედიცინო ცენტრების გახსნასთან, რამაც ჯანდაცვის მიმართ ფიზიკური ხელმისაწვდომობა გააუმჯობესა. ეს მისასალმებელია, მაგრამ ჯანდაცვის მომსახურებაზე ფინანსური ბარიერები დღესდღეობით აქტუალური რჩება მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი-სათვის.

-ეს ახალი სისტემა, რაც ახლა იქმნება, პრაქტიკულად მაინც ვერ წყვეტს პრობლემას - მოსახლე-

ობის გარკვეული ნაწილისთვის ხელმისაწვდომი არ არის ჯან-დაცვა.

-დღეს საქართველოში სამედიცინო დაზღვევა, ამა თუ იმ წყაროებიდან, გააჩნია მილიონნახევრამდე ადამიანს, რაც მოსახლეობის 30 პროცენტია.

-ყველაზე მდიდრებს და ყველა-ზე ღარიბებს გულიხმობთ?

-ყველაზე მდიდრებს დაზღვევა არ სჭირდებათ, რადგანაც ნებისმიერ შემ-თხვევაში შეუძლიათ გადაიხადონ მკურნალობის თანხები. აქ შედიან შე-დარებით მდიდრები და პირველ რიგში მილიონამდე ღარიბი, რომლებიც დაზღ-ვეული არიან სახელმწიფოს მიერ; ასევე დაახლოებით 300 ათასი მასწავლებელი, საჯარო მოხელე, სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელთაც ასევე გააჩნიათ სახელმწიფო დაზღვევა და ამის გარდა დაახლოებით 100 ათასამდე კერძო და კორპორატიული დაზღვევის მქონე პიროვნებები. ამ ადამიანებისთვის ჯანმრთელობის დაცვის უმეტესი სახის მომსახურება პრაქტიკულად ხელმი-საწვდომია ისე, რომ არ განიცადონ ფინანსური კატასტროფა. საშუალო შეძლების ჩვეულებრივი მოქალაქისთ-ვის დღეს რაიმე სახის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა, ალბათ საბაბი გახდება იმისა, რომ რეალურად ის და მისი ოჯახი ჩავარდნენ სიღარიბეში.

-ანუ, არ არის საქართველოში ჯანდაცვა ხელმისაწვდომი.

-რა თქმა უნდა ხელმისაწვდომი არ არის. ის ბაზისური მომსახურება, რომელსაც სახელმწიფო ფარავს ყველა მოქალაქისათვის, განურჩევლად მისი სოციალური სტატუსისა თუ ასაკობრი-ვი ჯგუფისა, არის მხოლოდ ძალიან მცი-რე ნაწილი იმ რეალური საჭიროებისა, რაც დღესდღეობით მოსახლეობას აქვს.

-რამდენია ჯანდაცვის სფერო-ში სახელმწიფო დაფინანსების წილობრივი მონაწილეობა? რამ-დენად რეალურია პრეზიდენტის დაპირება, რომ საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქე დაზღ-ვეული იქნება. საინტერესოა, რა

რესურსით არის შესაძლებელი ამ პირობის შესრულება და რა მომსახურება შეიძლება შევიდეს სადაზღვევო პაკეტში?

-რეალურად პარადოქსულია ის, რაც საქართველოშია. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო გამორჩეულია ბევრი სხვა ქვეყნისაგან იმით, რომ ქვეყანამ შეგნებულად მიიღო გადაწყვეტილება და შედარებით უკეთესი პირობები ჯან-დაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით შეუქმნა ღარიბებს. უმეტეს ქვეყნებში პირიქით ხდება - პოლიტიკურად უფრო აქტიური და ორგანიზებული ჯგუფები იღებენ ხოლმე უკეთეს შეღავათებს სა-ხელმწიფოსაგან.

-საშუალო ფენა, მაგალითად?-საშუალო ფენა, სამთავრობო სექ-

ტორში დასაქმებულები, მათ ვისი იმედიც მთავრობას აქვს არჩევნებში და ა.შ. ღარიბები შედარებით ნაკლებად ორგანი-ზებული ფენაა. ამ ფონზე პრეზიდენტის დაპირება 2012 წლის სექტემბრიდან პენსიონერებისა და ხუთ წლამდე ბავშ-ვებისათვის ჯანდაცვის დაზღვევის უზრუნველყოფის თაობაზე მიმაჩნია, რომ რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ეს იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი სოციალური კეთილდღეობის გაუმჯო-ბესების მიმართულებით, რაც კი შეეძლო ოდესმე მთავრობას გადაედგა ამ კუთხით.

რეალურად დაზღვეული მოსახლეობის რაოდენობა გაიზრდება ორმილიონნა-ხევრამდე და ამ ორი მილიონნახევრიდან დასაზღვევი ახალი კონტინგენტი უკვე შეადგენს დაახლოებით 700 ათასამდე პენსიონერს, საპენსიო ასაკის მქონე ადა-მიანს და დაახლოებით 250 ათას ბავშვს.

თუ მთავრობა ამ დაპირებას შეასრუ-ლებს, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. დაპირებული დაზღვევის პაკეტი ალბათ, იქნება ისეთივე, რაც დღეს გააჩ-ნიათ ღარიბებს. ამ პაკეტით დაფარულია რეალურად გადაუდებელი ჰოსპიტალუ-რი მომსახურება, გარკვეული გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება და გარკ-ვეული ამბულატორიული მომსახურება. ეს ხდება იმ ფონზე, როცა სახელმწიფოს წილი მთლიანად ჯანდაცვის დანახარ-ჯებში შეადგენს მხოლოდ 25 პროცენტს.

-ეს ბევრია თუ ცოტა?-ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი

ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. -როგორ ხდება, რომ ეს მაჩვენე-

ბელი არის დაბალი და დაზღვეულ-თა რიცხვი არის მაღალი?

-იმისათვის, რომ მოხდეს დამატებით მილიონი ადამიანის დაზღვევა, უნდა გაიზარდოს სახელმწიფოს წილი მთლი-ანად ჯანდაცვის დანახარჯებში. სავსე-ბით რეალურია, რომ კიდევ მილიონი კი არა, მთლიანად მთელი მოსახლეობა სარგებლობდეს ანალოგიური პაკეტით, როგორიც დღეს გააჩნიათ ღარიბებს. ეს ძალიან მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებდა საქართველოს მოსახლეობის 80 პრო-ცენტს ჯანდაცვასთან დაკავშირებულ ფინანსურ ტვირთს.

-იზიარებთ თუ არა მიდგომას, რომ ჯანდაცვის მინისტრი, შეიძლე-ბა არ იყოს დარგის სპეციალისტი?

-არ ვიზიარებ. მიმაჩნია, რომ აუცი-ლებლად დარგის სპეციალისტი უნდა იყოს, მაგრამ ეს დარგი არ არის მედიცი-ნა. ეს დარგი არის ჯანდაცვის მმართვე-ლობა, სისტემური მართვა და ჯანდაცვის ეკონომიკა.

-არსებობს თუ არა ოფიციალუ-რი სტანდარტი საავადმყოფო-ებისთვის საქართველოში და შე-ესაბამება თუ არა ამ სტანდარტს

ის დაწესებულებები, რომლებსაც პრეზიდენტი ხსნის რეგიონებში? -ასეთი სახის საერთაშორისო სტანდარ-ტი, რა თქმა უნდა, არსებობს. საქართ-ველოში ჯანდაცვის საერთო დერეგუ-ლაციის პირობებში ასეთი სტანდარტი აღარ არსებობდა. თუმცა, ცოტა ხნის წინ მიღებული იქნა ახალი სანებართვო პირობები, რომლებშიც განისაზღვრა გარკვეული სტანდარტები შენობების და მოწყობილობების მიმართ. რამდენადაც ვიცი, პრეზიდენტის მიერ გახსნილი დაწესებულებები რეგიონებში უმეტე-სად კერძო კაპიტალით არის დაფინან-სებული და ეკუთვნის იმ სადაზღვევო კომპანიებს, რომლებიც სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობენ და შესა-ბამისად, სავარაუდოდ, საკმაოდ მაღალი სტანდარტებისაა; ყოველ შემთხვევაში იმასთან შედარებით, რაც იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ახლა მათი კვალი-ფიციური კადრებით დაკომპლექტება,

სწორი მართვა და მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ფინანსური ხელმისაწვ-დომობის უზრუნველყოფაა.

-დაზღვევის როგორი სისტემა უნდა იყოს საქართველოს მსგავს ნახევრად განვითარებულ ქვე-ყანაში? ვინ უნდა გადაიხადოს დაზღვევისთვის: დამსაქმებელ-მა, სახელმწიფომ თუ - ჩვენ? -შესანიშნავი და იმავდროულად ურთუ-ლესი კითხვაა, რომელზეც პასუხს ეძებს ჩვენნაირად „ნახევრად განვითარებული” ქვეყნების უმეტესობა. ჩემი აზრით, ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია კონკრეტული საზოგადოების ძირითად ფასეულობებზე და იდეოლოგიაზე და შესაბამისად ზოგად-სახელმწიფოებრივ მოწყობაზე: თუ საზოგადოებისათვის უფრო მნიშვნელოვანია კერძო ინიცი-ატივა, პიროვნების სუვერენული უფლება და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა (მათ შორის საკუთარ ბედ-იღბალზე), მაშინ დაზღვევა უნდა უზრუნველვყოთ ჩვენ თვითონ, ხოლო სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მათზე, ვისაც ეს არ შეუძლია ობიექტური მიზეზების გამო (უნარშეზღუდულები და უმწეოები). იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება თვლის, რომ სოლიდარობა და თანას-წორობა არის მთავარი და სახელმ-წიფო უნდა იყოს „მამა-მარჩენალი” და შესაბამისად უნდა უზრუნველყოს ღირსეული ცხოვრების პირობები (მათ შორის ჯანმრთელობის დაზღვევაც) ყველასთვის, განურჩევლად იმისა, თუ ამათაგან ვინ იზრუნა და ვინ არა სა-კუთარ თავზე, - მაშინ დაზღვევა უნდა დაფაროს სახელმწიფომ. რაც შეეხება, დამსაქმებელს, ის ფაქტიურად აგენტია და არა გადამხდელი. ჩვეულებრივ, ამ შემთხვევაშიც ვიხდით ჩვენ, რადგან დაზღვევის არარსებობის შემთხვევაში, სადაზღვევო შენატანის ხელფასის სახით მიღება შეგვეძლო.

არსებობს გარკვეული ზოგადი პრინ-ციპებიც: მაგ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს ყველა სახელმწიფოს და მათ შორის და-ბალი თუ საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებსაც, რომ უზრუნველყონ მთელი

მოსახლეობის ისეთი ჯანდაცვითი ხარ-ჯებისაგან დაზღვევა, რომელიც ხალხის გაღარიბებას ან სერიოზულ ფინანსურ სიძნელეებს იწვევს.

-როგორ დაიცვას თავი ჯანმ-რთელობის დაზღვევის სახელმ-წიფო პროგრამით მოსარგებლე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ-მა ან სხვა ადამიანმა, როდესაც სა-დაზღვევო კომპანიის მიერ ახლად აშენებულ კლინიკაში შეუსაბამო მომსახურებას იღებს? როგორ უნდა დაიცვას პაციენტმა საკუთა-რი უფლები იაფად და ეფექტიანად? -ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალუ-რი შეკითხვაა: სადაზღვევო კომპანი-ების მიერ დაზღვეულის უფლებების დარღვევის შემთხვევები ნამდვილად ხდება. ასეთ შემთხვევებში დაზღვე-ულებმა უნდა მიმართონ შრომის, ჯანმ-რთელობის და სოციალური დაცვის მედიაციის სამსახურს (სამინისტროს ცხელი ხაზი: (+995 32) 2-51-00-33).

-თვლით თუ არა, რომ ჯანდაც-ვა უფასო უნდა იყოს? თუ ასე თვლით, რა გზებს ხედავთ უფა-სო ჯანდაცვის მისაღწევად? -საწუხაროდ, როგორც ამერიკელები იტ-ყვიან, - „უფასო სადილი არ არსებობს”. ასევეა ჯანდაცვასთან მიმართებაში. მეტიც, ჯანდაცვა ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძვირადღირებული სიამოვნებაა მთელ მსოფლიოში. წამყვან ქვეყნებში ჯანდაცვა სახელმწიფო ბიუჯეტის ყვე-ლაზე დიდ მუხლს წარმოდგენს. თუმცა იმავდროულად, როგორც წინა კითხვის პასუხში აღვნიშნე, სახელმწიფომ ისე უნდა მოაწყოს ჯანდაცვის დაფინანსების თუ დაზღვევის სისტემა, რომ სასიცოცხ-ლოდ აუცილებელი სამედიცინო მომსა-ხურება უფასო და/ან ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი მოქალაქისათვის. რისი უზრუნველყოფაც სავსებით რე-ალურად მიმაჩნია ჩვენი ქვეყნის არსებუ-ლი ბიუჯეტის ფარგლებშიც, თუ სწორი პრიორიტეტები იქნება დასმული.

-ბატონო კაკი, იქნებ, წამლების ხელმისაწვდომობაზე და სააფთი-აქო კომპანიების მიერ მონოპო-ლიზებულ ბიზნესზე ისაუბროთ? -მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო დროს გარკვეული საკანონმდებლო ცვლილე-ბები იქნა მიღებული ამ სფეროში, რამაც ოდნავ გააუმჯობესა წამლებზე ხელმი-საწვდომობა საქართველოში, ამჟამად შექმნილი სიტუაცია ამ მხრივ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. არ შეიძლება, რომ ოჯახების ჯანმრთელობის დანა-ხარჯების 60% წამლებზე მოდიოდეს და ამის გამო, ოჯახში ქრონიკული ავადმ-ყოფის არსებობა ამ ოჯახის გაღარიბების ძირითადი რისკი იყოს. მსოფლიოში ქვეყ-ნების აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის ყველაზე მდიდარი ქვეყნებიც კი (გერმანია, იაპონია, საფრანგეთი, ჰოლან-დია და ა.შ.), ახდენენ წამლების ფასის სახელმწიფოებრივ რეგულირებას, რათა მოსახლეობას შეუმსუბუქონ აღნიშნული ფინანსური ტვირთი. თითქმის არც ერთ ქვეყანაში არ ხდება მედიკამენტების თითქმის სრული ასორტიმენტის ურე-ცეპტოდ გაცემა და შეუზღუდავი რეკ-ლამირება. ჩვენთან კი, წინა ჯანდაცვის

მინისტრს, რომელმაც თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე დღეებში განაც-ხადა თავისი გეგმების შესახებ, რათა შემოეღო მედიკამენტების რეცეპტებით გაცემის მექანიზმი, - სავარაუდოდ ში-დასამთავრობო გარჩევების შედეგად, - მეორე დღესვე გადაათქმევინეს ეს „მკრეხელური“ მოსაზრება. ამ ფაქტის კომენტირებაც კი ზედმეტად მიმაჩნია. ჩემი აზრით, მთავრობამ სერიოზულად უნდა იფიქროს არა ცალკეული კომპა-ნიების კარტელურ ინტერესებზე, არამედ მოსახლეობის უმეტესობის ინტერესებზე და დაიწყოს ფარმაცევტული სექტორის ისეთი მექანიზმებით რეგულირება, რომელიც აპრობირებულია მთელ მსოფ-ლიოში.

-ბატონო კაკი, აი, ასეთი პოსტი დადო ფეისბუკზე გელა მთივლიშ-ვილმა, ჟურნალისტმა გურჯაანი-დან. საინტერესო იქნება თქვენი კომენტარი - ვინ როგორ უნდა მოქცეულიყო ამ შემთხვევაში? „საავადმყოფოში გადასხმას რომ ვიკეთებდი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 64 წლის ქალბატონი შემოიყვანა, დიაგნოზი - ინსულტი მძიმე ფორმით. მოჰყვა ერთადერ-თი შვილი, 25 წლის უმუშევარი ბიჭი. საავადმყოფოში ყველა წამა-ლი არ ჰქონდათ. ბიჭი გაგზავნეს, ესა და ეს მოგვიტანეო. ამასობაში, ვიდრე შვილმა წამლის საყიდლად საჭირო 46 ლარი იშოვა, ავადმყო-ფი უფრო დამძიმდა. გამოიძახეს კა-ტასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადა პაციენტის თბილისში გადაყვანის მიზნით. კატასტრო-ფის ექიმებმა იკითხეს, ფულს ვინ გადაიხდისო. ადგილობრვმა ექიმმა უთხრა, 64 წლის არის, მძიმეა და ურგენტული ეკუთვნისო. გადა-ყვანა უფასოდ გადაწყდა, მაგრამ სად გადავიყვანოთო, ახლა ეს იკითხეს. სადაც დარეკეს, ყველგან თანხის წინასწარ გადახდა მოით-ხოვეს. ბიჭმა მხოლოდ 70 ლარის შოვნა მოახერხა. კომპიტერული ტომოგრაფია 200 ლარამდე ღირს, ანალიზები 50 ლარი, მინიმუმ 250 ლარი მაინც გჭირდებათო. მეზობ-ლებმა ააგროვეს და ასესხეს. ვიდ-რე ავადმყოფს რკინიგზის საავადმ-ყოფოში გადასაყვანად მოამზადებ-დნენ, შვილს ხელი მოაწერინეს, ძალიან მძიმეა და გზაში შეიძლება დაიღუპოსო. 2 საათი გარკვევას მოუნდნენ და დამძიმდებოდა, აბა რა იქნებოდა. ვიდრე წაიყვანდნენ, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებს დავურეკე, იქ-ნებ ყურადღება მიაქციოთ-მეთქი. ერთ-ერთი მათგანი გაფხრეწილი მთვრალი მოვიდა და ავადმყოფის შვილს ეუბნება, აი, გადარიცხვის ფურცელი მომიტანე და 500 ლარს ჩაგირიცხავო. ადამიანები სასიკვ-დილოდ არიან განწირულები, იმიტომ, რომ ჯანდაცვაზე ხელი არ მიუწვდებათ, ჩინოვნიკები კი რესტორნებში გრიალებენ.”

-სამწუხაროდ, მოთხრობილი ისტო-რია უნიკალური არ გახლავთ - ასეთი რამე საკმაოდ ხშირად ხდება ჯანდაცვის სისტემის დღევანდელ რეალობაში. რა თქმა უნდა, საავადმყოფოს უნდა ჰქონოდა წამლები, ექიმებს უფრო ოპერატიულად უნდა ემოქმედათ, ადგილობრივი ხელი-სუფლება ხალხზე უნდა ფიქრობდეს და ა.შ. მაგრამ მთელ ამ ამბავში მთავარი მაინც სხვა არის, - ის, რომ აღნიშნულ ოჯახს არ გააჩნდა დაზღვევა და აბ-სოლუტურად დაუცველი აღმოჩნდა იმ სიტუაციაში, როცა ამ ქალბატონს მო-ულოდნელად, დაუგეგმავად დასჭირდა სამედიცინო მომსახურება. შესაბამისად, თუ მთავრობა შეასრულებს დაპირებას და დააზღვევს საპენსიო ასაკის მქონე ქალბატონებს, ანალოგიური შემთ-ხვევები მომავალში წესით არ უნდა განმეორდეს, რადგან ნაცვლად სახელმ-წიფოსი, - რომელიც როგორც ნათლად ჩანს, ვერ იცავს პაციენტის ინტერესებს, - ამჯერად უკვე სადაზღვევო კომპანია იქნება პასუხისმგებელი, რომ პაციენტს მიეწოდოს დროული და ხარისხიანი დახმარება.

www.radiotavisupleba.ge

კაკი ზოიძე: „დღეს ჯანდაცვა ხელმისაწვდომია

ძალიან მდიდრებისთვის და ძალიან ღარიბებისთვის”

„რადიო თავისუფლების” ყოველკვირეული რუბრიკის „ინ-ტერაქტიული დიალოგი“ სტუმარია ჯანდაცვის სპეციალისტი

კაკი ზოიძე. იგი საუბრობს თემაზე: „რამდენად ხელმისაწვდომია ჯანდაცვა საქართველოში.” ორშაბათობით სტუმრისთვის შე-

კითხვის დასმის საშუალება აქვს ყველას, ვინც თავის შეკითხვას ტექსტური შეტყობინებით წინასწარ გაგზავნის ნომერზე 15-10, ან

მიწერს რადიოს ვებსაიტზე: www.radiotavisupleba.ge„რადიო თავისუფლების” თბილისის სტუდიაში სტუმარს,

ტრადიციულად, ია ანთაძე მასპინძლობს.

Page 6: >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc … · გამო მთელი კოსმოსი ხრწნილებას დაექვემდებარა

6 xtvb [fhfufekb @_ FGHBKB @_!@ O

ამქვეყნად უფალი ჩვეულებრივი ადამიანივით მოქმედებდა; ამიტომაც სრულად არავინ იცოდა ვინ იყო იგი. ეშმაკი მხოლოდ წმინდანს და ღვთის რჩეულს ხედავდა მასში; უდაბნოში გასულ იესოს მან გამოცდა მოუწყო და პირველი დამარცხებაც იწვნია.

მაცხოვარი შემდეგ უკვე თვითონ დევნის ეშმაკს, კურნავს შეპყრობილებს, დავრდომილებსა და კეთროვნებს, თვალს უხელს ბრმებს, აღადგენს მკვდრებს...

ბოროტი სული შეძრწუნებულია და გრძნობს, რომ ადვილად ვერ მოერევა მას. ამიტომაც მისი ნებისადმი ნებაყოფ-ლობით დამორჩილებულ და გაუკეთურე-ბულ ადამიანებს იყენებს თავისი მიზნის განსახორციელებლად.

და აი, იუდა..., სინედრიონი..., პი-ლატეს სამსჯავრო, ჯვარცმა და ძე კაცისას ადამიანური ტკივილით სავსე უკანასკნელი აღმონათქვამი: ,,ელი, ელი, ლამა საბაქთანი” , ,,უფალო, უფალო, რაისათვის დამიტევე მე.”

თითქოს აღსრულდა ფარისეველთა და ჯოჯოხეთის ძალთა წადილი, - მოკვდა იესო; მისი სული და სხეული ერთმანეთს განეშორა, მაგრამ სწორედ ამ დროს მოხდა უმთავრესი და უმნიშვ-ნელოვანესი მოვლენა, - ქვესკნელში შთავიდა სამყაროს შემომქმედი! ეშმაკი ჰგონებდა, რომ სხვა ადამიანთა მსგავსად შთანთქავდა ჯვარცმულ იესოს, მაგრამ თავად აღმოჩნდა ძლეული. ქრისტე მაც-ხოვარმა, რომელშიც საღვთო ბუნება ადამიანურ ბუნებასთან იყო შეერთებუ-ლი, შემუსრა ჯოჯოხეთის ბჭენი, დაამ-ხო მისი ძლიერება, დათრგუნა სიკვდილი და იქ მყოფი მართალთა სულნი ცათა სასუფეველში აიყვანა.

ქრისტემ „ძლევაი საკვირველი” მო-იმოქმედა. ეშმაკს ყოვლითურთ სძლია და ადამიანს მიანიჭა სიკვდილზე გამარჯვე-ბის შესაძლებლობა, მაგრამ იგი ყველამ პიროვნულად უნდა მოიპოვოს.

გავიხსენოთ უფლის სიტყვები: „მა-მაო, განადიდე ძე შენი, რათა ძემანცა შენმან გადიდოს შენ. რაკი მიეცი ხელმ-წიფება ყველა ხორციელზე..., მისცეს საუკუნო სიცოცხლე” (იოანე 17,1,2).

ამიტომაცაა ეს დღე კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული ჩვენთვის და საერთოდ, ქრისტიანული სამყაროსათვის.

მკვდრეთით აღდგომილი უფალი სუ-ლიწმიდის გარდამოსვლისას აფუძნებს წმიდა ეკლესიას - თავის მისტიკურ სხეულს, რომლის ერთი ნაწილი ცხო-ნებაში მყოფ მართალთა სულებისაგან შედგება და მას მოზეიმე ეკლესია ჰქვია, ხოლო მეორე ნაწილი ამ ქვეყნად მცხოვ-რებ ქრისტიანთა კრებულს წარმოადგენს და მებრძოლი ეკლესია ეწოდება, რადგან თითოეულმა მისმა წევრმა ცოდვასთან ბრძოლით უნდა მოიპოვოს გადარჩენა და მარადიული სიცოცხლე.

,,სასუფეველი ცათა იიძულების” - ბრძანებს სახარება. ეს ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავთან გვმართებს, - ჩვენს ეგოიზმთან და ამპარ-ტავნებასთან, რაც არის ყველაზე დიდი და საშიში ნესტარი ჩვენი სულისა. ჩვენი გული, რომელიც სავსეა ცოდვით და ცოდვითი მიდრეკილებებით, ჭუჭყისგან უნდა გავათავისუფლოთ და დავუბრუნ-დეთ საკუთარ თავს, - ჩვენს ნამდვილ ,,მეს.” ამას კი, როგორც გვასწავლის უფალი, მივაღწევთ, თუ შევიყვარებთ მოყვასს, ვითარცა საკუთარ თავს.

მაშ, შეიყვარე მოყვასი და ამით შეიყვარებ შემომქმედს. შენი სიკეთე გაგიღებს სამოთხის კარს, თავმდაბლობა შეგიყვანს უფლის სავანეში, სიყვარული კი წარგადგენს შემოქმედთან, - წმ. მამე-ბის ეს რჩევა ჩვენი ცხოვრების კანონად უნდა ვაქციოთ.

ამ გზაზე შეურაცხყოფაც შეგვხვ-დება და ცილისწამებაც, დაცინვაც და დამდაბლებაც, დაცემაც და აღდგომაც. არ უნდა შეგვეშინდეს, ეს ყველაფერი ჩვენი ამპარტავნების წამალია, მწარე, მაგრამ განმაკურნებელი წამალი.

მაგრამ კაცობრიობის ნაწილი ასე სულაც არ ფიქრობს, რადგან არ სჯერათ ღმერთის და მარადიული ცხოვრების.

უღმერთოთა ნაწილი სიცოცხლის აზრს მხოლოდ ამქვეყნიური კეთილდ-

ღეობის სხვისთვის შექმნაში ხედავს; სხვანი - შვილების ყოლაში, რადგან მომავალს ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას, მაგრამ მათ არა აქვთ პასუხი თუნდაც ისეთ მარტივ კითხვებზე, როგორიცაა მაგ: რა აზრი აქვს გამრავლებისათვის ზრუნვას, თუ შთამომავლობა შენთან ერთად არარაობად უნდა იქცეს? მით უმეტეს, რა აზრი აქვს პროგრესს, კა-ცობრიობისათვის ზრუნვას, თუ ჩვენი მონაპოვარი მოხმარდება მათ, ვინც ხვალ აღარ იარსებებს?

ეს ადამიანები გარკვეულწილად სხვისთვის ცხოვრობენ, მაგრამ მათი ყო-ფის მიზანს ასეთი აზროვნება სრულიად აუფასურებს.

ისინი გაცილებით დასაფასებელნი არიან, ვიდრე ,,ლოგიკურად” მოაზ-როვნენი, რომელნიც მიიჩნევენ, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ საკუთარი ბედნიერებისათვის და ასევე ბედნიერად დაამთავრონ ცხოვრება აქ, რადგან მათთ-ვის იმქვეყნად არაფერი არ არსებობს.

ეს არის ყველაზე პრიმიტიული დამოკიდებულება სიცოცხლისადმი და რაოდენ სამწუხაროა, რომ ჩვენს დროში მსოფლიოში სწორედ ამგვარი განწყობი-სათვის ხდება ხელის შეწყობა.

მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ამ მოვლენაზე, რომ უფრო ნათლად გავერკვიოთ რა ვითარებაში გვიწევს

ცხოვრება.საზოგადოებრივი ყოფისადმი ,,ახალი

მიდგომა” ჯერ გამოიხატა იმით, რომ შეეცადნენ, ადამიანისათვის დაევიწყე-ბინათ ცოდვის განცდა და ამოქმედდა ასეთი პრინციპი: ნებისმიერი ქმედება მისაღებია, თუ იგი არ ზღუდავს სხვის თავისუფლებას. მაგ: სხვისი უზნეობა თუ მე არაფერს მიშავებს, ეს ქმედება უარყოფითი აღარ არის...

და დაიწყო ამგვარი აზროვნების ყველგან დამკვიდრება, რაც არის აჯან-ყება ზნეობისა და ადამიანურობის წინააღმდეგ.

თავისუფლება და ზნეობრიობა ბუ-ნებითია ადამიანისათვის. რომელიმე მათგანის უგულებელყოფა იწვევს პი-როვნების და ასევე საზოგადოების დამახინჯებას.

სეკულარიზაციის მიმდევრებმა წინ წამოწიეს რა ცრუ თავისუფლების იდეა, ზნეობა საერთოდ ჩამოაშორეს მას და ბო-ლოს უკვე ასეთი პრინციპიც წამოაყენეს: რაც მსურს, ყველაფერი ბუნებრივია, დასაშვები და მისაღებია!

ეს ნიშნავს, რომ ბოროტებაც მისაღე-ბია და ამაში ცუდი არაფერია!

ასეთი ცხოვრების ფილოსოფია ერთ მნიშვნელობას ანიჭებს ყველა იდეასა და შეხედულებას, ღირებულებათა ყველა სისტემას და ადამიანს ნებისმიერი არჩე-ვანის გამართლებას სთავაზობს.

საყოველთაო ჭეშმარიტება აღარ არ-სებობს, არსებობს მხოლოდ ინდივიდუ-ალური ,,ჭეშმარიტებები.” მათ შორის კი წარმატებულია ის მიმართულება, რომელიც მხარდაჭერილია ინფორმა-ციული მანქანისაგან და კარგად არის რეკლამირებული.

თეოლოგთა შეხედულებით, ფეხს

იკიდებს ვულგარული აზროვნება, რო-მელიც ადამიანში მხოლოდ ცხოვე-ლური ინსტიქტების წინ წამოწევას ემსახურება.

ეს არის ჭეშმარიტი თავისუფლების სრული ანტიპოდი. ეს არის ცოდვის და ეშმაკის ისეთი ბატონობა, რომლის მსგავსიც არ ახსოვს კაცთა მოდგმას!

ამგვარი აზროვნების წესსა და და-მოკიდებულებას პროპაგანდას უწევენ ყველგან და მათ შორის საქართველო-შიც.

როგორც ჩანს, ამ ,,ახალი იდეოლო-გიის” გამოვლინება და გამოხატულებაა 100 000 ქართველის წამების უწმიდეს ადგილზე ბუდა-ბარის აშენება, ასევე ქალაქის ცენტრში ცოდვის სახლების, - კაზინოსა (თანაც საპატრიარქოს გვერ-დით) და ტოტალიზატორის... გახსნა, სოდომ-გომორის ცოდვის ჩამდენთა და მათი მსგავსი სხვა ,,გმირების” პოპუ-ლარიზაცია.

ეკლესიას, რომელიც მის წევრთა პიროვნული ნაკლულევანების მიუხე-დავად, ყოვლად წმინდაა და სრულიად უცდომელი, ქრისტეს მცნებისამებრ, ყველა უყვარს და ცდილობს დაეხმაროს მათ, მაგრამ ეს სიყვარული სულაც არ ნიშნავს ცოდვასთან შემგუებლობას. პირიქით, ჩვენი რწმენა მოითხოვს, რომ ცოდვა მოვიძულოთ და ვებრძოლოთ

მას, ხოლო ადამიანი გავაფრთხილოთ და დავიცვათ.

ასეთი დაწესებულებები ბევრ ცივი-ლიზებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში ჯერ-ჯერობით აკრძალულია, ხოლო სადაც დაშვებულია, მათ კანონით მკაც-რად განსაზღვრული მდებარეობა აქვთ - მოცილებულნი არიან სასწავლო და რელიგიურ დაწესებულებებს, ქალაქის ცენტრს, საზოგადოების დასვენებისა და კულტურული თავშეყრის ადგილებს.

მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ მიუხედავად დიდი მცდელობისა და მრავალი ხელშემწყობი ფაქტორისა, ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა და ჩვენმა ხალხმა გაუძლო ამ საცდურს და ზნეობისა და ტრადიციული ღირებულე-ბების დამცველად დარჩა.

ჩვენი ვალია, ხელი შევუწყოთ მტკიცე ოჯახისა და ძლიერი სა-

ხელმწიფოს შექმნას, ამიტომაც გვსურს, რომ გამოვთქვათ ჩვენი ზოგიერთი მოსაზრება:

მიუხედავად ქვეყნის გარკვეული წინსვლისა, მოსახლეობის დიდი ნაწილი სოციალურად კვლავაც დაუცველ ფენას წარმოადგენს; დაბალია ეროვნული წარმოებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მაჩვენებელი; ბაზარზე დომი-ნირებს იმპორტული საქონელი; არარე-ალურადაა გაზრდილი გადასახადები, მათ შორის კომუნალური, შემოსავლის წყარო კი, დაბალანაზღაურებადია.

საჭიროა ისეთი კანონების მიღება, რომელიც შეამცირებს გადასახადებს, განსაკუთრებით კი, სოფლის მეურ-ნეობის სფეროში, რათა იგი გახდეს დაინტერესების საგანი. ფრიად სასურ-ველია, დახმარება გაეწიოს გლეხურ მეურნეობას, რომ მათ შეძლონ მიწის

დამუშავება, თესლის, სასუქისა და სხვა შესაწამლი საშუალებების შეძენა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოყვანა და გადამუშავება. სარეალიზა-ციო ბაზრის მოპოვება კი, ვფიქრობთ, სახელმწიფოს არ გაუჭირდება, მასზე მსოფლიოში მოთხოვნა დიდია.

თუ ეს განხორციელდა, მოკლე დრო-ში შესამჩნევი იქნება წინსვლა და ხალხს დაუბრუნდება შრომის სურვილი.

ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანი, რა თქმა უნდა,

უნდა იყოს ჯანდაცვის სფერო.ექიმობა ღვთივკურთხეული და

კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილური საქმიანობაა. დღესაც მსოფლიოში იგი ყველაზე საპატიო და მაღალანაზღა-ურებადი პროფესიაა. ხოლო იქ, სადაც ექიმს არ უჭირავს სათანადო ადგილი და არა აქვს დაფასება, პაციენტს ეკარ-გება მისდამი ნდობა, რის შედეგადაც პირველ რიგში ზარალდება არა ექიმი, არამედ ავადმყოფი და საბოლოოდ მთე-ლი საზოგადოება; ამიტომ, ვფიქრობთ, ჯანდაცვის პრიორიტეტად უნდა დარჩეს ექიმის კვალიფიკაციის ამაღლება, მათი პრესტიჟის დაცვა და ახალგაზრდა მაღალპროფესიული კადრის აღზრდა.

ავადმყოფის მკურნალობა ასევეა და-მოკიდებული ეფექტური და უსაფრთხო მედიკამენტების გამოყენებაზე, ვინაიდან უვარგისი და ფალსიფიცირებული წა-მალი შეიძლება საწამლავად ექცეს მას. ამიტომ საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს ქვეყანაში შემოტანილი თუ ადგილობრივი წარმოების პრეპარატის ხარისხს.

ფრიად სასურველია სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი გახდეს ჩვილობის ასაკში ბავშვისა და დედის ერთად ყოფნის ხელშეწყობა და დედისათვის ხელფასიანი შვებულების თუნდაც ექვს თვემდე გაზრდა.

დღეს სერიოზულად ზრუნავენ და-ავადებათა პროფილაქტიკასა და მათ ადრეულ გამოვლენაზე, რაც ძალიან სწორია და აუცილებელი. ამასთან, მიმაჩნია, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა უნდა გაგრძელდეს ჯანდაცვის სფეროსა და ეკლესიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე, რაც, ვფიქრობთ, უფრო ეფექტური იქნება.

დიდი ყურადღება უნდა მიექცეს პატიმართა ჯანმრთელობის მდგომა-რეობასაც, რადგან ციხეებში არსებობს მრავალი ხელშემწყობი ფაქტორი ისეთი სოციალურად საშიში დაავადებების მძიმე ფორმების გავრცელებისათვის, როგორიცაა თუნდაც ტუბერკულოზი.

აუცილებელია სპეციალური სამსა-ხურების მობილიზება და მათი ინტეგ-რირებული საქმიანობა, რომ სწორად გატარებული პროფილაქტიკური და სამკურნალო ღონისძიებებით თავიდან ავიცილოთ ციხეებში როგორც ამ და-ავადების, ისე ჩ ჰეპატიტის, შიდსის და სხვათა გავრცელება, ხოლო უკვე და-ავადებულებში - დროული მკურნალობა.

ჩვენი ტკივილია, რომ საქართ-ველოს პენიტენციალურ დაწესე-

ბულებებში ძალიან ბევრი პატიმარია, მათ შორის დიდია არასრულწლოვანთა და ქალთა რაოდენობა. ვფიქრობ, მნიშვ-ნელოვანია სასჯელაღსრულების, პრო-ბაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან არსებული ვადაზე ადრე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიების უფრო აქტიური საქმიანობა. ამასთან, იქნებ ვიზრუნოთ საზოგადო-ებისათვის სასარგებლო შრომის, მი-მაგრების და სხვა ალტერნატიული სას-ჯელების ამოქმედებაზე იმ პატიმართა მიმართ, რომელნიც საშიშ დამნაშავეებს არ წარმოადგენენ.

კარგი იქნება, ციხეებში შეიქმნას სა-მუშაო ადგილები, სადაც ისინი შეძლებენ თავისი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოყენებას. რეალიზებული ადამიანი კი საზოგადოებისათვის ნაკლებ საშიშია.

აუცილებელია ამოქმედდეს კანონი სასჯელის გადავადების შესახებ, რაც ნიშნავს, რომ სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, მძიმე ან უკურ-ნებელი სენით დაავადებულ პატიმრებს

უფლება მიეცეთ, დატოვონ სასჯელაღ-სრულების დაწესებულება და გამო-ჯანმრთელებამდე დარჩნენ და იმკურნა-ლონ ოჯახურ გარემოში ახლობლების მზრუნველობის ქვეშ.

პატიმრებსა და სნეულებზე ზრუნვა ღვთის მცნების აღსრულება და ერთ-ერთი მთავარი სათნოებაა.

ხშირად უთქვამთ: ხომ შეეძლო უფალს, ადამიანები სიკეთისაკენ

ისე მიემართა, რომ ისინი ცოდვით არ დაცემულიყვნენ და ამდენი განსაცდელიც აღარ გადაეტანათ?

ღმერთი სულია, - წერს პავლე მო-ციქული, - და სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა.” (II კორ.3,17).

ადამიანის სიდიადე სწორედ იმაშია, რომ იგი თავისუფლებისთვისაა დაბადე-ბული და მინიჭებული აქვს არჩევანის შესაძლებლობა კეთილსა და ბოროტს, სიწმიდესა და ცოდვას, სიკვდილსა და მარადიულობას შორის.

თავისუფლების მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამა თუ იმ პიროვ-ნებამ თავისი სურვილით, გაცნობიერე-ბულად, სიყვარულით დაუმორჩილოს თავისი ნება ღვთის ნებას, რათა მოხდეს ძალდაუტანებელი შეერთება და სრული დაქვემდებარება მისდამი, რისი შედეგიც არის შემოქმედთან მსგავსების მიღწევა, ანუ მადლისმიერი განღმრთობა.

რომელი მიწიერი კეთილდღეობა შეიძლება შეედაროს იმას, რასაც უფალი თავის მორწმუნეთ უმზადებს?!

, ,საერთოდ, ყველა ადამიანის სული ბუნებით ქრისტიანია” - წერს II-III-საუკუნეების ცნობილი მწერალი ტერტულიანე.

ასე რომ, თითოეულ ჩვენგანს შეუძ-ლია გახდეს მორწმუნე და ჭეშმარიტი ღვთის მადიდებელი, თუკი, რა თქმა უნდა, ადამიანი არ გაიუკუღმართებს ბუნებას და თავისი პიროვნული არჩევანით არ დაექვემდებარება ცოდვას.

ჭეშმარიტი რწმენის მოპოვებისათ-ვის კი აუცილებელი პირობაა საკუთარ თავში ჩაღრმავება. სულის, გულისა და გონების განწმედა, წმინდა წერილისა და საღვთისმეტყველო ლიტერატურის კითხვა და დახმარებისთვის უფლის წინაშე ლოცვა.

ძველი ნათქვამია: მსგავსი მსგავსს შეჰხარის და შეიცნობსო.

ბუნებრივია, სადაც სიბნელეა, იქ სინათლე ვერ იქნება, სადაც ჭუჭყი ბუდობს, იქ სისუფთავეზე ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომაც ჭეშმარიტი რწმენა ვერ იარსებებს უზნეობისა და ცოდვის გარემოში.

ხოლო ადამიანი, ვინც გულწრფელად ეძიებს სამყაროსა და თავისი არსებობის მიზეზსა და მიზანს, ვისაც მთელი არსე-ბით სურს, ჭეშმარიტების შეცნობა, ადრე თუ გვიან, მაინც იპოვის უფალს და გააც-ნობიერებს, რომ მისი ცხოვრება გაბრწ-ყინებული უნდა იყოს აღდგომის ნათლით და ქრისტეში მარადიული ნეტარების დამკვიდრების სასოებით; რომ ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრების უმთავრესი მიზანი სასუფევლის მოპოვებაა, დანარ-ჩენი ყველაფერი, - სამშობლო, ოჯახი, შვილები, ახლობლები, მეგობრები და ყოველივე ამქვეყნიური მოღვაწეობა ამ მიზნით უნდა იყოს წარმართული. უფალი ბრძანებს - მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული (გამოცხ. 1.8); მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც ჰსწამს ჩემი, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს (ინ. 11,25).

ჩემო სულიერო შვილებო, აფხაზნო, ოსნო, უკრაინელნო, ქართველნო, ბერ-ძენნო, ასირიელნო, აზერბაიჯანელნო, რუსნო, სომეხნო და ქურთნო, უდინნო, იეზიდნო და სხვანო, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო საყვარელო თანამემამულენო, ჩვენ გვწამს, რომ ქრისტემ მიიღო სიკვდილი იმისათვის, რომ ჩვენში მომკვდარიყო ცოდვა. მაშ, მოვკვდეთ ცოდვისთვის, რათა ჩვენშიც გაცოცხლდეს ქრისტე!

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!ილია II

სრულიად საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქი

აღდგომა ქრისტესითბილისი, 2012 წელი

სააღდგომო ეპისტოლეუწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის

მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია IIპირველი გვერდიდან

Page 7: >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc … · გამო მთელი კოსმოსი ხრწნილებას დაექვემდებარა

7xtvb [fhfufekb@_ FGHBKB @_!@ O

-რატომ არ ქვეყნდება საარჩევნო სიები სრულად, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, და არა ისე, როგორც არის ხოლმე - „მოძებნეთ საკუთარი თავი?”

-ამომრჩეველთა სიების ფორმირებაზე მუშაობს ამომრჩეველთა სიების დაზუს-ტების უზრუნველყოფის კომისია, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებზე მათ მიერ მომზადებული სიით იხელმძღ-ვანელებს.

ამომრჩეველა სია არის საჯარო ინ-ფორმაცია, რომელიც მოიცავს მონაცემებს დაახლოებით 3.5 მილიონ ამომრჩეველზე, რაც მნიშვნელოვანი მოცულობის ინფორმა-ციაა და მისმა გარკვეული სიხშირით ჩამო-ტვირთვამ შეიძლება ჩვენი ვებ-გვერდის შეფერხება გამოიწვიოს. თუმცა ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს აქვს უფლება დადგენილი წესით მოითხოვოს ამომრ-ჩეველთა ერთიანი სია, რომელსაც ჩვენ მივაწვდით კომპაქტ-დისკზე ჩაწერილს. აღნიშნული სია დაინტერესებულ მხარეს შეუძლია გადაამოწმოს ისე, როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროდ და გააკეთოს დახარისხება ნებისმიერი პარამეტრების მიხედვით.

-რა შემთხვევაში არის შესაძლე-ბელი მედიისთვის აკრედიტაციაზე უარის თქმა?

-მედიას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ეთქვას აკრედიტაციაზე უარი, თუ ამა თუ იმ მედიაწარმომადგენელმა ვერ წარმოადგინა კანონით დადგენილ ვადებში აკრედიტაციისთვის საბუთები (კანონით - კენჭისყრამდე არაუგვიანეს მესამე დღისა).

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოში მოქმედ ოთხ რეგიონულ მედია ორგანიზაციასთან ურთიერთთა-ნამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის თანახმადაც მხარეები ხელს შეუწყობენ საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბ-ჭოს, 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად, გამჭვირვალედ ჩატარებასა და ობიექტურად გაშუქებას.

-შევიდა თუ არა კანონმდებლო-ბაში ცვლილებები ხმის დათვლის პროცედურასთან დაკავშირებით? რა ცვლილებებია და რა არის მათი არსი?

-დიახ, ასეთი განსხვავება არის, და პირდაპირ კანონიდან მოგიყვანთ ციტირე-ბას - საარჩევნო კოდექსის 67-ე მუხლის მე-2 პუნქტი:

,,2. საარჩევნო უბანზე მყოფი (პო-ლიტიკური სუბიექტები - ზ.ხ.) წარმო-მადგენლებისაგან კომისიის თავმჯდომარე წილისყრით გამოავლენს არა უმეტეს 2 წარმომადგენელს, რომლებიც დააკვირდე-ბიან დათვლის პროცესს და რომლებსაც, სურვილის შემთხვევაში, უფლება აქვთ, პირადად ერთხელ გადათვალონ საარჩევ-ნო ბიულეტენები (მათ შორის, ნამდვილი, ბათილი, გაფუჭებული და გამოუყენებელი ბიულეტენები). ამასთანავე, წილისყრით გამოვლენილი წარმომადგენელი და მთვლე-ლი (კომისიის წევრი) არ შეიძლება იყვნენ ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი პირები.”

-როგორ მოხდება მონიტორინგი ადმინისტრაციული რესურსის გამო-ყენებაზე და შედის თუ არა ამგვარი მონიტორინგი ცესკოს ფუნქციებში?

-მონიტორინგი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საარჩევნო ადმი-ნისტრაციის კომპეტენციას წარმოადგენს.

ახალი საარჩევნო კოდექსის თანახმად 1 ივლისიდან ეროვნული უშიშროების საბ-ჭოსთან იქმნება უწყებათაშორისი კომისია, რომელიც განიხილავს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებულ დარღვევებს და სარეკომენდაციო დასკვ-ნებს მიაწვდის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

2010 წლის საარჩევნო პერიოდში ჩვენ ვსწავლობდით არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება/საჩივრის სახით ოფიციალურად შემოსულ, არამედ მედიასაშუალებებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში ასახულ ინფორმაციასაც და შესაბამის რეაგირებას ვახდენდით.

რადიოინტერვიუ მიჰყავდა ია ანთაძეს

საგაზეთოდ მოამზადალაურა გოგოლაძემ

„სანდო საარჩევნო პროცესი

ადამიანურმა ფაქტორმა

უნდა უზრუნველყოს” მესამე გვერდიდან

მეუღლე დავით ბუხნიკაშვილი, დედა - ანიკო მაკასარაშვილი, შვილე-ბი: ნინო, ნანა და მაია ბუხნიკაშვილები; სიძეები: გიორგი ხუსკივაძე, მამუკა მეიფარიანი, გიორგი იკაევი ოჯახებით, მაზლი ბახო ბუხნიკაშვილი ოჯახით, ძმა - კობა მარგველაშვილი, და მზია მარგველაშვილი, შვილიშვილები: ანი და ნიკოლოზ მეიფარიანები, თამარ ხუსკივაძე, ლუკა იკაევი იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ლია მარგველაშვილი-ბუხნიკაშვილი

დაიკრძალა 12 აპრილს, სოფელ ჯაფაროულში.

მაყვალა, ირმა, მალხაზ წასიძეები ოჯახებით ღრმა მწუხარებით იუწყე-ბიან, რომ გარდაიცვალა

ჯაბა კობახიძედა თანაუგრძნობენ ზოია წასიძეს

მეუღლის, გია და ამირან კობახიძეებს მამის გარდაცვალების გამო.

ლალი, ვალოდა, გიგა, მაკა კელენ-ჯერიძეები ღრმა მწუხარებით იუწყე-ბიან მზია კვინიკაძის და გელა შავიძის მამისა და სიმამრის

ყაზბეგი კვინიკაძის გარდაცვალებას და თანადგომას

უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

მაყვალა ფერაძე ოჯახით თანაუგრ-ძნობს მზია კვინიკაძეს მამის

ყაზბეგი კვინიკაძის გარდაცვალების გამო.

ჟერლო, დიტო, როლანდი, მალხა-ზი, ვანიკო, ომარი, კობა, ავთო, ნუკრი, ქეთინო, ლილი, ოლეგი და დემური მაღრაძეები ოჯახებით ღრმა მწუხა-რებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

გოჩა ქურდაძედა თანაუგრძნობენ დედას ნაირას,

ძმას გიორგის, დას რუსიკოს.დაკრძალვა შაბათს, 21 აპრილს,

სოფელ მარელისში.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეები, მოსწავ-ლეთა მშობლები და კლასის ხელმძღ-ვანელი ნატო გამცემლიძე თანაუგრძ-ნობენ ამავე სკოლის მოსწავლეს თამარ ლომიძეს ბაბუის

ბიგენტი ლომიძისგარდაცვალების გამო.

დათო და ქეთევან შველიძეები ოჯახით მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ზაური ლურსმანაშვილიდა სამძიმარს უცხადებენ განსვენე-

ბულის ოჯახს.

ს/ს ,,იმერის” თანამშრომლები თა-ნაგრძნობას უცხადებენ გელა შავიძეს სიმამრის

ყაზბეგი კვინიკაძის გარდაცვალების გამო.

იამზე მაღრაძე ოჯახით ღრმა მწუ-ხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა

გოჩა ქურდაძედა თანაუგრძნობს ოჯახს.

ჟუჟუნა ნანიტაშვილი, მურთაზი და ლელა ხიჯაკაძეები ოჯახებით ღრმა მწუხარებით იუწყებიან ოჯახისთვის საყვარელი სიძის

ნოდარ მანგოშვილისგარდაცვალებას. დაიკრძალა 12 აპრილს ქალაქ

თბილისში.

ხარაგაულის ს/ს ,,იმერის” თანამ-შრომლები ღრმა მწუხარებას გამო-ხატავენ გულისხმიერი ამხანაგის, თავისი საქმის უზადო შემსრულებლის

ელდარი მესხისგარდაცვალების გამო და თანაუგრ-

ძნობენ განსვენებულის ოჯახს. ღმერთ-მა ნათელი მიაგოს გულისხმიერ, გულ-სპეტაკ ქართველს, ელდარი მესხს.

ნუგზარი, ლელა, ლია ბარბაქაძე-ები, დევიკო ჭიპაშვილი, მერაბი მაღ-ლაკელიძე ოჯახებით თანაუგრძნობენ დათო, ნინო, მაია და ნანა ბუხნიკაშვი-ლებს მეუღლისა და დედის

ლია ბუხნიკაშვილის გარდაცვალების გამო.

ხარაგაულის წმინდა ანდრია პირ-ველწოდებულის სახელობის გიმნა-ზიის პედაგოგიური კოლექტივი და ტექნიკური პერსონალი თანაუგრძნო-ბენ ნინო ბუხნიკაშვილს დედის

ლია მარგველაშვილი-ბუხნიკაშვილის

გარდაცვალების გამო.

ანიკო, ზინა, ცაგო და როლანდი ხო-მასურიძეები ოჯახებით ღრმა მწუხა-რებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ლია ბუხნიკაშვილიდა თანაუგრძნობენ განსვენებულის

ოჯახს.

სოსო გაგოშიძე ოჯახით ღრმა მწუ-ხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა

ელიკო დავითის ასული შველიძე-გაგოშიძე

და სამძიმარს უცხადებს განსვენე-ბულის ოჯახს.

ნუგზარ ლომსაძე ოჯახით იუწყება რომ გარდაიცვალა

ლია მარგველაშვილი-ბუხნიკაშვილი

და გულითად სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.

ზურაბ თაბუკაშვილი ოჯახით იუწ-ყება, რომ გარდაიცვალა

ჯემალ (სოსო) კიკნაძედა თანაუგრძნობს ოჯახს.

იამზე მაღრაძე ოჯახით იუწყება, რომ გარდაიცვალა

ანზორ კიკნაძედა თანაუგრძნობს ოჯახს.

ხუნევის საბავშვო ბაღის თანამშ-რომლები თანაუგრძნობენ ქეთევან გრიგალაშვილს მამის

რუბენ გრიგალაშვილისგარდაცვალების გამო.

ორმოცმა ტკივილიანმა და ცრემლიანმა დღემ განვლო შენი გარდაცვალებიდან, ჩვენო საყვარელო უშანგი. შენმა დაკარგვამ უზარმაზარი დარდი და ტკივილი დაგვი-ტოვა. ძნელი ყოფილა უშენობა. უშენოდ არაფერს აქვს ელფერი, ირგვლივ სიცა-რიელეა. უკვე უსაზღვროდ გვენატრები. გვენატრება შენი ლამაზი ხასიათი, შენი სითბო და სიყვარული, ასე უშურველად ყველას რომ უნაწილებდი. ყველა გიყვარდა, ყველას დარდისა და ჭირვარამის გამზი-არებელი იყავი. დაე, შენმა კაცურკაცობამ ლამპარივით გაგინათოს გზა იმქვეყნიურ სასუფეველში.

მეუღლე ელიკო ქურდაძე, შვი-ლები: ლიანა და ნინო მაღრაძეები

წელიწადზე მეტი გვაშორებს იმ დროს, ჩვენო ურიზა, რაც საბოლოოდ გაიხურე კარი და მარადიულ სასუფეველში გადა-სახლდი. ამ დრომ დაგვანახა ის დიდი დანაკლისი, რაც შენმა წასვლამ გამოიწვია. სატკივარს მუდამ გვიმძაფრებს ის, რომ წელს შენი დაბადების 70 წელი უნდა გვე-ზეიმა ახლობლებლებთან და მეგობრებთან ერთად. 70 წლის გადასახედიდან ხელახლა დაგვენახა, ურიზა, შენი პიროვნება.

პიროვნება კი ნამდვილად საოცარი იყო. ფიზიკურად ახოვანი, დიდი სულითა და გულით. ოჯახი კი შენთვის ის სამყარო იყო, სადაც ყველაზე კარგად ჩანს ქართველი კაცის სულიერება: მეუღლის, შვილების, რძლების, შვილიშვილების, დედმამიშ-ვილის ერთგულება, სტუმართმოყვარე-ობა, მეზობლისადმი თანადგომა და რაც მთავარია, უდიდესი შრომისმოყვარეობა. ყველაფერს, რასაც შენი ხელი შეეხებოდა, ხინჯს ვერ მოუძებნიდა კაცი. ყველაფერს განსჯით წყვეტდი და სწორ ნაბიჯს დგამდი ადამიანებთან ურთიერთობაში. ალბათ ძნე-ლია უფრო მეტი რამ მოთხოვო ადამიანს. შენმა ამ მშვენიერმა თვისებებმა გაქცია უსაყვარლეს ადამიანად ჩვენთვის და მთელი საზოგადოებისათვის როგორც ხარაგაულ-ში, ისე ვერტყვიჭალაში. ამიტომაც იყო, უამრავ ადამიანს რომ დაწყვიტე გული შენი მოულოდნელი წასვლით. შენი დაკ-

რძალვის იმ სუსხიან თებერვალის დღეს არაერთგზის გაისმა სუფრაზე გულიდან ამოღებული სიტყვები: ჩვენ დავკარგეთ ურიზა ციცქიშვილი - ჭკუასაკითხავი კაციო. ეს შენი ცხოვრების პირუთვნელი შეფასება იყო.

უზომო მონატრებითა და სინანულით ვწერთ ამ სიტყვებს, ურიზა, რადგან სხვა გზა არ დაგვრჩენია შენთან მოახლოებისა. მშვიდობა შენს უმწიკვლო სულს სამარადი-სო სასუფეველში.

მეუღლე გულო, შვილები, რძლები და შვილიშვილები,

ძმა მურთაზი ოჯახით

მოულოდნელმა და ტრაგიკულმა სიკვდილმა დიდი უბედურება, თავზარი და დიდი ტკივილი დაგვატეხა თავს. ოთხი წელი გავიდა უშენოდ, დიდი ტკივილით და წუხილით. 24 აპრილს უშენოდ ვხვდებით შენს დაბადების დღეს. 38 წელი შეგისრულდებოდა. ძალიან მიმძიმს უშენოდ. ძნელია იმის წარმოდგენა, რომ შენ აღარ ხარ. ერთი დღეც არ გაივლის შენზე მოგონების გარეშე. ერთად გატარებული ყოველი წუთი ჩემს გულში ლამაზ და თბილ მო-გონებად დარჩება. შენს ნიკას და ლიკას გავზრდი ისე, როგორც შენ გინდოდა. ღმერთს ვთხოვ, ჩემმა დანთებულმა სანთლებმა გაგინათოს გზა ცათა სასუ-ფეველში. მუდამ ვილოცებთ შენთვის.

მეუღლე ნინო ქუთათელაძე, შვილები ნიკა და ლიკა

შალვა, ოთხი წელი გავიდა, რაც ჩვენგან წახვედი. მოუშუშებელი იარა დაგვიტოვე შენი უდროოდ წასვლით. შენი შვილე-ბისა და შვილიშვილებისათვის დღემდე ცრემლიანი მოგონება ხარ. 10 აპრილს 60 წელი შეგისრულდებოდა. დაბადების დღეს გილოცავთ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული.

შენზე გულდამწვარი დედა, მეუღლე, შვილები და შვილიშვილები

კაი კაცობამ მოიკოჭლა შენი წასვ-ლით ამ ჩვენს მხარეში... წაქცეული ხე უკეთესად იზომებაო და შენი გარდა-ცვალებით ვხვდებით, თუ რამხელა კაცობას დაატარებდი, ჩვენს მეგობ-რობაში გამორჩეულო... როგორც დიდთა ხვედრია, შენც სხეული მიწას დაუტოვე, სული ღმერთს და გული ხალხს. ზუსტად ეგ გულია, ყველას რომ გულს გვწყვეტს, რომ მაგ ნაღდი გულის კაცი დღეს აღარ დადის ნათელი შუბლით ჩვენ-თან ერთად... ახლა ჩვენ დაგატარებთ გულით და უფალს ვთხოვთ, ხარება დღეს გარდაცვლილს, ზეციურ ხარებას გაზიაროს.

მეგობრების სახელით სპარტაკი

უკვე 40 დღე გავიდა, რაც შენი მოუღ-ლელი მარჯვენა ვერაფერს აკეთებს შენს ნაამაგარ ოჯახში. ყველას გვიჭირს უშე-ნოდ. განსაკუთრებით შენ შვილებს. ისინი ხომ შენგან შრომის სიყვარულს და ერთ-მანეთისადმი პატივისცემას სწავლობდნენ.

გაზაფხულდა, ეზოში აყვავდა შენგან დამყნილი ხეხილი, თითქოს გჯავრობს და ცრემლიანობს შენგან დამყნილი ვაზის ხეივანი. თითქოს პროტესტის ნიშნად, რომ შენ ასე დატოვე მამული, მიწა ჩაწყვეტილა.

ვეცდებით, თუ რამე გქონდა ჩაფიქრებუ-ლი, შეძლებისდაგვარად გავაკეთოთ.

ღმერთმა დაგიკვიდროს ცათა სასუ-ფეველი.

შენი ოჯახი

70 წლის ურიზა ციცქიშვილის გახსენება

დ. ხარაგაული20.04 - ცვალებადი მოღრუბლუ-

ლობა უნალექოდ, დღე +180C, ღამე +120C;

21.04 - მზიანი დარი, დღე +220C, ღამე 120C;

22.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-ბა უნალექოდ, დღე +230C, ღამე +140C;

23.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-ბა ნალექით, დღე +210C, ღამე +130C.

24.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-ბა ნალექით, დღე +190C, ღამე +120C.

ბორითი20.04 - ცვალებადი მოღრუბლუ-

ლობა უნალექოდ, დღე +180C, ღამე +100C;

21.04 - მზიანი დარი, დღე +220C, ღამე +90C;

22.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-ბა უნალექოდ, დღე +230C, ღამე +120C;

23.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-ბა ნალექით, დღე +230C, ღამე +100C.

24.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-ბა ნალექით, დღე +210C, ღამე +110C.

კიცხი20.04 - ცვალებადი მოღრუბლუ-

ლობა უნალექოდ, დღე +180C, ღამე +120C;

21.04 - მზიანი დარი, დღე +230C, ღამე +130C;

22.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-ბა ნალექით, დღე +230C, ღამე +140C;

23.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-ბა ნალექით, დღე +220C, ღამე +130C.

24.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-ბა ნალექით, დღე +190C, ღამე +130C.

მოლითი20.04 - ცვალებადი მოღრუბლუ-

ლობა ნალექით, დღე +170C, ღამე +70C;21.04 - მზიანი დარი, დღე +210C,

ღამე +70C;22.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +220C, ღამე +100C;23.04 - ცვალებადი მოღრუბლუ-

ლობა ნალექით, დღე +210C, ღამე +80C.24.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +190C, ღამე +90C.

amindi

ზაზა სხილაძის

გახსენება

გენადი ღონღაძის

ხსოვნას

შალვა ბარბაქაძის

გახსენება

უშანგი მაღრაძის

ხსოვნასგურგენ ტაბაშიძის

მოსაგონარი

Page 8: >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc … · გამო მთელი კოსმოსი ხრწნილებას დაექვემდებარა

8 xtvb [fhfufekb @_ FGHBKB @_!@ O

vSFDFHB HTLFMNJHB

KFEHF UJUJKF'T

redaqtoris moadgile

nino kapanaZe 593 35 65 80

sofiko WipaSvili 557 26 77 99

593 900 501

VBC5 xaragauli, 9 aprilis q. #17

ntk5 ( $## @@ !^ @*%)# )_ _% _!

E-mail: [email protected] htubcnh81$*2%-,-!@

lfb,tzlf igc 3v,v gjkbuhfaib4

m8 mesfbcb ak. wereTlis q.1!(^

ntk8 %)) )% )^ (^Þ ( $#! @# $% %$

მიმდინარეობს გაზეთზე „ჩემი ხარაგაული“

ხელმოწერაgazeTi Rirs: 3 TviT - 5 lari;6 TviT - 10 lari;

wliT - 20 lari.

gazeTis gamosawerad dagvirekeT 22-16-27;

593 900 501, 790 42 16 27

an daukavSirdiT Cveni gazeTis gamavrceleblebs.

ლიბერალი” ყოველკვირეული ჩანართის სახით

„ლიბერალი” ბეჭდურ სივრცეში დაბრუნდა, ოღონდ არა როგორც ჟურნალი. ის სტატიები, რეპორტა-ჟები, კომენტარები, ჟურნალისტური გამოძიებები თუ ბლოგები, რომელიც კვირის განმავლობაში ლიბერალის ვებ-გვერდზე (www.liberali.ge) ქვეყნ-დება, იკინძება 8 გვერდიან გაზეთად, რომელიც 10 000 ტირაჟით იბეჭდება. 8000 ცალი გავრცელდება რეგიონებში, დამოუკიდებელ რეგიონულ გაზეთებ-თან ერთად (ჩანართის სახით), 2000 ცალი კი თბილისში გაიყიდება.

ასე რომ, გაზეთი „ჩემი ხარაგაული” ყოველკვირეულად, უფასო ჩანართის სახით, გთავაზობთ „ლიბერალს.” ჩვენო ძვირფასო მკითხველებო, მიიღეთ მეტი ინფორმაცია. ფართოდ გაეცანით

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

ორშაბათს, 23 აპრილს, ტელე-კომპანია „იმედის” დილის ეთერში პროექტი ,,ნუცას სკოლა” იწყე-ბა. კონკურსში მ ო ნ ა წ ი ლ ე ო ბ ს ხარაგაულის სა-სულიერო გიმნა-ზიის მეთერთმეტე კლასის მოსწავ-ლე თიკო ლურს-მანაშვილი.

თიკოს ძალიან სურდა ამ პროექ-ტში მონაწილე-ობა. სურვილი პე-დაგოგ ნუნუ გაბუ-ნიას გაუზიარა და ქალბატონი ნუ-ნუც ყველანაირად დაუდგა გვერდით. კონკურსისთვის შერჩევა სამ ეტაპად მიმდინარეობდა. პირველ ეტაპზე თი-

კომ სიმღერების დისკი გააგზავნა ფო-ტოსურათითა და ავტობიოგრაფიით. 500 შერჩეული მონაწილედან 90 გადა-

ვიდა შემდეგ ტურ-ში. მეორე ეტაპზე ორ-ორი სიმღერა შეასრულეს კონ-კურსანტებმა და 40 მონაწილე შეირჩა. „ნუცას სკოლას” ფინალში 25 კონ-კურსანტი მონა-წილეობს. მესამე შესარჩევ ტურზე თიკომ „პარიზუ-ლი ტანგო” ნუცა ჯანელიძის თხოვ-

ნით შეასრულა, რადგან მას ძალიან მოეწონა ამ სიმღერის თიკოსგან შესრულება.

მხარი დავუჭიროთ „ნუცას სკოლის”

მონაწილე ხარაგაულელ თიკო ლურსმანაშვილს

ძვირფასო ხარაგაულელებო, მხარი დავიჭიროთ “ნუცას სკოლელ”

თიკო ლურსმანაშვილს - 23 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით,

9 სთ. და 15 წთ-დან დაუმესიჯეთ თიკო ლურსმანაშვილს „იმედის დილაში” მინიშნებულ ნომერზე.

დაბადების დღეს ვულოცავ აპრი-ლის თვეში დაბადებულებს:

ლეილა მაღრაძეს, გიგა არევაძეს, ნანა ქურდაძეს, ლევან ქურდაძეს, ლიანა ჩხე-იძეს, ნაირა ქურდაძე-სა და ნინო ქურდაძეს. თითოეულ მათგანს ვუსურვებ ჯანმრთე-ლობას, ბედნიერებასა და უფლის მფარველობას.

იამზე მაღრაძე ოჯახით

,,წიგნი არის თავი და ბოლო ყოველგვარი ცოდნისა, საწყისთა საწყისი ყო-ველგვარი მეცნიერებისა” , - ამბობდა შ. ცვაიგი. ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში არც ერთ ადამიანს ეჭვი არ ეპარება. ამიტომაცაა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით წიგნებს და წიგნების ბიბლიოთეკა-საცავებს უდიდესი ყურადღება ეთმობა. ტექნიკურმა პროგრესმა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა სა-ბიბლიოთეკო მომსახურება. ულტრათანამედროვე ბიბლიოთეკები და ელექტ-რონული წიგნები თანდათან ჩვენს ქვეყანაშიც იმკვიდრებს ადგილს.

წიგნის, ბიბლიოთეკის და ინტელექტუალური განვითარების მიზნით უკვე ათეულობით წლებია მთელ მსოფლიოში დამკვიდრდა საბიბლიოთეკო და წიგნის კვირეულები. ამ ტრადიციას მაშინვე გამოეხმაურა ჩვენი ქვეყანაც. ყოველი წლის აპრილის ბოლოს ტარდება საბიბლიოთეკო კვირეული. კვირეულის დღეებში ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკას მრავალი ღონისძიება აქვს დაგეგმილი.

23 აპრილი - 18 საათზე ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან არსებული ლიტერა-ტურული თეატრი (რეჟისორი ი. ვეფხვაძე) კინოთეატრში გამართავს ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ საღამოს ,,ჩემი ოტია” .

24 აპრილი - შეხვედრა შემოქმედ ადამიანებთან. ამავე საღამოს დაჯილდოვ-დებიან აქტიური მკითხველები.

30 აპრილი - საბავშვო ბიბლიოთეკაში გაიმართება ნიკო ლომოურის 160 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო.

განახლდება ,,ახალი წიგნების” გამოფენა.განახლდება თემატური გამოფენები და სტენდები. ძვირფასო მკითხველებო, ხარაგაულელებო, აპრილის ბოლოს, როგორც

ცენტრალური, ასევე ყველა სხვა ბიბლიოთეკის კარი კიდევ უფრო ფართოდ გაიღება თქვენთვის. გთხოვთ მობრძანდეთ და გახსოვდეთ ყველასთვის საყვა-რელი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის, სიტყვები: ,,ავმაღლდეთ, ვიკითხოთ, მკითხველი მწერალზე დიდი კაცია.”

ნანა ლურსმანაშვილიცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი

მსოფლიოში სამი ათასზე მეტი ენაა, დამწერლობა კი მხოლოდ თოთხმეტი-ოდე. ამათგან ერთი ქართულია, თვითმ-ყოფადი და ორიგინალური. ქართული ენა უძველესი სამწერლობო ენაა; ამ ენაზე შორეულ წარსულში შეიქმნა და დღემდე შემოინახა დიდი ეროვნული და მსოფლიო მნიშვნელობის მხატვრუ-ლი, ფილოსოფიური და მეცნიერული ლიტერატურა ხელნაწერების სახით.

ჩვენი ერის უსაყვარლესი და უკვდავი მწერალი ნოდარ დუმბაძე ჩვენი მშობლიური ენის მიმართ ბრძანებდა: როცა რუსთაველის, ილიას, აკაკი, ვაჟას, ნიკოლოზ ბარათაშვი-ლის, გალაკტიონის და გოგლას ღვთაებრივ ლექსებს ვკით-ხულობ, გასაკვირია, მაგრამ სულ მუდამ ლადო ასათიანის ერთი ლექსის სტრიქონები მაგონდება:

,,კავკასიის მთებში გაგაჩინა ზენამ,ხმათა ხავერდებისდა ღმერთების ენავ.” ხოლო როდესაც საქართ-

ველოს ისტორიას ვკითხულობ, ,,ქართლის ცხოვრებასა” და ქართულ ტაძართა ნანგრევებ-ზე საქართველოს ამოქარგულ ჩუქურთმასა და ასოებს ვეჭი-დები წასაკითხავად, ირაკლი აბაშიძის დიდებული ლექსი მაგონდება:

,,ქვესკნელში მძრომო,ცაში მჭვრეტელო,ხან - ფუნჯო ჩემო, ხან - საჭრეთელო,შენ, აკვნის ჰიმნო,ცრემლო სამარის…იბერის ენავ,ენავ თამარის.შენ ნიჭო ჩემო, სრბოლავ და ფრენავ,დედაო ენავ, დედაო ენავ!” მშვენიერი პოეტური წარმოსახვით

გვამცნობდა ქართული ენის არსს უნი-ჭიერესი პოეტი, ნაღდი მამულიშვილი უკვდავი მუხრან მაჭავარიანი:

,,ქართული მარტო ენაა?!ქართული ქართველთ რწმენაა!ღმერთია!ბედისწერაა!ზღვა როა, იმოდენაა!”

ქართული ენა უნერგავს და უღვი-ძებს რწმენას ქართველ კაცს, ამ ენაზე ლოცულობს იგი, ესაუბრება თვის-ტომს, მტერსა თუ მოყვარეს, ქართუ-ლი ენით გადმოგვცემს თავის გულის ნადებს - სიყვარულსაც და სიძულ-ვილსაც, მეგობრობასაც და შურისგე-ბასაც, კარგსაც და ავსაც. ქართული ენა მთელი სიცოცხლეა, არსებობაა, ღმერთია ქართველისა. სულმნათი მუხრან მაჭავარიანის თქმისა არ იყოს, მართლაც, რომ ,,ზღვა როა, იმოდენაა”

სიმდიდრითაც, სიღრმითაც, ყოვლის შემძლეობითაც, ასაკითაც.

მაგრამ ენა, რაც უნდა ლამაზი და მდიდარი იყოს, პატრიონი თუ არ ეყოლა, შეიძლება მოკვდეს და გაქრეს. ეს ჩვენზე კარგად იცოდნენ, შორეულ წარსულს რომ თავი დავანებოთ, მეცხ-რამეტე საუკუნის დიდმა განმანათლებ-ლებმა - ილიამ, აკაკიმ, ვაჟამ, იაკობმა.

ისიც იცოდნენ, რომ ერთი მუჭა განსწავლული ადამიანი ვერ დაიცავდა, ვერ შეინახავდა. ამიტომ მათ იგი ერის საკუთ-რებად აქციეს. უფრო სწორად, ხალხს წიგნი აჩუქეს, თავიანთ ენაზე დაწერილი, თავიანთი ფიქრით, სიხარულით, თავიან-თი ტკივილითა და ოცნებებით სავსე წიგნი; წიგნი, რომელიც შემდგომ ქართველი ხალხის ხმალიც, გუთანიც, ნამგა-ლიც და ვენახიც გახდა. და ეს დროულად გაკეთდა - როდე-საც ქართულ ენას მოსპობა, გადაგვარება ელოდა. დიახ, ოდითგანვე უფრთხილდებოდა ქართველი კაცი ქართულ ენას მრავალსაუკუნოვან ქარტეხი-ლებში. უმძიმეს განსაცდელში გამოატარეს იგი, აურაცხე-ლი მსხვერპლის ფასად და სასოებით გადასცეს თავის შთამომავლობას და უწმინდეს ანდერძად შთააგონეს მშობ-

ლიური ენის მოვლა-პატრონობა, მისი შემდგომი სრულყოფა-გამდიდრება.

მინდა გავიხსენო 1978 წლის 14 აპრილი, ქართველი ხალხის ღელვა გამოწვეული იმით, რომ ქართული ენა რუსულით უნდა შეცვლილიყო. მაშინ ქართველი ხალხის ძალისხმევით შე-ვინარჩუნეთ მშობლიური ენა.

გოგი ჯღამაძედამსახურებული პედაგოგი,

იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალოსანი

გიწვევთ საბიბლიოთეკო კვირეულზე

ჩვენი საუნჯე

მამული, ენა, სარწმუნოება(დედაენის დღისადმი)