4
სსს სსსსსს მმმმ მმმმმმმ მმმმმმმ სსსსსს სსსსს მმმმმმმმმმმმ მმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ, II მმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ: მმმმმმ მმმმმმმმმ სსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს

სოლ ლევიტი

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: სოლ ლევიტი

სოლ ლევიტიმისი ტექსტის შესახებ

მარიამ ჭედია

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

ბაკალავრიატი, II კურსი

სამეცნიერო ხელმძღვანელი: ხათუნა ხაბულიანი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2016

სოლ ლევიტიმისი ტექსტის შესახებ

Page 2: სოლ ლევიტი

ამერიკელი მხატვარი, მინიმალიზმისა და კონცეპტუალიზმის ერთ-

ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, სოლ ლევიტი დაიბადა 1928 წლის 9 სექტემბერს. მასვე ეკუთვნის კონცეპტუალიზმის მრავალი თეორიული ნაშრომი, ერთ-ერთი კი არის ტექსტი Paragraphs on Conceptual Art .

სანამ ძირითად საკითხზე გადავიდოდეთ აუცილებელია მინიმალიზმი მიმოვიხილოთ. თავის მხრივ, მინიმალური ხელოვნება ხელოვნებისა და დიზაინის ინდივიდუალური ფორმების მიმდევრობებს მოიაზრებს. მინიმალიზმში ხელოვნების ნიმუში დაყვანილია ფუნდამენტურ საწყისამდე, რომელსაც მოშორებული აქვს უამრავი სტრუქტურული დეტალი. მიმდევრები უარჰყოფენ კლასიკურ, ტრადიციულ მასალას. ისინი იყენებენ გეომეტრიულ ფიგურებსა და ნეიტრალურ ფერებს.

რაც შეეხება, კონცეპტუალურ ხელოვნებას (ინგლ. Conceptual Art), ის ლიტერატურასა და მხატვრობაში პოსტმოდერნულ მიმდევრობად შეიძლება მივიჩნიოთ. სოლ ლევიტი თავის ტექსტში განიხილავს, რომ კონცეპტუალურ მიმდევრობაში ძირითადი აქცენტი კონცეფტზე, საგანზე, ხელოვნების ნაწარმოების ფორმალურ-ლოგიკური იდეაზე/იდეებზე კეთდება. In conceptual art the idea or concept is the most important aspect of the work. (Lewitt 1967, June) ამგვარად, ტრადიციული ხელოვნებისგან განსხვავებით აქ პირველ რიგში დგას არა იდეის გამოსახვა, არამედ თავად იდეა, რომლის ადეკვატურად გააზრება ახალ იდეებს აყალიბებს. ხშირ შემთხვევაში,

კონცეპტუალიზმის ნამუშევრებს ინსტალაციებს უწოდებენ, რომელიც ნებისმიერი ადამიანის მიერ მარტივად კონსტრუიერდება, დაწერილი ინსტრუქციის მიხედვით. სწორედ ამგვარი მეთოდის მუშაობდა სოლ ლევიტიც. შესაბამისად, ამ მიმდევრობისთვის აუცილებელია ნამუშევრის არა თვალით, არამედ გონებით აღქმა, მნიშვნელობებისა და ასოციაციების შექმნა. სწორედ ამიტომ, კონცეპტუალური ხელოვნება მისტიური უფროა, ვიდრე რაციონალური, სადაც ლოგიკა ბოლომდე ვერ აღწევს.

არტ–მოღვაწეობის არსი კონცეპტუალიზმში განიხილება არა იდეის

გამოსახვასა თუ გამოხატვაში (როგორც ტრადიციულ ხელოვნებაშია),

არამედ თავად იდეაში, მის კონკრეტულ პრეზენტაციაში, პირველ

Page 3: სოლ ლევიტი

ყოვლისა, არასიტყვიერი ტექსტის ფორმით, არამედ მისი თანმხლები

კინო, ვიდეო, ფონოჩანაწერების ტიპის დოკუმენტური მასალებით.

აღსანიშნავია, რომ ხელოვანი, როდესაც გადაწყვეტს თავისი ხელოვნების ნაწარმოები კონცეპტუალური მიმდევრობის მიხედვით შექმნას ნებისმიერი გეგმა და გადაწყვეტილება წინასწარაა შექმნილი. საბოლოოდ, იდეა იქცევა მექანიზმად, რომელიც ხელოვნებას ქმნის. The idea becomes a machine that makes the art. (Lewitt 1967, June)

დღეისათვის სწორედ ამას ვუწოდებთ თანამედროვე ხელოვნებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხელოვნების ეს დარგი არ არის თეორიული, არამედ იგი ინტუიციურია, რომელშიც ჩართულია უამრავ სახის ფსიქიკური პროცესი, რაც, თავის მრივ, უსარგებლოა.

კონცეპტუალიზმის მიმდევარმა ხელოვანმა შესაძლოა დაკარგოს კონტროლი საკუთარ თავზე და შექმნას ნამუშევარი, რომელიც საზოგადოებისთვის რთულად ან სხვაგვარად აღსაქმელია, ვინაიდან ადამიანის ბუნება სხვადასხვაგვარია. Once it is out of his hand the artist

has no control over the way a viewer will perceive the work. Different people will

understand the same thing in a different way. (Lewitt 1967, June) თუმცა, კონცეპტუალური ხელოვნება არ მოითხოვს, მაყურებელს ესმოდეს მხატვრის ხედვა. გარდა ამისა, თუ ხელოვანი თავის იდეებს ახორციელებს და მას ხილულს ხდის, მაშინ ყველა პროცეს მნიშვნელობა ენიჭება. თავის მხრივ, იდეა, თუნდაც არ იყოს ვიზუალური ასპექტებით გამოსახული, შეიძლება მზა, დასრულებულ პროდუქტზე ღირებულიც აღმოჩნდეს. ამგვარად, მხატვრის აზროვნების პროცესი ზოგჯერ უფრო საინტერესოა, ვიდრე საბოლოო პროდუქტი.

აღსანიშნავია, რომ ნამუშევრის ზომის განსაზღვრა საკმაოდ რთულია. შესაბამისად, თუ იდეა მოითხოვს სამ განზომილებას, ნებისმიერი სიდიდის სტრუქტურა დაშვებული იქნება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შესაძლებელია ხელოვნების ნაწარმოების გიგანტური ზომა, რომელიც ერთი შეხედვით შთამბეჭდავად მოგვეჩვენოს, აბსოლუტურად ანგრევდეს მის იდეას. დიდი ალბათობით, ის ხდება არათანმიმდევრული. თუმცა, ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ

Page 4: სოლ ლევიტი

სიმაღლესა და სიდიდეს მაყურებელზე საკმაოდ დიდი გავლენა აქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, იდეის დესტრუქტურიზაციის ხარჯზე.

შესაბამისად, ლევიტისთვის კონცეპტუალიზმის ფუნდამენტური მამოძრავებელი ღერძი იდეაა და არა უამრავი სხვა ინდივიდუალური ასპექტი. ამგვარად, ყველა იდეა რომელიც ხელოვნებას უკავშირდება უკვე, თავის მხრივ, ხელოვნებაა, მითუმეტეს თუ ეს იდეები ხელოვნების კონვენციის ნაწილია. Conceptual art is good only when the idea is good. (Lewitt 1967, June)