14
www.cida.ge ყოველთვიური ელექტრონული გამოშვება #12 დეკემბერი თქვენი ადგილობრივი პარტნიორი დიალოგი უკეთესი მომსახურებისთვის 25-26 დეკემბერს, „სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრის“ (CSO Center) პროექტის ფარგლებში, CiDA-ს ორგანიზებით, კომუნიკაციის თემაზე ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი – დიალოგი უკეთესი მომსახურებისთვის – რომელიც თბილისში, სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ შედგა, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის, რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის იყო ორგანიზებული. ოთხი სექტორის წარმომადგენლებმა ტრენინგზე შემდეგი საკითხები განიხილეს: მოქალაქეებთან კომუნიკაციის ძირითადი არსი, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები კომუნიკაციაში, ვებ-გვერდი და მისი მართვა, სოციალური მედია და მისი უპირატესობები, საზოგადოებრივი აზრის კვლევა, უკუკავშირის მექანიზმები საზოგადოებასთან ურთიერთობაში. ტრენინგის დასასრულს მოაწილეებმა საკუთარი დეკლარაციაც შეიმუშავეს. „ტრენინგი ჩემთვის საინტერესო იყო იმიტომ, რომ სხვადასხვა სფეროს, ვთქვათ ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დავფიქრდი იმაზე, როგორ უნდა ვითანამშრომლოთ ჩვენ – არასამთავრობო არაკომერციულმა ორგანიზაციებმა კომერციული სტრუქტურების წარმომადგენლებთან. ვნახე რომ კეთდება სხვადასხვა პროექტები და ჩვენც, ალბათ, ვიფიქრებთ ამ კუთხით მუშაობაზეც“, აღნიშა წალკის არასამთავრობო ორგანიზაციის კავშირი „კამურჩხიდის“ თავმჯდომარემ გიორგი ჭაუჭიძემ. „მნიშვნელოვანი და ახალი ბევრი რამე იყო, ბევრიც, რა თქმა უნდა, ვიცოდი. ყოველდღიურად მიწევს საზოგადოებასთან ურთიერთობა, შესაბამისად, ამ სიახლეების გათვალისწინებით, უფრო დავხვეწავ ურთიერთობის ფორმებს. ამ ტრენინგის მერე ბევრ რამეზე დავფიქრდები“, განაცხადა „თიბისი“ ბანკის რუსთავის ფილიალის გაყიდვების კონსულტანტმა თაკო ალაფიშვილმა. ორდღიან ტრენინგს პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ წარმომადგენლები უძღვებოდნენ. „ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის გარკვეული მექანიზმების შემუშავება იყო იმისათვის, რომ ამ ოთხ სექტორს უფრო პროდუქტიულად, უფრო ოპტიმალურად და ეფექტიანად ემოქმედა ყველაზე მთავარი მიზნისთვის. ეს მიზანი არის მოსახლეობის უკეთესი სერვისი, რაც ამ ოთხი სექტორის გაერთიანებისა

december, 2011.pdf

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: december, 2011.pdf

www.cida.ge

ყოველთვიური ელექტრონული გამოშვება#12 დეკემბერი

თქვენი ადგილობრივი პარტნიორი

დიალოგი უკეთესი მომსახურებისთვის

25-26 დეკემბერს, „სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრის“ (CSO Center) პროექტის ფარგლებში, CiDA-ს ორგანიზებით, კომუნიკაციის თემაზე ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი – დიალოგი უკეთესი მომსახურებისთვის – რომელიც თბილისში, სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ შედგა, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის, რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის იყო ორგანიზებული.

ოთხი სექტორის წარმომადგენლებმა ტრენინგზე შემდეგი საკითხები განიხილეს: მოქალაქეებთან კომუნიკაციის ძირითადი არსი, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები კომუნიკაციაში, ვებ-გვერდი და მისი მართვა, სოციალური მედია და მისი უპირატესობები, საზოგადოებრივი აზრის კვლევა, უკუკავშირის მექანიზმები საზოგადოებასთან ურთიერთობაში. ტრენინგის დასასრულს მოაწილეებმა საკუთარი დეკლარაციაც შეიმუშავეს.

„ტრენინგი ჩემთვის საინტერესო იყო იმიტომ, რომ სხვადასხვა სფეროს, ვთქვათ ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დავფიქრდი იმაზე, როგორ უნდა ვითანამშრომლოთ ჩვენ – არასამთავრობო არაკომერციულმა ორგანიზაციებმა კომერციული სტრუქტურების წარმომადგენლებთან. ვნახე რომ კეთდება სხვადასხვა პროექტები და ჩვენც, ალბათ, ვიფიქრებთ ამ კუთხით მუშაობაზეც“, აღნიშა წალკის არასამთავრობო ორგანიზაციის კავშირი „კამურჩხიდის“ თავმჯდომარემ გიორგი ჭაუჭიძემ.

„მნიშვნელოვანი და ახალი ბევრი რამე იყო, ბევრიც, რა თქმა უნდა, ვიცოდი. ყოველდღიურად მიწევს საზოგადოებასთან ურთიერთობა, შესაბამისად, ამ სიახლეების გათვალისწინებით, უფრო დავხვეწავ ურთიერთობის ფორმებს. ამ ტრენინგის მერე ბევრ რამეზე დავფიქრდები“, განაცხადა „თიბისი“ ბანკის რუსთავის ფილიალის გაყიდვების კონსულტანტმა თაკო ალაფიშვილმა.

ორდღიან ტრენინგს პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის გარკვეული მექანიზმების შემუშავება იყო იმისათვის, რომ ამ ოთხ სექტორს უფრო პროდუქტიულად, უფრო ოპტიმალურად და ეფექტიანად ემოქმედა ყველაზე მთავარი მიზნისთვის. ეს მიზანი არის მოსახლეობის უკეთესი სერვისი, რაც ამ ოთხი სექტორის გაერთიანებისა

Page 2: december, 2011.pdf

ww

w.c

ida

.ge

და თანამშრომლობის ხარჯზე უნდა მოხდეს. ვფიქრობ, რომ პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით და ეს აისახა კიდეც დეკლარაციაში, რომელსაც „ვაშლიჯვრის კომუნიკე“ დავარქვით“, განაცხადა პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ უფროსმა კონსულტანტმა სოსო გალუმაშვილმა.

„სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრის“ პროექტის მიზანს ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. პროექტი ჯერმან მარშალ ფონდის შავი ზღვის პროექტის მიერ არის დაფინანსებული. პროექტს სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) ახორციელებს.

ცხოვრების ჯანსაღი წესი – სწორი არჩევანი

24 დეკემბერს, რუსთავის არაფორმალური განათლების ცენტრის ბაზაზე არსებული “ინტეგრაციის ახალგაზრდული კლუბის” ფარგლებში, რუსთავში სპორტული მარათონი და ფოტოგამოფენა მოეწყო. ღონისძიება CiDA-ს ორგანიზებითა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიება პროგრამის “იძულებით გადაადგილებული პირების სოციო-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში” დასკვნითი ეტაპი იყო.

სპორტული მარათონი, რომელიც ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზებას ითვალისწინებდა, «გამარჯვების ხეივნიდან» დაიწყო და რუსთავის

დრამატული თეატრის წინ დასრულდა. ღონისძიებაში რუსთავში, კოდასა და შაუმიანში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდები, ასევე რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეები და „ინტეგრაციის ახალგაზრდული კლუბის“ წევრები მონაწილეობდნენ. მათ 2 კილომეტრიანი დისტანცია გაირბინეს.

გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია რუსთავის დრამატულ თეატრში გაიმართა. სამ ყველაზე სწრაფ მორბენალს და ყველაზე სწრაფ გოგონას ფულადი პრემიები და სერთიფიკატები გადაეცათ. სერთიფიკატით დაჯილდოვდა ასევე შაუმიანის გუნდი და კოდის გულშემატკივართა ჯგუფი.

„ძალიან კარგი ემოციაა რომ პირველი მოვედი, უფრო გულშემატკივრებმა მომცეს ძალა. კარგი იქნება თუ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას სხვადასხვა კუთხით ხელი შეეწყობა“, განაცხადა მარათონის გამარჯვებულმა, რუსთავის #13 საჯარო სკოლის მოსწავლემ 15 წლის თამაზ ჩალათაშვილმა.

„ასეთ შეჯიბრებში მე ყოველთვის ვიღებ მონაწილეობას. მნიშვნელობა არა აქვს, წაგებ თუ მოიგებ მაგრამ, მე მაინც მინდა ხოლმე, რომ გამოვაჩინო ჩემი სკოლა და ჩემი თავიც“, აღნიშნა მარათონის გამარჯვებულმა გოგონამ, ასევე რუსთავის #13 საჯარო სკოლის მოსწავლემ, 14 წლის ნათია ქემოკლიძემ.

Page 3: december, 2011.pdf

ww

w.c

ida

.ge

ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ქალაქ რუსთავის მერი და საერთაშორისო ორგანიზაციების წრმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მივესალმები CiDA-ს ამ არაჩვეულებრივ ინიციატივას. მოხარულები ვართ, რომ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობით ცხოვრების ჯანსაღი წესი მკვიდრდება საზოგადოებაში. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ამის პროპაგანდა და ბავშვების მსგავსი ტიპის აქტივობებში ჩართვა“, განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ავალიანმა.

კარგი და საჭირო ღონისძიება იყო, განსაკუთრებით დევნილებისთვის, რომლებისთვისაც მსგავსი ტიპის ღონისძიებები აუცილებელია. პირველ რიგში იმისთვის, რომ იმ სოციუმის ნაწილი გახდნენ, რომელშიც მათ ახლა უწევთ ცხოვრება. მეორე იმიტომ, რომ არ დაკარგონ მომავლის რწმენა და ჰქონდეთ სტიმული. განაცხადა “სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის” (DVV International) წარმომადგენელმა დათო ჯიქიამ.

რუსთავის მუნიციპალურ თეატრში, დაჯილდოების ცერემონიასთან ერთად, ფოტოგამოფენა მოეწყო და თავისუფალი თემების კონკურსის – «ჩემი ახალი მეზობელი» – გამარჯვებულების დაჯილდოებაც გაიმართა.

“ინტეგრაციის ახალგაზრდული კლუბი” რუსთავის არაფორმალური განათლების ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა.

რუსთავის არაფორმალური განათლების ცენტრი დაფუძნებულია CiDA-ს მიერ პროექტის “იძულებით გადაადგილებული პირების სოციო-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში” ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) მიერ.

პროექტს ახორციელებენ “მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ” (ACF), “სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი” (DVV Interna-tional) და “სამოქალაქო განვითარების სააგენტო” (CiDA).

Page 4: december, 2011.pdf

ww

w.c

ida

.ge

CiDA იურიდიული დახმარების სამსახურის მონიტორინგის

საბჭოს წევრია

ს ა მ ო ქ ა ლ ა ქ ო განვითარების სააგენტოს დირექტორი იურიდიული დამხმარების სამსახურის მონიტორინგის საბჭოს წევრია. საბჭოს პირველი სხდომა 28 დეკემბერს

გაიმართა. სხდომას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე უძღვებოდა.

საბჭო, რომელსაც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი აკომპლექტებს, შედგება ხუთი წევრისაგან. მონიტორინგის საბჭოს წევრებად დაინიშნენ: სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე ალან პარასტაევი, პარლამენტის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი, არასამათავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტოს’’ წარმომადგენელი ზვიად დევდარიანი, ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი ზვიად კორძაძე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე პაატა სილაგაძე.

მონიტორინგის საბჭო განსაზღვრავს იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ამტკიცებს სამსახურის სტრატეგიას, ახორციელებს მონიტორინგს სამსახურის სტრატეგიის შესრულებაზე; გარდა ამისა, სამსახურის ფუნქციონირების დახვეწის მიზნით, შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს, რომლებსაც განსახილველად სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს წარუდგენს.

მონიტორინგის საბჭომ პირველ სხდომაზე თავმჯდომარედ ალან პარასტაევი აირჩია და იურიდიული დახმარების სამსახურის 2011 წლის სტრატეგია დაამტკიცა. ამასთან ერთად, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა ირაკლი კობიძემ საბჭოს წევრებს 2010 წელს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

CiDA მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების

აღმოსავლეთ საქართველოს საბჭოს

წევრია

5 წევრიანი საბჭოები დ ა კ ო მ პ ლ ე ქ ტ ე ბ უ ლ ი ა სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლებით.

ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის მუშაობის ახალი პრინციპის თანახმად, მსჯავრდებულთა ვადამდე გათავისუფლების განცხადებებს საბჭოები ყოველი თვის ბოლოს განიხილავენ, შემდეგ კი იმართება ზეპირი მოსმენა, რომელსაც მსჯავრდებული და ადვოკატი ესწრება.

საბჭოების მიერ წარდგენილ ანგარიშებს სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია, პერიოდულად, არანაკლებ სამ თვეში ერთხელ განიხილავს.

Page 5: december, 2011.pdf

ww

w.c

ida

.ge

8 დეკემბერს, CiDA-ში, ქვემო ქართლის სამოქალაქო

ორგანიზაციებისთვის, G-PAC პროგრამის პრეზენტაცია

გაიმართა.

„საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC) ოთხწლიანი პროექტია, რომელსაც ორგანიზაცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. ამ ოთხწლიან ინიციატივას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს. პროექტი წარმატებული რეფორმების შემუშავებასა და განხორციელებაში სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდას და საზოგადოების ინტერესების უკეთ დაცვას ისახავს მიზნად.

CiDA-ს ოფისში ორგანიზებულ G-PAC-ის პრეზენტაციას ქვემო ქართლში არსებული სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო, ამ რეგიონში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ჩვენი პროექტის შესახებ, ასევე პროექტის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსების შესახებს ინფორმაციის მიწოდება“, განაცხადა პროექტ G-PAC-ის გრანტების და ფინანსების მენეჯერმა თამარ გერმანიშვილმა.

პროექტი G-PAC ორი ურთიერთდაკავშირებული კომპონენტისგან შედგება: არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ეფექტიანი მონიტორინგისა და ადვოკატირების განხოციელების ხელშეწყობა და კოლუმბიის უნივერსიტეტთან პარტნიორობით საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის შექმნა.

„ოთხი წლის განმავლობაში, ამ პროექტის ფარგლებში, მოხდება არასამთავრობო ორგანიზაციების სერიოზული ფინანსური და არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა. განსაკუთრებული აქცენტი რეგიონულ ორგანიზაციებზე კეთდება, რაც ძალიან კარგი სტიმული უნდა იყოს მათთვის, რომ განვითარდნენ და უფრო აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, განაცხადა CiDA-ს დირექტორმა ზვიად დევდარიანმა.

პროექტის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC) პრეზენტაცია, G-PAC-ისა და CiDA-ს ერთობლივი ორგანიზებით, „სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრის“ (SCO) პროექტის ფარგლებში გაიმართა.

„სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრის“ პროექტის მიზანს ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. პროექტი ჯერმან მარშალ ფონდის შავი ზღვის პროექტის მიერ არის დაფინანსებული. პროექტს სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) ახორციელებს.

Page 6: december, 2011.pdf

ww

w.c

ida

.ge

საკოორდინაციო შეხვედრა ქვემო ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის

სამხარეო ადმინისტრაციასთან 17 დეკემბერს, „სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა“ (CiDA) და ქეა საერთაშორისოს ორგანიზებით, პროექტ SIIMS-ის ფარგლებში, ქვემო ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის სამხარეო ა დ მ ი ნ ი ს ტ რ ა ც ი ა ს თ ა ნ საკოორდინაციო შეხვედრა შედგა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაქარია დარჩიაშვილი და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

“მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა, მოხდა პრეზენტაცია პროექტისა, რომლის ფარგლებშიც ბევრი აქტივობა განხორციელდა, როგორც სასოფლო-სამეურნეო და ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ასევე მცირე ბიზნესის მიმართულებით. ასევე, შედგა საუბარი სამომავლო გეგმებზეც”, აღნიშნა ქვემო ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ზაქარია დარჩიაშვილმა.

შეხვედრაზე განიხილეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, კერძოდ, დევნილი ქალების უკვე დაფინანსებული ბიზნეს იდეები, შერჩეული სასოფლო-სამეურნეო პროექტები, დევნილთა დასაქმების შესაძლებლობები, სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ინიციატივები, დევნილთა ინტეგრაციაზე ორიენტირებული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობები, სკოლებში დევნილი და ადგილობრივი მოზარდების ერთობლივი ღონისძიებები, სამომავლო გეგმები და კოორდინაციის მექანიზმები.

„მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ იცოდეს ჩვენი და არამარტო ჩვენი აქტივობების შესახებ ამ რეგიონში. ხშირად, დონორისა და საბიუჯეტო ფულის შერწყმა უკეთეს შედეგს იძლევა. ამიტომ, თუ ჩვენი მიზნებისა და ამოცანების კოორდინაცია მოხდება და, შესაბამისად, პრობლემების გადაწყვეტა ერთობლივი ფინანსური რესურსით მოხდება, ეფექტი გაცილებით მაღალი იქნება. ძირითადი მიზანიც ესაა, რომ მოხდეს სინერგიაში მუშაობა რეგიონის განვითარების კუთხით“, განაცხადა SIIMS პროექტის დირექტორმა ვახო ფირანიშვილმა.

SIIMS პროექტი 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად იძულებით გადადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციასა და საზოგადოებაში მათ ინტეგრირებაზეა ორიენტირებული.

„იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრირების პროექტს (SIIMS)” ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს. სამწლიან პროექტს ორგანიზაციები „ქეა ნორვეგია” და „ქეა საერთაშორისო კავკასიაში” ახორციელებენ. პროექტის ადგილობრივი განმახორციელებელი პარტნიორია „სამოქალაქო განვითარების სააგენტო” (CiDA). პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობა” და „ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი (CTC)”.

Page 7: december, 2011.pdf

ww

w.c

ida

.ge სამცხე-ჯავახეთში გენდერის თემაზე ტრენინგი ჩატარდა

13–14 დეკემბერს, ახალციხეში, ზრდასრულთა განათლების ცენტრში, პროექტ STAGE II-ს ფარგლებში, გენდერულ საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგს რეგიონის სამი მუნიციპლიტეტის (ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა) ადგილობრივი თვითმმართველობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, პროექტის სამიზნე ორგანიზაციები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

ორდღიანი ტრენინგის თემა იყო გენდერული პოლიტიკის განხორციელება ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ.

„ტრენინგი მოიცავდა ყველა იმ ხერხს, ტექნიკასა და ინსტრუმენტს, რაც საჭიროა გენდერული პოლიტიკის კვალიფიციურად განხორციელებისთვის. მოიცავდა ეგრეთწოდებული გენდერული ბიუჯეტის საკითხებს, რაც გულისხმობს ნებისმიერი ტიპის სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის ბიუჯეტის გავლენას ქალებსა და მამაკაცებზე და ბიუჯეტის გაანალიზებას სწორედ ამ კუთხით“, აღნიშნა ილის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელმა ლელა ხომერიკმა, რომელიც ორდღიან ტრენინგს უძღვებოდა.

ტრენინგის შემდეგ, პროექტის სამიზნე ასოციაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს, საკუთარი გენდერული სტრატეგიების შემუშავება დაევალათ.

ტრენინგი მხარდაჭერილი იყო ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ პროექტის „საქართველოსა და სომხეთის სასაზღვრო რეგიონებში სიღარიბის დაძლევა და ნდობის აღდგენა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებით სოფლის

მდგრადი განვითარებისთვის“ (STAGE II) ფაგლებში, რომელსაც ახორციელებენ ქეა ავსტრია და ქეა საერთაშორისო კავკასიაში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) და სოფლის განვითარებისა და აგრობიზნესის ცენტრი (CARD).

SIIMS-ის მექანიზატორთა კონკურსში შავშვების ჯგუფი შეირჩა

პროექტ SIIMS-ის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემის კომპონენტში III ეტაპი დასრულდა.

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადასაცემად გამოცხადებულ კონკურსში ექვსი განაცხადი შემოვიდა. ყველა განაცხადი შიდა ქართლიდან იყო: სამი – საქაშეთიდან, ორი – კარალეთიდან და ერთი შავშვებიდან.

განაცხადებისა და თითოეულ ჯგუფთან გასაუბრების შედეგად, კომისიამ, რომელიც CiDA-სა და CARE-ს წარმომადგენლებისგან შედგებოდა, შავშვების ერთი ჯგუფი შეარჩია.

„შერჩევის კრიტერიუმები მარტივი იყო – ტექნიკის მისაღებად ჯგუფის მზაობა, მექანიზატორთა პროფესიონალიზმი და ჯგუფის ლიდერის დამახასიათებელი თვისებები“, განაცხადა პროექტ SIIMS -ის ბიზნესის განვითარების ოფიცერმა ქვემო ქართლში დავით თარიმანიშვილმა.

“იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრირების პროექტს (SIIMS)” ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს. სამწლიან პროექტს ორგანიზაციები ქეა ნორვეგია და ქეა საერთაშორისო კავკასიაში ახორციელებენ. პროექტის ადგილობრივი განმახორციელებელი პარტნიორია სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA).

Page 8: december, 2011.pdf

ww

w.c

ida

.ge

CiDA-ში ქვემო ქართლის ჟურნალისტებისთვის ტრენინგი ჩატარდა

16-17 დეკემბერს, „სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა“ (CiDA)

და ქვემო ქართლის მედია ჯგუფის თანაორგანიზებით, ქვემო ქართლის ჟურნალისტებისთვის CiDA-ში ტრენინგი ჩატარდა. ორდღიანი ტრენინგი სახელწოდებით – კონფლიქტებისა და მრავალფეროვნების გაშუქების ინსტრუმენტები – მოიცავდა სემინარებს შემდეგ თემებზე: ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული საერთაშორისო და ადგილობრივი სამართლებრივი ასპექტები, ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება მედიაში და ჟურნალისტის ვალდებულებები და მოვალეობები ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქების დროს.

„ქვემო ქართლის ჟურნალისტებს ისეთ რეგიონში უწევთ ცხოვრება და მუშაობა, სადაც მრავალფეროვანი გარემოა ეროვნული უმცირესობების თვალსაზრისით. ხშირია შემთხვევები, როცა მათ მასალებში არაკორექტული ტექსტები ჩნდება ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, ტრენინგზე საუბარი ყოფილიყო ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ბაზაზე და ამ მხრივ მედიაში არსებულ სიტუაციაზე“, განაცხადა ქვემო ქართლის მედია ჯგუფის დირექტორმა მარიკა წიქორიძემ.

სემინარებს უძღვებოდნენ: იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბაია პატარაია, დამოუკიდებელი ჟურნლისტი ზიად ქორიძე და სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის უფროსი ბექა მინდიაშვილი.

„სემინარზე ყურადღება გამახვილდა შიდა და საერთაშორისო სამართლებრივ რეგულირებებზე, რომელიც უშუალოდ ეროვნულ უმცირესობებს ეხება. მოხდა შედარება და ანალიზი იმისა, თუ რამდენად შეესაბამება ქართული კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საუბარი იყო ეროვნულ კონცეფციაზე, სამოქმედო გეგმასა და იმ სტრუქტურებზე, რომლებიც ამის იმპლემენტაციაზე არიან პასუხისმგებლები“, განაცხადა იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ბაია პატარაიამ.

ტრენინგი ორგანიზებულია პროექტის ,,მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელი“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) მიერ. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პროექტის პარტნიორია დემოკრატ მესხთა კავშირი (UDM).

პროექტი ხორციელდება ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის (COBERM) ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს და გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებს.

STAGE II-ის ფარგლებში, ადგილობრივი

ბიუჯეტების განხილვები მოეწყო

პროექტ STAGE II-ის ფარლებში, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამიზნე მუნიციპალიტეტებში მომავალი წლის ადგილობრივი ბიუჯეტების განხილვები მოეწყო.

საბიუჯეტო შეხვედრები ბოლნისში, დმანისში, მარნეულსა და ახალციხეში შედგა.

განხილვებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბიუჯეტის პრეზენტაციას მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეები და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების ხელმძღვანელები ატარებდნენ.

შეხვედრების ძირითადი მიზანი იყო ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის ჩართულობის ამაღლება ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირების პროცესში. ასევე, მომავალი წლის ბიუჯეტის მოცულობისა და პრიორიტეტების გარკვევა.

„ძირითადად გამოიკვეთა ის, რომ პრიორიტეტი ყველგან ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და სოცილური დახმარებებია. საერთო ჯამში, ბიუჯეტები ისევ ისეთია, როგორიც გასულ წელს იყო, დიდი ცვლილებები არ არის“, აღნიშნა პროექტ STAGE II-ის ორგანიზაციების განვითარების ოფიცერმა რევაზ ბარბაქაძემ.

პროექტი STAGE II ხორციელდება ქეა ავსტრიისა და ქეა საერთაშორისო კავკასიაში მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო” (CiDA) საქართველოში და აგრობიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი (CARD) სომხეთში. პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ.

Page 9: december, 2011.pdf

ww

w.c

ida

.ge

პრობაციონერებსა და სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს სერთიფიკატები გადაეცათ

24 დეკემბერს, CiDA-ში, ცხრა არასრულწლოვან პრობაციონერსა და სოციალურად დაუცველ სამ მოზარდს სერთიფიკატები გადაეცათ. ახალგაზრდებმა რუსთავის არაფორმალური განათლების ცენტრის ბაზაზე, კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზო კურსი გაიარეს.

სერტფიკატების გადაცემას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს მოზარდები ჩართულები იყონ, როგორც საგანმანათლებლო, ისე სარეაბილიტაციო პროგრამებში.

ეს წარმატებული პროექტიც, რომელიც CiDA-თან ერთად განხორციელდა, ამის დამადასტურებელია. მე მინდა წარმატება ვუსურვო ყველა არასრულწლოვან პირობით მსჯავრდებულს და დარწმუნებული ვარ, რომ მიღებული ცოდნა მათ, სამომავლოდ, დასაქმებაში დაეხმარებათ“, განაცხადა პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი თვაურმა.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ამ ახალგაზრდებს განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდეთ. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინტეგრაციის პროცესი. იმედია, რომ ამ ტიპის უნარების გადაცემის შემდეგ, ისინი მოახერხებენ უფრო ადვილად მოახდინონ სოცილურ–ეკონომიკური ინტეგრაცია“, აღნიშნა CiDA-ს დირექტორმა ზვიად დევდარიანმა.

რუსთავის არაფორმალური განათლების ცენტრი დაფუძნებულია CiDA-ს მიერ პროექტის “იძულებით გადაადგილებული პირების სოციო-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში” ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) მიერ.

პროექტს ახორციელებენ “მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ” (ACF), “სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი” (DVV International) და “სამოქალაქო განვითარების სააგენტო” (CiDA).

STAGE II-ის საგრანტო პროექტების პირველი ეტაპი დასრულდა

პროექტ STAGE II-ის ერთ-ერთი კომპონენტი პროექტის სამიზნე ასოციაციებისათვის მცირე გრანტების გაცემას ითვალისწინებს.

აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, ორი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს: მარნეულში, სოფელ წერეთელში – საბავშვო ბაღის ეზოსა და სათამაშო მოედნის რეაბილიტაცია, (პროექტს ასოციაცია ,,ახალი ფერმერები“ ახორციელებს) და ახალქალაქში, სოფელ კოთელიაში – დრენაჟის სისტემის მოწესრიგება სოფლის მაცხოვრებლების სახნავ-სათესი მიწების გასწვრივ (პროექტს ასოციაცია ,,კოთელია“ ახორციელებს).

პროექტების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა, ძირითადი სამუშაოები ჩატარებულია. პროექტი STAGE II ხორციელდება ქეა ავსტრიისა და ქეა საერთაშორისო კავკასიაში მიერ პარტნიორ

ორგანიზაციებთან ერთად: ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო” (CiDA) საქართველოში და აგრობიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი (CARD) სომხეთში. პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ.

Page 10: december, 2011.pdf

ww

w.c

ida

.ge

სამცხე-ჯავახეთში მრავალფეროვნებისა და კონფლიქტების მართვის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა

7–10 დეკემბერს, პროექტის, „მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელის“ ფარგლებში, მრავალფეროვნებისა და კონფლიქტების მართვის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგი სამცხე–ჯავახეთში მოქმედი სამოქალქო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისთვის იყო ორგანიზებული.

ოთხდღიან ტრენინგს პარტნიორები – საქართველოს ტრენერები უძღვებოდნენ. „ტრენინგი ორ თემას მოიცავდა: მრავალფეროვნება, მისი არსი და მრავალფეროვნებისა და კონფლიქტების მართვა.

მონაწილეები ამ ცნებების ძირითად ასპექტებს გაეცნენ და განივითარეს ის უნარები, რომლებიც მათ მრავალფეროვნების მართვაში, ასევე კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების დროს გამოადგებათ“, აღნიშნა პარტნიორები – საქართველოს ტრენერ-კონსულტანტმა თამარ ლოსაბერიძემ.

პროექტის „მულტიეთნიკური ნდობის მშენებლობის ქსელის“ მიზანს, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში არსებული თუ პოტენციური კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმირების ხელშეწყობა წარმოადგენს.

პროექტს განმახორციელებელია „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (CiDA), სამცხე–ჯავახეთში პარტნიორი ორგანიზაციაა „დემოკრატ მესხთა კავშირი“. პროექტი ხორციელდება ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის (COBERM) ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი და ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა.

ახალგაზრდული კლუბის წევრები რუსთავის ბავშვთა სახლს სტუმრობდნენ

22 დეკემბერს, “ინტეგრაციის ახალგაზრდული კლუბის” წევრები რუსთავის ბავშვთა სახლს სტუმრობდნენ. მათ ბავშვთა სახლის აღსზარდელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

„ბავშვთა სახლში მისვლა და პატარებისთვის ახალი წლის მილოცვა ჩვენი კლუბის წევრი ახალგაზრდების სურვილი იყო. პროექტის ფარგლებში, სათამაშოები და სხვადასხვა საკანცელარიო ნივთები შევიძინეთ და ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს, წინასაახალწლოდ, საჩუქრად გადავეცით“, განაცხადა რუსთავის არაფორმალური განათლების ცენტრის ახალგაზრდული კომპონენტის კოორდინატორმა ეკატერინე რიჟამაძემ.

„ეს ბავშვები მოკლებულები არიან იმ სითბოსა და ყურადღებას, რაც ჩვენ ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში ვაჩუქეთ. ეტყობოდათ, რომ ძალიან გაუხარდათ ჩვენი მისვლა,

ამიტომ ჩვენც კმაყოფილები წამოვედით – გვესიამოვნა, რომ გავახარეთ ისინი“, აღნიშნა ახალგაზრდული კლუბის წევრმა მარიამ გოგოლაძემ.

“ინტეგრაციის ახალგაზრდული კლუბი” რუსთავის არაფორმალური განათლების ცენტრის ერთ-ერთი მიმართულებაა.

რუსთავის არაფორმალური განათლების ცენტრი დაფუძნებულია CiDA-ს მიერ პროექტის “იძულებით გადაადგილებული პირების სოციო-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში” ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) მიერ.

პროექტს ახორციელებენ “მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ” (ACF), “სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი” (DVV International) და “სამოქალაქო განვითარების სააგენტო” (CiDA).

Page 11: december, 2011.pdf

ww

w.c

ida

.ge

CiDA-ში მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების განხილვა მოეწყო

3 დეკემბერს, „სამოქალაქო განვითარების სააგენტოში“ თვითმმართველი ქალაქ რუსთავის 2011 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების საზოგადოებრივი განხილვა მოეწყო.

შეხვედრას ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, იურისტები, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

CiDA ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, ყოველწლიურად, ბიუჯეტის დამტკიცებამდე, წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ღია განხილვას უკეთებს ორგანიზებას. ეს ორმხრივი პროცესია, ერთი მხრივ, თვითმმართველობის

წევრები მსჯელობენ იმ საკითხებზე, რაც მნიშვნელოვნად მიაჩნიათ და, მეორე მხრივ, ისინი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისგან ელოდებიან უკუგებას, რა საკითხებზე უნდა გაკედეს აქცენტები ბიუჯეტის დაგეგმვის დროს.

„რუსთავის საკრებულომ გადაწყვიტა, სანამ ბიუჯეტი საკრებულოს წინაშე წარსდგება და განხილვის უფრო აქტიური სტადია დაიწყება, ბიუჯეტის პრიორიტეტები საზოგადოებასთან შეხვედრის შედეგად გამოარკვიოს. უფრო სწორია, როცა ეს პრიორიტეტები ქვემოდან ზემოთ მოძრაობს, ანუ, ჩვენ მივდივართ და მოქალაქეებს და დაინტერესებულ მხარეებს ვეკითხებით, თუ რა მიაჩნიათ მათ პრიორიტეტულად და რა პრობლემა შეიძლება მოუგვარდეთ ადგილობრივი ბიუჯეტით“, განაცხადა ქალაქ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ კახა გურგენიძემ.

„ბიუჯეტის საჯარო განხილვა აუცილებელია, ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს. ძალიან კარგია, რომ რუსთავის საკრებულომ მოსახლეობასთან და ფოკუს ჯგუფებთან შეხვედრა და იმ პრიორიტეტების განხილვა გადაწყვიტა, რომელიც 2011 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული. თითოეული მოქალაქე აქტიურად უნდა ჩაერთოს მსგავს პროცესებში, ვინაიდან ამით ჩვენი ქალაქის ბედი წყდება“, განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისის ხელმძღვანელმა ეკატერინე ფავლენიშვილმა.

2011 წლის ბიუჯეტი, სავარაუდოდ, 15 დეკემბრის შემდეგ დამტკიცდება.რუსთავის 2011 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების საზოგადოებრივი განხილვა „სამოქალაქო

ოგანიზაციების განვითარების ცენტრის“ (SCO) პროექტის ფარგლებში მოეწყო.„სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრის“ პროექტის მიზანს ქვემო ქართლის სამოქალაქო

ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. პროექტი ჯერმან მარშალ ფონდის შავი ზღვის პროექტის მიერ არის დაფინანსებული. პროექტს სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) ახორციელებს.

Page 12: december, 2011.pdf

ww

w.c

ida

.ge

არსებული ბიზნესის გაფართოების

კომპონენტის II ტურში 10 ბიზნესი შეირჩა

პროექტ SIIMS-ის ფარგლებში, არსებული ბიზნესების დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში, ქვემო ქართლიდან და შიდა ქართლიდან 40 განაცხადი შემოვიდა.

კონკურსის II ტურის – ადგილზე ნახვისა და გადარჩევის შემდეგ – სულ 10 ბიზნესი შეირჩა (ერთი – ქვემო ქართლიდან, ცხრა შიდა – ქართლიდან).

„მესამე ეტაპზე უკვე საბოლოოდ გადაწყდება, თუ რამდენი ბიზნესი მიიღებს გრანტს. სავარაუდოდ, ხუთი–ექვსი ბიზნესი დაფინანსდება“, აცხადებს პროექტ SIIMS-ის ბიზნესის განვითარების ოფიცერი ქვემო ქართლში დავით თარიმანიშვილი.

პროექტ SIIMS-ის ეს კომპონენტი 15 მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას ითვალისწინებს. არსებული ბიზნესის დაფინანსების მთავარი პირობა დევნილთა დასაქმებაა.

“იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრირების პროექტს (SIIMS)” ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს. სამწლიან პროექტს ორგანიზაციები `ქეა ნორვეგია” და “ქეა საერთაშორისო კავკასიაში” ახორციელებენ. პროექტის ადგილობრივი განმახორციელებელი პარტნიორია “სამოქალაქო განვითარების სააგენტო” (CiDA). პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან დევნილ ქალთა ასოციაცია `თანხმობა” და “ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი (CTC)”.

CiDA-ში ეფექტური მომსახურების თემაზე ტრენინგი ჩატარდა

2–3 დეკემბერს, „სამოქალაქო ოგანიზაციების განვითარების

ცენტრის“ (SCO) პროექტის ფარგლებში, CiDA-ში მორიგი ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგის თემა იყო ეფექტური მომსახურება.

ტრენინგს ქალაქ რუსთავის მერიის, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საკრებულოების, ასევე, გამგეობების სამოქალაქო მისაღებისა და

საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ორდღიანი ტრენინგის განმავლობაში, აქცენტი შემდეგ საკითხებზე გაკეთდა: მომხმარებლის ტიპები, სატელეფონო კომუნიკაცია, მოსმენის ტექნიკა, შეკითხვის დასმის ტექნიკა, კომუნიკაციის ეტაპები და კომუნიკაციის

დონეები. ტ რ ე ნ ი ნ გ ი

ო რ გ ა ნ ი ზ ა ც ი ა პარტნიორები – ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ტ რ ე ნ ე რ ე ბ მ ა ჩაატარეს.

„სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრის“ პროექტის მიზანს ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. პროექტი ჯერმან მარშალ ფონდის შავი ზღვის პროექტის მიერ არის დაფინანსებული. პროექტს სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) ახორციელებს.

Page 13: december, 2011.pdf

ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის ტრენინგი ჩატარდა

„სამოქალაქო ოგრანიზაციების განვითარების ცენტრის“ პროექტის ფარგლებში, 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე, CiDA-ში ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგი ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის იყო ორგანიზებული.

ტრენინგის თემები იყო: საპროექტო განაცხადის წერა, ფონდების მოძიება და კოალიციური მუშაობა.

ტრენიგს ორგანიზაცია პარტნიორები – საქართველოს ტრენერები უძღვებოდნენ.

„გავიარეთ ისეთი საკითხები, როგორებიცაა, განაცხადის სტრუქურა, რა კომპონენტებისგან შედგება

და როგორ უნდა დაიწეროს პროექტი. ბოლოს, პრაქტიკული სამუშაოს სახით, მონაწილეებმა რეალური საპროექტო განაცხადები წარმოადგინეს. მართალია, ეს სამუშაო ვარიანტი იყო, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, სამომავლოდ, ეს პროექტები რეალურად განახორციელონ კიდეც“, განაცხადა პარტნიორები საქართველოს ტრენერ-კონსულტანტმა თეა გველესიანმა.

სამდღიან ტრენინგს, ქვემო ქართლში არსებული, როგორც გამოცდილი, ასევე ახლად ჩამოყალიბე–ბული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„პროექტის წერაში გამოცდილება მქონდა მიღებული, მაგრამ გარკვეული საკითხები ჩემთვის მაინც ახალი იყო, რაღაც დეტალებს კიდევ ჩავუღრმავდი. ვიქრობ, ტრენინგმა შედეგი ნამდვილად უნდა გამოიღოს, იმდენად რამდენადაც, დამწყებმა ორგანიზაციებმა ნამდვილად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს ამ

სამ დღეში“, აღნიშნა ტრენინგის მონაწილემ, არასამთავრობო ორგანიზაცია სიქა-ს წარმომადგენელმა ნინი ვარდიაშვილმა.

„სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ცენტრის“ პროექტის მიზანს ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. პროექტი ჯერმან მარშალ ფონდის შავი ზღვის პროექტის მიერ არის დაფინანსებული. პროექტს სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) ახორციელებს.

ww

w.c

ida

.ge

Page 14: december, 2011.pdf

ww

w.c

ida

.ge

ქვემო ქართლისსამხარეო ადმინისტრაცია

გამოცემა მომზადებულია “სამოქალაქო

განვითარების სააგენტოს”მიერ

Georgia