24
მმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმ მმმმ მმმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმმმმმმმმ 2- 6 წწწწ წწწწწწ წწწწწწწ წწწწწწწწ წწწწწწ წწწწწწ წწწწწწ. წწწწწწწ წწწწწწწწწ წწწწწწწ წწწწწწწწწ წწწწწწწწწ წწ წწწწწწწწწ წწწწწწწწწწწწწწ. წწწწწწ წწწწწწწწ წწწწწწ წწწწწწწწწწ წწწწწწწწწ წწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწ. წწწწწწწწწ, წწწწწწწ წწწწწწწწწწწწ წწწწწწ წწწწწწწწწწ წწწწწწწწწ წწ წწწწწწწწწწ. წწწწწწ წწწწწწწწ წწწწწწ წწწწწწწ წწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწწწწ. წწწწწწწ წწწწწწწწ წწწწწწ წწწწწწწწ წწწწწწწწწწ წწწწწწწწ წწწწწწწ წწ წწწ წწწწწწწწ წწწწწწ წწწწწწწწწწწ. წწწწწწწწ, წწწწწწ წწწწწწწწწწწწ წწწწწწწ წწწწწწწწწწწწწ წწწწწწწწწ წწწწწწწწწწწწ წწწწწწ წწწწწწწწწწწ. წწწწწწწწ-წწწწწწ წწწწწწ წწწწწწწწწ წწწწწ წწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწ წწწწწწწწწწ, წწწწწწწ წწწწწწწწწწ წწწწწწ წწწწწწ წწწწწწ წწწწ წწწწწწწწწწწ წწწწწწწწწ, წწწწწწწწწწწწწწ წწწწწწწწ წწწწწ წწ წწწწ წწწწწწწწწწ წწწწწ წწწწწწწწ წწწწწ. წწწწწწ წწწწწწ წწწწ წწწწწწ წწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწწწწ. წწწწწწწ წწწწწწ წწწწწწწწ წწწწ წწწწწწ წწწწწწწ წწწწწწწწწწწ, წწწწწწწწ წწწწწწწწწწ წწწწწწწწ წწწწ. წწწწწწ წწწწწწწწ წწწწწწ წწწწწწწ წწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწწწ. წწწ წწწწწწ წწწწწწწწწ წწწწწწწ წწ წწწწწწწწწწწწ, წწწწწწწ წწწწ წწწწწწ წწწწწწ წწწწწ. წწწწწწ წწწწწ წწწწწწწწწწწ წწწწწწწ წწწწწწწ, წწწწწწწწ წწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწწ წწ წწწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწწწ. წწწწწწწ წწწწწწწ წწწწწწწწწწწწწ წწწწწწ წწწწწწწწ წწწწწწწწწწ, წწწწწწწ წწწწწწწწწწწ წწწწწწ წწწწწწწწ წწწწწ წწწწწ. წწწწწწ წწწწწწწწ წწწწწწწწ, წწ წწწწწწწ წწ წწწწწწწწწწწ წწწწწწწწწ. წწწწწწწ წწწწწწ წწწწწწ წწწწწწწ წწწწწწწ წწწწწწ. წწწ წწწ წწწ წწწწწწწ, წწწწწწ წწწწწწწწწ წწწწწწწ წწწწწ წწწწწწწწწ წწწწწ წწწწწწ. წწწწწწწწ წწ წწ წწწწწწ წწწწწწ წწწწწწწწწწწ წწწწწწწ წწწწწწწწწწწ წწწწწწწ წწწწწწწწწწ. წწწწწწ წწწწწწწწწწ წწწწწწწ წწწწწ წწ წწწწწწწ. წწწწწწ წწწ წწწწწწწწ წწწწწწ წწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწწწ. წწწწწწწ წწწწწწწწ წწწწწ წწწწწწწ წწწწწ წწწწწწწწწწ წწწწწწწწ წწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწწ წწწწწწწწ წწწწწ. წწ წწწწწწ წწ წწწწწწწ წწწწწწწ წწწწწწწწწ წწწწწწ წწწწწწ წწ წწწწწწწწწ, წწ წწწწწწწ წწწწწ წწწწწწ წწწწწწწწწ წწწწწწწწწ წწწწწწწწწწწწ, წწ წწწ წწწწწწწ წწწწწწ წწწწწწწწწწწწ. წწწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწ წწწწწწწ წწწწწწწ წწწწწწ წწწწწწწწწ წწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწწ. წწწწწწ, წწწწწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწ წწწწ წწწწწწწწწწწ წწწწწწწწწწ წწწწწწწწწწწწწწწწ.

› 2014 › 12 › e18392e18390e1…  · Web viewA5 წლის ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებებიადრეული

  • Upload
    others

  • View
    2

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: › 2014 › 12 › e18392e18390e1…  · Web viewA5 წლის ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებებიადრეული

მანანა მელიქიშვილი

ადრეული ბავშვობის პერიოდი

თამაშის როლი ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაში

2- 6 წლის ასაკის ბავშვის წამყვანი ქცევის ფორმაა თამაში. თამაშში ყალიბდება ბავშვის ფსიქიკური თვისებები და პიროვნული თავისებურებები. თამაში გავლენას ახდენს ნებისმიერი ფსიქიკური პროცესების ფორმირებაზე. მაგალითად, თამაშში განვითარებას იწყებს ნებისმიერი ყურადღება და მეხსიერება. თამაში გავლენას ახდენს ბავშვის აზროვნების განვითარებაზეც. თამაშის პროცესში ბავშვი სწავლობს აზროვნებას საგნების შესახებ და მათ გონებრივ პლანში გამოყენებას. ამგვარად, თამაში განაპირობებს ბავშვის თანადათანობით გადასვლას წარმოდგენათა პლანში აზროვნებაზე. სიუჟეტურ-როლური თამაში საფუძვლად ედება აზროვნების განსაკუთრებული თვისებების ფორმირებას, რომელიც საშუალებას აძლევს ბავშვს დადგეს სხვა ადამიანების პოზიციაზე, გაითვალისწინოს მომავალი ქცევა და ამის საფუძველზე ააგოს საკუთარი ქცევა. როლური თამაში ხელს უწყობს წარმოსახვის განვითარებასაც. თამაშში ბავშვი სწავლობს ერთი საგნის მეორეთი ჩანაცვლებას, ასრულებს სხვადასხვა სოციალურ როლს.

თამაში გავლენას ახდენს ბავშვის პიროვნების განვითარებაზე. იგი ეცნობა მოზრდილთა ქცევასა და ურთიერთობებს, რომელიც მისი ქცევის ნიმუში ხდება. ბავშვი იძენს ურთიერთობის ძირითად ჩვევებს, რომლებიც აუცილებელია თანატოლებთან და მოზრდილებთან ურთიერთობის დასამყარებლად.

თამაშის ქცევაში ჩამოყალიბებას იწყებს სასწავლო მოქმედებაც, რომელიც მოგვიანებით ქცევის წამყვანი ფორმა ხდება. სწავლა შემოაქვს მოზრდილს, ის უშუალოდ არ აღმოცენდება თამაშიდან. ადრეული ასაკის ბავშვი სწავლას თამაშში იწყებს. იგი მას ისე ეკიდება, როგორც გარკვეული წესების მქონე თავისებურ როლურ თამაშს. ასრულებს რა ამ წესებს ბავშვი შეუნჩნევლად ეუფლება ელემენტარულ საწავლო მოქმედებას. ბავშვს უყალიბდება სწავლის უნარი და სურვილი.

თამაში დიდ გავლენას ახდენს მეტყველების განვითარებაზე. თამაშის სიტუაცია მასში ჩართული ყველა ბავშვისგან მოითხოვს სამეტყველო ურთიერთობის განვითარების გარკვეულ დონეს. თუ ბავშვს არ შეუძლია მკაფიოდ გამოთქვას თავისი აზრები და სურვილები, არ შესწევს უნარი გაიგოს ამხანაგის სიტყვიერი ინსტრუქციები, ის ვერ შეძლებს თამაშს თანატოლებთან. თანატოლებთან ურთიერთობის სურვილი სტიმულს აძლევს გამართული მეტყველების განვითარებას.

თამაშს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეფლექსიური აზროვნების განვითარებისთვის.

რეფლექსია ეს არის ადამიანის უნარი გაანალიზოს საკუთარი მოქმედებები, ქცევა, მოტივები და შეუფარდოს ისინი საზოგადოებაში მიღებულ ღირებულებებს, სხვა ადამიანების ქცევებს, მოტივებს. რეფლექსია ხელს უწყობს სოციალურ გარემოში ბავშვის ადექვატურ ქცევას.

ბავშვის ზრდასთან ერთად იცვლება თამაშის ფორმები. 3-4 წლის ბავშვები თამაშის დროს არ ისახავენ მიზანს, არ ადგენენ თამაშის წესებს. 5-6 წლის ასაკის ბავშვები ისახავენ მიზანს, ადგენენ თამაშის წესებს, ეხმარებიან ერთმანეთს. 5-6 წლის ასაკის ბავშვებისთვის ტიპიურია: მოტორული თამაშები, თამაში – “ბრძოლა”, როლური და წესებიანი თამაში.

Page 2: › 2014 › 12 › e18392e18390e1…  · Web viewA5 წლის ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებებიადრეული

მოტორული თამაშებია – სირბილი, ხტუნვა, სხვადასხვა მოტორული აქტიობები, რომლებიც ბავშვს დიდ სიამოვნებას ანიჭებს და ხელს უწყობს მოძრაობათა კოორდინაციის განვითარებას.

თამაში – “ბრძოლა—ძალების მოსინჯვა”. უფროსები ხშირად უკრძალავენ ბავშვებს ამ სახის თამაშს, რათა არ დაუშვან ჩხუბი ბავშვებს შორის. მაგრამ, თამაში – “ბრძოლა”, მხოლოდ თამაშია და არა ნამდვილი ჩხუბი. ის საშვალებას აძლევს ბავშვებს დახარჯოს ზედმეტი ენერგია; ფიზიკურად ივარჯიშოს; შეიკავოს ემოციები; გააკონტროლოს იმპულსები; გადაეჩვიოს ნეგატიურ ჩვევას, რომელიც მიუღებელია სხვა ბავშვებისათვის. ამ სახის თამაშს ბიჭები უფრო ხშირად თამაშობენ, ვიდრე გოგონები.

როლური თამაში. ბავშვები ათამაშებენ სიუჟეტებს და ასრულებენ სხვადასხვა როლებს. ასეთი თამაში მოიცავს არა მხოლოდ უფროსის ქცევის მიბაძვას, ასევე ფანტაზიას და ურთიერთობის ახალ ფორმებს. როლური თამაშის დახმარებით ბავშვები ეცნობიან სოციალურ ურთიერთობებს და ნორმებს, კულტურულ ტრადიციებს.

წესებიანი თამაში. ბავშვები ადგენენ თამაშის წესებს, რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა. ამ თამაშს ჰყავს გამარჯვებული და დამარცხებული. ეს თამაში მოითხოვს გარკვეულ კოგნიტურ უნარებს, უნდა გათვალო ამ თუ იმ აქტიობის შედეგი, ისწავალო წაგება და მოგება.

თამაში ანვითარებს: სწავლის უნარს; შემოქმედობითობას და ფანტაზიას; სხვა ბავშვებისა და ადამიანებისადმი სიყვარულსა და კეთილგანწყობას; იწვევს სიხარულის ემოციას, რომელიც აუცილებელია ფიზიკური და ფსიქიკური ჯამრთელობისთვის; ყალიბდება ბაზისური ნდობა გარემო სამყაროს მიმართ.

ბავშვის განვითარება ყველა სფეროს მოიცავს:

ფიზიკურ ზრდას, რაც გულისხმობს სხეულის ზომებისა და ფორმის, ცენტრალური ნერვული სისტემის, სენსორული და მოტორული უნარების განვითარებას.

კოგნიტური (შემეცნებითი) პროცესების – აღქმის, ყურადრების, მეხსიერების, აზროვნების, მეტყველების განვითარებას.

ფსიქოსოციალურს _ პიროვნული ნიშნების შეძენასა და საკუთარი უნიკალურობის გრძნობის განვითარებას, მის ადაპტაციას საზოგადოების მოთხოვნებთან და კულტურულ გარემოსთან.

ბავშვის განვითარების თავისებურებები სხვადასხვა სფეროს მიხედვით

ფიზიკური განვითარება

ფიზიკური განვითარების ცნება ვიწრო გაგებით გულისხმობს ორგანიზმის განვითარებას, რომელიც განისაზღვრება ანთროპოლოგიური და ბიომეტრული მაჩვენებლებით: სიმაღლე, წონა, გულ-მკერდის შემოწერილობა, ტანადობა, ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა და სხვა. ფართო გაგებით კი ფიზიკურ განვითარებაში ფიზიკური თვისებების განვითარებაც იგულისხმება: სისწრაფე, სიმარდე, მოქნილობა, ძალა, ამტანობა.

2-6 წლის ასაკის ბავშვის ორგანიზმი სწრაფად ვითარდება, ორგანოები და ფიზიოლოგიური სისტემები სწრაფად იზრდება და ყალიბდება, მაგრამ მათი მოქმედება ჯერ არასრულყოფილია, ორგანიზმის დაცვითი თვისებები სუსტად არის გამოვლენილი. ამის გამო გარემოს არახელსაყრელი პირობები ძალიან ადვილად მოქმედებს მასზე. ამიტომ აუცილებელია ვიზრუნოთ ბავშვის ძვლოვანი სისტემების განვითარებაზე, კუნთების ყველა ჯგუფის და სუნთქვითი სისტემების განმტკიცებაზე,

Page 3: › 2014 › 12 › e18392e18390e1…  · Web viewA5 წლის ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებებიადრეული

ნერვული სისტემისა და გრძნობათა ორგანოების განვითარებაზე და სხვა. ამიტომ, საჭიროა დღის რეჟიმის სწორად იყოს ორგანიზებული, ფიზიკური დატვირთვა უნდა შეესატყვისებოდეს ბავშვის ფუნქციონალურ შესაძლებლობებს, გამოყენებული უნდა იქნას ფიზიკური ვარჟიშები, რომლებიც მიმართულია კისრის და ზურგის კუნთების, ხელი მტევნისა და ფეხის ტერფის გასამაგრებლად.

სრულყოფილი ფიზიკური განვითარების შედაგად ბავშვს უძლიერდება მოძრაობის მოთხოვნილება, უვითარდება წარმოდგენა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. ბავშვი ეჩვევა დღის რეჟიმის დაცვას. მას უჩნდება ინტერესი ყოველდღიური ფიზიკური აქტივობებისადმი, რომლის შესრულება ხელს უწყობს არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ მის მრავალმხრივ განვითარებას.

ფიზიკური აქტიობა ხელს უწყობს ბავშვის მოტორულ, სენსორულ, ემოციურ და ინტელექტუალურ განვითარებას.

მრაველფეროვანი ფიზიკური აქტივობების წყალობით ბავშვს განსაკუთრებით უვითარდება მსხვილი მოტორული უნარები. მაგალითად:

3 წლის ბავშვი კარგად ინარჩუნებს წონასწორობას სიარულისა და სირბილის დროს და არ ჭირდება საკუთარი მოძრაობების ვიზუალური კონტროლი, იღებს საგნებს ერთი ხელით.

4 წლის ასაკის ბავშვს შეუძლია შეცვალოს სირბილის რითმი; შეუძლია ერთ ადგილზე ხტუნვა; მოუხერხებლად, მაგრამ მაინც ახერხებს სიგრძეზე ხტომას.

5 წლის ბავშვს შეუძლია სირბილი; ასკინკილა (მარჯვენა და მარცხენა ფეხით), წინსვლით; ადგილიდან სიგრძეზე ხტომა; გამორბენით სიგრძეზე და სიმაღლეზე ხტომა; სრიალი; გორაობა; აძრომა; მიზანში სროლა; სიარული ცერებზე, ნახევარბუქნით, ქუსლიდან ცერზე გადსვლით; საგნებს შორის კლაკნილად ფორთხვა; ოთხზე გავლა ხელებსა და ტერფებზე დაყრდნობით; სიარული ნახევარბუქნით, ქუსლიდან ცერზე გადსვლით; რბენა მუხლების აწევით; სკამის ქვეშ გაძრომა.

ფიზიკური აქტიობა პიკს აღწევს 3 წლის ასაკის ბავშვებთან, შემდეგ კი თანდათანობით კლებულობს. გოგონებთან ის უფრო სწრაფად იკლებს, ვიდრე ბიჭებთან. ამიტომ 5-6 წლის ბიჭი უფრო ძნელი დასაოკებელია, ვიდრე გოგონა.

5-6 წლის ასაკის ბავშვს შეუძლია გუნდურ თამაშებში მონაწილეობის მიღება, რომლის დროსაც ბავშვები სწავლობენ როგორც საკუთარი მოტორული ქცევის კოორდინირებას, ასევე თანამშრომლობასა და წესების დაცვას.

შემოქმედებითი ხასიათის აქტიობები (ცეკვა, რითმული მოძრაობები) ხელს უწყობს მოძრაობის დახვეწას და წარმოსახვის განვითარებასაც.

ფიზიკური აქტიობები აუმჯობესებს დროისა და სივრცის აღქმას, ხელს უწყობს დროის და სივრცითი წარმოდგენების ჩამოყალიბებას. მაგალითად, ბავშვები განარჩევენ რა არის მათ უკან, წინ, ზემოთ, მარცხნივ, მარჯვნივ, ახლოს, შორს და სხვა.

ნატიფი მოტორული უნარები შედარებით სუსტად არის განვითარებული (წერა, დანისა და ჩანგლის ხმარება). ამიტომ აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ნატიფი მოტირიკის განვითარებას, რისთვისაც შესაძლებელია გამოყენებული იქნას ნატიფი მოტორიკის განმავითარებელი სავარჯიშოები. მაგალითად, 4 წლის ბავშვს არ შეუძლია ჩანგლით ჭამოს საჭმელი და ამავე დროს ილაპარაკოს.

3-4 წლის ბავშვს შეუძლია ჩაიცვას და გაიხადოს მარტივი ტანსაცმელი, შეკრას დიდი ზომის ელვა, სწორად დაიკავოს კოვზი.

5-6 წლის ბავშვს შეუძლია დანით დაჭრას რბილი საკვები, შეიკრას ფეხსაცმლის თასმები (მართალია, ზოგისთვის ეს ძალიან რთული ამოცანაა).

მოტორული უნარების დაუფლებას განაპირობებს: მზაობა, აქტიობა, ყურადღება და უკუკავშირი.

მზაობა. ახალი მოტორული უნარის დაუფლებისთვის აუცილებელია ბავშვის მზაობა. თუ ახალი მოტორული აქტიობის დაუფლება მოხდება მზაობის პერიოდში,

Page 4: › 2014 › 12 › e18392e18390e1…  · Web viewA5 წლის ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებებიადრეული

ბავშვი მას დაეუფლება სწრაფად, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე. თუ ბავშვი მზად არის ახალი მოტორული უნარის ასათვისებლად, ის ხალისით სწავლობს და უხარია წარმატება. ბავშვის ქცევა საუკეთესო ინდიკატორია იმის დასადგენათ, მზად არის თუ არა ბავშვი ახალი მოტორული უნარის ასათვისებლად. მზაობის შემთხვევაში ბავშვი იწყებს რაიმე მოქმედების მიბაძვას. მაგალითად, წერის.

აქტიობა. აქტიობა აუცილებელია მოტორული განვითარებისთვის. თუ ბავშვი არ ახორციელებს აქტიობას (არ აქვს შესატყვისი პირობები, სადაც შეიძლება განხორციელდეს აქტიობა; არ არის ადამიანი ვისაც მიბაძავს), ადგილი ექნება სირთულეებს მოტორულ განვითარებაში.,

ყურადღება. ყურადღება განაპირობებს მოტორული უნარის დაუფლების ეფექტურობას. სკოლამდელი ასაკის ბავშვებს უკეთესად შეუძლიათ ყურადღების კონცენტრაცია, თუ ისინი აქტიურად იმეორებენ სხვის მოქმედებას. 6 წლის ბავშვს კი შეუძლია ყურადღება მიაქციოს ვერბალურ ინსტრუქციასაც.

უკუკავშირი. მოტორული უნარის დაუფლებას განაპირობებს – მიღწევის მოტივაცია. ბავშვი ასრულებს რაიმე აქტიობას იმისთვის, რომ შეამოწმოს თავისი ძალა, მოხერხებულობა და მიიღოს სიამოვნება. ისინი ამოწმებენ თავის შესაძლებლობებს და ღებულობენ სიამოვნებას ხტუნვაში, სირბილში, მოტორულ თამაშებში. ეს არის შინაგანი მოტივაცია.

ბავშვმა შეიძლება შეასრულოს მოტორული აქტიობა იმ მიზნითაც, რომ დაიმსახუროს შექება, მიიღოს ჯილდო, გაიმარჯვოს შეჯიბრში. ეს არის გარეგანი მოტივაცია.

უკუკავშირი (გაღიმება, შექება, ჯილდო), რომელსაც ბავშვები იღებენ უფროსებისგან ან თანატოლებისგან ამყარებს მიღწევის მოტივაციას. ბავშვის შექებისას უნდა მივუთითოთ ის კონკრეტული წარმატება, რასაც ბავშვმა მიაღწია. ეს გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანს ბავშვს, ვიდრე ზოგადი შექება. მაგალითად, შენ დღეს უკეთ დაწერე ასო “ა”; კარგად შეასრულე თითების ვარჯიში, და არა – “ყოჩაღ”.

კოგნიტური (შემეცნებითი) პროცესების განვითარება

აღქმა

2-6 წლის ასაკის ბავშვის აღქმა თანდათანობით უფრო სრულყოფილი ხდება. განსაკუთრებულ გავლენას აღქმაზე მეტყველების განვითარება ახდენს. ბავშვს ახლა უკვე შეუძლია საგნებსა და ობიექტებს დაარქვას სახელები; სიტყვიერად გამოყოს მათი თვისებები, მახასიათებლები; შეაფასოს მოვლენების მიმდინარეობა, კავშირი მათ შორის და ა.შ. ეს აღქმას უფრო დანაწევრებულსა და ორგანიზებულს ხდის.

თუმცა ბავშვის აღქმა მაინც არასაკმარისად დანაწევრებულია. თვალში საცემია საგნის “მკვეთრი” თვისებები (ფერი, ფორმა, ზომა), ამიტომ მნიშვნელოვანია ვასწავლოთ ბავშვებს დაკვირვება. მშობელს და პედაგოგს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ბავშვის აღქმის განვითარებაში, თუ სწორად შეურჩევს ნახატებს, სურათებს და დაეხმარება მას აღქმის ორგანიზებაში. მაგალითად, მისცემს მითითებას, დაათვალიეროს ნახატის დეტალები გარკვეული თანმიმდევრობით, იპოვოს ნახატში სხვადასხვა დეტალები, ააწყოს ნაწილებიდან მთელი და ა.შ.

5 წლის ასაკში ჩნდება სინთეზური აღქმა _ აღქმული ობიექტის ელემენტებს შორის კავშირის დამყარება. თუ მანამდე ნახატის აღწერისას ბავშვი ასახელებდა ნახატზე გამოსახულ ობიექტებს, ეხლა მას შეუძლია ნახატის აღწერა, შემდგომში კი შეძლებს ინტერპრეტეციას.

თანდათანობით აღქმა ხდება ანალიზური, ის იძენს ორგანიზებული დაკვირვების ხასიათს. უფროსმა უნდა ასწავლოს ბავშვს ობიექტის არსებითი

Page 5: › 2014 › 12 › e18392e18390e1…  · Web viewA5 წლის ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებებიადრეული

ნიშნების, საგნებისა და მოვლენების თვისებების გამოვლენა. ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი აღქმის განვითარების არის შედარება.

ბავშვის აღქმისათვის ასევე დამახასიათებელია ემოციურობა. მასზე განსაკუთრებით დიდ გავლენას ახდენს უფროსის ემოციური შექება, შეფასება, ვიდრე ნეიტრალური ტონით ნათქვამი “საქებარი” სიტყვები.

აღქმის შემდეგი თავისებურებაა,_აღქმის კავშირი მოქმედებასთან. აღქმა მჭიდროდაა დაკავშირებული ბავშვის პრაქტიკულ საქმიანობასთან. საგნის აღქმა 2-6 წლის ასაკის ბავშვისთვის ნიშნავს აქტიობის განხორციელებას ამ საგნის გამოყენებით, რაღაცის შეცვლას, ხელში აღებას. ამიტომ დიდი დრო უნდა დაეთმოს საგნებზე პრაქტიკულ მოქმედებას.

ვითარდება აღქმის “სოციალიზაცია”, ბავშვი უპირატესობას ანიჭებს ადამიანიდან წამოსულ სიგნალებს.

აღქმის განვითარებაში ასეთი წინსვლის მიუხედავად, ამ პერიოდში წამყვანი მაინც საგნის გარეგნული, თვალსაჩინო მახასიათებლებია. ამას ბავშვი ხშირად შეცდომაში შეჰყავს, რადგან დასკვნას გარეგნულ, თვალსაჩინო თვისებებზე დაყრდნობით აკეთებს. მაგალითად, ამ ასაკის ბავშვისთვის თუ საგანი დიდია, ამიტომ ის მძიმეც უნდა იყოს.

2-6 წლის ასაკის ბავშვის აღქმის განვითარება შესაძლებელია ისეთი აქტიობებით, როგორიცაა: ხატვა; სურათების დათვალიერება, მათი აღწერა, მსაგვსება-განსხვავების პოვნა; ძერწვა; ზღაპრებისა, ლექსების, მოთხრობების მოსმენა და შეთხზვა; გამოცანების გამოცნობა და ა.შ. ამ აქტიობების განხორციელებისას ბავშვი ეჩვევა ობიექტური მასალის გარდაქმნას და იძულებულია ანგარიში გაუწიოს საგნის ობიექტურ თვისებებს. შესაბამისად, აღქმა უფრო დანაწევრებული და ორგანიზებული ხდება.

ყურადღება

2-6 წლის ასაკის ბავშვისთვის ტიპიურია უშუალო ინტერესით, ემოციით წარმართული ყურადღება. ყურადღება, როგორც საზოგადოდ ბავშვის ქცევა ამ ასაკში იმპულსურია. თუმცა 5-6 წლის ასაკში იწყება ნებისმიერი ყურადღების განვითარებაც. ყურადღების განვითარების ამ ძირითად ხაზთან ერთად ვითარდება ყურადღების სხვა თვისებებიც. იზრდება ყურადღების სიმტკიცე (ყურადღების ხანგრძლივი წარმართვა ერთი და იგივე მიმართულებით, ერთი და იმავე ობიექტზე). თუ 3-4 წლის ბავშვს შეუძლია აქტიური ყურადღების შეჩერება 8-10 წუთის განმავლობაში, 5-6 წლისთვის ეს დრო 15-20 წუთი ხდება.

ყურადღების მოცულობა (ერთდროულად, დროის ერთ მონაკვეთში დანახული ობიექტების რაოდენობა) 2-3 ერთეულს შეადგენს. უნებლიე ყურადღების გადაუხრადობა (უცხო, ხელშენშლელი გამღიზიანებლების მიმართ, მეტ-ნაკლები წინააღმდეგობის გაწევა) 5-6 წლის ასაკში ორჯერ მეტია, ვიდრე 4 წლის ასკში.

ცხადია, ყურადღების გადაუხრადობას და სიმტკიცეს დიდი მნიშვნელობა აქვს სწავლის პროცესის განხორციელებისათვის. მეორეს მხრივ, თვით სწავლის პროცესი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ყურადღების ამ თვისებების განვითარებას.

5-6 წლის ბავშვები იწყებენ საკუთარი ყურადღების მართვას, ნებისმიერად შეუძლიათ წარმართონ და შეაჩერონ ყურადღება მხოლოდ თვალსაჩინო, მისთვის საინტერესო რაიმე საგანსა და მოვლენაზე, რომლის მიმართაც ბავშვს უჩნდება ემოციური დამოკიდებულება. უფროს შეუძლია დაეხმაროს ბავშვებს ყურადღების ორგანიზებაში რაიმე საქმიანობაში ჩართვით, გარეგანი დამხმარე საშუალებებით, არავერბალური მინიშნებით და ა.შ.

მეხსიერება

Page 6: › 2014 › 12 › e18392e18390e1…  · Web viewA5 წლის ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებებიადრეული

2-6 წლის ასაკის ბავშვის მეხსიერება თვალსაჩინო-ხატოვანია. ისინი უკეთ იმახსოვრებენ კონკრეტულ ფაქტებს, მოვლენებს, პირებს, ვიდრე განმარტებას, აღწერას, ახსნას. მათ მეტად ახასიათებთ მექანიკური დამახსოვრება, არ აცნობიერებენ აზრობრივ კავშირებს დამახსოვრებულ მასალაში. ამიტომ, მასალის უკეთ დასამახსოვრებლად გამოყენებული უნდა იქნას დიდი რაოდენობით თვალსაჩინო მასალა.

5-6 წლიდან უკვე ვითრდება ნებისმიერი მეხსიერებაც. თუმცა, მიზანმიმართული დამახსოვრება და აღდგენა მხოლოდ ეპიზოტურ ხასიათს ატარებს და ძირითადად, თამაშსა და სხვა აქტიობებში ვლინდება. მაგალითად, უფროსის დავალების შესულება. ვინაიდან თამაში 2-6 წლის ასაკის ბავშვის წამყვანი ქცევის ფორმაა, ბავშვს უფრო ადვილად შეუძლია თამაშის პროცესში დაიმახსოვროს მისთვის რთული მასალა, ვიდრე ხანგრძლივი მრავალსაათიანი მეცადინეობით.

ყველაზე კარგი პირობა ნებისმიერი დამახსოვრებისა და აღდგენისათვის არის თამაშის სიტუაცია, როდესაც ბავშვს საკუთარი როლის შესასრულებლად სჭირდება რაიმე ტექსტის ან ლექსის დამახსოვრება. მაგალითად, როდესაც ბავშვი ასრულებს გამყიდველის როლს, მას სჭირდება დაიმახსოვროს იმ საგანთა ჩამონათვალი, რომლებსაც ყიდის. ამ შემთხვევაში იგი იმახსოვრებს გაცილებით მეტ სიტყვას, ვიდრე უფროსის მოთხოვნის შემთხვევაში დაიმახსოვრებდა.

5-6 წლის ასაკში ვითარდება ლოგიკური მეხსიერების ელემენტებიც. იგი ვლინდება მასალის არა მექანიკურ დამახსოვრება-აღდგენაში, არამედ ეფუძნება ლოგიკას. მახსიერების ეს სახე თავს იჩენს ისეთი მასალის დამახსოვრებისას, რომლის შინაარსიც ბავშვისთვის გასაგებია. მაგალითად, როდესაც ბავშვი ყვება ზღაპარს, ის არ არღვევს მის ლოგიკურ თანმიმდევრობას, თუმცა, შეიძლება რაღაც დეტალები გამორჩეს, ან თავისი დეტალები დაამატოს.

უფროსებმა უნდა იზრუნონ ბავშვის როგორც მექანიკური, ასევე ლოგიკური მეხსიერების განვითარებაზე, სმენითი და მხედველობითი მეხსიერების მოცულობის გაზრდაზე. ამ ასაკის ბავშვებს ძალიან მოსწონთ მეხსიერებისა და აზროვნების განმავითარებელი სავარჯიშოები, რომლებიც მნიშვნელოვნად ანვითარებს აღნიშნულ ფსიქიკურ პროცესებს.

აზროვნება

ჟ. პიაჟეს აზრით, ბავშვის აზროვნების განვითარებას განსაზღვრავს ბავშვის უნარების მომწიფება და მისი ურთიერთობა გარემოსთან. ჟ. პიაჟე ბავშვს განიხილავს, როგორც ამ პროცესის აქტიურ მონაწილეს და არა როგორც ბიოლოგიური მომწიფებისა და გარემოდან შემოსული სტიმულების პასიურ “მიმღებს”.

5-6 წლის ასაკის ბავშვები არჩევენ მენტალურ (გონებრივ) რეალობას ფიზიკური რეალობისგან და უშვებენ, რომ გარემოში სოციალური ნორმების გარდა არსებობს მექანიკური კანონებიც. მაგალითად, 2—4 წლის ასაკის ბავშვი შეიძლება ფიქრობდეს, რომ გარშემო ყველაფერი არის მათი მშობლების, ან სხვა უფროსების მიერ შექმნილი. 5-6 წლის ასაკში კი აღიარებენ სხვა ძალების მნიშვნელობასაც. 5-6 წლის ასაკში ბავშვები იწყებენ იმის გაგებას, რომ შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა შეხედულება, თუმცა არ არიან თანმიმდევრულნი და სისტემატიურნი. მიუხედავად იმისა, რომ 5-6 წლის ასაკის ბავშვის აზროვნება ხდება უფრო რაციონალური, ცალკეული მოვლენების ახსნისას ისინი ხშირად მიმართავენ “მაგიურ” აზროვნებას. მართალია ბავშვი დარწმუნებულია იმაში, რომ მაგალითად, ბავშვი ვერ გადაიქცევა ცხოველად, მაგრამ ამავე დროს მათ სჯერათ ჯადოსნურ ზღაპრებში აღწერილი მოვლენების.

Page 7: › 2014 › 12 › e18392e18390e1…  · Web viewA5 წლის ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებებიადრეული

ჟ. პიაჟეს მიხედვით, 4-7 წლის ასაკის ბავშვის აზროვნების არსებითი მახასიათებელებია: თვალსაჩინოება, კონკრეტულობა, შეუქცევადობა, ეგოცენტრიზმი და ცენტრირება საგნის ერთ ნიშანზე.

თვალსაჩინოება. მაგალითად, როცა 5-6 წლის ბავშვს ვეკითხებით, რითი განსხვავდება ვაშლი მსხლისგან? ის გაცილებით სწრაფად და ადვილად შეასრულებს ამ ოპერაციას, თუ ხედავს აღნიშნულ ობიექტებს და აწყდება სირთულეებს, თუ ეს გონებაში უნდა შეასრულოს. მეორე მაგალითი – კუბებიდან ნახატის აწყობა. მოზრდილი ადამიანი მოგვცემს პასუხს, კუბებიდან მთლიანი ნახატის აწყობის გარეშეც. ბავშვს კი ამის გაკეთება არ შეუძლია. მან ჯერ კუბებიდან ნახატი უნდა ააწყოს და მხოლოდ ამის შემდეგ იძლევა პასუხს.

4-6 წლის ასაკის ბავშვის აზროვნების მეორე მახასიათებელია – კონკრეტულობა. ბავშვი აზროვნებისას ეყრდნობა მის გამოცდილებაში მქონე ცალკეულ კონკრეტულ ფაქტებს. მაგალითად, კითხვაზე – რატომ არ შეიძლება ცივი წყლის დალევა? ბავშვი პასუხობს კონკრეტულ ფაქტზე დაყრდნობით: “ერთმა ბავშვმა დალია და ავად გახდა”.

შეუქცევადობა. ბავშვებს არ შეუძლიათ წარმოიდგინონ, რომ რომელიმე ობიექტი შეიძლება დაუბრუნდეს თავის პირვანდელ მდგომარეობას ან, რომ ობიექტებს შორის არსებობს ორმხრივი კავშირი. მაგალითად, ბავშვს ეკითხებიან: _ “შენ გყავს და?” ის პასუხობს: _ “დიახ”. “რა ქვია შენს დას?” “ნინო”. “ნინოს ყავს და?” _ “არა”. ამ შემთხვევაში კავშირს აქვს მხოლოდ ერთი მიმართულება: გოგონამ იცის, რომ მას ჰყავს და ნინო, მაგრამ არ ესმის რომ ის არის ნინოს და.

ეგოცენტრიზმი. ბავშვს არ შეუძლია დადგეს სხვა ადამიანის პოზიციაზე. მაგალითად, ბავშვს სვამდნენ მაგიდასთან, რომელზეც მოთავსებული იყო მთის მაკეტი და აჩვენებდნენ სხვადასხვა კუთხიდან გადაღებულ მთის მაკეტის ფოტოებს. პირველად ბავშვს სთხოვდნენ აერჩია ის ფოტო, რომელიც მისი ადგილიდან ჩანდა. ხოლო შემდეგ, ფოტო მთების მაკეტის ისეთი გამოსახულებით, რომელსაც სხვა ადგილას მჯდარი თოჯინა ხედავდა. ბავშვების უმრავლესობას არ უჭირს პირველი ფოტოს მოძებნა, მაგრამ განიცდის სირთულეებს მეორე ფოტოს არჩევისას. ამის საფუძველზე ჟ. პიაჟე აკეთებს დასკვნას, რომ 3-4 წლის ასაკის ბავშვი მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია, შეხედულება არის ერთადერთი სწორი თვალსაზრისი. 5-6 წლის ასაკის ბავშვი უკვე უშვებს სხვა პოზიციის არსებობის შესაძლებლობას, მაგრამ თვლის რომ სწორია მხოლოდ მისი პოზოცია, თვალსაზრისი.

ცენტრირება საგნის ერთ ნიშანზე. ბავშვს არ შეუძლია გაითვალიწინოს ერთდოულად საგნის რამოდენიმე ნიშანი. მაგალითად. როდესაც ბავშვს აჩვენებენ გარკვეული რაოდენობის ხის ბურთებს, რომელთაგან ზოგი შეღებილია ლურჯად, ხოლო ზოგი ყვითლად და ეკითხებიან – “რომელი ბურთებია მეტი ხის თუ ლურჯი?” ბავშვები არასწორად პასუხობენ. მათ არ შეუძლიათ ერთდოულად გაითვალისწინონ ბურთების ფერი და უფრო ზოგადი კეტოგორია – მასალა, რისგანაც ბურთებია დამზადებული.

2-6 წლის ასაკის ბავშვის აზროვნების ზემოთ აღწერილი მახასიათებლები ასრულებენ ადაპტაციურ ფუნქციას და უზრუნველყოფენ კოგნიტური სისტემის განვითარებას. მაგალითად, ეგოცენტრიზმი, რომელიც ითვლებოდა ბავშვის აზროვნების სუსტ მხარედ, ხელს უწყობს ბავშვის კოგნიტურ განვითარებას. ბავშვები უფრო ადვილად სწავლობენ მასალის დამახსოვრებისა და აღდგენის ხერხებს, თუ მიწოდებული ინფორმაცია მათ ეგოცენტრულ პოზიციასთან რაიმე კავშირშია. ცალკეულ შემთხვევაში ეგოცენტრიზმა შეიძლება გაზარდოს ბავშვის შემეცნებითი შესაძლებლობები, რადგან მოვლენის ინტერპრეტაცია საკუთარი პოზიციიდან ეხმარება მას უკეთ გაიგოს და დაიმახსოვროს მასალა.

4-6 წლის ასაკის ბავშვებს აქვთ გარკვეული სირთულეები ობიექტების კლასიფიკაციისას. მათ უჭირთ იმის გაგება, რომ კლასიფიკაციის საფუძველი შეიძლება იყოს ობიექტის სხვადასხვა ნიშანი. მაგალითად, ბავშვს შეუძლია დააჯგუფოს თეფშები, ჭიქები, დანა-ჩანგალი მათი დანიშნულების მიხედვით, მაგრამ

Page 8: › 2014 › 12 › e18392e18390e1…  · Web viewA5 წლის ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებებიადრეული

ვერ მოიფიქრებს, რომ თეფშების დაჯგუფება შეიძლება სიდიდის ან ფერის მიხედვით.

მათ ასევე უჭირთ ისეთი ცნების გაგება როგორიცაა - თანმიმდევრობა. მაგალითად, თუ ბავშვს ვაჩვენებთ 6 სხვადასხვა სიგრძის ჩხირს, ის გვიპასუხებს რომელია მათ შორის ყველაზე გრძელი და ყველაზე მოკლე. მაგრამ ვერ შეძლებს მათი სიგრძის მიხედვით დალაგებას, ვინაიდან ამოცანის წარმატებით გადასაწყვეტად მან უნდა გაითვალიწინოს ერთდროულად ორი ფაქტორი: ყოველი ჩხირი წინაზე მოკლე უნდა იყოს და მომდევნო ჩხირზე უფრო გრძელი.

2-6 წლის ასაკის ბავშვებს არ ესმით რაოდენობის “შენახვა”. მაგალითად, ბავშვის წინაშე აწყობენ რაიმე საგნების ორ რიგს. თითოეულ რიგში 6 საგანია და ორივე რიგის საგნები ზუსტად ერთმანეთის ქვემოთ მდებარეობს. როცა ბავშვი იტყვის, რომ ორივე რიგში ერთი და იგივე რაოდენობაა საგნების, ერთ-ერთი რიგის საგნებს მივუახლოვებთ ერთმანეთს, ხოლო მეორე რიგიდან მოვაკლებთ ერთ საგანს და ობიექტების შორის მანძილს გავზრდით ამ შემთხვევაში ბავშვი პასუხობს, რომ ვიზუალურად უფრო გრძელ რიგში საგნები მეტია.

თანამედროვე გამოკვლევებმა აჩვენა, რომ 4-6 წლის ბავშვმა შეიძლება

განახორციელოს აზროვნების უფრო რთული ფორმები, ვიდრე ეს მათი ასაკისთვისაა დამახასიათებელი და რომლის დემონსტრირებასაც ისინი სპონტანურად არ ახდენენ. ამისათვის კი საჭიროა, რომ მათ წინაშე დაისვას მკაფიო, ნათელი, კონკრეტული ამოცანა და მიეცეთ მითითებები.

კოგნიტური განვითარების ინფორმაციული მოდელი

ინფორმაციული მოდელი არ არის კოგნიტური განვითარების თეორია. ეს არის მეხსიერების და აზროვნების შესწავლის მოდელი. ინფორმაციული მოდელის თეორეტიკოსები მიიჩნევენ, რომ ადამიანის ტვინი გავს კომპიუტერს (ეს რა თქმა უნდა მეტაფორაა), როგორც სიმბოლოებით მანიპულირების რთული სისტემა.

აზროვნების დროს ადგილი აქვს გარედან შემოსული ინფორმაციის კოდირებას (სიმბოლური ფორმით შენახვას); შემდეგ ხდება ამ ინფორმაციის შინაგანი მექანიზმებით მრავალჯერადი დამუშავება, რის შედეგად სიმბოლური სტრუქტურა გარდაიქმნება უფრო ეფექტურ რეპრეზენტაციად. ამის შემდეგ ადგილი აქვს დეკოდირებას, ანუ ხდება ახალი ინფორმაციის დაკავშირება, სისტემაში არსებულ ინფორმაციასთან. კოგნიტური ოპერაციების დასრულების შემდეგ, ადამიანი გამოიყენებს ამ ინფორმაციას პრობლემების გადასაჭრელად და საკუთარი განცდების გასააზრებლად.

ინფორმაციული მოდელის წარმომადგენლები თვლიან, რომ ასაკის მატებასთან ერთად ადგილი აქვს, ინფორმაციის უფრო ეფექტურ და სწრაფ დამუშავებას. ეფექტურ დამუშავებას განაპირობებს ისიც, რომ ბავშვები იწყებენ ინფორმაციის დამუშავების (მათ შორის დამახსოვრების) მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენებას. სკოლამდელი ასაკის ბავშვები უკვე იყენებენ გარკვეულ სტრატეგიებს, თუმცა სკოლის ასაკის ბავშვები უფრო ხშირად და მოქნილად გამოიყენებენ სხდასხვა სტრატეგიებს. ამასთანავე, თუ ბავშვი ვერ ახერხებს სტრატეგიების მოქნილად გამოყენებას, ეს არის მისი კოგნიტური განვითარების შეფერხების მიზეზი.

ინფორმაციის შენახვის მოდელი (store model). ამ მოდელის წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებენ - შეგრძნებებსა და მეხსიერებაზე. მათი აზრით, გარემოდან შემოსული ინფორმაცია ინახაბა 3 მენტალურ სისტემაში: სენსორულ რეგისტრში, ხანმოკლე (მუშა) და ხანგრძლივ მეხსიერებაში.

სენსორულ რეგისტრში იწერება ჩვენი შეგრძნების ორგანოებიდან შემოსული ინფორმაცია, რომელიც ინახება ხანმოკლე დროის განმავლობაში (დაახლოებით,

Page 9: › 2014 › 12 › e18392e18390e1…  · Web viewA5 წლის ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებებიადრეული

250 მილისეკუნდი). ამის შემდეგ ინფორმაცია ან იკარგება, ან გადადის მუშა მეხსიერებაში.

ხანმოკლე მეხსიერებაშიც ინფორმაცია რჩება ხანმოკლე დროის განმავლობაში (რა თქმა უნდა უფრო მეტ ხანს, ვიდრე სენსორულ რეგისტრში) და მისი მოცულობა შეზღუდულია.

ხანგრძლივ მეხსიერებაში კი ინფორმაცია ინახება ხანგრძლივი დროის განმავლობაში (ზოგი ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ხანგრძლივ მეხსიერებაში ინფორმავია ინახება მთელი ცხოვრება). სწორედ ხანგრძლივ მეხსიერებაში ინახება ადამიანის ცოდნის მარაგი.

სირთულეები, რომელსაც პატარა ბავშვები აწყდებიან წარსულში აღქმული ინფორმაციის აღდგენისას, გამოწვეულია იმით, რომ მათ არ იციან ინფორმაციის მოძიება და კოდირების ხერხები. სკოლამდელებს არ შეუძლიათ მიზანმიმართულად განახორციელონ მასალის ორგანიზება და გამეორება, რასაც ხშირად აკეთებენ უფროსი ასაკის ბავშვები და უფროსები. თუ ჩვენ უფროსს მივცემთ დასამახსოვრებლად სიტყვათა რიგს, მაგალითად, კატა, მაგიდა, ძაღლი, სკამი, მანქანა, მატარებელი. ის თავდაპირველად დააჯგუფებს მათ კატეგორიებად (ცხოველები, ავეჯი, ტრანსპორტი) და შემდეგ, რამოდენიმეჯერ თავისთვის (ჩუმად) გაიმეორებს. ე.ი. უფროსი გამოიყენებს ისეთ მნემურ ტექნიკებს, როგორიცაა ორგანიზება და გამეორება.

18-24 თვის ბავშვებიც იყენებენ დამახსოვრების გარკვეულ ხერხებს. განვიხილოთ ერთ-ერთ კვლევა: 2 წლის ასაკის ბავშვების თვალწინ მალავდნენ სათამაშოს ბალიშის ქვეშ და სთხოვდნენ მათ დაემახსოვრებინათ, თუ სად იყო მოთავსებული სათამაშო. ამის შემდეგ ექსპერიმენტატორი 4 წუთის განმავლობაში ართობდა ბავშვს სხვა სათამაშოებით. თამაშის განმავლობაში ბავშვები არაერთხელ წყვეტდნენ თამაშს და იხსენებდნენ დამალულ სათამაშოს, მიუთითებდნენ ბალიშზე და ზოგჯერ ცდილობდნენ სათამაშოს აღებას. მკვლევრები თვლიან, რომ ეს არის პატარა ბავშვის მცდელობა დაიმახსოვროს (მიზანმიმართულად) ის, რაც მას უფროსებმა სთხოვეს.

დე ლოაში და მისი კოლეგები მიიჩნევენ, რომ სკოლამდელები იყენებენ სივრცით და არა ცნებით დაჯგუფებას. მაგალითად, როცა 3-4 წლის ბავშვებს სთხოვდნენ დაემახსოვრებინათ დამალული სათამაშოს ადგილი, ისინი ხშირად იყენებდნენ გამეორების მსგავს ვერბალიზაციას - ასახელებდნენ დამალულ საგანს, ხმამაღლა იხსენებდნენ, რომ სათამაშო დამალულია და სად არის მოთავსებული.

ზოგი მკვლევარი ცდილობდა ესწავლებინა სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის დამახსოვრების სტრატეგიები, როგორიცაა - დაჯგუფება, საგნების ჯგუფებისთვის სახელის დარქმევა ან საგნების საერთო ნიშნის გამოყოფა. სკოლამდელებმა შეძლეს დასახელებელი ტექნიკების ათვისება და ახსოვდათ ისინი, რამოდენიმე დღის განმავლობაში. შემდეგში ბავშვები აღარ იყენებდნენ ნასწავლ ტექნიკებს, შესაძლოა მათ ისინი დაავიწყდათ ან მობეზრდათ გამეორება.

დასკვნით სახით შეიძლება ითქვას, რომ პატარა ბავშვებს სწავლების სპეციალური მეთოდების გამოყენებით შეიძლება ჩამოვუყალიბოთ ისეთი კოგნიტური უნარები, რომელიც სცილდება მათ ჩვეულ შესაძლებლობებს. მაგრამ ეს უნარები მათ მალე იკარგებათ. შესაძლებელია ისინი ვერ ახერხებენ, მათ ჯეროვან ჩართვას არსებული უნარების იერარქიაში; შესაძლოა დაკავებულები არიან სამყაროს შეცნობით, მათთვის ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებით.

ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ უნარები, რომელიც ოდნავ აღემატება ბავშვების კოგნიტურ შესაძლებლობებს, იქნება აქტიურად გამოყენებული; ხოლო უნარები, რომელიც ძალიან სცილდება მათ მიმდენარე შესაძლებელობებს, მხოლოდ მომალში იქნება აქტიურად გამოყენებული.

საინტერესოა, რომ როცა მკვლევრებმა შეადარეს ერთმანეთს ბავშვების 2 ჯგუფი, რომელთაგანაც ერთ ჯგუფს სთხოვდნენ დაემახსოვრებინათ სათამაშოები, ხოლო მეორე ჯგუფს კი - ეთამაშათ სათამაშოებით. აღმოჩნდა, რომ ბავშვებმა,

Page 10: › 2014 › 12 › e18392e18390e1…  · Web viewA5 წლის ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებებიადრეული

რომლებიც მონაწილეობდნენ აქტიურ თამაშში, გარკვეული დროის შემდეგ უკეთ აღადგინეს სათამაშოები. ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ თამაში ეხმარება ბავშვებს ცოდნის მენტალურ ორგანიზაციაში. აგრეთვე, სტრატეგიები, რომელსაც ბავშვი იყენებს ინფორმაციის დასამახსოვრებლად, გულისხმობს საგნების აღქმას, მათთან აქტიური მანიპოლაციის შედეგად.

მოვლენათა სცენარი. პატარა ბავშვებს შეუძლიათ კარგად დაიმახსოვრონ ინფორმაცია, რომელიც არის დროში ორგანიზებული, ე.ი ერთი მოვლენა მოსდევს მეორეს და ა.შ. ერთ-ერთ კვლევაში ბავშვებს სთხოვდნენ მოეყოლათ, თუ როგორ გამოძერწეს 2 კვირის წინ პლასტელინისგან ფიგურები. მას შემდეგ, რაც ბავშვებს მიეცათ შესაძლებლობა გამოეძერწათ იგივე ფიგურები, მათ კარგად აღწერეს სამუშაოს თანმიმდევრობა.

ბავშვებს შეუძლიათ მეხსიერებით აღადგინონ, თუ რა მოხდა დაბადების დღეზე, ზეიმზე, მაღაზიაში, სახლში სადილისას და ა.შ. მათ კარგათ ახსოვდოთ მოვლენათა თანამიმდევრობა. თუმცა მათ ახსოვთ მოვლენათა თანმიმდევრობა, მხოლოდ იმ რიგითობის მიხედვით, რასაც რეალურად ჰქონდა ადგილი. ინფორმაციის უფრო თავისუფალ და მოქნილ ფორმაში დამახსოვრებას, ბავშვი უფრო გვიან ასაკში ახერხებს.

მეტყველება

ბავშვის მეტყველების განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული აზროვნების განვითარებასთან. ბავშვი გადადის მარტივი წინადადებებიდან, რთულ თანწყობილი და ქვეწყობილი წინადადებების გამოყენებაზე. წინადადებების ფორმულირებისას ბავშვი იყენებს კავშირებს – იმიტომ რომ, თუ, იმისთვის და ა.შ.

2-6 წლის ასაკის ბავშვის მეტყველების სემანტიკური მხარე შედარებით ღარიბია. სიტყვების მნიშვნელობას აკლია სიზუსტე - ხან ძალიან შევიწროებულია, ხან ზედმეტად ფართე.

ასევე ბავშვებს უჭირთ მეტყველების როგორც საგნის, ანალიზი. ბავშვი რომელიც პრაქტიკულად დაუფლებულია მეტყველებას, განიცდის სირთულეს სიტყვაში ბგერითი კომპონენტების გამოყოფაში. ამავე დროს უჭირთ, მსგავში ჟღერადობის სიტყვების და სიტყვათა შეთანხმების აზრის გაგება. მაგალითად, მასწავლებლის შვილი და შვილის მასწავლებელი.

ამ ასაკისათვის დამახასიათებელია შინაგანი მეტყველების განვითარებაც. შინაგანი მეტყველება, ეს არის მეტყველების სახე, რომელიც უზრუნველყოფს აზროვნების პროცესს და ქცევის თვითრეგულაციას.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, მეტყველების განვითრება მჭიდროდ არის დაკავშირებული აზროვნების განვითრებასთან. ეს კავშირი განსაკუთრებით გამოვლინდება შინაგანი მეტყველების ფორმირების პროცესში. შინაგანი მეტყველება ასრულებს ქცევის დაგეგმვის ფუნქციას, რომელიც ხორციელდება შინაგან პლანში (გონებაში).

წიგნიერების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალური და კულტურული ფაქტორები. ლ.ვიგოტსკის თანახმად, ბავშვები სწავლობენ წერას და კითხვას მშობლებთან, და-ძმასთან, მასწავლებელთან, თანატოლთან ურთიერთობის საფუძველზე.

ამიტომ აუცილებელია, რომ უფროსმა დასვას შეკითხვები წაკითხული შინაარსის გარშემო, ისაუბროს ბავშვებთან წაკითხულის შესახებ და გაარკვიოს, რა გაიგეს და ვერ გაიგეს წაკითხული მასალიდან. ასეთი ინტესიური კომუნიკაცია მეტად მნიშვნელოვანია წიგნიერების განვითარებისთვის.

Page 11: › 2014 › 12 › e18392e18390e1…  · Web viewA5 წლის ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებებიადრეული

ბილინგვიზმი. ენა არის არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება, არამედ ადამიანის სოციალური და კულტურული იდენტობის საფუძველი. ბილინგვიზმი ნიშნავს 2 ენის თავისუფლად ფლობას.

როგორ ახერხებს ბავშვი ერთდროულად 2 ენის დაუფლებას?ბავშვი, რომელიც იზრდება ორენოვან გარემოში, 3 წლის ასაკისთვის ეუფლება

ორივე ენას, მართალია ხანდახან ჩაანაცვლებს ერთი ენის სიტყვებს, მეორე ენის სიტყვებით. ამ ფაქტს ზოგი ლინგვისტი (ჩომსკი) ხსნის იმით, რომ ბავშვებს აქვთ, უნვერსალური ენობრივი სისტემა. ზოგი ლინგვისტი კი მიიჩნევს, რომ ბილინგვი ბავშვები იყენებენ სხვადასხვა ენობრივ სისტემებს.

ხომ არ უშლის ხელს 2 ენის ერთდროულად დაუფლება ბავშვის კოგნიტურ განვითარებას?

ადრე მიიჩნევდნენ, რომ 2 ენის ერთდოულად დაუფლება აფერხებს კოგნიტურ განვითარებას. კვლევის შედეგების მიხედვით, ორენოვან ბავშვებს ჰქონდათ უფრო დაბალი IQ -ს მაჩვენებლები, ვიდრე ერთ ენაზე მოსაუბრე მათ თანატოლებს, მაგრამ აღნიშნულ კვლევაში არ იყო გათვალისწინებული ბავშვების და მათი მშობლების განათლების დონე და სოციალური მდგომარეობა.

დღეს მკვლევართა უმრავლესობა თვლის, რომ 2 ენის ერთდროულად დაუფლება კარგია, როგორც ლინგვისტური თვალსაზრისით, ასევე კოგნიტური განვითარებისთვის. შესაძლებელია ენის დაუფლების საწყის სტადიაზე, ბილინგვი ბავშვები უფრო ნაკლებ კოგნიტურ შესაძლებლობებს ავლენენ, ვიდრე ერთ ენაზე მოსაუბრე ბავშვები; მაგარამ ორივე ენის სრულად დაუფლების შემდეგ, ისინი უკეთესს მაჩვენებლეს აჩვენებენ, როგორც ლინგვისტური, ასევე კოგნიტური თვალსაზრისით.

ბილინგვებს უკეთ აქვთ განვითარებული მეტალინგვისტური აღქმა. მათ უკეთ ესმით გრამატიკული წესები და არასწორი გრამატიკული კონსტრუქციები. ყოველი საგნისთვის მათ აქვთ, სულ ცოტა 2 სიტყვა. მომავალში მათგან შეიძლება დადგეს კარგი მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი.

ბილინგვებს უკეთ აქვთ განვითარებული დივერგენტული აზროვნება. მათი ტვინი მომავალში უფრო მედეგია დემენციის (შეძენილი გონებასუსტობა) მიმართ.

ისტორია ადასტურებს, რომ სახელგანთქმული შემომქმედების დიდი ნაწილი იყო ბილინგვი.

როდის დავაწყებინოთ ბავშვს მეორე ენის სწავლა?მეორე ენის სწავლის დაწყების საუკეთესო დროა 5-7 წელი, როცა ბავშვმა უკვე

სრულად აითვისა მშობლიური ენა. მეორე ენის შესაწავლას სასურველია კვირაში დაეთმოს 25 საათი.

გახსოვდეთ, რომ ენა ეს არის - გაგება, საუბარი, წერა და კითხვა. მეორე ენის შესწავლისას ყველა ეს კომპონენტი უნდა იქნას გათვალისწინებული.

ენის შესწავლის სტრატეგიები.ბარბარა პირსონი გვთავაზობს მეორე ენის შესწავლის 3 სტრატეგიას:ერთი მშობელი - ერთი ენა. ეს მოდელი ხშირად გამოიყენება შერეულ

ქორწინებაში მყოფ წყვილების შვილებთან. მაგალითად, დედა ესაუბრება შვილს მხოლოდ ფრანგულად, მამა კი - ინგლისურად.

დრო და ადგილი. თუ ბავშვი მოხვდება უცხო ენოვან გარემოში, მაშინ ის ძალიან ადვილად ისწავლის ახალ ენას. მაგალითად, ბავშვი რამოდენიმე ხნით წავა უცხოენოვან ბანაკში.

საშინაო ენა. თუ ბავშვი იზრდება უცხო გარემოში, მაშინ სახლში უნდა ისაუბრონ მშობლიურ ენაზე, ხოლო გარეთ - მეორე ენაზე.

ფანტაზია

Page 12: › 2014 › 12 › e18392e18390e1…  · Web viewA5 წლის ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებებიადრეული

2-4 წლის ასაკის ბავშვისთვის დამახასიათებელია ფანტაზიის პასიური ფორმა, ხოლო 5-6 წლის ასაკის ბავშვისთვის დამახასიათებელია ფანტაზიის აქტიური ფორმა, როცა ფანტაზიის პროცესი ხდება ნებისმიერი. თავდაპირველად ფანტაზიის აქტიური ფორმის განვითარებას ბიძგს აძლევენ უფროსები. მაგალითად, როცა უფროსი სთხოვს ბავშვს დახატოს ხე ან ააწყოს კუბებიდან სახლი. იმისათვის, რომ შეასრულოს უფროსის თხოვნა ბავშვმა თავდაპირველად უნდა შექმნას თავის წარმოსახვაში გარკვეული ხატი. ეს პროცესი ნებისმიერ ხასიათს ატარებს, რადგან ბავშვი ცდილობს თავისი ფანტაზიის გაკონტროლებას. მოგვიანებით ბავშვი უფროსის მონაწილეობის გარეშეც ახორციელებს ნებისმიერ ფანტაზიას. ის ხატავს, ძერწავს, აგებს სხვადასხვა კონსტრუქციებს, ქმნის როლური თამაშის სიუჟეტს.

ამ ასაკში ფანტაზია ასრულებს 2 ფუნქციას: შემეცნებით-ინტელექტუალურს და დაცვითს.

შემაცნებით-ინტელექტუალური ფუნქცია დაკავშირებულია გარემოზე ახალი ინფორმაციის მიღებასა და პრაქტიკული ჩვევების ფორმირებასთან.

ფანტაზიის დაცვითი ფუნქცია გამოიხატება იმაში, რომ წარმოსახულ სიტუაციაში შეიძლება მოხდეს დაძაბულობის მოხსნა და კონფლიქტური სიტუაციის გადაწყვეტა, რომელიც ბავშვს ჯერ არ შეუძლია გადაწყვიტოს რეალურ ცხოვრებაში. უნდა აღინიშნოს, რომ ფანტაზია ამ ასაკში აღწევს ისეთ მაღალ დონეს, რომ ბავშვმა შეიძლება “იცხოვროს” მის მიერ გამოგონილ სამყარიში, ჰყავდეს წარმოსახული მეგობარი.

ფანტაზიის განვითარების მაღალი დონე, როგორც წესი დამახასიათებელია კარგად განვითარებული ბავშვებისათვის. მეორეს მხრივ, ის შეიძლება მიუთითებდეს ბავშვის სურვილების და მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობაზე. ამიტომ, სასურველია ყურადღება მივაქციოთ ბავშვის ფანტაზიების შინაარს.

ფსიქოსოციალური განვითარება

ემოციები

სკოლამდელი ასაკის ბავშვის ემოციები ატარებს მძაფრ, მკვეთრად გამოხატულ, მაგრამ არა მდგრად ხასიათს. რაც გამოიხატება ერთი ემოციური მდგომარეობიდან, მეორეში სწრაფ გადასვლაში. ადვილია ბავშვის გაბრაზება, შეშინება. მაგრამ ასევე ადვილია მათი ინტერესების, კმაყოფილების, სიხარულის გამოწვევა. მათ ადვილად გადაედებათ სხვა ბავშვების ან უფროსების მიერ განცდილი ემოციები.

4-5 წლის ასაკში ადგილი აქვს ე. წ. შემეცნებითი ემოციების განვითარებას, რომელსაც მიეკუთვნება – გაკვირვება, გაოცება, ცნობისმოყვარეობა. ბავშვისთვის ახალ, უცნობ რეალებოსთან შეხვედრისას აღმოცენებული ეს ემოციები, თავის მხრივ სტიმულს აძლევენ შემეცნებითი ფსიქიკური პროცესების განვითარებას, აყალიბებენ ბავშვის ინდივიდუალურ დამოკიდებულებას რეალური სამყაროს მოვლენებისა და ობიექტების მიმართ, ხელს უწყობენ ბავშვებში შემოქმედებითობის განვითარებას.

4 წლის ასაკიდან ბავშვი აქტიურად შეიმეცნებს საკუთარ თავს და გარე სამყაროს. ყველაფერი ეს კი შეფერილია მათი განცდებით. ბევრ რამეს ისინი შეიმეცნებენ ემოციური სფეროს საშვალებით.

ამ ასაკში ადგილი აქვს ემპატიის განვითარებას (ბერძ. – თანაგრძნობა). გამოყოფენ 2 სახის ემპატიას: ჰუმანურს და ეგოცენტრულს. ჰუმანური ემპატიის დროს ხდება სხვა ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე რეაგირება (თანაგრძნობა, შეცოდება, გახარება). ეგოცენტრული ემპატიის დროს სხვა ადამიანის წუხილი ან სიხარული, არის მხოლოდ მიზეზი ისეთი ემოციების აღმოცენებისა, როგორიცაა - მოწყენილობა; შიში; სიხარული, როცა სხვა შეწუხებულია; დარდი, როცა სხვა გახარებულია (შური).

Page 13: › 2014 › 12 › e18392e18390e1…  · Web viewA5 წლის ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებებიადრეული

5-6 წლის ასაკში გამოვლინდება ემპატიის ორივე აღნიშნული ფორმა. ბავშვს შეუძლია როგორც თანაგრძნობა, ასევე შური, რომელიც ქცევაში გამოვლინდება.. თუ ბავშვს მეორე ბავშვის შურს, მან შეიძლება ის უფროსთან დაასმინოს. თუ ეცოდება, მან შეიძლება მეგობარს გაუნაწილოს მისთვის სანუკვარი რამაც კი.

თვითპატივისცემისა და სიამაყის გრძნობა 4-6 წლის ასაკში ხდება ბავშვის პიროვნების მახასიათებელი. ზოგ ბავშვთან ეს გრძნობები ძლიერად არის განვითარებული. ისინი არ უშვებენ მოზრდილებისა და თანატოლების მხრიდან დამცირებას. ბავშვების ნაწილთან თვითპატივისცემისა და სიამაყის გრძნობა შედა-რებით სუსტადაა განვითარებული. ისინი სხვების დაქვემდებარებაში არიან, არ ცდილობენ დაიცვან საკუთარი თავი. სიამაყისა და თვითპატივისცემის გრძნობა ბავშვის თვითშეფასების ემოციური კომპონენტებია, რომლებიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის ქცევას.

შეიძლება აღნიშნული გრძნობები გამოვლინდეს ისეთი პიროვნული მახასიათებლის სახით, როგორიცაა – ეგოიზმი. ბავშვი მოითხოვს, რომ ის იყოს აღიარებული და პატივცემული სხვების მხრიდან, მაგრამ არ ცნობს სხვების მიმართ არავითარ ვალდებულებას.

რაიმე საქმიანობაში წარმატების შემთხვევაში ბავშვთან აღმოცენდება დადებითი ემოციები, წარუმატებლობის შემთხვევაში ნეგატიური. ნეგატიური განცდები, რომლებიც უკავშირდება რაიმე მოქმედების შესრულებას, შეიძლება დიდი ხნით დარჩეს ბავშვის მეხსიერებაში. ამის გამო, ის აღარ არის დარწმუნებული საკუთარ ძალებში, ეშინია ახალი დავალების. ზოგიერთ ბავშვს წარუმატებლობის შემთხვევაში უყალიბდება მდგრადი ნეგატიური დამოკიდებულება სასწავლო აქტიობის მიმართ.

ამ ასაკში ყველაზე მძაფრი და მატრავმირებელი ემოციებია – შიში და შფოთვა. შიშს ყოველთვის იწვევს რაიმე გამღიზიანებელი (რეალური თუ

წარმოსახული). პატარა ბავშვს ეშინია კონკრეტრული მოვლენის ან საგნის – უცხო ადამიანი, უცნობი საგანი, მაღალი ხმა და ა.შ. ამჩნევენ რა იმას, რომ ზოგიერთი ობიექტი შეიძლება გაქრეს მხედველობის ველიდან, 2-3 წლის ბავშვებს ეშინია, რომ ისინიც შეიძლება ”გაქრენ”. მათ შეიძლება ეშინოდეთ წყლის მილების, უნიტაზის. მათ ჰგონიათ, რომ წყალმა ისინი შეიძლება წაიღოს. ნიღაბი, პარიკი, ახალი სათვალე, უხელო თოჯინა - ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს შიშის გრძნობა. ბავშვს შეიძლება ეშინოდეს მარტო დაძინება.

5-6 წლის ასაკის ბავშვის კი ეშინია წარმოსახული და აბსტრაქტული საგნის ან მოვლენის: ურჩხულის, დევის, სიბნელის, სიკვდილის, მარტოობის, დაცინვის.

ჩვეულებრივ, ასაკის მატებასთან ერთად ეს შიშები გაივლის. თუმცა მშობელთა მხრიდან გამოხატულმა ბრაზმა, გაღიზიანებამ, მოუთმენლობამ შეიძლება ეს შიშები გააძლიეროს. გადაჭარბებული ზრუნვაც არ უწყობს ხელს შიშებიდან თავის დაღწევას. გაცილებით ეფექტურია თანდათან (ნაბიჯ-ნაბიჯ) ვასწავლოთ ურთიერთობა იმ საგნებთან, რისიც ეშინიათ, ვაჩვენოთ პირადი მაგალითი.

ამ ასაკში მნიშვნელოვანია ბავშვებთან ფიზიკური კონტაქტი. თუ ეს მოთხოვნილება არ იქნა დაკმაყოფილებული, მაშინ ადამიანი ხდება ტაქტილურად უგრძნობი.

შფოთვას კი არ გააჩნია კონკრეტული მიზეზი, მისი წყარო უფრო გენერალიზებული და განუსაზღვრელია. შფოთვის შემთხვევაში ბავშვებს ეშინიათ, მაგრამ არ იციან, რისი. შფოთვას შეიძლება ნებისმიერი მიზეზი ჰქონდეს, ისეთიც კი, რაც ერთი შეხედვით ძნელი მისახვედრია. მაგალითად, მშობლის მოლოდინების მოულოდნელი ცვლილება, ბავშვის მიმართ ახალი მოთხოვნების წაყენება, თუნდაც მსუბუქი უთანხმოება მშობელთან და ა.შ.

სოციალურ გარემოში ბევრი წყაროა შიშის და შფოთვის აღმოცენებისთვის. მაგალითად, უფროსის მხრიდან ნათქვამი საყვედური, შენიშვნა; ბავშვების მხრიდან დაცინვა; ზედმეტი სახელის დაძახება და სხვა. ამ დროს საჭიროა ყურადღება და მოთმინება, რომ ეს ემოციები მატრავმირებელი არ აღმოჩნდეს ბავშვისთვის. არ

Page 14: › 2014 › 12 › e18392e18390e1…  · Web viewA5 წლის ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებებიადრეული

შეიძლება ბავშვის დაცინვა, იგნორირება ან ძალისმიერად შიშის დაძლევის მცდელობა. როდესაც ბავშვს მაღალი შფოთვა აქვს, მას შეიძლება მოულოდნელობების მინიმუმამდე დაყვანით დავეხმაროთ: მკაფიოდ განვსაზღვროთ მისი დღე, ნათლად ჩამოვაყალიბოთ, თუ რას მოვითხოვთ მისგან.

როგორ უმკლავდებიან ბავშვები შიშსა და შფოთვას?შიშისა და შფოთვისგან თავის დასაცავად 5-6 წლის ბავშვები ითვისებენ დაცვის

მექანიზმებს. ფსიქოანალიტიკოსების თანახმად, დაცვის მექანიზმები ეს არის

ფსიქიკური სტრატეგიები (ცნობიერი ან არაცნობიერი), რომლებსაც ადამიანი იყენებს განცდილი კონფლიქტებისგან თავის დასაცავად.

დაცვის მექანიზმებია:წასვლა. პატარა ბავშვებში ეს ყველაზე მეტად გავრცელებული დაცვის

მექანიზმია. თუ სიტუაცია რთულია, ბავშვი უბრალოდ მიდის (ფიზიკურად ან მენტალურად) ამ სიტუაციიდან.

იდენტიფიკაცია - სხვა ადამიანების ღირებულებების, განწყობების, შეხედულებების მიღება. ბავშვები ძირითადად იდენტიფიკაციას ახდენენ მშობლებთან, რათა მათ დაემსგავსონ, ე.ი. გახდნენ ძლიერები, აღიარებულები და მიმზიდველები. ეს უწყობს ხელს შფოთვის შემცირებას, რომელსაც ბავშვები განიცდიან საკუთარი შედარებითი უსუსურობის გამო.

პროექცია. ბავშვები მიაწერენ საკუთარ აზრებს და ქცევას სხვა ადამიანს. მაგალითად, ბავშვი ამბობს: ”ეს მე არ გამიკეთებია, ეს გიორგიმ გააკეთა”, ”მე ნინო არ მომწონს”. პროექცია უფრო რთული მექანიზმია, ვიდრე წასვლა. წასვლი დროს ბავშვებმა იციან, თუ რისი ეშინიათ, ხოლო პროექციის დროს თვითონაც ვერ გარკვეულან, თუ რა მოხდა რეალურად.

ჩანაცვლება. შიშის ან აგრესიის გამომწვევი წყაროს ჩანაცვლება, სხვა ნაკლებად საშიში ობიექტით. მაგალითად, ნიკო შეიძლება ბრაზობდეს თავის პატარა დაზე, მაგრამ იცის, რომ არ უნდა დაარტყას (შეიძლება საკუთარ თავსაც კი არ უტყდება, რომ უნდა დის გალახვა), ამიტომ დის ნაცვლად უბრაზდება საკუთარ ძაღლს.

უარყოფა. ბავშვი არ აღიარებს, რომ რაღაც მოვლენა მოხდა. მაგალითად, ბავშვმა შეიძლება არ აღიაროს საყვარელი ძაღლის გარდაცვალება და ისე მოიქცეს, თითქოს ის ისევ ცოცხალია.

განდევნა. ბავშვი განდევნის მტკივნეულ ან სახიფათო მოვლენას ცნობიერებიდან.

რეგრესია. ბავშვი უბრუნდება განვითარების ადრეულ საფეხურს. მაგალითად, ძლიერი ტრავმის შემდეგ 4-5 წლის ბავშვმა, შეიძლება დაიწყოს თითის წოვა (რაც მისთვის ადრე არ იყო დამახასიათებელი).

ფანტაზია. ბავშვი ახდენს ფრუსტრირებული სურვილების დაკმაყოფილებას წარმოსახვაში.

რეაქციის ფორმაცია. თუ ბავშვის აზრები და სურვილები იწვევს შფოთვას, მაშინ ის იქცევა, მისთვის სასურველი ქცევის საპირისპიროდ. მაგალითად, თუ ბავშვს რაღაცის ეშინია და უნდა დედას ჩაეხუტოს, ამის ნაცვლად ის ხელს კრავს მას.

ბავშვების უმრავლესობა იყენებს რამოდენიმე სახის დაცვის მექანიზმს (ძალიან იშვიათია, რომ ბავშვი იყენებდეს დაცვის მექანიზმის, მხოლოდ ერთ ფორმას).

უარყოფა და გაქცევა უფრო დამახასიათებელია პატარა ბავშვებისთვის, ხოლო რეაქციის ფორმაციას იყენებენ უფრო მოზრდილი ბავშვები.

ზოგიერთ დაცვის მექანიზმს ბავშვი სწავლობს უფროსებზე დაკვირვებით, ზოგიერთს კი საკუთარი გამოცდილების საფუძველზე.

ბავშვები ურთიერთობის პროცესში ითხოვენ ყურადღებას, მოფერებას, სურვილების შესრულებას და, თუ ამას ვერ აღწევენ, შეიძლება გამოავლინონ აგრესია.

Page 15: › 2014 › 12 › e18392e18390e1…  · Web viewA5 წლის ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებებიადრეული

აგრესიული ქცევა უნდა განვასხვავოთ საკუთარი თავისა და პოზიციის დაცვის (ასერტიული) ქცევისგან. ფსიქოლოგები აგრესიას განმარტავენ, როგორც ქცევას, რომელიც განპირობებულია სხვისთვის ზიანის, ტკივილის მიყენების ან მასზე ძალაუფლების მოპოვების განზრახვით.

აგრესიული ქცევა შეიძლება იყოს ვერბალურიც და ფიზიკურიც. 3-4 წლის ასაკში აგრესიულობა იზრდება (განსაკუთრებით ბიჭებთან), ხოლო 5-6 წლისთვის იწყებს კლებას, რადგან ბავშვები ამ ასაკში ნაკლებად ეგოცენტრულები არიან, სწავლობენ საკუთარი ემოციების მართვას და კონფლიქტების გადაწყვეტას არააგრესიული გზით (ვერბალურად).

ბავშვების მიერ აგრესიის გამოვლენის შემთხვევაში, მისა დასჯა არ არის გამოსავალი. მართალია, იგი აღარ მოიქცევა აგრესიულად იმ უფროსის თანდასწრებით, ვინც დასაჯა, მაგრამ აგრესია გამოვლინდება სხვა მიმართულებით. განსაკუთრებით უარყოფითი შედეგი შეიძლება მოგვცეს ფიზიკურმა დასჯამ, რადგან ამ დროს უფროსი თვითონ აძლევს მაგალითს ბავშვს, როგორ გადაჭრას მის წინაშე მდგარი პრობლემა აგრესიული გზით.

ბავშვს უნდა ვასწავლოთ პრობლემის მოგვარების არააგრესიული ხერხები (აქტიური მოსმენა, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, სხვის პოზიციაზე დადგომა).

პროსოციალური ქცევა. ფსიქოლოგების განმარტებით პროსოციალური ქცევის მიზანია სხვა ადამიანის უანგარო დახმარება. ესაა: თანაგრძნობა და დახმარება, თანადგომა, თანამშრომლიბა, გადარჩენა, პროტექცია და დაცვა.

პროსოციალური ქცევის ფორმირებაზე გავლენას ახდენს უფროსების ქცევა. თუ უფროსები ავლენენ თანადგომასა და თანამშრომლობას, ბავშვები ბაძავენ მათ და ითვისებენ საზოგადოებაში მიღებულ პროსოციალური ქცევის ფორმებს. აღნიშნული ქცევის ფორმირებაზე გავლენას ახდენს აგრეთვე, სხვადსხვა როლის შერულება (დედის, მასწავლებლის, ექიმის და ა.შ.) და ინდუქცია (ახსნა იმისა, თუ როგორ უნდა მოიქცეს ბავშვი).

მე-კონცეფცია და თვითშეფასება.

შემდეგი მნიშვნელოვანი ცვლილება ბავშვის პიროვნული განვითარების თვალსაზრისით არის მე-კონცეფციისა და თვითშეფასების განვითარება.

მე-კონცეფცია ეს არის ზოგადი წარმოდგენა საკუთარ თავზე.თვითშეფასება არის თვითშემეცნების კომპონენტი, რომელიც მოიცავს

საკუთარი ფიზიკური, პიროვნული, ინტელექტუალური მახასიათებლების, მორალური თვისებებისა და ქცევის შეფასებას. თვითცნობიერების განვითარება იწვევს ბავშვში მოთხოვნილებას მიიღოს აღიარება უფროსების მხრიდან. მას აქვს სურვილი დაიმსახუროს უფროსების მხრიდან შექება.

3 წლის ასაკში ბავშვი ინტერესდება ყველაფრით, რაც მას ეხება. მაგალითად, საკუთარი ჩრდილითაც კი. ბავშვი იწყებს ”მე” ნაცვალსახელის გამოყენებას, ითვისებს საკუთარ სახელს, სქესს. საკუთარი სახელისადმი იდენტიფიკაცია, გამოიხატება იმაშიც, რომ ბავშვი გამოხატავს ინტერესს იმ ადამიანებს მიმართ (ასევე ზღაპრის ან მოთხრობის პერსონაჟი), ვისაც მისი სახელი ჰქვია.

3 წლის ბავშვმა უკვე იცის გოგოა, თუ ბიჭი. ამას უწოდებენ სქესთან იდენტი-ფიკაციას. თუმცა ამ ასაკში (2,5-5.0 წელი) ჯერ კარგად არ ესმის, რას ნიშნავს იყო გოგო/ბიჭი. ისინი ფიქრობენ, რომ სქესის შეცვლა შეიძლება, თუ გამოიცვლი ტანსაცმელს, ვარცხნილობას, ე.ი. სქესი მათთვის არ არის მუდმივი. 5-7 წლის ასაკში ბავშვებს უკვე ესმით სქესის მუდმივობა, რას ნიშნავს იყო გოგო/ბიჭი. მათ ესმით, რომ ბიჭი გახდება მამაკაცი, გოგონა კი - ქალბატონი.

ბევრი ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ბავშვები შინაგანად მოტივირებულნი არიან აითვისონ სქესისთვის დამახასიათებელი ღირებულებები, ინტერესები, ქცევითი

Page 16: › 2014 › 12 › e18392e18390e1…  · Web viewA5 წლის ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებებიადრეული

მოდელები. ამ პროცესს უწოდებენ თვითსოციალიზაციას. მაგალითად, ბიჭები თამაშობენ მანქანებით და არ ტირიან, გოგნები თამაშობენ თოჯინებით და უყვართ მოკაზმვა. ზოგიერთი კვლევა ადასტურებს ამ მოსაზრებას. მაგალითად, ერთ-ერთ კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები უშვებდნენ შეცდომებს წაკითხული მოთხრობის მოყოლისას, თუ იქ იყო დარღვეული იყო გენდერული სტერეოტიპები. ბავშვები ამბობდენე, რომ შეშა დაჩეხა ბიჭმა, როცა მოთხრობაში ეწერა, რომ ეს გააკეთა გოგონამ.

რა თქმა უნდა ფსიქოსოციალური განვითარება არ მიმდინარეობას ვაკუუმში და ბავშვის სქესობრივ იდენტიფიკაციაზე გავლენას ახდენს სოციალური გარემოც.

ბიჭის სქესობრივი იდენტიფიკაციისთვის მნიშვნელოვანია ოჯახში იყოს მამა. თუ ბიჭი მამას დაკარგავს 4 წლის შემდეგ, ეს ნაკლებად აისახება სოციალური როლების ათვისებაზე. გოგონებზე მამის არ არსებობა გამოვლინდება გარდამავალ ასაკში, რაც გავლენას მოახდენს ბიჭებთან ურთიერთობაზე.

ე. ერიქსონის თანახნად, 4-5 წლის ბავშვის ძირითადი მახასიათებელია ცნობისმოყვარეობა. ის სვამს ბევრ კითხვას და ითხოვს მათზე პასუხს. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა არ დათრგუნონ ბავშვის შემეცნებითი აქტიობა. ამ პერიოდის მთავარი საშიშროებაა დანაშაულის გრძნობის აღმოცენება, საკუთარი ცნობისმოყვარეობის და აქტიობის გამო.

თვითშეფასება არის ბავშვის პიროვნების ცენტრალური წარმონაქმნი, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის სოციალურ ადაპტაციას. რ. ბერნსის აზრით, ამ ასაკის ბავშვი საჭიროებს განსაკუთრებულ კეთილგანწყობას და მხარდაჭერას უფროსების მხრიდან, რათა მათ ეჭვი არ შეეპაროთ საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში.

ბავშვი თავის თავს აფასებს ისე როგორც მას სხვები აფასებენ – ოჯახის წევრები, პედაგოგები, თანატოლები. ხშირად ბავშვის თვითშეფასება სხვების შეფასების ანარეკლია. თუ მშობელი ან მასწავლებელი ხშირად ეუბნება ბავშვს – შენ “ცუდი” გოგო (ბიჭი) ხარ. შემდგომში ბავშვი ძალღონეს არ იშურებს საკუთარი სტატუსის გასამართლებლად.

იმის ცოდნა, თუ როგორ გხედავენ შენ სხვა ადამიანები მნიშვნელოვანი საფეხურია ბავშვის თვითცნობიერების განვითარებაში. 4-6 წლის ბავშვები საკუთარ თავს ახასიათებენ _ ფიზიკური ნიშნების (“მე ლურჯი თვალები მაქვს’’), მათ კუთვნილებაში მქონე საგნების (“მე ბურთი მაქვს”) და საქმიანობის (“მე ფეხბურთს ვთამაშობ”) მიხედვით.

5-6 წლის ბავშვი იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ ის განსხვავდება სხვა ბავშვებისგან, რისთვისაც იყენებს “სოციალურ შედარებას” (ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებს ის სხვადასხვა აქტიობას, თანატოლებთან შედარებით). მაგალითად, ინტერესდება იმით, თუ რამდენი შეცდომა დაუშვა სხვა ბავშვმა რაიმე დავალების შესრულებისას ან ამბობს ასეთ მსჯელობას: “მე უფრო სწრაფად დავბივარ”. თავდაპირველად “სოციალური შედარება” ძალიან პოპულარულია ამ ასაკის ბავშვებთან და მნიშვნელოვან როლს თამაშობს თვითშეფასების ფორმირებაში.

სასურველია უფროსებმა ბავშვი არ შეაფასონ ნეგატიურად, რადგან ეს შემდგომში მნიშვნელოვნად აისახება მათ თვითშეფასებაზე. ბავშვს უნდა მიეთითოს კონკრეტულ ქცევაზე, რომელიც მიუღებელია და არ უნდა შევეხოთ ბავშვის პიროვნებას. უნდა ვუთხრათ, რომ მისი ქცევა არაა სწორი და არ ვუწოდოთ “ცუდი ბიჭი (გოგო)”.

იმის მიხედვით თუ როგორი თვითშეფასება აქვს ბავშვს (ადექვატური, დაბალი, მაღალი), მან შეიძლება სტიმულირება გაუკეთოს, ან პირიქით დათრგუნოს ბავშვის აქტიობა.

3-6 წლის ასაკის ბავშვის თვითშეფასება როგორც წესი გადაჭარბებულია, რაც აძლევს მათ განვითარების საშუალებას. სწორედ საკუთარი შესაძლებლობების გადამეტებული შეფასების გამო, ბავშვებს არ აქვთ შიში და ყოველგვარი ეჭვის

Page 17: › 2014 › 12 › e18392e18390e1…  · Web viewA5 წლის ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებებიადრეული

გარეშე ერთვებიან ახალ სასწავლო თუ სხვა ტიპის საქმიანობაში. ეს ფაქტი რა თქმა უნდა დადებით როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში, მაგრამ შემდგომში მნიშვნელოვანია ადექვატური თვითშეფასების ჩამოყალიბება.

3-6 წლის ასაკის ბავშვისთვის როგორც ავღნიშნეთ, დამახასიათებელია მაღალი თვითშეფასება, ამიტომ უჭირთ უფროსების შეფასების კრიტერიუმების მიღება. უფროსის შეფასება “შენ არასწორად გააკეთე”, აღიქმება ბავშვის მიერ როგორც “შენ ცუდი ხარ”. ამიტომ უფროსებმა შენიშვნა და ნეგატიური შეფასება ძალიან იშვიათად უნდა გამოიყენონ.

ადექვატური თვითშეფასების ფორმირებას ხელს უწყობს, სიტუაცია სადაც ბავშვს შეუძლია დადებითად შეაფასოს საკუთარი თავი. ესაა: თამაში, საგნებით მანიპულირება, მუსიკის, ზღაპრების მოსმენა, მათთან ერთად აქტიობაში მონაწილეობა.

ძალიან მნიშვნელოვანია ადექვატური თვითშეფასების ჩამოყალიბება, ვინაიდან თვითშეფასება გავლენას ახდენს – ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯამრთელობაზე, სწავლაზე, სოციალურ ურთიერთობებზე.

რეკომენდაციები ადექვატური თვითშეფასების ფორმირებისთვის:

ბავშვს უნდა მიეცეს მისი შესაძლებლობების ადექვატური დავალება. შეაქეთ, მაშინ როცა ის ამას იმსახურებს ხელი შეუწყვეთ ბავშვის ინიციატივის გამოვლენას. არ შეადაროთ ბავშვი სხვა ბავშვებს, შეადარეთ მხოლოდ საკუთარ თავს

(რა შეეძლო გუშინ და რას შეძლებს ხვალ).

აღზრდის სტილი

დიანა ბაუმრიდს ეკუთვნის აღზრდის სტილის ყველაზე გავრცელებული მოდელი, სადაც მან გაითვალისწინა რამოდენიმე პარამეტრი. ესაა: სითბო და ზრუნვა; ასაკისთვის შესატყვისი მოთხოვნები; მკაფიო და თანმიმდევრული წესები და მშობელი/შვილის კომუნიკაცია. ჩამოთვლილი პარამეტრების კომბინაციის საფუძველზე მან აღწერა, აღზრდის 3 სტილი:

ავტორიტეტული აღზრდის სტილი - ოთხივე პარამეტრში აქვს მაღალი დონე.ავტორიტარული აღზრდის სტილი - კონტროლის და მოთხოვნების მაღალი

დონე, ხოლო სითბოსა და კომუნიკაციის პარამეტრში დაბალი მაჩვენებლები.ლიბერალური აღზრდის სტილი - სითბოს პარამეტრში მაღალი დონე, ხოლო

მოთხოვნების, კონტროლის და კომუნიკაციის დაბალი დონე. ე. მაკკობიმ და ჯ. მარტინმა გააფართოვეს ბაუმრიდის მოდელი. მათ შემოთა-

ვაზებულ მოდელს დაამატეს - ინდიფერენტული აღზრდის სტილი და გამოყვეს აღზრდის სტილის განმსაზღვრელი 2 პარამეტრი: კონტროლი და სითბო.

ავტორიტეტული აღზრდის სტილი. მშობლები, რომლებიც აღზრდის ავტორიტეტულ სტილს იყენებენ ახასიათებთ, ბავშვის მაღალი მიმღებლობა და ჩართულობა მის ცხოვრებაში. ავტორიტეტული აღზრდის სტილის მშობლები თბილი, ყურადღებიანი და სენსიტიურები არიან ბავშვის პრობლემების მიმართ. ისინი ამყარებენ შვილებთან სასიამოვნო და ემოციურ ინტერაქციას.

ამავე დროს, ავტორიტეტული აღზრდის სტილის მშობლები ახორციელებენ მტკიცე, თანმიმდევრულ, აზრიან და სამართლიან კონტროლს ბავშვის ქცევაზე. მშობლებმა ყოველთვის იციან ბავშვის ადგილსამყოფელი, იციან ვისთან მეგობრობენ მათი შვილები, მაგრამ ენდობიან და გვერდში უდგანან სოციალური გამოცდილებისა და ცოდნის შეძენის პროცესში. მათი კრიტიკა დასაბუთებულია.

Page 18: › 2014 › 12 › e18392e18390e1…  · Web viewA5 წლის ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებებიადრეული

ისინი ბავშვებს რთავენ საკუთარი ქცევის რეგულაციაში, ხშირად ესაუბრებიან და წაახალისებენ, აზრის და შეხედულების გამოხატვაში.

ასეთი მშობლები აღიარებენ შვილების ავტონომიას და უვითარებენ დამოუკიდებელად გადაწყვეტილების მიღების უნარს.

ავტორიტეტული აღზრდის სტილი, ბავშვის კომპეტენტურობის ბევრ ასპექტზე ახდენს გავლენას. ასეთი აღზრდის სტილის მქონე ბავშვებისთვის დამახასიათებელია: ხალისიანი განწყობილება, თვითკონტროლი, ამოცანის შესრულებისკენ სწრაფვა, მიზანმიმართულობა, ადექვატური თვითშეფასება, მშობლების აზრის პატივისცემა, პასუხისმგებლობა და თვითეფექტურობა.

ავტორიტარული აღზრდის სტილი. მშობლები, რომლებიც აღზრდის ავტორიტარულ სტილს იყენებენ, გამოირჩევიან დაბალი მიმღებლობითა და ჩართულობით ბავშვის ცხოვრებაში. ისინი დირექტიული მიდგომით ურთიერთობენ ბავშვთან. მაგალითად, მშობელი ამბობს: “ამის გაკეთება არ შეიძლება!”, “შენ აუცილებლად მიიღებ მონაწიილეობას კონკურსში!” და ა.შ. ბრძანებითი სტილით საუბარს ემატება ის, რომ ისინი არ ხსნიან საკუთარ მოთხოვნებს, არ უხსნიან ბავშვს, თუ რატომ სჯობს რაიმეს გაკეთება ან არ გაკეთება. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში აწესებენ სასჯელს. ნაკლებად აძლევენ ბავშვს ავტონომიის საშუალებას. მიაჩნიათ რა, რომ მათ უფრო მეტი გამოცდილება და ცოდნა აქვთ, მთლიანად იღებენ ბავშვზე პასუხისმგებლობას და ცდილობენ ყოველი ნაბიჯი დაუგეგმონ. ასეთ მიდგომას ხსნიან იმით, რომ მათ კარგი უნდათ შვილისთვის და მათი კეთილდღეობისთვის იქცევიან ასე.

სინამდვილეში, ვიღებთ სხვაგვარ სურათს: ბავშვი ითრგუნება, უყალიბდება დაბალი თვითშეფასება და უძლურების შეგრძნებით გამოწვეული მუდმივი შფოთვა. ასეთი ბავშვები ხშირად სხვაზე არიან დამოკიდებული. უმცროს ასაკში შეიძლება, მაღალი მიღწევადობაც კი ჰქონდეთ, მაგრამ ზრდასრულობის ასაკში, თავს იჩენს სირთულეები საკუთარ თავთან და სოციუმთან დამოკიდებულებაში.

ასეთი აღზრდის სტილი, ხშირად, განაპირობებს მოზარდებში წინასწარი და დიფუზური იდენტობის ჩამოყალიბებას. იგი თრგუნავს ბავშვის თვითგამოხატვისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის სურვილს. ასეთი ბავშვები ხშირად აგრესიულ ქცევას ავლენენ.

ლიბერალური აღზრდის სტილი. ლიბერალური სტილის მქონე მშობლები არიან უფრო რბილები, მაგრამ ეს სირბილე გამოიხატება ბავშვების მიმართ უყურადღებობაში. დამთმობი მშობლები ნაკლებად აკონტროლებენ შვილებს. იმის მაგივრად, რომ თანდათან მიანიჭონ და განუვითარონ დამოუკიდებლობის სურვილი და უნარი, ისინი მათ ნაადრევად აძლევენ სრულ თავისუფლებას, როცა ბავშვი ჯერ ამისთვის არ არის მზად. გარკვეული ნორმების და წესების დაუცველობა, თვითრეგულაციის უნარის დადებითად განვითარებას აფერხებს.

ასეთი ბავშვები, ხშირად, მეამბოხეები არიან, ხისტი და შეუვალი მიდგომა ახასიათებთ, არ ითვალისწინებენ სხვის აზრს. მათ ხშირად მაღალი (გადამეტებული) თვითშეფასება ახასიათებთ, ხოლო ცხოვრებისეულ სირთულეებთან შეჯახებამ შეიძლება იმედგაცრუებამდე მიიყვანოს. ხშირად აქვთ სოციალურ გარემოსთან ადაპტაციის პრობლემები.

ინდიფერენტული აღზრდის სტილი. ასეთი აღზრდის სტილი ძირითადად ახასიათებთ მშობლებს, რომლებსაც ფსიქო-ემოციურ სფეროში დიდი პრობლემები აქვთ. ოჯახური კონფლიქტის, სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის, ხასიათის სისუსტის თუ ფსიქოპათოლოგიისკენ მიდრეკილების გამო, ისინი ყურადღებას არ იჩენენ ბავშვის მიმართ. ისინი ძირითადად, მიმართულნი არიან ბავშვის მინიმალური მოთხოვნილებების (კვება და ჩაცმა) დაკმაყოფილებაზე; ხოლო, რაც შეეხება, ემოციურ მხარდაჭერას, სრულ მიშვებულობას და ჩაურევლობას ამჟღავნებენ. ასეთი აღზრდის სტილის დროს ბავშვი შეიძლება განიცდის ისეთი ძალადობის ფორმას, როგორიცაა- უგულებელყოფა.

Page 19: › 2014 › 12 › e18392e18390e1…  · Web viewA5 წლის ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებებიადრეული

თუკი ასეთი აღზრდის სტილი ბავშვობის ადრეული საფეხურიდან იწყება, სავარაუდოა მან გამოიწვიოს: უნდობლობა სამყაროს მიმართ, მტრული დამოკიდე-ბულება, გაუცხოვება, მაღალი შფოთვა. ბავშვი, შესაძლოა გახდეს აგრესიული და ისეთი რისკ-ფაქტორების ქვეშ დადგეს, როგორიცაა: ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, დევიაციური ქცევა და ა.შ.

.