22
1 ენერგოკრედიტის განხილვისა და გაცემის პროცედურები მონაწილე ბანკებში

Energocredit Residential Georgian

Embed Size (px)

DESCRIPTION

Georgian procedures

Citation preview

Page 1: Energocredit Residential Georgian

1

ენერგოკრედიტის განხილვისა და გაცემის

პროცედურები მონაწილე ბანკებში

Page 2: Energocredit Residential Georgian

2

ენერგოკრედიტი

ენერგოკრედიტის განხილვისა და გაცემის პროცედურები

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ბანკისის შიდა დოკუმენტს და

მასში აღწერილია ენერგოკრედიტის დამუშავებისა და გაცემის

პროცედურები. დოკუმენტი განკუთვნილია ბანკის საცალო

პროდუქტების მიმართულების თანამშრომლებისათვის.

წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილია მხოლოდ და მხოლოდ

ენერგოკრედიტთან დაკავშირებული პროცედურები, ამასთან,

აუცილებელია ბანკიის ყველა სხვა შიდა პროცედურის დაცვაც.

დოკუმენტი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:

საცალო პროდუქტების მიმართულების თანამშრომლებისათვის

მენეჯმენტისათვის

Page 3: Energocredit Residential Georgian

3

შინაარსი

ენერგოკრედიტი ......................................................................................... Error! Bookmark not defined.

1. დოკუმენტში გამოყენებული ტერმინოლოგიის განმარტებები .............................................. 5

2. GEEP–ს ჯგუფის წევრთა ფუნქციები ............................................................................................. 7

3. ბანკიის თანამშრომელთა ფუნქციები: .......................................................................................... 9

4. სესხების მართვა და კოორდინაცია ............................................................................................ 10

4.1 ენერგოკრედიტის მარკეტინგი და რეკლამირება.................................................................... 10

4.2 ანგარიშების მომზადება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისათვის .. 10

4.3 სუბსიდიის სპეციალური ანგარიში ........................................................................................... 10

4.4 კოორდინაცია GEEPჯგუფთან .................................................................................................... 10

4.5 კრედიტ ოფიცერთა მომზადება ................................................................................................. 11

4.6 განსაკუთრებული მოთხოვნები: ................................................................................................ 11

5. ენერგოკრედიტი .................................................................................................................................. 12

5.1 სასესხო პროდუქტის აღწერა ..................................................................................................... 12

5.2 რა უპირატესობები გააჩნია პროდუქტს კლიენტებისა და მიმწოდებლებისათვის: ......... 12

5.3 ენერგოკრედიტის სასესხო პირობები ....................................................................................... 13

5.4 რომელ ენერგოეფექტურობის პროდუქტებს ეხება სესხი ..................................................... 13

5.5 ვის შეუძლია კრედიტის მოთხოვნა... ........................................................................................ 14

5.6 ვის არ შეუძლია კრედიტის მოთხოვნა ..................................................................................... 14

5.7 სუბსიდიის ოდენობა .................................................................................................................... 14

6. საკრედიტო ოფიცრის პასუხისმგებლობა ...................................................................................... 15

7. სესხის გასაყიდად საჭირო ეტაპები ................................................................................................ 15

Page 4: Energocredit Residential Georgian

4

7.1 ბანკიის მარკეტინგული კამპანიები .......................................................................................... 15

7.2 კლიენტთან პირველადი კონტაქტი ........................................................................................... 16

8. სესხის განხილვის ეტაპები ................................................................................................................ 16

8.1 სესხის დამტკიცება ....................................................................................................................... 16

8.2 კლიენტთან შეთანხმება სესხის პირობების შესახებ ............................................................... 17

8.3 სესხზე განაცხადის განხილვა .................................................................................................... 18

8.4 სესხის დამტკიცება ბანკის მიერ და გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინება ................ 18

8.5 მეორადი დოკუმენტების მომზადება ....................................................................................... 19

8.6 სესხის გაცემა .................................................................................................................................. 19

8.7 მსესხებლისათვის სუბსიდიის ოდენობის ავტორიზაცია ..................................................... 19

8.8. მოთხოვნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიმართ

ყოველთვიური სუბსიდიების გადახდაზე ..................................................................................... 21

8.9 ინდივიდუალური პირებისათვის სუბსიდიების გადარიცხვა ............................................. 22

9. დანართები (ფორმები) ........................................................................................................................ 22

Page 5: Energocredit Residential Georgian

5

1. დოკუმენტში გამოყენებული ტერმინოლოგიის

განმარტებები

სესხი – ენერგოკრედიტი – სესხის მიზნობრიობა: სახლების/ბინების

ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფა; ენერგო რესურსების მდგრადი გამოყენება.

ბანკი – სააქციო საზოგადოება ,,ბანკიი”.

EBRD – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი.

GEEP – EBRD–ს საკონსულტაციო ჯგუფი საქართველოში.

სუბსიდია –BP–ს, მისი საქმიანი პარტნიორებისა და EBRD–ს მიერ გრანტის სახით,

გაცემული თანხა, რომელსაც ენერგოკრედიტის მომხმარებლები მიიღებენ სესხის

სათანადო მიზნობრიობით შესრულების შემთხვევაში.

რეგისტრირებული მიმწოდებელი – პარტნიორი ორგანიზაცია, რომელიც GEEP–ს

ჯგუფის მიერ წინასწარაა განსაზღვრული და რომლისგანაც შესაძლებელია ენერგო

ეფექტური პროდუქტების/მომსახურებების შეძენა სესხის საშუალებით.

კლიენტი – სესხზე განმცხადებელი ფიზიკური პირი.

ენერგოკრედიტის სააპლიკაციო ფორმა – სპეციალური ფორმა, რომელსაც კლიენტი

ავსებს და წარუდგენს GEEP–ს ჯგუფს, რათა ამ უკანასკნელმა დაამტკიცოს

მიმწოდებელი კომპანიისაგან ენერგო ეფექტური პროდუქტის (პროდუქტების)

შესაძენად საჭირო თანხა.

სასესხო განაცხადი – ბანკის მიერ მომზადებული სააპლიკაციო ფორმა, რომელსაც

ავსებს კლიენტი სესხის მოთხოვნის მიზნით.

Page 6: Energocredit Residential Georgian

6

მსესხებელი – პირი, რომლის განაცხადიც ბანკმა დააკმაყოფილა.

სუბსიდიის ფორმა – განაცხადი, რომელიც ივსება მსესხებლის მიერ ბანკში

წარსადგენად და სუბსიდიაზე ავტორიზაციის მისაღებად.

საკრედიტო ოფიცერი – სამომხმარებლო და იპოთეკური დაკრედიტების

განყოფილების თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელია სააპლიკაციო ფორმის

მიღებაზე, სესხის დამუშავებაზე და გაცემაზე.

რისკის მენეჯერი – საკრედიტო რისკების მართვის დეპარტამენტის თანამშრომელი,

რომელიც გადაწყვეტილებას იღებს სესხის გაცემის შესახებ.

ექსპერტ–შემფასებელი – აქტივების შეფასებისა და რეალიზაციის დეპარტამენტის

თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელია სესხის უზრუნველყოფის შეფასებაზე;

შეფასების აქტი – დოკუმენტი, სადაც მოცემულია სესხის უზრუნველყოფის შესახებ

დეტალური მონაცემები და მითითებულია მისი საბაზრო და სალიკვიდაციო

ღირებულება.

Page 7: Energocredit Residential Georgian

7

2. GEEP–ს ჯგუფის წევრთა ფუნქციები

GEEP–ს ოფისის მისამართი და საკონტაქტო დეტალები:

ფალიაშვილის ქ. 17, მე–3 სართული, 0179, თბილისი, საქართველო

ელ.ფოსტა: [email protected]

ტელეფონი, ფაქსი: +995-32-224962

ვებ–გვერდი: www.energocredit.ge

GEEP– პროექტის საქართველოს ოფისის წევრები:

პროექტის ხელმძღვანელი (პასუხისმგებელია ზოგად საბანკო საკითხებზე, მარკეტინგზე,

რეკლამაზე, ჯგუფის მართვაზე, ფინანსურ და რისკების შეფასებაზე, ანგარიშების ხარისხის

უზრუნველყოფაზე)

ჰელენ რაიდინგი

ელ–ფოსტა: [email protected]

მობ. ტელეფონი: +995-95-210215

მთავარი ინჟინერი (პასუხისმგებელია ყველა სახის საინჟინრო საკითხზე, მომწოდებელთა

დამტკიცებაზე, ენერგო ეფექტურობის აპარატურისა და მასალების დამტკიცებაზე)

კირიაკოს არგიროუდის

ელ.ფოსტა: [email protected]

მობ.ტელეფონი: +995-99-993702

პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე (კონტაქტს ამყარებს ბანკებთან, უზრუნველყოფს

ადგილობრივი თანამშრომლების კოორდინაციას, უძღვება მარკეტინგსა და რეკლამირების

საკითხებს)

გიორგი ზურაშვილი

ელ.ფოსტა: [email protected]

Page 8: Energocredit Residential Georgian

8

მობ. ტელეფონი: +995-99-288624

სამომხმარებლო ბანკინგის კოორდინატორი (კონტაქტს ამყარებს ბანკებთან,

მიმწოდებლებთან, ამზადებს ანგარიშებს სუბსიდიების შესახებ)

ანა მინდორაშვილი

ელ–ფოსტა: [email protected]

მობ.ტელეფონი: +995-77-468652

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელი სამომხმარებლო

სესხების ადმინისტრირების საკითხებში

გისლეინ დანქვინი

[email protected]

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თბილისის ოფისის წარმომადგენელი

GEEP–ს ჯგუფში

უფროსი ბანკირი:

ირაკლი მექვაბიშვილი

ელ–ფოსტა: [email protected]

energo efeqturi da ganaxlebadi energo proeqtebis ganviTarebis menejeri

ირაკლი ვარდიგორელი

ელ–ფოსტა: [email protected]

,,ენერგოკრედიტთან“ საკომუნიკაციო საშუალებები

,,კონსულტანტთან“ ყველა სახის წერილობითი კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე და

ელექტრონულ ფორმატში ხორციელდება.

Page 9: Energocredit Residential Georgian

9

3. ბანკის თანამშრომელთა ფუნქციები:

მონაწილე ბანკებში პასუხისმგებელი პირები სხვადასხვაა, დეტალური

ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ ენერგოკრედიტის გუნდს.

Page 10: Energocredit Residential Georgian

10

4. სესხების მართვა და კოორდინაცია

4.1 ენერგოკრედიტის მარკეტინგი და რეკლამირება

ენერგოკრედიტის მარკეტინგი და რეკლამირება მონაწილე ბანკის პასუხისმგებლობაა.

ხელშეკრულების თანახმად, GEEP ჯგუფი ბანკს დაეხმარება შესაბამისი მასალებისა და

მედიის მომზადებაში.

აუცილებელი მოთხოვნაა ყველა სახის მასალებსა და მედია საშუალებებში EBRD–ს, BP–ს და

მისი პარტნიორების მითითება (16 ლოგო).

4.2 ანგარიშების მომზადება ევროპის რეკონსტრუქციისა და

განვითარების ბანკისათვის

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისათვის ანგარიშგების მოთხოვნები

განსაზღვრულია ევროპის ბანკსა და საქართველოს ბანკს შორის ხელმოწერილ შეთანხმებაში

საკრედიტო ხაზის გამოყოფის შესახებ.

ყოველთვიური ოპერაციების შესახებ ანგარიშები (რომლებიც ხელმოწერილი უნდა იყოს

GEEP–ს პროექტის ხელმძღვანელის მიერ) უნდა მომზადდეს ფორმაში, რომელიც მოცემულია

თანდართულ დანართში (4).

4.3 სუბსიდიის სპეციალური ანგარიში

მონაწილე ბანკი ვალდებულია გახსნას სპეციალური ანგარიში, სადაც ჩაერიცხება EBRD–საგან

მიღებული სუბსიდიები. გარდა ამისა, მონაწილე ბანკი ვალდებულია ჩარიცხული

სუბსიდიების თანხის გადანაწილებაზე ინდივიდუალურ მსესხებლებზე შესაბამისი

ოდენობებით.

4.4 კოორდინაცია GEEPჯგუფთან

რუტინული კოორდინაცია

სესხები საკონსულტაციო ჯგუფისა და მონაწილე ბანკის საკრედიტო ოფიცრების მიერ

ერთობლივად მტკიცდება, მე-8 თავში აღწერილი პროცედურების შესაბამისად.

ყოველთვიური ფორმალური კოორდინაცია

ყოველი თვის ბოლოს აუცილებელია სესხებისა და მათი სტატუსების

(დამტკიცებულია/განიხილება/უარი სუბსიდიის გადახდაზე) შესახებ არსებულ მონაცემთა

Page 11: Energocredit Residential Georgian

11

შედარება. ეს არის მონაცემები, რომლებიც მუშავდება მონაწილე ბანკისა და საკონსულტაციო

ჯგუფის მიერ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისათვის წარსადგენი

ყოველთვიური საოპერაციო ანგარიშებისათვის. ანგარიშებში, მონაწილე ბანკი ევროპის

რეკონსტრუქციის ბანკს აწვდის ინფორმაციას გაცემული სესხების რაოდენობაზე და

მოითხოვს სუბსიდიების გადახდას, ხოლო GEEP ჯგუფი აუწყებს სესხების გადამოწმების

შესახებ. ანგარიშებში ინდივიდუალური სესხები მითითებული არ არის.

აღნიშნულ ეტაპზე, ყველა სესხის ღირებულება კონვერტირდება აშშ დოლარში, ანგარიშგების

თვეში არსებული საშუალო სავალუტო კურსის მიხედვით, რომელსაც განსაზღვრავს

მონაწილე ბანკი და აუწყებს GEEP–ს.

გარდა ამისა, GEEP–ს საკონსულტაციო ჯგუფი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების

ბანკს უგზავნის ყოველთვიურ ანგარიშს სუბსიდიების შესახებ. ანგარიშში მოცემულია თვის

განმავლობაში გაცემული სუბსიდიების გადახდების ჩამონათვალი. გადახდების

ჩამონათვალში მითითებულია თითოეული ინდივიდუალური პირისათვის გადასახდელი

სუბსიდია. აღნიშნული ჩამონათვალით, EBRD–ს ლონდონის ოფისი ამოწმებს მონაწილე

ბანკის მიერ გაკეთებულ თითოეულ გადახდას.

4.5 კრედიტ ოფიცერთა მომზადება

GEEP–ს ჯგუფი პასუხისმებელია ტრენერთა პირველად ტრენინგზე, ხოლო მონაწილე ბანკი

პასუხისმგებელია ყველა სხვა საკრედიტო ოფიცრის მომზადებაზე.

GEEP–ს ჯგუფი შეეცდება ოპერირების პირველ სამ თვეში, საქართველოს ბანკს დაეხმაროს

სესხების ყოველდღიურ გაცემასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემაში.

საქართველოს ბანკმა უნდა გამოყოს პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება შეკითხვებზე

პასუხების გაცემაზე და შემდგომში, ახალი საკრედიტო ოფიცრების მომზადებაზე.

4.6 განსაკუთრებული მოთხოვნები:

საკრედიტო ოფიცრებს უნდა ჰქონდეთ წვდომა შემდეგზე:

ელ–ფოსტა, რათა დაამყარონ კომუნიკაცია GEEP–თან;

ინტერნეტი, რათა შეძლონ ენერგოკრედიტის ვებ–გვერდზე შესვლა;

სკანერი GEEP–სათვის სასესხო დოკუმენტების დასასკანერებლად.

Page 12: Energocredit Residential Georgian

12

5. ენერგოკრედიტი

5.1 სასესხო პროდუქტის აღწერა

საქართველოს ენერგო ეფექტურობის პროგრამა (GEEP), ეს არის პროგრამა, რომლის

ფარგლებშიც ხდება ენერგოკრედიტების გაცემა. აღნიშნული ტიპის სესხების მიზანია

ოჯახებს დაეხმაროს ენერგო ეფექტური პროდუქტების შეძენაში, რათა მათ შეძლონ

ხარჯების შემცირება. ენერგო ეფექტური პროდუქტების ჩამონათვალი

გამოქვეყნებულია ენერგოკრედიტის ვებ–გვერდზე.

,,ენერგოკრედიტი“ არის მონაწილე ბანკის მიერ შემუშავებული სასესხო პროდუქტის

ბრენდის სახელი. აღნიშნულ პროდუქტს აფინანსებს ევროპის რეკონსტრუქციისა და

განვითარების ბანკი საქართველოს ენერგოეფექტურობის პროგრამის მიერ მონაწილე

ბანკისათვის გახსნილი სპეციალური საკრედიტო ხაზის გავლით.

5.2 რა უპირატესობები გააჩნა პროდუქტს კლიენტებისა და

მომწოდებლებისათვის:

ენერგოკრედიტის გამოყენების საშუალებით, კლიენტები შეძლებენ:

საკუთარი სახლების ენერგოეფექტურობაში გრძელვადიანი ინვესტიციების

გაკეთებას;

ენერგიის ხარჯების დაზოგვას და კომფორტის შექმნას;

შეძენილ ნივთზე BP–სა და მისი პარტნიორების მიერ გაცემული სუბსიდიის

15%–ს უკან დაბრუნებას.

Page 13: Energocredit Residential Georgian

13

5.3 ენერგოკრედიტის პირობები

სესხები გამიზნულია ,,ენერგოკრედიტის“ ვებ–გვერდზე (www.energocredit.ge)

ჩამოთვლილი ენერგო ეფექტურობის პროდუქტების შესაძენად. სესხი გაიცემა

მონაწილე ბანკის მიერ.

სესხის ვადას განსაზღვრავს ბანკი;

საპროცენტო განაკვეთიც ბანკის მიერ განისაზღვრება (ამჟამად, საპროცენტო

განაკვეთი იწყება 14%–დან აშშ დოლარში გაცემულ სესხებზე და 19%–დან

ლარში გაცემულ სესხებზე);

სესხის უზრუნველყოფის/იპოთეკის მოთხოვნები განისაზღვრება ბანკის მიერ.

სესხის მიზნობრიობა შეიძლება მოიცავდეს ერთზე მეტ პროდუქტს, მაგ.

ფანჯრები და ბოილერი.

5.4 რომელ ენერგოეფექტურობის პროდუქტებს ეხებათ სესხი

ენერგოკრედიტის სამომხმარებლო სესხები გამიზნულია მხოლოდ შემდეგი სახის

აპარატურისა და მასალების შესაძენად. აღნიშნული აპარატურა და მასალები აკმაყოფილებს

ვებ–გვერდზე www.energocredit.ge გამოქვეყნებულ ტექნიკურ კრიტერიუმებს:

ბოილერები და ცენტრალური გათბობის სისტემები;

ორმაგი შემინვის ფანჯრები;

სახურავების, კედლებისა და იატაკების თბოიზოლაცია;

სოლარული გამათბობლები;

ბიომასის ღუმელები;

ბიოდაიჯესტერები საოჯახო მეურნეობებისათვის.

სესხისათვის განკუთვნილი აპარატურისა და მიმწოდებლების (მოდელის ნომრით) სია

ხელმისაწვდომია ,,ენერგოკრედიტის“ ვებ–გვერდზე. ეს არის ღია სია და ახალ

Page 14: Energocredit Residential Georgian

14

მიმწოდებლებს (ან არსებულ მიმწოდებლებს, რომლებიც ახალ პროდუქტებს გამოუშვებენ)

შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი რეგისტრაციაზე.

5.5 ვის შეუძლია კრედიტის მოთხოვნა

ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც არ

ხასიათდება უარყოფითი საკრედიტო ისტორიით და აკმაყოფილებს ბანკის

პოლიტიკით განსაზღვრულ მოთხოვნებს..

5.6 ვის არ შეუძლია კრედიტის მოთხოვნა

ენერგოკრედიტის სესხს ვერ მიიღებს კლიენტი, რომელიც:

არ არის კრედიტუნარიანი;

ხასიათდება უარყოფითი საკრედიტო ისტორიით;

განაცხადი არ შეაქვს ენერგო ეფექტურობის პროდუქტზე;

უკვე აღებული აქვს ენერგოკრედიტი რომელიმე მონაწილე ბანკისაგან და

მიღებული აქვს სუბსიდია; ენერგოკრედიტის სამომხმარებლო სესხის მიღება

ერთ პირს შეუძლია მხოლოდ ერთხელ (აღნიშნულის გადამოწმება GEEP–ს

ვალდებულებაა) .

5.7 სუბსიდიის ოდენობა

სუბსიდიის მაქსიმალური ოდენობაა:

აღწერა მაქსიმალური

აშშ დოლარში *)

1. ორმაგი შემინვის ფანჯრები 500

2. კედლების თბოიზოლაცია 850

3. იატაკის თბოიზოლაცია 400

Page 15: Energocredit Residential Georgian

15

4. სახურავის თბოიზოლაცია 700

5. ბოილერები 400

6. კონდენსირებული ბოილერი 550

7. სოლარული გამათბობლები 700

8. ბიომასის ღუმელები 850

9. ბიო დაიჯესტერები 850

სულ 5800

* გადახდის თარიღისათვის ბანკში მოქმედი კომერციული კურსით

6. საკრედიტო ოფიცრის პასუხისმგებლობა

საკრედიტო ოფიცრის პასუხისმგებლობაა:

ენერგოკრედიტის მასალების გაცნობა პოტენციური კლიენტებისათვის;

სესხისათვის შესაფერისი კლიენტის დადგენა;

კლიენტის ინფორმირება სესხის მისაღებად საჭირო პროდუქტზე;

განაცხადის მართვა;

დოკუმენტების გაგზავნა GEEP–სათვის დასამტკიცებლად;

კლიენტის ინფორმირება სუბსიდიის მოთხოვნის ფორმასა და მის მიღებაზე.

7. სესხის გასაყიდად საჭირო ეტაპები

7.1 მონაწილე ბანკის მარკეტინგული კამპანიები

საკრედიტო ოფიცერს მიეწოდება ინფორმაცია სამომხმარებლო სესხებისათვის

დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიების შესახებ.

Page 16: Energocredit Residential Georgian

16

7.2 კლიენტთან პირველადი კონტაქტი

საკრედიტო ოფიცერი ბანკში შემოსულ, ენერგოკრედიტით დაინტერესებულ

კლიენტს აწვდის დეტალურ ინფორმაციას.

საკრედიტო ოფიცერი კლიენტს განუმარტავს პროექტის მიზანს, აწვდის მას საჭირო

ბროშურებს, საინფორმაციო მასალებს და ვებ–მისამართებს (www.bankofgeorgia.ge

/საქ. ბანკი და www.energocredit.ge), სადაც ენერგო ეფექტურობის პროდუქტებზე

უფრო დეტალური ინფორმაციაა ხელმისაწვდომი და მითითებულია პროდუქტების

მომწოდებლები.

საკრედიტო ოფიცერი კლიენტს გადაამისამართებს რომელიმე დამტკიცებულ

მომწოდებელთან, რათა მან შეარჩიოს სასურველი პროდუქტი ან მომსახურება.

კლიენტის დაინტერესების შემთხვევაში, მომწოდებელი მიდის კლიენტის სახლში

და ამზადებს შემოთავაზებას მოთხოვნილ პროდუქტზე. მიმწოდებელი კლიენტს

უმზადებს სტანდარტულ ინვოისს (იხილეთ დანართი 1). ფასების შედარების

მიზნით, კლიენტს შეუძლია სხვა მომწოდებელსაც მიმართოს.

8. სესხის განხილვის ეტაპები

8.1 სესხის დამტკიცება

კლიენტი ინვოისს წარუდგენს საკრედიტო ოფიცერს, რომელიც მისი თანდასწრებით

ამოწმებს ინვოისსა და პროდუქტს, თუ რამდენად შეესაბამება ისინი

ენერგოკრედიტის ვებ–გვერდზე ჩამონათვალში მოცემულ პროდუქტებს. თუ

პროდუქტი ან მისი მომწოდებელი არ არის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ

ჩამონათვალში, მაგრამ კლიენტი აკმაყოფილებს მონაწილე ბანკის სხვა მოქმედ

სასესხო პირობებს, საკრედიტო ოფიცერს შეუძლია კლიენტს ჩვეულებრივი

სამომხმარებლო სესხი შესთავაზოს, მაგრამ არა სუბსიდია.

Page 17: Energocredit Residential Georgian

17

იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი და მომწოდებელი შეესაბამება ,,ენერგოკრედიტის“

მოთხოვნებს, საკრედიტო ოფიცერი, კლიენტთან ერთად, ხელით ავსებს სპეციალურ

სააპლიკაციო ფორმას ენერგო კრედიტზე და ინვოისის დასკანერებულ, ხელმოწერილ

ვერსიას, ასევე, კლიენტის დასკანერებულ პირადობის მოწმობას ელექტრონული

ფოსტით უგზავნის GEEP–ს სამომხმარებლო ბანკინგის კოორდინატორს. აღნიშნული

მეილის ასლი ეგზავნება ჯგუფის ხელმძღვანელს, კოორდინატორსა და საკრედიტო

ადმინისტრატორს. მეილის თემაში იწერება ,,ენერგოკრედიტის შედარება –

კლიენტის სახელი და გვარი“.

შენიშვნა: სააპლიკაციო ფორმის განხილვისას, საკრედიტო ოფიცერმა მსესხებელს

უნდა განუმარტოს, რომ მან სესხის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 4 თვეში, ბანკს

უნდა წარუდგინოს მიღება–ჩაბარების აქტი, სხვა შემთხვევაში, სუბსიდიის მოთხოვნა

არ დაკმაყოფილდება.

GEEP–ს სამომხმარებლო საცალო პროდუქტების კოორდინატორი სპეციალურ

მონაცემთა ბაზაში ამოწმებს, არის თუ არა დარეგისტრირებული კონკრეტული

პროდუქტი შესაბამისი მახასიათებლებით და სწორია თუ არა ინვოისი და

სააპლიკაციო ფორმა. იმ შემთხვევაში, თუ ყველა მონაცემი ზუსტია, სამომხმარებლო

ბანკინგის კოორდინატორი ვალდებულია ელექტრონული ინფორმაცია გააგზავნოს

არაუგვიანეს ორი სამუშაო დღისა, რადგან სხვა შემთხვევაში, გამოვლენილი

უზუსტობა და მისი შესწორება (ან სხვა ალტერნატივა) ხდება ელექტრონულად.

GEEP–ს ,,პროცედურების სახელმძღვანელო 7.1.5“ მიხედვით, ინვოისები

განისაზღვრება ლარში.

8.2 კლიენტთან შეთანხმება სესხის პირობების შესახებ

საკონსულტაციო ჯგუფისათვის შევსებული სააპლიკაციო ფორმის გაგზავნისა და

კლიენტთან სასესხო პირობებზე საუბრის პარალელურად, საკრედიტო ოფიცერმა

Page 18: Energocredit Residential Georgian

18

კლიენტს ზეპირად უნდა აუხსნას სასესხო პირობები და შეავსებინოს სასესხო

განაცხადი საქართველოს ბანკში არსებული სტანარტული პროცედურების

შესაბამისად.

8.3 სესხზე განაცხადის განხილვა

საკრედიტო ოფიცრის მიერ გაგზავნილი სასესხო განაცხადის განხილვა და

გადაწყვეტილების მიღება ხდება ყველა იმ სტანდარტული სამომხმარებლო სასესხო

პროცედურების შესაბამისად, რომლებიც მოქმედებს საცალო საბანკო საქმიანობის

საკრედიტო რისკების მართვის დეპარტამენტში.

8.4 სესხის დამტკიცება ბანკის მიერ და გადაწყვეტილების შესახებ

შეტყობინება

სესხის დამტკიცების ან არ დამტკიცების შემთხვევაში, საკრედიტო ოფიცერი GEEP–ს

ელ–ფოსტით ატყობინებს შემდეგს:

თუ გადაწყვეტილება დადებითია, მეილის თემაში უნდა ჩაიწეროს:

,,ენერგოკრედიტი დამტკიცებულია – კლიენტის სახელი და გვარი ”

უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში – „უარი ენერგოკრედიტზე –

კლიენტის სახელი და გვარი“.

წერილის ასლი ეგზავნება: ჯგუფის ხელმძღვანელსა და კოორდინატორს.

სესხზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საკრედიტო ოფიცერი

მსესხებელს ატყობინებს ტელეფონით საკონტაქტო ნომერზე, რომელიც

მითითებულია სასესხო განაცხადზე ან უგზავნის წერილობით შეტყობინებას.

Page 19: Energocredit Residential Georgian

19

8.5 მეორადი დოკუმენტების მომზადება

სესხის გაცემისათვის საჭირო დოკუმენტების მომზადების პროცესი, სესხის გაცემის

პროცედურა და სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერა ხორციელდება მონაწილე

ბანკის სამომხმარებლო სესხების სტანდარტული პროცედურებით.

სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, საკრედიტო ოფიცერი ამზადებს

მსესხებლის საკრედიტო ფაილინგს და გადასცემს საკრედიტო ადმინისტრატორს

სესხის პროგრამულად დასამოწმებლად.

ფაილინგში ასევე უნდა შევიდეს ინვოისი და ენერგოკრედიტის განაცხადი.

8.6 სესხის გაცემა

საკრედიტო ოფიცერი სესხის გაცემას ახდენს პროგრამულად. სესხის გაცემის შემდეგ,

სესხის თანხა ავტომატურად ირიცხება მომწოდებლის მიერ საქართველოს ბანკში

გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე სესხის პროგრამული ნომრის და კლიენტის სახელის

და გვარის მითითებით დანიშნულებაში.

8.7 მსესხებლისათვის სუბსიდიის ოდენობის ავტორიზაცია

სამუშაოს დასრულება

მას შემდეგ, რაც ბანკი დამტკიცებული სესხის თანხას გადარიცხავს მომწოდებლის

შესაბამის ანგარიშზე, ეს უკანასკნელი ენერგოეფექტური პროდუქტ(ებ)ის

ინსტალაციას ახორციელებს მსესხებლის სახლში/ბინაში.

საინსტალაციო და სხვა შესაბამისი სამუშაოს დასრულების შემდეგ, მომწოდებელი

ამზადებს მიღება ჩაბარების აქტს, რომელსაც ხელს აწერს მსესხებელი, რითაც

Page 20: Energocredit Residential Georgian

20

ადასტურებს, რომ მიმწოდებელის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის

მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.

მსესხებელი მიღება–ჩაბარების აქტს წარუდგენს საკრედიტო ოფიცერს.

ინდივიდუალური სუბსიდიის გადახდის ავტორიზაცია

საკრედიტო ოფიცერი მსესხებელთან ერთად ავსებს სუბსიდიის მოთხოვნის ფორმას

და კლიენტის ხელმოწერის შემდეგ, დასკანერებულ ვერსიას, მიღება–ჩაბარების

აქტთან ერთად, უგზავნის GEEP–ის სამომხმარებლო ბანკინგის კოორდინატორს.

მეილის ასლი ეგზავნება ჯგუფის უფროსს და მონაწილე ბანკის კოორდინატორს,

მეილის თემაში უნდა მიეთითოს: „ენერგო კრედიტის სუბსიდია – კლიენტის სახელი

და გვარი“.

მიღება–ჩაბარების აქტის მიღებიდან მაქსიმუმ ხუთი დღის განმავლობაში, GEEP

ჯგუფი მსესხებელს ელექტრონულად აძლევს ავტორიზაციას მიიღოს სუბსიდია.

სუბსიდიების აპლიკაციები, რომლებიც სესხის დამტკიცებიდან ოთხ თვეზე მეტი

ხნის შემდეგ გაკეთდა არ იქნება გადახდილი.

GEEP ჯგუფი სუბსიდიებს ამტკიცებს მას შემდეგ, რაც გააკეთებს შემოწმებას

ოფისიდან გაუსვლელად ან ,,ადგილზე შემოწმებას“ (მსესხებლის სახლში) ინჟინრის

დახმარებით.

Page 21: Energocredit Residential Georgian

21

8.8. მოთხოვნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის

მიმართ ყოველთვიური სუბსიდიების გადახდაზე

ყოველი თვის ბოლოს (29 რიცხვში), მონაწილე ბანკის კოორდინატორი GEEP–ის

სამომხმარებლო ბანკინგის კოორდინატორს უგზავნის ყოველთვიურ საოპერაციო

ანგარიშს, რომელიც მზადდება სპეციალურ ფორმაში (დანართი #4). ანგარიში შეეხება

თვის განმავლობაში ლარში გაცემულ სესხებს, მასში მითითებულია

ლარის/დოლარის საშუალო სავალუტო კურსი და გადასახდელი სუბსიდიის საერთო

ოდენობა. მონაწილე ბანკის ვალდებულებაა, განსაზღვროს ანგარიშგების თვეში

გამოსაყენებელი სავალუტო კურსი და

GEEP ჯგუფი მიღებულ ინფორმაციას ადარებს საკუთარ მონაცემთა ბაზასთან და თუ

მონაცემები სათანადოა, ელექტრონული თანხმობა ეგზავნება მონაწილე ბანკის

კოორდინატორს. ხოლო, ამის საპირისპიროდ, GEEP ყოველთვიურ ანგარიშს გზავნის

სუბსიდიების შესახებ, სადაც მითითებულია, თუ რომელ მსესხებლებს შეუძლიათ

მიიღონ სუბსიდიები.

მონაცემებს შორის სხვაობის არსებობის შემთხვევაში, მონაწილე ბანკის

კოორდინატორი და GEEP ჯგუფის კოორდინატორი ერთად მუშაობენ სხვაობათა

გამოსწორებაზე.

დოკუმენტზე საბოლოო თანხმობის მიღების შემდეგ, მონაწილე ბანკის

კოორდინატორი საოპერაციო ანგარიშს უგზავნის ევროპის რეკონსტრუქციისა და

განვითარების ბანკის ლონდონის ოფისს და თბილისის წარმომადგენლობას, რათა

მათ მოახდინონ სუბსიდიის თანხის გადარიცხვა საქართველოს ბანკში გახსნილ

სპეციალურ ანგარიშზე - # 45118404301800000001.

Page 22: Energocredit Residential Georgian

22

მონაწილე ბანკის მოთხოვნისა და GEEP–ს ჯგუფის თანხმობის საფუძველზე,

მოთხოვნიდან მაქსიმუმ 2 თვის ვადაში, EBRD სუბსიდიას რიცხავს საქართველოს

ბანკში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე, საიდანაც საჭირო თანხები გადაირიცხება

უკვე ინდივიდუალური მსესხებლების ანგარიშებზე.

8.9 ინდივიდუალური პირებისათვის სუბსიდიების გადარიცხვა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან ყოველთვიური სუბსიდიის

სპეციალურ ანგარიშზე თანხის მიღების შემდეგ:

მონაწილე ბანკი სუბსიდიას მაქსიმუმ 3 სამუშაო დღის ვადაში ანაწილებს

მსესხებლ(ებ)ის ანგარიშ(ებ)ზე, სესხის ვალუტის შესაბამისად ლარში ან

დოლარში;

მონაწილე ბანკი სუბსიდიას ანაწილებს პირდაპირ მსესხებლის ანგარიშზე

საშემოსავლო გადასახადის გამოკლების გარეშე.

9. დანართები (ფორმები)

სტანდარტული ინვოისი (დანართი 1)

ენერგოკრედიტის სააპლიკაციო ფორმა (დანართი 2)

სუბსიდიის ფორმა (დანართი 3)

საოპერაციო ანგარიში (დანართი 4)

სუბსიდიის შესახებ ანგარიში (დანართი 5)